შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

NEVER US 12


12-11-2025, 16:56
ავტორი LunaM
ნანახია 118

Რა გავიგე გუშინდელი დღიდან? აი, თუნდაც ის, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სანდროს გადაკარგვის მიზეზი, ის რომ დათასთან იჩხუბა, ის რომ მამამისი მაგარი ნა*ირალაა და ზედმეტად ჯირკი, რომ თანამედროვე შეხედულებები გაიზიაროს?

მთელმა დღემ მოუსვენრად ჩაიარა, იმიტომ რომ მას პასუხიც არ დაუბრუნებია, საიტზეც არ იყო და ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. ნერვებზე თამაშობდა ეს ყველაფერი, თუმცა ბრაზზე უფრო შიში მატულობდა ჩემში, შიში რომ მას დავკარგავდი.. Მის ასეთ გაქრობას შეჩვეული ვიყავი, მაგრამ არა ახლა, როდესაც ურთიერთობა დავიწყეთ და თითქოს ყველაფერი დალაგებულად ჩანდა, თუმცა წარსული არ გვაძლევდა მოსვენების უფლებას. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი და ეგოისტურად მწყინდა, რომ ასე გადაწყვიტა, მოგვარება, რადგან ვფიქრობდი, რომ მალვის და გაქრობის ეტაპი გავიარეთ ...

მერე ვფიქრობდი, იმაზე თუ როგორ გრძნობდა თავს ის და ასეთ წრეზე დავატარებდი არზებს, სამსახურშიც კი სადაც შეკვეთების მოზღვავება იყო, გამიჭირდა თავის ხელში აყვანა და ჩემს ემპათიას ვერაფერს ვუხერხებდი..

გვიან ღამე იყო უკვე, საწოლში ვწრიალებდი, ძილიც არ მოდიოდა, სიგარეტიც მელეოდა, ვიცი ცუდი ჩვევაა, თუმცა იმ დღიდან, როდესაც პირველად გავსინჯე, ჩემი სქემა ასეთი იყო - ვნერვიულობდი? სიგარეტი. მშიოდა? დიგარეტი. Საქმეს ვაკეთებდი? სიგარეტი. დროის გაყვანა მსურდა? Რა თქმა უნდა სიგარეტი.

ავდექი, მოსაცმელი ავიღე და ვიფიქრე გავივლიდი, იქნებ ქარმა ჩემს აზრებსაც დაუაროს და გაფანტოსთქო, მაგრამ მთავარი მიზანი რა თქმა უნდა - სიგარეტია.

ქუჩა თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ მანქანის მოძრაობა თუ არღვევდა სიჩუმეს. ციოდა, ქარმა თმები ამიფანტა და თავზე გაკეთებულმა ყურსასმენმაც არ უშველა მას.. მოსაცმელი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე და გზად ბოლო ღერს გავუკიდე. მისი ბოლიც კი მალევე გაყვა ქარის დინებას.

შარასთან მისულმა სვლა შევანელე და თვალი სანდროს სახლისკენ გავაპარე, შუქი წვდებოდა კედლებს მიღმა, მთავარი კარიც ღია იყო. გამიკვირდა. ავტომატურად დავიწყე იქით მოძრაობა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, ხმაურო უფრო მატულობდა, ყურსასმენები გადავიძრე და ხმა უფრო მძარფად გაისმა - სანდროს ხმა.. კახას გინება...

როცა სწრაფი ნაბიჯებით ეზოს მივუახლოვდი, პირველი ვიზეც მზერა შევაჩერე სანდრო იყო, ღრიალებდა და მამამისისკენ იწევდა, მის შეჩერებას ირა ცდილობდა, მოშორებით კი მამამისი - გაცეცხლებული, სახეაწითლებული, თითით უჩვენებდა და ყვიროდა, ნიკა კი მთელი ძალით ცდილობდა მასთან არ მიეშვა.

- რა გჭირს საერთოდ ?!- მამამისის ხმა მძიმე იყო, მჭრელი.- რას დაემსგავსე? ერთი სული გაქვს როდის დაგიჭერენ ბიჭო?! Რას გიგავს სახე!

სანდრო გაშეშდა, თვალებში ნაპერწკლები მატულობდა.

- და რა მერე მამა ! ისევ ზურგს აქცევ შენს უვარგის შვილს?!- ბოლო ხმაზე დაიღრიალა.- საერთოდ ვინ ხარ ?როდის აქეთ მოგინდა მამობა, ჰა !!
- სანდრო გთხოვ..- შეევედრა დედა.
- Შენ ბიჭო როგორ მელაპარაკები.- გაცეცხლებით წამოიწია მისკენ.
- როგორც იმსახურებ! შეეშვით ჩემს ცხოვრებას ამის დედაც. შენნაირ პატიოსნობას შე*ვეცი მამა!

სიჩუმე ჩამოწვა - მძიმე, ჩახუთული. ირას სახე გაფითრდა, ნიკა გაშეშდა. Კახა მისკენ დაიძრა..

- რა თქვი?!

Სანდრომ უფრო ხმამაღლა დაიღრიალა:

- მაშინ რატო არ ფიქრობდი მამობაზე, რაც გააკეთე?! ახლა გინდა ჩემი წესიერი ცხოვრება?!

კახამ ხელი დაუქნია, თითქოს შეტოკდა, მაგრამ ბრაზი ვერ მოთოკა და ხელი სანდროს მოხვდა. დარტყმის ხმა მკვეთრად გაისმა.

შევკივლე, ლამის სხეული ჩამეკეცებოდა, შოკის გამო განძრევაც არ შემეძლო, ირას ცრემლები წასკდა, ნიკა მათ შორის გაჩნდა, კახა კვლავ ემზადებოდა დასარტყმელად.

სანდრო გაშეშდა, მერე მშვიდად წამოიწია - თვალები სიცარიელით აევსო.

- გილოცავ, მამა.

მოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით მანქანისკენ წავიდა.

ინსტიქტურად გავიქეცი მისკენ, ირას ყვირილი და ნიკას მცდელობაც არ აჩერებდა მას.

- სანდრო, სად მიდიხარ!- ირა ყვიროდა, ხმა ეცვლებოდა.- ნუ მიდიხარ ამ მდგომარეობაში.

სწრაფად ჩავჯექი მის გვერდით.

- სანდრო, გთხოვ დამშვიდდი.

მან თავი მოაბრუნა, თითქოს აქამდე ვერც შემამჩნია.

- დეა?! გადადი მანქანიდან!

სახეზე სისხლი ქონდა, თვალები დაბინდული. არ ვაპირებდი გადასვლას. ახლა არა.

- გადადი მანქანიდან, ჯანდაბა!- ხელები რულზე დაარტყა.

- გთხოვ, ასე არ წახვიდე...- შევეხვერწე აკანკალებული ხმით.

სანდრომ ბუნდოვანი მზერით გამომხედა, მას არ ესმოდა - გამწარებული დაქოქა მანქანა. ფანჯარაზე ნიკა აკაკუნებდა, კარები ჩაკეტილი იყო. მანქანა გიჟივით გავარდა ეზოდან, მათი სილუეტები მალევე გაქრენ ხედვის არედან.

უსასრულოდ იშლებოდა გზა, რომელსაც ლამპიონების მკრთალი შუქი ფანტავდა. მათი სხივები თვალწინ კადრებად მიედინებოდა - თითქოს დრო გაჩერდა.

სიჩქარე მატულობდა, ძრავის ღრიალი ყურებში ძლიერ მირტყავდა.

სანდროს პროფილი მკვეთრად ჩანდა, იმ ნახევრად ბნელ შუქზე - ყბა დაჭიმული, საჭეს ჩაფლობილი თითები, გაყინული მზერა, თითქოს ადამიანობა აღარ იყო მასში.

ავტობანზე გადავედით, სიჩქარე არ იკლებდა, არ იცვლებოდა სანდროს მზერაში არსებული მღელვარება.

Ჩემი ხელები მჭიდროდ ებღაუჭებოდა ღვედს და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ყოველი წამი შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო. სიჩუმე იმდენად მძიმე იყო, რომ ტკივილად ისმოდა.. Შიში მიპყრობდა, ნერვიულობა... თუმცა ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი და მხოლოდ სავარძლის ზურგს უფრო და უფრო ვეწებებოდი. არ ვიცოდი სად მიდიოდა, რა მეთქვა, როგორ მეთქვა.. მისი მზერა მტკიცედ გზაზე იყო მიჯაჭვული, სხეული დაძაბული, სიჩქარე კი უფრო და უფრო მატულობდა.

- სანდრო გთხოვ, გააჩერე, - ჩუმად, ლამის ტირილით შევევედრე.

რეაგირება არ ქონდა, თითქოს სხვა სამყაროში იყო გამომწყვრეული.

სიჩქარეს კვლავ უმატა, ფანჯრიდან შემოჭრილი ქარი თმებს მიფრიალებდა. გულის ცემა ყურებში მესმოდა, თითქოს გარე სამყაროს ხმას მიფარავდა.

- სანდრო!.. გთხოვ...- ხმა გამიტყდა. - გააჩერე!

აბსოლიტურად არ რეაგირებდა, თითქოს იქ არც ვიყავი მისთვის.

მოსახვევიდან მოულოდნელად მანქანა გამოჩნდა - თეთრი სინათლე თვალის მომჭრელად შემომენათა თვალებში, თითქოს სამყაროს დასასრული ახლოვდებოდა.

სანდრომ მკვეთრად გადაატრიალა საჭე, საბურავების დამახშობელი ჭრიალი გაისმა, ღვედიც ძლივს მაკავებდა, მოხვევამ წინ წამწია, მტკივნეულად მომხვდა სხეულზე რემენი.

სანდრომ დაიბრუნა კონტროლი რულზე, სიჩქარეს კვლავ უმატა. Ჰაერიც აღარ მყოფნიდა უკვე.

- გააჩერე!!- უკვე ყვირილზე გადავედი, ცრემლებმა დამისველეს ლოყები.- შე, ეგოისტო!... გესმის?! რას აკეთებ!..

ის ისევ დუმდა.

- რატომ წამოვედი... ღმერთო, რა მინდოდა...- ტირილში გადმოვუშვი სიტყვები.- კლდეს ველაპარაკები! ჯანდაბა!...

თავი ხელებში ჩავდე. Ხელები მიკანკალებდა ნერვიულობით, უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ცოტაც და უბრალოდ ვეღარ გავუძლებდი.

მაშინ ვიგრძენი, როგორ შენელდა სვლა. მანქანის ხმამ იკლო, თითქოს სამყარომ ამოისუნთქა.

აკანკალებულმა, სწრაფად გადავიხსენი ღვედი და მანქანიდან ბარბაცით გადმოვედი, ყველაფერი დაბურულად მეჩვენებოდა. მეტი ვეღარ გავუძელი, ჩავიკეცე თუ არა , ღებინება დამეწყო.

თითქოს ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. უკვე არ ვიცოდი, მეტირა, მეცინა, ჩემი თავისთვის მიმეხედა თუ სანდროზე მეფიქრა. არაფერი გამომივიდა.

მხრებზე, შეხება რომ ვიგრძენი, თავიც კი ვერ ავწიე, მისთვის რომ შემეხედა. სახიდან თმები გადამიწია და დახმარება სცადა. Ბრაზით მოვიშორე მისი ხელები როგორც კი წამოვდექი, მკლავებით შევიმშრალე პირზე დარჩენილი ნარჩენები. აწითლებული თვალები მივაპყარი მის აღელვებულ სფეროებს.

- კმაყოფილი ხარ!- დავუყვირე.- კინაღამ მოვკვდით! დეგენერატო... ასე ძაან გეჩქარება საიქიოდ წასვლა?!
- კარგად ხარ ?

მხოლოდ ეს მკითხა. ისტერიკულად გამეცინა, Ბრაზმა შემიპყრო.

- კარგად ვარ?! მეღადავები ? მხოლოდ ეს შეგიძლია, რომ მკითხო ?- ისევ წამოსცდა ცრემლები თვალებს.
- უნდა გადასულიყავი.- მზერა ამარიდა.

ცივად დამიარა მისმა უემოციო ხმამ.

- და რა ?! ასე გამეშვი ?!- ხმა ამიკანკალდა.- საერთოდ არაფერზე ფიქრობ?!

გაჩუმდა, ერთხანს უბრალოდ მიყურებდა თითქოს სიტყვებს ეძებდა. თავჩაღუნულმა ღრმად ამოისუნთქა, ხელი თმებზე გადაიტარა და ნელა, თითქოს ჩურჩულით თქვა:

- ვეღარ ვაკონტროლებდი... ყველაფერი ამერია..
- ეგაა შენი გამართლება ? სანდრო გეხვერწებოდი რომ გაჩერებულიყავი...

ზურგი ვაქციე, Ხელებში დავმალე სახე, თავის დამშვიდება ვცადე. ვიგრძენი მისი მოახლოება, მაგრამ მალევე გაჩერდა.

- მართალი ხარ...ჩემი ბრალია, რომ ასე მოხდა... ბოდიში, რომ შეგაშინე...- ჩუმად გაისმა მისი ხმა.
- ბოდიში?..- ძლივს ამოვილუღლუღე.- წარმოგიდგენია მაინც როგორ შემეშინდა?

მივუბრუნდი, თვალებში ჩავხედე, რომელიც სიბნელით სავსე მეჩვენებოდა იმ წამს. ახლოს მივედი.

- შენზე ვღელავდი... - ხმა გამიტყდა.- როგორი დებილი ხარ ... როგორ შეგიძლია.. შეიძლებოდა რამე მოგვსვლოდა...

თავი მის მკერდზე დავადე, მის მაისურს ხელებით ჩავეჭიდე და ავტირდი, მისი ხელები შეეხო ჩემს სხეულს, ძლიერ მომეხვია. Ჩუმად იყო, არ ინძრეოდა. Მისი სუნთქვა, გულისცემა, დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე.

- დამპირდი, რომ ასე... ასე დაუფიქრებლად აღარ მოიქცევი გთხოვ.- როდესაც ხმის ამოღება შემეძლო, ჩუმად წარმოვთქვი.

უფრო ძლიერ ჩამეხუტა სიტყვების ნაცვლად, თითქოს ისიც დამშვიდებას ცდილობდა ამით.

- სანდრო, დამპირდი. - უფრო დაჟინებით ვთხოვე.
- გპირდები დეა...- ჩუმად ჩაილაპარაკა და ტუჩები ჩემს შუბლს შეახო.

ქარის ხმა არღვევდა ჩვენს შორის გაწელილ სიჩუმეს. ამღვრეული და გამოფიტული მზერა ქონდა სანდროს, Ხელი ფრთხილად მის სახეზე მივიტანე.

- გტკივა?
- მჰ...
- მეტის ღირსი ხარ..- ამოვიქსუტუნე ჩუმად.

გაეცინა.

- წამო დავბრუნდეთ.- მანქანისკენ მანიშნა.- ფრთხილად ვატარებ.

დაამატა, როდესაც ჩემი მღელვარე მზერა შენიშნა. მანქანაში დავბრუნდით. Სანდრომ გათბობა ჩართო, და წყლის ბოთლი გამომიწოდა.

მან დაპირება შეასრულა და მანქანა, მშვიდად მართა, თუმცა მიმართულება არ შეუცვლია.. Გზა გრძელი იყო, გარშემო ტყეც გამოჩნდა, ახლა უკვე მივხვდი გეზი საითაც ქონდა აღებული...

მთელი გზა სიჩუმეში გაილია ზედმეტი კითხვებისა და საუბრის გარეშე ერთადერთი რაც სიჩუმეს არღვევდა, დინამიკებში მუსიკა იყო.

სამი ხდებოდა, როცა მანქანამ ხრეშიან გზაზე გადაუხვია და სახლებს შუა ბილიკს გაუყვა - ბოლოში ერთერთის წინ გაჩერდა.

- აქ იყავი მთელი ეს დრო ?

ვკითხე, როდესაც სახლში ამავალ კიბეებზე ავედით.

- აქ ვიყავი... როგორც ჩანს დღეს შუქი არ გვექნება.- დაადასტურა, როდესაც ჩამრთველს რეაგირება არ ქონდა.
- მაგარია.- ირონიით გამეცინა.- წესით ხვალ ჩემს სოფელში უნდა ვიყო, იცი?

დავაბრალე დროის წართმევა, თუმცა ეს არც ისეთი პრობლემა იყო, ვინაიდან მეზობელი სოფლიდან ვიყავი. ასე ვთქვათ გზაში ფული დამეზოგა, სამაგიეროდ ნერვები არა. Ჩემს ფიქრებზევე გამეცინა, დივანზე ჩამოვჯექი და სახლს მოვავლე თვალი სადამდეც ფანრის შუქი გასწვდებოდა.

- გავიდეთ. თუ გშია, მაცივარში არის საჭმელი თუ არა და დავიძინოთ.

დაღლილობა ქონდა ხმაში. Რა გამიკვირდებოდა... ჰაა...

- დავიძინოთ. - წამოვდექი მეც.

ოთახისკენ გამიძღვა, მისი მაისური მომცა პიჟამოდ, გადავიცვი და საწოლში ჩავწექით.

- სანდრო მცივა, ჩამეხუტები?

მისგან დისტანცია ძალიან იგრძნობოდა, და ეს სიცივეც არ მომწონდა. Ჩემკენ წამოწეულმა, უთქმელად, ერთი ხელის მოსმით მიმიზიდა თავისკენ.

- დაიძინე დეა, ხვალ ვილაპარაკოთ..- ძილმორეული ხმა გაისმა ჩემს ყურთან.

სუნთქვა დამშვიდებოდა, მისი სიახლოვე, მეც მამშვიდებდა, თვალები მალევე მიმენაბა, თუმცა ჩემი ძილი დიდხანს არ გაგრძელდა, უთენია მამლების ყივილით და მორიგი კოშმარით წამოვხტი საწოლიდან. გარედან ფრთხილად იპარებოდა ჯერ კიდევ მზის მომლოდინე, მთვარის შუქი. Სანდროს დავხედე, მშვიდად ეძინა, ვინაიდან ძილი არ მეკარებოდა და მისი გაღვიძებაც არ მსურდა, ოთახიდან გამოვედი, პლედი მოვიხვიე და აივანზე დივანში ჩავჯექი.

ხეხილით იყო სავსე ეზო, წინ გრძელი ტალავერი იშლებოდა, ძველი, ხის სკამეიკა-საქანელა იდგა კაკლის ქვეშ.

ეზო მოუვლელი და ბალახით სავსე იყო.. არაა გასაკვირი, მიტოვებულ ადგილზე ყოველთვის იზრდება სარეველა... სასაცილოა თუ უცნაური, ახლა სწორედ, მეზობლად მყოფ, მამიდაჩემის სახლს გავყურებდი, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, იქიდან სადაც ყოველთვის მეპარებოდა თვალი, როდესაც ვიცოდი, რომ სანდრო აქ იყო, მაგრამ ფეხი არასდროს დამიდგამს. Პატარა დასახლება იყო, ყველა ყველას იცნობდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, მშვენიერი ბუნებით გამოირჩეოდა. დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ.. ალბათ, მას შემდეგ რაც თაიასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდა და დავიშალეთ. მახსოვს პატარა მე, როგორ მოიწევდა აღელვებული აქეთ, რადგან აქ სიმშვიდე იყო, სახლში კი მუდმივი არეულობა.. ალბათ, ეს იყო ჩემი თავშესაფარი ბავშვობაში..

მე, თაია და გუკა, აივანზე ავიდოდით მაგიდაზე შემოვჯდებოდით და ღრუბლებს შევყურებდით, ვითომ მასში მომავლის ნაპერწკალს ვეძებდით, ბავშვური იმედით... მენატრება ის დრო...

ეს იყო ადგილი სადაც, პირველად შევხვდი სანდროს - ბაბუამისს ძმაკაცთა ამალით დაადგა თავს. ვაბირჟავებდით, სიმინდს ვიპარავდთ, მაშინ მასთან არც კი მილაპარაკია... თუმცა კი ნამდვილ ჯელტმენად მოეჩვენა ჩემს ბავშურ გულს მაშინ და შეუყვარდა კიდეც...

- რატომ არ გძნავს ?-გაისმა სანდროს ჩახლეწილი ხმა.

მისი მოახლოება ვერც კი ვიგრძენი ფიქრებში გართულმა. მზერა მისკენ გადავიტანე.

- ძილი ვეღარ შევიბრუნე.- ვუპასუხე ჩუმად.

Ჩემს გვერდით ჩამოჯდა.

- რაზე ფიქრობ?
- წარსულზე...
- ნოსტალგია?- თვალი მოავლო იქაურობას.
- ალბათ...იცი, ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო აქაურობა..
- როგორია ?
- ლამაზი...არც კი მჯერა, რომ აქ ვარ და “ჩვენ” შედგა...
- მაგის მეც არ მჯერა... და არც ის სანდრო დაიჯერებდა ახლა რომ გვხედავდეს,- გაეცინა.
- რა შეიცვალა ?- თვალებში ჩავხედე.
- ... შემიყვარდი.

პირველად გავიგონე მისგან ეს სიტყვები. შევტოკდი, თითქოს ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი ამ რეალობას.

- სან.. Შეგიძლია მაკოცო?- ძლივს ამოვუში სიტყვები.

მიყურებდა. თითქოს დაფიქრდა. Მისი მზერა თვალებიდან ტუჩებზე გადავიდა და გაეყინა. შემდეგ კი წამებში მომიახლოვდა.

- ჯანდაბას ნიძლავი..- ჩაიჩურჩულა ტუჩებთან.

სანდროს ტუჩები ჩემსას შეეხნენ, მისი შეხება იყო ნაზი, მაგრამ ვნებით აღვსილი, თითები მყისედ ეძებდნენ ადგილს, სადაც მეტი სიახლოვე შეიძლებოდა. სიამოვნებით ამოვიოხრე, ჩუმი, მაგრამ ვნებით სავსე ხმა,

ჩემი ხელები ფრთხილად დათარეშობდნენ მის სხეულზე, მისი სიახლოვის ძიებაში. მისი თითოეული შეხება ახალ სითბოს და დაუოკებელ ლტოლვას აღვიძებდა ჩემში. აჩქარებული გულისცემა, არეული სუნთქვა - ყოველი შეხება შინაგანად მეტის სურვილს მიჩენდა.

კოცნა უფრო დაჟინებული, ვნებიანი, მოთხოვნითი გახდა, მისი ტუჩები, ჩემს კისერზე ნაზად მოძრაობდნენ.. Ჩემი სხეული კი უფრო მეტს ითხოვდა, მეტ შეხებას, მეტ მას...

სანდრო ცოტა მომშორდა, თვალებში ჩამხედა, თითქოს დასტურს მეკითხებოდა..

- მინდა..- მხოლოდ ეს ამოვიოხრე გონება დაბინდულმა.

მის თვალებში არსებული ემოციები მიპყრობდნენ.

ფრთხილად შემომხვია ხელები და საძინებლისკენ წამიყვანა. Ჩემი გულისცემა აჩქარებულიყო, სხეული მის სიახლოვეზე რეაგირებდა.

საწოლზე დამაწვინა და კვლავ დაეწაფა ჩემს ტუჩებს. მისი თითოეული შეხება მაჩვენებდა, რამდენად უსაფრთხოდ ვიყავი მის გვერდით და აუხსნელი ვნებით ვივსებოდი. მისი ხელები ნაზად მოძრაობდნენ მხრებზე, წელზე, სხეულზე... ტუჩები იკვლევდნენ მას.
თითქოს, თითოეული შეხება - ჩემში გრძნობებს აყვავებდა.
ჩვენი სუნთქვა ერთმანეთში არეულიყო და ოთახის სიჩუმეში ვგრძნობდი, როგორ იზრდებოდა დაძაბულობა და ლტოლვა ჩვენს შორის, მაგრამ ამავე დროს სინაზე. ის არ ჩქარობდა, თითოეულ შეხებას აიძულებდა ჩვენს მაგივრად ესაუბრა.

თვალებ დახუჭული ჩავიძირე მომენტში - მის შეხებაში, მისი სხეულის სითბოში... ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა: მხოლოდ ჩვენ და ჩვენი გული .
თითოეული მოძრაობა, თითოეული გამოხედვა, ჩურჩული, ამ მომენტს განსაკუთრებულს ხდიდა და თითქმის არარეალურს, თითქოს დრო გაჩერდა და მხოლოდ ჩვენ დავრჩით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent