შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

NEVER US 11


7-11-2025, 14:36
ავტორი LunaM
ნანახია 0

საღამომდე, სანამ თამუნა და თაზო დაბრუნდებოდნენ, მე და კიტე კარგად გავერთეთ - საჭმელი ვჭამეთ, მანქანებით ვითამაშეთ, გარეთაც ვიყავით, ხო, პერიოდულად იღუშებოდა და წუწუნებდა, მაგრამ თაზომ, რომ დაურეკა და სათამაშო აჩვენა, მათ მოსვლამდე გაუჩერებლად მეტიკტიკებოდა, ახალი საჩუქრით აღფრთოვანებული.

მშობლებს მშვიდობით, რომ ჩავაბარე პატარა კაცი და ცოტახანი მათთან ერთად გავჩერდი, სამსახურისკენ დავიძარი.

- Ჰაი, ბავშვებს.

მივესალმე მოსასვენებელთან შეკრებილ მართას, ნიკას და სხვა ბავშვებს, ნაწილს მოწევაში გაყავდა დრო, ნაწილი კი ჩემი სმენის იყო, გადავწყვიტეთ ტერასაზე გადავსულიყავით და იქ გაგვეყვანა დრო.

- აი, გამომართვით,- გუგამ ჩვენი შეკვეთა მაგიდაზე დადო და თავისი კოლა ხელში აიღო.-ბავშვებო, გაიგეთ მარიამი რომ დაწინაურდა? ლუკამ მითხრა ახლა.
- მართლა?- ვუპასუხე ამბებს მოკლებულმა.
- ხო, გავიგე.- მიუგო მართამ.
- Ჩემი აზრით, დიდი ხნის წინ უნდა დაეწინაურებიათ.- სიგარეტს გაუკიდა ნიკამ.
- Შენ გიხაროდეს, ყველამ იცის ვინ გადავა მის ადგილზე.- სანთებელა გამოვართვი, მეც მას მივბაძე.
- ეგეც მართალია, დაო,- ამიგო მხარი მართამ.
- რა გიკვირს აქ ადრე თუ გვიან ყველას უმართლებს.- ირიბად გაეცინა ნიკოლოზს.- მალე შენთვისაც მომელოცოს.
- ვაუმე, რა საყვარელი ხარ. იცოდე ზაკოს მსგავსად, სამენეჯეროში არ გამოიკეტო ხოლმე, თორე დასრულდა ჩვენი მეგობრობა.

Ზაკო დაწინაურებული მენეჯერი იყო, სტაჟირება ჩვენს ფილიალში გაიარა და სიმართლე, რომ ვთქვათ ყველას ნერვები დაგვაწყვიტა, მეგობარი კარგი იყო, აი მენეჯერობაში კი ბევრი რამ ქონდა სასწავლი, მაგრამ კარგი, მოდით ფილიალის ცვლას დავაბრალოთ ეს ყველაფერი.

- უფ, ღმერთმა დამიფაროს,- ისე თქვა პირჯვრის გადაწერა აკლდა და ლოცვად ჩაითვლებოდა.
- თორე ახლა არ ხარ მასე.- ჩაუნამიოკა გუგამ.- ე, თქვენ ყოველდღე აქ რა გინდათ, ტო.

ფეხზე წამოდგა და თავის ძმაკაც მათეს გადაეხვია, მასთან ერთად გვანცა, ლერი და ნინი იყვნენ. Მეც არ მესმოდა, როგორ არ მობეზრდათ, ასე თითქმის, ყოველ დღე აქ შეკრება როცა, ზოგიერთ ჩვენგანს უკვე გასაქცევად ქონდა საქმე.

- რავი ძმაო, აქამდე მიშლიდნენ და ახლა ცოტა ჩვენ რო გავა*რაკოთ რა უჭირს, - ხელი ჩამოართვა ლერიმ.
- არაფერიც.- მიუგო მართამ და გადაეხვია.- მომენატრე.
- მეც პატარა.- წელზე ხელები შემოავლო მანაც.
- აბა რას ჭორაობთ.- გვერდით მოგვიჯდა მართა.
- ე, მაიტა ეგ აიქოსი რა.- ლამის ხელიდან გამოგლიჯა გუგამ მათეს.
- მაცა ძმაო, დავასრულო.- გაუბრაზდა ის.

ზოგჯერ ჩემი სამუშაო ადგილი, სამსახური კი არა დაოჯახების ბიურო მეგონა უკვე. აქ იყო დრამები, სიყვარული, ჩხუბი, მეგობრობა, ჭორები, მეორე სახლი გეგონებოდა ზოგჯერ, თუმცა არა, უფრო ფილმის საყურებლად, რომ კინოში წასვლა აღარ გიწევდა ის ადგილი, იმდენი წყვილი დაშორდა და შერიგდა ჩემს თვალწინ.

საუბარში დრო მალე გაილია, ნახევარ საათში სმენა დაგვეწყებოდა.

- წამო წავიდეთ, თორემ იქ ისეთი რიგი დადგება...- სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც წამოვდექი სკამიდან.
- მართალი ხარ, წავედით, წავედით.- წამოხტა ისიც.

სმენის ბოლოს ელოდებოდა ყველა, რომ სმენაში შესულიყო ან დაესრულებინ ა, მაშინ იწყებოდა გაწამაწია,- “ჯერ მე შევალ, მალე გამოდით, ტაქსი გამოგიძახეს უკვე” და ა.შ.

ღამის სმენა, მარტო იმით იყო კარგი, რომ შედარებით მეტი თავისუფლება გვქონდა, თუნდაც ყურსასმენების ტარება, მაგრამ უკვე მაგაზეც გამოთქვამდნენ უკმაყოფლებას, აი, ცუდი კი კადრის მინიმალურობით იყო, მაინც და მაინც მაშინ ეხსნებოდა “ კიშკა” ამ ხალხს და მერე ჩაკეტვამდე რამდენჯერმე ვირაშებოდით.

ღამე ერთი კონკრეტული კადრი არ იყავი, მუშკეტერი დავარქვა თუ ცხრა თავიანი გველეშაპი, ჯერ კიდევ არ ამირჩევია, კი, არც დღის სმენა იყო ამ სახელებს მოკლებული. სამაგიეროდ, დილის სმენა იყო ტვინის ბურღვა, როცა იწვალე, “ იპახავე” წელში გაწყდით სამი მაქსიმუმ ოთხი ადამიანი, და მენეჯერი, პატარა ნამცეცზე ან დილის სმენის მოსვლის შემდეგ მოთხვრილი იატაკის გამო დაგტოვებდა ასე 9 საათამდე, ბარემ საწყობიც მოვიდა ეგეც დაგვალაგებიეო. დღესაც არ იყო არაფერი განსხვავებული. დაღლილ დაქანცული დავბრუნდი სახლში, საღამოს ექვს საათამდე ძილში გავატარე და ასე გაგრძელდა კიდევ ორი დღე, მესამე დღეს მადლი ჩემი დასვენების დღე მიწევდა, თუ თითქმის მთელ დღეს ძილში გატარებას დასვენებას დავარქმევთ, აქაც არ გამიმართლა ძლიერმა მუცლის ტკივილმა და ქალურმა დღეებმა გამაღვიძეს. შუა დღის სამი საათი იყო. Სანდროს ორჯერ თუ შევეხმიანე რაც წავიდა, მომენატრა კიდეც, თუმცა ყოველი საუბრის, შემდეგ რაღაც მეუცნაურებოდა მასში, სხვანაირი ხმა ქონდა, კითხვაზე კი ყოველთვის არაფრის მომცემ პასუხს მიბრუნებდა. წინად, ნია მწერდა შეხვედრაზე, გადავწყვიტე ახლა მე შევხმიანებოდი და სადმე გავსულიყავით, ისიც დამთანხმდა. ჯინსის შარვალი, შავი მკლავებიანი ზედა და ქურთული ჩავიცვი.

კაფეში მისულს, ნია უკვე იქ დამხვდა გაბრიელასთან ერთად. ვარდისფერები ისე საყვარლად უხდებოდა , გაბის აწითლებულ ლოყებს, რომ ბავშვი კი არა, ოცნების სათამაშო გეგონებოდა.

- როგორ ხარ საყვარელო,- მკითხა ნიამ და გაბრიელას გახედა, რომელიც ფურცელზე რაღაცას აფერადებდა.
- რავი ნი, ისეთი შეგრძნება მაქვს სხეული კი არა მოედანი მგონია.- ხელები გავშალე.-თქვენ ? დაჩი რატო არ გამოვიდა?
- ჯერ კიდევ მუშაობს, როგორც ვიცი გვიან დაასრულებს ცვლას.- წვენი მოსვა.- მარგარიტა და დიაბლო შევუკვეთე, მალე უნდა მოიტანონ უკვე.
- აუ, ძაან კაი, მომშივდა უკვე. გაბი, რას ხატავ აბა?- მის ნახატს დავაცქერდი.
- ბეკუს ტყეში.- ლამაზი თვალებით შემომხედა.- კობლე იცი ხო?
- კი, ვიცი, მერე კომბლეს არ დახატავ.- გამეღიმა.
- კობლეს არა, ჯერ ბეკუს დავხატავ, მელე გლუბლები, ეგ ბოლოს,- განაგრძო ხატვით გართულმა.
- დეა, მინდა პირადად მოგიხადო ბოდიში რაც მოხდა, დიდიხნის მეგობარია და ვერ გამოვტოვე, მაგრამ ნამდვილად არ მოველოდი ასე თუ იზავდა. - აუღელვდა ტონი.
- ნია, არ გინდა რა, მართლა არაფერია, მთავარია დაბადების დღემ მშვიდად ჩაიარა, სანთანაც ვისაუბრე და გავარკვიეთ, ბოდიში აქეთ ჩვენგან მიიღე, რომ უთქმელად წავედით, აღარ გინდა ამ თემის წამოწყება გთხოვ.

მშვიდად გავუღიმე, მასში ცოტა სინდისი კვლავ ორჭოფოდა, მაგრამ საბოლოოდ სიმშვიდე აღებეჭდა.

ოფიციანტს მადლობა გადავუხადე მომსახურებისთვის.

- მე ძაან მშია, რას ველოდებით.- პიცის ნაჭერი დასაგემოვნებლად ავიღე.
- მედე, რატომ სანი?-გაისმა მოულოდნელი კითხვა ნიასგან.
- ო.. სანდრო , სანი.. Მზეს გავს,- უხერხულად ავუხსენი.- ალბათ, იმიტომ რომ, ჩემთვის მზესავით მნიშვნელოვანია მისი არსებობა. მათბობს, მახალისებს..
- ძაან რომანტიული ხარ.- გაეღიმა მას.
- მართლა?- ეჭვი შემეპარა, პასუხად ისევ ღიმილი მივიღე.

Ნიამ გაბრიელა საპირფარეშოში გაიყვანა, სანამ დაბრუნდებოდნენ დარბაზს მოვავლე თვალი, პიცერია მწვანე და ყავისფერ ფერებში იყო, კედლებზე სარკეები და ოთახის მცენარეები უფრო ალამაზებდნენ ინტერიერს, ხალხიც ნელ ნელა მატულობდა, მუსიკა კი ჰარმონიული და მშვიდი იყო. ვმესიჯობდი, როდესაც მაგიდასთან სილუეტი ჩამოჯდა და მზერა ავტომატურად მისკენ მივაპყარი.

- დათი?- გაკვირვების ნოტები გამოვუშვი და გამეღიმა.- აქ რა გინდა?
- აქვე ვცხოვრობ დეა, რატომ არ მპასუხობ?- უსიამოვნოდ გაისმა მისი ხმა.

დათა, შეჯიბრის მერე არ მინახია, მწერდა შეხვედრაზე, თანახმა ვიქნებოდი, რომ არა მისი ასე დაჟინებით ჩარევა ჩემს პირადში. წავეკამათე კიდეც, ბოლოს აღარც მიპასუხია.

უსიამოვნოდ შევიშმუშნე.

- ხომ გითხარი შეწყვიტე თქო.
- რა შევწყვიტო დეა? ამდენ ხანს ტყვილად მქონდა იმედი , დებილივით რომ დაგდევდი? Ჩემს გრძნობებს რა ვუყო?- დაძაბული ტონით დაიწყო მან .
- დათა არ ვიცი შენს გრძნობებს რა უყო, მაგრამ გაიგე, რომ არ მომწონხარ, როგორც კაცი, მეგობარს ვხედავდი ყოველთვის და არ შეიცვლება ეს... მითხარი ჩემგან იყო რაიმე ნამიოკი იმისა, რომ მომწონდი ? მართლა ვწუხვარ, მაგრამ არაფერი არ გაძლევს იმის უფლებას, რომ ჩემს პირადში ასე ურცხვად ჩაერიო და ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანზე ცუდად ილაპარაკო.

ბრაზი მომერია, რომ გამახსენდა როგორ მოიხსენიებდა სანდროს. თავდახრილი მისმენდა ცოტახანს.

- დეა, შანსი მომე გთხოვ.- სევდიანი ხმით წარმოთქვა.
- დათ, მე გთხოვ, ის კარგი მოგონებები არ გააფუჭო.- ამოვისუნთქე.- ძაან კარგი ადამიანი ხარ. კარგი მეგობარი...
- მაგრამ შენ არაფერს გრძნობ...- მწარედ მოხვდა აღიარება.
- მე შენ მეგობრად გრძნობ დათ. ძაან გთხოვ, ნუ დაიტანჯავ თავს და მეც...- მის ხელებს შევეხე ზემოდან, ვეცადე გამეღიმა. შემდეგ გოგოს გავხედე, რომელიც ინტერესით იყურებოდა ჩვენკენ და მხრებში გავიშალე.- დათ მგონი გელოდებიან...
- Ხო...- თვალი გააყოლა ნაცნობი სხეულისკენ.- შეიძლება რომ მოგწერო ხოლმე ?

Ჩუმად წარმოთქვა.

- რა თქმა უნდა, მეგობარო.

სუსტად გავუღიმე, მის თვალებში სევდამ იმატა, გაბრუნდა და გოგონასკენ სანამ წავიდა შევაჩერე.

- დათ, იმედს არ ენდო.- მტკივნეულად მომიწია სიმართლე მეთქვა მისთვის.

- ...დროებით დეა.- გადამეხვია და ცოტახანში ორივე გაუჩინარდნენ.

მწარე სიმართლე, ჭრილობაზე მოყრილი მარილივითაა, გტკივა, გწვავს, გექავება, მანამ სანამ შეხორცებას არ დაიწყებს და საბოლოოდ გაქრება. ვიცი მტკივნეულია, მაგრამ ტკბილ სიზმარს ზოგჯერ რეალობას ჩახედო სჯობს, იმედის ილუზიის მსხვერპლი, რომ არ გახდე.. არ მიმაჩნდა ჩემი სიტყვები სწორად, მაგრამ ერთი რამ ვიცოდი, ადამიანს სიყვარულს ვერ აიძულებ. თუმცა ასეთ დროს იმედიც კი წყალს წაღებული დროა.

- დეა, ეს ვინ იყო?- მომიახლოვდა ნია.
- ეს.. Ჩემი მეგობარია. წავედით?- შევხედე მას.
- კი, წამოხვალ ჩემთან ? Ორ გაჩერებაში ვცხოვრობ.
- მჰ.- თავი დავუქნიე.- გაბი, არ გინდა შენნაირი საყვარელი ბიჭი გაგაცნო?- ლოყებზე ვუჩქმიტე. შეიშმუშნა.
- ჩემნაირი? გოგოა?- საეჭვოდ დაინტერესდა.

გაგვეცინა.

- არა პრინცესა, ბიჭა, უბრალოდ შენ ნაირი საყვარელიო დეამ.- ხელში აყვანის ლოყები დაუკოცნა ნიამ.- სთორები რომ ედო იმაზე ხომ არ ამბობ?
- კი, კიტეზე, თამოს შევეხმიანები და პიშკებზე გავიდეთ რომ მოვიცლით.- დავუდასტურე მეც.
- ძალიან კარგი. გამიხარდება შენი მეგობრის გაცნობა.- გამიღიმა ნიამ.- სანდროსგან რა ისმის?
- გუშინ დარეკა, რავი, განბაჟების პრობლემაა და დაველოდებიო, მოკლედ ჯერ არ მოდის,- ჯიბეებში ჩავიყავი ხელები როცა გამოსვლისას ცივი ჰაერი მომხვდა.
- განბაჟების?

ჩუმად თავისთვის ჩაილაპარაკა მან.



**

- მენეჯერო, შეიძლება.- შევიჭყიტე სამენეჯეროში.
- შემოდი დეა, მშვიდობაა?- სკამისკენ მიმითითა მარიკამ .
- კი, თხოვნა მაქვს, შეგიძლია, ორშაბათი, სამშაბათი დასვენების დღედ ჩამიწერო?- შევაპარე ნელა.- და ოთხშაბათს ღამის სმენაში მოვალ...
- რა პრობლემაა, გოგო, მე კიდე შემეშინდა.- გაიცინა მან.- თუ საიდუმლო არაა რა ხდება?
- სოფლად მინდა წავიდე, ბებოს მოვინახულებ, ბარემ.
- Ჩათში დაწერა არ დაგავიწყდეს, პარასკებს, და ჩემგან დასტური გაქვს, ბავშვებსაც გავაფრთხილებ.- მშვიდად მომიგო მარიკამ.
- მადლობა მარიკა.

მეზიზღებოდა დილის სმენის შემდეგ სახლში დაბრუნება. რატომ ? იმიტომ რომ საცობი არა მარტო გზაზე წარმოიქმნებოდა არამედ, ტრანსპორტშიც. ხუთ საათზე გამოსული სახლში შვიდის ნახევარზე თუ მივაღწევდი და გზად დაკარგულ ერთ საათს შევტიროდი. Დღეს დალაგების დღე მქონდა, მართალია კვირაში ერთხელ არ მიწევდა და თითქმის ყოველ მეორე დღეს დალაგების დღედ ჩავთვლიდი. Არ ვიცი მე ვარ ზარმაცი თუ ზედმეტად დაკავებული...

ყველაფერი რომ მივხეხე, როგორც იქნა და ვიბანავე კიდეც, აივანზე გამოვედი და დივანს მივუჯექი. დავფიქრდი რა შემეძლო გამეკეთებია, გამახსენდა, რომ პარკში თოლიას ნაყინს ყიდნენ, და გეზიც იქით ავიღე თან გავივლიდი, თორემ მომბეზრდა ეს უჩვეულოდ მოსაწყენი სახლში ყოფნა. ვანილის ჩამოსასხმელი ნაყინი შევუკვეთე და პარკს რამდენიმე წრე შემოვარტყი, ხალხმრავლობა ჯერ კიდევ არ წყდებოდა, ვიღაც დარბოდა, ზოგი სამეგობროსთან ერთად სეირნობდა, ბავშვებს სტადიონი ქონდა დაკავებული, არც სკეიტ ზონა იყო ყურადღებას მოკლებული. Ხეები ყვითლდებოდა უკვე , ცაზე სიბნელე მატულობდა, ქუჩებს კი ლამპიონები ანათებდნენ. Მშვიდი ნაბიჯებით სახლისკენ დავიძარი, გზად თონეს გავხედე, ვუყურებდი, ვუყურებდი, ბოლოს ლობიანი, მაინც ვიყიდე, და კმაყოფილებით აღსავსე უფრო მხიარულად გავაგრძელე გზა. ყურსასმენებში ამჯერად ქართველი შემსრულებლის - “აზოს ნაპირები” ჟღერდა. მადლობა თამარას, უცხოურიდან ქართველებიც რომ შემაყვარა. მუსიკის ფონზე მივაქნევდი სხეულს და სიტყვებს ვიმეორებდი

შენია ეს ვარსკვლავები, სიყვარულს ვერ გაეპარები, რამდენიც არ უნდა ვიყო, მარტო, მარტო, მაინც შენ მირჩევნიხარ.

მარცხნიდან მანქანის სიგნალმა შემახტუნა. მიმოვიხედე, აშკარად ტროტუარზე ვიყავი. ოდნავ მოშორებით გაჩერებული მანქანის ფანჯარა ჩაიწია და ირა დავინახე. “ასე ხშირად სანდროსაც არ ვეყრებოდი ხოლმე, ეს კი უკვე ტრადიციად გადაიქნა მგონი”- გავიფიქრე მე.

- დეა, წამო წაგიყვანთ.- კარი გამოაღო.
- არა, მადლობა ფეხით გავივლი.- მივუახლოვდი მანქანას.- სალამი ნიკუშ, ანი.
- Პრივეტ დეა,რა იყო გეხალისება ამ აღმართზე ბოდიალი.- ირიბად ჩაეღიმა ნიკას.
- დღეს აშკარად.- გავუღიმე მეც.
- კარგი, კარგი, შემოგვიარე იცოდე.- დანებდა ირა.
- გვიანია უკვე..
- თითქოს შორს ცხოვრობდე. გელოდებით იცოდე, კახა ჩამოვიდა და კაი სუფრა გვაქვს.
- სხვა დროს იყოს..- კიდევ ერთი მცდელობა ჩემგან.
- დეა, არ მაწყენინო.- წარბი შეეჭმუხნა ქალს.- ნუ გერიდება იცოდე..
- კარგი..- უნებლურად მომიწია დათანხმება.

Რა უყვართ ამ ხალხს ძალდატანება არ მესმის, ხო შეიძლება ყოველდღე არ ნახო, არა ? Ბოლო ბოლო დედაჩემს არ ვხედავდი ასე ხშირად , როგორ უკვე ირას . ირასთან არანაირი პრობლემა არ მქონდა, პრობლემა სანდროს მამაში და მასზე მოსმენილ ამბავში იყო... თან სანდროც არ იყო აქ და მითუმეტეს არ მინდოდა მასთან გაცნობა. Ჩემი კარგი განწყობაც წამებში გადამეხაზა. გაბუსხული ბავშვივით დავბრუნდი სახლში, ტანსაცმელი გადავიცვი და მათთან გავედი, გზად კი ვფიქრობდი, რა მეთქვა მიზეზად, რომ მალე წამოვსულიყავი. ნეტავ მაშინვე მეთქვა. დებილო. გავბრაზდი საკუთარ თავზე.

აივანზე დიდი სუფრა იყო გაშლილი. მაგიდასთან ბევრი უცხო სახე იყო შეკრებილი, რაც დისკომფორტს მმატებდა, განსაკუთრებით მაშინ თუ მიყურებდნენ. არ ვიცი გამკვირვებოდა თუ გამხარებოდა, მაგრამ უფრო სიხარულს მივაწერ რამდენიმე ნაცნობი სახის დანახვას.

ირამ თბილად მიმიღო, წამოდი ჩემი ქმარი უნდა გაგაცნოო და სუფრის თავში მჯდომი მაღალი, მხნე, სქელწარბება, თავზე თმა მოკლებული კაცის გვერდით გავჩერდით, ისიც წამოდგა. Ჩემზე ორი თავით მაღალი კაცისთვის რომ შემეხედა თავის ზემოთ აწევა მომიწია.

- კახა, ეს მედეაა, ალექსანდრეს საცოლე.- წარმადგინა მასთან.- დეა, ეს ჩემი მეუღლეა.
- სასიამოვნია,- უსიამოვნოდ ჩამოვართვი ხელი.
- ჩემთვისაც, ესე იგი დაჭკვიანდა ჩვენი ბიჭი,- გახედა ირას.

შემდეგ ხელს დააკვირდა.

- ბეჭედი კი დავიწყნია ამ შობერ ძ*ღლს.- წარბი შეკრა წარმოთქმისას..
- არ დავიწყნია. შეყვარებულები ვართ.

თვალი გავუსწორე და ხაზგასმით წარმოვთქვი. შემდეგ ირას მივუბრუნდი ეჭვების გასაქარვად.

- ხო, ირა სანდრომ ზედმეტები იროშა წინაზე.
- მასე ხუმრობა ვის გაუგია შვილო,- თითქოს გული დაწყდა.
- საცოლე, შეყვარებული, ცოლი, ერთი არაა მედეა?- გამოწვევით შემომხედა კახამ.
- თქვენს მოსაზრებას ბევრი არ დაეთანხმება ბატონო კახა.
- ეწევი დეა.- სიგარეტს გაუკიდა და პაჭკა გამომიწოდა. დამცინოდა?
- დიახ, ვეწევი. Არა არ მინდა.- ხელით გავწიე კოლოფი.

ნაპერწკლები აენთო თვალებში, ჩემი წინააღმდეგობა ნამდვილად არ მოსწონდა, თან როგორც ჩანს აინტერესებდა სადამდე შევტოპავდი.

- კაი მამა დაანებე თავი, გაუშვი დაჯდეს უკვე.- ჩაერია ნიკა.
- წადი დაჯექი.- მითხრა ჩუმად ყურების შემდეგ გაღიმებულმა.- თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში მედეა.

ბოლოს გარკვევით თქვა ჩემი სახელი. სახეზე ღიმილი მოვირგე.

- მადლობა.

ჩამოვშორდი და ანას გვერდით ვპოვე ადგილი.

- დაგღალა ხო?- ჩუმად ჩამჩურჩულა.- არ მიაქციო ყურადღება, ეგ მასეთი ტიპია.
- აშკარად არ მოვეწონე.
- გადარდებს?- ირონიით ამოუშვა.
- არა.- გავუცინე და ჭიქა წვენით შევავსე.-ამათ აქ რა უნდათ?

მივანიშნე ჩვენგან მოშორებით მჯდომ გიორგის და დათაზე. დათას სახე ჩალურჯებული ქონდა, ტუჩი გახეთქილი, გამომეტყველება ჩაფიქრებული და სევდიანი, რამდენჯერმე გამოაპარებდა მზერას ჩვენკენ და კვლავ საუბარს აყვებოდა.

- გიო, ნიკას კლასელია, დათა კახას ნათლული,- ამიხსნა მანაც.- არ იცოდი?

მკითხა გაოცება, რომ დაინახა ცემს სახეზე. თავი უარყოფის ნიშნად გავუქნიე, ვინაიდან შოკის ფონზე ხმის წყობრში მოყვანა დამჭირდა.

- ასეა, ჩემო კარგო. Გინდა?

ფხალი შემომთავაზა.

- არა, არ მიყვარს.. და დათა ასე რატომ გამოიყურება?- ვკითხე ინტერესით.
- ვაიმე, რა ვიცი, ეგ ყოველდღე შარშია ხოლმე. იჩხუბა ალბათ.. სანდროს როდის შეეხმიანე ? Ნიკამ არ მაგონებსო. რას დაიკარგა ეგეც.
- რამდენიმე დღის წინ.. არ მწერს ხშირად. განბაჟების პრობლემააო და მეც მაინტერესებს ასეთი რა ხდება.- თეფშზე ბადრიჯანი დავიმატე.
- რა განბაჟება?- გაუკვირდა ანას.
- მანქანა არ იყიდა?
- ეგ ხომ წინა კვირაში ჩამოიყვანა... ვერაფერი ვერ გავიგე.
- მეც..- ყელში ბურთივით გამეჩხირა სიტყვა.
- კარგი, არ იდარდო, გამოჩნდება, გაირკვევა. Ეტყობა წამოუარა და გაქრა, თან..- ყურთან მოიწია.- კახასთან ვერ აქ ურთიერთობა, შეიძლება მაგიტომ არ ჩანს.

აღარაფერი აღარ მითქვამს ამ თემაზე. Რაში დასჭირდა ეს ტყუილი? იქნებ მართლაც მომხდარმა იმოქმედა ასე ძლიერ და მართლაც თავის ფიქრებთან დარჩენა სურდა.. არ ვიცი... ყველაფერი შეხვედრისას გაირკვეოდა...

დიდხანს არც დავყავი და მალევე წამოვედი, მიზეზად დილის სმენა ვუთხარი, ტყუილიც არ იყო. თუ არ გამოვიძინებდი ფუნქციონირება შემიფერხდებოდა, სანდროსთანაც ძალიან მსურდა ლაპარაკი. გამოვემშვიდობე და ჩემს შარას ავუყევი. ჩემი სახელის გაგონებამ კვლავ გამაჩერა. Ღმერთო სახელი გადავირქვა ?! აწი ჰალუცინაციებიც შემაწუხებენ თუ ასე გაგრძელდა.

დათო ფრთხილად მომიახლოვდა, აშკარად დისტანციას იჭერდა რაც გასაკვირი იყო.

- გისმენ?- მე კი გაღიზიანებით სავსე.
- უნდა გელაპარაკო, ოღონდ აქ არა.- მიმოიხედა.
- ხვალამდე ვერ მოიცლის?

მობეზრებით დავხედე საათს, თუმცა მისი დაჟინებული მზერამ ინტერესი გააღვიძა. Ვხვდებოდი რაღაც იყო, რაც ორივეს ეხებოდა და დებილი ვიქნებოდი, მასთან მაინც რომ არ გამერკვია.

- კარგი, წამო დაბლა ჩამოვჯდეთ.- ერთ-ერთ შარაში გავუძეხი.- გისმენ.
- დაჯექი.

ტროტუარზე ჩამოჯდა და შემომხედა. ჩავჯექი.

- იცი ჩვენ სამ შორის რაც იყო?- დაარღვია სიჩუმე.
- .... ვიცი. მერე?- ვერ გავიგე რა სურდა.
- სანდრომაც იცოდა.- კვლავ გაჩუმდა.- იცოდა და ამდენ ხანს მიტანდა...

აღელვებული მზერა მოაპყრო ჩემკენ.

- ვერ გავიგე, მე რატომ მეუბნები ამას?- ჩუმად ვკითხე.
- არ მინდა მისი დაკარგვა..- სევდით ამოუშვა.- ჩემი არ ჯერა.. მოწ*ეულში ვიყავი.. ვიცი გამართლება არაა... არ უნდა შევხებულიყავი, ჯანდაბა, - თავს ძლიერ ხვდა მისი ხელები. შევხტი.- სე**ქსი არ მქონია, მაგრამ შევეხე ფუ ამის..- კვლავ იგივე გაიმეორა.
- დათა!- შევყვირე შეშინებულმა და მის ხელს ჩავებღაუჭე.- დამშვიდდი გთხოვ.
- როგორ დეა, ბავშვობის ძმაკაცს ვკარგავ..- ცრემლები ჩაუდგა თვალებში.-ვიჩხუბეთ დეა, შენს გამოც... მაპატიე ასეთი ყ**ე რომ ვარ..- გაეცინა თავის სიტყვებზე.- მე მიყვებოდა შენზე იცი? Მაშინ რომ გნახე ისმენდა კიდეც... რა ....ობა გავაკეთე...მაპატიე თუ შეგიძლია, ყველა ჩემი სიდებილე.. Კარგი გოგო ხარ, მართლა გიყვარს.. Მე კიდევ გაბოროტებული ვჩალიჩობდი, თითქო ვადგენდი ლიკას მსგავსი თუ იყავი..- ისტერიკულად გაეცინა.

არ ვიცოდი რა მეთქვა. მოულოდნელი იყო ყველაფერი, თითქოს ერთი დიდი ტყუილების სკივრი პატარა პატარა ნაწილებით იხსნებოდა და გვეჯახებოდა.

Ჩემს წინ დაბნეული, გულჩამწყდარი, დამნაშავის მზერის მქონე დათა იჯდა, მიყვებოდა სანდროსთან ჩხუბზე, მათ შორის აღმართულ კედელზე.

მე მის გვერდით ვიჯექი, ვუსმენდი, დაღლილობა კი ნელ ნელა მატულობდა ჩემში.

- დათა.- როგორც იქნა ჩუმად ამოვიღე ხმა.- არ მესმის მე რატომ მიყვები ამას.

თვალებ აწითლებულმა შემომხედა.

- იმიტომ რომ, მისი დაკარგვა არ მინდა, დეა. ყველაფერი გავაფუჭე. არ მინდოდა, მართლა... - მუჭი შეკრა.- მაგრამ იმას შევეხე რასაც არ უნდა მივკარებოდი.

ვდუმდი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - სანდრო არ იმსახურებდა ამას.

- მე არ ვიცი, რამდენად დალაგდება თქვენი ურთიერთობა, რამდენად გამოსწორდება ეს ყველაფერი... - დავამატე ბოლოს მშვიდად,- დრო მიეცი მასაც რომ ყველაფერი გადახარშოს..
- გგონია ეშველება?- ირიბად ამომხედა.
- დრო გვაჩვენებს, რა უფრო ძლიერია...ცოდვა რამაც მეგობრობა გატეხა.. თუ თვითონ მეგობრობა, რომელიც წლებია მოდის..

ჩაფიქრებულად ვთქვი და რატომღაც ჩემს გონებაშიც გაიელვა წარსულის მეგობარმა.

- დრო ყველაფერს დაალაგებს.- ბოლოს ნელა ამოვთქვი.- ოღონდ დაანებე იმაზე ფიქრს, რასაც ვერ შეცვლი..

რატომღაც მომინდა მენუგეშებინა, ხელი ფრთხილად მხარზე შევახე.

- წუხილით მომხდარს ვერ უშველი, თავს კი დააზიანებ... გეშველებათ რამე ალბათ.

გაეცინა.

- იდეალური მოსაუბრე ხარ.
- მართლა ?- წარბი ავუწიე.
- .. მადლობა, რომ მომისმინე.

ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. Გამოვართვი.

- დაისვენე, ბოდიში, რომ შეგაწუხე..- ჩამეხუტა.

მოულოდნელობისგან გავშტერდი თუმცა მის სხეულში კანკალი რომ შევნიშნე ხელები უხერხულად ჩამოვატარე მის ზურგზე.

- შენც დაისვენე დათ... დილის გონება ღამისას ყოველთვის ჯობს.- სუსტად გავუღიმე.
- აგაცილო?- გაეღიმა მას.
- ღადაობ?- თვალები ავატრიალე.- შენ ?
- ტაქსს გამოვიძახებ..

გვიან მეწვია იმ ღამეს ძილი, ფორიაქობდა ჩემი გონებაც, ბევრჯერ დავხედე ტელეფონს, ბევრჯერ ავკრიფე ტექსტი და წავშალე ისევ... არ ვიცოდი რა მეთქვა სანდროსთვის, ის იმალებოდა და ჭრილობების მოშუშებაში თუ ეს ყველაზე კარგი საშუალება იყო, ისღა დამრჩენოდა დავლოდებოდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent