ყოველი დღის ბოლო ასეთია
ყოველი დღის ბოლო ასეთია. სამსახურიდან გვიან მოვდივარ, დაღლილი, თუმცა სახლის იდილია მიხმობს და კორპუსის დანახვისთანავე ვგრძნობ მძაფრ სურვილს კარი შევაღო და მყუდროდ მოვეწყო. სახლში მისული პაკეტიდან პროდუქტებს ვაწყობ, საკუთარ ადგილს ვუჩენ ყველაფერს, შემდეგ ვიცვლი, სახელდახელოდ ვივლებ დაღლილ კანზე წყალს და ვეშვები. აბაზანიდან გამოსული ერთ ჭიქა ცქრიალა ღვინოს ვიზოგავ და თან ვახშმის მზადებას ვიწყებ. ამასობაში შენც მოდიხარ, ჩემზე გვიან, ჩემზე დაღლილი, ჩემზე იმედგაცრუებული და ჩემზე მოწყენილი. ზარის ხმა უფრო მეტად მაცლის დაღლილობის შეგრძნებას, კარს ვაღებ და ერთი ჩახუტებით გიზიარებ სამყაროს ენერგიას, სითბოს და სიმშვიდეს. ცდილობ დაღლილი თვალები არ შეიმჩნიო, წყალს ივლებ, სამზარეულოში გამოდიხარ და მხრებზე მეხვევი, თითქოს მშვიდდები და განწყობაც გიკეთდება. მაგიდას ვაწყობთ, ორი თეფშით, ორი ჩანგლით და ორი ჭიქით. უცებ მომზადებულ საჭმელს თეფშზებზე ლამაზად ვალაგებ და ყავისთვის წყალს ვდგამ. ვახშმიბას ვრჩებით, მაგიდას ვალაგებთ, ყავას ვამზადებ და ორივე ვხვდებით როგორ გვეზარება სამზარეულოდან გასვლა, ამიტომ სამზარეულოშივე ვიწყებთ ყავის ნეტარებით ტკობაბს. ერთმანეთს დამღლელი დღის დეტალებს ვუზიარებთ და სახეზე გვეტყობა ემოციებისგან ვიცლებით, მუცელში უსიამოვნო ტკივილიც მიქრება, რასაც ზედმეტი დაღლილობა მიჩენს ხოლმე. რუტინული საუბრის შემდეგ ჩვენდაუნებურად მომავალზე ვიწყებთ ლაპარაკს, რომ ცოტა დარჩა მიზნამდე, მალე ყველაფერს შევცვლით, მალე ყველაფერი იდეალურად იქნება, სიზარმაცის ზღვარს ვკვეთ, მოვდივარ და შენს მუხლებზე პატარა ბავშვივით ვიკალათებ, გეუბნები -მიყვარხარ, თვალებს ღრმად ხუჭავ, ჩემი კანის სუნს ბოლომდე იზიდავ და მეუბნები რომ უსაზღვროა შენი სიყვარული. მოწყვეტიდ მკოცნი და მიტოვებ ზღაპრულ სიმშვიდეს და თან გიჟურ ეიფორიას. პ.ს. პატარა და სასიამოვნო :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.