ჩემი ცხოვრება
არ ვიცი ვინ ვარ როგორი ვარ რა მინდა როგორ მოვიქცე რა უნდა გავაკეთო, თითქოს ამ სამყაროში დავიკარგე ჩემთვის მარტო და დაკარგული გზას ვერ ვპოულობ მარტო ვარ ორ პატარა ბავშვთან ერთად და არ ვიცი საით უნდა წავიდე როდემდე მეყოფა ძალა თითქოს არ ვარსებობ არავინ ფიქრობს და მკითხულობს თითქოს უჩინარი ადამიანი ვარ რომელსაც უბრალოდ მარტო ყოფნა უყვარს ვცდილობ საკუთარი თავი გავამხნევო და გავაძლიერო მივცე მოტივაცია რომ სვლა განაგრძოს ,,თავად უნდა გახდე ცვლილება რომელიც გსურს რომ დაინახო სამყაროში” ვცდილობ დავალაგო ჩემი დაულაგებელი ცხოვრება და ყველაფერი თავის ადგილზე იყოს არ მივცე სხვებს უფლება ჩემზე ილაპარაკონ. 22 წლის წინ ზამთრის ცივ ღამეს დავიბადე სახელიც კი ექთნებმა დამარქვეს დიახ უკვე 22 წლის ვარ და საკმაოდ რთული ცხოვრება მაქვს დიდი გამოცდილიბა მივიღე ამ ცხოვრებისგან და საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე რთულია იყო დედა და ამავდროულად თავს მარტოსულად გრძნობდე ჩემი ნათელი წერტილი ამ სამყაროში ჩემი შვილებია ისინი მაძლევენ ყველაფრის ძალას მე მათი იმედი ვარ ,,ღმერთი ვერ ასწრებს ყველგან იყოს ერთდროულად. სწორედ ამიტომ შექმნა მან – დედა’’ მეც მყავს დედა თუმცა ყოველთვის მარტოსული ვარ გვერდით არავინ მყავს ვისაც შეიძლება ჩემი დარდი გავუზიარო თუ ერთხელ მაინც ქვას ფეხს წამოკრავ ან ჭაობში ჩაიძირები არავინ დაგეხმარება არავინ შეეცდება სწორ გზაზე დაგაყენოს ამიტომ უნდა გქონდეს საკმარისი ძალა უნდა შეეცადო საკუთარი თავისთვის შენ მაქსიმუმი გააკეთო და ბოლომდე იბრძოლო გადასარჩენად რადგან ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ ლხინში ყველა გიღიმის აი ,,სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი” ესაა რეალობაა ესაა ის სამყარო სადაც ვცხოვრობთ ადამიანები შენგან თუ რაიმე სარგებელს არ ელიან ისე არაფერს გააკეთებენ სამწუხაროდ დღეს უახლოესი ოჯახის წევრებიც კი ასე არიან ყველა საკუთარ თავზეა გადასული და მხოლოდ სარგებლის მიღებაზე ფიქრობენ ყველაფერი გაცივდა შეიცვალო სამყარო და შეიცვალნენ ადამიანები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



