შესაფერისი! (ნაწილი 11)
ალეკო: სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო, ალბათ ჩემზეა ნათქვამი და მართლაც, ახლა მე რომ სადმე ჩამოკიდებული ვენახე ვინმეს ვიწრო ბაწარზე, სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ რეალურად სხვაგვარად წავიდა ჩემი გასაჭირით მოსული სული. -დედას გეფიცები-ვცდილობდი დამერწმუნებინა ბიჭები მომხდარში. -ეყო ახლა, არა კი მესმის, რომ კარგი ბიჭი ხარ და არც ცუდი სასიძო არ ხარ, მაგრამ მთლად მასე არ გასჭირვებია ახლა ნუგზარს ქალიშვილის გათხოვება-მომახალა ალეკომ და ვისკიანი ჭიქა მოიყუდა. -შე უბედურო-ხარხარებდა უჩა-რა ქენი მერე, მოუგვარე? -არა ბიჭოს-გამეცინა და მათ წინ მყოფ სკამზე ჩამოვჯექი-როგორ გგონია, მაგ სიტუაციას გავმაზავდი? -არა, მე არაფერი არ მგონია, მაგრამ ის, რომ წნევა დაგიგდო და მერე გამოგაშტერა, ეგ ფაქტია. -მაგას ჩივი?-გამეცინა ისევ და მეც ვთხოვე მიმტანს სასმელი მოეტანა-მეგონა კაჩავს დამიწყებდა, რომ არ მიეკარო ჩემს შვილს ან რავიცი რა გამისერიოზულებდა, ყველა ფიქრი და აზრი გადავხარშე თავში და მაგრად მზად ყოფნაში ავედი. -არადა გაგისერიოზულა-ალმაცერად გამომხედა უჩამ. -მაგას მეც ვხვდები-თავი გავაქნიე-მანქანის ამბავი მოვაგვარეთ, ახლა ნინას ამბავია მოსაგვარებელიო მითხრა ბოლოს. -მერე შენ რაო?-ინტერესით გამომხედა რატიმ. -მე რაო და მეთქი ყველაფრისთვის მზად ვარ და რაც არ უნდა თქვათ, ყველაფერზე ვარ წამსვლელი და მინდა, რომ გესმოდეთ ჩემი სწორად, ისე როგორც საჭიროა მეთქი-არყის ერთი ჭიქა გადავკარი და გავაგრძელე საუბარი-განა მასაც გაეცინა და ფაქტია ელოდა, მე დიდი ხანია ვიცი შენზე და შენ ჩემზე იმაზე უფრო მეტი იციო ასე მითხრა, ხოდა ისე მოვიქცეთ რომ არც შენმა და არც ჩემმა საქციელებმა არ დააზარალოს ჩემი შვილიო. -კაცური კაცია!-ახარხარდა უჩა. -არა ჩემი სიმამრი კია კაცური კაცი, მარა შენ რომ პი**ლო ხარ, იმას რა ეშველება?!-გადავხედე უჩას და დაველოდე მის გამომეტყველებას. -არა, ახლა რა გინდა? -რა რა მინდა, რას აპირებ?-უპარდონოდ ვკითხე და გავხედე რატის, რომელსაც თითქოს სუნთქვა შეჩერებოდა. -რა საჭიროა ეს საუბარი ახლა, გავარკვევ მე ჩემს საქმეს. -ვერაფერსაც ვერ გაარკვევ, მე ვიცი შენი გარკვეული, გოგო როგორ უნდა შემიყვარდეს და ვერ გამეგოს რა და როგორ ვქნა ნუ გადამრიე.. უჩა: სიზმართან უფრო ახლოს არიან ადამიანები, ვიდრე ცხადთან, ისინი აღიარებენ იმას, რაც რეალურად არ უნახავთ, მაგრამ უგრძვნიათ ბოლომდე, სულით ხორცამდე, წარმოსახვაში თუ რაც გინდა ის დაარქვა ამას, მაგრამ ეს გრძნობა იმაზე ახლო და სანუკვარია, ვიდრე რომელიმე სხვა. გაგითენდება ერთ დღეს ჩვეულებრივი, არც მზიანი და არც მოღრუბლული, არც ცივი და არც ცხელი, არც კარგი და არც ცუდი დღე და ეცდები ის დღე ისევე ჩვეულებრივ გალიო, როგორც რომელიმე სხვა მათგანი, მაგრამ რეალურად, ერთ წამს მოგიახლოვდება და ჩაგივლის ადამიანი, რომელიც დროის ყველა მონაკვეთს, ყველა საათს, ყველა წუთსა და წამს დაყოფს ისეთ ნაწილებად, რომელსაც ვერანაერად ვეღარ შეაერთებ და სრულიად გამოეთიშები თამაშს სახელად „რეალური ცხოვრება“ მერე არსებობ, მაგრამ თითქოს ეს არსებობა არაა რეალური და ფეხის დადგმაც კი, ამ მიწაზე უკვე შეუძლებელია, შენ იმდენად ხარ სავსე დადებითი ემოციებით, რომ ბედნიერება უწონადობას გიქმნის და მილიმეტრით აცდენილი ხარ ამ დედამიწას და სადღაც ცაში ხარ. ის დღე ყველაზე ტკბილი და კარგი იყო ჩემს ცხოვრებაში, უძილობის, შიმშილის და დაღლის გაქრობა შეუძლია, თურმე ერთი ადამიანის გამოხედვასა და ღიმილს. რა უცნაურია და რა გასაკვირი ჩემთვისვე, რომ მე იმდენი ემოცია გამომიჩნდა ვინმეს გამო, რომ ვიგრძენი, თუ როგორ მიყვარდებოდა პირველივე დანახვაზე, ერთი უბრალო გოგონა და უცებ გავიაზრე, კატასტროფას ეწერა დაწყება. მოახლოებიდან, დანახვამდე, გაღიმებამდე, გამოლაპარაკებამდე, გაბრუნებამდე და წასვლამდე, მომენტამდე დასაწყისიდან-ბოლომდე, გააზრებამდე რომ შემიყვარდა, ზუსტად 7 წუთი გავიდა და მივხვდი, რომ მეც და ისიც საკმაოდ დიდ შარში ვიყავით. ან მე რა მეშველებოდა, რომ მას არ ვდომოდი, ან მას რა ეშველებოდა, ისევე რომ არ ვდომოდი, რადგანაც ბოლოს როგორ შემიყვარდა და როგორ ვერ ამოვიგდე ქალი თავიდან, უბრალოდ არ მახსოვს და ალბათ კატასტროფა მელოდა ამხელა კაცს, პატარა ქალბატონის გულის მოსაგებად, რომ გამიხდებოდა საქმე მოსაგვარებელი. ფიქრებს მიცემული გამეცინა, 7 პაემანი, იმ 7 წუთის დანაყოფია თითო პაემანი, როცა ყველაფერი დამილაგდა გულსა და გონებაში და გავიაზრე, რომ ის ქალი ჩემი უნდა ყოფილიყო და არა ვინმე სხვა მოკვდავის. -მე ყველაფერს გავარკვევ და ისე გამოვიყვან, რომ ბოლოს ყველაზე ბედნიერი ქალი მეყოლება ხელებში, მე ვარ ამის გარანტია-რატის ვუყურებდი თვალებში, მაგრამ გაცემული პასუხი ალეკოს ეკუთვნოდა. -მე ხომ იცი, არ მიყვარს ჩარევა და ეს უაზრო ჩემი დაა და ძვლებში დაგლეწავ, 2 წლის ბავშვი აღარაა და უკვე ხვდებიდეს უნდა რა და როგორ უნდა ცხოვრებაში, თუ წინა გამოცდილება არ იყო მისთვის საკმარისი, დარწმუნებული ვარ კიდევ ერთი იქნება საჭირო, ან უფრო მეტი, რომ მიიღოს ცხოვრებისგან ის, რაც უნდა, თუ არადა მე ნებისმიერ დროს ვიქნები მის გვერდით-ვისკი მოსვა და გაეცინა-ნებისმიერ შემთხვევაში, მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ მას შეუყვარდები, მეტსაც გეტყვი, მოხარული ვიქნები-გაიცინა და მხარზე ხელი დამკრა. -შენი ფილოსოფოსი დედა ვა***ე მე რა!-შეუკურთხა ალეკომ და თმაზე მოქაჩა ძლიერად. -წაგატეხავ მაგ თითებს და ვნახავ მერე ნინას როგორ შეეხები-დაუღრინა გამწარებულმა და ფეხზე წამოვარდა. -აბა ახლა, ციც!-დატუქსა და სიცილი ხარხარში გადაუვიდა-იქვე მოვკვდები გეფიცები, ეგ რომ მოხდეს. -მე უნდა წავიდე-გაიცინა ბოლოს რატიმ და შებარბაცდა ადგილზე-ხვალ დიდი ბიჭი ვხდები და უნდა მოვემზადო. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და დავიშალეთ. ხვალ ისევ ახალი დღეა. ნინა: -არა, მამა რა გამაგებინე იცი?! მე რომ გული მისკდება ეგ მოგწონს, თუ რა იყო შენი ეს საუბარი და საქციელი?-ცოფებს ვყრიდი, თუმცა მაინც მორიდებით ვეკითხებოდი მამას. -რა გინდა შვილო გამაგებინე?-იცინოდა და ჩაის მიირთმევდა. -რა რა მინდა, წნევიანი ვიჯექი, რას არ ველოდი და რა მანქანა მოგინდა, მაგისთვის ამოიყვანე? -აბა რა მექნა შვილო, მეკითხა იმ ღამეს რა გინდოდა ჩემს შვილოს ხომარ ეკოცნავე თქო-ეს ეკოცნავე რომ თქვა ტუჩებით იმიტაცია გააკეთა და სიცილი ამივარდა. -ფუ, კარგი მამა რა!-თავი უკმაყოფილომ გავაქნიე-მე შენ სერიოზულად გელაპარაკები. -რა გინდა შვილო, კარგი ბიჭია, პატიოსანი, მე ცუდი მაგაზე არ მსმენია და რაც მსმენია ვიცი რა როგორ იყო, პირველად კიარ გავიგე რომ უყვარხარ მამა, მაგის მოტანილმა ყვავილებმა შემიწუხა გული შვილო, დავიტანჯე მაგის ცოდვით. -არა ჩემი ბრალია, რომ ვუთხარი ამოდი თქო, ზიხარ ახლა და დამცინი. -შენ დაცინვა, რომ გათხოვდები მამა მერე ნახე, ახლა რაზგონს ვღებულობ-გადაიხარხარა მამამ და მანიშნა, რომ მასთან ახლოს მივსულიყავი. თბილად და ნაზად მიმიხუტა, თმაზე ხელი ჩამომისვა და ჩუმად მიჩურჩულა. -სანამ შენ ხარ კარგად, მეც კარგად ვარ მამიკო. სავია: საათი თორმეტს აჩვენებდა და მეც ჩუმად გამოვიღე მაცივარიდან წინასწარ გადამალული ტორტი და რატის ოთახისკენ გავემართე. -არა კაი დატანჯული მიჯნურივით რომ გამოთვრა დაბადების დღის წინა ღამეს რა საქციელია არ მესმის-ვჯუჯღუნებდი ჩემთვის და მეცინებოდა. კარები ნელა გავაღე და უცებ დავიწყე ბოლო ხმაზე სიმღერა და დაბადების დღის მილოცვა, წუწუნით წამოწია თავი და რომ დაინახა ტორტი, წამოჯდა და გამიღიმა. -გილოცავ!-ლოყაზე ძლიერად ვაკოცე და ტორტი ახლოს მივუწიე, რომ სანთლები ჩაექრო-სურვილი ჩაიფიქრე, აუცილებლად! -მადლობა-მანაც საპასუხოდ მაკოცა შუბლზე-საუკეთესო ხარ შენ! -ახლა დაისვენე, დანარჩენი დილას. ღიმილით დავტოვე მისი ოთახი და სამზარეულოში დავბრუნდი, ტორტი შევაბრუნე მაცივარში, წვენი დავისხი ჭიქაში და მაგიდასთან დავჯექი. -რომ შემიყვარდეს, მერე?-უემოციოდ დავსვი კითხვა და წვენით სავსე წიქას ზემოდან დავხედე-მოვა ბედნიერება, სიმშვიდე და ვნება, აუცილებლად მოვა! გამეღიმა ჩემივე პასუხზე. -ნეტა ის რას გრძნობს, მას თუ ეფიქრება მუდამ ჩემზე, თუ მე გავაფრინე მთლად-მოვსვი წვენი და ისევ დავხედე ჭიქას-6 დარჩა. --------- დაგვიანებისთვის ბოდიში, ვერ მოვიცალე ისეთ დღეში ვიყავი. ველოდები კომენტარებს და შეფასებებს, იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


