წარსული არ გვტოვებს (III თავი)
გვირაბების ბოლოს ყოველთვის სინათლეა....... რაღაც ახლის დასაწყისი, გზა,რომელიც იცი თითქოს უსაზღვროდ , უსასრულოდ გრძელდება, თუმცა სინათლის მომტანია. დროის მონაკვეთში გრძნობ, რომ ამ უსაზღვსო ჰორიზონტის ნაწილი ხდები. გასავლელი მანძილი რომელიც არ მთავრდება, დაუკითხავად ცდილობს შენში შემოაღწიოს, შენი ნაწილი გახდეს,გაქციოს თავისად და დროში დაგკარგოს თუმცა,პიროვნულად გაგზარდოს. არც ადრე და არც ახლა ელენეს ერთი ღამეც არ სძინებია საქართველოში ნორმალურად. თითქოს სამშობლო არ აძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას. იმდენად შეეჩვია მისი სხეული ამ რიტმს, უკვე წინაღმდეგობას უწევდა. დილის ექვსი საათი იყო. ყავით ხელში აივანზე იჯდა და ფიქრობდა. რისი გაკეთება შეეძლო. ფიქრობდა წარსულზე, გუშინდელ საღამოზე, დაჩიზე, ირაკლიზე და ლილიაზე. რას იზამდა ახლა, რას აპირებდა? იცოდა,დაჩი არ შეწყვეტდა მის დევნას. ფიქრობდა იმ წლებზე როცა ეს ყველაფერი დაიწყო, დროზე როცა დაჩი გაჩნდა პირველად მის ცხოვრებაში....... ______________ ელენე დადიანი უბრალო გოგო არასოდე არ ყოფილა. განა მას არ სურდა უჩინარი ყოფილიყო— უბრალოდ არჩევანი წართვეს. მისი გვარი, ოჯახი, არ აძლევდა უფლებას ყოფილიყო ის, ვინც ყველაზე მეტად სურად— უბრალო გოგონა, რომლის სახელი არ ასოცირდებოდა მდიდარ მშობლებთან. წლებია ებრძვის, სოციალურ ფენებს შორის უთანასწორეობას, იმას რომ მის პიროვნებას უბრალოდ ფეხქვეშ თელავენ, არ აფასებენ, არაფრად თვლიან— მხოლოდ იმიტომ რომ მდიდარია. ეს ხომ არ ყოფილა მისი არჩევანი, რომ ჰქონდეს ძალა, უბრალოდ ყველაფერს გააკეთებდა ოღონდ მდიდარი გოგოს სტატუსი მოეხსნა. ელენესთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა არც ფულს და არც სტატუსებს— მით უმეტეს ამ ყველაფრისგან პრივილეგიების მიღებას. ამიტომაც, ყველაფერზე რაც საკუთარ მეობას და თავს აკარგვინებდა უარი თქვა. იშრომა, იბრძოლა, დღეები გაათენა— და შედეგიც მიიღო. გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მხოლოდ საკუთარი ცოდნით და არა დედმამის ფულებით. იცის რა გრძნობა, იმედგაცრუება, ბევრჯერ განუცია ელენეს, როცა ამდენი ღვაწლის მიუხედავად მაინც მხოლოდ ფულთან ასოცირდება შენი სახელი. მდიდარ ოჯახთან,ხოლო ყოველივე პიროვნულს, გამორჩეულს ვერ ხედავენ შენში. ყველაფერს აკეთებს გოგო , რომ ცოტა ხნით ამ სტატუსის გარეშე ეარსება და ესუნთქა. უბრალოდ ჰქონოდა ცხოვრება, რომელიც ხალხმა დაუკითხავად მოპარა.იმ ხალხმა,რომელსაც ერთი სული აქვს არასწორი ნაბიჯი გადადგა და გაგთელონ, წაქცეულს ზემოდან ფეხი დაგაბიჯონ და ამით მხოლოდ ეგო აიმაღლონ. თითქოს გადალახა ერთი დარტმა, თუმცა შემდეგი წინ ელოდა. თითქოს მხოლოდ დედის გავლენით იყო ნაკარნახები მისი გადაწყვეტილება, თუმცა ასე არ იყო, მისი არჩევანი ადამიანების დახმარებაა. იმათი, ვისაც არ ჰქონდათ საშვალება საკუთარი თავის გადარჩენისა. ნინო ცნობილი ექიმია, ამიტომაც ელენესაც მაშინვე მიაწერეს "რა თქმა უნდა ჩააბარებდა, დედაც ექიმი ყავს მაგათ არ უჭირთ არც ფულში არც გავლენებში" . ისე ვერ იტანდა ამ ყველაფერს ადამიანები არც კი ცდილობდნენ მის გაცნობას ასე უბრალოდ განსჯიდნენ და ადგილს უჩენდნენ ისე, რომ არ აცლიდნენ საკუთარი თავის გამოვლენას პირადპირ იერიშზე გადადიოდნენ. რისთვის მხოლოდ იმისთვის, რომ ცნობილი ოჯახის წევრი იყო. არც დათო დადიანის, სახელი ასოცირდებოდა კარგ სააქმებთან, მაგრამ უყვარდა მამა და ამას ვერ შეცვლიდა.მის გარეშე ვერ იქნებოდნენ ის ძლიერი ოჯახი და ერთობა რაც ახლა არიან. ბევჯერ გაკიცხა მამა საქმიანობის გამო, თუმცა შედეგი ვერ მიიღო. რადგან დათო არ იყო ამ საქმეში მთავარი, მასაც ჰყავდა პარტნიორები და ვალდებულებები მათთან. ასე ელენეს ერთ თქმაზე ვერაფერს შეცვლიდა.მასაც ტკიოდა მისი შვილის ტკვილი იმ ხალხის, რომელსაც ხედახდა, მაგრამ არ ჰქოდა ძალა ცვლილებების. რამდენჯერ უკითხავს მამისთვის გოგოს, უღირდა კი ეს ყველაფერი ამად, თუმცა პასუხი არც მას ჰქონდა. მხოლოდ ერთი რამის თქვა შეეძლო. — მაშინ როცა ნაბიჯს გადადგამ უკან დახევა გვიანიაო. საშინლად ტკიოდა როცა, ხედავდა მამამისის კომპანია სხვადასხვა ადგილებში სახლებს როგორ შლიდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მრავალსართულიანი კორპუსები დაედგათ.ხედავდა იმ ხალხის თვალებს, რომელებსაც თავიანთი სახლი ყველაფერს ურჩევნიათ თუნდაც თავზე ენგრეოდეთ. ხედავდა ბავშვებს, რომლებიც დათოს და მის პარტნიორებს შესცქეროდნენ თვალებში. თითქოს სთხოვდნენ ყველფერი უბრალოდ მალე დამთავრებულიყო და იგივე ცხოვრებას დაბრუნებოდნენ რაც წარმოუდგენელი იყო. როცა ხედავდა ათასობით ადამიანი როგორ ლანძღავდა, წყევლიდა მის ოჯახს. თავისთავად პროტესტს გრძნობდა ოჯახის,საკუთარი თავის მიმარათ, რადგან ვერაფერ ცვლიდა. თავის ოცნებებს ყველაზე დიდი რამ შემატა ელენემ — ამ ყველფერისგან თავის დაღწევა. გაქცევა იმ დროს გამოუვიდა..... თუმცა აქედან,რომ უყურებს შეიძლება უარესიც გააკეთა, მაგრამ მაშინ ის იპოვა...... პირველკურსელი იყო, სამსახურს ეძებდა ყველგან მაგრამ მის გრაფიკზე მორგებული ვერ იპოვა. სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა საყვარელმა ლექტორმა, რომ დაიჯინა და სამსახური შესთავაზა, ლელა იცნოდა მის ოჯახსაც ამიტომაც დაეხმარა მას. პატარა დანის მოვლა შესთავაზა. — ელენე შენს ოჯახს არფერს ვეტყვი მოდი ჩემთან და იმუშავე. ისე გავაკეთებ, რომ სწავლაშიც არ შეგეელება ხელი. არ იცოდა ელენემ რა უნდა ექნა შეძლებდა ბავშთან მუშაობას? თუმცა,მიხვდა,რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო მაშინვე დასთანხმა და გახარებულმა დატოვა ლექტორი. ბინა უკვე ნაპოვნი ჰქონდა, საუკეთესო მეგობართან ერთად აპირებდა ცხოვრებას. მაშინვე სესილისთან გადაწყვიტა გაქცევა. ადამიანთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავდა ელენეს სტატუსი. ჯერ სახლში გაიარა, მომღიმარი სახით მივიდა სახლამდე. რა უნდა მომხდარიყო დღეს, რომ მისი ხასიათი გაეფუჭებინა. სამსახური იშოვა მალე ახალ სახლშიც გადავიდოდა მართალია ჯერ მშობლებისთვის არფერი უთქვამს,თუმცა ამასაც მოაგვარებდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემოდგომა იყო და სექტემბერიც ფეხს იკიდებდა.თბილისში მაინც ისეთი სიცხე იყო ლამის გულზე წაგივიდოდათ, ამიტომაც ელენემ კარადიდან თეთრ მოკლე კაბა აიღო , ღია ფერის სანდლებიც ჩაიცვა, კისერზე მოვარდისფრო შარფი გაიკეთა. უყვარდა შარფები უსაზღვროდ, ყოველთვის ატარებდა. ჩანთა გადაიკიდა და მორჩა მზად იყო. საკუთარ სხეულს სარკეში ათვალიერებდა და მოსწონდა, თაკარა მზისგან დატოვებული მუქი კანი და ზაფხულის მოგონებები. გეზი სესილის რესტორნისაკენ აიღო სადაც მიმტანად მუშაობდა. ერთხელაც არ შეუთავაზებია, რომ მამამისთან ემუშავა მიხვდა ელენემ, რომ სესილო არ იყო ასეთი.იქვე ცხოვრობდა თვითონაც ამიტომ ფეხით ჩავიდა რესტორანში გზაში ყავი იყიდა და თან ბინის საბუთებს ათვარიელებდა. რესტორნის წინ იდგა. უკვე ქუჩა უნდა გადაეკვეთა, წითელიც აინთო,მანქანებმა სვლა შეაჩერეს. ფეხი გადადგა და მოულოდნელად არსაიდან შავი BMW გამოჩნდა. დაინახა მძღოლმაც კარგად დაინახა, რომ გზაზე გოგონა გადადიოდა, რომელიც თეთრ კაბაში ფერიას ჰგავდა. ორი არჩევანი ჰქონდა დაჩი დევდარიანს ან უნდა გაეჩერებინა მანქანა ან ფეხზე დაეკიდებინა გოგონა. თქვენი აზრის ბოლო მოდის მანქანის პატრონმა, თავში ავარდნილმა რეგვენმა, რომელიც შუქნიშანს არაფრად თვლის რა არჩევანი გააკეთა? რა თქვა უნდა — გაზის პედალს მთელი ძალით დააწვა და მასში მოზღვავებულ ადრენალინს გაქრობის უფლება არ მისცა. საჭე გვერდულად გადაკრა და გოგონას გვერდი ოსტატურად აუარა. დაინახა მისი მოქროსფერო თმა, რომელიც მზეზე ბრწყინავდა, კისერში გაკრული შარფი, რომელიც ქარმა უნებართვოდ წაართვა..... თავი ვერ შევიკავა გოგომ და იქვე დაეცა. მანქანის ნომერს თვალი მოჰკრა DE 000 VD. კარგი მეხსირება ჰქონდა ელენეს და იცოდა, რომ ეს ნომერიც მის გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდებოდა. თუცა მაშინ რა იცოდა, რომ ეს ნომერიც და მისი მფლობელიც სამოდამოდ დაიკავებდა ადგილს არა მარტო მის გონებაში არამედ გულშიც. ელენეს ყავა, სახლის ფოტოები, ჩანთა ყველაფერი ძირს იყო მოფენილი. გოგო კი ასფალტზე წაქცეული. გაინტერესებთ ხალხი რას აკეთებდა არაფერს, უყურებდნენ და დანახულით ტკბებონენ, თითქოს კინო იყო. როგორც ყოველთვის ბრბოდ იქცა ის ადამიანები, რომლებიც მაშვინ იქ იყვნენ. არსაიდა ელენესთან პატარა ბიჭიმა მიირბინა და ხელი ჩაკიდა ცდილობდა მისი პატარა თითებითა და ძალებით დახმარებოდა, თუმცა გამოუვიდა კიდეც. ასეა, როცა რაიმეს გულით აკეთებ ძალების ნაკლებობის მიუხედავად მაინც გამოდის. ელენე წამოაყენა პატარა ბიჭმა ფურცლები გაუწოდა და გაიქცა, თითქოს შერცხა . ელენეს გული გაუთბა, დაფიქრდა, თუ როგორი განსაკუთრებულები,გამორჩეულები, სუფთა და უმანკონი არიან ბავშვები. წამით იმასაც მისწვდა მისი ფიქრები, რომ ოდესღაც თვითონაც გახდებოდა დედა და ეყოლებოდა შვილი, რომელიც უშეცდომოდ და ნამდვილ ადამიანად უნდა აღეზარდა. ბავშვს მადლობა გასძახა და მაშინვე რესტორანში შევარდა. სესილიც იქვე იყო. -ელენე კარგად ხარ ? ფერი არ გადევს. -სესო, წყალი მომიტანე გრთხოვ. არაფერი უთქვამს სესილის, ისე გაიქცა სამზარეულოში წყლისთვის. წყალთან ერთად დამამშვიდებელიც მოიტანა, რადგან იცოდა, ხედავდა, რომ ახლა ელენე კარგად არ იყო . სწორედ სესილი იყო ის ვინც ყველაზე კარგად იცნობდა მეგობარს. იცოდა, როცა ცუდად იყო, მისი ცუდად ყოფნა პირველ რიგში მის თითებზე აისახებოდა — მანამ იწვალებდა ფრჩხილით ცერა თითს სანამ სისხლი არ წამოუვიდოდა და მისი შინაგან ტკივილი ამ ტკივილით არ გადაიფარებოდა. სძულდა თავისი თავი ამის გამო, რომ არ შესწევდა ძალა შინაგანად ძლიერი ყოფილიყო, თუმცა იცოდა, რომ წლების შემდეგ ამასაც შეძლებდა. - ელე, შეშვი ხელს, ეს დალიე, დაგამშვიდებს, — მკაცრად უთხრა სესილიმ. - სესო, კინაღამ დამარტყა, ცოტაც და მომკლავდა ის იდიოტი . -რაა ? რამე მოხვდა ? კარგად ხარ ? გტკივა რამე ? გინდა სავადმყოფოში წავიდეთ? მიპასუხე,ელე, — ისე შეშინდა სესილი ყველაფერი ერთდროულად ჰკითხა. -არა,არა, უბრალოდ დავეცი და ხელი დავიკაწრე, კარგად ვარ. - ღრერთო, ელე, დარწმუნებული ხარ ? - კი, როგორღაც მოახერხა და მანქანა ამაცდინა. ეტყობა, თავისი ძვირადღირებული მანქანის დაზიანება არ უნდოდა, თორე ადამიანების სიცოცხლე რომ ადარდებდეს წითელზე არ გაივლიდა. - იდიოტი.... კიდეც კარგი სერიოზული არაფერია -რაც არის, არის, სესო. იცი რა მაგარი ამბავი მაქვს. სამუშაო ვიშოვე! ჰე ადექი ახლა და ბინის სანახავად წავიდეთ, მიდი, მალე. - შენ რა ხარ დადიანის ქალო, ვინ არ გიცნობს. ორივე სიცილით გამოვიდა რესტორნის კარიდან და სიცილით გაუყვნენ გზას მეტრომდე. იმის მიუხედავად,რომ ხასიათზე არ იყო ელენე, მაინც იღიმოდა — სულ ასე აკეთებდა,როცა რაღაც დიდის მოლოდინი ჰქონდა. ბინა ორივეს ძალიან მოეწონა და გადაწყვიტეს, რომ რაც შეიძლება მალე გადმოსულიყვნენ. მთავარი ელენეს ოჯახი იყო და მათთვის თქმა, თუმცა უკვე გადაწყვიტა და უკან არ დაიხევდა. იცოდა, რომ ახალ ცხოვრებას იწყებდა სესილისთან ერთად, ყველაფერი ახლით. საკმაოდ გვიანი იყო, გოგონები რომ დაიშალნენ . სესილი სახლში წავიდა, ელენე კი ქუჩაში სეირნობდა. ის, ის იყო, თავისი ქუჩისკენ უნდა წასულიყო, რომ ერთ-ერთ ძვირადღირებულ ღამის კლუბს ჩაუარა და ის წყეული მანქანა შენიშნა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ კინაღამ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, წაართვა. მანქანას მიუახლოვდა და შიგნით ჩაიხეხა. პირველი, რაც დაინახა, წინა სავარძელზე დაგდებული წითელი ბიუსჰალტერი იყო. -ჰმ..... ესეც შენი ვაკე —მანქანები, ფული,ნარკოტიკი,მოსაწევი, კლუბები, გოგონები, ღამის ცხოვრება........ ვინ იცის, როგორი გარყვნილია ეს ბიჭი ან ამ მანქანში რამდენი გოგო ჰყავს გამოყენებული და შემდეგ გადაგდებული,— ფიქრობდა ელენე და მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს ცხოვრება და ეს რეალობა სძულდა. სიადან იცოდა მან ეს ყველაფერი , ისიც აქ დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ არა ასეთი ცხოვრებით, რასაც მის ძმაზე ვერ ვიტყოდით. ელენე რის ელენე იქნებოდი აქედან ისე წასულიყო მანქანისთვის არაფერი არ ექნა და კვალი არ დაეტოვებინა. ჩანთაში დაიწყო ქექვა და ყველაზე ბასრი ნივთი,რაც იპოვე სახლის გასაღები იყო . მძღოლის კარს მიუახლოვდა და ისე დახაზა, გული იჯერა,კიდევ მეტს დამართებდა მანქანას და მთელს ჯავრს ბიჭის მაგივრად მასზე იყრიდა, მაგრამ ვიღაცები კლუბიდან გამოვიდნენ. უცებ დამალა გასაღები, სწორედ ამ დროს გამოება მის კულონს, დაუდევრად აიქნია ხელი ელენემ და კულონი გაწყდა, თუმცა ისე ჩქარობდა, რომ ვერც შეამჩნია. სახლში რომ მივიდა, ძალიან დაღლილი იყო.მეტისმეტი იყო ერთი დღისთვის. ამდენის გადატანა არ შეეძლო, ისედაც ძალიან იღლებოდა უნივერსიტეტში. ოთახში შევიდა თუ არა თავით საწოლში გადაეეშვა, ისევ იმაზე ფიქრი დაიწყო,რომ დღეს შეიძლება რაიმე დამართნოდა და რისთვის. იმიტომ, რომ ვიღაც არამზადამ უბრალოდ გართობა მოინდომა, სიამოვნების მიღებ და სხვისთვის დაანახება იმისა,რომ მასზე მაგარია. გული ისე უფორიაქებდა, თითქოს ვიღაც მის წართმევას ცდილობდა.არც იმ ღამეს სძინებია, რადგან მისი ძილის პარალელულად სწორედ მასზე მიდიოდა საუბარი. - რა ჯანდაბა! მანქანას რა სჭირს? დაცვა არ გყავთ? ეს ვინ გააკეთა? ყვიროდა დაჩი ბოლო ხმაზე. - ბატონო, ჩვენ არაფერი ვიცით ამ მხარეს დაცვა არ დგას,— შეშინებული უპასუხა დაცვის ახალგაზრდა თანამშრომელმა. - დაჩი, ძმაო, დამშვიდდი, უბრალოდ ნაკაწრებია, გაკეთდება, —დამშვიდება დაუწყო სანდრომ. - არ მაინტერესებს! კამერის ჩანაწერები ამოიღეთ! ზარალს მნიშვნელობა არ აქვს— მინდა ვიცოდე ვინ გაბედა, ვის ეყო იმის სითამამე, რომ ჩემს მანქანას შეხედოდა. - დაჩი, აზვიადებ, გაკეთდება მეთქვი. - რამე პრობლემა? რატიც გამოჩნდა, ამ კლუბის მეპატრონე და ბიჭების მეგობარი. მათ შორის ყველაზე დიდი არამარტო ასაკით არამედ ჭკუითაც. - რატი გაგებინე რამე,გაფსიხდა. - ჩანაწერები მინდა! უნდა ვნახო ვინ გააკეთა ეს! - თავისას არ იშლიდა დაჩი. - კარგი, დაწყნარდი. ხვალ მოდი და ერთად ვნახოთ.— მშვიდად უპასუხა რატიმ. დაჩიც დაეთანხა, ღრმად ამოისუნთქა და გაბრაზებული შეტრიალდა მანქანისკენ. კარი გამოაღო და ძირს დაინახა რაღაც ბზინავდა — დაიხარა და ხელში მზის კულონი შერჩა. შეათვალიერა... უკანა მხარეს დიდი ასოებით ეწერა ინიციალები E.D. - ანუ შენ ხარ ამ ყველაფრის შემოქმედი.... —ჩაიცინა, კულონი გულის ჯიბეში ჩაიგდო და სახლში წავიდა. მაშინ არ იცოდა, რომ ეს ინიციალები მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა. ხოლო იმ ღამით, როცა ელენეს საკუთარ საწოლში ეძინა — თავისი მზისა და იმედის გარეშე. დაჩის ელენეს მზე გულთან ახლოს ჰქონდა.იქ სადაც მომავალში თავად ელენეც დაიკავებდა ადგილს....... როგორც მისი იმედი, სინათლე, და სიცოცხელე...... __________ ტელეფონი გახსნა— უცხო ნომრიდან შეტყობინება დახვდა. იცოდა, გრძნობდა , რომ ის იქნებოდა.... მესიჯში სრულიად გაუგებარი ტექსტი ეწერა, თუმცა ელენესთვის ყველაზე გასაგები. "მოდი! გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა ; ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!... " - ჰმ... დიახ, ისა, მისე ხელწერაა. ყოველთვის ცდილობდა განსხვავებული ყოფილიყო. მხოლოდ იმიტომ,რომ ყველაში და ყველაფერში მისი კვალი დაეტოვებინა. დიდხანს ფიქრობდა გოგო თუ რა ეპასუხა, თუმცა მხლოდ ერთი სიტყვა მისწერა. - დაგაგვიანდა. აივნის კარი ფრთხილად დახურა ელენემ. ოთახი ნელა გაიარა და ლილიას მიაშურა. პატარას გვერდით მიუწვა და მაგრად ჩაეხუტა. საქორწინო ბეჭედს მოჰკრა თვალი და გრძნობდა, რომ ახლა ეს უბრალო მეტალი მისთვის უდიდესი ტვირთი და ვალდებულება იყო. თუ ადრე გზა იყო გადარჩენისა,ახლა მხოლოდ ოქროსფერი, მეტალიღა დარჩა.თავისი დაკარგული მნიშვნელობებითა და პასუხისმგებლობით ირაკლოსადმი. საათი შვიდს უჩვენებდა. ლილია გულში ჩაიკრა და ჩუმად უჩურჩულა. - გპირდები, მუდამ დავიცავ შენს მშვიდ ძილს, დაგიცავ ყვლასგან და ყველაფრისთან თუნდაც მისგან..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



