შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული სიმართლე (თავი 1)


გუშინ, 15:43
ავტორი Tak.oo
ნანახია 241

ილუმინატორიდან გავყურებ ხედს,რომელიც ჩემს თვალწინ სულ უფრო იშლება და ფართოვდება. მიყვარს ეს უცნაური შერწყმა მიწიდან-ცისკენ,ციდან-მიწისკენ.ადრენალინის საოცარი გრძნობა მომწონს დაშვების და აფრენის დროს.მხოლოდ თვითმფრინავში განცდილის კი არა,აი გზატკეცილზე,არასწორ ასფალტზე რომ გადაივლიდა მამა ავტომანქანით,ესეც მომწონდა.ეს კონკრეტული ადგილები დამახსოვრებული მქონდა და აღმაფრენით ველოდი ამ მანძილის დაფარვას.
ყოველი ფრენის დაწყების და დაჯდომის წინ,ეს შეგრძნება მამას მაგონებს.ხომ არის რომ კონკრეტული ადგილი,სურნელი ან ნივთი გვახსენებს საყვარელ ადამიანებს ან წუთებს.
წუთიერად მამის გახსენება დამასევდიანებს და ჩემს წარსულზე დამაფიქრებს,მაგრამ თვითმფრინავში ამაზე დიდხანს საფიქრად დრო არ მაქვს,რადგან ბორტგამცილებელი გოგონა მალე გვითითებს რომ „ღვედი შევიკრათ და მოვემზადოთ დაშვებისთვის.“

ამჯერად იტალიას ვსტუმრობთ, მე და ჩემი გენერალური დირექტორი,ჩემი საუკეთესო მეგობარი ნათია.ბავშვობაში ჩემი საოცნებო ქვეყანა იყო და შემდგომაც გამომყვა ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ.მამას ხშირად უწევდა სამსახურიდან მივლინებით მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში,სწორედ მის ფოტოებში აღმოვაჩინე პირველად იტალია.ეს იყო ვენეციაში გადაღებული ფოტოები,მახსოვს როგორ მომეწონა ქალაქი წყალში,სწორედ მაშინ ვიფიქრე,რომ ოდესმე მეც წავიდოდი იტალიაში სამოგზაუროდ.
ყველაფერს აქვს ახსნა,თავისი მიზეზი თუ რატომ ესა თუ ის,უბრალოდ უნდა ჩაუღრმავდე და სადღაც კუნჭულში აუცილებლად იპოვი პასუხებს…
რომში დილით ალიონზე დავეშვით.ავტობუსით გავემგზავრეთ ჩვენი ბინისკენ.ბინა პანთეონთან ვიქირავეთ.როგორც ჩანს ტყუილად არ გვამსგავსებენ იტალიელებს და ქართველებს,დილის 7 საათი სრულდება,თუმცა ქალაქს ისევ სძინავს.გუგლის რუკის დახმარებით მარტივად მივაგენით ჩვენს ბინას.არანაირი კონტაქტი, გასაღები სადარბაზოს დალუქულ პატარა ყუთში დაგვხვდა,რაც კოდის მეშვეობით გავაღეთ,შემდეგი სადარბაზოშივე გისოსიანი კარი იყო,რომელსაც ისევ კოდი სჭირდებოდა…მოკლედ დავამარცხეთ ცხრა თავიანი დევი და ავედით ჩვენს ბინაში.საკმაოდ სასიამოვნო და კომფორტული ბინა აღმოჩნდა,თუმცა ცოტა კიბეები იყო საშინელი,ბოლო სართულზე ვიწროვდებოდა და საკმაოდ ციცაბო საფეხურები იყო,დამღლელი.
-აქ რომ ჩავალ,მთელი დღე ოთახში აღარ დავბრუნდები გპირდები_ ქოშინით ვაუწყე ნათიას.
-დამიჯერე არც მოგვიწევს,აქ დასაჯდომად კი არ ვარ ჩამოსული.
-ეგეც მართალია.
ცოტა დავისვენეთ.ჩემოდანი ამოვალაგე და სტუდიოს ტიპის სამზარეულოში გამოვედი.
-ნათი,ჩაი ან ყავას ხომ არ დალევ?
-მე ყავა კი,თუ არის.
-კი,ჩაი და ყავა გვაქვს და კიდევ ნათია ფანჯიკიძის “ შიშო,გამოდი გარეთ” - მეღიმება და წიგნი ხელში შევათამაშე,რომელიც იქვე იდო ღია თაროზე ,სადაც ჩაი და ყავის პაკეტები ელაგა.
-არაუშავს,ახლა დავლიოთ ყავა,ცოტა ენერგია მჭირდება და გავიდეთ სადმე დავჯდეთ,ვნახოთ იტალიის ნაქები პიცა,მართლა ასეთი გრმრიელია თუ სიცრუეში გვამყოფებენ.
-ახლა რომ არ მოგვეწონოს,ბევრს ვიცინებ…
-ხო,ჩვენ ქართულს ნაჩვევი.
მე ჩაი მიყვარს,ყავას არ ვსვამ.ამ კონკრეტულშიც ცოტა სპეციფიური გემოვნება მაქვს,ჩემი ჩაი არის ადუღებული წყალი,ორი ნაჭერი ლიმონი,თუმცა ახლა მეტი გზა არ მაქვს უნდა მივირთვა რაც არის.
დილიდანვე გავედით,ბილეთები სადაც კი შესვლა გვინდოდა ყველაფერი ონლაინ გვქონდა შეძენილი.საბედნიეროდ რიგში დგომა არ გვიწევდა,თორემ უდიდესი რიგები იყო უმეტესწილად ყველგან,მაგრამ დილით არც იმდენად.ჩვენი ბინა სადაც მდებარეობდა იმ ქუჩაზე უამრავი სუვენირების მაღაზია იყო.ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები,ძველი დაბალი შენობები,ფასადები შეღებილი და ასე ჰქონდა ახალი სიცოცხლე მიცემული.თითქოს ძველ თბილისს მოგაგონებდათ.მოხიბლული ვარ პირველივე წუთებიდან იტალიით.
პირველი დღეს გადავწყვიტეთ ვატიკანში წავსულიყავით..ჩვენ როგორც აქიტექტორები შენობებს გამადიდებელი ლუპით ვსწავლობდით ლამის,ძალიან მოგვეწონდა.თითქმის ყველა ქუჩაზე ისტორიული ძეგლია.აი მივადექით ანგელოზების ხიდს,საიდანაც გადავალთ ვატიკანისკენ მიმავალ გზაზე.ეს ხიდი მდინარეზეა,მდინარის გაყოლებაზე უზარმაზარი ჭადრებია.
-მართლა ძალიან ჰგავს თბილისს რომი,რას იტყვი ნათი? ეს გზა სანაპიროს მაგონებს.
-აუ,კი მეც მაგას ვფიქრობდი.
მთელი დღე ვატიკანში დავყავით,შემდგომ წმინდა პეტრეს ტაძარში წავედით.გვიან სეირნობით გავუყევით სახლისკენ ქუჩებს.გზად სახლთან ახლოს ქუჩაში გაშლილი უამრავი მაგიდებია,ვერც კაფეს დაარქმევ და ვერც რესტორანს,სადღაც ამ ორს შორის არის.ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებასთან გავჩერდით და გადავწყვიტეთ სახლში ასვლამდე გვევახშმა.
-მე პასტა მინდა ზღვის პროდუქტებთან ერთად. მოდი ვნახოთ აბა.შენ ან?
-მე ვფიქრობ პასტას უბრალოდ,არ შემიძლია ეს მიდიები და კრევეტები,მაჟრიალებს. გამეცინა,ნათიაც ამყვა.
-მართლა გაჟრიალებს რაა.
-გამარჯობა._ ზურგს უკან ხმა მოგვესმა,მე ზურგით ვიჯექი და შევტრიალდი_ ქართველები ხართ… აღნიშნა სახე გაბადრულმა.
-დიახ.თქვენც! რა მაგარია.
-მე ალექსი ვარ.აქ ვმუშაობ,რით შემიძლია დაგეხმაროთ? ახლავე ამ მაგიდას მივხედავ, და მოვალ._ასალაგებელ მაგიდაზე მიგვითითა.
გავიცანით,საყვარელი ბიჭი იყო.ყველა კერძი დეტალურად აგვიხსნა რით მზადდებოდა და რომელი ჯობდა.დავემშვიდობეთ და სახლისკენ წავედით.
-ღმერთო ისე დავიღალე,რომ მახსენდება ის კიბეებია ასავლელი,ლამის ღამე ქუჩაში გავათიო._ აწუწუნდა ნათია
- აუუ,რატო გამახსენე_გამეცინა სიმწრით და კიბეებს ავუყევით._სულ დამავიწყდა პანეტონე მინდოდა მეყიდა,დილით ჩაისთვის.არაუშავს დილით ჩამოვალ და ვიყიდი.
-ახლა რომ მომკლა არ ჩავივლი ამ კიბეებს უკან.წამოდი დავისვენოთ.ხვალეზე ხვალ ვიფიქროთ.ვეღარ ვსუნთქავ,ეს ბოლო სართულის კიბეები მკლავს._ამოიხრიალა ნათიამ და მე ბოლო ენერგია მასზე სიცილში დავხარჯე.
სამ საათიანმა სხვაობამ საქართველოსა და იტალიის დროში სხვაობა ის მომცა,რომ დილი 5 საათზე უკვე მეღვიძა და ვერაფრით ვიძინებდი.ფეხაკრეფით გავედი,ნათიას საძინებელში შევიჭყიტე,ისევ ეძინა.მობილური ავიღე და ვეცადე ახლომდებარე მარკეტი მენახა სადაც პანეტონეს ვიყიდიდი.დაახლოებით 1 კილომეტრში მიჩვენა კარფური.
ოჰოო,მშვენიერიაა,სანამ იქამდე გადავალ გაიხსნება კიდეც.ოთახში შევბრუნდი,ჩავიცვი და წავედი.ქუჩაში ხალხი არ მოძრაობდა მარტო მივაბიჯებდი და გარემოს ვათვალიერებდი,ვცდილობდი დამემახსოვრებინა გზები,თუმცა დიდად არ გამოვირჩევი კარგი ორიენტაციის უნარით.რაღაც უფრო დიდს ველოდი,ჩვენთან მსგავსი ქსელური არ მახსენდება,თუმცა კაი,მთავარია ვნახო ის რაც მე მინდა და აი ისიც,მისი აღმატებულება შოკოლადის პანეტონე.შევიძინე და სახლისაკენ დავბრუნდი.ნელ-ნელა აქა-იქ შეინიშნებოდა მოძრაობა.იღვიძებდა ქალაქი.ჩვენი სადარბაზოს კარი შევაღე,სამი ბიჭი იდგა და შიდა სადარბაზოს გისოსიანი კარის გაღებას ცდილობდნენ.
-აუ,სანდრო მოსაკლავი ხარ,რანაირად ანდე ამას ეს საქმე…
კარის ხმაზე შემოტრიალდნენ.მე ადგილზე გავშეშდი.წამის მეასედში ათასმა ფიქრმა გამიელვა,თან იმედნი რამ უთქვამთ ქართველების ქურდობაზე და დაყაჩაღებაზე,შიშმა ამიტანა.დაბნეულმა ავათვალიერე,ჩემოდნები დავინახე და გულმა შვებით ამოისუნთქა,მივხვდი უბრალოდ კარს ვერ აღებდნენ.
-რა ლამაზია,მართლა გვგვანან ეს იტალიელები მგონი._თქვა ერთ-ერთმა.გამეცინა
-მადლობა კომპლიმენტისთვის._ სახე გაოგნებისგან მოეღრიცა სამივეს. _ კარის გაღებაში დაგეხმარებით,მაგრამ გასაღები თუ აიღეთ ბინის უკვე?
-აუუ,ქართველი ხართ _სავარაუდოდ ეს სანდროა,რომელსაც საყვედურობდნენ.
-ვაა,რა მაგარიაა _ თქვა მეორემ უფრო მაღალი,ათლეტური ,ნავარჯიშები სხეული ჰქონდა,ცოტა შავგვრემანი ტიპი იყო.
-გასაღები ავიღეთ კი,ამ კარს ვერ ვაღებთ._ეს უკვე ის იყო ვინც კომპლიმენტი მითხრა. კოდი არ ახსოვს,თან ტელეფონი დაუჯდა და ვერ ვნახულობთ.
გამეღიმა,კარი გავაღე.კოდი ვუთხარი
-მერამდენე სართულზე ხართ?
-მეოთხე,ხომ სანდრო?
-მასე მახსოვს_გაიცინა სანდრომ
-ბინის ნომერი თუ გახსოვს?
-მეოთხეზე სულ ორი ბინაა,ერთში ჩვენ ვართ და მეორე იქნება თქვენი._ვუპასუხე მე.
-გადარჩი სანდრო.
-მადლობა,მეზობელს-გამიცინა სანდრომ.ხელი გამომიწოდა_ როგორც მიხვდით სანდრო.
-მე ანა ვარ._მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე.
-მე ბექა_წინ მიმავალმა შავგვრემანმა ბიჭმა ხელი აწია და დამიქნია.
-ირაკლი._გამიღიმა კომპლიმენტის ავტორმა.ეს უკანასკნელი მომხიბვლელი,მაღალი სიმპათიური,ათლეტური გარეგნობის იყო.
ამასობაში ავედით მეოთხე სართულზე.
-აი,ეს კარი იქნება თქვენი.ეს ჩვენია.მივუთითე მეორე კარზე.გასაღები მოარგეს და კარი გაიღო.
-მადლობა.
-მადლობა ანა_ოთახში შევიდნენ სანდრო და ბექა.
-მადლობ ანა,თქვენ აქ…?
-ტურისტი,როგორც თქვენ სავარაუდოდ…
-კი,4დღით ვაპირებთ რომში,შემდგომ რამდენიმე ლოკაცია გვაქვს კიდევ…
-ჩვენც,5 დღე უნდა დავყოთ რომში და მერე ალბათ ვენეცია…
-ძალიან კარგი,შევხვდებით ალბათ ისევ.სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
-ალბათ შევხვდებით,-გავუღიმე.-დროებით
ნათიას უკვე ყავას ამზადებდა.
-ტელეფონზე საუბრობდი? ხმა ისმოდა…
-არაა,ქართველი ბიჭები შემხვდნენ დაბლა,აქ ჩვენს წინ აქვთ ბინა აღებული.კარს ვერ აღებდნენ და დავეხმარე.
- ოჰოო,მშვენიერი.კაი,დალიე ჩაი და გავიდეთ,დღეს სიმართლის პირი,ფორთოხლის ბაღი,ჭუჭრუტანადან რომ წმ.პეტრეს ტაძარი ჩანს მანდ ავიდეთ,მერე მინი მანქანებით გასეირნება და საღამოს კოლუზეუმი გვაქვს გეგმაში.ასე რომ გავიდეთ,გეგმას არ ჩამოვრჩეთ,თორემ მოგვიწევს რომში კიდევ დაბრუნება.გაეღიმა
-კააი,გავემზადები.მანამდე ჩაი მომიმზადე რაა
ოთახში გავედი,ტანსაცმელი დღეების მიხედვით წამოვიღე,სად რა უნდა ჩამეცვა,ამიტომ ბევრი არ მიფიქრია.ტილოს ორეული,ტოპი და შორტი ჩავიცვი და თხელი ტილოს პერანგი მოვიცვი,კედები,ჩანთა…კიბეებზე დავეშვით და ქუჩაში გავედით.გზადაგზა სუვენიერების მაღაზიაში შევდიოდით საჩუქრებს ვყიდულობდი რამდენიმე მეგობრისთვის და ჩემთვის სამახსოვროდ.ტრანსპორტს არ ვიყენებდით გადასაადგილებლად,რადგან რომი ვფიქრობ მთლიანად მუზეუმია და ფეხით უნდა შემოიარო ყველა კუნჭული.
-ზურამ დამირეკა დილით, BUILDING GRUP-ის წარმომადგენელი დაუკავშირდა ზურას,ახალ პროექტს იწყებენ და ჩვენთან გადაწყვიტეს მოლაპარაკება.თუ შედგა ეს პროექტი….ხომ გესმის,რამდენად მნიშვნელოვანია,მსგავს კომპანიასთან ჩვენი თანამშრომლობა.ზურას ვთხოვე,ყველა დეტალი და სიტყვა გათვალეთქო,რეზისთან ერთად წავა მოლაპარაკებაზე.
-უკვე ჩანიშნეს შეხვედრა? ასე მალე? რანაირად…
-ხო,ზურამაც ეგ თქვა,ცოტა ჩქარობენო.მაგრამ მაქვს ზურას იმედი. ცოტა ვღელავ იქ რომ არ ვარ,მაგრამ მოაგვარებენ ორივე…
ფორთოხლის ბაღიდან ფეხით წამოვედით კოლუზეუმთად და მზის ჩასვლის დროს,საოცრად ლამაზ დროს უკვე ლოკაციაზე ვიყავით.საგრძნობლად დაღლილი ჩამოვჯექი.
-ფეხებს ვეღარ ვგრძნობ._ გარშემო მოვავლე თვალი,უამრავი ტურისტი ირეოდა.ვიღაც ხელს იქნევდა,მისკენ გავიხედე და სანდრო იყო.ჩვენსკენ წამოვიდნენ.
-საღამო მშვიდობის.
-საღამო მშვიდობის.ეს ნათიაა…
-ირაკლი ლაშხი,აქ არ გელოდი,აქ რა გინდა ბიჭოო?? - ერთმანეთი გადაკოცნეს. - არ მჯერაა,წლებია არ მინახავხარ,თუმცა ეკრანზე კი გხედავდი.გაეღიმა ნათიას.
-გამიხარდა შენი ნახვა.როგორ შეცვლილხარ,კარგ ვიდზე ხარ ხო იცი- ორივეს გაეცინა.
-აბა რა გეგონა?! რომ დამცინოდით შენ და დავითი და მთელი ბავშვობა მაბულინგებდით,რატომ ეს დრო არაა,გიჩივლებდით. - ან,ირაკლი ჩემი დავითის ბიძაშვილია.
-მშვენიერი. -გავიღიმე
-აუ,როგორ გამიხარდა შენი ნახვა შე საძაგელო,მოიცა დავითს დავურეკოო.სად გადაგეყარე.შენ ხარ ანუ ჩვენი მეზობელი რომში? - იცინოდა ნათია.
-გახლავარ.ოხ,დათუნაა,როგორ ვერ მოახერხა წამოსვლა თორემ კარგი დღე არ დაგადგებოდა ხომ იცი ქალბატონო.
- ჰმ… ისევ ის პატარა ნათია კი არ ვარ კიკინებს რომ მაგლეჯდით შენ და ჩემი მამიდაშვილი.
-მაშინაც გრძელი ენა გქონდა და მაგიტომ. - არ დანებდა ირაკლი.
- ვიიის? მეე?? ეს ნახე რაა,ენა კი არ მქონდა გრძელი,თქვენ იყავით აუტანლები და მაიძულებდით.
-სად ვივახშმოთ,მაგრად მშია.ხომ შემოგვიერთდებით? - გვთავაზობს ირაკლი.ყველა ერთხმად ვთანხმდებით და ახლომდებარე კაფეში ვჯდებით.
-ოთხი დღე გავჩერდებით რომში და მერე ტოსკანაში გვაქვს 2 დღე კოტეჯი,მერე მილანში და იქიდან დავბრუნდებით.თქვენ რა გეგმები გაქვთ? - ირაკლი ნათიას მიუბრუნდა.
-ჩვენც მასე,ფაქტობრივად 3 დღე დაგვრჩა რომი და ვენეცია გვინდა 2 დღე და მერე ჩვენც მილანიდან ვბრუნდებით.
-წამოდით ეგ ორი დღე ტოსკანაში ჩვენთან ერთად,რას იტყვით? - ნათიამ მე გადმომხედა.მხრები ავიჩეჩე.
-რავიცი,ძალიან მშია,მაცადეთ ახლა ვერ ვაზროვნებ. -ჩემი რიზოტოს დაგემოვნებას შევუდექი.
-მოიფიქრეთ და ერთად წავალთ.ჯერ დრო გვაქვს.



№1  offline წევრი Tak.oo

ველი,თქვენს შეფასებას,გამიზიარეთ ემოცია🤍
გავაგრძელო თუ არა?..

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს ,ასე გააგრძელეთ ველოდები შემდეგს,წარმატებები თქვენ ❤️

Tak.oo
ველი,თქვენს შეფასებას,გამიზიარეთ ემოცია🤍
გავაგრძელო თუ არა?..

აუცილებლად უნდა გააგრძელოთ,საინტერესოა 😍❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent