უკანასკნელი კანდიდატი (თავი 6)
მაშინ როცა ანიტა და აკაკი ცხელ შხაპს იღებდა, თაკოს ნომერში ეჭვიანობის ალი გიზგიზებდა. გიგის ზუსტად მაშინ გაეღვიძა როდესაც თაკო ანიტა ნომრიდან დაბრუნდა. საწოლზე წამოჯდა, თვალები მოისრისა და ჩახლეჩლი ხმით იკითხა. _სად იყავი? _ანიტა გავაღვიძე, საკომფერენციო ზარი ჰქონდა და ჩასძნებია._სწრაფად მოახსენა თაკომ. გიგიმ თავი ოდნავ გადახარა. წამით არაფერი უთქვამს. მერე კი ნელა, ზედმეტად მშვიდად წარმოთქვა: _კვირას, დილის ექვს საათზე საკომფერენციო ზარი ჰქონდა… და ანიტას, რომელიც სამსახურით ცხოვრობს, ჩაეძინა? _რის თქმას ცდილობ?_ხმაში გაღზიანება შეეპარა თაკოს_რა საჭიროა ეს ირონია? გიგიმ ცოლს თვალები აარიდა. _რაც ჩამოვედით ან იმ ოთოს ემესიჯები, ან ანიტას დასდევ. ცოტა დრო მაინც დაგეთმო ჩემთვის… _მე აქ ანიტასთვის ჩამოვედი და არა შენთან დროის გასატარებლად. უბრალოდ ყველა შენსავით მოღალატე გგონია და ამიტომაც არ გამომიში მარტო. _გეფიცები, ყელში ამოვიდა უკვე!_დაიბღავლა გიგიმ. _ხომ არ გგონია შენი ყვირილის მეშინია?_წარბები აქაჩა თაკომ. _ჩემ მიმართ სიყვარული კი არა… პატივისცემაც აღარ შეგრჩა_თავი ჩაქინდრა გიგიმ. _პატივისცემა უფრო ადრე გაქრა ვიდრე სიყვარული._თაკოს სინანული ჩაუდგა თვალებში_ზუსტად იმ წამს როცა შენი ღალატის შესახებ გავიგე… ზუსტად იმ წამს შენმა საყვარელმა შენი ფოტო რომ გადმომიგზვნა… მის საწოლში. გიგიმ თავი სწრაფად ასწია. _და ახლა სამაგიეროს მიხდი? გინდა ეჭვებმა შემჭამოს? თუ მართლა წევხარ ოთოსთან? _გული მერევა შენზე!_თაკოს სახე შეეჭმუხნა და ქმარს ზიზღით გადახედა. _რა გინდა თაკო? დავშორდეთ? მოვრჩეთ? დავასრულოთ? _მინდა, დიდიხანია ეგ მინდა მაგრამ მიჭირს… _მაშინ მე წავალ!_გიგი ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელს დასწვდა._ერთ კვირას მოგცემ დასაფიქრებლად, მანამდე სხვაგან დავრჩები. _როგორი მამაცური გადაწყვეტილებაა_ჩაიცინა თაკომ_მიდიხარ, მაგრამ დაშორების პასუხისმგებლობას მე მკიდებ… კლასიკა! გიგიმ პერანგის ბოლო ღილი შეიკრა და ნელა მიბრუნდა ცოლისკენ. _მე არ მინდა დაშორება, შენ ეს კარგად იცი! მაგრამ ასე აღარ შემიძლია, თავი უნდა გადავირჩინო… ან მაპატიებ იმ ერთ შეცდომას, ან დავასრულებთ! _ერთ შეცდომას?_წამოენთო თაკო_თვეების განმავლობაში მღალატობდი!_ცრემლები უნებლიედ წასკდა, ხმა კი თანდათან უმართავი გაუხდა _თვეების! ყველა მესიჯი ზეპირად მახსოვს რაც შენმა საყვარელმა გადმომიგზავნა, სიტყვა-სიტყვით! გიგიმ პირი გააღო, მაგრამ თაკომ არ დააცადა. _შენ გახსოვს?_ყვირილი განაგრძო მან_გახსოვს რომ წერდი - ჩემი ცოლი შეიცვალა, რაც ორსულად დარჩა აღარ მიკარებსო? აღარც მე აღარ მიზიდავსო? მალე დავშორდებითო? _გაჩუმდი!_ისევ იბღავლა გიგიმ. _სტანდარტული ტექსტებით წერდი._არ ჩუმდებოდა თაკო_სტანდარტული მოღალატე კაცის სიტყვებით წერდი! _ერთხელ მაინც გაიფიქრე რომ რთული პერიოდი მქონდა და ამიტომ ვიქცეოდი ასე?_ყვიროდა გიგიც. _შენ გქონდა რთული პერიოდი? ორსულად მე ვიყავი, ბავშვი მე გავაჩინე, ღამეებს მე ვათენებდი და რთული პერიოდი შენ გქონდა? _ვიცი რამხელა პასუხისმგებლობა დაგაწვა მხრებზე ერთიანად… უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ მეც იმავეს ვგრძნობდი და ვეღარ გავუძელი. _და მიღალატე? _ხო! გიღალატე!_სახე ახლოს მიუტანა თაკოს და ჩაიჩურჩულა_გიღალატე და წლებია პატიებას ვითხოვ, მაგრამ მორჩა, მე მეტი აღარ შემიძლია… დიდიხანი უყურეს უხმოდ ერთმანეთს. სათქმელიც აღარაფერი ჰქონდათ… ბოლოს გიგიმ ჩანთა მხრებზე გადაიკიდა და კარი გამოაღო _მიყვარხარ_უკანასკნელად თქვა და კარი გაიხურა. თაკო ერთ ადგილს შეყინვოდა, კარის ჩაკეტვის ხმა დიდხანს ესმოდა ყურებში ექოდ. მერე ნელა, თითქმის გაუაზრებლად აივნიზე გავიდა. თავი უნდა გაენიავებინა. კედლის იქეთ კი უკვე ელოდებოდა ოთო და როგორც კი გოგოს ფეხის ხმა გაიგო მაშინვე გადაწია თავი აივნიდან. _ჯანდაბა!_უნებლიედ წამოსცდა თაკო, როცა მის სახეს შეეფეთა. _ყვრილის ხმა გამოდიოდა,_მშვიად თქვა ოთომ _ძალიან თხელი კედლებია… _გაგაღვიძეთ? _ამაზე არ იდარდო, შენ ხომ კარგად ხარ?_მზრუნველობა შეეპარა ხმაში ოთოს. _არ ვიცი, _ღრმად ჩაისუნთქა თაკომ _წესით ახლა შვებას უნდა ვგრძნობდე, მაგრამ რატომღაც დანაშაულის გრძნობა მაწუხებს… _აიღე_სიგარეტის კოლოფი და სანთებელა გაუწოდა ოთომ. _შენც ამას ეწევი?_გამოართვა თაკომ. _მე საერთოდ არ ვეწევი,_შეუმჩნევლად გაეღიმა ოთოს _შენთვის ვიყიდე გუშინ, ვიფიქრე ღამით ისევ გამოხვიდოდი ჰაერის მოსაწევად. თაკოს უცნაური სითბო ჩაეღვარა მუცელში. _ოთო?_გაისმა ოთოს ნომრიდან ქალის ხმა_არ შემოხვალ?_აივანზე გამოაკითხა ელენემ. _ჰო, ახლავე…_უცებ შეტრიალდა ოთო და საცოლეს ოთახში შეყვა. კარი ჩუმად დაიკეტა. თაკო ისევ მარტო დარჩა ფიქრებთან და ცივ ჰაერთან, მაგრამ ახლა უკვე სიგარეტით ხელში. კვამლი თვალებს უწვავდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ფიზიკურად იქ იყო, აივანზე, თუმცა გონებით ზღვარზე იდგა. ზღვარზე სადაც რაღაც ძველი სრულდება და ახალი იწყება. _მგონი სულ გავგიჟდი!_ჩაილაპარაკა ბოლოს, სიგარეტი მოაჯირზე ჩააქრო, ოთახში დაბრუნდა, ტელეფონი მოიმარჯვა და დას დაურეკა. _ალო…_გაისმა ყურმილის მეორე მხრიდან. _გიგი წავიდა_ზედმეტი განმარტებების გარეშე მიახალა. _თბილისში დაბრუნდა?_იკითხა ანიტამ თუმცა თაკოს ტონი ისედაც ყველა კითხვას სცემდა პასუხს. _ჰო… _გინდა სადმე გავიდეთ? _რა?_გაეცინა თაკოს_მე და შენ, თუ მე, შენ და ლეპტოპი? _მე და შენ!_გაეცინა ანიტასაც. _გეფიცები, უკვე კარგად ვარ!_ფეხზე წამოდგა თაკო _მოდი აუზზე ჩავიდეთ! _ჩავიდეთ! _კაი, ასე ოც წუთში მზად იყავი! _არის!_მხიარულად შემოსძახა ანიტამ და ტელეფონი გათიშა. თაკოს დილა საკმააოდ მძიმედ დაიწყო, მაგრამ ახლა სხვა რამეზე უნდა გადაეტანა ყურადღება. ნონას კლანჭებს ვერაფრით გადაურჩებოდა თუ აკაკი და ანიტა გუდაურის დატოვებამდე არ ნახავდა ერთამანეთს. “ნახევარ საათში აკაკი აუზზე უნდა იყოს, ბოლო შანსია, 12_ზე ჩექაუთი გვაქვს!” მიწერა ოთოს. “შევეცდები ჩამოვიყვანო, მაგრამ ასე ადრე არამგონია გამომყვეს, დილით ძილი უყვარს” “აუცილებლად უნდა ჩამოიყვანო, თორემ ნონა და მაგდა დაგვხვრიტავს!” ოთომ ღიმილით ჩაკეცა მესიჯი და აკაკის ნომერი აკრიფა _ახლა ყველა დილა შენი ზარით უნდა დაიწყოს?_წუწუნით უპასუხა მეგობარმა. _მე რომ არა, მთელ დღეს რეცეპტების ძიებაში გაატარებდი,_ნიშის მოგებით უპასუხა ოთომ _დღეს კი არა ღამესაც! _შენ არ იდარდო,_ჩაეცინა აკაკის _სხვა რაცეებსაც ვასწრებ ღამით! _ეჰ რით გიშველო ჩემო ძაო, არ მემეტები სხვა რაღაცეების მარტო საკეთებლად…_ამოიხვნეშა ოთომ. _არ იღელვო ოთარ!_ისევ იცინოდა აკაკი და წინა ღამეს ატრიალებდა თავში _შენ ის თქვი, რატომ დამირეკე?! _წამო რა აუზზე ჩავიდეთ, არ დაიწყო ახლა ადრეაო… შიდა აუზი აქვთ ძაან დიდი და კიდევ ჯაკუზი ღია ცის ქვეშ. _კაი, ჩავიდეთ._უყოყმანოდ დათანხმდა აკაკი. _მართლა?_დაეჭვდა ოთო. _ხო, მართლა… _არ მეკაიფები? _არა, ჩავიდეთმეთქი. _აკაკი, შენ ხარ?_გაოცებას ვერ მალავდა ოთო. _იცოდე გადავიფიქრებ!_დაემუქრა აკაკი. _კაი, კაი! ნახევარ საათში ჩავიდეთ, ელენეც გაემზადება მანამდე. _კაი, მომწერე და გამოვალ. აკაკიმ ტრელეფონი გათიშა და ანიტასკენ მიბრუნდა. _შენი აზრით, ნახევარ საათში აუზზე რომ გადავეყრებით ერთმასნეთს ეგ “შემთხვევითობა” არაა? _სულაც არა, ოთოს რომ დათანხმდი უკვე იცოდი მეც იქ მივდიოდი. _ის ხონ მაინცაა დამთხვევა რომ ორვე აუზზე დაგვაპატიჟეს? _ეგ კი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ შემთხვევით შეხვდრებზე გვაქს კონტარაქტი! _და, ოთო და თაკო ხომ შემთხვევით შეხვდებიან? _ეგ რა შუაშია? _იმ შუაშია, რომ თაკო გათხოვილია, ოთოს საცოლე ყავს, ამიტომ მათი ვალიც ჩვენ უნდა მოვიხადოთ!_სერიოზული სახით საუბრობდა აკაკი. _ერთი შეხედვით სასრთოდ არ ჩანხარ ასეთი მასხარა_თავი გააქნია ანიტამ_და საერთოდაც, დროა უკვე შენს ნომერში დაბრუნდე!_ანიტამ ხელები გულ-მკერდზე მიაბჯინა და უკან სვლისთ კართან მიიყვანა. _მაგდებ?_ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა აკაკიმ. _გაგდებ!_კარი გამოაღო ანიტამ. _კაი ჰო, მივდივარ._ხელები დანებების ნიშნად ჰაერში აღმართ აკაკიმ. მერე ანიტას სახეს რაღაც უცნაური ღიმილით დააშტერა. ნელ-ნელა გადაიწია გოგონასკან და ლოყაზე ძალიან ფრთხილად აკოცა _დროებით!_თითქმის ჩურჩულით უთხრა და ოთახიდან გამოვიდა. ზუსტად ნახევარ საათში მიუვიდა აკაკის მესიჯი მეგობრისგან. “გამო.” აკაკიც მაშინვე წამოხტა ფეხზე და კორიდორში გავიდა. _რა გჭირს?_მზრუნველად ჰკითხა ოთომ ზედმეტად გაკრეჭილ ძმაკაცს. _რა მჭირს?_გაიკვირვა აკაკიმ. _უცნაურად გამოიყურები… _ოოო, ა*რაკებ და გიხარია, ჩვეულებრივად გამოვიყურები! _იცოდე გაკვირდები, წესიერად მოიქეცი!_თითი დაუქნია ოთომ და ლიფტისაკენ დაიძრა. _ისე, მართლა უცნაურად იღიმი!_მიაძახა ელენემაც და საქმროს გაყვა. _მე კიდე ვფიქრობ რომ თქვენ იქცევით უცნაურად!_სიტყვა არ შეარჩინა აკაკიმ. ნაბიჯებს მოუხშირა და ნიშნის მოგებით გადაუსწრო წყვილს. კორიდორის ბოლოში ჩავიდა, მარცხნივ გადაუხვია და ლიფტის კართან ანიტასა და თაკოს შეეჩხა. აკაკის თვალები გაუფართოვდა. აქ არ ელოდა მათ ნახვას. დაიბნა… _აკაკი?!_გაიოცა თაკომ_ანიტა, გახსოვს? ეს აკაკია, მაგდას შვილი! _გამარჯობა!_ცალყბად გაიღიმა აკაკიმ. _გამარჯობა!_მიესალმა ანიტაც. ცდილობდა მისთვის თვალი არ გაესწორებინა. _ოჰ, გამარჯობა გოგოებო!_ოთოც შეუერთა მათ. _გამარჯობა!_ერთდროულად თქვა ანიტამ და თაკომ. _თქვენც ისვენებთ?_ჰკითხა ოთომ გოგოებს. _ვცდილობთ,_უპასუხა თაკომ _ახლა აუზზე ჩავდივართ. _უი, რა დამთხვევაა!_გაკვირვებულმა წარმოთქვა აკაკიმ_ჩვენც იქ მივდივართ! _ეს ელენეა,_საცოლე გააცნო ოთომ. _სასიამოვნოა_თბილად გაუღიმა ანიტამ _მე ანიტა ვარ, ეს თაკოა, ჩემი და. _ჩემთვისაც_ მორიდებით უთხრა ელენემ. _ლიფტიც მოვიდა!_თქვა თაკომ და პირველმა შეაბიჯა იქ. ზოგადად ლიფტით მესამე სართულიდან პირველზრ ჩასვლას რამდენიმე წამი სჭირდება მაგრამ ამ ხუთისთვის დრო უსასრულოდ გაიწელა. ყველა რაღაცას მალავდა და ლიფტშიც საიდუმლოს სუნი იდგა. ელენე, ოთო და თაკო კართან ძალიან ახლოს იდნენ, თითქოს ლიფტის კედელთან განგებ დატოვეს ანიტა აკაკი მარტო. _ღია ცის ქვეშ ჯაკუზიც აქვთ_სხვათაშორის თქვა თაკომ. _ხო, ვიცი! _უპასუხა ოთომ _გავიდეთ აუცილებლად! _აქ ნამდვილად არ ველოდი შენს ნახვას!_გადაჩურჩულა აკაკიმ ანიტას. _ხომ იცი ეს რასაც ნიშნავს? _თვალები ეშმაკირად აუციმციმდა. _მოკეტე!_პირის ნელი მოძრაობით ანიშნა ანიტამ და ხელზე შეუმჩნევლად უჩქმიტა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


