ნაცრისფერი ქალაქის სითბო(Vll თავი, დასასრული)
შემდეგი ექვსი თვე ნამდვილ მარათონს დაემსგავსა. ედინბურგის ცვალებადი ამინდი აღარავის აშინებდა – ობიექტი უკვე „ცოცხალი ორგანიზმივით“ ფეთქავდა. მშენებლობის დაწყებიდან ერთი წელი სრულდებოდა და პროექტი ფინალურ, ყველაზე საპასუხისმგებლო ფაზაში შედიოდა. ბეტონის ცივი ჩონჩხი უკვე ელეგანტურ ნაგებობად ქცეულიყო. კარკასი სრულად შეიკრა და შენობამ თავისი საბოლოო ფორმა მიიღო. უზარმაზარი, მინები უკვე ადგილზე იყო. ისინი ირეკლავდნენ შოტლანდიურ ცას და შენობას თანამედროვე, გამჭვირვალე იერს სძენდნენ. ლიფტის შახტები აღარ იყო ცარიელი – მექანიზმები დაყენდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სართულებს შორის გადაადგილება უკვე მარტივად, ფეხით სიარულის გარეშე შეიძლებოდა. თუ აქამდე დამიანე და არქიტექტურული სიმყარე იყო მთავარი, ახლა ყველაფერი კირას ხელში გადავიდა. მისი როლი გადამწყვეტი გახდა:ახლა ყოველი მილიმეტრი კირას კონტროლის ქვეშ გადიოდა. კედლების ფაქტურა, იატაკის დაგება, ფილების შეპირაპირება – შეცდომის უფლება არ არსებობდა. ის საათობით ატარებდა დროს ობიექტზე, რათა დაერწმუნებინა მუშები, რომ „სპილენძისფერი“ ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც ნახატზეა. მისი სიფრთხილე გაორმაგდა, რადგან ნებისმიერი უზუსტობა ახლა უკვე თვალსაჩინო იქნებოდა. დამიანე და კირა – პროფესიული ტანდემი მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გრძნობები უკვე ღრმა და მყარი იყო, ობიექტზე ისინი ისევ ის „დაუნდობელი“ პროფესიონალები იყვნენ. თუმცა, რაღაც მაინც შეიცვალა: დამიანე აღარ დაობდა კირასთან ისე ხისტად, როგორც ადრე. პირიქით, ის ახლა მისი „მყარი ზურგი“ იყო. როცა რომელიმე კონტრაქტორი კირას დიზაინერულ გადაწყვეტილებას ზედმეტად რთულს უწოდებდა, დამიანე ერთი გამოხედვით აგრძნობინებდა ყველას, რომ კირას სიტყვა კანონი იყო. საღამოობით, როცა ხმაურიანი ხელსაწყოები ჩუმდებოდა, ისინი ხშირად რჩებოდნენ ზედა სართულზე, სადაც უკვე დაგებული იყო იატაკი და ჩასმული იყო ფანჯრები. იდგნენ და უყურებდნენ, როგორ იქცეოდა მათი საერთო ოცნება რეალობად. კირა გრძნობდა, რომ ეს 6 თვე მხოლოდ შენობის აშენების კი არა, მათი საერთო მომავლის ფუნდამენტის ჩაყრის პერიოდი იყო. ყოველი დაყენებული ფანჯარა და ყოველი გაყვანილი ხაზი მათ კიდევ უფრო აახლოებდა იმ დღესთან, როცა ობიექტი დასრულდებოდა და ისინი ახალ ეტაპზე გადავიდოდნენ. აგვისტოს პაპანაქება ედინბურგში ისეთივე არ არის, როგორც თბილისში, მაგრამ მშენებლობაზე მაინც დახუთული ჰაერი დგას. შენობა უკვე თითქმის დასრულებულია, მინები ჩასმულია, რაც შიგნით ტემპერატურას ზრდის. კირა მთელ დღეებს ობიექტზე ატარებს. ის ახლა ფერების, განათებებისა და ტექსტურების სამყაროშია ჩაფლული. ყოველი დეტალი — ნომრების კარებზე სახელურებიდან დაწყებული, ჰოლში დასაკიდი ჭაღებით დასრულებული — მის კონტროლზეა. დამიანე კი, რომელიც ჩვეულებრივ კონსტრუქციებზე ნერვიულობდა, ახლა კირას „მცველად“ იქცა: ამოწმებს, რომ კონდიცირების სისტემამ დროულად იმუშაოს, რათა კირამ და მუშებმა სიცხეში არ იწვალონ. აგვისტოს ედინბურგი არ არის უბრალოდ ქალაქი — ეს არის ერთი დიდი, ფერადი და ხმაურიანი თეატრი ღია ცის ქვეშ. დამიანემ გადაწყვიტა, რომ იმ დღეს ობიექტზე არცერთი ნახაზი არ გაიშლებოდა. „დღეს ბეტონის სუნს ვინაცვლებთ ძველი ქალაქის სურნელით,“ — უთხრა მან კირას დილით და ისინი ფესტივალის მორევში ჩაეშვნენ. როგორც კი Royal Mile-ზე ფეხი დადგეს, კირამ იგრძნო, რომ სხვა სამყაროში მოხვდა. ქუჩა გადაჭედილი იყო არტისტებით. ყოველ ნაბიჯზე რაღაც ხდებოდა: აქეთ — ოქროსფერ საღებავში ამოსვრილი „ცოცხალი ქანდაკება“ უცებ ირხეოდა და ტურისტებს აშინებდა. იქით — აკრობატების ჯგუფი ჰაერში წარმოუდგენელ ილეთებს აკეთებდა. შორიდან კი მუსიკის მძლავრი, გულშიჩამწვდომი ხმა ისმოდა, რომელიც შოტლანდიურ ნისლსა და ისტორიას გახსენებდა. ჰაერში შემწვარი ნუშის, ლუდის სურნელი ტრიალებდა. კირა აღტაცებული ათვალიერებდა ფერად პლაკატებს, რომლებითაც მთელი ქუჩა იყო აჭრელებული — ათასობით შოუ, კომედია, დრამა, მიუზიკლი... ისინი ერთ-ერთ ვიწრო ჩიხში, ე.წ. „Close“-ში შევიდნენ, სადაც პატარა, იმპროვიზირებულ სცენაზე ახალგაზრდა დასი შექსპირის თანამედროვე ინტერპრეტაციას თამაშობდა. დამიანე, რომელიც ჩვეულებრივ ასეთ ხალხმრავლობას ერიდებოდა, ახლა კირას გაოცებულ სახეს უყურებდა და თავადაც ეღიმებოდა. — „ხედავ? ეს ქალაქი აგვისტოში გიჟდება,“ — გადაუჩურჩულა მან, როცა ქუჩის ჯადოქარმა კირას ყურის უკნიდან „მოულოდნელად“ ბარათი ამოაძვრინა. შემდეგ Grassmarket-ზე ჩავიდნენ. იქ, ღია ცის ქვეშ, მუსიკალური ბენდები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ხალხი პირდაპირ ტროტუარებზე იჯდა, ლუდს სვამდა და რიტმზე ირწეოდა. კირამ და დამიანემაც იქვე, ძველ პაბთან ახლოს დაიკავეს ადგილი. კირამ იგრძნო, როგორ გაუარა ბოლო თვეების დაძაბულობამ. აღარ იყო ვადები, აღარ იყო წუხილი იმაზე, მშრალია თუ არა ბეტონი. იყო მხოლოდ მუსიკა და დამიანეს ხელის სიმხურვალე მის ხელზე. ნოემბერი ედინბურგში სუსხიანი და ნისლიანი გამოდგა, მაგრამ ობიექტზე ტემპერატურა პიკს აღწევდა. ეს აღარ იყო მშენებლობა — ეს იყო დასრულებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ბოლო შტრიხებს ელოდა. შენობაში ახლა მტვრისა და ბეტონის სუნი სუფთა ხისა და ძვირფასი ქსოვილების სურნელმა შეცვალა. კირა ნამდვილ „გენერლად“ იქცა. ის ყველგან იყო: ყოველი რბილი სავარძელი და მარმარილოს მაგიდა მილიმეტრის სიზუსტით იდგმებოდა. კირა თავად ამოწმებდა, როგორ ეცემოდა შუქი ხავერდის ზედაპირზე.ფარდების ყოველი ნაკეცი, საწოლის გადასაფარებლები და ის პატარა სპილენძის სანათები, რომლებზეც ასე ბევრს ნერვიულობდა, ახლა თავის ადგილას იყო.გარეთ, ნოემბრის ქარში, ლანდშაფტის დიზაინერები ბოლო დეკორატიულ მცენარეებს რგავდნენ. დამიანე თავად ადევნებდა თვალს გარე განათების მონტაჟს, რათა შენობას ღამით ისეთივე მონუმენტური იერი ჰქონოდა, როგორიც მის ნახაზებში. დამიანე ამ პერიოდში უჩვეულოდ მშვიდი იყო. ის დადიოდა სართულებზე, ხელებს ზურგსუკან იწყობდა და აკვირდებოდა, როგორ იქცა მისი რკინაბეტონის კონსტრუქცია კირას დახვეწილ „სამყაროდ“. 1 დეკემბრის საღამოს ედინბურგს სადღესასწაულო იერი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე კაშკაშა წერტილი ქალაქის ცენტრში ახლადგაღვიძებული სასტუმრო იყო. შენობა, რომელიც თვეების განმავლობაში ხარაჩოებში იყო დამალული, ახლა მთელი თავისი დიდებულებით წარსდგა — თბილი, ოქროსფერი პროჟექტორები მის ფასადზე ყოველ დეტალს უსვამდა ხაზს.. კირა სასტუმროს საუკეთესო, პანორამულ ნომერში იმყოფებოდა. ეს ოთახი მისი საყვარელი ადგილი იყო — აქედან მთელი ედინბურგი, თავისი ციხესიმაგრითა და მოციმციმე ლამპიონებით, ხელისგულზე ჩანდა. ის სარკის წინ იდგა და ბოლო შტრიხებს ასწორებდა. მას წითელი, გრძელი ატლასის კაბა ეცვა, კაბის ელეგანტური ჭრილი მის სილუეტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა, ატლასის ბზინვარება კი ნაზად ირეკლავდა ოთახის რბილ განათებას. თმები მაღლა ჰქონდა აწეული, რაც მის ყელსა და მხრებს აშიშვლებდა. ის აღარ იყო ის გოგონა მტვრიანი კომბინიზონით, რომელსაც დამიანე წელიწად ნახევრის წინ შეხვდა — ახლა ის იყო ქალი, რომელმაც საკუთარი ოცნება რეალობად აქცია. ქვემოთ, ვრცელ და მდიდრულ მიმღებში, დამიანე, ალექსი და მათი გუნდი იდგნენ. ბიჭები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სამუშაო ფორმებში ენახათ, ახლა კლასიკურ კოსტიუმებში გამოწყობილები, უჩვეულოდ სერიოზულები და ამაყები ჩანდნენ. დამიანე ნერვიულად ისწორებდა პიჯაკის სახელოებს. ის შავი, იდეალურად მორგებული კოსტიუმითა და თეთრი პერანგით ისე გამოიყურებოდა, როგორც ნამდვილი შოტლანდიელი არისტოკრატი. როდესაც ლიფტის კარი გაიღო და იქიდან წითელ კაბაში გამოწყობილი კირა გამოვიდა, ჰოლში წამით სიჩუმე ჩამოწვა. დამიანეს სუნთქვა შეეკრა. ალექსმა ჩუმად გადაულაპარაკა: „მეგობარო, მგონი შენი შენობა ამ მშვენიერების ფონზე მეორეხარისხოვანი გახდა“. დამიანე კირასთან მივიდა, ხელი გაუწოდა და მხოლოდ ერთი რამ უთხრა: — „შენ... შენ ყველაზე ლამაზი ხარ." ისინი რესტორანში შევიდნენ, სადაც სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ. ჰენდერსონი, მომღიმარი და კმაყოფილი, მაშინვე მათკენ წამოვიდა. მან კირა სათითაოდ წარუდგინა ცნობილ არქიტექტორებსა და ინვესტორებს. — „გაიცანით, ეს ის გოგონაა, რომელმაც ჩემს შენობას სული შთაბერა,“ — ამაყად ამბობდა ჰენდერსონი. შემდეგ კი კირა ცოტა გვერდით გაიყვანა. — „კირა, მე ბევრი ნიჭიერი ადამიანი მინახავს, მაგრამ შენი ხედვა უნიკალურია. მინდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამით არ დასრულდეს. ჩემს მომავალ ობიექტებზე მუდმივ კონტრაქტს გთავაზობ. შენნაირი პარტნიორი ჩემთვის საჩუქარია.“ კირა მადლიერებისგან დაიბნა, მაგრამ ამ დროს იგრძნო, როგორ შეეხო ნაცნობი ხელი წელზე. დამიანე სტუმრებს შორის გამოჩნდა და კირა ნაზად „მოსტაცა“ ჰენდერსონს. — „ბოდიში, მისტერ ჰენდერსონ, მაგრამ ამ საღამოს მთავარი ვალსი ჯერ არ გვიცეკვია,“ — თქვა მან მტკიცედ. ორკესტრმა Sia-ს „Snowman“-ის კლასიკური, სიმებიანი ვერსია დაუკრა. ისინი დარბაზის ცენტრში გავიდნენ. დამიანემ კირა თავისკენ მიიზიდა და ვალსის რიტმში ატრიალა. წითელი ატლასი იატაკზე ლამაზად იშლებოდა. ყველა მათ უყურებდა, მაგრამ დამიანესთვის სტუმრები აღარ არსებობდნენ. ისინი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, ზუსტად ისე, როგორც აეროპორტის ეკრანების მიღმა, ოღონდ ახლა მათ შორის მანძილი არ იყო. დამიანემ კირა უფრო ახლოს მიიყვანა და მის ყურთან ჩუმად, მხოლოდ მისთვის გასაგონად ჩაიჩურჩულა: — „ამ შენობის ყოველი ქვა ჩემს მონატრებაზე ჰყვება... კირა, მე აღარ მინდა არცერთი დღე შენ გარეშე. თანახმა ხარ გახდე ჩემი მეუღლე?“ კირა წამით გაშეშდა, მერე კი დამიანეს თვალებში ისეთი სითბო და სიყვარული დაინახა, რომ პასუხი თავისით ამოხდა: — „დიახ, დამიანე... რათქმაუნდა დიახ.“ დამიანემ ის ჰაერში დაატრიალა, გარეთ კი, ედინბურგის ცაზე, პირველმა თოვლმა დაიწყო ცვენა, თითქოს ბუნებაც მათ ბედნიერებას ლოცავდა. ეს იყო მათი საერთო ცხოვრების ყველაზე ლამაზი საძირკველი. ქვემოთ, რესტორანში, მუსიკა და მილოცვების ხმა ჯერ კიდევ პიკზე იყო, მაგრამ დამიანემ და კირამ ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგეს. მათ მხოლოდ სიმშვიდე და ერთმანეთის სიახლოვე სჭირდებოდათ. დამიანემ ნაზად მოჰკიდა ხელი კირას, ხალხში გზა გაიკაფა და ლიფტისკენ წაიყვანა. როგორც კი ლიფტის კარი დაიხურა და ისინი მარტო დარჩნენ, სიჩუმემ ყველაფერი შეცვალა. დამიანე კედელთან მივიდა, კირას ხელი ჩაჰკიდა და თითები თითებში გადახლართა. ლიფტი ნელა მიიწევდა ზემოთ, პანორამული სართულისკენ, და ყოველ სართულზე კირა გრძნობდა, როგორ იმატებდა მღელვარება. ნომრის კარი რომ გაიღო, მათ წინ ედინბურგის ღამის ხედი გადაიშალა. ოთახში შუქი არ აუნთიათ — მხოლოდ ქალაქის ათასობით ნათურა და მთვარის შუქი ანათებდა წითელ ატლასს, რომელიც კირას სხეულზე ელავდა. დამიანემ კარი ზურგსუკან მიხურა, კირას წელზე ხელი მოჰხვია და ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა უზარმაზარ ფანჯარასთან. ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, გარეთ კი ცა მოულოდნელად აფეთქდა — პირველი ფეიერვერკი ზუსტად მათ თვალწინ გაიშალა და ოთახი წამიერად ოქროსფრად შეღება. დამიანემ კირას სახე ხელებში მოიქცია, თითქოს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო. — „მთელი ეს დრო, როცა შენგან შორს ვიყავი... მხოლოდ ამ წამზე ვოცნებობდი,“ — ჩასჩურჩულა მან და თვალებში ჩახედა. — „მხოლოდ იმაზე, რომ აქ მყოლოდი, ჩემთან ასე ახლოს.“ კირამ ხელები მის მკერდზე დააწყო, იქ, სადაც დამიანეს გული გამალებით ფეთქავდა. — „მეც, დამიანე... ყოველ ღამე შენზე ფიქრით მეძინებოდა.“ დამიანემ თავი დახარა, შუბლი მის შუბლს მიადო და სრულიად გულწრფელად, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე უთხრა ის, რაც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა: — „მე შენ მიყვარხარ, კირა. ჩემი სამყარო შენით დაიწყო.“ კირას ღიმილი ცრემლებში აერია, დამიანეს უფრო მჭიდროდ მიეკრა და მის ტუჩებთან ჩაიჩურჩულა: — „მე შენ მიყვარხარ, დამიანე. ყველაფერზე მეტად.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


