შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 1 თავი


30-12-2025, 10:54
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 037

აუღელვებლად ჩაალაგა მანქანაში ბარგი მარიამმა და გაოცებულ ტაქსის მძღოლს მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა
-რამდენიმე წუთში ჩემი ბიძაშვილი მოვა მანქანით და ჩვენ მას გამოვყვებით
-დაგელოდოთ თუ წავიდე?
-ერთ მისამართზე მივდივართ და... თქვენ როგორც გირჩევნიათ
-ადგილზე დამხვდება ვინმე?
-არა
-მაშინ მირჩევნია რომ დაგელოდოთ და უკან გამოგყვეთ, ოპერატორმა ლოკაცია ვერ დამიზუსტა და...
-გასაგებია. როგორც კი ჩემი ბიძაშვილი მოვა... აი როგორც იქნა გამოჩნდა- აღელვებული ხმით თქვა მარიამმა და როგორც კი პაწაწინა ნისან მარჩი გამოჩნდა მაშინვე ეზოში შევიდა დარჩენილი ბარგის გამოსატანად.
-დაგეხმაროთ?- მორიდებით ჰკითხა ტაქსის მძღოლმა და დასახმარებლად კარებთან მივიდა
-არ შეწუხდეთ
-არ შევწუხდები- გაეღიმა მძღოლს და ჩემოდნები გამოართვა
-მადლობა-ხმა დაბალი ტონით უთხრა მარიამმა და ნისან მარჩის საბარგული გახსნა.
-რა ხდება მარიამ, ბარგს რატომ ალაგებ?- გაოცება ვერ დამალა ანამ, როცა მის უკითხავად ჩატენეს საბარგულში ჩემოდნები მარიამმა და ვიღაც ზედმეტად სიმპათიურმა მამაკაცმა
-მერე აგიხსნი! ახლა უნდა წავიდეთ!- ნაჩქარევად უთხრა აღელვებულმა გოგონამ და სახლში შევიდა. მალევე დაბრუნდა უკან ატირებულ პატარასთან ერთად რომელსაც ხელში ლეკვი ეჭირა- ვერ დავატივებინე- მორიდებით უთხრა ბიძაშვილს და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია და მანქანაში მათთან ერთად ჩაჯდა.
-რა ხდება მარიამ გამაგებინე-მისი აღელვება გადაედო ანას და მანქანა სწრაფად დაქოქა.
-გადავწყვიტე რომ გეგას გავშორდე
-რაა?! შენ რა გაგიჟდი?- შეყვირა ანამ და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა- ხვდები მაინც რა შეიძლება მოყვეს ამ ამბავს?
-ვხვდები!
-გეგა გაგიჟდება!
-ვიცი!
-მაშინ რატომ წამოხვედი სახლიდან...ასე მოულოდნელად?!
-სხვა გზა არ დამიტოვა.
-ჩამოგაკითხავს ხომ იცი
- ვიცი
-მერე რას აპირებ?
-ვუჩივლებ!
-დედაშენმა იცის რომ...
-არა! შენს გარდა არავინ იცის სახლიდან რომ წამოვედი
-მისმინე გეგა რომ ჩამოვა მშვიდად დაელაპარაკე კარგი?!
-კარგი რა ანა... არ იცი რა ხისთავიანია?
-ხო მაგრამ...
-მასთან მშვიდად ლაპარაკი შეუძლებელია!
-ვიცი მაგრამ...
-უკან აღარ დავბრუნდები... აღარასოდეს!
-დარწმუნებული ხარ?- ეჭვნეულად ჰკითხა ანამ და სარკიდან გახედა-ხომ იცი დედაშენს არუნდა რომ განქორწინდეთ!
-ვიცი მაგრამ...
-როგორ ფიქრობ შეძლებ მასთან გამკლავებას?
-.......
-მარიამ!
-.......
-ძლიერი უნდა იყო! სხვა შემთხვევაში ისევ იმ სახლში მოგიწევს დაბრუნება! ხომ იცი არა?!
-ვიცი...- სლუკუნით უთხრა მარიამმა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა.
-განქორწინებაზე განცხადება...
-უკვე შევიტანე! ამ დილით...
-რააა?- გაოცება ვერ დამალა ანამ-სერიოზულად?
-ადვოკატს ველაპარაკე და მირჩია პირდაპირ სასამართლოსთვის მიმემართ, ალიმენტის მოთხოვნის საფუძველზე
-მარიამ
-არაფერი არ მითხრა გთხოვ!
-!?... კარგი, მაგრამ წინ რთული დღეები გელოდება
-არ ვიცი როგორ, მაგრამ გადავიტან- კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მარიამი, მაგრამ ხმა ჩაუწყდა.
-ვაჩემ დაიძინა?
-კი ჩაეძინა
-დედაშენი გაგიჟდება ლეკვს რომ დაინახავს
-ვიცი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა... რომ არ წამომეყვანა ვაჩე ძალიან ინერვიულებდა
-საყვარელი
-ძალიან უყვარს მაქსი.
-გინდა ამაღამ თქვენთან დავრჩე?
-არა ჯობია უკან დაბრუნდე ხვალ ხომ მუშაობ?!
-ვმუშაობ მაგრამ...
-დილით რომელზე უნდა ადგე რომ თელავიდან ქუთაისში დაბრუნდე?
-არ წავალ... ვეტყვი რომ მოვიწამლე
-არავითარ შემთხვევაში!
-არაფერი მოხდება ნუ ღელავ
-დარწმუნებული ხარ რომ პრობლემები არ შეგექმნება?
-კიიი
-კარგი მაშინ დარჩი!- გაუხარდა მარიამს და ჩაძინებული პატარა კიდევ უფრო ძლიერად მიიხუტა გულზე.
5 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა თელავში ჩააღწიეს. მანქანა როგორც კი გაჩერდა მაშინვე გაეღვიძა ვაჩეს და მანქანიდან გახარებული გადავიდა ლეკვთან ერთად.
-არ იღლება- გაეღიმა მარიამს
-მთელი ღამე არ დაიძინებს ალბათ- უკმაყოფილო ტონით თქვა ანამ და საბარგული გახსნა.
ტაქსის მძღოლი, ორივე მანქანიდან დაეხმარა გოგონებს ბარგის გადატანაში და როცა ყველაფერი გდმოალაგეს ეზოში შეტანა შესთავაზა.
-არა მადლობა ისედაც ძალიან შეგაწუხეთ- მორიდებით უთხრა მარიამმა და გაუღიმა
-არაა პრობლემა დაგეხმარებით- გაუღიმა მძღოლმაც და მძიმე ჩემოდნები ატალახებული ეზოს გავლით სახლის კარამდე მიიტანა.
-შეგაწუხეთ
-არა რას ამბობთ
-ძალიან დიდი მადლობა
-მშვიდობიან ღამეს გისურვეთ
-მადლობა თქვენც.
ტაქსის მძღოლის წასვლის შემდეგ გოგონებმა ბარგი ძველ, ნესტიან და ბნელ სახლში შეიტანეს.
-აბა? როგორი გრძნობააა მშობლიურ სახლში დაბრუნება?!
-საშინელი!
-ნანობ რომ წამოხვედი?
-არა
-მაშინ რატომ ხარ მოწყენილი?
-უბრალოდ...
-თუ გინდა დედაშენს დავურეკავ სანამ სახლში მოვა.
-ვფიქრობ არ ღირს.
-კარგი რა მარიამ, ნუ ხარ ასე მოწყენილი
-დედაჩემს ხომ იცობ.
-როგორმე გადაიტანს- მომღიმარი სახით თქვა ანამ და ფანჯარას მოშორდა -მგონი მოვიდა
-ღმერთო. წარმომიდგენია რა რეაქცია ექნება როცა დამინახავს
-ვფიქრობ ეს მისთვის მოულოდნელი არ იქნება.
-ხო მაგრამ მაინც ძალიან ვღელავ- ჩამწყდარი ხმით თქვა აღელვებულმა გოგონამ და კარის გაღებისთანავე, სევდით სავსე მზერით სახეში მიაჩერდა, მუშაობისგან დაღლილ-დაქანცულ ქალს.
-ბებო მოვიდაააა- მოულოდნელად იყვირა ვაჩემ და გახარებული მისკენ გაიქცა
-ბებოს სიხარულო როგორ გამახარე- გაუღიმა მაიამ და მაშინვე ხელში აიყვანა ლეკვთან თამაშით დაღლილი პატარა.
-ბიცოლა როგორ ხარ?- მორიდებით ჰკითხა ანამ და გადაკოცნა
-შენ როგორ ხარ?-გულგრილად ჰკითხა მაიამ და მარიამს გახედა რომელიც მთელი ეს დრო ერთადგილზე მიყინულივით იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას.
-კარგად.
-დედაშენი როგორაა, რამდენი ხანია არ მილაპარაკია მასთან, ჩამოსვლას ხომ არ აპირებს?
-ჯერ არა...
-ისევ საბერძნეთშია ხო?
-კიი...საფრანგეთში გადასვლა ვერ მოახერხა
-მამაშენი როგორაა? ისევ სახლშია თუ მუშაობა დაიწყო
-ჯერ-ჯერობით ისევ უმუშევარია.
-სხვა?
-სხვა ისეთი არაფერი...
-საბა როგორაა, მოხსნეს თაბაშირი?
-კიიი
-ბებო მეთამაშე რააა- ლაპარაკი შეაწყვეტინა ვაჩემ და იქამდე არ მოისვენა სანამ ძირს არ დასვა დაღლილ-დაქანცულმა ქალმა.
-ბებო დაღლილია, ხვალ გეთამაშება!- თვალების ბრიალით უთხრა გაჯიუტებულ პატარას მარიამმა და გასაჩუმებლად ტელეფონია შეაჩეჩა ხელებში, მაგრამ გაბუსხულმა ვაჩემ მაშინვე უკან დაუბრუნა
-არ მინდა!
-მოდი მე გეთამაშები-ღიმილით უთხრა ანამ და ხელი ჩაკიდა.
-მართლა მეთამაშები?
-რა თქმა უნდა!- დარწმუნებით უთხრა ანამ მადთან ერთად ხატვა დაიწყო.
-ძალიან დაღლილი ვარ წავალ დავწვები- დაღლილი ხმით, უმისამართოდ თქვა მაიამ და საძინებლის კარი შეაღო
-დედა!- მარიამის აღელვებულმა ხმამ ადგილზე გააშეშა- შეიძლება რომ ვილაპარაკოთ?
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ?-უინტერესოდ ჰკითხა მაიამ და მისკენ მიტრიალდა
-სახლიდან წამოვედი
-მივხვდი- უემოციო ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ქალმა და დაღლილი მზერა მარიამის არეული სახიდან უწესრიგოდ დალაგებულ ჩემოდნებზე გადაიტანა. კარგა ხნის სიჩუმის კი მერე ინტერესით ჰკითხა -გეგამ იცის, რომ სახლიდან წამოხვედი?
-არა
-ჩამოგაკითხავს ხომ იცი!
-ვიცი!
-და შენ ისევ გაყვები!
-არ გავყვები!
-მარიამ!
-დედა...
-ძალიან დაღლილი ვარ ხვალ ადრე უნდა ავდგე!
-კარგი- ჩამწყდარი ხმით უთხრა მარიამმა და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა.
-დედიკო მშია
-ახლავე რამეს მოგიმზადებ!
ვახშმის შემდეგ მალავე ჩაეძინა დივანზე ვაჩეს, ამიტომ მარიამმა საწოლი გაშალა
-ანა შენ ოთახში დაიძინე, მე ვაჩეს მივუწვები
-არა გოგო, შენ და ვაჩე დაწექით საწოლში, მე კი დივანზე დავიძინებ.
-ძალიან ფრთხილი ძილი აქვს და ჯობია აქ დავტოვო და მეც აქ დავიძინო
-კარგი როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა ანამ და ტელეფონს დახედა-აუ ჯერ 10 საათია, საერთოდ რომ არ მეძინება რა ვქანა?
-არც მე მეძინება
-იმაზე ნერვიულობ რაც შეიძლება ხვალ მოხდეს ?
-....
-დედაშენმა თქვა ეს პირველად არ ხდებაო...ადრეც წამოხვედი სახლიდან?- ფრთხილად წამოიწყო საუბარი ანამ, მარიამისთვის ყველაზე სენსიტიურ თემაზე
-...
-!?
-...
-მარიამ!
-იძულებული გავხდი ასე მოვქცეულიყავი.
-რატომ?
-მაშინ, როგორც ახლა...არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი მოვიდა სახლში...ზუსტად არ ვიცი რა ჰქონდა მ*ღებული მაგრამ ძალიან აგრესიული იყო...განსაკუთრებით ვაჩეს მიმართ... ვიჩხუბეთ. მისი მშობლები ჩაერივნენ, მაგრამ ვერ დააწყნარეს...ბოლოს იმ დონემდე მივედით რომ დავემუქრე, პოლიციაში დავრეკავ-მეთქი...
-და ამან უარესად გააგიჟა არა?



№1 სტუმარი ელა1

ნიაკო ჩემო კარგო მიხარია რო დაბრუნდი ახალი ისტორიით.პირველივე თავიდანვე ჩანს რო ძალიან საინტერწსო იქნება ეს ისტორია.პირველივე თავიდან ჩანს რო მარიამს ძალიან რთული ცხოვრება აქვს

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნიაკო ჩემო კარგო მიხარია რო დაბრუნდი ახალი ისტორიით.პირველივე თავიდანვე ჩანს რო ძალიან საინტერწსო იქნება ეს ისტორია.პირველივე თავიდან ჩანს რო მარიამს ძალიან რთული ცხოვრება აქვს

ძალიან დიდი ამდლობა ელა რომ გამომეხმაურე ❤️❤️❤️ ძალიან მომენატრე. იმედია მოგეწონება ეს ისტორია ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent