შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეპუტაციის თამაში 3


5-12-2025, 01:01
ავტორი Daisyd
ნანახია 793

_ას დოლარს ვდებ, რომ მაისურაძე პირველივე საათში მოგადგება ბათუმის პროექტზე სალაპარაკოდ._ჩაიცინა სანდრომ და მიმტანს ორი ჭიქა გამოართვა.
_სანაძლეო არ მჭირდება, უკვე კვირებია დამდევს._შამპანური მოსვა და საყელო, რომელიც ზედმეტად უჭერდა, ოდნავ შეიხსნა._ჩვენზე უკეთეს განაცხადს მაინც ვერ შეიტანს და თუ მაინც უნდა, შეუძლია, გართობის ნაცვლად მთელი საღამო ჩაიშხამოს - მისი პრობლემაა.
_ასე ამბობ, მაგრამ ხომ ვიცი, მთელს საღამოს მის თავიდან არიდებას ეცდები.
_ამას სტრატეგიული პოზიციონირება ჰქვია, დროის დაკარგვა არ მინდა. _ბოროტულად ჩაეცინა.
_ამას დამალვა ჰქვია.
_სტრატეგიულად.
_კარგი, ჰო._სანდრომ გადაიხარხარა და დარბაზს თვალი მოავლო._და ვის გვერდით უნდა ვპოზიციონირდეთ? აზერბაიჯანის დელეგაცია ბართანაა, ბაბუნაშვილის კლანი ფანჯრებთან იკრიბება, უმცროსი ბერიძეც აქ ყოფილა... ნუ მიაშტერდები._არ გამოპარვია ბიძაშვილის მზერა, რომელიც გვარის გაგონებისთანავე მისას მიჰყვა.
_უბრალოდ გავხედე._წამით შეავლო თვალი გოგონას, რომელიც, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული მცდელობის გარეშე გამოირჩეოდა ყველასგან და მაშინვე შემობრუნდა.
_ჰო, რა თქმა უნდა. შეგიძლია უბრალოდ მიხვიდე და აუხსნა, რატომ აიგნორებ მისი კომპანიის შეთავაზებებს და აღიარო, რომ შეცდომას უშვებდი.
_არ ვაიგნორებ, ვაფასებ.
_ორი თვეა?
_ჰო, ასეთი დაკვირვებული ვარ.
_მესმის, ამირანის ქალიშვილთან მუშაობა პრობლემების ძებნას ჰგავს, მაგრამ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მსმენია, მართლა კარგია თავის საქმეში.
_არ მგონია, რომ დამატებითი გუნდი გვჭირდება პიარისთვის, ისედაც ვართმევთ თავს.
_კი, მაგრამ მეტი ხილვადობა არ გვავნებს. აქ შეკრებილების ნახევარი ჯერ კდევ იმ კომპანიად გვთვლის, რომელიც „მელიქიშვილის შვილმა დააარსა“. თუ ქართულ წრეებს გვინდა გავცდეთ, სამუდამოდ უხილავები ვერ დავრჩებით.
_დავფიქრდები._ავტომატურად უპასუხა. იცოდა, რომ არ ცდებოდა და ამ საუბრის სხვადასხვა ვერსია აქამდეც მოესმინა.
_აპრილიდან ფიქრობ ამაზე. ივნისია._შამპანური დალია და ჭიქა გვერდზე გადადო._წამოდი, მივესალმოთ მაინც. შეგიძლია პირადად შეაფასო და არა - ოთახის მეორე მხრიდან.
_სანდრო..._გაპროტესტება სცადა, მაგრამ მისი ბიძაშვილი უკვე ელენესკენ მიდიოდა და აშკარად ორივეს ნაცვლად იღებდა გადაწყვეტილებას. თავადაც მიჰყვა და მოულოდნელად თავი სრულიად მოუმზადებლად იგრძნო, რასაც ბიზნეს-სტრატეგიასთან არანაირი საერთო არ ჰქონდა.
სწორედ იმ დროს მიუახლოვდნენ, როცა გოგონა დავით ლომიძის ნათქვამზე იცინოდა.
_დავით!_სანდრო თბილად მიესალმა._მიხარია შენი ნახვა, როგორ მიდის რუსთავის პროექტი?
სანამ ლომიძე ნებართვებისა და კონტრაქტორების პრობლემებზე საუბარს დაიწყებდა, ელენეს მიუბრუნდა.
_როგორ ხარ? ესე იგი, ოფიციალურად დაბრუნდი.
_როგორც ჩანს. შენც „ტერა გრუფში“ ხარ, ხომ ასეა? ბევრგან მხვდება თქვენი პროექტები.
_ვცდილობთ, ვიხმაუროთ..._მიშოს უკვე იცნობ, ხომ? ჩვენი აღმასრულებელი დირექტორია._ანიშნა მამაკაცზე, რომელიც იმ წამს ლომიძეს ართმევდა ხელს.
_კი, ვიცნობთ ერთმანეთს._თვალები აუციმციმდა._უფრო სწორად, მე ვიცნობ მის კომპანიას, ის კი კარგად იცნობს იმეილების „წაშლის“ ღილაკს.
_წაშლას არ დავარქმევდი..._თავის მართლება დაიწყო მელიქიშვილმა.
_ორი თვის განმავლობაში სამი შეთავაზება გამოგიგზავნეთ._თითებზე დაითვალა._უკვე ვფიქრობ, რომ გსიამოვნებთ „hard to get“ თამაში.
დავითი, რომელმაც აშკარად იგრძნო დაძაბულობა, კოლეგის შემჩნევის საბაბით, დიპლომატიურად გაუჩინარდა და სამეული მარტო დატოვა.
_მიმოწერებს ძირითადად ჩემი ასისტენტი ამუშავებს. დარწმუნებული ვარ, თავაზიან პასუხებს გამოაგზავნიდა.
_ოჰ, ნამდვილად ასე იყო._ელენემ ღვინო მოსვა, აშკარად ერთობოდა. _კლასიკური „გმადლობთ დაინტერესებისთვის, საჭიროების შემთხვევაში გავითვალისწინებთ.“ თუმცა, პროფესიონალიზმს ვაფასებ.
_ზოგადად ყველა გადაწყვეტილებას რთულად იღებს, პერსონალურად ნუ მიიღებ._სანდრო მთელი ძალით ცდილობდა სიცილის შეკავებას.
_დასაფასებელია, თუმცა უნდა ვაღიარო, ორი თვე ნამდვილად ზედმეტია. დამკვეთების უმრავლესობა, როგორც წესი, ერთ ან ორ კვირაში წყვეტს, დაინტერესებულია თუ არა.
_დამკვეთების უმეტესობას ალბათ მამაშენი არ ემუქრებოდა კომპანიის წართმევით._განზრახულზე მძიმედ წარმოთქვა, ვიდრე თავს შეიკავებდა.
სანდრო ოდნავ შეკრთა, გოგონამ კი თავი დაუქნია და მისი გამომეტყველება უფრო სერიოზული გახდა.
_სამართლიანი შენიშვნაა და მისაღებიც. ანუ ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც თავს არიდებდი? მე კი ვფიქრობდი, ცუდი რეპუტაცია მაქვს-მეთქი.
_მაპატიე, უხეშად გამომივიდა... ამირანისა და ჩემს კომპანიას ცოტა ჩახლართული ისტორია აქვთ.
_სწორი შენიშვნაა - ამირანის კომპანიას და არა ჩემსას. ერთადერთი, რაც გვაერთიანებს, გვარია და დამიჯერე, თავადაც არ ვარ დიდად აღფრთოვანებული ამ ასოციაციით.
_ოჯახური ბიზნესი ნამდვილად რთული თემაა._სიტუაციის განმუხტვა სცადა სანდრომ.
_ასეა._ბერიძის გამომეტყველება ოდნავ შერბილდა._მაგრამ მამაჩემმა არ იცის, რომ თქვენს კომპანიასთან თანამშრომლობა მინდა. ნამდვილად არ დამეთანხმებოდა და ალბათ, ძალიანაც გაბრაზდებოდა, რაც, საიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაწუხებს, პირიქით.
ამან მიშოს ყურადღება მიიქცია.
_მამაშენის გასაბრაზებლად გინდა ჩვენთან მუშაობა?
_თქვენთან მუშაობა მინდა, რადგან კომპანიას საინტერესოდ ვთვლი და ვფიქრობ, იდეალური დრო გაქვთ სტრატეგიული PR ინტერვენციისთვის, რაც ჩემს ფირმასაც დაეხმარება განვითარებაში._შეასწორა._ის ფაქტი, რომ ამან შეიძლება ამირანი გააღიაზიანოს, უბრალოდ სასიამოვნო ბონუსია.
_მომწონს ეს გოგო._სანდროს გაეცინა._მხოლოდ მისი პირდაპირობისთვისაც უნდა დავიქირავოთ.
_ხედავ? შენს ვიცე პრეზიდენტს ესმის, ჭკვიანია.
_სწორად აღნიშნე, რომ ვიცე-პეზიდენტია და არა აღმასრულებელი დირექტორი._მიშო ცდილობდა დაეფარა, როგორ აღიზიანებდა მათი ალიანსი._მისმინე, ვაფასებ შენს მონდომებას, მაგრამ ამჟამად დამატებითი მხარდაჭერის გარეშეც კარგად ართ. ამ კვარტალში სამი მსხვილი კონრაქტი დავდეთ ტრადიციული ქსელური კავშირებისა და რეპუტაციის წყალობით.
_იმ ადამიანებთან, ვინც უკვე გიცნობდათ. ძველი კავშირები ნამდვილად კარგი საფუძველია, მაგრამ რა მოხდება, როცა წრის გაფართოება და საერთაშორისო ბაზრის ათვისება მოგინდებათ და უკვე აღიარებულ ბრენდებთან მოგიწევთ კონკურენცია?
_კონკურენციას ჩვენი სამუშაოს ხარისხით გავუწევთ.
_რომლის შესახებაც არავის ეცოდინება, რადგანაც თქვენი საჯარო ხილვადობა პრაქტიკულად ნულის ტოლია._უკან არ იხევდა. ეტყობოდა, რომ კომპანია კარგად ჰქონდა შესწავლილი._სოციალური მედიის სტრატეგია არ გაქვთ, თქვენი ვებსაიტი ისე გამოიყურება, თითქოს 2015 წელსაა გაკეთებული და...
_და გგონია, რომ ამაში დახმარება შეგიძლია?
_არ მგონია, ვიცი...მაგრამ მოდი, ორივეს დროს დავზოგავ. ეს ჩემი ბოლო მცდელობაა. თუ გადაწყვეტ, რომ მამაჩემის აღარ გეშინია, შენს ასისტენტს ჩემი ნომერი ექნება.
_უკვე გითხარი, რომ არავისი მეშინია._წარმოთქმისთანავე გაიაზრა, რამდენად თავდაცვითი ტონი ჰქონდათ მის სიტყვებს.
_რაკი ასე ამბობ._კვლავ გაიღიმა და ცარიელი ჭიქა გამვლევ მიმტანს გადასცა. _მოკლედ, სასიამოვნო იყო, ახლა ალბათ რეალური ნეთვორქინგით უნდა დავკავდე, საკმარისი დრო დავკარგე ერთი ჯიუტი CEO-ს დარწმუნებაში. სანდრო, გამიხარდა._თავდაჯერებული ნაბიჯებით გადაინაცვლა ოთაიხის მეორე მხარეს.
_ვაუ._თქვა სანდრომ ცოტა ხნის შემდეგ._საინტერესო იყო.
_შეუპოვარია, ვუფასებ.
_ბრწყინვალეა, მაგრამ მაგაზე მერე... ამ ხუთწუთიან საუბარში მასთან იმაზე მეტი ქიმია გქონდა, ვიდრე ოდესმე მინახავს._გამომცდელი თვალებით უყურებდა და ღიმილის შეკავებას ცდილობდა._თან აშკარად ფლირტაობდით.
_საიდან მოიტანე? საქმეზე ვსაუბრობდით.
_მე კი მეგონა, ჩოგბურთის მატჩს ვუყურებდი, უფრო მეტი სექ*უალური დაძაბულობით. ლამის მარტო დაგტოვეთ, მაგრამ ასე კიდევ სად გავერთობოდი?
_ამიერიდან მარტო ვივლი შეხვედრებზე.
_პირიქით, მეტი ადამიანი უნდა გამაცნო, შესანიშნავი შემფასებელი ვარ. მესმის ყოყმანი, მაგრამ რამდენიმე საფუძვლიანი შენიშვნა გამოთქვა ჩვენს კომპანიაზე, უკეთესი ხილვადობა აშკარად გვჭირდება და ამ საუბრიდან გამომდინარე, ესმის რაზეც საუბრობს. გარდა ამისა - და ამას სიყვარულით ვამბობ - შენი საერთოდ არ ეშინია, რაც ალბათ კარგია.
_ამით რისი თქმა გინდა?
_რისი და - ყველა ფრთხილად გესაუბრება და შორიდან გივლის შენი გვარის და თანამდებობის გამო. ამ გოგომ კი პირში გიწოდა მშიშარა და მშვიდად წავიდა._გაეცინა._ასეთი რამ ბოლოს როდის გითხრა ვინმემ?
_არასდროს, რადგან არ შემშინებია...
_შეშინებული ხარ, მაგრამ იმის გამო არა, რასაც ის ფიქრობს._მხარზე მსუბუქად დაარტყა._არა უშავს, ზოგჯერ ის, რაც გვაშინებს, ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება. უბრალოდ... დაურეკე, კარგი? ამჯერად ნამდვილად დაურეკე, კიდევ სამ თვეს ნუ დახარჯავ.
_მალე დავურეკავ.
_მიშო...
_კარგი, ჰო. ამ კვირაში შევეხმიანები.
_შენთვისვე აჯობებს, რადგან ნეთვორქინგს აგრძელებს და იმის გათვალისწინებით, როგორ უყურებს მაისურაძე ახლა, ერთადერთი არ ხარ, ვინც შენიშნა, რამდენად კარგია.
მელიქიშვილის მზერამ თითქმის უნებურად ოთახის მეორე მხარეს ელენე იპოვა. ახლა ის გიორგი მაისურაძეს ელაპარაკებოდა და მის ნათქვამზე იცინოდა. მკერდში უსიამოვნო შეგრძნებამ გაჰკრა.
_შეუძლია, იმას ესაუბროს, ვისაც უნდა._ეცადა, გულგრილად ეთქვა.
_შეუძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ბედნიერი უნდა იყო...და აშკარად არ ხარ. _უმცროსი მელიქიშვილი ძალიან ერთობოდა შექმნილი სიტუაციით.
_უბრალოდ სტრატეგიულად ვფიქრობ. თუ მართლა ისეთი კარგია, როგორც ამტკიცებს, კონკურენტების მიერ მისი დაქირავება პრობლემური იქნება.
_კარგი, მხოლოდ სტრატეგია, ეჭვიანობა არაფერ შუაშია.
_უკვე ტვინი მოტ*ანი._შამპანური ბოლომდე გადაკრა.
მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდა, აღარ გაეხედა გოგონასკენ, რომელიც მარტივად ახერხებდა მისი კონკურენტების მოხიბვლას.
ძირითადად, წარუმატებლად...
***
_ეს უნდა ნახო. ახლავე._სანდრო ორშაბათს, დილის 9:45 საათზე შეიჭრა მის კაბინეტში, , აშკარად პირდაპირ ავტოსადგომიდან მოსულიყო.
_შენც დილა მშვიდობისა, კარგად დავისვენე, მადლობა.
_რა დროს მოკითხვაა, ვიცი, რომ კვიპროსი ცუდი არ იქნებოდა. დავითმა ანალიტიკა გამოგიგზავნა, გადახედე? ჩვენი ვებსაიტის ტრაფიკი გასულ თვესთან შედარებით 58 პროცენტით გაიზარდა.
_ჰო? ახლახანს მოვედი._მეილი გახსნა და ციფრებს დააკვირდა._ეს...
_სიგიჟეა? წარმოუდგენელია? ზუსტად ისაა, რაც გვჭირდებოდა? ამ კვირაში 33 ახალი ზარი მივიღეთ 33, მიშო. ჩვეულებრივ, 10-15 გვაქვს ხოლმე.
_33?_გაიმეორა და შედეგების გააზრებას ეცადა.
_„თელიანის“ გარიგებაც გამოვა წესით, შენს დაბრუნებას ელოდებოდნენ. ცოტა ხნის წინ წარმოიდგენდი, რომ ჩვენს კონტენტს სხვადასხვა პლატფორმაზე ამდენი ადამიანი განიხილავდა? და ვისი დამსახურებაა?
_ელენე...მართლა კარგია._გულწრფელი ღიმილით აღიარა. კონტრაქტი 7 კვირის წინ დადეს, მას შემდეგ ბერიძის გუნდი ინტენსიურად მუშაობდა - განახლებული ვებსაიტი, სოციალური მედიის გააქტიურება, ვიდეო კამპანია მათ პროექტებზე, რომელმაც ძალინ მალე მოიპოვა პოპულარობა.
_კარგი კი არა, სასწაულია. თან გიჟური გრაფიკით მუშაობს - შაბათ-კვირასაც კი აგზავნის ხოლმე მეილებს და პირადადაა ჩართული ყველა ასპექტში.
_გეყოფა, მაგაში ვუხდით ფულს.
_ჰო, მაგრამ იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე დაგვპირდა. მადლობა უნდა გადაუხადო. პირადად და არა მხოლოდ პროექტის მენეჯერის მეშვეობით გაგზავნილი მეილით.
_რა საჭიროა._მიშო შეყოყმანდა._ხომ გვაქვს პროფესიონალური კომუნიკაციის სტრუქტურა.
_რომელიც მას შემდეგ მოიგონე, რაც მასთან ორი საათის განმავლობაში სადილობდი, რაც ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა._სანდრო ღიმილის შეკავებას ცდილობდა._რა მოხდა, რატომ ემალები?
_ნუ ართულებ, უბრალოდ საზღვრებს ვიცავ.
_თავს არიდებ, ისევ და ეს საქციელი შენსას საერთოდ არ ჰგავს. შუა ხნის კრიზისი დაგეწყო ნაადრევად თუ რა ხდება? _ბიძაშვილის გამომეტყველებამ მიახვედრა რომ შარში იყო და ტონი დაასერიოზულა._მისმინე, არ ვიცი, ვინმესთან დაახლოების გეშინია, მისი გვარის გამო გაღელვებს, თუ სინამდვილეში მოგწონს და ეს გაშინებს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, განსაკუთრებული სამუშაო გაწია და იმსახურებს მადლობას, დაფიქრდი.
სანდროს წასვლის შემდეგ ტელეფონს დიდხანს უყურებდა და ცდილობდა გაეგო, რატომ ეჩვენებოდა ელენესთან დარეკვის იდეა ასე რთულად. ის მართალი იყო - თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაამკვიდრა მკაცრი კომუნიკაციების პროტოკოლები - ყველაფერი სანდროსა და პროექტის მენეჯერების მეშვეობით ხდებოდა, ყველაფერი ისე დააორგანიზა, რომ მასთან უშუალო ურთიერთობა არ დასჭირვებოდა.
იმიტომ, რომ ლანჩი... დაძაბული იყო. არა ცუდი გაგებით. უბრალოდ აშკარა გახდა, რამდენად ადვილი იყო მასთან საუბარი, რამდენად სიამოვნებდა მათი ვერბალური კამათი, როგორ გავიდა ორი საათი, ისე, თითქოს სულ ოცი წუთი იყო.
და ამან იმაზე მეტად შეაშინა, ვიდრე სურდა ეღიარებინა.
მაგრამ ახლა თავის არიდება უკვე აშკარა სიმხდალე იყო, ამიტომ დაუფიქრებლად აკრიბა მისი ნომერი.
_გისმენთ._სამი ზარის შემდეგ უპასუხა. როგორც ყოველთვის, ენერგიული ხმა ჰქონდა.
_ელენე, მიშო ვარ...მელიქიშვილი._პაუზა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა._ცუდ დროს ხომ არ დაგირეკე?
_მიხეილ._გოგონა გულწრფელად გაკვირვებული ჩანდა._არა, უბრალოდ... მოულოდნელი იყო. კამპანიასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემაა?
_პრობლემა არ არის. სინამდვილეში, პირიქით._თავი აიძულა, მოდუნებულიყო._სანდრომ უახლესი ანალიტიკური მონაცემები მაჩვენა._მინდოდა პირადად დამერეკა და მადლობა მეთქვა.
_ოჰ, კარგი, მადლობა._კმაყოფილი ხმით თქვა._თქვენს კომპანიასთან მუშაობა ნამდვილად კარგი იყო. ორივე მხრიდან კარგი გუნდი გვყავდა. სანდრო წარმოუდგენლად გვეხმარებოდა - სწრაფი რეაგირება, კარგი ინსტინქტები, შემოქმედებითი რისკებისადმი მზადყოფნა..._კიდევ ერთი პაუზა გააკეთა._თუმცა უნდა ვაღიარო, გამიკვირდა, რომ დარეკე. _მის ტონში არანაირი ბრალდება არ იყო, მხოლოდ ცნობისმოყვარეობა.
_მეილი არასაკმარისად მეჩვენა.
_მიხარია, მართლა...შეიძლება რაღაც გკითხო?
_კითხვას გააჩნია.
_ჩვენს... ლანჩზე. რაიმე არასწორად გავაკეთე? ისეთი რამე ვთქვი, რამაც დისკომფორტი შეგიქმნა?
_არა, არაფერი._მიშო პირდაპირობამ გააოცა.
_აბა რა მოხდა?_გულწრფელად, ყოველგვარი განსჯის გარეშე ეკითხებოდა._მეგონა, კარგად ვსაუბრობდით და შევთანხმდით კიდეც, მაგრამ მაშინვე დაადგინე პროტოკოლები კონტაქტის მინიმიზაციისთვის. უბრალოდ ვცდილობ გავიგო, რა შეიცვალა, ცოტა დავკომპლექსდი... მე ხომ საქართველოში დიდი ხანია არ მიცხოვრია და იქნებ, რაიმე ისეთი ვთქვი დაუფიქრებლად, რაც აქ მიუღებელია.
შეეძლო მოეტყუებინა და რაღაც ეთქვა ორგანიზაციული ეფექტურობის ან პროფესიული საზღვრების შესახებ, მაგრამ გოგონას გულწრფელობა საპასუხო რეაქციას იმსახურებდა.
_არაფერი ასეთი..._ფრთხილად თქვა._სადილი კარგი იყო, ძალიან კარგი. ეს არის პრობლემა. შევთანხმდით, რომ გაცნობის საღამოს ორივენი დავივიწყებდით და მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა ვექნებოდა, მაგრამ მგონია, რომ რთული იქნება... რადგან მართლა მომეწონა შენთან საუბარი.
ელენეს სიჩუმე იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ იფიქრა, ზედმეტი მომივიდაო.
_ანუ თავს იმიტომ მარიდებ, რომ ჩემთან საუბარი მოგეწონა?_ღიმილით თქვა ბოლოს და ბოლოს._ღმერთო, ასეთ რამეს მარტო შენ თუ მეტყოდი.
_დამცინი?
_ცოტათი ჰო, სასაცილოდ იქცევი. _სიყვარულით თქვა._შეგვიძლია პროფესიონალები ვიყოთ, რომლებსაც ერთად მუშაობა სიამოვნებთ, ერთმანეთს არ გამორიცხავს.
_ჩემი გამოცდილებით, როგორც წესი, ასე ხდება.
_როგორც ჩანს, შეზღუდული გამოცდილება გაქვს. მისმინე, არ გთავაზობ, რომ საუკეთესო მეგობრები გავხდეთ ან რამე მსგავსი, მაგრამ პირდაპირი კომუნიკაციის არიდება დროის ფუჭად ფლანგვად მეჩვენება, როდესაც კარგად ვმუშაობთ ერთად. კამპანია ალბათ კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა, შუამავლების სამი დონის გავლის გარეშე რომ ვგეგმავდეთ.
_მართალი ხარ._აღიარა. იმდენად ორიენტირებული იყო დისტანციის შენარჩუნებაზე, ალბათ ორივეს საქმეს აფუჭებდა. _უფრო ვართულებ ყველაფერს, ვდრე საჭიროა.
_ოვერსინქინგი აშკარად შენი სტილია. ანუ, შევთანხმდით?
_ანუ, კიდევ ერთხელ დამარწმუნე.
_ეს კი ჩემი სტილია. რამდენიმე იდეა მაქვს მეორე ფაზასთან დაკავშირებით და ბარემ გეტყოდი._ფურცლების შრიალი გაიგონა._დრო თუ გაქვს, თიმსში დაგირეკავ. თუ შენს 12 ასისტენტს გავესაუბრო შეხვედრის ჩასანიშნად?
_ჩავხედავ კალენდარს...კარგი ჰო, გირეკავ._გულწრფელად გაეცინა და ასეც მოიქცა.
გოგონამ მოკლედ აუხსნა საერთაშორისო ბაზარზე გაფართოების ხედვა, სტატისტიკასა და სტრატეგიებს ისეთი ენთუზიაზმით უზიარებდა, რომ ცხადი იყო, ეს მისთვის მხოლოდ სამუშაოს არ წარმოადგენდა - ის იყო, რისი კეთებაც უყვარდა.
__...ეს ყველაფერი იმ პირობით, თუ ახლო აღმოსავლეთის ბაზრებით ხარ დაინტერესებული._უთხრა დასასრულს._თუ რეგიონში დარჩენა გინდათ, სტრატეგიას შევცვლით.
_არა, საერთაშორისო გაფართოება ნამდვილადაა მიზანი. სრულ გეგმას გამომიგზავნი?
_შენ წაიკითხავ თუ სანდროს გავუზიარო?
_წავიკითხავ, გპირდები._ღიმილის შეკავება აღარ შეეძლო.
_ვაუ, ვინ ხარ და რა გაუკეთე მიხეილ მელიქიშვილს?
_ვვითარდები.
_მომწონს, განაგრძე. დაგემშვიდობები, ალბათ ბევრი საქმე გაქვს.
_დროებით, ელენე._კამერა გამორთო და სამუშაოზე კონცენტრირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. კურსორს უაზროდ დაატარებდა ეკრანებზე, სანამ ელ-ფოსტა არ მიიღო.
From: Elene Beridze
Subject: ფაზა 2, საერთაშორისო გაფართოების სტრატეგია
გიგზავნი ჩვენს მიერ განხილული სტრატეგიის სრულ ვერსიას.
გაფრთხილება - ყოვლისმომცველია (45 გვერდი). თუმცა რადგან ვიცი, რომ ამჯერად მართლა წაიკითხავ, დეტალებისგან თავი აღარ შევიკავე.
ასევე, მადლობა ზარისთვის. შემდეგს ექვსი კვირის მერე ველოდო?
- E
დანართის კითხვა დაიწყო. მართალი იყო - ნამდვილად დეტალური ანალიზი ჰქონდა გაზიარებული, კონკრეტული სტრატეგიებით კონკრეტული ქვეყნებისთვის, სავარაუდო ვადებითა და ხარჯებით, რისკების შეფასებით. აშკარა იყო, ამაზე დიდი დრო დაეხარჯა.
როცა კითხვა დაასრულა, ექვსს გადამცდარიყო და ორი სრული გვერდი გაევსო კომენტარებითა და იდეებით.
საპასუხო მეილის აკრეფა დაიწყო, მაგრამ გაჩერდა და ტელეფონი ამოიღო:
„სრულად წავიკითხე, საინტერესო იყო, მაგრამ კითხვები მაქვს. გინდა ხვალ ყავაზე განვიხილოთ?“
პასუხს დიდხანს არ დაუგვიანია.
„კიდევ ერთხელ გამაოცე. ყავა აუცილებელია, დილით 10-ზე შევხვდეთ? ლოკაცია გამიზიარე.“
„სიურპრიზებით ვარ სავსე. ხვალამდე.“ _ტელეფონი გადადო და წამით დაფიქრდა, რას აკეთებდა.
კვირების განმავლობაში ცდილობდა დისტანციის შენარჩუნებას, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე საათში დაურეკა, მთელი დღე მისი გეგმის კითხვაში გაატარა და პირისპირ შეხვედრაც ჩაუნიშნა.
სანდრო მართალი იყო - კედლები იმიტომ ააშენა, რომ შუალედური პოზიციის შენარჩუნება საშინლად გამოსდიოდა - ან სრულად უნდა აერიდებინა თავი, ან... რაც არ უნდა ყოფილიყო ეს.
_რა ხდება, ბოლოს და ბოლოს, დაგეგმე მისი ნახვა? ვამაყობ შენით!_დაბარებულივით მის კაბინეტში გაჩნდა, როგორც კი მეორე დღის შეხვედრების გაუქმების შესახებ მიიწერა.
_საიდან მიხვდი?
_შესანიშნავი ინტუიცია მაქვს. ასევე, მთელი დღეა ვუყურებ, როგორ უღიმი ტელეფონს და ეკრანს.
_არა, ეს მინები უნდა დავბურო.
_ვიცი, რომ გიყვარვარ.
_ვგიჟდები!_კომპიუტერი გამორთო და ქურთუკი მოიცვა._უბრალოდ ყავაა, ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ.
_ჰო, მე ვარ ოვერსინქერი._ყველანაირად ეცადა, არ გაეცინა._რა განერვიულებს, გოგო ჭკვიანია, მაგრამ ცხადაძე უყვარდა, ბოლოს და ბოლოს, და შენ რას დაგიწუნებს?
_სანდრო!
_ნუ ვარდები... ვაღიარებ, ერთი სული მქონდა, ამ დღეში დამენახე.
_მეტის ღირსი ვარ. დავლიოთ, ჰო?
_კი, სანამ ნატალია დაბრუნდება, შენი ვარ...

***
შედარებით მოკლე თავია, მაგრამ ეს ფლეშბეკები აუცილებლად უნდა გამეზიარებინა, სანამ აწმყოს დავუბრუნდებით. შემდეგ ნაწილს მალე დავდებ და ბევრად მოცულობითი იქნება
ტრადიციულად, შეფასებები გამიხარდება.



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ვაუ, სასიამოვნოა ელენეს პროფესიონალიზმი. ძალიან ვაფასებ ახალგაზრდა ქალი ჭკვიანი და ლამაზი რომ არის ერთდროულად. მიშოსნაირ მამაკაცს სხვაგვარი ქალი ვერ მოხიბლავდა.
ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი aneta

ძალიან საინტერესო ისტორიაა, მომწონს როგორც წერთ და რაც მთავარია ჩამოყალიბებული პერსონაჟების ზრდასრულ ურთიერთობას აღწერთ. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და დასრულებას, რომ ერთიანად წავიკითხო ხელახლა ????

 


№3 სტუმარი სტუმარი Natalie

didi xania ar shemxvedria aseti saintereso siujetitt istoria shemdegg tavs velii moutmenlad warmatebebii♥️♥️

 


№4 სტუმარი ნესტან

ძალიან განსხვავებული საინტერესო და საოცარი ნაწარმოებია საოცარი წყვილი ორივე ძლიერია ქალი და მამაკაციც უყვართ ერთმანეთი რა მოხდა წარსულში ისეთი რომ ამდენ ტკივილს აყენებენ ერთმანეთს თუ მე გამომჩა რამე ველოდები ახალ თავსმადლობა წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent