შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის შიშები (სრულად)


დღეს, 04:22
ავტორი სვანი
ნანახია 0

კარზე გამაყრუებელმა კაკუნმა გამოაღვიძა.თავი წამოსწია და ოთახს უკმაყოფილო მზერა მოავლო.ბუხრის წინ,დივანზე ჩასძინებოდა.ზმუილით წამოდგა ფეხზე და თავი მოიქექა
-ამ შუა ღამეს,ვინ ჯანდაბაა
ამოიზმუვლა და თვალებდახუჭული წავიდა შემოსასვლელისკენ.ინსტიქტურად გადასწია საკეტი და ხის მასიური კარი ნელა გამოაღო.ინტერესით დააჩერდა დაუპატიჟებელ სტუმარს.ზღურბლზე აქოშინებული,ფერდაკარგული და გაყინული გოგონა იდგა,რომელიც ელვის სისწრაფით შევარდა სახლში,კარი მაშინვე მიხურა და ზედ ზურგით აეკრო.წარბაწეული უყურებდა გოგონას მოქმედებას და საერთოდ ვერ ხვდებოდა,რა ხდებოდა
-უნდა...უნდა მიშველოთ
ძლივს ამოიხრიალა მან და თვალები ისე სწრაფად აატრიალა,გონს ვერ მოვიდა.გოგონამ გონება დაკარგა და მსუბუქად ჩაეშვა წინ გამოწეულ მის მკლავებში
-ჯანდაბა
ჩაიდუდღუნა და სწრაფად წაიყვანა უცნობი ბუხრისაკენ და ფრთხილად დააწვინა დივანზე.საშინლად გამოიყურებოდა.თხელი,მკლავიანი მაისურისა და ჯინსის გაცრეცილი შარვლის გარდა არაფერი არ ეცვა,არადა გარეთ საშინლად ყინავდა.ალმაცერად აათვარიელა გონწასული და მისკენ დაიხარა.სახეზე მიკრული თმა გადაუწია და უკეთ დააკვირდა გაფითრებულს.ტუჩი გახეთქვოდა და ლოყებზე პატარა ნაკაწრები აჩნდა.ამის გარდა,მარჯვენა ბარძაყზე,შარვლიდან მდორედ მოჟონავდა ალისფერი სისხლი.შეძლებისდაგვარად ფრთხილად შეარხია ისე,რომ არ შეეშინებინა,მაგრამ ის არც კი განძრეულა
-ღმერთო,რა დაგიშავე
ამოთქვა და იქვე დადებულ წყლის ჭიქას დასწვდა.ხელისგულზე დაისხა წყალი და მსუბუქად შეეხო გოგონას გაყინულ ლოყებს.ისიც მაშინვე შეკრთა და თვალები სწრაფად გაახილა
-ძალიან გთხოვთ,არ გამაგდოთ...მე...მე მომსდევენ
ტირილი დაიწყო დაუპატიჟებელმა სტუმარმა და ეცადა,წამომჯდარიყო,მაგრამ გაყინული სხეული ვერ დაიმორჩილა
-მე...თქვენს გარდა ვერავინ მიშველის
ისევ ტიროდა და საცოდავად შეჰყურებდა წარბებაწეულ მამაკაცს
-არ ვაპირებ,გაგაგდო!
ჩაიდუდღუნა და მაგიდაზე ჩამოჯდა.გოგონამ ცრემლები აკანკალებული ხელებით შეიმშრალა და პოტენციურ მშველელს შეხედა
-ნორმალურად ამიხსენი,რა ხდება! მაქსიმალურად შეეცადა, არ დაეფრთხო გოგონა,მაგრამ არ გამოუვიდა,ისედაც ბოხი ხმა სულ დაბოხებოდა.წარბაწეულმა დახედა სტუმარს,რომელიც შესამჩნევად კანკალებდა და გალურჯებულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ფეხზე წამოდგა
-წამოდი,ცხელი აბაზანა მიიღე
წამოდგომაში მოეხმარა.წვრილ წელზე გამოსდო მკლავი და კიბეებზე ფრთხილად აიყვანა.სააბაზანოს კედელთან რასაც ჰქვია ააყუდა,თვითონ კი სუფთა ტანსაცმლის მოსატანად გაბრუნდა.წარბებშეკრული დააბიჯებდა და კიდევ უფრო აშინებდა დაფეთებულს.მალევე დაბრუნდა მაისურითა და სპორტული შარვლით ხელში.იქვე კარადიდან პირსახოცი გადმოიღო და გოგონას შეაჩეჩა
-შარვალი არ ჩაიცვა დასვრი,ჭრილობას გადაგიხვევ
ამოთქვა და კარი გამოიხურა.შეეშინდა რამე არ დამართნოდა უცნობს და აბაზანის კართან აეტუზა.დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია,რადგან გოგონა მალევე გამოვიდა.ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა მის უზარმაზარ მაისურში,ღიმილი ვერ შეიკავა.მორცხვად იდგა თავდახრილი და თავის ფეხებს დასჩერებოდა.ფერზე მოსულიყო.უსიცოცხლოდ გაფითრებული ლოყები ახლა ოდნავ შევარდისფერებოდა. სამზარეულოში მასთან ერთად შევიდა და კარადიდან სამედიცინო ყუთი გადმოიღო,შემდეგ კი სტუმარს დააჩერდა
-აქ მოდი
დაუძახა კართან გახევებულს და სკამზე ჩამოჯდა.ისიც ჩუმად მიუახლოვდა და წინ დასჯილი ბავშვივით დაუდგა. მოულოდნელად მოხვია წელზე თითები და მაგიდაზე შემოსვა.მაისური ოდნავ აუწია და ბარძაყზე ჭრილობას ალმაცერად დააჩერდა
-არ მოყვები,რა დაგემართა?!
ქვევიდან ახედა თვალებდაქაჩულს და კიდევ უფრო დააბნია.გოგონამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თითები ერთმანეთს გადააჭდო
-მე...მე ნინია მქვია
ამოთქვა მან და მკრთალად გაუღიმა.ბიჭს არაფერი უთქვამს.ანიშნა,გაეგრძელებინა
-ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში ვმუშაობ.ერთი კვირის წინ, ჩვენს მუდმივ კლიენტს პასპორტი5 დარჩა ნომერში.ბაზაში ვამოწმებდი და მანდვე ვნახე,რომ საგზური ჰქონდა მოგებული ხევსურეთში.როდესაც დავურეკე ამ საგზურზეც ვაცნობე.მადლობის ნიშნად,რომ პასპორტი სწრაფადვე ვიპოვნეთ,საგზური მე მაჩუქა
ნინია მაშინვე ატიტინდა და ლოყები კიდევ უფრო აუწითლდა,კაცმა წარბაზიდულმა,რომ ახედა
-ყოველთვის მინდოდა აქ წამოსვლა და უარი არ მითქვამს უფასო ბინაზე,მგზავრობასა და კვებაზე
მხრები აიჩეჩა და თავის ფეხს დახედა,რომელზეც გადამრჩენელის საოცრად მოვლილი და ლამაზი თითები გადაჭდობოდა.კაცი წარბებშეკრული ამუშავებდა საკმაოდ ღრმა,დიდ ჭრილობას და ისე უსმენდა მას
-მისამართი გამომართვეს და მითხრეს,ჩვენ მოგაკითხავთ და წაგიყვანთო.ისე მიხაროდა, საერთოდ არაფერზე მიფიქრია...ააუუჩ
ნინიამ ხმა ვერ დაიმორჩილა და ტკივილისგან წამოიკივლა.მარჯვენა ხელით კი კაცის შიშველ მხარს ჩააფრინდა
-მეტკინა
ამოიტირა და ამღვრეული თვალები სწრაფად დაახამხამა მზერის დასაწმენდად.ისეთი სახით შეხედა,საწყალმა გოგონამ,ინანა თავისი ვერდაფარული ტკივილი
-განაგრძე
ამოთქვა და გახურებული თითები ნინიას ფეხს ააყოლა
-რა თქმა უნდა,დიდი სიხარულით გავემზადე და ბედნიერი ველოდი ჩემს ტურს.ორმა მამაკაცმა მომაკითხა და წამომიყვანა.საეჭვო არაფერი შემიმჩნევია,ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.ალბათ, ქალბატონი ლიზა ვეგონე ისე მებყრობოდნენ.დანიშნულების ადგილას რომ მივედით,გავოცდი.ჩემი მილიონვარსკვლავიანი სასტუმროს ნაცვლად,პატარა დანგრეული ქოხი დამხვდა.მაშინვე წივილ-კივილის ატეხვა მინდოდა,მაგრამ მაცადა ვინემ?მომენტალურად გამთიშეს რაღაც ჯანდაბით
ჩაიდუდღუნა და გიყინული თითებით უკეთ მოეჭიდა მის მხარს
-რომ გამოვფხიზლდი,ოთხაში ვიწექი და თავზე ის ორი კაცი მედგა.ისე შემეშინდა,ვერაფერი ვკითხე.თვითონ მითხრეს,გაგიტაცეთ და გამოსასყიდს ვითხოვთო
-ოჯახის წევრებს რა უთხარი,მანდ რომ მიდიოდი?!
ისეთი ხმა ჰქონდა,თითქოს ნინია მისი ვინმე ყოფილიყო და ტუქსავდა
-მამიდას გარდა არავინ მყავს.მას კი ვუთხარი,რომ სამსახურიდან მიშვებდნენ გოგონა საცოდავად აიწურა და დაქაჩული თვალები დაბლა დახარა.ისეთი მკაცრი მზერით უყურებდა,სულ გააგიჟა
-როგორ გამოიქეცი?
-ჩაეძინათ
ნინიამ მხრები საყვარლად აიჩეჩა და კიდევ ერთხელ შეკრთა ტკივილისაგან
-მინდოდა,ჩუმად გამოვსულიყავი,მაგრამ ვერ მოვახერხე.უკვე ეზოს ვტოვებდი,რომ შემამჩნიეს და მაშინვე ამედევნენ.ძლივს მოვრბოდი,საშინლად მციოდა და მეშინოდა.ცოტა ზორბა კაცები იყვნენ და სისწრაფეში ვაჯობე.რამდენიმე სახლში ვეცადე შესვლა,სანამ თქვენამდე მოვიდოდი,მაგრამ ზოგან ძაღლი იყო,ზოგან საერთოდ არავინ ნინიას ხმა გაუტყდა და საცოდავად დახედა კაცს,რომელიც უკმაყოფილო მზერით უყურებდა -რომ ვერ გამოქცეულიყავი,გამოსასყიდს გადაგიხდიდნენ?
გოგონას გულწრფელად გაეცინა და გამოაჩინა კიდევაც ლამაზი,თეთრი კბილები
-ხომ გითხარით,მამიდას გარდა არავინ მყავს,რომელსაც ერთი თეთრიც არ უგიდა საფულეში
-და მეგობრები,ან ნათესავები?
-ერთადერთი მეგობარი მყავს და ისიც,ჯიბეგაფხეკილია
ჩაიჩურჩულა და ეცადა ვერშეკავებული ცრემლები დაემალა.კაცმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მაგიდიდან ფრთხილად ჩამოსვა.ნინია დამრგვალებული თვალებით შეჰყურებდა წელსზემოთ შიშველ,მასზე საკმაოდ მაღალ გადამრჩენელს
-მადლობა
ჩაიჩურჩულა და ერთ ადგილას რწევა დაიწყო
-ეტყობა გშია,დაჯექი რამეს გაგიმზადებ სკამზე ჩამოსვა,თვითონ კი ხელები სწრაფად გადაიბანა -საიდან მიხვდით,რომ მშია?
ნინია გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მაცივართან მდგარს
-შენმა მუცელმა დამაყრუა
ტუჩი აიბზუა და ისევ მაცივარს მიუბრუნდა.ნინიას ისე შერცხვა,იქიდან გაქრობა მოუნდა.ნერვიულად ჩააფრინდა მაისურის ბოლოებს და წვალება დაუწყო
-თუ ხვდები,რომ დაუფიქრებლად მოიქეცი?!
-ვხვდები
თავი დახარა.მართლა ძალიან რცხვენოდა საკუთარი საქციელის.იცოდა,როგორ ანერვიულებდა მამიდას,რაზეც მანამდე საერთოდ არ უფიქრია
-უბრალოდ,არ მაქვს იმის საშუალება,სადაც მინდა იქ ვიარო.ნაჩუქარმა,უფასო ტურმა კი საოცრად გამახარა და ყველანაირი ფიქრის უნარი დამიხშო
ნინიას ისეთი გამტყდარი ხმა ჰქონდა, ვეღარაფერი უთხრა.სწრაფად გამზადებული კერძი მაგიდაზე დაუდგა და თვითონ წინ ჩამოუჯდა
-გაგიმართლა,დღეს დილით უნდა დავბრუნებულიყავი ქალაქში,მაგრამ რატომღაც დარჩენა გადავწყვიტე
-ვერც კი წარმოიდგენთ,ისეთი მადლიერი ვარ თქვენი
ნინია გემრიელად მიირთმევდა მის ნახელავს და სიამოვნებისგან ზმუოდა
-რამდენი წლის ხარ?
-ოცდაოთხის
საყვარლად გაიღიმა და წვენი მოსვა.ეგონა მთელ სახლს გადაჭამდა დაუპატიჟებელი სტუმარი,მაგრამ შეცდა,გოგონამ გამზადებული კერძის ნახევარი ულუფაც კი ვერ შეჭამა
-და თქვენ რა გქვიათ?
-გეგი
-სასიამოვნოა
ნინიას საოცრად უხდებოდა ბავშვური,მეამიტური ღიმილი და გეგიც მონუსხული მისჩერებოდა მას
-შეიძლება,მეც თქვენთან ერთად წამოვიდე თბილისში?
-შეიძლება
-მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის,თქვენ რომ არა,ახლა შეიძლება მკვდარიც ვყოფილიყავი
ამოთქვა და აწყლიანებული თვალები სწრაფად დახარა.გეგიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ფეხზე წამოდგა
-ოთახს გაჩვენებ.
ნინია უზარმაზარ,უკომფორტულეს საწოლში იწვა,მაგრამ ვერაფრით იძინებდა.ორად მოკეცილი კანკალებდა და ძლიერად იხვევდა ხელებს მუხლებზე.აღარ შეეძლო ასე.ფეხზე თვალებდახუჭული წამოდგა და ოთახიდან პლედშემოხვეული გაიძურწა.ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ბუხრის წინ,დივანზე დაჯდა.საოცრად ესიამოვნა სითბო.ფეხები აიკეცა და უკეთ მოეწყო.გრძნობდა,როგორ უჭირდა სუნთქვა,მაგრამ განძრევის თავიც არ ჰქონდა.თვალები ვერაფრით ახელდა იმდენად დაღლილი იყო.ძილ-ბურანში იყო,ლოყაზე თბილი თითები რომ შეეხო.ძლივს დააშორა ერთმანეთს დამძიმებული ქუთუთოები და დანისლული მზერა შეანათა თავზე წამომდგარ გეგის
-აქ რას აკეთებ?
-შემცივდა და ჩამოვედი
ამოილუღლუღა და გეგის თითები ბალიშსა და თავის ლოყას შორის მოიქცია
-სიცხე გაქვს
გეგიმ ბალიშზე საცოდავად გადაგდებული თავი გაუსწორა.სიცხის დამწევი არ ჰქონდა,მხოლოდ ჩაი მოადუღა და ფრთხილად შეარხია ჩაძინებული ნინია.ერთი ამოიზმუვლა და შეძლებისდაგვარად იცვალა გვერდი
-ცხელი ჩაი უნდა დალიო
ტანზე შემოხვეული პლედი გადახადა და ოდნავ წამოსწია.ნინიას მინიმუმ ორი ზომით დიდ მაისური წელზე აჰკეცვოდა.კაცმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მაისური სწრაფად გაუსწორა
-უნდა გამოფხიზლდე
ყურში უჩურჩულა მობუტბუტეს და თითები სახეზე ჩამოუსვა
-არ მინდა გამოფხიზლება
ძლივს ამოთქვა და თავი მის ზურგს უკან მჯდომ გეგის გადაადო მხარზე
-არა,გამოფხიზლდი და დალიე ჩაი
ნინიამ ამოიზუზუნა და ფინჯანი ბუზღუნით გამოართვა გეგის,რომელიც თითებგაწვდილი იჯდა.ეშინოდა,ნახევრად მძინარეს,ზედ არ გადაესხა მდუღარე სითხე
-ძალიან მცივა
ამოიწუწუნა და კიდევ უფრო კარგად მიეყრდნო მასზე შემოხვეულ გეგის
-მალე გათბები
-აღარ მინდა დაუმსახურებელი ხევსურეთი ნინიამ ისე მოულოდნელად დაიწყო ტირილი,გეგი გონს ვერ მოვიდა
-დამშვიდდი,ყველაფერი რიგზეა
ჩაის ფინჯანი გამოართვა და იქვე დადო.პლედში კარგად გახვია და თავადაც გვერდით ჩამოუჯდა -ხვალ სახლში დაბუნდები და ყველაფერი კარგად იქნება
ხელები შემოხვია და თმაზე დაუსვა თითები.ნინიას მალევე ჩაეძინა.გეგის ეშინოდა ისევ არ გაღვიძებოდა და არც კი განძრეულა. წელის ტკივილმა გამოაფხიზლა და თავი ოდნავ წამოსწია.სიფრიფანა სხეული მკერდზე აჰკვროდა და მშვიდად ეძინა.ოდნავ გაიღიმა და შუბლზე ფრთხილად შეახო თითები.მაღალი სიცხე არ ჰქონდა,მაგრამ სახეზე ეტყობოდა დაღლილობა.არ უნდოდა გაეღვიძებინა,მაგრამ წელის ტკივილს ვეღარ უძლებდა.ყველანაირად შეეცადა,ფრთხილად გადაეწვინა,მაგრამ ნინია მაინც შეფხიზლდა.თავი უცებ წამოსწია და შიშით მოავლო ოთახს თვალი
-დამშვიდდი
ფრთხილად გაუღიმა დაბნეულს და პლედში გაბლანდული ხელი გაუნთავისუფლა.გოგონა ისევ დაბნეული და თვალებდამრგვალებული შესცქეროდა
-ძალიან მცივა
ძლივს ამოთქვა გონს რომ მოვიდა.ერთი გადახედა მას და პლედში თავიდან გაეხვია
-მაღალი სიცხე გქონდა.ვიცი,შეუძლოდ ხარ,მაგრამ უმდა წავიდეთ
-ჰო,უნდა წავიდეთ
ამოილუღლუღა და ფეხზე წამოდგა.რამდენიმე ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული საშინელი თავბრუსხვევა,რომ იგრძნო.დისორიენტირებული ჩამოეყრდნო დივნის საზურგეს და თვალები მაგრად დახუჭა.იგრძნო ძლიერი,მხურვალე თითები წელზე და შეკრთა,სწრაფად ახედა სახემოქუფრულ გეგის
-დაჯექი ცოტა ხნით
იქვე ჩამოსვა და ზევიდან დააჩერდა წარბებშეკრული
-მგზავრობას შეძლებ?
ნინიამ ნერწვი მძიმედ გადაყლაპა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
-კარგი,რომ ჩავალთ საავადმყოფოში მიგიყვან გეგიმ სწრაფად წამოკრიბა ნივთები და ნინიას თავისი მოსაცმელი მოახურა მხრებზე.ისიც სწრაფად გაეხვია მასში და მანქანაში ჩაჯდა. ცდილობდა, არც სწრაფად ეარა და არც ნელა.ნინიას თითქმის მთელი გზა ეძინა.რომ გამოფხიზლდა უკვე თბილისში შედიოდნენ
-შეგიძლიათ,აქვე გამიჩეროთ
გეგიმ ისეთი სახით გახედა,საცოდავად მომზირალს,უარესად დაემანჭა სახე
-საავადმყოფოში მიგიყვან და სახლში დაგტოვებ! ისეთი მკაცრი ხმით უთხრა,ნინიამ ვეღარაფერი თქვა.სწრაფად აარიდა მზერა და მის მოსაცმელში უკეთ გაეხვია.ძვირადღირებული კლინიკის დერეფანში მიაბიჯებდნენ.ნინიას გეგის უზარმაზარი სპორტული შარვალი და ორი ზომით დიდი მაისური ეცვა,მხრებზე კი ისევ მისი მოსაცმელი მოეხურა.გეგიმ დაუკითხავად შეაღო ერთ-ერთი კაბინეტის კარი.ნინიას მკლავზე დაექაჩა და ოთახში შესვა.გოგონა დაბნეული აცეცებდა თვალებს და არ იცოდა,რა უნდა ექნა
-გამარჯობა,თამარ
ძალით ჩამოსვა ნინია სკამზე და თავადაც გვერდით ჩამოუჯდა
-რაო გეგი,ხომ არის მშვიდობა?
ქალმა გაიცინა და ჯერ გეგის გადახედა,შემდეგ კი დაბნეულ ნინიას
-ბევრი დრო არ მაქვს.სიცხე ჰქონდა გუშინ და გასინჯე რა
-ჯერ გამაცანი
გეგიმ თვალები აატრიალა და სარივით დაჭიმულ ნინიას გვერდულად გადახედა
-თამარ,არ მაქვს მეთქი ბევრი დრო!
ამოთქვა და ოთახი დატოვა.ნინია აწურული იჯდა და არ იცოდა,თვალები სად წაეღო
-კარგი,მე თამარი ვარ.მითხარი რა გაწუხებს ქალმა ერთი ამოიხვნეშა და ისევ გოგონას მიუბრუნდა
-არაფერი მაწუხებს...
ძლივს ამოთქვა და დამრგვალებული თვალებით ახედა, მასზე მიჩერებულ ექიმს
-ფერი არ გადევს სახეზე
ფეხზე წამოდგა და წინ დაუდგა მას
-კარგად ვარ,მართლა
-ანალიზები ჩავაბაროთ მაინც
-გეფიცებით,კარგად ვარ
ნინია ისე დაიბნა,უაზრო ბუტბუტი დაიწყო.ფეხზე წამოხტა და საცოდავად ააჩერდა ქალს
-კარგი,კარგად ხარ
გაუღიმა და გაყინულ ლოყაზე შეახო საოცრად თბილი თითები
-ჩამოჯექი.შეიძლება,რაღაც გკითხო?
ქალმა სავარძელში დააბრუნა და თავადაც გვერდით ჩამოუჯდა.ნინიამ თავი სწრაფად დაუქნია,თანხმობის ნიშნად და გაღიმებული შეაჩერდა
-სად იყავით შენ და გეგი?
-ხევსურეთში,მაგრამ ერთად არ ვყოფილვართ ამოილუღლუღა დაბნეულმა და თავის თითებს დააჩერდა
-ისე წავიდა არც კი გავუფრთხილებივარ.არ უთხრა,რომ გკითხე
თამარმა ნაღვლიანად გაუღიმა და ამით აგრძნობინა,რომ წასვლა შეეძლო
-ნახვამდის
ნინიამაც გაუღიმა და კაბინეტი დატოვა.გეგი იქვე იდგა.მხრით კედელს იყო მიყრდნობილი და ტელეფონზე საუბრობდა.ნინია ნელა მიუახლოვდა და წინ დაუდგა.ბიჭმა ერთი დახედა და უთქმელად გაუყვა დერეფანს.ისიც უკან აედევნა,დასჯილი ბავშვივით.მანქანასთან რომ მივიდნენ,გეგი ისე მკევთარდ შემოტრიალდა,ნინიამ შიშით წამოიკივლა
-რა გითხრა?
-არაფერი
დაბნეულმა ახედა ორი თავიდ მაღალს
-აბა,იმდენ ხანს რას აკეთებდი შიგნით?
-მითხრა,რომ საშიში არაფერი არის
-ჩაჯექი
გეგიმ ღრმად ამოისუნთქა და სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი
-მისამართი მითხარი
-ძალიან დიდი მადლობა,მაგრამ მართლა არ არის საჭირო
გეგიმ ისეთი თვალებით გადახედა,რომ ნინიამ სახლის მისამართი დაუფიქრებლად ამოთქვა.ხმის ამოუღებლად იმგზავრეს.გეგიმ მანქანა ერთ-ერთი კორპუსის წინ შეაჩერა და გოგონას გადახედა
-ვერც კი წარმოიდგენთ,როგორი მადლიერი ვარ.თქვენ რომ არა,ახლა არ ვიცი სად და როგორ ვიქნებოდი.ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ნინიამ ბოლოჯერ გაუღიმა პოტენციურ მშველელს და მანქანიდა გადავიდა
-და ჰო,თამარი თქვენზე ძალიან ღელავს სწრაფად მიაძახა და სადარბაზოსკენ გაიქცა.ენაზე მწარედ იკბინა,თავი რომ ვერ შეიკავა.ისეთი აწითლებილი შევარდა სახლში,ძლივს დაიბრუნა ადამიანის სახე.ტელევიზორის წინ ჩამომჯდარი მამიდა რომ დაინახა,კივილით მივარდა და მთელი ძალით გადაეხვია
-ციცოო,არ მჯერა,ისევ რომ გხედავ
ისე ეხვეოდა ქალი ლამის მოგუდა
-მოგენატრე,ჩემო ბარტყო?
-მომენატრე აბა,არაა?
ლოყები დაუკოცნა და იქვე ჩამოუჯდა
-მერე,არ უნდა გაგხსენებოდი და არ უნდა დაგერეკა?!
-აუუუ მამი,ყველაფერი დავკარგე.ტელეფონიც,ნივთებიც და ლამის მეც დავიკრგე
გაუცინა და კიდევ ერთხელ მოეხვია
-როგორ დაკარგე,არ გადამრიო
შეშფოთებულმა ამოთქვა და წყენით გადახედა ძმისშვილს
-რასაც არ ეშველება,მოდი არ ვინერვიულოთ
-ეს რაები გაცვია,მამიდა?
-ჩემმა თანამშრომელმა მათხოვა,შიშველი ხო არ ვიქნებოდი
გაეკრიჭა და ოთახში შევარდა,ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად.გეგის ნივთები ლამაზად დაკეცა და იქვე დააწყო.საღამომდე ეძინა,სანამ ელენე არ დაადგა თავზე
-ადექი,ციცო უკვე აკეთებს ჩაის
წარბაწევით დახედა და ცხვირაწეულმა დატოვა ოთახი.გვიანობამდე ისხდნენ პატარა სამზარეულოში და პიტნის ჩაის სვამდნენ
-ხვალ გამოგივლი და ერთად წავიდეთ სამსახურში
ელენე ორივეს დაემშვიდობა და კიბეები ღიღინით ჩაირბინა.ნინიამ მამიდას გემრიელად აკოცა და საწოლში შეძვრდა.გაეღიმა,გეგის მუქი ლურჯი თვალები რომ გაახსენდა.გულში კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და გაბადრული სახით მოეხვია ბალიშს.
მთელი დღე გადარბენაზე იყო.მიმღებში იდგა ქანცგამოცლილი. თავი ასწია და ახლად შემოსულ სტუმარს გაუღიმა
-მოგესალმებით
-ოთახია დაჯავშნილი ჩემს სახელზე
ქალმა ცხვირზე დაკოსილი სათვალე მოიხსნა და ზევიდან დახედა ნინიას
-დიახ,პირადობა მომაწოდეთ და ახლავე შევამოწმებ
კიდევ ერთხელ გაუღიმა მაღალ,ქერა ქალს და კომპიუტერის ეკრანს მიაჩერდა
-სასტუმროს დირექტორი უკვე მობრძანდა?
-დიახ,ბატონი გია უკვე სასტუმროს რესტორანში იმყოფება
-ვაიმეე,ნინია ისეთი ღვთაება კაცი მოვიდა ამ წამს
ქალს თავის პირადობას უბრუნებდა ,აკივლებული,ელენე რომ მივარდა
-უკაცრავად,ელენე ახლა ამის დრო არ არის თვალები დაუბრიალა ტუჩაწეულ დაქალს და ისევ ქალს ახედა
-შეგიძლიათ მიბრძანდეთ,ესეც ნომრის გასაღები როგორც კი გააცილა ელენეს დააცხრა თავზე
-გაგიჟდი,ქალო?ლამის გააქციე ის ქერა ბარბის თოჯინა
-რა დროს ეგაა,ნინია?დაცვის ბიჭი მეუბნებოდა ახლა,სასტუმროს ახალი მეწილე ეყოლებაო.რა კაცია,უნდა გენახა,კამფეტი
ელენე აღფრთოვანებული აქნევდა ხელებს და თვალებაციმციმებული შეშჩერებოდა დაქალს
-როგორ მოხდა,გია ვიღაცას რაღაცას რომ უყოფს ნინიას გაეცინა და მათკენ წასულ დაცვას გახედა -მოდის შენი პრინცი
ელენემ მხარი გაჰკრა და ახითხითებული გაშორდა
-საღამო მშვიდობისა,ნინია
-საღამო მშვიდობისა,ლადო
ძალით გაუღიმა და კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა
-გაიგე,ახალი მეწილის შესახებ?
-ელენემ მითხრა
-იქნებ ამან მაინც დაგვასვენოს და ახლა მაინც გამოვნახოთ დრო ერთმანეთისვის
ნინიამ კინაღამ ხელში ჩაბღუჯული კალამი ესროლა,უაზროდ გაფხორილ ლადოს
-თუ შეიძლება,საქმეს დავუბრუნები ჩაიბურტყუნა უხერხულად და სწრაფად გაშორდა იქაურობას.ელენეს რამდენიმე წუთით გასვლა მოუწია და ისეთი ქაოსი ჰქონდა,ვის სად აბინავებდა,ვეღარ ხვდებოდა.
გეგიმ ასისტენტთან ერთად შეაბიჯა შენობაში,რომელიც გაქაფული აცნობდა კონტრაქტის დეტალებს
-თქვენ შეგიძლიათ,პირდაპირ რესტორანში მიბრძანდეთ და მეც ახლავე მოვალ
გოგონამ ღიმილით ახედა წარბებშეკრულ უფროსს
-დაგელოდები
ამოთქვა და იქვე დადგა.გოგონა სწრაფად გავარდა მიმღებში და უსწრაფესად დაარეგისტრირა ნომერი.გეგი წარბაზიდული ჩაშჩერებოდა ფურცლებს და ზედმიწევნით აკვირდებოდა თითოეულ საკითხს.საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას სასტუმროს შესასვლელში მოზუზუნე ხალხს
-ელენე,სასწრაფოდ მოდი,თორემ გია ერთმანეთზე შეგვადუღებს
გეგი შეცბა,ნაცნობი ხმა რომ გაიგო.თავი სწრაფად ასწია და დერეფანში გავარდნილ მოკლე,შავ ქვედაბოლოში გამოწყობილ გოგონას თვალი გააყოლა.უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და ინტერესით მიაჩერდა მომღიმარ ნინიას,რომელიც მის ასისტენტს ესაუბრებოდა.ფურცლები სწრაფად დახურა და მათკენ წავიდა.რამდენიმე ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული,სოფო წინ რომ აესვეტა
-ბატონო გეგი,ყველაფერი მოვაგვარე.შეგვიძლია,ბატონ გიას შევხვდეთ გეგიმ ჯერ სოფოს დახედა,შემდეგ კი ნინიას შეაჩერდა,რომელიც საცოდავი სახით უყურებდა მასთან ჩამომდგარ დაცვას
-წავიდეთ
სწრაფი ნაბიჯით წავიდა სასტუმროს რესტორნისაკენ.მთელი საღამოს განმავლობაში ნინიაზე ფიქრობდა და ამას ვერაფერს უხერხებდა.სასმლის ჭიქაზე შემოხვეულ თავის თითებს მისჩერებოდა,წინ ხემოწერისთვის გამზადებული საბუთები რომ დაუდეს და გამოაფხიზლეს.წარბებქვევიდან ახედა გიას,რომელიც მის გვედით ჩამომჯდარ ქერა ქალს შესციცინებდა.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სწრაფად მოაწერა ხელი,შემდეგ კი ფეხზე წამოდგა
-მიხარია,რომ ყველაფერზე უპრობლემოდ შევთანხმდით
გიამაც მას მიბაძა და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა
-სასტუმროს ოთხმოცი პროცენტი თქვენია გაუღიმა და ხელი ძლიერად ჩამოართვა გეგის,შემდეგ კი ისევ ქალს მიურბუბდა
-მეც მიხარია.საბუთები ნომერში დამიტოვე და შეგიძლია,დაისვენო.მე რაღაც საქმე მაქვს ჩაიდუდღუნა და გიას დაემშვიდიბა.სწრაფად გამოვიდა რესტორნიდან და მიმღების დერეფანს დაუყვა.ნინიას რომ მოჰკრა თვალი შეჩერდა.უაზროდ მომღიმარი დაცვა ისევ მასთან ასვეტებულიყო
-ნეტა,როგორი უფროსი იქნება
-გიას რას უწუნებდი ერთი?მოვიდოდა, ორ ჭიქას დალევდა და იყო თავისთვის
ნინიამ გაიცინა და მიმღებს მოავლო თვალი
-მაგარი მექალთანე არის
ლადომ ხელი ჩაიქნია და ნიშნისმოგებით გადახედა სახედამანჭულ ნინიას
-მე არაფერს მიშავებს მაგის მექალთანეობა.თავისი პრობლემაა
ამოთქვა და ელენეს დაექაჩა მკლავზე
-ლადო,შემოგვესივნენ ტერორისტები.მიდი,დადექი კართან
ელემემ ხელი აუქნია ლადოს შემოსასვლელისკენ და დიპლომატიურად აგრძნობინა,რომ უნდა წასულიყო
-ამისმა უაზრო მინიშნებებმა,უკვე შემაღონა მოწყვეტით დაეშვა სკამზე და გადაღლილი მუხლები გაშალა
-ცოდოა,გამელოტდა და ცოლს ეძებს
-რაღა მე მომახტა მერე?
-აუფ,რას უწუნებდე ერთი?!მშვენიერი ბიჭია ჩაიქირქილა ელენემ და სწრაფად დაიჭირა ნინიას ნასროლი კალამი
-მე შესვენება მიწევს და წავალ ჩაის დავლევ ნინია ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს.საერთოდ არ შეუმჩნევია იქვე მდგარი გეგი,რომელიც წარბაწეული აკვირდებოდა. თენდებოდა გია და გრძელფეხება ქერა რომ წამოადგა თავზე
-ბატონო გია,რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-გავდივართ ჩვენ და თუ მიკითხეს,უთხარი,დღეს არ ვიქნები
გიამ თვალი ჩაუკრა გაკრეჭილ ნინიას და ქალზე გადაბსკვნილმა დატოვა სასტუმრო
-რატომ გაყიდა ნეტა ამხელა წილი
ელენე გვერდით ჩამოუჯდა ნინიას და ინეტერესით მიაჩერდა გასავლელს
-გაკოტრდა ალბათ.რაც ეს სასმელებში და ქალებში ხარჯავს ფულს,რომელი სასტუმრო გაუძლებს
-ფუ,მე რა ვუთხარი ასეთ კაცებს
თავი გააქნია ელენემ და თავის ადგილს დაუბრუნდა. დილით ერთმანეთზე მიძინებულებმა დატოვეს იქაურობა.ნინიამ ძლივს აიარა კიბეები და ჩუმად შეიპარა სახლში.არ უნდოდა,მამიდა გაეღვიძებინა,მაგრამ ციცო უკვე სამზარეულოში დახვდა
-რატომ გღვიძავს,მამი?
-ჩაი დაგახვედრე
გაუღიმა ქალმა და ცხელი სითხე ჭიქაში ჩამოუსხა
-მადლობა
ხელზე აკოცა და იქვე ჩამოჯდა.ძლივს მიაღწია ოთახამდე.თმის გაშრობა საშინლად ეზარებოდა,ამიტომ თავზე პირსახოცდაკოსილი დაემხო საწოლზე.რა თქმა უნდა,მაშინვე გაითიშა და ასე იყო საღამომდე.რომ გაეღვიძა ციცო სახლში არ დახვდა.სამაგიეროდ ელენემ არ დააყოვნა და შემოგლიჯა შემოსასვლელის კარი
-მოვედი მშვიდობის მტრედი
გაიცინა და დივანზე გაწოლილ ნინიას გვერდით მიუწვა
-აუუ,ისევ დაღლილი ვარ
ამოთქვა და ჭერს ააჩერდა
-ციცო სად არის?
-არ ვიცი,არ დამხვდა სახლში.მეზობელთანაა ალბათ
მხრები აიჩეჩა და ელენეს დახედა
-რა ვქნათ,წავიდეთ კლასის შეკრებაზე?
-წავიდეთ აბა,არ წავიდეთ?მართას ვალაპარაკებ ახლა ჩვენს არ ყოფნაზე
-ისე მეზარება,ვერც კი წარმოიდგენ
ელენემ თვალებდაქაჩულმა ახედა ნინიას და ტუჩები ისე მოკუმა,მიახვედრა,უნდა გაჩუმებულიყო
-მე ახალი უფროსის ინეტერესი მკლავს.ფიზიკურად ისეთია,მარტო მაგის გამო მივალ სამსახურში
ელენეს გაბადრულ სახეზე ნინიამ ისე აატრიალა თვალები,ლამის დაელამდა
-დარწმუნებული ვარ,აბუქებ
-ვაიმე,რას ვაბუქებ,ქალო.რომ შემოვიდა,მთელი სასტუმრო განათდა
-ვნახოთ,ერთი ვინაა
ნინიამ თავი გააქნია და ფეხზე წამოაგდო,დივანზე გართხმული მეგობარი. როგორც ივარაუდეს,მეორე დღესვე დაიბარეს კონფერენციაზე,სადაც ახალი უფროსი უნდა გაეცნოთ.აჟიტირებული ელენე ერთ ადგილას ცქმუტავდა და თითებს იმტვრევდა ნერვიულობით
-სად არის ამდენ ხანს?
სახედამანჭულმა ნინიამ გადაუჩურჩულა დაქალს,რომელიც გაქაფული ესაუბრებოდა ერთ-ერთ თანამშრომელს
-იპრანჭება ალბათ
ელენემ გადაიკისკისა და ინტერესეთ გახედა ახლად შემოღებულ კარს,რომელშიც საშუალო სიმაღლის გოგონა შემოვიდა
-მოგესალმებით,ახლავე მოვა ბატონი გეგი ნინიას წარბები უნებლიედ აეწკიპა და თვალებდამრგვალებულმა გახედა შემოსასვლელს,სადაც სწორედ ის გეგი იდგა,რომელზეც წამის წინ გაიფიქრა.შავი,კლასიკური შარვალი და ცისფერი პერანგი ეცვა,რომლის პირველი ორი ღილი დემონსტრაციულად შეეხსნა.წარბებშეკრული მიაბიჯებდა მაგიდის თავისკენ
-ხომ გითხარი,ღვთაებაა მეთქი
ელენემ ყბაჩამოვარდნილ დაქალს თვალი ჩაუკრა და ისევ ახლა უფროსს გადახედა
-ახლა თავს მოვიკლავ
ამოიზუზუნა ნინიამ და გეგის მზერას რომ გადააწყდა,სწრაფად დახარა თავი
-პირველ რიგში,მოგესალმებით
ოთახში ექოსავით გაისმა გეგის ბოხი,ხრინწნარევი ხმა,რომელმაც ერთიანად დაადუმა იქაურობა
-რაღაც ინფორმაცია გაქვთ ჩემ შესახებ.მე გეგი ხირსელი ვარ,სასტუმროს ოთხმოცი პროცენტის მფლობელი.მინდა გითხრათ,რომ ჯერ-ჯერობით არც ერთი თქვენგანი დაკავებულ ადგილს არ დატოვებთ,თუმცა ვერ შეგპირდებით,რომ ეს მუდმივი იქნება თქვენთვის.დაგაკვირდებით ,ოდნავი უზუსტობაც და მოგიწევთ,აქაურიბას დაემშვიდობოთ.არ მსიამოვნებს ამის თქმა,მაგრამ მირჩევნია,სამსახური დაგატოვებინოთ,ვიდრე სრული ქაოსი იყოს.ეცადეთ,შეინარჩუნოთ თქვენი ადგილი,ან იბრძოლოთ უკეთესისთვის.რაც შეეხება ხელფასებს და სამუშაო გრაფიკს ესეც უცვლელი დარჩება,მაგრამ ვიმეორებ,ჯერ-ჯერობით.დანარჩენზე ჩემი ასისტენტი გაგესაუბრებათ
გეგიმ ყველას მოავლო თვალი და თავის დაკვრით გაემართა გასასვლელისკენ.ნინიამ მოულოდნელობისაგან ამოიგმინა,მაჯაზე ძლიერი თითები რომ გამოედო და ფეხზე წამოაყენა.გეგი მასთან ერთად მიიწევდა გასასვლელისკენ.ისე მიაფრიალებდა სიფრიფანა სხეულს,ნინია ვერც კი შეეწინააღმდეგა.ერთ-ერთ კაბინეტში შევიდნენ.გეგიმ სწრაფად მიხურა კარი და ნინიას დააჩერდა წარბაწეული
-ვიმედოვნებ,ჭკუა ისწავლე და კლიენტების მოგებულ ტურებს დაუფიქრებლად არ გამოიყენებ
ნინია გაოცებული შეშჩერებოდა აწ უკვე უფროსს და ხმას ვერ იღებდა
-იმედია,სამსახურს არ დაკარგავ
-იმედია,არ გამაგდებთ
-შენზეა დამოკიდებული.ერთხელ გადაგარჩინე,მაგრამ მეორედ ვერაფერს შეგპირდები
გეგი ტუჩაწეული დაჰყურებდა ნინიას,რომელიც სახეზე სულ წამოწითლებულიყო
-სჯობს,თანამშრომლებთან ცოტა ილაპარაკო გეგი ნინიასკენ გადაიწია და მის ზურგს უკან კარის სახელურს დაავლო ხელი.ნინიამ ყელთან იგრძნო გეგის ცხელი სუნთქვა და მთელ ტანში გააჟრჟოლა.ტუჩებგაპობილი შეშჩერებოდა უფროსის სახეს
-ეცადე,ჩემთან დარჩე
ყურს უკნა უჩურჩულა და ოთახიდან ისე გასვა,გონს ვერ მოვიდა.დიდხანს იდგა უფროსის კაბინეტის წინ და დამრგვალებულ თვალებს დაბნეული აცეცებდა.ვერ გაეაზრებინა რა მოხდა ცოტა ხნის წინ. დისორიენტირებული მიაბიჯებდა დერეფანში,მკლავში ელენე რომ ჩააფრინდა და გასახდელში შეაგდო
-დაფქვი ყველაფერი!
ამოისისინა და გაფშეკილი საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუფრიალა
-ვაიმე,ელენე სჯობს,აქედან გავიქცეთ
ამოთქვა სახედამანჭულმა და შეძლებისდაგავარად მოკლედ აუხსნა ყველაფერი გახევებულ ელენეს,რომელიც გაოცებას ვერ ასწრებდა
-როგორ გაბედე,ამის დამალვა?!
-ახლა არ გვაქვს საუბრის დრო.ხომ გაიგე,რა თქვა უფროსმა?!დაგაკვირდებითო
ნინიამ ძალით გააგდო დერეფანში აქოთქოთებული მეგობარი და მიმღებისკენ გაემართა
-რესტორანში წვეულება იმართება.ბევრი სტუმარი იქნება და აბა თქვენ იცით
მენეჯერმა სწრაფად ჩამოუარა თითოეულ მათგანს და რესტორნისკენ გავარდა
-ნინია,ქეთის მიმტანად უწევს ყოფნა და ოთახების დალაგებაზე შენ წახვალ თუ წავიდე მე?
-როგორაც გინდა ელე,გადასახადებისთვის მეყოფა ამ თვის ხელფასი
ნინიამ მეგობარს გაუღიმა და თავის საქმეს მიუბრუნდა
-და მე რომ მეზარება,რა უნდა ვქნათ?
-კარგი,მე დავრჩები.მთავარია,ლადოს მზერა მოვიგერიო
გადაიკისკისა და გასასვლელში აყუდებულ ლადოს მიაჩერდა.მათი ცვლა რომ დასრულდა,ნინიამ ელენე სახლში გააცილა.თვითონ გამოიცვალა და ოთახების დალაგებას შეუდგა.კი ეზარებოდა,მაგრამ ზედმეტი ანაზღაურება ნამდვილად არ აწყენდა.შუადღე იყო,ამიტომ ნომრების უმეტესობა დაცარიელებულიყო.მეათე სართული თითქმის ჩამთავრებული ჰქონდა,ერთ-ერთი ლუქსის კარს რომ მიადგა.ოთახში აშკარად იყვნენ.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ფრთხილად დააკაკუნა
-ნომრის დასუფთავება
დაბალ ხმაზე დაიძახა და პასუხს დაელოდა.მალევე გაიგო მამაკაცის ხავერდოვანი,ბოხი ხმა და ფრთხილად შეაბიჯა ნომერში.სიმწრით ამოიგმინა,ფანჯარასთან მდგარი,წელსზემოთ შიშველი გეგი რომ შერჩა,რომელიც გრძელ თითებში მოქცეულ ფურცლებს ჩაშჩერებოდა.კაცმა წარბებქვევიდან ახედა გახევებულ ნინიას -
აქ რას აკეთებ?!
უკმაყოფილო გამომეტყველებით გადადო საბუთები გვერდით და ისევ გოგონას შეხედა
-ნომერს ვასუფთავებ
-შენი საქმე სტუმრის მიღებაა და არა ოთახების დასუფთავება
-კონტრაქტში გარკვევით წერია,რომ ჩემი ცვლის დასრულების შემდეგ შემიძლია,ვიმუშაო,როგორც დამლაგებელმა.ამაზე შეზღუდვა აქამდე არ მქონია.იმედი მაქვს,არც ახლა მექნება
ნინიამ სწრაფად გადააძრო რძისფერი ზეწარი საწოლს და კალათაში ჩააგდო.გეგი წარბებშეკრული ადევნებდა თვალს და დროდადრო ხმამაღლა ქშენდა. შეძლებისდაგვარად სწრაფად შეასრულა თავისი საქმე და ხმისამოუღებლად დატოვა იქაურობა.გვიანი იყო სახლში რომ დაბრუნდა.ჩუმად შეიძურწა ოთახში და ტანზე გამოუცვლელად დაემხო საწოლზე.ძლივს მოახერხა დაძინება.
სასტუმროში დიდად არაფერი შეცვლილა.გეგი თვეების განმავლობაში ადევნებდა თვას ყველას და ყველაფერს.არც ერთი თანამშრომელი გაუთავისუფლებიათ,მხოლოდ დაიმატეს.ნინია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.მხოლოდ ის შეიცვალა,რომ ლადოს აღარ ჰქონდა იმის უფლება,მასთან ჩამომდგარიყო და საათობით ესაუბრა ნებისმიერ თემაზე.იყო გამონაკლისები და სწორედ,ასეთი გმონაკლისი იყო ახლა.ლადო თავზე წამოსდგომოდა ნინიას,რომელიც საცოდავად უღიმოდა
-რომ განთავისუფლდები,არ გინდა,სადმე წავიდეთ?
-არ ვიცი,ვნახოთ
ნინიას არ უნდოდა პირდაპირ უარი ეთქვა და გული ეტკინა მისთვის
-კაი რაა,წავიდეთ სადმე ყავა დავლიოთ.სახლში მე მიგაცილებ.თან ციცოსაც მოვინახულებ
გეგი ახალი შესული იყო სასტუმროში ლადოს ყბედობას,რომ მოჰკრა ყური.წარბები უნებლიედ შეეკრა და კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ.ზევიდან დახედა თვალებდამრგვალებულ ნინიას,რომელიც სწრაფად წამოვარდა ფეხზე
-შუადღე მშვიდობისა,ბატონო გეგი
საცოდავად გაუღიმა და თვალებდაქაჩულმა გადახედა ლადოს.გეგიმაც მას მიბაძა და გვერდულად შეხედა ბიჭს.მის მკერდზე მიმაგრებულ ვერცხლისფერ გულსაბნევს ალმაცერად შეავლო თვალი და უკმაყოფილომ ცალი წარბი აზიდა
-ვლადიმერ
ამოღერღა ბიჭის სახელი და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი
-სჯობს,იმუშაო და ნაკლები ისაუბრო თანამშრომლებთან,თორემ ნამდვილად დაემშვიდობები სამსახურს
ამოისისინა და ისეთი სახით შეხედა სასაცილოდ აწურულ ნინიას,კიდევ უფრო დაძაბა.ლადომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ნინიას გახედა
-მოკლედ,საღამოს ჩემ გარეშე არ წახვიდე ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა,თავი დაუკრა გეგის და თავისი ადგილისკენ წავიდა
-ბოდიში
ეცადა აწითლებული ლოყები დაემალა
-იმუშავე!
ჩაიდუდღუნა და სწრაფად გაეცალა მიმღებს.ნინიამ ამოსუნთქვა ვერ მოასწრო ელენე რომ მივარდა
-რა თვალებით გიყურებდა, გოგო
-ელენე,სანამ ორივე გავუგდივართ,მომშორდი და იმუშავე
ნინიამ ძალით გააგდო მეგობარი და ირგვლივ მიმოიხედა,ვინმე ხომ არ უყურებდათ.მთელი დღე დაძაბული იდგა მიმღებში და ცდილობდა,რამე არ აერია და ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. გასახდელიდან გამოდიოდნენ ის და ელენე გასასვლელთან აშკარად მომლოდინე ლადო რომ დაინახეს
-წამოდი,რესტორნიდან გავიდეთ,თორემ ახლა ლადოს ნერვები ნამდვილად არ მაქვს
-ეჰჰ,რა ბიჭს მიწუნებ
ელენემ ხელები მაღლა აღმართლა და უკან გაჰყვა გაძურწულს.ავტობუსში ისხდნენ,საცობში გაჭედილები.თავები ერთმანეთზე ჰქონდათ მიყრდნობილი და ფანჯრიდან აბრჭყვიალებულ მანქანებს აკვირდებოდნენ
-და ჩვენ როდესმე გვეღირსება ნორმალური ცხოვრება?
-არ ვიცი
საცოდავად ამოიოხრა ნინიამ და წინ გაიხედა.როგორც იქნა გაეღწიათ საცობიდან. მეგობარს დაემშვიდობა და სადარბაზოში შევიდა.ნელა აიარა კიბეები და სახლის კარი ღიღინით შეაღო.მისაღებიდან ტელევიზორის ხმა მოდიოდა.ჩანთა და მოსაცმელი შემოსასვლელშივე დატოვა და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა
-მამი,მოვედი
დაიძახა და ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად გამოცალა.ციცოს ხმა არ ამოუღია.იფიქრა,დივანზე ჩაეძინაო და ღიმილით შევიდა მისაღებში.გული კინაღამ გაუსკდა იატაკზე,ზურგზე გადაწოლილი ციცო რომ დაინახა.ერთი წამოიკივლა და სასწრაფოდ მასთან გაჩნდა
-მამი,მამი გაახილე თვალები
შეციებულ ლოყებზე შეახო აკანკალებული თითები.ციცოს უღონოდ გადაეყარა მკლავები იატაკზე და ძლივს შესამჩნევლად სუნთქავდა.ნინია გაუაზრებლად დასწვდა მობილურს და სასწრაფოში დარეკა.მდუღარე ცრემლებს გამწარებული იწმენდდა და ყველანაირად ცდილობდა,როგორმე გამოეფხიზლებინა ფერდაკარგული მამიდა.მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.ნინია ქალის მტევანს ჩასჭიდებოდა ორივე ხელით და ხმადაბლა ტიროდა.ლოყას უკოცნიდა საყვარელ მამიდას და ყურში რაღაცეებს ეჩურჩულებოდა.დერეფანში გაფითრებული და აკანკალებული დააბიჯებდა.საერთოდ არ ესმოდა ელენეს ხმა,რომელიც ყველანაირად ცდილობდა,დაემშვიდებინა
-ჩემი უყურადღებობის ბრალია
ამოიხავლა და მოწყვეტით დაეშვა იატაკზე
-შენი ბრალი არაფერია
ელენე სწრაფად მივიდა მასთან და მთელი ძალით შემოხვია მკლავები მხრებზე.ნინია უღონოდ მიეყრდნო მის მკერდს და თავლები დახუჭა.მანამ ისხდნენ ასე,სამან ექიმი არ წამოადგათ თავზე
-უნდა გითხრათ,რომ მდგომარეობა არც ისე კარგადაა.გულის კუნთის ტონუსი საგრძნობლადაა დაქვეითებული.რის გამოც სისხლძარღვებში სისხლი შესაბამისი სიჩქარით არ მოძრაობს.ამ ეტაპისთვის რამდენიმე დღე სჯობს,კლინიკაში დავტოვოთ.შემდეგ კი მედიკამენტებით უნდა გავაგრძელოთ მკურნალობა
ახალგაზრდა კაცი სანდომიანად უღიმოდა ნინიას და ამით ცდილობდა, გაემხნევებინა
-ახლა როგორ არის?
-ახლა სძინავს.რომ გამოიღვიძებს შეგეძლებათ,მოინახულოთ
-ძალიან დიდი მადლობა
-ყველაფერი კარგად იქნება
ელენემ თავზე აკოცა და ზურგზე დაუსვა ხელისგული. პალატაში რომ შევიდა,პირველი რაც დაინახა ციცოს გაფითრებული სახე იყო.ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,რომ არ ეტირა.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და გვერდით ჩამოუჯდა საყვარელ მამიდას,რომელსაც ისევ ეძინა.თავი ფრთხილად დადო საწოლზე და თვალები მიხუჭა.მალევე იგრძნო,ლოყებზე დაუკითხავად დაგორებული ცრემლები.ათრთოლებული თითები ერთმანეთში ახლართა და მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა.არ უნდოდა დაჯერება,რომ ციცოს რამე სერიოზული სჭირდა.საკუთარ თავს არწმუნებდა იმაში,რომ ყველაფერი ძველებურად კარგად იქნებოდა და მისი მამიდა არ მიატოვებდა.ვერასდროს წარმოიდგენდა,ციცოს რამე თუ დაემართებოდა.ბავშვობიდან ,იქიდან მოყოლებული,როდესაც დედამ მიატოვა და მამა დაუღალავად შრომობდა,იმისათვის რომ ლუკმაპური ჰქონოდათ,მამიდა გვერდიდანა წამით არ მოშორებია.მან ასწავლა სიყვარილი,მეგობრობა, ადამიანებზე ზრუნვა და ერთგულება.ადრეულ ასაკში დაობლებაც სწორედ მამიდის უსაზღვრო სიყვარულმა და სითბომ გადაატანინა.ოდნავადაც არ უნდოდა იმის გააზრება,რომ შეიძლება იგი აღარ ჰყოლოდა.ყველაფერს იზამდა იმისთვის,რომ ციცო გამოჯანმრთელებულიყო და ისევ ძველებურად მხნედ ყოფილიყო. ვერ გაიაზრა,როგორ ჩაეძინა. უხერხულ პოზაში ძილისგან ხელხემალი სტკიოდა.თავი ოდნავ წამოსწია და მამიდას ახედა,რომელიც მკრთალად უღიმოდა
-როგორ შემაშინე
ამოთქვა და სწრაფად მოიწმინდა ლოყებზე დაგორებული ცრემლები და მაშინვე მოეხვია.ციცომ თავზე გადაუსვა ხელი და ატირებულს მოეფერა
-ჩემო პატარავ,ნუ ნერვიულობ,კარგად ვარ ნინიას მთელი გულით უნდოდა ეს დაეჯერებინა,მაგრამ მამიდის დასუსტებულმა ხმამ შიგნეულობა ჩაუწვა
-მე არაფერი მიჭირს ნინია,მთავარია შენ იყო კარგად
-მამიდა,რას ამბობ?!შენ რომ რამე დაგემართოს,მე ვერ ვიცხოვრებ
ნინიას კიდევ ერთხელ დაუსველა მლაშე სითხემ ლოყები
-გამივლის...
-ექიმმა თქვა,რომ კლინიკაში უნდა დარჩე რამდენიმე დღე
-არ სჯობს,სახლში გამწერონ?
-მამიდა,არ გაძალიანდე რაა.ყველაფერი ისე გავაკეთოთ,როგორც ექიმები გვეტყვიან
თბილი ხელები სწრაფად დაუკოცნა მისუსტებულს,რომელიც ისევ უღიმოდა
-მთელი ღამე აქ გაათენე?
-ციცო,რა დროს ეგაა?
-დაღლილი ხარ,თვალებს ძლივსა ახელ.თუ გიყვარვარ,წადი სახლში და დაისვენე
-არ მჭირდება მე დასვენება,მშვენივრად ვარ! ნინიამ მეტი დამაჯერებლობისთვის თვალები შეძლებისდაგვარად დაჭყიტა და ხმაც გაიმკაცრა -მე კარგად ვიქნები,თან ამდენი ექიმი აქაა.რამდენიმე საათი არაფერი მიჭირს
-ასე მგონია,მაგდებ
ნინიას ეწყინა და სწრაფად მოეღუშა სახე.ციცოს გულიანად გაეცინა ძმისშვილის ბავშვურ,მეამიტურ გამომეტყველებაზე
-ჩემო ფერია,უკეთ ვარ და მართლა სჯობს,დაისვენო.ენერგია გჭირდება
ნინიამ საცოდავად შეკრა წარბები და მამიდას წყრომით ახედა.ქალმა ნაზად გაუღიმა და თვალები დახუჭა.მართლაც უნდა წასულიყო,თორემ სამსახურში აუცილებლად დააგვიანებდა,რაც საერთოდ არ აწყობდა.ექიმი კიდევ ერთხელ მოინახულა და დამშვიდებულმა დატოვა იქაურობა. მთელი დღე ციცოზე ფიქრობდა.გათიშული იდგა მიმღებში და უაზროდ უღიმოდა სტუმრებს.ელენემ ისევ შესთავაზა ნომრების დასუფთავებაზე თვითონ წასულიყო.კარგად იცოდა.მამიდას წამლები იაფი ნამდვილად არ დაჯდებოდა,ამიტომ მართლაც სჭირდებოდა დამატებითი ხელფასი.რაღაც დანაზოგი ჰქონდა,მაგრამ ერჩივნა თავი დაეზღვია.ელენემ დაამშვიდა და უთხრა,რომ ციცოსთან თავად მივიდოდა და ყველაფერს გააგებინებდა. მეგობარმა მაშინვე ამცნო,რომ ციცო მშვენივრად იყო და თავსაც უკეთ გრძნობდა.დამშვიდებულმა განაგრძო თავისი საქმე. სახლში რომ მივიდა წყლის გადავლება და მაშინვე საავადმყოფოში წასვლა უნდოდა,მაგრამ იმდენად დაღლილი იყო,თავზე პირსახოცდაკოსილს ჩაეძინა დივანზე.გამოღვიძების შემდეგ საშინლად გაბრაზებული იყო საკუთარ თავზე,ასე უპასუხისმგებლოდ,რომ მოიქცა.მაშინვე კლინიკაში გაიქცა.ციცოს მშვიდად ეძინა,ელენე დერეფანში იჯდა და გაზეთს კითხულობდა
-რომ დავაგვიანე,რატომ არ დამირეკე?
-ვიცოდი,დაღლილი იქნებოდი და მაგიტომ არ დაგირეკე
-შენც ცოდვა
-მე რა მიჭირს,მშვენივრად მეძინა მაშინ,როდესაც შენ ჩახშუებული მილიონრების მინაგავებულ ოთახებს წმენდდი
ნინიამ ცხვირაწეულ ელენეს გაუღიმა და ხელი მაგრად შემოხვია მხარზე
-რაღაცას გეტყვი,ოღონდ არ გაიფოფრო,შენ რომ იცი ისე
-რა მოხდა?
ინტერესით მიაჩერდა დაქალს,რომელმაც მუხლებზე გადაშლილი ჟურნალი სწრაფად დახურა და მისკენ შეტრიალდა მთელი ტანით
-გეგის ასისტენტი მიდის და შენი რეზიუმე გავუგზავნე მათ.ზუსტად საშენო ადგილია.არ მოგიწევს უაზრო ყურყუტი მიმღებში და არც ნომრების ხეხვა.პლუს,იმ შენს დიპლომსაც გამოიყენებ რაღაცაში
-ჯერ მე რატომ არ მკითხე?!
ნინია გაბრაზდა.მოსალოდნელი იყო და ელენეს საერთოდ არ მიუქცრვია ამისთვის ყურადღება
-დაფიქრდი,ასეთი შანსი შეიძლება აღარც გქონდეს
-არ ვიცი.ახლა მხოლოდ მამიდაზე ვფიქრობ მეტი არაფერზე
-დამიჯერე,ყველაზე მაგარი შანსია
ელენემ სწრაფად შემოხვია მკლავები და ლოყაზე გემრიელად აკოცა. ციცო რამდენიმე დღეში გამოწერეს.ნინია თავს ევლებოდა მამიდას და განძრევის საშუალებასაც არ აძლევდა.სამსახურში წასვლა,რომ უწევდა მეზობლის ქალს უტოვებდა მის თავს. შესვენებაზე იყვნენ ის და ელენე,მის ჯიბეში მობილური რომ აზუზუნდა.წარბებაწეულმა დახედა უცხო ნომერს და მშვიდი ხმით უპასუხა -გამარჯობა,ნინია.მე ბატონი გეგის ამჟამინდელი ასისტენტი ვარ,სოფო.გასაუბრებასთან დაკავშირებით გირეკავთ.ხუთი საათისთვის თუ შეძლებთ,რომ ბატონი გეგის კაბინეტში მობრძანდეთ?
ნინია თავიდან დაიბნა.დამრგვალებულ თვალებს უაზროდ აცეცებდა და მომლოდინე ელენეს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას.გონს ისევ სოფოს ხმამ მოიყვანა
-დიახ,რა თქმა უნდა,შევძლებ
-ძალიან კარგი,დროებით
სოფომ კავშირი გაწყვიტა და ნინიამაც ყურზე მიყინული მობილური დაბლა დასწია
-ჰაა,რა ხდება?
-გეგის ასისტენტი იყო.გასაუბრებაზე დამიბარა ელენემ ისეთი კივილი მორთო,ნინიას სახე საცოდავად დაეჭიმა. საშინლად ღელავდა.ხის შავი,მასიური კარის წინ დააბიჯებდა და გაყინულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა.ქვედა ტუჩს გამეტებით ჰკბენდა.წამიერად შეკრთა, კარი ჩუმი ტკაცანით რომ გაიღო.თავი ასწია და მომღიმარ გოგონას შეხედა
-მობრძანდი,მე სოფო ვარ
ხელი გაუწოდა.მანაც სწრაფად ჩამოართვა და ოთახში შეჰყვა.მაშინვე დაინახა სავარძელში ჩამჯდარი გეგი.თეთრო პერანგი ეცვა.რამდენიმე ღილი გაეხსნა,როგორც ყოველთვის და სახელოები აეკეცა.მაგიდაზე გადაწყობილი,დაძარღვული, ხორბლისფერი მკლავები ნათლად მოუჩანდა.ნინიამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას
-აქ დაჯექი
სოფომ მხარზე დაადო მტევანი და იქვე ჩასვა სავარძელში.გეგიმ მხოლოდ მაშინ ამოხედა,ისიც წამიერად და ისევ მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს მიუბრუნდა
-დალევ რამეს?ჩაი,ყავა,წვენი,წყალი ნებისმიერი რამ შემიძლია,შემოგთავაზო
-არაფერი მინდა,მადლობა
ნინიამ ძლივს ამოიღო ხმა და მკრთალად გაუღიმა თავზე წამომდგარ გოგონას
-ბატონო გეგი,თქვენ ხომ არ ინებებთ რამეს?
-არაფერს
ამოთქვა და გრძელ თითებში მოქცეული კალამი გვერდით გადადო,სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თავი ოდნავ მარცხნივ გადახარა.გაფითრებულ ნინიას შესცქეროდა,რომელიც ნერვიულად იწვალებდა აწითლებულ,სავსე ბაგეებს
-შეგიძლია,დაგვტოვო
სოფომ წამის მეასედში გაიხურა კარი.ნინიამ ღრმად ამოისუნთქა ჰაერი და ნელა ასწია თავი.მაშინვე წააწყდა უფროსის ლურჯ თვალებს,რომელებიც გრძელი,ხშირი წამწამებიდან უმზერდნენ
-რამდენი ხანია,რაც აქ მუშაობ?
ნინია დაიძაბა გეგის მკაცრი,დაბალი,მაგრამ ჟღერადი ხმა რომ გაიგონა.ნერვიულად დაისვა ხელისგულები სიძველისგან გაცრეცილ შარვალზე და სწრაფად გადაისვა ენის წვერი ახურებულ ტუჩებზე
-მესამე წელი დაიწყო
-გიას დროსაც იყო ვაკანსია ასისტენტობაზე,ახლა რატომ გადაწვიტე ეს?
-მე არაფერი გადამიწყვიტავს.ჩემმა მეგობარმა გამოაგზავნა ჩემი მონაცემები ისე,რომ მე არ ვიცოდი
გეგი ოდნავ წამოიწია.იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და ნიკაპი შეკრულ თითებზე ჩამოსდო.ცივი,არაფრისმთქმელი სახით უყურებდა აწურულ ნინიას
-და შენ თანახმა ხარ?!
გოგონა დაიბნა.ნამდვილად არ ჰქონდა ამაზე ნაფიქრი.მიჩვეული იყო მთელი დღე ფეხზე დგომას და შემდეგ ნომრების დასუფთავებას.არ ეგონა ასე მარტივად თუ შეეძლო "პროფესიის" შეცვლა.დამრგვალებული,ოდნავ ამღვრეული თვალები დაბლა დახარა.ყველანაირად ცდილობდა,აღელვება არ შეემჩნია,მაგრამ არ გამოსდიოდა
-საწინააღმდეგო არაფერი მაქვს
ეუცნაურა მისი ჩავარდნილი ხმის გაგონება.გეგიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და რამდენიმე ქაღალდი აიღო მაგიდიდან.წამიერად გადაავლო თვალი და ისევ ნინიას გახედა
-შემომხედე
დაბალი,მომთხოვნი ხმით უბრძანა აღელვებულს.ნინიამ სწრაფად ახედა უფროსს,რომელიც მოქუფრული უყურებდა
-ხელშეკრულებას გაეცანი,დანარჩენს სოფო აგიხსნის
გეგიმ ფურცლები ხელში შეაჩეჩა დაბნეულ,გაურკვევლობაში მყოფ ნინიას
-ახლა წადი,ამდენი დრო არ მაქვს
ნინია დისორიანტირებული წამოდგა და შეძლებისდაგვარად მშვიდად დატივა იქაურიბა.თითებს გამეტებით უჭერდა ფურცლებს და ამას საერთოდ ვერ აცნობიერებდა. დერეფანში მომღიმარი სოფო დახვდა
-ახლავე გაგაცნობ ყველაფერს
წამოიძახა გოგონამ და მასთან მივარდა
-ვერაფერს მვხვდი
ამოიჩუჩულა ნინიამ და იქვე ჩამოჯდა,თორემ ნამდვილად გაიშოტებოდა ძვირადღირებულ პარკეტზე
-ბატონმა გეგიმ თავის ასისტენტად აგიყვანათ ნინია გაშეშდა.ყურები დაუგუბდა და ყელი ისე გაუშრა ეგონა,ქვიშა გადაყლაპა რამდენიმე წუთის წინო.მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ხდებოდა.პირველად,ექნებოდა ნორმალური ანაზღაურება ღამის თევების,ფეხზე უაზრო დგომისა და ზედმეტი გადაღლის გარეშე.
სოფო მთელი დღე გვერდით ეჯდა და ყველაფერს ზედმიწევნით უხსნიდა.ისიც ყურადღებით უსმენდა და ცდილობდა,რამე არ გამორჩენოდა
-თითქმის ყოველ დილით მოგიწევს ბატონ გეგისთან,სახლში მისვლა.საბუთები შენს მისამართზე მოვა.უნდა გადაახარისხო წინა ღამეს და დილით მას მიუტან.შეიძლება,საუზმის მომზადება გთხოვოს და ამიტომ აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო,რომ კივზე,თაფლზე,ნუშსა და თევზზე აქვს ალერგია.ყოველი შემთხვევისთვის,შესაბამისი წამლები სამზარეულოში დევს.გარდა ამისა,დაბადების დღეებისა და წვეულებებისთვის საჩუქრების ყიდვა მოგიწევს.იმედია,კარგი გემოვმება გაქვს სოფომ გაუცინა და ყავის ფინჯანი წინ ჩამოუდგა -ვერ იტანს უწესრიგობას.თავის ნივთებს ყოველთვის თვითინ ალაგებს და ამის პრობლემა არ გექნება.ტკბილეული უყვარს,მაგრამ არ აღიარებს
ნინიას უნებლიედ გაეღიმა.წარმოიდგინა,როგორ ჭამდა გეგი ნამცხვრის უზარმაზარ ნაჭერს
-შუა ღამეზეც მზად უნდა იყო,რომ დაგირეკავს წამებში მასთან უნდა გაჩნდე.პუნქტუალური რომ ხარ,ეს უკვე შეამჩნია
სოფომ თვალი ჩაუკრა და მაგიდაზე რაღაც ფურცლები გაქექა
-თვეში ერთხელ ქალაქიდან გადის.არასდროს უთხოვია ჩემი წაყოლა,მაგრამ ამისთვისაც მზად უნდა იყო.დილით აუცილებლად ყავით იწყებს და ყოველთვის უნდა ჰქონდეს რამე კრემიანი.ეცადე,უყიდო ხოლმე
ნინიამ თავისი სიტყვები უკნა წაიღო.ნამდვილად არ იქნებიდა ეს მარტივი სამუშაო,მაგრამ უკან დასახევი გზა არ ჰქონდა.ყველაფერი რომ გაარკვია და ყველანაირ კითხვაზე მიიღო პასუხი სახლში დაბრუნდა,სადაც ელენე და ციცო ელოდნენ.მოწესრიგებაც კი არ აცადეს.მაშინვე დივანზე ჩამოსვეს და კითხვების კორიანტელი დააყარეს
-ჯერ არ დამიწყია მუშაობა და როგორ გითხრათ რამე?
ნინია დამრგვალებულ თვალებს აცეცებდა და ერთი სული ჰქონდა,როდის დალევდა ცხელ ჩაის
-რანაირი ხარ რაა.როდიდან იწყებო,რა გითხრეს?
ელენე უკან მიჰყვა სამზარეულოში შესულს და თავზე წამოადგა
-ორ დღეში.ისე ვნერვიულობ
-არაფერი გაქვს სანერვიულო,მამიდას ლამაზო ციცომ თავზე აკოცა საცოდავად მომღიმარს და მარტო დატოვა დაქალები
-გარდერობი რომ განაახლო,არ გინდა?
ელენემ ისე მოულოდნელად წამოჭრა ეს თემა,რომ ნინიას წარბები უნებლიედ აეწკიპა.გაოცებულმა გადახედა მეგობარს,რომელიც მშვიდად ეწეოდა სიგარეტს
-რა დროს ეგ არის,გოგო?ძლივს მეყო ხელფასი ორი თვის წამლებისთვის
-მე მაქვს შენახული,თან დედამაც გამომიგზავნა.გადასახადებისთვის და სიგარეტისთვის მეყოფა და საჭმელს ისედაც თვქნთან ვჭამ,ამიტომ ვიყიდოთ რამდენიმე ახალი კაბა
ელენეს საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ნინიას შეშფოთებული ხმისთვის.ისევ თავისას გაიძახდა
-ნუ სულელობ.არაფერში მჭირდება ახალი კაბები
-აბა ჯინსებით უნდა იარო ხოლმე?
-რამეს გამოვნახავ
ამოიჩურჩულა და ზურგი აქცია დაქალს.უხმოდ ამორეცხა ჭურჭელი და ისევ ელენეს ჩამოუჯდა გვერდით
-რა კაცია გეგი
ელენე ჭერს მისჩერებოდა და ფეხს კანტუზიანივით აქიცინებდა
-სოფომ მითხრა,რომ თვეში ერთხელ გადის ქალაქიდანო და წარმოიდგინე,როგორ გამიმართლა,იმ დღეს გეგი ხევსურეთში რომ იყო.საოცრებაა...ნამდვილი ,საოცრება
ნინიას გაეღიმა გეგის ლურჯი სფეროები რომ გაახსენდა,მაგრამ აკივლებულმა ჩაიდანმა მალევე დაანარცხა დედამიწაზე.
სოფომ ყველაფერი სახლში გაუგზავნა.თვალებგაფართოებული უყურებდა მაგიდაზე დახვავებულ ფაილებსა და პაპკებს.სწრაფად გადაავლო თვალი ყველას.ერთ-ერთი საქაღალდე აიღო,სადაც გეგიზე ეწერა დაწვრილებით ყველაფერი.სამზარეულოში დაჯდა,პლედშემოხვეული ჩაის ფინჯანთან ერთად და ფრთხილად გადაშალა შავი საქაღალდე.პირველი რაც თვალში მოხვდა მარცხენა ზედა კუთხეში ხირსელის ფოტო იყო.რამდენიმე წამი თვალმოუშორებლად უყურებდა,მერე შერცხვა და სწრაფად აარიდა მზერა.აღმოჩნდა,რომ მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა და დეიდამ გაზარდა.ნინიას მთელ სხეულში უსიამოვნო იმპულსებმა დაუარა.იგრძნო,როგორ აუკანკალდა მაღალ ფინჯანზე შემოხვეული თითები.თვალები ისე აეწვა ცრემლებისაგან,ვეღარაფერს ხედავდა.გულ-მუცეული ამოუტრიალა აშკარა მსგავსებამ მათ ცხოვრებაში.დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ისევ კითხვა განაგრძო.და ჰყავდა მარიამი,რომელიც გათხოვილი იყო და ერთი შვილიც ჰყავდა.მონუსხული აყოლებდა თვალს მუქი შრიფტით ამოპრინტერებულ ასოებს.მხარზე შეხება,რომ იგრძნო და შიშისგან შეხტა.თავი სწრაფად მიატრიალა და გაკრეჭილ ელენეს შეხედა
-გული გამიხეთქე
-ეს ამხელა მაკულატირა სულ შენ უნდა წაიკითხო?
გოგონა წინ ჩამოუჯდა და სახედამანჭული მიაჩერა
-სხვა გზა არ არის
ნინიამ გაიცინა და ყავა ჩამოუსხა ელენეს,რომელიც რაღაცას ფრუტუნებდა.ნინიას ახედა და ხელში ჩაბღუჯული ცელოფანი შეაჩეჩა -ნერვები არ მომიშალო, იცოდე ამოთქვა და სწრაფად მოუკიდა სიგარეტის ღერს,რომელიც ტუჩებ შორის მოექცია.ნინიამ ინტერესით ჩაიხედა პარკში და წარბები სწრაფად შეკრა
-ელენე,რა ჩაიდინე?
-ცუდი არაფერ,რამდენიმე ახალი ნივთი გიყიდე თვალი ჩაუკრა და ყავა გემრიელად მოსვა
-რატომ დახარჯე ფული?!
-გაჩუმდი რა და წადი,მოირგე
ნინიამ იმდენი ჰკოცნა,რომ ელენემ ძალით მოიშორა.ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო,ვერც ერთი ვერ იკავებდა ცრემლებს.ციცო ელენეს ჩახუტებოდა და ისე მისჩერებოდა ნინიას,რომელიც სარკის წინ ტრიალებდა
-ეგ ჩაიცვი ხვალ
მოულოდნელად წამოიკივლა ელენემ ნინიას ტანზე იდეალურად მორგებულ შავ კაბას რომ მოჰკრა თვალი
-ზედმეტად პომპეზური,ხომ არ არის?
-არა მამი,ძალიან ლამაზი და სადაა,თან საოცრად გიხდება
ნინიამ კიდევ ერთხელ შეათვარიელა საკუთარი თავი სარკეში.გრძელმკლავიანი,მუხლს ოდნავ ქვემოთ,ტანზე გამოყვანილი კაბა მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა.მართალია გამხდარი იყო,მაგრამ სავსე მკერდს არაფერი დაეწუნებოდა
-აი,ეს მოუხდება მაგას
ციცომ ოთახიდან თავისი ვერცხლისფერი ქამარი გამოუტანა და წვრილ წელზე შემოახვია
-ვაიმე,მართლა როგორ უხდება
წამოიყვირა ელენემ და სიხარულით შემოჰკრა ტაში.
მთელი ღამე არ ეძინა.საწოლში წრიალებდა და მომდევნო დღეზე ფიქრობდა.დღეზე,რომელსაც შეეძლო მისი ცხოვრება ოდნავ მაინც შეეცვალა. დილით ძალიან ადრე ადგა.ეშინოდა,რომ დააგვიანებდა და ფეთიანივით დარბოდა ოთახებში.ბოლოს ძლივს მოწესრიგდა და გიჟივით გავარდა.არაფრის მომცემმა შიშმა შედეგი გამოიღო.იმაზე ადრე მივიდა,დანიშნულების ადგილას,ვიდრე საჭირო იყო.გეგის სახლის წინ ნერვიულად დააბიჯებდა და ათრთოლებულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა.ცხრა რომ შესრულდა,გადამწვანებულ ეზოში შეაბიჯა და ნელა დაიძრა სახლისკენ.თეთრი კარის წინ გაჩერდა და გასაღები ამოიღო,რომელიც სოფომ გამოუგზავნა.ჩუმად შევიდა შიგნით.არ უნდოდა ზედმეტი ხმაური გამოეწვია.შემოსასვლელი გაიარა და სამზარეულოსკენ გაუხვია.გულში მადლობა გადაუხადა სოფოს იმისთვის,რომ ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა.მონუსხული მიაბიჯებდა ოთახისკენ და გულზე მიკრულ საქაღალდეებს მაგრად უჭედა თითებს.სამზარეულო ძალიან დიდი და ნათელი იყო.შუაში უზარმაზარი მარმარილოს მაგიდა დაედგათ.ნელა მიუახლოვდა და საქაღალდეები ზედ ჩამოდო.ზედმეტი განძრევის ეშინოდა.მხოლოდ მხარზე გადაკიდებული ჩანთა მოიხსნა და ისიც იქვე ჩამოდო.რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და შიშისგან წამოიკივლა,ზურგს უკან ძლიერი სხეული რომ შეიგრძნო.ფეთიანივით შეტრიალდა და წარბაზიდულ გეგის შეხედა
-მე...მე...გამარჯობა,ბატონო გეგი
ამოიბუტბუტა და ტუჩზე მწარედ იკბინა
-ორმოც წუთზე მეტია მოსული ხარ და რატომ არ შემოხვედი?
ნინია გაშრა.ისე შერცხვა,ერჩივნა,იმ წამს საერთოდ გამქრალიყო დედამიწიდან
-დრო ვერ გავთავლე და მაგიტომ მოვედი ასე ადრე
ამოილუღლუღა და სწრაფად დახარა თავი აწითლებული სახის დასამალად
-მე ეგ არ მიკითხავს.მე გკითხე,რატომ არ შემოხვედი მეთქი?!
გეგი მაგიდას ჩამოეყრდნო და გამჭოლი მზერით შეხედა დაბნეულ ნინიას
-არ ვიცი
-მეორედ არ გაიმეორო ეგ!
მკაცრად გააფრთხილა და ყავის აპარატს მიუბრუნდა.ნინია თავს იწყევლიდა უყურადღებობის გამო.არ სჯეროდა,რომ გეგიმ შეამჩნია,როგორ დააბოტებდა მისი სახლის წინ. პირდაპირ სასტუმროში მივიდნენ.ნინია ისეთი შებოჭილი იყო თანამშრომლების მზერისგან,რომ სად გამქრალიყო არ იცოდა.ელენე გაკრეჭილი დაუხვდა მიმღებში.მასაც უნებლიედ გაეაღიმა.გეგი ისე სწრაფად მიდიოდა,ძლივს დაეწია.ლიფტში შესულს სწრაფად აედევნა უკან -რამდენიმე შეხვედრა არის დღეს ჩანიშნული და საბუთები მოაწესრიგე,რომ რაიმე შეფერხება არ იყოს
ხირსელი ისე მიაბიჯებდა დერეფანში,თითქოს საერთოდ არავინ იყო მათ ირგვლივ.ნინია თავის ქნევით მისდევდა უკან და ყველაფერს ინიშნავდა,რამე რომ არ დავიწყებოდა
-საღამოსთვის რესტორანი დაჯავშნე ოთხ კაცზე და რამე ყვავილები იყიდე,ოღონდ ზედმეტად პომპეზური არა
კაბინეტში შევიდა და კარი ცხვირწინ მიუხურა პირდაფჩენილს.გოგონა სწრაფად გამოფხიზლდა და თავის მაგიდას მივარდა.ისე ნერვიულობდა, თითები სულ გაყინული და გალურჯებული ჰქონდა.სწრაფად წამოკრიბა საჭორო საბუთები,რამდენიმე ადგილას გადარეკა და უფროსის კაბინეტის კარიც შეაღო.გეგი ფანჯარასთან იდგა და მობილურზე საუბრობდა.ნინია უხერხულად აიწურა იქვე და აზუზუნებულ მობილურს დახედა.ელენე ურეკავდა.სწრაფად გაუთიშა და ისევ გეგის გახედა.მისკენ შემოტრიალებულიყო და წარბაწეული მისჩერებოდა
-საბუთები მოგიტანეთ,რამდენიმე მათგანზე ხელია მოსაწერი.ბატონმა გიამ დარეკა და თქვა,რომ შეგიძლიათ მარტო შეხვდეთ ინვესტორებს და მოაგვაროთ ყველაფერი ისე,როგორც თქვენ გინდათ
გეგიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მაგიდაზე დადებულ საქაღალდეებს დასწვდა
-კარგი,თუ მზადაა შეგვიძლია,შევხვდეთ სწრაფად გადაავლო თვალი ყველაფერს და ნინიას ახედა.სასტუმროს რესტორანში ისხდნენ.ნინია გეგის გვერდით ჩამომჯდარიყო,რომელიც მონუსხული ადევნებდა თვალს ბიჭის მოქმედებებს.ხირსელი მშვიდად,აუღელვებლად და გასაგებად აცხადებდა თავის მოთხოვნებს.უკმაყოფილებას ცალი წარბის აზიდვით გამოხატავდა.ხანდახან გადახედავდა ნინიას,რომელიც უხერხულად უღიმოდა
-რას ფიქრობ,ღირს მათთან კონტრაქტის გაფირმება?
ინვესტორები რომ გააცილეს,გეგიმ კიდევ ერთხელ გადაავლო საბუთებს თვალი და ნინიას მიუბრუნდა
-ვფიქრობ,ამ ეტაპისთვის ეს აუცილებელია.ბატონი გია არასდრის ფიქრობდა,რომ გაკოტრდებოდა,მაგრამ ეს ასე მოხდა.ამიტომ საჭიროა ახალი,ძლიერი პარტნიორები,რომ ოდნავ მაინც გამოსწორდეს სიტუაცია
ხირსელს ცალყბად გაეღიმა.ფეხზე წამოდგა და უხმოდ დატოვა იქაურობა,ნინიასთან ერთად. გოგონამ ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მაგიდა დაჯავშნა და ლამაზი,სადა თაიგულიც იყიდა.მომღიმარი დასჩერებოდა თავის მაგიდაზე დადებულ თეთრი ლილიების თაიგულს.ვერც კი მიხვდა უფროსი თავზე,როგორ წამოადგა
-ლამაზია
თქვა და ყვავილებს დაავლო ხელი
-წამოდი,სახლში გაგიყვან
გეგი ლიფტისკენ დაიძრა,თან თაიგულს თვალს არ აშორებდა.ნინია დაიბნა.ძლივს გამოერკვა,რომ მას ესაუბრებოდნენ.უსწრაფესად წამოკრიბა თავისი ნივთები და გეგის გაეკიდა
-არ არის საჭირო,მართლა
ამოიბუტბუტა და საცოდავი ღიმილით ახედა წარბებშეკრილ უფროსს
-ხვალ აქ არ მოვალთ.სახლში მირჩევნია მუშაობა,ამიტომ შეგიძლია,რომ დღევანდელივით უთენია არ მოხვიდე
გეგის საერთოდ არ მოუსმენია ნინიასთვის.ზედაც არ შეუხედავს გოგონასთვის.ტელეფონს ჩაშჩერებოდა და ისე მიაბიჯებდა. ნინია უხერხულად იჯდა უფროსის მანქანაში.გაყინულ თითებს ძლიერად უჭერდა მუხლებზე დადებულ საქაღალდეებს.ნაცნობი კორპუსი რომ დაინახა,შვებით ამოისუნთქა.ღვედი სწრაფად შეიხსნა და უფროსს ახედა
-ძალიან დიდი მადლობა,ხვალამდე ამოიბუტბუტა და მაქანიდან გადავიდა.რატომღაც ეგონა,რომ გეგი მის სახლში ასვლას დაელოდებოდა და შემდეგ წავიდოდა,მაგრამ სადარბაზომდეც არ იყო მისული,მანქანამ ჩუმი ღმუილით,რომ დატოვა ეზო.
რა თქმა უნდა,ციცოს ყველაფერი მოუყვა.ისიც ბედნიერი შესციცინებდა აციმციმებულ თვალებში.საოცრად გადაღლილი იყო ემოციებისგან,მაგრამ რამდენიმე საბუთი აუცილებლად უნდა მოეწესრიგებინა.მისაღებში იჯდა,თავზე პირსახოცი დაეკოსა,პატარა ცხვირზე სათვალე მოეთავსებინა და ინტერესით ჩაშჩერებოდა აკეცილ მუხლებზე დაწყობილ ფურცლებს.თავი გაოცებულმა ასწია,სახლის კარი ვიღაცამ რომ შემოგლიჯა და ქარიშხალივით შევარდა ოთახში.ნინია გაოგნებული,დაბნეული და შეშინებული უყურებდა მთლიანად აწითლებულ ელენეს
-კარგად ხარ?
ფეხზე წამოვარდა და მასთან მივარდა.გოგონა ქოშინებდა და რაღაცეებს ბურტყუნებდა.ძლივს ჩამოჯდა დივანზე
-ვიცოდი...ხომ ვიცოდი,არა?
ბუტბუტებდა და ცდილობა,აკანკალებული თითებით როგორმე ამოეძვრინა კოლოფინად სიგარეტის ღერი
-რა მოხდა,არ იტყვი?
ნინიამ თავად ამოუღო სიგარეტი და თავადვე მოუკიდა
-მოვიდა
-ვინ მოვიდა?
ნინია ვეღარ უძლებდა ელენეს გამოშტერებულ,გაყინულ თვალებს
-ჯანდიერი გამოჩნდა
ამოისისინა და ფილტვები მხუთავი აირით აივსო.ნინიამ იგრძნო,როგორ დაეჭიმა მთელი სხეული.პირი უაზროდ დააფჩინა და ისე შეხედა საშინელ მდგომარეობაში მყოფ ელენეს
-როგორ?რანაირად?როდის?
რომ არ წაქცეულიყო იქვე,მაგიდაზე ჩამოჯდა და ათრთოლებული თითები პირზე აიფარა
-სამსახურიდან რომ დავბრუნდი,სადარბაზოში აყუდებული დამხვდა.გეფიცები,მეგონა, მეჩვენებოდა.ისე ურცხვად მიყურებდა,თითქოს მე მივატოვე და მე გადავიკარგე სადღაც ჯანდაბაში
-რა გითხრა?
-არაფერი.იდიოტივით მომჩერებოდა.ვერ გავუძელი,რაც მომხვდა ხელში ყველაფერი ჩავარტყვი.არც კი განძრეულა,იდგა ფიტულივით
ნინია გაოგნებული იჯდა.არ იცოდა,რა უნდა გაეკეთებინა,ან რა ეთქვა
-როგორი უნამუსო, უტიფარი და არაკაცია
-კარგი,დამშვიდდი
ფეხზე წამოდგა და ატირებულ ელენს ჩაეხუტა.თავზე აკოცა და შუბლზე მიკრული თმები გაუსწორა.ცდილობდა,თავადაც არ ჩავარდნილიყო ანალოგიურ მდგომარეობაში
-საერთიდ არაფერი უთქვამს?
-საერთოდ არაფერი...ხუთ წელზე მეტია არ გამოჩენილა.მკვდარიც კი მეგონა ეგ ავადმყოფი და ისე მომადგა,ვითომ არაფერი მომხდარა ელენე სლუკუნებდა და გაყინულ თითებს ნინიას მაჯას ხვევდა
-სად იყო ამდენ ხანს?!რამე მაინც ეთქვა,შეგვხმიანებიდა ან მე,ან შენ
-საერთიდ არ მჭირდება.ნეტა მართლა მომკვდარიყო
-ნუ სულელობ და წამოდი,ჩაი დავლიოთ
ელენე ერთ წერტილს მისჩერებოდა.ღრმად სუნთქავდა და ასე ცდილობდა,როგორმე დამშვიდებულიყო
-ელენე,ალბათ ჰქონდა სათანადო მიზეზი და ამიტომ იყო ამდენი ხნით დაკარგული...
-რატომ იცავ?ყოველთვის რატომ ცდილობ,ნამუსი გამოუწმინდო?
-ასეა თუ ისე,ბავშვობის მეგობარია.ისე მიყვარს,როგორც უფროსი ძმა
-ხოდა,მაგ უფროსმა ძმამ ისე მიგატოვა,ერთი სიტყვაც არ უთქვამს შენთვის
ელენე არ ცხრებოდა.თვალები აკიაფებოდა.გაფართოებული მწვანეებით უყურებდა თავდახრილ მეგობარს
-კარგად იცი,როგორი პრობლემები ჰქონდა.ყოველ ღამე თუ არა,ორ დღეში ერთხელ ნაცემი დაბოდიალობდა.ელენე,მეც ძალიან გაბრაზებული ვარ მასზე,მაგრამ ჯერ მიზეზი უნდა გავიგოთ მისი ამ საქციელის
-მე არანაირი მიზეზი არ მჭირდება!საერთოდ აღარ მინდა მასზე საუბარი
სწრაფად აარიდა მზერა დაქალს.გრძნობდა,როგორ ევსებოდა თვალები მლაშე სითხით.მაგრად მოუჭირა ტუჩები სიგარეტს და თვალები დახუჭა.
ნინიამ ფრთხილად შეაღო გეგის სახლის კარი და ახლა უფრო გაბედულად შევიდა შიგნით.პირველი რაც დაინახა შავ,დაბალ მაგიდაზე თავისი არჩეული ლილიების თაიგული იყო.ტუჩზე იკბინა სიმწრით და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა.გეგისთვის ნამცხვრები იყიდა ბევრი კრემით.უზარმაზარი მაცივარი გამოაღო და ტკბილეულობა დააბინავა.ღიმილით შემოტრიალდა,მაგრამ მაშინვე შეხტა,თავზე მოულოდნელად რომ წამოადგა მისთვის უცნობი ახალგაზრდა,ლამაზი ქალი
-დილა მშვიდობისა
-გამარჯობა,შენ ალბათ ახალი ხარ.მე ანასტასია ვარ
-ნინია,სასიამოვნოა
ნინიამ სწრაფად ახლართა თითები ერთმანეთში.ნამდვილად არ იცოდა,რა უნდა გაეკეთებინა.იქვე ჩამოჯდა და უაზროდ დააჩერდა მაგიდის პრიალა ზედაპირს
-გეგის სძინავს ჯერ.გუშინ გვიან დავბრუნდით ნინიას ყველაფერი ერჩივნა ახლა ამ ქალთან საუბარს,მაგრამ ანასტასია გვერდით ჩამოუჯდა ყურებამდე გაკრეჭილი
-არაუშავს
ამოიბუტბუტა და მანაც გაუღიმა საოცრად ლამაზ და მომხიბვლელ ანასტასიას
-ძალიან პატარა ხომ არ ხარ,გეგის ასისტენტობისთვის?!
ქალმა ალმაცერად აათვარიელა ნინია და ამით კიდე უფრო დაძაბა
-საამისო განათლება ნამდვილად მაქვს მიღებული და ვფიქრობ,ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
-გამოცდილებაა მთავარი,ძვირფასო.თან წინა იმიტომ გაიქცა,რომ გეგის სიმკაცრესა და მოთხოვნებს ვერ გაუძლო
იმდენად დარწმუნებული ხმა ჰქონდა,თითქოს იცოდა,რომ ნინია მალევე დატოვებდა დაკავებულ პოსტს
-ვეცდები,რომ გასაქცევად არ გავიხადო საქმე ნინიას უკვე აღარ შეეძლო მისი მოსმენა,მაგრამ ვერც ადგებოდა და ვერ გამოვიდოდა იქიდან.ასეთი უტაქტო ნამდვილად არ იყო.გეგიმ გადაარჩინა,რომელიც ნახევრად მძინარე შევიდა სამზარეულოში
-ბოსმაც გაიღვიძა
წამოიძახა ანასტასიამ საოცარი ტონალობით და ფეხზე წამოიჭრა.გეგის მივარდა და მაშინვე დაეძგერა ძილისგან შევარდისფერებულ,შესიებულ ტუჩებზე.ნინიამ იგრძნო,როგორ ამოუტრიალდა გულ-მუცელი.საშინლად აეწვა მთელი სხეული.მზერა სწრაფად აარიდა წყვილს და ისევ მაგიდას დააჩერდა
-დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი თქვენთან,მაგრამ სამსახურში დავაგვიანებ ანასტასია როგორც იქნა მოსწყდა გეგის და ნინიას მიუტრიალდა გაბადრული სახით -ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა,პატარავ
-მეც ძალიან გამიხარდა
სწრაფად ასწია თავი და ორი წლის ბავშვივით გაეკრიჭა
-წავედი და საღამოს მოვალ
ანასტასიამ კიდევ ერთხელ აკოცა წარბებშეკრულ გეგის და კისკისით დატოვა იქაურობა
-შეგიძლია,მაჭამო რამე?მშია
-დიახ,რა თქმა უნდა
ფეხზე წამოხტა და დისორიენტირებული მივარდა მაცივარს.სწრაფად მოამზადა მარტივი,ჯანსაღი და ძალიან გემრიელი სალათი -ნამცხვარიც მოგიტანეთ
გოგონა გაბადრული იდგა გეგის გვერდით და ერთ ადგილას ცქმუტავდა.ხირსელმა სწრაფად ასწია თავი და აციმციმებული თვალები შეანათა გაკრეჭილ ნინიას. მთელი დღის განმავლობაში გეგის კაბინეტში ისხდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ,როგორმე მაინც გამოესწორებინათ სასტუმროში არსებული სიტუაცია
-ვფიქრობ,ბატონ ანტონს უნდა დავსთანხმდეთ თანამშრომობაზე
-არ ვიცი,საკმარისი თანხა არ არის ბიუჯეტში გეგიმ თავი გადააქნია და მის გვერდით ჩამომჯდარ ნინიას დახედა,რომელიც დამრგვალებული თვალებით უყურებდა
-შეგვიძლია,ნახევარი ახლა გადავუხადოთ და ნახევრი შემდეგ
-მაშინ რესტორნის დახურვა მოგვიწევს
-რას ამბობთ?
ნინიამ იმხელა ხმაზე წამოიყვირა,რომ გეგის გაოცებისგან აეწკიპა წარბები
-რესტორანი სასტუმროს ნაწილია.ჩვენი კლიენტები ყოველთვის იმ რესტორნით სარგებლობენ,თან დამატებითი შემოსავლის წყაროა
-დამატებითი ხარჯიცაა.ინვენტარი,პროდუქტი, სასმელები,მზარეულები,მიმტანები ძალიან ბევრი ჯდება
-არა,რესტორნის დახურვა შეუძლებელია ამოიბუტბუტა გოგონამ და სწრაფად დაიწყო რაღაცის ქექვა
-ნახეთ,რამდენიმე სურსათის მომწოდებელმა კომპანიამ უკვე შემოგვთავაზა თანამშრომლობა.დროებით შეგვიძლია მომსახურე პერსონალს ხელფასი ნაკლები შევთავაზოთ,რა თქმა უნდა,დროებით.ვინც დარჩება-დარჩება და თუ არ მოეწონებათ შეგვიძლა,ახალები ვიპოვოთ.ვისაც ნამდვილად სჭირდება ეს სამსახური და ჩვენს მიერ შეთავაზებულ ანაზღაურებას დასთანხმდებიან გეგი მონუსხული უყურებდა ნინიას,რომელიც გაუჩერებლად საუბრობდა და ფურცლებს უმისამართოდ იქნევდა
-ძალიან ცოტასთან შეგვიძლია კონტრაქტის გაფორმება.სასტუმროზეც საზრუნავია
-დიახ,დიახ ამოვარჩიოთ ისეთი,რომელიც ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებს გვთავაზობს
-კარგი,მაგრამ ფულის დაზოგვაზეც უნდა ვიფიქროთ,თორემ გავკოტრდებით გიასავით ნინიამ ხმამაღლა გაიცინა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა.ძალიან გვიანი იყო ძლივს რომ მოსწყდნენ ფურცლებს.გეგი ფეხზე წამოდგა და გემრიელად გაიზმორა
-სახლში წაგიყვან
მკლავში გამოსდი თითები და ნინიაც წამიაყენა
-არ არის საჭირო,ჩემით წავალ ა
-მე არ მიკითხავს არაფერი
ხელი შეუშვა და კაბინეტი დატოვა.სახლიდან გადიოდნენ ანასტასია კივილით,რომ წავიდა მათკენ
-სადმე მიდიხარ,გეგუნა?
კისერზე ჩამოეკიდა ხირსელს და ლოყები დაუკოცნა
-ნინიას წავიყვან სახლში და მოვალ
-იცით,მართლა არ არის საჭირო
ნინია უხერხულად გრძნობდა თავს.საცოდავად აცეცებდა თვალებს
-ჩაჯექი
გეგის საერთოდ არ მოუსმენია მისთვის.მანქანას შემოუარა და სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი.ნინიას შერცხვა მათზე მოჩერებული ანასტასიას გამო და უკანა სავარძელზე დაიკავა ადგილი.იგრძნო,როგორ გადმოხედა გეგიმ,მაგრამ თავი ვერ ასწია.რამდენიმე წამი ასე ისხდნენ.ბოლოს გეგიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თავის ქნევით დაძრა მანქანა.უხმოდ იმგზავრეს.ნინია ძლიერად უჭერდა თითებს მუხლებზე დაწყობილ საქაღალდეებს
-ნახვამდის
გეგიმ გვერდულად გახედა გოგონას,რომელიც თითქმის გადასული იყო მანქანიდან
-დიდი მადლობა,ბატონო გეგი
მკრთალად გაუღიმა უფროსს
-სხვათა შორის,ტაქსის მძღოლი არ ვარ წარბაწევით ამოთქვა და სწრაფად შეანათა აკიაფებული ლურჯები
-მე უბრალოდ...
-ხვალ არ მოხვიდე
ნინიამ თავი უხმოდ დაუქნია და სწრაფად გაიქცა სადარბაზოსკენ.გული ისე აჩქარებოდა,შეეშინდა არ გასკდომოდა.სახლის კარი ფრთხილად შეაღო.საქაღალდეები იქვე დადო და სარკეში შეავლო საკუთარ თავს თვალ
-თმა რას მიგავს,ღმერთო
ამოთქვა და თითები სწრაფად გადაისვა აბურძგნულ თმაზე.ფეხზე გაიძლო და ფეხშიშველი დაიძრა სამზარეულოსკენ.კინაღამ გული წაუვიდა ფანჯარასთან მდგარი,ჯანდიერი ლუკა რომ დაინახა.ბიჭი ცალყბად უღიმოდა ისე,თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარიყო.ლუკა სწაფად მოსწყდა ადგილს და გაქვავებული ნინიასკენ წავიდა.გოგონას წინ დადგა ხელებგაშლილი.მისკენ გადაიხარა,უნდა ჩახუტებოდა მარჯვენა ლოყა ნინიას მოქნეულმა ხელმა რომ აუწვა.თავი გვერდით გადახარა და სიმწრით ამოიღმუვლა
-როგორ გაბედე აქ მოსვლა?!
ნინიას ხმა ათრთოლებოდა,მთელი სხეული ერთიანად გაეყინა.სწრაფად იწმენდდა ლოყებზე დაგორებულ გაუაზრებელ,მდუღარე ცრემლებს
-შენც აღშფოთებული ყოფილხარ ჩემზე
ლუკამ გაიცინა და ქვევიდან ახედა აკანკალებულ ნინიას.მაგიდაზე დადებულ სიგარეტის ღერს გადასწვდა და სწრაფად მოიქცია ტუჩებშორის.იქვე,სკამზე ჩამოჯდა და ნინიას ააჩერდა
-ხმას როგორ იღებ?როგორ არ გრცხვენია საკუთარი თავის?!
-მე მეგონა,მოგენატრე
გაუღიმა და მუხლებზე ძალით დაისვა ერთიანად აკანკალებული
-არაკაცურად მოიქეცი!თითქმის ხუთი წლით გადაიკარგე ისე,რომ საერთოდ არაფერი გაგვაგებინე და ახლა, მოხვედი და რა გგონია,გეტყვი,რომ მომენატრე?!
-ნინია,როგორ მიყვარს შენი ქოთქოთი
გაუცინა და სახე ნინიას გაშლილ თმებში ჩამალა
-მკვდარი გვეგონე!სად ჯანდაბაში ეგდე?
ნინიამ ვეღარ უძლებდა მონატრებისგან აშლილ გრძნობებს.სწრაფად წამოვარდა ფეხზე და გაცხარებული დააჩერდა ჯანდიერს
-მონასტერში...
ამოილუღლუღა ლუკამ და ისევ მოუკიდა სიგარეტს.ნინიმა კიდევ ერთხელ მოუქნია გაშლილი მტევანი და კიდევ ერთხელ გაამწარა
-თავხედი,ეგოისტი და არაადამიანი ხარ
გოგონამ ხმა ვერ დაიმორჩილა და ბოლო ხმაზე დაუყვირა.თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ძლივს იხედებოდა.ჯანდიერი ფეხზე წამოდგა და ძლიერად ჩაიხუტა ნინიას სიფრიფანა სხეული
-შენც ნუ მაქცევ ზურგს
-როგორ გაბედე ასე მოქცევა?!
-აღარ შემეძლო აქ გაჩერება,ნინია
ლუკა გატყდა.ძალაგამოცლილი ჩაჯდა იატაკზე და თავი ჩაქინდრა
-აღარ შემეძლო იმ ცხოვრებით ცხოვრება,როგორც ვცხოვრობდი.ნარკოტიკი,მოსაწევი,კაზინოები, პრობლემები,მევალეები.მერჩივნა, არაკაცივით გავქცეულიყავი
ნინია თვალებდახუჭული,აზლუქუნებული, უხმოდ უსმენდა ჯანდიერს
-ძალიან გაბრაზებულები ხართ ხო?
-რა თქმა უნდა,გაბრაზებულები ვართ,ლუკა!
-იქ რომ არ წავსულიყავი ახლა კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი
-გასასამართლებელი მიზეზი არ გაქვს!ერთხელაც არ დაგირეკავს.ის მაინც გეთქვა,ცოცხალი რომ იყავი და არაფერი გიჭირდა.ეთერი ცოცხალ-მკვდარი დადის
-ნუღა მეჩხუბები.შენზე მომიყევი რამე
ლუკა ნინიასკენ მიიწია და თავი მის თეძოს მიაყრდნო
-ძალიან შეგვაშინე ყველა,ლუკა...
გოგონამ თავზე დაადო ხელი და დაბალზე დაყენებულ თმაზე გადაუსვა თითები
-ციცო ისე მაგრად შემხვდა
-უყვარხარ და იმიტო
-შენ და ელენეს არ გიყვარვართ?!ორივემ იმდენი მირტყით,ადამიანად აღარ ვარგივარ
ნინიას გულიანად გაეცინა ლუკას მეამიტურ ხმაზე
-ვინ იყო,რომ მოგაცილა?
-ჩემი უფროსი
-ნინია,ისე მენატრებოდი,რომ ვერც კი წარმოიდგენ.მიდი,კარტოფილი შემიწვი რაა გოგონა ფეხზე წამოდგა და ერთ-ერთ კარადასთან დადგა.კარტოფილი ტაფაზე დაყარა და თვითონ ოთახში გავიდა,გამოსაცვლელად.ლუკა ღია ფანჯარასთან იდგა.ზურგით კედელს ეყრდნობოდა,ტუჩებშორის აუნთებელი სიგარეტი მოექცია და იატაკს ჩაშჩერებოდა.თავი ინტერესით წამოსწია შემოსასვლელიდან ხმაური, რომ შემოესმა.გასვლას აპირებდა ელენე ქოთქოთით,რომ შევარდა
-რაიყო,სად დაგიყრია ის საბუთები.გამოვედე,ჩამოვყარე ყველაფერი ბუტბუტრბდა და ჩანთაში ქექავდა რაღაცას
-შენ ხარ დაუკვირვებელი და მაგის ბრალია ელენემ ისეთი სისწრაფით ასწია თავი,რომ კისრის მალების ტკაცუნი,მოპირდაპირე კორპუსშიც გაიგეს
-შენ რა გინდა აქ?
-აქ ყოფნაც ამიკრძალე ახლა
-მეტი საქმე არ მაქვს,რამე აგიკრძალო ჩაიბურტყუნა ელენემ და სკამზე დაებერტყა.სწრაფად ამოაძვრინა ერთი ღერი სიგარეტი კოლოფიდან და მოუკიდა.ლუკა ნელა დაიძრა მისკენ.მომღიმარი დაუდგა წინ და თითებში შეყინული სანთებელა გამოართვა.თავადაც მოუკიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.თვალს არ აშორებდა გამშრალ ელენეს
-ლუკა,დაიწვა ყველაფერი
ნინია ზუზუნით შევიდა ოთახში და გაშტერებულ დაქალს დააჩერდა
-როდის მოხვედი შენ?
-რას მოვდიოდი საერთოდ
ჩაიდუდღუნა და მთელი ძალით ჩაასრისა სიგარეტის ნამწვი საფერფლეში
-ნერვოზი გაქვს,ელენიკო?!
ელენეს ცოტა აკლდა ფეხზე წამოვარდნამდე და ცალყბად მომღიმარი ლუკას სახის გაერთიანებამდე
-გამომართვი ეს პური
ნინიამ მკლავზე გაჰკრა ბიჭს ხელი და თვალები დაუბრიალა
-მალე მაჭამე,გამძვრა კუჭი
ამოიზმუვლა ლუკამ და სკამზე ჩამოჯდა,ელენეს მოპირდაპირე მხარეს.მთელი საღამოს განმავლობაში,სიტყვიერად თუ უსიტყვოდ ჭამდნენ ელენე და ჯანდიერი ერთმანეთს.ნინიას თავი აფეთქებული ჰქონდა მათი კინკლაობის მოსმენისაგან
-მივდივარ მე,წამოდი მიგაცილებ
-არ მოვდივარ,ვრჩები და დამანებე თავი
-შეეშვი ამას
ნინიამ მკლავში გამოსდო ხელი მოქუფრულ ლუკას და გასასვლელისკენ წააპორწიალა
-მე არ გეცოდები იმ ცარიელი სახლისთვის?
-დროა,წყნეთში გადახვიდე საცხოვრებლად გივისთან და ეთერისთან.ტყუილად აწვალებ იმათაც.ვაიმე,ეთერი გაგიჟდებოდა, რომ დაგინახავდა
ნინიამ წამოიკივლა და თევზივით დაფჩენილ ტუჩებზე აიფარა თითები
-უძღები შვილი დავუბრუნდი,ამიტომ დაივიწყა ჩემი გაქრობა
ლუკა დაიხარა,ნინიას თავზე მაგრად აკოცა და კარებში გააბიჯა
-ჭკვიანად იყავით
თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და კიბეები სწრაფად ჩაირბინა
-თავხედი
ნინია შეცბა ზურგს უკან ელენეს ხმა რომ გაიგონა
-რაო,შეგაცოდა თავი მაგ ვირმა?!
-ელენე,მორჩი...ლუკა ძალიან ცუდად მოიქცა,მაგრამ კარგად იცი,როგორი პრობლემური იყო ყოველთვის.ცოტათი მაინც უნდა ვაპატიოთ
-ხვალ მუშაობ?
-არა
მხრები აიჩეჩა და კარადიდან სუფთა ტანსაცმელი გადმოალაგა
-ხოდა,ბანკეტისთვის რამე ვიყიდოთ,მეც ვისვენებ ხვალ
-აუ,არ გეზარება მანდ წაბოდიალება?
-რა მეზარება,გოგო?მართას და შორენას ჯინაზე უნდა მივიდეთ ახალგამდიდრებული კარდაშიანებივით
ელენე საწოლზე გაიშოტა და ჭერს ააჩერდა
-შენ რა გეშველება...
ამოიბუტბუტა ნინიამ და თავის ქნევით წავიდა სააბაზანოსკენ. მთელი ღამე საწოლზე ისხდნენ,გაჩუმებულები.ორივე ლუკა ჯანდიერზე ფიქრობდა,ბავშვობის მეგობარზე.ლუკა მათზე სამი წლით უფროსი იყო.ერთმანეთი სკოლაში გაიცვნეს.გოგონები მეოთხე კლასში იყვნენ.ელენე დერეფანში გამეტებით ურტყამდა ჯანდიერის კლასელს,რადგან ნინიას ფეხი გამოსდო და წააქცია.ძლივს გააშველა ლუკამ,რომელიც სიცილს ვერ იკავებდა ატირებული კლასელის შემხედვარე.იმ დღეს ჯანდიერმა გოგონები სახლამდე მიაცილა,რადგან მეშვიდე კლასელი ბიჭები ელენეს ელოდებოდნენ სკოლის ეზოში.ჯანდიერი მთელი გზა მომღიმარი მისჩერებოდა მათ.ნინია საწყლად მიჩანჩალებდა,რომელსაც წინ ელენე მიუძღვოდა,ლანძღვითა და მუქარით.იმ დღის შემდეგ,ლუკა ორი პატარა გოგონას დაცვა გახდა.ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს,რომ წამითაც არ დადიოდნენ მარტოები.ლუკა ფარი,საყრდენი და მშველელი იყო მათი ისევე,როგორც გოგონები ლუკასთვის.
მთელი დღე სავაჭრო ცენტრში დახეტიალობდნენ და ელენეს თქმით,"მართა შურით უნდა გავხეთქოთ" კაბებს ეძებდნენ.ნინიას ფეხები ისე სტკიოდა,რომ ცოტა აკლდა ელენეს მიგუდვამდე და იქიდან გამოქცევამდე
-ეს კაბა მოიზომე
გოგონამ ცხვირწინ საკმაოდ მოკლე,მუქი ზურმუხტისფერი კაბა აუფრიალა
-ელენე,მღუპავ?!
-ჩაიცვი მეთქი!იდეალური ფორმები გაქვს და გამოიყენე რამეში
ძალით შეაგდო გასახდელში და ხის კარი სწრაფად მოუკეტა
-მკერდი კარგად ამოქაჩე ზევით
შესძახა და თვითონ იქვე ჩამოჯდა პატარა,რბილ სკამზე
-იაფასიან ბ*ზს ვგავარ ამ კაბაში
ნინიამ უკმაყოფილოდ გამოაღო კარი და მის წინ მდებარე უზარმაზარ სარკეში ჩაიხედა
-ღმერთო,აპატიე,შტერია და ბოდავს
ელენე ფეხზე წამოდგა და მეგობარს გაბადრული დაუდგა წინ
-მშვენიერია,ამას ყიდულობ შენ
შემფასებლურად აათვარიელა და თვალი ჩაუკრა -ნუ ბოდიალობ.ზედმეტად ვულგარულია
-ნუ მიშლი ნერვებს,თორემ თმებით გითრევ.არაფერი ვულგარული არ არის,არც მოკლეა და არც ღრმა დეკოლტე არ აქვს.ამიტომ,გაჩუმდი და იყიდე
ელენემ ხელმეორედ შეაგდო გასახდელ ოთახში და გამარჯვებული სახით გამობრუნდა
-შენ რას აპირებ?
-იმ შავ კაბაზე ვფიქრობ,წინა მაღაზიაში რომ მოვიზომე
-ჰო,ეგ კაბა ნამდვილად გიხდებოდა
-იმედია,ერთი დღე დაგასვენებს გეგუნა
-გეგუნას ნუ ეძახი,მაჟრიალებს
ამოთქვა გოგონამ და ახითხითებულ მეგობარს წარბაზიდულმა გახედა.ცოტა კიდევ იბოდიალეს ქალაქში.ნინიას უკვე ატანა აღარ ჰქონდა აფაქიძესი.
სახლში მისვლისას ციცომ ორივეს მოაზომა კაბები და დიდხანს ატრიალა მის თვალ წინ
-ლუკა იყო მოსული და გიკითხათ
-რას დაძრწოდეს ერთი
ელენემ ცხვირი აიბზუა და სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებშორის
-ნუ წუნკლობ შენ!
დატუქსა ციცომ და მაგიდის გაწყობა განაგრძო
-კიდე მე ვწუნკლობ?!ლამის გამოვიტირე ცოცხალი კაცი,იმდენი ხნით გადაიკარგა
-აუუუ,ნუღა ლაპარაკობ მაგაზე.მთავარია,გამოჩდა.საღსალამათი და ჯანმრთელია
-აბა რა მამი,ლუკა შვილივით მიყვარს.ჩემს ხელში ხართ გაზრდილები
ციცომ ორივე ჩაიხუტა და ლოყები დაუკოცნა.
საბედნიეროდ ნინიას ანასტასია არ დახვდა სახლში.ამიტომ გაბედულად შეაბიჯა სამზარეულოში ნამცხვრებით ხელდამშვენებულმა.სწრაფად შემოდგა გაზქურაზე ჩაიდანი და ტკბილეულობა თეფშზე გადაალაგა.იქვე ჩამოჯდა და უფროსს დაუწყო ლოდინი.გეგი მალევე გამოჩნდა.თმააბურძგნულს ეტყობოდა,რომ ახალი გაღვიძებული იყო
-დილა მშვიდობისა,ბატონო გეგი
ნინია ფეხზე წამოხტა და სკოლის მოსწავლესავით გაიჯგიმა
-დილა მშვიდობისა
ამოიბუტბუტა ბიჭმა და სწრაფად ჩამოისხა წყალი
-დღეს რამდენიმე შეხვედრა გვაქვს დანიშნული
-კარგი,მაჭამე რამე და წავიდეთ.სასტუმროში უნდა მივიდეთ?
-არა,ორივე შეხვედრა მათ ოფისში არის დაგეგმილი
გეგიმ თავი დაუქნია და სკამზე ჩამოჯდა.ნინიამ სწრაფად გაუმზადა ყავა და ტკბილეულთან ერთად წინ დაუდგა.
პირველმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.რესტორნისთვის ინვენტარის ახალი მომმარაგებელი დაითანხმეს თანამშრომლობაზე.ნინია ისეთი ბედნიერი იყო,ღიმილს ვერ იკავებდა.მეორე შეხვედრა ოდნავ მოგვიანებით იყო ჩანიშნული,ამიტომ უახლოეს კაფეში ჩამოსდხდნენ.გოგონა ბედნიერი მისჩერებოდა წარბებშეკრულ გეგის,რომელოც მაგიდას დაჰყურებდა
-საკუთარი თავის მტერი ხარ
ხირსელმა მოულოდნელად ასწია თავი და გამჭოლი მზერა მიაბყრო დაბნეულ ნინიას
-რას ამბობთ,რატომ?
-საკუთარი პროფესიით მუშაობას,მიმღებში პორტიედ დგომა გერჩივნა
-არ იყო ამის საშუალება.სამსახური და სტაბილური ხელფასი აუცილებლად მჭირდებოდა.არავინ დამელოდებოდა მე როდის გავივლიდი პრაქტიკებს და კვალიფიკაციას როდის ავიმაღლებდი
-გიასთვის შეგეთავაზებინა მდივნობა
-გია თითქმის არასდროს იყო სასტუმროში და აზრი არ ჰქონდა.მის საქმეს ყოველთვის მენეჯერი აგვარებდა
გოგონამ მხრები აიჩეჩა და უხერხული ღიმილით ახედა მოქუფრულ გეგის
-ელენე რომ არა,ახლა ისევ იქ იდგებოდი
თავი გააქნია ბიჭმა და ვიტრინაში გაიხედა. მეორე შეხვედრა ცოტა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.ვერც ერთი მხარე ვერ თანხმდებოდა მათთვის სასურველ და მისაღებ საკითხებზე
-ბატონო ნუგზარ,რესტორნის გარდა შეგვიძლია,სასტუმრომაც გაუკეთოს რეკლამა თქვენს პროდუქციას
ნინია უკვე ღელავდა,რადგან თუ ნუგზარს ვერ დაითანხმებდნენ სასტუმროს დახურვა ნამდვილად მოუწევდათ
-მხოლოდ ეგ არ კმარა,მე ფასს ვეღარ დავაკლებ გოგონამ გეგის გახედა საცოდავი თვალებით და ამით შველა სთხოვა.ხირსელმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და საქაღალდეს ჩააცქერდა
-კარგით,იყოს ის თანხა რასაც გვეუბნებით,მაგრამ თქვენს პროდუქტს მხოლოდ რესტორანში შევიტან
ქვევიდან ახედა ჩაფიქრებულ ნუგზარს.ნინია ისე ნერვიულობდა,ფერი სულ დაკარგა.ლამის პირდაღებული მიშტერებოდა ორივეს
-კარგი,ჯანდაბას დავაკლებ
ხელი ჩაიქნია კაცმა და სასწრაფოდ მოაწერა ხელი წინ გადაშლილ საბუთებს.ნინიამ კინაღამ წამოიკივლა სიხარულისგან.ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი,რომ არ გაღიმებოდა.ყველა საბუთი რომ მოაწესრიგეს,სწრაფად დატოვეს იქაურიბა
-ძალიან დიდი მადლობა,რომ არ დანებდით
-არც მე არ მინდა რესტორნის დახურვა
-ძალიან მიხარია,ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა
ნინაიმ კიდევ ერთხელ გაუღიმა უფროსს და მანქანაში ჩაჯდა.გეგიმ ნინია სახლში დატოვა,თვითონ კი თამართან წავიდა.
-მამი,მოვედი
გოგონა მაშინვე ოთახში შევარდა და გამზადება დაიწყო.ცოტა დრო ჰქონდა ამიტომ ძალიან ჩქარობდა
-დღეს რომ არ წასულიყავი,რა მოხდებოდა? ელენე სახლში არ იყო შესული,ქოთქოთი დაწყებული რომ ჰქონდა
-არ შეიძლებოდა და მორჩა
ნინიამ თვალები დუბრიალა დაქალს და სწრაფად გადაიცვა კაბა
-ის არ მოსულა?
-მალე მოვა
-ნუ ზუზუნებ შენ და დაურეკე ლუკას
ნინია თავზე დააცხრა დაქალს და ტელეფონი ლამის თავში ურტყა
-როგორ გიხდება ეს კაბა
ფეხზე წამოაგდო და დაატრიალა
-მომშორდი,გოგო და მალე გაემზადე!
ელენემ ძალით მოიშორა და ციცოს შეაჩეჩა ტელეფონი.
ორივენი ისეთი ლამაზები იყვნენ,ლუკა ყბაჩამოვარდნილი მისჩერებოდა მათ
-მამი,არ დამელოდო,შეიძლება გვიან მოვიდე ნინიამ შუბლზე აკოცა მამიდას,ლუკას ხელკავი გამოსდო და კარებში გავარდნილ ელენეს უკან მიჰყვა.
რესტორანი ძალიან კარგი აღმოჩნდა.არც ზედმეტად გადაპრანჭული და არც სამგლოვიარო
-შორენა ისევ ისეთი დარჩენილა
ელენემ ხმამაღლა გადაიკისკისა და სახემოქუფრულ ლუკას შეუღრინა
-ნატო მოდის და ახლაც არ გაამწარო
ნინიამ ძალით გაუღიმა "მონატრებულ" დამრიგებელს და ძლიერად მოეხვია
-ეს ვინ მოგიყვანიათ,გოგონებო
ქალმა იქვე მდგარი ჯანდიერი აათვარიელა,რომელსაც შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და წარბებშეკრული ათვარიელებდა იქაურობას
-ნატო მას,ლუკა არ გახსოვთ?ჩვენს სკოლაში სწავლობდა
-ვერ ვიხსენებ
ქალმა თვალები დააწვრილა და კიდევ ერთხელ აათვარიელა ლუკა
-წამოდი მალე,თორემ გადაძოვა იობიძემ ყველაფერი ე
ლენემ ფერდში უჩქმიტა დაქალს და ძალით წაათრია მაგიდისკენ.ყველას მოკითხვის შემდეგ ძლივს მიაღწიეს სუფრამდე.ელენე წუწუნს არ წყვეტდა და ნახევრად გადაცლილ მაგიდას ნინიას აბრალებდა
-აბა,დავლიოთ მეგობრებო
ფეხზე წამოიჭიმა ლოთი აბრამიძე და ღვინით სავსე ჭიქა მაღლა ასწია.აქედან დაიწყო გაუთავებელი სმა-ჭამა.არავის ეცალა ერთმანეთვისთვის.ყველა ცდილობდა,როგორმე ნორმალური საჭმელი ეხვედრა
-თვალებს ამოვთხრი აფხაძეს
ნინია შეკრთა,ელენე მკლავში რომ ჩააფრინდა და შეანჯღრია.ბოდიში მოუხადა კლასელს და გოგონას მიუბრუნდა
-რა გინდა,გოგო?
-ვერ ხედავ,იმ ვირს,როგორ უჟუჟუნებს თვალებს?!
-ელენე,გაჩუმდი და ჭამე!დაანებე ლუკას თავი ელენემ ცხვირი აიბზუა და ჭიქა მის გვერდით მჯდომ აბრამიძეს შეავსებინა. მშვენივრად იხალისეს,ბევრი იცეკვეს,იმღერეს და კარგადაც გაერთნენ.ელენესაც და ნინიასაც ზედმეტი მოუვიდათ დალევა.ძლივს იდგნენ ფეხზე.ნინია დარბაზის ცენტრში იდგა და ერთ ადგილას ქანაობდა
-ეს ჩაიცვი,თორემ მაგრად გცემ!
ჯანდიერმა სწრაფად მოახურა მოსაცმელი და ბოლომდე შეუკრა
-რას ჩამაცვი,მცხელა
ამოიზუზუნა გოგონამ და უკმაყოფილოდ ახედა დაბღვერილ ლუკას
-გიჩანს ნახევარი მკერდი და პირღია მოგჩერებია მთელი რესტორანი!
ჩაისისინა ბიჭმა და მკლავში ჩაავლო ხელი აზუზუნებსულს.ელენე მოძებნა თვალებით და მისკენ გაემართა
-სახლში მივდივართ!
-მე არსადაც არ მოვდივარ
დაიყვირა გოგონამ და ღვინის გრაფინს წაეტანა
-ხელი გაუშვი ამას და წამოდი
ლუკამ მუცელზე გამოსდო მკლავი და ისე აიტაცა,თითქოს ბუმბული ყოფილიყო
-გამიშვი,შე ვირო
-ნუ ჩხავი,სირცხვილია
-ლუკა,რატომ მივდივართ? ლოყებაწითლებულმა ნინიამ თავი ასწია და საცოდავად შეხედა მეგობარს
-ზედმეტები მოგდით და იმიტომ
-შენ რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?! ელენემ საჩვენებელი თითი ჰაერში გაფშიკა და ფართხალი დაიწყო
-გაჩერდი,თორემ მიგახრჩობ
ჯანდიერმა ისე დაიღრიალა,მთელი დარბაზი ჩადუმდა.საერთოდ არავისთვის მოუქცევია ყურადღება.ელენე უკეთ დაიჭირა და შენობა დატოვა.ძლივს ჩატენა მანქანაში ალქაჯად ქცეული გოგონა
-ლუკა,არ მინდა მანქანით წამოსვლა
ნინიამ ძლივს ამოიბუტბუტა და თვალები სწრაფად დაახამხამა,მზერა რომ გაეწმინდა
-ცუდად ხარ?
-ჰოო,ჰაერზე მინდა ყოფნა.ელენე მიიყვანე სახლში.შორს მაინც არ ვართ და ფეხით გავივლი -რას ბოდავ!მთვრალი ხარ და ამ შუა ღამეს,ფეხით უნდა იბორიალო?
ნინიამ მხრები აიჩეჩა და საყვარლად გაუღიმა მოქუფრულს
-ტყუილად მიყურებ ასე,შენი აქ დამტოვებელი არ ვარ
-აუუუ,არაფერი მომივააა
-ნუ ზუზუნებ და ჩაჯექი
-ლუკა,გეფიცები მალე მივალ სახლში.ახლა რომ მანქანაში ჩავჯდე,მოვკვდები
ჯანდიერი რამდენიმეხანს უხმოდ უყურებდა აწურულ ნინიას
-შედი შიგნით,ამას მოვიყვან და მე მიგაცილებ
-რა დაგემართა?ორი წლის ხომ არ ვარ.თხუთმეტ წუთში სახლში ვიქნები.რაზე ნერვიულობ,არ მესმის
-ნინია,იცოდე,თხუთმეტ წუთში დავრეკავ და საწოლში რომ არ იქნები,გეფიცები ფეხს არსად გაგადგმევინებ!
ლუკამ თითი გამაფრთხილებლად დაქნია და შუბლზე ძლიერად აკოცა
-ოხ,რა ჯიუტი ხარ
კიდევ ერთხელ აკოცა და მანქანაში ჩაჯდა.ნინიამ ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი და ოდნავ შეციებული ხელები მოსაცმლის ჯიბეებში ჩაიწყო.მოქირწყლულ გზას მომღიმარი გაუყვა.ძალიან სიამოვნებდა ჩუმი,მიმშვიდებული ქალაქი და ამ სიამოვნებით ტკბებოდა.კინაღამ წამოიკივლა,მის ჯიბეში მობილური რომ აზუზუნდა.არც დაუხედავს ნომრისთვის ისე უპასიხა
-არ მივსულვარ ჯერ და მაცადე რაა
ამოიზუზუნა და სახე უკმაყოფილოდ დაბრიცა,თითქოს ხედავდა ლუკა
-რომელი საათია,გარეთ რომ ხარ?!
გოგონა შეკრთა გეგის ბოხი,ხრინწნარევი ხმა რომ გაიგონა
-ბატონო უფროსო,თქვენ ხართ?
-სად ხარ?
-რა ხდება,უფროსო?
-მიპასიხე
-სახლისკენ მივდივარ...
ძლივს ამითქვა,იმდენად დაძაბა უფროსის მკაცრმა ტონმა
-ნინია,თითქმის სამი საათია და ამ დროს გარეთ ხარ?!
-კლასის შეკრება გვქონდა.დავლიე და მანქანით მგზავრობას მართლა ვერ შევძლებდი,თან აქვეა ჩემი სახლი.თითქმის მივედი,მაგრამ მგონი ჯერ არ მივსულვარ.კარგად ვერ ვხედავ,ცოტა თვალები მებინდება და მგონი,გულიც მერევა და თავბრუცმეხვის
ნინია საყვარლად ბუტბუტებდა და თან ფრთხილად მიაბიჯებდა,ეშინოდა არ წაქცეულიყო
-მანდ იყავი,მოვალ!
გეგიმ ისე მოულოდნელად გაწყვიტა ზარი,ნინია გონს ვერ მოვიდა.უნებლიედ შედგა და დაბნეულმა მიმოიხედა.დამრგვალებულ თვალებს სასაცილოდ აცეცებდა და თვითონაც არ იცოდა რატომ იდგა შუა ქუჩაში და რატომ ელოდა გეგის.
ხირსელი მალევე გამოჩნდა.მანქანა გაჩერებული არ ჰყავდა,იქიდან რომ გადმოფრინდა და ნინიას აესვეტა წინ
-წამოდი,წაგიყვან
მკლავზე შემოხვია გრძელი თითები და მანქანისკენ წაიყვანა
-არა,არა ბატონო უფროსო,მართლა ცუდად გავხდები
-ნელა ვივლი
გეგიმ კარი გაუღო და ფრთხილად დასვა
-არ არის საჭირო,სულ მალე მივიდოდი
-ფერი არ გადევს სახეზე!
გეგიმ ჩაისისინა და მანქანა სწრაფად დაძრა.მრთლა ნელა ატარებდა.ეშინოდა,ნინია ცუდად არ გამხდარიყო.გოგონას თავი საზურგეზე გადაედო და თვალები დაეხუჭა.გალურჯებული ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა და ღრმად სუნთქავდა.სულ მთლად გაფითრებულიყო.გეგის მართლა შეეშინდა რამე არ მოსვლოდა და ამიტომ თავისი სახლისკენ აიღო გეზი.ახლა მარტო ნამდვილად ვერ დატოვებდა. არ უნდოდა ნინია რომ შეეშინებინა,ამიტომ ფრთხილად შეახო ლოყაზე ხელი და შეაფხიზლა
-ნინია,მოვედით
ხმადაბლა დაუძახა და ღვედი შეუხსნა
-დიდი მადლობა,ბატონო უფროსო ამოილუღლუღ გოგონამ და დისორიენტირებული გადაფოფხდა მანქნაიდან.გეგიც მაშინვე მას მიჰყვა.ნინია საერთოდ ვერ მიხვდა,ხირსელმა მასთან რომ მიიყვანა.ძლივს მიბარბაცებდა და ხელებს ჰაერში აცეცებდა,იმ იმედით რომ თუ ფეხი აერეოდა ამით წონასწორობას დაიცავდა.გეგის ოდნავ გაეღიმა.სწრაფად მიუახლოვდა და წელზე მოხვია მკლავი
-ბატონო უფროსო,ჩემითაც ავიდოდი,კარგად ვარ
-იმასაც ვერ მიხვდი,რომ ჩემთან მოგიყვანე და კარგად,როგორ ხარ?
წარბაზიდული დაჰყურებდა პირდაღებულ ნინიას,რომელსაც ვერაფერი გაეაზრებინა.გეგიმ კარი სწრაფად გააღო და სახლში შესვა გაოგნებული ნინია
-მოდი,ეს გაიძვრე
მოსაცმელი გახადა და იქვე მიკიდა.უნებლიედ აათვარიელა შესასვლელში აყუდებული გოგონა.რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა მის მადისაღმძვრელ ფორმებს.ბოლოს ძლივს მოვიდა გონს.მაჯაში ჩაავლო თითები თვალებდახუჭულს და მისაღებისკენ წაიყვანა. რა თქმა უნდა,თავის უსაშველო ტკივილმა გააღვიძა.გვერდი ძლივს იცვალა და აფუმფულებულ ბალიშში ჩაჰყო ცხვირი.ეუცნაურია გრილი,პიტნის არომატი და თვალები ნელა გაახილა.წარბებშეკრული მიშჩერებოდა აშკარად უცხო ოთახს
-ვაი
ამოიხავლა და თავს ძალა დაატანა,რომ წამომდგარიყო.დაკუჭული კაბა ტანზე უსიამოვნოდ მიჰკვროდა.რამდენიმე ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული,დენდარტყმულივით,რომ შეხტა.ფრაგმენტ-ფრაგმენტ გაახსენდა წინა ღამე და ლამის კივილი დაიწყო.კაბა სასწრაფოდ შეისწორა და ოთახიდან გავარდა.დამშვიდდა, ნაცნობ მისაღებში რომ აღმოჩნდა.წამიერად შეცბა,დივანზე ჩამომჯდარი გეგი რომ დაინახა.ისე შერცხვა,ერჩივნა უკვალოდ აორთქლებულიყო იქიდან
-სახეზე გეტყობა,კარგი დილა მანდვილად არ გაქვს
გეგი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.ნინიასაც ანიშნა,მას გაჰყოლოდა
-ბატონო გეგი,ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი,ჩემი საქციელის გამო
ნინია ძლივს ბურტყუნებდა.ყელი საშინლად სტკიოდა
-არაფერი ჩაგიდენია
წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა,მარმარილოს მაგიდას ხელისგულებით ჩამოეყრდნო და ზევიდან დახედა აწურულს
-გუშინიდან შენი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს
ნინიას მხოლოდ მაშინ გაახსენდა ჯანდიერი და ლამის სკამიდან გადავარდა
-ვაიმე,ლუკა
წამოიძახა და თვალებგაფართოებული წამოვარდა.თავბრუ დაეხვა,წონასწორობა ვერ დაიმორჩილა და მოინახულებდა კიდევაც ძვირადღირებულ მეტლახს გეგი რომ არა.სწრაფად შემოხვია მკლავები და დაცემის საშუალება არ მისცა.ნინია პირდაფჩენილი აშჩერებოდა წარბაზიდულ უფროს
-ზედმეტად პრობლემური ხარ
თავი გააქნია და გაასწორა უცნაურ მდომარეობაში მყოფი.გოგონას ისე შერცხვა,დარწმუნრბული იყო სახეზე ულამაზოდ გაწითლდებოდა
-ბოდიში
ამოიჩურჩულა და სწრაფად მოშორდა უფროს.უხერხულად აიწურა და სამზარეულო დატოვა.დივანზე დადებული თავისი ჩანთიდან მობილური ამოაძვრინა და კინაღამ გული გაუსკდა,ლუკას გამოტოვებულ ზარებს რომ მოჰკრა თვალი.ნერვიულობისგან ისე მწარედ იკბინა ქვედა ტუჩზე,რომ ტკივილისგან კინაღამ წამოიკივლა.სასწრაფოდ გადაურეკა.იცოდა,კარგი დღე ნამდვილად არ ელოდა
-შენ გოგო სულ გააფრინე?!სად ჯანდაბაში ხარ.გუშინიდან მოყოლებული მთელ თბილისში დაგეძებ
ნინია ერთ ადგილას შეხტა ჯანდიერის ღრიალი,რომ გაიგონა.სახე საცოდავად დამანჭა და კედელს მიყრდნობილ უფროსს უხერხულად გახედა
-მისამართს მოგწერ და მომაკითხე
ამოიბლუყუნა და სასწრაფოდ გაუთიშა.თითები ისე უცახცახებდა,ტელეფონი კინაღამ გაუვარდა
-ბატონო გეგი,ძალიან დიდი ბოდიში,რომ შეგაწუხეთ და ძალიან დიდი მადლობა,რომ იქ არ დამტოვეთ
-ფრთხილად თუ არ იქნები,დიდი ალბათობით მე ვეღარ გიშველი.უყურადღებოდ იქცევი,ცოტა დაფიქრდი,რას აკეთებ
გეგი მისკენ დაიძრა და იქვე გადაკიდებული მაისური სწრაფად გადაიცვა
-დიახ,მესმის
-არა,არ გესმის.რომ გესმოდეს ასე დაუფიქრებლად არ მოიქცეოდი
ნინია თავდახრილი იდგა.ნარვიულობისგან ტუჩები სულ დაეჭამა.გეგი ოთხი წლის ბავშვივით ტუქსავდა
-მე უბრალოდ მანქანით მგზავრობა არ შემეძლო -მაგით თავს ვერ გაიმართლებ და კიდევ ერთხელ გიმეორებ,დაუფიქრებელი,ქარაფშუტა ქალივით ნუ მოიქცევი
ნინიამ ძლივსშესამჩნევლად დაუქნია თავი და შვებით ამოისუნთქა,მანქანის სიგნალის ხმა რომ გაიგო.მიხვა,ლუკა იქნებოდა
-კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა,ბევრჯერ გადამარჩინეთ ინსტიქტურად აკოცა უფროსს ლოყაზე და იქაურობას გაეცალა.ლამის გადაფითრდა ჯანდიერის მზერას რომ წააწყდა.ბიჭი მანქანას მიყრდნობოდა.სიგარეტის კოლოფს ნერვიულად ათამაშებდა ხელში.ნინია კარგად ხედავდა მის აკიაფებულ თვალებს და ყველანაირად ცდილობდა,დრო გაეწელა მასთან მისასვლელად -დროზე გამოადგი ფეხი ამოისისინა და მანქანაში ჩაჯდა.მანაც უხმოდ დაიკავა თავისი ადგილი.ჩუმად წამოიკივლა ლუკამ მანქანა უსწრაფესად რომ მოსწყვიტა ადგილს.ძლივს მოახერხა უსაფრთხოების ღვედის შეკვრა.კარგად ხვდებოდა,რომ ლუკას სიჩუმე ცუდის მაუწყებელი იყო.ჯანდიერმა მასთან მიიყვანა ბინაში
-ღმერთო,შენ მიშველე
ჩაიჩურჩულა და სადარბაზოში შევარდნილს მიჰყვა.ზურგს უკან კარი,როგორც კი მიიხურა იგრძნო,ყველაფერი როგორ დაიძაბა.ძლივს შეაბიჯა მისაღებში.ლუკა ფანჯარასთან იდგა და ისე უყურებდა,გეგნებოდათ ლამისაა მოკლავსო
-ჯერ მე აგიხსნი ყველაფერს
ნინიამ სწრაფად გაიძრო მოსაცმელი და იქვე მიაგდო.ჯანდიერის წინ,ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა და ქვევიდან ახედა ძარღვებდაბერილ ბიჭს
-რა უნდა ამიხსნა?შენი სითავხედე და უდარდელობა?
-დამირეკა უფროსმა,შენ მეგონე და ვთქვი,რომ სახლში არ ვიყავი მისული.არ მოეწონა,იმ დროს გარეთ რომ ვიყავი და მაგიტომ მომაკითხა
-ვინ ჩემი ფეხებია,გოგო,ეგ?როგორ გაბედე და გაყევი?
-ნუ ღრიალებ...გეფიცები,არ ვიცი რატომ გავყევი ლუკას სიმწრით გაეცინა.ოდნავ აკანკალებული თითებით ამოაძვრინა სიგარეტის ღერი დაკუჭული კოლოფიდან
-მე,როგორ მითხარი უარი?!
ნინია შეცბა.საცოდავი მზერა მიაბყრო თაველბამღვრეულ მეგობარს
-ლუკა,გეფიცები არ მინდოდა,ასე მომხდარიყო... -მეგონა,გული გამისკდებოდა ნერვიულობით,შენ კიდევ მშვიდად გეძინა
-ლუკა
ნინია ფეხზე წამოდგა და მას მიუახლოვდა.გახურებული შუბლი მკერდზე მიაბჯინა და თვალები მაგრად დახუჭა
-მაპატიე,გთხოვ.მე ხო ყველაფერი გაპატიე
-საერთოდ არ გაგხსენებივარ,რომ მოგეწერა და გეთქვა,კარგად იყავი.ციცომ არაფერი იცის და ტყუილად ნუ ანერვიულებ
ოთახში შევიდა და დატოვა ათრთოლებული,ატირებული ნინია. დიდხანს იდგა ლუკა ჯანდიერის მისაღებში.ბოლოს ძალა მოიკრიბა და დატოვა იქაურობა.საბედნიეროდ მამიდა არ დახვდა სახლში.სწრაფად გადაივლო წყალი,გამაყუჩებელი დალია და დასაძინებლად დაწვა.ძლივს ჩაეძინა.რაღაც არ ასვენებდა,რაღაც აწუხებდა შიგნიდან და ეს რაღაც ლუკა იყო.
-მამი,ელენიკო რატომ არ მოვიდა? სამზარეულოში იჯდა,ფანჯარას უაზროდ მისჩერებოდა,ციცო რომ წამოადგა თავზე და შეაშინა
-დავლიეთ გუში,სძინავს ალბათ
-რამ დაგალევიათ,თქვე ოხრებო
-აბა ფხიზელი გვეყურებინა გამოჩერჩეტებული ჩვენი კლასელებისთვის?
ციცომ გულიანად გაიცინა და ჩაის ჭიქა ჩამოუდგა უჩვეულოდ მოღუშულ ძმისშვილს
-მამი,მოხდა რამე?
-მე და ლუკამ ვიკამათეთ...გავაბრაზე
-რომ გეძინა,იყო მოსული.ისიც ცუდ ხასიათზე მომეჩვენა
-მე გული არ გამიძლებს,ეგ თუ არ შემოვირიგე ნინია ფეხე წამოვარდა და გამოუცვლელად,უთქმელად გავარდა სახლიდან.სწრაფად გადაჭრა რამდენიმე ქუჩა და სულმოუთქმელად აირბინა მეხუთე სართულამდე.გამეტებით დასცხო ხის კარებს მუშტები.საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ატკიებული თითებისთვის.მოუთმენლობისგან ერთ ადგილას ცქმუტავდა
-რა უბედურებაა,ძილს არ გაცდიან
ლუკამ ჯუჯღუნით გამოხსნა კარი და გააზრებაც ვერ მოასწრო,ისე აეკრო სხეულზე აქოშინებული ნინია.ოდნავ გაეღიმა და კარი მიხურა.წარბაზიდულმა დახედა კატასავით მომზირალს
-თუ არ შემირიგდები,ბენზინს გადავისხამ წამოიძახა გოგონამ და უფრო ძლიერად მოეხვია.ლუკას ხამაღლა გაეცინა.თავზე აკოცა და თვითონაც მოხვია ხელები
-უნამუსო ხარ
-ვიყო,ოღონდ შემირიგდი
-კიდევ კარგი მოხვედი,შიმშილით კუჭი მძვრება ჯანდიერმა მაშინვე სამზარეულოში შესვა თვალებმოჭუტული ნინია,თავად კი იქვე,ფანჯარასთან დადგა სიგარეტით ხელში
-ლუკა,არაფერი არ გაქვს და რა გაჭამო?
-ოო,მიდი მოძებნე რამე
-ნუ ჯიუტობ და ადი წყნეთში!
ლუკამ თვალები აატრიალა და ზურგი შეაქცია მაცივარში თავით შევარდნილს
-კლდემამოსილი ელენე აფაქიძე სად იმყოფება?
-სახლში იქნება,არ შევხმიანებივარ
-შენს უფროსთან რა გინდოდა?
ნინია ისე დაიძაბა,კინაღამ თითებიც მიაყოლა ბოსტნეულს
-რას გულისხმობ?
-თავს ნუ იშტერებ
-არაფერი არ მინდოდა,წესიერად არც კი მახსოვს,რა მოხდა
მხრები აიჩეჩა და აზუზუნებულ მობილურს დახედა
-ახსენე და რეკავს
გაიცინა და ელენეს ზარს უპასუხა.აფაქიძემ კი იბუზღუნა ლუკასთან ასვლაზე,მაგრამ ბოლოს მაინც დანებდა.ცხვირაწეული იჯდა სამზარეულოში და ცალყბადმომღიმარ ჯანდიერს ზედაც არ უყურებდა.
ნინია მიმღებში იდგა ელენესთან და დახლზე დაგამხობილი უცინოდა.გეგი საქმეზე იყო გასული და თვითონ ისვენებდა.სამაგიეროდ გამოუძინებელ ელენეს არ ასვენებდა და აწვალებდა
-ვაიმე,ელენე
გოგონამ მოულიდნელად ამოიხავლა და სწრაფად გასწორდა.გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა შესასვლელს
-გოგო,დამანებებ თავს თუ არა?
-ვაიმე,ელენე მეთქი
ამოისისინია და მკლავზე უჩქმიტა დაბღვერილს -შენმა მორაგბემ მოგაკითხა საკუთარი ფეხით
-აუუ,ეგ არ გამახსენო.წინა დღეს ვათვალიერებდი მაგ ოხერის ფოტოებს.მაინც როგორ უხდება ის მოკლე შორტი,ჰაა?
ელენე მეცხრე ცაზე დაფრინავდა და წარმოდგენა საერთოდ არ ჰქონდა,ნიკოლოზ ანთაძე მისკენ რომ მიიწევდა
-ელენე,ჩაიგდე ენა და აეგდე ფეხზე,თორემ
-სალმი,გოგონებო
ნინიას წინადადება არ ჰქონდა დასრულებული,თავზე ზემოთ ხსენებული ნიკა ანთზე რომ წამოადგათ.ელენე ერთიანად გაფითრდა.ძლივს აეფხიკა სკამიდან და გაოცებული,გაფართოებული თვალები მიაბყრო მომღიმარ ღვთაებას
-მოგესალმებით
ნინია სწრაფად მიეგო გონს და თავად მიუახლოვდა ლამის ორ მეტრიან ბიჭს
-რით შემიძლია,დაგეხმაროთ?
-გეგის ვეძებ
-ბატონი გეგი გასულია,მე მისი მდივანი ვარ და თუ რაიმე საჩქაროა,მითხარით და გადავცემ
-კაბინეტში დაველოდები
ნიკამ ერთი აათვალიერა გაკრეჭილი ნინია და გვერდი უდარდელად აუარა.გოგონას საერთოდ არ მიუქცევია მისთვის ყურადღება.მაშინვე ელენეს მივარდა,რომელიც გაძეგლებული მისჩერებოდა ერთ წერტილს
-ვიცი,შოკში ხარ,მაგრამ უნდა გამოფხიზლდე
-შენც დაინახე?არა,შენც დაინახე,როგორ შემოაბიჯა?ვაი,ცუდად ვარ
ამოიბლუკუნა და სკამზე გადაწვა
-დამთხვევა და თან ასეთი,მე არ მინახავს.ბედია შენი
ნინია თავზე ედგა და ფურცლებს უნიავებდა
-რა ბედ,გოგო.ეკრანზე პირღია მივჩერებივარ,იმ ადამიანს,რომელიც საერთოდ გონზე არაა ვინ ვარ და რა ბედზე მებოდიელები?
-მორჩი ისტერიკას და შენს საქმეს მიხედე.გეგი მოვიდა
ფურცლები ხელში შეაჩეჩა და ხირსელისკენ გაიქცა
-ბატონო გეგი,ნიკა ანთაძე გელოდებათ კაბინეტში
-კარგი,წამოდი
კაბინეტში რომ შევიდნენ,პირველი რაც დაინახა სავარძელში მჯდომი ანთაძე იყო,რომელსაც ფეხები მაგიდაზე შემოელაგა.ნინია კარებთან დადგა და უხერხულად აიწურა
-ფეხები ჩამოსწიე,თორემ სახით გახეხინებ მაგიდას
ამოისისინა გეგიმ და სკამიდან ლამის გადააგდო -ნინია,დაჯექი
გოგონამ თავი სწრაფად დაუქნია და კომფორტულ სავარძელში მოთავსდა
-როგორც ჩანს,შენს მეგობარსა და შენ გირჩევნიათ,იმუშაოთ რომელიღაც სასტუმროში პორტიედ,ვიდრე საკუთარი პროფესიით
ნინია დაბნეული უყურებდა უფროსს,რომელიც რაღაც საბუთებს ეძებდა
-ვიცი,რომ ელენე რებილიტოლოგია და თან ,უნივერსიტეტის ქულებიდან გამომდინარე,ძალიან კარგი
-დიახ,ეგ ნამდვილად სიმართლეა
-ელენე მჭირდება მისთვის
თავი უზარმაზარ ფანჯარასთან მდგარი ნიკასკენ აიქნია და მანაც უნებლიედ გახედა უნაკლო სხეულის მქონე მორაგბეს
-ელენე რაში უნდა დაგეხმაროთ?
-მცირე ტრავმა აქვს,მაგრამ მაინც სარისკოა,ამიტომ რაღაც პროცედურები სჭირება,რომ არ გართულდეს და რადგან თამაშების გაცდენა არ უნდა,ეს ყველაფერი ზედმეტი საუბრის,კითხვების და დროის ხარჯვის გარეშე უნდა მოხდეს.ელენე კი იდეალური ვარიანტია
-ანუ გინდათ,რომ ელენე ბატონი ნიკას დროებითი და თან გაუხმაურებელი რეაბილიტოლოგი იყოს?
ნინიას უნდოდა ბოლო ხმაზე ეხარხარა და ელენესთვის თავში ერტყა ის ფაქტი,რომ ნიკა ანთაძე მისი ბედი იყო
-მიყვარს მიხვედრილი და თან სექსალური ქალები,მაგრამ ამდენ ლაპარაკში დრო გადის გოგონა შეცბა ნიკა ისე მოულოდნელად მიუახლოვდა და თავზე წამოადგა საფირმო,ირონიულ-ცინიკური ღიმილით
-მოკლედ,ელენეს შენ უნდა დაელაპარაკო.მე არ ვიცნობ ისე კარგად და ეს მით უმეტეს
-კარგი,დაველაპრაკები რაც შეიძლება მალე,მაგრამ ეს ყველაფერი რომ ჩაივლის,ვიმედოვნენ,ელენეს სამსახუში აღადგენთ
-რა თქმა უნდა
გოგონა ფეხზე წამოდგა,მსუბუქად გაუღიმა წარბებქვევიდან მომზირალ უფროსს და შემდეგ ნიკას
-თუ რაიმე დაგჭირდეთ,დამიძახეთ
იქაურობას უსწრაფესად გაეცალა. სამზარეულოში ისხდნენ ის,ლუკა,ციცო და გადაფითრებული ელენე
-მე ვფიქრობ,ძალიან კარგი აზრია,ელენიკო ციცომ მხარზე დაუსვა ხელის გული და თავზე აკოცა
-მე კი ვიფქრობ,რომ საერთოდ უნდა წამოხვიდე მაგ ადგილიდან
წარბებშეკრული ჯანდიერი სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ფეხს კანტუზიანივით აქიცინებდა
-ჩვენი გადასაწყვეტი არ არის
ნინიამ ორივეს დაუბრიალა თვალები და ელენეს შეაჩერდა მომლოდონე მზერით
-არ ვიცი,რთულია...ბოლოს და ბოლოს წლებია ნიკაზე ვიდორბლები და ნამდვილად არ მინდა რაიმე ცუდად გავაკეთო და იქიდან კინწისკვრით გამომაგდოს
-ნუ სულელობ!არაფერს გააკეთებ ცუდად და ყველაფერი გამოგივა.მთვარი მონდომებაა და ეს კარგად იცი
ნინია ჯუჯღუნებდა და ისე ალაგებდა მაგიდიდან ჭურჭელს
-უარი უთხარი
-ლუკა გაჩუმდი,შენი და ჩემი გადასაწყვეტი არაფერია
-აბა ვიღაც რაგბისტს უნდა ეფოფინოს? ჯანდიერი ფეხზე წამოგა და ზევიდან დააჩერდა ჩაფიქრებულ ელენეს
-გამორიცხულია!მე არ მოგცემ ამის უფლე...
-დავთანხმდები
ლუკას სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული ელენემ გამარჯვებული,დარწმუნებული სახით რომ ახედა
-ჩემ ჯინაზე,ხო?!
-კი,შენ ჯინაზე
აფაქიძემ თვალი ჩაუკრა გაცოფებულ ბიჭს და უდარდელად მოუკიდა სიგარეტის ღერს.
-თუ მჯეროდეს ეს ყველაფერი
ელენე საწოლზე იწვა და ჭერს თავალებაციმციმებული მისჩერებოდა
-მთავარია,არ იფორიაქო.მაინც თავში აქვს ავარდნილი ყველაფერი მაგ ნიკას და შენც ნუღა დაუმატებ
-მოვიტაცებ და ბნელ კუთხეში გავაუპტიურებ,ნამუსახდილი სადღა გაიქცევა ნინიას ხმამაღალი სიცილი აუტყდა და ლამის ხველა რომ დაიწყო,წამოჯდა
-არ ეტლიკინო ბევრი,მართულა არ გამოგაგდროს -რა ტლიკინზეა საუბარი?!სასტუმროში რომ შემოვიდა,საერთოდ დამავიწყდა ლაპარაკი
-რა გითხრა გეგიმ,სად დაგიბარა?
-პირდაპირ ნიკასთან,სახლში
-არ ინერვიულო
ნინიამ თავზე აკოცა,მაგრად შემოხვია მკლავები და ისე დაიძინა.
ელენემ,რა თქმა უნდა,ქაოსი გამოიწვია დილიდანვე.საშინლად ღელავდა.აკანკალებულ ხელებს ძლივს იმორჩილებდა
-მე წაგიყვან
ლუკამ უკმაყოფილოდ დაავლო მანქანის გასაღებს ხელი და იქაურობა წარბებშეკრულმა დატოვა
-ზედმეტ რამეს გააკეთებ და არ ვიცი,რას გიზამ ელენე მანქანიდან გადასული არ იყო,ლუკა მაჯაში რომ ჩააფრინდა და უკან დაქაჩა -ნუ იმუქრები ბანძი,მოეჭვიანო კაცივით ა
ცხვირი აიბზუა და ხელი სწრფად გაინთავისუფლა.საერდოთ არ ადარდებდა ლუკას ნაბოდვარი.ერთი ღრმად ჩაისუნთქა და შეაბიჯა იმ ეზოში,რომელსაც თითქმის ყოველ ღამე სტუმრობდა ნიკა ანთაძის სოციალურ ქსელში. შესასვლელში სანდომიანი ქალი დახვდა,რომელმაც ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა.სწრაფად გამოიცვალა და იქვე ჩამოჯდა.ნიკამ ლამის მთელი საათი ალოდინა.ბოლოს,როგორც იქნა,გამოჩნდა უდარდელი,ირონიული მზერით და მშვიდად აათვალიერა ფეხზე წამომდგარი ელენე
-გამარჯობა
-სალამი
მაგიდაზე ჩამოჯდა და გვერდიდან გახედა გაფითრებულ აფაქიძეს
-დავიწყოთ
ძლივს ამოიბუტბუტა გოგონამ და ნიკას მიუახლოვდა.დაიფიცებდა,რომ პირველი შეხებისას დენმაც კი დაარტყა იმხელა მუხტი იგრძნო.ყველანაირად ცდილიბა,მოქცეულიყო პროფესიონალურად და გრძნობები უკანა პლანზე დაეყენებინა.რა თქმა უნდ,გამოუვიდა.მშვიდად ჩაიარა იმ რამდენიმე საათმა.უხმოდ დატოვა იქაურობა და გამოსაცვლელ ოთახში შეიკეტა
-ღმერთო,რას ვგავარ
გაფითრებულ სახეზე სველი თითები ჩამოისვა და ღრმად ჩაისუნთქა თითქოს და მძიმე ჰაერი.რაც შეიძლება სწრაფად გამოიცვალა.მსუბუქად წამოიკივლა კარებთან ატუზული ანთაძე რომ შეეფეთა
-ხვალაც იმავე დროს მოდი
-კონკრეტულად რომელზე?როდესაც დამიბარეთ, თუ როცა თქვენ შემობრძანდით? ნიკას ხმამაღლა გაეცინა.ელენე კინაღამ ჩანდა მის თეთრ კბილებ რომ ჰკიდა თვალი,რომლებიც საოცარ კონტრასტს ჰქმნიდნენ ნიკას რორბლისფერ კანთან
-ბევრი არ ილაპარაკო,თორემ წაიტეხ ამ ლამაზ ცხვირს
ცხვირზე დაჰკრა თითი,თვალი ჩაუკრა და პირველმა დატოვა სავარჯიშო ოთახი.ელენე ტრანსში მყოფი მიაბიჯებდა ტროტუალზე გვერთი ლუკას მანქანა რომ ამოუდგა.საშინელად ეზარებოდა ფეხით ბოდიალი და უპრობლოდ ჩაუჯდა
-სახლში მიმიყვანე რა
ამოიზმუვლა და თავი საზურგეს გადაადო
-კარგად ხად?
-კი,მაგრამ დავიღალე და კატასტროფულად მეძინება
ჯანდიერმა უხმოდ შეასრულა ელენეს თხოვნა და სახლში დატოვა.დიდხანს იდგა გოგონას სადარბაზოს წინ.გრძნობდა,რაღაც რომ უფორიაქებდა და უმღვრევდა გულს.
ნინია თვალებაციმციმებული უსმენდა ელენეს და ერთ ადგილას ცქმუტვას ვერ წყვეტდა
-ამპარტავანი ღვთაება ეგ
ამოისისინა და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა
-ბედი არ არისო,არ თქვა ახლა
-ნინია,ნუ ხარ დებილი რაა.ზღაპარში კი არ ვართ.იიი,მდიდარ ბიჭუნას კონკია შევუყვარდე
-აუუუ,ელენე რაა!ყველაფრის გაფუჭება ნუ გიყვარს.დაელოდე მოვლენებს
-გოგრა ვიშოვოთ სანამ დრო გვაქვს
ნინიამ თვალები აატრიალა და ხელი დანანებით ჩაიქნია.
შუა ღამე იყო,ნინიას ტელეფონმა ზუზუნი რომ ატეხა
-გააჩუმებ მაგ ტელეფონს,თუ გადაგაყლაპო და აივნიდან გისროლო?!
ელენემ ჩხავილი დაიწყო და ლამის წიხლით ააგდო საცოდავი გოგონა.ლუკა რეკავდა.ნინიას შეეშინდა და სასწრაფოდ უპასუხა
-კარი გამიღე
ამოთქვა ბიჭმა და ზარი გაწყვიტა.ნინია შემოსასვლელში გავარდა და ლამის ანჯამებიანად ჩამოიღო კარი
-მოხდა რამე?გცემეს?ცუდად ხარ?
მაშინვე შეათრია სახლში წარბაზიდული ლუკა და დაკვირვება დაუწყო
-კარგად ვარ, გოგო!უბრალოდ ვერ დავიძინე და შენთან მოვედი
-გაგისკდა ეგ თავი,მე კიდევ რა არ ვიფიქრე
-ვუაიმე,ჩემო წიწილა
ლუკამ მაგრად ჩაიხუტა და ლოყები დაუკოცნა
-წამოდი ოთახში,ოღონდ იცოდე,ელენეა აქ
-აუ,ეგ ალქაჯი ძილს არ დამაცდის ახლა ამოიზმუვლა ჯანდიერმა და კინაღამ იატაკს ჩაეხუტა,თავში ელენეს ნასროლი ბალიში რომ მოხვდა
-ალქაჯი ხარ შენ,ვირო
ლუკამ საპასუხოდ გაუღიმა და ბალიში უკან დაუბრუნა.სწრაფად აძვრა საწოლზე.ელენესკენ მიიწია და ნინიას ხელით ანიშნა,დაწოლილიყო.გოგონამ შუქი გააქრო და საწოლამდე ხელების ცეცებით მივიდა.სწრაფად შეძვრა საბნის ქვეშ და საოცრად თბილ ჯანდიერს ჩაეხუტა.ელენე დიდხანს იწვა ჭერს მიჩერებული,მაგრამ ბოლოს გრძნობებს ვერ აჯობა და ისიც მალევე მოეხვია ლუკას,რომელსაც ხმამაღალი სიცილი აუტყდა
-ჩაკვდი მანდ,თორემ მე მიგაკლავ
ჩაიდუდღუნა და საბანი ცხვირამდე აიწია. მთელი კვირის განმავლობაში ნინია გაუჩერებლად დარბოდა და უამრავ საქმეს აგვარებდა ერთდროულად.გეგის საერთოდ არ ეცოდებოდა მდივანი და უმოწყალოდ ბევრ სამუშაოს ასრულებინებდა.საწყალი გოგონა საწოლამდე მისვლას ძლივს ახერხება და ხშირად მისაღებში,დივანზე ეძინებოდა.
თვის ბოლოს,შუა კვირა იყო,გეგიმ რომ გამოაცხადა,ქალაქიდან გავდივარ და შეგიძლია დაისვენოო.ნინიას კი გაუკვირდა,სასტუმროს ვინ უნდა მიხედოსო,მაგრამ უფროსისთვის ამის კითხვა ვერ გაბედა.არც ის უკითხავს, რამდენი ხნით ისვენებდა.რადგან სამსახურიდან ადრე გამოვიდა,ბაზარში გაიარა.ზედმეტად ბევრი პროდუქტი დაუგროვდა,ამიტომ ჯანდიერს დაურეკა,რომელიც მაშინვე მასთან გაჩნდა.გოგონა სწრაფად ჩახტა თბილ მანქანაში და მომღიმარ ლუკას ლოყაზე აკოცა
-მეორე სად გყავს?
-მეორე მორაგბესთანაა
-საერთოდ არ მომწონს არც ეგ ბიჭი და არც ეგ სიტუაცია
-ლუკა,შენ წლების უკან დაკარგე აკრძალვების უფლება,მაშინ,როდესაც მეც და ელენეც გაუფრთხილებლად მიგვატოვე.ვიცი,ელენე სულ სხვანაირად გიყვარს.ჩემი მეგობარი ხარ და ვგრძნობ.შენს ერთ გამოხედვაში ვამჩნევ ყველაფერს,მაგრამ უნდა გაიაზრო,რომ გული ძალიან ატკინე...უსაზღვროდ მიყვარხარ და არ მინდა ცუდად მყოფს გხედავდე.ელენესაც უყვარხარ,უბრალოდ ჩვენთვის,ორივესთვის რთული იყო შენი ამ ნაბიჯის გააზრება და გათვითცნობიერება.შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ და ვერასდროს გაქცევ ზურგს,ამიტომ გაპატიე... ნინიას ხმა გასტყდომოდა და საცოდავი სახით უყურებდა ყბებდაჭიმულ,მოქუფრულ ლუკას
-ხოდა,როგორც უფროსი ძმა ისე გეუბნები,არ მომწონს მე ეგ ნიკა ანთაძე
-აუუ,გაჩუმდი და გზას უყურე რაა
ნინიამ გაიცინა და კიდევ ერთხელ აკოცა წარბებშეკრულ ლუკას,რომელსაც ცოტა აკლდა აფეთქებამდე.
ოთახში იყო,სახეწაშლილი ელენე რომ შეუვარდა.გოგონა მთლიანად ცახცახებდა და ღრმად სუნთქავდა.ნინიამ მუხლებზე დაწყობილი საბუთები სწრაფად მოისროლა საწოლზე და ფეხზე წამოვარდა
-მოხდა რამე?
წამოიკივლა და ელენეს მივარდა
-ის დღე დაიწვა,მე რომ ნიკა ანთაძე ვნახე პირველად
-რა მოხდა,მითხარიი
-იდიოტი,მანიპუალატორი,სექსუალური და მოსაკლავი რომაა,ის მოხდა
ელენე საწოლზე დაემხო და ზმუილი დაიწყო
-ისევ ორი საათი მალოდინა,მერე ლამის ნახევრად შიშველი წამომიწვა მაგიდაზე,იდიოტი ეგ
თან ყვებოდა და თან გამწარებული ექაჩებოდა სიგარეტის ღერს
-თამაში მაქვს და შეგიძლია მოხვიდე,გეპატიჟებიო.ისე გამიხარდა,ლამის მე მოვტეხე ის ძირში მოსატეხი ფეხი ნინია ელენეს წინ იჯდა სახედამანჭული და მაინც ვერ ხვდებოდა,რამ აღაშფოთა ასე მისი დაქალი
-ბილეთი მომაწოდა და რა მითხრა,არ გაინტერესებს?!
-რა გითხრა?
-ერთ კოცნაში გაგიცვლიოო
წამოიყვირა და ხელთავიდან დაიწყო არაადამიანური ღმუილი.ნინია ჯერ გაოცებული აცეცებდა თვალებს,მერე გაეცინა და ეს სიცილი ხარხარში რომ გადაეზარდა,იგრძნო კიდევაც ბალიში თავში
-შენ რა უთხარი?
-მე რიგითი ნაშა არ ვარ და სჯობს,ისევ ტელევიზორიდან გიყუროთ მეთქი.ძლივს ამოვისუნთქე,გოგოო.დავასრულე ჩემი საქმე მეთქი და გამოუცვლელად გამოვვარდი იქიდან
-როგორ გეთამაშება ბედისწერა
-ნინია,თმებით გითრევ,მაგ სისულელეების ძახილს თუ არ მორჩები ელენე თითის ქნევით წამოვარდა ფეხზე და ოთახში სიარული დაიწყო -არა,არა მე იქ არ მივბრუნდები.დიდი ბოდიში გეგისთან,მაგრამ მე მაგ აუტანელ არსებას ვეღარ ვუძლებ.ისედაც სული მეხუთება,რომ ვუყურებ და ახლა ეს მაკლდა?!ასე მგონია,ხვდება ყურებამდე რომ ვარ მასზე შეყვარებული და სპეციალურად მიკეთებს
-ოო,ხვდება არა ის კიდე.მშვენივრად იცი,როგორი თავდაჯერებული,მექალთანე და მანიპულატორია,არც უნდა გიკვირდეს
ნინიამ ხელი ჩაიქნია და ისევ საბუთებს მიუბრუნდა
-შენი უფროსი სადღაცაა გადაკარგული და შენ მაინც მაგ ფურცლებს უზიხარ?
-ესენი ისედაც მოსაწესრიგებელი მაქონდა.ამათ მოვრჩები,ლუკას დავურეკოთ და სადმე გავიდეთ
-ოჰ,ეგ ბედოვლათი არ დაგავიწყდეს ამოიფრუტუნა და სახე აფუმფულებულ ბალიშში ჩაჰყო.
მეტ-ნაკლებად მშვიდ კარში ისხდნენ და შეძლებისდაგვარად ისვენებდნენ.ლუკა გოგონებსშორის ჩამჯდარიყო და ისე აკვირდებოდა მოციმციმე შუქზე მოცეკვავე სხეულებს.ნინიას დიდად არ სიამოვნებდა მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა,მაგრამ ადგილი ელენემ აირჩია და ვეღარ შეეწინააღმდეგა.შემთხვევით დახედა მაგიდაზე დადებულ მობილურს და უფროსის სახელს რომ ჰკიდა თვალი,სასწრაფოდ უპასუხა.აგუგუნებულ ხმებში არაფერი ესმოდა.ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ სახის მანჭვით წავიდა.ძლივს გაარღვია მოცეკვავეების ტალღა და სუფთა ჰაერზე გააბიჯა.მაშინვე იგრძნო,ადრეული გაზაფხულის სიცივე და ერთიანად გააკანკალა.შეციებული წვივები ერთმანეთს გაუხახუნა და ტელეფონი ისევ ყურზე მიიბჯინა -გისმენთ,ბატონო გეგი
-მოხვალ?
ნინია შეცბა.უფროსის უჩვეულოდ შეცვლილი,ცივი ხმა არ მოეწონა.ინერციით მიხვდა,რომ გეგი თუშეთში იქნებოდა.ბარში დაუფიქრებლად შევარდა და მაგიდაზე დადებულ,ლუკას მანქანის გასაღებს ხელი სტაცა -აუცილებლად მჭირდება
დაუყვირა და ისევ კისრიტეხვით გავარდა შენობიდან.გაბრუებული მართავდა საჭეს.რამდენჯერმე სცადა უფროსთან დაკავშირება,მაგრამ უშედეგოდ.კოკისპირულად წვიმდა.გზას ძლივს იკვლევდა,ცდილობდა სადმე არ გადაჩეხილიყო.საშინლად ეშინოდა უკუნითი სიბნელის.ნაცნობ მოსახვევს რომ ჰკიდა თვალი,შვებით ამოისუნთქა.მანქანა სწრაფად გააჩერა შავი ჭიშკრის წინ და სირბილით გაიქცა სახლისკენ.წვიმის უსიამოვნო,ცივმა წვეთებმა მაინც მოასწრო მისი ტანსაცმლის მთლიანად დასველება.გოგონამ აკანკალებული თითები კარის სახელურს წაავლო და მეორედ,ამ სახლში აქოშინებული,გულამოვარდნილი შევარდა.გეგი აგიზგიზებული ბუხრის წინ ფეხშიშველი,წელს ზემოთ შიშველი,მუქ სპორტულ შარვალში გამოწყობილი იდგა.ხმაურზე თავი ასწია და გაფართოვებული,დაბნეული თვალები სწრაფად შენათა გაწუწულ ნინიას
-შენ რა,მართლა მოხვედი?!
ხირსელს ხმა ონდავ ჩახლეჩვოდა,თუმცა მისთვის დამახასიათებელი ხავერდოვანი ტემბრი არსად გამქრალიყო
-დიახ,თქვენ მოსვლა მთხოვეთ და მეც მოვედი ნინია ნელა მიუახლოვდა უფროსს.მაგიდაზე თვალი მოჰკრა სასმლის რამდენიმე ცარიელ ბოთლს და მიხვდა,მისი უფროსი ნასვამი იყო
-ასეთ ამინდში,აქ მოსვლა,როგორ გაბედე? გეგიმ მანძილი სულ უფრო შეამცირა და ზევიდან დააჩერდა გაწუწული თაგვივით მომზირალ ნინიას
-ბატონო უფროსო,თქვენ მთხოვეთ და მე ვალდებული ვიყავი,მოვსულიყავი
-ოთახში ადი და გამოიცვალე
-ბატონო გეგი,ხომ კარგად ხართ?
-კარგად ვარ და აქ,ახლა მე,შენი უფროსი არ ვარ გოგონას მოშორდა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა.თავი საზურგეს მიაყრდნო და ღრმა სუნთქვა დიწყო.ნინია გაუაზრებლად მისჩერებოდა მოდუნებულ,თითქოს გადაღლილ უფროსს და ცოტა აკლდა ოდნავ დაღებული პირიდან დორბლების გადმოყრამდე.სველმა ტანსაცმელმა ძალიან რომ შეაწუხა,მხოლოდ მაშინ ავიდა ოთახში.გეგის მკლავიანი მაისური და წინდები ამოიცვა.თავისი სველი კაბა იქვე,სკამზე გადაკიდა.ხირსელი ისევ დივანზე დახვდა.მიუახლოვდა და ფრთხილად ჩამოუჯდა გვერდით.გეგი არ განძრეულა,მხოლოდ თვალები გაახილა და ბუხრიდან წამოსული სინათლის მიერ აწითლებულ ჭერს შეანათა აკიაფებული სფეროები.ოთახში ყრუდ ისმოდა წვიმის ხმა და შეშის ტკაცუნი.ნინია დაიფიცებდა,რომ ასეთი სუმყუდროვე არასდროს ეგრძნო.ოდნავ გაეღიმა და მოელვარე ცას გახედა,ოდნავ გადაწეული ფარდიდან
-რაზე ფიქრობთ?
თავი ვერ შეიკავა და მაინც დასვა წამის წინ გაფიქრებული კითხვა.გეგიმ თავი მისკენ მიატრიალა და ინტერესით მიაჩერდა
-შენზე
ნინია შეკრთა.იგრძნო,როგორ გადაეხლართა მუცელში რაღაც.გაოცებულმა შეხედა უფროსს,რომელიც გამჭოლ მზერას არ აშორებდა -ჩემზე?
-შენზე
გეგიმ ხელი ნელა ასწია და ჯერ კიდევ სველ თმაზე დაუსვა გრძელი თითები.გოგონას სუნთქვა შეეკრა.არასდროს ყოფილა მსგავს სიტუაციაში,მით უმეტეს თითქმის უცხო ადამიანთან
-ლამაზი ხარ
ხირსელი მისკენ მიიწია და თავი ათრთოლებულ მუხლებზე დაადო.ნინია ცოტაც და გაიგუდებოდა ამდენი ამოუცნობი ემოციისაგან.აკანკალებული თითები ნერვიულად გადახლართა ერთმანეთში და თვალებდახუჭულ უფროსს დახედა,რომელიც ღრმად სუნთქავდა.მისი სუნთქვა მუხლებზე ხვდებოდა და კანს მომენტალურად უხორკლავდა.დიდხანს ისხდნენ ასე.მისდა გასაკვირად,ნინია სულ არ გრძნობდა თავს უხერხულად.უბრალოდ,ვერაფერს უხერხებდა აჩქარებულ გულისცემასა და გახშირებულ სუნთქვას.
გეგის აშკარად ეძინა.ნინიას არ უნდოდა გაეღვიძებინა და შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოეწყო დივანზე.თავი მის საზურგეს გადაადო და თვალები დახუჭა.გადაღლილს მასაც მალევე ჩაეძინა.საერთოდ არ უგრძვნია რაიმე სახის დისკომფორტი,ან შიში.პირიქით ასე მშვიდად,თითქოს არასდროს სძინებია.დილით,მისდა გასაკვირად,საწოლში გამოეღვიძა.უაზროდ იღიმოდა და ამის მიზეზს საერთოდ ვერ ხვდებოდა.ლამის მთელი სახლი რომ მოიარა და გეგი ვერსად ნახა,სწრაფად დაიწყო ტელეფონის ძებნა
-ჯანდაბა,არ იჭერს
ჩაიბურტყუნა და დაორთქლილი ფანჯარა თითებით ოდნავ გაწმინდა.გარეთ საოცარი ნისლი იყო და ისევ კატასტროფულად წვიმდა.გაუკვირდა,გეგი ასეთ ამინდში სად უნდა ყოფილიყო.დივანზე ჩამომჯდარი ელოდა ხირსელის გამოჩენას,რომელიც თითქოს და განგებ აგვიანებდა.იატაკზე იჯდა,ბუხროს წინ სახლის კარი რომ გაიღო და გეგიმ შეაბიჯა.ნინიამ თავი ასწია და ერთიანად დასველებულ უფროსს მზერა გაუსწორა
-მანდ რას ზიხარ?!
-უნდა წავსულიყავი?
ნინიამ ისევ მოგიზგიზე ცეცხლს გახედა.წამიერად შესცივდა,თავზე ხირსელი რომ წამიადგა.მისი სველი ტანსაცმლიდან ჩამოგორებული წვიმის წვეთები ნინიას ეცემოდა.უთქმელად გამოსდო მკლავში თიტები და წამოაყენა
-აქ დაჯექი
დივანზე ჩამისვა და ტანზე მიკრული მაისური სწრაფად მოიშორა.გოგონა პირღია უყურებდა გეგის დაძარღვულ,ხორბლისფერ სხეულს
-ამდენ ხანს,სად იყავით?
შეცბა,ხირსელის გამჭოლ მზერაზე და მიხვდა,რომ ზედმეტი მოუვილდა.თვალი სრაფად აარიდა და ძვირადღირებულ ხალიჩას მიაშტერდა
-ხვალ წავალთ
უხმოდ დაუქნია თავი.გრძნობდა მის მწველ თვალებს და ყველანაირად ცდილობდა,ნერვიულობა დაეფარა.გვერდით ჩამოუჯდა და როგორც ჩვეოდა,თავი დივნის საზურგეს გადაადო
-დედაჩემის საფლავზე
ნინიამ სწრაფად გახედა თვალებმოხუჭულ უფროსს,რომელსაც სუნთქვა საგრძნობლად გახშირებოდა.მთელი სხეული აეწვა.
უზარმაზარი ბურთი გაეჩხირა ყელში.უნდოდა,
რამით ენუგეშეა,მაგრამ კარგად იცოდა,მაინც ვერაფრით შეუმსუბუქებდაამ ტკივილს.თავადაც ხომ ასე იყო.ვერანაირი
სიტყვა დაამშვიდებდა,მონატრების საშინელ
გრძნობას
-ნაგავი მამაჩემის საფლავზე
ნინია დაიფიცებდა,რომ იმ მომენტში გეგის
კბილების ღრჭიალის ხმა გაიგონა
-მე დედამ მიმატოვა
ნინიას გაეღიმა,გეგიმ სწრაფად რომ გახედა
-ახლა ალბათ ბედნიერია,უჩემოდ
-ის ქალი,რომელიც შვილს მიატოვებს,ბედნიერი ვერასდროს იქნება
-მე ვაპატიე.აქ რომ დარჩენილიყო,ხომ შეიძლება,არ ვყვარებოდი,ან შევძულებოდი.ამიტომ,სწორად მოქცა,თავის დროზე რომ დამტოვა
ნინია ჩეცხს მისჩერებოდა და ყველანაირად ცდილობდა,ტირილი არ დაეწყო.გეგისი რცხვენოდა,რომელსაც თავი მისკენ გადაეტყიალებინა და უყურებდა
-თქვენს მშობლებს რა დაემართათ?
-მამაჩემს ლილი შემოაკვდა.ყოველთვის სცემდა ეგ არაკაცი დედას.ერთ დღესაც,ვერ მოზომა და იმდენი ურტყა,სანამ სისხლის გუბე არ დააყენა დედაჩემის გარშემო.ყუვარდა დედაჩემი,ყველაზე მერად.იმ წამსვე მოიკლა თავი,ღორმა მამაჩემმა
ნინია გაოცებული უყურებდა ყბებდაჭიმულ ხირსელს
-არ უშველა,დღემდე მძულს და ეს სიზულვივი არასდროს განელდება
-არ ვიცი,რა უნდა გითხრათ.ამ მხრივ,მე ბედნიერი ვყოფილვარ.დედაჩემის მიმართ,ოდნავადაც არ ვგრზნობ სიძულვილს
-შენ კარგი ადამიანი ხარ,მე-არა
გოგონას სიმწრით გაეღიმა.ხელები მწიდროდ შემოხვია დიმანზე აწყობილ ფეხებს და ლოყა მუხლზე ჩამოსდო.თვალები ეხუწებოდა
-ადი,დაიძინე
გეგი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში
გაუჩინარდა.ნინია ცოტა ხანს ისევ იჯდა ბუხრისწინ.რომ მიხვდა,ხირსელი გამოსვლას არ
აპირებდა,ოთახში ავიდა.
ნინია საყვარლად უღიმოდა განრისხებულ
ჯანდიერს,რომელიც მის წინ იჯდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა
-როგორ გაბედე,გაუფრთხილებლად წასვლა?!
-შენ ხო სულ მუხლებში ჩაგვივარდი,რომ მიდიოდი
ელენემ სარკასტულად ამოთქვა და
ნიშნისმოგებით გადახედა დაბღვერილ ლუკას
-სწრაფად ვერ აგიხსნიდი,მე კიდევ ბევრი დრო არ მქონდა
-მაგ კაცს,რა უნდა შენსგან?!
-არაფერი არ უნდა,უბრალოდ მისლა მთხოვა
-წესიერად იყოს,თორემ გავგუდავ
-ნუ ჯუჯღუნებ რა
ნინიამ ლოყაზე აკოცა და მოხითხითე ელენეს
თვალი ჩაუკრა.
მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს.ნინია ისევ
დაუბრუნდა საკუთარ მაგიდას და ბოლომდე
ჩაეფლო სასტუმროს საქმეებში.
გვიანობამდე მუშაობდა.დაღლა,რომ იგრძნო,
მხოლოდ მაშინ ინება კეთილი და სახლში
წასვლა გადაწყვიტა.კიბეებზე ჩარბოდა,ვიღაცის სხეულს რომ შეენარცხა.სახე საცოდავად დამანჭა,მის წინ მომღიმარი ლადო რომ დაინახა
-შენ გეძებდი
-რამე მოხდა?
-არა,უბრალოდ სადმე დავსხდეთ,ყავა დავლიოთ
ნინიას როგორ უნდოდა ახლა იქ არ მდგარიყო.
დიდხანს შესცქეროდა ლადოს,ბოლოს შერცხვა და დასთანხმდა.პარკინგისკენ მიდიოდნენ,წინ
გეგის უზარმაზარი „აუდი“ რომ გადაუდგათ.ბიჭმა
სწრაფად ჩასწია მინა და წყვილს წარბაზიდულმა შეხედა
-საღამო მშვიდობისა,ბატონო გეგი
ლადომ თავი დაუკრა სახემოქუფრულს და
თითები წაავლო ნინიას გაყინულ მაჯას
-სად მიდიხარ?
ხირსელს ყურადღება არ მიუქცევია კაცისთვის,
ნელა,თითქოს და დემონსტრაციულად გადმოვიდა მანქანიდან და ნინიას მიაჩერდა
-ყავის დალევას ვაპირებთ
ლადომ სიტყვის თქმა არ დააცადა,საცოდავად
მომზირალ გოგონას
-ჩაჯექი
-მე მივიყვან სახლში,არაა საჭირო
-შენ არ გესაუბრები და შენ ჩაჯექი მეთქი
ნინიამ იგრძნო,როგორ დაიჭიმა მის მაჯაზე
შემოხვეული თითები.კონფლიქტი ნამდვილად
არ უნდოდა.ძლივს გაუსწორა მზერა გეგის
-სჯობს,ლადოსთა ერთად წავიდე.არ მინდა,შეგაწუხოთ
-ვერ გაიგე,რა გითხარი?
-და თქვენ ვერ გაიგეთ,რა გითხრათ?
ლადომ საგრძნობლად აუწია ხმას.ნინია
სწრაფად ჩადგა მათ შორის და უფროსს ააჩერდა,რომელიც წარბებშეკრული უღრენდა ლადოს
-ბატონო გეგი,ჩვენ წავალთ.მშვიდ ღამეს გისურვებთ
გოგონამ ძალით გაარიდა ლადო იქაურობას.
დიდხანს გრძნობდა უფროსის მზერას და
ყველანაირად ცდილობდა,შინაგანი ფორიაქი
დაემალა.
ლადოს წინ იჯდა და ხირსელზე ფიქრს ვერ
წყვეტდა.შეეცადა,ოდნავ მაინც მოესმინა
მომღიმარი კაცისთვის,რომელიც მონდომებით
უყვებოდა რაღაც ისტორიას,მაგრამ არ
გამოუვიდა
-ლადო,მაპატიე,მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ
-ხო,ხო მიგიყვან სახლში
კაცი სწრაფად წამოდგა ფეხზე და ნინიაც
წამოაყენა.
საშინლად წვიმდა.ლადოს დაემშვიდობა და
სირბილით წავიდა კორპუსისაკენ.სადარბაზოში შევარდა და წინ ჩამოყრილი თმები შეისწორა.
რამდენიმე წამს გაჩერდა,რათა თვალი შეეჩვია სიბნელისთვის,რადგან სადარბაზოში შუქი არ აინთო.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და პირველ საფეხურზე უნდა აებიჯებინა,მკლავში რომ სწვდა ვიღაც და ერთიანად
შეატრიალა.კივილის დაწყებას აპირებდა,ტუჩებზე სწრაფად რომ აეფარა
გრძელი,მხურვალე თითები
-მე ვარ
მაშინვე გაიგო უფროსის ხავერდოვანი ხმა და
მეორე შოკი სწორედ მაშინ მიიღო.კაცის თითებს წაეტანა და ტუჩები გაინთავისუფლა
-აქ...აქ რას აკეთებთ?
გაოგნებული მიშჩერებოდა სივრცეს,რადგან
ხირსელის სახეს ვერ ხედავდა
-ამ კაცს შენსგან რა უნდა,ჯაფარიძე?
-ვმეგობრობთ,ბატონო გეგი
-მან იცის,რომ მეგობრობთ?!
-ვერ ვხვდები,ეს დაკითხვა რისთვისაა?
გეგი რაღაცის თქმას აპირებდა,პირველ
სართულზე,ერთ-ერთი კარი რომ გაიღი და ღიღინით გამოვიდა
შუახნის მამაკაცი.სწრაფად მოეგო გონს და
ნინიასთან ერთად აეკრო კედელს.მამაკაცმა
გასაღები ჩხრიალით ჩაიდო ჯიბეში და ისე დატოვა
სადარბაზო,არც კი შეუმჩნევია წყვილი.ნინია
პირღია აკრულიყო კედელს.განძრევას ვერ ბედავდა.გეგი მთელი სხეულით ეკვროდა და
გათოშილ გოგონას მისგან წამოსული საოცარი სიმხურვალით სწვავდა.
ერთხანს იდგნენ ასე,ბოლოს გეგიმ ხელი შეუშვა
-ხვალ სახლში მოდი
ამოისისინა და სწრაფად გავიდა სადარბაზოდან.ნინია ძალიან დიდხანს იდგა გაოცებული და
ვერაფრით ივიწყებდა უფროსის გამაბრუებელ
სურნელს.
ეზოს კარი შეაღო და თვალი მოავლო იქაურობას.როგორ არ უნდოდა ეკატერინეს შეხვედროდა,
მაგრამ ეს გარდაუვალი იყო.სახედამანჭულმა
შეათვარიელა იქვე დაყენებული წითელი მანქანა და სახლში შეაბიჯა.ფეხაკრებით გაიარა გზა
სამზარეულომდე და ყავის აპარატი ჩართო.
ახლად ნაყიდი იასამნები ლამაზ ლარნაკში
ჩააწყო და მაგიდაზე შემოდგა.უკვე
საგრძნობლად ცხელოდა,ამიტომ გადაწყვიტა,
რამე გრილი სალათი მოემზადებინა.ზურგით
იდგა,დაბალ ხმაზე ღიღინებდა და ისე
ამზადებდა სალათს.წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,რომ გეგი იქვე,კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი
აკვირდებოდა.დიდხანს იდგებოდა ასე,მაგრამ ბევრი საქმე ჰქონდათ.
მსუბუქად ჩაახველა და სამზარეულოში შეაბიჯა.ნინია სწრაფად მიტრიალდა და უფროსს
გაუღიმა
-დილა მშვიდობისა
-გამარჯობა
გეგი იქვე ჩამოჯდა და მაგიდაზე დაწყობილ
ყვავილებს წარბაზიდულმა დახედა
-ამათი გადაყრა მოგიწევს
-რატომ?
ნინიას ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან და
დამრგვალებული თვალებით ახედა უფროსს
-იასამნებზე ალერგია მაქვს და თუ არ გინდა,ორ წუთში,სუნთქვის უკმარისობით მოვკვდე,მალე გადაყარე
სწრაფად დატოვა სამზარეულო.ნინია ნელა მიუახლოვდა ყვავილებს და სინანულით წაავლო ხელი.დაენანა გადასაყრელად,ამიტომ გარეთ გაიტანა და იქვე დადგმულ მაგიდაზე დააწყო.სახლში წასვლისას გაიყოლებდა,ციცოს უყვარდა გაზაფხულის ყვავილები.
მშვიდად იმუშავეს,ყოველგვარი ზედმეტი
საუბრის გარეშე
-მე გაგიყვან
-დიდი მადლოვა,მაგრამ იასამნების სახლში წაღებას ვაპირებ და მირჩევნია,ფეხით წავიდე
მკრთალად გაუღიმა და თავისი ნივთები
სწრაფად წამოკრიბა.გეგი წარბაზიდული
უყურებდა მომღიმარს
-ხვალ ისევ თქვენთან მოვიდე?
-არა,სასტუმროში.
-ნახვამდის,ბატონო გეგი
ნინიამ კიდევ ერთხელ გაუღიმა და სწრაფად
დატოვა იქაურობა.გეგი ფანჯრიდან უყურებდა
იასამნებმიხუტებულ ნინიას.
ელენე ცეცხლწაკიდებული იდგა ნიკა ანთაძის
ოთახში და თავს ძლივს იკავებდა,რომ არ
გაეგლიჯა ნაგლად მომღიმარი
-აბა,მოხვალ თამაშზე,თუ არა?
-დიდი მადლობა,ამხელა კეთილშობილებისთვის,მაგრამ არ მაქვს დრო იმისთვის,რომ თქვენს თამაშს დავესწრო
ელენემ თავი ამაყად ასწია და სახემორყეულ
მორაგბეს ახედა
-შენი გადასაწყვეტია,ლამაზო
ნიკამ თვალი ჩაუკრა ერთიანად აწითლებულს და ოთახი პირველმა დატოვა
-ოხ,როგორ მინდა,ეგ ირონია თავში გირტყა
ელენე გამწარებული ტენიდა თავის ნივთებს
ჩანთაში და ცდილობდა,ცოტათი მაინც
დამშვიდებულიყო.
ნინიამ სასტუმროში ღიმილით შეაბიჯა და
დერეფანში მდგომ თანამშრომლებს მიესალმა.
ლურჯი საქაღალდე მეკრდზე მიეხუტებინა და
ღიღინით მიაბიჯებდა ლიფტისაკენ.ის იყო,კარი უნდა დახურულიყო,გაბადრული ლადო რომ შევარდა.შიშისგან შეცბა და გაოცებულმა ახედა კაცს
-ლადო,ხო არის მშვიდობა?
-კი,კი უბრალოდ,შენი ნახვა მინდოდა
კიდევ გაუცინა და მარჯვენა ხელი მის თავთან
მიაყრდნო
-რამე მოხდა?
-რა ხდება,ნინია.ისე,უბრალოდ
ლოყაზე უჩქმიტა და საეჭვოდ აციმციმებულ
ნათურას ახედა.რამდენიმე წამში ლიფტი
ძლიერი ბიძგით გაჩერდა.სრული სიბნელე
ჩამოწვა.ნინიამ შიშით ტელეფონის ძებნა დაიწყო.მკრთალმა სინათლემ ვერ “გააჩახჩახა” უზარმაზარი ლიფტი,რომელსაცჩვეულებრივ თორმეტნათურიანი ჭაღი ანათებდა
-ახლა რა უნდა ვქნათ?
საწყლად ამოიკნავლა და ვერც კი იგრძნო,ისე
გაუვარდა ხელიდან საქაღალდე
-შენ არ ინერვიულო,ახლავე დავრეკავ
ლადომ ტელეფონი მოიმარჯვა,მაგრამ
უშედეგოდ,არ იჭერდა
-რაცია არ წამოგიღია?!
-არა,დაბლა დავტოვე
გოგონას უკვე ცივი ოფლი ასხამდა.გრძნობდა,
როგორ უთრთოდა კიდურები
-ლადო,იღონე რამე,თორემ მოვკვდები
ამოიწრიპინა და იატაკზე ჩაჯდა.მალევე გაიგეს
გარედან ჩუმი შეძახილები
-არ შეგეშინდეს,გვიშველიან
ლადომ დააიმედა და გარეთ მყოფებს გასძახა.
ნინიას ყველაფრის შეგრძნება დაეკარგა.ყურები დაგუბვოდა და ცდილობდა,ღრმად ესუნთქა.
გონს გეგის ხმამ მოიყვანა,რომელიც მას ეძახდა
-კარგად ვარ,ბატონო გეგი
ხმადაბლა წამოიძახა და გვერდით ჩამომჯდარ
ლადოს საცოდავად გახედა
-მგონი,კარგია,აქ რომ გავიჭედეთ.უფრო მეტი დრო გვაქვს სასაუბროდ
ნინიამ სახე საცოდავად დამანჭა და გულში
ლოცვა დაიწყო,რომ მალე გასულიყო იმ
ჯოჯოხეთიდან.შეცბა,მოშიშვლებულ მუხლზე
კაცის თითები რომ იგრძნო.დენდარტყმულივითწამოხტა და მეორე კუთხეში,ცივ სარკეს აეკრო
-ლადო,ზედმეტები არ მოგივიდეს
ხმა საგრძნობლად უკანკალებდა.კარგად იცოდა,გაჭედილი ლიფტიდან ვერსად ვერ გაიქცეოდა
-ჩემი გეშინია,ნინია?
კაცი ფეხზე წამოდგა და გოგონასკენ დაიძრა.
ნინია კიდევ უფრო აკანკალდა
-ბატონო გეგი,მალე გამიყვანეთ,გთხოვთ
სასოწარკვეთილმა წამოიძახა და სიმწრის ცრემლები სწრაფად შეიმშრალა.მალევე გაიგო
ხირსელის ღრიალი,რომელიც სავარაუდოდ
ტექნიკოსებს უყვიროდა
-ნინია,კარგი რაა.აქაურობა უფრო დაეხმარება ჩვენს ურთიერთობას,რომ შორს წავიდეს
-არსად არ წავა და საერთოდ,არანაირი ურთიერთობა არ არსებობს ჩვენ ორს შორის
-დავიჯერო,ამ ქიმიას ვერ გრძნობ,რაც ჩვენს ირგვლივ არის?
-ლადო,არ მომიახლოვდე!
გოგონამ წამოიყვირა და მიახლოებულ ლადოს
მკერდზე მიაბჯინა ხელისგულები
-ნუ გეშინია
-გაიწიე მეთქი
ამოთქვა და ეცადა,კაცის ხელები მოეშორებინა,
რომლებიც წელზე მჭირდოდ შემოხვეოდა.ნინია განძრევას ვეღარ ახერხებდა.ლადოს ცხელ,
გახშირებულ სუნთქვას ყელზე გრძნობდა.გული ერეოდა,ვეღარ უძლებდა ამდენს.კაცის
ამაზრზენად ახურებულ თითებს შიშველ
ფეხებზე გრძნობდა.ის იყო ლადოსთვის წიხლი უნდა ამოერტყა,ლიფტის კარი რომ გაიღი.ნინია ატირებული გავარდა გაღებულ კარში.გეგის შეენარცხა,რომელიც იქვე იდგა.ხირსელმა ძლიერად შემოხვია მკლავები
აზლუქუნებულს,რომელიც ძლიერად ჩაჰკვროდა
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგადაა,ჩემთან ხარ
ყურში უჩურჩულა და კაბინეტისაკენ წაიყვანა.
ნინია გეგისთან ერთად იჯდა დივანზე და
დამშვიდებას ვერაფრით ახერხებდა
-კარგი,გეყოს ამდენი ტირილი
წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა და ლოყებზე
მიკრული თმები გადაუწია
-გული კინაღამ გამისკდა
ამოისლუკუნა და აკანკალებული ხელით
გამოართვა წყალი
-ახლა ყველაფერი კარგადაა
შუბლზე ნაზად აკოცა და თავზე გადაუსვა
გრძელი თითები
-წამოდი,სახლში წაგიყვან
-არა,სახლში არ მინდა,მამიდა ინერვიულებს
ნინიამ თქმა ვერ გაბედა,ლიტში მომხდარის.
აკანკალებული თითები ერთმანეთს გადააჭდო
და საცოდავად ახედა უფროსს
-კარგი,ჩემთან წაგიყვან
გეგიმ წელზე გამოსდო მკლავი და ფეხზე
წამოაყენა.მანქანაში ისხდნენ,ნინიას ტელეფონი რომ აზუზუნდა.ლადო ურეკავდა.ისევ დაეუფლასაშინელი გულისრევის შეგრძნება.თვალები
მაგრად დახუჭა და ეცადა,გახშირებული სუნთქვა,როგორმე
დაემალა
-ცუდად ხარ?!
გეგიმ სწრაფად გადააყენა მანქანა და გოგონასკენშეტრიალდა.ნინია მანქანიდან გადახტა და ცივ ნიავს შეუშვირა სახე.როგორ არ უნდოდა,გული
არეოდა,მაგრამ თავი ვერ შეიკავა.ახლა ყველაზე მეტად გეგისი რცხვენოდა,რომელიც თავზე
წამოსდგომოდა
-ყველაფერი კარგადაა
გრილი თითები კისერზე წაავლო და თავი
ააწევინა.ნინია თვალი ვერ გაუსწორა უფროსს.
ძლივს გამოართვა წყლის ბოთლი
-ექიმთან წავიდეთ,გინდა?
გოგონამ სწრაფად გააქნია თავი,უარის ნიშნად.
თვალებდახუჭული იდგა და ღრმად სუნთქავდაჰაერს.გეგიმ გაფითრებულ ლოყებზე შეახო
თითები და სახე ააწევინა
-ფერი არ გადევს.მგონი,სჯობს,ექიმთან მივიდეთ
-კარგად ვარ
ძლივს ამოიხავლა და დისორიენტირებული
დაიძრა მანქანისკენ.
გეგიმ დივანზე ჩამოსვა ღონემიხდილი ნინია,
თვითონ კი სამზარეულოში გავიდა.ჩაი სწრაფადგაუმზადა და ისევ მასთან დაბრუნდა.ნინიამ
მორცხვად გაუღიმა და ფინჯანს თითები
შემოხვია.
ცოტა რომ დამშვიდდა,ლუკას დაურეკა და
მასთან მისვლა სთხოვა.ისიც მალევე გაჩნდა
გეგის სახლთან და მანქანის გაბმული სიგნალით,აგრძნობინა,რომ მოსული იყო
-ბატონო გეგი,კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და პირველ რიგში,გადარჩენისთის
-მთავარია,კარგად ხარ
გეგიმ ფეხზე წამოაყენა და მასთან ერთად
დატოვა სახლი.ლუკა მანქანასთან იდგა და ერთ ადგილას ცქმუტავდა.როგორც კი მომავალი
ნინია დაინახა,მისკენ დაიძრა.გეგის გოგონას
ხელი გამოგლიჯა და გაფითრებულს დახედა
-რა მოხდა,ახლავე მომიყევი!
-სახლში წავიდეთ და ყველაფერს გეტყვი
ნინიამ მორცხვად გაუღიმა უფროსს და
ჯანდიერს მკლავზე დაექაჩა
-შეგიძლია,ხვალ არ მოხვიდე
ხირსელი წარბაზიდული უყურებდა ლუკას
თითებს,რომლებიც გოგონას მკლავებზე
დაცურავდნენ
-დიდი მადლობა,ბატონო გეგი
ნინიამ გაუღიმა და სწრაფად ჩაჯდა მეგობრის
მანქანაში.ლუკა მთელი გზა ცდილობდა,რამე
მაინც გაეგო მისგან
-ციცოს არაფერი უთხრა რა
-მკვდარს ჰგავხარ და შენი აზრით, რამეს გამოაპარებ?!
-ასე სიბნელის არასდროს შემშინებია
ძლივს ამოთქვა და სახლის კარი შეაღო.
ციცოს ძმისშვილის თავი კალთაში ჩაედო და
მონოტორულად ეფერებოდა თავზე.
ვერაფრით მშვიდდებოდა.ახსენდებოდა ლადოს შეხება და ერთიანად ცრიდა სხეულში.
მთელი დღე იწვა,განძრევის თავი არ ჰქონდა
-დამპალი კაცი ეგ,როგორ გაბედა
ელენე ოთახში დაქოთქოთებდა და ლადოს
მოთქმით ლანძღავდა
-გაჩუმდი,თორემ ციცო გაიგებს და მიგაკლავ
ამოიზმუვლა და საბანი თავზე წამოიმხო.
არაფრის მოსმენა არ უნდოდა.ნახევრად
ჩაძინებული იყო ტელეფონის ზუზუნმა,რომ
გააღვიძა.იცოდა,ვინც იქნებოდა
-როგორ ხარ?
გაიგონა კიდევაც ხმადაბალი ტონი და უნებლიედ გაეღიმა
-უკეთესად
-ლიფტის კამერები ვნახე
ნინიას ერთიანად გასცრა სხეულში.საწოლში
წამოჯდა და გაფართოებული თვალები იქვე
ჩამომჯდარ ელენეს მიაბყრო
-მერე?
-ჩემთვის ამის დამალვა,როგორ გაბედე?!
-ზედმეტ ხმაურს მოვერიდე
-ისევ დაუფიქრებლად მოიქეცი!
გეგიმ ხმას აუწია,რაზეც ნინია კიდევ უფრო
დაიძაბა
-ლადო სამსახურიდან გავშვი და გპირდები,ოდნავადაც ვერ მოგიახლოვდება
ნინიას დიდხანს ჰქონდა ტელეფონი ყურთან
მიყინული და ვერაფერს იაზრებდა.
მარიამის დაბადების დღე ახლოვდებოდა.
ხირსელმა საჩუქრის შესარჩევად გაყოლა სთხოვა.ნინია თვალებგაფართოებული იდგა ერთ-ერთი ძვირადღირებული მანქანების წინ და
გეგის დავალებას ასრულებდა
-მალე აარჩიე
გოგონა შეცბა,ვერ გადაეწყვიტა,რომელი სჯობდა
-ალბათ ეს
მარჯვენა მხარეს მდგარი ვერცხლისფერი
„მერსედესისკენ“ გაიშვირა ხელი და მორცხვად
ახედა უფროსს.მანაც თავი დაუქნია და
საბუთების მოსაწესრიგებლად წავიდა
-ახლა კაბა ვიყიდოთ
ნინიას გაეღიმა,გეგის მზრუნველობაზე და
იხვივით აედევნა უკან.უხმოდ დადიოდა
საკიდებს შორის და ულამაზეს კაბებს
ათვალიერებდა,გაკრეჭილ კონსულტანტთან
ერთად
-კაბას ვისთვის ეძებთ,ბატონო გეგი?
-მისთვის
გეგი ნინიასკენ შეტრიალდა და გაოგნებული
გოგონა აათვალიერა
-ჩემთვის?
-მგონი,სჯობს,თქვენ გარეთ დაგველოდოთ და კაბას ჩვენ თვითონ ავარჩევთ
კონსულტანტმა ნინიას ხელი ჩაჰკიდა და
გასახდელისკენ წააპორწიალა.ვერაფერს
იაზრებდა.კაბების ფასს რომ დააკვირდა,
თვალები შუბლზე აუვიდა,საიდან უნდა
მოეტანა ამდენი ფული.მის სამი თვის ხელფასს შეადგენდა თითოეული მათგანი.რამდენიმე კაბის მოზომვის შემდეგ,საცოდავი
სახით ახედა კონსულტანტს,რომელიც კიდევ
მოათრევდა რამდენიმე მოდელს
-მგონი,აღარ არის საჭირო
საცოდავად ამოთქვა და სარკეში ჩაიხედა
-რას ამბობთ,ბატონმა გეგიმ თქვა,რომ კაბა უნდა შევარჩიოთ და აუცილებლად შევარჩევთ.სულ რამდენიმეღა დარჩა
გოგონამ ისევ ფეხზე წამოაყენა და ახალი კაბა
გადააცვა.ნინიამ ძლივს აარჩია მუქი
ტოპაზისფერი,ულამაზესი კაბა.იმდენად
ლამაზად ედგა ტანზე,ანარეკლს თვალს ვერ
სწყვეტდა და ვერ იჯერებდა,რომ თვითონ იყო.მორცხვად გააბიჯა გასახდელიდან და მომლოდინე უფროსს ახედა
-შეგვიძლია,წავიდეთ
გეგიმ შეფუთული კაბა კოსულტანტს გამოართვა და
გასასვლელისკენ წავიდა
-მაგრამ თანხა არ გადამიხდია
ნინია შეშფოთებული აედევნა უფროსს
-გადავიხადე და დამშვიდდი
-ასე არ შეიძლება.ჩემი რამდენიმე თვის ხელფასი ღირს ეგ კაბა
-ნინია,გაჩუმდი და ფეხი გამოადგი
გეგიმ მაჯაში ჩაავლო ხელი და მანქანაში ჩასვა
-ხვალ მოგაკითხავ და ერთად წავიდეთ წვეულებაზე
გოგონა მანქანიდან გადასვა და თვითონ დეიდასთან წავიდა.
ნინიამ ღიმილით გააღო კარი და საშუალო
სიმაღლის ბიჭს ინტერესით მიაჩერდა,რომელსაცხელში უზარმაზარი,თეთრი ყუთი ეჭირა
-თუ შეიძლება,ხელი რომ მომიწეროთ საბუთებზე
სწრაფად მოიმარჯვა კალამი და ისევ კურიერს ახედა
-ვისგან არის?
-გამომგზავნი გეგი ხირსელია
ნინიას კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები.მადლობა გადაუხადა,უზარმაზარ ყუთს დაავლო ხელი და ოთახში შეაბიჯა
-ეს კაცი აღარ ხუმრობს
ელენე ყუთს ეცა და სწრაფად გახსნა.პირველი
რაც დაინახეს,ულამაზესი ფეხსაცმელები იყო,
რომლებიც იდეალურად შეეხამებოდა ნინიას
ახალ კაბას
-მაგას თავი ვინ ჰგონია?!
ლუკა წარბებშეკრული იდგა გოგოების უკან და
ყბებს ძლიერად ჭიმავდა
-ხვალ მისი დის დაბადების დღე არის,მეც დამპატიჟეს.დღეს კაბა მიყიდა და ახლა ეს გამომიგზავნდა
ნინია აბჭყვიალებული თვალებით უყურებდა ყუთში ლამაზად მოთავსებულ ნივთებს
-მუხლზე გადავიმტვრევ
-გააჩუმეთ ეს ვირი ვინმემ
ელენემ მზერა ამჟავებილ ლუკაზე გადაიტანა
-სანაცვლოდ რამე თუ შემოგთავაზა,მოვკლავ
-ლუკა,დამშვიდდი,არაფერი მსგავსი არ ხდება
-ეს ხო ხისთავიანია და ვერაფერს გააგებინებ
ელენემ ენა გამოუყო დაძარღვულ ლუკას და ლამის გაცისკროვნებულ ნინიას ხელი აუფრიალა ცხვირწინ
-ამდენი ფული საიდან უნდა დავუბრუნო?
-ნუ სულელობ რა.შენ გგონია,ფულს მოგთხოვს?სულ სხვა რამე უტრიალებს თავში
ჯანდიერი ვერ მშვიდდებოდა და ოთახში მძიმედ დააბიჯებდა
-ყველა შენნაირი ნუ გგონია.კარგად მახსოვს,მეთორმეტე კლასში,კუპატაძეს ნაჩუქარი ყვევილების ნაცვლად რა შესთავაზე
-ეგ რა შუაშია,გოგო?!მაგას მოვწონდი და თან თვითონ შემომთავაზა,მე არაფერი შემითავაზებია
ლუკამ უაზრო ბლუყუნი დაიწყო,რაზეც ორივეს ხმამაღლა გაეცნა.
ნინია ისეთი ლამაზი იყო,გეგი თვალს ვერ აშორებდა და დიდხანს მისჩერებოდა სადარბაზოს წინ მდგომს.
წვეულება მარიამის ქმრის,ილიას აგარაკზე იმართებოდა.გოგონა ძალიან ჰგავდა გეგის,როელიც გაბრწყინებული შეჰყურებდა უბედნიერეს დას
-ეკატერინე სად არის?
ილიამ სასმლის ჭიქა მიაწოდა და ნინიას გახედა წარბაზიდულმა
-მალე მოვა და ასე ნუ მიყურებ,ჩემი ასისტენტია უბრალოდ
-იმ გაფხორილ ფარშევანგს კი სჯობს და ვინც გინდა ის იყოს
ილიამ სიტყვა შეატოვა და მეუღლისაკენ გაემართა.
მიუხედავად იმისა,რომ გოგონა რადიკალურად განსხვავდებოდა იქ მყოფებისაგან,საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია,რამდენიმე ადამიანთან.მარიამის მეგობარს ლაღად ესაუბრებოდა,ყელზე მხურვალე სუნთქვა,რომ იგრძნო.მალევე ამოუდგა გვერდით წარბებშეკრული გეგი,რომელსაც აშკარა უკმაყოფილება ეტყობოდა
-შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთე მარიამს
ნიკოლოზმა მხარზე დაჰკრა ხელი ხირსელს,რომელიც კიდევ უფრო დაიძაბა
-ნინია გავიცანი,შენი თანამშრომელი ყოფილა
-პირადი ასისტენტი
ხაზგასმით შეუსწორა და სასაცილოდ მომზირალ გოგონას დახედა
-ძალიან კარგი მოსაუბრეა,ნინია
-დიდი მადლობა
გოგონამ მორცხვად გაიღიმა და ახურებული ლოყების დასამალად,წვენის ჭიქა აიფარა სახეზე
-სხვა სტუმრებიც გაიცანი,ისინიც სასიამოვნო მოსაუბრეები არიან
გეგიმ უხეშად გამოსდო თითები მკლავზე გოგონას და იქაურობას სწრაფად გაარიდა.რაღაცის თქმას აპირებდა,ეკატერინე რომ ჩამოეკიდა კისერზე და ისე დაეწაფა მის ბაგეებს,რაღას იტყოდა.ნინია სწრაფად გაეცალა წყვილს და მოშორებით დადგა.სულაც არ უნდოდა,მათთვის ეყურებინა.საშინლად აღიზიანებდა ეს ქალი და თვითონაც ვერ გაეგო რატომ.
სახლში რა თქმა უნდა,გეგიმ დატოვა და უთხრა,რომ მომდევნო დღეს სახლში ელოდებოდა.
ეკატერინე გამალებით უყვებოდა ნინიას მათი სიყვარულის ისტორიას და საერთოდ არ ადარდებდა ის ფაქტი,რომ არავის დაუვალებია მისთვის ამ ყველაფრის მოყოლა.ნინია საცოდავად მომზირალი იჯდა საზარეულოში და ერთი სული ჰქონდა,როდის დასრულდებოდა გეგისა და ეკატერინეს რომანი.გეგიც თითქოს და განგებ აგვიანებდა,გასვლაც საშინლად რცხვენოდა
-როგორი საინტერესო ისტორიაა
ზრდილობის გამო ამოთქვა და კარში შესულ უფროსს მადლიერმა ახედა
-ჩემი ბიჭიც მოვიდა
საშინლად გამაღიზიანებელი,დაყენებული,არაბუნებრივი ხმით წამოიყვირა ქალმა და გეგის შეახტა
-წასული მეგონე
გეგიმ ძლივს მოიშორა,კისერზე ჩაფრენილი მისი მკლავები და ნინიას მიესალმა
-ახლა წავალ,ცოტა დავაგვიანე,არაუშავს
ხმაურიანად აკოცა და ღიღინით დატოვა სახლი
-დროზე დავიწყოთ მუშაობა,თორემ გავიდა მთელი დღე
ნინია უხმოდ აედევნა უფროსს,რომელიც წარბებშეკრული მიაბიჯებდა კაბინეტისაკენ.
სასტუმრო იმაზე კარგად მუშაობდა,ვიდრე ნინიას წარმოედგინა.ყველაფერი იდეალურად იყო და ეს ყველაზე მეტად ახარებდა.გულში ძალიან დიდ მადლობას უხდიდა გეგის,რომელის დამსახურებითაც შეიცვალა სასტუმროს სიტუაცია.
ძალიან დამღლელი სამუშაოს შემდეგ,ცოტა ფეხით გავლა ჰქონდა გადაწყვეტილი.დერეფანში მდგარ დაცვას ღიმილით დაემშვიდობა და სწრაფად დატოვა შენობა.უკვე საგრძნობლად შეიმჩნეოდა ზაფხულთან დამახასიათებელი მშრალი და საოცრად ცხელი ჰაერი.ციცოს დაურეკა,რომ ცოტა დააგვიანდებოდა და მშვიდად განაგრძო გზა.კინაღამ გონება დაკარგა,წინ ლადო რომ გადაუდგა.საშინლად არ უნდოდა მისი ნახვა და მით უმეტეს,მასთან საუბარი.გვერდის ავლა სცადა,მაგრამ კაცის ცივმა თითებმა შეაჩერა,რომელებიც ძლიერად შემოეხვია მკლავზე
-ახლავე გამიშვი!
-ვისაუბროთ,ძალიან გთხოვ
-მე შენთან არაფერი მაქვს სასაუბრო და ხელს თუ არ გამიშვებ,იცოდე,კივილს დავიწყებ
უნდოდა,მკაცრად ეთქვა,მაგრამ ხმა სადღაც დაჰკარგვოდა
-ნინია,მინდა,რომ ბოდიში მოგიხადო
-არ მჭირდება შენი ბოდიში
გოგონამ სცადა,მკალვი გაეთავისუფლებინა,მაგრამ არ გამოუვიდა
-ყველაფერი თავიდან დავიწყოთ
ლადომ ნინია თავისკენ მისწია და ახლა წელზე შემოხვია არასასურველი თითები.ცოტა აკლდა ატირებამდე.მთელი სხეული უცახცახებდა.ცოტაც და კივლის დაიწყებდა,ლადო სწრაფად რომ მოშორდა და წინ გეგი აესვეტა.წარბებშეკრული,ყბებდაჭიმული დაჰყურებდა ზევიდან და ნინიას ეგონა,რომ სიბრაზისგან აფეთქდებოდა
-რამე დაგიშავა?!
თავი სწრაფად გააქნია და გეგის უკან მდგომ ლადოს გახედა,რომელიც დაძაბული მისჩერებოდა მას.ნინია გონს ვერ მოვიდა,ისე დაეტაკა ლადო გეგის და ასფალტზე დაანარცხა.მხოლოდ წამოკივლება მოახერხა და ისიც არავის გაუგია.ლადო გეგის გადააჯდა და ისე ძლიერად მოუქნია მუშტი,ხირსელი წამით გაითიშა.ლადო გამეტებით ურტყამდა მუშტებს,მაგრამ გეგი მალევე მოეგო გონს და ახლა თვითონ მოექცა ზევიდან.მხოლოდ რამდენიმე დარტყმა დასჭირდა იმისთვის,რომ ლადო დანებებულიყო.ნინია ფერდაკარგული,დისორიენტირებული იდგა იქვე და შიშისგან ვერ ინძრეოდა.არ იცოდა რა გაეკეთებია.სასწრაფოში დაერეკა,თუ გეგის დალოდებოდა,რომელიც გაცხოველებული ისროდა ნაპერწკლებს თვალებიდან
-ახლავე წამოდი
ამოიხავლა და ნინიას მკლავში ჩააფრინდა
-კი მაგრამ,ლადოს ასე ხომ არ დავტოვებთ,მგონი არც კი სუნთქავს
გეგიმ ამოიღმუვლა და ასფალტზე გაშოტილი კაცისკენ დაიძრა.ძლიერად ჩააფრინდა მაისურში და ფეხსე წამოდგომა აიძულა.იმდენად იყო გაბრუებლი,თვალებსაც კი ძლივს ახელდა
-სასწრაფო გამოვიძახოთ
ნინია აკანკალებული მიუახლოვდა ორივეს და ლადოს სისხლისგან დაჟივებულ სახეს შეაშტერდა
-შენ კიდევ ამაზე დარდობ?
გეგის მკაცრმა ტონმა შეაკრთო,მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო,ასე ვერ დატოვებდა.სწრაფად გამოუძახა სასწრაფოს და უფროსს მოუბრუნდა,რომელიც მანქანას მიყრდნობოდა და ცდილობდა,გახეთქილი წარბიდან წამოსული სისხლი,როგორმე შეეჩერებინა.სასწრაფო მალევე მივიდა,რომელსაც უკან,რა თქმა უნდა,პოლიცია მიჰყვა.ლადო სწრაფად მოიყვანეს გონს,საშიში არაფერი სჭირდა.ნინია კინაღამ ნერვიულობისგან წაიქცა,საპატრულო ეკიპაჟმა,ორივეს განყოფილენაში გადაყვანა რომ მოითხოვა.გეგი ნინიასთან მივიდა და მისი მანქანის გასაღები ხელში ჩაუბღუჯა,თვითონ კი პოლიციელს გაჰყვა.სწრაფად აედევნა უკან პოლიციის მანქანას.ორივე დაკითხვაზე შეიყვანეს.გოგონა აკანკალებული იდგა დერეფანში და სუნთქვასაც ძლივს ახერხებდა.სწრაფად მივარდა კაბინეტიდან გამოსულ გეგის,რომელსაც უკან ლადო მიჰყვებოდა
-სახლში წავიდეთ
გეგიმ ძლიერად გამოსდო თითები მკლავში და გასასვლელისკენ წავიდა
-შენ დაჯექი საჭესთან
გოგონამ თავი უთქმელად დაუქნია.ღრმად ჩაისუნთქა და აკანკალებული თითები ძლიერად შემოხვია საჭეს
-ბატონო გეგი,ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით.უკვე აღარ ვიცი,რა უნდა გითხრათ
-დამშვიდდი,ყველაფერი რიგზეა.სახლში წადი და იცოდე,ფრთხილად იყავი.შენნაირი ხიფათიანი ადამიანი არასდროს შემხვედრია
გეგიმ ჩაიბურტყუნა და მანქანიდან გადავიდა
-მანქანით წადი და ხვალ პირდაპირ სახლში მოდი
ნინია დიდხანს იჯდა სადარბაზოს წინ,გეგი ხირსელის უზარმაზარ მანქანაში.არ იცოდა,რატომ არ გადადიოდა.ალბათ,დამშვიდებას ცდილობდა,ან გეგის სურნელით გაჟღენთილ სალონში ჯდომა სიამოვნებდა.შიშისგან წამოიკივლა,მინაზე ძლიერად რომ მიუკაკუნეს.ლუკა
წარბებშეკრული მისჩერებოდა გოგონას,რომელიც სწრაფად გადახტა მანქანიდან
-კაბებიდან მანქანების ჩუქებაზე გადავიდა?!
-რას ბოდავ,მათხოვა უბრალოდ
-უბრალოდ რატომ გათხოვა?!
ჯანდიერი უკან მისდევდა და თან ეჯუჯღურებოდა
-ლადო სცემა,მერე პოლიციის განყოფილებაში ვიყავით,სახლში დავტოვე და მითხრა,რომ შემეძლო,მანქანით წამოვსულიყავი
-რაღაც მიქარა ხომ იმ ახ*არმა და მიმალავ?
-არა,უბრალოდ დალაპარაკება უნდოდა,მაგრამ მე არ მინდოდა.გეგი უბრალოდ იქვე აღმოჩნდა.ლადომ დაიწყო ჩხუბი
-ს*რი,კიდევ ერთხელ გაგეკარება და იმ მელოტ თავს წავაცლი
-გთხოვ,შენ მაინც დამშვიდდი.ისედაც ფეხზე ძლივს ვდგავარ,ისე ვინერვიულე
-დაეტიე მერე სახლში,რა მუშაობა აგიტყდა,ან შენ,ან იმ მეორეს,ვიღაც მორაგბეს რომ ზილავს
-ვაიმე,ლუკა,თავი მატკინე უკვე
-ხო,სიმართლის მოსმენა გტკენთ თქვენ თავს
ნინიამ გაიცინა და მისაღებში დასკუპებულ მამიდას აკოცა.
გეგის თვალი ისე შეშუპებოდა,ნინია დარწმუნებული არ იყო,რომ რამეს ხედავდა
-იქნებ,ექიმთან მისულიყავით
ეჭვისთვალით შეათვალიერა ხირსელის სახე და საცოდავად დაიმანჭა
-კარგად ვარ,არ მჭირდება ექიმი
უხმოდ გააგრძელეს მუშაობა.წინ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდათ.
გაკვირვებული უყურებდა უფროსს,რომელსაც წინ ფურცლები გადაეშალა და ნინიას სთავაზობდა,რომ რესტორანი სხვა ქალაქშიც გაეხსნათ
-სარისკოა
-რატომ?
-სასტუმროს არ აქვს ამხელა ბრუნვა.შეიძლება,ყველაფერი ისე არ აეწყოს,როგორც ჩვენ გვგონია და ამის გამო,საერთოდ ყველაფერი დავკარგოთ
-ნინია,მარტივად იფიქრე და ყველაფერში ცუდს ნუ ხედავ.სასტუმროს გარდა,რვამდე ბიზნესს ვფლობ და გაკოტრების ნუ გეშინია.ამ ეტაპზე,მთავარი მიზანია.დავითვალოთ ხარჯი,განვიხილოთ ყველა დეტალი და ამის შემდეგ იფიქრე გაკოტრებაზე
გეგი იმდენად დამაჯერებელი იყო,ნინიას ეჭვი აღარაფერში შეჰპარვია.მთელი ორი თვე შეუსვენებლად მუშაობდნენ ახალ პროექტზე.
ელენე აჭარხლებული გავარდა ანთაძის სახლიდან.ისე გარბოდა,საკუთარი ნივთებიც კი არ აუღია.ცრემლები ახრჩობდა,არ იცოდა,რა ემართებოდა.ყოველთვის ისე ხდებოდა,რომ სხვას ატირებდა და გულს სტკენდა,ახლა კი თვითონ გარბოდა გულნატკენი.ყურადღება არ მიუქცევია ნიკას ყვირილისთის.უკან რომ მიბრუნებულიყო,აუცილებლად იტირებდა და ეს საშინლად არ უნდოდა.ამპარტავან,ქედმაღალ მორაგბეს ეგოს კიდევ უფრო არ აუმაღლებდა.ამ რამდენიმე თვის განმავლობაში,ანთაძე საოცრად მოქმედებდა ელენეზე.გოგონა ეკრანიდანაც ამჩნევდა მის ქარიზმასა და საოცარ მანერებს,მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა,ნიკა ანთაძესთან ერთად სავარჯიშო მაგიდაზე გართხმული თუ აღმოჩნდებოდა.თან საშინლად აღიზიანებდა მისი ქმედება.როგორ გაბედა,ხელი დაავლო და მაგიდაზე უბოდიშოდ გააკრო,და თან მუცელში წაკიდებულ ცეცხლს ვერაფერს უხერხებდა.ისევ გრძნობდა ნიკას ცხელ,მადისაღმძვრელ ტუჩებს თავისაზზე და არ იცოდა,სიამოვნებისგან დამტკბარიყო,თუ ცნობილი მორაგბის ბიუსტი აღემართა თავისივე საფლავზე.
-ელენე,რა გატირებს?წლებია,იმაზე ოცნებობ,ნიკოლოზ ანთაძე ბნელ კუთხეში შეიტყუო და შენ ტირი?
-ვერც კი წარმოიდგენ,ისეთი ირონიული,აუტანელი და საზიზღარია
ელენე საცოდავად სლუკუნებდა და მთელი ძალით ეხვეოდა ნინიას,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა
-ხოდა,დაანახე შენი ძალა.აჩვენე,როგორი ალქაჯიც ხარ
-ნუ იცინი,თორემ შენც დაგწვავ
-დაწვას უპირებ?
-ხო,უნდა დავწვა
ნინიას სიცილზე კიდევ უფრო უმატა ტირილს და ოთახში შევარდნილ ლუკას შეაჩერდა
-რა გატირებს?!
-შენ ვინ გეკითხება?
-მიპასუხე!
ჯანდიერი მკლავში სწვდა და ფეხზე წამოაყენა.თვალები სიბრაზისგან უელავდა
-ლუკა,ქალური პორობლემებში ნუ ერევი
ნინიამ ლოყაზე აკოცა მეგობარს და ამით სცადა მისი ჩამშვიდება.ლუკა მაინც ალმაცერად უყურებდა წინ მსხდომ გოგოებს და ეჭვები საშინლად ღღრნიდა.არავის შეარჩენდა მათ წყენას.
ბათუმში უწევდათ რამდენიმე კვირით წასვლა.ნინიას საშინლად არ უნდოდა ციცოს მარტო დატოვება,მაგრამ ელენე მასთან დარჩებოდა და არაფერს მოაკლებდა.ბავშვობის მერე არ ყოფილა ბათუმში.მამას დაჰყავდა ხოლმე და მთელი ღამე სანაპიროზე სეირნობაში ატარებდნენ.ჭამდნენ უამრავ ნაყინს და ყველაფერზე იცინოდნენ.გაეღიმა,მამას გახსენებაზე და ფანჯარას მოავლო თვალი.ზღა მედიდურად მოსჩანდა და ამაყად იკარგებოდა თვალუწვდენელი ცის ქვეშ
-გიყვარს ზღა?
გეგი ინტერესით აკვირდებოდა ნინიას,რომელიც საშინლად ლამაზი მოეჩვენა.ბავშვივით,ინტერესით რომ მისჩერებოდა ზღვას
-ალბათ ათი წელი იქნება,რაც ბათუმში არ ვყოფილვარ.მამას დავყავდი,მაშინ სულ სხვანაირი იყო აქაურობა
-ახლა ხშირად ივლი და შეგეძლება,დაისვენო კიდევაც.რამდენიმე დღე არ გვაქვს შეხვედრები,ამიტომ შეგიძლია,მთლიანად საკუთარ თავს დაუთმო დრო
ნინიას ეღიმებოდა გეგის მზრუნველ,მაგრამ მაინც რაღაცნაირად მკაცრ ტონზე.
სასტუმრო საოცრად ლამაზი იყო.მისი ოთახიდან იმდენად ლამაზი ხედი იყო,ვერ იჯერებდა,რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა.ბევრი არაფერი ჰქონდა წაღებული,ამიტომ მალევე დალაგდა.ჯერ კიდევ ადრე იყო და სანაპიროზე გასვლა გადაწყვიტა.საოცრად თეთრი იყო.ისედაც რცხვენოდა, სულ მთლად გალეული მკლავებსა და გამხდარ ფეხებზე,ქათმის ტყავივით რომ გადაჰკვროდა კანი.შენობიდან გადიოდა,წინ ხირსელი რომ აესვეტა
-ჩემს გარეშე წასვლას აპირებდი?!
აღარაფერი უთქვამს,შეტრიალდა და სანაპიროს გაუყვა.ნინიას საშილად შერცხვა უფროსის,რომელსაც ძვირადღირებული ტანსაცმელი,საათი და სათალე ეკეთა,თვითონ კი წლების წინ ნაყიდი საცურაო კოსტუმი და ციცოს ახალგაზრდობის სარაფანა ეცვა.მორცხვად გაიხადა კაბა და ზღვისკენ უხმოდ წავიდა.საოცარი იყო პირველი შეხება წყალთან.შვებით ამოისუნთქა და სწრაფად შეცურა.იმდენად ღრმად მიცურავდა,გეგის მისი დანახვა უკვე უჭირდა.ცოტაც და თვითონაც შეჰყვებოდა,მაგრამ გოგონამ სწრაფადვე გამოცურა ნაპირზე
-ასე შორს აღარ გაცურო
მკაცრად უთხრა და ცივი სასმლით სავსე ჭიქა მიაწოდა.გოგონას გაეცინა და შეზლონგზე მიწვა.შეეძლო,მთელი დღე გაეტარებინა ასე მყოფს.სასტუმროში რომ დაბრუნდნენ,მხოლოდ მაშინ იგრძნო დაღლა,შიმშილი და კანის წვა.ცივი შხაპი მიიღო და ის იყო,აივანზე უნდა გასულიყო,მსუბუქი კაკუნი რომ გაიგო.ეგონა გეგი იყო,მაგრამ გაოცებული შეჰყურებდა უცნობ ბიჭს,რომელიც ქაღალდის პარკებს ნომერში ეზიდებოდა
-უკაცრავად,ესენი რა არის?
-ბატონმა გეგიმ გამოგიგზავნათ და გადმოგცათ,რომ ათისთვის მზად იყოთ,სავახშმოდ მიდიხართ
ნინის გაბრაზდა.ეს უკვე ზედმეტი იყო.ამდენ რამეს მართლა ვერ აიღებდა.ფეხშიშველი,სველი თმითა და თხელი ხალათით მიაბიჯებდა დერეფანში.ხელებში პარკები ჩაებღუჯა და ხირსელის ნომერს ეძებდა.სწრაფად დააკაკუნა კარზე და როგრც კი უფროსი დაინახა,ხელში შეაჩეჩა ყველაფერი
-ბატონო გეგი,ძალიან დიდი მადლობა,მაგრამ ვერ ავიღებ,ისედაც ყველაფერი თქვენს ხარჯზეა
ხირსელი მომღიმარი დასჩერებოდა აფორიაქებულ გოგონას და წამით მოუნდა,აწითლებული დაბურცული ტუჩები დაეკოცნა
-და მე ამათ რა ვუყო?
-უკან დააბრუნეთ
-უკან არ დაიბრუნებენ,ნინია.ესენი შენთვის ვიყიდე და ვალდებული ხარ,გამოიყენო
-არა,ასე არ შეიძლება
-მომისმინე,ახლა ესენი უკან წაიღე და ათისთვის მზად იყავი
გეგიმ მკაცრად აუწია წარბი,პარკები დაუბრუნა და კარი ცხვირწინ მიუხურა.ნინია რამდენიმე წამი გახევებული იდგა.ბოლოს შერცხვა იქვე მდგომი სასტუმროს სტუმრების და ოთახში შეიძურწა.გეგის საოცარი გემოვნება ჰქონდა.ყველაფერი იმდენად ლამაზი,დახვეწილი და ძვირადღირებული იყო,გაოცებას ვერ მალავდა.
ხირსელი შეფარული ვნებით მიშტერებოდა თეთრ,ნახევრად გამჭირვალე კაბაში გამოწყობილ გოგონას,რომელიც თავაწეული მიაბიჯებდა.მოსწონდა მისი თავდაჯერებულობა და ასევე ბუნებრივი თავშეკავებულობა.
ნინია თვალებგაფართოვებული ჩასჩერებოდა მენიუს.კერძების უმრავლესობა გაგონილიც კი არ ჰქონდა.შეკრთა,გეგის გძელი თითები რომ შემოეხვია მაჯაზე
-დაგეხმარები
გაუღიმა და რამდენიმე კერძი ზედაპირულად აუხსნა.ბოლოს გოგონამ სტეიკის სალათი შეუკვეთ და სკამს უხერხულად მიეყრდნო.მშვიდად ივახშმეს.ნინიას საოცრად უნდოდა სანაპიროზე გეგისთან ერთად გასეირნება,მაგრამ შერცხვა და სასტუმროსკენ დაიძრა,მაგრამ ხირსელის ძლიერმა მკლავმა შეაჩერა,რომელი მოშიშვლებულ ზურგზე შემოეხვია
-სანაპიროზე გავისეირნოთ
დაბალი,ხავერდოვანი ხმით უთხრა და გოგონა სხეულზე აიკრო.ნინიას სუნთქვა უჭირდა,იმდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან.უფროსის საოცარ არომატს გრძნობდა.გრილს და ამოუცნობს.
-ამ ყველაფერზე არ ინერვიულო,ნელ-ნელ მიეჩვევი ასეთ ცხოვრებას.წლები დამჭირდა,აქამდე რომ მოვსულიყავი.ყველა ზევიდან მიყურება,ობოლს და უქონელს.დეიდას ბევრი არაფერი შეეძლო.ოთხი ვყავდით გასაზრდელი და ბევრის საშუალება არ გვქონდა.მე ჩემი დეიდაშვილის გამონაცვალი ტანსაცმელი მეცვა,ჩემს დას,ჩემი.არავის აინტერესებდა ის,რომ მშობლები არ გვყავდა,უბოდიშოდ გვამცირებდნენ.ჩემი კლასელი სანამ გათიშვამდე არ ვცემე,ვერავის გავაგებინე,რომ პატივი უნდა ეცათ ჩვენთვის
-ძალიან უხერხული კითხვაა,მაგრამ რადგან ასეთი გულახდილი საუბარი გვაქვს,გკითხავთ
ნინიამ გეგის ახედა და მისგან თანხმობა რომ მიიღო,ნერვიულად გადააჭდო თითები ერთმანეთს
-მთელი ცხოვრებაა,ვცდილობ,რაღაცას მივაღწიო.თხუთმეტი წლიდან ვმუშაობ,ვსწავლობ,ენერგიას არ ვზოგავ,მაგრამ არაფერი გამომდი,თქვენ როგორ გამოგივიდათ ყველაფერი ეს?
ხირსელს სიმწრით გაეცინა.გვერდით მჯდომ ნინიას თვალებში ჩააჩერდა და მისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიწია.გოგონას ზღვიდან წამოსული ნიავი უწეწავდა ლამაზ ხვეულებს და ეს გეგის საოცრად მოსწონდა
-პირველად რომ ციხეში მოვხვდი,თვრამეტი წლის ვიყავი.ოთხი წელი მომისაჯეს.ჩემი თავი არ მედარდებოდა,მხოლოდ გარეთ მყოფებზე ვჯავრობდი.ვიცოდი,ადვოკატის ფული არავის ექნებოდა და ამ ოთხი წლის მოხდა მომიწევდა.საკანში ძალიან გავლენიან ადამიანთან მოვხვდი.ისეთ ადამიანთან,რომელთან მოხვედრასაც ჩემი თანატოლები ოცნებობდნენ.მან ჩემზე,რა თქმა უნდა,ყველაფერი იცოდა,ისე არც არავინ შემიშვებდა იქ.ერთი კვირა ზედმეტად ხმაც არ ამომიღია,ან ვისთის რა უნდა მეთქვა.ახალი ვიყავი და თან ღლაპი.გელა ძალიან ცივი ადამიანი იყო,ძალიან ცოტასთან ჰქონდა კონტაქტი და ისიც,მხოლოდ თავის ხალხთან.რამდენიმე დღეში ჩხუბი მომივიდა დერეფანში და კარცერში ამოვყავი თავი.გამიკვირდა იქ გელა რომ დამხვდა.ცივად მიმზერდა,იმდენად ცივად რომ წამით შემეშინდა საკანში შესვლა,მაგრამ დასაკარგი არაფერი მქონდა.მამაჩემს დიდი გავლენები ჰქონდა,დღემდე არ ვიცი რატომ.ციხეში კარგად იცნობდნენ და ისე თუ ასე,პატივსაც სცემდნენ.მაშინ წარმოდგენა არ მქონდა რომ გელა ბურდილაძის,ნათლიაჩემის წინ ვიჯექი და ჯიქურ,უტეხად შევჩერებოდი.არაფერი უთქვამს,პატარა კრიალოსანი მომცა და წავიდა.ორი წელი და რამდენიმე თვე ვიჯექი,სიტყვა არ უთქვემს ჩემთვის არასდროს.გამოსვლიდან მალევე გავიგე,რომ გარდაიცვალა.გასვენების ღამეს ვიღაც კაცი მოვიდა ჩემთან და გაყოლა მთხოვა.გელას სასაფლაოზე მივედით.ყუთი გადმომცა,რომელშიც რამდენიმე წერილი და ჩეკები იდო.წერილში ეწერა,რომ ბურდილაძე ჩემი ნათლია იყო და მთელი ცხოვრების ნაგროვებ ქონებას,მე,ერთადერთ ნათესავს მიტოვებდა
ნინია გაოცებული,შეშფოთებული და აკანკალებული უყურებდა უფროსს,რომელიც ამ ყველაფერს ისე ჰყვებოდა,თითქოს ზღაპარი ყოფილიყო
-მე ნათლიაში „გამიმართლა“,ამ ყველაფრისთვის არ მიბრძოლია,მაგრამ დღემდე ვცდილობ,ეს ყველაფერი დავაფასო.ნინია,ნუ მიყურებ ასე შეშინებული,კრიმინალური ავტორიტეტი არ ვარ
ხირსელს გაეცინა გოგონას გამომეტყველებაზე
-მე...მე...არ ვიცირა უნდა ვთქვა
-არაფერი არ უნდა თქვა.იქიდან ერთ წელში მე,ჩემი და და ჩემი დეიდაშვილები სასწავლებლად წავედით და აი,ახლა აქ ვარ,შენს გვერდით და ერთადერთი ადამიანი ხარ,რომელმაც ეს ყველაფერი იცის.მხოლოდ სამმა ვიცით მე,შენ და გელა ბურდილაძემ,რომელიც დიდი ხნის მკვდარია.მე ნათლიაში გამიმართლა და მინდა,რომ შენ ჩემში გაგიმართლოს.ნუ ამბობ საჩუქრებზე უარს,ეს არაფერია იმასთან შედარებით,რაც მე ღემრთმა მომცა.ამიტომ ვალდებული ვარ,ყველას დავეხმარო,ვისაც ჩემი დახმარება სჭირდბა
ნინია ატირდა.თვითონაც არ იცოდა,რა ატირებდა.გეგის მკერდზე მიხუტებული,პატარა ბავშვივით სლუკუნებდა
-დამშვიდდი ახლა და დავბრუნდეთ ნომრებში,დასვენება გჭირდება
თავზე ჰკოცნიდა და მხრებზე ძლიერეად ეხვეოდა.
იდეალურ დროს ატარებდნენ ბათუმში.ყველაფერი ისე მოხდა,როგორც დაგეგმეს.შეხვდნენ ყველა სავარაუდო პარტნიორს.რამდენიმე ღამე რჩებოდათ თბილისში დაბრუნებამდე.ნინია ნიმერში იყო,ისვენებდა,ვიღაც რომ ეახლა.რა თქმა უნდა,ისევ გეგი ეგონა,მაგრამ ხელში ნიკა ანთაძე შერჩა.ბიჭი მხრით კარის ჩარჩოს მიჰყრდნობოდა და ცალყბად უღიმოდა დაბნეულ ნინიას
-შენთან საქმე მაქვს,ნახევარ საათში შევხვდეთ შემოსასვლელთან
მეტი არაფერი უთქვამს,ასე გაურკვევლობაში დატოვა.ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ.ნინიას ძალიან აინტერესებდა,რა საქმე ჰქონდა,მაგრამ ნიკა განგებ არ ჩქარობდა.სანამ გოგონას ტელეფონი არ ამღერდა,მანამდე ხმა არ ამოუღია
-გეგი თუ არის,უთხარი,რომ გასული ხარ და ცოტა შეგაგვიანედება
ისე მოიქცა,როგრც ნიკამ დაარიგა
-და იქნებ მითხრა,რა საქმე გაქვს
-იმ დღის შემდეგ,ვცდილობ,ელენეს დავუკავშირდე,მაგრამ არ მპასუხობს და არც მხვდება.მინდა,რომ დაურეკო და აქ ჩამოვიდეს
-ნიკა,ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ ელენეს აზრს პატივს ვცემ,თუ არ უნდა,ვერ დავაძალებ
-გთხოვ,ამ ერთხელ ჩემს აზრს ეცი პატივი
-გაბრაზდება და უარესი მოხდება
-ორი წლის უკან,იტალიასთან თამაშის დროს,შენ და ელენე წინა რიგებში ისხედით და სავარაუდოდ,ჩემზე ჭორაობდით.იმ დღიდან ვერ ვივიწყებ ელენეს აკიაფებულ,მწვანე თვალებს.რომ გავიგე,გეგიმ ის სასტუმრო შეისყიდა,სადაც თქვენ მუშაობდით,სიხარულით ისეთი შემოვარტყი,კინაღამ მოვკალი.არანაირი ტრამვა არ მაქვს,ეს ყველაფერი იმისთვის მოვიგონე,რომ როგორმე დავვახლოებოდი.ისეთი ალქაჯია,პირველივე კოცნაზე თვალები კინაღამ ამომთხარა.სანამ შენამდე მოვიდოდი,მართლა ძალიან ბევრი რამე ვცადე,რომ შემომერიგებინა,მაგრამ არ გამომდის.გთხოვ,მართლა მთელი გულით გთხოვ,დამეხმარე
ნინიას არაფერი უთქვამს,უხმოდ აიღო ტელეფონი,ჯერ გეგის დაურეკა მისამართი უთხრა,სადაც ისხდნენ და მისვლა სთხოვა.გეგის გაუკვირდა მეგობრის იქ ხილვა
-აქ რას აკეთებ?
-შენ ვინ გეკითხება,მე სად დავდივარ?
-ჩემს თანაშემწესთან,ბათუმში,კაფეში ზიხარ და კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზია?
-თუ შეიძლება,დამშვიდდით
ნინიამ ჯერ ერთს გადახედა და შემდეგ მეორეს
-რატომ არ მითხარით სიმართლე?
-ნინია,ეს ჩემი საქმე არ იყო,ნიკოლოზს და ელენეს თავად უნდა მოეგვარებინათ,მაგრამ ამ ხისთავიანმა ყველაფერი გაფუჭა
-ანას დაურეკეთ და უთხარით,ელენე ცოტა ხნით გაანთავისუფლოს,ან შვებულება გამოუწეროს.შემდეგ კი,მე დავურეკავ და ჩამოსვლას ვთხოვ
ნიკამ ვერ მოითმინა,წამოხტა და ძლიერად აკოცა ლოყაზე.
ელენეს ძალიან გაუკვირდა ნინიას საეჭვო ზარი,მაგრამ მალევე დაარწმუნა,რომ მხოლოდ დასასვენებლად ეპატიჟებოდა.საღამოს უკვე ბათუმში იყო და ნინიას უკან მიჰყვებოდა,რომელიც ნომრისკენ მიდიოდა
-ვაიმეე,რამდენი წელია,არ დამისვენია
წამოიკივლა ელენემ და საწოლზე ახტა
-რა საოცარი ნომერიაა
-მოწესრიგდი და გავიდეთ,სადმე ვჭამოთ.
ნინიამ გეგის ნაჩუქარი ერთ-ერთი კაბა ამოირჩია და აიძულა ის ჩაეცვა.მშვიდად მისეირნობდნენ სანაპიროზე.ელენეს წარმოდგენაც არ ჰქონდა,რომ უკან ნიკოლოზ ანთაძე მიჰყვებოდა,რომელიც ღიმილით უყურებდა ცხენივით აჭიხვინებულს
-გეგი სად გყავს?
-არ ვიცი,ისვენებს ალბათ.საქმეებს იმაზე მალე მოვრჩით,ვიდრე ვვარაუდობდით
-ანუ,ყველაფერი რიგზეა
-კი,მიწა მოძებნილია.ქალაქიდან ცოტა მოშორებით,ძალიან მშვიდ და წყნარ ადგილას.რამდენიმე თვეში მშენებლობაც დაიწყება
-რა მუდო კაცია.დავიჯერო,ოდნავადაც არ მოსწონხარ?
ნინია სახეზე ერთიანად წამოწითლდა.იცოდა,უკან მომავალი გეგი ყველაფერს გაიგონებდა და საშინლად შერცხვა
-რაებს ბოდავ,გოგო.სუბორდინაცია მაინც არ გაუგია შენ ალქაჯ ტვინს?
-სუბორდინაცია იძახე და ის ველური კი მომვარდა საკოცნელად,იდიოტი.ან რას გამოჩნდა,ან რას გაქრა.სასტუმრიში მაკითხავდა,სახლშიც მოდიოდა,მაგრამ არ ვხვდებოდი.ამპარტავანი,პირუტყვი.ნეტავ ვინ ვგონივარ,მაგ გამოქვაბულის კაცს.რამდენიმე დღეა,არ გამოჩენილა.ალბათ რომელიმე ქერა ქალი გადაცდა და დაიხრჩო
ნინია სიცილს ვეღარ იკავებდა.შეცბა,უეცრად რომ ჩადგა მათ შორის ნიკა და გოგონას მკლავში სწვდა
-რას მლანძღავ,გოგო
ჩაჰყვირა ენაჩავარდნილ ელენეს,რომელიც გონზე ვერ მოდიოდა.გეგი და ნინია სწრაფად გაშორდნენ იქაურობას.არ უნდოდათ,ხელი შეეშალათ
-რას მიყურებ ბატივით,ენა გადაყლალე?
-შე ველურო,ხელი გამიშვი ახლავე
-ელენე,როგორი ალქაჯი ხარ
ნიკა ფრთხილად დაიხარა და ავარვარებული ტუჩები ყბის ძვალზე მიაკრო.ელენე გაიტრუნა,ისე უცებ მოდუნდა,ნიკას რომ არ დაეჭირა,აუცილებლად დავარდებოდა
-ახლა მე და შენ ბევრს ვისაუბრებთ,ისე რომ შენ ზემეტ ხმას არ ამოიღებ
-თუ უნდა ვისაუბროთ,ხმა როგორ არ ამოვიღო
-გაჩუმდი ახლა.რაც მლანძღე,იმ სიტყვებისთვის სხვა დროს დაგსჯი
-არ მინდა შენთან საუბარი და ხელი ახლავე გამიშვი,თორემ ვიყვირებ
-გაჩუმდი მეთქი
-არა,ახლავე გამიშვილი
გოგონამ დაიყვირა,მაგრამ ნიკამ მაშინვე ააფარა ტუჩებზე თითები,ხელი მჭიდროდ მოხვია და თავისი მანქანისკენ წაიყვანა.
უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდნენ.ელენემ ეს სახლი ძალიან კარგად იცოდა ნიკას სოციალური ქსელიდან.არ სჯეროდა,რომ ანთაძემ გოგონა მის მშობლებთან მიიყვანა
-დედა,მამა სად ხართ?
ბიჭმა იმხელა ხმაზე დაიყვირა,ელენე შეცბა.მალევე გამოჩნდა ახალგაზრდა წყვილი,რომელიც მომღიმარი შეჰყურებდა მათ
-გაიცანით,ეს ჩემი საცოლეა
ელენე გაშრა.გრძნობდა,ნერვიულობისგან,როგორ ეხვოდა თავბრუ.ნიკას ძლიერ მკლავს ჩასჭიდებოდა,რომ არ წაქცეულიყო
-ვაიმე,შვილო,სახლში შემოდით
ნიკას დედაც არანაკლებ დაბნეული გამოიყურებოდა
-მე და ელენეს ერთმანეთი გვიყვარს.მართალია,ეს ჯერ მისთვის არ მითქვამს და არც თვითონ არ უთქვამს,მაგრამ ვგრძნობ
გაფითრებულ გოგონას თვალი ჩაუკრა და მოცინარ მამას თავადაც გაუცინა
-მოიტაცე?!
ქალმა იმხელა ხმაზე წამოიკილა,ელენე კიდე უფრო გაფითრდა.ხმას ვერ იღებდა,ან რა უნდა ეთქვა,თვითონაც არაფერი იცოდა
-არა,მაია,გაგიჟდი.რაღა დროს მოტაცებაა.თან ეს ისეთი ალქაჯია,აქეთ მომიტაცებს
-ვაინე,ნიკა,გაჩუმდი
გოგონამ ძლივს ამოიხავლა და ფერდში შეუმჩნევლად უჩქმიტა ახითხითებულ ნიკას
-არაუშავს,მამი.მეც რომ არ მომეტაცა დედაშენ,მეორე ღამეს თვითონ აპირებდა ჩემს მოტაცებას
კაცი ფეხზე წამოდგა და შეშინებული ელენე გულში ჩაიკრა
-ახლა მშვიდად ამიხსენით,რა ხდება
-არაფერი,ელენე ჩემია და ცოტა ხანში დავქორწინდებით.მისთვის აზრი არ მიკითხავს და არც ვაპირებ,ვკითხო
-ეგ რა საუბარია,ნიკოლოზ?იქნებ გოგოს არ უნდა შენი ცოლობა?ჩემს ოჯახში ძალადობა არ იქნება
-მაია,რა ძალადობა.უბრალოდ,ვეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში.მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს,ცოლად გამომყვეს
-ელენე,შვილო,ნუ იყურები ასეთი შეშინებული თვალებით
-დედა,აცადე ცოტა და დაიწყებს თავის ალქაჯურ გამოხტომებს
ელენეს კიდევ უნდოდა,ეჩქმიტა,მაგრამ ნიკამ თითები დაუჭირა და ნაზად აკოცა ხელისგულზე.
-დედაჩემი გაგიჟდება
მარტოები რომ დარჩნენ,ელენემ საწყლად ახედა ნიკას
-არაუშავს,აუხსნი,თუ რამდენი წელია,გიყვარვარ და შორიდან იწვი ჩემით
-რაებს იგონებ?
-ელენე,არ უარყო.ყველაფერი კარგად ვიცი.არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია,ისე რომ შენთვის არ შემომეხედა.გახსოვს,ევროპის ჩემპიონატის ბილეთები რომ დაგხვდა კართან?შენი აზრით ეზოს გნომმა დაგიტოვა?მე გაჩუქე.არ მეგონა,თუ არ მოხვიდოდი,მაგრამ მერე მივხვდი,საფრანგეთში ვერ გამოფრინდებოდი და მაგრად მივქარე,ფრენის ბილეთებიც რომ არ გიყიდე.იმ დღეს,ისე ცუდად ვითამაშე,ასე ცუდად ცხოვრებაში არ მითამაშია
ელენე სწრაფად წამოდგა და მთელი ვნებით დაეწაფა ნიკოლოზის ბაგეებს.ნიკამ სწრაფად გადააწვინა საწოლზე და კიდევ უფრო გააღრმავა კოცნა.ელენემ ხმა ვერ დაიმორჩილა,ბიჭის გახურებული მტევანი რომ იგრძნო მკერდზე
-ნიკა,გაჩერდი
ძლივს ამოთქვა და სწრაფად მოშორებულ ბიჭს სიცილით ახედა
-აქ და ახლა არა.
ელენე უფრო ხმამაღლა ტიროდა,თუ დედამისი ტელეფონიდან,ვერავინ ვერ გაარჩევდა.ნინიაც აცრემლებული შეჰყურებდა მათ და ოთახში შესულ ლუკას მიუბრუნდა,რომელიც გაფითრებული,დაბნეული და ერთიანად აკანკალებული იდგა.ნინიაზე კარგად ვინ იცოდა,რომ ჯანდიერს ბავშვობიდან უყვარდა ელენე.ელენე,რომელიც მალე ნიკა ანთაძის ცოლი გახდებოდა
-სიმართლეა?
ხმის კანკალით იკითხა კართან აყუდებულმა ლუკამ,რომელიც თვალს ვერც ერთს ვერ უსწორებდა
-მე ციცოსთან გავალ
ნინია უხმაუროდ გაიძურწა ოთახიდან და ლუკას აიძულა,ელენესთან მისულიყო.შეკრთა,გოგონას თბილი თითები რომ შეეხო,მის გაყიმულ,გალეულ თითებს
-ჩემი ცხოვრების ადამიანი ხარ,ლუკა.შენზე მნიშვნელოვანი კაცი არ არსებობს ჩემთვის.ჩემი ბავშვობა ხარ.ჩემი მეგობარი,ძმა,მამა,ყველაფერი,რაც კი შეიძლება და არ შეიძლება.ყველაფერი წლების უკან გააფუჭე,უბოდიშოდ რომ მიმატოვე და დამტოვე ამ ყვლაფრის გარეშე.იცი,რომ ამას არასდროს გაპატიებ
-გიყვარს?
ელენეს გაეღიმა.გულწრფელი,მეამიტური ცრემლები გადმოეყარა ლამაზი თვალებიდან
-თავდავიწყებით...
ლუკას არაფერი უთქვამს,ძლიერად მოეხვია გოგონას და აფართხალებულ გულში ჩაიკრა.
მთელი ღამე მათთან გაატარა.თვითონაც ხვდებოდა,ყველაფერში დამნაშავე თავად იყო.არასდროს აპატიებდა საკუთარ თავს,რომელიმეს უბედურების მიზეზი თვითონ რომ გამხდარიყო.ვერაფერს გრძნობდა,თითქოს შინაგანად მოკვდა.ელენეს მიმართ ყოველთის სხვანაირად იყო განწყობილი,მაგრამ ფაქტის წინაშე აღმოჩენამ,სულ მთლიანად გაანადგურა.თავისი ელენე უნდა დაეთმო ვიღაც გაბღენძილი მორაგბესთვის,რომელიც მთელს ცხოვრებას უზრუნველყოფილს უქცევდა.
დაქორწინება იმედნად მალე გადაწყვიტეს,ნინია ძლივს ათავსებდა სამსახურსა და ელენეს მომზადებას.ლუკა ჯანდიერი ისევ გაქრა.ელენე იმაზე მეტად გაბრაზდა,ვიდრე პირველი გაუჩინარებისას.ამას ნამდვილად არ აპატიებდა.არ იმჩნევდა,მაგრამ ნინიამ კარგად იცოდა,როგორ განიცდიდა ამ ყველაფერს.
ელენე ტკიპასავით მიჰკვროდა უამრავი წლის უნახავ დედას და აცრემლებულ თვალებს უკოცნიდა.ნიკა უხერხულად აწურულიყო და ელოდა როდის მიაქცევდა ყურადღებას „სასიდედრო“.ნანიმ ერთი აათვარიელა ანთაძე და ისევ შვილს მიუბრუნდა
-ამან იცის,სახლში მისი სურათები რომ გიკიდია?
-დედა,გაჩუმდი
ელენემ ძალით გაიცინა და ისე მწარედ უჩქმიტა ნანის,საწყალი ქალი მთლიანად გაწითლდა სახეზე.ნიკა სიცილს ძლივს იკავებდა.აციმციმებულ თვალებს არ აშორებდა საცოლეს
-მამაშენი სად არის?
-არ ვიცი,ბოლოს საბერძნეთში იყო.მერე არც შემხმიანებია და არც მე არ შევხმიანებულვარ.დიდად არ ინტერესდება ჩემით,ხომ იცი
-მთავარია,ის სილიკონის ძუძუებიანი კამეჩი ჰყავდეს კარგად
-ვაიმე,დედა,გაჩუმდი!
დაუყვირა და მანქანაში ძალით ჩატენა.ანთაძე მაშინვე მიხვდა,ეს აქაჯური სინაზე დედისგან ერგო ელენეს.ქალბატონი სახლში დატოვა,თვითონ კი გეგისთან მივიდა
-არ მეგონა,შენზე ადრე თუ მოვიყვანდი ცოლს
-და ვინ თქვა,რომ საერთოდ ცოლის მოყვანას ვაპირებ?!
-გეგი,გაჩუმდი.იმ ასაკიდან გიცნობ,შარვლის შიგნით რეიტუზები რომ გეცვა,ამიტომ ჩაიგდე ენა.ძალიან კარგად ვამჩნევ შენს თვალების ჟუჟუნს
-ეკატერინეს თუ გულისხმობ,ცდები.
-ეკატერინეს არა,ბებიაჩემ მირანდას კიდე
-რას ბოდავ
-ნინიას ვგულისხმობ და თავს ნუ იშტერებ,ძალიან გთხოვ
-ბოდავ და სჯობს,სტუმრების სიას კიდევ ერთხელ გადახედო.
გეგი აღელვებული წამოდგა სავარძლიდან და ახითხითებულ ნიკუშას საქაღალდე ესროლა.
ნინია ძალიან დიდხანს ცდილობდა,ლუკას დაკავშირებოდა,მაგრამ უშედეგოდ.საშინლად ბრაზობდა მასზე.არ ეგონა,თუ ისევ ასე მოიქცეოდა.
ქორწილში უამრავი სტუმარი იყო.ელენე ულამაზესად გამოიყურებოდა.ისევ ვერ იჯერებდა,რომ ნიკოლოზ ანთაძე მისი ქმარი ხდებოდა.ნინია მომღიმარ წყვილს მისჩერებოდა,გვერდით ვიღაც რომ ამოუდგა.არ შეუხედავს,ძალიან კარგად იცოდა,ვინ იყო
-გამიჭირდა,ამ ყველაფრის გააზრება
-ისევ არ გაქვს გააზრებული.საშინლად იქცევი.უკვე ვრწმუნდები,რომ არასროს გამოსწორდები
-რამ შეაყვარა?
-ეგ ჩემი და შენი გასარჩევი არ არის.მთავარია,ერთმანეთი უყვართ და აწი ყველაფერი დასრულდა შენთვის
-ხო შეიძლება,შენ მაინც აღარ დამიმატო
-ბოდიში,ლუკა.სიგიჟემდე მიყვარხარ,მაგრამ ამ სიტუაციაში ვერ გაგამართლებ
-შენი უფროსი აფთარივით რატომ გიყურებს?
ნინიამ იქვე მდგომ გეგის გახედა,რომელსაც სასმლის ჭიქა ჩაებღუჯა და ისე შეჰყურებდა მათ
-მიდი,მიულოცე
-არ მაპატიებს და ვიცი,თავში ჩამარტყამს რამეს.სირცხვილია ამ განუვითარებელის ნათესავებთან
-განუვითარებელს შენ უფრო ჰგავხარ
-კარგი რაა.ცარიელი კუნთია და მეტი არაფერი.უინტელექტო სპორტსმენი
-ეჰ,ლუკა,ბერდები და ჭკუა ისევ არ გემატება
-ვიცეკვოთ?
ნინია შეკრთა,მხარზე შეხება რომ იგრძნო.ნიკას ერთ-ერთი გუნდელი იყო
-დიდი სიამოვნებით
გაუღიმა და მის გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა.ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე იყო სანდრო.ნინია თვალს ვერ აშორებდა მის საოცარ ღიმილს
-ძალიან ლამაზი ხარ
-დიდი მადლობა
-თამაშზე რომ დაგპატიჟო,ხომ მოხალ?
-ყველანაირად ვეცდები
-ჩვენს ქვეყანაში სიტყვა ვეცდები,არმოსვლას ნიშნავს
-კარგი,მაშინ გპირდები,რომ მოვალ
-ძალიან კარგი
სანდრო მისკენ დაიხარა და ნაზად აკოცა ლოყაზე.გეგის გულ-მუცელი ეწვოდა.მთელს სხეულზე ცეცხლი ეკიდა.ვერ წარმოედგინა,რომ ნინიაზე ეჭვიანოდა.საშინლად აღიზიანებდა ვიღაც მორაგბის ხელები,რომლებიც გოგონას შემოხვეოდა და მსუბუქად დაასრიალებდა მის მოშიშვლებულ ზურგზე.ვერ მოითმინა,არ შეეძლო ამის ყურებდა.ჭიქა ვიღაცას შეაჩეჩა ხელში და მათკენ წავიდა.ვერც გაიაზრა,ისე გამოაცალა სანდროს მოცინარი ნინია
-უი,ბატონო გეგი,ხო მშვიდობაა?
-ელენე გეძებს
ხმა საოცრად დაბოხებოდა და გამკაცრებოდა.ნინიამ ბოდიში მოუხადა სანდროს და ელენესკენ წავიდა,რომელმა ყველაფერი უარყო
-გეგის მოსწონხარ
-არამგონია.ვერ ხედავ ეკატერინეს?რა ფეხი,რა მკერდი,რა სხეული აქვს.მამიდაჩემი ციცო რომ მოეწონოს,ეგ უფრო რალურია,ვიდრე ის,რომ მე მოვწონვარ
-კაცების საერთოდ არ გესმის რა
-დღესვე მიფრინავთ?
ნინიამ თემა შეცვალა,რადგან სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენა ელენეს საუბარი
-კი და ისეთი დაღლილი ვარ,ალბათ აეროპორტამდეც ვერ მივალ
-არაუშავს,იქ დაისვენებ
-მე დასვენებას არ ვაპირებ და რავიცი აბა
ელენემ გადაიკისკისა და ვნებით გახედა ნიკას
-გაფუჭებულო ქალო
მანაც გაიცინა და იქაურობას მოავლო თვალი.ახალშეუღლებულები რომ გააცილეს,ლუკას დაუწყო ძებნა,რომელიც არსად ჩანდა.დიდ ეზოში მიაბიჯებდა და ცდილობდა,კაბაზე არ დაბიჯებოდა ფეხი.ხმა ძლივს დაიმორჩილა,წინ ვიღაც რომ აესვეტა.გეგი იყო,რომელიც ჩამუქებული ზღვისფერი თვალებით მისჩერებოდა.წარბები შეეკრა და ნინიას იმ მომენტში საოცრად მიმზიდველი მოეჩვენა უფროსი
-სად მიდიხარ?
-სახლში,მაგრამ ლუკას ვერ ვპოულობ
-დიდი ხანია,წავიდა.მე წაგიყვან
მაჯაში გამოსდო გრძელი თითები და მანქანისკენ უხმოდ წაიყვანა.ასევე უთქმელად დატოვა სახლში და თავად ქალაქში სახეტიალოდ წავიდა.საკმაოდ ჩქარა დაჰყავდა მანქანა,მაგრამ ამას ვერ იაზრებდა.მოსწონდა შეგრძნება,რომელიც გადამეტებული სიჩქარე უტოვებდა.თენდებოდა,ცარიელ სახლში რომ შეაბიჯა.არაფრის თავი არ ჰქონდა.პიჯაკი და პერანგი იქვე მიაგდო და დივანზე მიწვა.
„დიდ მისაღებში იწვა იატაკზე.მთელ სხეულზე თბილ,ბლანტ სისხლს გრძნობდა.ვერ ინძრეოდა.მის გვერდით გულაღმა დაწოლილ ნინიას მისჩერებოდა,რომელსაც თვალები ღია დარჩენოდა.სახე მთლიანად სისხლში ჰქონდა მოსვრილი.ტუჩები გალურჯებული და უსიცოცხლო.გეგი წამოდგომას ეცადა,მაგრამ მათ ირგვლივ არსებული სისხლის გუბე,ამის უფრებას არ აძლევდა.სასოწარკვეთილი ღმუოდა და ცდილობდა,ნინია გონს მოეყვანა.ევედრებოდა,გამოფხიზლებულიყო,
მაგრამ მისი გაყინული სხეული არ ინძრეოდა...“
გეგიმ ხმამაღლა წამოიყვირა და დივნიდან წამოხტა.სუნთქვა უჭირდა,მკერდის არეში საოცარ ტკივილს გრძნობდა.თვალი მოავლო იქაურობას და ეცადა,დამშვიდებულიყო.ყურები დაგუბვოდა,ვერ იაზრებდა,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო.საშინელი სიზმარი,რომელიც კიდევ უფრო არწმუნებდა იმაში,რომ მისთვის სყვარული არ შეიძლებოდა და ყველაფერი ისე დასრულდებოდა,როგორც მისი მშობლების შემთხვევაში.ნინიას მოკლე ტექსტური შეტყობინება დაუტოვა,რომ რამდენიმე კვირით მიდიოდა და სასტუმრო თვითონ ემართა.ნინიას ძალიან აინტერესებდა,გეგი რატომ მიდიოდა,მაგრამ არაფერი უკითხავს.ზედმეტი საუბრის გარეშე შეუდგა მის საქმეს.ამხელა პასუხისმგებლობა მის თავზე არასდროს აეღი.საშინლად იღლებოდა.მართველიც თითონ იყო და მდივანიც.სახლში მისული დაღლილობისგან ეგრევე ითიშებოდა,მაგრამ დაძინებამდე აუცილებლად იყო წამი,როდესაც მის თვალებს გეგის სახე გადაურბენდა.თავის თავს არ უტყდებოდა,მაგრამ საშინლად ენატრებოდა.ენატრებოდა მისი ლურჯი თალები და საოცარი არომატი,რომელიც წამში აბრუებდა.
ორი თვის თავზე,ვერ მოითმინა და გეგისთან წავიდა.ზუსტად იცოდა,სად იქნებოდა.ისევ წვიმდა.ისევ არ ეშინოდა და შეუპოვრად მიიწევდა გეგისკენ.ფანჯრიდან მხოლოდ მბჟუტავი შუქი მოსჩანდა.ნინიამ დაუფიქრებლად შეაღო სახლის კარი და გაოგნებულ გეგის შეხედა.გონზე მოსვლაც არ აცადა,მისკენ დაიძრა და ძლიერად დაეწაფა მის გაპობილ ბაგეებს.გეგი გაქვავებული იდგა და განძრევას ვერ ახერხებდა.ნინიამ კისერზე შეუცურა გაყინული თითები და ოდნავ მოშორდა
-ვეღარ გავუძელი უთქვენობას
ძლივს ამოიჩურჩულა და მონატრებულ ლურჯებს ჩააჩერდა
-არ უნდა მოსულიყავი
-მაპატიეთ
სწრაფად მოშორდა და შეტრიალდა.წასვლას აპირებდა,მაგრამ გეგის ძლიერმა მკავმა შეაჩერდა,რომელიც წელზე შემოეხვია.ვეღარც გეგიმ ვერ გაუძლო.მოწყურებულივით დაააცხრა ნინიას საოცრად არომატულ ბაგეებს.ისე მჭიდროს ეხვეოდა,გოგონას სუნთქვა უჭირდა.აღარაფერზე არ უფიქრიათ.ნინია გეგის გავარვარებულ თითებს მის სხეულზე გრძნობდა და აგიჟებდა ეს შეგრძნება.მომღიმარი მისჩერებოდა მის მოდუნებულ სახეს,რომელიც გოგონასთან საოცრად ახლოს იყო.ვერ მოითმინა და ფრთხილად კოცა წვერმოზრდილ ნიკაპზე.გეგი შეირხა,თვალები გაახილა და თვალებს ვერ დაუჯერა,რომ ნინია მის გვერდით იწვა.კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხვია მკლავები და გოგონას კისერში ჩამალა ცხვირი
-არ უნდა მოსულიყავი
-არ ვნანობ
-ნინია,რამეს გავნებ და ამას ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს
გოგონას გაეღიმა.მისი სახე გალეულ თითებში მოიქცია და აიძულა,მისთვის შეეხედა
-არასდროს მისცეთ უფლება,წარსულმა შეგაშინოთ.გითხარით,არ ვნანობ,რომ აქ მოვედი,ამიტომ ეცადეთ,შეცდომა არ დაუშვათ
გეგი ზემოდან მოექცა მომღიმარს და სახეზე ჩამოყრილი თმა გაუსწორა
-საოცრად ლამაზი ხარ
-სასტუმროს მართვას მარტო ვეღარ ვახერხებ.ძალიან ბევრი საქმეა.მეორე რესტორანიც ჩემს კისერზეა და თუ არ დაბრუნდებით,მალე ჭკუიდან გადავალ
-ასე ნუ მესაუბრები
-როგორ?
-ოფიციალურად
-რაც არ უნდა იყოს,ჩემი უფროსი ხართ
-შენს უფროსთან სექსი გქონდა და ახლა შენს შიშველ სხეულს აწევს
ნინია სწრაფად აწითლდა.მზერა აარიდან გეგის და ფანჯარაში გაიხედა
-ვინ დატოვე ახლა იქ?
-არავინ,ამიტომ უნდა დავბრუნდე.მხოლოდ რამდენიმე დღეს გაძლევთ,თუ არ დაბრუნდებით,მომიწევს,მე თქვენი აგილი საბოლოოდ დავიკავო და მდივანი ავიყვანო
-ფიქრი მჭირდება
-იფიქრეთ,ოღონდ ისე ნუ იზამთ,ფიქრს შესწიროთ ყველაფერი
ნინია გეგის დაუსხლტა და ზეწარშემოხვეული პატარა სააბაზანოში გაუჩინარდა.ვერ იჯერებდა,რომ ეს ყველაფერი თვითო გააკეთა.შეკრთა,კართან აყუდებული უფროსი რომ შეეფეთა
-მიდიხარ?
-უნდა წავიდე,ძალიან ბევრი საქმეა
-დღეს დარჩი
-მაპატიე,ბატონო გეგი,მაგრამ მართლა ძალიან ბევრი საქმეა და წყალში ვერ ჩავყრი ამდენ შრომას
ნინიას საუბარი არ ჰქონდა დასრულებული,გეგიმ ვნებიანად რომ აკოცა.თვალები უნებლიედ დაეხუჭა და ძლიერად ჩაეჭიდა მის განიერ მხრებს
-პირველად აქ რომ გნახე,მივხვდი,ძალიან ბევრ პრობლემას შემიქმნიდი
-მე პრობლემებს გიქმნით?
-ნუ მესაუბრები ისე,თითქოს ოფიციალურ შეხვედრაზე ვიყოთ.პრობლემებს მიქმნი და თან ძალიან დიდს
-რა გავაკეთო,რომ პრობლემები არ შეგიქმნათ?
-შეწყვეტ თუ არა?!
-რას?
-დაბრუნდი.
ნინია ისე წამოვიდა,მეტი აღარაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის.რამდენიმე დღე ელოდა,მაგრამ რომ არ გამოჩნდა,მიხვდა,კიდევ დიდხანს არ დაბრუნდებოდა.მდივანი აიყვანა,რადგან მარტო ვეღარაფერს ახერხებდა.ელენესთან ერთად სადილობდა,თავზე ლუკა რომ წამოადგათ
-არ მომეკარო,თორემ დაგასახიჩრებ
-შენთან არც მოვსულვარ,ნინიას სანახავად მოვედი
მხოლოდ ნინია გადაკოცნა და მათ შორის ჩაჯდა
-კაცი ერთი ადგილის თამაშს რომ იწყებს,იქ ყველაფერი მთავრდება
-შენ არ მომისმინო,თუ გაწუხებს
-შეწყვეტთ ახლა ამ ყველაფერს,თუ წავიდე?
-ყველამ თავის კაცს მიხედოს
-ლუკა,გეყოს.როდის დაბრუნდი?
-გუშინ და ისე დამხვდით,ისევ გაქცევაზე ვარ
-რას მორბოდი მერე?
-ვაიმე,თქვენი ატანა არ მაქვს.მე სასტუმროში უნდა მივბრუნდე,ამიტომ კარგად იყავით
ორივეს აკოცა და ისე დატოვა იქაურობა,უკან აღარ მოუხედავს.სასტუმროში სიმშვიდე დახვდა.თავის მდივანს რამდენიმე საბუთი გამოართვა და კაბინეტისკენ დაიძრა.უცნაურად გრძნობდა თავს.თითქოს რაღაც აფორიაქებდა შინაგანად.არც შემცდარა.კაბინეტში ხირსელი დახვდა,რომელიც მის სავარძელში იჯდა,საზურგეს მიყრდნობოდა და თავი ისე ეჭირა,თითქოს არაფერი მომხდარა
-გამარჯობა
მშვიდად დაიძრა მისკენ.საქაღალდეები მაგიდაზე დააწყო და მის წინ ჩამოჯდა.ცდილობდა,ნერვიულობა არ დასტყობოდა
-როგორც ჩანს,ყველაზე კარგად შენ უძღვები აქაურობას
-მომიწია.არ მიყვარს იმ საქმის მიტოვება,რაზეც პასუხისმგებლობა მაქვს აღებული.შემიძლია,ისევ დაგითმოთ ადგილი.მე მხოლოდ დროებითი მმართველი ვიყავი
-არა,ისევ შენ მართე.დღესვე გადმოგიფორმებ ყველაფერს
-არ არის საჭირო.ასეც ვახერხებ ყველაფერს.როგორც ვხვდები,დაბრუნებას არ აპირებთ
-დავბრუნდი,მაგრამ არა ამ საქმეში
-გასაგებია.ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ რამდენიმე შეხვედრა მაქვს და უნდა დაგტოვოთ
-გამირბიხარ?!
-არა,უბრალოდ მართლა შეხვედრები მაქვს ჩანიშნული
გეგი უხმოდ წამოდგა და დატოვა მარტო აფორიაქებული ნინია,რომელიც რამდენიმე წუთი გაურკვევლად მისჩერებოდა ერთ წერტილს.სახლში ბრუნდებოდა,უკვე სადარბაზოსთან იდგა,იქვე უფროსის მანქანა რომ შეამჩნია.გეგი მანქანას მიჰყრდნობოდა,თითებში სიგარეტის ღერი მოექცია და მშვიდად ადევნებდა თვალს ნინიას.გოგონაც გაჩერდა და შორიდან მიაჩერდა იდეალურობამდე მყოფს
-გავისეირნოთ?
ნინიას გაეღიმა.სუსხიანი შემოდგომის ამინდში,ესიამოვნა გეგის თბილ მანქანაში ჩაჯდომა
-შენი სურნელი ისევ მიგუდავს ფილტვებს
არ იცოდა,რა უნდა ეპასუხა.მუცელში საოცარ ქაოსს გრძნობდა.ნერვიულობისგან თითებს ხლართავდა ერთმანეთში
-ყველაზე მეტად,იმის მეშინია,რომ არაკაცურად მოვიქცევი და ამით სხვას ვავნებ.მეშინია,რომ მამაჩემის გენი სადმე ამოხეთქავს
-მშობლების შეცდომების ალბათ ყველას გვეშინია
-როდესმე გიფიქრია,რომ შვილს მიატოვებ?
-არასდროს
-მე ბევრჯერ მიფიქრია,როგორ ვკლავ საყვერელ ქალს.არა იმიტომ,რომ მოძალადე ვარ,ან თავის კონტროლი არ შემიძლია.უბრალოდ,მეშინია იმის,რომ მეც მამაჩემს ვგავარ და გარდაუვალია მისი აგრესია ჩემში
-არ ვიცი,რა უნდა გითხრათ.
-არც მე არ ვიცი,რა უნდა გავაკეთო.რა არის სწორი და რა-არა
-ალბათ,სჯობს,ჯერ თქვენს თავში გაერკვეთ
-შენ გარკვეული ხარ?
-არა
ორივე გაჩუმდა.ღამის თბილისს გადაჰყურებდნენ.ნინია გრძნობდა გეგის მძიმე სუნთქვას.უნდოდა,დაემშვიდებინა,მაგრამ არ იცოდა,როგორ.ვერ გრძნობდა იმას,რომ გეგისგან უნდა გაქცეულიყო.პირიქით,მასთან ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს
-სახლში არ დამაბრუნებთ?
-იყავი რაგბის თამაშზე?
ნინიას გულწრფელად გაეღიმა
-ვიყავი
-მოგეწონა?
-კი,სასიამოვნო დრო გავატარე
-მაღიზიანებს ამის მოსმენა.ოღონდ არ ვიცი,რატომ
-ბატონო,გეგი,უკვე გითხარით.სჯობს,თქვენს თავთან გაარკვიოთ ყველაფერი
-ბატონობით საუბარს არ მორჩები?
-ჩემი უფროსი ხართ.სასტუმრო თქვენ გეკუთვნით
-შეწყვიტე,თორემ ჭკუიდან გადავალ
-კარგი.მშვიდობიანი საღამო
თითქმის გადასული იყო,გეგის თითებმა რომ გააჩერა.ვერ მიხვდა,რას აპირებდა.კინაღამ ტირილი დაიწყო,გეგიმ მხოლოდ თითებზე რომ აკოცა.
ციცოს კალთაში ედო თავი და ყველა ემოციისგან გადაღლილი გულამოსკვნილი ტიროდა
-დამშვიდდი,ჩემო ლამაზო
-ციცო,ბიძია ხომ გიყვარდა?
-სიცოცხლეზე მეტად
-მასაც ხომ უყვარდი?
-საოცრად
-როგორი მარტივია,არაა?
-არა,მარტივი არ არის.ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა.მე მისიანებს არ მოვწონდი,ის ჩემიანებს.ერთადერთი მამაშენს უყვარდა.ყველგან ზედმეტად ვგრძნობდით თავს.არავინ გვყავდა ერთმანეთის გარდა.მხოლოდ ჩვენი სიყვარული გვაძლებინებდა.ძალიან ბევრჯერ გვიჩხუბია,მაგრამ ყოველთვის ერთმანეთის სუნთქვით ვმშვიდდებოდით.
ნინიას მთელი ღამე გეგი ესიზმრებოდა.თავს ვერაფერს უხერხებდა.არ იცოდა,ამას როგორ უნდა გამკლავებოდა.
ელენესთან იყო,სახლში ნიკამ და გეგიმ რომ შეაბიჯეს.გეგის შავები ეცვა და ნინიამ თალი ვერ მოსწყვიტა.მის ლურჯ თვალებს საოცრად უხდებოდა შავი ფერი
-როგორ გიკითხო,ქალბატონო?
ნიკა თბილად გადაეხვია ნინიას და შემდეგ ცოლს ჩაეკონა
-შენ როგორ ხარ?
-მე მშვენივრად,იმას თუ არ ჩავთვლი,რომ შენი დაქალი სისხლს მიშრობს
-დარწმუნებული ვარ,ასეც იქნება
-ჩვენ ცოტა სალაპარაკო გვაქვს.არ მოიწყინოთ,მალე შემოგიერთდებით
-რა ურცხვია
ოთახიდან გასულები არ იყვნენ,ელენემ ქოთქოთი რომ დაიწყო
-ნეტა შენ ენის გაჩუმებას ისწავლიდე
-ნიკამ თქვა,რომ ძალიან განიცდის რაღაცას.ძალიან კარგად იცის,რას განიცდის,მაგრამ არ მეუბნება
-დაანებე თავი,არ ჰკითხო არაფერი
-ოო,მაინტერესებს და რატომ არ ვკითხო?!
-მერე იფიქრებს,რომ გეგის ცხოვრებას ვქექავ
სამზარეულოში შესულს უკან მიჰყვა და იქვე ჩამოჯდა
-რაც აქამდე არ გიკეთები საჭმელები,ერთიანად ინაზღაურებ?
-აბა რა ვქნა,მშიერი ხომ არ მოვკლავ
ორივეს გაეცინა,მაგრამ მალევე დასერიოზულდნენ,ნიკა და გეგი რომ შევიდნენ
-ჩვენთან ერთად ხომ ივახშმებთ?
-არა,მე ციცოსთან უნდა წავიდე,ისედაც მთელი დღეები მარტო მყავს
-ეე,დარჩი რა ცოტა ხნით
-მადლობა,ნიკა,მაგრამ ისიც მეცოდება მარტო.მხოლოდ ეს ერთი დღე მაქვს თავისუფალი და იმასაც ჩემს გარეშე ატარებს
-მაშინ გეგი წაგიყვანს
-არ არის საჭირო,არაა ვალდებული
-არ გინდა ეგ საუბარი
ნიკამ ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და კარი ცხვირწინ მიუხურა ორივეს.ნინიას მართლა არ უნოდა გეგის შეწუხება,მაგრამ გაჯიქებაც შერცხვა
-ჩემთან არ წამოხვალ?
გოგონამ ძლივს ამოისუნთქა.საშინელი წვა იგრძნო მკერდის არეში
-კი
გაუაზრებლად უპასუხა.თითონაც არ იცოდა,რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა
-იმედია,ეკატერინე არ გაბრაზდება
გეგის გაეცინა.ნინია მონუსხული უყურებდა მის იდეალურ ღიმილს
-ეკატერინე დიდი ხანია,აღარაფერზე არ ბრაზდება.ნუ,იმის შემდეგ,რაც ჩემსგან წასვლა მოუწია
სახლში საოცარი სურნელი ტრიალება.ყველაფერი გეგის მენთოლისა და ამოუცნობი ტკბილი სუნით იყო გაჟღენთილი.მანტო თავად გახადა და მისაღებისკენ გაუძღვა.ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.ხმა არც ერთ არ ამოუღია,მაგრამ ირგვლევ იმხელა მუხტი ტრიალებდა,ორივეს აფორიაქებდა
-ბათუმში რა ხდება?
-მშენებლობა რაღაც ეტაპამდე მივიდა,მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი
-როგორ შეგიძლია,ამდენი რამე დამოუკიდებლად აკეთო?
-თქვენც ხომ იგივეს აკეთებდით ერთ დროს
-ნინია,შეწყვიტე თქვენობით საუბარი!
-კარგი
-ასე მეთანხმები სულ და მერე მაინც შენსას აგრძელებ
გეგი დივანზე გადაწოლილიყო და ვისკის ჭიქას ჩასჩერებოდა.სიამოვნებდა ის შეგრძნება,რომელსაც ნინიას სიახლოვე უტოვებდა
-ჩემთან მოხვალ?
ნინია დისორიენტირებული,თითქოს დაპროგრამებული წავიდა მისკენ.გვერდით ჩამოუჯდა და დამრგვალებული თალებით ახედა.ერთიანად მოდუნდა გეგის ცხვირი მის კისერზე რომ იგრძნო
-მაბრუებ
ამოიჩურჩულ და კიდევ უფრო ახლოს მიიწია გოგონასკენ.ნინიამ თმაში შეუცურა თითები.გაუაზრებლად მოქმედებდა.არ ფიქრობდა არაფერზე
-დარჩი
გოგონას სუნთქვა გაუხშირდა.საშინლად მოქმედებდა ეს კაცი მასზე
-დავრჩები
გეგიმ მოულოდნელად ხელში აიყვანა და კიბეებისკენ დაიძრა.ძლივს მოასწრო ხელების შემოხვევა.მისი ოთახი საოცრად მუქი იყო.თითქმის ყველაფერი ნაცრისფერსა,ან შავში იყო.გოგონა საწოლზე დასვა და სწრაფად წაივლო მაისურზე ხელები.გადაიძრო და გვერდით მიუწვა
-არ ვიცი,როგორ ახერხებ,მაგრამ ჩემზე საოცრად მოქმედებ
მოეხვია და მაქსიმალურად მისწია მისკენ.მასაც გახადა მაისური და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა
-შენც მოქმედებ ჩემზე
-ეს ცუდია,თუ კარგი?
-არ ვიცი
-არც მე არ ვიცი,მაგრამ ახლა ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს
ზევიდან დაჰყურებდა და ნაზად ეფერებოდა სახეზე
-მინდა,რომ მაკოცო
ამოსუნთქვაც არ აცადა,ისე დააცხრა.ნინია ვერ ხვდებოდა,საიდან ჰქონდა ამხელა გამბედაობა.
მის განიერ მხრებზე მწოლიარეს გაეღვიძა.ოდნავ შეიშმუშნა და საწოლზე გადაწვა.გეგის უზარმაზარ ზურგს მისჩერებოდა.არ იცოდა,რას ელოდა იმ კაცისგან,რომელიც თითქმის უცნობი იყო მისთვის.ფრთხიად წამოდგა,იქვე დაგდებული გეგის მაისური ჩაიცვა და ოთახი დატოვა.სამზარეულოში,ფანჯარასთან იდგა,ხირსელის სიახლოვე რომ იგრძნო.შეტრიალდა და შეეჩეხა კიდევაც ნახევრად შიშველს
-სად გამოიპარე?
-არ გავპარულვარ
-ყავა მინდა
გოგონას თვალს არ აშორებდა.რომელიც მის სამზარეულოში,მისსავე მაისურში გამოწყობილი ყავას უკეთებდა.ნინიამ ფინჯანი წინ დაუდგა და თავადაც ჩამოჯდა.გეგიმ სკამს თითები გამოსდო და ნინია უპრობლემოდ მისწია მისკენ
-დღეს ხო ისვენებ?
-კი
-დეიდაჩემთან წავიდეთ
-მეც?
-შენს გარდა აქ ვინმე სხვას ხედავ?მისი დაბადების დღე არის და მთხოვა,რომ შენც მისულიყავი
-კარგი.სახლში წავალ,მოვწესრიგდები და გამომიარე
გეგიმ ვნებიანად აკოცა და მოსწყვიტა კიდევაც ამ სამყაროს.
ნინია ძალიან დაძაბული იდგა სახლის კართან.ნერვიულად ათამაშებდა სასაჩუქრე ყუთზე შემოხვეულ თითებს.აღელვებდა ის ფაქტი,რომ გეგის ოჯახისწევრების გარემოცვაში უნდა ყოფილიყო.თან ისიც არ იცოდა,რა სტატუსს ატარებდა.
-პირველად რომ დაგინახე,მივხვდი,თქვენს შორის რაღაც მოხდებოდა
დივანზე მარტო იჯდა,გვერდით მომღიმარი თამარი რომ ჩამოუჯდა
-მგონი,ჩვენს შორის არაფერი არ ხდება
-ჩემო ძვირფასო,გეგი ჩემი გაზრდილია და ზუსტად ვიცი,ახლა რას გრძნობს.ისიც ვიცი,რთულ ეტაპს გადის.ეცადე,რომ ეს ყველაფერი შეუმსუბუქო,მეტს არაფერს გეტყვი.მადლობა,რომ მოხვედი
ქალმა კიდევ ერთხელ გაუღიმა და ფიქრებში ჩაძირული მარტო დატოვა.
არ იცოდა,გეგის როგორ უნდა დახმარებოდა.არ იცოდა,როგორ უნდა მოქცეულიყო.ელენესთან ერთად სამზარეულოში იჯდა და როგორც ჩვეოდათ,პიტნის ჩაის მიირთმევდნენ
-რაღაცნაირად უცნაური კაცია,რომ ვერ გაიგებ,ისეთი.ნიკა გულღიაა.ერთი გამოხედვით ვხვდები რაზე დარდობს,რა უნდა ან რა აწუხებს.აი,მაგას კიდე ვერაფერს ვატყობ
-არ ვიცი,ელენე.საშინლად დაბნეული ვარ.ვგრძნობ,რომ ვეჯაჭვები და ეს მაშინებს.ვგრძნობ,რომ მისი სიშორე მაწუხებს
-და რომ დაელაპარაკო,არა?
-რაზე უნდა დაველაპარაკო?
-მე რა ვიცი,უთხარი რამე
ელენემ სიგარეტს მოუკიდა და ისევ ფანჯარას მიაშტერდა
-ისევ დაიწყე მოწევა?
-ოო,შენც ნუ შემიჭამ ახლა ტვინს.ნიკა ისედაც სულ ამაზე ჩხუბობს.არ მინდა,რომ ჯანმრთელი მოვკვდე და თქვენ რა გაწუხებთ?!
ორივეს ხმამაღლა გაეცინათ.
ნინია მთელი ღამე ბორგავდა.რაღაც არ აძლევდა მოსვენების საშუალებას.ვერ მოითმინა და შუაღამეს მიადგა გეგის კარებს.ნახევრად მძინარე ხირსელი გაოგნებული მისჩერებოდა
-არ შემომიშვებ?
-კარგად ხარ?
-კი,ვერ დავიძინე და მოვედი.თუ არ შემომიშვებ,წავალ
გეგიმ უთქმელად გამოსდო მკლავზე თითები და სახლში შესვა
-შუაღამეს ბორიალს რატომ არ ეშვები?
-სანდრომ კიდევ დამპატიჟა მომდევნო თამაშზე
გეგის უნებლიედ დაეჭიმა სხეული.წარბაზიდული დაჰყურებდა დივანზე ჩამომჯდარს
-მერე?
-მერე ვერ გადამიწყვეტია,ავირჩიო ის კაცი,რომელიც პასუხისმგებლობებს გაურბის,მაგრამ მის გარეშე ვერ ვძლებ.თუ კაცი,რომელიც ჩემით იმაზე მეტად ინტერესდება,ვიდრე პირველი
არ შეუხედავს მისთვის.ფეხზე გაიძრო და დივანზე გადაწვა.ძვირადღირებულ ჭაღს მისჩერებოდა და გეგის მძიმე სუნთქვას უსმენდა
-შენ რომელს აირჩევდი?
-ნინია,ნუ გამოცდი ჩემს ნერვულ სისტემას
გოგონა იდაყვებს დაეყრდნო და ხირსელს შეანათა აკიაფებული თვალები
-შენ არ თქვი,მოძალადე არ ვარო?
-მერე ვინ გითხრა,რომ კაცზე არ ვიძალადებ და სახეს არ გავუერთიანებ?!
-ეგეც ძალადობაა
ოდნავ მიიწია,რომ გეგის ჩამოჯდომა შესძლებოდა.ისიც სწრაფად მიუჯდა გვერდით და დაძარღვული,ავარვარებული თითები მუცელზე შეუცურა.ორივემ იგრძნო საოცარი იმპულსები,რომელსათ მათი ერთად ყოფნა ქმნიდა
-ჩემსგან ვეღარ წახვალ
-ახლაც ძალადობ,ოღონდ ფსიქოლოგიურად
-მე უბრალოდ დრო მჭირდება
-და დრო აღარ არის უკვე.სანამ შენს თავთან ომს მორჩები,მე უკვე აღარ ვიქნები
-შენც ძალადობ
ნინიას გაეცინა და ისევ გადაწვა დივანზე.გეგის თითებს თავისები შემოხვია და თვალები დახუჭა.მოსწონდა გაუგებარი სიმშვიდე,რომელიც ხირსელს მოჰქონდა
-ბათუმში უნდა წავიდე ცოტახნით
-მეც წამოვალ
-რისთვის?
-ასე მინდა და იმისთვის
-როგორც გინდა
გოგონას გაეღიმა,გეგი მისკენ რომ დაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
მატარებლის გაჩერებაზე იდგა,წინ ხირსელი რომ აესვეტა
-აქ რას აკეთებ?
-ბათუმში მივდივარ,ხომ გითხარი
-და მე ხომ გითხარი,მეც მოვდივარ მეთქი
-მერე წამოდ,ასე აღშფოთებული რატომ მიყურებ?
-ნინია,მგონი ზედმეტად გათამამდი
გეგიმ იდაყვზე წაუჭირა თითები და გასასვლელისკენ წაიყვანა
-მატარებელი გამასწრებს
-მატარებლით არა,ურმით წადი კიდევ
მანქანაში ძალით ჩასვა.ნინიას გაეღიმა,მის დაძაბულ სახეზე
-მამიდაშენმა მითხრა,სად იყავი,თორემ ისე წახვიდოდი,ვერც გავიგებდი
-მეც მიკვირს,ასე რამ გამათამამა
-ძალაუფლებამ
-უფრო სიყვარულმა
გეგის მთელი სხეული აუხურდა.ნინიას გახედა,რომელიც მიმავალ მანქანებს შესცქეროდა
-რა სიყვარულმა?
-არ იცი,რა სიყვარულმა?
-ჩემთვის სიყვარული არ შეიძლება
-მერე მე ხო არ მითქვამს,რომ შენ გიყვარვარ
ნინია ისევ ფანჯარაში იყურებოდა.ცდილობდა,სულის ფორიაქრი დაეფარა.დაუფიქრებლად წამოსცდა თავისი გრძნობები,რომლებიც აქამდე საკუთარ თავთანაც არ ეღიარებინა.მშვიდად იმგზავრეს.არც ერთს აღარაფერი უთქვამს.ან ამის შემდეგ,რაღა იყო სათქმელი.
ნინიას სასტუმრო წინასწარ ჰქონდა დაჯავშნილი,გეგის მიუბრუნდა,რომელსაც ნომერი უნდა აეღო
-რას მიყურებ?
-აიღე ნომერი და ავიდეთ
-რა ნომერი?
-აბა დერეფანში ძილს აპირებ?
-რატომღაც მგონია,რომ ორივე მშვენივრად დავეტევით ერთ ოთახში
გეგიმ ჩანთებს ხელი დაავლო და ლიფტისკენ წავიდა
-ვერ ვხვდები,რას ცდილობ
-დავისვენოთ და მერე ვჭამოთ,მშია.დღეს გაქვს რამე შეხვდრა?
-არა
-ძალიან კარგი
ბათუმში წვიმდა.ნინია აივანზე იდგა და ზღვას გაჰყურებდა.ხირსელი იქვე ჩამჯდარიყო სავარძელში და სიგარეტს ეწეოდა.მოსწოდა ნინიას ყურება
-ჩემთან მოხვალ?
გოგონა გეგისკენ შეტრიალდა.აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და ისე გახედა ნახევრადგადაწოლილს
-გაერკვიე,რა გინდა?
-მოხვალ,თუ არა?
-არა
გეგის გაეღიმა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა.ნინია მონუსხული უყურებდა გეგის,რომელსაც ნატიფ თითებში მოექცია სიგარეტის ღერი.მის გონებაში საოცრად მიმზიდველი იყო
-რისთვის წამოხვედი?
-შენთან ყოფნა მინდა.შენი სიახლოვე მამშვიდებს.შენი სურნელი მაგრძნობინებს,რომ მარტო არ ვარ
ნინიამ ვერ მოითმინა.მასთან მივიდა და წინ დაუდგა.გეგიმაც სწრაფად გამოსდო თითები წელზე და მუხლებზე დაისვა
-ისევ არ იცი,რა გინდა
-მხოლოდ შენი სიახლოვე მინდა
არომატულ ყელში ჩაუდო ცხვირი და მისი სურნელით აივსო ფილტვები.ნინიამ კისერზე შემოხვია ცივი თითები და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები
-ასე არ გამოვა
-რა არ გამოვა?
-რამდენი გაურკვევლობაში იქნები,სულ უნდა წახვიდე
-ხო იცი,სადაც უნდა მიპოვო
-და ყველა წასვლაზე,გამოგეკიდო?
-არა,უბრალოდ მაგრძნობინე,რომ ჩემს გვერდით ხარ და არსებობს ადამიანი,ვის გამოც ღირს დაბრუნება
გეგიმ მაგრად აკოცა ცრემლებამდე მისულს და გაყინული თითები თავის მტევნებში მოიქცია
-გცივა
-არ მცივა
-ნუ მატყუებ
-არ გატყუებ.მიჩვეული ვარ სიცივეს
-და ეს კარგი გგონია?
-არ დავიძინოთ?
გეგი მასთან ერთად წამოდგა.გოგონა საწოლზე დააწვინა და თავადვე გახადა
-რამდენი ხნით ვიქნებით აქ?
-ზუსტად არ ვიცი,მოლაპარაკებები როგორც წავა,იმის მიხედვით
თვითონაც მიუწვა და თავი მკერდზე დაადო.ნინია ისევ გრძნობდა ამოუცნობ შეგრძნებას მუცლის არეში.მის თმებში დაასრიალებდა თითებს
-ყველა ბიზნეს ასე მართავ?
-მე არც ერთს არ ვმართავ,მე მფლობელი ვარ
-ყველა კომპანიის მმართველთან ასე წევხარ?
-ნინია,ზედმეტად გათამამდი მეთქი
გეგიმ თავი წამოსწია და შეანათა კიდევაც საოცარი ზღვისფერი თვალები
-ბოდიში
ნინიას გულწრფელად შერცხვა საკუთარი თავის.
დილით ისე დატოვა ოთახი,გეგი არ გაუღვიძებია.მთელი დღე გასული იყო და რესტორნის საქმეებს აგვარებდა.საოცარი ქაოსი იყო ყველგან და ძლივს ახერხებდა,ყველაფრის დალაგებას.სასტუმროში რომ მივიდა,უკვე დაღამებული იყო.გეგი იქვე დახვდა.წარბებშეკრული დაჰყურებდა და საერთოდ არ ადარდებდა ირგვლივ მყოფი ხალხი
-სად ხარ ამდენხანს?
-ბევრი საქმე იყო
გვერდის ავლა სცადა,მაგრამ ხირსელმა შეაჩერა
-რესტორანი დავჯავშნე
-გამოვიცვლი და წავიდეთ.
ნინია ძალიან დაღლილი იყო,მაგრამ მაინც სიამოვნებდა გეგისთან ერთად იქ ჯდომა
-ისევ ფიქრობ იმ მორაგბეზე?
-არც მაშინ არ მიფიქრია.მე ზუსტად ვიცი და ზუსტად მაქვს გარკვეული ვინ და რატომ მინდა,ზოგიერთეისგან განსხვავებით
-არა და,თითქმის ერთი წლის უკან,ასეთი არ ჩანდი
-როგორი?
-თამათი და აგრესიული
-აგრესიული ვარ?
-ცოტა
გეგის გაეღიმა ნინიას აწითლებულ ლოყებზე
-საკუთარი თავის მეც მიკვირს,მაგრამ რა ვქნა.ისევ ისეთი გავხდე?
-ისევ ისეთი ხარ,უბრალოდ უფრო თავდაჯერებული.მომწონს ეგ ყველაფერი
-ძალიან ბევრჯერ ვფიქრობ იმ ღამეზე.ძალიან გამიმართლა,იქ რომ აღმოჩნდი,თორემ ახლა მოუწევდა მამიდაჩემს ჩემი წლისთავის სუფრის გაწყობა
-არ გამეცინა
-სასაცილო არც არაფერი მითქვამს
მხრები აიჩეჩა და მიმტანს დაუძახა.არ უყვარდა ბევრი სმა,მაგრამ საოცრად უნდოდა წითელი ღვინო.
გეგი მონუსხული უყურებდა ნინიას,რომელიც ნელ-ნელა თვრებოდა.ლოყები კიდევ უფრო აღაჟღაჟებოდა და ტუჩები საყვარლად დაბურცვოდა
-გიხდება სასმელი
-ბოლოს რომ დავლიე,შენთან საშილად შევრცხვი
-იმ ღამეს თავი როგორ შევიკავე,არ ვიცი
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის
-მიღებულია მადლობა
ორივეს გაეღიმა.ნინიას უკვე საგრძნობლად მოჰკიდებოდა ალკოჰოლი.
გეგის მკლავს ჩასჭიდებოდა,რომელიც მის წელს შემოხვეოდა და არეული ნაბიჯით მიდიოდა.პირდაპირ საწოლზე მიაწვინა
-დღეს რომ წახვედი,ისე წასვლა მეორედ არ გაბედო
-არ მინდოდა,გამეღვიძებინე
მკლავები შემოხვია მის გვერდით დაწოლილს და თავი განიერ მხრებში ჩამალა.გეგიც შემოეხვია და უფრო კომფორტულად მოეწყო
-გული არ მატკინო,გთხოვ
-რა მეამიტი ხარ,ნინია
-და არც ჩემი მეამიტობით არ ისარგებლო,ამასაც გთხოვ
-ხვალაც გვიან მოხვალ?
-არ ვიცი.თუ გინდა,დაბრუნდი თბილისში
-არ მინდა
თავზე აკოცა,ზურგზე გადაწვა და ნინია ზემოდან დაიწვინა
-რა მსუბუქი ხარ
-ვინსთან შედარებით?
გეგის ხმამაღლა გაეცინა.ნინია მისგან წამოსულ ვიბრაციებს გრძნობდა და თავადაც ეცინებოდა
-ჩემთან შედარებით
-აქამდე როგორ მოვედით,ვერ ვხდები
-დაიძინე ახლა,გვიანია.
ცხელი დუშის ქვეშ იდგა,კარი გეგიმ რომ შეუღო
-ისევ გაპარვას აპირებდი?!
დაუკითხავად გასწია კარი და შიშველი ნინია აათვალიერა,რომელიც სწრაფად აწითლდა.წყალი გადაკეტა და იქვე დაკიდებულ პირსახოცს დასწვდა,მაგრამ გეგიმ სწრაფად აართვა
-არ ვიპარები არსად და დამიბრუნე პირსახოცი
-რატომ არ გამაღვიძე?
-გეგი,მომეცი მეთქი
ნინიას ცოტა აკლდა და სირცხვილით,მთლიანად დაიწვებოდა.არ იყო მსგავს სიტუაციებს მიჩვეული და უხერხულობისგან თვალები სად წაეღო,არ იცოდა.გეგიმ თავად გაახვია პირსახოცში,წელზე გამოსდო მკლავი და სააბაზანოდან გაიყვანა
-მე ხომ გითხარი,წასვლა არ გაბედო მეთქი?
-არ ვიპარებოდი მეთქი,ადამიანო
-როგორ ახერხებ,ასე ჩუმად მოძრაობას?
-პატარა ბავშვივით იქცევი
-ბავშვივით შენ იქცევი
-ეს ბავშვი ახლა უნდა გაემზადოს და უამრავი საქმე შეასრულოს,ამიტომ თუ შეიძლება,გაიწიე
გეგი მისკენ დაიხარა და დაბერილ ტუჩებზე დააცხრა.იქამდე ჰკოცნა,სანამ უჰაერობა არ იგრძნო.
ბათუმში რამდენიმე დღე გაატარეს.ნინია კმაყოფილი იყო ყველაფრით,მაგრამ საშინლად გადაღლილი
-მამი,ცოტა დაისვენე,თორემ მალე ფეხზე დგომასაც ვეღარ შეძლებ
-საქმეზე მეტად,გეგი მღლის.მაგიჟებს,გაურკვევლობა
-ყველაფერი კარგად იქნება,ჩემო გოგო
ციცომ თავზე აკოცა და საბანი გადააფარა
-არ ვიცი,რა მემართება
-მაგ ყველაფერს სიყვარული ჰქვია
კიდევ ერთხელ აკოცა და მარტო დატოვა.
კაბინეტში იჯდა,საბუთები თავზე ეყარა,ცოტაც და იტირებდა,იმდენი საქმე ჰქონდა.კარი გეგიმ რომ შეაღო,თავი არც აუწევია,ისევ ფურცლებს ჩასჩერებოდა
-იქნებ,მომაქციო ყურადღება
შეცბა და უცებ შეხედა თავზეწამომდგარს
-რა ხდება?
-ერთი კვირაა,არ გამოჩენილხარ და კიდევ მე მეკითხები,რა ხდება?
-მთელი სასტუმრო ჩემს კისერზე დატოვე და აბა რა გგონია?
-რვა საათია უკვე
-ცოტა დამრჩა და წავალ
-ნიკამ დაგვპატიჟა მასთან
-ძალიან დაღლილი ვარ,სახლში უნდა წავიდე,შენ წადი
-კარგი
გეგის აღარაფერი უთქვამს.კაბინეტის კარი გამოიხურა და წავიდა.ნინია გაოცებული მისჩერებოდა ხის მასიურ კარებს.ვერ მიმხვდარიყო,წუთის წინ,რა მოხდა.მუშაობასაც ვერ დაუდო გული.
სახლში მისულს ლუკა იქ დახვდა
-როგორი პატივია,თქვენი ხილვა
-შენც ელენესავით იაზვობა დაიწყე?
მონატებულს მოეხვია და თავზე აკოცა
-საშინლად გამოიყურები
-დიდი მადლობა
გაიცინა და ციცოს აკოცა ლოყაზე.შიმშილი მხოლოდ მაშინ იგრძნო,მაგიდაზე დალაგებულ საჭმელებს რომ შეხედა
-უკეთესი ანაზღაურება გაქვს?
-საკმაოდ კარგი.თუ ასე გავაგრძელე,რემონტის გაკეთებასაც მოვახერხებთ მე და ციცო
-მაინც მაღიზიანებს ეგ კაცი
-ელენე მირეკავს და აუცილებლად მოგიკითხავ
ენა გამოუყო სახემოქუფრულს და ზარს უპასუხა
-რატომ არ მოხვედი?
-რა გაყვირებს?
-გელოდებოდით და შენ რა თავს იფასებ?
-ძალიან დაღლილი ვარ,მართლა.ხვალ მოვალ
-ხვალ არავინ არ იქნება და თუ გინდა,სახლს მოაკითხე.მოსარწყავ ყვავილებს დაგიტოვებთ
-სად მიდიხართ?
-ნიკას თამაშები აქვს იტალიაში და იქ მივდივართ
-გეგი მოვიდა?
-არა
-კარგი,გაკოცე
სივრცეს მიშტერებოდა.გონს ლუკამ მოიყვანა,რომელმაც ჩანგალი ესროლა
-რა გჭირს?
-არაფერი,მეძინება.დარჩები ჩვენთან?
-არა,ეთერია ცუდად და ავალ,მოვინახულებ
-კიდევ კარგად არის შენს ხელში.მომიკითხე,იცოდე
ლუკა გააცილა.მოწესრიგდა და ცივ საწოლში ჩაწვა.იგრძნო,რომ ხირსელი ენატრებოდა.მისთვისაც უნდა მიეცა მონატრების საშუალება,მაგრამ კარგად იცნობდა საკუთარ თავს,ვერ მოითმენდა.იქვე დადებულ ტელეფონს გადასწვდა და გეგის ნომერი აკრიბა.დიდხანს ელოდა მისი ხმის გაგონებას
-რა ხდება?
გააჟრჟოლა,ძილისგან დაბოხებული ტემბრი რომ მოისმინა
-როგორ ხარ?
-კარგად
-კარგი
გაუთიშა.ვეღარაფერს ვერ ეტყოდა.დაძინება სცადა,მაგრამ ვერაფრით დაიძინა.შეკრთა,მობილური რომ აზუზუნდა.გეგი იყო.ძალიან დიდხანს ფიქრობდა,ეპასუხა თუ არა.ბოლოს რეკვა რომ არ შეწყვიტა,აიღო
-ჩამოდი
გაეღიმა.სწრაფად გადაიცვა დიდი,ნაქსოვი,თბილი სვიტრი და კიბები ლამის ჩაიფრინა.გეგი,როგორც ყოველთვის,მანქანაზე მიყრდნობილი ელოდა.წინ დაუდგა და დამრგვალებული სფეროებით ააჩერდა
-არ ვიცი,რატომ მოვედი
ნინიას ღიმილი ჩამოერეცხა.უხერხული სიჩუმე იყო.ასფალტს დასჩერებოდა და ერთ დაგილას ირწეოდა
-შენ რატომ დამირეკე?
-ალბათ,მომენატრე და იმიტომ
-ალბათ?
-ხო,ეგეც არ შეიძლება?
-წამოხვალ ჩემთან?
-არა
-ამ ბოლო დროს,ყველაფერზე არას ამბობ
-რისთვის დაგთანხმდე?
-როგორც ჩანს,სათანადოდ არ მოგნატრებივარ
-და შენ მოგენატრე?
გეგის არაფერი უთქვამს.სწრაფად გაუკიდა თითებშორის მოქცეულ სიგარეტს.ნინიას თვალს არ აშორებდა,რომელიც ნერვიულობისგან ერთიანად ცახცახებდა
-თუ გცივა,ადი
-რისთვის ჩამომიყვანე
-არ ვიცი
-როდესმე რამე იცი?
-ვიცი,რომ მინდა,ჩემთან წამოხვიდე
-მაგრამ,რისთვის გინდა,ის არ იცი
-ნინია,რატომ ართულებ?
-რას ვართულებ?
ხმაც აუთრთოლდა.ხელები სასაცილოდ გაშალა და ამღვრეული მზერა სწრაფად აარიდა.არ უნოდა,რომ ეტირა,მაგრამ თავსაც ვეღარ იკავებდა
-ჩემსგან რას ითხოვ?
-სიახლოვეს
გეგიმ მაჯაში ჩაავლო ხელი და მისკენ მისწია.დაუფიქრებლად დაეწაფა გაყინულ ტუჩებზე
-ხმის აწევას როგორ ბედავ?
-გთხოვ,ნუ მაწვალებ
ნინიას უკვე ცრემლები სდიოდა დასუსხულ ლოყებზე
-რა გატირებს?
ხირსელმა სწრაფად შეუმშრალა ცრემლები და მისი სახე ხელისგულებში მოიქცია
-შენი გაურკვევლობა
-მინდა,რომ ჩემთან წამოხვიდე
-რისთვის,შეგიძლია ამიხსნა?
მოშორება სცადა,მაგრამ გეგიმ არ გაუშვა
-ხმას ნუ უწევ მეთქი და შეწყვიტე ფართხალი
-ასე გაგრძელება არ შეიძლება
-დამშვიდდი ახლა
ცხვირზე დაჰკრა თითი და მანქანაში ისე ჩასვა,ნინია გონს ვერ მოვიდა
-არ გადმოხვალ?
-მანიპულატორი ხარ
გეგის გაეღიმა.სახლში ისეთი სითბო იყო,ნინია მაშინვე მოდუნდა
-ძილის უფლება არ გაქვს
დივნამდე მილასლასებულს წაეტანა და კიბეებისკენ წაიყვანა
-მეძინება
თვალები რომ გაახილა,უკვე მის ოთახში იყო და წელსზემოთ შიშველი გეგი თავზე დასდგომოდა
-მე გითხარი,ძილის უფლება არ გაქვს მეთქი
საღამურის თასმებს წაეტანა და სწრაფად გააძრო რბილი მატერია.ნინიას მთელს სხეულს უფორიაქებდა გეგის შეხება.ყველა ის ადგილი ეწვოდა,სადაც ხირსელი ოდნავ მაინც მიეკარებოდა.
მძინარეს მისჩერებოდა და თავს აიძულებდა,ყველანაირი ფიქრები გაექრო.მოსწონდა ნინიას სიახლოვე და ყველაზე მეტად ეს აშინებდა.აშინებდა ის,რომ შეიძლება მამამისივით მოქცეულიყო.ვერ მოითმინა,მისკენ გადაიხარა და შევარდისფერებულ ლოყაზე აკოცა
-გაღვიძება დაგასწარი
-რატომ გაქვს იმის შიში,რომ სადმე გავიქცევი?ამის მე უნდა მეშინოდეს
ნინიამ თმაში შეუცურა თითები და კიდევ უფრო აურია
-სამსახურში მაგვიანდება
-შენი უფროსი აქ არის და შენ სად გაგვიანდება?
-არ მინდა,ერთ დღეს გავიღვიძო და ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყოს
-რატომ გიყვართ ქალებს ყველაფრის გაბუქება და გაძნელება?
-ვინ ქალებს?
-ზოგადად ქალებს
-უნდა წავიდე
ადგომა სცადა,მაგრამ გეგიმ არ გაუშვა.ისევ საწოლზე დაახეთქა და წარბებშეკრულმა მიანათა ზღცისფრერი თვალები
-სანამ ბოლომდე არ დარწმუნდები შენს თავში მანამდე,სჯობს,ერთმანეთს შევეშვათ
ნაზად აკოცა და ახლა ნამდვილად დატოვა გახევებული ხირსელი.
კვირეები ისე გავიდა,ერთმანეთს მართლა არ შეხვედრიან.საშინლად გრძნობდა თავს,განტვირთვა სჭირდებოდა და ამისთვის საუკეთესო ვარიანტი ელენე იყო.მასთან ერთად იჯდა ხმაურიან კლუბში და მოუზომლად მიირთმევდა მათრობელა სითხეს.ახლა ყველაზე მეტად,გონების გათიშვა სჭირდებოდა
-იმდენი დავლიე,სახლის გზას ვერ მივაგნებ
ელენე ბარის დაღლზე გადაწოლილიყო და ცდილობდა,თვალები არ დახუჭვოდა
-როდის აქედან გახდი ასეთი სათუთი?
-იმდენი ხანია,არ მილოთია,დამავიწყდა როგორია
-რა გიჟი ხარ
-ნიკას ვურეკავ და მივდივრა.წამოხვალ შენ?
-არა,კიდევ უნდა დავლიო
-ერთბაშად ნუ დაიშლი ღიძლს
თავზე აკოცა და გასასვლელისკენ ფეხარეული წავიდა.ნინიამ უაზრო სმა გააგრძელა.სხეული მთლიანად მოდუნებოდა.აღარ ესმოდა ხმამაღალი მუსიკა.არც იაფასიან განათების შუქს აქცევდა ყურადღებას.მხოლოდ გეგიზე ფიქრობდა.შეკრთა,მხარზე შეხება რომ იგრძნო.ქერა,ლამაზი ბიჭი ამოსდგომოდა გვერთით
-იმდენს სვამ,რაღაც რიგზე არ უნდა იყოს
-და იქნებ,იმიტომ ვსვამ,რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის
-მითხარი,რომ სწორად გამოვიცანი
ნინიას გაეღიმა.მარტო ყოფნა ერჩივნა,მაგრამ ქერა არსად წასვლას არ აპირებდა.გვერდით ჩამოუჯდა და ბარმენს სასმლის შევსება სთხოვა
-გიხდება ეს სიტუაცია
-რა,პათეტიკურობა?
-არ ვთვლი,რომ პათეტიკური ხარ.პირიქით,ძალიან მიმზიდველი და ამოუცნობი
ნინია მისკენ გადაიხარა და დახლზე ჩამოდებულ მკლავზე ჩაეჭიდა
-როგორ შეგიძლიათ,ერთდროულად მატყუარებიც იყოთ,მოსიყვარულეებიც და ამაზრზენებიც?
-ვინები?
-კაცები
ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა და ლამის სკამიდან გადავარდნილი ნინია ისევ თავის ადგილს დაუბრუნა
-სამ წამს გაძლევ,აქედან ასაორთქლებლად
ნინიას ერთიანად გააკანკალა,მის ზურგს უკან გეგის მძიმე ხმა რომ გაიგონა
-და შენ რა გაწუხებს?
-სჯობს,უმტკივნეულოდ დატოვო აქაურობა
გოგონამ მკრთალად გაუღიმა ქერას და ისევ ვისკის ჭიქას წაეტანა,რომელიც სწრაფად აართვა გეგიმ
-რამე პრობლემაა?
-ვერ გაიგე,რა გითხარი?!პრობლემა ისაა,რომ მის გვერდით დგახა.უთხარი,რომ წავიდეს,თორემ ნაკუწებად ვაქცევ
-და რატომ უნდა ვუთხრა?მსიამოვნებს იქნებ მასთან საუბარი
ნინია არც კი მიტრიალებულა გეგისკენ.დახლზე ათამაშებდა გრძელ თითებს
-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი
გეგის ხმა უკვე საგრძნობლად შეცვლილიყო.ნინია მიხვდა,მართლა სცემდა,საერთოდ არ უნდოდა ზედმეტი კონფლიქტი
-ლამაზო,მართლა სჯობს,რომ წახვიდე
ქერას მხარზე დაჰკრა ხელი და მთლიანად გამოცალა მისი ჭიქა.სასმელმა ერთიანად ჩაუწვა ყელი.ბიჭი რამდენიმე წამი მისჩერებოდა ნინიას,ბოლოს რომ მიხვდა,ზედმეტი იყო,უთქმელად გაშორდა ორივეს.გეგი ისევ ნინიას ზურგსუკან იდგა და განრისხებული დაჰყურებდა მას
-შემიძლია,სასმელზე დაგპატიჟო
-მორჩი ახლა ამ ყველაფერს
-რა ყველაფერს?
-იაფასიანი ქალივით მოქცევას
-არ გაქვს იმის უფლება,მიბრძანო,როგორ მოვიქცე.არ გაქვს იმის უფლება,ვინმეს უკარნახო,ჩემთან იჯდეს თუ არა.არ გაქვს იმის უფლება,მაკონტროლო
ნინია ფეხზე წამოდგა და მთვრალი მზერა ააყოლა ხირსელს
-საოცრად გიხდება შავები
ამოიბლუკუნა და რომ არ წაქცეულიყო,სკამს ჩაეჭიდა.თავბრუხვევას გრძნობდა,მაგრამ ცდილობდა,არ შეემჩნია
-კონტროლი?
გეგის ჩაეცინა,მაგრამ თვალები ისევ ცივად უელავდა
-ნასვამი ხარ და ვიღაც არარაობას აძლევ იმის უფლებას,რომ მოგიახლოვდეს როდესაც...
-როდესაც შენ თქვი,რომ შენთვის სიყვარული არ შეიძლება და ნორმალური ურთიერთობა ვერ გვექნება?
-საკმარისია
გეგი მისკენ მიიწია,მაგრამ ნინიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან
-სახლში წაგიყვან
-არა
ძალიან მშვიდი ხმა ჰქონდა,თვითონაც არ იცოდა,რატომ
-დღეს არა,შენთან არა
-ნუ ბავშვობ
-შენი შიშები არ არის ჩემი პასუხისმგებლობა
-და შენი ქმედებები ჩემი პასუხისმგებლობაა.მთვრალი ხარ,არეული და სჯობს,სახლში წავიდეთ
გეგი კიდევ მიიწია მასთან და მკლავში ჩააფრინდა
-შენივე თავის გეშინია
-წავიდეთ
-არა,არსად წასვლას არ ვაპირებ
-კარგი
გეგიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და კიდებ უფრო ახლოს მიიწია მისკენ
-მაშინ აქ ვიყოთ
ისე ახლოს იდგნენ,ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ.ირგვლივ თითქოს ყველაფერი გამქრალიყო,გარდა ერთმანეთისა
-შენც არ იცი,რა გინდა.მხოლოდ ჩემი სიახლოვე მოგწონს
-ყველა შენნაირი არ გეგონოს
-დარწმუნებული ვარ,რომ ასეა.მონატრება გიყვარს და არა მე
-ამით საკუთარ თავს აყენებ ტკივილს და არა მე
გეგის გაეღიმა.ნინიამ დრო იხელთა და მოდუნებული თითებიდან დაუსხლტა.მძიმე ნაბიჯებით დაიძრა გასასვლელისკენ.ცივმა ჰაერმა თითქოს გონს მოიყვანა.მიდიოდა,მაგრამ თვითონაც არ იცოდა სად.გეგიმ ხმამაღლა შეიგინა და უკან მიჰყვა.გოგონა გრძნობდა,რომ მიჰყვებოდა და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა
-ნუ მომყვები
არ მიბრუნებულა,ისევ გზას აგრძელებდა.უნდოდა,მკაცრი ყოფილიყო,მაგრამ ხმაში შეპარულმა კანკალმა გაჰყიდა
-სახლში მიგიყვან და წავალ
სწრაფად გაჩერდა,გეგისკენ მიტრიალდა და მთელი ძალით მოუქნია ხელი.იცოდა,ინანებდა,მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოერია
-არ მჭირდება,შენი მიცილება.როგორმე მივაგნებ სახლის კარს
-ზედმეტი მოგდის
ნინია უკვ გაუაზრებლად ტიროდა.ცოტაც და წაიქცეოდა.ემოციებისგან გადაღლილი,მთვრალი და საოცრად სასოწარკვეთილი იყო
-ყველაზე კარგად წასვლა და მიტოვება შეგიძლია და არ შეიძლება,წახვიდე?
-გეყოს აწი
გეგის მოთმინება ამოეწურა.ნინია ხელში აიყვანა და თავისი მანქანისკენ დაიძრა
-ნუ ფართხალებ,თორემ დამივარდები.სახლში მიგიყვან,არ მიმყავხარ ჩემთან
-ხო,მაინც უნდა გაიქცე და რა აზრი აქვს
გეგის არაფერი უთქვამს,ღვედი შეუკრა და კარი ისე მიხურა,ლამის მინები ჩალეწა
-ჩვენ რასაც ვაკეთებთ,ბრძოლაა და ეს არ არის ნორმალური
-დამშვიდდი ახლა
-დამშვიდდის გარდა,როდესმე შეგიძლია,რამე თქვა?
-მე გტკენ
-მტკენ.
-მაგრამ,მაინც ერთმანეთთან გვინდა
-ხოდა,არ არის ეს ნორმალური,გეგი
ნინიამ სწრაფად ახედა ხირსელს,რომელიც საჭეს გამეტებით უჭერდა ხელებს
-არ შემიძლია,გითხრა,რომ ყველაფერს იდეალურად გავაკეთებ
-ამის თქმა არც მჭირდება.უბრალოდ მჭირდება იმის გააზრება,რომ ერთ დღე მარტო არ დავრჩები.ოღონდ არ თქვა,რომ ამისთვის დრო გჭირდება.დრო საკმარისზე მეტი გქონდა
-მჭირდება მანძლი,რომელიც მაგრძნობინებს,რომ მამაჩემივით არ მოვიქცევი
-შეწყვიტე ეს ყველაფერი,გთხოვ.დაივიწყე.ვიცი,რთულია,
მაგრამ საკთარ თავს უნდა აჯობო
-უნდა ვიცოდე,რომ სამუდამოდ დავრჩები შენთან
-და გაქცევით რას აღწევ?
-უნდა დავრწმუნდე,რომ არ მოგკლავ და ამით სამუდამო არაკაცად არ ვიქცევი
იმხელა ხმაზე იღრიალა,ნინიამ კანკალი დაიწყო.არ შეშინებია,უბრალოდ ასეთ გეგის პირველად ხედავდა.ფრთხილად მიიწია მისკენ და დაძარღვულ კიზერზე გამოსდო თითები
-მიეცი საკუთარ გრძნობებს შანსი
ნაზად აკოცა და დატოვა აფორიაქებული კაცი.მთელი ღამე ნინიას სადარბაზოსთან იდგა.წასვლას ვერ ბედავდა.აშინებდა ყველაფერი,მაგრამ იმ მომენტში,ყველაზე მეტად,ნინიას დაკარგვის შიში ჰქონდა.
გაუკვირდა,კაბინეტში ნიკა რომ დახვდა.ისევ სავარძელში იჯდა და ფეხები ისევ მაგიდაზე აეწყო
-მშვიდობაა?
-გააჩნია მშვიდობას
ბიჭმა გაუღმა და თავისი ადგილი დაუთმო
-რა ხდება?
-შენთან რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს?
-ნინია,გეგის ოცდაათ წელზე მეტია,ვიცნობ და ასეთ მდგომარეობაში პირველად ვხედავ
-მე ვარ რამეში დამნაშავე?
-არა,დარწმუნებული ვარ,ისევ გეგი ატ*რაკებს
-მაშინ აქ რისთვის ხარ?
-შენზე ვდარდობ
მაგიდას მიეყრდნო და ისე დახედა საცოდავად მომზირალს
-ჩემს ელენეს უყვარხარ და გეგის უფლებას ვერ მივცემ,გაგაბრაზოს
ორივეს გაეღიმა
-მთელი ცხოვრება ჩემი შურდა.ასე ნუ მიყურებ,ცუდი გაგებით არ ვამბობ,მშოიბლებს ვგულისხმობ.მისთვის მძიმეა,ამ ყველაფრის აღქმა
-გავიგე,ეგ ასჯერ მითხრა უკვე თვითონაც
-ნუ ბრაზობ
თითი ცხვირზე გდაჰკრა და მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს ინტერესით დახედა
-საღამოს გამოიარე ჩვენთან
თვალი ჩაუკრა და ამაყი ნაბიჯებით გაიარა კაბინეტი.
-ელენე,ნუ ქოთქოთებ
ნიკამ ლოყებზე წაუჭირა თითები და მისკენ მისწია
-ნინიას გაბრაზებას მე არავის ვაპატიებ,ცოცხლად გავატყავებ
-ვაიმე,რა ალქაჯი ხარ
აკოცა და ჰაერში გაქნეული მკლავები დუჭირა
-მაინც არ მივიღებ ამ ყველაფერში მონაწილეობას
-ნინია და გეგი რომ არ დამხმარებოდნენ,ახლა ერთად არ ვიქნებოდით,ამიტომ ვალდებული ხარ,შენც დაეხმარო
-გეგი არ იმსახურებს ჩემს ნინიას
-ოო,ნუ ჯიუტობ ახლა.ასწიე შენი ლამაზი ტაკუნები და რამე გემრიელი მოამზადე
კიდევ ეთხელ აკოცა და აიძულა,სამზარეულოში შესულიყო.
ელენეს ეხმარებოდა მაგიდის გაწყობაში ოთახში ხირსელმა რომ შეაბიჯა.ნინიას საოცრად დაღლილი მოეჩვენა.სახეზე ფერი დაჰკარგვოდა,თვალები კიდევ უფრო ჩამუქებოდა
-დაგეგვიანა კიდევ რამდენიმე საათით
-საქმე მქონდა
იქვე ჩამოჯდა და აფორიაქებულ ნინიას დაუწყო ყურება.გოგონა იმდენად დაიბნა,ცხელი ქვაბი შიშველი ხელებით გადადგა.ისე გამწარდა,ხმა ვერ დაიმორჩილა.ზედ გადაისხამდა ცხელ კერძს,გეგი რომ არ შეშველებოდა.ცრემლებისგან დაბინდული თვალებით ვერაფერს ხედავდა.მხოლოდ საშინლად ატკიებულ თითებს გრძნობდა.გეგიმ სწრაფად მოუშვა ონკანი და ხელები ცივ წყალს შეაგებებინა.ნინია მის ზურგზე გეგის განიერ მკერდს გრძნობდა და ეს კიდევ უფრო უღრმავებდა ტკივილს.ხმადაბლა ზლუქუნებდა
-რა დაუფიქრებელი ხარ
ელენე ქოთქოთით მიუახლოვდა და გეგის დამწვრობის მალამო მიაწოდა
-ნუ ტირი რაა
ნიკა საცოდავი სახით შეჰყურებდა და არ იცოდა,რა გაეკეთებინა
-ასეთი ხიფათიანი როგორ ხარ?
გეგიმ სკამზე ჩამოსვა,თვითონ მის წინ ჩაიმუხლა,ხელები ფრთხილად შეუმშრალა და მალამოს გადანაწილება დაიწყო ნელა,ისე რომ ძალიან არ სტკენოდა
-საავადმყოფოში წავიდეთ
-არ მინდა საავადმყოფო
ძლივს ამოიკნავლა და ლოყაზე დაგორებული ცრემლები ხელისგულით შეიმშრალა
-ნუღარ ტირი,გაგივლის მალე
ელენემ თავზე აკოცა და ისევ მაგიდას მიუბრუნდა.გეგის გვერდით იჯდა და მისგან წამოსულ სიმხურვალეს გრძნობდა.თითები ისე აღარ სტკიოდა,მაგრამ ოდნავ ფეთქვას მაინც გრძნობა.გეგიმ ხორცის ნაჭერი აიღო,პატარა ნაჭრებად დაჭრა და ნინიას მიუწია წინ
-თუ ასეც ვერ შეჭამ,მე გაჭმევ
-შევჭამ
ამოიჩურჩულა და ჩანგალი ფრთხილად აიღო.ლუკმა ძლივს გადასდიოდა ყელში,გეგი ისეთი თვალებით უყურებდა
-ჩაი ტერასაზე დავლითო.ნიკა მომეხმარება,თქვენ მანამდე გადით
ელენემ ნიკას აიძულა,მას გაჰყოლოდა.
უზარმაზარ აივანზე ისხდენ,ერთმანეთის გვერდით.ნინია ძლივს ახერხებდა სუნთქვას.სულს უხუთავდა ეს კაცი.საშინელ მონატრებას გრძნობდა,რომელიც ძალიან მტკივნეული იყო
-აღარ მინდა გაქცევა
ნინიას სიმწრით გაეღიმა,ეს ღიმილი უფრო სულის ტკივილი იყო
-დარწმუნებული ხარ?
-მე თუ რამეს ვამბობ,იმაში ბოლომდე დარწმუნებული ვარ.მხოლოდ შენ მჭირდები
ნინია აცრემლებული გაჰყურებდა ჰორიზონტს.გულის სიღრმეში გრძნობდა,რომ გეგი ბოლომდე გულწრფელი არ იყო
-იმდეია,ამით საკუთარ თავს არ აჯერებ არარსებულს.იცოდე,მხოლოდ შენ დაზარალდები.ამით ვერ გაიმართლებ თავს
-თავს არ ვიმართლებ.ვცდილობ,დაგაჯერო,რომ არ წავალ
ნინია დუმდა.ინსტიქტურად მოდუნდა,გეგის ცხელი თითები რომ იგრძნო წელზე
-მომეცი უფლება,ყველაფერი დაგაჯერო
-ზღაპრების აღარ მჯერა
-მე არ მითქვამს,ზღაპრებს მოგიყვები მეთქი
გაუღიმა და მისკენ მისწია ერთიანად დაჭიმული ნინია
-სულ ოდნავ მაინც ხო ფიქრობ,რომ ისევ გაიქცევი?
-არა,არ მინდა,რომ ასე ვფიქრობდე და არც ის მინდა,შენ იფიქრო ამაზე.ვცდილობ,ყველანაირი შიში დავივიწყო და შენ უნდა დამეხმარო ამაში
ყელში აკოცა და შეიგრძნო კიდევაც ნინიასეული სურნელი,რომელიც ერთიანად უბუჟებდა სხეულს
-ახლა ყველაზე მეტად მინდა,ვიყო აქ,შენს გვერდით და არ არსებობდეს წარსულის კოშმარები
-და წარსულის კოშმარები თუ ვერ დაივიწყე,მაშინ რას ვშვებით?
-მინდა,რომ ეს შიში ერთად დავივიწყოთ
-შეცდომის უფლება არ გვქონია
-უბრალოდ მენდე,ერთმანეთს ვენდოთ
ისეთი ხავერდოვანი ხმა ჰქონდა,ნინია ითიშებოდა.მისი შეხება ამშვიდებდა და თან ერთიანად აფორიაქებდა
-გენდობი და იმედია,გული არ მეტკინება
მათ შორის მაინც იგრძნობოდა ემოციური დაძაბულობა.ნინია ბოლომდე ვერ ენდობოდა გეგის,გეგი საკუთარ თავს.მაგრამ,ახლა არსებობდა გზა,რომელიც ერთმანეთს კიდევ უფრო დაახლოვებდათ,ან პირიქით,სამუდამოდ დააშორებდათ.
ნინიას გვერდით თითქოს მშვიდად იყო,მაგრამ თავისმა ფიქრებმა,დიდხანს მშვიდად ყოფნა არ აცადა.ღამის კოშმარები ისევ საშინლად ტანჯავდა.აივნიდან უყურებდა მძინარეს და ვერ გადაეწყვიტა,რა უნდა გაეკეთებინა.საკუთარი თავის რცხვენოდა,ასეთი მხდალი რომ იყო.მაგრამ,ნინიას ვერ გაწირავდა.ამის უფლებას ვერ მისცემდა საკუთარ თავს.ძალიან დიდხანს ებრძოდა შინაგან მდგომარეობას,მაგრამ ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა.მეტი აღარ შეეძლო.ისევ უნდა წასულიყო.ნინია თავის სახლში ისე დატოვა,არაფერი დაუბარებია.
გამოღვიძებულს უხეშმა სიჩუმემ მიახვედრა,რომ ისევ დატოვა.გაბრაზდა.საშინლად გაბრაზდა.ამას აღარ აპატიებდა.ამის პატიება უკვე სისულელე იქნებოდა.სასტუმროს დატოვებაც გადაწყვიტა,მაგრამ თანამშრომლები ვერ გაწირა.ვერ დატოვებდა იმ ხალხს უმუშევრად და ვერ დაიდებდა ამხელა ცოდვას.ახალი წელი ახლოვდებოდა.არაფრის ხალისი ჰქონდა,მით უმეტეს ჟრიამულის.
სახლში ბრუნდებოდა,სადარბაზოსთან ნაცნობი სურნელი რომ იგრძნო.სიმწრით ისე მაგრად იკბინა ტუჩზე,მალევე იგრძნო სისხლის უსიამოვნო გემო.გვერდის ავლას აპირებდა,იქვე მდგარი გეგისთვის,მაგრამ კაცი წინ გადაუდგა
-არაფერი თქვა,თორემ რაღაცას ჩაგარტყამ
არ შეუხედავს,ისე ამოთქვა.თავს ძლივს იკავებდა,ბოლო ხმაზე რომ არ ეტირა
-მაპატიე
-რა უნდა გაპატიო?!ასჯერ დატოვება?ამის გამო,ერთი ადამიანი უკვე ნახევრად დავკარგე და შენი დავიწყებაც არ გამიჭირდება.ახალი მმართველი მოძებნე და მომშორდი სამუდამოდ
-ნინია,დამშვიდდი
მისკენ გაიწია,მაგრამ გოგონა დენდარტყმულივით გახტა უკან
-დავიღალე შენი შიშებით.მომკლავ და მკვდარი ვიქნები.ეს მირჩევნია შენს გაუთავებელ გადაკარგვებს.მომკალი,ოღონდ ასე არაკაცივით ნუ იქცევი
-ნუ ბოდავ რაღაცეებს
-მინდა,რომ თავი დამანებო.რატომ მექცევი უსულო სათამაშოსავით?
უკვე ტიროდა.ერთიანად კანკალებდა,მაგრამ გეგის მაინც არ უყურებდა
-გთხოვ,სხვა რამით გაერთე და მე თავი დამანებე
-ვერ გავძელი უშენობას
-და რამდენი ჩემთან ყოფნა მოგინდება,მოხვალ.მერე ისევ გაიქცევი და ასე უნდა ვიყო მთელი ცხოვრება?ნუ მაწვალებ.არ ვიმსახურებ ამას.ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის,მაგრამ დავიღალე
გეგიმ სწრაფად ჩაიხუტა ათრთოლებული,რომელიც ფართხალს არ წყვეტდა
-დამშვიდდი
-ვერ ვიტან ამ სიტყვას
-ნინია,გეყოს
-შენ გეყოს.შენ თვითონ გეყოს ეს უაზრო საქციელები
ხელებს გამეტებით ურტყამდა განიერ მკერდზე.თავს ვერ აკონტროლებდა და არც ცდილობდა,გაჩერებულიყო.არც გეგი არ აჩერებდა,ამიტომ ბოლომდე ამოიღო ყველაფერი,რაც გულში ჰქონდა.ძალაგამოცლილი კინაღამ წაიქცა,გეგის მკლავებმა მოასწრო მისი დაჭერა
-არ მინდა,მიყვარდე
-გინდა
-საშინელი ადამიანი ხარ
-ვიცი
-ხელი გამიშვი,უნდა წავიდე
-ვისაუბროთ
-რაზე,რაღა არის სასაუბრო?უკვე ძალიან კარგად მივხვდი,რომ შენ ყველაზე დამაჯერებელ ზღაპრებს ყვები
-ნინია,მორჩი
-კი,ნამდვილად მოვრჩი.ვასრულებ იმას,რაც არ ყოფილა
სწრაფად მოშორდა და სადარბაზოში ატიებული შევარდა.მთელი ღამე ტიროდა.ციცო დიდხანს ცდილობდა,დაემშვიდებინა,მაგრამ უშედეგოდ.
ახალი წლის წვეულებაზე ნიკასთან და ელენესთან იყო დაპატიჟებული.არ უნდოდა ციცოს მარტო დატოვება,მაგრამ ელენესაც ვერ აწყენინებდა.ლამაზი,შავი კაბა ეცვა.იმდენად ლამაზი იყო,მისმა შესვლამ მთელი ოთახის ყურადღება მიიქცია
-ლამაზი ხარ
ელენე ძლიერად მოეხვია და სასმლის ჭიქა შეაჩეჩა
-შენც ულამაზესი ხარ
-ჩემი დამსახურებაა
ნიკოლოზი გვერდით ამოუდგა ცოლს და მჭირდროდ შემოეხვია წელზე.
იქაურობაც ძალიან ლამაზი იყო.ღამის შუქები ლამაზად ციმციმებდა,კარგი მუსიკა,მომღიმარი სტუმრები,რომლებიც წლის ბოლო საათების ბედნიერად გატარებას ცდილობდნენ.ნინია მშვიდად დააბიჯებდა ოთახში.კაბის ბოლო ერთ ხელში მოექცია,მერე ხელში შამპანური ჭიქა ეჭირა.თმა ლამაზად ეყარა მოშიშვლებულ მხრებზე.თვითონაც ცდილობდა,გამხიარულებულიყო,მაგრამ დამძიმებული გული ამის საშუალებას არ აძლევდა.გრძნობდა,რომ გეგისთან დაუმთავრებელი გრძნობები არ ასვენებდა.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,ოთახის ბოლოში მდგარი ხირსელი რომ დაინახა.საოცრად გამოიყურებოდა სმოკინგში გამოწყობილი.მაღალი,განიერი მხრებით.მუქი ყავისფერი თმა ოდნავ ასჩეჩვოდა.გაფითრებული თხელი ტუჩებით,რომლებიც საოცარ კონტრასტს ქმნიდა მის ლურჯ თვალებსა და ოდნავ კეხიან,თხელ ცხვირთან.ისიც უყურებდა.ამღვრეულ,გაურკვეველ ზღვსფერ თალებს არ აშორებდა.გეგის სახე მალევე გადაფარა კიდევ უფრო დიდმა სანდრომ,რომელიც თბილად უღიმოდა
-როგორ ხარ?
მისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა
-არამიშავს,შენ?
-მეც არამიშავს.არ ვიცოკვოთ?
ხელი ისევ გაუწოდა,ჭიქა გამოართვა,იქვე დადო და საცეკვაოდ წაიყვანა სიფრიფანა ნინია.მშვიდ მუსიკაზე ცეკვავდნენ.სანდროს მჭიდროდ შემოეხვია ხელები მისთვის და დრო და დრო მხარზე უსვამდა თითებს.გეგი შორიდან უყურებდა წყვილს და ცოტა აკლდა,ხელში მოქცეული ჭიქა არ შემოეფშვნა.სანდრო ნინიასკენ რომ დაიხარა და მხარზე აკოცა,ვეღარ მოითმინა.ჭიქა ვირაცას შეაჩეჩა და მათკენ წავიდა.ნინია შეკრთა,იმდენად ახლოს მივიდა
-ასე მალე იპოვე ჩემი შეცვლის ვარიანტი?
თვალებში ცეცხლი ეკიდა,მაგრამ ხმა საოცრად ირონიული ჰქონდა
-ეს შენი საქმე უკვე აღარ არის
-რამე ხდება?
-არაფერი,ცეკვა განვაგრძნოთ.ადამიანებს უჭირთ წარსულის დავიწყება.მანაც ვერ გაიაზრა,რომ მისი წარსული ვარ
ისე საუბრობდა,თითქოს მართლაც დავიწყებული ჰყავდა გეგი
-ისევ ჩემი ხარ და ახლა ამას თუ არ მოშორდები,ახალი წლის გატარება,ტრამვატოლოგიურში მოუწევს
სანდროს გაეცინა და ნინიას კიდევ უფრო მჭირდოდ შემოხვია მკლავი
-თუ შეიძლება,დაგვტოვე.ხომ გაიგე,ნინიამ თქვა,რომ მისი წარსული ხარ
სანდრომ სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო.გეგის მოქნეული მუშტი ყბაში მოხვდა.ნინიამ წამოიკივლა და ონდავ შებარბაცებულს მიაჩერდა
-სულ გაგიჟდი?
გეგის დაუყვირა,რომელიც ძალიან კმაყოფილი გამოიყურებოდა.სანდრომ გახეთქილი ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა და ისე მოულოდნელად დაეტაკა გეგის,გააზრება ვერავინ მოასწრო.ხელჩართული ჩხუბი გააჩაღეს.ყველა მათ მისჩერებოდა,მუსიკაც კი გაჩუმდა
-ნიკოლოზ,გააჩერე ორივე
ნინიას ფერი აღარ ედო სახეზე.ცოტა აკლდა და თვითონ სცემდა ორივეს
-გაა*ვით ახლა ორივემ აქედან
ნიკა მათ შორის ჩადგა.გეგის მსუბუქად უბიძგა და კარისკენ გააგდო
-ჩემს სახლში არავის აქვს უფლება,ასე მოიქცეს და მით უმეტეს,შენ
გეგის შეუბღვირა და ხალხს მიუბრუნდა.ბოლო წვეთი იყო.ნინია გარეთ გავარდა აქოშინებული.საღამოს კაბით მიაბიჯებდა ეზოში და ყურადღებას არ აქცევდა ცივ ჰაერს,რომელიც ერთიანად უყინავდა მხრებს.საშინლად ბრაზობდა ხირსელზე,რომელსაც თავის კონტროლი სულ მთლად დაეკარგა
-დამელოდე,სად გარბიხარ ასე გიჟივით
გეგი დაეწია და მხრებზე მისი თბილი პიჯაკი მოახურა
-როგორ იქცევი?!სუფთა პირველყოფილი ხარ
მისკენ შეტრიალდა და პატარა ჩანთა მხარზე დასცხო
-როგორ აძლევ სხვას უფლებას,ასე შეგეხოს,გიღიმოს და დაუფარავად გეფლირტაოს
-შენ არ ხარ მგონი ნორმალური
ნინიას ნერვიულად გაეცინა.ჭკუიდან შლიდა გეგი ხირსელი
-არ გაქვს უფლება,სხვას უცინო
-მორალური ძალადობისთვის რამდენს მოგისჯიან?
-ძალიან ცოტას
-შენი საქციელები კიდევ უფრო მარწმუნებს,რომ სამუდამოდ დავსრულდით
-ეგ მეორედ არ გაიმეორო
გეგიმ კეფაზე გამოსდო გრძელი თითები და მთელი ვნებით აკოცა ერთიანად გაყინულს
-მე უშენოდ არ შემიძლია,შენ-უჩემოდ
-ზოგრჯერ მგონია,რომ საგიჟეთიდან გამოიქეცი და ეს ყველაფერი შენი ილუზიაა
-ნუ გათამამდი მეთქი
-მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მომცემ?
-არა
ნინიას კიდევ ერთხელ გაეცინა.თავს ვერაფერს უხერხებდა.ყველაზე სუსტი ადამიანი ეგონა საკუთარი თავი.მოზღვავებულ გრძნობებს ვერ უმკლავდებოდა და ამის გამო,საკუთარი თავიც ეზიზღებოდა და გეგიც.
-გავისეირნოთ?
ჩუმად მიაბიჯებდნენ ახმაურებულ ქუჩებზე.თბილი განათებები საოცარ სიმყუდროვეს ქმნიდა.ნინია გეგის პიჯაკში გახვეულიყო და დრო და დრო მისი სურნელით ივსებდა ფილტვებს
-არ დაიღალე?
-კი,ჩემი თავი საშინლად მღლის
-გამოსავალი არსებობს?
-ალბათ
-უფრო ალბათ,არა
-როგორი პესიმისტი ხარ
ნინიას გაეცინა და კაცს ახედა.სწორედ ის გეგი დაინახა,რომელმაც სახლში შეიფარა.ჭრილობა დაუმუშავა და სიცხიანს მოუარა
-ეს ყველაფერი ერთი დიდი ტვირთია.არა და თვალებს არ ვუჯერებდი,სასტუმროში რომ მოხვედი.თითქოს,ღმერთი ნიშანს გვაძლევდა,მაგრამ სულ ტყუილად ვფიქრობდი ამას
-სასტუმრო შენს გამო შევისყიდე
ნინია შეჩერდა და გაოცებულმა შეხედა გეგის,რომელიც მკრთალად იღიმოდა
-მისამართით მოგაგენი.ვნახე,სად მუშაობდი.გავიგე,რომ გია წილს თმობდა და ამაზე კარგი შანსი არასდროს მექნებოდა
-შენ და ნიკა ძალიან ჰგავხართ ერთამენთს
-ძალიან არა,მაგრამ რაღაცეებთი კი
-და რისთვის იყიდე სასტუმრო,გამუდმებით რომ მტანჯო?
-არა,ჩემი ცოლი რომ გახდე
გეგი ნინიასკენ მიიწია,მის პიჯაკში ხელი ჩაჰყო და ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა
-არ გეკითხები,უბრალოდ გახდი ჩემი ცოლი და ჩემს ფიქრებს უფლება არ მისცე,ერთმანეთისგან დაგვაშოროს
ნინია ერთიანად კანკალებდა.დაუკითხავ ცრემლებს ყურადღებას არ აქცევდა,რომლებიც მთელს სახეს უსველებდა.მხოლოდ მაშინ მოვიდა გონსე,გეგიმ თითზე ულამაზესი ბეჭედი რომ გაუკეთა და იქვე აკოცა
-რაა?
ძლივს ამოიბლუკუნა,საკუთარი ხმა სადღაც შორიდან ჩაესმა
-ჩემი ცოლი გახდი მეთქი
გეგი სრაფად დააცხრა გაყინულ ბაგეებზე და კიდევ უფრო გათიშა,ისედაც დაბნეული გოგონა
-ეს არ არის ნორმალური.ახლა რომ ეს ყველაფერი გაპატიო,უარესად მოიქცევი.ზედ გადამივლი
-შეწყვიტე ახლა ეს ბოდვა და მაკოცე
-გაქცების უფლება აღარ გაქვს
ნინიამაც მთელი გრძნობით დაუკოცნა მონატრებული ტუჩები.საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება მხრებიდან ჩაცურებული პიჯაკისთვის.არ ადარდებდა ის,რომ შიშველ მხრებზე ათოვდა და კიდევ უფრო უყინავდა დაბუჟებულ სხეულს.ცდილობდა,გეგის საქციელები გონების ყველაზე ბნელ კუთხეში მიეგდო და დარწმუნებულიყო,რომ არ ცდებოდა და ეს ყველაფერი სანანებელი არ გაუხდებოდა.
***
გეგი მომღიმარი უყურება ეზოში მიმავალ ცოლ-შვილს.კიდევ არ სჯეროდა,რომ საკუთარ თავს აჯობა და წარსულის შიშებს უფლება არ მასცა,მასზე ძლიერი ყოფილიყო.ვერ მოითმინა და ცოლს ვნებიანად დაუკოცნა საყვარელი ტუჩები
-გადამარჩინე
ყურში უჩურჩულა და იქვე აკოცა მომღიმარს
-არა,ეს შენ გადამარჩინე მე
ნინიამაც აკოცა და მინდორზე მორბენალ შვილს გახედა,რომელსაც საუკეთესო მშობლები ჰყავდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent