შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

NEVER US 8


გუშინ, 15:04
ავტორი LunaM
ნანახია 99

Სექტემბერიც მალევე შემოგვეპარა, სანდრომ მათთან წასვლა მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი. Შვებულება დამისრულდა. Სოფლად წასვლას მეც ვაპირებდი და კიდევ მეტ უქმე დღეს ვერ ავიღებდი. Ბოლოს დანებდა, სხვა გზა რომ აღარ დარჩა.

Ასე თუ ისე სამსახურიც და ჩვეული ხმაურიც მომნატრებია. Დღეები, კვლავ სწრაფად გადიოდა, შემოდგომის სიცივეც გვეპარებოდა ნელნელა. ფოთლებს სიყვითლე ფერავდა, ცას ღრუბლები და წვიმა. Ასეთი დღე იყო, როცა ახლად შეძენილ სამეგობროსთან ერთად, ბაითზე შევიკრიბეთ ნიას დაბადებისდღის აღსანიშნავად. Საჩუქარს დიდხანს ვარჩევდი. Სანდრო მეღადავეოდა კიდეც, მაგრამ არ შემეძლო, უპასუხისმგებლოდ ჩავთვლიდი თავს, რამე რომ არ მიმეტანა, თან ამ მოკლე დროში ნიასთან ძალიან დავახლოვდი, სანდროს ნათლულიც გავიცანი საყვარელი ბუთხუზა, აწითლებულ ლოყებიანი გაბრიელა. Ნიას გავდა ძალიან, თმებით თვალებით, თუმცა გამოხედვა, აშკარად დაჩის ეკუთვნოდა. Საღამოს სანდრომ გამომიარა და მცხეთისკენ დავიძარით.

- Სანდრო, გახსოვს წინაზე რომ გითხარი გიორგიზე? - ვკითხე გზად.
- Ვინ გიორგი?- გაურკვევლად შემომხედა.
- Ჩემი თანამშრომელი, ბოქსიორი...- ავუხსენი მე.
- Მერე?- ჯერ კიდევ ვერ გაეგო რისი თქმა მსურდა.
- Შეხვედრა აქვს ამ სამშაბათს და არ წამოხვალ.- შევაპარე ბოლოს. - უბრალოდ რომ არ წავიდე არ გამოვა, მაგრამ მარტოც არ მსურს წასვლა და თუ გცალია...
- Წავიდეთ არაა პრობლემა, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი.- დამეთანხმა ის.

Სახლი, რომელიც წვეულებისთვის იქირავეს, ძალიან ლამაზი იყო, სამწუხაროდ აუზს ვერ გამოვიყენებდით, ამინდის გაფუჭების გამო და ნია ძალიან წუხდა, მაგრამ რას იზავდა, სამაგიეროდ ძალიან ლამაზად გაფორმებული დაგვხვდა შიგნიდან.

Ბევრი არ ვიყავით, სულ რაღაც 30 კაცს თუ მოთვლიდი მთლიანობაში. Ესეც სანაცნობო და ახლო წრის წარმომადგენლები. Საჩუქარი გადავეცით, პატარა ყელსაბამი ვაჩუქე, ვარსკვლავის ფორმის და სანდროს თქმით მისი საყვარელი სუნამო, გზად ნაყიდი თაიგულიც მივართვით იუბილარს.

Საუკეთესო საჩუქარი დაჩისგან იყო, როდესაც ავტოფარეხში , ბანტებში გახვეული, მერსედესი დახვდა. Ყველა აღფრთოვანებული იყო, ნია ხმასაც ვერ იღებდა, თალები სიხარულის ცრემლებით აღვსოდა. Დაჩი უკნიდან მოეხვია და გაუღიმა.

სუფრასთან ყველა ხმა ერთმანეთში ირეოდა... და იცით თითქმის ყველაფერი იდეალურადაც კი იყო რომ არა, ერთი პიროვნების გამოჩენა. Ქერა გოგო, გამართულად მოაბიჯებდა იუბილართან, შავი სწორი კაბა მშვენივრად ერწყმოდა მის სხეულს, რომ არა მუსიკა,მისი მძიმე ფეხის ხმასაც კი გავიგონებდი ალბათ. Ნიას მიუახლოვდა და გადაეხვია.

- Მშვენივრად გამოიყურები საყვარელო.
- Მადლობა ლიკუ, დააგვიანე რატომ? - მიუგო ნიამ.
- ვმუშაობდი სიცოცხლე, არ მეტყობა როგორი დაღლილი ვარ.

დაჩის ადგილი დაიკავა და მზერა შეავლო იქაურობას. Სანდროზე შეჩერდა, ჩაეცინა და შემდეგ კი ისევ ნიას მიუბრუნდა.

- Მოგეწონა მანქანა ?
- Იცოდი ? - გაკვირვება ვერ დამალა მან.
- Გოგო, მე რას დამიმალავენ.- სიამაყით წარმოთქვა.

Ვიცოდი რომ შევხვდებოდი, გადავეყრებოდი სადმე, მაგრამ ასე მალეც არ მეგონა. Უსიამოვნო შეგრძნებამ გაიღვიძა ჩემში, სანდროს სხეულიდან წამოსულმა დაძაბულობამ კი უფრო გაამწვავა განგაშის გრძნობა, ხელი, რომელითაც ჩემი ეკავა ეჭიმებოდა და მიჭერდა, მისი მზერაც კი გამუქდა წამიერ, მაგრამ მალევე დამალა, თუმცა შეუმჩნევლად არ დამრჩენია.

- ალექს, როგორ ხარ?

თავდაჯერებულობა იგრძნობოდა მის ხმაში, ჩემთვის არ შემოუხედავს, თითქოს იქ არ ვიყავი, არაფერს წარმოვადგენდი.

- Შენ ?- წარბები შეკროდა სანდროს.
- Მშვენივრად.. Ცოტა მომენატრე.- დაამატა პაუზის შემდეგ. - ბევრი რამე შეიცვალა არა?
- Როგორც ხედავ.

Სანდრომ ხელი ჩემს მხრებზე გადადო, მომეჩენა რომ ამ მოძრაობით რაღაცის დამტკიცების მცდელობა ქონდა. Მე კი სიჩუმე უფრო და უფრო მიპყრობდა. Დარბაზში შუქი ჩაქვრა. Დაჩი ტორტით ხელში შემოვიდა, გვანცა და სალომე მოყვებოდნენ უკან.

- Რა ლამაზი დღეა... რა ნათელი მზეა...

Სიმღერა გაისმა, ნიაც ფეხზე წამოდგა და სახეზე ღიმილი დაეტყო. Დაჩი მის წინ დადგა.

- Მიდი ჩაიფიქრე.- გაუღიმა ნიას.

Მან თვალები დახუჭა და სანთლებს შეუბერა. Ტაშის ხმა შეძახილები. Მილოცვა კიდევ ერთხელ.

- Მადლობა, რომ მოხვედით და ასეთი კარგი მეგობრები მყავს ,- ღვინით სავსე ჭიქა აიღო ხელში.- ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს.

Ყველამ ერთად ავწიეთ ჭიქები და მივუჭახუნეთ. Სანდროს ხელი ისევ ჩემს მხარზე იდო, თითები ნაზად მეხებოდა, თითქოს ცოტაოდენ სიმშვიდეს მძენდა.
Ლიკა სუფრის მეორე მხარეს იჯდა, ყველაფერს ისე აკვირდებოდა თითქოს მართავდა კიდეც. Იღიმოდა, არა მხიარულად, რაღაც სხვა იყო მის მზერაში.

- Დღე როდესაც შენ ხარ ბედნიერი, ჩვენც გვაბედნიერებს დაო!- გადაეხვია ნიას სალომე.
- Ჩვენს სიმშვიდეს და ბედნიერებას გაუმარეჯოს.- დაამატა გვანცამ.
- Რა გაცინებს ლიკ, რა ვთქვი ასეთი.- ლიკას სიცილით გაკვირვებულმა გვანცამ კითხა.
- Რაღაც გამახსენდა შეიძლება ვთქვა ?

ფეხზე წამოდგა, მისი მზერა სანდროზე გაჩერდა. Ჭიქა ღვინით შეივსო ხმა ჩაისწორა და განაგრძო.

- ალექს გახსოვს, ადრე თქვი, რომ თუ იპოვიდი სწორ ადამიანს, სხვას მნიშვნელობა აღარ ექნებოდა?

Ყველა მას მივაჩერდით, ხმაური შეჩერდა. Სანდრო მხრებში გაიშალა, თითქოს რაღაცის მოცილება სურდა. გაღიზიანება ეტყობოდა თალებში. Ბრაზი, და კიდევ რაღაც, რაც ვერ მივხვდი, ვერ ამოვიკითხე.

- Მერე?- ირონია აღებეჭდა სახეზე.

Ლიკას გაეცინა.

- Უბრალოდ მაინტერესებს... იპოვე? - მე შემომხედა.

Სანდროს სახიდან ღიმილი წაეშალა.

- Ლიკა.

Მის ხმაში მკაფიო გაფრთხილება იყო.

- Რა?- უცოდველი თვალებით გამოხედა მანაც და კითხვა გაუმეორა. - ასე რომ იპოვე ?
- Ვიცი შენს კითხვებს რა მოჰყვება.- სანდრომ ღრმად ჩაისუნთქა. - Ნიას დღესასწაულია. Ნუ გააფუჭბ.

Ლიკას ჩუმად ჩაეცინა და ღვინო მოსვა.

- Რას ვაფუჭებ ალექს? Სიმართლე ყოველთვის ზედაპირზე ამოდის, ადრე თუ გვიან.. Მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ისეთივე სანდო და სწორი ადამიანი გეპოვოთ ყველას, როგორც ნიამ და დაჩიმ ან.. Სანდრომ დაა... შენ რა გქვია?

Ზემოდან დამხედა. Თავი დაუცველ, პატარა ჭიანჭველად ვიგრძენი, წამებში გადაიარა ჩემში, ბრაზმა, წყენამ, სევდამ, გაღიზიანებამ.

Სანამ რეაგირებას და თავის წყობრში მოყვანას მოვასწრებდი. Სანდრო მასთან ჩნდება და ლიკას წინააღმდეგობის მიუხედავად მოშორებით მიყავს.

Უცებ მხარეზე ხელის შეხებას ვგრძნობ, დაბნეულად შევხედე ნიას.

- Კარგად ხარ ? - სევდიანად მიყურებს.- არ ვიცოდი თუ მოვიდოდა ვწუხვარ...
- Არაუშავს... უნდა გავიდე...
- Დეა..- ცდილობს გამაჩეროს.
- Მართლა კარგად ვარ.

Უკან მოუხედავად გამოვშორდი ხალხის სიმრავლეს, სივრცე მინდოდა რომ ჩემი თავი დამემშვიდებია. Ცარიელ ოთახში შევედი, კედელს ზურგით დავეყრდენი და თვალები დავხუჭე, რომ გული დამემშვიდებია, რომელიც ჯერ კიდევ გამალებით ძგერდა..

Სიჩუმეში მინდოდა, მაგრამ თვალები ნაცნობმა ხმამ გამახელია. Კედლის მიღმა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent