დამალული სიმართლე (თავი 6) 18+
თბილისი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.10 წლის უკან. -არ არსებობს,მარტო აღარ ხარ ნათია._გაიკრიჭა რეზი. -შენ რომ არ ხარ მარტო აშკარაა რეზი._თავი გადააქნია დანანებით ნათიამ. -რა იყო,რას მერჩი,ახალი ჯგუფელი გვყვავს,თან გოგო,მეგონა გაგიხარდებოდა?! -რაა?? არ არსებობს... საიდან გაიგე? -საიდან და... რეზის აღარ დასცალდა სიტყვის დასრულება.კარი გაიღო და თხელი,სიფრიფანა მაღალი წაბლისფერ თმიანი გოგონა გამოჩნდა.ლამაზი არა ულამაზესი იყო,თხელი მოგრძო სახე,რაღაცნაირი თეთრი,უფრო ფერმკრთალი,ნუშისებრი თაფლისფერი თვალები ინტერესით და სინაზით მოავლო აუდიტორიას,თხელი სისხლისფერი ტუჩები,მის ფერმკრთალ სახეზე ანათებდა. -გამარჯობა. _თქვა ანამ და ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა. -გამარჯობა. _ ერთდროულად მიესალმნენ რეზი და ნათია,იმ შეგრძნებით,თითქოს თუ უმალ არ დაუბრუნებდნენ პასუხს სალამზე გოგონა გაქრებოდა,რაც ნათიას ძალიან არ უნდოდა,უკვე მეორე კურსის სტუდენტები არიან და ძლივს მათ ჯგუფში გოგო გამო გამოჩნდა.მთელ ჯგუფს ბიჭები წარმოადგენდნენ და მხოლოდ ნათია,აი ეხლა კი მისდა საბედნიეროდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი შემოემატათ. -მე ნათია ვარ,ეს რეზია.ვფიქრობ მომავალი ჯგუფელები ხომ? _დააკონკრეტებინა მაინც,უნდოდა დარწმუნებული ყოფილიყო რომ ეს ლამაზი გოგონა მართლა მათი ჯგუფელი იყო. -ანა ნუცუბიძე,დიახ თქვენი ჯგუფელი,თუ რათქმაუნდა აუდიტორია არ შემეშალა _გაეღიმა ანას. -არა,იმედია არა. _სასოწარკვეთილს აღმოხდა ნათიას. რეზის გაეცინა ნათიას სიტყვებზე. -ანუ მომავალი არქიტექტორი ანა ნუცუბიძე ხომ? -კი,როგორც ვხვდები სწორად მოვსულვარ. _ჩაიღიმა ანამ,ნათიამ კი შვებით ამოისუნთქა. -ღმერთო,რა ბედნიერებაა,მთელი ორი წელი ვუძლებდი ამ „ველურთა დასს“ _ბიჭები მოიაზრა ნათიამ და მადლიერი თალებით გადახედა ანას. -აბა,აბაა ორი წელი ხელის გულზე გატარებდით და ეხლა ვართ „ველურთა დასი“ ?! _ იწყინა რეზიმ. -არა რეზი,შენ არა,შენ აპაჩი ხარ,ველურების ბელადი. _გადაიკისკისა ნათიამ,იმდენად გულღია და პოზიტიური იყო ნათია,ანასაც გადაედო მისი განწყობა,მორიდებულად იღიმოდა. _გაუმარჯოს სასტავი. სტუმარი გვყვავს? -უყურებს ანას ბიჭი. _ზურა,ეს ანაა ჩვენი ახალი ჯგუფელი.ეს კი ზურა,ჩვენი ჯგუფელი და აპაჩი რეზის მარჯვენა ხელი. - კისკისებს ნათია. _გამარჯობა. - დაბალი ხმით ამბობს ანა და სუსტად იღიმის. დღის ბოლოს გასეირნება შესთავაზეს ანას ჯგუფელებმა,ეს იყო ანას თავისუფლების პირველი დღე უნივერსიტეტში. *** დილით შესანიშნავ განწყობაზე ვიყავი.ჩემი მარჯვენა ხელი სამუშაო ლეპტოპი ავიღე და სამსახურში წავედი.არ ვიცი მხოლოდ მე ვარ ასე,თუ სხვა ადამიანებიც,დროის გარკვეული მონაკვეთი თუ არ მივალ სადმე,მგონია რომ ბევრი რამ შეიცვალა,ან ბევრი რამ მოხდა და მოვლენებს ჩამოვრჩი.ოფისის წინ მანქანა გავაჩერე,გადმოვედი და ცნობისმოყვარე თვალები მოვავლე გარემოს.არაფერი არ იყო შეცვლილი,თითქოს გულიც დამწყდა.შენობაში შევედი,ჩვენი ოფისი მეორე სართულზე მდებარეობს.ფოიეში ნინი შემხვდა, ადმინისტრატორია. -ნინი,როგორ ხარ?? -ვკოცნი ნინის. -კარგად ანუშკი,რა ლამაზად გამოიყურები,მოგიხდათ იტალიის ჰავა შენ და ნათიას. -გმადლობ. _გამეცინა _მოვიდა ნათია? -კი,რამდენიმე წუთია. -კარგი,დროებით. დერეფნის ბოლოს ჩემი კაბინეტია,პატარა მყუდრო.კარის წინ,ნარინჯისფერ კედელთან კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი კრემისფერი დივანი და სავარძელი დგას,პატარა მაგიდითურთ.კარიდან მარცხნივ ჩემი სამუშაო მაგიდა.მაგიდას მივუჯექი,ლეპტოპი ჩავრთე და კარში ზურამ შემოყო თავი. -როგორ ხარ მზეთუნახავო? _საკოცნელად წამოიწია,ლოყა მივუშვირე. -თავად როგორ ბრძანდები ზურიკელა? -კარგად,როგორ დაისვენე,მოგეწონა იტალია? -კი,ძალიან და კიდევ მინდაა. აქ რა ხდება,გვყვავს ახალი კონტრაქტორები? აბა გამოუშვი სიახლეები. -მე ჯერ სალამი და მოკითხვა არ დამისრულებია _ სიტყვა ბანზე ამიგდო. -რას მელაპარაკები აბდუშაჰილ? ხელახლა ხომ არ შემოხვალ? - ვიცინით ორივე. ნათიამ შემოხსნა კარი _ოჰ,თქვენს ამპლუაში ხართ თქვენ ორი ხომ? რას ხითხითებთ?- ინტერესით გვიყურებს და ჩამოჯდა. _არაფერი ისეთი,ანას იუმორი ჩაერთო,ეტყობა მოუხდა იტალია.ცოტა ხშირად გავუშვათ ხოლმე. _მე ვიცი რაც მოუხდა მაგას.-წარბს წევს ნათია და ორაზროვნად იღიმის.ზურას არ გამოპარვია ნათიას მიმიკა და აღარ გვეშვება. _რაა?? რა მოუხდაა? ჰე,მიდით ახლა თქვით.- ხმას რომ არ ვუღებთ არცერთი,ინტრიგას ვერ უძლებს მემუქრება _იცოდე აღარ იქნები ჩემი წმინდა ფერია! _შენი თქმის გარეშეც აღარ არის.- უმატებს ნათია. _თქვენ ხომ არ გაგიჟდით?! მოყევით რა მოხდა იტალიაში… _არაფერი ზურიკო,ვერაა ეს -თავით ვანიშნებ ნათიაზე. _მიმალავ რაღაცას,კაი.მეგონა მეგობრები ვიყავით. _მოგიყვები მერე,ისეთი არაფერი,ჯერ მეც უნდა გავერკვე… -უცებ გამოცოცხლდა ისევ ზურა. _ვიღაც გაიცანი ანუუუ…. ჰაა,გოგო იტალიელი მაფიოზი ხომ არ მოხიბლე? 365 დღე ხომ არ გადაგხდა თავს ამ ერთ კვირაში? _ფუ,რა დებილი ხარ.- მეცინება - ახლა გული ამერევა,ფანტაზიორო. -აუუ რომ ჩამოგაკითხოს ახლა იტალიელმა მაფიოზმა მასიმომ და მოგიტაცოს -ვერ მშვიდდება ზურა და ხარხარებს,ნათიაც აყვა. -არ ხართ თქვენ დალაგებულები. 365 დღე და “გრეის 50 ელფერი” შენ მოუწყვე შენს გოგოს. -ვუწყობ პერიოდულად - ვერ სუნთქავს სიცილისგან ზურა,ნათის ლამის სკამიდან ვარდება სიცილისგან. -აუ,რა ამაზრზენები ხართ,გაეთრიეთ -ვერ ვიკავებ თავს და მეც მედება მათი სიცილი. _ბოლო მსგავს ღამეს კინაღამ აქეთ მე გავხდი მსხვერპლი - განაგრძობს სიცილით- ღამე რაა,დილით რომ დაგირეკე და დაბადების დღეს გილოცავდი,გაიგო,რა გითხარი მე არც მახსოვს ალბათ წმინდა ფერია რომ დაგიძახე და ლამის ტრუსების ამარა ამოვყავი თავი ქუჩაში შენს გამო- ძლივს დააბოლოვა სიცილისგან ზურამ.ნათია,სულ წითელია სახეზე და ხელს იქნევს ნიშნად იმის რომ ჰაერი არ ჰყოფნის,მათი შემყურე მეც უკვე ვხარხარებ.ცოტა რომ ჩამშვიდდა სიტუაცია ნათია ამატებს -არ ხარ მარტო,ამანაც - ჩემზე ანიშნებს თავით- მიიღო მკაცრი მზერა შენი კომენტარის გამო. -ვსო ძმაო,აღარც წმინდა ხარ,აღარც ფერია.სანამ ორივეს დაგვენგრა თავზე ცხოვრება,შენ შენთვის,მე ჩემთვის.- აგრძელებს ზურა. კარები იღება და თავს ნინი ყოფს _რა გჭირთ ხალხო? თქვენი ხარხარი ისმის ყველგან.რეზის დამკვეთი ჰყავს,გაგიჟებული თვალებს მიჭყიტავს შუშის გამყოფი კედლიდან დროზე გააჩუმე ისინიო. ახლა ამაზე გადაგვეკეტა. _დაბოლილები ხართ თქვენ მგონი.- იძახის ნინი და კარს სასწრაფოდ ხურავს. -კაი ვსოო,კაი. - ისევ ზურა მშვიდდება. - ანუ მართლა ვინმე გაიცანი?ვინაა?? _ ოო,მერე და ვინ არის ზურიკელაა - თვალებს ატრიალებს ნათია. - მთელი საქართველოს,ნუ მთელი თუ არა ნახევარის მაინც ქრაში. -ოჰოო… მაგრამ იცი რაა,არც გოგო გვყვავს ნაკლები ნათია,უბრალოდ ეს ხო იცი რა კდემაა,არავის ენახვება,აბა გახსნას პროფილი,ამის პროფილზე კაცი ვერ გაიჭაჭანებს.მერე ნახე ამისი ქრაშები თუ დამქრაშველები.- ისევ აყვნენ ერთმანეთს,მეცინება მეც,მაგრამ თავს ვთოკავ. _გეყოთ ახლაა.ნუ ხმაურობთ. _ვინაა,მართლა? -ინტერესით მიყურებს ზურა. _დედას ვფიცავარ,თუ ვიცოდე… _რას ჰქვია არ იცი გოგო? _ ანუ,ბიჭოო,განა არ ვიცი მაგრამ აქ თუ მასე ცნობადია ეგ არ ვიცოდი. _უჰ,შენგან ეგ არც მიკვირს. ლელა ხომ იცი წურწუმია?! -მეცინება და თავს ვუქნევ.- ხოდა შენთვის ეგეც კმარა. ხელახალი შეტევა ეწყებათ სიცილის,რომ ვაჩერებ_ დაიშალეთ ახლა,ხმაურიანები ხართ. _სანამ არ იტყვი ვინაა,მე აქედან ვერ გამიყვანთ.-ამბობს ზურა და დემონსტრაციულად სკამის სახელურს ეჭიდება,თითქოს ვინმე ძალით უპირებს გაყვანას. _ირაკლი ლაშხი,გეცნობა? -ვეკითხები _მაგას გოგო,მარტო ქალები კი არა კაცებიც ქრაშავენ,ამან რანაირად ვერ იცნო?!.. _ვაააჰაჰააააჰაააა….. _ნათია სკამიდან გადავარდა. ვსო ეს ბოლო იყო,მეც მათთან ერთად ვხარხარებ.რამდენიმე წამში კარი იღება, რეზი დგას გააფთრებული სახით,ცოტახანს გვიყურებს,თავს აქნევს და გადის უკან დემონსტრაციულად.ხვდება აზრი არ აქვს რამის თქმას. *** საღამოს დედას ვესაუბრე.დედა ბათუმში ცხოვრობს,როცა მე თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად 18 წლის ასაკში,დედა არ წამოვიდა.მოხუც ბებიასთან დარჩა,თან მამაჩემზე მითხრა მის საფლავს ასე ვერ მივატოვებო.ასე აღმოვჩნდი მარტო დედაქალაქში. დედას დავპირდი,რომ მომავალ კვირას ჩავიდოდი ბათუმში.შემდგომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი ჩავრთე “მოდი სექტემბერო” ჯინა ლოლობრიჯიდას მონაწილეობით და დრო გამყავს სასიამოვნოდ.მობილური ტელეფონის ეკრანი ანათებს.ბექა მიგზავნის სურათებს. “მადლობაა 🤍 როგორ ხარ?” “კარგად ან,შენ?” “მეეც )) რა ლამაზი ფოტოებიაა,მომწონს” “ლამაზი შენ ხარ და ამიტომაც ფოტოც შესაბამისია))” “)) მადლობაა.ბიჭები რას შვრებიან?” “ვემზადებით,დღეს ღამე ვბრუნდებით” “მშვიდობიან ფრენას გისურვებთ)” “მადლობა.შევხმიანდეთ მანდ მომდევნო დღეებში” “სიამოვნებით ))” ფოტოებს გადავავლე თვალი,ჩემი და ირაკლის ფოტოები…გულში ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ,მასზე ფიქრის დროსაც კი.ნეტა როდის ვნახავ,რომ წარმოვიდგენ ისევ ვნახავ,სიამოვნებისგან ქვედა ტუჩს ვკბენ,მეღიმება და ფილმის ყურებას განვნაგრძობ. *** დილით,ჩვეულ დროს სამსახურში მივდივარ.დღე მშვიდობიანად მიმდინარეობს,გუშინდელისგან განსხვავებით.ტელეფონის ეკრანი ანათებს,ზურა მწერს “ნათიას კაბინეტში შემოდი” გავდივარ.ორივე ზის ოფიციალური სახეები აქვთ. _მშვიდობაა?? - ავღელდი მათი სახეების დანახვაზე. _ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდ სამშენებლო კომპანიასთან ჩვენი თანამშრომლობა ოფიციალურად დადასტურებულია.-კონტრაქტს მაგიდაზე დებს და ტაშს უკრავს. _ძალიან მაგარია,მაგრამ გული რატომ გამიხეთქეთ?! - სიმწრისგან ვიცინი. _ გილოცაავთ,აღსანიშნავი ამბავია ეს. _მაგას ვაპირებთ,დღეს საღამოს. ახალი ბარი გაიხსნა,საკაიფოა და იქ წავიდეთ.- ამბობს ზურა. *** გარდერობთან ვდგავარ და ვერ ვარჩევ ლუქს.ბოლოს ისევ არჩევანი ბრჭყვიალა შავ შორტზე შევაჩერე და ჩემი სისუსტე დეკოლტეა.ამიტომ სადა შავ მაისურზე ვაკეთებ არჩევანს,თუმცა საკმაოდ ამოღებულზე,მაგრამ დახვეწილზე.თმა ცხენის კუდივით ავიწიე,პატარა ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი და მე მზად ვარ,ვიწერები ჩათში. _შენსკენ მოვდივართ- მპასუხობს ნათია. ბარი მართლაც შესანიშნავი აღმოჩნდა.ჩვენ დარბაზის ბოლოში ვჯდებით,მუსიკა საკმაოდ მაღალ ხმაზეა.ბიჭები,ნათია და ნინი ძლიერ სასმელს უკვეთავენ.ჩემთვის კოქტეილს.გვერდით ზურა ზის და მიყვება მის გოგონასთან განვითარებულ მოვლენებს,როგორ შემოირიგა და მის მერე როგორ ეჭვიანობს ჩემზე და მთხოვს,რომ გავყვე პაემანზე,გამაცნოს და დავარწმუნოთ,რომ ჩვენ მეგობრები ვართ.ისეთი ხმაურია,საკმაოდ ახლოს უწევს ჩემთან ზურას კონტაქტი,ფაქტობრივად ყურში ჩამყვირის. _გამომყვები ხოომ? _არ მათრიოს თმით -ვიცინი. _პარიკს გიყიდი ვფიცავ.-მაიმედებს. ამაზე ორივე ვიცინით. ტელეფონი რეკავს.უცხო ნომერია. _გისმენთ… - ისეთი ხმაურია არ მესმის არაფერი.ვდგები და საპირფარეშოში გავდივარ. -გისმენთ… _ მონატრებულზე,რომ ვხდავ სხვა ასე ახლოს არის შენთან და გეხება,ვგიჟდები… _რაა? -ნაცნობმა ხმამ ერთიანად მოიცვა ჩემი სხეული,მერე გაკვირვებამ.საპირფარეშოდან გამოვდივარ და თავს ვატრიალებ გარშემო.-სად ხარ? _მოტრიალდი.- ვბრუნდები და ჩემგან რამდენიმე მეტრში დგას.თავდაჯერებული,მომღიმარი თავისი მომაჯადოებელი ღიმილით.ვიღიმი და მისკენ მივდივარ.გული გამალებით იწყებს ფეთქვას.მის წინ ვჩერდები და ღიმილი არ მშორდება სახიდან.მსუბუქად ლოყაზე მკოცნის,საკმაოდ თავდაჭერილი და სერიოზულია.მე მის გვერდით კი ისეთი გაბადრული ვარ,ვხვდები რომ პირი ცოტა უნდა დავხურო,თორემ ალბათ მის ფანს ვგავარ. _მომენატრე… _ვითომ?- დაეჭვებული ვეკითხები. _ჰო,არ გჯერა? აბა აქ კი არ მოვიდოდი,რომ არ მომნატრებოდი. _ოჰ, იცოდი ხომ აქ რომ ვიქნებოდი_ _დავცინი. _კი,სხვათაშორის და მაგიტომ მოვედი. _რანაირად? _ნათია… _ოჰ,შენ შენი კავშირები გაქვს… _რა თქმა უნდა. - მპასუხობს ამაყად. - წამოდი. _სააად? - ვეკითხები გაოცებული. _არაა აქ ის სიტუაცია,რომ შენთან ერთად ვიყო.აიღე შენი ნივთები და წავიდეთ კაი? _არ გამოვა მეგობრებთან ერთად ვარ. _მაშინ მეც შემოგიერთდებით. -დაფიქრებული ვუყურებ. _კაი,წამოდი.თანამშრომლები არიან._ წინ წავედი,ჩვენი მაგიდისკენ და თან რაღაცნაირ უხერხულობას ვგრძნობ. მაგიდასთან მისულს ზურა შემეგება _მოხვედი ტკბილო? _ღიმილი სახეზე ეყინება,როცა ჩემს ზურგს უკან ირაკლის ამჩნევს.მე კი მახსენდება ჩვენი გუშინდელი საუბარი და სიცილს ძლივს ვიკავებ. სიტუაციას ნათია მუხტავს. _ვაა იკაა,მოხვედი. _ ირაკლი ნათიას კოცნის,რეზის ესალმება.როგორც ჩანს იცნობენ ერთმანეთს.რეზი ნათიას შეყვარებულია. ნინის,ზურას და ალექსს (ალექსი ჩვენი იურისტი) ვაცნობთ.ზურა ადგილს უთმობს და ნინისკენ ჯდება.რამდენიმე წუთით უხერხულობა იგრძნობა,თუმცა რეზის და ნათიას ნაცნობობა ირაკლისთან გვშველის და სიტუაციას მუხტავენ.ზურასკენ ვერ ვიხედები,რადგან ვიცი ერთი შეხედვა და ჩვენი სიცილი მთელ დარბაზს გადაფარავს. _დალევთ? _ზურა სასმელს სთავაზობს. _არა,მადლობ.მანქანით ვარ.ცოტახანი და დაგტოვებთ მე და ანა. -ჰმ… _ უნებლიედ წყდება ჩემს ბაგეებს._ვიღიმი ზედმეტად ხელოვნურად.ხელი შეუმჩნევლად მის ზურგს უკან გამაქვს და ვჩქმეტ.ცოტახანში ვემშვიდობებით და ვტოვებთ მე და ირაკლი.როგორც კი ქუჩაში გამოვდივართ _ჩემს მაგივრად გადაწყვეტილების მიღება რატომ ჩათვალე საჭიროდ?! _იმიტომ,რომ ასე მინდოდა! -მიღიმის უტიფრად. _მაღიზიანებ! _მეც,ოღონდ ცოტა სხვა მხრივ. იღიმის და სახის გამომეყველებით მიმანიშნებს,რომ ეს მის ჰორმონებს ეხება. ვფითრდები ვგრძნობ,ერთიანად მეყინება სხეული.ვჩერდები _ჯანდაბამდე გზა გქონია,წადი საიდანაც მოხვედი. - როგორც ჩანს არ ელოდა ჩემს რეაქციას.რამდენიმე წამი ცდილობს გაანალიზოს მომხდარი.მიახლოვდება და სახიდან თმებს მიწევს,ხელს ჩემს სახესთან აჩერებს. _მაპატიე,ცუდად გამომივიდა.მინდოდა სიტუაცია განმემუხტა და უარესი გავაკეთე. _თვალებში მიყურებს და ვხვდები წრფელია._ მაპატიე კაი? გვერდს ვუვლი და გზას ვაგრძელებ,თუმცა არ ვიცი საით,უბრალოდ მივდივარ,უკან მომყვება.ცოტახანში მეძახის ხმადაბლა _ანაა,ანა… მეწევა და მაჩერებს.- ჩემი მანქანა უკან მოვიტოვეთ. _აქამდე ვერ მითხარი?! _ვერ - იცინის- ისეთი გაბრაზებული მოდიხარ ვერ შემოგბედე._უკან ვტრიალდებით და მის მანქანასთან ვჩერდებით.მანქანის კარს მიღებს _ოჰ,როგორი ჯენლტმენი ხარ. _ვცდილობ თავი მოგაწონო. _უკვე გამაბრაზე,არაფერი გამოგივა._ საჭესთან ჯდება,ღვედს იკეთებს. _მაპატიე,უტიფრად გამომივიდა.როგორ გამოვისყიდო დანაშაული? სად წავიდეთ? _მე მეკითხები? მშვენივრად ვერთობოდი მე. _ დავტრიალდე? _ არ ვარ წინააღმდეგი_ ვპასუხობ გაგულისებული. _ხმამაღლა უშვებს ფილტვებიდან ჰაერს. _კარგი რაა,მომენატრე,მიხაროდა ვნახავთქო… _ხომ გითხარი საქარველოში ყველაფერი სხვანაირად იქნებათქო… _და რანაირად არის? ან რატომ უნდა იყოს?! _რატომ წამომიყვანე? _ვუტრიალებ კითხვას. _დაკითხვის რეჟიმში უნდა ვისაუბროთ?! _ის თუ რატომ წამომიყვანე,შენივე კითხვაზე გაგცემს პასუხს._ მიყურებს და ხმას არ იღებს. ისევ მე ვიწყებ._ ხალხმრავლობაში ხომ არ გინდოდა ჩემთან ერთად ყოფნა?! _წარბებს კრავს._ ხოდა პასუხიც ეგაა,აქ რომ გცნობენ შენ სულ სხვანაირი ხარ. _ არანაირად კავშირში არაა. უბრალოდ შენთან ერთად მარტო მინდოდა ყოფნა და არა იმ ხმაურში,ის რომ მცნობს ხალხი სულაც არ ნიშნავს,რომ ჩემს ინტერესებზე უარს ვიტყვი და სადმე არ წავალ და არ დავჯდები რადგან მცნობენ.მოდი ამ საკითხზე ნუღარ ვისაუბრებთ… ვიცი სადაც უნდა წავიდეთ. მანამდე შენ მითხარი,რომ შენც მოგენატრე, მარტო მე არ მქონდა მონატრების და შენი ჩახუტების საშინელი სურვილი._ გამომხედა რეაქციას აკვირდება,თან ჩემს ხელს იღებს და ტუჩებთან მიაქვს. ჩუმად ვზივარ მთელი გზა,ფანჯარაში ვიყურები.მობილურს იღებს და რეკავს. _გიგი,როგორ ხარ? ჰო,მეც კარგად. არა,რატო?!... იტალიაში,დღეს ღამით დავბრუნდი…. გნახავ კი,შეიძლება ახლაც გნახო თუ ადგილზე ხარ… მანდ ხარ? კაი ამოვდივარ…წესიერი ადგილი შემინახე…მით უკეთესი,დროებით. _ვინ არის გიგი? სად მიგყავარ? _ჩემი ძმაკაცი.მთაწმინდისკენ…მოგეწონება,სიმშვიდეა. _არც ხმაურს ვუჩიოდი მე. _ არ ვტყდები,არადა ძალიანაც მიხარია მასთან ერთად ყოფნა. _მემგონი მართალი ხარ,ოღონდ შენს შემთხვევაში… _ იცინის და მიყურებს_ იტალიის ჰავა ნამდვილად უფრო გიხდებოდა. _ჰმ… გარემო მართლაც ლამაზი და მშვიდია.მწვანე მოლზე მივუყვებით საფეხურებს და შევდივართ შენობაში,საიდანაც უკვე ტერასაზე გავდივართ და მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანს. _რა ლამაზი ხედია._ ავღნიშნავ.ირაკლი კმაყოფილი იმით რომ მომწონს მე,მიღიმის.ჩვენთან გოგონა მოდის და ირაკლის ესალმება,თან სახე რაღაცნაირად ებადრება და ღიმილის შეკავებას ცდილობს. _გამარჯობა,როგორ ხართ? _კარგად მადლობ,თავად სალო? _მადლობ,კარგად.ეს მაგიდა დაჯავშნა გიგიმ თქვენთვის. _მშვენიერია,მადლობ. სკამს წევს და დაჯდომაში მეხმარება.ჩემს წინ ჯდება. _რას მიირთმევ? _არაფერი,ჩაი. კოქტეილი დავლიე ცოტა და თავი ამატკია. _თუ ასე გააგრძელე დამოკიდებული გახდები მგონი მალე ალკოჰოლზე. _ ეღიმება. _შენ არანაირ პრობლემას არ შეგიქმნის ეგ ფაქტი დამიჯერე… _ვინ იცის?!. წარბებს ზევით წევს._ დღეს სულ ასე უნდა მესაუბრო,გაბუსხულმა? _თვალებს წკურავს და ისე მიყურებს,თან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება. _თუ მასე დიდხანს და დაჟინებით გააგრძელებ ყურებას ვფიქრობ ვერ შევძლებ. _მეც მეღიმება.ხელს ხელზე მკიდებს და მეფერება. _ასე ჯობია,თორემ უკვე მაშინებ. კარი იღება და რამდენიმე გოგონა შემოდის,ხმაურზე ირაკლი თავს ატრიალებს და ამბობს _ამას აქ რა უნდა?! ელენე…_ ეძახის და ერთ-ერთი თავს ატრიალებს,იღიმის და ჩვენსკენ მოემართება.დანარჩენებს ხელს უქნევს ირაკლი და მათგან ღიმილიან თავდაკვრას ღებულობს პასუხად. _რას დადიხარ ამ ღამე გოგო? _ეკითხება და ლოყაზე კოცნის. _შენ რას დადიხარ,ან შენი თანამგზავრი? _ იცინის და მე მიტრიალდება ელენე. ღმერთო ჩემო,ვიბნევი და თან მეცინება ასეთ პირდაპირობაზე. _ანა ჩემთან ერთადაა და შენ?! დაყიალობ დაქალებთან ერთად. _კაი შემდეგში ბიჭთან ერთად შეგხვდები_ წარბებს ათამაშებს გოგონა და ნიშნის მოგებით უღიმის._ გამაცნობ თუ მე ვივაჟკაცო? _ ქაჯი ხარ_ შეუმჩნევლად თმას წიწკნის ოდნავ. _შენ კიდე ველური. _ანა,ჩემი და ელენე, ეს ანაა. _მის იტალია?!_ თითქოს ამოცანა ამოხსნაო ბედნიერი ღიმილით ამბობს ელენე. _არ იყო საჭირო. _ირაკლიმ უჯიკა გვერდზე.ელენე გამოცოცხლდა სკამს წევს და უცებ ჯდება მაგიდასთან. _თქვენი ფოტოები ვნახე _ თვალებს ჭუტავს სასაცილოდ და ამით მახვედრებს,რომ ჩემი და ირაკლის ფოტოებს გულისხმობს._ ხოდა ჩემს ძვირფას ძმას რომ ვკითხე ასე მითხრა ეს მის იტალიააო,იცინის.არა ისე ცოტა კი ჰგავხართ იტალიელს,თუმცა კი გვამსგავსებენ ამ ორ ერს ერთმანეთს._ ხელს ქვედა ყბაზე იდებს და მიყურებს გაღიმებული.მისი ეს განწყობა მედება და მეცინება,ისეთი საყვარელია,უშუალო და მხიარული. _ დაასრულე?? წადი კაი მიხედე დაქალებს. _ რა იყო დამაცადე ცოტახანს,ხელს გიშლით?! _ მეკითხება მე. _არაა,პირიქით.გამამხიარულე და დადებითი ენერგეტიკა გადამდე. _ვუღიმი. _ აი,ხედაავ.შენ კიდე… სულ მეჩხუბება ბევრს ლაპარაკობო,არადა… _პაუზას აკეთებს _ ნუ შეიძლება ბევრს ვლაპარაკობ,მაგრამ მომაბეზრებელი არ ვარ ვფიქრობ.მე მაინც მოვწონვარ ხალხს და ეს უჟმური კიდე… მოგწონს? _მეკითხება მე. _რავიცი,არაა ცუდი ტიპი თითქოს._ ვეუბნები და პირი ლამის ყურებამდე მეხევა. _ ჰო,არაა,ერთი შეხედვით რა უშავს,ან შეიძლება როგორც ძმა ვერაა,რას გაიგებ._ იჩეჩავს მხრებს და ირაკლის უყურებს. _ახლაა _ გამაფრთხილებლად ისმის ირაკლის ხმა. _მოუსვი შენს დაქალებთან. _კაი,ხო წავედი,თორე სახლში ლექციებს წამიკითხავს.გამიხარდა შენი გაცნობა ანა. _მადლობა,მეც გამიხარდა.ძალიან საყვარელი ხარ._ კიდევ ერთხელ გამარჯვებულის მზერით გადახედა ირაკლის და მისი მაგიდისკენ მიდის. _ რა საყვარელია. _ღიმილიან მზერას ვაყოლებ მიმავალს და მათი მაგიდიდან ვგრძნობ დაჟინებულ მზერას,ვიხედები და მისი მეგობრის თვალებს ვაწყდები,რომელიც ჩემს შეხედვაზე გვერდით იხედება. _9 წლით არის ჩემზე პატარა,ძალიან საყვარელია. პატარაც არ ვიყავი,რომ დაიბადა და ფაქტობრივად მეთქმის ალბათ ჩემს ხელში გაიზარდათქო._ იცინის. _ვერ შეგედავები. მე არ მყავს დედმამიშვილები.ბავშვობაში კი მინდოდა ძმა მყოლოდა… _ოო,კი დაგჭირდებოდა აბეზარი თაყვანისმცემლების მოსაგერიებლად._ოდნავ შესამჩნევად ვიღიმი. _რატომ გადმოხვედი თბილისში?მარტო ხარ აქ? _პირველ კითხვას რაც შეეხება, იყო რაღაც მნიშვნელოვანი,თუმცა ახლა მაგაზე საუბარი არ მინდა… დედა და ბებია მყავს ოჯახში მხოლოდ,მამა 13 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა.18 წლის სწავლის გასაგრძელებლად,რომ წამოვედი დედა ვერ წამოვიდა,ბებიას ვერ დავტოვებო,მამაშენსო… მოკლედ ასე აღმოვჩნდი აქ,მერე მუშაობაც დავიწყე და აღარ მიფიქრია დაბრუნება. _კიდევ რას მეტყვი შენზე? _სხვა არაფერი.მის მერე სულ ვმუშაობ და ვცხოვრობ მარტო.მივეჩვიე მარტოობას და ახლა ვერ წარმომიდგენია როგორ ცხოვრობს ხალხი ერთად _ ვიცინი. _სერიოზული გამოწვევის წინაშე ვარ._უკომენტაროდ ვტოვებ. _შენზეც მომიყევი._ვეკითხები, თავს ჩემს ხელებს ვაყრდნობ და ინტერესით შევცქერივარ. _ შენი კოცნა მინდება,მასე რომ მიყურებ… __უფრო მეტად ვიღიმები_ ანუ ჩემს შესახებ?! რა გაინტერესებს? _ნებისმიერი რამ… _წამოდი წავიდეთ._ დგება და ხელს მიშვერს. ცოტა გაოცებული შევყურებ,მაგრამ მორჩილად ვდგები და მივყვები.ელენეს მაგიდისკენ თვალს ვაპარებ,ელენე გვიყურებს,ვუღიმი და ხელს ვუქნევ. გვაცილებს ელენეს და მისი მეგობარი გოგონას მზერა. *** მანქანის კართან ველოდები,მოდის თუ არა მაკრავს მანქანას და ვნებიანად მკოცნის.ხელს თმაში მიცურებს და უკან მქაჩავს.გულისცემას ყელში ვგრძნობ.ტუჩებიდან ყელისკენ ინაცვლებს და ენის წვერით წვრილ კვალს ტოვებს მკერდისკენ მიმავალ გზაზე… _აჰ… _ვნება მორეული ბგერები მწყდება უნებლიედ. _ჩემთან თუ შენთან? _რომელიც უფრო ახლოს ვართ…_ მეღიმება. _მანქანაა ყველაზე ახლოს…_მეჩურჩულება და ორივეს გვეცინება. ჩემთან ავდივართ.კარის დაკეტვას არ მაცდის კარზე მაკრავს და ისევ მეწაფება ტუჩებზე.ხელებს დაბლა ასრიალებს,როგორც კი სასურველ პოზიციაზეა ჰაერში მწევს და მის თეძოებზე მათავსებს. _საით? _მარცხნივ კარი _ საძინებლისკენ ვუთითებ.შევყავარ და საწოლზე მაწვენს.ზევიდან მექცევა და ხელახალ ტალღებს იწვევს ჩემში.მკერდი ისე მებურცება მის მოლოდინში,პირდაპირ მკერდზე მაცხრება,დეკოლტე ამის საშუალებას აძლევს,აღარც მხდის ოდნავ ქვევით წევს მაისურს და ბიუსჰალტერს და ავტომატურად ჩემი ორივე ძუძუ მისკენ აპყრობილი იყურება,ხარბად ეწაფება და წოვს,ენის წვერით მიღიზიანებს ყველა ნეირონს.მისი თითები უკვე ქვევით მიექანება და მიხსნის ელვა შესაკრავს,სასწრაფოდ იწევა და ელვის სისწრაფით მხდის შორტს და ტრუსს ერთად.მისი თითები უკვე სრიალით შედის ჩემში. _ააჰ…ვკვნესი და თავს უკან ვაგდებ.სასწრაფოდ იხსნის ქამარს შარვალს ნახევრად იწევს,გახდაში დროს არ კარგავს და მტკივნეულად,მაგრამ სასიამოვნოდ შემოდის ჩემში. _არ გაჩერდე _ ვკვნესი და ძლივს ვასრულებ სიტყვას. _არ ვაპირებ _იღიმის და ტუჩებს მისველებს მისი ენა. ცოტახანში ტკივილინარევი სიამოვნებისგან დაცლილი,თავი მის მკერდზე მიდევს, გულის ცემას ვისმენ.თან თითით წრეებს ვხაზავ მის მკერდზე. ცოტა განსხვავებული თავი გამოვიდა )) ველი თქვენს უკუკავშირს 🙈 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



