შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 5. სისხლიც დაიღვრება


13-11-2025, 09:17
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 297

უთენია იყო. ბურანში გახვეულ სოფელს ჯერ კიდევ ეძინა - მხოლოდ მდინარის ხმაური ისმოდა, თითქოს ზამთრის სუნთქვას მოაქროლებდა მთებიდან. ანამ ჩუმად შეაღო ოთახის კარი, დედას რომ არ გაღვიძებოდა - ლამპრის შუქზე შავი ქურთუკი მოიცვა და შალის თავსაფარი მოიხვია. ჩამწვარ ნაკვერჩხალს ხელახლა დაალაგა შეშა და ცეცხლი დაანთო. ფანჯარა რომ გამოაღო შეამცივნა, მისტიროდა იმ სითბოს უკან რომ დატოვა, თითქოს გულიც დარჩა იქ, ბალიშზე.

გზა სასაფლაომდე თოვლით იყო დაფარული - ფეხსაცმელი ეფლობოდა თოვლში, ჰაერი კი ისეთი დანისლული იყო, გზები ნორმალურად არც ჩანდა. მთებიდან მთვარე ჯერ კიდევ მოჩანდა და შორიდან, მთის წვეროდან. საფლავზე მიდიოდა - მამას სიტყვა უნდოდა გაეგო, თუმცა იქ ვინც ისაუბრებდა ეს მხოლოდ ანა იქნებოდა. ფეხები თოვლში იძირებოდა, გზა თეთრი და უსასრულო ჩანდა. ჰაერში რაღაც უცხო სიჩუმე იდგა. სასაფლაოს მიუხლოვდა.

- მამა... მოვედი,- ხმა თოვლში გაიფანტა, მაგრამ ანა არ გაჩუმებულა,- იცი როგორ დარჩა სოფელი? ყველა თავისით დადის, თითქოს არც არაფერი მომხდარა... დედა კი, ღამე ისევ ბუხართან ზის და გელოდება. ერთი სიტყვაც რომ გაიგოს შენგან, თან გამოგყვება.

თვალი აუცრემლიანდა, მაგრამ არ უტირია.

- მამა, შენ რომ ცოცხალი იყო, ასე მარტო არ ვივლიდი. სვანები არ მოვიდოდნენ, შენ ყველაფერს მოაგვარებდი. ახლა ყველა მე მიყურებს. ამბობდი, "ანა, ქალი სიმტკიცით უნდა გაიზარდოსო." აი, გავიზარდე... მაგრამ ზოგჯერ მგონია, მთასავით გავქვავდი.

ჰაერში ბურუსი ჩამოწვა და თითქოს მდინარის შორეული ხმა უფრო მკაფიოდ მოისმა. ანამ ქვაზე ხელი დაადო, თითებით გაყოლა მის სახელს - თითქოს სითბო სადღაც ქვემოთ დარჩენილიყო.

- საერთოდ არ ვარ ძლიერი, დედასაც კი ვერ ვიცავ და ეს სვანები ისევ... გუშინ დაგვადგნენ, ანა ხერგიანის ქალი უნდა გახდესო. გესმის? შენი გოგო სვანეთში მიჰყავდათ რძლად. ნიკა ისევ არ ჩანს და მის გამო მე მიწევს პასუხის გება. მის სიყვარულს ჩემი და დედას ცხოვრება ეწირება,- ბრაზით ამოთქვამს,- ხერგიანებამდე მე თუ ვიპოვი - მოვკლავ და ჩემამდე თუ ხერგიანები იპოვიან მაინც არ აცოცხლებენ.

მძიმედ ისუნთქავს ჰაერს.

- მომენატრე, მამა,- თქვა ბოლოს,- ახლა ვერავის ვენდობი. ვგრძნობ რაღაც მოხდება, ამას დედაც გრძნობს - ცუდი და მძიმე, მაგრამ მე არ გავიქცევი. შენ რომ მნახავ ზემოდან, გაიღიმებ - შენი შვილი არ დაიჩოქებს,- ქარი ამოვარდა, თოვლი აიტანა და საფლავის ქვის ირგვლივ გაიფანტა.

ამ წამს თითქოს მთელმა მიწამ გაიგო მისი ფიცი და სწორედ მაშინ ხმა მოესმა. ძაღლებმა შორიდან დაიყმუვლეს, მერე უცებ გაჩუმდნენ. ანა წამოდგა, გული უცნაურად აუჩქარდა - ჯერ ეგონა, მესაფლავე კაციაო, მერე იფიქრა ალბათ სოფლის კაცია ვინმეო, მაგრამ არა... ჰაერში ის სუნი იდგა, რომელიც უცხოა ამ მხარისთვის - ფოლადის ზარი და კაცის მძიმე სუნთქვა. აი ისეთი მარტო სვანებს რომ შეშვენით. თვალები დააწვრილა, თითქოს სიზმარს უყურებდა და სწორედ მაშინ, თოვლიდან, ოთხი ჩრდილი გამოჩნდა. ანა გაშეშდა, თითქოს თვითონ თოვლმა მიაკრა მიწას. აქეთ - იქით გაიხედა, თუმცა საშველი არსაიდან იყო.

მალხაზი გაჩერდა, გოგო შეათვალიერა და მძიმე ბარიტონით თქვა.

- ვერსად ვიპოვეთ შენი ნიკა, გოგო... ვალი არ შორდება კაცს. ახლა შენი ქორწილი იქნება ჩვენი ღირსების ნაწილი,- ქვედა ტუჩი აუკანკალდა ანას,- დანელიას კი მაინც მოვძებნით, ეს საქმე ასე უსისხლოდ არ ჩაივლის, მანამდე კი შენით დავიბრუნებთ ღირსებას.

გაგი შორიდან უყურებდა ანას - თვალებში რაღაც ტკივილი ნახა, რაც თავადაც ვერ გაეგო, სირცხვილიცა იყო და შიშიც. მაგრამ სიმტკიცე და სიძლიერე დუღდა მის თვალებში. ისე მკაცრი და გამჭოლი მზერა ჰქონდა რომ გაგი ვერ უძლებდა. დიდხანს ვერ უყურებდა თვალებში. თუმცა გრძნობდა, ეს გოგო არ იყო უბრალო.

- დროა,- გაისმა ზურაბის ხმა.

ანამ უკან დაიხია, მაგრამ თოვლი ღრმაა - ფეხის აწევას ვერ ასწრებს, თითქოს მიწა თავად არ უშვებს. წამში ორი ჩრდილი მისკენ დაიძრა. ყინულები ფეხქვეშ იმტვრევა, მაგრამ ანა ვეღარ ინძრევა - მარტო თვალებში უდგას შიში, ისიც კი ესმოდა, როგორ უძგერდა გული.

- მამა...- ჩუმად დასცდა ბაგეებიდან, მოშორებით არსებულ ეკლესიას გახედა და სიტყვამ ჰაერი გაჭრა ისე, თითქოს ღმერთს ეძახდა და არა ადამიანს.

მალხაზიმ თავი ოდნავ დახარა, თითქოს რაღაც წამით გაუკრთა სინანული, მაგრამ მაშინვე ამოისუნთქა ხმადაბლა და თქვა.

- გადაუფინე ნაბადი, ზურაბ. ქალს სიბერემდე უნდა ახსოვდეს, როგორ მიიყვანეს სვანეთის გზით,- ოთარიმ მძიმე, შავი ნაბადი გაშალა - მთის სურნელი ჰქონდა.

გაგი კი არ იძროდა. იდგა და უყურებდა, როგორ ხვევდნენ ანას იმ სვანურ ნაბადში - თითქოს იცოდნენ რომ ეს ტკივილი აუცილებელი იყო, როგორც ჭრილობა, რომელიც უნდა შეხორცდეს, თორემ სისხლი არ შეჩერდება.

ანას თმა ნაბადზე გადაეყარა - ყავისფერი თოვლზე ისე ელავდა, როგორც ღამე მთვარის შუქზე. გაგის უყურებდა, ჯიუტად, შეუვალი მზერით. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა მთელი სისწრაფით თავი რომ დაიხსნა, როგორღაც ფეხებში ძალა იგრძნო. გაბრუნდა, დაიკივლა და გაიქცა. გაგი უყურებდა, ხედავდა როგორ გარბოდა ქათქათა თოვლზე წაბლისფერთმიანი გოგო. დაინახა თავშალი როგორ ჩამოსძვრა, თმები ჰაერში აფრიალდა, თავისუფლება ჰპოვეს. სუნთქვა გაუხშირდა, გულში ისეთი გუგუნი ესმოდა რომ საკუთარი ნაბიჯების ხმაც აღარ ესმოდა.

- სად წამიხვალ ჟორდანიას ასულო,- გაისმა გაგის ნაბიჯების ხმა. ანამ იგრძნო როგორ ჩასჭიდეს ხელი მკლავზე.

- არა! ხელი გამიშვი, არაკაცო,- დაიყვირა ხრინწიანი ხმით.

- დაიჭირე,- დაიძახა ზურაბიმ. ნაბადი მოახვია, აყვირებულ გოგოს, რომელიც ფართხალებდა. გაგიმ ხელში აიყვანა და მანქანისკენ წავიდა,- ქალიც ჩვენია, ცოდვაც ჩვენზე იყოს.

- დროა, გაგი. შენი გზა იწყება ახლა,- გაისმა მალხაზის ხმა შორიახლოს, გაგი წამით შეყოყმანდა, თუმცა გოგო მანქანაში მოათავსა და გვერდით მიუჯდა ოთარისთან ერთად. მანქანის ფარები აინთო - შორიდან მოელვარე შუქმა თოვლი გააპო. ძრავის ხმა მთებში გაისმა. გოგოს თმა გაიფანტა ნაბადში - თოვლის ნამქერი დაედო შუბლზე. გაგი ჩუმად მიბრუნდა. ერთი წამით გადახედა ისევ აყვირებულ გოგოს, მერე ნაბადის კიდე ფრთხილად გაუსწორა რომ არ შემოკრულიყო ყელთან. ანამ იგრძნო ეს შეხება - ბრაზით სავსე ყავისფერი თვალები მიანათა და ჩუმად თქვა.

- სიკვდილი უფრო გამათბობს, ვიდრე შენი ნაბადი,- გაგი შეჩერდა. სუნთქვა შეეკრა, მაგრამ პასუხი ვერ დაუბრუნა. მხოლოდ მანქანის ხმა გაძლიერდა და როცა ზურაბიმ საჭეს მოუჭირა ხელი, თოვლზე ბორბლების კვალი გაიჭიმა - წყვდიადში, გზისკენ, სადაც სვანეთის მთები იწყებოდა. მთვარე კი ზემოდან ისევ უყურებდა - გულგრილად და უძრავად, როგორც მოწმე, რომელსაც არ შეეძლო არავის დახმარება, მხოლოდ ყურება.

ანა არ ტიროდა. არ ევედრებოდა. მხოლოდ მძიმედ სუნთქავდა, მკერდი აუდ - ჩაუდიოდა ისე, თითქოს ყოველ ამოსუნთქვაზე გასკდებაო იფიქრებდით.

- ხალხის შერცხვენის არ გეშინიათ?- გაიელვა ხმამ. ჰაერი გაჭრა ისე მკვეთრად რომ ზურაბიმაც კი შეანელა წამით.

- მტრის სისხლი რომ გჭირდება, შერცხვენა აღარ ჰქვია მაგას, გოგო,- უთხრა ზურაბიმ.

ანა მისკენ მიბრუნდა. გაკოჭილი მკლავები გაამოძრავა, მაგრამ უშედეგოდ.

- თქვენ სისხლს ღმერთი მოგთხოვთ! არ გეშინიათ?! მე მეგრელი ვარ, სვანების წინაშე თავს არასდროს დავხრი - ჩემი ჩრდილიც კი არ დაგემორჩილებათ!- მალხაზიმ თვალები გააყოლა გოგოს, ჩაეღიმა - პატივს სცემდა მის სიჯიუტეს.

- გაგი,- თქვა ბოლოს,- თუ არ გაჩერდება, სხვა გზა არაა.

გაგი მისკენ შებრუნდა. თვალებში არა ბოროტება, არამედ სევდა ედგა.

- გთხოვ, ჩუმად იყავი,- თქვა ლმობიერად,- თორემ სხვანაირად გაგაჩუმებ.

მაგრამ ანა არ ჩერდებოდა. მის ხმაში იყო რაღაც ძალა, თითქოს მთასაც კი დაუპირისპირდებოდა.

- ჩემი ფეხით არ გადავალ იქ სადაც თქვენ გინდათ!- გაგი ოდნავ მიუახლოვდა, მაგრამ ანამ თვალებში შეხედა ისე რომ კაცმა თავი დახარა. მხოლოდ მალხაზის ხმა გაისმა მკაცრად, უტეხად.

- გააჩერე. გათიშე, თორემ სისხლი სხვა გზით დაიღვრება,- გაგი წამით გაშეშდა, თითქოს საკუთარ გულში უნდა დაესვა განაჩენი, მერე ნელა მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და ყველაფერი გაქრა.

თოვლი კიდევ ეცემოდა, ქარი ჩუმად ფრიალებდა მთიდან და როცა ანას ხმა აღარ ისმოდა, თითქოს თვითონ სვანეთის ხმაც გაჩუმდა. გაგის მკერდზე იყო მიწოლილი, გათიშული, გული ჯერ ისევ სწრაფად უცემდა. სიჩუმე ჩამოწვა მძიმე და დათოვლილ გზაზე მხოლოდ საბურავების კვალი რჩებოდა, რომელიც მაღლა - ხერგიანებისკენ მიიწევდა. სვანეთში თოვლი გაჩერებულიყო, მხოლოდ ქარი ეჯახებოდა კლდის კიდეებს. ანა ნელა მოეგო გონს - ისევ მანქანაში იჯდა. ირგვლივ გზა აღარ ჩანდა, მხოლოდ ცა და მთები - ისეთი მდუმარე, თითქოს ღმერთიც აქ უფრო ახლოს იდგა. გაგი მანქანიდან გადასულიყო, კარებთან იდგა. თვალებში რაღაც უჩვეულო სიმძიმე ჩაჰბუდებოდა. თითქოს ყოველი ნაბიჯი თვითონაც სტკიოდა.

- გადაგარჩინა, გოგო,- გაისმა გვერდიდან ზურაბის ხრინწიანი ხმა რამდენიმე საათში,- თორემ მაგ შენი ჯიუტობით იქვე გადაგჩეხავდა მალხაზი ხრამში.

ანა ნაბადში გახვეული იჯდა და გარედან თოკები ჰქონდა მოხვეული, მაგრამ ხმა მშვიდად ამოიღო - ისეთი სიმტკიცით რომ ზურაბსაც კი ჟრუანტელმა დაუარა.

- სიკვდილის მე არ მეშინია. ეს თქვენ გეშნოდეთ ჩემი,- ზურაბს გაეღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს - სვანები იშვიათად იღიმიან ასე, უფრო მაშნ, როცა მტრის ძალას გრძნობენ.

- გოგო, რაც იყო, იყო. შენ ახლა ხერგიანის ქალი ხარ. რაც მოხდა, იმას ვეღარავინ შეცვლის,- შემოყო მანქანაში თავი ოთარიმ.

- ხერგიანის ცოლი მე არ გავხდები. თუნდაც ამ მთაზე მომკლათ, ამ ცხოველის ქალი არ გავხდები!- მთაში ექო გავარდა, თითქოს მთელმა სოფელმა გაიგო მისი ხმა. სვანეთში თურმე ხმა დაირხა - გაგი ხერგიანს ცოლი მოუყვანიაო.

ანა უყურებდა - მკლავზე თოკი ჰქონდა, მაგრამ სახით თავისუფალი იყო და იმ სახეში ისეთი სიმტკიცე იდგა რომ კაცს შეეძლო მუხლებზე დამხობილიყო მის წინ.

გაგიმ მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა.

- ნახავ, ჟორდანიას ასულო. სვანეთი ყველა ამპარტავანს ხიბლავს - თვით მთაც კი ქედს იხრის სვანების წინ. ერთ მეგრელ გოგოსაც მოვუხერხებთ რამეს,- ანამ ოდნავ ჩაიცინა.

- მთა შეიძლება ქედს იხრიდეს, მაგრამ მე არასდროს დავხრი თავს თქვენ წინაშე,- გაგის აკვირვებს მისი სიჯიუტე, თვით სვანეთშც კი არ შეხვედრია გოგო, მისი მსგავსი ხასიათით,- სად მიგყავართ... ვინმემ იცის აქ რომ ვარ?

ურბილდება ხმა ანას.

- დედაჩემმი მარტოა, მოკლავთ ქალს ნერვიულობით,- ოთარის გაეცინა, უკან მიიხედა და ღიმილით უთხრა.

- შენი ბედია, გოგო, თვითონვე დაგედევნა ფეხდაფეხ. ჩვენ კი მხოლოდ გზის კაცები ვართ,- ანამ ზიზღით დახედა.

- თქვენი გზა სისხლითაა დაფარული, მე კი არ გავივლი იმ გზაზე,- თქვა მტკიცედ.

გაგიმ მაშინ პირველად შეხედა პირდაპირ.

- შენ არ იცი რას ნიშნავს შური მთაში,- თქვა ნელა, ხმაში სიმძიმე ჩაუდგა,- სისხლი სისხლით უნდა გადაიხადოს, თორემ კაცის სახელი ქარში იფანტება.

- და ჩემი სიცოცხლე?- მოუჭრა პასუხი ანამ,- მე რისთვის ვიხდი ამ ყველაფერს?

ზურაბიმ ჩაახველა, თითქოს სიტყვის გაგრძელება არ უნდოდა, მაგრამ მაინც ამოილაპარაკა.

- სიტყვა რომ დაიდო, უკან ვერ დაიხევ. სვანეთის კანონი იშვიათად ცვლის გზას გოგო,- ანა გაჩუმდა წამით, მერე ხმამაღლა თქვა.

- კანონი? თქვენი კანონი ბოროტებაა. მე მაგ ბოროტებას ცოლად არ გავყვები. მე არ ვიქნები ხერგიანის ქალი - სჯობს აქვე მომკლათ!- გაგი გაჩერდა, მანქანაში ჩაჯდა ისევ. მიუახლოვდა ნელა.

- შენ ვერ გაიგებ... მე არ მითხოვია ეს. მამამ თქვა და მე ვალდებული ვარ. შენ თუ გგონია, მე ამით ბედნიერი ვარ, ცდები. მაგრამ ეს წესია და წესებს ყველა ვემორჩილებით.

- ვალდებული? კაცი რომ გერქვას, უნდა იცოდე, როდის თქვა 'არა'. შენ კი უბრალოდ შვილი გქვია ხერგიანო და არა კაცი.

- ეყო! თუ არ გაჩერდება, თავს დაკარგავს!- მალხაზის ხმა გაისმა უკნიდან.

- მოისვენე ცოტახანი, სიკვდილი გინდა?- მიუბრუნდა გაგი გოგოს.

- თუ შენთან ყოფნა სიცოცხლეა - კი, სიკვდილი მირჩევნია,- უპასუხა მშვიდად.

მის ხმაში ისეთი სიმშვიდე იყო რომ თვითონ სვანებიც აფორიაქდნენ.

- გათიშე, გაგი. ახლა სხვა გზა აღარ გვაქვს,- გაისმა ზურაბის ხმა,- დავიძრებით ახლა ისევ.

გაგი შეყოყმანდა. თვალები დახუჭა წამით. როცა გაახილა, სიჩუმე შეეგება ანას თავი ისევ მის მკერდზე ედო მისთვის კი ცოტახნით - ყველაფერი გაქრა. თმა ჩამოეშალა. ამჯერად ოთარი მიუჯდა საჭეს. გზამ მაღლა აიღო - სვანეთისკენ. გაგის თავში კი ისევ ტრიალებდა ჟორდანიას ნათქვამი.

"თუ შენთან ყოფნა სიცოცხლეა - კი, სიკვდილი მირჩევნია."

გზა დაეშვა ხეობაში და ბოლოს მაღალ კლდოვან გორაზე გამოჩნდა ხერგიანების ძველი კოშკი - ქვით ნაგები, ნისლით დაფარული, თითქოს საუკუნეებს გადარჩენილი სიჩუმის მცველი ყოფილიყოს. შორიდანვე ისმოდა მდინარის ხმა, რომელიც ქვებზე ეხეთქებოდა და მთის სიმღერას ჰგავდა. მანქანა გაჩერდა ეზოს წინ, ჯერ ისევ ადრე იყო, მაგრამ ხალხი აქა - იქ მოძრაობდა და მალხაზს ესალმებოდნენ. გაგიმ ანა მანქანიდან გადმოიყვანა. ისევ ნაბადში იყო გახვეული, მაგრამ ხელი ისე რბილად ეკიდა მკლავზე, თითქოს ეშინოდა რომ შეხებით მის ჯიუტ სულსაც გააღვიძებდა. სახლში შეიყვანა და ოთახში, საწოლზე დააწვინა, კარი ჩაკეტა და მისაღებში დაბრუნდა.

- მოიყვანეთ?- იკითხა ნინომ მშვიდად, ხმაში არც გაკვირვება იყო და არც შიში. მალხაზიმ თავი დაუქნია.

- ეს გოგო იქნება ახლა დანელიების დანაშაულის პასუხი.

- მოდი, შვილო, ცივი ხარ,- თქვა ბოლოს ნაზად დარიკომ და გაგი ბუხართან დასვა. გაგის უნდოდა რაღაც ეთქვა ნინოსთვის, მაგრამ მსხვრევის ხმამ მოაღწია მის ყურამდე და მიხვდა რომ შეკრული ხელები არ უნდა გაეხსნა.

- არ შეხვიდე,- აჩერებს დარიკო ფეხზე წამომდგარ გაგის,- მე მივალ.

კარის ზემოდან მძიმე ჩამკეტის ხმა გაისმა, როცა ნელა შეაღო. ანა ფანჯარასთან იდგა - ზურგით კარისკენ, თმა დაშლილი ჰქონდა, თვალებში კი ცეცხლი ბრიალებდა. დარიკოს დანახვაზე არც მიბრუნებულა, მხოლოდ მხრებში გასწორდა, თითქოს მტერი შემოვიდა და არა ქალი.

- რა გინდათ ჩემგან?- იკითხა ყვირილით.

დარიკო წამით გაჩერდა, თვალები მოავლო ოთახს - საწოლი არეული იყო, წყლის ჭიქა გადმოყირავებული, ნაბადი კი ძირს ეგდო.

- წყალი მოგიტანე,- თქვა ბოლოს,- დალიე, დამშვიდდები.

- არ მწყურია,- ანა ნელა შემობრუნდა. თვალი გაუსწორა ისე რომ დარიკოს წამით აცახცახდა,- მე თქვენი არაფერი მინდა. აქ ტყვედ მომიყვანეს და არა სტუმრად.

დარიკო ჩაიჩოჩა, ქილის კიდეს თითებით შეეხო, თითქოს დროის გასაწელად.

- ასე ნუ ამბობ, გოგო... სვანეთში ტყვე სტუმარივით იწონებს თავს, სანამ თავისი გზა გადაუწყდება.

- გზა მე არ ამირჩევია,- უპასუხა ანამ,- თქვენმა არაკაცებმა მომიყვანეს აქ.

დარიკო ოდნავ მიუახლოვდა, ქილა იატაკზე დადო, თვალებში კი უცნაური მზერა გაუკრთა - თითქოს ანას ამბოხში საკუთარი წარსული ამოიცნო.

- მე შენს ადგილასაც ვყოფილვარ,- თქვა ბოლოს ჩუმად,- მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.

- მერე რა მიიღე სიჩუმით?- იკითხა ანამ სიმწრით.

- აქ ხმა ქარს მიაქვს... მთამ იცის, ვინც ყვირის და არავის პატიობს.

ანა ნელა მიუახლოვდა.

- მაშინ მთას უთხარით რომ მე არ მეშინია. არც მისი, არც თქვენი წესის,- დარიკო სიჩუმეში იდგა. ხელისგულები უცახცახებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. კარი ჩუმად დაიხურა. ანა კი ფანჯარასთან დარჩა - თოვლი გარეთ ისევ ეცემოდა.

მალხაზიმ მკაცრად შეხედა შვილს.

- სანამ კვირა დასრულდება, ქორწილის თხოვნაც მოვასწროთ,- ანამ მაშინ შემოაბრუნა თავი, როგორც კი მისაღებიდან ხმა გაიგო და დაიყვირა.

- თუ ქორწილი გინდათ, მიცვალებულივით მომამზადეთ. ცოცხალი მე თქვენს წინაშე არ დავდგები!

გაგი გაშეშდა. ზურაბიმ და ოთარიმ ერთმანეთს გადახედეს.

- ამ გოგოს მთისა არ ეშინია,- ამოილაპარაკა ნელა.



№1 სტუმარი ნათია46

ახალი თავის დადებამდე ლოდინი არგინდა? სული დამელევა????
რა ჯიუტი და ხისტია მაგრამ სვანი რისი სვანია თუ არ მოარჯულა????????

 


№2 სტუმარი ანათე

რაღააც ნაირად წერ ავტორო...ემოციის ხმა მოიტანე ნაწერიდან..რა შეუვალი.და.მკაცია ჩვენი დიაციიი...მ

 


№3  offline წევრი Anukaaa_aa

ანათე
რაღააც ნაირად წერ ავტორო...ემოციის ხმა მოიტანე ნაწერიდან..რა შეუვალი.და.მკაცია ჩვენი დიაციიი...მ


მადლობა, ვცდილობ<3

ნათია46
ახალი თავის დადებამდე ლოდინი არგინდა? სული დამელევა????
რა ჯიუტი და ხისტია მაგრამ სვანი რისი სვანია თუ არ მოარჯულა????????


არც მეგრელები ვართ ნაკლებად ჯიუტები, ვნახით ვინ ვის მოარჯულრებს ddd????

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესოა ..მართალია წარსულის მძიმე ადათ წესები გაგვახსენე ,თუმცა არანაკლები სირთულეა ანასთან გამკლავება ,ახალგაზრდები ფაქტიურად არჩევანის გარეშე დატოვეს...საინტერესო და საკმაოდ ემოციური თავები გველოდება წინ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent