ჩემოდანში ჩალაგებული ცხოვრება (ნაწილი 2)
ჯერ კიდევ აეროპორტში ვარ. ასე მგონია საათები უსასრულოდ გაიწელაა. დედას დავურეკე. ,,- ენი, ჯერ წახვედი დე? - დედი, ჯერ აეროპორტში ვარ, არ ინერვიულო დეე ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. -ენი, გახსოვდეს ჩემს ფიქრებში ხარ, სანამ არ მეცოდინება რომ კარგად ჩახვედი მანამდე ადგილს ვერ ვიპოვნი, მამაც ნერვიულობს... -დე მიყვარხართ და როგორც კი ჩავალ დაგირეკავთ.“ ჩემი რიგიც მოვიდა. როგორი უცნაურია არაა? საკუთარი ოცნებების ასახდენად მივდივარ, მაგრამ გამუდმებით უკან ვიყურები. რეგისტრატორმა შემატყო რომ ვნერვიულობდი -ხომ კარგად ხართ? ძალიან ფერმკრთალი ხართ; - დიახ, კარგად ვარ, უბრალოდ ცოტას ვნერვიულობ ეს ჩემი პირველი ფრენაა, თანაც სამშობლოს დატოვება მიმძიმს. ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე. ვინმე რომ მოსულიყო და ჩამხუტებოდა ალბათ აუცილებლად ავტირდებოდი, მაგრამ თავს მოვერიე, გრძნობებზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი; -იცით არ ვიცი როგორია იყო სამშობლოსგან შორს, უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ - ვუთხარი რეგისტრატორს. თავი უხერხულად ვიგრძენი რომ უცხო ადამიანს გრძნობები გადავუშალე, თუმცა ამავდროულად სიმსუბუქის შეგრძნებაც დამეუფლა. რეგისტრატორმა მაგიდაზე დადებული გასაღებების აცმა ხელში აიღო. მსუბუქი მოძრაობით ჩამოკიდებული კულონი მოხსნა და მთხოვა ხელი გამეწოდა მისკენ. მეც დაუფიქრებლად გავუწოდე. ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემს ხელის გულს რკინის ნაკეთობა. ხელზე ხელი მომიჭირა. დაკეცილი მუშტი ჩემკენ წამოვიღე და ფრთხილად გავხსენი თითქოს ფიფქივით სათუთი რაღაც მედო ხელის გულზე და თუ სწაფად გავხსნიდი შეიძლებოდა გამქრალიყო. ხელის გულზე პატარა საქართველო მედო... რეგისტრატორი: - ნუღარ ინერვიულებ შენი წილი საქართველო უკვე თან მიგაქვს. ცრემლი ვეღარ შევიკავე. მართლა ვეღარ შევიკავე... ხელი ისევ დავკეცე და მთელი ფრენის განმავლობაში აღარ გამიხსნია, ალბათ მეგონა თუ გავხსნიდი გაქრებოდა. თვითმფრინავში ვზივარ და დაკეცილ მუშტს ვუყურებ. როგორ გამაბედნიერა უცხო ადამიანმა. ხანდახან მცირედით იმხელა სიხარულს განიჭებს ადამიანს, რომ სულში სითბო გეღვრება. მე ჩემი წილი საქართველო გულით და მუჭით წავიღე. აფრინდა... აფრინდა... აფრინდა... იცით რაც მეტად ტოვებ შენს ქვეყანას მით მეტად ხვდები, როგორ მოგენატრება ის. ჩემი ქვეყანა კადრებად უნდა შემენახა ჩემს გონებაში. ილუმინატორიდან დანახული საქართველო ულამაზესი იყო. ნელ-ნელა ყველაფერი დაპატარავდა და ეს უზარმაზარი რკინის კონსტრუქციაც ჰაერში აიჭრა. აფრენიდან თითქმის ერთი საათი იყო გასული. კვლავ ილუმინატორიდან ვიყურებოდი. თვითმფრინავი მედიდურად მიაპობდა ღრუბლების ზღვას. ჩემმა ფიქრებმა მიმართულება იცვალეს. დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორი განვითარების ზენიტს მიაღწია კაცობრიობამ. ვზივარ რკინის კონსტრუქციაში, რომელსაც შეუძლია მანძილი ორ სხვადასხვა ქვეყანას შორის უმცირეს დროში დაფაროს. დავიპყარით ხმელეთი, წყალიც და ჰაერიც. ადამიანთა წარსული თაობა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა იმ ყოფას, რომელშიც ჩვენ ახლა, 21-ე საუკუნეში ვართ. ნეტავ რა იქნება ჩვენს მერე? ერთ რაღაცას მივხვდი. ჩვენ მეცნიერული და ტექნოლოგიური სასწაულების წვიმაში მოვყევით, თუმცა იმდენად მივეჩვიეთ ამ სასწაულებს, რომ მათი აღქმის უნარი დავკარგეთ. ყველაზე ცუდი კი ესაა. შორს გადამისროლეს ჩემმა ფიქრებმა... რა მაგარია ხოო? თითქმის 130 წუთში სხვა ქვეყანაში იქნები. აფრენიდან 80 წუთი გავიდა... დავიწყე თვითმფრინავში მსხდომ ადამიანებზე ფიქრი. ნეტავ რატომ მიდიოდნენ? ჩემს გვერდით მჯდომი ქალბატონი სევდიანი თვალებით იყურებოდა, მთელი გზა ჩუმად და თითქმის ერთ პოზაში იჯდა. უკან გოგონები ისხდნენ, ორნი. მთელი გზა პირი არ გაუჩერებიათ და განუწყვეტლივ ტიტინებდნენ. ვივარაუდე რომ ქვეყნის სანახავად და საინტერესო თავგადასავლებისთვის მიდიოდნენ. აი მამა და შვილიც, ბავშვი წუწუნებს. უცხოელი წყვილიც. დაღლილობამ თავისი ქნა და ძილი მომერია. უცნაური სიზმარი ვნახე. ტრიალ მინდორზე ვიდექი მარტო. მინდორი იმდენად დიდი იყო რომ მის ბოლოს თვალი ვერ მისწვდებოდა. უცებ ხმა გავიგონე. უცნობი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლობელი ჩემთვის. თითქოს მეძახდა ხელი ჩამკიდე, ერთად ვნახოთ მზის ჩასვლაო... თურქეთის საჰაერო სივრცეში ვიყავით უკვე. კიდევ არ მჯეროდა. მე, რომელიც არასდროს გამოვირჩეოდი სპონტანურობით და ყოველთვის ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, ერთ მშვენიერ დღეს ავდექი და ასე მოულოდნელად ჩემი ოცნების გზას დავადექი. კულონს ძეწკვი გავუყარე და ჩემი წილი საქართველო გულზე დავიკიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.