შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე 15. სვანური წესები


გუშინ, 10:48
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 282

დილა უჩვეულოდ მშვიდი იყო. თოვლი უკვე გადაეღო და მთის ზურგზე მზე ნელა იძვროდა, თითქოს ფრთხილად ცდილობდა ეზოს არ გაღვიძებოდა. ბუხარში შეშა ღუღუნებდა. ანა პირველად გამოფხიზლდა. ოთახში ცივი ჰაერი ტრიალებდა, მაგრამ ფარდის მიღმა თეთრი ნათება თვალს აჩვევდა სიმშვიდეს. გამუდმებული დაძაბულობის შემდეგ, ეს დილა თითქოს სხვა სამყაროდან იყო.

სარკმლიდან გამოიხედა - ეზოში გაგი იდგა, ხელში ნაჯახი ეჭირა და ხის მორებს ჩეხავდა. მშვიდად მოძრაობდა, თითქოს ყოველ დარტყმაში სიმშვიდეს ეძებდა. თოვლი მის გარშემო ნელა იფანტებოდა, ხანდახან ქარი წააქცევდა ერთიანად შეშას, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა.

ანა თბილად გაეხვია ნაბადში და კარებთან მივიდა. ცოტა ხანს უყურა, მერე გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. ფეხქვეშ თოვლი ჩუმად ჭრაჭუნებდა. გაგიმ თავი ზევით ასწია, ოდნავ გაეღიმა.

- ადრე იღვიძებ, - თქვა მშვიდად, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.

ანამ მხრები აიჩეჩა.

- დილის სიჩუმე მიყვარს. როცა ჯერ კიდევ ყველას სძინავს.

- აქ ეგ იშვიათია, - უპასუხა გაგიმ და ცული ქვეშ დადო.

ანა ხის გროვას მიუახლოვდა.

- დაგეხმარო?

გაგის გაეცინა, ნამდვილი, ნაზი ღიმილით.

- მაგ ხელებით? - თვალით მის თხელ თითებზე მიანიშნა.

- ჩემზე ცუდი წარმოდგენა გქონია, - უპასუხა ანამ და დაჩეხილი შეშა ხელებზე დაილაგა,- შეიძლება ფიქრობ რომ არ შემიძლია. მაგრამ ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ და თანაც ძალიან ძლიერი, ასე რომ ვერ ნახავ საქმეს, რომლის გაკეთებაც არ შემიძლია.

- შეიძლება ყველაფერში მარჯვე ხარ, მაგრამ როცა აქ ვარ, ასეთ რაღაცებს მე გავაკეთებ,- აჩერებს ადგილზე ანას, მათი თითები წამით ეხება ერთმანეთს. ანას ტანში ჟრუანტელი უვლის, ქვევიდან აჰყურებს რამდენიმე წამით გაგის და უკან იხევს.

სიჩუმე ჩამოვარდა. არც უხერხული, არც ცივი - უფრო ისეთი, სადაც სიტყვები აღარ იყო საჭირო. მხოლოდ თოვლის ბზუილი, ბუხრის კვამლი და ორი ადამიანი, ვინც პირველად გრძნობდა რომ სიჩუმე შეიძლება ნუგეშიც იყოს.

შიგნიდან დარიკოს ხმა მოესმათ.

- ანა, მოდი შვილო, ჩაი ადუღდა!

გაგიმ ფრთხილად დახედა.

- მიდი, თბილი დალიე. ჯერ კიდევ სუსხია.

ანა მიბრუნდა, მაგრამ სანამ შიგნით შევიდოდა, ოდნავ გაჩერდა, თითქოს რაღაცის თქმას ფიქრობდა. შიგნით შესულ ანას ხელები ისევ სითბოს ეძებდნენ. დარიკომ ჩაი ფინჯანში ჩაასხა და თაფლი დაუმატა.

- გაცივდები, შვილო, რა გინდოდა იმ თოვლში?

ანამ გაუღიმა.

- უბრალოდ გავედი.

დარიკომ ოდნავ თავი გააქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს - მხოლოდ თეფშზე თბილი პურის ნაჭერი დაუდო.

გარედან ისევ ისმოდა დარტყმის ხმა - გაგი აგრძელებდა მორების დაჭრას.

გულით თითქოს მშვიდად იყო, მაგრამ როცა ისევ გაისმა ხის გაპობის ბგერა, ვერ მოითმინა და ფინჯანი ფრთხილად დადო. ნელა მივიდა ფანჯარასთან და ისევ გადახედა.

გაგი ახლა ქოხის გვერდით იყო. მზესთან ერთად თმებზე თოვლის ფიფქები დნებოდა და წყლის წვეთებად ეშვებოდა წვერამდე. როცა თვალი წამით ასწია და ანას მზერას შეეჩეხა, არ გაუცინია, მაგრამ თვალებში რაღაც ისეთი ეწერა, რასაც სიტყვები ვერ იტყოდნენ - თითქოს ეს წამი უკვე ორივემ იცოდა.

მერე, თითქოს უეცრად გადაწყვიტა, ხელი დაუქნია და თითით ბუხრისკენ ანიშნა. ანამ ეს ნიშნად მიიღო. გაგიმ ხელი დაისველა და გვერდით მიუჯდა. სიჩუმე ისევ ჩამოწვა - ახლა კი ის სიჩუმე იყო, სადაც სიახლოვე მოძრაობდა.

- დარიკომ ნატოსთან გავალო, ეს ქალი სახლში არასდროს ისვენებს,- ბუზღუნებს გაგი,- ამის გაკეთებაც მე მომიწევს.

- ნინოც არაა,- მხრებს იჩეჩს ანა.

- კარგი მე ამას არ ვიზამ, დავჯდეთ და დაველოდოთ,- თქვა გაგიმ უცნაურად მშვიდად,- კი მეუბნებოდა დარიკო ადრე, უნდა მოუსმინოო ცომს თუ რაღაც ეგეთი.

გაგის სახე დაემანჭა, ანას ჩაეცინა.

- შენ ადამიანს არ უსმენ, ცომს რას მოუსმენ, მომეცი მე ვიზამ,- დადგა მის ადგილას.

- ვუსმენ, თან ძალიან ბევრს.

ანა გაჩერდა და შეხედა. თვალებში არ ეძებდა პასუხს - უბრალოდ, თითქოს ცდილობდა დაემახსოვრებინა მისი ხმა, სუნთქვა, მზერა.

- და ახლა ვის უსმენ, გაგი? - იკითხა ჩუმად.

გაგი ერთ წამს გაჩერდა. ხელი ისევ ცომზე ჰქონდა და ფქვილი თითებზე მიკრობოდა. მერე ოდნავ გაიღიმა და თქვა.

- ახლა შენ გისმენ,- ჰაერი თითქოს უფრო თბილი გახდა. ქოხის გარეთ ქარმა ფანჯრის მინას ფიფქი მიაწება და ჩაიკრა.

ცეცხლი ბუხარში ხმადაბლა ჩხაკუნობდა. ოთახში ნელა იღვრებოდა შუქი - ნარინჯისფერი, რბილი, ისეთი რომ თითქოს ყველაფერს ათბობდა, რაც შიგნით იყო. გაგიმ ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბუხარს, ხის ნაჭერი ჩადო და მერე ფრთხილად ჩამოჯდა. ანა მის მოპირდაპირედ დაჯდა, ხელები მუხლებზე ჰქონდა შემოწყობილი, თვალები კი ცეცხლის ალიაზე მიჩერებული.

წამები ისე გადიოდა, რომ არცერთს სიტყვა არ დაუძრავს.

მერე გაგიმ ჩუმად თქვა.

- რაღაც შენში ყველაზე მეტად მაფიქრებს?- ანამ თავი ოდნავ ასწია, მაგრამ არაფერი უპასუხია.

- ის, თუ როგორ გიჭირავს თავი. ეს შენი სიჩუმე...

ანამ ოდნავ ჩაეღიმა.

- იმიტომ, რომ ბევრი რამ აღარ მინდა ვთქვა. დავიღალე.

- გეშინია რომ ისევ მოხდება რამე ისეთი ის, რაც კიდევ გატკენს?

- არა, - თქვა მან მშვიდად, - იმიტომ რომ აღარაფრის აღარ მჯერა.

გაგიმ ფრთხილად გადმოიღო ბუხრიდან წვაანთებული ჯოხი და თითებით ატრიალ ადგილზე, უყურებდა ნელა როგორ იწვოდა.

- მე რომ გითხრა, ზოგჯერ ტკივილი არ უნდა აიტანოთქო - გამიგებ?- ანა ჩაფიქრდა.

- ალბათ. იმიტომ, რომ თუ არ აიტან, ბოლოს თვითონ შეგჭამს,- გაგიმ თავი დაუქნია, თითქოს ეს პასუხი მოეწონა.

- ზუსტად ეგ. ზოგჯერ შენც უნდა აიტანო, ზოგჯერ პირიქით. თორემ წარსული სულ თან გამოგეკიდება.

ცოტა ხანს ისევ ჩუმად ისხდნენ. მხოლოდ ცეცხლი ისმოდა, მერე კი ანამ იკითხა.

- შენ რამ შეგაშინა ბოლოს?

გაგიმ გაოცებულად ახედა, თითქოს ამ კითხვა არ ელოდა.

- მე? არ ვიცი, ალბათ უკვე ყველაფერი.

- ანუ?

- ანუ ადრე ყველაფერი მარტივი იყო. ჩემი მხარე, შენი მხარე. სიმშვიდე იყო, ფეხებზე მეკიდა ყველაფერი და ჰოპ უცებ ახლა აქ ვართ. ახლა კი ვხვდები რომ როცა შენ გიყურებ - მხარე აღარ არსებობს და ეგ მაშინებს.

ანა ნელა გადმოიწია, თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არ იცოდა როგორ.

- მგონი აზვიადებ,- ლოყები ვარდისფრად ეღებება ანას.

გაგიმ გაიღიმა. ალბათ პირველად იყო ეს ღიმილი გულწრფელი.

- იქნებ სულაც არა,- ხმადაბლა ამბობს, საკუთარი თავი თავად ძლივს ესმის. 

ცეცხლმა ისევ ალი აისროლა. ანამ თვალი დახუჭა. გაგიმ ნელა წამოდგა, ბუხარში კიდევ ერთი მორი ჩააგდო და თქვა:

- მიდი დაიძინე, ხვალიდან თოვლი გადაიღებს,- ანამ მხოლოდ ბუხარს შეხედა. ცეცხლის შუქში გაგის ჩრდილი ჯერ კიდევ ჩანდა კედელზე - დიდი, მყარი, მშვიდი.

და როცა კარი დაიკეტა, ანამ პირველად ვერ იგრძნო სიცივე. გაგი მუდამ გვიან იძინებდა გვერდით ოთახში, მომენტებშ ანა ნერვიულობდა კიდეც, გაყინულ ოთახში მხოლოდ ერთი საბნის ამარა სძინნავს ხოლმე. ერთხელ ისიც იფიქრა შევალ და ადიელას მაინც მივცემო მაგრამ კარებთან მდგარმა დააპაუზა. გაგიმ თავად გადაწყვიტა იქ დაძინება, მიუხედავად იმისა რომ უკვე დაქორწინდნენ, გაგის უბრალოდ ნამუსი არ აძლევს საშუალებას შევიდეს ოთახში და გოგო აიძულოს მის გვერდით დაიძნოს. ღამით გვიან წვება, მაშინ როცა ყველას სძინავს, დილას კი ადრე დგება, სანამ ყველა გაიღვიძებს. დარიკომ იცის მათი სიტუაცია, თუმცა ვერაფერს ამბობს, მალხაზი კი უკვე რამდენიმე დღეა ნინოსთან ერთად ლენტეხშია.

დილამ ჩუმად შემოაღწია სახლში - ისე რომ არავის გაუგია. მხოლოდ ფანჯრის მინაზე მყიფედ დამდგარი ყინვის შრე აებრჭყვიალებინა მზის პირველ სხივს. ბუხარი უკვე ნელ - ნელა ქრებოდა. ცეცხლი ნაპერწკლებად ქცეულიყო, თუმცა ოთახში ისევ თბილოდა.

გაგი უკვე ნელ - ნელა იფხიზლებდა თავს. ჩუმად, უხმოდ ადგა, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ოთახის კარი ჩუმად შეარო, დილის შიდის წუთები იყო, მზე ჯერ კიდევ კარგა ხანს არ ამოვიდოდა, ოთახშ პატარა ლამპა ენთო, გაგის ეცნო, მისი ბავშობის ლამპაა, ნინომ უყიდა მპატარაობისას სიბნელის რომ ეშინოდა მაშნ, ახლა კი ანას ენთო იქვე. კარადა გამოაღო, აიღო ტანსაცმელები, წამით გაშეშდა როცა ანა შეიშმუშნა, გოგო გადაბრუნდა, ჯერ კიდევ ცაზე არსებული მთვარის სხივები აღწევდა ოთახში. გაგიმ იგრძნო, როგორ მოაწვა გრძნობები — დაცვა, შიში, პასუხისმგებლობა, ყველაფერი ერთად. ნაბიჯი წინ გადადგა, თითქოს უნდოდა საბანი ფრთხილად აეწია და მხარზე დაეფარა, მაგრამ შუა გზაში გაჩერდა. ვერ გაბედა. როგორ უნდა შეხებოდა ქალს, რომელიც მისი არც იყო. ფანჯრიდან ცაზე ჯერ კიდევ დაკიდებული მთვარე ჩანდა - თხელი, გამჭვირვალე, როგორც ღამის ბოლო კვალი. 

გაგიმ ოთახი დატოვა, პერანგი ჩაიცვა, თითები ღილებზე ოდნავ გაუკანკალდა. დაბლა ჩასვლისას, კართან მისულმა კიდევ ერთხელ გახედა. ანა მშვიდად იწვა, გაგიმ ღრმად ჩაისუნთქა. დაბლა ჩავიდა, ისევ შეშისი ჩეხვა განაგრძო, არ იცოდა სხვანაირად მოწოლილი გრძნობები როგორ გაექრო, ვერ ხვდებოდა, ნუთუ მთელი ცხოვრება იმ დანაშაულის გრძნობით უნდა ეცხოვრა რომ გოგო მოიტაცა და აიძულა მისი ცოლი გამხდარიყო? ასე გრძნობების გარეშე უნდა გეტარებინა მთელი ცხოვრება? მორს მორზე ჩეხავდა დაგანზე ყრიდა, თუმცა საკუთარ თავს ვერ ამშვიდებდა. 

სამზარეულოში დარიკო ხმაურობდა - ჭურჭლის ჩუმი კაკუნით. ანაც უკვე წამოდგა. თმა ჩამოშლილი ჰქონდა.

- დილა მშვიდობისა, - თქვა დარიკომ. ანაც მიესალმა ხმადაბლა, გვერდით მიუდგა და მაგიდის გაშლაში მიეხმარა,- მე თვითონ ვიზამ.

ხელი გააშვებინა დარიკომ.

- იყოს მოგეხმარები, სხვა საქმე მაინც არ მაქვს,- მხრებს იცეჩს ანა და მაგიდაზე ალაგებს ჭიქებს,- ნინო და მალხაზი აქ არ არიან და ამდენი ვისთვის გვინდა?

- არ არიან, მაგრამ მიჩვეული ვარ,- დამწუხრებული ამბობს დარიკო,- ნეტავ გაგი სად წავიდა. გარეთ იყო, გაცივდება ეგ ბიჭი სულ გარეთ ბოდიალით.

- დავუძახებ,- მოსაცმელს იღებს ანა, ეზოშ გადის, შეშა იქვე ყრია, ნაჯახიც მთელი ძალითაა დარჭობილი მორზე, მაგრამ თავად გაგი არსად ჩანს. თავლაშ შედის, ცხენები მშიდად დგანან, ანა ერთი - ორჯერ ეფერება ცხენს და მეორე კარით ეზოს ბოლოშ გადის. გაგი იქვე დგას, რაღაცას აკეთებს, თუმცა ვერ ხედვა სრას.

- ჯერ ისევ ზამთარია ქალბატონო,- ესმის გაგის ხმა.

- შენ გეძებდი, წამოდი, დარიკომ მაგიდა გაშალა.

- არ მინდა, მადლობა მოწვევისთვის,- უღიმის და ჩაქუჩს იღებს.

- წამოდი,- ხელზე ეხება ანა და უკან ადებინებს,- ერთხელ მაინც ადამიანურად მინდა ვისაუზმო ამ სახლში.

- დაჯდები ჩემთან ერთად ერთ მაგიდასთან?

- შენ წარმოიდგინე ლუკმაც გადამივა ყელში,- ცხვირს იბზუებს ანა,- წამოდი, ბუა არ ვარ რომ შეგჭამო და ეს ვითომ თავის არიდებები ვერ მეხმარება ვერაფერშ.

- არც მიცდია...

- აჰ მართლა? დილაობითაც არ იპარები ხოლმე ოთახში?

- უბრალოდ არ მინდა გაგაღვიძო.

- მგონია რომ ჩემი გეშინია.

- სვანეთში სვანისთვის იმის თქმა რომ მეგრელის ეშინია ცოტა არალოგიკურია,- ფხუკუნებს გაგი,- თუმცა რაღაც მომენტში მართალი ხარ.

- დამცინი ხო?

- არა, პირველად შემეშინდა რომ გაიქცეოდი,- ანას ღიმილი ნელ - ნელა სახეზე ახმება,- მეორედ კი იმის შემეშინდა რომ სამუდამოდ შეგძულდებოდი.

ანა გაჩუმდა, სიტყვა ვერ დაძრა.

- მაგის ახლაც მეშინია,- ამატებს ბოლოს და თავს ანებებს საქმეს,- წავიდეთ ვისაუზმოთ, სანამ კარგად მელაპარაკები.

სახეზე ღიმილს იბრუნებს, გოგოს მისგან ზურგით აბრუნებს და ოდნავ უბიძგებს. ანას უნდა უთხრას რომ ასე სულაც არ უნდა რომ იფიქროს, რომ ეს სიმართლე არაა, თუმცა სიტყვებს თავს ვერ უყრის, ოდნავ უღიმის და სახლისკენ მიჰყვება.

ანა გვერდულად უყურებს გაგის და ამჯერად მის სიტყვებს სხვანაირად აღიქვამს. ადრე მასში მხოლოდ სიმტკიცეს და სიჯიუტეს ხედავდა, მაგრამ ახლა თითქოს ამ სიჯიუტის უკან რაღაც დაღლილობა და შინაგანი ბრძოლა იკითხება. ხვდება, რომ გაგი იმ გარემოს ნაწილია, სადაც გაიზარდა - წესებით, ტრადიციებით, მოლოდინებით - მაგრამ ამ ყველაფერს ბრმად არ მიჰყვება.

მისი სიტყვები არ ჰგავს ბრმა გამართლებას. უფრო ჰგავს ადამიანს, რომელიც არჩევანს აკეთებს, თუმცა ეს არჩევანი ყოველთვის მარტივი არ არის. ანა ამჩნევს, რომ გაგი ზოგჯერ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება - თითქოს ცდილობს იყოს ერთგული თავისი ფესვების, მაგრამ ამავე დროს არ დაკარგოს ის, რაც თავად სწორად მიაჩნია.

ამ წამს ანასთვის ნათელი ხდება: გაგი მხოლოდ "სვანური წესების" გამოხატულება არ არის. ის უფრო რთულია - ადამიანი, რომელსაც შინაგანად ებრძვის ტრადიცია, პასუხისმგებლობა და საკუთარი გრძნობები. და სწორედ ეს წინააღმდეგობა ხდის მას რეალურად გულწრფელს.



№1 სტუმარი სტუმარი ელა

მიყვარს ანა და გაგი იმედი მაქვს გაუგებენ ერთმანეთს. მადლობა

 


№2 სტუმარი სოფიკო კილაძე

იმედია ბედნიერი დასასრული ექნება.ველოდები გაგრძელებას

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ მინდა ანამ გაგის რომ გაუგოს ,როგორ გელოდები ხოლმე,ისე საინტერესოდ წერ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი,სულ გელოდები❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Anukaaa_aa

სტუმარი თეო
როგორ მინდა ანამ გაგის რომ გაუგოს ,როგორ გელოდები ხოლმე,ისე საინტერესოდ წერ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი,სულ გელოდები❤️❤️❤️❤️


მადლობა, გრაფიკიდან გამომდინარე ვცდილობ ხშირად დავდო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent