შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ევა //სრულად//


გუშინ, 18:52
ავტორი ენქეი
ნანახია 1 829

სარკის წინ ტრიალებდა ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი გოგონა და საკუთარ ანარეკლს დაბღვერილი უმზერდა.უკვე წლები იყო საკუთარ თავს თვალს ვერ უსწორებდა სარკეში.ქორწილისთვის ლამაზად გამოწყობილს კაბაზე ზემოდან გადმოეტანა ფოტოაპარატი და კაკუნით დაეშვა კიბეებზე.თმა გაესწორებინა და უკან გადაეწია,რომ ამოღებული ზურგი დაეფარა,ხელებს კი ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში და აჭარხლებული გახშირებულად სუნთქავდა,რომ ნერვიულობა არ დასტყობოდა.
-როგორი ლამაზი ხარ დე.-ღიმილით შეეგება შუახნის ქალი მისაღებში.
-მხოლოდ დედაჩემი თუ იტყვის ამას.-მშვიდი ხმით მიუგო და ნაძალადევად გაუღიმა,რომ არ სწყენოდა.
-ეს რა ლაპარაკია ევა?-გაუწყრა ქალი.-პრინცესას ჰგავხარ და ეს ფოტოაპარატი კაბას გიმახინჯებს.
-ფოტოგრაფი ვარ დედა,ამის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ.
-შენი მეგობრის ქორწილია ევა,მეჯვარე ხარ,მის გვერდით უნდა იდგე,ამის ნაცვლად კი სადღაც ბოლოში იდგები და შორიდან დააკვირდები ცერემონიას.
-მხოლოდ ხელს აწერენ დედა,ჯვრისწერას არ აპირებენ ჯერ,ამიტომ შემიძლია უცებ დავამოწმო მათი სიყვარული და შემდეგ ფოტოებიც გადავიღო.
-მერე შენ?არცერთ ფოტოში არ იქნები...
-ხომ იცი,რომ არ მიყვარს?
-ეჰჰ...ჩემო პატარა გოგო...-მძიმედ ამოთქვა ქალმა.-ნეტავ იმ დღეს მოვესწრო საკუთარ თავს ისეთივე სიყვარულით უმზერდე,როგორც მე გიმზერ...
-15-20 კილოთი ნაკლები,რომ ვიქნები ასეც იქნება.
-ნუ სულელობ ევა...ვისზე ნაკლები ხარ?გგონია სილამაზე კილოგრამებით იზომება?
-შენთვის მარტივი სათქმელია,ახალგაზრდობაში ჩემი ნახევარი იყავი,ბიჭების რიგი იდგა შენს კართან...ჩემთვის ჯერ ნორმალურ ბიჭსაც არ შემოუხედავს...
-ევა...
-არაუშავს დე,ალბათ ოდესმე მეც შევუყვარდები ვინმეს.-მშვიდად ამოთქვა ლოყაზე აკოცა.-გიორგი მოვიდა,უნდა წავიდე.
-ქოლგა აიღე არ დასველდე,მაკიაჟს გაიფუჭებ.-უკან გაეკიდა ქალი.
-ცივ ნიავს არ მივაკარებ თამუნა დეიდა დამშვიდდით.-კარში დახვდა გიორგი ორივეს.
-რა ცუდ დროს დაემთხვა რა,ქორწილს ამაზე მეტად ვერაფერი გააფუჭებს.
-სიძე პატარძალი მხნედ არიან,მთავარია ფოტოები გამოვიდეს კარგი.
-გამოვა,გამოვა,ყველაფერი მზად მაქვს.
-მაშინ წავიდეთ,3-4 საათი გვინდა გზაში,არ დავაგვიანოთ.
-ფრთხილად იარეთ რა ბავშვებო.-პირჯვარი გადაწერა ქალმა ორივეს.
-არ ინერვიულოთ თქვენ.-ღიმილით გახედა კაცმა.
-წამოდი თორემ დილამდე ილაპარაკებს ეს.-ხელზე მოქაჩა კაცს.
-ლურჯი ძალიან გიხდება ევა,პრინცესას ჰგავხარ.-ამოთქვა დაუფიქრებლად და მანქანის კარი გაუღო.
-მადლობა,შენც კარგად გამოიყურები.-დიდად ყურადღება არ მიუქცევია მისთვის ისე მოთავსდა მძღოლის გვერდით და დედას სარკეში ხელი დაუქნია...-რა საშინელი ამინდია,ანიტა ალბათ გიჟს ჰგავს.
-ნიკამ მითხრა,რომ მთელი ღამე არ ეძინა,ცრემლად იღვრებოდა რაღა ჩემს ქორწილს დაემთხვაო.-სიცილით მიუგო გვერდით მჯდომს.
-აბა რა იქნება,მეც გადავირევი ჩემს ქორწილში მსგავსი რამ,რომ მოხდეს...
-ოჰოო,ქორწილზეც დაგიწყია ფიქრი...გყავს ვინმე გეგმაში?
-რა გეგმაში გიო,ხომ იცი არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში ასეთი.
-ალბათ იმიტომ,რომ ზღაპრულ პრინცს ელოდები,თვალები გაახილე,იქნებ არის ვინმე,იმაზე უფრო რეალური ვიდრე შენ წარმოგიდგენია...
-კარგი ახლა რა,ვინმე,რომ იყოს შევამჩნევდი,მაგრამ ადრეა ალბათ ჯერ...
-ჰო,ალბათ.-გაეცინა მის ნათქვამზე.-ფოტოგრაფობას მართლა აპირებ?
-კი,რაიყო?
-არაფერი,კარგი პროფესიაა,შენზე მორგებული.
-ერთდერთია რისი კეთებაც მიყვარს,სხვა ისედაც ვერაფერი ვიქნებოდი.
-თავს ძალიან ნუ იბოჭავ ევა,ბევრი რამის კეთება გამოგივა.
-ჰო,მაგალითად წერა,ეგეც ძალიან მიყვარს.
-მოკლედ ხელოვანი ადამიანი ხარ რა.-მშვიდად გახედა გვერდით მჯდომ ქალს.
-ჰო,ალბათ...-მშვიდად ამოთქვა და დღიური მოიმარჯვა,რომ თითოეული გრძნობა აღებეჭდა ფურცლებზე.გიორგი მიხვდა,რომ საუბარი დამთავრებული იყო და ხმა აღარ გაუცია ქალისთვის,რომელსაც უკვე წლებია ეტრფოდა...


***
-რატომ გავჩერდით?-ფიქრებიდან გამოერკა ევა,როდესაც მანქანა მოულოდნელად გააჩერა კაცმა.
-ჯანდაბა!-საჭეს რამდენჯერმე დაარტყა ძლიერად.-ოღონდ ახლა არა.
-რა ხდება?
-საბურავი დაეშვა.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო ახლოდან შეამოწმა.
-სათადარიგო არ გაქვს?
-არა ევა რა სათადარიგო.-შუბლზე ხელი იტაცა კაცმა.-დეკორაციებითაა სავსე საბარგული,მოიცადე უნდა დავრეკო.
-გიორგი ქორწილში ვერ დავაგვიანებთ ხომ იცი.
-დაწყნარდი კარგი?
-როგორ დავწყნარდე თავზე გვაწვიმს და შუა ქუჩაში ვართ გახიდულები.
-ჩაჯექი მერე მანქანაში,ვინ გითხრა გადმოდიო.-გაოცდა კაცი.
-ანიტა გაგიჟდება.-ბუზღუნით ამოთქვა და ისევ მანქანაში დაბრუნდა.
-გისმენ გიუშ.-მობილურში გაისმა კაცის დაღლილი ხმა.
-ბიჭო წახვედი უკვე?
-15-20 წუთში გამოვალ სახლიდან,რაიყო?
-მცხეთაში ჩავრჩი ბიჭო,საბურავი დამეშვა.ევაც მე მყავს,სრული პი*დეცია,რაც ხდება
-სათადარიგო არ გაქვს?
-რა სათადარიგო რამდენიმე დღეა ხელოსანთან დამყავს,თან ქორწილიი რაღაცები მიწყვია,გვიშველე თორე ქორწილის გარეშე დარჩებიან.
-მე სადღაც 1 საათში ვიქნები მანდ,მანამდე დაურეკე ვინმეს,იქნებ ახლოს იყოს...
-ვის დავურეკო შე*ემა 10 კაციანი ქორწილია ისედაც.-ნერვებზე იყო უკვე კაცი.
-უტას დაურეკე,ჩამოვიდა მეჯვარეა ეგეც.
-გემზე აღარ არის?
-არა,გუშინ დაბრუნდაო ნიკამ,დაურეკე თბილისში იქნება.
-მე რა ვიცი მაგის ნომერი ტო,5 წელია თვალით არ მინახავს.
-მე დავურეკავ დამელოდე,მოვა და წაგიყანთ ახლოს თუა.
-მიდი გელოდები,ყელშია უკვე ეს ამბები რა...-დაიღრინა მობილურში და ისევ საბურავს მიუბრუნდა.-შენს გამკეთებელს შე*ეცი!-ფეხი მთელი ძალით მიარტყა და ისევ მანქანაში დაბრუნდა.
-რა ხდება?
-მოვლენ და წაგვიყვანენ დაწყნარდი.-მოკლედ მოუჭრა ქალს.
-მგონი ქორწილი,რომ გადადონ კარგი იქნება...
-შენ გადადებდი ქორწილს?
-კი.-მშვიდად უპასუხა.
-რა მარტივად ამბობ,გეგონება ჩვეულებრივი კვირა დღე იყოს.-დასცინა კაცმა.
-მე ქორწილი ყვავილებით სავსე ბაღში მინდა,ღია ცის ქვეშ,ვარდის ფურცლებით მოფენილი გზა,რომ გავიარო და ისე მივიდე ჩემს მეორე ნახევრამდე,ამიტომ კი ქორწილს გადავდებდი თუ იწვიმებდა.
-ნამეტანი ბავშვურად ხომ არ მოგდის ევა?კაცი ქორწილს ელოდებოდეს და შენ წვიმის გადაღებას?
-თუ ასეთს ვერ მიმიღებს სულ არ მინდა ეგეთი კაცი.-მკვახედ მიახალა და ისევ დღიური გადაფურცლა.
-კარგი ნუ ბრაზდები,პატივს გცემ ხომ იცი,უბრალოდ მე არ ვარ ეგეთი.-ლოყაზე ოდნავ მოჩქმიტა კაცმა.
-ბავშვივით ნუ მექცევი კარგი?სამარცხვინოა.
-ჩემთან რისი გრცხვენია ღადაობ?
-შენთან არა,ზოგადად სამარცხვინოა,დიდი ვარ უკვე.-ცხვირი აიბზუა და კალამი მოიმარჯვა.
-კარგი.-დანებების ნიშნად ხელები აწია და საზურგეს მიეყრდნო...დაახლოებით ნახევარი საათი მოუწიათ ლოდინი.ხმა არცერთს ამოუღია,ორივე ჩუმად იჯდა და ფიქრებში გართულიყო.გიორგი სულ ბავშვივით ექცეოდა ევას.მიუხედავად იმისა,რომ მხოლოდ 4 წელი იყო მათ შორის სხვაობა ჩვევებს ვერ ღალატობდა გიორგი და მის ხელში გაზრდილ ევას ბავშვური ხუმრობებით თავს აბეზრებდა.უკვე 21 წლის ქალს ეს ნამდვილად არ სიამოვნებდა.მართალია ბავშვური ფანტაზიები ჰქონდა და სხვებისგან განსხვავდებოდა,მაგრამ ეს არავის აძლევდა იმის უფლებას,რომ დაემცირებინათ. კარგად,რომ დავუფიქრდეთ გიორგი მას არ ამცირებდა,უბრალოდ ცდილობდა როგორმე მასთან უფრო ახლოს მისულიყო და ის კედლები ჩამოენგრია,რომელიც მათ შორის ასე მყარად იყო აღმართული,თუმცა ამაოდ...-დადვანების სიამაყე მოსულა.-თავისთვის ჩაიფრუტუნა და მანქანიდან მაშინვე გადავიდა,როგორც კი სიგნალების ხმა მოესმა ზურგიდან.-უკვე ვფიქრობდი,რომ თევზად იქეცი და ოკეანეს შეეზარდე.-სიცილით შეხვდა კაცს.
-კიდევ 5 წელიც და ალბათ მართლა ასე მომიწევს.-ნაძალადევად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა კაცს.-რა პრობლემა გაქვს აბა?
-საბურავი დამეშვა,მეჯვარე მიზის მანქანაში,ქორწილში ვერ დავაგვიანებთ...
-ჩასხედით და წავიდეთ,ან თუ გინდა გამოვცვალოთ და უკან გამოგყვებით მე.
-არა ძმაო,სათადარიგო არ მაქვს,წამოსვლითაც ვერ წამოვალ,აქ ვერ დავტოვებ მანქანას.
-აბა რისთვის გამაჩერეთ.-გაიკვირვა კაცმა.
-შენ ევა წაიყვანე,მე კოტეს დაველოდები და ერთად წამოვალთ...
-ში*ხოარგაქვთ ორივეს?თბილისში ძლივს გავიხსენე გზები ყაზბეგში მარტო ავალ ეგრე გგონია?
-არ იცი გზა?
-არ ვყოფილვარ არასდროს რა ყაზბეგი ძმა.-გაიკვირვა კაცმა.-კოტეს უნდა გამოვყოლოდი უკან.დაველოდოთ და ყველა ერთად წავიდეთ.მეჯვარეები თუ აქ ვართ უჩვენოდ ხო არ დაიწყება ქორწილი.
-ბიჭო ევა ფოტოგრაფიცაა და ფოტოები უნდა გადაიღოს,მინიმუმ 1 საათით ადრე უნდა მივიდეს,რომ გადაიღოს ყველაფერი.მაგიტომ მინდა,რომ ადრე წავიდეს.
-რა ვქნა როგორ წავიყვანო.
-Google Map-ს ვერ გამოიყენებ?თურამე დაგვირეკე და გაჩერდი სადმე მოვალთ,ეგ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში კარგი?
-დაგხოცავთ ორივეს.-შუბლი ნერვიულად მოისრისა.-წავალ ჰო,მოიყვანე გოგოც და დავიძვრები მე.
-ევა.-შორიდანვე დაიწყო ყვირილი.-ევა.
-რაიყო?-ჩამოწეული ფანჯრიდან გახედა კაცს.
-უტა წაგიყვანს შენ,მეჯვარეა ეგეც.მე ცოტა გვიან ამოვალ.
-გიორგი ქორწილში თუ არ მოხვალ ხომ იცი...
-ვიცი.-არ დაამთავრებინა წინადადება.-წამოდი.-კარი გუღო და კაბა დაუჭირა,რომ ტალახში არ დასვროდა.-აი ეგ კიდევ ერთი პი*დეცი ყველას ფუშფუშა და ფარდიანი კაბები,რომ უნდა გეცვათ,კარგად ამოისვრებით ტალახში.
-შლეიფიანი.
-რა?
-შლეიფი ჰქვია მაგას და არა ფარდა.-გაეცინა მის რეაქციაზე.
-რაც ჰქვია,რა აზრი აქვს.-თავისთვის ჩაიბურტყუნა.
-დაგეხმარებით.-მანქანიდან გადმოვიდა დადვანი და სიგარეტის ნამწვი იქვე მიაგდო.-გამარჯობა,უტა ვარ,ნიკას მეჯვარე.-ხელი გაუწოდა ქალს.
-უტა...-დაბნეულმა გაიმეორა მისი სახელი.
-შენ ალბათ ევა.-გაეცინა მის დაბნეულობაზე.
-ევა...-სიცივისგან აკანკალებული ხელი შეაგება კაცს.
-სასიამოვნოა.-მანქანის კარი გააღო და გიორგის უფლება მისცა დაჯდომაში დახმარებოდა.
-დაგირეკავ გზიდან რა,თუ რამე შენ დაგვირეკე.
-დიდი ალბათობით მთელი გზა თქვენთან ლაპარაკი მომიწევს.-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ხელი ჩამოართვა კაცს.-იქ შეგხვდებით.
-მიდი,ნელა იარეთ,ჩაბარებული მყავს ეგ გოგო.-თვალი ევასკენ გააპარა და ისევ მანქანაში დაბრუნდა,რომ ბოლომდე არ დასველებულიყო...
-ეს შეგიძლია ჩაიცვა.-როგორც კი მანქანაში მოკალათდა მაშინვე აიღო უკანა სავარძლიდან პიჯაკი და ქალს გაუწოდა.-გაყინული ხელი გქონდა,ალბათ გცივა და ამიტომ გეუბნები.
-მადლობა.-უხერხულად შეიშმუშნა ქალი,მაგრამ მაინც გამოართვა და კომფორტულად გაეხვა შიგნით.
-საინტერესო სახელი გაქვს.-მოულოდნელად აღნიშნა კაცმა.
-რა მხრივ?
-ჩემს გემს ჰქვია ევა.სულ ერთი დღეა მივატოვე და უკვე თავს მახსენებს.
-გემს?-გაოცებული მიაჩერდა კაცს.
-ჰო,მეზღვაური ვარ,უფრო სწორად ვიყავი,ახლა მოგზაური უფრო მეთქმის.დაახლოებით 4 წლის წინ გემი ვიყიდე,რომელსაც ევა ჰქვია.
-ალბათ ოკეანეში დასაბრუნებლად გიხმობს.-მშვიდად აათვალიერა კაცი.
-5 წელია არ დამიტოვებია,ალბათ მართლა უკან მიხმობს.
-სამყაროსგან რაიმე ნიშანი იქნება.
-შესაძლოა.-მშვიდად ამოთქვა და გვერდით მჯდომს გახედა.ქერათმიან პრინცესას ჰგავდა.ფილმი,რომ არის „კონკია“,მისი მეგობრის შვილთან ერთად უყურა წლების წინ,ზუსტად იმ პრინცესას ჰგავდა.თანაც ისეთივე ლურჯი კაბა ეცვა...უხერხული სიჩუმე ჩამოწვა მათ შორის.უცნობ ადამიანებს ვერ იტანდა ევა.ნერდი იყო,ფაქტობრივად წიგნის ჭია,მეგობრებთანაც იშვიათად ატარებდა დროს,უცნობებზე,რომ აღარაფერი ეთქვა...გადაწყვიტა წერა გაეგრძელებინა,რომ უცნობთან საუბარი თავიდან აერიდებინა.დღიური ჩანთიდან ამოაძვრინა და კალამი მოიმარჯვა.ახლა საერთოდ აღარავინ ახსოვდა,მხოლოდ ის,კალამი და წიგნის პერსონაჟები...



***
-ჯანდაბა!-რამდენიმესაათიანი მდუმარე მგზავრობის შემდეგ ამოთქვა კაცმა და რუკას დახედა.-სად არიან არ გამოვშტერდე ახლა.
-მოხდა რამე?-გვერდით გადადო დღიური.
-ვუთხარი გიორგის,რომ გზა არ ვიცოდი,არც მობილური იჭერს და თურმე არც ეს არ მუშაობდა და მივდივარ რაღაც სხვა გზით.-ირგვლივ მიმოიხედა უტამ.
-მოიცა.-თავადაც ამოიღო მობილური.-არ იჭერს არც ჩემი...
-რა ადგილია პირველად ვარ საერთოდ.-საქარე მინიდან გახედა გზას.
-გზა მართლა არ იცი?-გაოცება ვერ დამალა ქალმა.
-შენ თუ იცი გისმენ,თუ გინდა საჭესთანაც დაგსვამ.-გაკვირვებული მიაჩერდა კაცი.
-არც გზა ვიცი და არც მანქანის ტარება.
-აბა ჩემგან რა გინდა?-მხრები აიჩეჩა დადვანმა.
-ქორწილში დავაგვიანებთ...
-რავქნა ტო ძალით კი არ ვაკეთებ.აქ დარჩი.
-შენ სად მიდიხარ?
-რავი იქნებ ვინმე ვიპოვო და გზას ვკითხავ.
-ამ წვიმაში სად უნდა გადახვიდე,აი წინ წადი და იქიდან მოატრიალე მანქანა,უკან წავიდეთ და რომ დაიჭერს ტელეფონი დავურეკავ ნიკას.
-იქიდან?-თითი გაიშვირა კაცმა.
-ჰო,მოტრიალდები და წავალთ.
-მაგარ დროს მოინდომეს ქორწილი რა.
-უნდა გადაედოთ ჩემი აზრით.-კვერი დაუკრა ქალმა.
-ჰო აბა ასეთ ამინდში რა ქორწილი,თან რაღაც მდელოზე.-ალალად ამოთქვა და გზას გაუყვა.
-აი შენ გესმის.-ლამის ტაში შემოჰკრა ქალმა.
-რა?-დაბნეული მიაჩერდა გვერდით მჯდომს.
-არა არაფერი მე...
-დედამოვ**ან...-დაიგრგვინა კაცმა და ძლივს დაამუხრჭა.-კარგად ხარ?
-რა მოხდა?-წინ გადაიწია,რომ უკეთ შეეთვალიერებინა ყველაფერი.
-აი ამის გარდა,რაც გინდა მომხდარიყო.-ღვედი მოიხსნა და მანქანიდან გადავიდა.-პი*დეც!-ამოთქვა ანერვიულებულმა და მანქანას შემოუარა.
-რა ხდება?
-არ გადმოხვიდე!-ტალახიან ფეხებზე დაიხედა კაცმა და უკან დაბრუნდა.-იქნებ ამოვიდე.
-რა ხდება?
-საბურავი ჩაიფლო ტალახში.
-ხუმრობ?
-მეტყობა რამე?-წარბაწეულმა გახედა და მანქანის დაძვრა სცადა,თუმცა ამაოდ.
-გზა თუ არ იცოდი რას მოდიოდი?-გაუწყრა კაცს.
-მე მეუბნები?-გაოცებული მიაჩერდა ქალს.-მე საერთოდ კოტეს უნდა გამოვყოლოდი უკან. 5 წელია გემიდან არ ჩამოვსულვარ,რა ყაზბეგი აუტყდათ ამათ არ ვიცი.-გაცხარებულმა დაუწყო საუბარი ქალს.-გიორგის მოკითხე პასუხი.
-ახლა რა ვქნათ?-იცოდა,რომ კაცი მართალი იყო და კამათი აღარ გაუგრძელებია.
-გადავიდეთ და სადმე რამე მოვნახოთ,საიდანაც დავრეკავთ და იქნებ ადგილამდეც მიგვიყვანონ.
-ფეხზე რა მაცვია ხედავ?-ქუსლიანი ფეხსაცმელი კარგად დაანახა კაცს.-სად გინდა,რომ წამოვიდე ამით?
-აბა დარჩები აქ?
-მე...
-იჯექი!-მკაცრად ამოთქვა,მობილური ჯიბეში ჩაიცურა და მანქანიდან გადმოვიდა.-მე წაგიყვან.
-რა?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.
-ჰო,რაიყო?-ცერად გახედა კაცმა.
-არ გეწყინოს,მაგრამ სერიალებში როგორც ხდება ეგრე ვერ იზამ აქ.
-ვითომ რატომ?ახლა არ მითხრა შეყვარებული იეჭვიანებსო ან რამე.
-არა,უფრო იმიტომ,რომ იმ სერიალში გამოჭიმულ გოგოებზე 15-20 კილოთი მძიმე ვარ.
-ანუ?-გაკვირვებული მიაჩერდა კაცი.
-ანუ 76 კილო ვარ,ისინი მაქსიმუმ 55,ამიტომ ხერხემალში გადატეხვა თუ არ გინდა ჯობს აქ დავრჩე.-ალალად გამოუტყდა და საზურგეს მიეყრდნო.კიდევ ერთხელ შერცხვა საკუთარი თავის,ამჯერად სრულიად უცხო კაცის წინ მოუწია თავის შერცხვენა.
-კარგად გამაცინე.-სიცილს ვერ იკავებდა დადვანი.
-ადამიანის წონაზე სიცილი უზრდელობაა ეს არ არის ისეთი რამ,რაზეც შეიძლება...
-წონაზე არ ვიცინი ევა,იმაზე მეცინება,რომ იფიქრე ხელში ვერ აგიყვანდი.-გააწყვეტინა ქალს.-ჯერ კიდევ აკადემიაში ყოფნისას დავატარებდი 100 კილოგრამიან ჩანთებს ტყის შუაგულში.როდის იყო ეგ იცი? 7წლის წინ,როცა 21-ის ვიყავი,პატარა გოგოს ტარება არ გამიჭირდება.-სიცილი გააგრძელა კაცმა.-აიღე შენი ნივთები და მოდი.-შედარებით მშვიდად მიუგო და მკლავებში მოიქცია მისი სხეული.
-რა სირცხვილია.-აჭარხლებული სახე მოარიდა კაცს.
-რამე ხომ არ გრჩება?
-არაფერი.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-მაშინ წავიდეთ.-ხელები მჭიდროდ მოხვია და ნელი ნაბიჯით გაემართა გაურკვეველი მიმართულებით.საშინლად ჩამობნელდა,ნისლს მოეცვა ირგვლივ ყველაფერი, გადაუღებლად წვიმდა და კიდევ უფრო ართულებდა მოძრაობას ტალახში.
-სად მივდივართ ის მაინც იცი?
-არა,მაგრამ გზას გავყვეთ ასე ჯობია.
-შემიძლია ფეხზე გავიხადო და ეგრე ვიარო,მართლა ცოდო ხარ,შენი ჩანთა,ჩემი ჩანთა და პლიუს მე ხელში.რამე არ დაიზიანო.
-დაწყნარდი შენ და კაბას გაუფრთხილდი,ქორწილში დაგჭირდება.
-თუ მივალთ იქამდე საერთოდ.-მკერდზე უცებ შეისწორა კაბა და მისი მოცემული პიჯაკი მჭიდროდ მიიკრა სხეულზე.-ღმერთო ეს რა ამინდია.-მოიკუნტა მის ხელებში მოქცეული მჭექარე ხმის გაგონებისას.
-გეშინია?-მკლავებში მომწყვდეულს დახედა კაცმა.
-შენ არა?
-არა,ზღვამ მიმაჩვია ყველაფერს.
-მე ბავშვობიდან მეშინია.
-წვიმაა უბრალოდ,არაფერი მოხდება.-მშვიდად ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო.თავზე აწვიმდა ორივეს,მთლიანად სველი ჰქონდა ტანსაცმელი ორივეს.ასე კოკისპირულად ბოლოს როდის იწვიმა არც კი ახსოვდათ.მანქანა სადღაც შუა მდელოზე დატოვეს და ფეხით აგრძელებდნენ გზას გაუკრვეველი მიმართულებით.დაახლოებით 20 წუთი ატარა ხელით.მუხლამდე ტალახში იყო ამოსვრილი დადვანი,თუმცა მაინც არ ცხრებოდა და ევას კაბას მაინც ინახავდა სუფთად.ისევ ეცინებოდა იმაზე,რომ ეგონა ხელში მის აყვანას ვერ შეძლებდა.მგონი კაბა უფრო მძიმე იყო,ვიდრე თავად გოგო,სველი ნაჭერი მითუმეტეს საშინლად დამძიმდა...-აი აქ მივიდეთ-წინ შენობა დაანახა ქალს.
-სახლია?
-მგონი.-თავადაც არ იყო დარწმუნებული სად მიდიოდა.-დავრეკოთ და ვუთხრათ ჩვენებს რატო ვაგვიანებთ.
-ანიტა გაგიჟდება...-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-ანიტა გაგვიგებს.-მშვიდად განაგრძო გზა შენობისკენ.
-წარმოდგენაც არ მინდა რას დავემსგავსე,ასე როგორ უნდა ვიყო მეჯვარე არ ვიცი.-ყველაფერი სველი ჰქონდა,რაც ზედ ეცვა.გრძნობდა,რომ მაკიაჟიც მთლიანად ჩამოერეცხა სახიდან.
-რამეს მოვიფიქრებთ,დამშვიდდი.-კიბეებზე ნელი ნაბიჯით ავიდა და ფანჯრიდან შეიხედა შენობაში.-მგონი დაკეტილია.
-დამსვი უტა,აქ მაინც გავივლი ჩემით.-მშვიდად მიუგო და მკლავებიდან დაუსხლტა კაცს.
-დაკეტილია...-გაიმეორა ისევ და ფანჯარას მოშორდა.
-რა ვქნათ?-ისევ კაცს მიაჩერდა იმედიანი თვალებით.
-ისიც არ ვიცი სად ვართ.-იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა და ირგვლივ მიმოიხედა.-შევიდეთ,ფეხსაცმელი ტალახიანია,ვიღაც ცხოვრობს ფაქტია,დაბრუნდება ალბათ.-მშვიდად ამოთქვა და იქვე დაგდებული აგურის ნატეხი ფანჯარას მთელი ძალით ესროლა.
-უტა...-გაოგნებულს აღმოხდა.-რა ჯანდაბას აკეთებ?
-გარეთ ხომ არ ვიდგებით?-ფანჯრის საკეტი გახსნა და სწრაფად გადაძვრა სახლში-მოდი დაგეხმარები.-ხელი გაუწოდა ქალს.
-სხვის სახლში ასე შეჭრა არ შეიძლება.-ჩაილაპარაკა თავისთვის.-იქნებ არ აქვთ ფული,რომ ეს ფანჯარა გააკეთონ?
-ასე დატოვებას არ ვაპირებ,დამშვიდდი და მოდი აქ.-ხელზე მოქაჩა ქალს.-მოდი.
-იცოდე რამე თუ მოხდა...
-არაფერი მოხდება მოდი.-წელზე ხელები მოხვია და გადმოძრომაში დაეხმარა.
-კარგი სახლია.-სტუდიოს ტიპის ოთახი მოათვალიერა კაცმა.ყველაფერი ერთ ოთახში იყო მოწყობილი,სამზარეულო,საძინებელი...ხით ნაშენები სახლი იყო,უფრო სწორედ ოთახი,ცხვრის სუნით გაჟღენთილი კედლები და ცხიმიანი ავეჯი შორიდან უმზერდა სტუმრებს.
-კარგად ხარ?-შეწუხებულ ქალს დახედა უტამ.
-ცივა...
-მთაში ვართ,აბა რას ელოდი.-ჩანთა იატაკზე მიაგდო და შიგნით ქექვას მოჰყვა.-თბილი ტანსაცმელი გაქვს?
-კი წამოვიღე.-მშვიდად ამოთქვა და ჩანთიდან ჰუდი ამოძვრინა.
-მიდი გამოიცვალე,თორემ გაიყინები,კართან დავდგები და ვიდარაჯებ,რომ არავინ მოვიდეს.
-აქ იქნები?-თვალებგაფართოებული მიაჩერდა კაცს.
-ჰო,ზურგით დავდგები,შენს ყურებას არ ვაპირებ.-მაშინვე განუმარტა ქალს.
-არა ანუ ეგ არ მიგულისხმია...-სულ დაიბნა ნერვიულობისგან.
-თუ გინდა გარეთ გავალ.
-არა,შეგიძლია დარჩე.-მთელი გზა ხელით ატარა და ახლა გარეთაც უნდა გაეგდოო,შერცხვა ასეთი არ იყო არასდროს.
-კარგი,რომ მორჩები მითხარი,მეც გამოვიცვლი,თორემ შარვალი ტალახით მაქვს სავსე.-ზურგით დადგა და ფანჯრიდან დაიწყო ყურება.ზღვაში რა აღარ უნახავს.ყველაფერი ნაცნობი იყო მისთვის,მიეჩვია და აღარც დარდობდა,მაგრამ ქორწილის დღეს ასეთი ამინდი მაინც აწუხებდა.5 წელი გავიდა მას შემდეგ,რაც გემზე ავიდა და მოგზაურობა დაიწყო,ახლა დაბრუნდა,მეგობრის ქორწილისთვის,რომელმაც 5 წლის წინ გემზე გააცილა და ადგილამდე ვერ მივიდა,რომ მისი და ანიტას სიყვარული დაემოწმებინა...
-ჯანდაბა!-მოესმა ზურგს უკან ქალის ბურტყუნი.
-მოხდა რამე?
-კაბის ელვას ვერ ვხსნი...
-დაგეხმარო?
-მე...-სრულიად უცხო კაცს კაბის ელვის გახსნას სთხოვდა,რას მოესწრო თავადაც ვერ იჯერებდა.-თუ არ შეწუხდები კი.-მის წინ ზურგით დადგა ქალი.-უბრალოდ ვერ ვწვდები.-თავი იმართლა და ხელები მუცელზე გადაიჯვარედინა.
-ასეთი კაბები მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს,სამეფო მეჯლისების დროს.-თმა ზურგიდან ფრთხილად გადაუწია და ელვა შესაკრავს წაეტანა.
-ანიტას უნდოდა ასე,ყველას ასეთი კაბა უნდა გვეცვას.მე ლურჯი ამირჩია...
-თვალების გამო ალბათ.-გააწყვეტინა ქალს და მის შიშველ ზურგს თვალი მოარიდა.
-მადლობა.-მაშინვე უკან დაიხია და უცებ გადაიცვა ჰუდი.კიდევ კარგი ტანსაცმელი ორივეს ჰქონდათ,თორემ ალბათ სადმე გაყინულებს იპოვიდნენ რამდენიმე საათში...
-შეგიძლია შენც გამოიცვალო,მოვრჩი მე.-ჯინსის შარვალი და ჰუდი კომფორტულად მოერგო და იქვე სავარძლის სახელურს მიყრდნობოდა.-მივტრიალდები.-თავისთვის ჩაილაპარაკა და კედელზე გაკრულ ცხოველის ტყავს თვალებგაფართოებული მიაჩერდა.-რა საზიზღრობაა.-ძლივს შეიკავა თავი,რომ გული არ არეოდა და იატაკს მიაშტერდა დროის გასაყვანად.იმედს იტოვებდა,რომ ქორწილი გადადეს და ამ ამინდში არ აპირებდნენ სადმე მდელოზე სუფრის გაშლას,თორემ ალბათ მართლა თავს მოიკლავდა...


***
-5 საათი ხდება უტა,სირცხვილია ქორწილში დავაგვიანეთ.
-კი არ დავაგვიანეთ ვერ მივდივართ ევა,ნახე სად ვართ,თბილისში ვერ დაქორწინდებოდნენ?-ნერვები აღარ ჰყოფნიდა კაცს.-როგორც კი გადაიღებს წავალ და ვინმეს მოვძებნი,იქნებ როგორმე დავრეკო.
-სახლის პატრონი,რომ მოვიდეს?
-ჰო,მაგაზე არ მიფიქრია,უნდა წამოხვიდე შენც,რადგან ფეხსაცმელი გაქვს.-ფეხებზე დახედა კაცმა.
-ძალიან ეწყინებათ,მათ სიყვარულით გაერთიანებას შევუშალეთ ხელი.
-სიყვარული არ არსებობს ეს თუ დაგამშვიდებს,შესაბამისად მსგავსი არაფრისთვის შეგვიშლია ხელი.
-რას ამბობ?
-იმას,რომ სიყვარული არ არსებობს,უბრალოდ ეჩვევი ადამიანს და მორჩა.
-სისულელეა.შენ რა შენი ოჯახი არ გიყვარს?
-მაგ სიყვარულზე არ ვლაპარაკობ,ქალ-ვაჟურ სიყვარულს ვგულისხმობ,რომელიც ვნებას ეფუძნება.ერთმანეთს ეჩვევიან ადამიანები და ჰგონიათ,რომ უერთმანეთოდ ვერ იცხოვრებენ,მაგრამ ასე არ არის.
-სიყვარული არსებობს,ნიკას და ანიტას უყვართ ერთმანეთი,ამიტომაც ქორწინდებიან.
-გგონია ვინც ქორწინდება ყველა შეყვარებულია?
-არა,მაგრამ მგონია,რომ ძალიან ცუდად უყურებ სიყვარულის საკითხს,არავინ გყვარებია?როგორ შეიძლება სიყვარულის არ გჯეროდეს.
-მე არა,შენ გყვარებია?
-ჩემთან სიყვარული ცოტა რთული საკითხია,ხომ ხვდები.-ნაძალადევი ღიმილით გახედა კაცს.
-არა,ვერ ვხვდები.-ცერად გახედა კაცმა.
-ბიჭებს გამხდარი გოგოები მოწონთ,აი მოდელებს,რომ ჰგვანან,მე დიდად რიგი არ მიდგას.
-აი რა სისულელეს ამბობ?-მთელი სხეულით მისკენ მიტრიალდა კაცი.-სარკეში არ იხედები?
-რომ ვიხედები,ამიტომ ვამბობ.
-დღეს ის კაბა,რომ გეცვა ჩაიხედე სარკეში?
-კი,საკმაოდ ბევრჯერ.
-მერე დისნეის პრინცესას,რომ ჰგავდი ვერ შეამჩნიე?ფილმი,რომ არის „კონკია“ ქერა მსახიობი,რომ ასრულებს კონკიას როლს,დიდი ლურჯი კაბა,რომ აცვია,მაგას ჰგავხარ.-ღიმილით მიუგო ქალს.
-10-15 კილოთი ზედმეტი ვარ,თორე შეიძლება მართლა ვგავდე.-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი,გაუკვირდა კიდეც ეს ფილმი,რომ იცოდა.
-რამდენი წლის ხარ?
-21.
-ამიტომაც ლაპარაკობ ასე.-გაეცინა კაცს.-შენს ასაკში სხვანაირად ფიქრობს ბევრი,გარეგნობა ჰგონიათ მთავარი და სხვა არაფერზე ფიქრობენ...გაიზრდები და მიხვდები ბევრ რამეს.
-ბავშვი არ ვარ,ისედაც ვხვდები ბევრ რამეს.
-მაშინ იმასაც უნდა ხვდებოდე,რომ ბიჭს თუ მხოლოდ სხეულის გამო მოწონს გოგო,სერიოზული არაფერი ხდება იქ.თანაც საერთოდ არაფერი გჭირს ისეთი,რომ თავი დაიკომპლექსო,ლამაზი ხარ,ცუდია,რომ ვერ ხედავ ამას.
-მადლობა,მაგრამ თავაზიანობა არ არის საჭირო,მეც ვიცი,რომ...
-თავაზიანი არ ვარ,სიმართლეს გეუბნები.ადამიანის სხეული ათასნაირად იცვლება,სხვადასხვა მიზეზის გამო და ამაზე ნერვიულობა კი არა ფიქრიც არ ღირს,შენი თავი უნდა დააფასო,თორემ სხვა საერთოდ არ დაგაფასებს.ბევრს დაუკარგავს შანსი თურმე იმის,რომ გაეცანი,სამწუხაროა.ეგეთი ადამიანი არც შენ გჭირდება გვერდით,სულ უნდა გახსოვდეს,რომ ამაზე მეტი ხარ...-თბილი ხმით მიუგო და ფეხზე წამოდგა.-შეშას მოვიტან,ცივა და იქნებ ავანთო ღუმელი.
-მეპატრონე,რომ მოვიდეს?
-აქვე ვარ,ვინმეს თუ დავინახავ წამოვალ მაშინვე,ნუ დარდობ.-დაამშვიდა ქალი და კარს უკან გაუჩინარდა...

***
„და მაშინ,როცა არ ველოდი განთიადის ამობრწყინებას სულში ქარიშხალივით შემოიჭრა კაცი,სახელად უტა დადვანი და ჩემი,ევა ლაშხის გული შუაზე გააპო.კაცი,რომელსაც არ სჯერა სიყვარულის,მაგრამ აქვს ის ხედვა,რომელიც მე წლებია არ მქონია,კაცი,რომელიც სილამაზეს უბრალოებაში ხედავს და კაცი,რომელიც მარტოსულია ამ ადამიანებით სავსე,უკიდეგანო დედამიწაზე...“-იკითხებოდა წიგნის ერთ-ერთ გვერდზე ამონარიდი...

***
-კარადაში ყავა ყოფილა,დალევ?
-ძალიან ხომ არ გავშინაურდით?-გაეცინა ქალს.
-თუ არავინ მოვიდა ხვალამდე ფულს დავტოვებ და წერილსაც,შევამჩნიე,რომ კალამი და ფურცელი გაქვს.
-ხვალამდე თუ გადავრჩით კი.-ღუმელთან უფრო ახლოს მიწია სკამი.-დავლევ კი.
-შაქარი?
-უშაქრო...შენი აზრით დაქორწინდნენ?-სიჩუმე დაარღვია ქალმა.
-ალბათ ჩვენ გვეძებენ.
-ღმერთო რა სირცხვილია.
-ჩვენი ბრალი არ არის.
-ჰო,მაგრამ მაინც.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და თაროზე დაწყობილ წიგნებს მიუახლოვდა.-როგორც ჩანს ვიღაც კითხულობს.
-გიყვარს კითხვა?
-ძალიან.-უმალ უპასუხა ქალმა.-წერაც მიყვარს და კითხვაც.
-წერა,რომ გიყვარს შევამჩნიე.-დღიურზე ანიშნა ქალს.
-ჰო,ბავშვობიდან სულ ვწერ,როცა ემოციებისგან დაცლა მინდა.
-მთელი გზა წერდი,როგორც ჩანს ცუდი პერიოდი გაქვს.
-არა,უბრალოდ უცხოებთან საუბარი არ მიყვარს და თავს გარიდებდი.-ალალად უპასუხა და თაროდან „ჯინსების თაობა“ გადმოიღო.
-ისე მაგაზე გამახსენდა...როგორ მოხდა,რომ არ გიცნობდი,დიდი ხანია ნიკას იცნობ?
-დაახლოებით 7-8 წლის წინ გავიცანი,ანიტამ გამაცნო.
-ნუ მაგ პერიოდში მე აკადემიაში ვიყავი და მერე წავედი კიდეც,ახლა გასაგებია რატომაც.
-არ გიჭირს სამშობლოსგან შორს ყოფნა? 5 წელი როგორ გაძელი...
-მიჭირს კი,მაგრამ აქ არაფერი მაკავებს,ამიტომ პრობლემაც არ არის.სახლში არავინ მელოდება ვისზეც ვიდარდებ.-მშვიდი ხმით უთხრა და ფინჯანი მაგიდაზე დაუდო.
-გასაგებია.-უხერხულად შეიშმუშნა და ისევ სავარძელს დაუბრუნდა.
-შენზე არაფერს მეტყვი?თუ მხოლოდ მე უნდა ვისაუბრო?
-სათქმელი არაფერი მაქვს,ფოტოგრაფი ვარ,სტუდიის გახსნა მინდა,ალბათ ერთ დღეს ესეც მეღირსება.
-ძალიან კარგია,მოგეწონებოდა ის ადგილები,სადაც ვმოგზაურობ,კარგ ფოტოებს გადაიღებდი.
-საქართველოს გარეთ ალბათ ყველაფერი მომეწონება,საზღვარზე არასდროს გადავსულვარ.
-მართლა?
-ჰო,დრო არ მქონდა არასოდეს.
-შეგიძლია შემომიერთდე თუ ზღვის ავადმყოფობა არ გაქვს,ულამაზესი ადგილების ნახვას შეძლებ,ალბათ უკან დაბრუნებაც არ მოგინდება...-დაუფიქრებლად დაპატიჟა საკუთარ გემზე უცხო ქალი.
-ცურვა არ ვიცი,წყლის მეშინია,ასე რომ ალბათ უარს ვიტყვი.
-შემოთავაზება ძალაში რჩება,თუ გადაწყვეტ მალე ისევ ვგეგმავ დაბრუნებას.
-მადლობა.-თავისთვის ჩაილაპარაკა და წიგნი გადაფურცლა.-სანთლის შუქზე დიდი ხანია არ წამიკითხავს.
-მე კიდევ სინათლეს ვერ მივეჩვიე,წლებია სანთლის შუქზე ვკითხულობ.
-უცნაური ცხოვრება გაქვს,მე მასე ვერ ვიცხოვრებდი.
-ჰო,თავიდან მეც მიჭირდა,მერე მივეჩვიე უნებურად.
-და მაინც რატომ გადაწყვიტე ზღვაში გასვლა?-თავი ვერ შეიკავა ქალმა.-თუ პირადული არ არის ვიკითხავ.
-თავისუფლების შეგრძნება მინდოდა,ზღვაში არ არსებობს წესები,სიმშვიდესა და ჰარმონიას გრძნობ,საუკეთესო ადგილია ფიქრისთვის,საკუთარი თავის პოვნისთვის...
-ალბათ მეც მომეწონებოდა...-ფიქრებს მიეცა ევა.ისე ამშვიდებდა ამაზე ფიქრი,ხშირად წარმოიდგენდა როგორ იწვა ქვიშით სავსე სანაპიროზე და როგორ ელამუნებოდა ზღვის ტალღები ფეხებზე.ხელში წიგნი ეჭირა და კოქტეილს შეექცეოდა,ან სულაც უბრალოდ მზის ჩასვლით ტკბებოდა...


***
-მოკლედ ასე მოხდა და შემოვრჩით შენს სახლს ძმაო,იმედია ძალიან არ გაგვინაწყენდები.
-რას ამბობ ძმაო,როცა დაგჭირდეთ ღიაა ჩემი სახლის კარი.-მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი უცნობმა უტას.
-ევა,გაიღვიძე?-ფინჯანი მაგიდაზე დადო უტამ.-მეპატრონე გვესტუმრა და გულთბილი დახვედრაც მოგვიწყო.-მიუახლოვდა ქალს.-გაიცანი ვაკო,ჩვენი გულითადი მასპინძელი.
-გამარჯობა.-თბილად მიუგო ბიჭმა და ხელი გაუწოდა სავარძელზე მჯდომ ქალს.
-დილამშვიდობის,სასიამოვნოა,მე ევა ვარ.-დაბნეულმა გახედა გაყინული ხელი ჩამოართვა.
-არ გშია?ბევრი ვერაფერი,მაგრამ რაც მაქვს მთელი გულით მიგიღებთ.-სუფრაზე ანიშნა ბიჭმა.
-მხოლოდ ყავას დავლევ,მადლობა.-მშვიდი ხმით მიუგო და ფეხზე წამოდგა.-დარეკვა მოახერხე?-ყურადღება უტაზე გადაიტანა.
-მოვახერხე,სამწუხაროდ უჩვენოდ ჩაიარა ქორწილმა.
-რაა?
-ჰო,ქორწინების რეგისტრატორმა კოტეჯში მოაწერინა ხელი,მერე კი თბილისში დაბრუნდა.
-არ გამაგიჟო რას ამბობ?მერე ფოტოები?
-გადაუღეს დამშვიდდი.
-ჩვენზე რა თქვეს?
-თურმე წუხელ საღამოდან მოყოლებული კითხულობდნენ ჩვენზე,დღეს უკვე პოლიციაში აპირებდნენ წასვლას,რომ დავურეკე.
-რა სირცხვილია,ალბათ როგორ ბრაზობენ.
-სულაც არა,ანიტას ერთი სული აქვს როდის გნახავს.
-როდის წავალთ?
-გზაშია გიორგი,ლოკაცია გავუგზავნეთ და მოგვაკითხავს.
-სხვა დროს აქეთ წამოსვლას თუ დააპირებთ მაგთის ნომერი იყიდეთ,სხვა ქსელი არ იჭერს აქ.-დააკვალიანა ბიჭმა.
-არამგონია აქ ოდესმე კიდევ ჩამოვიდე ისეთი გამოცდილება მაქვს.-გუშინდელი გაიხსენა ქალმა.
-მაინც თუ ჩამოხვალთ,რომ იცოდეთ.-ღიმილით უთხრა ბიჭმა და ყავა იქვე მაგიდაზე დაუდო.
ვაკო 18 წლის ბიჭი გახლდათ,თავისით ემზადებოდა ეროვნული გამოცდებისთვის,რომ სწავლა დაეწყო და თბილისში გადასულიყო საცხოვრებლად.თურმე მხოლოდ დასასვენებლად მოდიოდა აქ და შემდეგ ისევ მორიგეობას უბრუნდებოდა.სახლი შორს ჰქონდა და კვირაში ერთხელ თუ ადიოდა ფეხით,ამ ამინდში ასვლა არ გაურისკავს და აქვე დარჩენილა,რომ სადმე ტალახში არ დარჩენოდა ფეხსაცმელი. საკმაოდ გულითადი მასპინძელი აღმოჩნდა ახალგაზრდა.ორივე დააპურა და ისე გაუშვა სახლისკენ.უტას გატეხილი ფანჯრის ფულსაც არ ართმევდა,მაგრამ დადვანმა არ მოისვენა და ქეშად,რაც ჰქონდა მთლიანად ახალგაზრდას დაუტოვა,რომ ვალში არ ყოფილიყო მასთან.მთაში მაინც სხვანაირი ხალხი ცხოვრობს.სიყვარულით სავსეები არიან და სტუმრის დახვედრაც სხვანაირად იციან.მითი ნამდვილად არ არის,სრული რეალობაა…


***
-ვერ ვიჯერებ,რომ ქორწილში არ იყავით.-სიცილს ვერ იკავებდა გიორგი.
-შენი აზრით ეგ სასაცილოა?-თავში წამოარტყა უკანა სავარძელზე მოკალათებულმა ევამ.-იდიოტი ხარ.
-თქვენ დაიკარგეთ და მე მეჩხუბები?
-მტყუან-მართლის გარჩევას აზრი არ აქვს,მთავარია გვიპოვეთ.-მშვიდად თქვა უტამ და ფანჯარა ჩამოწია,რომ სიგარეტის კვამლი გაეფანტა.
-რამე,რომ მოგვსვლოდა მერე?
-ნუ პანიკიორობ ევა,შენი წიგნიდან ავი ძაღლები თუ არ გამოსულან ესეიგი ჯერ კარგადაა საქმე.-ისევ მის ფანტაზიებს გაუსვა ხაზი და მანქანა კოტეჯის წინ გააჩერა.
-ჩემს წიგნში ავი ძაღლები არ არიან,მხოლოდ შენნაირი ნაგავი კაცები!-გაბრაზებულმა მიუგო და მანქანიდან პირველი გადავიდა.
-ევა ვიხუმრე.-უკან დაადევნა სიტყვები,თუმცა ამაოდ,ქალს მისი მოსმენა სულ არ უნდოდა.
-ისევ ვერ ისვენებ არა?ენას ვერ აჩერებ.
-მე რა შუაში ვარ?სისულელეებზე ბრაზდება,დიდი გოგოა და უნდა მიხვდეს,რომ არ შეიძლება ეგრე ცხოვრება.
-ეგრე ცხოვრება?-ჩაეკითხა დადვანი.
-ჰო,ფანტაზიებში და თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის მოლოდინში…
-რამ გაფიქრებინა,რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება?
-ალბათ იმან,რომ არასოდეს არავისთვის ზედ არ შეუხედავს,თითქოს მისი ღირსი არავინ იყოს,დიდი გოგოა უკვე,რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.
-რაიყო გევასება?-კართან შედგა უტა.
-არა,ეგ რა შუაშია.-იუარა მაშინვე.-უბრალოდ ახლო მეგობარია და არ მინდა გული ეტკინოს.
-ჰო,ჰო.-გაეცინა კაცს და ნელი ნაბიჯით შევიდა სახლში.
-მართლა უტა.-პატარა ბავშვივით განაგრძო გიორგიმ.
-არაფერს ვამბობ,მაგრამ აუცილებელი არ არის,რომ მჯეროდეს.-მოკლედ მოუჭრა და მისაღებში შეაბიჯა.
-ბოდიში,რომ ვერ მოვედი.-მთელი სხეულით ეკვროდა ანიტას ევა.
-ბოდიში,რომ ვერ დაგელოდე,ქორწინების რეგისტრატორი გარბოდა.-ხელებს მთელი ძალით ხვევდა ქალი.-ჯვირსწერაზე ჩემი მანქანით წაგიყვან,რომ აღარ დამეკარგო.
-ჯვრისწერა სადმე თბილისში გააკეთეთ თუ მეჯვარეები გინდათ.-საუბარში ჩაერთო უტა და წლების უნახავ მეგობარს გადაეხვია.
-როგორ მომენტარე შე*ემა.წლები გადის და არ ბერდები,ზღვის ბრალია?
-შენ რაიყო ბერდები უკვე?-თმაზე ხელი გადაუსვა მეგობარს.-მელოტდები ტო?ჯერ ხო არ მოგიყვანია ცოლი.-სიცილით უთხრა მეგობარს და გვერდით ამოუდგა.
-ჩემი ბრალი არ არის,აი მეც ჭაღარა შემომერია,მაგრამ ნიკას არ ვაბრალებ.-დაუბღვირა ბიჭებს.-როგორ ხარ უტა?
-უკეთესადაც ვყოფილვარ რძალო,შენ როგორ ხარ?
-რავიცი გათხოვილ ქალს,როგორც შეეფერება.-უცებ შეიფერა ახალი სტატუსი.
-ბედნიერებას გისურვებთ ორივეს.
-ბავშვი არ დაგავიწყდეთ 9 თვეში.-სიცილით უთხრა კოტემ.
-ახლა ყბაში ისეთი მოგხვდება სიტყვა ბავშვს ვეღარ იტყვი ვერასდროს.-დაუღრინა გიორგიმ.
-კაი თუ შენ გინდა პირველი შენი ბავშვი იყოს,დაგელოდებით.
-კოტე!
-რაარი შე*ემა რა ხასიათზე ხარ დილიდან.
-გეყოს უკვე!
-ამას ხო ვერ გაეხუმრები რა.-ჩაიბურტყუნა თავისთვის და ნიკას გვერდით ამოუდგა.-ისევ შენს ბავშვს დაველოდები.
-დიდხანს მოგიწევს ლოდინი.-დასცინა ანიტამ.
-რატო კაცო?
-მინიმუმ 2 წელი არაფერი იქნება.
-ისევ მე გავაკეთო ის ჯობია ანუ.-მთელი ხმით ხარხარებდა კოტე.
-შენ ვინ გამოგყვება ბედოვლათო?-აათვალიერა გიორგიმ.
-რა კითხვაა? რა თქმა უნდა მარიკა,სხვა ვინ.-ხელი გადახვია ქალს.-ხომ გამომყვები?
-მხოლოდ შენს სიზმრებში ძვირფასო.-დასცინა ქალმა და დანარჩენებს მიუბრუნდა.-აბა არ ვჭამოთ?ვკვდები შიმშილით.
-ჩვენ ვჭამეთ,კარგი მასპინძელი გვყავდა.
-ჰო,ვიღაცის სახლში შეიპარნენ და თან ლანჩიც დაიმსახურეს.
-აბა იარაღით ხო არ დაადგებოდა ტო რა გჭირს.-გაიკვირვა ნიკამ.
-ყველა შენნაირი ნუ გგონია გიორგი,ადამიანებს სიკეთის კეთებაც შეუძლიათ.-დაუღრინა ევამ.
-ახლა დიდხანს უნდა მელაპარაკო მასე?
-გეყოფათ,რა დაგემართებათხოლმე.-გაუწყრა ანიტა ორივეს.
-მე არაფერი,ამას მოკითხე.-თავით გიორგიზე ანიშნა და მაგიდას მიუჯდა.
-მოკლედ,დღეს დაგვემატებიან ჩემი და ნიკას საერთო მეგობრები,რომლებმაც აქამდე ვერ მოახერხეს მოსვლა.კარგი ბიჭები არიან და მეგობრულად მიიღეთ,განსაკუთრებით შენ!-გიორგის დაუბრიალა თვალები.
-ასე როდის მოასწარი სახელის გატეხვა?-დასცინა უტამ.
-რომ ვიცოდე გეტყოდი.-გაიკვირვა კაცმა.
-რომანზე ისევ მუშაობ ევა?-გვერდით მიუჯდა მარიკა.
-ცოტას…ისე მონდომებით ვეღარ,რაღაც პრობლემებია.
-რომ მორჩები ხომ იცი მე მეუბნები ეგრევე,რედაქციაში მეგობარი მყავს და ვეტყვი გადახედოს.
-მადლობა მაკო.-ლოყაზე უჩქმიტა მეგობარს.-ჯერ დამთავრებამდე ბევრი აკლია.
-რაზე წერ შეიძლება ვიკითხო?-ჩაეკითხა დადვანი.
-მუცელში პეპლებსა და ცხენზე ამხედრებულ რაინდზე.-ევას მაგივრად უპასუხა გიორგიმ.
-უკვე ყელში ამოხვედი!-მთელი ძალით ესროლა დღიური ევამ და ფეხზე წამოდგა.-აი შენნაირ ბიჭებზე ნამდვილად არ ვწერ და დანარჩენი შენი საქმე არ არის!
-რა ჯანდაბა გჭირს?-გაკვირვებული მიაჩერდა ნიკა და ოთახიდან მიმავალ ქალს თვალი გააყოლა.
-რა პრობლემა გაქვს?-უკმაყოფილოდ გახედა კოტემ.
-უბრალოდ ვეხუმრე.-მხრები აიჩეჩა.-წავალ დაველაპარაკები.
-ჩემი აზრით საკმარისად ილაპარაკე!-წინ გადაუდგა ანიტა.-ის,რომ შენ არ მოწონხარ და გაიგნორებს არ გაძლევს იმის უფლებას,რომ მისი ოცნებები გათელო გასაგებია?ხელოვანია,სხვანაირია,სხვანაირად აზროვნებს,სხვანაირი ხედვა აქვს,სხვანაირად გრძნობს…თუმცა რას გიხსნი,შენ მაინც ვერ გაიგებ!-იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა და მეგობარს უკან მიჰყვა.
-ხან მართლა ძაან ა*რაკებ!-ისევ უსაყვედურა ნიკამ.-გევასება?ეგაა შენი პრობლემა?
-უბრალოდ ვეხუმრე,რას გამი*რაკეთ ამ გევასებათი ტო.არ მევასება,შენც ხო იცი რო ეგეთი კომპლექსიანი გოგოები არ ჯდება ჩემს გემოვნებაში.
-იქნებ სიტყვები გეკონტროლებინა.-მოთმინება არ ეყო დადვანს.
-შენც არ დაიწყო უტა.
-არაფერს არ ვიწყებ,უბრალოდ თუ იცი,რომ სწყინს რატომ აკეთებ?ბავშვი ხარ?
-ჯანდაბა!-დაიყვირა გაავებულმა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.
-ხან მართლა ვერ ვუგებ ამ ბიჭს.-თავი გააქნია კოტემ და მაგიდასთან ჩამოჯდა.ისე აიღო დღიური დადვანმა და დატოვა ოთახი საერთოდ არავის შეუმჩნევია.ძალიან დაინტერესდა,წაკითხვაც უნდოდა,თუმცა ვერ იკადრა უცხო ადამიანის ცხოვრებაში ასე ღიად შეჭრა,ამიტომ უბრალოდ თაროზე დადო და აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად.რაღაც რიგზზე ვერ იყო ამ სამეგობროში. 5 წელში ბევრი რამ შეცვლილა.ნიკას სიყვარულის უწამია და ცოლი მოიყვანა.კოტეს სათვალეები მოუხსნია და წიგნის კითხვა დავიწყებია,იმაზე უკეთესი მეგობარი გამხდარა ვიდრე იყო და იმაზე უკეთესად იცვამდა,ვიდრე ადრე.გიორგი სულ ასეთი იყო,ფიცხი და პრობლემატური,თითქოს საკუთარი თავის უარესი ვერსია გამხდარაო ისეთი შთაბეჭდილება დარჩა დადვანს.
გოგოებს არ იცნობდა.მხოლოდ ანიტა ჰყავდა რამდენჯერმე ნანახი და პირველივე დღიდან დასავით უყვარდა.მარიკაც არანაკლებ სიხარულით მიიღო,მაგრამ არსებობდა სხვაც,კონკია,რომლის დაცვაც დღეს დაუფიქრებლად გადაწყვიტა. უცნაური გოგონა იყო,მხიარული,ჩუმი და თავისებური.ანიტას ყურადღებით უსმენდა მასზე საუბრისას.ხელოვანია და სხვანაირად ფიქრობსო…ნუთუ ასე ხდება,როდესაც ადამიანი წერას ეჩვევა?საკუთარ სამყაროს ქმნის და იქიდან არ გამოდის?კუთხეს იწყობს,რომელშიც ბედნიერია და მორჩა?ნამდვილად არ ფიქრობდა,რომ ევა პრინცს ელოდებოდა მომავლისთვის…უბრალოდ ევა გოგო იყო,რომელიც ბედნიერებას უცდიდა ყველა პირველი განცდისთვის.სწორი ადამიანის ძიება კი ხანდახან ადამიანს მთელ სიცოცხლეს ართმევს და ეს ყველამ იცის…არა მართლა ძალიან ჰგავდა იმ პრინცესას,ზღაპარში,რომ იყო…


***
-ევა,არ მითხრა,რომ ტირი.-მიუახლოვდა მეგობარს ანიტა.
-ნუ სულელობ,რა თქმა უნდა არა.უბრალოდ მაღიზიანებს.
-არ მიაქციო ყურადღება რა.
-მართლა ჰგონია,რომ რადგან ყოველ მეორეს არ ვხვდები ანუ პრინცს ველოდები ან რაიმე მსგავსი.მგონი ჩემზე მეტად ილუზიებში ის ცხოვრობს.
-იდიოტია ხომ იცი.
-ვიცი,მაგრამ მაინც ვბრაზდები.ერთ წუთს კარგად მექცევა,მეორე წუთს ცუდად,ვერ ვიგებ რა უნდა.
-ხო ვიცი,უაზრო გამოხტომები აქვს,მეც ვერ ვიგებ რა უნდა.-აღარ ჩაეძია გიორგიზე,თორემ უფრო მეტის თქმა მოუწევდა.
-შენ ხომ იცი შოთას რატომ არ ავყევი იმ სულელურ მოწონების ამბებში?სულ სხვა რამეს ვეძებ.მინდა,რომ ვინმეს მართლა მთელი გულით ვუყვარდე.მეც ჩემი კილოგრამებიც და ოცნებებიც…
-შოთა არ არის ცუდი ბიჭი ევა,უბრალოდ ისიც თავისებურია.
-ახლა არ დაიცვა,თორემ გავგიჟდები.
-არა,არა.-იუარა მაშინვე.-უბრალოდ გეუბნები,რომ თუ შანსს მისცემ იქნებ იყოს ისეთი,როგორიც შენ გჭირდება.
-მე ვიცი,რომ არ არის ეგეთი,წინაზე რომ მიყვირა ისევ ვერ დავივიწყე.
-ძალიან არ მინდოდა,რომ მოსულიყო,მაგრამ უხერხული იყო,რომ არ გვეთქვა.ბოდიში,რომ მისი ატანა მოგიწევს.
-არაუშავს,ვეჩვევი ნელ-ნელა.შენ ამაზე არ ინერვიულო.
-ძალიან,ძალიან მიყვარხარ რა.-გადაეხვია მეგობარს ანიტა.
-მეც ჩემო პატარძალო,მეც!-ხანდახან ძალიან ენატრებოდა მეგობრები.მათთან დროის გატარება და მათი სითბოც კი.სახლში ყოფნას ხშირად ამჯობინებდა,არ უყვარდა ხალხი და მითუმეტეს უცხო ადამიანებთან კონტაქტი,მაგრამ ანიტა და მარიკა მისი საყრდენი ძალა იყვნენ.ყველაზე რთულ პერიოდში იდგნენ მის გვერდით და ყველაზე ცუდის გადატანაში ეხმარებოდნენ.განუყრელი სამეული იყო,ალბათ ვერასოდეს ვერაფერი დაამსხვრევდა მათ მეგობრობას.


***
-ჩემი ბიჭები მოსულან.-ღიმილით დახვდა ორივეს ანიტა.
-როგორ მომენატრე ნიტაა.-თბილად გადაეხვია საბა.
-2 კვირის წინ არ ნახე?-შეახსენა შოთამ.-მეც მომენატრე ეგრე კი არ არის.
-მეც მომენატრეთ ორივე.-არ ჩამორჩა ანიტაც.
-ევა,როგორ ხარ?-თბილი ხმით იკითხა კაცმა და მაშინვე წინ აესვეტა გოგონას.
-კარგად მადლობა,შენ როგორ გიკითხო?
-ეგრე მეც რა.დიდიხანია აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს.
-ჰო,დაკავებული ვიყავი.-მშვიდად განუმარტა და უკან დაიხია.
-შემოგვიერთდით რა,არ მოგერიდოთ არაფრის.-სუფრასთან მიიპატიჟა ანიტამ.-აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია.
-არა რა მორიდება.-იუარა კაცმა და იქვე სკამზე დაიკავა ადგილი.-ნიკა საითაა?
-უი მართლა,ნიკა სად არის?-დანარჩენებს გახედა ანიტამ.
-გიორგის სანახავად გავიდა,მალე მოვლენ.
-რა ჭირს მაგას?-გადაულაპარაკა ჩუმად კოტეს.
-მაქვს ეჭვები,მაგრამ სანამ თვითონ არ იტყვის არ მინდა რამე ვთქვა.-ჩურჩულითვე უპასუხა და მაგიდას მიუჯდა.-დილიდან მშია ძმაო,მე მეტს ვეღარ გავუძლებ.
-ხო დავსხდეთ რა,შემოგვიერთდებიან ისინიც ალბათ.-კვერი დაუკრა ანიტამ და თავისი ადგილი დაიკავა.
-მე არ მშია,აივანზე ვიქნები,მომნატრებია სუფთა ჰაერი.-ღიმილით უთხრა დანარჩენებს ევამ.
- მე,რომ მოვედი ამიტომ?-მასპინძელს გახედა შოთამ.
-უბრალოდ რთული დღე ჰქონდა,შენი ბრალი არ არის.-დაამშვიდა ქალმა და ისევ მაგიდას მიუბრუნდა…

*3 თვის წინ*
-არამგონია ევა იმ ურთიერთობისთვის მზად იყოს,რომელიც შენ გინდა შოთა.-მეგობარს გახედა ანიტამ.-ევა სხვანაირია ხომ იცი…
-ვიცი,მე არ ვაპირებ მის შეცვლას ან მისგან რაიმე ახლის შექმნას,უბრალოდ მინდა,რომ მის გვერდით ვიყო.
-ვიცი და მესმის,მაგრამ იქნებ არ ღირს?
-რამე იცი?-არ მოეშვა ქალს.-ჩემზე რამე გითხრა?
-უბრალოდ შენ მის სამყაროს ვერ უგებ,გუშინ ნათლად დაანახე ეს.
-მე უბრალოდ ვუთხარი,რომ ერთ წერტილზე გაშეშება არაფრის მომცემი იყო,ცუდი არაფერი მითქვამს მისთვის,მომწონს მის გვერდით ყოფნა,მომწონს ის,ვინც არის,მაგრამ ხან ძალიან გაფანტულია,ხან არც მისმენს.მესმის,რომ ხელოვანია,მაგრამ გარე სამყაროს არ უნდა მოწყდეს,გული ეტკინება.
-შოთა…-მძიმედ ამოთქვა ქალმა.-ევას არ სჭირდება მითითება იმისა თუ რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში,ზრდასრულია.
-მაშინ მოიქცეს ზრდასრულივით!-ტონს აუწია კაცმა.-იცის,რომ მომწონს ხომ ასეა?
-ჰო.
-ისიც იცის,რომ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა მინდა?
-ხვდება…ამას ყველა ვხვდებით.
-რამე გითხრა?-მაინც ჩაეძია.
-მითხრა,რომ შენი არ ესმის და არ მიაჩნია სწორად შენთან გაგრძელება,უარს გეტყვის რაიმე მსგავსისკენ თუ წაიყვან საუბარს და გული გეტკინება.
-ანუ ეგრე არა?
-შოთა კარგი რა…
-ერთ რამეში ძალიან ცდები,ზრდასრული არ არის,ბავშვია,რომელსაც გაზრდა სჭირდება,თავისი სამყარო აქვს მოწყობილი,მთელი დღე ხელში დღიური უჭირავს და სხვა არავინ აინტერესებს,განა ასეთი მნიშვნელოვანია ის ჩანაწერები,რომელსაც აკეთებს?-მოთმინებაგადაწურული ლაპარაკობდა…
-ამაზე მას უნდა ესაუბრო კარგი?
-აუცილებლად.-ნაძალადევად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.-საღამოს გამოგიაროთ?
-მე ნიკა მომიყვანს და ევა არ მოდის.-ფრთხილად შეაპარა კაცს და კარამდე მიაცილა.-სისულელეების გარეშე კარგი?
-რატომ არ მოდის?
-დაღლილი ვარო.-მხრები აიჩეჩა ქალმა-ყველაფერი კარგადაა?-მისი სახის დანახვისთანავე იკითხა.
-ჰო.-სხვა არაფერი უთქვამს ისე დატოვა იქაურობა და თვალს მიეფარა…

***
-ჩვენზე არაფერს არ ფიქრობ?-ზემოდან დაჰყურებდა ერთი თავით დაბალ გოგონას.-აი არ გიფიქრია,რომ მე და შენ შეიძლება ჩვენ გავხდეთ?
-შოთა…
-იცი,რომ მომწონხარ,იცი რომ ამაზე მეტიც იქნება,მაგრამ სულ ხელს მკრავ,რატომ?
-მე არაფერს არ ვაკეთებ,ეს შენ იხევ უკან.
-ჰო,რადგან შენი ნაწერები ყველაფერს გირჩევნია.-ხელიდან გამოგლიჯა დღიური ქალს.
-მთვრალი ხარ.-აკანკალებული ხმით უთხრა და მისკენ გაიწია,რომ გამოერთმია.-დამიბრუნე.
-რას წერ ისეთს,რომ ამ სამყაროს გირჩევნია?გეუბნები შეიძლება შემიყვარდეთქო და შენ რვეულზე ნერვიულობ,რამდენიმე ლარიან რვეულზე,რომელიც არაფერს ნიშნავს.-ტონს აუწია კაცმა.
-გთხოვ დამიბრუნე.
-წავიკითხო შეიძლება?რა არის ასეთი მნიშვნელოვანი?-ნაბიჯით უკან დაიხია და შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩია ერთი გვერდი.
’’ვხედავდი მის თვალებს,ცხვირს,ტუჩებს…ვუყურებდი,როგორ არხევდა ქარი მისი თმის თითოეულ ღერს,ვხედავდი ისიც მიყურებდა,შორიდან მაგრამ მამჩნევდა…მხოლოდ წამით გადააწყნდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს და საკმარისი იყო მეგრძნო ყველაფერი ის,რაც 21 წლის მანძილზე არ მიგრძვნია,გჯერათ სიყვარულის? მე მაშინ დავიჯერე…’’
-გეყოფა!-ძლივს გამოჰგლიჯა ხელიდან დღიური.-რა ჯანდაბა გემართება?
-მომეცი გავაგრძელებ,მაინტერესებს ვინ გიყვარს ასე,ვინ შეგიყვარდა და ვინ დაგაკარგვინა გონება.-უკანვე გამოართვა და კითხვა განაგრძო.
-დამიბრუნე გთხოვ!-ხელებზე ამაოდ ექაჩებოდა კაცს.
-აქ რა ჯანდაბა ხდება?-შორიდან მოესმა გიორგის ავისმომასწავებელი ხმა ევას.
-მიდი ძმაო გაიარე რა,ჩვენ მოვაგვარებთ.
-ჯერესერთი შენი ძმა არ ვარ და მეორეც…ევა…-ყურადღება ქალზე გადაიტანა.-რა გატირებს?
-არ ჩაერიო რა,ჩვენ მოვაგვარებთ.-ისევ თავისას აგრძელებდა კაცი.
-შენი დღიურია?-ისევ ევას გახედა კაცმა.
-ჰო.-უხმოდ ანიშნა და მის გვერდით დადგა.-არაუშავს ჰქონდეს,დაივიწყე.-თითქოს სიტუაციის განეიტრალება უნდოდა.
-დაუბრუნე!
-გიორგი ჩვენ მოვგვარდებით კარგი?-დღიური ზურგს უკან დამალა და ევას გახედა.-ხომ ასეა ჩემო ევა?
-მას ნუ ელაპარაკები!მე მელაპარაკე.
-გიორგი.-მხარზე მოქაჩა ქალმა,თუმცა ამაოდ.
-დაუბრუნემეთქი!
-გიორგი...
-ნუ ერევი!-უხეშად აუკრა ხელი კაცს და დღიური ქუჩის მეორე ბოლოში მოისროლა.-ეგ გინდა?
-შენ ხომ არ...
-გთხოვ გეყოფა რა.-მათ შორის ჩადგა ევა და სახეზე ხელები მოკიდა.-გიორგი,წავიდეთ.
-ჰო,წადი.-კვერი დაუკრა შოთამ.-ისედაც სულ მიდიხარ,ახლაც შეგიძლია წახვიდე.
-ახლოს აღარ მიხვიდე გასაგებია?-დაუღრინა კაცმა.-ახლა დაა*ვიე.
-არც მგონია მიზეზი მქონდეს აწი.-დანანებით ჩაიქნია ხელი და ზურგი აქცია ორივეს.
-კარგად ხარ?-დახედა მის წინ მდგომს და ლოყაზე დარჩენილი ცრემლის კვალი მოწმინდა.
-ჰო...-ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალი გააყოლა მის წინ მიმავალ მანქანას.
-არაფერი მოსვლია,შეგიძლია წერა გააგრძელო.-ხელი გადაუსვა მტვრიან ფურცლებს.
-მადლობა გიორგი.-ღიმილიანი მზერით ახედა მასზე ერთი თავით მაღალ კაცს.
-ვინ არის?-დაინტერესდა მისი ვინაობით კაცი.
-ანიტას მეგობარია,ცოტახნისწინ გავიცანი.
-და რა უნდა?
-ახლა არა გიორგი რა,გთხოვ.-ხმაში მუდარა გაურია ქალმა.
-არ ინერვიულო კარგი?თუ ოდესმე შეგაწუხებს უბრალოდ მითხარი.-უჩვეულოდ თბილი ხმა ჰქონდა კაცს.
-შენ...შენ აქ რატომ ხარ?
-უბრალოდ აქვე ვიყავი და ვიფიქრე მოვიკითხავთქო,კარგია,რომ მოვედი.
-ის უბრალოდ...უბრალოდ ნასვამი იყო,ზოგადად ასეთი არ არის.
-ადამიანს მხოლოდ ერთი სახე აქვს ევა,უბრალოდ სიმთვრალეში მისი დამალვა არ გამოსდის.ამაზე უნდა დაფიქრდე.
-ჰო.-ნაძალადევად გაუღიმა და დღიური მთელი ძალით მიიკრა სხეულზე.
-სახლში შედი,ისევ წვიმას აპირებს.-ცას მშვიდად გახედა კაცმა.
-კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი.
-თავს მიხედე ევა,მალე გნახავ.-ღიმილით უთხრა და იქამდე დარჩა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს,სანამ ევა მთლიანად თვალს არ მიეფარა...


***ახლანდელი დრო

-ევა.-კარის ზღურბლიდან გასძახა ქალს და ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ.თითქოს არც შეუმჩნევია მისი მისვლა,თვალი არ მოუშორებია პეიზაჟისთვის.მხოლოდ წამით გააპარა თვალი მისკენ და ისევ საკუთარ ფიქრებს დაუბრუნდა.-ხომ არ გაწუხებ?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-მისმინე,საშუალება არ გვქონია,რომ გველაპარაკა...იმ ამბის მერე ხომ გესმის...-მშვიდად წამოიწყო საუბარი და მის პირისპირ ჩამოჯდა.
-საუბარი არც არის საჭირო შოთა,გავიარეთ უკვე ეგ ეტაპი.-უკმეხად მიუგო.
-ევა...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და სკამი უფრო ახლოს მიწია.-შენ ხომ იცი,რომ მე არასდროს არ გავნებ?ეს წამიერი სისუსტე იყო,მთვრალი ვიყავი და თავი ვერ გავაკონტროლე.
-ადამიანების ცემასაც სიმთვრალით აპრავებ?-თვალებში ჩააცქერდა კაცს.
-არა!-იუარა მაშინვე.-მე უბრალოდ ძალიან მინდოდა შენთან ყოფნა,რაღაც აკვიატებული სურვილი მტანჯავდა და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი,მაგრამ ახლა სხვანაირადაა...
-მისმინე შოთა,ახლა ნამდვილად აღარ ღირს იმაზე საუბარი რა მოხდა ადრე,ან რატომ მოხდა,ჩვენ სხვადასხვა გზაზე დავდივართ და აზრი არ აქვს წარსულზე ფიქრს,რომელსაც მომავალი არ ექნება.
-ჰო ვიცი.-მძიმედ ამოთქვა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.-უბრალოდ არ მინდა,რომ ჩემზე ცუდად ფიქრობდე,ან რაიმე მსგავსი.შეცდომებს ვუშვებ,მაგრამ გამოსწორებას ვცდილობ და არ მინდა,რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირო წარსული შეცდომების გამო.
-შოთა...
-არა დამამთავრებინე.-გააწყვეტინა კაცმა.-მე პატივს გცემ,პატივს ვცემ შენს სურვილებს,შენს პიროვნებას და ვწუხვარ,რომ შენი სამყარო ნაგავში მოვისროლე იმ ღამით,ვწუხვარ,რომ...
-აი მართლა ძალიან ვწუხვარ,რომ იმ ღამეს ცხვირ-პირი არ გაგიერთიანე!-კიბეებიდან გამოსძახა გიორგიმ.-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-მშვიდად!-მხარზე ხელი მოკიდა ნიკამ
-საჩხუბრად არ მოვსულვარ გიორგი,მისალოცი ამბავია,ხომ იცი.-მშვიდად გახედა კაცს და ძველ მეგობარს გადაეხვია.
-კარგად ხარ?-გახედა ევას კაცმა.
-კი.-თავი დაუქნია მაშინვე.
-მართლა მონსტრად ნუ გამომიყვან გიორგი,მე და ევამ ვილაპარაკეთ და...
-შენ და ევა ერთ კონტექსტში არ არსებობთ,გასაგებად ვთქვი?-კბილები გაახრჭიალა კაცმა ბრაზისგან.-წამოდი.-თავით ანიშნა ევას.
-სახლში შემოვალ,მაგრამ არა იმიტომ,რომ შენ მთხოვე.-დაუბღვირა მასაც და ზურგი აქცია ყველა დანარჩენს.


***
-შეიძლება?-გვიან ღამით დააკაკუნა დადვანმა მის კარზე და როგორც კი თანხმობა მიიღო ოთახში შევიდა.
-მოხდა რამე?-მაგიდასთან მჯდომი მაშინვე ფეხზე წამოდგა და დღიური დახურა.
-უბრალოდ ამის დაბრუნება მინდოდა.-დღიური მშვიდად გაუწოდა კაცს.-სხვაც გქონია.-მაგიდას გახედა.-მაინც ვფიქრობ,რომ შენ უნდა გქონდეს.
-სულ გადამავიწყდა,დიდი მადლობა უტა.-თბილად გაუღიმა კაცს და მის წინ შედგა.-და შენ...-დღიურს დახედა წამიერად.
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-სხვის პირად სივრცეს პატივს ვცემ,არ წამიკითხავს.
-მადლობა.-ისევ გაუღიმა და დღიური მაგიდის კიდეზე დადო.-ვწუხვარ,რომ ასეთ მდგომარეობას შეესწარი,ზოგადად ასეთი სამეგობრო არ ვართ,ერთმანეთი გვიყვარს,მაგრამ ხან ვერ ვუგებთ.
-მესმის,გიორგის აქამდეც ვიცნობდი,ასერომ არ გამკვირვებია,თუმცა რასაც შენზე ამბობენ გადამეტებულად მეჩვენება.
-გიჟი არ ვარ უტა...
-არა ვიცი,ეგ არც მიფიქრია.-ღიმილით უპასუხა კაცმა.-როდესაც ვხატავ მეც ვერავის ვხედავ გარშემო,ხანდახან სუნთქვა მეკვრის იმის გაანალიზებაზე,რომ ყველაფერს ისე ვერ გადმოვცემ,როგორც თვალი აღიქვამს.კედლებზეც კი ვხატავ,როცა შანსი მაქვს.ამის არ უნდა გრცხვენოდეს,არც უნდა ფიქრობდე,შენი სამყაროა,შენი ცხოვრებაა,სხვას არ აქვს უფლება,რომ რაიმე თქვას.ყველა ვერ გაგიგებს,შენ რაღაც ახლის შექმნით ხარ დაკავებული,სიცოცხლეს სძენ მას და არ უნდა ელოდო,რომ ჩვეულებრივი ადამიანი ამას გაიგებს.
-ჰო,ალბათ.-თავისთვის ჩაილაპარაკა და იქვე კუთხეში ჩამოჯდა.
-ყავის გაკეთებას ვაპირებ,დალევ?
-არა,მადლობა...წერა მირჩევნია.-მშვიდად მიუგო და მხოლოდ წამით მიაშტერდა მის წინ მდგომს,რომელმაც მალევე აქცია ზურგი და კიბეებზე ხმაურით დაეშვა...



***
-საშინელ დროს გადაწყვიტეთ დაქორწინება.
-ჰო,ვიცი.ისევ ჭკუიდან ვიშლები როგორ უცებ მოხდა ყველაფერი,თან რა ამინდია,გადაუღებლად წვიმს მესამე დღეა.-დაიბუზღუნა ანიტამ.
-ხომ იცი წვიმა მიყვარს,მაგრამ ასე?სახლში ვსხედვართ და ვერაფერს ვაკეთებთ.
-ვიცი მაკო,მაგრამ რა ვქნა?ტალახში ხომ არ გავალთ სათამაშოდ.
-მაგას არ ვგულისხმობ,უბრალოდ 3 დღეში უნდა დავბრუნდე თბილისში,შვებულებამდე კიდევ ერთი თვე მაკლია,თუ ფოტოები გჭირდება ან რამე თბილისში მოგვიწევს გადაღება,იქ ასეთი მძიმე ამინდი არ არის,რომ დავბრუნდეთ?
-ასე მალე?-სახე მოეღშა ევას.უყვარდა ბუნება და მთებში მოგზაურობა.
-ქორწილიდან ფოტოები გვჭირდება,ნიკას მშობლები საბერძნეთში გველოდებიან.
-ქორწილი არ გქონია ანიტა,ხელი მოაწერე მხოლოდ 4 ადამიანთან ერთად.-საუბარში ჩაერთო კოტე.
-ძალიან არ მინდა,მაგრამ ვეთანხმები.-კვერი დაუკრა ევამ.
-დაქორწინებული ხომ ვარ? რა აზრი აქვს ქორწილს როგორ გადავიხდი?
-სადმე მდელოზე ხომ უნდა გექორწინათ,ასამდე სტუმრით,ვარდისფერი პრინცესას ტორტით და მაგიტომ ამბობს ასე.-მაინც ვერ მოითმინა გიორგიმ.
-გეყოფა.-მშვიდად გადაულაპარაკა ნიკამ.
-მოკლედ მოდი თბილისში დავბრუნდეთ,ხვალიდან უკვე კარგ ამინდს აჩვენებს,ამიტომ შეგვიძლია ფოტოები გადავიღოთ,შემდეგ შეგვიძლია თბილისთან ახლოს სახლი ვიქრაოთ,დავლიოთ და აღვნიშნოთ.-აღტაცებულმა ამოთქვა მარიკამ.
-ჩემი აზრით კარგი იდეაა.კვერი დაუკრა კოტემ.
-შენ რას ფიქრობ ანიტა?-გახედა გვერდით მჯდომს ევამ.
-კარგი იდეაა,მაგრამ ასე მალე არ მინდა,რომ დავიშალოთ...მე და ნიკა ისედაც 2 წელია ერთად ვცხოვრობთ,ერთმანეთს კიდევ მთელი ცხოვრება უნდა ვუყუროთ,მაგრამ თქვენ იფანტებით ნელ-ნელა.-სევდიანი ხმით თქვა ქალმა.-უტა გემზე დაბრუნდება და ვინ იცის,როდის ჩამოვა.პაკელიანი და ოდიშარია თურქულ ბიზნესს იწყობენ,ალბათ მალე იქით გადავლენ სულ,ვიცი,რომ ანკარაში კარგად მიგდით საქმეები,გიორგის ბათუმში უწევს გადასვლა...
-მხოლოდ 1 წლით სანამ რესტორანი ფეხზე დადგება,მერე ისევ ჩამოვალ ანიტა.
-ჰო,მაგრამ მაინც.არ მინდა,რომ იშვიათად გნახულობდეთ და რადგან ასე გვიწევს,იქნებ ცოტა მეტი დრო გავატაროთ ერთად...
-მოდი მაშინ ხვალ დილით ადრიანად გავიდეთ,ძველ თბილისში ფოტოებს გადაგიღებთ და შემდეგ სადმე წავიდეთ.
-მაშინ სახლი გვაქვს მოსაძებნი.
-არ გვაქვს მოსაძებნი,კარგი სახლი ვიცი მცხეთაში,არც ხმაურზეა შეზღუდვა და თან საძინებლებიც არის,მაყალი,აუზი...მოკლედ ყველაფერი.-კმაყოფილმა ამოთქვა საბამ და მობილური მოიმარჯვა.-დავრეკავ თავისუფალი თუა და ჩვენთვის აუზსაც მიხედავენ.
-თითქოს რამეში გამომადგებოდეს.-თავისთვის ჩაილაპარაკა ევამ და ჰორიზონტს გახედა.სოფელზე გიჟდებოდა.უყვარდა გაზაფული,წვიმა და ახლად გაცოცხლებული მიწის სურნელი.უყვარდა ახლად გაკრეჭილი ბალახის სუნი,წვიმის შემდეგ,რომ დგებოდა.უყვარდა ჩიტების ჟრიამულის მოსმენა,აივანზე ჯდომა და წერა.არა გიჟი არ იყო,უბრალოდ მასში პატარა ბავშვი ცხოვრობდა,რომელსაც განსხვავებული ხედვა ჰქონდა გარე სამყაროსი.არც პრინცების და არც პრინცესების არ სჯეროდა,არც ელოდა მსგავს რამეს,უბრალოდ უყვარდა გამოგონილი პერსონაჟების გაცოცხლება ადამიანებში და ამაზე კონცენტრირება.
გიორგის თავისი წიგნის ერთ-ერთ პერსონაჟ ლადოს ამსგავსებდა.ისიც მასსავით ფიცხი და შეუდრეკელი იყო.მწვანე თვალები გაბრაზებისას სისხლისფრად ეღებებოდა და წარბები უჩვეულოდ იცვლიდა ფორმას,როდესაც სახე მოექუფრებოდა ნერვებისგან.მოსიყვარულე იყო,მაგრამ განაწილება არ იცოდა,მისი თუ ერქვა რაიმეს შანსი არ იყო,რომ სხვა შეხებოდა.უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და რაც მთავარია მუშტების ქნევა,ეს მისი საყვარელი ქცევა იყო,რადგან ნერვების კონტროლი ყოველთვის უჭირდა.
ანიტა და ნიკა ამავე სახელებით ჰყავს ჩაწერილი წიგნში.მთელი გულით უყვარდა ორივე და მათ სიყვარულზე პირდაპირ წერდა,მათივე ნებართვით რა თქმა უნდა.
მარიკა და კოტე სხვა სახელებით ჰყავდა წარმოდგენილი.მარიკას სახელი ლანა შეურჩია,საშუალო ტანის გოგო იყო,გრძელი შავი თმით,თბილი და მოსიყვარულე გამოხედვით.კოტე,როგორც გეგი შეყვარებულია ლანაზე,რომელიც უკარება და თავხედი თინეიჯერის როლშია წარმოდგენილი.მათი სიყვარული სკოლის პერიოდს ითვლის,თუმცა გრძნობებში გამოტყდომას ვერ ბედავს ვერცერთი,სწორედ ამიტომ ისევ თვალთმაქცობა უწევთ და ერთმანეთს შორიდან ეტრფიან.
შოთაზეც დაწერა,როგორც ბიჭზე,რომელიც საკუთარ თავზეა შეყვარებული და წიგნში ალკოჰოლიკის როლში მონაწილეობს.მისი პერსონაჟი ევასთვის იმ საბედისწერო ღამემ გადაწყვიტა,რომელმაც დაარწმუნა,რომ მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა გაეშვა.
იტყუებოდა,როდესაც ამბობდა,რომ წიგნის დასრულებამდე ბევრი აკლდა...სინამდვილეში წიგნი უკვე არსებობდა თავისი მთელი პერსონაჟებით,ისტორიებითა და თავგადასავლებით,ერთადერთი,რაც აქამდე არ დაუწერია საკუთარი ისტორია იყო...თუმცა ყველაზე უცნაური იცით რა არის?2 წლის წინ მკითხავთან შემთხვევითი ვიზიტისას გაიგო,რომ მის მეორე ნახევარს უტა ერქმეოდა და წიგნში მის მოლოდინზე ხშირად წერდა,მისსავე მოლოდინზე წერდა დღიურში,რომელიც სავსე იყო მათი გაცნობის ისტორიებით,რომელიც არ დაემთხვა არცერთ რეალურს.თავიდან შეცბა მისი სახელის გაგონებისას,მაშინვე ააწყო პაზლი გონებაში,თუმცა ფიქრებს მალევე გაექცა და ახალ სახელზე დაიწყო ფიქრი,რადგან უტა დადვანი,რომელიც მან გაიცნო არასოდეს იქნებოდა მისნაირ გოგოსთან...

***
-გაცივდები.-მოულოდნელად იგრძნო თბილი ქსოვილის შეხება კანზე და შეცბა.გიორგი იყო.ჩუმად გამოსულიყო და პლედი გამოეტანა,რომ მისთვის მოეხურებინა.
-როგორ შემაშინე.-გაფართოებული თვალებით მიაჩერდა კაცს.
-მაპატიე.-მძიმედ ამოთქვა და მის პირისპირ ჩაიმუხლა.
-საბოდიშო არაფერია,უბრალოდ შენს მოსვლას არ ველოდი,ჩაფიქრებული ვიყავი და...
-მაგას არ ვგულისხმობ.-გააწყვეტინა მაშინვე.-მაპატიე,რომ ცუდად მოგექეცი.-მწვანე თვალები მიანათა ქალს.სისხლის ფერი დაჰკრავდა ირგვლივ,თუმცა სიბრაზისგან არ იყო გამოწვეული,ალბათ ცხოვრებაში პირველად ჰქონდა ასეთი მზერა ალავერდელს.თბილი მზერა ჰქონდა.ის ცივი,ყინულივით მზერა სადღაც გამქრალიყო და მის მაგივრად სულ სხვა გიორგი დამდგარიყო ევას წინ.
-ამას რატომ აკეთებ?-გაოგნებული მიაჩერდა კაცს.
-არ ვიცი...ხანდახან თავს ვერ ვიკავებ,მაგრამ არ მინდა,რომ გაწყენინო.
-მაშინ გამუდმებით ამას რატომ აკეთებ?რატომ ცდილობ გული მატკინო?
-ევა...-მის სახელს თითქოს სულიც ამოაყოლა კაცმა.-არ მინდოდა.ხომ იცი,რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ?
-ამას იმიტომ ამბობ,რომ მთვრალი ხარ.
-არა.-იუარა მაშინვე.-შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და ყოველთვის ასე იყო.
-შენ სულ მაკრიტიკებ გიორგი,სულ ცუდად მექცევი და ამის მერე მართლა გინდა ეგ დავიჯერო?
-პატარავ...-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-შენ,რომ იცოდე მე როგორ ძალიან...ჯანდაბა.-გაეცინა საკუთარ საქციელზე და მაშინვე შეუშვა ქალს ხელი.-ეს არასწორია.
-მართალი ხარ,არასწორია ის,რომ ჯერ ცუდად მექცევი,მერე პატიებას მთხოვ და მერე სათქმელს არ მეუბნები.-გაბრაზებულმა მიუგო და ფეხზე წამოდგა.-დაღლილი ვარ,დავწვები.
-ზურგი არ შემაქციო ევა...-ხელზე ჩაეჭიდა ქალს.-შემომხედე რა,მე ვარ,გიორგი,რომელსაც წლებია იცნობ.
-მიზეზს არ მაძლევ,რომ დავრჩე გიორგი.-სევდიანი ხმა ჰქონდა,თითქოს იაზრებდა,რომ კარგავდა.
-მომეცი უფლება,რომ შენს გვერდით ვიყო,მეტს არაფერს გთხოვ.
-გიორგი...
-მიყვარხარ...-ამოთქვა გაუაზრებლად და მის ტუჩებს მთელი გრძნობით დაეწაფა.მოულოდნელი იყო ევასთვის,არ ელოდა გიორგის ამ რეაქციას,ამ ქმედებას...და საერთოდ უკვე ეჭვი ეპარებოდა ამ ყველაფრის რეალურობაში...
-ევა...-მოესმა შორიდან ხმა.-ევა გაიღვიძე.-ნაცნობი ხმა იყო,ჩვეული ბარიტონი,ცივი და მკაცრი,როგორიც გიორგის ახასიათებდა.-გაიღვიძე აქ ცივა...
-გიორგი?-მაშინვე გაახილა თვალები და ირგვლივ ყველაფერი მოათვალიერა.გარეთ,აივანზე ჩასძინებია,ერთი ჰუდის ამარა.ხელები გაჰყინვოდა და ცხვირი საშინლად ეწვოდა სიცივისგან.
-გაიღვიძე და ოთახში დაწექი,ცოდო ხარ.
-შენ...შენ დიდი ხანია აქ ხარ?
-ახლა გამოვედი მოსაწევად,დაგინახე,რომ აქ იყავი და გაგაღვიძე.
-ანუ სიზმარი იყო...
-რა?
-არაფერი.-უმალ გამოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა.-ღამემშვიდობის.
-ევა...-ხელზე ხელი მოკიდა კაცმა და თავისკენ შეაბრუნა.-რატომ მეძახდი?-თვალებში ჩააცქერდა ქალს.
-რაა?-გაოცებული მიაჩერდა კაცს.
-რომ გამოვედი ჩემი სახელი თქვი,გავიგონე როგორ თქვი მძინარემ ჩემი სახელი.
-ალბათ მოგეჩვენა,შენი სახელი რატომ უნდა მეთქვა.-მაშინვე გაითავისუფლა მისგან ხელი და სირბილით შევიდა სახლში.-ჯანდაბა.-საკუთარ თავს გაუბრაზდა და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ავიდა.-გიორგიღა გაკლდა...

***
-რას მეუბნები.-სამზარეულოს კუთხეში ხითხითებდნენ გოგონები.-თან მაკოცაო.
-გეუბნები მაკოცა,ლამის გავგიჟდი.
-ესეიგი ასე ხელი დაგიჭირა,შეგატრიალა და გაკოცა არა?-იმეორებდა ანიტა.
-ჰო,რატომ უნდა ეკოცნა,გადავირიე ლამის.
-ხომ არ მოგწონს?აღიარე ახლა თუ არის რამე მსგავსი.
-არა ანიტა,ნუ სულელობ.-იუარა ქალმა.-ხომ იცი,რომ მსგავსი არაფერი ხდება ჩვენს შორის,მაგ კოცნას ახსნას ვერ ვუძებნი.თანაც მე და...
-გიორგი...-დაიკივლა ანიტამ.-უკვე ადექიი?
-ყავას ავიღებ,თქვენს საუბარს ხელს არ შევუშლი.-მშვიდად მიუგო კაცმა და კუთხეში მჯდომ ევას გახედა.
-არა დაჯექი თუ გინდა.
-სასიყვარულო დრამებში გახვევას ვერ ავიტან,მაგრამ მადლობა შემოთავაზებისთვის.-ნაძალადევად გაიღიმა და ფინჯანთან ერთად დატოვა ოთახი.
-შენი აზრით გაიგონა?
-არამგონია.-თავი გააქნია ქალმა.-თორემ უხერხული იქნებოდა იმ ინტიმური სიზმრის დეტალები,რომ გაეგო სადაც გკოცნიდა.
-კარგი რა...მე შენგან მორალურ მხარდაჭერას ველოდი.
-მხარს გიჭერ ევა,იმდენად თან,რომ მინდა გიორგისთან იყო,მგონი მასაც აქვს რაღაც გრძნობები...
-მასაც?მე არ მაქვს მის მიმართ არანაირი გრძნობა.უბრალოდ სიზმარი იყო.
-ჰო,ჰო.ნიკაზე ასე ვამბობდი უბრალოდ მეგობარიათქო და აგერ ჩემი ქმარია უკვე.-დასცინა მეგობარს.
-გეყოფა,მსგავსი მართლა არაფერია.
-მჯერა.-გაეკრიჭა წინ მჯდომს და ფეხზე წამოდგა.-უტას მანქანა მოიყვანეს,ჩალაგების დროა.
-არადა მომწონდა აქაც.-სევდიანად ამოთქვა ქალმა.
-მეც,მაგრამ ამინდი არ ვარგა,თბილისში გუშინ უკვე მზე იყო,ჯობია იქ გადავიღო ფოტოები,სანამ გაგიჟებულან ჩემები.
-მაშინ წავალ ჩანთას ჩამოვიტან.-ზურგი აქცია ქალს და ზლაზვნით აიარა კიბეები.არ უნდოდა წასვლა.ბუნებასთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობდა და ჯერ ისევ ჰქონდა რაღაცები გასარკვევი.გიორგიზე სიზმარმა სულ შეშალა ჭკუიდან.ყოველთვის ახლოს იყო,მაგრამ არასდროს იმდენად,რომ მასზე სხვანაირად ეფიქრა,პირველად დაესიზმრა და ზუსტად ისე,როგორც არ ისურვებდა,მკლავებში ჰყავდა მოქცეული ევა და მისი ტუჩებით ტკბებოდა,რომელიც დიდი ხანია შეჰყვარებოდა...
-ყველა აქ ვართ ხომ?-კიდევ ერთხელ გადახედა მეგობრებს ნიკამ.-მე მეპატრონეს დაველოდები,რომ გასაღები დავუბრუნო.თქვენ დაიძარით უკვე 9 ხდება.
-ევას დავტოვებ,გამოვიცვლი და მივაკითხავ მერე,მოემზადება მანამდე და თქვენც მოიწერეთ სად შევხვდეთ.-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა დანარჩენებს გიორგი.-წავიდეთ?
-შენთან ერთად არ წამოვალ.-იუარა ქალმა.
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი.-ყურთან უჩურჩულა და ზემოდან დააცქერდა.
-უტა...-ხმამაღლა მიმართა კაცს.-შეგიძლია წამიყვანო?
-ჰო,რა თქმა უნდა.-მაშინვე დასთანხმდა კაცი.
-ევა...-ხელზე მოქაჩა გიორგიმ.-რას აკეთებ?
-არ ვიცი ალავერდელო,რას ვაკეთებ?-გამომცდელად შეხედა და მისგან მაშინვე დაიძვრინა თავი.-მანქანაში ვიქნები.
-ისევ გაბრაზებულია?-გვერდით ამოუდგა კოტე.
-ალბათ.-მხრები აიჩეჩა და გაბრაზებულმა გეზი მანქანისკენ აიღო.მხოლოდ წამით გახედა მანქანაში მჯდომ ევას,რომელიც კმაყოფილი იმზირებოდა საქარე მინიდან და პირველმა დატოვა ტერიტორია...

***
-მადლობა,რომ წამომიყვანე.-მიულოდნელად დაარღვია სიჩუმე ქალმა.
-ნუ სულელობ,ერთი გზა გვქონდა მაინც.
-ჰო,მაგრამ მაინც.
-გიორგის ისევ უბრაზდები?-ვერ მოითმინა დადვანმა.
-მე და გიორგის ყველაფერი რთულად გვაქვს.ყველაფერი მარტივად მწყინს,ეს იცის,მითუმეტეს მაშინ თუ საქმე ჩემს ნაწერებს ეხება,ის კი გამუდმებით მაკრიტიკებს.
-ჰო,გიორგი სულ ასეთი იყო,რთული ხასიათი ჰქონდა,ვერასდროს ვუგებდი.
-წარმოიდგინე მე რამდენად მიჭირს მისი გაგება,როცა ასე მექცევა.-მოულოდნელად ძალიან მოუნდა,რომ საუბარი დაეწყო.
-იქნებ მიზეზი აქვს,ამაზე არ გიფიქრია?
-რა მიზეზი უნდა ჰქონდეს?
-არ ვიცი,მაგრამ გიკითხავს?იქნებ აქვს და უბრალოდ ვერ გეუბნება.
-გიორგის პირში არაფერი უჩერდება,სულ ლაპარაკობს ვერ ხედავ?
-ეგრე მარტივად არ არის ევა,შენ არ იცი ვის რა აქვს გულში.
-და შენ იცი?-მიაჩერდა გვერდით მჯდომს.
-არა,მე არ ვიცი რა ხდება გიორგის თავს,მაგრამ მჯერა,რომ მასთან საუბარი კარგი იქნებოდა.ერთმანეთს გაუგებდით გულახდილად თუ ისაუბრებდით.ეტყობა,რომ მისთვის ძვირფასი ხარ,მთავარია გაიგო და ახსნა მისი ქცევის მიზეზი.
-რამე იცი ისეთი,რაც მე არ ვიცი?მითხარი იქნებ გავიგო.
-გიორგის უნდა დაელაპარაკო,მე არაფერი არ ვიცი,კარგი ურთიერთობა არ გვაქვს.
-არამგონია ღირდეს.-იუარა მისი ნათქვამი და დღიური ამოიღო.
-შენ არ იცი ის რას ებრძვის შინაგანად,როგორ ანადგურებს თითოეული წამი,რომელსაც შენს გვერდით ატარებს,ან თითოეული სიტყვა,რომელსაც გეუბნება...არ იცი მის თავს რა ხდება და თუ გინდა,რომ სწორი დასკვნები გააკეთო მაშინ სწორად უნდა იფიქრო და ამისთვის სრული სურათის დანახვა გჭირდება.
-ჰო,ალბათ ასეა.-მშვიდად დაეთანხმა და ფურცლების შრიალს მოჰყვა.მარტივად მიანიშნა დადვანს,რომ საუბარი დასრულებული ჰქონდათ...


***
„მე ისევ ველი უტა შენს დაბრუნებას ჩემთან...ისევ ისე ღიმილით დაგხვდები და იმ სიყვარულით ჩაგხედავ თვალებში...ვიცი დიდი დრო გავიდა,ვიცი უკვე აზრიც აღარ აქვს,მაგრამ მჯერა,რომ ერთ დღეს ჩემთან აუცილებლად დაბრუნდები და ჩვენი სიყვარულისთვის იბრძოლებ.არ მინდა ვიფიქრო,რომ დანებდი,არ მინდა მეშინოდეს იმის,რაც შეიძლება მომავალმა მოიტანოს,არ მინდა,რომ შენი სიყვარული უკანასკნელი რამ იყოს ამ დედამიწაზე რასაც მოვესწრები და არ მინდა,რომ შენს ლოდინში გავლიო ჩემი ახალგაზრდობა.მენატრები უტა...“-ეწერა დღიურის ერთ-ერთ გვერდზე და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ევა როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.გვერდით მჯომ კაცს უყურებდა.ჰგავდა მის წარმოსახვას ეს კაცი,მაგრამ მისი წიგნის რეალობას არ შეესაბამებოდა.წიგნში ამ კუნთმაგარ ცხოველს უყვარდებოდა ქალი და ისევ მისივე ბედნიერებისთვის ტოვებდა,შემდეგ კი საუკუნოდ უცდიდა მის უკან დაბრუნებას,რასაც ვერ მოესწრო.ახლა კი ზუსტად მის გვერდით იჯდა კაცი,რომლის სახელიც მისი მეორე ნახევრის სახელის ანალოგი იყო,მაგრამ მხოლოდ მის დაწერილ,გამოგონილ ზღაპარში...

***
სახლში დიდი დრო არ გაუტარებია,დედა ნათესავთან იყო,თავად მხოლოდ მაკიაჟი უნდა გაეკეთებინა და ისევ ის ფუშფუშა კონკიას კაბა ჩაეცვა,რომელიც ასე ძალიან უხდებოდა.უტამ მხოლოდ 1 საათით დატოვა,ტალახიან შარვალ-კოსტუმს ვერაფერს მოუხერხებდა,ამიტომ ახალი იყიდა და უკვე გამოწყობილი ჩამოდგა მისი სახლის კართან.
-დიდხანს აღარ გალოდინებ გპირდები.-ღიმილით უთხრა კაცს და შინ შეიპატიჟა.-თმას გავიკეთებ და მზად ვიქნები.
-ნუ იჩქარებ,ჯერ კიდევ 1 საათი გვაქვს.
-ვიცი,უბრალოდ არ მიყვარს,რომ მელოდებიან.თავადაც მეზიზღება ლოდინი და ამიტომ...
-მგონი დახმარება გჭირდება.-ზურგით მდგომს მიაშტერდა კაცი.
-რა?-სახე აელეწა ქალს,ვერ მიხვდა რატომ გადაწყვიტა მსგავსი რამის თქმა.
-კაბას ვგულისხმობ.-დაამშვიდა მაშინვე.-ბოლომდე არ არის შეკრული,ნებას თუ მომცემ დაგეხმარები.
-ჰო,რა თქმა უნდა.-შვებით ამოისუნთქა და თმა მთლიანად გვერდით გადაიწია.იგრძნო მისი თბილი ხელების კანზე შეხება.იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა მთელს ტანში და როგორ დაეხორკლა კანი.მხოლოდ 3 წამი დასჭირდა იმისთვის,რომ მისი ელვა შესაკრავი შეეკრა და მის სხეულს მოშორებოდა,მაგრამ თითქოს რაღაც უხილავი ძალა მისკენ ექაჩებოდა.ხარბად გახედა სარკეში მის სხეულს და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალი.არა,ნამდვილად კონკიას ჰგავდა,იმ ქალს,რომელმაც პრინცის გული მოიგო...-მადლობა.-სარკეშივე გახედა ზურგს უკან მდგომს და მსუბუქად გაუღიმა.-თმას შევიკრავ და წავიდეთ.
-რატომ?-გაიკვირვა მისი ნათქვამი.-გაშლილი გიხდება.
-გარეთ ქარია და აიჩეჩება.
-მართლა გიხდება,ლამაზადაა,მაგრამ როგორც გინდა.-თავისთვის ჩაიბურტყუნა და უკან დაიხია.
-კარგად ხარ?-მისკენ შეტრიალდა ქალი და ხელით შეკავებული თმა ერთიანად ქვემოთ ჩამოიყარა.-უცნაურად მიყურებ.
-მე...ჰო,ბოდიში ასე,რომ გამოვიდა.-მოულოდნელად გამოერკვა უტა.-უბრალოდ ერთ ფილმს ვუყურე ადრე,კონკიას...იქ,რომ ქერა გოგოა,ლურჯ კაბაში გამოწყობილი,იმას ჰგავხარ.
-ჰო,ცოტაღა მაკლია.-გაეცინა მის ნათქვამზე.
-არა მართლა,პირველად,რომ დაგინახე მაშინვე ეგ გამახსენდა.
-არ თქვა,რომ ამხელა კაცი კონკიას უყურებ უქმეებზე.
-ვინ იცის...-გაეცინა ქალის ნათქვამზე და თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.-ასე მართლა გიხდება.
-წავიდეთ?
-თუ მზად ხარ კი.
-ფოტოაპარატს ავიღებ და მორჩა.-მშვიდად მიუგო და უკან მიჰყვა დადვანს.უცნაურად კარგ ხასიათზე იყო.თბილისს დიდად ვერ უგებდა,მაგრამ მაინც მოსწონდა ის,რომ კარგი ამინდი იყო და თან საყვარელი საქმით იყო დაკავებული საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.სამებასთან შეიკრიბნენ ახალგაზრდები.რამდენიმე ვიდეოს გადაღებაც უნდოდათ ფოტოებთან ერთად ამიტომ ევას მოუწია ყველა დაეტანჯა და საბოლოოდ ხარისხიანი ფოტოებით წასულიყვნენ აქედან.
პირველი ვიდეო კიბეებზე ასვლისას გადაიღეს,ჯერ ნიკა და ანიტა გაუშვეს,შემდეგ მარიკა და გიორგი,რადგან მეჯვარეები იყვნენ და ბოლოს თვითონ და უტა.მართალია გადაღებაში ოსტატი არ იყო არცერთი,მაგრამ პაკელიანს მაინც ანდო კამერა და დადვანთან ერთად აიარა კიბეები.იგივე კადრის ფოტოებიც გადაიღეს და შემდეგ უკვე სხვადასხვა წერტილებში გადაინაცვლეს.მოიარეს ძველი თბილისი,მოკირწყლული ქუჩების მიუხედავად ფეხით მაინც იარეს და უამრავი ფოტოც გადაიღეს.
გიორგი ძირითადად არ იღებდა მონაწილეობას ფოტოსესიაში,ცდილობდა შორს ყოფილიყო და რამდენიმე ადგილას მანქანიდანაც არ გადმოვიდა.ყველაზე მეტს ბუზღუნებდა და სამებაში მეოთხე დუბლის გადაღებისას ძლივს აატარა კიბეებზე ევამ.თითქოს სპეციალურად აკეთებდა,გაჯიუტდა და უაზროდ იქცეოდა,თუმცა ევას მისგან აღარაფერი უკვირდა...
-დავიძრათ ხო უკვე?-მანქანაში პროდუქტების ჩალაგებას როგორც კი მორჩნენ კითხეს შოთას.
-კი,საბამ დარეკა,გასაღები აიღო,შეგვიძლია წავიდეთ.
-მგელივით მშია დროულად ალაგდით რა.-უსაყვედურა კოტემ ყველას.-წავიდეთ რა.
-ჰო ჩასხედით და გამომყევით,წინ მე წავალ.-მშვიდად განაცხადა შოთამ და წინ გაუძღვა დანარჩენებს.დიდი დრო არ დასჭირვებიათ ადგილამდე მისასვლელად.მალევე შევიდნენ ორსართულიანი სახლის ეზოში,რომელიც სავსე იყო მცენარეებით,წინ დიდი აუზით და სხვადასხვა დეკორაციებით.ეზოშივე შეიძლებოდა კარგი ფოტოების გადაღება და წვეულების მოწყობა.
-რა კარგი ადგილია.-ღიმილით შეათვალიერა იქაურობა ანიტამ.
-ძლივს არ მოხვედით?-ეზოშივე შეეგება შოთა.-იმედია სახლს არ დაიწუნებთ,იდეალური ადგილია.
-გეკადრება?-ცერად გახედა ნიკამ.-მაგარი ადგილია.
-მაშინ შემოვიდით.-შიგნით შეუძღვა დანარჩენებს კაცი.ერთადერთი ახლა,რაც უნდოდა ევას ტანსაცმლის გამოცვლა იყო.საშინლად სტკიოდა ფეხები და კაბაც წელზე ზედმეტად უჭერდა.მალევე იპოვა ოთახი და მარიკასთანერთად დაბინავდა.10 წუთში კი მაკიაჟის და ფუშფუშა კაბის გარეშე დაეშვა კიბეებზე.
-აუ შენს გამოჩენას ვენაცვალე.-გაშლილი ხელებით შეეგება კოტე.-შენ,რომ იცი იმ ბლინებს გააკეთებ?მშია...-თვალები საწყლად ააფახულა კაცმა.
-საჭმელი,რომ მოვამზადო არა?ბლინები მარტო შენ არ გეყოფა ერთ ჭამაზე.-დასცინა მის წინ მდგომს.
-რას გვაჭმევ ჭორფლიანო?-იქვე სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა გიორგი.
-გოგოებიც ჩამოვლენ და ერთად მოვიფიქრებთ.-დაუბღვირა კაცს და სამზარეულოში შევიდა.
***
დაახლოებით საათნახევარი ამზადებდნენ საჭმელს.ბიჭებმა გარეთ ხორცი შეწვეს,გოგონებმა სალათი მოამზადეს,როგორც მარიკამ ითხოვა კარტოფილი შეწვეს,მჭადები გამოაცხვეს და მაღაზიაში ნაყიდი კატლეტებიც შეწვეს.იდეალური სუფრა გაიშალა ძალიან მალე.საჭმელთან ერთად სასმლის მრავალფეროვნებაც იგრძნობოდა სუფრაზე.
ბიჭები ტრადიციულად ღვინოს შეექცეოდნენ,ანიტა შამპანიურს,ხოლო მარიკა და ევა არაყს.სხვა სასმელს ვერ სვამდნენ,ამიტომ მათთვის ყველაზე შესაფერისი ამოარჩიეს და ჭიქები შეივსეს.
არაფერი სჯობდა იმ გრძნობას,რომელსაც ერთიანობა იწვევდა.ყველა ძვირფასი ადამიანი ერთ სივრცეში,ოჯახის პროტოტიპს ქმნიდა და სიყვარულს ამძაფრებდა თითოეულ მათგანში.
მართალია გიორგი ვერ იტანდა შოთას იმის გამო,რომ ევას სიყვარულში ეცილებოდა,მაგრამ უყვარდა მარიკა,ევა,კოტე,ანიტა და ნიკა.უტას ვერ უგებდა,ახსოვს სულ კამათობდნენ,მაგრამ საქმე საქმეზე,რომ მიდგებოდა მის გვერდით იქნებოდა,რადგან მაინც მათი ცხოვრების ნაწილი იყო.
კოტე ყველაზე უპრობლემო ადამიანი იყო სამეგობროში.ყველა უყვარდა და ყველას პატივს სცემდა.არავისთან აქვს პრობლემა და ძირითადად გამშველებლის ამპლუაში მყოფს ყველაზე მეტი ხვდებოდა.
ნიკაც ანალოგიურად,სასურველი მეგობარი და ქმარი იყო.ისევე,როგორც ანიტა.
მარიკა წლებია კოტეს მალულად ეტრფის და საპასუხოდ კოტეც,თუმცა გრძნობებზე ლაპარაკს ჯერ ვერ ბედავენ.
საბა...საბა უბრალოდ კარგი ბიჭია.შოთას მეგობარი,რომლის გაფუჭებულ საქმესაც ვერავისგან მოისმენთ,წყნარი და მშვიდი.უჩვეულოდ ჩუმი და სულ ჩაფიქრებული.ხანდახან ევასაც კი ჰგავს.
ევას გასაკვირად რამდენიმე ჭიქა ღვინომ ბიჭებიც დაახლოვა.ნამდვილად არ მოსჩვენებია ის,რომ გიორგი და შოთა ჩაკიდულს სვამდნენ და ღიმილით შესცქეროდნენ ერთმანეთს.
უკვე მთელი ოთახი ტრიალებდა ევასთვის.ზედმეტი მოუვიდა,ბიჭების ლაპარაკს დაუჯერა 1 ჭიქა რას გიზამსო და თვალებიდან ძლივს იყურებოდა.ტელეფონზე ზარი მოიმიზეზა და ჰაერზე გავიდა,რომ სუნთქვა შესძლებოდა.ბევრს ისედაც ვერასდროს სვამდა,მაგრამ ახლა მართლა ზედმეტი მოუვიდა.
-ჯანდაბა შენს თავს ევა.-საკუთარ თავს გაუბრაზდა და ბარბაცით მივიდა კიბეებამდე.-ახლა რომ ჩავვარდე.-გაეცინა საკუთარ მდგომარეობაზე და ძლივს ჩამოჯდა საფეხურზე.-დედა სულ მაფრთხილებს არ დალიო ბევრიო,ახლა რატომ არ ჩაგერთო ეგ განგაშის ზარი ტვინში?-თავისთვის დაიწყო ბურტყუნი.
-ალბათ იმიტომ,რომ ტვინში სხვა რაღაცები გიტრიალებს.-ზურგიდან მოესმა გიორგის გაყინული ხმა.
-ოჰ,დღის მთავარი გმირიც მოსულა.
-დათვერი ჭორფლიანო?
-არა,ფხიზელი ვარ.-იუარა მაშინვე.-უბრალოდ ჩაიხუთა მანდ ჰაერი.
-ისევ მეიაზვები.-ცალყბად ჩაიცინა და გვერდით მიუჯდა.-სულ გაბრაზებული უნდა იყო?
-ისევ მესიზმრები?არ მომწონს შენზე სიზმრები გიორგი.
-გესიზმრებიხოლმე?
-წუხელ დამესიზმრე,ბოდიში მომიხადე იმის გამო,რომ ვირი ხარ.
-ანუ გინდა,რომ ბოდიში მოგიხადო?-იმდენად ჰქონდა გაფართოებული თვალის გუგები,რომ მის მწვანე თვალებს ბინდი გადაჰკვროდა.
-რა აზრი აქვს,მაინც ისე მომექცევი,როგორც ადრე.
-რატომ გგონია ასე?
-იმიტომ,რომ სულ ასე მექცევი.
-მიზეზი ხომ იცი რატომაც?
-არა.-იუარა მაშინვე.
-შენ არასდროს იყურები წინ,როცა იქ მე ვდგავარ.ეს ნერვებს მიშლის.
-კარგი,გიყურებ.-გვერდით მჯდომს მიაჩერდა ევა.-რას ვერ ვხედავ?
-მეღადავები?-გაუწყრა ქალს.
-ვერაფერი გავიგე,არ მიყურებო და ხო გიყურებ,რას ვერ ვხედავ?
-შენ იმ ბიჭისგარდა ვერავის ხედავ,რომელმაც გაკოცა.-ფეხზე წამოვარდა კაცი.-გავიგე დილით ვიღაცაზე,რომ ელაპარაკებოდი ანიტას.მეგონა გული თავისუფალი გქონდა,თურმე გოგოს გულში ჩავარდნია ვიღაც.
-ხომ არ გაგიჟდი?-ბარბაცით წამოდგა ფეხზე ევაც.-არავითვის მიკოცნია.
-გავიგე დილით,რომ უყვებოდი ანიტას,სულელს ვგავარ?-ტონს აუწია ალავერდელმა.
-თუნდაც მეკოცნა შენი რა საქმეა?-იერიშზე გადავიდა ლაშხიც.
-ჩემი საქმე არ არის არა?-თვალებში ჩააცქერდა ქალს.-შენს თავს უსმენ მაინც? ისევ შოთას დასდევ უკან და მის გასართობად უნდა იქცე?
-რა სისულელეებს ლაპარაკობ?
-სულ ამას ვლაპარაკობ და არასოდეს მისმენ,დიდი გოგო ხარ,თვალები უნდა გაახილო და ცხოვრებას სათვალის გარეშე შეხედო,დღეს გაკოცა,ხვალ საწოლამდე მიგიყვანს და ზეგ მიგატოვებს,მერე ისევ მე მომიწევს შენს გამო მუშტების ქნევა.
-გაჩუმდი!-გაუაზრებლად დაარტყა კაცს სახეში.
-გიორგი დაწყნარდი.-მოულოდნელად ჩადგა მათ შორის დადვანი.-ხომ იცი,რომ უნდა მოითმინო?
-შენ საიდანღა გამოჩნდი?-უხეშად აუკრა ხელი და ევას გახედა.-ეგ დავიმსახურე შენგან?
-მე...-სიტყვებს თავი ვერ მოუყარა ქალმა.
-წამოდი.-ხელით უბიძგა გიორგის და სახლში ძალით შეიყვანა.-ოთახში ადი და გამოძინე.
-მშვიდობაა კაცო?-სუფრიდან გადმოხედა კოტემ.
-მშვიდობაა,გიორგიმ დავისვენებ ცოტასო.
-მიდი ჰო,ჩვენც დავიშლებით აწი.-აწეული ჭიქით გააცილა კოტემ.
-ამ ბიჭს მართლა ვერ იტან თუ რაშია საქმე?-ევასთან დაბრუნდა უტა.
-უბრალოდ გავბრაზდი,არ ვიცი რა დამემართა,ასე არ ვიქცევი არასდროს.
-ასეთი რა გააკეთა?
-დილით ანიტას ჩემს სიზმარს ვუყვებოდი,გაიგო,რომ ვიღაცას ვაკოცე და ეგონა,რომ შოთა იყო,ხოდა ცუდი რაღაცები მითხრა.სიზმარში მაკოცა ვიღაცამ და მაგას ვყვებოდი.ვიღაცამ კი არა გიორგი ვნახე სიზმარში,უბრალოდ არასწორად გაიგო და ახსნაც არ მაცადა.
-შენ და გიორგის ერთმანეთი გიყვართ თუ რა გჭირთ?
-არა!-იუარა მაშინვე.-მე სხვა მიყვარს.-განაცხადა ამაყად.-ერთი ნახვით შემიყვარდა და მთელი ცხოვრება ის მეყვარება.
-კარგი,კარგი,დამშვიდდი.-დანებების ნიშნად ხელები აწია კაცმა.-უბრალოდ ვიკითხე.
-ძალიან ცუდად გამოვიდა,უნდა მოვუბოდიშო.
-დღეს არა კარგი?ხვალ,რომ გამოფხიზლდებით ორივე მაშინ.-შეაჩერა კაცმა.
-ხვალ შეიძლება არ მომისმინოს.
-ევა...გიორგის ნერვების კონტროლი ისედაც უჭირს,არ სჭირდება ახლა კიდევ დამატება.
-მაშინ დასაძინებლად წავალ,ეგ ხომ შეიძლება?
-კი.-თავი დაუქნია და გზიდან ჩამოეცალა,რომ სახლში შესვლა შესძლებოდა.-შენს გრძნობებს თუ დაუფიქრდები კარგი იქნება,შეიძლება სულაც არ ხარ გულგრილი მის მიმართ.-მიაძახა უკვე კართან მდგომს და სიგარეტს მოუკიდა.საკუთარი თავი გაახსენდა თინეიჯერობისას,გრძნობებში გარკვევა ძალიან უჭირდა და მეტიც,მისთვის ძალიან ძვირფას გოგონას გრძნობებში ვერ უტყდებოდა.ვერ იტყოდა,რომ უყვარდა,რადგან არ იცოდა ეს რას ნიშნავდა.მთელ ცხოვრებას მასთან ვერ გაატარებდა,ამისი სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა,არც მისგან შორს ყოფნა უნდოდა და არც ზედმეტი სიახლოვე,სადღაც შუაში იყო გაჭედილი...

***
გამთენიისას გაეღვიძა ევას.7-იც არ იყო ჯერ მზის ამომავალ სხივებს ადგომა,რომ დაასწრო და კიბეებზე დაეშვა,რომ ოთახში მარიკა არ გაეღვიძებინა.ძვირფას დღიურს ხელი დაავლო და ბუნებას პირველი შეეგება,თუმცა არა,პირველი არა,რადგან დადვანი უკვე გარეთ გახლდათ.მანქანასთან ფურცლების მთელი დასტა გაეშალა და მაგიდის კიდეს მისჯდომოდა.შორტისამარა იჯდა დადვანი ეზოს შუაგულში და სამყარო სრულიად გამოთიშული ჰყავდა გონებიდან.მხოლოდ ის და ფანქარი.ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანი...ზურგზე ათამდე საშუალო ზომის ტატუს ხარბად შეჰყურებდა ქალი და ხედით ტკბებოდა.ხერხემალზე წვრილად „მამული,ენა,სარწმუნოება“ ჰქონდა დაწერილი.იქვე მხარზე საქართველოს დროშაც მალევე იცნო,ოკუპირებული ტრიტორიებითურთ.მერცხალი,ვეფხვი და კიდევ უამრავი სხვა მთელ სხეულზე.სასიამოვნო სანახავი იყო თვალისთვის.სცადა კონცენტრირება სხვა რამეზე მოეხდინა,ამიტომ დღიური გადაფურცლა და მისი სახელის შესწორებას მოჰყვა თითოეულ გვერდზე...უთხრეს,რომ მის მეორე ნახევარს უტა ერქმეოდა,მაგრამ განა ასე იყო?მთელი წიგნი ახლიდან ჰქონდა დასაწერი და ეს ნერვებს უშლიდა...უტას პერსონაჟი უკვე წარმოდგენილი ჰყავდა გონებაში,მისი მანერა,ქცევა,ხასიათი...ყველაფერი სახელიდან გამომდინარე იყო დაგეგმილი,თუმცა ახლა ახალ სახელთან ერთად ახალი პერსონაჟიც უნდა შეექმნა,რომელიც სახელს მოერგებოდა...
-ოღონდ ეს არა.-პირზე ხელი სასწრაფოდ აიფარა,მაგრამ აზრი არ ჰქონდა,საკუთარ თავს ვერ უშველა და მთელი ხმით დააცემინა.
-ჯანმრთელობა!-სიცილით გახედა დადვანმა.
-მადლობა...ბოდიში არ მინდოდა შენთვის მყუდროების დარღვევა.
-არაუშავს,დაგინახე,რომ გამოხვედი ისედაც.
-მართლა?
-ჰო,მანქანის სარკეში ჩანდი.
-მოგეჭრა თავი.-ჩაიბურტყუნა თავისთვის და თავი დღიურში ჩარგო.
-თავს როგორ გრძნობ?-არ აცადა განმარტოება დადვანმა და ფეხზე წამოდგა,რომ მასთან უფრო ახლოს ყოფილიყო.
-მე...კარგად,ცუდად რატომ უნდა ვიყო?
-გუშინ ბევრი დალიე.-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-ცუდი დღე იყო,მაგრამ კარგად ვარ მადლობა.-მის სხეულს თვალი მოარიდა ქალმა.
-მიხარია.-ბაგე გულწრფელმა ღიმილმა გაუპო დადვანს.
-შენ...საღებავი გაქვს მანდ...-ხელი გაიშვირა მისი სხეულისკენ ქალმა.
-შხაპს მივიღებ მერე,ჯერ უნდა დავამთავრო ნახატი.
-რამე საინტერესოს ხატავ?
-ნიკას და ანიტას ვხატავ,სამების წინ ,გუშინდელი კადრები გონებაში ჩამრჩა,მაგრამ ჯერ არ ვაჩვენებ,ეს საცდელია,მერე ტილოზე უნდა გადავიტანო.
-მართლა?-გაოცდა ქალი.-შეიძლება ვნახო?
-ჰო,რა თქმა უნდა,მოდი.-ღიმილით დასთანხმდა და წინ გაუძღვა კიბეებზე.უამრავი ნახატი ჰქონდა დადვანს.ძირითადად შავ-თეთრი,მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი.ბევრი შიშველი ქალის ფოტო ჰქონდა,თითოეული მათგანი ისე იყო დახატული,თითქოს ნამდვილ ადამიანს უყურებდა ფოტოზე.-გარყვნილი არ გეგონო,უბრალოდ ბევრ რამეს სხვანაირად აღიქვამს გონება.
-ხელოვანი ადამიანი ხარ,მესმის.-მშვიდად მიუგო და ფურცლების თვალიერება განაგრძო.გემზე ჰყავდა დახატული ადამიანები.შტორმის შუაგულში მოქცეული მეზღვაურები,რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.მშვიდი ამინდი და გემიდან დანახული ქვიშიანი სანაპირო...
-უცნაურია არა? შენ სიტყვებით აღწერ ამ ყველაფერს,მე ხაზებით,ფერებით...
-თითქოს ვგავართ კიდეც.
-ძალიან მოგეწონებოდა ის ადგილები,რომლებსაც მე ვნახულობ,იცი როგორი სიმშვიდეა?
-ალბათ ერთ დღეს გავბედავ და მოვინახულებ ყველაფერს.-ღიმილით გადაავლო დანარჩენ ნახატებსაც თვალი.-ანიტას ძალიან მოეწონება ნახატი.გიჟდება ასეთ რაღაცებზე.
-თუ გადაწყვეტ,რომ სამყარო ნახო,შეგიძლია შემომიერთდე.-თბილი ხმით უთხრა კაცმა.-საბუთებს ვაგვარებ,ბალიზე მინდა წასვლა,შორია,მაგრამ დიდი დრო მაქვს,შეგიძლია შემომიერთდე და ნახო ყველაფერი,რაც გინდა.ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის,რომ თბილისი არ დატოვო და მთელი ცხოვრება ქორწილებში ფოტოგრაფად იარო.
-ავტორობა მინდა,ფოტოგრაფობა უბრალოდ ჰობია.-შეუსწორა მაშინვე.
-შეგიძლია განსხვავებულ სამყაროზე დაწერო,განსხვავებულად დაინახო ყველაფერი და ეს მკითხველსაც გაუზიარო,ამაზე არ გიფიქრია?
-ასე ალალად,რომ მეპატიჟები არავინ გყავს ვისაც წაიყვან?-გაეცინა მის შემოთავაზებაზე.
-სხვათაშორის არა,მე მარტო ვმოგზაურობ,ვინ აიტანს კაცს,რომელიც სიცოცხლის 95%-ს ზღვაში ატარებს?
-თანამონაწილე გჭირდება ესეიგი.
-უფრო ხმის გამცემი,ადამიანი,რომელიც თავს მარტო არ მაგრძნობინებს და მომცემს საბაბს,რომ მძიმე დღეებში ფეხზე ვიდგე.
-ძალიან მარტოსულად ჟღერს.
-ასეც არის.-კვერი დაუკრა ქალს.-ეს უბრალო შემოთავაზებაა,რომელზეც პასუხი ისედაც ვიცი,უბრალოდ მომწონს ჩემს სამყაროს სხვებს,რომ ვუზიარებ,თორემ ვიცი,რომ ამაზე არ დამთანხმდები.
-რატომ გგონია ასე?
-პირველრიგში იმიტომ,რომ უცხო ვარ და არ მენდობი,მეორეც აქ ზედმეტად ბევრი რამ გაქვს,რასაც ვერ დატოვებ.
-უცხო არ ხარ,ვიცი ვინც ხარ.
-შენ ეს არ გეყოფა იმისთვის,რომ მენდო.ჩემი გაცნობა გჭირდება,აქ კი ვერ გამიცნობ,მე ხმელეთზე სხვა ადამიანი ვარ და ზღვაში სხვა.
-ჰო,ასეც ხდება ხოლმე.-დაეთანხმა კაცს.-ალბათ საკმარისად ვერასდროს გაგიცნობ იმისთვის,რომ ზღვაში გამოგყვე,მაგრამ ხმელეთზე განდე ჩემი სიცოცხლე გახსოვს?ასერომ ეს დიდი დანაკარგი არ არის.
-ჰო,ეგეც მართალია.-ღიმილით დაეთანხმა და ისევ ფანქარს წაეტანა.უნდოდა,რომ გაეგრძელებინა ის,რასაც ამდენ დროს უთმობდა,უნდოდა დაეხატა და საკუთარი გრძნობები გადმოეცა თითოეულ ნაკვეთურში,რომელსაც ფურცელზე გააკეთებდა.
-მე დაგტოვებ,საქმე მიხმობს.-დღიური ხელში აათამაშა,მის პასუხს არც დალოდებია ისე დაიხია უკან და აივანზე დაბრუნდა...

***
„უტა დადვანი...კაცი,რომელმაც არა პაემანზე,არამედ გემზე დამპატიჟა,რომ მასთან ერთად მოგზაურობა შემძლებოდა...ისევ შოკში ვარ და ისევ მაყრის ტაო სხეულზე...იქნებ ეს არის ის უტა,ვისაც ამდენხანს ვუცდიდი?“
-გიორგი...-კარის ხმაზე გამოერკვა ლაშხი.-დილამშვიდობის.
-დილამშვიდობის.-უემოციოდ მიუგო და სიგარეტს მოუკიდა.
-როგორ ხარ?-დღიური გვერდით გადადო და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა.
-რა გინდა ევა?-როგორც ყოველთვის უკმეხი იყო ალავერდელი.
-რა უნდა მინდოდეს?
-გუშინ შენი პოზიცია ნათლად დააფიქსირე,ამიტომ არ გინდა ეს ყალბი ყურადღება.
-მისმინე...-ფეხზე წამოდგა,რომ მასთან ახლოს ყოფილიყო.-გუშინ ზედმეტი მომივიდა,მაგრამ შენც არანაკლებ ზედმეტი მოგივიდა და ეს ორივემ ვიცით.
-ახლა მე დამბრალდა?-კვამლში გახვეულმა გახედა ქალს.
-მე არავისთვის მიკოცნია გიორგი,სიზმარს ვუყვებოდი ანიტას,სიზმარში მაკოცა ვიღაც ბიჭმა და ამას ვყვებოდი.
-მეღადავები?
-არა,თუ გინდა ანიტას კითხე,ისიც გეტყვის.არავისთვის მიკოცნია,მაგრამ რომც მეკოცნა ეს შენი საქმე არ არის ასე მგონია.-ბოლო სიტყვები გარკვევით წარმოთქვა.
-ჰო,ჩემი საქმე არ არის...-მშვიდად ამოთქვა და შორიახლოს მჯდომ დადვანს გახედა.-აი შენნაირი ხელოვანი,კარგად გაუგებთ ერთმანეთს.
-ნუ სულელობ.
-მართლა გეუბნები,ისიც მარტოსული მგელივით დაიარება,არავინ ჰყავს ცხოვრებაში,მხოლოდ ის და მისი ზღვა.
-ალავერდელო ამ დროს ფეხზე ხარ?-მოულოდნელად შემოუერთდა საუბარს დადვანი.
-ასე გამოვიდა.
-ნაბახუსევი?
-არა,მშვენივრად ვგრძნობ თავს.-მიაძახა ამაყად და თვალი მიადევნა როგორ უცებ წამოკრიფა ფურცლები.-მალავ რამეს?
-რა მაქვს დასამალი?
-რავიცი,შემამჩნიე თუ არა აალაგე.
-უკვე რამდენიმე საათია ვხატავ,დავიღალე გიორგი,ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევ.-თვალი ჩაუკრა კაცს და გვერდი ისე აუარა თითქოს იქ არც იდგა.
-დიდად გულზე არ გეხატება არა?-ცერად გახედა კაცს ევამ.
-არც შენ მოგეწონებოდა მისი წარსული,რომ იცოდე.-მშვიდად მიუგო და კიბეებზე უდარდელად დაეშვა.ჭიშკარი ხმაურით გააღო და გზას ნელი ნაბიჯით გაუყვა...

***
-ევა.-ჩუმად შევიდა მარიკა ოთახში.-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა,რაიყო?
-ქვემოთ მწვადს წვამენ ბიჭები,შენ და გასაკვირად გიორგი ფანდურზე უკრავს...
-ვიცი,გავიგე.
-არ ჩამოხვალ?
-ჩამოვალ.-მშვიდად დასთანხმდა ქალს.-მაგრამ მანამდე...-ყოყმანით წამოიწყო და კართან მდგომ მარიკას მიაჩერდა.
-რა მოხდა?
-შენ,რომ მითხარი რედაქტორს გაუგზავნე წიგნი და წაიკითხავსო,აი მაშინ გიორგიზე გაბრაზებული,რომ ვიყავი.-გაახსენა ყაზბეგში მომხდარი.
-ჰო,მერე?
-იმ დღესვე გავუგზავნე,მითხრა,რომ მოეწონა და პირადად შეხვედრა უნდა,რომ დანარჩენ ნაწილზეც ვილაპარაკოთ.
-რაა?-დაიკივლა მღელვარებისგან.-გუგამ მოგწერა?
-ჰო,გუგა გაბაიძე აწერია,შეხედე.-აწყლიანებული თვალები მიანათა ლეპტოპს.
-ვაიმე რა მაგარიაა.-არ ჩერდებოდა მარიკა.-მოდი უნდა ჩაგეხუტო!მწერალი იქნება ჩემი ევა...
-მოიცადე ჯერ,უბრალოდ შეხვედრა მთხოვა,ისეთი არაფერი.
-ნუ სულელობ ევა,გუგას იშვიათად მოსწონს ავტორები,თუ თვითონ გუგამ მოგწერა დამიჯერე ესეიგი კარგი საქმისკენ მიდიხარ!
-ძალიან ავნერვიულდი,მხოლოდ 50 გვერდი გავუგზავნე,მთელი წიგნის ნახვა უნდა,არ დამირედაქტირებია,არ მინდა მოუწესრიგებლად ნახოს...
-ნუ ნერვიულობ ევა,ყველაფერი ძალიან მაგრად გამოვა,აი ნახავ,წამოდი ქვემოთ,აღნიშნე შენი წარმატება.
-ტექსტს უნდა მივხედო.-იუარა მაშნვე-12 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებაზე გამომიგზავნა მოსაწვევი,მანამდე უნდა მოვრჩე ტექსტს.
-მხოლოდ 1 საათი ევა,ბავშვობის ოცნება აიხდინე,მოგვეცი უფლება მოგილოცოთ.-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა ქალმა.
-კარგი ჰო,მხოლოდ 1 საათი.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და მასთან ერთად დაეშვა კიბეებზე.
-მეგობრებოო...-ყვირილით გავიდა ეზოში მარიკა.-იდეალური ამბავი გვაქვს თქვენთვის...ნუ ზოგს შეიძლება არ ადარდებდეს,მაგრამ მაინც ვიტყვი.-გიორგის დაუბღვირა შორიდან.-მოკლედ ჩვენი ევა დიდი მწერალი ხდება.
-ნუ აჭარბებ.-ხელზე მოქაჩა მეგობარს.
-თავად გუგა გაბაიძემ მიწერა და შეხვედრა ჩაუნიშნა,ეს ნიშნავს,რომ ევა მალე ავტორი გახდება.-ოვაციები მიაყოლა სიტყვებს.
-ვაიმე ევა,რა მაგარი ამბავია...-მისკენ გაიქცა ანიტა.-ოცნებები ხდება თურმე ხედავ?
-ჩვენი პატარა მწვერვალებს იპყრობს?-თბილი ხმით უთხრა კოტემ და მეგობარს გადაეხვია.სამეგობროში მართლაც,რომ ყველაზე პატარა იყო,მხოლოდ 21 წლის.
-თვალსა და ხელს შუა გაგვეზარდე არა?-არ ჩამორჩა ნიკაც.-სულ ვიცოდი,რომ ბევრს მიაღწევდი.
-კარგი ახლა ნუ აზვიადებთ,უბრალოდ შეხვედრა მთხოვა,მეტი არაფერი.-ხელიდან დაუძვრა ორივეს.
-ეგრე იწყება გოგო ყველაფერი.-უსაყვედურა ანიტამ.
-არ მინდა დიდი ამბის შექმნა.-მხრები აიჩეჩა.-როცა დანარჩენ ნაწილსაც წაიკითხავს მერე ვიმსჯელოთ.
-კარგია,რომ გააბრაზე,მხოლოდ მაშინ გაუჩნდა იდეა,რომ წიგნი გაეგზავნა გამომცემლობისთვის.-შეაქო მარიკამ გიორგი.
-მუდამ თქვენს სამსახურში.-ამაყად განაცხადა და ზურგი აქცია ყველას.ვერ იტყოდა,რომ არ გაუხარდა მისი წარმატება,მაგრამ ასეთ რაღაცებში გარევას ვერ იტანდა,მილოცვას და ზეიმს ნამდვილად არ აპირებდა.
-საზეიმო მიზეზი დაგვმატებია,დალევის დროა მეგობრებო.-ტაში შემოჰკრა კოტემ და ცეცხლს მიუბრუნდა.
-მე ვერ დავლევ,უნდა დავწერო.-იუარა ევამ.
-რა პრობლემაა,უბრალოდ ჩვენთან ერთად აღნიშნე.-გაუღიმა შოთამ და წვენის ჭიქა გაუწოდა.-შენს წარმატებას გაუმარჯოს!-ჭიქა ჰაერში აწია კაცმა.
-ევას გაუმარჯოს!-აჰყვა ანიტაც.
-ევასთვის!
-ახლა მართლა ვიტირებ.-უკვე ცრემლებით ევსებოდა თვალები ქალს.
-დაიმსახურე ყველაფერი ევა,წარმატების გზაზე ხარ.-ყურთან უჩურჩულა შოთამ და ჭიქა გამოცალა...

***
დრო ძალიან სწაფად გავიდა.ევას არავინ არ შეუმჩნევია გარდა საკუთარი ნაწერებისა.მარიკა მეორე დღესვე სამსახურში წავიდა,რადგან უფროსს სჭირდებოდა.მესამე დღეს დადვანმაც დატოვა სახლი და დაუმშვიდობებლად მოშორდა ევას სიახლოვეს.ეძინა და არ გააღვიძეს,მაგრამ გული ძალიან დასწყდა.მოწონდა ყოველ დილით წელს ზემოთ შიშველი დადვანის და მისი ნახატების ყურება.გიორგი სულ გვერდით იყო,არც შოთა შორდებოდა,თუმცა ვერ მოითხოვდა ვერაფერს მაშინ,როდესაც გული სულ სხვა რამეს ითხოვდა.ჯერ არ იყო არჩეული კაცი,მაგრამ იცოდა,რომ სასურველს ვერც გიორგი და ვერც შოთა ვერ მისცემდნენ...
12 ივნისს სტამბასთან მდგომს გული,რომ აუჩქარდა მხოლოდ მაშინ გაიაზრა რა შარში გაყო თავი.კართან დაცვა იდგა,შუახნის კაცი,ნაცნობი სახე ჰქონდა და სტუმრების მოსაწვევებს ამოწმებდა,ხშირად დადიოდა მეგობრებთან ერთად აქ ყავის დასალევად,თუმცა სანერვიულოდ საქმე არასდროს ჰქონია.ტანზე წითელი ატლასის კაბა მოერგო და თმა გაეშალა.წუხდა,რომ მარტო იყო და უხერხულობასაც გრძნობდა.მარტო თითქმის არსად დადიოდა.გიორგიმ მხოლოდ ერთხელ ჰკითხა წაყვანა ხომ არ სჭირდებოდა და როგორც სჩვევია უკმეხად განაცხადა უარი.მეტჯერ არც შეუთავაზებია რა თქმა უნდა...
დაცვას მოსაწვევი მშვიდად აჩვენა და ნელი ნაბიჯით შევიდა ჰოლში.უჩვეულოდ ბევრი ხალხი ირეოდა,ზოგი შამპანურს შეექცეოდა,ზოგიც წითელ ღვინოს.საერთო სამუშაო სივრცესაც მალე შეუერთდა.უცნობი ადამიანებით გადაჭედილ ტერიტორიას მუსიკის ფონზე კიდევ უფრო სევდიანად შეჰყურებდა.ვერ იტანდა ხალხმრავლობას.ვერ იტანდა უცნობებს...თავისივე ბრალია ახლა აქ,რომ არის.მოუნდა ავტორობა და ეს ხომ ბევრ შრომას მოითხოვს...ხალხთან კომუნიკაციას,მკითხველის სიყვარულს...კუთხეში დასჯილი ბავშვივით დაყუდებულიყო და შორიდან უმზერდა პრინცესას კაბებში გამოწყობილ ლამაზ ქალებს.ერთი სული ჰქონდა დღიური ამოეღო და ყველას შესახებ დაეწერა.
უნდოდა ესაუბრა იმ წითურ ქალზე ქმარს ზემოდან,რომ დაჰყურებდა ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო.
იმ შავგვრემან გოგონაზეც დაწერდა საშინლად მოკლე კაბა,რომ ეცვა,მაგრამ თან საშინლად,რომ უხდებოდა,რადგან ულამაზესი ფეხები ჰქონდა...
კიდევ გუგა გაბაიძეზე დაწერდა...კაცზე,რომლის გულის მოგებაც ძალიან რთული იყო.კაცზე,რომლის ნახვასა და გაცნობაზეც წლები ოცნებობდა...ის ხომ კაცი იყო,რომელსაც მისი ოცნებების რეალობად ქცევა შეეძლო...
-წითელი ფერი ძალიან გიხდება ევა.-მოესმა ნაცნობი ხმა ზურგიდან.
-ღმერთო...-აღმოხდა გაოგნებულს და თვალებს ვერ უჯერებდა,როცა ცხვირწინ სმოკინგში გამოწყობილ უტა დადვანს გადააწყდა მისი თვალები.
-ნუ გეშინია,მე ვარ.-თბილი ხმით უთხრა და ზემოდან დააცქერდა.
-აქ რას აკეთებ?
-მე ხომ ხელოვანი ვარ დაგავიწყდა? სოსო ლობჟანიძემ მომიწვია.
-არ ვიცოდი,რომ აქ იქნებოდი.
-არც მე ვიცოდი,რომ მწერლების შეხვედრა აქ ეწყობოდა.მხოლოდ მხატვრებს ველოდი.
-იმედი გაგიცრუვდა?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-პირიქით,ძალიან გამიხარდა,რომ გნახე.დამშვიდობება ვერ მოვასწარი...
-კიდევ ხომ გნახავდი,სამუდამოდ ხომ არ მემშვიდობები.
-რა თქმა უნდა არა,ჯერ ადრეა.-ღიმილით უთხრა ქალს.-მაგრამ მაგის დროც მოვა.
-რაიმე საინტერესოს გთავაზობენ?
-ცნობილი კოლექციონერი ჩამოდის 6 თვეში საქართველოში.გამოფენა უნდა მოეწყოს და რამდენიმე ვარიანტი აარჩიეს.მათ შორის ჩემი ნახატები.
-ესეიგი უნდა გაყიდო.-ხმაში სევდა გაერია ქალს.
-შენც ხომ ყიდი შენს წიგნს?
-მე სახალხოდ ვყიდი,მხოლოდ ერთი ადამიანის საკუთრება არ იქნება.
-ჰო,მაგრამ...
-იმ ნახატსაც ყიდი ზღვის ნაპირზე,კლდის კიდეზე ქალთევზა,რომ გყავს დახატული?-გააწყვეტინა კაცს.
-ალბათ.-მხრები აიჩეჩა.-თითქმის 6 თვე ვხატავდი,იდეალური გამოვიდა.
-სამწუხაროა,ლამაზი ნახატია.-მძიმედ ამოთქვა ქალმა.
-ასეთი უამრავი იქნება.
-ევა არა?-მოულოდნელად მიუახლოვდა კაცი ორივეს.
-დიახ...-ლამის სულიც ამოაყოლა ნათქვამს და მისკენ შებრუნდა.
-მიხარია,რომ მოხვედი,დიდხანს ველოდი შენს ნახვას.-ეშმაკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე და სასმელი გაუწოდა.
-მადლობა,მაგრამ არ ვსვამ.-იუარა მაშინვე.საზოგადოებაში სასმელს იშვიათად ეკარებოდა.
-ძალიან კარგი ისტორია გაქვს ევა,იშვიათი და ღრმა...-შეაქო კაცმა.-ძალიან საინტერესოდ წერ,ჩვენთან თანამშრომლობა...ეს...ეს დიდი წინსვლა იქნება შენთვის.-მოულოდნელად გადაუხვვია ცუდისკენ და კიდევ ერთხელ აათვალიერა.
-ყველაფერი მესმის და მზად ვარ ამას მთელი ჩემი დრო დავუთმო.-აღელვება დაეტყო ქალს.-ყველაფერს გავაკეთებ,რაც საჭირო იქნება.-არ ნებდებოდა ევა.
-ბევრი რამ არის განსახილველი,ნუ ავჩქარდებით,სხვებსაც უნდა დაველაპარაკო.-დაამშვიდა კაცმა.-წითელი ფერი ნამდვილად გიხდება.-მის მკერდს ხარბად დახედა კაცმა და უტას დაჟინებული მზერა,რომ არა ალბათ არც დაიხევდა უკან.
-დიდი მადლობა.-გულწრფელად უხაროდა მისი დამოკიდებულება ევას.
-დროებით დაგემშვიდობები.-გაუღიმა კაცმა.-უტა,ჩემი ძმა გეძებდა,ვეტყვი,რომ მოხვედი.-მოულოდნელად მისი არსებობაც შეიმჩნია და იქაურობას გაეცალა...
-ამასთან უნდა იმუშავო?-ჩაეკითხა უტა.
-იმედი მაქვს.-აღფრთოვანებული უყურებდა დარბაზიდან მიმავალს.
-ევა...
-ჰო გისმენ.-მისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა.
-არა,არაფერი.-მიხვდა,რომ მისი საქმე არ იყო და უკან დაიხია.-წავალ ირაკლის მოვძებნი,ნახატებზე უნდა შევთანხმდეთ.
-წარმატებები.-უცებ გამოერკვა და ღიმილით გააცილა ისიც დარბაზიდან...



***
-არ გამოვა მეკო. მე ახალი წიგნისთვის ექსკლუზივი მჭირდება.ხალხმა ავტორი უნდა შეიყვაროს და სანამ გაიცნობენ ეს გარეგნობით უნდა მოხდეს.-ბოლთას სცემდა გუგა ოთახში.
-მე მომეწონა,იდეალურად წერს,გოგოც საყვარელია.იცის რომ ნიჭიერია და მზადაა იშრომოს.-არ ცხრებოდა გაბელაია.
-გარეკანზე გინდა ეგ გოგო? დაფიქრდი აბა!-ხმაში ბრაზი გაერია მაშინვე.
-ანგელოზივით გოგოა რას გადაეკიდე?-ნინომაც არ შეარბილა ტონი.
-შენი ფეხები და წელი,რომ ჰქონდეს ნამდვილად ასე იქნებოდა.-დაუღრინა ოთახში მყოფებს.
-მე ვერ გამიგია რა გინდა გუგა.იდეალური ასაკი აქვს,იდეალურად წერს,5 წელში ვარსკლავი იქნება.აქ მე ნიჭიერი ხალხი მჭირდება და არა მოდელები.-გაუწყრა კახა.
-არაფერი გესმის კახა.წიგნს ხალხი ყოველთვის ყდით აფასებს,ევა ნამდვილად კარგი გოგოა,მაგრამ ბევრი აქვს წინ,ისეთი ვინმე მჭირდება გარეგნობითაც,რომ გამოირჩეოდეს და ნიჭითაც.
-მართლა ვერ ვიჯერებ,რომ შენგან ეს სიტყვები მესმის გუგა.-გაოცებული მისჩერებოდა ნინო.-ულამაზესი გოგოა,წიგნის წერასთან საერთოდ რა შუაშია ზომა-წონა?
-10-15 კილო,რომ დაიკლოს იდეალური გოგო იქნება,მაგრამ...
-ასეთი განათლებული კაცისგან უფრო მეტს მოველოდი!-მოულოდნელად შეაბიჯა დადვანმა ოთახში.-ესეიგი ასე არჩევ მწერლებს? ფეხის სიგრძითა და მკერდის ზომით?
-ამაში ნუ ჩავერევით უტა,ნახატებზე ვილაპარაკოთ.-ჩაერია ირაკლი და მისი ოთახიდან გაყვანა სცადა.
-იცი,რომ გოგო,რომელზეც ლაპარაკობ ვიღაცის შვილია?ვიღაცის მეგობარია...ძვირფასია ვიღაცისთვის და საერთოდ ადამიანია?!-ნერვებმა უმტყუნა კაცს.-შენნაირი სი*ების გამო მთელი ცხოვრება დაკომპლექსებული იქნება და საკუთარი თავის სიყვარულს ვერასოდეს ისწავლის...
-უტა გავიდეთ.-ხელზე მოქაჩა კაცმა.
-შენ ნუ გამი*რაკე რა!-უხეშად აუკრა ხელი კაცს.-ის გოგო,რომელზეც ასე ლაპარკობ ჩემი მეგობრის ოჯახის წევრია!ესეიგი ჩემი ოჯახის წევრია,ჩემი ოჯახია!
-ბატონო არასწორად გაიგეთ,ევას არავინ იწუნებს,უბრალოდ ვარიანტებს განვიხილავდით.-სიტუაციის განმუხტვა სცადა ნინომ.
-მშვენივრად გავიგე რასაც განიხილავდით!ეგ გოგო ერთ ნაგლეჯს არ მოგცემს თავისი წიგნიდან ხომ გაიგე?-წინ დაუდგა გუგას.
-არ ვიცი ასეთი რა პრობლემაა უტა.მე უბრალოდ მის მომავალზე ვფიქრობ,ხომ იცი გარეგნობით მეტად ფასობს ადამიანი ჩვენს საუკუნეში.
-ეგ ალბათ შენს საუკუნეში!ევას თავი დაანებეთ,არ განიხილოთ მისი სხეულის არცერთი უჯრედი,არ გინდათ მასთან მუშაობა და მორჩა.არ იმუშავებთ!
-ბატონო უტა...-ისევ გამოესარჩლა ნინო.-არასწორად გაიგეთ,ჩვენ ევას ნაშრომს ვაფასებთ,მზად ვართ მასთან სამუშაოდ.
-არა.-იუარა გუგამ.-მზად ვარ ვიმუშავო მის იდეებზე,თუ მათ მომყიდის.
-რა?-ყველამ ერთად იკითხა.
-ევა ძალიან კარგად წერს,მაგრამ ვარსკვლავობისთვის მზად არ არის.თუმცა ვიცნობ ადამიანს,ვინც ამ დღისთვის დაიბადა.ევა ნაშრომს მომცემს,მე ფულს მივცემ და ავტორი სხვა იქნება.ეს ყველასთვის მომგებიანი შეთავაზებაა.
-ევა მიმყავს და მივდივარ!-ამაყად განაცხადა დადვანმა და წასასვლელად შებრუნდა.
-ეს შენი საქმე არ არის გესმის? ევასთან მე მოვაგვარებ.
-პატარაა და გინდა ფულზე წამოაგო არა? შე ა*ვარო!
-ტვინი მოიტ*ნა უკვე,გაიყვანეთ!-გასცა განკარგულება გუგამ.
-ბატონო წამობრანდით.-მიუახლოვდა ახალგაზრდა და თავით გასასვლელისკენ ანიშნა.
-ევა მიმყავს!
-სანამ წაიყვან პატარა შეთავაზებას გავაკეთებ,ვნახოთ მკერდზე დიდი სული აქვს თუ არა...
-გუგა...-შეშფოთეებულმა ნინომ მკერდზე ხელი მთელი ძალით მიიჭირა.
-შე ა*ვარო!-დაუყვირა დადვანმა და სახეში მთელი ძალით დაარტყა.-თურმე რა ნაბი*ვარი ყოფილხარ!-ზემოდან მოექცა კაცს უტა და ისე განაგრძო მისი ცემა.-ასაკით შენი ნახევარია არ გრცხვენია მაინც?
-გაუშვი ბიჭო,საკმარისია!-ერთდროულად მისცვივდნენ დაცვის ბიჭები და ირაკლი.
-ევას სიახლოვეს არ დაგინახოთ არცერთი,ფულზე გაყიდულო მონებო!ვერც ევას წიგნს მიიღებთ და ვერც ჩემს ნახატებს!-ბოლო სიტყვებისას ირაკლის გახედა.-მორჩა!-ხელი უხეშად აუკრა დაცვის ბიჭებს და მისაღებში გავარდა.მაშინვე ევას ძებნა დაიწყო,რომ ამ სიბინძურით სავსე საზოგადოებისთვის მოეშორებინა და როგორც კი ჰოლში კუთხეში მჯდომი დაინახა,მაშინვე მისკენ აიღო გეზი.-ევა მივდივართ.-ხელზე ხელი მოკიდა და ისე უცებ წამოაყენა ფეხზე გააზრებაც ვერ მოასწრო ქალმა.
-უტა?!რა ხდება?
-უბრალოდ წამოდი.
-ხელზე რა დაგემართა?-სისხლიან მარჯვენას აღშფოთებით დახედა.
-ქალბატონო ევა.-სირბილით გამოვიდა ჰოლში გუგა.-თქვენ გეძებდით.
-თქვენ...-მის სახეს დააკვირდა მაშინვე და ფაზლი ააწყო გონებაში.
-უკან დაიხიე,თორემ მომიწევს დაწყებული დავამთავრო!-კბილები გაახრჭიალა დადვანმა და ევას მთელი სხეულით გადაეფარა.
-უტა...
-ბატონო უტა,მე აქ ევასთან სასაუბროდ მოვედი,მისი წიგნის და ჩვენი თანამშრომლობის თაობაზე უნდა ვესაუბრო,თუ შეიძლება მარტო დაგვტოვეთ.
-არანაირი თანამშრომლობა არ იქნება თქვენს შორის გესმის?-თვალებანთებულმა გახედა კაცს.-ევა წამოდი.
-ქალბატონო ევა,ჩვენ თქვენს მომავალზე ვსაუბრობთ.-არ ცხრებოდა გუგა.-ბატონმა უტამ რაღაც არასწორად გაიგო და ნუ მივცემთ ამას უფლებას,რომ თქვენი მომავალი დაანგრიოს.
-არასწორად არა?-ნერვიულად ჩაეცინა.-მე შენ...
-უტა!-მათ შორის ჩადგა ქალი.-რა ხდება?
-ხომ გითხარით არაწორად გაიგო რაღაც და...
-ბოდიშით,მაგრამ მე თქვენთვის არ მიკითხავს.-გააწყვეტინა კაცს და მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს მშვიდად ახედა.-რა ხდება უტა?
-დამიჯერე ევა,არ ღირს მათთან საქმის დაჭერა.ამაზე მეტს იმსახურებ,დიდი მომავალი გაქვს და ამას მარტოც მიაღწევ.
-ქალბატონო ევა...-არ ეშვებოდა გუგა.-ნუ მისცემთ იმპულსურ ადამიანს უფლებას,რომ თქვენი მომავალი გაანადგუროს.
-ევა...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა კაცმა და თვალებში ჩააცქერდა.-გთხოვ...
-ქალბატონო ევა...-მოისმა კუთხიდან ნინოს აღელვებული ხმაც.
-არ გინდა,დამიჯერე...-ისევ იმეორებდა დადვანი.
-ამაზე საუბარი ღირს,თქვენთან თანამშრომლობა გადავწყვიტეთ.-მოულოდნელად წამოისროლა გუგამ.
-რაა?-მხოლოდ რამდენიმე წამით გადაურბინა ღიმილმა სახეზე.
-არ ღირს.-თავი გააქნია კაცმა.ვერც გაიაზრა ამდენი ხნის განმავლობაში ისე ეჭირა მისი ხელი და წასვლის საშუალებას არ აძლევდა.
-მე....მე...-სათქმელს თავი ვერ მოუყარა ქალმა,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ყველა მათ უყურებდა და სანახაობის განვითარებას ელოდა.
-სახლში წავიდეთ ევა...
-ქალბატონო ევა...
-იმედი მაქვს კარგი მიზეზი გაქვს ამისთვის.-მაშინვე ზურგი აქცია ყველას და შენობიდან სირბილით გავიდა.იცოდა,რომ უტა მეგობარი იყო,ფატობრივად ოჯახის წევრიც კი,ამიტომ მას ენდო,მაგრამ მისი ოცნებები ისე უცებ დაიმსხვრა,რომ ამდენის ატანას ვერ შეძლებდა.
-აღარ გაეკარო!-მტკიცედ ამოთქვა კაცმა და სირბილით მიყვა ქალს უკან.-ევა...ევა მოიცადე.
-რატომ?-გაბრაზებული მოუბრუნდა კაცს.
-დამიჯერე არ ღირდა მასთან თანამშრომლობა.
-რატომ?
-ამაზე საუბარი არ ღირს კარგი?უბრალოდ იცოდე,რომ კარგი ადამიანი არ არის.
-შენ იმიტომ წამოგყევი,რომ ოჯახის მეგობარი ხარ და ცუდს არ მირჩევდი,მაგრამ ცოდნას ვიმსახურებ თუ რატომ ასე არ ფიქრობ?
-ერთ დღეს მოგიყვები კარგი? ოღონდ ახლა არა.მაშინ,როდესაც უკვე ვარსკვლავი იქნები.
-სასაცილო არ არის უტა,ეს ჩემი ოცნება იყო...ბავშვობიდან ამის მეტი არაფერი მინდოდა.
-მესმის ევა...კარგი ხალხი,რომ ყოფილიყო ჩემს ნახატებს მეც დავტოვებდი იქ,სადაც უსაფრთხოდ მეგონებოდა,მაგრამ სვავებით არის სავსე ქალაქი,არავის არ უნდა ენდო.
-ნახატები არ გაყიდე?
-სწორი მყიდველი მჭირდება და არა ის გზააბნული ნაბი*ვრები.
-მინდა ვიცოდე იქ რა მოხდა...
-ეს ხალხი არ გჭირდება,მე დაველაპარაკები მეგობარს და ის დაგეხმარება წიგნის გამოცემაში კარგი?მთავარია არ დანებდე.
-ამას დიდი ფული სჭირდება,ვინ დააფინანსებს ჩემს წიგნს?
-ასეთი ძვირი არ ღირს,დაწყნარდი.აუცილებლად მივხედავ შენს ამბავს ოღონდ ახლა...გცივა?-მობუზულ ქალს თვალი შეავლო მაშინვე.
-გარეთ გრილა.
-ეს გამომართვი.-პიჯაკი სასწრაფოდ გაიხადა და მხრებზე მოახურა.-წამოდი სახლში წაგიყვან.
-საჭირო არ არის,ტაქსით წავალ.
-ევა,მანქანით ვარ,ტაქსით რატომ უნდა იარო?მე წაგიყვან.-არ მოეშვა დადვანი.
-როგორ შეგაწუხე.მადლობა უტა.
-მადლობა მერე გადამიხადე,როცა მართლა დაგეხმარები,ახლა რა სათქმელია.
-დედაჩემი ამ დღეს ჩემზე მეტად ელოდა...-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-მიზეზი,რომ არ მქონოდა თავს ამის უფლებას არ მივცემდი ევა მართლა,მაგრამ სხვა გზა არ იყო.დამიჯერე ისეთ ნაბი*ვრებთან მუშაობა არ ღირს,როგორებიც გაბაიძეები არიან.
-ჰო,როგორც არის,ახლა ახლიდან უნდა დავიწყო ყველაფერი.-მაინც უგრძელებდა ამაზე საუბარს.
-ევა...შენ ძვირფასი ხარ ნიკასთვის და ანიტასთვის,შესაბამისად ძვირფასი ხარ ჩემთვის,ამიტომ გთხოვე იქიდან წამოსვლა.შენ კარგი გოგო ხარ და მათთან არაფერი დაგრჩენია დამიჯერე.-ჯიუტად იმეორებდა იგივეს უტა.
-გავიგე ეგ უკვე.
-მეტის ცოდნა მართლა არ გჭირდება,თანაც მოვედით უკვე.-მანქანა მის სახლთან გააჩერა კაცმა.
-ვწუხვარ,რომ ნახატები ვერ გაყიდე,თუმცა გული არ მწყდება იმაზე,რომ ქალთევზას ნახატი ისევ გაქვს.-მშვიდად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.-არ შემოხვალ?ყავით გაგიმასპინძლდებოდი...
-სხვა დროს ევა,ახლა უნდა წავიდე.
-მაშინ მადლობა.-ბაგე ღიმილმა გაუპო ქალს.
-თავს გაუფრთხილდი.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე კაცმა და იქამდე არ დაძრა მანქანა,სანამ ევა კარს მიღმა არ გაუჩინარდა...



***
-მე წავედი ჩემო სიყვარულო,თუ რამე დამირეკე კარგი?-ქმარს გადაეხვია ანიტა.
-ევას არაფერი უთხრა,უტამ დაუმალა რაც მოხდა.
-არაფერს ვეტყვი,უბრალოდ მეგობარს უნდა ვესტუმრო.
-მაინც რავიცი,გოგოებმა ჭორაობის დროს იცით ხოლმე წამოცდენები.
-მისალოცად მიდიხარ? ჩვენ რატო არ ვულოცავთ?-დაინტერესდა კოტე.-მარტო ანიტა რატომ მიდის გოგო მწერალი ხდება.
-მისალოცი არაფერია და იმიტომ.
-არ მიიღეს?-გულწრფელად გაუკვირდა გიორგის.
-უტას წამოუყვანია,უარი თქვა ორივემ კონტრაქტზე.
-რატო ტო?-დაინტერესდა კოტე.-უტაც მაგარი გახარებული იყო ნახატებს ვყიდიო,ევა ხო საერთოდ.
-გეტყვით,მაგრამ ევას მაინც ნუ ეტყვით,გული ეტკინება.-გააფრთხილა ორივე და სიგარეტს მოუკიდა.-იმ სი*ს თურმე ცუდი რარაცები უთქვამს ევაზე,ზურგს უკან ლანძღავდაო უტამ.
-რას ამბობ ბიჭო?-ფეხზე წამოვარდა გიორგი.
-დაწყნარდი მოხვდა უკვე უტასგან.-დაამშვიდა მეგობარი.-თურმე დაუწუნებია მოდელივით გოგო მჭირდებაო და ხო ხვდები მერე უხამსი კომენტარები გაუკეთებია...
-მე მაგის...
-დაწყნარდი ბიჭო!-წინ დაუდგა ნიკა.-მიხედა უტამ.
-ეგ ის სი*ია მარიკას მეგობარი?
-ახლა მარიკას არ აეკიდო მაგის გამო,დარწმუნებული ვარ არ იცის რა სი*ია.
-არა ვერ ვიჯერებ ზოგი რამდენს ბედავს ტო...-გაოგნდა კოტე.
-მაგას მე მივხედავ,მარიკას კითხე სად ცხოვრობს,დაბადება უნდა ვანანო.
-რას წამოენთებიხოლმე ბიჭო?ხომ გითხარი მიხედა უტამ.
-მე ჩემი პირადი ანგარიში მაქვს ნიკა,ვინ მიხედა არ მაინტერესებს.
-გეყოფა გიო რა,ატრა*ებ ახლა.
-წავედი მე.-გასაღებს ხელი დაავლო და ისე გავარდა სახლიდან ბიჭებმა სიტყვის თქმა ვერ მოასწრეს...

***
-ასე იყო ყველაფერი,არაფერი ამიხსნა,მაგრამ აშკარად იჩხუბეს...-აუხსნა მეგობრებს ევამ.
-უტა უმიზეზოდ არაფერს იზამდა,ალბათ კარგი მიზეზი იყო.
-გუგას კარგად ვიცნობ,ბევრჯერ დამეხმარა,უტა ნამდვილად ფხიზელი იყო? რა მოხდა ასეთი,რომ გუგას ცემა გახდა საჭირო?-გაიკვირვა მარიკამ.
-არ ვიცი,არ მითხრა უტამ.
-უტა ოჯახის წევრია,თუ რამე გააკეთა ისევ ევას სასიკეთოდ მე ასე მჯერა.-დაიცვა ანიტამ და მეგობარს თვალები დაუბრიალა.
-დავურეკავ გუგას.
-რომ წავალთ მერე.-შეაჩერა მეგობარი.
-ყავას მოვიტან.-სირბილით გავიდა სამზარეულოში ევა.
-რა გჭირს შენ?-მეგობარს გახედა მარიკამ.
-უტას გაუგია როგორ ლაპარაკობდა ევას წონაზე და სხეულზე ცუდად,ამიტომ უცემია.
-რას ამბობ ანიტა?-პირზე ხელი იტაცა ქალმა.-გუგაზე საუბრობ ნამდვილად?
-ჰო გუგაზე ვსაუბრობ,გაგიჟებულა უტა.
-სირცხვილი მას...ღმერთო რა სირცხვილია...
-ყველაფერი მოგვარდება,ევას არ უთხრა,ხომ იცი ეწყინება.
-ხმის ამომღები არ ვარ.-პირზე უჩინარი საკეტი დაიდო და გასაღები გაურკვეველი მიმართულებით ისროლა...



***
-თუ რამე დაგვირეკე კარგი?-თბილად გადაეხვია მეგობარს ანიტა.-მაშინვე გამოვიქცევი.
-აწი ალბათ სამსახურს მოვძებნი,რომ ფული შევაგროვო,ხვალამდე არ დამჭირდებით.
-არ ინერვიულო,მოგვარდება ყველაფერი.
-მადლობა,რომ მოხვედით.კარგად ვარ,სანერვიულოც არაფერია.
-ძალიან ძალიან გვიყვარხარ ორივეს.
-მეც მიყვარხართ,მორჩა წადით თორემ ვიტირებ.-გააფრთხილა მეგობრები და კარი ცხვირწინ მიუხურა...
ესეც ასე...არც აღარც მეგობრები იყვნენ გარშემო,არც დედა,მხოლოდ თვითონ და საკუთარი ფიქრები...
დაწერდა,მაგრამ რისთვის? აწი მხოლოდ საკუთარი ფინანსებით თუ გამოსცემდა წიგნს,სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა. მოწყალებას არ იღებდა არავისგან,თორემ აქამდეც დაბეჭდავდა,უბრალოდ უნდოდა,რომ ყველაფრისთვის თავისი ნიჭით მიეღწია...
-ვინ უნდა იყოს ამ დროს...-ჩაიფრუტუნა თავისთვის და ზლაზვნით წამოდგა,რომ კარი გაეღო.არავის ელოდებოდა.დედა უკან სამშობლოში დაბრუნდა და მარტო უწევდა ისევ ცხოვრება.გოგოები უკვე იყვნენ მასთან...-გიორგი...-გაოგნებულმა ამოთქვა და კარის ზღურბლზე მდგომი კარგად აათვალიერა.-გახეთქილი წარბიდან სისხლი ჯერ ისევ მოსდიოდა.
-შეიძლება შემოვიდე?
-ჰო,ჰო რა თქმა უნდა,შემოდი.-სულ დაიბნა მის დანახვაზე.
-როგორ ხარ ევა?-იქვე კუთხეში დადგა და შორიდან მიაჩერდა ქალს.
-რა დაგემართა?-სისხლიან ხელებზე დახედა ევამ.-იჩხუბე?
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.-მე კარგად ვარ.
-გიორგი...
-არ გინდა გთხოვ...-თბილი ხმით უთხრა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.-მაპატიე ევა.
-რა უნდა გაპატიო?
-ყველაფერი ევა,საერთოდ ყველაფერი...ვიცი,რომ ცუდად გექცევი ხანდახან,მაგრამ ძალით არ ვაკეთებ...როგორც არ უნდა იყოს უნდა იცოდე,რომ მე სულ გვერდით ვარ გესმის?-სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა ქალს და თვალებში ჩააცქერდა.-ვერავინ ვერ გაწყენინებს გესმის?
-მთვრალი ხარ?!-ალკოჰოლის სუნი იგრძნო ევამ.
-მისმინე ევა,ვიცი რომ ვერ მიტან,მაგრამ ჩემთვის როგორი ძვირფასი ხარ ხომ იცი?ნებისმიერს მოვკლავ,ვინც გაწყენინებს.
-გიორგი რა გააკეთე?
-არაფერი ევა,საქმეც ეგაა,რომ არაფერი გამიკეთებია...ვწუხვარ,რომ ამდენი წელია არაფერს ვაკეთებ.-თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა მის წინ მდგომს.-ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ ევა.-ხრინწიანი ხმით ამოთქვა კაცმა.-იმდენად ძვირფასი,რომ მახრჩობს ეს ყველაფერი...
-გიორგი...
-არაფერი თქვა,უბრალოდ რამდენიმე წამი მომეცი გთხოვ...-მკლავები ძლიერად მოხვია და თითები მის თმაში ახლართა.ხარბად შეიგრძნო მისი სურნელი და მხოლოდ რამდენიმე წამით თვალები დახუჭა...საყვარელ ქალს მჭიდროდ ხვევდა მკლავებს და მის სიახლოვეს იმდენად მშვიდად იყო სუნთქვაც კი ავიწყდებოდა...აღარ ახსოვს მერე რა მოხდა,როგორ აღმოჩნდა ევას ოთახში,ევას საწოლში...თავად ევა კი დივანზე მოკალათებულიყო და უძილობა შინაგანად ანგრევდა.
არც მეგობრები დააძინა.მთელი ღამე სწერდა ანიტას და მარიკას,ორივე გაოგნებული იყო გიორგის ქცევით,არცერთი ელოდა მის მისვლას ევასთან...
-ხომ ვამბობ უყვარხარ მაგას,ვერ გამოხატავს,მაგრამ ეგრეა...-არ ცხრებოდა ანიტა.
-ნუ სულელობ მილიონჯერ გითხარი.
-აბა რა უნდა შენს სახლში?-აჰყვა მარიტაც.-თან მთვრალს.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა მაშინვე.
-ჩვენ ვიცით და უნდა გაიგო შენც.-წარბები ეშმაკურად აათამაშა მარიკამ.-შენ რას ფიქრობ აბა? არ უტყდები საკუთარ თავს,რომ მოგწონს?
-არ მომწონს და როგორ გამოვუტყდე?
-კარგი ახლა,მთელი ამდენი წელია კატა-თაგვობანას თამაშობთ და დავიჯერო არაფერს გრძნობ შენ?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-მაშინ რატომ დაიტოვე სახლში?
-მთვრალი იყო გოგო ხომ არ გავაგდებდი?კოტე რომ მოსულიყო არ დავიტოვებდი?
-ოო,კოტე სხვაა.
-მე კოტე და გიორგი ერთნაირად მიყვარს.ნუ იდეაში გიორგი ცოტა უფრო ნაკლებად.--დაამატა ბოლოს.
-რა სულელი ხარ ევაა...-სასაცილოდ არ ეყოთ გოგონებს მისი ნათქვამი.-მოკლედ მე უნდა წავიდე,სამსახურისთვის მოვემზადო,შენ ეცადე შარს ერიდო.-საათს დახედა მარიკამ.
-მთელი ცხოვრებაა მაგას ვცდილობ.-ნაძალადევად გაუღიმა ორივეს და ზარი დაასრულა...
-გათენებულიყო მაინც.-მოესმა გიორგის ბოხი ხმა ზურგს უკან.
-დიდი ხანია ადექი?
-ამ წამს.-ნელი ნაბიჯით გადაკვეთა ოთახი კაცმა.-აქ გეძინა?-დივანზე დადებულ პლედს და ბალიშს გახედა კაცმა.
-არა,ანუ კი,მაგრამ არა.
-რატომ არ გამაღვიძე? აქ მე დავიძინებდი.
-ისეთი არაფერია.-მხრები აიჩეჩა.
-ბოდიში,რომ ასე შემოგეჭერი,არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
-გუშინ საღამოდან ბოდიშებს მიხდი და მიზეზი ჯერ ისევ არ ვიცი.
-უბრალოდ არ მინდოდა შენი შეწუხება.
-გუშინ ვის ეჩხუბე?
-საიდან მოიტანე,რომ ვიჩხუბე?
-ხელებზე დაიხედე და მიხვდები.-თავისთვის ჩაილაპარაკა და სამზარეულოში ნელი ნაბიჯით გავიდა.-ყავას დალევ?
-უნდა წავიდე.
-გიორგი.-შეაჩერა მაშინვე.-დავილაპარაკოთ.
-უნდა წავიდე ევა.
-გიორგი...-წინ დაუდგა ქალი.-გთხოვ...
-ახლა არა ევა.-ისევ იუარა,მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა...


***
-ევა შესვენებაზე გავდივარ,თუ შეიძლება ფოტოები ჩემს მაგიდაზე დატოვე და მოგვიანებით გადავხედავ.-მშვიდად დაუბარა უფროსმა და ოფისის მოპირდაპირედ მდებარე კაფეში გადავიდა როგორც ყოველთვის.ამ ადგილას მართლაც საუკეთესო ყავას ამზადებდნენ და უგემრიელეს დესერტებსაც აცხობდნენ...ევას მართლა აღარ წარმოედგინა,რომ რაიმე უცნაური კიდევ შეიძლებოდა მომხდარიყო,მაგრამ მოულოდნელად ოთახში ქალბატონი ნინოს სილუეტი,რომ დაინახა საერთოდ წაეშალა სახე...
-ევა გამარჯობა.-მშვიდად წამოიწყო ქალმა და მისი მაგიდის წინ დადგა.-როგორ ხარ?
-მადლობა კარგად,თქვენ როგორ გიკითხოთ?
-მეც კარგად ჩემო კარგო.-თბილად გაუღიმა.-რამდენიმე წუთს ხომ ვერ დამითმობდი?
-დიახ,რა თქმა უნდა,დაბრძანდით.ყავას მოვიტან.
-საჭირო არ არის.-იუარა მაშინვე.-სალაპარაკოდ მოვედი,საქმეები მაქვს მალე უნდა წავიდე.
-გისმენთ.-მის წინ ჩამოჯდა ევა.
-ვიცი,რომ გუშინ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა შეხვედრაზე.ამას არ ველოდი არც მე და არც ჩემი კოლეგები.გუგასგან ჩვენც გაგვიკვირდა მსგავსი ქცევა და დარწმუნებული ვარ შენც შეურაცხყოფილად გრძნობ თავს.
-სიმართლე,რომ ითქვას მე...
-ევა ჩემო კარგო...-შეაწყვეტინა ქალმა.-ჩვენ ამ წლების განმავლობაში უამრავ ადამიანთან გვიმუშავია და გუგას მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს.არ ვიცი აზრად საიდან მოუვიდა შენს სხეულზე კომენტარის გაკეთება,მაგრამ რაც არ უნდა იყოსდ დანარჩენები ამ აზრს არ ვიზიარებთ და შენთან მუშაობა გვინდა.
-ჩემს სხეულზე?-გაოგნებული დარჩა ქალი.
-ჩვენ მოდელებს არ ვეძებთ,ჭკვიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს გვინდა შანსი მივცეთ და შენც არაფერი გაქვს დასაწუნი.ის,რომ ზედმეტი 5 კილო გაქვს,როგორც ამას გუგა ამბობს სიმართლეს არ შეესაბამება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს საქმესთან.
-მოიცადეთ...-სულ დაიბნა ევა.-გუგამ ჩემს წონაზე ილაპარაკა?
-ბატონმა უტამ ხომ ამიტომაც იჩხუბა,არ გითხრათ?-გაოგნდა ქალი,მაშინვე ინანა,რომ ამაზე საუბარი დაიწყო.
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-ჩემს წონას ისტორიასთან რა კავშირი აქვს?ამის გამო ჩემთვის უარის თქმა უნდოდა?
-გუგას უნდოდა,რომ შენგან ისტორია ეყიდა და სხვა გოგონას სახელით გამოეცა...
-რას ამბობთ ქალბატონო ნინო?
-ბოდიში ევა,მეგონა გითხრა შენმა მეგობარმა.
-აქ რისთვის მოხვედით?-აკანკალებული ხელები ძლივს დაიმორჩილა და მაგიდის ქვემოთ დამალა.
-მინდოდა პარტნიორობა შემომეთავაზებინა,გუგას გარეშე რა თქმა უნდა,მხოლოდ მე და შენ.
-მაგას ვაჩვენებ!-ნერვების კონტროლი საერთოდ უჭირდა.ხელები მუშტად შეკრა და ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილები კანში შეისო,რომ მდგომარეობა გაენეიტრალებინა.
-გთხოვ დაფიქრდი ამაზე,მე ყველაფერს მოგცემ,რაც გჭირდება,რომ წარმატებული მწერალი იყო,შენი სახელით რა თქმა უნდა.
-მე...-უკვე ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.-მე...მე უნდა წავიდე.-სასწრაფოდ წამოვარდა ფეხზე და ისე,რომ უფროსიც კი არ გაუფრთხილებია სირბილით გავარდა შენობიდან.
-ევა...-მხოლოდ სმენას მისწვდა ნინოს ყვირილი,მაგრამ ამაოდ.შემხვედრი ტაქსი გააჩერა და ისე,რომ მისამართიც არ უკარნახა მძღოლს უბრალოდ სიარული სთხოვა...

***
-გისმენ ევა.-გაისმა მობილურში ნიკას მშვიდი ხმა.
-უტა სად ცხოვრობს?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-ნიკა უტა სად ცხოვრობს?
-საბურთალოზე,რა ხდება?-გაუკვირდა მისი ქცევა.-კარგად ხარ ევა? რაღაც ხმა არ მომწონს.
-გთხოვ მისამართი გამომიგზავნე,საქმე მაქვს უტასთან.-სწრაფად მიაყარა და ზარი დაასრულა.-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!-გაბრაზებული ქოთქოთს მოჰყვა და მძღოლს ნიკას გაგზავნილი მისამართი უკარნახა.მიდიოდა,მაგრამ რა უნდა ეთქვა? გალანძღვას აპირებდა? უტას ხომ არაფერი დაუშავებია...არა,როგორ არ დააშავა,ევას დაუმალა,რომ მისი წონის გამო დაიწუნა რედაქტორმა.საგანგაშო არაფერი სჭირდა,უბრალოდ დაბალი იყო და მეტად ეტყობოდა ოდნავ წამოზრდილი ფორმები,თუმცა ისედაც სულ ბულინგის მსხვერპლი იყო და ერთადერთი სადაც ამას არ ელოდა მისი სამყარო იყო,მწერლების სამყარო,სადაც ყველა რაღაც განსაკუთრებულს ქმნიდა,თუმცა იქაც გათელეს და გადაუარეს...ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი მაჯით მოიწმინდა და ნელი ნაბიჯით აიარა კორპუსის კიბეები.მისი კარის წინ იდგა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.ზარი დაერეკა და ჩხუბი დაეწყო,თუ უბრალოდ ეკითხა რატომ დაუმალა ასეთი ამბავი? თუმცა რა კითხვა უნდოდა,ნამდვილად შეეცოდა და ამიტომ დაუმალა. ტვინში განგაშის ზარი ჩაერთო და მაშინვე გიჟივით დაიწყო კარზე ბრახუნი.რამდენიმე წამი იყო გასული საკეტის ხმა,რომ გაისმა და ზღურბლზე წელს ზემოთ შიშველი დადვანი,რომ გამოჩნდა.ნაცრისფერი სპორტული შარვალი მოერგო ტანზე და მძიმედ სუნთქავდა,მისაღებში მოწყობილი სივრცით თუ ვიმსჯელებდით ნამდვილად ვარჯიშობდა.
-ევა?
-შენ...შენ თავს რამდენის უფლებას აძლევ?
-რა?
-გეგონა ვერ გავუმკლავდებოდი იმას,რომ ჩემმა საოცნებო რედაქტორმა ზედმეტი კილოგრამების გამო დამიწუნა? პატარა ბავშვი ხომ არ გგონივარ უტა?
-ნუ ყვირი.-მშვიდად მიუგო და კარი მიხურა,რომ მეზობლები არ შეეწუხებინა.-ვინ გითხრა?
-ნინო იყო დღეს მოსული,პარტნიორობა შემომთავაზა და გუშინდელის გამო ბოდიში მომიხადა.თურმე მას არ აქვს პრობლემა ჩემს წონასთან.
-ევა...
-არა გეყოფა.-შეაწყვეტინა მაშინვე.-მე პატარა ბავშვი არ ვარ გესმის? შემიძლია ამას გავუმკლავდე,მთელი ცხოვრებაა ამას ვისმენ,ისევ შევძლებ ატანას...
-მომისმინე...-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-ნუ ყვირი,არ არის აუცილებელი ისტერიკა,ისედაც მესმის შენი.არ მინდოდა გული გტკენოდა და ამიტომ არ გითხარი,თანაც სიმართლე არ უთქვამს და ვიღაც თუ დაკომპლექსებულია და ანორექსიით დაავადებული მწერალი სჭირდება დადგეს და იპოვოს,ამის გამო გული რატომ უნდა გეტკინოს შენ?პატარა გოგო ხარ და შენი მოტყუება უნდოდა,ამის უფლება არ მივეცი მერე?ეს პრობლემა რატომ არის?
-პრობლემა ის არის,რომ დამიმალე.შენ ჩემი მეგობარი არ ხარ და ჩემზე ზრუნვა არ გევალება,არც ჩემი მოტყუება და საერთოდ არაფერი გევალება.რატომ დამიმალე?
-ევა შენ მართლა ვერ გაიგე თუ არ გინდა,რომ გაიგო?-გაოგნდა დადვანი.-გუგა იდიოტია და მორჩა.მის გამო რატომ უნდა ნერიულობდე?
-პატარა გოგო არ ვარ,გადავიტან რაც არ უნდა თქვან ჩემზე.
-მჯერა,რომ გადაიტან,მაგრამ რატომ?ღირს ამად შენი ცრემლები ევა?-ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა კაცი.-არ იტირო,გთხოვ.-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია კაცმა.
-მე სულ ასეთი ვიყავი,ყოველთვის პრობლემა მქონდა და ვიღაც სულ მიმითითებდა ამაზე,მაგრამ არ მეგონა ეს წერაში ხელს თუ შემიშლიდა...-ამოისრუტუნა ქალმა და ცრემლები ხელის ზურგით შეიმშრალა.
-გთხოვ არ იტირო...-თითქოს გულში რაღაც ჩაწყდა დადვანს მისი ცრემლების დანახვისას,თავი იმდენად ცუდად იგრნო უნდოდა გუგასთვის მეორე რაუნდი მოეწყო...-არაფერი არ გჭირს ევა,უბრალოდ სამყარო და ადამიანები არიან მახინჯები.სულიერად ზოგი ისეთი მახინჯია...ეს შენ არ გიკავშირდება...-გულზე ჰყავდა მიხუტებული ატირებული გოგონა და მის დამშვიდებას ცდილობდა.მართლა ბავშვივით იყო,მაგრამ ამას როგორ ეტყოდა,იმდენად იყო გაბრაზებული ალბათ უტას თავს გაუტეხავდა...
-გუგას მაგ სიტყვებს აუცილებლად ვანანებ...-აგრძელებდა ისევ.
-დაწყნარდი რა,არავისთვის დასამტკიცებელი არაფერი არ გაქვს.იდეალური ხარ და სხვების გამო შეცვლა არ გჭირდება.
-მე უბრალოდ მწერლობა მინდოდა...
-ისევ გინდა და იქნები კიდეც,უბრალოდ ახლა ნაწყენი და გაბრაზებული ხარ.ყველაფერი კარგად გექნება,აი ნახავ...
-ბოდიში ასე,რომ შემოგეჭერი...უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი.
-მოდი დაჯექი,წყალს მოგიტან.-მისაღებში მასთან ერთად შევიდა და ფინჯანი ხელში მიაწოდა.-ისუნთქე,ნერვებს ნუ აყვები.
-მადლობა უტა.-ფინჯანი ისევ უკან გაუწოდა კაცს.
-ხელზე რა დაგემართა?-მაშინვე შეამჩნია მცირე სისხლის კვალი ხელის გულზე.-როდის იტკინე?-მისი ხელი კარგად შეათვალიერა.-ევა,რა არის ეს?-ფრჩხილების კვალს წარბაწეულმა დახედა.
-არაფერი,შემთხვევით მოხდა.-მაშინვე გამოწია ხელი და ფაქტობრივად დაუმალა ორივე ხელის გული.
-შემომხედე ევა.-მის წინ ჩაიმუხლა დადვანი.-არასოდეს...არასოდეს არ ავნო საკუთარ თავს გესმის?
-სისულელეა ეს უბრალოდ...
-სისულელე არ არის ევა!-გაუწყრა უტა.-არ შეიძლება გესმის?ვიღაც სი*ების გამო საკუთარ თავს ზიანი არ უნდა მიაყენო.თავიდან ასეთი შემთხვევითობებით იწყება და მერე შეიძლება რაიმე სერიოზულში გადაიზარდოს.რაც არ უნდა მოხდეს ევა გთხოვ,საკუთარ თავს ასე ნუ მოექცევი...-ხმა დაუთბა კაცს.-პატარა ხარ,მთელი ცხოვრება წინ გაქვს,ულამაზესი გოგო ხარ,კეთილი,ჭკვიანი,წესიერი,სუფთა ფურცელი ხარ,რომელზეც მხოლოდ ახლა იწყებენ წერას...რატომ არ გინდა ეს დაინახო?საკუთარი თავის სიყვარულს თუ არ ისწავლი სხვას როგორ უნდა მოსთხოვო,რომ უყვარდე?
-არავის არაფერს არ ვთხოვ,უბრალოდ მშვიდად ცხოვრება მინდა...-ნაღვლიანად ამოთქვა და მხოლოდ რამდენიმე წამით დახუჭა თვალები,უბრალოდ მშვიდად სუნთქვა სჭირდებოდა და რადგან სიმშვიდეს გრძნობდა მხოლოდ რამდენიმე წამით მოადუნა სხეული. ვერც გაიაზრა ისე ჩაეძინა ემოციებისგან დაცლილს დადვანის მისაღებ ოთახში,არც ის გაუგონია როგორ გადაიყვანა უტამ საძინებელში და როგორ გაუთიშა მობილური,რომ მხოლოდ ცოტახნით,არავის შეეწუხებინა და მისთვის გული აღარავის ეტკინა...


***
-ღმერთო რა სირცხვილია.-რამდენიმე საათის შემდეგ გამოეღვიძა ევას,უცხო სახლში,უცხო საწოლში...-ღმერთო...-მაშინვე ფეხზე წამოვარდა და ფეხშიშველი გავარდა მისაღებში.
-კარგ დროს ადექი,საჭმელი თითქმის მზადაა.
-უტა...დიდი ბოდიში მე...
-ჩშშ.-გააჩუმა მაშინვე.-ხორცს ხომ ჭამ?უგემრიელესი ვახშამია.
-რამდენხანს მეძინა?-ფანჯრიდან გახედვისას შენიშნა,რომ გარეთ უკვე ბინდი იყო.
-დაახლოებით 4 საათი.უკეთ ხარ?
-ახლა უფრო მეტად მრცხვენია.
-რატომ?-გაიკვირვა მისი ნათქვამი და ცეცხლი ჩააქრო.
-სახლში მოგივარდი,გეჩხუბე,ვიტირე და თან აქ შემოვრჩი...
-ასეთი სისულელეებით თავს ნუ დაიღლი კარგი?დაჯექი მოდი.-სკამი გამოუწია,რომ მაგიდასთან დამჯდარიყო.-გვაქვს ცეზარის სალათი,შემწვარი ხორცი და ცივი ყავა.დიდი ვერაფერი,მაგრამ შიმშილს ჯობია.
-არ მშია უტა,მაგრამ ყავას დავლევ.
-კარგი რა,ამდენი ვიწვალე,გასინჯე მაინც.-„იწყინა“ მისი ნათქვამი.
-უტა მართლა არ...
-ევა,შენთვის მოვამზადე ეს ყველაფერი თორემ მე მოხარშული თევზი მქონდა წესით რაციონში,ახლავე დაიწყე ჭამა მიდი.
-ცეზარს შევჭამ.-მის ნებას დაჰყვა ქალი და მიუხედავად იმისა,რომ მადა მართლა არ ჰქონდა მისი ხათრით დაიწყო ჭამა.
-შენი ტელეფონი გამომართვი,გაუჩერებლად რეკავდა ამიტომ გავთიშე,იმედია არ გამიბრაზდები.
-იმედია დედაჩემი არ იყო,თორემ მისი გაბრაზება ორივეს გვეყოფა.
-არა,შოთა გირეკავდა,მერე გიორგიც,მარიკაც რეკავდა,ამიტომ ნიკას დავურეკე და ვუთხარი,რომ ჩემთან იყავი,მეგობრებს,რომ არ ენერვიულათ.
-მადლობა.-მშვიდად მიუგო და გამოტოვებულ ზარებს აუყვა.-ნეტავ ამათ რაღა უნდოდათ.-გიორგისა და შოთას დანახვაზე თვალები მობეზრებულად აატრიალა და მობილური გვერდით გადადო.-მნიშვნელოვანი არავინ და არაფერი.სხვათაშორის გემრიელი სალათია.
-ხორციც გასინჯე,ესეც ძალიან გემრიელია დამიჯერე.
-არა,დავნაყრდი მართლა.
-მხოლოდ ერთი ნაჭერი რა.მეტს არ დაგაძალებ.
-კარგი...-იცოდა,რომ არ მოეშვებოდა და ყველაზე პატარა ნაჭერი აიღო.გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც ჭამას,რომ აძალებდა,რადგან შიოდა თუმცა მადა არ ჰქონდა ოფისში მომხდარის გამო.-ყველაფერი ძალიან გემრიელია მართლა,მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
-მოიცადე,ავალაგებ და წაგიყვან.
-არა უტა,საჭირო არ არის.
-ევა,მე წაგიყვან,რა პრობლემაა?
-პრობლემა არ არის,მაგრამ არ მინდა კიდევ ზედმეტად შეგაწუხო.
-არ მაწუხებ.
-არა უტა,ჩემით წავალ,აი უკვე გამოვიძახე ტაქსი.-ფეხზე წამოვარდა და მობილური მისკენ შეაბრუნა.
-ასეთი ჯიუტი რატომ ხარ?-გაიკვირვა კაცმა და გასაღები იქვე მაგიდაზე მიაგდო.
-ყველაფრისთვის დიდი მადლობა მართლა,ფეხსაცმელს ავიღებ ოთახიდან და წავალ.
-ასე სად გეჩქარება?
-უბრალოდ უნდა წავიდე,მართლა დიდი მადლობა ყველაფრისთვის.-ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და კართან რამდენიმე წამით შეჩერდა.-კარგი ადამიანი ხარ უტა.-მხოლოდ ამის თქმა მოასწრო და კარს მიღმა გაუჩინარდა...



***
13 ივნისს არასოდეს დაივიწყებდა...ალბათ იკითხავთ რატომ?რა მიზეზით? 13 ივნისს ის 15 წლის ევა დაბრუნდა,რომელიც საშინელი ბულინგის მსხვერპლი იყო სკოლაში.სწორედ ამ ევამ გადაწყვიტა გარეგნობის შეცვლა და თურქულ სერიალში ნანახი ეპიზოდით შთაგონებულმა,სადაც გოგონა ჭამის შემდეგ პირღებინებას იწყებს საკუთარი თავის ტანჯვა დაიწყო.სწორედ ის ევა გაცოცხლდა 21 წლის ევას სხეულში და სახლში მისული პირდაპირ საპირფარეშოსკენ გაიქცა...სძულდა საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში,სძულდა საკუთარი ანარეკლი სარკეში,სძულდა ყველაფერი,რაც მის გარეგნობას უკავშირდებოდა...გგონიათ რაიმე ისეთი სჭირდა,რომ პირველივე შემხვედრს შეემჩნია და ხაზი გაესვა? არა! უბრალოდ წლების განმავლობაში გაუთავებელმა ბულინგმა ამ ზომამდე მიიყვანა და საკუთარი თავის კომპლექსი გაუჩინა...ეს იყო ევა,რომელიც დაცინვამ და სიძულვილმა შექმნა. ეს ყველაფერი კი სწორედ იმ ბიჭით დაიწყო,რომელიც სკოლის პერიოდში მოსწონდა...მაშინ მხოლოდ 1 კვირა გაძლო,ახლა საკუთარ თავს გამოცდას უწყობდა,რომელიც აუცილებლად უნდა ჩაებარებინა...



***
-ისევ გაბრაზებულია შენზე?
-ისე უცებ გამოვიქეცი სამსახურიდან ფოტოებიც ვერ დავუტოვე,არც ზარებზე ვპასუხობდი,რამდენი ბოდიშიც არ უნდა მოვუხადო არაფერი შეიცვლება.ალბათ მალე გამაგდებს.
-მაგის გამო ხომ არ გაგაგდებს,ნუ სულელობ.თან 1 კვირა გავიდა უკვე,აქამდე გაგაგდებდა,რომ სდომოდა.
-არ ვიცი რა,ძალიან გაბრაზდა,სულ თვალს მადევნებს.
-ნინო აღარ მოსულა შენთან?-მაინც ვერ მოითმინა მარიკამ.
-დამირეკა,მაგრამ უარი ვუთხარი,არ მინდა მაგათთან რამე საერთო მქონდეს.გუგას ელაპარაკე?
-გუგას ძალიან გავუბრაზდი და ვუთხარი აღარასოდეს დაერეკა ჩემთვის,ისედაც საკმარისად შემარცხვინა.
-შენ რა შუაში ხარ?-მხარზე ხელი ჩამოუსვა მეგობარს.-შენი ბრალი არ არის,ორივემ ვიცით.
-როგორ არა,მე მიგიყვანე გუგას კართან,მაგრამ აღარასოდეს შეგაწუხებს გპირდები.
-დაწყნარდი რა,ხომ იცი მე შენზე არ ვბრაზდები.-ღიმილით გახედა მეგობარს და ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.
-ევა ძალიან გემრიელი პასტაა,გასინჯე.
-არ მშია,სანამ სახლიდან გამოვიდოდი ვჭამე.-უდარდელად ჩაილაპარაკა და იქაურობა მოათვალიერა. ამ კაფეში მოსვლა ყოველთვის უყვარდა.შესანიშნავი,მეგობრული თანამშრომლები და უგემრიელესი კერძები ჰქონდათ,ყავაც არანაკლებ გემრიელი,მაგრამ მისი დიეტიდან გამომდინარე აწი მათი კერძების დაგემოვნებას დიდხანს ვერ ეღირსებოდა...
-გოგოებო გიორგის დაბადებისდღეზე რა ვქნათ?-გაახსენა მეგობრებს მარიკამ.
-ნიკამ სახლში დავადგეთ 12-ზე პირდაპირო.
-მე ვფიქრობდი სახლი ვიქირაოთ სადმეთქო,დავლიოთ,გავერთოთ.მოწყენილი ვარ სამსახურის გადამკიდე,თან შაბათი დღე უწევს,კვირასაც ვისვენებთ და პრობლემაც არ იქნება.
-2 დღეში სად უნდა ნახო სახლი,თან ხომ იცი გიორგი ვერ იტანს წვეულებებს.
-ჩვენთან გაუხარდება ხომ იცი.-არ მოეშვა მეგობრებს მარიკა.-ყველაფერი მოგვარებადია,სახლის პოვნას რა უნდა.
-ახლა მაგისი ბუზღუნი ვისმინოთ კიდე რა...-თავისთვის ჩაილაპარაკა ევამ.-ხო იცი იბუზღუნებს.
-გაუხარდება ევა,შენი ნახვა განსაკუთრებით.
-არ გინდათ ახლა ეს დრამატიზება რა.
-მოკლედ მე ისედაც ყველაფერი მოფიქრებული მქონდა,თქვენი აზრი მაინტერესებდა.-მაგიდაზე საქმიანი ქალივით დააწყო ხელები მარიკამ.-სახლიც ვიპოვე,მცხეთაში ულამაზესი კერძო ბინაა,დიდი ეზოთი,აუზი,მაყალი,ყველაფერია.
-ამას უყურეთ რა.-თვალები დააკვესა ევამ.-ბარემ არ გეკითხა და პირდაპირ ტაქსები გამოგეგზავნა მისამართზე,რომ მოვეყვანეთ.
-მაგასაც ვფიქრობდით მე და კოტე,მაგრამ გიორგის დათანხმება გაგვიჭირდებოდა და შენ გვჭირდები ყველა შემთხვევაში.
-შანსი არ არის.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-მე გიორგის ვერ დავითანხმებ.
-კარგი რა,ორი სიტყვა უნდა უთხრა და სირბილით წამოვა.
-შანსი არ არის.-ისევ იუარა ქალმა.
-გთხოვ ევა...სექტემბერში ყველა დავიფანტებით,ზაფხული უნდა შევირგოთ,ჩვენი ბოლო ზაფხულია ერთად.-ხმაში მუდარა გაურია.
-გეგონება ვკვდებით,რა ბოლო ზაფხული.-დატუქსა ანიტამ.
-გიორგი მიდის,უტაც წავა,შენ და ნიკამ თაფლობის თვეო...
-გიორგი მალე დაბრუნდება,საქმეები აქვს უბრალოდ.მე და ნიკა 3 კვირით მივდივართ.უტა წლობით ალბათ,მაგრამ უტა ისედაც სულ წასულია.
-არაუშავს,მე ახლა მინდა,რომ კარგი დრო გავატაროთ.-ისევ აბუზღუნდა გოგონა.-დღეს ადი გიორგისთან და სთხოვე,რომ წამოვიდეს მცხეთაში.-ევას მიუბრუნდა ისევ.
-თან სახლში მივაკითხო?
-გთხოვ ევა...-ტუჩები დაბრიცა უკმაყოფილებისგან...
-კარგი ჰო.-ნაძალადევად ამოთქვა და ხელები ყავის ფინჯანს მჭიდროდ მოხვია.
-სახლზე დავრეკავთ მე და კოტე.პროდუქტებზე შენ და ნიკამ იზრუნეთ.-მიუბრუნდა ანიტას.-ევა შენ მერე უტაც დაპატიჟე კარგი?
-კი,რა პრობლემაა სახლში მივაკითხავ ყველას,ვითომ ფოსტალიონი ვარ.
-კარგი ახლა,მოსაგვარებელია ბევრი რამ,შეგიძლია უტასთან ერთად დეკორაციები,რომ იყიდო?
-რა გინდა გიორგის ბუშტები ვუყიდო?
-გოგო ფერადი კვამლი და მსგავსი რაღაცები,რა ბუშტები?
-კარგი ჰო.-თვალები მობეზრებულად აატრიალა და ფეხზე წამოდგა.დაახლოებით 8 საათისთვის ავალ გიორგისთან.წიგნების ყიდვა მინდა ბიბლუსში გავივლი,სახლში ავალ და თან მოვიფიქრებ როგორ დავითანხმო.
-საუკეთესო ხარ.-ბედნიერმა შემოჰკრა ტაში და მეგობარს გადაეხვია.
-მაშინ მე და ნიკა საყიდლების სიას მივხედავთ.
-ეგრე რა,მეტი მონდომებაა საჭირო და ყველაფერი გამოვა.-ღიმილით გახედა მეგობრებს მარიკამ და ნივთები ჩანთაში ჩაიწყო.-22-ში შევხვდებით მაშინ.-სახიდან ღიმილს არ იშორებდა ქალი.უყვარდა მეგობრებთან დროის გატარება,სხვების გახარება და ძველი დროის გახსენება.გიორგი სულ უჟმური იყო,მაგრამ მეგობრები მასაც ძალიან უყვარდა და ეს მოულოდნელი ამბავი ძალიან გაახარებდა.




***
თითქმის ერთი საათი გაატარა მაღაზიაში ევამ,უამრავი წიგნი იყიდა,თითქოს თავისუფალი დრო ჰქონოდა წასაკითხად.გიორგისთვის საჩუქარიც აარჩია და კმაყოფილი დაბრუნდა ბინაში.მთელი გზა ალაგებდა ტექსტს თუ როგორ უნდა ეთხოვა გიორგისთვის მცხეთაში წასვლა,მაგრამ სწორი სიტყვების პოვნა უჭირდა.იცოდა რაიმეს უხეშად ეტყოდა და მერე მაინც აურევდა სათქმელს ამიტომ მოფიქრებას აზრი არ ჰქონდა.გზად ორი ყავა იყიდა და ნელი ნაბიჯით აიარა კიბეები.ლიფტით არასოდეს დადიოდა,მიუხედავად იმისა,რომ მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა გიორგი.შიში ჰქონდა,კარი როგორც კი იკეტებოდა პანიკური შეტევა ეწყებოდა. კიდევ ერთხელ გაიმეორა ტექსტი გონებაში და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა.თავი წინასწარ დაიმშვიდა,დაბადებისდღემდე 2 დღით ადრე მასთან ჩხუბს არ აპირებდა,რაც არ უნდა ეთქვა გაუღიმებდა და მშვიდად გააგრძელებდა საუბარს.
-გამარჯობა...-მოულოდნელად მოსწყდა მის ბაგეს და კარში მდგომი ქალი მშვიდად აათვალიერა.შიშველ სხეულზე გიორგის მაისური მოერგო,რომელიც თითქმის მუხლამდე სწვდებოდა.გაშლილი თმა ცალ მხარეს გადაეყარა და მომლოდინე მზერით მისჩერებოდა ევას.
-მითხარი,რომ პიცა მოიტანეს,მგელივით მშია.-მოესმა გიორგის ხმა ქალს.
-ყავა მოიტანეს,ყავა არ შეგვიკვეთავს.-გაუღიმა ევას.-Babe შენ შეუკვეთე?-გასძახა კაცს და ევას კიდევ ერთხელ დააკვირდა.
-არა მე…მე არ…-სულ დაიბნა ევა.
-არა რა ყავა,პიცა გამოვიძახე.-მშვიდად გამოვიდა შორტისამარა კაცი დერეფანში და ევას დანახვისას ადგილზე გაიყინა.-ევა…
-მე უბრალოდ…მე…-სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.ძალიან დაიბნა,თავადაც ვერ მიხვდა რატომ.-ყავას დავტოვებ.-გოგონას ჰოლდერი ხელებში შეაჩეჩა და კიბეებზე სირბილით დაეშვა.
-ევა!-მაშინვე უკან მიჰყვა გიორგი და ფეხშიშველი დაედევნა გოგონას.-ევა მოიცადე!
-ბოდიში გაუფრთხილებლად არ უნდა მოვსულიყავი.მისთვის არც შეუხედავს ისე უთხრა და კორპუსიდან გავიდა.
-ევა!-ხელში წვდა კაცი და თავისკენ შეაბრუნა.-ნუ სულელობ.
-მე უბრალოდ საქმე მქონდა,ამიტომ მოვედი.
-ამოდი და ვილაპარაკოთ,ვთხოვ,რომ წავიდეს.-ქალზე მიანიშნა.
-არა.-იუარა მაშინვე.-უბრალოდ…უბრალოდ გოგოებმა მთხოვეს წვეულების ამბავზე დამეთანხმებინე…დაბადებისდღისთვის სახლი იქირავეს მცხეთაში,გაგვიხარდება თუ არ გაბრაზდები და მოხვალ.-თავი მისგან სასწრაფოდ დაიხსნა და ზურგი აქცია.
-ევა!-სმენას მისწვდა მისი სიტყვები,თუმცა ევას უკან არ მოუხედავს…


***
-რას მეუბნები.-სასაცილოდ არ ეყო ანიტას.-მერე?
-მერე წამოვედი,შემრცხვა.-ჩაიბურტყუნა თავისთვის და ყავის ასაღებად უტას სახლთან ახლოს მდებარე კაფეში შევიდა.
-იეჭვიანე? თუ რა რეაქცია იყო ეგ?
-შემრცხვა გოგო რა ვიეჭვიანე? რომანტიული საღამო ჰქონდათ და მე კარზე მივადექი.
-გიორგის ვინმე თუ ჰყავდა არ ვიცოდი.
-რაში მაინტერესებს? უბრალოდ არ ველოდი და მომერიდა იქ ხო არ ჩამოვუჯდებოდი.
-სათქმელი თუ უთხარი? ხომ მოვა?-ჩაერთო მარიკაც.
-არ ვიცი,უცებ ვუთხარი,მგონი ვერაფერი გაიგო.
-ვაიმე ევა…უტას მაინც აუხსენი ნორმალურად,რომ დაპატიჟებულია.
-მაგისი სახლიდანაც შიშველი ქალი თუ არ გამომხედავს ავუხსნი.-სასაცილოდ არ ეყო ქალს.
-ხომ თქვი ეცვაო?
-ხო გიორგის მაისური და ისე ჰქონდა მკერდი გადმოწეული ლამის თავზე დამალაგა.
-ვაიმე ევაა.-სიცილს ვერ იკავებდნენ გოგონები.
-მორჩა ყავას ავიღებ და წავალ.
-დარეკე რას გეტყვის რომ ვიცოდეთ.
-რა უნდა უთხრას,წამოვა.-გაიკვირვა ანიტამ და ზარი დაასრულა…
იქვე კაფეში ორი ყავა აიღო და დადვანის სახლისკენ აიღო გეზი.დღეს არაფერი ჰქონდა ნაჭამი,მაგრამ ყავას სვამდა სამაგიეროდ მეასე ჭიქას.ძლივს აიარა კიბეები უკვე ძალიან დაღლილი იყო და კარზე სამჯერ დააკაკუნა. რამდენიმე წამი დასჭირდა უტას კარის გასაღებად და მადლობა ღმერთს ის მაინც იყო ჩაცმული,შვებით ამოისუნთქა და ოდნავშესამჩნევად გაუღიმა.
-საღამომშვიდობის.
-ევა,რა სიურპრიზია,შემოდი.-მაშინვე გვერდით გაიწია,რომ სახლში შესვლა შესძლებოდა და კარი ზურგს უკან ხმაურით დახურა.
-იმედია არ შეგაწუხებ,საქმე მაქვს და…ოღონდ ისევ არა,ვალენტინობაა თუ რა ხდება.-სავარძლის კიდეზე ჩამომჯდარ ქალს გახედა ევამ.-ბოდიში არ ვიცოდი თუ…მე…მე წავალ.-დაბნეული ალაპარაკდა და მაშინვე გასასვლელისკენ შებრუნდა.
-ევა მოიცადე.-ხელზე ხელი მოკიდა დადვანმა.-ქალბატონი ანანო ჩემს ნახატებზე სასაუბროდ მოვიდა,მყიდველი ყავს და ნახვა უნდოდა.
-როგორც ვხვდები ყველაფერი კარგად არის,ამიტომ ჩემს კლიენტსაც ვეტყვი,რომ კონტრაქტი შეადგინოს უტა,უახლოეს დღეებში გამოგიგზავნი და ნახატებსაც წაიღებენ.-მშვიდად განმარტა ქალმა.
-მადლობა ქალბატონო ანანო,იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.
-მე წავალ ხელს აღარ შეგიშლით და დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.-ევას მშვიდად გაუღიმა და გვერდი აუარა.-ძალიან ლამაზი გოგოა.-ჩუმად გადაულაპარაკა უტას.-ნიკოს მისი ნახატიც მოეწონებოდა.-თვალი ჩაუკრა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
-ბოდიში უხერხულად გამოვიდა.-ნაძალადევად გაუღიმა და ჰოლდერიდან ჭიქის ამოღება სცადა,რომ მისთვის მიეწოდებინა.
-დაგეხმარო?
-არა,თავადაც ვიზამ,უბრალოდ გრძელი ფრჩხილები მაქვს და…ვაიმე ღმერთო დავიწვი…-დაიყვირა მთელი ხმით და ჰოლდერი ოთახის მეორე ბოლოში მოისროლა.-ვაიმე ფეხები.
-ხომ გითხარი დაგეხმარებითქო.-მის წინ დადგა დადვანი და შარვალზე დახედა,რომელსაც ჯერ ისევ ორთქლი ასდიოდა.-შარვალი გაიხადე,მე ყინულს მოვიტან.
-რა?
-გაიხადე შარვალი ევა!-მკაცრი ტონით ამოთქვა და მაცივრიდან ყინულის კუბები გამოიღო.-მოდი აქ დაჯექი.-სავარძელზე მიუთითა და მის წინ ჩაიმუხლა.-პარკში გახვეული ყინულის ნატეხები ნელა დაადო ფეხზე და თან რიტმულად სულს უბერავდა.
-ღმერთო.-ცრემლები ვერ შეიკავა ქალმა და თვალი მოარიდა სააღდგომო კვერცხივით გაწითლებულ ფეხს.
-ძალიან გტკივა?
-ჰო…-ამოისრუტუნა ბავშვივით და ცრემლები ხელის გულით შეიმშრალა.
-რატომ ხარ ჯიუტი?რომ გეთქვა ხომ დაგეხმარებოდი.
-ნუ მიმატებ კარგი? ისედაც მტკივა.
-კარგი,კარგი.-დანებების ნიშნად ხელები აწია და ყინული აიღო,რომ ფეხისთვის კარგად შეეხედა.-მგონი გადარჩები,მაგრამ მაზს მაინც წაგისვამ კარგი?
-კარგი.-თავი დაუქნია და როგორც კი მის სხეულს მოშორდა მაისური შეძლებისდაგვარად ქვემოთ ჩამოქაჩა სხეულის დასაფარად.
-ამას წაგისვამ,ხვალ აღარაფერი გექნება.-თბილი ხმით უთხრა და ყინული ფრთხილად მოაშორა ფეხიდან.-იცი ევა,შენი დახმარება უფრო გამიმარტივდება ხელებს თუ გაწევ.-სასხვათაშორისოდ აღნიშნა და ხელებზე მიუთითა.
-ჰო,ბოდიში.-შეძლებისდაგვარად ზემოთ აწია ხელები და მუცელზე გადაიჯვარედინა.ფრთხილად უსვამდა თითებს სხეულზე,რომ უარესად არ ეტკინა ისედაც დამწვარი ფეხი.თან სულს უბერავდა და ამოსუნთქვის საშალებას აძლევდა,რომ ერთიანად არ მისწყდომოდა ტკივილი.
მის წინ მუხლებზე მდგომი უტა დადვანი იყო. უცნაური,მიმზიდველი და ძალიან ფრთხილი.
-უტა…-მოულოდნელად მოსწყდა მის ბაგეებს და მისი თვალები კაცისას გადააწყდა.
-გისმენ.-ქვემოდან ახედა და თვალი გაუსწორა ქალს.
-არა,არაფერი.-აზრები უკუაგდო და თვალი მოარიდა.
-შარვალი არ ჩაიცვა,შორტს მოგიტან და ის ჩაიცვი,გრილად გქონდეს ფეხი.
-კარგი.-აღარ გაუპროტესტებია,მობილური მოიმარჯვა და მაშინვე გოგოების ჩათში დაიწყო მიმოწერა.ასეთი იყო,თავისთვის ვერ იტოვებდა ასეთ ამბებს,სულ უნდოდა,რომ გაეზიარებინა სხვებისთვის,ეს სხვები კი ანიტა და მარიკა იყვნენ…



***
-ისე არაფერს შეჭამ?-მოულოდნელად სიჩუმე დაარღვია დადვანმა.
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-წავალ უკვე,გვიანია ძალიან.
-არც ისეთი გვიანია,რომ საგანგაშო იყოს.
-ამან ხო დამღალა რა.-ჩაიფრუტუნა თავისთვის და გიორგის კიდევ ერთხელ გაუთიშა.
-ისევ იჩხუბეთ?-გაეცინა ევას საქციელზე.
-არა,თავს ვარიდებ უბრალოდ.
-რატომ?
-დღეს მასთან ვიყავი ასული და ვიღაც გოგო დამხვდა სახლში,შემრცხვა და წამოვედი,იქ ხომ არ დავუჯდებოდი,მაგის მერე მირეკავს.-ალალად წამოროშა და როცა გაიაზრა კიდევ უფრო დარცხვენილმა პირზე ხელი იტაცა.
-იეჭვიანე?
-არა,არა.-სასწრაფოდ იუარა.-ეჭვიანობა სხვანაირი ვიცი მე.
-მართლა?მაინც როგორი ეჭვიანობა იცი აბა?-დაინტერესდა კაცი.
-მე,რომ მეეჭვიანა იმ გოგოს თმაში ხელს ჩავავლებდი და მთელ სადარბაზოს სახით მოვაწმენდინებდი.-ამაყად განაცხადა და ხელები ჰაერში ისე გაიქნია თითქოს მართლა იმ გოგოს თმაში ჰქონდა ჩავლებული.
-ყოჩაღ შენ.-სასაცილოდ არ ეყო დადვანს.-ნაცადი პრაქტიკაა გეტყობა.
-არა,ჯერ შეყვარებული არ მყოლია,ამიტომ არც მიეჭვიანია,მაგრამ როცა მეყოლება ელოდოს მსგავს სიგიჟეებს.-ამაყად განაცხადა და ყინული მაგიდაზე გადადო.-მგონი უკეთ მაქვს.
-შეყვარებული არ გყოლია?-გაიკვირვა კაცმა.
-ხომ იცი რიგი არ მიდგას.
-დაიწყო ისევ.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-ეს შენ არ გინდა,რომ დაინახო თორემ რიგი გიდგას კი,გიორგი და შოთა ყველაზე მინიმუმ ვინც მე ვიცი.
-ღმერთმა გვაშოროს!-პირჯვარი გადაიწერა ქალმა.-არცერთი.
-რატო?-ხმამაღლა გადაიხარხარა მისი რეაქციისას.
-ალბათ მოვკლავ ურთიერთობის პირველივე დღეს.შოთა ჩემს ნაწერებზე ეჭვიანობს,ერთხელ ჩემი დღიური ქუჩაშიც კი მოისროლა.გიორგი კიდევ ხომ იცი,ფიცხია და თან დამცინისხოლმე.
-შენი დღიური რატომ გადააგდო?
-ჩემებურ სიყვარულზე მეწერა. წყვილზე,რომელსაც ერთმანეთი უყვარს,უბრალოდ პირველ პირში მიწერია ისტორია და ამაზე გაგიჟდა ვინ გიყვარსო.
-ეგ დიდი უპატივცემულობაა.ვინმემ ჩემი ნახატი,რომ გადააგდოს ალბათ შემომაკვდება.
-ანუ ნახე შენ გესმის.მე და შენ,რომ ერთად ვიყოთ ხომ არ გადააგდებდი ჩემს ნაწერებს.-მოულოდნელად წამოროშა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა კაცს.
-პირიქით,როდესაც ურთიერთობაში ვარ ყოველთვის ვუფრთხილდები იმ ადამიანის ნივთებს,რომლის გვერდითაც ვარ.
-ხოდა ამიტომ ვერ ვუგებ მათ.ჩემნაირი ადამიანი მჭირდება გვერდით.
-აუცილებლად იპოვი.ჯერ დიდი დროა წინ.-დაამშვიდა კაცმა.
-მართლა უნდა წავიდე,საქმეები მაქვს.-ურცხვად იცრუა და ფეხზე ისე სწრაფად წამოვარდა მთელი ოთახი დატრიალდა.წამით იფიქრა გამივლისო,მაგრამ სულაც არ მოხდა ასე.სავარძლის საზურგეს დაეყრდნო,რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა,იქამდე სანამ ძლიერი მკლავები არ იგრძნო სხეულზე,რომლებიც სუნთქვასაც კი ურთულებდნენ.
-ევა,კარგად ხარ?მოდი დაჯექი.
-უცებ თავბრუ დამეხვა,მალე გამივლის.-დაამშვიდა კაცი და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-ჭამე დღეს რამე? მშიერი ხომ არ ხარ?
-უბრალოდ წნევა დამივარდა, ორ წუთში გამივლის.-ისევ თავისას აგრძლებდა.
-მოიცადე.-ფეხზე წამოდგა და მაცივრიდან ალუბლის წვენი გამოიღო.-ეს დალიე.
-არ მინდა უტა,კარგად ვარ.
-არ მიკითხავს ევა,დალიე ახლავე.-გაუწყრა ქალს და ფინჯანი ტუჩებთან მიუტანა.-მიდი დალიე.
-უკეთესად ვარ.
-სახლში გელოდება ვინმე?
-ვინ უნდა მელოდებოდეს უტა,მარტო ვცხოვრობ.
-ანიტას დავურეკავ,ამაღამ შენთან დარჩეს.
-რას ამბობ?-გაოცებული მიაჩერდა კაცს.-კარგად ვარ,საჭირო არ არის.-წვენის დალევამ მართლა მოიყვანა გონს.
-ევა!-ტონი გაუმკაცრდა დადვანს.-ან ანიტას ურეკავ და შენთან მოდის,ან აქ რჩები დღეს.
-ნუ სულელობ.-ფეხზე წამოდგომა სცადა,თუმცა ამაოდ.უტამ არ მისცა ამის საშუალება.-უტა გეყოფა,უბრალოდ ბევრი ყავა დავლიე,ამის ბრალია.
-არ ვხუმრობ ევა,ან დაურეკე მეგობრებს,ან აქ დარჩები.
-უტა ახალი დაქორწინებულია ანიტა,სირცხვილია.
-მაშინ მარიკას დაურეკე.
-უტა...
-მაშინ აქ რჩები,ძალიან კარგი.მანამდე შარვალიც გაგიშრება და დილით მე წაგიყვან სადაც მეტყვი.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა,კარიდან გასაღები გამოაცალა და ჯიბეში ჩაიდო.
-უტა აქ როგორ უნდა დავრჩე.
-შენი მეგობარი ვარ,დახმარება გჭირდება და გეხმარები,სულ ეს არის.
-უტა...
-ევა ტანსაცმელს მოგცემ,რომ ღამით ჩაიცვა,მე აქ დავიძინებ დივანზე,შენ შეგიძლია ჩემი საწოლი დაიკავო,თეთრეული დილით გამოვცვალე,პრობლემა არ იქნება.
-ასე კარგად რატომ მექცევი?
-მეგობრებს მე სულ ასე ვექცევი.-მშვიდად ჩაილაპარაკა და კარადიდან მაისური გამოიღო.-შეგიძლია ეს ჩაიცვა.
-მადლობა.-ღიმილით მიუგო და როგორც კი ოთახიდან გავიდა საწოლზე მოწყვეტით დაეცა.არა,ამაზე უნდა დაეწერა,თან აუცილებლად.დღიური არ ჰქონდა,ამიტომ მობილურში სწრაფად დაიწყო ტექსტის აკრეფა,რომ ეს შეგრძნებები არ დავიწყებოდა და სწორად გადმოეცა...
არც ახსოვდა რამდენხანს იყო ასე.მალევე გამოერკვა და მასპინძლის შემოწმება გადაწყვიტა,რომელიც დივანზე მოკეცილი იწვა და ჭერს მიშტერებოდა.ფაქტი იყო დივანზე ვერ ეტეოდა,მაგრამ ევას შეწუხებასაც ვერ ბედავდა,ამიტომ ბედს ეგუებოდა.
-უტა.-ძლივსგასაგონად ამოთქვა და კაცს მიაჩერდა.
-გისმენ ევა,გინდოდა რამე?
-მანდ აპირებ ძილს?
-ჰო,პრობლემა არ არის.-მშვიდად ამოთქვა.
-ჰო,მაგრამ ვერ ეტევი.
-მთავარია შენ იყო კომფორტულად,მეც მოვთავსდები.
-შეგიძლია საწოლში დაიძინო.-მშვიდად ამოთქვა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.-არ მაქვს პრობლემა.
-არ შეგაწუხებ,მიდი დაიძინე.
-არ შევწუხდები.მშვიდად ვერ დავიძინებ,წამოდი გთხოვ.
-ევა კარგად ვარ,მართლა.
-გთხოვ უტა.-ხმაში მუდარა გაურია ქალმა და დადვანიც იძულებული იყო მის ნებას დაჰყოლოდა.საწოლი საკმაოდ დიდი იყო.ორი კი არა სამი ადამიანი მოთავსდებოდა თავისუფლად.პრობლემაც არ იქნებოდა არცერთისთვის.-ტკბილი ძილი.-კმაყოფილი მოთავსდა საწოლის მარცხენა მხარეს და საბანში გახვეული კომფორტულად მოეწყო.
-შენც ევა.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე დადვანმა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.მართალია ევამ თავად შესთავაზა მის გვერდით ძილი,მაგრამ თავს მაინც უცნაურად გრძნობდა.არა განა რაიმე ცუდს აკეთებდა? ბანაკშიც სძინებია ბიჭების გვერდით,კოტეს გვერდითაც დაუძინია,უბრალოდ ახლა უცნაურად გრძნობდა თავს.ვერ ხვდებოდა იმის ბრალი იყო,რომ მაინც უცხოდ გრძნობდა თავს მასთან,თუ უბრალოდ იმის,რომ წელს ზემოთ შიშველი უტა იწვა მის გვერდით,რომელსაც თავბრუდამხვევად სასიამოვნო სუნამოს სურნელი ასდიოდა...
ვერც უტა ვერ ისვენებდა.უაზროდ ტრიალებდა აქეთ-იქით და ღრმად სუნთქავდა.თითქოს ოთახში ჰაერიც კი ილეოდა...
-ვერ იძინებ?-მაინც ვერ მოითმინა ევამ.
-წლებია ჩემს საწოლში სხვასთან ერთად არ მძინებია.-ალალად ამთქვა კაცმა.-იდეაში ამ საწოლში სულ მარტოს მძინავს,აღარ ვარ მიჩვეული სხვასთან ერთად ძილს.
-შემიძლია დივანზე დავიძინო უტა.
-ნუ სულელობ,უბრალოდ უცხო გრძნობაა,საგანგაშო არაფერია.
-მაინც,შემიძლია გავიდე.
-ევა...დაიძინე.-თბილი ხმით უთხრა და საბანი ფრთხილად გაუსწორა.-დილით,რომელზე გაგაღვიძო?
-რვაზე უნდა ავდგე.
-კარგი.-მშვიდად ამოთქვა და სიბნელეში ჭერს მიაშტერდა...მხოლოდ ის და მოგონებები იყვნენ,გვიან ღამით,შუა თბილისში,მაშინ,როდესაც თითქმის სრულიად უცხო ქალს ეძინა მის საწოლში...ქალს,რომელიც გაცნობის დღიდან მისი სადარდებელი გახდა და ქალს,რომელსაც უბრალოდ ასე,უყურადღებოდ გვერდს ვერ აუვლიდა...


***
-ევა.-მშვიდად დაუძახა გოგონას საწოლის კიდედან და ხელით შეაფხიზლა.-ადექი,საუზმე მზად არის.
-საუზმე?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და წამწამები ერთმანეთს გაჭირვებით დააშორა.
-ჰო,მიდი ადექი.
-მხოლოდ ყავას დავლევ.-გამოფხიზლებაც ვერ მოასწრო პირდაპირ საჭმელზე,რომ დაუწყო საუბარი.
-ადექი უცებ,არ მალოდინო,ცივდება ომლეტი.-ისევ მშვიდად განაგრძო და ოთახი ნელი ნაბიჯით დატოვა.
მართლაც ყველაფერი მოუმზადებია.ორი სახეობის სალათი,ომლეტი ლორით და ყავა.ჯერ მხოლოდ 8 საათი იყო დადვანს კი უკვე საახალწლო სუფრა გაეშალა.
-უტა მხოლოდ ყავას ვსვამ დილით,არ იყო საჭირო ასე გარჯა.
-ჩემს სახლში სხვა წესებია.დილაობით ჭამენ აქ.
-უტა მე არ ვჭამ დილაობით.
-ამ ერთხელ მასპინძელს პატივი ეცი.-არ მოეშვა კაცი და თეფშზე ანიშნა.-მიდი ჭამე.
დილის ცხიმიანი ომლეტით დაწყება ნამდვილად არ უნდოდა,მიუხედავად იმისა,რომ ზეითუნში იყო შემწვარი. მისი დილის რაციონი მხოლოდ 40 გრამ წიწიბურას მოიცავდა.უტასთან გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა.გაგიჟებული იყო ევას ჭამის გაკონტროლებაზე,სულ საჭმელს ტენიდა პირში პატარა ბავშვივით.
-მორჩა მე დავნაყრდი.-მაინც არ დაამთავრა ბოლომდე.
-არ მოგეწონა? თუ გინდა სხვა რამეს მოგიმზადებ.
-არა უტა.-იუარა მაშინვე.-უბრალოდ არ მშიოდა,ყველაფერი ძალიან კარგია მართლა.უნდა მოვწესრიგდე და 9-ზე გავიდე.არ მინდა დავაგვიანო.
-სააბაზანოში კბილის ჯაგრისს იპოვი პირველივე უჯრაში.სხვა რამეც თუ გჭირდება უჯრებში მოძებნე,ბევრი რამ არის.
-მადლობა.-ღიმილით მიუგო და კარს უკან უმალ გაუჩინარდა.-სარკეში საკუთარ ანარეკლს მიაშტერდა და ისევ იმ ზიზღის გრძნობამ შეიპყრო სულ რომ ყელში უჭერს...
წამიერად მოეჩვენა,რომ სახე დაუმრგვალდა და ლოყები ოდნავ გაეზარდა.თითქოს ერთ დღეში 5 კილოგრამი დაუმატეს.
-„ევა კარში დავაყენოთ,ყველაზე დიდია და ბურთს არ გაუშვებს კარში“.-გაახსენდა შაკოს ნათქვამი.
-„ეე,აზრი არ აქვს ამის გუნდში ყოლას,პირველივე ბურთი ამას ხვდება ბაჩო მას.“-ბუზღუნებდა ლუკა მაწავლებელთან და ევას სხვა გუნდში გადაყვანას ითხოვდა.
-„ლამაზი გოგოა,მაგრამ მაგასთან მაინც არ ვიქნებოდი,დიდია ძალიან“...-ისევ ისე მძიმედ ჩაესმოდა თითოეული სიტყვა და გულისრევის შეგრძნებას უმძაფრებდა.ცრემლიანი თვალებით გახედა საკუთარ სილუეტს სარკეში,რომელიც მომენტალურად იცვლებოდა.სულ უფრო იმატებდა ის საზიზღარი შეგრძნება,რომელიც სუნთქვის საშუალებასაც კი ართმევდა და დანებებას აიძულებდა.ძლივს მოასწრო მუხლებზე დადგომა და ერთიანად დაიცალა ემოციებისგან.ონკანში წყალი ჰქონდა მოშვებული,რომ საკუთარი ხმა გადაეფარა,მაგრამ რამდენად გამოსდიოდა ეს უკვე სხვა საკითხი იყო...როგორც კი თავი უკეთ იგრძნო სახე კარგად მოიბანა და თვალებზე მაკიაჟი დაიმატა,რომ რამე არ შეემჩნიათ.
-ევა...-როგორც კი კარი გააღო სმენას მისწვდა დადვანის ხმა.-ცუდად ხარ?
-არა.-იუარა მაშინვე.-რატომ მეკითხები?
-შემიძლია დავიფიცო გავიგე როგორ აღებინებდი.-ფეხზე წამოდგა და წამის მეასედში მის წინ დადგა კაცი.-თვალებიც ამღვრეული გაქვს.
-მოვიწამლე ალბათ,სანერვიულო არაფერია.თან გადაღლილი ვარ.-მიხვდა,რომ უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა და ტყუილს ტყუილი დაამატა.
-ევა...ყველაზე მეტად ვერ ვიტან,რომ მატყუებენ...შემომხედე!-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა ქალს.-თავს რას უკეთებ ევა?
-მე…მე არაფერს.უბრალოდ მოვიწამლე მართლა.-დაბნეული ალაპარაკდა და თვალის მორიდება სცადა,თუმცა ამაოდ.
-რასაც არ უნდა აკეთებდე შეწყვიტე ევა,შენ ამაზე კარგი ხარ გესმის? თავს ასე ნუ ექცევი.
-არაფერს არ ვაკეთებ უტა,ცუდად ვარ უბრალოდ.-უკვე უხეშად გამოუვიდა და მისი ხელებიც მოიშორა სხეულიდან.-ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევ.
-როგორც არ უნდა იყოს მე ვნერვიულობ შენზე.
-უბრალოდ კუჭი გამიღიზიანდა,რაარის აქ საპანიკო?
-შენ გინდა,რომ მე ეგ დავიჯერო?
-რაც გინდა ის დაიჯერე.ყველაფრისთვის დიდი მადლობა უტა,მაგრამ უნდა წავიდე.
-ცოტახანს დარჩი,დავილაპარაკოთ გთხოვ.
-არაფერი არ არის სალაპარაკო,დაბადებისდღეზე შევხვდებით.-იუარა მაშინვე და ჩანთას ხელი დაავლო.
-მეგობრებს დაელაპარაკე ევა,ამით ყველას ავნებ.-გზაში დააწია სიტყვები და სავარძლის კიდეზე მძიმედ დაეშვა.მიხვდა რასაც აკეთებდა...წვეულებაზე მომხდარმა გარდამტეხი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში და ახლა ცდილობდა საკუთარი სხეული შეეცვალა.უტა ვერაფერს ხედავდა მასში შესაცვლელს.ულამაზესი იყო,გრძელი ქერა თმითა და დიდრონი ლურჯი თვალებით.ნეტავ თავად ევასაც შესძლებოდა ამის დანახვა...


*** 21 ივნისი,22:30
-ესეიგი ცოცხალი ხარ!-მანქანიდან გადასულს პირდაპირ ეცა გიორგი.
-რაა?-გაკვირვებული მიაჩერდა ეზოში მჯდომს და პარკები ხელში უტას მიაჩეჩა.
-მთელი დღეა გირეკავ! უფრო სწორედ გუშინ საღამოდან.ერთ ზარზე პასუხი ასეთი რთულია?
-გიორგი,დაკავებული ვიყავი,სხვათაშორის შენი დაბადებისდღის ამბებით.
-შევე*ი ჩემს დაბადებისდღეს!-მის პირისპირ დადგა კაცი.-ასე ვერ გამიბრაზდები გასაგებია?
-მთვრალი ხარ ბიჭო?-მათ შორის ჩადგა უტა და გიორგი ყურადღებით აათვლიერა.
-შენ არ ჩაერიო.-ისევ ევას მიუბრუნდა.-შენ ხომ იცი,რომ მე სხვა ქალებს ვხვდები? ამის გამო ბოდიშის მოხდა არ უნდა მიწევდეს.
-და ვინ გითხრა ბოდიში მომიხადეო ნორმალური ხარ?-გაოცდა ევა.
-აბა რას ნიშნავს ეს გაბუტვა?
-გიორგი გაბუტული არ ვარ,იმიტომ წამოვედი,რომ მომერიდა სახლში შემოსვლა,მაშინ როცა სტუმარი გყავდა.
-დანარჩენები სად არიან?
-შიგნით,მე გამოსაფხიზლებლად გამომიშვეს,გარეთ იჯექიო.
-წამოდი შევიდეთ.-მხარზე ფრთხილად შეეხო ევას და თავით ანიშნა წავიდეთო.
-არა,შენ შედი,მე და ევას სალაპარაკო გვაქვს.
-გიორგი ახლა არა კარგი?-თვალები მობეზრებულად აატრიალა.-წამოდი უტა.
-არა ევა,ზუსტადაც,რომ ახლა! მე ახლა მინდა საუბარი.-ხელზე ხელი ძლიერად ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა.
-გიორგი ხელი მეტკინა,რა ჯანდაბა გჭირს?-გაკვირვებულმა აათვალიერა და ხელის გათავისუფლება სცადა.
-ზედმეტი მოგდის უკვე,გამოფხიზლდი და მერე ილაპარაკეთ.-ევას დახმარება სცადა უტამ.
-შენ ნუ ერევი გაიგე?სადაც ჩაერიე იქაც საკმარისი იყო!-მთელი ძალით ჰკრა უტას ხელი.-ევასთან არაფერი გესაქმება,ნუ ერევი ჩვენს ურთიერთობაში!
-ში*ხომარგაქვს?-ნერვებმა უმტყუნა დადვანს.-რა ურთიერთობაში ვერევი?
-კარგი ბიჭის როლის მორგება მარტივად შეგიძლია,რომ გოგოები მოატყუო,მაგრამ ევა ნუკი არ არის გაიგე? მას ვერ წამართმევ,მაგის უფლებას მართლა არ მოგცემ!-თვალებანთებული მიაჩერდა კაცს.
-რა სისულელეებს ამბობ გესმის მაინც?
-ევას არ გაეკარო გაიგე?ვიცი,რომ წუხელ შენთან იყო და არ გაბედო მეორედ მასთან ახლოს მისვლა!
-შენ მართლა ხომ არ გამო*ლევდი?-ხელი უხეშად აუკრა კაცმა.
-არ გაბედო და მასთან ახლოს აღარ მიხვიდე გესმის?-საყელოში სწვდა გიორგი და სახე ახლოს მიუტანა.-მისი წართმევის უფლებას არ მოგცემ.
-გიორგი რას აკეთებ?გაუშვი.
-უკვე ყელში ამოხვედი მართლა!-არც დადვანი არ ჩამორჩა და სახეში მთელი ძალით დაარტყა.-ნუკის ამბავი მთელი ცხოვრება წრეზე უნდა ატრიალო?
-არა,ნუკი მე ფეხებზე მ*იდია! მაგრამ ევას არ დაგითმობ!-მთელი ხმით ღრიალებდა,ისე თითქოს გაავებული ცხოველი ყოფილიყოს.-ვერ შეეხები გესმის?
-ხომ არ გაგიჟდი?-გაოგნებული უყურებდა ევა და მათ შორის ჩადგომას ცდილობდა.
-ევა სახლში შედი!-გააფრთხილა დადვანმა.
-რა ხდება?-ხმაურზე ერთმანეთის მიყოლებით გამოცვივდნენ სახლიდან.
-შენ ყოველთვის პრობლემა ხარ გესმის?-არ ეშვებოდა უტას.-მისი წართმევის უფლებას არ მოგცემ!-საპასუხოდ გაიწია მასზე და სცადა დაერტყა,თუმცა ამაოდ.ევა მათ გაშველებას ცდილობდა და დადვანისთვის მოქნეული მარჯვენა პირდაპირ სახეში მოხვდა.მხოლოდ წამით შეავლო გიორგის შეშინებულ სილუეტს თვალი და მერე…მერე ყველაფერი სიბნელემ მოიცვა…


21 ივნისი, 10:00
-გუშინ ცუდ სიტუაციაში მნახა და მაგის მერე არ გვილაპარაკია,ჩემს ზარებსაც არ პასუხობს.
-კაი ტო,რა განერვიულებს,ევას არ იცნობ?სახლში იქნება.-ამშვიდებდა კოტე.
-მის სახლთან 6 საათი ვაბირჟავე,იქ არავინ მოსულა.ღამეც კი არ დაბრუნებულა.
-აბა სად წავიდოდა? მარიკასთან არ არის,ნიკასთანაც არ მისულა და სად წავიდოდა.
-მაგას ვამბობ მეც,სად არის?ლამისაა გავგიჟდე.
-დამშვიდდი ტო,ვიპოვით.დავურეკავ მარიკას ეცოდინება სადაც არის.
-ვის ეძებთ ახალგაზრდებო?-ოთახში შემოსულმა ნიკამ მათ საუბარს მოჰკრა ყური.
-ევას.-ერთდროულად წამოიძახა ორივემ.-გუშინდელის მერე გიორგის ზარებს არ პასუხობს,სახლში არ მისულაო.-გააგრძელა კოტემ.
-იჩხუბეთ ისევ?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-გოგოსთან ერთად მნახა სახლში და გიჟივით გავარდა.
-შარში ყოფილხარ.-სასაცილოდ არ ეყო ნიკას მისი ნათქვამი.-კარგად არის,არ ინერვიულო.
-ელაპარაკე?
-უტამ დამირეკა ჩემთან არისო.
-უტამ?
-ჰო,მაგასთან დარჩა გუშინ,ცუდად იყო და არ გავუშვი სახლშიო.
-ესეიგი უტა…-მძიმედ ამოთქვა კაცმა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.-უტა…
-გიორგი,არ დაიწყო.
-მე მთელი თბილისი გადავატრიალე,ვინ აღარ შევაწუხე და ეგ უტასთან რჩება?
-რა პრობლემაა?-გაიკვირვა კოტემ.-ცუდად თუ იყო სახლში ხო არ გაუშვებდა.
-მე მივხედავდი ცუდად თუ იყო.-ფეხზე გიჟივით წამოვარდა და მაგიდას წიხლი მთელი ძალით დაარტყა.
-ჰო არ გააფრინე?-გაოცებული მიაჩერდა მეგობარს ნიკა.
-მოვკლავ რამე თუ დაუშავა!
-რა უნდა დაეშავებინა ხო არ გამო*ლევდი?-ფეხზე წამოვარდა ნიკა.
-ოდნავ მაინც თუ შეეხო ვერ გადამირჩება!
-ბიჭო აზრზე მოდი,ევაზე ლაპარაკობ,არ იცნობ?
-ევას,რომ ვიცნობ მაგიტომ ვამბობ.-კბილები გაახრჭიალა ბრაზისგან.-უტას არ ვენდობი და იცი რატომაც,მითუმეტეს ევას სიახლოვეს!
-არ დაიწყო ისევ რა.-გაუბრაზდა მეგობარს კოტე.-ის ამბავი სულ სხვა რამე იყო და არც მაშინ არაფერი არ დაუშავებია უტას.
-ფეხებზე მ*იდია დააშავა თუ არა!ევას სიახლოვეს არ იქნება გაიგეთ? არავითარ შემთხვევაში!
-რა გჭირს დილიდან?-გაოცებული უყურებდა კოტე.
-ევა უყვარს და ეჭვიანობამ სძლია,ეგ სჭირს.-ალალად ამოთქვა ნიკამ.
-გოგოს თუ არ ეტყვი არაფერი გამოვა ბიჭო ხომ იცი?
-შენ არ იცი ევა როგორია? თან დიდად კარგ ურთიერთობასაც ვერ დავიკვეხნი.
-ეგ იმიტო რო სულ სი*ივით ექცევი.
-აი შენი დამატებაღა მინდა რა.-ნამწვი საფერფლეში მოსრისა კაცმა.
-უტა არ არის რომანებით დაინტერესებული ხომ იცი,მალე წავა ისედაც,უბრალოდ ერთმანეთს გაუგეს,რა განერვიულებს?-მისი დამშვიდება სცადა ნიკამ.
-ერთმანეთს,რომ გაუგეს ეგაა პრობლემა ზუსტად.-თავი გააქნია კაცმა.-სულ მის გვერდით არის, გუგასთანაც მან დაიცვა,მე არ ვიყავი იქ გესმის?მერე აღარ ჰქონდა აზრი იმას,რომ ცხვირ-პირი გავუერთიანე,იმ მომენტში უნდა ვყოფილიყავი იქ,მაგრამ არ ვიყავი.
-გუგა სცემე?
-არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა…სხვა რამეს ვამბობ.-მოწყვეტით დაეშვა დივანზე.
-უნდა უთხრა გესმის? ამაზე უნდა ილაპარაკოთ გიო.
-ჰო მართლა ბიჭო პატარები ხო არ ხართ,უთხარი და დაისვენებ.
-წავედი მე.-მობილურს დასტაცა ხელი კაცმა.
-საღამოს თუ არ მოხვალ მარიკა მოგკლავს გაიგე?-კარს მიღმა მიმავალს დააწია სიტყვები კოტემ და სიგარეტის კვამლში გაეხვა…



***
-ევა შემომხედე.-მკალვებში მოექცია დადვანს ქალი და მის გამოფხიზლებას ცდილობდა.
-ევა…-სიტყვებს თავს ვერ უყრიდა გიორგი.ხელები თავზე შემოეწყო და დაბნეულობისგან ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.-ევა…
-წამოდი!-ხელით უხეშად უბიძგა ნიკამ და გვერდით გაიყვანა.
-არ მინდოდა…ევა!
-კარგად არის!-დაუყვირა ანიტამ და გონს მოსულ ევას დახედა.-ევა გესმის ჩემი?
-თავი…-საფეთქელზე ხელი მიიჭირა,რომ ტკივილი დაეამებინა,მაგრამ ამაოდ.
-არ შეგეშინდეს კარგი?-თბილი ხმით უთხრა დადვანმა და სახიდან თმა გადაუწია.-მანქანის კარი გამიღეთ.-გახედა ირვლივ მყოფებს და მკლავებში მოიქცია მისი სხეული.-საავადმყოფოში წაგიყვან,არაფერია.
-ევა მაპატიე!-სმენას მისწვდა გიორგის სიტყვები,მაგრამ თავის შებრუნების ძალაც კი არ ჰქონდა.
-კარგად იქნება,ნუ გეშინია.-წინ დაუდგა ნიკა,რომ მასთან ახლოს არ მისულიყო.
-ძალით არ მინდოდა,მე მისთვის დარტყმას არ ვაპირებდი,ხომ იცი ნიკა…-ძლივს სუნთქავდა კაცი და წონასწორობის შესანარჩუნებლად მეგობარს ეყრდნობოდა.
-ვიცი,ვიცი.დამშვიდდი.
-ნუ ამშვიდებ!-გაუწყრა მარიკა.-უნდა ინერვიულოს!შენ რა სულ გააფრინე?-მკერდზე მთელი ძალით უბიძგა ქალმა.-რა არანორმალური საქციელები გახასიათებს?რას გადაეკიდე?ადამიანი,რომ გიყვარს უნდა უთხრა,უაზროდ კი არ უნდა სდიო,ხომ ხედავ,რომ ტკივილს აყენებ?
-ძალით არ მინდოდა…
-ეგ ევას აუხსენი,რომ ძალით არ გინდოდა! ნამდვილი სი*ი ხარ!-არ ცხებოდა გოგონა.
-წამოდი.-წინ დაუდგა კოტე და ფაქტობრივად ხელში აყვანა დასჭირდა,რომ ტერიტორიიდან გაერიდებინა.
-დაჯექი ცოტახანს.-მეგობრის დამშვიდებას ცდილობდა ნიკა.
-რა გავაკეთე ნიკა…რა გავაკეთე…-თავში ხელების რტყმა დაიწყო კაცმა,ადგილზე ბოლთას სცემდა და ვერ ისვენებდა,არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,რა უნდა ეთქვა…
-გეყოფა,გაჩერდი.-ძლივს გააკავა მეგობარი.-წამოდი გავყვეთ,გავიგოთ როგორ არის.
-რამე რომ დაემართოს…
-რა უნდა დაემართოს ნუ სულელობ!-გაუწყრა მეგობარს.-მოდი,მანქანაში ჩაჯექი გავყვეთ.



***
-სერიოზული არაფერია,ტვინის შერყევა აქვს,მსუბუქი დაზიანებაა.
-ანუ კარგად იქნება?-მაინც ჩაეკითხა ექიმს.
-დიახ.მომდევნო 48 საათით ყურადღებით იყავით,თავს ძალას ნუ დაატანს და ნუ დაიძაბება.კარგად გამოიძინოს.
-რამე,რომ გართულდეს?გული წაუვიდა.-ვერ ისვენებდა დადვანი.
-სანერვიულო არაფერია ბატონო,თუ რაიმე სიმპტომს შეამჩნევთ აუცილებლად მოიყვანეთ კონტროლზე,მაგრამ მომდევნო 48 საათის განმავლობაში თავის ტკივილი და ღებინების შეგრძნება სრულიად ნორმალურია,ამიტომ ამან არ შეგაშინოთ.
-მაგრამ მაინც…
-უტა,კარგად არისო.-შეაჩერა ანიტამ.-სახლში უკეთესად გახდება.
-ჰო,უბრალოდ არვიცი…რამე გაუთვალისწინებელი არ მინდა,რომ მოხდეს…
-არაფერი მოხდება,კარგად ვარ და სახლში მინდა.-თავისთვის ჩილაპარაკა ევამ და კართან მდგომებს გახედა.
-როგორ შეგვაშინე ევა.-საწოლის კიდეზე ჩამოჯდა ანიტა.-ხომ მართლა კარგად ხარ?
-არ დაიწყო ახლა შენც,კარგად ვარ.
-ახლავე მოვალ.-დერეფანში გავიდა დადვანი და მობილური მოიმარჯვა.-დიახ გისმენთ.
-გამარჯობა ბატონო უტა,ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?
-იცით…სიმართლე,რომ გითხრათ საქმე მაქვს,მაგრამ გისმენთ.
-უბრალოდ მინდოდა მეთქვა,რომ კონტრაქტი მოვამზადე,ჩემი კლიენტი გადახედავს და შემდეგ გამოგიგზავნით,სახლის მისამართზე გამოვგზავნოთ?
-დიახ,სახლის მისამართზე.
-კარგით,მაშინ დაგემშვიდობებით.-მშვიდად მიუგო ქალმა და ზარი დაასრულა.
-უტა.-დერეფნის ბოლოდან მოესმა ნიკას ხმა.
-არც გაიფიქრო ახლოს მისვლა.-პირდაპირ გიორგისკენ დაიძრა კაცი.-მოგკლავ იცოდე.
-დაწყნარდი,უბრალოდ აინტერესებს როგორ არის.
-როგორ არის?ტვინის შერყევა აქვს,აი როგორ არის.დაა*ვიე ახლა აქედან!-კბილებში გამოსცრა კაცს.
-უნდა ვნახო.-მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია ისე ამოთქვა და გვერდის ავლა სცადა.
-მხოლოდ ჩემს გვამზე გადაბიჯების მერე!-ყელში წვდა კაცს და მთელი ძალით მიანარცხა კედელზე.-აღარ გაეკარო გესმის?
-უტა გაუშვი!-მათ შორის ჩადგომას ცდილობდა ნიკა.
-რამე რომ მოსვლოდა სად მიდიოდი მერე? შე სი*ო!
-გაუშვი უტა!
-ბიჭო ხო არ გაგიჟდი საავადმყოფოში ხართ!-ჰოლში მოულოდნელად შემოვარდა კოტეც.
-ევას ადგილას შენ უნდა იწვე ახლა,შემთხვევით მოხდა და არ ვამაყობ მომხდარით გასაგებია?-როგორც კი მოშორდა მაშინვე უპასუხა გიორგიმ.
-ევა მე მიმყავს,მე მივხედავ!-ამაყად განაცხადა დადვანმა.
-ვერსად ვერ წაიყვან!-თვალები წამოენთო გიორგის.
-მე მიმყავს და მე მივხედავ,შენი ინტერესთა კონფლიქტი მე სულ ფეხებზე მ*იდია გაიგე?
-უტა დაწყნარდი.-გვერდით დაუდგა კოტე.
-სულ ერთია შემომაკვდები!-მისკენ გაიწია გიორგიმ.
-გეყოფათ!-დერეფანში გამოვიდა ანიტა.-ევას ესმის თქვენი და საერთოდ ვერ ეხმარებით! ისედაც საშინლად სტკივა თავი,ნერვიულობს და თქვენ უმატებთ!ახლა ნუ დაენახები და ისტერიკებს ნუ გამართავ კარგი?-მიუბრუნდა გიორგის.-აცადე გონს მოვიდეს.
-მისი ნახვა მინდა.
-ახლა არა!-გაიმეორა ისევ.-მოწესრიგდება და წავიყვანთ.შევალ დავეხმარები,თქვენ კი დერეფანში ღრიალს მორჩით და თქვენი მამაკაცური ღირსება შეინახეთ,ევას ეს არ ეხმარება!-მიმართა დერეფანში მყოფებს და ოთახში მარიკასთან ერთად შევიდა.
-წამოდი,ქვემოთ ჩავიდეთ.-ხელზე მოქაჩა გიორგის ნიკამ და ნელი ნაბიჯით დაატოვებინა დერეფანი.-მანქანაში დაველოდოთ.
-არ მინდა,რომ უტამ წაიყვანოს.
-ევა დიდი გოგოა,თავად გადაწყვეტს ვინ წაიყვანს გიო.
-ვერ ავიტან მის გვერდით,რომ ვნახო,შემომაკვდება!
-დამშვიდდი.-მეგობრის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა კაცი.ძალიან ცუდი შემთხვევითობა იყო,არავის არ უნდოდა,რომ მსგავსი რამ მომხდარიყო,განსაკუთრებით გიორგის,რომელსაც ევა საკუთარ თავზე მეტად უყვარდა…არასოდეს უფიქრია მისთვის ზიანის მიყენებაზე და ახლა საკუთარი თავი ყველაზე მეტად სძულდა.მართალია შემთხვევით,მაგრამ საყვარელ ქალს ხელი დაარტყა და ეს ბოლოს უღებდა.არასოდეს დაავიწყდებოდა ევას შეშინებული თვალები,მხოლოდ წამიერად რომ შეძლო დანახვა იქამდე სანამ გაითიშებოდა.ყველაზე მეტად მისი რეაქციის ეშინოდა…რა იქნებოდა,რომ არასოდეს ეპატიებინა? რა იქნებოდა,რომ სამუდამოდ შორს დაეჭირა თავი მისგან?
-მოყავს.-შესასვლელს გახედა ნიკამ,საიდანაც ევა და დანარჩენები გამოვიდნენ.უტას ხელი ევას წელზე ჰქონდა მოხვეული,რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა და ნელი ნაბიჯით მიჰყავდა მანქანისკენ.
-გიორგი არა.-მისი შეჩერება ვერ შეძლო ნიკამ და სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან,მაგრამ სულ ტყუილად.გიორგი ევასთან მისვლას არ აპირებდა.უბრალოდ მანქანასთან დადგა და შორიდან დაუწყო ყურება,მხოლოდ იმის ჩვენება უნდოდა,რომ იქ იყო და ძალიან ნანობდა ჩადენილს…
-გიორგისთან მიმიყვანე.-მშვიდად უთხრა უტას და გეზი პირდაპირ მისკენ აიღო.შეამჩნია,რომ მასთან მიდიოდა,ამიტომ ნელი ნაბიჯით წავიდა ევასკენ.მზად იყო მისგან ყველაფერი მოესმინა.მარჯვენა თვალთან უკვე ეტყობოდა ოდნავ შესიება და ლურჯი ფერი საფეთქლის მიდამოში.
-ევა…-ძლივს ამოთქვა კაცმა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა სუნთქვა ისევ,რომ შესძლებოდა.
-ორი წუთი მოგვეცით.-უტას და ნიკას ანიშნა და გიორგის მხარზე დაეყრდნო,რომ არ წაქცეულიყო.
-კარგად ხარ?-ფრთხილად მოკიდა ხელი,რომ არ დაცემულიყო და ნაღვლიანი მიაჩერდა მის წინ მდგომს.
-კარგად ვარ,მალე გამივლის.-მშვიდი ხმა ჰქონდა ქალს.
-ევა…მე არასოდეს…არასოდეს მოგაყენებდი განზრახ ზიანს გესმის?მე არ…
-ვიცი გიორგი,მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ,რომ გეჩხუბო.
-მე…
-საკუთარ თავს ნუ გაუბრაზდები კარგი? არ მინდა,რომ სისულელეები აკეთო.მე არ გიბრაზდები და მინდა,რომ საკუთარ თავს აპატიო.-თბილი ხმით უთხრა და მისი სახე ხელებში მოიქცია.-შენ…შენ თავის კონტროლი გიჭირს,მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება,რომ ცუდი ადამიანი ხარ…ეს იმიტომ,რომ ძალიან ძლიერად შეგიძლია ადამიანების სიყვარული და ვიცი,რომ ასევე ძლიერად გიყვარვარ მეც…-მისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ამოთქვა და წამით შეყოვნდა,ღებინების შეგრძნება დაეუფლა.-მე შენ არ გიბრაზდები,ვიცი,რომ შემთხვევით მოხდა და ძალით მსგავს რამეს არ იზამდი.
-ვერც წარმოიდგენ როგორ ვწუხვარ ევა…მომეცი უფლება გამოვასწორო.მომეცი უფლება ყურადღება მოგაციო სანამ არ გამოკეთდები,ჩემთან იყავი,გპირდები ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა.
-მინდა,რომ შენს საქციელზე დაფიქრდე ცოტახანს,გაანალიზო რას აკეთებ,რა ხდება შენს გარშემო,ამ პერიოდში ჯობია ჩემგან შორს იყო.
-გთხოვ ევა.-თვალებში ჩააცქერდა კაცი.-გეხვეწები,მომეცი უფლება დაგეხმარო.
-საკმარისად დამეხმარე,გთხოვ უბრალოდ შენს საქციელზე დაფიქრდი.
-გთხოვ ევა,ოღონდ შენგან შორს ყოფნა არა და სხვა რაც გინდა ის მთხოვე.
-მე მხოლოდ ეგ მჭირდება გიორგი.-მშვიდად მიუგო და თითის წვერებზე აიწია,რომ გადახვეოდა.-26-ე წელს გილოცავ გიორგი!-თბილად მიუგო და უკან დაიხია.-შეგვიძლია წავიდეთ.-გასძახა უტას და ეზოს შუაგულში ემოციებისგან დაცლილი,გაყინული გიორგი დატოვა…



***
-მივხედავდი უტა მე,მასთან დავრჩებოდი.-უკვე სახლში შესულმა უთხრა ანიტამ და სახლი მოათვალიერა.
-ვიცი,უბრალოდ ნაწილობრივ ჩემი ბრალია,ასე უკეთესი იქნება,დანაშაულს გამოვისყიდი.
-დანაშაულის გამოსყიდვაზე თუ მიდგა საქმე გიორგიმ უნდა მიხედოს.-გაეცინა ქალს და მძინარეს ფეხსაცმელი გახადა,რომ კომფორტულად ყოფილიყო.
-გვერდითაც,რომ დავინახო შეიძლება თავი წავაცალო.-ნერვებმა უმტყუნა მაშინვე.-მაინც საქმე არაფერი მაქვს და მე მივაქცევ ყურადღებას.
-კარგი,ტანსაცმელი აქ არის,რაც დასჭირდება ყველაფერი ჩავუდე.
-თუ რამე გავალ და ვიყიდი,პრობლემა არ არის.წამლებიც ამოიტანე?
-კი,ჩანთის წინა ჯიბეში ჩავდე,ტკივილი თუ შეაწუხებს დაალევინე.
-ტაქსს გამოგიძახებ კარგი? არ მინდა მარტო დავტოვო,თორემ თავად წაგიყვანდი.
-მარიკა და კოტე მოვიდნენ,ქვემოთ იცდიან,ისინი წამიყვანენ.
-კარგი.-მშვიდად დაჰყვა მის ნებას.კოტეს ყოველთვის ენდობოდა.
-დედამისს მივწერე,რომ ჩემთან რჩება რამდენიმე დღე,რომ გაიღვიძებს ევაც გააფრთხილე.
-აუცილებლად.-გაუღიმა კაცმა და კარამდე მიაცილა.
-იცოდე ჩემს დას კარგად მიხედე!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.-ხვალ მოვალ და შევამოწმებ.
-არ ინერვიულო,თვალს არ მოვაშორებ.-დაამშვიდა ქალი და როგორც კი კიბეებზე მიმავალი თვალს მიეფარა კარი ხმაურით დახურა…
ისევ ევა იყო მისი პრობლემა,ისევ მის საწოლში ეძინა,უკვე მესამედ,არადა 1 თვეც არ იყო გასული მათი გაცნობიდან.ისევ დახმარება სჭირდებოდა და ისევ არ უთმენდა უტას გული...ისევ ის დაუოკებელი სურვილი იპყრობდა,რომელიც მასზე ზრუნვას აიძულებდა,თითქოს რაღაც შინაგანად ანადგურებდა...
-რა მოგიხერხო ევა?-კარის ზღურბლზე მდგომმა ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.თვალთან უკვე ნათლად ჩანდა სილურჯე,რომელიც დაახლოებით კვერცხის ზომის იქნებოდა და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებდა.ვერ იჯერებდა,რომ ევამ საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში ნახა,შემდეგ გიორგისთან მივიდა და გადაეხვია,რომ არ ენერვიულა.ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რამდენად დიდი გული ჰქონდა ამ პატარა ადამიანს...საბანი კარგად გადააფარა,რადგან არც ისეთი კარგი ამინდი იყო,ტუმბოზე დადებული სანათი ანთებული დატოვა ყოველი შემთხვევისთვის და მეორე მხარეს ჩამოჯდა,რომ მასთან ახლოს ყოფილიყო.უდარდელად,პატარა ბავშვივით ეძინა,ისეთი მშვიდი იყო...თუმცა ევა ყოველთვის ასეთი იყო.6 ივნისის შემდეგ ასეთად არის აღბეჭდილი უტას გონებაში.მშვიდი და გაწონასწორებული,ბავშვური და თავისებური...უჭირდა ამ მდგომარეობაში მისი ყურება.გიორგის მოკვლის სურვილიც კი უჩნდებოდა იმის გამო,რაც დამართა...ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ამდენად უკონტროლო გამხდარიყო ადამიანი,რომ ქალისთვის რაიმე ევნო...
ვერც გაიაზრა ისე ჩაეძინა საწოლზე მჯდომს.თავი საწოლის კიდეზე მიეყრდნო და ხელები მუცელზე გადაეჯვარედინებინა.არც საბანი ეფარა,უბრალოდ იჯდა და ეძინა,თითქოს გასაქცევად იყო მომზადებული.ევას მოუსვენრობამ გამოაფხიზლა დაახლოებით 5 საათისთვის.გაღვიძებოდა და რომ დაინახა უტა ამ მდგომარეობაში მისთვის პლედის დაფარებას ცდილობდა,მაგრამ ამაოდ.
-ევა,ცუდად ხარ?-გულგახეთქილს გამოეღვიძა.
-არა.-იუარა მაშინვე.-უბრალოდ მინდოდა ეს დამეფარებინა.
-ღმერთო...-სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა.
-ბოდიში,არ მინდოდა შენი შეშინება.-თავი დამნაშავესავით ჩახარა და პლედს ხელი გაუშვა.
-არუშავს.-მშვიდად ამოთქვა და ფეხზე წამოდგა.-წინ ვიქნები რამე თუ დაგჭირდება დამიძახე.
-ნუ სულელობ უტა,შენი სახლია,შენი საწოლია,დაწექი.
-არ მინდა,რომ შეგაწუხო და თავი ცუდად იგრძნო,ამიტომ დივანზე დავიძინებ.
-სანამ აქ ვიქნები დივანზე უნდა გეძინოს?
-დაიძინე კარგი?ადრეა ჯერ.
-აქ დაიძინე,ღამე ცუდად,რომ გავხდე და დაძახება ვერ შევძლო?-ურცხვად ააგდო ნამუსზე.
-შენ...კარგი.-გაეცინა მის ნათქვამზე და საბანი ფართოდ გადაწია.-ნებიმიერ დროს გამაღვიძე კარგი?
-კარგად ვარ,ნუ ნერვიულობ.-დაამშვიდა კაცი.
-მაინც არ მოგერიდოს.-ჯიუტად გაიმეორა და თვალები დახუჭა.
-შეიძლება რაღაც გკითხო სანამ დაიძინებ?
-ჰო,რა თქმა უნდა,მკითხე.-მისკენ გადაბრუნდა და თვალებში ჩააცქერდა ქალს.
-გიორგი რაზე საუბრობდა? ნუკი,რომ ახსენა...მე მის შესახებ არაფერი მსმენია...
-ნუკი...-მძიმედ ამოთქვა კაცმა.-ნუკი გიორგის მოწონდა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან.მეც ვიცნობდი შორიდან.სულ ახლოს ტრიალებდა,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი დიდად.სხვისას არასოდეს არაფერს ვეხები,ქალს მითუმეტეს.ნუკის გიორგი არ მოწონდა სკოლის პერიოდში და ამას ყველა ვამჩნევდით,მაგრამ გიორგის ხომ იცნობ,არ ნებდებოდა...როგორც იქნა დაუთბათ ურთიერთობა და პატარა ივენთი გვქონდა.დავლიეთ,მოვწიეთ...ნუ ხომ იცი თინეიჯერები როგორც ერთობიან... დაღლილი ვიყავი,ამიტომ დასაძინებლად წავედი,ერთ-ერთ ოთახში შევედი და ტანსაცმლიანად დავწექი დასაძინებლად.ზაფხული იყო,გამომეღვიძა,ცხელოდა და მაისური გავიხადე,მხოლოდ შორტი მეცვა და ისე გავაგრძელე ძილი,მეტი არაფერი მახსოვს.დილით გიორგის ყვირილმა გამაღვიძა,საძინებლის შემოსასვლელში იდგა და ტაშს უკრავდა,თან „ბრავო“-ს გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე.წამოდგომა,რომ ვცადე მკერდზე სიმძიმე ვიგრძენი,ნუკის ჩემს გვერდით ეძინა და თავი ჩემს მკერდზე ედო.მალევე გამოეღვიძა.გიორგი უკვე წასული იყო აზრი არაფერს ჰქონდა,ნუკის ვკითხე იქ რას აკეთებდა და თქვა,რომ უბრალოდ დასაძინებლად ოთახს ეძებდა და ყველა დაკავებული იყო.ღამით გიორგისთან უკამათია და სიმშვიდე მინდოდაო.
-ანუ არაფერი მომხდარა?-ჩაეკითხა ევა.
-რა თქმა უნდა,არა.ვერც გავიგე როდის შემოვიდა.ტანსაცმლით ეძინა ჩემს გვერდით,მხოლოდ ფეხსაცმელი ჰქონდა გახდილი.გიორგის ვერ დავაჯერეთ,მაგის მერე გოგოს ზედ არ უყურებდა...არც კი ესალმებოდა.მილიონჯერ ავუხენით,მაგრამ თავისას გაიძახდა და არ აინტერესებდა...რამდენიმე თვე უხსნიდა გოგო ვითარებას,მაგრამ აზრი არ ჰქონდა.მერე დანებდა და საერთოდ შეეშვა მეორე კურსიდან...
-ამიტომ ამბობდა იმ ყველაფერს...
-ჰო,ჰგონია,რომ შენს თავს წავართმევ,მაგრამ ის არ იცის,რომ იმას ვერავინ წაართმევს,რაც მას არ ეკუთვნის.-მშვიდად ჩაილაპარაკა და თვალი მოარიდა.
-მის შეყვარებას ვერასოდეს შევძლებ...
-თუ შეძლებ იმაზე დიდი სულელი ყოფილხარ ვიდრე ნებისმიერი ადამიანი.იმის მერე,რაც მოხდა მისი შეყვარება არ შეიძლება ევა.
-შემთხვევით მოხდა უტა.
-ვიცი.-მშვიდად ჩაილაპარაკა.-თავიდან ყველაფერი შემთხვევით ხდება,მაგრამ ადამიანი,რომელიც ბრაზს ვერ აკონტროლებს ძალიან საშიშია...თავი თუ ვერ გააკონტროლე სიბრაზის დროს არავინ იცის რა მოხდება...
-გიორგი არ არის ასეთი...
-გიორგიზე ბევრი რამ არ იცი,ჯობია ასე დარჩეს,მთავარია არაფერი დაგიშავოს,თორემ არამგონია ასე იოლად გამოძვრეს!
-მადლობა,რომ ყურადღებას მაქცევ უტა.-თბილი ხმით უთხრა ევამ.
-ნაწილობრივ ჩემი ბრალია,რაც დაგემართა.შენი თანდასწრებით არ უნდა ავყოლოდი.
-არა,ეს არავისი ბრალი არ არის.შენ გაცნობის წამიდან ყურადღებას მაქცევ,მე ამას ვგრძნობ და მადლობელი ვარ.
-შენნაირ ქალებს დიდი ყურადღება სჭირდებათ ევა,ძალიან დიდი.იმსახურებ დამიჯერე.-მშვიდად ამოთქვა და ჭერს მიაჩერდა.
-კარგი კაცი ხარ დადვანო,ასე გააგრძელე.-ხელზე სულ ოდნავ გადაუსვა ხელი მადლიერების ნიშნად და მეორე მხარეს გადაბრუნდა.სხეულში უცნაურ ელექტროობას გრძნობდა.სული აფორიაქებული ჰქონდა და გული საშინლად სწრაფად უცემდა.ანერვიულებდა ეს კაცი,მისი სიახლოვე...მაგრამ ცუდად კი არა,პირიქით,კარგი გაგებით...არ თქვათ,რომ ეს ის პეპლები იყო,რომელზეც ასე ხშირად ლაპარაკობენ...-ჯანდაბა!-ჩაიბურტყუნა თავისთვის და თვალები დახუჭა,რომ როგორმე გათენებამდე მიეღწია...




***
ადამიანთან სიახლოვის შიშს თუ შეუშინებიხართ ოდესმე? უტა დადვანი შეაშინა ამან და აფორიაქებულმა სცადა მის მკერდზე მძინარე ქალის მეორე მხარეს გადაწვენა.თვალები გაახილა თუ არა მის სილუეტს მოკრა თვალი,ქერა თმა სახეზე ჩამოცვენოდა და უდარდელად ეძინა მის მკერდზე.ცალი ხელი თავქვეშ ამოედო,რომ კომფორტულად ყოფილიყო და სულაც არ ჩქარობდა მისი სხეულისგან მოშორებას.
თმაზე ქოქოსის სურნელი ასდიოდა.ის სურნელი ასე ძალიან,რომ მოსწონდა,მაგრამ ვერ ამბობდა...ის სურნელი იყო ოკეანის გულში დაბადებულ კუნძულს,რომ ასდიოდა...ის სურნელი იყო მადეირაზე,რომ შეიგრძნო რამდენიმე წლის წინ...
-მჰმ...-ამოიგმინა ქალმა და ხელი მის მუცელზე მშვიდად გადაასრიალა.
-ჯანდაბა.-თვალებდახუჭულმა ამოიგმინა და მობილურს გადაწვდა.ჯერ 8-ის ნახევარი იყო.არ უნდოდა გაეღვიძებინა.ისედაც გაუჭირდა დაძინება...
უტა დადვანისთვის არ იყო ჩვეულებრივი დილა...ხშირად არ იღვიძებდა ქალის გვერდით,რომელსაც მის მკერდზე ჩასძინებოდა...დიახ,ურთიერთობები ჰქონია,მაგრამ საწოლს ყოველთვის ტოვებდა,რადგან სხვის გვერდით ძილს მიჩვეული არ იყო,ვერ ისვენებდა...ამ დილამდე...ამ მომენტამდე...თითქოს უდარდელადაც კი ეძინა მის გვერდით,მაგრამ გამთენიისას ისევ შეიპყრო იმ მოუსვენრობის შეგრძნებამ სულს,რომ უყინავდა ყოველთვის.მაინც დააღწია თავი ქალის მკლავებს და მისაღებში გავიდა,რომ ყავა დაელია.აივანზე გავიდა,ყავითა და სიგარეტის კოლოფით ხელში და თბილისურ ცხოვრებას ზემოდან გადახედა.ისევ ყველას სადღაც აგვიანდებოდა...ისევ ყველა სადღაც მირბოდა,თითქოს მათ გარდა არავინ არსებობდა დედამიწაზე...
ნისლიანი თბილისი უყვარდა უტას.ამ დროს ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს,თითქოს ხალხიც კი აღარ ადარდებდა. აივნის კართან იჯდა და ყველა ფიქრსა თუ ემოციას ფუნჯით გადმოსცემდა.ეს იყო ყველაფერი,რაც მას სჭირდებოდა...
ახლაც ასე მოიქცა...პალიტრა მოიმარჯვა და გრძნობებს საშუალება მისცა,რომ დაეჯაბნა...იმ შტორმს ხატავდა ასე,რომ აშინებდა ზღვაში ყოფნისას...გემს ხატავდა აბობოქრებულ ტალღებს შთანთქვა,რომ განეზრახათ...ეკიპაჟის წევრებს,რომლებიც უკვე წაეღო დინებას...და მათაც,რომლებიც ჯერ ისევ იბრძოდნენ სიცოცხლისთვის...
არა ხატვა არ ეხმარებოდა...ხატვა არ აქრობდა იმ სევდას,რომელიც გულში ჰქონდა...ოჯახი ენატრებოდა...სახლი და მშობლები...მათგან არაფერი ახსოვდა,მაგრამ მაინც ორივე ენატრებოდა...ბებიაც ენატრებოდა,მან ხომ ობოლი უტა შვილივით გაზარდა,მაგრამ მშობლებს ვერ შეცვლის დედამიწაზე ვერავინ და ვერაფერი...მხოლოდ შორიდან უმზერდა მათ საფლავებს და ქვაზე დახატულ სურათებს საათობით შესცქეროდა,თითქოს რაღაცის მოლოდინი ჰქონდა...ამიტომაც არ უნდოდა დაბრუნება...საქართველო ყველაფერ იმას ახსენებს,რაც არასოდეს ჰქონია...ოჯახს,რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევამ წაართვა და სახლს,რომელიც ტკივილით იყო გაჟღენთილი...იმედგაცრუებულმა ჰკრა ხელი ნახატს და დაფა იატაკზე მოისროლა.
-უტა,კარგად ხარ?-ზურგიდან მოესმა ქალის ნაცნობი ხმა.
-ევა...-მაშინვე ფეხზე წამოვარდა.-მე გაგაღვიძე?მაპატიე...
-არა,ჩემით გამეღვიძა და ვიფიქრე ვნახავ რას აკეთებსთქო,ხატავდი და ხელი არ შეგიშალე.-იატაკზე დაგდებულ ნახატზე მიუთითა.
-ჰო,ისეთი არ გამოვიდა,როგორიც მინდოდა.-იცრუა ურცხვად.
-ჩემი აზრით იდეალურად არის დახატული.-ნახატი მშვიდად აიღო და კიდევ ერთხელ დახედა.-იმდენად ზუსტად არის ემოციები გადმოცემული...
-უბრალოდ ამინდის შესაბამისად დავხატე,ისეთი არაფერია.
-კარგად ხარ უტა?-ჩაეძია ქალი.-ანერვიულებული მეჩვენები.
-შენ ხომ კარგად ხარ?თავი ხომ არ...
-უტა,მე კარგად ვარ!-გააწყვეტინა ქალმა და დალურჯებულ ადგილას ხელი ოდნავ მოისვა.-უბრალოდ დამილურჯდა,ტკივილით არ მტკივა.
-მიხარია,რამეს მოგიმზადებ,რომ ჭამო.-თავი აარიდა საუბარს.
-უტა...იქნებ მითხრა რა მოხდა?იქნებ დახმარება შემიძლია...
-ევა...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა კაცმა.-უბრალოდ წარსულზე ფიქრმა წამიღო,სალაპარაკო არაფერია.
-რადგან ასე წაგიღო ფიქრებმა და დაგასევდიანა ესეიგი არის სალაპარაკო,მოდი ყავასთან ერთად ვისაუბროთ ცოტა...
-არ ღირს დამიჯერე.
-უტა...გაცნობის პირველივე დღიდან შენს პრობლემად ვიქეცი...იქნებ მომცე საშუალება ერთხელ მაინც მოგისმინო?მე არ ვილაპარაკებ ამაზე,კარგი მსმენელი ვარ,ჩემი ნდობა შეგიძლია...
-ისეთი არაფერია ევა,უბრალოდ ოჯახზე ჩავფიქრდი...-მშვიდად მიუგო და ფინჯანი მიაწოდა.-საქართველოში დაბრუნება და აქ ცხოვრება სულ მიჭირს,თითქოს რაღაც მახრჩობს და ეს რაღაც უპატრონოდ ყოფნაა...-მძიმედ ამოთქვა და სკამი აივნის კართან მიიტანა,რომ სიგარეტის კვამლს არ შეეწუხებინა.-მე არ გავზრდილვარ მშობლების სიყვარულით სავსე ოჯახში...მეტიც,საერთოდ მშობლებთან არ გავზრდილვარ,უკვე 27 წელია ობოლი ვარ.-ბოლო სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა და ზეცას გახედა.-ხანდახან მძიმეა იმის გააზრება,რომ სახლში არავინ მელოდება,არავინაა ისეთი,ვინც ჩემზე იზრუნებს,ან მომიკითხავს გადავრჩი თუ არა...ბოლოს ბებია,რომ დაიღუპა მაშინ ვიყავი საქართველოში...ახლა ყველაფერი რთულად არის,აღარავინ მყავს და ხანდახან სევდა მიპყრობს...
-ბებიამ გაგზარდა?-სევდიანი ხმით ჰკითხა და თვალები ფართოდ გაახილა,რომ შიგნით დაგროვებული ცრემლები შეეკავებინა.
-ჰო,თავისთან წამომიყვანა და ის მზრდიდა.ბევრი სირთულე იყო,ბევრი რამის გადატანა მოუწია ჩემს გამო.სულ ოცნებობდა ჩემს შვილებს მოსწრებოდა...სულ უნდოდა იმ გოგოს გაცნობა,რომელიც შემიყვარდებოდა...
-მერე?არავინ გყვარებია უტა?
-სიყვარული უცნაური გრძნობაა,ადამიანს ეჩვევი და გგონია,რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებ,გგონია გიყვარს და გააღმერთებ,მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ იმ სიცარიელის ამოვსებას ვცდილობთ,რომელსაც სხვა ვერ გვივსებს.უბრალოდ შესაფერის ადამიანს ვპოულობთ და საყრდენ ძალად ვიყენებთ,ეს არის სიყვარული,მეტი არაფერი...ამ საყრდენის პოვნა კი ძალიან რთულია.
-სიყვარული ადამიანზე უანგაროდ ზრუნვაა უტა.-შეეპასუხა ევა.-სიყვარულია,როდესაც ადამიანის დაკარგვის შიში გიპყრობს,სიყვარულია,როდესაც ეჭვიანობ,სიყვარულია,როდესაც ვერ იძინებ თუ სახლში არ არის,ან თუ საწოლის მისი მხარე ცარიელია...საყვარელი ადამიანი მხოლოდ საყრდენი არ არის.
-საყვარელი ადამიანი ძალა და სისუსტეა.
-სისუსტე არ არის.
-სუსტი ხარ,როდესაც დასაკარგი ბევრი გაქვს ევა...მე არაფერი მაქვს დასაკარგი.
-დასაკარგი შენც გაქვს.ბიჭები ხომ გყავს?
-მე მხოლოდ ნიკა და კოტე მყავს და ისინიც ხშირად არ არიან.მხოლოდ მაშინ თუ რამე ხდება და ბოლო ამბავს თუ ჩავთვლით მე ისინიც არ მყავს,უბრალოდ ბავშვობის მოგონებები შემორჩა,რომლებსაც ვერ ვღალატობთ.
-რა ბოლო ამბავს გულისხმობ?
-ისინი გიორგის უჭერენ მხარს შენთან დაკავშირებით.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე კაცმა.-მართლა რამე რომ ხდებოდეს ჩვენს შორის ორივე გიორგის გაუმაგრებდა ზურგს,რადგან გიორგი აქ იყო მაშინ,როდესაც მე წასვლა ვარჩიე.-ნამწვი საფერფლეში მოსრისა და აივანზე გავიდა,რომ სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა.
-ნუ სულელობ უტა.-მის წინ დადგა ქალი.-ნიკას შენ ძალიან უყვარხარ.მეჯვარეობა გთხოვა,ამდენი წლის შემდეგ მაინც გთხოვა ჩამოსვლა და მისი სიყვარულის დამოწმება.რომ არ ადარდებდე ამას გთხოვდა?
-ნიკა კარგი კაცია ევა,მაგრამ მხარეების არჩევა,რომ დასჭირდეს ის ჩემს მხარეს არ დადგება.მეგობრად მთვლის,მაგრამ გიორგის გამო ბევრის გარისკვა შეუძლია და ეს უკვე ვნახე.
-უტა.-კიდევ უფრო მიუახლოვდა კაცს.-შენ ნიკას ძალიან უყვარხარ,კოტესაც...შენ გყავს ხალხი აქ.მათ ყოველთვის დააკლდები და დასჭირდები გესმის?
-როგორი უცნაური ხარ ევა.-თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა კაცმა.-შენ ნახე იქ,რაც მოხდა და მაინც ამ აზრზე ხარ...
-უბრალოდ გიორგის ხასიათი იციან,ასე ამიტომ მოიქცნენ.გიორგი სისულელეებს ხშირად აკეთებს,ცელქი ბავშვივითაა.
-ჰო,მე ცელქი ბავშვი არ ვარ ევა და არც მათი ყურადღება დამჭირდება.მე უკვე ზრდასრული კაცი ვარ და ამაზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ.წლებია მარტო ვარ და ამას მივეჩვიე კიდეც...
-მარტო არ ხარ უტა,მე ხომ აქ ვარ?-გაუაზრებლად წამოროშა და დარცხვენილმა თვალი მოარიდა.-ანუ იდეაში მარტო არ ხარ ახლა.
-ჰო,მარტო არ ვარ.-ოდნავ ჩაეღიმა კაცს.-შიგნით შედი,დასველდები და გაცივდები.
-შენც გაცივდები.
-ევა...
-არ თქვა ახლა არავინ დამიტირებს და არაუშავსო.-გაუწყრა კაცს.-შემოდი.-თავით ანიშნა შესასვლელისკენ და ოთახში პირველი შევიდა.
-გოგოები მოვლენ 1 საათში და მე გავალ სანამ აქ იქნებიან კარგი?ანიტამ მომწერა.
-უტა შენი სახლია,წასვლა საერთოდ არ არის აუცილებელი.
-დამშვიდდი ევა,საქმეები მაქვს ისედაც.თან გოგოების შეკრებაში ვერ ჩავერევი,გუშინდელი გექნებათ განსახილველი აუცილებლად.
-შენი აზრიც გაგვიზიარე,რა პრობლემაა.
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-სივრცეს მოგცემ,რომ დაფიქრდე.
-რაზე?
-იმაზე თუ რისი პატიება შეგიძლია ადამიანებისთვის და ღირს თუ არა.-მშვიდად ამოთქვა და მისი მობილურის ზარი,რომ არა ალბათ საკმაოდ ვრცელი საუბარი ელოდათ.
-ირაკლი გირეკავს.-მაგიდიდან მობილური მიაწოდა კაცს.ნომერი სახელითა და გვარით ჰქონდა ჩაწერილი,ამიტომ მაშინვე მიხვდა ვინც იყო.
-საღამოს შეგხვდები,მისამართი მომწერე და მოვალ.-ხმის ამოღება არ აცადა კაცს ისე უთხრა და ზარი დაასრულა.
-ხომ გყავდა მყიდველი?-გაკვირვებული მიაჩერდა ევა.
-მყავს კიდეც,ხელშეკრულების გასაფორმებლად მივდივარ.
-აბა ირაკლი?
-შეხვედრა უნდა,ტვინი რომ არ წაიღოს პირისპირ მირჩევნია შეხვედრა და მოგვარება.საღამოს კიდევ ერთხელ ავუხსნი,რომ არ ვითანამშრომლებ მასთან.
-მისმინე უტა,ამას თუ იმ ინციდენტის გამო აკეთებ მე არ მაქვს პრობლემა,ვისაც სწორად ჩათვლი იმას უნდა მისცე ნახატები.
-სწორედ ამას ვაპირებ ევა.მისნაირ ნაბი*ვრებს უფლებას ვერ მივცემ,რომ ხელოვნება შებღალონ.წავალ მოვემზადები და გოგოები,რომ მოვლენ წავალ.
-კარგი.-თავი დაუქნია კაცს და იქვე დივანზე ჩამოჯდა...


***
-მზად ვარ ჩემი ხელით მოვკლა გიორგი.მთელი ღამე ცოფებს ვყრიდი,ლამის შუაზე გავგლიჯე,კოტე,რომ არა ალბათ თავს წავაცლიდი.-ისევ გაბრაზებული იყო მარიკა.
-არაფერია მართლა,არც კი მტკივა.-იცრუა მაშინვე.-უბრალოდ ძალიან შესამჩნევადაა.
-ნიკა ძალიან გაუბრაზდა,გაგიჟებას იყო თვითონაც,მე ძალიან შემეცოდა გიორგი.-ნაღვლიანად ამოთქვა ანიტამ.-შენი სიყვარული აკეთებინებს ამ სიგიჟეებს.
-ახლა ნერვები არ მომიშალო რა.-თვალები დააკვესა მარიკამ.-გოგოს ლამის სახე აახია,რა სიყვარული? აწი მე გიორგის ხელი დავუქნიე სამუდამოდ.სხვა ბიჭის გუნდში ვიქნები.
-მაინც ვის გუნდში იქნები შოთას?-ჩაეკითხა ანიტა.
-ფუ,არა!-თავი გააქნია უარის ნიშნად.-მე უტა მომწონს მაგალითად.-მხრები აიჩეჩა ქალმა.-ძალიან ყურადღებიანი ბიჭია,შენზე ნერვიულობდა,მის სახლში რჩები ევა,მის საწოლში,მის გვერდით გძინავს,რავიცი აბა...-წარბები ეშმაკურად აათამაშა ქალმა.
-ნუ სულელობ მარიკა.მსგავსი არაფერია,უბრალოდ შემეცოდა დივანზე ხომ არ დავაძინებდი,მისი სახლია.
-ჰო,ჰო,აბა რა.მეც ასე ვუთხარი კოტეს თავიდან.
-რაა?-ერთდროულად ცქვიტა ორივემ ყურები.
-რა გაღრიალებთ ღმერთო.-შეწუხებულმა აიფარა ყურებზე ხელი.-ხომ იცით უკვე წლებია მომწონს,რამდენჯერმე ერთად დავრჩით და ვიმიზეზებდი სიბნელის მეშინია ჩემთან დარჩითქო...-სასაცილოდ არ ეყო თავისივე ნათქვამი.-გუშინ მასთან დავრჩი და ამდენხანს,რომ ველოდით ის კოცნაც შედგა.-პირზე ხელი აიფარა ქალმა.-ახლა ურთიერთობა უნდა გავარკვიოთ.
-ესეიგი გეშველათ და ერთად ხართ?
-ჯერ არ გვილაპარაკია.შემრცხვა და ვთხოვე მარტო დავიძინებთქო.
-რას ამბობ.-ხმამაღლა გადაიხარხარა ანიტამ.
-გიჟი ხარ ოღონდ მართლა.კოტეს ნება რომ იყოს დღესვე მოგიყვანდა ცოლად,რისი შეგრცხვა.
-შენ რისი გრცხვენია?არ თქვა,რომ არ მოგწონს უტა.
-თავი დამანებეთ რა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.
-მართლა აბა გამოტყდი რამე თუ ხდება.-არ მოეშვა ანიტა.
-რა უნდა ხდებოდეს,უტასნაირი კაცი მე არასოდეს შემომხედავს ხომ იცით.
-რას ამბობ ევა?რატომ ამბობ ამას?რამ გაფიქრებინა?-გაოცდა მარიკა.
-ხომ იცით ისედაც.მე ისევ ის გოგო ვარ სკოლაში წონაზე,რომ დასცინოდნენ და გიორგი საქმეებს,რომ ურჩევდა ყველას ვინც გამაბრაზებდა.უბრალოდ ახლა უტა დაემატა.
-ნუ გამაგიჟე გთხოვ.-გაბრაზებულმა ამოთქვა ანიტამ.-რას უწუნებ შენს თავს?რით ვერ მოეშვი წონაზე ლაპარაკს?იდეალურად გამოიყურები,ლამაზი და ჭკვიანი ხარ...
-წინა ზაფხულთან შედარებით 3 კილოთი მეტი ვარ.-გააწყვეტინა ქალს.
-მოდი დარბაზში შევიდეთ.
-რა?
-მართლა ევა,ჩემი მეგობარი ტრენერია,შეღავათიან ფასად გვავარჯიშებს.ფორმების დაყენება მინდა,ხომ ხვდებით,ფეხი,წელი ყველაფერი.შენ წონაში დაკლება თუ გინდა კვებასაც შეგიდგენს და დაგეხმარება კიდეც.
-ახლა არა მარ.-თბილად უთხრა ქალს.
-რატომ არა?მეც მინდა.დარბაზში ძალიან გავერთობით.
-ხო,მაგრამ ახლა მაინც არ ვარ ხასიათზე,სხვა დროს დავიწყოთ.
-როცა გინდა,მითხარი და სამივე ერთად მივიდეთ.თავს არაკომფორტუულად თუ გრძნობ რისთვის ვართ აქ?ხელს შეგიწყობთ ყველანაირად.
-აბა რისთვის ვართ მეგობრები,ყველანაირ საქმეს გადავდებ და გვერდში დაგიდგები ევა.-გაამხნევა ანიტამ.-მაგრამ მაინც,უტასთან თუ რამე ხდება და წონაზე კომენტარი გაგიკეთა დაა*ვევინე.არავისი საქმე არ არის რამდენს იწონი გესმის?
-უტა არ არის ასეთი.-დაამშვიდა მეგობრები.-პირიქით სულ საჭმელს მტენის პირში.მაგრამ დღის ბოლოს მაინც ვინმე გამხდარ გოგოს მოიწვენს გვერდით,ასეთი წესია.
-ვინ დაადგინა ეგ წესი?ან საიდან მოვიდა?ეგეთი გამხდარი გოგოები არიან ზუსტად თავმომწონეები და უხეშები.თან შენს არაფერი არ გჭირს,იდეალურად გამოიყურები.
-თვალს სხვანაირად მოწონს ხომ იცი.
-ახლა თვალებს ამოგთხრი ევა!-გაუწყრა მეგობარს მარიკა.-შენ ისეთი კარგი ადამიანი ხარ ევა ნებისმიერი იღბლიანი იქნება ვისაც ოდესმე შენს გვერდით გაღვიძება მოუწევს დამიჯერე.
-ხან ძალიან მიყვარხართ რა.-ცრემლიანი თვალები მიანათა მეგობრებს.
-ჩვენ სულ გვიყვარხარ ევა.-გვერდით მიუჯდა ანიტა და გულში ჩაიკრა.
-მე რატომ გამომტოვეთ?-ევა შუაში მოიქციეს და მთელი ძალით გადაეხვივნენ ერთმანეთს.თითქოს არაფერი,მაგრამ თერაპიასავით იყო ევასთვის მეგობრების სტუმრობა.თითქოს მის დასახიჩრებულ სულს კურნავდნენ...


***
-აღარ გავიმეორებ ირაკლი,ნახატებს ვერ მიიღებ,ისინი უკვე გავყიდე.-თავისას ჯიუტად იმეორებდა დადვანი.
-მე მყიდველი მყავს უტა,ნახატებს ელოდება.
-შენთვის ძალიან ცუდი თუ ნახატებს ელოდება,რადგან ვერ მიიღებ.
-შენთვის ეს თამაშია?-თვალები წამოენთო კაცს.-მე და შენ გარიგება დავდეთ.
-გარიგება ზეპირსიტყვიერი იყო და ჩაიშალა მას შემდეგ,რაც ჩემთვის ძვირფასს შეეხო შენი ნაბი*ვარი ძმა.-ღვარძლით ამოთქვა კაცმა.-ნახატები უკვე გადავეცი მყიდველს.დანარჩენებსაც უახლოეს მომავალში გავყიდი.
-ასე ვერ მოიქცევი,ეგ ნახატები უნდა მომცე.ორმაგს გადაგიხდი გესმის?-სასოწარკვეთილებისგან კანკალებდა კაცი.
-ირაკლი,კაცურად ჩამომართვი ხელი,შეეგუე დამარცხებას და წადი,ასე ჯობია ყველასთვის.-მშვიდად ამოთქვა უტამ.-ისე ეს ადგილი რამ მოგაფიქრა შესახვედრად?-კიბეებიდან გადახედა პარკში მიმავალ ადამიანებს.
-რამდენი გინდა?-ისევ იგივეს იმეორებდა კაცი.
-ირაკლი ჩემი ნახატები შენზე არ გაიყიდება არასდროს გესმის?მორჩა!-უკვე აღიზიანებდა მისი ქცევა.-მე წავედი,წარმატებები შენს კლიენტთან.
-ყველაფერი ეს ვიღაც ნა*ას გამო?-მაინც დააწია სიტყვები,რომელთა მოსმენაც ყველაზე მეტად არ უნდოდა უტას,თავს არიდებდა ამ სიტუაციას და კიდე ერთ კამათს გაბაიძეების ოჯახთან,მაგრამ აზრი არ ჰქონდა,ორივე ზღვარს კვეთდა.
-რა თქვი?
-ნახატების გაყიდვაზე უარს ქალის გამო მეუბნები,რომელთანაც დღეს წევხარ და ხვალ აღარ.სისულელეა ამის გაკეთება ერთ თვიანი...
-ბოდიში მოიხადე!-ყელში წვდა დადვანი და კედელზე მთელი ძალით მიახეთქა.-გელოდები!
-ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ იმის გამო,რასაც ვამბობ,რადგან შენი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ სიმართლეა.
-კიდევ რა არის სიმართლე იცი?-თვალებში ჩააცქერდა დადვანი კაცს.
-რა?
-შენც და შენი ძმაც,ორივე მაგარი სი*ებად გაუზრდიხართ მშობლებს.-თქვა და მთელი ძალით დაარტყა სახეში.-ევა არ არის ის გოგო,რომელზეც ასე ლაპარაკი შეიძლება გესმის?ეს საერთოდ არცერთ ქალზე არ შეიძლება...ამას ჯობია საკუთარ თავზე ილაპარაკო და ყოველ წამს გაიხსენო როგორი სი*იც ხარ!-ღვარძლით ამოთქვა კაცმა და ზურგი აქცია.
-ვწუხვარ უტა,მაგრამ დანარჩენი ნახატები მაინც მჭირდება!-აკანკალებული ხმით ამოთქვა და დანა გაშალა.-ჯობია შენ დაშავდე,ვიდრე მე.-ბოლო სიტყვები გარკვევით ამოთქვა და უტამ მოტრიალება და რეაგირებაც კი ვერ მოასწრო ისე უცებ ეცა ირაკლი და მუცლის არეში მთელი ძალით დაარტყა დანა.რა მარტივად ჟღერს არა?სინამდვილეში სულაც არ არის მარტივი.ადამიანის სხეულისთვის დანის დარტყმას დიდი გამბედაობა და ძალა სჭირდება.დანის პირი უამრავ წინააღმდეგობას ხვდება იქამდე,სანამ მიზანს მიაღწევს და სხეულში ღრმად ჩაესობა.ამ დროს თავდამსხმელი წინაღობას გრძნობს,დაზარალებული კი თითოეულ მილიმეტრზე გრძნობს დანის ჩასობას...არც თავად ირაკლი იყო კარგად,არ ელოდა,რომ ამის გაკეთება შეეძლო,მაგრამ შიში ხანდახან ისეთ რაღაცებს გვაკეთებინებს,რასაც არასოდეს გავაკეთებდით...უტა საერთოდ არ იყო კარგად.ტკივილისგან მუხლები მოეკვეთა,ცალი ხელი ჭრილობაზე მიიჭირა, მეორეთი კი ირაკლიზე დაყრდნობა გაუაზრებლად სცადა.იმ მომენტში,რომ შეგეხედათ ორივესთვის ვერ მიხვდებოდით რომელი იყო დაჭრილი,რადგან ორივე შეშინებული და უიმედო იყო.
-ვწუხვარ უტა,ეს ნახატები ძალიან მჭირდება,მნიშვნელოვანი კლიენტი მყავს.-თავისმართლებასავით გამოუვიდა და კაცს ხელი გაუშვა.-სიცოცხლე არ დამიმთავრებია,ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს წინ.-ჯიბიდან მანქანის გასაღები ურცხვად ამოცალა,დანას ხელი მოკიდა და სირბილით აიარა კიბეები.ქვემოთ შადრევნებთან ხალხი მოძრაობდა,წყვილები ისევ ისხდნენ სკამზე და ერთმანეთის ალერსით ტკბებოდნენ.ჯიხურში ვიღაც პოპკორნს ყიდულობდა,ახალგაზრდა გოგონა ძაღლს ასეირნებდა და იქვე,კიბეებს ზემოთ,გვირაბის შესასვლელთან იყო უტა,რომელიც საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძოდა.ბოლოს ყველაფერი ბნელმა წყვდიადმა მოიცვა და ღმერთის იმედად დარჩენილმა ბრძოლა შეწყვიტა...


***
-აქამდე უნდა დაბრუნებულიყო არა? 11 დაიწყო უკვე.-საათს დახედა ანიტამ.
-მოვა,ალბათ საქმეები აქვს.
-დაურეკე ევა.
-ეჭვიანი ცოლივით დარეკვებს ხომ არ დავუწყებ, იქნებ შეყვარებულს ხვდება.
-კარგი ახლა,შეყვარებული,რომ ყავდეს გიორგი კი არ გადაირეოდა,არ ყავს არავინ.
-კარგი ანიტა რა,ვერ დავურეკავ.
-მაშინ ვერ წავალთ,აქ მარტოს ვერ დაგტოვებთ.
-პატარა ხომ არ ვარ,წადით და მოვა,დავიძინებ რა უნდა მომივიდეს.
-არა ევა.-თავი გააქნია უარის ნიშნად ანიტამ.-ისევ,რომ დაგეწყოს პირღებინება?
-ბევრი ვჭამე,ალბათ მაგიტომ.
-იმის ნახევარი ჭამე,რაც თეფშზე გქონდა ევა,რას მასულელებ ახლა?-გაუწყრა მეგობარს.-მარტო არ დარჩები!
-კარგი.-დანებების ნიშნად ხელები აწია და დივანზე ფეხები მოკეცა.-ამ დრომდე მართლა სად არის...
-დაურეკე.-თვალები დაუბრიალა მარიკამ.
-მართლა დაურეკე რა გჭირს.-გაუბრაზდა ანიტაც.
-რა ვუთხრა?
-გოგოები წასვლას აპირებენ და მალე მოხვალ თუ არათქო.
-სირცხვილია იქნებ არ მოდის მალე? ჩემს გამო ხომ არ მოვა?
-ვაიმე ევაა.-თვალები დააკვესა ორივემ.-დარეკე!
-კარგი,კარგი.-ამოიოხრა ქალმა და მისი ნომერი მშვიდად მოძებნა.-ვრეკავ.-ორი ზარის შემდეგ უპასუხა მობილურს.-უტა ბოდიში,რომ გაწუხებ,გოგოები წასვლას აპირებენ და...
-გამარჯობა.-გაისმა ქალის მშვიდი ხმა ყურმილს მიღმა.
-გამარჯობა.-დაბნეულმა უპასუხა და ტელეფონს დახედა,ნამდვილად უტას ნომერი იყო...-ხომ გითხარით შეყვარებულთან არისთქო.-მობილური შორს გაწია,რომ არ გაეგო და მეგობრებს გადაუჩურჩულა.-უტასთან მინდოდა საუბარი თუ დაკავებული არ არის.
-ქალბატონო ახლა ვარკვევდით ახლობლებზე ინფორმაციას,დაახლოებით 1 საათის წინ შემოიყვანეს პაციენტი კლინიკაში,დაჭრილია და ამჟამად ოპერაცია უტარდება.
-რა?-ერთიანად გაიყინა ადგილზე ქალი.-რა ოპერაცია,რა დაჭრილი,სად არის?
-სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი,დეტალებს ადგილზე მოსვლის შემდეგ პოლიცია გაგაცნობთ.
-მე...
-ევა რა მოხდა?
-ევა!-მთელი ხმით დაიყვირა მარიკამ და დივანზე უგონოდ დაცემულ მეგობარს მივარდა.-ჩქარა წყალი.-მიუბრუნდა ანიტას.-ევა,ევა შემომხედე.-სახეზე ხელს მსუბუქად ურტყამდა,რომ გამოფხიზლებულიყო.-სადმე წამლების ყუთს თუ იპოვი ნიშადური მოძებნე.ევა,ევა გაიღვიძე კარგი?შემომხედე.-ფეხები ზემოთ აუწია და შორიდან დაუწყო ძახილი.
-არ არის მარიკა.-დაპანიკდა ქალი.-მსგავსი არაფერი დევს.
-ევა შემომხედე!-დაუყვირა მეგობარს.-აივნის კარი გამოაღე!
-კარგად ვარ.-თვალდახუჭულმა ძლივს ამოთქვა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-იწექი ცოტახანს.-თბილი ხმით უთხრა და ანიტას მობილურზე ანიშნა.-აიღე ვინაა.
-უტა...-მძიმედ ამოთქვა მისი სახელი და წამწამები ერთმანეთს დააშორა.
-გამარჯობა,ჩემი მეგობარი გესაუბრათ.-ყოყმანით წამოიწყო საუბარი ანიტამ.
-უტა დადვანის ამბავს კითხულობდა,სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკაშია,ოპერაცია უტარდება,დეტალებს ადგილზე გეტყვიან,მიმღებში იკითხეთ.
-მადლობა.-გაოგნებულმა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ზარი დაასრულა.
-რა მოხდა?-მიაჩერდა ანიტას.
-უტა დაჭრეს,ოპერაციას უტარებენო.-დაასწრო ევამ.
-ნიკას უნდა დავურეკო.-მობილური მოიმარჯვა ანიტამ და მაცივრიდან ცივი წყლის ბოთლი გამოიღო.
-როგორ ხარ ევა?ფერიც მოგივიდა სახეზე,მგონი უკეთ ხარ.
-უტასთან წავიდეთ რა.
-წავალთ ჩემო ლამაზო,რა თქმა უნდა,წავალთ.ალუბლის წვენს მოგიტან,წეღან დავინახე მაცივარში,დალიე და მანამდე ბიჭებსაც გავაგებინოთ კარგი?
-კარგი.-თავი დაუქნია ქალს და წამოჯდა,რომ წვენის დალევა შესძლებოდა.
-ტაქსს გამოვიძახებ.-მობილური უკვე მომარჯვებული ჰქონდა ანიტას.-ნიკა არ მპასუხობს.
-მიდი გთხოვ.
-დალიე ეს.-წვენზე ანიშნა ქალმა.-ღმერთო ეს რა ხდება,მეტი არაფერი უთქვამთ?
-არა.-თავი გააქნია ქალმა.-დაჭრესო.
-მიდი ჩაიცვი.-ოთახიდან ფეხსაცმელი გამოუტანა ანიტამ.-შენ კოტეს დაურეკე.-მარიკას მობილური ხელებში შეაჩეჩა.
-ჰო,ახლავე.-სასწრაფოდ მოძებნა მისი ნომერი და როგორც კი კოტეს ხმა გაიგო შვებით ამოისუნთქა.-უტა დაჭრეს,მეცხრე საავადმყოფოში ჰყავთ,ოპერაციას უკეთებენ,იქ მივდივართ მე და გოგოები.-ხმის ამოღება არ აცადა ისე მიაყარა და ზარი დაასრულა.რა თქმა უნდა,არ უყოყმანია,მაშინვე აიღო გასაღები და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...


***
-რა ხდება,რამეს ამბობენ?-სირბილით შემოვიდა ნიკა დერეფანში.
-ჯერ ისევ ველოდებით.-ქმარს გადაეხვია ანიტა.
-არ იციან ვინ გააკეთა?-იკითხა გიორგიმ.
-იცოდე,რამე თუ დაუშავე არასოდეს გაპატიებ!-ფეხზე წამოვარდა ევა და ტყავის ქურთუკის საყელოზე წაეტანა.-თუ შენი ეგოს დასაკმაყოფილებლად დაჭერი ვეღარასდროს მნახავ იცოდე.
-ევა,ევა.-მაშინვე უკან გამოიყვანეს გოგოებმა.-რას ამბობ?
-მე უტა გუშინ საღამოს მერე არ მინახავს ევა.-გულდაწყვეტილი იყო ეტყობოდა,მაგრამ თავის მართლება მაინც საჭიროდ ჩათვალა.
-დილიდან მე მყავს საგურამოში,რემონტს ვაკეთებინებდი,გიორგის არ გაუკეთებია.-მეგობარი დაიცვა ნიკამ.
-ხომ გაიგე,მას არ გაუკეთებია.
-პოლიცია არაფერს ამბობს?
-კამერის ჩანაწერებს ამოწმებენ.უტას 11 ნახატი გაქრა,ალბათ ისინი,რომლებიც უნდა გაეყიდა.-დეტალები გაარკვია თუ არა მეგობრებთან დაბრუნდა კოტე.
-არა,ნახატები დილით გაყიდა და მფლობელსაც გადასცა.-იუარა ევამ.-ხელშეკრულების გასაფორმებლად 12 საათზე უნდა მისულიყო.გაყიდული იქნებოდა უკვე.
-თან ბევრი ნახატი ჰქონდა საბარგულში,ევა,რომ მივიყვანეთ გუშინ დავინახე,სავსე ჰქონდა.რამდენიმე შეფუთული იყო და დანარჩენები ისე ეწყო.
-სახე არსად არ უჩანს,კეპი ახურავს და ვერ არჩევენ სახეს,მაგრამ უტა,რომ გაიღვიძებს იტყვის ვინცაა.პარკში ხალხმა დაინახა,რომ კამათობდნენ,მაგრამ სახე არ დაუნახავთ.
-თუ გაიღვიძებს აუცილებლად იტყვის.
-ევა,რა თქმა უნდა,გაიღვიძებს.-თვალები დაუბრიალა მეგობარს ანიტამ.
-მოიცადე...-ფეხზე წამოვარდა ქალი.-ნახატები თქვი არა?
-რა მოხდა ევა?
-გაბაიძეები,რომ არიან ძმები,მეორე ძმისთვის ნახატები უნდა მიეყიდა,მაგრამ ჩხუბის მერე უარი უთხრა,დღეს უტას შეხვედრა სთხოვა,ნეტავ ის ხომ არ იყო?
-ევა,ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა.-გაოცდა მარიკა.-ირაკლი არ...
-არ თქვა,რომ მსგავსს არაფერს იზამდა.შენ გუგაზეც ამბობდი კარგი კაციაო და კი მომიწია მერე ძვლების დამტვრევა.-გააწყვეტინა გიორგიმ.
-ევა...ევა მოიცადე...-მოულოდნელად გაიქცა გასასვლელისკენ ქალი,ისე,რომ არცერთისთვის არაფერი უთქვამს.
-მე მივხედავ.-მშვიდი ხმით უთხრა მეგობრებს გიორგიმ და სირბილით მიჰყვა ქალს უკან.
-შენ...
-შეეშვი,მიხედავს.-შეაჩერა კოტემ მარიკა.-ხომ იცი,რომ საკუთარ თავზე მეტად უყვარს?როგორც შეეძლება დაეხმარება.
-შენი ლმობიერება ბოლოს მომიღებს.-თვალები მობეზრებულად აატრიალა და სკამზე ჩამოჯდა,რომ მშვიდად დალოდებოდა ოპერაციის დასრულებას.



***
-ევა მოიცადე...-ეზოში გასულს დაუყვირა კაცმა.
-წადი გთხოვ.
-ევა გთხოვ მოიცადე...-ხელზე ხელი მოკიდა კაცმა და თავისკენ შეაბრუნა.-ხომ იცი შენი მარტო ყოფნა არ შეიძლება,არც სირბილი...-სახიდან თმა გადაუწია და თვალებში ჩააცქერდა.-რა გატირებს ევა?
-ჩემი ბრალია...ყველაფერი ჩემს გამო ხდება...
-რას ამბობ?-გაიკვირვა კაცმა.-შენ რა შუაში ხარ?
-მე,რომ მწერლობა არ მდომოდა გუგას არ შევხვდებოდი,ჩემი მკერდის ზომა პრობლემა არ გახდებოდა,არც უტა იჩხუბებდა,არ ჩაეშლებოდა გეგმები,არც შენ იჩხუბებდი და არც ირაკლი დაჭრიდა...
-ევა...შენ საერთოდ არაფერი დაგიშავებია გესმის? ვიღაც სი*ების გამო თავს როგორ იდანაშაულებ? დიდი გოგო ხარ,ხომ იცი,რომ სამყარო არ მუშაობს ასე? ვიღაც ყოველთვის გამოერევა,ვინც რაღაცას გააფუჭებს.
-იმ დღეს მთვრალი,რომ მოხვედი გუგასთან იჩხუბე და მაგიტომ გქონდა ხელები მაგ მდგომარეობაში?
-არ ღირს მაგაზე ლაპარაკი.
-მიპასუხე,მინდა,რომ ვიცოდე.
-ჰო.-მშვიდად ამოთქვა.
-რატომ?
-იმიტომ,რომ გაწყენინა და შენი ოცნებები დაამსხვრია.
-ეს შენი საზრუნავი არ არის.
-შენ იცი,რომ მიყვარხარ.-წამით არ უყოყმანია ისე ამოთქვა.-მე ვერ ავიტან ვინმემ,რომ გაწყენინოს...შენს ცრემლებს არ ვაპატიებ არავის.უნდა იცოდეს ყველამ,რომ მეგობრები გყავს,რომლებიც შენს გამო ყველაფრისთვის მზად არიან.სანამ ცოცხალი ვარ,მუდამ ასე იქნება...უტამაც თავად გააკეთა არჩევანი.შენი დაცვა გადაწყვიტა და ეგ ყველაზე სწორი საქციელი იყო.
-არ მინდა,რომ ჩემს გამო ვინმეს ზიანი მიადგეს.მე უბრალოდ მწერლობა მინდოდა,სხვა არაფერი.
-ვიცი ევა.-უჩვეულოდ თბილი და მშვიდი იყო გიორგის ხმა.-შენ ყველაფერს სწორად აკეთებ,ნიჭიერი ხარ და თავად მიაღწევ ყველაფერს,უბრალოდ ცოტა მეტი დროა საჭირო.
-ბოდიში უტას დაჭრაში,რომ დაგადანაშაულე.
-მესმის,მე შენს ისტორიაში ცუდი ბიჭი ვარ.სულ ცუდად გექცეოდი და ბოლოს საერთოდ დავაგვირგვინე ჩემი საქციელი...-თვალთან ცერა თითი მსუბუქად გადაუსვა.-არ ველი,რომ ჩემს მიმართ კეთილი იქნები,უბრალოდ ნება მომეცი შენს გვერდით ვიყო,როცა დაგჭირდება,სხვა არაფერს გთხოვ...
-მე...
-ცუდად ხარ ევა?
-ღებინების შეგრძნებას ვერაფრით ვიშორებ...
-ეს იმიტომ,რომ საკუთარ თავს ადანაშაულებ მომხდარში და ზედმეტად ნერვიულობ.თან ისედაც ახლავს შენს ახლანდელ მდგომარეობას ეგ სიმპტომები.
-უბრალოდ ორი წუთით ჩამოვჯდები.
-მოდი მანქანაში დაჯექი,წინწლკავს,მალე გაწვიმდება.-მანქანამდე მისვლაში დაეხმარა და წყალი მიაწოდა,რომ დაელია.-ხომ არ გშია?წავალ რამეს მოგიტან.
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-უბრალოდ ორი წუთით თვალებს დავასვენებ.-საზურგეს მიეყრდნო და თვალები მშვიდად დახუჭა...




***
დრო ჩვენთან ერთად არ იყინება...საათის ისარი მუდმივად მოძრაობს,დედამიწა ბრუნავს,თუნდაც ჩვენ ერთ ადგილას გავშეშდეთ და გზას ვერ ვპოულობდეთ.რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმმა უტას მდგომარეობა დამაიმედებლად შეაფასა და მეგობრებს გამძლეობა უსურვა....ევას ისევ მანქანაში ეძინა.თითქოს არაფერი მომხდარა გიორგის გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა...არც გიორგი უჩიოდა მდგომარეობას.მის გვერდით იჯდა და ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა...
-სად არის?-გამოეღვიძა უცაბედად და ფერდაკარგულმა გახედა გიორგის.
-ვინ ევა?
-უტა...უტა როგორ არის?უნდა ვნახო,რომელ საათია?-მიაყარად ერთიანად და მანქანიდან გადავიდა.
-ევა.-უკან მიჰყვა გიორგი.-ოპერაციამ კარგად ჩაიარა,დილით გონს რომ მოვა ნახვა შეგეძლება.
-კარგად არის?-მიაჩერდა მის წინ დგომ კაცს.
-კარგად არის,ექიმები უკეთესის იმედად არიან.
-ღმერთო მადლობა შენს ძალას და სახელს.-პირჯვარი გადაიწერა და ყელზე მორგებულ ხის ჯვარს მშვიდად ემთხვია.
-შენ კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ გიორგი,ახლა უტაა მთავარი.
-რადენიმე საათში გათენდება,მოდი სახლში წაგიყვან და დილით მოვიდეთ.
-არა!-თავი გააქნია უარის ნიშნად.-სანამ არ ვნახავ არსად არ წავალ.
-ნუ სულელობ ევა გთხოვ.
-გიორგი!-თვალები დააკვესა ქალმა.-არსად არ წავალ...და საერთოდ შევალ და მასთან დავჯდები.
-არ შეიძლება ევა.-ხმა დაუთბა კაცს.-ჯერ გონს არ მოსულა.
-არაუშავს,ექთანს ვთხოვ და სულ ცოტახნით დავჯდები მასთან.
-რატომ ჯიუტობ?დილით ნახავ.
-შენ არ გესმის,რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ?ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.
-ნუ სულელობ.
-გიორგი გამიშვი.-ტონი გაუმკაცრდა ლაშხს.-უნდა შევიდე.-მისგან თავი სასწრაფოდ გაითავისუფლა და კედლებს მიღმა გაუჩინარდა.“მხოლოდ 10 წუთი“,ძლივს დაიყოლია ექთანი და პალატაში ფეხაკრეფით შევიდა.ამ სუნს ვერ იტანდა...წამლების და გამომშრალი კედლების სუნს...ვერ იტანდა იმ სისხლის სუნს მისთვის ძვირფას ადამიანებს,რომ სდიოდათ...ასეთ უმწეო მდგომარეობაში მისი ნახვა უჭირდა...დადვანი,უბრალოდ უგონოდ იწვა საწოლზე,მუცელზე დაახლოებით რამდენიმე სანტიმეტრიანი ჭრილობით...
-უტა...-მძიმედ ამოთქვა და სკამი საწოლთან ახლოს მიწია...ვწუხვარ...-ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა მის სახეს.-ვიცი,რომ ჩემს გამო მოხდა ყველაფერი...ვიცი,რომ ირაკლის გაკეთებულია,ეჭვიც არ მეპარება ამაში...გთხოვ არ მოკვდე რა,გაიღვიძე და ცხოვრება ახლიდან დაიწყე.აწი მე მოგივლი,მე ვიქნები შენი ძიძა იქამდე,სანამ ფეხზე არ დადგები...-არც კი იცოდა კარგი იყო თუ ცუდი,რომ არ პასუხობდა უტა.იცოდა თავის დადანაშაულების უფლებას არ მისცემდა.იცოდა რომ ისევ აქეთ შეეცდებოდა მის გრძნობებზე ზრუნვას...-იცი უცნაური გრძნობაა შენს გვერდით ყოფნა...შენ სულ სხვებზე ზრუნავ,თითქოს მფარველი ანგელოზი იყო...შენ ხვდები,რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც რიგზზე არ არის და ცდილობ არ დამტოვო...სულ გვერდით ხარ.-მისი ხელი ფრთხილად მოიქცია ხელებში და თითები ნაზად გადაუსვა.-მაშინ შენთან,რომ ვიყავი...მოწამვლაზე მოგატყუე უტა...მე ამას ხშირად ვაკეთებ...-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა.-არ მინდა ასე ვიყო,მაგრამ სხეული მოდუნების საშუალებას არ მაძლევს გესმის?თავი მეზიზღება უტა...ვჭამ,მაგრამ პირდაპირ საპირფარეშოში გავრბივარ,რომ არ მოვიმატო.ან ან საერთოდ არ ვჭამ.ოქროს შუალედი ვერ ვიპოვე...შეიძლებოდა მყვარებოდა კიდეც ჩემი თავი ასეთი,რომ არა სკოლის ბულინგი,გიორგი და ის ბიჭი,რომელიც გრძელფეხება გოგოებთან გართობას ამჯობინებდა სხვა ყველაფერს...დიდი ხანია არავისზე მიდარდია...უფრო სწორედ ასე არასოდეს არავისზე მიდარდია...შენ პირველი ხარ და მგონი ეს ძალიან ცუდია...შენც ისეთი ბიჭი ხარ,რომელიც სხვებთან გართობას ამჯობინებს.შენც მათნაირი ხარ...მაგრამ შენი დაკარგვა მაინც მაშინებს...გთხოვ არაფერი დაგემართოს რა.-მისი ხელი საწოლზე ფრთხილად დააბრუნა და თავი მსუბუქად დაადო,რომ ცოტათი დამშვიდებულიყო...უტას გვერდით ყოფნა შვებას ჰგვრიდა მას,მაგრამ გიორგის?გიორგის მათი ასე ნახვა ანადგურებდა...ფანჯრიდან უყურებდა მისი საყვარელი ქალი სხვა კაცის გამო როგორ ტიროდა და სხეული ათას ნაწილად ეშლებოდა.გრძნობდა იმ ტკივილს გულში,რომელსაც მისი მოკვლაც კი შეეძლო.ეს ყველაზე ცუდი განცდა იყო მისთვის,რადგან აქამდე ასე არასდროს სტკენია...ალბათ იმიტომ,რომ აქამდე ასე არასოდეს ჰყვარებია...



***
დილამდე მასთან იყო,ის 10 წუთი,რომ გავიდა და ექთანმა მისი გაყვვანა მოისურვა გიორგიმ არ მისცა უფლება.მისთვის ძალიან რთული იყო,მაგრამ ევასთვის ბევრად რთული იყო და ეს კარგად იცოდა...მისცა უფლება,რომ მის გვერდით ყოფილიყო და სინდისი დაემშვიდებინა.არც თავად წასულა.მანქანაში ელოდა მთელი ღამე,მაგრამ ევა არ დაბრუნებულა...
უჩვეულო გრძნობამ გააღვიძა.გრძნობდა ვიღაც თმაზე როგორ უსვამდა ხელს.როგორ სუნთქავდა მის გვერდით ვიღაც და როგორ ცდილობდა მისთვის მყუდროება არ დაერღვია...
-ღმერთო უტა.-გამოფხიზლდა მაშინვე და ლამის მთელი ხმით დაიყვირა.
-მშვიდად.-ხრინწიანი ხმით უთხრა და ოდნავ გაუღიმა.
-ექიმს დავუძახებ ახლავე.
-არა,მოიცადე.-შეაჩერა მაშინვე.-დაჯექი ცოტახანს.
-ექიმმა გნახოს უტა და მერე.
-გთხოვ.-ხმაში მუდარა გაურია კაცმა და როგორც კი ევა მის ნებას დაჰყვა მშვიდად იკითხა.-როგორ ხარ ევა?
-მე?ეს შენ როგორ ხარ უტა?
-კარგად ვარ ღმერთის წყალობით.
-ძალიან შემაშინე...ანუ ჩვენ ყველა,ძალიან შეგვაშინე.-დაიბნა უცებ.
-ვიცი,არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
-ირაკლიმ გააკეთა ხომ ასეა?
-მივალთ მანდამდეც,არ გვინდა ახლა ამაზე ლაპარაკი კარგი?
-უტა...
-ეს გაწუხებს?-ოდნავ შეეხო დალურჯებულ ადგილას.
-არა,არ მტკივა,ვერც კი ვამჩნევ.
-ბოდიში,რომ ყურადღება ვერ მოგაქციე და აქეთ შენ მოგიწია ჩემზე ნერვიულობა.
-რას ამბობ უტა,ლამის მოკვდი,ამაზე როგორ ფიქრობ...
-ყველა ნახატი წაიღო?-მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა.
-საბარგული ცარიელი იყო...
-ჯანდაბა...-საწოლზე წამოჯდომა სცადა,მაგრამ ამაოდ.
-რას აკეთებ?გინდა,რომ ნაკერები გაგეხსნას?
-აქედან დღესვე უნდა წავიდე.
-ჯერ პოლიციას უნდა ესაუბრო,მერე ექიმს მოუსმინო და როცა გეტყვის მაშინ წახვალ.
-ევა...
-ექიმს მოვიყვან...-არ დააცადა საუბარი ისე წამოდგა ფეხზე და კარს მიღმა გაუჩინარდა.მომდევნო 40 წუთი დაკითხვა მიმდინარეობდა.ირაკლის ვერსად პოულობდნენ და შესაბამისად უტას ნახატებიც უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად დადვანმა უარი თქვა საავადმყოფოში დარჩენაზე და საბუთებსაც მოაწერა ხელი,რომ საღამოს უკვე სახლში ყოფილიყო,რასაც არავინ ეთანხმებოდა,მაგრამ მაინც გაჯიუტდა და თავისი გაიტანა მხოლოდ ერთი პირობით,რამდენიმე დღე ევა მასთან დარჩებოდა და ყურადღებას მიაქცევდა...



***
-ევა,მე ისედაც კარგად ვარ,არ არის საჭირო,რომ ჩემს გამო აქ დარჩე გესმის?
-ნერვებს ნუ მიშლი კარგი?შენ ხომ ზრუნავდი ჩემზე?მომეცი უფლება იგივე გავაკეთო შენთვის.
-უბრალოდ საჭირო არ არის.
-დაწექი და დაისვენე,მე ბულიონს მოვამზადებ,როგორც ექიმმა მითხრა.
-და შენ რას შეჭამ?
-მე...მე არ მშია
-არ გშია?
-არა.
-ბოლოს როდის ჭამე ევა?-მაგიდას ეყრდნობოდა,რომ არ წაქცეულიყო.
-რა?
-როდის ჭამე ბოლოს?
-მე...მე უბრალოდ არ მშია.
-წუხელ მეღვიძა ევა.-მშვიდად ამოთქვა დადვანმა და ცალი ხელი ჭრილობაზე მიიჭირა.-ვიცი თავს რასაც უკეთებ და არ მოგცემ მაგის უფლებას.
-დაისვენე,მე საჭმელს მოგიმზადებ.-დააიგნორა მისი ნათქვამი და ზურგი აქცია,რომ მისი უკვე ნახევრად ცრემლიანი თვალები არ დაენახა.
-ევა...-არ ცხრებოდა დადვანი.-შემომხედე!
-გთხოვ არ გინდა.-ხმაში მუდარა ეტყობოდა ქალს.
-შემომხედე!-ძლივს დაფარა მათ შორის მანძილი და მხარზე ხელი მოკიდა,რომ თავისკენ შეებრუნებინა.-ასე რატომ იქცევი?
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი.-თავის არიდებას ამაოდ ცდილობდა ქალი.
-ხომ იცი,რომ ეს კარგი არ არის?საზიანოა ჯანმრთელობისთვის ის,რასაც აკეთებ.
-ამას ვერ გაიგებ...ძალით არ ვაკეთებ,შინაგანად რაღაც მაიძულებს,რომ ასე მოვიქცე...
-დაჯექი,დავილაპარაკოთ.-მშვიდად უთხრა და ხელზე ხელი ფრთხილად მოკიდა.
-არ ღირს...
-გთხოვ დაჯექი.-გაჭირვებით ჩამოჯდა დივანზე და გვერდით მიანიშნა.-მახსოვს პირველად,რომ გნახე მაშინაც გაამახვილე შენს წონაზე ყურადღება,თითქოს ადამიანებთან ურთიერთობაში ეს მთავარი ფაქტორია,გეგონა რაიმე ისეთს ვიტყოდი,რაც გეწყინებოდა და შენით დაიწყე,რომ მზად ყოფილიყავი მომენტისთვის.
-შენ არ იცი როგორი რთულია ასე ცხოვრება.თითქოს რომ ვსუნთქავ მაგითაც კი ვიმატებ...მთელი ბავშვობა დამცინოდნენ...ახლა კიდევ არ მეტყობა,ადრე ძალიან პუტკუნა ვიყავი,სულ მაკომპლექსებდნენ,ზედ არავინ მიყურებდა...ღმერთს მადლობა ლამაზი სახე მაინც მომცა...
-შენ მართლა ბავშვი ხარ,მაგრამ ცუდი გაგებით კი არა.-შეასწორა მაშინვე.-უბრალოდ ამ სამყაროსთვის ზედმეტად სუფთა ხარ.-ხელზე სულ ოდნავ შეეხო და გვერდით მჯდომს თვალებში ჩააცქერდა.-არცერთი კაცი...ვიმეორებ კაცი.-სიტყვა „კაცი“ გამოკვეთილად წარმოთქვა და ისე განაგრძო.-არ აფასებს ქალს ამით...თინეიჯერობის ასაკი კიდევ სხვაა,მაგ დროს გვგონია,რომ გოგო რაც უფრო გამხდარია,მაღალი და სექსუალური მით უკეთესია,რადგან მაგ დროს სიყვარულს არ ეძებ,მხოლოდ ეგოს დაკმაყოფილებას ცდილობ...მერე იზრდები და იმ ცისფერთვალება გოგოს იხსენებ კონკიას,რომ ჰგავდა და საკუთარ თავს ეკითხები რატომ არ მიეცი შანსი,რატომ გადაწყვიტე,რომ ვინმეზე რაიმეთი ნაკლებია?მერე ზუსტად ასეთს ეძებ,ვისაც სული აქვს ღრმა და ვის თვალებშიც შენთვის გაზაფხული დადგება...სხეული ვერ გაგათბობს სული თუ არ იწვის შენს შეხებაზე.ბევრი რამ არის რაც არ იცი...-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი ფრთხილად მოწმინდა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.-სარკეში რომ ჩაიხედავ საკუთარ სულში ჩაიხედე და არა სხეულის ფორმებში.მიეცი თავს უფლება ბედნიერი იყო.
-შენ იქნებოდი ასეთი გოგოს გვერდით?
-მე ევა...ჩემთვის უბრალოდ სიყვარულით შემოეხედა ვინმეს...ოღონდ ვინმეს ვყვარებოდი იმ წრფელი და უანგარო სიყვარულით და მე მთელ სიცოცხლეს მის გაღმერთებას მივუძღვნიდი...-ღიმილით გახედა დადვანმა.-მე თუ ვინმე შემიყვარდა მხოლოდ მისი სული იქნება ჩემი საფიქრალი...მისი თვალები,რომლებიც სიყვარულით მიმზერენ და ბაგე,რომელიც ჩემი დანახვისას სიხარულით იშლება...
-სულ ეგ გჭირდება?-მშვიდად იკითხა და გვერდით მჯდომისკენ თვალი ჩუმად გააპარა.
-სულ ეგ მჭირდება...მერე მოვკვდე თუნდაც...-ფანჯრიდან პეიზაჟს გახედა დადვანმა.იჯდა მშვიდად,ქალის გვერდით,რომელიც მის სულ აფორიაქებდა და არ იცოდა,რომ გვერდით მჯდომი ზუსტად იმ სიყვარულის თვალებით უმზერდა,რომელზეც საუბრობდა და ზუსტად ისე უპობდა სიხარული ბაგეს მისი დანახვისას,როგორც ოცნებობდა...


***
არავინ იცის რამდენხანს ისხდნენ ასე…ღრუბელს გადმოეხედა მთელი თბილისისთვის და შავად შეეღება ცა.თითქოს იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი იყო ევა,გვერდით მჯდომ,მძნარე უტას უმზერდა და სხვა არაფერი უნდოდა.თავს უსუსურად და არასაკმარისად აღარ გრძნობდა…თითქოს ამ მომენტში იმაზე მეტი იყო ვიდრე ოდესმე ყოფილა…ისევ ოცნებებს მიეცა.ამჯერად იმაზე იწყებდა ოცნებას,რომ უტას ოდესმე იმ თვალებით შეეხედა,რომელშიც სიყვარულს წაიკითხავდა…სხვა არაფერი უნდოდა,მხოლოდ ის იქცა მისი სამიზნედ.ის იყო კაცი,რომელსაც ამდენხანს ელოდა…
ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამოიყვანა და იძულებული იყო უცებ ეპასუხა,რომ უტა არ გაეღვიძებინა.
-გისმენ დე.
-როგორ ხარ დედას სიხარულო?
-შენ როგორ ხარ?
-შენგან დავიწყებული დე.ერთხელ არ უნდა დამირეკო?
-იმდენი რამ არის დე…-არ იცოდა როგორ მოეყოლა.
-კარგი კარგი.-გააწყვეტინა ქალმა.-ვინ ჩამოვიდა იცი?-ხმაზე ეტყობოდა ყურებამდე გაღიმებული ეუბნებოდა.
-ვინ?
-ივერი.
-რომელი ივერი?
-აი შენ რომ გიყვარდა.-ჩაიცინა ქალმა.
-მიყვარდა არა ის.-იუარა მაშინვე.-ბავშვი ვიყავი.
-როგორ გასიმპათიურდა იცი?შენსავით დიდი ლამაზი თვალები აქვს.დაიკუნთა,მაღალი ბიჭია,კარგი შემოსავალი აქვს.
-რა გჭირს დედაჩემო,მაჭანკლად იქეცი?-გაიკვირვა ქალის ნათქვამი.
-დედა შემოგევლოს გიკითხა ჩემი ევა სად არისო,ხო უნდა იცოდე.
-მაგისი ევა არ ვარ,წლების წინ უნდა შევემჩნიე.-იუკადრისა მაშინვე.
-ამ დღეებში თბილისში ჩამოვა,ვუთხარი ევასაც გაუარე,ნახეთქო.მისამართიც მივეცი და ნომერიც.
-დედა!
-კარგი ბიჭი დადგა,ნახე გეუბნები.-გადაიკისკისა ქალმა.-წავედი დაჯო მელოდება,ყავაზეა მოსული.დარეკე ხანდახან დედა გაიხსენე.-უსაყვედურა შვილს და პასუხის გაცემა არ აცადა ისე გაუთიშა მობილური.
-ჯანდაბა.-ფეხები ერთ ადგილას რამდენჯერმე დააბაკუნა და ხმამაღლა ამოიოხრა.
-ესეიგი ივერი არა?-მოესმა დადვანის ხმა ქალს.
-არანაირი ივერი.-თვალები დაუბრიალა მაშინვე.
-რატომ არა?ცუდი ბიჭია?
-არვიცი,მეექვსე კლასის მერე არ მინახავს.რა დროს ის არის,როგორ ხარ შენ?
-დიდი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ.-მშვიდად მიუგო და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.ჯერ ისევ გრძნობდა ევას სურნელს მის მაისურზე.
-თითქოს მე მედოს ნაკერები.-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.
-არ მაწუხებს,მივეჩვიე მგონი.
-რას შეჭამ?რა მოვამზადო მითხარი და…
-ევა ვალდებული არ ხარ.-შეაწყვეტინა კაცმა და გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.-შენი ცხოვრება გაქვს,არ ხარ ვალდებული აქ იყო და საჭმელი გამიკეთო.
-ყველაზე მცირედია რისი გაკეთებაც შემიძლია.
-ევა,რაღაც მინდა გკითხო.-მშვიდად მიუგო კაცმა და იქვე მის გვერდით ჩამოჯდა.
-გისმენ.
-როგორ შემიძლია დაგეხმარო?
-დამეხმარო?
-იცი რასაც ვგულისხმობ.-ხმა დაუთბა კაცს და მისი ხელი ხელებში მოიქცია.
-ნელ-ნელა ვუმკლავდები.
-ფსიქოლოგთან მისვლაზე არ გიფიქრია?
-გიჟი არ ვარ უტა.-მაშინვე გამოგლიჯა ხელი კაცს.
-ფსიქოლოგები გიჟებთან არ მუშაობენ.მენტალურად გაძლიერებაში გეხმარებიან.
-ახლა მენტალურად გაუწონასწორებელიც გავხდი?-გაბრაზებული წამოვარდა ფეხზე.
-დამშვიდდი კარგი?-გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.-ეგ საერთოდ არ მიიგულისხმია.
-ფიქრობ რომ ფსიქოლოგის დახმარება მჭირდება,ეს კარგად როგორ უნდა გავიგო?
-თუ მომისმენ…
-იცი რა?ჯობია ამაღამ ნიკა დარჩეს შენთან,მე ბევრი საქმე მაქვს.
-ევა ასე ნუ იქცევი გთხოვ…-თავისკენ შეაბრუნა ქალი და მის პირისპირ დადგა.-მინდა,რომ კარგად იყო და არაფერი გაწუხებდეს.
-ნივთებს მოგვიანებით წავიღებ.
-არ გინდა გთხოვ…-სახე ისე ახლოს მიუტანა სულ ცოტაც და მის ბაგეს შეეხებოდა.
-გაიწიე…-სუნთქვაც კი უჭირდა ქალს.-მაბნევ.
-უბრალოდ გთხოვ ევა…
-თავს გაუფრთხილდი უტა და წამლები დალიე.-უცებ დაავლო ნივთებს ხელი და უკანმოუხედავად გავარდა სახლიდან.გული ამოვარდნას ჰქონდა,არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.


***
ფიქრებს თავიდან ვერცერთი იშორებდა.ვერ იტანდა ევა,როდესაც დახმარებას სთავაზობდნენ,მითუმეტეს ფსიქოლოგის.თუმცა გულის სიღრმშიი იცოდა,რომ სჭირდებოდა და უტა მართალი იყო.
თავად უტამ არ იცოდა როგორ უნდა დახმარებოდა.იმ ადამიანს ვერასოდეს დაეხმარები ვისაც არ სურს.და ჰო…ევა ზუსტად ის ადამიანი იყო ვისაც დახმარება არ სურდა.
გულმა არ მოუთმინა და ნიკას სთხოვა მისი მდგომარეობა შეემოწმებინა.ნიკაც გვიანობამდე დარჩა მასთან და მეორე დილითაც მიაკითხა.არავინ იცის რატომ მაგრამ ზაფხულის სიცხეების ნაცვლად წვიმების სეზონი იყო საქართველოში.ევას უყვარდა წვიმა,ეს წერაში ეხმარებოდა.უყვარდა მარტო ყოფნა,საკუთარ საწოლში ლეპტოპთან ერთად.მაგრამ ახლა ვერაფერს წერდა,უკვე მესამე დღე იყო უტას ზარებსაც აიგნორებდა,რადგან ნაწყენი იყო.თავად უტა კი ეკლებზე იჯდა და ერთი სული ჰქონდა ცოტა ძალა მოეკრიბა,რომ მასთან მისულიყო..
დაახლოებით 8 საათი იქნებოდა კარზე კაკუნი,რომ მოესმა.ეგონა უტა იყო და თითქოს წამით გაუხარდა კიდეც,მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა.ზღურბლზე ყვავილებით ხელში მდგომი ივერის დანახვისას ერთიანად გააჟრჟოლა.მართლაც შეცვლილიყო.მრგვალი ფორმები კუნთებით ჩაენაცვლებინა და ლოყები,რომლებიც თითქმის მხრებზე ეწყო საერთოდ გამქრალიყო.დედამ გააფრთხილა,რომ მისი ნახვა უნდოდა და იფიქრა,რომ დაურეკავდა,სახლში მისვლას ნამდვილად არ ელოდა.
-საღამომშვიდობის ევა.-ღიმილით მიუგო ბიჭმა.
-საღამომშვიდობის.-ღიმილითვე უპასუხა და თბილად გადაეხვია ძველ მეგობარს.-როგორ ხარ?
-ესეიგი მიცანი.-კმაყოფილმა ამოთქვა და ყვავილები გაუწოდა.-დედაშენმა თქვა,რომ არ გაბრაზდებოდი სახლში თუ მოვიდოდი და დედაჩემმა ყვავილები უყიდეო დამარიგა.
-რა თქმა უნდა არ გავბრაზდები,რა სისულელეა.-იუარა მაშინვე.-არ უნდა შეწუხებულიყავი.
-რა შეწუხებაა ,იმედია ვარდები ისევ გიყვარს.
-კი,მადლობა.-ნაძალადევად გაუღიმა და სახლში შეუშვა.ყველაფერი ისე ჰქონდა ევას ჩაბნელებული იფიქრებდით,რომ სახლში არავინ იყო.
-რამდენი წელი გავიდა,შენ კი სულ არ შეცვლილხარ ევა.-ღიმილით მიაჩერდა გოგონას.-მოიცადე,სახეზე რა გჭირს?-მხოლოდ სინათლის ანთების შემდეგ შენიშნა მისი დალურჯებული თვალი.
-სერიოზული არაფერია,კარადიდან ნივთები გადმოცვივდა და აი შედეგიც.-ურცხვად მოატყუა კაცი.
-ცუდად გამოიყურება,ექიმს აჩვენე?
-კი,სერიოზული არაფერია მართლა.-მშვიდად ამოთქვა.-ყავას დალევ?
-თუ არ შეწუხდები.-გაუღიმა ქალს.-დღეს არ დამილევია,ვერ მოვასწარი.
-რას საქმიანობ? მეგონა აქეთ აღარ ჩამოხვიდოდი.
-ჰო,უნივერსიტეტი რომ მივატოვე და დედაჩემი ლამის გაგიჟდა მეც ასე მეგონა.
-უნივერსიტეტი მიატოვე?რატომ?-გაიკვირვა ევამ.
-სპორტს მინდა გავყვე,ტრენერად ვმუშაობ,ბოქსით ვარ დაკავებული.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-თანაც ჩემში ექიმს ხედავ?სულ ცოტათი მაინც.
-ძალიან შეცვლილი ხარ.
-გარეგნულად ჰო,მაგრამ შინაგანად ისევ ისეთი ვარ.-საკუთარი თავი კმაყოფილმა აათვალიერა.
-ჰო ვხედავ,ადრე ჩემსავით პუტკუნა ბავშვი იყავი.-ძველი დრო გაახსენდა ევას.
-შენც ძალიან შეიცვალე,იმ ევასგან აღარაფერი დარჩენილა.
-დაბრმავდი?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.
-არა მართლა,ძალიან კარგად გამოიყურები და ღმერთო შენი თმა…სულ ვგიჟდებოდი შენს თმაზე.
-მადლობა.-თავაზიანად გაუღიმა და ფინჯანი მაგიდაზე დაუდო.-ძალიან გამიკვირდა რომ გახსოვდი იციი.დედამ რომ დამირეკა თავიდან ვერც კი გაგიხსენე.
-შენი ლურჯი თვლები სულ მემახსოვრება ევა,რა დამავიწყებდა პირველ სიყვარულს.
-რა?-გაფართოებული თვალებით მიაჩერდა კაცს.
-ჰო,რატომ გაიკვირვე.-ღიმილით მიაჩერდა გოგონას.-სკოლიდან,რომ გადახვედი მას შემდეგ სულ შენზე ვფიქრობდი.შენს მერხთან არავის არ ვსვამდი ევა დაბრუნდება და მერხი ადგილზე უნდა დახვდესთქო.-სასაცილოდ არ ეყო თავისი საქციელი.-რა სულელი ვიყავი,ვერ ვიჯერებ.
-მე მეგონა ვერ მიტანდი.
-ხუმრობ ევა?შენ და შენი ფუშფუშა კაბები სიგიჟემდე მომწონდა.ის ლურჯი კაბაც გიხდებოდა ქორწილში,რომ გეცვა.
-შენ საიდან იცი?-თვალები დააკვესა ქალმა.
-დედაშენმა მაჩვენა,მერე მეც დაგითვალიერე ინსტაგრამის პროფილი.
-დედაჩემს მოვკლავ,მთელ სამეზობლოში ამ ფოტოთი დარბის ალბათ.-შუბლზე ხელი იტაცა ქალმა.
-ვერ გაამტყუნებ,ლამაზი ფოტოა.დედაჩემმაც ისე გაქო,რა კარგი გოგო დადგაო,მოკითხვა დამაბარა.
-რა სირცხვილია.-სახეზე ალმური მოედო.-მეც მომიკითხე,იმედი მაქვს მალე მოვახერხებ ჩასვლას.
-სოფელს მაინც არაფერი ჯობია დამიჯერე,თბილისს კი შეეჩვიე მაგრამ იქით სულ სხვა აურა ტრიალებს.
-ჰო ვიცი,ჩამოსვლა აღარ მინდახოლმე რომ ჩავდივარ,მაგრამ საქმე მიხმობს.
-დედაშენმა მითხრა,რომ ფოტოგრაფი ხარ,თან წერ,ძალიან კარგია,მიხარია,რომ შენი საქმე იპოვე.
-დედაჩემს რაღაც ძალიან ბევრი ულაპარაკია.-გაეცინა მის ნათქვამზე.
-თამუნა არაფერ შუაშია,მე ვეკითხებოდი,უბრალოდ მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდი.
-შეგეძლო მოგეწერა თუ ასე ძალიან გაინტერესებდა.-სიტყვაზე დაიჭირა კაცი.
-არეული დრო იყო ევა,იმდენ რამეს შევეჭიდე მარტო,რომ სხვა არაფრისთვის არ მქონდა დრო.-თავი იმართლა მაშინვე.
-მესმის,ახსნა საჭირო არ არის.-მშვიდად გაუღიმა და ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.უჯყურებდა მის წინ მჯდომ ბიჭს და თვალწინ უდგებოდა ყველაფერი,რაც ერთად გაიარეს.ივერიც მასსავით პუტკუნა ბავშვი იყო,მასაც დასცინოდნენ. ყველაფერი შეუცვლია და ახალი ცხოვრება დაუწყია.მისი აღნაგობით თუ ვიმსჯელებდით 90-100 კილომდე მერყეობდა მისი წონა,თუმცა არა ისე,როგორც ევასი.მისი სხეული უნაკლოდ გამოიყურებოდა...
-„არ მინდა გუნდში ეს ორი“, „ამათ გამო წავაგებთ მას“, „გავყოთ,ერთ გუნდში ევა იყოს,მეორეში ივერი,თანაბრად რომ იყოს“...--წარსულმა მალევე შეახსენა თავი და ცრემლები მოერია,ერთი და იგივე პრობლემის წინაშე იდგნენ და წლების შემდეგ ცხადი იყო რომელმა რა გზა აირჩია განვითარებისთვის.ეს ყველაფერი უკვე შიგნიდან ჭამდა...
-ევა...-მისკენ გადაიხარა კაცი.-კარგად ხარ?
-გახსოვს როგორ გვჩაგრავდნენ?-ცრემლიანი თვალები მიანათა მის წინ მჯდომს.
-რა თქმა უნდა მახსოვს.-თავი დაუქნია კაცმა.
-ახლა რომ გხედავდნენ წარმოგიდგენია რა რეაქცია ექნებათ?
-თაკო და ბაჩი ვნახე,შემიფასეს ახალი სხეული,შეცვლილხარო.შენც გახსენეს,ლამაზი და ჭკვიანიაო.
-თაკო მაგას არ იტყოდა.
-შენ არ იცი რა მდგომარეობაში არიან.თაკო რამდენიმე თვის წინ გაშორდა ქმარს.ორსულობის მერე წონაში ვერ იკლებს.ბაჩის ამდენი უსაქმურობისგან ღიპი დასდებია.21 წლის ასაკში ჩამოხმა ორივე.
-არცერთი არ მეცოდება,ორივემ ის მიიღო ცხოვრებისგან,რაც დაიმსახურა.-ღვარძლით ამოთქვა ქალმა და ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი მაჯით შეიმშრალა.
-შენ ისევ ამაზე ფიქრობ ევა?-მძიმედ ამოთქვა და ქალის წინ ჩაიმუხლა.-რაღა დროს სკოლაა?
-შენ არ იცი მათ რა მდგომარეობაში ჩამაგდეს...თავი მეზიზღებოდა...
-ევა...
-ყოველი ჭამის წინ ვიხსენებ მათ თითოეულ სიტყვას და ლუკმა ყელში მეჩხირება...
-ევა მაშინ ბავშვები ვიყავით...-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.-მაშინ არ ვიცოდით ჩვენს სიტყვებს რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა...
-კლასიდან ყველა მეზიზღება,ბანკეტზე რომ დამირეკეს მაგიტომ არ წამოვედი...ვიცოდი ისევ წონაზე გაიხუმრებდნენ...
-გთხოვ არ იტირო რა,რაღა დროს ეგენი არიან მეექვსე კლასის მერე არ გინახავს არცერთი.
-სოფელში სულ ვნახულობდი.ქუჩაში მხვდებოდნენ და სულ ჰქონდათ რაღაც სათქმელი თაკოსაც და დედამისსაც.
-მშვენივრად გამოიყურები ევა,არავისი ტ*აკის საქმე არ არის შენი გარეგნობა ხომ გესმის?
-ეს შენ არ გესმის...-ნაღვლიანად ამოთქვა და ლოყები ხელის გულით შეიმშრალა.
-მოდი ჩემთან.-გვერდით მიუჯდა და თბილად გადაეხვია ბიჭი.-არ მეგონა ასე თუ გაგაღიზიანებდა მათი ხსენება,თორემ საერთოდ არ ვახსენებდი ევა,მაპატიე.
-შენი ბრალი არ არის.-ტირილს აგრძელებდა ქალი.-ჩემი ბრალია ამდენ ხანს საკუთარი თავი რომ ვერ შევცვალე.
-შემომხედე.-მისი სახე ხელებში მოიქცია.-შენ თუ გინდა მე შემიძლია შენი დახმარება.მთავარია მოინდომო.რა თქმა უნდა უსასყიდლოდ,მთავარია შენ იყო კარგად.
-არა,არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-მორჩა აღარ ვიტირებ.
-არ გეხუმრები ევა,მართლა.-თავისას აგრძელებდა.-შენ უბრალოდ მითხარი და ინდივიდუალურად გავარჯიშებ,კვებას შეგიდგენ.ოთახში ვერცერთი ქალი ვერ გაჯობებს.
-ჯობია უპასუხო.-ტელეფონზე მიანიშნა კაცს,რომელიც ბოლო რამდენიმე წუთია შეუჩერებლად რეკავდა.
-ჩემი მამიდაშვილია,რესტორანში მივდივართ მეგობრები და მე მელოდება...არ გინდა წამოხვიდე?
-არა.-იუარა მაშინვე.
-გაერთობი,გულს გადააყოლებ,ასეთ მდგომარეობაში არ მინდა შენი დატოვება ევა.
-კარგად ვარ მართლა,უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო,არაფერი მომივა.წადი...
-მისმინე,დაფიქრდი იმაზე,რაც გითხარი კარგი?მე არ გეხუმრები შენი ერთი ზარი და მე მზად ვარ დაგეხმარო.
-მადლობა ივ,მაგრამ ახლა არა...
-როგორც იტყვით ქალბატონო,მაგრამ აღარ იტირო კარგი?-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე კაცმა.იცოდე კიდევ გამოგივლი და შეგამოწმებ,არ დავიკარგები.
-როგორც გენებოთ.-ღიმილითვე უპასუხა და კარამდე მიაცილა.
-იქნებ მერე სადმე ყავა დავლიოთ?
-შეიძლება.-მშვიდად უპასუხა ქალმა.
-თავს გაუფრთილდი ევა.-თბილი ხმით მიუგო და სხეულზე მთელი ძალით მიიკრო.-არაფერზდ ინერვიულო,ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.
-მადლობა,რომ შემოიარე,აღარ დაიკარგო.
-პირობას გაძლევ.-ნეკა თითით პირობა მისცა ქალს და სირბილით გადაკვეთა გზა.კარში იდგა იქამდე სანამ მანქანა ადგილს არ მოწყდა და მოსახვევში არ გაუჩინარდა.თავს უცნაურად გრძნობდა.ამდენი წელი გავიდა,ყველაფერი შეიცვალა,მაგრამ ის თვალები...ის გამოხედვა...ყველაფერი ძველებურად იყო...


***
რამდენიმე წუთი იყო გასული კარზე ისევ კაკუნი,რომ მოესმა,მობეზრებულად აატრიალა თვალები და ნაძალადევად წამოდგა სავარძლიდან.იფიქრა ივერი მობრუნდაო თუმცა ზღურბლზე თავიდან ფეხებამდე სველი უტას დანახვისას ერთ ადგილს მიეყინა.
-მეგონა აღარასდროს წავიდოდა...
-უტა...შენ აქ...აქ რას აკეთებ?
-ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა ევა?მაშინ გილოცავ,გამოგივიდა.-დაძაბულმა ამოთქვა და კედელს მიეყრდნო,რომ არ წაქცეულიყო.
-ვერ ვხვდები რას...
-100 გამოტოვებული ზარი ევა?მეტი არაფერი დავიმსახურე შენგან?
-არ გინდა...
-რა არ მინდა ევა?რამდენი დღეა გირეკავ,გწერ და პასუხს არ მცემ.ჩვენ რა სკოლის ბავშვები ვართ?
-არ მინდოდა შენთან ლაპარაკი.-მოკლედ მოუჭრა ქალმა.
-სამაგიეროდ მე მინდა შენთან ლაპარაკი...
-აქ არ უნდა იყო,საერთოდ როგორ მოხვედი ან სველი რატომ ხარ?-დაბნეულმა აათვალიერა კაცი.
-ტაქსით მოვედი და გარეთ გელოდებოდი სანამ ის ბიჭი წავიდოდა.
-გარეთ იდექი?ამ წვიმაში?
-შენი სტუმრის წასვლას ველოდებოდი.-მშვიდად ამოთქვა და თვალებში ჩააცქერდა.-შეყვარებულია?
-რა?-გაოცდა ევა.
-ხომ გაიგე,რაც გკითხე,რატომ მამეორებინებ?
-ჩემი ძველი მეგობარია,ივერი.დედამ,რომ დამირეკა აი ის.
-ძველი მეგობრის კვალობაზე საკმაოდ თბილად გეხუტებოდა.
-შენ რა...
-აქ კიდევ დიდხანს ვიდგე?-გააწყვეტინა ქალს.
-შემოდი.-მშვიდად მიუგო და გვერდით მიიწია,რომ შესვლა შესძლებოდა.
-ასე რატომ იქცევი?
-გეყოფა გთხოვ.
-შენი აზრით ეს სახალისოა ევა?შენზე ვნერვიულობდი,გაბრაზებული ხარ,ვდარდობდი,შენ კიდევ ფეხებზე იკი*ებ ყველაფერს და პასუხის დაბრუნებასაც არ კადრულობ...
-აქ არ უნდა იყო.
-მეტი მართლა არაფერი გაქვს სათქმელი? აქ არ უნდა ვიყო და მორჩა?
-რა გინდა,რომ გითხრა?-მოთმინებადაკარგულმა იკითხა.
-ნიკას რატომ დაავალე,რომ ჩემთვის ყურადღება მოექცია და თავად შენ ასე სულელურად რატომ მექცევი?
-არვიცი იქნებ მართლა მკურნალობა მჭირდება?ფსიქოლოგთან მისვლა ხომ მირჩიე.
-ფსიქოლოგი და ფსიქიატრი შენთვის ერთია ევა?ძალიან დიდი განსხვავება ხომ არ არის?
-დახმარება არ მჭირდება,არც ფსიქოლოგის,არც ფსიქიატრის გასაგებია?-დაუყვირა კაცს.
-ევა შენ საკუთარ თავს ვნებ...ჭამის შემდეგ თავს აიძულებ რომ აღებინო,დახმარება გჭირდება და ამას კიდევ ათასჯერ გავიმეორებ.-არ ჩამორჩა დადვანი.იცი რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი?
-შენ რა გიჟი ხარ?
-რაც გინდა ის ვიქნები ოღონდ თავს ამას ნუ გაუკეთებ ევა გეხვეწები.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-შემომხედე,მინდა,რომ დაგეხმარო,შენზე ვდარდობ,რატომ არ გინდა,რომ ეს გაიგო?
-დახმარება არ მჭირდება გესმის?-ხელები სახიდან უხეშად მოიშორა და მისგან შორს დადგა.-უბრალოდ ყველაფერს ჩემებურად ვუმკლავდები,დახმარება არ მჭირდება,გიჟი არ ვარ გესმის?-დაიწყო ერთი და იმავეს გამეორება გაუჩერებლად და მაგიდიდან ორივე ფინჯანი ერთი ხელის მოსმით გადმოაგდო.-უბრალოდ სხვანაირად ვუმკლავდები ყველაფერს,ამის გამო გიჟი ვარ უტა?-ნელ-ნელა ტონს უწევდა ლაშხი.-გიჟი არ ვარ გესმის?არ მჭირდება,რომ გეცოდებოდე,არ მინდა გესმის?-თვალებზე ბინდი ჰქონდა ქალს გადაკრული.-თუ არ მომინდება არც შენს ზარებს არ ვუპასუხებ,არც მესიჯებს,არც პასუხს გაგცემ,არ დაგელაპარაკები გესმის?-ხელი მთელი ძალით ჰკრა კაცს და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა.-ჩემი ცხოვრებაა თუ არ მინდა არც ვისუნთქებ,თუ არ მენდომება ცხოვრებას არ გავაგრძელებ ვერავინ გააკონტროლებს გესმის?-კიდევ ერთხელ უბიძგა მკერდზე.-ჩემი წყეული ცხოვრებაა,გიჟი არ ვარ უტა...გესმის დადვანო? გიჟი არ ვარ გესმის?-ყვირილს აგრძელებდა ევა და გვამეტებით ურტყამდა მკერდზე ხელებს.
-ევა...
-არა!არ გინდა ახლა ჩემი დამშვიდება.გიჟი არ ვარ,არ მჭირდება შენი გვერდში დგომა,მე არაფერი მჭირს გასაგებია?-თავისას აგრძელებდა ქალი.-თუ არ მენდომება არ გიპასუხებ ხომ გაიგე?პასუხს რა უფლებით მთხოვ?
-ევა გეყოფა.-მაჯებში წვდა კაცი,რომ შეეჩერებინა.-შემომხედე,გეყოფა გესმის?
-გიჟი არ ვარ,თავი დამანებე.არ მჭირდება შენი შეცოდება.-მისგან თავის დახსნას ცდილობდა,თუმცა ამაოდ.
-შემომხედე.-ხელები ცალი ხელით გაუკავა და მეორე ხელი ნიკაპზე მოკიდა..-შემომხედე!-ტონი გაუმკაცრდა კაცს.
-გიჟი არ ვარ...-ჯიუტად იმეორებდა თავისას.
-შენზე ვდარდობ ევა,ვიცი,რომ გიჟი არ ხარ,უბრალოდ გატეხილი ხარ,მეგობრების,ახლობლების დახმარება გჭირდება...მათთან საუბარი,გულის გადაშლა...
-რაზე ველაპარაკო მეგობრებს?იმაზე,რომ ბიჭებს ჩემი ტანის გამო არასოდეს მოვწონდი?იმაზე,რომ მთელი ცხოვრება მაბულინგებდნენ?იმაზე,რომ მწერალი ზედმეტი კილოგრამების გამო ვერ გავხდი?ამაზე ველაპარაკო?აუცილებლად დაველაპარაკები მათ იმაზე,რომ მთელი სამყარო მეზიზღება!-დაუყვირა მთელი ხმით და მისგან თავის გათავისუფლება სცადა.
-გეყოფა ევა,გთხოვ.-უკანასკნელი ძალები მოიკრიბა დადვანმა და მთელი ძალით მიიკრო სხეულზე.-გთხოვ ამას ნუ უკეთებ შენს თავს.
-შენ რატომ გადარდებს?რა გინდა? რატომ ერევი?-ძლივს ამოთქვა ქალმა...საკუთარი ცრემლები ახრჩობდა...მართლაც რა უნდოდა უტას? რატომ არ ანებებდა თავს?ერთი თვე იყო,რაც იცნობდა და მის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა,რატომ? პასუხი არ ჰქონდა,თავადაც დაბნეული იყო.
-არ გინდა გთხოვ.-თმაზე ხელს რიტმულად სვამდა და მთელი ძალით ეხვეოდა მის წინ მდგომ ქალს.
-გიჟი არ ვარ,დახმარება არ მჭირდება!-ამოიბუტბუტა ძალა გამოცლილმა და მუხლები მოეკვეთა.ფეხზე დგომის ძალა აღარ ჰქონდა...გაჭირვებით ჩაიკეცა უტაც მასთან ერთად და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო სხეულზე.
-ვიცი პატარავ,ვიცი.-თბილი ხმით ამოთქვა და თითები მის თმაში ახლართა.
-დახმარება არ მჭირდება...-სრუტუნებდა მის მკლავებში გახვეული.
-მაპატიე.-მძიმედ ამოთქვა კაცმა.-მაპატიე,რომ ამ მდგომარეობამდე მიგიყვანე.
-გოგოებს არაფერი უთხრა გთხოვ...
-ევა...
-გეხვეწები უტა...ვერ გამიგებენ...ინერვიულებენ...
-არ მინდა,რომ თავს ასე ექცეოდე.
-თავს მოვერევი კარგი?უბრალოდ არავის უთხრა უტა გთხოვ...ხომ არავის ეტყვი?-თავი მისი მკერდიდან გაჭირვებით აიღო და თვალებში ჩააცქერდა.-ამას აღარ გავაკეთებ,ყველანაირად ვეცდები თავს მოვერიო კარგი? ოღონდ არავის უთხრა...ხომ არავის ეტყვი?
-თუ შეწყვეტ არავის ვეტყვი.
-არავის უთხრა,ვერ გაიგებენ.-ჩაიბუტბუტა თავისთვის და თავი ისევ მკერდზე მიაყრდნო.-ვერ გაიგებენ...-ბუტბუტებდა მის მკლავებში მომწყვდეული.ხმას ვერ იღებდა დადვანი,არ იცოდა რა უნდა ეთქვა,ან როგორ გამკლავებოდა სიტუაციას.იცოდა ამაზე შორს შეიძლებოდა წასულიყო სიტუაცია და მერე სანანებელი გაუხდებოდა,მაგრამ თავს ვერ ერეოდა,ასე უბრალოდ ვერ დაასმენდა მეგობრებთან.არავინ იცის რამდენ ხანს ისხდნენ ასე ან როგორ ებრძოდა საკუთარ სხეულს დადვანი,რომ ფეხზე წამომდგარიყო,მაგრამ ნამდვილად ძალიან ცუდად იყო.ჭრილობა საშინლად აწუხებდა,თუმცა ევას მდგომარეობა ბევრად მნიშვნელოვანი იყო მისთვის,ამიტომ მკლავებში მოექცია მისი სხეული და იატაკზე მასთან ერთად იქამდე იჯდა,სანამ ემოციებმა სრულად არ გამოფიტა ევა და ძილის საშუალება არ მისცა...


***
დილით საკუთარ საწოლში გაეღვიძა ევას.ყველაფერი ისე ჩანდა თითქოს გუშინდელი საღამო დაესიზმრა,თუმცა სარკეში ჩახედვისას მალევე მიხვდა,რომ ასე არ იყო.ტირილისგან სახე ჯერ ისევ დასიებული ჰქონდა და უპეები ჩაშავებოდა.
-ჯანდაბა.-საფეთქელზე ხელი ძლიერად მიიჭირა და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავიდა.სამზარეულოდან ხმაური,რომ მოესმა საბოლოოდ დარწმუნდა,რომ უტა ჯერ ისევ მის სახლში იყო კიდევ უფრო დაიძაბა.გაახსენდა გუშინ რასაც დაპირდა და არ ეგონა ამის შესრულება მართლა თუ მოუწევდა.
-დილამშვიდობის ევა,საუზმე მოგიმზადე.-ღიმილით გაუწოდა თეფში დადვანმა.
-მეგონა წახვედი...
-წავალ ევა.უბრალოდ ჯერ უნდა დავრწმუნდე,რომ კარგად ხარ და სიგიჟეებს აღარ გააკეთებ.
-კარგად ვარ უტა,გუშინ საბოლოოდ დავიცალე ემოციებისგან.
-მიხარია ამის მოსმენა.-მაგიდას მასთან ერთად მიუჯდა კაცი.-ვიცი ახლა შეიძლება გაღიზიანებდე და არ მოგწონდე,მაგრამ მე შენზე ვდარდობ ევა,სწორედ ამიტომ ვარ აქ.
-ვიცი...
-ორშაბათიდან ვარჯიშს და სწორ კვებას ვიწყებთ.დარბაზის აბონიმენტი უკვე ნაყიდი მაქვს ორივესთვის.
-რა?ხომ არ გააფრინე?
-შენ საკუთარი სხეული არ მოგწონს,თუ მისი შეცვლა გინდა ჩემებურ,ჯანსაღ მეთოდებს შემოგთავაზებ,რომელიც უსაფრთხოა.
-დარბაზში არ ვივლი.-იუარა მაშინვე.
-ივლი თან სიხარულით,ახლა საუზმე მიირთვი.
-არ ვაპირებ უტა.-თავი გააქნია ქალმა.
-რა პრობლემა გაქვს?-ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს.
-არანაირი პრობლემა არ მაქვს,რა გინდა?
-ესეიგი იმაზე თანახმა ხარ,რომ ყოველი ჭამის მერე აღებინო და იმაზე არა,რომ კვირაში სამი დღე დარბაზში იარო და სასურველ ფორმაში იყო?შენი არ მესმის.
-გასაგები არაფერი არ არის,არ მინდა და მორჩა,ვერ მაიძულებ!-თეფში უხეშად გაწია და ფეხზე წამოვარდა.-ჩემი ძიძა არ ხარ გესმის?ან რატომ მოინდომე,რომ წონაში უნდა დავიკლო და ფორმაში ჩავდგე,შენც შეწუხდი?
-ნუ სულელობ...
-ზედმეტად დიდი მკერდი მაქვს თუ მუცელი?რომელი ნაწილი არ მოგწონს შევცვლი რა თქმა უნდა.-ირონიას არ აკლებდა კაცს.
-მე რომ მისმენდე საკუთარ თავს შეიყვარებდი ევა,მაგრამ ჩემი მოსმენის გარდა ყველაფერს აკეთებ და ეს ძალიან გავნებს.
-ხან მეუბნები არაფრის შეცვლა არ გჭირდებაო,ხან დარბაზში მიგყავარ სავარჯიშოდ.იქნებ ჩამოყალიბდე ბოლოს და ბოლოს?
-მე ჩამოყალიბებული ვარ ევა,ვფიქრობ,რომ იდეალური ხარ ზუსტად ასეთი.ლამაზი,ჭკვიანი,მაგრამ მშიშარა ხარ.
-მერე შენ რა?ჩემზე რატომ დარდობ?წადი რა სხვა საქმე არ გაქვს?-ტონს უნებურად აუწია ქალმა.
-მაქვს ევა,მაქვს სხვა საქმე!-იმავე ტონით უპასუხა დადვანმა.-მაგრამ შენზე ვფიქრობ ხვდები?ვდარდობ შენს მდგომარეობაზე.
-და მაინც რა მდგომარეობა მაქვს ასეთი?
-უბრალოდ მდგომარეობა არ არის ევა...ახლა ყურადღებას თუ არ მოგაქცევენ ძალიან შორს წახვალ...
-მაინც რას გულისხმობ?
-ვფიქრობ,რომ ბულემიის ნიშნები გაქვს...დარბაზში თუ ივლი და ასე დაეხმარები შენს თავს უკეთესად იქნები და...
-გაეთრიე!-მთელი ხმით დაუყვირა ევამ.
-ევა...
-წადი ჩემი სახლიდან უტა,ახლავე!
-შემომხედე ევა გთხოვ...
-წადი უტა!
-გთხოვ ევა...
-შენი დანახვა არ მინდა წადი გესმის!-მთელი ხმით დაუყვირა კაცს,ოთახში სირბილით შევიდა და კარი ჩაკეტა.-წადი უტა.
-ევა პრობლემებს ასე ვერ გაექცევი გესმის?დახმარება გჭირდება გთხოვ.
-წადი ჩემი სახლიდან უტა,თავად გავუმკლავდები ყველაფერს.
-ჯანდაბა.-კედელს მუშტკი მთელი ძალით დაარტყა და უკან დაიხია.იცოდა ევა კარს არ გააღებდა და აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს სანამ ამ მდგომარეობაში იყო.წუხელ ღამით გაირკვა,რომ ირაკლიმ საქართველო დატოვა იმავე დღეს,როცა უტა დაჭრა და სარფიდან თურქეთში გადავიდა,აქ მისი კვალი საერთოდ ქრება და ქართული პოლიცია ხელ-ფეხ შეკრულია ამ საქმეში...უფრო მეტი დეტალის გასარკვევად განყოფილებაში აპირებდა წასვლას,ამიტომ ნივთები აკრიფა და ევას სახლი სასწრაფოდ დატოვა...
ნახატები უკვე საზღვარზე გადასატანად იყო მზად,როდესაც პოლიციამ ისინი დაიბრუნა.დოკმენტებით ირკვევა,რომ ირაკლიმ ნახატები არაბ ბიზნესმენს,ვინმე ალი ნასარს მიჰყიდა,თუმცა რა თქმა უნდა მყიდველი ნახატებს ვერ მიიღებს და ჯერჯერობით ნახატები პოლიციის დაქვემდებარებაში დარჩება,მოგვიანებით კი დადვანს დაუბრუნდება...


***
1 კვირა გავიდა ევას სახლში მომხდარის შემდეგ და ევა დღემდე არ ელაპარაკებოდა უტას. ორჯერ მივიდა მასთან ბოდიშის მოსახდელად,მაგრამ კარიც არ გაუღო,არც მესიჯებზე პასუხობდა,არც ზარებზე...უკვე ჭკუიდან გადადიოდა დადვანი,მაგრამ ვერ დააძალებდა...თუ ევა გადაწყვეტდა,რომ მასთან საუბარი არ უნდოდა ხელს ვერ შეუშლიდა...
ყოველ ღამე ფიქრებს მიჰქონდა ევა...ვერ ხვდებოდა ასე ძალიან რატომ იყო გაბრაზებული უტაზე...ახსოვდა ის საღამო მისი სახლის კართან რომ იჯდა დადვანი და ელოდებოდა კარს როდის გაუღებდა...ფანჯარასთან იჯდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად უმზერდა,მაგრამ საუბარს ვერ ბედავდა,რადგან საკუთარი საქციელის ძალიან რცხვენოდა...იქნებ ეს ისტორია აქ და ახლა სრულდებოდა...იქნებ ამის იქით ევა და უტა საერთოდ აღარ არსებობდნენ...
გიორგისგან ეს ყოველთვის აკლდა...ზრუნვა და დანაშაულის აღიარება...გიორგიმ უკან დახევა არ იცოდა,რქებით მხოლოდ წინ აწვებოდა და სიტყვას არავის შეარჩენდა...ევასგანაც კი აქეთ ელოდა ნაბიჯებს...ამდენი წელია უყვარდა და ამის თქმაც კი ვერ გაბედა...ამდენი წელი სითბოს მაგივრად სიცივეს გამოხატავდა და თავიდან იშორებდა...ისევ ევასგან ელოდებოდა ნაბიჯს...
-ევა მეტი აღარ დალიო,ხომ ხედავ ფეხზე ძლივს დგახარ.-სთხოვა ანიტამ საპირფარეშოდან გამოსულს.სკამზე ისე დაეხეთქა მთელი რესტორანი მას უყურებდა.
-კარგი რა,კიდევ როდის გამოვალ სახლიდან და როდის დავლევ თქვენთან ერთად?მოდი რა გავერთოთ.
-არა მე მეტს ვეღარ დავლევ.-იუარა მარიკამ.-ჩემი ლიმიტი ამოვწურე.
-ჰო ვერც მე,თავბრუ მეხვევა და სახლამდე ხო უნდა მივიდე როგორმე.
-ოო კარგით რა,არადა ახლა დავიწყე გართობა.-აბუზღუნდა ევა.
-ახლა დაჯექი მაგიდასთან ევა...ბოლო 40 წუთია ვიღაც ბიჭებს ეცეკვები...შარი გინდა?
-ის ბიჭი მართლა მომეწონა,ქერა რომ არის აი იქ.-თითი გაიშვირა მოპირდაპირე მაგიდისკენ.
-ევა!-ერთდროულად დაიყვირეს გოგოებმა და ხელი ჩამოაწევინეს.-გეყოს ახლა,მორჩა ტაქსს ვიძახებ.
-მე გამოვიძახებ ჩემთვის.-იუარა მაშინვე.-ან არა!-ფეხზე წამოდგა.-იმ ბიჭს უნდა გავყვე ქერას.
-ხომ არ გაგიჟდი,ახლავე დაჯექი ევა.
-მომეწონა ხომ გეუბნებით.-ხელებს ჰაერში ასავსავებდა ქალი.
-წამოდი სახეზე ცივი წყალი შეისხი,ცოტა გამოფხიზლდი.-თბილი ხმით უთხრა მარიკამ.
-მერე წავიდე?
-ჰო,მერე გაყევი იმ ბიჭს.-თავი დაუქნია მეგობარს და ბორძიკით დატოვა დარბაზი.
-გადავიფიქე,არავის არ გავყვები.-რამდენიმე ცივი აბაზანის მერე გონს მოეგო ქალბატონი.
-მადლობა ღმერთს.-ამოიოხრა ქალმა.
-შენი აზრით გიორგის ვუყვარვარ მარ?-მოულოდნელად მიაჩერდა მეგობარს.
-რა თქმა უნდა უყვარხარ.-პასუხმა არ დააყოვნა.
-ასეთი ვუყვარვარ?ჩემი შეცვლა არ ენდომება?
-ანუ?
-ანუ დარბაზში,რომ არ ვიარო და წონაში არ დავიკლო ვეყვარები?
-სულელი ხარ გოგო?გიორგის ყველანაირი ეყვარები.საერთოდ რა კითხვებია?ჩვენ ყველას ეს ევა გვიყვარს გესმის?კარგად ხარ ევა?-ნაღვლიანად იკითხა ქალმა.
-ჰო,დავიღალე უბრალოდ.ტაქსს გამოვიძახებ სახლში წავალ.
-კარგი იდეაა,დაიძინე და გამოფხიზლდი.
-იქნებ მეც მიყვარს...-ჩაიბუტბუტა თავისთვის და აღარც ახსოვს როგორ დატოვა რესტორანი...როგორ ჩაჯდა ტაქსში და საერთოდ როდის მიუთითა გიორგის სახლის მისამართი...ახლა აქ იდგა...მისი კორპუსის წინ და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო.გიორგის უყვარდა...მასზე დარდობდა.იქნებ მასაც შეყვარებოდა საკუთარი თავი როცა იგრძნობდა მას რაოდენ ძლიერ უყვარდა?გაეღიმა...თითქოს საკუთარი თავის დასახმარებლად გზა იპოვა...კიბეები სირბილით აიარა და რამდენჯერმე დარეკა ზარი.იღიმოდა...ამდენი ხნის შემდეგ პირველად,მაგრამ იღიმოდა და ბედნიერი იყო.უნდა გაეგო თავად რას გრძნობდა...
-ევა?-კარი წელს ზემოთ შიშველმა გიორგიმ გაუღო.ეტყობოდა რომ ეძინა,ლოყაზე ბალიშის კვალი ზოლებად ისევ ეტყობოდა.
-უნდა გავიგო.-ღიმილით უთხრა და ისე სწრაფად დაფარა მათ შორის მანძილი გიორგიმ ვერც კი გაიაზრა როგორ ეხებოდა საყვარელი ქალის ტუჩებს.ელდა ეცა და გაოგნდა.არავინ იცის იმ მომენტში რას გრძნობდა,მაგრამ სხეული უკანკალებდა.ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.
-ევა მოიცადე.-სხეულიდან სწრაფად მოიშორა ქალი და თვალებში ჩააცქერდა.-კარგად ხარ?რა გჭირს?
-მთვრალი ვარ და იმაზე ვფიქრობდი როგორ ძალიან გიყვარვარ...იქნებ მეც შევძლო შენი შეყვარება შანსს თუ მომცემ.
-ევა ნასვამი ხარ,ხვალ ინანებ ამ სიტყვებს და...
-არ ვინანებ,ერთი კვირაა ამაზე ვფიქრობ,რადგან შენ ვერ ბედავ მე მინდა,რომ გადმოვდგა ეს ნაბიჯი და...
-გიორგი ვინ არის ამ დროს?-თვალებს ისრესდა ნახევრად მძინარე გოგონა,რომელსაც პენუარზე ხალათი შემოეკრა და ფეხშიშველი გამოსულიყო გარეთ.ისევ ის გოგო იყო პირველად რომ შეხვდა გიორგის სახლში.იმ მომენტში ხვდები,რომ სადღაც ძალიან დააგვიანე.დააგვიანა შენმა გაურკვეველმა გრძნობებმა,რომლებიც თავბრუს გახვევენ და გაიძულებენ შორს იყო.ისევ ის ქალი ჰყავდა სახლში...უკვე მეორედ იყო ზედმეტი გიორგის ცხოვრებაში...
-ევა მომისმინე...-სახეზე ხელები მოკიდა კაცმა და თვალებში ჩააცქერდა.
-მაპატიე...არ მინდოდა თქვენი შეწუხება...მე უბრალოდ...უბრალოდ...-სათქმელს თავი ვერ მოუყარა და ისევ გაიქცა...სად მირბოდა არ იცოდა,მაგრამ მთავარი ის იყო,რომ გასაქცევად ძალა ჯერ კიდევ ჰქონდა.
-ევა მოიცადე გთხოვ.-უკან მიჰყვა გიორგი და როგორც იქნა პირველ სართულზე გამოიჭირა.-დამელაპარაკე გთხოვ...
-არ ვიცოდი ვინმეს თუ ხვდებოდი,ბოდიში არ უნდა მოვსულიყავი.-თავი იმართლა ქალმა.
-ვეტყვი და ახლავე წავა,დარჩი და ვილაპარაკოთ კარგი?
-ხომ არ გაგიჟდი?-უხეშად აუკრა ხელი ქალმა.-სახლში გელოდებიან გიორგი,უკან დაბრუნდი.-მისგან თავი გაითავისუფლა და ქუჩაში გავარდა.-მშვიდობიან ღამეს გისურვებ.-მშვიდად მიუგო და იქამდე ირბინა სანამ თვალს არ მიეფარა კორპუსებს მიღმა...
-ამ შუაღამისას რა უნდოდა გიჟია?-დოინჯშემორტყმული ქალის დანახვისას საერთოდ ბინდი გადაეკრა თვალებზე.
-ჩაალაგე ნივთები და წადი!-მტკიცედ გაისმა ალავერდელის ხმა სადარბაზოში.
-უკაცრავად?
-ჩაალაგე და წადი!
-გიორგი მოსვლა შენ არ მთხოვე?
-ახლა გეუბნები,რომ წახვიდე!
-ხომ არ გააფრინე?ამ შუაღამისას სახლიდან მაგდებ?
-ამის დედაც!-კედელს მუშტი მთელი ძალით დაარტყა და სახლში გიჟივით შევარდა.სწრაფად იპოვა ტანსაცმელი,საფულე და გასაღების ძებნას მოჰყვა.-მე მივდივარ,ხვალ აქ არ დამხვდე!
-ის გოგოა არა?აი თურმე რა დაგემართა.-გაიცინა ქალმა.-ამის გამო ხარ დეპრესიაში?ვინმე უკეთესი ვერ მონახე?
-ხმა აღარ ამოიღო,თორე საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ გაიგე?-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა კაცმა.
-ძალიან ინანებ ამას,შენც ხომ იცი?
-ყველაფერი წაიღე,რომ მეტჯერ შენი დანახვა აღარ მომიწიოს!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...



***
-აქ გავაჩერო?-მშვიდად იკითხა შუახნის კაცმა.
-დიახ თუ შეიძლება.
-აჰა გენაცვალე,აბა შენ იცი მშვიდობიანი ღამე,შეფასება არ დაგავიწყდეს თუ არ დაგეზარება.-წაიკეკლუცა მოხუცმა.
-აუცილებლად,როგორც კი სახლში ავალ.-კვერი დაუკრა ევამ.-მშვიდობიანი ღამე.-თბილად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.ჯერ ისევ გრძნობდა ალკოჰოლის ზემოქმედებას.ფეხი ისევ ერეოდა და თავბრუც ეხვეოდა,თუმცა გრძნობდა,რომ სწორ ადგილას იყო...ორჯერ მიაკითხა გიორგის და ორივეჯერ ქალი დახვდა მის სახლში მეტი რა მინიშნება უნდოდა? ცხადია ევასთან ცდას მარტივი გზები ერჩივნა,ამიტომ ევამაც გააკეთა თავისი არჩევანი...ლიფტს არ დაელოდა,ბორძიკით აიარა კიბეები და კართან შედგა.რა უნდა ეთქვა,რატომ იყო აქ?მიზეზი თავადაც არ იცოდა...ზარი რამდენჯერმე დარეკა და კედელზე მიყრდნობილი დაელოდა როდის გააღებდა კარს დადვანი.
-ევა...-მძიმედ ამოთქვა ქალის დანახვისას უტამ.-ხელში სველი ხელსახოცი ეჭირა,სხეულზე რამდენიმე ადგილას საღებავის კვალი შერჩენოდა,როგორც ჩანს ხატავდა.
-მითხარი,რომ სახლში არავინ გყავს.-უნებურად აუცრემლიანდა თვალები და მის წინ თავდახრილი დადგა.
-მარტო ვარ...ევა მოხდა რამე?ამ დროს აქ რას აკეთებ?-ხელსახოცი გვერდით გადადო და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
-მაპატიე უტა.-სხეულზე მთელი ძალით მიეკრო კაცს და თავი მკერდზე მიაყრდნო.არ იცოდა ამ სისულელეებს რატომ აკეთებდა,მაგრამ უტასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.დედამიწაზე სხვა ადგილი არ ეგულებოდა სადაც ახლა ყოფნა მოუნდებოდა...
-ევა შემომხედე,რა გჭირს?-თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა ქალს.-მითხარი რა დაგემართა?
-შეიძლება ამაღამ აქ დავრჩე?სახლში,რომ წავიდე გიორგი მიპოვის...
-რა თქმა უნდა,რამდენ ხანსაც გინდა ევა.-გვერდით გაიწია,რომ სახლში შესვლა შესძლებოდა და კარი ხმაურით დახურა.
-იცი...შენს გარდა არავინ გამხსენებია,რომ მასთან წავსულიყავი.-ამოიკრუსუნა საცოდავად და დივანზე მოწყვეტით დაეცა.-არ მინდა,რომ ასე ვიყო,მაგრამ თავს ვერ ვერევი უტა...
-მითხარი რა მოხდა.-გვერდით მიუჯდა ქალს.-შემომხედე!-მტკიცედ ამოთქვა დადვანმა.-მომიყევი რა გაწუხებს,იქნებ დახმარება შემიძლია.
-გოგოებთან ერთად რესტორანში ვიყავი,დავლიეთ და ათას რამეზე ვილაპარაკეთ...ორივეს ყავს ვიღაც ვისთანაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებენ...ვიფიქრე,რომ თავს თუ ასე აღარ შევიბოჭავდი,თუ უარს ვიტყოდი ჩემს პრინციპებზე და მე გადავდგამდი ნაბიჯს ბედნიერებისკენ ეს ყველაფერი ჩემთვისაც იმუშავებდა...-ცრემლებს ხელის გულით იწმენდდა ქალი.-უბრალოდ მინდოდა ჩემთვისაც შემოეხედა ვინმეს ისე,როგორც ანიტას უყურებს ნიკა...
-გიორგისთან იყავი?-მთელი სხეული დაეძაბა დადვანს.
-ვიცი,რომ ვუყვარვარ...ვიფიქრე მე თუ გადავდგამდი ნაბიჯს რამე გამოვიდოდა.-ტირილს ვერ წყვეტდა ევა.-მასთან მივედი,ვუთხარი,რომ მინდოდა გვეცადა...-კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი და თავი ხელებში ჩარგო.
-მოდი ჩემთან.-თბილი ხმით უთხრა უტამ და ხელები მოხვია.-გაწყენინა?რამე ცუდი გითხრა?
-ვაკოცე იცი?-უნებურად სიცილი დაიწყო ქალმა.იმდენად იყო საკუთარი ემოციებით გარშემორტყმული,რომ ვერც მიხვდა როგორ დაეძაბა მთელი სხეული უტას.როგორ დაიწყო მისმა გულმა უფრო სწრაფად ფეთქვა და როგორ გაუხშირა სუნთქვა.-ისევ ის გოგო ჰყავდა სახლში...გამხდარი და გრძელი ფეხებით.ჩემი სიმაღლის მარტო ფეხები ჰქონდა უტა...
-ევა დამშვიდდი კარგი?
-ჩემთვის შანსიც კი არასოდეს უთხოვია,ჩემით მივედი გესმის?თურმე ურთიერთობაში ყოფილა და სხვებს ეუბნებოდა,რომ მე ვუყვარდი.
-ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება ცხოვრებაში,როგორც ჩვენ გვინდა ევა.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,რომ დამშვიდებულიყო და ისე დაიწყო საუბარი.-ჩემი აზრით გიორგიმ ყოველთვის იცოდა,რომ თქვენ არაფერი გამოგივიდოდათ და სცადა რომ შენგან შორს ყოფილიყო.
-ეგაა სიყვარული უტა?კაცს თუ ვუყვარვარ რამდენჯერაც არ უნდა გავაგდო დაბრუნდება...მცდელობას არ დააკლებს,რომ ჩემს გვერდით იყოს...მე სხვანაირი სიყვარულის მჯერა გესმის?კარგია,რომ გიორგი არ მიყვარს,თორემ გულნატკენი დავრჩებოდი,რადგან მას ვიღაც გრძელფეხება გოგო ურჩევნია...
-ევა შემომხედე.-თვალებში ჩააცქერდა ქალს.-საქმე გრძელ ფეხებს არ ეხება და ეს ორივემ ვიცით.გიორგიმ მარტივი გზა აირჩია და ამას შენთან კავშირი არ აქვს.თქვენი წყვილი ვერ იმუშავებდა და ეს საიდუმლო არ არის არცერთისთვის,რადგან გიორგის შენი არ ესმის და ვერც ვერასოდეს გაგიგებს.
-მინდა,რომ სადმე წავიდე და უკან აღარ დაბრუნდე.
-მოგზაურობა შემოგთავაზე,მაგრამ უარი მითხარი.-გაეცინა კაცს.
-გინდა,რომ ასე ზღვაში გავქრე შენთან ერთად?
-გაქრე?სულაც არა.1 წელში დაბრუნდები.
-1 წელი რამხელა დროა იცი?გავაფრენ მე და მოგიწევს ზღვაში გადამაგდო.
-საკუთარ სიცოცხლეზე მეტად გაგიფრთხილდები ევა.-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი მოწმინდა ქალს.-მაგრამ შენ არასოდეს იქნები მზად.
-მართალი ხარ,მე ვერ წამოვალ უტა...მაგრამ არის რაღაც,რაშიც შენი დახმარება მჭირდება...
-გისმენ.
-1 კვირაა ჭამის შემდეგ საპირფარეშოში არ გავქცეულვარ,უცხიმო და უშაქრო პროდუქტებს ვჭამ,პური საერთოდ ამოვიღე რაციონიდან,მგონი მზად ვარ,რომ შენი დახმარება მივიღო უტა...
-ევა შენ...
-გპირდები აღარ გეჩხუბები.-გააწყვეტინა მაშინვე.-ვიაროთ დარბაზში.დამეხმარე,რომ ასე არ ვიყო...გთხოვ უტა...-ხმაში მუდარა გაურია ქალმა.
-ორშაბათიდან ვიწყებთ,დილის 9-ზე!-მტკიცედ ამოთქვა უტამ და ღიმილით მიაჩერდა მის გვერდით მჯდომს.-საკვების ასე შეზღუდვა არაფერში გჭირდება,მიიღე,რაც გინდა,მაგრამ ჩემს სავარჯიშო გეგმას უნდა გაყვე კარგი?
-კარგი.-თავი დაუქნია მაშინვე და სხეულზე მთელი ძალით მიეკრო.-რა კარგია,რომ არსებობ.
-მთავარია შენ იყო კარგად.-თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და თავი საზურგეს მიაყრდნო.რაღაც სხვანაირი გრძნობა ჰქონდა.შიგნიდან რაღაც ჭამდა...როდესაც გაიგო,რომ გიორგის აკოცა მუცელში ტკივილმა ერთიანად დაუარა.გული აუჩქარდა და სუნთქვა შეეკრა.არ უნდოდა,რომ სხვასთან დაენახა,მაგრამ არც იმისთვის იყო მზად,რომ თავად ყოფილიყო მასთან...



***
-როგორც იქნა დაბრუნდი!-გაღიზიანებული გადმოვიდა მანქანიდან კაცი.
-ჩემს სახლთან „ბირჟაობა“ უნდა შეწყვიტო!-შეუღრინა ქალმა.
-უნდა ვილაპარაკოთ ევა.
-ახლა არა რა,არ მინდა ამ დილაადრიან თავი ავიტკიო.
-სწორედ ახლა ევა,მოვრჩი ამ ბავშვურ თამაშებს!
-გთხოვ წადი რა.
-დავილაპარაკებთ ევა,აზრი არ აქვს როგორც არ უნდა შემეწინააღმდეგო!
-მაშინ სახლში შემოდი...-მშვიდად შევიდა სახლში და გიორგიც შეიპატიჟა.მასთან ბრძოლის თავი აღარ ჰქონდა.-დალევ რამეს?
-არა!-მოკლედ მოუჭრა.-დაჯექი და ვილაპარაკოთ გთხოვ.
-გისმენ.
-გუშინ რატომ იყავი ჩემთან?
-რამე უფრო ლოგიკურ კითხვას ველოდი.
-ევა...ჩვენზე ლაპარაკობდი...
-ხო და თან გაკოცე,მაგრამ მერე გრძელფეხება გოგო გამოვიდა დერეფანში,საათმა 12-ს ჩამოკრა და კონკიას ზღაპარიც დასრულდა.-სასაცილოდ არ ეყო თავისი მდგომარეობა ევას.
-ევა შენი ერთი სიტყვა მჭირდება და ჩემი ცხოვრებიდან ყველა ქალი გაქრება,რომელსაც ოდესმე უარსებია ეს ხომ იცი?შანსს თუ მომცემ,რომ შენს გვერდით ვიყო ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის.
-გიორგი შენ არასდროს გიცდია ჩემთან ურთიერთობის დალაგება...არასდროს გითქვამს რეალურად რას გრძნობდი.პირიქით სულ ცუდად მექცეოდი და მაიძულებდი მეფიქრა,რომ გძულდი...
-ვიცი,მაპატიე.-გააწყვეტინა ქალს.
-დამამთავრებინე!-მტკიცედ გაისმა ქალის ხმა ოთახში.-გვიან მიივხვდი,რომ გიყვარდი,მინდოდა,რომ რაიმე გამოსულიყო,მაგრამ იმის მაგივრად,რომ გეცადა და ჩემთან ყოფნა დაგემსახურებინა სხვებს დასდევდი,მეც ხომ სულელი ვარ და ორჯერ დავაკაკუნე შენს კარზე,ორივეჯერ ვნახე როგორ ცხოვრობდი და სულელივით გავიქეცი,რადგან ვიცოდი,რომ ჩემს გვერდით ყოფნას არ იმსახურებდი...
-ევა...
-გუშინ ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი.მე შენი სათამაშო არ ვარ გიორგი,რადგან ცდა ვერ გაბედე და იოლი გზა აირჩიე დაე იყოს შენებურად და ნუ გავაგრძელებთ.
-შენ ვერ ხვდები ევა...მე მინდა,რომ შანსი მომცე,მაგრამ არასოდეს მიფიქრია,რომ ჩემს მიმართ იგივეს გრძნობდი,ამიტომაც არ მინდოდა ძალა დამეტანებინა...
-იგივეს არ ვგრძნობ გიორგი,უბრალოდ მინდოდა შანსი გვქონოდა,რომ რაღაც უკეთესისკენ წავსულიყავით,მაგრამ მორჩა,გადავიფიქრე.
-ევა მომისმინე.-მის წინ ჩაიმუხლა გიორგი.-ერთი შანსი მომეცი,რომ დაგიმტკიცო როგორ ძლიერ მიყვარხარ...მომეცი საშუალება საკუთარი ცხოვრება შენს გაღმერთებას მივუძღვნა.მიყვარხარ და მაგას ვერაფერი შეცვლის,წლებია ამ გრძნობას ვებრძვი,მაგრამ ეს ხომ შენ ხარ...როგორ შეიძლება ადამიანს არ უყვარდე...
-რატომ არ სცადე? ერთხელ მაინც გეცადა...
-მეშინოდა,რომ იმასაც გავაფუჭებდი,რაც გვქონდა...-ალალად უპასუხა კაცმა.
-შენ მართლა ყველაფერი გააფუჭე,მაგრამ შენი უთქმელობით და არა პირიქით...
-გთხოვ ევა.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-შემომხედე...მე ვარ გიორგი...ის აუტანელი ბიჭი წლებია ნერვებს,რომ გიშლის,მაგრამ თავსაც,რომ ვერ ერევა და უშენოდ ცხოვრება არ შეუძლია...ერთ შანსს გთხოვ...თუ რაიმე შემეშლება შეგიძლია გამაქრო შენი ცხოვრებიდან...ოღონდ გთხოვ ჯერ მომეცი საშუალება დაგიმტკიცო ჩემი შენდამი სიყვარული რამდენად ძლიერია.
-გიორგი...
-ახლავე არ მიპასუხო...დაფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მიიღე.
-მე არ მიყვარხარ ეს ხომ იცი...
-როცა რეალურად გამიცნობ...როცა მიხვდები რეალურად რასაც წარმოვადგენ შეიცვლება შენი გრძნობებიც.
-ასე გგონია?
-ჰო,ასე მგონია.--მშვიდად ამოთქვა და ხელზე ნაზად აკოცა.-დაფიქრდი კარგი?
-მე ვერაფერს დაგპირდები...
-არც არის საჭირო,უბრალოდ დამთანხმდი და მომეცი საშუალება,რომ დანარჩენზე თავად ვიზრუნო.-ოდნავ შესამჩნევად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ფეხზე წამოდგა.-რაც არ უნდა გადაწყვიტო იცოდე,რომ ჩვენზე გავლენას არ იქონიებს კარგი?არ მინდა რაიმე დაგაძალო...თუ არ გენდომება ჩემთან ყოფნა მე ისევ ის გიორგი ვიქნები,რომელსაც აქამდე იცნობდი.არაფერი შეიცვლება.
-მადლობა...-ძლივს ამოთქვა ქალმა და როგორც კი გიორგი კარს მიღმა გაუჩინარდა შვებით ამოისუნთქა...


***
უცნაური ცხოვრება ჰქონდა ევას.არასრულფასოვნად გრძნობდა თავს და ამის გამო უამრავ სისულელეს აკეთებდა.ეშინოდა მარტო ყოფნის...ეშინოდა იმის,რომ არასოდეს არავინ შეიყვარებდა.იმისაც ეშინოდა,რომ თავად არ შეუყვარდებოდა არასოდეს და ვერ გაერკვეოდა საკუთარ გრძნობებში...წარუმატებლობაც აშინებდა... რა იქნებოდა მწერალი,რომ ვერ გამხდარიყო?სძულდა სამყარო სადაც მისი სხეული მის შემოქმედებაზე მაღლა იდგა და მაინც...ჯერ ისევ ჰქონდა იმედი საკუთარი თავის...
ვითომ ისევ დაწერდა სიყვარულზე?როგორ სიყვარულზე უნდა დაეწერა მარტივსა და ჩვეულებრივზე?სიყვარულზე სადაც ბიჭი სულ უკან იხევს?მაგრამ ეს ხომ არ იყო მისი ოცნება?უნდოდა ოდესმე ვინმეს ვარდებით ხელში ეთქვა,რომ უყვარდა და მასთან ყოფნა უნდოდა...მერე ხელიც ასე ლამაზად და რომანტიულად ეთხოვა...ქორწილი სადმე ღია ცის ქვეშ,ახლო მეგობრებთან ერთად აღენიშნა.აყვავებულ მდელოზე,მთებში ან სადმე ტყის პირას ზაფხულის ცხელ დღეს...ნუთუ გიორგი ამას შესთავაზებდა?
-ჯანდაბა!-გაცოფებული წამოდგა საწოლიდან და ლეპტოპი მოიმარჯვა.რაზე წერდა?სიყვარულზე,რომელიც ტკივილის გარეშე არ არსებობდა...


***
-უტა მართლა ძალიან დავიღალე.-ოცი წუთის შემდეგ აბუზღუნდა ქალი.
-ასე უცებ?
-ფეხზე ვეღარ ვდგავარ,სულ ოფლიანი ვარ შემომხედე.-სახეზე ჩამოყრილი კულულები მშვიდად გადაიწია.
-თუ დამელაპარაკები კიდევ 40 წუთის მაგივრად 20 წუთს გავარჯიშებ.
-რა?
-ისედ ნუ იქცევი თითქოს ვერ ხვდები.რაღაც გჭირს ფაქტია.
-ოო უტა,არ გინდა ახლა.
-მაშინ 40 წუთის შემდეგ გნახავ.
-კარგი რა...
-მიდი მოყევი რას მაწვალებ,მეგობრები არ ვართ?
-არ გაბრაზდები?
-ისევ თუ აღებინე კი ევა,გავბრაზდები!-ხმა გაუმკაცრდა დადვანს.
-არა,არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-გიორგის ეხება.
-გაწყენინა?
-მოიცადე უტა.-გაეცინა მის რეაქციაზე.-პარასკევს შენგან,რომ წავედი გიორგი დამხვდა სახლთან.მთხოვა,რომ მისთვის შანსი მიმეცა,მთხოვა რომ მასთან ვიყო...მითხრა,რომ ვუყვარვარ და უნდა ჩემს გვერდით იყოს.
-ევა...-ძლივს ამოთქვა კაცმა და ისევ იგრძნო ის ყრუ ტკივილი მუცლის არეში...მთელი სხეული ერთიანად დაეძაბა და სუნთქვა გაუხშირდა.
-ვიცი,რომ სულელურად ჟღერს,მაგრამ მინდა,რომ ვენდო...წლებია ვიცნობ,ჩემი მეგობრებიც იცნობენ,დედაჩემიც...
-გიყვარს?-ცივი,გამყინავი ხმა ჰქონდა დადვანს.
-არა,მაგრამ იქნებ უფრო ახლოს თუ გავიცნობ შემიყვარდეს.
-მეღადავები თუ მართლა მეუბნები?-თავს ძლივს იკავებდა უტა.
-არა უტა,მართლა…გიორგის მსგავსად არასოდეს არავის ვეყვარები…ვიცი როგორი ძვირფასი ვარ მისთვის…
-ევა შემომხედე.-მისი სახე ხელებში მოიქცია და ზემოდან დააცქერდა ქალს.-ჭკვიანი გოგო ხარ გესმის მაინც რას ამბობ?დაგავიწყდა რა მოხდა?კიდევ რომ დაგარტყას რას აპირებ მერე?
-ორივემ ვიცით,რომ ეს შემთხვევით მოხდა უტა,ამას არ გააკეთებს.
-მას ვერ ენდობი ევა,ეს ორივემ ვიცით.
-უტა მე წლებია გიორგის ვიცნობ,ვენდობი და...
-მერე ამ წლების განმავლობაში კარგად რამდენჯერ მოგქცევია?რამდენჯერ გაუთვალისწინებია შენი აზრი?რამდენჯერ ყოფილა კარგი კაცი?-თავს ძლივს იკავებდა,რომ არ ეყვირა,თავადაც არ იცოდა რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია,უბრალოდ არ შეეძლო მშვიდად შეხვედროდა იმ ამბავს,რომ ევა შეიძლებოდა გიორგისთან ყოფილიყო.
-მე...-სულ დაიბნა ქალი...გიორგისგან კარგი მართლა არაფერი ახსოვდა.სულ ჩხუბი,კამათი და დამცირება...
-ევა გამოჩნდება შენს ცხოვრებაში კაცი,რომელიც გაგაღმერთებს გესმის?არ არის საჭირო,რომ გიორგისთან მხოლოდ იმიტომ იყო,რომ მარტო ყოფნის გეშინია,უბრალოდ დროს მიენდე.ცხოვრებას მიხედე,კარიერაზე იფიქრე...
-და რომ არ გამოჩნდეს?
-გამოჩნდება!
-შენც ასე ელოდი შენს მომენტს და აწი 29 წლის ხდები,ისევ მარტო ხარ,არავინ გყავს გარშემო უტა...მარტო ყოფნის არ გეშინია?-მოულოდნელად წამოისროლა ქალმა.-უტა მე...ბოდიში...ეგ არ მიგულისხმია მართლა,მაპატიე.
-ჯობია მარტო იყო მთელი ცხოვრება და უსიყვარულოდ მოკვდე,ვიდრე არასწორ ადამიანთან გაფლანგო შენი ცხოვრება.-მშვიდი ხმა ჰქონდა დადვანს.ეტკინა ევას ნათქვამი,გული დასწყდა,რომ ასე ფიქრობდა მასზე,თუმცა საპირისპიროს მტკიცებას აზრი არ ჰქონდა...
-მაპატიე უტა,ცუდად გამომივიდა.
-მთელი ცხოვრება ინანებ შენ ამ გადაწყვეტილებას და მე ყოველთვის გვერდით არ ვიქნები,რომ ეს ყველაფერი შეგახსენო ევა.
-რამე ისეთი იცი გიორგიზე,რაც უნდა ვიცოდე?
-მე ბევრი რამ ვიცი არა მარტო გიორგიზე,თუმცა ჩემი სალაპარაკო არ არის.ჩემს რჩევას გაითვალისწინებ თუ არა ეს უკვე შენი გადასაწყვეტია.
-უტა...
-როგორც დაგპირდი 20 წუთი,ვაგრძლებთ მიდი.-ამით მარტივად ანიშნა,რომ თემა დახურული იყო და ვარჯიშს წუწუნის გარეშე დაუბრუნდა...


***
-ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!-გამეტებით ურტყამდა ტომარას მუშტებს დადვანი. ბოლოს ასე როდის გაბრაზდა თავადაც არ ახსოვს.ქალები თავად იგდებენ თავს ისეთ მდგომარეობაში,რომ მათზე ნერვიულობა მოუწიოთ და ეს აგიჟებდა.ნუთუ საკმარისი არ მოხდა? არ ეყო ევას მომხდარი?თავად რა აგიჟებდა ეს კიდევ ცალკე საკითხი იყო,რატომ ნერვიულობდა ასე ძალიან?მისი საქმე მართლა არ იყო ევას ცხოვრება,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა,ასე ვერ იცხოვრებდა...
ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოიყვანა.ხელთათმანები იქვე დივანზე დაყარა და კარი მშვიდად გააღო.მოულოდნელოობისგან ენა გადაყლაპაო ამაზე იყო ნათქვამი.ხმას ვერ იღებდა და უბრალოდ უაზროდ მიიშტერებოდა ერთ წერტილს.ამ შემთხვევაში კი ადამიანს.
-გამარჯობა უტა.-სევდიანი ხმა ჰქონდა ქალს.
-ნუკი?!-გაოცებას ვერ მალავდა კაცი.
-სხვაგან სად უნდა წავსულიყავი არ ვიცი...მახსოვს მითხარი რაიმე თუ დაგჭირდა დაგეხმარებიო...შენი დახმარება მჭირდება უტა....




***
-ესეიგი რა გამოდის,შენ და გიორგი წელიწადზე მეტია ერთად ხართ?-სულ გაოგნდა უტა.
-ერთად არ ვართ,შეყვარებულს,რომ დავშორდი მაშინ ვნახე.ძველ სიტუაციაზე ვისაუბრეთ,ყველაფრის დალაგებას ვცდილობდით,მემილიონედ მომაყოლა ჩვენს ურთიერთობაზე და იმაზეც,რომ არაფერი გვქონია და შეხვედრა დავიწყეთ.
-რამდენიმე კვირის წინ გამიჭედა შენს ამბავზე მეღადავები?თუ დაგიჯერა მე რაღას გადამეკიდა ვერ გავიგე.
-ყველაფერი არ მითქვამს უტა.მე და გიორგი ძალიან კარგად ვიყავით,სახელს არ ვარქმევდით ურთიერთობას,მაგრამ ყველაფერი კარგად მიდიოდა,სანამ შენ დაბრუნდებოდი რამდენიმე დღით ადრე ვიჩხუბეთ,ვუთხარი,რომ ქორწილში წამოსვლა მინდოდა და უარი მითხრა,არ უნდოდა,რომ მე და შენ ერთმანეთი გვენახა,რაღაც სიგიჟეები მოიმიზეზა და მას შემდეგ აღარ მინახავს,მაგრამ...
-მაგრამ?-მომლოდინე მზერით მიაჩერდა ქალს.
-2 კვირის წინ დავურეკე,შეხვედრა ვთხოვე...-ხმა დაუმძიმდა ქალს.-მე...მე არც კი ვიცი...
-ორსულად ხარ?-თქმა დაასწრო ქალს.
-ჰო...-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი მოიწმინდა ქალმა და ფეხები ნიკაპთან მიიტანა.
-გიორგიმ რაო?
-არ მინდაო...
-აბორტის გაკეთება გთხოვა?
-კი არ მთხოვა,მომთხოვა!-ხმაში სევდა გაერია ქალს.
-რას აპირებ?
-შვილს ვერ მოვკლავ უტა...თვის ბოლოს დიდ თანხას მივიღებ გადაღებებიდან და აგვისტოშიც რამდენიმე ბრენდთან უკვე დავგეგმე თანამშრომლობა.სახლის რემონტს დავამთავრებ და შვილს მივხედავ.
-ეგ ნაბი*ვარი!-გაბრაზებულმა ამოთქვა კაცმა.-ჩემგან რა გჭირდება?
-რამდენჯერმე სახლთან მომადგა და აბორტის გაკეთებას დაჟინებით მთხოვდა.შაბათ საღამოსაც მოვიდა და მითხრა,რომ ეს საქმე კვირის ბოლომდე უნდა მორჩესო.მითხრა,რომ საყვარელ ქალთან ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა და ამის გაფუჭება არ უნდოდა.ზუსტად არ ვიცი,მაგრამ ეჭვი მაქვს ევა ჰქვია იმ გოგოს.
-ევა...-თავში ათასი აზრი უტრიალებდა დადვანს.ვერც წარმოედგინა ასე როგორ შეეძლო გიორგის ყველას გასულელება და ისე მოქცევა თითქოს არაფერი ხდებოდა.აბორტის დაძალება? ეს ხომ სისასტიკე იყო,მისგანაც კი.თანაც როგორ ურცხვად ატყუებდა ევას ეს კიდევ სხვა საქმე იყო...
-სანამ ბინას შევიცვლი შეიძლება აქ დავრჩე?ისეთი გაბრაზებულია ხან მგონია,რომ ძალით წამიყვანს და აბორტს გამაკეთებინებს...
-რა თქმა უნდა ნუკი,რამდენ ხანსაც გინდა.-მშვიდად ამოთქვა კაცმა.-გიორგი ვერაფერს დაგაძალებს გესმის? შვილის გაჩენა თუ გინდა ამის უფლებას ვერავინ წაგართმევს.
-უბრალოდ მეშინია უტა.მამაჩემმა,რომ გაიგოს მომკლავს.
-ბავშვის გამო?
-ქორწილამდე სე*სის გამო.ხო იცი როგორი ტრადიციულები არიან.
-და გიორგი მარტო მოშორებაზე გელაპარაკება?
-ქორწინებაზე მელაპარაკებოდა ევას გამოჩენამდე სიმართლე თუ გინდა.
-ევა გიორგის ცხოვრებაში უკვე წლებია არის ნუკი,ის არაფერშუაშია.
-ფაქტია რაღაც მოხდა,მეგონა ბავშვის ამბავი გაუხარდებოდა,მაგრამ სულ გადაირია.
-ევა ძალიან კარგი გოგოა ნუკი და მას გიორგი არ უყვარს.შენზე უნდა იცოდეს,სანამ გიორგის მახსეში გაებმევა გესმის?
-გინდა,რომ გიორგიმ მომკლას?-გაოცება ვერ დამალა ქალმა.
-გიორგი თმის ღერსაც ვერ შეგირხევს გესმის?ამაზე პასუხს მე ვაგებ.
-არ ვიცი უტა.მე ამ დრამებისთვის არ ვარ გაჩენილი.
-მენდე ნუკი,გიორგი ასე თავისუფლადხ ვერ იპარპაშებს მაშინ,როცა შენ ამ მდგომარეობაში ხარ.-თბილი ხმით უთხრა კაცმა.-ადექი და წავიდეთ ახლა.
-სად უნდა წავიდეთ?
-ევა უნდა გაგაცნო.
-ხომ არ გაგიჟდი უტა?-თვალები გაუფართოვდა ქალს.-არა!
-ნუ ჯიუტობ წამოდი.მსოფლიოში ყველაზე კეთილი გოგო უნდა გაგაცნო.
-იცოდე თუ დამამცირებს თმებში ვწვდები გაიგე?
-კარგი.-დანებების ნიშნად ხელები აწია კაცმა და სახლიდან პირველი ნუკი გაუშვა.ზუსტად იცოდა რასაც გააკეთებდა,აწყობდა ეს სიტუაცია,რადგან არ უნდოდა ევა გიორგისთან ყოფილიყო.დროულად გამოჩნდა ნუკი და საკუთარი გამოჩენით უტას ცხოვრება საგრძნობლად გაამარტივა...



***
-უტა ამ დროს აქ რას აკეთებ?-გაოცება ვერ დამალა ევამ.
-სტუმრებს კარში როდიდან ხვდები ევა?-გვერდით გაიწია,რომ ნუკის დანახვაც შესძლებოდა ქალს.
-შემოდით,უბრალოდ გამიკვირდა,მაგრამ გთხოვ უტა სცენების გარეშე,გიორგიც აქ არის.
-გიორგი?-ერთიანად გააჟრჟოლა ქალს.-უტა წავიდეთ რა,გადავიფიქრე.
-ნუ სულელობ ნუკი,წამოდი.
-ნუკი?-გაოგნებული მიაჩერდა უტას უკან ჩამალულ ქალს.
-ვინ არის ამ დროს?-მისაღებიდან იკითხა გიორგიმ.
-შევიდეთ ნუკი.-მშვიდად უთხრა დადვანმა და ქალს ხელით ანიშნა შედიო.
-უტა აქ რა ჯანდაბა ხდება?
-მოიცადე ევა,ხომ გინდოდა მიზეზი,რომ გიორგისთან არ ყოფილიყავი,ხოდა მიზეზი მოგიყვანე.
-შენ რა...
-შენ აქ რას აკეთებ?-ქალის დანახვისთანავე ფეხზე წამოვარდა გიორგი.
-დაჯექი და ტონს აღარ აუწიო მეორედ!-კბილებში გამოსცრა უტამ.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის დადვანო?-თვალები წამოენთო ალავერდელს.
-იქნებ ვინმემ ამიხსნას რა ხდება?-გაოგნებული იყურებოდა ევა.
-არაფერი,ჩვენ სამი მივდივართ.
-არავინ არსად არ მიდის.-მტკიცედ ამოთქვა უტამ და ნუკის მთელი სხეულით გადაეფარა.
-უტა!ნერვებს ნუ მომიშლი
-რა ხდება?-ისევ იკითხა ევამ.
-მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყო გიორგისთან ის არის,რომ მატყუარა და ყველაზე დიდი ნაბი*ვარია ამ ქვეყნად!-თვალებიდან ცეცხლს ყრიდა უტა.
-რაზე ლაპარაკობ?
-ნუკი გახსოვს?ვის გამოც ვიჩხუბეთ მის დაბადებისდღეზე...თურმე ბოლო 1 წელია ერთმანეთს ხვდებიან.
-სიტყვა აღარ თქვა,თორემ მოგკლავ!
-მეგობრებს უმალავდა მის თავს,თითქოს გოგოს რაიმე სამარცხვინო გაეკეთებინოს...
-მოგკლავ შენი...-მისკენ გაიწია ალავერდელმა.
-ახლავე უკან დაიხიე გიორგი!-მათ შორის ჩადგა ქალი.-არც კი გაბედო!
-მოიცა ჯერ მთავარი არ მითქვამს...გოგო ორსულად არის და ეს სი*ი აბორტის გაკეთებას აძალებს!
-რაა?-პირზე ხელი აიფარა ევა.
-შეშინებული მოვიდა ჩემთან და დახმარება მთხოვა,რადგან გიორგის სიგიჟეების ეშინია.
-როგორმე თავი უნდა დამეცვა გიო...-თავის მართლებასავით გამოუვიდა ქალს და ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა.
-ეს მართალია გიორგი?-გაოგნებული მიაჩერდა კაცს.-მართლა ასეთი უნამუსო კაცი ხარ?
-არ მიყვარს,ცხადია მისგან შვილიც არ მინდა!-უარყოფა არც უცდია ისე ურცხვად დაამოწმა უტას ნათქვამი.
-ჯანდაბა!-მთელი ძალით გაარტყა სახეში ევამ.-ვიცოდი,რომ შენი ნდობა არ შეიძლებოდა.
-ცდები ევა,რადგან წარსულში ვიღაც მყავდა არ ნიშნავს,რომ...
-სიტყვა აღარ თქვა.-მთელი ხმით დაუყვირა ევამ.-ეგ ვიღაც შენს შვილს ატარებს მუცლით.
-ვუთხარი,რომ აბორტი გაეკეთებინა,რადგან მე შვილი არ მინდა!
-თუ საერთოდ არაფერი გინდოდა ჩემთან ქორწინებაზე რატომ მელააპრაკებოდი? რატომ მეუბნებოდი,რომ პირველი შვილი გინდოდა,რომ გოგო ყოფილიყო? მასულელებდი?-ცრემლებს ვერ იკავებდა ქალი.
-რაღაცები იცვლება კარგი?
-ასე არა გიორგი!არ შეიძლება ერთ დღე ქორწინებაზე მელაპარაკო და მეორე დღეს აბორტის გაკეთება მაიძულო!
-გაეთრიე ჩემი სახლიდან!-მთელი ხმით დაუყვირა ევამ და მკერდზე ორივე ხელით უბიძგა.
-ევა...
-გაეთრიემეთქი!
-წადი გიორგი,ასე ჯობია ყველასთვის.
-მომისმინე ევა გთხოვ,ხომ იცი,რომ მიყვარხარ...
-წადი აქედან!-არ ცხრებოდა ლაშხი.-მოშორდი.
-კარი იქითაა თუ არ გახსოვს...
-დადვანო...მოგკლავ იცოდე...ერთ დღეს მართლა ვეღარ გადამირჩები!-მუქარას არ წყვეტდა კაცი.
-წადი გიორგი!-მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელში ევა.
-ვწუხვარ,არ მინდოდა ასე მომხდარიყო...-თავს ვერ მოერია ნუკი და მთელი ხმით ატირდა.
-შენ რა გატირებს?ეს გიორგიმ უნდა იტიროს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება.-გაკვირვებული მიაჩერდა ევა.-ბავშვზე იფიქრე,ახლა შენი ნერვიულობა როგორ შეიძლება.-თბილად მიუგო და დაჯდომაში დაეხმარა.-რამეს დალევ? ჩაი,ყავა...
-არა ევა,მადლობა...-სლუკუნით ამოთქვა ქალმა.-მაპატიე,რომ ამ შუაღამისას აგაფორიაქე.
-პირიქით,მადლობელი ვარ,რომ შეცდომისგან გადამარჩინე.
-მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო,რომ მცოდნოდა სხვა უყვარდა მასთან ურთიერთობას არ გავაგრძელებდი.-ცრემლები ნიაღვარივით ჩამოსდიოდა ლოყებზე.მისი ასეთი ემოციურობა ნამდვილად ორსულობის ბრალი იყო.
-გიორგის საკუთარი თავის გარდა არავინ არ უყვარს ნუკი,ტყუილად დარდობ.-ამშვიდებდა ევა,თუმცა ამაოდ.
-ჩემები,რომ გაიგებენ მართლა მომკლავენ.ქორწინებაზე მელაპარაკებოდა...შვილები უნდოდა...-ტირილს ვერ წყვეტდა ქალი.
-ეგეთი კაცის ცოლობა რაში გჭირდება ნუკი?-გაღიზიანდა დადვანი.-კაცს არც შენ უნდიხარ და არც შვილი.ბავშვის ნახვის უფლებაც კი არ უნდა მისცე არასდროს!
-უტა!-დაუტია ევამ.-ხომ ხედავ ისედაც ემოციურია.
-ჰო,ბოდიში.-წამსვე უკან დაიხია დადვანმა.
-შეგიძლია ორი წუთით გამოხვიდე?-თავით ანიშნა კაცსს.
-ჰო,რა თქმა უნდა.-თავი დაუქნია და ნუკის მიუბრუნდა.-ახლავე მოვალ კარგი?-როგორც კი ქალისგან თანხმობა მიიღო მაშინვე ევას უკან მიჰყვა.-რა ხდება?
-რა ხდება?მართლა მეკითხები?-გაოცებული მიაჩერდა ქალი.
-ბოდიში ასე გაუფრთხილებლად არ უნდა მომეყვანა ვიცი.
-ამას არ ვგულისხმობ...საერთოდ სად იპოვე,ან რა ჭკუის დასარიგებელი ტექსტებით გამოდიხარ?ბავშვი არ უნდა აჩვენო და მსგავსები.
-გიორგის არ უნდა ბავშვი,ვერ ხვდები?
-ხო,მაგრამ ვერ ხედავ რა დღეშია?მშობლები,რომ გაიგებენ რა მოხდება ვინ იცის.
-არ მიფიქრია მაგაზე,ჩემთვის უცხოა ოჯახის თემები.-მშვიდად ამოთქვა უტამ და სავარძელში მჯდომ ქალს გახედა.-ჩემთან დავტოვებ სანამ გამოსავალს იპოვის,ვფიქრობ ასე აჯობებს.
-გიორგის ამბავს რა ვუყოთ?
-ერთი მაგისიც!-მწარედ შეიკურთხა უტამ.-მე მხოლოდ ნუკიზე ვფიქრობ ახლა.
-კარგი,კარგი...-მშვიდად ამოთქვა ევამ.-მასთან მე მოვაგვარებ,შენ ევას მიხედე.
-ნუკი შეგვიძლია წავიდეთ?
-ჰო,რა თქმა უნდა უტა.-მაშინვე ფეხზე წამოვარდა ქალი.-ბოდიში რომ აგაფორიაქე ევა.
-რას ამბობ.-ღიმილით მიუგო ქალს.-შენ ამაზე არ ინერვიულო,კარგია რომ მოხვედი.
-დამირეკე რაიმე თუ დაგჭირდება კარგი?-გახედა ქალს უტამ.
-მე კარგად ვარ,ნუკის მიხედე.-გაუღიმა ორივეს და როგორც კი კარი მიხურა იქვე ჩაიკეცა ემოციებისგან...


***
გიორგის მომდევნო ერთი კვირა ვერავინ უკავშირდებოდა.თავიდან უბრალოდ ზარებს აიგნოორებდა,მაგრამ შემდეგ მოობილური გათიშა და ასე გაექცა მის მამობრივ პასუხისმგებლობას.ცხადი იყო,რომ არც ნუკი აინტერესებდა და არც ბავშვი,თუმცა სამუდამოდ ხომ არ გაექცეოდა რეალობას…
ევა სამსახურის შემდეგ კვირაში სამი დღე მაინც მიდიოდა ნუკის სანახავად…ცუდი გოგო არ იყო,უბრალოდ ცხოვრება უსამართლოდ მოექცა და ამასთან ბრძოლას ცდილობდასა.საკუთარი წონის კონტროლზე გაგიჟებული იყო,რადგან ბრენდებთან თანამშრომლობას მომატებული წონის გამო ვეღარ შეძლებდა და ეს აშინებდა,თუმცა ამას ვერ გაექცეოდა,ის ხომ ორსულად იყო.
უტა ამბობდა,რომ ესმოდა ღამით როგორ ტიროდა,თუმცა მის დასამშვიდებლად სიტყვები არ ჰქონდა ლექსიკონში.მშობლებს ატყუებდა და არ ნახულობდა,ბავშვის მამა ნაბი*ვარი აღმოჩნდა და თავად უტასთან ცხოვრობდა,რადგან გიორგის მისთვის არაფერი დაეშავებინა…თუმცა ასეთი კაცი იყო გიორგი? მართლა რაიმეს დაუშავებდა ქალს? საკუთარ შვილს ასე მოექცეოდა? ზედმეტად ხომ არ აჭარბებდნენ?
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ,რაც კალამი ხელში აღარ აუღია ევას.მთელ თავისუფალ დროს დარბაზში და მეგობრებთან ატარებდა.მთელი სხეული სტკიოდა ვარჯიშის გამო,განსაკუთრებით კი ფეხები,თუმცა უტასთვის,რომ გეკითხათ ყველაზე მინიმალურს აკეთებინებს,რომ სხეული არ დაეძაბოს…
-დღეს ველაპარაკე გიორგის,თქვა,რომ დაფიქრება სჭირდებოდა და ამიტომ წავიდა.-როგორც ყოველთვის ხელი დააფარა მეგობარს ნიკამ.
-აქამდე რატომ არ თქვი,ნუკის აინტერესებდა.
-ველოდებოდი როდის წავიდოდა,რომ მეთქვა,არ ვიცი გიორგი რას აპირებს და არ მინდოდა ტყუილად დაძაბულიყო.
-ისე მართლა სად არის?-დაინტერესდა ანიტა..
-მამამ დაურეკა,დედამისი ყოფილა ცუდად და სანახავად წავიდა.
-იმედია სერიოზული არაფერია.
-რავიცი,რომ მოვა ვკითხოთ.-მხრები აიჩეჩა უტამ.
-გიორგიმ როდის დავბრუნდებიო?-ისევ ნიკას მიუბრუნდა ევა.
-გზაშია უკვე.
-ბავშვზე და ნუკიზე თქვა რამე?
-ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც საჭირო იქნება.
-ანუ?
-ევა გეყოფა!-დაღლილმა აოთქვა ნიკამ.-როცა მოვა თავად გეტყვის.
-მე არაფერს არ მეტყვის მასთან საუბარს მოვრჩი!
-ევა კარგი ახლა.
-გიორგიზე აღარაფერი მითხრა,თორემ გაწყენინებ!-ტონს აუწია ქალმა.
-ჩემზე გაბრაზებული სხვებს ცუდად ნუ მოექცევი ჭორფლიანო.-მშვიდი ხმა ჰქონდა კაცს.-ვიცი,რაც მივქარე და პასუხისმგებლობას არ გავექცევი.
-ესეიგი ჯერ ისევ შეგრჩა ადამიანობის ნაგლეჯი.-შეუღრინა ევამ.
-მოგვენატრე ძმაო,სად იყავი.-გადაეხვია კოტე.
-ევა შეიძლება ვილაპარაკოთ?
-რაზე?
-გავიდეთ და აგიხსნი.-სიმშვიდეს ინარჩუნებდა კაცი.
-კარგი.-ძლივსგასაგონად ამოთქვა და ნელი ნაბიჯით მიჰყვა აივანზე მიმავალს.-უცებ მითხარი.
-მაპატიე ევა…-მძიმედ ამოთქვა კაცმა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.-ჩემი საქციელის გამართლებას არ ვცდილობ,შეცდომა დავუშვი ვიცი და ვწუხვარ.
-შენ ნუკის ჩუმად ხვდებოდი,წარსულის გამო,რომელიც დიდი ხნის წინ დაივიწყე უტას ეჩხუბე და პარალელურად კიდევ ერთ გოგოს ხვდებოდი.თან მარწმუნებდი,რომ მე გიყვარდი…
-არ ვიცოდი ნუკისთან შერიგების ამბავი ბიჭებისთვის როგორ ამეხსნა,შენ ვერ…
-ახსნა რაში გჭირდებოდა?ეს შენი ცხოვრებაა,ნუკი კარგი გოგოა,შენ რა იდიოტი ხარ?-ტონს ვერ აკონტროლებდა ევა.
-წლების წინ ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა,თავი გავიგიჟე არ ვაპატიებთქო,შემრცხვა ბიჭეებთან.
-ასე იცნობ შენს მეგობრებს? მათი უნდა მოგრიდებოდა?
-არ ვიცი ევა,დავიბენი…თან რომ მითხრა ორსულად ვარო სულ გავგიჟდი,უეჭველად მომიწევს ბიჭებისთვის თქმათქო ვიფიქრე და არ მქონდა მაგის თავი,თან მე და მამობა?ღადაობ?
-თუ ისევ ასე ფიქრობ რატომ დაბრუნდი?
-დედაჩემი აღარასოდეს დამელაპარაკება შვილიშვილს თუ მოვუკლავ…მითხრა კაცი იყავი და პასუხისმგებლობა აიღეო.ხომ იცი ავად არის…ვერ ვაწყენინებ,უარს ვერ ვეტყვი.-სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა და ნამწვი საფერფლეში მოსრისა.
-ესეიგი მარტო დედაშენის გამო მიიღებ ბავშვს?შენ მართლა საერთოდ არ გადარდებს?
-მე შენ მადარდებ,მაგრამ ახლა რა იქნება არ ვიცი…
-შენ შვილი გეყოლება და ახალ ცხოვრებას დაიწყებ,ეგ იქნება ახლა.-ჰორიზონტს გახედა ევამ,ბნელდებოდა,მთაწმინდის ანძა წითელ ფერში გაენათებინათ,ლამაზი იყო ღამის თბილისი,ქვემოდან სიგნალების ხმა ისმოდა,ხალხი ისევ საცობში იდგა და ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ.ევას არაფერი ესმოდა,არც უნდოდა,რომ გაეგო,პეიზაჟი სიტყვებისთვის ზედმეტად ლამაზი იყო…
-უტა გიყვარს ევა?-სმენას მისწვდა გიორგის გაბზარული ხმა.სერიოზული სახე ჰქონდა,ეტყობოდა,რომ არ ხუმრობდა.
-საიდან მოიტანე?-გაოცდა ქალი.
-მას ხომ უყვარხარ,იქნებ შენც გიყვარს,რავიცი.
-რა სისულელეებს ლაპარაკობ?
-სისულელე არ არის,ყურადღებით,რომ იყო მიხვდებოდი როგორ გიყურებს…შენი აზრით ნუკი რატომ მოიყვანა მაშინ?გგონია მართლა მისი დარდი აქვს? ჩვენი ერთად ყოფნა არ უნდოდა ხომ ასეა?-წინ დაუდგა ევას.
-გეყოფა ნუ იგესლები!-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.
-უტა არ არის შენი მეგობარი,ის შენ გეტრფის ევა.გაცნობის წამიდან გიჟდება შენზე,არ თქვა,რომ ვერ ხვდებოდი.
-გეყოს ახლა,რა სიდებილეებს ლაპარაკობ?-სახლში შესასვლელად გაემართა ქალი.
-უტას უყვარხარ,ამიტომაც არ გშორდება!-ხელში წვდა ქალს და თავისკენ შეაბრუნა.-ამიტომაც ვძულვარ ასე ძალიან,რადგან მე ამირჩიე.
-შენ არ ამირჩევიხარ გიორგი,როდესაც ჩემთან მოხვედი შენთვის იმის თქმას ვაპირებდი,რომ მეგობრებზე მეტი ვერ ვიქნებოდით,უბრალოდ უტა მოვიდა და თქმა ვერ მოვასწარი.
-შენც გრძნობ რაღაცას მის მიმართ.-ნაძალადევად გაიღიმა კაცმა.
-ხელი გამიშვი..
-მიპასუხე გიყვარს?
-ხელი მეტკინა,გამიშვიმეთქი!-დაუყვირა ქალმა.
-გიორგი!-სირბილით გამოვიდა ანიტა აივანზე.-ნუკის დედამ დარეკა,მოტყუებით მიუყვანია მამამისს სახლში და უცემია,დედამისმა სასწრაფოს გამოძახების უფლებასაც არ მაძლევსო,წაიყვანეთ გთხოვთო.
-რა?რა სასწრაფო ცუდად არის?-მაშინვე გაუშვა ქალს ხელი და ანიტას მიიუახლოვდა.
-როგორც ჩანს ორსულობაზე გაიგო და სახლში მიიმწყვდია.
-ნუკი გელაპარაკა?
-არა დედამისი ტიროდა.
-დედა შევე*ი!-ამოთქვა კაცმა და გასასვლელისკენ სირბილით წავიდა.
-დაგველოდე ტო,ჩვენც მოვდივართ-სირბილით მიყვნენ ბიჭებიც უკან.
-იმედია არაფერი დაუშავა გოგოს.-მძიმედ ამოთქვა ანიტამ.
-რას ამბობ რა უნდა დაეშავებინა?-გაიკვირვა ევამ.
-სასწრაფო,რომ ახსენა დედამისმა,ხომ არ სცემა ნეტავ?
-ღმერთმა დაიფაროს რას ამბობ ,ორსული გოგოა.-პირჯვარი გადაიწერა ევამ.
-გიორგისაც მეტი რა უნდა ბედნიერი იქნება.-თავი დანანებით გააქნია მარიკამ.
-კარგი რა,გიორგი არასოდეს…
-გიორგი არ იყო მაგ ბავშვის მოშორებას ,რომ აძალებდა?-გააწყვეტინა ანიტას.
-კარგი ჰო,ბიჭებს დაველოდოთ.-სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა ქალი და ფიქრებს მიეცა.


***
-წყნარად იყავი კარგი?-კიბეებზე მიმავალს წამოეწია კოტე.
-ვნახავ როგორი სიტუაცია იქნება და მაგის მიხედვით დავმშვიდდები.-მიუგო მეგობარს და კარზე რამდენჯერმე მშვიდად დააკაკუნა.
-უბრალოდ ნუკი წავიყვანოთ და მორჩა.-მოკლედ მოუჭრა ნიკამ თითქოს ასე მარტივად ყოფილიყო სიტუაცია.
-გისმენთ.-შეუღრინა შუახსნის ასაკის მამაკაცმა კართან მდგომ ბიჭებს.
-ნუკის წასაყვანად მოვედი.-არც მისალმებია კაცს ისე მიუგო.
-და შენ ვინ ხარ?
-გიორგი ვარ ალავერდელი და ნუკის წასაყვანად მოვედი.-მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა კაცმა.
-შენ ხარ ის ნაბი*ვარი ჩემი შვილი,რომ დააორსულა?-ხმაში ბრაზი გაერია კაცს.
-პრობლემები არ მინდა ძია,ნუკი გამოუშვი და წყნარად მოვგვარდეთ.
-გამოვუშვა არა? შე ა*ვარო!-მისკენ გაიწია კაცმა მაგრამ ბიჭებმა დროულად შეაჩერეს.
-ამხელა კაცი ხარ არ გრცხვენია?
-კიდევ მე მრცხვენია შე ნაბი*ვარო?-არ ცხრებოდა კაცი.-ხვალვე აბორტს გავაკეთებინებ და გავათხოვებ,გავუშვებ სოფელში,რომ ეგდოს რადგან კარგი ცხოვრება არ უნდოდა!-არ ცხრებოდა კაცი.
-როლანდ გთხოვ…-გამოესარჩლა ქალი.-გაუშვი ბავშვი.
-ახლა კარგად მომისმინე მოხუცო!-მის წინ წელში გამართული დადგა ალავერდელი.-ჩემს შვილს ვერავინ შეეხება გესმის?დაგანაწევრებ და მტკვარში გადავყრი შენს ნარჩენებს შე მოსიარულე ლეშო!
-წადი გოგო მოძებნე!-ხელით უბიძგა უტამ.-წამოიყვანე და წავიდეთ.
-ნუკი!-მაშინვე გონს მოეგო გიორგი და მისი სახელის ყვირილით შევარდა სახლში.-ნუკი სად ხარ?-სამზარეულოსა და სააბაზანოს კარი დაუფიქრებლად შეაღო,იქ არავინ იყო.ჰოლი მშვიდად გაიარა და საძინებლის კარის გაღება სცადა,თუმცა ამაოდ,ჩაკეტილი იყო.-ნუკი მანდ ხარ?
-გიორგი…-მისუსტებული ხმით ამოთქვა ქალმა.
-კარს მოშორდი კარგი?-გაავებულმა ამოთქვა და რამდენჯრმე წიხლი მთელი ძალით დაარტყა.არ დაუთვლია მერამდენე ცდა იყო თუმცა,როგორც იქნა საკეტი გატყდა და კარი ფართოდ გაიღო.იატაკზე საკუთარ სისხლის გუბეში იწვა ქალი…სახე სულ სისხლიანი ჰქონდა,მოკუნტული საკუთარ მუხლებს ეხუტებოდა და დახმარებას ამაოდ ელოდა…-ნუკი…-ძლივს ამოთქვა კაცმა და მის წინ ჩაიმუხლა.-ნუკი შემომხედე…-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია.
-მტკივა…-გაჭირვებით დააშორა ტუჩები ერთმანეთს და ხელი სახესთან მიიტანა.
-ნუ გეშინია კარგი? აქ ვარ,მოვედი…ყველაფერი კარგად იქნება.-ბუტბუტებდა თავისთვის.-მაპატიე გთხოვ.მაპატიე პატარავ…-მკლავებში მოიქცია სიფრიფანა სხეული და გარეთ სირბილით გაიყვანა.-საავადმყოფოში მივდივართ ბიჭო დროზე.
-რა ჯანდაბაა…-აღმოხდათ ბრაზისგან ბიჭებს.
-მანქანაში ჩასვი,ახლავე მოვალ.-უთხრა ნიკას და ისევ მოხუცს მიუბრუნდა,რომელიც უწმაწურ სიტყვებს არ იშურებდა მათთვის.
-ვერ ხედავ გოგო რა დღეშია?-გაუბრაზდა ნიკა.
-მხოლოდ ერთი წუთი მომეცი!-გაღიზიანებულმა მიუგო და კაცს მიუბრუნდა.-შე ყ*ლეო!შენი შვილი არ არის? ასე როგორ მოექეცი?
-ჩემი შვილი იმ დღეს მოკვდა ნამუსი,რომ დაივიწყა.
-მოგიტ*ან ნამუსი და მეცხრამეტე საუკუნის აზროვნება!-ყელში წვდა კაცს.-იცოდე,რამე,რომ დაემართოს მოგკლავ გაიგე?დავივიწყებ ყველაფერს და მოგკლავ!ნუკის ვეღარ ნახავთ დამთავრდა!
-გეხვეწები ოღონდ უშველე და სულ ნუ გვნახავს შვილო.-ემუდარებოდა ქალი.
-რაღას აკეთებ ბიჭო?-კიბეებიდან დაუძახა კოტემ.
-მოვდივარ.-კაცს ხელი უხეშად შეუშვა და სირბილით ჩაიარა კიბეები.



***
-როგორ არის ჯერ ახალი არაფერია?-დერეფანში შემოცვივდნენ გოგონები.
-ექიმს ველოდებით,ჯერ არ გამოსულა.
-ძალიან არის ნაცემი?
-სახეზე ვერ იცნობთ ისეთ დღეშია.სულ სისხლიანი იყო.-თავი გააქნია ნიკამ.
-უნდა მომეკლა მამამისი!-კბილები გაახრჭიალა გიორგიმ.
-მაგით ვერ დაეხმარებოდი,მთავარია თვითონ იყოს კარგად.-ამშვიდებდა კოტე.
-მაგისი ექიმი არ არის?-მისკენ თითი გაიშვირა ნიკამ.
-ჰო ეგაა.
-მოგესალმებით.-მშვიდად დაიწყო ქალმა.
-როგორ არის?-არ აცადა საუბარი გიორგიმ.
-მცირე სისხლდენა ჰქონდა,მაგრამ ძლიერი გოგოა,ბავშვიც ძლიერია,საფრთხე არ ემუქრება.
-ბავშვზე კი არა გოგოზე გეკითხები,როგორ არის?-მოთმინება დაკარგა კაცმა.ახლა ბავშვზე საერთოდ არ დარდობდა.
-ჭრილობები დავუმუშავეთ,მარცხენა ხელის მაჯა აქვს მოტეხილი,სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.ცხვირი აქვს გატეხილი,თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
-შეიძლება ვნახო?
-იცით,უმჯობესია თუ ჯერ პოლიცია დაკითხავს და შემდეგ…-ცალი თვალით აათვალიერა გიორგი ქალმა.
-ვიცი რასაც ფიქრობთ,მაგრამ მე არ გამიკეთებია გასაგებია?მამამისმა გააკეთა,მომეცით უფლება,რომ მის გვერდით ვიყო.-სწრაფად ამოთქვა კაცმა.
-მეუღლე ბრძანდებით?
-ბავშვის მამა ვარ.-ამაყად განაცხადა.
-შებრძანდით,მაგრამ ცოტახნით.-ნება დართო ქალმა და თავით პალატისკენ ანიშნა.
-მადლობა…-სირბილით გადაკვეთა მანძილი და ოთახში ჩუმად შევიდა…საშინელი წამლის სუნი იდგა და კიდევ…კიდევ სისხლის…უხმოდ ტიროდა საწოლზე მიჯაჭვული ქალი და ცრემლებს მარჯვენა ხელით ფრთხილად იწმენნდა,რდგან ჭრილობები სტკიოდა.-ნუკი…-ძლივსგასაგონად ამოთქვა კაცმა.
-მითხრეს,რომ ბავშვი კარგად არის.
-ბავშვზე არ ვდარდობ,შენ როგორ ხარ?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს.
-საკუთარმა მამამ ლამის მომკლა გიორგი…
-ვიცი,მაპატიე…
-ეს გინდოდა ჩემთვის?
-ხომ არ გაგიჟდი?-გაოცდა კაცი.-ეს არასოდეს მდომებია შენთვის.
-აქედან წასვლა მინდა,ახალი ბინა უნდა ვიპოვო სადაც მამაჩემი ვერ მიპოვის.
-მამაშენი ვერ მოგიახლოვდება გესმის?მოვკლავ რამეს თუ დააპირებს.-ხელზე ფრთხილად შეეხო ქალს.-წაგიყვან,როგორც კი ექიმი ნებას მოგვცემს კარგი?
-შენ სად წამიყვან?
-ჩემთან სახლში.
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-არ გინდა გთხოვ,ნება მომეცი…
-შენ არც მე გინდივარ და არც ეს ბავშვი,რადგან ნაცემი ვარ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენ შემოგეკედლები…
-შეიძლება ისე არ მიყვარხარ,როგორც საჭიროა,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ შენზე არ ვიზრუნებ გესმის?ვისწავლი როგორ უნდა ვიყო კარგი პარტნიორი და მამა.
-მაგრამ ვერასოდეს ისწავლი როგორ უნდა იყო კარგი ქმარი…რასაც მპირდებოდი…-ტკივილიანი ხმა ჰქონდა ქალს.
-ვიცი,რომ ნაბი*ვარი ვარ,მაგრამ გთხოვ,ერთი შანსი მომეცი.ჩემთვის,შენთვის და ჩვენი პატარასთვის მხოლოდ ერთი შანსი მომეცი.
-არ მინდა,რომ ვინანო გიორგი,როგორც კი გამოვკეთდები,წავალ და ჩემს ცხოვრებას მივხედავ.
-კარგი,როგორც გინდა,უბრალოდ ახლა მომეცი უფლება,რომ ყურადღება მოგაქციო.
-კარგი,მაგრამ იცოდე,რომ გადავალ როგორც კი ფეხზე დავდგები.
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.-მშვიდად მიუგო კაცმა და შეამჩნია,როგორ მოარიდა ნუკიმ თვალი,თითქოს საკუთარი მდგომარეობის რცხვენოდა…არადა ერთადერთი ვისაც უნდა რცხვენოდეს მამამისი იყო…



***
-მართლა ვერ ვიჯერებ ასეთი რამ რომ მოხდა.-გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ამოთქვა ევამ.
-ჰო,ზოგი მშობელი არ არის ღირსი მშობელი ერქვას.-მძიმედ ამოთქვა უტამ.
-მართლა მეოცე საუკუნის გადმონაშთები,დიდი სიამოვნებით ვცემდი იმ კაცს.
-შენ გიორგი უნდა გენახა,ლამის წიხლით სცემა.
-ალბათ გული მოულბა ასე რომ დაინახა ნუკი.
-სანამ ნუკის ნახავდა მანამდეც გიჟს გავდა,იცოდა რაღაცას დაუშავებდა.იქნებ მისთვის გაკვეთილი იყოს და ოჯახს მოეკიდოს.
-შენ რას იზამდი?-ჩაეკითხა ევა.
-რას გულისხმობ?
-გოგო,რომელიც არ გიყვარს შენგან ორსულად,რომ იყოს.
-გოგო თუ არ მიყვარს ტყუილ იმედებსაც არ მივცემ ცოლად მოყვანაზე,ჯერ მაგით დავიწყოთ.-ამაყად განაცხადა დადვანმა.-მერე ეგრე ყ*ეურად არ მოვიქცევი,როგორც გიორგი მოიქცა და გოგოს არ დავმალავ იმის შიშით ხალხი რას იტყვისთქო და მესამე,ყველანაირ პასუხისმგებლობას ავიღებ ბავშვზე,თუ ქალი მის გაჩენას გადაწყვეტს.
-ეგეთი მარტივია?
-რთული რომელი ნაწილია ევა?კაცად ყოფნა?
-მამობისთვის მზად არ არის გიორგი.
-ნუკი არის დედობისთვის მზად?გოგოს ეშინია,არავინ ჰყავს…ცხრა თვე მუცლით უნდა ატარო,მერე მთელი ცხოვრება კალთის ქვეშ ჰყავდეს…მისთვის რა ადვილია?ქალი არ ხარ? რა გჭირს.-გაკვირვებული მიაჩერდა ევას.
-ეგ არ მიგულისხმია,მე ნუკის მხარეს ვარ, რა თქმა უნდა,უბრალოდ გიორგი როგორ გაუმკლავდება არ ვიცი.
-როგორც კაცს შეეფერება ისე,თუარადა მე დავულეწავ ძვლებს.
-იცი უტა…ჩემი აზრით შენი მეუღლე ძალიან ბედნიერი იქნება შენთან…კარგი მამა იქნები…
-ჰო,ალბათ…-მშვიდად ამოთქვა და მანქანა მისი სახლის წინ გააჩერა.
-გიორგის ჰგონია,რომ მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს.-მოულოდნელად წამოროშა ქალმა.
-რაა?
-ჰო,ასე მითხრა უტამ ნუკი იმიტომ მოიყვანა,რომ უყვარხარ და ჩემი შენთან ნახვა ვერ აიტანაო…
-ხომ არ აფრენს?-სასაცილოდ არ ეყო დადვანს მისი ნათქვამი.-რა სისულელეა.
-მეც ეგ ვუთხარი,მაგრამ რას გაიგებ,გიორგია ხომ იცი.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე ქალმა.-მადლობა,რომ მომიყვანე.
-მშვიდობიანი ღამე ევა.
-შენც უტა.-კიდევ ერთხელ გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა…


***
“გიორგის ჰგონია,რომ მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს”-გონებიდან ვერ იშორებდა ამ ფრაზას დადვანი…პალიტრა გვერდით დაიდო,კომფორტულად მოეწყო და ტილოს თვალებგაფართოებული მიაჩერდა.ნახევარი უკვე დასრულებული იყო,სამების ფონზე ულამაზეს, ლურჯ კაბაში გამოწყობილ, ქერა გოგონას ხატავდა…გოგონას,რომელიც მის გონებაში ღრმად იყო ჩაბეჭდილი…სხვა ვერაფერზე ფიქრობდა,ვერაფერს ხატავდა,მხოლოდ ის იყო მის გონებაში.
“მე თუ მკითხავ გიყვარს შენ ეგ გოგო თორემ სხვა რა მიზეზი უნდა გქონდეს ასე უკან დასდევდე პირველივე დღიდან?”-გაასხსენდა მისი მეგობრის,მარსელოს ნათქვამი,რომელიც უკვე მესამე შვილის მოლოდინში იყო.სწორედ მის შვილთან ერთად უყურა კონკიას პირველად.
“მაშინ შეეშვი და დაბრუნდი ოკეანეში” ,“დროა ოჯახზეც იფიქრო,ასაკში ხარ უკვე,”ქალს ბედნიერება შემოაქვს ოჯახში ძმაო,ულამაზესი გოგოა,მოკიდე ხელი და ჩამოიყვანე”
-ჯანდაბა!-დაიგრგვინა გაცოფებულმა და ყველაფერი იატაკზე მოაპნია.-მართლა ხომ არ გაები უტა?-თავის თავს ჰკითხა და სიგარეტს მოუკიდა.ევას გარდა ვერაფერზე ფიქრობდა და ეს ანადგურებდა.ოღონდ სიყვარული არა…ოღონდ მისი სიყვარული არა…ძალიან პრობლემური გოგო იყო,დარწმუნებული იყო ეჭვიანიც იქნებოდა,მესაკუთრეც…ხშირად იჩხუბებდნენ…-გაები დადვანო!-საკუთარ თავს დასცინა და ხმამაღლა გადაიხარხარა.-სიყვარულის მახეში გავები თბილისო!-აივნიდან დაიყვირა კაცმა.-28 წლის კაცი მართლა გავები…-სიცილს ვერ წყვეტდა კაცი…


***
,,ხომ არ აფრენს?”,,რა სისულელეა?” ეს სიტყვები ბობოქრობდა ევას გონებაში.ნუთუ არ იყო უტასთვის საკმარისად კარგი,რომ შეჰყვარებოდა? რატომ იყო სისულელე?თავად მას ხომ მოწონდა უტა? თუმცა უტა ვის არ მოეწონებოდა დაკუნთული ცხოველივით იყო,კეთილი გულით და ლამაზი ღიმილით…
-გეყოფა ევა!-საკუთარ თავს შემოარტყა ქალმა.-არ გაბედო უტაზე ფიქრი.
ვითომ ეს დაეხმარებოდა? ფიქრი არ გაბედო და მორჩა? მისი ტვინი კიდევ შეიძლება თანახმა ყოფილიყო,მაგრამ მისი გული სულ სხვა რამეს ითხოვდა მისგან…


***
-უტა მართლა აღარ შემიძლია,გინდა,რომ მოვკვდე?-აბუზღუნდა ევა.
-კარგი რა,უკვე უკეთესად უძლებ,მონდომებაც მომწონს,ცოტაც და დაღლას ვეღარ იგრძნობ.
-ვერ ვკონცენტრირდები…სულ ნუკიზე მეფიქრება.
-კარგად არის,გიორგიმ თავისთან წაიყვანა,დღეს ველაპარაკე.
-ვიცი,მაგრამ იქნებ რამე სჭირდება…
-გიორგის არ ენდობი არა?
-არც შენ არ ენდობი.-ნიშნისმოგებით უთხრა კაცს.
-ხო,მაგრამ მე გაცნობის დღიდან არ ვენდობი და შენ მხოლოდ ნუკის საკითხში.
-ზოგადადაც აღარ ვენდობი უტა,იმდენი სისულელე გააკეთა…
-გინდა ამაზე ვილაპარაკოთ?-იატაკზე ჩამოჯდა დადვანი.
-რაზე?
-შენს გრძნობებზე…
-რომელ გრძნობებზე?
-გიორგის მიმართ ხომ გრძნობდი რაღაცას?
-გიორგის მიმართ არაფერს ვგრძნობდი,უბრალოდ მარტოობის შემეშინდა და იმპულსურად დავიწყე მოქცევა…-მშვიდად ჩაილაპარა ქალმა.
-ანუუ არ გიყვარს?
-უტა…-სასაცილოდ არ ეყო ქალს.-ჩემს გულში გიორგის ადგილი არ არის,უკვე დაკავებული აქვს სხვას.
-ოჰოო.-გაოცებული მიაჩერდა კაცი.-შეიძლება ვიკითხო ვინ არის?
-ჯერ საიდუმლოა,დარწმუნებული ვარ ჩემს მიმართ იგივეს არ გრძნობს.
-ვიცნობ?-მთელი სხეული დაეძაბა კაცს.
-თან ძალიან კარგად…
-რა?
-ივარჯიშეო ხომ მითხარი,გავაგრძელებ მე.-მისგან თავის დაძვრენა ამაოდ სცადა ქალმა.
-მოიცა,მე თუ კარგად ვიცნობ ესეიგი ბიჭებიც იცნობენ…ვინ არის ევა?
-ოო ნუ ბავშვობ უტა,დრო რომ მოვა გაიგებ.
-ქორწილში დამპატიჟებ?
-განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იქნები.
-სიძის სტატუსი მირჩევნია.-ჩაიბურტყუნა თავისთვის.
-რამე თქვი?
-არა,არაფერი,სიახლეებს დაველოდები.-ნაძალადევად გაუღიმა და თავადაც ვარჯიში განაგრძო…



***
-აბა დაბრუნებას როდის აპირებ?-ჩაეკითხა მეგობარს მარსელო.
-სექტემბერში კიდევ ერთ წრეზე წავალ.
-ისევ უნდა დაიკარგო?ჩამოდი ესპანეთში,კარლაც სულ შენზე ლაპარაკობს.
-გონება უნდა დავასვენო,საქართველოში იმდენი სიგიჟე ხდება ბოლო 10 წელი არ მინახავს მსგავსი არაფერი.
-ჩამოდი მერე,ვინ შეგაწუხებს,დაისვენებ…მერე ბალიზე ერთად წავიდეთ,1 თვე გადავიკარგოთ და დავბრუნდეთ.
-არ ვიცი რა.-სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა.

-შენ მაგ გოგოს ვერ ეშვები,მოხდა კიდევ რამე?
-დღეს მითხრა ჩემი გული დაკავებულიაო,ლამის ნერვებმა მიმტყუნა…ხო იცი თინეიჯერული სისულელეებისთვის აღარ მცალია 29 წლის გავხდები მალე.ახლა ცალმხრივი სიყვარულის დრო არ მაქვს,ოჯახზე უნდა დავფიქრდე.
-მადლობა ღმერთს,კარლა მიხვდა როგორც იქნა.-მეუღლეს დაუძახა კაცმა.-ოჯახი მინდაო.
-შენ მოკიდე მაგ გოგოს ხელი და აქ ჩამოიყვანე,სასურველი ქვეყნის ბილეთებს მე გაჩუქებთ,რომ დაისვენოთ ქორწილის მერე.-ღიმილით უთხრა ქალმა და ბავშვს ლოყაზე გაეთამაშა.
-რა მარტივად ამბობთ,სკოლიდან გიჟდებით ერთმანეთზე,აბა მე მკითხეთ,ცეცხლი მიკიდია და ყველა მხრიდან ბენზინს მასხამენ.
-როდის მიდიხარ თურქეთში?
-ბილეთებს ვათვალიერებდი წეღან,ანკარაში ჩემი ნახატები ძვირად გაიყიდება,უკვე ვიპოვე რამდენიმე ადამიანი,ვნახოთ მერე რა იქნება.
-მე ერთს გეტყვი რა ძმა,გაყიდე ნახატები,დაისვენე და დაფიქრდი.გიღირს მთელი ცხოვრება მაგ ქალის ყურება თუ არა,თუ გიღირს ჩამოსვლისთანავე მიდი მასთან და გამოუტყდი გრძნობებში.
-ღირს რომელია…-გაეცინა უტას.-დღეს ახლიდან,რომ გავიცნო ახლიდან შემიყვარდება…
-ეგრე რა ძმაო,რომ ჩამოხვალ უთხარი ყვველაფერი.
-შენ რა მარტივად ამბობ,თავი ქუდში გაქვს დაბადებიდან.
-შლიაპაში უფრო,მაგრამ რა აზრი აქვს.-მასხრად აიგდო მეგობარი.-წავედი ახლა,ზღაპრის საათი მაქვს ბავშვებთან,შემეხმიანე,არ დაიკარგო.
-მიდი ძმაო დროებით.-ხელით კარლასაც დაემშვიდობა და ზარი დაასრულა.




***
ისევ ის მძიმე დილა გათენდა დადვანის ცხოვრებაში,რომელსაც სულ გაურბოდა...ყვავილებით ხელში მშობლების საფლავისკენ ნელი ნაბიჯით მიდიოდა და შინაგანად ჩამოშლილი სევდას გულში ინახავდა...ისიც კი არ იცოდა ყვავილები უყვარდათ თუ არა,მაგრამ პატივისცემის ნიშნად ყოველთვის მიჰქონდა.ორივე მომღიმარი სახით ეგებებოდა ნაცრისფერი,უკვე გახუნებული ქვიდან,თუმცა მათი ღიმილი იმაზე უფრო რეალური იყო,ვიდრე უტასი.
ზაფხული იყო,სიცოცხლე ყველაფერს უხაროდა,მაგრამ არა მათ... უსულო,უსიცოცხლო ღიმილი უტას არ ყოფნიდა...მთელი ცხოვრება ოცნებობდა მათ ჩახუტებაზე...როდესაც სხვა ბავშვებს მშობლები აკითხავდნენ ისიც ბოლო წამამდე ელოდა დედ-მამის გამოჩენას,თუმცა ამაოდ.მხოლოდ ბებია მოდიოდა და დაუსრულებლად ასე გრძელდებოდა...მერე მისი დაკარგვის შემდეგ ინანა,უმადური ვიყავი მშობლებს,რომ ველოდი და არა ბებიასო,მან ხომ მთელი ცხოვრება უტას მიუძღვნა...უტას შვილებზე ოცნებობდა...მათი ნახვა უნდოდა,სულ ეჩხუბებოდა ცოლი მოიყვანეო...და ახლა უცებ,ამ რთულ და არეულ პერიოდში გულის სწორზე ეფიქრებოდა უტას და იმ პატარა გოგონაზე ფიქრობდა,რომელსაც შეიძლებოდა მათ ეზოში ერბინა...
-მოვედი დე...-ძლივს ამოთქვა კაცმა და იქვე ჩაიკეცა...-რამდენი წელი შევძლებ ასე ყოფნას არ ვიცი,გავნადგურდი და გავილიე ამხელა კაცი...-მტვრიან ქვას ხელი მშვიდად გადაუსვა და დედის მომღიმარ მზერას კიდევ ერთხელ შეხედა.-ასეთ რა უბედურ ვარსკვლავზე გავჩნდი მართლა ვერ ვიგებ...ასე უპატრონოდ როგორ დავრჩი?სხვა მიწაზეც,რომ მოვკვდე არავინ მომიკითხავს,არავინ დამიტირებს...ჰო მამა,ყველა სპორტში გამოვცადე საკუთარი თავი,არც ქუჩა შემშლია და არც კაცობაში ჩავჭრილვარ,მაგრამ ასე? ასე უნდა ყოფილიყო? უტას თავად უნდა გაეკვალა გზა ცხოვრებაში?ნეტავ გვერდით მყოლოდით...ხომ არ გადავიხვეწებოდი და არ მოვშორდებოდი საქართველოს,რომელიც ასე მიყვარს...მაგრამ რა ვქნა?ყოველი ამოსუნთქვა მტკივა ქართულ მიწაზე...მგონია,რომ აქაურობას არ ვეკუთვნი...მაგრამ ახლა რაღაც მაჩერებს აქ...სასაცილოდ ჟღერს,ალბათ თქვენც გაგეცინებოდათ.-ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა კაცმა.-ერთი გოგო შემიყვარდა...ჰო არ მოგესმათ მართლა შემიყვარდა.უცნაური და თავნება გოგოა,ბევრს ჩხუბობს,მაგრამ ქალები ისედაც ასეთები არ არიან?უნდა გენახათ რა ლამაზი იყო პირველად,რომ ვნახე.-თვალები დახუჭა,რომ პირველი შეხვედრა გაეხსენებინა.-ანგელოზს ჰგავდა...გრძელი ხვეული,ქერა თმით...დიდი ლურჯი კაბით და ასეთივე ლურჯი თვალებით...მწერალია,უსაყვარლესი ღიმილი აქვს...არ ვიცი ჩემს მიმართ რას გრძნობს,რადგან ძალიან მერყევია,მაგრამ მე ვიცი რასაც ვგრძნობ და ეს გრძნობა მკლავს...დღეს მითხრა რომ მისი გული სხას ეკუთვნის,ვიღაც ისეთს,ვისაც ვიცნობ,მაგრამ შეუძლებელია ასე იყოს...ალბათ ჭკუიდან გადავალ...ნეტავ შემეძლოს,რომ გაგაცნოთ...-ცას თვალცრემლიანმა ახედა.-თურქეთში მივდივარ თვის ბოლომდე და როცა დავბრუნდები ვეტყვი,რომ მიყვარს.არ მაინტერესებს რა იქნება შემდეგ,უბრალოდ ვიცი,რომ უნდა ვუთხრა...ქალებს დიდხანს ლოდინი არ უყვართო ბებომ მითხრა,უყვართ,როცა სიმართლე იციან და გაწვალებენო.მე ვეტყვი ჩემსას და ვნახოთ რა გამოვა...
-„დღეს,რომ არ ვივარჯიშოთ შეიძლება?საღამოს დედას უნდა დავხვდე დიდუბეში“-იკითხებოდა მობილურის ეკრანზე.
-აი მასზე ვლაპარაკობ და გამოჩნდა კიდეც.-ღიმილით ჩაიკითხა და ისევ მშობლებს გახედა.-ერთ დღეს აუცილებლად გაგაცნობთ...-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი უცებ მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა.-უნდა წავიდე,მაგრამ როგორც კი ჩამოვალ გინახულებთ...-ანთებულ სანთლებს გახედედა კაცმა,ისე მშვიდად იწვოდა...-ისევ მოვალ...-თავითვის ჩაიბურტყუნა და იქაურობა უკანმოუხედავად დატოვა...



***
-არ იყო საჭირო შენი შეწუხება უტა,ტაქსით წამოვიდოდით.-უკვე კართან მისულმა უთხრა კაცს.
-გეკადრება ევა?სანამ აქ ვარ და შემიძლია დახმარება რატომაც არა.-საბარგულიდან ჩანთები აიღო კაცმა.
-კარგი ბიჭი ხარ ძალიან,მადლობა შვილო.-გაუღიმა თამუნამ და ნელი ნაბიჯით შევიდა სახლში.
-მანდვე დააწყვე,მერე მივხედავ.-ჩანთებზე მიანიშნა ევამ.
-მოდი შვილო მანდ რას დამდგარხარ.-ხელით ანიშნა ქალმა.-შემოდი.
-არა იყოს,დიდი ხანია ერთმანეთი არ გინახავთ ბევრი სალაპარაკო გექნებათ,წავალ მე.

-როგორ გეკადრება?-გაუწყრა ქალი-ვინ იცის რამდენი საქმე გადადე,რომ ევასთვის პატივი გეცა,მოდი შემოდი.უგემრიელესი ხაჭაპურები ჩამოვიტანე,ტაფაზე გავაფიცხებ და ვჭამოთ.
-არა,მე მართლა...
-არ გამაბრაზო ახლა,შემოდი!-დაუტია ქალმა და უტაც მაშინვე დაემორჩილა მის ნებას.
-არ გეწყინოს,უფროსობა უყვარს.-ჩუმად გადაულაპარაკა ევამ და დედას სამზარეულოში მიჰყვა.
-რა კარგი ბიჭია,ვინ არის დედი?
-ჩუმად ქალო არ გაიგოს.-პირზე ხელი ააფარა ქალს.-ნიკას ძმაკაცი და მეჯვარეა.
-გიორგის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
-დედა!
-მე კიდევ ივერის გიგზავნიდი კარგი ბიჭი დადგათქო და პრინცი გყოლია გვერდით.
-დედამეთქი!-თვალები დაუბრიალა ქალს.
-კარგი ვხუმრობ ჩემო გოგო რა გჭირს.-გაიცინა ქალმა.-მე ყავას გავაკეთებ,შენ ხაჭაპურს მიხედე.
-მაინც მე შემომტენე არა?
-ევა შვილო რა გამხდარი ხარ?ჭამ შენ საერთოდ რამეს?-ეჭვნარევი მზერით აათვალიერა ქალმა.
-სულ ორი კილო დავიკელი დედა,რანაირად იციხოლმე.
-არ ჭამ არაფერს?
-ვაიმე უტა გთხოვ უთხარი,რომ ვჭამ.-დასახმარებლად მიმართა დადვანს.
-რა თქმა უნდა,ჭამს.დარბაზში დავდივართ ერთად და თავიდან სწრაფად იკლებს ადამიანი,სანამ წონა გაეყინება.
-ნეტა რად გინდა დარბაზი.-სევდიანად გახედა შვილს.
-მეც მაგას ვეუბნები,მაგრამ აიჩემა უნდა ვიაროო და უარი ვერ ვუთხარი.-მხრები აიჩეჩა უტამ.-მომდევნო კვირას გავიგებ რამდენად სერიოზულად ეკიდები უჩემოდ ვარჯიშს.
-ეგ რას უნდა ნიშნავდეს?-თავი ნახევრად გამოყო ევამ.
-თურქეთში მივდივარ,ნახატები უნდა გავყიდო და არ ვიქნები.
-მე ეგ რატომ არ ვიცოდი?
-ახლა ხომ იცი.
-ასე უნდა ვიგებდე?-გაუწყრა კაცს.-ვის უნდა მიყიდო შენი ნახატები?
-რავიცი არიან მსურველები,ერთი ქალია,თუ შევთანხმდით ყველას ის იყიდის და...
-ერთი ქალი?-ცალი წარბი აწია ევამ.-ესეიგი თან ყველას ის ყიდულობს,ხომ არ შეუყვარდი?
-ევა!-იდაყვი გაკრა შვილს ქალმა.
-თუ მას ვერ შევუთანხმდი რამდენიმე კლიენტი ისეც მყავს.
-ესეიგი ძირითადად იმ ქალის გამო მიდიხარ?
-ქალის არა ევა,შეთანხმების გამო.-გაკვირვებული მიაჩერდა დადვანი.
-მაგ ქალთან შეთანხმების გამო.-შეუსწორა ევამ.
-რა ეჭვიანი ცოლივით ელაპარაკები ხომ ხარ კარგად შვილო? დაქორწინებული არ ვარო,უნდა ქალის გამო წავა,უნდა კაცის.-გაოცება ვერ დამალა თამუნამ.
-არა,ეგ რა შუაშია,უბრალოდ გამიკვირდა,რომ მიდის.
-საქმეს ასე სჭირდება,თვის ბოლოს დავბრუნდები.
-საქმეს თუ სჭირდება უნდა წახვიდე კი.-თეფში ისე დააბრახუნა მაგიდაზე ლამის ნაწილებად დაიფშვნა.-ბოდიში შემთხვევით მოხდა.
-ევა ხომ კარგად ხარ?-ჩაეკითხა დადვანი.
-ხო,ცოტა დავიღალე.
-იცოდე ვარჯიშები არ გამიცდინო,დაგირეკავხოლმე.
-თუ მიდიხარ წადი,იქიდან მაინც შემეშვი.
-სექტემბრიდან ისედაც შეგეშვები ხომ გახსოვს მივდივარ.-საერთოდ არ ესიამოვნა ევას ამის გაგონება.იცოდა,რომ მიდიოდა,მაგრამ გახსენებამ საერთოდ შეუცვალა განწყობა.არ უნდოდა,რომ წასულიყო,მითუმეტეს სამუდამოდ.დადვანის დროებით წასვლა კი ყოველთვის 1 წელზე მეტს უდრიდა,ეს ნიკასგან იცოდა...
-საით შვილო?
-ესპანეთში მივდივარ მეგობართან,მერე იქიდან ვნახოთ,სულ ვმოგზაურობ,ახალ ადგილებს ვეძებ.
-რა კარგია,ყოჩაღ შენ.-ესიამოვნა ქალს.-ამდენი წელია ასე დადიხარ და ერთი შესაფერისი გოგო ვერ იპოვე შენთვის?-მაინც ვერ შეიკავა თავი.
-დედა!-თვალები დააკვესა ევამ.
-იცით,სიყვარული მოულოდნელად მოდის ჩვენს ცხოვრებაში,ასე ვერ ავირჩევთ ადამიანს,რომელიც გვინდა,რომ შეგვიყვარდეს.ეს მოულოდნელი ბედნიერება კი ჩემგან შორს იყო ყოველთვის...ოჯახს კი უსიყვარულოდ ვერ შევქმნი.
-რა თქმა უნდა,ოჯახში სიყვარული თუ არ არის ის ოჯახი არც არის,კარგად უნდა დაფიქრდე მაგაზე.
-ჰო,სწორედ ამიტომ ვფიქრობ ამდენს.იმედი მაქვს მეც გამიღიმებს ბედი.
-გიბრწყინავს თვალები,იპოვე გულის სწორი?
-მიყვარს ერთი გოგო,მაგრამ მისი პასუხი არ ვიცი.-ალალად თქვა უტამ და ევას ცერად გახედა.-თურქეთიდან,რომ დავბრუნდები ვეტყვი და მის პასუხსაც მოვისმენ.იკქნებ ჩემი ბედი იყოს.
-ღმერთმა ქნას შვილო.-პირჯვარი გადაწერა ქალმა.-კარგი ბიჭი ხარ,ბედნიერი უნდა იყო.
-ამინ!-ღიმილით უპასუხა უტამ და ფინჯანი ხელებში მოიქცია.თვალი აარიდა ევას დაჟინებულ მზერას და ლამის მთლიანი სხეულით ფინჯანი ჩაძვრა.იცოდა ევას დაინტერესდა გოგონას ვინაობით და არ მოეშვებოდა სანამ არ გაიგებდა.დღევანდელმა მისმა ქცევებმა ძალიან დააბნია,თითქოს ეჭვიანობის სცენა გაუმართა იმ გოგონას გამო,თუმცა ვინ იცის იქნებ ეს უბრალოდ ქალური ახირება იყო...



***
-შენ,რომ გიყვარს ის ატრია მოვიტანე,ტკბილცხარე სოუსით,არ შეჭამ?-მისთვის ზეედაც,რომ არ შეუხედავს იძულებული იყო,რომ ეკითხა.
-არ მშია.-იუარა ქალმა.
-ჭამე დღეს რამე?
-სალათი.
-ბავშვს ვიტამინები სჭირდება,შენი შიმშილით მასაც ავნებ.
-თითქოს ფეხებზე არ გე*იდოს.
-ჯანდაბა!-თავი ძლივს შეიკავა,რომ წყობიდან არ გამოსულიყო.-ნუკი გამომართვი და ჭამე!-დივანზე მჯდომს ყუთი მშვიდად გაუწოდა.
-არ მშია დაყრუვდი?
-სხვა რამე გინდა?მითხარი და...
-შენგან არაფერი მინდა!-გააწყვეტინა კაცს.-ისიც კი არ ვიცი აქ რას ვაკეთებ.
-დაგეწყო ისევ? დილით მშვენიერ ხასიათზე იყავი.
-რატომ გინდა,რომ აქ დავრჩე?შენ ხომ არ გადარდებს ეს ბავშვი,არც მე.
-შემეშალა კარგი? ავურიე და ძალიან ვწუხვარ,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ მ*იდიხართ.-მძიმე ხმით ამოთქვა გიორგიმ და მის ფეხებთან ჩაიმუხლა.-შემომხედე.
-შენ გინდოდა,რომ ჩემი შვილი მომეკლა...-ხმაში ტკივილი გაერია ქალს,პიკზე იყო,უკვე ტირილს აპირებდა.
-ჩვენი შვილი!-შეუსწორა მაშინვე.-ვიცი,რომ ნამდვილი სი*ივით გექცეოდი,მაგრამ გთხოვ მომეცი უფლება გამოვასწორო...შემეშინდა იმის,რაც წინ გველოდა...მამობა...ღადაობ ტო?..არ ვიცოდი რა უნდა მექნა.
-შენი აზრით მე ვიცოდი?მარტო დამტოვე გიორგი.
-არა,გეყოფა,მორჩა უკვე.თუ გინდა,რომ გძულდე კარგი,მაგრამ მაგის გამო თავს ნუ ავნებ კარგი?
-ეს არ იმუშავებს გიორგი,შენ შვილი არ გინდა.
-არ მინდოდა,მაგრამ ახლა მინდა.
-ასეთი მარტივია?
-კარგად დავფიქრდი და მივხვდი,რაც მივქარე.ბავშვზე ყველანაირ პასუხისმგებლობას ავიღებ,არ დავტოვებ და ყველაფერში დაგეხმარები,რომ...
-მაგრამ მამამისი არ იქნები...მხოლოდ საბუთებით...
-ნუ სულელობ ნუკი...
-ისე არასოდეს გეყვარება,როგორც მამებს შვილები უყვართ...მშობიარობას,რომ გადავყვე ბავშვს არცერთი მშობელი ეყოლება.-ვერ ჩერდებოდა ქალი.
-ჩემთვის რთულია ნუკი...შენ მას ყოველ წამს გრძნობ,შენს სხეულში იზრდება...მე მუცელსაც კი ძლივს გამჩნევ როგორ გინდა გავითავისო,რომ მამა ვიქნები?არ ვიცი გესმის?რთულია.მაგრამ გხედავ და გიცნობ შენ და ვიცი,რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ,ამიტომ ოდესმე არჩევანის გაკეთება თუ მომიწევს შენსა და ბავშვს შორის მე შენ აგირჩევ!-ცრემლები მშვიდად მოწმინდა კაცმა.-შენ იქნები ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის,მე შენ აგირჩევ!
-ძალიან მეშინია გიორგი,საფენის გამოცვლაც კი არ ვიცი და დედაჩემი აღარ მელაპარაკება...ვინ დამეხმარება?ბავშვის მოვლა არ ვიცი.ვერ შევძლებ...
-ჩშშ...-ტუჩებზე თითი მიადო ქალს.-ყველაფერი კარგად იქნება,ყველაფერს შეძლებ და ძალიან კარგი დედა იქნები.-მის გვერდით დაჯდა და გულზე მიიხუტა აკანკალებული სხეული ტირილისგან უკვე თვალები,რომ დასიებოდა.არ უნდოდა მისი ამ მდგომარეობაში ნახვა და ანადგურებდა ის,რომ ამაში თავად იყო დამნაშავე...

***
-ნამდვილად ხომ დაბრუნდები? ეს ის წასვლა ხომ არ არის შენ,რომ იციხოლმე?-სახლისკენ მიმავალ გზაზე ჰკითხა ევამ.
-რა თქმა უნდა დავბრუნდები.უბრალოდ ნახატები უნდა გავყიდო ევა.
-ჰო რავიცი...-თავისთვის ჩაიბურტყუნა და თავი მინას მიადო.
-მოხდა რამე?
-არაფერი,დაღლილი ვარ უბრალოდ.
-უბრალოდ დაღლილის კვალობაზე ზედმეტად დასტრესილი მეჩვენები ბოლო ორი დღეა.იმის მერე რაც დედაშენი ჩამოვიდა ვერ გცნობ.
-შენზე მომიყევი როდის უნდა უთხრა იმ გოგოს შენი გრძნობების შესახებ?როგორც მივხვდი ქართველია.
-ქართველია ჰო,მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ ახლა.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე კაცმა.
-კარგი რა უტა,ჩვენ ხომ მეგობრები ვართ,მოყევი....
-ახლა არა ევა.-ისევ იუარა დადვანმა.
-კარგი.-მშვიდად დაჰყვა მის ნებას.
-მართლა კარგად ხარ?
-ჰო უტა,რა კითხვებია.
-არ ვიცი ცუდად გამოიყურები.
-დაღლი ვარ ხომ გითხარი,გამოვიძინებ და გამივლის.-ისევ ურცხვად იცრუა.
-კარგი,როგორც იტყვი.-იცოდა კამათს აზრი არ ჰქონდა,ამიტომ მის ნებას დაჰყვა.-გინდა სადმე შევიაროთ და ყავა დავლიოთ?
-დღეს ხომ მიდიხარ?
-მაქვს დრო,ვილაპარაკოთ.
-არ ღირს.-თავი აარიდა მასთან საუბარს,თორემ ალბათ მართლა გაგიჟდებოდა.სიგიჟემდე უნდოდა ახლა ჩახუტებოდა და ეთქვა არ წახვიდეო,მაგრამ არ შეეძლო და ეს ბოლოს უღებდა.
-ნაწყენი ხარ ჩემზე?-გაკვირვებული მიაჩერდა დადვანი.
-საიდან მოიტანე?
-არ ვიცი უცნაურად მექცევი და სიმართლე გითხრა უკვე ვღიზიანდები!
-უტა შენ მიდიხარ...
-მხოლოდ ორი კვირით ევა,ისევ დავბრუნდები.
-ანუ აქ როდის იქნები?
-თვის ბოლოს,ან აგვისტოს დასაწყისში.
-კარგია,თავს გაუფრთხილდი უტა.-მანქანის კარი ისე გამოგლიჯა ლამის მთლიანად ჩამოიღო და სირბილით წავიდა სახლისკენ.
-არ დამემშვიდობები? -მაშინვე მანქანიდან გადავიდა უტა.
-მე...ისა...ხო,რა თქმა უნდა.-მისკენ შებრუნდა თუმცა იმდენად იყო დაბნეული უბრალოდ დადგა და მის სილუეტს მიაშტერდა.
-არ ვიცი რა გჭირს,მაგრამ სანამ დავბრუნდები დალაგდი პატარა ქალბატონო.-თბილი ხმით უთხრა უტამ და ხელები ძლიერად მოხვია სხეულზე...ღმერთო როგორ არ უნდოდა,რომ ხელი გაეშვა...სამუდამოდ შეეძლო ასე ყოფნა...მის სიყვარულში ჩაიკარგებოდა და ყველაფერს მიატოვებდა მისი სიახლოვისთვის...გრძნობდა როგორ უცემდა ევას გული და თითქოს ხვდებოდა,რომ ისიც ისევე ნერვიულობდა,როგორც თავად უტა,თუმცა არავინ იცის,რეალურად რას გრძნობდა ევა...საკუთარ თავს არ უტყდებოდა,მაგრამ პირველივე წამიდან იცოდა,რომ ის ადამიანი იპოვა წიგნებში,რომ წერდა,თუმცა თავი მის ღირსად დღემდე არ მიაჩნდა...ვიღაც გოგოს ამბავიც უტას ცხოვრებაში და ამან ლამის საერთოდ გააგიჟა.ყელში უჭერდა ეს გრძნობა და ლაპარაკის საშუალებასაც ართმევდა,თუმცა მაინც ახერხებდა მყარად დგომას.
-ევა...-გაოგნებული მიაჩერდა ქალს დადვანი.-რატომ ტირი?
-უნდა წავიდე.-მისგან თავის გათავისუფლება ამაოდ სცადა.
-რა დაგემართა მითხარი.
-უბრალოდ კრიტიკული დღეები მაქვს.-წამოროშა გაუაზრებლად.მზად იყო ორსულობა და ჰორმონების ამბავიც კი დაებრალებინა ოღონდ უტას მეტი კითხვა აღარ დაესვა.
-რამე გჭირდება? დახმარება შემიძლია?

-დავიძინებ და გამივლის,მადლობა უტა.
-შეგამოწმებ იცოდე!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ქალს და თმაზე ნაზად აკოცა.-თავს მიხედე ევა.
-შენც უტა.-ძლივს ამოთქვა და სირბილით გადავიდა გზის მეორე მხარეს...მხოლოდ წამით მოიხედა უკან,უტა ისევ იქ იდგა,ელოდებოდა სახლში როდის შევიდოდა,რომ წასულიყო...ძლივს მოიკრიბა ძალა,რომ კარი გაეღო და მის მიღმა გაუჩინარებულიყო...ფანჯრიდან ადევნებდა თვალს დადვანს,რომელიც კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში იდგა მის სახლთან ჩაფიქრებული,შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა...მაშინვე იგრძნო საშინელი ტკივილი მუცლის არეში და სირბილით შევარდა საპირფარეშოში...ყელში რაღაც საშინლად უჭერდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,ვერ ხვდებოდა ეს ის გოგო იყო,რომელზეც უტა იყო შეყვარებული თუ კიდევ სხვა მიზეზი ჰქონდა სანერვიულოდ?
-ევა შვილო კარგად ხარ?-კარზე დაუკაკუნა ქალმა.
-მგონი მოვიწამლე,ისეთი არაფერი.
-რას ამბობ ევა,გააღე შვილო კარი.
-კარგად ვარ დედა.-ძლივს ამოთქვა და კიდევ ერთხელ ამოიღო ლორწოვანი სითხე ორგანიზმიდან.
-ევა გამიღე კარი.-არ ცხრებოდა ქალი...
-რა ჯანდაბა მჭირს...-შეშინებულმა გაუსწორა საკუთარ თავს სარკეში თვალი.უპეები ჩაშავებოდა,თვალები ჩასისხლიანებოდა და სუნთქვა უჭირდა.მხოლოდ უტას ბრალი ვერ იქნებოდა...
-ევა შვილო...
-კარგად ვარ დედა.-მშვიდად გააღო კარი და კუთხეს მიეყრდნო.
-რა მოგივიდა დედას სიცოცხლე?დამენახე აბა.-სახეზე ხელები შეშინებულმა მოკიდა ქალმა.
-უტა მიდის დე...
-ხომ ჩამოვა ისევ.
-ჩამოვა,მაგრამ მერე ისევ წავა,ვეღარ ვნახავ.
-რას ამბობ დედი?
-შემიყვარდა დე...-სიტყვებს ლამის სული ამოაყოლა და იქვე იატაკზე ჩაიკეცა.-მას არ ვუყვარვარ,ხომ გაიგე სხვა უყვარს.
-მოგიკვდეს დედა...-მის გვერდით ჩაიმუხლა ქალი.-მოდი ჩემთან.
-შეყვარებული,რომ ეყოლება ალბათ აღარც ვიმეგობრებთ...არ მინდა ასე შორს ვიყო მისგან...მეგობრობაზეც კი თანახმა ვარ ოღონდ ახლოს იყოს...-მთელი ხმით ტიროდა ევა...და მაინც როგორი სუსტია ადამიანის ფსიქიკა არა? ერთ წამს ყველაფერი კარგადაა,მეორე წამს კი სახლის რომელიმე კუთხეში,იატაკზე ცრემლად იღვრები და დედის კალთაში ეძებ ნუგეშს...-ვიცოდი,რომ არასოდეს შემომხედავდა,ვინმე გრძელფეხებას მოიყვანს და მას შეიყვარებს...
-გაჩერდი ევა,გეყოფა დედას სიცოცხლე.-სახიდან ცრემლებს წმენდდა ქალი.
-მეზიზღება ჩემი ცხოვრება...
-ნუ ამბობ ევა ასე,გაჩერდი გთხოვ.
-აქ ოდესმე გტკიებია?-მკერდზე ხელი მიიჭირა ქალმა.-აქ მტკივა დე...იმდენად,რომ სუნთქვა მიჭირს.
-ჩემო ლამაზო.-თმაზე რიტმულად უსვამდა ხელს.-მოგიკვდეს ჩემი თავი,ეს რა დღეში ხარ..მიდი წყალი დალიე დედას სიცოცხლე.-ხელის კანკალით გაუწოდა ფინჯანი შვილს.-დალიე მიდი.
-რატომ მიყვარს ის,ვისაც არ ვუყვარვარ?
-არ ვიცი დედი...-ცრემლებს ვერ იკავებდა ქალი.შვილთან ერთად იჯდა ოთახის კუთხეში და ცრემლად იღვრებოდა.სძულდა,რომ ვერ ეხმარებოდა,სძულდა,რომ მისი ამ მდგომარეობაში ნახვა უწევდა,მაგრამ გამოსავალი არ არსებობდა,ევას ეს თავად უნდა გადაეტანა...


***
განთიადისას დატოვა უტამ თბილისი,მაგრამ არა მარტო დედაქალაქი,არამედ სამშობლოც...უჭირდა წასვლა,სასაცილო იყო,მაგრამ ყოველ ჯერზე როდესაც მიდიოდა სუნთქვა უჭირდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა...
-მშვიდობით ჩემო დედაქალაქო...-თვითმფრინავის კიბეებზე ასვლისას კიდევ ერთხელ მოიხედა უკან და სვლა განაგრძო...თითქოს ჰაერიც კი სხვანაირი იყო მის საქართველოში...
ყოველთვის ამბობენ,რომ წასვლა მარტივია,საზღვრებს მიღმა ცხოვრებას იწყობენ და პრობლემები ქრება,მაგრამ ოდესმე გამოგიცდიათ სიჩუმე აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე?გინახავთ როგორ ემშვიდობებიან მოხუცი მშობლები შვილებს? ან თუ გინახავთ ემიგრაციიდან დაბრუნებული,უკვე ჭაღარა შერეული ემიგრანტები წლების შემდეგ დაბრუნებისას მიწას როგორ კოცნიან?წასვლა ყოველთვის ყველაზე რთულია ვიდრე დარჩენა და თუნდაც ეს მხოლოდ ერთი კვირით იყოს,უფრო დიდი და ხანგრძლივი მოგზაურობა სულ უფრო და უფრო ახლოს იყო უტასთვის...
ევა...რაც არ უნდა გაეკეთებინა ვერ გაურბოდა მის გამოხედვას.მის დიდრონ ლურჯ თვალებს,ღიმილს...ვერ ითმენდა ისე უნდოდა ეთქვა რასაც გრძნობდა და რამდენაც დიდი იყო მოუთმენლობის გრძნობა იმდენადვე დიდი იყო შიშიც,ვაითუ იგივეს არ გრძნობდა მის მიმართ? ყველაფერი დაინგრეოდა და ცხოვრებას გაინადგურებდა.იმ მეგობრობასაც დაანგრევდა ასე რომ უფრთხილდებოდა და აღარაფერი დარჩებოდა რის გამოც დაბრუნება მოუნდებოდა...



***
-სიმართლე,რომ გითხრათ არ ვიცი უტას ცხოვრებაში რა ხდება,დიდად არ უყვარს ლაპარაკი.-თავი იმართლა ანიტამ ქალთან და ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.
-ჩემი შვილი იტანჯება,რომ გენახათ რა დღეში იყო...ძლივს დაიძინა.
-ბიჭებს ვკითხავთ,იქნებ იციან რამე...-შეწუხდა მარიკა.-ჩვენ რატომ არ გვითხრა ევამ ვერ გავიგე.
-არც ჩემთვის არ აპირებდა თქმას,მაგრამ ისე ცუდად იყო ვეღარ გაუძლო.-ობოლი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა ქალმა.-ისე ტიროდა და განიცდიდა,დედა მოუკვდეს ვერაფრით დავეხმარე.
-ნუ ამბობთ ასე,ევას ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას.გვერდიდან არ მოვშორდებით/
-გუშინ ლამის დავურეკე იმ ბიჭს და უკან მოვაბრუნე!
-უტას ნუ გავრევთ,ჯერ გავიგოთ ევას თავს რა ხდება ასე ჯობია...-იუარა ანიტამ.
-არ ვიცი მე,თქვენი იმედი მაქვს გოგოებო.
-რა თქმა უნდა,მივხედავთ თამუნა დეიდა,თქვენ არ იდარდოთ.-დაამშვიდა მარიკამ და ფეხზე წამოდგა.-წამოდი გავაღვიძოთ.
-მე გავალ სახლიდან,რომ თქვენ მშვიდად ილაპარაკოთ.-მაშინვე ფეხზე წამოვარდა ქალი.-დამირეკეთ თუ რამე.
-არ იდარდოთ.-გაუღიმა მარიკამ და ანიტასთან ერთად ოთახში შევიდა.ჩამოფარებული ფარდები,დაკეტილი ფანჯრები და საწოლის შუაგულში ნახევრად მოკეცილი ევა.
-ევა ჩემო ლამაზო,გაიღვიძე შუადღეა უკვე.-ფრთხილად მოსინჯა ნიადაგი ანიტამ.
-ადექი სადმე გავიდეთ,ყავა დავლიოთ,ცოტა ვილაპარაკოთ.
-მიდი ევა გაიღვიძე.
-არ მძინავს.-მშვიდად ამოთქვა და მათკენ გადმობრუნდა.-დედამ დაგირეკათ არა?
-შენზე დარდობდა..
-კარგად ვიქნები,მე ძლიერი ვარ.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალები რამდენიმე წამით დახუჭა.
-მიდი ფანჯარა გამოაღე.-იდაყვი გაკრა მეგობარს მარიკამ.-ადექი,ყავა დავლიოთ შენ რომ გიყვარს იმ კაფეში,მე გეპატიჟები.
-გიჟი არ ვარ,უბრალოდ ემოციები მომეძალა,პატარა ბავშვივით ნუ მექცევი მარიკა.-უხეში ტონით მიუგო მეგობარს და საწოლიდან წამოიწია.
-გეძინა საერთოდ?
-კი.
-მიდი სახე დაიბანე და მოწესრიგდი.
-არსად არ წამოვალ,ყავა სახლში დავლიოთ.-მოკლედ მოუჭრა მეგობრებს და ოთახიდან ზლავნით გავიდა...


***
-არ მეგონა რომ ჩამოხვიდოდი,მეგონა უარს მეტყოდი.
-ბევრი ვიფიქრე და თუ მინდა საწყისი ეტაპისთვის ფული მქონდეს ნახატებს უნდა შეველიო.კარგი საქმისთვის მჭირდება ფული.
-რა საქმეა არ გამიმხელ?-ღიმილით მიაჩერდა ქალი.
-წიგნის დაბეჭდვაში უნდა დავეხმარო გოგოს,რომელიც მიყვარს.-ალალად უპასუხა უტამ.
-გიყვარს?-გაოცდა ქალი.
-ჰო ელე,რატომ გაგიკვირდა?
-ბოლოს,რომ გნახე სიყვარულის არ გჯეროდა.
-ბოლოს,რომ მნახე 22 წლის ვიყავი.
-ჰო,ეგეც მართალია.-ყავა მოსვა ქალმა.-ქორწილი როდის არის?
-რა ქორწილი,სად გეჩქარება,ჯერ ისიც არ მითქვამს,რომ მიყვარს.-გაეცინა კაცს.
-რაღას ელოდები?
-ჰგონია,რომ აღარ დავბრუნდები,მაგრამ მოულოდნელად ჩავალ და წიგნის ამბავსაც მოვაგვარებ.
-ძალიან გიყვარს არა?-ცერად გახედა მეგობარს.-რა ისტორია გაქვთ?
-ორი თვეც არ არის,რაც ვიცნობ,მაგრამ დამიჯერე საკმარისია,რომ შეგიყვარდეს.რომ დაინახავ შენც შეგიყვარდება.ქორწილის დღეს გავიცანი და იმ მომენტის მერე ვერ ვივიწყებ.
-ძალიან დაგერხა იცი? ბრმად შეყვარებული კაცივით ლაპარაკობ.-გაეცინა ქალს და სიგარეტს მოუკიდა.-რამდენი წლის არის?
-21.
-პატარა ყოფილა,ბევრი ეჭვიანობა გელის წინ.
-რატო?
-მაგ ასაკში ან ყველაზე დიდ სიყვარულს პოულობ,ან ყველაზე დიდ იმედგაცრუებას.ეშინიათ არ დაკარგონ ის,რაც მათია და ეჭვიანობენ.ყველა და ყველაფერი შეიძლება იყოს მათთვის პრობლემა.საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და არც პარტნიორს არ ენდობიან.თან სულ აქეთ-იქით დაეხეტები შენ ვინ უნდა გენდოს.-დასცინა ბოლოს მეგობარს.
-ღადაობ?ოღონდ ერთი შანსი მომცეს და გავაღმერთებ.
-მე კი ვიცი,მაგრამ მან თუ იცის?
-ჯერ არ გვილაპარაკია,რომ დავბრუნდები ვეტყვი.
-ძალიან არ დააგვიანო უტა,სიყვარულს ლოდინი არ უყვარს.-სიგარეტის კვამლი კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და ჰორიზონტს გახედა.
-ხვდები ვინმეს?
-არ შემიძლია-თავი მძიმედ გააქნია ქალმა.
-რამდენიმე დღის წინ ვიყავი საფლავზე,ყვავილები დამხვდა.
-კვირაში ერთხელ ფულს ვუგზავნი მეგობრებს,რომ აიტანონ.
-თავად რატომ არ მიდიხარ?
-არ შემიძლია უტა,საფლავის ქვაზე მისი დანახვა...არ მინდა ასეთი მახსოვდეს.-ცრემლები მოერია ქალს,წლები ვერაფერს აკლდებდა იმ ტკივილს,რომელსაც ის შინაგანად განიცდიდა.
-წამოდი ჩემთან ერთად საქართველოში,შენი დარდი გაუმხილე და ბევრად მშვიდად იქნები.
-მშვიდად ვერასოდეს ვიქნები უტა,ჩემი ცხოვრება თან წაიღო ხომ იცი...
-მიშოს ენდომებოდა,რომ ბედნიერი ყოფილიყავი...
-მიშოს ჩემს გვერდით ყოფნაც ენდომებოდა,მაგრამ ნაბი*ვარმა ალავერდელმა ცხოვრება დაგვინგრია.
-გიორგი შეიცვალა,რამდენიმე თვეში მამა გახდება.
-ახლა ვინ ჰყავს,ვინმე რუსი?
-ნუკის შეურიგდა,ნუ მთლად ასე არ არის,მაგრამ საერთო შვილი ეყოლებათ,ამიტომ ერთმანეთის ატანა მოუწევთ.
-რა სულელი გოგოა,იმის მერე რა მდგომარეობაშიც ჩააგდო რანაირად შეხედა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები
-არ გეუბნები,რომ გიორგის უნდა აპატიო,მაგრამ დანარჩენებს მაინც ნუ შეაქცევ ზურგს.ბიჭები სულ გკითხულოდნენ და...
-უტა გეყოფა!-შეაწყვეტინა ქალმა.-მიშოს სიკვდილის შემდეგ მხოლოდ შენ დაიჭირე ჩემი მხარე,მხოლოდ შენ არ გაგიმართლებია გიორგი,დანარჩენმა ყველამ მითხრა,რომ უბრალოდ ჩხუბი იყო და ეს ნებისმიერს შეიძლებოდა დამართნოდა,მაგრამ მე ხომ ვიცი მიშო იქ რატომაც წავიდა...-საუბრის გაგრძელება უჭირდა ქალს.-გიორგის არავინ არ ელაპარაკებოდა,ყველა ზედმეტად ამაყი იყო,რომ იმ საბედისწერო ღამეს იპოდრომზე გაჰყოლოდნენ და მიშო...მიშო ხომ იცი როგორი კეთილი გულის პატრონი იყო,საწოლიდან წამოდგა ვერ დავტოვებ მარტოსო და სირბილით წავიდა.წავიდა და მკვდარი მომიყვანეს უკან...გიორგის რომ იქ საქმის გარჩევა არ დაეწყო არაფერი მოხდებოდა...მიშოს უბრალოდ მისი გადარჩენა უნდოდა და აი შედეგიც...გიორგი ვერასოდეს ხვდებოდა,რომ სადღაც არსებობდა ზღვარი,რომელსაც არ უნდა გადააბიჯო,ამან კი ბევრის ცხოვრება შეიწირა...
-მე სულ შენს მხარეს ვარ ელე...თუ მეტყვი,რომ გიორგის მოკვლა გინდა ალბათ ამაშიც კი დაგეხმარები,მაგრამ ის რასაც შენ აკეთებ არასწორია...მიშოს ნუ მოექცევი ასე...გგონია შენ,რომ რაიმე დაგმართნოდა მიშო უცხო ქვეყანაში გადაიხვეწებოდა?პირიქით,შენს საფლავთან დღეს და ღამეს გაასწორებდა.ყვავილები არაფერს უშველის.ჰო,ვერც საუბარი დააბრუნებს,მაგრამ ეს ყველაფერი შენ გაგათავისუფლებს...
-არ ვიცი უტა,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.
-დაფიქრდი გთხოვ,ორშაბათს მივფრინავ,იქამდე 6 დღეა.
-დავფიქრდები.-მშვიდად ამოთქვა და ფინჯანზე თითები აათამაშა.
ვერავინ დაადანაშაულებდა იმაში,რომ უკან დაბრუნება და გიორგის სახის დანახვა არ უნდოდა.მიშო იმ საბედისწერო ღამეს მის გამო გავიდა სახლიდან და მისთვის მოქნეული დანაც საკუთარ თავზე მიიღო.გიორგის დღემდე ყელში უჭერს ის უმწეობის შეგრძნება მკლავებში საკუთარი მეგობრის უსულო სხეული,რომ მოექცია და ვერაფრით ეხმარებოდა...ახსოვს როგორ ამშვიდებდა სიცოცხლის უკანასკნელ წამებში მიშო. „შენი ბრალი არ არის,არ ინერვიულო" სისხლიანი ხელი სახეზე ძლიერად მოკიდა მეგობარს და თვალებში ჩააცქერდა. „თუ რამე მომივა,ელენეს უთხარი,რომ მიყვარს!“ უკანასკნელი სიტყვები დაუტოვა და სიცოცხლეს მშვიდად გამოესალმა.მას შემდეგ გიორგი საერთოდ სხვა ადამიანი გახდა.მეგობრებმაც მეტად დააფასეს ერთმანეთის სიცოცხლე და კოტე და ნიკა წამით არ შორდებოდნენ მას,ხოლო რაც შეეხება დადვანს მან ელენე სიტუაციას გაარიდა და ამით ნათლად აგრძნობინა ყველას,რომ გიორგის ადანაშაულებდა მომხდარში,რაც იმაზე მეტყველებდა,რომ უტა მათ წრეს სამუდამოდ შორდებოდა...



***
-ჩვენ რატომ არ გვითხარი?-ისევ იგივეს იმეორებდა მარიკა.-რომ გეთქვა უტა გიყვარდა იქნებ...
-იქნებ რა?სთხოვდი ევა შეიყვარეო?-მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა და ფინჯანი მაგიდაზე დააგდო.-ასე არ მუშაობს ეს სისტემა.
-იქნებ გაგვერკვია ბიჭებისგან ვინმეს თუ ხვდება.
-ნიკას რას კითხავდი უტა ვინმეს ხომ არ ხვდება შემთხვევით? იმიტომ გეკითხები,რომ ევას შეუყვარდა და...ძალიან სასაცილოა.-ირონიას არ აკლდებდა მეგობრებს.
-მართლა ძუ*ნასავით იქცევი,რა გემართება?მოიცადე და გავიგებთ ვინ არის.
-არაფრის გაგება არ მინდა,მეგობრები ვიქნებით და მორჩა.
-რა სულელი გოგო ხარ,გიყვარს და ემეგობრები?
-სხვა რა გზა მაქვს? ისე ვარ გაბრაზებული მის მესიჯსაც კი არ ვნახულობ რამე არ წამომცდეს მეშინია.
-ევა უპასუხე,რა სიგიჟეებს აკეთებ?იქნებ იხუმრა და არავინ ყავს.
-დედაჩემს ხომ არ მოატყუებდა რა სისულელეებს ამბობ.-გაოცებულმა გახედა მეგობარს.
-უპასუხე,მოიკითხე როგორ არის.-არ ეშვებოდა ანიტა.
-უიმე კარგი.-თვალები მობეზრებულად აატრიალა.-მივწერ,რომ კარგად ვარ და მოვიკითხავ,რა პრობლემაა.-მობილური მშვიდად მოიმარჯვა და ინსტაგრამი გახსნა.-12 საათის წინ მომწერა,სირცხვილია ახლა,რომ ვუპასუხო.
-უთხარი,რომ დაკავებული იყავი.რას მიშტერებიხარ მიწერე.-აქეზებდა მარიკა.
-არამგონია დიდად აინტერესებდეს რას ვაკეთებ...-მაშინვე დაბლოკა მობილური და მაგიდაზე უხეშად მიაგდო.
-ხომ თქვი მივწერო?
-გადავიფიქრე!
-რატომ?
-გეყოფათ.
-მაჩვენე მე მივწერ.-მისი მობილური აიღო მარიკამ და ინსტაგრამი გახსნა.პირველივე ჩათი მისი იყო,თუმცა პასუხის დაბრუნების მაგივრად სთორს დააჭირა,რომელიც 40 წუთის წინ იყო გაზიარებული.-ამას უყურებდი?-მობილური მეგობარს მიუტრიალა,რომელმაც თვალი მაშინვე აარიდა ეკრანს.
-კარგი ფოტოა,რა გინდა.-მაგიდასთან მჯდომი უტას ფოტო შეაფასა ანიტამ.
-ვიღაც გოგოს უდევს,იქიდან აქვს გადმოტანილი.
-ვინ არის?
-მე საიდან უნდა ვიცოდე.-მხრები აიჩეჩა მარიკამ და მის პროფილზე გადავიდა.
-გეყოფა არ ქნა.-მისთვის მობილურის წართმევას ამაოდ ეცადა ევა.
-ვინ ჯანდაბაა?-გაკვირვებულმა აათვალიერა მისი ფოტოები.
-სთორები ნახე.-აჟიტირებული იყო ანიტა.
-ოჰ,თან წითელი გულიც,რომ დაუდია ფოტოზე.-ეკრანს დაემანჭა მარიკა.-ამას რა უტას გარდა ფოტოების გადასაღებად არავინ ჰყავს?-შემდეგ სთორშიც მასთან ერთად იყო,თუმცა რაღაც ლამაზ კედელთან პოზირებდნენ.
-სხვა ფოტოც არის?-დაინტერესდა ევაც.
-ჰო,ნახე როგორ ახლოს დგას.
-მეგობარია იქნებ...-ვარაუდი გამოთქვა ანიტამ.
-გამხდარი და ლამაზია.-გულდაწვეტილმა ჩაილაპარაკა ევამ და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.-ალბათ ეგ არის.
-ნუ სულელობ,რამ გაალამაზა,დაგრეხილი ფეხები აქვს.-მეგობრის გამხნევება სცადა მარიკამ.
-საჭირო არ არის,რომ დამამშვიდოთ,ჭკუიდან არ გადავალ.-ნაძალადევად გაუღიმა მეგობრებს და სალათის თეფში ხელით გაწია.
-ევა კაცები იდიოტები არიან ხომ იცი.
-დასვენება მინდა.-ფეხზე წამოდგა ევა.-თან წიგნზე მუშაობას ვაპირებ,ასერომ მოგვიანებით გნახავთ კარგი?
-გვაგდებ თუ მომეჩვენა?
-არ მითქვამს წადითთქო,უბრალოდ მე მივდივარ.-მხრები აიჩეჩა და მობილურთან ერთად კარს მიღმა გაუჩინარდა...




***
სიჩუმე ირგვლივ იმდენად მძიმე იყო,რომ საუბარიც კი უჭირდა ევას.ვერც კი სუნთქავდა და მკერდზე რაღაც საშინლად აწვებოდა.სააბაზანოში ნიჟარაზე იყო დაყრდნობილი და საკუთარ ანარეკლს უყურებდა სარკეში.თვალებიდან არ ამოსდიოდა ის ქალი,რომელიც უტას გვერდით იდგა და გულისრევის შეგრძნება უფრო და უფრო ძლიერად იპყრობდა.არ იცოდა რა,სად ან როგორ დამთავრდებოდა,მაგრამ ასეთი დასასრული არ უნდოდა მისთვის და უტასთვის.ამას ვერ გადაიტანდა...
-მე ეს შემიძლია...-უმეორებდა საკუთარ თავს სარკეში.-მე ლამაზი ვარ...კარგად გამოვიყურები,მხოლოდ რამდენიმე კილოგრამი და...-მთელი სხეული უკანკალებდა ემოციებისგან.-ცოტაოდენი მაკიაჟი ყველაფერს გამოასწორებს.-ნაძალადევად გაუღიმა საკუთარ თავს და ცრემლები ერთი ხელის მოსმით მოიწმინდა.-76...-ისევ გიჟივით დაიწყო ციფრების გამეორება.თვალებიდან არ ამოსდიოდა ციფრები,რომლებიც სასწორზე დაინახა.ორი დღით ადრე 75 კილოგრამს იწონიდა და წონის მატებამ საშინლად იმოქმედა მასზე.-მეზიზღები...-დაუწყო ყვირილი საკუთარ თავს და ტონალურის ბოთლი მთელი ძალით ისროლა...წამებში ნაწილებად დაიშალა კედელზე დაკიდული სარკე და მისი ანარეკლიც გაუჩინარდა.-რამდენიმე კილოგრამი და ყველაფერი კარგად იქნება...მე კარგად ვიქნები,ლამაზი ვარ...-ტუჩები საშინლად უკანკალებდა.ცრემლებს მისი მაკიაჟი ნაწილ-ნაწილ ჩამოერეცხა და ლოყებზე შავი ხაზები დაეტოვებინა.წითელი კონტური ოდნავ გათხაპვნოდა და თვალის ფანქარი თითქმის აღარ შერჩენოდა...
„დღეს გავიცნობ მყიდველს და ნახატებზე შევთანხმდებით,არ მითხრა,რომ ვარჯიშებს აცდენ.“-შეტყობინება გამოჩნდა მობილურზე და მხოლოდ წამით შეიცვალა მისი განწყობა.თითქოს არაფერი,მაგრამ გაუხარდა,რომ მიუხედავად იმისა,რომ პასუხი არ დაუბრუნებია კიდევ ერთხელ მიწერა,თუმცა მერე ისევ იმ გოგოზე ფიქრობდა და ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა.შემთხვევით ხელი,რომ არ წასცდენოდა და არ ეპასუხა ბევრი ფიქრის შემდეგ შეტყობინება წაშალა და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა.
-მგონი დეპრესია აქვს,საჭმლის პრობლემებიც და ყველაფერი ერთად.-გამოთქვა ვარაუდი მარიკამ და საკმაოდ სწორადაც.მხოლოდ 10 წუთით,რომ ენახა ექიმს გეტყოდათ,რომ მას სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა,მაგრამ არავინ იყო ისეთი გამბედავი,რომ მისთვის კონსულტაცია შეეთავაზებინა...



***
-ძალიან ლამაზი ნახატებია უტა,სიენა ნამდვილად მოხიბლულია.-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ელენე.
-მხოლოდ ერთხელ შეხედა და ვყიდულობო.-თავისთვის ჩაილაპარაკა უტამ.-თითქოს არც ადარდებდა.
-ქალი გაოცებული უყურებდა უტა.დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონა.
-არ ვიცი,ფასზეც კი არ შემეკამათა,30000 დოლარიანი ჩეკი ისე გამომიწერა თითქოს 30 ლარი ყოფილიყოს.
-მას ბევრი ფული აქვს,ამაზე ნუ იღელვებ.
-მე 20-ად ვაპირებდი გაყიდვას,გამიკვირდა ამდენი,რომ შემომთავაზა.
-შენს შრომას აფასებს,ამაში ცუდი რა არის?
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-ის ნახატი,რომელზეც ლაპარაკობდა...რატომ არ ჩამოიტანე?
-ის ნახატი არ იყიდება.
-კონკიას ნახატს არ ყიდი?-დასცინა მეგობარს.
-კონკია არ არის.-გაეცინა უტას.-უფრო სწორად არის,მაგრამ ჩემი კონკიაა და მას ვერავის გავუნაწილებ.
-ის გოგოა?
-ჰო,ევა.-თბილი ხმით ამოთქვა მისი სახელი.-რაც შეიძლება მალე უნდა მოვაგვარო ეს საქმე და უკან დავბრუნდე.
-რატომ?
-ევა ჩემს მესიჯებს და ზარებს არ პასუხობს,მინდა დავრწმუნდე,რომ კარგადაა.
-დააშავე რამე უტა?
-არაფერი გეფიცები.-დაბნეული იყო თვითონაც.-თითქოს კარგად ვიყავით...
-ღმერთო სთორები ნახა?
-რა სთორები?
-შენი.
-არ ვიცი,შევამოწმებ.-მაშინვე მობილური მოიმარჯვა და გადაამოწმა.-ჰო,უნახავს.
-გითხარი ეჭვიანები არიანთქო?-დასცინა მეგობარს.-იეჭვიანა.
-არა აქ რაღაც სხვა ამბავია.
-არა უტა,გეუბნები იეჭვიანა.
-ჩვენ არ...
-უტა იმ ყველაფრიდან,რაც შენ მომიყევი ეგ გოგო შენზე გიჟდება.შენ ბრმა ხარ და ვერ ამჩნევ.
-ერთი კვირის წინ გიორგის აკოცა და მასთან ყოფნა უნდოდა,არ გახსოვს?
-დაიბნა კარგი?ხდებახოლმე.დამიჯერე მას უყვარხარ.
-არ მინდა ტყუილი იმედები დავისახო ელე,მირჩევნია რეალობას მომზდებული შევხვდე.-იუარა უტამ.
-კაცები რა სულელები ხართ.-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.-ბილეთებს ჩემთვისაც თუ შეამოწმებ მადლობელი ვიქნები,ცოტახნით დაბრუნება გადავწყვიტე.
-მართლა?
-ჰო.მიშოს ნახვა მინდა.-სევდიანად ამოთქვა და მხარზე თავი დაადო მეგობარს.-სამშობლოში დაბრუნების დროა...



***
თუ ოდესმე საკუთარი შედეგით უკმაყოფილო იქნებით,ან საკუთარ ცხოვრებას ეჭვქვეშ დააყენებთ გაიხსენეთ ევა მესხი,რომელმაც მთელი ცხოვრება ტანჯვაში გაატარა მხოლოდ იმიტომ,რომ ხსნის გზას ვერც ის და ვერც მის გარშემო მყოფები ვერ ხედავდნენ...
უკვე მეოთხე დღე იყო საწოლიდან არ დგებოდა და თუ დგებოდა არავის ელაპარაკებოდა.იმიზეზებდა,რომ წერდა,თუმცა დედის გულმა კარგად იცოდა როგორ იტანჯებოდა მისი გოგონა...მის ჩაწითლებულ თვალებს და ჩაშავებულ უპეებს რომ ხედავდა ხვდებოდა რაშიც იყო საქმე,თუმცა კითხვისაც კი ეშინოდა...სააბაზანოში გატეხილი სარკე დღემდე არ ამოსდიოდა თვალებიდან.ევამ კი უთხრა,რომ შემთხვევითობა იყო,მაგრამ ნამდვილად ასე იყო?თავს ვერაფერს უხერხებდა,შვილს ამ მდგომარეობაში ვერ უყურებდა,ამიტომ ზუსტად ისე მოიქცა,როგორც ყველა დედა მოიქცეოდა.ჯერ მისი ქცევების შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება დაიწყო,შეეშინდა და კანკალმა აიტანა,მერე სანაცნობო წრეს გადახედა და შვილის სასიკეთოდ ძველ მეგობართანაც დარეკა...
ლუიზა კიკნაძე უკვე წლებია ერთ-ერთი წარმატებული ფსიქოლოგია საქართველოში. ამ საქმეს ხელი ჯერ კიდევ მაშინ მოკიდა,როდესაც უნივერსიტეტის პირველ კურსზე მისმა დამ თავი მოიკლა ღრმა დეპრესიის გამო.ანანო თვეების განმავლობაში იტანჯებოდა მწვავე დეპრესიით,რასაც მისი არაერთი ქცევა ამტკიცებდა,თუმცა მშობლებს იმის რესურსი არ ჰქონდათ,რომ სპეციალისტთან მიეყვანათ და სახლური მეთოდებით ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას.სიკვდილამდე წერილი დაწერა,სადაც ამბობდა,რომ დახმარება სჭირდებოდა და ამას ვერავინ მიხვდა,შეყვარებულთან დაშორება მძიმედ გადაიტანა და ამას დამატებული სხვა პრობლემებიც მისთვის ზედმეტად რთული აღმოჩნდა... 12 სექტემბერს დილით ეზოში ხეზე მისი ცხედარი იპოვეს.მთელი სოფლისთვის საშინელი ტრაგედია იყო...ლუიზამ პროფესია შეიცვალა და ფსიქოლოგი გახდა...ის ეხმარება მათ,ვინც დახმარების თხოვნას ვერ ბედავს,ან თუ ბედავენ რწმუნდება,რომ ისინი მას ნამდვილად მიიღებენ...
-„ასე ვერაფერს გეტყვი,ჩემთან მოიყვანე,დაველაპარაკები.“-დიაგნოზის დასმას მოერიდა ქალი.-„წონაზე რამდენად ხშირად ჩივის?“
-სულ ლუიზა,ყოველ წამს ამაზე ლაპარაკობს.-ხმაში სევდა გაერია ქალს.
-„სანამ პასუხებს ვიტყოდე გამოკვლევაზე წაიყვანე,ანალიზები აუღე,მერე ჩემთან მოიყვანე.დავეხმარები.“-იმედისმომცემად ჟღერდა მისი სიტყვები თუმცა განა ეს ნამდვილად ასე იყო?
ამასობაში უტამ საკმარისი ფულიც იშოვა ევას ოცნების ასახდენად.უკვე ნაპოვნი ჰყავდა ადამიანი,რომელიც ევას წიგნის გამოცემაში დაეხმარებოდა და ამისთვის 10000ლარს ხარჯავდა.სამაგიეროდ მას ეყოლებოდა რედაქტორი და მთელი გუნდი,რომელიც მასთან ერთად იმუშავებდა იმისთვის,რომ წიგნი იდეალური ყოფილიყო...


***
-კარგად ხარ?-აეროპორტის კართან მდგომ ქალს გახედა,რომელიც დაბნეული აცეცებდა თვალებს.
-კი,უბრალოდ უცნაურია დაბრუნება,ხომ გესმის.-მხრები აიჩეჩა და მანქანისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.
-სახლში მიგიყვან და ცოტახნით გავალ,ევა უნდა ვნახო.
-ხო,რა თქმა უნდა,რამდენი ხნითაც გინდა,მე კარგად ვიქნები.-გაუღიმა კაცს და სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა.-ცოტას გამოვიძინებ.რომ მივალთ გამაღვიძე.-იმდენად იყო დაღლილი,რომ საუბრის თავიც კი არ ჰქონდა.მანქანა დაიძრა თუ არა გაითიშა და თან ისე ძლიერად,რომ ისიც ვერ გაიგო უტამ მკლავებში როგორ მოიქცია და კიბეებზე როგორ გაჭირვებით ადიოდა მასთან ერთად.როგორც სჩვევია საწოლი ქალბატონს დაუთმო და თავად უცებ შხაპი მიიღო,რომ ევასთან წასულიყო.
იმდენად იყო დაძაბული ამას სიტყვებით ვერ ახსნიდა.ვერ ხვდებოდა რა დააშავა და რატომ აიგნორებდა ევა მის ზარებს უკვე 1 კვირაა,მაგრამ უნდა გაეგო.დილამდე ვერ მოიცდიდა.ახლავე უნდა გაეგო...


***
-უტა?-გაოცებული მიაჩერდა კართან მდგომ კაცს თამუნა.
-გამარჯობათ...ვიცი,რომ გვიანია,მაგრამ ევა უნდა ვნახო.
-თავის ოთახშია,ალბათ სძინავს.
-გთხოვთ,ძალიან მნიშვნელოვანია...-არ ცხრებოდა კაცი.-უთხარით,რომ მასთან საუბარი მინდა და გარეთ ველოდები.
-ვეტყვი,მაგრამ ვერ დაგპირდები,რომ გამოვა.-თავი მძიმედ გააქნია და მისი ოთახისკენ აიღო გეზი.მანქანაზე მიყრდნობილმა სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და ცას ახედა.ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.თითქოს ნამდვილად სწორი მომენტი იყო,ზუსტად მისთვის შერჩეული...დღეს ყველაფერი უნდა ეთქვა...5 წუთიც არ იყო გასული კარი ხმაურით,რომ გაიღო და მისკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა თმაარეული ევა,რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა.
-ევა...-ფეხზე წამოდგა უტა.
-გამარჯობა.-მშვიდად ამოთქვა ქალმა.
-რა გჭირს ავად ხარ?
-ზოგადად ასე გამოვიყურები.-მხრები აიჩეჩა.
-მაიგნორებ თუ მეჩვენება?
-32 გამოტოვებული ზარი? ბოდიში მეძინა.
-რა გემართება?
-მე არაფერი.
-ევა.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-ტიროდი?
-ნუ სულელობ.-უხეშად მოიშორა მისი ხელები და ნაბიჯით უკან დაიხია.
-რა გჭირს ევა?დავაშავე რამე?
-არ გინდა თავის მოკატუნება...მინდა იქამდე დავასრულოთ სანამ პრობლემები იქნება.
-რა უნდა დავასრულოთ?
-ჩვენი მეგობრობა,რადგან მაინც...
-მანდ გაჩერდი!-შეაწყვეტინა კაცმა.-არ ვიცი თავი რა სისულელეებით გაქვს გამოტენილი,მაგრამ შეწყვიტე!
-ორივესთვის ასე ჯობია უტა,მე ვერ შევძლებ მეგობრობას.-სევდიანი ხმა ჰქონდა ქალს.
-ევა შენ ვერაფერს ხვდები...
-ეს შენ ვერ ხვდები რა მდგომარეობაში ვარ...ვერაფერს ხვდები...
-რას უნდა მივხვდე? უკვე ერთი კვირაა მაიგნორებ არარსებული მიზეზით.დარბაზში დავრეკე,მითხრეს,რომ არ მისულხარ.
-ზუსტად მაგ არარსებული მიზეზის გამო ერთი კვირაა საწოლიდან არ ავმდგარვარ და იმას ვგავარ,რასაც ახლა უყურებ!-დაუყვირა კაცს.
-გაწყენინე?დავაშავე რამე?
-არაფერი დაგიშავებია,უბრალოდ სულელი ვარ.-ტირილი სიცილში გადაეზარდა ქალს.-მართლა მეგონა,რომ შეიძლებოდა მოგწონებოდი...-სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა და იქვე კედელს მიეყრდნო.-თუმცა ეს ხომ სისულელეა.
-გაჩერდი.-ისევ შეაწყვეტინა კაცმა.-მათქმევინე.
-მერე ის გრძელფეხება დავინახე შენს გვერდით,მივხვდი,რომ კაცები ყოველთვის სხეულს აირჩევთ,მნიშვნელობა არ აქვს როგორი ბინძური სული შეიძლება იყოს ამ სხეულს მიღმა.
-ევა გაჩუმდი!-პირზე ხელი ააფარა ქალს.-მოიცა...შენ რა...შენ რა ეჭვიანობ?-გაეცინა როგორც კი ფაქტები ერთმანეთთან დააკავშირა.
-გაცნობის წამიდან ჩემს თავში ხარ,აქედან არსად მიდიხარ გესმის?ვეცადე გონება სხვა რამისკენ მიმემართა,მაგრამ არ გამოდის...გული მხოლოდ შენთან ყოფნას ითხოვდა...ვიცი,რომ იგივეს არ გრძნობ და არც გადანაშაულებ,რადგან სარკეში მე თავადაც ვერ ვუყურებ საკუთარ თავს და შენ რატომ გენდომება ჩემი ყურება,თანაც...
-ვისურვებდი ყოველ დილით გაღვიძებისას შენს სილუეტს ვხედავდე საწოლის მეორე მხარეს...ვხედავდე როგორ ამზადებ საჭმელს საღამურების ამარა,ან როგორ ზიხარ აივანზე და შენთვის ძვირფასს პერსონაჟებს როგორ ქმნი კალმის საშუალებით.-გააწყვეტინა ქალს.-ერთი სიცოცხლე არ მეყოფა იმისთვის,რომ შენ მიყვარდე ევა...არავინ და არაფერი სხვა არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში...ერთადერთი,რაც ამ ცხოვრებაში მინდა შენ ხარ!-დაბნეული ალაპარაკდა და თვალებში ჩააცქერდა ქალს.
-რა თქვი?-გაოცებული უყურებდა მის წინ მდგომ კაცს.
-მიყვარხარ ევა!-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და საყვარელი ქალის ტუჩებს მთელი გრძნობით წაეტანა...წლები გაატარა იმაზე ფიქრში,რომ მისთვის სასურველ ქალს ვერასოდეს იპოვნიდა.ვერასოდეს შეიყვარებდა ვერავის ისე,როგორც მეორე ნახევრები უყვართხოლმე,მაგრამ გამოჩნდა ის ცისფერთვალება ევა,რომელსაც თავიდან ვერ იგდებდა...დანახვის წამიდან გულში ჩაუვარდა და მის გარეშე ყოფნაც კი ვერ წარმოედგინა...
-უტა...-მის სხეულს სულ ოდნავ მოშორდა ქალი და თვალებში ჩააცქერდა.
-მიყვარხარ!-გაუმეორა ისევ და შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო.-არ მოგცემ უფლებას,რომ თავს ასე მოექცე.
-მეშინია უტა...
-შემომხედე.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-გგონია გაწყენინებ? გგონია ცუდად მოგექცევი?თუ ამას ფიქრობ იცოდე,რომ მსგავსი არასოდეს...
-არა.-შეაწყვეტინა ქალმა.-შენ მიდიხარ...
-ამაზე ნუ იფიქრებ კარგი?წლობით არსად არ წავალ თუ მეცოდინება,რომ შენ ჩემს გვერდით ხარ.
-ახლა რა იქნება?
-პირველ რიგში შენგან პასუხები მჭირდება...
-რა პასუხები?
-გინდა თუ არა ჩემთან ყოფნა?
-არ ვიცი ეს როგორ გამოვა...
-ევა,უბრალოდ მითხარი გინდა თუ არა და დანარჩენს საკუთარ თავზე ვიღებ,მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ შენ ბედნიერი იყო...
-არ მინდა,რომ წახვიდე,მინდა რომ სულ აქ იყო.-პატარა ბავშვივით ჩაიბურტყუნა და სხეულზე მთელი ძალით მიეკრო.
-ჩემს წასვლაზე ნუ იფიქრებ რა,თუ მიზეზი მექნება,რომ დავრჩე არსად არ წავალ.
-ანუ დარჩები?
-ევა ჩემს გვერდით ყოფნა გინდა?-მშვიდად გაუმეორა კითხვა ქალს.
-მინდა.-ძლივს ამოთქვა და ისევ სხეულზე მიეკრო.ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო მისთვის...გრძნობდა როგორ უცემდა დადვანს გული და ხვდებოდა,რომ მისი გული ახლა მხოლოდ მისთვის ძგერდა.უფრო მეტად მოუნდა,რომ უკეთესი გამხდარიყო,უნდოდა,რომ კარგად ყოფილიყო და უტას გვერდით დაბერებულიყო ისე,როგორც ფილმებში,მაგრამ შეძლებდა ამას?მისი მდგომარეობა ამდენად მარტივი იყო?ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებდა...


***
დიდიხანია ევა ასეთი ბედნიერი არ ყოფილა.დილით ადრე ადგა და დედას საუზმე მოუმზადა,სარბენად გავიდა,თავადაც ისაუზმა და ადამიანს დაემსგავსა.ფანჯრები გააღო,რომ სახლში ჰაერს ემოძრავა,თეთრეული გამოცვალა და ოთახის დიზაინი დილის 8 საათზე თითქმის მთლიანად შეცვალა.ბედნიერი ადამიანის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა...
დედამისი უნდა გენახათ,როგორ უბრწყინავდა თვალები შვილს ბედნიერს,რომ ხედავდა.არაფერი უკითხავს ევასთვის,მაგრამ იცოდა,რომ უტას დამსახურება იყო.თუმცა ეს ყველაფერი სიხარულთან ერთად აშინებდა კიდეც...რა მოხდებოდა ურთიერთობა,რომ არეოდათ?ფაქტობრივად მოსიარულე ნაღმი იყო მათი ურთიერთობა,რომელსაც ევა ვერ გადაურჩებოდა...
დადვანი უნდა გენახათ,მთელი ღამე არ ეძინა და გული ისე უცემდა თითქოს სასკოლო რომანი დაიწყო.ბედნიერი იყო...ალბათ ყველაზე ბედნიერიც კი ამ ქვეყნად,მაგრამ ეშინოდა...დიახ ეშინოდა იმის,რაც გუშინ ევას თავს ხდებოდა...ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყო,რომ არაფერი გაეფუჭებინა და მისთვის გული არ ეტკინა...რა თქმა უნდა,გამიზნულად ამას არასდროს გააკეთებდა,მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში...


***
-აქამდე რატომ არ მითხარი?-გაუწყრა მეგობარს ნიკა.
-თითქოს გიორგის მხარეს არ იყავით ყველა.-თვალები მობეზრებულად აატრიალა უტამ.-რომ მეთქვა მაქსიმუმ გიორგი გაგიჟებულიყო და მუშტების ქნევა დაეწყო,ტყუილად დრამების დრო არ მქონდა,რადგან არ ვიცოდი ევა რას გრძნობდა,ახლა ვიცი და მაგისთვისაც მზად ვარ.
-გიჟი ხარ ბიჭო?მოდი აქ.-გადაეხვია მეგობარს.-შენზე უკეთესთან მაინც ვერ იქნებოდა,მიხარია თქვენი ამბავი.
-პირველად შენ რატომ გითხარი ხვდები?-ცერად გახედა მეგობარს უტამ.
-რატომ?
-მინდა,რომ გიორგი გააფრთხილო...ევასთან რამეს თუ კიდევ მიქარავს მოვკლავ.
-გიორგი ნუკისთანაა ხომ იცი.
-აქამდე ეს არ აჩერებდა.-ძველი ამბები გაახსენა.-კიდევ რომ აწყენინოს ან თუნდაც მის სიახლოვეს ხმამაღლა ამოისუთქოს წასულია მაგის საქმე.
-უტა დამშვიდდი,გიორგი ევას არაფერს დაუშავებს.
-მისთვისვე აჯობებს,რომ ასე იყოს.-მშვიდად ჩაილაპარაკა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.-ახლა მეორე საკითხი.ელენე დაბრუნდა,ცოტახნით ჩემთან დარჩება,არ მინდა,რომ გიორგი ფეხებში მოედოს,მიშოზე არ ელაპარაკოთ,ზედმეტად წარსულსაც ნუ ჩაუღრმავდებით.ახლიდან ცდილობს ფეხზე დადგომას და ადვილი არ არის მისთვის.
-ჩვენი ელე დაბრუნდა?
-ჰო დაბრუნდა...
-ვახ ბიჭო...მიშოს ამბავი გუშინდელი დღესავით მახსოვს,ვერ მოვინელე,რაც მოხდა.
-ვერც ელენემ.-მშვიდად ამოთქვა და ჰორიზონტს გახედა.-ძალიან უჭირს,მიშოსთან მივიყვანე დღეს,მთხოვა მარტო დამტოვეო,წლებია არ უნახავს...თითქოს ყველა ჭრილობა ახლიდან გაეხსნა...
-საღამოს შევიკრიბოთ,კოტეს ძალიან გაუხარდება მისი ნახვა...
-არამგონია ელენეს ეს უნდოდეს...ისევ გაბრაზებულია თქვენზე...
-მიშოსთან ერთად ელენეც დავკარგეთ მაგ დღეს...მეგონა დაივიწყებდა...
-ღალატს არ ივიწყებენ ნიკა,შენ არჩევანი გქონდა და გიორგის გვერდით დადექი.
-მეგობარს ვჭირდებოდი უტა!-ტონი აიმაღლა კაცმა.
-ვიცი,მეც ვჭირდებოდი მეგობარს და მის გვერდით დავრჩი.-მშვიდად უპასუხა კაცს.-ევას უნდა შევხვდე,თუ რამე დამირეკე.-მეგობარს მხარზე ხელი დაადო და იქაურობას ნელი ნაბიჯით გაეცალა...



***
-დედაშენს უთხარი?-მაშინვე დაინტერესდა უტა.მართალია დიდები იყვნენ,მაგრამ უნდოდა,რომ ევას დედას ყველაფერი სცოდნოდა.
-არა,მაგრამ მიხვდა.არაფერს მეკითხება.
-მინდა,რომ იცოდეს კარგი?არ მინდა,რომ ვუმალავდეთ და ისევ მეგობრები ვეგონოთ ან რაიმე მსგავსი.
-ისედაც იცის,მაგრამ ვეტყვი უტა,ნუ ნერვიულობ.-თბილად გაუღიმა კაცს.-დარბაზში როდის ვბრუნდებით?
-ევა...ხომ იცი,რომ არ გჭირდება?-ყოყმანით წამოიწყო საუბარი,ეშინოდა მისი რეაქციის.
-უტა ვიცი,რომ შენ და ჩემს მეგობრებს ასეთიც გიყვარვართ,მაგრამ მე არ მიყვარს საკუთარი თავი,მინდა,რომ რაღაც შევცვალო და მინდა,რომ შენ დამეხმარო,ამიტომ გთხოვ ამაზე ნუ ვილაპარაკებთ...
-კარგი,როგორც გინდა.-ხელზე ნაზად აკოცა ქალს და თვალებში ჩააცქერდა.-მენატრებოდი.
-რომ გითხრა მე არათქო დამიჯერებ? მგონი ჩემი გუშინდელი ლუქი ყველაფერზე მეტყველებს.
-ამაზეც მინდოდა საუბარი.-გაახსენდა მაშინვე.-ევა მე და შენ ზრდასრული ადამიანები ვართ,მაგრამ შენ არ ლაპარაკობ...მინდა,რომ მელაპარაკო.
-ისედაც ვლაპარაკობთ უტა.
-არა.-თავი გააქნია კაცმა.-მინდა მითხრა თუ რაიმე გეწყინება ჩემგან,თუ რაიმე არ გესიამოვნება ან თავს ცუდად იგრძნობ.მინდა მესაუბრო და მითხრა რა გაწუხებს.არ მინდა,რომ თავს ავნო გესმის?შენი ერთი სიტყვა საკმარისია იმისთვის,რომ ჩემს გადაწყვეტილებებზე დავფიქრდე და რაღაც შევცვალო.არ გჭირდება,რომ მომერიდო და შენთვის გულში შეინახო ის,რაც გაწუხებს...
-გუშინდელ მდგომარეობას არ დავუბრუნდები უტა,უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო...
-მინდა,რომ მენდობოდე კარგი?
-ისედაც გენდობი.
-უნდა იცოდე,რომ ისეთს არასოდეს არაფერს გავაკეთებ,რომ შენ გაწყენინო.
-ვიცი.-თავი მშვიდად დაუქნია ქალმა.-შეიძლება რაღაც გკითხო?
-ჰო,რა თქმა უნდა,გისმენ.
-ის გოგო...ელენე ვინ არის?
-მითხრა,რომ იეჭვიანებდი.-გაეცინა დადვანს.-მეგობარია,თან საკმაოდ დიდი ხნის.
-მხოლოდ მეგობარი?
-ჩემს ძმაკაცს ხვდებოდა წლების წინ...არ ვიცი სახლში დაგინახავს თუ არა ფოტო,მისაღებში კარადაზე დევს,იმ ფოტოზე ყველა ერთად ვართ,მე,კოტე,ნიკა,გიორგი და მიშო...
-შევამჩნიე,მაგრამ არ დავკვირვებივარ,არც არასდროს მსმენია მასზე.
-22-ის რომ ვიყავი მაშინ დაიღუპა...-სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა.
-უტა თუ არ გინდა არ მომიყვე.-მისი რეაქციიდან გამომდინარე მალევე მიხვდა,რომ ძალიან უჭირდა ამაზე საუბარი.
-მინდა,რომ იცოდე.-მისი ხელი ხელებში მოიქცია და განაგრძო.-ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც ჩვენ ყველა ვმეგობრობდით გიორგის სულელური აკვიატება ჰქონდა...მამამისის მანქანას იპარავდა ღამ-ღამობით და რბოლაში მონაწილეობდა.სულ იგებდა და მთელი ფული მას რჩებოდა.ყველას ეზიზღებოდა ვინც რბოლაში მონაწილეობას იღებდა,ყველას მისი სიკვდილი უნდოდა.ბევრი ვეცადეთ,მაგრამ ჭკუაზე ვერ მოვიყვანეთ.თან სვამდა,სულ ჩხუბობდა.უნივერსიტეტში ერთ ბიჭს ბოთლი დაალეწა თავზე და ლამის დაიჭირეს.მამამისმა მანქანაზეც გაიგო და მაგრად გაუბრაზდა. 19-20 წლის ბიჭები ვიყავით,ნუ იდეაში მე 22ის ვიყავი,მაგრამ დანარჩენები მაგ ასაკში რა.ერთ დღეს ბარში ისეთი ჩხუბი ატეხა ყველა გისოსებს მიღმა ვიყავით 3 დღე. ერთ საკანში ვისხედით მე და გიორგი და ლამის შემომაკვდა იმდენად ვიყავი გაბრაზებული...ნელ-ნელა შორს ვიჭერდი თავს,მაგ ამბის მერე დიდად აღარც ველაპარაკებოდით ერთმანეთს.მერე ნიკასთან და კოტესთან მოუვიდა ჩხუბი და დაახლოებით ერთი თვე ასე მარტო დაიარებოდა.მხოლოდ მიშო აქცევდა ყურადღებას,ჩვენი ძმაა რა ვქნა ასეთია და მაგის გამო ხომ არ მივაგდებო.ელენე სულ ეჩხუბებოდა მიშოს,ერთ დღესაც რაიმე შარს გადაგყრისო,მაგრამ მიშო გიორგის არ ტოვებდა.ერთ დღეს მიშოს ნაცნობმა დაურეკა ალავერდელი ისევ მოვიდა და გალეშილი მთვრალიაო.ყველას აგინებდა და მანქანით წინ და უკან დადიოდა.მიშო მაშინვე მასთან წავიდა. გზიდან დაგვირეკა,მაგრამ როცა მივედით უკვე გვიანი იყო...ხელებში ჩააკვდა გიორგის...ექიმებმა ვერაფერი უშველეს...მის ცხედარს ჩახუტებული იჯდა და ხელიდან ვერ ვგლეჯდით...მახსოვს ელენეს კივილი ყველაფერს,რომ აზანზარებდა...გიორგის ადანაშაულებდა და ცხადია დამნაშავეც იყო...მას შემდეგ ბიჭები გიორგისთან დარჩნენ,მე ელენე სიტუაციას გავარიდე და ამით ჩემსა და ბიჭებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა.ელენესთან კონტაქტი სულ მქონდა,ვწერდი და ვურეკავდი,მაგრამ წლებია არ მინახავს...თურქეთში ცხოვრობდა და რადგან იქ ჩავედი ჩემთვის დროც გამონახა,მაგრამ ახლა აქ არის...დაბრუნდა და სანამ სახლს იპოვის დროებით ჩემთან რჩება...ჩემი მეგობარია და ჩემი ძმის ოჯახის წევრი,მინდა,რომ იცნობდე.დამიჯერე,მარტივად შეეწყობი და შენც შეგიყვარდება.
-გიორგი ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს.-ცრემლიანი თვალებით გახედა კაცს,ფეხზე წამოდგა და მაშინვე მის გვერდით ჩამოჯდა,რომ ჩახუტება შესძლებოდა.
-ეს დიდი ხნის წინ იყო ევა,შენ ამაზე არ იდარდო კარგი?-თმაზე ეფერებოდა დადვანი.-უბრალოდ მინდა იცოდე რატომ არის ჩვენს შორის ხიდი ჩატეხილი და რატომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს.
-ძალიან ვწუხვარ მიშოს გამო.
-არაუშავს პატარავ,სულ ჩემთან არის ვგრძნობ,თითქოს შევეგუე კიდეც.
-შენ,რომ რამე დაგემართოს გიორგის გამო მოვკლავ...-თავისთვის ჩაილაპარაკა.
-არაფერი დამემართება.-ხელები ძლიერად მოხვია კაცმა.-აწი ყველაფერი კარგად იქნება გესმის?-ამშვიდებდა ქალს და მართლა ფიქრობდა,რომ წინ ამაზე უარესი აღარაფერი ელოდა...


***
-გიორგი სახლშია?-ნუკისთვის ზედაც არ შეუხედავს ისე იკითხა ელენემ.
-ელენე?-გაოცდა ქალი.-აქ რას აკეთებ?
-უთავმოყვარეო ქალებთან საუბარს არ ვაპირებ.-უხეშად მიუგო და კითხვა გაუმეორა.-სახლშია?
-ელენე?-მალევე გამოჩნდა ალავერდელი ჰოლში.-როდის დაბრუნდი?ან…ან მანდ რატომ დგახარ?შემოდი.
-შენთან სალაპარაკო მაქვს!
-შემოდი და ვილაპარაკოთ.
-აქ არა,ქვემოთ დაგელოდები.-მოკლედ მოუჭრა,უემოციოდ აათვალიერა ნუკის სილუეტი და კიბეებზე ჩაირბინა…ვერავინ წარმოიდგენდა რა ნერვების ფასად უჯდებოდა გიორგისთან ერთად ერთ მანქანაში ჯდომა,ან მასთან საუბარი.მისი სახის ყურება და იმაზე ფიქრი,რომ მიშო ამ კაცის გამო აღარ ჰყავდა.
-მიხარია,რომ დაბრუნდი.-უხერხული სიჩუმე დაარღვია კაცმა.
-უტამ დამარწმუნა,რომ ასე აჯობებდა,დროებით მასთან დავრჩები,მარტოობას ვერ ვეგუები...მგონი უკვე დრო იყო არა?
-სახლში დიდი ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყავი ელე...
-ასე არ დამიძახო!-თავი ძლივს შეიკავა,რომ არ ეყვირა.-არ გაქვს უფლება ის სახელი დამიძახო,რომელსაც მეგობრები მეძახიან,ჩვენ მეგობრები არ ვართ!
-დამშვიდდი კარგი?არ არის აუცილებელი ყველაფერში ცუდი ეძებო.
-იცი რამდენჯერ მიფიქრია,რომ დავბრუნდებოდი რა მოხდებოდა?თუმცა ეს ყველაზე საშინელი სცენარია!
-ელე...
-ასე ნუ მეძახიმეძთქი!-მთელი ძალით დაარტყა საჭეს ხელი და სისწრაფეს უმატა.
-გააჩერე მანქანა და სადმე ვილაპარაკოთ,მშვიდ ადგილას...
-რატომ?სიკვდილის ხომ არ გეშინია ალავერდელო?თუ არ გეჩქარება,რადგან მამა ხდები?-ირონიას არ აკლებდა ქალი.
-ჩემს მოკვლას აპირებ?-გაეცინა კაცს.-ალბათ გათვლილი გაქვს,რომ შენც მოკვდები არა?
-გათვლილი,რომ მაქვს იმიტომაც ვაჭერ მე ფეხს გაზის პედალს და შენ მეორე მხარეს ზიხარ...
-ელენე მართლა ხომ არ...
-იცი მიშოსაც ეყოლებოდა შვილი...-ძლივს ამოთქვა ქალმა.-მასაც ეყოლებოდა პატარა გოგონა,არ ბიჭი,რომელსაც სკოლაში წაიყვანდა,ეთამაშებოდა...მაგრამ შენ ყველაფერი გააფუჭე...
-წლებია ამ დანაშაულით ვცხოვრობ ელენე...
-პრობლემა ის არის,რომ შენ ისევ ცხოვრობ გიორგი!შენ ისევ სუნთქავ!
-ყოველდღე ვნატრობ,რომ მის მაგივრად მე ვიწყვე იმ საფლავში ელენე...-ხმა დაუმძიმდა კაცს.-უბრალოდ მე იმას ვერ შევცვლი,რაც მოხდა...
-შენ ყველაფერი დაანგრიე...მიშო მოკალი და მეგობრები ერთმანეთს დააშორე...
-მიშო მე არ მომიკლავს ელენე,რა სისულელეებს ლაპარაკობ?-გაოცდა კაცი.
-სიკვდილის გეშინია?
-მე იმის მეშინია,რაც შეიძლება შენ დაგემართოს...თუ გინდა,რომ მოვკვდე მანქანიდან გადადი და ამას მარტო გავაკეთებ.
-ნაცნობი გზაა არა?-ოდნავ ჩაეღიმა ქალს და ცრემლები მარცხენა ხელის გულით მოიწმინდა.
-დაე ორივე მოვკვდეთ და ამით დასრულდეს ეს ყველაფერი...
-გააჩერე ელენე მანქანა!-დაუყვირა კაცმა.-ოღონდ შენ არაფერი დაგემართოს,მე თავად დავამთავრება ამას.მიშომ შენი მიხედვა დამავალა,შენც ვერ დაგკარგავ გესმის? გააჩერე ეს დედამო**ნული მანქანა!
-შენ მართლა გგონია,რომ სიცოცხლე მინდა? ამდენი წელი გავიდა,მაგრამ ჩემი გული მიშოს გარეშე არ ფეთქავ გიორგი...მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა და დღეს...დღეს,როდესაც მის საფლავზე ვიყავი ვიგრძენი სინამდვილეში,რამდენად მენატრებოდა და ვიცოდი,რომ მასთან წასვლის დრო იყო...
-ხომ არ გაგიჟდი?
-სიყვარული სისულელეებს გვაკეთებინებს გიორგი...
-ელენე...
-შენ დაიმსახურე...დაიმსახურე,რომ მოკვდე...
-ელენე...-ხმაში მუდარა გაურია კაცმა.შეშინებული იყო,მაგრამ არა საკუთარი თავის,არამედ ელენეს გამო.იცოდა,რომ ისიც დაიღუპებოდა...ეშინოდა ნუკის და ბავშვის გამო,რადგან ახსოვდა ელენეს განწირული კივილი მიშო,რომ დაიღუპა...ახსოვდა სისხლდენით,რომ გადაიყვანეს საავადმყოფოში და აცნობეს,რომ საყვარელ კაცთან ერთად ბავშვიც დაკარგა...არ უნდოდა ეს ნუკისაც განეცადა...
-500 მეტრი იქნება ის კედელი არა?-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და გაზის პედალს ფეხი ბოლომდე მიაჭირა...
-არ ქნა ელე გთხოვ.დედაშენზე იფიქრე,მიშო რას იტყოდა?სხვებზე არ ფიქრობ? მომეცი უფლება თავად გავაკეთო...
-მიშოს ჩემი ნახვა გაუხარდებოდა...-თითქოს წამით მისთვის დროც კი გაჩერდა.თვალები დახუჭა და სხეული მოადუნა.ახსენდებოდა მისი და მიშოს ცხოვრება და ბევრად უფრო ბედნიერი იყო,ვიდრე მანამდე.ერთადერთი რაზეც ფიქრობდა მისი ნახვა იყო,თუმცა რის ფასად?მკვლელი ხომ არ იყო?ადამიანის მოკვლა ხუმრობა ხომ არ არის?განა შეეძლო ამდენად შორს წასვლა?
-შენ სიკვდილი დაიმსახურე,მაგრამ მიშოს ეს არ ენდომებოდა!-დაუყვირა მთელი ხმით და სასწრაფოდ დაამუხრუჭა,თუმცა დროულად მაინც ვერ მოასწრო მანქანის გაჩერება და კედელს მსუბუქად შეეჯახა...
-კარგად ხარ ელე?-შეშინებულმა აწია თავი ალავერდელმა და ელენეს გახედა.
-მეზიზღები!-გაჭირვებით შეიხსნა ღვედი და კარი გააღო,რომ მანქანიდან გადასულიყო.-ვისურვებდი უბრალოდ სისხლიან სახეზე მეტი გჭირდეს!-გახეთქილი შუბლიდან მდინარესავით ჩამოსდიოდა სისხლი ალავერდელს.ელენეს სილუეტის გარჩევა უჭირდა,თუმცა მაინც შენიშნა მანქანიდან როგორ გადავიდა და მანაც გააღო კარი,რომ გადასულიყო.
-ელენე!-მოესმა დადვანის ყვირილი და თითქოს თავს მოდუნების უფლებაც მისცა,იცოდა,რომ უტა დაეხმარებოდა ამიტომ მთლიანად მოეშვა და მუხლებზე დაეცა მანქანის უკან...
-ვერ შევძელი უტა...მიშოს არ ენდომებოდა მისი სიკვდილი...-მის მკლავებში მოექცა ქალი და თავი მკერდზე მიაყრდნო...-მინდოდა,რომ მომეკლა,მაგრამ არ შემიძლია...
-გიორგი კარგად ხარ?-სასწრაფოდ მისკენ გაიქცა ევა და მის წინ ჩაიმუხლა.-შემომხედე კარგად ხარ?
-ჩემი ბრალია...-მშვიდად ამოთქვა კაცმა და მხარზე თავი დაადო.-მეც ვიცი,რომ დამნაშავე ვარ...
-რამე გტკივა ელე?-სახიდან თმა გადაუწია ქალს.-რამე დაგიშავდა?
-ნეტავ მოვკვდე უტა...არ შემიძლია...-სხეულზე ეკრობოდა ქალი და სუნთქვა უჭირდა...ასე უტას მკლავებში იპოვა შვება იმ საზარელი წამების შემდეგ...
-გიორგი შემომხედე.-თავი ააწევინა კაცს.-ჭრილობა უნდა გაიკეროს.
-ელენე კარგად არის?-ცერად გახედა დადვანის სხეულს მიღმა დამალულ ქალს.
-კარგად არის...
-საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთ.
-კარგად ვარ ევა,ნუ დარდობ…ალბათ დავიმსახურე.-სიცილით თქვა ბოლო სიტყვები.
-ხომ არ გაგიჟდი?
-მასთან ერთად არსად წამოვალ უტა!-დაიყვირა ელენემ.
-უტა ელენე წაიყვანე,გიორგის მე წავიყვან.-ამაყად განაცხადა ევამ და მობილური მოიმარჯვა.
-როგორ აპირებ მის წაყვანას?
-ტაქსს გამოვიძახებ.წადი შენ.-ანერვიულებულმა ძლივს მიუგო და მობილური მოიმარჯვა.
-დამირეკე სად იქნები კარგი?-ქალს შუბლზე აკოცა უტამ.-მიყვარხარ.
-დაგირეკავ.
-ერთად ხართ?-გაეცინა ალავერდელს და ფეხზე წამოდგომა სცადა.
-ახლა ამაზე არ უნდა დარდობდე…
-არც ვდარდობ,ვიცოდი,რომ უნდოდი.ყოველთვის ის გოგოები უნდა,რომლებიც მე…
-მოკეტე!-თვალები დაუბრიალა კაცს.-შენ არანაირი უფლება არ გაქვს…
-არ უპასუხე.
-რა?
-არ უპასუხე,როცა გითხრა მიყვარხარო.
-ნუ სულელობ…
-იმიტომ ხომ არა,რომ იეჭვიანე?მეც ვიეჭვიანებდი ისე ეხუტებოდა ელენეს.
-რა ჯანდაბა გემართება?-ხელი უხეშად აუკრა კაცს.
-უტა ყოველთვის ასეთი იყო,ყოველთვის ყველა ყავდა…გგონია მარტო შენთან იქნება?შენი დაცვა მინდოდა…საქართველოში გგონია ელენე სამეგობროდ დააბრუნა?თან თავისთან აცხოვრებს.-სიცილს ვერ იკავებდა კაცი.
-რა?-გაოგნებულმა გახედა კაცს.
-არ იცოდი?მასთან ცხოვრობს.
-გეყოფა!
-რეალურად,რომ შევხედოთ მრავლობით ურთიერთობაში ხარ,მაგრამ თუ ეს გინდოდა გილოცავ.
-ადექი.-ხელზე მოქაჩა კაცს.-ტაქსი მოვიდა ადექი!
-იცი ყველაზე სასაცილო რა არის?იმ ღამეს მე მიშოსთვის არც კი დამირეკავს.თავისით მოვიდა და რამდენიმე წამში დალია სული,ყველა მე მაბრალებს არადა მე არც კი დამირეკავს გესმის?-სიცილს ვერ წყვეტდა ალავერდელი.
-ახალი გარეცხილი მაქვს მანქანა.-ამოიფრუტუნა კაცმა.-სკამზე ხელებს ნუ წაუსვამთ.-უკმაყოფილოდ გახედა სარკიდან და მანქანა ადგილს მოწყვიტა…


***
-როგორ არის?-სირბილით წავიდა მისკენ ნუკი.
-კარგად არის,თავი აქვს გატეხილი სხვა არაფერი.
-ძალიან შემეშინდა,მეგონა რამე მოხდებოდა…-სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ქალმა ხელი.
-ნუ ნერვიულობ,კარგია,რომ უტას დაურეკე,ორივე კარგად არის…
-შეიძლება ვნახო?
-ხო,ექიმმა მითხრა შეგიძლიათ შესვლაო,იქ არის.-ხელით კარისკენ ანიშნა და თავად მობილური მოიმარჯვა.-ახლა დაადეს ნაკერები,კარგად არის.ელენე როგორაა?
-ძლივს დავამშვიდე,წამალი მივეცი,დაიძინა…მოსვლა მინდა,მაგრამ არ ვიცი მარტოს როგორ დავტოვებ…
-მასთან იყავი,ბიჭები გზაში არიან,აქ საკმაოდ ბევრი ხალხია ისედაც.
-მანდ არ დარჩე კარგი?არ მინდა მაგ იდიოტის გვერდით იყო.
-დანარჩენებს ველოდები და წავალ,აქ არ ვრჩები ნუ დარდობ.
-შენ კარგად ხარ?
-ცოტა შემეშინდა,მაგრამ არაფერია,დაძინება მინდა.
-ბიჭებს ნუ დაელოდები ევა…
-უტა რაღაც მინდა,რომ გკითხო…-ყოყმანით წამოიწყო საუბარი.
-გისმენ მითხარი.
-ბიჭები მოვიდნენ,მერე ვილაპარაკოთ.ღამემშვიდობისა.-უცებ მიაყარა და ზარი დაასრულა…-რა უნდა ეკითხა?ელენეს სად სძინავსო?რა სისულელეა,ის ხომ მისი მეგობრის შეყვარებული იყო,უტა ამას არასდროს იკადრებდა,მაგრამ ის გრძნობა,რომ მისთვის არასაკმარისი იყო თავს არ ანებებდა და აიძულებდა ამაზე ეფიქრა.ისევ ის შეგრძნება დაეუფლა,თავს რომ ვერ აკონტროლებდა…პირზე ხელი იტაცა,მეგობრებს გვერდი აუარა და საპირფარეშოსკენ სირბილით წავიდა…
-ევა კარგად ხარ?-უკან გაყვნენ გოგონები.
-უბრალოდ ერთი წუთი მომეცით.-მუხლებზე მდგომი,უნიტაზის კიდეს ეყრდნობოდა,რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა.ცრემლები უნებურად მოსდიოდა თვალებიდან და მთელი სხეული უკანკალებდა.არ იცოდა ამას როგორ უნდა გამკლავებოდა და უკვე ძალიან ეშინოდა…
-ევა რა გემართება?დაგველაპარაკე.
-საჭმელმა მაწყინა…დღეს დილით ავოკადო ვჭამე,ცოტა შავი იყო და ვიფიქრე არაუშავსთქო.-გამოსძახა კარს მიღმა მდგომ მეგობრებს.
-ევა როგორ გვაშინებ,ბარემ აქ ვართ მიდი ექიმთან.
-კარგად ვარ,უბრალოდ მოვიწამლე.
-ეს მერამდენე შენთხვევაა...-ნიშნისმოგებით თქვა მარიკამ და ანიტას გახედა.-რამე უნდა ვქნათ.-უჩურჩულა მეგობარს.
-გაჩერდი არ გაიგოს.-მხარი გაკრა ქალს.
-კარგად ვარ და გაფითრებული სახეები გაქვთ.-კაბინიდან გამოსულმა აათვალიერა მეგობრები.
-ევა იქნებ ექიმი გენახა...
-არაფერია ხომ გითხარით.-ღიმილით გახედა ორივეს.-ტაქსი უნდა გამოვიძახო დაღლილი ვარ.გიორგისთან ხვალ მოვალ.
-თავს გაუფრთხილდი ევა,ვნერვიულობთ...
-მიყვარხართ ორივე,წავედი.ბიჭებს ჩემს მაგივრად დაემშვიდობეთ.-ორივეს გადაეხვია და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა...



***
ყოველი ამოსუნთქვა მძიმე იყო ევასთვის.ვერავინ ხვდებოდა რეალურად რა ემართებოდა.თავადაც ვერ არკვევდა რა იყო მიზეზი ამ მდგომარეობაში ყოფნის და ეს უფრო აგიჟებდა.რატომ არ შეეძლო საკუთარი თავი ჰყვარებოდა?რატომ არ იყო სიყვარულის ღირსი? ტაქსში მყოფი საკუთარ სიმპტომებს გუგლში წერდა იმის იმედად,რომ რაიმე ხელჩასაჭიდს იპოვნიდა,თუმცა ამის მაგივრად ყველაზე საშინელი დიაგნოზი დაისვა. ბულემია...დეპრესია...ცრემლები ხელის გულით მოიწმინდა და ჰორიზონტს გახედა. არ შეიძლებოდა...ეს ვერ იქნებოდა სიმართლე და არც უნდოდა ასეთი ყოფილიყო.უბრალოდ საკუთარი სხეული არ მოწონდა,ეს იმას არ ნიშნავდა,რომ ავად იყო...არ შეიძლებოდა რომ სიმართლე ყოფილიყო...ის ხომ მხოლოდ 21 წლის გოგო იყო...
ატირებული გადმოვიდა მანქანიდან და სახლისკენ სირბილით წავიდა.იცოდა დედამისს უკვე ეძინა,ამიტომ პირდაპირ ოთახში შევიდა და საწოლს შეაფარა თავი.უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო და არავის უნდა გაეგო რა ხდებოდა მის თავს,მერე ალბათ ყველაფერი კარგად იქნებოდა...


***
-არა მართლა ძალიან შეგვაშინე.-მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა კოტემ.-კარგია,რომ მარტო გატეხილი თავით გადარჩი.
-მე ელენეზე უფრო ვდარდობდი,მიხარია,რომ კარგადაა.
-სად არის მართლა?ვნახავდით ჩვენც.
-უტასთან სახლში.-წამოროშა გიორგიმ და ევას ნაძალადევად გაუღიმა.
-შენთან რჩება ტო?-გაკვირვებულმა გახედა ნიკამ.-მეგონა თავისებთან წავიდოდა.
-წავა კიდეც,მაგრამ ჯერ სად ეჩქარება.-გაიკვირვა უტამ.-ცოტახნით აქეთ იქნება.
-პატარა სახლი,რომ გაქვს მაგიტომ გვიკვირს უტა,სტუმარს დივანზე ხომ არ დააძინებ.-აგრძელებდა გიორგი.
-სტუმარს მშვენივრად სძინავს საძინებელში,რადგან ასეთი დაინტერესებული ხარ გეტყვი,რომ მე მძინავს დივანზე.-ცერად გახედა აჭარხლებულ ევას და ხელზე ნაზად აკოცა.
-ნუკი რატომ არ წამოიყვანე?
-ისე მეუბნები გეგონება სულ ჩემს ჭკუაზე დადიოდეს.-თვალები მობეზრებულად აატრიალა.-გუშინ ვიჩხუბეთ და დღეს ასე მითხრა სულაც ნუ მოხვალ უკანო.-სასაცილოდ არ ეყო ალავერდელს.-საკუთარი სახლიდან გამომაგდო.
-კარგია,ჭკუას ისწავლი.-კვერი დაუკრა ევამ.
-ქალების კოალიციას არ ვართ კარგი?
-ხომ არ შეგეშინდა?
-იმდენად,რომ ახლა წავალ და სახეზე წყალს შევისხამ.-სახე პატარა ბავშვივით დამანჭა და საპირფარეშოსკენ წავიდა...
-საბოლოოდ დალაგდით?-მოათვალიერა სახლი დადვანმა.
-დილით ევა ძალიან დამეხმარა,სამზარეულოს ჭურჭელი სულ ამოვალაგეთ.-მეგობარს გაუღიმა მარიკამ.-7 საათიდან ჩემთან არის და ვალაგებინებ.
-არაუშავს,აბა რისთვის ვარ.
-საძინებელს თავად მივხედავ და მისაღებისთვის დეკორაციები არ მიყიდია,დანარჩენი დამთავრებულია.
-კოტეს არ აარჩევინო,ბანძი გემოვნება აქვს.
-იმას თუ გავითვალისწინებთ,რომ მარიკა მომყავს ცოლად მაგას ვერ ვიტყოდი ნიკუშ.-თავზე აკოცა საყვარელ ქალს.-უბრალოდ მინდა ყველაფერი ისე იყოს,როგორც მარიკას უნდა.მე ბარათს ვაძლევ,რომ გადაიხადოს,ის არჩევს ყველაფერს,50/50-ზეა.
-მომწონს როგორც ფიქრობ კოტე,დღეს ჩემს ქმარსაც დაველაპარაკები 50 პროცენტიან წილზე.-გაეცინა ანიტას.
-მოსალოცად თუ მქონდა საქმე რატომ არავინ თქვით?-უკმაყოფილო მზერით შეაბიჯა ოთახში ალავერდელმა.-ბავშვს ვზეიმობთ თურმე და თქვენ მიმალავთ?
-რაა?-გაოცდნენ ბიჭები.
-რომელი ხართ ორსულად,აბა გამოტყდით,საუკეთესო ბიძია უნდა ვიყო.
-რაებს მიედ-მოედები?-გაუკვირდა ნიკას.
-ნაგვის ურნას წამოვკარი ფეხი და ორსულობის ტესტი დავინახე,ნუკიმ ბავშვზე,რომ მითხრა იქიდან მახსოვს ასეთი იყო.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-ნუ იდეაში სახლი კოტესი და მარიკასია,შესაბამისად მარიკას ვულოცავთ.
-არა გიორგი რას მილოცავ...-დაიბნა ქალი.
-მეც ნუ მიყურებ.-სულ გაწითლდა ანიტა.
-რას მელაპარაკებით ახლა,კოტე შენია ძმაო?-ხელები ჰაერში გაასავსავა კაცმა.
-ნუ სულელობ ძმურად რა.-თავისთვის ჩაიბურტყუნა კოტემ.
-აბა ნიკა შენია ძმაო?
-გაა*ვი!-თვალები დაუბრიალა მეგობარს.
-მაშინ ევასი იქნება,გუშინ ცუდად გამხდარა საავადმყოფოში,ალბათ ბავშვის ბრალია.-სიცილით მიუგო ქალს და დივანზე მოწვეტით დაეცა.
-ჰო,ჩემია.-ამაყად განაცხადა ევამ და გაოგნებულ დადვანს თვალი მოარიდა.-ყველფერში ცხვირს რატომ ყოფ?რადგან ნაგავში ეგდო ესეიგი შენი საქმე არ არის!
-რა შენია გოგო ხო არ გაგიჟდი?-გაოცება ვერ დამალა კაცმა.
-ჰო,რა იყო.
-შენ ხარ მამა?-გაოცებულმა გახედა უტას და მისგანაც იგივე მზერა,რომ მიიღო ისევ ევას მიუბრუნდა.-ვინაა მამა?
-რა შენი საქმეა?
-შეყვარებულისთვის მაინც გეთქვა...გაოცებულია კაცი,წყალი მოუტანეთ ვინმემ.
-გარეთ ვილაპარაკოთ კარგი?-უტას გახედა ქალმა.-წამოდი.
-შენგან არ ველოდი ევა.-უკვე კართან მდგომს მიაძახა გიორგიმ და თავი დანანებით გააქნია...


***
-იცი ადამიანში ყველაზე მეტად რას ვაფასებ?გულწრფელობას ევა...ტყუილს ვერ ვიტან...
-შენ რა გაწუხებს ის,რომ ორსულად ვარ სხვისგან და არ გითხარი თუ ის,რომ სე*სი მქონდა და შენ ამის შესახებ არ იცოდი?
-რომელი საუკუნეა ევა? ახლა სე*სი ვის არ აქვს?რა სისულელეებს მეკითხები?
-უბრალოდ მაინტერესებს.
-ასეთ რაღაცებს სხვების თანდასწრებით არ უნდა ვიგებდე!-სიგარეტს მოუკიდა დადვანმა.-არ მადარდებს ორსულად ხარ თუ არა,მიყვარხარ და რა თქმა უნდა შენს გვერდით ვიქნები,მაგრამ ასე შემხთვევით უნდა ვიგებდე?
-მეც შემთხვევით გავიგე,რომ ელენე შენთან ცხოვრობდა,გიორგიმ მითხრა,თორემ არ ვიცოდი.-ნიშნისმოგებით მიუგო და იქვე მანქანას მიეყრდნო.
-მეღადავები?ელენე ჩემი მეგობარია,წლებია ერთმანეთს მხარში ვუდგავართ,დასავით არის ჩემთვის,არ მეგონა მნიშვნელოვანი თუ იყო შენთვის მისი საცხოვრებელი.-გაოცებას ვერ მალავდა დადვანი.
-ორსულად არ ვარ უტა,ან ვისგან უნდა ვიყო,ორ სიტყვას ვერ ვეუბნები კაცს გადაბმულად.-სასაცილოდ არ ეყო მისი გამომეტყველება.-უბრალოდ არ მინდოდა ნიკას გაეგო.
-რაა?
-ანიტაა ორსულად,მაგრამ ჯერ თქმა არ უნდა.
-ორსულად არ ხარ?
-ამ სე*სით სავსე საუკუნეში მე ჯერ არ მიპოვნია ისეთი კაცი,რომ შვილები გავუჩინო.
-მეღადავები თუ მართლა მეუბნები დავიბენი უკვე...
-მართლა გეუბნები უტა,არ ვარ ორსულად.
-არადა უკვე წარმოგიდგინე გაბერილი მუცლით და არეული თმით,რომ დგახარ ჩვენს სამზარეულოში.-საყვარელს ქალს მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-უკვე შვილებზეც ვფიქრობთ?
-შენთან ერთად მომავალზე ვფიქრობ ევა,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როცა შენ მზად იქნები.-თბილი ხმით უთხრა და შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო...




***
-სიურპრიზები არ მიყვარს უტა,მეშინია ასეთი რაღაცების...-აბუზღუნდა ევა რესტორანში შესვლისთანავე.-ღმერთო ხელის თხოვნას თუ აპირებ იცოდე,რომ უარს გეტყვი,მინიმუმ 3 წელია იქამდე...-ვერ მშვიდდებოდა ქალი.
-ხელის თხოვნას არ ვაპირებ,ნუ გეშინია.-სასაცილოდ არ ეყო დადვანს მისი მდგომარეობა.
-აბა რამე ცუდი მოხდა? მიდიხარ?
-ევა...-ხელზე ნაზად აკოცა ქალს და სკამი გამოუწია,რომ დამჯდარიყო.-არსად არ მივდივარ,არც ცუდი მომხდარა რამე,უბრალოდ შენთან ერთად დროის გატარება მინდოდა.სულ ცუდზე რატომ ფიქრობ?
-კარგი არასოდეს არაფერი მემართება...
-მახსოვს რომ გაგიცანი იმ დღიდან მოყოლებული შენი დღიურებით ხელში დარბიხარ და ცდილობ წარმატებას მიაღწიო.წერ ყოველთვის,როცა და სადაც შეგიძლია,თუმცა ეს სამყარო შენთვის ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა,რადგან პირველი მცდელობა წიგნის დაბეჭდვისა ცუდად დასრულდა...
-არ მითხრა,რომ ისევ გუგას ეჩხუბე ან რაიმე მსგავსი...-შეშფოთებას ვერ მალავდა ქალი.
-არა ევა,მოიცადე.-მისი მოუთმენლობით გაკვირვებული იყო დადვანი.-დაგპირდი,რომ წიგნის გამოცემაში დაგეხმარებოდი,ჰოდა ეს დღეც დადგა,კონტრაქტი მხოლოდ შენს ხელმოწერას ელოდება...-მაგიდაზე რამდენიმე ფურცელი დაუდო კაცმა.-როგორც კი ხელს მოაწერ წიგნზე მუშაობას შეძლებ გუნდთან ერთად,რომელიც მზად არის დაგეხმაროს ყველანაირად და შენ ის მწერალი გახდები,რომელზეც სულ ოცნებობდი...
-არა...უტა რა?-სულ დაიბნა ქალი.
-მინდა,რომ ბედნიერი იყო...
-ღმერთო უტა...-ცრემლიანი თვალებით გადახედა დოკუმენტს.-შენ...შენ ეს მართლა გააკეთე...
-დაბადებისდღეს გილოცავ ევა!-უკვე 12-ს გადასცდენოდა...ევა მართლაც ახლიდან დაიბადა.ყველაფერი რაზეც ოდესმე უოცნებია მის წინ იყო...საყვარელი საქმე და საყვარელი კაცი...
-ძალიან მიყვარხარ უტა!-კაცს მთელი ძალით მოხვია ხელები და სხეულზე მიეკრო.-მართლა ყველაფერი მაქვს,რაზეც ოდესმე მიოცნებია.
-ყველაზე ბედნიერი ადამიანი უნდა იყო...-თავი მის ყელში ჩარგო კაცმა.-ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ეს ბედნიერება არასოდეს წაიშალოს შენი სახიდან...
-მართლა ვერ ვიჯერებ...-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.მწერალი გავხდები...
-ოღონდ არ იტირო რა.-ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე ხელი.-მწერალი ხდები,შენც ხომ ეს გინდოდა.
-ბედნიერების ცრემლებია უტა.ერთი სული მაქვს მეგობრებს როდის ვეტყვი.
-ხვალ შეიძლება ცოტა შემაგვიანდეს მოსვლა კარგი?მაგრამ აუცილებლად მოვალ.
-რატომ?
-საქმეები მაქვს,ელენეს უნდა დავეხმარო ახალ ბინაში გადადის.
-რომ დაამთავრებთ წამოიყვანე,მინდა,რომ გავიცნო.პირველი შეხვედრა არც თუ ისე სასიამოვნო იყო.
-წამოვიყვან,გაუხარდება.შენი გაცნობა მასაც ძალიან უნდოდა.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და გვერდით მჯდომი ქალი სხეულზე ძლიერად მიიკრო...



***
-ევამ შენც დაგპატიჟა დაბადებისდღეზე,კარგი იქნება თუ წამოხვალ.
-ვიცი,დამირეკა და პირადად დამპატიჟა,შენი შიკრიკობა საჭირო არ არის.-შეუღრინა ნუკიმ.
-რას ფიქრობ რამე თავისთვის ვაჩუქოთ თუ ბავშვისთვის?
-რა ბავშვისთვის გოგოს 1 კვირაა,რაც შეყვარებული ყავს.-გაოცდა ნუკი.
-არ იცოდი?ორსულად ბრძანდება ქალბატონი,თუმცა ბავშვის მამა უტა არ გახლავს.-ირონიულად ჩაილაპარაკა კაცმა.
-ძალიან მეცოდები.-სიცილი აუტყდა ქალს.-ევა ორსულად არ არის.
-სამეგობროს ამბებს ყველაზე ბოლოს იგებ ნუკი,დროა ხალში გაერიო.
-ეს შენ იგებ ყველაზე ბოლოს გიორგი.-სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მისი საუბარი.-ანიტაა ორსულად,უბრალოდ არ უნდოდა ნიკასთვის თქმა და ევამ დაიბრალა.
-რაა?
-ჰო,ბერდები ალავერდელო,სულ ჩამორჩი სიახლეებს.
-ევა ორსულად არ არის?
-ისე გაგიხარდა თითქოს შენი ბავშვი იყო.-სიცილი ვერ შეიკავა ქალმა.-საჩუქარი ევას უყიდე,ბავშვისთვის თუ გინდა,ანიტას შეურჩიე რეგვენო.-თვალები მობეზრებულად აატრიალა და კაცს გვერდი აუარა...



***
-ძალიან მიხარია შენი გაცნობა ევა,უტა სულ შენზე ლაპარაკობს,ერთი სული მქონდა როდის გაგიცნობდი.
-შენზე მეც ბევრი მსმენის,გელოდებოდი.-ღიმილით მიუგო ევამ და თბილად გადაეხვია ქალს.-ეს ივერია,ჩემი ძველი მეგობარი,ცოტახნისწინ დაბრუნდა საქართველოში.
-სასიამოვნოა.-ღიმილით შეეგებნენ ერთმანეთს.
-წავალ რამეს დავლევ,ყელი მიშრება ევა,მერე გნახავ კარგი?
-კი მიდი,ბარი იქ არის.-ხელით ოთახის მეორე ბოლოზე ანიშნა.
-მერე გნახავ ევა.-ივერიც მოერიდა სიტუაციას და შეყვარებული წყვილი მარტო დატოვა.
-არ ვიცოდი ისიც თუ აქ იქნებოდა.-ივერიზე ანიშნა დადვანმა.
-მეგობარია,წლები ერთად გავატარეთ,თან დედაჩემს რა გაუძლებდა.-თვალები მობეზრებულად აატრიალა ქალმა.
-ძალიან მინდა ის წითელი ვარდები გულზე დავალაგო...ხომ იცი,რომ მოწონხარ?-მძიმედ ამოთქვა კაცმა.
-გთხოვ არ გინდა რა,საეჭვიანო არაფერი გაქვს.
-ვიცი,მაგრამ მაინც ვეჭვიანობ.-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია ქალს.-მისთვისვე აჯობებს შორს იყოს.
-როგორი ეჭვიანი ყოფილხარ.-დასცინა კაცს.-ჩემი თვალები შენს გარდა ვერავის ხედავს,ასერომ მშვიდად იყავი.-კისერზე ხელები მჭიდროდ მოხვია და თვალებში ჩააცქერდა.-წამოდი ვიცეკვოთ.
-როგორც მეტყვით ქალბატონო.-ღიმილით მიუგო და მის ნებას დაჰყვა.ოთახის შუაგულში დადგა ორივე და მუსიკას ხსხეული რიტმულად ააყოლეს.ულამაზესი წითელი კაბა ეცვა ევას,როგორც სცვევია გრძელი და გაშლილი,თმა მაღლა აეწია და მისი ოქროსფერი კულულები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით ეხებოდა მის ზურგს.იმდენად ბედნიერად გამოიყურებოდა,რომ ნებისმიერი შეამჩნევდა ერთი შეხედვით თუ რამდენად უყვარდა მის წინ მდგომი კაცი და რამდენად დიდ ბედნიერებას ანიჭებდა იგი...ანალოგიურს იტყოდით დადვანზეც...მისი თვალები მხოლოდ ევას ხედავდა და მხოლოდ მას უმზერდა იმ სიყვარულით სავსე თვალებით ევას ასე ძალიან,რომ უყვარდა...
-ცრემლები შეიმშრალე ელენე,დაკრძალვაზე არ ხარ.-დაგესლა გიორგიმ და ხელსახოცი გაუწოდა კუთხეში მდგომ,ატირებულ ელენეს.
-ბედნიერი წყვილების ყურება ჯერ ისევ მიჭირს.დანაშაულია გიორგი?
-დანაშაული არ არის,თუ უტას არ დაადგი თვალი.
-რა სისულელეებს ამბობ?-გაოგნდა ქალი.-ყველა შენნაირი ზნედაცემული ხომ არ გგონია?
-ისე უმზერ ნებისმიერი იგივეს იფიქრებს ელე, თუ ვცდები მაპატიე.-დანებების ნიშნად ხელები აწია კაცმა.
-რა თქმა უნდა ცდები!-დაუღრინა ალავერდელს.-საკუთარ თავში არ შეგეშალო!
-კარგი,თუ არაფერია ასე რატომ ბრაზდები?
-ნაბი*ვარი ხარ,თან ძალიან დიდი ნაბი*ვარი.-გააფთრებულმა გაკრა მხარი და დარბაზი სასწრაფოდ დატოვა...
-ეს გოგო ვინ არის?-ჩაეკითხა გიორგის მათ უკან მდგომი ივერი.
-ჩვენი ძველი მეგობარია.
-უტასთან რა ურთიერთობა აქვს?
-მე რავიცი ძმაო,მასთან ცხოვრობს,მის საწოლში სძინავს,მეგობრები არიან,ჩვენი დადვანი ძალიან კარგი ადამიანია,თავად დივანზე სძინავს და სტუმარს ცივ ნიავს არ აკარებს.-კაცისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა...
-წავალ ელენეს დავხედავ.-როგორც კი მუსიკა შეწყდა მიმოიხედა დადვანმა.-დავინახე გიორგის,რომ ელაპარაკებოდა,ალბათ ნერვები მოუშალა.
-გიორგისთან მივალ,შენ მოძებნე ნახე როგორ არის.-მშვიდად მიუგო ევამ და გიორგისკენ დაიძრა.-ელენეს რა უთხარი,რატომ წავიდა?
-ისევ ჩემი ბრალია?-გაიკვირვა კაცმა.
-რა უთხარი?
-უბრალოდ უტას ბედნიერება ვერ აიტანა.
-რა სისულელეებს ამბობ?
-კარგი რა ევა,არ თქვა,რომ ვერ ამჩნევ როგორ უყურებს.ჩემი აზრით ელენემ მიშო დიდი ხნის წინ დაივიწყა,ახლა უტას ჯერია.
-როგორი ამაზრზენი ადამიანი გახდი ხვდები?-შეუღრინა კაცს.
-შენ ძალიან სულელი ხარ პატარა ქალბატონო,მართლა ვერაფერს ხვდები?
-არა ეს შენ ვერ ხვდები ვერაფერს,ვერ ხვდები,რომ შეიძლება ადამიანები უბრალოდ მეგობრებიც იყვნენ...
-არამგონია ეს ორი მხოლოდ მეგობრები იყვნენ ევა.-საუბარში მოულოდნელად ჩაერთო ივერი.
-აი კაცი,ესეც კი ხვდება.-გამარჯვების ტაში შემოჰკრა გიორგიმ და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა...




***
-ელე,აქ რას აკეთებ?-მიწაზე მჯდომ ქალს დახედა დადვანმა.-გიორგიმ გაწყენინა?
-რა მარტივია ყველაფერში მისი დადანაშაულება არა?-გაეცინა ქალს და სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა.-მეც მიყვარს,როცა მას ვადანაშაულებ ყველაფერში.
-აბა რატომ ტირი?
-ბევრი დავლიე და ემოციებმა დამჯაბნა...
-ელე...
ძალიან მაკლია უტა...-მთელი ხმით ატირდა ქალი...-ხან მგონია,რომ ჩემთან არის...როცა მისი მაისური მაცვია,მგონია,რომ მეხუტება,ჩემს გვერდით არის და თავს მშვიდად ვგრძნობ...მერე მეღვიძება და ისევ იმ სიცარიელეში ვარ,რომელიც უკვე წლებია არ მტოვებს...ხან ვერ ვსუნთქავ,ვერ ვჭამ,ვერ ვიძინებ...შენ ხომ გახსოვს ასეთი არ ვიყავი,სიცოცლით სავსე,მხიარული გოგონა ვიყავი...ახლა მკვდარს დავემსგავსე,საშინლად გავხდი და ხასიათიც დამიმძიმდა...მეშინია,რომ ჩემს თავს ვერასოდეს დავიბრუნებ...
-ელე...შემომხედე.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-შენ ბევრი რამ გადაიტანე...არავინ გადანაშაულებს იმის გამო,რომ შეიცვალე.
-მის გარეშე არ ვიცი რა უნდა ვქნა.ვიცი უკვე წლები გავიდა,ყველა მეუბნება,რომ წინ უნდა წავიდე,გავძლიერდე და ახალი ცხოვრება დავიწყო,რადგან გლოვა დამთავრდა,მაგრამ არ შემიძლია...
-მიშოს არ ენდომებოდა,რომ ამ მდგომარეობაში იყო...
-ვიცი.-მძიმედ ამოთქვა და კაცს თავი მკერდზე მიაყრდნო.-ამით როგორ ცხოვრობ?
-სიმართლე,რომ გითხრა როცა საქართველოდან შორს ვარ ტკივილს ნაკლებად ვგრძნობ.თითქოს ნაკლებად მენატრება,ნაკლებად განვიცდი...რაც დავბრუნდი მას შემდეგ მოსვენება დავკარგე...საფლავზე ხშირად ავდივარ,უფრო მეტად მტკივა გული,ვიდრე მანამდე...მაგრამ ვერაფერს ვცვლი...
-შენც ძალიან გენატრება არა?-ცრემლიანი თვალებით ახედა კაცს.
-შეუძლებელია მისნაირი ადამიანი არ გენატრებოდეს...მიშო ძმა იყო,რომელიც არასდროს მყოლია და მე...მე მის გარეშე ცხოვრებას ჯერ ისევ ვსწავლობ.
-მას ძალიან გავხარ.ორივე დინჯი და სერიოზული ადამიანები ხართ.მეგობრებისთვის ყველაფერს აკეთებთ...გამოხედვაც კი ერთნაირი გაქვთ...-გაჭირვებით ამოთქვა და სახეზე ხელი ჩამოუსვა.-მიშოს ძალიან გავხარ...-გაიმეორა თავისთვის და მხოლოდ წამით წაეტანა მის წინ მდგომი კაცის ტუჩებს.
-ელენე...-მაშინვე შეაჩერა კაცმა.-არ გინდა,არ შემიძლია,ევა მიყვარს...
-მაპატიე...უნებურად მოხდა მართლა.-ემოციებს ვერ აკონტროლებდა ქალი.-არ მინდოდა,არ ვიცი რა დამემართა...
-სახლში წაგიყვან,რომ გამოფხიზლდე.
-ტაქსს გამოვიძახებ,გთხოვ მაპატიე უტა.-მთელი სხეული უკანკალებდა ქალს.
-დამშვიდდი კარგი?საპატიებელი არაფერია,სახლში წადი და დაისვენე...-მძიმედ ამოთქვა დადვანმა,თუმცა ორივემ იცოდა,რომ სიტუაცია არც ისეთი მარტივი იყო...



***
-არა!-მთელი ხმით დაუყვირა ივერის ევამ.-იტყუები.
-გეფიცები ევა,მოსაწევად ვიყავი გასული და დავინახე როგორ აკოცა,არ გატყუებ.
-არა!არ შეიძლება...ასე არ მომექცეოდა...მითუმეტეს ჩემს დაბადებისდღეზე...
-გთხოვ ევა დამშვიდდი კარგი?-ხელი მოკიდა,რომ არ წაქცეულიყო.-შემომხედე...
-მითხარი,რომ მატყუებ...-ცრემლიანი თვალებით გახედა კაცს.
-ევა გთხოვ...-თავი დანანებით გააქნია კაცმა.
-რა სულელი ვარ...სულელი ვარ...-თავში ხელების რტყმა გაუაზრებლად დაიწყო.-როგორ ვიფიქრე,რომ მისნაირი კაცი შემომხედავდა.
-ევა რას აკეთებ გაჩერდი.-ხელები ძლივს გაუკავა ივერიმ.-ხომ არ გაგიჟდი?
-რა თქმა უნდა გრძელფეხება ამჯობინა...გამხდარია,ლამაზი...რა თქმა უნდა ის ამჯობინა...-თავისთვის ბუტბუტებდა,თითქოს საერთოდ გათიშა სამყარო გონებიდან.
-ევა შემომხედე რას ამბობ?-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-უტამ თუ ვერ დაგაფასა ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენი ბრალია...
-სარკეში,რომ ვიხედები მეც არ მომწონს საკუთარი თავი...-გვერდით მიიხედა და საკუთარი თავი სარკეში აათვალიერა.-შემომხედე მე ვის მოვეწონები...-კანკალმა აიტანა და გაუაზრებლად დაიწყო სიცილი.
-ევა არაფერი არ გჭირს ისეთი,რომ ვინმეს არ მოეწონო გესმის? თუ მაგ სი*მა გიღალატა არ ნიშნავს,რომ...
-ჯერ 1 კვირაც არ გასულა,რაც ერთად ვართ...-სიცილს აგრძელებდა ქალი.
-წამოდი სახლში წაგიყვან...
-ასეთი რა დავაშავე?-ბუტბუტებდა თავისთვის და რეალობას თითქოს სავსებით მოწყდა.ვერც გაიაზრა ისე ჩასვა ივერიმ მანქანაში და იქაურობას სასწრაფოდ გაარიდა,რომ ამ მდგომარეობაში არავის ენახა.
-გამომართვი,წყალი დალიე.-ბოთლი გაუწოდა კაცმა,თუმცა ამაოდ.ევა მხოლოდ უტას სახელს იმეორებდა და ცრემლები ნიაღვრებივით ჩამოსდიოდა ლოყებზე...-ევა გთხოვ!-ოდნავ შეანჯღრია ქალი.-გთხოვ წყალი დალიე.
-ჩემი ტელეფონი შენ გაქვს?-როგორც იქნა მოიკრიბა გონება.
-ჰო,უტა რეკავდა...
-ნიკას უნდა დავურეკო,მომეცი.-ხელიდან გამოგლიჯა მობილური და სასწრაფოდ მოძებნა მისი ნომერი.
-ევა?სად ხარ გოგო,ხალხი გეძებს.-პასუხისთანავე მიახალა ნიკამ.
-ელენე სად ცხოვრობს იცი?
-რაა?
-ელენე სად ცხოვრობს?
-უტასთან ცხოვრობს ევა,ხომ იცი ისედაც.-გაკვირვებულმა უპასუხა.
-ახალ ბინაში გადადისო,დღესაც უტასთან რჩება?
-აა,არა ყიფშიძეზე გადავიდა,თავისი ნივთები დღეს წააღებინა უტამ,მგონი დღეიდან იქ იცხოვრებს.ადრეც მანდ ცხოვრობდა,გლობალმედის წინ,რომ კორპუსია.
-უფრო კონკრეტულად?
-რა ხდება ევა?-დაინტერესდა კაცი.
-არაფერი,უტას სიურპრიზს ვუკეთებთ და სახლში მოდიო,მობილური გათიშული აქვს და მისამართი არ მახსოვს.
-აა,მეორე სართული,მეექვსე ბინა.კორპუსი ზუსტად კლინიკის წინაა,მეორე სადარბაზოა.
-მადლობა ნიკა.-უცებ უთხრა და ზარი დაასრულა.-კლინიკა გლობალმედი იცი სად არის?ყიფშიძის ქუჩაზე?
-ხეჩინაშვილის კლინიკასთანაა,რა ხდება?
-ელენესთან მივდივართ ივო,უნდა დაველაპარაკო.
-არა ევა,არანაირი ელენე.-იუარა კაცმა.
-გთხოვ...თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ მომეცი უფლება დაველაპარაკო...
-კარგი,მაგრამ მხოლოდ 5 წუთი.-თავისთვის ჩაიბურტყუნა და მანქანა მოაბრუნა.-ახლა ვიღას ურეკავ?ოღონდ არ მითხრა დედასო...თამუნა დეიდას ნუ გაანერვიულებ.
-ევა?
-რატომ არ მითხარი?-გაუაზრებლად დაიწყო მისი დატუქსვა მობილურში.
-რა არ გითხარი?-გაოცდა კაცი.-სად ხარ საერთოდ? ხალხი ტორტს ელოდება.
-რატომ არ მითხარი,რომ ელენეს და უტას რომანი ჰქონდათ? შემოვლითი გზებით რატომ მანიშნებდი? პირდაპირ რატომ არ მითხარი?
-რას ამბობ ევა?
-თურმე ჩემს დაბადებისდღეზე ეზოში ერთმანეთს კოცნიდნენ და გრძნობების კოცონი გაუჩაღებიათ...არ შეგეძლო პირდაპირ გეთქვა,რაც იცოდი?
-ევა რას ამბობ?-სულ გაოგნდა ალავერდელი.
-ერთხელ მაინც გამოგეჩინა ადამიანობა და არ დაგემალა სიმართლე...ამდენად ვერ მიტან?-ცრემლებს ვერ იკავებდა ქალი.
-ევა სად ხარ? მოვალ და დავილაპარაკოთ.-შეშინებული იყო ბატონი გიორგი,ხმაზე ეტყობოდა.
-იმედი ძალიან გამიცრუე ალავერდელო...მეგონა,რაც არ უნდა მომხდარიყო არ გამწირავდი...
-ევა...ევა მომისმინე მე არაფერი არ ვიცოდი გესმის?-ყვიროდა მობილურში ალავერდელი,თუმცა ევას მისი აღარ ესმოდა,მობილური გათიშა და უკანა სავარძელზე მოისროლა...
-დარწმუნებული ხარ,რომ მასთან საუბარი გინდა?-კიდევ ერთხელ შეამოწმა კაცმა.
-ჰო,მინდა,რომ თვალებში ჩამხედოს და მითხრას ასე,რატომ მომექცა...-მშვიდად ამოთქვა და მანქანიდან გადავიდა...ირგვლივ მიმოიხედა,სრული სიჩუმე იყო...გვიანი იყო,მიუხედავად იმისა,რომ თბილისს ამ დროს არასდროს სძინავს,ევას ემოციები იმდენად ხმამაღალი იყო,რომ ირგვლივ ყველაფერი საშინლად ჩუმი ეჩვენებოდა...კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა,თითქოს ყოველი ნაბიჯი რაღაც საზარელთან აახლოვებდა...იმ ბინის წინ შედგა,რომელზეც ნიკა ეუბნებოდა...რა უნდა ეთქვა?ამდენს ხანს უტასთან სახლში იცხოვრა,რა თქმა უნდა,რომ უსასყიდლოდ არ აცხოვრებდა...ყველაფერს აქვს თავისი ფასი!აარავინ იცის რამდენ ხანს იდგა სადარბაზოში,თუმცა როგორც კი ძალა მოიკრიბა კარზე რამდენჯერმე მძიმედ დააბრახუნა და მასპინძელს მოუთმენლად ელოდებოდა.
-უტა ხომ გითხარი კარგად...-სიტყვა შუაზე გაუწყდა ზღურბლზე მდგომი ევას დანახვისას,რომელსაც ტირილისგან თვალები დასიებოდა და მაკიაჟი ჩამორეცხვოდა.-ევა?
-იმედი გაგიცრუვდა? უტას ელოდი და თან ამ ფორმაში?-მხოლოდ მაისურის ამარა იდგა ზღურბლზე ქალი,თუმცა მაისური იმდენად დიდი ზომის იყო,რომ თითქმის მუხლებამდე სწვდებოდა ქალს.
-სხვანაირად გაიგე ევა...
-არ შემომიშვებ?-ირონიულად გახედა ქალს.
-ჰო,რა თქმა უნდა,შემოდი.-გვერდით გაიწია,რომ ოთახში შესვლა შესაძლებოდა.
-არ გრცხვენია?
-უკაცრავად?
-უტას მეგობრად მიმაჩნდი,მეგობრად მიგიღე,დაბადებისდღეზე დაგპატიჟე და შენ...ამ დროს შენ ზურგს უკან დამცინოდი?
-ევა რას ამბობ?-გაოგნდა ქალი
-თავიდანვე არ მომეწონე,ვიცოდი,რომ ცუდი ადამიანი იყავი.
-ევა...
-თურმე ჩემს შეყვარებულთან დიდი სასიყვარულო ურთიერთობა გაქვს და მე სულელის როლში გამოგყავდით.-სასაცილოდ არ ჰყოფნიდა შექმნილი სიტუაცია.
-კოცნაზე გაიგე?-შეწუხებულმა ამოთქვა ქალმა.
-ესეიგი სიმართლეა?-დაიყვირა მთელი ხმით.-ჩემს დაბადებისდღეზე ამას მართლა მიკეთებდით?
-თუ დამშვიდდები იქნებ აგიხსნა და მიხვდე,რომ ყველაფერი სხვანაირად არის.-მისი დამშვიდება სცადა ქალმა.
-სასწაულია პირდაპირ,თან ახსნაც,რომ უნდა.-მთელი ხმით გადაიხარხარა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.-არ გრცხვენია? ქალი ხარ სხვა თუ არაფერი,სხვა ქალს ამას როგორ უკეთებ?
-შემთხვევით მოხდა გესმის? მე და უტას არაფერი...
-თან ასე,რომ ხვდები,იაფფასიანი ქალივით კაცის მაისურით...-კიდევ ერთხელ აათვალიერა ქალი.-ეს რა...ეს რა უტას მაისურია?-დივნის სახელურზე გადაფენილ მაისურს დახედა.-თქვენ რა ჩემი გაგიჟება გინდათ?
-უტას მაისური არ არის,მიშოსია ევა,გონს მოდი.-იმავე ტონით უპასუხა და ხელიდან გამოგლიჯა.
-ნუ მატყუებ,არ გეხუმრები.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.-უტას მაისურია წარწერით „BECAUSE IF WE DON’T WHO WILL?“საღებავით დაესვარა და ლაქა აქვს,აქედანაც კი ვხედავ...
-ალბათ ამერია და...
-როგორ მეზიზღები!-მთელი ხმიტ დაუყვირა და თმებში სწვდა ქალს.-შემომაკვდები!
-რას აკეთებ გიჟი ხარ?-მისი თავიდან მოშორება ამაოდ სცადა ელენემ.
-შენც მეზიზღები და უტაც.-არ ცხრებოდა ევა.-მოგკლავ,მართლა ვერ გადამირჩები ბო*ო...
-ევა რას აკეთებ? გაუშვი.-სახლში მოულოდნელად შემოვარდა გიორგი და მაშინვე მათი გაშველება სცადა.
-თავი დამანებე უნდა მოვკლა!
-ევა ხომ არ გაგიჟდი?-ხელზე ხელი მოხვია და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაადხევინა.-შენ რა ჭკუა სულ დაკარგე?
-ხელი გამიშვი!-მკერდზე ხელი მთელი ძალით ჰკრა ალავერდელს.-ვერცერთს ვერ გიტანთ!ჯოჯოხეთში თქვენთვის საპატიო ადგილებია გამზადებული.
-ევა რას ამბობ?-თვალებს ვერ უჯერებდა გიორგი.ამ მდგომარეობაში ევას პირველად ხედავდა.
-რა თქმა უნდა გამხდარი და სუსტი გოგო აირჩია,მე ვინ ამირჩევდა...-სარკეს ამრეზით გახედა და ტუმბოზე დადებული ვაზა მთელი ძალით ესროლა.-არც შენ არ ამირჩიე,შენც მატყუებდი.-გახედა გიორგის.-უტაც მატყუებდა...
-ევა უტას არ მოუტყუებიხარ,შემთხვევით ვაკოცე და მან მაშინვე თავი გაწია...-ისევ სცადა სიტუაციის ახსნა ქალმა.
-ხმა აღარ ამოიღო თორემ ენას ამოგაცლი!-ისევ გაიწია მისკენ და გიორგი,რომ არა ალბათ შუაზე გაგლეჯდა.-შემთხვევით აკოცა თურმე.მაისურიც შემთხვევით მოიტანე?
-ევა გაჩერდი!
-ყველაზე მეტად შენგან მეწყინა ალავერდელო...ამდენად გძულვარ? ასე უნდა გაგემეტებინე? ნუთუ სულ არ გადარდებ? ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.-ამდენად ვერ მიტან?-ამის თქმაღა შეძლო და იგრძნო,როგორ გამოეცალა ძალა,ოთახი დატრიალდა და ფეხქვეშ მიწა გამოეცალა...
-ევა...-მხოლოდ ამის თქმა მოასწრო გიორგიმ და მერე ყველაფერი წყვდიადში ჩაიძირა...




***
-რამდენი ხანია ექიმი არ გამოსულა,იქნებ გვითხრან უკვე რა ხდება.-წინ და უკან დაიარებოდა ანიტა.
-რამე თუ მოუვა მოგკლავ იცოდე!-ემუქრებოდა გაურკვევლობაში მყოფ დადვანს გიორგი.
-მე აგიხსნი ყველაფერს.-გვერდით ამოუდგა ელენე და ისტორიის მოყოლა დაიწყო...
-ჩემს შვილს რა დაემართა?მითხარით ვინმემ!-არ ისვენებდა თამუნა და ყველას სათითაოდ ეკითხებოდა დეტალებს.რამდენიმე საათი ისხდნენ დერეფანში იქამდე,სანამ ტესტის პასუხებს არ მიიღებდნენ და გამოკვლევებს არ ჩაატარებდნენ.უტა მოსმენილს ვერ იჯერებდა და გაოცებული მისჩერებოდა ელენეს.უკვე ხვდებოდა,რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.
-ევა ლაშხთან თქვენ ხართ?-იკითხა ქალმა და იქ მყოფებს გადახედა.
-დიახ ექიმო,მე ვარ,დედამისი ვარ.-მაშინვე მივარდა თამუნა.-რა სჭირს ჩემს შვილს?
-ქალბატონო,თქვენს შვილს მძიმე ემოციური შოკი აქვს.ძალიან დაბალი იმუნიტეტი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც,თუმცა მანამდე რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ,სანამ დიაგნოზს საბოლოოდ დავსვამთ.
-მოგიკვდეს დედა...-შუბლზე ხელი იტაცა ქალმა.-გისმენთ.
-წონასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ ჰქონია?
-ვაიმე შვილო...-მიხვდა საითაც მიჰყავდა ექიმს საუბარი.
-დიახ,წონაზე სულ წუწუნებდა და დიეტაზე საუბრობდა.-ამოთქვა ანიტამ.
-დარბაზში სიარულიც დაიწყო,მაგრამ მალევე შეეშვა.-დაეთანხმა მარიკაც.
-ღებინების პრობლემა ხომ არ შეგიმჩნევიათ?
-რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში აღებინა,თქვა მოვიწამლეო.-ისევ ანიტამ უპასუხა.
-ჯანდაბა...-ამოთქვა დადვანმა და კედელს მძიმედ მიეყრდნო.-მეგონა ამას აღარ აკეთებდა...
-რას გულისხმობთ ბატონო?
-რამდენჯერმე გამოვიჭირე,რომ ჭამის შემდეგ აღებინებდა...მაგრამ მითხრა,რომ ახლა კარგად არის...
-ფსიქოლოგი უკვე გამოვიძახეთ,თუ ნებას დაგვრთავთ აუცილებელია მკურნალობა ახლავე დავიწყოთ,სანამ ძალიან გვიან არ არის.-მიუბრუნდა თამუნას ექიმი.-თქვენი შვილი წლებია ბულემიით იტანჯება,რაც მის აგრესიულ და ემოციურ ფონსაც ხსნის.
-ღმერთო შენ მიშველე...-ცხარე ცრემლით ატირდა ქალი...
-საბუთებზე თქვენი ხელმოწერა დაგვჭირდება,რომ პროცედურები დავიწყოთ.
-მისი ნახვა შეიძლება?
-დიახ,წამობრძანდით.-მშვიდად მიუგო ქალმა და თავით ანიშნა გამომყევითო.საწოლზე ფეხებმოკეცილი იჯდა ევა,ცალ ხელზე წვეთოვანი ჰქონდა მიერთებული და ფრჩხილებს ერთმანეთს უკაკუნებდა ნერვიულობის გადასაფარად.
-დედი.-მაშინვე მივარდა ქალი და სხეულზე ძლიერად მიიკრო.-როგორ შემაშინე ჩემო ლამაზო.
-უბრალოდ სუსტად ვიყავი,ახლა კარგად ვარ დე,წავიდეთ.
-სამწუხაროდ თქვენი წასვლა არ შეიძლება ქალბატონო ევა.-ჩაერთო ექიმი,რომელიც საბუთებს ავსებდა.
-რატომ?
-იქნებ მე მაცადოთ...ავუხსნი.-მოწიწებით მიმართა ექიმს და ისევ შვილს მიუბრუნდა.-ევა,ჩემო ლამაზო...
-სახლში მინდა წასვლა,აქ რატომ უნდა დავრჩე?
-წაგიყვან ოღონდ არ მომატყუო კარგი?
-რატომ უნდა მოგატყუო?
-მაშინ მითხარი...ჭამის მერე გულს ირევ ევა?
-რაა?-გაოცებულმა შეხედა.
-მიპასუხე ევა,კი თუ არა?
-დედა ეს რა კითხვებია?-ფეხზე წამოვარდა მაშინვე.
-ამბობენ,რომ ასე იქცევი,ბულემია აქვსო...საშიშია შენი ჯანმრთელობისთვის...თუ ასე იქცევი აქ უნდა დარჩე გესმის?-ცრემლებს ვერ იკავებდა ქალი.-მითხარი,რომ ასე არ იქცევი და წავალთ.
-მე...მე...-სულ დაიბნა,არ იცოდა რა უნდა ეთქვა.
-ევა შვილო,გეხვეწები...-თავს ვერ იკავებდა ქალი.
-აქ ძალით ვერ დამტოვებენ!-მთელი ხმით დაიყვირა და კათეტერი ხელიდან გამოიგლიჯა.-აქ არ დავრჩები.-ფეხშიშველმა სირბილით გადაკვეთა ოთახი და დერეფანში გავარდა.
-ევა რას აკეთებ?-წინ გადაუდგა დადვანი.
-აქ არ დავრჩები გესმის? ავადმყოფი არ ვარ,გამეცალე!
-ევა...-სისხლიან ხელზე ნაღვლიანად დახედა კაცმა...მერე მზერა ატირებულ დედამისზე გადაიტანა,ბოლოს კი ექიმზე,რომელიც უარის ნიშნად თავს აქნევდა და მის პალატაში დაბრუნებას ანიშნებდა.-ევა...უკან უნდა დაბრუნდე,ახლა ვერ წახვალ.
-არ მაიძულო!ვერ მაიძულებ!-ხელი აუკრა კაცს და უკან მდგომ მეგობრებს გახედა.-დამეხმარეთ,ჩემი მეგობრები არ ხართ?
-ევა გთხოვ ასე ნუ იქცევი...-ძლივს ამოთქვა დადვანმა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-არ შემეხო!მოღალატე...მეზიზღები!
-ევა გთხოვ...
-ხელი გამიშვი!-ხელიდან უცებ დაუსხლტა დადვანს და უკვე ლამის იმედიც მიეცა,რომ გაიქცეოდა თუმცა მოულოდნელად წინ ალავერდელი გადაუდგა.
-ევა,ექიმებმა უკეთ იციან,არ გინდა გთხოვ.
-ვერცერთს ვერ გიტანთ,აქ არ დავრჩები გასაგებია?არაფერი მჭირს! აქ არ დავრჩები!-გააფთრებული უყვიროდა ყველას.-არცერთს არ გაპატიებთ აქ თუ დამტოვებთ.
-ევა გემუდარები გეყოფა...-თავისკენ შეაბრუნა დადვანმა.
-შენ რა კაცი ხარ?-სახეში მთელი ძალით გაარტყა.-ცხოვრება დამინგრიე...ყველაფერი შენი ბრალია!-გააფთრებული ყვიროდა.-მეუბნებოდი,რომ გიყვარდი...
-პალატაში დააბრუნეთ.-ამოთქვა ქალმა.
-არსად არ დავბრუნდები არ გესმით?-ყვირილს არ წყვეტდა ლაშხი.
-ევა ნუ გვაშინებ გთხოვ...-ძლივს ამოისრუტუნა ანიტამ.
-აქ არ დავ...-სიტყვა შუაზე გაუწყდა ნემსის ჩხვლეტა,რომ იგრძნო და ექიმს გახედა...
-ეს ყველაფერი შენთვის კეთდება ევა.-დაამშვიდა ქალმა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.მალე ყველაფერი ბნელ წყვდიადში ჩაიძირა და თითქმის ყველა მისი პრობლემა გაქრა...



***
-სანამ თავად საუბარს დაიწყებს უმჯობესი იქნება მეგობრებს თუ გავესაუბრები და მეტყვიან რაშია საქმე,ან საიდან დაიწყო ეს ყველაფერი...პირველივე დრეს არ გაიხსნება ჩემთან,ამიტომ კვანძი მჭირდება,რომ მისი გახსნა ერთად შევძლოთ.-მიმართა ევას მეგობრებს ლუიზამ და ერთმანეთის მიყოლებით დაიბარა კაბინეტში.
-„სულ ამბობდა ბიჭებს გრძელფეხება გოგოები მოსწონთო.გიორგის და ნუკის შესახებ,რომ გაიგო დიდი დარტყმა იყო...მერე უტას და ელენეს ფოტოები,რომ ნახა სულ იმეორებდა ასეთი ლამაზი არ ვარ და უტა მას აირჩევსო“-განმარტა მარიკამ.
-„უტას და ელენეს საერთო ფოტო,რომ ნახა ჭკუიდან ლამის შეიშალა.“-იხსენებდა ანიტა.
-„წონაზე ყოველთვის საუბრობდა.პირველივე შეხვედრისას იმდენჯერ მიხსენა თავისი წონა,რომ მოგეჩვენებოდათ თითქოს შეგუებული იყო ბულინგს...მერე ღებინების ამბავიც დაემატა,მეგონა დავეხმარებოდი...“-საუბარი უჭირდა დადვანს.ევას მისი დანახვაც არ უნდოდა...
-„წლებია ვიცნობ და ალბათ გაცნობის პირველივე წამიდან მიყვარს,მაგრამ კომპლექსები ყოველთვის ცხადი იყო,თავს არასრულყოფილად მიიჩნევდა.ბოლოს,რომ ვნახე,ელენეს სახლში ამბობდა,რომ იცოდა უტამ ელენე რატომაც აირჩია,გამხდარია და მაგიტომო...ვერასოდეს ვიფიქრებდი,რომ ასე იტანჯებოდა...“-ნერვებისგან აკანკალებდა გიორგის...
-„წლებია არ მინახავს,ცოტახნისწინ დავბრუნდი და მაშინვე მივხვდი,რომ რაღაც რიგზზე არ იყო,წონაზე სულ საუბრობდა,ბოლოს უტას და ელენეს ამბავი რომ გაიგო სარკე დალეწა,ვიცი რატომაც არ მოვწონვარო.“-იხსენებდა იმ საბედისწერო ივლისის ღამეს ივერი.
-„საკუთარი დასავით მყავს.წონაზე არასოდეს არ გაგვიკეთებია კომენტარი,ულამაზესი გოგოა,ან რა წონა მაგას აქვს.უტას,რომ დაუახლოვდა დარბაზში დაიწყო სიარული,მეგონა უბრალოდ ჯანმრთელობის ამბავი იყო.“-არ იცოდა სხვა რა უნდა ეთქვა,ნიკაც ისევე იყო დაბნეული,როგორც დანარჩენები.
„-სიმართლე,რომ გითხრათ ჭამით ბევრს არასდროს ჭამდა,რაც მე ვიცნობ სულ ცოტას ჭამს,მერე იმ რედაქტორი გუგას ამბავი,რომ იყო და უტამ,რომ იჩხუბა გოგოებმა თქვეს დასტრესილიაო.ისეთები ილაპარაკა იმ ა*ვარმა მეც დავისტრესებოდი.უტასთან ერთად დარბაზშიც დადიოდა ცოტახანს.“-მძიმედ საუბრობდა კოტე.-„ალბათ უკეთ უნდა გვეზრუნა მასზე“-თავი ხელებში ჩარგო კაცმა.
-„ვეღარ ვცნობ შვილს ლუიზა.სარკე,რომ ვნახე დამტვრეული ხომ გახსოვს? ისე შემეშინდა...არ ვიცი რა გავაკეთო,როგორ დავეხმარო...რა არის მისი პრობლემა წარმოდგენა არ მაქვს...დამეხმარე გთხოვ...“-ტირილს ვერ წყვეტდა ქალი.
უამრავი ჩანაწერი გააკეთა ლუიზამ მეგობრების მონაყოლიდან.ზოგიერთი მათგანი 2-3 საათი იჯდა და ევას ისტორიას ყვებოდა,ზოგიც 15 წუთში ამთავრებდა,თუმცა ყველა ისტორიის მთავარი გმირი ბოლოს მაინც ერთი ადამიანი უტა დადვანი იყო...
ყველაფერი ბიჭის გამო ხდებოდა...კლასიკური სცენარი იყო ამ მდგომარეობიდან გამომდინარე...
-თუ გინდა,რომ შვილს დაეხმარო უტა დადვანი უნდა მოაშორო მისი ცხოვრებიდან თამუნა.-ამოთქვა ქალმა და წაწვეტებულ ცხვირზე დაკოსებული სათვალე მოიხსნა.-შენი შვილი ამას იმიტომ აკეთებს,რომ მაგ კაცს მოეწონოს.ბიჭი უდავოდ კარგი აღნაგობისაა,ევას კი საკუთარი სხეულის კომპლექსი ამან უფრო გაუღრმავა...თუ გინდა,რომ თავს მოერიოს და მდგომარეობა გამოსწორდეს მისი ცხოვრებიდან უნდა წავიდეს...


***
-ევა როგორ არის? ნახვა ისევ არ შეიძლება?-დუმილი ისევ დადვანმა დაარღვია და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.
-განრიგს უდგენენ.კვირაში ორი დღით მხოლოდ მე მივალ.
-მასთან საუბარი მინდა,ვიცი,რომ ბევრს ვითხოვ,მაგრამ...
-არა!-მშვიდად განუცხადა ქალმა და ხელები მაგიდაზე დააწყო.-მინდა,რომ მომისმინო.-თავს ძლივს მოერია და საუბარი განაგრძო.-ლუიზამ მითხრა,რომ ევას მდგომარეობა ახალი არ არის და წლებია იტანჯება,თუმცა მდგომარეობის გაუარესებას ყოველთვის აქვს საფუძველი...ყველას სათითაოდ ესაუბრა,მათ შორის შენც...ერთადერთი,რაც გაარკვია ის არის,რომ ევას მდგომარეობა შენი გამოჩენიდან კიდევ უფრო დამძიმდა...
-მოიცადეთ...
-დამასრულებინე!-გააწყვეტინა ქალმა.-ევას მდგომარეობასაც შენი და იმ გოგოს ელენეს ურთიერთობა კიდევ უფრო ამძაფრებს.ჩემი შვილი იტანჯება და ამას ვერ შველი,რადგან მიზეზი სიყვარულია...იმდენად უყვარხარ,რომ მზად არის საკუთარი თავი დატანჯოს და მსგავსი რაღაცები აკეთოს...ძალიან არ მინდა ის ქალი ვიყო,რომელიც საყვარელ ადამიანებს შორის დგება,მაგრამ მე დედა ვარ უტა...ერთი შვილი მყავს...მხოლოდ ერთი და ევას იქით არაფერი გამაჩნია...-ცრემლებს ვერ იკავებდა ქალი.-მინდა,რომ ბედნიერი იყოს,მაგრამ ამაზე მეტად მინდა,რომ იცოცხლოს...ლუიზამ მითხრა,რომ მისი ფსიქიკა იმდენად არის განადგურებული,რომ მისგან გასაკვირი არაფერია...შეიძლება თავს რამე დაუშავოს და მერე რა ვქნა?კარგი ბიჭი ხარ უტა,მომწონხარ როგორც ადამიანი და ვიცი,რომ ევას ცუდად არ ექცევი,არც წონაზე უმახვილებ ყურადღებას და არც რაიმე მსგავსი,უბრალოდ ევა თავს შენს ღირსად არ თვლის...სარკეში,რომ იყურება საკუთარი თავი არ მოწონს,რადგან თითქმის იდეალური აღნაგობის ბიჭი უყვარს,რომელსაც მოდელი გოგონები ახვევია გარს...ევას ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება...გააჩნია როგორ მიყვება პროცესს...შეიძლება 3 თვეში კარგად იყოს,ან 6 თვე დასჭირდეს,ან 1 წელი...შეიძლება მეტიც...
-გინდათ,რომ მივატოვო?-გაოგნებული უყურებდა ქალს.
-მე არ მინდა,მაგრამ ევას სჭირდება...წარმოიდგინე უტა...წარმოიდგინე,რომ ერთ დღეს აღარ იყოს...მერე რას იზამ?არ იტყვი ნეტავ ადრე წავსულიყავიო?
-ევა კარგად იქნება,ამას არ იზამს.
-ეს არ იცი...ლუიზას წლების გამოცდილება აქვს...მან მითხრა,რომ უნდა წახვიდე და ვფიქრობ მართალია.ჩემი შვილის სიკვდილს ვერ გადავიტან გესმის?-უკვე მუდარის ტონით საუბრობდა ქალი.-შვილს ნუ გამიწირავ გთხოვ...აცადე,რომ გამოჯანმრთელდეს და თუ ენდომება თავად დაგაბრუნებს თავის ცხოვრებაში...
-უნდა წავიდე...-მოულოდელად წამოდგა ფეხზე დადვანი.
-უტა გთხოვ...-მიაძახა ქალმა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.მაგიდაზე 50 ლარიანი დატოვა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა...


***
ყოველთვის სისულელედ მიაჩნდა ფრაზა: „თუ გიყვარს უნდა გაუშვა“. სისულელეა,როცა გიყვარს პირიქით შენთან ახლოს გინდა,რომ იყოს,თუმცა თუ სიახლოვე მას ვნებს?თუ სიახლოვე ტკივილს აყენებს და შინაგანად ანადგურებს?ყველაზე ნაკლებად ევასთვის ზიანის მიყენება უნდოდა...იცოდა,რომ ძალიან ბევრი ფაქტი არასწორად დაუკავშირა ერთმანეთს და ამის გამო იტანჯებოდა,თუმცა ვერაფრით დაეხმარებოდა...მისი მეგობრებიდან არავინ იყო უტას მხარეს.ანიტამ და მარიკამაც წასვლა სთხოვეს,კლინიკაში ყოფნის მეოთხე დღეს მოინახულეს და კედელზე ერთ წერტილს მიშტერებია არ ლაპარაკობსო...
„-ჩამოდი და აქ უკეთ დავილაპარაკებთ,ცოტახანს შეეშვი მანდ ყველაფერს,გონებას დასვენების საშუალება მიეცი.-ეუბნებოდა მარსელი.“
„-ავუხსნი,რომ მე გაკოცე და მაისურები ამერია,ორივე ერთნაირია და ლაქა ვერ შევამჩნიე.-ამშვიდებდა მეგობარს ელენე,თუმცა ამაოდ.“
-რა ვქნა დედა?-საფლავის ქვას ხელს მშვიდად უსვამდა.-ნუთუ მართლა უნდა წავიდე?ისევ უსამშობლო,უპატრონო კაცივით სადღაც უნდა გადავიკარგო?დავიღალე ასეთი ცხოვრებით,ოჯახი მინდოდა,ისეთს რას ვითხოვ?ევაზე მეტად ამ ცხოვრებაში არავინ მყვარებია და ამ ქვეყანამ ისიც წამართვა...ყველაფერს ვკარგავ და არ ვიცი საერთოდ ღირს თუ არა დაბრუნება...თამუნასიც მესმის,შვილზე დარდობს,მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი...-მძიმედ ამოთქვა და თავი ქვას მიაყრდნო.-ისევ გტოვებს შენი ვაჟი,მაგრამ ამჯერად არ ვიცი დავბრუნდები თუ არა,მაპატიე...-ცრემლებს ვერ ერეოდა დადვანი,ცხოვრება თავზე ენგრეოდა და ყველაზე მეტად სძულდა ეს მომენტი.ამიტომაც ეშინოდა ბედნიერების...ბედნიერ ადამიანს ბევრი აქვს დასაკარგი...


***
-დამპირდი,რომ როცა უკეთ იგრძნობს თავს ამას გადასცემ.-პირობა ჩამოართვა კოტეს და ლურჯ კონვერტთან ერთად,საშუალო ზომის შეფუთული ხის ნივთი დაუტოვა.კოტე დარწმუნებული იყო,რომ ნახატი იყო,თუმცა რომელი ეს არავინ იცოდა...როგორც კი პირობა ჩამოართვა უკანასკნელ შეიარა საავადმყოფოში და ფანჯრიდან დახედა მძინარეს...სუნთქვაც კი უჭირდა ამ მდგომარეობაში,რომ ხედავდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,უნდა წასულიყო,საქართველოში,რომ დარჩენილიყო იცოდა,რომ თავს ვერ შეიკავებდა და სანახავად დაბრუნდებოდა.ოკეანეში გასული კი ასე მარტივად ვერ დააღწევდა ყველაფერს თავს...
ისევ ის საშინელი გრძნობა აეროპორტში,რომ ეუფლებოდა...თუმცა ამჯერად მარტო არ იყო.კოტემ მიიყვანა და როგორც ძმას ისე დაემშვიდობა...საერთოდ არ თვლიდა,რომ დამნაშავე იყო რამეში და ბოლომდე მის მხარეს იდგა.აეროპორტში დარჩა იქამდე,სანამ მისი რეისი მონიტორიდან არ გაქრა,რაც მის გაფრენას მოასწავებდა,უტა დადვანმა კიდევ ერთხელ,უკანმოუხედავად დატოვა სამშობლო,თუმცა ამჯერად არავინ იცის რამდენი ხნით...



***
-უტას მე ვაკოცე.-გამოუტყდა რამდენიმე კვირის შემდეგ ელენე.-არა იმიტომ,რომ მის მიმართ გრძნობები მაქვს,არა...უბრალოდ თავი ძალიან უსუსურად ვიგრძენი.მენატრება მიშო და თითქოს ჩემს წინ იდგა...ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან ევა...ჩემი ბრალია...უტამ მაშინვე უკან დაიხია და მითხრა,რომ შენ უყვარხარ.მისი ბრალი არ არის.დარწმუნებული ვარ მოგვიანებით გეტყოდა კიდეც,მაგრამ არ დასცალდა...-სევდიანად საუბრობდა ქალი.-მაისური მართლა ამერია ევა.ბიჭებს...ბიჭებს ყველას ჰქონდა ეგ მაისური...მაშინ იცვამდნენ,როდესაც რბოლაში მონაწილეობდნენ...მიშოს მაისური მეგონა და ამიტომ წამოვიღე...მოგვიანებით მომიტანა უტამ ნამდვილი მაისური...ეს კი უტას მაისურია,ვიფიქრე მოგინდებოდა,რომ შენ გქონოდა...-საწოლზე მის მხარეს მშვიდად გაასრიალა პატარა პარკი.
-აღარ დაბრუნდება არა?-ამდენი ხნის შემდეგ პირველად დაიწყო საუბარი.
-უტას ძალიან უყვარხარ ევა...-ძლივს ამოთქვა ქალმა.-ხანდახან გიყვარდეს ადამიანი ნიშნავს გქონდეს ძალა,რომ იგი გაუშვა...
-მიმატოვა...
-უნდა წასულიყო...
-უთხარი,რომ აღარასოდეს დაბრუნდეს!-ცრემლიანი თვალები მოარიდა ქალს და ზურგი აქცია...

***
„ბოლოს მეც ვიწამე იმ გრძნობის,რომელსაც შენ ასე ზღაპრულად აღწერდი და შენი თვალით დანახული „მე“ შევიყვარე.მე,უტა დადვანი ყოველ დილით საწოლიდან შენს გამო ვდგები და ყოველ ღამით შენზე ფიქრებში მათენდება.იქ,სადაც მე მივდივარ,თოვლი მაისში იწყებს დნობას და ცრემლად დის მთის კალთებზე კვირების განმავლობაში.პროცესი ნელი და ხანგრძლივია,თუმცა სამაგიეროდ შედეგიანი.იმედი მაქვს დროთა განმავლობაში ეს ყინული ჩვენს შორისაც გალღვება და ჩვენს სულებშიც შემოიჭრება გაზაფხული,რომ კვლავ დაგვაკავშიროს ერთმანეთთან...
პირველ ქალად ხარ წოდებული დედამიწაზე,ეშმაკად და მაცდურ სულად.ხასიათი გაქვს რთული და ჯიუტი,მაგრამ ვერას იზამს ადამიანი,რომელსაც სიყვარულით აქვს თვალები დაბრმავებული.დაე მოვიწამლო ამ გრძნობით და სიკვდილის შემდეგაც იმიერში თან დამსდევდეს შენი აჩრდილი.
სიყვარულია ის,რასაც შენს მიმართ ვგრძნობ და ღრმად მწამს ამ გრძნობის...მე...უტა დადვანი გულის ხმას დავნებდი და სიყვარულის არსებობა ვიწამე.
ჩემი ღმერთი ხარ ევა,ამ უღმერთო დედამიწაზე.
ჩემი სიყვარული,ამ უსიყვარულო სამყაროში და ჩემი იმედი ამ სიცრუით სავსე საზოგადოებაში....
მაპატიე,რომ ვერ დაგეხმარე.
მაპატიე,რომ მივდივარ და გტოვებ.
მაპატიე,რომ გული გატკინე.
მაპატიე იმ სიყვარულისთვის,რომელმაც ტკივილი მოგაყენა...
ამბობენ,რომ ჩემს გამო ხარ ამ მდგომარეობაში და მძულს ამის გამო საკუთარი თავი...ამბობენ,რომ ჩემი წასვლა ჩემს მანდ ყოფნაზე მეტად დაგეხმარება,ამიტომ მივდივარ და იმედს ვიტოვებ,რომ მართლები არიან.შეიძლება მივდივარ,მაგრამ არ გივიწყებ ევა...ეს შეუძლებელია...
როცა მზად იქნები,თუ ოდესმე გენდომება,შენი ერთი სიტყვა და მე უკან დავბრუნდები...დავბრუნდები და ყოველდღე შეგახსენებ, რამდენად განსაკუთრებული ხარ ჩემთვის და რაოდენ ძლიერ მიყვარხარ!
ვიცოდი,რომ ეს ნახატი მოგწონდა,დაე შენი თავისუფლების საწინდარი იყოს...
სიყვარულით უტა!“
ის ქალთევზა იყო,კლდის ნაპირზე,ევას ასე ძალიან,რომ მოსწონდა...ეგონა გაყიდა,თუმცა არა...ამ განსაკუთრებულ საჩუქარს ევასთვის ინახავდა...



***
-თავს როგორ გრძნობ ევა?-იკითხა ლუიზამ.
-გმადლობთ კარგად ვარ.-ჯერ ისევ არ იხსნებოდა მასთან ბოლომდე.
-სტუმრების მიღება შენზე კარგად მოქმედებს?
-ჩემი მეგობრები მიყვარს და მეხმარებიან თუ ამას მეკითხებით.
-რამდენი კილო ხარ?
-ჩამჭრელი კითხვაა,მე ხომ ნახვის უფლება არ მაქვს.-გაეცინა ქალს.
-მართალია.-კვერი დაუკრა მოხუცმა.
-შეყვარებულის გამოსამშვიდობებელი წერილი მიგიღია...-ფრთხილად შეაპარა.
-ალბათ იმ ყოფილ შეყვარებულს გულისხმობთ,რომელიც თქვენ გააქციეთ.
-აქამდე მასზე აგრესიით საუბრობდი,ბოლო 2 კვირაა მშვიდად ხარ.
-ადამიანები ყველაფერს ეგუებიან...მახსოვს ჩემი თავი...მახსოვს,როგორც ვიქცეოდი,ვერ დავადანაშაულებ,რომ წავიდა.
-ანუ თვლი რომ სწორად მოიქცა?
-ვთვლი,რომ ჩემს სასიკეთოდ წავიდა.
-მერე თავს როგორ გრძნობ?
-რომ გითხრათ არ მტკივათქო მოგატყუებთ...-მშვიდად მიუგო ქალს.-აი აქ,რაღაც ძალიან მტკივა და ხან სუნთქვაში ხელს მიშლის.-გულზე ხელი მიიდო მეტი თვალსაჩინოებისთვის.-ვგრძნობ,რომ მისი წასვლა მტკივა და მაკლია,მაგრამ ვერაფერს შევცვლი.ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
-ოდესმე უტას შენს წონაზე ყურადღება გაუმახვილებია?
-არა.-დასრულება ძლივს მოასწრო,რომ პასუხი გასცა.-უტა თინეიჯერი ბიჭი არ არის,ზრდასრული ადამიანია და ყოველთვის მამხნევებდა,მეუბნებოდა,რომ შეცვლა არ მჭირდებოდა...
-მაგრამ დარბაზში მაინც დადიოდით...
-დარბაზში იმიტომ დავდიოდით,რომ იცოდა დაკლების მიზნით გულს ვირევდი.უტას ცუდ ბიჭად ვერ გამოიყვანთ,ტყუილად ცდილობთ.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.
-მობილურის გარეშე თავს როგორ გრძნობ?
-21-ე საუკუნეში ტუსაღივით ვარ,მაგრამ კალამი და ფურცელი მაქვს,რაც ტელეფონზე ძვირფასია.
-ივერი ხშირად გკითხულობს,შენი მეგობარია არა?
-დიახ.
-მხოლოდ მეგობრობთ თუ...
-შეყვარებულს რამდენიმე კვირის წინ დავშორდი,ცოტა ამომასუნთქეთ.-გაეცინა ქალის მიმიკებზე.
-როგორც მითხრეს კარგად ჭამ,წესებს მიყვები,მეგობრებს ცუდად აღარ ექცევი,ბევრს წერ და სწავლობ,ეზოში სეირნობ და ისტერიულად აღარ ტირი,ჩემთანაც მეტად გახსნილი ხარ...
-ხომ გითხარით,კარგად ვარ.
-მაშინ სახლში გიშვებ...
-რა?
-გიშვებ ევა,სახლში წადი და მეგობრებთან დრო გაატარე,პარალელურად ჩემთან სიანსებსაც გააგრძელებ,თანაც...
-არა!-საკმაოდ ხმამაღლა წამოიძახა.
-რას ნიშნავს არა?
-წასვლა არ მინდა...
-ევა...
-გთხოვთ არ გამწეროთ,ჯერ მზად არ ვარ...-მასთან ახლოს მიიწია.-ჯერ არა.
-აქ რა გაკავებს?
-არ ვიცი ნორმალურ ცხოვრებას რამდენად დავუბრუნდები...ვგრძნობ,რომ ჯერ მზად არ ვარ და თუ წასვლას მაიძულებთ შეიძლება უკან უარეს მდგომარეობაში დავბრუნდე.-მთელი სხეული აუკანკალდა ქალს.
-ყველა შენს დაბრუნებას ელოდება ევა...თითქმის სამი თვეა აქ ხარ...
-კიდევ რამდენიმე კვირა მომეცით...გთხოვთ.-ლამის მუდარა დაუწყო ქალს იმდენად არ უნდოდა წასვლა.
-უნდა დავფიქრდე,არ ვიცი ევა,მგონია,რომ სახლში უკეთესად იქნები...-გაკვირვებული იყო ქალი,არ იცოდა რა უნდა ექნა.თავადაც დაიბნა გოგოს მდგომარეობით.
იმავე საღამოს ევამ ოთახში ყველაფერი დალეწა და წიგნები დახია.სხვებისთვის ეს როგორც ნერვული შეტევა ისე ჩანდა,თუმცა ევასთვის ეს უბრალოდ ხრიკი იყო,რომ სახლში წასვლა გადაედო,რადგან ჯერ მზად არ იყო.ექიმებმა ისევ დამამშვიდებლით გააბრუეს და ლუიზას კონსულტაცია დილისთვის ჩაუნიშნეს.სიმართლე მხოლოდ ამ ორმა იცოდა...




***
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით,რომ კვირაში ერთხელ ევა რაღაცას აშავებდა,რომ სახლში წასვლა გადაედო.ხან ორ კვირაში ერთხელ,რომ ვერ მიმხვდარიყვნენ და მისი წასვლის დღე ყოველდღე უფრო შორს მიდიოდა.ყოველ საღამოს კითხულობდა დადვანის დაწერილ წერილს და ცრემლებად იღვრებოდა...მის მაისურს იცვამდა და ასე ეძინა,თითქოს უტაც მასთან იყო.ეხუტებოდა და ამშვიდებდა...
მეგობრები ყოველდღე აკითხავდნენ.ხან მხოლოდ ერთი,ხან ორი,ხან ყველა ერთად,თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო,რომ დღე არ გასულა,რომელიმე მაინც,რომ არ მისულიყო მასთან...
გაგიკვირდებათ და გიორგის მისვლა ევაზე კარგად მოქმედებდა.კარგად ექცეოდა,ამბებს უყვებოდა და ქალაქობანას გამოგონილი ფილმებით ეთამაშებოდა.
-„ძნელია მარტოობა“.-ამაყად განაცხადა.
-ეგ რა ფილმია?
-ძველი ფილმია 90-ანების.
-რაებს მატყუებ? ეგეთი ფილმი არ არსებობს.
-შენ თუ „ძიძა მაკფი“ გიწერია?
-არსებობს გიორგი და მაგიტომ.
-ეე მატყუებ.
-ძვლები დაგეწერა,შენი საყვარელი სერიალი არ არის?
-მეგონა შენ დაწერდი და დაგითმე.-თავი გაიმართლა მაშინვე.
-ნუ მიედ-მოედები გადახაზე და ნული დაიწერე.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მეგობარს...
-ჯღანუაანი.
-რაა?
-სოფელია გოგო,ახლა ისევ არ დაიწყო.თელავისკენაა სადღაც.
-ვაიმე რა სულელი ხარ,ჯუღაანია ეგ და არა ჯღანუაანი.-ხმამაღლა გადაიხარხარა ქალმა.
-რა მნიშვნელობა აქვს.შენ საერთოდ არ გიწერია.
-ჯუთა მიწერია,გადახაზე ეგ შენი ჯღანუა რაღაცა.-ენა პატარა ბავშვივით გამოუყო და 15 ქულა დაიწერა.
-ეე მაგრად შერცხვებოდა გეოგრაფიის მასწავლებელს ჩემი.
-მდინარე ჰალილი,სოფელი ჯღანუაანი...შენ სხვა რუკა გქონდა ალბათ სკოლაში.
-შემეშვი რა,აღარ ვითამაშებ იცოდე.-მხარი გაკრა და ანბანი ახლიდან დაიწყო...
2 კვირის შემდეგ***
-კარტის თამაში შეიძლება საერთოდ აქ?
-თუ არ იყვირებ შეიძლება.-თვალები დაუბრიალა ნიკას.-ანკა აბა შენ იცი ჭკუით ითამაშე.
-ამათ თუ თავები არ გადავპარსო მე ვიყო კუ.
-ნიკა რამე ყ*ეობა არ ქნა თორე ამ მაგიდას თავზე ჩამოგაცვამ.-გააფრთხილა მეგობარი და ტუზ გული გადაჯოკრა.
-არა ძმაო,რა გინდა,ანიტას ვაფუჭებ და მე ჩემი ხუთი მიმაქვს.-ამაყად გადაარტყა მეორე ჯოკერი და კარტი ერთი ხელის მოსმით მოხვეტა.
-ში*ხოარგაქ შენ?რა შენი ხუთი? რა ანიტას აფუჭებ?-გაოგნებულმა გახედა მეგობარს.
-რა გინდა,პრემიაზე გადიოდა...
-ჯერესერთი ანიტას არ მიჰქონდა,ევას ეტენებოდა,მაგრამ პრემიაზე არ გადიოდა და რა აზრი აქვს,მეორეც 5 კი არა 4 გეწერა და მესამეც...შენ მართლა ხო არ და*ლევდი?გავიხიშტე შე*ემა.-ფეხზე წამოუვარდა გიორგი.
-რას ამბობ ტო,აბა ჩამაჭყიტე მაგ ფურცელში.-გაუკვირა ნიკას.
-ახლა ამ ფურცელს ტრა*ში გაგიკეთებ შე ბედოვლათო.
-გითხარი ბიჭები სულელები არიანთქო?-სიცილს ვერ წყვეტდნენ გოგონები.-თქვენს ახალ ვარცხნილობას ველოდები...



***
-ევა გთხოვ ტყუილად ნუ აურევ ოთახს.-უკვე დაღლილი იყო მისი ქცევებით ლუიზა.-ბევრად უკეთ ხარ,პროგრესი გაქვს,არ გჭირდება აქ ყოფნა.რამდენიმე დღეში ახალი წელია,თითქმის 5 თვე გავიდა...არ გინდა ამ დღეს მეგობრებთან ერთად შეხვდე?
-აღარ ავურევ,შეგიძლიათ გამიშვათ.-ამაყად განაცხადა და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა.
-ანუ წასვლა გინდა?
-მზად ვარ,თუ გამიშვებთ წავალ,თუ არ გამიშვებთ ფანჯრებს ნამდვილად არ ჩავლეწავ,წავალ და დავიძინებ.-მშვიდად განუმარტა ქალს.
-უტასგან რამე ისმის?
-მეგობრებმა მითხრეს,რომ არავის ეკონტაქტება.
-მერე თავს როგორ გრძნობ?
-დაახლოებით 2 კვირაა წერილი აღარ გადამიკითხავს და აღარ მიტირია.მგონი ვეგუები.
-ჭამითაც კარგად ჭამ?
-დიახ.აქედან,რომ წავალ ივერისთან ერთად დარბაზში ვაპირებ სიარულს,მითხრა,რომ კვების პროგრამას შემიდგენს.
-კარგია.-თავი დაუქნია ქალმა.-ივერი კარგი ბიჭი ჩანს,შენზე კარგი გავლენა აქვს.
-ის გავლენა არა,რომელიც თქვენ გინდათ,მაგრამ ზოგადად კი.
-დღეს თანხმობის ფორმას მოვამზადებ და ხვალ დედაშენთან ერთად სახლში გაგიშვებ კარგი?
-როგორც გენებოთ.-გაუღიმა ქალს...მისი ჯოჯოხეთი აქ სრულდებოდა...


***
-სახლში დაბრუნებას გილოცავთ ევა!-ერთხმად შეჰყვირა ყველამ,როგორც კი სახლში შეაბიჯა.
-ძალიან მოგვენატრე.
-ვაიმე რა სულელები ხართ.-თვალები აუცრემლიანდა მაშინვე.-როგორ ძალიან მიყვარხართ ყველაა.-სათითაოდ გადაეხვია მეგობრებს.
-მეც ვითვლები ხომ?-სულ ბოლოს გიორგის გადაეხვია.
-შენ განსაკუთრებით ჯღანუაანო.-ისევ ახსენებდა მეგობარს.
-მოკლედ მეგობრებო ახალ წელს ყველა მაგრად უნდა დავთვრეთ რა.-განაცხადა ნიკამ.-ეს ჩვენი ბოლო ახალიწელია ბავშვების გარეშე.მერე ორი თავკომბალა გვეყოლება.
-ბავშვს თავკომბალა დაუძახე?-ცერად გახედა ანიტამ.
-ფოტოზე ეგრე ჩანს,თავკომბალას გავს.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-თოვლიან ბაკურიანში ხომ არ წავიდეთ?
-არ გამაგიჟოთ ახლა ბავშვებო.ორი ორსული გოგოთი რა ბაკურიანი,საშიშია.-დატუქსა თამუნამ.-მე მივდივარ სოფელში,ჩემი უბნის გოგოებთან ერთად აღვნიშნავ,თქვენ აქ აღნიშნეთ.
-ოო თამუნა დეიდა,კარგით რა.
-იმ გზაზე თუ ატარეთ ნუკი გზაში ბებიაქალიც გაიყოლეთ,სულ რამდენი დღე დარჩა მშობიარობამდე გოგოს.
-უი ხო მაგაზე არ მიფიქრია ისე.-თავისთვის ჩაილაპარაკა ნიკამ.-კაი აქ დავრჩეთ.
-ივერი შვილო შენ აქ რჩები თუ მოდიხარ დედასთან?
-იცით მე...ალბათ წამოვალ...
-კაი ძმაო არა გრცხვენია?დარჩი და ერთად გავატაროთ ახალი წელი,ერთად ვიმხიარულოთ.
-ჰო ივო დარჩი.-მიუბრუნდა ევა.-დედაშენს დედაჩემი მიხედავს,ერთად შეხვდებიან ახალწელს.
-აბა რა ჩემო ლამაზო.ჩავალ თუ არა დავტრიალდებით ორივე და ისეთ სუფრას გავშლით შეიძლება თქვენც მოგინდეთ ჩამოსვლა.
-ესეიგი ახალი წელი...-ჩაილაპარაკა თავისთვის და მეგობრებს გახედა.როგორი იღბლიანი იყო,რომ ისინი ჰყავდა ცხოვრებაში...


***
-3...2...1...გილოცავთთ...-წამოვარდნენ ბიჭები ფეხზე და განსხვავებულით დაიწყეს დალევა.
-ხლაფუშკები არ გავისროლოთ-უკვე საშინლად მთვრალი იყო გიორგი.
-ახლა ზარბაზანს გავისვრი და გაგაყოლებ გიორგი.-თვალები დაუბრიალა ნუკიმ.
-კარგი რა ჩემო მეუღლევ,რატომ მიბრაზდები?
-შენი მეუღლეობაღა მაკლია და...-თვალები მობეზრებულად აატრიალა ქალმა.
-რატო,ცუდი მეუღლე ვიქნები?
-შემეშვი და დალიე თუ სვამ რა...
-არა მართლა.-წინ დაუდგა ქალს.-ცუდად კი ვიქცეოდი,მაგრამ მიყვარხარ ხომ იცი არა?ბევრი შემეშალა,მაგრამ გამოსწორებას ვცდილობ...მინდა,რომ კარგი მამა ვიყო...მინდა,რომ ბედნიერი იყო და მინდა,რომ ჩემი ცოლი გერქვას...-ჯიბიდან ბეჭდის ყუთი ამოაძვრინა ალავერდელმა.-მე მართლა ვცდილობ ნუკი,იდეალური არ ვარ,მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ,რომ ბედნიერი იყო...
-დაიჩოქე და დაუსვი კითხვა შე*ემა.-გადმოსძახა მაგიდის ბოლოდან კოტემ.
-ჰო,ეგ დამავიწყდა.-სავარძლის სახელურს დაეყრდნო,რომ ცალ მუხლზე დამდგარიყო და განაგრძო.-ცოლად გამომყვები ნუკი?
-გიორგი...
-გეუბნები,რომ მიყვარხარ,ჩემს ცხოვრებაში შენს მეტი არავინ არ არის და არც იქნება.ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის,გაგიფრთხილდები და...
-გამოგყვები!-წამოიძახა ქალმაც.
-რა?-გაოცებულმა გახედა ბიჭებს.
-გამოგყვებიო შე*ემა.
-აა ჰო.-მაშინვე ფეხზე წამოდგა და საყვარელ ქალს ხელები მოხვია.უკვირდა აქამდე როგორ ვერ ხვდებოდა რაოდენ ძვირფასი იყო მისთვის ნუკი,თუმცა ჯობს გვიან,ვიდრე არასდროს...



***
ახალი წელი ყოველთვის ცვლილებებთან ასოცირდება.ევამ ეს წელი ნამდვილად პირადი ცვლილებებისთვის გადაინახა და ახალი წლის ღამეს საპირფარეშოში მეგობრების დახმარებით თმა შეიჭრა...
3 იანვარს ანგელოზის ტატუ დაიხატა და მეგობრებთან ერთად საყიდლებზე წავიდა.
ბევრად უფრო ბედნიერი იყო...არა იმიტომ,რომ უტა წავიდა,არამედ იმიტომ,რომ თავის გრძნობებზე ღიად საუბრობდა.მიზანი ჰქონდა.მეგობრები ჰყავდა და ჰყავდა ივერი,რომელიც ღმერთმა იცის ვინ იყო მისთვის...





*ესპანეთი 2023 წლის აგვისტო*

მეგობრის სახლში აივანზე იჯდა უტა და მისთვის ყველაზე ძვირფას ნახატს უკანასკნელ დეტალებს ამატებდა.ნამდვილი გეგონებოდათ ისე იმზირებოდა ევა და თვალები ისე უბრწყინავდა. უტასთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნახატი იყო,რომელიც აქამდე დაუხატავს.
მეგობრებს მართლა აღარ ეკონტაქტებოდა.ცდილობდა მათგან შორს დაეჭირა თავი,თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა,რომ ევაზე აღარ ზრუნავდა და არ დარდობდა.პირიქით...წასვლამდე ერთ-ერთ ექიმს ნაცნობების საშუალებით დაეკონტაქტა და ყოველდღე ურეკავდა მისი ამბის გასაგებად.მერე საათობით იჯდა და ხატავდა.ან უბრალოდ მალაგას სანაპიროზე ჩადიოდა და საათობით ცურავდა,რომ ფიქრები გაეფანტა.
ბევრს ვარჯიშობდა.ყოველ დილით დარბოდა მარსელოსთან ერთად და 2-3 საათს დარბაზშიც ატარებდა.ნახატებს ყიდდა,ყოველ საღამოს კონკიას უყურებდა და დრო ასე გაჰყავდა.
თითქმის მთელი აგვისტო ცვლილება არ იყო ევასთან,გარდა იმისა,რომ ოთახში სარკე დაამტვრია,რადგან ექიმის მითითებებმა ძალიან გააღიზიანა.
საუბარი მხოლოდ აგვისტოს ბოლოს დაიწყო,ისიც ელენესთან და ეს თავად ელენემ მოახსენა.
მომდევნო თვეები შედარებით უფრო პროგრესული იყო,თუმცა როგორც კი იფიქრა,რომ სახლში გაუშვებდნენ,ახალი სკანდალი მოაწყო და კიდევ ორი თვით გაიხანგრძლივა კლინიკაში ყოფნა.
როგორც გაიგო 6 თვის მანძილზე მუდმივად წამლების მიღება მოუწევდა,რომ აგრესიის მოთოკვა შესძლებოდა და ენერგია აღედგინა.
ყველაზე მეტად მისი ივერისთან ურთიერთობა აწუხებდა,რაზეც ელენე ხშირად უყვებოდა.
-ბაღში ერთად სეირნობენ.კვირაში 5-6 დღე აკითხავს,წიგნები მიაქვს და სხვა საჭირო ნივთები.“დამნაშავის ლოგიკა“-ს ეთამაშება.გუშინ,რომ მივედი მის მუხლებზე ედო თავი და ეძინა.
-თუ ჩამოვედი მაგ ბიჭს ცოცხლად დავმარხავ.-დაიღრინა დადვანმა.-თუმცა მთავარია მასზე კარგად მოქმედებდეს...
-მასთან ერთად სულ იცინის,მგონი კარგად უგებს...
-მძულს საკუთარი თავი მანდ რომ არ ვარ...


***
-ახალი წლის მერე მართლა მიდიხარ?-წყენით იკითხა ქალმა.
-იედაც ზედმეტად შეგაწუხეთ,5 თვეა თქვენთან ვცხოვრობ.წასვლის დროა უკვე.
-და სად წახვალ?
-არ ვიცი,ალბათ იქ,სადაც ჩემი ევა წამიყვანს.
-როგორ მებრალება თქვენი სიყვარული უტა...-ასე როგორ შეიძლება...-დანანებით გააქნია ქალმა თავი.
-მთავარია ახლა უკეთ არის,გამოწერეს და ოჯახს დაუბრუნდება.
-მის სანახავად არ ჩახვალ?
-ჩავალ,მაგრამ ახლა არა.ალბათ წლების მერე...მინდა,რომ კარგად იყოს.
-უტა სიყვარული ადამიანს არ ვნებს,მითუმეტეს შენნაირი ადამიანის სიყვარული...ჩვენ ხომ ვიცით,რომ მის გამო სიცოცხლესაც დათმობ...ამას სხვებს რატომ არ უხსნი?
-ყველა ვერ გაიგებს...ერთადერთი ვისაც ჩემს სიყვარულს დავუმტკიცებ ევაა,სხვას არავის.
-იმ ყვავილებზე რას იტყვი რომ ამბობდი?
-გავუგზავნე,101 ვარდი,თავისი წერილით...
„ჩემი შენდამი სიყვარული არასოდეს განელდება“-ღიმილით წაიკითხა ბარათზე დაწერილი ტექსტი და იქვე ოთახის კუთხეში ჩაიკეცა...დადვანს მხოლოდ მისი ერთი სიტყვა სჭირდებოდა,რომ დაბრუნებულიყო,თუმცა ევა მიწერას არ ჩქარობდა...



***
-წუხელ ბარგი ჩაგილაგე.-დილით აივანზე დახვდა მეუღლეს კარლა.-უტას ხელი მოკიდე და დაეხმარე.მისი მდგომარეობა არ მომწონს.
-კარლა რას ამაბობ?ერთი წლით მიდის.
-ვიცი,ამიტომაც უნდა გაყვე მხოლოდ შენ.
-ორსულად ხარ,ბავშვი გვეყოლება რამდენიმე თვეში...
-ვიცი,დედას ვეტყვი და ჩემთან დარჩება.ვიცი,რომ მასთან ერთად წასვლაზე ფიქრობდი და როგორი მეგობარი ხარ ახლა თუ არ დაეხმარები?ვერ ხედავ,რომ წვერი მოუშვა და რომის პაპს ემსგავსება?
-რომის პაპს წვერი არ აქვს...
-ხომ მიხვდი,რაც ვიგულისხმე.-თვალები დაუბრიალა მეუღლეს.-აკრიფე ნივთები და უკან მიყევი.
-შენ...შენ საოცარი ქალი ხარ გესმის? ამიტომაც მიყვარხარ.-მთელი ძალით მოხვია ხელები მეუღლეს.-რა კარგია,რომ არსებობ...
-იცოდე,ორი ხელით და ორი ფეხით დამიბრუნდი,ორი ბავშვი გვეყოლება და დაგჭირდება.-დაემანჭა მეუღლეს და საგზალიც მაგიდაზე დაუდო.
5 იანვარს გემმა პორტი დატოვა და მეგობრებისთვის გაურკვეველი მიმართულებით აიღო გეზი.ასე გადაწყვიტა დადვანმა ყველაფერზე ფიქრი და ახალი ცხოვრებისკენ ნაბიჯის გადადგმა იქამდე,სანამ ევა მის ცხოვრებაში არ დააბრუნებდა.ისევ დაიწყებდა ველური ბუნების შუაგულში ახალი აღმოჩენების გაკეთებას და მარსელთან ერთად მსოფლიოს მონახულებას.ეს ხომ მათი ჰობი იყო.
ერთი წელი უკაცრიელ ტერიტორიებზე,სადაც ხალხმა ისიც კი არ იცის საქართველო რუკაზე სად მდებარეობს,ან საერთოდ არსებობს თუ არა...



***(საქართველო 2024 წლის ივნისი.)
-უკვე 1 წელია წიგნი დასრულებული გაქვს ევა,გამომცემლობას რატომ არ უგზავნი?-საყვედურობდა ივერი.
-ჯერ მზად არ ვარ,დრო მჭირდება.
-წიგნი უტასთვის არის არა?
-მე და უტამ ძალიან ცუდად დავამთავრეთ ურთიერთობა...საუბრის საშუალება არ გვქონია და მე...მე არ შემიძლია ახლა მისი ნახვა...
-სიყვარულს რატომ გაურბიხარ?არასწორად გავიგე მათი კოცნა და სადამდე მოვედით ხედავ?ნეტავ იმ წამსვე არ გამოვქცეულიყავი სათქმელად.
-შენი მადლიერი ვარ ივ.-სახეზე ხელი ჩამოუსვა კაცს.-ახლა ალბათ ისევ იმ ჭაობში ვიქნებოდი შენ,რომ არა.ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო,მე ამის მჯერა.
-მთავარია ჯანმრთელი იყო,დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.
-ჯანმრთელი ვარ და ნელ-ნელა საკუთარი თავიც მიყვარს.-ღიმილით მიუგო კაცს.-64 კილო ვარ,ჩემი სხეული მომწონს და ვფიქრობ,რომ მიმზიდველი ვარ,ამიტომ ვფიქრობ,რომ სანერვიულო აღარაფერია.
-შენ აქამდეც მიმზიდველი იყავი.-თავისთვის ჩაიბურტყუნა კაცმა და ვარჯიში განაგრძო...




***
-მიხარია,რომ კიდეც ცოტახანს დარჩები.-თბილი ხმით უთხრა ქალმა უტას და ოკეანეს გახედა.-შენნაირ ადამიანებს იშვიათად თუ შეხვდება ვინმე.-ფრჩხილები მის კისერზე აათამაშა ქალმა.
-ხომ გითხარი,ჩემზე დროის დახარჯვა არ ღირს ენჯელა,მე სხვა მიყვარს.-ცერად გახედა უტამ.
-ჰო,მაგრამ მე იმ გოგოს აქ ვეერ ვხედავ,თან როგორც მითხარი ერთად არ ხართ,ასერომ ყველაფერი შეიძლება.
-უბრალოდ ურთიერთობა დავაპაუზეთ,რაღაც მიზეზების გამო.
-ესეიგი ჩემი კოცნა არ გეკრძალება.-ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა ქალმა.
-სიყვარულს არ ღალატობენ ენჯ.-მშვიდად მიუგო და ფეხზე წამოდგა.-შეიძლება ურთიერთობა დააპაუზო,მაგრამ სიყვარულს ვერ დააპაუზებ,ასე არ ხდება.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ხელი გაუწოდა,რომ ადგომაში დახმარებოდა.-გვიანია,სახლამდე მიაგიცლებ.
-ასეთი ერთგული კაცი არასოდეს არსად მინახავს,ესეიგი ძალიან გიყვარს ის გოგო.
-ჰო,ძალიან მიყვარს...



***(2024 წლის ნოემბერი)
-დაბადებისდღეს გილოცავ ივ.-თბილად გადაეხვია კარში მდგომ მეგობარს,რომელიც უკვე ჩვეულებრივზე მეტად მთვრალი იყო.
-ტორტს ვერ მოუსწარი,რამდენიმე საათის წინ ვჭამეთ.-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და ევა სახლში შეუშვა.
-დიდი წვეულება გონიათ.
-ჰო,გოგოებმა აიტეხეს და ბევრი ადამიანი მოვიდა...თუმცა შენ ძალიან დაგაგვიანდა.
-გოგოები ხომ იყვნენ აქ,რაც მთავარია.-ცერად გახედა გვერდით მდგომ კაცს.
-ერთადერთი გოგო,რომელიც აქ მინდოდა,რომ ყოფილიყო შენ ხარ...24-ე წლისთვის შენ ჩაგიფიქრე ევა,იქნებ ამისრულდეს.-მათ შორის მანძილი წამებში დაფარა კაცმა და ზემოდან დახედა.-რას ფიქრობ ევა,მაქვს შანსი?-ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და მისი ტუჩებისკენ დაიხარა...
-არ გინდა...-მკერდზე ოდნავ უბიძგა კაცს.-უტას გონებიდან ვერ ვიგდებ...
-ისევ უტა...-გაბრაზებულმა ამოთქვა და სკამს წიხლი მთელი ძალით დაარტყა.-აქ რომ იყოს ალბათ მოვკლავდი!
-ივო...-შეშინებული თვალებით გახედა კაცს.
-მაპატიე ევა.-დანებების ნიშნად ხელები ჰაერში აწია კაცმა.-მაპატიე,უხეშად გამომივიდა.
-ჩემი წასვლის დროა.-საჩუქრის პარკი იქვე იატაკზე ხმაურით დააგდო და სირბილით დაეშვა კიბეებზე...



***
„როცა ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე იქნებით ამას სხეულის ყოველი უჯრედით იგრძნობთ...ეს ეტაპი გვანგრევს,ენერგიას გვაცლის და გვანადგურებს.გვტკივა...არა ფიზიკურად,არამედ სულიერად...გვტკივა იმ ადამიანების არ ყოფნა,რომლებიც გვჭირდება და გვეზედმეტება მათი ყოფნა,ვინც დარდს ვერ გვიქარვებს.
კლინიკაში გატარებულმა თითოეულმა წუთმა დამაფიქრა ჩემი ცხოვრების თითოეული წამის ღირებულებაზე და მივხვდი,რამდენად ძვირფასია რეალურად ჩვენი სიცოცხლე...სიცოცხლე,რომელსაც ასე უდიერად ვეპყრობით...
ჩემი მეგობრები მშობლები გახდნენ. დაკაცდნენ, დაქალდნენ, დასერიოზულდნენ... ღამეებს მეგობრებთან დალევის მაგივრად, ბავშვების დამშვიდებაში ატარებენ.მე სწრავლას ვაგრძელებ,დარბაზში დავდივარ და დრო პროდუქტულად გამყავს,ის სხეული მაქვს,რომელზეც ვოცნებობდი,კარგი სამსახური,შემოსავალი...მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ადამიანს მარტოობა არ უყვარს.არ შეშვენის,არ ეკადრება...ყველას სჭირდება გვერდით ადამიანი ვისაც დაეყრდნობა და მე შენ მჭირდები დადვანო...
ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის,რომ უერთმანეთოდ ვიყოთ.პრინციპებს ვივიწყებ და ბედნიერებას ვირჩევ,რადგან მჯერა,რომ ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარდება და არ მინდა,რომ ჩემი სიყვარული ქარს გავატანო...
მინდა მიყვარდე და შენც იმავე გრძნობით მპასუხობდე...მინდა ოჯახი გვქონდეს და გვყავდეს შვილები,რომლებზეც ასე ოცნებობ...მინდა შენთან ერთად დავბერდე და ასი წლის შემდეგ,იმიერშიც ერთი სარეცელი გავიზიაროთ.
მზად ვარ იმ ბედნიერებისთვის,რომელსაც ცხოვრება მთავაზობს და თუ შენც მზად ხარ იცოდე,რომ დაგელოდები. 2025 წლის ივნისში,ზუსტად იმ დღეს,როდესაც გაგიცანი,2 საათზე სამების ეზოში დაგელოდები...მხოლოდ ერთი საათით მოვიცდი და იმედი მექნება,რომ მოხვალ ჩვენი სამარადისო ცხოვრების საწყისად...
მიყვარხარ!“
ეს ტექსტი იკითხებოდა წიგნის უკანასკნელ გვერდზე.წიგნის,რომელიც დადვანს ხელებში მოექცია და კუნძულის ერთ-ერთ ბნელ კუთხეში გამალებით კითხულობდა.
ჯერ მხოლოდ მარტი იყო.საკმარისად ჰქონდა დრო იმისთვის,რომ ჯერ ესპანეთში დაბრუნებულიყო,შემდეგ კი პირველივე რეისით საქართველოში საყვარელ ქალთან გაფრენილიყო...


***
-საოცარია ევა,ეს წიგნი დიდ გამარჯვებას მოგიტანს.თან ყველაფერი ისე გიწერია თითქოს სამებაში ვინმეს მართლა დაელოდები.-ემოციებს ვერ მალავდა რედაქტორი.
-შინაარსით ნამდვილად კმაყოფილი ვარ,ყოჩაღ.-აბუქებდა მეორეც.
-ბოლოს რა ხდება? გონებაში როგორ გაქვს წარმოდგენილი ხვდებიან ერთმანეთს?-ეკითხებოდა მესამე.
-დასასრული თავისუფალია,დაე მკითხველმა გადაწყვიტოს სიყვარული გაიმარჯვებს თუ სიამაყე.-მშვიდად ამოთქვა და ფურცლების დასტა ჩანთაში ჩააცურა.-ბედნიერი დასვენება ყველას.
-შენც ევა,თავი არ მოგვანატრო.-მიაძახეს მისულს და მალევე მისი სილუეტიც უკვალოდ გაქრა...






***2025 წლის 6 ივნისი.
ონლაინ მიმოწერის მერე პირველი პაემნის შიში თუ გამოგიცდიათ ვინმეს?შიში იმის,რომ შეიძლება ადამიანს არ მოეწონოთ,ან თქვენს შინაგან სამყაროს ვერ შეეწყოს.ან არ მოეწონოს სამოსი,რომელიც გაცვიათ...ასეთი მოუსვენრობა იპყრობდა ევას...კი არ ეშინოდა...უბრალოდ 2 წელია არ უნახავს და პირველი პაემნის აღელვება იყო მის გონებაში,თუმცა ისიც არავინ იცოდა დადვანი საერთოდ მივიდოდა თუ არა,ან საერთოდ წაიკითხა წიგნი თუ არა...
ტანსაცმლის არჩევა ორი კვირით ადრე დაიწყო,მაგრამ ბოლოს არჩევანი მაინც იმ კაბაზე შეაჩერა,რომელიც ანიტას ქორწილში ეცვა.მკერავს წაუღო,რომ ჩაევიწროვებინა და ახლა კმაყოფილი უყურებდა საკუთარ თავს სარკეში.
თმა გაისწორა,რადგან მოკლედ მოუვიდა შეჭრა და გასწორების გარეშე საშინლად იდგა,ფეხზე ზუსტად ის მაღლები მოირგო და მშვიდად გავიდა სახლიდან...
ზაფხულის ცხელ დღეს თითქმის ცარიელი იყო ეკლესია.ეზოში მხოლოდ 3-4 ადამიანი დადიოდა.მშვიდად აანთო სანთელი და იქვე კიბეებზე ჩამოჯდა 25 წუთით ადრე მივიდა,არ იცოდა რა ეკეთებინა ამიტომ მობილურში ფოტოების თვალიერება დაიწყო და დრო ასე გაჰყავდა.
იმდენად გაერთო ამ პროცესით საერთოდ დაავიწყდა რისთვის იყო მისული,თუმცა როგორც კი ბოლოში გავიდა გამოფხიზლდა და საათს დახედა.3-ის 21 წუთი იყო.მობილური ჯიბეში ჩაიდო და ფეხზე წამოდგა,რომ ირგვლივ მიმოეხედა.თუმცა იქაურობის დათვალიერება არ სჭირდებოდა,მის წინ დაახლოებით 10 საფეხურით ქვემოთ იდგა დადვანი და მას უყურებდა.უყურებდა ქალს,რომელიც 2 წლის განმავლობაში ტკივილამდე ენატრებოდა და თვალებს ვერ უჯერებდა.
-უტა...-ჩაუბურტყუნა თავისთვის და მისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა.უტამაც საპირისპირო მხრიდან დაიწყო მოძრაობა.-დიდი ხანია აქ ხარ?-როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე იკითხა.
-22 წუთია აქ ვდგავარ.-ღიმილიანი სახით გახედა.
-თან ყვავილით? პირველ პაემანზე?
-პირველი პაემანია? ზოგადად პირველ პაემანზე ერთი ვარდი აუცილებელია.
-მაშინ ახლიდან დავიწყოთ.-გაუღიმა მის წინ მდგომ კაცს.-გამარჯობა,მე ევა ლაშხი ვარ.
-უტა დადვანი.-თბილი ხმით უთხრა და თავისკენ მიიზიდა,რომ ჩახუტება შესძლებოდა.-პირველ პაემანზე ჩახუტება აუცილებელია.-ყურთან უჩურჩულა და ხელები წელზე ძლიერად მოხვია...
მისით სუნთქავდა...მისით ცოცხლობდა და დიახ,ევა იყო ყველაფერი მისთვის.ასე სამების ეზოში,ყველაფერი ახლიდან დაიწყეს და იმ დღიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა...






დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი მცირედით,რადგან მეტის დაწერის დრო ფიზიკურად არ მაქვს.იმედი მაქვს მოგეწონებათ. სიყვარულით ენ ქეი heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი ნინიკო

მშვენიერი ისტორია,ნერვები მომიშალა ევამ,ზედმეტად დეგენერატი გოგო უყო

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან მომეწონა ,სასიამოვნო წასაკითხი იყო,წარმატებები და გელოდებით ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent