უკანასკნელი კანდიდატი (თავი 5)
აკაკი მიმღების ქალმა წინასწარ გააფრთხილა - თქვენი მეზობელი მოვა და შეკვეთას გაგიცვლითო. როდესაც კარზე კაკუნი მოესმა სალათის თეფში ხელში მოითავსა და მეზობელთან შესახვედრად მოემზადა. ყველას ელოდა იქ ანიტას გარდა. ანიტა ისევ შეეჩეხა მუგუზალივით შავ თვალებს, სწორედ იმ თვალებს თითქოს მთელი ცხოვრება რომ ეძებს. მარტო თვითონ კი არა მთელი სამყარო გაშეშდა იმ წამს. სუნთქვაშეკრული უყურებდნენ ერთმანეთს და არცერთმა იცოდა რა ეთქვა. _მე გვერდით ნიომერში ვარ…_უხერხული სიჩუმე დაარღვია ანიტამ_ჩვენი შეკვეთები აერიათ… აკაკიმ ბურგერს დახედა. მერე ისევ ანიტას. თითქოს არჩევანს აკეთებდა საჭმელსა და მას შორის. საბოლოოდ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და ზღურბლს გადააბიჯა. ანიტა შეცბა, მისმა სიახლოვემ დააბნია. კორიდორი უცებ ზედმეტად ვიწრო მოეჩვენა. სწრაფად უნდა გასცლოდა აქაურობას. _აიღე_მოახლოვებულ აკაკის ბურგერი შეაჩეჩა ხელში. მეორე ხელიდან კი სალათის თეფში გამოსტაცა. _ანიტა…_წარმოთქვა აკაკიმ ისე თითქოს ეს სახელი აქამდე გონებაშიც არ გაუვლია. _კარგად!_მოუჭრა ანიტამ და თავისი ნომრისკენ გავარდა. ოთახში შევიდა თუ არა კარის დაკეტვა სცადა მაგრამ აკაკის ფეხმა შეაჩერა. _მოიცა, დავილაპარაკოთ… _კარგად-მეთქი!_ისევ ცადა კარის დახურვა, თუმცა ამაოდ. _გაბრაზებული ხარ ჩემზე?_ღიმილი შეეპარა აკაკის. _არცისეთი მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის რომ შენზე გაბრაზება დავხარჯო! _მაშინ თვალებში ცეცხლი რატომ გაქვს ანთებული? _თავმოყვარეობა არ გაქვს? გოგო ოთახიდან გაგდებს და შენ არც კი იმჩნევ. _აშკარად გაბრაზებული ხარ!_დააკვნა აკაკიმ_ვიცი, იმ დღეს ზედმეტად უხეში ვიყავი, მაგრამ, დამიჯერე, ასე სჯობდა. არ მინდოდა დამეტანჯე… _როგორ უნდა დაგეტანჯე? რამე განუკურნებელი დაავადება გჭირს და თუ შემიყვარდებოდი მერე გული მეტკინებოდა?_ირონიულად ახედა ანიტამ. აკაკიმ თავი ჩაქინდრა, წამით ძალიან სერიოზული გახდა, თითქოს მისი საიდუმლო ამოხსნესო. _აკაკი?!_გოგონას ხმაში მღელვარება ჩაესახა და კარს მოშორდა. თეფში იქვე მაგიდაზე მოათავსა და შეშინებულმა იკითხა_მართლა რამე გჭირს?_გული ყელში ააწვა. _დიდიხანია ამით ვიტანჯები_ამოიხვნეშა აკაკიმ. ისიც შევიდა ოთახში. კარი ზურგს უკან დაკეტა და თეფში მაგიდაზე დადო._ძალიან იშვიათი დიაგნოზი მაქვს…_ანიტას ზედმეტად მიუახლოვდა, მის ყურის ძირთან დაიხარა და ჩურჩული უთხრა._ერთგულება არ შემიძლია… _იდიოტო!_წამოიყვირა ანიტამ_ასე ხუმრობა შეიძლება? მართლა ავადმყოფი ხარ! _შენ დაიწყე!_ნიშნისმოგებით აათამაშა წარბები აკაკიმ. _ჰო და ახლა შენ დაასრულე,_ხმაში ყინული შეერია ანიტას_ გადი! _ვიფიქრე აგიხსნიდი…_მშვიდად დაიწყო აკაკიმ, თითქოს ამ სიმშვიდით რამეს შეცვლიდა_ არ მინდა ცუდ ადამიანად ჩამთვალო, მე უბრალოდ ვერ გაგიმეტე ერთი ღამისთვის. პასუხისმგებლობისთვის კი მზად არ ვიყავი… _მე აგკიდე პასუხისმგებლობა?_ნელა და ხაზგასმით იკითხა გოგონამ_სად? როდის? რომელ წინადადებაში? არ ვარ ის ქალი ვინც კაცის იმედად იღებს გადაწყვეტილებებს! ან საიდან მოიტანე რომ შენგან ერთი ღამის გარდა სხვა რამ მჭირდებოდა? _შენ არ გავხარ მას, ვინც ერთ ღამეს დაჯერდება._ჩაილაპარაკა აკაკიმ. _ანუ სუსტი, დაუცველი გოგო ვარ და დიდი, “ბუა” კაცი მჭირდება გვერდით, რომ ცხოვრება ამიწყოს?_წამოენთო ანიტა_საიდუმლოს გაგიმხელ, ერთადერთი კანდიდატი არ ხარ, ბევრი “ბუა” დამდევს, მაგრამ რატომღაც გადარჩენა არცერთვისთვის მითხოვია. _აჰა, ანუ თავი სამყაროს ცენტრად მიგაჩნია და ნებისმიერი კაცი რომელსაც მაგ ცისფერი, მომაჯადოვებელი თვალებით გახედავ მაშინვე შენი მონა გახება? _და შენ და შენი ეგო თავს რითი იმშვიდებთ? რა კარგები ვართ კიდევ ერთ გოგონას გული რომ არ ვატკინეთო? შეგეშალა ჩემო კარგო, მე არ ვარ ის ვის გულისტკენასაც მარტივად შეძლებ! და არც ჩემთან სექ*ზე უარის თქმით ჩაგიდენია გმირობა! _არ მჯერა შენი!_მხრები აიჩეჩა აკაკიმ_არ მჯერა რომ ერთ ღამეს გაატარებდი ჩემთან და მეორე დილით ისე წახვიდოდი, რომ ჩემზე ფიქრები აღარასოდეს შეგაწუხებდა _რაიყო, გიჭირს იმის გაფიქრება რომ ქალზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდი?_ანიტამ თავი ოდნავ გადახარა და თვალები დააწვრილა_საწოლშიც თუ ისეთივე უემოციო ხარ როგორიც კოცნისას,_მშვიდად მაგრამ დაუნდობლად გააგრძელლა_ მაშინ, დამიჯერე, საერთოდ არ გამიჭირდებოდა შენი დავიწყება. იმ საღამოს მანქანიდან გადასული არ ვიყავი, შენი სახეც კი აღარ მახსოვდა! აკაკიმ მხრებში სიბრაზე იგრძნო, ყელში კი დიდი ბოღმა. გონება კარნახობდა - გადი, გაეცალე, ეს ქალი დაგღუპავსო! მაგრამ ზედმეტად ბევრი ემოცია მოაწვა იმისთვის რომ რაციონალურად მოქცეულიყო. ანიტას სახე მის ხელებში მოიქცია, მისკენ დაიხარა და მწყურვალივით დაეწაფა მის ტუჩებს. _შეიშალე?!_უყვირა ანიტამ და მისი მოგერიება სცადა. _დამიმტკიცე რომ შენთვის მხოლოდ ერთი ღამის გასართობი ვარ!_ჩახლეწილი ხმით ჩასჩურჩულა ყურში აკაკიმ. ანიტა წამით შეკრთა, თუმცა მალევე გაიაზრა რომ უკან დასახევი გზა თავისივე სიტყვებს ჰქონდა ჩახერგილი და დანებება გადაწყვიტა. _მაკოცე!_კვნესასავით აღმოხდა ბოლოს. ამის თქმა და ორი სხეული ერთმანეთს შეასკდა, თითქოს მთელი ცხოვრებაა სწორედ ამ წამს ელოდნენ. ჰაერი გაქრა, ქიმიამ იხეთქა… აკაკი გაშმაგებული კოცნიდა ანიტას ტუჩებს, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ იყო, მეტი უნდოდა. მისი სხეულის ყველა კუთე-კუნჭულის შეესწავლა სურდა, უნდოდა ზუსტად სცოდნოდა გოგონას სუსტი წერტილები და როცა კოცნისას ანიტა უხერხულად იშმუშნებოდა, იცოდა ამ ადგილს კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებოდა. ანიტამ ხელები მხრებზე აუსრიალა და მის ოდნავ მოზრდილ თმებს ჩაებღაუჭა. ხედავდა როგოირ ტრიალებდა ოთახის კედლები მათ ირგვლივ. ყოველ ახალ წამს ახალი შეგრძნება მოჰქონდა და როდესაც აკაკიმ ხელში აიტაცა და მის უკანალას ჩაებღაუჭა გული წამით გაუჩერდა. _ბოლო შანსს გაძლევ, თუ გინდა გავჩრდები…_ჩასჩურჩულა აკაკიმ. _თუ გაჩერდები, სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები_ ანიტამ თვალები ოდნავ დააწვრილა, ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი გაეპარა, ის ღიმილი, რომელიც ერთდროულად გამოწვევაც იყო და გაფრთხილებაც_დიდი ალბათობით ფიზიკურ ზიანს მოგაყენებ! _სასაცილოა შენნაირი პატარა არება რომ მემუქრება_ჩაეღიმა აკაკის და გოგონა საწოლზე მოათავსა. _ფრთხილად…_ ჩაიჩრჩულა ანიტამ როცა აკაკის ხელი ფეხებს შორის იგრძო. აკაკისთვის ეს ნიშანი იყო, წამით ისევ შეიპყრო პასუხისმგებლობების შიშმა მაგრამ გაჩერებაც აღარ შეეძლო. გოგონას საცვალს დაქაჩა და ტანზე შემოახია. _ამის შემდეგ ფრთხილად ვიქნები._ჩაწითლებული თვალებით შეათვალიერა ანიტას სახე. მერე ფეხზე წამოდგა, ტანზე გაიხადა და ისევ დაუბრუნდა ახლა უკვე ნაცნობ სხეულს. ამჯერად ანიტას საღამურს ჩაებღაუჭა და ერთი ხელის მოსმით გადააძრო. _გამარჯობა, გოგოებო!_ხალისიანად გადახედა ანიტას მკერდს_მე თქვენი ახალი მფლობელი ვარ! ანიტას მკერდის თავები ამოებურცა, მთელს ტანში დაუარა ჟრუანტელმა. აკაკი მისკენ დაიხარა და ენის წვერი აუსვა მუცელზე, მერე ნელ-ნელა ზემოთ აუყვა და ყელზე ვნებიანად აკოცა. სწორედ ამ დროს იგრძნო ანიტამ ის რაც აქამდე არასდროეს გამოეცადა და ოთახი კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად უფრო სწრაფად დატრიალდა. წყვილი ვნების მორევში გადაეშვა… კიდევ დიდხანს ისმოდა ოთახში ხმამაღალი სუნთქვა და მოურიდებელი კვნესა, ბოლოს ჰაერი ოხშივარის სუნით გაიჟღნთა და აკაკიც ერთიანად მოეშვეა. ცოტახანს ანიტას პატარა სხეულზე ისვენებდა, მერე თავადვე იგრძნო ტანის სიმძიმე და გვერდით გადაგორდა. _ხუთი წუთიც მაცადე და მერე თავიდან დავიწყოთ_ უთხრა ხვნეშით და გამომწვევი ღმილით გადახედა გოგონას. ვნებიანი ღამე იქამდე გაგრძელდა სანამ დილად არ გადაიქცა. გამთენიისას გადაქანცულებს და ერთმანეთში გადახლართულთულებს ჩაეძინათ. აკაკის ანიტას მკერდში ჩაერგო თავი და ხელებით წელზე ისე შემოეხვია გეგონება სადმე გაურბოდა. ანიტას ცალი ფეხი აკაკის წელზე გადაედო, ცალი კი მის ფეხებს შორის ჰქონდა შეცურებული. _ანიტა!_კარზე ბრახუნმა გამოაფხიზლა გოგონა_ანიტა?! გესმის?! _ჯანდაბა!_ძლივს მოეგო გონს_ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ანიტა ფართხალ-ფართხალით გამოძვრა აკაკის მკლავებიდან და წიხლების კვრით გააღვიძა ქანც-გაცლილო კაცი. _გაიიღვიძე! აკაკი!_ჩურჩულით მაგრამ ყვრილოს ტონით ეძახდა მას._გაიღვიძე!_ფეხებს ხელებიც მიაშველა. აკაკიმ თვალები გაახილა თუ არა იატაკზე მოადინა ზღართანი. _რა ხდება?_გაბრაზებულმა და გაოცებულმა იკითხა. _ჩემი და აკაკუნებს, დროზე ადექი და ვანაში დაიმალე!_სწრაფად მიაძახა გოგონამ და ხალათი მოიცვა._მალე! ადექი!_ოთახში მიმოყრილ აკაკის ნივთებს ფაცხა-ფუცხით აგროვებდა. ყველა ნივთი წინა ღამის დანაშაულის კვალი იყო. ბოლოს სააბაზანოში შესულ აკაკის სახეში მიაყარა მისი ნივთები და კარი გამოიხურა. _ანიტა?!_არ ჩერდებოდა თაკო. _ახლავე!_გასძახა დას და კარი გამოაღო. _გაგიჟდი?!_გაშმაგებული შემოვარფა თაკო._ტელეფონო აგიფეთქე, კარი ლამის ძირს ჩამოვიღე, რას აკეთებდი? _მეძინა_მშვიდად ჩაილაპარაკა ანიტამ_გუშინ გვიან მოვრჩი მუშაობას და გათიშულს ჩამძინებია. რომელი საათია? _შვიდის ნახევარის_ოთახში შემოსულ თაკოს მძიმე და ჩახუთული ჰაერო შეეგება სახეში_შენ გამაგიჟებ! გარეთ არ გამოდიხარ - კარგი! კარი მაინც გააღე! მოკვდები შენივე ნასუნთქის ყლაპვით!_აივნის კარს მივარდა და სუნთქვა შეკრულმა გამოაღო. _კარგი რა!_ხელი ჩაიქნია ანიტამ და საწოლზე გადაწვა_შენ ის მითხარი ასე ადრიან რატომ ამაფეთქე? _არ გახსოვს?_თაკოს თვალები შუბლზე აუვიდა_საკომფერენციო ზარი მაქვს და 6ზე გამაღვიძეო, შენ არ მითხარი? ანიტას ტანში უსიამოვნოდ გასცრა, დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე და ლეპტოპს მივარდა. _კიდევ კარგი, ნახევარი საათით ადრე ვაპირებდი გაღვიძებას_ჩაიბურტყუნა და ლეპტოპის პაროლი შეიყვანა._გადი თაკო და რომ მოვრჩები დაგირეკავ. _მემგონი საბოლოოდ შეგშალა სამსახურმა…_ხელი ჩაიქნია დამ და ნომრიდან გავიდა. _დილამშვიდობის ბატონო არჩილ!_ანიტამ თმის მოწესრიგება შიშველი ხელებით სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ვერც სასტუმროს თეთრი ხალათი გადააქცია თეთრ საოფისე პერანგად. _დილამშვიდობის!_ხმაში ეჭვი შეერია ბატონ არჩილს. ასეთი ანიტა პირველად ნახა, თუმცა დაბნეულობა არ შეიტყო_მოდი უცებ გადავხედოთ კონტრაქტს! ამ დილით უკვე წავიკითხე და ვფიქრობ მარიამის ჰონორარი უნდა დავწიოთ. _არ გამოვა, თითქმის გავანახევრეთ პირვანდელი შეთავაზება. ამაზე ნაკლებზე არ წამოვა. _ასე კომპანიის მოგება მხოლოდ 12%ია, აუცილბლად უნდა ავიდეთ 20%ზე! _მაშინ შეკვეთის ღირებულება უნდა გავზარდოთ, სხვანაირად შეუძლებელია_კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ანიტა მაგრამ სიტყვები ყელში გეჩხირა. აბაზანიდან შიშველი აკაკი გამოვიდა. წელში გამართულმა და ზედმეტად თავდაჯერებულმა ჩაუარა ანიტას და მის ლეპტობს, აივნის კარი მიკეტა და უდარდელად შეათვალიერა ოთახი. მერე წინა ღამის ბურგერს ხელი დაავლო, პირდაპირ ანიტას წინ აესვეტა და გემრიელად ჩაკბიჩა. _ვერ გავზრდით, ხომ იცი დამკვეთი ვინცაა?_მოისმა ხმა ლეპტოპიდან. _ვიცი_ძლივს ამოთქვა ანიტამ და აკაკის შიშველი სხეული კიდევ ერთხელ შეათვალიერა. _შენ თუ ვერ შეძლებ,_ უფრო მკაცრი გაუხდა არჩილს ხმა_ მაშინ საქმეში მერაბის ჩართვა მომიწევს და შენი წილიც მას შეხვდება. _არ ვიცი რა გითხრათ, მე ჩემი მაქსიმუმი ჩავდე ამ კონტრაქტში. ერთადერთი გზა მარიამის ჩანაცვლებაა სხვა, ნაკლებად ანაზღაურებადი მოდელით. _კარგი, მერაბს დავურეკავ, იქნებ მან შემომთავაზოს რამე უკეთესი, თუ არადა ამ ვარიანტზე შევთანხმდებით. _ნახვამდის!_სწრაფად მოუჭრა ანიტამ და ლეპტოპი ხმაურიანად დაკეცა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა და ამ სიჩუმეში ბურგერის კიდევ ერთი ჩაკბეჩის ხმა ზედმეტად ხმამაღლა გაისმა. _გშია?_გამომწვევად იკითხა აკაკიმ. _საშინლად…_ანიტას თვალებში ჭინკებმა დაიწსყეს ცეკვა. _მიირთვი!_ბურგერი პირდაპირ პირთან მიუწია. ანიტამაც უკბიჩა. ნელა, მადისაღმძვრელად, გამომწვევად... _ახლა რა გეგმები გვაქვს?_იკითხა აკაკიმ. _შენ, შენს გზაზე, მე ჩემსაზე!_ირონიულად გადახედა ანიტამ. _ანუ მორჩა? _ანუ მორჩა! _და კიდევ რომ მინდა? _ეგ შენი პრობლემაა… _ანუ ასე უგულოდ და თვალის დაუხამხამებლად მაგდებ? _არა, ასე არა,_ანიტამ თვალი აავლო აკაკის სხეულს_ჯერ ჩაიცვი! _საერთოდ აღარ შევხვდებით? _ასე აჯობებს, არ მინდა პაუხისმგებლობები აგკიდო. _მაშინ პასუხისმგებლობების გარეშე შევხვდეთ! _დანიშნულ შეხვედრაზე მისვლა, უკვე პასუხისმგებლობაა! დრო, ადგილი, მოლოდინი - ეს უკვე მეტისმეტია შენთვის! _და თუ შემთხვევით გადავეყრებით ერთმანეთს? _როგორც გუშინ? _ჰო, როგორც გუშინ…_ჩაეღიმა აკაკის და მერე უცებ თვალები გაუნათდა_მოვიფიქრე!_ეშმაკურად გადახედა ანიტას_თუ როდესმე კიდევ გადავეყრებით ერთმანეთს ის ღამე აუცილებლად ერთად უნდა გავატაროთ, ეს იქნება ერთადერთი პასუხისმგებლობა ჩვენს შორის! ნუ იქამდე სანამ ერთ-ერთი ჩვენგანი სერიოზულ ურთიერთობას არ წამოიწყებს სხვასთან. _საინტერესო წინადადებაა…_ტუჩი მოიკვნიტა ანიტამ_არც ტელეფონის ნომრებს გავცვლით, და არც სოციალურ ქსელში დავამატებთ ერთმანეთს “შემთხვევით”! _შენს სახლთან ახლოსაც კი არ ჩავივლი_ჩაეცინა აკაკის_ჩვენი შეხვედრა აუცილებლად შემთხვევითი უნდა იყოს. _ეგ ნონას, სახლი იყო!_წარბები აქაჩა ანიტამ და მერე თითქოს რაღაც მოაგონდაო საუბარი სერიოზული სახით გააგრძელა_იცოდე შენს ზედმეტად მხიარულ და ცხოვრებაზე შეყვარებულ ძმაკაცთან სიტყვა არ დაგცდეს!_თითი დაუქნია მან_ არც მე ვიტყვი არაფერს თაკოსთან. თაკომ თუ იცის ესეიგი ნონამაც იცის და ნონას არც ისე კარგი წარმოდგენა აქვს შენზე. _ჰო, ეგ მეც შევამჩნიე!_ნონას სიტყვები გაახსენდა აკაკის. მერე ბურგერის ბოლო ლუკმა გადაყლაპა და ანიტას იმტერესით დააკვირდა_ახლა რას ვაპირებთ? _ახლა ცხელ შხაპს მივიღებთ_ფეხზე წამოდგა ანიტა და მამაკაცის შიშველ სხეულზე ხელი აასრიალა. _მაშინ ეს აღარ დაგჭირდება!_ანიტას ხალათი ერთი ხელის მოსმით შეახსნა. _მერე შენ, შენს ნომერში დაბრუნდები…_გააგრძელა ანიტამ მაგრამ სიტყვების წარმოთქმა უფრო და უფრო უძნელდებოდა. _მერე?_აკაკი მის ყელზე ცხელ სუნთქვას აფრქვევდა და ხალათის შიგნით ხელებს უკანალზე ნაზად უსმევდა. _მერე შემდეგ “შემთხვევით” შეხვედრას დაველოდებით!_ზედმეტად ჩუმად ჩაილაპარაკა ანიტამ და ბოლომდე ჩაეშვა მამაკაცის მკლავებში. ისევ შეასკდა ორი სხეული ერთმანეთს… ისევ იფეთქა ქიმიამ… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



