მეორე შანსია,პატარავ!
მეგობრეეებოოო... ბოლოს რომელ ცხოვრებაში დავდე რამე არ მახსოვსსსსს,მემგონი წერაც დამავიწყდა... შემიფასეთ საცდელად..... თუ მოგეწონებათ გავაგრძელებბბბბბბ <3 -სამი წელი გავიდა-ამოიოხრა ქერა კულულებიანმა გოგონამ -ასე მგონია დრო არც გასულა.ჩემთვის არაფერი შეცვლილა ნინია,ყოველ ამოსუნთქვაზე მახსენდება.თვალების დახუჭვის მეშინია,ყველგან ალექსანდრეა,ხანდახან ვერც კი ვხვდები როდის ვარ რეალობაში და როდის სიზმარში,მგონია რომ ვგიჟდები -გაყინული ხელები სახეზე ჩამოისვა და ხავსის ნაგლეჯებით დაფარულ ქვაზე მძიმედ ჩამოჯდა. -მელ...-ნინიას უნდოდა რამით ენუგეშებინა ბავშვობის მეგობარი,მისი სულის ნაწილად ქცეული ადამიანი,მაგრამ სიტყვები ტუჩებზე ეყინებოდა. საშინელი სუსხი და სიცივე იყო ნოემბერში,თბილისისთვის მაინც უჩვეულო,გეგონებოდა ზამთარმა ნაადრევად მოინდომა ისეც ‘’გაციებული და გადაყინული’’ ხალხის გადაციება. 3 დეკემბერი: -დაბადების დღეს გილოცავ ალქაჯო! - არშესრულებულ 00:01 საათზე შემოსასვლელ კარში იდგა მელანია, უფერადესი ტორტით ხელში -ვიცოდი!.აი ზუსტად ვიცოდი!-ტაში შემოჰკრა და მაგრად გადაეხვია მელანიას -ნელა ველურო! ტორტი დამივარდება - თვალთმაქცურად შეუბღვირა -რომ გეკითხათ სამსახურში გვიანობამდე უწევდა დარჩენა ქალბატონს!- ახლაღა გაახსენდა მელანიას უწყინარი ტყუილი და მკლავზე უჩქმიტა -იქნებ სანთლები ჩაგექრო და რამე სარფიანი ჩაგეფიქრებინა,მაგალითად : მალე გათხოვება,დაგაყენოს იმ კაცმა საშველი და წაგიღოს აქედან-თვალები აატრიალა და სახლში შევიდა - არ მიხსენო ეგ კაცი! -სახე დაუსერიოზულდა,ზურგით მდგომი დაქალი ელვის სისწრაფით შემოაბრუნა , სურვილი ხმამაღლა წარმოთქვა - მინდა რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს,მერე მეც თან გამიყოლე ღმერთო ,რომ იქაც არ ამოვასუნთქო! - და სანთლები ჩააქრო -რა მოხდა ადამიანო? ჯერ სულ რამდენიმე წუთია რაც „დაიბადე“ -გაეცინა მელანიას,გოგონას სურვილის მოსმენისას -არც კი დაურეკავს,არც კი გავხსენებივარ. ნეტა საერთოდ ახსოვს რომ დღეს დაბადებისდღე მაქვს- ახლა უკვე რეალური წყენით ჩაეშვა სავარძელში და მაღლა მოკეცილ ფეხებს ჩამოსდო ნიკაპი. -ასაკის ბრალი ხომ არ იქნება?- ჩაფიქრებულმა იკითხა მელანიამ -გოგო!- უცებ გაიაზრა ნათქვამი და იქვე მიგდებული ბალიში გაუქანა გოგოს -ვიკითხე ნინია, რა არშეიძლება?- მაინც თავისას აგრძელებდა -გოგო ენას ამოგაცლი,28 წლის არის 88-ის კი არა- ახლა ნინიასაც ეცინებოდა -კარგი ხო,იქნებ სიურპრიზს გიმზადებს,მაგის რომანტიკოსობა საქვეყნოდ ცნობილია ჩემო ნინია -აუ ხო-საყვარლად ააფახურა წამწამები და არაერთი რომანტიკული პაემნები და სიურპრიზები გაახსენდა ზუკასგან-ნეტა მართლა სიურპრიზს მიმზადებს? - ხმამაღლა ჰკითხა სამზარეულოსკენ წასულ მეგობარს -აბა რავიცი, თუ მართლა დაავიწყდა ,სახლიდან გასვლისას დიდი დანა ჩაიგდე ჩანთაში-გაუცინა და ერთი ნაჭერი ტორტი ჩამოუჭრა,ტკბილეულობას ყოველთვის მოჰყავდა ნინია ხასიათზე. -გადავწვავ,დავანაწევრებ და დიდ გაჭვარტლულ ქვაბში მოვხარშავ,ბებია სარეცხს რომ ხარშავდა ხოლმე- გადაიხარხარა და ტორტის ლუკმა პირში ჩაიტენა -რომელი უფრო მეცოდებით ვეღარ ვიგებ - თვითონაც გაეცინა და გვერდით მიუჯდა.რაღაცის თქმას აპირებდა ,რომ გარედან მანქანის უწყვეტი სიგნალის ხმა მოესმათ -ხოა მშვიდობა- წამოხტა და აივნისკენ გაიქცა,მელანიაც ნელი ნაბიჯებით მიჰყვა უკან-აააააააა,არ არსებობს!- ბოლო ხმაზე კიოდა -რა გაყვირებს გოგო - აჟიტირებულ ნინიას მკლავში ჩაავლო ხელი და გვერდით გასწია -ახსოვდა,ამ დარტყმულს ახსოვდა გოგო- კიოდა და ემოციებისგან გაბრუებული ეზოში იყურებოდა.მელანიამაც მის მზერას გააყოლა თვალი და ეზოში მდგომ მანქანაზე შეაჩერა მზერა,ვარდების უამრავი ბუკეტი იყო მანქანის წინა ნაწილზე შემოწყობილი.დიდი დათუნიით ხელში კი ქერა მამაკაცი იდგა და მთელი არსებით უღიმოდა აჟიტირებულ შეყვარებულს-ჩავდივარ,ახლავე ჩავდივარ- უცებ დაიყვირა და კარისკენ ისე გაიქცა ,მელანიას სიტყვები:რამე მოიცვი,გარეთ ყინავს’’არც გაუგია.ლიფტს არც დალოდებია,ოთხი სართული სწრაფად ჩაირბინა და აწ უკვე სადარბაზოსკენ მომავალ კაცს სხეულზე შეაფრინდა -დაბადების დღეს გილოცავ,ჩემო ციცქნა-თავისუფალი ხელი შემოჰხვია გოგოს და მის არეულ კულულებში ჩარგო თავი -დებილო!მეგონა არგახსოვდა,ლამის მოვკვდი-ნინიას ხმაში ბზარები იგრძნობოდა -ციცქნა,ტირი?-ბიჭს არ გამოჰპარვია,საყვარელი ქალის გაბზარული ხმა,ოდნავ უკან დაიხია და აცრემლებულ თვალებში ჩახედა-ჩემი ბავშვი-გაიცინა და ტუჩებზე დაეკონა -რამ გაფიქრებინა,რომ დამავიწყდა?ამ ორი წლის განმავლობაში რამე შენთან დაკავშირებული დამვიწყებია? -არა-ამოისლუკუნა ლოყებაწითლებულმა -ეს გიჟი ქალი ჩემთან კნუტად რომ იქცევი ,მაგიჟებ ხოლმე-ხმამაღლა გაიცინა და გულში ჩაიკრა გოგო. გაახსენდა მათი გაცნობის დღე: 2023 წლის 13 ივლისი -აუ მელ,დავრჩეთ რა ცოტახნს კიდევ-ლამის მუხლებში ჩაუვარდა,ხმაურისგან მობეზრებულ გოგოს -ნინია შევწუხდი,ორი საათია აქ ვართ!აღარ შემიძლია გასკდა თავი,ან რა მუსიკაა,ან ეს ხალხი რას იკლაკნება დენდარტყმულივით -აუ კლუბია და აბა რა იქნება ადამიანო,ხალხი გასართობად დადის დასაძინებლად კიარა-წუწუნით წამოდგა სკამიდან და მოულოდნელად ვიღაცის ძლიერ სხეულს შეასკდა -ფრთხილად გოგონა-რბილი ხმით უთხრა მამაკაცმა და ხელი წელზე შემოჰხვია,არცთუ ისე უსაფრთხო პოზაში მდგომი ძირს რომ არდაცემულიყო -ხელი,მომაშორე!-წამოენთო და მკლავში ჩააფრინდა -მე თქვენს..- კაცმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად,მაგრამ ვინ აცადა,გაცეცხლებულმა ნინიამ სიტყვის თქმა არ დააცადა -რა მე?!რამხელა ადგილია ვერ ხედავთ?მაინც და მაინც მე უნდა დამჯახებოდით თუ რხდება თქვენს თავს?!რა ხეპრე საქციელია- ამოუსუნთქავად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს-ან ეს ტორები რა არის? საერთოდ რატომ მეხებით? თქვენს ნაცნობ ქალებში ნუ შეგეშლებით,თორემ ამ ხელებს მოგამტვრევთ და გადაგაყლაპებთ,მანიაკო!-ისეთები უთხრა,კაცი შოკირებული უყურებდა,არადა მართლა არაფერი დაუშავებია,თავის გზაზე მიდიოდა,ნინიამ კი უადგილოდ გამოსწია სკამი-რას მომშტერებიხარ?! ენა გადაყლაპე?! გამეცალე რა,თორემ მართლა რაღაცას დაგმართებ!- გაოგნებულ კაცს უხეშად უბიძგა,მელანიას ხელი ჩაავლო და კლუბიდან სულ სირბილით გაიყვანა -ეს რაიყო ახლა ნინია ჯაფარიძე?! -გაბრაზებული ტონით ჰკითხა მელანიამ -რა იყო?! ვერ დაინახე? ის ნეანდერტანელი დამეჯახა და ეს ოცი კილო ქალი რამის მიმაჭყლიტა იატაკზე -გოგო ის რა შუაში იყყო?მაინც და მაინც მაშინ მოგინდა სკამიდან წამოდგომა ის ხალხი რომ გადიოდა,ვისი ბრალია ახლა -ანუ ჩემი ბრალია?-იმაზე ხმამაღლა გამოუვიდა ვიდრე ეგონა -მშვიდად!მანქანაში ჩაჯექი და წავედით,ორჭიქიანი ხარ და იცოდე-შეუბღვირა და საჭესთან მოთავსდა. ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის მოულოდნელი შეხვედრები,ნინიას ისტერიკები „ნუ დამყვები“,“ყოველთვის შენ რატომ მებლანდები ფეხებში“,“მანიაკი ხარ“ და კიდევ უამრავი მსგავსი გამოხტომები.ამდენმა კინკლაობამ კი ჩვენი გიჟი გოგოს გულიიი მოალბო ისე,რომ ახლა ბატონი ნეანდერტანელი და ქალბატონი სიგიჟე ერთმანეთის გარეშე ვეღარ არსებობენ. აწმყო: -წამო ავიდეთ თორემ გაიყინე,მოგვეცვა რამე ნი-მზრუნველი ტონით უთხრა ზუკამ -ისე გამიხარდი,არც გამხსენებია რომ ყინავს- გაიცინა და დათუნიასთან ერთად მიეხუტა ბიჭს-რამხელაა ზუ? სად დავტიო? მელანია უნდა გადავასახლო მაშინ,ეს დათვი ცალკე პიროვნებაა- იცინოდა და ბეწვით დაფარულ უზარმაზარ სათამაშოს ეფერებოდა -მელანიამ არ გადაგვასახლოს შენ მაგაზეიფიქრე, ხვალინდელ გეგმას რომ ვეტყვი-გაიცინა და გოგოსთან ერთად შევიდა სადარბაზოში -რა გეგმას? რას ვაპირებთ-ემოციებისგან ცქმუტვა დაიწყო -გრანდიოზული დაბადებისდღე რესტორანში,ჩემს განუმეორებელ ქალბატონს! -აუ,მიყვარხარ-ლიფტში შესულს კისერზე ჩამოეკიდა -იცოდე მეც მიყვარხარ,ეს გახსოვდეს!-მძიმედ წარმოტქვა -რამოხდა?-სახე ეცვალა გოგოს -შენს დაქალს რომ ვეტყვი,ხვალ მთელი დღე რესტორანში უნდა გვყავდე ათასი რჯულის ხალხთან მეთქი,ვიცი რომ მინიმუმ გადამასახლებს,ან უარესი -გაიცინა და გოგოსგან მუშტის კვრაც დაიმსახურა გვრდში -გული გამისკდა ავადმყოფო,მეთქი რას მემშვიდობება-თვალებიაატრიალა და ლიფტიდან პირველი გავიდა. -საღამომშვიდობის მადამ მელ!- კარი შეაღო და უზარმაზარ დათვთან ერთად აესვეტა გოგოს -სულგაგაგიჟა ხო?-სიცილით ანიშნა დაქალზე და ბიჭს გადაეხვია -ვინ ვის აგიჟებს საკითხავია მეგობრებო- ნინია ჩაეჭრა,დათუნია გამოართვა და ძლივს მიათრია საძინებლამდე -მელანი შენთან ერთი მეტად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს- სავარძელში მოთავსდა ბატონი ზუკა -ზურაბ!-წარბაწევით გახედა მელანიამ,იგრძნო რომ რაღაც არ მოეწონებოდა მის „საქმეში’’ -ხვალ რესტორანში წვეულებას მიწყობს ,მთელი დღე ჩემთან უნდაიყო,არ გაპატიებ შენს წიკებ იცოდე- ხმამაღლა შემოუძახა დაქალს და ზუკას კალთაში ჩაუხტა -მთელი დღე?-წარბები შეჭმუხნა -მელ ისეთი ხალხი ნამდვილად არ გვეყოლება ,თავი რომ მოგაბეზრონ,სულჩვენები და ჩემი მეგობრები რომლებიც მინდა რომ ორივეს გაგაცნოთ -რა გაეწყობა-მიუხედავად ყოყმანისა და უკმაყოფილებისა,მაინც დათანხმდა.დიდიხანია აღარ ხიბლავს მსგავსი ღრეობებიდა ხმაური,იმაზე მეტად გახდა სიმშვიდის მოყვარული ვიდრე აქამდე . ცოტახანს კიდევ გაჩერდა ზუკა გოგოებთან,ცოტა ილაპარაკეს ხვალინდელგეგმებზე.ზუკას წასვლის შემდეგ კიდევ ვერ ცხრებოდა ემოციებისგან ნინია,ხან რას იხსენებდა ხან რას,ყველა დეტალი ხელახლა მოუყვა მელანიას,რაიგრძნო და რასგრძნობს ზუკას გაცნობიდან დღემდე,თვალები უბრწყინავდა,ისე იღიმოდა ყველა დეტალის გახსენებაზე როგორც სიბნელეში გამოჩენილი მზის პირველი სხივები ანათებენ.მელანიას საუუკეთესო მეგობრის გამო უხაროდა ,მისი ბედნიერება აბედნიერებდა,მაგრამ ალექსანდრე! ყველაზე დიდი უბედურება,დარდი,ტკივილი ალექსანდრე მესხი. 2022 წლის 17 მარტი რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა,იმიტომ რომ დღეს მელანიას დაბადებისდღეა- ერთხმად ულოცავდნენ აწ უკვე 17 „ოქროს“ წელს ჩვენს მელანიას,მეგობრები და ოჯახისწევრები. -მელ,მელ.. მიდი სურვილი ჩაიფიქრე რა - როგორც ყოველთვის ნინია მივარდა გოგოსთან უზარმაზარი ტორტით.. თვალები დახუჭა და ერთადერთი სურვილი ჩაიფიქრაა,რომელიც ბოლო ორი წელია თინეიჯერ მელანიას სულს დაგულს უფორიაქებდა „ალექსანდრე’’.სანთლები ჩააქრო და ბიჭზე ფიქრებიდანტაშის და მილოცვების ხმამ გამოიყვანა. უამრავიადამიანი ირეოდა,ზოგს იცნობდა ,ზოგი უბრალოდ ოჯახის ნათესავი იყო.ყველა რაღაცას ეუბნებოდა,მისი თვალები კი ალექსანდრეს ეძებდნენ.ამდენი მილოცვისგან დაღლილს,უკვე ხასიათიც წაუხდა,ამას ალექსანდრეს გაუჩინარებაც დაემატა.მოწყენილმა კიდევ ერთხელ შეავლო დარბაზს თვალი,ის იყო უნდა შეტრიალებულიყო ,რომ ზურგიდან მასზე ოდნავ მაღალი სილუეტი შემოეხვია -დაბადების დღეს გილოცავ,ყვავილო-ყურთან უჩურჩულა და ლოყაზე ნაზად ეამბორა -სან-ყურებამდე ეღიმებოდა-სად იყავი? -მთავარი სიურპრიზისთვის მომავალი სიდედრის და სიმამრის თანხმობის მოპოვებას ვცდილობდი-ბიჭმა თავისკენშემოაბრუნა და თვალებაბრჭყვიალებულმა გაუღიმა,მელანიამ ვერ გაიაზრა რა უთხრა ალექსანდრემ,იქამდე სანამ მთელი დარბაზის წინაშე ბიჭი მუხლზე არ დაიჩოქა და ხავერდოვან პატარა ყუთს თავსაბურავი არმოხსნა-მელანია ამაღლობელო ცოლად გამომყვები?- ბიჭის სიტყვებმა ყველას ყურადღება მიიქცია და დარბაზში გამეფებული ხმაური ერთიანად გააპო.რა დაემართა მელანიას? გაშეშდა,იცოდა რომ უყვარდა,იცოდა რომ მის გარდა სხვა ადამიანი არ სჭირდებოდა ცხოვრებაში,იცოდა რომ მის გარეშე ვერიარსებებდა,მაგრამ არასდროს წარმოედგინა ეს სცენა,მის წინ ჩამუხლული ალექსანდრე ბეჭდით ხელში.ემოციური არასდროს ყოფილა,იმაზეც კი იცინოდა რა ემართებათ ამგოგოებს ხელისთხოვნის დროს ტირილით რომ სკდებიანო,თუმცა არასდროს თქვა არასდროს,უნებურად დატოვეს ცრემლებმა მისი ქუთუთოები და თავხედურად დაეშვნენ აწითლებულ ღაწვებზე. -მე..- ჩუმად წარმოთქვა- თანახმა ვარ-თვითონ ძლივს გაიგო თავისივე წარმოთქმული სიტყვები ,ბიჭთანერთაჩაიმუხლა და ძ₾იერად შემოავლო წვრილი მკლავები.ალექსანდრემ სიხარულისგან წამოიტაცა სიფრიფანა სხეულიდა ძლიერად მიიხუტა. -ჩემი დაქალი თხოვდება ხალხო!- იმხელაზე იკივლა აცრემლებულმა ნინიამ,უცებ მ,ოიყვანა ყველა გონს -ჯერ ანა ნინია! პირობა პირობაა- მშვიდი ტონითგამოაცხადა ბატონმა ლევანმა,მელანიას მამამ -რა პირობა?-უცებ მოვიდა გონს ნინია და ალექსანდრეს მიუბრუნდა -სასიმამროს თანხმობა დავიმსახურე იმ პირობით,თუ 18 წლის იუბილემდე არანაირი ქორწილიდა ღლაბუცობები არ იქნება-გაიცინა და წარბები აუთამაშა აწუკვე საცოლეს. აწმყო: გიჟივით დაარბენინებდა მაღაზიებში ქანცგამძვრალ მელანიას ნინია.ათასი კაბა მოიზომა,ათიათასი ფეხსაცმელიდა თავისი მოსაწონი მაინ ვერაფერი ნახა.შუადღით ძლივს მიაგნო მისთვის შესაფერის დრესშოპს და ტანზე გამოყვანილი თეთრი კაბა შეარჩია,ვერცხლისფერად მბზინავი ფეხსაცმლით,ყოველთვის უყვარდა ბრჭყვიალა სამოსი.მელანია განსაკუთრებულს არაფერს იცვამდა,კარადაში შესაფერისი სამოსი ისეცმაქვს და რამეს ავარჩევო.საბოლოოდ თითქმის ისეთივე კაბა ჩაიცვა როგორიც ნინიამ,შავი ტანზე გამოყვანილი,ლობუტინებთან ერთად,გრძელი წაბლისფერი თმა კოსად შეიკრა ,ნინიამ კი რამეგანსხვავებული მინდაო,ჩამოისწორა ხვეულებიდა უბრალოდ დაიტალღა ბოლოები,წითელი ტუჩსაცხი არ დავიწყებია. ექვს საათზე უკვე რესტორანში იყვნენ,ზუკა არ ჩანდა,თვითონ რესტორანშიც არც ისე ბევრი ხალხი იყო თუმცა მელანია მაინც შეწუხდა -მე ვერანდაზე გავალ ცოტახანს-გოგონებთან მდგარ ნინიას ჩასჩურჩულა და ნელი მიხვრა-მოხვრით დაიძრა გასასვლელისკენ.გამოვიდა თუ არა გარეთ დეკემბრის სუსხმა თავისი ქნა და ტანზე ეკლებმა დააყარეს -პალტო მაინც ამომეღო მანქანიდან-თავისთვის ჩაილაპარაკა და სიცივისგან შეწუხებულმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა,როცა ზურგიდან ხავერდოვანი ხმა მოესმა -სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო გამიგია-ის იყო შებრუნდა,რომ მამაკაცის სახე დაენახა და ყველგან ჩაქვრა სინათლე,კაცმა დრო იხელთა და მთვარის შუქით განათებულ გოგონას სხეულს ელვის სისწრაფით მიუახლოვდა და ტუჩებზე თავხედურად დააცხრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


