შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ქალი


5-01-2026, 21:12
ავტორი Marream
ნანახია 227

ელენემ ფოტო გადამიღო.
დაბურული.
გაცრეცილი.
აი ისეთი ფოტო შეყვარებულ ადამიანს საფულეში რომ უდევს და როცა ეკითხებიან, თუ ვინ არის ეს უცნობი ქალი, მის შუშისფერ თვალებში მრავალწლიანი სიყვარულის ისტორიას რომ ამოიკითხავთ.
ფირზე აღბეჭდილი კადრები ელვისებური სისწრაფით რომ ჩაივლის.
დაინახავთ იმ პირველ წამებს, როდესაც მან ის დაინახა.
უცნობი ქალის ღიმილსაც კი დაინახავთ.
ქალს შავი კაბა ეცვა, გიშრისფერი...
მეწამული ფერის ტუჩსაცხი უმშვენებდა ბაგეებს.
მორცხვად იდგა.
(მე სულ მორცხვად ვდგავარ, ვიმალები)
მის თვალებში ის მომენტიც გამოჩნდება, თუ როგორ ჩაეძინა ფილმის ყურებისას დაღლილ-დაქანცულ ქალს მის კალთაზე, თუ როგორ აიყვანა ხელში და გადააწვინა საწოლზე, მიუწვა, რათა არ გაღვიძებოდა და უსაფრთხოდ განეგრძო გოგონას თვლემა.
დაინახავთ ქალისთვის ნაბოძებ თითოეული ყვავილის ფურცელს.
(გოგონა დამჭკნარ ყლორტებს მიჯნურის სამახსოვროდ ინახავს).
იმ მომენტსაც დაინახავთ, ხმასაც კი გაიგებთ,
თუ როგორ დაჟინებით გამოსტყუეს ერთმანეთს ზრახვები...
,,შენი მხრიდან ველი, რომ დილას გაიღვიძებ, სამზარეულოში შემოხვალ, უკნიდან წელზე ხელებს შემომხვევ და ჩამეხუტები, მაშინ როცა შოკოლადიან ბლინებს ვაკეთებ.”
(არ გამიშვა, გთხოვ)
,,შენი მხრიდან ველი, რომ ჩემს მომზადებულ სტეიკს გემრიელად მიირთმევ.”
(როზმარინი შევუხამე)
,,კიდევ იმას ველი, რომ გიჟური მორიგეობის შემდეგ დაღლილ-დაქანცული საათობით დაგელაპარაკები იმაზე თუ როგორ მომიშალა იდიოტმა პაციენტმა ნერვები.”
,,იმასაც თუ როგორ დავლევთ აივანზე მალინიან ჩაის.’’
(ჩვენი საყვარელია)
,,და მთავარი…
იმას რომ შენთან, შენს მკლავებში თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობ.''
საყვარელი ქალის ბედნიერებისგან განათებულ სახესაც დაინახავთ.
(მაშინ მინათდება პატარას რომ მეძახის)
მიჯნური ყოველთვის კითხულობდა, თუ როგორი დღე ჰქონდა საყვარელ ქალს
მის ცქერაში დილამდე შემორჩებოდა…
მაშინ, როდესაც ცა მოვარდისფრად იღებებოდა, მტრედები აივნის კიდეზე შემოსხდებოდნენ, ჩიტების ჭიკჭიკის ხმა კი ქვეყნიერებას მოიცავდა, იქამდე სანამ ქალის სული მის მკლავებში სიმშვიდეს ჰპოვებდა.
ცდილობს არ მატკინოს.
ისე მეპყრობა ვითარცა ბუმბულს…
როგორც ახლად აყვავებულ ვარდს.
სათუთად, ნაზად.
პატარას მეძახის.
მან მზე მომიტანა.
ცაზე ავიდა, ყველაზე მაღალ ადგილას, მზე თავის ხელებში მოიქცია, დედამიწაზე ჩამოიტანა და მაჩუქა.
მზეში გულიც ჩააქსოვა.
სითბოსა და სიყვარულს სიჩუმეშიც კი გაიგებთ, თვალებში ამოიკითხავთ და ფანჯარაში აისის ჟამს, ჩემი ღაწვებისფერ ვარდისფერ დილას, როდესაც ცის კამარაზე ჯერ კიდევ მოჩანს ვარსკვლავები, დაინახავთ ორ ქალს, რომლებიც უსიტყვოდ კითხულობენ ერთურთის სულს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent