ჩვენი არჩევანი ( თავი 7)
კაფე ნახევრად ცარიელია. ფანჯარასთან სხედან. ანიტა უკვე მესამე ყავას სვამს, ანკას კი ჯერ ისევ ხელში უჭირავს ფინჯანი.ისეა გართული საუბარში. _მოიცა, ნელა მოყევი, — იცინის ანიტა._თავიდან რა იყო? ანკას ეღიმება. _თავიდან… მიზიდავდა.ისეთი ტიპი იყო, ვინც ოთახში შემოდის და ჰაერი იცვლება. _აჰა, კლასიკა, — წარბს სწევს ანიტა. _არა, მართლა. ცოტა მაშინებდა კიდეც. ოფისის ნოე მკაცრია, კონტროლირებადი, ცივი არა, მაგრამ… მოზომილი,დელიკატური. ვფიქრობდი, ეგეთი კაცი პირადში როგორია საერთოდ? _და? — ინტერესით ეკითხება ანიტა. ანკა ყავას დგამს. _ბათუმმა ყველაფერი შეცვალა. წამით ჩერდება, მერე ნელა აგრძელებს. _იქ სხვანაირი იყო. მშვიდი,მხიარული,ენერგიული,თბილი…და ზუსტად მაგ დროს მივხვდი,რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როცა ბათუმში გავყევი. პაუზა. და როცა მამამისთან შეხვედრა მქონდა… ერთი წამითაც არ ჩარეულა. ანიტა ჩერდება. _სერიოზულად? და მოგეწონა? _ჰო. არც ერთი სიტყვა. არ მიცავდა.მომცა საშუალება ჩემი თავი გამომეხატა.უბრალოდ იქ იყო.და ეს დადებითად მოქმედებდა ჩემზე. ანიტა ცოტა ხანს უყურებს. მერე ეღიმება. _ასე მალე უყვარდებათ ადამიანები, არ მეგონა. ანკა ჩუმად იცინის. _არც მე მეგონა. ანიტა წინ იხრება. _მაგრამ შენ ნამდვილად შენი ცხოვრების პრინცს შეხვედრიხარ, დაო. _იცინის. ანკა თვალებს ატრიალებს. _პრინცს არა,კაცს._ პაუზას აკეთებს_ და მე ეგ უფრო მომწონს. ანკას ტელეფონზე ზარია.ნოე _გისმენ. _ანკა,დრო თუ გაქვს,შეგიძლია თბილისის პროექტის სანახავად ავიდეთ? _რამე მოხდა?_დაძაბულობა იგრძნობა ანკას ხმაში. _არაფერი,უბრალოდ ლამის ერთი კვირა გავიდა და მაინტერესებს მდგომარეობა. _ა,გასაგებია.ანიტასთან ერთად ვარ ახლა. ანიტა თავს უქნევს _წადი _ჩურჩულით ამბობს. _თუმცა,ცოტახანში შევძლებ,თუ საჩქარო არაა. _მითხარი სად ხართ და გამოგივლი ცოტახანში მაშინ. _ კარგი,მოგწერ დროს და ლოკაციას. ნოე შეთანხმებულ დროზე ცოტა ადრე მიდის. მანქანიდან გადმოდის და კაფეში შედის.ანკა და ანიტა ფანჯარასთან სხედან. პირველი ანიტა ამჩნევს. _აჰა, ბათუმის ვიდეოზარის ვარსკვლავი რეალურადაც არსებობს, — ღიმილით ამბობს. ნოეს თვალებში მსუბუქი სიცილი ჩნდება. _იმედია რეალური ვერსია იმედებს არ გაგიცრუებთ, — თავაზიანად პასუხობს და ხელს უწვდის. _ნოე. _ანიტა. ანკას ბავშვობის არქივი და ოფიციალური კრიტიკოსი, — ხელს ართმევს და თბილად უღიმის. ანკა წამოდგომას აპირებს. ნოე ინსტინქტურად სკამს ოდნავ უკან წევს, რომ თავისუფლად ადგეს. ეს ისე ბუნებრივად ხდება, თითქოს არც უფიქრია. ანიტა ამ დეტალს მაშინვე ამჩნევს. _ვაა, როგორი სერვისი გვაქვს, — ხუმრობით ამბობს._ბათუმის შემდეგ ეტიკეტის კურსებიც ჩაგიტარებიათ? ნოე მშვიდად იღიმის. _ჩვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოცდაა ჩასაბარებელი. ანკა თვალებით აფრთხილებს ანიტას გაჩერდი, მაგრამ ღიმილს ვერ მალავს. გასასვლელისკენ მიდიან. ნოე კარს აღებს და ოდნავ გვერდზე დგება, რომ ანკამ პირველი გაიაროს. ხელი კარის კიდეზე აქვს დადებული.შემდეგ ანიტა გადის. ანიტას ემშვიდობებიან. ნოე და ანკა მანქანისკენ მიდიან. ანიტა კაფის კართან რჩება და თავისთვის ამბობს:_ჰო, ანკა… ეს კარგი არჩევანია. მანქანა ნელა გადის ქუჩიდან მთავარ გზაზე.რამდენიმე წამი ჩუმად არიან. ნოე საჭესთან მსუბუქად იღიმის. _ისე მხიარულია შენი მეგობარი. ანკა გვერდულად გადახედავს. _ჰო? ჰო. ძალიან პირდაპირია და ჩანს, რომ შენთვის მართლა მნიშვნელოვანია. ანკას ტუჩებზე თბილი ღიმილი ჩნდება. _ბაღიდან ერთად ვართ, — ამბობს ოდნავ სიამაყით. — ის ცოტა თავისუფალია… ემოციების გამოხატვაში, აზრებშიც. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. ნოე თავს ოდნავ უქნევს. _კარგია, როცა გვერდით ეგეთი ადამიანი გყავს. _მართლა კარგი ვინმეა, — ანკა ფანჯარაში იყურება,— ზოგჯერ ჩემზე მეტიც კი იცის, რას ვგრძნობ,სანამ მე მივხვდე ის გრძნობს.. _მაშინ გამიმართლა, რომ ტესტი წარმატებით გავიარე. ანკა ჩუმად იცინის. _ჯერ მხოლოდ პირველ ეტაპზე ხარ. ნოე ღიმილს არ მალავს. _მზად ვარ შემდეგისთვის. _გადავცემ._იღიმის ანკა. თბილისის პროექტის სივრცეში შედიან. კედლები უკვე შეღებილია, იატაკის ნაწილი გაკეთებული, განათება დამონტაჟებული. ანკა ჩუმად ათვალიერებს სივრცეს. ერთი კედელი, რომელზეც აქცენტი უნდა ყოფილიყო, შედარებით ცივი ტონალობით არის შეღებილი. განათების ქვეშ ფერი უფრო მკვეთრად „ყვირის“, ვიდრე მაკეტში ჩანდა. ნოე ანკას სახეს აკვირდება. ელოდება რეაქციას. გუნდის ერთ-ერთი წევრი ნერვიულად ამბობს: _ფერი ზუსტად კატალოგიდან ავიღეთ… მაგრამ განათებაში ცოტა სხვანაირად დაჯდა. პაუზა. ანკა კიდევ ერთხელ უყურებს კედელს. მერე მშვიდად ამბობს: _არაუშავს.ცოტა თბილ ტონალობაში წავიყვანთ გვერდით კედლებს, თუ ოდნავ ბეჟ ფერს შევიტანეთ და განათებას შევარბილეთ, ეს დეტალი აღარ იყვირებს. უბრალოდ ბალანსი უნდა გავასწოროთ.მეტი არაფერი. გუნდის წევრს აშკარად შვება ეტყობა. _ანუ თავიდან არ გვიწევს ყველაფერი? _არა. — ანკა მსუბუქად იღიმის. — დიზაინი შეცდომების გადაკეთებაცაა. იდეალური პროექტი ქაღალდზე არსებობს, რეალობა ყოველთვის ცოცხალია. ნოე მისკენ იყურება უკვე სხვა თვალით. _შენ ნერვიულობდი? — ჩუმად ეკითხება. ანკა მხრებს იჩეჩავს. _ერთ კვირაში ყველაფერი იდეალურად რომ დამხვდეს, ცოტა უცნაურიც იქნებოდა. ნოეს ტუჩებზე ღიმილი ჩნდება. _მომწონს, როგორ აგვარებ. ანკა მას არ უყურებს, მაგრამ პასუხობს: _სხვა გზა არ მაქვს.კონტროლის მოყვარული უფროსი მყავს._წარბს წევს მაღლა და იღიმის. ნოე წამით ჩერდება, მერე ხელები ჯიბეებში ჩაიწყო _სერიოზულად? _ თავს აქნევს. _ ვინმემ უნდა გააფრთხილოს, რომ ასეთი უფროსები თანამშრომლების ნერვებზე მოქმედებენ. ანკა თვალს ავლებს გვერდულად. _ჰო? და რას ურჩევდი? _მაგალითად, ხანდახან ყავა უყიდოს თავის თანამშრომელს. ან ხელფასი მოუმატოს. ანკას ეცინება. _ხელფასი არ მჭირდება. ყავა შეგიძლია ნოე წამით ჩერდება. _შეთანხმება მიღებულია, — თავს უკრავს ნოე. _მაგრამ კონტროლი მაინც ჩემთან რჩება. _ვნახოთ, _მოკლედ პასუხობს ანკა. მერე ისევ კედელს უყურებს. _კარგი, განათებაზე გადავალთ. ამ კედლის განათება ცოტა მკვეთრია. თუ თბილ ფილტრს ჩავამატებთ, ფერიც უფრო დაჯდება. გუნდი უკვე საქმეზე ბრუნდება. ნისლიანი შემოდგომა მიილია,ზამთრის სუსხმა მოიცვა ქალაქი.ჰაერში სიცივის სუნი ტრიალებდა.ცხვირის წვერს გიწვავდა სუსხი.ასეთი ცივი ადრეული ზამთარი კარგა ხანია არ ახსოვდა თბილისს. თუმცა ქალაქში იყო წყვილი ვისაც ადრეული ზამთრის სუსხი არ აწუხებდა კი არა არც ფიქრობდნენ ამაზე.ეს ნოე და ანკა იყვნენ. ქუჩებში უკვე აინთო წინა საახალწლო მორთულობა,მაღაზიის ვიტრინები გაფორმებულია საახალწლო აქსესუარებით. ქუჩებში ჭყლოპინით დადიან ბავშვები,მშობლებს კალთაზე ექაჩებიან _დეე,ის რატომ არ მიყიდე… _დედაა,თოვლის პაპა ნამდვილად მომიტანს? ზუსტად იცი?... _მე მეორე მინდოდაა… ანკას,ქუჩაში მიმავალს ესმოდა ეს ხმები და ეცინებოდა გულში.მასაც ხომ ჰყავდა სახლში ასეთი პატარა.თომას კი უკვე კარგა ხანია თოვლის პაპის არსებობის აღარ სჯეროდა,მაგრამ სულ რამდენიმე წლის უკან გაიარეს მათაც ეს ეტაპი. ანკა მოლში შევიდა და მაღაზიებში არჩევდა საახალწლო საჩუქრებს ოჯახის წევრებისთვის,ანიტასთვის,ნოესთვის.პატარა ბავშვივით ახარებდა ეს პროცესი. ნოეს გახსენებაზე ახსენდება,რომ დღეს დილით არც მას დაურეკავს და არც ნოეს მისთვის.მოახლოებულია ორივე პროექტის თბილისის და ბათუმის ჩაბარების თარიღი,წლის ბოლოს ორივე ბარდება.ალბათ ბოლო დეტალებს აგვარებს,ფიქრობს ანკა.მოგვიანებით დავურეკავ. ერთ-ერთ ვიტრინაში ხედავს ბრჭყვიალა საახალწლო აქსესუარებს,ვერ ითმენს და შედის.შეძლებისდაგვარად უქცევს მოჭარბებულ ხალხის მასას გვერდს და ათვალიერებს ყველაფერს,როცა ნაცნობი ხმა ესმის: _ეს ხომ არ მოგეწონებოდა? ანკა თავს ოდნავ გვერდით ხრის და კი ის არის,ამ ხმას ხომ ათას ხმაში გამოარჩევს. _ნოე…_უღიმის ანკა. ნოე თავს აბრუნებს და ეღიმება. _ოჰ,როგორი ჰოლივუდური დამთხვევაა._იღიმის ნოე,მანძილს ფარავს მათ შორის არსებულს და კოცნის. _ჰოლივუდური ანუ სასიამოვნო? _კი ასეც შეიძლება ითქვას._ღიმილიანი სახით დაყურებს ნოე ანკას. _ჰო,მართლა,მოდი ვინ გაგაცნო. ნოე ანკას ხელს კიდებს და რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდებიან მაღალ,ლამაზ,სანდო სახის შუახნის ქალს,რომელიც ღიმილიანი სახით თვალს ადევნებდა მათ. _დედა,ეს ანკაა. დედა იღიმის. _ვიცანი._ხელს უწვდის_ნინო.მიხარია,რომ პირადად გაგიცანი.ბათუმის შემდგომ ეს ვაჟბატონი_ ნოეს გადახედა ღიმილით._მესაუბრებოდა ხანდახან შენზე და მპირდებოდა,რომ გამაცნობდა შენს თავს,მაგრამ ისევ შემთხვევითობა… _ იღიმის ნინო. _ვფიქრობ ორივეს გვატყუებდა.ნოე,არ შეგშვენის._ ღიმილით ეუბნება ანკა. _რით შემიძლია გამოვისყიდო? ახლავე,მზად ვარ…_წამით ფიქრდება_ ვიცი,ფინჯან ყავაზე გეპატიჟებით ახლა. _სიამოვნებით._არ სწირავს შვილს ნინო. ანკა იღიმის თანხმობის ნიშნად. სალაროსთან რიგია.ნოე დედას ართმევს კალათას,სადაც შერჩეული ნივთები აქვს ნინოს და სალაროსთან დგება რიგში. ნინო და ანკა,მაღაზიას ტოვებენ და იქვე ელოდებიან.ნოე ვიტრინიდან ადევნებს თვალს.როგორ ბუნებრივად ააწყეს საუბარი,ანკას ვერანაირ დაძაბულობას ვერ ამჩნევს.ეღიმება და ფიქრობს “მშვენიერია”. მოლში კაფეში ჯდებიან.ნოეს ყავა მოაქვს მაგიდასთან. _ როგორი სრული პაკეტით ხარ ნოე დღეს._უღიმის ანკა. _ჰოო? მეტიც შემიძლია._წარბს წევს ნოე. _რა თქმა უნდა,ეჭვიც არ მეპარება მე შენს შესაძლებლობებში._ცოტა ირონიას ურევს ანკა _ნინო,ხომ უყურებ _ ნოე დედას გახედავს_ ასე მიწვევს და ცდილობს კონტროლი დამაკარგვინოს._იღიმის. _ შენი არჩევანია ნოე,ჩემგან რას ელი?_ იცინის ნინო._მე ნუ გამრევთ. ანკა ნაადრევად ზეიმობს გამარჯვებას და იცინის. _რა გიხარია?! ჯერ ნუ ზეიმობ._იცინის ნოე. იცინის ის ვინც ბოლოს იცინის ანკა.ჯერ ძალიან ადრეა,დღის ბოლომდე,მაცადე._მუქარის ტონი და ღიმილი ერთმანეთში ირევა. ნინო გაღიმებული შეჰყურებს მათ სიყვარულით სავსე “კამათს” და გული სიხარულით ევსება.მისი შვილი ბედნიერია. _მართლა კორპორატიულის მოსაწვევი ხომ მიიღე?_ ანკას ეკითხება ნოე._ მეილზე გაუგზავნა ყველას ჩემმა მდივანმა. _კი,პირველს მე გამომიგზავნა რომ იცოდე. _აჰ,უკვე მოისყიდე თიკა ანუ… ანკას გულახდილი ბავშვური სიცილი ისმის უცებ. _ ეს უკვე სამოქალაქო დანაშაულია ნოე,ოფიციალურად ბრალს მიყენებ შენ._გამაფრთხილებლად წევს ანკა წარბს. _ოფიციალურად ჯერ არა _იცინის ნოე. _რა საყვარლები ხართ,თქვენი სამუშაო დღე წარმოვიდგინე ერთად._სახიდან ღიმილი არ შორდება ნინოს. _არა,იქ კონტროლს არ ვაკარგვინებ_იცინის ანკა,ნოე მისი შემხედვარე იღიმის._ეს სამუშაოს გარეთ ვცდილობ ვასწავლო,რომ ცოტა მოდუნდეს. _მოუხდება კი._სერიოზული სახით ეთანხმება ნინო და ნოეს უყურებს. _ღმერთო?! შენც დედა?! _ჰო,რა ტყუილს არ ამბობს და არ შემიძლია არ დავეთანხმო.კონტროლი ბავშვობიდან უყვარდა.მის სივრცეს ისე აკონტროლებდა ეს ალბათ 3-4 წლიდან უკვე შესამჩნევი იყო.თან მარტო რომ იზრდებოდა მაგასაც ვაბრალებდი… მოკლედ _იღიმის ნინო._ ჰო,ასეთია ნოე. ანკას მოწონს მისი ბავშვობის შესახებ რომ იგებს ისეთ დეტალებს რაც არ იცის და მოწონს ამის მოსმენა. _ კიდევ როგორი ბავშვი იყო? _დედა,არ მოუყვე,ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებს მერე..._იცინის ნოე და ანკასაც იყოლიებს.სიცილისგან ანკა მის მხარზე დებს თავს,ნოე ამას იღებს და ხელს ხვევს მხარზე. დღის ნახევარს ერთად ატარებენ,მაღაზიებში აგრძელებენ შოპინგს.ნოე მანეკენზე კაბას ამჩნევს და ანკას სთხოვს მოიზომოს. _არაა,არაა ეს ჩემი სტილი. _აუ,ძალიან გთხოვ,უბრალოდ მოიზომე და თუ მოგეწონა კორპორატიულისთვის მე გყიდულობ… _ნინოს ეღიმება.კი ეს ის ბიჭია,ის შვილია როგორიც უნდოდა რომ გაეზარდა და ამაყია ამით ნინო. _დაუჯერე ანკა,მოგიხდება._მშვიდი ღიმილით ამატებს ნინო.ღრმად ამოისუნთქავს ანკა და კაბა მიაქვს.ნოე წამში ფეხსაცმელს არჩევს და ნინოს აძლევს. _ესეც შეაწოდე._ ნინო ღიმილით ართმევს და მიაქვს ანკასთან. რამდენიმე წუთში ანკა შავი ხავერდის გრძელ სადა კაბაში გამოწყობილი გამოდის.ხავერდის ნაზი ქსოვილი ლამაზად აქვს მხრებზე გადასული.მის თხელ გამოთლილ ტანს ულამაზესს ხდიდა.ნოეს თვალებში ნაპერწკლები უელავს მის დანახვაზე,კმაყოფილი იღიმის ტუჩის კუთხეებში.ნინო დაუფარავად გამოხატავს აღფრთოვანებას _ულამაზესი ხარ.უდაოდ ეს კაბა შენ უნდა ატარო. ანკა უხერხულად იშმუშნება. _ჰოო? რავიცი… ნოეს უყურებს.ნოე უახლოვდება,ზურგს უკან უდგება და სარკეში მასთან ერთად იყურება. _ძალიან მომწონხარ.ვყიდულობთ. _მე ვიხდი. _არა. _მკაცრად ამბობს ნოე. *** კორპორატიული საღამო ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში ტარდებოდა.მისაღებში ცოცხალი მუსიკა უკრავდა.ფორტეპიანოს მშვიდი აკორდები ნაზად იშლებოდა დარბაზში და ფონად ედებოდა გარემოს. შავ_თეთრ დრესკოდში გამოწყობილი ოფიციანტები შამპანურით სავსე ბოკლებს ლანგრებით ატარებდნენ. სტუმრები ჯგუფებად იდგნენ.მხიარული ატმოსფერო სუფევდა,თუმცა ეს არ იყო ბოლომდე მეგობრული გარემო,აქ იგრძნობოდა სტატუსი. ნოე რამდენიმე ადამიანისგან შეკრულ ჯგუფთან ერთად იდგა და მათ საუბარს უსმენდა.თვალი თან კარისკენ ჰქონდა,რადგან ანკა ჯერ არ ჩანდა. ცოტახანში მინის კარი გაიღო და ანკა შავი ხავერდის გრძელ კაბაში შემოვიდა. ნაზი ქსოვილი მოძრაობისას მსუბუქად ერწყმოდა მის ფიგურას. მხრებზე გადასული ხავერდი ელეგანტურ ხაზს ქმნიდა, თმა რბილად ჰქონდა გაშლილი. ზედმეტი არაფერი — მაგრამ სწორედ ეს უბრალოება ხდიდა მას გამორჩეულს. ნოემ შენიშნა,თვალებში მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება.ტუჩის კუთხეები კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო. _ბოდიში,უნდა დაგტოვოთ. _ გამოეყო გუნდს და ანკასკენ გაეშურა. _ მშვენიერი ხარ._უთხრა ისე რომ მხოლოდ მას გაეგო. _გმადლობ.ჩემმა ბოსმა ისურვა._იღიმის ანკა. _მინდა გითხრა,შენს ბოსს კარგი გემოვნება ჰქონია._ნოეც იღიმის. _მეც მასე ვფიქრობ. _იმედია შევძლებ დღეს რამე სხვაზე ვკონცერტრირდე. _თუ სადმე გაიჭედე და კონტროლი დაკარგე,შენს გვერდით ვარ._უღიმის ანკა. ნოემ ანკას ხელი მსუბუქად შეახო ზურგზე. _წამოდი,ჩვენს გუნდთან.გელოდებოდნენ. ანკა მშვიდად,ნელი ნაბიჯებით მიყვება. მარიამმა პირველმა შენიშნა. _აი, ჩვენი ვარსკვლავური დუეტიც მოვიდა, _ ნახევრად ხუმრობით თქვა და ბოკალი ოდნავ ასწია. თორნიკემ ღიმილით გადახედა ანკას. _ვხედავ, კორპორატიულისთვის სერიოზულად მომზადებულხარ. _ არქიტექტორებს დეტალები გვიყვარს, — მშვიდად უპასუხა ანკამ. ანდრიამ ნოეს მხარზე ხელი დაჰკრა. _იმედია დღეს მაინც არ გვაიძულებ პროექტებზე ლაპარაკს. _ მე არა, — ნოემ გვერდულად გახედა ანკას, _ მაგრამ ვინმემ შეიძლება მაიძულოს. მცირე სიცილი გაისმა. ანკამ ნაზი,ნელი მზერა მოავლო დარბაზს.მოპირდაპირე მხარეს ნინო და დავითი შენიშნა.ნინო მას უღიმოდა.დავითი საუბრობს.ანკამ ისე,რომ ნინოსთან თვალის კონტაქტი არ გაუწყვეტია ნოეს ხმადაბლა უთხრა. _ნინოს მივესალმები… უსიტყვოდ მარცხენა ხელს ისე იკავებს რომ ანკა მის ძლიერ მკლავს დაეყრდნოს და ნინოსკენ მიდიან. _ახლა ოფიციალური შემოწმებაა, — ჩუმად თქვა ნოემ._ხომ არ ნერვიულობ? _შენს გვერდით? საერთოდ არა. მიუახლოვდნენ და ნინოსა და დავითის წინ შეჩერდნენ. ნინომ ანკას ხელი გაუწოდა — თბილი, გულღია ღიმილით. — ანკა, როგორი ლამაზი ხარ. მიხარია, რომ აქ ხარ. ანკამ გაუღიმა. ნინოს მზერა წამით ნოეზე გადაიტანა — თითქოს ამ „აქ“-ში სწორედ მისი გვერდით ყოფნას უსვამდა ხაზს. დავითმა ეს ყველაფერი შენიშნა. საუბარი დელიკატურად დაასრულა და მათკენ შემობრუნდა. მზერა ჯერ ნოეს შეავლო, შემდეგ ანკაზე შეაჩერა. _მოხარული ვარ, რომ ჩვენს გვერდით ხარ, ანკა. ანკამ გაუღიმა. _ გმადლობ. მიხარია, რომ აქ ვარ. ნინო წამიერად მათ შეხედა და ღიმილით უთხრა: _ დღეს დარბაზში ყველაზე დახვეწილი წყვილი თქვენ ხართ. ნოეს და ანკას სახეზე ერთნაირად გადაირბენს ღიმილი. ნოე ანკას უყურებს _ მართალია,ჩვენ ცოტა ყურადღების ცენტრში ვართ დღეს. ანკა ღიმილით უყურებს მას. _როგორ ფიქრობ გავუძლებთ? _ჩუმად მათთვის გასაგონად ამბობს ანკა.თუმცა ნინო იგებს და ეღიმება. _ვცადოთ. _პასუხობს ნოე და სხვა მხარეს ინაცვლებენ. ნინო მომღიმარი სახით აყოლებს თვალს მიმავალ ნოეს და ანკას.შემდეგ თითქოს თავისთვის ამბობს _ ძალიან მომწონს ეს გოგო. _ვინ ძვირფასო?_ეკითხება დავითი,რომლის მზერაც დარბაზზეა უკვე გადატანილი. _ანკა. _კი,მშვენიერი გოგონაა,თან საკმაოდ ჭკვიანი,პროფესიონალი მისი საქმის. _არა,როგორც ნოეს არჩევანი… დავითს ჩაეღიმა _ჰო,მაგ ჭრილში. _დავითის მზერა უფრო დაკვირვებული და ღრმა გახდა._ ვიღაცას მაგონებს,მაგრამ ვერ ვხვდები ვის… ნინო წამით დაკვირვება ეტყობა სახეზე,თუმცა მათთან მოსულ სტუმრებზე გადააქვს ყურადღება და ისევ იღიმის. ნოე ანკას გვერდიდადნ არ იშორებს,ეს უკვე არაოფიციალური განაცხადია.ყველა ამჩნევს უცხო გოგოს და ინტერესდებიან მისი ვინაობით.ის მართლა მომხიბვლელი და შარმიანია.მისი თავშეკავებული მანერები,ღიმილიანი სახე ხიბლავს მოწვეულ სტუმრებს. ნოე და ანკა ადგილს მაგიდასთან გუნდთან ერთად იკავებენ.ნოე ეხმარება ანკას,მის სკამს წევს.მსუბუქად მხარზე ეხება როცა ის ჯდება და მის გვერდით იკავებს ადგილს.მათ მაგიდასთან სიცოცხლე სხვაგვარად შეინიშნება,აქ ანკა და ნოე შედარებით მხიარულად არიან,ვიდრე ღონისძიების დასაწყისში.ხუმრობა,სიცილი,ანდრიას და თორნიკეს ხუმრობით გაჟღერებული რეპლიკები სახალისოს ხდიდა საღამოს განწყობას. ანკას ხელი მაგიდზე აქვს მსუბუქად ჩამოდებული,ნოე ამას ამჩნევს და მის მუჭში იქცევს ანას თლილ თითებს.ეს ანდრიას არ ეპარება მხედველობიდან და მაშინვე იწყებს _ კონკია,გაპარვას ხომ არ აპირებს წვეულებიდან? ასე რომ იჭერს პრინცი?_ ყველას ღიმილი ეფინება სახეზე. _ თავს ვიზღვევ _ სიცილით პასუხობს ნოე.ანკასკენ ოდნავ ატრიალებს თავს და მხოლოდ მის გასაგონად ეუბნება _ მჭირდები… ეს პატარა მოძრაობა მარიამსაც არ რჩება შეუმჩნეველი. _ ოჰო,ანკამ მხოლოდ დარბაზის გული არ დაიპყრო როგორც ჩანს…_ იღიმის მარიამი. _ვფიქრობ პრინცის გული რომ დაპყრობილია ამას ყველა ხედავს_ თორნიკე აყვა მეგობრებს. _გეყოოოთ. დღეს თემაში ჩვენ ვართ? _ხმადაბალი სიცილით კითხულობს ანკა. _აბა,რა გეგონა? ასე მარტივად დაიპყრობდი მის გულს და არავინ არ ვიხუმრებდით ამაზე?! _იცინის ანდრია. ნოე ღიმილით ადევნებს თვალს მათ საუბარს. _ ანდრია,დუელში გამოგიწვევ ერთ დღეს, თუ არ გაჩუმდები._ ემუქრება ანკა. _ კარგი ჩუმად ვარ… თან ვფიქრობ მიზანი კარგი გაქვს და მორჩა._იცინის ანდრია. ნოე ღიმილით ახედავს ანკას და ამატებს _მართლა ძალიან კარგი ხარ. _აჰა,კიდე ჩვენ ვართ?!_ იცინის თორნიკე. მოგვიანებით,როცა სტუმრების ნაწილი წავიდა,ზოგი ტერასაზეა.ანკა და მარიამი მაგიდასთან ზიან და საუბრობენ.ბიჭებმა ცოტახნით დატოვეს.დარბაზში მშვიდი ჰანგები იშლება.რამდენიმე წყვილი საცეკვაოდ გადის. ანკასთან მოდის მამაკაცი და სთხოვს ეცეკვოს.არ სურს,თუმცა თავაზიანობის გამო უღიმის და მარიამს ნაზი ღიმილის ფონზე ტოვებს. _მუსიკა მშვენიერია ხომ? შესაფერის ველოდი რა ხანია… _ ამბობს მამაკაცი და ანკას ხელს მის მტევანში იქცევს.ისინი უკვე დარბაზის შუაგულში არიან წყვილებს შორის. ანკას სხეული ეჭიმება.მის პირდაპირ ნათქვამში რაღაც არ მოწონს. _მშვენივრად გამოგდით ცეკვა… _გმადლობ. _არ გაგეცანით,მე ლევანი ვარ,ნოეს კომპანიის პარტნიორი კომპანიის… ანკა არ ასრულებინებს _მე ანკა. ლევანს ეღიმება.ცოტა უფრო ახლოს მიიწევს, ცდილობს საუბარი კომფორტულად გაგრძელდეს. _მუსიკა მართლაც საოცარია, მაგრამ თქვენი ცეკვა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ანკა ოდნავ იხევს უკან, დასაშლელად, მაგრამ ის ნაზად ინარჩუნებს პოზას. _მადლობა… — უპასუხებს მოკრძალებით და ამჩნევს დარბაზის ბოლოში ნოეს,რომელიც მათ მზერას არ აშორებს. ლევანი ცოტათი ამშვიდებს ტონს. _ვიცი, რომ ყველას თვალები თქვენზეა… მაგრამ უბრალოდ მინდა, დავტკბე მომენტით. ნოე კარგა ხანია აკვირდება მოცეკვავე წყვილს და გრძნობს როგორი დაჭიმული აქვს ანკას სხეული,როგორ ცდილობს ზედმატი კონტაქტის არიდებას.მისი ხელი მხარზე ოდნავ ჰაერში და არა მოდუნებული,მომუჭული აქვს ანკას.სახეს არიდებს,საუბრის დროს არ უყურებს,ეს ანკას არ სჩვევია.მისთვის უცხოა. ნოე ნელი ნაბიჯით მიდის მათკენ.ლევანი ზურგით არის მისგან და ვერ ხედავს,მაგრამ მისი სიტყვები აღწევს ნოეს ყურამდე. _მგონია რომ დაძაბული ხარ,ცოტა ხომ არ დაგველია მოსადუნებლად? ნოე უკნიდან მხარზე ადებს ხელს.თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრის. ლევანი არ ელის და უცებ ტრიალდება. _აჰ,ნოე შენ ხარ,ახლა არ მცალია…შემდგომ… ანკა იბნევა…ნოეს პირველად ხედავს როცა კონტროლის დაკარგვის ზღვარზეა და დაბნეული აცეცებს თვალებს დარბაზში.ანდრიას და მისი თვალები ერთმანეთს ეკვეთება,ანდრია უმალ აფასებს სიტუაციას და სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება. _ხელი გაუშვი._ კბილებში სცრის ნოე._ ახლავე ლევანი პასუხის გაცემას აპირებს რომ მათ შორის ანდრია ისვეტება. _ლევაან,როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახავხარ…_ მხარზე ხელს ურტყამს მსუბუქად და ფაქტობრივად რამდენიმე ნაბიჯს ძალით ადგმევინებს. ანკას დაძაბულობისგან აციებს და მსუბუქი შინაგანი კანკალი ეწყება.ნოე განრისხებულ თვალებს აყოლებს ლევანს და ანდრიას.ანკა გონს მოდის,ხვდება მისი ჩარევაა საჭირო.ნოეს მკლავზე მსუბუქად ხელს უჭერს. _წავიდეთ,გთხოვ… ნოე მიმავალ ბიჭებს თვალს არ აშორებს. _ნოე,გთხოვ. წამიყვანე… ნოეს მზერა ანიტაზე გადააქვს.წელზე მსუბუქად ადებს ხელს და დარბაზს ტოვებენ.ანკა ბეწვის ქურქს იღებს,ჩანთას და ტოვებენ ტერიტორიას. ნოე მანქანაში ხმას არ იღებს,ანკა გრძნობს რაღაც ისე არ არის. _ნოე… _ იწყებს ფრთხილი ტონით_ვინ იყო? ნოე რამდენიმე წამი ხმას არ იღებს. _რატომ ეცეკვე? ანკა ამ კითხვას არ ელოდა.ნუთუ ახლა მის დადანაშაულებას აპირებს?! ეჭვიანობს?.. _ვერ გავიგე…_ ამბობს ანიტა. _რა ვერ გაიგე?! რატომ ეცეკვე?_ ნოეს ხმა მშვიდია,მაგრამ მკაცრი. _ღმერთო…ახლა სწორად ვხვდები? რის თქმას აპირებ,ან რას ფიქრობ საერთოდ გამაგებინე…_ ანკას ხმაში უკვე ბრაზი ჩანდა. ნოე ჰაერს ხმაურით უშვებს ფილტვებიდან. _ ვხედავდი, რომ თავს უხერხულად გრძნობდი. რატომ არ დამიძახე,ან უბრალოდ შეგეწყვიტა ცეკვა… _იმიტომ რომ არაფერი იყო ისეთი, რის გამოც სცენა უნდა მომეწყო, — პასუხობს ანკა. — უბრალოდ ცეკვა იყო. _შენ არ იცი ვინ არის. _ვინ არის? _ჩვენი პარტნიორი კომპანიის დირექტორი და… ჩემი ყოფილის ძმაა. _და ამიტომ მე … _არა,საქმე მხოლოდ იმაში არაა. ეგ ტიპი პროვოკაციის მოყვარულია,განსაკუთრებით ჩემ მიმართ. _მაშინ პრობლემა შენსა და მას შორის არის, არა ჩემში, — მშვიდად ამბობს ანკა. ნოე ბოლოს მისკენ ტრიალდება. _ მე არ მინდა, რომ მის თამაშებში გაგრიოს. ანკას ხმა რბილდება. _მაშინ უბრალოდ მითხარი. მაგრამ არ მკითხო რატომ ვიცეკვე… თითქოს რამე დავაშავე. ნოეს მზერა მშვიდდება. _მართალი ხარ. _ამბობს ბოლოს მშვიდად._ კონტროლი დავკარგე საკუთარ თავზე.ბოდიში. ანკა ხელს იწვდენს, მის მკლავს ეხება და ნაზად უსვამს ხელს. მზერა მის სახეზე ინაცვლებს. ყბის ძვლები მაინც დაჭიმული აქვს. ანკა თითს უსვამს და ნიკაპისკენ მიუყვება. _ მოდუნდი, — ეუბნება მშვიდი ხმით. — დასრულდა. არ მომწონს ასეთს რომ გიყურებ. უცებ იღიმება, მთლიანი ტანით ტრიალდება ნოესკენ და ამბობს: _ნოეე, იცი რას მივხვდი?! კონტროლირებადი ნოე მიყვარს თურმე… ნოეს ტუჩის კუთხე ოდნავ იწევა. თვალებში ისევ რჩება სიმძიმე, მაგრამ ახლა მასში სითბოც ერევა. _ კარგი… მაშინ უნდა ვეცადო ეს სტატუსი არ დავკარგო. ამბობს ჩუმად. მისი ხელი ნელა ეშვება ანკას წელზე. ანკა უფრო უახლოვდება. ნოე ერთი წამით ხუჭავს თვალებს. _ ანკა… მის ხმაში ისევ ჩნდება ის სიღრმე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა. _ დღეს ნუ წახვალ. ანკა ოდნავ სწევს თავს. _ახლა ეს შენი ირონიის გაგრძელებაა? ნოეს თვალები მის თვალებს ხვდება. _არა. პაუზა. _დიდი ხანია მინდა გთხოვო. უბრალოდ… დღეს პირველად მივხვდი, რამდენად არ მინდა შენ გარეშე დავბრუნდე სახლში. სიჩუმე. მანქანის მინაზე ქუჩის შუქი ირეკლება. ანკა რამდენიმე წამი აკვირდება მის სახეს თითქოს ამოწმებს, იმპულსია თუ გადაწყვეტილება. _ეს ლევანის გამო არაა, ხომ? _ არა,რა თქმა უნდა._პასუხობს მშვიდად. მისი ხელი ისევ მის წელზეა. არ აჩქარებს არაფერს. ანკა ღრმად სუნთქავს. _და თუ დავრჩები? _ თუ მოაშორე გთხოვ… _ უკვე სხვაგვარად იღიმის ნოე. ანკას ეცინება.ტელეფონს იღებს და შეტყობინებას გზავნის.რამდენიმე წუთს არაფერს ამბობს.შემდგომ მისი ტელეფონი ნათდება.ანკა ეკრანს უყურებს.ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება. _კარგი, “თუ” მოვაშორე. მერე? _მაშინ გპირდები რომ წასვლა აღარასდროს მოგინდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



