სულის აჩრდილი V
-რას ნიშნავს დაკარგეთ,რა ნიშნავს არ იცით სად არის !!! სასახლეში მხოლოდ მისი ღრიალი ისმოდა. -სერ, ჩვენ დავედევნეთ,თუმცა უკვალოდ გაქრა. მისი ენერგია არ იკითხება - ხელქვეითი, შიშისგან,ჩუმადღა ლუღლუღებდა - იმდენად უმაქნისები ხართ,არც კი ვიცი ფულს რაში გიხდით. შენ..შენ.. (შემზარავი სახით საკუტარ შვილს უყურებდა და თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა)- იმ საცოდავის შვილმა როგორ უნდა გაჯობოს. არ გრცხვენია მამაშენს ასე,რომ უტეხ სახელს? -მე? მე გიტეხ სახელს?! ხმაში ირონია იკითხებოდა,შავად მოელვარე თვალები კი სრულიად უემოციო,ცარიელი იყო. -ხო ხო შენ, უუნარო იმბეცილი ხარ,რომელიც ერთ დავალებასაც ვერ ასრულებს. რა გაცინებს შენ რა გინდა ჭკუიდან შემშალო?! ხელი დასარტყმელად ასწია,როდესაც მძიმე ტორი იგრძნო საპირისპიროდ. სახე გაუშეშდა და შვილს გაოგნებულმა გახედა -არ გაბედო ცემს წინაშე ხელის აწევა,თორე აქაურობას ფერფლად ვაქცევ. ჯერ კიდევ პატივს ვცემ იმ სტატუსს რასაც ატარებ-მამაჩემისას. შენს ბინძურ საქმეებს თავად მიხედე და ჩემს გარევას ნურსად ეცდები. -რას მეუბნები. თეთრი მტრედობა მოგინდა ? შენი ძმა მოკლეს გახსოვს? სიცოცხლეს გამოასალმეს და რარაც მეუბნება,რომ ეს იმ ნაბო@#ის ჩადენილია.შენ კი ფეხზე გკიდია? - ხო და იცი რატო? შენი შვილი ნაბი**არი იყო. არაადამიანური საქციელებით დაკავებული,რასთან საერთო არ მაქვს და არც მექნება. მრცხვენია როდესაც მისამძიმრებენ,რადგან ის ამას იმსახურებდა დეივიდ. შენ ის ნაბი**რად გაზარდე ,რომელსაც სული არ ჰქონდა,არაფერი ადარდებდა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა გარდა დიდებისა. იმ საქმეებით კი ,რასაც აკეთებდა , დიდებას ვერასდროს მიაღწევდა. სიბრაზისგან უკვე ბოლთას სცემდა . მის გარშემო არსებული წყვდიადი კი შემზარავად გამოიყურებოდა. მამამისიც კი შიშით უყურებდა -კარგი ლაზი დამშვიდდი -დავმშვიდდე? ზაქარია გოგოებს აუ**ტიურებდა მამა.. ის ..ის ცხოველი იყო. ის ყველაზე შემზარავი გზით იღებდა მათ ენერგიას. ის მათ კლავდა და უსახელო სასაფლაოზე მარხავდა. შენ კი გინდა მაგ ნაბ**ვრის გამო შური ვიძიო? არასოდეს..ეს არასდროს მოხდება და ამ თემაზე აღარასდროს დამელაპარაკო. -შენ ეს საიდან გაიგე. -ანუ გულისხმობ იმას,რომ იცოდი,ხელს აფარებდი და გიკვირს მე საიდა გავიგე? ჰაჰ...ვაშლი ხისგან შორს არ ვარდებაო,თუ როგორაა ეგ ამბავი? ღვინით სავსე ჭიქა მოიყუდა და სისხლისფერი ტუჩები ხელსახოცით შეიმშრალა. მე ყველგან მაქვს თვალები დეივიდ. იქაც კი,სადაც შენ ხელი ვერ მიგიწვდება ,ამიტომ შენ და შენი ფინიები გამეშვით. -და იმ ნაბ**არზე რას იტყვი?! არც ეგაა შენი პრობლემა არა? ასე დაუშვებ ჩვენი გვარის განადგურებას? -ეს გვარი შენ გაანადგურე მამა. შენ და სხვა არავინ . ის კი , ის მხოლოდ ბავსვი იყო,რომელიც მოიძულე და გააგდე. მამამისი კი სიცოცხლეს შენვე გამოასალმე.მისი ისტორია შენს კისერზეა და არა ვინმე სხვაზე. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, რომ არა შენ და სენი განდიდების მანია. ამიტომ რაც ხდება და მოხდება სრულიად შენს სინდისზეა. დარბაზიდან აალებული გამოვიდა, თავბრუ ეხვეოდა და ღებინების შეგრძნება ჰქონდა. ტკივილს აყენებდა იმ ფაქტების გაახსენება,რაც რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა. ის მისი ძმა იყო. ძმა,რპმელიც არასდროს უნახავს. ძმა,რომელთან ურთიერთობ ის შესაძლებლობაც წაართვეს . ძმა,რომელიც ასე შორიდან,უნახავად უყვარდა .გრძნობდა მის არსებობას და დარწმუნებულიც კი იყო,რომ არ მომკვდარა. -გიპოვი დევიან და ყველაფერს ერთად გამოვასწორებთ. ძმის ფოტო ეჭირა ხელში და სადღაც უსასრულობაში იმზირებოდა. *გთხოვ გამოჩნდი, მინდა გიპოვო* ყველგან ეძებდა,დედამიწის თითოეულ წერტილში. *ხო მაგრამ ეს დევიანი არ არის. რატომ ვხედავ ამ გოგოს, ვინ ხარ*- დარბაზში მოცეკვავე ლამაზმანს ღიმილიანი სახით უყურებდა, ტკბებოდა მისი ნარნარი მოძრაობით, ნახი მიხვრა-მოხვრითა და კდემამოსილებით,სანამ ერენდერების გერბი არ შენიშნა კედელზე. -აი ეს მესმის, ჩემი ძმა მათთანაა კავშირში,ეი სწორ გზაზეა. დროა მეც გაგიცნო ლამაზო. ცეკვის გაკვეთილები დაასრულა და გასახდელისკენ გაეშურა. აზუზუნებულ ტელეფონს სწვდა და ჩანთა იქვე ,სავარძელზე დადო. - გისმენ ლინი -დაამთავრე? -კი,გამოვიცვლი და გამოვალ, შენ რაქენი, დაუბრუნდი ჩვეულ რიტმს? -კი,ახლა სტუდენტების ნაშრომებს ვასწორებ. მისმინე, იმ ღამით როდესაც ბარში ვიყავით თავს დაგვესხა სოლოვარინი. დევიანმა იქიდან გამიყვანა, მაგრამ არამგონია ეს კაცი ისე გაჩერდეს. ყურადღებით იყავი სადაც არ უნდა წახვიდე. თუნდაც სტუდიაში. ჩვენი ყელსაბამი აუცილებლად გეკეთოს კარგი? -ეგ ა*ვარი კიდე გამოჩნდა? ჩემზე ნუ იდარდებ, ამას ერთად მოვაგვარებთ. მთავარია პიტერი არ დაბრუნდეს ჯერ, ერთადერთია ვისზე სანერვიულოც არ გვაქვს და არ მინდა დაგვემატოს. ლაპარაკში გამოცვლაც მოვასწარი. ახლა გაგითიშავ სახლისკენ წავალ და შელოცვას დავადებ. მშობლები პიტერთან არიან,ამიტომ სახლზე მე და ჯონათანი ვიზრუნებთ. შენ კი თუ რაიმე მოხდება, უბრალოდ ყელსაბამი გმაოიყენე -მიყვარხარ სტასი -მეც ლინი,მეც ძალიან მიყვარხარ ტელეფონი ღიმილით დააბრუნა ჩანთაში, ყურსასმენები მოირგო და ხიმშარელის ლამაზ ქუჩას ნელ-ნელა გაუყვა. ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდა,თან მუსიკის რიტმს აყოლებდა ნაბიჯებს. თავი მოდელადაც წარმოიდგინა რამდენიმე წუთით. ხედით ტკბებოდა, იმდენად ლამაზი იყო ზურმუხტისფერი ზღვა,მოქუფრული ცის ფონზე,თვალს ვერ მოსწყვეტდით.იმ თეორიის შესახბ ხომ გსმენიათ-თუ გგონიათ,რომ ვიღაც გიყურებს ეი, არ გეჩვენებაო, მართალია-არ გეჩვენებათ. ნამდვილად ვირაც გიყურებთ,ამიტომ ფრთხილად იყავით და მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას,თუნდაც აბსურდად მოგეჩვენოთ. სწორედ ამ ფიქრებში იყო ანასტაციას. იცოდა ვიღაც აედევნა,თუმცა ვერ არჩევდა ვინ იყო.აშკარად შორს იყო "მისი თვალები". უკვე გითხარით,რომ ქალბატონ ერენდერს ენერგიის წაკითხვის საფუძველზე შეუძლია ადამიანის ამოცნობა? თუ გამომრჩა მომიტევეთ. აშკარად საჭირო და სიანტერესო ძალას ფლობდა ,მისი მოტყუება საკმაოდ რთული საკითხი გახლდათ,ხოლო მისგან დამალვა კი ფაქტობრივად შეუძლებელი. იქვე დიდ სუპერმარკეტში ნაყინის ორი შეკვრა შეიძინა .თუმცა იგივე გზა არ გაუგრძელებია, აქვარენისკენ გადაუხვია,რომელიც საკმაოდ მისტიური და შეუვალი ქუჩა გახლდათ. - ვინ ჯადაბა ხარ და სტუდიიდან რატომ მომყვები -კარგი მეექვსე გრძნობა გქონია საქალბატონევ. ღიმილიანი ხმით ჩაახშო რუნა და წყვდიადისფერი ირისები მიაპყრო ლამაზმანს. -ვინ ხარ ?! -ეს კითხვა მე მინდოდა დამესვა,მას შემდეგ,რაც ნათლად დავინახე შენი ენერგიები ჩემი ძმის ძებნისას. -შესაძლოა შეგეშალა,შეყვვარებული არ მყავს, ჩემს ცხოვრებაში სხვა არ არსებობს. არამგონია ჩემი ძმა იყო და ჩვენს ძმებს ეძებდე.ამიტომ გთხოვ კიდევ სცადე,სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები. მსუბუქად ამოისუნთქა ,როდესაც გაიაზრა,რომ საფრთხეს არ წამრმოადგენდა. - არა შენი ძმა ნ ამდვილად არ ვარ, თუმცა დიდი იმედი მქონდა მის მოძებნაში დამეხმარებოდი. დანაღვლიანებული მიეყრდნო მოწითალო აგურით ნაშენებ შენობას.- აბა შენ რატომ დაგინახე, ბავშვივით ,ხმადაბლა, ამოილუღლუღა.. ანასტასია კომფორტულად გრძნობდა თავს, ისეთი სეგრძნება ჰქონდა თითქოს დიდი ხნის უნახავი ადამიანი ნახა და უნდა დახმარბეოდა. -მისი ძებნისას მე დამინახე? ანუ ძალები გაქვს? ჩუმად აღმოხდა ბოლო წინადადება და აქეთ-იქით გაიხედა ვინმე ხომ არ გვისმენსო. -ხო, ის არასდროს მინახავს,მხოლოდ ბავშვობის ფოტო მაქვს. მას დიდი ხანია ვეძებ ,თუმცა ამაოდ. ბოლოს ორი თვის უკან ვიგრძენი და ეს პირველად მოხდა, აქამდე ეს გრძნობაც არ არსებობდა. ახლა კი იმედი გამიჩნდა. მეგონა შენთან იყო კავშირში. -უცნაურია. ჩემი ძმების გარდა სხვა მამაკაცი ნამდვილად არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, ტუმცა რომც არსებობდეს სოლოვარინს ეს რატომ უნდა ვუთხრა? თვალები ცეცხლისფრად უელავდნენ და ირონიული ღიმილი კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა,მამაკაცის თვალში. -მომწონს შენი ხასიათი ლამაზო და ის უნიკალური ძალაც რასაც ფლობ. გთხოვ მაგ გვართან ნუ გამაიგივებ. არაფერი მაქვს საერთო მაგ ხალხთან და არც მექნება. - მამაშენის შვილს როგორ უნდა გენდო. -თუ გეტყვი,რომ ვიცი ზაქარიას დასასრულის შესაბ,ასევე ისიც ტუ ვინ ჩაიდინა და ეს არავისთვის მითქვამს-მენდობი? ბიჭი ნამდვილად არ ტყუოდა. მიუხედავად მის გარშემო არსებული წყვდიადისა, ანასტასიას არ გასჭირვებია მისი სულის სისუფთავის დანახვა. -არ ტყუი,ეს უკვე კარგია. შეგიძლია შენს ძმაზე ცოტა მეტი რამ მითხრა? ოღონდ შესაფერის ადგილას წავიდეთ. -კარგი,შენს განკარგულებაში მიგულე. ღიმილი იმდენად უხდებოდა მამაკაცს,რომ ერენდერების ქალბატონი თვალს ვერ აცილებდა.მაღალი,მხარბეჭიანი სილუეტი, ყორნისფერი თმითა და წყვდიადისფერი თვალებით, იმდენად არარეალურად გამოიყურებოდა ,როგორც ის ფაქტი,რომ სოლოვარინი იყო და თან კკეთილი.ეს ფაქტი ჯერ კიდევ აწუხებდა ,მაგრამ საკუტარ ინსტიქტებს თუ დაუჯერებდა საშიშროებას ნადვილად არ წარმოადგენდა ყმაწვილი. -აბა , მიუხედავად ჩემი გულწრფელობისა მაინც მიპირებ მოკვლას? სიცილით ჩაილაპარაკა დაძაბულობის გასაფანტად -არა,რას ბრძანებ. ადამიანებს არ ვდევნით მისი წარმომავლობის გამო. რადგან შენნაირი ადმაიანები კიდევ არსებობენ ამ გვარში, ეი გადარჩენის საშუალებაც არის. -ასე გგონია? -კი, სრულიად გულწრფელი ვარ. ხო იცი ჯადოქრები ყველაფერს ხედავენ. - ახხ, ნამდვილად, არამგონია შენნაირი ალქაჯისგან ვინმემ რაიმე დამალოს. -სიმართლეა. თვალი ჩაუკრა და სახლისკენ დაიძრა.- აი მოვედით. მოგესალმებიტ ჩემს საკუთარ სამფლობელოში,რომლის შესახებაც მხოლოდ ძმებმა და ბიძაშვილმა იცის. ახლა კი შენც, -ამ ნდობას ვაფასებ ... -ანასტასია -ხო..ანასტასია. ძალიან ლამაზი სახელია -მადლობ -ა ხო, მე ლაზარე. -ასასიამოვნოა ლაზარე. ღიმილიანი შეუძღვა სახლში და იქაურობა გაანათა. მყუდრო,წკრიალა სახლი იყო,ხის ავეჯითა და თბილ კრემისფერში გადაწყვეტილი. -ეს სურნელი, იმდენად გემრიელი სურნელია..შენი სურნელი -ლავანდა, ჩემი საყვარელი.. - ხო, რა თქმა უნდა, ლავანდა.. გაეღიმა და ფუმფულა სავარძელსი მოკალათდა. - ხომ იცი შენი აქ ყოფნა სარისკოა, ეს არ გაშინებს? ყავის მომზადების პროცეში იკითხა ის რაც მთელი ეს დრო აწუხებდა -არა. მატი ავტორიტეტი არ მადარდებს , მე ჩემი საკუთარი მ იზნები მაქვს,ასევე საჭირო ავტორიტეტი და გავლენა. ამიტომ ის ფაქტი,რომ მამაჩემი თავზეხელაღებული მანიაკია არა..არ მადარდებს. მადლობ ყავისთვის. -არაფრის,გემრიელად მიირთვი. ხო,მაგრამ შენ არ გადაგემტერება? -ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ის ეჭვს თუ აიღებს საქმე ცუდად არ წავა,მაგრამ გართულდება. სანამ რაიმეს იყნოსავს,უნდა მოვასწრო ძმის პოვნა. -შენი ძმა ხომ მკვდარია..ბოდიში ასე,რომ ვამბობ,მაგრამ ხომ ხვდები... -ბოდიშს ნუ იხდი იმ ღორის გამო. ის მამაჩემის შვილი იყო. მე მისი ნახევარ ძმა ვარ. დედა კი სხვადასხვა გვყავს. მე დევიანს ვეძებ. დედაჩვენის შესახებ უნდა მოვუყვე. -რა??? შენ..შენ და დევიანი ნამდვილი ძმები ხართ? ჯანდაბა აამას არ მოველოდი. ყავა გადასცდა და ლამის გაოგნებისგან დაიხრჩო. -დამშვიდდი, ამიერიდან ინფორმაციებს ფრთხილად შემოგაპარებ.. სიცილით დაჰკრა ზურგზე ხელი. მოიცადე შენ რა მას იცნობ? -ნუ,ასეც შეიძლება ითქვას. ის არასდროს მინახავს. ჩემი ბიძაშვილი იცნობს. -ვერ მივხვდი.. დაბნეული გასწორდა სავარძელში და ჭიქა მაგიდაზე დადგა -ამ სამყაროში მას მხოლოდ ლინი ხედავს, მე რამდენჯერმე ვიგრძენი ის,როდესაც ლინი აქ იყო -შენს ძალაზე დაყრდნობით,წარმოდგენაც არ მინდა რა ძალას ფლობს ეგ გოგო რადგან ძიებისას კვალმა შენამდე მომიყვანა და არა ლინამდე. -დარწმუნებული ხარ,რომ დევიანზე ძებნისას მიპოვნე? -რას გულისხმობ -არა..არაფერი. დაივიწყე. უხერხულად ჩაიღიმა და აჩქარებული გულზე ხელი მჭიდროდ მიიდო. დაგეხმარები.. გავარკვევ მას,როგორ დაუკავშირდე. საუბარი კარზე გაბმულმა ზარმა გააწყვეტინათ. ღიმილი მაღინვე შეაშრა სახეზე ქალს ,მოსალოდნელმა საშისღოებამ გული უარესად აუჩქარა. უჯრაში შენახული იარაღი გადატენა და გაოგნებულ კაცს თვალი ჩაუკრა. კარი უეცრად გამოხსნა და სილუეტს,იარაღი,პირდაპირ შუბლზე მიადო. - გაგიჟდი გოგო? ერთხელაც საკუთარი და დამბრიდავს.. -დაგერეკა, მეგონა ისევ ისინი იყვნენ ,ცოტას გადარჩი ისე. -აქ ვინმეა? ფეხსაცმელი გაიხადა და მისაღებში ნელა შეაბიჯა - ხო.. გაიცანი ლაზარე,ჩვენი ახალი მეგობარი. სავარძელში მომხიბვლელად მოკალათებული ყმაწვილისკენ ანიშნა.. ეს კი ჩემი ძმა, ჯონათანია,რომელიც ბრაზისგან ცოტაც და აფეთქდება. ჯოი ბოლს გაუშვებ მალე და სჯობს დაწყნარდე..ჩვენს მხარესაა. -სოლოვარინია ჩვენს მხარეს გოგო? სახლში როგორ მოიყვანე. -ის ხომ.. -ჩშშ ანასტასია. დინჯად წამოჯდა ბატონი.. შენი ძმა არ ტყუის. ძნელია მენდოთ მაშინ,როდესაც იცით სიადან ვარ და ვინ არის მამაჩემი. არც გთხოვთ ისე მიმიროთ,როგორც ნებისმიერ სხვას მიიღებდით. მე თანამშრომლობას გთხოვთ.რომელიც ორმხრივია , რა თქმა უნდა. მე თქვენ გეხმარებით,თქვენ კი მე. ჩვენს ურთიერთობას საიდუმლოდ დავტოვებთ იქამდე,სანამ მამაჩემს არ გავანეიტრალებთ. იქამდე კი ძმა უნდა ვიპოვნო. -ასე მარტივად გინდა მოხვიდე ჩვენს სახლში და ორ წუთში ერთმანეთს ჩავეხუტოთ? -კი და არა. ჯონათან აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ. აბსოლუტურად მესმის შენი ბრაზის და მეზიზღება ის ფაქტიც,რომ ჩემში მამაჩემს ხედავენ და არა მხოლოდ ლაზარეს. ამიტომ გთხოვ,შანსი მომეცი და ერთად მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას,რაც ჩემი გვარის გამო წარმოიშვა და დღემდე ვრცელდება ახალ თაობაზე. დასაწყისისთვის კი ,ეს იმ ქარხნის ლოკაციაა,რომელზე თავდასხმასაც გეგმავენ ხვალ,მამაჩემის ფინიები.რუკაზე ერენდერების ეთერზეთების ქარხანა შემოხაზე და ბიჭს გაუწოდა. უბრალოდ დაცვა გააძლიერეთ და კარგი იქნება,თუ პროდუქციის გატანას მოასწრებ. აზრზე არ ვარ ეს რაში სჭირდებათ,მაგრამ არ მივცემ საშუალებას ის სასინელი გეგმები განახორციელოს რაც აქვს. -ეს საიდან იცი.. რუკას ფოტო გადაუღო და სადღაც გააგზავნა. -ყველგან მყავს საჭირო კაცი. თავად მამაჩემთანაც. -ეს არ ხუმრობს. სიცილით გახედა დას , ყავას მეც გმაიკეთებ? აშკარად ბევრი გვაქვს სალაპარკო. -კი,რა თქმა უნდა მთელი ღამე ინფორმაციების გაცვლასა და სტრატეგიების შემუშავებაში გაატარეს. იმაზე მეტი ჰქონდათ ახალგაზრდებს საერთო,ვიდრე მათ წარმოედგინათ. ვინ იცის,იქნებ ახალ ურთიერთობებსაც ეყრებოდა სათავე. - ბებო ისევ არ გძინავს? გადაიწვები ამდენი მუშაობისგან. ფრთხილად შეაბიჯა ქალმა და ღია ფანჯარა მიხურა, იქაურობა სულ გაყინულიყო. - ხო ბე, სხვა გზა არ ამქვს,გასწორება და პროგრამასი ასახვა დღეს უნდა მოვასწრო. პლედს მომცემ? -ახლავე ბებო. ფუმფულა პლედი მოახვია გოგონას და თავზე აკოცა. რაღაც მინდოდა მომეცა, ჩაის გაგიმზადებ და რამდენიმე წუთში დავბრუნდები კარგი? -კარგი ბე. მისი არსებობა გულს მალამოდ ედებოდა. მარტოობის განცდაც ურებოდა ,როდესაც ქალი მის გვერდით იყო. ის იყო მისი დედაც და მამაც, მხოლოდ ის ზრუნავდა მასზე . ისე ევლებოდა თავს,თითქოს ისევ პატარა გოგონა ყოფილიყო ..თუმცა,ის ხომ ისევ მისი პატარა გოგონაა. ქალი რამდენიმე წუთში ლამაზი ყუთითა და ჩაის ფინჯნით ხელში დაბრუნდა. -ეს დედაშენის ნივთებია ლინი. 4 წლის უკან მსურდა მომეცა,მაგრამ აისიას ამბის შემდეგ დაიკარგე, არ მინდოდა რაიმე დამეძალებინა და ისევ ამაში ჩამეთრიე. შენი სული შენვე უნდა განგეკურნა ,ამიტომ ვიცდიდი იქამდე ,სანამ შენი არსება ისევ არ დაიწყებდა გამოღვიძებასა და სინატლეზე გამოსვლას. ახლა კი ,ვფქირობ, საჭირო დროა ამის გადმოსაცემად. კითხვებზე პასუხებს ამ სკივრში იპოვნი. მაგრამ გახსოვდეს, სრული პასუხები შენს ტვინშია. მოუსმინე საკუტარ ხმას და გაჰყევი იქ სადაც წაგიყვანს. ეცადე გაშიფრო ის რასაც არსება ჩაგძახის. იმ ბიჭს კი დაეხმარე რეალობა სდაუბრუნდეს, რაც უფრო დიდ დროს ატარებს მიღმა სამყაროში ,მით უფრო იკლებს მისი სასიცოცხლო ენერგია აქ,ჩვენთან. საკმაოდ ცოტა აქვს დარჩენილი, ამიტომ დროა დაბრუნდეს. თმაზე ხელი გადაუსვა და გულში ჩაიკრა გაოგნებული ლინი. -შენ ის ნახე? -ვნახე ბებო. თქვენ რა გგონიათ დავბერდი და ძალები აღარ მაქვს, კისკისით გააცოცხლა ოთახი.. რაც ბიძაშენთან წახვედი,ვხედავდი როგორ მადევნებდა თვალს,არ ვიმჩნევდი არმინდოდა უხერხულად გამომსვლოდა.ამიტომ ვაცდიდი გაეკეთებინა ის რასაც საწიროდ თვლიდა. სასიამოვნოდ გაეღიმა მამაკაცის ყურადღებიან საქციელზე. თვალი სკივრისკენ გაექცა..პატარა გასაღები ბოქლომს მოარგო -იცი რა არის აქ? -არა სამწუხაროდ არასდროს მინახავს.. შენთვის იყო განკუთვნილი ბე სკივრი პატარა წიგნაკებით იყო სავსე..დედამისის წიგნაკებით. შელოცვებითა და ფერადი კრისტალებით. -ეს კრისტალები -ხო ბებო ,ეს ასტრალური სამყაროდანაა -ჯანდაბა ,ანუ შესაძლებელია აქ რაღაცის გადმოტანა? - შესაძლებელია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



