შესაფერისი! (1-8 თავი)
-მოღალატეც თუ იყავი აღარ მეგონა..! გახევებული ვუყურებდი ჩემს წინ აღაჟღაჟებულ 2 წყვილ თვალს და მეცინებოდა ნერვებისაგან, აქამდე რომ ვერ გავიგე ეს ამბავი. რა აბსურდია ღმერთო, მაინც და მაინც ჩემს დაბადების დღეზე რომ არ მენახა ეს ვნებაში ჩაძირული წყვილი, ხომ იქნებოდა იდეალური?! თან ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეორე ნახევარია, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ლამაზად შევათვალიერე ორივე და საკუთარ თავს გავხედე, კედელზე მჭიდროდ მიკრულ სარკეში. -ღმერთს მადლობა-წამოვიძახე და თმა ლამაზად გადავიყარე გვერდზე. -სავია ყველაფერს აგიხსნი-ფეხზე წამოდგომას ცდილობდა ქერა მამაკაცი. -მიხარია რომ ეს მოხდა, მართლა, ასე რომ არაფერია ასახსნელი-ხელის მოძრაობით ვანიშნე, რომ არ ეცადა ადგომა-სადღაც გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ არ იყავი ჩემი ადამიანი, მიხარია, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს და ვხედავ, რომ არაკაცი ხარ. -სავი… -ნიკა, გთხოვ რა, ეგღა გაკლია იტირო, ჩვეულებრივი მანიპულატორი და ტოქსიკური ტიპი ხარ-ხელი ავიქნიე და იქვე სავარძლის ხელზე ჩამოვჯექი-იწექი გენაცვალე-მივმართე გოგონას, რომელსაც ფაქტია ვერ გაეგო, რატომ არ ვკიოდი და არ ვყვიროდი-განა ჩემი ბრალია ვარდისფერი სათვალეები რომ ვერ მოვიშორე, სამაგიეროდ ახლა ნათლად აღვიქვამ მთელი სიტუაციის სიკარგეს და იმასაც, რა მძღნერში ვცხოვრობდი ეს წელი. -არ მინდა შენი დაკარგვა-ჩურჩულს გავდა- ჩვენ ასე ადვილად ვერ დავასრულებთ ურთოერთობას! არგამოვა ეგ საქმე. -დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა, თანაც როგორ. გავიჯახუნე კარები და აწ უკვე ღიმილიანი სახით ჩავიარე სამი სართული ფეხით. საათს დავხედე და რომ გავიაზრე უკვე 10 სრულდებოდა ტელეფონისთვისაც კი ნაცნობ ნომერზე დავრეკე. -ნინუცა სად ხარ?! -პახმელიაზე!-მომესმა ძლივს გასარჩევი დუდღუნი. -რასაა რომ ამბობ-გამეცინა- რაგეგონა აბა ღამის 4მდე რომ სვამდი ჩემს ძმასთან და ბიძაშვილებთან ერთად. -არა, აღიარე ხომ ჩავაწვინე-ამაყად ამოროშა, ხმა ისეთ დღეში ჰქონდა, ტელეფონიდანაც მცემდა “პერეგარის” სუნი. -ჩააწვინე კიარა ჩაახრჩე, კარგი მოკლედ რატომ გირეკავ, არგინდა ვითომ გამამხნევო და სევდა მომაშორო?-გავიცინე. -რახდება რო? -ნიკა ვნახე ამ დილით, მასთან ავედი გუშინ ხომ არ გამოჩენილა და მეც ჰაჩიკოსავეთ მივაკითხე და ვიღაც გოგოსთან ერთად ბუჯგაობდა საწოლში. -ღადაობ?-მომესმა წამოდგომის ხმა. -არანაერად. -ეგ გაახარა ღმერთმა! -რა ლაპარაკია?-ამივარდა სიცილი. -ღმერთმა მისი თვალით დაგანახა რომ 2 მილიმეტრიანი ყ**ა და მიხარია, ჩემი სიტყვები რომ ეგ მოსიარულე “რედ ფლეგი” იყო, არ დადიოდა შენს ტვინამდე. -მოკლედ ჩაიცვი და გამიგივლი ახლა, მერე ჩამიტარე საგანმანათლებლო ნოტაციები. -კარგი გელოდები. ვიგრძენი როგორ შემეკუმშა წამით გული და თითქოს სუნთქვა მიჭირსო. -სავია ანთაძე, არ გაბედო ტირილი-საკუთარ თავს გავუჯავრდი და ფართოდ გავახილე თვალები-განა რა გატირებს, იმ არაკაცის გამო იტირება?-ღრმად ჩავისუნთქე და განვაგრძე გზა-იმის გამო კიარა საკუთარი თავის გამო მეტირება- შეეპასუხა ერთი მე, მეორეს და გამეცინა საკუთარ თავზე-ამდენი დრო, ნერვები, ენერგია, ემოცია, იმედები, ყველაფერი წყალში ჩაიყარა, მაგრამ… ისე კიდევ კარგი, რომ ეხლა გამოაშკარავდა ყველაფერი და ამ აბსურდში კიდევ დიდხანს არმომიწია ყოფნა. ამ ბჭობაში ნინუცასთანაც მივედი და მივწერე რომ ქვემოთ ველოდებოდი. -ჯერ ყავა უნდა დავლიოთ და მერე გავიაროთ ტორტზე-გამოაცხადა და ხელკავი გამომდო. -ალეკომ მოგიკითხა-ჩავიცინე. -მაგ შენს ბიძაშვილს უთხარი, კიდევ თუ გამომიგზავნის ყვავილებს სახლში, იატაკის საწმენდზე წამოვაცვამ და სახლს მისით მოვწმენდ. -რაგინდა არმესმის, რამე დასაწუნი აქ?!-გავიოცე. -კი, რამდენიც გინდა-ააფრიალა ხელები და შეიცხადა, თითქოს ესეთ ფაქტს როგორ ვერ ხედავო. -აბა? დავვინტერესდი. -ჯერ ის, რომ მეზღვაურია. -რატომაა ეგ ცუდი?! უსაქმური გინდა რომ იყოს?! -ხმელეთზე ვერ ნახა რამე განა? სადმე ახლოს. -იქ უნდოდა ეტყობა-გამეცინა აბსურდულ პასუხზე-კარგი, სხვა? -ის რომ წვერი აქ. -ეგ რაღა შუაშია ნინუცა? -რომ მკოცნის ლოყაზე მტკენს-გაიცინა. -შენ გენაცვალე, მიზეზებზე ხარ, ვეტყვი ერთ დღეს ჩაგავლოს ხელი და წაგიყვანოს ჩოხატაურში დეიდამისთან და გამოგკეტოს სანამ შენით არ დანებდები. -ძაღლებით მომძებნის მამაჩემი-გამოაცხადა და გაეცინა. -მამაშენს ერთი სული აქვს როდის გათხოვდები, რომ მოითქვას სული, ისე ის კაციც შეწუხდა ალეკოთი-ხმამაღლა გავიცინე. -აუ ეგ აღარ თქვა, სამსახურთან ძაღლივით იდგა და ელოდებოდა როდის გამოვიდოდა, რომ ეთქვა რომ ყვავილები უნდა გამოეგზავნა ყურადღების ნიშნათ და არ გამბრაზებოდა. -რა იცოდა იმ უბედურმა, რომ მამაშენი 24 საათიან სმენაში იყო-ლამის ტირილი დავიწყე სიცილისგან-შენ კიდე იწუნებ. -აუ ხომ იცი არა?! არ შემიძლია ეს დისტანციური ურთიერთობა, მეზღვაურია და წელიწადში მინიმუმ 6 თვე გემზე უნდა იყოს. -აბა რაქნას გაფიცებ?! შენ რჩენა ხომ გინდა? -სავია თავი დამანებე-მიჩქმიტა და “დონას” კარები გააღო-აი აქ დავსხდეთ. -გავიყინე. -მოკლედ, იმედია იმ სულელზე ლაპარაკით გადაიტანე ყურადღება და ახლა განიავებულ ტვინზე, მომიყევი რა მოხდა. -არაფერი. ავედი მომეკითხა უნდა და სცენას შევესწარი-ფანჯარაში გავიხედე-ძალიან ცუდი ვარ რომ მიხარია?!-გავხედე ალმაცერად ნინას. -ღადაობ?! გიხაროდეს უნდა აბა რა უნდა ქნა, ყველაზე დიდი და საზიზღარი ტვირთი მოიშორე ცხოვრებიდან და აი მეტიც არ მინდა ცხვირი გამოყოს და რამე ეცადოს კიდე, რატის ვეტყვი და ამოხდის სულს. (რატი ჩემი ძმაა) -როგორც კი მისიდან გამოვედი, ეგრევე ვიგრძენი სიმშვიდე და სიმსუბუქე, მერე ერთიანად მომეყარა ყველა ცუდი მოგონება და ყველაფერს, თითქოს საღი თვალით შევხედე. -ღმერთმა რა მაგარი საჩუქარი გაგიკეთა აზრზე ხარ?!-გაიცინა და ყავა მოსვა-ახლა მთავარია ვინმე ადეკვატური, ჭკვიანი, კეთილი, სექსუალური და სიმპატიური ვნახოთ-ჩამოთვალა თითებზე სიცილით. -არავითარი ურთიერთობები!-წამოვიძახე-რაც ვიწვალე მეყოს. -ჰოდა ადამიანო, რომ იწვალე, იმიტომ ჩამოვთვალე ყველაფერი ის, რაც ნიკას არ ჰქონდა. -არავითარი ურთიერთობები თქო, გამორიცხე, თვით ტომ ჰარდი რომ ჩამოვიდეს ბათუმში და ხელი მთხოვოს, გამორიცხე. -თობბა ქენ კაკუ?-ახარხარდა. -არც მაკლია ბევრი. ტორტს თვალი შევავლე და კმაყოფილმა დავურეკე რატის. -ჩემო ძმაო სად ხარ? -ბასეინიდან მოვდივარ, რაიყო? -ტორტზე გავლა არ დაგავიწყდეს იცოდე. -რომელზე უნდა ვიყო? -4ზე და პირდაპირ ჩაქვში წამოდი. -არის უმფოსო-გაიცინა. მე და ნინაკო ერთმანეთს დროებით დავემშვიდობეთ და სახლებისკენ წავედით. სახლში ასულმა აბაზანისკენ ავიღე გეზი. როგორც კი მოხვდა ჩემს სხეულს ცხელი წყალი და სითბო, ვიგრძენი თუ როგორ ერეოდა ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით წყლის წვეთებს. -რით დავიმსახურე?! რომ… რომ მოსულიყო… და აი ეთქვა… უბრა….უბრალოდ ერთქვა რომ აღარ… უნდოდა ურთიერთობა… ხომ გავიგებდი და ასე… ასე არ მეტკინებოდა-ძლიერ დავაწექი დიაფრაგმას ორივე ხელით და ვცადე უაზროდ აძგერებული გული გამეჩერებინა-სულელი ხარ სავია, უზომოდ სულელი. უკვე ხმით ვტიროდი და ვეცადე ბოლომდე დავცლილიყავი ემოცოებისგან, რადგანაც, ეს ბოლო ცრემლები იყო, რასაც იმ არაკაცის გამო დავღვრიდი. თითქოს სულს მივეცი იმის საშუალება, რომ გამომშვიდობებოდა ადამიანს და შეგუებოდა ამიერიდან მის არყოფნას და სიმარტოვეს. მაგრამ რა საზიზღარი მომენტი ყოფილა, როცა თვით ურთიერთობა კიარა, უფრო საკუთარი თავი და დრო გენანება, რომელიც ამ ადამიანს დაახარჯე, რომელსაც, სულ არ სჭირდებოდი. საზიზღრად შესიებული გამოვედი აბაზანიდან და ხალათი შემოვისხი, ამ დროში რატიც მოსულიყო. -სახლში ვარ-გამომხედა რატიმ-რა დღეში ხარ?! -რა დღეში ვარ?-გავიოცე ისე, თითქოს ვერ მივმხვდარიყავი რას გულისხმობდა. -თვალები ლამის ამოგივარდეს, იტირე?! -არა!-გავტრიალდი და მაცივრის კარი გამოვაღე, ხელით წამეტანა და ეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო. -იმ ნაგავმა გაწყენინა ისევ?!-კბილებში გამოსცრა და დავინახე სახე როგორ შეეცვალა-იმ ნაბ**არმა ისევ გაბედა რამე?! -მიახლოებით-არც მიცდია დამალვა-დავშორდი-თითქოს არაფერიო, ისე ვუპასუხე. -რა თქვი?-გაიოცა. -დავშორდი თქო, ამ დილით. -23ის გახდი და ტვინი მოგემატა? -ეგ რა შუაშია? -თავშია, აბა ესეთი ჭკვიანური რაღაც როგორ გააკეთე-გაიცინა, წამით კი გაჩერდა-მოიცა, რა მოხდა?! -არც არფერი, ჩვეულებრივი კლასიკა, ავედი უნდა მენახა და დავლაპარაკებოდი, რომ ამ ყველაფრის ასე გაგრძელებ აღარ შეიძლებოდა და თან ვიღაც გოგოსთან ერთად დამხვდა საწოლში, მიღალატა რა-მხრები ავიჩეჩე და ფორთოხლის წვენს დავწვდი. -და ესე მშვიდად ამბობ ამას? -აბ რავქნა, ისტერიკაში ჩავვარდე?! საღი აზრი დამიბრუნდა და ვხვდები, რომ უკეთესობისკენაა ყველაფერი და თითქოს ღმერთმა ახალი შანსი მომცა, რომ ცხოვრება განვაგრძო და უფრო მეტიც, დავიწყო თავიდან უკეთესად. ძმას ხელი ვკარი რომ გაწეულიყო და მისი გაკვირვებული სახისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ავედი მეორე სართულზე და მომზდება დავიწყე, თეთრი ფერის კაბა უდაოდ კარგი არჩევანი იყო, “დღეს 23 ხდები” გავიფიქრე და უეცრად თითქოს მთელმა ცხოვრებამ გაიარა თვალწინ, “სკოლა, პირველი შატალო, უნივერსიტეტი, პირველი ფინალურები, პირველი სამსახური, პირველი ხელფასი, მეგობრები, პირველი გულის ტკენა, პირველი სეირნობა წვიმაში, პირველი გააზრებული ცრემლები, პირველი საჩუქარი, ვალდებულების განცდა, პირველი სიყვარული..” ფიქრების დინება შეჩერდა და თითქოს გული ჩამწყდა, რომ ვერაფერი კარგი ვერ გავიხსენე სიყვარულზე, გარდა პირველი 2 კვირისა, რომელიც უაზროდ მეჩვენებოდა ახლა. როგორ მოვახერხე და როგორ არაფრად ჩავაგდე თავი იმ ადამიანთან ყოფნით, გავუჯავრდი საკუთარ თავს, განა როგორ დამაბრმავა ამ ყველაფერმა, ახლა რომ ცხადად ცუდ ტონად მიმაჩნია, მაშინ მერომანტიულებოდა და გაცოფებისგან მზად ვიყავი საკუთარი თავი მომეკლა. “ჰოდა სიყვარული… მგონია ეს მოვლენები კავშირშია და ის რაც აწი უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და იქნებ იმ ადამიანად ვიქცე, რომელზეც ვოცნებობდი ბავშვობაში” -სავია ვაგვიანებთ მგონი-გავიგე უეცრად რატის ხმა. -მოვდივარ. მივაკითხეთ ტორტს, რატიმ ტორტი წაიღო რესტორანში, მე კიდე ნინუცა დამხვდა და ერთად წავედით. -ხომ არ შეგხმიანებია?-გავიგე ნინუცას ხმა. -არაა. -ძალიანაც კარგი. -1-2ს მაინც გაფართხალდება მგონია-გავიცინე. -იქვე მივახრჩობ-თითის ქნევით დაიმუქრა-მეტიც არ მინდა ცხვირი გამოყოს. -თორემ მიაჭრი ხომ ეგრევე-გამეცინა. -აი ზუსტად. ალეკო დაგვხვდა პლაზასთან, რაც საყიდი გვქონდა ვიყიდეთ და გავემართეთ მისკენ. -სალამი-მიესალმა მორიდებით ნინუცას. -გაგიმარჯოს. -რას შვრები?!-ვკითხე და წინა კარები გავაღე რომ ნინუცა დამჯდარიყო. -მე უკან დავჯდები-გამოაცხადა. -უკან მე ვჯდები, დაიკავე შენი ადგილი, მძღოლის გვერდით ადგილზე მივუთითე. -მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ავტობუსს უნდა გამოვყვე. -დაჯექი რომ წავიდეთ უნდა-ჩაგვეჭრა ალეკო. -შენ გაჩერდი საერთოდ-ამოილუღლუღა ისე, რომ მისკენ არც კი გაუხედავს. -მემუქრები, მაგრამ თვალებშიც არ მიყურებ-მანქანის ჭერს დაეყრდნო იდაყვებით-მოგეწონა ყვავილები? -გაჩერდი მეთქი გითხარი მე შენ-წამოიყვირა და გახედა, მერე მე მომიბრუნდა-სავია, გააჩერე შენი ბიძაშვილი, თორემ თვალებს გამოვუღებ. -მე ნუ ჩამრევთ ამ დრამებში, ჩემიც მეყოფა. -რა მოხდა?!-ხმა გაუმკაცრდა ვაჟბატონს. -კი მეზიზღები, მაგრამ ეს უნდა გითხრა-გაიცინა ნინუცამ და ანიშნა დაჯექიო, მანაც დაჯდა და მიუბრუნდა-ჰა, არ წავედით?!-შეიცხადა. -კი მარამ, მოგიყვებიო ხომ თქვი. -მართვის დროს სმენა გიქვეითდება? -კარგი ჰო-მანქანა დაძრა და როგორც იქნა წავედით ჩაქვისკენ. -მოკლედ, სამახარობლო მინდა, ეს ერთი-თითი დაუქნია-და მერე მეორე, რა ლელა წურწუმია მოგინდა გადართე რა, რას მასმენინებ-მობეზრებულად შეიჭმუხნა. -გოგო იტყვი რა მოხდა?-გაუცინა. -იმ იდიოტს დაშორდა ამ დილით, არა ხომ ვიძახი რომ დაბადების დღე, ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი დღეა რა, ღმერთმა მოგცა საშუალება, რომ ცხოვრება დაიწყო ლამაზი ფურცლიდან. -რა გააკეთა?! გაწყენინა?! მაგას ხომ არ უნდა პატრონი მ*****ა?!-გაბრაზებულად წამოიძახა. -ვაიმე, მოიცა კაცო, მაგას მერეც მოასწრებ, უღალატა და წაასწრო, რადონის ჩმორია უფალო გადავირიე, არაკაცების კონკურსი რომ ტარდებოდეს, ეგ იდიოტი უკონკურენტოა-ხელების გაშლით ლაპარაკობდა. -რას ქვია გიღალატა-უეცრად გააჩერა მანქანა და გამომხედა-სავია, სიმართლეა?! -ალეკო გზა გააგრძელე, ასე მგონია გენანება რომ დავშორდი. -რას ქვია ენანება, არაფერიც არ ენანება-დაასწრა ნინუცამ. -რა გატლეკილი ხარ გოგო-გაეცინა და ცხვირზე ხელი დაკრა-რაც არ უნდა საწყენად ჟღერდეს, გილოცავ ბიძაშვილო! -გატლეკილი იქნება ახლა ლაბავოის რომ გაგატანინებ თავით-დაუცაცხანა თოიძემ. -სულმოუთქმელად ველოდები, როდის მომეკარები-მაიმუნობის ხასიათზე მოვიდა ბიძაშვილი. -ანთაძე, ამას უთხარი დაოკდეს, თორემ მწარე წიწაკას დავუყრი სავარძელზე და უშვილობის პერსპექტივებს ვანახებ-მუქარას აგრძელებდა, მე კიდე გულიანად ვიცინოდი. -მაგ შემთხვევაში, შენც დაზარალებული ხარ, ვერ ატყობ?-გახედა რატიმ. -რატკმ ვითომ?-დაბნეულმა უპასუხა. -რატომ და მე თუ არმეყოლება, ანუ შენც არ გეყოლება, არადა დაფიქრდი, რა ლამაზი შვილები გვეყოლება ჩვენ-ფაქტზე გაუსვა ხაზი და სიგარეტს გაუკიდა, ისე რომ მისკენ არც კი გაუხედავს. -შენა გენაცვალე, ცუდ ჩიტს დაიჭერ, მე გული მიგრძნობ, არ ვაპირებ ქვეყნის დემოგრაფიაზე ფიქრს შენთან ერთად. -რაც ფაქტია და გადაწყვეტილია, ვერ გავექცევით-აღნიშნა ფაქტი. -ალეკო ანთაძე. -ნინუცა ანთაძე-გადააკეთა მისი გვარი უეცრად. -ვინ გითხრა რომ გვარს შევიცვლი?!-გაოცდა და მისკენ ტანიანად გაბრუნდა. -ანუ გვარის შეუცვლელად თანახმა ხარ ჩემს ცოლობაზე-ფაქტზე წაიჭირა და მხარზე მოეფერა. -გაეთრიე მეთქი-დაუყვირა და მე გადმომხედა. -იმედია სისულელეებზე არ ფიქრობ და ნერვებს არ მოიშლი დღეს და არც არასდროს, დღეს ყველაზე ბედნიერი უნდა იყო და რაც არ უნდა მოხდეს, გჯეროდეს, რომ დღეის იქეთ, შენი საუკეთესო ცხოვრება იწყება და მე ამაში დაგეხმარები-თბილად გამიღიმა და დამაკვირდა. -თითქოს მცხვენია კიდეც, რომ არ განვიცდი-გამეცინა და ფანჯარაში გავიხედე. -აი ეგ შემართება მომწონს-დაასკვნა ალეკომ და სიჩქარეს მოუმატა. სადღაც ნახევარ საათში ადგილზე ვიყავით, მიყვარს ეს ადგილი და აქაური სამზარეულოც. ბავშვებს მივესალმე და გავეშურე ყველაფრის შესამოწმებლად, ადგილზე თუ იყო ყველაფერი. -გამარჯობა ლევანი ძია-მივესალმე 50ს გადაცილებულ მამაკაცს. -გამარჯობა გენაცვალე, აბა, მოგწონს ყველაფერი?! -კი, ზუსტად ისეა, როგორც მინდოდა-გავუღიმე. -მამაშენმა დამირეკა, ისე გაუკეთე როგორც მას უნდა თორემო…-გაიცინა და ოფიციანტს უთხრა წყალი მოეტანა-მოგენატრა არა?! -რას ვიზამთ, სამსახური ასეთია, მთავარია, რომ ერთად არიან და ლამაზად. -მართალი ხარ ბიძია, მე წავედი მოკლედ, თუ რამეა, მე აქ ვარ და დამირეკე, მთელი მეორე სართული თქვენს განკარგულებაშია. მადლობის ნიშნად გავუღიმე. საათი 7ს უახლოვდებოდა, ყველამ დაიწყო ნელ-ნელა მოსვლა და თავის მოყრა, მიხაროდა და მაბედნიერებდა ყველა ნაცნობი და მნიშვნელოვანი ადამიანის ერთად ნახვა ამ დღეს. უამრავი საჩუქარი და მილოცვა მივიღე. გართობას დალევა მოჰყვა და დალევას კი ემოციები. -არა რასმიწუნებ?!-გაოცებით მიაჩერდა კარგად შემთვრალი ალეკო ნინუცას, რომელიც აივანზე გასულიყო და ცდილობდა “სელფი” გადაეღო. -ალეკო ნასვამი ხარ და გეხვეწები თავი დამანებე, დღეს მაინც. -მერე გათიშული ვარ? რა მემჩნევა მე ნასვამის? -ალკოჰოლის სუნი ანთაძე. -არ მიპასუხებ?! -რა გიპასუხო? -რატომ მიშორებ ბაღის ბავშვივით, დამელაპარაკე, გამიცანი, იქნებ იმ ურთიერთობას და იმ ცხობრებას გთავაზობ, რომელიც შენს ოცნებებშია. -სხვა დროს ვილაპარაკოთ რა-თავის არიდება სცადა. -არავითარი სხვა დრო, ზუსტად 7 თვეა- 2 ხელით მოთვალა 7 რიცხვი და თვალწინ აუფრიალა-7 თვეა რაც ვცდილობ, რომ როგორმე შენი ყურადღება დავიმსახურო, მეც მაქ თავმოყვარეობა. მაგრამ იცი რაარი?! ჩემი სიყვარული შენს მიმართ ჩემს თავმოყვარეობაზე მაღლაა. -კარგი მეთქი, არმინდა რა… -რა არ გინდა?! -შენ იდეალურად იცი პასუხი და მიზეზი, გითხარი არ შემიძლია ეს ურთიერთობები შორიდან. -მე მომწონხარ, მიყვარხარ, იცი როგორ?! აი მამაშენს არ უყვარხარ ეგრე გეფიცები, მოღალატე მე არ ვარ, მოძალადე მე არ ვარ, ცუდი ბიჭი მე არ ვარ, უზრდელი და უჭკუო მე არ ვარ, ახლა ვიზუალური მხარე არვიცი, ყველა კაცს თავი სიმპატიური ჰგონია. არაა ეგ მანძილი საშიში ჩემთან, სხვა პლანეტაზე რომ ვცხოვრობდე, იქედანაც გაგრძნობინებ რომ მიყვარხარ. რას მიწუნებ? გამიცანი რა, წამოდი ერთ პაემანზე და იქნებ დაფიქრდე ამ ყველაფერზე. -როდის? -აი ისევ არაო, როდემდე უნდა მაწ…-წამით გაჩერდა და ეჭვისთვალით შეხედა ნინუცას-მოიცა, რა თქვი?! -როდის თქო?! პაემანზე როდის მპატიჟებ?! -ხვალ! -კარგი, 2 საათზე ჩემს სახლთან იყავი-გაუღიმა და გაშორდა. -არა, დღეს მართლა რაღაც საეჭვოდ კარგი დღეა-ბედნიერმა და დაბნეულმა თმაზე ხელი არეულად გადაისვა და დარბაზში შებრუნდა. გახარებულ და აღაჟღაჟებულ ბიძაშვილს რატი მოუბრუნდა. -რაგჭირს? -ხვალ, დალაგებულ ჭკუაზე მოგიყვები. -მისმინე, უჩამ დამირეკა, 23ის ნაცვლად დღეს ჩამოვედიო. -მერე?! -მერე და ქალაქში არავინაა და აქ გამოდი თქო ვუთხარი. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაცილდა. ცეკვით დაღლილი სკამს მივუახლოვდი და ძლივს დავეხეთქე ზედ, ნინუცა მომიახლოვდა და მის აწითლებულ და დაბნეულ სახეზე ეჭვი გამიჩნდა. -რა ხდება?!-თვალებში ჩავხედე. -მამაშენზე მეტად მიყვარხარო, გადავირიე!-ახარხარდა. -ალეკომ გითხრა?-წამოვიძახე. -ხო, ხვალ პაემანი გვაქ. -განა მჯერა. ამ დღეს მე კალენდარში შემოვხაზავ. -გეფიცები მაგაზე ვფიარობდი მეც-ისევ სიცილს აგრძელებდა. -რას კაკანებთ-მოგვიახლოვდა რატი და ნინუცას თმაზე მოქაჩა. -ჯიშით მოძალადეები ხართ ყველა კიმაგრამ?-დაიწუწუნა და საპასუხოდ უბწკინა. -ჩვენი მეგობარი მოვა და იცოდე, არიცნობ შენ და მაგიტომ გეუბნები. -კარგი. გამშორდა და პირველ სართულზე ჩავიდა. ცოტახნის ლოდინი და ნაცნობ ნომრებს და შემდგებ უკვე ნაცნობ სილუეტს ჰკიდა თვალი. -უჩას გაუმარჯოს!-გადაეხვია. -გაუმარჯოს, გაუმარჯოს!-ღიმილით უპასუხა ზოიძემ. -ბიჭო მშვიდობა ხომაა, რატომ დაასწრეს?! -საქმემ ასე მოიტანა. -რა დღეში ხარ ისე-გაიცინა და წვერგაზრდილ და თმაარეულ ძმაკაცს დააკვირდა. -რა დღეში ვარ და 3 დღე გზაში ვიყავი, მანამდე სად არ ვიყავი, ის მკითხე და ვერაფრისთვის მოვიცალე, თან ხომ იცი ეს ბოდიალი და ამბები მღლის, არაფრის თავი არ მაქ, მხოლოდ ძილი მინდა. -ცოტა ლოდინი მოგიწევს, ჩემს დას დაბადების დღე აქვს დღეს-გაიცინა. -მე რომ უსაჩუქროდ ვარ?! -ნუ სულელობ შენ, გაგაცნობ თან სავიას. -სავია?! რა უცხო სახელია-გაიოცა ზოიძემ. -ნამდვილად, ეხლა კიდე ავიდეთ. ძმაკაცს წინ გაუძღვა და უკვე ნასვამ ბიძაშვილს მიუახლოვდა, რომელიც აივნის მოაჯირს მიყრდნობოდა და გამეტებით ეწეოდა. -თვალებს ვერ ვუჯერებ უჩიკო-გაიცინა და მონატრებულ ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა, შემდეგ კი თბილად გადაეხვია-რა მაუგლის პატენტი ვერსია ხარ, რაარის? -შენაც ნუ მიმატებ, თქვენ რაიყო, რა ვიზუალის შეფასებაზე ხართ გადასული, რა უბედურებაა. -არა ძაან არგიხდება, სადღაც ბომჟსა და პორნო ვარსკვლას შორის ხარ-გაიცინა და მოქნეულ ხელს აცილდა. -მოეთრიე, სანამ უარესი დაგმართე. -არ მოგენატრე? რა დროს ცემაა. -შენ… სიტყვის დასრულება არ აცადა რატიმ, სავიასთან ერთად მიუახლოვდა და მათ გაცნობას შეუდგა. -გაიცანი, ეს ჩემი, ჩვენი ძალიან ახლო ძმაკაცია, უჩა ზოიძე, ეს კიდევ ჩემი უმცროსი დაა, სავია. -სასიამოვნოა-გაუწოდა ხელი მამაკაცმა და ნაზად მოათავსა გოგონას ხელი მისაში-დღეს როგორც გავიგე, დაბადების დღე გაქვს, გილოცავ!-ღიმილით უთხრა და დააკვირდა გოგონას-ამ ჯერად მაპატიე, უსაჩუქროდ ვარ, უცოდინრობის გამო, თუმცა გპირდები, რომ გამოვასწორებ. -ჩემთვისაც სასიამოვნოა, მადლობა და არ არის საჭირო საჩუქარი-გაუღიმა და მანაც შეათვალიერა ახალგაზრდა მამაკაცი-მე დაგტოვებთ. გარიდებულ გოგონას ზოიძე თვალს არ აშორებდა მანამ, სანამ ფარდას არ მიეფარა და ბურუსში მყოფი, მერე მიუბრინდა ძმაკაცებს. რა უცნაური გრძნობაა, იფიქრა უჩამ და თავი შეუმჩნევლად მოიფხიზლა. -უჩა. გესმის ბიჭო რას გელაპარაკები?!-ყურადღების მისაქცევად ხელი დაკრა მხარზე ალეკომ-სად დაფრინავ?! -დაღლილი ვარ და..-თავი იმართლა. -დალევ მეთქი? -დღეს არა რა, სამი დღე-ღამეა საჭესთან ვარ, ახლა რომ დავლიო მისატანი ვიქნები და ვერც უნდა შევირგო, ამიტომ სხვა დროს დავლიოთ. -მეც ეგრე ვიფიქრე-გაუცინა-კარგი, წამოდი ახლა მაგიდას მივუსხდეთ, სხვებიც ვნახოთ, თან ცოტას შეჭამ. მაგიდას მივუახლოვდით და ჩამოვჯექით, სითბო იყო შენობაში, სასმლის სუნს საკმაოდ მოეცვა ოთახი და სოთბოში მეტად იგრძნობოდა, უკმაყოფილოდ მოიშმუშნა ზოიძე და ერთი შეათვალიერა დარბაზი. რამდენი უცხო ადამიანი იყო, რამდენიც ნაცნობი, მაგრამ ის ერთი… მაინც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. რა ქნას, ფიქრიდან ფიქრზე მიდის და უცნაურია მისთვის ეს ყველაფერი, არ ელოდა საკუთარი თავისგანაც კი, რომ ასე მოხდებოდა ყველაფერი, განა რაა აბსურდული იმაში, რომ მამაკაცს ქალი მოეწონოს, მაგრამ დღეს?! ასე გადაღლილს?! ასე დაქანცულს და თან ამ მდგომარეობაში?! მთელი გზა იმას ფიქრობდა, როგორ დაიძინებდა და ტვინში არაფერი შესდიოდა, ახლა კიდევ თითქოს გამოფხიზლდა, აღარც ეძინება და ძალიანაც მოსვენებულია, მთავარია ხედავდეს. -ახალი ადამიანი…-ჩურჩულით თქვა და მაგიდისკენ შებრუნდა. -რა თქვი?!-ვერ გაეგო ალეკოს. -რამდენი ადამიანია თქო-გადაასწორა უკვე ხმამაღლა. -ეხალისებათ. დიდხანს ისაუბრეს და გემრიელადაც მიირთვეს, მერე კი მოსაწევად დააპირეს გასვლა. ====== -ნინუცა, ჩამყვები?!-სიცილით დავადექი თავზე ხაჭაპურით პირგამოტენილ დაქალს და მუდარის თვალებით შევხედე. -ქალო, შარდის ბუშტი გაგიფუჭდა? რაარი ყველა ჭიქის მერე რომ დამარბენინებ-ახარხარდა და ფეხზე წამოდგა. -მადლობა თქვი რომ მიმყავხარ. -რას ლაპარაკობ, როგორი პატივია. კიბეებზე დავეშვით და აივანს ავხედეთ სადაც ბიჭები იყვნენ, თვალში ახალგაცნობილი მომხვდა და კიდევ ერთხელ შევათვალიერე, აწ უკვე საკუთარ თავში. ნინუცას ტელეფონზე დაურეკეს და მარტო დავტოვე, მე კიდევ უკანა ეზოს დასათვალიერებლად გავედი, ისე კოხტადაა ყველაფერი გაკეთებული, ისე მოლამაზებულია, თვალს უხარია, მიყვარს აქ მოსვლა, პატარა პარკს რომ უგავთ უკანა ეზო და თან ადგილიც რომ შესაფერისია, ახლოში ჩანჩქერი მოდის და ის ხმა რომელიც აქამდე აღწევს სულსა და ფიქრებს ამშვიდებს თითქოს. შემოდგომის შუა თვეა და მაინც როგორ თბილა, როგორ ალამაზებს აქაურობას ეს სიყვითლე და თითქოს შეციებული ხეები, რომლებსაც საფარი აღარ აქვთ, იქვე სკამს ვკიდე თვალი და დავაპირე წასვლა, ნაცნობმა ხმამ რომ შემაჩერა. -დაბადების დღეს გილოცავ! -აქ რას აკეთებ?!-სულერთიას სახით ვკითხე, ისე რომ მისკენ არც კი გავბრუნებულვარ. -შენთან მოვედი. -შეგიძლია წახვიდე! უეცრად სიცივემ დამიარა და უსიამოვნოდ შევიშმუშნე, თითქოს შიშის პატარა ნაპერწკალმა გამიარა ტანში, მაგრამ რისი ან ვისი უნდა შემშინებოდა, ვერ გამეგო, აბსურდული მეგონა ჩემი მდგომარეობა და ამ ჯერ კიდევ შეუმჩნევი კანკალისთვის ვეცადე ხელი შემეშალა და გავჩერებულიყავი. -უნდა ვილაპარაკოთ და გავარკვიოთ ყველაფერი, შენც ხომ ხვდები, რომ ის რაც მოხდა… -მგონი გასაგონად და გასაგებად გითხარი, წადი, შენი არც მოსმენა მინდა და რაც მთავარია, არც დანახვა-თავი დავუქნიე-თანაც, არ მგონია ჩემმა ძმამ ცოცხალი გაგიშვას აქედან. -1 წელი დიდი დროა, ხომ ხვდები არა?! -რას?!-გავიოცე. -რომ ეს მოხდებოდა! მე ხომ… მე ხომ კაცი ვარ. -კაცი და არა ცხოველი-შევუსწორე და თითქოს რაღაცამ ისევ გამკრა გულში-ისეთივე ამაზრზენად საუბრობ, როგორიც ხარ, გულის ამრევი ხარ. მივახალე და გვერდის ავლით ჩავუარე. -ვერ გაბედავ!-დაიძადა და მაჯაში მწვდა. ინერციით გავჩერდი და მისკენ მივბრუნდი-ვერ გაბედავ გესმის?! რა გგონია, რომ ესე ადვილად დაიხსნი ჩემგან თავს? სიცოცხლეს გაგიმწარებ ანთაძე, მოჩვენება გავხდები და არ შეგარგებ არაფერს-მიყვიროდა და მანჯღრევდა მთელი ძალით. -გამიშვი! გამიშვი შე ცხოველო! -არა! არა! და არა! არ გაგიშვებ და ვერც დამშორდები! მე მეკუთვნი, ხომ გაიგე?! დაიყვანე ეს შენს ტვინამდე!-საჩვენებელ თითს მთელი ძალით მიშენდა თავში და ვგრძნობდი, ტკივილისგან ცრემლები როგორ მაწვებოდა. -მეტკინა შე ცხოველო, თავი დამანებე, შემეშვი! ხელი გამიშვი, მეტკინა!!-ლამის ყვირილზე გადავედი. -გეტკინოს, დაიმახსოვრებ და შეიგნებ სამუდამოდ! -მიშველეთ!-უკვე ძალაგამოცლილი ვყვიროდი. -ხმა მიიგდე-უეცრად მწვდა კისერში-არ გაბედო და შენს ძმას არაფერი უთხრა, თორემ მის გვამთან მოგიწევს ამ ცრემლების ღვრა! ხომ გაიგე?! -გა..გამიშვი..-ვხრიალებდი და შიშისგან ვტიროდი, ვგრძნობდი რომ მიჭირდა სუნთქვა, ხელებით ვცდილობდი მისი ხელების მოშორებას, მაგრამ ამაოდ. -გე.. გემუდარები გამიშ..გამიშვი… ცრემლები გაუჩერებლივ მდიოდა და კანკალს ვერ ვწყვეტში, გულით ვევედრებოდი ნინუცას რომ მოვეძებნე, რომ ვენახე და როგორმე მოვშორებოდი მას. -ხმა ჩაიგდე მეთქი!-ისევ ყვირილს აგრძელებდა. -შე ნაბი****ო!!! გავიგე არც თუ ისე ნაცნობი ხმა და სიმსუბუქის უეცარი შეგრძნებისას, ინერციით დავეცი მიწას ძალაგამოცლილმა, ხელებს ვერ ვიშორებდი კისრისგან და ატკიებულ ადგილს გამალებით ვიზელდი, რამოდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ნიკა მომაძრეს და თვალებით მოვძებნე მშველელი. გაცხოველებული სილუეტი დავლანდე, რომელიც გაუჩერებლივ უშენდა მუშტებს “მოძალადეს” და ბედნიერებამ გამიარა ტანში. -შენს დედას შევ**მ შე ახვ**ო! ნაბიჭ***ო! როგორ გაბედე, ქალზე ხელის აწევა როგორ გაბედე შე უჯიშო შენა!!! ქალთან ხარ ხომ მაგარი! სიკვდილს დაგანახებ თვალებით შე ჯიშმო***ო! შენი დედა****ნ! როგორ გაბედე! როგორ გაბედე და როგორ შეეხე! ვის ემუქრებოდი ბიჭო შენ! შე განდ**ო! გაუჩერებლივ ურტყამდა უცნობი-ნაცნობი ლამის მიმკვდარ სხეულს, უეცრად ხმა მომესმა უკნიდან და სურვილის მიუხედავად, ღონეგამოცლილმა ვერ შევძელი გაბრუნება. -უჩა ბიჭო!-მომესმა ბიძაშვილის ხმა. -ბიჭო რას აკეთებ!-რატიმ გასძახა და მოშორება სცადა-გაუშვი ! -ხელი გამიშვი, მოვკლავ ამის დედამოვტ***ნ! მომშორდი მეთქი!-გამეტებით ცდილობდა ძმაკაცის მოშორებას ზოიძე. -მოკლავ!-დაუყვირა ალეკომ და როგორც იქნა მოაშორა სულმიხდილ სხეულს, გააფთრებული ძმაკაცი. -რამოხდა რაგჭირს?! როგორ ხარ?!-დაბნეული და შეშინებული მეკითხებოდა ნინუცა-რა დაგემართა?! სავია ?! რახდება ხმა ამოიღე… -ცუდად… ცუდად ვარ… მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე, სწრაფად მომვარდა რატი და გულში ჩამიკრო. -გამაგებინეთ რამოხდა, თორემ გასკდა გული. -ახრჩობდა! ამისდედამოვ***ნ!-დაიყვირა უჩამ და ისევ სცადა ძმაკაცის მკლავებიდან განთავისუფლებას. -არგინდა..-ვცადე ჩემი ძმის გაჩერება. -რას შვრებოდა?!-ხმაწართმეულმა ამოთქვა და ჩასისხლიანებული თვალებით გამომხედა. ალბათ 3 წამი დასჭირდა ჩემიდან ნიკაზე რომ გადასულიყო და მისი წილიც დააყოლებინა ზედ, მაგრამ ალეკომ დაიკავა და მოასწრო შეჩერება. -მოკვდება ეგ სი*ი! -მოვკლავ! მოვკლავ მაგ ახვ**ს! -გთხოვთ… ბოლო ძალა დავატანე სიტყვებს და ნინუცას მივეყრდენი. ადგილს მოწყდა უჩა და ჩემს გონზე მოყვანას ცდილობდა. -ხმა გამეცი! ილაპარაკე გთხოვ! გონება არ დაკარგო, აქ იყავი, სავია გესმის?! გესმის რას გელაპარაკები?! ოღონდ აზრზე იყავი, ეცადე ისუნთქო გესმის?!-მუდარას გავდა მისი საუბარი, ხელში ამიყვანა და რატის მანქანისკენ წავიდა. მისი სხეულიდან წამოსული სითბო მესიამოვნა აკანკალებულს, მაისურს ჩავაფრინდი მარჯვენა ხელით და შეშინებული მის მაისურში ჩავიმალე. მოვიდნენ სხვებიც და გაათრიეს ნიკა, რატიმ დაუბარა არწაიყვანოთ შორსო. გზაში ვიყავით რომ გამოვფხიზლდი ნინუცაზე მიყუდებული, ტიროდა და თმაზე მეფერებოდა, ალეკოს და რატის საუბარმა მომჭრა ყური. -რომ ვერ მოესწრო… -გაჩერდი! არ მინდა ამის წარმოდგენა!-გააჩერა რატიმ და საჭეს ძლიერად ჩაარტყა. -მე რომ… მე რომ არ მეპასუხა ტელე..ტელეფონზე… ხომ ვიქნებოდი ახლოს..-მოთქვამდა ნინუცა-ჩე…ჩემი ბრალია… -ნუ სულელობ!-ამშვიდებდა ალეკო. -თავისივე ნაწლავებს ვაჭმევ მაგ ჯიშმო***ს. -სად მივდივართ?-ვიკითხე შეშინებულმა და წამოჯდომა ვცადე. -როგორ ხარ ჩემო ცხოვრება-გამომხედა რატიმ. -საავადმყოფოში დაი-მოტრიალდა ალეკოც-დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი კარგად გაქვს და წავალთ სახლში, დაისვენებ. -სადაა? ამ კითხვას წამიერი სიჩუმე მოყვა. -ყველაფერი კარგად იქნება! აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება!-ჩაილაპარაკა რატიმ და სიჩქარეს მოუმატა. -შენს სიახლოვეს, მისი ჩრდილიც კი ვერ გაივლის პატარავ!-ხელი ჩამკიდა ალეკომ. -სახლში წამიყვანე,გთხოვ! აზრზე მოსულს მომხდარი გამახსენა და ისტერიული ტირილი დავიწყე. -რა მოხდა?! რამე გტკივა?! სად გტკივა?!-სასწრაფოდ გააჩერა მანქანა რატიმ და მომიბრუნდა. -უბრალოდ სახლში მინდა რა, გთხოვ! -როგორც იტყვი ჩემო სიცოცხლე-თავზე მაკოცა და სახლის გზას გაუყვა. ოთახში შესვლისთანავე ოთხად მოვიკეცე საწოლზე და ტირილი გავაგრძელე, ნინუცამ უბრძანა ყველას, რომ ედროვებინათ ჩემთვის, რომ ეს ტირილი ახლა აუცილებელიც კი იყო ჩემთვის და დაღამებამდე მართლაც არავინ შემოსულა ჩემს ოთახში ნინუცას გარდა, რომელიც უბრალოდ კუთხეში დადებულ პუფში იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა. საათი 12ს უახლოვდებოდა კარებზე ხმა რომ გავიგე ნინუცა წამოდგა და კარებისკენ გაემართა, გამომხედა და მეც ვანიშნე რომ გაეღო. -შეიძლება?-რატი დამძიმებული ნაბიჯით შემოვიდა და გამომხედა. -მე გავალ. ნელა წამოვიდა ჩემკენ და შიშით დამაკვირდა. საწოლის ბოლოში ჩამოჯდა, ჩემგან ზურგით და მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით. -იმის კითხვას არ დავიწყებ როგორ ხარ თქო და მსგავსი, უბრალოდ იცოდე რომ მე ვარ, მე ვარ შენთან, ყოველთვის და ყველგან. -ვიცი… წამოვდექი და მის გვერდით დავჯექი, თავი მხარზე დავადე და ხელი ჩავკიდე. -ძალიან ცუდი ძმა ვარ. -ამას რატომ ამბობ? ყველაზე კარგი ძმა ხარ! -იმიტომ, რომ ეს მოხდა. -კარგად ვარ რატი, მართლა კარგად ვარ, პატარა ბავშვივით ვერ დაგპირდები, რომ ხვალვე ბედნიერებას გამოვასხივებ მეთქი, მაგრამ კარგად ვარ. -შენ რომ რამე მოგსვლოდა. -არაფერი მჭირს, ხომ ხედავ არა?! -მაგრამ.. -რატი, სადაა? -ცოცხალია-პაუზის შემდეგ მიპასუხა და გამომხედა-ახლა რაღაცას გკითხავ და სიმართლე მითხარი. -გისმენ. -აქამდე..-ანერვიულებულმა გადაისვა თავზე ხელი და ჩაახველა-მოკლედ, აქამდე შეგხებია?! -არა… -იციდე არ დამიმალო, არ მოგერიდოს და არ დამიმალო. -არ გატყუებ. -უჩა რომ არა… გონებამ ყველაფრის გადახვევა დაიწყო და გამახსენდა რომ უჩა იყო.. რომ ის ადამიანი ვინც მე მიხსნა, უჩა იყო… შოკი და დაბნეულობა ერთიანად მომაწვა და უეცრად წამოვდექი. -რა მოხდა, რამე გტკივა? -რატი, უჩა სადაა? -რაიყო? აქ იყო და წავიდა ნახევარი საათის წინ, მოვა ისევ. -იქ როგორ აღმოჩნდა?!-ვკითხე ინტერესით. -თქვა, რომ აივნიდან დაინახა ამოსვლისას პირველი სართულის ეზო და იქ უნდოდა გასეირნება-გამიღიმა-ყველაფერმა ჩაიარა-თვითონაც წამოდგა და თმაზე მომეფერა. -მან გადამარჩინა. -მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები-მიპასუხა რატიმ-მე გავალ, შენ დაისვენე და გამოიძინე. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და საწოლის კიდეზე დავჯექი, ოთახში ნინუცა შემოვიდა. -მაპატიე კარგი?!-თვალები აუცრემლიანდა და მომეხვია. -ნუ სულელობ და ნუ მაბრაზებ, შენ რა შუაში ხარ?! -არ უნდა დამეტოვებინე მარტო. -ალბათ მოსახდენი იყო.. -არ მჯერა და არც მინდა დაჯერება იმის, რომ ეს უნდა მომხდარიყო და თანაც შენთან. -მოდი აღარ გვინდა ამაზე საუბარი რა. ძალიან დავიღალე და უზომოდ დაცლილი ვარ მორალურად. -გშია?! -საშინლად-გავუღიმე და გადავეხვიე-მინდა დავივიწყო მომხდარი და მოდი ჩავთვალოთ რომ არც არაფერი მომხდარა, მე გთხოვ ამას, აღარ მინდა გონებამ ეს კიდევ გაიხსენოს. -შენ როგორც იტყვი-მანაც გამიღიმა მშვიდად-მე ჩავალ და შენ კიდე გადაივლე და ჩამოდი. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავეშურე აბაზანისკენ. -დღეს ლამაზ პიჟამოებს ჩავიცვამ-ატლასის ხაკისფერი პიჟამა დავდე საწოლზე და აბაზანისკენ ავიღე გეზი. არვიცი რამჭირს, თითქოს ბურუსმოცულია გონება და სხეული და დამძიმებისგან ვეღარ ზიდულობს თავს, უემოციოა ყველაფერი ახლა და რა ეშველება სიკვდილნანატრ ფიქრებს და გრძნობას რომელსაც “ნეტა მომკვდარიყო” ერქვა, ბოროტი არასოდეს ვიყავი, მაგრამ რატომ აღარ მინდა იმ ადამიანის არსებობა ამ დონეზე, ჯერაც ვერ გამიგია და თითქოს საკუთარი თავი და ფიქრები მაშინებს კიდევაც, შერცხვენილმა ამ ფიქრებისგან წყალი მოვუშვი და წუთი არ გავქანებულვარ, ვადროვე მთელი დღის სიბინძურე ჩამოერეცხა და მომცილებოდა ის დარდიც მასთან ერთად, უეცრად გამეცინა. -დილის მერე წყალს ვატან დარდებს. საშველი მაინც არსაიდან იყო და მეც ბოლომდე დამშვიდებული გამოვედი აბაზანიდან პირსახოც მოხვეულმა. საეჭვო იყო ჩემი კარგად ყოფნა და მევე მიკვირდა თავის. -ფილმებში მსგავსის მერე ფსიქოლოგი სჭირდებათ. ჩემს თავს გავაგონე ნათქვამი და აბაზანიდან გამოვედი. აღარაფერი მაწუხებდა დაღლილობის გარდა და თითქოს სკუთარი თავი არ მანებებდა თავს, თითქოს რაღაც გამომრჩა, რაღაც მომენტი, რაღაც სიტუაცია, თუ… -სავია კიდევ ერთხელ გამარ… გაქვავებული ვიდექი საწოლსა და კარებს შორის და ვაკვირდებოდი ჩემზე მოჩერებულ მაღალ, ახოვან, შავებში ჩახმულ, მოუწესრიგებელ მამაკაცს, რომელიც ჩემი ნახევრად სიშიშვლის მიუხედავად, უსინდისოდ არ წყვეტდა ჩემს თვალიერებას. -კარებზე დაკაკუნება არ გასწავლეს?!-დავიყვირე და ისევ აბაზანაში შევვარდი “ამაზე უკეთესს რას მოიფიქრებდი” -ბოდიში, რატიმ ჩამოვიდეს, რამე ჭამოსო. გავიგე როგორ დაიხურა კარი და მეც გამოვედი. -გადაიდო ჩემი პიჟამოები-დამწუხრებულმა დავამატე და შარვალი და მაისური გადავიცვი, სველი თმა მაღლა ჩავიხვიე და გარეთ გასვლა დავაპირე, როცა.. სინათლე დაეცა თითქოს წერტილს და მივაჩერდი, ახლა დამემართა დასამართი, ჩემს გონებას რაღაც კიარა, ვიღაც გამორჩა, ვიღაც, ის.. უჩა.. უჩა ზოიძე გამორჩა… -ღმერთო… მძიმედ ჩავისუნთქე და ახლა გავიაზრე, თუ რაოდენ დიდი მადლიერების გრძნობა მქონდა მის მიმართ, ის რომ არა, რა ბედი მეწეოდა, ახლა აქ ვიქნებოდი თუ არა, ღმერთმა უწყისს, ის რომ არა, რომ ვერ მოესწრო, რომ ვერ დავენახე, რომ არ გამოსულიყო იქ, მთელი სიტუაციის სიმძაფრეზე რომ დავფიქრდი, ერთიანად დამიარა სხეულში ჟრუანტელმა და ემოციებს ვეცადე რომ გავმკლავებოდი. ფრთხილად დავეშვი კიბეებზე და მისაღებში მყოფი ბიჭების საუბარს ყური დავუგდე. -არაფერია სამადლობელო-ღიმილით ეუბნებოდა უჩა ჩემს ძმას-შენც იგივეს იზამდი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი. -წაიყვანეს?!-საუბარში ალეკო ჩაერთო. -კი ქვეყანა დატოვა უკვე-მშვიდად საუბარს აგრძელებდა უჩა-იმაზე აღარ იდარდოთ რომ სადმე კიდევ გამოჩნდება, მსგავსი რამ გამორიცხულია უბრალოდ. -დარწმუნებული ხარ?!-კითხა ისევ ალეკომ. -ჩემში ეჭვი გეპარება?!-თითქოს გაბრაზება შეემჩნა ხმაში ზოიძეს. -შენში არა, უბრალოდ იმდენად ნაბიჭ***ა ეგ ტიპი, რომ ყველაფერს ველოდები მისგან უკვე-რატიმ დაასწრო პასუხი-სწორად გამიგე, რამე რომ მოუვიდეს, თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს… -მე ვარ პასუხისმგებელი, რომ არაფერი მოხდება. -მისმა ოჯახმა რაო, სამეგობრომ?!-არ წყვეტდა ალეკო. -შენ, ასე მგონია სხვასთან ერთად გაიზარდე და არა ჩემთან, რა კითხვებს მისვამ ბიჭო-წამოდგა ფეხზე და ფანჯარასთან მივიდა და მიეყრდნო-ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და დამშვიდდით, მე ვარ მეთქი გარანტია. -იმედია, ამ სიკეთეს ოდესმე გადაგიხდი-უკვე დამშვიდებულმა უპასუხა რატიმ. -ახლა არ გამაბრაზო და არ გადამრიო-უცებ თვალი მომკრა კედელთან მდგარს და თვალით მანიშნა შევსულიყავი-როგორ ხარ?!-მის ამ კითხვაზე ბიჭები მობრუნდნენ. -მოხვედი?-თბილად მკითხა რატიმ. -მშია ძალიან-დავიწუწუნე და სავარძლის ხელზე ჩამოვჯექი-არაფერი არ გვაქ?! -გამოვიძახოთ რაც გინდა. -მაკის დიიიიდიიიი სეტი მინდა-გამეცინა. -შენ ოღონდ ისურვე-გამიცინა ალეკომ და ტელეფონში ჩაძვრა-ესენი სანამ მოიტანენ მოვკვდები, წამო ჩვენ მოვიტანოთ, უფრო მალე იქნება. რატი და ალეკო მალევე წავიდნენ, სავარძელში ჩავჯექი და ადგილიდან გაუქანებელ უჩას გავხედე. -მადლობა. ჩურჩულს ჰგავდა ჩემი ნათქვამი და თავი დაბლა დავწიე, “განა რისი შემრცხვა?” გავიფიქრე და საკუთარ თავს გავუწყრი, ნუთუ ასეთი რთულია ამის თქმა, როცა მართლაც მადლიერი ხარ ადამიანის, როცა ნივთს კიარა, როცა ემოციას კიარა, როცა მოგონებას კიარა, სიცოცხლეს… სიმშვიდეს… უფართხოებას.. გჩუქნის ადამიანი. სრულიად უცხო, არა ნაცნობი, მაგრამ მაინც… ჩრდილის მოძრაობით მივხვდი, რომ წინ მდგომი გაექანა და როცა ჩემს წინ ჩაიმუხმა, მხოლოდ მაშინ ავწიე თავი და გავუსწორე დაბნეული მზერა. -გპირდები, რომ არასდროს, არავინ არ გატკენს. დაუძლურებულს შვებად მექცა მისი ნათქვამი და სისხლში თითქოს ბედნიერების ხაზები გაუშვეს. -შენ რომ არ მოსულიყავი, არვიცი რა მოხდებოდა. -მაგრამ მოვედი-გამიღიმა და ჩამოყრილი თმა გადამიწია-ის რაც მოხდა, ის, რაც აღარასოდეს განმეორდება, არ დაიტოვო გონებაში, არ ღირს ამაზე დარდი და ფიქრი, დამიჯერე. -ცუდად ნამდვილად აღარ ვარ-ვცადე თავის მართლება, მაგრამ რისგან… -მიხარია, ცხოვრება ისე გააგრძელე, თითქოს არაფერი მომხდარა, ირგვლივ უამრავი ადამიანი გყავს, ვისაც უყვარხარ და გიფრთხილდება, ვინც მუდამ ზრუნავს შენზე, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მხოლოდ გავუღიმე და ისიც ფეხზე ადგა, გვერდით მყოფ დივანში ჩაესვენა და გამომხედა. -რამდენის გახდი? -23 წელი შემისრულდა-ვუპასუხე მშვიდად. -დიდი გოგო ყოფილხარ-გაიცინა. -შენ? -რა მე?! -შენ რამდენის ხარ?! -მე 26, ლამის დავბერდი-გაიცინა. -მაქამდე მინიმუმ 50 წელი გიკლია. -მგონი ბევრია. -არ გინდა მაგდენი იცოცხლო?!-გავიოცე და ცოტა წამოვჯექი. -სიცოცხლით როგორ არ მინდა, მაგრამ მაინც. -ნინა სადაა?-ახლა მოვიკელი საუკეთესო დაქალი. -სახლში გადავიდა, მოვწესრიგდები და გადმოვალო. -კარგი. -ისა და…-ინტერესით დამაკვირდა-რაღაც უნდა გკითხო-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად-რატიმ როგორ მოგცა დაბრო მასთან ურთიერთობაზე?! -მას არც მოუცია, 3 თვე ჩუმად ვხდებოდი-გამეცინა-მერე კი შეეგუა ალბათ, რომ არ მწყენოდა არაფერი უთქვამს. -უცნაურია. -მაინც რაარის უცნაური?! -მე მას ესეთად არ ვიცნობ, არ მეგონა მსგავს ადამიანს თუ გააჩერებდა შენთან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი, აი რაღაცნაერია რა. -როგორი?-კითხვაზე კითხვას ვუმატებდი. -აი, შეუფერებელია რა შენთვის. -შეუფერებელი…-გამახსენდა ყველა მომენტი მასთან ერთად-ესეთი?-გავხედე და სიცილით, თითქოს გული ამერიაო ინსცენირება გავაკეთე. -ზუსტად-მასაც გაეცინა. -და ვინ არის შენი აზრით შესაფერისი? -მე ეგ არ ვიცი, არ ვიცი როგორს და ვის ითხოვს შენი გონება და გული. გავჩუმდით. ორივე გავჩუმდით და ამ სიჩუმეს და სიმშვიდეს სუნთვის შეკვრა მოყვა. რა აბსურდია ეს ყველაფერი, არ მესმის რატომ ველაპარაკები ამდენს, რატომ ვიხსნები მასთან და რატომ მჭირს “ეს ადამიანი” -შენთვის? შენთვის ვინაა შესაფერისი?-უეცრად წამომცდა კითხვა და თქმის მერე გავიაზრე ნათქვამი, რისიც შემრცხვა-დაივიწყე-სიცილით ვუთხარი და ხელი ავიქნიე. -არ მიფიქრია ამაზე-რამოდენიმე წამის მერე მიპასუხა. -ეგ როგორ?!-გავიოცე-არასდროს გყვარებია არავინ?! -არა. -მოვა შენი ადამიანიც-დავაიმედე. -დაველოდები. -მეც მოვედი. კარები ნინუცამ გააღო და ბედნიერი შემოვიდა, ჩემს პირდაპირ დაჯდა. -სად არიან? -მაკში, საჭმელი უნდა მოიტანონ. -აუ კი მშია ისე-გაიცინა-ისა და, შენ როგორ ხარ?-ჯერ მე გამომხედა, დავინახე ჩუმად როგორ გახედა უჩას და თვალებით მანიშნა შეხედეო, რაზეც გამეცინა. -ძალიან კარგად. -უჩა ხო?-უცებ მიუბრუნდა ნინა მამაკაცს, მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-აქამდე როგორ არ გიცნობდით, მიკვირს. -სერიოზული ბიძია ვარ და მაგიტომ-ნიშნის მოგებით გაუცინა. -ეგ შენს არსებობას უარყოფს?! -შენ რა ინტერესიანი ხარ-მე გამომხედა-მე დაგტოვებთ, ისაუბრეთ. ნინუცასთან საუბარს შევყევი და სულმაც მართლა მოისვენა, 10 წუთში ბიჭებიც მოვიდნენ და ყველანი დავსხედით საჭმელად. უჩა იმ ღამეს წავიდა და ზუსტად 10 დღე არ გამოჩენილა. დააკლდა თვალს, ალბათ გონებასაც და გულსაც, ეს დღეები უღიმღამოდ გადიოდა, ვისვენებდი და ბევრს ვკითხულობდი, ახალდამთავრებული უნივერსიტეტი დასვენების საშუალებას მაძლევდა. ნინა წამითაც არ მტოვებდა, მუდამ ახლოს იყო და ერთი სიტყვით, ძიძას როლს ასრულებდა. რატი და ალეკო დაკავებულები იყვნენ და სახლში მხოლოდ დაღამებისას მოდიოდნენ, მართალია ჩემს დაბადების დღეზე დადებული პირობა რომ მეორე დღეს პაემანზე უნდა წასულიყვნენ უბრალოდ გაქრა, დარწმუნებული ვარ, ნინას ეს საკმაოდ აწუხებდა. გამთენიოს წყლის წყურვილმა გამაღვიძა და ძილბურანში მყოფმა დავეშვი კიბეებზე და ვცდილობდი ზღართანი არ მომედინა იატაკზე, ისე მივსულიყავი მაცივართან. ადგილზე გავიყინე, როცა ნაცნობი და მონატრებული ხმა ჩამესმა. -რატომ არ გძინავს?!-ხმაში დაღლილობა ემჩნეოდა და შესამჩნევი იყო ისიც, რომ საკმაოდ ნასვამი იყო. -წყალი უნდა დავლიო. -ჰო.. წყალი საჭიროა ორგანიზმისთვის-კედელს მიყრდნობოდა და თვალს არ მაშირებდა. -აქ რატომ ხარ? -რატის მანქანაში ჩაეძინა, მძიმეა.. იცი, როგ..როგორი მძიმეა?! ვერ შემოვა… შემოვათრევდი და მე შემოვედი, რომ მარტო არ იყო სახლში. -რატის საწოლში დაიძინე-გამეცინა მის ნათქვამზე. -არაა, მომკლავს-გამიცინა-შენ, შენ არ გცივა?-მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ წინათხსენებული ატლასის პიჟამა მეცვა და ამასაც თუ ჩაცმა ერქვა საკითხავი იყო. -არა-დაბნეულმა ვუპასუხე და მაცივრის კარები მივხურე, რომელიც მანათებდა, სიბნელე ჩამოწვა, მისი გახშირებული სუნთქვა მკაფიოდ ისმოდა. -ამ ფარდის ნაჭერში, როგ… როგორ არ გცივა?!-გაისმა ერთი გადმოდგმული ნაბიჯის ხმა. -არ მცივა-დავიჩემე. -ძალიან თხელია და თანაც როგორი მოკლეა-ამას მეორე გადმოდგმული ნაბიჯი მოყვა. -არ მცივა-დავიჩემე. -ძალიან თხელია და თანაც როგორი მოკლეა-ამას მეორე გადმოდგმული ნაბიჯი მოყვა. -მე წავალ, დავწვები-ძლივს გადავყლაპე ნერწყვი და გვერდის ავლა დავაპირე, წამით მაჯაში ხელის ფრთხილი შეხება რომ ვიგრძენი. -ძალიან გეძინება?-გავიგე ჩურჩულით ნათქვამი-ცოტახანს დარჩი რა. -რამე გჭირდება? გშია? ახლავე მოგიმზადებ რამეს-დაბნეულმა მივაყარე და გაცლა ვცადე. -არა, არ მშია, უბრალოდ მელაპარაკე რა. -რა?-გაოცებული გავჩერდი და დაველოდე პასუხს. -არ გინდა ჩემთან ლაპარაკი?! -ეგ რა შუაშია. -მოდი-დივნისკენ წავიდა და თან გამიყოლა. -ბევრი დალიე?-გავიცინე, როცა წვალებით ჩაჯდა. -კი, მართლა ბევრი დავლიე-მანაც გამიცინა-იცი რას ვიფიქრობდი? -რას აბა?-ისევ ღიმილით დავაკვირდი. -შენზე ვფიქრობდი-მომახალა და ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა. -ჩემზე? ჩემზე რატომ ფიქრობდი? -აღ… აღარ ვიფიქრო? წინააღმდეგი ხარ? არ.. არ გინდა რომ მე შენზე ვიფიქრო?!-გაიოცა. -უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა იფიქრო შენ ჩემზე-გულში მწარედ გამკრა ფიქრმა და მკაცრად მივუგე-შესაცოდებელი არაფერი მჭირს! -მე.. მე არ მეცოდები, იცი რა კარ… კარგად ვფიქრობ შენზე? სულ კარგი ფირები მაქ, მართლა-ხელი ჩამკიდა და გულზე მიიდო-დედას გეფიცები, არ მეცოდები, ეგ არ იფიქრო. -ვერაფერი გავიგე. -რომ… უეცრად კარებში ნასვამი რატი შემოვიდა. -უჩააა, ბიჭოოოო. ჩუმად იყავი, ჩემი და არ გააღვიძო-ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ხელით სინათლის ჩასართველს ეძებდა-ბიჭო გესმიიის? არ გამიღვიძო ბავშვი. -რა გაღრიალებს აქ ვარ-სწრაფად გავუშვი ხელი ჩემს წინ მჯდომს და ძმისკენ გავემართე. -შენ რატომ არ გძინავს?-გამომხედა და შუბლზე მაკოცა-იცი რა მაგრად მიყვარხარ?! -ვიცი, ვიცი-გავუღიმე-რატომ და წყალი მომინდა. -უჩა სადაა? -აქ ვარ-ხელის აწევით ანიშნა და ისე გამომხედა, თითქოს მტუქსავდა ხელი რატომ გამიშვიო. -მანქანაში როგორ დამტოვე, შე.. შე.. -შენს ზიდვას ეხუმრები? ტონას იწონი და დაგტოვე-გაიცინა რატიმ და ძმაკაცს ხელი გადახვია-არ გინდა კიდე დავლიოთ?! -არავითარი დასალევი, ორივე იძინებთ, თანაც ახლავე-გამოვუცხადე თითის ქნევით. -უფროსმა არაო-გაიცინა რატიმ და მისი ოთახისკენ წავიდა-უჩიკო, სავია გაგისწორებს რა, მე წავედი. უფროსი ძმა გაგვშორდა თუ არა, ვინანე ჩემი ნათქვამი, რას ვიფიქრებდი ასე მალე თუ გაიქცეოდა და დამტოვებდა მასთან მარტოს. მორიდებამ ჩამაწვა ტერფებში და თითქოს ისე დამამძიმეს, ვეღარ ვექანებოდი. ჩემს წინ მდგომი მამაკაცი ადგილიდან არ იძვროდა, სამაგიეროდ, აღარ ყანყალებდა ღვინოში ჩამხრჩვალივით და უკვე მყარად და გამართულად მაკვირდებოდა. სხეულში ტემპერატურამ იმატა და მხოლოდ ერთხელ გავხედე, დავიფიცავ, მისი მანათობელი თვალები იმდენ რამს ასხივებდნენ, დაწყებული სევდიდან, ბედნიერებით დამთავრებული. გავიგონე მძიმე ჩასუნთქვა და მხოლოდ ერთი წამოძახებაღა მოვასწარი. -მე… მისი ახურებული ტუჩები უეცრად შეეხო ჩემს ლოყას და ადგილზე გავშრი, როცა მარჯვენა ხელი წელზე მომხვია. ვკანკალებდი და ჩემი გააფთრებული ეგო, მიუხედავად იმისა, რომ სადაც იყო წაიქცეოდა, არ მაძლევდა უფლებას, რომ მას ჩავჭიდებოდი. -შენზე ბევრს ვფიქრობდი-გაგუდული ხმით მითხრა და გამშორდა სულ რაღაც ერთი ფეხის ნაბიჯით. -შენ.. შენ.. მე.. -ვფიქრობ ახლა დაძინება სჯობს, მე და შენ ხვალ ვისაუბროთ. მხოლოდ გამიღიმა და სიბნელეში გაუჩინარდა, მე კიდე ვიდექი მაცივარს მიყრდნობილი და ვერაფერი გამეგო, ასე მეგონა, ცხოვრება ბოროტ თამაშს მეთამაშებოდა და გაცხოველებული მინდოდა ყველაფრის დალეწვა, რომ ამდენ ემოციებს როგორმე გავქცეოდი. ამდენ ტკივილს, შიშს, დარდსა და დროს, დაბნეულობა და გაურკვევლობაღა აკლდა და სრული ნოკაუტი მელოდა ცხოვრებისგან. ალბათ 10 წუთი დამჭირდა, რომ აზრზე მოვსულიყავი და ავსულიყავი ოთახში, საწოლში ჩავწექი და ჭერს ვუყურებდი, თავში არანაერი აზრი არმომდიოდა და თითქოს ტვინიც ცდილობდა რომ არ მოეშვა ფიქრები ჩეთან ახლოს, რომ არ დამეწყო წუწუნი და რაიმეს ან ვინმეს უარყოფა. ალბათ გამთენიოს ჩამეძინა. საშინელი თავის ტკივილით გამეღვიძა. ^^^^^^^ -რა თქვი?-შოკში მყოფი ალეკო უყურებდა მის წინ მჯდომ დაბნეულ და აწითლებულ ძმაკაცს. -ანთაძე! დაყრუვდი ამის დედა ***?! მეხუთედ გიმეორებ უკვე! -არა, კიდევ ერთხელ გამიმეორე, მგონი მომესმა. -სავია მომწონს, თანაც სერიოზულად მომწონს! -ამაყენეთ ვინმემ-წამოიკივლა და უჩას გახედა-ზოიძე, , დარწმუნებული ხარ რასაც იძახი?!-წარბაწეული ეკითხებოდა ალეკო. -აუ წავედი მე რა!-მოეშალა ნერვები. -მანდ დაეტიე-გაიცინა და ხელით ანიშნა დაჯექიო-და რას აპირებ? -შენი აზრით საჭორაოდ მოვედი, რომ შენთვის უბრალოდ მომეყოლა? მომეხმარე ბიჭო როგორ ვქნა, რატის როგორ ვუთხრა. -ვაიმე რატი!-ახლაღა გაახსენდა ბიძაშვილი ალეკოს და თავზე ხელი წამოირტყა. -ჰო.. რატი… -შენა და რა მითხარი იცი? როდის მერე მოგწონს? -პირველად რომ დავინახე მას მერე-დარცხვენილმა უთხრა. -ერთი შეხედვით სიყვარული და თემები კაკუ?-ინტრიგნობას არ წყვეტდა ალეკო. -შენს ნაწლავებს დაგაჭერინებ ახლა ხელში და მსდიე მერე!-დაუღრინა. -აუ რა ნათრევი ძაღლივით ხარ ბიჭო, რა მოხდა, მაცადე რა, რაც თავი მახსოვს შენ გიცნობ და ჯერ რომ ვინმე შეგყვარებოდა, მე მსგავსი არ მახსოვს. -ჰოდა რა ვქნა?!- მობეზრებულმა კითხა უჩამ და საცოდავად გახედა. -დაურეკე რატის და ვნახოთ, აუხსენი ყველაფერი, დაველაპარაკოთ და არმგონია ახლა გადაიჭრას ვენები, თუ გადაიჭრა და კაი ქირურგ გოგოს ვიცნობ და მიაკერებს-გაიცინა და ტელეფონზე მანიშნა დაურეკეო. -გოგოზე გამახსენდა, ნინუცასთან რა ქენი? -არაფერი, რა უნდა მექნა-უკმაყოფილოდ გაიქნია თავი. -აბა პაემანიო და ამბები? -გადაიდო, ნუ გადავდე, იმ ამბების მერე მოვერიდე მე, მერე მანაც მომერიდა და მოკლედ, ამ დღეებში უნდა ვნახო. თავუ დავუქნიე და ტელეფინს დავწვდი, დავრეკე რატისთან და 6ზე შევუთანხმდი კაფეში შეხვედრაზე. როგორც არასდროს, ახლა გაიწელა დრო საუკუნედ. ^^^^ -ვინ გიყვარს?!-დაბნეულს აღმოხდა რატის. -სავია..-დატუქსულივით თქვა უჩამ. -ზოიძე, გაიმეორე გაფიცებ..! -აუ! გადამრევთ რა, შენ რაღა დაგემართა გაფიცებ, ალბათ მართლა მეათედ გიმეორებ, რომ შენი და მომწონს, სერიოზულად მომწონს, მიყვარს. ვერც მასთან მივედი, ვერც შენთან, ადგილს ვეღარ ვნახულობ ბიჭო, კაცს აღარ ვგავარ, რა ჯანდაბა თავსატეხი ყოფილა ეს სიყვარული რაარი, გავჭაღარავდი ამის დედა******! -ამოიოხრა და თავზე გადაისვა ხელი-მე კიდე, ჯერ ცოლიც არ მომიყვანია-დაიჯუჯღუნა და მუხლებზე დაწყობილ ხელებს დახედა-თუ უნდა დამარტყა, გეტყვი, რომ გააზრებული მაქ რასაც ვლაპარაკობ-უეცრად დასერიოზულდა-ეს არაა რაღაც ჩვეულებრივი, რაღაც ხელისმოსასმელი, მე სერიოზულად ვარ განწყობილი შენი დის მიმართ და ჩემი გრძნობებიც სერიოზული და გააზრებულია. რომ დავინახე, იმ დღის მერე თავიდან ვერ ამოვიგდე, ყველაფერი ვცადე, მაგრამ მაინც მასზე მეფიქრება, უცნაურია შენს დაზე რომ გელაპარაკები ესე, მაგრამ მინდა ხვდებოდე ბოლომდე რას ვამბობ, პატარა ბიჭი არ ვარ, ხომ გესმის არა რას ვამბობ?! -იცის?!-მხოლოდ ეს კითხა უფროსმა ძმამ. -არა, არაფერი არ იცის-უარის ნიშნად გაუქნია თავი და სიგარეტს გაუკიდა-შენთან მოუგვარებელი არც ვაპირებდი რაიმეს გაკეთებას. -არ ფიქრობ რომ.. -არაა ადრე და ამაზე ნაფიქრი მაქვს, არა ერთხელ და ორჯერ დამიჯერე. ვიცი რასაც ვფიქრობ და რაზაც ვგრძნობ, მე ვარ გარანტია ჩემი სიტყვების. -ვაიმე! გამეზარდა ბიჭი რატი!-წამოიყვირა ქალის ხმით ალეკომ და რატის კალთაში ჩაუჯდა. -გადაა**ი სანამ მოგკალი-დაუყვირა სიცილით ბიძაშვილს, მერე კიდე ანერვიულებულ ძმაკაცს მიუბრუნდა-იცოდე, შენი იმედი მაქვს! ელვასავეთ გაისმა მისი სიტყვები და სულშიც გამოანათა. სავიას ნაამბობი: დილა ჩემთვის დღეს საკმაოდ გვიან დაიწყო და პირველად ამ ბოლო დროში გამოძინებულს გამეღვიძა, გემრიელად გავიზმორე და ვარსკვლავის ფორმაში გავიშხლართე საწოლზე. ფანჯრიდან გამონათებულ მზის სხივებს გავხედე და გავუღიმე. უეცრად ტელეფონის ვიბრაციის ხმა მიწვდა ყურს, ტელეფონს დავხედე და უცხო ნომრისგან მოსულ შეტყობინებას დავაკვირდი. “დილამშვიდობისა, არ აპირებ ადგომას?” აზრზე ვერ მოვდიოდი ვინ შეიძლება ყოფილიყო, მეც ვკითხე თუ ვინ იყო და მოსული შეტყობინების წაკითხვის შემდეგ უეცრად გავაგდე ტელეფონი და სახეზე ხელები ავიფარე დარცხვენილმა “კოცნისგან ახურებული ლოყა როგორ გაქვს?!” -იდიოტი!-წამივიძახე და საჩქაროდ ავდექი ფეხზე-არაფერიც არ მქონდა ახურებული-დავიმშვიდე თავი და გადასამოწმებლად, ყოველი შემთხვევისთვის მოვიკიდე ლოყებზე ხელი. შევედი აბაზანაში და მოვწესრიგდი, საკმაოდ ციოდა და წვიმასაც აპირებდა, როგორც იქნა გავეტიე ოთახიდან. კიბეებზე ჩასვლის დროს ნინუცას დავურეკე. -ხო სავი. -არ გინდა გადმოხვიდე?-მუდარა შემეტყო ხმაში და უფრო მეტსაც შევეხვეწებოდი, როცა მისაღებში ჩემს ძმასთან მოლაპარაკე ნაცნობი სხეული დავლანდე. -დღეს სამწუხაროდ ვერა-ბედნიერება ემჩნეოდა ხმაში. -დაყაჭე ინფორმაცია-გამეცინა და ინტერესით შევჩერდი კიბეებზე-რას მალავ? -მე და ალეკო მივდივართ. -სად?! -ნუ, მივდივართ რა-გაიცინა. -ჰიდა სად მიდიხართ მეთქი?-ჩავაცივდი და გამეცინა რომ არ უნდოდა ეთქვა ის კონკრეტული სიტყვა. -ოოფ, პაემანზე სავია, პაემანზე მივდივართ. -ეგრე თქვი შენაც-ხმამაღლა გამეცინა-გული გამისკდა, ვიფიქრე სასაფლაოზე მიდიოდი და უნდა ჩაგემარხა-არ ვწყვეტდი მის გაბრაზებას. -არა ხომ მოვიცლი და ხომ გნახავ-დამემუქრა დაქალი და ხმაში თითის დაქნევას ამოიკითხავდი ადამიანი. -მაშინ, თუ ცოცხლები გადარჩით დღეს, გელოდები ჩემთან, აქ დარჩი, რაღაც უნდა მოგიყვე. -რა უნდა მომიყვე? ხომ იცი, რომ არ შემიძლია ასე, ახლა მთელი დღე ამაზე დავიგრუზები, მიდი მომიყევი ახლა რა-ხვეწნა დაიწყო და გამეცინა. -მიმხრჩვალი კატის წიკები ნუ გაქ, მოხვალ და მოგიყვები, ჰო და ადამიანურად ჩაიცვი და ნუ გადარევ მაგ ბიჭს, პორნოს გადასაღებად არ მიყავხარ არავის და ნუ შეშლი ძალიან გთხოვ, მისი პოტენციალი დღევანდელ დღეს, პირდაპირ პროპორციულია შენი ჩაცმისა-გავიცინე და გავუთიშე სასწრაფოდ, სანამ რამეს მეტყოდა. მაცივარი გამივაღე, ფორთოხლის წვენს დავწვდი და მისაღებში გავედი. -ოჰ, გათენდაო?-გამომხედა რატიმ და მანიშნა მასთან დავმჯდარიყავი-შენა რა მითხარი იცი? რახდება? -რა ხდება?-დაბნეულობისგან თვალებს ადგილი ვერ ვუნახე. -ჰო, რა ხდება?! -რა უნდა ხდებოდეს რატი? არაფერი არ ხდება-ლამის ჩურჩულით ვუთხარი დარცხვენილმა და საკუთარი თავი მილიონჯერ დავტუქსე იმისთვის, რომ დავიბადე, წინ მჯდომს გავხედე და მის მშვიდ გამომეტყველებაზე უფრო მომეშალა ნერვები. -კარგი ნუ გადამრიე ახლა-გაიოცა უფროსმა ძმამ და ხელები გაშალა. -ყველაფერს აგიხსნი…-ლამის ტირილი დამეწყო. -შენ რას ამიხსნი,რამე გასაპრავებელს შვრებიან?-წარბის აწევით მკითხა და გადაიხარხარა. -ვინ?-სრულ გაურკვევლობაში მოვხვდი. -ნინა და ალეკო. -შენ გაგახარა ღმერთმა-ამოვიოხრე და ერთიანად მომეშვა, ამაზე ვაჟბატონს გაეცინა-ვერ ვათქმევინე სად მიდიოდნენ, ის ძლივს თქვა პაემანზე მივდივართო. -რა დაბნეული ხარ, ცუდი სიზმარი ნახე?-მკითხა უჩამ და სიცილით გამომხედა. -კი, ძალიან-თვალების მოჭუტვით გავხედე და ძმას მივუბრუნდი-ალეკომ რაო? -მოვიმწყვდიეთ და წამების მიუხედავად არ დაძრა სიტყვა, თქვენზე არ ინდობა არ შემარგებთო-გაიცინა-მოხვალთ და რაღაცას გააფუჭებთო. -ვერც ვამტყუნებ-გავიცინე და წვენი მოვსვი. -მოკლედ, 2 ამბავი მაქვს, ერთი კარგი და მეორე ცუდი, რით დავიწყო? -მშვიდობაა?-გავიკვირვე და ძმას დავაკვირდი. -თბილისში მივდივარ 4 დღით. -რა ხდება? -რაღაც საქმე მაქვს. -და ეგ კარგი ამბავია თუ ცუდი?-გავეკრიჭე. -რათქმაუნდა ცუდი-ენა დამიგდო და სადაც იყო პასპორტი მოვთხოვე, ასაკი რომ გადამემოწმებინა. -აბა კარგი რა არის? -ის, რომ მარტო არ იქნები და უჩა მოგაქცევს ყურადღებას. ლამის შემაქანა მისნა ნათქვამმა და სადაც იყო მეთქვა მეც წამოვალ თქო მაგრამ მაგვჩერდი, ფაქტია უცნაური იქნებოდა რატისთვის ამის მოსმენა. მერე დავფიქრდი, რომ იქნებ მე ვაბუქებ ყველაფერს და არაფერი არ ხდება სერიოზული და იქნებ სულაც არ ფიქრობს ეს ბიჭი ჩემზე როგორც “ქალზე” იქნებ როგორც კარგ მეგობარს აღმიქვამს. არვიცი რამდენად დავიმშვიდე თავი, მაგრამ რაც არის, არის. -გასაგებია, როდის მიდიხარ? -დღეს, გელოდებოდი როდის გაიღვიძებდი, რომ მენახე და წავსულიყავი. -ჩალაგებული გაქვს ყველაფერი?-ვკითხე და ფეხზე წამოვდექი-მოგიმზადო რამე? -კი ჩალაგებული მაქვს და არა არ მშია-გამიცინა და მანაც წამოდგა-არაფერი გააფუჭო, ხომ გაიგე?-გამიცინა და მომეხვია. უჩა და რატი გავიდნენ სახლიდან და დივანზე დავჯექი. ფიქრებს ვეღარ ვიშორებ ეს ბოლო დროა. ^^^^^^^^^^ -რაც არის არის-საკუთარ თავს დააკვირდა სარკეში კიდევ ერთხელ და გაეღიმა. შავ მოკლე კაბაში გამოწყობილი უყირებდა საკუთარ თავს წინ მდგარ სარკეში და ეცინებოდა საკუთარ თავზე, იმაზე, თუ რას აკეთებდა, არადა იძახდა არმინდა არ ვნახავ და არაფერს ვაპირებ მასთანო, იქნებ მხოლოდ მისი ქმედებების ბრალია მისი ეს ყურადღება მამაკაცის მიმართ, ან უკვე მასაც მოსწონს ალეკო და ამიტომაც იპრანჭება და ამიტომაც წარმოიდგენს კარს მომდგარი დღის ყველა ინტერპრეტაციას და შესაძლო ვარიანტებს? იქნებ შეშინებული უარყოფდა მამაკაცს და თავიდანვე ჰქონდა მის მიმართ სიმპატიები, ამიტომაც უარყოფდა მას. ახლა რაღა აზრი აქვს, დგას შავ კაბაში გამოწყობილი, შავი მაღლები, წითელი პატარა ჩანთაც დაუჭერია ხელში და დახვეულ თმებზე ნაზად ისვამს ხელს და ელოდება ზარს რომ ჩავიდეს. მომლოდინე ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და კიდევ ერთხელ დაფიქრდა. -იქნებ.. იქნებ არ ღირს, მერე რომ არცერთს არ გვეწყინოს. ფიქრებში გართულს კი ლამის გამოეპარა მილევას მისული ტელეფონის ზარი. -ნინა გამარჯობა, მე ეზოში ვარ, გელოდები-საეჭვოდ მშვიდი ხმა ჰქონდა ვაჟბატონს, თუმცა რაღაც შეცვლილი მოეჩვენა. -ჩამოვდივარ. მხოლოდ ეს უპასუხა და კარები გადაკეტა. -მთავარია არ შემიყვარდეს, ერთი პაემანი რას იზამს-დაარწმუნა საკუთარი თავი და კიბეებზე დაეშვა. მანქანასთან მდგარ სილუეტს რომ მოავლო თვალი გაეღიმა, ნერვიულობა ემჩნეოდა უდაოდ. -მოხვედი?-დაბნეულმა კითხა ღიმილით და შუაზე ჩასული სიგარეტის ღერი ქუჩისკენ მოიქნია. -როგორც ხედავ-უპასუხა მშვიდად და თვალი თვალში გაუსწორა. -ძალიან.. ლამაზად და ნაზად გამოიყურები-მოაბა თავი კომპლიმენტს ანთაძემ და გოგონას კარი გაუღო. -მადლობა, შენც კარგად გამოიყურები. გზა დიდი იყო და საკმაოდ დამღლელიც კი მოეჩვენა გოგონას. იმ რესტორანს მიუახლოვდნენ სადაც აქამდე ბევრჯერ უხსენებია ნინას, გაეღიმა მის ყურადღებაზე და გაბედნიერდა როგორც ქალი, რომელსაც უსმენენ. -ასე მგონია, ჩემს გასაღიზიანებლად მთელი მსოფლიო შენ გიყურებს-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი მამაკაცმა და მენიუს დააკვირდა ყურადღების გადასატანად. -ეგრეც რომ იყოს, მე შენთან ერთად ვზივარ მაგიდასთან და შენთან ერთად წავალ აქედან-გაუღიმა გოგონამ თვალებით. შეკვეთა მისცეს და ყავას შეექცნენ. -პატარა ბავშვები არ ვართ ნინა, ორივემ ვიცით აქ რისთვისაც ვართ. პაემანი ერქმევა, თუ რამე სხვა, საბოლოო შედეგი მაინც ისაა, რომ უნდა ვილაპარაკოთ და გავერკვიოთ ყველაფერში, იმედია მეთანხმები. -სრულებით-გოგონას სიმშვიდეს ხმაში, თითქოს ბზარი გაჩენოდა. -როგორც მოგეხსენება, მაქვს გრძნობები შენს მიმართ და უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მაქვს სერიოზული გეგმები, იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებ მოვიტანო შენამდე ეს ყველაფერი და აგიხსნა. -რისი დათმობა შეგიძლია?-გაისმა გოგონას ხმა ელვასავეთ და ანთაძე იმ წამსვე მიხვდა, თუ რაზე იყო საუბარი. -არ ვიცი რატომ გაშინებს ჩემი პროფესია. -ეს ხომ ცხადია ალეკო, მანძილი, დრო… -მანძილი მუდმივი არაა, ისევე როგორც დრო. -მაგრამ ფაქტია რომ 6 თვე, თუ გინდ 3, ან 4 თვე, არაა პატარა დრო, თანაც ეს დრო და მანძილი არაა ერთჯერადი ალეკო, ეს იქნება მუდმივად, იმიტომ რომ შენი სამსახურია, ამით ირჩენ თავს და ამით არსებობ, შენი პროფესიაა და მესმის, რომ გიყვარს და გინდა იყო მეზღვაური, მაგრამ… -ანუ უარს ამბობ?!-მიკიბ მოკიბვის გარეშე გაისმა კითხვა და ახლა გოგონა გაფითხდა. -ეგ არც მიგულისხმია-სცადა თავის მართლება. -აბა? რას ელოდებოდი? -მეგონა იტყოდი, რომ მზად იყავი მიგეტოვებინა ეგ პროფესია, მეგონა იტყოდი, რომ ოღონდ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით მშენებლად წახვიდოდი და შეეშვებოდი მაგ საქმეს. -აზრი რააქვს თირემ კი. შენ გეშინია თავად ურთიერთობის და არა კონკრეტულად იმის, რაც ახსენე. -ეგრე არაა-იუარა გოგონამ და თითქოს ცოტა წამოიწიაო-არ გესმის შენ, მართლა არ გესმის. -ჰოდა ამიხსენი, იქნებ შენ არ გესმის ამ ყველაფრის და შენ გაქვს რაღაც ცუდი შეხედულებები ყველაფერზე, იქნებ არცაა ისე, როგორც გგონია. -რაც არ უნდა იყოს, მანძილი და დრო სპობს ურთიერთობას. -მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე-მკაცრად გამოაცხადა ალეკომ და ნინას გახედა-და შენ? იქნებ საკუთარ თავს გაურბიხარ ნინა? -მე მეშინია.. იმის რომ ეს გრძნიბები გაგიქრება, რომ მანძილი მოსპობს ყველაფერს, გააქრობს და გააქარწ....ბს, რომ იპოვი ვინმეს ვინც უფრო ახლოს იქნება… -ასე მგონია შეურაცხყოფას მაყენებ მაგის თქმით, რაც მიცნობ ერთხელ მაინც მოვქცეულვარ როგორც არაკაცი? ერთხელ მაინც მომიცია მიზეზი, რომ გეფიქრა ეგრე?-ხმას აღარ იღებდა ნინა-გამეცი პასუხი! -არა- დარცხვენილმა უპასუხა გოგონამ. -მომეცი უფლება დაგანახო ჩემი სამყარო, დაგანახო როგორ შემიძლია მიყვარდე, მინდა დაგანახო შენ როგორ ძლიერ შეგიძლია ჩემი შეყვარება, მინდა ვიყო ის მამაკაცი, რომელიც შენს ცხოვრებას გააფერადებს იმ ფერებში, რომლებსაც შენ ვერც წარმოიდგენდი, მომეცი უფლება ვიყო საყრდენი შენი. -ალეკო… -გთხოვ, იფიქრო ამაზე და მერე გამცე პასუხი, ახლა კიდე მივირთვათ-მიმტანის მოტანილ საჭმელს შეექცნენ და სწრაფადვე შეცვალეს თემა. დრო ნელ-ნელა მიიწურა და საბოლოოდ მანქანაში ჩასხდნენ, გზაში ხმა არცერთს არ ამოუღია. სავიას სახლთან მისულმა ძლივს გადმოათრია დიდი თაიგული ნინამ და მამაკაცს თბილად დაემშვიდობა, როგორც იქნა ავიდა დაქალთან. თავის მოწესრიგება დაიწყო და აბაზანიდან გამოვიდა თუ არა, ეგრევე საწოლს მიუახლოვდა და ჩამოჯდა, წინ მდგარ კარადას ვაუსწორა თვალი და ფიქრებში გადაეშვა, არ იცის რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ეუცარმა და ნაზმა ღიმილმა რომ გადაირბინა მის ბაგეებზე, მხოლოდ მაშინ ადგა და დასწვდა ტელეფონს, მოძებნა ნაცნობი სახელი და გააგზავნა პატარა შეტყობინება. სწრაფად დადო ტელეფონი და ხელები სახეზე აიფარა. ალბათ 10 ან 15 წუთი იყო გასული შეტყობინების გაგზავნიდან, კარებზე ზარის ხმა რომ გაიგო, გააღო თუარა წინ ადრესატს მოავლო თვალი და გაეღიმა თეთრად განათებულ ტელეფონის ეკრანზე, თავისი შეტყობინება რომ დალანდა. “მჭირდება შენი ფერები, ჩემს უფერულ ცხოვრებაში, მიყვარხარ!” მის ბაგეებს დაწაფებული მამაკაცი რამოდენიმე წამში შეამჩნია და მოულოდნელობისგან ლამის ფეხები მოეკვეთა, რომ არა მამაკაცის ხელი მის წელზე. -მსოფლიოს დაგიდებ ფეხთან-გამოუცხადა ალეკომ და ისევ დააკვდა გოგონას ტუჩებს. სავია: გვიანი იყო უკვე, ყავის მივირთმევდი და მშვიდად ვუყურებდი ტელევიზორს, ამ ბოლო დროს სერიალებს შევუყევი და თავს ვიქცევ. სახლში მოსული ნინას შეწუხება აღარ დამიწყია, ვიფიქრე, რომ მძიმე დღე ექნებოდა და იმ ემოციებთან მარტო უნდა დარჩენილიყო და მარტო უნდა გამკლავებოდა. როგორც არ უნდა მიყვარდეს მე ჩემი ბიძაშვილი, ალეკოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მან უნდს მიიღოს. სამზარეულოში შესული ვამზადებდი საჭმელს, რომ ცოტა მაინც გვეჭამა და ამ დროს კარებზე კაკუნს ხმა გავიგე, სანამ სამზარეულოდან გავედი, ნინა მივიდა კარებთან და გააღო. -არ შევიშალო-ჩუმად ჩავიჩურჩულე და სამზარეულოს კარებთან შევჩერდი, როცა თვალებარეულ ბიძაშვილს და კარებში გახევებულ დაქალს მოვკარი თვალი-ეს თუ ახლა…-სიტყვა ვეღარ დავამთავრე, როცა ბიძაშვილი წაეტანა დაქალის ტუჩებს და მეც წამში შემოვბრუნდი, რომ არ მენახა ეს. გამეცინა და ბედნიერმა შევაბიჯე ისევ სამზარეულოში და ახლა უკვე მეტი ენთუზიაზმით დავიწყე საჭმლის მომზადება. -ჰე ახლა, რას შვრებით? არ გშიათ?-გავძახე რამოდენიმე წუთში ახალგაზრდა წყვილს და პასუხს დაველოდე. -მოვდივართ-გამომძახა ბედნიერი ხმით ალეკომ. სამზარეულოში დარცხვენილი, ტუჩებახურებული და სახეგაწითლებული დაქალი შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა მოწყვეტით. -არც იფიქრო-პირის გაღება არ მაცადა, ისე მომაკეტინა. -არაფერს არ ვამბობდი-გავუცინე და თვალები მოვჭუტე-რაო? იცის კოცნაობა თუ გავუშვათ მასტერკლასზე-გადავიხარხარე და გამოქნეულ ჩუსტს ავცილდი. -ენას ამოგაძრობ მე შენ-მომესმა ახლად შემოსული ბიძაშვილის ხმა-კოცნაობა იქნება თუ დაგაძვრე ღერა-ღერა თმები. -შენ ვაფშე ხმას ნუ იღებ, სიძედ მეკუთვნი და შენ კიდევ ქალბატონო, რძლად, ასე რომ ორივემ მომეფერეთ. კარგი და სასიამოვნო დროც გავატარეთ, უამრავჯერ მოვუშალე ნერვები ახალ გამომცხვარ წყვილს და მუქარების მიუხედავად, მაინც ვაგრძრლებდი ხუმრობას. არაფრის გამოკითხვა არ დამიწყია, ვფიქრობ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ზოგს უნდა, რომ თავისი ჩონჩხები ჩუმად შეინახოს კარადაში, ისე, რომ არ დაანახოს არავის, ასე რომ ზოგს კარგი ჩონჩხი აქვს და თავისთვის უნდა მარტო, ზოგს ცუდი, ადამიანი და გუნება. თუ რამე იქნებოდა, რისი ცოდნაც აუცილებეკი იქნებოდა ჩემთვის, ნინუცა აუცილებლად მომიყვებოდა. ალეკო გავაცილეთ და დივანზე დავჯექით, ხელები სახეზე აიფარა და წამოიკივლა მოგუდული ხმით. -არ მჯერა!-გამოაცხადა ყურებამდე გაღიმებულმა. -მაინც რა არ გჯერა? -ის, რომ გავბედე. -კარგი ეხლა, ისე იძახი თითქოს ომის პირველ ზოლში მიდიოდი იარაღით ხელში. -რა უცნაურია ეს ყველაფერი. -ის რომ უამრავჯერ დაადე და ერთ ღამეს უბრალოდ მის მომაჯადოებელ შარმსა და სექსუალურობას ვერ გაუმკლავდი და მის მამაკაცურ მკლავებს ჩაბარდი?-ავხარხარდი ბოლო ხმაზე. -შენს სისხლს დავლევ ანათაძე-გამოაცხადა და ბალიში გამომიქნია. -არა, მე ის არ მესმის, რატომ უარყოფ? -მეც მაინტერესებს, შენ რატომ უარყოფ?-ინტერესით აწია წარბი და დამაკვირდა. -რას? -რას და რომ მოგწონს ის ბიჭი-თითი დაიქნია და დამაკვირდა-და იმ ბიჭსაც დარწმუნრბული ვარ, რომ მოწონხარ შენ. თითქოს რაღაც გამახსენდაო გავჩერდი და სასწრაფოდ მოვუყევი ნინას კოცნის ამბავი. -გაკოცა!-შემოჰკრა ტაში. -ლოყაზე ნინა!-შევიცხადე და ვცადე სიტუაციის განმუხტვა. -რა აზრი აქ გენაცვალე?! გუშინ ლოყაზე გაკოცა, დღეს მხარზე გაკოცებს, ზეგ ტუჩებში. ასე კეთდება გენაცვალე ბავშვები, ჰაერიდან კი არ მოდიან-გადაიხარხარა და ფეხზე წამოდგა. -მაგით ხართ შენ და ალეკო დაკავებულები ხო?-მეც გამეცინა. -ფუ რა დებილი ხარ-ენა გამომიყო და წვენი დაისხა. -დებილი რატომ ვარ, გადავირიე, შენ არ იყავი ფეხბურთის თამაშის დროს ლამის მაისური რომ შემოიხიე, ნახე რა კუნთები აქო? თან გაგახსენებ, მაშინ არც კი იცოდი, რომ ჩემი ბიძაშვილი იყო-გავახსენე მომხვდარი ფაქტი. -ათლეტური ბავშვებით უნდა გავაჯიშო თქვენი გვარი-სრული სერიოზულობით გამოაცხადა და გადაიხარხარა. -ჰა მეტყვი ახლა რამეს და დამამშვიდებ თუ რავქნა-გავიოცე და გავხედე დაქალს. -რა გითხრა, რისი გაგება გინდა? -რისი და რა ჯანდაბას ნიშნავს ეგ კოცნა, ლოყაზე კოცნა, თან უცნაურია, ალეკო აქაა, ქალაქშია და ჩემთვის უცხო ადამიანთან მტოვებს 4 დღით, იმის ნაცვლად, რომ ალეკოსთან დამტოვოს-ვივარაუდე და ჩამოვჩოთქე ვარიანტები. -იქნება ამურია შენი ძმა-გაიცინა ნინამ-რაიცი, იქნებ მობეზრდა შენი ატანა და ცდილობს ერთმანეთი გაგირიგოთ, ეს დატოვება პირველი გასროლილი ისარია. -შენთან საუბარს აზრი არა აქვს მოკლედ, მე წავედი დავწვები. საწოლს მივუახლოვდი თუ არა, სასწაულად მომიარა ძილმა და ბალიშს მთელი სხეულით ჩავეხუტე. ალბათ ძილის ნეტარებაში გადასვლას, რამოდენიმე წუთი მაკლდა, ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა, გათიშულმა ისე ვუპასუხე, არც დამიხედავს ვინ იყო. -ბატონო. -………..-სრული სიჩუმე იყო ყურმილის მეორე მხარეს. -ბატონო თქო-ცოტა ვუმატე ხმას-გესმით ჩემი?-ცალი თვალი მოვახილე-შეგეშალათ მგონი. გავთიშე და ბალიშთან მივაგდე ტელეფონი, წუთის მერე შეტყობინების ხმა გავიგე, თვალების ჟღლემით ძლივს წავიკითხე შეტყობინება. “ქვემოთ გელოდები. უბრალოდ გთხოვ, ჩამოდი” -ვფიცავ, ეს ბიჭი მანიაკია და მალავს-წამში გამოვფხიზლდი უჩას შეტყობინება რომ წავიკითხე და საწოლზე წამოვჯექი, დროს დავაკვირდი 01:22 იყო და ნერვებ მოშლილმა ამოვიოხრე. ტელეფონი ავიღე და დავურეკე, ეგრევე მიპასუხა. -ალო, გესმის ჩემი? -………-ისევ სიჩუმე. -ალო თქო, გესმის? მშვიდობაა? რამე ხომ არ შეგემთხვა? სად ხარ? -ქვემოთ გელოდები-მხოლოდ ეს მითხრა და გამითიშა. -გათიშა-შევიცხადე. ზლაზვნით ავდექი და თხელ პიჟამოზე ხალათი გადავიცვი, ჩუსტებში ჩავყავი ფეხები და გავედი გარეთ. შავ მანქანასთან მდგარი მამაკაცი რომ დავლანდე, ტანში ერთიანად ჟრუანტელმა დამიარა, კლასიკურად გამოწყობილს, პერანგი უწესრიგოდ გახსნოდა და ჰალსტუხიც გახსნილი გადმოჰკიდებოდა კისერზე, ცოტას ბარბაცებდა და ეწეოდა გამეტებით. ნელა მივუახლოვდი და სიცივის გამო ხელები გავისვი მხრებზე. -რა ხდება უჩა? მშვიდობა გაქვს?-ვკითხე ჩუმად და თან ვამცნე, რომ მოვედი თქი. -შენ, მართლა მოხვედი?-გაოცება ემჩნეოდა. ჩაწითლებული თვალებით გამომხედა, ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და თან გაიღიმა-სახელი. -რა სახელი?-გავიკვირვე. -სახელით მომმართე-ისევ გამიღიმა. -მდვიდობა გაქვს თქო? რამე ხომ არ დაგემართა? დახმარება გჭირდება?-ქვემოდან ავხედე და მივაყარე კითხვები რომ თემა შემეცვალა. ახლა დავაკვირდი მამაკაცს, ბატონი უჩა საკმაოდ ნასვამი იყო. -შენ რა, მოიცა, ნასვამი ხარ?-გავიოცე და გაუაზრებლად მივუახლოვდი და საყელოში ვწვდი, ცოტა ავიწიე ფეხის წვერებზე, რომ სუნი მეგრძნო-გადარიე? საჭეზე ნასვამი იჯექი?!-ხელი არ შემიშვია საყელოსთვის, ისე ვკითხე. მხოლოდ მისი ხელის შეხებისას ჩემს თითებზე, რომელიც ჯერ კიდევ მის საყელოზე მქონდა, გამომაფხიზლა და მამცნო, რომ ეს ჩემი ძმა კიარ იყო, რომელსაც მასე ვამოწმებდი ნასვამი იყო თუ არა, არამედ ადამიანი, რომელიც ფიქრებს მირევდა. -არ გცივა?-ორივე ხელი მოიქცია მისაში და გათბობა დაუწყო-რამდენჯერ გითხრა, ფარდის ნაჭერს ნუ იცვამ, გაცივდები თქო. -რა ფარდის ნაჭერი-გაოგნებიაგან წამოვიყვირე და სასწრაფოდ გავინთავისუფლე ხელები-გამაგებინებ აქ რატომ ვარ?-ისევ მომიარა ძილმა და მივხვდი, როგორ მეხუჭებიდა თვალები. -დაჯექი მანქანაში და წავედით. უპარდონოდ ჩამავლო ხელი და დამსვა მანქანაში, რომ მომიხურა კარები, მხოლოდ მაშინ მივხვდი რაც მოხდა, მანაც დაიკავა მისი ადგილი და სწრაფად დაძრა მანქანა. -რა? შენ… შენ გადაირიე? სად წახვედი? გააჩერე მანქანა დროზე, სახლში უნდა ავიდე! -აუ, რატომ ყვურიხარ? იცი როგორ მტკივა თავი?-დაიწუწუნა და გზას გახედა. -რა თავი, რა თავი, როგორც მივხვდი, მაგ თავში გრამი ტვინი არ გაქვს და რა გატკიებს ამ თავს! გააჩერე მეთქი! -აღიარე, ხომ ხარ დარწმუნებული, რომ არ ვარ მანქანის გამჩერებელი და რატომ ყვირიხარ?-გაიცინა და მანქანის უკანა სავარძელზე გადაყო ხელი, პლედი მომცა და ისევ გამომხედა-დაიფარე რა, თორემ.. -რა?-დაბნეულობამ იმატა. -უბრალოდ მიიფარე, ასე ჯობია, არ გცივა?-წარბებ აწეულმა მიპასუხა და გამიღიმა. -მანიაკო!-დავიჯუჯღუნე. ფანჯრას გავხედე და ანარეკლში დავინახე, რომ ეს საცოდავი პიჟამა ლამის საცვალთან ასულიყო და ხალათი გადამწეოდა მხარზე და ლამის გადმომეყარა სიმდიდრეები. ასე ძალიან პირველად შემრცხვა და ხელები სასწრაფოდ ავიფარე სახეზე. -დედა… ეს რა დღედი ვარ. -არაუშავს, მალე მივალთ-დამამშვიდა დამნაშავემ, რომელსაც გულში უამრავჯერ შევუკურთხე. მართლაც მალევე მივედით კორპუსთან, მანქანიდან გადმოვიდა და კარები გამიღო, მისი პიჯაკი გაიხადა და მომახურა. -აქ რა გვინდა?! ვერ ხედავ როგორ მაცვია?! დამაბრუნე რა, ან ტაქსით წავალ, შენ წადი სახლში გამოიძინე-ვემუდარებოდი-თან სახლში ნინა მყავს და ინერვიულებს რომ მომძებნის. -ვერ დაგაბრუნებ, სახლთან ვარ ზუსტადაც და ნინას რომ ღამე ადვილად ეღვიძებოდეს, შენ აქ სულ ვერ გამოხვიდოდი-მიპასუხა აუღელვებლად, ხელი ჩამკიდა და წავიდა წინ. მასთან ჯაჯგუნის თავი აღარ მქონდა, ისეთი სიცივე იყო, ძვალსა და რბილში ატანდა, ძილის სურვილი უძალობას იწვევდა და არაფრის თავი არ მქონდა, ამიტომაც უბრალოდ გაჯინიანების გარეშე გავყევი. -კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში-მითხრა და მანიშნა შევსულიყავი. მეც დავაკვირდი სახლს და გამეღიმა მოწესრიგებულობაზე. -სახლში მინდა! რისთვის მომიყვანე?-ვერ დავმალე გაოცება. -ოო მაგას მერე გეტყვი, ახლა კიდე ყავა არ გინდა? -ძილი მინდა და წამიყვანე რა სახლში, რომ დავიძინო და მოვისვენო. -ჯერ ყავა-თითი ჰაერში აწია და გამომხედა. -რა ყავა მოგინდა ამ ღამეს, ნუ გადამრიე, თან ნახე, ძლივ დგახარ ფეხზე რაის ყავა?-დამტუქსველად ვუთხარი და დოინჯი შემოვირტყი. -ხელი მოიშორე წელიდან-უცებ დასერიოზულდა და თვალები ამარიდა. დავიხედე და მივხვდი რომ მართლაც ცუდი მოძრაობა გავაკეთე და არ ვიცი რატომ, მაგრამ გულში გამეცინა ნერვიუკობის ნაცვლად. პიჟამა ზემოთ ამწეოდა. -კარგი, თუ კი შენ არ გინდა ყავა, არც მე არ მინდა-თავი დამიქნია და ისევ ხელის ჩაკიდებით, შემიყვანა ოთახში. -შენს ოთახში რა გვინდა?-ჩემს ხმაში შიში იგრძნობოდა. უჩამ ერთი გამომხედა და მთლიანი ტანით შემობრუნდა ჩემკენ, ჩვენ შორის ალბათ 5 ფეხის ნაბიჯი იყო. პერანგის გახდა რომ დაიწყო, გავბრუნდი სასწრაფოდ და დარცხვენილმა თავი დავხარე. -მოდი, რას ელოდები, დავიძინოთ!-ისე მითხრა, თითქოს დიდი ხნის წყვილი ვყოფილიყავით, სრულიად გამოშტერებულმა მისი ნათქვამით, გავბრუნდი მისკენ და წელს ზემოთ შიშველს რომ ვკიდე თვალი, ვიგრძენი სხეულში რაღაცამ რომ გაიარა. -რა თქვი? -დავიძინოთ-გაიოცა და გამიმეორა. -მანიაკი ხარ?! სულ გადაირიე?! სახლში დამაბრუნე დროზე!-უკვე ბრაზში გადამდიოდა. -სახლში რომ მიხვალ, ხომ უნდა დაიძინო? ახლა აქ დაიძინე ჩემთან რა-პატარა ბავშვივით წუწუნებდა. -უჩა, სულ გადაირიე?-წამოვიკივლე-ნუთუ ვერ იაზრებ? -რას?-გაკვირვება ემჩნეოდა სახეზე. -რომ ეს ყველაფერი არაა სწორი, სახლში დამაბრუნე რა-მუდარაზე გადავედი. -არასწორი რა არის იცი?-მკითხა და მომიახლოვდა-ნოემბრის მიწურულს, ატლასის პიჟამოთი და ხალათით გარეთ გასვლა ღამე-ჩვენს შორის მხოლოდ ნაბიჯი იყო დაშორება. -სახლში წამიყვანე რა, გთხოვ. -სიზმარში გნახულობ-ჩამეჭრა საუბარში და მეც უეცრად გავჩუმდი-უკვე მერამდენე ღამეა, სიზმარში გნახულობ. -უკვე ბოდავ-ხელი ჩავიქნიე და გაშლილი თმა ყურზე გადავიწიე. -ვბოდავ თუ რაც არის არ ვიცი-ნელა წამოვიდა ჩემკენ-მაგრამ, ამ სიზმრებმა მომაბეზრა თავი. -ჰიდა ადამიან, თუ მოგაბეზრე თავი, წამიყვანე რა, რა გახდა ამისთანა. -ზუსტად რომ სიზმარში რომ გნახულობ ხოლმე, მაგან მომაბეზრა თავი, მე და შენ დღეს ერთად დავიძინებთ. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა რომ ამიტაცა ხელში და საწოლისკენ წავიდა. -უჩა გთხოვ! გემუდარები, დამსვი!-პანიკამ ამიტანა. საწოლზე დამსვა, ფეხები გამასწორებინა, საბანი დამაფარა და როცა ადგომა ვცადე, ძალუმად ჩამაბრუნა უკან, საწოლს მოუარა და თვითონაც დაწვა. შოკში მყოფს, სრულიად პარალიზებული მქონდა სხეული. მაგრამ შინაგანი ეგო არ წყვეტდა ყვირილს და ჩხუბს, რომ გაშორებოდა მას. -უჩა, რას აკეთებ?! გადაირიე?!-წამოვიკივლე, როცა მუცელზე ვიგრძენი მისი ხეკების შეხება და ვცადე როგორმე გავთავისუფლებულიყავი. -ნუ ფართხალებ-გასცა ბრძანება და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო-მაინც რა თბილი ხარ. -მომშორდი რა, ადამიანი არ ხარ?! -დავიძინოთ!-ჩემს ხვეწნასა და მუდარას არ აქცევდა ყურადღებას-ნუ ფართხალებ მეთქი, თორემ ეგ სამ მილიმეტრიანი პიჟამა ვერ ჩერდება მის ადგილას, ვერ ხედავ და რა გინდა? -რა? უზრდელი ხარ შენ! მანიაკი, სუფთა მანიაკი, უუუიიიი რა დღეს დაგაყრი მე შენ მაცადე-გაუჩერებლივ ვწუწუნებდი და ვემუქრებოდი-შენ თუ არ გცემო, აი ნახავ, დაგასინიაკებ და ნახავ მერე. -ხელის გამქანებელი არ ვარ გეფიცები, მცემე, უბრალოდ ახლა, შენთან ერთად დამაძინე რა. -აუ გამიშვი რა, გავიგუდე ბიჭო!-წამოვიკივლე-რამხელას მიჭერ! -სხვანაერად გამექცევი-ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა. -მაგ ღიმილს შეგაშრობ სახეზე, გამიშვი მეთქი! რამდენიც არ უნდა მეჯუჯღუნა, ზოიძე ძვრას არ შვრებოდა. სითბოსა და დაღლილობისგან მეც ძილმა მაჯობა და საბოლოოდ ჩამეძინა. არც ჩემს წუწუნს ჰქონდა აზრი და არც არაფერს, ძლიერად ჩამჭიდებოდა და იმის შიშით არსად გავქცეულიყავი, ჩემი თმებიდან არ ყოფდა ცხვირს. -მაგ ღიმილს შეგაშრობ სახეზე, გამიშვი მეთქი! -რაოდენ ხმაურიანი ხარ, სავია!-დაიჯუჯღუნა და უეცრად მიმატრიალა მისკენ. წამიერად შევახე ცხვირი მის შიშველ გულ-მკერდს და შიშით გავწიე თავი იმავე წამს. -არ გეძინებოდა?! -მეძინება, თანაც ძალიან! მაგრამ ესე რიგორ დავიძინო! ნუ გადამრიე ადამიანო, თუ იაზრებ რას აკეთებ?!-გაოგნებისგან ყვირილზე გადავედი და ძლიერად დავეჯაჯგუნე იმის იმედით, რომ გამიშვებდა. არც კი ფიქრობდა ჩენს წინ წამოწოლილი მამაკაცი მილიმეტრითაც კი ჩემს გაშვებას, რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ თვითინაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა და უბრალოდ ალკოჰოლის გამო იქცეოდა ასე, რაც უფრო მეტ შიშს აღძრავდა ჩემში. -და როგორ ვიქცევი? რა არის უცნაური იმაში, რომ დაძინება მინდა?! ამ ჩემს ჯაჯგუნში თმა ჩამომყროდა და ცალი ხელით ყურზე გადამიწია. -რას ქვია რაარის უცნაური?! ოი ღმერთო, მომეცი ძალა და გაძლება!-მოვთქვამდი-მომეცი ძალა არ მოვკლა აქვე! -საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე?! ვთქვა რომ გავშრი, არაფრის თქმა არ იქნება, სრულიად გაოგნებული მოვდუნდი და ჯაჯგუნს შევეშვი, დაბნეულმა და ამავდროულად გაურკვევლობაში მყოფმა, ავხედე ნასვამ მამაკაცს, რომელიც თმაზე მეფერებოდა და საკმაოდ სერიოზული სახით დამჩერებოდა, მე კიდევ ეს ამბავი უფრო მძაბავდა. რა უნდა და რას ითხპოვს, მგონია მანაც არ იცის. -უჩა, სიცხე გაქ?-დაუფიქრებლად წამოვიძახე. -მიპასუხე. -და რა უნდა გიპასუხო მაგაზე? არ ხარ სრულ ჭკუაზე. -არ ფიქრობ ჩემზე? საერთოდ არ ფიქრობ? -რატომ უნდა ვიფიქრო?-შევიცხადე და უცებ ვიგრძენი, როგორ მიშვა ხელები და საწოლზე წამოჯდა. -იმიტომ, რომ მე მინდა. მინდა რომ იფიქრო ჩემზე, ბეეეევრი იფიქრო და საბოლოოდ მიხვდე, რომ ჩემზე ფიქრს არაფერი ჯობია. -რა დალიე ადამიანო ამისთანა?!-წამოვდექი და წინ დავუდექი. ოთახში სამარადისო სიჩუმე ჩამოვარდა, მე მესმოდა მისი სუნთქვა და მისი მხრების მოძრაობის ხმაც, ისიც, როგორ ისვამდა წვერზე ხელს, მას კიდევ ჩემი სუნთქვა ესმოდა და ისიც, თუ როგორ ვუჭერდი ნერვიულად პიჟამას ბოლოს ხელს. უცებ ხელის მოძრაობით მანიშნა, რომ დავმჯდარიყავი მის გვერდით და მეც რატომღაც უსიტყვოდ დავემორჩილე. -მე… მე არ ვიცი როგორ უნდა გამოვხატო და… და როგორ უნდა გითხრა, როგორ უნდა გაჩვენო.. ეს.. ეს ყველაფერი… -მისმინე… ფეხზე წამოვდექი და დავიწყე აქეთ-იქით სიარული, დაბნეულობამ საბოლოოდ გამოაღწია ჩემი სხეულიდან და ეს უკვე საკმაოდ შესამჩნევი გახდა. მე უკვე ვხვდებოდი რაზე უნდა დაეწყო საუბარი და მაქსიმალურად ვცადე, რომ გამეჩერებინა. -იცი რამდენი რამის გაზიარება მინდა შენთვის? იცი… იცი რამდენი რამის მოყოლა მინდა? ჩვენება?-არ წყვეტდა საუბარს მამაკაცი. -უჩა გეყოს… ფეხზე წამოდგა ისიც უეცრად და მომიახლოვდა, წინ დამიდგა და ლამის ისევ ვეკროდი მის სხეულს. -ყველა წამი შენით იწყება და შენით მთავრდება მას მერე, რაც დაგინახე. გამაყრუებელი გულის ცემა მისწვდა ჩემს სმენას და ძლიერად მოვმუშტე ხელები, რომ გონება არ დამეკარგა და რამე სისულელე არ მომხდარიყო. “ამან ახლა სიყვარულში გამომიტყდა” გულში გავიფიქრე და თითქოს ჩამეღიმა კიდევაც, მაგრამ უარვყავი ეს ფიქრები ეგრევე. -გეყოს მეთქი-არ ვიშლიდი ჩემსას და უკვე ვამჩნევდი, რომ ზოიძეს სულაც არ მოსწონდა ეს ფრაზები. -რატომ უნდა მოვრჩე, მე ხომ… მე ხომ.. შენ… -გაჩერდი მეთქი!-დარცხვენილმა წამოვიძახე და გულ-მკერდზე ავაფარე ჩემი მომუშტული ხელი. უჩამ ღიმილით დახედა მუშტს, ნაზად შეახო საკუთარი ხელი და ტუჩებთან მიიტანა, მერე ნელა მეამბორა ხელზე და მეც ძალას ვუკელი და შევუშვუ მუშტი. -იცი რა ლამაზია, როცა ვიღაცა გიყვარს?! ისევ ზარივით გაისმა და ყურები დამიგუბდა. “ნასვამია! ნასვამია! ნასვამია!” ვიმეორებდი გაუჩერებლივ და კანკალი მიტანდა. შოკი… პანიკა… უადგილობა… შიში… სირცხვილი… ვნება… ჰოდა… უპარდონოდ შეახო თავისი ბაგეები ჩემსას ისე, რომ სხეულზე არ შემხებია, იმდენად ნაზი იყო მისი შეხება, ძლივს მივხვდი რა მოხდა და გააზრებული არ მქონდა, თვალები რომ გავახილე და მის მომღიმარ გამომეტყველებას რომ ვკიდე თვალი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოვასწარი და მეც ავყევი კოცნაში. რომც არ გინდოდეს, თურმე საკუთარ თავს ვერ დაუმალავ, მეც მქონდა მისი გემოს გაღების სურვილი და თანაც თურმე როგორი. წელში გასწორდა, წვერზე მოისვა ხელი, მერე სახეზე ჩამოისვა, თითქოს ფხიზლდებაო, დამაკვირდა აელვებული თვალებით და ადგილზე გავიყინე, მისი გადმოდგმული ნაბიჯის კვალდაკვალ წასული ჩემი ფეხები, კედელს რომ შეეჯახა და როცა მივხვდი, რომ გზა უკან წყდებოდა, ის კიდევ გაუჩერებლივ მოდიოდა ჩემკენ, სადაც იყო დამეკივლა საშველად. პატარა გაცრეცილი და დაკუჭული თაბახივით წამავლო წელზე ხელი და სრულიად ამიკრა მის სხეულზე, გიჟივით დამეწაფა ტუჩებზე და გამეტებით მიკოცნიდა ხან ზედა, ხანაც ქვედა ტუჩს, მძიმედ სუნთქავდა და მისი ცხელი სუნთქვა მწარედ მიწვავდა ნესტოებს, გამწარებული ჩაფრენილი მარცხენა ხელი არ შორდებოდა ჩემს წელს და უპარდონოდ ასრიალებდა არეული მიმართულებით, მარჯვენა ხელი ჩემს ნიკაპზე წაეტანა, თითქოს აღმოფხვრა ამით ჩემი თავის გატრიალების საშიშროება. ხელები ჩამოყრილი მქონდა და ზუსტად 4 წამის მერე მივხვდი, თუ რას აკეთებდა, წამოვიკივლე და ვცადე მისგან გაცლა, მაგრამ არ გამომივიდა. “აი შენ ნამდვილი შიში!” შევუკურთხე გულში და ვცადე მომეშორებინა. -უ..უჩა… რა.. რას… აკე… აკეთე… აკეთებ… ბიჭ… ბიჭო…?! მუდარას გავდა ჩემი კითხვა და თითქოს ვედრებით ამოვიკნავლე, რომ გაჩერებულიყო. -მაგიჟებ! მაგიჟებ ანთაძე! ფანჯრიდან შემოსულმა ქარმა მამცნო, რომ იმ წამს ჩემი ხალათი უკვე ძირს ეგდო და მხოლოდ საცოდავი მოკლე პიჟამა იცავდა ჩემს სხეულს მისგან. უაზროდ და გაუჩერებლივ ვფართხალებდი და ვცდილობდი, რომ მისი ტუჩები აღარ შემხებოდა. საშინელი ატლასის ნაჭერი…! ერთი ხელის გაქმევის დროს, ბრიტელკა, რომელიც ისეც ძლივს იყო დაყენებული ჩემს მხარზე, სრულიად ჩამოსრიალდა და იმ წამს მივხვდი, რომ ცალი მკერდი, სრულიად მოშიშვლებული მქონდა, გაოგნებულმა დამხედა და რომ არა შოკური მდგომარეობა, რომელიც ისევ ჩემი ბრალი იყო, იმ მომენტში მისგან თავის დაღწევას მოვახერხებდი. ცხელი ტუჩების შეხება როგორც კი ვიგრძენი გაყინულ მკერდზე ჩემდაუნებურად წამოვიკივლე და ხელი ავიფარე პირზე, თავის შესაკავებლად, არვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ჭიანჭველების ერთმა მარშმა გაიარა სხეულში და სითბოც მოვიდა. თმაში შევუცურე გაუაზრებლად ხელი და ძლიერად მოვმუჭე, მკერდზე ვიგრძენი თუ როგორ ჩაეღიმა და საპასუხოდ ცოტათი მიკბინა. უცებ წამოიწია და გაცხოველებულმა მაკოცა, ორივე ხელი მომხვია თეძოებზე და წელზე შემომისვა, კედელს მიმაყუდა და მისი სიმაღლის გასწვრივ გამაჩერა, ხელები შემოვხვიე კისერზე და ახლა მე წავეტანე მის ტუჩებს, თმაში ჩავფრენოდი მთელი ძალით და მეორე ხელით ვუკაწრავდი სხეულს, სიამოვნების ექსტაზი განვიცადე კისერთან რომ ჩააცურა ტუჩები და საჯდომზე მომკიდა მთელი ძალით ხელი. ძალუმად მიმიკრო სხეულზე და ახლა სხეულის ყველა სანტიმეტრით ვგრძნობდი უჩა ზოიძეს, ყველა მილიმეტრით ვგრძნობდი უჩა ზოიძეს. საწოლზე მიმაწვინა და უკვე იქ აგრძელებდა ჩემს ალერსს, არ დაუტოვებია სხეულის არცერთი წერტილი ისე, რომ არ ეკოცნა, არ შემხებოდა, ყველა მისი შეხება ჩემში სისხლის ადუღებას იწვევდა და ლამის სიწითლით პომიდორისთვის მეჯობნა. ძლიერად შემოვხვიე ხელები და ახლა მე წავეტანე მის კისერს, პირველივე შეხებაზე გასცრა და ვიგრძენი ტანში ჟრუანტელმა როგორ დაუარა. კაცმა რომ მკითხოს იმ მომენტში რატომ მოვიქეცი გიჟივით და რატომ ავყევი მას.. არ ვიცი.. ტვინი გათიშული მქონდა და მხოლოდ გულის ძახილს მივყვებოდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ალბათ ისევე მინდოდა უჩა, როგორც უჩას სავია. მისი სხეულის ტემპერატურა ერწყმოდა ჩემსას და ბედნიერებისა და სიამოვნების მორევში გადასვლად ბევრი აღარ გვაკლდა, როცა ჩემმა აყეფებულმა ეგომ გამომაფხიზლა უკვე მერამდენე ცდის შემდეგ ვინ იცის და როგორც იქნა, მოვძვერი მას. -უჩა…!-წამივიკნავლე. -გისმენ პატარავ! არვიცი რა ვუთხარი ამისთანა, მაგრამ იმ წამსვე გამომხედა. -გთხოვ… ახლაღა გაიაზრა ჩემმა სულელმა თავმა, რა მდგომარეობაში ვიყავი მის წინ, საცოდავი საცვალიღა ამკობდა ჩემს დარცხვენილ სხეულს. “აჰა შენი სანაქებო თავმოყვარეობა სავია!” გავუჯავრდი საკუთარ თავს. -არაფერს ვაპირებ, ნუ გეშინია!-გამიღიმა და მხარზე მაკოცა-სულ რომ სურვილით ვკვდებოდე, შენ რაც არ გენდომება,იმას არ გავაკეთებ-თავი წამოწია და ზემოდან დამხედა-მინდა გინდოდე! შენც მინდა გინდოდეს ჩემთან! -სრული ქაოსია ჩემს თავს-არ დამიმალავს მისთვის ჩემი მდგომარეობა და სულ ცოტაღა მაკლდა, რომ ტირილი დამეწყო. -საშინელი არაფერი მომხდარა, ვაღიაროთ, რომ ეს ოდესღაც მოხდებოდა, დღეს თუარა ხვალ, ან ზეგ-საწოლზე წამოჯდა და ხელი გამომიწოდა რომ წამოვმდგარიყავი-შენ ვერც კი იაზრებ, შენ რა ქალი ხარ! ტანში დამიარა და შემცივდა თუ დამცხა, იმ წამს ვერ გამეგო. -უჩა…! -იცი რას გეტყვი?!-გამიღიმა და თავზე მაკოცა-ხვალ პაემანზე მივდივართ. -არ მინდა. მისი სიტყვების გაგონების მერე მივხვდი სადამდე მქონდა შეტოპილი და სულ რაღაც რამოდენიმეჯერ ნანახ მამაკაცთან ერთად რომ ვიწექი საწოლში საცოდავი საცვლის ამარა და რომ გავიხსენე რას ვაკეთებდი, გული შემეკუმშა და ცრემლები წამომივიდა, ხელები ავიფარე სასწრაფოფ სახეზე და ქვითინი დავიწყე. -რა.. რა მოხდა?!-დაფეთებული მომიტრიალდა უჩა-გატკინე რამე? ცუდად შეგეხე? -ა.. არა-ძლივს ვლაპარაკობდი-შე..შენ.. არაფერ შუა..შუაში.. ხარ..-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვსაუბრობდი. -აბა რა მოხდა?! რა გჭირს?! რატომ ტირიხარ?! -იმიტომ, რომ… სულე…სულელი ვარ.. ეს.. ეს რა გავა…გავაკეთე…-ვუმატე ტირილს და ხმაც უფრო მძაფრი გამიხდა-სულ.. სულ.. გადავირიე! -რა სულელი ხარ სავია! -სუსტადაც სულელი… ვარ…-ვცადე მისი წელზე მოხვეული ხელის მოშორება, მაგრამ ამაოდ, უპრობლემოდ ჩამისვა კალთაში. -აჯობებს ტირილს მორჩე, თორემ ატირებულზე, ცრემლიანი თვალებით იცი როგორი სექსუალური ხარ?! მე თავს ძლივს ვიკავებ, რომ მართლა მანიაკივით არ შეგაფრინდე-გამიცინა-ორივეს ჯანმრთელობისთვის აჯობებს დამშვიდდე. -მანიაკი ხარ.. ზუსტადაც… -არაფერი ცუდი არ მომხდარა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს მოხდებოდა, თანაც აუცილებლად. -რა იცი შენ?!-პატარა ბავშვივით წამოვიკნაბლე და აწითლებული და აცრემლიანებული თვალებით გავხედე, მან კიდევ, ნეკა თითით მომწმინდა ცრემლები. -იმიტომ რომ მე შენ მჭირდები და ვიცი, რომ თუ მე რამე მჭირდება, ის ჩემი უნდა იყოს. სულ ჩემთან უნდა იყო პატარა მორცხვო ქაკბატონო. ძლიერად მიმიკრა და მეც ცოტა დავმშვიდდი. ჩემთან ერთად უბრალოდ მიწვა საწოლზე და როდის ჩაგვეძინა არ ვიცი. შუა ღამეში გამეღვიძა, სიცარიელე ვიგრძენი სხეულით და იმ ძილბურანში მყოფმაც კი გავიკვირვე, რატომ არაფერი მეკვრის მეთქი. ვცადე თავის წამოწევა, მაგრამ იმდენად გადაღლილი ვიყავი ემოციურად, არაფრის თავი არ მქონდა და ნელა ვცადე მარჯვენა ხელით შევხებოდი სახეს, რომ როგორმე მოვსულიყავი ჭკუაზე, წამოვწიე თავი და ცალი თვალი ნელა გავახილე, გავიხედე და სრულიად ცარიელ საწოლზე ვიწექი. -სად წავიდა? ვკითხე უსასრულობას და ახლა ფანჯრისკენ გავტრიალდი, მთვარის შუქი ჩემი ბალიშის კიდეს ეხებოდა და მეც იმ წერტილს შევეხე, თითქოს მთვარეს ვეთამაშებოდი. ნელა წამოვიწიე ბოლომდე და უკვე საწოლზე წამომჯდარი ვისრესდი სახეს. ოთახს მოვავლე თვალი და შევნიშნე, რომ მისი ფეხსაცმელი არ იყო ადგილზე. -დავიჯერო დამტოვა?!-გაოგნებამ და შიშმა მიმატა-ნუთუ გაერთო და წავიდა?!-შევიცხადე უფრო ძლიერად და ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სხეული-განა რა ვქენით, მაგრამ მაინც.. ესეც საკმარისია..-გაუჩერებლივ ველაპარაკებოდი საკუთარ თავს. ბოლოს კეთილი ვინებე და ავდექი, ფეხსაცმელი ჩავიცვი და ძირს დაგდებულ ხალათს დავწვდი, მოვიცვი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში არ იყო, არც აბაზანიდან გამოდიოდა ხმა, არც მეორე საძინებელში იყო, მისაღებში გავედი და ნელა მივუახლოვდი აივნის შუშას. კრესლოში მჯდომი მამაკაცი რომ დავლანდე, სიმშვიდემ მომიცვა და თბილად გამეღიმა. იჯდა მარტოდ და ქალაქს გადაჰყურებდა, აუღელვებლად გაუკიდა სიგარეტს და პირველი ნაპასი გამალებით დაარტყა. მისკენ გადავდგი პირველი ნაბიჯი და დავაკვირდი. ზუსტად ახლა დავაკვირდი უკვე საკმაოდ ნაცნობ მამაკაცს. შავგვრემანი, უხეში სახის ნაკვთებით, მარჯვნივ გადავარცხნილი, მუქი თმებით, განიერი მხრებით, მამაკაცური, თუმცა თლილი მტევნები, ახლა დავაკვირდი თითზე დიდ ოქროს პერსწინის ბეჭედს. მოლამაზებულ წამოზრდილ წვერს, საშუალო ტუჩებს და დიდ წამწამებს. -მთვარის შუქზე უფრო სიმპატიურია!-წამომცდა ჩემთვის და მისკენ ნელი სვლა გავაგრძელე. ზღურბლს მივეყუდე და მისკენ არ გამიხედავს ისე ვუთხარი. -მეგონა მამაკაცური ეგო მოგაწვა და გაიქეცი ქალებში რომ დაგეოკებინა-ჩემივე ნათქვამზე ჩამეღიმა. -რატომ ადექი?-დააიგნორა ჩემი ნათქვამი და ამომხედა. -გამეღვიძა. -მოდი-მანიშნა თავის კალთაზე. -კიდევ რა გინდა?!-გამეცინა და მის წინ მდგარ სკამზე დავაპირე დაჯდომა. -მანდ ცივა, აქ მოდი-ძლიერად მომქაჩა მისკენ და ისე ჩამისვა კალთაში, ვერც გავიგე ვერაფერი. -რას აკეთებ?!-წამოვიკივლე. -ღამეა, ნახე ყველას ძინავს, ნუ კივიხარ თორემ გაგვლანძღავენ. -სულს ამოგხდი მე შენ ერთ დღეს. -მთავარია ეს იყოს სასიამოვნო და მაგ დროს ორივე მაგრად დავიღალოთ-გამიცინა და ცხვირზე მაკოცა. -სულ სე*სი როგორ უნდა გელანდებოდეს? -ჩაიცვი წესიერად და აღარ ვიფიქრებ. -ფუ! რა უზრდელი ხარ!-გავიოცე და თმაზე მოვქაჩე-თუ გახსოვს, შენ გამომაქციე. ლამაზად მოვკალათდი მის კალთაში, უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ მასთან ჯაჯგუნს აზრი არა აქვს. თავი მივადე ნელა და მეც ქალაქს გავხედე. -რაღაც მაინტერესებს-დუმილის შემდეგ გაისმა მისი ხმა. -მითხარი. -რას ელოდები ჩემგან?!-მისმა კითხვამ გამაოცა, თავი წამოვწიე და მისკენ შევტრიალდი. -ეგ რა კითხვაა-მხრები ავიჩეჩე. -ჩვეულებრივი-წარბები აწია-მიპასუხე. -არ ვიცი რა გიპასუხო. -იმიტომ რომ არაფერს ელი?! -იმიტომ რომ არ ვიცი, ველოდო უნდა თუ არა რაიმეს-არ დამიმალავს მისთვის გულის ფიქრები-არ მინდა თავს მოვიხვიო რამე. -რომ მერე შემთხვევით არ აგიხდეს?-გაეცინა-დღევანდელობის კლასიკა. -შენ იცინე და მართლა ეგრეა-გამეღიმა-რაც არ უნდა იყოს, მეშინია შენი!-ისევ არ დამიმალავს არაფერი. -ჩემი გეშინია?!-წარბები შეიჭმუხნა-ჩემი რა გაშინებს? -განა ის არაა საკმარისი რომ მთვრალი სადაც გინდა იქ მიმარბენინებ? -დარწუნებული ვარ, ამაში ორივეს სურვილი იდო და მსგავს საქციელში, ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, მერომანტიულება. -ვა, შენ ეგეთებიც იცი? არ გადამრიო-ისევ გამეცინა. -მიპასუხე, რას ელი ჩემგან? -უჩა, მართლა არ ვიცი, არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, არ ვიცი რას უნდა ველოდე ლამის 1 თვის გაცნობილი ადამისგან. -რომელმაც შენი ყველა მილიმეტრი იცის-დამიყოლა და მოიშმუშნა როცა აწითლებულმა და დარცხვენილმა ვუბწკინე-მომწონს შენი ბავშვური სირცხვილის გრძნობა. -შენ ხარ სამაგიეროდ უსირცხვილო. -არც ვმალავ. მუცელზე მომხვია ხელები და მიმიკრა, ვიგრხენი როგორ იმატა სითბომ ჩემს სხეულში და ახლა ისე დაძაბული აღარ ვიყავი, თითქოს სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი და მეტად დამშვიდდი. მხარზე მკოცნიდა ნაზად და ლუღლუღებდა რაღაცას თავისთვის მაგრამ აღარ მიმიქცევია ყურადღება, თვალები მივხუჭე და თავი გადავწიე უკან. მის მხარზე ჩამოვდე თავი და ფიქრებში გადავეშვი. “ნეტა რას იტყვის რატი, ან ალეკო, ან ნინუცა, კარგი ნინუცას გაუხარდება და იტყვის ხომ ვამბობდიო, მაგრამ რატის როგორ ავუხსნა ეს ამბავი, შენს ახალ ჩამოსულ ძმაკაცთან ერთად მეძინა და ლამის სე*სით დავკავდით თქო? ჩამაკლავს ადგილზე, ალეკოც არ დამაკლებს. ან თვითონ უჩა რას ფიქრობს, რატიმ რომ გაიგოს დავიჯერო მე მომხვდება მხოლოდ? დავიჯექო მარტო მე ამხანჯლავენ? იქნებ სულ არ ფიქრობს რაიმეს და არც აპირებს რომ ვინმეს აცოდინოს მომხდარის შესახებ” -მომენდე, დამიჯერე, რაც მოხდება შენს ცხოვრებაში დღიეს იქით, აღარაფერზე გექნება სანერვიულო და რაც მთავარია საფიქრალი-მომესმა ჩურჩული ყურთან. -მეშინია-ვუპასუხე გაუნძრევლად. -რისი? ისევ ჩემი?! -დანგრეული იმედების. -შეეშვი, ყველაფერს და ყველას შეეშვი, მე მომენდე და დაგანახებ როგორია, როცა გვედრით მამაკაცი გყავს. “ღმერთო.. ამას უნდა რომ ქმრობა ვთხოვო? ასე მალე?! დამშვიდდი სავია, არ აყვე ემოციებს, სიტყვები სიტყვებია, ქცევებია მთავარი” გამოვუცხადე ჩემივე ფიქრებს და გავსწორდი. -დრო წინაა უჩა, მე არსად გავრბივარ. -ვგიჟდები სახელით რომ მომმართავ-გამიცინა-დრო.. დრო.. ისე, პირველ დღეს რომ მნახე რა იფიქრე? -ის, რომ შენი ვიზუალისთვის შეუფერებელი შესახედაობა გქონდა-ხმამაღლა გამეცინა-ლამის ბომჟს გავდი. -როგორი შესახედაობა მაქვს აბა, პატარა ქალბატონო? -სუფთა ქართველის!-დარცხვენილმა, მაგრამ ბედნიერმა და კმაყოფილმა ვუპასუხე. -მერე? -რა მერე? -რა შანსები აქვს ამ ქართველს? გავუღიმე და არ ვიცი რატომ, მაგრამ ნელა მივუახლოვდი და ლოყაზე ნაზად ჩამოვუსვი ხელი, დავაკვირდი მისი სახის ყველა მილიმეტრს, ალბათ 1 წუთი ვაკვირდებოდი ისე, რომ მისი სახიდან თითები არ მომიშორებია, მერე კი ნაზად ვაკოცე. ვიგრძენი რიგორ შეცმა და გააკანკალა, ეს ნამდვილად არ იყო სიცივის ჟრუანტელი და გამეღიმა. ნელა წამოვწიე თავი და გავშორდი სახეს ცოტათი, ძლიერად მომხვია ხელი წელზე, მე კიდევ კისერზე მოვხვიე ხელები, მშვიდად დავადე მხარზე თავი და რამოდენიმე წამის მერე ამოვიღე ხმა. -მინდა ის მამაკაცი იყო, რომელიც ჩემია სულით ხორცამდე. ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი, როცა ხელში ამიყვანა და ზემოდან დამხედა, მისი სხეულიდან წამოსული სითბო მეც მათბობდა და კარს მომდგარი სიცივე უკან გავისტუმრე. ოთახში ნელა შევიდა და საწოლზე ნაზად მიმაწვინა, გვერდით მომიწვა და საბანი გადამაფარა, ძლიერად მომეხვია და ჩემს თმებში ჩარგო თავი. -მომენდე, მხოლოდ მე მომენდე. ესღა თქვა და დაეძინა, დავიძინე მეც. გათენება ახალ დაწყებული ჰქონდა, რომ გავახილე თვალები, უჩა ისევ არ იწვა ჩემს გვერდით. -მხოლოდ ძილი მოწონს ეტყობა ჩემთან ერთად-გამეცინა ჩემივე ნათქვამზე. -არა, სხვა რამეებიც მომწონს, მაგრამ ჯერ მაგისთვის ადრეა-მომესმა აბაზანიდან გამოსული მამაკაცის ხმა და დავაკვირდი მხოლოდ პირსახოცშემოხვეულ უჩას. -ღმერთმა გიშველოს და ჯობია ჯერ მე მიშველოს შენგან, სირცხვილის გრძნობა არ გაქვს? -მე თუ შენ? ფარდის ნაჭრით რომ ხარ ღამის მერე ჩემთან-მომაძახა და კარადა გამოაღო. -თუ გახსოვს, შენი ბრალია ასე რომ ვარ ჩაცმული, სულ არ მინდოდა მე.. -ჰო აბა, აბა-არ დამასრულებინა-მახსოვს ხმებიიი… მახსოვს გრძნობებიიი… -ენა მიიგდე-გამეცინა და ფეხზე წამოვდექი. -სახლში დაგტოვებ, მე სამსახურში უნდა წავიდე-მომაწოდა ტანსაცმელი, რომელიც შეიძლება ჩამტეოდა-და 8 საათისთვის მზად იყავი. -რა ხდება რო? -ხომ გითხარი გუშინ, პაემანზე მივდივართ-მიპასუხა და გაბრუნდა რომ ჩამეცვა. -რა პაემანი, გადაირიე? რატის რა ვუთხრა? -მე ვეტყვი, შენ მოემზადე მშვიდად, ხომ გითხარი, მომენდე უბრალოდ, სხვა ყველაფერი ჩემი პრობლემაა. -დუელზე უნდა გამოიწვიო?-ხმამაღლა გამეცინა სცენის წარმოდგენისას. -არ მგონოა დამჭირდეს-მასაც გაეცინა. სახლში დამტოვა და თბილად დამემშვიდობა. კარები ნელა შევაღე და მიმოვიხედე, ნინას ხომ არ გაეღვიძა თქო. ფეხაკრებით შევედი მისაღებში და დივანზე დაჯდომას ვაპირებდი, დაქალის სიცილი რომ გავიგე. -ხელაღებული თინეიჯერივით შემოიპარე. -გღვიძავს?-გავხედე და მოწყვეტით დავეშვი. -კი 2 საათია რაც ფეხზე ვარ, აქედან ნახევარი საათია შენს მოლოდინში ვარ-გაეცინა. -ვინმეს უთხარი?-ცოტა შიშმა გამკრა. -გიჟს ვგავარ?-გვერდით მომიჯდა-დაიწყე! -რა დავიწყო?! -შეგიძლია ის მომენტი გამოტოვო მანქანაში როგორ ჩაგსვა და წაგათრია, მაგის მერე მაინტერესებს უფრო-ახარხარდა. -შენ რა, დაინახე?! -მაოცებ რა! რათქმაუნდა დავინახე, გისმენ მეთქი, ინტერესით ვკვდები. -არაფერი არ ყოფილა, ვისეირნეთ და მანქანაში ჩაგვეძინა, მერე სახლში მივედით მასთან, ჩავიცვი რაც ჩამეტია და მომიყვანა სახლში. თითქოს შემრცხვა დაქალისთვის ყველაფრის მოყოლა, მითუმეტეს, არ მინდოდა, რომ ეს რაღაც ახლის დასაწყისის მსგავსი ყოფილიყო და მერე არაფერი რომ არ გამოსულიყო, ცუდ მოგონებად დარჩენილიყო მის გონებაში, ფაქტია, რომ მოგვიწევდა მასაც და მეც უჩას ნახვა ხშირად, ამიტომაც არ მინდოდა უხერხულობა ჩამოვარდნილიყო, ამიტომაც გადავწყვიტე სხვა ამბავი მომეყოლა. -უფრო მეტს ველოდი მისგან-გაიცინა-ყავას დალევ? ფეხზე წამომდგარმა მკითხა და დამხედა, სევდიანად გახედა კარებს, რაც არ გამომპარვია. სამზარეულოსკენ წავიდა ნელი ნაბიჯით და კიდევ ერთხელ გაიხედა კარისკენ. მეც წამოვდექი ფეხზე და მას გავყევი, მაგიდასთან ჩამოვჯექი ჩემს საყვარელ სკამზე და დაქალს მივუბრუნდი. -რა ხდება?! -რაზე ამბობ?-გაიოცა ნინამ. -კარებს ლამის რომ უნდა შეაკვდე იმას და გეკითხები, ასე რომ მიპასუხე. -გამთენიოს მოვიდა, ვიკამათეთ და წავიდა. -ალეკო?!-გავიოცე. -ჰო. -რა მოხდა კი მაგრამ, დილით არ იყავით ლამაზად? -დაბადების დღეზე მინდა წასვლა და არმიშვებს რომ კითხო, მამაჩემია თუ უფროსი ჩემი, რას ქვია არ მიშვებს-ჯუჯღუნებდა გააფთრებული დაქალი. -მიზეზი რა არისო, რა თქვა?-წინ დადებული ყავა მოვსვი. -ისეთი საზოგადოებაა იქ, არ მინდა რომ წახვიდეო. რომელი საზოგადოება ნახა მისი დასაწუნი ვერ გამიგია, არ მყავდეს უნაკლო ეგეც. -იქნებ და მართლაც აქვს მიზეზი ასე უარზე რომაა. -სავია, ასე მგონია მისკენ იხრები, ჩემკენ კიარა, ან რომელი საუკუნეა, რა საზოგადოება, რა სიტუაცია, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?! -მე არავისკენ არ ვარ-ხელები ავწიე და გავუცინე-რაც არ უნდა იყოს, მსგავს სისულელეზე არ უნდა კამათობდეთ. -განა შევთავაზე, წამოდი მეთქი, თავს იკლავს არაო, ვერც ჩემთან და ვერც ჩემს გარეშე ვერ წახვალო. -მე ვერაფერს გეტყვი, ცოტა ისეთი თემაა-თავი ვიმართლე-მაგრამ მაინც მგონია, რომ ტყუილად არ დაიწყებდა ამაზე საუბარს. უცებ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და სასწრაფო ტემპით უპასუხა ნინამ. -დიადი სალამაზი ბატონს მონისგან… დიახ ბატონო… ყავას ვსვამ, თქვენ რასა შვრავთ?…-მეცინებოდა მის პასუხებზე, მაგრამ უცებ დასერიოზულდა-ჯერ არ მივდივარ, წავალ ცოტახანში… გინდოდა რამე?… კარგი გელოდები. გათიშა მობეზრებით და გამომხედა. -გეფიცები, გულში ვფიქრობ, რომ მუღამი ჰქონდა რომ უბრალოდ ერთად ვყოფილიყავით, იმის გამო რომ უარს ვეუბნებოდი სულ-ხელებში ჩარგო თავი და ამოიოხრა. -ეგ რა შუაშია?!-შევიცხადე დაქალის ნათქვამზე. -მჭამს ეს გრძნობა შიგნიდან და მეშინია, მეშინია არ დამემსხვრეს ეს ზღაპრად შექმნილი ურთიერთობა და მოლოდინები თავზე. -ალეკო არაა ის ბიჭი, თავგზა აერიოს და ვერ გაიგოს რაუნდა. თუ კი მსგავსი აზრები გაწუხებს, მიდი და დაელაპარაკე, აჯობებს მოიშორო ეგ აზრები თავიდან და მოისვენებ. -რა ვუთხრა კი მაგრამ, მუღამის გამო ვართ ერთად თუ არა თქო?-გაეცინა. -აი თუნდაც ეგრე, მთავარია ილაპარაკოთ, შენაც მიადექი და აახსნევინე რატომ არ უნდა შენი იქ წასვლა, თუ კი რაიმე მყარ მიზეზს არ დაასახელებს… -მაგისთვის სავია, იქ რომ ბიჭები იქნებიან, ისიც მიზეზია-ხმამაღლა გაეცინა-მოკლედ, დაველაპარაკები და თუ არ მოვკალით ერთმანეთი, ლამაზი ბავშვებით გავაჯიშებ თქვენ გვარს, ხომ გახსოვს რომ დაგპირდი. -თავი დამანებეთ!-გავიცინე. სამზარეულოდან გასულ დაქალს თვალი გავაყოლე და ჩუმად ჩავიჩურჩულე “ამდენი ფიქრი სე*სზე, დღეს ჩემთვის საკმარისია” ————————— მოოკლედ, გამარჯობა ისევ.. მომენატრეთ სასწულად, ვიფიქრე რომ ეს ისტორია იმსახურებდა გაგრძელებას და დასასრულს. უკვე დადებულ თავებს გაგახსენებთ და შემოგთავაზებთ გაგრძელებასაც იმედია მოგეწონებათ და ჩათვლით რომ ღირს გაგრძელებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


