ნაცრისფერი ქალაქის სითბო (lV თავი)
მეორე დილით კირა ჰენდერსონის კომპანიაში სულ სხვა განწყობით გამოცხადდა. მის საქმიან პიჯაკსა და კლასიკურ ფეხსაცმელს თავისუფალი სტილი შეეცვალა: ჯინსის შარვალი, ბოტასები და ჯინსისავე მოსაცმელი. ეს იყო მისი „სამუშაო ფორმა“ — ადამიანის, რომელიც მზად იყო ოფისიდან პირდაპირ სამშენებლო მოედანზე გადასულიყო. მისაღებში დიდხანს არ გაჩერებულა, პირდაპირ დამიანესთან ვიზიტი მოითხოვა. როდესაც კაბინეტში შევიდა, დამიანე ისევ ნახაზებზე იყო გადახრილი, თუმცა კირას დანახვაზე მაშინვე გასწორდა და სკამზე გადაწვა. მისი მზერა კირას არაოფიციალურ ჩაცმულობაზე შეჩერდა, რაც ერთგვარი დასტური იყო იმისა, რომ საქმე რეალურ ფაზაში გადადიოდა. — „დილა მშვიდობისა,“ — დაიწყო კირამ და მაგიდასთან ახლოს დადგა. — „ჩემს გუნდთან გავიარე ყველა დეტალი. პროექტი მისაღებია, თუმცა ტემპისა და ხარისხის შესანარჩუნებლად ცვლილება გვჭირდება. 15 კაცს ვამატებ. ჯამში 20 პროფესიონალი იმუშავებს.“ დამიანემ წარბი ასწია, თითქოს მის გამოთვლებს ელოდებოდა. — „ეს რატომაა საჭირო?“ — იკითხა მან მშვიდად. — „იმიტომ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია,“ — მტკიცედ მიუგო კირამ. — „ასეთი შემადგენლობით გარანტიას გაძლევთ, რომ ზუსტად 15 თვეში ობიექტს სრულიად დასრულებულს ჩაგაბარებთ. ზედმეტი დროის კარგვის გარეშე. ჩემი ხალხი გამოცდილია, მათ იციან როგორ იმუშაონ სინქრონულად.“ დამიანე წამით დაფიქრდა. ის აფასებდა ადამიანებს, ვინც რესურსებს სწორად თვლიდა. 15 თვე ასეთი მასშტაბის შენობისთვის ამბიციური, მაგრამ რეალური ვადა იყო, თუ მუშაობა შეფერხების გარეშე წავიდოდა. — „კეთილი,“ — დათანხმდა დამიანე და ფეხზე წამოდგა. — „ხალხის დამატებაზე პრობლემა არ იქნება. მთავარია, შედეგი დათქმულ დროში ვნახო. გეგმა ასეთია: თქვენს ბიჭებს ორ დღეში ველოდები ობიექტზე. პირველი ეტაპი საძირკველია და მინდა, რომ თავიდანვე მათ მიხედონ ყველაფერს. სანამ ისინი საძირკველზე იზრუნებენ, თქვენ ზუსტად ერთი თვე გაქვთ მასალების ასარჩევად. ყველაფერი — ფილებიდან დაწყებული, განათების სისტემებით დასრულებული — წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.“ ერთი თვე მასალებისთვის საკმაოდ ცოტა დრო იყო, მაგრამ მას უკვე ჰქონდა იდეები. — „შევთანხმდით. ორ დღეში ჩემი გუნდი ადგილზე იქნება,“ — თქვა კირამ, შემობრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა, თუმცა კარებთან შეჩერდა და დამიანეს გადახედა. — „იმედია, მზად ხართ იმისთვის, რომ ობიექტზე ხშირად მნახავთ.“ დამიანეს ოდნავ შეემჩნია ღიმილი — პირველი ნამდვილი ღიმილი, რაც კირას მის სახეზე ენახა. — „სწორედ ეგ მჭირდება, კირა. საქმის მცოდნე ხალხის ხშირი ნახვა.“ ედინბურგის ნოემბერი დაუნდობელი აღმოჩნდა. ქალაქი ნაცრისფერ, სველ ნისლში გაეხვია, რომელიც ძვლებამდე აღწევდა. აქ მშენებლობა არ ჰგავს სხვაგან მუშაობას — დღე საოცრად მოკლეა, დილის ცხრა საათზე ძლივს თენდება, ხოლო ნაშუადღევს, ოთხის ნახევარზე, უკვე ბინდდება. ეს ნიშნავდა, რომ კირას გუნდს მუშაობის უდიდესი ნაწილი მძლავრი პროჟექტორების შუქზე უნდა შეესრულებინა. პირველი კვირა მთლიანად მიწის სამუშაოებს დაეთმო. ედინბურგის გრუნტი რთულია — კლდოვანი ქანი და ტენიანი თიხა ერთმანეთშია არეული. ექსკავატორები ღრღნიდნენ მიწას, რათა საძირკვლისთვის საჭირო სიღრმეზე ჩასულიყვნენ. კირა და დამიანე ობიექტზე ყოველ დილით,გათენებამდე ხვდებოდნენ. — „გრუნტის წ....ბი იმაზე მაღალია, ვიდრე გეოლოგიურმა კვლევამ აჩვენა,“ — თქვა დამიანემ ერთ დილას. ის სველ ნახაზს ხელებში უფრთხილდებოდა, რომ წვიმას არ დაესველებინა. — „ჰიდროიზოლაცია ორმაგი გვჭირდება, თორემ პირველ სართულზე ბოულინგის დარბაზი ერთ წელიწადში ნესტით გაივსება.“ კირამ, რომელსაც ჩაფხუტიდან სველი თმა გამოჰპაროდა, თავი დაუკრა. — „ვიცი. ალექსს უკვე ვუთხარი, რომ კრისტალიზაციური დანამატები გამოვიყენოთ ბეტონში. ბიჭებმა არმატურის შეკვრა დაიწყეს. ამ წვიმაში ლითონთან მუშაობა ჯოჯოხეთია, მაგრამ ტემპს არ ვაგდებთ.“ მეორე კვირიდან ობიექტზე ნამდვილი ქაოსი დამყარდა — თუმცა, ეს იყო მოწესრიგებული ქაოსი. 20-კაციანი გუნდი ორ ნაწილად გაიყო. სანამ ერთი ნაწილი საძირკვლის არმატურას კრავდა, მეორე ნაწილი უკვე საკომუნიკაციო არხებს ამზადებდა. ელექტროობისა და წყლის მაგისტრალური გაყვანილობები ჯერ კიდევ ბეტონის დასხმამდე უნდა დაგეგმილიყო. კირა მთელ დღეებს ტალახსა და რკინის კონსტრუქციებს შორის ატარებდა. ის პირადად ამოწმებდა ყოველ კვანძს. — „ალექს, აქ კაბელების არხი უფრო ფართო უნდა იყოს,“ — მიუთითა მან ერთ-ერთ ჭრილზე. — „პირველ სართულზე ბევრი აპარატურა გვექნება, ბოულინგის სისტემებს მძლავრი კვება სჭირდება. მოგვიანებით კედლების ნგრევას არ ვაპირებ.“ დამიანე შორიდან აკვირდებოდა, როგორ მართავდა კირა პროცესს. მას აოცებდა გოგონას გამძლეობა. ედინბურგის ქარი სახეში სცემდათ, ტანსაცმელი არასდროს უშრებოდათ, მაგრამ კირა არცერთ დეტალს არ ტოვებდა ყურადღების გარეშე. თვის ბოლოსთვის პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვეს — საძირკვლის ჩაისხა. ეს იყო უზარმაზარი, მონოლითური ფილა, რომელზეც მთელი ხუთსართულიანი კონსტრუქცია უნდა დაყრდნობილიყო. როდესაც ბეტონმზიდი მანქანების ბოლო ნაკადი წავიდა, ობიექტზე უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. — „პირველი თვე დავხურეთ,“ — თქვა კირამ და დამიანეს გვერდით დაუდგა. მათ წინ სველი, პრიალა ბეტონის ზედაპირი გადაშლილიყო, რომელიც პროჟექტორების შუქზე ლითონივით ბზინავდა. — „კარგად იმუშავეთ,“ — აღიარა დამიანემ. — „ხალხის დამატება მართლაც ამართლებს. ხვალიდან პირველი სართულის კოლონებზე გადავდივართ. კარკასის შეკვრა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია.“ კირამ ხელთათმანები მოიხსნა და გაყინული თითები ერთმანეთს გაუხახუნა. — „ახლა კი მასალების დროა. ერთი თვე მქონდა და დრო იწურება. ხვალ ჩემს ოფისში გელოდებით — ფაქტურები, ფერები და განათების ნიმუშები უნდა გაჩვენოთ. საძირკველი გვაქვს, ახლა ამ შენობას ხასიათი უნდა მივცეთ.“ დამიანემ დახედა ბეტონს, მერე კირას. ის ხვდებოდა, რომ ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებოდა — არა ტალახთან და წვიმასთან, არამედ მათ ხედვებს შორის, რომლებიც ერთიან შენობად უნდა ქცეულიყო. ედინბურგის დილა ისეთივე ნაცრისფერი და გამჭვირვალე იყო, როგორც გაუფერულებული აკვარელი. კირა თავის ოფისში ფანჯარასთან იდგა და უყურებდა, როგორ ირეოდა ნისლი შორს, პრინცეს-სტრიტის თავზე. გულში უცნაური სიმშვიდე ჰქონდა, თუმცა ამ სიმშვიდის მიღმა ის დიდი პასუხისმგებლობა ფეთქავდა, რომელსაც ხუთსართულიანი შენობის ნულიდან აგება ერქვა. ფიქრობდა თავის ბიჭებზე, რომლებიც უკვე ობიექტზე იყვნენ და იმ არქიტექტორზე, რომელმაც მისი ცხოვრების რიტმი სრულიად შეცვალა. კარის ზარმა ხმადაბლა დარეკა. კირამ იცოდა, ვინც იქნებოდა. დამიანე ნელი, თავდაჯერებული ნაბიჯით შემოვიდა. პალტოზე წვიმის წვეთები უბრწყინავდა. ის აღარ იყო ის „ცივი უცნობი“ კაფედან, თუმცა მის მზერაში ისევ რჩებოდა ის პროფესიული სიმკაცრე, რომელიც კირას ასე იზიდავდა. — „გამარჯობა, კირა. როგორ ხარ?“ — ჰკითხა დამიანემ და პალტო საკიდზე ჩამოკიდა. მისი ხმა ამჯერად უფრო რბილად ჟღერდა, ვიდრე წინა შეხვედრებზე. — „კარგად, დამიანე. მადლობა,“ — კირამ ოდნავ გაიღიმა და მაგიდასთან მიიპატიჟა. — „ბიჭებმა დამირეკეს, პირველი სართულის სვეტების ყალიბების დაყენებას ვამთავრებთო. ტემპი იმაზე მაღალია, ვიდრე ვგეგმავდით. შენ როგორ ხარ? ობიექტზე ხომ არ ყოფილხარ დღეს?“ — „იქიდან მოვდივარ. ალექსი და მისი გუნდი საოცარ საქმეს აკეთებენ. ედინბურგის ამინდში ასეთი სინქრონული მუშაობა იშვიათია,“ — დამიანე მაგიდასთან დაჯდა და კირას თვალებში ჩახედა. — „მაგრამ ახლა შენი ჯერია. მზად ხარ მაჩვენო, როგორ აპირებ ჩემი 'ბეტონის ჩონჩხის' გაცოცხლებას?“ კირამ თავი დაუკრა, 3D პროექტორი ჩართო და ოთახი შენობის ვირტუალურმა გამოსახულებამ აავსო. „დავიწყოთ საფუძვლიდან,“ — თქვა კირამ. „მიმღები ზონა ცენტრშია, მაგრამ ფუნქციური დაყოფა ასეთია: მარცხენა მხარე: აქ გასართობი სივრცეა — ბოულინგი და ბილიარდი. მარჯვენა მხარე: აქ დიდი რესტორანი და სასადილოა. რესტორნის სიღრმეში დავამატე სცენა ცოცხალი მუსიკისთვის, რომელიც საღამოებს განსაკუთრებულ ელფერს მისცემს. ლიფტები უკვე შევარჩიე — შვეიცარიული, სრულიად ჩუმი პანორამული მოდელები. ფანჯრებზეც შევთანხმდით — ანტრაციტისფერი ალუმინის პროფილები სამმაგი მინით. ფერებში კი ავიღე 'მწვანე', 'სპილენძისფერი' და 'ნაცრისფერი'. ეს ედინბურგის გარემოს იდეალურად ერწყმის.“ „მე-2, მე-3 და მე-4 სართულების ნომრები დიზაინითა და ავეჯით ერთნაირი იქნება — ხარისხიანი, მუხისფერი და კრემისფერ-თეთრი ტონებით. აი, მეხუთე სართული კი სრულიად განსხვავებულია. აქ პანორამული ხედია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არცერთი ლუქსი არ ჰგავდეს ერთმანეთს. ავეჯიც კი ყველა ოთახში ინდივიდუალური და განსხვავებული იქნება.“ დამიანე დიდხანს აკვირდებოდა მეხუთე სართულის ვიზუალიზაციას. — „ინდივიდუალური ავეჯი ყველა ლუქსში... ეს ლოგისტიკურად რთულია, მაგრამ შენი ხედვა მომწონს. .“ -"მოკლედ ყველაფერი გავითვალისწინე, კარებების და ყველანაირი მასალის წინასწარ შეკვეთას დავიწყებ თუ წინააღმდეგი არხარ, მშევენლობაზე რა ხდება?" "როგორც იცი ალექსი პირადად აკონტროლებს ყოველ მილიმეტრს."-უპასუხა დამიანმა. "კედლების ამოყვანამდე, ბეტონის კონსტრუქციებში უკვე ჩაიდო ყველა საჭირო მაგისტრალი ელექტროობისა და წყლისთვის. ბიჭები ორ დღეში უკვე პირველი სართულის გადახურვას დაასრულებენ,“ — თქვა დამიანემ და კირას შეხედა. — „შენი მასალები და ლიფტები ზუსტად იმ დროს უნდა მოვიდეს, როცა კედლების ამოყვანას და ბოლო სართულის გადახურვას დავამთავრებთ. მზად ხარ?“ კირამ გაიღიმა. — „ყოველთვის.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


