სასწაული ♡ ( სრულად)
სადღაც სასწაულის მოლოდინში ერთნაირად ანთია სანთელი ფანჯარაშიც და მეოცნებეს გულშიც ♡ რა ლამაზია დაცარიელებული ვაგონი და ცოტა საშიში, მაგრამ რატომ არის საშიში მე ხომ მარტოობა მიყვარს, სიჩუმე და სიცარიელე. ხმა მამცნობს რომ ჩემი გაჩერებაა, ესკალატორზე ვდგები და იქაც არავინ არის ზემოდანაც მხოლოდ ერთი ადამიანი ჩამოდის, ჩვენი თვალები წამით ხვდება ერთმანეთს და ის რაღაცას მეუბნება მაგრამ რას, ჰო ყურსასმენების გამო არ მესმის. მისკენ ვტრიალდები და უკვე მე ზემოთ ვარ ის ქვემოთ ჩადის, ესკალატორზე დგება ისევ და ჩემსკენ მოდის, მოდის კი არა მორბის. -შენი შარფი, შავთვალება’ვ. -მადლობა ცისთვალა‘ვ. -ვუღიმი, ისიც ფართოდ მიღიმის და შარფს ჩაბღაუჭებული ვდგავართ ესკალატორის თავში, უცებ ხელს ვუშვებ, არ ვიცი რატომ მაგრამ საოცარი სურვილი მიჩნდება მისი კოცნის, ცერებზე ვიწევი და ნელა ვეხები მის რბილ ტუჩებს, ისე გაშტერებულს ვტოვებ და მივრბივარ, პირველივე ტაქსს ვაჩერებ. -გოგონა საით? -მისამართს ვკარნახობ და აჩქარებულ გულზე ხელს ვიჭერ თითქოს ასე შევძლებ შევაჩერო. მეოთხე სართულზე ავრბივარ და ნიტას კარზე ბრახუნს არ ვწყვეტ. -კარგი, ქეთა მოვდივარ, ნუ ჩამოიღე კარი. -სიგიჟე გავაკეთე. -შემოდი, სახლში მომიყევი ნუ შეყარე სამეზობლო. -პირდაპირ სამზარეულოში შევდივარ და ყველაზე დიდ ჭიქას წყლით ვავსებ, სულმოუთქმელად ვცლი. -ამოთქვამ? -ბიჭს ვაკოცე. -მერე? -რა მერე? ჩემი პირველი კოცნა ვაჩუქე ვიღაც უცნობს. -ვის? რა გააკეთე? დაგაძალა? -მეტრო იყო სულ ცარიელი, რომ გამოვედი თავისუფლებაზე ზემოდან ერთი ბიჭი ჩამოდიოდა, რაღაცას მეძახდა და არ მესმოდა, თურმე შარფი დამივარდა, ჩემი შარფი ტატას ნაჩუქარი, მას აქვს. -ლამის ტირილი დავიწყე შარფის გახსენებაზე. -დაუტოვე? -ოოო, მაცადე ამოირბინა და მომაწოდა, შავთვალებაო დამიძახა მეც ცისთვალა მეთქი და მიღიმოდა, მეც ვუღიმოდი, მერე უცებ ისეთი სურვილი გამიჩნდა კოცნის, ზემოდან რომ დამყურებდა, ცერებზე ავიწიე და ძლივს მივწვდი ტუჩებზე, სულ რამდენიმე წამით შევეხე მაგრამ ისეთი მუხტი ვიგრძენი, მთელი სხეული ამიწრიალდა, გავთბი. -მერე სად არის მზეჭაბუკი და შენი შარფი. -გამოვიქეცი, მგონი მომყვებოდა. -გეფიცები სულ გაგიჟდი, ორი კვირით ჩამოხვედი თბილისში და ყველაზე დიდი სისულელე გააკეთე, სად მორბოდი, ეხლა სადღა იპოვი. -არ ვიცი, მაგრამ დღეს ხომ ბედობაა და იქნებ ისევ შევხვდეთ. -რა მეოცნებე ხარ, 23 წლის ასაკში 13 წლის ბავშვის ოცნებები გაქვს. -ვიბუტები და ჩემთვის განკუთვნილ ოთახში ვიკეტები, თვალებს როგორც კი ვხუჭავ მისი სახე მიდგას თვალწინ, ოდნავ კეხიანი ცხვირი, სქელი წარბები, კაშკაშა ცისფერი თვალები კოცნისას ერთხელაც რომ არ დაუხამხამებია, სქელი, რბილი და სისხლივით წითელი ტუჩები, ლოყები ღიმილისას რომ ჩაეჭუპნა და სუნამო, საოცარი და განსაკუთრებული სურნელით. *** მთელი ღამე ვბორგავ, გავრბივარ და მომსდევს ან პირიქით, ერთმანეთს ვერ ვუახლოვდებით, ღმერთო სიზმარშიც როგორ რეალურად ვგრძნობ მის სურნელს... საშინლად ოფლიანს მეღვიძება და წყლის დასალევად გავდივარ, ჩემს ძმას ტელევიზორთან ჩასძინებია ისევ. -გოგა, გაიღვიძე და დაწექი შენს საწოლში. -სამზარეულოში მომყვება და ჭიქას აკანკალებული ხელიდან მაცლის, წყალს მისხამს და ჩემს პირდაპირ დგება. -ქეთო რამე მოხდა? ნიტასგან ძალიან შეცვლილი დაბრუნდი, უფრო ჩაფიქრებული, მთელი ღამე ოხრავ, თითქოს ქუჩაშიც ყველას აკვირდები. -არაფერია, უბრალოდ ცუდ სიზმრებს ვხედავ ბოლო დღეებია, ნიტა რა შუაშია. -ვითომ? რაღაც არ მჯერა, თუ რამის თქმა მოგინდება აქ ვარ. -შუბლზე მკოცნის. -გამოიცვალე ამ სველი პიჟამოთი არ დაწვე, გაცივდები... მისი მზრუნველობა მაგიჟებს, არ ვიცი ვინ მომისმენს და არ დამცინებს როგორც ნიტამ... ხალათს ვიცმევ და აივანზე გავდივარ, ცოტახანს მდუმარე ბათუმს ვუგდებ ყურს, თითქმის ყველა ფანჯარაში ციმციმებს სანთელი, შობა თენდება, საიდანღაც ალილოს გალობა წვდება ჩემს ყურს, ქუჩის კუთხისკენ მიმავალ სილუეტს თვალს ვაყოლებ და გული მიჩქარდება. ნუთუ ის არის, ცისთვალა ბიჭი. -ცისთვალა’ვ. -გაუაზრებლად ვეძახი და წამით თითქოს ჩერდება, ნაბიჯს უჩქარებს, მინდა ისევ დავუძახო მაგრამ ხმა არ ამომდის ყელიდან, საბოლოოდ ქრება ქუჩის კუთხეში, მისი სილუეტი და მე ვგრძნობ როგორ მისველდება ლოყები. ცრემლებს მუშტებით ვიწმენდ ისე როგორც ბავშვობაში, არ ვიცი ასე სულელივით რატომ ვიქცევი, სახლში შევდივარ, გოგასაც დაუნთია სანთელი ფანჯარაზე, თითქმის ჩამწვარ სანთელს ზედ ახალს ვადებ, თვალებს ვხუჭავ და ვჩურჩულებ. -შობას ხომ სასწაულები ხდება, ხო და მინდა ჩემთვისაც მოხდეს სასწაული და ცისთვალა ვიპოვნო. -ცოტახანს სანთელს დავყურებ და მერე დასაძინებლად მივდივარ. *** -ქეთ, დღეს რამე გეგმა გაქვს? -ვმუშაობ, როგორც ყოველთვის. -ბედობას. -მერე რა, 2 იანვარია ჩვეულებრივი დღე, ხო და ვმუშაობ. -იმ დღის მერე სამი წელი გავიდა, რით ვერ ივიწყებ. -ნიტას სიტყვებზე გულში ჩხვლეტას ვგრძნობ. -ვინ ვერ დავივიწყე? -ყავას ვსვამ და ვცდილობ ყელში გაჩხერილი ბურთი გადავაგორო. -ანუ სამი წელია უბრალოდ არ გამოჩნდა კაცი რომელიც შენს გულს მოიგებს და ის ბიჭი მეტროდან აღარ გახსოვს? -ვერ გეტყვი, რა ხდება მაგრამ ჯერ არ არის ვინმე ვინც ჩავთვლი რომ საჭიროა, მარტოც კარგად ვარ. -ვის ატყუებ? -არავის, ერთადერთი რაც მაგ დღიდან მადარდებს ჩემი ალუბლისფერი შარფია. -ხომ იყიდე ეგეთი, თან ალბათ ათამდე გაქვს. -ის ტატას ნაჩუქარი იყო. -ვეტყვი ჩემს დას, აუცილებლად ჩამოგიტანს ეგეთს ისევ გერმანიიდან. -არ გესმის, ის სამახსოვროდ დამიტოვა. -ხო, თან გაგულიანებს ის შარფი ჯადოსნური იყო და ათი წელიც რომ გავიდეს იმ ბიჭს იპოვიო, არა და ვინ იცის იქნებ თავისუფლების მეტროდან როგორც კი გამოვიდა გადააგდო. -მადლობა. -ყავის ჭიქას ვდებ და არ ვიცი რა მწყინს, სიმართლე?! თუ ნიტას პირდაპირობა მაგრამ ჩანთიდან თანხას ვიღებ მაგიდაზე ვდებ და ნიტასკენ ვტრიალდები. -თუ გინდა ხურდას დაელოდე. -ქეთა, ცუდად არ მინდოდა გამომსვლოდა, მართლა ძალიან ვდარდობ შენზე, ასე არ შეიძლება თუ გინდა მხატვარი ვიპოვოთ აღუწერე და დახატავს, იქნებ ასე ვიპოვოთ. -არ მინდა, უბრალოდ მინდა აღარ გამახსენო. -გპირდები სიტყვასაც არ დავძრავ. -ნელა მიახლოვდება და მეხუტება, პატარა ბავშვივით არის ამ დროს ჩემი დაქალი რომელიც მართალია, ცამდე მართალია ყოველთვის. *** ვგიჟდები შემოდგომის ბათუმზე, ქარს ზღვის სურნელი რომ მოაქვს და ქუჩას ავსებს, სამსახურის აივნიდან გადავყურებ მანქანებს და მათ მძღოლებს, საიდანღაც ქარს იმ საოცარი სუნამოს სურნელი მოაქვს და უფრო ინტერესით ვიწყებ ყურებას. საქორწინო კოლონას ვაყოლებ თვალს და ერთ-ერთ მანქანაში თითქოს ნაცნობ სილუეტს ვხედავ, ვშეშდები და ვერაფერს ვაკეთებ, ის არის საქორწინოდ მორთულ მანქანაში, მუხლები მეკეცება და ვცდილობ არ დავეცე მოაჯირს ვეჭიდები, ჩვენი რესტორნისკენ უხვევენ, არ შემიძლია ამას ვერ ვუყურებ. -ქეთ კარგად ხარ? -თავზე წამომდგარ ბარმენს ვუყურებ, ხმა არ ამომდის ყელიდან. ხელს მაშველებს და საპირფარეშოსკენ მივყავარ. -სახლში მინდა წასვლა. -მერე მენეჯერს რომ იკითხავენ. -უთხარი რომ შენ ხარ, ტაქსი გამომიძახე რა და იცოდე ყველაფერმა საუკეთესოდ უნდა ჩაიაროს. -იქნებ სასწრაფო? -არა ტაქსი, მგონი რაღაცამ მომწამლა. -ეზოში გასული ზურგით მდგომ ცისთვალას ბოლოჯერ ვავლებ თვალს, ღმერთო როგორ უხდება ეს თეთრი პერანგი მის მხრებს, ტაქსში ჩაჯდომამდე მესმის როგორ ეძახის ვიღაც გოგონა, იოანე ქეთა მზად არისო და მერე უკვე არაფერი მახსოვს, როგორ ვკარნახობ მისამართს ან სახლში როგორ ავდივარ, კარების გაღებას ვცდილობ როცა გოგა შიგნიდან აღებს და ჩემს დაჭერას ასწრებს, არ იცის რა მოხდა, არც მეკითხება უბრალოდ მის მუხლებზე მოკალათებული პატარა ბავშვივით ვეხუტები და ვტირი, რის ან ვის გამო მეც არ ვიცი. -არ გინდა მომიყვე? -ბიჭი რომელიც მიყვარს დღეს დაქორწინდა და იცი რა ქვია მის ცოლს? -ვიღაც გიყვარს და ის დაქორწინდა, ამის გამო ხარ ცუდად, გიყვარს და არაფერი გააკეთე? -თავიდან ბოლომდე ვუყვები მთელ ისტორიას და როცა მგონია დამცინებს უფრო მაგრად მხვევს ხელებს, ჩემი დარდის და ტკივილის შესრუტვა უნდა. -გინდა გაგახარო? -ახლა ეგ ჰაერივით მჭირდება. - ტატა ჩამოვიდა. -ეს ამბავი ჩემთვის მართლა ჰაერივით საჭირო იყო. -ვცდილობ ფეხზე წამოვდგე და ჩემს ტატას ბედნიერი შევეგებო მაგრამ, შინაგანად გატეხილი ქეთი არ მიშვებს. -მიდი დაიცალე ბოლომდე, იბანავე, მოწესრიგდი და ჩემი ძლიერი ქეთო გამოდი გარეთ, ის იოანე კი ნამდვილი სულელი ყოფილა შენ რომ გაგიშვა. -სააბაზანოს სარკეში ვუყურებ ჩემს თავს და ვუღიმი, პირობას ვდებ რომ ყველაფერი შეიცვლება, აღარასოდეს მივცემ ჩემს თავს დაცემის უფლებას. *** -აბა ტკბილო რა გჭირს, თვალებში გეტყობა რომ რაღაც ვერ არის. -ტატ, საბოლოოდ დავკარგე ცისთვალა. -რა მოხდა? -დღეს ჩემს რესტორანში მისი ქორწილი იყო, მის საცოლეს, ალბათ უკვე ცოლს ქეთა ქვია. -ტატა უცნაურად ჩაფიქრებული მაკვირდება. -ვინ დაჯავშნა რესტორანი გახსოვს? -ვინმე ლუკა ხალვაშმა რა ხდება რო? -ფოტოს მიჩვენებს ბიჭისას. -ეს არის? -კი ეს ბიჭია, ისე რომ დავინახე პირველად ვიფიქრე რომ იოანეს გავდა. -რაღაც უნდა გავარკვიო, აუცილებლად. -ლუკას იცნობ? -ძალიან კარგად. -საუბარში ნიტა ერთვება. - რას ეტყვი ლუკას, ჩემს დაქალს შენი სიძე უყვარს და დაშორდეს შენი დაო? -მორჩი რა ნიტა, თავად გავარკვევ. -რას არკვევ არ გადამრიო, უნდა დაასრულოს ეს არარეალური ოცნება, მორჩი მის შეგულიანებას, უნდა დაასრულოს ეს ყველაფერი და დაივიწყოს ეგ ბიჭი, სამი წელია მაგაზე ოცნებით ცხოვრობს... ხვალიდან ფსიქოლოგთან გწერ, არანაირი პროტესტი. -ნიტა არ მჭირდება ფსიქოლოგი და არც ტატა გაარკვევს არაფერს დამშვიდდი კარგი? მე დავასრულე იოანე. ძალას რომ მოვიკრებ ყველა ალუბლისფერ შარფს და სუნამოს რაც მისას მივამსგავსე და ვიყიდი გადავყრი, გპირდები, მართლა დავასრულებ მაგ ბიჭს. -აქამდეც უნდა დაგესრულებინა, როგორ შეიძლება წამიერი სისუსტის გამო სამი წელი დაკარგო და არ მისცე შენს თავს ბედნიერების უფლება? -ამას ვერ გაიგებ თუ არ იგრძენი, მე იმ წამებში მთელი სამყარო ვიგრძენი, მისი თვალებში დავინახე ჩემი თავი სხვანაირად, ის სხვა იყო ვერ აღვწერ მაგრამ მგონია რომ ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ ხდება, ამას ბევრჯერ ვერ იგრძნობ. -წამის წინ ასრულებდი და ახლა ისევ აღტაცებით საუბრობ. -ნიტა მორჩი, როგორ შეიძლება ადამიანზე რომელსაც არაფერი დაუშავებია ასე აგრესიით საუბრობდე, ჩემი ბრალია მე ვიგრძენი ეს ყველაფერი და ის რა შუაშია, უყვარს და ბედნიერია, მეც ვიქნები ბედნიერი. -გოგონები გავაცილე და ვერ მოვისვენე მინდოდა ბოლოჯერ მენახა და მეგრძნო ის სურნელი, ამიტომ რესტორნისკენ ავიღე გეზი, ჩემდა გასაკვირად ტერასაზე იდგა, სიგარეტს ეწეოდა და სივრცეს გაჰყურებდა, ისევ მომინდა მისი ბაგეების შეხება მაგრამ მოვერიე ჩემს თავს ზურგი ვაქციე. -შავთვალება’ვ. -მისი ხმა რომ გავიგე ტაქსისთვის დაქნეული ხელი ჰაერში გამიშეშდა, მაგრამ უცებ გონებამ განგაშის სიგნალი ჩართო და სწრაფად ჩავხტი პირველივე ტაქსში... ისევ გავექეცი მაგრამ ვახსოვდი, მიცნო ჩემი გული ისევ ვერ პოულობდა ადგილს. სექტემბრის ცხელ საღამოსაც კი ისეთმა სიცივემ შემიპყრო სულ ამაკანკალა... ტატას მივწერე და ყველაფერი მოვუყევი, მან კი შემომთავაზა მაინც გაარკვევდა ნიტას ეს მოწონდა თუ არა, მეც დავთანხმდი. *** მეორე დღეს დამძიმებული სხეულით მივედი სამსახურში და სამზარეულოში მოჭუკჭუკე გოგონებს თავზე წამოვადექი. -აუუ, ქეთ კარგად ხარ? -შედარებით კი, მაგრამ დღესაც არ მაქვს ძალა მგონი სერიოზულად მოვიწამლე. -გუშინ აქ უნდა ყოფილიყავი რა, იცი რა ბიჭები იყვნენ? -მერე? -აი, სიძე დიდი ვერაფერი მაგრამ პატარძლის ძმა იყო, სასწაული, ერთი გამოხედვით დაგადნობდა. -ანუ სიძე დიდი ვერაფერი. -გოგო ბევრად ლამაზი იყო. -გულში მჩხვლეტს რაღაც, ვხვდები რამდენად ლამაზი იყო ქეთა რომ მის ფონზე ცისთვალაც კი არ ეჩვენათ სიმპათიურად. 25 ოქტომბერი. თითქმის შეძლო ნიტამ რომ იოანე დამევიწყებინა და ჩვეული ქეთო დაებრუნებინა მაგრამ არა, ისევ არ ვიყავი ძველი, ბავშვური და მეოცნებე ქეთო. აღარ მჯეროდა დამთხვევების და ბედისწერის. -ქეთო, შენთან კურიერია. -ჩემთან ბექა? დარწმუნებული ხარ? -დიახ, ქეთა ცეცხლაძე შენს მეტი ვინმე არის აქ? -მოვდივარ. -კურიერი მიღიმის და ხელში პატარა ყუთს მაწვდის. -ხელი რომ მომიწეროთ. -ხელს ვაწერ და ვხედავ ბექა როგორ აკვირდება ყუთს ინტერესით. -იმედია ბომბი არ იქნება ბექუ. -ოოო, კარგი რა, ბომბი არა ის მიდი გახსენი. -ყუთს ვხსნი და ხელში სამაჯური მრჩება, ერთმანეთთან შერწყმული მუქი თაფლისფერი და კაშკაშა ცისფერი თვალის ირისებით. -ეს შენი თვალის ფერს გავს და მეორე ვისია? -არ ვიცი იქნებ რაიმე წერილი იყოს. -ყუთში მართლაც დევს პატარა ფურცელი. „რაც ერთხელ დაგებედა, იმას ვერასდროს გაექცევი. P.s. შენი თვალები შავი მეგონა თურმე მუქი თაფლისფერი ყოფილა. P.s ცოლი არ მყავს, რომ შევხვდებით აგიხსნი. „ -ქეთო, მშვიდობაა რა ფერი გაქვს ან რა სახე. -ბექა, ერთი თვის წინ რომ ქორწილი იყო, აი მე რომ ცუდად ვიყავი და წავედი სიძეს რა ერქვა გახსოვს? -თუ სწორად მახსოვს ვაკო. -ანუ ვაკო. -ზუსტად ვიცი იმიტომ რომ იმდენჯერ ითქვა ვაკოს და ქეთას გაუმარჯოსო. -ყურებამდე გაღიმებული და ბედნიერი ვირგებ სამაჯურს და მინდა მთელს სამყაროს გავაგებინო ჩემი იოანე ისევ, ჩემი ცისთვალაა. 10 ნოემბერი. სახლში ისეთი დაღლილი შევდივარ ენერგიაც არ მაქვს ვჭამო, ვფიქრობ შვებულება ხომ არ ავიღო, ტატას და ნიტას ვურეკავ და თან ვეჭორავები, თან ყავას ვაკეთებ ჩემთვის პლედს ვიღებ და აივანზე კომფორტულად ვთავსდები. -ცისთვალა აღარ გამოჩენილა? -არა ნიტა და ეგ მაფიქრებს შევხვდებითო და თითქმის ერთი თვეა არსად ჩანს. -აცადე იქნებ არ არის ან ბათუმში და ან საერთოდ ქვეყანაში. -რამე იცი ტატა? ასე დანამდვილებით რომ იძახი? -არც არაფერი უბრალოდ ხომ იცი რა ოპტიმისტი ვარ. -კარზე ზარია, გავალ დამელოდეთ. -კარისკენ მივდივარ, ველოდები რომ გოგაა და გასაღები დარჩა, ჭუჭრუტანაში არავინ ჩანს, კარს ვაღებ და წითელი ვარდების თაიგული მხვდება, ისევ არის წერილი. „გავიგე წითელი ვარდები უყვარსო, ხო და იმედია ბედნიერება გაჩუქე. p.s. სულ ცოტა დრო დარჩა ჩვენს შეხვედრამდე, იმედი მაქვს იქამდე შევხვდებით სანამ ეგ ვარდები დაჭკნება. “ -ქალო სად ხარ, ცოცხალი ხარ? -ცოცხალი და ბედნიერი. -რა ხმა გაქვს რა ხდება, ჩართე რა კამერა. -კამერას ვრთავ და თაიგულს ჩახუტებული ვტრიალებ კამერის წინ. -ეს საიდან? -იოანემ გამომიგზავნა. -ისევ არ გინდა იოანეს გვარი გავარკვიოთ და სოციალურ ქსელებში მოძებნო? -არ მინდა ტატა, იყოს ყველაფერი ისე როგორც არის, მე ესე უფრო მომწონს. -გეფიცები არ ხარ ნორმალური, როგორ გჯერა მისი ყველა იდუმალი წერილის? -სამი წელი ისე მიყვარდა არ ვიცოდი ვინ იყო და ცოტახანს როგორმე გავუძლებ. -ფსიქოლოგი გჭირდება შენ. -ნიტა სულ მაგას მპირდები რომ უნდა ჩამწერო. -უსიტყვოდ ვუთიშავ და ვარდებისთვის წყალს ვავსებ, სათითაოდ ვალაგებ და თითოეულის წყალში ჩადებისას უფრო და უფრო ვბედნიერდები, ვერც კი შევნიშნე გოგა როდის მოვიდა. -მინდა სულ ასე გიციმციმებდეს თვალები. -იმედი მაქს ასე იქნება სულ. -არ გინდა მომიყვე, თვენახევრის წინ იძახდი დანგრეული ვარო და ეხლა? -მოკლედ სიძე ის არ იყო ვინც მეგონა, მერე საჩუქარი გამომიგზავნა შევხვდებით და აგიხსნიო, მეც ველოდები. -არც არკვევ მის სახელს და გვარს? -სახელი ვიცი, გვარს არა... მინდა ყველაფერი ისე გაგრძელდეს როგორც დაიწყო. -მე მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა, გთხოვ აღარ ჩაქრე სულ ასე იციმციმე. -გპირდები სულ ვიციმციმებ. 20 ნოემბერი დამჭკნარი ვარდების გადაყრას ვაპირებდი გარეთ გამოსულს ამჯერად თეთრი ვარდების თაიგული დამხვდა კარებთან, პირველი წერილის ძებნა დავიწყე. „ბოდიში რომ ვარდების დაჭკნობამდე ვერ მოვასწარი ჩამოსვლა და შენი ნახვა. იმედია თეთრი ვარდებიც გიყვარს... შენს შარფს კი მაშინ დაგიბრუნებ როცა გნახავ. „ -სადამდე უნდა ივსებოდეს სახლი ყვავილებით? -სულ გოგა. -ანუ, სიძე სად არის ყვავილები აღარ გვინდა. -მე მინდა და მაცადე ბედნიერება. -გაცდით მეგობრებო მეტი რა დამრჩა. -წადი ვინმე შენც იპოვე, მერე აღარ მოგბეზრდება ჩემი ყვავილები. -მე ვიპოვე მაგრამ არ მიმჩნევს უკვე წლებია, თან ერთი რამე, უფრო ვინმე აბრკოლებს. -ვინ გოგა? ვინ არ გიმჩნევს. -შენი დაქალი, თქვენ ქალები ხომ ყოველთვის ამჩნევთ. -რომელი? -რა რომელი? -ნიტა თუ ტატა? -ღიმილი ეპარება გოგას. -შენ რომელი გგონია? -მგონია არა დიდი ხანია ვხედავ როგორ უყურებ ნიტას, ბავშვობიდან სხვანაირად ექცეოდი... მაგიტომ იყო შენი საქმეები ასეთი ხშირი თბილისში ნიტას სწავლისას? -და შენც ხელს მიწყობდი ხომ? ხან რას მატანდი და ხან რას. -ასე გამოდის, მაგრამ ნიტას აგრძნობინე მაინც? -ვცადე, დღეს დალაპარაკება და არ შემიძლიაო. -რა არ შემიძლიაო, შენთან ყოფნაო? -გაოცებული ვარ, უფრო გაკვირვებული რადგან ნიტასაც ეტყობა როგორ მოწონს გოგა. -ქეთის ამას ვერ გავუკეთებო. -ღმერთო, კარგი გინდა რომ მე დაველაპარაკო? -არა, მაგრამ... არ ვიცი. -კარგი, მე მომანდე. -გოგას ლოყაზე ვკოცნი და ვარდები ჩემს ოთახში მიმაქვს. *ტატ, რა მოვუხერხოთ შენს დას და ჩემს ძმას. *გოგამ უთხრა მომწონხარო და ამან ქეთო რას იტყვის არაო. *ვიცი, მითხრა გოგამ არც ის უნდა რომ ნიტას ველაპარაკო. *მე ვიცი, ისე მოიქეცი თითქოს არაფერი იცი, დანარჩენი მე მომანდე. 5 დეკემბერი. ზოგჯერ შემომიტევდა საშინელი სურვილი იოანეზე რამე გამეგო და ტატას დავურეკავდი. -გისმენ ტკბილო. -იოანეზე რამის გაგება მინდა. -ტატას სიცილი რომ გავიგონე ყურმილი მოვიშორე რომ არ დავყრუებულიყავი, ხო ამ ნაზ და სიფრიფანა ტატას ისეთი ხმა ქონდა სიცილისას. -მაინც რისი? -სად დაიკარგა, ორი კვირაა არ გამოჩენილა. -მე რა ვიცი, ნათელმხილველი ვარ თუ დეტექტივი. -შენ ხარ აი ის დაქალი ეფბიაის აგენტები რომ არიან ხოლმე. -გამოვიძიებ და დავურეკავ, მიწიდან ამოვთხრი მაგ შენს ცისთვალას. -მეწყინა. -ისევ სიცილი დაიწყო. -რა გეწყინა ტკბილო? -რომ დამცინი. -არ დაგცინი, მოდი რამე ისეთი დაწერე ან გააზიარე facebook-ზე რომ მიხვდეს, იქნებ თვალს ადევნებს და ნიშანი აღმოჩნდეს. - ფეისბუქს ვხსნი და ვწერ: "სხვანაირად ჯადოსნური თვეა დეკემბერი." 6 დეკემბერი. დილიდან უცნაური შეგრძნებებით გავიღვიძე, სამსახურში წასვლის ძალა არ მქონდა ამიტომ სახლში დავრჩი, ჩემი ფუმფულა ხალათი და ჩუსტები მოვირგე და ყავა გავიკეთე აივანზე ვიჯექი, ტელეფონს უაზროდ ვატრიალებდი ხელში, ჩემს პოსტს დავყურებდი და კომენტარებს ვკითხულობდი, ტატას ვურეკავ თან დაბლა ვიხედები. -გისმენ, რას შვები სამსახურში არ ხარ? -ისეთი ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად იყო. -არა, ვერ წავედი... რაღაც უცნაურად ვარ. -რა ხდება ქეთა? -უცებ თვალს ვაყოლებ წერტილს, ჩემი აივნის ქვემოთ, საიდანაც წითელი ლაქები ჩნდება და ნელ-ნელა ზემოთ მოიწევს. -ტატა, რაღაც ხდება. -ფეხზე წამოვდექი და მოაჯირს მივუახლოვდი. -რა ხდება გოგო, უცხოპლანეტელები მოვიდნენ? -ბუშტები... ალუბლისფერი ბუშტები ამოდის ჩემს აივანთან. -სუნთქვა მეკვრის, როცა ვხედავ როგორ მოცურავს ჰაერში ათობით ბუშტი და ზედ თეთრი კონვერტები აქვს გამობმული. -რა ბუშტები ქეთა, გადაირიე?! -ბუშტები ზუსტად ჩემს აივანთან ჩერდება, თითქოს ვიღაცამ ქვემოდან სიმაღლე გათვალა. კანკალით ვიჭერ პირველ კონვერტს. -ქეთა ამოიღე ხმა! -წერილებია ტატა... -პირველს ვხსნი. „1. შავთვალა’ვ, ულამაზესი ღიმილი გაქვს იცოდი?...“ -რა წერია? -არ ვპასუხობ, მეორეს ვხსნი, ხელები მიკანკალებს. „2. მინდა რომ ეგ მეოცნებე გოგო სულ არსებობდეს და არასდროს გაიზარდოს.“ -ქეთა, გეფიცები მოვდივარ! -ტატა არ ჩერდება, მე კი მესამეს ვხსნი, უკვე ცრემლები მდის. „3. მალე შევხვდებით...“ და ბოლო... მეოთხე წერილი, რომელიც ზუსტად პასუხობს ჩემს გუშინდელ ფიქრებს. „4. სხვანაირად ჯადოსნური თვეა დეკემბერი...“ ბუშტებს ხელს ვუშვებ ცაში მიფრინავს მხოლოდ წერილები მრჩება ხელში და ვხვდები, რომ ის დაბრუნდა. ჩემი ცისთვალა დაბრუნდა და სადღაც აქ არის. -ტატა, ის არის... იოანეა, წერილები მომწერა. - ანუ? - სადღაც ახლოს არის. - ვამბობ და ბუშტებს ვუყურებ, თან ვიცი რომ იოანეც ხედავს. 10 დეკემბერი. რამდენიმე დღე ისე გადის იოანე ისევ არსად ჩანს მაგრამ ამჯერად ფორიაქის ნაცვლად ინტერესი მიპყრობს... -აბა ტკბილო როგორ მოგწონს ჩემი იდეა? ნიტას კი არ უყვარს თოვლი მაგრამ მგონი კარგი ადგილია, თან ბარემ ახალ წელსაც იქ შევხვდებით. - მერე ნიტა დათანხმდება კოტეჯს გოგასთან ერთად? - ტატას ვუცინი. - ეგ არ იცის, ისიც არ იცის რომ გოგა მოდის. - კისკისებს და ჩემსკენ მომავალ ბექას აკვირდება. -შენ დაგაჯარიმებენ სისწრაფის გადაჭარბებისთვის, ბექა! - სიცილით ეუბნება ტატა. -რა ვქნა, ამ გოგოს თაყვანისმცემელი არ მასვენებს, კურიერმა ბოლომდეც არ შემოიტანა, ხელიც კი მე მოვაწერე - ბექა თვალს მიკრავს და მორიგ ყუთს მაწვდის. -რა არის? - ტატა მადგას თავზე. -წიგნია... - ხელში ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილო“ მრჩება. გული სითბოთი მევსება, ეს ხომ ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნია. ყდაზე მიკრულ ბარათს ვხსნი. „იდუმალება ზოგჯერ ყველაზე ლამაზი თავგადასავლის დასაწყისია. შენც ჯერუშა ებოტივით მეოცნებე ხარ...“ -კლასიკა! - ტატა წიგნს მართმევს და ათვალიერებს. - გოგო, ეს ბიჭი მარტო რომანტიკოსი კი არა, ინტელექტუალიც ყოფილა. ზუსტად იცის, რა გიყვარს. -საიდან იცის ტატა? საიდან იცის რომ ჯერუშა ჩემი საყვარელი გმირია? - გაოცებული ვუყურებ წიგნს. - მე რა ვიცი, იქნებ გულთმისანია. - ან ვინმეს გრძელი ენა აქვს და ლუკა ხალვაშს უთხრა. - ტატას ვაკვირდები. - იქნებ. - თვალს მიკრავს და მარტო მტოვებს. 13 დეკემბერი. დასვენების დღეს დილის 10 საათზე კარზე ზარი, კანონით უნდა ისჯებოდეს. თვალებს ძლივს ვახელ და ვფიქრობ, გოგას ხომ არ დარჩა გასაღები, მაგრამ გოგა გუშინ წავიდა თბილისში საქმეზე და წესით არ უნდა იყოს, ორშაბათს ჩამოვალო... ძლივს მივდივარ კარებამდე, კარებში მომღიმარე სახით ბექა მხვდება. -ბექა მშვიდობაა, რესტორანი გადაიწვა? - მგონი შენმა ტურფამ არ იცოდა რომ დღეს ისვენებდი. - საჩუქარს მაწვდის და იცინის. - უკვე მუღამში ვარ მეც შესული ამ შენი საჩუქრებით. - შემოდი ყავას დაგალევინებ. - გმადლობთ მაგრამ მენეჯერი ვარ დღეს, ხო და ჭორის დონეზე გავიგე 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე შვებულებაში გადის ქეთაო, მართლა? - შეწუხებულ სახეს იღებს. - სამწუხაროდ ჭორი არ არის კი გავდივარ... სამი წელია არ დამისვენია არცერთ ახალ წელს. -ოოო, კარგი წავედი... უჩემოდ რა გეშველებოდა. - კარებს ვკეტავ და დივანზე ფეხებს ვიკეცავ, ზუსტად ვიცი ესეც წიგნია მაგრამ მაინც, აკანკალებული ხელებით ვხსნი... შეფუთვას ვაცლი და ხელში ნიკოლას სპარკსის „უბის წიგნაკი“ მრჩება. შიგნით ბარათი დევს. „ მე ნოა არ ვარ მაგრამ მაინც გელოდი, მაინც გეძებდი... მართალია 365 წერილი არ მომიწერია და შენთვის სახლი არ ამიშენებია (ჯერ) მაგრამ იმედი მაქვს ღრმად მოხუცებულები ჩვენს შვილიშვილებს მოვუყვებით როგორ მომპარე კოცნა თავისუფლების მეტროს ესკალატორზე და გამექეცი...“ ბარათზე ცრემლი რომ დაეცა მაშინ მივხვდი რომ ბედნიერებისგან ვტიროდი, თან მთელი სხეული მიცახცახებდა... წიგნს ფოტო გადავუღე, სთორიზე დავდე და წარწერა გავუკეთე... „ ზოგჯერ, ერთ გადამწყვეტ წამს შეუძლია მთელი ცხოვრება თავდაყირა დაგიყენოს.“ 16 დეკემბერი. სამსახურში საგიჟეთი ხდება, წინასაახალწლო კორპორატიულების სეზონი გაიხსნა და თავისუფალი წუთი არ მაქვს. სამზარეულოდან დარბაზში გავდივარ შეკვეთის გასაკონტროლებლად, როცა ბართან ბექას ვხედავ ისევ ისე იღიმის არა, უფრო ეშმაკურად. ხელით მანიშნებს მოდიო. -ბექა ახლა არა, არ მცალია საჭორაოდ ნახევარ საათში საახალწლო შეკვეთა უნდა გავაკეთო. - ბარიდან საჩუქარს იღებს და მიფრიალებს. - მე კი მოვიცდი მაგრამ ეს? არა მგონია ამან მოიცადოს. - სწრაფად ვართმევ და კაბინეტში ვიკეტები... ამჯერად ხელში ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრუ რწმენა“ მრჩება, ბარათი ზუსტად იმ მონაკვეთში დევს სადაც დარსი ელიზაბეტს წერილით სიყვარულს უხსნის. „ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... ადამიანებზე ხშირად მცდარი წარმოდგენები გვექმნება (და შენც შეცდი ჩემთან მიმართებაში). ვერ დაგპირდები, რომ მისტერ დარსივით მდიდარი ვარ, მაგრამ გპირდები, რომ ყოველდღე ვიბრძოლებ შენი ბედნიერებისთვის. პ.ს. რაც შეეხება გარდამავალ წამს იმედია შენც ელიზაბეტივით სწორ არჩევანს გააკეთებ როცა ეგ წამი მოვა. “ ბარათს დავყურებ და მეღიმება, სურვილი მიჩნდება მის წერილს ვუპასუხო და როგორც ბექა ამბობს მეც უკვე მუღამში ვარ... ისევ სთორიზე ვდებ წიგნის ფოტოს და ვაწერ. „არ არის აუცილებელი მამაკაცი დარსივით მდიდარი იყოს, ჩვენ ქალებს მისი საქმეები და სიყვარული მოგვწონს.“ 17 დეკემბერი. -წამოდი რა ქეთა საყიდლებზე, მე და ნიტა მივდივართ. - ორი დღეც და გავალ შვებულებაში, რა საჩქაროა დღეს... - წამოდი რა, აი ბექა დარჩება ერთ საათში არაფერი მოხდება, თან გრანდ მოლი აქვეა. - ჩვენთან მოსულ ბექას უცინის. - წადი ქეთა, მაგრამ მხოლოდ ორი საათი, მერე შეკვეთაზე უნდა მოვიდნენ. - ძლივს მიმათრევს ტატა ისეთი ენერგიით მიაბიჯებდა ესკალატორზე, თითქოს საყიდლებზე კი არა, სპეცოპერაციაზე ვიყავით. ნიტა რაღაც კაბაზე ელაპარაკებოდა, მე კი უბრალოდ მივყვებოდი და ვოცნებობდი, მალე გასულიყო ეს ორი საათი. - აუ, სუნამოები ვნახოთ რა! - ტატამ უცებ გეზი იცვალა და მეორე სართულის მოაჯირთან შეჩერდა, საიდანაც პირველი სართულის ჰოლი ჩანდა. - ტატა, სუნამოები აქეთ არის, რას უყურებ? - ნიტამ ხელზე მოქაჩა, მაგრამ ტატა ადგილიდან არ იძვროდა, თითქოს რაღაცას ელოდა. -ქეთა, მოდი, ეს ნახე! - ხელი დამიქნია. - რა იყო, ფასდაკლებაა? - ზანტად მივუახლოვდი და მოაჯირს დავეყრდენი. ქვემოთ ხალხი ირეოდა, საახალწლო ციებ-ცხელება პიკში იყო.... მეორე სართულიდან ჭიანჭველებივით ირეოდნენ და უცებ... თითქოს სამყარო გაჩერდა. ხმაური შეწყდა, ფერები გაქრა და მხოლოდ ერთი წერტილი დარჩა მკაფიო. პირველ სართულზე, ზუსტად სუნამოების სტენდთან, ის იდგა. ნაცრისფერი, მხრებზე მომდგარი პალტო, რომელიც საოცრად გამოკვეთდა მის ტანს და შარფი! ის ალუბლისფერი შარფი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. გულმა დარტყმა გამოტოვა... იოანე ნელა შემობრუნდა, თითქოს იგრძნო ჩემი მზერა. თავი ასწია. მისი კაშკაშა ცისფერი თვალები პირდაპირ ჩემსას შეეჯახა. მანძილის მიუხედავად, დავინახე როგორ გაეღიმა... ისე, როგორც მაშინ, მეტროში... სუნთქვა შევწყვიტე.. -იოანე... - ამოვიჩურჩულე გოგონების ხმა აღარ მესმოდა. ინსტიქტურად მოვწყდი ადგილს და ესკალატორისკენ გავიქეცი. - ქეთა, სად გარბიხარ?! - მომაძახა ნიტამ არ გავჩერებულვარ. კიბეები ჩავირბინე, ხალხს მხარს ვკრავდი, გული ყელში მებჯინებოდა. -იოანე! - სუნამოების სტენდთან მივვარდი, მაგრამ... იქ აღარავინ იყო. აქეთ-იქით ვიყურებოდი, ვეძებდი იმ ნაცრისფერ პალტოს, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპა ისევ გაქრა! ისევ გამექცა! მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და სტენდს მივეყრდენი. თვალები ცრემლით ამევსო. - გოგონა, აქ ალუბლისფერ შარფიანი ბიჭი რომ იდგა საით წავიდა ხომ არ დაგინახავს? - აკანკალებული ხმით ვკითხე. - უკაცრავად, თქვენ ქეთა ხართ? - მკითხა, თავი დავუქნიე, ხელში ლამაზად შეფუთული პარკი ეკავა. - ეს თქვენ დაგიტოვათ. - ვინ? - უცებ ვერ გავიაზრე. -ახალგაზრდა მამაკაცმა, ნაცრისფერი პალტოთი. - აკანკალებული ხელებით გამოვართვი პარკი. შიგნით სუნამოს ყუთი და ბარათი დევს. სუნამოს სახელს არც დავკვირვებივარ, ეგრევე ბარათი გავხსენი. მისი ნაწერი... უკვე ზეპირად ვიცნობდი ამ კალიგრაფიას. „ვიცი დიდი ხანი ეძებდი სუნამოს რომელსაც ვიყენებდი და ვერ პოულობდი, რადგან ეს სუნამო სხეულთან კონტაქტისას იცვლის სუნს. ანუ შენ სუნამოს კი არა, ჩემი სუნი გახსოვდა. P.s. ბებიაჩემი ამბობდა ბარბარობას რასაც დაიბედებ მთელი წელი გაგყვებაო (იმედია დარჩენილ თოთხმეტ დღეს არ გულისხმობდა) ხო და დაგიბედე, მართალია ამჯერად მე გავიქეცი მაგრამ მალე შევხვდებით, ცოტაც მოითმინე შავთვალა’ვ“ თვალებს ვხუჭავ და ვიღიმი, რადგან ვიცი ეს დასასრული კი არა, ყველაზე დიდი თავგადასავლის დასაწყისია. -სად გარბოდი გოგო? - ნიტას ყვირილი მაფხიზლებს. - იოანე იყო აქ, მართალია გამექცა მაგრამ სუნამო დამიტოვა.... - სუნამოს ვიღებ და ვხედავ რომ „Tom Ford Lost Cherry“ -ია ის სუნამო რასაც მე ვიყენებ. - რა სუნამო ბიჭი სად არის? - ნიტა ხვდები ეს რას ნიშნავს? - თვალებს ატრიალებს და ჩვენკენ მომავალ ტატას უყურებს. - ტატა მითხარი რომ შენ არ გითქვამს რა სუნამოსაც ვიყენებ. - გეფიცები სუნამო თვითონ ახსოვდა ტკბილო. - ლოყაზე მჩქმეტს და იცინის. - როდის მორჩებით ჩემს ტანჯვას? - დაღლილი ვეუბნები და აქეთ იქით ვიყურები, თითქოს მესამე სართულის მოაჯირთან იოანეს ვხედავ მაგრამ თვალის დახამხამებაში ქრება. - რა ტანჯვას? ყველაფერი ტკბილი და კარგი ახლა იწყება. - მოთმინება მეწურება ტატა... ხო და წავედი მე სამსახურში აქ რისთვისაც მომიყვანე მოხდა. 21 დეკემბერი. შვებულების პირველი დღით ვტკბები, ხო ვტკბები ანუ რას ვაკეთებ და თბილ, ფუმფულა ხალათში გახვეული ვზივარ ტელევიზორთან და ვეძებ საახალწლო ფილმს... ვერაფერს ვარჩევ ყველა ან ვიცი ან სათაური არ მიზიდავს, უკვე ისევ გრინჩის ან მარტო სახლშის ჩართვა მაქვს გადაწყვეტილი კარზე ზარს რომ რეკავენ, ალბათ გოგაა და ისევ გასაღები დარჩა... ცხელ შოკოლადს მაგიდაზე ვდებ და კარის გასაღებად მივდივარ. -გოგა, გასაღები სახლში დასადებად გაქვს?! - კარს ვაღებ მაგრამ არავინ არის სამაგიეროდ დიდ კალათას ვეჯახები ფეხით, მეღიმება როცა ვხვდები რომ ესეც იოანეს ნამოქმედარი, ძლივს ვწევ და შემაქვს... მანდარინით და ფორთოხლით სავსე კალათა. კალათას მაგიდაზე, ცხელი შოკოლადის გვერდით ვდებ და აკანკალებული ხელებით ვხსნი კონვერტს. მისი კალიგრაფია... უკვე ვცნობ და მიყვარს. „არ მეგულება სამყაროში ადამიანი ვისაც მანდარინი არ უყვარს, (იმედია შენც გიყვარს, იმიტომ რომ ამჯერად იმპროვიზაციას მივმართე) შვებულებას, საახალწლო ფილმებს და ოჯახურ გარემოს ხომ ყველაზე მეტად უხდება... P.S. თუ ფილმი ჯერ არ აგირჩევია „ინტუიცია“-ს გირჩევ, შეიძლება ნანახიც გქონდეს მაგრამ მინდა ვიფიქრო და ჩემი თავი დავარწმუნო რომ ფილმებშიც ერთნაირი გემოვნება გვაქვს.“ მანდარინი და ფორთოხალი, ვაზაში გადამაქვს და ფილმს ვრთავ, ზუსტად იმ მომენტს როცა სარა, ჯონათანის შარფს პოულობს და ჯონათანი შემოდის ვიდეოს ვუღებ, კადრში მანდარინებიც კარგად ჩანს სთორიზე ვდებ და წარწერას ვუკეთებ. „ნიშნები ყველგანაა... მთავარია დანახვა შეგეძლოს.“ უკვე ისე მითრევს ეს თამაში, საერთოდ არ ვფიქრობ შედეგებზე და იმაზე რა იქნება მერე როცა მე და იოანე ერთმანეთს შევხვდებით. ტატა როგორც კი სთორის ნახულობს მაშინვე მირეკავს. -აბა რა გამოვტოვე? რა გააკეთა უჩემოდ? - თითქოს გაბრაზებულია მაგრამ თან ეცინება. - მანდარინებით და ფორთოხლით სავსე კალათა, ხო და ფილმიც თვითონ მირჩია. – უსტვენს და სიცილს იწყებს. - ყოჩაღ სიძეს, მგონი მაჯობა... ფილმს ვერც კი მოვიფიქრებდი. - სიძე არა ის... - არ მასრულებინებს სათქმელს. - წავედი მეორე პოტენციურს უნდა დავეხმარო. - რომ ვხვდები გოგაზე მეუბნება ვენთები. - პონტიდან მტეხავთ შენ და ჩემი ძმა? - რას გვკადრებ ტკბილო, უბრალოდ შვებულებით ტკბობის დროს გაძლევთ. - სანამ რამეს ვეტყვი მითიშავს. 24 დეკემბერი. დილით, ძლივს ვფხიზლდები გოგას მეათე დაძახებაზე... სანამ ჩავბარგდები საბოლოოდ და მანქანაში ჩავჯდებით გოგას ბუზღუნის მეათე სერიას ვისმენ... ნიტას და ტატას სახლთან რომ ვჩერდებით უკან ვჯდები, ტატაც ჩემს გვერდით ჯდება და ნიტას ანიშებს წინ დაჯდეს, გოგა კარს უღებს. -ნიტა დაჯექი, არ შეგჭამ... ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. - რატომ არ მითხარით ესეც თუ მოდიოდა? - ჩემს ძმას აიგნორებს და ჩვენ გვეკითხება... მაგრამ ისევ გოგა პასუხობს. - პირველი და ყველაზე მთავარი, სახელი მაქვს გოგა მქვია... მეორე როდიდან არ გსიამოვნებს ჩემი ყოფნა თქვენ სამთან ერთად?! და მესამე, მაღალი გამავლობის ტაქსი რთული საშოვნელია და ვერავის ვანდობდი ასე რენდომ ჩემი დის სიცოცხლეს. - ცოტა შოკირებული ვარ ჩემი ძმა ისე უდგას ნიტას. - იმედია ზამთრის საბურავები მაინც გაქვს. - ვერ ვითმენ და საუბარში ვერევი. - ნიტუ რძალო, არ იდარდო ამას სიგიჟემდე უყვარს თავისი თეთრი რაში. - ქეთა, რა რძალო? - კარგი რა ნიტუ, დროის ამბავია შენი და გოგას ერთად ყოფნა... -ნიტა ყურსასმენს იკეთებს რომ დაგვაიგნოროს, ტატა ყურსასმენს აცლის და მეც არ მამთავრებინებს სათქმელს. - ჩემი სიძე რჩება ბახმაროში, ჩემი შეყვარებული ჩამოვა ოცდარვაში დასთან და სიძესთან ერთად და უნდა გაგაცნოთ. -ნიტა უფრო მეტად გვიბრაზდება მაგრამ ხვდება რომ ვერსად გაგვექცევა, ამიტომ ისევ შეტევაზე გადმოდის. - ვატყობ მაგარი დაბადების დღე მექნება... რა ჯანდაბა მინდა იმ თოვლსა და სიცივეში, ალბათ ტელეფონიც არ იჭერს. - ყველა ვჩუმდებით ტატას მხარზე თავს ვადებ და ვიძინებ, რომ ჩავდივართ შებინდებას იწყებს... მე და ტატა მაშინვე გადავდივართ და გოგა მანქანის კარს კეტავს, მაგრამ გვესმის რასაც ეუბნება. - მე რაც გინდა მითხარი, მაგრამ ქეთას და ტატას არ აწყენინო.... იცოდე მერე ინანებ ასე რომ იქცევი, ახლა კი არ გადახვიდე დამელოდე, მანდ დიდი თოვლია გავწევ უკან მანქანას და მერე გადადი. -ნიტა არაფერს პასუხობს ელოდება... გადმოსვლისთანავე წუწუნს იწყებს. -ჩემი გაყინვა გინდათ? სად წამომიყვანეთ? - ჭკვიანად რომ იქცეოდე გაგათბობდი მაგრამ ეკლებს შემასობ, ზღარბო. - გოგა ეჩურჩულება და ხელს აშველებს... - ხელი გამიშვი, თორემ ახლაც გამოვაჩენ ეკლებს. -ხელს იშორებს და ვხედავ გოგა როგორ ცდილობს დამშვიდდეს და არაფერი უთხრას ნიტას... ჩემს ძმას რომ ვხედავ მხრებჩამოყრილს ტვინში რაღაც მიტრიალდება და ნიტა როგორც კი ოთახში შედის მივყვები კარს ვკეტავ.. - ქეთა მშვიდობაა? - ან მოიქცევი ნორმალურად ან არა და მოვკიდებ გოგას ხელს და წავალ აქედან, სანამ ჯერ ისევ შემწევს მოთმინების უნარი დაფიქრდი. -რა გჭირს ქეთა, რატომ მელაპარაკები ასე? - ნიტა დაიბნა, საწოლზე ჩამოჯდა და გაოცებული მომაშტერდა. -იმიტომ, რომ მტკივა! - ხმას დავუწიე. - მტკივა იმის ყურება, როგორ ანგრევ კაცს, რომელიც მზადაა სამყარო ფეხქვეშ გაგიგოს. -მე არ მითხოვია... -გაჩუმდი! უბრალოდ გაჩუმდი და მომისმინე. - გვერდით მივუჯექი და ხელი ჩავჭიდე. - გგონია ვერ ვხვდები? გგონია ვერ ვხედავ, როგორ გეშინია? იცი, ვის გავხარ? პატარა ბავშვს, რომელსაც ეშინია სათამაშო არ გაუფუჭდეს და ამიტომ საერთოდ არ ეკარება ამ სათამაშოს. მაგრამ ეს სათამაშო არაა, ნიტა. ეს გოგაა. ჩემი ძმა და შენი... შენი ბავშვობის სიყვარული, რომ არ ვხედავდე შენს მზერას როცა არ გიყურებს არაფერს ვიტყოდი, შენ გგონია მე არ მეშინია?! გგონია არ ვფიქრობ რა იქნება მერე თუ ან მე ან იოანე არ აღმოვჩნდებით ისეთები როგორსაც გონებაში ვხატავთ ერთმანეთს? მეშინია. - ხმა მეცვლება. - ტატას გამოც მეშინია რადგან ვხვდები რომ შეიძლება მასაც ვავნოთ მე და იოანემ, თუ არ გამოვალთ, მაგრამ თუ არ ვცდი ვერც გავიგებ. -ქეთა... - თვალები აემღვრა და თავი ჩახარა. -არ იტირო, უბრალოდ გოგას მიეცი უფლება, არც იმის შეგეშინდეს რომ მე და შენ ერთმანეთს ჩამოვშორდებით... ახლა ჩამოდი და აქ ყოფნით დატკბი. - თავზე ვკოცნი და ქვემოთ ჩავდივარ, გოგა მიყურებ. - რა უთხარი? - მალე ჩამოვა, ცოტა დამშვიდდება. - ტატასთან ერთად სამზარეულოში შევდივარ... იქედან ვუყურებ როგორ ჩამოდის ნიტა და გოგოს პირდაპირ ჯდება ბუხართან... გოგა უღიმის და ნიტაც ღიმილით პასუხობს, მერე იატაკზე ბალიშს დებს ნიტას ფეხებთან და მისგან ზურგით ჯდება, ნიტაც ფრთხილად უცურებს თითებს თმებში და ეფერება. 25 დეკემბერი. თორმეტს გადაცდა, სხვები ოთახებში გადანაწილდნენ მე კი, ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა მიდევს წინ და ფანჯარაში თოვას ვაკვირდები, უცებ ჩემი ტელეფონი ინთება. ● შობას, შვიდ იანვარს რატომ აღვნიშნავთ თუ ვმღერით რომ ოცდახუთ დეკემბერს იშვა ქრისტე? მეღიმება და წამში ვიაზრებ ვინც მწერს. ● არ ვიცი, მეც ხშირად მიფიქრია მაგაზე. ● შობის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები რომ ხდება იცოდი? ● გამიგია. ^_- ● იცი სამი წლის წინ საშობაო ღამისთევიდან გამოსულს მომეჩვენა რომ შენი ხმა გავიგე და დამიძახე, გავჩერდი და გული მთელი ძალით ამიძგერდა... მეორედ რომ არ განმეორდა ხმა, ჩემი წარმოსახვას მივაწერე და ნაბიჯს ავუჩქარე, ვიფიქრე გავგიჟდი ბათუმში როგორ იქნებოდა თქო. ● იმ ღამით, ერთმა გოგონამ ცრემლები მუჭით მოიწმინდა და თავისი თავი დაარწმუნა რომ მოეჩვენე. ჩქარა ვწერ პასუხს და ვგრძნობ როგორ მივლის ცხელი ტალღა სხეულში უცნაური შეგრძნებები მივლის, ხელები მეოფლება და პირი მიშრება. ● ახლა რას აკეთებს ის გოგო? :) ● ამ ჯერად არ ტირის, უყურებს როგორ თოვს და ცდილობს აჩქარებული გულისცემა დაირეგულიროს... ზუსტად ისე უცემს გული როგორც ესკალატორის თავში მდგომი შენს ცისფერ ირისებში რომ დაიკარგა. ხელები მიკანკალებს პასუხის მოლოდინში, ზუსტად ჩემს პირდაპირ კოტეჯში შუქი ინთება და ფანჯარაში სილუეტი ჩნდება... ტელეფონს იღებს და ვხედავ როგორ ენთება ჩემი ტელეფონის ეკრანი შემოსული ზარისგან. აკანკალებულ თითს ძლივს ვუსვამ ეკრანს და ვერაფერს ვამბობ, სუნთქვაც კი მავიწყდება. -იცი ჩაგიფიქრე, მხოლოდ დღეს კი არა ყველგან და ყოველთვის ჩაგიფიქრე ქეთა. - ვერაფერს ვპასუხობ, ვგრძნობ როგორ მისველდება ლოყები, ის იქ არის ჩემგან რამდენიმე მეტრში მე კი ვერ ვიძვრი ადგილიდან. - იოანე... - მხოლოდ მისი სახელის თქმას ვახერხებ. - ასე ვიდგეთ, ფანჯრებში?! - მინდა გავიქცე, გავვარდე ასე ჩუსტებით და ხალათით მაგრამ ვერ ვმოძრაობ. - ამჯერად ვეღარ გამექცევი შავთვალა’ვ. - მოვდივარ. - ვხედავ როგორ იღებს ქურთუკს და მოდის... არაფერს ვიცვამ ისე მივრბივარ, გარეთ... არავინ და არაფერი მადარდებს, მხოლოდ ჩემი გულისცემა მესმის ყურებს, ჩემგან ორი ნაბიჯით შორს დგას ლამპიონის ქვეშ და ვერ ვიჯერებ, ხელის გაწვდენა და შევეხები... -შენი შარფი, შავთვალება’ვ. -მადლობა ცისთვალა‘ვ. - შარფს მიწვდის და ხელს ვკიდებ, ახლოს მივდივარ ცერებზე ვიწევი და კიდევ ერთხელ ვგრძნობ მისი რბილი ტუჩების შეხებას, ხელში მიტაცებს და გასაქცევ გზას არ მიტოვებს... ჩემს ტუჩებს რომ წყდება, ზემოდან მაკვირდება. - შობის სასწაული მოხდა ქეთა. - სასწაული შენ ხარ ცისთვალა’ვ. - ჩვენს მყუდროებას ტატას ხმა არღვევს. - იოანე გაცივდება და შენი მოსავლელი იქნება. - გარშემო ვიხედები და იოანეს კოტეჯიდანაც სამი ადამიანი გვიყურებს. - მგონია რომ ეს ორი არაადეკვატური გაგვაგიჟებს. - ხელს არ მიშვებს ისევ ხელში ვყავარ. - დამსვი სირცხვილია, შენები გვიყურებენ. - შენი ძმაც მაგრამ უნდა გამოიცვალო, ტატა მართალია გაცივდები. - კოტეჯში შევყავარ და ძირს მსვამს უხერხული სიჩუმე ისადგურებს... გოგას ვაკვირდები ჩემდა გასაკვირად იღიმის და იოანეს მხარზე ხელს ურტყამს. - მიდი გამოიცვალე, ჩემი და ქეთა და სიძეს გადმოვლენ. - ეშმაკურად მიღიმის. სწრაფად ავრბივარ კიბეზე და როგორც კი ოთახის კარს ვხურავ ჩემს გარშემო ყველაფერი ტრიალდება, გული ყელში მებჯინება და არ ვიცი რატომ მისველდება ლოყები... მთელი სხეული მიცახცახებს... წითელ ნაქსოვ კაბას ვიღებ და ხელის კანკალით ვიცვამ, ფეხზე ისევ თბილ ჩუსტებს ვირგებ, ჩემს თავს ვაკვირდები სარკეში თითქოს ამ რამდენიმე წუთში შევიცვალე, თვალებიდან მზის სხივები მცვივა... იოანეს ნაჩუქარ სამაჯურს ვირგებ და ერთი სული მაქვს ქვევით როდის ჩავალ. ბუხართან ზის და პირდაპირ მე მიყურებს, ისევ არ მჯერა, მეშინია რომ ახლა ვიღაც გამომაღვიძებს ადექი შუაღამეა ბუხართან ჩაგძინებიაო და ჩემი ცისთვალაც გაქრება... მაგრამ რატომღაც ისე ვჯდები მის გვერდით და ჩემს პატარა თითებს მის დიდ ხელში ვმალავ რომ არავინ მაღვიძებს... ჩემს პირდაპირ მჯდომ გოგონაზე მიმითითებს რომელსაც ზუსტად ისეთივე ცისფერი თვალები და ღიმილი აქვს როგორც მას. -გაიცანი ჩემი და ქეთა ხალვაში, ჩემი ძმა ლუკა ხალვაში რომელსაც უკვე იცნობ, ალბათ მიმამსგავსე კიდეც... ჩემი სიძე და შენ რომ ჩემი გეგონა იმ ქორწილის მთავარი გმირი ვაკო ბერიძე. - ლოყები მიწითლდება როცა იმ დღეს მახსენებს. - სასიამოვნოა, ყველას გაცნობა და ბოდიში რომ იმ დღეს თქვენი ქორწილი ჩემს ბექას შევატოვე. - მეც ცუდად გავხდებოდი რომ მეფიქრა ვაკო სხვაზე ქორწინდებოდა. - მეუბნება და იოანესნაირი ღიმილით მიყურებს ქეთა... ლუკა ადგილზე ვერ ისვენებს. - ისე რძალო თქვენი ამბავი რომ არა მე კი ვერ ვნახავდი ტატას, არც კი მეცოდინებოდა რომ დაბრუნდა. - იოანეს სახეს ვაკვირდები როგორ უბრიალებს ლუკას თვალებს და მეცინება. - ესეიგი მთავარი სცენარისტი ტატა იყო?! -სამზარეულოდან გამომავალს ვაკვირდები, მიცინის და ლუკას გვერდით ჯდება. - გეფიცები მარტო არ ვყოფილვარ, ყველა ერთად ვიყავით ჩართული, სამაჯურის იდეა ქეთასი იყო, ყვავილები ჩემი და ლუკასი, ბუშტები შენი ძმის ჩუმად რომ ზის ჩვენთან ერთად იყო და გეგმავდა ყველაფერს... - ნიტა გაოცებული უყურებს გოგას, აშკარად უკვირს ჩემი ძმის რომანტიული იდეა. - შენ არ უყურებდი წინა დღით ვიდეოს ბუშტებით რომ უგზავნიდა ბიჭი წერილებს? - უდანაშაულო სახით მაკვირდება გოგა. - კარგი, მაგრამ როგორც შენ თქვი ლუკა ტატას გერმანიაში წასვლამდე იცნობდი და როგორც ვხვდები უბრალო ნაცნობობა არ იყო, ხომ ასეა? - ალბათ პირველად ვხედავ დაბნეულ ტატას. - ეს ამბავი უნდა მოვყვე, ალბათ იოანეც პირველად მოისმენს და ცოტა უფროსი ძმა გაიღვიძებს მასში მაგრამ არ შეგეშინდეთ... - იცინის და ტატას უყურებს. - მეც ოცი წლის ასაკში როგორც ყველას მიყვარდა ღამე ქუჩაში ყოფნა, ერთ მშვენიერ დღესაც დავინახე ორი საყვარელი აყლაყუდა როგორ ურჩევდა საქმეს ვიღაცას და ჩავერიე, ეს ვიღაც აწ უკვე ჩემი სიძე ვაკუნა აღმოჩნდა... მოკლედ მაგრად მცემეს, ხო და ვაკოც კაი ნაცემი იყო ვერ გაქაჩა და იქვე თავისი მეგობრის ვეტერინარულ კლინიკამდე მივედით, იმ ღამით თურმე მორიგე ქალბატონი სტაჟიორი ტატა ბრძანდებოდა. ჯერ გადაირია, მაგრამ მერე მისმა უფროსმა უთხრა ჩემი მეგობრები არიან და მიხედეო. - არასოდეს დამავიწყდება ლუკას სახე წარბზე ნაკერს რომ ადებდა და თან ეუბნებოდა მაიმუნს პირველად ვადებ წარბზე ნაკერსო... - ვაკო ამბობს და თან ტატას გაქნეულ ბალიშს იცილებს. - მაიმუნს კი არა მაკაკასო, ესე მითხრა... მერე კარგა ხანს ვსდიე მაგრამ გრძნობებს არ აღიარებდა სულ მწარე რაღაცებს მეუბნებოდა მეც წიწაკა შევარქვი. ასე გამექცა გერმანიაში და თან ყველგან დამბლოკა, ყველა პროფილით.... ოთხი წლის მერე ბლოკი რომ მომხსნა და მეგობრობა გამომიგზავნა მეგონა ამათ ქორწილში გადამთვრალს მომეჩვენა მაგრამ დილით რომ დამირეკა უნდა გნახოო, ლამის გულის შეტევა მივიღე... კაფეში გამოშტერებული ვუყურებდი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი ოღონდ მენახა. - თუ ასე გიყვარდა რას გვიმალავდი, გეთქვა და გაგიშვებდით მასთან გერმანიაში. - სერიოზული ხმით ეუბნება იოანე ძმას და ტატას უღიმის.. მე კი ხელის გულზე მეფერება თითებით, მეორე ხელს კი წელზე მიცურებს. 26 დეკემბერი. ყველანი სუფრასთან ვზივართ და ნიტას დაბადების დღეს აღვნიშნავთ, ბიჭები საეჭვოდ ქრებიან თუ მე მაქვს პანიკა იოანეს გამო არ ვიცი... ნიტას ტელეფონი წკრიალებს. -გოგა სად ხარ? - აივანზე გამოდი, ზღარბო. - ნიტა აივანზე გარბის, აივნის ძირში ფიალებით ხელში ბიჭები დგანან, ზუსტად ვიცი ახლა რა ხდება ნიტას გულში... იოანეს თვალს ვერ ვაშორებ, ისიც ვიცი რომ მე მიმღერის და ალბათ ეგოისტურად ჟღერს მაგრამ მსიამოვნებს, დაბლა ჩავრბივართ. - გოგა ხელი დაგეწვება. - ნიტას მზრუნველობა მაოცებს.... ფიალას იქვე თოვლში დებს და ნიტას წინაშე მუხლზე დგება. - ხელს ეშველება მაგრამ ჩემს გულს რა ვუშველოთ ზღარბო? - ჯიბიდან ყუთს იღებს და ხსნის. - გახდები ჩემი გულის მკურნალი ნიტუ? - ბედნიერებისგან ვტირი და ჩემს გვერდით მდგომ იოანეს ვეხვევი, ნიტა ვერაფერს პასუხობს უბრალოდ თავს უქნევს თანხმობის ნიშნად. - მთელი არსებით მიყვარხარ ზღარბო. - მეც მიყვარხარ ველურო. - აკანკალებული ხმით პასუხობს ნიტა, ყველანი გარს ვეხვევით, ჩემს ძმას მაგრად ვეხუტები. - მინდა სულ ასე კაშკაშებდე გოგა. - შენც სულ უნდა ანათებდე, ჩემო პრინცესა და თუ ისევ იტირებ მის გამო ძვლებში დავამტვრევ. - იმედია იოანეს არ ესმის გოგას სიტყვები, რომელსაც ზუსტად ვიცი შეასრულებს. 31 დეკემბერი. პლედს ვიხვევ და აივანზე გავდივარ, ფიფქების ყურებით ვტკბები. ზურგიდან იოანე რომ მეხუტება. -რა გრძნობით მაკოცე მაშინ მეტროში რომ შენი დავიწყება ვერ შევძელი... გამაგიჟე და ყველაფერი ამირიე. - გეფიცები ვინმეს რომ ეთქვა ასეთ რამეს გააკეთებო მაგრად გამეცინებოდა. - ხელებზე ვეფერები და ისევ ფიფქებს ვაკვირდები. - რატომ გაიქეცი, გონს რომ მოვედი და დაგედევინე ვერსად გიპოვე, თითქოს მიწამ ჩაგყლაპა.. შეხვედრაზეც დავაგვიანე და თან ვერც საქმეზე ვკონცენტრირდი... ყველა ქალს ვაკვირდებოდი ვინც ოდნავ გგავდა. - მე და შენ ბევრი გვაქვს მოსაყოლი რომ ერთმანეთი გავიცნოთ. - ამისთვის მთელი ცხოვრება გვაქვს წინ შავთვალება’ვ. - თავისკენ მატრიალებს და თვალებში მიყურებს... მერე ჩემსკენ იხრება და ნელა მკოცნის, ვნებით, გრძნობით რომელიც სამ წელს იტევს. - ჩვენს პირველ ახალ წელს გილოცავ ქეთა. - ჩვენს პირველ ახალ წელს გილოცავ იოანე. - ხელში მიტაცებს და მატრიალებს, სწორედ ამ დროს ენთება ფერადი ფეიერვერკი ცაში და მე ვგრძნობ რამდენად გამიმართლა როცა იმ დღეს მეტროთი ვიმგზავრე. ეპილოგი. „ცხოვრება მოულოდნელობითაა სავსე, ზოგჯერ სასწაული მაშინ ხდება როცა უკვე იმედს კარგავ.“ - ოცი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, შეხვედრაზე მიმავალს მანქანა გაგიფუჭდება და მეტროში ჩასვლა მოგიწევსო, დავცინებდი მაგრამ ფაქტია რომ ზუსტად თავისუფლების მეტროსთან ახლოს ჩამიქვრა და ვეღარ დავქოქე... ვერც ტაქსი გავაჩერე, ვიფიქრე ჯანდაბას ჩავალ მეტროში, ისეთი ცარიელი იყო რომ ცოტათი შემეშინდა... მაგრამ მერე ესკალატორზე მდგარ ერთადერთ, შავთვალებს გადავეყარე... თვალი ვერ მოვწყვიტე, ვეძახდი და არ ესმოდა, ცერებზე რომ აიწია და მაკოცა იქ ყველაფერი შეიცვალა, შარფი კი დამიტოვა მაგრამ ჩემი გული წაიღო. - ხომ ყოველ წელს გვიყვები ამ ამბავს მამა მაგრამ, ყოველ წელს მგონია რომ რაღაც შეიცვლება და დედა არსად გაიქცევა. - ნაძვის ხეს ბოლო სათამაშოს უმაგრებს და ბედნიერი სახით შემომციცინებს ჩვენი სიყვარულის პირველი ნაყოფი. - მამა მისმენ? - გისმენ ანნა, რათქმაუნდა. - სინამდვილეში არაფერი გამიგია, მისი ნათქვამიდან. - დედა და ტყუპები მალე მოვლენ და რამე ხომ არ გავამზადოთ?! - შენ რომ იცი ისეთ ცხელ შოკოლადს გაუკეთებ მამიკოს? - ვიცინი და გვერდებში ვუღიტინებ. - ეგრე რომ მიცინი ვხვდები რატომაც გელოდა დედა სამი წელი და რატომაც გაკოცა ესკალატორზე... შენ იმდენად მაღალი სტანდარტებით გამზარდე ისე მანებივრებდი მეც და იმდენ სიყვარულს ჩუქნი დედას რომ მეშინია მარტო არ დავბერდე. - გამოჩნდება შენი ბედისწერაც, თან ზუსტად ის სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. - ქეთა ეუბნება და ლოყაზე კოცნის, როდის მოვიდა ვერც კი შევნიშნე, ყელზე მხვევს ხელებს და ბავშვები სულ მავიწყდება მის თვალებს რომ ვუყურებ. - ბედობას გილოცავ შავთვალება’ვ. - ბედობას გილოცავ ცისთვალა’ვ ••• გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ რომ ამ წელს თქვენთვის ყველა ნატვრა და ოცნება აეხდინოს ხვავი, ბარაქა და სიყვარული მოეტანოს... ზუსტად ისეთ ქვეყანაში გვეცხოვროს როგორზეც ვოცნებობთ პ.ს ისტორია ეძღვნება ქეთა მიქელაძეს რომელიც მეორედ იქცა ჩემი შთაგონების წყაროდ ♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


