კვამლი ცეცხლამდე თავი 3
-გაყინულხარ-დაბოხებული ხმით მეუბნება, თვალგაუხელლად -შენ კი ცხელი ხარ, არადა მეგონა გციოდა -ჩშშ, დაიძინე რა-ხრინწიანი ხმა ჰქონდა, სასიამოვნო სითბო მოდიოდა მისგან, დავმორჩილდი, მოვდუნდი და ჩამეძინა. სასიამოვნო იყო, არ ვიცი რა იყო, მაგრამ კარგი იყო. სიმშვიდე მოჰქონდა მასთან ყოფნას ჩემს გულსა და სულში რომ გავიღვიძე ლუკას ისევ ეძინა, ისევ მუცელზე იწვა, თავი ჩემს მუცელზე ედო სახით და ხელს წელზე მხვევდა. ჟრუანტელმა დამიარა მის სიახლოვეზე, არადა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. გარეთ სრული სიბნელე იყო. ვცადე მომეშორებინა ეს უკანასკნელი, ჩემს სხეულში რომ არაამქვეყნიურ ემოციებს იწვევდა მაგრამ უფრო მიმიკრა, სასიამოვნო იყო მაგრამ არ უნდა ყოფილიყო. უფრო დავეჯაჯგურე მის ხელს თუმცა ვერაფერს გავხდი. უღონოდ დავუშვი ეს ჩემი მკლავები და მომძინარე ბიჭს შევხედე. თმა აბურდვოდა. ინსტიქტურად შევუცურე თმაში ხელი, ეს საოცარი გრძნობა იყო, თითქოს აბრეშუმს ვეხებოდი და ხელები მიკანკალებდა, ვაი არ გატყდეს-თქო. რა უცნაურია არა? მაგრამ ღმერთო... ეს საოცარია. სხეულმა ისევ უცნაური მუხტის მიღება დაიწტო, გულმაც თითქოს სწრაფად ფეთქვა მოინდომაო. ჩემი გული, სული და ნერვული სისტემა ერთდროულად, ჰარმონიაში ცეკვავდა. -რა არ გასვენებს??-თავი წამოსწია ბიჭმა, მეც ელდანაცემივით მოვაშორე ხელი -ადგომა მინდა - მე ძაან მაგრად მეძინა, რომელი საათია? -არ ვიცი, ტელეფონი მგონი სამზარეულოში დამრჩა-გვერდით მდგარ ტუმბოზე თავის ტელეფონს დახედა -ღამის სამია -ახლა სულ შენი სუნი ამდის ნახე-ინსტიქტურად, ამ ხუმრობა ხუმრობაში ყელი გავუშვირე. ვიგრძენი, რომ ისიც ინსტიქტს აყვა და ცხვირი ყელში ჩამიყო, თითქოს არაფერიო თუმცა იმ მომენტში ის ადგილი მიხურდა, მეწვოდა, ცეცხლი ასდიოდა. რაც გინდათ ის დაარქვით, არადა მისი ცხვირი არც კი შემხებია. -მე პირიქით ვფიქრობ, რომ მე ამდის შენი სუნი- ბოხი ჰქონდა ხმა, თითქოს მისი სხეულიც გრძნობდა ამ მუხტსო -მე მომწონს-უსიტყვოდ წამოვდექი, ციოდა ლოგინის გარეთ, ან იქნებ მის გარეშე -იცოდე გარეთ არ გახვიდეთ-ერთი შემომხედა და ისევ გადაბრუნდა -კარგი დედა-დავცინე-სადაა ის ლუკა ბავშვობაში თოვლი რომ მოვიდოდა მარისთან ერთად ეზოში რომ გავყავდით ჩუმად შუა ღამეს, დამიბრუნე ღმერთო ის და წაიყვანე ეს რა იქნება -გადი თუ გადიხარ, მაცადე ძილი-ბალიში მესროლა და მეც სიცილით გამოვედი. კარგად გამოძინებული ვიყავი, ოთახში ავედი, როგორ გვანან ეს და-ძმა ერთმანეთს, ლოგინის სიგანეზე იყო გაწოლილი ჩემი ცხოვრების მესაიდუმლე, მუცლით იწვა და ბალიშს საგულდაგულოდ ხვევდა ხელს -მარიიიი- დაქალის შეფხიზლება ვცადე -ჰმმმ -მიდი გაიღვიძე საგუნდაოდ გავიპაროთ-ჩუმი სიცილით ვეუბნებოდი დაქალს უცებ რომ წამოყო თავი -სად იყავი?- ალმაცერად გადმომხედა, იცოდა. ყოველთვის ხვდებოდა და არასოდეს ამბობდა -შენს ძმასთან, ჩაგვეძინა -იმ დღეს მომასწრო რო დავჯდებით და ვილაპარკებთ -კაი რა მარ -ოო, კაი, მიდი ჩავიცვათ-ვგიჟდებოდი ამ გოგოზე, ყოველ დღე უფრო და უფრო მიყვარდებოდა. -მარი მაგ კომბინიზონის შიგნით ეს ჩაიცვი-ჩემი თხელი როლინგი ვესროლე -არ მინდა -ჩაიცვი, იცოდე გაცივდები და აქ გასართობად ვართ ჰო გახსოვს -შენ რომ კაცს დაუჩემებ რაა-უცებ გადაიცვა და თეთრი თბილი კომბინიზონიც ზედ მიაყოლა. მეც მალევე ჩავიცვი ღია ბაცი ვარდისფერი კომბინიზონი. ზედ ქურთუკი, შარფი, ქუდი და ხელთათმანები. გახარებულები ჩუმად მივიპარებოდით გასასვლელი კარისკენ, კარზე ატუზული ჩაცმული ლუკა რომ დაგვხვდა -ვიცოდი რო მაინც გახვიდოდით-გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს მე და მარი-ჰე არ გავიდეთ? -სად მიდიხართ უჩვენოდ?-თვალების სრესით გამოვიდა თორნიკე ნიკას ოთახიდან და რომ გვნახა სიცილი დაიწყო-მართლა საგუნდაოდ აპირებთ წასვლას? -ჰო გითხარი, მე დრო დავზოგე და ახლა მალე თუ არ ჩაიცვამ არ დაგელოდებით-უკნიდან ჩაცმული ნიკა გამოვიდა და თორნიკეს ნიშნის მოგებით გადახედა. გაოცებას ვერ ვმალავდით. -რას გვიყურებთ გოგოებო, დავსპეცდით თქვენს ხელში-არავის ამოუღია ხმა, ყველა ღი ილით ველოდით თორნიკეს. -მზად ვარ ვსო, თოვლს გაჭმევთ -იქით გაყლაპებ მთელი სვანეთის თოვლს-მარი რის მარია ვინმეს სიტყვა შეარჩინოს -მიდით მეგობრებო დაცხეთ ერთმანეთს, ერთი სურვილი ისედაც აქვს ამას შენთან, ახლა ამ ბრძოლაშიც დაამარცხე -უყურე და ნახავ ნიკა, მე სულ გავიმარჯვებ-გავედით სახლიდან. ჯერ კარგ ადგილს ვეძებდით საგუნდაოდ, თან ვათვალიერებდით მიდამოს, იმდენად ვიყავი გართული ფიქრებში რომ მოვიხედე უკან არავინ მედგა. სად გაქრნენ ნეტა, ჯიბეში ხელი ჩავიყავი დავურეკავ რომელიმეს-თქო და გამახსენდა, ტელეფონი ისევ სამზარეულოში რომ მქონდა. ჰოო, შიში ვიგრძენი, მაგრამ არ დავნებდი, თითქოს უკან სწორი გზით ვბრუნდებოდი, მაგრამ ძალიან ბევრი ჩიხი იყო, სად ვუხვევდი ან სად მივდიდოდი წარმოდგენა აღარ მქონდა, უცებ წინ მომავალი ბიჭი და გოგო რომ ვნახე -ღმერთო მადლობა დახმარებისთვის-უცებ მივედი მათთან -გამარჯობა-მორიდებულად დავიწყე -გამარჯობა-თბილი ხმა ჰქონდა გოგოსაც, ბიჭი კი იდგა და ხმას არ იღებდა -იცით... დავიკარგე და დასარეკი ჰომ არ გექნებათ რომ დავრეკო? -ტატო შენ ჰო გაქვს, მიდი დაარეკინე-ბიჭმაც უსიტყვოდ გამომიწოდა ტელეფონი. ოდნავ დამშვიდებულმა ავკრიფე მარის მომერი, ავტომო პასუხი რომ ჩაირთო „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან“-ო, ახლა მხოლოდ ლუკა მრჩებოდა და ღმერთო გთხოვ მიპასუხოს, გთხოვვ. ერთი ზარი დასრულებული არ იყო რომ მიპასუხა -ლუკა -ვიცოდი გეფიცები, ორი წუთით მოვადუნე ყურადღება და ჰაერივით აორთქლდი, სად ხარ-უცნაური ხმა ჰქონდა, სხვა არ ვიცი რას იგრძნობდა მაგრამ მე მესიამოვნა იქ სადღაც შიგნით. -არ ვიცი... უკაცრავად სად ვართ?- გოგონას შევხედე თუმცა პასუხი ბიჭმა გამცა -თამარაშვილის ქუჩაზე ვართ -თამ... -გავიგე, არ წახვიდე არსად, მოვალ ათ წუთში-უცებ გამითიშა ტელეფონი, მე კი ბიჭს დავუბრუნე -მადლობა -რა მადლობა, ჩვენც ხშირად ვიკარგებოდით აქ ბავშვები რომ ვიყავით, მე ნინი ვარ, ეს ჩემი ძმა ტატოა -სასიამოვნოა, მე ტასო ვარ-თბილად გავუწოდე ორივე მათგანს ხელი ჩამოსართმევად-სვანები ხართ? -რაღაც გაგებით, ბაბუა ცხოვრობს აქ და ხშირად ჩამოვდივართ, შენ კი აქაურის არაფერი გეტყობა-მიღიმოდა და ღმერთო რა სასწაულად ლამაზი გოგო იყო -არა ჰო, მეორედ ჩამოვედით მე და ჩემი მეგობრები აქ დასასვენებლად -უი სად ისვენებთ? -არ ვიცი მარტო სახლის ნომერი მახსოვს, ცოტა ზევითაა-უფრო და უფრო მეღიმებოდა მასთან საუბრისას -უკან მგონი შენი მეგობრები მოდიან ნახე? -კი კი, ესენი არიან -ვაიმე ჩემო ლამაზო, ლამის ცხოვრება დამენგრა, სად გაქრი გოგო ასე უცებ-უკნიდან მომახტა მარი- გამარჯობა თქვენ გადამირჩინეთ დაქალი, მე მარი ვარ-ორივეს ჩამოართვა ხელი, ბიჭს კი ღიმილი გაეპარა გოგოს პირდაპირობაზე -წამოხვალ დაკარგულო თუ დეპეშა გინდა?- გაღიზიანებული ხმა ჰქონდა ლუკას, ნიკამ რომ გაჰკრა ხელი გეყოფაო -ეს ლამაზი ქალბატონი აქ საიდან გაჩნდა? მე ნიკა ვარ-ხელზე ეამბორა გოგონას-ის უჟმური ლუკაა მარის ძმა და ის განდეგილივით რომ დგას თორნიკეა -მეც მყავს ერთი უჟმური, ეს ჩემი ძმაა ტატო, მე კი ნინი ვარ-ტატოს აშკარად არ ჰქონდა ნასიამოვნები სახე, თუმცა არფერს ამბობდა -ჩვენ ზევით ვისვენებთ და შემოგვიარეთ როცა გენებოთ -ნინი წასვლის დროა- დას გადმოხედა და ანიშნა წავედითო -სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა-ხელისქნევით დაგვემშვიდობა ნინი და ძმასთან ერთად უკან გაუყვა გზას. -წამოდი ტას რა კარგი ტრიალი მინდორი ვიპოვეთ იცი? სულ თოვლით არის დაფარული და ისეთი მაგარი სივრცეა ისეთი მაგარიი-მარი ბედნიერი მიყვებოდა მერე უცებ ჩურჩული რომ დაიწყო- რომ იცოდე ლუკა როგორ ნერვიულობდა, რომ გირეკავდა და არ იღებდი მთელი სვანეთი მოიკითხა ლამაზი სიტყვებით -ალბათ ვერ გაგიმეტა უდაქალოდ ყოფნისთვის-მეც ჩურჩულით ვპასუხობდი -მერე რომ დაურეკე გაბრაზდა, რამ გააბრაზა არ ვიცი-ჩემი კომენტარი დააიგნორა და განაგრძო ძმის ჩაშვება ჩემთან-რაც თავი მახსოვს სულ ასეა, მე ვეტყვი არ გააკეთებს, შენ ეტყვი გააკეთებს, მე დავიკარგები ბრაზდება, შენ დაიკარგები ნერვიულობს -ნუ ამეტებ მარი -ნერვს ნუ მიშლი ახლა-არ მივაქციე ყურადღება, ეგ სულ მასე იყო და მიჩვეული ვიყავი, მარი კი მის გაღმა ცდილობდა დაენახა ის რაც არ იყო ან მე ვერ ვხედავდი. მივედით მინდორამდეც -მართლა რა ლამაზია-აღბრთოვანებას ვერ ვმალავდი უცებ თავში თორნიკესგან რომ მომხვდა გუნდა -უიიი, ჰო არ გეტკინაა?-ვითო შეწუხებული სახე მიიღო და მეც საპასუხოდ ორი მაგხელა დავუბრუნე. ყველა ერთმანეთს ვესროდით გუნდებს, მარიმ კი თორნიკეს სახე დაიჭირა და თოვლში ახოხიალა -ჰომ გითხარი სულ გადაგაყლაპებ სვანეთის თოვლს-თქო -ეს რა გიჟია ჩემი, მიშველეთ ძმებო, გადამარჩინეთ-გარბოდა და უკან გუნდებით მარი მისდევდა. იყო მათ შორის რაღაც, რაღაც ამოუხსნელი და ლამაზი. ნიკამ უცებ ამიყვანა ხელში და იქვე დიდ თოვლში ჩამაგდო, მერე კი გაიქცა. ლუკა გვიყურებდა და ხალისობდა უცებ ზურგზე რომ შევახტი და იმ თოვლში ერთად ჩავეშვით, სადაც ცოტა ხნის წინ მარტო ვიყავი. ბოლო ხმაზე ვიცინოდი და ლუკას ღიმილიან მზერას ვაიგნორებდი. ადგა და ხელი გამომიწოდა წამოსადგომად, თქვენი აზრით რა ვქენი? ნამდვილად, ხელი ჩავჭიდე და ისევ თოვლში ჩავაბრუნე, შემდეგ კი უცებ ავდექი -არა სად მირბიხარ-უცებ წელზე მომკიდა ხელი და უკან დამაბრუნა, ვიცინოდით, მთელი გულით ვიცინოდით -შენ გაგირბივარ მაცადე-ვცადე სიცილით გადამეწია მაგრამ აშკარად აზრი არ ჰქონდა-ასე ძლიერი როგორ ხარ, არადა ბავშვობაში გერეოდი -ბავშვობაში იმიტომ მერეოდი რომ მე გაძლევდი მაგის უფლებას პატარა ქალბატონო, ახლა სხვა დროა და არ დაგითმობ იცოდე-ღიმილით მესაუბრებოდა და თმას ყურსუკან მიწევდა. ვერ წარმოიდგენთ რა მჭირდა. რა დონის ენერგია იგრძნო გულმა არ ვიცი მაგრამ ნორმალური ადამიანის პულსს უკვე ძალზედ მქონდა გადაჭარბებული ვხვდებოდი, ალბათ ისიც. -მცივა და გავცივდებით -უცებ თავის არიდება და მისი მკლავებიდან დახსნა ვცადე -ჰომ გითხარი ვერ გამექცევი-თქო არა? -ლუკა გამიშვი-ამოვიკნავლე -სად გაგიშვა-არ ნებდებოდა, ერთობოდა გოგოს წვალებით ბიჭი, ან იქნებ უბრალოდ სიამოვნებდა ამ გოგოს მის მკლავებში ყოფნა -ლუკაა -მიდი ჰო, მაგრამ იმიტომ მიდიხარ რომ მე გაძლევ საშუალებას -სულელი ხარ-უცებ მივახალე და თოვლის ბაბუის აწყობაში ვეხმარებოდი ნიკას. ვინ იცის რამდენი ფოტო და ვიდეო გადავიღე, ყველა კადრს ვაფიქსირებდი როგორც მე ისე დანარჩენებიც. ძალიან დაღლილები გამთენიისას მივედით სახლში, გვშიოდა და ჭამის თავიც არ გვქონდა, პირდაპირ აბაზანა მივიღე და ჩავწექი ლოგინში, მალევე გვერდით მარიც რომ მომიწვა და მორფეოსის სამყაროში გადავინაცვლეთ. რომ გავიღვიძე გვერდით აღარ მეწვა მარი, ცოტა ხანს ტელეფონი ავიღე და ტიკტოკი ვსქროლე, თუმცა მალევე მომბეზრდა, მეძინებოდა, მაგრამ ახლა ძილის შებრუნება არ მინდოდა. ავდექი, შუადღე იყო უკვე, თბილად ჩავიცვი და მისაღებში ჩავედი, ყველა ტელევიზორის გარშემო იჯდა და ფილმს უყურებდნენ -გაიღვიძე ტას? -ჰო მარ, რას უყურებთ?- მხოლოდ ლუკას გვერდით იყო ადგილი დარჩენილი, თითქოს საგულდაგულოდ ინახავდა ამ ადგილს ჩემთვისო -შავ ტელეფონს -უი მეორე ნაწილი გამოვიდა? -გაჩუმდით რა, ვუყურებთ ხალხი- თორნიკემ წამოყო თავი -ვის აჩუმებ ბიჭო, იჯექი მანდ და უყურე თუ უყურებ-მარი მიუბრუნდა და ოდნავ უბრწკინა კიდეც -მაცდი რო? -რაც გაცადე მადლობა თქვი. უი ტას ლალიმ და მარინამ დარეკეს, მერე გადაურეკე შენც -აჰამ-თავი დავაქნიე და ტელევიზორს მივუბრუნდი, მართლა მეძინებოდა. მშვიდად ვუყურებდით ფილმს უცებ რომ დაბნელდა, ალბათ იფიქრებთ შუქი ჩაქრაო, არა ჩამეძინა. ძილბურანიდან ლუკას ზურგზე მოთარაშე ხელებს გამოვყავარ, რაღაც საოცარი გრძნობაა, სულ არ მინდა, რომ გავიღვიძო, ნეტავ სულ ასე ნეძინოს, სულ მასთან და სულ მისით. ალტერ ეგო არ მაცდის, შევიშმუშნე -ვიცი რო გღვიძავს-ყურში ჩამჩურჩულა -სად წავიდნენ სხვები?- გაფართოვებული თვალები მოვავლე ოთახს -გუშინ რომ გაიცანით ნინი და ტატო, ისინი ამოვიდნენ დაგათვალიერებინებთ ამ ადგილსო და ესენიც გაყვნენ -რატო არ გამაღვიძეთთ -ვაპირებდით, თორნიკემ წყალიც კი მოიტანა შევასხათო მაგრამ მარიმ აცადეთ ძილიო -არ იტყოდა მარი მაგას, უეჭველი გამაღვიძებდა-ბუზღუნით ავდექი -მშია ტასო -დიდი ხანია წავიდნენ? -დაახლოებით ერთი საათია-რატო არ გამაღვიძაა, მეც მინდოდა დათვალიერება, ტელეფონი ავიღე დაქალისთვის რომ დამერეკა -ჰო ჩემო ძილის გუდავ -როდის მოხვალთ? -არვი, საღამოს ალბათ, რა მაგარია იცი? -რატო არ გამაღვიძე მარი, კაი რააა -გაღვიძებდი და ლუკამ დაღლილია ეძინოსო -რაო? -აუ აქ არ იჭერს ტას კარგად, მერე რომ მოვალ ამბები მაქ მოსაყოლიიი, საღამოს ტატო და ნინი ჩვენთან ივახშმებენ და გააწყობინე მაგიდა იმას-ირონიულად ჩამძახა და გამითიშა დაქალმა. -არა ახლა ეს თუ გიჟი არ იყოს, ჩემი გიჟი-ჩემთვის ვლაპარაკობდი და საჭმელს ვალაგებდი -მერე იმას დაუძახებს გიჟს დგას და ელაპარაკება თავის თავს -ასე არსაიდან როგორ ჩნდები ხოლმე -არსაიდან როგორ, მეორე ოთახიდან შემოვედი -შენთვის შენ გაიმზადე საჭმელი, მე არაფრის გამკეთებელი არ ვარ-არაფერი უთქვამს, ერთად ვისხედით სამზარეულოს პატარა მაგიდასთან და ვჭამდით -რომ დაიკარგე ვინერვიულე-ვითომც არაფერიო შუა ჭამის დროს მითხრა, თუმცა ხმა კი ჰქონდა ზედმეტად თბილი -რას იძახი-ირონიულად გადავხედე და უკვე დანაყრებული მაგიდიდან ავდექი -რასაც ვიძახი-არც ის ჩამომრჩა და განაგრძო ჭამა -მაინც რამდენს იტევს შენი კუჭი, მალე მეც შემჭამ -შეგვიძლია ვცადოთ-თვალი ჩამიკრა და ბოლო ლუკმაც გემრიელად გადაყლაპა -არა რა უნდა გელაპარაკო? სულელი ხარ სულელი -ისე რაზე აბარებ?-გაკვირვებულმა შევხედე -არასოდეს გიკითხავს -უცებ დავინტერესდი-მხრები აიჩეჩა და ინტერესიანი თვალებით შემომხედა, ვფიქრობდი მეთქვა თუ არა და ბოლოს დანებების ნიშნად სკამზე ჩამოვუჯექი ისევ, მის წინ ვიჯექი და თვალებში ვუყურებდი -მარიმ ჯერ არ უნდა გაიგოს-დანანებით ვეუბნები -ასეთი რა გაქვს გეგმაში? -საფრანგეთის გამოცდებს ვაბარებ, მოდის დიზაინზე-ბიჭის თვალებში საოცარი გაკვირვება და რაღაც ამოუცნობი ემოცია იკითხებოდა -ანუ მიდიხარ -იმედია -უთხარი მარის-სევდიანი ხმა ჰქონდა -ჯერ არა, ჩავუმწარებ ყველაფერს -ეწყინება, მაგრამ შენს გამო გაუხარდება, რამდენი ხნით მიდიხარ? -თუ წავედი და ჩავაბარე გამოცდები, გავიარე გასაუბრება, დამამტკიცეს, მოწვევა გამომიგზავნეს და შევძელი ეს ყოველივე მაშინ სამი წლით სასწავლებლად, მაგრამ არ ვიცი რამდენი ხნით დავრჩები -გამოგივა ყველაფერი, მარის უთხარი მანამ სანამ რამეს გააკეთებ, მერე ძალიან ეწყინება, მას კი არა მეც კი მწყინს- ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი -არ ინერვიულო საჩუქრებს ჩამოგიტან-ღიმილით ვუთხარი -იქ რო შეგემთხვას რამე ვის დაურეკავ, ვინ დაგეხმარება -გავიცნობ ხალხს ლუკა, შენ არ იდარდო -ათი დღით ვერ დატოვე მარი და სამი წლით ტოვებ? -რა ვქნა ლუკა, კარიერაზე უარი ვთქვა? ისედაც მიჭირს და რატომ მიმატებ?-ამიწყლიანდა თვალები. ისევ სიჩუმე მივიღე, ოთახიდან გავიდა. ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა. ტელეფონზე დედამ რომ დამირეკა -ჰო დე-უცებ ვიკრავ სახეზე ღიმილის და ვპასუხობ მის ვიდეოზარს -დედიკო რა სახე გაქვს, არ მომწონს, ჰო არ გაცივდი შენ -არა დე, აქ ძაან კარგია, იცი რა ლამაზია? -კი ჰო დე -აუ ძაან, შენ რო საჭმელები გამოგვატანე ლილისაც ტონა გამოუტანებია და ჯერ კიდე ბევრი გვაქვს, არ იდარდო მშივრები არ ვართ, ცალკე წამოუღიათ კიდე პროდუქტები ბიჭებს -ცოტა დავმშვიდდი დე, ვნერვიულობდი, დღეს ეკამ დამირეკა -უი რაო? -რაღაც ახალი წიგნი მინდა დავიწყოო ტასოსთანო და მე ვერ ვუკავშირდებიო, იმაზე ძლიერია რაც გავიარეთო -აუ რა კაია, თორე სამჯერ გამატარა ეგ წიგნი აღარ შემეძლო-სიცილით ჩავძახე დედას -დე რამე ჰო არ ისმის იმაზე-შეფარვით მკითხა ქალმა, იცოდა რომ არსად ვამბობდი -არა დე, ეკა მეხმარება ჰო იცი, თუ რამე გაგაგებინებ -კარგი დედიკოს ლამაზო -მამა რას შვრება? -რავი დე, არ მასვენებს-ჩუმად ჩაიბურტყუნა და ოდნავი სიწითლეც კი შეეპარა ქალს -დე...... -ჰო დედა გენაცვალოს, რაღაც მოხდა ჰო?- დაუსევდიანდა ქალს სახე -დე არ ვიცი რა ვქნა -რაზე დედას გულო? -ლუკას ვუთხარი საფრანგეთზე, გაბრაზდა თუ ეწყინა ვერ გავიგე მაგრამ მარის უთხარიო-ცრემლმორეული დავყურებ ეკრანს, რომლიდანაც საყვარელი დედის სახე მიყურებს -ჩემი აზრითაც უნდა უთხრა დე, მე ადრეც გითხარი, მერე ნაწყენი კი არა გაბრაზებული იქნება -როდის ვუთხრა დე, ჩავუმწარებ ყველაფერს -შენც იცი რომ ძალიან უყვარხარ და შენი კარგი მას თავისივით უხარია, დამალვით ვერ მიიღებ დე ვერაფერს, ლუკასთვის თქმა რამ გადაგაწყვეტინა? -არ ვიცი დე, უბრალოდ ვუთხარი -მან შენგან გაიგო, მიეცი მარისაც იმის საშუალება შენგან გაიგოს ეს ამბავი და გვერდით დაგიდგეს ასეთ პერიოდში -კარგი წავე დე ახლა მაგიდას გავაწყობ, აქ ხშირი სტუმრები გავიცანით და ვახშამზე დაგვეწვევიან -მიდი დედა გენაცვალოს, მერე მომიყევი რას იზამ და როგორ, მე სულ შენს გვედით ვარ-საყვარელ ქალს გავუთიშე და მაგიდის გაწყობა დავიწყე, ლუკა ტელევიზორის წინ იჯდა და ისე იქცეოდა ვითომც იქ არ ვიყავი, შეიძლება ასე უკეთესიც ყოფილიყო, ვიცი რომ მასაც სწყინს, რაც არ უნდა იყოს ამდენი წელი გავატარეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ. -დედაშენი აბსოლიტურია ტასო -გესმოდა -კი მესმოდა, რა მიიღე რომ დამალე მაგით? -და რა მივიღე რომ გაიგე მაგით? -შენი კარგი მე ყოველთვის გამიხარდება ტას -მაგრამ ეს არ გიხარია ტელეფონმა დარეკა -გისმენთ ეკა მას -ტასო არ ვიცი მარინამ თუ დაგირეკა -კი მას დამირეკა, მითხრა ახალ დონეზე გადაყავხარო -კი ტასო, B2+ დონეს დავიწყებთ როგორც კი მოხვალ -აუ მას რა კარგია -ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა, აბა იმ წიგნის ატანა აღარ გქონდა -მას სამჯერ გამავლევინეთ, აღარ შემიძლია -ნუ წუწუნებ თორე მეოთხედაც მოგიწევს -კარგით, კარგით, ჩუმად ვარ-სიცილით ჩავძახე ტელეფონს -აბა შენ იცი, Avant la réunion(შეხვედრამდე) -Avant la réunion-ტელეფონი დავკიდე და ფრთხილად შევხედე ლუკას, რომელიც ისევ არ მიმჩნევდა -ლუკა -გისმენ-ისევ არ მიყურებდა. მიბრაზდება -შენ ნუღა მიმატებ რა, ჩემი მომავლისთვის მინდა -არაფერი მითქვამს -ის უარესია რასაც აკეთებ-ამოვთქვი საიდუმლო რომელიც გულს მიკლავდა -და რას ვაკეთებ? -ისე იქცევი თითქოს არ ვიყო -ისედაც არ უნდა იყო მინიმუმ სამი წელი და ვინ იცის, იქნებ მთელი ცხოვრებაც, ვეჩვევი -შენ რა რეაქცია გაქვს და მარის რა ექნება წარმოდგენაც არ მინდა -ჰო აი არ უნდა გეთქვა ეს რა ქენი-ტონზე აეწია ბიჭს -აი რატო მეჩხუბები გთხოვვ -შენი წარმატება თუ ჩვენს მიტოვებას ნიშნავს, მაშინ ეგოისტურად არ მინდა, რომ წარმატებული იყო. ამდენი წელი გავატარეთ ერთად, ყოველ დღე თუ არა კვირაში ხუთი დღე მაინც გხედავდი და ახლა უცებ ცხოვრებიდან ქრები ტასო -რატომ ვქრები, დაგირეკავთ ხოლმე -დარეკვით რომ ხდებოდეს და გვარდებოდეს ყველაფერი უკვე მოგვარებული იქნებოდა ბევრი რამ, მაგრამ ასე მარტივი არაა -ნუ მეჩხუბები -არ გეჩხუბები ტასო -უსამართლოდ მექცევი-გულდაწვეტილმა ამოვთქვი და კარზე კაკუნი რომ გავიგე წამოვდექი -რომ არ მეკითხა თქმას არც აპირებდი-ეს ბოლო იყო რაც მითხრა, მერე კარი გაიღო და შემოვიდა ყველა -უი ეს სახლი იქირავეთ? ძალიან მიყვარს აქაურობა, ბავშვობაში აქ ამოვდიოდით სულ, ამ სახლის მეპატრონე ნუგზარს ორი გოგო ჰყავს და იმათთან ვდაქალობდი სანამ არ წავიდნენ და დამივიწყეს-სევდიანი ღიმილით ამოთქვა ნინიმ და ქურთუკი გაიხადა, თითქოს ცოტა ხნის წინ გვისმენდა და ის ამოთქვა რაც ლუკას აწუხებდაო, ბიჭს სახეზე რეაქცია არ ჰქონდა. -ოჰჰ, ესეც ჩემმა ძმამ გააწყო? აშკარად ეს უკეთესია, სწავლობს ნელ-ნელა -არა მარ მე გავაწყვე-გოგონას ლოყაზე ვაკოცე და ტატოს ხელი ჩამოვართვი ღიმილით -რაღაც ძალიან სითბოა თუ მე მეჩვენება-თორნიკემ გადახედა მარის-უი არა აქ მზე ყოფილა და გვათბობს-ახარხარდა და მაგიდას მიუჯდა -შენ თოვლი რომ ჭამე არ გეყო აშკარად, კიდე გშია? -ეგ აპეტაიზერი იყო -შეგრცხვეს მაინც ამ ხალხთან -რა უნდა შემრცხვეს, მოდი ტატო რა საჭმელები გაჭამო-ბიჭიც გვერდით მიისვა -მშვენიერო აქ დაბრძანდით-სკამი გამოუწია ნიკამ ნინის -ნინი აქ დაჯექი-ტატომ თავის დას მისივე გვერდით ანიშნა -ნუ ხარ უჟმური და აცადე ადამიანურად ჭამოს, სულ უფროსი ძმის როლში კი არ უნდა იყო-ნიკამ ტატოს თვალი ჩაუკრა და გოგონა თავის გამოწეულ სკამზე დასვა, აღარაფერი უთქვამს ტატოს, მარიც თორნიკეს მეორე გვერდით მიუჯდა და დავრჩით ჩვენ, მე და ლუკა, გვერდიგვერდ გვიწევდა ჯდომა. ბიჭს არაფერი შეუმჩნევია ისე დაჯდა და მეც იძულებული დავრჩი მის გვერდით ისე დავმჯდარიყავი, ვითომც არაფერი მომხდარიყო. დაძაბული ვიყავი -აბა რას შვრებოდით უჩემოდ?-ხვდებოდა დაძაბულობას, გვიცნობდა ორივეს და იცოდა ჩვენი ხასიათები. -არაფერს მარ, მე კი არა თქვენ რა ქენით, რა ნახეთ? -აუ რა ლამაზი ადგილები დაგვათვალიერებინეს წარმოდგენა არ გაქვს-ახლა თორნიკემ გამცა პასუხი, აღბრთოვანებას ვერ მალავდა ბიჭი. საუბრობდნენ, სვამდნენ და ჭამდნენ,ნინის და ტასოს გაცნობას აღნიშნავდნენ, ერთბოდონენ, მათ შორის იყო ლუკაც, რომელიც არც მიმჩნევდა, არაფრის სურვილი არ მქონდა, ტირილი და ძილი მინდოდა, მინდა რომ გავიღვიძებ ეს ყველაფერი უბრალო სიზმარი იყოს და ლუკას უხაროდეს ჩემი წასვლა. არ ავმდგარვარ სანამ ტატო და ნინი არ ადგნენ წავალთო, განაგრძეთ თქვენო, მე გავაცილე და ცოტა ხანს ეზიში დავრჩი, სასიამოვნო იყო გრილი ჰაერი ფილტვებსა და სხეულის ნაწილებში, თითქოს დარდი მიჰქონდა და ისევ ლაღი ვრჩებოდი, არადა ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტის ვიყავი -აქ რატო დგახარ სიყვარულო?-მთვრალი დაქალი მომეხვია ზურგზე -ჩემი ლამაზი გოგო ხარ შენ, სუ სუ ყველაზე ტკბილი-მისკენ შევბრუნდი და ლოყები ბევრჯერ დავუკოცნე, აკისკისდა და ისევ მომეხვია -გცივა ტას, შემოდი შიგნით -როგორ მცივა როცა შენი სიყვარული ყველა მხრიდან მათბობს?-ისევ კისკისს აგრძელებდა -ყველაზე დიდი გამართლება ხარ ცხოვრებაში-ტიკტოკის ტრენდს მეუბნება და სიცილით მიბიძგებს სახლში შესასვლელად, მეც მასთან ერთად შევდივარ. ბიჭები წამოშლილან და ვინ ვის საძინებელში იყო არავინ იცოდა, ყველა მათგანი გალეშილი მთვრალი იყო. ჩემი ასევე მთვრალი დაქალი ოთახში ავიყვანე, საწოლზე თორნიკე რომ დამხვდა, მარის ბალიშში ჰქონდა ცხვირი ჩაფლული, მეც ეშმაკურად დაქალი დავუწვინე გვერდით და გამოვედი. ყველგან ღვინის სუნი იდგა. დაძინებას ვერ შევძლებდი, მოსვენებითაც ვერ დავისვენებდი ამიტომ ავდექი და დალაგება დავიწყე. ვინ იცის რამდენ ხანს ვალაგე მაგრამ ბოლოს მაინც დავალაგე და დივანზე მივესვენე, იქვე ლამაზად დაკეცილი სქელი პლედი მოვიფარე და მორფეოსის სამყაროსკენ გავეშურე. დანარჩენ დღეებში არაფერი მომხდარა განსხვავებული, ჩვეულებრივ დავდიოდით, ვგუნდაობდით, ნინი და ტატოც ხშირად მოდიოდნენ, ლუკა ისევ არ მიმჩნევდა და ამასობაში მოვიდა უკან დაბრუნების დღეც. ავბარგდით, ნიკა საჭესთან იჯდა, ლუკა მის გვერდით, მე და მარი გვერდი გვერდ და თორნიკე მარის გვერდით. გზაშიც არ ამომიღია ხმა, თბილისთან ვიყავით თითქმის მარიმ რომ ამოთქვა -რა აწყენინე ტასოს ამოთქვი ან ახლავე მოგკლავ-თავისი ძმისკენ წინ გადაიხარა და მის თვალებს შეხედა, არ ვიცი იქ რა ამოიკითხა, მაგრამ ეჭვნარევად მერე მე გადმომხედა-თუ პირიქით? -არაფერი მომხდარა მარი-დაქალს ღიმილით ვუთხარი. არაფერი უთქვამს მაგრამ ვიცი არ დაიჯერა ნიკამ ჯერ თორნიკე დასვა, მერე მე და ბოლოს ამირეზაშვილები. -მა მოხვედი?-თბილად გადამეხვია მონატრებული მამა -ჰო მა, აუ რა დაღლილი ვარ რომ იცოდეე, დედა სადაა? -ლალისთანაა გადასული ყავას მოვწრუპავო დამიბარა-გაგვეცინა -აუ მა დავიძინებ რა, დედას უთხარი კარგადაა ჯანმრთელად და ნუ გააღვიძებო კაი? -მიდი მა მიდი ვერ დავიძინე, მაგრამ ძალიან მეძინებოდა, ლუკას ეს საქციელი გულს მტკენდა და თითქოს ვერ ვამტყუვნებდი, მაგრამ მაინც დისტანცია არ მინდა მასთან. მკითხველო როგორ ვგრძნობ თავს იცი? გული დამისერეს თითქოს, ნუთუ დისტანციამ უნდა მოახდინოს გავლენა და ამდენ წლიანი ურთიერთობა დაინგრეს? არასოდეს მჯეროდა დისტანციით დანგრეული ურთიერთობების, მეგონა წყვილს, მეგობრებს არ უყვარდათ ერთმანეთი საკმარისად რომ ერთმანეთი შეენარჩუნებინათ, მაგრამ ჩვენს გულებში ჰომ გიზგიზებს ანთებული ცეცხლი? სიყვარული ჰომ ჩანს ჩვენს თვალებში?ჩვენი გულები ერთმანეთისთვის არ ცემს განა? საოცრად მტკივნეულია ლუკას ის ქცევა რაც მივიღე, საოცრად გულის გამხლეჩავია. ძალიან სპონტანურად გამთენიისას ხუთი იქნებოდა ალბათ ავდექი და ამირეზაშვილების სახლისკენ გავეშურე. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. თქვენი შეფასებები მაძლევს სტიმულს მეგობრებო, ყველანაირი ჯანსაღი კრიტიკა არის მისაღები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




