შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი დასასრულით იწყება( რეინკარნაცია/მეხუთე, ბოლო,თავი)


7-01-2026, 01:24
ავტორი ნაამა
ნანახია 93

ყოველთვის ვიცოდი ,რომ ორმოც წელზე დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი. მეტიც, სიკვდილისკენ დაუღალავად მივილტვოდი, მუდამ მინდოდა რომ არარაობას მივკუთვნებოდი. ცხოვრებას რა სისწრაფით გავურბოდი არ ვიცი, მაგრამ ისე სწრაფად მივრბოდი, აქოშინებისთვისაც კი არ მქონია დრო. არც გასაჩერებლად და სულის მოსათქმელად. ვინ მოთვლის რამდენჯერ მიფიქრია ზე, რამდენჯერ მიცდია ხან წყლით სავსე აბაზანაში ჩაწოლა და სუნთქვის შეკავება, ხან ფეხს ვისერავდი, ხან წარმოვიდგენდი მაღალი შენობიდან როგორ გადმოვვარდებოდი. ვფიქრობდი საწამლავს როგორ ვიყიდდი ,ჭიქაში ღვინის მსგავსად ჩამოვისხავდი და სულმოუთქმელად დავლევდი. ბუდიზმის შესწავლისას კი ერთხელ ერთ ფრაზას გადავაწყდი, არსებობს ტანჯვა და ცხოვრებაში ყველაფერი ტანჯვაა დაბადების ჩათვლით, და არსებობს ტანჯვის მიზეზი, სურვილი რომ იცხოვრო, იცოცხლო, იარსებო, რასაც ადამიანი დაბადებიდან დაბადებისკენ მიჰყავს. სწორედ იმ მომენტში როცა ეს გავიაზრე, მივხვდი რომ დრო იყო სიცოცხლისთვის ხელი გამეშვა, აღარ მოვჭიდებოდი ოკეანეში ჩავარდნის პირას მყოფი და სამყაროსთვის ნება მიმეცა , ჩემი სიკვდილი უკანასკნელი ყოფილიყო, რათა იმ არარაობად ვქცეულიყავი,რაც დაბადებამდე ვიყავი, არაფრად და ამავე დროს ყველაფრად.ახლა კი როცა სიკვდილი სულ რამდენიმე ნაბიჯში მიდგას სიცოცხლე მინდა.
სიცოცხლე მინდა.
მინდა ისევ 22 ,15 ,20, ,23, 19, ყველა განვლილი წლის ვიყო. ის ევა ვიყო გერამანიაში ჯერაც რომ არ წამოსულა. ნეტავ შემეძლოს ჯადოსნური ჯოხი ავიქნიო და უკან ხაბეს მკალვებსი დავბრუნდე. ისე მეშინია სიკვდილის, უკვე კართან რომ მომდგარა და დასაკაკუნებლად ხელი აუწევია, ტანში მაჟრიალებს როცა ვიაზრებ მის სიახლოვეს, მისი ნაბიჯების ხმა რომ მესმის და ლამისაა მისი სუნთქვა კანზე ვიგრძნო. დაბადებისდღეები არასოდეს მიყვარდა, რადგან ვიცოდი ორმოც წელზე მეტს ვერ ვიცოცხლებდი და ამის გამო ყოველჯერზე ვითვლიდი რამდენი წელი მქონდა დარჩენილი. როგორ ძალიან ვცდებოდი. ცოტახანში, შემდეგ კვირას ,27 წლის გავხდები და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი დაბადებსიდღე რომელსაც მოვესწრები. არა და ისე ველოდი 29რის როდის გავხდებოდი, ეს ერთადერთი ციფრი იყო რომელიც მინდოდა, ჩემი ოქროს დაბადებისდღე. ალბათ 19 წლის ვიქნებოდი ფულის მოგროვება რომ დავიწყე ,რათა ჩემს ოქროს დაბადებისდღეზე სამოგზაუროდ მარტო წავსულიყავი, რა ოხერია ახლა ის ფული? მისგან მგონი დიდიც არაფერი დარჩა უშედეგო მკურნალობსი შემდეგ. ორმოც წლამდე კი არა 30ამდეც ვერ ვიცოცხლე.
რა მკურნალობაო ალბათ იკითხავთ. მოდი იმ მომენტიდან გავაგრძელებ სადაც გავჩერდი, მერე ამასაც მოვუბრუნდები.
ხაბე აღარასდროს მიანხავს, სექტემებერში ნიკამ , დედაჩემმა და მამინაცვალმა აეროპორტშ გამაცილეს, გადამკოცნეს და გერმანიაში წამოვედი. ვერ გეტყვით ბედნეირი ვიყავი-თქო, მაგრამ საქართველოს ვშორდებოდი, ხაბესაც რომლისგან შორს ყოფნაც ასე მჭირდებოდა. უნივერსიტეტში დავრეგისტრირდი და მის საერთო საცხოვრებელში მოვეწყვე, რადგან სწავლა 1 კვირაში იწყებოდა, გადავწყვიტე რაღაც დრო მამაჩემთან გამეტარებინა ამიტომაც დათოს ვიდეოზარით დავურეკე.
-როგორ ხარ მა?
-კარგად ჩემო ტკბილო, შენ? როგორ მოეწყვე? მოგწონს მადაურობა?
-ისე რა, ჯერ მაინც ახალია, თან არავის ვიცნობ.
-გაიცნობ ევა, მაგაზე არ იდარდო.
-მა შეიძლება ერთი კვირით გესტუმრო?
-რა თქმა უნდა სიყავრულო, მაგას რა კითხვა უნდა. რამე ხო არ მოხდა?
-ისეთი არაფერი, მომენატრე უბრალოდ.
-ჩამოდი ,გინდა ბილეთს გიყიდი?
-ვიყიდე უკვე.
-შე მაიმუნო.
კაცს რომ ვუყურებდი გული მილღვებოდა, გაჭრილი ვაშლივით ვგავდით ერთმანეთს, ჩემსავით შავი თმა და თხილისფერი თვალები ჰქონდა, კეხიანი ,მაგრამ კოხტა ცხვირი. ისე მიყვარდა მამა, ისე ვეტრფოდი ამ კაცს რომლის ხელშიც გავიზარდე. დიდხანს ვისაუბრეთ, ნიკაზე მაყოლებდა ამბებს,რომელიც ჩემთან ერთად არ წამოვიდა. მერე გავთიშეთ, საწოლზე მივეგდე და უკვე ჩალაგებულ ხელბარგს გავხედე. არაფერი მინდოდა,არც სწავლა არც იქ ყოფნა. ერთადერთი რაზეც მეფიქრებოდა ნოე იყო, ნოე რომელთანაც ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და უკან ვეღარ დავიბრუნებდი, მე კი გიჟივით მენატრებოდა. საწოლის გვერდით, მასსა და მაგიდას შორის ჩემი ხის სამკაულების ყუთი მედო შიგ წერილებითა და ყვავილებით. ფერად ფურცლებზე ლურჯი მელნით და თეთრ ფურცლებზე ფერადი მელნით დაწერილ წერილებს ნეტავ ისე თუ გასდიოდათ სისხლი როგორც მე მდიოდა სულიდან. ისეთი დასახიჩრებული ვიყავი შიგნიდან ალბათ მე რომ დორიან გრეივით პორტრეტი მქონოდა მეც სიამოვნებით გამოვკეტავდი სადმე ბნელში,რომ არავის ენახა რას ვგავდი.
მამა აეროპორტშ დამხვდა, გიჟივით გავიქეცი მსიკენ და კაცს,რომელსაც შრომისგან წვერსა და თმაში ჭაღარა შეჰპარვოდა კი არ ჩავეხუტე შევახტი. მამამ ხელები შემომხვია და უკვე ვიცოდი, მე ჯერ ისევ მყავდა ვიღაც ვინც მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა, იმის მიუხედავად რამდენ სისულელეს გავაკეთებდი.
-როგორ მომენატრე შე ჭინკა.
-ჭინკა თავი გაბია, მოხუცო.
-ნახე რა ერთი წელია არ მინახიხარ და სულ წახვეიდ მა ხელიდან.
ისევ მიმიხუტა , მერე ბარგი გამომართვა და ტაქსი დავიჭირეთ. სახლშ რომ მივედით მამამ ჩინური საჭმელი შეუკვეთა და ტელევიზორის წინ,როელშიც კალათბურთი გადიოდა, ზუსტად ერთნაირად, მაგიდაზე ფეხებშემოდებულები დავსხედით. დიდხანს ვიყავით ჩუმად სანამ დათო მკითხავდა.
-მამი ვიცი რომ ასე უაზროდ მოწყენილი არასოდეს ხარ, მომიყევი რა მოხდა.
-one more heartbroking nothing much.
-კიდევ ბევრ ეგეთს გადააწყდები სანამ იმას იპოვი ვინც შენს დაფასებას შეძლებს. მითხარი რა გაქ სატირალი და სანერვიულო? თუ იმდენად სულელია რომ არ უყვარხარ ან შენს შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებს, შენ არაფერი დაგაკლდება, მაგრამ მას კი. შეხედე ევა შენს თავს, ლამაზი ხარ, საინტერესო, ჭკვიანი , რა უნდა უნდოდეს ადამიანს ამაზე მეტი?
-ალბათ სიყვარული?
-ეგეც გექნება, ცოტაც მოითმინე და გექნება. ვიცი რომ ეგეთი იოლიც არ არის როგორც ვამბობთ, მაგრამ შენი მესმის შვილო. სიყვარული ხომ ყოველთვის ლამაზი ზღაპარი არაა, ზოგჯერ ისეთი რამაა რაც უნდა გაუშვა, რასაც უნდა გასცილდე.
-დედა ისევ გიყვარს არა?
-მიყვარს.
მის თვალებში იმხელა ტკივილი იყო ჩემი ახლოსაც რომ ვერ მივიდოდა, მხარზე თავი ჩამოვადე და დავმშვიდდი. მე ხომ მისი პატარა გოგო ვიყავი, მისი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც გვერდიდან არასოდეს შორდებოდა, მანამ არ სანამ ამერიკაში გადმოვიდოდა. იქაც კი ჩავაკითხე.
-მიხარია ერთი შვილისთვის მაინც რომ ვარ კარგი მამა.
-კარგი რა დათო, ხომ იცი რომ ნიკასაც უყვარხარ.
-მაგრამ ვერასოდეს მაპატიებს რომ წამოვედი, იქ რომ დავტოვე.
-მეც დამტოვე.
-შენ სხვანაირი ხარ.
-ხო ყველასთვის ყველაფრის მპატიებელი, ფეხქვეშ რომ გავეგები ყველას ისეთი, ისეთი ოღონდ ვინმეს რამე არ ეწყინოს და თავსაც რომ გავწირავ მათი კარგად ყოფნისთვის.შენ დათო, შენ მართლა მამაჩემი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის სამყაროში. როცა მჭირდები საუბარს მაცდი და რჩევენს მაძლევ, ჩემს ნუგეშს ცდილობ, მითხარი როგორ არ უნდა იყო ჩემთვის კარგი მამა.
-ჩემი სულელი პრინცი. გაგზრდია თმა.
-ხო უნდა შევიჭრა.
-რატომ?
-ეგრე მინდა.
-კარგი.
-მა ჭადრაკს მეთამაშები?
-ვინ გასწავლა?
-ნოემ.
-იმ შენმა უნის მეგობარმა?
-ხო.
-მოვიტან.
მთელი საღამო ვთამაშბდით და ლამის ყველა ხელი წავაგე, მაგრამ მამასთან ერთად კარგად ვერთობოდი. მთელი კვირა სახლშ ვიჯექი, მხოლოდ მაღაზიაშ გავდიოდი პროდუქტებზე და მერე ტელევიოზრის ყურებაში და მამას ლოდინში ვატარებდი მთელს დღეს. დათო რომ მოვიდოდა საჭმელს ვახვედრებდი და ერთად ვიცინოდით. გამოტოვებულ ამბებს ვუყვებოდით და ჩემს გატეხილ გულს აღარ ვახსენებდით, სამაგიეროდ მამა დედაზე მიყევბოდა. ისეთ ამბებს ,რომლებიც არ ვიცოდი, ჩემს და ნიკას დაბადებამდე რომ მოხდა. მერე წამოსვლის წინა დღეს მამას ვთხოვე შენს გევრდით დავიძინებთქო და მანაც ძლიერად ჩამიკრა გულში. მის მკლავებში თავს ისევ 10 წლის გოგოდ ვგრძნობდი, უდარდელად, უშფოთველად. ჩემი მხეცი ხომ გვერდით მყავდა , აბა ვინმეს გაებედა და მისი ქალიშვილისთვის რამე ზედმეტი ექნა, მოკლავდა.
ამის მერე გერმანიაში დავბრუნდი, სადაც სწავლას შევყევი და ყველაფერი დავიწყებას არ მისცემია. ხაბეს წერილებს ისევ ვუწერდი, თავიდან უფრო ხშირად, მერე შევუნელე, ბოლო ორიწლის მანძილზე კი თითქმის აღარ ვწერდი, 5 ამდე წერილი თუ მექნება მხოლოდ დაწერილი, ყველაზე მეტი 8.
ჩემმა სამაყრომ გერმანიაშ გადასვლის პირველსავე წელს შლა დაიწყო, მეგობრებთან კონტქატი მქონდა , რა თქმა უნდა, ხაბესაც ვსტალკავდი ხოლმე სანამ ინსტაგრამს გააუქმებდა. ისინი დაიშალნენ, ლენა საბერძნეთშ იყო, იატა საფრანგეთშ გადავიდა სადაც ვიღაც ფრანგ მდიდარ ბიჭს გაყვა ცოლად და როგორც იქნა თორნიკეს მოეშვა. ეკა და ტატო ისევ საქართველოშ იყვნენ, მეორე წელს ისინიც დაშორდნენ. ბეამ და დანიმ კი მომწერეს ვქორწინდებითო, მაგრამ არ ჩავსულვარ. მერე ისინიც საზღვარგარეთ გადავიდნენ დროებით საცხოვრებლად ,რადგან იტალიაშ ბეამ კარგი სამსახური იპოვა. რამდენჯერმე ვიყავი მათთან სტუმრად, თუმცა ყოველ ჯერზე ნოეს ამბებს იხსენებდნენ, იმას როგორ არაფერს მივეცი შანსი. მერე გავიგე ,რომ ნოეს ვიღაც ყავდა. ის გოგო არა, ურბალოდ ვიღაც სხვა, ვისთანც ვერავინ იგებდა მხოლოდ ურთიერთობა ქონდა თუ შეყვარებულები იყვნენ. მოკლედ ყვეალფერი აირია. მეგობრებს იშვიათად ვხედავდი. გერმანიაში კი გავიჩინე ახალი ნაცნობები, წვეულებებზეც დავდიოდი და ვერთობოდი, რამდენიმე ბიჭსაც შევხვდი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ისევ სხვისი ცხოვრებით ვცოხვრობდი, ჩემს სხეულში გამოკეტილი მაგრამ სხვისი აზრებით სავსე ვიყავი.
და აი ჩემი ცხოვრების ბოლო თავსაც მივადექით. ეს ყველაფერი იანვარში დაიწყო. მთელი ცოხვრების მანძილზე სხეულზე იმდენი ხალი მქონდა დათვალ მუდამ მერეოდა. ნოე მათ ვარსკვლავის ფორმებს ადარებდა და რომ გეკთხათ სახეზე დიდი დათვის თანავარსკვლავედი მეჯდა, მენჯზე ეს, მხარზე ის. უამრავი სახელი ჰქოდნა მოფიქრებული მათთვის. ხო და ერთ დღესაც როცა ბანაობის შემდეგ საკრეში ჩავიხედე აღმოვაჩინე ,რომ ახალი ხალი გამჩენია ,ზუსტად არ მახსოვდა მანამდეც მენახა თუ არა, მაგრმ ყურადღება დიდად არ მიმიქცევია. სადღაც ორი კვირის შემდეგ კი, როცა ხალი უფრო მუქი აღმოჩნდა ვიდრე წინა ჯერზე ცოტა შემეშინდა. ექიმთან არ წავედი, მე ხო დიმასავით „ფოფოდია“ არ ვყოფილვარ. სათვალეზეც კი წლების მერე მივედი, მიუხედავად იმისა, რომ მე-9 კლასიდან მოყოლებული შორს ვერ ვხედავდი. თებერვლის ერთ მშვენიერ დღეს კი ვიგრძენი, როგორ მეწვოდა ის ადგილი სადაც ხალი მქონდა და სხვაგანაც ახალი გამომსვლოდა. ამიტომაც ექიმთან წავედი, სადაც აღმოჩნდა რომ მელანომა მჭირდა. თავიდან მითხრეს რომ შორს წასული სიმსივენ იყო ,თუმცა სხივური თერაპიით მკურნალობა ჯერ ისევ შეიძლებოდა , პლიუს მედიკამენტები. მე რა თქმა უნდა მაშნვე დავთანხმდი. მარტში კი ექიმმა მითხრა, რომ სიცოცხლის მხოლოდ ერთი წელი მქონდა დარჩენილი, თუმცა ვარაუდოდბნენ რომ განკურნებას მაინც შევძლებდი. თვის ბოლოსთვის ერთი წელი ერთ წლად დარჩა, იმის იმედი კი რომ განვიკურნებოდი უკვალოდ გაქრა, მიუხედავად იმისა რომ წალმებს ისევ ვიღებდი და სხივურ თერაპიაზე ისევ დავდიოდი. უიმედოდ , მაგრამ მაინც ვცდილობდი სიმსივნისთვის თავი დამეღწია. ადამიანებს ხომ ასეთ დროს რწმენა ეხმარებათ, მე კი რწმენა არასდროს მქონია. სულ ვცდილობდი რამის დამჯერებინა, ქრისტესი, ბუდასი, უფლის, ალაჰის. არაფერი გამომდიოდა. 27 წლის მანძილზე ხან ქრისტიანი ვიყავი, ხან მუსლიმი, ხან ბუდისტი, მაგრამ საბოლოოდ ერთადერთი რისიც მჯეროდა, არც სამოთხე იყო, არც რეინკარნაცია, მხოლოდ სიკვდილი, უკვალოდ გაქრობა და ეს ისე მაშინებს , ისე მეშინია რომ მოვკვდები და ვეღარაფერს ვიგრძნობ... სად არის რწმენა? მე ის მჭირდება! ახლა, როცა ჩემს ბინაში ვზივარ, მე ის ყველაზე და ყვეალფერზე მეტად მჭირდება. მინდა მჯეროდეს, რომ ვიღაც ჩემზე ძლიერს შეუძლია მოწყალება გაიღოს და დამეხმაროს, რომ არ მოვკვდები, რომ სიკვდილის მერე შვებას ვიპოვი. არაფერი იცვლება, ვერაფერს ვშველი. მე ვკვდები! ვკვდები ისე რომ არასოდეს მიცხოვრია! ვკვდები ისე რომ ჩემი თავი მხოლოდ 1 წლით ვიყავი! ვკვდები და მინდა შემეძლოს ყველას ვისთვისაც ვიცხოვრე, ვისი სიტყვებითაც ვიცხოვრე, შევხედო და ვუყვირო, ვუყვირო რომ მე ჩემი ცხოვრება გამოვტოვე! ვის ადარდებს სულელური არქტიექტორის დიპლომი ბერლინის უნივერისტეტიდან, ვის ადარდებს წოდებები! ვკვდები! სიცოცხლე მინდა! ისევ ვკვდები! ისევ მინდა რომ ვიცოცხლო! ჩემი ცხოვრება დამიბრუნეთ! ის რომელიც არასოდეს მქონია!!!! დამიბრუენთ რაც ჩემია!
..........
კარადასთან მივდივარ, ვაღებ და ბოლო თაროდან, რომელსაც გაჭირვებით ვწვდები ფეხის წვერებზე მდგომიც კი, ხის სამკაულების ყუთს ვიღებ. ცხოვრება ეგეთია, რაღაც მომენტში ისეთი რამის გაკეთებისკენ გიბიძგებს სხვა დროს რომ არ იზავდი. ყუთს ვხსნი და იქიდან წერილების დასტებს ვიღებ, ფერადს, ყვავილების სუნით გაჟღენთილს. ზოგ თეთრ კონვერტს ლაქებად აზის მათი ფურცლებიდან გადმოღვრილი წვენი. მეღიმება. სარკის წინ , საწოლზე ცალფეხმოკეცილი ვჯდები, სიგარეტს ვუკიდებ და წერილების ვხსნი რომ წავიკითხო.ისინი არეულია, ზოგი უფრო გვიანდელი, ზოგი ადრინდელი.


„მერამდენე წერილს ვწერ უკვე აღარ ვიცი, ზუსტად ისიც არ ვიცი ამას რისთვის ვაკეთებ. იქნებ იმედი მაქვს რომ როგორღაც შენთან მოხვდებიან? ვინ უწყის. ახლა ბერლინში ვარ, სახლში ვზივარ და ვფიქრობ რამდენად სწორი იყო ჩემი აქ გადმოსვლა? იქნებ ყველაფერი ავურიე, როგორც მჩვევია ხოლმე?. მენატრები, რამდენი დრო გავიდა და მაინც მენატრები. ორი წლის წინ შენ რომ რამე გეთვქა, რამე ღირებული ახლა მანდ ვიქნებოდი, იქნებ ჩემი თავიც კი მეპოვნა? შენ როგორ ხარ? ისევ დაუდევრად მართავ ბაიკს და იმედი გაქვს რამეს შეასკდები? იქნებ თეკლას დაუბრუნდი? იმედი მაქვს კარგად ხარ.
2029/02/25“

„შენთან მინდა...
უბრალოდ რომ ჩამეხუტო და როგორმე ის საშინელი შეგრძნებები ცოტახნით მაინც გამიქრო ახლა რომმ მაქ.
უბრალოდ შენთან ჩახუტება მინდა.
2028.11.20”

“ძვირფასო ნოე

რა სისასტიკე, რომ არ შემიძლია სიყვარული მოგთხოვო
არ შემიძლია გეჩხუბო , იმის გამო რომ ჩემი შენდამი გრძნობა ორმხრივი არაა.
რა სისასტიკეა, რომ მე და შენ ერთად არასდროს ვყოფილვართ.
მაგრამ ჩვენ იმაზე ბევრად მეტი ვიყავით ვიდრე წყვილები არიან ხოლმე ერთმანეთისთვის. ირმა მუდამ იმას გვიმეორებდა მე და ნიკას, რომ იდეალური ურთიერთობა მეგობრობით იწყება. როგორ სულელურად ვაჯერებდი თავს, რომ friends to lover ჩემთვის არ იყო. ღმერთო იმ დღეს , ოზურგეთში შენს სახლში, როცა ერეკლეზე ვიკამათეთ… ზუსტად მაგ დღეს მივხვდი რომ მიყვარხარ, რომ ამ ყველაფერში მხოლოდ ამის გამო გავერიე. სასაცილო იცი რა არის? მე სებეც მიყვარდა და ტომასიც , მაგრამ არცერთთან არფერი გამიკეთებია. იქნებ იმიტომ რომ ….დაივიწყე სისულელეა. როგორ შეიძლება თავიდანვე მომწონებოდი და მერე ტომასზე გადავრთულიყავი?! არა უაზრობაა, ნამდვილი უაზრობა.
2026/08/02”



„ ძვირფასო ნოე
წელს ზაფხული მალე მოვიდა და მე ვიცი რომ ეს ყველაზე მარტოსული
ზაფხული იქნება, რაც კი ოდესმე დამდგარა. ჯერ ისევ
შემოდგომაშერჩენილი, უიმედო ზაფხული, რადგან შენ ჩემს გვერდით არ
ხარ, არ მწერ, არ მირეკავ, ხმოვან შეტყობინებებს არ მიგზავნი და ვერც
ქუჩაში გადაგაწყდები ვითომ შემთხვევით. ეს ზაფხული ყველაზე
მარტოსული იქნება და მე შენ დაუსრულებლად მომენატრები.
ვიცი რომ ძვლების, გულის, სხეულის ტკივილამდე მომენატრები. კარგად
ვიცი რომ ამიერიდან აღარაფერი შეიცვლება, ჩვენ მეგობრებიც კი აღარ
ვიქნებით და ეს გულს ძლიერად მტკენს, რადგან მინდიხარ.
ღმერთო, ისე მინდიხარ, როგორ ძლიერაც სიკვდილიც კი არ მნდომებია.
არც სიცოცხლე, არც სხვა ვინმე.
მინდა ჩემთან იყო და ისე მელაპარაკო, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით
ხოლმე. მაშინ როცა ჯერ ისევ მეგობრები ვიყავით, ან ისე როგორც შენს
სახლში დარჩენისას ხდებოდა.
იმდენი გრძნობა მაქვს , ზოგჯერ ჩემში ვეღარ ვიტევ. შენთანაც ეგ დამემართა და სწორედ ამიტომ, იმის გამო, შენ არ შემეწუხებინე, თავს არ მომეხვია ჩემი სიყვარული, რომელსაც არ უნდა ეარსება გავიქეცი. გავიქეცი და უკან რა დავტოვე კვლავ არ ვიცი.
როცა გავიაზრე რომ მიყვარდი ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს კლდეზე ვიდექი და ჩემს წინ , ჰორიზონტზე, უძირო ზღვას გავყურებდი. ვარჩიე გადავმხტარიყავი და შენს გარეშე მეცხოვრა, მეცხოვრა ისე, თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობდით, თითქოს არასდროს გვისაუბრია, არასოდეს გვიანახავს ერთმანეთი. თითქოს არასდროს ვყოფილვართ მეგობრები და განსაკუთრებით „თითქოს“ არასოდეს მყვარებიხარ.
მთელი წელი გავიდა უშენოდ, იმის იმედად რომ გრძნობები გამიქრებოდა და ჩემი წყალში გადახტომა , მაშინ როცა ჩემთვის ცურვა არავის უსწავლებია, უაზრო არ იქნებოდა, მაგრამ შენ ყველაფერი ხარ, რაც მინდა.
ჯანდაბას, არც მდიდარი ,არც სიმპატიური, არც კეთილი არანაირი სხვა ბიჭი არ მინდა, მხოლოდ შენ. მე ამასაც კი ვერ მივიღებ, პირველ რიგში იმიტომ რომ თავად ვთქვი უარი სულ პაწაწინა შანსზეც კი, მერე კი იმიტომ რომ საპასუხოდ არასოდეს გეყვარები.
2027.09.18“

მერე ბლოკნოტიდან ამოხეულ ფურცელს ვაწყდები, რომელზეც მთელი სქემა მაქვს შედგენილი იმის გამოსარკვევად ნოეს ვუყვარდი თუ არა.


• ყვავილები.
• პლუშის სათამაშო.
• წიგნები
• იგივე მზერით მიყურებდა როგორც შარშან და წელს.
მუდამ სადღაც მპატიჟებდა.
თითქმის ყველა მეგობარი გამაცნო.
მკითხა, რამდენად იმედგაცრუებული ვიყავი.
ჩემს გამოცდილებაზე კითხვებს მისმევდა

„ზოგჯერ ამას იმიტომ თანხმდებიან რომ ერთს მეორე უყვარს და სხვა გზას ვერ ხედავს.“

მკითხა მომეწონა თუ არა კოცნა. თან მის საუკეთესოდ დამასახელა????
რატომ არიდებდა ჩემთან ერთად საცურაოდ სიარულს თავს?
ჩემი მეგობრბეი გაცნობილი არ ყავდა და უკვე იცოდა რა სჭირდათ, მაგრამ მე პირველი კურსიდან მიცნობს და არასოდეს შეუმჩნევია ჩემი პრობლემები?

რამდენჯერმე მკითხა ხომ არ მიყვარდებოდა. WTF!!!
ყველაფერი წინასწარ დაგეგმა?: მკითხა ფხიზელზე მერჩივნა თუ მთვრალზე, შუქში თუ სიბნელეში და ყევალფერი პასუხების მსგავსად მოხდა.
მანამდეც მოვწონდი თუ მხოლოდ ზაფხულის გართობით დავიწყეთ ყველაფერი რაც მთელი წლის მანძილზე მოხდა????




ბოდავ ევა რაღაცეეებს, მოსწონდი არა ჩემი ფეხები.
შემთხვევითობა იყო, შენ თუ არა სხვა იქნებოდა. ეგაა და ეგ.


მერე უკან კონვერტებში ვაბრუნებ და ყუთში ვდებ. ოთახიდან გამოვდივარ, მისაღებს ვკვეთ და სახლის მეორე მხარეს, ჩემი მწვანე კაბინეტის კარს ვაღებ. ხის მაგიდასთან რომ მივდივარ ვიმუხლები და ბოლო უჯრიდან წებოცან ლენტს ვიღებ, კიდევ ორ თაბახის ფურცელს და იქიდან გამოვდივარ. მათ საწოლზე ვტოვებ, მერე საკუჭნაოდან ყუთი გამომაქ და სამზარეულოდან მაკრატელი. საწოლზე ვჯდები ხის ყუთს საშუალო ზომის კარდონის ყუთში ვდებ, მერე თაბახის ფურცელს ვიღებ და წერას ვიწყებ.

„ ძვირფასო ნოე.
რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც უკანასკნელად ვისაუბრეთ, რაც ბოლოს ერთმანეთი ვანხეთ. ახლა რომ ვფირობ ისე უაზროდ დავიშალეთ. მაპატიე ასეთი სულელი რომ ვიყავი, მაპატიე რომ იმას არასდროს ვუყურებდი რაც ცხვირწინ მედო. იმდენი რამის თქმა მინდოდა ხოლმე და ისე სულელურად ვჩუმდებოდი, ახლა ჩემს ყველა სიტყვას გიგზავნი. იმედია შენს ცხოვრებას არ ავრევ, მაგრამ ამას თუ ახლა არ ვიზავ ვეღარაფერს გავიგებ. ვერც იმას ადრე რა იყო და სწორად ვფიქრობ თუ არა რომ რაღაც გამომჩა, რაღაც რასაც ადამიანები გრძნობებს ეძახიან, ვერც იმას ახლა როგორ ხარ. მაპატიე ასე რომ გამოვიდა. იმას გიბრუნებ რაც სულ შენი იყო და მინდა რომ მიიღო.
სიყვარულით ევა.“



მერე ისევ ფეხზე ვდგები და კარადაში ოდესღაც ნოესთვის გამორთმეულ რამდენიმე მაისურს და შარფს ვპოულობ, რომელსაც ვკეცავ და ყუთში ვდებ. ჩემი საწოლის ტუმბოს უჯრას ვაღებ და ფოტოებს ვეძებ, მასთან ერთად რომ მაქვს გადარებული ბახმაროში იმეებს. წინა დღეს მთელი წიგნების თარო გადავქექე და იმ ფოტოსურათსაც მივაგენი ხაბეს რომ ოდესღაც გადავუღე. ლამის არის ცრემლები წამომივიდეს მისსავე დივანზე მწოლიარე ბიჭს რომ ვუყურებ, ხელში ძველი, გაყვითლებული წიგნი უჭირავს, თმა სასაცილოდ აქვს აჩეჩილი და იცინის. მე ხომ ვიცი რომ იმ დღეს ჩემს გამო იცინოდა. ფირების გამჟღავნებისას რამდენიმე საინტერესო ფოტს გადავაწყდი, იმას ნოეს ოდესღაც ჩემთვის ჩუმად რომ გადაუღია. მათ ნოეს არ ვუგზავნი, ეს არ მინდა, მე ხომ იქ მისავე საწოლში შიშველი ვწევარ. ალბათ როგორ მოსწონდა ეს იდეა თავის დროზე. ყველაფერს რაც კი ნოეს უკავშირდება ყუთი ვალაგებ, ყუთს ვკრავ და წებოვანი ლენტით ვამაგრებ. მერე ხელს ვკიდებ, მოსაცმელს ვიცმევ შემოსასვლელში და სახლიდან გავიდოვარ. მანქანით პირველსავე ფოსტის შენობაში მივდივარ და საფოსტო მარკებს ადგილზე ვყიდულობ. იქიდან სახლში შედარებით დამშვიდებული ვბრუნდები. ნოეს მისამართი მახსოვს, მაგრამ იქნებ იქ აღარ ცხოვრობს. სახლში რომ ავდივარ საწოლზე ვწვები და ზუსტად იმ მომენტში ბეა მირეკავს. თავს გაღიმებას ვაიძულებ, რა მაქვს სასაცილო? საერთოდ არაფერი.

-ხო ჩემო სიყვარულო?
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ?
-მეც. იცი რაღაც ძალიან მაგარი ამბავი მაქვს და შენი დაბადებისდღისთვის რომ ჩამოვალ უნდა გითხრა.
-ოუ ეს უკვე მომწონს. ღმერთო მთელი წელია არ მინახიხარ, დანიც ჩამოვა?
-რა თქმა უნდა ჩამოვალ.
-როგორ მომენატრეთ.
-ის არ მოგენატრა?
-4 წელი გავიდა ხალხო რით არ მოგბეზრდათ?
- მაინც ვერ ვხდბეი რატომ აღარ მეგობრობთ.
-ჩამოდით და ყველაფერს მოგიყვებით.
სიცილით ვეუბნები მათ. ხვალ იატა მოფრინავს, აეროპორტში უნდა დავხვდე, როგორ მინდა რომელიმე აქ ჩემთან ცხოვრობდეს, მაგრამ არაფერი გამოდის. ნიკაც კი არ წამოვიდა ჩემთან ერთად. არავინ მინახავს, რამდენი წელია .ირმას მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრები, ნიკასაც . ისეთი მტკივნეულია იმის გააზრება რას იგრძნობენ მე რომ მოვკვდები, ალბათ იფიქრებენ უკანასკნელად როგორ მნახეს აეროპორტში, მაშინ როგორ ჩამეხუტნენ ბოლოჯერ. მაგრამ ჯობია არ იცონდენ, მანამ არა სანამ ბოლო ერთი-ორი თვე არ მოვა. არ მინდა ავადმყოფივით მექცეოდნენ, ახლა იმას გავაკეთებ რაც მინდა, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების დასასრულია, ის რომლითაც ყვეალფერი დაიწყო. ის რომლის გამოც ყველა დეტალი გავიხსენე და მოვყევი, ის რომლის გამოც ხაბეს, ჩემს ნოეს, ოდესღაც სიყვარულს, ოდესღაც მეგოაბრს ყველაფერი გავუგზავენ.
-მოდი შემდეგ წელს საქართველოში ერთად წავიდეთ და ჩემი დაბდებისდღე მარტვილში აღვნიშნოთ.
ბედნიერად მეუბნება ბეა და მეც თავს ვუქნევ, ვეუბნები კარგი იდეაა აუცილებლად ასე მოვიქცეთ ალბათ როგორ გავერთობით თქო. მერე ბეას ვუთიშავ და ვიძინებ. დილით უთენია მეღვიძება. საჭმელს ვიცხელებ, იმას წინა დღეს რომ მოვუმზადე საკუთარ თავს და აბებს ვსვავ. მერე საათს ვუყურებ, ვიცმევ და აეროპორტში მივდივარ. იატა გიჟივით მეხვევა და სახეს მიკოცნის. როგორ მომნატრებია ეს შეშლილი გოგო.
-როგორც იქნა გნახე.
-როგორც იქნა ჩამოხვედი, წამოდი დაისვენე და მერე სადმე გავიდეთ საჭმელად.
იატა ხელს ხელზე მკიდებს და ერთად მივდივართ ჩემი მანქანისკენ. რამდენი მოგონება მაქვს მასზე, ერთად რამდენ სიგიჟეს ვაკეთებდით ხოლმე. კიდევ ვის მოაფიქრდებოდა თუ არა ჩვენ სასაფლაოებზე მოწევა, ფუღუროში სიგარეტის დამალვა. კარტის ვიღაცის სასაფლოას მაგიდაზე თაამში. ხაბე მეხუმრებოდა ხოლმე სადაც არ უნდა წახვიდე პირველს სასაფლაოებს ნახულობო, მართალიც იყო. მთელი გზა იატა პირს არ აჩუმებს, ყვეალფერს მიყვება. მერე სახლში რომ მივდივართ სტუმრების ოთახში საწოლს ვუშლი და ცოტახანს იძინებს. მე მანამდე სახლს ვაწესრიგებ. რომ იღვიძებს მეხუტება და მიმეორებს როგორ ძალიან მოვენატრე. აივანზე ვსხდებით და სიგარეტს ვეწევით.
-შენკენ რა ხდება ახალი?
ინტერესით მეკითხება და ვგრძნობ როგორ მინდა ვინმემ იცოდეს რომ ვკვდები. იატა კი ჩემთვის ის მეგობარია მე რომ გაჭრილი ვაშლივით მგასვ, მეგოაბრი რომელმაც ჩემი სიტყვები პირველმა გაიგო, ჩვენ ერთმანეთის ნაბიჯები ვნახეთ, ამაზე ახლოს ვინ მყავდა ოდესმე. შეიძლება ხაბე მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომ არ ვფიქრობ ისე ვამბობ.
-ვკვდები.
იატა იცინის , მე ხომ მუდამ ამას ვიძახი როცა ვიღლები.
-ამჯერად რა მოხდა? რომელი იდიოტი უნდა ვცემო?
-სიკვდილი. მხოლოდ ის.
-მაშინებ უკვე ევა.
მისკენ ვტრიალდები და ჩემი აცრემლიანებული თვალების დანახვაზე ჯერ ქვავდება, მერე თავადაც ცრემლებით ევსება თვალები.
-სერიოზულად?
-სერიოზულად იატა, 11 თვე დამრჩა და მერე მე უბრალოდ აღარ ვიქნები.
-როდის გაიგე?
-თებერვალში, მეგონა განიკურნებოდა, არაფერი გამოვიდა წინა თვეს დასაწყისშიც ისევ ის მდგოამრეობა იყო, მერე მარტის ბოლოს სადღაც 27ში კი მითხრეს რომ 1 წელი დამრჩა. უკვე 11 თვე. რა გინდა მართალი იყავით ხომ არ მაკლია რა ორმოც წლამდე ვიცოცხლებ. 27ის მოვკვდები.
-ნუ ხუმრობ რა გაქ სახუმარო. -მიყვირა და დავიანხე როგორ ატირდა- ყველაფერი კარგად იქნება ევა! ყვეალაფერი გამოსწორდება, აი ნახავ, იმკურნალებ და კარგად იქნები, იმდენ სიგიჟეს გავაკეთებთ აი ნახავ.
ჩემს მაგივრადაც მას სწამს, ჩემს მაგივრადაც მას აქვს უკეთესის იემდი. ამაზე მეტი რა უნდა ვინატრო მეგობრისგან. იმედი მაქ მისი რწმენა გადამარჩენს, რადგან მე ჩემი არ მაქვს.
-და რა გჭირს?
-მელანომა მაქ.
-შენი ყვეალზე დიდი შიში? ირონიულია.
-ნუ იტყვი, ხომ ვამბობ ეს ცხოვრება მაგრად მეკაიფება.
ვიცინი და ისიც მყვება, იმტომ რომ მე ჯერ ცოცხალი ვარ და მან იცის რომ არ მინდა ცოცხლაი ვინმემ მიტირსო, ამისთვის 11 თვის მერეც უამრვაი დრო ექნებათ.
-ირმამ და ნიკამ იციან? ან დათომ?
თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ და კიდევ ერთ ღერს ვუკიდებ.
-არვაინ შენი და ჩემ გარდა.
-რატომ მითხარი მაინც და მაინც მე?
-იმიტომ რომ იატა,რა არ უნდა ვთქვა ისე არავინ მიცნობს როგორც შენ.
იატა ფეხზე დგება და ჩემთან მოდის, ისე ძლიერად მეხუტება მგონია რომ თავის თავში გამომამწყვდევს , თავის სიცოცხლესაც კი მომცემს, რამდენიმე წელს მაინც და მერე სიმღერის პატარა ტექსტს მეუბნება.
-'Cause you were made from stars to live a life you'll never love
So if this is the last night and you're feelin' hollow
I'll give you my half life so you'll see tomorrow
მეცინება, რადგან ეს სიმღერა ერთად ვიპოვეთ და მან ეს იცის, იცის რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა, მაგრამ ჯანდაბა ის ამას არ უნდა ამბობდეს. ერთადერთი ადამიანი ვისგანაც ამის მოსმენა მინდა ხაბეიშვილია. მისი ულამაზესი სხეულთ, ბაიკით რომლითაც სამყაროს შეგრძნება მაიძულა, სვირინგებით, რომელზეც ვინ მოთვლის რამდენჯერ გადამიტარებია ჩემი ხელები.
მომდევნო დღეები არაფრით გამორჩეულია, ბეა , დანი, ეკა , ტატო და ლენა დაბდებისდღის წინა დღეს ჩამოდიან. ჩემი დაბადებისდღე ყველაზე მხიარული დღეა რაც კი მქონია, ყვეალ როგორციქნა ისევ ერთად ვართ , მხოლოდ ნოე გვაკლია. შეიძლება მათ არა მაგრამ მე მაკლია. ძალიან მაკლია.
ერთხელ სადღაც გავიგე რომ არსებოსბ სამი სიყვარულის თეორია, პირველი ყევლაზე წმინდაა, ის რომლისგანაც არაფერს მოელი, ნამდვილი ზღაპარი. მეორე ყველაზე მტკივნეულია, უამრვაი გამოცდილებით და დაბრკოლებით, როემლიც არასდროს სრულდება კარგად , მესამე კი სამუდამოა. არ ვიცი როგორ მოხდა ისე რომ ხაბე, ჩემი მესამე სიყვარული მეორეს სიყვარულს უდრიდა არა და ვიცი ჩემი პირველი სიყვარული სებე იყო, მაშინ როცა 14-15 წლის ვიყავი. მეორე ტომასი, რომელმაც მართლაც გამანადგურა და ჩემგან სიცოცხლის ენერგია ამოტუმბა, მესამე კი ხაბე, როემლმაც ყველაფერი დამიბრუნა და მერე მე ხელი გავუშვი, თავად გავატანე ქარს ყვეალფერი.
მე და ბეა გამოღებული ფანჯრის რაფაზე ვზივართ, მე წითელი ღვინო მიჭირავს ხელში, ბეას გაზიანი სასმელი. დანი ტატოს ელაპარაკება. ბეა მიღიმის.
-გახსოვს რომ გეუბნებოდი ძალიან მაგარი ამბავი მაქვს თქო?
თავს ვუქნევ და წამით ბერლინის ხედს გავყურებ.
-მითხარი, ძალიან მაინტერესებს ბეა.
-მე და დანის შვილი გვეყოლება.
სახე მინათდება, იმდენ სასიცოცხლო ენერგიას ვგრძნობ არასდროს რომ არ მქონია. სამწუხაროა ეს მხოლოდ წუთებით ,რომ გრძელდება. ბეას ბედნიერი ვეხუტები.
-სერიოზულად?
-ხო. მინდა რომ ბავშვის ნათლია შენ იყო.
მე ბავშის მკვდარი ნათლია ვიქნები. ცხოვრება როდემდე უნდა დამცინოდეს?! ბეას არაფერს ვეუბნები მხოლოდ ღიმილით ვუქნევ თავს.
-რამდენი კვირის ხარ?
-10.
-იმედია პატარა გოგო გეყოლება.
-იმედია.
სიცილით მეუბნება და მერე დანიც გვიერთდება, მომღიმარი მომავალი მამა. ბეას ეკითხება მითხრა თუ არა და ისიც სიცილით უქნევს თავს. მერე გვიან სტუმრები მიდიან, მეგობრები კი ჩემს სახლშ რჩებიან. ზოგს სად სძინავს , ზოგს სად. მე საერთოდ ვერ ვიძინებ, თვალსაც ვერ ვხუჭავ.
დღეები სწრაფად გადიან, ისე თითქოს ჩემი თავიდან მოშორება ეჩქარებოდეთ. მე სასმახურში დავდივარ, მეგობრებს ვემესიჯები, ფილმებს ვუყურებ, ჩემი book list-ის დასრულებას ვცდილობ, სხივებზე დავდივარ და აფთიაქიდან წამლების ახალი კოლოფი გამომაქ. ყველაფერი რუტინული და დამღლელია.
ივნისის დასაწყისში სამსახურიდან მოსულს სახლში ფოსტით გამოგზავნილი წერილი მხვდება. ნალექიან ყავას ვიმზადებ, აივანზე ვჯდები და წერილს ვხსნი.
„ ძვირფასო ევა.
არ ვიცი ბეამ და დანიმ შენი სწორი მისამართი მომცეს თუ არა, ან ამ წერილს ოდესმე თუ წაიკითხავ, მაგრამ იმედი მაქვს წაიკითხავ, იმედი მაქვს რომ მანდ ჩემს ჩამოსვლამდე მოაღწევს.
შენი წერილები ვნახე, გაგეცინება როცა გეტყვი რომ ვიტირე კიდეც, იმიტომ რომ ორივე სულეურად გავფლანგეთ შანსები. რატომ არაფერი მითხარი? მთელი ეს დრო ევა, მთელი ეგ წელი ვცდილობდი როგორმე მიმენიშნებინე რომ მიყვარდი, რომ მადარდებდი. შენ კი როგორცკი მიხვდი გიყვარდი ადექი და მიმატოვე. უსამართლობაა.
ყველაფერი მახსოვს რაც ჩვენს შორის იყო. შენი კოცნის შემდეგ მოწეული სიგარეტის გემოც კი ჯერ ისევ პირში მაქვს. ბათუმში იმ ღამეს რომ შენთვის არ მეკოცნა გავგიჟდებოდი, შენ კი ამ ყველაფერს მუდამ ისე უყურებდი თითქოს შემთხვევით მოხდა. არა და იცი როგორ ვემზადებოდი? კითხვებს გისმევდი,შენგან პასუხების მიღების მოლოდინით რომ იდეალური გარემო მომეწყო ნაბიჯის გადასადგმელად. ჩემთვის ეს ყვეალფერი შემთხვევითობის და გართობის გარდა ყველაფერი იყო.
ხომ იცი არასწორ დროს არასწორი რამეების თქმა როგორ მაშინებს? ამიტომ ვფრთხილობდი, არაფერს გაძალებდი და მეგონა რომ ასე იმ შედეგამდე მივიდოდი ძალიან რომ მსურდა. შენთან ყველაფერს ისე დაკვირვებით და ფრთხილად ვაკეთებდი , სხვადროს არასდროს და არავისთან რომ არ გამიკეთებია.
ყოველჯერზე, როცა იმ წელს ვიხსენებ, როცა ჩვენს პირველ ღამეს ვიხსენებ მიხარია რომ შენთვის თუმდაც წლით იმაზე მეტი ვიყავი ვიდრე მხოლოდ ხაბე. არ ვიცი როგორ აგიხსნა რა ვიგრძენი ,როცა მითხარი ჩემთვის ხაბე მეგობარია, ნოე კი საყვარელიო. უცნაურად რომანტიული იყო იმის გააზრება რომ მე შენთვის ორივე ვიყავი. შენთან ყოფნის სურვილი ისეთი ძლიერი იყო, ახლაც არის, რომ თავს ვერასდროს ვიკავებდი. ალბათ ამიტომაც ახლა, როცა შენს გრძნობებზე ყველაფერი ვიცი და ჩემში საიდანღაც გამბედაობა გაჩნდა შემიძლია გითხრა რომ მიყვარდი, სიგიჟემდე ევა. 4 წელი გავიდა და ამ გრძნობას მაინც ვერაფერს ვუშვები.
გახსოვს? მკითხე მიფიქრია თუ არა როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება
თეკლას და ტომასს რომ არ შევხვედროდით, გითხრაი ზუსტად ვიცი თქო. გეტყვი: მე და შენ ერთად ვიქნებოდით, აი ეგ იყო ჩემი გეგმა იმ წამიდან რაც ივანეს ლექციაზე შემოვედი და დაგინახე. იმ წამიდან რაც შენ, ვარდისფერთმიანი სახეგაბადრული გოგო დაგინახე. მართლა სულელი ხარ , იმიტომ რომ ვერაფერი შეამჩინე. იმდენჯერ მიგანიშნე რომ მომწონდი, ყვავილებს გჩუქნიდი, რბილ სათამაშოებს, წიგნებს რომლებიც ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. თითქმის ყველაფერი გამოვიდა, მერე ადექი და ამერიკაში წახვედი. რომ დაბრუნდი ერთნაირად გატეხილები ვიყავით, ისევ თავიდან ვცადე, ისევ თითქმის ერთად ვიყავით და შენ მიმატოვე , მიამტოვე და გერმანიაში გადახვედი. მუდამ გარბოდი. მე კი არასდროს მოგსდევდი. ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა იმ დღეს მე რომ გითხარი დარჩი თქო და შენ მკითხე „რომ დავრჩე რა?“ მეპასუხა რომ მიყვარდი რომ შენზე ვიზრუნებდი, რომ მუდამ გვერდით დაგიდგებოდი და ოცნების ასრულებაში დაგეხმარებოდი. არ ვიცი რისი შემეშინდა, მაგრამ ხმა გავიკმინდე და ნება მოგეცი კიდევ ერთხელ წასულიყავი.
ღმერთო რა სულელები ვიყავით ორივე. იმ დღეს ხმა რომ ამომეღო...
შენთან ყოფნა ისეთი კარგი იყო, შენი სიცილი მომენატრა, უცნაური დიალოგებიც. შენს გვერდით რომ ვიყავი მეგონა დრო არ იძვროდა.
არ ვიცი ახლა ამ წერილს კითხულობ თუ არა, ან რამ მოგაფიქრა 4 წლის მერე ჩემთვის ამდენი წერილის, ფოტოებისა და ჩემი სამოსისი უკან დაბრუნება, მაგრამ იცი რა? ძალიან კარგია ევა. ცოტაც მოიცადე და მანდ ვიქნები. გპირდები ამჯერად აღარ ჩავფლავდები.
სიყვარულით ნოე.“
ისე ვტირი თითქოს ტირილი რამეს შეცვლიდეს. აქამდე უნდა მექნა ეს, მანამ სანამ სიკვდილი კარზე ცელით მომადგებოდა. სანამ ოსის სამსჯავროდან ანუბისი ამოვიდოდა და ჩემს წაყვანას მოითხოვდა, სანამ ქარონისთვის გადასაცემი ობოლის გამზადებას დავიწყებდე. მანამ უნდა მექნა ,სანამ ....არა ნირვანას ვერ მივაღწევ.
საწოლზე ემბრიონის პოზაში ვწვები და ვტირი, ვტირი გაუჩერებლად, ისე რომ ვეღარ ვიგებ ზუსტად რის გამო. სახლი ისეთი ცარიელია, აქ არც პიანინოა, არც გიტარა, მხოლოდ წიგენბი, მხოლოდ საწოლი და კარადა. ჭურჭელი რომლსი დიდი ნაწილიც არასოდეს გამომიყენებია. სახლში მინდა. სახლში მინდა. მინდა ნიკას ჩავეხუტო და ავუხსნა როგორ ძალიან მიყვარს, მინდა დედას ყვეალფრისთვის ბოდიში მოვუხადო. მინდა დათოსთან ჩავიდე და ჭადრაკი ვეთამაშო. მინდა... სიცოცხლე მინდა! მეტი არაფერი! მხოლოდ სიცოცხლე. იმაზე მეტი დრო ვიდრე წყეული 9 თვეა, იამზე მეტი დრო ნოესთან ვიდრე შემიძლაი რომ ახლა მქონდეს.
არ ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ დილით კაკუნის და ზარის ხმა მაღვიძებს. არავის ველოდები. ფეხზე ვდგები, ზაფხულია და ბრეტელებიანი მაისური მაცვია, რომელიც ისეა ჩაჭრილი ლიფის კიდეები ჩანს, ქვევით კი მოკლე შავი შორტი, ის გუშინ რომლითაც საწოლზე დავწექი, კარს ვაღებ. იქ ის დგას. გრძელი თმით, გაპარსული წვერით , ჟოლოსფერ მაისურსა და მუქ შორტებში, წელზე ქამარი უკეთია, ხელში ჩაფხუტი უჭირავს , რომელზეც ტუჩების სტიკერი აქვს მიწებებული. ოდნავ ვიცინი, რადგან გიჟურ იდეად ჩანს თითქოს ეს ის ჩაფხუტი იყოს წლების წინ ხუმრობით რომ ვაკოცე ზედ და წითელი პომადა დაემჩნა. ნოე არაფერს ამბობს, ჩაფხუტიან ხელს წელზე მხვევს, მეორეს თმაში და უნებართვოთ, მოურიდებლად მკოცნის. მისი ტუჩები ისე მომნატრებია ლამისაა ჩავიკეცო. კანკალით ვხვევ ორივე ხელს სახეზე და კოცნაში ვყვები. კედელს მანარცხებს, წელზე მისმევს და მის ხელებს საჯდომზე ვგრძნობ. ფეხებშორის ისეთ სიმხურვალეს ვგრძნობ იმის გააზრებისას როგორ ვუნდივარ, ამდენი ხნის შემდეგაც კი, რომ არა მისი მკლავები ჩემს წელზე , იქვე ჩავცურდები იატაკზე. ვეღარ ვსუნთქავ! ხაბე მშორდება. ვსწორდები და ვუყურებ.
-წარმოდგენაც არ მქონდა ასე თუ მენატრებოდი.
ხაბეს ხელს სახეზე ვგრძნობ და მერეღა ვხვდები რომ ვტირი. მარილის გემო პირში რომ მქონდა კოცნის დროს ჩემივე ცრემლები ყოფილა.
-მე კი ზუსტად ვიცი ევა როგორ მენატრებოდი.
....................................
მისაღებში ვსხედვართ, ხაბე/ ნოე უკვე მესამე დღეა ჩემთან არის, სამი დღე და ღამეა არ ჩაგვიცვამს. ხაბეს პატარა ზურგჩანთაც კი არ ამოგვილაგებია. ახლა კი დივანზე ვართ გაწოლილები, აივნის კარი ღიაა და თეთრ ფარდას აფრიალებს. ხაბე დივანზე წევს, მე მის ფეხებსშორის და მის თითებს ვეთამაშები. მერე ხაბე იმას მეკითხება, რაც გულს მიქანებს და რეალობაში მაბრუნებს.
-არ მეტყვი ასე მოულოდნელად რატომ გამომიგზავნე ის ყველაფერი? რა მოხდა ასეთი რამაც გაიძულა ყვეალფერი გეღიარებინა?
ცოტახნით ვქვავდები, მერე ნოეს შიშველ სხეულს ვშორდები და მის წინ მუხლებზე ვჯდები. თვალებში ვუყურებ.
-იმან რაც ადამიანებს აიძულებს ყველაფერს თვალი გაუსწორონ.
-მიყვარს როცა ფილოსოფიურ განწყობაზე ხარ.
-არაფრის განწყობაზე არ ვარ ნოე, აღარაფრის. მე...-ნოეც ჯდება, მაიძულებს კალთაში ჩავუჯდე და თმებს ყურსუკან მიწევს.- მელანომა მაქვს. დაახლოებით 9 თვე დამრჩა. ვმკურნალობ, მაგრამ უიმედოდ.-მას სახე ეცვლება, ახლა ისეთ დიდ ტკივილს ვხედავ მის თვალებში აქამდე არცერთხელ რომ არ დამინახავს. ვიცი რომ ცუდად მოვექეცი, ჯერ იმედები მივეცი და მერე ვუთხარი ვკვდები თქო.-ვიცი რომ ძალიან ცუდად მოგექეცი, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა. ისე ვერ მოვკვდებოდი არ მეთქვა რომ მიყვარდი.
ხაბე თავს აქნევს, შუბლზე შუბლს მადებს, მერე შუბლზე მკოცნის. და მე ვიცი ჩემი მფარველი ანგელოზი( თუ ის საერთოდ არსებობს) ჩემთან არის. მის მკლავებში ვბრუნდები, ისევ ისე ვწვები მის სხეულზე,როგორც გვჩვევია, ის ზურგზე წევს, მე მის მუცელზე პირქვე და თავი მის მკერდზე მიდევს. მის გულის ცემას ვუსმენ, რომელიც კიდევ დიდხანს იძგერებს. იატას მსგავსად მასაც ჯერა რომ ყვეალფერი კარგად იქნება, არაფერს ამბობს როგორც სჩვევია, მაგრამ სჯერა. თავს ვწევ და ხაბე მკოცნის.
კოცნისას თვალებს ვხუჭავ!
ვკვდები!
სამყარო მოწითალოა!
მე ვკვდები!
რწმენა არაა!
მე ისევ ვკვდები!
სიცოცხლე მინდა!
მე ისევ ვკვდები!
სიცოცხლე მინდა!
ჯანდაბა ცოტაც და მე მოვკვდები!
მაგრამ ხაბე ჩემთანაა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent