ცის წითელი თმები თავი მეორე
ადამიანი გარდაცვალების შემდეგ რას ხედავს? ან ვის? გამიგია გარდაცვლილს სამოთხის ან ჯოჯოხეთის კარამდე ანგელოზი იმ საყვარელი ადამიანის სახით ევლინება ვინც დაკარგა და ყველაზე მეტად ენატრება. ჩემს წინ მდგარი ანგელოზი მიმტკიცებდა რომ ლაშა- გიორგი იყო. რეალობად ვერ აღვიქვამდი, აუზში ჩემი სხეულს ძებნა დავუწყე, მაგრამ წლის ფსკერზე ვერაფერი დავინახე, არც მოტივტივე წყლის ზედაპირზე... - მარიტა... დამიძახა ისევ. რამდენიმე ნაბიჯი ისე უკან გადავდგი, ისევ გვამის ძებნა დავიწყე აუზში. კანკალს ვერ ვიჩერებდი, ცრემლები უმოწყალოდ მოცვიოდა თვალებიდან... - შენ... შენ საიდან იცი?... საიდან იცი.... ვინ ხარ შენ?...ვინ ხარ!!! - მარიტა მე ვარ... - ხმა გაკმინდე! ის რასაც შენ აკეთებ ახლა... ის რასაც ახლა შენ აკეთებ, ეს ... ეს ბოროტებაა... შენ არ გესმის, არ გესმის, ეს ახლა ჩემთვის რამდენად მტკივნეულია... - ბავშვობაშიც ძალიან გულმავიწყი იყავი... იმიტომაც დაგავიწყდი ვერ მიცანი...მითხარი ნამდვილად ვერ მიცანი? - შენ როგორ მიცანი? - თმებიდან, ჭორფლებიდან... ყველანაირი ძალა გამომეცალა სხეულიდან მეგონა, თითქოს ცას გამოვეკიდე... წონასწორობა დამეკარგა, ლაშამ ორივე ხელით დამიჭირა, ბავშვობაში მარიტა იშვიათად იქცეოდა, რატომ იცით ? იმიტომ რომ ლაშა ყოველთვის იჭერდა პატარა მარიტას, უფლებას არ აძლევდა მუხლები გადაეტყავებინა, როგორც ახლა არ მომცა უფლება წაქცევის, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში ვგრძნობდი რომ ის აღარ იყო ის ლაშა-გიორგი... - შენ ხარ ნამდვილად? ვედრებასავით აღმომხდა... - მე ვარ. - შენ ხარ... ხელი გამომიწოდა... - ნახე, იგრძენი... აქ ვარ მე ვარ მარიტა... ხელზე ხელი მოვკიდე, მის პირდაპირ დავდექი, ის რომ ნამდვილად მას ვეხებოდი ვერ ვიჯერებდი, ხელის თითებიდან დაწყებული სახის ყველა ნაკვთი სათითაოდ შევიგრძენი თითის წვერებით, უფლება რომ მოეცა ყველა წამწამს და თმის ღერს დავუთვლიდი, ნამდვილად ის იყო, ცოცხალი იყო, აქ იდგა ჩემს პირისპირ... ვიცი უფლება არ მქონდა მაგრამ, ვერ გავუძელი, კისერზე ორივე ხელი მოვკიდე და ჩემკენ მოვიზიდე, მჭიდროდ ჩავეხუტე, ისე თითქოს წამით რომ არ მსურდა მისი გაშვება, არ მსურდა კიდევაც.... - აქ ხარ... დაბრუნდი... ცოცხალი ხარ... ვიცოდი... ვიცოდი... წამითაც არ შემშრობია ცრემლი თვალებიდან, ტირილისგან სუნთქვა მიძნელდებოდა, დაჯერება მიჭირდა. - წამოდი მარიტა. მაჯაზე ხელი მომკიდა და ჩაბნელებულ სახლში შემიყვანა, სახლში ძალიან ციოდა, არა კი არ ციოდა ყინავდა, წლების დაგროვილი მტვერი, ყოველი ჩასუნთქვისას მახსენებდა წარსულს... წარსულს ამ სახლში გატარებულს, ბედნიერ მომენტებს, ლაშასთან გატარებულ მომენტებს, ბუხართან გატარებულ დროს... ლაშა გიორგი გარედან შეშით ხელში დაბრუნდა, საიდან იპოვა არ ვიცი, იქნებ წლების უკან საიდანაც ვეზიდებოდით ისევ იყო ორიოდე მორჩენილი? ოსტატურად, უცბათ დაანთო ბუხარში ცეცხლი, მტვრით სავსე დივანზე ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში მივწექი, მოკუნტული, თავი საშინლად მტკიოდა, სისხლი ნელ-ნელა მახმებოდა სველ თმებში...ლაშა ბუხარს ახურებდა, მას ვუყურებდი შემდეგ ამ სახლს, ამ საზიზღარ სახლს ვათვალიერებდი, 15 წლის წინ როგორც დავტოვეთ და გავიქეცით ზუსტად ისევ ისე იყო ყველაფერი... ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა... - შენ ხარ... გამიღიმა, ღვიარებად მცვიოდა ცრემლები უარესად... თითქოს სულს ვღაფავდი და ჩემი სხეული დასამარებას ელოდებოდა... კიდევ გამიღიმა თავი დამიქნია... მისკენ მივიწიე თავი მუხლებზე დავადე... ლაშას ჩემი თმებით თამაში ძალიან უყვარდა, ხანდახან მიწნავდა თმებს, ხან დავარცხნაში მეხმარებოდა, ან კიდევ უბრალოდ შეეძლო საათობრივ მომფერებოდა თმებზე... ჭორფლებს სათითაოდ მითვლიდა სახეზე, მისი ყოველი შეხება ჩემთვის ძილის წამალივით იყო... იმიტომაც მიცნობდა თმებიდან, ჭორფლებიდან. ახლაც ისევე როგორც ბავშვობაში თმებზე მეფერებოდა, მეკი ტირილს უფრო და უფრო ვუმატებდი.... - მარიტა...შშშშ.... მოვედი, აქ ვარ მე ვარ... - აქ ხარ... - ასეა ჭორფლიანო... -მოხვედი... - მოვედი... წამოვიწიე, დივანზე ისე დავჯექი პირდაპირ სახეში რომ მეცქირა.... - ლაშა მე შენ ძალიან... სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი,- ლაშა ... მადლობა ღმერთს.... საუბარი მიჭირდა , სიტყვების წარმოთქმისა მეშინოდა, ან რა შემეძლო რომ მეთქვა? მან ეს შემამჩნია... შემამჩნია რომ მიჭირდა... - კარგი, დამშვიდდი.. სასაუბროდ ბევრი დრო გვაქვს. აღარ იტირო გეყოფა... არც კი მახსოვდა თუ ისევ ვტიროდი.... - ისევ ისეთი მტირალა ხარ მარიტა... შენ რომ წაგიყვანეს, მის მერე სულ ვტიროდი ლაშა, მინდოდა მეთქვა მაგრამ ვერ ვუთხარი, ვერ გავბედე, თითქოს დავმუნჯდი, ან რა უნდა მეთქვა... რა გამართლება მქონდა? პატარა ბავშვს რომელიც დაარწმუნეს თუ ტყუილს ვიტყოდი ლაშას აუცილებლად დამიბრუნებდნენ, მეც ვთქვი, თორემ აბა ჩემთან ტყუილს რა უნდოდა... მინდოდა მეთქვა მაგრამ ვერ ვუთხარი... - ტელეფონი გირეკავს. - არ მაინტერესებს... - დედაშენი ან მამაშენი იქნება. - არ მაინტერესებს. - ინერვიულებენ შენზე. - არ წავალ... -მარიტა. - გთხოვ, აღარ მიგატოვებ ლაშა, გთხოვ , გემუდარები, ცოტახანი შენს გვერდით ყოფნის უფლება მომეცი, გთხოვ.... მეშინოდა მეგონა რომ მოვცილდებოდი მას ვეღარ ვნახავდი, ცრემლით სავსე თვალები დაშრობას არ ფიქრობდა, პირიქით უფრო და უფრო ივსებოდა. - არც მე არ მივდივარ არსად აქ ვარ ახლა უკვე... ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა.... ვუპასუხე. - რა გინდა დედა? - სად ჯანდაბაში ხარ მარიტ? - მითხარი რა გინდა? - დროზე სახლში მოდი, მამაშენს რაღა მოვატყო შენს შესახებ ვეღარ ვიგებ. სად ხარ სასწრაფოდ მითხარი. - არაა თქვენი საქმე. - მომხედე! ნორმალურად ისაუბრე, და სახლში ახლავე დაბრუნდი, იცოდე ხვალ დილით შენი რომელიმე სულელური სურათი რომ ვნახოთ პრესაში კარგი არაფერი მოგივა! ლაშა უკვე ბუხრის ჩაქრობას ცდილობდა, შემეშინდა მასთან მივედი ხელები ჩავკიდე და მუდარა ნარევი ხმით ვთხოვე. - გთხოვ, გთხოვ, არ წავიდეთ გთხოვ, კიდევ ვიყვეთ ცოტახანი აქ... - მარიტა შენ სახლში ბრუნდები. - არა გთხოვ, გთხოვ... - ხვალ მშრალები შევხვდებით ერთმანეთს, შეხედე შენ თავს და შემდეგ მე შემომხედე, გაცივდები მარიტა... - არა არა, არ წავალ, იმიტომ რომ სენ წახვალ დედაჩემის გამო წახვალ, და აღარ დაბრუნდები, ტელეფონს ახლავე გავთიშავ არ შეგაწუხებს ზარის ხმა, ოღონდ გთხოვ არ წახვიდე. ისევ თმებზე მომეფერა, თავზე ხელი დამისვა როგორც ბავშვობაში. მაგრამ თვალებში იგივე სითბო აღარ ჰქონდა... - არ წავალ გპირდები... - მატყუებ. - სიტყვას გაძლევ. - ლაშა- გიორგის სიტყვას მაძლევ. - ლაშა - გიორგის სიტყვას გაძლევ. ლაშა- გიორგი არასოდეს მომატყუებდა, გიორგი მომატყუებდა მაგრამ ლასა გიორგი არასდროს. - ხვალ სად შევხვდებით ლაშა? სად გიპოვი? - შენ სად უნდა მიპოვო იცი მარიტა. თავი დავუქნიე, ბავშვობაში ორივესთვის საყვარელი ადგილი არსებობდა, ტირიფის ხე... - ყელსაბამს დამიბრუნებ? - ხვალ რომ მოგცე? - მაპატიე მაგრამ ხვალამდეც ვერ დაგიტოვებ. - არ მენდობი მარიტა? - ყელსაბამს შენც კი ვერ აიღებ ჩემგან ლაშა. - მართალი ხარ ცემი ყიდვაც კი შეგიძლია შენ მაგრამ მე ამ ყელსაბამის არა ხომ.?? - ასეა.... ლაშა... - ხვალ შევხვდებით. - მპირდები? - ხომ გითხარი სიტყვას გაძლევ. ლაშა- გიორგის სიტყვას... ტანისამოსი ისევ სველი გაქვს, ეს პალტო მოიცვი. თავისი პალტო მხრებზე მომასხა და ორივე გასასვლელისკენ გავემართეთ. სახლის კარები დედამ გამიღო. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, თმებში ჩამხმარ სისხლს ხელის შეუხებლადაც კი ვგრძნობდი. მამაკაცის პალტო კი დარწმუნებული ვარ მის თვალს ძალიან ცუდად ხვდებოდა. - რანაირად გამოიყურები? რა მოგივიდა მარიტა? იკითხა შეშფოთებულმა. - ფეხი დამიცდა პატარა წყლის გუბეში ჩავარდი, მეტი არაფერი. - ნასვამი ხარ მარიტა? ან ეს პალტო ვისია? იკითხა ახლა უკვე გაბრაზებულმა. შემდეგ მუქარაც არ დააყოვნა. - თმებს დაგაგლეჯავ! - დედა მეძინება. - არ ვიცი რას გიზავ გოგო, ნორმალურად გამეცი კითხვაზე პასუხი თორემ მამაშენს გავაღვიძებ და მისთვის მოგიწევს პასუხის გაცემა. - გააღვიძე მიდი. - მარიტა კარგად ხარ? ჭკუიდან შევიშალე ეგონა. - დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ, ბავშვობაში ვიყავი ბოლოს ასეთი ბედნიერი... - შენ გურამ თამაზაშვილის შვილი ხარ მარიტა, უცხო მამაკაცების პალტოებით სახლში ვერ დაბრუნდები. - დღეს ვკვდებოდი დედა... მაგრამ ახლიდან დავიბადე. ვუთხარი და უკვე საძინებელ ოთახთან მისულმა კარები ცხვირწინ მივუხურე. კარს უკან მესმოდა მისი დაძახილი, კარის გაღებას და საუბარს მთხოვდა... 15 წელია ჩვენ აღარ ვსაუბრობთ... *** დილა ადრიან, საუზმის დროს ტელევიზორი თითქმის ბოლო ხმაზე გადმოსცემდა მამაჩემის პოლიტიკური მიღწევების შესახებ... - თუ ღმერთი გწამთ გამორთეთ ეს ტელევიზორი. თავი ისე მტკიოდა საფეთქლებზე ხელის მიჭერაც აღარ მშველოდა... - მართალია მეც აღარ შემიძლია, გამორთეთ. თქვა დედამ. - ქალბატონებო რამდენი ხანია ამ წუთს ველოდები, ბოდიშს გიხდით მაგრამ ამ სიამოვნებას ვერ დავკარგავ. რა უცბათ დაგავიწყდათ ქურდობაში რომ დამადანაშაულე. გამოგვეპასუხა მამაჩემი. - გიხაროდეს მამა სუფთად გამოძვერი ამ საქმიდან. მამამ ისე შემომხედა პირდაპირ ბრაზის ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. - ხელოვნებაზე ვილაპარაკოთ მარიტა? გამომეპასუხა ჩემი ძმა. - გავჩუმდეთ მინდა ჩემო ძმაო... - მამაშენს სამთავრობო ბიუჯეტის ქურდობა დააბრალეს. მითხრა მამამ. - შენ შენს ამომრჩევლებს რა უთხარი მამა? - მადლობა ღმერთს ჩემი ამომრჩევლები ჩემი ქალიშვილივით მოღალატეები არ არიან მარიტა... - თქვენს გვერდით ვინც არაა და თქვენს აზრს არ იზიარებს ყველა მოღალატეა მამა? - მამაჩემი რომ იყოს და ჩვენს გვერდით არ იყოს ისიც მოღალატეა მარიტა. - ზუსტად ამიტომაც, საარჩევნო ფარდის უკან როცა მოვექცევი ხმას არასდროს გაძლევთ თქვენ. - მა ჩაიწყვიტე მარიტა! დამიყვირა მამაჩემმა დაა მაგიდაზე მთელი სიძლიერით დაარტყა ხელი... - ტელევიზორი გამოგვერთო ვთქვი. მაგიდიდან წამოვდექი, წასვლა დავაპირე. - სად მოიდიხარ ? იკითხა დედაჩემმა. - სახელოსნოში დედა. - მეც გასვლას ვაპირებ სახლიდან მე მიგიყვან დამელოდე ერთად მივდივართ. - არავითარ შემთხვევაში. სამზარეულოდან პატარა ხილის ტორტი გამოვიტანე. - ხელში რა გიჭირავს? - სახელოსნოში საჭმელად გავიმზადე. - კარგი მე წაგიყვან გაემზადე. - არ მინდა დედა , ჩემით წავალ ხომ გითხარი. - შენ ნამდვილად სახელოსნოში მიდიხარ? - კარგი შენ წამიყვანე. ლაშა-გიორგისთან შეხვედრას საფრთხეში ჩავაგდებდი, ამიტომ სახელოსნოში მიმიყვანა დედამ, მის წასვლას დაველოდე და სახელოსნოდან გავიპარე, ტორტი სახელოსნოში დამრჩა... არც მას დაურეკავს არც მე დამირეკავს, ვიცოდი სადაც ვიპოვიდი...იმ პარკში ბავშვობა გავატარეთ, უფრო მეტიც ჩვენი სკამიც კი გვქონდა... სწორედ ამიტომ ავაშენებინე მამას სახელოსნო ამ ადგილას.... დავინახე... ჩვენს სკამზე იჯდა და მელოდებოდა... თვითონაც დამინახა ფეხზე წამოდგა და თითქოს გამიღიმა... - ძალიან გალოდინე? - არა, არც ისე. - ნახე გამოვიცანი სადაც გიპოვიდი. შევციცინე თვალებში ღიმილით ბედნიერმა... - რომ მიპოვიდი გითხარი. -მითხარი... სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენს შორის, რა მეთქვა ან რაზე მელაპარაკა არ ვიცოდი, ძალიან მეშინოდა რამე არასწორად არ მეთქვა და წასულიყო.... - გუშინ რატომ წახვედი იმ სახლში მარიტა? - არ ვიცი. - მე რომ არ მოვსულიყავი წყლიდან ამოხვიდოდი? - არ ვიცი. - არავინ არ ჩავა ჭუჭყიან აუზში საცურაოდ... - მართალია.. რაც უნდა ეკითა ახლა ძალიან კარგად ვხვდებოდი, თუმცა რა პასუხი გამეცა ვერ ვხვდებოდი... - სიკვდილი გინდოდა? თვითმკვლელობას ცდილობდი მარიტა? თვალებში ვუყურებდი, რა მეპასუხა არ ვიცოდი, რომ მეთქვა მისთვის რომ მხოლოდ ამ ტანჯვის დასრულება მინდოდა, მკითხავდა რა ტანჯვის... მეკი ამ კითხვაზე პასუხი რომ გამეცა გამბედაობა არ მეყოფოდა... - ადრეც გიცდია ასეთი რამის გაკეთება? მკითხა ხელახლა. - ახალი მომზადებული სენდვიჩები მაქვს სახელოსნოში არ გინდა? გადავიტანე საუბარი. ყოველი შემთხვევისთვის ვეცადე, ისიც აღარ ჩამძიებია. - არა მშიერი არ ვარ. მაგრამ შევჭამ ცოტას. - ყველაზე ძალიან რა გიყვარს? - ყველაზე საყვარელი აღარაფერი გამაჩნია. იმიტომ რომ ზოგიერთმა ცუდმა ადამიანმა, ყველაზე კარგი რაღაცეებიც კი მოპარეს მას... ცრემლები თავისით მცვიოდა... - ნუ ტირიხარ. - არ ვტირივარ... - რატომ ტირიხარ? - მშია და იმიტომ, სენდვიჩის ჭამა მინდა. ეს ტყუილი იყო რომელიც თავისუფლად ტირილის საშუალებას მომცემდა. რაც ჩვენ მისგან მოვიპარეთ იმდენად ბევრი იყო...რას ხედავდა, რას ფიქრობდა ვერ ვიგებდი... რომ ვიტანჯებოდი ხედავდა ეს კი ვიცი... - სახელოსნო მაქვს იცი? - ოცნება აისრულე? არ მანახვებ შენს სახელოსნოს? - მართლა? მართლა გინდა ჩემი სახელოსნოს ნახვა? - თუ გსურს რომ მანახო რა თქმა უნდა. ცოტახანში შავ რკინის კარებთან ვიდექით ორივენი, ეზოში რომ შევედით სხვადასხვა მაღალი ხე აისვეტა ჩვენს წინ... ხანდახან სახლში როდესაც ვერ ვჩერდებოდი აქ მოვდიოდი, რამდენჯერ პიჟამოს ამარაც კი მოვსულვარ. რადგან აქ ჩემი მეორე სახლი იყო, ერთადერთიც შეიძლება ითქვას სახლი სადაც სიმშვიდეს ვპოულობდი. პატარა საძინებელი სამზარეულო და აბაზანა მქონდა ასევე უზარმაზარი სახელოსნოს გარდა, - გინდა, ჩემი საღებავები, ფუნჯები და ფანქრები დაათვალიერო? ვკითხე და ყველაზე დიდი უჯრა გავხსენი. ალბათ, მთელი სკოლისთვის საკმარისი იყო. - არ გაგიკვირდეს, კიდევ უფრო მეტს ვყიდულობ. იმდენი მინდა, რომ ოთახებში ვერ მოთავსდეს. ჩემი ფუნჯები ჩემი თითებივითაა, ამიტომ, როცა ერთ დღეს მოვკვდები... - როდიდან დაიწყე სიკვდილზე ასე ხშირად საუბარი? იკითხა მან. კიდევ ბევრი რამ მქონდა სათქმელი ჩემს ფუნჯებზე, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, გავშეშდი, ცოტა ხანს ვერაფერს ვამბობდი. - დედაჩემის თქმით, მას შემდეგ, რაც ჩემი მხატვრული სული გავაცნობიერე, ყველა მხატვრის მსგავსად, უკვდავებისთვის სიკვდილი მსურს. - და ეს სიმართლე? - არ ვიცი, არასდროს მიფიქრია ამაზე. - რა მოხდებოდა, თუ ამაზე დაფიქრდებოდი? მკითხა ამჯერად. რატომ მისვამდა ამ კითხვებს? რატომ იქცეოდა ისე, თითქოს მხოლოდ მე მაგრძნობინებდა თავს ასე? ჩუმად ვიყავი, მაგრამ ის ჩემგან პასუხს ელოდა. მიყურებდა. - ალბათ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცხოვრება აღარ მინდოდა. - როდიდან? - არ მახსოვს. - იმიტომ, რომ ეს დიდი ხნის წინანდელია? – შეიძლება. - ბავშვი იყავი? - ლაშა, გთხოვ. რატომ ვსაუბრობთ ჩემზე? მოხვედი, აქ ხარ . ახლა ეს ჩემთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი და ღირებულია. შენ დაბრუნდი ლაშა . დამიჯერე ოცნებაც კი შევწყვიტე... გახსოვს? ჩვენი წარმოსახვით სახელოსნო როგორი უნდა ყოფილიყო?... - არ მახსოვს, - სწრაფად თქვა მან. არ მისმენდა; უბრალოდ იდგა და მიყურებდა. მის სახეზე არანაირი ემოცია ან სხვა რაიმე გამომეტყველება არ ჩანდა. ეს იმდენად მტკიოდა, ნეტავ არ დავიწყებოდა რას არ მივცემდი. - რაიმე გახსოვს? ვკითხე აკანკალებული ხმით, უბრალოდ მინდოდა გამეგო ჩემთვის ყველაზე პატარა დეტალიც კი საკმარისი იქნებოდა, საათობით, დაუღალავად შემეძლო ამაზე საუბარი. - არა. გამიმეორა წარბშეკრულმა. - რამე რომ ყოფილიყო დსამახსოვრებელი ჩემთვის წარსულიდან ახლა აქ ვიქნებოდი მარიტა ? როგორ ფიქრობ? - მე არაფერი დამვიწყებია... ვუთხარი მე მისგან განსხვავებით. - ხანდახან ჩემი სახელიც კი მავიწყდება, მაგრამ შენ შესახებ არაფერი დამვიწყებია. შენნაირი გულმავიწყი არ ვარ, გეფიცები, არაფერი დამვიწყებია. - კარგად რომ გამოგკვებეს და იმიტომ მარიტა. - რა? ვერ მივხვდი რა მითხრა... - არაფერი. - შენ ასეთ შეკითხვებს რატომ მისვამ მარიტა? ვერ მივხვდი? წარსულის დამახსოვრება რამეს შეცვლის? - მაინტერესებს, წლები გავიდა ლაშა მაინტერესებს... - მე დაკარგული კი არ ვიყავი რომ გაინტერესებს.... 15 წელი ციხეში გავატარე უდანაშაულოდ, დანაშაულისთვის რაც არ ჩამიდენია მარიტა... ხელი ყველგან მიგიწვდებათ მიპოვიდი რომ ჩასძიებოდი ჩემს ამბავს ხომ ასეა?! არ გინდა გთხოვ... ნუ ტირი მარიტა... ტირილს თუ გააგრძელებ მაშინ შეკითხვებს ნუღარ დამისვამ, ნუ დაინტერესდები. თეფშზე სენდვიჩი დამანახა... - ნახე მოვედი, სტუმრად გეწვიე. არავისი არ მეშინია. მტრის სახლში ვარო არ მითქვამს, მტრის ლუკმას ვიზიარებო არ აღმინიშნავს, თუ ძალიან გაინტერესებს რაც შენ არ იცი იმ მომენტებს მოგიყვები ჩემი ცხოვრებიდან, რაც თავს გადამხდა 15 წლის მანძილზე, გინდა? ისევ დამაძალე რომ ყველაფერი გავიხსენო? ისევ ჩამეძიები? გუშინ ხომ გავიხსენე მარიტა მეტი რაღა გინდა? რაგინდა რომ მახსოვდეს პირდაპირ მითხარი. გეუბნები არ მახსოვს არაფერი წარსულიდან! გაბრაზებული წამოდგა მაგიდიდან, ტელეფონს დახედა, ალბათ საათს ამოწმებდა რამდენი ხნის მანძილზე შეძლო ჩემი გაძლება, მტრის შვილის ცქერა, მისი მტრის ცქერა... - თუ ყველაფერი დაივიწყე რატომ დაბრუნდი ლაშა? - მართალი ხარ, ჩემი წასვლის დროც მოვიდა. - რატომ? სად მიდიხარ? - საქმე მაქვს. - წვიმას აპირებს ახლა არ წახვიდე, გადაიღოს და მერე წადი. - უფრო უკეთესი, ვივლი წვიმაში, გუშინდელს მერე არ დავსველებულვარ. პალტო წამებში მოიცვა და გარეთ გავიდა ოთახში მარტო დავრჩი, წამებში გამახსენდა რომ მისთვის ტორტი არ შემითავაზებია, მართალია მისი საყვარელი ტორტი ხილისაა რომაა არ ეხსომება მაგრამ მაინც. პატარა ყუთში ჩადებულ ტორტს ხელი მოვკიდე და მეც გარეთ გავიქეცი რომ დავწეოდი. - მარიტა რას აკეთებ? წვიმს სახლში დაბრუნდი. - მთლად უკეთესი, გუშინდელს შემდეგ მეც არ დავსველებულვარ, შენთან ერთად ვივლი. კინაღამ დამავიწყდა. ყუთი დავანახე... - რა დაგავიწყდა? - ხილის ტორტი გაგიკეთე... ჩანგალი არ მაქვს, მაგრამ ხელით შეგიძლია ჭამო. ყუთიდან ამოვიღე რომ მისთვის მიმეწოდებინა... ხელი დამესვარა ხილის ჯემით რომელიც დილით მოვასხი დაკვირვებით და დიდი მონდომებით ლამაზად რომ ყოფილიყო, ყველანაირად ვეცადე არ დამსვროდა თეთრი ზედა რომელიც დილით ჩავიცვი რადგან დედაჩემი ყოველ ჯერზე ტანისამოსის მდგომარეობით მაფასებდა... არ გამომივიდა რადგან ჩვენს უკან საშინელი სისწრაფით მომავალი მანქანა წამებში გამწუწავდა. - მარიტა! გავიგე ყვირილი... თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა, წონასწორობის შენარჩუნება ვერ მოვახერხე, ტალახიან გუბეში ჩავარდი, ყველაფერი დამესვარა, მხარში საშინელი წვა და ტკივილი ვიგრძენი თითქოს ნახევარი მხარე მომაცალეს, შენობების სილუეტი ბუნდოვანი გახდა, ლაშა გიორგი კი გადამეფარა მაგრამ თვალებში არ მიყურებდა, ჩემს მარცხენა მხარს უყურებდა საიდანაც მომდინარე თბილი , ბლანტი სითხე ელვის სისწრაფით სვრიდა ჩემს თეთრ სვიტრს... ხილის ტორტი რომელიც ლაშა გიორგის გავუკეთე მის ფეხებთან ეგდო...სიბნელე ნელ ნელა ისადგურებს ჩემს თვალებში, რატომ ვერ ხვდები ლაშა ხომ თვალებში არ მიყურებდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



