შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კანდიდატი (თავი 4)


30-01-2026, 23:36
ნანახია 411

ოთო, ელენე და აკაკი პარასკევ დილით გაეშურნენ გუდაურისკენ. გზა მშვიდად დაიწყო.
ქალაქი ნელ-ნელა უკან ჩამოიტოვეს ხმაურთან და გამონაბოლქვით სავსე ქუჩებთან ერთად. ფანჯრებს მიღმა ჰაერი შეიცვალა. ასფალტი გველივით მიისლასნებოდა მთებს შორის. ხეობები ღრმავდებოდა, ფერები იცვლებოდა, ნაცრისფერი კლდეები თეთრი ზოლებით იფარებოდა.
მანქანაში საუბარი ხან წყდებოდა, ხან ისევ ცოცხლდებოდა.
რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, მით უფრო ჩუმდებოდა ყველაფერი.
მალე მიადგნენ იმ სასტუმროს, სადაც მეგობრები წლებია ხშირად ჩამოდიოდნენ.
ვერ ვიტყვი რომ ოთო აქ ყველას იცნობდა მაგრამ ოთოს ნამდვილად ყველა იცნობდა. სწორედ ამიტომ გაუიოლდა ყველას ზუსტად იმ ნომერში შესახლება, სადაც მომავალში „შემთხვევითი შეხვედრები“ მარტივად გადაიქცეოდა აუცილებლობად.
_ნომრები ერთმანეთის პირისპირ გაქვთ. 314 და 315_თქვა ადმინისტრატორმა და კარტები გადასცა.
ოთომ კმაყოფილი სახით გადახედა ელენეს, ამით თითქოს კიდევ ერთხელ შეახსენა აქ რისთვის ჩამოვიდნენ.
დერეფანში რამდენიმე წამით შეჩერდნენ.
_დაისვენე!_უთხრა ოთომ აკაკის მზრუნველი ხმით.
აკაკიმ თავი დაუქნია და ნომერში შევიდა.
შუადღისკენ სასტუმრო ნელ-ნელა გამოცოცხლდა.
ამჯერად სასტუმროს თაკო და გიგი ეწვია. ადმინისტრატორმა მათაც გადასცა წინასწარ შერჩეული ნომრის გასაღები და წყვილი ოთოსა და ელენეს გვერდით მოთავსდა.
აკაკის გვერდით ოთახი ჯერ კიდევ ცარიელი რჩებოდა, ჩუმად და მოთმინებით ელოდა თავის ახალ პატრონს.
მალე ჩამოწვა ღამის ნისლი გუდაურის მთებზე. სასტუმროს ყვითელი განათება თბილად იღვრებოდა მიმღებში და სადღაც შორიდან მოისმოდა შეშის დაწვისას გაყრილი ნაპერწკლების კვნესა.
ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ანიტაც. გრძელი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მის გეგმაში სულაც არ შედიოდა ბედისწერის თამაშები ან “შემთხვევითი შეხვედრები“. ერთი სული ჰქონდა ნომერში ასულიყო, ცხელი შხაპი მიეღო, თოვლივით თეთრ თეთრეულში ჩამძვრალიყო, ტელევიზორში რაიმე უაზრობა ჩაერთო და საკუთარი ფიქრები ძილით ჩაეხშო.
მაგრამ ნონასა და მაგდას გეგმა სულ ახვა იყო და ამ გეგმის სისრულეში მოყვანა თაკოსა და ოთოს ხელში გახლდათ.
პირველი მოულოდნელი გადაკვეთა ლობიში უნდა მომხდარიყო და როდესაც თაკომ ანიტასგან მესიჯი მიიღო - ჩამოვედიო, მაშინვე ოთოს გადასცა ინფორმაცია.
ოთომ დაუყონებლივ აკრიბა აკაკის ნომერი და მეგობარს თხოვნით მიმართა.
_ ლობიში რესტორნის შეკვეთა მოიტანეს, ამოიტანე რა…
_შენ ვერ ჩახვალ?_დაეზარა აკაკის თბილი ნომრის დატოვება.
_მიდი რა, მე და ელენე აივანზე მოვაწყობთ რაღაცეებს და იქ ვაჭმოთ…
_კაი ხო, კაცს რომ ეკითხა აქ დასასვენებლად ჩამომიყვანე.
_ნუ წუწუნებ ბიჭო!
_კაი ხო, გავდივარ_მაინც ბუზღუნით მიაძახა აკაკიმ და ოთახიდან გავიდა.
_თქვენი პირადობა, გთხოვთ!_გაუღიმა ადმინისტრატორმა ანიტას.
გოგონამ თავი ჩანთაში ჩარგო და საფულის ძებნა დაიწყო. თითები ავტომატურად გადაადგილდებოდა ნივთებს შორის, გონება კი უკვე ზემოთ იყო, ნომერში, შხაპის ორთქლში, სიჩუმეში.
ზუსტად ამ დროს ლიფტის კარი ჩუმი ზუზუნით გაიღო და აკაკი გამოვიდა.
ერთი ნაბიჯი გადადგა ლობისკენ… და უცებ შეჩერდა.
“დამტენი” გაიფიქრა მან.
წამში მიიღო გადაწყვეტილება: ჯერ გარეთ გავიდოდა და მერე დაბრუნდებოდა შეკვეთის ასაღებად. ისე მოტრიალდა, რომ მიმღებში მდგომი გოგოსთვის ზედაც არც შეუხედავს. არც ანიტას აუწევია თავი.
_ყველაფერი მზადაა!_ გაისმა ისვ ადმინისტრატორის ხმა_თქვენ 313 ნოემრში ხართ.
ანიტამ მადლობა გადაუხადა, კარტა თითებს შორის მოიქცია და ლიფტისკენ გაემართა. რამდენიმე წამში უკვე თავისი ნომრის კარიც შეაღო.
ცოტახანში აკაკიც გამოვიდა ლიფტიდან საჭმლის ყუთითა და სატენით ხელში.
ოთოს ნომერთან შეჩერდა და დააკაკუნა.
_სად ხარ ამდენხანს?_ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ოთოს. მზერაში აშკარად ეწერა მოლოდინი.
_მანქანაში გავედი,_მხრები აიჩეჩა აკაკიმ_დამტენი დამრჩა და…
ოთოს სახე შეეცვალა. ეშმაკური ღიმილი გაუქრა, წარბები ოდნავ შეეკრა.
_მანქანაში? — ნელა გაიმეორა.
რამდენიმე წამი დუმილი ჩამოვარდა.
ოთო დაიიბნა, თუმცა ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს, ამით მხოლოდ ეჭვს დაბადებდა.
„მგონი ვერ შეხვდნენ…“
თაკოს ეკრანზე მესიჯი გამოჩნდა. თაკომ ტუჩი უკმაყოფილოდ მოიკვნიტა და პასუხის აკრეფა დააპირა, თუმცა ტელეფონი ისევ შეირხა. ამჯერად ეკრანზე ანიტას სახელი აენთო.
_აბა, რას შვები? — ჰკითხა თითქოს უდარდელად დას_ მოეწყვე ნომერში?
_ჰო, ორი წუთია ამოვედი,_გაისმა ანიტას ხმა, ოდნავ დაღლილი, მაგრამ მშვიდი _საშინლად მეძინება… დიდი ხანია ასე არ დავღლილვარ. და უნდა ვაღიარო, ეს დასვენება მართლა მჭირდებოდა.
_ხომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა? მიმღებში პრობლემა ხომ არ შეგქმნია?_კითხვის ტონი თითქოს ჩვეულებრივი იყო, მაგრამ თაკო პასუხს კი არა, სასწაულს ელოდა.
_კი, კი, — დაუფიქრებლად უპასუხა ანიტამ. — სრულიად მარტივად დავრეგისტრირდი. საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა._ბოლო ლურსმანი დააჭედა ანიტამ თაკოსა და ოთოს გეგმის კუბოზე.
_კარგი მაშინ,_თქვა თაკომ და ხმაში ისეთი სიმშვიდე დაიჭირა, თითქოს ყველაფერი ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო. _დაისვენე. დილით შეგეხმიანები.
_ღამე მშვიდობის!_უპასუხა ანიტამ და ტელეფონი გაითიშა.
თაკომ ღრმად ამოისუნთქა.
“დღევანდელი გეგმა ოფიციალურად ჩაიფუშა”_მიწერა ოთოს
“გეგმა ბე_ზე გადავიდეთ?”_არ დააყოვნა პასუხი ოთომ.
“გდავიდეთ!”
მართალია ეს ღამე წარუმატებლად დასრულდა მათთვის, მაგრამ წინ კიდევ უამრავი დრო და კიდევ უფრო მეტი “შემთხვევითი შეხვედრების” ვარიანტები ჰქონდათ…
თიკამ საწოლზე გაწოლილ, მშვიდად მძინარე ქმარს გადახედა. მისი სუნთქვა თანაბარი იყო, სახე - მოდუნებული, თითქოს არაფერი აწუხებდა. სწორედ ამ სიმშვიდემ გააღიზიანა. აღარ იცოდა, სად წაეღო ეს მოუსვენრობა, ეს უსახელო დაძაბულობა, რომელიც სხეულში ედგა და გასასვლელს ეძებდა.
ღრმად ჩაისუნთქა. ჰაერი თითქოს არ ეყო. ოთახი მოულოდნელად პატარა გახდა…
გოგონამ თბილი ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა.
ცივი ჰაერი სახეზე შეეგება, მაგრამ შვება არ მოუტანია. სიგარეტი უნდოდა. ძალიან.
გიგის გვერდით ეს სურვილი ყოველთვის დაუკმაყოფილებლი რჩებოდა.
ორი თითი ტუჩებთან მიიტანა და სიგარეტის მოქაჩვის იმიტაცია გააკეთა, თითქოს ამით მაინც მოატყუებდა საკუთარ ნერვებს.
_ფჰუუუ…_ჰაერი ნელა გამოუშვა პირიდან, თითქოს კვამლი ყოფილიყოს.
_რას აკეთებ?_ჩუმი, ოდნავ ირონიული ხმა გაისმა აივნებს შორის გამყოფი კედლის იქიდან.
თიკამ თავი სწრაფად შეაბრუნა. მეზობელი აივნიდან ოთოს გადმოყოფილი თავი დაინახა.
_ჰაერს ვეწევი_ისეთი აუღელვებელი ხმით უპასუხა თითქოს ამაშ არაფერი უცნაური არ ყოფილიყო.
ოთოს გაეღიმა.
_ჩავარდნილ გეგმას განიცდი?_იკითხა და თვალები ოდნავ აუციმციმდა.
_სულაც არა, უბრალოდ ახალს უფრო კარგად ვგეგმავ…
_შიგნით რატომ არ ხარ?_კითხა თითქოს ჩვეულებრივად, მაგრამ კითხვაში რაღაც ზედმეტი ინტერესიც ერია._თბილ ოთახში და საყვარელ ადამიანთან ყოფნას რომ ასეთ სიცივეში ჰაერის მოწევას ამჯობინებ, მგონი რაღაც რიგზე ვერ უნდა იყოს…
თიკა წამით შეყოვნდა.
_ზოგჯერ ოთახში ყოფნა უფრო რთულია, ვიდრე გარეთ, სიცივეში._თქვა ბოლოს და მზერა მთებს მიაპყრო._მალე გაიგებ…
_რას?_ვერ მიუხვდა ოთო.
_ოჯახს შექმნი და გაიგებ._სხვათაშორის მიაძახა თაკომ და ოთახში შებრუნდა.
იგრძო აივანზე ყოფნა საშიში ხდებოდა და იქაურობას გაეცალა.
ფანჯრებს მიღმა მთები ნელა იღვიძებდნენ, ღრუბლებიდან მზე პირველ სხივებს აბრუნებდა თოვლზე, ჰაერში კი არაფრისმომასწავლებელი სიჩუმე იდგა.
ანიტამ თვალები ნელა გაახილა. საათს დახედა და მიხვდა ბევრი და ძალიან ღრმად ეძინა. მისი დილა რა თქმა უნდა მეილის შემოწმებით და საქმიანი თითების წკაპუნით დაიწყო.
ცოტახანში მუცელი აუბუყბუყდა. ის ყოველთვის დილაადრიან საუზმობდა, მერე დიდიხანი ვეღარ მოიცლიდა ლეპტოპიდან თავის ამოსაყოფად და სჯობდა კუჭი ახლა დაეკმაყოფილებია.
“საუზმეზე ჩავდივარ, ჩამოხვალ?” მიწერა დას.
ძლივს ჩაძნებული თაკო ტელეფონის ვიბრაციამ შეაღვიძა. მესიჯი წაიკითხა თუ არა, მიხვდა - მოქმედების დრო იყო.
“ანიტა საუზმეზე ჩადის, იქნებ კორიდორში შეეჩეხონ”_მაშინვე მიწერა ოთოს.
ოთომაც არ დააყოვნა და მეგობარს გადაურეკა.
_ადე რა… ჩავიდეთ საუზმეზე._არ დალოდებია აკაკის პასუხს.
_ასე ადრე?_თალები მოისრისა აკაკიმ._თან არც მშია ჯერ…
_შიმშლით არც მე, მაგრამ ყავა მინდა საშინლად.
_ჰო… ყავა ნამდვილად გაასწორებს.
_მიდი ჩადი, მაგიდა დაიკავე ფანჯარასთან. მე ლენეს დაველოდები და ასე 10-15 წუთში შემოგიერთდებით.
_კაი, გავალ ორ წუთში._უთხრა ბოლოს აკაკიმ და ტელკეფონი გათიშა.
ოთო კმაყოფილი იყო, “კართან თუ არა ლიფტში მაინც გადაეყრებიან, ან საუზმეზე” გაიფიქრა მან.
კორიდორში უცნაური სიჩუმე იდგა, თითქოს კედლებიც კი ინტერესით ელოდა წყვილის შეხვედრას.
თავიდან ყველაფერი იდეალურად მიდიოდა: ანიტამ და აკაკიმ სინქრონულად მოკიდეს ურდულს ხელი და კარი გამოაღეს, ის-ის იყო პირველი ნაბიჯებიც გადადგეს კორიდორისკენ რომ ანიტას ლეპტოპში ნაცნობი ხმა გაისმა - ახალი მეილი მოივიდა.
_ჯანდაბა_ჩაილაპარა გოგონამ და ოთახში შებრუნდა.
აკაკისა შორი-ახლოდან მოესმე უცნობის ნათქვამი “ჯანდაბა”, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია… რას წარმოიდგენდა…
მალე განათდა თაკოს ეკრანი ისევ ანიტას მესიჯით: “მე ვეღარ ჩავდივარ და როცა მოახერხებ საუზმე ამომიტანე რა, რაიმე ისეთი რომ დიდიხანი აღარ მომშივდე”
“რა მოხდა?”მაშინვე უპასუხა თაკომ, ეგონა ალბათ აკაკის შეეჩეხა და ამის გამო შეიკეტა ნომერშიო.
“მეილი მომწერეს, შეთავაზებაზე უარი უთქვამთ და ახლიდან უნდა დავწერო”
ანიტა ერთს წერდა თაკო კი მეორეს კითხულობდა, ეს მესიჯი ნიშნავდა იმას რომ აკაკი არ უნახავს.
საუზმეზე ჩასული ოთოც მალევე მიხვდა გეგმამ არ გაამართლა. ყავა ჩუმად მოსვა და გონებაში ახალი ინტრიგნის ხლართვა დაიწყო.
მთელი შაბათი დღე “შემთხვევითი შეხვედრების” დაგეგმაში გავიდა, თუმცა რეალობა სხვა სცენებს აწყობდა. რამდენჯერმე მივიდა საქმე იქამდე რომ ერთი წამი აკლდა წყვილის შეხვედრას, მაგრამ ამაოდ.
ხან ანიტა მოიმიზეზებდა სამუშაოს, ხან კი აკაკი და ბოლო წამს უარით ისტუმრებდნენ თაკო და ოთოს. საღამოხანს როცა ოთო და თაკო დარწმუნდნენ არცერთი აღარ აპირევდა ნომრის დატოვებას მოილაპარაკეს ორივენი აივანზე გაეყვანათ და იქ ხმამაღალი საუბრით გამოეწვიათ ერთმანეთის ყურადღება.
_წამო რა ცხელი ჩაი დავლიოთ აივანზე_ჩაის ჭიქებით შეაკითხა დამ ანიტას.
_რა დრო მოსულა_ზანტად გაიზმორა ანიტა და ლეპტოპი დაკეცა.
_ისე მაგ ლეპტოპს რომ გაყვე ცოლად არ გიფიქრია?_ირონიულოად წაკბინა თაკომ_საწოლში ერთად წევხართ, უერთმანეთოდ ვერ ძლებთ, დასასვენებლადაც წამოიყვანე…
_ეს შენი დასვენებაა და არა ჩემი! _წარბები აქაჩა ანიტამ და აივანზე გავიდა.
_არც შენ გაწყენდა გონების გადატვირთვა.
_არ მცალია თაკო, ვმუშაობ!
_მემგონი საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩების უფრო გეშნია.
_ფიქრები საერთოდ აღარ გამაჩნია…_ჩაილაპარაკა მან და მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო.
_აკაკიზეც აღარ ფიქრობ?
_ეგ საერთოდ არ გამახსენო, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სიზმრად ვნახე…_მოზერდილი ნერწყვი გადაყლაპა ანიტამ და ვებერთელა მთებს გადაავლო თვალი.
სწორედ ამ დროს მეზობელი აივნიდან კარის გაღების ხმა გაისმა. თაკოს გული შეუფრთხიალდა.
_გამო, ცოტა გონება გაანიავე!_გარეთ გამოიპატიჟა მეგობარი ოთომ.
ანიტას თითქოს ნაცნობი ხმა ჩაესმა, თავიც ინტერესით მიაბრუნა მეზობელი აივნისკენ და გასუსული დაელოდა უცნობის გამოჩენას. მოულოდნელად მთების სიჩუმე და უცნობის თითქოს ნაცნობი ხმა მობილურის ზარმა ჩაანაცვლა და ანიტაც დაუფიქრებლად შევარდა ოთახში.
_შემეშვი რა!_აკაკიმ გამოსძახა ოთოს._ახალ მენიუს ვწერ-მეთქი, არ გითხარი?_მხარში ხელი დაავლო მეგობარს, ოთახში შეათრია და აივნის კარი დაკეტა.
_გამარჯობა ბატონო არჩილ…_ზარს უპასუხა ანიტამ._დიახ, თითქმის დავასრულე… კი, მარაიმი ანაზღაურებაზე თანახმაა… არა, არა, ყველაფერი ჩავასწორე… დიახ… კარგი…გასაგებია… კი… კი…. არა… კი…_კიდევ დიდხანს ისმოდა ყრუდ ანიტას საუბარი ბატონ არჩილთან.
თაკომ თვალები გადაატრიალა და ფარხმალ დაყრილი შევიდა ოთახში.
_თაკო,_ანიტამ ტელეფონს ცალი ხელი ააფარა და ჩურჩულით დაუძახა._ამას მოვრჩები და დავიძინებ, ხვალ დილით ადრე საკონფერენციო ზარი მაქვს და გთხოვ ექვსზე გამაღვიძე, მეშინია არ ჩამეძინოს.
_ხვალ კვირაა._სახე აეშალა თაკოს.
_ვიცი!_მხრები აიჩეჩა ანიტამ და მობილურზე საუბარი გააგრძელა.
თაკო და ოთო ერთდროულად გავიდნენ კორიდორში. ორვემ გადაღლილი მზერა მიაპყრო ერთმანეთს.
_ხვალ თავიდან ვცადოთ?_ჰკითხა ოთომ.
_სხვა რა გზაა? ნონა ცოცხლად შეგვჭამს რომ არ გამოგვივიდეს.
_მაგდაც…_ტანში გასცრა ოთოს.
_ღამემშვიდობის!_ჩაეცინა ელენეს.
_ღამემშვიდობის_დაემშვიდობა ოთოც.
ანიტა და აკაკი თავიანთ ნომრებში უდარდელად აგრძელებდნენ სამსახურის საქმეების მოგვარებას. ანიტა საწოლის თავზე მიყრდნობილი ფაილებში და მეილებში ჩაფლულიყო. თითები კლავიშებზე კალიასავით დაუხტოდა , თვალები ეკრანს დაკვირვებით დაჰყურებდა, გონება კი მაინც სადღაც „იქით“ მიექაჩებოდა.
აკაკი, თავის მხრივ, საკუთარი რესტორნის ახალი მენიუს დეტალებს ამუშავებდა. სულ იტაცებდა ეს სფერო და კულინარიულ აკადემიაშიც ამიტომ ჩააბარა. წლების მანძილზე ბევრი გამოცდილება დააგროვა როგორც მზარეულმა და თბილისის მოთხოვნადმა შეფმა. ახლა კი გადაწყვიტა რომ საკუთარი ბიზნესის დაწყების დრო დადგა. . ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ პირადი ცხოვრებისთვის დრო პრაქტიკულად აღარ რჩებოდა.
მხოლოდ ერთ ღამიან ურთიერთობებს გადააწყდებოდა ხოლმე აქ-იქ და ამითაც კმაყოფილი იყო, ყოველ შემთხვევაშ იქმდე სანამ ანიტას არ გადაეყარა. იმ ღამის შემდეგ კი მისი გეგმები - პირადი ცხოვრება მეორე პლანზე დარჩენილიყო - თავზე ჩამოემსხვრა და მოუსვენრობა დაჩემდა.
“ნეტა ახლა რას შვება?” ორივეს ერთდროულად გაუელვა თავში.
ანიტამ ლეპტოპი ჩაკეცა, თითქოს ამით ფიქრებს ნებართვა დართო მასთან მისულიყვნენ. სივრცე უაზრო მზერით გაჭრა და რამდენჯერმე დაატრიალა გონებაში ის კოცნა რომელიც ახლაც ცხადად ეჩვენებოდა.
სიჩუმე ისევ კუჭის ბუყ-ბუყმა გაარღვია და გაახსენდა - დილის მერე არაფერი უჭამია. ყურმილი აიღო და მიმღებში დარეკა.
_გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?_მოისმა ზედმატად ფორმალური ხმა.
_თუ გვიანი არაა, სალათის შეკვეთა მინდა.
_ნახევარ საათში იკეტება სამზარეულო, მაგრამ მოვასწრებთ.
ანიტამ დაწვრილებით აუხსნა სალათის შემადგენლობა და დასაყოლებლად ფორთოხლის წვენიც მოითხოვა. მერე ტელევიზორი ჩართო და განაბული დაელოდა შეკვეთას.
მალევე დააკაკუნეს კარზე და ისიც სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე. მომსახურე პერსონალმა ეტლით შემოაგორა საჭმელი და უსიტყვოდ დატოვა ნომერი.
ანიტამ ხელები ერთმანეთზე გაახახუნდა, ჯერ ფორთოხლის წვენი მოსვა, მერე კი თეფშს თავი მოხადა იმ იმედით რომ კუთვნილ სალათს საინახავდა.
_ეს რა არის?_გაუკვირდა როდესაც იქ მოზრდილი ბურგერი დახვდა._ამას ვინ ჭამს შუაღამეზე?_ხელახლა დასწვდა ყურმილს და მიმღებში დარეკა.
_გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?_გაისმა ისევ ის ფორმალური ხმა.
_სამას მეცამეტედან გირეკავთ ისევ, სალათის ნაცვლად ბურგერი მომიტანეს._შეეცადა გაღიზიანება დაემალა.
_დაიცადეთ!_უთხრა ქალმა და ტელეფონში სიჩუმე გამეფდა.
ანიტა გრძნობდა სხეულში როგორ აწვებოდა ბრაზი.
_ალო?!_ლოდინის შემდეგ კიდევ ერთხელ გაისმა ფორმალური ხმა.
_დიახ!_არ დააყოვნა პასუხი ანიტამ.
_შეცდომა მოხდა, თქვენი შეკვეთა სამას მეთხუტმეტესთან შეუტანიათ, ცოტახანში ამოვა პერსონალი და შეცვლის შეკვეთებს.
_იყოს, მე თვითონ გავალ!_გაღიზიანებულმა უპასუხა გოგონამ._ასე უფრო მალე იქნება. მადლობა!
ანიტა პასუხს აღარ დალოდებია ისე დაკიდა ყურმილი. ბურგერის თეფშს ხელი დაავლო და კორიდორში სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
სამას მეცამეტე ნომერთან მისულმა ხელი ჰაერში აღმართა და ორჯერ მკაფიოდ დააკაკუნა.
კარის მიღმა ნაბიჯების ხმა გაისმა. საკეტი გადაიწია და კარი ოდნავ გაიღო.
ანიტას მკვეთრი, სწრაფი და საქმიანი მონოლოგი უკვე გამზადებული ჰქონდა, მაგრამ ყველა სიტყვა ტუჩებზე შეეყინა…



№1 სტუმარი სტუმარი ლურჯი

ნამდვილი დამთხვევებიც ხდება :დ

 


სტუმარი ლურჯი
ნამდვილი დამთხვევებიც ხდება :დ

კი ასეა 🤣🤣

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

რა დროს შეწყდა. საოცრებაა. მალე დადეთ გაგრძელება

 


სტუმარი მარი
რა დროს შეწყდა. საოცრებაა. მალე დადეთ გაგრძელება

მალე დავდებ შემდეგს ❤️ მიხარია რომ მოგწონთ 🥰

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

ამ დროს შეწყვეტა იქნებოდა ,მაგას ველოდებით ხალხი როდის შეხვდებოდა და ეს რა იყო,ძალიან კარგია,ველოდები შემდეგ თავს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent