შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სატყუარა ქარიშხლისთვის ( თავი 4 )


დღეს, 01:36
ავტორი tessa1
ნანახია 0

დილით ისევ სამზარეულოში იყო. მათი დამხმარის, ირინას, მოძრაობებს ადევნებდა თვალს. ჩაფიქრებულიყო…ფუტკრებივით ირეოდა მის თავში აზრები. ქალიც, თითქოს სპეციალურად, შემაწუხებლად ნელა ალაგებდა მაგიდას.
-არ ისაუზმებ? - კითხა ირინამ. ყურადღება რომ არ მიაქცია შემდეგ ფრთხილად შეეხო მხარზე. მაშინვე შეცბუნდა გოგო.
-რაო, ირა, - გაუღიმა თავზე წამომდგარ ქალს.
-არ ისაუზმებ? - შეეკითხა კიდევ ერთხელ, - ბოლო დროს საერთოდ აღარ ჭამ.
-არა, არ მშია, - თითებში მოკეცა მაგიდის გადასაფარებელი, - ბოლო დროს მადა არ მაქვს.- აღარ შეუხედავს ქალისთვის, რომელმაც ღრმად ამოისუნთქა და ისევ სამზარეულოსკენ შეტრიალდა, ხელებისგულებით დაეყრდნო მის ზედაპირს.
-მესმის შენი, ნატა, - დაიწყო ჩუმად,-მეც გარდამეცვალა ძმა, როცა 15 წლის ვიყავი, ფილტვების ანთებით, - ცრემლიანი თვალებით შეხედა გოგოს. -დღემდე მისი ხმა მესმის…
-არ ვიცოდი, ნეტა გეთქვა, - წამებში აევსო თვალები ცრემლებით.- ძალიან ვწუხვარ, - შორიდან ჩაეჭიდა მუდამ თბილ ხელზე.
-არ მიყვარს ამაზე საუბარი, ხომ გესმის,- სევდიანად გაუღიმა ქალმა, თვალი კიდევ ერთხელ მოავლო გოგოს ნაზ სახეს, ბოლო დროს შეშუპებული რომ ჰქონდა ტირილისგან. მისი მზერა ქვევითაც დაეშვა, გოგოს ხორბლისფერი ყელისკენ, რომელსაც..
-დილა მშვიდობისა, - სამზარეულოში შემოვიდა დინა. წამით გამოაფხიზლა  ირინაც და დაბნეულმა შეხედა ქალს. გააკვირვა ნატას ქცევამ, ისედაც ხასიათწამხდარი უფრო რომ მოიბუზა დედის დანახვაზე და თხელი სვიტრის ყელი კიდევ უფრო აიწია.
-გამარჯობა, ისაუზმებთ?- შეეცადა გაეღიმა უფროსისთვის. თვალი კიდევ ერთხელ მოავლო ნატას,
-მხოლო ყავა,- უპასუხა ქალმაც და მაგიდასთან ჩამოჯდა, ნატას პირისპირ,- აქ რას აკეთებ?- კითხა შვილს.
-ვსაუზმობდი,- არ შეუხედავს დედისთვის, ისევ დიდი მონდომებით ჩაფრენოდა მაგიდის საფარებელს.
-აქ? - ჩაეცინა ცივად ქალს, - შესაბამისი ადგილი არსებობს სახლში მგონი.- არ უპასუხია ნატას, მხოლოდ ადგა და მაცივრიდან ვაშლის წვენი გამოიღო. თითოუელ მოძრაობას ნელა ასრულებდა, თითქოს წელავდა დროს. - ირინა მოგიტანს წვენს, დაჯექი ვისაუბროთ.
 ნელა გადახედა გოგომ ირინას, რომელმაც მისი მზერა დაიჭირა ჩუმად და საპასუხოდ გაუღიმა. გაღიზიანებულმა დაისხა წვენი ჭიქაში და ისევ დაჯდა მაგიდასთან.
-რაზე უნდა ვისაუბროთ მე და შენ?- შეანათა მისი მსგავსი თვალები, ამ წუთას დაუმორჩილებლობას რომ ასხივებდა.
-იმაზე თუ რატომ არ ხარ სამსახურში, ამ დროს,- თავი გადახარა ქალმა.
-წამოვედი სამსახურიდან, არ უთქვამს შენს მეუღლეს?- ნელა მოსვა წვენი, იცოდა როგორ აღიზიანებდა თითოეული საქციელით, სიტყვით. იმდენად ჰგავდნენ ორივე ერთმანეთს.
-წამოხვედი?- ჩაილაპარაკა დინამ,- და ახლა რას აპირებ? რა უნდა აკეთო?
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ისედაც სულერთი არ იყო სად გამიშვებდით? ხოდა მეც წამოვედი, ახლა ისევ სადმე შემიშვით, თქვენი ბინძური საქმეები, რომ ვათეთრო.
-ნატა!- მიმართა ხმამაღლა შვილს,- ზღვარი გახსოვდეს! როგორ ბედავ! თან სად! ნიკოს შემდეგ კიდევ ვერ მოხვედი გონს?! დაგავიწყდა შენს ძმას რა გაუკეთეს ? როგორ მოდიხარ სამსახურიდან ამ დროს, როცა ყველაზე საჭირო ხარ ! - სახე აუწითლდა ქალს, - როცა ყველაფრის გაგება შეგიძლია შენი ძმის ამბავზე !
-საჭირო ვარ, თან ზღვარი უნდა მახსოვდეს,- ჩაიცინა მან, - ჩემს გარეშე, შენი პარლამენტარი ქმარი ვერ გაიგებს ნიკოს ამბავს? საკმარისი ავტორიტეტი არ აქვს? ქვეყანა ჩალითაა დახურული?
-ამას კავშირი არ აქვს..
-ჩემი აზრით ზუსტად ესაა კავშირში, რომ შენი ქმრის გამო მოხდა ყველაფერი, მის გამო დავკარგეთ ნიკო და მის გამო არ ვართ ოჯახი.- ბოლომდე დალია წვენი, ჭიქა ნიჟარაში ჩადო, - ასე არაა დედა?- თვალი შეავლო ქალს, ტუჩზე კბილებით ჩაფრენილი თავს ძვლივს რომ იკავებდა. ტკბებოდა მისი გაბრაზებით, გამოწვევით.
-ოთახში ადი და მოემზადე, განყოფილებაში მიდიხარ. გუშინ უწყება მოვიდა.

*
დაკითხვის ოთახში იყო ნატა. მოთმინებით ელოდა გამომძიებლებს ნახევარისაათის განმავლობაში. ხელები წინ, მეტალის მაგიდაზე გადაეჯვარიდებინა და ფიქრებ დაცლილს უაზროდ გაეშტერებინა მზერა ნაცრისფერი კედლისთვის. ეს დაკითხვაც მხოლოდ ფორმალური იყო, ხვდებოდა ამას. არ ჰქონდა პოლიციის იმედი, მხოლოდ მამამისს შეეძლო ყველაფრის გარკვევა, მაგრამ მამა…
სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა ორი პილიციელი ოთახში. ჩუმად და დაკვირვებით კამერა ჩართეს, განათება შეამოწმეს, წინ დადებულ სქელ საქალღადეს გადახედეს და მხოლოდ შემდეგ მიესალმნენ მას. ფორმალური მხარე შეავსეს და ისევ იგივე გაიმეორეს, რაც წინა ორ შეხვედრაზე.
-ახალი კითხვები არ გვაქვს, უბრალოდ ფაქტებს ვაზუსტებთ სხვა ყველა დანარჩენის ჩვენების საფუძველზე,- განუმარტა შედარებით ასაკიანმა, თბილი მზერით რომ უყურებდა ამ ცივ ადგილას. მისი მზერა ამხნევებდა გოგოს.
-თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ფაქტები გვჭირდება.-გაეხმაურა მეორე. საპასუხოდ თავი დაუქნია უხმოდ.- 2 მარტს მომხდარი ამბები გაიხსენეთ
-როგორც გითხარით, უჩვეულო არაფერი,- დაიწყო ხმადაბლა, წინასწარ ბევრჯელ მომზადებული ტექსტი, უკვე ბევრჯელ ნათქვამიც,- დილით მე ნიკო სკოლაში მივიყვანე, ჩველებრივ, ერთად ვისაუზმეთ,- უემოციო მზერა შეანათა მათ სახეებს.- შემდეგ სამსახურში წავედი, შესვენებაზეც არ დამიტოვებია შენობა საღამომდე. რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო და სიუჟეტის დამონტაჟება გვიჭირდა, ბოლოს როცა მოვდიოდი ბიძაჩემმა დამირეკა.- თავი დაუკრა მისთვის ნაცნობ პოლიციელს.
-შალვამ?
-დიახ, შალვა მიქელაძემ, მთხოვა რომ სახლში მალე მივსულიყავი, ნერვიული ხმა ჰქონდა, მახსოვს, ეს გამიკვირდა, რადგან ყოველთვის აუღევებელია, რთულ სიტუაციებშიც კი.
-სახლში რომ მიხვედით?
-ყველა იქ იყო,- ისევ დაუბრუნდა იმ ჯოჯოხეთურ დღეს, გაახსენდა როგორ მოიცვა სიცივე მისმა სხეულმა, როცა სახლში შესულმა ვერ დაინახა მისთვის მთვარი.- შალვამ მითხრა რაც მოხდა და…- თავი ვერ შეიკავა, აუკანკალდა ხმა, წამში აუცრემლიანდა თვალები.
-კარგი,- თანაგრძნობით ჩაილარაკა ერთ-ერთმა,- მანამდე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ რაიმე?
-უცნაური?- დაიმორჩილა თავი,- არაფერი, ჩვეულებრივად ვიყავით.
-და მამათქვენი? პაატა მიქელაძე? ხომ არ ყავს მტერი ან მოწინააღმდეგე ვინც ამას გააკეთებდა?
-არ ვერევი მამაჩემის საქმეებში, წარმოდგენა არ მაქვს, სულ მშვიდად ვიყავით, არავის არასდროს შევუწუხებივართ,- ჩაილაპარაკა ჩუმად, ხელი მოისვა მისი სიტყვების საპასუხოდ ამწვარ ყელზე. სახლში ყავდათ მთავრი მტერი, გარე მეტს რას უზავდა?
-მისი ავტორიტეტის გამო გეკითხებით, თანაც მისი ბიზნესი, ხომ ხვდებით…-შორიდან დაიწყო საუბარი,- როგორ დეკლარაციები აჩვენებს გარკვეული სახის საკუთრება თქვენს სახელზე გადმოაფორმა რამდენიმე წლის წინ, საქმის კურსში ხართ, არა?
-დიახ,- უნდობლად უპასუხა, ლოყას უკბინა შიგნიდან. ესეიგი პაატა მის სახელზე აფორმებდა უკვე ქონებას. ნეტა რისი ეშინოდა ასე ?! მაგრამ არც გაკვირვებია ეს მისი ეს საქციელი, უკვე აღარაფერი უკვირდა მისგან.
-გასაგებია,- სიტყვა გაწელა მან, მეორე გულმოდგინედ ინიშნავდა მის სიტყვებს და საქაღალდეში ამატებდა.- და საბა აბაშიძე? იცნობთ მას?
-მას არა,- ყელთან ერთად გულიც ატკივდა, მისი ხელის მოძრაობებს აკვირდებოდა კაცი.
-აბა ვის?
-მამამისს, უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი იყო ,- თითქოს გაახსენდა ის დრო, ძველი და ტკბილი, მაგრამ ბურუსით მოცული. გაახსენდა აკაკი, მუდამ მომღიმარი, თბილი, მისადმი აღფრთოვანება და ბოლოს მისი შვილიც- საბა, პირველად რომ ნახა მამამისთან ერთად და მას შემდეგ მოსდებოდა მის გულს. ახლა კი… ახლა ნიკო აღარ იყო, ნიკო გარდაცვლილიყო, თან იმ მანქანაში რომელიც საბას ეკუთვნოდა.
-მაგრამ საბა, -თავი ამოყო ფურცლებიდან მეორემ,- ის ხომ თქვენი ბიძაშვილის, სანდრო მიქელაძის მეგობარია? მასთან შეხება არასდროს გქონიათ?- დაკვირვებული მზერა მოავლო გოგოს.
-სანდროსთან მას არასდროს შევხვედრივარ,- უნებურად იცრუა, ვერც მიხვდა ისე,-მხოლოდ ვიცოდი, რომ მეგობრობდნენ, მაგრამ პირადად არ გამიცნია,- ტუჩს მოუჭირა კბილები.
-უცნაურია, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აბაშიძეს თქვენი ძმა, თავისი მანქანით თქვენთან, სახლში მოყავდა.
-სანდროს თხოვნით. სახლში სულ ჩვენ მოგვყავდ, თუ რომელიმე ვერ ვახერხებდით სანდრო მის მეგობრებს თხოვდა..
-გასაგებია,- არადამაჯერებლად ასწია წარბები ბიჭმა და საქაღალდე დახურა, ჩვენებაზე ხელიც მოაწერინა,- შეგიძლია მიბრძანდეთ. სასამართლოს თარიღს შეგატყობინებთ.
-და ის… ის სად არის?-ვერ მოითმინა და კითხა.-საბა.
-საბა?- გადახედეს ერთმანეთს,- არსებული სიტუაციის გამო, მხოლოდ გასულ კვირას დაბრუნდა სამსახურში.
-გმადლობთ.
შენობიდან გამოსულს დინა წასული დახვდა, ისედაც იცოდა, რომ არ დაელოდებოდა. ვერ ბრაზდებოდა მასზე, ახლა ვერა, როცა შვილმკვდარი დედა იყო. ეს საერთო ჰქონდათ მხოლოდ, ნიკო და ნიკოს არარსებობა. მაგრამ მაინც.. ისედაც უდედობას გრძნობდა მთელი ცხოვრება. ახლა ის ადამიანიც აღარ ჰყავდა, ვის გამოც ცხოვრებდა. ახლა სად წასულიყო? სახლში? სამსახურში? მამამისთან? რამეს დაუშავებდა პაატა თუ არ შეწყვეტდა კითხვების დასმას. იცოდა უკვე გამოუძებნიდა ახალ სამსახურს, მისთვის ხელსაყრელს, მარიონეტად ეყოლებოდა ისევ. კარგად იცნობდა პაატა შვილს, იცოდა ნიკოს სიკვდილი როგორ იმოქმედებდა ნატაზე, უფრო მარტივად დაიმორჩილებდა.
მისთვის უკვე ნაცნობ ადგილას წავიდა. ისედაც ვერ წავიდოდა სხვაგან.
პირველად იყო აქ.
იდეალურად გაეწმინდათ სასაფლაო. ამაში მაინც გადაუხადა მადლობა მშობლებს, მის ერთარდეთს რომ არ აკლებდნენ ყურადღებას.
გაუაზრებლად აცეცებდა თვალებს ირგვლივ, ოღონდ აეცილებინა მზერა საფლავის ქვისთვის. ოღონდ არ დაენახა ძმის გაყინული მზერა.
გულს არ ეკარებოდა მისი გარდაცვალება. ყველაფერი მირაჟი, სიზმარი ეგონა. ვერ აღიქვავდა სად იყო ან რატომ. ეგონა სახლში მისულს კარში შეეგეგებოდა ისევ ბედნიერი ღიმილით.
ნიკო ბედნიერი ბავშვი იყო. ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო მისი ასაკის ბავშვი. მაგრამ მისი სიხარული ისეთი ხმამაღალი იყო, ვერავინ ამჩნევდა ნატას სიჩუმეს.
იდეალური დის პორტრეტში იმალებოდა ოჯახური პრობლემები, მამის სახელის ხშირი დამალვა, რომ აბეზარი ხალხის ზედმეტი ყურადღება არ მიექციათ გარეთ. მხოლოდ ერთხელ შენიშნა ბავშვმა დის ყელზე მკვეთრი ნათითურები, მონდომებით რომ ფარავდა ნატა მაკიაჟით და თმით. დის პირველი ტყუილი იყო.
- ვგრძნობდი, რომ აქ იქნებოდი.- მოესმა მოულოდნელად. დაზაფრული შეხტა და თვალები მოავლო გარემოს. ხეების ჩრდილიდან გამოიზარდა მაღალი ფიგურა, ნატასთვის ნაცნობი.
-საბა?- ხელი ძლიერად მოუჭირა ჩანთას. მზერა წამით გადაიტანა ნიკოს საფლავის ქვაზე. ჩამავალი მზის სხივები აკიაფდნენ მის სახეზე. გული ასტკივდა ნატას.
-გამარჯობა,- თქვა ჩუმად, დანაშაულის გრძნობამ მოუჭირა ყელში.
-აქ რას აკეთებ?- თავი ნელა ასწია და შეხედა ბიჭს. ნიკოს შემდეგ ეგონა აღარაფერი ატკენდა გულს ამდენად. თურმე ცდებოდა. იხლიჩებოდა შინაგანად იმ აზრით, რომ ნიკო საბას მანქანაში იყო, მაგრამ იყო ეს საბას დანაშაული?
-აქ?- ჩაეცინა უხმოდ. ბოლო შეხვედრის შემდეგ არ გამოიყურებოდა კარგად. სანდროსთანაც მხოლოდ რამდენიმე ფაილი მიიტანა, ათ წუთზე მეტს არ გაჩერებულა მათთან. ათი წუთის განმავლობაში არიდებდა თვალს ნატას, ლიფტში საუბრის შემდეგ.- აქედან ვერ მივდივარ ნატა.
უპასუხოდ ჩამოჯდა გოგო ქვასთან ახლოს, ჩანთა დაიდო ფეხებთან და ხელებმოკეცილმა შეხედა ძმის ღიმილიან სახეს.
-უკვე თვეზე მეტი გავიდა და მე ჯერ კიდევ ვერ ვეგუები ან საერთოდ, როგორ უნდა შევეგუო,- აქამდე შეკავებულმა ცრემლებმა დაიწყო თვალებიდან დემა, რაკი იპოვნეს თავისუფლება, - სახლში გატარებული ყველა წუთი ჯოჯოხეთია, ვეღარ ვუძლებ…
ხმას აღარ იღებდა არცერთი. ნატა გულამოსკვნილი ტიროდა, საბას კი ვერ გაებედა ვერაფრის თქმა. ბოლოს, ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა გოგოსკენ და მისკენ დახრილმა ნელა შემოხვია ხელები მხრებზე.მაშინვე შემოეხვნენ თხელი მტევნები ზურგზე, თავადაც წამოუვიდა ჩაწითლებული თვალებით ცრემლები, ნატას თმაში რომ დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ. კბილები დააჭირა ტუჩს, რომ შეეკავებინა ის ტკივილიანი ოხვრა, რასაც იკავებდა მთელი ეს დრო.
-არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ უნდა გავაგრძელო..-თქვა ჩუმად, წამში ამოხედა ქვევიდან ნატამ, - მე როგორ უნდა ვიყო ცოცხალი, როცა..
-საბა, - ხმადაბლა გამოეხმაურა გოგო,- შეიძლება შენც…- ვერ თქვა ის სიტყვა, რომელიც უნგრევდა ცხოვრებას, - შენ როგორ უნდა იყო დამნაშავე?!
-უკეთესი უნდა ვყოფილიყავი,- ჩაიჩურჩულა მან, ისევ გრძნობდა ზურგზე ნატას თითებს, ატირებული ძლიერად რომ ეჭიდებოდა უკვე საყრდენად ქცეულს. პირველად ესაუბრებოდა მას ასე ღიად. პირველად ეხებოდნენ ერთმანეთს.
-სასამართლო იქნება და გაარკვევენ ყველაფერს, დამნაშავესაც დაიჭერენ და მისი სულიც დაისვენებს, - ისევ შეხედა ძმის სურათს. ირგვლივ ბინდდებოდა,მაგრამ ნიკოს სახე ისევ ანათებდა ბაშვური ღიმილით. ვერაფერი უპასუხა ბიჭმა. არ უნოდა ის მცირეც წაერთვა რის საშუალებსაც ცხოვრება აძლევდა გოგოს. არადა იცოდა, არ ჩაივლიდა გამოძიება მშვიდად, დამნაშავე? მისნაირი რამდენი ჰყოლიათ, ადგილიდან რომ მიმალულა, შემდეგ გირაოთი გაუთავისუფლებიათ ან შეუწყალებიათ და თან, მაშინ როცა პაატა მიქელაძეს ეხება საქმე. იქნებოდა მისთვის მთავარი სამართალი? ხმაურიანი მხოლოდ პროცესი იქნებოდა და არა ის გადაწყვეტილება, რასაც ასე ელოდა ნატა. პაატა შეეცდებოდა ბოლომდე ესარგებლა სიტუაციით და გაემყარებინა პარლამენტში მანდატი, დამნაშავესაც თავად იპოვიდა, თუ უკვე არ ჰყავდა ნაპოვნი და ნაადრევად გამოიტანდა განაჩენს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent