შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The Whispering Woods(თავი VII)


7-12-2025, 08:56
ნანახია 71

ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუთას ყოველდღიურობა ქალაქის ტკბილმა, მუსიკალურმა ტონმა მოიცვა. ის ნელ-ნელა ეგუებოდა ცხოვრების რიტმს, სადაც მთავარი საფრთხე არა ჩრდილი, არამედ დროის სიმცირე იყო. თუმცა, შიგნით, ყველაფერი არ იყო მშვიდად. მას ეძახდა ტყე, უფრო ზუსტად კი – კოტეჯში მიტოვებული ნივთები: ტყავის ყდით შეკრული წიგნები, რომელშიც ტყის ძველი მაგია ეწერა, და იშვიათი სამკურნალო ბალახები, რომელთა მოძიება ქალაქში შეუძლებელი იყო.
​მის დღეებს აჰრიმი ავსებდა – მისი მუდმივი, თბილი არსებობით. ისინი საათობით სეირნობდნენ ქალაქის ბაღებში, სადაც აჰრიმი თუთას უყვებოდა მოგონებებს, რომელიც თავად თუთასაც დაავიწყდა. აჰრიმისთვის თუთა ყოველთვის იყო მისი ახალგაზრდობის უცვლელი სინათლე, მასთან ემოციური მიჯაჭვულობა ისევ განუახლდა..
​მაგრამ თუთას ფიქრები ხშირად გარბოდა სერაფენისკენ და აფხოისკენ.
ამასობაში კი, ტყე, ქალაქის მიღმა, თუთქოს ღელვას იწყებდა..
​---------
​ანნას რესტორანში საღამო ჩვეული რიტმით დაიწყო. თუთა, მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით, პიანინოსთან იჯდა. მისი ნელი, სევდიანი, მაგრამ დამამშვიდებელი მელოდია ავსებდა დარბაზს – ეს იყო ბალანსის მუსიკა.
​ანნასთვის ეს საღამო განსაკუთრებული მოლოდინით იყო სავსე. 2 თვე დამიანი არ ენახა და ის დღეს უნდა მისულიყო რესტორანში.
​დამიანის მოსვლამდე ანნას ნერვიულობა ეტყობოდა. ის არ იყო ქალი, რომელიც ადვილად ნერვიულობდა – მისი წითელი ენერგია და ცეცხლოვანი ხასიათი ყოველთვის დომინირებდა. მაგრამ დამიანის სიმშვიდე მას ყოველთვის ანეიტრალებდა.
​ზუსტად შვიდ საათზე, დამიანი შემოვიდა. ის, როგორც ყოველთვის, მყუდროებასა და სინათლეს ასხივებდა, მაგრამ მის თვალებში უჩვეულო მოუსვენრობა ერეოდა.
​დამიანმა ჯერ პიანინოსთან მჯდომ თუთას აკოცა თავზე, შემდეგ სამზარეულოსკენ დაიძრა და მაგიდას დაეყრდნო ხელებით.
„ანნა... დღეს შენს რესტორანში ვერ დავრჩები,“ – თქვა მან, მის ხმაში ღრმა, დაბალი ტონი იყო, რომელიც ანნას გულს უჩქარებდა.
​ანნამ, უარყოფის მოლოდინში, მხრები აიჩეჩა, როგორც ყოველთვის.
„როგორც გინდა. სხვა საქმეები გაქვს?“
​„მინდა, რომ წამომყვე, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყოთ“ – დამიანმა გაუღიმა, მის თვალებში სითბო აენთო.

დამიანმა ანნა ქალაქის ძველ, დაფარულ ნაწილში წაიყვანა, სადაც პატარა, მყუდრო რესტორანი იყო. იქ მხოლოდ სანთლის შუქი და მშვიდი მუსიკა იყო.
​სადილისას, ისინი გულითადად საუბრობდნენ – თუთაზე, მაგიაზე, ბავშვობაზე, ერთად გატარებულ მოგონებებზე..
​როდესაც სადილის ბოლოს მაგიდაზე მხოლოდ ღვინის ჭიქები დარჩა, დამიანმა სიტყვები შეკრიბა.
​„ანნა,“ – მან ანნას ხელები თავის ხელებში მოიქცია. – „შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყავი, რაც კი ოდესმე მინახავს. შენი ენერგია, შენი ბრაზი, შენი სიხარული... ეს არის ის, რაც ჩემს მშვიდ, ერთფეროვან სამყაროს აკლია.“
​ანნამ სუნთქვა შეიკავა. მისი ცეცხლოვანი ენერგია მოლოდინისგან გაიყინა.
​„მე ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარული უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული... როგორც ჩემი ხასიათი. მაგრამ შენ დამანახე, რომ ნამდვილი სიყვარული არის შერწყმა. ჩემი სიმშვიდე შენი ცეცხლის გარეშე უსარგებლოა. და შენი ცეცხლი ჩემი სიმშვიდის გარეშე ყველაფერს გადაწვავს.“
დამიანმა თვალებში ჩახედა. მის ხმაში სიმართლე და სიყვარული ერწყმოდა ერთმანეთს.
​„მე არ მინდა, რომ შენ ჩემი ცხოვრებიდან კიდევ ერთხელ წახვიდე. არც ერთ დღეს არ დავკარგავ. მე შენ მიყვარხარ, ანნა. ბავშვობიდან, იმ დღიდან, როდესაც შენი ცეცხლოვანი თვალები პირველად ვნახე. და ახლა მინდა, რომ ეს ოფიციალური იყოს.“
​დამიანმა პატარა, ხის ყუთი ამოიღო. შიგნით იყო მარტივი, მაგრამ ელეგანტური ბეჭედი – ცეცხლოვანი წითელი ლალით.
​„გამომყვები ცოლად, ჩემო წითელთმიანო ჯადოქარო ?“
​ანნას თვალები ცრემლით აევსო. ის არ იყო ქალი, რომელიც ადვილად ტიროდა, მაგრამ დამიანის სიტყვები და მისი ხმის ტონი იყო ყველაფერი, რასაც ელოდებოდა. წლების განმავლობაში ნაგროვები მოლოდინი ერთ წამში გაქრა.
​„ჯანდაბა შენს თავს,“ – თქვა ანნამ, ცრემლები სიხარულით შეიმშრალა. – „რა თქმა უნდა, გამოგყვები. მიყვარხარ.“
​რესტორანში დაბრუნებულები, თუთა პიანინოსთან იჯდა. მან მაგიით იგრძნო მათი აბსოლუტური სიხარული. ის ადგა, გაიქცა და ორივეს ერთად ჩაეხუტა.
​„რადგანაც თავი მოაბით დაე, მზად ვარ მოვკვდე!“ – თუთამ სიცილით გადაიკისკისა.
​ანნამ ძლიერად უჩქმიტა თუთას.
„ეგრე აღარ იხუმრო, თორემ გაგინებ მწარედ! შენ არც გაიქცევი და არც მოკვდები! ახლა ყველაფერი შეიცვალა!“
​რამდენიმე საათის შემდეგ, როცა რესტორანი დაიცალა, დამიანი ანნას ჩურჩულით ეუბნებოდა:
„მინდა, რომ მალე დავგეგმოთ. მალე... რადგან არ მინდა, არც ერთი დღე დავკარგო.“
​„მაგრამ ჯერ თუთა...“ – ანნამ თავი დახარა. – „ეს საქმე რომ დამთავრდება, მერე ჩვენი დროც მოვა. და გვექნება ყველაზე ცეცხლოვანი ქორწილი, რაც კი ამ სამყაროს უნახავს!“
მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.
​იმავე ღამეს, როცა თუთამ ძილი სცადა, ფანჯრიდან რაღაც მოულოდნელი იგრძნო.
​ტყეის ძახილი..
ის მას ისეთი ხმით ეძახდა, როგორც მშიერი მტაცებელი.
​თუთა წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა. ქალაქის ფარნები მშვიდად ბჟუტავდნენ, მაგრამ ჰაერი ცივი იყო – არა უბრალოდ სუსხი, არამედ სასაფლაოს სიცივე.
​ფანჯრის მინაზე რაღაც მოძრაობდა.
არა ხელი, არამედ შავი ბურუსი.
ის ნელა იკვეთებოდა, თითქოს ქვიშის მარცვლებისგან იყო შექმნილი.
​ჩრდილი იქ იდგა.
უფორმო, მაგრამ არსებული.
​და პირველად, თუთამ არა მხოლოდ იგრძნო, არამედ გაიგონა:
ის იყო ჩურჩული – დახშული, ძველი, ენით გამოუთქმელი:
​„შენნ ვერ გამექცევი… ვერ გამაჩერებ. ის ნივთები… ის მაგია… ჩემი უნდა იყოს.“
​თუთამ ხელი გაუწოდა, თითქოს უნდა შეხებოდა.
ჩრდილმა უკან დაიწია – თითქოს თუთას ნათელ ენერგიას ვერ იტანდა.
მაგრამ მალე ისევ მოძრაობა დაიწყო.
​ამჯერად, ჩრდილი უფრო ძლიერი იყო.
ის მინაზე სისხლისფერი ნაპერწკლებით წერდა: AFKHOI

თუთას გულისცემა აუჩქარდა. ეს მუქარა არ იყო. ეს იყო გამოწვევა.
​მან იცოდა: აფხოი მისდევდა არა მხოლოდ მას, არამედ მის მაგიას. ტყეში დარჩენილი წიგნები და ბალახები მისთვის სასიცოცხლო ძალა იყო.
​თუთამ ანნა გააღვიძა, მის ხმაში ყველაფრის მიუხედავად სიმშვიდე იგრძნობოდა.
​„ხვალ ვბრუნდებით ტყეში. ჩემი ნივთები უნდა წამოვიღოთ. ის მოვა და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რას ეძებს.“
​ანნამ წამით დაიბნა – მის ბედნიერებას უცებ კედელი დაეჯახა.
„აფხოი?“
„კი და ის ძლიერდება.“
​ანნამ მძიმედ ამოისუნთქა. მას არ უნდოდა დაბრუნება, მაგრამ იცოდა: თუთას გარეშე ვერ იარსებებდა.
„მაშინ მოვემზადოთ.“

​მეორე დილით, მზე ჯერ კიდევ ამოდიოდა, როცა ანნამ, ანდრეამ და თუთამ ცხენებით გეზი ტყისკენ აიღეს. აჰრიმი ქალაქში დარჩა – ანნას მამას, მარტინს, უნდა დახმარებოდა ქალაქის დაცვის ორგანიზებაში (თუ აფხოი ქალაქს მიადგებოდა).
​ანდრეა შეშფოთებული იყო.
„ტყე არ გვიღებს, თუთა. გუშინდელი ღამის შემდეგ, მიწა ნერვიულობს.“
„ვიცი,“ – თუთა მშვიდად იყო, მის თვალებში კი უცნაური სიმტკიცე იდგა. – „მაგრამ ის ნივთები აფხოის ხელში არ უნდა აღმოჩნდეს. ის ძალიან საშიში გახდება.“
​ისინი კოტეჯთან შუადღისკენ მივიდნენ.
ტყე უჩვეულოდ მშვიდი იყო – ზედმეტად მშვიდი.
ნაკადულის ხმაც კი ჩახშული ჩანდა.
​როგორც კი თუთა კოტეჯის კარისკენ გაემართა, ანდრეამ მკლავზე ხელი მოუჭირა.
„იგრძენი? რაღაც უკვე აქ არის.“
​თუთას ბუმ – მზისფერთვალება მეგობარმა – ყვირილი დაიწყო. მისი ხმა ისეთი მჭრელი იყო, როგორც გატეხილი მინა.
​კარები, რომელიც ანნამ ძალით შეაღო, შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
​ანდრეამ ხელისგულები მიწას დაადო. მის ირგვლივ თიხისფერი ელვარება ავარდა.
„მიწა კედლებს აძლიერებს... თითქოს რაღაცას წინასწარ გრძნობს.“
​თუთა მიხვდა: აფხოი ელოდა.
და სწორედ მაშინ, როცა თუთამ შელოცვის თქმა დაიწყო რომ კარი გაეხსნა რათა გაეხსნა, ტყის სიღრმიდან ძლიერი ენერგია იგრძნო, უცებ ცეცხლის ალი გაჩნდა. თუთას ირგვლივ, ნარინჯისფერი, ბოროტი ალი.
​თუთას ფეხებთან გაიარა და სახლს შემოეკრა გარს.. თუთას ცხოვრება იწვოდა.
​ანნამ შეჰყვირა.
თუთას შეშლილი თვალები ჰქონდა.
ეს არ იყო უბრალოდ ხანძარი, ეს იყო თუთას განადგურების დასაწყისი...
----
ალი კოტეჯს უტევდა – არა როგორც ჩვეულებრივი ცეცხლი, არამედ ბოროტი ენერგიის მოელვარე სვეტი, რომელიც შავი კვამლით იყო გაჯერებული. აფხოის ძალა ცეცხლში იგრძნობოდა – ის წიგნებს, ბალახებს და თუთას ძვირფას მოგონებებს ანადგურებდა.
​„არ დავინდობ!“ – ანნამ იკივლა და ხელისგულებიდან წითელი, მბზინავი ალი გაისროლა. ის ცდილობდა, თავისი სტიქიით გაეკონტროლებინა დაუპატიჟებელი ცეცხლი, მაგრამ აფხოის ძალა უბრალოდ გაღიზიანდა და ანნას მაგიას უკან უტევდა.
​ანდრეა, მყარად იდგა, ხელები მიწისკენ ჰქონდა დაშვებული. მისგან ნაცრისფერი, მატერიალური ტალღები გადიოდა, რომლებიც ცდილობდნენ კოტეჯის კედლები თიხის ჯავშნით დაეფარათ.
​„მიწა ვერ იკავებს მას!“ – ხმა დაუმძიმდა ანდრეას. – „რაღაც ბლანტი და მძიმეა, თითქოს შთანთქავს ჩემს ენერგიას!“

​ამ ქაოსში, ტყის სიღრმიდან, სერაფენი გამოჩნდა.
​ის შავი ტალღასავით მიდიოდა, მის თვალებში კი ბრძოლა ჩანდა: ერთი მხრივ – სიძულვილი, რომელიც აფხოისგან მოდიოდა; მეორე მხრივ – სინანული და დაცვის ინსტინქტი.
​ანნა მის დანახვაზე განრისხდა.
„შენ! შენი ბრალია ეს ყველაფერი! შენ ხარ სიბნელე, რომელიც მას დასდევს!“ – ანნამ მთელი ძალით ისროლა ცეცხლის მოგიზგიზე ხმალი მისკენ.
​სერაფენმა არც კი სცადა თავის დაცვა – მაგია მასში გავიდა, მაგრამ მისი სხეული თითქოს უკვე შეგუებული იყო ტკივილს.
​„მე… არ მინდოდა!“ – სერაფენის ხმა ბოხი და მძიმე იყო, თითქოს ორი სხვადასხვა არსება ლაპარაკობდა. – „აფხოი აკონტროლებს... თქვენ უნდა წახვიდეთ! თუთა, გაიქეცი!“
​თუთა იდგა. ის არ გაქცეულა.
მისი შავი თმა ოდნავ აფრიალდა, თვალები ნათელ მწვანე შუქად აენთო – ისეთი ძლიერი იყო ეს სინათლე, რომ ცეცხლიც კი ოდნავ დაჩრდილა.
​კოტეჯიდან კი ხმა მოდიოდა – წიგნების ხმა, რომლებიც იწვებოდნენ, ბალახების შრიალი, რომლებიც ნაცრად იქცეოდნენ.
​ეს იყო მისი წარსულის, მისი ძალის სიკვდილი.
​თუთამ ვერ მოითმინა. მან ხმამაღლა, გამაყრუებლად იკივლა.
ეს იყო წმინდა ტკივილის ხმა, რომელიც არა ყელიდან, არამედ სულიდან მოდიოდა.
​„დედა! მამა!“ – მისი ყვირილი ისეთი ძლიერი იყო, რომ ტყის ყველა ხე შეირხა.
​ამ ენერგიამ მოახერხა: ცეცხლის ერთი კედელი ჩაქრა, რამაც ანდრეას მისცა საშუალება, კოტეჯის ნაწილი მაინც გადაერჩინა – თიხის სქელმა ფენამ შუა ოთახი დაიცვა, სადაც თუთას ძველი ფლეიტა იდგა.

​თუთამ იცოდა, რომ ეს მომენტი იყო. უკან დახევა აღარ შეიძლებოდა.
​ მწვანე, მოელვარე მაგია მის თითებიდან გადმოდიოდა, მიწაზე ეცემოდა და წრე შემოხაზა – ისეთი სწრაფი, ისეთი ძლიერი, რომ ცეცხლიც კი ვერ შეეხო.
​წრეში აღმოჩნდნენ: თუთა, სერაფენი, და აფხოის ძალა. ანნამ და ანდრეამ უკან დაიხიეს – მათთვის ამ წრეში შესვლა სიკვდილის ტოლფასი იყო.
​თუთამ სერაფენს თვალი გაუსწორა.
„შენ ამ წრეს ვერ გაარღვევ! მე შენ... შენს სულს დაგიბრუნებ!“
​სერაფენმა გაიცინა – ეს იყო აფხოის გაცინება, ბოროტი და ამპარტავნული.
„ჩემი სული დიდი ხანია მკვდარია, ფერია! შენი ძალა კი ჩემს წინააღმდეგ ვერაფერს გახდება!“
​თუთამ თვალები დახუჭა. მის ხელში ძველი, ხის ფლეიტა გაჩნდა.
​ის დაკვრას შეუდგა.
​ეს იყო ტყის მუსიკა, ძველი, სევდიანი მელოდია. ხმაურიანი ბრძოლის ფონზე, თუთას ფლეიტის ხმა სუფთა ნაკადულივით მიედინებოდა.
​ეს არ იყო თავდასხმა. ეს იყო მოგონება.
​მელოდია შეეხო სერაფენის სხეულს, მის სულს – აფხოის ბნელი ბურუსი კი გაღიზიანდა, ტკივილს გრძნობდა.
​მუსიკა ბზარი იყო ბნელ ენერგიაში.

​აფხოი მიხვდა: თუთა მათ განცალკევებას ცდილობდა.
​„არასდროს!“ – აფხოის ძალამ სერაფენის სხეული ჩრდილად აქცია. – „თუ ვერ მომკლავ, ვერც დამიბრუნებ!“
​სერაფენი წრეში ტრიალებდა, თითქოს ებრძოდა საკუთარ ხელებს. თუთა კი უკრავდა.
​და უცებ, აფხოი განცალკევდა!
​სერაფენი წრის კუთხეში დაეცა, მისი თვალები ტკივილით და შვებით იყო სავსე. ბნელი ენერგია კი – უსხეულო, მძვინვარე ჩრდილი – წრის შუაში იდგა.
​„შენ გაბედე!“ – ჩრდილმა იღრიალა.
​თუთა უკრავდა – მელოდია სულ უფრო მძლავრდებოდა, სუფთა, ნათელი ენერგია ებრძოდა სიბნელეს.
​მაგრამ აფხოი არ ელოდა.
​ბნელი ენერგიის მოულოდნელი, მახვილი სხივი სერაფენის სხეულიდან (რომელიც ძალის გარეშე დაეცა) გამოვარდა და თუთას პირდაპირ გულმკერდში მოხვდა.
​თუთას ფლეიტა ხელიდან გაუვარდა. მუსიკა შეწყდა.
​იგი მიწაზე დაეცა, მის სხეულში ბნელი, შხამიანი მაგია იდებდა ბინას.
ეს სასიკვდილო ჭრილობა იყო!
​ანნას შემზარავი კივილი გაისმა. ანდრეა ცდილობდა წრეში შეჭრას, მაგრამ მწვანე ენერგია არ უშვებდა.
​აფხოი იცინოდა.
„მოვკალი. ეს დასასრულია.“
​მაგრამ სერაფენი წრის კუთხიდან წამოდგა. ახლა ის თვითონ იყო – დაუცველი, ტკივილით სავსე, მაგრამ თავისუფალი აფხოისგან.
​„შენ… ვერ წაიღებ მას!“ – სერაფენმა მთელი თავისი დარჩენილი ენერგია მოიკრიბა და ბოლო ძლიერი დარტყმა მიაყენა ბნელ ჩრდილს.
​ჩრდილი გაქრა და თან შემაძრწუნებელი ხმა გაისმა.."მე ისევ დავბრუნდები!"
​თუთა უძრავად იწვა წრის შუაში, ნათელ მაგიასა და მძიმე, შავ ენერგიას შორის და ის კვდებოდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent