შე'მიყვარდი (12)
აწითლებულ სახეს მაკიაჟიც ვერ უფარავდა , მთელი სხეულით თრთოდა ფეხზე მდგომი და ხელისგულით როიალის ცივ ზედაპირს დაყრდნობილი _დავურიგეთ საჭმელი უსახლკაროებს... ფულიც გადავურიცხეთ იმ პანსიონატებს . მიგალაგებინებთ და გადაგაბარგებთ ბარემ .ამ სახლში ნუ დარჩები და ნუ გახდები დეპრესიული ისევ _ ჩემოდნებს მოათრევდა ერთ_ერთი. სოფიასთვის უცნობი ბიჭი ,რომელიც მხოლოდ დუდასგან იცოდა. დანარჩენები შემდეგ გამოჩნდნენ_მარტო არ ყოფილხარ _ ორივე მოათვალიერა და წამსვე მიხვდა რომ ძმაკაცის მსხვერპლი გახდებოდა _უკვე მივდივარ ... ნახვამდის _ უკან არც მიუხედავს არადა დუდა რაღაცის თქმას აპირებდა ისე დაიძრა კარისკენ. _მაინც სად გარბიხარ _ გვერდით ამოუდგა ყიფიანი,ხელი მოხვია წელზე და საკუთარ საძინებელში შეიყვანა. კარი მიხურა და ხელით გადაუღობა გზა _ ასე უნდა დამტოვო? _არ იყო საკმარისი განწყობის გამოსასწორებლად? ხომ გჭირდებოდა _არ შემშალო,გთხოვ ახლა რაღაც სისულელეს ნუ მეტყვი თავის დასახსნელად _ნუ გადააყოლებ ამ კოცნას ჩვენ ამბავს ... უფროსად უფრო გჭირდები ვიდრე საყვარლად _კიდევ როგორ ვერ აჩერებდა ენას როცა ასე ახლოს იყო დუდა ,ასე უყურებდა და ამდენად მიმზიდველი იყო _გავკარი საჭიროებებს , გაღმერთებ და მთლიანად მინდიხარ შენ ჩემ ცხოვრებაში ! _ახლა რთული პერიოდი გაქვს ,შენი გონება წნეხშია,ემოციები არეულია ვერ _დუდაა გამოდი შენები არიან და გივი _კარზე დააკაკუნა ბიჭმა . საუბარი ვერ გააგრძელეს . კაცი აშკარად არ იყო სამოყვროდ მისული. მისი სახელის გაგებისას მაშინვე დაემშვიდობა სოფიას _სხვა დროს გავაგრძელოთ ,ქალბატონო სოფიო _ მკვეთრად გამოთქვა ბოლო სიტყვები და ისე დაიძრა სტუმრებისკენ გზაშივე ტრანსფორმირდა ვიღაც სხვა ადამიანად,რომელიც ხაჭვანისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო _ რას მივაწერო შენი სტუმრობა ჩემ სახლში ? _გარდაიცვალა ბებია და ჩამოვედი...არავინ მომიპატიჟა დაკრძალვაზე ,მაგრამ _არ იმსახურებდი და იმიტომ. სიყვარული თუ გამოძრავებდა აქამდე უნდა მოსულიყავი,მის საფლავზე წასულიყავი და არა ცარიელ სახლში _შენ დაბადებამდე მე ვიყავი... ანდროს ძმისშვილები და შვილიშვილები . შენ არ იცი,არც გახსოვს _ მე რაც კარგად მახსოვს ისაა ნატალია ბოლოს რომ ნახე როგორც ესაუბრე და როგორ აქციე ზურგი ქალს, რომელსაც ამაგის მეტი არაფერი ჰქონდა შენზე _დუდა შევიდეთ სახლში და ისე ვისაუბროთ იქნებ რა უნდა... მტრობის გაგრძელების დრო აღარ დასრულდა? _ნათიამ უთხრა და თან იქ მყოფებს მოავლო მზერა _ამ სახლის ზღურბლს ვერ გადააბიჯებს არც ვმტრობ მე ასეთებს...შენ და ამ ოჯახმა იქ დაასრულეთ ნატალიას რომ უთხარი ერთი შვილი ძლივს გააჩინე და ისიც ვერ გაზარდე ,კრიმინალი იყოო . შენ სისხლსა და ხორცს ხომ მიაყენე შეურაცხყოფა... ბიძაჩემი კაცი იყო და შენ არარაობა ხარ ! შვილმკვდარ დედას ვინ ეუბნება ამას,მაგრამ მაშინვე გინდოდა ანდროს ქონება და სვავივით დაგვტრიალებდით თავს შენ და მამაშენი. ნახე სუსტი რგოლი ,მაგრამ როგორც მაშინ გაგაქრე ისე აგაორთქლებ ახლაც _ერთი წვეთი სისხლი არ გაქვს ანდროსი... თქვენ მოუღეთ ბოლო ამათ და საერთოდ შეიძლება ერთად დაგეგმეთ ის ავარია . არ შემიშვა და არ მესაუბრო წესიერად. მინდოდა მეთქვა გავყოთ ქონება_თქო და ახლა სასამართლოში შევხვდეთ. ვიღაც ბ.ზის და მკვლელის შთამომავლები ხართ სინამდვილეში მეტს რას უნდა ველოდო შენგან . გიორგი შენგან გამკვირვებია ღალატიც როგორ აპატიე,შენც ციხის კარამდე მიგიყვანა და მაინც _ხელი არ ახლო მამა ! _ გიორგი იქამდე თუ მოშორებით იდგა და ეწეოდა,ცდილობდა არ ჩარეულიყო იმ წამს ამოეწურა მოთმინება,მაგრამ დუდა დაუხვდა წინ _შენთვის არ შეიძლება,უკან დაგაბრუნებენ და ეს უნდა ამასაც _რა სასაცილოები ხართ... კიდევ ერთხელ გაფრთხილებ სასამართლოში თქვენნაირებს არავინ გაამარჯვებინებს და ნუ დარჩები ნულზე ტყუილად _ანდროს ქონებიდან ერთ სკამსაც ვერ მიიღებ , მასზე დაჯდომასაც კი არ იმსახურებ და იმიტომ ! _აბა ვინ იმსახურებს მისი სახელის შემარცხვენელი დედაშენი და შენ? _ნათია არ ახსენო_მეთქი რამდენჯერ გითხარი აქამდე ...დღესაც უნდა გავიმეორო?მოდი საჩივრით სხეულის განზრახ დაზიანებით დავიწყოთ_ სოფია იქამდე გაყინული იდგა აივანზე,კიბე როდის ჩაიარა ვერც გაიაზრა. გრძნობდა დუდა როდის ინარჩუნებდა სიმშვიდეს და როდის აპირებდა ზღვრის გადალახვას. ახლოს არავინ ეკარებოდა, ყველა შორს იდგა და არ ერეოდა ,დუდას წინ არავინ გადამდგარა ასეთ დროს და რა იცოდა ხაჭვანმა რა მოჰყვებოდა ამ ამბავს _არ გინდა...არ შეეხო ! _შენ ვინღა ხარ ... რაღაც ნაცნობი სახეა ,მოიცა გავიხსენო . სოფიო ხაჭვანი...შენი დაბადება მახსოვს,ავღნიშნავდნენ ყველანი ერთად მე სკოლის მოსწავლე ვიყავი. ანდროს ძალიან უყვარდი. არაფერი წმინდა რომ არ გაგაჩნია ვიცოდი,მაგრამ ისე არ გყოფნის ეს ფული ხაჭვანის გოგოზე ნადირობა დაიწყე? რა იყო აბაროტს იღებ უფროსი სოფიკოს ხელში ვერ ჩაგდების გამო ? თუ უბრალოდ დამა ქალები გევასება და დედიკოსგან მუდამ მიტოვებული _თვალები დახუჭე და არ გაახილო,არც შემობრუნდე ! _ სოფიამ ვერ გააჩერა. ვერ გაიაზრა,რომ კლინიკაში არ იყვნენ და იქ არ იყო მისი უფროსი. არც ის იცოდა დუდა რომ არ მოუთმენდა ამდენს არავის . თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და ისევ უყურებდა ყველას სანამ ზურგს უკან ესმოდა კაცის ღრიალი და დუდას გაცხოველებული ხმით გაჟღერებული მუქარა _შენ გეგონა რამე მაკავებდა აქამდე ყველა ჯერზე რომ გითმინე ნატალიას გარდა? შენი გავლენაც, შენი სასამართლოც ... ჩემ თავს არ ვაბიჯებდი შენნაირ ახვარს რომ არ შევხებოდი. ბოლოს ხომ გაგაფრთხილეთ კიდევ გამომიწვევ და გაჩვენებ ვინ ვარ_თქო. შე ნ.ბიჭვარო აბა გაბედე და მიჩივლე _ ასფალტზე დავარდნილს სისხლიან სახეზე აწვებოდა და ისე ღრიალებდა სოფიამ ამღვრეული მზერით რომ გაიხედა მათკენ _რამდენჯერ გადაგარჩინა ანდრომ ყველა საქმე ვიცი... ჯერ არ გასვლია დრო _გაჩუმების ნაცვლად როგორც კი შეძლო მაშინვე მუქარა განაგრძო . განზრახ იწვევდა ფაქტი იყო ,დუდამაც იცოდა,მაგრამ არ ენაღვლებოდა. თავმოყვარეობა უცრო ადარდებდა ვიდრე პრობლემების არიდება _ზუსტად იმ შენი თეთრი ხალათიანად დაგიჭერენ და ნახავს შენ ნაშად გადაქცეული ხაჭვანების პრინცესა ვინ ხარ _გინდა მოგკლა ხომ ?აქამდე ვერ მითხარი?პირდაპირ გეთქვა ... _ მუშტი მოუქნია ამჯერად და ცხვირი გაუტეხა . სისხლით მოირწყა ეზო მერე ისე ჩაავლო ხელი ნახევრად გათიშული წაათრია შემოსასვლელისკენ. ნათია თხოვდა გაჩერებას , სისხლის დანახვისას საერთოდ გონება დაკარგა და გიორგის აღარც გაუხედავს დუდასკენ. ცოლი აიყვანა ხელში ,მანქანაში ჩასვა და საერთოდ წავიდა. სოფიამ აღარ იცოდა რა უფრო მეტად აოცებდა . იმათი ურეაქციობა თუ დუდას ქცევა. _არ გინდა...არ გინდააა _შენ მართლა გეგონა ვიტლიკინებ და დუდა ცემას დამჯერდება მერე წავალ ნაცემ_ნაბეგვი ვუჩივლებ და წამებული გამოვჩნდებიო? ორ კურდღელს მოვკლავ ერთადო ? ბაჭიად წარმომიდგინე შე ნაბ.ჭვარო? სად გარბიხარ კარგიი რაა _ მანიაკს გავდა. არაფერი ეცხო იმ ბიჭის თეთრი ხალათით რომ დარბოდა ყველას დასახმარებლად. მერე ერთი დაუსტვინა და წამში გაჩნდა უზარმაზარი როტვეილერი. თითქოს ამ მომენტს ელოდა ყეფა რომ დაიწყო და კაცს ალესილი კბილები აჩვენა _დუდა _ საკუთარი ხმა ვერ იცნო . ნაბიჯი ისევ ვერ გადადგა . შეეშინდა ცოცხლად დააგლეჯინებს ძაღლსო _გთხოვ _მე რა გთხოვე სოფია? არ შეხედო,არ შემობრუნდე _თქო _ნუ მაყურებინებ როგორ ექცევი ადამიანს ცხოველივით შენ არ ხარ მსხვერპლზე მონადირე _პასუხი ვერ მოისმინა. მანქანები გამოჩნდა და მალევე შემოვიდა ეზოში კაცი, რომლის დანახვისას მუხლები მოეკვეთა გივის. თვითონ არ შეხებია, რაღაც უთხრა და მისმა თანმხლებებმა წამში ააორთქლეს _აქ რამ მოიყვანა _სიხარბემ და მე დავასრულე ... _შენ არ გადაგაბიჯე აქამდეც და შენ თხოვნას დრო მიგვეცა,მაგრამ ხომ დაინახე იმ ხელს უკბინა რომელიც აჭმევდა _ნატალიას გამო...მე სულ ვიცოდე ეს რა ნეხვის გროვაც იყო _რისთვის მოვიდა _ფულის გამო _საცოდავი _არ მოკლა ... _ხელი გაუწოდა სოფიასთვის უცნობ კაცს მანაც ჩამოართვა და წავიდა. სულ რამდენიმე წუთის წინ კოცნიდა ახლა კი მის სისხლიან ხელებს და წითელ თვალებს უყურებდა . გაქვავებულს წინ აესვეტა ,მისი ძმაკაცები ისე გაქრნენ როგორც გამოჩნდნენ _ისევ მარტო დავრჩით _შენ რა ადამიანი ხარ საერთოდ_ხელებზე უყურებდა , დამსკდარ კანზე და იქედან გამოჟონილ სისხლზე გაეყინა მზერა _ ასეთი ხარ? _გითხარი არ შემობრუნდე_თქო . ზოგჯერ უნდა დამიჯერო _როგორც დანარჩენები იდგნენ და გიყურებდნენ რომ მოგეკლა არ გამოძრავდებოდნენ ,უფლებას მოგცემდნენ. შენმა მშობლებმა როგორ მოიყვანეს აქ თუ იცოდნენ _ნათია მიამიტი ქალია... ვერასდროს ისწავლის ჭკუას . ყველა შენ არ გგავს . შენ რომ ინერვიულე რა გააკეთე,გამაჩერე? აღარასდროს გადამეღობო გზაზე ,როცა მე ნაბიჯს ვდგამ _უფსკრულში რომ იჩეხებოდე მაინც? _მითუმეტეს... შენც რომ არ ჩაგიყოლო თან _კიდევ რომ გადაგეღობო მერე რა იქნება _ჩემი გეშინია ? _ თითების სუფთა ნაწილით შეეხო ლოყაზე ათრთოლებულს_ როგორი ცხელი იყავი და როგორ გაყინულხარ _არ შემეხო ... _ეგ ცოტა ხნის წინ უნდა გეთქვა... პირველ კოცნამდე _ სულ სხვა კაცად გადაიქცა . ისე უყურებდა დაგავიწყდებოდა ხელებზე შემხმარი სისხლი _ახლა ჩემი წესებით თამაში იწყება _თამაშს არ ვაპირებ , ბავშვი არ ვარ _მაწყობს ... მოვიქცეთ ზრდასრულებივით _მივდივარ და დიდი იმედი მაქვს რამდენიმე დღე საერთოდ არ დამენახები ,რომ როგორმე დავივიწყო ვინ მყავს სამსახურში მიღებული _სერიოზულად მტოვებ ასეთი ხელებით,მთვრალს და გაგიჟებულს? _მიხედავ როგორმე საკუთარ თავს _ქვის გული გაქვს _გეგონა დაამსხვრიე ? _ მიდიოდა და ისე ელაპარაკებოდა . ბოლოს რომ მიბრუნდა მანქანაში ჯდებოდა უკვე დუდა კი იდგა და უცინოდა. ისე უყურებდა ყველაფერი იქვე დაავიწყდა,უბრალოდ ჯიუტად არ იცვლიდა მიმართულებას . _სად ხარ _საჭესთან იჯდა ნინიამ რომ დაურეკა და მიმართულება შეიცვალა_ გამო ჩემთან ,იმდენი ვიტირე თავი მტკივა და იქნებ ჭორაობის დროს გამიაროს _გამოვალ ... რა წამოგიღო _არაფერი _ხუთ წუთში მოვალ _ყავას გავამზადებ სახლში რომ შევიდა ნინია პიჟამოთი დაუხვდა. ასაკის მატება არ მოქმედებდა მის ქმედებებზე ზოგადად და თითქოს გარეგნულადაც არ ეტყობოდა. ყოველთვის თავისუფალი,ლაღი და ბედნიერი იყო. მიუხედავად იმ ცხოვრებისა რაც ბავშვობაში ჰქონდა, უდედმამოდ დარჩენილი უფროსი და იყო ,რომელიც პატარა ძმაზეც ზრუნავდა . სოფიამ რომ გაიცნო უკვე სტუდენტი იყო და მალევე დაქორწინდა. სოფია მუდამ ართულებდა ის კი ყველა წუთით ტკბებოდა _ჩემმა ქმარმა ვერა და ვერ გაითავისუფლა თავი სამსახურიდან. მის გარეშე დასვენება რად მინდა,მომენატრა თან ბავშვებიც არ მინდა დატოვოს. ჯერ არ დაუსრულებიათ სწავლა ,მაგრამ არაუშავს მოვიფიქრებ რამეს ხვალიდან... შენ რა გჭირს _დავიღალე _ ფეხსაცმელი გაიხადა. დივანზე დაჯდა და კომფორტულად მოკალათდდა _დავლიოთ გინდა? კვირაა ხვალ _დავლიოთ _გემრიელობებს გამოვიძახებ. მშია და თან ქართული კერძები მინდა _ერთი საათის შემდეგ კარგად ნაჭამ_ნასვამი იყო უკვე და ათასი ამბისა და ადამიანის განხილვის შემდეგ კითხვაც შეაპარა _გივი გიგაურს იცნობ ? _ანდროს ძმისშვილია...ჩემზე ერთი წლით დიდია. ნაბ.ჭვარი იყო ბავშვობიდანვე. რადგან ლოთის შვილი ვიყავი და დედა არ მზრდიდა ეგონა ფლირტს დამიწყებდა და მისი ბ.ზი ვიქნებოდი. დას.რებული ვის დაემსგავსა არ ვიცი. მამა არ ჰყავდა ისეთი საზიზღარი ,მაგრამ დედამისს არ ჰქონდა ნატალიასთან კარგი ურთიერთობა და ე.ი ის ქალი იყო არაქალი . არც ქუჩაში გამოუვიდა,არც სწავლა შეეძლო და წურბელად იქცა ბოლოს. ყველგან ,ყველაფერში იჭრებოდა და დუდა რომ წამოიზარდა მერე საერთოდ გაჭედა. იქამდე ეგონათ ანდროს ქონება მაგათ დარჩებოდათ ... შეჭამეს ბიჭი ,მაგრამ ჩემი დუდა არავის არაფერს შეარჩენს . ახლა სად არის ის ვირთხა არ ვიცი. როგორ ვერ ვიტან ღმერთოო _დუდა როგორი ბავშვი იყო გახსოვს? თუ წასული იყავი უკვე _წასული როგორ ვიქნებოდი 14 წლის ვიყავი რომ დაიბადა . მე რომ ნათიას ასაკის ვარ თითქმის გავიწყდება? _მისი დაქალიც რომ ხარ და ჩემიც სასაცილოა _დუდა იყო ულამაზესი ბავშვი. მახსოვს 4 კილო დაიბადა და ფიზიკურადაც დიდი იყო, შავი გრძელი თმა ჰქონდა ისეთი სასაცილო. ნათია და გიორგი სულ თავის სტიქიაში იყვნენ ხან რაზე კამათობდნენ ხან რაზე . ბავშვის მოვლა კი არა ნათია თავს ვერ უვლიდა და ნატალიასთან იყვნენ ხშირად. სათამაშოსავით დავატარებდი ხელით ,ვაჭმევდი და ვაძინებდი. ღმერთო რამდენი დრო გავიდა ,დავბერდი უკვე _რა დაბერდი ჩემზე უკეთ გამოიყურები ... _დივანზე ჰქონდა თავი მიყრდნობილი გაბრუებულს და წარმოიდგენდა პატარა ლამაზ დუდას _სწორი კაცი უნდა გყავდეს გვერდით სულ ბედნიერი რომ იყო ,ბედნიერი ქალი სულ ლამაზია ... დუდა კიდევ ყოველთვის იყო იდეალური კაცი და ახლა კიდევ უფრო გაზრდილი ,ჩამოყალიბებული, საკუთარ თავში გარკვეული ნამდვილად ოცნების კაცია. ჩემთან ცხოვრობდა ერთი პერიოდი და იმ დროსაც ვიცი როგორი იყო როცა ყველას ეგონა ციხის იქით გზა არ ჰქონდა მის ცხოვრებას. _შენთან იყო? _ხო ... ანდრომ მთხოვა და თხოვნა რად მინდოდა ისედაც ვეპატიჟებოდი სულ. არსად ცხოვრება არ შეუძლია,აქაურობაზე გიჟდება... შენზე მკითხა მაშინ, მაგრამ მეგონა უბრალოდ აინტერესებდა არ მიფიქრია თუ მოსწონდი. ის რომ დაბრუნდა შენ იყავი წასული . რა უცნაურია ცხოვრება შენ თუ ბოლოს დუდა შეგიყვარდებოდა ეგ რომ მცოდნოდა მე მოგიწყობდით შეხვედრებს _არ მიყვარს _აბა რას შვები _ვგიჟდები ! _ეგაა სიყვარული რომ გიჟდები და ახლოს რომ იქნება და დაგამშვიდებს _დუდა დაამშვიდებს ჩემ ქალურ ცხოვრებას თუ თავდაყირა დააყენებს ყველაფერს პირადთან ერთად. _დუდა გაგიმკლავდება შენ უბრალოდ აჩვენე რასაც გრძნობ და მეტი არაფერი სჭირდება იდეალური მეორენახევარი იქნება _ვნახე როგორ სცემა კაცი...როგორი სახე ჰქონდა ამ დროს და იმ თავის ძაღლზე საშიში იყო _ვინაა საშიში მიმი ? _იმ უზარმაზარ ცხოველს მიმი ჰქვია?_ სიცილი აუტყდა ჯერ ერთს და მერე მეორეს. მთვრალები იყვნენ ორივენი და სოფიო იმ ღამით სახლში არ დაბრუნებულა. შუაღამემდე ლაპარაკობდნენ მერე კი ერთ_ერთ საძინებელში მოთავსდდა და დილამდე გათიშულს ეძინა. გამთენიისას დაბრუნდა ბინაში , დილის სუსხმა გამოაფხიზლა . შხაპი მიიღო ,ხალათი მოიცვა და საძინებლის პატარა აივანზე დაჯდა. სიგარეტის მოწევაზე უარი თქვა, მხოლოდ ყავის ფინჯანი და შოკოლადის ფილა ჰქონდა. მობილურმა გამოსცა ხმა შემდეგ კი ყიფიანის შეტყობინება წაიკითხა _"ამ დრომდე სად ხარ" _"სახლში ვარ " _"ახლა რომ ხარ გხედავ . აქამდე სად იყავი_მეთქი, ქალბატონო სოფიო" _"მითვალთვალებ ?" _"არა ჭორიკანა მეზობელი ვარ " _ვერ გაიგო რას გულისხმობდა იქამდე სანამ შემდეგი შეტყობინება არ მოუვიდა სადაც საკუთარ გამოსახულებას ხედავდა . იმ წამს ,აივნის მოაჯირს მიყრდნობილი როგორ იდგა და ყავას აგემოვნებდა . მაშინვე დაურეკა და დუდას ხმაც გაიგო _სად ხარ _შენ წინ _ისე უთხრა თითქოს სხეულის პოზიციას უხსნიდა და არა ბინის მდებარეობას _რატომ არ მითხარი ჩემ მეზობლად თუ გადმოდიოდი _სხვა ქუჩაზეა ჩემი ბინა ... მხოლოდ საძინებლის ფანჯარა აღმოჩნდა შენი აივნის მხარეს _იცოდი რა თქმა უნდა _უკეთეს ადგილებშიც მაქვს სახლები,მაგრამ ამ ბინას ხედი ჰქონდა ისეთი სხვა არჩევანი ვერ გავაკეთე _ წელს ზემოთ შიშველი იდგა ღია ფანჯარასთან და იქედან უყურებდა. კარგად არ ჩანდა მისი გამოსახულება,მაგრამ არც ძალიან შორს იყო _მიყვარს თბილისის კორპუსებს შორის სიახლოვე. ვისთვის ხედი დაფარეს ჩემთვის გაალამაზეს _ ლაპარაკობდა თავისი დაბალი,ხავერდოვანი ხმით და მერე უკვე სიგარეტის ღერიც გამოჩნდა მის ტუჩებსშორის _მე დავანებე და შენ დაიწყე? _ცოტა ხანს მჭირდება და მერე ისევ გადავაგდებ ... არ ინერვიულო შენ _თითები როგორ გაქვს... ვერ გხედავ აქედან _მოგეწონება ასეთიც _არ მგონია _მეც არ მგონია,დარწმუნებული ვარ ... თუ მოძრაობაში მოვიყვან შეგიყვარდება კიდეც _არც იფიქრო! _ფიქრს მოქმედება სჯობს,არა? _დროებით... გადავიღალე გუშინ ნანახის შემდეგ და უნდა დავისვენო _გადაღლა ჰქვია ახლა სიმთვრალეს? _იმედია ეჭვიანობის გამოვლინებასაც არ ვიხილავ _პაემანზე გაგიშვი ,კაბა აგარჩევინე და გაგაცილე _სხვა რა გზა გქონდა მაშინ _უამრავი ,მაგრამ ყველა შენ თავისუფალ ნებას შეზღუდავდა და მერე ვერ მივხვდებოდი შენ ვინ გინდოდა სინამდვილეში _ახლა ხვდები? _ახლა ვიცი _არ მოეწონა სოფია რომ შებრუნდა ,აივნის კარს ფარდა ჩამოაფარა და საერთოდ აღარ ჩანდა მისი გამოსახულება _ გგონია დაიძინებ? მე რამდენიმე საათია ვცდილობ... _შენ რა დაგაძინებდა მე თუ მელოდი აივანზე გამოსულს და ფიქრობდი ამჯერად რომელ თაყვანისმცემელს ხვდებაო _რაო ნინიამ რა გითხრა ... მოგიყვა როგორ ვუყვარვარ თუ არ უთქვამს ჩვილობიდან რომ მიცნობს და ხელით დამატარებდა ქუჩა_ქუჩა. პაემნებზეც კი დავყავდი თურმე , დუდა უნდა გავასეირნოო და მიდიოდა შეყვარებულთან ჩემიანად _ეგ საიდანღა იცი _რა ,ნინიასთან ერთად რომ დალიე თუ ბავშვობაში რა ხდებოდა _ბავშვობის მოგონებები რომელი წლიდან გაქვს _მისმა ქმარმა მომიყვა ... ფოტოები რომ ვიპოვნე მათ სახლში მას მერე გამოტყდნენ . შენ იცოდი 16 წლიდან რომ ხვდებოდა ბექას? _არ ვიცოდი _ძაღლის ყეფის ხმა გაიგო და მაშინვე ჰკითხა _ მიმი მანდ გყავს? _დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად არ არის . ჯერ მხოლოდ ორი წლისაა _ბინა პატარა არაა მისთვის? _მთავარია მე ვიყო და ყველგან კომფორტს იპოვნის _არადა სტუმრად მოსვლას ვფიქრობდი ... ახალსახლობას მივულოცავ _თქო და შენ მანდ მიმი გყავს . ორი ქალი ერთად ზედმეტია _მიმი სტუმართმოყვარეა იმ ადამიანების მიმართ ვისაც მე კარს ვუღებ ... როგორი სიმთვრალე გაქვს არ ვიცი , ცუდად ხომ არ გრძნობ თავს _მშვენივრად ვარ ,იავნანასავით მესმის უკვე შენი ხმა _ ტელეფონი ბალიშთან ახლოს ედო , კომფორტულად იწვა და თვალებდახუჭული ლაპარაკობდა უკვე _მაპატიე და დაივიწყე რაც ნახე ... ჩვენ ურთიერთობაში ის დუდა არ არსებობს _გული რომ გატკინო მაინც ? _ჩუმად გაანდო თავისი შიში _ ყველაფერი ისე რომ არ მოხდეს როგორც შენ გინდა _არ არსებობს სამყაროში კაცი ვინც გაგაბედნიერებს იმაზე მეტად ვიდრე მე შემიძლია... სხვა ვერაფერი შემიცვლის აზრს. არაფერი მინდა შენგან იმის გარდა რაც უკვე მაქვს . ჩემი არ შეგეშინდეს გემუდარები _შენ გეშინოდეს სადიპლომო რომ ვერ ჩააბარო და მაქსიმუმ ერთ კვირაში სამსახურში არ დაბრუნდე სარეზიდენტო სამზადისითა და გეგმებით _გაუთიშა. გვერდი იცვალა,დიაძინა და შუადღემდე არ გაუღვიძია . თვალები რომ გაახილა და გონს მოვიდა ყველაფერი სიზმარი ეგონა. შემდეგ ბოლო ზარი ნახა, შეტყობინებებიც გადაიკითხა და დარწმუნდა . გაეღიმა , ვერაფერს ფიქრობდა მხოლოდ იღიმოდა და მთელი არსება უნათებდა. დუდა მთელი დღე არ გამოჩენილა. დასვენების დრო სახლის საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენა. მერე კი მიმართულება შეიცვალა და პირდაპირ დუდას კორპუსს მიაშურა. სართული ზუსტად იცოდა, ოთახის განლაგების მიხედვით ბინის კარიც გამოიცნო და ზარის ღილაკსაც დააჭირა. ჯერ ძაღლის ხმა გაიგო მერე კი კარი გაიღო და ყიფიანი გამოჩნდა _ახალსახლობას გილოცავ _ ტორტის ყუთი და ღვინის ბოთლი ერთად მიაჩეჩა ძაღლს დამფრთხალმა დახედა და ნაბიჯი ნელა გადადგა _შემოდი ... არაფერს გავნებს . იცის ვინც ხარ _შენსავითაა? ზოგჯერ უწყინარია ხანაც ველურად გადაიქცევა? _ჩემზე უარესია ხოლმე,მაგრამ უდანაშაულო ადამიანებს არასდროს ერჩის. განწყობას გრძნობს ,აურას და დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ _ ხალიჩაზე მჯდომ ძაღლს თავზე გადაუსვა ხელი და იქამდე ეფერებოდა სანამ სოფიოც არ მიუახლოვდათ _დიდად ცხოველებთან კომუნიკაცია რომ არ მიყვარს იცი შენ _ადამიანებთანაც არ გიყვარს , მაგრამ მე ხომ ვარ გამონაკლისი _უპროგნოზოა _მე თუ ის _ორივე _ცხოველებთან სიფრთხილე ალოგიკური არ არის, მაგრამ მე პროგნოზირებადი ვარ ... მიმი არ დაუყეფო თორემ გონებას დაკარგავს და ჩემი მოსასულიერებელი გახდება _ძალიან დიდია და საშიშად გამოიყურება _შენც გამოიყურები საშიშად ,მაგრამ სინამდვილეში ბოროტი და ავი ხომ არ ხარ _როტვეილერს მადარებ? _ნახე რა საყვარელია _თუ გაცნობის ცერემონია დავასრულეთ იქნებ შევიდე სასტუმრო ოთახში _არ მოეფერები ? _არც შენ_ თავად დაიძრა და დუდა უკან მიჰყვა. ტესტები ჰქონდა გაშლილი მაგიდაზე და ლეპტოპიც იქვე ედო _არადა როგორ მჭირდება ... ყავას დალევ თუ წვენს _არცერთს ... ხედი მაინტერესებს _ არ დაჯდა ,სახლის დათვალიერება განაგრძო და მერე კიბეს მიადგა ქვემოთ ჩასასვლელს _ქვედა სართულიც შენია? _ხო ... ბააბუამ ეს მაჩუქა და ქვედა რომ იყიდებოდა ისიც ვიყიდე . დახურული მქონდა ამოსასვლელი და ცალ_ცალკე მყავდა მდგმურები _რად გინდა ექიმობა მშვენიერი შემოსავალი გქონია შენი უძრავ _მოძრავი ქონებიდან _შენ რად გინდოდა ... დაქორწინებულიყავი ვინმე ისეთივე მდიდარზე როგორიც მამაშენია და იქნებოდი უზრუნველი. დაისვენებდი მთელი ცხოვრება _კარგი , თუ ასე ძალიან გინდა იკითხე მაშინ საგამოცდო საკითხები _ სავარაუდო საძინებლის კარი ბოლომდე გააღო და ისევ დაუკითხავად შევიდა. დუდას ღიმილებს აიგნორებდა _რისთვის მოხვედი ,რომ გაგეგო რას ვხედავ აქედან? _ჩემზე კარგი მხედველობა გაქვს ... ფრანგული აივანი მხოლოდ შენ გაქვს ამ მხარეს _ახლა გავაკეთე _მე რომ იშვიათად ვჯდები იმ აივანზე? _ კარი გააღო და საკუთარ კორპუსს გახედა,აივნებს შორის თავისი იპოვნა _დროა შეცვალო რეჟიმი და სულ იქ იყო _და შენც არ მოშორდები ამ ფანჯარას?_შებრუნდა და იქვე დაუხვდა ყიფიანი. _თუ ჩემ სურვილზეა დამოკიდებული შენ არ მოგშორდები _არ გინდა _ კოცნის საშუალება არ მისცა ,მაგრამ ხელი არ მოუშორებია _სულ მინდა _ გაუღიმა და ტუჩთან ახლოს ,ლოყაზე აკოცა _ არაფერი მინდა სხვა ასე ძალიან და ამდენად უსაზღვროდ _მეცადინეობა გააგრძელე...გამოცდიდან რომ გამოხვალ მომწერე _ნაბიჯი უკან გადადგა. სწრაფად წავიდა კარისკენ და მიმი რომ დაუხვდა წინ გაეცინა _ შენი პატრონი თუ თბება ჩემთან შენ გგონია უფრო საშიში და რთული ხარ? _ ჩაიმუხლა , მოეფერა და ბოლოს დუდას ნაცვლად ძაღლს აკოცა თავზე რამდენჯერმე _დროებით მიმი , იცოდე ჩემ გარდა არავინ შემოუშვა მის ცხოვრებაში . ორნი საკმარისზე მეტი ვართ _ დუდას სიცილის ხმა ესმოდა კარიდან რომ გავიდა. უკან არ გაჰყოლია , გაღიმებულმა ჩაიარა კიბე და დაიძრა მშობლების სახლისკენ. ზუსტად იცოდა იმ ღამეს ბინაში თუ დარჩებოდა აივანზე გაათენებდა ან დუდას მკლავებში. ბარბარესთვის ამზადებდა აჭარულ ხაჭაპურს შეტყობინებების შემდეგ ზარის ხმა რომ გაისმა . ანა და სესილიაც იქ იყვნენ ,სამეგობროს შეკრების დროს მოუხდა მისვლა . ვერც გაიაზრა ნათლულმა ისე უცებ შეაბრუნა მისკენ ტელეფონის ეკრანი და გამოჩნდა ფქვილიანი ხელებით. _დუ ნახე შენი უფროსი როგორი კულინარი აღმოჩნდა _ჯერ გასინჯეთ... ვიზუალმა არ მოგატყუოთ _რაც მოვიდა მას შემდეგ ამზადებს და ყველაფერი გემრიელი გამოსდის. ბებო და დედაც გაუშვა ნათესავი ქალის დაბადების დღეზე_ბარბარე ჩაერთო ამჯერად _ სამწუხაროდ ჩემთვის არაფერი მოუმზადებია და ვერ ვისაუბრებ იმ გემოზე რაც არ დამიგემოვნებია _ არ უყურებდა,საქმეს აგრძელებდა ,მაგრამ იცოდა როგორი სახეც ექნებოდა _ამოდი შენც თორემ ამდენმა ქალმა ბოლო მომიღო...არც მიშვებს სადმე_კახიც რომ გამოჩნდა წინადადებით მაშინ დაიწყო ლაპარაკი _ვერ ამოვა ,საქმე აქვს და ისიც მიკვირს სალაპარაკოდ რომ მოიცალა. ჭორაობისთვის და ნათლულის დაქალების მოკითხვისთვის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოიცალე როგორმე _ახლაც სამსახურში ხომ არაა რა სწერვაა ხარ რა იყო _შენ სჯობს ყველი გახეხე არ მეყოფა ეს ... _როდის ბრუნდები სამსახურში , რაღაც ძალიან გაღიზიანებული ხარ _ხვალვე მივდივარ... შვებულება ჯერ არ დამიწერია _აპირებ? _დიახ,მაგრამ თქვენთან აშკარად არ ვიქნები. ზღვაზე წავალ _დუ შენ ის ბინა გაარემონტე?ზღვის ხედით რომ იყიდე შარშან ... _კვარიათში მივდივარ ... კახი ხომ იცი ვერ ვიტან როდესაც ვამზადებ და იქვე ვინმე არის _ანა ,ქალბატონმა სოფიომ განიშნათ გამეცალეთ და მადროვეთ მარტო მოვამზადო არ მიყვარს ხმაური და აჟიოტაჟი თორემ დაგტოვებთ მშივრებსო _ დუდას ხმა ესმოდა ,ზურგით იდგა დანარჩენებისკენ _გვაჭმევს დილიდან და აღარც ვიცი ჩაგვეტევა თუ არ. გავალთ კარგი ნუ მიბრიალებ თვალებს . რა გინდოდა რატომ მირეკავდი? _ჩერქეზასთან მეგონე ,რადგან არ ხარ სხვა არაფერი მინდა _მაგ არსებასთან რატომ გეგონე _სხვა დროს ვისაუბროთ. პირადად გნახავ . ორი დღის შემდეგ მოვიცლი შენთვისაც _დავიღუპე _ დუდამ გათიშა და ანა შუბლით მიეყრდნო კედელს _თქვენ ხომ არ იცით რა უნდა ვქნა? _მეე?_ დასვრილ მაგიდას წმენდდა უკვე გაკვირვებულმა რომ გახედა _მე საერთოდ არ ვიცი რა ხდება _სამაგიეროდ იცით დუდა როგორ მართოთ _სტატუსი მიწყობს ხელს თორემ პირად საკითხებში არ _ვიცი შეძლებთ დახმარებას _გააჩნია რას ატყუებ და მინდა თუ არა დახმარება _ზუსტად მისნაირი ტკბილ_მწარე როგორ ხართ ? _შენ ასეთი პირდაპირი რატომ ხარ ? _ცოტათი თავხედი გგონივართ ხომ? _რაო რას ვატყუებ ნათლიასო? _ერთი ბიჭი მიყვარს ... დუდას არ მოსწონს _აღიარე და არგუმენტებს მოუსმინე. ტყუილად არაფერს დაგაძალებს და არავისთან დაგაშორებს. დაელაპარაკე ღიად და მოგვარდებით. რომ მოატყუებ აწყენინებ და გულს ატკენ ძალიან _სიმართლე თუ გაართულებს?თუ მინდა შეცდომა დავუშვა?მზად ვარ გადავიტანო თუ იმდენად მომწონს _ანუ იცი რომ გატყუებს და მაინც თანახმა ხარ? _ვიცი მე უფრო მიყვარს და მაინც მინდა მასთან ვიყო. თუნდაც ცოტა ხნით და დუდა ამის უფლებას არ მომცემს მე კი მიღირს ყველაფრის ფასად _თავმოყვარეობა ? _მიყვარს _სიყვარული უნდა გამაღლებდეს კი არ გადაბლებდეს _ზუსტად მისნაირი ხართ ! _ისევ გაიმეორა და უკან დაიხია _ მადლობა რჩევისთვის . თქვენ ისეთი ვინმე გიყვართ მისი შეყვარება არასდროს იქნება შეცდომა _ერთი წუთით მე ვინ მიყვარს? _ვინც გიყვართ _ გაუღიმა და წავიდა. დიალოგიდ გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. ნუთუ ამდენად აშკარა იყო ყველაფერი ყველასთვის და მაინც რა აჩერებდა,რა აიძულებდა მისგან შორს ყოფნას. არ იყო დარწმუნებული საკუთარ თავში თუ მასში. პასუხი არ ჰქონდა. სიმშვიდის წერტილი უნდა ეპოვნა ,მაგრამ როგორ როცა ყველანი აღიზიანებდნენ უკვე. არსად შეეძლო ყველაფრისგან შორს დარჩენა. მეორე დილას სამსახურში წასვლისთანავე დაწერა შეთანხმებული შვებულება და ისე გაემართა კვარიათისკენ არავისთვის უთქვამს. მხოლოდ დედას მისწერა ქალაქიდან გავდივარო და მობილური საერთოდ ფრენის რეჟიმზე გადაიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.