უკანასკნელი კანდიდატი _ I თავი _
_ანიტასთვის იდელური ბიჭი ვიპოვე!_თვალები აუციმციმდა ნონას და თავდაჯერებულად მოსვა ჩაი. _მერამდენედ?_გაეცინა თაკოს, ფანჯარაში გადაყოფილი ხელისკენ თავი გადაწია და გააბოლა. _არა, ეს უკანასკნელია!_გაეცინა ჭაღარაშეპარულ ქალს და ხალათის ჯიბიდან ოთხად გადაკეცილი ფურცელი ამოიღო._ბოლოს ჯემალის ბიჭი რომ გავაცანი მაშინ ეს სია დამიწერა, გამორიცხვის მეთოდით აარჩიე აწი კანდიდატებიო… _რაო?_კითხვისნიშნები აენთო თვალებში თაკოს. სიგარეტი სასწრაფოდ ჩააქრო და მაგიდას მიუსკუპდა. _აი, წაიკითე_მიაწოდა სია ნონამ. _ანიტას ხასიათი რომ ვიცი ამასაც დაიწუნებს_ თქვა სიის წაკითხვის შემდეგ გოგონამ და იმედგაცრუებულმა გაუცურა ფურცელი მამიდას. _ვიცი!_დასჭე ქა ნონამ და კიდევ უფრო თავდაჯერებულმა მოსვა ჩაი_მაგრამ ამჯერად გეგმა მაქვს! შენს დას ისეთს მოვუწყობ აქეთ შემეხვეწება ცოლად გავყვებიო!_წარბები შეათამაშა ქალმა_რასაც აქამდე ვაკეთებდი, ყველაფერს პირიქით გავაკეთებ. _ოხ, მამიდა…_ამოიხვნეშა თაკომ_მე რომ გავთხოვდი რა მოვიგე?! მოსაწყენი ცხოვრება და მოღალატე ქმარი? _შენ ადრე გათხოვდი! შენი ქმარიც პატარა იყო…_თითი დაუქნია მამიდამ_ღალატის პატიებაც შენი გადაწყვეტილება იყო! ხომ იცი, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შენ და ნონიკოს აქ გადმოსვლა, მერე ბიჭსაც მოგიძებნი…_ჩაიხითხითა ქალმა ბოლოს. _ნონიკოს გამო მივიღე ეგ გადაწყვეტილება, გიჟდება მამაზე…_თავი გააქნია გოგონამ_გაიზრდება ცოტა კიდე და დავშორდები… შენ ჯობია გეგმის შესახებ მითხრა! _არა, ახლა არ მცალია, მაღაზიაში უნდა გავიდე!_ხელი ჩაიქნია ნონამ და ფეხზე წამოდგა_საღამოს ამოდი ისევ, იმ ბიჭს დედა უნდა მოვიდეს და ზუსტად მოგიყვებით ყველაფერს! _აჰა, ანუ ორი კუდიანი ერთად დასხედით და გეგმა შეიმუშავეთ?!_თვალები მოჭუტა თაკომ_ანიტამ არ გაგიგოთ თორემ… _ვერ გაიგებს!_მოუჭრა ნონამ. ნონას ძალიან უყცვარდა ძმისშილები და მუდამ მათ ბედნიერებაზე ზრუნავდა. თუმცა მისი და გოგონების წარმოდგენები ბედნიერებაზე ცოტა განსხვავდებოდა. თვითონ ნონა გათხოვებიდან სამ თვეშ დაქვრივდა და მთელი ცხოვრება გამოყვა ეს დანაკლისი. მეორედ გათხოვება არც კი გაუვლია თავში აზრად, სჯეროდა რომ მისი ქმარი სადღაც იმიერ სამყაროს კართან ელოდებოდა, ნონას უკანასკნელი მისია დედამიწაზე კი ის იყო ანიტას და თაკოს ბედნიერება ეპოვათ, მერე კი თავისუფლად წავიდოდა მისი ცხოვრების მამაკაცთან შესახვედრად. თაკოზე ძალიან სწუხდა, გოგონა 18 წლის გახდა თუ არა იმ ღამესვე გაყვა მის თანაკლასელს ცოლად, 19 წლისას უკვე ნონიკო შეეძინა და მალევე გაიგო ქმრის ღალატის შესახებ. ტანჯვით სავსე დღეები უფერულმა დღეებმა ჩაანაცვლა და ნონიკოს გამო აგერ უკვე 12 წელია ამ შავ-თეთრ სამყაროში ცხოვრობდა. ქმარს მას შემდეგ სხვა ქალისთვის არც გაუხედავს, სულ თავზე დაფოფინებდა ცოლსა და შვილს, მაგრამ მოღალატე ქმრის სტატუსი ვერა და ვერ მოიშორა. რაც შეეხება ანიტას, გახდა თუ არა 25 წლის ნონამ გადაწყვიტა რომ მისი დაოჯახების დრო იყო და საქმროების შერჩევა დაიწყო, სამი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ თვეში ახალი კანდიდატი ყავდა, ანიტაც მტკიცედ იგერიებდა ყველას და არავინ და არაფერი აინტერესებდა სამსახურის გარდა. მაგრამ ნონა არ ნებდებოდა და ხან მოტყუებით, ხან ვედრებით, ხან თავის შეცოდებით ჯიქურ მიიწევდა მიზნისკენ. ბოლოს ანიტას ყელში ამოუვიდა ეს დაუსრულებელი ქაოსი და მამიდას დიდი სია ჩამოუწერა - გამორიცხვის მეთოდით აარჩიე ვინმე და მერე გამაცნიო. ნონაც სერიოზულად მიუდგა საქმეს და დიდხნიანი ძებნის შემდეგ იპოვა აკაკი. როგორც აღმოჩნდა აკაკის დედასაც იგივე გასაჭირი ჰქონდა და მისი ბიჭისთვის შესაფერს გოგოს წლებია ეძებდა. აკაკისთვის, ისევე როგორც ანიტასთვის სამსახური უპირველესყოვლისა იყო თუმცა არც გართობაზე ამბობდა უარს და მაგდას მოწყობილი პაემნები დიდად ამხიარულებდა, თითქმის არასდროს უშვებდა შანს ხელიდან ახალი კანდიდატი გაეცნო, მაგრამ საბოლოოდ რაღაც ნაკლს მოიმიზეზებდა და უერთიერთობის გაგრძელებაზე უარს განაცხადებდა ხოლმე. მაგდა და ნონა შემთხვევით წიგნის კლუბში შეხვდნენ და ძველმა კლასელებმა უცებ იცნეს ერთმანეთი. მოგვიანებით კი ჩაიზე და ნამცხვარზე დაპატიჟა ნონამ მაგდა, დიდხნიანი ჭორაობის შემდეგ კი აღმოაჩინეს რომ ანიტა და აკაკი საუკეთესო წყვილი იქნებოდა და მალევე ’’მზაკცრული’’ გეგმაც შეიმუშავეს. _მარტო ვერ შევძლებთ…_ჩაფიქრებულმა თქვა ბოლოს მაგდამ_ირაკლის მეგობარს ვეტყვი, დამეხმარება ზუსტად ვიცი! სხვანაირად შემთხვევით შეხვედრებსს ვერ დავგეგმავთ. _მართალი ხარ, არც ანიტა ივლის ჩემს ჭკუაზე მთელი დღე_დაამატა ნონამ_მაგრამ მისი და შეძლებს ხანდახან სწორედ იქ მიიყვანოს სადაც ჩვენ გვინდა! სწორედ ასე დაიბადა თაკოსა და ოთოს საქმეში ჩარევის იდეა. გეგმა რომ ბოლომდე დახვეწეს თაკო და ოთოც დაიბარეს და ერთ საღამოს შეიკრიბნენ. _ოთო, შვილო… ხომ დაგვეხმარები?!_დანაოჭბული ქუთუთოები რამდენჯერმე დააპაჭუნა მაგდამ და ვედრებით შეხედა აკაკის ბავშვობის მეგობარს. _აბა რას ვიზამ?!_მხიარულად შემოძახა ოთომ და ნონას მომზადებული ნამცხვრი გადაიდო თეფშზე_მეც დავიღალე მაგდა დეიდა, სულ მთხოვს იქ წამოდი, აქ წამოდი, მე კიდე უკვე საცოლე მყავს და აღარ მიშვებს ’’იქ’’ და ’’აქ”_ორი თითი ჰაერში რამდენჯერმე მოკაკა_ამასაც თუ ეყოლება ვინმე მერე ყველგან ერთად წავალთ და აკაკიც ბედნოერი იქნება და ჩემი საცოლეც. _ანუ, ანიტამ თქვენთან ერთად იაროს, მე საერთოდ გადავავიწყდე და ამაში ხელი შეგიწყოთ?_უცებ აენთო თაკო. _მერე შენ და შენი ქმარ-შვილიც ივლით ამათთან ერთად_წარბები შეკრა ნონამ_რა პრობლემაა?! _არამგონია ბავშვით ხელში კლუბში შეგიშვან_ჩაეცინა ოთოს. _ის სია სად არის?_იკითხა თაკომ და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა_ბიჭის მასხარა ძმაკაცზე შეზღუდვები არ უწერია ანიტას? _რა სია?_დაინტერესდა ოთოც. _ანიტამ სია ჩამომიწერა, როგორი არ უნდა იყოს შემდეგი მამაკცი რომელსაც გავაცნობ და იმის მიხედვით ავარჩიე აკაკი._ისევ ამოიღო ნონამ ოთხად გადაკეცილი ფურცელი ჯიბიდან და ოთოს გაუწოდა. _საინტერესოა…_ოთომ ფურცელი გაშალა და კითხვა დაიწყო სია ასე გამოიყურებოდა: არ უნდა ერქვას ბონდო ან ოლეგი არ უდა იყოს ქერა არ უნდა ქონდეს გრძელი თმა არ უნდა ქონდეს ცისფერი ან მწვანე თვალები (არც ცალი) არ უნდა ქონდეს ზედმეტად გაპუტული წარბები არ უნდა ქონდეს პატარა და კოპწია ცხვირი არ უნდა ქონდეს დიდი ტუჩები არ უნდა ქონდეს წვრილი თითები არ უნდა ქონდეს ვიწრო მხრები არ უნდა ქონდეს ვიწრო თეძოები არ უნდა ქონდეს ”ღიპი” არ უნდა ქონდეს არაპროპორციული ფეხის თითები არ უნდა იყოს ჩემზე დაბალი არ უნდა იყოს ჩემზე ბევრად მაღალი არ უნდა ეკეთოს სათვალე (ლინზები შეიძლება) არ უნდა ეცვას კოჭზე გადაჭრილი შარვლები არ უნდა ეცვეს ფეხსაცმელი წინდის გარეშე არ უნდა ესხას ძალიან ბევრი სუნამო არ უნდა ასდიოდეს ოფლის სუნი არ უნდა იყოს ასაკით ჩემზე პატარა არ უნდა იყოს ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყოს მორცხვი არ უნდა იყოს ზარმაცი არ უნდა იყოს ეჭვიანი არ უნდა იყოს ტრაბახა არ უნდა სძულდეს ცხოველები არ უნდა ყავდეს პატარა ჯიშს ძაღლი არ უნდა ცხოვრობდეს მშობლებთან არ უნდა ქონდეს მშობლებთან დისტანციური ურთიერთობა არ უნდა ხუმრობდეს ბევრს არ უნდა იყოს უჟმური არ უნდა უყვარდეს კონტროლი არ უნდა იყოს უყურადღებო არ უნდა უყვარდეს საშინელებათა ფილმები არ უნდა უსმენდეს რეპს არ უნდა იყოს უწიგნური არ უნდა უყვარდეს პაემნები რესტორნებში არ უნდა იყოს თავის ყოფილზე შეყვარებული არ უნდა იყოს კარდიოლოგი არ უნდა იყოს ორთოპედი არ უნდა იყოს პედიატრი არ უნდა იყოს სტომატოლოგი არ უნდა იყოს გასტროლოგი არ უნდა იყოს უროლოგი არ უნდა იყოს გინეკოლოგი არ უნდა იყოს რადიოლოგი არ უნდა იყოს ონტორინოლარინოლონგი არ უნდა იყოს ვეტერინარი არ უნდა იყოს ექიმი! არ უნდა უნდოდეს მხოლოდ ერთ დღე-ღამიანი ურთიერთობა _როგორც სჩანს ანიტას ექიმები არ უყვარს_გაეცინა ოთოს. _უბრალოდ ნონას საყვარელი პროფესიაა ეგ და ძრითადად ექიმებს აცნობდა_თავი გააქნია თაკომ. _მაშინ ბოლო პუნქტის გარდა ყველას აკმაყოფილებს ჩემი ძმაკაცი._ფურცელი დააბრუნა მაგიდაზე ოთომ. _მაგას მოევლება!_გადაჭრით თქვა მაგდამ_მთავარია ახლა პირველი შეხვედრა ისე მოვაწყოთ რომ არაფერი იეჭვონ. _მე და მაგდამ მივხვდით რომ ყველაზე მეტად ის აღიზიანებთ როცა კანდიდატს ვაქებთ, ჰოდა ამათ გავლანძღავთ, ოღონდ ისე რომ მათ დადებით მხარეებს გავუსვათ ხაზი._სერიოზული სახით დაიწყო საუბარი ნონამ._მაგალითად, ანიტას ცხოველები უყვარს, აკაკი ძაღლების თავშესაფარს აფინანსებს, ხოდა ვეტყვი, ისეთი ცუდი ადამიანი ძაღლებს უვლის და შვილების ყოლა და მოვლა არ უნდათქო. _თან ხაზი გაესმება რომ ცოლის მოყვანა არ უნდა და უფრო დააინტერესებს_მოეწონა იდეა თაკოს. _ჩემთან უნდა შევახვედროთ როგორმე_თქვა მაგდამ_შენ, თაკო და ანიტა რომ მესტუმროთ?_გახედა ნონას_მერე ოთოც შემთხვევით მოიყვანს აკაკის. _მიხვდებიან!_ორ ხმაში შემოსძახა თაკომ და ოთომ. _მე ვიცი_თვალები აენთო თაკოს_ნონამ და მაგდამ ანიტას უნდა გაურიგონ მაგდას მეზობელი, რომელიც მაქსიმალურად წინააღმდეგობაში მოვა მის სიასთან რომ მის ფონზე შემთხვევით მოსულ აკაკის უფრო მეტად მიაქციოს ყურადღება. _მართალია_მოეწონა იდეა ნონას._თუ სხვას მოვუყვან გასარიგებლად ვერც იმას იეჭვებს რომ აკაკის ვურიგებ. _მოდი ახლა ყველამ ნომრები ჩავიწეროთ და ძალიან ფრთხილად შევეხმიანოთ ხოლმე ერთმანეთს_თქვა მაგდამ და ტელეფონი მოიმარჯვა. ოთომ მალევე დატოვა ქალბატონები მარტო და საცოლის სანახავდ წავიდა. მაგდა, ნონა და თაკო კი კიდევ დიდიხანი განიხილავდნენ მომდევნო დღეების გეგმებს. ის იყო დაშლაც გადაწყვიტეს რომ კარზე კაკუნის ხმა გაისმა. _ანიტა ვარ!_შემოსძახა გოგონამ დაკარი შემოაღო._ტელეფონი დამიჯდა, ვეღარ დავრეკე, სამსახურში შუქები ჩაქვრა და გამოგვიშვეს_თან ფეხზე იხდიდია და თან საუბრობდა ანიტა. სამზარეულოში კი სულგანაბული ელოდებოდნენ ნონა, მაგდა და თაკო. _დღეს აქ დავრჩები რა ნონა, პროექრი მაქვს დასასრულებელი და სახლში მამას მეგობრები ყავს სტუმრად._შეევედრა გოგონა და თან სამზარეულო შეაბიჯა_უი_შეკრთა ის და მზერა მაგდაზე შეაჩერა_გამარჯობა!_შეანათა ცისფერი თვალები გოგონამ. _გამარჯობა_დაიბნა მაგდაც და მომავალი სარძლო შეათვალიერა. მისი ნაზი სახისა და გამოყვანილი ფიგურის დანახვისას თბილად ჩაეღიმა და ეშმაკურად გახედა ნონას. _ეს მაგდაა, ჩემი კლასელი_არ დაიბნა ნონა_სრულიად შემთხვევით შევხვდით წიგნის კლუბში. _მართლა?_ვითომ დიდად დაინტერესდა ისე იკითხა ანიტამ_ძალიან კარგი. შენ რატომ ხარ ჩუმად?_ახლა თაკოს მიუბრნდა _ისე_მხრები აიჩეჩა მან_ასე ადრე სამსახურიდან დაბრუნებული პირველად გნახე და მიკვირს. _ჰო, ასეც ხდება… _არ გშია?_აფუსფუსდა ნონა_დაჯე ნამცხვარს მოგიჭრი და თან მაგდას ძალიან კარგ მეზობელზე მოგიყვები_პირდაპირ გეგმის შესრულებაზე გადავიდა მამიდა. _აჰა, ანუ უკვე ახალი კანდიდატი ნაპოვნია_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ანიტამ. _ამ კანდიდატში ისეთი დარწმუნებული ვარ თუ არ გამოვიდა მირიანის სულს ვფიცავ თავს დაგანებებ_თავდაჯერებულმა წარმოთქვა ნონამ. _ვააა… ეს უკვე ახალია_გაუკვირდა გოგონას_ასეთ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყვი. _რა კარგია…_სიხარული ვერ დაფარა მაგდამ_როდის მოიცლი? _მე მხოლოდ შაბათ საღამოს მცალია ხოლმე. _ანუ ხვალ? _ანუ ხვალ! _ხოდა გელოდებით ყველას!_მაგდამ ბედნიერმა შემოკრა ხელები ერთმანეთს. როგორც იტყვიან ყველაფერი საათივით აეწყო და დრო იყო გეგმა სისრულეში მოეყვანათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



