შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 9. მე ვიქნები პასუხი


24-12-2025, 12:25
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 64

სვანეთი უცნაურად ჩამოჩუმდა იმ დილას. თოვლი ისევ მოდიოდა, მაგრამ ჰაერში ისეთი სიმძიმე იდგა, თითქოს სუნთქვაც კი რთული იყო. ხმა პირველად დარიკომ გაიგო, გარეთ, როცა კარი ოდნავ შეაღო, მწკრივებად მოფენილი ყინულები დაინახა, საიდანაც მსხვილ წვეთებად ეცემოდა თოვლზე. ძრავების ხმა ჰაერში გაისმა - მძიმე, რომელიც მთასაც უჩვეულოდ ეხმიანებოდა. 

 - ვინც არ უნდა იყოს, ბევრნი არიან...- ჩაილაპარაკა მან და სახლისკენ მიბრუნდა.

 გაგი ფანჯარასთან იდგა - ჩრდილი გადაჰკრავდა სახეზე.

- მოდიან,- თქვა ნინომ ხმადაბლა,- ანას გამო.

დარიკოს მხრები დაეძაბა.

- დედა თავის შვილს ყოველთვის იპოვის,- გაგის არაფერი უთქვამს. მხოლოდ ფარდას ხელი მოჰკიდა, ოდნავ გადასწია და თოვლში შავი წერტილები დაინახა, რომლებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. გულში უცნაური სიცივე ჩაუსახლდა - არა შიშის, არამედ იმის, რაც უსასრულოდ იგვიანებს და მაინც მოდის. მიხვდა რომ დღეს ბედი წყდებოდა, იცოდა რომ მალხაზი ანას არ დათმობდა ასე მარტივად, ის ხომ მთელი ოჯახის ღირსებას წარმოადგენდა, მაგრამ აქ მთავარი ის იყო თუ თავად გაგი რას გააკეთებდა ანასთვის.

ოთახში ყველა დადუმდა. მხოლოდ ანას სუნთქვა ისმოდა, ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა უნდა ექნა და რა მოხდებოდა.  გაგიმ თვალი დახუჭა. თავში მხოლოდ ერთმა აზრმა გაუელვა.

 „თუ მოვიდნენ, სისხლი ისევ დაიღვრება და ამჯერად, ალბათ, ჩემი."

გაგი წამოიწია სავარძლიდან.

- მაგათ გზაც არ ეცოდინებოდათ, ასეთ ამინდში როგორ ამოვიდნენ.

კარი გაიღო. გარედან ქალის მკვეთრი ხმა გაისმა - თბილი, მაგრამ მტკიცე.

- ანა! ანა, შვილო!

გაგის მზერა გაუშეშდა. მაკა იყო - ანას დედა. ქურთუკი ჩაეკრა მკერდზე, თმაზე თოვლი გადაჰკვროდა, მაგრამ არ შეჩერებულა. უკან ორი ქალი მოჰყვებოდა, მეზობლები, თავშალმოხვეულები, ცნობისმოყვარეობითა და გაბრაზებით სავსე, მანქანასთან კი კაცები იდგნენ.

- წამოდი, შვილო,- თქვა მაკამ მტკიცედ,- სახლში მივდივართ.

ანა გაშეშდა. ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ დაბლა დაიხედა. გაგი წამოდგა, ჩუმად, მაგრამ აშკარად დაძაბული, ანას საერთოდ არ გაუხედავს მისკენ, მაგრამ იცოდა, მისი ერთი მზერაც საკმარისი იქნებოდა რომ მის სურვილს მიმხვდარიყო და გაეშვა ან სამუდამოდ დაეტოვებინა თავისთან.

- ვერ წაიყვანთ.

- რა თქვი?- მაკა მისკენ შებრუნდა,- შენ ვერ გამაჩერებ. დედა ვარ. შვილს მოვაკითხე, აქ ტყვედ რომ წამოიყვანეთ.

- აქ ტყვეები არ არიან,- ხმამაღლა თქვა გაგიმ,- შენი შვილი ახლა აქ არის, უსაფრთხოდ. 

მაკას თვალებში ცეცხლი აენთო. 

- შენ ვინ გგონია თავი, ამ კანონით იცავ გოგოს, რომელიც ძალით მოიტაცე?

- არც ჩვენ გვინდოდა ასე გამოსულიყო, მაგრამ ჩვენ ვგლოვობთ ადამიანს, ამას კი პასუხი სჭირდებოდა,- დარიკო ჩაერია, მშვიდად, შუაში დადგა.

გაგი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მაკას.

- ასე ვერ წაიყვან. აქიდან არავინ წავა, სანამ მე არ ვიტყვი.

- შენ არ იცი, რას ამბობ,- მკაცრად უთხრა მაკამ,- შენს სულში იმ მთის სისხლია, რომელმაც ჩემი ოჯახის კაცები მიწაში ჩააწვინა. ჩემს შვილს ხელს ახლებთ და ღმერთიც კი ვერ გიშველით.

თოვლი ისევ ცვიოდა, მაგრამ ეზო ხალხით ივსებოდა. სვანები და მეგრელები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. შორიდან აკვირდებოდნენ, ბავშვები კი ცნობისმოყვარეობით იჭყიტებოდნენ. ჰაერში ისეთი დაძაბულობა იდგა, თითქოს მთასაც კი ესმოდა რომ რაღაც გადაწყდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარისთვის. გაგი ნინოს გვერდით ედგა. მის გვერდით ზურაბი და დარიკო იდგნენ. ანა კარის ზღურბლზე იდგა, თითქოს სვანები აღმართული კედელივით იყვნენ და არ უშვებდნენ წინ. მაკას უკან კი რამდენიმე მეგრელი ნათესავი - ჩუმად, მაგრამ გამწარებული მზერით იყურებოდა. 

- წესს ვერ გადავაბიჯებთ. მთაში როცა ქალს მოიტაცებენ, უკან აღარ აბრუნებენ. ასეა სვანური კანონი და თუ ახლა შენს გოგოს წაიყვან, ამას ყველა შეურაცხყოფად მიიღებს,- აცხადებს მალხაზი,- პრინციპში ვერც წაიყვანთ, ანა უკვე გაგის ქალია.

- თქვენ კანონს ეძახით, მე კი ჩემს შვილს ვხედავ! ჩემი შვილი არ არის თქვენი წესების მსხვერპლი,- ვერ წყნარდებოდა ქალი,- მგლოვიარე ქალმა ქმარი დავკარგე, ახლა კი შვილსაც მართმევთ და თან სად მიგყავთ, მკვლელების ბუდეში. მთელ სოფელს გადავწვავ თუ საჭირო გახდება და ჩემს შვილს მაინც წავიყვან აქედან.

გაგი ახლა ხვდებოდა ეს სიჯიუტე ვისგან ერგო ანას. 

- როგორც გინდა დაარქვი, მაგრამ აქ ერთი რამ არ იცვლება - სისხლს სისხლი აყოლებს, და თუ ახლა წაიყვან, სხვა შეეწირება, ოღონდ სისხლით გადაიხდის,- გაისმა ეზოში მალხაზის ხმა.

- ჩემი შვილი მოიტაცეს და მე უნდა გავჩუმდე?! ღმერთი იყურება, რა ხალხი ხართ,- მაკა სიმწრისგან მეგრულად იწყებს ბუტბუტს.

- ღმერთი მთაშიც ისმენს, მაგრამ ჯერ კაცი უნდა დარჩეს კაცად. თუ მოიტაცეს და აქ მოიყვანეს, აქ უნდა გადაწყდეს - სისხლით ან ქორწილით. უკან ვერ წაიყვან, მაკა. მთას ეს არ ესმის,- ამოილაპარაკა ზურაბიმ,- სიტყვა იქ დამთავრდა ნიკა დანელია რომ ასე უსირცხვილოდ გაიქცა, ქორწილი კი ხვალ - ზეგ იქნება. მოიყვანეთ ნიკა და გავუშვებთ ანას, თუ, რა თქმა უნდა, ასეთ გოგოს ვინმე მოინდომებს მერე ან საერთოდ შეძლებს ცხოვრებას.

მაკამ წარბები შეკრა, ხმა გაუტყდა, მაგრამ უკან არ დაუხევია.

- ქორწილი?! ძალით ქორწილი? ეგ ქორწილი კი არა, ბოროტებაა! მე არ დავუშვებ რომ ჩემმა შვილმა სხვისი დანაშაულისთვის გადაიხადოს,- დარიკო არ ნებდებოდა და ანასაც იმედი უფრო უღვივდებოდა.

- სხვა? დანელია ვინ არის თქვენი? როგორც ვიცი ბიძაშვილია ანასი, მაშინ სხვა რატოა? თქვენ რას ფიქრობთ, ვის უნდა გადაეხადა თუ არა მას?- თითი გაიშირა ოთარიმ ანასკენ,- მაინც და მაინც კაცი უნდა მოგვეკლა? მაგრამ კაცი არ გყავთ ოჯახში, ქალებს კი არ ვკლავთ.

- მაკა, იქნებ ცოტა დავიცადოთ... ერთი წუთით. თორემ ეს სიტყვა - „სისხლი" - ერთხელაც მთელ სვანეთს გადააჭრის გულში და მერე ვიღა გვიშელის,- ამოილაპარაკა ჩუმად ნათელამ, მაკამ მისკენ გაიხედა, თვალებში ცრემლი მოერია,- მთლად არ გაგიჟდნენ ეს უჯიშოები და მთელ სოფელს არ დაგვერივნონ.

- არ შემიძლია დავიცადო. დედა ვარ. შვილი მენატრება და ცოცხალ - მკვდარი მოვედი  მის წასაყვანად.

- მე შენს ტკივილს ვგრძნობ, მაკა. მაგრამ აქ რომ მოხვედით, უნდა გესმოდეთ, ამ მთაში მოტაცებული ქალი უკან არ ბრუნდება. ასე გვასწავლეს, ასე ვიცით. თუ წაიყვან, სისხლი დაიღვრება, ოღონდ არ ვიცი ვისი,- გაისმა დარიკოს ხმა.

- ღირსება ადამიანზე უფრო მნიშნელოვანია?- ამოთქვა დაღლილმა ქალმა და მზერა შვილს მიაბყრო აცრემლებული რომ იდგა ზღურბლზე.

- ზოგჯერ სჯობს სიმართლემ ჩუმად იცხოვროს, ვიდრე ხმამაღლა მოკვდეს.

- ჩუმად ცხოვრება, როცა ქალი იტირებს? როცა მას დატანჯავთ? ეგაა თქვენი სიმართლე? ორი დღეა შვილი წამართვით და შეხედეთ, ადამიანს აღარ ჰგავს, ფეხზე ძლივს დგას.

- მოდით, არ გავამწვავოთ. გამოსავალი გვინდა და არა ომი. შეიძლება შუამავლებმა ილაპარაკონ, ისე როგორც ოდითგან იყო. ორივე მხარე სიტყვას ეტყვის და დასკვნა გამოვა,- ხმა ამოიღო ნინომაც.

- და სანამ იმ მოლაპარაკებას ელოდებით, ქალს აქ გააჩერებთ?! ეგ არ გამოგივათ!- გაისმა ავთოს ხმა.

მაკა ახლოს მივიდა გაგისთან.

- მე ჩემს შვილს მაინც წავიყვან. არ ვიცი, რას იტყვით თქვენ ან თქვენი მთა, მაგრამ მე დედა ვარ და დედები სისხლზე და კანონზე ძლიერები ვართ,- გამოსცრა კბილებში.

- შენ ვერ ხვდები, მაკა... აქ, ამ მთაში, როცა სისხლს აშრობ, შენი გულიც შრება. ზოგჯერ დარჩენაა სიმამაცე და არა წასვლა,- გაისმა დარიკოს ხმა.

- დარჩენა, როცა შენს შვილს იტაცებენ, სირცხვილია,- თქვა მტკიცედ,- მე წავალ და თუ გზაზე ვინმე გადამეღობება, ღმერთმა იცის, ვინ შემომაკვდება პირველი,- მაკა ანასკენ დაიძრა, შვილს ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა. მთელი ეზო დუმდა. კაცები ერთმანეთს უყურებდნენ, ხელები მუშტად შეეკრათ. პირველად იტირა ანამ ამდენი ხნის მერე, არა მონატრებისგან, არამედ შიშისგან, გაურკვევლობისგან. დედის ჩახუტება და სითბო მოენატრა.

- ერთი მოძრაობაც და სისხლი დაიღვრება... მოიფიქრეთ, მაკა. დღეს არა, ახლა არა. ცოტა მოიცადეთ, ყველა ხომ უნდა დამშვიდდეს. თქვენც დამშვიდდით, ეს საქმე ან ქორწილით დამთავრდება ან სისხლით.

მაკამ აღარ უპასუხა. გაგის თვალები ანას დაეძებდა. სვანები ერთმანეთს უყურებდნენ - ყველამ იცოდა რომ სანამ ანა არ იტყოდა საკუთარ სიტყვას, არც ქარი ჩადგებოდა და არც ხალხი დაიშლებოდა. გარეთ ქარი ამოვარდა. თოვლი ნელა ეყრებოდა გზას, მანქანების შუქები  ნარინჯისფერ ნაპერწკლებად ბრწყინავდა. სვანები მდუმარედ იდგნენ ეზოში. მკერდზე ხელებდაკრეფილნი, თითქოს ერთი სიტყვითაც არ უნდოდათ იმ დუმილის გატეხვა, რომელიც მთას თვითონ მოჰქონდა.

გაგი ანას მიუახლოვდა, სანამ დარიკომ მაგას დაუწყო ლაპარაკი. ოდნავ უბიძგა და სახლში შეიყვანა. ანა ბუხართან გაჩერდა. ერთი წამით უკან მოტრიალდა, გაგის თვალი არ მოუცილებია.

- გგონია, ასე დამთავრდება ყველაფერი?- ბრაზით თქვა მან.

- დამთავრდება, როცა ამ აზროვნებით თქვენთან არავინ დარჩება,- უპასუხა ანამ.

გაგი ნელა გადმოვიდა კართან. თოვლზე მისი ნაბიჯები მკაფიოდ ისმოდა.

- არ გესმის... აქედან წასვლა ადვილი არ არის,- არ დანებდა გაგი.

- ღმერთო როგორ ართულებთ ყველაფერს,- ანას ხმაში პირველად გაერია წყენა, მომდგარი ცრემლების გამო ხმა გაუტყდა.

- შენ გგონია, წესებს მე ვწერ?- გაგის ხმაში ზიზღი და ტკივილი ერთდროულად გაისმა,- ეს მთა ჩემზე ძველია, ჩემზე მკაცრიც. მე თვითონაც მის ტყვეობაში ვარ.

ანა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. თვალებში შეხედა.

- მაშინ ყველანი მოკვდით რომ აღარავინ დარჩეს ისეთი, ვინც ამ წესს დაიცავს,- გაგის  მწარედ გაეღიმა. მაკამ კარი გამოაღო.

- ანა, წამოდი, შვილო,- ჩუმად თქვა,- ნუ დგახარ, არ ღირს.

ანამ კიდევ ერთხელ შეხედა გაგის თვალებში. არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველაფერი ზედ ეწერა: ბრაზი, ტკივილი და რაღაც ისეთი, რასაც სიტყვაც არ ეყოფოდა აღსაწერად. სიჩუმე ჩამოვარდა. თოვლი ისევ ცვიოდა, მანქანების ფარებზე ნელა დნებოდა, ხმაური კი მხოლოდ იქიდან ისმოდა - სვანების რიგიდან, საიდანაც ზურაბი ნელა წინ გამოვიდა.

- მალხაზი მართალია,- თქვა მჭახედ,- ჩვენში თუ ქალი მოიტაცეს, მერე ან ცოლი უნდა გახდეს, ან სისხლი დაიღვრება. უკან წაყვანა მტრობად ითვლება.

მაკამ ხელი გულზე მიიდო, ხმა გაებზარა.

- და თუ ჩემი შვილი ამას არ აირჩევს? თუ არ უნდა?

- მაშინ თქვენ წახვალთ,- თქვა ზურაბიმ,- მაგრამ მარტო.

გაგიმ თვალი აარიდა, მაგრამ მზერა ისევ ანაზე შეაჩერა. ისე, თითქოს პასუხი მის თვალებში უნდა ეპოვა.

- მთა არ გაძლევს არჩევანს, ანა, - თქვა ჩუმად,- ან აქ დარჩები და წესს მიიღებ, ან წახვალ, მაგრამ მტრად. სოფლამდე ვერც მიაღწევ.

იმდენად მიუახლოვდა რომ გოგოს აჩქარებულ სუნთქვას გრძნობდა, ანამ მაღლა აიხედა, თვალებში ჩააჩერდა, თითქოს პირველად უყურებდა ამ ყორანივით შავ თვალებს და თითქოს ბოლოჯერაც.

- არ მოგასვენებენ, მე ვერ დაგიცავ ამათგან თუ ახლა წახვალ,- ოხრავს და მხარზე ეხება,- დედაშენს, შენს ნათესავებს ნუ ჩააგდებ საფრთხეში.

- მტრად?- გაეღიმა ანას, მაგრამ თვალებში ცრემლი გაუკრთა,- მე არავის მტერი არ ვარ, გაგი. არც შენ, არც ეს მთა... უბრალოდ არ მინდა, ვიქცე რაღაცის სიმბოლოდ, რაც მე არ ამირჩევია.

- უკვე აირჩიე,- თქვა გაგიმ და სიტყვა თითქოს ქარივით გაიყინა ჰაერში,- როცა არ მომკალი და კიდევ ერთხელ გაქცევა არ სცადე, მაშინ აირჩიე. ახლა უბრალოდ ხმამაღლა უნდა თქვა. არ გემუქრები, მაგრამ შენზე ვდარდობ, გთხოვ, დაფიქრდი.

გაგის ხმა დარბილდა, ანა დაფიქრდა.

- მე თქვენნაირი არ ვარ, მე ადამიანებს არ ვკლავ,- ზიზღით ამოთქვა ანამ.

მაკამ თავი გადააქნია, ტუჩები უკანკალებდა.

- ასე არ დამთავრდება, გაგი. ასე არ უნდა მთავრდებოდეს,- სვანებმა ისევ გადახედეს ერთმანეთს. მათი სახეები თითქოს ქვისგან იყო გამოთლილი - ერთიც არ იძროდა. ხვდებოდნენ რაოდენ დიდ ტკივილს ატარებდა დაქვრივებული ქალი რომელსაც მეორე დღეს შვილიც მოსტაცეს, არცერთ იქ მდგომ მამაკაცს არ შესწევდა იმის ძალა რომ მის წინააღმდეგ წასულიყო. გაგი თითქოს ჩრდილად ქცეულიყო. თავი დაბლა ჰქონდა ჩაქინდრული, ხელები მკერდთან გადაჯვარედინებული, თითქოს ცდილობდა სხეულში ჩაეკეტა ის ბრაზი და თავშეკავება, რაც შიგნით უღრან ტყესავით ბობოქრობდა. გრძნობდა მაკას თითოეულ ამოსუნთქვას, მის ჩუმ, მაგრამ შეუჩერებელ ბრძოლის ხმას - დედის ძალას, რომელსაც მთებიც კი ვერ შეუბრუნდებოდნენ და უფრო და უფრო ხვდებოდა თუ ვის ჰგავდა ანა ხასიათში, ესეთი შეუდრეკელი, ჯიუტი და მებრძოლი.

თვალები წამით ისევ სვანებისკენ გადაიტანა - კაცები ქვის კედლებივით იდგნენ, მძიმე, გაურღვეველი, შეუვალი. მათ მზერაში იმ ძველი ჩვეულების სიმძიმე იკითხებოდა, რომელსაც არც ერთი არ გასწირავდა. მაკა კი ეზოს შუაგულში იდგა, გაყინულ ჰაერს ისე ჭრიდა თავისი მოხდენილი, მაგრამ გატეხილი სილუეტით. საფლავის მიწა ჯერ არ იყო გამშრალი, სევდა კი არც დაწყნარებული. და ახლა, იმავე სოფლიდან,  რომლიდანაც ქმარი წაართვეს, ზუსტად იმავე ქარის ქვეშ, შვილსაც ართმევდნენ. გაგი ხვდებოდა ეს ქალი იყო დედა, რომელიც მთას ამოდგომოდა. მისი ცრემლი იმდენად წყნარი იყო რომ კაცებს საკუთარ მკაცრ სიტყვებზე ეჭვი ეპარებოდათ.

სოფლის ეზო თითქოს დაიძაბა. თოვლის ფანტელებიც კი ჰაერში გაჩერდნენ.

ყველასთვის ნათელი გახდა - ეს ამბავი ისე ვერ დასრულდებოდა, როგორც სვანთა სამართლეს სურდა. მაგრამ ვერავინ ამბობდა ხმამაღლა. ვერავინ იღებდა პირველ ნაბიჯს. მხოლოდ გაგი იდგა შუაში - ერთი მხარეს უღრელი ტრადიცია, მეორე მხარეს გატეხილი, მაგრამ დაუღალავი დედა, რომელიც საკუთარ შვილს მიწიდანაც ამოიყვანდა, თუ საჭირო იქნებოდა.

დარიკო სახლიდან გამოვიდა, თავსაფარი შემოიხვია.

- ქალის წაყვანა ომიაო,- ანამ ფრთხილად დახედა დედას, მერე სვანებს, მერე გაგის.

ქარმა ისევ ამოიღო ხმა, და თოვლი ისე დაიძრა, თითქოს მთამ თავად მოისმინა ყველაფერი. მთაში სიჩუმე ისეთი მძიმე იყო, თითქოს თვითონ თოვლს ეშინოდა დაეკარებინა ხმა.

მაკამ ისევ ერთი ნაბიჯი გადადგა შვილისკენ.

- ანა, ჩაჯექი,- ხმა გაუტყდა,- გთხოვ. აქ არ დარჩე.

ანა უყურებდა, თვალებში სიშავე ჩაუდგა, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა. თითქოს რაღაც აკავებდა. არა გარედან, შიგნიდან. თან ეშინოდა, სვანები ბოლომდე ნორმალურები არ იყვნენ, ვინ იცის, იქნებ ერთადერთი დედაც შემოკვდომოდათ. გაგი მის გვერდით იდგა, ჩუმად, სუნთქვაც კი შეეკავებინა, არ უნდოდა, აღიარებდა საკუთარ თავთან რომ არ უნდოდა ანას გაშვება, არა იმიტომ რომ წესი დაეცვა, არ უნდოდა, უბრალოდ ეს ჯიუტი გოგო იმდენად შეიჭრა მის ცხოვრებაში რომ დაღად დააჯდა გაგის გულზე, ვერც გვერდით იხედება და ვერც უკან, თუ გაიხედება ყველგან ეს გოგო დგას. ღამითაც ის ესიზმრება და დღისითაც ყველგან მას ხედავს.

მალხაზი წინ გამოვიდა.

- არ დაჯდება,- თქვა ხრინწიანი ხმით.

- რა უფლებით ამბობ?!- იყვირა მაკამ,- ჩემი შვილია!

- ახლა შენი აღარ არის,- უხეშად უპასუხა,- სვანეთს ეკუთვნის.

გაგი ჩუმად იდგა, ქურთუკის ჯიბეებში ხელები ჰქონდა ჩაწყობილი, მზერა კი ანაზე. თითქოს თითოეული წამი მის სახეზე იწერებოდა. მეგრელებმა ერთმანეთს გადახედეს, რამდენიმე კაცმა ნაბიჯი წინ გადმოდგა. სვანებიც შეიკრიბნენ, მკლავებშეკრულები, ქუდებჩამოფარებულები. ჰაერში იგრძნობოდა ის ძველი, უხილავი ზღვარი - ღირსებისა და შურისძიებას შორის.

- ნუ გვაიძულებთ საქმე იარაღით მოვაგვაროთ,- ხმადაბლა ამოთქვამს მალხაზი. მაკა კრთება, თვალებში შიში გაუკრთის.

- სისხლს სისხლი არ ასუფთავებს... მაგრამ ღმერთი ხედავს, ვის გული უფრო სუფთაა,-მაკა უკვე ტიროდა,- ანა, მოდი! ნუ ალოდინებ დედას...

გაგიმ ბოლოს თვალები დახუჭა, თითქოს რაღაც გადაწყვიტა.

- ან წავა და ივლის ჩემ გვერდით... ან საერთოდ ვერავინ წაიყვანს,- ბრაზმა ამოხეთქა, მეგრელებმა ხმამაღლა შეჰყვირეს, სვანებმა ნაბიჯი გადადგეს. თოვლი იფანტებოდა მათ ფეხქვეშ ისე, თითქოს თვითონ მიწა ელოდა არჩევანს. მეგრელებს შორის ერთმა, საშუალო ტანის, დაღლილი სახის კაცმა, მაკას მეზობელს რომ ეძახდნენ, ნელა წამოიწია წინ.

- ნუ აჩქარდები, მაკა. სვანები ასე არ გაუშვებენ. თუ ძალით წაიყვან, მთელ გზაზე შენს სახელს სირცხვილით გაიტანენ. მერე? როცა შვილს უკან მოაბრუნებ, მერე მტრის თვალში ვეღარ ამოიღებ ხმას - ვერც შენ, ვერც შენი სოფელი. გადაგვივლიან, ჩვენ კი არ ვეყოფით.

მაკამ ხელი ძლიერად მოუჭირა მანქანის კარს, თვალებში ცეცხლი გაუკრთა.

- მე შვილი მყავს, კაცო! სოფლისთვის კი არ გამიჩენია, ჩემთვის გავზარდე! რატომ არ გესმით?

- ვიცი,- უპასუხა ვაკომ მშვიდად,- მაგრამ ახლა სოფელსაც ეკუთვნის. შენ თუ დღეს წაიყვან, ხვალ მთებს შორის ომი დაიწყება. გიჯობს აქ დატოვო - თორემ არც შენს შვილს გაუთენდება მშვიდად და არც შენს სახლს.

მაკას თვალები აემღვრა. მოესმა ზურგიდან შვილის ტირილის ხმა, მოესმა ქალთა ჩურჩული „სირცხვილი" და „სიკვდილი". მისი გულში ორად გაიხლიჩა რაღაც - დედის მკაცრი სურვილი და მეზობლების ხმად.

ამ ყველაფრის შუაგულში ანა ჩაფიქრდა. უყურებდა დედას, თვალებზე დაღლილობა ედგა, მაგრამ მის მიღმა მაინც ის ძველი, ბავშვური მონატრება ჩანდა: მაკას სურვილი, შვილი უკან წაეყვანა. ანამ იგრძნო სიტყვები, რომლებიც არც ერთს არ უთქვამს ხმამაღლა.

"თუ ახლა წავალ, ჩემი სოფელი შეიძლება სისხლის გზაზე გადავიდეს, მაგრამ თუ დავრჩები, შეიძლება მეც დავკარგო საკუთარი თავი. და მაინც - ვინ დაიცავს ჩვენს სახლს, თუ ერთხელ მაინც არ გავჩერდები იქ, სადაც ჩემი სიჩუმე უფრო ხმამაღალია, ვიდრე ყველა მათგანი ერთად? მამა დავკარგე, ოჯახი დავკარგე, დედაც... მაგრამ დედას სიცოცხლეს ვეღარ დავკარგავ..."

თოვლი უფრო შესამჩნევად დაეშვა, მსუბუქად, მაგრამ ისე, თითქოს ყოველი ფანტელი იმ სიმძიმეს ატარებდა, რაც ჰაერში დარჩენილიყო. სიჩუმე გადმოდიოდა სახლიდან ეზოში, ეზოდან მთისკენ, თითქოს თვითონ ქარიც აღარ ბედავდა შებერვას, რომ ეს ხმა არ დაერღვია. ანამ მზერა ზემოთ ააპყრო - მთები ისე იდგნენ, როგორც მყარად შემოჩერებული მსაჯულები, უხმოდ, მაგრამ მკაცრად. თითქოს ყველა წვერზე თვალები იყო გახელილი. იგრძნო, როგორ შემოეკრა გულში რაღაც უხილავი: არა შიში, არამედ რაღაც ისეთი, რასაც სახელიც არ ჰქონდა - ძველი ძალა, რომელიც ამ მიწაზე ბევრის წინამორბედს დაუკავებია გზა. გაგი გვერდით იდგა, ხმა არ ამოუღია, მაგრამ მისი სიჩუმე უფრო მძაფრად იგრძნობოდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. მზერა არ მოუშორებია ანასგან - თითქოს ცდილობდა გაეგო, იმ წამს რას გადაწყვეტდა, რას გადაარჩენდა და რას გაწირავდა. სვანები შეყრილიყვნენ, თავჩაღუნულები, მაგრამ მზერით მზად. არავინ იყო ბოლომდე დარწმუნებული, როგორ დამთავრდებოდა ეს დღე. მალხაზიმ ნელი ნაბიჯით ჩამოიარა ეზო, გვერდით ჩამოუდგა ანას და უთხრა მშვიდად, მაგრამ ისეთი ტონით რომ მისი სიჩუმე კიდეც მუქარას ჰგავდა.

- ამ მთაში სიტყვას იარაღზე მეტი ძალა აქვს. ახლა შენს ერთ "არა"-ზეც სისხლი დადგება, ანა. ამიტომ დაფიქრდი. აქედან თუ წახვალ...- ანა სუნთქვას ვერ აკონტროლებდა, თვალებში ცრემლი მოაწვა, მაგრამ ვერ ტიროდა. თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს საკუთარ თავში ამოიჩინა ხმა, რომელიც აქამდე ჩუმად იყო.

მაკა ადგილიდან ვერ იძროდა. ხელები უკანკალებდა, თითქოს სხეულში ჩარჩენილი ძალა ნელ - ნელა ემსხვრეოდა. მის წინ იდგა შვილი - აღარც ბავშვი, მაგრამ არც ბოლომდე ქალი. ის, ვინც პირველად მიხვდა რომ რასაც იტყოდა ახლა, იმაზე მხოლოდ თავისი ბედი არ იყო დამოკიდებული.

მეზობელი მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო, ჩუმად უთხრა.

- ახლა სჯობს არ თქვა არაფერი. ზოგჯერ შვილს უნდა დაუთმო რომ დაიცვა,- მაკამ თვალი აარიდა, მაგრამ ცრემლი მაინც ჩამოუცურდა ლოყაზე. ზურგი შეაქცია ყველას. თითქოს საკუთარ ტკივილს გაურბოდა.

ანა იდგა უძრავად. თოვლი მის ირგვლივ ცვიოდა და ყოველი ფანტელი თითქოს იმაზე მძიმე იყო, რაც გულში ედო. მერე ნელა წამოიწყო.

- მე ვიცი რომ ეს ყველაფერი ჩვენი ოჯახის ცოდვიდან დაიწყო. იმ დღიდან, რაც ნიკა მოვიდა ჩემთან. მამა დავკარგე, დედასაც ვეღარ დავკარგავ. ვიღაცამ მაინც უნდა აგოს პასუხი, თორემ ეს ტკივილი არ გაჩერდება,- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა,- ახლა რომ შენ წამოგყვე, დედა...ისევ სისხლი იქნება. და მერე რა მეშველება? არც მამა, არც შენ.
თუ პასუხი სჭირდება ამ მთას - მე ვიქნები ეგ პასუხი. მე დავრჩები.

ქარმა თმა სახეზე ჩამოაფინა, მაგრამ თვალებში უცნაური სიმტკიცე გაუჩნდა - ისეთი, რაც არც შიშს ჰგავდა, არც დანებებას. გაგის ჩაეღიმა, ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მერე გაჩერდა.

- ასე რომ ლაპარაკობ, მთასაც ეშინია,- თქვა ჩუმად. 

- მთელი არსებით მეზიზღები,- ჰპასუხობს ანა. თოვლი ისევ ნელა ცვიოდა. ჰაერში რაღაც შეიცვალა. თითქოს თვითონ მიწამ იგრძნო რომ ამ წამს ქალი იდგა მის გულში და საკუთარ ტკივილს მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უყურებდა. და ყველამ იგრძნო ამჯერად არავინ გაიმარჯვებდა. არც სვანები, არც მეგრელები. მხოლოდ მთა დაიმახსოვრებდა ამ დღეს და ერთ გოგოს, რომელმაც თავისი ოჯახის ცოდვაც და სამართლიც საკუთარ თავზე გადაატარა.

* * *

სვანები ცოტათი უკნიდან დაშორდნენ, მეგრელები კი უკვე მანქანებისკენ მიდიოდნენ. თოვლი ისევ ნელა ცვიოდა, ხმის ამოღება აღარავის უნდოდა. მაკა ერთხანს ადგილზე იდგა - მერე ნაბიჯი გადადგა, შვილისკენ. გაგი შორს იდგა და თითქოს მთელმა ეზომ მისცა მათ თავისუფლლება.

- ანა...- ხმა აუკანკალდა, როცა შვილის წინ გაჩერდა,- ერთხელ მაინც შემომხედე.

ანამ თავი ოდნავ ასწია. არ უნდოდა თვალებში შეხედვა, რადგან თუ ამას ერთხელ იზამდა, მერე ვეღარ გაუშვებდა.

- გისმენ, დედა.

- შენ ხომ იცი რომ მე არ მინდოდა ასე. მე არ მინდოდა შენი აქ დატოვება, მაგრამ დედა რომ ხარ, ზოგჯერ იძულებული ხდები, იმ გზით იარო, რაც არ გინდა.

ანამ ოდნავ ჩაიცინა - მტკივნეულად, თითქოს სიცილიც კი სტკიოდა.

- იცი, დედა, ზოგჯერ მგონია რომ შენც ისე ცხოვრობდი, როგორც მთები. ჩუმად, მაგრამ ისე მყარად რომ ვერავინ გაბედა შეგხებოდა.

- მე მთელი ცხოვრება ჩუმად ვიყავი,- თქვა მაკამ,- სიტყვამ დაგვღუპა, ანა. არა ხმამაღალმა, არამედ უთქმელმა. მე დუმილით დავკარგე ყველაფერი. ახლა გთხოვ - არ გაჩუმდე. თქვი რაც გტკივა, შენი იყოს, არა სხვისი. ამათ თავი არ დაუხარო.

ანამ ხელები გაშალა, თითქოს ჰაერს შეეხო. 

- მე ვიცი, დედა... მე ვიცი, რომ ამ ყველაფერში არც შენ ხარ დამნაშავე, არც ისინი. ეს ცოდვა ჩვენია - ოჯახის. და მე მაგ ცოდვას უნდა შევხედო პირდაპირ, თორემ ერთხელ მაინც დაგვეწევა. დანელია კი სამუდამოდ ამოშალე ჩვენი ცხოვრებიდან და გვარიდან, სოფო კი რამეს თუ გაგიბედავს და გავიგებ, გეფიცები არ ვაცოცხლებ.

მაკამ თვალები დახუჭა, თითქოს ამ სიტყვამ გულში გაუარა.

-  შენ არ იცი, რას ნიშნავს, როცა შვილი ასე ლაპარაკობს.

- ვიცი. იმიტომ რომ ახლა მეც ასე მტკივა, როგორც შენ გტკივა, როცა ქმარი დაკარგე,- ანა ნელა მიუბრუნდა,- მაგრამ ახლა მე რომ წამოვიდე, ისევ სისხლი იქნება. ისევ ვინმე დაიღუპება და მე ამას ვეღარ გადავიტან.

მაკამ თვალებში ჩახედა - იქ შიშიც იყო და სიამაყეც.

- შენ ბავშვი აღარ ხარ. გთხოვ... თავი არ დაკარგო ამ მთაში. შენი სახელი არ უნდა მოიტაცონ.

ანამ თავი დაუქნია. მაკამ თმა გაუსწორა ნაზად, როგორც ბავშვობაში. მერე უკან ნელა შეტრიალდა - აღარაფერი უთქვამს. გაგიმ შორიდან შეხედა ამ სცენას. იმ წამს მიხვდა, რომ ანა აღარ იყო მოტაცებული გოგო - ახლა ის იყო ქალი, ვინც თავად აირჩია დარჩენა.



№1 სტუმარი სტუმარი Salome

საუკეთესო იყო ახალ ნაწილს ველოდებჯ მოუთმენლად

 


№2 სტუმარი მთიელი

კარგია ას გააგრძელეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent