შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 14. კაპანაძე


დღეს, 10:46
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 67

მთები ღრუბელში იძირებოდნენ. წვიმამ იფეთქა და მერე უცებ გაჩერდა, თითქოს მთელმა სოფელმა ამოისუნთქა. თოვლი დადნა, თუმცა სახლებიდან ნელა ისევ ამოდიოდა კვამლი. ანა დილიდან სამზარეულოში იყო, როცა გარედან კარის ხმა გაისმა.

- დარო, მოვედი!- გაისმა მეზობლის ხმა.

- შემოდით,- უპასუხა ანამ, ხელები პირსახოცზე შეიმშრალა,- დარიკო გასულია, აქ დაელოდეთ.

ნატო, ხანში შესული ქალი, თავზე გადაფარებული შალის თავსაფრით შემოვიდა, ხელში კალათა ეჭირა.

- ჩირები მოგიტანე, დარჩენილია ცოტა,- თქვა და კალათა მაგიდაზე დადო. 

- მადლობა,- რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოწვა, მხოლოდ წვიმის წყალი წვეთავდა სახურავიდან.

ნატომ თვალები აქეთ - იქით აატარა და დაბალ ხმაზე თქვა.

- დარიკოს ველოდი, რაღაც მქონდა სათქმელი,- ოხრავს ქალი,- სოფელი არ ჩერდება, ალეკოს სახელი მაინც ყველგან ისმის.

- რა ხდება?- ინტერესით კითხულობს ანა.

- შენ არ უნდა გეუბნებოდე ამას, ღირსების ნიშანი ხარ ხერგიანების სახლში,- აწყვეტინებს ქალი,- მაგრამ წუხელ ის ამბავი მესმოდა... ისევ იმაზე ლაპარაკობდნენ.

- ვისზე?- ანა დაინტერესდა.

- ალეკოზე, გოგო. შენ აქ ახალი ხარ, კარგად არ გეცოდინება, მაგრამ დარიკოს უთხარი. ვიღაცები ამბობდნენ, დანელიას კი არა, სულ სხვა კაცის ხელი ერია იმ საქმეშიო.

ანა გაჩერდა, თითქოს სუნთქვა შეეკრა. ნატომ შეამჩნია და ჩაამატა.

- ნუ მიყურებ ასე, მე არაფერი ვიცი. უბრალოდ, ამ დილას ბაზარში რომ ვიყავი, სოსო კაპანაძემ თქვა, იმ დღეს ალეკო მარტო არ ყოფილა იმ მინდორზე. ვიღაცის მანქანაც იყოო, დარიკო გაგიჟდება. ქაიხოსრომაც იცის რაღაცაო, მაგრამ არაფერიც არ იცის.

ანა ჩაფიქრდა. 

- მანქანა? - იკითხა ბოლოს.

- ჰო, წითელი ჯიპი. ვიღაც უცხო კაცი მართავდა, იმ საღამოს მერე აღარავის უნახავს. მაგრამ ვის დაეჯერება ამ სოფელში... - ნატომ ამოიოხრა და კალათას ხელი დაადო,- ისე, არც ეგ ნიკა მგონია მკვლელი. ჩუმია, თავის საქმეს მოყვარული ბიჭი იყო, ჩანდა ხოლმე ბაზარშიც სულ, უყვარდა და რა ექნა, მაგრამ... ღმერთმა იცის... ზოგჯერ ჩუმებსაც დიდად უგროვდებათ. შენი ვინ არის ნიკა?

- სოსო კაპანაძე ვინაა?- დააიგნორა ანამ კითხვა.

- აქვე სოფლის ბოლოს ცხოვრობს, მაგრამ ცოტა ვერაა, სულ სიმართლეს კი არ იძახის,- აფრიალებს ხელს ჰაერში. ნატომ კიდევ ათი წუთი იცადა, მერე დაიბარა დარიკო რომ მოვა, მერე ამოვალო და წავიდა. ანა მარტო დარჩა. მაგიდასთან ჩამოჯდა და ფანჯრიდან გარეთ გაიხედა. წვიმა ისევ წვრილად მოდიოდა. თავში ერთი აზრი ტრიალებდა.

„თუ მანქანა მართლა იყო... მაშინ ნიკა იქ მარტო არ ყოფილა."

ფეხზე წამოდგა და გზას გაუდგა წვიმაში. ეზოს ბოლოს ორი პატარა ბიჭი თამაშობდა, ტალახში ჩაცუცქულები, ხის ჯოხებით რაღაცას ხაზავდნენ. ანა მიუახლოვდა. ბავშვებმა თავი ასწიეს, ერთი გაიღიმა, მეორე კი გაჩუმდა, თითქოს რაღაცა მოელოდა. სახეზე ხელი აიფარა, პატარა წვიმის წვეთები თვალებში რომ არ მოხვედროდა.

- ბიჭებო,- მიმართა ანამ მშვიდად,- სოსო კაპანაძე იცით სად ცხოვრობს?

პატარა ბიჭმა, თმა რომ შუბლზე ეფინა, მაშინვე უპასუხა.

- მდინარისკენ რომ ჩამოხვალთ, ბებერი თხილი დგას. იქიდან მეორე ჭიშკარია, მწვანე კარით. ეგაა სოსო ბაბუას სახლი.

- იქ მიდიხართ თქვენც ხოლმე?-  იკითხა ანამ, თითქოს უბრალოდ ინტერესით.
ბავშვმა მხრები აიჩეჩა.

- არა, ძაღლი ყავს, ყველას უყეფს. მაგრამ კარგი კაცია, ხანდახან თხილს გვაძლევს,- ანამ თავი დაუკრა.

- მადლობა, ბიჭებო,- ბავშვები ისევ ტალახში ჩაჯდნენ და თამაში გააგრძელეს, თითქოს არაფერი განსაკუთრებული მომხდარიყო.

ანა კი ჩაფიქრებული წავიდა იმ მიმართულებით, საითაც ბავშვმა მიუთითა. ბილიკზე ნამი ჯერ კიდევ ციმციმებდა. ჰაერი მძიმე იყო, მდინარის ხმა შორიდან მოდიოდა, თანდათან უფრო მკაფიოდ და როცა დიდი სათხილე გამოჩნდა, ანა ოდნავ შეჩერდა, წვიმა ნელ - ნელა წყდებოდა და აქა იქ მზის სხივიც მოჩანდა. ჭიშკარი მწვანედ ელავდა შუქზე. ზუსტად ისე, როგორც ბიჭმა თქვა. იქვე ძველი სახელოსნო იდგა, სადაც ადრე იარაღებს ამუშავებდნენ. ახლა ყველაფერი მტვრით იყო დაფარული. კარი შეაღო - სუნი დამწვარი ზეთისას ჰგავდა. გულისცემა აუჩქარდა. 

სოსო კაპანაძე სოფელში ყველას ახსოვდა - ჩუმი, ცოტა გიჟი მოხუცი, რომელიც სიმართლეს არასდროს ამბობდა და რომელიც ალეკოს სიკვდილის შემდეგ აღარავის ელაპარაკებოდა. ამბობდნენ, იმ ღამეს ისიც იქვე იყო, მდინარის გზაზე. მერე დადუმდა, თითქოს ენა დაეკარგაო. 

- ბატონო სოსო... - თქვა ჩუმად.

მოხუცმა თავი წამოწია, თვალები მოჭუტა.

- ანა ხარ? გაგის ქალი?

- ჰო,- ოდნავ გაუღიმა, არც დიანტერესებულა საიდან იცნო,- მითხრეს სოსო აქ ცხოვრობსო.

- მე ვარ, შვილო. მოდი, დაჯექი,- ანა ფრთხილად ჩამოჯდა კუნძზე. მზის შუქი ბალახზე ირეკლებოდა. სოსომ ნელი მოძრაობით ნაბადი უფრო მჭიდროდ მოიხვია და ისე შეხედა, თითქოს რაღაც უკვე იცოდა, რაც ანამ ჯრ ვერ თქვა.

- ამბობენ, ძველი ამბები იცისო, - ჩაილაპარაკა ანამ,- იმ ღამეს, როცა ალეკო მოკვდა... თქვენ ხომ იქ იყავით. გნახეს მდინარესთან.

სოსომ ხელი გააჩერა. ტოტი ეჭირა და თითებით აწვალებდა.

- ბევრმა მნახა იმ ღამეს, შვილო. 

- მაშინ მითხარით... როცა ნიკა წავიდა, ალეკო ცოცხალი იყო?- მოხუცი დიდხანს დუმდა. ქარმა ტოტები ააყოლა და ბაღში სიჩუმე ჩამოწვა.

- ცოცხალი იყო,- ბოლოს თქვა სოსომ,- იმ ღამეს ერთი ტყვია გავარდა და მერე ცოტა ხანს სიმშვიდე ჩამოვარდა. რომ მივედი, დანელია უკვე შორს მიდიოდა. ალეკო მიწაზე იჯდა, თავზე ხელი ედო. მკვდარი არ იყო.

ანამ სუნთქვა შეიკავა.

- და მერე?

- მერე ვიღაც კიდევ იყო იქ. ქალი არ იყო. იარაღის ხმა გავიგონე. მე მაშინვე დავიმალე,- გაიღიმა უცნაურად,- მერე ჩემი შვილი მოვიდა.

- შვილი?- წარბები შეკრა ანამ,- თქვენი შვილიც იქ იყო?

- იყო,- სულ შეეცვალა მზერა სოსოს,- საფლავზე ვიყავი, მივიტანე ყვავილები...

- დაინახეთ ვინ იყო?- ანამ ისევ უკან დააბრუნა თემა, სოსომ თითებში კაკლის ტოტი გააჩერა. მერე ოდნავ გაიღიმა - მწარედ.

- ჰო, მე ვიყავი. ღმერთმა არ დაგანახოთ ის ღამე, შვილო. ბნელში კაცის სუნთქვაც კი შიშად გეჩვენება.

ანამ ხმა არ გასცა, მხოლოდ უფრო ახლოს მიიწია.

- მითხარით, გთხოვთ.

მოხუცმა ნაბადი მჭიდროდ მოიხვია და თვალი დახუჭა.

- მე იქ მივდიოდი. მდინარესთან ჩემი ძროხა გაიქცა და ვეძებდი. შორიდან გავიგე ჩხუბის ხმა, კაცის ყვირილი და ქალის.

ანა შეცბა 

- ქალის?

- კი, ქალის. სიზმარი მეგონა, მაგრამ გეფიცები, ქალის ხმა იყო. მერე ერთი ტყვია გაისმა. მხოლოდ ერთი,- გაჩუმდა, თითქოს რაღაცას იხსენებდა,- როცა მივედი, ნიკა უკვე მიდიოდა. შორიდან დავინახე, მარტო იყო. ალეკო მიწაზე იჯდა, თავზე ხელი ედო. არ იყო მკვდარი, არა.

ანა გაფითრდა. ტუჩები დაეძაბა.

- მერე?

- მერე მივხვდი რომ იქ აღარ უნდა ვყოფილიყავი. ორი ნაბიჯიც ვერ გადავდგი, ვიღაც იყო კიდევ...- ისევ დააპაუზა,- მერე უკვე თეთრი სინათლე გამოჩნდა...

- ნახეთ? ვინ იყო?

სოსომ თავი გააქნია.

- არ იყო ამ სოფლიდან,- გაიღიმა სოსოსმ.

ანა ადგა. ხელები უკან შეეკრა რომ არ დაემჩნეოდა კანკალი. ჰაერი თითქოს გათბა, მაგრამ გულში სიცივე შემოვიდა.

- და ეს... არავის უთხარით?- სოსომ თვალები ოდნავ მოჭუტა.

- ვის უნდა მეთქვა, შვილო? მაშინ ყველა სისხლს ითვლიდა. შენ ხომ იცი - როცა სისხლი დგება, სიმართლე აღარავის აინტერესებს,- სოსომ თვალი დახუჭა და ნელა თქვა,- ნიკას მერე მეორე ტყვია გავარდა. მაგის ხმა დღემდე მესმის ყურში.

 თვალები აუწყლიანდა, მაგრამ არ უტირია.

- რა სინათლე დაინახეთ?

- თეთრი შუქი იყო, ჩემი გოგო ჩანდა...- ფეხზე დგება სოსო,- ახლაც მეძახის, წამოდი გაგაცნობ.

ანა უკან მიჰყვება, შიგნით შედის, თუმცა ოთახი ცარიელია.

- ნახე ჩემი გოგო,- იშვერს ხელს სიცარიელისკენ და ანა ხვდება რომ ჭორები მასზე მართალი იყო და სოსო კაპანაძე საღ გონებაზე მართლა არ იყო.

- მადლობა, ბაბუა, - მხოლოდ ეს თქვა.

სოსომ თავი დაუქნია.

- ზოგჯერ ყველაზე დიდ ცოდვას ის კაცი ატარებს, ვინც ჩუმადაა. შენ კი ფრთხილად იარე. სიმართლესაც აქვს თავისი ფასი,- ანა კარებში გაჩერდა მის ნათქვამზე, თუმცა უკან აღარ მიუხედავს, მაშინვე გავიდა ეზოდან და სახლისკენ აუყვა გზას.

თითქოს დრო გაჩერდა იმ წამს. ჰაერში იდგა ის ერთი სიტყვა, რომელიც ანას გონებაში ჩაეჭედა.

„ცოცხალი იყო." 

ეს სიტყვა ყველაფერს ცვლიდა.

"მაგრამ იქნებ მოიტყუა? იქნებ გიჟია და მოეჩვენა?"

გაგის ოჯახიც, ნიკას სახელი, თვითონაც - ყველას შორის რაღაც ფარული ძაფი გაიწელა. ანა ახლა გრძნობდა რომ სიმართლე იმალებოდა სადღაც ახლოს, მიწის ქვეშ, სვანეთის გზისკენ და როცა ქარმა მთისკენ დაუბერა, თითქოს ხმა შემოესმა შორიდან - თბილი, მაგრამ მტკივნეული. ანა შუადღეს დაბრუნდა. გზა აღარ ჩანდა, მხოლოდ შორიდან ციმციმებდა მთვარე, რომელიც მდინარის ზემოდან ამოსულიყო. ეზოში რომ შეაბიჯა, სახლიდან ხმაური მოესმა. კარს მიუახლოვდა და მხოლოდ ამის მერე გაიგო გაგის ხმა. შეჩერდა, ყური დაუგდო.

- ჭკუიდან გადამიყვანთ, როგორ თუ არ იცით, სად წავიდა?- გაგი ლამის ყვიროდა და ნერვიულად დადიოდა აქეთ - იქით.

- შვილო აქ იქნება, სად წავიდოდა. გაქცევით ხომ არ გაიქცეოდა.

- გავაფრენ რომ გაიქცეს, გავგიჟდები,- თმებს ჩააფრინდა ბიჭი.

- მოვა, დაელოდე, ნახავ და მოვა,- ისმის დარიკოს ხმა, რომელსაც ვერ გაუგია სად აორთქლდა  გოგო.

- წავალ, მოვძებნი, აქ ვერ გავჩერდები, იქნებ რამე მოუვიდა,- გაისმა გაგის ხმა და იმ წამს კარიც გაიღო. ანა გაშეშებული იდგა შესასვლელში, მზერა მიაბყრო ანერვიულებულ ბიჭს, გაგიმ წამში ყველაფერი იგრძნო, შიში, მონატრება, ტკივილი, სევდა, სიხარული...

- მე...- დაიწყო ანამ თავის მართლება, თუმცა სიტყვა ჰაერში გაუწყდა, გაგის მკლავები რომ იგრძნო გარშემო. ხერგიანი მოუთმენლად ჩაეხუტა, ისე თითქოს უკანასკნელი იყო ეს ჩახუტება. ანა გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას, მის სუნთქვასაც გრძნობდა მხარზე, მომენტებში ბიჭის ტუჩებიც კი ეხებოდა კანზე.

- კინაღამ გავგიჟდი,- ესმის გაგის ჩურჩული,- ასე როგორ გამეპარე.

- დაბლა ვიყავი,- როგორღაც იღებს ხმას და უკან იხევს.

- ასე მეორედ აღარ ქნა,- ოხრავს,- ცხენით იყავი? 

- არა, ფეხით. სოფლის ბოლოს, მდინარისკენ გავიარე.

- რა გინდოდა იქ? იმ მხარეს არაფერი არ არის, სულ ფანჩატურებია და ტყე.

- ვიღაცას შევხვდი, - თქვა ჩუმად ანამ,- სოსო კაპანაძეს.

- სოსო? რა გინდოდა მასთან?

ანა წამით გაჩუმდა.

- უბრალოდ... მგონი რაღაც იცის.

- იცის კი არა, დღეში სამჯერ ამბავს ყვება, სამივეს სხვადასხვანაირად. ერთი დილას, მეორე საღამოს, მესამე მთვარის ამოსვლისას. 

გაისმა დარიკოს ხმა, ანამ მზერა გააყოლა კედელზე ჩამოკიდებულ ხალიჩას.

- მაგრამ რაც მითხრა, ისე ვერ ვივიწყებ...

დარიკომ ჩაიცინა.

- ეგეთი რამე ყველას აქვს. სოფელში ერთს რომ მოკლავენ, ათი მკვლელი ჰყავთ. შენ ნუ ჩაყვები მაგ კაცის ამბებში, თორემ მერე შენც ეგეთი გახდები - მთას დაედევნები და ბალახსაც ეჭვით შეხედავ.

ანა არ იღიმოდა.

- მაგრამ თქვა რომ ალეკო ცოცხალი იყო, როცა ნიკა წავიდა.

დარიკომ შეხედა, თვალებში ოდნავ გაუკრთა შიში და გაბრაზება ერთად.

- ეგ რას ნიშნავს? რას უნდა ნიშნავდეს ახლა ეგ სიტყვა?- ბრაზობს ქალი,- ჩემი შვილი სიკვდილის მერე მაინც მოასვენონ!

- იმას რომ შეიძლება ნიკა არ იყოს დამნაშავე.

დარიკომ ძაფს მაგრად მოუჭირა თითებს შორის.

- გოგო, ამ სოფელში იმდენი რამ თქმულა, რომ ყველა სიმართლე სხვას ჰგავს. ნიკა დანელია უკვე მორჩა და გათავდა. ჩემი შვილი აქ არაა და ახლა რომ დაიწყე მოძებნა ეგ რამეს უშველის?

- შეიძლება ბევრსაც უშველოს, - თქვა ანამ ხმადაბლა. დარიკომ თავი გააქნია.

- ეგეთი სიტყვები აქ ხმამაღლა არ უნდა თქვა. შენ - გაგის ცოლი ხარ. არ გეკადრება.

ანა მიხვდა რომ დარიკოს ხმა უფრო შიშს მალავდა, ვიდრე სიბრაზეს.

- და მაინც,- ამოილაპარაკა ანამ,- როცა სიმართლე გესმის, გინდა, არ გინდა, გონება აღარ ისვენებს.

დარიკომ თავი დახარა.

- ეგრეა, შვილო. მაგრამ აქ სიმართლე ისეთია, შენ რომ შეგეხოს, მერე სუნთქვაც გიჭირს.

- ეგეც ვიცი,- თქვა ანამ ჩუმად.

- არა,- დარიკომ ახედა, თვალებში თბილი სინანული ჰქონდა,- შენ ჯერ არ იცი.

ცოტა ხანს ორივე ჩუმად იჯდა. გარედან ქარმა ხის ფანჯარა აამოძრავა.

დარიკომ ბოლოს ამოიოხრა.

- სოსო კაპანაძე დიდი ხანია მარტო ცხოვრობს. წლების წინ ერთ ღამეს ცოლი დაეღუპა, ნუ მომაყოლებ - საშინელი ამბავი იყო, მერე თავი დაკარგა. ვინც ბევრი დაკარგა, იმან სიმართლესაც ვერ არჩევს.

- იქნებ, ვინც ბევრი დაკარგა, მხოლოდ ის ხედავს სიმართლეს? - ჩუმად იკითხა ანამ.

დარიკო გაჩუმდა. თითებით ძაფის ბოლო აიღო და კალათში ჩადო. და როცა ოთახიდან გავიდა, ანამ ფანჯარაში გაიხედა - მთვარე უკვე მაღლა იდგა, მინდვრებს სინათლე დაეფინა. გონებაში ისევ ის ორი სიტყვა ტრიალებდა:

„ცოცხალი იყო."

ისევ იგრძნო გულის ძგერა, თითქოს შორიდან ვიღაც უყურებდა. უკან გაგი ედგა, ხმას არ იღებდა, თუმცა არც იცოდა რა ექნა, მისულიყო და დაემშვიდებინა თუ უბრალოდ გატრიალებულიყო და წასულიყო იქიდან.

დილა გრილად დაიწყო.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ველოდებოდი.ძალიან საინტერესოა .დიდხანს არ გვალოდინოთ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent