შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული სიმართლე (თავი 3)


27-01-2026, 21:49
ავტორი Tak.oo
ნანახია 290

***
-დილამშვიდობის.- მესალმება.რაც შეიძლება მშვიდად და ნელა ვატრიალებ თავს,ვუღიმი და მეც ვესალმები.
- გაფანტე ფობიები? - წიგნზე მიმანიშნებს,რადგან ამჯერად არ მაქვს თან.
-კი,ცხრა თავიანი დევიც დავამარცხე მისი დახმარებით. -იღიმის.
-გინდა გავისეირნოთ? -თვალებს ვაფახულებ,ძალიან მინდა,მაგრამ ასე დათანხმებაც ცოტა მიტყდება. ხვდება რომ გადაწყვეტა მიჭირს და ჩემს სიტყვებს მახსენებს.- ტრევთან რომ გინდოდა კარგი ფოტოები,ახლა არ იქნება ხალხი… - რა ადვილი დასაკერი ხარ ანაა,ოხ.ბრაზს ანთხევს ჩემი კომპლექსიანი მეორე მე.
-აუ,ლუქს შევცვლი რაა.ვიცი რაც მინდა,უცებ ვიზამ. - ანთებული თვალებით ვეუბნები.ეღიმება ჩემს ემოციურობაზე ალბათ და თავს მიქნევს.
-გარეთ,კიბესთან დაგელოდები.
ვიცვამ,შავ გრძელ უკიდეგანოდ დავარდნილ ფრიალა სარაფანს,რომელიც გვერდით შეხსნილია,მკერდთანაც საკმაოდ გულახდილი.ძალიან მსუბუქ მარტივ მეიქაფს ვიკეთებ 2 წუთში და გავრბივარ.
-ასე მალეც არ გელოდი. -კარის ხმაზე ტრიალდება და იღიმის ჩემს დანახვაზე.-ლამაზი ხარ.
-ვიცი,უკვე მითხარი ეგ. - იცინის გულიანად.
-დიდიხანია გინდოდა მაგის წამოძახება ხომ? - ვერ მშვიდდება. არადა ვიფიქრე ცოტას გავახელებთქო და ისევ მე შემომიტრიალა. თვალებს ვატრიალებ.
-სულაც არა,ექსპრომტად…
-კი,როგორ არაა.მჯერა.
- რა აუტანელი ხარ ღმერთოო….
ქუჩაში გავედი,თითქმის მოძრაობა არ შეინიშნება.მისტიური სიმშვიდეა ქუჩებში.
-რატომ გადაწყვიტე იტალია იუბილეზე?
-ბავშვობის ოცნება იყო,ოცნებასაც ვერ დავარქმევ,უფრო ჩანაფიქრი,რომ იტალიაში მემოგზაურა.მამას უწევდა მივლინებით იტალიაში ხშირად მოგზაურობა და მის ფოტოებში აღმოვაჩინე პირველად…ვენეციაზე გადავირიე.90-იანებში ხომ წარმოგიდგენია ბავშვისთვის როგორი სანახაობა იქნებოდა.
-მაგიტომ გინდა ვენეციაში წასვლა?
-კი. - თვალებ ანთებულმა თავი დავუქნიე.
- ანუ არ წამოხვალთ?!
-არ ვიცი,ჯერ კიდევ არ მიფიქრია მაგ საკითხზე.ანუ გამოდის 2 დღე მანდ და იქიდან პირდაპირ მილანში უნდა წავიდეთ რომ ფრენა მესამე დღეს უწევს.ვენეციას ვეღარ მოვასწრებთ…
-ჯავშანი გაქვთ ვენეციაში?
-ჯერ არა - ვიცინი,ზუსტად არ ვიცოდით სად წავიდოდით,ბევრი მხარე გვინდოდა და ვიფიქრეთ იქ გადავწყვიტოთო.
-ხოდა ტოსკანა ყოფილა ბედი.- მიღიმის და თვალებში დაჟინებით მიყურებს,მაჯადოებს.სასწრაფოდ თვალი მოარიდე,ყვირის ჩემი მეორე მე,ჰიპნოზს გიკეთებს.ამის გაფიქრებაზე მეცინება მე თვითონ.ირაკლი ფიქრობს რომ მის ნათქვამზე ვიცინი და უფრო მაჟინდება.
-ბედისწერას დამორჩილდი ანაა.
-გჯერა ბედისწერის? - ვუტრიალებ კითხვას.
-შენ? გჯერა შენ?
-რატომ მიტრიალებ კითხვას მე გკითხე პირველმა. - გავიბუსხე
-მიჩვეული ვარ რა ვქნა,მე უნდა დავსვა კითხვები.-ეღიმება საყვარლად,რანაირი მომაჯადოებელი ღიმილი აქვს.
-ხოო,მოკლედ არა,არ მჯერა და ზოგადად ვფიქრობ რომ არ არსებობს.-მპასუხობს.
-ნუ რაღაცაში მაინც შევთანხმდით მგონი მე და შენ… -ორივეს გვეღიმება - მე საერთოდ ვფიქრობ რომ ბედისწერა ადამიანების მოგონილია რომ მათივე დაშვებული შეცდომები გადააბრალონ ბედს,ხან სხვას და საკუთარ თავს არასდროს.
-კი,გეთანხმები.ადამიანი ეგოისტი ქმნილებაა,პატივმოყვარე და ზოგადად ამპარტავანი.რელიგიასთან როგორ ხარ? - მოულოდნელად მეკითხება და ცოტა გაოგნებულს მტოვებს.
-რავიცი კარგად. -მეცინება. - ანუ მწამს ღმერთის,მწამს რომ სამყაროში ბუმერანგის პრინციპი მუშაობს,რომ რასაც გავცემ იმას მივიღებ ადრე თუ გვიან.მგონია რომ ბალანსირდება ასე სამყარო.
-მომწონხარ. - დაეჭვებული მზერით გავხედე,ვიღიმი.შემდეგ ამატებს- კარგად მსჯელობ.
-ნუ მელაპარაკები ბაბუაჩემის ხნის მამაკაცივით.
-აჰაჰჰაა - იცინის ხმამაღლა - მამხიარულებ.ახლა მგონი მარჯვნივ და მერე პირდაპირ ხომ?
-მოიცა არ მახსოვს,ვნახო… - ამასობაში გზა გავლიეთ და მივედით ტრევის შადრევანთან.მხოლოდ ერთი წყვილი იყო.ასე რომ ხელს არ შევუშლიდით ერთმანეთს და ფოტოების გადაღება დავიწყეთ.
-მასე არ,მარჯვენა ფეხი გაწიე ოდნავ.მარცხენა ხელი ოდნაც მარჯვნივ და ზევით.კარგია მოიცადე…გამომხედე - იმდენი მაპოზიორა ირაკლიმ ბოლოს აქეთ ვეხვეწებოდი აღარ მინდა მეტი ფოტოთქო.ცოტახანში გოგონა მოგვიახლოვდა და ფოტოს გადაღება გვთხოვა მის მეწყვილესთან ერთად.ირაკლიმ მათაც გადაუღო და მე თვალებ გაფართოებული ვუყურებ,ისეთ პოზებში იღებენ,ცოტა მცხვენია და პერიოდულად ვტრიალდები,ალბათ ირაკლისაც,მაგრამ ფიზიკურად ვერ იზამს ვერაფერს.ახლა აქეთ შემოგვთავაზეს ერთად გადაგიღებთო. ვიუარე,მაგრამ იმდენად პატივნაცემები დატოვა ირაკლიმ აღარ მოგვეშვნენ.
-მოდი,ხომ არ ვაწყენინებთ. -იღიმის ირაკლი. მეზობლის ბავშვივით ვეტუზები გვერდით,ამაზე უფრო მეტად ეცინება. ზურგიდან მეხუტება,მის მარჯვენა ხელში ჩემს მარჯვენა ხელს იკავებს და ტუჩებთან მიაქვს.მარცხენა ხელს მჭიდროდ მხვევს წელზე და მის დაკუნთულ ტორსზე მაკრავს. ავტომატურად სუნთქვას ვწყვეტ რამდენიმე წამით და ვეღარ ვინძრევი.
-ცოტა გლამურული ფოტო არ გვაწყენს - ოდნავ გასაგონად მეჩურჩულება.ყურს უკან ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას, მთელ სხეულში ვგრძნობ როგორ იწყებს ენდორფინი მოზღვავებას.
-ისუნთქე,სუნთქვის გარეშე დიდხანს ვერ ძლებენ… - ინტუიციით ვხვდები რომ იღიმის.თავს ოდნავ ქვევით წევს და ყელში მკოცნის.- თვითონ ისეთი ფოტოები გადაიღეს არ გამოდიოდა სხვანაირად- ხმადაბლა,რაღაცნაირი სექსულური ხმით მეუბნება.მორჩა დავიშალე ნაწილაკებად…სიმწრით მეცინება ჩემს თავზე.სასწრაფოდ ვშორდები და ვცდილობ ემოციის ჩახშობას,რომელიც ჯერ მეც ვერ გამირკვევია რა არის.შიში,ბრაზი,ლტოლვა…ყველაფერი აირია ჩემში…
-აღარ მინდა ფოტოები,მორჩა.სახლში დამაბრუნეთ. - ვიღიმი უფრო დაძალებით საკუთარ თავის მიმართ.შინისკენ მიმავალ გზაზე მთავაზობს
-ყავა დავლიოთ კაი? - და პატარა კაფეში ვჯდებით,რომელსაც ის-ის არის აღებენ და მაგიდებს ახლა შლიან.
-მე ჩაი. -მიმტანი მოდის და შეკვეთას იღებს.ირაკლი ყავას,ჩაის და ორი ტირამისუს უკვეთავს.
- თუ შეიძლება წყალი და მხოლოდ ლიმონი 2 ნაჭერი,ვაკონკრეტებ.
- ეგ ჩაია? - იღიმის.
-აჰაა… ჩემი განსხვავებული ჩაი. მიყურებს საოცარი მზერა აქვს,სულში სიმშვიდეს და აღმაფრენას მიღვრის.ღია თაფლისფერი თვალები აქვს,კეთილი,თბილი,მხიარული და ცოტა ცუღლუტი.
-ნუ მიყურებ მასე… - ხელს ვწევ და თითებს თვალებზე ვაფარებ,ტუჩებს ღიმილი უპობს,ჩემს თითებს თავის ძლიერ ხელში იქცევს და მაგიდაზე ეშვება ჩვენი ხელები,ისე რომ ხელს არ მიშვებს.
-პასუხი არ გითქვამს… თვალებში მიყურებს და ჩემს ხელს ისევ არ უშვებს.
-რაზე? -თან ხელს ვექაჩები რომ მისი ხელიდან დავიხსნა,ის კი უფრო მეტად მიჭერს და როგორც ჩანს ამით ერთობა,თვალებში პატარა ნაპერწკლები უკიაფებს. - გამიშვი,ცუდი ბიჭი ხარ შენ მგონი.
-არც ისე,მეტი დრო გჭირდება და გამიცნობ,მიხვდები…ამიტომ გეუბნები,წამოდით ტოსკანაში. - ამ ერთ წინადადებაში ჩანს მისი სურვილი,მოთხოვნაც და შიშიც,უარის მიღების.
-არ ვიცი…
სახლში ვბრუნდებით ისე,რომ პასუხს ჯერ კიდევ არ ვაძლევ.
***
ბინაში შევდივარ,ნათია ყავას სვამს და ვიდეო ზარით საუბრობს.ხმაზე ვხვდები რომ ზურაა.
-სალამი ზურიკოო,როგორ ხარ? - შევიჭყიტე კამერაში.
-ჩემო წმინდა ფერიავ - მიღიმის ეკრანიდან,ამ ეპითეტზე მუდმივად მეცინება,იცის თავადაც და მუდამ ცდილობს თუ ცუდ ხასიათზე მნახავს ასე გამომისწოროს ხასიათი.ზურა,ნათია,მე და რეზი ჯგუფელები ვართ. წლებია ვმეგობრობთ.ჩემი პატარა ოჯახი თბილისში მათგან შედგება.
-სად დადიხარ დილა-ღამიანად გოგო შენ მანდ? ვინმე იტალიელმა მაფიოზმა არ მოგიტაცოს ფრთხილად. - ენას ვუყოფ და კადრიდან გამოვდივარ. -კაი ნათ,მოკლედ პირველი ეტაპი გავიარეთ და შეთანხმებას მივაღწიეთ,რომ ჩამოხვალ კონტრაქტსაც დავდებთ.მანამდე რეზი მეხმარება.ასე რომ დარჩენილი დღეები გამოიყენეთ მაქსიმალურად და ახალი ენერგიით და შემართებით დაბრუნდით.
ზურას დავემშვიდობეთ.ღიღინით მივედი ფანჯარასთან და ქუჩას გადავხედე.ნათიას მზერას ვგრძნობ.გავხედე და მომღიმარი მიყურებს.
-სად იყავი ქალბატონო?
- ტრევის შადრევანთან,მე და ირაკლი.ფოტოები გადავიღეე…
-აჰ,გასაგებია.- ეღიმება.
***
დარჩენილი დღეები ერთად გავატარეთ,დილა მათთან ერთად იწყებოდა და სრულდებოდა,დღეები მხიარულად და ბედნიერად გადიოდა,თუმცა ტოსკანაში წასვლა მაინც ვერ გადავწყვიტე.ერთ ნაწილს უზომოდ სურდა,მეორე კი უკან მექაჩებოდა,ვგრძნობდი რომ რაღაც იცვლებოდა ჩემში და ეს ირაკლის უკავშირდებოდა.მასთან ურთიერთობიაში დამოკიდებული ვხდებოდი,იყო რაღაც რაც მექაჩებოდა მისკენ და ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.რატომ უნდა გამეწია წინააღმდეგობა?! ამას მომდევნო თავებში გაიგებთ…



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგად ვითარდება შენი ისტორია ,მომწონს და სულ გელოდები ❤️❤️

 


№2  offline წევრი Tak.oo

სტუმარი თეო
ძალიან კარგად ვითარდება შენი ისტორია ,მომწონს და სულ გელოდები ❤️❤️

თეო 🤍🤍 როგორ მიხარია,რომ მოგწონთ და განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამახარა,რომ თურმე მელოდებით 🤍
ჩემი პირველი გულშემატკივარი ხართ 🤍🤍

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

Tak.oo
სტუმარი თეო
ძალიან კარგად ვითარდება შენი ისტორია ,მომწონს და სულ გელოდები ❤️❤️

თეო 🤍🤍 როგორ მიხარია,რომ მოგწონთ და განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამახარა,რომ თურმე მელოდებით 🤍
ჩემი პირველი გულშემატკივარი ხართ 🤍🤍

♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent