კანასკნელი კანდიდატი ( თავი 2 )
შაბათ დილას ანიტასთვის ყოველთვის ერთი და იგივე სცენარი ჰქონდა: სამუშაო ლეპტოპი, ცხელი ყავა და სიჩუმე, რომელიც მისთვის უდაბნოში ერთი წვეთი წყალივით მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომ გადაატრიალა თვალები ლამის კეფამდე როცა ეს იდილია ნონამ დაარღვია და სამზარეულოდან გამოსძახა _დღეს საღამოს მაგდასთან ვიკრიბებით, ხომ გახსოვს? _მახსოვს_ძალდატანებულად უპასუხა მამიდას_დღეს საღამოს „ძალიან კარგი მეზობელი“ უნდა გავიცნო. _ნამდვილად ასეა!_არ დააყოვნა ნონამ _ იცი რა არის ყველაზე შემაშფოთებელი? როცა წინასწარ მეუბნებიან, რომ ვინმე ძალიან კარგი ადამიანია… მალე მოსაღამოვდა და მოვიდა დრო დადგმული შოუს ჩვენებისთვის. მაგდას ბინა ზედმეტად მოწესრიგებული დახვდათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თითოეულ სკამსაც კი წინასწარ ჰქონოდა მითითება, სად უნდა მდგარიყო და რისთვის. _აბა, შემოდით, შემოდით_ აფუსფუსდა მაგდა_ჯერ ლაშკო არ მოსულა, მაგრამ მალე მოვა, საცობშია… _სიას ახალი პუნქტი უნდა დავამატო_გადაჩურჩულა ანიტამ თაკოს_არსად არ უნდა აგვიანებდეს! ნონა ზედმეტად ბედნიერი ჩანდა. საშიშად ბედნიერი. ანიტას ისე შესცქეროდა თითქოს საქმე უკვე გაიჩარხა და ახალა დროა რძალს შვილიშილებზეც დაელაპარაკოსო. მაგიდასთან ის ის იყო დასხდნენ რომ კარზე ისევ გაისმა ზარის ხმა. _ლაშიკო მოვიდა!_ თითქმის დაიკივლა მაგდამ. სასწრაფოდ მისაღებ ოთახში გავარდა და დიდისამბით შემოიპატიჟა დეტალურად დარიგებული ლაშიკო. მამაკაცი ოთახში შემოვიდა და მასკარადიც დაიწყო. ლაშიკო ერთი შეხედვითაც კი შეურაცხყოფას აყენებდა ანიტას საგულდაგულოდ ჩამოწერილ სიას. ქერა… ცისფერთვალება… სათვალით… კოჭზე გადაჭრილი შარვლით… და ღიმილით, რომელიც ზედმეტად თავდაჯერებულს ჰგავდა. ანიტამ ნელა და მძმედ ამოისუნთქა. _ ღმერთო, ნონა… — ჩაილაპარაკა ისე, რომ მხოლოდ თაკოს გაეგონა. _კარგი რა, ამას ბონდო მაინც არ ქვია_ჩაიკისკისა თაკომ. _საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო!_მხიარულად გამოაცხადა ლაშიკომ და მაგიდას ისე მიუჯდა, თითქოს უკვე ყველას იცნობდა. ანიტამ ისევ თაკოს გადახედა. თაკომ ტუჩები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა სიცილი რომ არ წასკდომოდა. _ ეს არის ლაშიკო, ჩემი მეზობელი — წარმოთქვა მაგდამ ისეთი ტონით, თითქოს მეზობელს კი არა ნობელის პრემიის კანდიტატს აცნობდა აუდიტორიას — ეს კი ნონა და მისი ძმისშვილები არიან. თაკო და ანიტა!. _სასიამოვნოა_თქვა ლაშიკომ და მზერა ანიტაზე შეაჩერა_ მაგდამ ბევრი კარგი რამ მითხრა თქვენზე. _არ დაუჯეროთ, პირველად შევხვდი გუშინ ქალბატონ მაგდას, ჯერ ჩემი ნაკლოვანებები არ შეუმჩნევია_იუმორით უპასუხა ანიტამ. ლაშიკო არ დაიბნა, სუფრის თავში მოთავსდა და საუბარი ისე დაიწყო თითქოს სცენაზე იდგა და თავის ბიოგრაფიას ჰყვებოდა. ჰყვებოდა თავის მოგზაურობებზე, სურვილებზე, მომავალ გეგმებზე, იმაზე თუ რამდენ ქალს მოსწონდა და როგორ ეძებდა იდეალურ ადამიანს. ისიც თქვა ზოგადად ცხოველები არ მიყვარს მაგრამ ჩიხუახუაზე ვგიჟდები და მალე ვაპირებ სახლში მოვიყვანოო. შიგადაშიგ საშინლად ბანალურ იუმორსაც ჩაუქსოვდა და ხანდახან ისე ხარხარებდა საკუთარ ხუმრობებზე, რომ მაგიდაზე დადებული ჭიქებიც კი ირხეოდა. ნონა თვალს აპატებდა ანიტასკენ და ყოველი ახალი დეტალის მოსმენისას კმაყოფილ ღიმილს ძლივს იკავებდა. _ძალიან მიყვარს საშინელებათა ფილმები _ დაამატა ბოლოს მამაკაცმა_განსაკუთრებით ის მომენტები, როცა ყველას ეშინია. ანიტას ლუკმა ყელში გაეჩხირა და ხველა აუტყდა. სწორედ ამ წამს გადაწყვიტა რაიმე მიზეზი მოეგონებინა და სახლში წასულიყო. _მგონი კარზე ზარია_ლაშიკოს საუბარში ჩაერია ნონა. _უი, არადა მე არავის ველოდები, გივიც სოფელშია წასული…_მხრები აიჩეჩა ნონამ და კარის გასაღებად გაემართა. თაკოს და ნონას გული აუჩქარდათ, ნამდვილი თამაში ახლა იწყებოდა და სწორად უნდა განესაზღვრათ ყოველი სიტყვა. _ბიჭებო?_კარი გააღო მაგდამ და ოთოს და აკაკის შეეგება._ხომ მშვიდობაა? _კი დედა_მშვიდი და მზრუნველი ხმით მიუგო აკაკიმ_ოთო ქორწილისთვის ღვინოს არჩევს და მთხოვა გივის ღვინო გავასინჯო. _იმედია უარს არ მეტყვით!-ომახიანად შემოსძახა ოთომ. _შემო, შემო… უბრალოდ დღეს სტუმრები მყავს… _უი ბოდიში მაგდა დეიდა_გაიოცა ოთომ_სხვა დროს მოვალთ_ის ის იყო უნდა გაბრუნებულიყო და აკაკიც უნდა გაეყოლებინა რომ მაგდა შეაჩერა. _არა, შემოდით, ჩემი მეგობრები არიან._თქვა მაგდამ კორიდორში გაუძღვა ბიჭებს_აკაკი, იცოდე ზედმეტად არცერთს არ შეხედო_გადაუჩურჩულა მაგდამ შვილს_ერთი გათხოვილია და მეორე კიდე შენთვის ზედმეტად უხეშია, თანააც შენ უფრო ახალგაზრდა გოგო შეგეფერება, სიცოცხლით სავსე და არა სამსახურში თავით გადაშვებული…გადავწყვიტე ეს გოგო ლაშკოს გავურიგო _მე ვერავინ შემირჩიე და ლაშკოზე გადახვედი?_ჩაიკისკისა აკაკიმ_ან ლაშიკო ვინაა? _ჩემი ახალი მეზობელია, ძალიან კარგი ბიჭია… სწორედ ამ დროს როცა მაგდა აკაკის ეჩურჩულებოდა ნონამ ანიტასკენ გადაწია თავი _საშინელი შვილი ყავს_ჩასჩურჩულა ძმისშვილს_ზედმეტად არ შეხედო, 37 წლის კაცს რომ ცოლი არ ყავს რაზე უნდა ელაპარაკო. გადამკვდარია უსახლკარო ლეკვებს თურმე და საერთოდ არ ფიქრობს ოჯახის შექმნასა და შვილების ყოლაზე… _გაჩუმდი ნონა, სირცხვილია!_მხარი გაკრა ანიტამ და სწორედ ამ დროს გადაეყარა მუგუზალივით შავთვალებს. გოგონას ტანში გასცრა აკაკის განიერი მხრებისა და მინდორველივით გადაშლილი გულმკერდის დანახვისას. ცივად მოაშორა მზერა და უმისამართოდ დაიწყო ყურება. მაგდამ ჩვეული მხიარულებით გააცნო ყველას ერთმანეთი და ბიჭებისთვის მაგიდასთან ორი ადგილი გამოათავისუფლა. აკაკი და ანიტა “სრულიად შემთხვევით” აღმოჩნდა ერთმანეთის პირისპირ. _ბოდიში, ალბათ სჯობდა დაგვერეკა წინასწარ_თქვა აკაკიმ და ისევ ანიტას დააშტერდა. მამაკაცს გულისცემა გაუხშირდა… ისეთი ნაზი იყო ანიტა რომ ეგონა ზედმეტად დიდი ყურებითაც დააზიანებდა. თითქოს დაიბნა მაგრამ ის ხომ არასოდეს იბნევა? რატომ გააცნო მაინცდამაინც ეს გოგო სხვას მაგდამ? ნუთუ არ იცის მისი შვილის სურვუილები? _სამაგიეროდ ღვინო სუფრაზე უფრო კარგად დაიტესტება!_შემოსძახა ოთომ და მაგდას შემოტანილი დოქით ყველას შეუვსო ჭიქა. _ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს!_ჭიქა ასწია ლაშკომ და ანიტასკენ გაიშვირა._ბოლოსდაბოლოს დღევანდელი საღამო ამას ეძღვნება. _გაუმარჯოს!_თქვა ყველამ ანიტასა და აკაკის გარდა. ორივემ უხმოდ მიიყუდა ჭიქა და ბოლომდე ჩაცალეს სასმელი. _რამდენი წლის ხართ ანიტა?_მოურიდებლად ჰკითხა აკაკიმ და თან ცალი თვალით მაგდას გადახედა. _რა უხეშია_ჩაიჩურჩულა ნონამ. _ოცდარვის!_უპასუხა ანიტამ და ისევ მოარიდა თვალი. _მე ოცდაექვსის!_დააყოლა ლაშიკომ_მაგრამ ჩემთვის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დედას მოეწონო. ოთომ და თაკომ ერთმანეთისკენ გააპარეს მზერა და ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ძლივს შეიკავეს თავი ხარხარისგან. _ოთო, ქორწილი როდის გაქვს?_სიტუაცია განმუხტა მაგდამ. _ივნისში_სხარტად უპასუხა ბიჭმა_რაღა დარჩა, ხუთი თვეც და ეგაა. ნელ-ნელა ჰაერში დაძაბულობამმ იკლო და ყველა ერთმანეთს აყვა საუბარში. აკაკი ისევ ჩუმად იყო და თვალს არ აშორებდა ანიტას, ასეთ ინტერესში პირველად ჩვარდა. ანიტაც ბევრს არაფერს ამბობდა, მხოლოდ კონკრეტულად მისკენ მიმართღულ კითხვებს ლაკონურად იგერიებდა და აკაკის მზერისგან ახურებულ სახეზე უხერხულად ისმევდა ხელს. _მე უნდა წავიდე…_თქვა ანიტამ ცოტახანში_სამსახურში დედლაინი მაქვს და ამაღამ უნდა გადავგზავნო პროექტი_იცრუა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. ვეღარ უძლებდა აკაკის მზერას. _გაგაცილებ_მშვიდად წამოდგა აკაკიც_მეც საქმე მაქვს და უნდა გავიდე. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ხმას არავინ იღებდა, ყველა გაოცებული შესცქეროდა ერთმანეთს და ვერ იჯერებდნენ რომ გეგმამ ასე სწრაფად იმუშავა. ანიტას სხეული აუთრთოლდა, თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დააქნია და გასასვლელისკენ გაემართა. _თქვენ ცოტახანი კიდე დარჩით_დუმილი დაარღვია მაგდამ_ძალიან კარგი საღამოა და ასე ადრე ნუ დავამთავრებთ ორი სამსახურზე შეყვარებული ადამიანის გამო…_უკმაყოფილოდ ჩაილაოპარაკა მან. შინაგანად კი ბავშვივით ცეკვავდა და ბედნიერებით სავსე თვალებით მისცქეროდა ნონდა. _დედა, წყალს დავლევ და წავალ._თავზე აკოცა დედას აკაკიმ. _ბოლო შტრიხების დროა!_გადაუჩურჩულა თაკომ ნონას. ისიც ფეხზე წამოდგა სამზარეულოში წყლის ასაღებად გასულ აკაკის გაჰყვა _ვხედავდი როგორ უყურებდი ანიტას_სერიოზული სახით მიმართა ბიჭს ნონამ._იცოდე შანსი არ გაქვს. ანიტას შენთვის არ სცალია. ისედაც თავიდან ფეხებამდე სამსახურშია გადაშვებული და შენნაირ არასერიოზულ კაცზე ნუ დაახარჯვინებ დროს. _იქნებ მართლა მომეწონა?! _დარწმუნებული ვარ მოგეწონა, რა აქვს დასაწუნი? მაგრამ იცი კიდევ რამდენ ბიჭს მოსწონს? შენ ხომ არ გგონია პირველი მამაკაცი ხარ ვისაც შანსი მიეცა მისი სახლში გაცილების? ერთ რჩევას მოგცემ, ისე მიაცილე მამამისმა არ დაგინახოს თორემ ქვეყნიდან მოგიწევს გადასახლება… შეიძლება კონტინენტიდანაც. ტვინს ნუ აურევ, ლაშიკო ძალიან მოეწონ და გეგმას ნუ გადაახვევინებ. _მადლობა რჩევისთვის ნონა დეიდა, გავითვალისწინებ!_ღმილით მიუგო აკაკიმ და წყალი მოსვა. ამავე დროს კორიდორში მაგდა ატარებდა “ოპერაციას” _ქურთუკი ბოლომდე შეიკარი, არ შეგცივდეს._თბილად მიუახლოვდა ის ანიტას. _ძალიან სასიამოვნო საღამო იყო მაგდა დეიდა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მე ლაშიკოსნაირი ბიჭები არ მომწონს. _სამაგიეროდ აკაკი მოგეწონა, ხომ? დამიჯერე შანსი არ გაქვს… აკაკის იმდენი ქალი ახვევია თავს… ყველა შემდგარი ქალია და მზად არიან სახლში დაჯდნენ, შვილები გაზარდონ და დაკმაყოფილდნენ აკაკის ცოლი სტატუსით. აკაკისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. _რას ამბობთ?_შეშფოთდა ანიტა. _იმას ვამბობ რომ აკაკისთვის ზედმეტად ჩვეულკებრივი ხარ და როცა მიხვდები ელემენტარულად იმას რომ მამაკაცის გასაცნობად ჯინსებით და მაისურით არ უნდა მოხვიდე უკვე გვიან იქნება. მერე კაცებს კი აღარ დაიწუნებ, კაცები დაგიწუნებენ ჩემო კარგო. შენ რა გგონია აკაკისთვის არ ვეძებ გოგოს? უბრალოდ შენ მას არ შეეფერები და ამიტომ გაგაცანი ლაშკო… _წავედით?_მოისმა აკაკის ხმა შორიდან. ანიტას მიუახლოვდა და კარისაკენ მიანიშნა. წყვილმა სახლი დატოვა. ოთო და თაკო ორივე ფანჯარას მივარდა და ანიტას და აკაკის თვალთვალი დაუწყეს _ფარდა ოდნავ უნდა გადაწიო, ასე ხომ დაგინახავენ?_უხეშად წააგლიჯა თაკომ ფარდა ხელიდან. _გაიწი რა, მეც მაინტერესებს_თეძო გაკრა ოთომ _რა ჭორიკანა ხარ, კაცს არ შეფერის!_თაკომაც გაკრა თეძო და ახლა თვითონ გაყო თავი ფანჯარაში. _შენ არ თქვი ცოტაზე უნდა გადაწიოო? დაგინახეს და ეგაა!_მთლიანად გადაწია ფარდა ოთომ _იდიოტო!_ჩაიმუხლა უცებ გოგონა_დაგინახავენ!_დაქაჩა ოთოსაც მაისურში_ახლა ვერცერთი ვეღარ დავინახავთ, გეცდია! _მანქანაში ჩასხდნენ!_შემოსძახა ნონამ რომელიც მეორე ფანჯრიდან იჭყიტებოდა. როცა დარწმუნდნენ რომ მანქანა დაიძრა და თვალს მიეფარა ისევ მიუსხდნენ სუფრას. _ნამდვილი მსახიობები ვართ_სიცილი მორთო მაგდამ_ლაშიკო, შენ ხარ ოქრო ბიჭი! _ეჰ, არადა მართლა ძალიან ლამაზი გოგოა ეს თქვენი ანიტა_თქვა ლაშკომ და სათვალე მოიხსნა._მე წავალ თორემ ვეღარ ვძლებ ამ შარვალში და წინდების გარეშეც ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს._სიცილით წამოდგა ფეხზე. _მართლა იდეალური იყავი!_დაამატა თაკომ. _გამოგვივიდა!_კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ოთომ. _სამწუხარო მხოლოდ ისაა რომ კიდევ მომიწევს შენი ნახვა._აბუზღუნდა თაკო _რას მერჩი? _არც კი ვიცი… უბრალოდ, დაგინახე თუ არა მაშინვე გამაღიზიანე_თქვა გოგომ და თავი ისე გააქნია თითქოს გააჟრჟოლა. _მგონი დროა დავიშალოთ_დაამატა ახლა უკვე თავადაც გაღიზიანებულმა ოთომ და ფეხზე წამოდგა. ჯერ კიდევ კიბეებზე ჩადიოდნენ როცა აკაკი მყისიერად მოუბრუნდა ანიტას და წინ გადაეღობა. ისე ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან რომ ორივეს სუნთქვა შეეკრა. _მართლა მოგეწონა ის ტიპი? გოგონა ადგილს შეეყინა. მხოლოდ თავი გააქნია უარის ნიშნად. _არც მე არ მომეწონა…_მხრები აიჩეჩა აკაკიმ, თითქოს ამით საუბარი დაასრულა და გზა გააგრძელა. რამდენიმე საფეხური ჩაიარა, მერე ისევ შეჩერდა. მოუბრუნდა ორი კიბით მაღლა მდგომ ანიტას და კითხვისნიშნებით სავსე თვალები მიაპყრო. _ჩემზე რას ფიქრობ? ანიტას გული შეუფრთხიალდა… რა უნდა ეპასუხა? სიმართლე? და მერე დარჩებოდა უკან დასახევი გზა? არადა ვერც მოატყუებდა, უბრალოდ ვერ შეძლლებდა… ამ გრძნობებით მოზღვავებულს წამებში პირიდან ვერცერთ სიტყვას ვერ ამოთქვამდა გრძნობების გარეშე. _პირველად მიხურს მთელი სხეული მამაკაცის შემოხედვის გამო…_თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა. აკაკი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა და თამამად გადაიხარა ანიტას ტუჩებისკენ. გოგონამ კი მისი შეჩერების მიზნით გულმკერდზე დააწყო ხელები. _შენ რას ფიქრობ ჩემზე?_კითხვა დაუბრუნდა ანიტამ. _პირველად მაშინებს ქალი_ხელი მაღლა აღმართა და გოგონას სახეზე ნაზად შეახო. _მე გაშინებ?_ხმა აუთრთოლდა ანიტას _მაშინებ… _რატომ? _იმიტომ რომ არ ვიცი რა მინდა შენგან… ანიტამ ხელები დანებების ნიშნად ძირს ჩამოყარა და მთელი სხეულით აეკრო აკაკის, მანაც არ დააყოვნა და გიჟივით დააცხრა ახურებისგან გაწითლებულ და შეშუპებულ ტუჩებზე. ანიტას გახშრებულად ესმოდა საკუთარი სუნთქვა. ეჩვენებოდა თითქოს ყველაფერი ზედმეტად ახლოს მოსულიყო - კედელი ზურგს უკან, აკაკის სხეული წინ, მისი სითბო, სურნელი, შეხება, რომელიც პირდაპირ კანქვეშ აღწევდა. გონება ეუბნებოდა, რომ ეს არ შეიძლებოდა, რომ ეს დაუფიქრებელი იყო, ზედმეტად სწრაფი… მაგრამ სხეული უკვე სხვა წესებით ცხოვრობდა. ხელი მკერდზე რომ დაადო სწორედ მაშინ იგრძნო როგორ უთრთოდა თითები სურვილისგან. იმ სურვილისგან, რომელსაც აქამდე ასე აშკარად არ შეხვედროდა. უეცრად თავში გაუელვა, რომ შესაძლოა ეს კაცი მისი ყველაზე დიდი სისუსტე გამხდარიყო და შიშმა მოიცვა მისი სხეული, მაგრამ ვნება უფრო მეტი იყო… აკაკისაც მოულოდნელად დაატყდა თავს ეს შეგრძნებები. ქალები მოსწონდა, ინტერესდებოდა, მაგრამ ეს სხვა იყო. გული ისე უცემდა, თითქოს სხეულს არ ემორჩილებოდა. ანიტას სიახლოვე აბნევდა, აღაგზნებდა, იზიდავდა. მასში რაღაც არასწორად თუ უფრო საასიშად სწორი იყო. ის არ ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას, არ ეხვეწებოდა ყურადღებას - უბრალოდ იდგა და არსებობდა. და ეს არსებობა აკაკის შინაგან წესრიგს ანგრევდა. როცა ანიტას ხმაში აღელვება შენიშნა, აკაკიმ პირველად იგრძნო პასუხისმგებლობა. არა სიტყვების, არამედ გრძნობების გამო და ამ აზრმა შეაშინა… მაგრამ უკან დახევა უფრო საშიში აღმოჩნდა. ტუჩები რომ შეახო, მოეჩვენა თითქო ირგვლივ ყველაფერი ჩამოიშალა. კიბეები, საღამო, ხალხი ზემოთ - ყველაფერი გაქრა. დარჩა მხოლოდ ის წამი, სადაც ერთი სხეული მეორის შეხორცებას ლამობდა. ანიტასთვის ყველა შეხება თითქოს უკვე კარგად ნაცნობი იყო, თითქოს ვიღაც საკუთარ ადგილს პოულობდა მასში. არც აკაკისთვის იყო ეს კოცნა უბრალოდ ვნება, მაგრამ აღიარება საკუთარ ფიქრებშიც კი უჭირდა. აღიარება იმისა, რომ რაღაც დაიწყო, რაც მარტივი აღარ იქნებოდა. და მაინც ვერ ანებებდა თავს ანიტას ბაგეებს. ანიტა პირველი მოსწყდა აკაკის ტუჩებს და შუბლი შუბლზე მიაბჯინა. გოგონას ჯერ კიდევ ეწვოდა ტუჩები სურვილით რომელიც მაშინ ჩნდება ხოლმე, როცა რაღაც დაუმთავრებელი რჩება. აკაკიმ ხელი ჩამოუშვა, მაგრამ სითბო მაინც შერჩა მტევანზე. რამდენიმე წამი ჩუმად იდგნენ, უხერხული დუმილის გარეშე, იმ იშვიათ სიჩუმეში, რომელიც არ ითხოვს ახსნას. შემდეგ კიბეებს დაუყვნენ. ყოველი საფეხური ახალ შეგრძნებას ტოვებდა: ხელებში სისუსტეს, მუცელში სიმძიმეს, გულში უცნაურ სიმშვიდეს. ანიტა გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა გონება ნელ-ნელა სხეულს. გარეთ გასულებს ცივი ჰაერი შეეგებათ სახეზე და რეალობას მოწყვეტილები დედამიწაზე დააბრუნა. აკაკიმ ინსტინქტურად გაუღო მანქანის კარი, მაგრამ სანამ ჩაჯდებოდა, გოგონა წამით შეჩერდა. ერთმანეთს შეხედეს. უკვე სხვანაირად… ანიტა მანქანაში ჩაჯდა. აკაკიც. ორივემ ზუსტად იცოდა - ეს გზა მანქანამდე მხოლოდ რამდენიმე მეტრი არ ყოფილა. ეს იყო ზღვარი, რომელსაც უკან ვეღარ გადაკვეთდნენ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



