შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეპუტაციის თამაში 1 (18+)


22-11-2025, 23:10
ავტორი Daisyd
ნანახია 902

_მიყვარხარ!_ღიმილით ჩაიჩურჩულა მის კანთან და გულისცემის სისწრაფე ტუჩებით შეიგრძნო.
მამაკაცის ხელი თითქოს წამით გაშეშდა მის შიშველ ზურგზე, მაგრამ თითებმა მალევე განაგრძეს ხერხემალზე ნაზად სრიალი და უცაბედი ცვლილება წარმოსახვის ნაყოფად ჩათვალა.
_მართლა?_ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა, ჩვეულ სითბოს მოკლებული.
_რა კითხვაა?_ტონით დაბნეული უცებ წამოიწია და შეამჩნია, როგორი დაჟინებით აკვირდებიდნენ მისი ჩაშავებული თვალები, თითქოს ყველა დეტალს იმახსოვრებდნენ. _აჰ, კიდევ გაბრაზებული ხარ, რომ არ გამოგყევი?_ მამაკაცის სურნელით მოჯადოებულმა ამჯერად ყბის ძვალზე შეახო გაყინული ტუჩები. _მ*იდია ეს რესტორანი და რა ვქნა, რა საჭირო იყო მთელი თბილისის დაპატიჟება! ტვინი გაგიბურღა ხო ზურამ?
_არ ეცალა._თვითონაც წამოჯდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ცერა თითებით ფრთხილად გაუყვა ლოყის ხაზს._ლევანი დამხვდა.
სახელის გაგონებაზე გოგონას ძარღვებში სისხლი გაეყინა, მაგრამ ეცადა, ნეიტრალური ხმა შეენარჩუნებინა და სახეზე არაფერი შეეტყო.
_ჰო? როგორ არის?_ყალბი ღიმილით ჰკითხა.
_კარგად…ბევრი ვილაპარაკეთ. ქორწილზე, ჩვენს ოჯახებზე…შენზე._ჩაკუჭულ ლოყაზე აკოცა, სანამ ბოლო სიტყვას იტყოდა.
ელენეს სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ვიდრე პასუხის გაცემას მოასწრებდა, მამაკაცი მასთან ერთად გადაბრუნდა და ქვემოდან მოქცეულს მტაცებელივით დახედა. შენიშნა, როგორ გამოტოვა გოგონას გულმა რამდენიმე დარტყმა.
_მიშო…_ღრმა და ყოველისმომცველი კოცნით დაადუმა. მისი ენა პირში დასრიალებდა, იმავე ოსტატობით, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სიგიჟის ზღვარზე მიიყვანა. ტუჩებზე თავის გემოს ჯერ კიდევ გრძნობდა და, ტვინის გაფრთხილების მიუხედავად, სხეული სურვილისგან იწვოდა.
_იცი, რა საინტერესო ამბავი მომიყვა?_მის ბაგესთან ამოილაპარაკა მელიქიშვილმა და თეძოებით კიდევ უფრო მჭიდროდ მიაწვა._ერთ ძველ ნაცნობზე, რომელიც საშინლად ერთგულია თავისი ოჯახის…იმაზე, თუ რამდენად შორს წავიდოდა თავისი… მამიკოს… გულის… მოსაგებად.
თითოეულ სიტყვას მწველი კოცნა მოსდევდა მის ყბაზე, ყელზე, მკერდსა და მუცელზე. მისი ცხელი ტუჩები ერთდროულად თითქოს თაყვანს სცემდნენ და თან სულიდან ნაწილებს კვეთდნენ. ელენე გრნობდა, როგორ ძლიერდებოდა მამაკაცის ა***ნება და თავისი სხეულის საპასუხო რეაქცია ახსენებდა, რამხელა გავლენა ჰქონდა მასზე, მაშინაც კი, როცა გულს უგლეჯდა.
_არ ვიცი, რას გულისხმობ._ძლივს ამოთქვა და ტყუილისგან ენაზე საწამლავის გემო იგრძნო.
_არა?_ტუჩებმა ამჯერად ყველაზე მგრძნობიარე ადგილი იპოვეს მის ყურთან, სანამ ხელები მთელს ტანზე პროფესიონალურად დასრიალებდნენ._გეგმაზე მომიყვა. ბრწყინვალე გეგმა იყო, უნდა ვაღიარო. შვილის გამოყენებას ჩემს წინააღმდეგ ამირანისგანაც კი ვერ ვიფიქრებდი. ახლაც ვერ იხსენებ?
_მიშო, ასე არ…
_ჩუ._კვლავ დაუფარა ტუჩები._ დამასრულებინე, უფრო და უფრო საინტერესო ხდება... სად ვიყავით? ჰო, მოკლედ ასეთი გეგმა იყო: ქალიშვილს ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა მამიკოს მეტოქეზე - მისი სისუსტეები შეესწავლა, საქმიანი გარიგებების, პარტნიორების შესახებ გაეგო. ყველა ის პატარა საიდუმლო, რომელსაც მამაკაცები ყვებიან, როცა ფიქრობენ, რომ უსაფრთხოდ არიან. _მისი ხმა ისევ რბილი იყო, თითქმის სიყვარულით სავსე, მაგრამ სიტყვები გულზე ლახვარივით ესობოდა. _ის იარაღი უნდა ყოფილიყო. ლამაზი, იდეალური იარაღი.
_გთხოვ._მოშორება სცადა, მაგრამ მაჯები გამოცდილი სისწრაფით გაუკავა, ისე, რომ მის ტუჩებს წამით არ შეუწყვეტიათ ყოველი ნაკვთის დასაკუთრება. დაუპატიჟებელმა ცრემლებმა მხედველობა დაუბინდა._ყველაფერი შეიცვალა, გეფიცები...
__როდის, ელენიკო?_თავისუფალი ხელით სწრაფად იპოვა ყველაზე მგრძნობიარე ადგილი და მწარედ ჩაიცინა, როცა გოგონა სიამოვნებისგან წამში დაიკლაკნა. _სე*სი რომ მოგეწონა? თუ რომ მიხვდი, ამირანზე მეტის მოცემა შემეძლო შენთვის? თუ როცა შეგეშინდა, რომ გამოგიჭერდი?
_როცა შემიყვარდი!_ცრემლები უკვე თავისუფლად მიედინებოდნენ მთელს სახეზე._გთხოვ, ამახსნევინე...
_რა აგახსნევინო? როგორ მატყუებდი თვეების განმავლობაში? როგორ მომეცი საშუალება შემყვარებოდი, სანამ გეგმავდი, რა ინფორმაცია მოგეპოვებინა ჩემს ჩასაძირად?_ზიზღით თქვა და თითის წრიული მოძრაობა განაგრძო, სანამ გოგონამ არ ამოიყვირა._ყველაზე საშინელება იცი რა არის? ისევ ვერ ვხვდები, სად მთავრდება მსახიობობა და იწყები შენ. ახლაც, როცა სიმართლე ვიცი, ჩემს ნაწილს მაინც უნდა დაიჯეროს, რომ ეგ ცრემლები ნამდვილია.
_ყველაფერი ნამდვილია, რასაც ვგრძნობ.
_ან უბრალოდ ძალიან კარგი ხარ შენს საქმეში._მისმა ტუჩებმა კვლავ ყელთან გადაინაცვლეს და ნაზად შეეხნენ მფეთქავ არტერიას._ახლაც ისე მპასუხობს შენი სხეული, თითქოს მართლა ჩემთვის იყო შექმნილი.
_მიყვარხარ!_სასოწარკვეთილი ჩურჩულით უთხრა ხმაგატეხილმა._ვიცი, რომ არ დამიჯერებ, მაგრამ…
_“სიყვარული“_მაჯები გაუთავისუფლა და ჩვეული მზრუნველობით დაუკოცნა._რა საინტერესო ცნებაა. „გიყვარვარ“, მაგრამ ჩემზე ჯაშუშობ, „გიყვარვარ“, მაგრამ ჩემს საიდუმლოებებს მამაშენს უყვები...მითხარი, რა პოაში გაგიმხილე, მაგასაც გეკითხებოდა ხოლმე? თვითონ ხომ არ გირჩევდა, როდის არიან კაცები ყველაზე გულწრფელები?
_გეყოფა, მიშო!_კვლავ მიაბჯინა ხელები მის მკერდს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მის წინაშე უძლური იყო.
_რატომ? მშვენივრად ვსაუბრობთ, ეს არაა შენი სპეციალიზაცია? თუ ისევ საქმეზე გადავიდეთ._გამომცდელად აათვალიერა, მუხლით ფეხები დააშორებინა და მათ შორის სწრაფად მოთავსდა._ვხუმრობ, მე არ გამოვალ მოძალადე ამ ისტორიაში, ამ შვებას ვერ მოგანიჭებ._მის შოკისგან გაშეშებულ სახეზე ისევ გაეცინა და ამჯერად თვითონ სცადა მოშორებოდა, მაგრამ გაცეცხლებული გოგონა მთელი ძალით ჩააფრინდა და თავად გააერთიანა მათი სხეულები.
_გგონია, სე*სით მამცირებ?
_მე გამცირებ? შენ წარმოიდგინე, მე რას ვგრძნობდი, როცა ის სი*ი ფაქტობრივად დამცინოდა?_სიფრთხილე დაავიწყდა და ტემპს აუჩქარა.
_იმ სი*ისთვის რომ არ მოგესმინა და გაგეთვალისწინებინა, რაც ჩვენს შორის ხდება...
_არაფერი ხდება, ერთი დიდი ტყუილის გარდა...
_შემეშვი, თუ არ აპირებ ამახსნევინო._ძლივს ამოთქვა, სანამ სხეული უღალატებდა და უფრო მჭიდროდ მიეკრობოდა მამაკაცს.
_რატომ? ამირანთან რომ გაიქცე და უთხრა, რომ გეგმა „A“ ჩავარდა და „B“-ზე უნდა გადახვიდეთ?
_არანაირი გეგმა არ არსებობს! აღარ მაინტერესებს არაფერი...შენს გარდა._ამოიტირა და მასთან ერთად მიაღწია კულმინაციას. წამით მის კისერში თავჩარგულ მამაკაცში კვლავ თავისი ცხოვრების სიყვარული დაინახა, მაგრამ ნიღაბი მალევე დაბრუნდა და ისეთი გულგრილი სახით მიეყრდნო საწოლის კიდეს, თითქოს უბრალოდ ყავა დაელიოთ ერთად.
_ეს რომ სიმართლე იყოს._ჩუმად დაიწყო, ჯერ კიდევ არათანაბრად სუნთქავდა._თავად მეტყოდი, სანამ სხვისგან მომიწევდა მოსმენა.
ამ მარტივმა ჭეშმარიტებამ გაანადგურა. სრულიად მართალი იყო, უნდა ჰქონოდა გამბედაობა, ყველაფერი ეღიარებინა და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მათი სიყვარული საკმარისად ძლიერი იქნებოდა ამის გადასატანად.
_მეშინოდა,_ხმა ძლივს ამოიღო._რომ შეგძულდებოდი.
_და ახლა? რას ფიქრობ, როგორ ვგრძნობ თავს?
პასუხის გაცემას აზრი არ ჰქონდა, მის თვალებში ისედაც ყველაფერი იკითხებოდა.
_მაპატიე...ვერ წარმოიდგენ, როგორ ვწუხვარ. არ მიფიქრია..._სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ღრმად ამოისუნთქა, პანიკაში არ უნდა ჩავარდნილიყო, ახლა არა._რაც არ უნდა მომეტყუაბინა, ის რასაც ვგრძნობ...
_რომ დაგიჯერო_წამით თითქოს ისევ იმ მამაკაცის ხმა გაიგონა, რომელიც კოშმარების ხილვისას ეხვეოდა და ნერვიულობის დროს მის ნაცვლად სუნთქავდა._უფრო შემძულდები...
გაუნძრევლად იწვნენ შუადღის მინავლებულ შუქზე, ჯერ კიდევ თბილი სხეულებითა და განადგურებული სულებით. მათ შორის სიჩუმე ჩამოწოლილიყო, იმ ყველაფრით დამძიმებული, რაც გაქრა და აღარასოდეს დაბრუნდებოდა...
_ახლა რა უნდა ვქნათ?_რამდენიმე წუთის შემდეგ იკითხა ელენემ, სანამ თავისი გულისცემის ხმა გააგიჟებდა.
მელიქიშვილი იმდენ ხანს იყო ჩუმად, ეგონა, პასუხს არ აპირებდა და წამოდგა, მაგრამ მისმა მშრალმა ხმამ შეაჩერა.
_ახლა გავაგრძელებთ, რაც დავგეგმეთ._მშვიდად გადაინაცვლა კარადისკენ.
_რა თქვი?_ყურებს ვერ დაუჯერა და გაოგნებული მიაშტერდა მამაკაცს, რომელმაც სწრაფად ჩაიცვა, შემდეგ კი მისი კაბა აიღო და საწოლთან დაბრუნდა.
_ქორწილი სამ კვირაშია, მოსაწვებები გაგზავნილია, ლოკაციები დაჯავშნილი. არაფერი შეცვლილა.
_ყველაფერი შეიცვალა. არც იფიქრო...
_რატომ არა? მამაშენი ალიანსს მიიღებს, მე სტრატეგიულ უპირატესობას, შენ კი..._ცივი მზერით შეათვალიერა და ხელები სახეზე მოკიდა. მისი შეხება ნაზი იყო, მაშინაც კი, როცა სიტყვები კანს უსერავდნენ._იმ როლს შეასრულებ, რომლისთვისაც დაიბადე.
_შენზე არ დავქორწინდები. ასე არა._წამოხტა და მის წინ შიშველი დადგა. საერთოდ არ აინტერესებდა, რამდენად დაუცველად გამოიყურებოდა.
_აუცილებლად დაქორწინდები. ახლა უკან დახევა ორივე ოჯახის რეპუტაციას გაანადგურებს და ამას ხომ არ დავუშვებთ? _კაბა გულგრილი მზერით მიაწოდა._გახდილს უფრო მარტივად გამოგდის მოლაპარაკება, მაგრამ არ მინდა, ქორწილამდე გაცივდე, ძვირფასო.
ისარი მიზანში მოხვდა. თვალები ისევ ცრემლებმა აუვსო, მაგრამ თავს არ მისცემდა მათი გამოშვების უფლებას. ახლა არა.
_თავს შენს გარეშეც მივხედავ.
_ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ცოლ-ქმრობა ხომ ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს...ასე ჯობია, ახლა კი დაჯექი!
_მე შენი მონა არ ვარ!
_უკაცრავად, ჩემო სიყვარულო, პატივს დამდებ და დაბრძანდები? არ მინდა, შენი მშვენიერი სხეული დავღალო. ყოველ შემთხვევაში, ასე არა.
_შეწყვიტე „ცუდი ბიჭის“ თამაში, სასაცილო ხარ.
_„კარგი ბიჭის“ როლმა ხომ არაჩვეულებრივ ქორწინებამდე მიმიყვანა.
_ჰოდა გააუქმე, მე არაფერში მჭირდება ასეთი ქორწინება.
_როდის იყო, იარაღები თავად ირჩევდნენ დანიშნულებას? შენ ამისთვის გაგზარდეს, ელენიკო, ამირანი ხომ კარგად გიხსნიდა ქალის როლს? ნამდვილად გაამართლე მისი ვარაუდი.
ეს სიტყვები ფიზიკურ დარტყმას ჰგავდა. ზუსტად იცოდა მისი ყველაზე დიდი კომპლექსის შესახებ და დაუნდობლად იყენებდა მის წინაამდეგ.
_არ ვიქნები შენი დეკორატიული ცოლი, მიხეილ. არ გავიღიმებ და დიასახლისის როლს არ ვითამაშებ, სანამ შენ საკუთრებასავით მომექცევი.
_არა?_ეტყობოდა, რომ ერთობოდა მისი სასოწარკვეთით._და რა ალტერნატივა გაქვს? მამაშენთან მიხვალ და ეტყვი, რომ წარუმატებელი იყავი და კიდევ ერთხელ გაუცრუე იმედი?_თითოეული სიტყვა ქირურგიული სიზუსტით იყო შერჩეული, რათა რაც შეიძლება ღრმად გაეჭრა. _მოკლედ, ქორწილი გეგმის მიხედვით გაიმართება. გაიღიმებ, ფიცს დადებ და იდეალური პატარძლის როლს შეასრულებ. დაესწრები საჭირო სოციალურ ღონისძიებებს, მხარს დაუჭერ ჩემს საქმიან ინტერესებს და სხვაგვარად არ მოგვიწევს ურთიერთობა. თუ არ გინდა, შენმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგოს.
_მონსტრივით იქცევი.
_არა, ძვირფასო, ბიზნესმენივით. შენ კი მიხსნიდი პიარ-სტრატეგიებს, მაგრამ ბიზნესში ყველაზე მეტად ძალაუფლება ფასობს, რომელიც ახლა ჩემს მხარესაა.
_და შენ რად გინდა ქორწინება ქაღალდზე?
_შენ უბრალოდ ქონება ხარ, რომელშიც უკვე დიდი ინვესტიცია ჩავდე და არ მინდა დავკარგო. ლამაზი ხარ, კარგად გაწვრთნილი და შესანიშნავი კავშირები გაქვს. კიდევ რა შეიძლება კაცმა ცოლისგან მოითხოვოს?_მიუახლოვდა და მისმა სუნთქვამ გოგონას სული შეუხუთა._მაგრამ ასე ნუ მიყურებ, შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.
_რრ...რას გულისხმობ?
_ვქორწინდებით და შენ გარკვეული... უნარები გაქვს. თუ პლატონური ურთიერთობა არადამაკმაყოფილებლად მიგაჩნია, დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია რაღაც... კომპრომისზე წავიდეთ. ფიზიკური მოთხოვნილებები, ბოლოს და ბოლოს, ფიზიკური მოთხოვნილებებია.
_როგორ ბედავ._მრისხანების, ზიზღისა და დამცირებისგან სრულიად აფეთქდა.
_რას ვბედავ? ჩემს საცოლეს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვთავაზობ? საკმაოდ ტკბებოდი ჩვენი ფიზიკური ურთიერთობით და არაა აუცილებელი ეს ასპექტი დასრულდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციური კომპონენტი ტყუილი იყო.
ის უდარდელი მანერა, რომლითაც მათი ინტიმურობა, ვნება, ყველაფერი, რაც მათ შორის იყო, უბრალო ფიზიკურ კმაყოფილებამდე შეამცირა, ბოლო წვეთი იყო. არც დაფიქრებულა, ისე გაარტყა სილა და საკუთარი საქციელით შოკირებულმა პირზე ხელები აიფარა.
მელიქიშვილი არ შემკრთალა, გაბრაზებული გამომეტყველებაც კი არ მიუღია, უბრალოდ აკვირდებოდა რამდენიმე წამის განმავლობაში.
_თავს უკეთ გრძნობ?_ცივად ჰკითხა და პასუხს არ დალოდებია._ამას მეტჯერ აღარ გააკეთებ.
ელენემ თავი მექანიკურად დაუქნია. უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, ყველა ზღვარი გადაკვეთილი იყო.
_სამი კვირა გაქვს, რომ შეეგუო ახალ რეალობას...და ეცადე, ლამაზად გამოიყურებოდე. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს იღებ, რაც გინდოდა - მდიდარ ქმარს, მამის მოწონებას, სოციალურ სტატუსს. _კარისკენ წასულს მიყვებოდა._შენ თვითონ გააკეთე არჩევანი და ახლა შეგიძლია შედეგებთან იცხოვრო.
პასუხი არ ჰქონდა. არაფერი მნიშვნელოვანი, რაც რაიმეს შეცვლიდა. კარი მის უკან რბილი ტკაცუნით დაიხურა, კუბოს სახურავივით საბოლოოდ.
მარტო დარჩენილმა ვისკი ჩამოისხა და ერთი მწველი ყლუპით დალია. ჭიქა ისევ შეავსო და შეაეცადა მისი ცრემლების, მისი სასოწარკვეთილი აღიარებისა და მისი სხეულის რეაქციების მოგონებები ალკოჰოლში ჩაეხრჩო. მაგრამ სასმელი ვერ რეცხავდა ელენეს გემოს მისი პირიდან, ვერ ადუმებდა მისი ხმის ექოს, რომელიც ეუბნებოდა, რომ უყვარდა. მაგრამ, საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაეთიშა მისი ის ნაწილი, რომელსაც უნდოდა, რომ მისთვის დაეჯერებინა.
სამ კვირაში მისი ცოლი გახდებოდა. მისი მშვენიერი, მატყუარა ცოლი.
ის კი ყველაფერს გააკეთებდა, რათა გოგონას არასოდეს დაევიწყებინა ღალატის ფასი.


****
18 თვით ადრე
****

კარი დახურულიც არ იყო, მათი ტუჩები ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ისეთი სისწრაფით, თითქოს ამ წამს მთელი ცხოვრება ელოდნენ. გასაღები ხმაურით დაეცა იატაკზე, გათავისუფლებულმა კედელზე მიყრდნობილი კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, გოგონამ ხმამაღლა ამოიოხრა, თმაში ხელი ჩაავლო და ღრმად ჩაეფლო კოცნაში.
როდესაც საბოლოოდ მოწყდნენ ერთმანეთს, ორივე მძიმედ სუნთქავდა. გოგონას თვალები სურვილით ანათებდნენ - და კიდევ რაღაცით, რასაც ბოლომდე ვერ იგებდა.
_საძინებელი... ძალიან შორსაა._ძლივს ჩაილაპარაკა მელიქიშვილმა, გონებაში ერთადერთი აზრი ჰქონდა დარჩენილი - რაც სწრაფად შეხებოდა, დაეგემოვნებინა, დაუფლებოდა სასურველს.
_მოუთმენელი ხარ._ღიმილით აღნიშნა. ტუჩები უკვე კოცნისგან გასწითლებოდა და თმა ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა.
_წარმოდგენაც არ გაქვს.
ვეღარ ითმენდა, იმ წამიდან, როგორც კი ბართან მის გვერდით დაჯდა. მაშინვე შენიშნა, შეუძლებელი იყო, შეუმჩნეველი დარჩენილიყო - ხვეული წითური თმა, რომელიც ცეცხლივით ელვარებდა და მწვანე თვალები, რომლებიც ზურმუხტივით ბრწყინავდნენ.
მეორე ვისკის სვამდა, გერმანელებთან ჩაშლილ გარიგებას იხსენებდა და ფიქრობდა, საერთოდ ღირდა თუ არა ბიზნესი ამდენ ნერვიულობად, როცა გოგონამ ყოველგვარი შესავლის გარეშე ჰკითხა:
_შენც ისევე დაღლილი ხარ ძვირადღირებული სასმლისგან და უაზრო საუბრებისგან, როგორც მე?
ჯადოქარს ჰგავდა და თითქოს მის აზრებს კითხულობდა.
_სასოწარკვეთილებამდე დაღლილი.
მისი ღიმილი სწრაფი და გულწრფელი იყო.
_კარგია, რადგან ამდენი გაცნობის სცენის ატანა აღარ შემიძლია...
ახლა, როცა თავის მისაღებში მდგარი დივნისკენ მიჰყავდა, რომლის უკანაც იატაკიდან ჭერამდე გადაჭიმული ფანჯრებიდან ღამის თბილისი ანათებდა, კმაყოფილი იყო მისი პირდაპირობით.
_კარგი გემო გაქვს._ჩაილაპარაკა მის ტუჩებთან და კაბის ელვა ფრთხილად ჩაასრიალა.
_შენც არა გიშავს._გოგონას შეხებისგან გააჟრჟოლა და ნერვიულობის დასაფარად ყურადღება მისი პერანგის ღილებზე გადაიტანა._რა?_ღიმილით ჰკითხა რამდენიმე წამში ზემოდან მოქცეულ მამაკაცს, რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა მკრთალ შუქზე.
_ლამაზი ხარ!_გულწრფელად უთხრა და ორი აჩქარებული გულისცემის ფონზე ტუჩებითა და ხელებით მისი სხეულის შესწავლა დაიწყო. სიამაყით გრძნობდა, როგორ მოქმედებდა მისი სიახლოვე, ჩუმი ოხვრა მელოდიასავით ჩაესმოდა და ცდილობდა, მაქსიმალურად გამოეწვია.
_გთხოვ..._ავტომატურად დასცდათ გოგონას ბაგეებს, როცა გამოცდილმა თითებმა საბოლოოდ იპოვეს ყველაზე მგრძნობიარე წერტილი. მთელი სხეული დასჭიმვოდა.
_მოდუნდი!_ნელი, მტანჯველი ტემპით ამოძრავებდა და მოშიშვლებულ მკერდის თავებს ენის წვერით ეთამაშებოდა._აი ასე._მის სახეზე კითხულობდა, როგორ ძლიერდებოდა ა***ნება.
უკვე ახლოს იყო, ძალიან ახლოს...
როცა ტელეფონმა დარეკა.
_ჯანდაბა!_თავი არ აუწევია._დააიგნორე!_ტემპს აუჩქარა, მაგრამ როცა გამყინავი ხმა არ გაჩერდა, წითურმა ამოიოხრა.
_უპასუხე, იქნებ რაიმე სასწრაფოა.
წამით ჩაფიქრდა ცალი ხელით მაგიდაზე დაგდებულ გადაწვდა, ისე, რომ მეორეთი „საქმიანობა“ არ შეუწყვეტია.
_მაპატიე..._უხმოდ უთხრა, სანამ უპასუხებდა._მშვენიერო, ხომ კარგად ხარ?
_კი...მე...სანდრო უკვე სახლშია, თუ იცი?_ნატალის აღელვებული ხმა ჰქონდა.
_არ ვიცი, რა ხდება?
_მგონი დღეს გავაბრაზე და არ მპასუხობს. ერთად არ იყავით?_თითი უფრო ღრმად შეაცურა. აკანკალებული გოგონა უკვე ტუჩებს კბენდა, რათა ხმა დაეხშო.
_არა, აღარ გავჩერებულვარ იმ სულელურ წვეულებაზე._
_დაბერდი? მოიკითხე რა...
_ხომ იცი, ბევრს აღარ სვამს და ჩაეძინა ალბათ. დილით შევუვლი. არ ინერვიულო, კარ..._საუბარი თავშეუკავებელმა კვნესამ შეაწყვეტინა. ხელი მექანიკურად პირზე ააფარა-მაგრამ უკვე გვიანი იყო. უხერხულობის მიუხედავად, სიამოვნებისგან პიკამდე მისული გოგონას შეხედვაზე ღიმილი ვერ შეიკავა.
_ეს რა იყო?_ნატალის ხმა შეეცვალა.
_ტელევიზორი._დაუფიქრებლად უპასუხა.
_სად გაქვს ტელევიზორი?_ხმა უფრო მკაცრი გახდა._შენ?.. ღმერთო... რას აკ...არ მჯერა, რომ ამ დროს მიპასუხე, ახლა გული ამერევა._უცებ გათიშა.
მიშომ ტელეფონი გადააგდო, ხელი პირიდან მოაშორა და რამდენიმე წამით უბრალოდ მიაშტერდნენ ერთმანეთს, სანამ სიცილი აუტყდებოდათ.
_ეს რა იყო?
_ბოდიში, ნატალი... ფაქტობრივად ოჯახის წევრია.
_მგონი ახლახანს ოჯახის წევრს სამუდამო ტრავმა დაუტოვე.
_ვერ გადავურჩები, მაგრამ ღირდა...სად ვიყავით?
_სანამ ლამის გამგუდავდი თუ შემდეგ?
_უკმაყოფილო არ ჩანდი._ბიბილოზე მსუბუქად უკბინა და მასთან ერთად წამოდგა._საძინებელში გადავინაცვლოთ, თორემ ამ დივანთან უკვე ცუდი ასოციაციები მაქვს...
საწოლზე ერთად დაეცნენ და ამჯერად არანაირი აჩქარება არ იგრძნობოდა - ნელა, საფუძვლიანად შეისწავლიდნენ ერთმანეთის რეაქციებს.
_დარწმუნებული ხარ?_ცოტა ხნის შემდეგ ზურმუხტისფერებს მზერა გაუსწორა და უსიტყვო თანხმობის მიღებისთანავე საწოლთან მდგარი ტუმბოს უჯრიდან პაკეტი აიღო._გინდა დამეხმარო?
წითური შეკვრას წამით დააკვირდა და გამოართვა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ კბილებით გახსნა კიდეც და ისე დააშტერდა, თითქოს არ იცოდა, ახლა რა უნდა ექნა.
_კარგად ხარ?
_ჰო, უბრალოდ..._მშვიდი ხმით საუბრობდა, მაგრამ თითები აშკარად უთრთოდა. მელიქიშვილი უყურებდა და მის წვალებას და იგრძნო, როგორ ჩაანაცვლა მისი სურვილი ნერვიულობამ.
_ისე იქცევი, თითქოს პირველად აკეთებდე._ხუმრობის მიზანი დაძაბულობის განმუხტვა იყო, მაგრამ გოგონას სხეული უფრო დაიჭიმა და თვალი აარიდა.
მიშოს მუცელი შეეკუმშა.
_იმედია, „პირველში“ One-night-Stand-ს გულისხმობ, და არა._ფრთხილად იკითხა, უკანასკნელ ხავსს ჩაჭიდებულმა, მაგრამ სიჩუმე უარყოფითი პასუხი იყო. _ოჰ!_დაბნეულმა სხვა ვერაფრის თქმა მოახერხა.
_ასე ნუ მიყურებ!_როგორც იქნა, თვალები გაუსწორა და სახეზე გაბრაზება და დამცირება ერთდროულად გამოესახა.
_როგორ?_არადა კარგად იცოდა, რას გულისხმობდა, მაგრამ გაოცებას ვერ ნიღბავდა.
_ისე, თითქოს გითხარი, არასრულწლოვანი ვარ-მეთქი.
_ღმერთო, იმედია, არ ხარ.
_ძალიან სასაცილოა._გოგონამ ხელი უჯიკა და საწოლზე წამოჯდა._დამშვიდდი, თუ გინდა აიდის გაჩვენებ.
_მგონი ძალიან გაგაბრაზე.
_როგორი მიხვედრილი ხარ._თითები მკერდზე გადაიჯვარედინა._ბოდიში რომ შენი სტანდარტებისთვის საკმარისად გამოცდილი არ აღმოვჩნდი. შემდეგში პირადობასთან ერთად „ქალიშვილობის მოწმობაც“ უნდა მოითხოვო, დაკარგვის თარიღის მითითებით.
_რა შუაშია აქ სტანდარტები?
_აბა რატომ გაჩერდი? ზრდასრული ვარ, ფხიზელი და ჩემს სხეულზე გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ.
_ვიცი, მაგრამ პირველი გამოცდილება...ძალიან მნიშვნელოვანია_ცდილობდა, სიტყვები სწორად შეერჩია, კიდევ უფრო რომ არ განერისხებინა._უკეთესი ადამიანი უნდა შეარჩიო.
_რატომ? იქნებ საერთოდ არ მინდა, ვინმე განსაკუთრებულთან მქონდეს ურთიერთობა ვარდის ფურცლებისა და სანთლების ფონზე? საერთოდ არ მინდა, რამეს რომ ნიშნავდეს.
_მაგრამ ნიშნავს. და ისეთ ადამიანთან უნდა გქონდეს, ვინც სულ მცირე, შენი სახელი იცის.
_ელენე._დემონსტრაციულად თქვა და წამოდგა._სასიამოვნო იყო...
_მიშო.
_მიხეილ, ზრუნვისთვის დიდი მადლობა._ბრაზით გავარდა მისაღებისკენ და კაბის ძებნა დაიწყო.
_არ მჯერა, რომ ამის გამო მიბრაზდები._მელიქიშვილიც მიჰყვა და სწრაფად ჩაიცვა.
_ჩემზე კი არა, საკუთარ თავზე ზრუნავ. ნუ გეშინია, გრძნობები არ გამიჩნდება.
_უსამართლო დასკვნები გამოგაქვს.
_უსამართლო შენი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩემს ნაცვლად მიიღე. _კართან დაყრილი ფეხსაცმელებიც იპოვა._შეცდომა იყო, დაივიწყე.
_ძალიან მარტივია._მწარედ ჩაიცინა და გასაღები აიღო.
_რატომ, შენთვის ხომ არ იყო პირველი გამოცდილება? ალბათ მეასე ქალი ვიქნებოდი, რომელთანაც მშვენიერ საღამოს გაატარებდი და აღარასოდეს გაიხსენებდი. ჩემი აღიარება რომ არა, სინდისი არც შეგაწუხებდა. თავისუფალი ქალები ხომ არ არიან ყურადღების ღირსნი._არ წყვეტდა მამაკაცის გამოწვევას.
_ჰეი, ჰეი._მოთმინებაამოწურულმა სახე ხელებით დაუჭირა და აიძულა, თვალი გაესწორებინა._მითხარი, აქ ყოფნის განმავლობაში რაიმეთი გაგრძნობინე, რომ პატივს არ გცემდი და უმნიშვნელოდ გთვლიდი?
_მაგრამ..._უნდოდა, მოეტყუებინა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.
_ვერ წარმოიდგენ._შუბლი მისას მიაყრდნო._რა ფასად მიჯდება ახლა თავის შეკავება. მაგრამ არ მინდა, დილით სინანულის გრძნობით გაგღვიძებოდა იმპულსური გადაწყვეტილების გამო. შეგიძლია, ამის გამო შემიძულო.
_წავედი, სანამ ფრთები გამოგესხმება!_გულაჩქრებული სწრაფად მოშორდა და ეცადა, ინდიფერენტული გამომეტყველება მიეღო.
_არც იფიქრო, რომ ამ დროს მარტო გაგიშვებ._თავისი პიჯაკი მოაცვა და, პროტესტის მიუხედავად, ბინა მასთან ერთად დატოვა...
***

მგონი თვეებია ვწერ ამ მოთხრობას, მაგრამ დასრულება ვერ მოვახერხე და და გამოქვეყნებით ჩემს მუზას ვაიძულებ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოს! :D კვირაში ალბათ ერთი ან ორი თავის დადებას შევძლებ, ამიტომ ვისაც ლოდინი არ გიყვართ, ჯობია ბოლოს წაიკითხოთ.
შეფასებები გამიხარდება, ცხადია. <3



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან საინტერესო ჩანს ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ხათუნა

მინდა ისეთივე უცხო და საინტერესო იყოს, როგორც თქვენი " კომენტარის გარეშე" ...
პროფესიონალის ნაწერია, თითქმის უშეცდომო. ეს კი პატივისცემას ბადებს ავტორისადმი.
ველი შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი OKI ME

დასაწყისი მომეწონა ძალიან. relaxed ასე განაგრძე, ოღონდ არ მიატოვო და დაასრულე ეს ისტორია. relaxed სამწუხაროდ თქვენს სხვა ისტორიებს არ ვიცნობ და აუცილებლად წავიკითხავ relaxed მაინტერესებს გაგრძელება როგორი იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები. blush წარმატებები blush

 


№4 სტუმარი ნათელა .ნოზაძე

საინტერესო წასაკითხია არ მიყვარს ლოდინი მაგრამ სხვა რა ძალაა

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან,ძალიან მომეწონა.მალე ველოდები შემდეგ თავს.ასეთი გამართული და აზრიანი ნაწერი არცთუ ხშირად მხვდება უკვე.ასე რომ გელით ავტორო♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent