შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი( XXV, დასასრული)


4-11-2025, 22:56
ავტორი ნაამა
ნანახია 190

4 დღით ადრე.
-არა მანდ არა. პირველ დარბაზში გაიტანეთ, იქ განათება უფრო მკვეთრია და ყველა დეტალი ზუსტად ისე გამოჩნდება, როგორც წესით მხატვარს უნდოდა მათი ხალხისთვის ჩვენება.
თაკო ბიჭებს რომლებიც ნამუშევრებს კედელზე კიდებენ მითითებებს აძლევს და ყოველ პატარა დეტალს ყურადღებას აქცევს. მოსაწვევები უკვე დარიგებულია, განცხადებებიც, მხოლოდ რამდენიმე ტილოს საჭირო ადგილას განთავსებაღა დარჩათ მასსა და მის მეგობარ ნინის. გოგო ახლა თითქმის ჩაბნელებულ ოთახში დგას, მსი მეგობართან ერთად და ტილოს უყურებს, რომელსაც მხოლოდ თავზე დაკიდებული სუსტი განათება გამოჰყოფს სიბნელისგან.
-წარმომიდგენია რას გრძნობდა ამის ხატვისას.
ნინი დუდღუნებს და კედელზე დაკიდებულ სხვადასხვა წითელის ტონალობებით დახატულ ტილოს ყურებს, რომელიც ალაგ-ალაგ დახეულია. თაკო მას რომ უყურებს ისეთი გრძნობა ეუფლება თითქოს შიგნიდან სჭამენ და თავს აქნევს.
-მე არა. არ შემიძლია გავიგო როგორი მრისხანებითა და ტკივილით იყო იმ წუთებში ეს გოგო მოცული- სევდიანი ხმით ამბობს და მერე აგრძელებს- მისი ყველა ნამუშევარი განსხვავდება, ყველა სტილში და ჟანრში ხატავს.
თაკო მას შორდება და მეორე დარბაზსაც ამოწმებს. მან და ნინიმ კედლებიც შეღებეს. ყველაფერი დიდიხნის მოგვარებული აქვთ. სულ სამი დარბაზია , ერთ წრფეზე განლაგებული. ორი უდნდა ყოფილიყო თუმცა დიდი დარბაზი კედლით შუაზე გაყვეს და ტილოების ისე განთავსება გადაწყვიტეს. გაუმართლათ , ტილოების უმეტესობისთვის ამრტიას სახელებიც მოფიქრებული აქვს, ზოგს თარიღიც აწერია და მოენტებში თაკოს ისეთი გრძნობა აქვს თითქოს,. რაც უფრო ადრინდელია მისი ნამუშევარი მითუფრო ნათელ სამყაროში ცხოვრობს გოგოც. იმ დარბაზში სადაც ახლა იყვნენ ბოლო 2 წლისტილოებია და ისინი ერთიანად წითელს შავსა და ნაცრისფერშია დაწერიი.

5 დღის შემდეგ, დღევანდელი დღე.
-სად მიგყავარ ბოლოს და ბოლოს გამაგებინე.
მარიტა გაღიზიანებული ეუბნება ქეთის ტეელფონზე და კარადას ჩიჩქნის რომ რამე ისეთი ჩაიცვას ყველა სიტუაციას რომ მოუხდებოდა.
- გამოფენაზე.
-სერიოზულად?
-ხო.
-კარგი ანუ ცოტა darck academy სტილში ცავიცვა?
-რამე ისეთი ჩაიცვი რასაც მაშინ ჩაიცმევდი იქ ხალხი შენს გამო რომ იყოს შეკრებილი, თან გამოფენის გახსნაა.
-რაღა გახსნაზე მივდივართ მერე წავსულიყავით შენ კიდე.
-არ განიხილება.

ქეთი მკაცრად ამბობს და ყურმილს კდიებს. მარიტა კი გაღიზიანებული დუდღუნით ჯდება მათეს საწოლზე და საკუთარ თავს ეჯუჯღუნება. დღეს ხომ თაროების კედლებზე მიმაგრებას აპირებდა თან ბესო და მათეც დაპირდნენ დაგეხმარებითო და იმედი ჰქონდა ოდესრაც მორჩებოდა ოტახის რემონტს. კედლები უკვე დაამთავრა, მეტიც არავ მხოლოდ შეღება არამე საწოლის მოპირდაპირე კედელი მოხატა კიდევაც, იქ უმეტეს წილად არაფერი იდგა, არც თაროების ზედ გაკვრას არ აპირებდა. მხოლოდ პატარა წიგნების მბრუნავი თაროების დადგმას. ოთახში მათე შემოდის, თვალები რაღაც უცნაურად უბრწყინავს და მარიტას ჰგონია მასსა და ბესოს შორის რამე ახლაი და კარგი ამბავი მოხდა.
-რას შევბი ალუბალო?
- ქეთი რაღაც გამოფენაზე მიმათრევს და არ მინდა წასვლა. წელს იმდენზე ვიყავი რომ ყველა სტილი გავიზეპირე შენს თავს გეფიცები, თან ოთახში ხომ თაროების გაკეთებას ვაპირებდი.
-დაიკიდე წადი მე და ბესოსაც არ გვცალია დღეს მაგისთვის.
მარიტ გაბრაზებული უყურებს
-მაშინ ირაკლის და ნიკუშას ვთხოვ.
- მარიტა წადი გამოფენაზე!
მათეს უკვე მთელი თვეა ენის წვერზე ადგას სიტყვები და თავს გაჭირვებით იკავებს მარიტასტან რომ არ წამოცდეს რეალურად ვის გამოფენაზე მიდიან ის და ქეთი. ერთი სული აქვს გალერეაში მისულ მარიტას როდის ნახავს , როდის დაიანხავს მის გაოცებულ და გაბადრულ სახეს საკუთარი გამოფენის დანახვაზე. იმ ტილოების წლების განმავლობაში რომ ხატავდა, იმათი ხან ნიკოს რომ ჩუქნიდა და ხან მერაბს, ხანაც მეგისა და მის მეგობრებს. ქეთიმ და თაკომ ყვეალფერი სათითაოდ მოაგროვეს და საუკეთესო ნამუშევრები ამოარჩიეს მათგან. ცოტახანში , 6 საათზე, ყველანი, მარიტას ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და შეყვარებულ იმ გალერეაში იქნებიან, იმ ნამუშევრებს ნახავენ რომლებიც არასდროს უნახვათ ან დაავიწყდათ და მასთან ერთად მარიტას პირველ წარმატებას გაიზიარებემ. არამხოლოდ მარიტასიანები, არამედ უცხო ხალხი რომლებიც იქ სწორედ მის გამო იქნებიან და ეს ყველაფერი ქეთის წყალობით.
მარიტა კიდევ კარგახანს განაგრძობს წუწუნს , თუმცა საბოლოოდ მათეს არჩეულ შავ კლასიკურ შარვალს, დაბალქუსლიან მერიჯეინებს, კრემისფერ მკლავიან ზედას( რომელსაც მკლავები მხრებზე გადასდის) და მასზე მოკლე ვესტს იცმევს.
-ასე რისთვის გამომაწყვე გაფიცებ? პირველად მივდიავრ თუ უკანასკნელად.
-მიდი რა. წავედი მე ბესოს უნდა შევხვდე და განხავ.
-შენც სადმე გამოფენაზე მიდიხარ კლასიკურად რომ გამოეყვე?
- მოგიყვები მერე.
თვალს უკრვას და ისე რომ პასუხს არ უცდის სახლიდან გადის. მარიტა ქეთის ელოდება რადგან გოგომ მანქანით უნდა გამოიაროს, თან არც იცის სად უნდა წავიდეს ტერიტორიულად. ქეთი მათეს წასვლიდან ნახევარ საათში მოდის, ისიც მშვენივრად გამოიყურება, თმა დახვეული აქვს და კულულებად აყრია მხრებზე. იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს შეიჭრა თმა უკვე საჯდომსაც ცდება, თუმცა არა ახლა, როცა ხვეულები აქვს.
-მშვენივრად გამოიყურები.
ღიმილით ეუბნება მარიტას და მის მხარს ეხება.
-შენც. მათეს ნახელავია ეს.
-გემოვნება ნამდვილად აქვს შენს ძმას.

ქეთი და მარიტა კიბეებზე ჩადიან და შენობის წინ გაჩერებულ მერსედესში ჯდებიან. ქეთი მანქანაში არ საუბრობს, არც მარიტა. ყველაფერს მუსიკის ხმა არღვევს. იმისი მარიტას ასე ძალიან რომ უყვარს და ერთ დროს თავს ტექსტათანც კი აიგივებდა. ეს “Chappell Roan - Good Luck, Babe! “-ია. როცა სიმღერა მეორე ვერსამდე მიდის ქეთი მას ყვება და მარიტაც, რაღაც მომენტში ქეთი მისკენ იხედება, თუმცა მარიტა გზას უყურებს. ეს უკვე გამოიარა, დიდიხნის წინ ასე რომ თავს ნებას არ მისცემს, არც ძველ გრძნობებს, რომ მისი ცხოვრება არიონ, რომ ისევ გააიგივოს თავი სიმღერის ამ ნაწილთან. იმასთან, რომელიც ძველ სიყავრულს ახსენებს შეგეძლო ჩემთან ყოფილიყავი თუმცა მასთან ხარ და ეს ერთ დღეს მტკივნეულად გაგახსენდება. ქეთი ტკივილნარევი ღიმილით იღიმის და ისევ გზას უბრუნებს მზერას. იცის რომ გვიანია, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
როცა გალერეასთან მიდიან ის მანქანას აპარკინგებს და მარიტას კართან ელოდება. გოგო მის გვერდით მშვიდად მიდის.
-ვის გამოფენაზე მოვედით ის მაინც მითხრაი რომ ჩემი ნანახი მხატვრების სიას მივამატო.
-დამიჯერე რომ შეხვალ მაშინვე იცნობ მხატვარს.
ღიმილით ეუბენბა და ხელს ხელზე კიდებს. მარიტა მხრებს იჩეჩს და ქეთის ნებას აძლევს ხელი ჩაჰკიდოს. მერე როცა კართან მიდიან ქეთი პირველი შედის და მარიტაც მის მიერ გაღებულ კარში როგორც სჩვევია თავდაჯერებით შედის. სანამ გარემოს შეხედავდეს ქეთის უყურებს, ხელს მკერდზე იდებს და ისე იქცევა, როგორც მუდამ ,როცა ქეთი კარს უღებს ხოლმე.
-დიდი მადლობა. როგორი ჯელტმენი ხართ.
-ნუ იტყვი. აბა? დაიწყებ დარბაზისთვის ყურადღების მიქცევას თუ ვიდგეთ ასე?
წარბებს მაღლა სწევს და შიდა სივრცისკენ იყურება. მარიტა რამდენიმე ნაბიჯს კიდევ დგავს და ოთახს თვალს ავლებს. განათება მკვეთრია, მუსიკასაც კი ცნობს, ყოველთვის წარმოედგინა ერთხელაც როგორ მოაწყობდა რომელიმე ცნობილი მხატვრის გამოფენას ამ მელოდიაზე. (Arvo Pärt - Spiegel im Spiegel ). დიდი დარბაზი არ არის. კედლებზე 12-ამდე ნამუშევარი ჰკიდია. მარიტა პირველს რასაც ამჩნევს ხალხია , ირაკლი ,მისი მეგობრები, დედამისი და ოჯახის წევრები. შემდეგი კი იმის გააზრებაა , რომ ტილოები რომლებიც კედელზე ჰკიდია უბრალოდ ნაცნობი კი არა მისი შექმნილია. ის ნამუშევრები ერთ დროს საძინებელში რომ ინახავდა, ისინი ნიკოს რომ აჩუქა ან ვინმე სხვას, მათშორის ბესოსაც კი. თავის ნამუშევრების დანახვაზე მარიტა ქვავდება და ვერ წყვეტს იმ წამს სიზმარშია, თუ რეალობაში. მასთან ირაკლი რომ მიდის და ეხვევა მხოლოდ მერეღა უბრუნდება მგრძნობელობა და აღქმის უნარი. კარებში თითქმის წუთი იდგა ერთ ადგილს მიქვავებული და გაშტერებული, მისკენ კი უამრავი თვალი და სახე იცქირებოდნენ, მათშორის უცნობებიც.
-გილოცავ.
მარიტა ბიჭს უყურებს, ჯერ ისევ გაოცებით , მერე მზერა ისევ საკუთარ ტილოებზე გადააქვს.
-ეს… მე…-ისევ ირაკლის უყურებს, რომელსაც თვალები უბრწყინავს სიხარულისგან, ქეთის რომელიც ამაყად , ზურგსუკან ხელებდაწყობილი მისჩერებია და გაურკვევლად დუდღუნებს.-მოიცა , ჩემი გამოფენაა? შენ ჩემს საკუთარ გამოფენაზე მომიყვანე?!
ქეთი თავს უქნევს.
მარიტა პირზე ხელს იფარებს და იცინის.
მერე ერთი ამვაია, ხან მილოცვები, ხან კურატორებთან შეხვედრა და ჟურნალისტებთან ინტერვიუს მიცემა. ხან სპონსორებთან და მეტ-ნაკლებად პროფესიონა, ცნობილ მხატვრებთან დიალოგები. მარიტას უკვე თავბრუ ეხვევა. იმის ნახვასაც კი ვერ ასწრებს როგორ არის მისი ტილოები გამოფენილი. ეს ყველაფერი საათს გრძელდება, მერე პატარა დროს პოულობს და ნათელი დარბაზიდან გამავალი თაღით მეორე მის გასწვრივ არსებულ დარბაზში გადის. ეს ყვეალფერი საინტერესოა, ჩვეულებრივი ძირითადი კარით შემოვიდა აქ, მის პირდაპირ კი ახალი გასასვლელი იხსნება და კიდევ ერთ მესამე დარბაზსაც არჩევს. იქაც აუცილებლად შეიჭყიტავს და თავის დავიწყებულ ნამუშევრებს გაიხსენებს. მარიტას ამ თაღში გასვლისას ისეთი გრძნობა უჩნდება თიტქოს საკრალურ , რიტუალურ ადგილას იყოს, თუმდაც აკროპოლისში, რადგან სწორ გზას მთავარ ჩაბნელებულ და ყველაზე საკრალურ ადგილამდე, საკურთხევლამდე, მიჰყავხარ. მეორე დარბაზში განათება სიეთი მკვეთრი არ არის, მისი ნამუშევრები კი პირველი დარბაზისგან განსხვავებით( სადაც ყველაფერი თბილ ტონებში იყო დაწერილი და უფრო მეტად ოქროსფერს, ყვითელს, ვარდისფერს, იისფერსა და ღიამწვანეს იყენებდა) აქ ყვეალფერი ცივ ფერებშია შესრულებული. მეტი ვერცხლისფერი, მეტი მეტალისებრი ფიგურები, ცისფერი , ლურჯი და მქრქალი ისისფერია. კედლები ისეთი თეთრი არ არის , როგორც წინა დარბაზში და მუსიკაც სხვაა, ამჯერად ‘’hildur guðnadóttir – chernobyl ost ’’ ისმის. მარიტა ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა. მუდამ იძახდა ჩემგან დიდი მხატვარი კი არა ხმატვარიც ძლივს გამოდისო, მაგრამ ახლა როცა თავის პერსონალურ გამოფენაზე იყო. მაშინ როცა შუა დარბაზში იდგა, სხვა ბევრ ადამიანთან ერთად, გრძნობდა რომ რაღაცის მიღწევა შეძლო. ჯერ მხოლოდ 22-ის იყო, წინ კიდევ ბევრი რამ ელოდა, შეიძლება მხატვრობით არა, მაგრამ უკვე დარწმუნებული იყო , რომ ყველაფერ შეძლებდა თუ მოინდომებდა, თუ მისთვის ძვირფასი ადამიანები გვერდით ეყოლებოდა და სწორედ ასე ყვეალფერში დაეხმარებოდნენ. მესამე დარბაზიში გამავალი პორტალი, წინას მოპირდაპირედ იყო. იქ სინათლე მხოლოდ ნახატების თავზე ეკიდა, სწორი ნახატის ზომის ჩხირებით. მხოლოდ მათი დანახვა შეგეძლო და ყველაფერი სევდის, ტკივილისა და მრისხანების სუნად ყარდა. წინა ორი დარბაზის მსგავსად მასაც საკუთარი მელოდია „Tim Hecker - The Ravedeath 1972 ’’ ჰქონდა. ეს მელოდია ყველა გრძნობას უფრო და უფრო მეტად ამძაფრებდა. დარბაზში მარტო იყო, სხვებისგან განსხვავებით მას არ სჭირდებოდა ყველა ნამუშევრის სათითაოდ ნახვა, მხოლოდ გამოფენის სტრუქტურა აინტერესებდა. იმ ნახატის წინ დადგა მაკრატლით რომ დაგლიჯა , ახლა ვერაფერს იგრძნობდა რომ არა განათებისა და მელოდიის ეფექტი. მერე მის გვერდით დაკიდებული ბოლო დროს დახატული „ოიზისისკენ“ გადაინაცვლა და იქ შეჩერდა. ტილო შავი და ნაცრისფერი ნეიტრალური ფონით იყო სექმნილი, მის მარცხენა მხარეს კი ვერცხლისფერი საღებავით, რომელსაც ღია ცისფერი შეურია ქალის ფიგურა იყო. გამოყვანილი ნაკვთებით, თმის ყოველი ღერით, ხელზე აჯაგრული ბუსუსებითა და ცრემლებით რომელიც სისხლით სდიოდა. ქალს ბურგუნდისფერი ბერძნული სამოსი ეცვა, ცალმახრზე ჩამოგდებული და დანაოჭებული. შავ-ნაცრისფერ ფონზე მისი კაშკასა ცრემლები და სამოსი ყვიროდა. წითურმა იგრძნო როგორ გადმოუგორდა თვალებზე ცრემლი და თიტებით მოიწმინდა. მერე ვიღაც მუცელზე შემოეხვია და თავი მის მხარს ჩამოადო.
-წარმოდგენა არ გაქვს შენით როგორ ვამაყობ. ყველაფერი , საერთოდ ყველაფერი ბლუმ, გასაოცარია. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამდენი ტკივილის და სიხარულის განცდა თუ შეგეძლო.
- იმდენიც არარის რამდენიც ჩანს.
ირაკლიმ მთა წინ დაკიდებულ ტილოს შეხედა, თვალებს, ხელებს, მათ მოძრაობას.... ყვეალფერს დააკვირდა...
-ეს რა არის?- წარწერისკენ გადაიხარა რომ წაეკითხა, მაგრამ მანამდე მარიტამ გასცა პასუხი.
-მე.
-რა?
-ეს ოიზისია, მე ვარ. მაშინ როცა ჯერ ისევ იმ სხვით ვიყავი შეპყრობილი, ერთხელ ბესომ ოიზისი მიწოდა. ბერძნულ მითოლოგიაში ის დეპრესიის, შფოთვისა და მწუხარების ღვთაებაა. მოკლედ ყველანაირი ემოციური ტკივილის.
მარიტა შორდება და ირაკლისკენ ტრიალდება, მისი სახე უკეთ რომ დაინახოს.
-ჩემს წარმოდგენებში ის კოსმოსშია, სრულ ქაოსსა და სიბნელეში, ყველას სევდით გარშემორტყმული , ყველას ტკივილით. არა ის არ კურნავს იმ ყველაფერს რისი ქალღმერთიც არის, პირიქით მათ ხალხს უძღვნის, მაგრამ სწორედ ამ ყევლაფრის გამო არიან ადამიანები ძლიერები. სწორედ მისი დამსახურებაა რომ ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა შეუძლიათ, ზოგჯერ არა, მაგრამ ამასაც არაუშავს. და კი მე ის ბურგუნდისფერი სამოსით მოარული წარმომიდგენია, რადგან საბერძნეთში არა, მაგრამ აქ ჩვენთან დიდიხნის მანძილზე, შუა საუკუნეებში, სწორედ ეგ ფერი იყო სამგლოვიარო.
ირაკლი მის სიტყვებზე იღიმის და წინ ცამოვარდნილ თმას უკან უწევს. მნიშვნელობა არ აქვს რატომ დახატა, მარიტას გრძნობები მისი საკუთარივით მნიშვნელოვანია და ეს გულს ოდნავადაც არ ტკენს. თანაც ის ჯერ ისევ მაშინ დახატა , როცა ის მეორეც უყვარდა. მაინც ხუმრობით ეუბნება.
-და ჩემს გამო დახატული ტილოები სად არის?
-პირველ დარბაზში- მარიტა დაუფიქრებლად პასუხობს და თან თვალებში აშტერდება- შენი ადგილი აქ არ არის, ეს ტკივილია , ტანჯვა შენ კი ჩემი სინათლე ხარ, ის რაც მახარებს. მეორე დარბაზშიც არის რამდენიმე, მაგრამ უფრო მეტად პირველში.
ორივე დუმდება და ყურს მელოდიას უგდებენ. მარიტას პირველეური წარმოდგენა მართალია. ეს ტაძარს გავს , რაცუფრო ღრმად შემოდიხარ მითუფრო ეფლობი გოგოს შინაგან სამყაროში. სიცარიელეში, ან იქნებ ტკივილში, რომელიც მთლიანად გიწოვს და გაიძულებს მისი გრძნობები იგრძნო. უხეში მონასმები, გადღაბნილი სახეები, სამოსი რომელიც სახეს ფარავს, ყველაფერი ეს შენს შიანგან მეში ჩახედვას გთხოვს და შენც ვერ ეწინააღმდეგები. მერე კი როცა ბოლო დარბაზში მხოლოდ ფერებით დაწერილ ტილოებში იმ ერთ „ოიზისს“ გადააწყდები, რომელიც სხვა არაფერს გავს ხვდები რატომ ქვია გამოფენას ეს სახელი. იაზრები რა არის მთელი მისი არსი. ბედნიერება რომელსაც ნელ-ნელა კარგავ. თუმცა უკან გზა სხვა განცდას გიტოვებს, თითქოს იმ ბნელი სამყაროდან კვლავ ნათელ მხიარულ ადგილას გამოდიოდე და სიხარული შენს სხეულში ჩაბუდებული მრისხანებასა და ტკივილის ადგილს იკავებდეს.
მარიტა ირაკლის სთხოვს ცოტახანი კიდევ დავრჩები ამ დარბაზში და მერე შემოგიერთდებითო, ისიც თავზე ჰკოცნის და იქაურობას ტოვებს რადგან ამდენი მძაფრი ემოციის განცდა აღარ შეუძლია. შეიძლება მარიტამ შეძლოს, მაგრამ ის ხომ გალდავა არ არის. გოგო საკუთარი ტილოს წინ მდგომი რჩება. მის ირგვლივ , წინ , უკან , ხალხი მოძროაბს, ქაოტურად და ძალიან სწრაფად, თუმცა ეს ძალიან სწრაფად მხოლოდ მარიტასთვის არის, ისიც მელოდიითა და ნამუშევრით გამოწვეული ილუზიისა და შენელებული გონების გამო. ვიღაც ბიჭი გვერდზე უდგება და გამოლაპარაკებას ცდილობს.
-მძიმე ნამუშევარია არა?
-გააჩნია.
-რას?
- ვინ უყურებს. ავტორისთვის ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე მნახველისთვის.
-შეიძლება. უბრალოდ ვერ ვხვდები რისი სიმბოლოა.
უფრო დაჟინებით უყურებს ტილოს. მარიტა ბიჭს ზედაც არ უყურებს ისე ეუბნება.
-რა თქმა უნდა, ტკივილის. ამ დარბაზში ყველაფერი ტკივილის გაცრუებული იმედის, სევდისა და შიშის გამოა შექმნილი.
-ეგ შენთვის. ავტორს შეილება რამე სხვა ჰქონდა დაგეგმილი.
-არა! ის ხატვის მომენტში უმეტესად იატაკზე დადებულ ტილოზე ხატავდა, აცრემლებული თვალებითა და აკანკალებული ხელებით. ძველი ფუნჯებით. ზეთის საღებავებს პირდაპირ ასხავდა, არც პალიტრას იყენებდა არც სხვა რაიმეს. იმ მომენტში ის იმდენად ბრაზობდა, ისე სტიოდა, ისე უნდოდა რომ გამქრალიყო რომ მიღებული ნორმები არ ადარდებდა და ამას არც ესთეტიურად აკეთებდა. არც იმაზე ფიქრობდა რისი თქმა უნდოდა, იმას აკეთებდა რასაც გრძნობდა.
-შენ ეს ვერ გეცოდინება. მე სხვანაირად ვუყურებ.
-შენი ხედვა საინტერესო მოსასმენი იქნებოდა, ერთხელაც სიამოვნებით მოვისმენდი ტილოებზე შენს აზრს.
-აუცილებლად. თემო
გოგო მისკენ ტრიალდება და ხელს უწვდის
-მარიტა გალდავა.
ბიჭის გაოცებული სახის დანახვაზე სხეულში სიამოვნების ტალღები უვლის. აი როგორი ყოფილა როცა საკუთარ გამოფენაზე ხარ და ჯერ არავინ გიცნობს, თუმცა უკვე იცი რომ ამაზე მეტად შენს სულში ვერ შემოძვრებიან.
-ასეთი არ წარმომედგინე.
-გეგონა საღებავებით დათხვრილი თმაში ფუნჯგარჭობილი ვიქნებოდი? საიდუმლოს გეტყვი ხატვისას ზუსტად ეგეთი ვარ.
-არა, უფრო დიდი მეგონე და შავგრემანი.
-არაუშავს.
მარიტა უღიმის მერე თავს უკრავს და პირველ დარბაზში ბრუნდება, სადაც თავის მეგობრებს და ოჯახს უდგას გვერდში. სიამაყით არის სავსე, თუმცა რა მანკიერი გადამეტებული სიამაყით. შორენა ხელს ხვევს და ეფერება, რაზეც გოგო ქირქილებს. მერე თავის ძმასა და მეგობრებს თვალს ავლებს და კითხულობს.
-რომელმა გენიოსმა მოიფიქრეთ?
ცოტათი გაღიზიანებულიც კია, იმის მიუხედავად რომ ამაზე ბედნიერი არასოდეს ყოფილა.
-ქეთის იდეა იყო და ფაქტობრივად ქეთიმ, თუმცა კურატორი თაკო და ნინო იყვნენ, ჩემი და და მისი მეგობარი.
სანდრო სხვების ნაცვლად პასუხობს და მარიტას მზერა მისგან ქეთიზე გადააქვს.
-მართლა ძალიან ბედნიერი ვარ ქეთა, მაგრამ იმ ორი ნამუშევრის გამოფენის უფლება არ გქონდათ.- თვალები სარკეს უმსგავსდება და სადაცაა ატირდება.
-რომელი ორის?
-ოიზისის და ‘pain’-ის . ეს ის ნაწილია რომელიც არასდროს არავის უნდა ენახა, ის რომელიც ყველაზე მე ვარ.
- მხატვრები იმისთვის ხატავენ რომ საკუთარი თავი აჩვენონ.
-ვიცი. მაგრამ ეს პირადული იყო, თუმცა დავივიწყოთ, რაც არის არის.
ქეთის ეხვევა და მხარზე ჰკოცნის. ქეთი იმ მომენტში თითქმის მარიტასავით ბედნეირია, რადგან მას მოციანრს, მხიარულსა და თავით აღფრთოვანებულს ხედავს და იცის, რომ მთელი წელიწადი და 3 თვის მანძილზე ეს პირველად ხდება სწორედ მის გამო და არა ირაკლის. როგორც იქნა შეძლო რომ მთელი მარიტას ბედნიერება მისი დამსახურება იყოს. ახლა ვეღარაფერი შეძლებს რომ დაამწუხროს.
უფრო მეტი ხალხი მოდის, ამრიტას თავბრუც კი ეხვევა ამდენი ადამიანის გაცნობისა და საუბრისგან. წიგნაკი კი რომელიც შემოსასვლელში ხალხის აზრების დასაფიქსირებლად დევს თითქმის შევსებულია. მარიტა თაკოს და ნინისაც ხვდება, რომლებსაც საქმის ასე კარგად შესრულებისთვის აქებს და მადლობას უხდის. რამდნეიმე ტილოს კამერის წინ არჩევს, ზოგს იმ ხალხთან ვინც მათი შექმნის მიზეზს კითხულობს, ტან წამდაუწუმ მზერა ირაკლისა და ქეთიკსენ გაურბის. ბესო და მათე ყველაზე წყანრად არიან, ერთმანეთის კომპანიითა და მარიტას შემოქმედებით ტკბებიან, სამპანურს წრუპავენ და თავს ძლივს იაკვებენ ასე სახალხოდ ფლირტისა და შეხებისგან.
მარიტა მის საყვარელ ლექტორებსაც კი ხვდება, რომლებიც აქ თავიანთი სტატუსებისა და ხელოვნების ისტორიაში წვლილის გამო არიან. მათთან დიდხანს საუბრობს, დედას ძმასა და შეყვარებულს აცნობს. ისინი აკრიტიკებენ , აქებენ, გამოსასწორებელ ნაწილებზე აშკარად მიუთითებენ და მარიტაც ამ ყველაფერს სიამოვნებით ისმენს. ახალი აზრის მოსმენა ხომ ცუდი არასდროს არის.
გვაინ იშლებიან, ხალხი რომელმაც თავის წყურვილი ხელოვნებით დაიკმაყოფილა სახლებში მიდის. მარიტას მეგობრები კი ბარშ წასვლას და ამ ამბის თავიანთ სტილში აღნიშვნას გეგმავენ. ასეც იქცევიან. განუყრელები, თავად წითური ტყუპები, შეყვარებულებითურთ, ქეთი და სანდრო, ნიკუშა და კიდევ რამდნეიმე ბარშ მიდიან.
-ამ ტეკილით ჩვენი დღის გმირს გაუმარჯოს.
ქეთი ღიმილით ამბობს და შოტს ერთი ამოსუნთქვით ცლის. მარიტა უცინის სახეზე ეფერება, მისკენ სახით გადახრილი.
-ამით კი შენ, რომლის გარეშეც ეს არ მოხდებოდა ჩემო საუკუნო სიყვარულო.
თავადაც ცლის.
-აბა? კიდევ როდის იქნება გამოფენა?
ბესო მარიტას მხარს კრავს, ის კი ხელებს დანებების ნიშნად სწევს.
-ქეთისთან გაარკვიე. და სანდრო შენი და გენიოსია, ასეთი ეფექტური გამოფენა დიდიხანია არ მინახავს, წამით დამავიწყდა კიდეც რომ მათი ავტორი თავად ვიყავი.
ირაკლი ეჭვიანი მზერით უყურებს გოგოს, როცა სანდროს გევრდიდან ეხუტება და მადლიერების ნიშნად ლოყაზე ჰკოცნის. ახლა ისეთი ბედნიერია სანდროც კი მოსწონს, სანდროც კი უყავრს, თუმცა ირაკლისთვის ეს სხვაგვარად ჩანს. მარიტა და ის ერთად კარაგდ ერთობიან, თუმცა გოგო ქეთისთანაც საკმაოდ დიდ დროს ატარებს, რაც ჯანჯღავას ოდნავადაც არ უკვირს. ბესო და მათე უკვე თავისუფლად იქცევიან, ცეკვავენ სვავენ და ვიდეოებს იღებენ, რომლებსაც ან მაშინვე სთორიზე დებენ, ან არა და შლიან. ბესო ლაივშიც გადის, შარშან ბაკურიანის შემდეგ პირველად.
-ჰაი, ხომ არ მოგენატრეთ? შეგიძლიათ მოხვიდეთ არცეგაა პრობლემა. მოკლედ ჩემო ძვირფასებო ამ ქალბატონს დღრს- კამერას მარიტასკენ ატრიალებს რომელიც ტეკილის სამ შოტს ერთმანეთის მიყოლებით ცლის, თან ბესოს მობილურისკენ ხელს იწვდის .
-ნუ მიღებ. აი იმას გადაუღე ნახე რა დღეშია.
ქეთისკენ ანიშნებს, რომელმაც უზომოდ ბევრი დალია და ახლა ფაქტობრივად სანდროს მკლავებში ფეხზემდგომს სძინავს.
ქეთი თავს ჰყოფს და ბესოს კამერას უყურებს.
-არ მძინავს, კარგად ვარ! კიდე მინდა რა, აი მაგალითად რომი.
-რა დალევა გოგო. ნორმალური თუ ხარ შენ?
ბესოს მაგიერ მათე ეჩხუბება და დახლიდან აღებულ სანდროს სასმელს ხელიდან აცლის, რაზეც სანდრო იცინის. ირაკლი მარიტას გვერდით დგას და ახლა თავად სვავს ტეკილის შოტებს, რადგან ერთმანეთს ეჯიბრებიან.
-მოკლედ ამ წითური ქალბატონის პირველი გამოფნეა იყო და აღვნიშნავთ, ახლა თავის სატრფოს ეჯიბრება ვინ მეტ ტეკილას დალევს. ირაკლი! ირაკლი! ირაკლი!
მათე და სანდროც ჰყვებიან შეძახილში. მარიტა კამერას უბღვერს და დოინჯს ირტყამს.
-რას ქვია? მე არ მამხნევებდით და ჩემ სიყვუს ამხნევებთ?
-ეძინა შენს ცხოვრების სინათლეს.
ბესო დასცინის და კამერას თავისკენ აბრუნებს.
-მოკლედ ახლა მაგრად დავიმხობთ ყველაფერს, ისე რომ ხვალ თავის აწევა არცერთს შეგვეძლოს. ნახეთ კიდე სვავენ ეს ორი - მარიტა და ირაკლი კიდევ ექვს ჭიქას უკვეთავენ და ერთმანეთის გევრდიგვერდ მდგომები ჯერ ერთ ჭიქას სვამენ და ლიმონს წუწნიან მერე მეორეს, მესამესაც. ბოლოს ერთმანეთს უყურებენ და სიცილი უტყდებათ.
-არასოდეს დამთავრდება ასე. რამე სხვაზე გადავიდეთ.
-მაგალითად ბლუმ?
-შენ აირჩიე, ტეკილა ხომ ჩემი იდეა იყო.
-მგონი ჯობია სახლში წავიდეთ.
-კარგი რა დღეს ხომ ჩემი დღეა?
მარიტა თავს ისაწ....ბს და ბიჭს ეხვევა, ის კი თავზე ჰკოცნის.
-ნახეთ რანაირები არიან, შეყვარებული რომ არ მყავდეს მომანდომებდნენ.
ბესო მათეს ფეხზე ხელს ისე უსრიალებს რომ კამერაშ არ გამოჩნდეს და ისიც შუბლზე ჰკოცნის წითურს.
-ხვალ რომ ილინე ბაღში უნდა წვაიყვანო?
-ლიზი ვერ წაიყვანს?
-ვერა
-კარგი რა .
მარიტა წუწუნს არ წყვეტს თუმცა ირაკლის დარჩენაზე ვეღარ იყოლიებს, ამიტომაც ბიჭი მარტო მიდის და სხვებთან შედარებით ფხიზელ ბესოს სთხოვს მარიტას მიხედოს. მათეც არ არის ნაკლებად მთვრალი, ასე რომ სანდროს ჩათვლით ფაქტობრივად ყველა მისი მისახედი ხდება, ის კი ლაივს არა და არ წყვეტს და ტკლიკინს განაგრძობს. მარიტა და ქეთი ერთად ცეკვავენ, მას შემდეგ რაც გოგო გონზე მოდის და კიდევ შეუძლია დალევა. ბიჭები ხან ბართან სხედან ხანაც ცეკვავენ. მერე სანდრო მარიტას ქეთის თავს პარავს და ისიც დანებების ნიშნად ხელებს მაღლა სწევს.
-შენია ძვირფასო არ გეცილები. წავალ მათუსასთან მე.
გოგო სიცილით მიდის ძმასთან, მის გვერდით ჯდება და თავს მხარზე ადებს.
-ბესო სად გყავს?
-მოსაწევად გავიდა.
-მეც მინდა, წამო რა გარეთ შენც.
-მე რომ არ ვეწევი?
-ისე წამო ვიჭორაოთ, მაგალითად რელიგიებზე, ხელოვნებაზე რამეზე.
-ჩაგერთო სიმთვრალეში ხალხისთვის მალევიჩის „შავი კუბის“ აღწერის ფაზა?
-მოდი რა ვაღიაროთ სანამ არ იცი მხატვარმა რა და რისთვის დახატა ყველაფერი სისულელე და იოლი გგონია, ისეთი შენც რომ მოიფიქრებდი და დახატავდი , მაგრამ რა წამს მიზეზს იგებ , მნიშნელობას და ტექნიკას ყველაფერი ეს გენიალური ხდება.
-ვაღიარებ.
-ისე ცოტნე რატომ არ წამოვიდა?
უკვე ხალხს შორის გზას მიიკვლევენ მარიტა რომ ეკითხება.
-თბილისშ არაა, იდეაში არც მე უნდა ვიყო, მაგრამ გამოფენის გამო დავრჩი.
-რატომ არ უნდა იყო?
- თუშეთში არიან სტატიების დასაწერად ის ბიჭები და ლილე.
-შენც უნდა წახვიდე?
-ხო ზეგ ავალ მე და ერთი კვირით გავჩერდები.
-ბესო გააფრენს.
ამას უკვე გარეთ გასვლისას ამბობს და ავალიანიც ყურებს ცქვიტავს.
-რატომ გავაფრენ?
- თუშეთში რომ მივდიავრ.
-ხო მაგაზე მაგრად ვნერვიულობ ცუდი გზებაი, იცოდე ნახევარ საათში ერთხელ დარეკავ.
-აი გიჟი, ჩვეულებირვი გიჟი ალუბალო.
-კარგი რა ნერვიულობს და შეირგე. ერთ ღერს მომაწევინებ?
ბესო ჯიბიდან სიგარეტს იღებს და უწვდის, მერე თავადვე უკიდებს. მარიტა ქუჩას და მასში არეულ ხალხს უყურებს, ახლაც ისეთი მარტოობის გრძნობა აქვს როგორც რამდნეიმე საათის უკან, როცა ირაკლიმ ის ბნელი დარბაზი დატოვა და მის ირგვლივ ხალხი სწრაფად და აბსტრაქტული ფიგურებივით გაურკვევლად ირეოდნენ, ის კი საკუთარი ტილოს წინ იდგა, ოდესღაც თავის თავად ქცეულ ოიზისს უყურებდა და ვერ ხვდებოდა როდის შეწყვიტა მისად ყოფნა. ვერ ხვდებოდა , როდის სდიოდა სისხლის მაგივრად ტირილისას ცრემლები და თავს ბედნიერად გრძნობდა.
-აბა როგორი გრძნობაა?
-თითქოს მთვარეზე დავეშვი.
-შენი მთვარე იპოვე მარუს?
-ვიპოვე და იქიდან არ დავბრუნდები.
ბესოს უღიმის და გვერდიდან ეხვევა. ბიჭი ინტერესით უყურებს გოგოს.
-ისევ გგონია რომ სიყვარული მახინჯია?
-კი, მახინჯია, რადგან სულში გიძვრება და დეფორმირებას გაიძულებს, აი მაგალითად მე. ორივე ჯერზე სხვადასხვა ადამიანად მაქცია, ის რომ სიყვარული მახინჯია არ ნიშნავს რომ შენი გაბედნიერება არ შეუძლია. ის პატარა პარაზიტია რომელთან ერთად ცხოვრებას ან სწავლობ ან მის კლანჭებში მომწყვდეული კვდები. მე კი ირაკლისთან ერთად რომ ვარ მგონია ყველაფერს შევძლებ და ქეთისიც მადლობელი ვარ რადგან ბევრ რამეზე თვალები ამიხილა და მუდამ ისე მიდგას მხარშ როგორც არავინ. თუმდაც დღეს , ვერასოდეს წარმოვიდგენდი , რომ ამდენ ვინმეს შეიძლება ჩემი დაწერილი ტილოები მოსწონებოდათ.
-მე და მათეს რაღაც სიახლე გვაქ?
-რა სიახლე?
-შემოდგომაზე ერთად გადავდივართ.
-სერიოზულად?
გაოცებული, ვარსკვლავებივით აციმციმებული თვალებით კითხულობს.
-სერიოზულად.
მათე თავს უქნევს.
-ღმერთო როგორ მიხარია.
-რომ მომიცილე?
-რომ ბედნიერები ხართ შე სულელო არსებავ. თქვენი ისტორია ჩემი ფავორიტი მოსაყოლი ამბავია.
ორივეს ერთდროუალდ ეხვევა და ჯერ ერთს ჰკოცნის ლოყაზე, მერე მეორეს. შიგნით რომ შედიან ქეთი ძალიან მთვრალია, მარიტაც რამოდენიმე ჭიქა მარტინს და ნეგრონს ამატებს და სანდრო ყველას მანქანაშ ისვამს, სახლებშ რომ ჩამოარიგოს. მათე ბესოსთან რჩება, სანდრო ქეთის გზაშივე ეუბნება რომ აუცილებლად სახლშ უნდა დარჩეს, მარიტამ კი იცის რომ გოგოს მშობლები მივლინებაშ არიან და ამრტოა.
-ქეთისთან დავრჩები მე, ვინმემ ხომ უნდა მიხედოს.
-დედამისი?
-არ არის აქ, შორენას კი ორივეს მოვლას ვერ ვაიძლებ, ამიტომ მე ავალ ქეთისთან თან ცოტას ვიჭორავებთ.
სანდროს ბევრს უცინის, რადგან მის მიამრთ აღარაფერს გრძნობს, არც ბრაზს, არც სიძულვილს. დროსთან ერთად იმ აზმრამდე მივიდა , რომ სანდრო არც ისე ცუდი ადამიანია და რომ მთელი ეს დრო სანდროს საკუთარი დასავით უყვარდა გოგო. თუ ამას ცივი გონებით შეხედავდა მიხვდებოდა, რომ ბიჭი მუდამ მის გაცინებას ცდილობდა, ეხუმრებოდა, როცა ცუდად იყო ზრუნავდა და მის ირგვლივ კარგი გარემოს მოწყობას ცდულობდა. სანდრო ყველაფერს შვებოდა მარიტასთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონოდა, ის კი ისე იყო დაბრმავებული ქეთის მიამრთ გრძნობებით რომ არაფერს იმჩნევდა.
მარიტა გზიდან შორენას ურეკავს და აფრთხილებს სახლში არ მოვალო.
-ირაკლისთან რჩები?
-არა ქეთისთან, ბევრი დავლიეთ და ვინმემ ხო უნდა მიხედოს.
-აქ მოსულიყავით?
-5ზე მიდიხარ, სად მოვსულიყავით , ერთი ორი საათით მაინც ხომ უნდა დაიძინო. მიდი გაკოცე და მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ დედი.
ყურმილს კიდებს, მანქანის აკრს აღებს და ქეთის გადმოსვლაში ეხმარება, მერე სანდროს მადლობას უხდის და სადარბაზოში შედიან.
სახლში შედიან თუ არა შუქს ანთებს, ქეთის გამოცვლაშ ეხმარება და თავადაც გოგოს პირველივე მაისურს იცმევს. საპირფარეშოდან რომ გამოდის და ჩაბნელებული საძინებლის კარს ხურავს შეტრიალებუასაც ვერ ასწრებს ისე უცბად ეკვრება ზედ და ტუჩებზე ქეთის ტუჩებს გრძნობს, რომელბიც მოძრაობას არა და არ წყვეტენ. მის მოშორებას ცდილოსბ, პირველი ფიქრი სწორედ ეს არის, რომ ქეთი უდნა მოიშოროს, რომ ეს არასწორია, მაგრამ როცა გოგოს ხელები მის წელზე მისრიალებენ და მუცელზე ედერებიან, როცა ქეთის ხელს კისერზე გრძნობს თავის თავს ვეღარ ერევა ხელები უდუნდება და ქეთის კოცნაშ ჰყვება. მის სხეულს ეფერება, ისე როგორც ამას ქეთი აკეთებს. კარსა და ამილახვრის სხეულს შორის გამომწყვდეული გონების რაციონალურ ნაწილს დიდხანს ვერ იბრუნებს. ქეთი კისერშ ჰკოცნის, წელზე ეფერება და მარიტაც ტუჩს კბენს რომ არ დაიკვნესოს. გრძნობს როგორ უჩქარდება სუნთქვა როცა ამილახვარი ვესტის შეხსნას იწყებს და ყველაფერი წამის მეასედშ უბრუნდება რაციონალურობას. ხელს უკავებს და მხარზე მეორე ხელის მიწოლით აიძულებს უკან დაიხიოს.
-არა! არა! არასწორია. არ შეიძლება ქეთა.
-რა არ შეიძლება?
-ის რასაც აკეთებ.
-რატომ?
-კარგად იცი! უბრალოდ დაწექი და დაიძინე, ძალიან მთვრალი ხარ.
-ამის გაკეთება ფხიზელზეც ბევრჯერ მდომებია.
მარიტა მას შორდება, საწოლიდან პლედს იღებს და კართან გახევებულ ქეთასთან რომ მიდის გევრდს ისე უვლის რომ კანზე მისი კანი არ იგრძნოს. კარს რომ აღებს ქეთისკენ არ იყურება ისე ეუბნება.
-დაიძინე და დანარჩენზე რომ გამოფხიზლდები მერე ვისაუბროთ.
მთელი ძალით აჯახუნებს ხისგან დამზადებულ თეთრ კარს და გაბრაზებული, აჩქარებული ნაბიჯებით მიდის დივნისკენ.
ქეთი საწოლშ წვება და ხელით ქვედა ტუჩს ეხება, რაზეც ღიმილს ვერ იკავებს, როგორც იქნა ამის გაკეთება შეძლო. ახლა აღარაფერს ინანებს, ყველაფერი ისე წავა როგორც მუდამ უნდა წასულიყო, მაშინ თავის დროზე გრძნობებს რომ დამორჩილებოდა და არა გონებას. ახლა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ყვე;აფერთან ერთად ამის დასტური მარიტას კოცნაში აყოლაც იყო, რამდენხანს გაგრძელდა 10 წუთი? ან იქნებ 15? ქეთას ის არ ესმოდა მარიტა რატომ გაბრაზდა ან თავი რატომ შეიკავა იმისგან , რაც ორივეს ასე ძლაიან უნდოდათ. იმ ღამით ამილახვარს ისე ტკბილად ეძინება, როგორც დიდიხანია არ სძინებია.
იგივეს ვერ ვიტყვით გალდავაზე, რომელმაც მთელი ღამე თეთრად გაათენა დივანზე მწოლმა. პერიოდულად ქეთას ამოწმებდა ხომ კარგად იყო და უკან ბრუნდებოდა. ჩანტაში გაჭირვებით ნაპოვნი სიგარეტის 5ღერი გამოცალა და მღამე იმის ფიქრში გაათენა რომ საშინელი ადამიანი იყო როცა თუმდაც ცოტახნით მისი კოცნა ესიამოვნა. ახლა როცა ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჰქონდა რაღაც რეალური შანსი გააცნობიერა , რომ ქეთი აღარ უყვარდა, მის მიამრთ ისეთივე ცივი იყო როგორც ყინული. ის აღარასდროს იქნებოდა მეტი ვიდრე მეგობარი და ოდესღაც არსებული სიყავარულის ნაწილი, აი ეს მოერე კი ქეთის საქმე და საზრუნავი არც მანამდე იყო , არც ახლა და არც მომავალში იქნებოდა. ეს მთლიანად მარიტას გრძნობები იყო. მერე რა რომ ქეთი გამოფენა მოუწყო? მერე რა რომ აკოცა? ეს არაფერი იყო, სრულიად არაფერი. იმ ბოლო დარბაზშ მარიტამ საკუთარ მახინჯ სიყვარულს ქეთისადმი თვალებშ ჩახედა და ახლა რიჟრაჟზე აივანზე მჯდომმა იცოდა რომ იმ ბნელ ადგილას აღარასდროს დაბრუნდებოდა, რადგან ბნელი ღამე უკვე გამოიარა და გათენებას იწყებდა. ირაკლი მისი ცხოვრების სიყავრული იყო, მისი ერთადერთი კაცი და იმედი რომ ყველაფერი სტაბილურად იქნებოდა. ქეთი კი თინეიჯერობის სიყვარული, რომელმაც განვლილი წლებივით ჩაიქროლეს და ქარს სხვებისთვის მოსაყოლად ამბავი გაატანეს. გალდავა დანაშაულის გრძნობის გარდა იმ მომენტში ვერაფერს განიცდიდა, დანაშაულს ირაკლის მიმართ. ეს არ უნდა ექნა, არ უნდა აჰყოლოდა. თავიდანვე უნდა ჰყოფნოდა ძალა მის მოსაშორებლად.
ფეხზე დგება და სახლშ შედის, დივანზე მიგდებულ პლედს კეცავს, იქვე დებს, მერე თავის ტანსაცმელს იცმევს და ის ის არის ჰოლშ გასვლას აპირებს, კარი რომ იღება და ქეთა გამოდის. გოგო ყურებამდე გაბადრულია და ისე უყურებს მარიტას, რომელცი კარშ გახევდა.
-სად მიდიხარ?
-სახლშ.
- ვჭამოთ და მერე წადი.
მარიტას ჰგონია რომ წინა ღამიდან არაფერი ახსოვს , ამიტომ მის ნებას დაჰყვება და სამზარეულოში შედის. ქეთი მაცივრიდან წინა დღეს გამზადებულს საჭმელს იღებს და ონტეინერებითვე დებს მაგიდაზე. მარიტა საჭმელს ჭამს და ქეთისთან ერთად მის გამზადებულ ცივ ყავას სვავს. უცბად ქეთი ფეხზე დგება და მისკენ იხრება, თავს გვერდზე აწევინებს და კისერზე უყურებს.
-ჯანდაბა.
-რა იყო?
-ნაკოცნი დაგრჩა.
-რა?
მარიტა პანიკდება და ხელს კისერზე იდებს. თვალებში შიშ უბუდდება , ისე ძლიერი რომ ლამის არის კანკალი დააწყებინოს, „ესეც შენი მტკიცებულებაო“ თავის თავს ეუბნება. ახლა ყველაფერი უფრო რეალური ხდება ვიდრე წინა ღამით იმ ბნელ ოთახში. თანაც მაშინ ჯერ ისევ მთვრალი იყო, ახლა კი ფხიზელზე ამ ყველაფრის გააზრება ტვინში შერჭობილი ნემსებივით არის მისთვის. სანამ ნაკოცნის შესახებ გაიგებდა ყოველივე რაც წინა ღამით მოხდა მხოლოდ უსიამოვნო სიზმრად ჩნდებოდა მარიტას ალკოჰოლისგან დაბინდულ გონებაში. ფხიზელზე , მზის შუქსა და განთიადზე, ან უკვე კარგახნის წინ ამოსულ მზესა და განათებულ გარემოში კი ცოდვები უფრო აშკარა და საშიში ხდება. ისინი რელაურ სახეს იძენენ და ღამის მოჩვენებებზე მეტად გაშინებენ. სწორედ ასეთი ეფექტი ჰქონდა მარიტასთვის ქეთის სიტყვებსა და მისი ტუჩების ანაბეჭდს წითურის ყელზე.
გალდავა ფეხზე დაპანიკებული დგება, ჩანგალს დაუდევრად დებს თეფშზე და საკუთარ მოსაცმელს ხელს სტაცებს რომ იქიდან გაიქცეს, ქეთი უკან ედევნება.
-მოციადე სად მიდიხარ.
-სახლშ.. სახლში უნდა წავიდე სანამ გავგიჟებულვარ.
მარიტა ქეთის წამის წინ ჩაკიდებული ხელიდან თავს უხეშად ითავისუფლებს და ჰოლში გადის, სანამ კარებთან მივიდოდეს ქეთა მის შეჩერებას მაინც ახერხებს
-მეგონა საუბარს ვაპირებდით.
-არ გესმის არა?!-მარიტა მისკენ გაბრაზებული ტრიალდება და მოსაცმელი უვარდება- აქ სალაპარაკო არაფერია ქეთა. საერთოდ არაფერი.
-ძალიან ბერვია მარიტა.
-რისი თქმა გინდა ? იმის რომ მე შეგაცდინე? იმის რომ ყვეალაფერი ჩემი ბრალია ? მიდი მითხარი. თუ იმის რომ ეს სასმლის გამო იყო, მაშინ დიდი იმედი მაქვს რომ შენთის ასე იყო. დიდი იმედი მაქვს რომ გუშინ მანქანაში good luck baby შემთხვევით ჩართე და გარა გააზრებულად.
-ასე არ ყოფილა. არც სასმლის ბრალი იყო დაარც შემთხვევით ჩამირთავს.
- ქეთა არ მესმის.
მარიტა დაღლილი ამბობს, ენერგია საერთოდ აღარ აქვს და ახლა მხოლოდ სახლში მათეს საწოლში ჩაწოლა და მის მოსვლამდე დაცდა უნდა. უნდა რომ ტყუპისცალს ყველაფერი მოუყვეს და მის მკლავებში იტიროს, ისე როგორც ამას მაშინ აკეთებდა ქეთა რომ უყვარდა.
-რა არ გესმის?
-შენი ქმედებები. არ მესმის ჩემგან რა გინდა.
-შენ. მხოლოდ შენ. ვიცი რომ გვიანია, ვიცი რომ წლები დამჭირდა ამ ყველაფრის მისახვედრად მაგრამ იტა, მიყვარხარ. სულ შენ იყავი. სანდრო? სანდროც მიყვარს მაგრამ მისი სიყვარული შენთან ახლოსაც ვერ მოვა.
-ნუ ამბობ, ამას აზრი აღარ აქვს, ასე მხოლოდ თავს დაიმცირებ ჩემს თავში. მე კი არ მინდა რომ მეგობრობა გავიფუჭოთ ისედაც ავრეთ უკვე ყველაფერი.
მარიტა თავს აქნევს ამ სიტუაციიდან გაქცევის მოლოდინში. ქეთი კი კიდევ ერთხელ ეტანება ტუჩებზე, მის მოცილებას ცდილობს თუმცა გოგო ხელებს ზურგსუკან უკავებს და უკან გასაქცევ გზას კედლით უკეტავს. მარიტას თავის დახსნა უნდა ამ საშინელი მომენტიდან, იქიდან რომელიც ბევრჯერ წარმოუდგენია, თუმცა ახლა აზრი აღარ აქვს მის არსებობას. თავს აქნევს ფეხებს, ხელების გათავისუფლებას ცდილობს თუმცა ამაოდ. ბოლოს ტუჩზე გამეტებით კბენს და ეს ისეთი არ არის , როგორიც მაშინ სექსისას ირაკლის რომ უკბინა და მისი სისხლიც კი ინტიმურად იქცა, ახლა მარიტას სხეულს ზიზიღის გრძნობა იწვევს პირში რკინის გემოს შეგრძნებაზე. ქეთი ტკივილის გამო შორდება თუ არა მარიტას პირიდან წითელი სითხე რომელიც უფრო ემტად ნერწყვსაა შერეული ვიდრე თავად არის, იატაკზე იღვრება.
-მიკბინე?
-სხვა გზა დამიტოვე?
-მარიტა
-არა! ამას აღარ გააკეთებ. გასაგებია ბევრი დრო დაგჭირდა შენი მშობლების გადამკიდე საკუთარ ორიენტაციაში გასარკვევად, მაგრამ ეს მოცემულობას არ ცვლის. მე ირაკლი მიყავრს და შენი გრძნობები მე აღარ მეხება. ღმერთო თავის დროზე რომ მიმხვდარიყავი შეიძლება ახლა ერთად ვყოფილიყავით , მაგრამ ქეთა შენ იმ დღეს ტყეში სანდროზე მომიყევი და ყველაგზა გადამიჭერი ჩემს გრძნობებზე მესაუბრა.
-მაგრამ მიყვარხარ.
-მარტო სიყვარული არაფერია! რომ გიყვარდე ამას არ იზავდი. ნუ მაიძულებ თავი ისე ვიგრძნო როგორც მოღალატემ. ეს არ მინდა. არასოდეს მდომებია ირაკლისთვის ღალატი.
ქეთის იმედგაცრუებული უყურებს, თან უკვე ხმაში ბრაზიც ერევა.
-დაშორდი ირაკლის.
-არა! რას იძახი. არა. ვერ ხვდები რომ ასე არ იქნება?
-მინდა რომ ერთად ვიყოთ.
-ქეთა გეყსო. შენც და მეც შეყვარებული გვყავვას და ის რომ შენ შენი საკამრისად არ გიყვარს არ ნიშნავს რომ მეც ასე ვარ. მეტჯერ ვეღარ ვატკენ ირაკლის გულს ასე არ შემიძლია.
-მაგრამ...
-ან ამას თავიდან ამოიგდებ ...
-არ შემიძლია.
-რა არ შეგიძლაი?
-არ შემიძლაი მხოლოდ მეგობრად გიყურებდე. არ შემიძლაი ვუყურე მასთან როგორ ხარ. მართლა მიყვარხარ მარიტა.
-ქეთი არ შემიძლია შენს მიმართ აღარაფერს ვგრძნობ.
-მატყუებ.
-სიამრთლეს ვამბობ.
-შენ ამას ვერ იზავდი. ვიცი როგორც მიყურებდი ხოლმე.
-საკმარისია უკვე!
- არა! აღარ შემიძლია, ერთხელ მაინც მინდა სწორად მოვიქცე, მინდა რომ ერთხელ მაინც მე ამირჩიო, ყველა სხვა დაივიწყო და ჩემთან იყო. შეგვიძლია სხვაგან წავდიეთ არც ეგ იქნება პრობლემა, მხოლოდ ჩემთან იყავი. მართლა მიყვარხარ, ის გამოფენაც ამის დასტური იყო.
-აქ არაფერია არჩევანზე...
-მინდა რომ ბედნეირები ვიყოთ...
ქეთი მარიტას ლაპარაკს არ აცდიდა და მისი სიტყვების პარალელურად საუბრობდა.
-ეს ყვეალფერი არ არის იმაზე მე შენ აგირჩევ თუ ირაკლის, მე ჩემს თავს ვირჩევ. მინდა რომ ბედნიერი ვიყო და ფაქტია შენმა სიყვარულმა კარგი არაფეირ მომიტანა. ეს წყეული სიმღერა არ არის რომ ერთდღესაც მის გევრდით გავიღვიძებ და გამახსენდება რომ შენთან ყოფნა შემეძლო, ასე არ არის. მე შენ მიყვარდი- მარიტა ამას ყვირილით ამბობს, სახეზე ხელს ისმევს და ისე განაგრძობს- ღმერთო გაღმერთებდი კიდეც, მაგრამ ამან გაიარა, ისე როგორც სხვა ყვეალფერმა. წლები დავკარგე იმაზე ფიქრში როგორ უნდა მეთქვა შენთვის და როცა ამას ვაპირდები შენ სანდროზე მომიყევი. ის ღამე გახსოვს კარვებით რომ საბადურში ვიყავით? მართლა გეგონა რომ ახალ ტილოზე უნდა მომეყოლა?!- იცინის და ქეთას უყურებს რომელიც სადაცაა ატირდება, მერე გაბრაზებული ამბობს-სულელი ყოფილხარ, შენ წლები დაგჭირდა რომ მიმხვდარიყავი მე კი წლები რომ დამევიწყებინე და ახლა იაკობივით ჩემი ცხოვრების არევის უფლებას არ მოგცემ. არ მოგცემ უფლებას მაიძულო ირაკლის ვუღალატო ან დავშორდე. ეს არ მოხდება. არასოდეს! ან ამას თავიდან ამოიგდებ და ვიმეგობრებთ ან არა და სამუდამოდ დავამთავრებთ , რადგან შენი სათამაშო არ ვარ, რომელსაც სხვის ხელში დაიანხავ და გაგახსენდება, რომ თურმე გიყვარს. წყეულ რომანში არ ვართ ! შეიგნე ეს ქეთა! ამ ცხოვრებაში მე და შენ ერთად არ ვიქნებით!
-სხვა ცხოვრებაში ეს ყვეალფერი აღარც გვემახსოვრება. უბრალოდ დაშორდი მას.
ისეთი მავედრებელი ხმა აქვს, ერთი წლის წინ რომ მსგავსი რამ ეთქვა გალდავა დაუფიქრებლად დასთანხმდებოდა, მაგრამ არა ახლა. მარიტა ძირს დაგდბეული მოსაცმელის ასაღებად იხრება, ხელს კიდებს და წელშ გამართვის დროს ყვირის.
-ხო და ძალიან კარგი. არ მჭირდება რომ ეს ყველაფერი სხვა ცხოვრებაშიც გამოვიარო!
-დაშორდი. გევედრები დაშორიდ.
-მე შენ არ მიყვარხარ და წლების მერე როცა წარსულს გავიხსენებ არ ვინანებ რომ ირაკლისთან ვარ. ეს შენ ხარ ის ვისაც გაგახსენდება, რომ მე ერთ დროს გაღმერთებდი შენ კი შენი გრძნობები საერთოდ ვერ გაარჩიე. ახლა მე ამ კარიდან გავალ და რადგან არ შეგიძლია, იმის თქმის შეწყევტა რომ დავშორდე, აღარასდროს გნახავ.
მარიტა კარს აღებს და გასვლისას ძლიერად აჯახუნებს, ქეთი კი იატაკზე იკეცება და ტირის.
მარიტა ფეხით გადის სახლამდე რომელიც არცისე შორია, ხელი უკანკალებს და ტირილს ვერ იკავებსს. ყველაფერი ისეთი დაგვიანებული იყო, ისეთი საშნელი. სიყვარული გაქრა რადგან ისიც სხვა ყვეალფერივით წარმავალია, მარიტა კი ისევ მის გამო ტიროდა, ამჯერად იმის გამო რომ არ უყვარდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა და ჭკუიდან იშლებოდა როცა იაზრებდა როგორ ესიამოვნა გარდაცვლილი გრძნობების გამო წინა ღამეს ქეთის კოცნა. საკუთარი თავის მიამრთ დიდი ზიზღი უგროვდებოდა და არ იცოდა სხეულიდან როგორ გაეგდო. სახლშ მისულს შორენა არ დაუხვდა. მათეს ოთახშ რომ შეაბიჯა შიგნით ბესო და მათე იყვნენ. მის სახეს რომ შეხედეს ორივეს შეეშინდათ, რადგან ეგონათ რომ რამე საშინელება მოხდა.
-კარგად ხარ.
-არ მინდა ლაპარაკი.
მარიტა დდუღუნებს და პირდაპირ საწოლში წვება, რამდენიმე დღეში თავის ოთახში გადავა და არავინ შეაწუხებს. ბესო და მათე მისი საწოლის ირგვლივ ჯდებიან და მარიტას მხარსა და თავზე ეფერებიან.
-რამე მოხდა?
-შემეშვით რა.
ისევ დუდღუნებს და საბანს თავზე იფარებს, მერე ტირილი უვარდება და ვეღარ ჩერდება. ბევრს ცდილობენ ბიჭები რამე დასტყუონ, მაგრამ მარიტა ჯინაზე ჩუმად რჩება და საწოლიდან არ დგება. მომდევნო დღეებში შრენაც ცდილობს შვილთან კონტაქტს , მაგრამ მარიტა ხმასაც კი არ სცემს. ის თავში იკეტება, მობილურს არ პასუხობს, ფიქრებშ იძრება და ყოველჯერზე საპირფარეშოს სარკეში ჩახედვისას იქ იაკობის ანარეკლს ხედავს საკუთარის მაგივრად. გული ერევა როგორი საშინელიც გახდა, ირაკლის უღალატა, თუმდაც წუთებით, თუმდაც მხოლოდ კოცნით და თუმდაც გარდასული სიყვარულისთვის. საკუთარ თავს იაკობად ქცევას ვერ პატიობს, ვერ პატიობს რომ იმად იქცა რასაც მუდამ გაუბროდა. იდმენს ცდილობდა მამამისის მსგავსი ადამიანი არ ეპოვნა რომ ამასობაში მისნაირი თავადვე გახდა. ღამით არ ეძინა, თითქმის აღარ ჭამდა და ქეთისთან მთელ დიალოგს , მის ყოველ შემოხედვას, მის ყველა კოცნას იხსენებდა. ამის გახსენება კი უზარმაზარ უფსკრულში უსასრულო ვარდნას ჰგავდა. მარიტა ვარდებოდა, ისე როგორც ანგელოზები ეცემოდნენ ციდან, სწრაფად და დაუსრულებლად, თან ცეცხლის ალში ეხვეოდა.
ბნელ ოთახში ამოკეტილმა, თავზე საბანწაფარებულმა, მშიერმა და უძინარმა 1 კვირა გაატარა. ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ ირაკლის უნდა დაშორებოდა, არა იმიტომ რომ ასე ქეთიმ უთხრა, არამედ იმიტომ რომ ვერ დაუშებდა მისთვის გული გაეტეხა. და ბოლო დღეებში დაიჯერა, რომ თუ ახლა შეძლო ქეთის კოცნა მომავალშიც აუცილებლად შეეშლებოდა რამე, მომავალშიც შეიძლებოდა ბიჭისთვის ეღალატა. ამას საკუთართავს ვერ ააპტიებდა, ერჩივნა ირაკლი გაეშვა და თუმდაც წლების ან თვეების შემდეგ სხვასთან ბედნიერი ენახა, ვიდრე მის მკლავებში გამოემწყვდია და სამუდამოდ დაეტანჯა. ნახევარი გულით კი არა მთელი გულით უყვარდა, ახლა ეს კარგად იცოდა. ისიც იცოდა რომ ირაკლი მუდმივ ეჭვებშ იყო და ბიჭს ამით უფრო და უფრო მეტად აწამებდა. აღარ შეიძლებოდა მარიტა ცუდად მყოფი ენახა, რადგან ყოველჯერზე როცა გოგო ტიროდა ირაკლი წარმოიდგენდა რომ ეს იმ მეორე ადამიანის ბრალი იყო.
მარიტა ფეხზე დგება, შხაპს იღებს, თავს იწესრიგებს და ირაკლისთან გასვლას აპირებს, როცა კარზე ზარს რეკავენ. კარს რომ აღებს ხელში ჯანჯღავა რჩება. ბიჭი ეხვევა და მის ამ სითბოზე მარიტა უფრო მეტად იმსხვრევა. უფრო ემტად უნდა რომ გაქრეს ვიდრე საწოლში წოლისას უნდოდა.
-ღმერთო ისე შემეშინდა ზარებს რომ არ პასუხობდი დამერე საერთოდ გაითიშა შენი ტელეფონი. მათემ მითხრა ცუდად არისო, რომ ვუტხრაი გამოვიდოდი მთხოვა ერთი ორი დღე მომეცადა.
მარიტა საპასუხოდ არ ეხვევა, ეს რომ ქნას იცის დანებდება და მის გაშვებას ვეღარ შეძლებს. ამის ნაცვლად შორდება და აივანზე გადის სიგარეტისთის მოსაკიდებლად. ენეგრეტიკით გრძნობს რომ ირაკლი მის ზურგსუკან დგას. კარგია. ასე უფრო იოლი იქნება. ასე უფრო იოლი იქნება რომ უთხრას დავშორდეთო.
-კარგია რომ მოხვედი, შენთან მოსვლას და საუაბრს ვაპირებდი.
-რა ხება ბლუმ.
-ნუ მეძახი.
ამის თქმისას მარიტა თავს აქნევს, იცის რომ ირაკლი თუ კიდევ ცოტახანს გააგრძელებს მისთვის ასე მიმართვას საკთარ თავში ძალას ვეღარ იპოვნის, ძლივს მიღებული გადაწყვეტილების ასასრულებლად.
-რა მოხდა?
ირაკლი გაოცებული კითხულობს, მარიტა კი აკანკალებულ ხელს მოსაცმელის ჯიბეში მალავს და ნაფაზს არტყამს.
-მინდა რომ დავშორდეთ.
მისი ხმა ისეთივე ბასრია როგორც ახლადგამოჭედილი კატანა.
-რა?
ირაკლი ერთ ადგილს მილურსმნული ძლივს სვამს კითხვას, რადგან გონია რომ არასწორად გაიგო რაღაც.
-მინდა რომ ყველაფერი დავასრულოთ, რომ დავშორდეთ.
-ვერ გავიგე?
მისი ხმა უკვე ცინიკურია და ამრიტა თვალებს ხუჭავს რომ არ იტიროს, ყველაფერი უფრო იოლად წარმოედგინა ვიდრე რეალურად არის. ყელი ეფხაჭნებოდა როცა იმ სიტყვებს ამბობდა, შიგნიდან უჩინარი ხელები ურტყავდნენ და ევედრებოდნენ ეს არ გაეკეთებინა.
-კარგად გაიგე.
-რატომ? ეს დედა მო..... ყველაფერი კარგად გვქონდა , ერთად გადასვლას ვაპირებდით და ახლა მეუბნები რომ დაშორება გინდა? რატომ?!
მარიტა სიგარეტს ეწევა და თავს ძლივს იაკვებს რომ არ ატირდეს ასე არ შეუძლია, მაგრამ გონებაში იმეროებს რომ ეს უნდა თქვას, ეს ერთადერთი უსაფრთხო გზაა ირაკლი ისე გაუშვას გოგო არ შეიზიზღოს.
-აღარ მიყვარხარ.
თავადაც უკვირს ამას ისე მშვიდად ამბობს. ირაკლი მხრებში აფრინდება და თავისკენ ატრიალებს. ასეთი გაბრაზებული არასოდეს უნახავს. მისი ყბები დაჭიმულია, ყელზე და ხელებზე ძარღვები სულ უფრო აშკარად ეტყობა და თვალები? თვალებში სასოწარკევტა და იმედი ერთდროულად უდგას.
-ასე არა.
-ასეა.
-გამიმეორე.
მარიტა მის უკან , აივნის კარში არეკლილ საკუთარ თავს უყურებს და ისე ეუბნება.
-აღარ მიყვარხარ.
-არა! შემომხედე- მარიტა მისკენ არ იხედება- ბლუმ შემომხედე.-ისევ იმეორებს, მაგრამ მარიტა ახლა თბილისის ანძას უყურებს. ირაკლი მოთმინებას კარგავს, ხელს ყბაზე ჰკიდებს და აიძულებს შეხედოს- შემომხედე მარიტა და ისე მითხარი რომ აღარ გიყვარვარ.
მარიტა მის თვალებს რომ უყურებს სულ უფრო და უფრო მეტად პატარავდება და თავს ვერ აიძულებს უთხრას აღარ მიყვარხარო. პირს აღებს და რამდენიმეწამს მის წინ ასე დგას, გრძნობს როგორ გადმოსდის თვალებიდან ცრემლები და მათ თან აყოლებს.
-აღარ მიყვარხარ ირაკლი.!
-არ მჯერა. მათ ვინც არ უყვართ ტირილით არ უყურებენ. ასე რომ იყოს ჩემთვის შემოხედვა და ამის თქმა არ გაგიჭირდებოდა. რეალური მიზეზი მითხარი რატომ გინდა რომ დავშორდეთ.
-სხვა მიზეზი არ მაქვს.
-მარიტა, ხომ იცი რომ ცუდი მატყუარა ხარ. მითხარი.
გოგო ჩუმდება და სიგარეტს , რომელზეც ერთი ორი ნაპასი შერჩენოდა ისევ ტუჩებშორის იქცევს. გაბრაზებული, მოთმინებადაკარგული ჯანჯღავა პირიდან ჰგლეჯს და აივნიდან ისვრის.
-დაანებე ამას თავი! მითხარი! მომიყევი რა მოხდა?! -გოგოს ხელს უშვებს და ვიწრო აივანზე ბოდიალს იწყებს- ეს სანდროს გამოა არა?
-სანდრო? რა შუაშია აქ სანდრო?
მარიტა გულწრფელად იოცებს მის კითხვაზე.
-თავშია!
ირაკლი წყნარ ტონს ვეღარ ინარჩუნებს და ყვირის, მარიტა მის ხმაზე კრთება და თითქოს პატარავდება კიდეც. ირაკლი ხვდება რომ გოგოს ყვირილით უფრო მეტად აშინებს ვიდრე უკვე შეაშინა. თავი ხელში უნდა აიყვანოს, მაგრამ ამის ენერგია არ აქვს, აღარც სურვილი. ჯერ ისევ მცხეთაში გატარებული დღეებიდან ღრღნის ეს ეჭვი მის ძვალ-რბილს, ჯერ ისევ მცხეთის შემდეგ სჯერა რომ სანდროა ის ადამიანი ვინც უყვარს.
-ვხედავ როგორც უყურებ ხოლმე. მის გარშემო რომ ხარ ცქმუტავ, ვერ ჩერდები, ხელს თუ გკიდებს გიჟივით იმ ადგილზე ისვავ ხელს და წამით ვერ ჩერდები მის გვერდით, მაგრამ წინა კვირას შენი გამოფენის შემდეგ ისე მშვიდად ეხუტებოდი და ეცეკვებოდი მას. მახსოვს როგორ ყვებოდი სამეგრელოში შენს ეზოში რომ შეყვარებულიანი ადამიანი მოგწონდა, მასთან ამის თქმას აპირებდი და მან შეყვარებული ზუსტად მაშინ გაიჩინა. ყველა მინიშნება მახსოვს რაც სანდროს ეხებოდა.
მარიტა გაშტერებული უყურებს ბიჭს, რომელიც სანდროს სიყვარულში ამხელს, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. წითურმა კარგად იცის როგორი სიძულვილით სძულდა სანდრო მისი გაცნობის წამიდანვე. ის ხომ საყვარელი ქალის თავს ართმევნდა, მანამ სანამ ქეთის მიმართ ყველა გრძნობა ქარს გატანებული წერილებივით არ გაუქრებოდა. ირაკლი კი განაგრძობდა იმაზე საუაბრს ,როგორ ამჩნევდა მათ გაცვლილ მზერებს, მარიტას ეჭვიანობას და კიდევ ათას რამეს. გოგოს თავში ეს ყველაფერი ქაოტურად ტრიალებდნენ და ტორნადოს ემსგავსებოდნენ, ბოლოს ამდენი ხმისგან და ემოციისგან რომ დაიღალა და თავის კბილებით დაჭერას ვეღარ ახერხებდა ჯერ ისევ მოსაუბრე ირაკლის უყვირა.
-ქეთი იყო! ქეთი იყო!- ირაკლი წამით საუაბრს აგრძელებს, მერე უცბად ჩუმდება და მარიტას უყურებს. თვალებში გაურკვევლობა უდგას, მანქანების ხმა შემაწუხებლად ისმის და მარიტა თვალებს ისრესს. მერე ღრმად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს. მხოლოდ ამის შემდგომ აგრძელებს- არასოდეს მყვარებია სანდრო, არცერთი წამით. ქეთი იყო ის მეორე ადამიანი ვიზეც გაგაფრთხილე.- მარიტა ხელებს ჰაერში აქნევს, მერე ერთმანეთზე მომუშტული ტუჩებთან მიაქვს და მკერდზე მიკრობილი მოხრილი ხელებით მათ შლის- ვიცი რომ მოულოდნელია, ვიცი რომ ამაზე არასდროს გვისაუბრია. მე უბრალოდ არ ვიცოდი როგორ , ან რა საჭირო იყო ჩემი სექსუალური ორიენტაციის შენთვის ცოდნა ,როცა ეს არაფერს შეცვლიდა, ამით არც შენს მიმართ გრძნობები გამიქრებოდა და არც...
მარიტა ჩერდება, რადგან აპირებს უთხრას არც ქალთან გიღალატებდიო, თუმცა მერე წინა კვირის ამბები ახსენდება და ცრემლებს ვერ იკავებს. მან ხომ სწორედ ეს გააკეთა, შეიძლება სხვის თვალში არა, მაგრამ საკუთარში ნამდვიალდ.
-ქეთი? ქეთი რომელიც შენი ბავშვობის მეგობარია?
მარიტა თავს უქნევს.
-როცა მასთან შენი პირველი კოცნა გქონდა, უკვე გიყვარდა?
-კი.
ჩურჩულებს.
-ესეიგი როცა მე მხვდებოდი...
-ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. მოდი შევიდეთ , არ მინდა მთელი სამეზობლოს გასარჩევი იყოს.
ირაკლი თავს უქნევს, ჯერ ისევ დაბნეულია. დივანი დაჯდომისას იზნიქება, მარიტა ორივე ფეხს მასზე იკეცავს და მთელი ტანით ირაკლისკენ არის მიტრიალებული, ახლა ზუსტად იცის რომ ყველაფრის მოყოლას აპირებს მისთვის. სულ თავიდან ბოლომდე.
-ვიცი რომ ძალიან ბევრ ინფორმაციას გაწვდი, მაგრამ ახლა იმის მაინც არ მეშინია რომ დამშორდები.
-რატომ შეგეშინდება, თვითონ მშორდები, უკვე მეორედ.
ირაკლის ხმა სარკასტულია და მარიტა ამის გაგონებისთნავე გრძნობს როგორ უვლის უსიამოვნო ჟრუანტელი სხეულში.
-მიზეზი მაქვს ამისთვის.
-იმიტომ რომ ქეთი გიყვარს, მესმის. უცნაურია მაგრამ მესმის.
-შეგვიძლია ვისაუბროთ? გპირდები ყველაფერს მოგიყვები.
-მიდი.
უკვე დაღლილი ხმით ეუბნება ირაკლი. მარიტა ჯერ ისევ მეთერთმეტე კლასიდან იწყებს მოყოლას. ამბის, როგორ მიხვდა რომ ქეთი უყვარდა, როგორ ცდილობდა ამ გრძნობის ჩახშობას და იმის თქმაც არ ავიწყდება, რომ, როცა მას შეხვდა, მართლა ეგონა ქეთის მიამრთ გრძნობები გაუქრა. არც თავად იცის რა საჭიროა უთხრას რომ მის გამო არ დაშორებია მაშინ, არამედ გოგოსი , რომელზეც აქამდეც უსაუბრიათ. იმ გაუგებრობის რომლის თავიც სწორედ ირაკლი იყო. იმ ღამეზე უყვება კარვებით საბადურში რომ რჩებოდნენ და პირველად იხსენებს ამ ამბავს უემოციოდ, ცრემლებისა და გოდების გარეშე. ახლა იცის რომ ქეთი აღარ უყვარს.
-ყველაფერი აი ასე იყო. არ ვიცი სანდრო რატომ გეგონა, მაგრამ არ არის, არასოდეს ყოფილა, ვერც იქნებოდა. გახსოვს ახალწელს რომ მკითხე ისევ მიყავრდა თუ არა? მაშინ გიპასუხე ისე აღარ -თქო- ირაკლი თავს უქნევს , წინასწარ იმედგაცრუებული და დაღლილი, ახლა მხოლოდ ნიკუშასთან გასვლა და დათრობა უნდა. იმის დავიწყება რომ მარიტა ეტყვის შენზე მეტად მიყვარს და შენთან ვერ ვიქნებიო, სხვა აზრი არ აქვს რატომ შეიძლება გოგო შორდებოდეს, თანაც მაშინ როცა ერთად გადასვლას აპირებდნენ, როცა ყველაფერი ასე კარგად იყო. ალბათ მართალია როცა ამბობენ ქარიშხლამდე ყოველთვის სიმშვიდეაო.- ახლა პასუხი ზუსტად ვიცი, არა. ახლა ნახევარი გულით აღარ მიყვარხარ, ის შენითარის სავსე. ისე როგორც ოკიანეები , ან როგორც კოსმოსი ათასი ციური სხეულით.
-არ მესმის. მაშინ რატომ?
-იმიტომ რომ იაკობი გავხდი.
-მარიტა შეგიძლაი რომ უბრალოდ გარკვევით ისაუბრო? არ ვარ იმ მდგომარეობაში მინიშნებები გავიგო.
- ბარიდან ქეთისთან წავედით, რადგან ძალიან მთვრალი იყო მასთან ვრჩებოდი რომ მომეარა, მან კი მაკოცა, არ ვიცი რისი ბრალი იყო, უკვე გარდაცვლილი გრძნობების თუ სამსლის, მაგრამ რაღაც მომენტში სანამ გავიაზრებდი რა ხდებოდა მესიამოვნა კიდეც. არ მინდა, მართლა არ მინდა რომ ოდესმე გული გატკინო, მაგრამ მგონია რომ თუ შენთან დავრჩები ეს იმაზე მეტად გაგანადგურებს ვიდრე ახლა დაშორება. ჯერ ისევ არ გვაქვს ისე ძალიან შეტოპილი რომ წინ ვერ წახვიდე.
-ამას ჩემს მაგივრად შენ არ უნდა წყვეტდე. და კი სანამ იკითხავ ვბრაზობ თუ არა , კი მარიტა ვბრაზობ. იმაზეც რაც მითხარი, ძალიან მინდა ასე არ იყოს , მაგრამ არის. იმაზეც რომ მთელი ეს სპექტაკლი მოაწყვე.
ირაკლი ფეხზე დგება, ცოტახანს ასე ჩერდება, მერე მარიტას ზემოდან დაჰყურებს და ისე ამბობს.
-დაშორება მართლა არ მინდა, მაგრამ დრო და სივრცე ორივეს გვჭირდება. მოდი პაუზა ავიღოთ ურთიერთობიდან. კარგად დაფიქრდი შენც და მეც დავფიქრდები რა მინდა ან რისი გაკეთება მიღირს თუ არ მიღირს, მერე როცა გადაწყვეტ გინდა თუ არა დაშორება, ან მე გადავწყვეტ შემეხმიანები.
-რა მოხდება თუ მოგწერ და შენ პასუხი არ გექნება?
- პაუზას არ გავწყვეტთ. თუ რამე სასწრაფო იქნა მოგწერ ან მომწერ, დანარჩენად ერთმანეთს არ ვეკონტაქტოთ სანამ პასუხი არ გვექნება.
-კარგი.
მარიტას ხმა ისეთი მშვიდია როგოც არასდროს. ირაკლი დაუმშვიდობებლად მიდის სახლიდან, თავადვე აცილებს საკუთარ თავს და მისი წასვლის თანავე მარიტა, რომელიც ოთახში გასასვლელად ფეხზე დგება მუხლებმოკვეთილი ენარცხება იატაკზე მაგიდასა და დივანს შორის. არ უნდა ექნა. ახლა იცის რომ არ უნდა ექნა, შეეძლო დაემალა ,მაგრამ სიმართლის მოყოლა არჩია. იქნებ ყველაფერი უკეთ ყოფილიყო თუ რაღაც ამბებს არ მოყვებოდა?! იქნებ საერთოდ თავიდანვე არ უნდა ეთქვა ირაკლისთვის სხვაც რომ უყვარდა?! კიდევ ბევრ “იქნებ არ..”-ს იგონებს მათეს სახლში მოსვლამდე.
მათეს უკან ბესო და ნიკუშა მოჰყვებიან და მარიტას ,რომ ხედავენ იატაკზე მჯდომს, ცალი ხელით მასზე დაყრდნობილს, ქანდაკებასავით გაშეშებულსა და ცრემლებით ჯერ ისევ სავსეს შეშინებულები მიდიან მასთან. მათე კითხვასაც არ უსმევს ისე ადებს ხელს ჯერ მხარზე, მერე კი გულშ იკრავს. მარიტა მხოლოდ მერეღა ტირის. მთელი ხმითა და მოთქმით. ყველაფერი თავადვე გააფუჭა.
-ამოღერღავ ბოლოს და ბოლოს რა ხდება?
ნიკუშა ვეღარ ითმენს და ეკითხება. მარიტა სავარძელში მჯდომ, მისკენ გადმოხრილ მეგობარს უყურებს და სლუკუნით ეუბნება.
-მე და ირაკლიმ პაუზა ავიღეთ.
-რა?
სამივე ერთდროულად ეკითხება, გოგო ცრემლებს იწმენს, ღრმად სუნთქვას ცდილობს, თუმცა არ გამოდის. მასზე მიჩერებული სამი წყვილი თვალი კი საერთოდ არ ეხმარება დამშვიდებასა და თავის ხელში აყვანაში.
-რატომ?
-იმიტომ რომ ქეთიმ მაკოცა, მეც ვაკოცე, მასთან დაშორებას ვაპირებდი და ირაკლიმ გადაწყვიტა რომ სჯობს პაუზა ავიღოთ და დავფიქრდეთ სანამ რამეს ვიზავთ.
-ვის აკოცე?
ნიკუსა წარბებს მაღლა სწევს.
-ქეთის.
-რა გამოვტოვე?
-ბევრი არაფერი, მხოლოდ ის რომ მარიტას ქეთი მე-11 კალსიდან უყვარდა, მერე ირაკლის შეხვდა , მაგრამ რომ დაშორდნენ მიხვდა რომ ისევ უყვარდა და თქმას აპირებდა, მერე იმან სანდრო გაიჩინა ეს შავ დღეში იყო , ისევ ირაკლის შეურიგდა და ახლა არ ვიცი რომელი უყვარს.
უცბად ჩამოარაკრაკა ბესომ ყვეალფერი და საუბრისას შეყკავებული სუნთქვის გამო ერთბაშად ღრმად ჩაისუნთქა.
-თქვენ ხო არ აფრენთ? რა გჭირთ ამ და-ძმას?
-მე რა შუაში ვარ.
-მოიცა რა თუ ძმა ხარ. რას აპირებ?
-არაფერს, ორკვირაში ექსპედიციაში მივდიავრ.
-რა დროს ექსპედიციაა ადამიანო?! არ გამაფრენინო!
ახლა უკვე ბესო ეჩხუბება.
-და რა ვქა? ვიჯდე და იამზე ვიტირო რომ დებილი არსება ვარ ჩემი პირით რომ ვუთხარი ეგ ამბავი ირაკლის? თუ იმაზე ქეთის მიმართ საერთოდ აღარაფერს რომ არ ვგრძნობ ის კი ლამის მუხლებზე დაჩოქილი მეხვეწებოდა ირაკლის დაშორდი და ერთად ვიყოთო? თუ იმაზე რომ ორივე დავკარგე? ისიც ვინც მიყვარდა და ისიც ვინც ბოლოს და ბოლოს გაიაზრა რომ ვუყავრვარ. რა მალე მივხდა ყველაფერს სულელი ამილახვარი, ზუსტად დროული იყო.
-მთელი კვირა მაგის გამო იყავი საწოლში მწოლიარე ზომბი?
-შენი აზრით?
მათეს გაღიზიანებული ეუბნება მარიტა.
-ექსპედიციაში წავალ , იქიდან წესით ერთ თვეში უნდა დავბრუნდე, ეგეც ყველაზე მეტი, რომ ჩამოვალ მერე გადავწყვეტ ირაკლისთან რას ვიზავ.
- გამაგიჟებ.-ნიკუშა ფეხზე დგება და ბოლთას სცემს- მართლა გამაგიჟებ მარიტა, იმიტომ რომ სამეგრელოში ირაკლის ვუმტკიცებდი არაფერს იზავს თქო, და ამაშინ ნებისმიერი სახის ღალატს ვგულისხმობდი, შენ კი…
ნიკუშა ირაკლისთან წასვლაზე ფიქრობს, სწორედ ამიტომ არც კი ამთავრებს წინადადებას და კარისკენ სწრაფად მიიწევს.
- ნიკუშა!- მარიტა კარისკენ წასულ ნიკუშას უძახის, მერე ფეხზე ბობღდება და ედევნება-ნიკუშა მოიცადე.
-რატომ? ორივე ერთნაირად მიყვარხართ, მაგრამ ახლა შენ აქ ბესო და მათე გყავს მას კი არავინ ვისაც დაელაპარაკება.
-მაპატიე.
-პატიება მე კი არა ირაკლის უნდა სთხოვო. მგონი არცისე მართალი ვიყავი როცა მეგონა თქვენი შერიგება ძალიან კარგი იყო.
-არ გინდა გთხოვ. მეც ვნანობ იმას რაც მოხდა , მაგრამ ეს მე არ დამიწყია.
-მარიტა შენ მას კოცნაში აყევი.
-ვიცი და ისიც ვიცი რომ ახლა მამაჩემივით ვიქცევი რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მძულდა და ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება. უბრალო ჩემი თავის სიძულვილისთვის მხოლოდ მეც კი საკამრისი ვარ.
-მე შენ არ მძულხარ, უბრალოდ ამ მომენტში ვბრაზობ რადგან ჩემს მეგობარს აწყენინე.
-მეც შენი მეგობარი ვარ.-მარიტა გრძნობს როგორ იძირება წამით ისევ ოიზისის სამყაროში, იმაში რომლიდანაც როგორც იქნა თავი დააღწია. მარწუხები ყელზე უჭერენ, კანზე მისი ცივი სიხლიანი ხელის შეხებას გრძნობს და ბლანტ სითხესაც ,რომელიც რეალურად იქ სულ არ არის.- მაგრამ ის უფრო ახლოა, ასე ხო?
-უკვე გითხარი, აქ მე აუცილებელი არ ვარ, მაგრამ მასთან საჭირო ვარ.
მარიტას სახეზე ხელებს უცურებს , თმას ყურსუკან უწევს და შუბლზე თბილად ჰკოცნის. თავადაც არ უნდოდა გოგოს უხეშად დალაპარაკებოდა ან ეგრძნობინებია თითქოს მისთვის უმნიშვნელო იყო, ეს შემთხვევით გამოუვიდა.
-მაპატიე რომ ცივად მოგმართე. თუ ყველაფერი დალაგდება თქვენ ორს შორის, ხომ იცი რომ ჩემზე დიდი ფანი არასოდეს გეყოლებათ, მაგრამ თუ არა მომიწევს თქვენს ორს შორის სამუდამოდ გავიხლიჩო.
-ამისთვისაც მაპატიე. ვიცი როგორ ვერ იტან მსგავს სიტუაციას.
-ქეთიზეც იგივეა ახლა, მაგრამ არ მგონია იმის მერე რაც მოვისმინე მასთან მეგობრობა გავაგრძელო. თავს მიხედე კარგი? ვიცი რომ კარგ ხელში გტოვებ ბოლოს და ბოლოს ის ხომ შენი ნაწილია დაბადების წამიდავნე.- თავით მათეზე ანიშნებს, რომელიც უკვე უკან უდგათ.
-მიყვარხარ ნიკუშ.
-მეც ალუბალო.
ნიკუშა გალდავების ბინას ტოვებს, იმას რომელშიც გალდავები და ავალიანი გამთენიამდე იჯდებიან და ისაუბრებენ, ძველ ამბებს მოყვებიან მარიტას გასაცინებლად და ბესო ტელევიზორში ჩართული მუსიკის ფონზე ტვერკის ცეკვასაც კი ეცდება ოღონდ მარიტა ხასიათზე მოვიდეს.
ნიკუშა კი ირაკლისთან სახლში მიდის, რომელიც საკუთარ ოთახში ამოკეტილი ხვდება. ლიზას და ილინეს ესალმება, ბავშვს ეთამაშება და მერე დაუკაკუნებლად შედის ჯანჯღავას ოთახში. ის სამუშაო მაგიდის სკამზე ზის და კედელს აშტერდება. ნიკუშა უხმოდ ჯდება საწოლზე და ერთხანს ბიჭს უყურებს.
-ამოღერღავ?
-რომ არ იცოდე აქ არ იქნებოდი.
- რას აპირებ?
-არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ნიკუშა. ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო, მთელი ეს დრო მეგონა სანდრო იმიტომ ამოიჩემა რომ ის უყვარდა, მეგონა ასეთი მზერით იმიტომ უყურებდა რომ უყვარდა, მაგრამ მთელი ეს დრო პასუხი ცხვიწრინ მქონდა. ქეთი. ვინ იფიქრებდა? ვინ წარმოიდგენდა?! ახლა რომ ვიხსენებ ეს ისეთი აშკარა იყო, ისეთი ნათელი. ისე საუბრობდა ხოლმე მასზე, ცამდე აჰყავდა, ქალღმერთებს ადარებდა და მასთან დიდ დროსაც ატარებდა. ერთმანეთთან პირველი კოცნაც გაიზიარეს, ქეთი მასთან რამდენჯერ დარჩენილა. მაშინ სამეგრელოში რომელღაცამ რომ თქვით ჩვენი სამეგობროდან არავინ მომწონებიაო და დალია ზუსტად მაშინ უნდა მივმხვდარიყავი ყველაფერს. მის სუნამოს სუნს მაშინაც კი ცნობს როცა ქეთი უბრალოდ ხუთი წუთით არის მის სახლში, მარიტას გაუფრთხილებლად მისული.
-ძალიან ბევრს ფიქრობ, ასე უფრო მეტად ატკენ შენს თავს.
-შეუძლებელია უფრო მეტი ტკივილი. არ ვიცი რას ვიზავ ნიკუშა, მაგრამ ასე მგონია რომ დავშორდე უარესი იქნება. უბრალოდ ეს დრო უნდა გამოვიყენო რომ ყველაფერი დავივიწყო, ვაპატიოც კი, არ ვიცი რაა საპატიებელი იმაში რაზეც თავიდანვე გამაფრთხილა, არ ვიცოდი ვინ იყო , მაგრამ ვიცოდი რომ ვიღაც არსებობდა. რა მნიშვნელობა აქ სანდრო იყო თუ ქეთი. ნეტავ ის უფრო მტკივნეული იქნებოდა ქეთისთვის რომ მოესმინა და მასთან ყოფნისთვის დამშორებოდა?
- რა თქმა უნდა. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა მხოლოდ კოცნის ამბავი ვიცი ზერელედ.
-დამიჯერე სჯობს არ იცოდე. მარიტა ამას რომ ყვებოდა სადღაც დაფრინავდა.
-იმედი მაქვს თავს არ აჯერებ რომ ნანობდა ქეთისთან უნდა ვიყოო.
-არ ვიცი.
-სულ გადახვედი ჭკუიდან.
ნიკუშა ხელს იქნევს.
მთელი ღამე ლაპრაკობენ, ირაკლი ერთსა და იმავეს გაფუჭებული ფირივით იმეორებს და იმეორებს, ნიკუშა კი აზრზე არ არის რით შეიძლება რომ დაეხმაროს. ასეთი ირაკლი არაოსდეს უნახავს, ვეღარც ვერასდროს ნახავდა.
ის საღამო არც მარიტასთვის იყო იოლი და არც ირაკლისთვის, ორივემ წინასწარ იცოდა , რომ ამ პაუზით დიდ გადაწყვეტილებას იღებდნენ. შერიგებაც და დაშორებაც ერთნაირად შეცვლიდა მათ ცხოვრებებს. ზუსტად არ იცოდნენ თუ შერიგდებოდნენ ისევ ერთად საცხოვრებლად გადასვლიდან განაგრძობდნენ თუ მეორე შანსის მსგავსად მესამედაც სულ თავიდან დაიწყებდნენ შეხვედრებს.
მარიტას ის ფოტოგრაფი ახსენდებოდა წლები რომ აგროვებდა მათ ფოტოებს და გულში ფიქრობდა ალბათ იმედები გაუცრუვდებაო, თუმცა იმედები თავად უფრო უცრუვდებოდა ვიდრე ანას.
კიდევ ერთი კვირა და 6 დღეე ჩაივლის სანამ უნივერსიტეტის უკანასკნელი ფინალური გამოცდიდან გამოსული მარიტა ფეხზე ჩამოსულ სისხლსა და ძლიერ ტკივილს იგრძნობს ბოქვენთან. მანამ სანამ ვიღაც გამვლელი საავადმყოფოში წაიყვანს და თითქმის უგონო მარიტას პალატაში დააწვენენ. მანამ სანამ გალდავა გაიღვიძებს და ექიმი ეტყვის რომ მუცელი მოეშალა. ამ კვირანახევარში ბევრი რამ მოხდება ირაკლისა და ამრიტას გონებაში. ისინი სკუთარ ბნელ კუთხეებში გამოიკეტებიან, მშობლებთანაც მოუწევთ იმის აღიარება რომ ცოტახნით ერთმანეთისგან პაუზა აიღეს, რა თქმა უნდ აირაკლი ლიზასთან არ მოყვება იმ ამბავს რის გამოც მოხდა, იცის როგორ მეგობრობენ ეს ორნი. არც მარიტა მოუყვება დედას ქეთის შესახებ. ისინი ღამეებს თეთრად გაათენებენ, მარიტა ტირილსი ირაკლი ფანჯარას მიშტერებული. დღისით იმ პიროვნებებს ამოეფარებიან მუდამ რომ იყვნენ , მაგრამა ხლა თავს მათ მსგასვსად ვერ გრძნობენ. მარიტას ცრემლების ერთადერთი დასტური კი მისი tear burns იქნება. ირაკლისთვის ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, უნივერსიტეტის დასრულებას, ლიზა და ილინეს ბათუმში გადასვლა მოჰყვება, ამას სამსახურის დაწყება იქ სადაც ნიკუშა მუშაობს. მერე სამაგისტრო გამოცდებზეც გავა, მაგრამ იქამდე კიდევ დიდი დროა.
მარიტა კი ხატვას წყვეტს, საღაბეავებსა და ტილოებს, რომლებზეც ჯერ ისევ არაფერი დაუხატავს შენობის წინ დადგმულ ნაგვის ურნაში ისვრის, ისევე როგორც სხვა ყველაფერს რაც ქეთის უკავშირდება. მერე საავდმყოფოშიც ამოჰყოფს თავს.
-5 კვირის ორსული იყავით, თუმცა ვწუხავრ ბავშვი დაკარგეთ.
-გასაგებია.
თავს უქნევს, თუმცა ექიმი საუაბრს განაგრძობს, ეს რის გამო შეიძლება მომხდარიყო. მისი გასვლის შემდგომ მარიტა საწოლზე კიდევ ცოტახანს ზის და ხელებით ეყრდნობა. უცბად იაზრებს რომ ერთი სულელური , რამდნეიმე წუთიანი მომენტის გამო ყველაფერი დაკარგა. ქეთიც, ირაკლიც, და ბავშვიც. მიუხედავად იმისა რომ ბავშვზე რომ სცოდნეონდა მაინც არ შეინარჩუნებდა, ეს მტკივნეული იყო. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შიგნიდან მთელი სასიცოცხლო ენერგია ამოაცალეს და ახლა დიდი თეტღი სიცარიელე ჰქონდა. მერე ის ფეხზე ადგება, სახლში წავა და ამ ამბაზვე ხმას არ ამოიღებს. მხოლოდ ნახევარ დღეს დაჰყოფს იმაზე ტირილში რომ უკვე იცის ყველაფერი ხელიდან ეცლება, ყველაფერს კარგავს რასაც ეხება და იმ ძველ ცხოვრებას სადაც გატეხილი თუმცა ბედნიერი იყო ვეღარასოდეს დაიბრუნებს. არა და შანსი ჰქონდა ირაკლისთან ერთად ბედნიერად ეცხოვრა, შანსი რომელიც სიმართლით გააფუჭა. შეიძლება სწორედ ამიტომ არსებობს „თეთრი ტყუილები“ ისინი სხვებს გულის ტკენისგან იცავენ, იმ სიმართლესთან შეხვედრისაგან რომელიც გაანადგურებთ. მარიტას რომ მისი მოტყუება შესძლებოდა ალბათ ყვეალფერი უკეთ იქნებოდა, მაგრამ ირაკლისთვის ასეთი უვნებელი ტყუილის თქმაც კი არ შეეძლო. იმ დღეს მარიტა არაფერს სწერს, კიდევ ორი კვირა გავა სანამ გადაწყვეტს რომ ირაკლის ამ ყველაფრის შესახებ მოუყვეს. ეს პირველი ესემესი იქნება მთელი თვის მანძილზე, ( კიდევ მეტის თუ გავითვალისწინებთ რომ მარიტა ქეთის კოცნის შემდეგ მანამ არ დალაპარაკებია ირაკლის სანამ ბიჭი მასთან სახლში არ მივიდა და პაუზა არ აიღეს) რომელსაც ირაკლის გაუგზავნის. მისი გაგზავნის თავავე იგრძნობს, როგორ ენატრება ჯანჯღავასთან საუბრები და მისი თავის ცოხვრებაში ცოცხლად არსებობა. ბავშვის ამბავს კი ვერასდროს ვერავინ გაიგებს ირაკლის და ნიკუშას გარდა რომელიც მარიტას წერილს ირაკლისთან ერთად წაიკითხავს.
„ ვიცი რომ არ უნდა ვიკონტაქტოთ, უბრალოდ მახსოვს რომ მითხარი თუ რამე სასწრაფო მოხდება შეგვიძლიაო. დღეს ქუჩაში რომ მივდიოდი სისხლდენა მქონდა და მგონი გონებაც დავკარგე, საავადმყოფოში რომ აღმოვჩნდი მითხრეს რომ ორსულად ვიყავი და მომეშალა. უბრალოდ მეგონა რომ უნდა გცოდნოდა.“
ირაკლი მესიჯს მეორე დღეემდე არ ნახავს, მანამ სანამ ნიკუშასთან ერთად სამსახურიდან გამოსული შემთხვევით არ შეამჩნევს გოგოს მოწერილს, იმ იმედით გახსნის რომ მარიტა სწერს არ მინდა შენთან დაშორებაო, თუმცა ამის მაგივრად სხვა რამ დახვდება. ნიკუსაც პირველის მოლოდინში ტელეფონში უძვრება და მასთან ერთად კითხულობს ესემესს. ისინი ტელეფონიდან მზერას ერთმანეთზე გადაიტანენ და ნიკუშაც თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელს რამდენჯერმე სუსტად დაარტყავს, თან სხვა მხარეს გაიხედება. ირაკლის კი ჯერ ისევ გაშტერებულს ეჭირება მობილური ხელში. არა და ზუსტად იცის რომ მარიტა მაინც აბორტს გაიკეთებდა და ეს მასზე არანაირი გავლენას არ მოახდენდა. მაგრამ ამრიტა მართალი იყო დაბდებულზე, მკვდარზე თუ ჯერ ისევ მუცლადმყოფ ბავშვზე ირაკლის სრული უფლება ჰქონდა სცოდნეოდა დანარჩენი მარიტას გადასაწყვეტი იყო.
ბავშვის ამბიდან მეორე დღეს მარიტა ექსპედიციაში მიდის. რისი ერთი ნაწილიც არქეოლოგიური გათხრებსი მონაწილეობის მიღებას გულისხმობს, მერე კი , რომელცი მისი ლექტორის დახმარებით გამოდის, რესტავრატორების ჯგუფის დახმარებასა და დაკვირვებას, რას როგორ აკეთებენ. ამის ხალისი თითქმის არ გააჩნია გოგოს და ერთი სული აქვს როდის დატოვებს გათხრების ტერიტორიას. არა და იქ წასასვლელად მტელი ცოხვრება ემზადებოდა, თავს უმეორებდა ამაზე უკეთესი გამოცდილება შენს ცოხვრებასი არ იარსებებსო. პირველი ორი კვირის მანძილზე , სანამ ირაკლის მუცლის მოშლაზე მოუყვებოდეს დაკრგულ ჩანასახზე გაურბის ხოლმე ფიქრები.ეს თავად უნდა გადაეწყვიტა და არა სამყაროს. მერე როცა ირაკლის ყველაფერს სწერს და აგებინებს გრძნობს როგორ მშვიდდება. საქმეში უფრო მეტი ხალისით ერთვება და ახალ ადამიანებსაც იცნობს.
ირაკლი მესიჯის მიღების მეორე დღესვე ნიკუსას დაურკეავს ტელეფონზე.
-მარიტა უნდა ვნახო.
-როგორც იქნა.
- ესემესებზე არ მპასუხობს, შემოდვიდა მომწერა და იმის მერე საიტზე აღარც ყოფილა.
- ხო არცაა თბილისში.
-სადაა?
-ექსპედიციაში წავიდა , მაგრამ არ ვიცი სად.
-მახსოვს ამ გაზაფხულზე იძახდა. ჯანდაბა მგონი დროა შორენას დავურეკო.
-მიდი და გამაგებინეთ საბოლოდ რას იზავთ.
ნიკუშას გაუთიშავს თუ არა მაშინევ შეორენას ნომერს აკრეფს თუმცა საათები გავა მანამ სანამ ქალი საოპერაციოდან გამოვა და ირაკლის უამრავი შემოსული ზარი დახვდება, სანამ თავად გამოურეკავს. ოტახში მჯდომმა ბიჭმა არ იცის რა ქნას, მარიტას სახლშიც მიდის თუმცა იქ არავინ ხვდება, ბესო და მათე კი შორენას მსგავსად ყურმილს არ იღებენ. ამრიტასგან განსხვავებით ისინი ახლა ნიდერლანდებში არიან სამოგზაუროდ წასულები და ზარები არც კი შესდით. მერე ბოლოს და ბოლოს ჯერ ისევ გოგოს სახლთან მდგომ ირაკლის შორენასგან ზარი შეუვა.
-როგორ ხარ? ვნახე რომ გირეკია საყავრელო, ოპერაციაზე ვიყავი და ვერ გიპასუხე.
-კარგად შენ როგორ ხარ? შორენა შეგიძლია მითხრა მარიტა სად არის?
- მეგონა დაშორდით.
-არა მხოლოდ პაუზა ავიღეთ, მაგრამ ის საიტზე არ შემოდის.
-ხო ექპედიციაზეა წასული, ზუსტად არ მახსოვს სად საღამოს რომ დარეკავს ვკითხავ და შეგატყობინებ.
-მიკვირს ისე რომ გაუშვი თავადაც არ იცი სად არის.
-შენ ის არ გინახავს, გამოფენის მერე რაღაც დაემართა, შენთან დაშორების შემდეგ კი მშვენივრად მაჩვენებდა კარგად ვარო მაგრამ რას გამომაპარებს. მაგის შეშუპებულ თვალებსა და tear burn-ს როგორ ვერ შევნიშნავდი. იმედი მაქვს მოგვარდებით, მარიტა შენზე უკეთეს ბიჭს ვერასდროს შეხვდება და ვერც ვერავისთან იქნება ისეთი ბედნიერი და ნამდვილი როგორიც შენს გვერდით იყო.
-დიდი მადლობა.
მობილურს თიშავს და მთელიდღე ელოდება შორენას. საღამოს როცა იგებს გოგო სადაც არის ბარგს ალაგებს და შემდეგ დილას ალიონზევე გადის სახლიდან. მანქანას ისე გიჟივით ატარებს რომ პოლიციაც კი აჩერებს და აჯარიმებს, მეტიც სიმთვრალეზეც ამოწმებენ. საბოლოოდ როცა დანიშნულების ადგილზე ჩადის თავადაც არ იცის რა უნდა უთხრას გოგოს. ან სად უნდა იპოვოს, აქ იმდენი ადამიანი ირევა გარშემო და თანაც შემოღობილს მიღმა არავინ გადაუშვებს თავად რომ მოძებნოს გალდავა.
მარიტა გათხრებზე მუსაობს როცა მასთან გოგო მიდის, რომელთან ერთადაც ოთახში რჩება და ტელეფონი მიაქვს გირეკავდნენო. გოგო წელში იმართება მობილურს ართმევს და იმ წამს შემოსულ მეოთხე ზარს უყურებს. რამდენიმე წამს ვერაფერს ფიქრობს. გაშტერებული უყურებს მობილურს რომელზეც ირაკლის სახელი და წრიული ფოტოა გამოსახული.
-კარგად ხარ?
-კი უნდა ვუპასუხო, მოვალ ახლავე ელ.
გოგოს ეცლება და მოსორებით გადის. აკანკალებული ხმით პასუხობს და გულში ლოცულობს ნეტავ არ მითხრას გადაწყვეტილება მივიღე რომ უნდა დავშორდეთო.
-გისმენ.
-ბლუმ.
გოგოს მისი მეტსახელის გაგებაზე გული უჩქარდება და ეღიმება, უკვე იცის რომ ირაკლი არ შორდება. ასე რომ იყოს ამ სახელს არ დაუძახებდა.
-ხო იკა?
-შეიძლება შევხვდეთ?
-არ გამოვა, ექსპედიციაში ვარ და თვის ბოლომდე ვერ დავბრუნდები. ტელეფონით ვერ მეტყვი?
-ვიცი, ჩამოვედი, უბრალოდ არ ვიცი სად უნდა გნახო. რაღაც შემთხვევით საოჯახო სასტუმროში ვარ.
- მეღადავები? აქ რამ ჩამოგიყვანა?
-შენი ნახვა მინდოდა.
- რამდენიმე საათში მოვრჩები, დაგირეკავ და გეტვი სადაც შევხვდეთ გაწყობს?
-მაწყობს.
მარიტა ყურმილს უკიდებს და საქმეს უბრუდნება. ახლა არეულია, ვერ მიხვდა რატომ არ შეეძლო ირაკლის რის თქმასაც აპირებდა იმის ტელეფონით თქმა. მეორე მხრივ კი აღფრთოვანებულია იმით რომ ამხელა გზა მის სანახავად გამოიარა, ამას მარიტასთვის სხვა არავინ იზავდა. მთელი დღე ფიქრებში დაფრინავს და საქმეს გაჭირვებით აკეთებს. ხარაჩოდან რესტავრატორების დახმარებისას ლამის ვარდება , რაზეც მოგვიანებით სასტუმროში მიმავლები გულიანად იცინიან. აბაზანაში შედის, ემზადება და ირაკლის იმ ადგილის მისამართს უგდებს სადაც უნდა შეხვდნენ. მისულს ირაკლი უკვე იქ ხვდება. მისი საყვარელი წითელი პრენაგი აცვია, ორი ღილი შეხსნილი აქვს და მკლავები აკაპიწებული, ქვევით კი კონვენსები და ჯინსის შორტი. რამდენჯერაც არ უნდა დაიანხოს ასე გამოწყობილი ბიჭი იმდენჯერ თავს ვერ ერევა მასზე არ იფიქროს.
-როგორ ხარ?
-ცოტა დაღლილი, შენ?
-ნორმალურად.
-იტყვი რატო ჩამოხვედი?
მარიტა თვალებში უყურებს, მისგან წამით არ გადააქვს მზერა. ირაკლი კი უღიმის.
-პაუზის გაწყვეტა მინდა.
-კარგი.
მარიტა ორად იხლიჩება, ერთ ნაწილს ჯერ ისევ სჯერა რომ ირაკლის შორდება, მეორეს კი იმის რომ რიგდებიან.
-არ მკითხავ რა გადავწყვიტე?
-ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
-და შენ? შენ რა გინდა?
- უბრალოდ მთხარი რისთვისაც მოხვედი ირაკლი.
ირაკლი ღრმად სუნთქავს რადგან ჯერ ისევ აქვს იმედი რომ მარიტას წამოწყებულ დაშორების იდეას ისვე უარყოფს. ორივე ჩუმად ზის , მერე მარიტა ამბობს.
-არ მინდა-ირაკლი უყურებს, რადგან ვერ გაიგო რომელი არ უნდ ადაშორება თუ არ დაშორება- არ მინდა დაშორება.
-არც მე, ზუსტად მაგისთვის ჩამოვედი.
მარიტასთვის თუ ბავშვის დაკარგავ ყვეალფრის დაკარგვის ცოცხალ ფაქტად იქცა, ირაკლისთვის ამ ამბის გაგება ბიძგი იყო იმის მისახვედრად , რომ მარიტა სჭირდებოდა. იმის მისახვედრა ,რომ მას ვერ გაუშვებდა თავის ცხოვრებიდან, რადგან თუ ამას იზავდა ვერასოდეს ამოავსებდა ამ სიცარიელეს. რამდენ ადამიანსაც არ უნდა შეხვედროდა თავის დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ისინი ვერც მარიტა გახდებოდნენ და ვერც წუთურის ჩანაცვლებას შეძლებდნენ.
-მინდა რომ შევრიგდეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი პრირობა მაქვს, ქეთის აღარ ნახავ და იმ შემთხვევაში თუ მოგიწევს რომ ნახო უნდა ვიცოდე რომ ისიც იქ იქნება. არ შემიძლია რომ დაგშორდე, რომ შენთან კონტაქტი გავწყვიტო. ამისთვის მთელი ეს თვენახევარიც საკმარისი იყო. ვერ ვისვენებ შენს გარეშე, შეიძლება ეგოისტიც ვარ მაგრამ მჭირდება რომ ვიცოდე ჩემს გვერდით ხარ.
-მაგ პირობას რაც შეეხება, პრობლემა არ მაქვს, სრულიად მესმის შენი და დამიჯერე არც მე მკლავს მისი ნახვის სურვილი იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა. რომც არ გეთქვა უნდა ვიცოდე თუ ნახავო, ამას მაინც გეტყოდი, შენი მოტყუება არ შემიძლია, ყევლასი შემიძლია მაგრამ არა შენი. იცი
მარიტა აწყლიანებული თვალებით ეუბდენა და ცრემლებს ვერ იკავებს როცა ბიჭი ფეხზე დგება, მის გევრდით სკამს იკავებს და გულში იკრავს. ირაკლი ატირებულ გოგოს თავზე ჰკოცნის და თავადაც გრძნობს როგორ უცვივა ცრემლები. შეიძლება ეს სიყვარული უკვე დააზიანეს, მაგრამ მტელი თუ გაბზარული ის მაინც მათია და მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, ირაკლი , ისევე, როგორც მარიტა, დარმუნებული, არაფერი შეიცვლება. მარიტა ცოტახანში შორდება და მის სახეს ხელებში იქცევს.
-აღარ მომცე უფლება რომ ამდნი ხნით თავს შენგან შორს ყოფნა ვაიძულო, იმის ცოდნის გარეშე რომ კარგად ხარ.
-ვერაფერი მაიძულებს , რომ შენგან შორს ვიყო. თბილისში რომ დაბრუნდები ჩემთან გადმოხვალ?
-ჯერ შორენას უნდა დაველაპარაკო, ვერ დაგპირდები რომ მაშინვე გადმოვალ, მაგრამ კი.
-როგორც შენ თქვი ერთხელ I’ve fell for you as hard as angels and even comets don't fall and I want to keep falling to know how deep love can be. მაგრამ იმ განსხვავებით , რომ მე უკვე ვიცი, ვიცი რომ ის უსასრულოა, ვერასდროს შეძლებ გამოიცნო რამდენად ძლიერად შემიძლია შემიყვარდე ყოველდღიურად.
-გინდა რომ კიდევ უფრო ამატირო და იმისთვის დამსაჯო რაც გავაკეთე?
-არა. რა თქმა უნდა არა.
- მართლა ძალიან მომენატრე.
მარიტა ტუჩებში ჰკოცნის, ამდენხნიანი განშორების შემდეგ ეს კოცნა ყველაზე თბილი და ინტიმურია რაც ოდესმე ჰქონიათ. იმ კაფიდან ირაკლის ნაქირავებ სახლში მიდიან სადაც მარიტა ღამით რჩება და თიტქმის მთელს ღამეს ერთმანეთის მკლავებში მოქცეულები საუაბრში ატარებენ. სწორედ მაშინ იგებს მარიტა რომ ირაკლის დედა და და ბათუმში გადავიდნენ, ირაკლის გათხრებზე და ნაპოვნ მასალებზე უყვება, რესტავრატორების ჯგუფზეც რომელთან ერთადაც მუშაობს. მერე მის მკლავებში მხოლოდ ირაკლის მაისურის ამარა მწოლიარეს ეძინება და დილას როცა იღვიძებს და ბიჭი მის გევრდით ხვდება იღიმის.
-სიზმარი არ ყოფილა. არა და რეალობისთვის ზედმეტად კარგი იყო.
თითს მის პროფილის ხაზს ატარებს და იღიმის. ხედავს ბიჭსაც როგორ უტყდება ტუჩის კუთხეები.
-სიზმარი რომ ყოფილიყო ნებისმიერს მოვკლავდი ვინც გამაღვიძებდა.
-დილამშვიდობის საყვარელო.
-დილამშვიდობის ბლუმ.
-ისე, საიდან გაიგე აქ რომ ვიყავი, მახსოვს როცა გითხარი ექსპედიციაში მიდვივარ თქო არ მითქვამს სად რადგან ჯერ ისევ არ ვიცოდი.
- შენი მესიჯი რომ ვნახე მეორე დღესვე შორენას დავურეკე, შენთანაც ვიყავი მაგრამ არ დამხვდი, არც მათემ და ბესომ აიღეს...
-ხო ნიდერლანდებში არიან.
-მართლა?
-კი ერთად გადასვლამდე თაფლობისთვეს იწყობენ.
მარიტა ქირქილებს და თავს ბიჭის ყელში რგავს.
-მოკლედ მერე შორენამ გადმომირეკა და საღამოს რომ დაურეკე გამაგებინა სადაც იყავი.
-მეც არ გამიკვირდა ასე დეტალებში რატომ გამომკითხა თქო.
-ხედავ ვუყვარვარ.
-რა თქმა უნდა შენ და ბესო მისი შვილების შეყვარებულები ხართ და ჩვენგან არ განსხვავებთ.
- ანუ ჩემთან გადმოსვლის უფლებასაც მოგცემს.
-კი, უბრალოდ ჯერ დაველაპარაკები. ქეთიზეც უნდა ვუთხრა, არაფერი მომიყოლია ისე წამოვედი.
ირაკლი ხელებს ძლიერად ხვევს და სახეს უკოცნის, მერე მარიტა ცოტათი იშორებს,ისე რომ მის საეს უყუროს და სახეზე ეფერება, ტან თვალებში უყურებს.
-ძალიან არ მინდა როგორც იქნა შენს მკლავებში მყოფი ავდგე , მაგრამ ველზე უნდა წავიდე. როდის მიდიხარ?
-დღეს .
-მხოლოდ იმიტომ მნახე რომ გეთქვა ისევ ერთად მინდა ვიყოთო?
-რატომ მხოლოდ მაგიტომ? კიდევ ბევრი რამ გითხარი წუხელ.
-იდიოტი ხარ. მალე ჩამოვალ და მერე ვეღარსად გამექცევი.
-მაგისტრატურაზე რა უნდა ქნა?
- შემდეგ წელს ჩავაბარებ, ახლა ალბათ ნიკოსთან დავიწყებ მუშაობას ან თუ რამე ვნახე სტაჟირებას გავივლი.
ირაკლი უღიმის და იმ განთიადზე ორივენი ბედნეირები არიან, ერთად , სხვა ყველასგან თავისუფალნი და მარტონი. მარიტამ უკვე იცის რომ მთელი ცხოვრება არ მოჰბეზრდება მასთან ერთად გაღვიძება და მისი ღიმილის დანახვა. არა ისე არ იქნება რომ არასდროს იკამათებენ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, ყველაფერს ერთად გაუმკლავდებიან, ისე როგორც ამას მუდამ აკეთებდნენ.
საღამოს ირაკლი თბილისში დაბრუნდება, მარიტა კი ჭუჭყიანი და მიწის სუნით გარშემორტყმული სასტუმროში, რომლიდანაც კიდევ ცოტახანს თავს ვერ დააღწევს. ახლა ყვეალფერი კარგად არის, გოგო სამშაოთი და პირადი ცხოვრებით სიამოვნებას ერთნაირად მიიღებს. ეს ხომ ის ბნელი ღამე იყო განთიადამდე რომ დგებოდა. ახლა მარიტასა და ირაკლის ცხოვრება სწორედ განთიადია და ერთხელაც შუადღის მცხუნვარე მზემდეც მივლენ, მანამ სანამ მათი ცხოვრება ჩაქრობას დაიწყებდეს.


ეპილოგი
მარიტა კარს აღებს თუ არა ფეხებზე ბავშვი ეხვევა, აჭყიპინებული და თან მის სახელს წამდაუწუმ იძახის. გოგო მისკენ იხრება და ბავშვს ხელში იყვანს.
-როგორ ხარ ლიზი?
ქალისკენ ბავშვიანად იხრება და ლოყაზე ჰკოცნის, ირაკლის მამასაც ესალმება და ყველანი ერთდროს ირაკლის მშობლების, ახლა კი ირაკლისა და მარიტას სახლში შედიან. სამზარეულოში სუფრაა გაწყობილი, მასთან ირაკლი , ნიკუშა, შორენა, წითური ტყუპი და ბესო სხედან. შესვლისას შორენა და ლიზა ერთმანეთს ესალმებიან და იკითხავენ. ერთმანეთი ჯერ ისევ შემოდგომას გააცვნეს, როცა მარიტა ირაკლისთან გადავიდა საცხოვრებლად. ახლა შობაა, ყველაფერი თოვლითაა დაფარული და გარეთ ისე ყინავს მარიტა თავის სტილში კაბებით სიარულზეც კი უარს ამბობს. ირაკლის მამა წუწუნებს რომ თავი სტკივა.
-წამალი ხომ არ გინდათ?
მარიტა სთავაზობს და ბავშვს მის გვერდით სკამზე სვავს.
-დალია უკვე საყავრელო. აბა რას შვებით?
ლიზას კითხვაც არ აქვს დასრულებული როცა ოთახში მათთვის უცხო კაცი შემოდის, ესალმება და შორენას გვერდით ჯდება. შორენა იღიმის და მის თავს აცნობს.
-გაიცანით ეს გოგია ის…
-დედა და გოგი ერთად მუშაობენ და მეგობრობენ, მე და ირაკლი ხშირად ვაკითხავთ ხოლმე დედას საავადმყოფოში და შემთხვევით ძალიან დავუმეგობრით ამიტომ დავპატიჟეთ.
მარიტა დედას ესმაკურად უღიმის და თეფშზე საჭმელს იღებს. ყველანი ერთად ოჯახურად აღნიშნავენ ამ დღეს და მარიტა მის გვერდით მჯდომი მოცინარი ბიჭის დანახვაზე, რომელიც პატარ დას ეთამაშება ღიმილს ვერ იკავებს. მოშლილ მუცელზე არასოდეს ულაპარაკიათ, ეს ამბავი ისე დაივიწყეს როგორც უსიამოვნო წიგნებს შემოდვებთ ხოლმე თაროზე და მტვრით დაფარვის უფლებას მივცემთ.
იმ დღეს მთელი სახლი სითბოთი და სიყავრულით არის სავსე, ისე როგორც ადრე მარიტას სახლი იყო ხოლმე. შიგნით სხვა ცხოვრება მიდოდა გარეთ კი სულ სხვა ცივი და გაფერმკრთალებული რელაობა იყო, მაგრამ მანამ სანამ მარიტა და ირაკლი საყვარელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში იყვნენ არაფერი იყო შეუძლებელი.
…………………………………………………..

მათე და ბესო რომ ერთად გადადიან სახცოვრებლად ახალ სახლობის აღსანიშნავად წვეულებას მართავენ სადაც მეგობრებს პატიჟებენ. ირაკლი და მარიტა სამსახურებიდან პირდაპირ მათთან მიდიან, ორივე ცალ ცალკე და გადაღლილები. მარიტა ბესოს მათესა და ნიკუასასთან ერთად აივანზე ეწევა როცა ირაკლიც მათ უერთდებათ.
-რას შვებით?
-ახლა ვეუბნებოდი მათეს თუ გჯერა შორენა და გოგი რომ ერთმანეთს ხვდებიან თქო?
-რა? სერიოზუალდ?
ბიჭი ყურებამდე იცინის და მერე ტუჩს კბენს.
-ხო არა და რომ გეკითხა მხოლოდ მეგობარი იყო.
-საზიზღარი ხარ დააცადე დედას ბედნიერება რა.
-ვაცდი კიდეც. მიხარია, როგორც იქნა იაკობის შემდეგ ვიღაც უყვარს.
ყველა იღიმის, მერე მარიტა ძმას ეხუტება და სახლში შედიან. მათ სახლში კიდევ უამრავი ადამიანია, ცოტნე, ბესოს მეგობრები, მათეს უნივერსიტეტის კურსელები რომლებთან ერტადაც სიუჟეტების გადასაღებად დადიოდნენ და ქეთი სანდროსთან ერთად. მარიტა და ის რამდენიმე წამს ერთ ადგილას მიშტერებულები უყურებენ ერთმანეთს მერე გოგო თავს არიდებს და ირაკლისთან ერთად ცოტნეს ესაუბრება. მუსიკა ისე ხმამაღლა აქვთ ჩართული ცოტაც და მეზობლები შემოუვარდებიან. გვიან როცა მარიტა მოსაწევად კიდევ ერთხელ გადის მას გვერდით ქეთი უდგება. ცოტახანს ორივე დუმს მერე ქეთა ეუბნება.
-გავიგე რომ ერთად გადახვედით. მიხარია.
-მადლობა. თქვენ დაინიშნეთ?-გოგო მის ხელზე ბეჭედს ამჩნევს და ქეთიც თავს უკრავს, ეს ისეთი უცნაურია მარიტასთვის. არა გული არ წყდება, მაგრამ არ ესმის როგორ შეუძლია ამილახვარს თითქმის ერთი წლის წინ მისთვის ირაკლისთან დაშორება ეხვეწნა და ახლა სანდროზე დანიშნულიყო.
-თითქმის ერთი წლის წინ.
ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად არ ესმის, ანუ მათი ჩხუბის შემდეგ მალევე დაინიშნენ და ეს უცნაურია ზედმეტად უცნაური. მარიტა თავს უკრავს.
-კარგია.
-ბოდიში მომხდარისთვის არასოდეს მომიხდია და ახლა გიხდი.
-ბოდიში არაფერს შეცვლის ქეთა. არც მეგობრობას დააბრუნებს უკან და არც იმ ყველაფერს წაშლის ჩემი გონებიდან რისი გამოვლაც მომიწია. უნდა შევიდე.
უხერხულად უღიმის და სახლში შედის, სადაც ირაკლის ძებნის შემდეგ ბესოსა და ცოტნესთან მოსაუბრეს პოულობს.
-რას შვები ბლუმ?
-ქეთის ველაპარაკე.
ირაკლი სულ ოდნავ ღიზიანდება, მაგრამ იმდენი ესმის რომ ერთი სამეგობროს ყოლის გარდა თავს ვერ აარიდებენ ერთმანეთს, თანაც მარიტა ვერავის მოსთხოვს ქეთისთან მეგობრობის გაწყვეტას და ვერ ჯანჯღავა სთხოვს რომ მეგობრები აღარ ჰყავდეს. ეს სრული უაზრობაა, ამიტომ უნდა მიეჩვიოს დრო და დრო ერთმანეთს რომ ნახავენ.
-რაო?
-მოგვილოცა ერთად გადასვლა და კიდევ ის და სანდრო დანიშნულან.
-ხო ივლისში სანამ შენ ექსპედიციაში იყავი.
ამას ახლად მოსული ლაზარე უდასტურებს. მას თან ნიკუშაც მოჰყვება. მარიტა და ბესო ერთმანეთში უცნაურ მზერებს ცვლიან.
-წამო ვიცეკვოთ.
ბესო მარიტას ხელს კიდებს და შედარებით თავისუფალი ადგილსიკენ ცეკვაცეკვით გაჰყავს. რომ მათ უყურებს სიცილისგან იგუდება, რადგან ბესო ისე აცეკვებს თითქოს თოჯინა იყოს და გაშლილ მის ხელში ახლართულ ხელს ძალით აწევინებს ზემოთ ქვემოთ. მარიტა სიცილისგან თავს უკან აგდებს და მუსიკის ხმაში მისი იკარგება. ჯანჯღავა კედელს ზურგით ეყუდება და გულხელდაკრეფილი უყურებს როგორ არის მისი საყვარელი ქალი მეგობრებისა და თავად ირაკლის გარშემო ბედნიერი, როგორ გულიანად იცინის და თავს ოიზისს აღარ უწოდებს.
მოგვიანებით გალდავები კედელს მიყრდნობილი, მათე ცალფეხმოკეცილი და მარიტა წელში გამართული, გულხელდაკრეფილები უყურებენ ბესოსა და ირაკლის ცანცარს, მათ ისეთ ცეკვას როგორიც ცოტახნით ადრე ბესოსა და მარიტას ჰქონდათ. უყურებენ მათი შეყვარებულები როგორ ერთობიან ერთმანეთის კომპანიით. როგორ ცეკვავენ ყველაზე უხეიროდ თანაც ამას ძალით სხვებისა და საკუტარი თვეების გასართობად აკეთებენ. მერე როცა ერთმანეთს სამაში ეჯიბრებიან უფროსი გალდავა მარიტას მხარს კრავს.
-ჩემი აჯობებს.
-დარწმუნებული ხარ?
ცინიკურად ეუბნება, მისკენ თავს ატრიალებს და წარბებს მაღლა სწევს.
-ბავშვობიდან მაინც არ იცნობდე ბესოს.
- რა მნიშვნელობა აქვს ბოლოს ირაკლიც და ბესიკაც ჩვენი მისახედები იქნებიან.
მარიტა ძმას უცინის და მხარზე ხელს აყრდნობს. მერე მეორე ხელით სასმელს წკაპნის და რომ არ ეჩხუბოს ეღრიჭება. ირაკლი ბოლო ჭიქის დალევის შემდეგ მარიტასკენ იხედება. მარიტა შორიდან უღიმის და კოცნას უგზავნის. ჯანჯღავა მისკენ მიდის, შორიდანვე იწვდენს ხელს მისკენ და წელზე შემოხვეული ხელით საკუთარ სხეულზე იკრობს, იხუტებს თუ არა მაშინვე უსრიალებს მეორე ხელს სახეზე და ტუჩებში ჰკოცნის. მათე სხვა მხარეს იხედება მათ რომ არ უყუროს. მარიტა კი სადაც არის ბედნიერებისგან მის მკალვებში ჩადნება. ირაკლი კიდევ ცოტახანს აგრძელებს კოცნას.
და ორივემ გალდავამაც და მანაც იციან რომ ოიზისი დასრულდა, მარიტა ამად ვეღარასდროს გადაიქცევა, რადგან ახლა გვერდით ირაკლი ჰყავს , ქეთის მიმართ გრძნობები მოკვდნენ და ვეღარაფერი აიძულებს უბედური იყოს. ხანდახან შეიძლება სევდა შემოეპაროს, ტირილიც მოუნდეს , ცუდ ხასიათზეც იყოს, მაგრამ ოიზისმა მისი სხეული სამუდამოდ დატოვა და იმ კოსმოსში გაუჩინარდა , რომელშიც მარიტას წარმოსახვებში არსებობდა. თავის ბერძნული ბურგუნდისფერი კაბაც და სისხლის ცრემლებიც თან გაიყოლა. ახლა ,როცა შტორმი ჩადგა წითურს შეუძლია ის ბედნიერება მიისაკუთროს ადამიანები მუდამ რომ ეძებენ და პოვნისას თვალს არიდებენ, რადგან მან მისი უკვე იპოვა და თანაც პოვნისას სხვა მხარეს არ გაუხედავს.




ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდით , სიამოვნებით ვნახავდი ბოლო თავზე რაიმე რეაქციასა და კომენტარს. იმედი მაქვს რომ ახალი ისტორიით მალე დავბრუნდები. დროებით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent