დამალული სიმართლე (თავი 7)
*** ღამით ჩემთან რჩება.ვსაუბრობთ დიდხანს,მიყვება მის ბავშვობაზე და ბევრს მაცინებს,მის ოჯახზე,სამსახურზე.რაღაც ნაწილს მეც ვუყვები,მერე მეძინება. დილით ცოტა გვიან ვიღვიძებ,მას ისევ სძინავს,ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული,ფრთხილად ვაწევინებ ხელს და ვძვრები საწოლიდან. _სად იპარები? _ მისი ჩახლეჩილი ხმა მესმის.ვბრუნდები,ვიხრები ისევ მისკენ და ვკოცნი მსუბუქად. _არ მინდოდა შენი გაღვიძება… _არ ვარ წინააღმდეგი,თუ ყოველ დილით ასე გამაღვიძებ _ უჰუუ,სასიამოვნოდ მივლის ტანში მისი სურვილი,საწოლში ვუძვრები ისევ და ვეკვრები.რა თქმა უნდა არ აყოვნებს და ხელახლა იპყრობს ჩემს სხეულს. _ ყოველი დილის ასე დაწყების წინააღმდეგი ვარ. _ვამბობ მე. _ვითომ რატომ? რა არ მოგეწონა,იქნებ გამოვასწორო_ ზევიდან მექცევა და მაცდურად დამყურებს. _ სამსახურში ვაგვიანებ და იმიტომ… _ გვერდით ვწევ და ვდგები. _ შხაპს მივიღებ და დავბრუნდები _ საწოლზე უსარგებლოდ დაგდებულ პლედს ვიფარებ. _მეც მინდა.იმედია წინააღმდეგი არ ხარ,ასე დროს დავზოგავთ._ ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება… სწრაფად ვემზადები და გავდივართ. _მე გაგიყვან,წამოდი._მანქანის კარს მიღებს და ვჯდები.ცოტა დისკომფორტს ვგრძნობ დაჯდომის დროს და სახეზეც უმალ ისახება. იღიმის.იხრება და საფეთქელთან მკოცნის. _ საღამოს გამოგივლი. _არ არის საჭირო. _მე მინდა. _იქნებ მე არ მინდა?! _და არ გინდა? _მინდა,მაგრამ ასე ერთპიროვნულად რომ იღებ გადაწყვეტილებას არ მომწონს. მანქანის სალონში მისი თავშეუკავებელი სიცილის ხმა ისმის. _როგორი ბავშვური ხარ.მომწონს… ჯდომის დროს დისკომფორტი მაქვს,რამდენჯერმე შევიშმუშნე და ვცდილობ მოვეწყო ისე რომ უსიამოვნო შეგრძნება არ მქონდეს.რა თქმა უნდა არ ეპარება მხედველობის არედან. _ ჯობდა სახლში დარჩენილიყავი და დაგესვენა. _კარგად ვარ. _ ვგრძნობ ლოყები მეფაკლება. _შენი სხეული სხვა რამეზე მიუთითებს. _ღმერთო,რა მოურიდებელი ხარ. _ თვალებს ვატრიალებ და გზის მხარეს ვიწყებ ყურებას. _ჩემი წმინდა ფერია ხარ. _ თავს ვერ იკავებს და უკვე სიცილში გადასდის,ვხვდები რასაც გულისხობს და მეცინება. _ძალიან ცუდი ბიჭი ხარ. _შეიძლება ვარ კიდეც _ ღიმილი არ შორდება სახიდან. *** კვირის ბოლოს მე და ნათია ბათუმში მივდივართ. 3 დღე დავრჩებით და დავბრუნდებით.გზაში ათას სისულელეზე ვსაუბრობთ. იმ ღამის შესახებ არ მომიყოლია ნათიასთვის. _ნათია _ ხმაურით ამოვუშვი დაგროვილი ჰაერი და ძალას ვიკრებ _ რა მოხდა,რა დღეში გაქვს ნერვები?! _ მე და ირაკლის… _ პირი მიშრება _ხვდებით?? _სახე გაებადრა. _არაა,ნუ ხოო… _ თვალს ვაპარებ მისკენ და თან გზას ვუყურებ,საჭესთან ვზივარ. _ჰეე,თქვი ახლა,დამაწყდა ნერვები. _ვიწექი…ჰო…ვთქვი,როგორც იქნა. _ თან ცალი თვალით ვუყურებ.იცინის _ღმერთო, რა დებილი ხარ და მაგის გამო მაწვალე?! რაო მერე მოგეწონა? _ გაჩუმდიიი _ ვიცინი და თან ვკივი. _ რა იყო,ბუნებრივია.რომელი საუკუნის გადმონაშთი ხარ რაა.შეცდომით ხარ ამ საუკუნის შვილი შენ. _ იცი რატომაც! _კაი მაპატიე. ისე არ ელაპარაკე,მაგ საკითხზე?_ მაპარებს თემას. _ არა. _ანა,ძალიან სწრაფად ვითარდება ურთიერთობა. რა თქმა უნდა მოგწონს,მაგას აღარც ვკითხულობ.რადგან უკარებას გული გალღვა… _ მომწონს,ის სიტყვა არაა… არ ვიცი,უზმოდ ბედნიერი ვარ.ისე მიყვარს მასთან ყოფნა,საუბარი. _მიხარია,ასეთს რომ გიყურებ. _ ვიცი,მადლობა. _ კოცნას ვუგზავნი… *** საღამოს ჩავედით ბათუმში,საკმაოდ გადატვირთული ქუჩები და ბევრი ხალხია.არ მიყვარს ამ დროს ზღვისპირეთი,საშინელი ქაოსია,თუმცა ახლა აღარც ადრეულ შემოდგომით არ არის სიმშვიდე,ადრე კი ამ დროს მაინც იყო ხოლმე ნაკლები ხალხი. დედა და ბებია ეზოში ზიან.შევდივარ და ორივეს ვეხუტები.დედის თვალებში უსაზღვრო სიყვარული და ბედნიერება გამოკრთოდა. -დე,როგორ ხარ? _ვეხუტები ძლიერად. -კარგი ნუ მომჭყლიტე,გადაირია_ღიმილით დამტუქსა. -ბე,შენ?? ახლა მას ვკოცნი.გული რომ ვიჯერე მათი მოფერებით.მე და ნათია სუფრას ვუჯდებით. გვიან ღამემდე ვსაუბრობთ მე,დედა და ნათია.დილით გვიჭირს ცოტა ადგომა ,მაგრამ მაინც ვდგებით და სანაპიროზე მივდივართ.შეზლონგზე ვწევარ.მზის სხივები მთენთავს, ძილნაკლული ფერად სიზმრებსა და რეალობას შორის ვარ.ჩემმა გონებამ ირაკლიზე ფიქრები ამოატივტივა ...ჩვენი ბოლო შეხვედრა...მის გახსენებაზე კრუტუნი აღმომხდა.ჩემივე ხმა მაფხიზლებს და რეალობის შეგრძნებას მიბრუნებს.ცალი თვალს ვახელ და ნათიას გადავხედე,მისი სახის დანახვაზე ხმამაღლა ვკისკისებ. -შენი ფიქრების ადრესატს ვულოცავ_სათვალე გაიკეთა და ზღვის პეიზაჟს გახედა. მინდოდა პასუხი გამეცა, მაგრამ,დანაშაულზე წასწრებულის პოზიციაში ვიყავი და დუმილი ვამჯობინე.სახლში დაბრუნებულებმა ვისადილეთ და ვსაუბრობდით,როცა ირაკლის შეტყობინება მომივიდა. „დღეს რა გეგმები გაქვს?“ „უგეგმოდ ვარ))“ „მაშინ ჩემი გეგმით ვიმოქმედოთ,გამოგივლი “ „მართლაა? რამდენ ხანში შეძლებ ჩემამდე მოსვლას? ))“ ჩემს შეტყობინებაზე მეცინებოდა,ეს სიცილი რათქმაუნდა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ დედას და ნათიას.ნათია ნიშნის მოგებით მიმზერდა და ეღიმებოდა. -რა ხდება?? -ეგ ჩვენ უნდა გვეკითხა. _მპასუხობს ნათია.დედა გაღიმებული გვიყურებს,თავშეკავებული ღიმილი გვაწერია ყველას სახეზე. -რა ხდება,აღარ იტყვით? _ იკითხა დედამ. -გისმენთ _დაუყოლა ნათიამ -ირაკლია... -ვინ არის ირაკლი? _ დაინტერესებული კითხულობს დედა -იტალიაში ყოფნის დროს გავიცანით... -მეტი კონკრეტიკა უყვარს ამ თემას ანაა_ იცინის ნათია._ ტელეწამყვანია,შეიძლება იცი ლია დეიდა,ირაკლი ლაშხი. -კი,როგორ არ ვიცი,ყოველ კვირას ვუყურებ მათ შოუს.ძალიან მომწონს,ძალიან კარგი ბიჭია,ზრდილობიანი,გაწონასწორებული,სერიოზული და თავმდაბალია. -ანაზე უკეთ გცნობიათ. _გაიცინა ნათიამ -ვერ შეგედავები. _ავყევი მე ტელეფონს დავხედე. „ნახევარ საათში გამოგივლი,მისაღებია?“ „მეეჭვება შეძლო )) ბათუმში ვარ )) „ „როდის წახვედი? რატომ არ მითხარი,თუ აპირებდი?” „გუშინ საღამოს,მე და ნათია.რავიცი,არ მინახავხარ და … “ „კაი,უბრალოდ მოგეწერა შეგეძლო.ეს დღეები გადაღებები გვქონდა და ვერ გნახე. როდის ბრუნდებით?” „ზეგ დილით” „მომენატრე. იმედგაცრუებული ვარ,ახლა უნდა გელოდო…(((“ “ რით გამოვისყიდი ჩემს დანაშაულს?))” “ მოვიფიქრებ რამე საინტერესოს ))” “ეჭვი არ მეპარება ))” გულში სითბო ჩამეღვარა,თბილმა ტალღამ დამიარა. “დროებით” დროებით...ოჰ ეს დრო...ჩემი გრძნობები,ძველი დამარხული,რომელიც ერთ დროს მივჩქმალე და გრძნობათა სამარხში ჩავახშე,ახლა თითქოს სამარხის ლოდები შეარხიეს და შეაღვიძეს.სიყვარულის სხივზე აელვარდნენ და გამოჭრას ლამობენ.მინდა მივენდო გრძნობებს, ფიქრებს,ჩემს გულს მივენდო,გრძნობას მივენდო, რომელიც ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მეპარება და ღვივდება ჩემში,მაგრამ მეშინია,მაინც მეშინია.იმედგაცრუების,ღალატის,ტკივილის...რამდენი გრძნობა იჭრება წინა პლანზე და დაობს ჩემში,მე კი ყველას უნდა მოვუსმინო,გავუგო,გავითვალისწინო...რა რთული და ძნელია ფიქრი,მასთან ბრძოლა და ჭიდილი.იმდენი უნდა ებრძოლო სანამ საღი აზრი არ გაიმარჯვებს და მაინც საბოლოოდ ვინ იცის რომელია სწორი და არასწორი?! _სულ სხვანაირი ხარ ანა_ მეუბნება დამშვიდობებისას დედა._შენი ხმაც უჩვეულოდ სხვანაირად ჟღერს. _დეე… _გული მიჩუყდება და ვეხუტები. _კარგად ვარ და ბედნიერი,მგონი პირველად. _ ჰოო,მაპატიე… _ ვაწყვეტინებ. _არ დაიწყო ახლა. _ ვუღიმი. დილით რადგან ადრიანად გამოვედით.ნათიას ნახევარი გზა სძინავს და ნერვები მეშლება. _გეყო ახლაა,მომწყინდა სიჩუმეში მგზავრობა. _რა ბოროტი ხარ._იზმორება და ინტერესით იყურება გარშემო._სად ვართ? _შორაპანში… _ ვიცინივარ. _ეგ სადაა?? _სადღაც დასავლეთში,უფრო ზუსტად იმერეთში,მარა არ ვართ მანდ ისე გაგეხუმრე… _ რა მიკვირს?! სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელი… ვიცნით ორივე,მხიარულად ვბრუნდებით თბილისში. *** დრო სწრაფად საღამოს უკვე მირეკავს და მეუბნება გავემზადო. _სად მივდივართ? _ცოტა მოითმინე და გაიგებ. მეტი რა გზაა.მანქანაში ვჯდები და გეზს ლისისკენ იღებს.ბოლოს სადღაც დიდ პარკინგზე აჩერებს და რადიო კონკრეტულ სიხშირეზე მომართა…ეს ხომ კავეა დრაივია.გვიან მივხვდი,როცა ეკრანი ჩაირთო. _იმედია მოგეწონება.მეც პირველად ვარ. _უკვე მომწონს. _თუ კინოა,კინო იყოს. _ უკანა სავარძელზე გადაწვა და პოლიეთილენის პარკი მოიწოდა.პოპკორნი,კოლა და candy-ს ჟელიბონები. _ეს რა იცოდი?? _ჟელიბონს ხელში ვათამაშებ. _იტალიაში იმდენს ყიდულობდი… _რა საყვარელი ხაარ.მადლობა. ფილმი დაიწყო.ცოტახანში _ჟელიბონი მაჭამე რაა… _ჩჩჩ… რა ხმაურიანი ხარ. _შენ კიდე მსუნაგი. _ ვიღებ ერთ ცალს და ვაწვდი.პირს მიღებს და მანიშნებს ვაჭამო. _ძალიან მოუსვენარი ხარ._ ვსაყვედურობ. ფილმის დასასრულს მეკითხება _მოგეწონა? _კი.შენ? _მე შენთან გატარებული დრო მომწონს. მანქანა დაძრა და წამოვედით. _მაჭმევ? შეფუთვას ვუწვდი. _სიამოვნებით მაგრამ ხელები დაკავებული მაქვს,მაჭამე._ ვაწვდი,ჭამს და თითებზე მკოცნის… *** უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვართ მე და ირაკლი.მასთან ურთიერთობა მზრდის,ვგრძნობ ,როგორ იცვლება და იცრიცება მუქი ფერები ჩემში.მუდმივად მხიარულ განწყობაზე ვარ,მელანქოლია და დეპრესიული განწყობა აღარ მიტევს.რაც მთავარია ჩემი ფსიქოთერაპევტი ბედნიერია,რომ მასთან ვიზიტებს მოვუკელი… *** ნოემბრის ბოლო შაბათია,მზის სხივები გაჭირვებით აღწევს ჩვენამდე.უკვე ნესტის და სიცივის სუნით არის გაჟღენთილი ჰაერი.სახლში ვზივარ,ლეპტოპში ვარ შემძვრალი და ვმუშაობ.კარზე ზარია.ირაკლი იდგა კარის ზღურბლზე,გაღიმებული. -წამოდი. -სად? -იქ ... სიურპრიზების უხუცესად დავნიშნავდი,რომ არსებობდეს მსგავსი სტატუსი.მუდმივად შეუძლია იზრუნოს იმაზე თუ როგორ გამაბედნიეროს... „შენ რომ ბედნიერი ხარ,მე ეს მაბედნიერებს“ _ასე მპასუხობს ყოველთვის. როგორც მახასიათებს უსწრაფესად გავემზადე და წავედით. მანქანის უკანა სავარძელზე უამრავი შეფუთვა დევს. -ეს რა არის? -საჩუქრები. _გამიღიმა -სად მივდივართ? -სტუმრად. _აღარ ვეკითხები არაფერს,რადგან ვიცი სანამ არ მივალთ სრულ პასუხს მაინც ვერ მივიღებ.ქალაქს ვშორდებით არც ისე შორ მანძილზე. ნაძვებით გამწვანებულ ეზოსთან შეაჩერა მანქანა,უმალ მოხუცებული კაცი გამოჩნდა ჯოხით ხელში,ირაკლის დანახვაზე გაიღიმა შინაურულად და კარი გააღო.მანქანა ნახევრად მოასფალტებულ ეზოში შევიდა.ეზო დიდი იყო,ბევრი ხე იდგა,რომლებსაც ფოთლები შემოძარცვოდათ და ჯერ ისევ ძირს ეყარა ფერად-ფერადი ჭრელი ფოთლები,ბუნებრივი საბურველით შეემოსა დედამიწა ხეებს.ბუნება უკვდავი ხელოვანია,მაგრამ მას ვერ ვაფასებთ ადამიანები. ეზოში შენობა იდგა,ერთი შეხედვით სახლს ჰგავდა. მანქანიდან გადმოვედი და გარემოს ვათვალიერებდი,მოხუცი მოგვიახლოვდა,ირაკლის მიესალმა და მოიკითხა.მეც მათკენ წავედი.მივესალმე,მოხუცმაც მდაბლად დამიკრა თავი.შენობიდან შუახნის ქალი გამოვიდა,ირაკლი მისკენ წავიდა.მეც თან გავყევი.თითქოს ნაცნობი სახე აქვს… -გამარჯობა მამიდა. _უთხრა ირაკლიმ -მოხვედი ჩემო ძვირფასო. -გაუღიმა ქალმა. -მამიდა,ეს ანაა,ჩემი სიყვარული გოგო.ეს მამიდა თამარი გახლავს ანა. ღმერთო,ასეთ წარდგენას არ ველოდი და თან მამიდამისთან...ცოტა ლოყები შემეფაკლა... გავიღიმე და მივესალმე -გამარჯობა. -მიხარია თქვენი გაცნობა ანა. -გმადლობ,მეც მოხარული ვარ. -შემოდით,ბავშვებმა არ იციან რომ მოდიოდი,გაუხარდებათ._თქვა თამარმა და შენობისკენ დაიძრა.ჩვენც მივყევით. პატარა დერეფანის გავლით, დიდ ოთახში შევედით,სადაც თხუთმეტიოდე ბავშვი იქნებოდა.ბავშვებმა ირაკლის დანახვაზე ჟივილ-ხივილი მორთეს და მისკენ გამოქანდნენ,ახლა მას პატარების არმია ერტყა გარს,სანამ თითოეულს არ მოეფერა და არ ჩაეხუტა,მათგან განთავისუფლება არ მოხერხდა,თუმცა რამდენიმე მაინც მის გარშემო ტრიალებდა,პაწაწინა 3-4 წლის გოგონა კი მუდმივად თან დაყვებოდა და ხელს არ უშვებდა.როგორც მივხვდი ეს ბავშვთა სახლი იყო,თამარი კი სავარაუდოდ ხელმძღვანელი. ბავშვების მზერა ჩემზე გადმოვიდა,როგორც კი ირაკლის მიმართ ემოციურად დაიხარჯნენ. -ეს ანაა,ბავშვებო _მიმართა ირაკლიმ. _ჩემი შეყვარებულია. ზოგიერთ მათგანს სიცილი წასკდა და შემდეგ ყველას გადაედო,ისეთი საყვარლები,წრფელები,თბილები იყვნენ... -თქვენთვის საჩუქრებია მანქანაში,აბა ვინ მომეხმარება გადმოტანაში?? -მეე… _მე … _მეეე... ისმოდა ყველას ხმა ერთად,მანქანისკენ გავემართეთ, ბავშვებისთვის შეძენილი ჰქონდა ტანისამოსი,სათამაშოები,წიგნები და მათი საყვარელი ნუგბარი ტკბილეული. ბედნიერება მართლაც წვრილმანებშია. ჩვენს გარშემო ყველგან და ყველაფერში. ბედნიერებაა როცა გიყვარს,როცა უყვარხარ. ბედნიერებაა ისიც როცა ვიღაც კეთილგანწყობილია შენს მიმართ. და მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება უბრალოდ ჰარმონიულად ყოფნაა საკუთარ თავთან. რაც ირაკლის დანამდვილებით შეუძლია. ცოტახანში ბავშვებთან ერთად ეზოში გავედით.ბავშვები ეზოს მოედნენ ხტუნვა-ხტუნვით.ზოგი ბურთს თამაშობდა,ზოგი საქანელაზე ქანაობდა,ვიღაც აიწონა-დაიწონაზე.მოზრდილმა ბავშვებმა წრეში ბურთის თამაში დაიწყეს.გუნდის კაპიტნად ირაკლი დანიშნეს,მეორე გუნდის კაპინტად კი მე დამნიშნეს.წრეში ჩემი გუნდი იყო,თამაში მალე გაცხარდა და აზარტში შევედით. -საბა,ანა „დავჭრათ“, ჯერ… _ გასცა განკარგულება ირაკლიმ. -ვერ „დაჭრით“ ანა შენზე მაგარია. _გაეპასუხა 6 წლის გიგა. ირაკლი ცდილობდა აეცილებინა ჩემთვის ბურთი,რომ გიგას იმედები არ გამეცრუებინა.რა მეამიტები არიან პატარები,თუმცა ბურთი მაინც მომხვდა და ირაკლის გუნდიც მალე შევიდა წრეში.მალე ეს თამაში მოიწყინეს და დაჭერობანაზე გადავიდნენ.ბავშვობის მერე მართლა არ მირბენია.იმდენი ვირბინეთ საშინლად დავიღალე,თუმცა პატარები მაინც ენერგიის მოზღვავებას გრძნობდნენ.თამარი ღიმილით გვადევნებდა თვალს.შემდეგ კი ბავშვებს სახლისკენ მიუთითა შესვლა.ჩვენც შევედით.ირაკლიმ ერთ-ერთი ზღაპრის წიგნი აიღო და კითხვა დაიწყო,ბავშვები სულგანაბულები უსმენდნენ. მეც იქვე პუფში ვიჯექი რომ ის პატარა გოგონა რომელიც მთელი დღე ირაკლის არ შორდებოდა ჩემთან მოვიდა და კალთაში ჩამიჯდა.მომეხუტა და თავი გულზე მომადო.მის ამ საქციელმა გული ამიჩუყა,ირაკლის გავხედე,გაიღიმა და კითხვა განაგრძო. მთელი დღე სასიამოვნო ემოციებით ვივსებოდი.წასვლის დრო დადგა.ბავშვებმა კარამდე გამოგვაცილეს.ბარბარემ,ასე ერქვა სწორედ იმ პატარა გოგონას.ირაკლისთან ერთად მიაბიჯებდა,შემდგომ ჩემსკენ შემობრუნდა ქურთუკზე მომქაჩა და მანიშნა დავხრილიყავი,უმალ მის სიმაღლეზე ჩავიმუხლე და თვალებში ჩავხედე. -ხომ მოხვალ კიდევ? -კი,გპირდები. -ირაკლი,ანას ხომ მოიყვან კიდე? -რა თქმა უნდა საყვარელო. -მე შენ მომეწონე,მინდა ჩემი დედიკო და მამიკო შენ და ირაკლი იყოთ... სისხლი გამეყინა ძარღვებში,ირაკლის შევხედე,გაეღიმა და თავზე ხელი გადაუსვა ბარბარეს.ამჯერად მართლა ავტირდი,ვეცადე შეუმჩნეველი ყოფილიყო.ჩავიხუტე ბარბარე და სახე მის ლამაზ გრძელ ქერა კულულებში ჩავმალე. -გპირდები,მალე დავბრუნდები და გნახავთ,მანამდე შენ თამარს დაუჯერე კარგი? მე და ირაკლი კიდევ მოვალთ. -კარგი,მე ვუჯერებ დეიდა თამარს სულ,ხანდახან ცოტა ვაბრაზებ,მაგრამ მაინც ვუყვარვარ,ასე მეუბნება… -კარგი გოგო ხარ,რა თქმა უნდა უყვარხარ და მეც მიყვარხარ._ თამარი მომიახლოვდა. -ანა,გმადლობ დღევანდელი დღისთვის,აქ ხშირად არ გვყვავს სტუმრები და დამიჯერე ეს ბავშვები დიდხანს ისაუბრებენ ამ ყველაფერზე.არ იცი რას ნიშნავს ეს მათთვის,რაც არ უნდა გავაკეთოთ თითოეულს მაინც აკლია ოჯახური სითბო და სიყვარული,მათ კი ეხლა სრულფასოვან ოჯახად იგრძნეს თავი,თქვენთან ერთად,გამიხარდება თუ კიდევ გვესტუმრები. -სიამოვნებით მოვალ მართლა კიდევ ბევრჯერ.ეს ჩემთვისაც იმდენად ემოციური დღე იყო,თუმცა ვაღიარებ ძალიან დიდი ტკივილიანი ფიქრები ამეშალა სულში.გულნატკენი ვარ რომ ამდენი პატარა არის ოჯახის გარეშე. -სამწუხარო რეალობაა_ თამარი გადამეხვია და დავემშვიდობეთ. გზაში ბარბარეს სიტყვებზე ვფიქრობდი და გულში უამრავჯერ ვუხდიდი უფალს მადლობას რომ ოჯახი მყავდა.რომ ვიცოდი რა იყო ოჯახური სითბო,მამის სიყვარული და ზრუნვა,მართალია აღარ იყო ის ამქვეყნად,მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნებოდი.დღევანდელი დღის მერე განსაკუთრებით. -არ იტირო, თავიდან ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო,გარკვეული პერიოდი აღარ მსურდა მანდ დაბრუნება,მაგრამ ბავშვები ძალიან დიდხანს იმახსოვრებენ იქ მისულ სტუმარს და შემდეგ მუდმივად კითხუულობენ მათ.მეორედ ისე აღარ გამიჭირდა,როგორც პირველ ვიზიტზე. -მართლა ძალიან ვისიამოვნე ბავშვებთან ურთიერთობით,მათთან ურთიერობაში გადამდებია,ის ენერგია,სითბო და სიყვარული რასაც ავლენენ,მაგრამ ძალიან დამასევდიანეს ამავდროულად.თვითონ ბავშვებმა კი არა,მათ მდგომარეობამ,საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვაა,ამდენი იმედით,სიყვარულით ანთებული თვალები რომ შემოგყურებს,ყველა ელოდება რომ სიყვარულს უწილადებ,ამაზე მეტი უსამართლობა არ არსებობს,ბავშვი რომ სიყვარულს თხოულობს,მათ უპირობო სიყვარული და სითბო ჭირდებათ. _ ცრემლებთ ამევსო თვალები და მათი შეჩერება ვერ შევძელი. -მაპატიე,უნდა გამეფრთხილებინე,წინასწარ შეემზადებოდი. -არაფერია ეს,ვიდრე მათი მდგომარეობა.საშინლად ვგრძნობ თავს,თითქოს დანაშაულის გრძნობა მაქვს. ირაკლიმ ჩემი ხელი აიღო და მაკოცა. *** აცივდა და ზამთარის სუსხი დეკემბრის პირველივე კვირას კარგად იგრძნობოდა. მოქუფრული დილა თენდებოდა თბილისში ბოლო რამდენიმე დღეა ნისლიანი,ნოტიო დღეებია. დილით მძიმედ წამოვდექი საწოლიდან,ისეთი ამინდი იყო,მხოლოდ პლედში გახვეული უნდა მოკალათებულიყავი და ან წიგნი წაგეკითხა,ან ფილმი გენახა ადამიანს,მაგრამ მოვალეობა უპირველეს ყოვლის,თავს მახსენებდა და სამსახურში მივდივარ.ნათია არ იყო,ცოტა მოწყენილობა სუფევს.ტელეფონზე ირაკლისგან ზარი შემოვიდა. _ანა,სად ხარ? _ოფისში… _საღამოს რა გეგმები გაქვს? _არაფერი.რა ხდება? _ბოულინგზე მივდივართ მეგობრები,ხომ წამოხვალ? ბექა და ელენე იქნებიან,დანარჩენს გაგაცნობ _კაიი.დროებით _გკოცნი. *** ელენე და ბექა მისვლისთანავე ვნახე _ბექა,როგორ ხარ? გადავკოცნე,ელენეც იქვე დგას._ელე,შენ? _კარგად,მიხარია შენი ნახვა ანა _მიპასუხა ბექამ. _როგორ ხარ ანუშკი? _თავის ამპლუაშია ელენე.გადამდები ენერგიით დამუხტული. _ეს გიგია,თეკლა,ლიზაა ჩემი მეგობარი_ მაცნობს მის გვერდით მდგარ გოგონას. მახსენდება ეს ის გოგოა კაფეში,შევხვდით..ახლაც ისე მიმზერს დაკვირვებით. _ ეს ანაა,ირაკლის შეყვარებულია.იცნობდეთ,აწი ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. _ელენემ წარმადგინა.ირაკლიც გვიერთდება.თამაშს ვიწყებთ და კარგად ვერთობით. _სანდრო რატომ არ არის?_ვკითხულობ. _მარიამი ვერ იყო კარგად და ვერ მოახერხეს გამოსვლა._ მპასუხობს ბექა და მიდის მისი სროლის ჯერია. _სანდროსაც იცნობ? _ მეკითხება ლიზა. _კი. _ ზრდილობის გამო ვუღიმი. _სად გაიცანი? _იტალიაში მოგზაურობის დროს,ზაფხულში. _ანაა,მოდი...არ გინდა ისროლო? შენი ჯერია._ მეძახის ირაკლი. _უკაცრავად. _ავდექი და ირაკლისკენ წავედი. საშუალო წონის ბურთი შევარჩიე და გავაგორე,მიზანი შესანიშნავი მაქვს და ამჯერადაც დავამტკიცე,ყველა კეგლი წაიქცა. _შენ რა მაგარი ყოფილხარ. _დიახ._ შევიფერე. სახლში ირაკლიმ წამომიყვანა,ელენე და ლიზა დაგვემგზავრნენ. _იკა,შაბათ-კვირას ანა რომ დავპატიჟოთ? _ანა ბათუმში აპირებს წასვლას. _მართლაა?_მკითხა ელენემ _კი,დედასთან მინდა რომ ჩავიდე.თქვენ სად აპირებთ? _ბებიასთან და პაპასთან კახეთში.კარგი იქნებოდა ერთად წავსულიყავით. _ბათუმელი ხარ ანა?_მეკითხება ლიზა. _კი.იქ ვცხოვრობდი. შუა კვირა იყო. ჯერ ისევ ბნელოდა რომ კარზე დარეკეს.თვალები მოვისრისე საათს დავხედე 8:20 წუთს უჩვენებდა საათი. ‘’ამ დროს ვინ არის’’ გავიფიქრე,საღამურებზე ხალათი მოვიცვი და კარისკენ გავემართე.კართან დედა იდგა. -დეეე ?! ჩავეხუტე _ღმერთო, როგორ გამახარე დეე,ხომ მშვიდობაა? უკან დავიხიე და თავიდან ბოლომდე შევათვალიერე. გაეცინა -მშვიდობაა,მშვიდობაა.არ შეიძლება შვილს ვესტუმრო? -მესტუმრო არა,ეს ჩვენი სახლია,უბრალოდ არ გელოდი და ცოტა შემეშინდა ასე მოულოდნელად. სასტუმრო ოთხაში დავჯექით.გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე -როგორ გამახარე დეე.უქმეებზე ვაპირებდი ჩამოსვლას. _დაგასწარი... როგორც სჩვევია დედას,სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. _მოდი,დაჯექი დედიკო,მე გავამზადებ საუზმეს,შენ დაისვენე,გზაში დაიღლებოდი.მანამდე კი მომიყევი ბებიკო როგორ არის,მამიდა,ლევანი? _ყველა კარგად ვართ დე,ერთი ის არის უშენობა მტანჯავს სულ.ეს ერთი ნებიერა მყავხარ და ისიც ასე თვალიდან შორს. _ჩამოდი და იყავი აქ ჩემთან,არც შენ დაიტანჯები უჩემობით და არც მე. -ბებოს დატოვება არ იქნება ახლა სწორი,მამაშენის საფლავიც იქ არის,კვირაში ერთხელ თუ არ გავალ მის საფლავზე არ შემიძლია,ამდენი წლები უკვე ასეა და ახლა ამ წეს-ჩვეულებას ვერ ვუღალატებ. _მამას მაგით რას უშველი,სამაგიეროდ ჩემთან იქნები. _მასე ნუ ამბობ...შენ არ იცი რა საშინელებაა ცხოვრების ერთ-ერთი დიდ სიყვარულს რომ წაგართმევს სიკვდილი,ცხოვრების აზრს და იმედს.მერე გენანება ყველა დღე რომელიც მასთან გაატარე,არ გაფერმკრთალდეს მოგონებები,ყველაფერს ებღაუჭები და სათუთად ინახავ მეხსიერებაში.ყველა ნივთი და ადგილი რაც მის თავს გახსენებს დიდ მნიშვნელობას იძენს.ახლა მენანება ყველაფრის დატოვება...არ მინდა. -მე მგონია მასე ცხოვრება უფრო რთულია,მოგონებებით,მუდმივად ერთი და იგივეს რომ ატრიალებს გონება.ახალი ემოცია შემოუშვი შენში,ნუ სტრესავ თავს... -შეყვარებული რომ ხარ როგორ გეტყობა _იღიმის დედა -რაა? _გამეცინა _სხვანაირად საუბრობ...იმედით და პოზიტივით გაჟღენთილია შენი სიტყვები.თვალებიც ისე გიცინის. _მე ვფიქრობ სულაც არ მეტყობა მასე. _ ვიუკადრისე _ჩემი გოგოო _ჩამიხუტა და მეც მის გულზე მიკრული,გავინაბე. ნათიას დავურეკე,ვუთხარი რომ დედა ჩამოვიდა და ვერ მივიდოდი სამსახურში.მე და დედა მოვეწყვეთ კომფორტულად და ბევრი ვისაუბრეთ.საღამოს კარზე ზარის ხმა გასიმა.ირაკლი იდგა გაღიმებული _გამარჯობა ანა-ბანა. _გამარჯობა. დედიკო ჩამომივიდა. _მშვენიერია... არ გამაცნობ? გავიწიე და გზა დავუთმე.დედა სამზარეულოში იყო,ჩაის ამზადებდა. _დე სტუმარი გვყვავს._დერეფნიდან დავუძახე და სასტუმრო ოთახში შევედით.დედა მალე დაბრუნდა ჩვენთან,თუმცა სახეზე ცოტა გაკვირვება გამოეხატა და რომელიც გაღიმებით გადაფარა. _გამარჯობა,ირაკლი _ წამოდგა და მიესალმა ხელის ჩამორთმევით. _გამარჯობა.ლია. _გამიხარდა თქვენი გაცნობა. _გმადლობ,ჩემთვისაც სასიამოვნოა,რას მიირთმევთ ყავა,ჩაი? _მე ყავა,მაგრამ ანა მოამზადებს,თქვენ ნუ შეწუხდებით. -კი მე მოვამზადებ._ვიძახი და სამზარეულოში გავდივარ. დაბრუნებული ირაკლი და დედა საუბარში გართულები დამხვდნენ.რა მალე გამოუნახავთ საერთო ენა.გავიფიქრე და ვუერთდები.დედას ირაკლი ისედაც ძალიან მოწონდა ეკრანიდან,პირადად მისმა გაცნობამ უფრო მოხიბლა.დედა პარასკევს დილით გაემგზავრა.დედას ჩამოსვლამ ჩემი გეგმები შეცვალა,მის თაობაზე,რომ მე ბათუმში აღარ მივდივარ უქმეებზე და ირაკლის მივყვები კახეთში ბებიასთან და პაპასთან. *** მანქანა დაიძრა და აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი.ბავშვობიდან ერთი თავშესაქცევი მაქვს მგზავრობის დროს,ტრაფარეტებს და ბილბორდებს ვკითხულობ,ხან კი გზატკეცილის ნომრებს ვკითხულობ. _წელს დაგვიგვიანდა ოჯახური ტრადიცია _საუბარი ელენემ დაიწყო _ვერ მოვახერხეთ მთელმა ოჯახმა ერთად ჩასვლა რომ მივეხმაროთ ბებიას ჩურჩხელების ამოვლებაში. _ წლებია მე არ მიმიღია მონაწილეობა მსგავს ტრადიციაში.მე რომ ჩავდივარ,ბებიას და დედას უკვე გამზადებული აქვთ და მხოლოდ დაგემოვნებაში ვეხმარები. _წელს გექნება საშუალება გაიხსენო,რა თქმაუნდა თუ სურვილი გექნება. _ მიპასუხა ირაკლიმ. ერთ-ერთ გზისპირა დასახლებაში ირაკლიმ ავტომანქანა შეაჩერა,სადაც უამრავი თონე იყო,ცხელი შოთის პური და გუდის ყველი იყიდებოდა. _არ მოგშივდათ?! _აუუ,მაგარია „დედას პურები“ -თქვა ბექამ. _მეც ძალიან მიყვარს,მამა ყოველთვის ყიდულობს,როცა ამ გზაზე გავივლით ხოლმე,ესეც ერთგვარი წეს-ჩვეულებაა ხოლმე. _ჩაურთო ელენემ. გზამ მხიარულად განვლო,ბექამ იტალიის ამბები გაიხსენა. _სანდრო როგორ მომენატრა, არ მინახავს იტალიის მერე. _ვამბობ მე. მანქანა გაჩერდა,სურო შემოვლებულ ლამაზ ჭიშკართან.პატარა ლამაზ ეზოში შევედით,ჭიშკრიდან სახლისაკენ ქვაფენილით მოპირკეთებული ვიწრო ბილიკი მიუყვებოდა.ქვაფენილიანი ბილიკის მარჯვნივ ფოთოლ შემოძარცვული ხეები იდგნენ რიგში,შემოდგომის ქარებს მათთვის ფოთოლთსამოსი შემოეხსნა.ბილიკის მარცხენა მხარეს ხელის აპყრობაზე რომ მიწვდებოდა ადამიანი,ხეივანი იყო.მის ქვეშ მაგიდა და სკამები იყო.სახლის გვერდით დაჭრილი შეშის ორი დიდი რიგი იყო ჩაყოლებული.სახლს წინ შუშაბანდი ჰქონდა,საიდანაც ერთ ფანჯარაში ღუმელის მილი იყო გამოწეული და კვამლი გამოდიოდა.ჩვენს ხმაურზე კარში ბებია და პაპა გამოჩნდნენ. _უი,ბავშვები ჩამოსულან. _ ბებია გამოგვეგება.გამხდარი,თხელი ტანის იყო,ნაზი სახის,ნაცრისფერში გარდამავალი თვალის ფერი ჰქონდა,სანდომიანი თბილი გამომეტყველება.თავსაბურველიდან ვერცხლისფერი თმა მოუჩანდა. და გაშლილი ხელებით გამოემართა მონატრებული შვილიშვილების შესაგეგებლად.მის მზრუნველ გულმკერდში ორივეს ადგილი უმალ მოიძებნა,მიუხედავად მისი ჩია ტანადობისა.ხან ერთს კოცნიდა,ხან მეორეს. -კარგი,გეყოფა ქალო,მეც ვნახო.ნუ გალიე ხვევნა-კოცნაში ეს ბავშვები. ბებიამ რომ გული იჯერე მათი ალერსით,პაპის მზრუნველ და ნაშრომ ხელებს გადაულოცა მონატრებული შვილიშვილები. _მოდით ბებო გენაცვალოთ. _მოგვიტრიალდა ჩვენ. _ უიმეე,ბექა შვილო,შენ კი ვეღარ გიცანი _როგორ ხართ მართა ბებო? _რა მიშავს გენაცვალე,კარგად ვარ,ეხლა თქვენი დამნახავი ხომ მთლად უკეთესად. ეს რა ლამაზი გოგო მოგიყვანიათ. _ბეე,ეს ანაა. სულ რომ მეუბნეოდი შენი მოწონებული გოგო ვნახო ნეტაო,აი ჩამოგიყვანე. _ბებო გენაცვალოს შენ.ბერიკაცოო,გაიგეე? _ პაპა ჩვენ მოგვიახლოვდა _ეს რა ლამაზი გოგო გიპოვნია_ეუბნება პაპა. _კი ღირდა ლოდინად აბა ბებომ გენაცვალოს. -ჯერ ირაკლის აკოცა და მერე მე ბებიამ. _მართლაც რომ დედოფალივით არის პაპიკო. _დაურთო პაპამ. გაღიმებული შევყურებდი ხან ერთს,ხან მეორეს. _მოდით,ნუ გაყინეთ ეგ გოგო. _კარში ელენეს თავი გამოჩნდა. სახლში შევედით.დიდი სასტუმრო ოთახი იყო.დივანი და სავარძლები იდგა ერთ კუთხეში,იქვე პატარა მაგიდა. ეზოს მხარეს ღუმელი გიზგიზებდა. _მოდი გათბი. _ელენემ ქურთუკი გამომართვა. _ჩაი თუ ყავა? _ჩაი. ყველამ ერთხმად ჩაი აირჩია. _დაგეხმარები.თან ცოტა არასტანდარტული გემოვნება მაქვს ჩაისთან დაკავშირებით და თავად მოვიმზადებ. _რატომ? _ჩემი ჩაი არის ცხელი წყალი და ლიმონი,ნუ მარტივი მოსამზადებლად,მაგრამ ცოტა სასაცილოდ ჟღერს ხოლმე როცა ასე ვითხოვ. _მერე რაა,გემოვნებაზე ხომ არ დაობენ.მშვენიერი არჩევანია.მე მომწონს. ბებია და პაპა აფუსფუსდნენ,როგორც სჩვევიათ ხოლმე,მითუფრო მონატრებული შვილიშვილები რომ ესტუმრებიან.ჩაის შევექცეოდით. ჭიშკრის კარი გაიღო და საშუალო ასაკის,გამხდარი,მაღალი,ლამაზი სახის ქალი შემოვიდა,უკან მასზე უფრო ასაკიანი სიმპათიური მამაკაცი მოყვებოდა ფეხდაფეხ. -აი დედა და მამაც მოვიდნენ_ იძახის ელენე. ბებია და პაპა შეეგებნენ.ირაკლის შევხედე,მე მიმზერდა,თვალები ეშმაკურად უცინოდა და თავის ჯადოსნურ ღიმილს არ იშორებდა სახიდან.ხელი ჩამკიდა,რატომღაც მის ზურგს უკან დავდექი და ყურში ვუჩურჩულე _თუ გაპატიო. _თან მეღიმებოდა._ რატომ არ გამაფრთხილე. _ არც თვითონ გელიან,სიურპრიზი ხარ. _ღიმილი არ სცილდებოდა.ოთხში ირაკლის დედა შემოდის,მამა ეზოში ყოვნდება.ხელში უამრავი რამ უკავია. -მოგვასწარით ბავშვებო ჩამოსვლა.ალექსიმ ბაზარში შეიარა,რაღაცეები ვიყიდეთ.სამწვადეც იყიდა დე,რომ დააბარე. _მოუბრუნდა ირაკლის,თან ნივთებს ალაგებს მაგიდაზე. -უიი,უკაცრავად,სტუმარი გვყოლია,საუბარში გართულმა ვერც შეგნიშნეთ. _ხელი გამომიწოდა._ლელა. _ანა. _ირაკლის განწყობა გადმომედო და ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. _ელე,რატომ არ მითხარი სტუმარი რომ გვეყოლებოდა.საუბრით გართულმა ვერც შევნიშნე... _ირაკლის უსაყვედურე,ანა ირაკლის მოწვეული სტუმარია. _ მრავალმნიშვნოვლად გაიღიმა ელენემ. ლელამ ახლა ირაკლის შეხედა. _მინდოდა მე თვითონ წარმედგინა შენთვის,მაგრაამ არ დამაცადე. ჩემი ანა. _ ხაზგასმით წარმოთქვა. _აწი ხშირად გვესტუმრება. _თუ გაპატიო ირაკლი,რაა._ირაკლი მის სიტყვებზე ახარხარდა,ლელა ხელახლა ტრიალდება ჩემსკენ._ მოხარული ვარ ანა,ორმაგად შენი გაცობის.რა გაცინებს შენ? _ირაკლის მიუბრუნდა. _ანამაც იგივე მითხრა,რომ არ მაპატიებს და რას არ მპატიობთ ერთი?! _შენ ამპლუაში ხარ,სიურპრიზები და რამე _გაიცინა ლელამაც ოთახში ახლა ირაკლის მამა შემოვიდა. _მგონი ყველაფერი გადმოვიტანე._პოლიეთილენის პარკები მაგიდაზე მოათავსა _ როგორ ხართ ბავშვებო,როგორ იმგზავრეთ? _ალექს,ეს ანაა.ირაკლის რჩეული. _ჩემი თავი წარუდგინდა ლელამ.ალექსიმ თბილი ღიმილით შემომხედა და ხელი ჩამომართვა. _მოხარული ვარ,ანა.ალექსი დამიძახეთ. _გმადლობთ. _ღმერთო იმედია ამით დასრულდება დღეს ჩემი წარდგენა,თორემ ცოტა ხანში ფერს ვიცვლი_ ვეჩურჩულები ირაკლის და იცინის. ცოტახანში ყველა აფუსფუსდა.ბებო და ლელა ფელამუშის მზადებას შეუდგნენ.ეზოში დიდი ქვაბით დადგეს ბადაგი,ბებია დიდი ხის კოვზით ურევდა,ხან ლელა ენაცვლებოდა.დიდი ჯოხები მოამზადეს,სადაც ამოვლებულ ჩურჩხელას დაკიდებდნენ.მამაკაცები ცალკე საქმიანობდნენ.შიგადაშიგ ირაკლი გამომხედავდა და მიღიმოდა. -ანა,არ შეგცივდეს,შედი თუ გინდა,ან გაისეირნეთ ახალგაზრდებმა. _ ლელამ წამოიწყო საუბარი. -არა,ვიქნები.როგორც გზაში გავიგე ოჯახური ტრადიციაა და სჯობს ყველა ერთად იყოთ. -არ მოიწყინო უბრალოდ,ან არ შეგცივდეს თხლად გაცვია. -არა,მსიამოვნებს.ბოლოს დაახლოებით 15-16 წლის ასაკში მივეხმარე ბებიას,მის მერე აღარ მიმიღია მონაწილეობა. -ასეთი დიდი ტაიმაუტი რატომ?_ იღიმის ლელა. -მე ბათუმში ვცხოვრობდი.18 წლის ასაკში ჩამოვედი თბილისში,მის მერე აქეთ ვარ,როცა ბათუმში ჩავდივარ უკვე მზად აქვთ ბებიას და დედას. -ხოდა ამდენწლიანი პაუზა ერთიანად ამოვავსოთ,თუ გინდა ყველა შენ ამოავლე_იცინის ლელა. _ვაიმე,ახლა ნუ შეაშინებთ ამ გოგოს._მექომაგება ელენე. ლელა საკმაოდ მხიარული,კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა.მასთან ურთიერთობა ძალიან მარტივად აეწყო. სურვილისამებრ ყველამ ერთი ჩურჩხელა ამოავლო და დარჩენილს მე,ელენე და ლელა ვინაწილებდით.დავასრულეთ და მწვადის შეწვის დროც დადგა.ქალთა ჯგუფმა სახლში გადავინაცვლეთ.სოფელში ყველაფერს სულ სხვა ეშხი აქვს,ღუმელთან დავჯექი.ირაკლი შემოვიდა,ზურგიდან ხელები შემომხვია,თავი ყელში ჩამიყო.ცხვირი გყინული ჰქონდა _რა ცივი ხარ.შეგცივდა? -არაა,როცა მოვხუცდებით,მინდა ჩვენც პატარა კერძო სახლში ვცხოვრობდეთ,პატარა ეზოთი,პატარა ბოსტანი,ხე-ხილიანი ეზო... -ეგ პატარა აღარ გამოდის._ გამეცინა -ჩვენი შვილები და შვილიშვილები გვესტუმრებიან მერე და გავაგრძელოთ ეს ტრადიცია. ეს მისი პირველი საუბარი იყო ჩვენს საერთო მომავალზე და თანაცხოვრებაზე,გულში მესიამოვნა... -ხანდაზმულობის მეშინია,ამიტომ ნუ ჩამაფიქრებ... -რატომ გეშინია? -რომ ხვდები რომ სიკვდილი სადღაც ახლოს არის...მაშინებს. -სიკვდილი დღესაც ახლოს არის,ის ყოველთვის ჩვენს გვერდით არის. -ხოდა მეშინია,დამანებოს თავი.ჯერ მე სიცოცხლე მინდა. _გამეცინა. -ლელუკა,მზად ხარ? მალე შემოგიერთდებით_ალექსმა თავი შემოყო კარში. -კი,მზად ვართ და გელოდებით. სუფრასთან მხიარულება სუფევდა.სასმელი რათქმაუნდა დათა პაპას კახური ღვინო იყო.გამაკვირვა გარემოებამ რომ ყველა სვამდა. -იკა,ყველა რომ სვამთ,როგორ დავბრუნდებით?_ ვეჩურჩულები. -ვრჩებით დღეს. _ოჰ,კიდევ ერთი სიურპრიზი. _რატომ არ გამაფრთხილე?!_ ჩუმად ვჩქმეტ გვერდზე. _იმიტომ რომ არ გამომყვებოდი._ იღიმის,როგორც სჩვევია. -ანა,რატომ არ სვამ? _მკითხა ალექსიმ. -შემოგიერთდებით კი. საღამომ მხიარულად ჩაიარა,ღუმელთან გადავინაცვლეთ.ლელა და ალექსი ირაკლის და ელენეს ბავშვობას იხსენებდნენ. _გეყოფათ ტკბილი მოგონებები.ვითამაშოთ._ელენემ ლოტო და კარტი მოიტანა. _მე ჯოკერი მინდა._ თქვა ლელამ. _მოდი შენ ჩემთან. _ალექსიმ ხელი მოხვია ლელას და გვერდით მოისვა. _ დააცადე ახალგაზრდებს.ჩვენ დომინო ვითამაშოთ. _იცი რას გეტყვი საყვარელო,მეც ახალგაზრდა ვარ,ნუ გავიწყდება რომ ჯერ ისევ პატარა ვარ. _ლელამ თბილად გადაუსვა ალექსის შევერცხლილ თმას ხელი და მიეხუტა.მომწონს მათი ურთიერთდამოკიდებულება.მთელი დღე სიყვარულით,პატივისცემით და ზრუნვით ექცევიან ერთმანეთს.ახლა ვხვდები საიდან არის ირაკლი ასეთი სტაბილური ხასიათის,მშვიდი,გაწონასწორებული,თბილი,კეთილი და მზრუნველი. ჯერ კარტი ვითამაშეთ,წაგებულებს არ შეგვხვდა რთული დავალება,მხოლოდ ყავის მომზადება გვევალებოდა.მე და ელენემ,ყავა გავამზადეთ. _მაღლა საძინებლები გავამზადე ბავშვებო,თუ ვინმეს გეძინებათ ოთახები მზად არის. _გვეუბნება ლელა. _გეძინება? _ მეკითხება ირაკლი. _ როცა ყველა წავა დასაძინებლად მეც მაშინ… გვიან დავწექით.ირაკლიმ ბექას მისი საძინებელი აჩვენა,ელენე მის ოთახში შედის. _ მეე? _შენ ჩემთან…_ იღიმის მაცდურად,წელზე ხელს მხვევს და ოთახში მივყავარ. _ცივააა_ კბილების კაწკაწით ვეუბნები.გარდერობთან მიდის და თავის მაისურს და შარვალს მაწვდის.ესენი ჩაიცვი.ვიცვლი და მეცინება ჩემს ჩაცმულობაზე.მათვალიერებს _საყვარელი ხარ. ღამე მის მკლავებში ვიყავი გახვეული,რომ მაღვიძებს. _იცი რა საყვარლად სუნთქავ… _ვერ ხარ შენ,მაგის გამო მაღვიძებ?! _ არა,მხოლოდ მაგის გამო არაა_ იცინის და მკოცნის,ხელს მაისურის ქვევით აცურებს და შიშველ მკერდზე მეფერება._მინდა სულ ასე ახლოს მყავდე,როცა მომინდები მაშინ დაგეუფლო. _როცა მეც მომინდები… _ ვუსწორებ. _რა თქმა უნდა.სულ ნუ მაკონკრეტებინებ. _ ჰო რა ვიცი.._ვიცინი.ზურგზე მაწვენს,წამში ჩემს ზევიდან მექცევა. _წინააღმდეგი ხომ არ ხარ,ცოტა კახური ღამის ვოიაჟები რომ მოვაწყოთ._ იცინის და პასუხს არ ელოდება.ყელში მკოცნის,ნელ-ნელა სველი ვნებიანი ტუჩებით იწევს სულ უფრო ქვევით და საბნის ქვეშ უჩინარდება,მხოლოდ ჩემი ჩუმი კვნესა თუ ამხელს,რომ ის აქ არის,ჩემთან… დილით მამლის ყივილმა და ზამთრის სუსხმა გამაღვიძა,მეზარებოდა თბილი საწოლიდან გამოძრომა.ირაკლის გავხედე,ჩვილი უცოდველი ბავშვით ეძინა.ცალი ხელი ბალიშის ქვეშ ჰქონდა შეცურებული,მეორე ხელი ზევიდან ედო ბალიშზე.ვიეჭვიანე ბალიშზე,მომინდა მე ვყოლოდი ასე ჩახუტებული.ხელი ავაწევინე და მისკენ მივიწიე,მისი ხელი კი ჩემს გულზე დავიდე. საიდან სად მოვედით?! როგორი ბედნიერი ვარ,რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა.არ დავიღლები უფლისთვის და ცხოვრებისთვის მადლობის გადახდით.ხანდახან ისეთი იდეალურია ყველაფერი,მეშინია,ამ იდეალურობის. მეშინია რომ გაქრება ერთ დღესაც ჩემი ცხოვრებიდან. მეშინია ვინც ფერფლიდან აღმადგინა,ისევ მან არ დამწვას და არ ჩავიფერფლო სულ. როგორც კი ამას წარმოვიდგენ სულში სასტიკ სიცარიელეს ვგრძნობ.ცივი მარწუხები მიჭერს გულზე და სუნთქვა მეკვრის.ოღონდ არ დაგკარგო…თვალები ცრემლებით მევსება,კალაპოტს ეხეთქება,წყდება ნაპირს და გადმოდის. _რატომ ტირი? _მეკითხება ჩურჩულით.სასწრაფოდ ვიწმენდ ცრემლებს და მისკენ ვტრიალდები. _შენ რომ მყავხარ. _ ვუღიმი. წარბებს ზევით ჭიმავს და ეღიმება. _ხუმრობ ალბათ… _ თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. _ჩემი მტირალა… მიყვარხარ ანა. _ თვალებში მიყურებს და ისე მეუბნება.ხელახლა მევსება თვალები ცრემლებით,ყველაფრის მიუხედავად ეს პირველი აღიარებაა სიყვარულის. _აუუუ,გაჩერდიი… _ სახეზე ხელებს ვიფარებ,მკერდზე ვეკვრები და ვსლუკუნებ. მკერდი უხტის,აშკარად იცინის. _რა სულელი ხარ,რა გატირებს?! _ ნუ იცინიიიი… _ _მაშინ ნუ ტირი,მეცინება რა გატირებს?! პირველად ხდება გოგოს რომ ვუთხარი მიყვარხარ და ის კიდე ტირის. _და რამდენს უთხარი,რომ გიყვარს? _ვმშვიდდები უცებ და გამომცდელად ვუყურებ. _ წამის უკან ტიროდი _ დამცინის. _კითხვას ბანზე ნუ მიგდებ,გამეცი პასუხი. _ნუ სკოლის ასაკს თუ არ ჩავთვლით მის მერე ორს ვუთხარი.ერთი სტუდენტობის პერიოდში იყო,მეორე … _ თითქოს რაღაცას ზომავს._ მეორე რამდენიმე წლის უკან ლიზას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



