შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული სიმართლე (თავი 8)


გუშინ, 01:30
ავტორი Tak.oo
ნანახია 285

_ ლიზა,ის ელეს დაქალი? _თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
_მერე რა მოხდა? _ თავქვეშ ხელს ვიდებ.
_პატარა შერლოკი ხარ _ცხვირზე თითს მირტყამს და აგრძელებს._ ვხვდებოდით რაღაც პერიოდი,მერე დავიშალეთ.
_რატომ?
_ რავი ანა,იმ პერიოდში ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა,უკვე ცნობადი სახე რომ გავხდი,ეჭვიანობდა…სისულელები მოკლედ რა…
_კაი,გასაგებია.უბრალოდ როცა შევხვდით სულ რაღაცნაირ,როგორ ვთქვა… მის მზერას ვგრძნობ თუ სადმე გადავიკვეთეთ და ახლა ვხვდები რატომ.არ ავდგეთ?
_არადა მშვენივრად ვნებივრობ შენთან ერთად.
_ჰო,მაგრამ დროა.უხერხულია…
_ჩემი კომპლექსა ხარ._ იცინის და ჩემს ტანსაცმელს მაწვდის.
დღის პირველი ნახევარში ვტოვებთ კახეთს.ლელას და ალექსს კახეთში ვემშვიდობები.ლელა მთხოვს ვესტუმრო თბილისში და ირაკლის აფრთხილებს რომ წამიყვანოს.
***
ქალაქში წინასაახალწლო მზადებაა. მთავარი ნაძვის ხე დაიდგა რუსთაველზე.ქუჩები განათებულია ათასგვარი საახალწო დეკორაციებით.ულამაზესია გარშემო ყველაფერი,განწყობა ქმნის ყველა კუთხე-კუნჭული.ადამიანები სადღაც მიიჩქარიან,ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ,ახალი იმედებით,ახალი ოცნებებით ხვდებიან ახალ წელს.გარკვეულ წილად მეც მიხარია,გადმომედო ადამიანების განწყობა.თვის ბოლო დღეებში ბათუმში ვაპირებ წასვლას.ჩემოდანი ჩავალაგე.დედასთვის და ბებიასთვის საჩუქრები ზევიდან დავადე,უი ცისიას საჩუქარი არ დამრჩეს,გავიფიქრე და ისიც გვერდით დავდე.ყველაფერი მზად მაქვს,ხვალ სამსახურიდან პირდაპირ წავალ სახლში.
კარზე დარეკეს,ირაკლი იყო.
_მოდი.
წელზე სუროსავით შემომავლო ხელები და მიმიხუტა.
_იცი რომ მომენატრები?!
_რა თქმა უნდა.
_და მაინც მიდიხარ?!
_კი
_ცუდი გოგო ხარ.
_და შენ მაინც გიყვარს ეს ცუდი გოგო
_ვაღიარებ.
_მოდიი,რატომ დამაყენე კარში?!
_არა,შენ წამოდი.ლელამ დაიჟინა ანა მოიყვანე,სანამ ბათუმში წავაო.
მივდივართ.
-ბოლო დროს შეცვლილი მეჩვენები.რამე ხდება?
როგორ მეშინია,შენთვის სიმართლის გამხელის ნეტა იცოდე?!რაც დრო გადის მითუფრო... ძალდატანებით გავიღიმე.
-წლის ბოლოა და ვაჯამებ,რამდენად ნაყოფიერი იყო წელი.
-მერე,როგორ ფიქრობ,ნაყოფიერია? _ პასუხის მოლოდინში ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეებში.
-ვფიქრობ რომ ძალიან.
-იმედია მომავალი წლები მეტად ნაყოფიერი იქნება.
იმედია... ხანდახან ფუჭი იმედის ქონაც კარგია.,თუ კი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…
ლელა გველოდა,ჩვენს დანახვაზე,წინსაფარი შეიხსნა და ჩამეხუტა.
-როგორ ხარ?
-კარგად,თავად?
-მშვენივრად.მოდი. _სასტუმრო ოთახში შემიპატიჟა.
-რა ლამაზი ნაძვის ხე გაქვთ.
დიდი,დათოვლილი ტოტებით,ჭერამდე ნაძვის ხე იყო მორთული,ლამაზი ფერადი ბურთებით.
_ეს ირაკლის და ელენეს ნახელავია.ბავშვობიდან უყვარდათ ეს პროცესი და ბოლოს როგორც იქნა დახვეწეს გემოვნება. _გაიცინა ლელამ.
_არ მესმიიის _ ყურზე ხელის აფარებით გვანიშნა ირაკლიმ და გაიცინა
_ კიდევ კარგი ელენე არ ისმენს.
-შემეშინდა _ ჩაიცინა ლელამ. _ მე რაღაცეები გამოვაცხე და მოდი გაგიმასპინძლდები,ეხლავე მოვალ.
ხელდამშვენებული დაბრუნდა,მისი მზრუნველი და თბილი ხასიათი იკვეთება ყველა მის ქცევაში,შვილების,მეუღლის დამოკიდებულებაში.
_ახალი წლის ღამით გვესტუმრე ანა,ერთად თუ შევხვდებით გამიხარდება.
_სიამოვნებით აქ რომ ვიყო,მაგრამ დედასთან მივდივარ ბათუმში,რამდენიმე დღით.
_მაშინ შობას?
_კი,შობას უკვე ჩამოსული ვიქნები და შესაძლებელია.
ოთახში ელენე შემოვიდა
_დე მოვედიი. ანაა... როგორ გამახარე. _ მის უკან ლიზა დგას.
_გამარჯობა ანა._ მეც ვესალმები.
_ რა ლამაზი ნაძვის ხეა _აღნიშნა ლიზამ.
_ანასაც მოეწონა. _ჩაურთო ლელამ
_მართლაა? _მკითხა ელენემ.
_კიი,აი მე ჯერ არ დამიდგამს და ვიქრობ მოგიწვიოთ შენ და ირაკლი და ჩემი ნაძვის ხის აწყობა განდოთ.
_დაგვცინის _ თქვა ირაკლიმ და ხელები შემომხვია,ჩემი გაჭ....ტვა სურს,რამაც ყველას ღიმილი მოჰგვარა,ლიზას ცივი სახე ჰქონდა.
_არ გინდათ შობას,წავიდეთ მთის კურორტზე სადმე?
_შობას ანა ჩემი სტუმარია,სხვა დროისთვის დაგეგმეთ. _ გააპროტესტა ლელამ.
_აა,კაი.მთელი იანვარი ჩვენია,რა პრობლემაა სხვა დღე იყო,მაშინ შობას აქ შევიკრიბოთ ლიზიკო და სხვა დღეს დავგეგმოთ,რამე ისე რომ ყველა წამოვიდეს. _ლიზა უხმოდ ეთანხმება.
სახლში ვბრუნდებით.
_ისე ცოტა უცნაური არაა ძველი და ახალი ტურფები ერთად სახლში?? _კბილი გავკარი.მისმა სიცილმა მანქანის სალონში ჩაღვრილი სიმღერის ხმა გადაფარა.
-პირიქით,სასიამოვნოც კია.
„იქნებ შესაფერისი დროა ანა“ _ ჩამჩურჩულა გაუბედავად ჩემმა მეორე მემ. _ მიდი,ისარგებლე მომენტით. _არა,არაა. _ახმაურდა პირველი,როგორც შევთანხმდით ახალი წლის შემდეგ,დალაგებულად,მშვიდად,შესაფერის ვითარებაში ყველაფერს მოუყვები,ასე ნაჩქარევად ვერ იზამ,თან მიდიხარ ხვალ... გამოტყდი რომ გეშინია,მშიშარა,მხდალი ხარ!
_მხდალი არ ვარ. ამოიკნავლა პირველმა. _ხარ და თან როგორ,თორემ აქამდეც გქონდა დრო და საშუალება,მაგრამ... დრო მინდა... ჯანდაბაა ანა,შეწყვიტე ფიქრი.
ხელები საფეთქლებზე მივიჭირე და ღრმად ჩავისუნთქე.
_გაბრაზდი?
_არა,ლიზა არაფერ შუაშია… ელემ და ლელამ იციან ისე ლიზას შესახებ?
_ელემ კი,ლელას შეიძლება ეჭვი ჰქონდა,მაგრამ არ ვიცი,არასდროს უკითხავს რამე.ხვალ გნახავ?
_სამსახურიდან ვაპირებ პირდაპირ წასვლას.
_როდის დაბრუნდები?
_ალბათ 4-5 რიცხვში.
_ბევრია,მომენატრები...
_არაუშავს გაუძლებ... _ ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი. _მეც მომენატრები,მაგრამ მალე გავა ეს დღეები.
სახლთან მანქანას აჩერებს.ღრმად ვსუნთქავ.
_ ანა,რამე ხდება? _ღვედს ვიხსნი და მისკენ ვტრიალდები.ორივე ხელს ვკიდებ.
_ მიყვარხარ. _ ესეც ჩემი პირველი აღიარება,რომლის ამოთქმაც ასე ძალიან მიჭირდა.ნელ-ნელა სახე უნათდება და იღიმის.ჩემსკენ იწევა შუბლით შუბლზე მეყრდნობა.
_მეც უზომოდ მიყვარხარ._ მკოცნის. _ ისე პირველი გოგო ხარ ვინც ამდენ ხანს მაწვალა…
_ იმაზე მეტი მოგეცი ვიდრე ოდესმე ვინმესთვის მიმიცია ჩემი ნებით.სიტყვები არაფერია და მე ეს შენ საქციელით დიდი ხნის უკან გაჩვენე,თუმცა ჯერ შენ ვერ ხვდები._ მის სახეზე,ბასრ წვერზე ვათამაშებდი თითებს. _ მინდა იცოდე რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შორის,რომ ბედნიერების არსი შენთან ურთიერთობის დროს გავიგე.უზომოდ ბედნიერი ვარ და ხან არც მჯერა რომ ჩვენი ისტორია რეალურია.პირველად რომ დაგინახე ვიგრძენი,რომ რაღაც უხილავი ძაფები გაიბა ჩვენს შორის,არ დამცინო,მართლა გეუბნები… თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყავი,ისე მალე მოგენდე…შენთან სულ სხვა ვარ და შენამდე კიდევ სულ სხვა ვიყავი… მინდა რომ ეს ნდობა გამიმართლო და მეც გავამართლო…
_ვერ ვაკავშირებ ვერაფერს…რამე გეწყინა ანა,რამე მოხდა?
ვგრძნობ ცრემლები მაწვება…მხოლოდ თავის გაქნევას ვახერხებ უარის ნიშნად.მიხუტებს და თავზე მკოცნის.
_შენთან ვარ,ჩემი იმედი გქონდეს სულ,გესმის?! _თავს ვუქნევ._ მიყვარხარ
_მეც_ ვჩურჩულებ მის ყურთან,ვკოცნი და გადავდივარ მანქანიდან.
***
ჩემს საყვარელ play list-ს ვრთავ,სასიამოვნო ჰანგები გაიშალა მანქანის სალონში.ირაკლის დანაპირებს ვუსრულებ და გასვლისას ვწერ
“ახლა გავდივარ”
მორჩა მზად ვარ,სტარტს ვიღებ ბათუმისკენ.ქალაქიდან როგორც კი გავედი,გზა თავისუფალი იყო და მაქსიმალური სიჩქარის განვავითარების საშუალება მქონდა.ცოტახანში დედამ დამირეკა,რათქმაუნდა საუბარი დასრულდა სიტყვებით „ფრთხილად იარე“,შემდეგი ირაკლი იყო,როცა ვუპასუხე სად ვიყავი
_ანა,მგონი მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობ,ცოტა აუშვი აქსელერატორს ფეხი.
ჩემი სიცილის ხმა გაისმა.
_არ მჯერავს,შენ რა დროის მიხედვით განსაზღვრე რა სიჩქარით მივდივარ?
_შენი ის მითხარი,დააგდე თუ არა სიჩქარე?
_არა,გზა ცარიელია.
_დარწმუნებული ვარ არც ყურსასმენებს იყენებ?!
_რათქმა უნდა,იმედებს არ გიცრუებ ძვირფასო _ჩავიხითხითე.
_ოხ ანა
_შენ მიბიძგებ კანონის დარღვევისკენ ახლა.
_კაი,დაგემშვიდობები,ფრთხილად და ცოტა სიჩქარე დააგდე.მომწერე რომ ჩახვალ.
_კარგი,მიყვარხარ.
_მეც.
ხანდახან მის მზრუნველობაზე მეღიმება.თუმცა რაც ლელა და ალექსი გავიცანი,სხვანაირი ვერც წარმომიდგენია მათი შვილი.
ახალი ჩამოწოლილი იყო ბინდი რომ ჩავედი.დედა და ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდნენ.
_ჩემო კუდრაჭებო როგორ ხაართ??
_ჩამოხვედი ბებიკო. _ ორივეს ჩავეხუტე,მოვიკითხე და სამზარეულოს მაგიდას მივუჯექი,სადაც არეულობა სუფევდა,თასები,ჯამები აქეთ-იქით ეწყო,ზოგში ფარში იყო,ზოგში მწვანილი,ყველი და ა.შ. დახმარებაზე უარი მითხრეს,თუმცა მეც ბევრი არ მიხვეწია,რადგან მართლა დაღლილი ვიყავი მგზავრობით და თითის გატოკებაც მეზარებოდა.დედამ რამდენჯერაც გვერდით ჩამიარა იმდენჯერ ჩამეხუტა.
_გეყოფა,თორემ ისეთი გემრიელი სუნი აგდის შემომეჭმევი.
_რადგან შენ შიმშილი ახსენე ბებიკონა,მოდი ახლავე. _ბებიამ მაგიდის მოწესრიგება დაიწყო...ტელეფონს დავხედე.ირაკლისთან არ მიმიწერია. დავწერე მოკლე შეტყობინება „ჩავედი,შევჭამ, მოგწერ“
პასუხმა არ დააყოვნა
„ჩემი პატარა კეისარი ხარ )))
ვენი ვიდი ვიცი ))“
“იმიტომ დაგიპყარი ))))”
“დაისვენე და შემეხმიანე”
“ Ok”

ვივახშმე,თუმცა გაბრუებული ვიყავი,მგზავრობამ დამღალა,მოვუბოდიშე ბებიას და დედას,დასასვენებლად შევედი ჩემს ოთახში,თუმცა ჩამეძინა და დილამდე უშფოთველად მეძინა.

31 დეკემბერია.დილით ადრიანად გამეღვიძა.ფეხაკრეფით გავედი დერეფანში,სადაც დედას და ბებიას საძინებლები იყო განთავსებული,სამზარეულოში შევედი და უკვე განეახლებინათ საახალწლო სამზადისი.
-დილამშვიდობიის.მეგონა გეძინათ.
-დილამშვიდობის.აბა როგორ გეძინა?
-შესანიშნავად.მოგეხმარებით.
საღამომდე გაგრძელდა ჩვენი საქმიანობა.შემდეგ ჩემი ჯერი დადგა,გამოვფინე რაც კი რამ გვქონდა განწყობის შესაქმნელად და ასამაღლებლად და ოთახი მოვკაზმე,მახსოვს სანამ მამა ჩვენს გვერდით იყო,როგორ ხალისით ვრთავდით ყველა ერთად ნაძვის ხეს და ოთახს,თუმცა მე დღესაც მიყვარს ეს პროცესი,რადგან ბავშვობაში ისე შემაყვარა მამამ რომ დღეს მის თავს მახსენებს ყველა ტრადიცია.უბრალოდ მის გარეშე მასევდიანებს ეს პროცესი…

საათმა თორმეტი ჩამოკრა.დადგა ახალი წელთაღრიცხვა.ჯადოსნურად არ მეჩვენება ეს დღე,თუმცა ბავშვების ჭყლოპინი და ჟრიამული რომელიც გარედან შემოდის,სასიამოვნო ემოციებს აღძრავს ჩემში.ბავშვების ისეთი უდარდელი,ხალისიანი ხმები ისმის,რთულია მათი განწყობა არ გადაგედოს.გამახსენდა ჩემივე თავი მათ ასაკში,გამეღიმა.
_დე,გილოცაავ. _ დედას ჩავეხუტე და მისთის განკუთვნილი საჩუქარი გადავეცი.
_მეც გილოცავ ჩემო. _ ბებიასკენ შევტრიალდი,რომელიც სავარძელში ტკბილად თვლემდა.ჩუმად მივეპარე,როგორც ბავშვობაში მჩვეოდა.მის საჩუქარი კალთაში ჩავუდე,შუბლზე ვაკოცე.
_ბებიი გილოცავ. _ ხელში კამფეტები მივაწოდე _ ასე ტკბილად დამიბერდი.
_გილოცავთ,ჩამძინებია...როგორ გაპარულა დრო...
_იმედი მაქვს მოგეწონებათ ორივეს საჩუქრები.
ტელეფონზე ზარი გაისმა,რათქმაუნდა ირაკლი... გულში თბილმა ტალღამ დამიარა.
_გილოცავ ჩემო ძვირფასო,მიყვარხარ უზომოდ და მენატრები,ამიტომაც მომავალ წელს ჩემთან ერთად ყოფნას გისურვებ. _სიცილით დაამატა.
_გმადლობ,მეც გილოცავ. _ჩემი საძინებლისკენ წავედი. _ აშკარად ალკოჰოლის გავლენა იგრძნობა.
_არ უარვყოფ,მაგრამ მხოლოდ ალკოჰოლის დამსახურება როდია,შენ მეტად მიგიძღვის წვლილი ამ სურვილის დაბადებაში.
_ბედნიერი ვარ...
_ანა,მირეკავენ. გადმოგირეკავ ახლავე,დამელოდე.
რა უცნაურია,ჩემს ცხოვრებაში ისეთ დროს გამოჩნდა როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდი და იმდენად გამაბედნიერა,რასაც ვერ ვიფიქრებდი.დარწმუნებით შემეძლო მეთქვა რომ ეს ის ადამიანი იყო,ვისზეც მთელი ცხოვრება გაუცნობიერებლად ვფიქრობდი და ვოცნებობდი...
ირაკლის ზარმა ფიქრი შემაწყვეტინა. ვუპასუხე
_ანუშკი,მინდა რომ გარეთ გახვიდე.
_ რატომ?
_გადი,გელოდებიან.
_რას მაიმუნობ?? _ დერეფანს გავუყევი,სასტუმრო ოთახი გავიარე,დედა და ბებია საახალწლო გადაცემას უყურებდნენ.
_მეგონა დაწექი,საით? _ მკითხა დედამ.
_შორს არსად,კართან.
ოთახიდან გავედი და ჭიშკრისაკენ წავედი.
_ირაკლი,ვინ მელოდება?
_ნახავ,ნუ ხარ სულსწრაფი.
ამასობაში კართან მივედი.კარი გავაღე და ახალგაზრდა ბიჭი იდგა.
_გამარჯობა,გილოცავთ.ანა ნუცუბიძე თქვენ ხართ?
_მეც გილოცავთ,დიახ მე ვარ.
_ერთი წუთით. მანქანისკენ შეტრიალდა და დიდი ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული გადმოიტანა და შეფუთული მცირე ზომის კოლოფი გამომიწოდა.
_თქვენია.ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ,ნახვამდის.
_გმადლობთ,თქვენც.
_ირაკლი,აქ ხარ? _ ჩავძახე ყურმილში.
_კიი,მოგწონს?
_რათქმაუნდა,შენ ყველაზე სურპრიზების მოყვარული ხარ,ვისაც კი ვიცნობ.გმადლობ,ძალიან ლამაზია.გამახარე...
მიხარია რომ შევძელი შენი გახარება.
_შენ მე სულ მაბედნიერებ,იცოდე საზეპიროა ეს _ ორივეს გაგვეცინა.
_ანა მიყვარხარ და მალე დაბრუნდი გთხოვ.
კარი გაიღო და დედა გამოჩნდა.
_ანა,დე რამე მოხდა?
_არაფერია,მოვალ._ თაიგული შენიშნა და გაეღიმა.
_მიულოცე ლიას ჩემგან და მომიკითხე.
_გადავცემ,შენც,თუ სახლში ხარ.
_კი,სახლში ვარ,მეგობრები გვყვავს მე და ელეს.
რატომღაც ლიზა გამახსენდა.ალბათ ისიც იქ არის.
_კარგი,მაშინ დაუბრუნდი მეგობრებს.გკოცნი
სახლში შევედი,ლარნაკი მოვიძიე,წყლით გავავსე ნახევრად და ჩემი თაიგული მოვათავსე.დედა გაღიმებული მადევნებდა თვალს.
_ირაკლიმ?! _ გვერდით მივუჯექი და თავი მის კალთაში ჩავდე.
_ძალიან,ძალიან ბედნიერი ვარ დე და ხან ეს მაშინებს,არ მინდა დასრულდეს,ზღაპარივით არის და ვერ ვიჯერებ რომ ჩემს თავს ხდება ეს ყოველივე.
_ჩუ,ნუ იძახი მასე.შენ იმსახურებ ბედნიერებას დე,იმისთვის რაც გადაიტანე...
_არ იცის ირაკლიმ... არ მითქვამს ჯერ და ალბათ ეს შიშიც იქიდან მოდის,თუმცა რომ ჩავალ ვაპირებ... სხვათაშორის მოგილოცა.
_მეც ვულოცავ,გადაეცი. _ დავამთქნარე.
_დე მეძინება,წავალ დავწვები.
_კი დეე,მშვიდი ძილი.

ოთახში შესულმა საწოლზე მოვიკალათე,კოლოფი გავხსენი და საჩუქარმა გამაოცა,შემდეგ კი ხმამაღლა ავხითხითდი. ის ყოველთვის ახერხებს იყოს არაორდინალური და ამასთანავე რომანტიკული,რამ მოაფიქრა მსგავსი რამ?! ქენდის ჟელიბონები…ტელეფონს ვიღებ და ვწერ
„მიყვარხარ,იმაზე ძლიერ ვიდრე შენ წარმოიდგენ,ჩემი სულის ყველაზე ტკბილი ნაწილი ხარ“
„ჩუ,თორემ ახლავე ჩამოვალ.უშენობა არ შემძლებია“
„ბოროტი ვარ... მიხარია რომ გიჭირს უჩემობა“
„ანა,ნუ ამაცანცარე,მე უკვე დიდი ბიჭი ვარ,არ მეპატიება )))“
„მოშორდი,მეძინება,მიხედე სტუმრებს და არ დაივიწყო მიყვარხარ“
„მეც მიყვარხარ,მშვიდი ძილი.“
ბედნიერმა დავიძინე,ისეთი სიმშვიდის განცდა მქონდა როგორც არასდროს.გული მართავს ადამიანს თუ გონება? გული თუ გონება?.. ავწონ დავწონე და მივხვდი ეხლა მთელი ჩემი არსება ემოციებს ემორჩილება,ემოციებს რომელიც გულიდან მოდის.

სასტუმრო ოთახში გამოვედი,ბებია და დედა ტელევიზორს უყურებდნენ.მათ შორის ჩავჯექი.მე და არა მარტო მე ,ნახევარი მსოფლიო ამ ფილმზე გიჯდება ალბათ და ახალი წელიც ვერ წარმოგვიდგენია ამ ფილმის გარეშე. „მარტო სახლში“,პირველ ნაწილს ვრთავ და ვუყურებ.
-რა მაგარია,როგორ მიყვარს.
-გახსოვს,პატარა რომ იყავი მაშინაც როგორ გიყვარდა,შენ და მამა ყოველ 1 იანვარს უყურებდით,მაშინ ვიდეო ფირის საშუალებით.
-კი,მახსოვს.მეორე ნაწილიც რომ მიყიდა საახალწლო საჩუქრად ეგეც მახსოვს.მის მერე მიყოლებით ვუყურებდით ხოლმე.
-აქვე მოგიტან ბებიკო საუზმეს,რა გინდა შენ მითხარი...
-არაფერი ჯერ ბე.მოდი ერთად ვნახოთ ფილმი.
კიდევ უფრო მეტად ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი,ფილმის დასასრულს.საუზმის დროს დედამ მკითხა
_ცისიას მონახულებას როდის აპირებ დე?
_ხვალ ან ზეგ.
_დღეს ჩემი თანამშრომლები გვესტუმრებიან.
_მშვენიერია.
ცოტახნით ოთახში გავედი და ირაკლის დავურეკე.შეცვლილი ხმა ჰქონდა.
_ბახუსი ირაკლი? _ მისალმების ნაცვლად ვკითხე.
_კიი,თავი მტკივა მაგრად.გვიან დავიძინეთ თან... შენ როგორ ხარ?
_კარგად.ბევრი დალიე?
_ისე რა...სანდრომ გამაღვიძა დილით,ჩემთან გამოდითო და მეზარება დღესაც დალევა.შენ არ გადიხარ სადმე?
_დღეს არა,ხვალ ან ზეგ ვაპირებ ერთი ძველი ნაცნობის მონახულებას.
_ელემ კოტეჯი დაჯავშნა მართლა
-მშვენიერია…სად?
„დილამშვიდობის იკა“ _მომესმა თუ მართლა ლიზას ხმა იყო?!
„დილა ნაკლებად არის უკვე ძილიგუდებო“ როგორც ჩანს გუშინ მათთან დარჩა...არასასიამოვნო გრძნობამ გამკენწლა გულში.
_ანა...
_გისმენ... ლიზაა??
_კი. _ხმაში ღიმილი შეერია ვიგრძენი.
„იკა ყავა არ გინდა?თავი მტკივა მე“
_კაი,მიდი,მიირთვი ყავა…
ვემშვიდობები. არ მომწონს ეს გოგო,არა მხოლოდ იმიტომ რომ ირაკლის ყოფილია,არის მასში რაღაც რაც ნდობას არ იწვევს ჩემში.

საღამოს დედას სტუმრები ეწვივნენ.ცოტახანი გავატარე მათთან ერთად და შემდეგ ოთხაში შევედი.ხასიათი შეცვლილი მქონდა ირაკლისთან საუბრის შემდეგ.ვეჭვიანობდი ლიზაზე?? იქნებ ის მაწუხებდა რომ ამდენ ხანს ირაკლის არ ვესაუბრე ჩემს შესახებ?! იქნებ ის რომ მათთან იყო ღამით?? ყველაფერი აირია გონებაში,ცხვირის წვერი მეწვოდა,ხანდახან დუმილითაც იღლები,როგორ მინდოდა მასთან პირისპირ ვყოფილიყავი ამ წამს,დავურეკო??. არა,არაა...ყველაფერი პირისპირ უნდა ვუთხრა...ღმერთო რა მხდალი ვარ,საკუთარი თავის მიმართ სიძულვილის გრძნობა გამიჩნდა და მწველი ცრემლის ნაკადიც ვიგრძენი ლოყაზე.
ცისიასთან წასვლა გადავწყვიტე, 5იანვარის დილა იყო.დედას შევთავაზე ჩემთან ერთად წამოსვლა,მაგრამ იუარა,სამსახურში მივდივარო,ამიტომ მარტომ გადავწყვიტე ვესტუმრო.ცისიასთვის განკუთვნილი პატარა საჩუქარი ავიღე და წავედი.მის წინ ჩვენი ძველი ბინა იყო,სადაც მე,დედა და მამა ვცხოვრობდით ერთად.მას შემდეგ რაც თბილისში გადავედი საცხოვრებლად ეს ბინა გავყიდეთ და თბილისში შევიძინე ბინა ჩემთვის,დედა კი ბებიასთან,მამის დედასთან გადავიდა საცხოვრებლად.ბინა კი ჩემი კლასელის ოჯახმა შეიძინა.კარზე ზარი დავრეკე,ცოტახანში კარში ცისია გამოჩნდა.
_ჩემო ძვირფასო გოგო,როგორ გამახარე. _გულში ჩამიკრა. _ რა კარგია,რომ მოხვედი.ლია რატომ არ წამოვიდა? შემოდი,მოდი
_შენ როგორ ხარ?? დედა ხომ იცი,მამას შემდეგ დიდად არ უყვარს აქეთ გამოსვლა.
_ეჰ,რას ვიზამთ ანა,ცხოვრება გრძელდება,გინდა თუ არ გინდა...ამიტომ უნდა იპოვო ძალა საკუთარ თავში,წამოდგე ფეზხე არ დაეცე და გააგრძელო ცხოვრება.მეც ბევრი ტკივილი ვნახე,შენ ხომ იცი.ჯერ თემური,მერე გიორგი... ხან ვფიქრობ,ან კი რა აზრი აქვს ჩემი სიცოცხლის გაგრძელებას?! იმისთვის რომ ვეწამო სულიერად?! ყოველი დაღამება მძულს,რომელი ვიგლოვო?? ქმარი თუ შვილი? საკუთარ თავს ვიდანაშაულებ,იქნებ არც უნდა წამოვსულიყავით თბილისიდან ბათუმში...რამდენ უბედურებას ავცდებოდით ყველა...იქნებ გიორგი დღეს ცოცხალი მყოლოდა?! ლომის წვლილი მიმიძღვის გიორგის ცხოვრების არევაში.დავრჩენილიყავი თბილისში,მაგრამ რა აზრი ჰქონდა იქაც ისე დაასრულებდა სიცოცხლეს როგორც აქ.
-კარგი რა ცისია,მორჩი თვითგვემას,მე მასწავლიდი…გთხოვ არ გინდა.
-საშინელება ყოფილა სინანული,მკლავს ეს გრძნობა. თან მეტი რა საქმე მაქვს,მთელ დღეებს ფიქრში ვატარებ...შენზე მომიყევი,რა ხდება,როგორ მიდის შენი ცხოვრება?
-კი,არის რაღაც.ერთი ბიჭი გავიცანი ამ ზაფხულს.ერთმანეთი შეგვიყვარდა.ბედნიერი ვარ ცისია და ხან ეს ბედნიერებაც მაშინებს.
-ამ წელს ამაზე კარგს ვფიქრობ ვერაფერს მოვისმენ,ძალიან მინდა ბედნიერი იყო,შენ იმსახურებ ამას ანა,ბედნიერების კი ნუ გეშინია.გაიხსენე შენი თავი სანამ დავითი გყავდა ცოცხალი.მერეც რა უშავდა,მამის გარდაცვალებამ კი დაგასვა დაღი,მაგრამ მაინც იყო შენში მხიარული ანა სანამ,სულ არ აგირიეთ ცხოვრება.
_შენ ყველაზე მეტად დამილაგე ცისი.მასე ნუ ამბობ.ხომ იცი ჩემი მეორე დედა ხარ,გთხოვ ნუ ტირი…
_კაიი. მომიყევი შენს ბიჭზე…
მეც ვუყვები,ბევრს.რამდენიმე საათი გავატარე ცისიასთან.წამოსვლის წინ დავპირდი რომ კიდევ ვინახულებდი,როცა ჩამოვიდოდი.ცისიამ კარის ზღურბლს გადმოაბიჯა
-კარგად ანა,ბედნიერად და რომ ჩამოხვალ იცოდე შემომიარე ხოლმე.
კიბეებიდან ხმაური შემომესმა,მივტრიალდი და გაოცებისგან გავქვავდი.ჩემს წინ ჩემი კლასელი სოფო და ლიზა იდგნენ…
***
_ანაა,როგორი დამთხვევაა...აქ ცხოვრობ? _ მეკითხება ლიზა.
ორივე გადავკოცნე გაოგნებულმა. ამათ ერთად რა უნდათ??მუდმივად ეს კითხვა მიტრიალებს თავში.
_სოფო როგორ ხარ?
_კარგად ანა,შენ?რამდენი ხანია არ მინახავხარ.
_კი._ ვცდილობ გავიღიმო და უკვე მომავალ საშიშროებას ვგრძნობ.
_ეს დედაშენია? _ლიზა მეკითხება.
_არაა. _დავიბენი რა უნდა მეპასუხა,აღარ ვიცოდი. _ ისე სტუმრად ვიყავი...
_შემოდი ჩემთან _სოფომ შემომთავაზა.
_გმადლობ,მეჩქარება._ კიბეები სწრაფად ჩამოვირბინე.
„ჯანდაბა,ჯანდაბაა.... რაღა ახლაა,რატომ??! ღმერთო ოღონდ ეს არ ყოფილიყო,ღმერთო,ღმერთოო…
მონოტონურად ერთიდაიგივე კითხვა მიტრიალებდა თავში „რატომ?“ მანქანაში ჩავჯექი და სახლისკენ წავედი,თუმცა სახლი კი არა უსასრულობისკენ მინდოდა მხოლოდ... მინდოდა გავმქრალიყავი,ყველა გრძნობა,ემოცია შეწყვეტილიყო ჩემში,ფიქრებს აღარ ჰქონოდათ გზა...თითქოს დრომ სვლა შეწყვიტა,სასოწარკვეთილებამ შემიპყრო.გონებაში ქაოსი იყო.
გაოცებული ვიყავი,როგორ,საიდან?? რატომ ასეთი დამთხვევა,ხომ შეიძლებოდა ორი წუთის შემდგომ გამოვსულიყავი,ან ადრე,რატომ იმ დროს და იქ?? აუცილებლად იკითხავს ლიზა ჩემს შესახებ და სოფოც არ დამალავს... რატომ გავწელე ეს საუბარი დროში? ლიზასგან რომ გაიგოს ირაკლიმ ყველაფერი...ან ელენესთან რომ თქვას,ელენე ხომ ეტყვის ირაკლის?! ჩემი ბრალია,ყველაფერი ჩემი ბრალია,უნდა მეთქვა აქამდე!

***
სახლში დაბრუნებულს დედა ვერ მხვდება კარგად.
_ რა გჭირს?
_არაფერი ისეთი წნევა მაქვს.
_რა არაფერი ლია,ბოლო დროს სულ გაწუხებს.ბებიკო,ხვალ გაყევი ექიმთან,ასე გადაავადებს ხოლმე არ მიდის ექიმთან.არადა მანდ ხარ,შედი გაიკეთე ანალიზები._არ ცხრება ბებია.
_მართალს ამბობს ბებია.საავადმყოფოში შენ მუშაობ და რა გახდა წელიწადში ორჯერ კონტროლზე რომ შეუარო ექიმს.
_თქვენთან კაცი ვერ დაიწუწუნებს,ნუ დადგით დრამები.
_ხვალ წავიდეთ,თორე მე ისე ვერ წავალ აქედან.ზეგ დილით დავბრუნდები თბილისში.
მეორე დღეს მივდივართ საავადმყოფოში.ანალიზებს აბარებს,კვლევებს იტარებს.საშიში არაფერი,მენო პაუზის ბრალი.
_ხომ გეუბნეოდით,არაფერიათქო. ატეხეთ პანიკა.
საღამოს ირაკლის ვესაუბრები,ვეუბნები რომ გეგმები შემეცვალა და ხვალ ვბრუნდები,თუმცა საღამოს როგორც დავპირდი ლელასთან მივალთ. დილით ადრე ვდგები,ვემშვიდობები დედას და ბებიას.ვბრუნდები თბილისში.
ირაკლის დავურეკე,ვთხოვე გამოსულიყო ჩემს წასაყვანად,რაზეც სიხარულით დამთანხმდა.მშვენიერია,უკან გზაზე დაველაპარაკები.გონებაში ვაწყობ სიტყვებს,როგორ დავიწყო ჩემს წარსულზე საუბარი.ერთადერთი ვინც ბოლომდე იცის სიმართლე ცისიაა.გული გამალებით მიცემს,შინაგანი მღელვარება მაქვს,მაგრამ ვიცი გამიგებს,ყოველშემთხვევაში თავს იმედის უფლებას ვაძლევ.მირეკავს,რომ მოვიდა.კიბეები სიხარულით ჩავირბინე.ერთად ყოფნის მანძილზე ამდენი ხანით არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთისგან შორს. მანქანასთან იდგა ზურგით მიყრდნობილი და ტელეფონზე საუბრობდა.ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა,ღიმილმა გადაურბინა სახეზე.არ ვიცდი როდის გათიშავს ტელეფონს,მივუახლოვდი,ვეხუტები.ცალი ხელი მხრებზე მომხვია და მიმიხუტა.სახე მის ყელში ჩავმალე და ღრმად შევისუნთქე მისი მონატრებული სურნელი.სხეულში უჩვეულო სიმშვიდე ვიგრძენი.მის გვერდით თავს საოცრად დაცულად ვგრძნობ,მშვიდი და უშფოთველი ვარ.
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.საფეთქელთან მაკოცა.მეორე ხელიც მომხვია და გულში ჩამიკრა.
_როგორ მომენატრე არ იცი! დამპირდი ამდენი ხნით აღარ დამტოვებ.
_ვეცდები... გამეცინა _ მეც გამიჭირდა უშენობა.
_ძალიან ლამაზი ხარ. _ გამიღიმა. _შენთვის ვეცადე._ ვუღიმი მაცდურად და იცინის.
_ანუ საღამოს ავღნიშნავთ,შენს დაბრუნებას._ ცალ წარბს ზევით ზიდავს._ ლია როგორ არის?
-უკეთესად. _ მანქანაში დავჯექით.სახეზე ვაკვირდები,მინდა მისი ყველა ნაკვთი შევისწავლო და დავიმახსოვრო.
-იცი,ბათუმში ლიზა ვნახე. _სახეზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია,თითქმის შეუმჩნევლად აზიდა წარბი.
-ჰოო? ა,ლიზას მამიდაშვილი ჰყავს მგონი ბათუმში.ალბათ იქ იყო,სად შეხვდი?
-ჩემს ძველ სახლთან ვიყავი,ძველ მეზობელთან და იქ შემთხვევით.
-დღესაც შეხვდები _გადმომხედა და გაიღიმა.მისმა ღიმილმა გამამხიარულა,თმებში შევუცურე ხელი და ავუჩეჩე.თუმცა ლიზასთან შეხვედრის პერსპექტივა დიდად არ მხიბლავს.

სახლში შესულებს ლელა გამოგვეგება.ირაკლიმ ქურთუკი ჩამომართვა.
_ანა,ძვირფასო.მიხარია რომ მოხვედი.
_მეც მიხარია თქვენი ნახვა ლელა,გილოცავთ. _ საგანგებოდ ლელასთვის შეძენილი ტკბილეული გადავეცი.
გმადლობ._ სამზარეულოდან თამარმა გამოიხედა
-თამარ,ეს ირაკლის რჩეულია. ანა,თამარი ირაკლის მამიდაა.
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს ლელა.
-არ ვიცოდიი.როდის მოასწარით? იღიმოდა ლელა
თამარი მოვიკითხე,ელენე მოგვიახლოვდა
-მოდი ანა,მოდი ახალგაზრდებთან_ განზრახ ხაზგასმით წარმოთქვა ახალგაზრდები,რაზეც ლელამ და თამარმა ღიმილით უპასუხეს.სასტუმრო ოთახში ბექა,სანდრო,ლიზა და უცნობი გოგონა იყო ბავშვით,ინტუიციით მივხვდი რომ სანდროს მეუღლე და შვილი იქნებოდნენ.ყველას ვნახულობ და ვულოცავ.
_ანაა,როგორ ხარ? _სანდრო მეკითხება
_მშვენივრად._სანდროს გვერდში მისი გოგონა ამოუდგა.
_მამიკო,ეს გოგო ვინ არის? _ ლამაზი ცნობისმოყვარე თვალები შემომანათა.ჩავიმუხლე და გავესაუბრე.
_გამარჯობა.მე ანა ვარ,შენ რა გქვია?
_ევა. _ თითქოს დაიმორცხვა.
_რა ლამაზი სახელი გქვია,მომწონს.
_დედიკომ დამარქვა. _მეტი დამაჯერებლობისთვის დედას გახედა.
_ მე შენი სახელი მომწონს,ლამაზი კაბა გაცვია და ლამაზი თმები გაქვს,კიდე ლამაზი ტომადა გისვია.მეც წამისმევ?
გარშემო სიცილი გაისმა,გაბრაზებულმა მოავლო თვალი გამხიარულებულ საზოგადოებას,მეც მეღიმებოდა,მაგრამ თავი შევიკავე,არ მინდოდა მისი გაწყრომის მიზეზი მეც ვყოფილიყავი.
_მე შენი კაბა მომეწონა,პრინცესულია.
-_რ ჩაგეტევა.
_ისე მათხოვებდი?
_შენ ვინ ხარ? _უცებ ტონი შეეცვალა და დაინტერესებულმა მკითხა.მისმა უბრალო კითხვამ ცოტა დამაბნია.ირაკლიმ იგრძნო და მომეშველა.
_ჩემი შეყვარებულია.იცი რას ნიშნავს ეს?
-კიი,ბაღში ლუკას შეყვარებული ვარ.
ხმამაღალი სიცილის ხმა გაისმა.ცოტა დაიმორცხვა და მერე თვითონაც აკისკისდა.
-მაშინ გათხოვებ ჩემს კაბებს,მაგრამ არ მოგერგება.დედა ხომ არ მოერგებაა?
-მე მგონი არა დე.
-აი ხომ გითხარი.პატარა ვარ მე,ცოტათი.
-სალი ჩემი მეუღლეა,ანა.
-მოხარული ვარ.
სუფრასთან მხიარულად მიმდინარეობდა დრო.რამდენჯერმე საათს დავხედე,მინდოდა ისეთ დროს წავსულიყავით მე და ირაკლი რომ მასთან სასაუბრო დრო მქონოდა.გვიან როცა სტუმრების ნაწილი დაშლას იწყებდა,ირაკლის ჩუმად ვთხოვე სახლში წავევანე.წამოვდექით და ყველას დავემშვიდობე.დერეფანში როცა ქურთუკი მოვიცვი და გასასვლელად მოვემზადეთ,ლიზა მოგვიახლოვდა.
-ირაკლი,თუ არ შეგაწუხებ მეც გამაყოლე გზად.
-კარგი.
არ მსიამოვნებს,თუმცა ვერაფერს ვიძახი.არაუშავს,სახლში ამოვა ჩემთან და იქ ვისაუბრებთ,ასე ვფიქრობ.
მანქანაში რადიომიმღები ჩავრთე.სავარძელს მივეყრდენი.ბათუმში ჩვენი შეხვედრის ფაქტი მძაბავდა,ვგრძნობდი იცოდა ყველაფერი და მალავდა,არ იმჩნევდა.ნახევარი გზა დუმილში გავლიეთ.ბოლოს ლიზას სახლს ვუახლოვდებოდით, საუბარი წამოიწყო.
-იცი ირაკლი, მე და ანა ბათუმში შევხვდით.
მთელი სხეული დამეჭიმა,ვგრძნობდი საუბარი საით მიჰყავდა და მე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი,თითქოს მორალურად არც მქონდა უფლება,ველოდწბოდი იმ საშინელ წამს,როცა გამანადგურებდა ირაკლის თვალში.
-კი ვიცი._პასუხობს მშვიდად. თითქოს ამ პასუხს არ ელოდა და ცოტახნით პაუზას აკეთებს ლიზა და აგრძელებს.
-ისეთი მოულოდნელი იყო,დავიბენი ცოტა,მგონი შენც ანა ხომ?
გაჩუმდი,გაჩუმდი გაკიოდა ჩემში ჩემივე ხმა.არ თქვა,ოღონდ ახლა არ თქვა…იქნება არ იცის,იქნებ არ იცის…სასოწარკვეთილმა გავიფიქრე...იცის,მშვენივრად იცის…
_კი,არ გელოდი_ ეს ხმა ჩემი არაა.
_მეგონა იქ ცხოვრობდი,სოფოს წინ,სოფო ჩემი მამიდაშვილია.მერე მითხრა,რომ მათი ბინა ადრე თქვენ გეკუთვნოდათ და ის ქალი,მე რომ დედაშენი მეგონა,შენი ყოფილი დედამთილი ყოფილა.არადა კი გავდით ერთმანეთს ფიზიკურად,ამიტომ ვიფიქრე,თავიდან რომ გკითხე დედაშენიათქო. ირაკლი არ გამაცდინო სახლს,აქ შემიჩერე.



№1  offline წევრი Tak.oo

ორი თავი ერთად დადასტურდა 7-ე და 8-ე. 🤍🤍 მადლობა,რომ ჩემთან რჩებით 🤍
სიამოვნებით გავეცნობი თქვენს შეფასებას 🤍

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

ვაიი, როგორ გავბრაზდიიი, ლიზას გავხევდი შუაზე, დამპალი გოგოო... ძაან მაინტერესებს ანას წარსული, როგორც მივხვდი ის გიორგი ქმარი იყო, მაგრამ რაღაც ძაან ცუდი აკავშირებდა ანას მასთან. ირაკლი იმედია გაუგებს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

ისეთ დროს შეწყდა 🙈🙈სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი🙈🙈🙈🙈 ლიზას დიდი სიამოვნებით გავბდღვნიდი ,რა ამაზრზენი გოგოა ,გელოდები ერთი სული მაქ როდის დაიდება ახალი თავი♥️♥️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი ნია

ღმერთო როგორ დავიძაბე არა და ანა სულ ამბობდა რომ უყველაფერი პირველი იყო რაღაც ვერ ვგებულობ რა ხდება გელოდებით უკვე მოუთმენლად არა და რა უნდა იყოს ვერ ვგებულობ თუ დედამთილია მაშინ გამოდის მეუღლე ყოლია გთხოვთ არ დააგვიანოთ შემდეგი თავი ასეთი რამის დამალვა როგორ შეიძლებოდა არ მინდა ამ წყვილის დაცილება

 


№5  offline წევრი Tak.oo

სტუმარი ქეთა
ვაიი, როგორ გავბრაზდიიი, ლიზას გავხევდი შუაზე, დამპალი გოგოო... ძაან მაინტერესებს ანას წარსული, როგორც მივხვდი ის გიორგი ქმარი იყო, მაგრამ რაღაც ძაან ცუდი აკავშირებდა ანას მასთან. ირაკლი იმედია გაუგებს❤️

ქეთა,მადლობა რომ გამიზიარე ემოცია.
ანას წარსულს ეხება შემდეგი თავი სრულად.დღეს ავტვირთავ,თუმცა როდის დაადასტურებენ არ ვიცი.

სტუმარი თეო
ისეთ დროს შეწყდა 🙈🙈სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი🙈🙈🙈🙈 ლიზას დიდი სიამოვნებით გავბდღვნიდი ,რა ამაზრზენი გოგოა ,გელოდები ერთი სული მაქ როდის დაიდება ახალი თავი♥️♥️❤️❤️❤️

თეოო ❤️❤️ ახალ თავს დღეს ღამე ავტვირთავ,მთავარია ადმინმა დროულად დაადასტუროს,მიხარია რომ ჩემთან ერთად ხარ მთელი ეს დრო და მიზიარებ ემოციებს ❤️❤️🥰

ნია
ღმერთო როგორ დავიძაბე არა და ანა სულ ამბობდა რომ უყველაფერი პირველი იყო რაღაც ვერ ვგებულობ რა ხდება გელოდებით უკვე მოუთმენლად არა და რა უნდა იყოს ვერ ვგებულობ თუ დედამთილია მაშინ გამოდის მეუღლე ყოლია გთხოვთ არ დააგვიანოთ შემდეგი თავი ასეთი რამის დამალვა როგორ შეიძლებოდა არ მინდა ამ წყვილის დაცილება

ნია ❤️ პურველ რიგში დიდი მადლობა რომ ამგვარად გამოხატე შენი შთაბეჭდილება.მიხარია მსგავსი უკუკავშირი.
რაც შეეხება ანას,მის გაგებას ალბათ შეძლებთ,როცა მიზეზს გაიგებთ 🤍🤍

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent