შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

NEVER US 6


21-10-2025, 00:08
ავტორი LunaM
ნანახია 167

მისმა გულწრფელობამ თვალები ამიცახცახა.

- Აღარ გავაგრძელოთ თორემ, მგონი ავტირდები,- თავჩაღუნული ავბუტბუტდი.

Გაეცინა, ჩემს ნიკაპს შეეხო და თავი ზემოთ ამაწევია, მშვიდი, ბედნიერი თვალებით მიყურებდა ისევე, როგორც მე მას.

- Ახლავე მოვალ.- თითქოს რაღაც გაახსენდა მანქანისკენ წავიდა.
- Რას ეძებ? - მივაძახე ღიმილ ნარევმა.

Პასუხი არ დამიბრუნა, თუმცა ჩემს წინ მალევე გაჩნდა და რაღაც გამომიწოდა. Დავხედე და მივხვდი რომ ხელში ალპენგოლდის ფილა ეჭირა. Მზერა კვლავ მას მივაპყარი, იღიმოდა. Შემდეგ კვლავ შოკოლადს დავხედე და სიცილი ვეღარ შევიკავე.

- Გახსოვს? Როგორ არ უნდა მახსოვდეს ნიძლავი, რომელიც მე წავაგე..- უხერხულად გაეცინა,- და წლებია არ ვასრულებდი. Მაპატიებ, რომ ასე დავაგვიანე?
- Სან.. Მე მწარე შოკოლადი არ მიყვარს.- ვიფიქრე გავაწვალებდი.
- Ხო ეგ აღარ მახსოვდა, ამიტომ მანქანაში კიდევაა.- უხერხულად გადაიტარა თავზე ხელი.
- Კიდევ რაზე დავნიძლავდეთ ბატონო ალექს ? Რას მთავაზობ?- გამოწვევით შემომხედა
- Ჰმ არ ვიცი.
- Კარგი, მე ვიცი მაშინ.- უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ.
- Რაზე ?

თითქოს გულგრილად ვკითხე, მაგრამ გულმა ისე ამიჩუყა, საკუთარი ხმა ძლივს გავიგონე.
- Იმაზე , რომ შენ სიმშვიდეს ვერ შეინარჩუნებ.
- თუ შევინარჩუნე?- წარბი ავწიე.
- Მაშინ მე წავაგებ და შენ მიყენებ პირობას.
- Და თუ არა შენ ?

სანდრომ ჩაიღიმა, ნაბიჯით კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და ჩუმად მითხრა:

- Და თუ არა, შენ.

მინდოდა მეთქვა „არა“, მაგრამ რაღაც ჩემში გაიყინა – ზუსტად ვიცოდი, ეს თამაში ჩვეულებრივად არ დამთავრდებოდა.

- Კარგი, თანახმა ვარ.- ბოლოს ამოვთქვი.
- Შესანიშნავია.- თქვა ისე თითქოს გამარჯვება უკვე ჯიბეში ქონდეს.

წუთი არ გასულა, როცა უცებ წამოიწია ჩემსკენ. თითქოს კადრი შენელდა — სანდრო ახლოვდებოდა, მე კი ოდნავ უკან დავიხიე.

- Მოიცადე.. Სანდრო, ეს არ იყო შეთანხმების ნაწილი...

გაეღიმა, ხმა დაიდაბა:

- Წააგე, დეა.

ხელით ნაზად დამიჭირა სახე და სანამ რაიმეს ვიტყოდი, მისმა ტუჩებმა ჩემზე იპოვეს ადგილი — ნელა, ნაზად, თითქოს მთელი ღამე ამ წამს ელოდა.
მივხვდი, რომ წინააღმდეგობა უაზრო იყო. გულმა უფრო ხმაურით დაიწყო ჟღერა. რამდენიმე წამი ასე ვიდექით. მერე ნელა მომშორდა, შუბლზე მაკოცა და ღიმილით მითხრა:

– და იცოდე, ეს ნიძლავი ძალაში რჩება.
– რას ნიშნავს ეს? – გულამოვარდნილი ვკითხე.
– იმას, რომ ახლა ჩემი მორიგი მოთხოვნა გელის. და ამჯერად არ გაქვს უფლება დამემალო.
– თამაშობ ჩემთან?
– არა, პირველად – არ ვთამაშობ.

მანქანაში ჩუმად დავბრუნდით. ფანჯრებს გარეთ ფოთლების სუსტი ხმა ისმოდა, მაგრამ სანდროს ხმა უფრო მკაფიო იყო:

– ხომ იცი, დეა, ეს უკვე მხოლოდ ნიძლავი აღარ არის. მე მართლა მინდა, რომ აღარ მეშინოდეს. არც შენგან, არც იმის, რაც ჩვენს შორისაა.

გავხედე. მისი თვალები მშვიდი იყო, თითქოს ყველაფერი თქვა, რაც უნდა ეთქვა. სიჩუმე გამჭვირვალე გახდა — ისე გვიცავდა, თითქოს ჩვენ შორის დრო გაჩერდა. ასე, საუბარში, ღამემაც ჩაგვტოვა.
როცა მივხვდით, რომ ცა უკვე ნელა იღებოდა და პირველი სხივები იჭრებოდა, სანდრომ ღიმილით მითხრა:

- მგონი, გათენდა.
– ჰო… და დროა წავიდეთ, სანამ კოტეჯში ყველა გაიღვიძებს.

**

მანქანა ნელა გაჩერდა კოტეჯის ეზოში. ცა უკვე ღიად ვარდისფერდებოდა — გათენებულიყო. ჰაერში დილის სიგრილე იდგა, მაგრამ ჩვენ ორივე ისე დაღლილები ვიყავით, სიცივეც კი აღარ გვაღელვებდა.
ოთახში ასულებს, საუბარი დიდხანს არ გაგვიგრძელებია და ღამე ნათევებს მალევე ჩაგვეძინა.

როგორც კი შუადღის სინათლემ ფანჯრიდან შემოაღწია და მზის სხივებიც ურცხვად გვიშლიდნენ ძილს, შევატყვე რომ უკვე გამოღვიძების დრო იყო. გვერდით სანდროს თბილ სუნთქვას ვგრძნობდი და უცნაურად მშვიდად ვიყავი. აღარ იყო დაძაბულობა, არანაირი გაურკვევლობა — თითქოს ღამის საუბარმა, ყველაფერი თავის ადგილას დააწყო. ცოტახანს უბრალოდ ვიწექით. სიტყვებიც ზედმეტი იყო. მომწონდა ეს დუმილი….
როცა ბოლოს მაინც გავედით გარეთ, ყველანი უკვე ეზოში ისხდნენ. სიცილი, ჟრიამული, მზის სხივები… აშკარა იყო, რომ რაღაც სახალისო ამბავი გამოვტოვეთ და მალევე გავიგეთ რა: გოგოებს მთვრალ ბიჭებზე უმასხარავიათ და ყველაფერი ვიდეოთი აღებეჭდათ, მათი მოხატული სახეების შემხედვარე სიცილიც ვერ შევიკავე..ერთმანეთს ვაწვალებდით, ვეხუმრებოდით, ვეხმარებოდით.
ბიჭები ცდილობდნენ “რეპუტაციის დაბრუნებას” — სხვადასხვა გამოწვევებს იგონებდნენ. ჩვენ, გოგოები, ან ვამხნევებდით... ან ისევ ვაგრძელებდით სიცილს. დღე მთლიანად ბუნებაში გავატარეთ. ტყის სუნი, მზის სითბო,სეირნობა, ფოტოების გადაღება, ბავშვური თამაშები… საღამოს კოცონი დავანთეთ. ცეცხლის ხმა, ღამის სიგრილე, მუსიკა …
ეს იყო ჩვენი ბოლო საღამო კოტეჯში .
Მომდევნო დღეს ბახმაროს გრილი ჰაერი ნელ-ნელა ზღვის ნოტებად გადაიქცა.
ეს უბრალოდ მოგზაურობა არ იყო.
ეს იყო სიცილი, სიმართლე, ჩახუტება, ქარიშხალი და სიმშვიდე.
ეს იყო ის დღეები, რომლებიც არასდროს გაქრებოდა ჩემში.
Სანდრომ სახლამდე მიმიყვანა და შევთანხმდით რომ ხვალინდელ დღეს პლიაჟზე გავიდოდით. Მგავრობისგან დაღლილს ძილის იმედზე ვიყავი, მაგრამ ჩემს არც თუ ისე სიჩუმის მოყვარულ გოგოებს სხვა გეგმები ქონდა, ამას მაშინ მივხვდი როცა ჯერ ერთი შემომივარდა ოთახში მერე მეორე. Საბოლოოდ ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, ან ... რაღაც დეტალების გამოკლებით.

- იცი რა... - ცივი ყავის ბოლო ყლუპი გააკეთა ნიამ და თვალები მოჭუტა.- ეგ შენი ლექსო მგონი რომანტიულია ზედმეტადაც კი.
- Ნია ადამიანს ერთი ქმედებით ვერ განსაზღვრავ.- წაკბინა თამარამ.
- Არ ვსანზღვრავ, მაგრამ არც ვაკლებ, ჩემი აზრით.- საწოლზე გადაწვა და გაიზმორა.
- Არ დავიძინოთ?- დავამთქნარე ძილმორეულმა.
- Აუ ამან გართობა არ იცის რა.- ხელი მკრა ჩემს გვერდში მჯდომმა თამარმა.
- დავიღალე..- ბალიში სახეზე ავიფარე და საწოლზე ზურგით დავეშვი.
- Შენ დაიღალე და ჩვენ არა.- გამომგლიჯა ბალიში ნიამ და ფეხზე წამოდგა.
- წამო ზღვაზე გავიაროთ.
- Არა შანსი არაა!..

Რა თქმა უნდა ამ უთანასწორო ბრძოლაში, ორი ერთის წინააღმდეგ, წავაგე. Ნუ კარგი, უნდა ვაღიარო რომ, გარეთ გასვლა არ იყო ცუდი იდეა. Ზღვის ნაპირებს წყალი მშვიდათ ეხეთქებოდა, ქალაქს არ ეძინა, ღამის მიუხედავად ხალხით იყო სავსე, რომლებიც ჩვენს მსგავსად ისვენებდნენ. Წყალთან ახლოს დავსხედით და ცოტახნით ტალღებს ვადევნებდით თვალს.

- Ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ამხელები ვართ.- ამბობს თამარი.
- Არც კი გამახსენო, ჩემი თავი ჯერ კიდევ ის ბავშვი მგონია მანდარინის გამო, რომ გეჩხუბე. - გამახსენდა მორიგი მოგონება სკოლიდან.
- Ბარემ თუ მაგაზე ვლაპარაკობთ მე დავითაშვილს გაგახსენებთ.- მოგებით ჩამოაგდო ჩვენი სულელური და სასაცილო მოგონება ნიამ.
- Ეჰჰ მართლა რა უდარდელად გვქონია საქმე...
Ცოტახანს ზღვას შეყურებდა თამუნა, შემდეგ წამოდგა და დასალევად გასვლა შეგვთავაზა.” წამო თორემ სახლში სხვა ცხოვრება მელოდებაო”.
Დიდხანს აღარ გაგვიგრძელებია “მარტოხელა ბოდიალი” და სახლშიც კარგი განწყობით წავედით..
Ზღვაზე დარჩენილ ბოლო დღეებს ბოლომდე ვიყენებდით და არც გვინდოდა უდარდელ დღეებთან განშორება, მაგრამ ყველას ტკბილ მწარე რეალობაში გვიწევდა დაბრუნება, სადაც სწავლა, სამსახური და მოსაწყენი დღეების უდიდესი პერიოდი გაგრძელდებოდა, რომელსაც ისევ ასეთი შეკრება თუ უშველიდა. Ამ რეალობის შემხედვარე ჩვენში ფანტომური დაღლა იღვიიძებდა კიდეც..



პს. გამარჯობა მკითხველო, თქვენს აზრს დიდი სიამოვნებით მოვისმენ. ჯერ კიდევ წერის პროცესში ვარ და ვვარაუდობ, რომ დასრულების შემდეგ კიდევ გადასწორდება მთლიანი ნაწარმოები, ვგონებ გული არ მომასვენებს დდდ. იმედია მოგეწონებათ შემდეგი თავებიც <3
თქვენს აზრს ველოდები <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent