ნაბიჯებს შორის (თავი 3) 18+
დილაა. ფარდებს მიღმა ნისლიანი ლონდონი იღვიძებს. წვიმის წვეთები ისევ სრიალებენ მინის ზედაპირზე. ღრუბელსა და ნისლში გვიან თენდება. საათს ვუყურებ თითქმის ცხრა სრულდება. ოთახში გაფანტული ბუნებრივი შუქი, არაფრისთვის არის საკმარისი, არც დღეა და არც ბნელა. ვერაფრით შევეგუე ამ უაზრო ამინდს. მე მზე მიყვარს. სიცხე. სანაპირო. ეს ერთადერთია რასაც ვერ ვთმობ. მალაგა მენატრება. დილის ხვატი, ფართოდ გახსნილი ფანჯრები. ყავის მწარე არომატი, ტალღების დამამშვიდებელი რიტმი... იქ თითქოს მარილითა და ლიმნის სურნელით გაჯერებული ჰაერიც ფლამენგოს ცეკვავს. ვწევარ. მისი მკლავი მთელ სხეულზე მაწევს. მძიმე, მტკიცე, როგორც ტანგოს აბრაზი, მხოლოდ ახლა ეს არ არის ქორეოგრაფია, ეს საკუთრების უფლებაა. გუშინდელი ღამის ნარჩენებს მთელი სხეულით ვგრძნობ. სისუსტე, დანებება და სრული განთავისუფლება. თავს უკან ვაბრუნებ, ვუყურებ. მშვიდი სახე აქვს. ძილის დროს ნიღბები ქრება და მასთან ერთად წესების მთელი სისტემაც. ტუჩები ოდნავ მოხრილი, შუბლი - გლუვი, სუნთქვა - თითქმის უხმაურო. ასეთი ადრეანიც მომწონს. ფანჯრებს მიღმა წვიმა, ოთახში კი დუმილია. დუმილს ფიქრები მოაქვს. თითებს თმაში ვუცურებ. აბრეშუმივით რბილი თმა აქვს, დამყოლი... თვალს ახელს. მზერა ნისლიანი აქვს, მაგრამ მალევე იბრუნებს კონცენტრირებულ იერს. - ვაგვიანებთ - ტელევიზორის თავზე დაკიდებულ საათზე ვანიშნებ. ისრები იუწყებიან, რომ ცხრას რამდენიმე წუთის წინ გადასცდა. - არ ვარ დარწმუნებული, რომ უნდა წავიდეთ - ამბობს ჩახლეჩილი ხმით. - სისულელეა, ადექი - მხარზე ვუბიძგებ და წამოდგომას ვცდილობ - დღეს ტანგოს გამოერება გვაქვს. - არ ვჩუმდები. საწოლზე მაღლა სწევს თავს და ისევ თვალებში მიყურებს. - იცი, რომ ისევ აქ ვიქნებით. ამავე მოძრაობებში. ამავე შეხებებში. მხოლოდ ეს ყველაფერი ახლა კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება. - მერე რა? ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ - უკვე ხმამაღლა მეცინება ჩემს ნათქვამზე - თუ მოინდომებ კონტროლსაც აღიდგენ... - არც ვეცდები - მპასუხობს და მკლავებში მიქცევს. - ერთი საათი გვაქვს, დავაგვიანებთ - ისე ვამბობ თითქოს რეალობაში დაბრუნება მსურს, მაგრამ სხეული საპირისპიროდ მოქმედებს. - საკმარისია. - მპასუხობს და ჩემს ტუჩებს ეხება. ისეთი გრძნება მაქვს, თითქოს სცენა ისე იცვლება დუეტი არ სრულდება. სასტუმროს ნომრიდან გამოვდივართ. ლიფტი, ფოიე. ხალხი ჩვენს ირგვლივ... სრული ქაოსი... ყავის რიგს უიმედოდ ვუყურებ ქუჩის კუთხეში. - ამის დრო არ გვაქვს - მეუბნება და მანქანისკენ მიბიძგებს. ვიცინით. მალაგას შემდეგ ასე ცოცხლად თავი არ მიგრძვნია. მანქანაში ვსხედვართ. სალონში ისევ დგას სურნელი - მამაკაცური, მწარე, ტკბილი, რომელიც გუშინდელ დღეს და ამ დილას აერთიანებს. - „ნაბიჯი მარჯვნივ, რიტმი გერევა!“ – ვცდილობ ვიხუმრო და ქორეოგრაფის ხმას მივბაძო - "დააგვიანეთ! სწრაფად მწკრივში". - ამის ორჯერ მოსმენა არ მინდა - იცინის ისიც. სტუდიას ვუახლოვდებით. თითქოს რეალობას ვეჯახებით. ვიცი, რომ ისიც იმაზე ფიქრობს რაზეც მე. - იეჭვიანებ, როცა ტეო შემეხება? - ისევ პროვოკაციას მივმართავ. - ეჭვიანობა სისუსტეა, - მპასუხობს და საჭეს უფრო ძლიერად უჭერს ხელს. - მაშინ მიეცი უფლება ამ სისუსტეს იარსებოს. - მჭირდები მერიემ, სცენაზეც და სცენის მიღმაც, მაგრამ ყველაფერი არც ასე მარტივია. - რას გულისხმობ? - ზოგჯერ ვერ ვხვდები სად გადის ამ კაცში მამაკაცურ თავმოყვარეობასა და ამპატავნებას შორის ზღვარი. ამბობს, რომ ვჭირდები, მაგრამ შეუძლია სუნთქვის საშუალებაც არ დამიტოვოს ისე შემზღუდოს. ასეთი კი ზუსტად ვიცი, რომ არც მას დავჭირდები და არც არავის. - არაფერს. - ამბობს და აღარ აგრძელებს საუბარს ჩემი მცდელობის მიუხედავად. დარბაზში გვიან შევდივართ. ქორეოგრაფი მკაცრი მზერით გვიყურებს. - დააგვიანეთ, სწრაფად მწკრივში. - ამბობს და თან მუსიკას ხელს აყოლებს. ტანგო. წითელი განათება ირთვება. ადრეანი უნაკლოდ მოძრაობს, ისევ სიმშვიდისა და კონტროლის ნიღაბი, პარტნიორების გაცვლამდე. და აი, ისიც. - გაცვალეთ პარტნიორები. - ისმის ქორწოგრაფის ხმა. ვგრძნობ, როგორ იძაბება. ტეოსთან ვდგები. მისი ხელები - უსაფრთხო, ზუსტი და ცივია. ვცდილობ ფოკუსირება მუსიკაზე მოვახდინო, მაგრამ გონება მხოლოდ მისკენ მიდის. ადრეანი იმ მომენტში, როდესაც ტეო მჭიდროდ მეხება, უნებურად შეცდომას უშვებს. - არასწორია, ადრეან! ნაბიჯი მარცხნივ! - ქორეოგრაფი ხმას უწევს. ადრეანი თვალს ხუჭავს. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ეჭვიანობა - ეს მისი სისუსტეა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. შესვენება გვაქვს. კატერინა მთელი დღეა ეჭვის თვალით გვიყურებს. დილას პარკინგზე დაგვინახა ერთად, რომ მოვედით. დარწმუნებული ვარ ერთი სული აქვს კითხვები დამაყაროს. მიახლოვდება. – რა ხდება თქვენ შორის? – პირდაპირ მეკითხება და ადრეანზე მანიშნებს. – არაფერი, – ვპასუხობ მოკლედ და ვცდილობ მომდევნო კითხვა ავიცილო. – სხვა დრო, რომ იყოს ჩემი საქმე არ იქნებოდა, მაგრამ მთავარი წყვილი ხართ. ეცადე პირადმა კონცერტზე გავლენა არ იქონიოს, – კატერინა ქორეოგრაფის ასისტენტია. ტექნიკურ საკითხებს ის აგვარებს და მგონი ჩვენი თვალთვალიც აქვს დავალებული ისე ამჩნევს უმცირეს დეტალებს. – ყველაფერი რიგზეა, კატა, – ვუღიმი და დამამშვიდებლად ვკიდებ ხელს მაჯაზე. – ისეთი არაფერია... – ანუ ასე გადაწყვიტეთ დამშვიდობება? – რას გულისხმობ? – ვერ ვხვდები რას მეუბნება. – არ უთქვამს? – თუ არ მეტყვი, ვერ გავიგებ უთქვამს თუ არა. – მოწვევა მიიღო 'Diamond DanceSport Academy'-სგან, სტუდიისგან, რომელიც Millennium Dancesport Championships-ის მოქმედ ჩემპიონებს წვრთნის. ეს პირდაპირი ბილეთია, ძვირფასო, ამერიკის საცეკვაო ელიტაში. წამიერად მავიწყდება, სად ვდგავარ. დარბაზის ხმაური ქრება. ტანგოს ნარჩენებიც კი, რომელიც ჩემს სხეულში ტრიალებდა, უცებ ჩერდება. თითქოს ვიღაცამ მუსიკა და დრო ერთდროულად გამორთო. ახლა გასაგებია რატომ არ არის ყველაფერი არც ისე მარტივი - ამერიკაში მიდის. - კონცერტის შემდეგ? - ვცდილობ საკუთარ თავს თავი მოვუყარო. კატერინა ხელს მიჭერს. მის მზერაში თანაგრძნობა და ცოტაოდენი სიამოვნება ირევა, რადგან სულ ერთსა და იმავეს იმეორებს -"წესები ყველაფერზე მაღლა დგას". მე კი მის წესებს გადავუხვიე და ეს ცოტაოდენი სიამოვნება ზუსტად "ხომ ვამბობდის" ასახავს. - ასეა, კონცერტი გამოსათხოვარი შოუც არის... - რამდენი ხანია იცი? - თითქმის ერთი თვეა. გამგზავრება კონცერტის დასრულებამდე გადადო. - გასაგებია. - ვამბობ ცივად. - შენც იგივეს იზამდი მერიემ, - მეუბნება დარწმუნებით - ჩვენ საშუალო დონის სტუდია ვართ. მას კი მომავალი აქვს. - ისეთი მზრუნველობით უყურებს მინდა, რომ ეს მშვიდი და მზრუნველი თვალები ამოვჩიჩქნო - ჩვენს სფეროში მისნაირი კაცები ადვილად იკვალევენ გზას... - აგრძელებს, მაგრამ მას უკვე ვეღარ ვუსმენ. სინამდვილეში არ ვიცი რაზე ვარ გაბრაზებული. იმაზე რომ არ მითხრა, თუ იმაზე რომ გამიზნული აქვს მიმატოვოს. ჩემი სამყარო სხვა გრავიტაციას უბრუნდება, მაგრამ ამჯერად, ეს არ არის რომანტიკული ფრენა. ეს ბრაზია. ბრაზი და შურისძიების გეგმა. მიტოვებას ვერ დამასწრებს. აქედან ასე მშვიდად ვერ წავა. ჩემი ყველა ქმედება, ყველა პროვოკაცია, კონტროლის დამსხვრევის სურვილი... ეს მისთვის მხოლოდ ბოლო წუთების თამაში იყო. იცოდა, რომ მიდიოდა. ამიტომ დანებდა. ამიტომ მომცა საშუალება გამეტეხა... - ანუ მიდიხარ - ვეკითხები მშვიდი, მაგრამ გაყინული ხმით. წამიერად თვითონაც იყინება. მისი ხელის კუნთი იძაბება, რასაც მაშინვე ვამჩნევ და წამით სიმშვიდის ნიღაბიც ქრება. - კატერინამ გითხრა? - მართალია? - კი, კონცერტის შემდეგ მივდივარ. - ცდილობს ხმის სიმტკიცე შეინარჩუნოს. - რატომ არ მითხარი? - ვცდილობ ისე მოვაჩვენო თავი თითქოს სულერთია. - არ მქონდა გადაწყვეტილი. - ახლა არ მითხარი... - ეს წუთია გადავწყვიტე. - ვგრძნობ, რომ სიმართლეს ამბობს, მაგრამ ვერ ვხვდები. მოწვევა თუ ერთი თვის წინ მიიღო ახლა, როგორ გადაწყვიტა?! შესვენება სრულდება. - დაუბრუნდით მწკრივს. - ისმის ქორეოგრაფის ხმა. მექანიკურად მივდივარ მწკრივისკენ. მე ჯერ არ მითქვამს ბოლო სიტყვა. ე.ი. ჯერ არაფერი დასრულებულა! ვალსი. შუქები მკვეთრია, მუსიკის ხმა სივრცეს ავსებს. ყველა წყვილი თავის რიტმშია. მე და ადრეანი წყვილში ვართ, როგორც ორი პროფესიონალი - ახლა მხოლოდ მოძრაობა გვაკავშირებს. ვალსი სინაზეს ითხოვს, მაგრამ ჩვენს შორის ყველაფერი ზედმეტად მძიმეა სინაზისთვის. სამი მეოთხედის რიტმი: ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი... ეს არის სიზუსტე, სისუფთავე, ემოციებისგან დაცლილი ელეგანტურობა. ქორეოგრაფიული წესრიგი, რომლის დარღვევის უფლებაც არ გვაქვს. დარბაზის ცენტრში ვდგავართ. მისი ხელი ჩემს წელზე ისვენებს - მტკიცე, დომინანტური, მაგრამ ახლა მისი სიმტკიცე ჩემთვის მხოლოდ მისი გადაწყვეტილების სიმტკიცეს ასახავს. - მოძრაობა გლუვია. არანაირი უეცარი, მკვეთრი ცვლილებები. გაყევით დინებას - ისმის ქორეოგრაფის ხმა. ვიწყებთ. მთელი დარბაზი ჩვენკენ იყურება. ეს გალა კონცერტის ცენტრალური ნაწილია. ჩვენი მოძრაობები სინქრონული, სრულყოფილი და ჰარმონიული უნდა იყოს. ეს პარტია კაცს მიჰყავს. ის არის ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებ. მისი ნაბიჯები – ზუსტი, წინასწარ გათვლილი უნდა იყოს, როგორიც მისია. არანაირი გადახვევა, მხოლოდ კონტროლი და სიმტკიცე და ის ასრულებს იმას, რისთვისაც მოვიდა: პროფესიონალურად ცეკვავს. თუმცა, მისი ხელი... წელზე იმაზე მჭიდროდ მიჭერს, ვიდრე საჭიროა. ეს ერთადერთი ემოციური გაჟონვაა. მხოლოდ ჯერჯერობით. - "მხოლოდ ჯერჯერობით ადრეან!" - ვიმეორებ გონებაში. - გრძელი ნაბიჯი! გაწელე, მერიემ! ვერ გრძნობ რიტმს! - შენიშვნას მაძლევს ქორეოგრაფი. რიტმს ვგრძნობ. ზედმეტადაც კი. ჩემი გული სამი მეოთხედის ნაცვლად, ორმაგი რიტმით ცემს: - ბრაზი და შურისძიება - აი, რა მამოძრავებს. ვალსის ბრუნი... სწრაფი... რთული... მთელი ძალით ვტრიალებ. ვცდილობ, მის მკლავებს შორის სივრცე შევავსო, მაგრამ არა ვნებით, არამედ სიცივით. იგრძნოს, რომ იმაზე მეტად არ მჭირდება, ვიდრე თავად ვჭირდები. მუსიკა ბრუნავს, ჩვენც ვტრიალებთ. მისი თითები ისევ იცნობენ ჩემს სხეულს, მაგრამ ახლა ამ შეხებაში სხვა რამაა - ნაღველი, დანაკლისის შეგრძნება, ამას მის თვალებში ვხედავ. ხვდება რომ წამები მაკლია აფეთქებამდე. თავიდან არ მინდოდა მოხვედრილიყო, მაგრამ ახლა აღარ ვმალავ. ვალსის მოძრაობას ტანგოს აგრესიას ვუმატებ. ჩემი სხეული, რომელიც მსუბუქი და გლუვი უნდა იყოს, ახლა მტკიცე და ძლიერია. აღარ მივყვები... მეც მიმყავს. მისი სუნთქვა ყელთან მესმის. ისევ ხშირი და არეული. ბრაზობს. ამ დაუმორჩილებლობას ვერ იტანს. და ჰო, ეს ჩემი პატარა გამარჯვებაა. - ვალსი სიმსუბუქეა, მერიემ! არ დომინირებდე! მიეცი პარტნიორს საშუალება, წაგიყვანოს! - ისევ ქორეოგრაფის ხმა კვეთს მუსიკას. მაგრამ მე არ მინდა, წამიყვანოს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მიდის, არ მინდა, რომ ის ვიყო, ვისაც ტოვებენ. ბრუნიდან გამოვდივართ. ჩვენი სხეულები ერთმანეთთან ეჯახება. ეს არ არის ვალსის შეხება. ეს არის შეჯახება. - ყოჩაღ, კარგად გათვალე ყველაფერი - ვეუბნები და ტუჩები უფრო ახლოს მიმაქვს - თუმცა დილის სე'ქსის დროს ასე არ მომეჩვენა... უნებურად რიტმიდან ვარდება. მისი ფეხი ჩემსას ეხება. მუსიკა რყევას იწყებს. - ნუ იქცევი ასე. ახლა არა. - მპასუხობს ჩახლეჩილი ხმით. - აბა როდის, როცა წახვალ? - ვპასუხებ სარკასტული ღიმილით და შემდეგ ნაბიჯს განზრახ არასწორად ვდგამ. ვალსის ჰარმონია ირღვევა. რიტმი იკარგება. - გაჩერდით! - ქორეოგრაფი მუსიკას აჩერებს. თვალებიდან ცეცხლს ყრის - რა მოხდა, მერიემ?! ეს ყველაზე საშინელი რამ არის, რაც აქამდე გაგიკეთებიათ! ეს ვალსი არ არის! ეს კატასტროფაა! - ხმას თანდათან უწევს და სხეულის ენასაც ახმარს ბრაზის გამოხატვას. - გადავიღალეთ - ამბობს ადრეანი და ცდილობს სიტუაცია განმუხტოს - ბოლო დღეები ძალიან დატვირთული იყო... ჩვენი დუელი თვალებით გრძელდება. - დაღლილი არ ვარ! - ვამბობ გადაწყვეტით - სხვა პარტნიორი მჭირდება. ადრეანი დაღლილია! - ვგრძნობ, როგორ ბობოქრობს მისი მთელი არსება. პასუხის ნაცვლად, ხელს მჭიდროდ მიჭერს. ტკივილი სასიამოვნოა. ეს ნიშნავს, რომ მასაც ეტკინა. მინდა ვნახო, რამდენად შორს წავა მისი ეს ახალი „სიმტკიცე“. იმდენად გაბრაზებული ვარ მზად ვარ მისი ყველა ოცნება ნემსხვრევებად ვაქციო. ჯერ აქ არის. დროა ვაჩვენო, რომ მისი წასვლა მხოლოდ ნაბიჯია მარცხნივ. ტანგო თუ სიყვარულზეა, ვალსი დაშორებაზეა. გადაწყვეტილია! ბოლო ცეკვა უკვე შესრულდა! - ვალსს ხვალ გავაგრძელებთ. - ამბობს ქორეოგრაფი და მუსიკას რთავს. პასო დობლი. თითქოს ქორეოგრაფი უსიტყვოდ ხვდება, რომ დარბაზს დრამა სჭირდება. ტეოს ვანიშნებ თავის ადგილზე დარჩეს და ადრეანთან გავდივარ. ახლა ეს დრამა ჩვენს შორის არის. წითელი მოსასხამი ბრაზით არის გაჟღენთილი. მუსიკა მკვეთრია, ესპანური, გამომწვევი. მატადორის მარში. ეს არც ნაზი ვალსია და არც ვნებიანი ტანგო. ეს ომია - მოკლე, მტკიცე და საბოლოო. მატადორის პოზაში დგას. ზურგი სწორია, თავი მაღლა. უმაღლესი დონის კონტროლი და პროფესიონალური სიამაყე. მზერა ცივი და გათვლილი. მის პირდაპირ ვდგები. არ ვარ კაპრიზული ქალი, რომელიც მოსასხამს აფრიალებს. ხარი ვარ. დაჭრილი, გაბრაზებული, შურისძიების წყურვილით სავსე. მზად ვარ, ბოლო წუთამდე ვიბრძოლო. - ნუ იქნებით ქალები! ეს არის დუელი! ენერგია! სიამაყე! - ყვირის ქორეოგრაფი. მოძრაობას ვიწყებთ. ფეხები სწრაფია, მკვეთრი. ეს არ არის მოხდენილობა, ეს არის დარტყმა. თითოეული ნაბიჯი - აპლოდისმენტი - დაცინვაა მისი ამერიკული ოცნების მიმართ. ადრეანი ხელს წელზე მხვევს, მაგრამ ეს არ არის აბრაზი... უფრო ხელბორკილია... მიბიძგებს, მატრიალებს, ცდილობს, მიჩვენოს, რომ მისი ძალა უფრო დიდია, რომ მას ამ კონფლიქტის კონტროლიც შეუძლია. ჩვენი თვალები ერთმანეთს არ სცილდება. მათში აღარ არის ვნება. მხოლოდ სიცივე და მტკიცე გადაწყვეტილება... - "მივდივარ, მაგრამ შენ მაინც ჩემი ხარ!" - ამბობს მისი სხეული. - "ილუზიიდან გამოდის, შენი არასდროს ვყოფილვარ". - პასუხობს ჩემი. ცეკვა კულმინაციას აღწევს. პოზა – ფალიო – ქალი მატადორის წინ უნდა დაეცეს დაჭრილივით - თავდახრილი. არ ვიხრები. უარვყოფ ქალურ სისუსტეს. ვცდილობ მისი მზერა დავიჭირო. - "დაიმახსოვრე ეს სახე". – ვუგზავნი უთქმელ გზავნილს. მოულოდნელად ისეთ მოძრაობაზე გადადის, რომელიც არ არის ქორეოგრაფიით გათვალისწინებული. ეს არის სუფთა, პირველყოფილი მესაკუთრეობა - ჩემს სხეულს მთელი ძალით აკრავს თავისას. პასო დობლის დისტანცია მთლიანად ირღვევა. მისი ტუჩები ჩემს ყურთან ახლოსაა, მაგრამ არ მკოცნის. - აქ ვერ დამამარცხებ. ვერ დამასწრებ - მეუბნება ჩურჩულით. - რეპეტიციის შემდეგ ვილაპარაკებთ... - სალაპარაკო არაფერი გვაქვს - ვპასუხობ და მუსიკაც სრულდება. მკვეთრი, ძლიერი მოძრაობით მიშვებს. ცეკვა სრულდება. გამარჯვებული მატადორი - ზუსტ პოზაში დგას. მე – უკან, ოდნავ მოშორებით. დაუმორჩილებელი ხარი... დარბაზში წამით დუმილი მეფობს. მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ ჩვენს გარადა აღარავინ ცეკვავს. აპლოდისმენტები და შეძახილები. ფიქრობენ, რომ შესანიშნავი პერფორმანსი იყო. მაგრამ ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ბოლო აკორდი, ბოლო გაშვება, ბოლო მზერა დაშორების მანიფესტი იყო. ადრეანი უნებურად, ძლიერი ჟესტით იწმენდს შუბლს და ოფლთან ერთად ნიღბად აკრულ სიმტკიცესაც იშორებს. გასახდელისკენ მექანიკურად მივდივარ. ჩემი ნაბიჯები - ზუსტი, სწრაფი, თითქოს ახლაც წინასწარ დადგმულ ქორეოგრაფიას მივყვები... კატერინა ხელს მკიდებს. - მერიემ, მერიემ... ეს საოცარი იყო... მაგრამ... - მაგრამ არაპროფესიონალური - ვასრულებ მის ნათქვამს. - მივდივარ კატა. მიყურებს. - სად? სად მიდიხარ? - მეკითხება დაბნეული. - სახლში ვბრუნდები. ნისლი და წვიმა ყელში ამოვიდა. - მერიემ... - გადავწყვიტე კატა. ჩემი შემცვლელის პოვნა არ გაგიჭირდებათ. თავადაც მიკვირს იმდენად მშვიდი ხმა მაქვს. არ ვყვირი, არ ვბრაზობ. თითქოს ჩემი ესპანური სისხლი ლონდონურმა სიცივემ შთანთქა. კატერინამ იცის მიზეზი. მასთან თავის მოკატუნება არ მჭირდება. მით უფრო როცა ვხედავ, საერთოდ აღარ ანიჭებს სიამოვნებას ის მომაბეზრებელი "ხო ვამბობდი" თუ "ხო გეუბნებოდი". შოკშია. - ბრაზი გალაპარაკებს მერიემ - მეუბნება დამრიგებლურად - ახლა თუ წახვალ მთელ მომავალ კარიერას საფრთხის ქვეშ დააყენებ. რამდენიმე დღეში კონცერტია, ვინ გაგიფორმებს კონტრაქტს ამის შემდეგ... - დამოუკიდებლად ვიცეკვებ - ვეუბნები მექანიკურად და ვგრძნობ, რომ ლონდონის ნესტიანი ჰავის ნაცვლად საიდანღაც ლიმონის და ზღვის მარილის სურნელი მოდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.