ბედის ირონია
ქუთაისში ჩასვლისთანავე მარიამმა კახას დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. ნაწილობრივ. -ეგ ნაბ*ჭვარი! იქამდე არ მოსვენა სანამ არ დაკავეს- გამოსცრა კბილებში გაგიჟებულმა კაცმა და საუბრის დასრულებისთანავე ტელეფონი კედელს შეახეთქა. -რა მოხდა?! ამ დილაადრიან რამ გაგაგიჟა?- უემოციო ტონით ჰკითხა სოფომ ქმარს და საწოლიდან უენერგიოდ წამოდგა -რა მოხდა? შენი საყვარელი შვილი დააკავეს. აი რა მოხდა! -უყვირა კახამ და აკანკალებული ხელებით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა -რას ნიშნავს დააკავეს?!- დაიბნა სოფო -ავარია მოსვლია მთვრალს -რაა?!-სასოწარკვეთილი ქალი დივანზე უღონოდ ჩამოჯდა -მიდი დროზე მოემზადე და წავიდეთ -ვინმეს დაეჯახა? -ჯერ არ ვიცი -კახა... -სამე საშინელება რომ მომხდარიყო მეტყოდა მარიამი -მან დაგირეკა არა?- წამიერად ზიზღის ნაპერწკლები გაკრთა სოფოს თვალებში -ჰო მან დამირეკა -ეგ გოგო...-სოფო! -რაც მოხდა ყველაფერი მისი ბრალია! -საიდან მოიგონე?! -ეგ აგიჟებს გეგას! მერე კი ათას სისულელეს აკეთებს... -შენც მაგიჟებ! მაგრამ მე სახლიდან გაქცევის ნაცვლად საწოლში ვაგვარებ ჩვენს პრობლემებს! ასე რომ... - გამომწვევი ტონით უთხრა კახამ დივანზე მჯდომ ცოლს და ნელა მიუახლოვდა. -კახა ნუ სულელობ- დაიბნა სოფო, როცა ვნება მორეული კაცი მოულოდნელად მისკენ დაიხარა და ტუჩებში აკოცა -რომ არა შენი გამოს*რებული შვილი ხვდები ახლა რაც მოხდებოდა ხო? - ... -სოფო?! -ვხვდები- ღიმილით უთხრა თვალებანთებულმა ქალმა, რომელსაც უცრად ხასიათი გაუფუჭდა და აღელვებული ფეხზე წამოდგა- უნდა წავიდეთ! -დაბლა დაგელოდები -კარგი -არაფერზე ინერვიულო! ყველაფერს მოვაგვარებ...მოვაგვარებ...გპირდები! -ძალიან მეშინია -საუკეთესო ადვიკატს ავუყვან -მისი გამოყვანა რომ ვერ შეძლო? -მოდი წავიდეთ, სანამ ყველა გაიღვიძებს რომ ახსნა-განმარტებების გაკეთება არ დაგვჭირდეს... დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ -კარგი. სახლში მისვლისთანავესახლში მისვლისთანავე ჩემოდნებს მიაჩერდა სოფო და უმისამართოდ იკითხა -ეს რა არის? -იცი მე და დედა ბებოსთან ვიყავით- მომღიმარი სახით უთხრა ვაჩემ და მასთან მიირბინა -ეს რას ნიშნავს?- მოიღუშა სოფო და ზიზღით სავსე მზერით გახედა მარიამს -სოფო!- თვალები დაუბრიალა კახამ ცოლს -ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება?- ვერ მშვიდდებოდა გაავებული ქალი -მე აგიხსნით-უეცრად სამზარეულოდან გამოვიდა ანა- როგორც იცით გუშინ წინ ღამე თქვენმა ვაჟმა და მარიამმა იჩხუბეს. -ვიცი მერე? -ამიტომ ბარგი ჩავალაგე და სახლიდან წავედი-როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა მარიამმა და ხმა ამოიღო -უკან რატომ დაბრუნდი? -წარბი არ შეუხრია სოფოს ისე ჰკითხა -იმიტომ რომ პოლიციიდან დამირეკას და მითხრეს რომ გეგა დააკავეს -მერე რაა?- ირონია გაერია ხმაში სოფოს-დღეს იქნება თუ ხვალ გამოუშვებენ! შენი უკან დაბრუნება საჭირო არ იყო -სოფო გეყოფა-წამოენთო კახა -თან თუ გეყო გამბედაობა და სითავხედე რომ სახლიდან სიტყვის უთქმელად წასულიყავი, მაშინ...-მაშინ რა- საუბარში ჩაერია ანა -იქ უნდა დარჩენილიყავი!- სოფომ ანა დააიგნორა და გაწყვეტილი წინადადება მაქსიმალირა დმშვიდი ტონით დაასრულა- თან... იქნებ გეგასაც მობეზრდი და შენი უკან დაბრუნება... -იცით თქვენი შვილი რატომ დააკავეს?- ვერ მოითმინა ანამ და საუბარში ისევ ჩაერია- იმიტომ რომ უგონოდ მთვრალი დაეჯახა სხვა მანქანას რომელშიც ახალგაზრდა გოგონა და მისი მცირე წლოვანი შვილი ისხდნენ -რაა?!- უმისმაართოდ იკითხა სოფომ და როცა ანას ნათქვამი სიტყვების სიმძიმე გაიაზრა დივანზე უღონოდ დაეშვა -მარიამ შვილო ამ დილით რატომ არ მითხარი რომ...-აღელდა კახა -არ მინდოდა რომ გენერვიულათ... ვიფიქრე სახლში რომ მოხვდიდით მერე მოგიყვებოდით ყველაფერს დაწვრილებით. -იცით როგორ არიან ის დედა-შვილი ახლა? -ბათუმში წასვლას ვაპირებდი... მაგრამ...ვიფიქრე ჯობდა თქვენ დაგლოდებოდით - ჩამწყდარი ხმით უთხრა მარიამმა მამამთილს და მორიდებით შეხედა სახეში. -სწორად მოიქეცი. -კახა ახლავე წავიდეთ და გავიგოთ სად არიან, ან როგორ არიან ის დედა-შვილი. იქნებ გეგაც ვნახოთ. დღესვე ავუყვანოთ ადვოკატიც -ადვიკატი? -აფეთქდა კახა - ?! -ვერ გაიგე რა თქვეს გოგოებმა? შენი დაყ**ვებული შვილი მთვრალი დაეჯახა დედა-შვილს მანქანით! -მერე რა, ძალით ხომ არ გაუკეთებია...შემთხვევით მოხდა- თვალები ცრემლებით აევსო სოფოს -კარგი მიდი მანქანაში ჩაჯექი მეც ახლავე მოვალ- მკაცრი ტონით უთხრა კახამ ცოლს და მარიამს გახედა დაღლილი სახით-შენც წამოხვალ შვილო? -თქვენ თუ საჭიროდ თვლით რომ წამოვიდე... -ჯობია სახლში დარჩე და ბავშვს მიხედო!-საუბარში ჩაერია სოფო. -მარიამ შვილო, წამოსვლა თუ გინდა, წამოდი... -არა ჯობია დავრჩე -კარგი როგორც გინდა, სასამართლო პროცესამდე გეგას ნახვის უფლებას მაინც არ მოგვცემენ და- უემოციო ტონით თქვა კახამ და ცოლს გახედა-წავიდეთ. -რა აუტანელი ქალია ღმერთო- თვალები აატრიალა ანამ როცა კახა და სოფო ეზოში გავიდნენ. -შენთან კიდევ თავს იკავებდა. -ბარბარეც მისნაირი აუტანელია? -არა-გაეღიმა მარიამს-ბარბარე ძალიან საყვარელი გოგოა. -მართლა? მე რატომღაც სწერვა მეგონა -თავიდან მეც ასე მეგონა მაგრამ... -ესე იგი ტიპიური მული არაა -არა! -წელს ჩააბარა არა? -კიიი -რაზე სწავლობს? -სამედიცინოზე. -დედამისმა დააძალა? -რა თქმა უნდა... -არადა რა კარგად ხატავს! -მას მერე არ ყოფილა აქ რაც სწავლა დაეწყო -რატომ არ შეეწინაადეგა დედამისს თუ სამედიცინოზე სწავლა არ უნდოდა? -ვერ შეძლო. -ამ ქალს ყველა თავის ჭკუაზე რანაირად დაჰყავს?- შეიცხადა ანამ -აზრზე არ ვარ. -ბარბარეზე მეტად ალბათ გეგას აკონტროლებს. -ასეა. -საშინელებააა! ტიპი 26 წლისაა და -უკვე 27-გაეღიმა მარიამს -და ჯერ კიდევ დედა აკონტროლებს. -ყოველთვის იცის სად და ვისთან ერთადააა... გამუდმებით ურეკავს როცა სადმეა წასული. -დედკოს ბიჭია რა ქნას- ირონიული ტონით თქვა ანამ და და დივანზე მავედრებელი სახით ჩამოჯდა -კარგი ხო გაგიკეთებ ყავას-ბუზღუნით უთხრა მარიამმა და სამზარეულოში შევიდა. მალევე დაბრუნდა უკან 2 ჭიქით ხელში. -აუუუუ, ძააან დიდი მადლობა- გაბრწყინებული თვალებით მიუახლოვდა ანა ბიძაშვილს და ჭიქა გამოართვა. -დედიკო ჩემი სპაიდერმენი მინდა ამოვიღოთ რაა ჩანთიდან- შეეხვეწა ვაჩე დედას როცა კუბიკებით თამაში მოწყინდა. -არ მახსოვს რომელ ჩანთაში ჩავდე- დაღლილი ხმით თქვა მარიამმა და როცა ვაჩეს თვალებზე ცრემლები დაინახა მაშინვე ფეხზე წამოდგა და ჩანთები გახსნა, მალევე იპოვა საჭირო ნივთი და გაუწოდა. -მადლობა დედიკო-გაუღიმა ვაჩემ და გახარებული ლეკვთან ერთად ეზოში გაიქცა. -რას ფიქრობ, ამოვალაგოთ ჩანთები მარიამ? -არ ვიცი. - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



