ჩვენი არჩევანი ( თავი 5)
დილით ანკას უჭირს თვალების გახელა,ჯერ ისევ ბნელა და სიცივე იგრძნობა,ეს შეგრძნება ადგომის სურვილს უკარგავს. “ოჰ,სიამოვნებით ვინებივრებდი საწოლში ახლა” ფიქრობს დანანებით და ბალიშს კიდევ უფრო მეტად ეხუტება.თუმცა ის აზრიც წამში ამხიარულებს,ორი დღე ნოესთან ერთად იქნება.სწრაფად ემზადება და ურეკავს. _დილამშვიდობის ნოე.მე მზად ვარ და გელოდები._ჩუმი,ჯერ ისევ ძილისგან გამოყოლილი დაბალი ხმით. _დილამშვიდობის_ პასუხობს მშვიდი რბილი ხმით._მე დაბლა ვარ,შენს სახლთან,მეც გელოდები. _უკვე? _იცინის ცოტა გაკვირვებული და თან ცოტა გახარებული. _ხომ,გითხარი შორი გზაა._ღიმილი იგრძნობა ნოეს ხმაში. ანკა ფანჯარასთან მიდის, ფარდას ოდნავ წევს და ქუჩაში გაჩერებულ მანქანას ამჩნევს. უცებ სიცივე აღარ ეჩვენება ისეთი მკაცრი. _ ჩამოვდივარ, — ჩურჩულებს და ზარს თიშავს. *** ანკა სადარბაზოდან გამოდის. დილის ცივი ჰაერი სახეზე ეხება. ქუჩა თითქმის ცარიელია. მანქანასთან მდგომ ნოეს რომ ხედავს, გულში უცნაური სიმშვიდე და აღელვება ერთად ეუფლება. ნოე კარს უღებს. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს _ძალიან ადრეა შენთვის, არა? — ღიმილით ეუბნება ნოე. _ძალიან… — ანკა მხრებს იჩეჩავს, — მაგრამ მგონი ღირს. მათ შორის რამდენიმე წამით დუმილი ჩამოვარდება.ნოე ოდნავ უახლოვდება. ანკას თვალებში უყურებს, თითქოს ნებართვას კითხულობს. ლოყაზე ნაზად კოცნის.წამიერად. მაგრამ ანკას გულისთვის ბევრად მეტია. _ რომ არ გამეყინო, — ნახევრად ხუმრობით ამბობს ნოე და მანქანის კარი უღებს. ანკა ღიმილს ვერ მალავს. _მგონი პირიქით მოხდა… _ რა? _ უფრო ამიჩქარდა გული. ნოეს თვალებში ისევ ის ნაცნობი ნაპერწკალი ჩნდება. _ბათუმამდე დრო გვაქვს… დამშვიდდები. ანკა მანქანაში ჯდება, მაგრამ უკვე იცის ეს ორი დღე ჩვეულებრივი არ იქნება. *** მანქანა ნელა ტოვებს ქალაქს. დილა ჯერ ისევ ნაცრისფერია, ცა ნელ_ნელა ლურჯისკენ გადადის. მანქანაში ჩუმად ისმის ჰანს ციმერის Time. _კლასიკა? _ანკა ღიმილით ეკითხება. _დილას უხდება, _პასუხობს ნოე. _თან ბათუმისკენ მგზავრობა ცოტა კინოს სცენას ჰგავს. ანკა ფანჯრიდან გაიხედავს. გზაზე მსუბუქი ნისლია. _მართლა ჰგავს… მუსიკის ფონზე რამდენიმე წამი სიჩუმეა. მშვიდი.მანქანა მოსახვევში გადაიხრება და ანკას ხელი მოძრაობისას შემთხვევით ნოეს ხელს ეხება,რომელუც გადაცემათა კოლოფზე უდევს.წამიერი შეხება. ნოე თითებს მის თითებზე აბრუნებს თითქოს უნდა გაეშვა,მაგრამ არ უშვებს. ანკა მისკენ იხედება. _შემთხვევით იყო, _ ჩუმად ამბობს. _ ვიცი, _ მშვიდად პასუხობს ნოე. თუმცა ხელი ისევ მის ხელში რჩება. ნოეს თითები ნაზად ეხვევა ანკას თითებს. ანკას სუნთქვა ოდნავ ეცვლება. _ საჭე ხომ არ დაგავიწყდება? _ნახევრად ხუმრობით ამბობს, მაგრამ ხელის გამოხსნას არც თვითონ ცდილობს. ნოეს ტუჩის კუთხე ეწევა. _მარცხენა ხელი საკმარისია. რამდენიმე წუთი ასე მიდიან. თითები ერთმანეთშია გადახლართული. გარეთ ნელ-ნელა ნათდება.მანქანაში კი სითბო იზრდება უხმოდ, მშვიდად, მაგრამ აშკარად. ანკა ბოლოს ჩურჩულებს: _ მგონი ბათუმამდე დამშვიდებას ვერ მოვასწრებ… ნოე მის ხელს ოდნავ უფრო მტკიცედ უჭერს. _ არც მინდა. ანკა თავს საზურგეს მიაყრდნო. _ ცოტას დავიძინებ… თორემ ვერ გავძლებ. _ კარგი, დაიძინე, _ნოე ნაზად ეუბნება. _მე აქ ვარ. ანკა თვალებს ხუჭავს.მაგრამ არ სძინავს. დახუჭული ქუთუთოების ქვეშ ოდნავ აპარებს მზერას და ჩუმად უყურებს ნოეს.მის პროფილს, კონცენტრირებულ სახეს, საჭეზე მოთავსებულ თითებს. “ძალიან მშვიდია…” — ფიქრობს. უცებ ნოეს ტუჩის კუთხე ოდნავ ეწევა. _ ანკა. ის არ პასუხობს. _ ანკა… _ მმ? _ ვითომ ნახევრად ძილში პასუხობს. ნოეს ეცინება. _ არ გძინავს შენ. ანკა თვალებს ახელს. _ რა გაძლევს ასეთ თავდაჯერებას? _შენი მზერა. ვრძნობ, როცა ვიღაც მიყურებს. ანკა წამით იბნევა, მაგრამ მერე ისევ უბრუნდება თავის ამპლუას. _ უბრალოდ ვამოწმებდი, გზას ხომ არ აცდენილხარ. _ ჩემზე ზრუნავ? _ნუ მიაჩვევ თავს. ნოე ოდნავ უახლოვდება მის ხელს და ისევ თითებს უჭერს. _ უკვე მივეჩვიე. ჰაერი აშკარად თბება. რამდენიმე კილომეტრის შემდეგ ნოე სიჩქარეს ამცირებს. _ყავას დალევ? _აუ,კიი და რაღაც ტკბილსაც, — ანკა ენერგიულად ამბობს. _ ვიცოდი. მანქანა გზისპირა პატარა, მყუდრო კაფესთან ჩერდება. ფანჯრებიდან თბილი შუქი გამოდის. ნოე გადმოდის და ანკას კარს უღებს. _ ქალბატონო. _აუ, ნუ მეხვეწები ასეთი მანერებით _იცინის ანკა, მაგრამ ხელს მაინც აწვდის. კაფეში შედიან. ჰაერი ყავის სურნელი ტრიალებს. მიმტანი, ახალგაზრდა მამაკაცი,აკვირდება ანკას,ინტერესით. ანკა ამას ამჩნევს, მაგრამ თავშეკავებით იღიმის, თვალებით ნოეს ეძებს,რომელიც მის უკან არის გაჩერებული.უახლოვდება მაგიდასთან სკამს წევს და ანკას ეხმარება დაჯდომაში. _მოდი ყავა და რამე ტკბილი…მაგრამ მანამდე საუზმე ურიგო არ იქნებოდა._ ამბობს ნოე. _კაი. ჩემთან ერთად დაწყებული დილა ზოგადად გემრიელია ხოლმე. _აჰ…_იცინის ნოე._ ალბათ მართალი ხარ.იმ მიმტანმაც იგრძნო მგონი ეგ…_ კბილი გაკრა ნოემ. ანკა იცინის. _ვიღაც ეჭვიანობს? _მე თუ მგულისხმობ არაა,ცდები. _ვითომ? აბა მიმტანის მზერას რატომ აკონტროლებ?… აა,თუმცა შენ ხომ ნოე ხარ,კონტროლის მოყვარული._ვალში არ რჩება ანკა. _გამყიდა ჩემ თვალებმა ანუ ხომ?! კარგი,ამჯერად შენ გაიმარჯვე. _მოვიგე?_ ანკა ბავშვურად მხიარული ხდება და იცინის. _ გამარჯვებულს ყოველთვის ვაძლევ ჯილდოს… _ ნოე თითებს ოდნავ უფრო მტკიცედ ხვევს ანკას ხელებზე. — ყავა, რამე ტკბილი, ან უბრალოდ ჩემი ყურადღება. _ აჰ… ანუ შენს მიერ კონტროლირებად სიამოვნებებში უნდა მამყოფო ხო? — ანკა ეშმაკურად უცინის. _არა,არა… _იცინის ნოე_ ეს შენი არჩევანი იქნება. _ დავფიქრდები,ხომ მაქვს დრო?_ანკა ნაზად ეკითხება, თითებს მის თითებში ატრიალებს. ნოე ოდნავ იხრება მისკენ. _ბათუმამდე მთელი გზა გვაქვს… _ჩუმად ამბობს. _მაგრამ გაფრთხილებ, გადაწყვეტილებებს მე სწრაფად ვიღებ. _ვიცი, _ ანკა იღიმის. _ ამიტომაც არ ვჩქარობ. ნოე თვალებში უყურებს. რამდენიმე წამი სიტყვები აღარ არის საჭირო. _მაშინ ყავა მაინც მოვიდეს სწრაფად._ ამბობს და იღიმის. *** მანქანა შორდება კაფეს და მიუყვება გზას.ნოე მუსიკას ცვლის. ახლა სივრცე ივსება ღრმა ბასით და ჩურჩულივით ვოკალით.lana del ray and weekend “Neon Love” _ სერიოზულად?_ანკა ნოესკენ ტრიალდება. ნოე ოდნავ იღიმის. _რა? არ გიხდება ეს ენერგია? სიმღერის რიტმი მანქანის შიგნით ჰაერს ამძიმებს. ანკა ისევ საზურგეს ეყრდნობა, პირდაპირ იყურება. - ბათუმამდე შორია, ნოე… - ვიცი. მისი ხელი ისევ ანკას თითებზეა. ამჯერად უფრო მტკიცედ. _ეს მუსიკა შემთხვევით არ ჩაგირთავს, _ ამბობს ანკა მშვიდად. _შემთხვევით არაფერი ხდება. _ვიცოდი._ანკა ახლა თავს სკამის საზურგეს აყრდნობს._ ვიძინებ. _შენთან ეგ დაძინება არასდროს სრულდება ძილით._იღიმის ნოე.ანკა უკომენტაროდ ტოვებს. ორიოდე წუთი მხოლოდ მუსიკის ნეონური და მელანქოლიური ხმა იღვრება სალონში. _ ანკა… _ ჰო? _ მართლა გგონია, დაიძინებ? ის ჩუმად იცინის. _ჰმ…უკვე მეოთხე სიზმარში ვარ,რას ამბობ?! _მაშინ სიზმარში რატომ მიყურებ ასე? _შენი ბრალია,შენ ჩართე ეს მუსიკა… და თან რეალობაში ცოტა მრცხვენია. _გზაში არ არის სამარცხვინო ხომ?_ იცინის ნოე. _მორჩი რაა._ ლოყები ეფაკლება ანკას. ნოე იცინის.წამიერად გახედავს,შემდეგ მის ხელს იღებს და ტუჩებთან მიაქვს.მერე მზერა ისევ ანკაზე გადააქვს,თითქოს ამოწმებს ამ ჟესტის სიზუსტეს.ანკას თვალებში ბევრი ნაპერწკლებია.სუნთქვა ოდნავ ეცვლება. ხელის გამოხსნას არც ახლა ცდილობს. *** ბათუმში ჯერ ისევ დღის პირველ ნახევარში ჩადიან. ზღვის სუნი, ტენიანი ჰაერი. ქუჩებში უკვე სხვა რიტმი აქვს ყველაფერს. მანქანიდან გადმოსვლისას ანკა მხრებს გაჭიმავს და ღრმად ისუნთქავს. _ ოფიციალურად სხვა ქალაქში ვართ, — ამბობს ღიმილით. _და არაოფიციალურადაც, — პასუხობს ნოე, როცა მანქანას კეტავს. სასტუმროს ჰოლში სითბოა.რეგისტრატურასთან ახალგაზრდა ადმინისტრატორი იღიმის, სწრაფად ამოწმებს კომპიუტერში მონაცემებს. _თქვენი ჯავშანი გვაქვს. ერთი ნომერია, ზღვის ხედით, დიდი საწოლით. წამიერი სიჩუმე. ანკა ინსტინქტურად ნოეს გადახედავს. ნოეც მას უყურებს. არა გაოცებით უფრო ისე, თითქოს ზუსტად იცოდა, რომ ეს მომენტი დადგებოდა. მის მზერაში რაღაც ნელა იცვლება. კონტროლის რეჟიმი ერთვება. _ არა, _ მშვიდად ამბობს ანკა. ადმინისტრატორი ოდნავ იბნევა. _ უკაცრავად? _ ორი ნომერი გვინდა. _ დარწმუნებული ხარ? — ჩუმად ეკითხება ნოე მხოლოდ მისთვის. _ბათუმში ჩამოვედით სამუშაოდ._პასუხობს ანკა ისე რომ მხოლოდ მან გაიგოს. _ ანუ ეგ შენი გადაწყვეტილებაა?_ჩაეკითხა ნოე. _ეგ ჩემი ერთადერთი შანსია, რომ ეს ორი დღე ნორმალურად გადავრჩე. ადმინისტრატორი უკვე ბარათებს აწვდის. _ აი თქვენი ნომრები. ერთმანეთის გვერდითაა. ანკა გასაღებებს იღებს, მაგრამ სანამ დაიძრება, ნოეს კიდევ ერთხელ უყურებს. _ ცუდი ამბავი მაქვს შენთვის, _ამბობს ნოე. _ რა? _ გვერდით ნომრები ზოგჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ერთი. ანკა ჩუმად იცინის. _გავარკვევთ._პასუხობს მშვიდად ლიფტის კარი იკეტება. სივრცე უცებ ძალიან პატარა ხდება. მათ შორის რამდენიმე სანტიმეტრია მხოლოდ. ანკა კედელს ეყრდნობა. ნოე მის წინ დგას, ხელში ჯერ კიდევ ნომრის ბარათი უჭირავს. _ მაინც ორი ნომერი, _ ჩუმად ამბობს ნოე. _ უსაფრთხო ვარიანტია, _ პასუხობს ანკა, მაგრამ თვალს არ არიდებს. ლიფტი ირხევა. წამიერი სიჩუმე. ნოე ოდნავ იხრება მისკენ. არ ეხება. უბრალოდ ძალიან ახლოსაა. _ უსაფრთხო? _ ჩუმად ეკითხება. ანკას სუნთქვა ოდნავ ეცვლება. _ ნუ ამოწმებ, _ ამბობს ის მშვიდად. ლიფტი ჩერდება. კარი იხსნება. სართულზე სიჩუმეა. დერეფანში რბილი ხალიჩაა, ფანჯრიდან ზღვის შუქი შემოდის. ისინი რამდენიმე წამი არ იძვრიან. _ მარჯვნივ შენი, — ამბობს ნოე, ბარათს უყურებს. _ და მარცხნივ შენი, — პასუხობს ანკა. ნოე ანკას უყურებს. _დარწმუნებული ხარ? ანკა წარბს ოდნავ სწევს. _ შენ ხომ უსაფრთხო ვარიანტები გიყვარს. _ არა. — მშვიდად ამბობს ნოე. _ უბრალოდ კონტროლი მიყვარს. _ ზუსტად ეგ არის პრობლემა, — ჩუმად პასუხობს ანკა. რამდენიმე წამი ერთმანეთის წინ დგანან. მაგრამ ჰაერი ისევ ისეთი მძიმეა, როგორც მანქანაში. ანკა ბოლოს ბარათს აპარებს კარს. წითელი ნათურა მწვანედ იცვლება. _საღამოს შევხვდეთ, — ამბობს თითქოს ჩვეულებრივად. _ საღამო შორია, — პასუხობს ნოე. _ ბათუმიც შორი იყო, — ეღიმება ანკას და კარს აღებს. ერთი წამით უკან იხედება. ნოე ისევ უყურებს. კარი იკეტება. ნომერში სიჩუმეა. ზღვის ხმა შორიდან ისმის. ანკა ჩანთას საწოლზე აგდებს და ფანჯარასთან მიდის. მაღლიდან ზღვა უფრო მშვიდი ჩანს. ტელეფონი ირხევა.მესიჯი. ნოე: „გვერდით ნომრები მართლა ცუდი იდეა იყო.“ ანკას ეღიმება. პასუხს არ წერს. ორი წუთი გადის. ტელეფონი ისევ ნათდება. ნოე: „კარს ნუ კეტავ.“ ანკა თვალებს ხუჭავს. ღრმად ისუნთქავს ჰაერს. კარს უყურებს. მიდის. თითებს სახელურზე აჩერებს. და უბრალოდ… არ კეტავს. დერეფანში სიჩუმეა. რამდენიმე წამი. შემდეგ — ნაბიჯების ხმა. ნელა. მიზანმიმართულად. მისი სუნთქვა ოდნავ ეცვლება. არ იძვრის. ნაბიჯები კართან ჩერდება. სიჩუმე. არც კაკუნი. არც სიტყვა. მხოლოდ კარის მეორე მხარეს ვიღაცის არსებობა. ანკას ტუჩის კუთხე ოდნავ ეღიმება. _კონტროლი, ხომ? — ჩუმად ეუბნება საკუთარ თავს. კარის სახელური წამიერად ირხევა. არ იღება. უბრალოდ მსუბუქი მოძრაობაა — გაფრთხილება. შემდეგ ტელეფონი ისევ ნათდება. ნოე: „კარგი გოგო ხარ.“ ანკა თვალებს ხუჭავს. პასუხს ისევ არ წერს. კარის მეორე მხარეს ნაბიჯები შორდება. ნელა. ძალიან ნელა. *** შუადღის მზე უკვე პირდაპირ ეცემა ქალაქს. რესტორანში შედიან.ზღვისპირა, ღია სივრცე, მინიმალისტური ინტერიერი. ხმაური, ჭიქების ხმა, დღის ენერგია. _ საქმეზე ვლაპარაკობთ, — ამბობს ანკა მენიუს გადაფურცვლისას. _ ანუ ოფიციალურად ვარ აქ? — ნოეს ეღიმება. - ჯერ კი, — მშვიდად პასუხობს ანკა. _ პროექტის ჩავარდნის მიზეზი რა გგონია? — ეკითხება ნოე. _ ზედმეტი ემოცია, — პასუხობს ანკა დაუფიქრებლად. — გადაწყვეტილებები მონაცემების გარეშე. ნოე თავს აქნევს. _ ანუ ვიღაცამ კონტროლი დაკარგა? ანკა თვალს სწევს. _ ზოგჯერ კონტროლი ზედმეტიცაა. წამიერი პაუზა ზღვაზე მზის ბოლო სხივები ბზინავს, ჰაერი ოდნავ სველია. ანკა და ნოე ობიექტზე შედიან, ნახევრად დასრულებული შენობა მშენებლობა შეჩერებულია. გარე ფასადი გაკეთებულია, შიგნით კი ქაოსია. _ კარგი, — ამბობს ანკა და მზის სათვალეს იხსნის. _ დავიწყოთ რეალურად. ნოე გარშემო ათვალიერებს ყველაფერს. _ კომუნიკაცია არ არსებობდა, — ამბობს მშვიდად. _ ინვესტორს და არქიტექტორს ერთმანეთი არ ესმოდათ. _ და ვიღაცამ იფიქრა, რომ ყველაფერი თავისით დალაგდებოდა, — ამატებს ანკა. ისინი შიგნით შედიან. ხმა ექოდ ისმის ცარიელ სივრცეში. _ ხედავ? — ნოე ხელით ანიშნებს ერთ კედელზე. — აქ შეცდომა დიზაინშია. ფუნქცია და ვიზუალი ერთმანეთს ებრძვის. _ როგორც ზოგიერთ ადამიანს, — ნახევრად ხუმრობით ამბობს ანკა. ნოე ოდნავ იღიმება. _ კარგია, რომ ჩვენ მაინც ერთ მხარეს ვართ. _ ჯერ, _ უსწორებს ანკა. ისინი რამდენიმე წუთი სერიოზულად განიხილავენ გეგმებს. ფურცლები იშლება, ტელეფონში ნახაზები იხსნება. ნოე ანკას უყურებს, როცა ის რაღაცას ხსნის ენთუზიაზმით. _ იცი რა? — ამბობს მოულოდნელად. _ რა? _ საქმეში შენ საშიში ხარ. ანკა ჩერდება. შემდეგ მშვიდად პასუხობს: _სამსახურში შეცდომებს არ ვპატიობ. ნოე ეღიმება. _ კარგია. მაშინ ეს პროექტიც იქნებ გადავარჩინოთ. *** ანკა ბოლო ცვლილებებს აკეთებს ნახაზზე, თითები სწრაფად გადაადგილდება მონიტორზე. _ ამას შევასწორებ, — ამბობს ანკა. ნოე ახლოს დგება, თვალებში ინტერესით უყურებს. _ მართლა? _ ოდნავ ეღიმება. — გამიკეთე პრეზენტაცია, რომ ვნახოთ პროფესიონალურად. ანკა ოდნავ წინ იწევა, თითით აჩვენებს დეტალებს.ნოე ახლოს მიდის,მანძილს ამცირებს მათ შორის.იმდენად ახლოს დგება რომ ანკა კისერზე მის სუნთქვას გრძნობს. _ ხედავ? _ ამბობს ანკა. _ აქ უნდა შევცვალოთ, ეს ზედმეტია. ნოე თითებს ნელ-ნელა გადაადგილებს ანკას ხელისკენ, ოდნავ ეხება თითებზე. _ მმ… პროფესიონალურად ნაზად მუშაობ. _ ჩურჩულით ეუბნება. ანკა ღიმილით პასუხობს — პროფესიონალურად… და ნაზად ხომ?! ნოე ოდნავ მტკიცედ უჭერს თითებს. _ ჰოო… ნამდვილად პროფესიონალურად მივდივართ. თითებს თითებზე უჭერს. — კარგი, დროა რეალურად შევხედოთ პროექტს. _ამბობს ანკა._ ხვალ ინვესტორი გველოდება,ასე რომ მობილიზდი ნოე,გეყოს მაიმუნობა. _კარგი.გისმენ ყურადღებით._უღიმის ნოე. *** ბნელი საღამოა,მთვარე ჯერ ისევ არ ჩანს. ანკა და ნოე,მანქანით ბრუნდებიან სასტუმროში. _როგორი ბნელი ღამეა._ამბობს ანკა. _ჰო,მისტიური. _ნუ იყენებ მსგავს სიტყვებს,მეშინია._იღიმის ანკა. _რისი?_სერიოზულად ეკითხება ნოე. _მისტიური რამე-რუმეების._იცინის ანკა. _ როგორი ბავშვური ხარ ხან.რამდენი ანკა ცხოვრობს შენში?_ნაზად უღიმის ნოე. ანკა ფანჯრიდან გზას აშორებს თვალს და მას უყურებს. _ზუსტად არ ვიცი…ბევრი ალბათ… მაგრამ ეს კონკრეტული ანკა ახლა ცოტა დაღლილია, ცოტა მშიერია და ცოტა ეშინია კიდეც. _მშიშარა ანკა საინტერესო ვერსიაა, — მშვიდად ამბობს ნოე. _და შენ რომელი ნოე ხარ ახლა? — ინტერესით ეკითხება ანკა. ნოე წამით ჩუმდება, მერე გზას გაჰყურებს. _ის, რომელიც ცდილობს სერიოზული იყოს… მაგრამ ვერ გამოსდის. _რატომ? — ჩაეღიმება ანკას. _იმიტომ, რომ გვერდით ზის გოგო, რომელსაც „მისტიური“ სიტყვა აშინებს და ამას ისე ამბობს, თითქოს ფილმის გმირია. ანკა იცინის. _ხომ გითხარი, ბევრი ანკა ვარ. _მაშინ უნდა ვაღიარო, — ამბობს ნოე ოდნავ დაბალი ხმით, — რომ ეს ვერსია ყველაზე მეტად მომწონს. მანქანაში წამით ისევ სიჩუმე ისადგურებს. გარეთ ბნელია, მაგრამ შიგნით რაღაც უცნაურად თბილი. *** სასტუმროს რესტორანი თბილი განათებითაა სავსე. ფანჯრებიდან ზღვა თითქმის არ ჩანს — მხოლოდ შავი სივრცე და შორიდან ქალაქის განათებები. მაგიდასთან სხედან. წითელი ღვინო და მსუბუქი ვახშამი. _უცნაურია, — ამბობს ანკა, როცა მენიუ გვერდზე გადადო, — მთელი დღე ერთად ვიყავით,ამდენს ვსაუბრობდით ღამით და მაინც მგონია, რაღაცები საერთოდ არ ვიცით ერთმანეთის შესახებ. _მაგალითად? — ინტერესით უყურებს ნოე. _როგორი ბავშვი იყავი, — ჩაეღიმება. — ხასიათით. ნოე წამით ფიქრობს. _ჩუმი. ზედმეტად ჩუმი. ისეთი ბავშვი, რომელსაც სულ ეუბნებოდნენ: „რატომ არაფერს ამბობ?“ _და რას ფიქრობდი მაშინ? — ეკითხება ანკა. _რომ სიტყვებს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. თორემ ჯობია საერთოდ არ თქვა. ანკა ცოტა ჩუმდება. _რა ჭკვიანი ბავშვი ყოფილხარ_იცინის ანკა და ირონიას ურევს._ალბათ ამიტომ ხარ ახლა ასეთი, როგორიც ხარ. _როგორი? — ღიმილით ეკითხება. _როგორიც ხარ ისეთი._ იცინის ანკა._ მშვიდი,გაწონასწორებული,დაკვირვებული… _შენ როგორი იყავი? _ძალიან ხმაურიანი, — იცინის ანკა. — სულ რაღაცას ვიგონებდი. ისტორიებს, პერსონაჟებს, სიტუაციებს… მომწონდა არარეალური სამყარო და იქ ყოფნა. _და ახლა? _ახლა უბრალოდ დრო აღარ მაქვს არარეალურის გამოსაგონებლად,თორემ ისე საინტერესოა — მხრებს იჩეჩავს ღიმილით. რამდენიმე წამი ჩუმად უყურებენ ერთმანეთს. არა უხერხულად — პირიქით, ძალიან ბუნებრივად. _უცნაურია, — ამბობს ნოე დაბალი ხმით, ბავშვობაზე ლაპარაკი ისე მოქმედებს, თითქოს ცოტა უფრო ახლოს გვაბრუნებს იმასთან, ვინც სინამდვილეში ვართ. _ხანდახან კი, — პასუხობს ანკა, — უფრო ახლოს გვაბრუნებს იმასთან, ვინც აღარ ვართ… ნოე ჭიქას ნელა ასწევს. _მაშინ ეს ვახშამი მივუძღვნათ ორივეს: ძველ ნოეს და ძველ ანკას. ანკა ჩუმად ეღიმება. _და ახალებს? _ახალებს ჯერ დრო აქვთ, — პასუხობს. _კიდე,მომიყევი რამე რაა…_პატარა ბავშვივით ეხვეწება ანკა.ნოეს ეღიმება. _რა მოგიყვე? მშვიდი ბავშვი ვიყავი,განებივრებული,თუმცა დედა ზომიერების შეგრძნებას სულ მასწავლიდა.საოცარი დედა მყავს,ოდესმე გაგაცნობ._უღიმის ნოე. _დედმამიშვილები არ გყავს?_ სასმელს წრუპავს. _არა.მხოლოდ მე… _და რატომ ცხოვრობ ცალკე? ოჯახიც არ გყავს…ანუ მშობლებთან რომ ყოფილიყავი კიდევ?.. _ იმიტომ რომ ასე გამზარდეს._ იღიმის ნოე._ დამოუკიდებელ პიროვნებად,ეს არც ჩემი მშობლებისთვის არ ყოფილა ტრაგედია,რომ მე ცალკე გადავედი საცხოვრებლად. _აბა ჩემთან…_ ტუჩის ცალ მხარეს ბრიცავს ანკა და ჭიქიდან ღვინოს სვამს. _შენთან როგორ არის? _ჩემთან კონტროლია,არ უყვართ საღამოს რომ გარეთ ვარ.გვიან ღამეზე საუბარი ზედმეტია.არადა ოცდარვა წლის ვარ უკვე,დამოუკიდებელი,მაგრამ მაინც სხვაზე დამოკიდებული… _და რატომ ხდება ეს? _ჰოო,რავიცი.აქვთ მიზეზი,მაგრამ ჩემთვის აბსურდულია…მაგრამ ამას ასე ვერ ვიტყვი.რადგან მერე კონფლიქტი მოხდება …ცხვირს ჭმუხნის და იღიმის_ მგონი სასმელი მომეკიდა.ბევრს ვლაპარაკობ ხომ? _არა,მომწონს.გულწრფელი ხარ. _ანუ არ ვაჭარბებ ხომ? _ თავა იზღვევს ანკა. _არა,გააგრძელე. _რა,ჩემი სტრესები? _იღიმის._ არ მინდა ამით დავამძიმო…არა არც მძიმედ არ ვარ,უბრალოდ …მგონი ბათუმის ჰაერის ბრალია._ იცინის. _ან სასმელის._ უღიმის ნოე უბრალოდ. _ან ორივესი ერთად._იცინის._შენთან რატომ არის მარტივი საუბარი?_თვალებში აკვირდება ნოეს. _ალბათ იმიტომ,რომ უბრალოდ გისმენ და არაფრის დამტკიცება არ გიწევს ჩემთან. _ ჰო,ალბათ.მომწონს… ანუ,დედას გამაცნობ? _თემას ცვლის უცებ.ნოეს ეცინება მის ასეთ ტრანსფორმაციაზე. _ხანდახან ვერ გეწევი ემოციებში._ იცინის ნოე._ კი გაგაცნობ და ვიცი ძალიან მოეწონები. _საიდან იცი?_ თვალებში აშტერდება _იქიდან რომ შენნაირი კუდრაჭა გოგო სულ უნდოდა რომ ჰყოლოდა._ცხვირზე თითს უსვამს ნოე.ანკა ცხვირს ჭმუხნის. _მე ძმა მყავს.თექვსმეტი წლით ვარ დიდი._იღიმის._ ისეთი საყვარელია,ფეხბურთი უყვარს და ერთად დავდივართ სტადიონზე.ახლა ევროპის შესარჩევ ტურზე დაპირებული ვარ წაგიყვანთქო ყველა თამაშზე რაც ჩვენთან გაიმართება.მეც გაგაცნობ ოდესმე თუ გინდა._აღტაცებით ლაპარაკობს ანკა. _ მინდა,რა თქმა უნდა. ნომერში ბრუნდებიან.კარის ზღურბლზე ერთმანეთს უღიმიან და ორივე თავის ნომერში შედის.ანკა ჩანთას იატაკზე დებს,მობილურს იღებს და სახლში რეკავს ვიდეო ზარით. _დე,საღამომშვიდობის.როგორ ხართ? _კარგად,დედი,შენ?როგორ იმგზავრე? _მშვენივრად.ვივახშმე ახლა ამოვედი ნომერში და დაგირეკეთ.თომა რას შვრება,მამა? _ნორმალურად.თომა გკითხულობდა,როდის დაბრუნდებაო,ხომ იცი ეს ვერ იტანს უშენობას._უღიმის დედა. _ჰოო,მეც მენატრება. კარზე ზარია. _უი,ვიღაც არის,მოიცა დე,არ გათიშო._ანკა კარს აღებს და კართან გაღიმებული ნოე დგას.ანკა იბნევა წამიერად. _დეე,უნდა გაგითიშო,მომსახურე პერსონალია,თეთრეული უნდა შეცვალონ._ანკა ტელეფონს ოდნავ ატრიალებს ისე რომ არ გამოჩნდეს კამერაში და თვალებს უბრიალებს ნოეს.ამაზე ნოე მხიარულდება. _კაი დე კაი.მშვიდი ღამე. _თქვენც. ტელეფონს თიშავს. _ რა ჯანდაბას აკეთებ? რა გინდა ამ დროს აქ?_ თან იცინის._ დაგინახავენ და პირდაპირი რეისით მოითხოვს მამაჩემი ჩემს თავს სახლში. ნოე იცინის და ნომერში შედის. _მშვენიერი ნომერია,საწოლი აქაც დიდია,ვფიქრობ ორივე დავეტეოდით,ტყუილად ავიღეთ მეორე ნომერი._ საწოლზე ჯდება. _ნოეეე… მოგხვდება._ ანკა უახლოვდება და მის წინ დგება._ მოუსვი აქედან. _ნწ…_ნოე თავს აქნევს.ანკას მაჯაში ხელს ჰკიდებს და თავისკენ მიიზიდავს,გაშლილ ფეხებს შორის,წელზე ხელებს ხვევს. _შენთან მინდოდა,ვერ დავიძინებ,როცა ვიცი რომ აქ ერთი კედლის მიღმა ხარ. ანკა თმაში უცურებს ხელს.თავს მისკენ ხრის. _გინდა შენს ნომერში გავიდეთ_ ეუბნება ძალიან ნელა _ დავწვეთ…და მე ზღაპრებს მოგიყვები,რომ დაგეძინოს._ნოეს იმედგაცრუებული სახის დანახვაზე ანკა კისკისებს. ნოე მკლავებს არ უშვებს,უფრო ძლიერად ხვევს და საწოლზე აწვენს ისე რომ თავად ზევიდან ექცევა.ანკა სუნთქვას აჩერებს.ნოე ანკას რეაქციით კმაყოფილი დაყურებს და ხმადაბლა ეუბნება _ნუ მეთამაშები,ხომ იცი ახლა ღამის ნოე არის გააქტიურებული,ის ფრთხილი არ არის. ანკა ღრმად სუნთქავს.პატარა ბავშვივით მორჩილად უქნევს თავს. _მახსოვს კი,შენ ჩემთვის უკვე ღამის ნოე ხარ. _გავგიჟდები,თუ ასე ახლოს დავრჩები შენთან. ანკა თვალებს წევს და თვალებში უყურებს,ჯერ ისევ სუნთქვა აჩქარებული. _დარჩი მერე… ჩურჩულით ეუბნება ანკა. _დავრჩები,მაგრამ ვგრძნობ რომ ზღაპრები არ მინდა._მაცდურად დაყურებს ნოე. ანკა კისკისებს ._არადა რა კარგი მთხრობელი ვარ არ იცი შენ. _კაი,რადგან არ იშლი ვცადოთ. ნოე ათავისუფლებს ანკას საწოლის ნახევარს იკავებს,წვება და ანკას ანიშნებს გვერდით დაწოლას. _მოდი მომიყევი…_ თან ხელს ბალიშზე ურტყამს მსუბუქად,ნიშნად იმის რომ დაწვეს.ანკა იღიმის.ნოეს გვერდით იკავებს ადგილს.ორივე ხელს ქვედა ლოყის ქვეში იდებს და ნოეს შეყურებს თვალებში,ნოე კი მას. მათ შორის არსებული მუხტი სულ უფრო დიდდება და მძაფრდება.ნოე მარცხენა ხელს იღებს და სახეზე ადებს და ცერა თითით ნაზად ეფერება.ნელ-ნელა თითს ტუჩებზე უსმევს და მზერაც ტუჩებზე გადააქვს. _შეიძლება? _ეკითხება ძალიან ჩუმად. ანკა თვალებს ხრის. და ძალიან ჩუმად პასუხობს. _შეიძლება… ნოე ნაზად,ძალიან ფრთხილად კოცნის ტუჩის კუთხეში და მიუყვება მის ნაზ ვარდისფერ ბაგეებს. _ტკბილია._ამბობს ნოე.ისე რომ სახე ჯერ ისევ ანკას სახესთან აქვს. _ზოგადად მე ვარ ტკბილი._უღიმის ანკა. _ძალიან მიყვარს “ტკბილი” _იცინის ნოე. ანკა მის სახეზე დაასრიალებს საჩვენებელ თითს. _შენ მე დამპირდი,რომ ყოველ ღამე დამირეკავდი… _აჰ ეღიმება ნოეს. ამ ყველაფერს ზარი გირჩევნია? ანკა წამით ჩუმდება, მერე ღიმილით, მაგრამ ძალიან გულწრფელად პასუხობს: _არა…თუმცა, ზოგჯერ სიტყვები უფრო მაწყნარებს, ვიდრე კოცნა.… _ მცირე პაუზას აკეთებს და თვალებში უყურებს, _ ორივე ცუდი არ არის. ნოე ჩუმად იცინის, შუბლს მის შუბლს ადებს. _კარგი, შევთანხმდით. დაგირეკავ როცა ერთად არ ვიქნებით,მაგრამ როცა ვერ დაგირეკავ… _უნდა ვიცოდე რომ მაინც ჩემზე ფიქრობ, _ ასრულებს ანკა მის ნაცვლად. _ჰო._უღიმის ნოე. უხმოდ წვანან ერთმანეთის პირისპირ და თითქოს ამ წამებით ტკბებიან.არცერთი არ საუბრობს,არც ზედმეტად ეხებიან ერთმანეთს,რაც ვნებას გამოიწვევს _ შეიძლება შენთან დავრჩე?_ეკითხება ნოე. _ რატომ? მარტო ძილის გეშინია? დასცინის ანკა. _ გამოგიტყდები და კი._თავს ისაწ....ბს ნოე. _ კარგი… მაგრამ მართლა ძილისთვის. არა ღამის ნოე, არა ექსპერიმენტები, არა ზღაპრის შემცვლელი ვერსიები. უბრალოდ მე და შენ, ერთ საწოლში, ჩუმად. ნოე ღიმილით უყურებს. _ ანუ ოფიციალურად ვბრუნდები დღის ნოედ? ანკა თავს უქნევს. _ დღის ნოე ბევრად უსაფრთხოა. და… რატომღაც ახლა უფრო მეტად მომწონს. ნოე მისკენ იზიდავს ანკას,ხელს ხვევს,მის ყელში სახეს რგავს და ასე იძინებს.ნოეს მშვიდი სუნთქვა ანკასაც ედება და ისიც ღრმა ძილს ეძლევა. *** დილით პირველი მზის სხივი ფარდებს შორის შემოიპარება. ნომერში ჯერ ისევ ნახევრად ბნელა. ანკა თვალებს ახელს პირველი. რამდენიმე წამი უბრალოდ ჭერს უყურებს, მერე ნელა ტრიალდება. ნოე გვერდით მშვიდად სუნთქავს. თმა ოდნავ აჩეჩილი აქვს, სახე უჩვეულოდ მშვიდი. ანკა იღიმის. ჰმ… დღის ნოე ბევრად საყვარელია ვიდრე ღამის, ჩურჩულებს თავისთვის. ნოე თითქოს გრძნობს მზერას და თვალებს ახელს. _რატომ მიყურებ ისე, თითქოს ექსპონატი ვიყო?_ ბოხი, ჯერ ისევ მძინარე ხმით ამბობს. _ახლა მე ვფიქრობდი, რამდენი ნოე არსებობს სინამდვილეში და ამ დილის ვერსია მომეწონა.ნაკლებად საშიში._ იცინის ანკა. ნოე ხელს თვალებზე ისვამს. _ეს დილის ვერსია ჯერ ყავის გარეშეა და ამიტომ განსაკუთრებით დაუცველია. ანკა საწოლიდან დგება. _მაშინ სწრაფად უნდა გიშველო, სანამ ინვესტორამდე დაიშლები. საუზმეზე სასტუმროს რესტორანში ჩადიან.ზღვა ფანჯრიდან მშვიდად მოჩანს. ნოე ლეპტოპს ხსნის, ანკა ყავას ურევს. _კარგი,_ ამბობს ნოე საქმიანი ტონით, მაგრამ ისევ ღიმილი აქვს სახეზე_ დღეს მთავარი კითხვა: დავარწმუნებთ, რომ პროექტი გადასარჩენია, თუ უბრალოდ ლამაზად დავემშვიდობებით? _მე პირველ ვარიანტს ვირჩევ, _ ამბობს ანკა._თუ უკვე ბათუმამდე ჩამოვედით, დრამატული ფინალი ჯერ ადრეა. ნოე უყურებს. _შენ ყოველთვის ოპტიმისტი ხარ, როცა საქმე სხვების იმედგაცრუებას ეხება. _არა,_ იღიმის ანკა,_ უბრალოდ დეტალებში ვხედავ შანსებს. მაგალითად თუ ინფრასტრუქტურის შეცვლა ვერ მოესწრება, შეიძლება ეტაპობრივი გახსნა შევთავაზოთ. ნოე ჩერდება. _ანუ „არ ვხურავთ, უბრალოდ დრო გვინდა“ სტრატეგია. _ზუსტად, _ თავს უქნევს ანკა. _ინვესტორებს ყველაზე მეტად სიტყვა „დრო“ აშინებთ, თუ სწორად არ შეფუთე._ ნოე ნელა იღიმის._და შენ კარგად ახერხებ შეფუთვას. _ეს კომპლიმენტია თუ ირონია? _ თვალს უკრავს ანკა. _ორივე, _ პასუხობს მშვიდად._და ამიტომ ხარ აქ ჩემთან. ანკა სვამს ყავას. _კარგი,წავიდეთ, სანამ ისევ ღამის ნოე არ გააქტიურდება. ნოე იცინის. _ინვესტორის წინაშე ეგ ვერსია ნამდვილად არ გვჭირდება. _ჰო,მეც მასე ვფიქრობ._ ეშმაკური ღიმილი უთამაშებს ანკას სახეზე. *** ნოე და ანკა ინვესტორებთან შეხვედრაზე მიდიან.მინიმალისტური ოფისი. მინის მაგიდა. სამი ინვესტორი. ნოე პრეზენტაციას ასრულებს. _ ფინანსური რისკი უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი, ამბობს ერთ-ერთი, მაგრამ გაწელილი ვადები ჩვენს გეგმას არ ჯდება. ნოე მშვიდია, მაგრამ მხრები ოდნავ დაძაბული აქვს. _ ვიცით, ამიტომაც გთავაზობთ ოპტიმიზებულ კალენდარს, _პასუხობს. _ ოპტიმიზებული არ ნიშნავს მომგებიანს, წყვეტს მეორე. ჰაერი მძიმდება. ნოე წამით ჩერდება. ანკა ამას ამჩნევს. ხედავს, რომ საუბარი ჩიხში შედის. ის ნელა წინ იხრება. _ შეიძლება მე დავამატო? მშვიდად, _მაგრამ თავდაჯერებით იძახის ანკა ინვესტორებს მზერა ანკაზე გადააქვთ. _პროექტი არ ითხოვს უბრალოდ დამატებით დროს,_ აგრძელებს ანკა._ ის ითხოვს სწორ ფაზებს. თუ პირველ ეტაპზე გავხსნით მხოლოდ კომერციულ ნაწილს და საცხოვრებელ ზონას მეორე კვარტალში გადავიტანთ, თქვენ პირველ შემოსავალს უფრო ადრე მიიღებთ. ერთ-ერთი ინვესტორი სკამზე სწორდება. _ანუ რისკს ნაწილებად გვთავაზობთ. _ არა, იღიმის ანკა,_გთავაზობთ კონტროლს. თქვენ არ კარგავთ პროექტს. უბრალოდ არ ჩქარობთ მის გაფუჭებას. სიჩუმე. ნოე მას უყურებს პირველად არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც ლიდერს და ეს მოწონს. მესამე ინვესტორი ამბობს: _რამდენი დრო გჭირდებათ? _სამი თვე,_ პასუხობს ანკა დაუფიქრებლად._და ყოველ თვეში დეტალურ პროგრეს-ანგარიშს მოგაწვდით. სიჩუმე,ამ რამდენიმე წამიან სიჩუმეში წყდება პროექტის ბედი. _კარგი, _ ამბობს პირველი._ სამი თვე. მაგრამ შედეგი უნდა ვნახოთ. შეხვედრა მთავრდება. გარეთ გამოდიან.ჰაერში ზღვის სუნია.ცოტახანს ჩუმად მიუყვებიან მანქანისკენ გზას. _სამი თვე? _ჰო. _არ მქონდა ეგ დრო გათვლილი. _ვიცი,მაგრამ საჭირო იყო რაღაც მინიმალური დროს დასახელება ნოე.ადგილობრივი არქიტექტორი გვჭირდება, _ამბობს ანკა მშვიდად, მაგრამ მტკიცედ. ნოე მაშინვე თავს აქნევს. _ არა. ამ მასშტაბის პროექტს ექსპერიმენტად ვერ ვაქცევ. _ექსპერიმენტი არ არის,ეგ მეც ვიცი. პასუხობს ანკა._ადგილობრივი უკეთ იცნობს ქალაქის სპეციფიკას. _ მე მჭირდება ადამიანი, ვისაც პირადად ვიცნობ. _ ანუ კონტროლი გჭირდება, _ უსწორებს ანკა. ნოეს მზერა მკაცრდება. _ამას კონტროლი არ ჰქვია. ამას პასუხისმგებლობა ჰქვია. _ პასუხისმგებლობა მარტო შენზე არ არის, ხმას ოდნავ უწევს ანკა._სამი თვე გვაქვს. ფიზიკურად ვერ იქნები აქ ყოველდღე. _ მოვაგვარებ, მოკლედ პასუხობს ნოე. _ როგორ?გაყოფილ სხეულად ივლი თბილისსა და ბათუმს შორის? ნოე ჩუმდება წამით, მერე ირონიით: _და შენ ფიქრობ, რომ უცნობი არქიტექტორი ყველაფერს იდეალურად გააკეთებს? _ არა, _ პირდაპირ პასუხობს ანკა._ მაგრამ ვიღაცას უნდა ენდო. ყველაფერს შენ ვერ გააკონტროლებ,სხვა გზა არც გაქვს. სიჩუმე. ნოე წინ გადადგამს ნაბიჯს. _შენ არ იცი, რამდენი რამ ჩამენგრა იმიტომ, რომ ვიღაცას ვენდე. ანკა მშვიდდება ამის მოსმენაზე,ხვება ეს მისთვის რამდენს ნიშნავს, მაგრამ უკან არ იხევს. _ და შენ არ იცი, რამდენი რამ არ ამიწყია იმიტომ, რომ არავინ მენდო. მათ შორის ჰაერი მძიმდება. _ საქმე შენში არ არის, _ამბობს ნოე. _ არის, _ მშვიდად პასუხობს ანკა._რადგან ახლა მე შენს გვერდით ვარ. და თუ გუნდი ვართ გადაწყვეტილებაც გუნდური უნდა იყოს. ნოე თვალებში უყურებს. _ შენ მართლა გჯერა, რომ ეს იმუშავებს? _ მჯერა, _ პასუხობს დაუფიქრებლად._და თუ არ იმუშავებს ერთად ვუპასუხებთ. ნოე ღრმად სუნთქავს. _ კარგი. შევხვდეთ კანდიდატს. მაგრამ საბოლოო სიტყვა ჩემი იქნება. ანკა წარბს სწევს. _ არა. საბოლოო სიტყვა ჩვენი იქნება. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებენ. მანქანაში ჩუმად სხდებიან. ძრავის ხმა ერთფეროვნად გუგუნებს. ნოე საჭეს უყურებს. ანკა ფანჯარას. არცერთი არ იღებს ხმას. ნოე რადიოს რთავს, მერე ისევ თიშავს. _ არ მინდოდა ასე გამოსულიყო,_ ამბობს ბოლოს დაბალი ხმით. ანკა არ უყურებს, მაგრამ პასუხობს: _ ვიცი. მანქანა სასტუმროს პარკინგში ჩერდება. სასტუმროში ისე შედიან არცერთი არ იწყებს ლაპარაკს.ნომერში ადიან,ორივე თავის ნომერში შედის უთქმელად.ანკა ფიქრები აწვება. “ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს. ყველაფერს აკონტროლებს, რადგან ეშინია, რომ სხვამ შეიძლება გააფუჭოს. და უცებ მიხვდა ეს პროექტზე კი არა, მისი ბუნებაა.. თუ ახლა არ ისწავლის ნდობას, მერე ბევრად რთული იქნება.” ნომეიდან გამოდის და ნოეს კარზე აკაკუნებს. ნოე ლეპტოპთან ზის. კარი რომ იღება, თვალს წევს. _ ისევ კამათისთვის მოხვედი?_ ნახევრად ხუმრობით ამბობს. ანკა თავს აქნევს. _ არა. სალაპარაკოდ. მიდის, საწოლის კიდეზე ჯდება,ნოეს გვერდით.ხმა რბილია აქვს. _ ვიცი, რომ შენთვის კონტროლი უსაფრთხოებაა.მაგრამ სამი თვე გვაქვს. და შენ აქ მარტო ვერ ივლი. ნოე ჩუმად უსმენს. _ მე არ გთხოვ, რომ უცნობს ენდო, აგრძელებს ანკა._ვფიქრობ, ვიღაც კონკრეტულზე. ნოე წარბს სწევს. _ ვისზე? _ ნიკა. ჩემი ჯგუფელი იყო. ერთად ვმუშაობდით რამდენიმე პროექტზე.ახლა ბათუმში ცხოვრობს. არქიტექტორია. ძალიან პრინციპულია. ზედმეტადაც კი. ნოე დუმს. _ თუ თანახმა ხარ, _ აგრძელებს მშვიდად,_ხვალ შევხვდეთ. მოუსმინე. თუ არ მოგეწონება არ გავაგრძელებთ. ნოე თვალებში უყურებს. _ ენდობი? _ჰო, _ დაუფიქრებლად პასუხობს ანკა._და შენც შეგიძლია სცადო.რამდენიმე წამი სიჩუმეა. ნოე ნელა ხურავს ლეპტოპს. _კარგი. შევხვდეთ ნიკას.მაგრამ თუ რამე არ მომეწონა, უკან დავიხევ. ანკა ოდნავ იღიმის. _ესეც ნდობის ნაწილია. ორივეს გვაქვს უკან დახევის უფლება. ნოე დგება,მის წინ დგება,ანკას სახეს ხელებში იქცევს. _ ზოგჯერ მგონია, შენ ჩემზე მეტად მშვიდი ხარ. — არა, ჩუმად პასუხობს ანკა. უბრალოდ შენს გვერდით მინდა, რომ მშვიდი ვიყო._უღიმის,ანკა დგება და მის მკერდს აყრდნობს თავს. ანკა ნიკასთან რეკავს,უთანხმდება შეხვედრაზე საღამოს.მანამდე კი მთელ დღეს ერთად ატარებენ ის და ნოე,თუმცა ნოე ფანჯარასთან დგას და ზღვას გადაყურებს.ანკა საწოლზე ზის, მუხლებზე ლეპტოპი უდევს, მაგრამ ეკრანს აღარ უყურებს ნოეს აკვირდება. _ ისევ ფიქრობ? ეკითხება მშვიდად. ნოე ოდნავ იღიმის. _ მე ყოველთვის ვფიქრობ. _ არა, _ თავს აქნევს ანკა,_ახლა ზედმეტად ფიქრობ. ნოე სკამზე ჯდება. _იცი რა მაწუხებს?თუ ეს არ იმუშავებს, ეს ჩემი პასუხისმგებლობა იქნება. _ჩვენი, უსწორებს ანკა. ნოე თავს აქნევს. _ არა. ინვესტორები ჩემთან მოვიდნენ. ანკა ლეპტოპს ხურავს, მის წინ დგება. _ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა “ნუ იღებ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიდრე საჭიროა” ნეტა მას თუ ახსოვს?_იღიმის ეშმაკურად ანკა. ნოე პირველად უყურებს ისე, თითქოს რაღაცის გააზრებას ცდილობს. _ შენ ძალიან მარტივად ამბობ ამას. _ნოე,გთხოოვ.მენდე _ ხვეწნას ურევს ხმაში ანკა. _შენ გენდობი._ჩუმად ამბობს ნოე. _მე ვიცი რაც დაგამშვიდებს._იღიმის ანკა,უცებ მის წინ დგება,კისერზე ხელებს ხვევს,ფეხისწვერებზე იწევა და მსუბუქად ეხება ნოეს ტუჩებს.კოცნის პროცესში გრძნობს როგორ ეღიმება ნოეს.ფრთხილად იხევს უკან. _აი,ხომ გითხარი. _ნიშნის მოგებით ამბობს ანკა. _ეს კი არ მამშვიდებს უფრო მაფორიაქებს_ იცინის ნოე.ხელში იტაცებს ანკას და საწოლზე აწვენს. _ნუ მიწვევ,ისედაც ვდუღვარ შიგნიდან დღეს. _კაი,წყნარად ვარ ამის შემდგომ._ნაბავს თვალებს ანკა.ნოე იცინის და დგება. საღამოს ნიკას შეჩერებული სასტუმროს ტერიტორიაზე ხვდებიან.ნიკა პირველი ანკას ამჩნევს და მისკენ მოდის. _ანკა,როგორ ხარ? _კოცნის და მსუბუქად ეხვევა. _შენ,როგორ ხარ ნიკოლოზ? _შესანიშნავად,გამიხარდა შენი ზარი.არ გელოდი აქ. _ჰო ხდება ხოლმე._ ნიკა ლოყაზე ჩქმეტს მსუბუქად.ნოე გაუაზრებლად წარბს ზევით წევს.ეს უკვე არ მოწონს.ანკა ნოეს გახედავს და მისი სახის გამომეტყველებაზე ხვდება. _ნიკა…სანამ ანკა იტყვის ნოე ასწრებს და ხელს უწვდის ნიკას _ნოე. _ნიკა._მის გამოწვდილ ხელს აგებებს ნიკა. შეხვედრის შუა ნაწილში ნიკა ენერგიულად საუბრობს, იდეებს ხატავს, სივრცეს ხელით აღწერს. _ ბათუმს სჭირდება სიმსუბუქე, ამბობს. არა კიდევ ერთი მძიმე კორპუსი. ნოე უსმენს, მაგრამ სახეზე შეკავებული სკეპტიციზმი აქვს. _ გამოცდილება რამდენწლიანი გაქვს კომერციულ პროექტებზე? _ ეკითხება პირდაპირ. ნიკა ჩერდება. — ოფიციალურად? ექვსი წელი.არაოფიციალურად შემიძლია ბავშვობიდან მივითვალო. პასუხი თავდაჯერებულია.ნოეს წარბი ოდნავ იკეცება.ანკა აკვირდება ეს უკვე შემდეგი მინუსია ნოეს თვალში: ზედმეტი სითბო. ზედმეტი თავდაჯერება. “ოჰ,ნოე” ფიქრობს ანკა. ერთად გამოდიან ობიექტიდან.ნიკას ემშვიდობებიან.რამდენიმე ნაბიჯს ჩუმად გადიან. პირველი ანკა არღვევს სიჩუმეს. _ რა ფიქრობ? ნოე მხრებს იჩეჩავს. _ენერგიულია. _ და? _ზედმეტად თავდაჯერებული. პაუზა. _ და ზედმეტად თავისუფალი შენთან. _აი ეს უკვე გულწრფელი მინუსია. ნიკა ჩემი მეგობარია. _ ვიცი. მაგრამ ტონში მაინც დაძაბულობაა. ანკა ნელა უახლოვდება. _ შენ არ ხარ ეჭვიანი ადამიანი, _მშვიდად ამბობს._და მეც არ გაძლევ მიზეზს, რომ იყო. ნოე უყურებს. _ საქმე ეჭვიანობაზე არ არის… საქმე ნდობაზეა. სიჩუმე. ნოე ღრმად სუნთქავს. — ასეც არის.მაგრამ თუ ნიკას ავიყვანთ,უნდა ენდო არა მხოლოდ მას არამედ იმასაც, რომ მე სწორ ადამიანს შევარჩევ. ნოე მას რამდენიმე წამი უყურებს. _ ეგ უფრო რთულია. _შენ ართულებ ნოე._ უხალისოდ პასუხობს ანკა. მანქანის კარს აღებს და ჯდება. _არ ვივახშმოთ? _ ეკითხება ნოე. _არა. ჭამის სურვილს მიკარგავ,ასე რომ იქცევი. _ ანკა,შენ ძალიან სწრაფად მთხოვ გადაწყვეტილების მიღებას ახლა. _და დრო გვაქვს ნოე? შენ არ იყავი სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებასო რომ ამბობდი? _ ახლა ასე უნდა მიტრიალო ჩემი სიტყვები?!_ ხმა ეცვლება ნოეს. _თუ საჭირო გახდა კი! _მკაცრად ამბობს ანკა. მაგიდაზე ნახაზები გაშლილია. ლეპტოპი გახსნილი. ქაღალდებზე ხაზები, ციფრები, მონიშვნები. ანკა კალმით რაღაცას უსვამს ხაზს. _ თუ პირველ სართულზე სავაჭრო სივრცეს 12%-ით ვამცირებთ, პარკინგის გადანაწილება გამარტივდება. ნოე სკამზე ზის, თითებით საფეთქლებს იზელს. _ მაშინ იჯარის შემოსავალი იკლებს. _პირველ ეტაპზე კი, პასუხობს ანკა, მაგრამ გახსნა ადრე მოხდება. ფულს დროში ვიგებთ. ნოე ჩუმდება. რამდენიმე წამი მხოლოდ კლავიატურის ხმა ისმის. _იცი რა მაკვირვებს? ამბობს უცებ ნოე. _რა? _ შენ უფრო ცივი ხარ მოლაპარაკებაში, ვიდრე მე. ანკა იღიმის. _იმიტომ, რომ ეს რეალურად შენი პროექტია. ნოე უყურებს. _ხან ვფიქრობ,რომ შეიძლება რაღაც გამოვიდეს… _ იმიტომ, რომ ნიკას ენდე? _ იმიტომ, რომ შენს არჩევანს ვენდე.. ანკა მშვიდად უყურებს. _ ნდობა ეტაპობრივია,ერთ დღეში არ მოდის. ნოე სკამიდან დგება ანკას წინ დგება. რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებენ. მათ შორის აღარ არის დღის დაძაბულობა. _ახლა მართლა არ გშია? გინდა ნომერში შევუკვეთავ რამეს. ანკა გაბუსხული ტუჩებით უყურებს,მერე იღიმის _კარგი,აქ ნომერში…შენთან ერთად.მინდა…_ეხუტება.ნოეს ეღიმება მის ხასიათის ცვლილებაზე,ცალი ხელით იხუტებს,მეორე ხელოთ ჯიბიდან მობილურს იღებს და რეკავს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


