დაუღწეველი ( III თავი )
თვალები შეშინებულმა გაახილა. ოთახში სიჩუმე იყო. მხოლოდ საკუთარი გულის ხმაური ესმოდა. მერე კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და იქიდან დავითის ნამძინარევი, აფორიაქებული ხმა გაიგონა: - მარიტა...კარგად ხარ? არ იცოდა, რა ეპასუხა. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. - ხმაური გავიგონე, ყველაფერი რიგზეა?-ისევ მოესმა დავითის ხმა. სხვა გზა არ ჰქონდა, კარებთან ახლოს მივიდა და ოდნავ შეაღო, თავი კარსა და კედელს შორის გაყო, რათა დავითი დაენახა, რომელიც ნამძინარევი, აჩეჩილი თმებით დერეფანში ელოდა. -ყველაფერი რიგზეა...უბრალოდ, კოშმარი ვნახე.-მთქნარებებს შორის თქვა მარიტამ და პირზე ხელი აიფარა. -ვინმესთან საუბარი გჭირდება? ჰკითხა დავითმა, ისე თითქოს მას უფრო სჭირდებოდა ვინმესთან საუბარი. მარიტა წამით დაფიქრდა. დიდი ხანია არავისთან არ ულაპარაკია თავის პრობლემებზე, მამამისის გაუცხოებისა და ყოფილი შეყვარებულის მისი ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ - მარიტა ისეთი მარტოსული იყო, ძალიან ხშირად საკუთარი თავის მეტი არავინ ჰყავდა და როდესაც მოიწყენდა ან ცუდად იყო - თავისთავს ელაპარაკებოდა. მოულოდნელად მის ცხოვრებაში გამოჩენილმა დავითმა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მარიტა არ იყო არავისგან ასეთ ყურადღებას მიჩვეული, ახლა კი წყვილი თვალები ყველა კუთხესა თუ კუნჭულში დაყვებოდნენ. ვერ იტყოდა, რომ არ სძულდა ეს, მაგრამ არც ძლიერ ნასიამოვნები იყო იმით, დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ რომ იყო, თუმცა ესმოდა ამის მიზეზი, სხვა შემთხვევაში ვერაფერს გახდებოდა მარტო მკვლელის წინააღმდეგ, დავითის მფარველობის გარეშე. -არ ხარ ვალდებული.-მშვიდად მიუგო მარიტამ და შესვლას აპირებდა ოთახში, რომ დავითმა მხარზე ხელი დაადო და თავისკენ შემოატრიალა. -ვიცი, როგორი რთულია, როდესაც კარგავ ისეთ მნიშვნელოვან ადამიანს შენი ოჯახიდან, როგორიც ბატონი კახი იყო. წარმომიდგენია, როგორ გიყვარდა მამაშენი... -საინტერესოა,მას თუ ვუყვარდი ისე ძალიან,როგორც მე...-მარიტამ მხრიდან ხელი მოიცილა და თავის ოთახში გაბრუნდა. კარები არ დაუკეტავს, განგებ დატოვა ღია, რომ დავითს თუ შემოსვლა სურდა, შემოსულიყო. მოლოდინის მსგავსად, დავითი უკან მიყვა ქალს. და მის გვერდით ჩამოჯდა საწოლის მოპირდაპირედ არსებულ ხავერდისფერ დივანზე. რაღაცის თქმას აპირებდა,რომ მარიტამ განაწყენებული ტონით საუბარი დაიწყო: -ჩემთვის დრო არასდროს ჰქონდა..მთელი ცხოვრება მუშაობასა და ფულის მოხვეჭას შეალია... და მემკვიდრედ გამომაცხადა ისე, თითქოს რაიმეში მჭირდებოდეს თანხა, რომელიც დამიტოვა..იქიდან ხურდაც არ მინდა...მამაჩემისგან მხოლოდ სიყვარული მინდოდა, რადგან ის ერთადერთი მშობელი იყო ჩემს ცხოვრებაში...და მაინც, არ უფიქრია იმდენი, რომ არა ფული, არამედ მისი მზრუნველობა უფრო იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი... -დედაშენი?-იკითხა დავითმა. -გრძელი ამბავია...-თავი გააქნია მარიტამ,-მოკლედ რომ გითხრა, ორივე ვძულდით და ამერიკაში გაიქცა. იმის შემდეგ, მისგან აღარაფერი გამიგია. -ვწუხვარ.-დასძინა ვაჟმა. -სამწუხარო არაფერია, ნარკოტიკებს იღებდა...სჯობდა ჩვეგან შორს ყოფილიყო, ყველასთვის უკეთესი იყო ასეთი დასასრული. -როდის დაგტოვათ დედამ? -დაკითხვას მიწყობ?-ალმაცერად გახედა ქალმა და დავითი შეათვალიერა. მისი თმა არეული უფრო მოსწონდა, ვიდრე დავარცხნილი, იმაზე მეტად ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა ასე,ვიდრე ოფიციალურ სტილში ჩაცმული. მძინარეც რომ თვალისმომჭრელი იყო... მარიტა გონს მოვიდა და გაიაზრა, თუ რაზე იწყებდა ფიქრს, საკუთარი თავი გაკიცხა და მეცხრე ღრუბლიდან დედამიწაზე დაეშვა. -არ დაგავიწყდეს, მამაშენის სიკვდილის საქმის გამოძიება დეტექტივთან ერთად მეც მაბარია, ასი ყური და ასი თვალი უნდა გამოვიბათ, რომ მკვლელი იქამდე ვიპოვოთ და დავაკავოთ , სანამ ის არ გვიპოვის და საშინელება არ მოხდება. -ჰმმ...ასე 10 წლის ვიქნებოდი დედა რომ გაუჩინარდა. წერილი დაგვიტოვა, რომ მიდიოდა, შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ მამა გაუქურდავს და მოპარული ფულით ამერიკაში გაქცეულა, საიდანაც მასზე მეტი აღარაფერი აღარ შეგვიტყვია. ცოცხალია...მკვდარია...დღემდე არ ვიცი და არც მაინტერესებს.. -კიდევ ვინ იყო ახლოს თქვენს ოჯახთან? -დეტექტივმა უკვე გამომკითხა...-შეწუხებით ამოიხვნეშა მარიტამ. -საუბარს არ გაძალებ...მაგრამ იქნებ გამოგრჩა რაიმე, ან არის ისეთი ფაქტი,რომლის თქმა ან დამატება გსურს? მარიტა მძიმედ ჩაფიქრდა. ბჭობდა გონებაში, ეთქვა თუ არა დავითისთვის ისეთი პირადული რამ, როგორიც იყო ამბავი მისი ყოფილი შეყვარებულის, ნიკოლოზის , შესახებ. თუმცა, შემდეგ გაიაზრა, რომ ვალდებული იყო არაფერი დაემალა, რათა მკვლელი ეპოვნათ და გამოძიების ორგანიზატორებს ხელში ჰქონოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია კახისთან ახლოს მყოფ პირებზე, რომელთა შორისაც იყო ნიკოლოზი, ის კარგად იცნობდა მამამისს. სწორედ კახიმ გააცნო მარიტას როსტიაშვილი. -ჩვენს ოჯახთან ,რაღაც ხნის მანძილზე ,ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო დაახლოებული. -ნიკოლოზ როსტიაშვილი? -საიდან იცი?-გაუკვირდა ქალს, შემდეგ კი გაიფიქრა, რომ დავითმა უთქმელად მასზე ყველაფერი იცოდა. ამან არც თუ ისე კარგად აგრძნობინა თავი და უხერხულად შეიშმუშნა. -სანამ შენი დაცვის საქმეს ავიღებდი, საჭირო იყო გამეგო რაღაცები , არანაირი პირადული მიზეზები, მხოლოდ ვალდებულება ბატონი კახისადმი... -და ამან უფლება მოგცა, ჩემს ცხოვრებაში ხელები გეფათურა?-მშვიდად, მაგრამ წყენით მიუგო ქალმა. თავს დაუცველად გრძნობდა. -შენ არ გესმის...რომ დაგიცვა, უნდა ვიცოდე, შენს ცხოვრებაში ვინ ფიგურირებენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვისაც შენი მკვლელობა მოუნდებოდა მამაშენის შემდეგ...პირი, რომელიც კავშირში იყო შენთანაც და ბატონ კახისთანაც. ამიტომაც, დამჭირდა პატარა კვლევები შენზეც მეწარმოებინა.- დაიძვრინა თავი მარიტას მრისხანებისგან დავითმა და ქალის რეაქციას დაელოდა. -კიდევ რა იცი?-სერიოზული სახით შეეკითხა მარიტა და მზერა არ მოუცილებია დავითისთვის. -გამოძიებისთვის რაც საჭირო იყო - ყველაფერი. და მაინც, რატომ ღელავ ასე შენს წარსულზე? ნუთუ, მალავ რამეს..-ირონიულად გადახედა დავითმა. -ახლა შენი ჯერია, მომიყევი ოჯახზე.-მოულოდნელად შეცვალა სალაპარაკო თემა მარიტამ და შეამჩნია, როგორ მოიქუფრა მოულოდნელად დავითის სახე. -როგორც ჩანს, დიდად არცერთს გაგვიმართლა მშობლებში..-მწარედ ჩაიცინა დავითმა და კეფა ნერვიულად მოიქექა.-მცირე ასაკიდან მათხოვრობას მაიძულებდნენ...დიდი ხნის მანძილზე, მეტროდან-მეტროს ვიცვლიდი სამათხოვროდ, რათა დედას და მამას პური ეჭამათ, საიდანაც ნახევარზე ნაკლებსაც არ მაძლევდნენ ჩემ გამომუშავებულ თანხას. საშინელ დღეში მატარებდნენ, თუ საკმარის თანხას ვერ მივიტანდი დღის ბოლომდე...მამაშენმა 15 წლის რომ ვიყავი, მაშინ მიპოვა..ოჯახთან შეთანხმება დადო, რომ თავისთან წამიყვანდა და მამუშავებდა,სადაც თანხასაც გადამიხდიდა, ამ თანხით კი ოჯახს ვარჩენდი. და მეც აქ ვარ, 12 წელი მამაშენის გვერდით, ამ საქმეში... -ვწუხვარ, ასეთი ცუდი ბავშვობის გამო.-დასძინა მარიტამ.-მათთან ისევ გაქვს კონტაქტი? -არა.-სწრაფად მოუჭრა დავითმა და სიცარიელეში იყურებოდა.-მაგრამ ყურადღებას აქცევენ ჩემი სახელით.-დაამატა ბოლოს. -მამაჩემი კონკრეტულად რას გასწავლიდა?-დაინტერესდა მარიტა. -ბევრნი ვიყავით აკადემიაში..ჯარს ჰგავდა. ჩემზე პატარებიც იყვნენ, ასე 13-12 წლისები. ჩვენ თავდაცვასა და თავდასხმას გვასწავლიდნენ , დიდების ჯგუფში. პატარებს დამწყებ ილეთებს. 20 წელს რომ მივაღწიეთ ყველამ, ნელ-ნელა გვასაქმებდნენ. ჩვენთვის ძვირი ფუფუნება იყო სკოლა, უნივერსიტეტი, ან ერთზე ან მეორეზე ვინ დაგვახედებდა, პურს რომ გვაჭმევდნენ და თავზე ჭერ გვქონდა, ამისთვისაც მადლობლები უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, არ ვიცი, მამაშენმა ჩემში პოტენციალი დაინახა...უფლება მომცა უნივერსიტეტში ჩამებარებინა და სწავლაც დამიფინანსა. -რაზე ჩააბარე? -სამართალზე. -ვაუუ..-გაიოცა მარიტამ. -შენ?-დაეკითხა დავითი. -ხელოვნებათმცოდნეობაზე. მეგონა, შეამჩნიე...დეკორაციები სახლში სულ ყველა ჩემი ხელითაა შექმნილი.-თავი დაიმშვენა ქალმა. -მართლა?-გაოცდა დავითი, ამდენად ექსპრესიული გამომეტყველება პირველად ჰქონდა სახეზე.-სულ არ შემიმჩნევია...ხვალ კარგად დავაკვირდები. და...ესაა შენი პროფესია? -იყო...ხალისი აღარ მაქვს...როდესაც ვქმნი რაიმეს, ამისთვის განწყობა და ემოციაა საჭირო, ასე მგონია, ახლა ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ, გული გამიქვავდა. მეშინია,ჩემი შემოქმედება უსულო საგნებს არ დაემსგავსოს, რომელთაც მნიშვნელობა არ აქვთ...ხანდახან მგონია, რომ თუ კიდევ რამეს შევქმნი, იმ სიცარიელეს დავინახავ მათში, რაც ჩემშია. -სიცარიელის განცდა ყველაზე გულწრფელი გრძნობაა. ვინც არაფერს გრძნობს, ის არ შიშობს. შენ გეშინია...ესე იგი, ისევ გრძნობ... და ვინც გრძნობს, შეუძლია შექმნას...არათუ გააცოცხლოს ხელოვნების ქმნილებები. მარიტამ გულწრფელად შეხედა დავითს თვალებში და საყვედურის ტონით შეეკითხა: -და თუ ის, რასაც შევქმნი, მამას აღარ მოეწონებოდა? -მამაშენი შენს ნიჭს აფასებდა, არა მხოლოდ შედეგს,-მტკიცედ უპასუხა დავითმა.-შეიძლება ახლა შენი შემოქმედება სხვანაირი იყოს...უფრო ბნელი., უფრო მძიმე, მაგრამ იქნებ სწორედ ეს არის სიმართლე? რატომ ცდილობ სიმართლეს გაექცე? ქალმა ღრმად ჩაისუნთქა. -მეშინია, მგონია საკუთარ თავს ვკარგავ... -ძველი "მე" აღარ არსებობს,-ჩუმად თქვა დავითმა.-მაგრამ ახალი "მე" შეიძლება უფრო ძლიერი იყოს..ყველაზე ძლიერ ემოციათაგანია ტკივილი. ძლიერი ემოციის შედეგად კი შემოქმედება იქმნება. სცადე, სანამ შეგეშინდება ცდის. სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა ამჯერად დაძაბულობა აღარ იყო ორს შორის. სადღაც შიგნით, თითქმის შეუმჩნევლად, მარიტამ იგრძნო - გული რაღაცნაირად უცემდა, უცნაურზე მეტად ჩქარა. -ფეხი ისევ გაწუხებს? -არც ისე, სულ ოდნავ მეწვის. -ძალიან კარგი.-უხერხულად შეიშმუშნა დავითი და ფეხზე წამოდგა.-სჯობს დაიძინო, დაგტოვებ. გვიანია.. -უი, რა დრო გასულა.-დახედა საათს მარიტამ და გაოცდა. დავითთან საუბრისას საერთოდ ვერ იგრძნო დროის გასვლა. კართან მისული დავითი ადგილზე შეჩერდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა: -თუ ტკივილი გაძლიერდება, დამიძახე.-მშრალად თქვა და სახელური ჩამოსწია. მარიტამ თავი დაუქნია, თან თვალს არ აშორებდა. -დავით... კაცი ნახევრად შემობრუნდა. -გისმენ. -დღეს...დიდი ხნის შემდეგ პირველად აღარ მიგრძვნია თავი მარტოდ. მადლობა საუბრისთვის.-კეთილგანწყობილი ღიმილი შეაგება მარიტამ. დავითის მზერა წამით დარბილდა, მაგრამ სწრაფადვე ისევ ჩვეულ სიმკაცრეს დაუბრუნდა. -მარტო არ ხარ,-მოკლედ უპასუხა.-ღამე მშვიდობისა. -ღამე მშვიდობისა.-საპასუხოდ მიუგო მარიტამაც და საწოლისკენ გაემართა. კარი ჩუმად დაიხურა. მარიტა საწოლზე ჩამოჯდა და საათს ისევ დახედა. მართლა გვიანი იყო. თუმცა ამ ღამეს სიჩუმე ისეთი ცივი აღარ ჩანდა, როგორც წინა დღეებში. დრო, რომელიც დავითთან საუბარში გაუფრთხილებლად გაეპარა, მის ცხოვრებაში პირველად აღარ ეჩვენებოდა დაკარგულად...არამედ ღირებულად და მეტად საინტერესო მოგონებად. ------------ დილის რვის ნახევარი იყო.ნახევრად განათებულ კაბინეტში მხოლოდ ორი კაცი იჯდა. ფარდები ჩამოფარებული იყო, შუქი ირიბად ეცემოდა მაგიდაზე გადაშლილ დოკუმენტებს. მაგიდის თავში შალვა რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო, ფაილებს ჩაჰყურებდა. დავითი წინ ეჯდა, მკაცრი გამომეტყველებით. -ოფიციალურად რას ამბობენ? – ხმა ამოიღო შალვამ. -ოფიციალურად დაგეგმილი, შეიარაღებული თავდასხმაა. მკვლელი ჯერ დაუდგენელი პირია.- უპასუხა დავითმა ცივად.- არაოფიციალურად კი... ორი პირი ფიგურირებს. შალვამ ნელა ასწია თავი: -ნიკოლოზ როსტიაშვილი და კიდევ ვინ?-გაიკვირვა მოხუცმა. -მარიტას დედა. მარიტამ თქვა , რომ ნელიმ კახის ფული დიდი ხნის წინ მოპარა. მაშინ, სანამ ყველაფერი აირეოდა. კახიმ საჯაროდ არ გაახმაურა, სკანდალი არ უნდოდა...რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ ამ ყველაფერს დედამისი არ აწყობს იმისთვის, რომ ქონებას დაეპატრონოს? ან იქნებ, ეს ერთგვარი ეგოისტური შურისძიებაა? ოთახში ჰაერი თითქოს დამძიმდა. -წარმოუდგენელია, შვილის სიკვდილი უნდოდეს..-დაიბნა შალვა და ისევ დოკუმენტებს მიაჩერდა. -იქნებ, საქმეც ამაშია...რომ მკვლელს ჩვენი გზის აბნევა სურს? შეგვიქმნას ილუზია იმისა, რომ მარიტას მკვლელობაც უნდათ და სწორედ ამის გამო, დედამისზე არ ავიღოთ კვალი? სწორედ იმ აზრით, რომ დედამისი არ ისურვებდა ,შვილისთვის ზიანი მიეყენებინა.. -მაგაშიც მართალი ხარ. და თუ ორივენი ერთად მოქმედებენ? -ჯერ ამის მტკიცებულება არ გვაქვს.-დავითის ხმა მშვიდი და გაწონასწორებული იყო.-მაგრამ დროის თანხვედრა უნდა შევამოწმოთ. ნიკოლოზი სად და რა ადგილზე იყო მკვლელობისას და მარიტას დედის ანგარიშებზე თუ ფიქსირდება რაიმე ახალი თანხა , სწორედ იმ დღეს, როცა კახი გარდაიცვალა. სანამ საჯაროდ გავაჟღერებთ რამეს, მტკიცებულებები უნდა გავამყაროთ. ერთი არასწორი ნაბიჯი და ორივე აორთქლდება. გარეთ ქარი ამოვარდა. ფარდები მსუბუქად შეირხა. -ბჭობა გვჭირდება მთავარ დეტექტივთან ერთად, მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს, დავით - ეჭვი მტკიცებულება არ არის. შეიძლება ხელს ნიკოლოზს ვადებთ, რადგან სიკვდილამდე მასთან ჰქონდა მწვავე კონფლიქტები კახის და ბოლოს მას შეხვდა თათბირზე ,მაგრამ ძაღლი თავის პატრონს არასდროს კბენს, ნიკოლოზს და მამამისს არაფრად აწყობდათ კახის სიკვდილი, არათუ მარიტას სამიზნედ ამოღება. ეს სრული აბსრუდია და სწორედ აქ ვიბნევით. დავითმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. -ვიცი. ამიტომაც არ ვჩქარობ. თუ ნიკოლოზ როსტიაშვილი მკვლელია, ამას დავამტკიცებ. თუ დედა შორეული ფიგურაა - კვალს ვიპოვი. და თუ არცერთი არაა... -ვიღაც მესამე გვყავს. – დაასრულა შალვამ. დავითის მზერა კახის ფოტოზე შეჩერდა, სადაც მას ორი თავისი ასაკის მამაკაცისთვის ხელი ჰქონდა მხარზე გადახვეული და კამერაში ღიმილით იყურებოდა. -ასეა, და ვინც არ უნდა იყოს, დიდხანს ვერ დაიმალება. გარეთ ქარი ძლიერდებოდა. მთელი საქმის გამოძიება ჯერ კიდევ წინ იყო. სიმართლე კი ჯერჯერობით ჩრდილში იმალებოდა. -საუბარი შემომესმა. რაიმე სიახლეა?-მოულოდნელად შეღებული კარებიდან მარიტა შემოვიდა. ორივემ მის მხარეს გაიხედა. ქალი სახლის ტანსაცმელი ეცვა და ხელში ფინჯანი ეჭირა. ოთახს ყავის არომატული სუნი მეოდო. -მარიტა, კარგ დროს გამოჩნდი, შვილო. თქვენთან საუბარი მინდოდა. მოკლედ, მამაშენის კომპანია კახის ხსოვნის საპატივსაცემოდ შეხვედრას მართავს, აუცილებელია შენი დასწრება. მესმის, ახლა არაა უსაფრთხო სახლის დატოვება ,მაგრამ პრესა რას იტყვის..აფთრებივით არიან ჩასაფრებულები. დავითიც, რა თქმა უნდა , იქ იქნება, შენ გვერდით, თვალს არ მოგაცილებს. -როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილებებს ჩემ გარეშე იღებთ...რომელ დღესაა და რომელ საათზე? -ხვალ, საღამოს შვიდი საათისკენ. დავითი გაფრთხილებულია, ადგილზე მოგიყვანს და შენთან იქნება, ასევე ერთად დაბრუნდებით უკან შეხვედრიდან. -სიტყვით გამოსვლა მომიწევს? წინასწარ ვიძახი, რომ ხმის ამოღებაც არ მსურს, მოვალ , დავესწრები და წავალ. კარგი?-ცივად მიუგო მარიტამ და დავითს გახედა, რომელიც მას უყურებდა, რა წამსაც ქალმა შენიშნა ეს, დავითმა უცებ ფანჯარაში ყურება დაიწყო. -ოოხ, კარგი.-გააქნია თავი შალვამ, რომელსაც აშკარად სხვა გეგმები ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. -დავით, ხვალ შენ და დამხმარე ძალა მზადყოფნაში იყავით. გამორიცხული არაა , რომ მკვლელმაც იცოდეს შეხვედრის შესახებ და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერ სიტუაციაში მარიტას დასაცავად. ქალი დაიძაბა და ფინჯანი ხმაურიანად დადგა მაგიდაზე. -თუ ვიცით, რომ შეიძლება ამან საფრთხეში ჩააყენოს მარიტას სიცოცხლე, რატომ ვთანხმდებით მოწვევაზე?-დაეკითხა სერიოზული გამომეტყველებით დავითი. -ან იქნებ, მახედ მიყენებთ, რომ მკვლელი გამოიჭიროთ?-აფეთქდა მარიტა.-მესამე დღეა დაჟინებით მთხოვ,რომ ამ შეხვედრას დავესწრო...რაა ასეთი მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაში?-შალვას კითხვისნიშნით მიაჩერდა. -როგორც მომავალ მემკვიდრესა და კომპანიის მფლობელს, მოგეთხოვება დაესწრო შეხვედრას და არ დასწრება, მამაშენის სრული უპატივცემულობაა.-დაჟინებით მოითხოვა შალვამ. -არც ერთი მინდოდა და არც მეორე...როდის შეიგნებთ, რომ არც მამაჩემის ფული მაინტერესებს და არც ეს წყეული კომპანია. ღმერთო, წარმოუდგენელია... -თუ მარიტას არ სურს- -დავით, ნუ ჩაერევი.-გააწყვეტინა უხეშად შალვამ და გასვლისკენ ანიშნა,მაგრამ შავგვრემანს ფეხი არ მოუცვლია. -ჩავერევი, რადგანაც ბატონმა კახიმ მარიტას დაცვა დამავალა და თუ ის არ გრძნობს თავს კომფორტულად, რომ შეხვედრას დაესწროს, არ დაესწრება და მორჩა.-მტკიცედ განაცხადა დავითმა და მარიტას გახედა, რომელიც მადლიერი გამომეტყველებით უყურებდა. -თქვენ მე ჭკუიდან გადამიყვანთ. სახალხოდ მომჭრით თავს...-შალვა ფათა-ფუთით წამოდგა და კაბინეტის კარები ხმაურიანად გაიხურა. მცირე ხნიანი სიჩუმის შემდეგ, მარიტამ ხმა ამოიღო: -მადლობა. -ჰმმ?-ფიქრებიდან გამოერკვა დავითი. -მადლობა რომ დამიცავი. შალვმა მამაჩემივით ძალიან ბევრს ღელავს იმაზე, თუ რას იტყვის პრესა... -ეს ჩემი საქმეა.-აღნიშნა დავითმა და მხრები აიჩეჩა.-სანამ აქ ვარ, ვერავინ ვერაფერს დაგაძალებს.-დამაიმედებლად დაამატა შავგვრემანმა და ფაილები აკრიფა, შემდეგ კი უჯრაში შეინახა და გასაღებით გადაკეტა. გასაღები ჯიბეში ჩაიდო და მარიტასკენ შეტრიალდა, რომელიც მის ყველა ქმედებას ყურადღებით ადევნებდა თვალს. -მკვლელობაში ახალი პირები გამოვლინდნენ? -არა, ისევ ძველებზე მიმდინარეობს დაკვირვება. -გამოკითხეთ? -ნიკოლოზი გამოკითხეს და გაუშვეს. ხვალ შეხვედრაზე იქნებაო, შალვამ თქვა. -შეხვედრაზე ისიც იქნება?-რაღაცნაირად ჩაეკითხა მარიტა და აფორიაქება დაეტყო. დავითმა წარბი მაღლა ასწია და ქალი აათვალიერ-ჩაათვალიერა. -კი, კომპანიის მეწილეა. რაო, აზრი ხომ არ შეიცვალე?-ხუმრობით დაეკითხა დავითი და იმის იმედით, რომ მარიტა უარს იტყოდა, მისი პასუხის მოლოდინში, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. -შეიძლება...-მარიტა ფიქრებს მისცემოდა და სიცარიელეში იყურებოდა. მის პასუხზე დავითმა წარბები შეკრა და სახე მოექუფრა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩარევის უფლება არ ჰქონდა ისეთ პირადულ საკითხში, როგორიც იყო ურთიერთობა მარიტასა და მის ყოფილ შეყვარებულ - ნიკოლოზს შორის. -გადაწყვიტე, დრო დღეს საღამომდე გაქვს.-ცივად მიუგო დავითმა და ოთახი დატოვა. მარიტამ იგრძნო მამაკაცის მოულოდნელი ხასიათის ცვლილება და ამოიოხრა. თუმცა კი, იცოდა, რომ ნიკოლოზთან დაუსრულებელი საქმე ჰქონდა და რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მას უნდა დალაპარაკებოდა. მაგრამ, როგორ დაეძვრინა თავი დავითისგან? ის ხომ ყველგან კუდში დაჰყვებოდა და მით უმეტეს, ხვალ მასზე იქნებოდა აკრული, რადგანაც საფრთხე იმისა, მკვლელი გამოჩენილიყო ამ დღეს, მოსალოდნელი იყო. -უნდა ვნახო...აუცილებლად...-საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ქალი და ნერვიულად მაისურს აწვალებდა თითებით. რა მოხდებოდა ხვალ შეხვედრაზე კი არავინ იცოდა... მხოლოდ ვარაუდი და იმედიღა დარჩენოდა მარიტას იმისა, რომ არაფერი ცუდი.. გაგრძელება იქნება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


