რეპუტაციის თამაში 9 (18+)
როგორც ყოველთვის, დაღლილობის შეგრძნებით გაეღვიძა, როცა მზის შუქი საძინებლის ფარდებიდან შემოიჭრა. ტელეფონს დახედა _ 9:37. იმაზე გვიან, ვიდრე აპირებდა, მაგრამ მაღვიძარას არ დაურეკავს. ან გამოეპარა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ორშაბათამდე უპასუხა მეილებისთვის და ერთი კონტრაქტისთვისაც გადაეხედა. ხალათი მოიცვა და მისაღებისკენ წავიდა, გონებაში უკვე დღის გეგმას ალაგებდა. ჯერ ყავა. მერე საქმე. მერე... შეჩერდა. მიშო სასადილო მაგიდასთან იჯდა ლეპტოპით. _დილა მშვიდობისა_ფრთხილად თქვა. _დილა,_უპასუხა და სამზარეულოსკენ წავიდა, ზედმეტად კარგად გრძნობდა, როგორ აყოლებდა მზერას._მეგონა, ოფისში იქნებოდი. _შაბათია. _და როდის გაჩერებდა ეს?_კარადიდან ჭიქა გამოიღო და ყავის კეთებას შეუდგა, მექანიკურ მოძრაობებზე იყო კონცენტრირებული, ოღონდ მისთვის არ შეეხედა. _შენ როდიდან გაჩერებს? არ უპასუხა, უბრალოდ დაელოდა, სანამ ყავის აპარატი მუშაობას დაასრულებდა. უკვე ჩვეული სიჩუმე ჩამოდგა - მძიმე, საშიში. თითქოს ქარიშხლის წინა სიმშვიდეს ჰგავდა, რომლის მოახლოებასაც გრძნობ, მაგრამ ჯერ ვერ ხედავ. _კარგად გეძინა? კითხვა ისეთი ჩვეულებრივი იყო, მათი ურთიერთობისთვის უჩვეულოდ უბრალო, რომ მისკენ შებრუნდა. _კი. რატომ? _უბრალოდ ვკითხულობ. _ჩვენ ერთმანეთისგან „უბრალოდ“ არაფერს ვკითხულობთ, მიხეილ. რა გინდა? მამაკაცმა ლეპტოპი ნელა, გააზრებულად დახურა. _საუზმობას აპირებ? _აი, ისიც - ნამდვილი კითხვა._ჭიქა დაანახა. _ყავა საუზმე არ არის. _მადლობა ამ კვებითი განათლებისთვის,_მწარედ ჩაიღიმა და მოსვა._ექიმებსაც აუცილებლად შევატყობ. _ ელენე! _შენს საქმეს მიხედე._საძინებლისკენ წავიდა. _თითქმის აღარ ჭამ. _უკაცრავად?_გაბრაზებული უცებ შემობრუნდა. _საჭმელს ტოვებ, თავს იმართლებ, ყავით ცხოვრობ და... _მაკვირდებოდი? ჩემს კვებას აკონტროლებ, როგორც ვინ - მზრუნველი ქმარი? ორივემ კარგად ვიცით, რომ ასე არ არის. _აბა რა არის? _ძალაუფლების თამაში._ჭიქა მაგიდაზე ისე დადგა, რომ ყავა გადმოიქცა. _ცდები, უბრალოდ ვცდილობ..._წამოდგა, აშკარად გაღიზიანებული. _რას? დამეხმარო?_მწარედ გაეცინა. _ისე, როგორც დამეხმარე, როცა ეს ქორწინება მაიძულე? როცა ჩემი პროფესიული ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციე? როცა ჩვენს შორის ყველაფერი ბრძოლის ველს დაამსგავსე? ექვსი თვეა მხოლოდ იმას მცდილობ, რომ დამსაჯო, მიშო. თავს ნუ მომაჩვენებ, ვითომ ახლა უცებ ჩემი კეთილდღეობა გაწუხებს. _ყოველთვის მაწუხებდა... _შეწყვიტე._ყავა აიღო, ხელები ოდნავ უკანკალებდა._რაც არ უნდა იყოს, ეს უეცარი მზრუნველობა არ მინდა, არ მჭირდება, და მით უმეტეს, არ მჯერა. _ ელენე, გთხოვ... _სამუშაო მაქვს._ოთახისკენ წავიდა._დღეს საღამოს საქველმოქმედო გალაა, რომელსაც, როგორც ჩანს, უნდა დავესწროთ. რომელ საათზეა? _შვიდზე._ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა, მიხვდა, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. _კარგი, ნახევრისთვის მზად ვიქნები. კარი დახურა და ზურგით მიეყრდნო, თვალდახუჭული. გული სწრაფად უცემდა - ბრაზი და რაღაც სხვა გრძნობა, რომელზეც სახელის დარქმევა არ უნდოდა, მკერდში ირეოდა. სარკეში საკუთარ თავს შეავლო თვალი - ხალათი თავისუფლად ეკიდა, მკვეთრი ლავიწი, ფერმკრთალი სახე, მხოლოდ ბრაზის ფერი ლოყებზე. კარგი. დაიკლო წონაში. ხდება ხოლმე. სტრესი ამას აკეთებს. გაუმკლავდებოდა. ყოველთვის ასე იყო. ისევე, როგორც გაუმკლავდებოდა დღევანდელ გალას, ორშაბათის საბჭოს სხდომას და ყველაფერს, რაც შემდეგ მოუწევდა. მისი დახმარების გარეშე. საერთოდ, ვინმეს დახმარების გარეშე. ლეპტოპი აიღო და ისევ საწოლში შეძვრა, მუშაობის გადაწყვეტილებით. ცდილობდა, დაევიწყებინა შეშფოთებული მზერა, არასასურველი კითხვები და საკუთარი თავის ის მოღალატე ნაწილი, რომელსაც სულ ცოტა აკლდა, დაეჯერებინა, რომ მისი მზრუნველობა გულწრფელი იყო… *** _ელენე!_გიორგი მაისურაძე მის გვერდით გამოჩნდა, როცა მიმტანს მესამე თუ მეოთხე ჭიქა შამპანურს გამოართვა._დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები. _მმმ,_კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და ოთახის მეორე მხარეს მდგომ მიშოს გახედა. _მართლა? _როგორც ყოველთვის. თუმცა, უნდა აღვნიშნო, ბოლო დროს კონსორციუმის შეხვედრებზე იშვიათად გხედავ. _იმიტომ, რომ თქვენი შეხვედრები მოსაწყენია,_სიტყვები მანამდე წამოცდა, სანამ თავს შეაჩერებდა._მტკივნეულად მოსაწყენი. გასულ კვირას ორმოცდახუთი წუთი პრეზენტაციის შრიფტის არჩევაზე ილაპარაკეთ. მაისურაძე შეყოვნდა, პირდაპირობით გაოგნებული. _მე_ანუ, ბრენდინგი მნიშვნელოვანია... _ეს შრიფტია,_ჭიქა ჰაერში ააქნია, შამპანური სახიფათოდ მიუახლოვდა კიდეს. _უბრალოდ შრიფტი. შეგიძლია, აირჩიო Arial და ცხოვრება გააგრძელო. სანამ მამაკაცი პასუხის გაცემას მოასწრებდა, ელენემ ზურგს უკან ნაცნობი სურნელი იგრძნო. _გიორგი,_მიშოს ხმა სასიამოვნო იყო, თუმცა ხელები წელზე ძლიერად უჭერდნენ _ცოტა ხნით მეუღლე უნდა ვითხოვო. _რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, _მაისურაძე აშკარა შვებით გაეცალა. მიშომ ტერასისკენ წაიყვანა. _რამდენი დალიე? _საკმარისი არა, რომ შენთან გამკლავება შევძლო, _ტერასაზე გავიდა, გრილმა ღამის ჰაერმა სახეზე მოწოლილი სიცხე ჩაუქრო._ან, შესაძლოა, ზედმეტად ბევრი. მონაცემები არაზუსტია. _ელენე,_მისკენ მოაბრუნა და დაინახა, როგორ ებრძოდა ღიმილს._მთვრალი ხარ. _სასიამოვნოდ მოდუნებული. _იმიტომ გეკიდება, რომ აღარაფერს ჭამ. _ახლა არ დაიწყო. _ღმერთო, გამაძლებინე. _შენ შემირთე ცოლად. _ნუ მახსენებ! სანამ საკმარისად მახვილ პასუხს მოიფიქრებდა, ტერასის კარები გაიღო და მუსიკალურმა სიცილმა მისი სასიამოვნო თრობა წამში გააქრო. _აი, აქ ყოფილხართ!_მარიამ ჩიქოვანი ტერასაზე შემოფრინდა._ყველგან გეძებდით. _მარიამ, _მიშოს ხმა შეიცვალა - დათბა იმგვარად, რომ ბერიძეს მკერდში საშინლად უსიამოვნო შეგრძნებამ გაჰკრა. _დამპირდით, რომ ვისაუბრებდით,_გოგონა მასთან მივიდა და ელენეს არსებობა სრულად დააიგნორა. _არ მახსოვს_თქვა მამაკაცმა, ისე, რომ მეუღლისთვის თვალი არ მოუშორებია. ნაძირალა, მის რეაქციას ამოწმებდა. _ძალიან მაინტერესებს ვაკის პროექტი, მამაჩემი ამბობს, რომ... ელენემ ტერასა გადაკვეთა და მიშოს წელზე უკნიდან შემოეხვია. ნიკაპი მხარზე დაადო, ღიმილი გატეხილი მინისავით მკვეთრი ჰქონდა. _მარიამ. რა სასიამოვნოა, _თქვა ოდნავ დაბინდული ენით. _თუმცა ვშიშობ, ახლა ჩემი ქმარი დაკავებულია._სიამოვნებით იგრძნო, როგორ დაიძაბა მის შეხებაზე. _ოჰ,_ამოილუღლუღა გოგონამ _არ მინდოდა ხელის შეშლა. _თუ გინდა, დარჩი, მაგრამ... _მე...რას ამბობთ. სასიამოვნო იყო. ჩიქოვანი გაიქცა და როგორც კი კარები დაიხურა, მიშო ელენეს მკლავებში შებრუნდა, კმაყოფილი ღიმილით. _ეჭვიანობთ, ქალბატონო ბერიძე? გოგონა მაშინვე მოშორდა. _მეტი საქმე არ მაქვს, მაგრამ საჯაროდ მინისტრის ქალიშვილთან შენი პატარა ფლირტის მოთმენას არ ვაპირებ. _აჰა,_ნელა მიუახლოვდა,_ანუ საქმე მხოლოდ რეპუტაციას ეხება. _კიდევ რას უნდა ეხებოდეს? _არ ვიცი, ელენე, შენ მითხარი. ადამიანს უბრალოდ საუბარი უნდოდა. _დრო რომ მიმეცა, ზედ აგეკრობოდა._ზიზღით ჩაილაპარაკა. _და შენ მხოლოდ ის გაწუხებს, რომ ხალხი ილაპარაკებდა? _შენ როდის გაინტერესებდა, მე რა მაწუხებს? _თემის გადატანა სცადა, რადგან საუბრის გაგრძელება უკვე ძალიან საშიშ ჩანდა_სახლში მივდივარ. _კარგი, წავიდეთ. _თვითონაც შემიძლია... _ფეხზე ძლივს დგახარ და მაინც მეკამათები._მტკიცე ხმით უთხრა._გადაწყვიტე, შენი ნებით გამომყვები თუ... უნდოდა ეკამათა, მაგრამ ოთახმა ტრიალი დაიწყო და მისი ხელი ზურგზე ამ მომენტში ერთადერთი მყარად მდგომი რამ იყო მის სამყაროში _კარგი, _ჩაიბურტყუნა. _მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ჩხუბის თავი არ მაქვს. მანქანაში ფანჯარას მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მოძრაობამ დაამშვიდა და თავს უფლება მისცა, ცოტათი გათიშულიყო. რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ, ვერ იაზრებდა, ავტომობილი გაჩერდა. ელენემ თვალები გაახილა და კაშკაშა შუქებს დააკვირდა. _ეს ჩვენი სახლი არ არის. _რა დაკვირვებული ხარ. _ეს... მაკდონალდსში რა გვინდა? _მაგას თვითონ გვკითხავენ._მინა ჩამოწია. _მოგესალმებით, დღეს რას მიირთმევთ?_თანამშრომლის ხმა მალევე გაისმა. _ბიგ თეისთის მენიუ კოკა-კოლასთან ერთად._თქვა მიშომ.._და შენ? _არაფერი მინდა._უკვე ოდნავ გამოფხიზლებული გამართულად დაჯდა. _და ჩიზბურგერი საშუალო ფრით და მარწყვის მილკშეიკი. _მიხეილ! _სულ ეს არის!_მეორე ფანჯარასთან გადაინაცვლა._ბარათით გადავიხდი. _დამეხმარეთ._ელენე წინ გადაიწია და ჩუმად უთხრა თანამშრომელს._მომიტაცეს. _შენ თვითონ თქვი, „თანახმა ვარო“, დაგავიწყდა?_მიშომ ძალით გაიღიმა და ბეჭედზე ანიშნა. _მაიძულა! ქორწინებაც და ახლა კვებასაც მიკონტროლებს, შეშლილია! _დადასტურებულია, მომდევნო ფანჯარასთან მოგაწოდებთ._გოგონას, ცხადია, სერიოზულად არ მიუღია მისი ნათქვამი. _გეფიცებით, დამემუქრა..._მანქანა უკვე დაძრული იყო, ვიდრე წინადადებას დაასრულებდა._რატომ არ მისმენს არავინ? _მე მოგისმენ, როცა ჭამას დაასრულებ. _მენეჯერს მადლობა გადაუხადა და უახლოეს პარკინგზე გაჩერდა. _არ მინდა-მეთქი. _ელენე! _არ ვაპირებ იმისთვის ვჭამო, რომ შენ სინდისი დაიმშვიდო. _ჩემთვის არაფერს გააკეთებ ვიცი, უბრალოდ გთხოვ. ბოლო სიტყვამ აშკარად იმოქმედა, მაგრამ არ დაუშვებდა, რომ მამაკაცი მიმხვდარიყო, რამდენს ნიშნავდა. _მართლა გგონია, რომ საკვების მეშინია?_გაიცინა, ბურგერი ხელიდან გამოგლიჯა და აგრესიულად ჩაკბიჩა. _აბა, როგორია? _მაკდონალდსია, რას ელი?_მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთი ლუკმა გადაყლაპა._როგორც ყოველთვის. _როგორც ყოველთვის._მიშომ თვალი ღიმილით გააყოლა და თავისი პარკიც გახსნა. _ნუ გამოიყურები ასე თავმომწონედ._ფრი აიღო._ეს არ ნიშნავს, რომ მართალი იყავი. _რა თქმა უნდა, არა._ცდილობდა, აღარ გაცინებოდა იმის ყურებაზე, როგორ ჭამდა ჯიუტად ჩუმად და იმაზე სწრაფად, ვიდრე უნდოდა. როცა სახლს მიაღწიეს, უკვე სრულად გამოფხიზლებულიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ახლა კარგად აცნობიერებდა, რა გააკეთა. _დღეს რაც მოხდა..._გაუბედავად, მაგრამ მაინც დაიწყო, არ სურდა, გარკვევა მეორე დღისთვის გადაედო. _რა მოხდა დღეს?_მამაკაცმა წყალი მშვიდად მოსვა. _იცი, რაც... _ბევრი რამ მოხდა, რას გულისხმობ?_აშკარად ეტყობოდა, ერთობოდა და არ აპირებდა, დამხმარებოდა. _ეს...მთვრალი ვიყავი. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. _ზუსტად იცოდი, რასაც აკეთებდი._კედელზე მიყრდნობილს ნელა მიუახლოვდა. _გინდოდა მარიამისთვის გეჩვენებინა, ვის ვეკუთვნი. _მე არ..._თავის მიბრუნება სცადა, მაგრამ ხელი ნიკაპზე მოკიდა და აიძულა, თვალებში შეხედა. _ნუ იტყუები, ელენე. ამაზე მაინც. _არ ვიტყუები. უბრალოდ..._ტუჩები დაუფარა, ვიდრე წინადადების დასრულებას შეძლებდა. უხეშად კოცნიდა და გოგონაც აძლევდა საკუთარ თავს უფლებას ეპასუხა, ეგრძნო ის ვნება, სურვილი და სასოწარკვეთილი მოთხოვნილება, რომელიც თვეების განმავლობაში გროვდებოდა. შემდეგ რეალობა შეეჯახა და თავი გვერდზე გადახარა. _არ შეგვიძლია. ეს... _ვიცი._ტუჩებმა კისერზე გადაინაცვლეს._სიგიჟეა...შეცდომა...ვინანებთ_წყვეტილად იმეორებდა მის სიტყვებს და თითოეულს კოცნა მოჰყვებოდა._არ მაინტერესებს. _მე მაინტერესებს._მკერდზე შეახო თითები, ყოველგვარი ძალის გარეშე._მიშო, გაჩერდი. _არ გინდა, რომ გავჩერდე._მისმა ხელებმა ელვა იპოვეს._უბრალოდ ძალიან ამაყი ხარ ამის აღიარებისთვის. _ასე არ მინდა..._მძიმედ ამოისუნთქა, როდესაც გრილი ჰაერი მის გახურებულ კანზე მოხვდა._არც შენ, უბრალოდ ჩემს დასჯას ცდილობ. _ეს სასჯელს ჰგავს?_კაბა მხრებიდან ჩაასრიალა და კვლავ თვალებში ჩახედა. უნდოდა, ღმერთო, საშინლად უნდოდა მოეტყუებინა, მაგრამ სიტყვების ფორმირება ვერ შეძლო. _არა, უბრალოდ არ გაქვს უფლება... _ის მივიღო, რაც ჩემია? _შენი არ ვარ!_მექანიკურად პასუხობდა, იმის მიუხედავად, რომ მისი ჩურჩული გონებას აკარგვინებდა. _არა?_მსუბუქად აიტაცა იატაკიდან და ჩაეცინა, როცა მისი ფეხები ინსტინქტურად წელზე შემოხვია._მაშინ რატომ მეხუტები ასე? _უბრალოდ კუნთოვანი მეხსიერებაა._კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისი სიამაყის გადასარჩენად, რომელიც ღმერთმა იცის, ვის დაკარგვოდა._დამსვი...სად...ჩემს ოთახში არა. _ჩვენს ოთახში._შეუსწორა და კარი მხრებით გააღო._დავიღალე საკუთარ სახლში სტუმარივით ყოფნით._საწოლზე ფრთხილად დასვა._კომფორტული ყოფილა, აქამდე სად ვიყავი? _ეს ჩემი სივრცეა..._ელენემ უკან დაიხია, ისე, რომ თვალი არ მოუცილებია მამაკაცისთვის, რომელმაც პიჯაკი ძირს დააგდო და ჰალსტუხი ოდნავ შეიხსნა. _ჩვენი სივრცე. აქამდე ყველაფერს მარტივად იმასხოვრებდი, ძვირფასო, რა დაგემართა?_მტაცებლური მოხდენილობით მიუახლოვდა._ალბათ მართლა უჭმელობის ბრალია. _ძვირფასო, იუმორი შენი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და დროს ნუ კარგავ. _უკვე ზედმეტად აღიზიანებდა მისი სიმშვიდე. _მართალია, რა დროს ესაა, როცა ექვსთვიანი ვადაგადაცილება გვაქვს საქორწილო ღამეზე._მაჯები თავთან დაუფიქსირა და კვლავ დაეპატრონა მის ტუჩებს. უნდოდა კამათი, მისი მოშორება, იმ ფრთხილი დისტანციის შენარჩუნება, რომელიც ქორწილის შემდეგ დაამყარეს. არაფერიც არ უნდოდა, იმის მიუხედავად, რომ ამას საკუთარ თავთანაც არასოდეს აღიარებდა. მამაკაცის თავისუფალმა ხელმა მისი სხეულის თავიდან შესწავლა დაიწყო - ნელი, გააზრებული მოძრაობით ეფერებოდა ყველა ნაკვთს. როდესაც ტუჩებიც იმავე გზას გაუყვნენ, გოგონამ თავისაზე იკბინა, რომ ხმა არ გამოეცა. _მაინც გგონია, რომ ეს არ გინდა?_ჩაილაპარაკა მის ლავიწის ძვალთან. _მე..._წინადადება ვერ დაასრულა. _მეც ასე მეგონა._თითები დაბლა ჩაასრიალა და მტანჯველი ტემპით მიიყვანა ზღვართან, სანამ უკან დაიხევდა. ჩაეღიმა, როცა გოგონამ იმედგაცრუების ხმა გამოსცა. _მოთმინება. _მაგით არ გამოვირჩევი. _ვიცი._შუბლზე აკოცა და იგივე გაიმეორა._მაგრამ ისწავლი. მესამე ჯერზე ელენე უკვე სუნთქვაშეკრული, სასოწარკვეთილი იყო, სიამაყე კი საერთოდ აღარ ახსოვდა. როცა მიშოს ხელი მოშორდა, ინსტიქტურად თავისი ჩაასრიალა, რათა მისი დაწყებული დაესრულებინა. _არ გაბედო._მკვეთრი, მბრძანებლური ხმით უთხრა. _შენ ვერ მეტყვი, რა გავაკეთო!_გაცეცხლებულმა თვალები გაუსწორა. _ახლა სწორედ მაგას გეუბნები!_მაჯაში ხელი ჩაავლო და სწრაფად მოაშორა, მერე კი ჰალსტუხი მოიძრო._დაგეხმარები, რადგან თავს ვერ აკონტროლებ. _რა ჯანდაბას აკეთებ? _გახსოვს, დღეს დამაბრალე, რომ მოგიტაცე._ეშმაკურად გაიღიმა და აბრეშუმი შემოახვია. _ვხუმრობდი...მე._გათავისუფლება სცადა, მაგრამ მელიქიშვილი უპირობოდ მასზე სწრაფი იყო. _ჰო, მაგრამ ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, ელენე._შეკრული ხელები საწოლის თავზე დაამაგრა და ინსტიქტურად შეამოწმა, რომ არ ატკენდა._რადგან მადანაშაულებ, რაიმე სარგებელი მაინც უნდა მივიღო. _ძალიან სასაცილოა._სახვევს უშედეგოდ მოქაჩა და თვალები აატრიალა. _ხედავ? მეც შემძლებია ხუმრობა...სად ვიყავით? სანამ პასუხის მოფიქრებას მოასწრებდა, მამაკაცი უკვე მის სხეულს კოცნით მიუყვებოდა და თანმიმდევრულ აზროვნებას შეუძლებელს ხდიდა. _თქვი, რომ ჩემი ხარ._მომთხოვნი ხმით უთხრა, როცა ელენე კვლავ აფეთქების ზღვარზე იყო. _წა*ი „შენი“!_სასოწარკვეთილმა ძლივს ამოთქვა._ამას გულისხმობდი? _ჯიუტო, რადგან ასე ითხოვ._წელთან აკოცა და ისევ და ისევ იმავეს გაკეთება განაგრძო, მანამ, სანამ გოგონა უკვე მთელი ძალით არ ქაჩავდა ბორკილებს და გა*ავების გარდა აღარაფერი ადარდებდა. _გთხოვ... _რას მთხოვ?_ხელები ბარძაყებზე მოუჭირა._რომ სიმართლე გაღიარებინო? _ეს წამებაა გატაცებასთან ერთად! _სიყვარულსა და ომში ყველაფერი დასაშვებია._მისი პირი ძალიან ახლოს იყო._უბრალოდ თქვი, რომ ჩემი ხარ. ეს ჩვენი ოთახია. ჩვენი საწოლი. ჩვენი ცხოვრება. _ჯანდაბა, შენი ვარ...და შენ მე მეკუთვნი._სიამაყე სრულად არ დამარცხებულა სურვილთან ბრძოლაში. _კარგი გოგო._მისმა პირმა კვლავ განაგრძო საქმიანობა და ამჯერად არ გაჩერებულა, სანამ გოგონა სიამოვნებისგან სრულად არ დაიშალა._ხედავ? არც ისე რთული ყოფილა აღიარება._კმაყოფილმა ჩაიცინა და სახვევი მოაშორა. _გაზღვევინებ!_საყელოთი სწრაფად მიიზიდა თავისკენ და მის ტუჩებთან დაიჩურჩულა. _ჰო? მაინც როგორ? _მიყურე._თითები პერანგის ღილებზე გადაიტანა, მაგრამ ჯერ კიდევ დაბუჟებული ჰქონდა._ჯანდაბა! _რამე პრობლემაა?_მელიქიშვილი აშკარად ტკბებოდა მისი წვალებით, იმის მიუხედავად, რომ თავს ვეღარ იკავებდა. _უბრალოდ ძალიან ბევრია._რამდენიმე გახსნა და ნელა, ძლივს შესამჩნევად შეეხო მის კანს. _ელენე!_მის ხმაში უკვე გაფრთხილება იგრძნობოდა. _რა?_მხართან მისი ნაიარევი მოხაზა._უბრალოდ ვცდილობ, ტანსაცმელი გაგხადო. ეს არ გინდა? _ძალიან დიდ დროს ანდომებ. _მეგონა, მითხარი, რომ მოთმინება უნდა მესწავლა._მკერდზე ნაზად აკოცა და აჩქარებული გულისცემა იგრძნო._რაღაც დაძაბული ჩანხარ, არასწორად მახსოვს? _ცეცხლს ეთამაშები._თმაში ხელი ჩაავლო და თავი უკან გადააწევინა. _იქნებ მიყვარს ცეცხლი? _ახლავე მიიღებ._წამში კვლავ ზემოდან მოექცა და მისი ტუჩები კოცნით დაიპყრო._მეგონა, შენ აკონტროლებდი სიტუაციას და გული ასე რატომ გიცემს? _ეს უსამართლობაა, აშკარა ფიზიკური უპირატესობა გაქვს. _ომი ასეთია, ძვირფასო._სწრაფად გაიხადა და თვალებში ჩახედა._ბოლო შანსი გაქვს უკან დახევისთვის. _არასოდეს! _კარგია._შვებით ამოისუნთქა და თითები მისაში ახლართა, სანამ საბოლოოდ გააერთიანებდა მათ სხეულებს. აღარ იყო ფიქრი, თამაში, ომი_მხოლოდ სასოწარკვეთილი, ორმხრივი სურვილი, რომელიც ბოლოს და ბოლოს გათავისუფლებას პოულობდა; მხოლოდ მათი სუნთქვის ხმა _უხეში და წყვეტილი ჩუმ ოთახში; მხოლოდ კანის კანზე შეხების განცდა, სახლში დაბრუნების შეგრძნება თვეების განშორების შემდეგ. _ელენიკო…_სახელი მის ტუჩებზე ერთდროულად ლოცვას, წყევლას და აღსარებას ჰგავდა. გოგონას სიტყვების წარმოთქმა აღარ შეეძლო, უბრალოდ კიდევ უფრო ძლიერად ეჭიდებოდა, როცა შეგრძნებები აუტანელ ზღვარს აღწევდა, დიდი ხნის განმავლობაში არც ერთი არ განძრეულა - თითქოს ორივეს ეშინოდა, არ დაერღვია ის უხილავი ჯადო, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა. მიშოს მკერდზე მიყრდნობილი გრძნობდა, როგორ უცემდა გული ისეთივე რიტმით, გრძნობდა, როგორ ეხებოდა მისი სუნთქვა მხარს, ნელ-ნელა რომ მშვიდდებოდა. გრძნობდა, როგორ იყო მისი ხელი მუცელზე ფართოდ გაშლილი, თითქმის მესაკუთრული ჟესტით - თითქოს ახლაც კი ბოლომდე ვერ ელეოდა. ექვსი თვის განმავლობაში პირველად, მკერდში ჩაბუდებული მუდმივი კვანძი შესუსტდა. სტრატეგიებისა და საპასუხო დარტყმების დაუსრულებელი წრე დადუმდა. ომი, რომელმაც ორივე შთანთქა, ამ წამს მაინც - შეწყდა. _ელენე..._დაიწყო ბოხი ხმით. _არა._თითები მკლავზე მოუჭირა._რაც არ უნდა იყოს, ახლა ნუ იტყვი. მამაკაცი წამით ჩუმად იყო და ელენემ იგრძნო, როგორ ებრძოდა სიტყვებს,რომელთა წარმოთქმაც სურდა. ბოლოს თავი დააქნია და მხარზე აკოცა. შედეგებს ხვალ გაუმკლავდებოდნენ. ხვალ, ალბათ, ეცდებოდნენ თავი მოეჩვენეინათ, თითქოს ეს ყველაფერი არასდროს მომხდარა. ხვალ ომი შეიძლებოდა ისევ განახლებულიყო. მაგრამ ამ ღამით უბრალოდ დაიძინებდნენ. და იქნებ… მხოლოდ იქნებ - ეს უკვე საკმარისად კარგი დასაწყისი იყო. *** იმედია, ძალიან მოკლე თავი არ არის. ცოტა დაგვრჩა ფინალამდე, მადლობა, რომ მომყვებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


