შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანეთი გეტყვის //სრულად//


დღეს, 18:53
ავტორი ენქეი
ნანახია 608

თქვენ თუ ყოფილხართ სვანეთში?იმ სიყვარულით და სიცოცხლით სავსე მხარეში,რომელზეც ლეგენდებს ჰყვებიან.თუ არ ყოფილხართ,მოემზადეთ და ერთად ვიმოგზაუროთ...
იმ ზაფხულს პირველად ჩაალაგა ჩემოდანი.თმა დაიწნა და მხარზე გადმოიგდო,რომ კარგად შეეთვალიერებინა მისი ჟანგისფერი დალალები.შესაკრავში გვირილა ჩაიმაგრა და კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი თავი.ჭორფლების დამალვას უშედეგოდ ცდილობდა,ბოლოს სულ მოიშორა მაკიაჟი და გაბრაზებულმა გააგორა 30 კილოგრამიანი ჩემოდანი.დარწმუნებული იყო თუ არა?არანაირად.ახლაც ისევე ეშინოდა,როგორც მაშინ, ბავშვთა სახლიდან,რომ წამოიყვანეს და უკანასკნელად შეავლო თვალი იქაურობას,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. „ხაზეიკას“,რომელსაც გაურკვეველი მიზეზით არ მოსწონდა გასაღები ჩააბარა და კიბეებზე ხმაურით დაეშვა.
ძალიან მობეზრდა,რომ დამრიგებელიც არავინ ჰყავდა.არავინ ეტყოდა,რომ არ წასულიყო,არ მიეტოვებინა ყველაფერი...
18 წლის იყო თბილისში,რომ ჩამოვიდა და ბოლო სამი წელია ქუჩის გარდა ყველგან სძინავს,სადაც შეუძლია.ხანდახან ნანობს კიდეც სახლის მიტოვებას...6 წელი გაატარა ერკეთის დედათა მონასტერში,სადაც დედა მარიამი საკუთარი შვილივით უფრთხილდებოდა.ვერასოდეს წარმოიდგენდა,რომ მათ მიატოვებდა და უკან აღარ მიიხედებოდა,მაგრამ ასეთია ცხოვრება,ზოგჯერ ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ,რომლისთვისაც თავად ჩვენც კი არ ვართ მზად,თუმცა ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია...
„ოკრიბაში“ როგორც ყოველთვის ერთმანეთზე ხმამაღლა გაჰკიოდნენ მძღოლები.ზოგი ბახმაროს გაჰყვიროდა,ზოგიც ქუთაისს.იქვე ტაქსის მძღოლებსაც გაემაგრებინათ „ბირჟა“,მზესუმზირას უმისამართოდ იფურთხებოდნენ და ყველას იაფად წაყვანას სთავაზობდნენ.მძღოლს ბარგი ჩაააბარა და ძველ,დაჭეჭყილ,სუნიან მარშუტკაში მოთავსდა.ფული წინასწარვე აკრიფა მძღოლმა,როგორც სჩვევიათ და აი ისინიც,მესტიის რეისი დაიძრა...


***
სამსახური ისე შემთხვევით იპოვნა ვერც კი დაიჯერებდით.არცერთი საიტი არ გამოადგა,არც კაფე-რესტორნებში სიარულმა და კითხვამ უშველა,მხოლოდ დოდომ...მოხუცი დოდო მისი კარის მეზობელი იყო,რომელიც პირველად 5 თვის წინ ნახა...ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი ერთ დილას იატაკზე დაცემულა და ვერავის გაუგონია მისი ძახილი.ფეხშიშველი გავარდა სადარბაზოში მილანა და კარგად მიაყურადა,ხომ არ მეჩვენებაო.არ ეჩვენებოდა,მოხუცი დახმარებას ითხოვდა... დაუკაკუნებლად შევარდა სახლში და იატაკზე მყოფი ჭაღარა ქალის დანახვამ კინაღამ გული მოუკლა.საწოლში დააბრუნა ქალი და მისივე თხოვნით ყავაც მოადუღა...უმკითხავა დოდომ და კარგი მომავალი უწინასწარმეტყველა,მაგრამ ყურიც არ ათხოვა,რადგან ცხოვრებაში კარგი არაფერი ჰქონია და მომავლის იმედად ვერ დარჩებოდა.მას შემდეგ ხშირად სტუმრობდა და მაისის ერთ წვიმიან საღამოს სამსახურიდან,რომ გამოაგდეს ტირილით შევარდა მასთან...ოჯახის წევრებიც იქ იყვნენ,მაგრამ არავის გაჰკვირვებია მისი სტუმრობა,იცოდნენ,რომ მოხუცს ყურადღებას აქცევდა და ემეგობრებოდა...დააშავა განა რამე?არა!უბრალოდ ცვლაში ვერ გავიდა დეკანთან შეხვედრის გამო და უფროსი გაუბრაზდა.უთხრა შენს უნივერსიტეტს ვერ შეეწირება ჩემი ბიზნესიო და ქეშად მისცა ნახევარი თვის ხელფასი.
მილანამ ბევრი იტირა,დოდომაც ბევრი იფიქრა და ერთ საღამოს ბავშვობის მეგობარმა,რომ მოიკითხა და აუწუწუნდა ბავშვები ჭკუიდან მშლიან ეს ძიძაც გაგვექცაო იდეა დაებადა.ქალს მშვიდად უთხრა ზაფხულში მაინც ხელი მოგაშველონ არ გინდაო?მანანასაც მეტი რა უნდოდა?მოიკითხა გოგონას ამბავი და ყველაფერი კარგის მოსმენისას თანხმობაც განუცხადა.
თავად მილანამ თავი გააქნია,სვანეთში არასდროს ვყოფილვარ,ასე უპატრონოდ სად წავიდეო,მაგრამ დაამშვიდა დოდომ მეგობრის ოჯახიაო და როგორც იქნა დაიყოლია.
ახლა თქვენც კი იცით,სუნიან მარშუტკაში ეძინა და სვანეთთან შესახვედრად ემზადებოდა...


***
გზა გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა.განსაკუთრებით სიცხეს და იმ სურნელს თუ გავითვალისწინებდით,რომელიც ამ ჯართში ტრიალებდა.ვერც ძილი მოახერხა,რადგან ფანჯარა ისე იყო მორყეული ლამის თავზე გადმოემხო.ბოლოს ბედს შეეგუა და უბრალოდ ხედით ტკბებოდა,რომელიც ხმის ამოუღებლად ესაუბრებოდა...ულამაზესი ადგილები ნახა,მანამდე,რომ არ ენახა ისეთი.იცოდა,რომ საქართველო ლამაზი იყო,მაგრამ არსად იყო ნამყოფი.
უყურებდა უზარმაზარ კლდეებს,გზას გვერდით,რომ მიჰყვებოდნენ და შიშმა შეიპყრო უცებ ზედ არ დასცემოდათ...უყურებდა ჯერ კიდევ დათოვლილ მთებს და აყვავებულ ბუნებას...მაინც როგორ დაითანხმა დოდომ ამ სამსახურზე?თავს მაინც ვერაფერს უხერხებდა,ფული სჭირდებოდა,რომ უნივერსიტეტში სტატუსი აღედგინა და საოცნებო პროფესიას დაუფლებოდა,ამიტომ ამისთვის სვანეთში ცხოვრებასაც არ მოერიდებოდა.
თვალით არ ჰყავდა ნანახი მანანა,მხოლოდ ახალგაზრდობის ფოტო აჩვენა დოდომ და მათი ისტორიები მოუყვა.მოკლედ აუხსნა მესტიაში,რომ შეხვალ დარეკე და დაგხვდებიანო,ისიც არ იცოდა როგორ უნდა მიმხვდარიყო,რომ მესტიაში შევიდა,მაგრამ შიშმა მალევე გაუარა რკინის დიდი აბრა, რომ დაინახა,სამ ენაზე გაკეთებული წარწერით „მესტია“.მობილური მოიმარჯვა და მშვიდად დარეკა ნომერზე.
-მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან...-უცებ შეეშინდა,ტანში გააჟრჟოლა და ათასი სისულელე იფიქრა.საერთოდ რას აკეთებდა აქ?! მძღოლთან ახლოს თავისუფალი ადგილი მონახა და იქვე გადაჯდა,რომ გზისთვის უკეთ შეეხედა და დოდოს ნომერი აკრიფა.აქ ჩამოსული ისევ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ ის დაეხმარებოდა.წამით ისიც იფიქრა ესეც არ მიპასუხებსო,მაგრამ მალევე გასცა პასუხი და მანაც შვებით ამოისუნთქა.კიდევ ერთი ნომერი უკარნახა,რომელიც მის ერთ-ერთ შვილს ეკუთვნოდა და როგორც კი ამ ნომერზე ზარი გავიდა ციებამაც გადაუარა...
-გისმენთ.-გაისმა კაცის ბოხი,ნამძინარევი,მაგრამ მშვიდი ბარიტონი.
-გამარჯობათ,მანანას ვერ დავუკავშირდი...-არ იცოდა რა უნდა ეთქვა.-დედათქვენი უნდა დამხვედროდა.
-ვინ ხარ?-ეჭვნარევი ხმით იკითხა,თითქოს დაიძაბა კიდეც.
-ბავშვების ძიძა ვარ,მითხრა მესტიაში,რომ შემოხვალ დარეკე და მოგაკითხავთო...
-ჯანდაბა!-გაისმა მობილურს მიღმა და ზარი მაშინვე დასრულდა...
-რა ჯანდაბაა?-გაიფიქრა გონებაში და გზას გახედა,ხვდებოდა,რომ ცენტრთან ახლოს იყვნენ.-სადმე ცენტრში ჩამოვალ მე პატივცემულო.-ოდნავ ხმამაღლა უთხრა მძღოლს და ნომერს კიდევ ერთხელ დახედა.-კიდევ ხომ არ დავრეკო?-ჰკითხა საკუთარ თავს და მობილური ხელში შეათამაშა.
-აგერ ცენტრი.-უხეშად გააჩერა მარშუტკა კაცმა,გზას არ უყურებდა გოგონა,ამიტომ დამუხრუჭებისას თავი ძლიერად მიარტყა საზურგეს და ლამის ცხვირი გაიტეხა.სისხლმაც არ დააყოვნა,ორივე ნესტოდან უცებ წამოუვიდა წითელი სითხე.-შენი გაჩერებაა.-არც შეხედავს კაცს ისე გადავიდა და მისი ჩემოდნის მოძებნა დაწყო.
-ლამის ცხვირი გამიტეხეთ...-ზურგჩანთა მხარზე მოიგდო და საყვედურით მიადგა კაცს.
-ცუდი გზაა,ტელეფონში,რომ ხართ ეს ახალგაზრდები მაგის ბრალია!-უკმეხად მიუგო და სისხლით დასვრილ მაისურს წარბაწეულმა შეხედა.-გინდა სალფეთკი?
-არ მინდა თქვენი სალფეთკი!-გამოაჯვრა კაცს და თავად ამოაძვრინა ჯიბიდან სელპაკის შკვრა.-ღმერთო!-მთლიანად სისხლით მოსვრილ ხელებს დახედა.-იტყვიან ავადმყოფია ვინ ჩამოვიყვანეთო...
-აი შენი ჩემოდანი!-უხეშად დაახეთქა კაცმა და ლამის ბორბლების მტვრევის ხმაც მოესმა.-აბა შენ იცი!
-მადლობა!-ნაძალადევად მიუგდო და შეკვრიდან მეორე ხელსახოციც ამოაძვრინა,რომ წყლით დაესველებინა და ცხვირზე მიეფინა.მალევე მიუვიდა შეტყობინება სრულიად უცხო ნომრიდან,ლოკაციის გაზიარება სთხოვა,რომ მარტივად მიეგნო.თავიდან შეეშინდა,რაღაც მისტიური ოჯახის შთაბეჭდილება დაუტოვეს,უცნაურები და დაბნეულები ჩანდნენ,მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?თითქმის 11 საათი იმგზავრა,უთენია გამოსულმა მხოლოდ 7-ის ნახევარზე ჩააღწია და სად უნდა წასულიყო?ერთ საათში დაბნელებას დაიწყებდა.მესიჯზე მალევე უპასუხა და იქვე გზის განაპირას ქვაზე ჩამოჯდა,სანამ მისი სვანური თავგადასავალი ბოლოს და ბოლოს დაიწყებოდა...
-შენ ხარ მილანა?-მანქანიდანვე დაუძახა ახალგაზრდა კაცმა და მაშინვე გადმოვიდა,როგორც კი ქალმა თავი დაუქნია.-მე ტიტე ვარ,მანანას შვილი.-ხელი გაუწოდა ქალს.
-მილანა...
-სახეზე რა დაგემართა მილანა?-ჩაეკითხა ბიჭი.აქა-იქ შემხმარი სისხლი ეტყობოდა ჭორფლით დაფარულ სახეზე.თან თეთრი მაისურიც სულ დასვროდა...
-სკამს დავარტყი თავი და სისხლი წამსკდა ცხვირიდან.
-ექიმის ნახვა ხომ არ გინდა?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა კაცმა.-იქნებ გაგიტყდა.
-არა,უკვე აღარც კი მტკივა.-იუარა მაშინვე,შეეშინდა თბილისში არ გამაბრუნოსო.
-მეზობლად გვყავს ექიმი,გადმოვიყვან და გნახავს.-მაინც არ იშლიდა თავისას.-მთელი სახლი წამოგიღია.-ჩემოდანზე დადებულ ქოთნის ყვავილს ცერად გახედა.
-ბინა დავცალე და...არ მინდოდა რაიმეს დატოვება.-თითქოს შერცხვა,სახეზე წითელი გადაეკრა.
-დაეტევა შენს ოთახში,არ იდარდო.-მშვიდად მიუგო და ჩემოდანი მანქანის საბარგულში ჩატენა.-სვანეთში პირველად ხარ?-პეიზაჟის ყურებით გართულს ჰკითხა.
-დიახ.-უცებ გამოერკვა და კაცის წინ შედგა,რომელმაც კარი გაუღო და ელოდებოდა როდის დაჯდებოდა.
-ხომ არ გადაიფიქრე?-სასაცილოდ არ ეყო ტიტეს მისი დაბნეულობა.
-დიახ...კიარადა არა!-მანქანაში უცებ დაიკავა ადგილი და ღვედი შეიკრა.
-არ დაგჭირდება.-წამით გახედა და კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა.-ეწევი?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-მე,რომ მოვწიო შეიძლება?
-თქვენი მანქანაა.-მხრები აიჩეჩა.
-აუ რა ცუდად მომხვდა ყურში შენ ხომ ვერ წარმოიდგენ...-სახე დამანჭა კაცმა.-მე თქვენობით არ მელაპარაკო და არც ის მთხოვო შენ მოგმართო ასე კარგი?უბრალოდ ტიტე ვარ.
-შეგიძლია მოწიო ტიტე.-ნაზად გაუღიმა და ფანჯრისკენ შეტრიალდა.მთელი გზა ხმა არ ამოუღია.თავი კარგად იგრძნო,ტიტესგან კარგი აურა მოდიოდა,თანაც თქვენობით ლაპარაკს თავად მილანაც ვერ იტანდა და ამან უფრო დაამშვიდა.უყურებდა როგორ ესალმებოდნენ ქუჩაში გამვლელები ხელის აწევით,ზოგიც მსუბუქად თავს უკრავდა სალამის ნიშნად,ან გულზე მჯიღს ირტყამდა,რომ პატივისცემა ეჩვენებინათ.ტიტეც იმავეს აკეთებდა,ყველას ხელის აწევით და მსუბუქი სიგნალებით ესალმებოდა.-ყველას იცნობ?-გაკვირვებული მიაჩერდა.
-აქ ყველა ყველას იცნობს,მარტივად შეეგუები,მოგეწონება.-ცერად გახედა და მალევე მანქანა დიდი,ქვით ნაშენები,ორ სართულიანი სახლის წინ გააჩერა.-კეთილი იყოს შენი მობრძანება მილანა.-მშვიდად ამოთქვა კაცმა და წინ გაუძღვა.ეზოში შესვლისთანავე დაიწყეს ძაღლებმა ყეფა,მაგრამ ტიტეს ერთი სიტყვა საკმარისი იყო,რომ სამივე გაჩუმებულიყო.ორი კავკასიური და ერთი გერმანული ნაგაზი დაებათ ეზოს სხვადასხვა მხარეს,თითქოს რაიმე ძვირფასს იცავენო.სამივე მზად იყო ჯაჭვი გაეგლიჯათ და ცოცხლადვე შეეჭამათ მილანა.-ნუ შეგეშინდება,ხვალ ჩემთან ერთად აჭამე და მოგეჩვევიან.-მისი დამშვიდება ამაოდ სცადა ტიტემ.-მანანა!მოვიყვანე ჩვენი სტუმარი.
-გამარჯობა შვილო...-გამოსძახა სამზარეულოდან,ფქვილიანი ხელები უცებ გაიფერთხა ქალმა და წინ აესვეტა.-დამჯდარი ჰქონია მანანას ტელეფონი და მაგიტომ ვერ გიპასუხა,ცუდად არ გაიგო,არ გეგონოს უყურადღებოდ დაგტოვეთ.
-ოჰ ნანინა,ხაჭაპურს აცხობ?-თავზე აკოცა ქალს.
-აბა სტუმარს ხომ უნდა დავხვდეთ?ეშიება საწყალს.-შეიცხადა ქალმა.მილანას მართლა ძალიან შიოდა.აქამდე დიდად არ მიუქცევია ყურადღება,მაგრამ ახლა გრძნობდა,რომ უკვე კუჭი ეწვოდა შიმშილისგან.
-ნანინა ჩვენი მეზობელი და ტყუპების დედაა,გაიცნობ მერე.-გაუღიმა გოგონას.-ეს ჩვენი ახალი ძიძა მილანაა...ძალიან კარგი გოგოა.
-დედი რა მოგივიდა სახეზე?-ახლაღა შენიშნა ქალმა ოდნავ დალურჯებული ცხვირი.
-მარშუტკაში სკამს დავარტყი.-დარცხვენილმა ამოილაპარაკა.
-რას დგახარ ტიტე?წადი და თებე გადმოიყვანე!-გაუწყრა ქალი.-ნახოს გატეხილი ხომ არ არის.
-რად უნდა გადმოყვანა,ოთახში სხედან ეგ და ლიზა.-კიბეებზე დაეშვა სანდომიანი გარეგნობის,ოდნავ ჭაღარაშერეული ქალი.-შენ ხარ მილენა?-აათვალიერა გოგონა.
-არა,მილანა ვერ ვიპოვნე და ეს მოვიყვანე.-სერიოზული ტონით ამოთქვა ტიტემ.-ჰო დედაჩემო ეს არის,აბა ვინ იქნება.-ხელი აიქნია კაცმა.
-აიტანე ეგ ჩემოდანი გოგონას ოთახში,რას დამდგარხარ?-თვალები დაუკვესა შვილს.-მე სახლის წესებს ავუხსნი.
-ეე მანანაა..-ზემოდან გადმოსძახა წაბლისფერთმიანმა.-ამოასუნთქე,ჯერ ხომ არ მოსულა.
-ლუკმა ჭამოს ბავშვმა და საქმეზე მერე ელაპარაკე,დაღლილია ისედაც.-აჰყვა ნანინაც ახალგაზრდას.
-მაშინ მოწესრიგდი,ივახშმე და მერე ჩემთან ამოდი ოთახში.-ისე უკმეხად მიუგდო ეწყინა კიდეც მილანას.-თქვენც დიდხანს ნუ ისხდებით აივანზე!-დაუბღვირა ზემოთ მდგომებს და ზურგი აქცია ყველას...
ეს ქალი საშინლად არ მოეწონა,ლამის ატირდა,ისეთი მჭახე და უხეში ხმა ჰქონდა.ბოროტი კუდიანები,რომ არიან ზუსტად ისე იყურებოდა ზემოდან და თითოეულ ნაბიჯს დიდი გულისყურით აკვირდებოდა...
სირბილით აჰყვა ტიტეს მეორე სართულზე და გოგონებს მსუბუქად გაუღიმა.ოთახში პირველი თავად შეუშვა კაცმა და იქვე კუთხეში დაუდო ჩემოდანიც.დიდი ოთახი იყო.დიდი კარადა და ორსაწოლიანი იდგა,ფანჯრიდან ისეთი ლამაზი ხედი მოჩანდა სულ,რომ ოცნებობდა საძინებლიდან ჰქონოდა...სამუშაო მაგიდა,სკამი...ორი პატარა ტუმბო საწოლის გვერდით და კედელზე გაბნეული თაროები.ოთახის ბოლოში კარი იყო,როგორც აღმოჩნდა სააბაზანოში გადიოდა...საკუთარი სააბაზანო ექნებოდა და არავისთან მოუწევდა გაზიარება...
-თუ რაიმე დაგჭირდება მითხარი,გვერდით ოთახში ვარ და დაგეხმარებიხოლმე კარგი?-თბილი ხმით უთხრა კაცმა.-ეს ორი გადარეულიც...-ჩუმად,რომ იჭყიტებოდნენ ოთახში მათ გახედა.-მეორე გვერდზე ლიზას ოთახია,მაგრამ თებე თუ დაგჭირდება მასაც სულ ლიზასთან იპოვნი.
-გამარჯობა.-ხელი დაუქნიეს გოგონებმა.
-გამარჯობა.-როგორც შეეძლო თავაზიანად გაუღიმა.
-ნუ ხარ მორიდებულად,შენი სახლია ჩათვალე.-მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი ტიტემ.-ტყუპები?-გახედა ისევ გოგონებს.
-საქონელი უნდა დააბინაონ და მოვლენ.
-სანდრო არის?
-დღეს არ გვინახავს.-ერთხმად უპასუხეს.
-მატათა?
-მანანას მაგივრად მას,რომ დაურეკეს...-თვალებით ანიშნა მილანაზე ლიზამ.-ვეღარ ვიძინებო და ცხენით გავიდა.
-აჰ,ეგ არაფერი.-დაამშვიდა გოგონა.-ამაღამაც გამოიძინებს ეგ.ისე შენ საიდან გქონდა მისი ნომერი?
-ვისი ნომერი?
-მატათას ხომ დაურეკე?
-მატათას დავურეკე?-სულ დაიბნა.არასოდეს მოესმინა,არასოდეს არავინ შეჰხვედრია მსგავსი სახელით.ერთადერთი მატათა,რომელზეც სმენია ქრისტეს მოციქული იყო.
-ჰო,ძიძა ვარ თქვენიო...-ისევ დააზუსტა.
-აა,რომ გამითიშა.-უცებ გამოერკვა.-დოდომ მომცა,ასე მითხრა მანანას შვილის ნომერია და დაურეკეო.
-ეჰ დაბერებულა ჩემი დოდოც,მატათა და ტიტე თუ ვერ გაურჩევია.-ნაღვლიანად ამოთქვა კაცმა.-კარგი მოწესრიგდი და ქვემოთ ჩამოდი,ნანინას ერთი სული აქვს ხაჭაპური ჩაგტენოს პირში.
-მეც ერთი სული მაქვს ჩამტენოს,რომ შვებით ამოვისუნთქო.-გაიფიქრა გონებაში და გოგონებს მიაჩერდა.-აქ ცხოვრობთ?
-მე ნაქები მანანას შვილი ვარ.-თვალი ჩაუკრა წაბლისფერთმიანმა.
-მე შვილობილი ვარ,სანამ დედაჩემი ყვირილით არ გადმოდგება აივანზე და არ მეტყვის გვიანია სახლში მოეთრიეო.-ჩაიქირქილა ლურჯთვალებამ.-ვნახავ შენს ცხვირს,გილურჯდება...-მორიდებით მიუგო და მისკენ დაიძრა.-დაჯექი აბა.
-მგონი ისეთი არაფერია,უბრალოდ ძლიერად მივარტყი.-თავს იმშვიდებდა,რომ პრობლემები არ ჰქონდა.გოგონას უფლება მისცა გაესინჯა და პარალელურად პეიზაჟით ტკბობას აგრძელებდა...
-წესით არაფერი უნდა იყოს,ყინული მაინც დაიდე და მალამოს მოგცემ.
-ექიმისთვის ძალიან ახალგაზრდად გამოიყურები.-უაზროდ წამოისროლა.
-ექიმი არ ვარ.-გაეცინა მის გულუბრყვილობაზე.-გადაუდებელი დახმარების 6 თვიანი კურსი გავიარე და საავადმყოფოში მოხალისედ მივდიოდი,რომ მიმღებში სიტუაცია მენახა.
-გასაგებია...
-და შენ?
-მე ფსიქოლოგიას ვსწავლობ,მაგრამ აკადემიური მაქვს ახლა.
-მერამდენე კურსზე ხარ?
-მესამეს დავიწყებ სექტემბერში.
-ხომ გითხარი ჩვენი ტოლი იქნებათქო.-გაიცინა თებემ.-20 თუ 21?
-21.-გაუღიმა ორივეს.გული გაუთბა მისი ასაკის ადამიანებთან კომუნიკაცია,რომ მოახერხა.
-1 წლით პატარები ვართ,მაგრამ ეგ არაფერი.-ხელი ჩაიქნია ლიზამ.-ჩემს ძმაზე ექვსი წლით ვარ პატარა,მაგრამ მასზე მეტი მესმის.
-გაგიგებს და ისევ ხეზე მიგაბამს იცოდე!-თვალები დაუბრიალა მეგობარს.
-რაო?
-არა,ცუდად კი არა.-მაშინვე ახსნა სცადა თებემ.-თმა გადაპარასა მძინარეს და კარგახანს დაჭერობანა,რომ ითამაშეს მერე ხეზე მიაბა ტიტემ რამდენიმე საათით.
-ღმერთო.-სასაცილოდ არ ეყო მილანას.
-კარგი ბიჭი ჩანს,მაგრამ ვირია...-სახე დამანჭა ლიზამ.
-ნუ ამბობ ეგრე,შენი ძმაა.-ისევ უბღვერდა თებე.
-მერე რა,მე მატათა და ტყუპები უფრო მიყვარს.-არ იშლიდა თავისას.
-ჩვენ გავალთ,შენ გამოიცვალე და ქვემოთ გნახავთ კარგი?-ძალით გაიყვანა თებემ გოგონა და კარი ხმაურით დახურა...


***
უცებ მოირგო ტანზე ჯინსის შარვალი და შავი ჰუდი,რადგან უკვე სიცივისგან კანი დახორკვლოდა და კიბეებზე დაეშვა.სამზარეულოში ისევ ფუსფუსებდა ნანინა.სუფრის გაშლაში თებე და ლიზა ეხმარებოდნენ.მანანა არ ჩანდა...რომ გითხრათ ეწყინათქო მოგატყუებთ,პირიქით შვებით ამოისუნთქა.მალევე შემოცვივდნენ პარკებით ხელში ტყუპებიც და უკვე ხმაურიანი სახლი უფრო მეტად აახმაურეს.
-მოსულან ჩემი ბიჭები.-თბილად გაუღიმა ქალმა.-მოიტანეთ წვენები?
-ყველაფერი მოვიტანეთ ნანუ,შენ არ იდარდო.-შუბლზე აკოცა ქალს ერთ-ერთმა.
-მილანა გაიცანი,ესენი ჩვენი ოჯახის წევრები არიან ლაზარე და ლუკა,სულ აქ არიან თებეს მსგავსად,ამიტომ მეზობლობად არ ითვლება.-წარუდგინა ტიტემ მაშინვე.
-ესეიგი შენ ხარ ის წითური.-აათვალიერა ლაზარემ.-ცენტრიდან ხომ წამოგიყვანა ტიტემ და მეზობელმა გამბურღა კითხვებით, ცოლი ხომ არ მოიყვანაო.-განმარტა მაშინვე.
-ორი შვილიც ყავსო ვერ უთხარი?-მობეზრებულად აატრიალა თვალები და გოგონას სკამი გაუწოდა.-მოდი დაჯექი.
-ეს რა სუფრა გაგიშლიათ,ჩემს უჟმურ ძმას ცოლი ხომ არ მოჰყავს?-შემოვარდა კიდევ ერთი.
-ჩემო სანდრო.-ფეხზე წამოვარდა ლიზა და გადაეხვია.-ახალ ძიძას აღვნიშნავთ,ცოტახნისწინ ჩამოვიდა.
-მოსვლა მაინც მოვუწყოთ იდეალური,ქელეხს ვერ გადავუხდით,დამალვა მოგვიწევს და...-ხუმრობა სცადა კაცმა,მაგრამ მილანას შეშინებულ თვალებს,რომ გადააწყდა მაშინვე გაჩუმდა.-ვიხუმრე,ნუ ხარ ასეთი დაძაბული,აქ ყველა ოჯახის წევრი ვართ და არ იუცხოვო ეგეთი ხუმრობები.
-გასაგებია...-დაბნეულმა ამოთქვა და გვერდით მჯდომ ტიტეს გახედა,რომელიც თვალებს უბრიალებდა.
-სადაა ჩვენი ლომი?-მაინც მოიკითხა მეგობარი.
-ცხენით გასულა,მოვა ალბათ მალე.
-მოხდა რამე?-მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა ოთახში მაღალი,შავგვრემანი,წვეროსანი.
-რა უნდა მომხდარიყო?გაცივდა ხაჭაპური.
-ხაჭაპურის გამო ამაფეთქე მამიდაშვილო?-კაპიუშონი გადაიძრო და იქ მყოფებს თვალი მოავლო.დაღლილი იყო ეტყობოდა.გახშირებულად სუნთქავდა და თავისუფლად ხედავდა მილანა,შეხსნილი ჟაკეტიდან მისი ტატუირებული მკერდი როგორ მოძრაობდა.
-ნეტა რას მეღრინები,თუ არც გინდა რა,მე და ჩვენი ძიძა შევჭამთ.-გახედა გვერდით მჯდომ მილანას.-ეს იყო მობილური,რომ გაგითიშა.-ხმამაღლა გადაიხარხარა და ნახევარი ნაჭერი ყბაში გადაუშვა.
-სად იყავი მატათა შვილო?-ჩაეკითხა ნანინა.
-ჰაწვალზე გავიარე.-ჯიბიდან კოლოფი ამოაძვრინა და სიგარეტს გაუკიდა.-ცენტრშიც ვიყავი მერე.
-ამ საწამლავს ყველა როგორ მიეჩვიეთ რა.-ჩაიდუდღუნა თავისთვის.
-ოღონდ შენ ნუ გაბრაზდები ჩემო გულის ადამიანო.-გაუღიმა ქალს და მკლავები ძლიერად მოხვია.-რა ვქნა,ვერ გადავაგდე.
-ყველას გიბრაზდებით იცოდეთ.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია იქ მყოფებს.-შენც ეწევი შვილო?-მილანას მიუბრუნდა.
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.
-მადლობა ღმერთს.-ხელები ჰაერში აღმართა ქალმა.-ეს ორიც კი გამიფუჭეს.-ახლა გოგონებს მისდგა.
-ეე ნანუ,ნუ წაუგოიმებ ახლა.-ხელი აიქნია ლუკამ.-შენ ხო თინეიჯერი დედა ხარ.
-ჩემს დროს ქალს სიგარეტი,რომ დაეჭირა მაგას ვინ შეუშვებდა ოჯახში...-გაიხსენა ისევ ძველი დრო.-მაგრამ გული გქონდეთ კარგი და აიტანს ადამიანი მაგასაც.
-ბავშვები სად არიან?-უცნაური სიჩუმე არ ესიამოვნა გადრანს.
-დედასთან არიან,მანანამ თქვა მატათა,რომ ადგა მარიტასაც გაეღვიძაო,ტიროდა და ზაირამ წაიყვანა.-უცებ მიაყარა თებემ.
-კარგი,მე მანანას ვნახავ.-მშვიდად ამოთქვა და იქაურობას უცებ გაეცალა.
უბედნიერესი იყო მილანა,რომ ჭამა შეეძლო.იმდენად იყო მოშიებული,დილის მერე ლუკმა,რომ არ ჩაედო,პირში მალევე იგრძნო,რომ დაუღეჭავად ყლაპარავდა ლუკმებს.მართლაც უგემრიელესი ხაჭაპური იყო,აქამდე,რომ არ გაესინჯა ისეთი...
ძალით ნელა ჭამდა,რომ მანანასთან არ ასულიყო.არ უნდოდა,რომ დალაპარაკებოდა,მაგრამ როგორც მიხვდა სახლში უფროსი ქალი ის იყო და ყველაფერი მას ეხებოდა თავს ძალა დაატანა.
-ნუ გეშინია დედაჩემის,მაგარი ქალია.-უჩურჩულა ტიტემ და თითქოს ამან უფრო დაამშვიდა.ნელი ნაბიჯით აიარა კიბეები და კარზე მშვიდად დააკაკუნა.
-შემოდი!-გაისმა ქალის ხმა კარს მიღმა და ისიც მის ნებას დაჰყვა.ოთახში ჯერ ისევ იმყოფებოდა მატათა,სახე მოქუფვროდა და მკერდზე ხელები გადაეჯვარედინებინა.საქმიანი კაცივით გამოიყურებოდა.-ლიზა და თებე?
-აქ ვართ.-უცებ გაჩნდნენ მის უკან.
-მერე ვილაპარაკოთ ამაზე მამიდაჩემო.-მშვიდად უთხრა ქალს.
-სალაპარაკო აღარაფერია მანდ!
-მე არაფერს არ დავიწყებ ახლიდან,მშვიდად ცხოვრებას ვაპირებ!-მოკლედ მოუჭრა ქალს და წამით კართან შედგა,მობილურში რაღაცას ამოწმებდა.
-მილენა მოდი,დაჯექი.-ხელით სკამზე ანიშნა.
-მილანა მქვია ქალბატონო.-შეუსწორა უცაბედად და ქალის გაბრაზებულ თვალებს თავისი მოარიდა.წამით გამოაპარა მზერა კართან მდგომმა მატათამ და მაშინვე დატოვა ოთახი...
-მოკლედ მილენა!-მკაცრად წამოიწყო საუბარი.-ხვალ დილიდანვე დაიწყებ მუშაობას,ბევრი არაფერია,მხოლოდ შიოს და მარიტას უნდა მიხედო.შიო თითქმის ექვსი წლის არის,მარიტა სამის.მათ ყურადღებას მიაქცევ,ცუდად არ მოექცევი და რაც მთავარია ეცადე,რომ შიოს ლაპარაკი ასწავლო.
-ექვსის ხდებაო არ თქვით?-ცოტა ეუცნაურა.
-არ ლაპარაკობს!-მოკლედ მოუჭრა.-სამზარეულო იცი სადაც არის,საჭმელი ყოველთვის მზად იქნება,შენ მზარეულობა არ გევალება,მხოლოდ ბავშვები,მათთანაც ეს ორი დაგეხმარება,ხანდახან მეც.ნურაფრის მოგერიდება,თუ საჭმელი არ მოგეწონება მოიმზადე ის,რაც გენდომება,თუ პროდუქტები არ გვექნება ჩამოგვიწერე,რაც გინდა და ბიჭები იყიდიან.ოთახშიც რაიმე თუ გჭირდება გვითხარი,მოვატანინებთ.
-გასაგებია.-თავი მოწიწებით დაუკრა.
-ამ სახლში ერთი მთავარი წესია.-მშვიდად მიუგო ქალმა და ოდნავ წინ წამოიწია.გოგონებიც მობილიზდნენ,ეს წესი აქამდე არავის ჰქონდა მოსმენილი.-არ შეაწუხო მატათა,არ დაელაპარაკო,დაკავებული კაცია და რამე თუ გაწუხებს მას ნუ შესჩივლებ,გოგონებს ან მე გვითხარი.
-დიახ,მაგრამ ერთ სახლში ვიცხოვრებთ და...
-მატათა პოლიციელია,მაღალი თანამდებობა აქვს,ძირითადად გასულია, სალაპარაკოდ არც მოგხვდება თვალში.-მოკლედ მოუჭრა და ყავის ფინჯანი ხელებში მოიქცია.გოგონებმა ერთმანეთს დაბნეულად გადახედეს.მატათას პოლიციელობა რაღაც ახალი იყო.-ქუჩაში ვინმე რამეს თუ გეტყვის,ან ცუდად თუ შემოგხედავენ მოდიხარ და მეუბნები კარგი?-ოდნავ დაუთბა ხმა მანანას.-ჩვენს ოჯახში სანამ ხარ ჩვენ ვართ შენზე პასუხისმგებლები და მე ნამდვილად არ მინდა დოდოს წყენინება.ძალიან უყვარხარ,მოგიკითხა ცოტახნისწინ ველაპარაკე.
-ხვალ დავურეკავ,დღეს ვერ მოვახერხე.-თითქოს დაიმორცხვა.მისთვის დარეკვა დაავიწყდა.
-კვირაში ერთი დღე შეგიძლია დაისვენო და სვანეთი დაათვალიერო.გამოცდილი გიდია ტიტეს მეგობარი და კარგ ადგილებს გაჩვენებს.
-მადლობა.
-თქვენ მარტო არ დატოვოთ,ყველანაირად დაეხმარეთ,რომ მალე შეეგუოს აქაურობას.-გოგონებს თვალები დაუკვესა.-შენ თავისუფალი ხარ მილენა.
-მშვიდობიანი ღამე.-ძლივს ამოთქვა გოგონამ და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა.
-რას გადაეკიდე ამ შენი მილენათი?მილანა ჰქვია გოგოს.-გაუწყრა ლიზა.
-რა აზრი აქვს რა ჰქვია?ბოლოს ან წავა,ან მაგასაც მოკლავენ.-ტონი არ შეუცვლია ქალს.-ყურადღება მიაქციეთ,ცუდად არ იგრძნოს თავი,ობოლი გოგო ყოფილა.
-შენ რატომ ექცევი ცუდად?-ჩაეკითხა თებე.
-ჯერ დედაშენი არ გადმომდგარა აივანზე?-თვალები დაუბრიალა გოგონას.
-არა.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-ცოდოა ეს გოგო,დაანებო თავი იქნებ.
-მე მეგობრულად არ მოვექცევი,მერე შევეჩვევი და რამე,რომ მოუვიდეს ისევ ისე ვიდარდებ,როგორც წინაზე...
-დედა რა უნდა მოუვიდეს?-ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა ლიზამ.-ჩვენი ტოლია,ბავშვია...45 წლის არ არის,არ გეცოდება?
-მე რა ძალით მინდა შვილო?-გაუწყრა ქალი.-ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა ლიზა...რომ გავიგე ასეთი პატარა იყო არც მე მინდოდა,რომ ჩამოსულიყო,მაგრამ დოდოსთვის როგორ ამეხსნა?
-დე ეს მართლა კარგი გოგოა,არ უნდა მოკვდეს რა,უთხარი მატათას,რომ გააჩეროს ეს სისხლის ღვრა.
-არ მოჰყავს იმ ამოსაწყვეტი ბეთქილის გოგო ცოლად და რა ვუყო?არც შურისძიებას ვაპირებო,სიმშვიდე მინდაო გაიძახის,როგორ იქნება?
-თინათეს არც მე მოვიყვანდი ცოლად,გოგოს ულვაში აქვს გასაპარსი...-წამოროშა თებემ.
-ადრე იყო ეგ,პატარები,რომ იყავით,ამასწინ ვნახე,გალამაზებულა და ქალი დამდგარა.
-კარგი დედაჩემო რა.-ხელი ჩაიქნია ლიზამ.-ეგ ამ სახლში თუ შემოვა მე წავალ იცოდე.
-მატათას ხომ იცნობ მოკვდება და არ მოიყვანს.-დაამშვიდა ქალმა.-თან ხომ გაიგე ცოლს არასდროს მოვიყვანო თავი გაიგიჟა.
-სანდროც ეგრე ამბობდა და კი გადაიხადა გრანდიოზული ქორწილი.-გაიხსენა სულ რაღაც ორი წლის წინანდელი ამბავი ლიზამ.გულედანმა ლიკუნა პირველად მათთან მიიყვანა ცოლად მომყავსო და აქვე გადაიხადა ქორწილიც...-ისე მართლა,რატომ უთხარი,რომ მატათა პოლიციელია?
-აბა რა მეთქვა ბოლო რამდენიმე წელია ხალხს შეუჩერებლად ხოცავს კრიმინალივითთქო?ერთ დღესაც სახლში სისხლში ამოსვრილი,რომ მოვა ხომ გაუჩნდება კითხვა?ხოდა მოგვარებული იყოს წინასწარ.
-ეჰ დედაჩემო.-ამოიხვნეშა გოგონამ.-თუ არ გეცოდებით აქ ცხოვრებისთვის რა.
-დაიწყო ისევ.-გაეცინა ქალს.-წადით ახლა,დაამთავრეთ თქვენი საქმე და დაიშალეთ,გვიან არ დაიძინოთ,ხვალ მილენას თქვენი დახმარება დასჭირდება.
-მილანას დედა,მილანას.-შეუსწორა ლიზამ და სირბილით გაჰყვა თებეს...



***
დამძიმებული სხეული ძლივს მიიტანა საწოლამდე და გულაღმა დაეცა.საშინლად იყო დაღლილი,ისიც კი არ იცოდა ხვალ მუშაობას თუ შეძლებდა.ინტერესით გახედა განათებულ სახლებს,იმ კოშკებსაც მხოლოდ წიგნებში,რომ უნახავს და მთებს გაუღიმა.თითქოს მანანა ისე აღარ ეუხეშა,ეგეთი ცუდიც აღარ ჩანდა,გოგონებიც მოეწონა,ტყუპებიც და ნანინაც.სანდროც არ იყო ცუდი,უბრალოდ უკბილო ხუმრობები ჰქონდა.ტიტე განსაკუთრებით დაამახსოვრდა...დიდი ძმის შთაბეჭდლებას ტოვებდა.მატათას ვერაფერი გაუგო,ცივი ადამიანი ჩანდა და ასეთებს ერიდებოდა,თავად ძალიან გულღია და ლაღი იყო და არ უნდოდა ოდესმე ეს ვინმეს გამო დაეკარგა.ბავშვებზეც დაფიქრდა...ცოტა აანერვიულა იმან,რომ შიო არ ლაპარაკობს,მაგრამ მთავარია გოგონები დაეხმარებიან და სადარდებელიც არაფერი იქნება...



***
დილით ადრიანად გამოეღვიძა.სვანეთს კოპები შეეკრა და საშინლად წვიმდა.მთები ნისლში იყო გახვეული და თითქოს აღარც კი მოჩანდა.გიჟდებოდა მსგავს ამინდზე.უყვარდა ამ დროს აივანზე ჯდომა და ყავის დალევა.სასწრაფოდ წამოხტა საწოლიდან,მოწესრიგდა,ჰუდი გადაიცვა,სპორტული შარვალიც მოირგო და სირბილით ჩავიდა კიბეებზე.შვიდის ნახევარი იყო,ჯერ არავის ეღვიძა.თავიდან თავი ცუდად იგრძნო ასე,რომ დადიოდა სამზარეულოში,მაგრამ ყავის დალევა ძალიან უნდოდა,ამიტომ უცებ მოიმზადა და აივანზე საქანელა სკამზე ჩამოჯდა.ღმერთო როგორი სილამაზე იყო,ლამის ჩაიკარგა შიგნით არეშიძე.ღიმილით შეჰყურებდა მოაჯირზე დაცემულ თითოეულ წვეთს და ყავას დიდი მონდომებით წრუპავდა.იდეალური დილა გაუთენდა სვანეთში,სრულიად უცხო ოჯახში...წამით თვალები დახუჭა და მიწის სურნელი ღრმად შეირგძნო...ზაფხულის...ახლად გაკრეჭილი ბალახის და მიწის სუნი ტრიალებდა ჰაერში,ასე ძალიან,რომ უყვარდა და ასე ძალიან,რომ აკლდა თბილისში...
-მანანა ხომ არ გინახავს?-მოულოდნელად წამოადგა თავზე მატათა და შიშისგან წამსვე თვალები ჭყიტა.შეეშინდა ისე დასცქეროდა ზემოდან,ისეთი კუნაპეტი შავი თვალები და გამოხედვა ჰქონდა...მომლოდინე სახით მისჩერებოდა ქალს,რომელიც პასუხის გაცემას არ აპირებდა.-მუნჯი ხარ?-წარბები ზემოთ აწკიპა კაცმა.-გუშინ ტიტესთან ენა არ გაგიჩერებია და დღეს დამუნჯდი?-კიდევ ერთხელ აათვალიერა მისი ჭორფლიანი სახე.
-არ ვარ მუნჯი.-მორიდებით უპასუხა.-უბრალოდ ძალიან მჭირდება ეს სამსახური და არ მინდა,რომ დავკარგო.
-დაგამუშავა უკვე მანანამ?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.-ჩემთან საუბრის გამო არავინ გაგაგდებს ნუ გეშინია,მთავარია ბავშვებს კარგად მიხედო.
-არ მინახავს მანანა.-მშვიდად მიუგო.
-რა დაგემართა სახეზე?-მისი გალურჯებული ცხვირი შეათვალიერა.
-მარშუტკაში სკამს დავარტყი.
-თებემ გნახა?
-ნახა,საშიში არ არისო.
-კარგი მაშინ,ხელს აღარ შეგიშლი.-მშვიდად ამოთქვა და წასასვლელად შებრუნდა უკნიდან,რომ მოესმა გოგონას მობოდიშება.
-ბოდიში გუშინ,რომ გაგაღვიძეთ,დოდომ მომცა ნომერი და...
-თქვენობით აღარ დამელაპარაკო,ამ ოჯახის წევრად იგრძენი თავი,სხვანაირად გაგიჭირდება.-მისკენ შებრუნდა კაცი.-თუ მიკითხოს უთხარი,რომ თებესთან ვარ.
-კარგი.-მშვიდად დაუკრა თავი და ფეხები მოკეცა,სილამაზესთან ერთად სიცივეს შეპარვოდა სვანეთს.
-კარადაში აწყვია და შეგიძლია აიღოხოლმე.-პლედი გაუწოდა გოგონას.-აქ ჯდომას თუ აპირებ დილაობით დაგჭირდება.-მშვიდად მიუგო და თავსხმა წვიმაში უდარდელად გავიდა.მშვიდად გადაკვეთა ეზო და მალავე თვალს მიეფარა...



***
უცნაური აურა ტრიალებდა სახლში,თითქოს ოჯახი იყო,რომელიც არასდროს ჰქონია,მაგრამ თითქოს რაღაც მეტი იდგა ამ ოჯახის უკან...მალევე მოიყვანა მატათამ ბავშვები.უფროსი ბიჭი,რომელიც დაბნეულად აცეცეკდა თვალებს და ოქროსფერთმიანი გოგონა,რომელსაც ძმისთვის ხელი ჩაეკიდა და ბაგეგაპობილი შეჰყურებდა მილანას.
-შიო გაიცანი მილანა.-ბავშვის წინ ჩაიმუხლა კაცი.-ჩვენთან იცხოვრებს დროებით.-ბიჭმა ერთი მშვიდად აათვალიერა და სახლში შევარდა ისე,რომ უკან არც კი მოუხედავს.-მიეჩვევა.-მშვიდად ამოთქვა და ახლა გოგონას გახედა.-ეს ჩემი პრინცესა მარიტაა.-მკლავებში მოქცეულს ლოყაზე მსუბუქად აკოცა.-კონტაქტური ბავშვია,პრობლემებს არ შექმნის.-დაამატა მალევე.
-რა ლამაზი გოგო ხარ შენ.-ღიმილით მიუგო ბავშვს და თმაზე გაეთამაშა.-ერთნაირი ვარცხნილობა გვაქვს ნახე.-მხარზე გადმოიგდო ნაწნავი.
-ერთნაირია.-დაეთანხმა ისიც და გვირილიან თმისსამაგრს გაეთამაშა.
-არ ვიცი მანანამ გითხრა თუ არა.-მძმედ ამოთქვა მატათამ.-შიო არ ლაპარაკობს,მაგრამ მუნჯი არ არის,ადრე ლაპარაკობდა.
-ლაპარაკობდა...-გაოცება ვერ დამალა.
-ჰო,მერე შეწყვიტა რიგი მიზეზებიდან გამომდინარე.-ახსნას არ აპირებდა,უბრალოდ არ უნდოდა მუნჯი ჰგონებოდა.-ექიმმა თქვა,რომ ხშირი საუბარი,ზღაპრები,კომუნიკაციის მცდელობა,მის მდგომარეობას შეამსუბუქებს,ამიტომ რადგან არ ლაპარაკობს ნუ გარიყავ,სცადე და ესაუბრე,შეიძლება არ საუბრობს,მაგრამ ესმის და ხედავს.
-ყველაფერს გავაკეთებ,რაც შემეძლება.-დააიმედა კაცი.
-თუ რაიმე პრობლემა გექნება სახლში,ან გარეთ,მოდიხარ ჩემთან ან ტიტესთან გესმის?შეიძლება მანანამ გითხრას,რომ გარეთ ვინმე რამეს თუ დააშავებს მას უთხრა,მაგრამ არა,მოდიხარ და მეუბნები მე,მე თუ ვერ მპოულობ ეუბნები ტიტეს,თუ მასაც ვერ პოულობ იმ სახლს ხედავ?წითელი სახურავით.-თითი გაიშვირა მაშინვე.-ტყუპების სახლია და მათთან მიდიხარ.
-გასაგებია.-ოდნავ შეშინებულმა ამოილაპარაკა.განა რა უნდა მომხდარიყო ისეთი,რომ მატათასთან დასაბეზღებელი გამხდარიყო?
-სხვა დანარჩენს გეტყოდნენ ისედაც,აწი შეგიძლია მიხედო საქმეს.-მშვიდად დაუბარა და გოგონას კიდევ ერთხელ აკოცა.-მალე მოვალ კარგი?
-სად მიდიხარ მამა?-ყელზე ჩამოეკიდა გოგონა.სიტყვა „მამა“ უცნაურად მოხვდა ყურში არეშიძეს.კი აინტერესებდა ბავშვები ვისი იყო,მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა და აი პასუხი თავზე დაეცა...
-ტყუპებთან მივდივარ,გავალ და მალე მოვალ.
-ბუბუშელასაც მომიტან?-ენის ბორძიკით ამოთქვა.
-ყველაფერს მოგიტან,რასაც მთხოვ ჩემო პატარა.-ლოყებზე გაეთამაშა ბავშვს.-მილანა დეიდასთან დარჩი კარგი?კარგი გოგოა ძალიან.შეუსრულებ მამას ამ თხოვნას?
-ხო,შევუსრულებ.-უკან მდგომ მილანას ხელი გაუწოდა მაშინვე.-ექიმი ვიქნები,ცხვირზე გიმკურნალებ.-ამოთქვა მოულოდნელად და ისიც სახლისკენ გააქანა.პირველი დავალება ექიმობანას თამაში იყო...


***
მათი ისტორიის მოყოლის დროც დადგა,დაე გავიხსენოთ რა მოხდა 2010წელს.
გვიანი ღამე იყო თავზე,რომ წამოადგა ოჯახს გურამი,პატარა თებე და მეუღლე ზაირა,გადრანებთან დატოვა,მატათას მამა სიმონი და ტიტეს მამა ალიკა წაიყვანა და სამი ღამით გადაიკარგნენ...წაუყვანია ტყუპების და სანდროს მამაც...ავარია მომხდარა იმ ღამით და ბეთქილის ძმისსშვილი დაღუპულა...ობლად ყოფილა ისედაც დარჩენილი და ახლა საერთოდ თავადაც შეწყვიტა სუნთქვა...შეძრა ამ ამბავმა მესტია და თავად ბეთქილმა შეძრა ყველა ოჯახი...ბეთქილის ძმის შვილი ნუგო,აუტისტი ბიჭი იყო,თავს ევლებოდნენ ოჯახში,რადგან ოჯახში სხვა მამაკაცი არ ჰყავდათ,რომ მათი გვარი გაეგრძელებინა.იმ ღამით,წვიმიან და ქარიან მესტიაში გაპარულა და გურამის მანქანას გზაზე გადაუხტა...არ იყო მისი ბრალი,არასოდეს არავის ერჩოდა...ნადირის მოკვლის გარდა სხვა მიზნით იარაღი არასოდეს აუღიათ...იმ ღამემდე...
იმავე ღამეს სხვა გამოსავალი,რომ ვერ იპოვნეს ბიჭი ხრამში გადაუგდიათ და მანქანა საგულდაგულოდ გაურეცხავთ,მაგრამ რად გინდა.ბეთქილს ყველგან ჰქონია თვალები და მესამე ღამეს სისხლში ამოსვარა რამდენიმე ოჯახი...სისხლის მდინარეები დიოდა მათი სახლის კარიდან.პირველად თებეს მამა მოკლა,ადანაშაულებდა აითვალწუნეთ ბიჭი,რადგან ავად იყო და ძალით გააკეთეო.პირველი გასროლა სწორედ მაშინ გაისმა...16 ტყვია მოხვდა იმ ღამით გურამს...
დაიჭრა ალიკა და სანდროს მამაც,რომელმაც საავადმყოფომდეც ვერ მიატანა...ერთი კვირის თავზე სიმონი მთლად გადასულა ჭკუიდან და ღამე თავს დაესხა დანარჩენებთან ერთად ბეთქილის სახლს,რომელსაც სულ ცოტა 6 ნათესავი მოუკლეს.პასუხი მანაც მალევე დააბრუნა და ტყუპების მამა მანქანაში ჩაცხრილა 22 დღის შემდეგ.
დაზავდით!გაისმა ერთ-ერთი უხუცესისგან ეს სიტყვები და სწორედ მაშინ გაამზადა ბეთქილმა თავისი 16 წლის გოგონა,20 წლის მატათაზე დასაქორწინებლად.ალბათ იკითხავთ რატომ მატათაზეო,მაგრამ პასუხი ძალიან მარტივია,თინათეს მთელი თავისი ცხოვრება გულში ჰყავდა გადრანების ვაჟი და როცა მამამ ქორწინება უხსენა ასე უთქვამს მხოლოდ მატათას გავყვებიო.უარი განაცხადა სიმონმა ბავშვების დაქორწინებასა და ამ საქმეში გარევაზე.ამ უარს წინ მატათას უარი უძღვოდა,უფრო წინ კი ნანინას და ზაირას უარი,რომლებმაც სახეში შეაფურთხეს გადრანების ოჯახის უფროსს.
-მის შვილს თუ შემოუშვებთ ოჯახში მოვკლავთ მაგ გოგოს!-სამზარეულოს დანა ძლიერად ჩაებღუჯა ხელში ნანინას.ნათლიები იყვნენ და მათ ოჯახებს არაფერი განასხვავებდა.
-სულ არ გრცხვენია ქორწინებაზე,რომ ლაპარაკობ?სამუდამო ძაძები ჩაგვაცვა და რისი გულისთვის?-ცრემლიანი შეჰყურებდა ზაირა.
ნიშნობა ჩაიშალა,ჯერ გოგოს ასაკი მოიმიზეზა სიმონმა,ცოტა გაიზარდოსო,მერე არ მოგვარდება ეს ამბავი ქორწილითო და 2012 წელი,რომ უნდა შემობრძანებულიყო იმ ღამეს,ზუსტად 12 საათზე დაცხრილეს გადრანების სახლი.საბედნიეროდ ყველა გადარჩა,მაგრამ შიში ოხერი იყო და სიმონმა თანხმობა განუცხადა ქორწინებაზე.
22 წლის მატათამ პირველად აიმაღლა ხმა მამის წინაშე და უარი უთხრა მსგავსი მსხვერპლის გაღებაზე.
-მე მაგ სი*ის შვილს ცოლად არ მოვიყვან,ჩემი ბოლო სიტყვაა მამაჩემო!ომი უნდა?მიიღებს კიდეც,ქალებს გავარიდებთ სიტუაციას და მთელს ოჯახს ამოვხოცავთ!-იმ ღამეს ხელში პირველად აიღო იარაღი ბიჭმა და სისხლშიც გაისვარა ხელები.ბეთქილის ბიძა,ბავშვობის მეგობარი და ორი ნათესავი მოკლეს.თავაც ბეთქილი მოიტაცეს,დააბეს და სასტიკად სცემეს,ეს არ ეყოთ და იმ ღამეს 11 სახლი დაწვეს მესტიაში...
შეეშინდა ბეთქილს ამ ამბის შემდეგ,მისი მეუღლე ხალინაც ევედრებოდა,რომ ყველაფერი შეეჩერებინა და 3 წელი ჩუმად,ეტლში იჯდა მოხუცი.თითქოს პრობლემაც აღარ იყო,თინათეს უბრძანა ეგ კაცი დაივიწყეო და ზუსტად სამი წელი გეგმავდა როგორ უნდა დაეხოცა გადრანები...ის წვიმიანი,მაისის სუსხიანი დილა იყო...ალიკა მოკვდა...ლაზარე მუცელში იყო დაჭრილი,ლუკა უგონოდ ეგდო მიწაზე...სახლში მიმავალი იოანე და მისი მეუღლე მანქანაში ჩაცხრილეს,ღმერთს მადლობა შიო და მარიტა სახლში ჰყავდათ დატოვილი დედასთან,რომელიც ამ ამბის გაგებიდან 3 დღეში გაცივდა და უპატრონოდ დარჩნენ ობლებიც.
გაგიჟებულმა მატათამ 3 კვირის თავზე შეკრიბა ყველა ვისაც კი იცნობდა,ხელში ყველას იარაღი მიაჩეჩა მამის ჩათვლით და ვისი ნათესაობაც გაეგო,ვისი ახლობლობაც გაეგო ბეთქილთან,სათითაოდ ყველა დახოცა...
მალევე თავისთან წამოიყვანა შიო და მარიტა,გოგონა მხოლოდ 1 წლის იყო და მალევე მამა დაუძახა მატათას,შიო დიდი იყო უკვე,დედ-მამას ხშირად კითხულობდა,მაგრამ მერე გაიაზრა,რომ აღარ დაბრუნდებოდნენ და ღამით ტირილიც შეწყვიტა...
ერთ საღამოს,მანქანაში ჩაცხრილეს სიმონი და მისი ლიანა და ამ დღეს თითქოს საერთოდ დანებდა გადრანი.აღარ უნდოდა კიდევ უფრო მეტის დაკარგვა,ამაზე ძვირფასი ან რაღა უნდა დაეკარგა?იცოდა,რომ სანამ პასუხს არ გასცემდა ბეთქილს ის მეტს არაფერს მოიმოქმედებდა და უპასუხოდ დატოვა მათი ეს ქმედება,მშვიდად გამოიგლოვა მშობლები და 2016 წლის მიწურულს,როდესაც ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა ბავშვების ძიძა,ქალბატონი ნონა მოკლეს შიოს თვალწინ და ორივე მოიტაცეს...მაშინ ისევ განახლდა ბრძოლა და იმ დღის შემდეგ შიოსგან სიტყვა არ გაუგიათ გადრანებს.ჩუმი და წყნარი გახდა,ისე როგორც არასდროს.ამიტომ იყო ახლა ყველა ასეთი შეშინებული.მხოლოდ მატათას ქორწინება უშველიდა ამბავს,მაგრამ მამის დანაბარებს არ გადადიოდა,რომელმაც უთხრა:
-შეცდომა იყო,როდესაც გითხარი,რომ თინათეზე გექორწინა,არასოდეს მოიყვანო ისეთი ქალი ცოლად,რომელიც არ გიყვარს,თორემ მთელი ცხოვრება უბედური იქნები!
ისედაც არ აპირებდა მის ცოლად მოყვანას,საერთოდ გადაწყვეტილი ჰქონდა,რომ ცოლი არასოდეს მოეყვანა.
-აქ ცოლი როგორ მოვიყვანო?-გაუწყრა ერთ დღეს მანანას,როდესაც სისხლში ამოსვრილი ტიტე დივანზე დაინახა.-აქ ნორმალური ადამიანი ცოლს არ მოიყვანს,ამისთვის ვერ გაიმეტებს,ვერ ხედავ? ის უსისხლო ქალებს და ბავშვებსაც კი არ ინდობს!
ზამთარმაც გაიარა,ის ივნისი მოვიდა ახალ სიცოცხლეს,რომ დაუდო სათავე და მაინც ყველას ძალიან ეშინოდა.ამიტომ აფრთხილებდნენ ყველა მხრიდან მილანას.ამიტომ უნდა ყოფილიყვნენ ფრთხილად.ამიტომ არ დადიოდნენ გოგონები მარტო არსად და ამიტომაც ძრწოდა მთელი მესტია გადრანების დანახვისას.განსაკუთრებით თუ მატათა იყო...მთელმა მესტიამ იცოდა,რომ თვალის დაუხამხამებლად დახოცა უამრავი ადამიანი,თუმცა პოლიციასთან ხმას არავინ იღებდა.ყველაფრის მიუხედავად ისევ უშედეგოდ ცდილობდნენ ზოგიერთის მკვლელობის გამოძიებას,ზოგიერთის გვამიც კი ვერ იპოვნეს და გადრანები და გუჯეჯიანები დღემდე მათი ამოუხსნელი პრობლემა იყო...


***
ერთი კვირა შეუსრულდა ოჯახში მილანას,ყველა ძალიან კარგად ექცეოდა,განსაკუთრებით ტიტე,რომელიც ბუნებრივად ასეთი,მეგობრული იყო.ბავშვები მალევე შეეჩვივნენ მის იქ ყოფნას,განსაკუთრებით მარიტა,რომელიც დღეში რამდენჯერმე ეთამაშებოდა ექიმობანას.შიოს არ გაუპროტესტებია მისი იქ ყოფნა,თმაზე ხშირად ეთამაშებოდა და უღიმოდა კიდეც.ალბათ გრძნობდა რამდენად დადებითი ადამიანი იყო და მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდა...
დილაობით მატათასაც ხვდებოდა,ცუდი ადამიანი არ ჩანდა,მაგრამ მისგან ისეთი დაძაბული აურა მოდიოდა,რომ თავს ვერაფერს უხერხებდა.უნებურად იძაბებოდა თავადაც და იბნეოდა.
ეზოში გაეყვანა ბავშვები და ქვიშით მათთან ერთად სხვადასხვა ფიგურებს აკეთებდა მოულოდნელად,რომ შემოვარდა სისხლში ამოსვრილი მატათა ეზოში.ნაცრისფერი სპორტული შარვალი ეცვა,რომლის ნახევარი წითლად იყო შეღებილი.მხოლოდ წამით გახედა ეზოში მდგომ მილანას და სახლში შევარდა.უკან მიჰყვებოდა ტიტეც,რომელიც არანაკლებ მდგომარეობაში იყო...
-ბავშვები სახლში არ შემოიყვანო მილანა!-მიაძახა შორიდან და სახლში შევარდა.
-დედა!-დაიყვირა სამზარეულოში მყოფმა ლიზამ.
-რა მოხდა შვილო?-დაეშვა კიბეებზე მანანა და ნანახისგან,რომ არ დაცემულიყო კედელს მიეყრდნო.
-ღეერბეთ ლაამეშდ(ღმერთო შემეწიე)-პირზე ხელი აიფარა ნანინამ.
-არაფერია.-დაამშვიდა მატათამ.-ჩვენი სისხლი არ არის.
-აბა?
-ბეთქილის ბიჭები დაგვხვდნენ ტყეში,ვერ ისვენებს ეგ დედა მო**ნული!-ზიზღით ამოთქვა ტიტემ.
-დაშავდა ვინმე?-ჩაეკითხა ლიზა.
-ჩვენიანი არავინ.
-რა უნდოდათ?
-მოკითხვა შემოგითვალათ ბეთქილმაო და დანები გაგვიშალეს!-მობეზრებულად აატრიალა თვალები კაცმა.-თითქოს მაგისი მოკითხვის გარეშე ძალიან მიჭირდეს.
-აბა ეს რაარის,რომ აგიჩემებია ჩვენი სისხლი არ არისო?-ნეკნთან პატარა ჭრილობა ჰქონდა მატათას.
-ეგ არ ითვლება,თებე შემიხვევს და გამივლის.-ხელი აიქნია კაცმა.-ლიზა მიდი თებე გადმოიყვანე.
-გამოიცვალეთ,იმ გოგომ არ გნახოთ ასე!
-გვნახა უკვე,ახსნა მოგიწევს.-გაუღიმა მანანას.
-მოვიფიქრებ რამეს,მიდით,დროზე!-კიბისკენ გაყარა ბიჭები და როგორც კი თვალს მიეფარნენ მილანას გახედა ფანჯრიდან,რომელიც ერთ ადგილას გაშეშებულიყო და რაღაცაზე ფიქრობდა...
-რას ვაპირებთ აწი?-შევიდა ტიტე ოთახში,სადაც თებე მატათას ჭრილობას უმუშავებდა.
-არაფერს,სანამ ყელში არ ამომივა.-მშვიდად უპასუხა და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა.
-სერიოზული არაფერია,2-3 დღეში ალბათ ტკივილიც აღარ გექნება.-დაამთავრა გადახვევა თებემ.
-ჩემო ლამაზო,მადლობა.-თავზე აკოცა გოგონას.-შენ,რომ არ გვყავდე დახოცილები ვიქნებოდით გადრანები.
-სასწავლებლად თუ გამიშვებთ უფრო დიდი ამბები გელოდებათ ჩემგან.-დაემანჭა კაცს.
-თებე...-თმაზე ხელი ჩამოუსვა გოგონას.-დედაშენს ველაპარაკე,მაგრამ უარი მითხრა შენს გაშვებაზე,ჩემი ნება,რომ იყოს მე გაგიშვებდი...საერთოდ არ დაგაბრუნებდი უკან,რადგან არ მინდა შენ ან ლიზა ამ ყველაფრით ცხოვრობდეთ.-ხმა დაუსევდიანდა კაცს.-მაგრამ მე მშობლებს ვერ გადავახტები.
-ვიცი,მესმის.-თვალი მოარიდა მაშინვე.
-სად გინდა წასვლა ჩემო თებე?-წინ დაუდგა ტიტე.
-მინდა,რომ თბილისში ან ბათუმში ვისწავლო,ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო და შუაღამისას საწოლიდან არავინ წამომაგდოს უნდა დავიმალოთო...
-მერე მე აქ მარტო უნდა დამტოვო?
-შენ გყავს ისინი,ვინც მარტო არ დაგტოვებს და მე ამ ყველაფერს ვერ შევეწირები!-უხეშად უპასუხა და ოთახიდან გავიდა.
-ეგ როგორ გავიგო?-უკვე კიბეებზე მიმავალს დააწია სიტყვები,მაგრამ თებეს უკან აღარ მოუხედავს.
-შეეშვი,გიბრაზდება ხომ ხედავ.
-პატარა ბავშვივით იქცევა,ღლაპია ჯერ ისევ და მომინდომა თბილისში წასვლა,ერთი დღეც ვერ გაძლებს ისე ჩამოვა უკან,სირბილით...
-აღარ არის ბავშვი ტიტე.-მაისური გადაიცვა კაცმა.-ვერ ხედავ,რომ გაიზარდა და დაქალდა?აზრი გააჩნია,მიზნები აქვს და გრძნობები,რომელსაც ვერ ერევა...
-ვის მიმართ აქვს გრძნობები?ან რა გრძნობები მატათა?-ყურები ცქვიტა მაშინვე.
-ჩემი სათქმელი არ არის ეგ ამბავი.-მშვიდად უპასუხა კაცს და ოთახიდან გავიდა...


***
-მე არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო.-მხრები აიჩეჩა მილანამ.-ცოტა უცნაურია.
-ღორი დაკლეს შვილო მეზობელთან,მაგიტომ იყვნენ ასე,ცოტა გიჟი იყო და დაჭრილსაც კი ვენახში ურბენია.-უხსნიდა მანანა.
-უი რას ამბობთ,საწყალი.-შეიცხადა მაშინვე.
-ისე გაგიჟებულა მატათა საკუთარ დანაზე დაგებულა.
-ხომ კარგად არის?
-კარგად არის,ახლა შევუხვიე ჭრილობა.-დაამშვიდა თებემ.-ისეთი არაფერია,ნაკაწრია.
-მილენა ბავშვებს საღამოს ნანინა დაიტოვებს,6 საათისთვის წაიყვანს.
-მილენას რატომ მეძახით?-მოუბრუნდა ქალს.-ძალიან გთხოვთ ასე ნუ დამიძახებთ,მილანა მქვია.
-ჩემს დროს მხოლოდ მილენა ვიცოდით,ერთია რა.-არაფრისმთქმელად აიქნია ხელი.
-მე მილანა მქვია,ერთი არ არის.-თითქოს გაუწყრა ქალს.
-მაინც რა დიდი მნიშვნელობა აქვს?-დოინჯი შემოირტყა ქალმა.
-დედა!-თვალები დაუბრიალა ლიზამ.
-ამ ოჯახში სამი თვით რჩები,კარგი გოგო ჩანხარ,მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს,არავის ადარდებს რა გქვია და რას წარმოადგენ!-ტონს აუწია ქალმა.-შენი საქმე გააკეთე და ზედმეტი არ მოგივიდეს,თორემ ჩაგილაგებ ამაღამვე ჩემოდნებს და...
-მანანა!-ჰაერი ცივმა ბარიტონმა გააპო.-დაუძახე გოგონას ის,რაც ჰქვია!
-მანანა და მაგულა ერთია?-არ ჩამორჩა ტიტეც.
-ბოდიშით მე...მე...-სიტყვებს თავი ვერ მოუყარა აცრემლებულმა დააგდო ნიჩაბი და სახლისკენ სირბილით წავიდა.
-ჩემი ნებართვის გარეშე ვერავის გააგდებ გესმის?-თავზე წამოადგა მატათა ქალს.-არ გაქვს უფლება ასე მოექცე,მითუმეტეს ბავშვების თანდასწრებით!აღარ გამამეორებინო იცოდე და ამაზე საუბარი აღარ მოგვიწიოს!-უცებ ამოთქვა და ზურგი აქცია ქალს.
-რა გემართება დედაჩემო?გოგომ მილიონჯერ გთხოვა მილანა დამიძახეო და შენ ვირზე შემჯდარხარ ტყუილად,რას გადაეკიდე?-ახლა ტიტემ გააგრძელა.-ბავშვებს უყვართ,კარგად აკეთებს თავის საქმეს,კარგი გოგოა,შენ რატომ არ მოგწონს?
-კარგი გოგო,რომ არის ზუსტად ეგ არის პრობლემა!-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა ქალმა.-სახლში უნდა გავუშვათ სანამ მოგვიკლეს ესეც და კარებთან დაგვიგდეს!
-ეგ არ მოხდება!
-რომ მოხდეს?ყოველ დღე მეკითხება მის ამბავს დოდო,როგორ არის,ხომ კარგად მუშაობსო?ერთი სული აქვს სექტემბერი მოვიდეს და ისევ თბილისში დაბრუნდეს,რომ ნახოს...საკუთარი შვილივით უყვარს!
-ანუ იმიტომ გინდა წავიდეს,რომ გენერვიულება?-გამომცდელად შეხედა კაცმა.
-ჰო.
-შენი შვილი არ გენერვიულება აქედან,რომ არ უშვებ?-ახლა ლიზას მიუბრუნდა.-რამდენჯერ გთხოვა წასვლა და უარს ეუბნები,შენი შვილი არ გებრალება და ვიღაც 1 კვირის მოსულ გოგოს უსაფრთხოების მიზნით სახლიდან უშვებ?
-ლიზა ჩემი შვილია და სადაც მე ვიქნები იქ იქნება ისიც!-თვალები დაურბიალა ორივეს.-არავის ვათქმევინებ მანანამ შვილი გააპარა სახლიდანო.
-შენი ვერაფერი გამიგია დედაჩემო.-თავი გააქნია კაცმა.-შვილი არ შეიცოდო და სხვა შეიცოდე,ეგრე უნდა ნამდვილად,ყოჩაღ.
-აბა ერთი კარგად შემომხედე!-გაუწყრა ქალი.
-საკმარისად გიყურე და გისმინე,იმედგაცრუებული ვარ ძალიან დედაჩემო.-სევდიანი ხმით ამოთქვა და პირდაპირ ტყუპების სახლისკენ დაიძრა...


***
-შეიძლება?-რამდენჯერმე დაუკაკუნა კარზე გოგონას.
-შემოდი.-ცრემლები უცებ შეიმშრალა და საწოლზე წამოჯდა.მის ლურჯ თვალებს წითელი მაინც დაკვროდა,ასე უცებ არ ქრებოდა მისი სახიდან წყენა და ტკივილი.
-მანანას მაგივრად მე გიხდი ბოდიშს,ზედმეტი მოუვიდა ძალიან.-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კაცი.-შეიძლება დავჯდე?-საწოლზე თავით მიანიშნა.
-დაჯექი.-ფეხები მოკეცა,რომ დაჯდომა შესძლებოდა.
-მისმინე...მანანა რთული ქალია,მაგრამ სულ ასეთი არ იყო,უბრალოდ არ უნდა,რომ შეგეჩვიოს,რადგან სექტემბერში წახვალ და აღარასდროს დაბრუნდები...შენი წყენინება არ უნდოდა დამიჯერე...
-მე...მე სახელის გარდა არაფერი მაქვს გესმის?-დიდრონი ლუჯი თვალები მიანათა კაცს.-სანამ თავშესაფარში დამტოვებდნენ დედამ დამარქვა...მისგან მეტი არაფერი დამრჩენია...სხვა არაფერი მაქვს...-თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლებს გასაქანი მისცა.-მთელი ცხოვრება ბრძოლაში გავატარე,რომ რაღაც მაინც მქონოდა და ბოლოს მაინც ისე გამოვიდა,რომ სახელის გარდა არაფერი მაქვს და არავის მივცემ უფლებას,რომ ეს წამართვას...
-მშობლები არ გყავს მილანა?-სახეზე შეწუხება ეტყობოდა გადრანს.
-მიმატოვეს თვეების,რომ ვიყავი.მერე მიშვილეს,მერე მონასტერში მიმაბარეს და ბოლოს შენც ხედავ,აქ ვარ,მაგრამ არ მრცხვენია იმის,რაც გამოვიარე!-ბოლოს ამაყად დაამთავრა.
-მე არც კი ვიცი რა გითხრა.-თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა მატათას...ორივე ობოლი იყო,მაგრამ ერთი განსხვავებით მის წინ მჯდომი ჭორფლიანი გოგონა არავის უნდოდა,მიატოვეს და ამ ცხოვრებისთვის გაწირეს,მატათას მშობლები კი დახოცეს...-მანანას ავუხსნი სიტუაციას და ნორმალურად მოგმართავს,რაც შეეხება შენს გაგდებას ვერავინ შეგეხება კარგი?იქამდე იმუშავებ სანამ გენდომება...
-უნივერსიტეტის გადასახადს სხვანაირად ვერ გადავიხდი.-ამოთქვა უცებ.-თუ გამაგდებ კიდევ რამდენიმე წლის გადავადება მომიწევს და მე...მე ვერ გავწვდები ფინანსურად...
-არ გაგაგდებთ მილანა ნუ ნერვიულობ კარგი?-თბილი ხმით ამოთქვა და ცრემლები მოწმინდა ქალს.-ბავშვებთან ძალიან კარგად ხარ,მათ ძალიან უყვარხარ და მე ამას ვაფასებ...
-მადლობა მატათა...-თითქოს მართლა ღვთის საჩუქარი ყოფილიყოს ისე მოევლინა მის ცხოვრებას ეს კაცი...
-აღარ იტირო კარგი?-ოდნავ გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.-რამე თუ დაგჭირდეს მითხარი,ბავშვებს მე გავიყვან,ამიტომ თავისუფალი ხარ დღეს.-მშვიდად ამოილაპარაკა და პასუხს არც დალოდებია ისე დაეშვა კიბეებზე...
გადრანები...მდიდრები არ იყვნენ...სახლში წლების წინ მამამ შეარემონტა და ამიტომ იყო ასეთი მყუდრო...ბევრი საქონელი ჰყავდათ და მათ მოვლაში დიდი დრო და ენერგია იხარჯებოდა.ხორცი კარგად იყიდებოდა,ასევე იყო ყველიც...მათ მოსავლელად ფერმაში მეზობელი გრიშა და მისი მეუღლე ფატი რჩებოდნენ.ფულს არ იღებდნენ,თუმცა საქმის სანაცვლოდ ყველს,ხორცს და მაწონს იტოვებდნენ იმდენს,რამდენიც სურდათ.
ძალიან გულზე მოხვდა მატათას მილანას მდგომარეობა...შეეცოდა და გული ეტკინა,რადგან ამ ცოდვით სავსე სამყაროში ობლად ყოფნა,მითუმეტეს მაშინ,როცა გოგო ხარ დიდი ტვირთია.სანდროს სთხოვა მისი ამბავი გაერკვია და მონასტერზეც მოეკითხა.მართლა ძალიან დაინტერესდა ვინ შემოუშვა სახლში და ვინ იყო ეს ჭორფლიანი გოგონა...



***
-ცოტა გახალისდი რა.-ადგილზე ცქმუტავდა ლიზა.
-გავხალისდი,აღარ ვტირი ხომ ხედავ.-გაუღიმა გოგონას.
-ნეტავ გენახა ტიტემაც,როგორც დატუქსა დედაჩემი,ასე არასოდეს დალაპარაკებია.
-მე არ ველოდი ტიტესგან.-გულწრფელად ამოთქვა თებემ.
-შენ ვერ ხედავ რა ვირია და მაგიტომ.-დაემანჭა მეგობარს.
-ნუ ლაპარაკობ ასე.-იწყინა გოგონამ.
-ვაიმე შენმა სიყვარულმა ხომ მომკლადა დამასამარა,ჩემი იდიოტი ძმა როდის მიხვდება ნეტავ.-თვალები მობეზრებულად აატრიალა.-რამდენიმე წელია ჩემი ძმა უყვარს,ის კიდევ პატარა ბავშვივით ექცევა.
-ლიზა!-ხმაში წყენა დასტყობოდა თებეს.მილანა მოსწონდა,მაგრამ ჯერ მისთვის ამ ამბის გამხელას არ აპირებდა.
-ტიტე გიყვარს?-ცერად გახედა გოგონას და ყელში გაჩხერილი ბურთი ხმაურით გადაყლაპა.
-ჰო.-სევდიანი ხმა ჰქონდა თებეს.უცებ გახალისდა მილანა,უყვარდა ასეთი ამბების მოსმენა,გაუხარდა,რომ ამ საიდუმლოს ნაწილი იქნებოდა.
-მერე ის ვერ გამჩნევს?
-ვერა.-თავი გააქნია მაშინვე.-ერთ გოგოსთან დასეირნობს,ისე ვბრაზდები,რომ მინდა შუაზე გავგლიჯო ორივე!
-უი რას ამბობ?-შეიცხადა მაშინვე.
-ჰო,რამდენიმე დღეა გიჟს ჰგავს ვერ ხედავ?თან ჩემს ძმასაც ეღრინება და ის ვერ იგებს რა პრობლემა აქვს.-ხარხარებდა ლიზა.
-უთხარი თებე და დაისვენებ,იქნებ ისიც იმავეს გრძნობს?
-ჩემი იდიოტი ძმა?არ არსებობს.-თავი გააქნია მაშინვე.
-მაგრად დამამშვიდე ლიზა,ძალიან დიდი მადლობა!-ხმაში ბრაზი შეერია გირგვლიანს.
-მოვიფიქრებ რამეს და აღარ ნახავს იმ გოგოს,დამშვიდდი.-არ იცოდა სხვა რა უნდა ეთქვა.მხარზე ხელი მოხვია საუკეთესო მეგობარს და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა...



***
ტიტეზე და თებეზე ფიქრმა ლამის მთლიანად წაიღო...მთელს ოჯახს უცნაურად თბილი და კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ მილანას მიმართ,ან უბრალოდ გოგონას ეგონა ასე,რადგან აქამდე კარგად არავინ მოჰქცევია...თავშესაფარში ყველა დასცინოდა,თავად უფროსებიც კი „ჟანგისფერთმიანა“-ს ეძახდნენ. წარბები,წამწამები,თმა...ყველაფერი წითური ჰქონდა,ჭორფლებით კი სავსე ჰქონდა ღაწვები და ცხვირი.
მერე სკოლაში იმდენად სულელი ადამიანები შეხვდა,რომ ზოგი მის ჭორფლებს მუწუკებს ეძახდა...ზოგი ისევ თმის ფერზე დასცინოდა და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად...როდესაც გაიგეს,რომ მონასტერში ცხოვრობდა ამან მისი ცხოვრება საერთოდ დაანგრია.არავინ ეკარებოდა,უპატრონოს და „იაღოველს“
ეძახდნენ მხოლოდ იმიტომ,რომ არ ესმოდათ ეს რას ნიშნავდა.ყველას ეგონა,რომ მათზე ცუდ გავლენას იქონიებდა და არა მხოლოდ შვილები,მშობლებიც კი ერიდებოდნენ.არც ბოლო ზარი ჰქონია და არც ბანკეტი,როგორც კი დაამთავრა საერთოდ გაქრა,ერთი კლასელის დანახვაც კი აღარ უნდოდა...
არც უნივერსიტეტში გაუმართლა.სოციალური ქსელის არ ქონის გამო დასცინეს და გარეგნობაც დაუმატეს.ბიჭი,რომელიც საშინლად მოსწონდა ნაბი*ვარი აღმოჩნდა და კაფეში დაპატიჟების შემდეგ ადგილზე არც კი მივიდა,მეორე დღეს კი მთელ კურსს მოუყვა როგორ „გადააგდო“ არეშიძე.
ახლა სოციალური ქსელიც ჰქონდა,კარგი მობილურიც,რაც ჩვენი საუკუნის მნიშვნელოვანი აქსესუარია,მაგრამ ის სილაღე აღარსად იყო...მოკლეს ის ლაღი და საბრალო გოგონა და მთლიანად გათელეს,მხოლოდ იმიტომ,რომ სტანდარტებს ვერ ერგებოდა...თებეს და ლიზას გაცნობამდე მეგობრებიც კი არ ჰყოლია და მათთან საქმის გაფუჭება ნამდვილად არ უნდოდა...
-აქ რატომ ზიხარ?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გადრანი.
-ფიქრი მიყვარს,მარტო ყოფნას მივეჩვიე.
-თან თბილისში ასეთი ხედიც არ იშლება არა?-იქვე სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.-მოწევ?
-არ ვეწევი,არც კი გამისინჯავს.-იუარა მაშინვე.-დედა მარიამი ამბობდა,რომ ცუდია და არ უნდა გავეკარო.
-მართალს ამბობდა,ცუდია ძალიან.-კოლოფი იქვე მაგიდაზე მიაგდო და კვამლი ღრმად ჩაისუნთქა.-დაძაბული მეჩვენები.
-დღეს ბევრი რამ მოხდა.
-კიდევ ვინმემ გაწყენინა?
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.-უბრალოდ სულ სახლში ვარ და მოვიწყინე.
-ხვალ შუადღემდე არ გადმოიყვანს ნანინა ბავშვებს,შენ და გოგოები გადით და გაისეირნეთ.
-რა უცნაური ადამიანები ხართ...-მისკენ გადაიხარა მილანა.-თავიდან შენთან საუბრისაც კი მეშინოდა,მანანამ ისე მითხრა დაკავებული კაციაო,არადა შენ სულ სადღაც ხარ,სამსახურის გარდა.
-სამსახურის გარდა?-ცერად გახედა ქალს.
-ჰო,დავიჯერო პოლიცია აღარ სჭირდებათ სულ სახლში,რომ ხარ?
-ჰო,პოლიცია სჭირდებათ კი.-სასაცილოდ არ ეყო კაცს.-შვებულება ავიღე,გადავიღალე ძალიან.-ურცხვად იცრუა და გოგონას ყავის ფინჯანი ხელებში მოიქცია.-არ მიწყინო,ახლა მე ყავის გამკეთებელი არ ვარ.-თქვა და მშვიდად მოსვა რამდენიმე ყლუპი.-უშაქრო ყავა?-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-გემოვნება გქონია.
-შენი იყოს,მე მაინც ვერ ვსვამდი...
-საჭმელიც გქონოდა არ შეიძლება?მაგასაც აგაცლიდი.
-ღორი შენ დაკალი და საჭმელად სახლში მოხვედი?-ხმამაღლა გადაიხარხარა გოგონამ.
-ჩემთვის კი არა,გასაყიდად დავკალი.
-უი ყიდით?
-აბა შენი ხელფასი ციდან კი არ დაგვეცემა.-ჩაეღიმა მატათას.-დიდიხანია თბილისში ცხოვრობ?
-3 წელია,სრულწლოვანი,რომ გავხდი მაშინ წამოვედი.
-რატომ?არ მოგწონდა იქ?
-თავისუფლება მინდოდა,სწავლა და უკეთესი ცხოვრება...ბოლოს ისე გამოვიდა,რომ ლამის მშიერი დავრჩი ქუჩაში...-ალალად ამოილაპარაკა.
-რატომ?
-სამსახურის შოვნა ჭირს,თუ იპოვი რამეს გიწევს,რომ ხუთი ადამიანის საქმე მარტომ აკეთო და რაღაც კაპიკებს გიყრიან,უნივერსიტეტზეც ხელს არ გიწყობენ.პლიუს ხალხი ძალიან ამაზრზენია,როცა მომსახურების სფეროში მუშაობ...-სევდიანად ამოთქვა და მუხლები მოკეცა,რომ თავი ზედ დაედო.
-რამე ცუდი შეგემთხვა?-მართლა დაინტერესდა კაცი.
-არ მგონია შენთან ამ თემაზე საუბარი მართებული.-კარგად აათვალიერა კაცი.
-ისეთს ვერაფერს მეტყვი,რაც აქამდე არ გამიგონია.-მშვიდად მიუგო და ნამწვი საფერფლეში მოსრისა.-მაგრამ თუ არ გინდა,ნუ მეტყვი.
-ღამით 10-4 საათის შუალედში ბარში ვმუშაობდი,რომ უნივერსიტეტისთვის თანხა მომეგროვებინა,მიმტანი ვიყავი ცუდი არაფერი იფიქრო.-აუხსნა მაშინვე.-ერთმა ტიპმა ხელების ფათური დამიწყო და ფული შემომთავაზა,რომ იმ ღამით გავყოლოდი...
-არ გაყევი?-აზარტში შევიდა გადრანი.
-რა თქმა უნდა,არა!-თვალები დააკვესა გოგონამ.-როგორ შეიძლება?
-რა როგორ შეიძლება?
-ქორწილამდე ასე მოქცევა არ შეიძლება,მე ასე მასწავლეს-ჩაილაპარაკა კმაყოფილმა.-სიძვაა...
-სიძვა?-გაკვირვება დაეტყო კაცს სახეზე.
-ჰო,არ შეიძლება!
-ესეიგი ქორწინებამდე ინტიმური კავშირი არ შეიძლება?
-მე ასე მასწავლეს!-ჯიუტად იმეორებდა.
-გათხოვილი ყოფილხარ მილანა?-არ ცხრებოდა კაცი.
-მეტყობა რამე?
-იქნებ გათხოვდი და გაშორდი მალევე.-მხრები აიჩეჩა.
-მე,როდესაც გავთხოვდები ისეთ კაცს გავყვები ცოლად,რომ დაშორების თემის წამოჭრა არ მოგვიწიოს და ერთად დავბერდეთ.
-დიდი გეგმები გქონია,კარგია ასე,რომ ფიქრობ,მე მომწონს.
-მგონი პირველი ადამიანი ხარ,რომელმაც არ დამცინა.-თავისთვის ჩაილაპარაკა.-ყველა დამცინოდა უნივერსტიტეტში ამას,რომ ვამბობდი.
-ყველა ვერ გაიგებს,მითუმეტეს მაშინ,როდესაც ზოგს თავისუფლება და ბო*ობა ერთმანეთში ერევა.მაგრამ გამოჩნდება ისეთი კაცი,რომელიც დაგაფასებს და გაგიფრთხილდება.
-მაგის იმედი მაქვს.-მშვიდად უპასუხა და ჰორიზონტს გახედა.
-დიდხანს ნუ იჯდები,გაცივდები.-გაუღიმა კაცმა და ისე გაეცალა იქაურობას აზრზე ვერ მოვიდა მილანა...



***
-მილანა!-ეზოში მყოფს გასძახა ქალმა.
-დიახ.
-მიდიხართ უკვე?
-დიახ,ლიზას ველოდები და თებე გზაზე დაგვხვდება.-რაღაცნაირი სითბო იგრძნო სახელი სწორად,რომ დაუძახა.
-ასე უნდა გეცვას?-მისი შორტის ზომას დახედა ქალმა.
-რამე პრობლემაა?
-შვილო თბილისში არ ხარ,აქ ხალხი არ დადის ასე...-შეწუხებულმა აიწია სათვალე.-რამეს იტყვიან.
-არ მეგონა ჩემი ჩაცმის სტილი პრობლემა თუ იყო.-მხრები ნერვიულად აიჩეჩა.
-გამოიცვალე,ეგრე ჯობია.-ხმაში ოდნავ სითბო შეერია.
-დაანებე თავი,ეცვას.-გადმოდგა აივანზე წელს ზემოთ შიშველი მატათა.
-რამეს ეტყვიან.-ჯიუტად იმეორებდა ქალი.
-არაფერს ეტყვიან,ან თუ ეტყვიან მე მივხედავ!
-სახლში,როგორც უნდა ისე ეცვას,გარეთ იფრთხილოს,ათასი მანიაკი დადის.-მიუბრუნდა ისევ გოგონას.-მიდი გამოიცვალე.
-დაანებე გოგოს თავი მანჩო.-სასაცილოდ არ ეყო კაცს.-ეცვას ისე,როგორც უნდა.
-თუ ამდენად დიდი პროლემა იქნება შარვალს ჩავიცვამ.-ამოთქვა ბოლოს.
-დაი*იდე მილანა და გეცვას,რაც გინდა.-დაუყვავა გადრანმა.-თუ ვინმე რამეს გეტყვის მოდიხარ ჩემთან.
-გასაგებია.-მის შიშველ სხეულს თვალი მოარიდა და ჭიშკართან დადგა...
როგორც იქნა ეშველა ლიზასაც და გამოვიდა სახლიდან,გრძელი სარაფანი მოერგო ტანზე და თმა გაეშალა.მატათას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მალევე ორივე თვალს მიეფარა...
-რას იფიქრებს ხალხი მატათა?-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა ქალმა.-რამე,რომ აკადრონ?
-შორტის გამო?-იცინოდა ისევ.
-რავიცი რა მოელანდებათ ბიჭებს დილიდან საღამომდე,რომ სვამენ ცენტრში?ბირჟაზე დომინოს,რომ თამაშობენ ან იმათ?
-ყ*ე არავის მოჭამონ!-დასრიოზულდა მალევე.-ჩემს სტუმარს ვინმე რამეს აკადრებს და წასულია მაგათი საქმე!
-აი მაგის მეშინია ზუსტად,ბეთქილთან ომი არ გვეყოფა?ახლა დაიმატე კიდევ ვინმე უჯიშო.
-რა გინდა მანჩო?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მამიდას.
-მინდა,რომ სახლში გაუშვა!
-დაგიშავა რამე?
-მოკლავენ ამასაც,ცუდ სიზმრებს ვნახულობ.-ალალად ამოთქვა ქალმა.-დოდო მოკვდება გესმის?
-არავინ მოკვდება,მშვიდად იყავი შენ,წავა ისედაც სექტემბერში.
-პატარა გოგოა,გამოუცდელი.-შეწუხებული ხმა ჰქონდა მანანას.-არ იცის მაგან რა ხდება ჩვენთან...
-ვიცი.-მძიმედ ამოთქვა და სიგარეტს მოუკიდა.-მაშ რატომ ჩამოიყვანე?
-რა მეთქვა დოდოსთვის?
-მიზეზი გენახა და უარი გეთქვა.
-არ შეიძლება ეგრე.-იუარა ქალმა.-მომერიდა დოდოს მოტყუება.
-მაშინ მოითმინე სექტემბრამდე.
-შენ რა მისი დამცველი გამოხვედი ჰა?-დოინჯი შემოირტყა ქალმა.-ხომ არ მოგეწონა?
-არ დაიწყო მანჩო,არ დაიწყო!-გაეცინა კაცს.-წავალ ისევ ოთახში,თორე გამაგიჟებ შენ მე.
-წადი,წადი...ეგ ლურჯი თვალები და ჭორფლიანი სახე, შენს გარდა კიდევ ბევრს მოატყუებს.-მიაძახა მაინც და თავადაც ზურგი აქცია...

***
-ჩვენ რატომ უნდა ვათრიოთ პროდუქტები?-ბუზღუნებდა თებე.
-წამოსულები ვართ ბარემ და მანანას სია გამოვართვი.-უპასუხა ლიზამ და კალათაში კვერცხი ჩადო.
-ვაიმე როგორ გრილა აქ,ფეხზე ეკალმა დამაყარა.-სიცივისგან გააჟრჟოლა მილანას.მაღაზიაში მართლაც ძალიან ციოდა.
-გადი მზეზე თუ გინდა,ვიყიდით ჩვენ და გამოვალთ მალე.
-ვაიმე ხო თორე ყბა მიკანკალებს უკვე.-შვებით ამოისუნთქა და მალევე გარეთ გავარდა.მზის დანახვაზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და იქვე კიბეზე ჩამოჯდა.არც სოფელი იყო,არც ქალაქი,არც კურორტი იყო,მაგრამ თან კურორტი იყო...იმდენი დამსვენებელი ჰყავდა,იმდენი ქალაქელი ჩამოსულიყო და იმდენ პროდუქტს იმარაგებდნენ თითქოს ხვალ აღარ იქნებოდა მაღაზიაში.
ჩანთიდან კალამი ამოიღო და დროის გასაყვანას კოჭზე ჩიტების მოხატვა დაიწყო...არ იცოდა რამდენ ხანს იყო ასე უცნობი სილუეტი,რომ წამოადგა თავზე და მზე მოუჩრდილა,მაგრამ თავიც არ აუწევია,იფიქრა ვინმეს ელოდებაო და მესამე კონტურის მოხაზვა დაიწყო.
-ხოჩა ლადეღ,იმჟი ხარი?(გამარჯობა,როგორ ხარ?)
-არაფერი გამოგივა.-აიქნია ხელი მეორემ,კიბის ქვემოთ მდგომმა.
-მაი ჯაშხა?(რა გქვია?)-მიუბრუნდა ისევ გოგონას.
-მე მესაუბრებით?-ახედა კაცს.
-ჰო შენ.
-უკაცრავად ვერ გავიგე რა მკითხეთ.
-რა გქვიათქო!
-მილანა.
-იმსგიშ ხი?
-სადაური ხარო გეკითხება.-მის დაბნეულ თვალებს,რომ გადააწყდა უთარგმნა მეორემ.
-არ ყოფილა ჩვენებური.-ხელი აიქნია კაცმა.-ჩამოსული ხარ?
-დიახ.
-გეტყობა,თორემ შენნაირი გოგო,რომ მენახა არ დამავიწყდებოდა.-მის ცეცხლისფერ თმას ოდნავ შეეხო.გოგონა დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე.
-ნუ მეხებით თუ შეიძლება!
-რა ჩაუცვამს თან ნახე.-აგრძელებდა ქილიკს კაცი.
-ქვემოდან უნდა ნახო რა ხედია.-აჰყვა მეორეც.
-რა გნებავთ?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.-მე თქვენ არ გიცნობთ და გთხოვთ...
-დაიწყო იაფფასიანი თავის დაფასება.-თვალები მობეზრებულად აატრიალა ერთ-ერთმა.
-ცხენით გასეირნება არ გინდა?ჰაწვალისკენ ავიაროთ.
-არ მინდა,მადლობა!
-მილა...-გამოცვივდნენ გოგონები.-რა ხდება?
-ამათთან ხარ?-გადრანების ქალს მზერა მოარიდა.
-დიახ,მათთან ვარ.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-გინდა თავი გაგიტეხო შოთა?-მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა თებემ.-სანამ დიდი ქვა მოგხვედრია დაა*ვიე აქედან.
-რატომ ბრაზობ თებრუნია?მივესალმე უბრალოდ...
-ჰო და გასერინება შემომთავაზე!-დაუბრიალა კაცს თვალები.
-იტყუება!-უპასუხა მაშინვე.-მატათას და ტიტეს ეგეთ სისულელეებს ნუ ეტყვი,მოგესალმე უბრალოდ.
-სალამი ვუთხარით,მეტი არაფერი ყოფილა.-დაეთანხმა ქვემოდან მეორეც.
-ჩემს ძმას მოვუყვები და მეორედ გამარჯობის სათქმელად პირში ენას ვერ მოიბრუნებ შოთა!-დაემუქრა ლიზა.
-მივდივართ დამშვიდდი.-დანებების ნიშნად ხელები ასწია კაცმა.
-სიგარეტის ყიდვა მინდოდა.-გაუწყრა მეგობარს.
-სხვაგან იყიდე,ფეხი გაადგი.-ზურგში უხეშად უბიძგა და იქაურობას უკანმოუხედავად გაეცალა.
-კარგად ხარ ხო?-აათვალიერა ლიზამ.
-ავადმყოფია ვიღაცა,თავზე მომეფერა და შორტებზე გამიკეთა კომენტარი,ცხენით გაგასეირნებო,გიჟია?
-ვეტყვი ჩემს ძმას და აჩვენებს მაგას,სი*ი ეგ!
-არ უთხრა ტიტეს,გაგიჟდება.-ჩაერია თებე.
-რამდენჯერაც ქუჩაში გამოვა ეგრე უნდა შეაწუხოს?მიხედავს მაგას ჩემი ძმა.
-მატათას უთხარი.
-რატო ტიტე ვერ ჩხუბობს?-წარბი ასწია გოგონამ.
-რამე,რომ დაემართოს?
-არავის არაფერი უთხრათ კაცო.-იუარა მილანამ.-პრობლემები არ გვინდა.წავიდეთ?
-წავიდეთ.-თავი დაუქნია ორივემ და ნელი ნაბიჯით გაეშურნენ სახლისკენ...



***
-უძილობას მიგაჩვია სვანეთმა?-ფინჯანი ჩაით ხელში წინ დაუდგა გოგონას.
-მინდა ეს დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო...ასეთი რამ არასდროს მინახავს...მინდა კარგად დავიმახსოვრო და გონებაში ჩავიბეჭდო.
-გაცივდები იცოდე.-მისკენ გაასრიალა ჭიქა.-ეს მაინც დალიე.
-მადლობა.-მორცხვად ამოთქვა და გაყინული თითები უცებ მოხვია.სითბო ერთიანად ჩაეღვარა სხეულში.
-შეიძლება დავჯდე?-მის გვერდით ადგილზე მიუთითა და როგორც კი გოგონასგან უხმოდ მიიღო დასტური იქვე ჩამოჯდა.-არ მოგწონს თბილისი?-სიგარეტს მშვიდად მოუკიდა და ჰორიზონტს გახედა.
-გადატვირთული,საქმიანი ქალაქია.არაფერია განსაკუთრებული,რა უნდა მომეწონოს?
-რავიცი,მიილტვის ხალხი მანდეთ...
-ეგ იმიტომ,რომ მესტიაში უნივერსიტეტს არავინ ჩაგვიდგამს,რომ ვისწავლოთ,თორემ რა უნდა ხალხს თბილისში?ამას,რომ დაინახავს კაცი და გადაწყვეტს,რომ თბილისი ჯობია სულელია და მეტი არაფერი.-ღიმილით მიაჩერდა სიბნელეშეპარულ ბორცვებს.
-არადა ახალგაზრდები აღმერთებენ თბილისურ ცხოვრებას,საიდან ჩამოვარდი შენ?-გახედა ქალს.
-მე არ ვარ მაგ ცხოვრებისთვის შექმნილი.-მხრები აიჩეჩა მაშინვე.-თავიდანვე ვერ მოვერგე.
-რატომ?-მაინც ჩაეკითხა და გოგონასგან საპასუხოდ რამდენიმეწამიანი დუმილი მიიღო.შემდეგ საუბარი გადაწყვიტა.
-ქუჩაში გძინებია ოდესმე?-ცერად გახედა კაცს.
-არა...-ნადირობისას ტყეში სძინებია,მაგრამ იცოდა,რომ ამას არ გულისხმობდა.
-მე მძინებია...რომ ჩავედი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,სად უნდა მეცხოვრა?რას შევჭამდი?სამსახური როგორ მეპოვნა?უნივერსიტეტში კარგად უნდა მესწავლა,თან სამსახურიც არ უნდა გამეცდინა...ვერ გამიგეს თანაკურსელებმა,ყველას ოჯახი ედგა გვერდში...ათას სიგიჟეს აკეთებდნენ...თან მე ცოტა გოიმი ვიყავი და არავის უნდოდა ჩემთან მეგობრობა.-გაეცინა ბოლოს.
-ანუ?-აჰყვა გადრანიც.
-სოციალური ქსელი არ მქონდა,თან გაიგეს,რომ მონასტერში გავიზარდე და დაიწყეს წმინდანი მოსულაო.ხანაც წმინდა მილანა მოდისო ამას ამბობდნენ...ჭორფლებზეც დამცინოდნენ,ზაფხულში ძალიან მუქდება,აქ იმდენად არა,თბილისის სიცხეზე მართლა ისე მეტყობა...-უხერხულად შეიშმუშნა.-მერე ჩემი კურსელი მომწონდა,კაფეში დამპატიჟა და არ მოვიდა.
-არ მოვიდა?
-არ მოვიდა...ყველას მოუყვა და შემარცხვინა თან...-ოდნავ აუცრემლიანდა თვალები.წარსულის გახსენებამ დაამწუხრა.
-ეგეთი ნაბი*ვრების გამო არ იდარდო მილანა,ბევრი სულელი დადის,გვიან ღვინდება ზოგი.ვერ ხვდებიან ცხოვრებაში რა არის მთავარი და ზუსტად მათ გამო შენნაირი კეთილი და კარგი გოგონები გულგატეხილები დადიან და სიყვარულის აღარ სჯერათ...-სიგარეტის ნამწვი ეზოში მოისროლა და მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა კაცი.-შენ ყველაფერი კარგად გექნება...აქედან,რომ წახვალ აღარ მოგიწევს ნერვიულობა მსგავს საკითხებზე,მეგობრებიც გეყოლება და თუ ოდესმე დაგჭირდება ოჯახიც,რომელიც მიგიღებს.-იცოდა,რომ სვანეთს გულისხმობდა.იცოდა,რომ მათი ოჯახი იგულისხმა და გული გაუთბა...
-სულ ვნატრობდი დიდი ოჯახი მყოლოდა...დედმამიშვილები,რომლებსაც დაეყრდნობი...ლიზა ძალიან იღბლიანია...-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი ხელის გულით შეიმშრალა.-მშობლების დაკარგვა როგორ გადაიტანე?-ჰკითხა მაინც ბოლოს.
-არ იყო ადვილი,მაგრამ ეჩვევა სხეული და გონება ყველაფერს.-ოდნავ გაუღიმა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.წელამდე ჩასდევდა მის სხეულს,ეს ულამაზესი დალალები.
-მე ისინი არასდროს მყოლია,მაგრამ მაინც სულ მენატრებიან...ეს მონატრება წავა ოდესმე?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად და მასთან ახლოს მიიწია.-მაგრამ მასთან ერთად ცხოვრებას ისწავლი.
-ძალიან მაკლია ის,რაც შენ გაქვს...ძალიან მშურს შენი!-გულახდილად მიუგო და სახე მოარიდა.იცოდა,რომ მშობლებს არ გულისხმოდა.უბრალოდ ოჯახს,რომელიც დაიცავდა და გვერდში დაუდგებოდა.მეგობრებს,რომლებიც მეორე ოჯახად იყვნენ ქცეული...
-მილა...-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-აუცილებლად გეყოლება ოჯახი...აუცილებლად იპოვნი ისეთ ადამიანებს,რომლებსაც შენი დაკარგვა შეაშინებს...-გულში დანასავით ესობოდა მისი თითოეული ცრემლი.როგორ დაანგრია და დააბეჩავა ცხოვრებამ ეს პატარა გოგო.ყველაფერი ცუდი გამოატარა და ბოლოს ყველაზე ცუდის ან კარგისთვის მატათას მკლავებში ჩააგდო...ნეტავ არასოდეს დაწყებულიყო ეს მტრობა...სხვა ვითარებაში გაეცნო და ისე ეზრუნა მასზე,როგორც შეეფერებოდა.არასოდეს აატირებდა და ცუდად არასოდეს მოექცეოდა,მაგრამ ცხოვრება ასეთია,მოულოდნელობებით და სიგიჟეებით სავსე,დიდი შანსია იმის,რომ ყველაფერი ისე შემობრუნდეს არასოდეს მოუნდეს მილანას მისი სახის დანახვა...-ნუ ტირი გთხოვ...
-ბოდიში,თავს ვერ...ვერ ვიკავებ.-სლუკუნებდა თავისთვის.მალევე მოხვია კაცმა თავისი განიერი მხრები და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა სხეულზე მიიხუტა.
-შენ ყველაფერი კარგი დაიმსახურე გესმის?-თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.ის გვირილების და კიდევ რაღაც უცნაური,აქამდე,რომ ვერ ამოეხსნა...-გეყოლება ოჯახი...უფრო სწორედ გყავს უკვე ვერ ხედავ?გიჟდებიან შენზე ლიზა და თებე...ბავშვებიც...ჩვენი ოჯახის წევრი ხარ,არ აქვს მნიშვნელობა წახვალ თუ არა.-თმაზე ნაზად აკოცა ატირებულ გოგონას და რიტმულად დაუწყო თმაში თითების ახლართვა.-შენი სიკეთით სავსე გულს აუცილებლად დაინახავს ვინმე და...აუცილებლად შეგიყვარებენ ისე,როგორც შენ გიყვარს...-არ იცოდა რა უნდა ეთქვა ან როგორ უნდა ენუგეშებინა.გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა გული,როგორ დარდობდა,როგორ ნერვიულობდა,ტიროდა...არავინ იცის რამდენ ხანს ისხდნენ ასე,მაგრამ მალევე მიხვდა კაცი,რომ მის მკლავებში ჩასძინებოდა ჭორფლიან გოგონას...მის მკერდზე მიყრდნობილს თვალები დაეხუჭა და ისე გამოიყურებოდა თითქოს ყველაზე უსაფრთხო ადგილი ეპოვნოს დედამიწაზე...დაათენდა სვანეთს და თავზე დაათენდა გადრანსაც.გაღიმებული აპარებდა მზერას მკლავებში მოქცეული გოგონასკენ და პლედს მხრებზე მჭიდროდ ახვევდა,რომ არ გაციებულიყო.პირველმა სხივებმა,რომ მოსჭრა თვალი,სწორედ მაშინ გამოვიდა მანანაც და მოჭუტული თვალებით გახედა ორივეს.ერთი ხელით ანიშნა მატათამ არაფერი თქვა და მანაც უსიტყვოდ დატოვა იქაურობა.კი აპარებდა თვალს ჩახუტებული წყვილისკენ,მაგრამ ვერაფრის თქმას უბედავდა...
ხელში აიყვანა სიფრიფანა სხეული და კიბეები ისე აიარა თვალი არ მოუშორებია მისთვის,მძინარეც კი ისეთი ლამაზი იყო...საწოლზე ფრთხილად გადააწვინა,ფარდები ჩამოუშვა და ფანჯრის რაფაზე დადებულ ყვავილს დახედა,ეს იყო...მისი სურნელი თმაში,რომ იწნიდა...ოდნავ ჩაეღიმა,კიდევ ერთხელ დააკვირდა მძინარეს და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა...
-რა ხდება?-დოინჯშემორტყმული გამოუდგა მანანა.
-ამ დილაადრიან არ დაიწყო რა.-ხმაში მუდარა გაერია.-საქონლის სანახავად მივდივარ,მე ვდარაჯობ ამაღამ...-უემოციოდ მიუგო და აღარც შეუხედავს ისე გაეცალა იქაურობას...
***
მომდევნო რამდენიმე დღეც თვალსა და ხელს შუა გავიდა.მილანას და მატათას ხშირად ჰქონდათ ღამის საუბრები,ან სულაც დილით,ალიონზე.ტიტე ისევ ხვდებოდა იმ გოგოს და თებე უკვე დასაბმელი იყო ისე ეჭვიანობდა.სახლში დედას ორი ლარნაკი გაუტეხა და მანანასთან გამოაგდო,ნერვებს ნუ მიშლიო,იქ ისევ ტიტე დახვდა და გაბრაზებულმა საერთოდ სხვა მიმართულებით აიღო გეზი.
ლიზა ისევ მობილურს ჩაჰკირკიტებდა,ჩამოვიდა ის,ვისაც ამდენ ხანს ელოდა,მისი მათე დაბრუნდა თბილისიდან...
-ეს რა არის იცი შიო?-მის წინ ჩამუხლულიყო მილანა.-იდაყვია ეს,აქ ლავიწები.ჩემი ხომ გესმის?-დარდიანად შეჰყურებდა ბავშვს.-იცი შიო შეიძლება დედა არ არის ახლოს,მაგრამ ის სულ შენს გულში იქნება.-მკერდზე ნაზად შეეხო ბავშვს.-მე არც დედა მახსოვს და არც მამა,მაგრამ ორივე მიყვარს და მათ გამო მინდა,რომ უკეთესი ვიყო,შენ არ გინდა?-ისევ ურეაქციოდ იდგა ბავშვი.-ჩემი ხომ გესმის შიო?პასუხს რატომ არ მიბრუნებ?
-მილაა...-ყვირილით გამოვარდა ეზოში ლიზა.-მილა ჩემო ლამაზო.
-გისმენ ლიზა.-მუხლები გაიფერთხა გოგონამ.
-უნდა დამეხმარო კარგი?თებეს ვთხოვდი,მაგრამ არ მოდის ჩვენთან,ტიტეს ნახვა არ უნდა.
-რა ხდება ლიზა?ნუ მაშინებ.
-ჩშშ!-პირზე ხელი ააფარა.-არავინ გაიგოს.
-შემეშინდა,ოღონდ მართლა.
-ამაღამ ჩემს საწოლში დაიძინებ?-თვალები აუფახულა გოგონას.
-რაა?-გაოცება ვერ დამალა.
-ერთი ბიჭია...
-ვაიმე არა ლიზა!-იუარა მაშინვე.
-მოიცადე გითხრა...კარგი ბიჭია ძალიან მათე,თბილისიდან ჩამოდის უკვე 3 წელია...
-არ იქნება კარგი ამბავი,გთხოვ...
-მხოლოდ 1-2 საათით გავალ.
-ღამე რა საქმე გაქვს,დღე გადი და ნახე.
-დღე ყველა დაგვინახავს და მატათას ეტყვიან,დედა მომკლავს,რომ გაიგოს,თან მეგრელია და არ უყვარს მეგრელები.-გაეცინა ბოლოს.
-რა გინდა უნდა მომკლან?-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა.
-გეხვეწები,ამ ერთხელ რა,მეტს არ გთხოვ...-ლამის მუხლებზე დაუდგა.
-კარგი...-მის ნებას დაჰყვა მილანა,მაგრამ თუ გამოგვიჭირეს იცოდე,რომ...
-არაფერი მოხდება,ნაცადი პრაქტიკაა...-ღიმილით ამოთქვა და ჰაერში ტაშიც შემოჰკრა.რა იცოდა მეორე სართულის აივნიდან მატათა,რომ მშვიდად უსმენდა...ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა,რომ მშვიდად ყოფნა შესძლებოდა.მართლაც საკმარისი გაიგონა.-შენ მატათა უნდა გაართო გესმის?ძაღლების ყეფაზე,რომ არ გადმომიდგეს აივანზე.
-მე...მე როგორ უნდა გავართო?
-ცოტა გაეპრანჭე,რა ვიცი მე...-მხრები აიჩეჩა.-ლამაზი გოგო ხარ,რამე გააკეთე.
-ასე როგორ შეიძლება ლიზა?მე არასდროს...
-ბიჭი არ მოგწონებია?კარგი რა მატათა ხომ იცი როგორია...რამდენიმე თბილი სიტყვა უთხარი.
-არ შემიძლია.-იუარა ისევ.
-არ მოგწონს?ეგ ხომ ცალსახად ტყუილია,ვხედავხოლმე რომ ჭუკჭუკებთ ყოველ საღამოს...
-ეგ არ...
-კარგი,კარგი.-ხელი აიქნია გოგონამ.-მოიფიქრე რამე რა.
-შვილებიან კაცს ვერ გავეპრანჭები.-წამოროშა მაშინვე.
-ვის?-ხმამაღლა გადაიხარხარა ლიზამ.
-ორი შვილი ჰყავს,ვერ გავეპრანჭები,ეს უზნეობაა...
-მატათას ჰყავს ორი შვილი და ვერ...-სიცილისგან ლამის გული წაუვიდა გოგონას.-რა კარგად გამაცინე...
-რა არის სასაცილო?-წარბები შეკრა მილანამ.
-არაფერი.-თავი გააქნია მაშინვე.-რამეზე დაელაპარაკე და გაართე სანამ გავიპარები...
-არ შემიძლია ლიზა...
-შეძლებ-ისეთი მშვიდი იყო თავად.-უნდა დაველაპარაკო.-მობილური ცხვირწინ აუფრიალა.-შენ მანამდე რამე მოიფიქრე.-სახე დაუმანჭა გოგონას და სირბილით გაეცალა იქაურობას...




***
-მილანა შეიძლება?-მორიდებით მიუკაკუნა ოთახის კარზე მატათამ.
-კი,შემოდი.
-შიოს დავპირდი ტბებზე აყვანას რამდენიმე დღის წინ,ახლა მინდა,რომ წავიყვანო...
-ტბებზე?
-ჰო,ქორულდის ტბებზე,მანქანით 20-25 წუთის გზაა,წამოხვალ?
-მე?-სახე გაუბრწყინდა მაშინვე.
-გოგოები მილიონჯერ არიან ნამყოფი,რადგან შენ აქ არაფერი გინახავს ვიფიქრე წაგიყვანდი...ნუ თუ გინდა,რა თქმა უნდა.-ძლივს დაალაგა წინადადება.
-მინდა!-პატარა ბავშვივით წამოიძახა და ფეხსაცმლის თასმებს გასწორება დაუწყო.
-ქვემოთ ვიქნები მაშინ.სანამ მარიტა გაიღვიძებს დავბრუნდებით...
-დიდი მადლობა.-ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო.-ძალიან გამახარე.
-არაფრის.-გაეღიმა კაცსაც მის ბავშვურობაზე...
აი ისიც,ქორულდის ტბები და მილანას ახდენილი ოცნება...ის სარკისებური ზედაპირის მქონე ადგილი,რომელიც თავს სხვა განზომილებაში გაგრძნობინებს.მესტიიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში იყო ეს სასწაული ადგილი...
ქორულდის ტბიდან არა მარტო მწვერვალები, არამედ ფანტასტიკური ხედიც იშლება ენგურის ხეობაზე და დიდი კავკასიონის ქედის თვალუწვდენელ, ტყით დაფარულ მთებზე...სამოთხე იყო მილანასთვის ამ ყველაფრის ნახვა...იქვე შორიახლოს მოჩანდა ცხენები,რომლებიც თავისუფლად დაიარებოდნენ ამ ჯადოსნურ ადგილას.გახარებული იყო შიოც...მშვიდად იყურებოდა ზღვის დონიდან 2850 მეტრ სიმაღლიდან გოგონა და ზემო სვანეთს აქედან სწავლობდა.უყურებდა ენგურის ხეობას და გული სითბოთი ევსებოდა...
-შხარა,თეთნულდი,უშბა...-ზურგიდან მოესმა მატათას ბოხი,მაგრამ სასიამოვნო ხმა.-ლაილა...-კიდევ უფრო ახლოს გაისმა მისი ბარიტონი.
-მე...მე არც კი ვიცი რა ვთქვა...-მშვიდად მიტრიალდა მისკენ.-ძალიან დიდი მადლობა მატათა...-გაუაზრებლად გადაეხვია კაცს.-მე ასეთი სილამაზე არასოდეს მინახავს...-ოდნავ აუცრემლიანდა დიდრონი ლურჯი თვალები...გული ეკუმშებოდა,როდესაც იაზრებდა რამდენი რამ დააკლდა ცხოვრებაში.რამდენი ჯერ კიდევ არ იცოდა...იქნებ საერთოდ სვანეთი იყო მისი სამშობლო და ტყუილად იცხოვრა სხვაგან?ან იქნებ ხევსურეთში ჰქონდა ფესვები?არა მაინც იმაზე ეფიქრებოდა,რომ აქედან მოდიოდა მისი ფესვები და ამ მიწა-წყალს მოსწყვიტეს ჩვილობისას...
-არ იტირო მილა.-თბილი ხმით უთხრა კაცმა.-აქ კიდევ იმდენი ადგილია...ყველაზე თუ იტირე ცრემლები აღარ დაგრჩება...
-ვფიქრობ იქნებ სვანეთს ვეკუთვნი და წამართვეს ეს ყველაფერი?-ქვემოდან ახედა მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს.-იქნებ მეც შენსავით სვანური სისხლი მიჩქებს ძარღვებში?
-გინდა,რომ ეს ასე იყოს?
-ვის არ ენდომება?შეხედე!-თითქოს აჩვენებდა ნახე რა სილამაზეაო.-აქ ჰაერიც კი სხვანაირია...ასე არ არის შიო?-გაუღიმა ბავშვს.
-დარჩი და იმუშავე ჩვენთან.-გაუაზრებლად წამოისროლა კაცმა.
-უნივერსიტეტს ჩემს მაგივრად დაამთავრებ?-გაეცინა ქალს.-შიო მამაშენი სწავლას აპირებს...-მაშინვე კოპები შეკრა ბავშვმა.სიტყვა მამა არ ესიამოვნა მატათას მიმართ.უცნაურად გახედა კაცმაც.
-შიო შორს ნუ წახვალ კარგი?-ძირს დასვა ბავშვი და მილანას მიუბრუნდა.-საიდან მოიტანე,რომ ჩემები არიან?
-რას გულისხმობ?
-ბავშვებზე ვამბობ.
-მარიტა მამას გეძახის...-მხრები აიჩეჩა.
-ჩემები არ არიან.-თითქოს თავი იმართლა კაცმა.-ჩემი მეგობრის შვილები არიან...
-მე...მე არ ვიცოდი.-სულ დაიბნა გოგონა.რაღაცნაირად ესიამოვნა ამის მოსმენა...-სად არიან?
-დაიხოცნენ!-მძიმედ ამოთქვა და თვალი მოარიდა.-უბრალოდ პასუხისმგებლობა ავიღე.
-ძალიან ვწუხვარ...-ხმა დაუსევდიანდა და ხელზე ნაზად შეეხო.-ძალიან კარგ საქმეს აკეთებ მატათა,შენ...
-წავიდეთ!-გააწყვეტინა მაშინვე და მისგან თავი გაითავისუფლა.-დაბინდდება და რთულია აქედან წასვლა მერე...
-კარგი...-დარცხვენილმა ამოთქვა და მანქანაში მოთავსდა.რაზე ფიქრობდა?ხელს ჩასჭიდებდა და ერთად ისეირნებდნენ მხოლოდ იმიტომ,რომ შვილები არ ჰყავდა კაცს?სულელი იყო და ამას ვერაფერს უხერხებდა...



***
დადგა ის აუტანელი წუთებიც მატათა,რომ უნდა შეეწუხებინა არეშიძეს.ლიზა,რომ უნდა გაპარულიყო სახლიდან და მატათა გაერთო მილანას...ძლივს წამოიზლაზნა საწოლიდან და მისი ოთახის წინ შედგა...ხან რა მოიმიზეზა,ხან რა,მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა,გაუაზრებლად დააკაკუნა კარზე.
-შემოდი.-მშვიდად მიუგო გოგონას და როგორც კი კარი გაიღო ზღურბლზე შედგა.-შემოდი მილანა,მოხდა რამე?-წასასვლელად იყო გამზადებული გადრანი.
-მე...მე დალაპარაკება მინდოდა.-ამოთქვა ძლივს.
-ამ დროს?-საათს მაცდურად დახედა.დილის ორი საათი იყო...
-ვერ დავიძინებდი,რომ არ მეთქვა...-წამოროშა უცებ.-უნდა გითხრა.
-კარგი,გისმენ.-სიგარეტის ნამწვი საფერფლეში მოსრისა და წინ დაუდგა.
-დღეს სულელურად მოვიქეცი...შენს მეგობრებზე,რომ მითხარი და თანაგრძნობის გამოხატვა,რომ ვცადე...-სულ აებნა ენა.-ეს ჟესტი სწორი არ იყო...-მის ხელს ოდნავ შეეხო,რომ სიტუაცია აეხსნა.-ჩემი მხრიდან ზედმეტი იყო და...
-მილანა...-სასაცილოდ არ ეყო კაცს მისი საუბარი.-მართლა იმას მიხსნი,რაც მე მგონია?
-დიახ.
-ამაზე სასაცილო სიტუაციაში თავს მართლა ვერ ჩაიგდებდი...-მთელი ხმით გადაიხარხარა გადრანმა.გაისმა ძაღლების ყეფაც ეზოდან და მხოლოდ წამით გაიხედა მატათამ.-მე მათზე საუბარი არ მიყვარს,რთული თემაა და ვერიდები,შენი საქციელი სრულიად ნორმალური იყო იქ...მაგრამ აქ მილა...აქ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებ...-კიდევ უფრო შეამცირა მანძილი მათ შორის.-ვიცი რატომაც მოხვედი და ერთი რამ უნდა იცოდე ჩემზე...მე ტყუილს ვერ ვიტან!-გაშლილ თმაზე ოდნავ გაეთამაშა.-მე თუ ვინმეს ვატყუებ,ამას სასიცოცხლო მიზეზი აქვს,მაგრამ შენი ტყუილის მიზეზი რა არის?
-მე...მე არ ვიცი...-დაბნეული და შეშინებული იყო,გაუაზრებლად აეყუდა კედელს და მის წინ მდგომ კაცს მიაჩერდა.
-აღარ მომატყუო!-კბილებში გამოსცრა გოგონას.-27 წლის ვარ მილა,ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში,მეც ვიყავი პატარა და ჩემი ყოფილი შეყვარებულებიც გამოპარულან სახლიდან შუაღამეს ჩემს სანახავად...-შედარებით მშვიდად ამოთქვა.-ვისთან არის ლიზა?
-მე...
-გავიგე თქვენი საუბარი მილანა!აზრი არ აქვს,რომ მატყუებ,მთელ მესტიას გადავატრიალებ და მაინც ვიპოვნი!
-არ ვიცი ვინ არის,მითხრა,რომ თბილისიდან ჩამოდის სამი წელია.-შეშინებულმა მიაყარა.
-სად ნახულობს?
-გთხოვ...-ვედრებასავით გაისმა მისი ხმა.
-არ მინდა,რომ გაწყენინო.-დაუყვავა კაცმა.-მითხარი და მოვრჩეთ,მაინც გავიგებ აზრი არ აქვს,უბრალოდ არ მინდა სახლში ყველამ გაიგოს,ლიზას ცუდი დღე დაადგება მანანა თუ გაიგებს.
-მანანას არ უთხრა,თმებს გააცლის...
-გცოდნია.-გაეცინა გადრანს.-მითხარი სად ხვდება.
-არ ეჩხუბო გთხოვ...
-მილანა!
-წყაროსთან...-წამოსცდა მაინც,მის მომთხოვნ მზერასა და ტონს ვერ გაუძლო.
-ფეხზე ჩაიცვი,ჩემთან ერთად მოდიხარ!-ჟაკეტი მოიცვა კაცმა.
-რატომ?
-შენ და ლიზა მერე ერთად,რომ დაბრუნდეთ სახლში და მარტო არ მოუწიოს ბოდიალი!
-და შენ?
-მე იმასთან დავრჩები,რომანტიული საუბარი გვექნება წყაროსთან.-ვერ ხვდებოდა ხუმრობდა,თუ მართლა ეუბნებოდა,მაგრამ სირბილით გავიდა ოთახში,ფეხზე ჩაიცვა,ჰუდი გადაიცვა და სახლი მასთან ერთად დატოვა...უნდოდა მიეწერა მატათა მოდისო,მაგრამ კატეგორიულად გააფრთხილა კაცმა და ვერაფერი გააკეთა.წყარო სახლიდან 10 წუთის სავალ გზაზე იყო ფეხით,არ ჩქარობდა მატათა,მშვიდად მიდიოდა და ღმერთმა იცის რა უტრიალებდა თავში.მილანა ოქროს ჯვარს მთელი ძალით ჩაჰფრენოდა და გულში ლოცულობდა,რომ ცუდი არაფერი მომხდარიყო,ან ისეთ სცენარს არ შესწრებოდა მატათა,რომ ლიზა შერცხვენილიყო,მაგრამ ღმერთს მადლობა,ბიჭს უბრალოდ მისი ხელი ეჭირა და რაღაცაზე გამალებით ესაუბრებოდა...
-ხელს ხომ არ გიშლით?-მატათას ხმის გაგონებაზე გიჟივით წამოვარდა ლიზა.ბნელოდა,მაგრამ დარწმუნებული იყო,რომ ფერი დაეკარგა სახეზე...
-მატათა...-მძიმედ ამოთქვა გოგონამ.-აგიხსნი ყველაფერს კარგი?
-დამშვიდდი ლიზა.-მშვიდი ხმა ჰქონდა მათეს.-არაფერი გვაქვს ასახსნელი, სამარცხვინო არაფერი მომხდარა.-მტკიცე იყო ბიჭის ხმა.
-გთხოვ სახლში წავიდეთ და იქ აგიხსნი რა...-წინ დაუდგა კაცს.-არ იჩხუბო გთხოვ...
-სახლში წადით,ორივე!-სიმტკიცით არ ჩამორჩებოდა გადრანის ხმა.-სახლში დაგელაპარაკები!
-გთხოვ...-ლამის მუხლებზე დაუდგა ლიზა,ხმა უკანკალებდა და ცრემლები თავისით იკვლევდა გზას მის ღაწვებზე.
-ლიზა სახლში წადი და მერე ვილაპარაკოთ!-არ ცხრებოდა კაცი.
-წადი ლიზა,კაცების სალაპარაკოა ეს!-მშვიდად ამოთქვა მათემ და მანქანას მიეყრდნო.
-მე არ მითქვამს გეფიცები!-ხელი მოხვია გოგონას მილანამ.-მასთან,რომ შევედი ოთახში იცოდა უკვე და სად არისო მეკითხებოდა...-დაუწყო ახსნა.-მე არაფერი მითქვამს გეფიცები ლიზა...
-დავიღუპე მილა...-გაეხვა მის მკლავებში ლიზა და გზა ასე ტირილით განაგრძო...
-მოწევ?-„პარლამენტის“ კოლოფი გაუწოდა ბიჭს მატათამ.ხმა არ გაუცია მათეს,ერთი ღერი თავადაც ამოაძვრინა და მშვიდად გაუკიდა.-ვინ ხარ?
-მათე ვადაჭკორია!-სიგარეტის კვამლში გახვეულმა ამოილაპარაკა.
-ესეიგი არ ხარ აქაური.-ბიჭმა პასუხად რამდენჯერმე თავი გააქნია.
-ლიზას თუ აწყენინებ ხვალვე წავიყვან აქედან!-მუქარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.
-სად მიგყავს?
-თბილისში!
-ესეიგი თბილისში.-გაეცინა კაცს.-გოგოს წაყვანა გინდა,მაგრამ თან ოჯახს ემალები?
-დასამალი არაფერი მაქვს,ლიზას უნდოდა,რომ თავად ეთქვა და პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას,საერთოდ არ მინდოდა,რომ საიდუმლო ყოფილიყო ეს შეხვედრები!
-რამდენი წლის ხარ მათე?
-23.
-პატარა აღარ ყოფილხარ.-მშვიდად ამოთქვა მატათამ და ნამწვი იქვე მოისროლა.
-არც პატარა ვარ და მიზნებიც სერიოზული მაქვს ლიზასთან...თინეიჯერი ბიჭი აღარ ვარ.
-გიყვარს?-ცერად გახედა მათეს და მზერა მის უკან ჩამამლულ ვარდების თაიგულზე შეაჩერა.
-ყველაზე და ყველაფერზე მეტად ამ ქვეყანაზე!-ისეთი სიამაყით განუცხადა ეჭვი არ შეეპარებოდა არავის.
-ბიცოლაჩემს არ უყვარს მეგრელები...-იდაყვით დაეყრდნო ქვის კონსტრუქციას.
-მითხრა ლიზამ.-გაეცინა მათეს.-მგონი მაგიტო მინახავს სხვენში დატოვებული ნაძვისხესავით უაზროდ,რომ იმტვერება ახალ წლამდე.
-იუმორის გრძნობა გქონია.-გაეცინა გადრანს.-ლიზასთან რა გეგმები გაქვს?
-ბავშვი არ ვარ მატათა.-სერიოზულად წამოიწყო საუბარი.-სამი წელია ვიცნობ,ბოლო ერთი წელია დავალაგეთ ურთიერთობა და საშველი ვერ დააყენა იმას,რომ ოჯახისთვის ეთქვა,რეაქციის მეშინიაო...დაგვაშორებენო...-ხელი აიქნია კაცმა.-შემეძლო ისე წამეყვანა,რომ ვერავის გაგეგოთ და ჩუმად მოგვეწერა ხელი,მაგრამ არ გავაკეთე,რადგან ლიზას ოჯახი ძალიან უყვარს...
-უნდა ვკითხო საიდან მოიტანა,რომ აზიატი კავკასიელები ვართ და ვერ გვეტყოდა იმას,რომ შეყვარებული ჰყავს...-თითქოს იწყინა მატათამ.-ესეიგი ერთი წელია გვემალებით.
-მეგობრობასაც თუ ჩავთვლით ორი წელი და კიდევ ნახევარი.-გაეცინა მათეს.
-ესეიგი ქორწინებაზე ფიქრობთ,თან ასე უცებ...
-ლიზას სწავლა უნდა,აქ ვერ ისწავლის...თბილისში არ უშვებს დედამისი,როგორც გავიგე და მინდა,რომ დავეხმარო...
-ესეიგი ცოლად იმიტომ გინდა მოიყვანო,რომ ისწავლოს?
-ცოლად იმიტომ მინდა მოვიყვანო,რომ მიყვარს,მაგრამ სიყვარულთან ერთად მინდა,რომ ბედნიერი იყოს და ბედნიერი ვერ იქნება აქ...ადგილზე სადაც განვითარებისთვის არაფერია...ცუდად ნუ გამიგებ ძმაო,მაგრამ აქ ვერაფერს მიაღწევს...
-თავად შენ რას აკეთებ აქ?
-არც ისეთი მეგრელი ვარ,როგორიც გგონია.დედა გოშთელიანი მყავს,აქედან წაიყვანა მამამ...
-ესეიგი მაინც ჩვენებური ყოფილხარ,მანანასთან გამოგადგება.-დასცინა ბიჭს.
-ლიზას ნახვას ვერ დამიშლით ვერავინ.-წამოიწყო ბიჭმა.-მთელ მესტიას ფეხზე დავაყენებ და...
-საომრად ჩამოხვედი?-იცინოდა გადრანი.-ლიზას დაველაპარაკები,ვკითხავ რას ფიქრობს და მერე მანანასთან დავეხმარები...
-შეგიძლია ეს წაუღო?შეეშინდა,რომ დაგინახა და წაღება დაავიწყდა,ინერვიულებს.-მხოლოდ ერთი ვარდის თავი მოტეხა და კაცს გაუწოდა.
-დანარჩენი თაიგული სხვისია?-წარბი აწია კაცმა.
-მთლიან თაიგულს ვერ დამალავს და ასე მიაქვსხოლმე,რომ ყუთში შეინახოს.-სასაცილოდ არ ეყო მათეს.
-მერე ერთიცალი მოუტანე შენც,მაინც თუ ვერ მიაქვს რისთვის დაატარებ.
-ერთი ვარდით როგორ ვაჩვენო ჩემი სიყვარული?ერთი ვარდით როგორ გამოვხატო ჩემი მისდამი დამოკიდებულება?-თითქოს იწყინა ბიჭმა.კმაყოფილს გაეღიმა მატათას,თითქოს ზუსტად ის იპოვნა ლიზასთვის,ვინც გააბედნიერებდა...
-მომეცი აქ ეგ.-თაიგულზე მიანიშნა და ხელებში მოიქცია.-ამჯერად მთლიანი ჰქონდეს.
-არ მინდა სახლში პრობლემები ჰქონდეს,არ მიღირს მის ცრემლებად ეს ყვავილები.
-ვითომ მე ვაჩუქე,ამჯერად ასე იყოს.-მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი ბიჭს.-შენთან კიდევ ბევრი იქნება სალაპარაკო,მაგრამ იცოდე,ეს ღამის პაემნები დაივიწყეთ,არ მინდა,რომ ამ დროს გარეთ იაროს,დღე ნახეთ ერთმანეთი,მანანა ვერ გაიგებს,მაგრამ მხოლოდ ჯერ!-თითქოს გააფრთხილა.-იცოდე თუ აწყენინებ...შენი მიზეზით ერთხელ მაინც თუ ატირდება მოგკლავ!-კბილებში გამოსცრა.
-ნაკლებს არც ველოდები!-თავი დაუკრა ბიჭმა.-მიგიყვან სახლამდე.
-ფეხით წავალ,ასე მირჩევნია.-მშვიდად ჩამოართვა ბიჭს ხელი და ზურგი აქცია.ჩააბარა გადრანების გამოცდა მათემ და თან როგორ ჩააბარა.ძალიან კმაყოფილი იყო მატათა ლიზას არჩევანით!



***
საწოლზე მობუზულიყო ლიზა და ცდილობდა როგორც შეეძლო უხმოდ ეტირა.იქვე იჯდა მილანაც და თმაზე ნაზად ეფერებოდა,მაგრამ ამაოდ.ლიზა მხოლოდ იმას გაიძახდა „დავიღუპე“-ო და ისევ აგრძელებდა ქვითინს.არც დაუკაკუნებია მატათას ისე შევიდა ოთახში,ზუსტად იცოდა,რომ ეს სცენარი დახვდებოდა ოთახში...
-მატათა...-მისკენ გადმობრუნდა ლიზა და თვალცრემლიანმა ახედა.
-მილანა დაგვტოვე.-მშვიდად მიუგო გოგონას,რომელმაც ჯერ ლიზას გახედა და როგორც კი მისგან თანხმობა მიიღო, კარს უკან გაუჩინარდა.-გთხოვ დედას არ უთხრა,გეხვეწები...-ტირილს უმატა ლიზამ.
-რატომ გადაწყვიტე,რომ საიდუმლოდ უნდა შეგენახა?-ნაწყენი იყო გადრანი,თანაც ძალიან.-ოდესმე რამე გითქვამს და ვერ გაგვიგია?ვირებივით მოვქცეულვართ და არ გაგვითვალისწინებიხარ?
-მართლა მიყვარს და შემეშინდა,რომ დაგვაშორებდით...-ძლივს ამოილაპარაკა და მუხლები ნიკაპთან მიიტანა.
-შეწყვიტე ტირილი და ასეთი შეშინებული სახით ნუ მიყურებ.-გვერდით ჩამოუჯდა გოგონას.-აღარასოდეს აღარ დამიმალო არაფერი გესმის?მე არ ვარ ის,ვისაც უნდა ერიდებოდე ლიზა,მე ვარ შენი ოჯახი გესმის?მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე,რაც ხდება...
-იჩხუბეთ?-ძლივს მოაბა თავი სათქმელს.
-რატომ უნდა გვეჩხუბა?რადგან უყვარხარ?-ოდნავ ჩაეღიმა კაცს.-გგონია სიყვარულის გამო ბიჭებს შევკრებ და იარაღით ვირბენ?სულ არ მიცნობ ლიზა?
-არ მიბრაზდები?-საცოდავად ამოისრუტუნა.
-გიბრაზდები ლიზა!გიბრაზდები იმიტომ,რომ დამიმალე და მატყუებდი,მაგრამ კიდევ უფრო იმის გამო გიბრაზდები,რომ ღამით სახლიდან იპარები და თავს საფრთხეში იგდებ!
-მაპატიე...
-ვინმე,რომ გიყვარს ეს სირცხვილი არ არის ლიზა...-თმაზე მიეფერა გოგონას.-კარგი ბიჭი ჩანს,გარკვეული და ჩამოყალიბებული...რა თქმა უნდა, გავიკითხავ მასზე,მაგრამ,რაც მისგან მოვისმინე მომეწონა.
-მართლა?-თითქოს იმედი მიეცა.
-ეს გამომართვი.-ჯიბიდან ვარდი ამოაძვრინა.-ყუთში ინახავსო ასე გავიგე.ჩადე ესეც...
-ჰო,ვინახავ...-ფეხზე წამოვარდა და კარადის მიყრუებული კუთხიდან ფეხსაცმელების ყუთი გამოაძვრინა...აქ ვინახავ...-თითქმის სავსე იყო ყუთი ყვავილებითა და პატარა საჩუქრებით...
-სამზარეულოში თაიგულიც დევს,ჩადი და ლარნაკში ჩადე,მანჩომ თუ გკითხოს უთხარი,რომ მე მოგიტანე,რაღაც დამპირდა და დაავიწყდათქო და გამოსასყიდად ყვავილები მოიტანათქო.
-საუკეთესო ხარ!-მთელი ძალით გადაეხვია კაცს.-ღმერთო როგორ ძალიან მიყვარხარ...
-იცოდე,რომ გაწყენინოს და არ მითხრა...
-არ მაწყენინებს...
-მისთვისვე ასე აჯობებს.-ნაზად აკოცა შუბლზე გოგონას.-აღარ იტირო,გიშველით მე მანანასთან,მაგრამ უნდა დამპირდე,რომ არ გაიპარები და ჩუმად არ გათხოვდები...
-გპირდები.-ნეკა თითი გაუწოდა კაცს.
-ამის გატეხვა არ შეიძლება იცოდე!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და თავისიც შეაგება.-მოწესრიგდი და დაიძინე,აღარ ინერვიულო.-კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავიდა...




***
-არ იჩხუბე...-თავზე წამოადგა კაცს დილაადრიან.-ყვავილებიც კი მოგიტანია...
-მე რა ვინმე უსაბუთო გიჟს ვგავარ?-ცერად გახედა გოგონას.-რატომ გაქვთ ჩემზე ყველას ასეთი წარმოდგენა?
-იმიტომ,რომ ცივი ხარ და თან შენი გამოხედვა...შენი ხმა...-მოურიდებლად ჩამოუთვალა მიზეზები.
-ცივი არ ვარ მილა,უბრალოდ ყველასთან არ გამოვხატავ გრძნობებს.-სიგარეტის კვამლი ისევ ღრმად ჩაისუნთქა.
-უბრალოდ სხვანაირი ჩანხარ.-ამოთქვა გოგონამ.
-ანუ ცუდი?
-არა,არა.-თავი გააქნია მიალანამ.-უბრალოდ ტიტე სხვანაირია,სითბოს გაჩვენებს და...მოკლედ სხვანაირია რა.
-ისევ ტიტე...-მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა.-ტიტე უკეთესია,გავიგე მილანა.
-არ მითქვამს,რომ უკეთესია,უბრალოდ...
-შიოსთან როგორ არის საქმე?-გააწყვეტინა მაშინვე.
-მე ჯადოქარი არ ვარ მატათა,ბავშვს ვერ ავალაპარაკებ,ხან ისეთი ცარიელი თვალებით მიყურებს,თითქოს ვერც კი მხედავს...
-არც მიფიქრია,რომ აალაპარაკებდი,უბრალოდ მაინტერესებს როგორ შეგეჩვია.
-რამდენიმე დღის წინ უფლება მომცა,რომ ფაზლი ერთად გაგვეკეთებინა,მაგრამ გუშინ ქვიშაში არ მეთამაშა.
-შეგეჩვევა ნელ-ნელა...-მისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა.
-გაწყენინე რამე?-პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები.
-არა,საქმეები მაქვს უნდა წავიდე,თუ იკითხონ ტყუპებთან ვარ.-მშვიდად დაუბარა და ზურგი აქცია გოგონას.
-მოიცადე,რატომ გაგიჟდი?
-მილანა ბავშვებს მიხედე კარგი?-მძიმედ ჩაილაპარაკა და ეზოდან შურდულივით გავარდა...





***
-რას აკეთებ ამ დილაუთენია?-თავზე წამოადგა მანანა.
-შიოს ბლინებს ვუკეთებ,ნანინამ მითხრა უყვარსო.-ბანანი უცებ დაჭრა და თეფშის ერთ კიდეში დააწყო.-ხომ ასეა შიო?
-მატათა ხომ არ გინახავს?
-ტყუპებთან არის.-მშვიდად უპასუხა.
-ეს...ეს რა არის?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.-საიდან მოვიდა?
-ჩემია დედა.-კარზე მიეყრდნო ლიზა.-გუშინ მატათას გავუბრაზდი და იმან მაჩუქა.
-მატათამ გაჩუქა?-წარბები აწკიპა ქალმა.
-ჰო.-მშვიდად ჩაილაპარაკა.
-მარიტა სად არის?
-თებეს ჰყავს გარეთ.
-ჩემო ძვირფასო ხალხო.-გახარებული შემოვიდა სახლში ტიტე.-აბა მზად ხართ ახალი ამბისთვის?
-ახლა კიდევ ძაღლი თუ უნდა მოათრიო მოგხვდება კეფაში!-ცომის საბრტყელებელი მოუღერა მანანამ.
-კარგი ჰო,მხოლოდ ერთი რაიყო...-ვითომ იწყინა მისი ნათქვამი.
-არა ტიტე,ძაღლი აღარ დამანახო!
-მოვიყვანე უკვე მანჩო,ნუ გეწყინება.-გაეკრიჭა ბიჭი-ვაიმე რა სილამაზეებს აკეთებ...-დაეყრდნო მაგიდას.-მეც ხომ გამიკეთებ მილა?-წამწამები აუფახულა.
-არ არის ამ გოგოს მოვალეობა.-გაუწყრა მანანა.
-არაუშავს,მიყვარს საჭმლის კეთება.-გაუღიმა ორივეს.-გაგიკეთებ ტიტე,დაჯექი...
-ზაირა აპირებს გადმოსვლას,ტიტე და მატათა მინდა ვნახოო...
-მოხდა რამე?
-არ ვიცი,მოძებნე მატათა და თქვენ გადადით,მერე გადმოიყვანეთ აქეთ, ბევრი ხალხია აქ სახლში და ვერ ილაპარაკებთ კარგად.-მიუგო მანანამ.
-შენ რაღაც იცი არა?-წარბები აწია კაცმა.-მითხარი რა ხდება.
-თებეზე უნდა დალაპარაკება.-მშვიდად ამოთქვა ქალმა.-გადადით და დაელაპარაკეთ.
-თებე რა შუაშია?-ჩაერია ლიზაც.
-თვითონ ეტყვის ზაირა.-გააჩერა გოგონა.
-ცუდი ამბავი ხომ არ არის?-მაინც არ ეშვებოდა დედას.
-ლიზა!-თვალები დაუბრიალა.-თებე,რომ გაიგებს გეტყვის თვითონ.
-წავალ მე მატათას მოვიყვან.-ანერვიულდა ტიტეც.
-შენი ბლინები?
-დამიტოვე და საღამოს შევჭამ მილა,მადლობა.-ხელზე აკოცა გოგონას და სირბილით გავიდა სახლიდან...




***
-ისე გამომაქცია ტიტემ მეგონა რამე ცუდი მოხდა.-ფინჯანი ხელებში მოიქცია კაცმა.-რა მოხდა დეიდაჩემო?ანერვიულებული ჩანხარ.
-მეც ეგრე ამანერვიულა მანანამ,თებეს ეხაბაო და გამოვვარდი.
-არ მინდოდა ყველას თვალწინ ლაპარაკი,ჯერ მინდოდა თქვენთვის მეკითხა,თქვენ უფრო იცით ვის ოჯახში რა ხდება და როგორები არიან.-ყოყმანით წამოიწყო ქალმა.
-რაზე ამბობ დეიდაჩემო?-მუხლებს დაეყრდნო ტიტე.
-2 დღის უკან საყიდლებზე,რომ ვიყავი ტარიელი შემხვდა,ბენდელიანი...
-რამე ცუდად ხო არ გითხრა?-ხმა გაუმკაცრდა მატათას.
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.-ხომ იცი ბიჭი ჰყავს,თითქმის თქვენი ტოლია,25 წლის არის,დასაოჯახებელი...
-არა!-წამოიძახა ტიტემ.-შანსი არ არის!
-დაჯექი ბიჭო,რამ გაგაველურა?-ხელზე მოქაჩა ბიჭს.
-თებე უყვარს ჩვენს ირაკლისო,ოჯახის შექმნა უნდაო...-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქალმა.-მე არ ვიცნობ მაგ ბიჭს და ვერაფერი ვთქვი,მაგრამ თქვენ გეცოდინებათ...
-არ გამოვა ეგ ამბავი...-გაჯიუტდა ტიტე.
-ვირზე ნუ შეჯექი,მოიცა!
-არ გამოვამეთქი!-დაიღრინა ისევ.
-ცუდი ბიჭია?-შეწუხდა ზაირა.
-თებეს არ გაათხოვებ,არ გამოვა ეგრე...
-შინაბერა ხომ არ დარჩება?-გაუკვირდა ქალს.-არ სწავლობს,არაფერს აკეთებს,ოჯახს მაინც მოეკიდება და...
-მიეცი სწავლის უფლება?-გაუწყრა მატათა.-სახლში გამოკეტე და რის უფლებასაც აძლევ იმას აკეთებს.
-არ დაიწყო ახლა...
-დეიდაჩემო ხომ მიცნობ?-ხელზე ეამბორა ქალს გადრანი.-თებე ძალიან ნიჭიერია,სამედიცინოზე არც კი უსწავლია ისე მკურნალობს ყველას.ის,რომ არა დიდიხნისწინ დავიხოცებოდით...
-მე თებეს თბილისში ვერ გავუშვებ,სულ რამდენჯერ არის ნამყოფი?ასე უპატრონოდ გავუშვა?ან სწავლის ფული როგორ უნდა გადავიხადო?სკოლაში იმდენს არ მიხდიან,რომ...
-მე გადავუხდი,მე ვიმუშავებ,არცერთ სამსახურს არ ვითაკილებ,ოღონდ არ გაათხოვო.-ნაპერწკლებს ყრიდა ტიტე.-პატარაა ჯერ,რადროს ამისი გათხოვებაა?
-რაღა პატარა,მაგის ტოლს ჩემი ანდრო მეჭირა ხელში...-გაიხსენა ქალმა.-კი წამართვა იმ ვერაგმა სიკვდილმა,მაგრამ ხომ მყავდა სამი წელი?
-რადგან 17 წლისამ გააჩინე შვილი ესეიგი თებეს დაუგვიანდა?
-ტიტე გაჩერდი!-ლამის დაუყვირა ბიჭს.-მომისმინე დეიდაჩემო...თუ თებეს გათხოვება გინდა იქნებ აზრი მასაც ჰკითხო?იქნებ არ უნდა?
-შევაპარე ეგ ამბავი და შენ თუ გინდა გავთხოვდებიო.-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-ჩემი გაგიჟება უნდა.-სასაცილოდ არ ეყო ბიჭს.
-ვიცი ეგ ოჯახი,ცუდი არაფერი მეთქმის,მაგრამ მე შენს ადგილას არ ვიზამდი,არ ჩაუკლა ახალგაზრდობა,აცადე თავისი ბედი თვითონ გადაწყვიტოს...-გადაჭრით ვერაფერს ამბობდა მატათა,მაგრამ იცოდა,რომ თებეს ტიტე სიგიჟემდე უყვარდა და ამ მიზეზით დათანხმდა ქორწინებას თავად ტიტე,ხომ სხვა გოგონას ხვდებოდა...
-ჯერ ისედაც არ არის საჩქარო,მაგრამ ვნახოთ...-თავი გადააქნია ქალმა.-უნდა მოვიფიქრო.მანანამაც თქვა არ გაათხოვოო,მაგრამ რავიცი...მერე ისე არ დარჩეს.
-ისე რატო უნდა დარჩეს მახინჯია?ვისი დასაწუნია ჩემი თებე?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.-არ გაათხოვებ და მორჩა,ქორწილის დღეს ჰაერში ავწევ ყველაფერს იცოდე!-გააფრთხილა ქალი და გიჟივით გავარდა სახლიდან.
-რა დაემართა?-გაოგნდა ზაირა.ვერც მატათა ხსნიდა ამ მდგომარეობას,მისთვისაც გასაკვირი იყო ტიტეს ასეთი ქცევა.
-კარგად დაფიქრდი რა,მეც დაველაპარაკები თებეს,შენ დედა ხარ და უარის მოერიდა იქნებ.
-კარგი შვილო.-გაუღიმა ბიჭს.-იქნებ სულაც არ იყოს ცუდი ამბავი...
-ჰო,იქნებ...-ამოილაპარაკა კაცმა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...




***
-მატათა!-ღრიალებდა ლაზარე და ხელზე ექაჩებოდა.-დაწყნარდი,გაუშვი.
-მოგკლავ შე სი*ო!
-შემოგაკვდება,გაუშვი ხელი!-მეორე მხრიდან ლუკა და ტიტე ექაჩებოდნენ.
-უპატრონო გგონია ეგ გოგო შოთა?-გაგიჟებული იყო გადრანი.-რადგან მოკლე შორტი ეცვა ეგრე უნდა ელაპარაკო?
-არაფერი მითქვამს ცუდად ძმაო მატათა!’
-შენი ძმა არ ვარ შოთა!-ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან.-ჩემი ოჯახის წევრებს არ შეეხო გესმის?არასოდეს აღარ გაბედო!
-აღარ ვიზამ...-იფიცებოდა კაცი და ბარბაცით წამოდგა ფეხზე.-აღარ ვიზამ...
-დაა*ვიე ახლა აქედან!-ღვარძლით გადაანერწყვა მიწაზე.-სხვა დროს მოგკლავ!
-შეეშვი,წამოდი...-წინ გადაუდგა ტიტე.
-როგორ არაფერი მითხრეს,გავგიჟდები...
-სახლში წადით ორივე,არსად აღარ გადაუხვიოთ.-გააფრთხილა ლაზარემ.-აი შენ ჩემი სიგარეტი,მე ვიყიდი სხვას...-კოლოფი გაუწოდა მატათას.მართლა ძალიან ბევრი დალიეს იმ საღამოს ბიჭებმა,შოთას ნახვა და იმის გაგება თუ როგორ საუბრობდა მასზე...ტვინში ლამის სისხლი ჩაექცა...
-მილამ ბლინები გამიკეთა დილით,როგორ არ მივედი.-ახლაღა დაჰკრა თავში ტიტეს.
-შენ წადი და თებეს დაელაპარაკე,სანამ გათხოვილა!
-თებე არავის გაჰყვება ცოლად!-ლამის მთელი ხმით დაიყვირა.
-წამოდი ჰო,არავის გაჰყვება!-გაეცინა გადრანს.-გიყვარს?
-ნუ სულელობ,ბავშვია.-ხელი აიქნია ტიტემ.
-გაათხოვებს ზაირა იცოდე და მერე გვიანი იქნება...
-ვერავინ გაათხოვებს ჩემს თებეს.-თვალები აატრიალა და ჭიშკარს მთელი ძალით მიეჯახა.
-წამო,წამო.-ხელკავი გამოსდო ბიჭს.-ხვალ ინერვიულე მაგაზე...
ძლივს აიყვანა კიბეებზე და ხელი გაუშვა თუ არა საწოლზე მოწყვეტით დაეცა ტიტე.უკვე დარწმუნებული იყო მატათა,რომ ტიტე თებეზე გიჟივით იყო შეყვარებული...
საათს დახედა,გვიანი იყო,მაგრამ თავს ვერ იკავებდა,უნდა დალაპარაკებოდა,გაბრაზებული იყო,რომ შოთას ამბავი არავინ უთხრა...
-მილა...-კარზე რამდენჯერმე მშიდად დააკაკუნა.-გღვიძავს?
-მატათა...-შეშინებულმა გააღო კარი.-აქ რა გინდა?
-გაგაღვიძე?-შეწუხებულმა ამოილაპარაკა.
-არაუშავს,ბავშვები კარგად არიან?
-შედი.-ხელით უბიძგა,რომ ოთახში შესულიყო.-ჩემი გაგიჟება გინდა?-კარი ზურგს უკან მიაჯახუნა.
-რა მოხდა?-მართლა დაიბნა მილანა.მოერიდა თან და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა,რადგან საღამურების ამარა მდგომს ყველაფერი უჩანდა.
-შოთამ,რომ შეგავიწროვა რატომ არ თქვი?
-შენ საიდან გაიგე?
-მილა...-თმაზე ხელი ჩამოუსვა გოგონას.-რატომ არ მიყვებით არაფერს?ეგეთი ცუდი ტიპი ვარ?
-საქმე შენ არ გეხება,უბრალოდ...არ მინდოდა,რომ გეჩხუბათ...
-ამიტომ აღარ იცვამ შორტებს?-მძიმედ ამოთქვა.-რომ ჩამოხვედი სულ შორტებით დადიოდი,ახლა აღარ.
-ვცდილობ გარემოს შევეგუო...-დაბნეულმა ამოილაპარაკა.
-მილა...-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-ძალიან ლამაზი,რომ ხარ იცი?
-მთვრალი ხარ?-უცნაურად აათვალიერა კაცი.
-ვარ...-მისი თმა თითზე ნაზად დაიხვია.-ძალიან მთვრალი ვარ თან...-ღიმილით ამოილაპარაკა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო.
-მატათა!-ხმა აიმაღლა გოგონამ.-წადი გთხოვ.
-რატომ?
-იცი რატომაც...
-როგორი სუფთა ხარ მილა...
-წადი გთხოვ...-ხმაში მუდარა გაერია გოგონას.
-არასოდეს აღარ დამიმალო მსგავსი რამ გესმის?ვერავინ გაწყენინებს,ყველამ უნდა იცოდეს,რომ შენს უკან მატათა გადრანი დგას გესმის?-მისი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა.
-ყველას სცემ?-ხელებზე დახედა კაცს,ნების ძვალზე სისხლი შეხმობოდა.
-ზოგისთვის ცემაც არ არის საჭირო.- სახეზე ხელის ზურგი ჩამოატარა.-არ შეიცვალო არავის გამო,მე სულ გვერდით ვიქნები იცოდე...
-რატომ აკეთებ ამას?
-რას ვაკეთებ მილა?
-ჯერ მიბრაზდები,მერე მოდიხარ და რატომ არ მითხარი შოთას ამბავიო...
-ტიტესთვის ბლინები გაგიკეთებია...-განაგრძო ისევ.ყური არ ათხოვა გოგონას საუბარს.
-ჰო,მაგრამ არ მოვიდა...
-გეწყინა,რომ არ მოვიდა?
-ნუ სულელობ მატათა.-მისი ხელი წელიდან სწრაფად მოიშორა.-უნდა წახვიდე.
-ეგ უკვე მილიონჯერ მითხარი.-გაეცინა.-არ გინდა,რომ შენს სიახლოვეს ვიყო?
-რა გინდა ჩემგან?-ნერვიულად ამოილაპარაკა და მისგან შორს დადგა.
-ჯერ არაფერი.-ღიმილს ვერ წყვეტდა მისი დანახვისას.-კარი ასე სხვას არავის გაუღო.-ურცხვად აათვალიერა მისი სხეული.-განსაკუთრებით ტიტეს!
-წადი!
-და თმა არ შეიჭრა არასოდეს...ეგ არ გააკეთო...-მისი თმის პატარა ნაწილი აიღო და ცხვირთან მიიტანა.
-წადი!-ჯიუტად გაუმეორა.
-მივდივარ,დამშვიდდი.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და კარს მიღმა გაუჩინარდა...
ათასი ემოცია ტრიალებდა მილანას ტვინსა და გულში.სხეული უთრთოდა და თვალთ უბნელდებოდა.მისი სურნელი და შეხება...როგორ უცებ დააბნია ამ ყველაფერმა...
-ღმერთო მაპატიე!-პირჯვარი გადაიწერა და ზეწარი თავზე გადაიფარა,თითქოს ასე გაექცეოდა პრობლემებს...
სამზარეულოში ქურდი შეიპარა იმ ღამით და მილანას მომზადებული შოკოლადიანი ბლინები დააგემოვნა.ახლა მხოლოდ შიოს კი არა,არამედ მატათას საყვარელი ბლინების გაკეთებაც მოუწევდა მილანას...




***(სისხლისფერი ალიონი)
ალიონი იდგა,ჯერ მამალსაც არ ჰქონდა ნაყივლი პირველი გასროლა,რომ გაისმა...დაახშო ირგვლივ ყველაფერი დამაყრუებელმა ხმამ...შეშინებული წამოვარდა მილანა საწოლიდან,მალევე მოესმა ლიზას კივილი...
ჩაიმსხვრა ფანჯრები და დაიმსხვრა ოცნებები იმ სისხლიან დილას გადრანების სახლში.ფეხშიშველი გავარდა ოთახიდან და ტიტეს სისხლიანი მაისურის დანახვისას ადგილზე გაიყინა.
-სად არის მატათა?-ღრიალებდა კაცი.
-ბავშვები წამოიყვანე!-დაუყვირა მილანას მანანამ და ნახევრად მძინარე მარიტა ძლიერად მიიხუტა სხეულზე.
-დაწექი!-მისკენ გაიქცა ტიტე და იატაკზე მოწყვეტით დააგდო.-სიკვდილი გინდა?-იგრძნო როგორ ჩაესო სხეულში შუშის ნამსხვრევი და ტკივილისგან სახე დამანჭა.-სარდაფში ჩადით!
-პოლიციაში დავრეკოთ!-დაიყვირა მილანამ.
-არ გამაგონო პოლიცია!-გაუწყრა მანანა.-წამოდი!-ხელზე მოქაჩა და იატაკზე აკრულმა ძლივს ჩაიარა კიბეები.წინ ტიტე მიუძღვოდა იარაღით ხელში.
-რას ამბობთ?-შიშისგან გააჟრჟოლა და შიო სხეულზე მთელი ძალით მიიხუტა.-ასე როგორ შეიძლება?
-გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს!-დაუღრიალა ქალმა.-სად ჯანდაბაშია მატათა?
-ოთახში არ იყო,ალბათ სარბენადაა გასული...-მძიმედ ამოთქვა ტიტემ და კარი გამოაღო.-ჩადით.
-შვილო შენ?-ხელზე მოქაჩა ქალმა.
-მივხედავ,ჩადით და კარი არავის გაუღოთ!-დაიბარა კაცმა და როგორც კი კიბეებზე ჩავიდნენ კარი ძლიერად მიაჯახუნა.
-ღმერთო შენ გვიშველე.-პირჯვარს იწერდა მილანა.-პოლიციაში რატომ არ ვრეკავთ?ვინ არიან?-ტირილით კითხულობდა გოგონა.
-ჩშშ!-აჩუმებდა მანანა.
-აქ მართლა მოვკვდები,ვერაფერს ვეღირსები ცხოვრებაში.-ტიროდა ლიზა და კუთხეში აწურულ მილანას ეხუტებოდა,რომელიც შიშისგან სხეულს ვერ იმორჩილებდა.
განუწყვეტლად ისმოდა გასროლის ხმა მომდევნო ათი წუთის განმავლობაში,ისმოდა ნაბიჯების ხმაც სახლში,რომელიც დიდი ალბათობით ტიტეს ეკუთვნოდა...მთელი ხმით ტიროდა მარიტა,მილანას ეკვროდა შიო...
-აქ რა ჯანდაბა ხდება?-სულ გადავიდა ჭკუიდან მილანა.
-გაჩუმდი მილა გთხოვ.-ევედრებოდა ლიზა.-ჩუმად იყავი...-კარი ხმაურით შემოგლიჯა ვიღაცამ და წამში ჩაუვარდა ხმა მანანასაც...იცნო ბეთქილის ძველი მეგობარი და ტანში ერთიანად გააჟრჟოლა...
-აქ ყოფილან!-დაღრიჭა კბილები კაცმა.-აბა ვინ გვყავს აქ?
-ხელი არ ახლო შე ნაბი*ვარო!-ისმოდა შორიდან ტიტეს ღრიალი.
-გამოიყვანეთ!-უბრძანა ბიჭებს და კიბეებზე ყველა ძალით აიყვანეს.ჯამში 7 კაცი იყო...5 გარეთ გაუშვა მოხუცმა,რომ ედარაჯათ,ერთი ტიტეს დაუტოვა და თავადაც შიგნით დარჩა.-ხომ იცით ვისი მოკითხვაა ეს?-ისევ გაეკრიჭა იქ მყოფებს.-ბეთქილს ძალიან მოენატრეთ...
-რით ვერ გაძეხით?-დაუყვირა მანანამ.
-მოიცა...-გააჩუმა კაცმა.-ეს ვინ არის?პირველად ვხედავ,ახალი სახეა.-ბავშვს მიხუტებულ მილანას გახედა კაცმა.შიოს თავი მკერდზე მიედო და მილანა თავზე ხელებს აფარებდა,რომ არაფერი დაენახა.
-არ გინდა...-ხმა დაუმძიმდა ტიტეს.
-ვინ ხარ ბავშვო?-იარაღი დაუმიზნა გოგონას.
-გთხოვთ...-ერთიანად აკანკალდა.-გეხვეწებით...
-გოგოსგან რა გინდა?-არ ცხრებოდა მანანა.-შეეშვი.
-ხოჩა თოლაშლი(მშვენიერია)-ჩაიქირქილა კაცმა.
-არც კი გაიფიქრო!-კბილებში გამოსცრა კაცს.
-რა თვალ-წარბი აქვს...-გაოგნებული შეჰყურებდა.-რა ტან-ფეხი...-გაისმა გარეთ გამაყრუებელი გასროლის ხმა ისევ.-ვის ესვრიან ეს ჩემი*ები...-გაოგნდა კაცი.-გადი ნახე რა ხდება...-თავით ანიშნა ბიჭს და მილანას გახედა.-მოდი აქ!
-ფეხი არ გაადგა მილა!-გააფრთხილა ტიტემ.
-გთხოვთ...-უკვე სუნთქვა უჭირდა გოგონას.
-გაანებე ბალღს თავი და მოდი!-დაუღრიალა კაცმა და ისიც დენდარტყმულივით წავიდა მისკენ.
-მილანა!-მიაძახა ტიტემ,მაგრამ აღარ ესმოდა მისი ხმა გოგონას.ძლივს მოძრაობდა,სუნთქვაც კი ავიწყდებოდა...-თვალი არ ეცეს,რა კარგია.-ტუჩები გაილოკა კაცმა და წამსვე იგრძნო გულის რევა გოგონამ.-შენია?-ჰკითხა ტიტეს.
-რა?
-ქალი შენია?-ამოთქვა ძლივს და კარგად აათვალიერა საღამურების ამარა მდგომი გოგონა.
-ჩემია შე ყ*ეო!-შემოგლიჯა კარი მატათამ და იარაღი პირდაპირ მას დაუმიზნა.კარს მიღმა,ეზოში ერთმანეთის მიყოლებით ეყარა გვამები მიწაზე...
-მეც არ ვფიქრობდი სად არისთქო?-გაეცინა კაცს.
-ხელი გაუშვი...-გახშირებულად სუნთქავდა გადრანი.
-ლამაზია,ვერაფერს იტყვი...-ხელი მის მუცელზე აასრიალა კაცმა.-მათხოვებ?
-შენ მოგიტ*ნავ!-დაიღრინა მატათამ.-ხელი არ დააკარო,თორემ წასულია შენი საქმე...
-გა*იმავდა კაცი!-ცალ მხარზე ჩამოუცურა მაისურის ბრეტელი.
-ბოლო სიტყვა გაქვს შმაგი?-კბილებში გამოსცრა მოხუცს.
-რა?-აბნეულმა გახედა და შეეყინა კიდეც ეს მზერა სახეზე...ზუსტად თვალებს შორის დააჭედა გადრანმა ტყვია...სისხლის შხეფები წაეცხო მის უკან კანისფერ კედელს...ადგილზე ჩაიკეცა მილანა.შიშისგან ცახცახებდა და სხეულს ვერ იმორჩილებდა.ხმით ტიროდა და მაისურს იმდენად ძლიერ ჩაფრენოდა,რომ ფრჩხილები კანში შეისო.
-მილა...-მის წინ ჩაიმუხლა გადრანი.-შემომხედე...კარგად ხარ?
-ყველა მოკვდა?-გააპარა ეზოსკენ თვალი.
-მე მიყურე მილანა...-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-მიყურე გთხოვ...
-პოლიციაში არ დამარეკინა მანანამ...-დაბნულმა ამოთქვა და ხელები მკერდზე მიიფარა.
-ლიზა რამე მოუტანე,რომ ჩაიცვას.-გახედა გოგონას და ისევ ჭორფლიანს მიუბრუნდა.-შემომხედე...
-იმიტომ არ მიდიოდი სამსახურში...არ დამარეკინა პოლიციაში...
-ყველა კარგადაა?-შემოყო თავი ლაზარემ.
-ჰო,მანდ რა ხდება?-იკითხა ტიტემ.
-მივხედავთ ამათ,ექვსი გვამი გვაქვს,ამის ჩათვლით შვიდი.-იატაკზე ჩაკეცილ კაცზე მიანიშნა.
-დამეხმარე ბიჭო,ჩავტენო მანქანაში.-დაუყვირა ეზოდან სანდრომ.
-შენ პოლიციელი არ ხარ...-მძიმედ ამოთქვა და ისე სწრაფად დაიხია უკან,რომ კედელს მთელი ძალით მიეჯახა.
-არ ვარ...-აღარ უცდია მისი მოტყუება,ან რა აზრი ჰქონდა?
-შენ...შენ მკვლელი ხარ...ღმერთო ჩემო...-ხელით თმის წიწკვნა დაიწყო გოგონამ.-ღმერთო შენ მიშველე...
-შეწყვიტე მილა,გთხოვ...-ხელებზე ძლიერად ჩაეჭიდა კაცი-ზემოთ აიყვანე ბავშვები მანჩო.-კიბეებზე ჩამოირბინა იმწამს ლიზამ.
-აიღე მილანა...-ჟაკეტი გაუწოდა გოგონას.
-შენ...შენ იცოდი?-ტირილით ამოთქვა და გოგონას ხელებზე ჩაეჭიდა.-იცოდი?
-გთხოვ რა...-თავადაც კანკალებდა შიშისგან.
-ყველა კარგად ხართ?-შემოცვივდნენ თებე და ზაირა სახლში.
-შენ,რომ არ დაგენახა თებე...ვერავის მოვუსწრებდით.-თმაზე აკოცა ლუკამ.-შენი წყალობით კარგად ვართ ყველა...
-ეს რა სასაკლაო მოაწყვეს ღმერთო...-თავში ხელები წაიშინა ზაირამ.
-თქვენ...თქვენ ყველამ იცოდით?-გაგიჟებულმა ამოთქვა და ფეხზე წამოვარდა.-არ მომეკარო...-დაუყვირა მატათას.
-გაჩერდი,ამახსნევინე,მათქმევინე!-არ იცოდა რა უნდა ეთქვა მისთვის...
-რამდენი ადამიანი დახოცე...
-მილანა...
-თავი დამანებე...ყველა გიჟები ხართ...ავადმყოფები!-იქ მდგომებსაც თვალი მოავლო.ისევ შეცდა მეგობრების არჩევაში...თებესა და ლიზას იმედგაცრუებული მზერა ესროლა,ეგონა მეგობრები იყვნენ და თურმე სახეში ატყუებდნენ...ტიტესაც გახედა წამით,იმ დიდ ძმას ბლინები,რომ გაუკეთა...ტყუპებსაც...დილაობით ყავას,რომ უკეთებდა...სანდროსაც ჯოკერი,რომ მოუგო...მატათასაც...ასეთი უძლური,რომ ხდებოდა მის სიახლოვეს...ერთიანად მოაწვა ყველა ემოცია და სუნთქვა გაუჭირდა,ოთახი წამიერად დატრიალდა და მერე...მერე ყველაფერი ბნელ წყვდიადში ჩაიძირა...



***
-უპატრონოა,არავინ ჰყავს,არავინ მოიკითხავს.-ესმოდა სანდროს ხმა კარს მიღმა.წამწამები ნელა დააშორა ერთმანეთს და ოთახს თვალი მოავლო,სარდაფში იყო...ყველაფერმა კადრებად გაუელვა თვალწინ და ახლიდან აიტანა კანკალმა...-მოკალი,სხვა გზა არ არის.
-წადი სანდრო,ბიჭებს დაეხმარე, გვამებს მიხედონ.-გაისმა მატათას ხმაც.
-არ გააპრობლემო ძმაო რა,ყველას ციხეში გვიკრავენ თავს,ჩაგვიშვებს...თუ შენ არ შეგიძლია მე ვესვრი!
-წადი სანდრო!-მოთმინებადაკარგულმა დაუღრიალა მეგობარს.
ტყუილი არაფერი უთქვამს სანდროს,მართლა უპატრონო იყო,მართლა არავინ ჰყავდა...ცხოვრებაში პირველად იფიქრა,რომ ოჯახი და მეგობრები ჰყავდა და ყველა მანიაკი აღმოჩნდა.ცრემლები წასკდა თავისი მდგომარეობის გააზრებისას.როგორ შეიძლებოდა ამდენად ცარიელი ყოფილიყო,რომ მისი ბედი არავის ანაღვლებდეს?ნუთუ აფერისტობდნენ თებე და ლიზა?ნუთუ სულ არ დარდობდნენ მასზე? მუხლებზე გაჭირვებით დაემხო მალევე და თავისთვის დაიწყო ბურტყუნი.შეეხვია თებეს მისთვის ფეხი,თუმცა მაინც ძალიან სტკიოდა ის ადგილი,სადაც შუშა ჩაესო.რამდენიმე წამში კარი ხმაურით გაიღო და ის ნაცნობი სურნელი ეცა,ცხვირს სასიამოვნოდ,რომ უწვავდა.
-რას აკეთებ?-ზურგს უკან გაისმა მატათას უხეში,მაგრამ დარდიანი ხმა.
-მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა,წმინდა იყავნ სახელი შენი...
-მილანა...-ადგილს მიეყინა კაცი.საკუთარი თავისთვის ლოცულობდა გოგონა...საკუთარი თავი გამოიგლოვა და უფალს მიაბარა ამ პატარა,ჭორფლიანმა გოგომ,რომელიც კარგის მეტს,არასოდეს არაფერს აკეთებდა...
-ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან,ამინ.-პირჯვარი გადაიწერა ქალმა და ფეხზე წამოდგა.ცრემლად იღვრებოდა და სულიერი ტკივილისგან სუნთქვა უძნელდებოდა საბრალოს.
-მაპატიე მილა...-მის ცრემლიან თვალებს მოერიდა გადრანი.
-მე შენ მართლა კარგი ადამიანი მეგონე...-ძლივს ამოთქვა და ცრემლები ხელის გულით შეიმშრალა.-ყველაფერი ტყუილი იყო?
-ასე არ უნდა დამთავრებულიყო,არ მეგონა ასე მილა...
-რამდენი ადამიანი დახოცე და რისთვის?-უკანასკნელი ძალა მოიკრიბა,რომ მისთვის თვალებში ჩაეხედა.
-ისინი ჩემს ოჯახს ემუქრებოდნენ...
-გინდა დავიჯერო,რომ ეს პირველია?-ცალყბად ჩაიცინა.-ამას აკეთებ მთელი ცხოვრებაა?
-არ გინდა ჩემს წარსულში ქექვა,იქ კარგს ვერაფერს იპოვნი...
-შენ ასეთი კაცი არ უნდა იყო.-სევდიანი ხმით მიუგო.-მშობლებმა მატათა დაგარქვეს...
-არ გინდა!-გააჩუმა მაშინვე.-მაპატიე...
-არაუშავს მატათა.-სულ ოდნავ გაუღიმა კაცს.-მე გპატიობ,დანარჩენი ღმერთმა გაპატიოს.-პირჯვარი გადასახა და თვალები დახუჭა...არავინ იცის რამდენ ხანს იდგა გადრანი გაშეშებული და მის წინ მდგომ ჭორფლიან გოგონას შეჰყურებდა.გოგონას,რომელიც ისე იყო შეშინებული,სიკვდილსაც კი დანებდა...ისე იყო შეშინებული,რომ წინააღმდეგობასაც კი არ უწევდა,იმასაც კი არ სთხოვდა,რომ არ მოეკლა...
-წადი მილა.-ნაზად შეეხო მის სხეულს კაცი.-წადი და აღარასდროს დაბრუნდე სვანეთში!-ყურთან უჩურჩულა და მისი სურნელი უკანასკნელად ჩაისუნთქა.იარაღი ისევ ქამრის სალტეში შეინახა და შუბლზე კოცნის კვალი დაუტოვა.-წადი!-გაუმეორა ისევ და მის სხეულს მოშორდა.ვერ მოკლავდა...არ შეეძლო,არ უნდოდა...უძლური იყო ამ ყველაფრის წინაშე...ციხეში ჩაჯდომა ერჩივნა,მის მოკვლას და უსიცოცხლო სხეულის დანახვას...უცებ გამოერკვა გოგონა,წამით აათვალიერა კაცი და სახეში მთელი ძალით გაარტყა.
-შენ რა კაცი ხარ?-საყელოზე ძლიერად მოქაჩა.-გეკითხები რა კაცი ხარ?არ გრცხვენია?მკვლელო!
-გაჩერდი...
-ბავშვები...ვაიმე ბავშვები როგორ შეიძლება,რომ აქ იყვნენ...
-მილანა!
-მათი მშობლებიც შენ დახოცე?-მთელი ხმით უყვიროდა.-გეკითხები შენ დააობლე ეს ბავშვები?
-გაჩუმდი!-სახეზე ხელი უხეშად მოკიდა და კედელზე მიაკრო.-არ გაბედო ამაში ჩემი დადანაშაულება...ჩემი მეგობრები,ჩემი ოჯახი იყვნენ...
-ფუი შენს ოჯახს!
-წადი მილანა,სანამ გადამიფიქრებია!
-გგონია არ ჩაგიშვებ?გგონია არ ვიტყვი რა ხალხი ხართ?-ღრიალებდა გოგონა.
-წადი მილანა და სვანეთში აღარასოდეს დაბრუნდე,თორემ სხვა დროს არ დაგინდობ გესმის?-კბილებში გამოსცრა და ხელი გაუშვა.-წადი სანამ დამიტოვებიხარ!
-ნაბი*ვარო!-ხელი უხეშად აუკრა და ეზოში სირბილით გავარდა...კიბეზე ჩამწკრივებულიყვნენ გოგონები...იქვე იდგა ხელგადახვეული ტიტე,რომელიც კაკლის ხეს მიყრდნობოდა...მანანას ბავშვები მიეხუტებინა სხეულზე...მის მოკვლას აპირებდა გადრანი და ყველა ასე უბრალოდ ელოდა განაჩენს,სიტყვაც კი არ შეაწია არავინ...
-ჩაალაგე ჩემოდანი,მარშუტკას გაგაყოლებს ტიტე.-ჩუმად მიუგო გადრანმა და ტიტესკენ დაიძრა.-მოისესხე სადმე ფული,2250 უნივერსიტეტისთვის მიეცი,1000 სახარჯოდ და მარშუტკას გააყოლე.
-ხუმრობ?-ნერვებმა უმტყუნა ტიტეს.-დაინდობ?
-მე მას არ ვესვრი ტიტე,ქალისთვის არასოდეს მისვრია და არც ახლა ვიზამ...გითხარი,რაც გააკეთე,სადმე ჩაუდე ფული,რომ ვერ დაინახოს.
-მანქანის ფული მაქვს გადადებული,იქიდან მივცემ და მერე ავიღებ.-მშვიდად მიუგო.-სწორი გადაწყვეტილება მიიღე ძმაო,არც მე ვესროდი...-მხარზე ხელი დაჰკრა კაცს და სახლში შევიდა...შორიდანვე დაინახა გიჟივით,რომ ტენიდა ტანსაცმელს ჩანთაში გოგონა.არაფერს ელოდებოდა,საღამურზევე ამოიცვა ჯინსის შარვალი,ყველაფერი ჩატენა ჩემოდანში,რაც არ ჩაეტია იატაკზე დაყარა და ზედ დააჯდა,რომ მისი შეკვრა შესძლებოდა.
-მილანა...-ყოყმანით წამოიწყო კაცმა და ასლარიანების დასტა ხელში მოკუჭა.
-ხმა არ გამცე,არც გაბედო!-დაუღრინა ბიჭს.-მივდივარ,არცერთის სახის დანახვა არ მინდა...
-ის,რაც მოხდა ჩვენი ბრალი არ არის...
-არ მაინტერესებს ტიტე,ხმა აღარ გამცე!-შურდულივით გამოვარდა ოთახიდან და კიბეებზე დაეშვა.
-მომეცი დაგეხმარები.-ხელიდან გამოჰგლიჯა ჩემოდანი და საბარგულში ადგილი მოუმზადა.იქვე კუთხეში ჩაუტენა 3500 ლარი...
-მილანა...-მძიმედ ამოთქვა ლიზამ და თებეს გვერდით ამოუდგა.-არ წახვიდე...
-იმედი ძალიან გამიცრუეთ...-ამოიტირა საცოდავად და ცრემლებს გასაქანი მისცა.-ჩემი მეგობრები მეგონეთ...
-შენი მეგობრები ვართ მილა,უბრალოდ ოჯახს ვიცავდით...-ახსნა სცადა თებემ.
-არცერთის დანახვა აღარ მინდა,არასოდეს!-კბილებში გამოსცრა გოგონებს და ყველას ზურგი აქცია,რომ მანქანაში ჩამჯდარიყო.
-მილა...-გაისმა აქამდე მისთვის უცნობი,ბავშვური და ლაღი ჰანგები.მანანას ვერ გაეკავებინა პატარა შიო,რომელიც მისკენ სირბილით მიდიოდა...
-შიო...-გაშეშდა,გაიყინა და მერე მთელი ხმით ატირდა გოგონა,ხელები გაშალა და გულზე მთელი ძალით მიიკრა.-ჩემო პატარა ბიჭო...
-მი...მიდიხარ?-აბნეულმა ამოთქვა.
-ლაპარაკობს!-დაიყვირა ტიტემ და იქვე მდგომ მატათას გახედა,რომელსაც ენა ჩაუვარდა.
-მივდივარ შიო,ასე გამოვიდა...უნივერსიტეტი მეწყება და უნდა ვისწავლო...
-არ წახვიდე...მომენატრები...
-მეც ძალიან მომენატრები...-ხელები დაუკოცნა ბავშვს.-არ იდარდო კარგი?ლაპარაკითაც სულ უნდა ილაპარაკო...-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი ნაზად მოწმინდა ბავშვს.-ყველაფერი კარგად არის შიო...
-ბლინები?
-რეცეპტს დავუტოვებ მანანას და გაგიკეთებს...-მუხლებზე დაცემულ ქალს გახედა მილანამ.ცრემლი ჩამოსდიოდა ქვის მოხუცსაც კი...-არ გააბრაზო შენები კარგი?მარიტასაც შენ გაბარებ იცოდე!კარგი?
-კარგი!-თავი დაუქნია ბავშვმა და მატათას ფეხზე აეკრო...
-ნახვამდის შიო...-ბავშვს ხელი დაუქნია და მაშინვე ზურგი აქცია ყველას,რომ მათი იმედგაცრუებული სახე აღარ დაენახა.-ღმერთო რა ცოდვა მაქვს ასეთი?-სარკიდან გახედა თავთახრილ კაცს,რომელიც უჩვეულოდ სევდიანი ეჩვენა.-რა დაგიშავე მატათა?-თავისთვის ამოილაპარაკა და მანქანის დაძვრიდან მალევე,თითოეული სილუეტი გაუჩინარდა...





***
-ძალიან ვწუხვარ მილანა...-ძლივს ამოთქვა ტიტემ.
-მას ჩემი მოკვლის უფლებას მისცემდი?არაფერს გააკეთებდი?-ცრემლიანი თვალები მიანათა გვერდით მჯდომს.
-მე არაფრის გაკეთება შემეძლო...
-ნაგავი ხარ,არცერთის დანახვა აღარ მინდა არასოდეს!-ისეთი გატეხილი ხმა ჰქონდა...
-აღარ გვნახავ,დამშვიდდი.-როგორც შეეძლო მშვიდად ამოთქვა და მანქანა სადგურზე გააჩერა.მძღოლი მარშუტკას მიყრდნობოდა,როგორც ჩანს მას ელოდებოდა,როგორც კი დაინახა სიგარეტის ნამწვი მოისროლა და წასასვლელად შებრუნდა.-მადლობა ბიძაჩემო,რომ დაელოდე.-ხელი ჩამოართვა კაცს.
-რა დაგმართნია?-შეხვეულ ხელს გახედა კაცმა.
-თარო დამეცა.-ურცხვად მოატყუა მოხუცი.-რომლისთვის იქნები თბილისში?
-„პრობკა“ თუ არ იყო 5 საათისთვის ვიქნები დიდუბეში.
-ფული არ გამოართვა მაგ გოგოს.-ჯიბეში ორი კუპიურა ჩაუცურა კაცს.
-როგორც მეტყვი ბიჭო.-ზურგზე ხელი დაჰკრა და გოგონას ჩემოდანი საბარგულში ჩატენა.
-მილანა!-ხელზე მოქაჩა გოგონას ტიტემ.
-რა გინდა?-უხეშად გაითავისუფლა მისგან თავი.
-შეგიძლია დარეკო სახლში,რომ იქნები?
-რომელ სახლში ტიტე?თქვენი წყალობით მე სახლი აღარ მაქვს,გასაღები პატრონს ჩავაბარე.-სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-მოიცადე,აბა სად მიდიხარ?სახლი თუ არ გაქვს...
-ოღონდ აქედან წავიდე და ქუჩაში ძილზეც თანახმა ვარ.-კბილებში გამოსცრა კაცს და ზურგჩანთას ხელი დაავლო.
-მილანა მოიცადე...დარჩი სანამ რამეს იპოვნი,მართლა ქუჩაში ხომ არ დარჩები?
-თავი დამანებე ტიტე და აღარასოდეს გაბედო ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა,არც შენ და არც სხვა არავინ!
-მილანა...
-ერთ დღეს ყველაფრისთვის მოგეზღვებათ!-ზიზღით ამოთქვა და ზურგი აქცია კაცს.ზურგი აქცია არა მხოლოდ მას,არამედ მთელს ოჯახსა და სვანეთს...იგივე სიტუაცია ჰქონდა,ზუსტად ასე აქცია ზურგი 3 წლის წინ,დედა მარიამს...გამოიხურა კარი და უკან აღარ დაბრუნებულა...
მარშუტკაში ადგილი დაიკავა და ჩანთა მთელი ძალით მიიხუტა სხეულზე.წამით გააპარა თვალი ტიტესკენ,რომელიც მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტის კვამლში გახვეული თვალს არ აშორებდა,მის სილუეტს...
„გემშვიდობება სვანეთი“,თვალი მალევე მოჰკრა აბრას და ცრემლები თავისით წამოუვიდა.გაოგნებული იყო იმით,რაც ხდებოდა და ვერ იჯერებდა,რომ მისი ცხოვრება ამდენად თავდაყირა დადგა.მთელი გზა ცრემლად იღვრებოდა და იმაზე ფიქრობდა ახლა რას იზამდა?რა იქნებოდა მის თავს?ამ სამსახურისთვის ყველაფერი მიატოვა და ახლა ხელცარიელი იყო...საბედნიეროდ სვანეთში ყოფნისას არაფერი დაუხარჯავს,ამიტომ რამდენიმე დღით სასტუმროში დასარჩენად ფული ეყოფოდა,მაგრამ მერე?ვერც გაიაზრა ისე ჩაბღუჯა ჟაკეტი,რომელიც მას არ კუთვნოდა,ამ ფიქრებში ჩაეძინა ჭორფლიან გოგონას,დარდით სავსე ცხოვრება უბრალოდ უკან მოისროლა და ბურუსში ჩაიძირა...



***
-გაუშვი?-ეზოში დახვდა მატათა.
-ჰო,წავიდა...
-როგორ იყო?
-როგორ იქნებოდა?ტიროდა და შეშინებული იყო.
-ვერც გაამტყუნებ.-სიგარეტის ნამწვი იქვე მოისროლა და ცას გახედა,წვიმას აპირებდა...
-შიო?
-ლაპარაკობს...ენას უკიდებს,მაგრამ ლაპარაკობს...-მისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა.
-ბავშვებს ის ძალიან უყვართ...-მძიმე ხმა ჰქონდა ტიტეს.
-ვიცი,გგონია არ ვიცი?მე არაფრის გაკეთება შემეძლო...-მოთმინება ეწურებოდა კაცს.
-რატომ არ ესროლე?სანდრო გამკეთებელი იყო,მას რატომ არ მიეცი იარაღი?
-რისი მოსმენა გინდა ტიტე?-ცერად გახედა კაცს.
-მოგეწონა...
-ვის არ მოეწონებოდა?სულელი უნდა იყოს კაცი,რომ მისნაირი გოგო ვერ შეემჩნია.
-ის აღარასდროს დაბრუნდება მატათა...ყველაზე უარეს შემთხვევაში ჩაგვიშვებს და სასამართლოში ნახავ,მოწმედ,რომ გამოვა.
-არ ჩაგვიშვებს,ნუ ინერვიულებ შენ მაგაზე...
-რა იცი?
-არ დაიწყო ტიტე,ვიცი და მორჩა!
-რას ვაპირებთ?-წინ დაუჯდა მეგობარს.-არ მითხრა,რომ ამასაც ვაპატიებთ.
-არა...-თავი გააქნია მაშინვე.-ომი იქნება ტიტე,ძალიან დიდი ომი...
-ბიჭებმა რა ქნეს?
-სახლში გავუგზავნე ბეთქილს ყველა...თავისი გოშიები თვითონ დამარხოს!შენ როგორ გაქვს ხელი?
-არაფერია,მალე მომირჩება.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-ჩვენები რას შვრებიან?
-კედელს ღებავს მანანა,ძველი საღებავი ჰქონია მორჩენილი...
-ამაღამ გავალთ?
-ამაღამ ბეთქილს შუბლში ტყვიას ვაჭედებთ და მაგით მთავრდება!-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა კაცმა და ფეხზე წამოდგა.-ბიჭები,რომ მოვლენ დამიძახე,მე ოთახში ვიქნები...
წვიმამ გადარეცხა დილის სისხლიანი ნაკვალევი...ისე ძლიერად წვიმდა,ცაც ისე იმუქრებოდა...ნისლში გაეხვა შხარა და თეთნულდი...ატალახდა გზები და სულ აირია ამინდი...ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო გადრანის სულშიც...
თავზე აკოცა თებეს და ლიზას,ორივე დაამშვიდა და მოეფერა,როგორც ადრე.მათზე ძვირფასი არავინ ჰყავდა და ვერ აიტანდა რამე,რომ დამართნოდათ...თვალწინ ედგა მილანას ცრემლიანი თვალები,შეურაცხყოფილი და განადგურებული გამოხედვა და გული ეკუმშებოდა...მისი ოთახის კარი ღია იყო,იატაკზე ის ტანსაცმელი ეყარა ჩემოდანში,რომ ვერ ჩაეტია...მაგიდაზე ის წიგნები ეწყო,წაღებაც რომ არ გახსენებია...სარკესთან მისი სუნამო და მაკიაჟის ნივთები ეყარა...ის ქოთნის ყვავილიც იქ იდო...მისი პელარგონია...თმაში,რომ იწნიდა გვირილებთან ერთად...ღმერთო როგორ ძალიან ეზიზღებოდა თავი და როგორ არ უნდოდა,რომ ასე დამთავრებულიყო,მაგრამ სხვა გზა არ იყო...
ოთახში შესულმა კარი ხმაურით დახურა და მისი მაისური ხელებში მოიქცია,მისი სურნელით იყო გაჟღენთილი,მისი ყვავილების სურნელი დაჰკრავდა...საწოლზე მშვიდად დაწვა და ფიქრებს მიეცა,ძილმაც არ დააყოვნა,მალევე ესტუმრა...




***
ხმაურით მიათრევდა უკვე ბორბლებმორყეულ ჩემოდანს დიდუბის ხიდზე.სად მიდიოდა?არავინ იცოდა...დოდოსთან არ მიესვლებოდა,მასთან როგორ დარჩებოდა,ქალი ვერც კი დადიოდა...ინტერნეტში ყველაზე იაფიანი სასტუმროების ნუსხა მოიძია და ყველაზე ახლოს,რომელიც იყო იმისკენ დაიძრა.22 წუთი უნდოდა ფეხით,ამიტომ ტაქსიც არ გაუჩერებია,ფულს ძალიან უფრთხილდებოდა.მიუხედავად იმისა,რომ მძღოლმა გზის თანხა არ აიღო,მაინც არ უნდოდა სისულელეებში დაეხარჯა.ძალიან კი გაბრაზდა ტიტეზე მისი მგზავრობა,რომ გადაიხადა,მაგრამ ისტერიკებს არ მოაწყობდა,ყველაფერი დაამთავრდა მაგ ოჯახთან...
რეცეფშენში მოხუცი ქალი,რომ დალანდა წამით ამოისუნთქა და სირბილით მივიდა მასთან.ოთახი ითხოვა და სამი დღის თანხა ხელის კანკალით დაუდო მაგიდაზე.უპატრონოს ჰგავდა.პირიც არ ჰქონდა დაბანილი,ჩაცმითაც უცნაურად ეცვა.ამრეზით გახედა ქალმა და მეხუთე სართულზე,პატარა ოთახში შეუშვა,საკმაოდ მყუდრო და სუფთა ჩანდა ყველაფერი იმის კვალობაზე რა თანხაც გადაიხადა.ფანჯრიდან გახედა კვამლში ჩაძირულ ქალაქს და ცრემლები ახლიდან მოაწვა...უცებ იგრძნო მონატრება გულში...ის მთები მოენატრა ფანჯრიდან,რომ ხედავდა ყოველ დილით,ის სუფთა ჰაერი და გრილი სიო,ტაოს რომ აყრიდა სხეულზე...
სარკეში,რომ ჩაიხედა საკუთარი თავი ვერ იცნო...ყველაფრის გადახარშვას ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა.შიშისგან ისევ აკანკალებდა,რომ იხსენებდა რას გამოექცა და წამითაც არ უნდოდა დაბრუნება...3 წყეული კვირა გადრანების ოჯახში და თავზე ჩამონგრეული ცხოვრება...ამაზე ცუდს საკუთარ თავს მართლა ვერაფერს გაუკეთებდა...
თითქმის ერთი საათი იჯდა ცხელი შხაპის ქვეშ და აზრების დალაგებას ცდილობდა,უნდოდა ყველაფერი მოეყოლა,მაგრამ ვისთვის?რომ ჩაეშვა გადრანები მერე რა იქნებოდა?მართლა,რომ მოეკლათ?შეეშინდა სიკვდილის,შეეშინდა იმის,რაც ელოდა და ხმის ამოღება ვერ გაბედა...
პირსახოცმოხვეული გავიდა ოთახში და ჩემოდანს ხელი დაავლო,რომ ტანსაცმელი მოეძებნა,ხელი გაუშეშდა,სისხლი გაეყინა,ასლარიანი კუპიურები,რომ გადმოცვივდა იატაკზე.
„გვაპატიე მილა,მატათამ თქვა,რომ უნივერსიტეტისთვის გეყოფა,თავს მიხედე“-იკითხებოდა იქვე დაკუჭულ ფურცელზე...
უნებურად სიცილი დაიწყო,არ იცოდა რა აცინებდა,მაგრამ აზროვნებაც კი დაავიწყდა უცებ...3500 ლარი გამოატანეს და რისთვის?რომ გაჩუმებულიყო?ამ თანხით სამი წლის თანხას გადაიხდიდა რეალურად...50% დაფინანსება ჰქონდა და მხოლოდ ნახევარს იხდიდა,თუმცა ბოლო პერიოდში ამის გადახდაც გაუჭირდა.
მილიონჯერ აკრიფა ხან მატათას,ხანაც ტიტეს ნომერი,მაგრამ დარეკვა ვერ გაბედა,გაბრაზებული იყო,რომ ფული გამოატანეს,მაგრამ თან გაუხარდა...უკვე უკანასკნელ თანხას ითვლიდა,რომ ამ სასწაულით დაასრულა დღე და ოდნავ ჩაეღიმა კიდეც...დიახ მილანა უნივერსიტეტში ბრუნდებოდა...



***
-მატათა!-თავზე წამოადგა ტიტე კაცს.-ადექი ბიჭო.-უცებ გამოერკვა,საათს დახედა,ჯერ 7 იყო,არც კი დაბინდებულა.
-რა გინდა ტიტე?
-თინათე მოვიდა,შენთან უნდა ლაპარაკი...
-რა?-გაოგნებულმა ჭყიტა თვალები.
-იარაღის ქნევა დაიწყო ეზოში,მხოლოდ მატათას დაველაპარაკებიო...მანანა ისეთ დღეშია ძლივს ვაკავებთ,რომ არ გაგლიჯოს.
-რა უნდა,ხომ არ გაგიჟდა?-ფეხზე წამოვარდა მაშინვე.წამით ისევ მოავლო ოთახს თვალი და კიბეებზე სირბილით დაეშვა.ცომის საბრტყელებლით იდგა ნანინაც შემოსასვლელ კართან.
-თავს გაგიჩეჩქვავ შე გველის გაზრდილო!-ღრიალებდა მანანა.
-შენ მოუკვდი შენს უნიათო პატრონს!-სწყევლიდა ნანინა.
-რა ხდება?
-ის ალქაჯი მოეთრა,იარაღი აქვს შვილო,ფრთხილად...
-გაიწიე მანჩო.-თბილი ხმით უთხრა ქალს და ეზოში გავიდა.ისევ თავსხმა წვიმა იყო...სულ დასველებულიყო გუჯეჯიანების ქალი,თუმცა წარბს არ ხრიდა,ისე ამაყად იდგა,თითქოს მართლა ვინმე საამაყო კაცის შვილი ყოფილიყოს და არა უსისხლო ბეთქილის...-რა გინდა?
-უნდა ვისაუბროთ.-გაუღიმა კაცს.-ცალკე.
-რა გვაქვს სალაპარაკო?
-მამაჩემზე უნდა ვილაპარაკოთ!
-მამაშენი მოკვდება ამაღამ,ასე გადაეცი!
-ცალკე უნდა ვისაუბროთ მატათა!-დაუყვირა ქალმა და გასაფრთხილებლად ჰაერში ერთხელ გაისროლა.ტიტეს ზურგს უკან ჩაიმალნენ გოგონები.
-იარაღს თუ დატოვებ სახლში შემოდი და წყნარად ვილაპარაკოთ!
-შუბლი,რომ გამიხვრიტონ?არა მადლობა.-ამრეზილ მანანას გახედა კარში,რომ დამდგარიყო.
-მანანა არაფერს გააკეთებს.
-გენდო?
-ქალებს არ ვერჩი თინა,მე მამაშენი არ ვარ!-კბილებში გამოსცრა ქალს და ზურგი აქცია,უკან მიჰყვა გოგონაც.-არაფერი გააკეთოთ!-თვალები დაუბრიალა ოჯახის ქალებს და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ავიდა.უკანვე მიჰყვებოდა თინათე,რომელმაც იარაღი იქვე მიაგდო.
-ღმერთმა დაგწყევლოს.-მიაძახა მანანამ.
-დედამისივით ავი სულია!-არ ჩამორჩა ნანინა.
-შემოდი...-საძინებელში პირველი გოგონა შეუშვა და როგორც კი კარი დახურა საქმეზე გადავიდა.-რა გინდა თინა?
-მამაჩემი არ არის დამნაშავე,წავიდა დიდიხანია.-საწოლზე ჩამოჯდა გოგონა.-მას ვერ მოკლავ მატათა.
-წავიდა?
-ჰო,ერთი კვირაა ბათუმშია...მამაჩემს არ გაუკეთებია...
-მაგისთვის მოხვედი?-ცალყბად ჩაიცინა კაცმა.
-არ ვხუმრობ მატათა,მას არ გაუკეთებია,რომ გაიგო თავადაც გაუკვირდა...
-მოდი გამოვიცნობ,არც მისი ბიჭები დაგვსხმიან თავს ტყეში მე და ტიტეს...
-არა...მას და შმაგის სერიოზული კამათი მოუვიდათ...მამაჩემის გადაწყვეტილებას პატივს არ სცემდა,თქვენზე თავდასხმა მთლიანად მისი დაგეგმილია,გეფიცები!
-თინა!-ტონს აუწია გადრანმა.-მე რა შენსგან დებილს ვგავარ?ლამის მთელი ოჯახი ამომიხოცა მამაშენის ძმად ნაფიცმა!
-მამაჩემს არ გაუკეთებია მატათა,გეფიცები ყველაფერს.-წინ დაუდგა ქალი.-თქვენი ძიძის მკვლელობის შემდეგ მამას დავემუქრე,რომ სახლიდან წავიდოდი თუ კიდევ დაგიშავებდათ რაიმეს და მას შემდეგ შენს ნაბიჯს ელოდება...თქვა,რომ სანამ გადრანები ნაბიჯს არ გადმოდგამენ,მე თავს არ მოვაბეზრებო...
-თინა გეყოფა!ორჯერ დამესხა შმაგი თავს და რისი თქმა გინდა ახლა,რომ მამაშენი ამ საქმეში ანგელოზია?
-რთული დასაჯერებელია ვიცი,მაგრამ ჩემი სიყვარულის სჯერა მამას,იცოდა,რომ შენ თუ გატკენდა მართლა წავიდოდი...-სახეზე ხელები ნაზად მოკიდა კაცს.-არაფერი გააკეთო,მშვიდად ვიცხოვროთ მატათა...
-გინდა,რომ ეს დავიჯერო?
-ხვალ ბრუნდება მამაჩემი,მასაც დაელაპარაკე თუ გინდა,მე ვიქნები შენი სიცოცხლის გარანტია.
-რა გინდა თინა?რის მიღწევას ცდილობ?-დაიბნა გადრანი.ხვდებოდა,რომ სიმართლეს ამბობდა,რადგან ის არასოდეს ატყუებდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა ამას რა მიზეზით აკეთებდა.
-მხოლოდ შენ მინდიხარ,მეტი არაფერი...-ტუჩებზე ნაზად შეეხო კაცს.
-გეყოფა!-დენდარტყმულივით დაიხია უკან.-საკმარისია!
-სულ არაფერს გრძნობ მატათა?-სევდიანი ხმა ჰქონდა ქალს.
-მამაშენმა მთელი ჩემი ოჯახი ამოწყვიტა თინა!რას გინდა,რომ ვგრძნობდე?რას ელოდები?-რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ და ქალი გაუაზრებლად ააკრო კედელს.-რომ გიყურებ,მხოლოდ ის მიტრიალებს თავში რამდენად ვატკენ მამაშენს,შენ თუ რამეს დაგიშავებ!
-დამიშავე!იქნებ მერე მაინც დავისვენო!-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.-იქნებ მერე მაინც ვეღირსო შენს სიბრალულს,სიყვარულს...-ხელები მის მკერდზე ნაზად აასრიალა.-არ შეიძლება ის კაცი მიყვარდეს,რომელიც ვერც კი მამჩნევს...-ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და ნელ-ნელა ტუჩები ზემოთ აასრიალა.-არ შეიძლება შენს გამო ვიტანჯებოდე!-გახელებული წაეტანა მის ტუჩებს და კაცისგან წინააღმდეგობა,რომ არ იგრძნო მკერდზე ძლიერად უბიძგა.-ვითომ ვერაფერს გრძნობ?
-გეყოფა...-ოდნავ მოშორდა მის სხეულს კაცი.
-ვერაფერს გრძნობ არა?-მის ყელზე რამდენიმე კოცნის დატოვება მოახერხა და ხელი ძლიერად ჰკრა.საწოლზე მოწყვეტით დაეცა გადრანი და ისე,რომ გააზრებაც ვერ მოასწრო ზემოდან მოექცა თინათე.-მე ძალიან ბევრს ვგრძნობ მატათა...-მაისური უცებ გადაიძრო და კაცის ტუჩებს მოწყვეტით დაეკონა.მისდა გასაკვირად აჰყვა მატათა...ხელები მის შიშველ ზურგზე აასრიალა და საჯდომზე ძლიერად მოუჭირა ხელები,რასაც მისი მსუბუქი კვნესა მოჰყვა.
-არ მიყვარხარ თინა,არც არასოდეს შემიყვარდები!-წამით შეწყვიტა მისი კოცნა და ყურთან უჩურჩულა ქალს.
-ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა!-თავდაჯერებულმა ამოთქვა და წამში მოექცა მატათას მკლავებში.ზემოდან დაჰყურებდა კაცი მის ქვემოთ მწოლიარე გოგონას,რომელსაც ნერვიულობისგან მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა.ბიუსჰალტერის ოდნავ ზემოთ,კანზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა,ენა მის ყელზე აასრიალა.მხოლოდ წამით დააკვირდა და მაისური გადაიძრო.მის ძლიერ მკლავებს ჩაეჭიდა ქალი და მსუბუქი კოცნით დააჯილდოვა,რასაც მატათას გახელება მოჰყვა,უფრო გააღრმავა კოცნა და შარვლის ორივე ღილი უცებ შეუხსნა.წამში მოაშორა სხეულიდან და საცვლების ამარა მყოფს მთელი სხეული დაუკოცნა.
-მატათა...-მკერდზე ხელები,რომ მოუჭირა ამოიკვნესა ქალმა.
-ჩშშ...-გაეცინა კაცს.-მანანამ არ გაიგოს.-ნაზად ჩაუყვა მის მუცელს და ცერა თითი ტუჩებზე გადაატარა.ნელა ჩაასრიალა ხელი მის შიშველ სხეულზე და საცვლის ქვეშ რიტმულად აამოძრავა თითები.
-ღმერთო!-პირზე ხელი იტაცა,რომ საკუთარი ხმა დაეხშო.თავს ვერ იკავებდა,ძლიერად ჩაასო ფრჩხილები კაცის ზურგს და თვალები დახუჭა.მისკენ გადახრილიყო კაცი და მომენტალურად ყელზე კოცნის კვალს უტოვებდა.საცვლის ბრეტელი მხრებზე გადმოუწია და ოდნავ ქვემოთ ჩამოწია,რომ მის მკერდს შეხებოდა.ნაზად დაუკოცნა ჯერ ერთი,შემდეგ მეორე და კერტებზე მსუბუქად უკბინა.-აჰჰ...-არც ქვემოთ შეუყვეტავს თავისი საქმე.სიამოვნების მორევში იყო ქალი გახვეული ტუჩებზე,რომ დააცხრა და მისი ხმის ჩახშობა სცადა...მოულოდნელად შეწყვიტა,ხელები მის გარშემო დააწყო და თვალებში ჩააცქერდა ვნებამორეულ ქალს.-რატომ გაჩერდი?-უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.
-სახლში წადი თინა...-მოულოდნელად ამოთქვა და ფეხზე წამოდგა.-არასწორად იქცევი...
-რას ამბობ?-დარცხვენილი წამოიწია საწოლზე.-ისევ არ დაიწყო...
-წადი,ყველასთვის ასე ჯობია.-მშვიდად ამოთქვა,მაისური გადაიცვა,აივანზე დაჯდა და სიგარეტს მშვიდად გაუკიდა.
-ნაბი*ვარო!-დაუყვირა ქალმა და გაჭირვები გადმოაბრუნა სველი შარვალი.-ერთ დღეს ჩემს კართან მოხვალ მატათა და შენთვის ფეხებს აღარ გავშლი!-მუქარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ,მაგრამ მკაცს სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი...გაიგო როგორ გაიჯახუნა კარი და კიბეებზე როგორ დაეშვა სირბილით...საერთოდ არ აწუხებდა მომხდარი,ვერც ფიქრობდა ამაზე...ერთადერთი,რაც მის გონებაში ტრიალებდა ჭორფლიანი გოგონა იყო...




***(სამი დღის შემდეგ)
-ესეიგი აღარაფერი მოხდება?-გადრანების საოჯახო სუფრასთან პირველი სიტყვა მანანამ წარმოთქვა.
-სანამ მე არ გავაკეთებ რაიმეს არა.-თავი გააქნია მატათამ.-მჯერა იმის,რაც თინამ თქვა და არ ვაპირებ რაიმე გავაკეთო,მინდა,რომ მშვიდად ვიცხოვროთ...
-მე მაგ გველის წიწილს არ ვენდობი!-ხმაურით დადო ჭიქა მაგიდაზე.-რაც არ უნდა თქვას,არ არის სანდო.
-მანჩო არ გააგრძელო.-მძიმედ ამოთქვა კაცმა.-არანაირი ომი აღარ იქნება,ხვალ ბეთქილსაც შევხვდები,მორჩება ერთხელ და სამუდამოდ ეს ამბავი...
-ესეიგი მშვიდად ვიცხოვრებთ?-ოდნავ გაუნათდა სახე ლიზას.
-ჯერ ვნახოთ ხვალინდელი საუბარი როგორ დამთავრდება...
-მერე შენს ქორწილზეც ვიფიქრებთ.-გახედა მანანამ ლიზას,რომელსაც პირში მოქცეული საჭმელი გადასცდა და ხველება აუტყდა.
-საიდან მოიტანე ახლა ეს?-გაუწყრა ქალს.
-თებე ხომ თხოვდება?შენი დრო აღარ არის?
-არავინ არ თხოვდება!-ტონს აუწია ტიტემ.-განსაკუთრებით თებე!
-რატო ვითომ?
-იმიტომ,რომ მე ვამბობ!-ჭიქას მთელი ძალით უჭერდა ხელს.
-თებე ისეთი კარგი გოგოა,არც მინდა,რომ შორს წავიდეს,აქაურს გაჰყვეს ჯობია.-სითბო ჩაეღვარა ხმაში.
-მანანა!-თვალები დაუბრიალა ქალს.
-მშვენიერი ბიჭია ირაკლი,მაღალი,გამხდარი,ოჯახის კაცი დადგება...კარგი გვარის შვილია,მამამისი ტარიელაც ყველას უყვარს...
-მაგასაც შევე*ი და მაგის კარგ ოჯახსაც გაიგე?-ფეხზე წამოუვარდა მანანას.-თებეს ქორწილი არ გამაგონოთ,თორემ ყველას დავხოცავ გაიგე?მთელ მაგათ გვარს გავწყვეტ და ბონუსად,ვინც ნათესავი არ არის,მაგრამ მაგათი გვარი აქვს იმათაც ზედ მივაყოლებ.-უხეშად ჰკრა მაგიდას ფეხი და გიჟივით გავარდა სახლიდან.
-რა დაემართა?-გაცხარდა მანანაც.-სულ გაუფრენია ამას...
-შეეშვი,დაველაპარაკები,რომ მოვა.-დაუყვავა მატათამ და ლიზას თვალი ჩაუკრა...



***
უცნაური ღამე იყო მილანასთვის...შეწუხებული წრიალებდა საწოლში და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა...ვერ იძინებდა...მომენტალურად გრძნობდა თითქოს სუნთქვაც კი უჭირდა.თვალებს,რომ ხუჭავდა იმ გვამებს ხედავდა ეზოში,რომ ჩაემწკრივებინა მატათას...მერე წარმოიდგენდა მასაც როგორ კლავდა და სული ეკუმშებოდა...ეფიქრებოდა ბავშვებზე...თებესა და ლიზაზე...ყველამ როგორ მოატყუა...ყველამ როგორ გაიმეტა...ცრემლები თავისით წამოუვიდა,ემბრიონის ფორმაში დაწვა და უხმოდ ატირდა...
მატათა ესიზმრა იმ ღამით.თეთრი პერანგი და შავი კლასიკური შარვალი ეცვა,თავად მილანას სისხლისფერი კაბა მოერგო და სხეულზე მიჰკრობოდა...მხოლოდ ისინი და მუსიკა იყო...ცეკვავდნენ...სხეულს რიტმულად აყოლებდნენ მელოდიას და მის მკლავებში გახვეული თავს ყველაზე მშვიდ არსებად გრძნობდა...მერე უცებ დაბნელდა,ის გამაყრუებელი ხმა გაისმა და მატათას თეთრი პერანგი წითელმა სითხემ დაუსვარა...გულგახეთქილს გამოეღვიძა...მთლიანად ოფლში ცურავდა და გახშირებულად სუნთქავდა...
-უბრალოდ სიზმარი იყო!-ამოილაპარაკა და წყალი ბოთლითვე მოიყუდა...იქვე კუთხეში დალანდა შავი სილუეტი,რომელიც მისკენ მიდიოდა...ყვირილი დაიწყო მოულოდნელად...ისევ გაისროლეს და ისევ ხელახლა გამოეღვიძა...ოთახი ცარიელი იყო,მაგრამ იმდენად შეეშინდა სინათლის ჩაქრობა ვეღარ გაბედა.სააბაზანოც კი გადაამოწმა,კარი მეორედაც გადაკეტა და საბანი თავზეც კი წაიფარა.საშინელი ღამე იყო,ერთი სული ჰქონდა მზე ამოსულიყო...



***
-რა ჯანდაბაა?-გულგახეთქილს გამოეღვიძა თებეს და გაგიჟებული გადაბრუნდა მეორე მხარეს.
-ნუ ყვირი!-უხეშად უთხრა ტიტემ და ყურზე ხელი მიიჭირა.-რა გაღრიალებს?
-აქ რა გინდა ტიტე?-გაოგნებულმა შეხედა კაცს.
-ვერ ვიძინებდი თებე...
-მერე აქ რატომ მოხვედი?
-მომენატრე...-ოდნავ გაუღიმა.
-მთვრალი ხარ ტიტე?
-ძალიან ჩემო თებე,ძალიან...
-აქ როგორ ამოხვედი?
-ისე,როგორც შენ იპარებოდი ბავშვობაში...-გაახსენა ძველი ამბები.
-უნდა წახვიდე,დედაჩემმა,რომ დაგინახოს...
-რას იტყვის?-წარბები აათამაშა კაცმა.
-სულელი ხარ?წადი!
-დაწექი თებე,დავიძინოთ რა...
-ტიტე შენ უნდა...
-უნდა წავიდე,გავიგე...-შიშველ მხარზე ტუჩები ნაზად მიაკრო.-გავიგე თხოვდები.
-დედას უნდა და მეც უარს არ ვეუბნები.-დაბნეული ალაპარაკდა.
-მართლა გინდა იმ სი*ს ცოლად გაჰყვე?-ლავიწზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
-გაჩერდი!-უხერხულად შეიშმუშნა გოგონა.
-ჩააქრე სინათლე,დავიძინოთ!-თითქოს უბრძანაო და საწოლზე კომფორტულად მოეწყო.როგორც კი გოგონა მის გვერდით დაწვა წელზე ხელი მოხვია.
-გაჩერდი ტიტე,რა გჭირს?
-მკვლელად უნდა მაქციო თებროლე?-ამჯერად ყელზე შეეხო კაცის ტუჩები და უნებურად გააჟრჟოლა.
-რა გინდა ტიტე?-უხეშად აუკრა ხელი და საწოლზე წამოჯდა.
-შენ!-ერთი ხელის მოძრაობით მოიქცია გოგონა მის ქვემოთ.-რატომ მშლი ჭკუიდან?
-გაიწიე!
-მიპასუხე თებროლე რა გინდა?-ნაზად შეეხო ლოყაზე ქალს.
-ხომ არ გაგიჟდი?დედაჩემი,რომ...
-არ შემოვა ზაირა,სძინავს კაიხანია.-ჩაეღიმა ოდნავ.-მე ბავშვი მგონიხარ და შენ საპატარძლო კაბის ჩასაცმელად ემზადები თურმე...
-რა შენი საქმეა?წადი იმ ქათმის ფეხებიანს მიხედე!
-ქათმის ფეხებიანს?-ხმამაღლა გადაიხარხარა კაცმა.-ახალია რაღაც...
-წადი ტიტე!
-ვერა...არ შემიძლია...-სევდიანი ხმა ჰქონდა.-ვერ გელევი...
-რა სისულელეებს ამბობ?ასე ვინმემ,რომ გვნახოს რას იფიქრებენ?გაიწიე.
-გვნახონ,ყ*ეზე არ ?
-შენ კაცი ხარ,შენზე არაფერს იტყვიან,მე მომკლავს დედაჩემი!
-გგონია ხელებს შეგაწმენდ და ზაირასთან მარტოს დაგტოვებ?-წარბები ზემოთ აწია კაცმა.-ეგრე მიცნობ ჩემო თებროლე?
-ნუ მეძახი ასე!-თვალები დააკვესა გოგონამ.
-როგორ კარგი სურნელი გაქვს...-ყელზე კიდევ ერთხელ აკოცა და დახორკლილ კანზე ცხვირი ნაზად გაუსვა.-სხვა კაცი ვერასოდეს შეგეხება...
-ნუ ბოდავ!
-იმ ირაკლის ამის უფლებას მისცემ?-ყურის უკან გადაინაცვლა ტიტემ.
-რა გინდა ჩემგან?-საცოდავად ამოიტირა მის მკლავებში მოქცეულმა.-წადი შენს საყვარელთან,მე ვთხოვდები!
-გოგო არ გამაგიჟო,რას თხოვდები...-გაეცინა ისევ.-ეგ ქორწილი არ შედგება,სულ რო ცა შუაზე გაიყოს და სისხლის წვიმა წამოვიდეს გაიგე?
-ვითომ რატომ?
-მე არ დავუშვებ!
-შენი აზრი არავის აინტერესებს!
-შენ გაინტერესებს...ვიცი,რომ ასეა.-ტუჩის კუთხემდე მიაღწია და სულ უფრო უჭირდა თებეს თავის მოთოკვა.
-გთხოვ...რა გინდა ჩემგან?ზედ არასოდეს მიყურებდი,ახლა რამ გადაგრია?-ცრემლებმა დაუნამა სახე.
-მე ყოველთვის გიყურებდი თებე,მაგრამ არა ისე...ანუ ხომ ხვდები...არ მინდოდა შემევიწროვებინე და თავი ცუდად გეგრძნო...პატარა ხარ,თავს ვერ მივცემდი უფლებას,რომ...-სულ აიბნა ტიტე.-არ არის ჯერ შენი გათხოვების დრო.პატარა ხარ გირგვლიანების ქალო.
-გავიზარდე ტიტე,21-ის გავხდები მალე,აღარ ვარ პატარა!
-21-ის რადგან ხდები გათხოვების დროა?ვერ გათხოვდები თებე,გავგიჟდები იცოდე...-ცხვირის წვერზე ოდნავ შეეხო და მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა.-შეყვარებულიც კი არ გყოლია არასდროს,ეგ მაინც არ უნდა გამოსცადო?როგორ შეიძლება პირველივე კაცს ცოლად გაჰყვე?
-ყველაფერ პირველს ქმართან ერთად გამოვცდი,ასე გამოვიდა...-მზერა მოარიდა კაცს.
-ქმართან ერთად არა?-დაბინდული მზერა ჰქონდა კაცს.სახეზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა,რომ კარგად დაენახა.გარკვევით ვერაფერს ხედავდა,მაგრამ გრძნობდა,რომ ალმური ჰქონდა მოდებული სახეზე გოგონას.-მაგ ქმარს პირველი არაფერი ერგება!-მის სახესთან ამოიჩურჩულა და ნაზად შეეხო მთრთოლვარე ბაგეს.არ გეგონოთ,რომ ჟინის გამო აკეთებდა ამ ყველაფერს,არა! ორი წლის წინ ქორწილში ნახა პირველად დაქალებული თებე,ულამაზესი კაბა ეცვა და ისე მაცდურად გამოიყურებოდა...მას შემდეგ გონებიდან ვერ იგდებდა გოგონას...მისთვის ყოველთვის უბრალოდ თებე იყო,მაგრამ იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და აი ახლა მომსწრეც კი ვართ თებეს პირველი კოცნა როგორ მოიპარა...-ვერასოდეს შეგეხება სხვა!-წამით მისცა ამოსუნთქვის საშუალება და მეორედ დაეძგერა მის ბაგეებს,მაგრამ ახლა უფრო თამამად,ხარბად...თითქოს მოწყურებული იყო...ცალი ხელი სახეზე ჰქონდა,მეორეთი მის შიშველ წელს ეხებოდა.იგრძნო მისი აჩქარებული გულისცემა.გახშირებული სუნთქვა და როგორც იქნა,გული რომ იჯერა,მის ბაგეს მოშორდა...
-ეს...შენ...
-ჰო,შენი პირველი კოცნა მოვიპარე.-შუბლზე აკოცა გოგონას.-არ თქვა,რომ არ გინდოდა,შენც ამყევი ცხადია...-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და მიიღო კიდეც სახეში.
-თავხედო!-ფეხზე წამოდგომა ამაოდ სცადა.
-ნუ იქცევი ასე თორემ...
-თორემ?
-თორემ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება მომინდეს...-ტუჩები გაილოკა და დაინახა როგორ აელეწა ქალს სახე.
-როგორი თავხედი ხარ,ახლავე გაიწიე!-ლამის დაუყვირა კაცს.
-შენ კიდევ როგორი ტკბილი ხარ...
-შეყვარებული გყავს და რაებს ბედავ?არ გრცხვენია?
-ღმერთია მოწმე შენ შემაცდინე...-გაიცინა ტიტემ.
-მართლა არ გრცხვენია?მე რა შენი გასართობი ვარ?-ცრემლებს მისი ხმის ცვლილებაც მოჰყვა.ახლაღა გაიაზრა ტიტემ,რომ ტიროდა...
-რას ამბობ თებე?-თმაზე ნაზად ჩამოუსვა გოგონას ხელი და გვერდით გადაიწია.-არ გრცხვენია ამას,რომ ამბობ?
-შეყვარებული გყავს,ჩემთან მოდიხარ და რაებს მეუბნები...რა უნდა ვიფიქრო?უპატრონო ნა*ა ხომ არ გგონივარ?
-გაჩუმდი გოგო!-ტონს აუწია მაშინვე.-რა სისულელეს ამბობ?გგონია აქ იმიტომ მოვედი,რომ გართობა მინდოდა?ეგ,რომ მდომოდა ხატიასთან წავიდოდი.
-აბა რატომ მოხვედი?
-არ გათხოვდე...ვერ გათხოვდები,მაგრამ არც ის მინდა,რომ სცადო...არ გააკეთო ეგ სისულელე...პატარა ხარ,ცხოვრება წინ გაქვს...
-გავთხოვდები!-დაიჟინა გიჟივით.
-გაწყდება ბენდელიანების გვარი იცოდე!
-შენ რა გაწუხებს?რა გაგიჟებს?-ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა გოგონამ.
-ვერ მიხვდი ესეიგი?რა გგონია რატომ მოვედი?
-აფრენ!
-ჰო,შენ გამაფრენინე!-ხმამაღლა მოუვიდა თქმა.-არ არის შენს გარდა არავინ გესმის?
-ვთხოვდები...
-შეიცვლი მაგ აზრს!-ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.-არანაირი ირაკლი თებე...ჭკუიდან არ გადამიყვანო.-შედარებით თბილად უთხრა და ფეხზე წამოდგა.
-სად მიდიხარ?
-მარტო გტოვებ შენს ფიქრებთან,რომ გაერკვე.
-რაში უნდა გავერკვე?
-იმაში,რომ არ გინდა გათხოვება!
-რაიყო გწყინს შენზე ადრე მე,რომ ვქმნი ოჯახს?სთხოვე ხატიას ხელი და ერთად გავაკეთოთ ქორწილი,ვიწრო წრეში.
-ნუ გიჟდები,არ არის არანაირი ხატია,აღარ ვხვდები.-მისკენ გადაიხარა და კიდევ ერთხელ შეეხო სასურველ ბაგეებს.-მხოლოდ შენ ჩემო თებროლე...-მალევე ზურგი აქცია გოგონას და აივნიდან ხეზე გადავიდა.ნაცადი ხერხი იყო,აქამდეც გაუკეთებია,ამიტომ არ გასჭირვებია...საწოლზე დატოვა გაშეშებული თებე და სიმღერ-სიმღერით შევიდა მოპირდაპირე მხარეს,თავიანთი სახლის ჭიშკარში...




***
ხელის ჩამორთმევით არ დამთავრებულა ბეთქილისა და მატათას საუბარი,მაგრამ არც უჩხუბიათ.ხალხმრავალ ადგილას შეხვდნენ და მშვიდად განიხილეს მომხდარი.იუარა და უარყო ყველაფერი რასაც მატათა ეკითხებოდა და მისდა უნებურად სჯეროდა კიდეც გადრანს.მთელმა მესტიამ გაიგო ამ შეხვედრის შესახებ,სისხლისღვრას ელოდნენ,მაგრამ მათდა გასაკვირად მშვიდად გამოვიდა შენობიდან გადრანების ოჯახის უფროსი და მანქანაში ჩაჯდა.პოლიციაც ტყუილად იყო ჩასაფრებული,ისევ ხელიდან დაუსხლტათ თითოეული მათგანი...
ირაკლისთან ერთად გასეირნების უფლება მისცა ზაირამ შვილს,უთხრა ბიჭი გაიცანიო და მართლაც ამას აპირებდა.არ უნდოდა გაურკვევლობაში ყოფნის გამო,დედისთვის ეწყენინებინა.ტიტეს სიკვდილივით ერიდებოდა და არც მის მესიჯებს პასუხობდა.ღამეც აივნის და ოთახის კარს კეტავდა,რომ ისევ არ შეპარულიყო და ასე ლანდივით დაიარებოდა...
მილანა...სამსახური იპოვნა ჩვენმა ჭორფლიანმა გოგონამ...საბურგერეში დაიწყო მუშაობა და როგორც უფროსი დაჰპირდა უნივერსიტეტის გრაფიკზე მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს...პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა,თანამშრომლებიც მოეწონა და უფროსი ამირანიც კარგი კაცი აღმოჩნდა.ახალ ცხოვრებას იწყებდა და არ უნდოდა რამეს ხელი შეეშალა...ბინაც მოძებნა და სულ მალე გადაიტანდა ნივთებსაც.1 კვირის თავზე ცხოვრება უკეთესობისკან მიდიოდა.თებესა და ლიზასგან გაუთავებელი ზარების შემდეგ ნომერი გამოცვალა...დოდოს დაურეკა მოსაკითხად და ახალი ჩააწერინა.არც მას უთხრა სად ცხოვრობდა,მაგრამ სტუმრობას დაჰპირდა და სულ ეს იყო.ასე დაიწყო მისი თბილისური ცხოვრება...



(ნაწილი მეორე)
1 თვე და 13 დღე იყო არ უნახავს ის ჭორფლიანი გოგონა.ქალი აქამდე არ მოწონებია?მაგრამ ამდენად არცერთი.ასეთი უბრალო და სუფთა არცერთი იყო და ეს აგიჟებდა.გიჟდებოდა იმის გაფიქრებაზე,რომ მარტო იყო და შეიძლებოდა უჭირდა კიდეც.
მხოლოდ ერთხელ იყო თბილისში ჩასული და მხოლოდ ერთხელ ნახა,ისიც შორიდან.ყავა გამოუტანა გარეთ მსხდომ სტუმრებს და ქუჩის მეორე მხრიდან უყურებდა.წითელი ფორმა ეცვა,თმა კოსად აეწია და მხოლოდ ორი კულული ჩამოეშვა წინა მხარეს.ისევ ისეთი ლამაზი იყო...
სვანეთში ცხოვრება ჩვეულებრივ მიდიოდა.ტიტე სიგიჟის ზღვარზე იყო და თებეს გათხოვებას აპროტესტებდა, თუმცა თებესთვის სიტყვა
„მიყვარხარ“ ჯერ ისევ არ გაუმეტებია.
მანანამ გაიგო ლიზას ამბავი და ერთი ამბავი დააწია.ალბათ მატათა,რომ არა თმებს გააცლიდა.მერე გაიგო,რომ სვანი დედა ჰყავს მათეს და ამან უფრო უშველა.გააფრთხილა კიდევ 2-3 წელი გათხოვება არ გამაგონოო და ლიზაც თითქოს დაჰყვა მის ნებას,მაგრამ მათე არ იზამდა,ეს ყველამ კარგად იცოდა.
ერთი დიდი პრობლემა ჰქონდათ გადრანებს.მარიტა ძალიან ჭირვეული გახდა.ხან საერთოდ მთელი ღამე ტიროდა,არ იძინებდა,არ ჭამდა...ძალიან დასუსტდა,გახდა და იმუნიტეტიც დაუქვეითდა.უკვე მესამედ დააწვინეს საავადმყოფოში პატარა ქალბატონი.გაგიჟებას იყო მატათა.ეს ის მდგომარეობა არ იყო,რომელსაც ექიმები უშველიდნენ.შინაგან გულისტკივილს ვერცერთი პედიატრი განკურნავდა...
თინათე,რომ მატათაზე გიჟდებოდა დამალული ამბავი არ იყო მესტიაში.იმდენად არ იზიდავდა ეს ქალი,ფულიც,რომ გადაეხადა მამამისს ზედ არ შეხედავდა.ლამაზი იყო,განა რამე ჰქონდა მატათას დასაწუნი?არა!უბრალოდ იმ კაცის შვილს ვერ შეიყვარებდა,რომელმაც მშობლები დაუხოცა.ვეღარც მანანას ჩახედავდა თვალებში.ვეღარც ზაირას და ნანინას...დამთავრებული იყო ეს ამბავი,უბრალოდ თინა ამას თავად ვერ ხვდებოდა...



***
დილაადრიან დააკაკუნა დოდოს სახლის კარზე მილანამ.რამდენიმე დღის წინ შეუთანხმდა მოვალ და შენგან წავალ პირდაპირ სამსახურშიო.ისიც ისეთი ბედნიერი იყო,მეტი რა უნდოდა.როგორც კი ქალის ხმა მოესმა „შემოდიო“იმ წუთას შეაღო კარი და სირბილით წავიდა ჩასახუტებლად,თუმცა მალევე ადგილს მიეყინა.
-თქვენ...
-მილანა...დამითმე რამდენიმე წუთი,არ გაიქცე.-წამოდგა მაშინვე ფეხზე.-დავილაპარაკოთ.
-არა!-ლამის დაუყვირა ქალს.შეეშინდა,ვერ ხვდებოდა რისთვის ჩამოვიდა.-ახლავე უნდა წახვიდეთ აქედან.
-მილანა შვილო დაწყნარდი.-დაუყვავა დოდომ.-მოუსმინე.
-თქვენ არ იცით დოდო დეიდა.-ცრემლებით აევსო თვალები.
-მითხრა მანანამ,რომ გაწყენინეს.-აგრძელებდა ქალი.-მითხრა თავს,რომ დაესხნენ,შეგეშინდა მესმის...
-სახლს თავს დაესხნენ?-მწარედ გაეცინა.
-მთაში ასეთი ამბები ხშირია,საქონელს და ძვირფასეულობას თუ დაადგეს თვალი იპარავენ.
-იპარავენ?-ლამის მთელი ხმით გადაიხარხარა.
-მარიტა გვყავს ცუდად...რაც წახვედი ვერ ვძებთ,სულ ტირის,არ ჭამს...-სევდიანი ხმით წამოიწყო მანანამ.-ბოლო ერთ თვეში სამჯერ დავაწვინეთ კლინიკაში,ახლაც იქ არის.არც ვირუსი აქვს,არაფერი სჭირს,ექიმმა თქვა,რომ ტემპერატურა ნერვიულობის ბრალია...შენ გკითხულობს.
-ბავშვით ცდილობთ ჩემზე მანიპულირებას?-ხმაში სევდა შეერია.მარიტა მართლა მთელი გულით უყვარდა.
-რამდენიმე დღით წამოდი გთხოვ,ქვემოთ არის ტიტე,გველოდება...რამდენსაც მეტყვი გადაგიხდი,ოღონდ ამ ერთხელ წამოდი.-ცრემლები მოერია.-ძალიან ცუდად არის,გული მტკივა,ვერაფრით ვეხმარები...სიცოცხლით სავსე ბავშვი დაბეჩავდა და ხალისი წაერთვა...გეხვეწები მილანა შვილო.-მის წინ დადგა და ხელები მისაში მოიქცია.-გევედრები მილანა.
-თქვენ ჩემი ცხოვრება დაანგრიეთ!-უხეშად გამოჰგლიჯა ქალს ხელები და შორს დადგა.-თავხედობა გყოფნით და უკან დაბრუნებას მთხოვთ?ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
-მილანა შვილო.-მისი დამშვიდება სცადა დოდომ.
-არ შეიძლება ასე უხეშად ადამიანების ცხოვრებაში ჩარევა დოდო დეიდა.-გაუწყრა ქალსაც.-თქვენ მაინც უნდა დაგეცავით.
-რას ამბობ შვილო?-გაოცდა დოდო.მართლა ვერ ხვდებოდა რატომ ბრაზდებოდა ასე.
-მილანა...-მძიმედ ამოთქვა ქალმა.
-არსად არ წამოვალ!-მთელი ხმით დაუყვირა ქალს და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა.კიბეები გიჟივით ჩაირბინა და გასასვლელში ტიტეს რკინასავით სხეულს მთელი ძალით შეეჯახა.
-მილანა?-სიგარეტის ნამწვი მაშინვე მოისროლა კაცმა.-რა დაგემართა?
-ასეთი რა ჯოჯოხეთი ხართ?-მკერდზე ხელები ძლიერად ჰკრა კაცს.-არ მინდა თქვენთან საერთო მქონდეს,თავი დამანებეთ.
-დაწყნარდი!-ხელები გაუკავა კაცმა.-ცოტა სულელურად ხომ არ იქცევი?
-გაუშვი.-გამოჩნდა მანანაც და წამსვე ხელი შეუშვა.წამით გახედა გოგონამ და მერე სირბილით გაეცალა იქაურობას.
-არაფერი გამოვიდა?-მძიმედ ამოთქვა ტიტემ.
-არც ვამტყუნებ,მის ადგილას არც მე დავბრუნდებოდი.-მშვიდი ხმა ჰქონდა ქალს.მხარზე ოდნავ მოუთათუნა შვილს ხელი და მანქანისკენ წავიდა.უკანასკნელი იმედიც გადაეწურა...




***
2 საათით ადრე მივიდა სამსახურში და გონებაში ყველაფრის გადახარშვას ცდილობდა.ძალიან დარდობდა მარიტაზე.ბავშვს ხომ არაფერი დაუშავებია…მაგრამ ძალიან ეშინოდა.მაგ ოჯახთან ვერ დაბრუნდებოდა.არ შეიძლებოდა…
უაზროდ გაიწელა დრო,არც შეკვეთები იყო,რადგან შაბათი დღე იყო და ამან საერთოდ ლამის გააგიჟა.ფიქრებმა წაიღო და ვერც შეამჩნია ისე მიუახლოვდა რეზი.
-მილანა შენ გკითხულობენ!-ოდნავ შეეხო მხარზე,რომ გამოეფხიზლებინა.-ვიღაც კაცია.
-გაგიჟდება ადამიანი რა.-თვალები აატრიალა და ქუდი მოიძრო,რომ დარბაზში გასულიყო.იქვე დამდგარიყო შუახნის ასაკის კაცი და მომლოდინე თვალებით იყურებოდა.-გისმენთ.
-მილანა არეშიძე ბრძანდებით?
-დიახ.
-მე გია ქალდანი ვარ,მესტიის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს უფროსი.-სხეულში ტემპერატურაამ იმატა,კანი დაეხორკლა,უნებურად გააჟრჟოლა.საფულე გახსნა კაცმა იდენტობის დასადასტურებლად.-შეიძლება გავისაუბროთ?
-დიახ...-ამოილუღლუღა ძლივს და გვერდით მდგომ გოგონას გახედა.
-გადი,დაგაზღევ.-გაუღიმა მაშინვე და ლამის ხელი ჰკრა,რომ ბარიდან გაეგო.ადგილზევე ეკვეთებოდა ფეხები,არ ეგონა თუ მაგიდამდე მისვლას შეძლებდა...


***
-გადრანების ოჯახზე მინდა საუბარი.-დიდხანს არ უყოყმანია კაცს,პირდაპირ მიახალა.
-მე...დიახ?
-ვიცი,რომ მათთან მუშაობდი.
-3 კვირით მხოლოდ.-თავის მართლება სცადა.
-3 კვირაში ბევრს გაიგებდი,ბეთქილის ამბავსაც მოკრავდი ყურს.
-ვერ ვხვდები რაზე საუბრობთ.-თავი გაისულელა,ასე უფრო მარტივი იყო.
-მაშ რატომ გამოიქეცი?
-უნივერსიტეტში...
-უნივერსიტეტი 3 ოქტომბერს გეწყება.-გაეცინა კაცს.-ასე ადრე რატომ გამოიქეცი?
-არ გამოვქცეულვარ,ოჯახს ვერ შევეგუე,მე ძიძა არ ვარ,პირველად მქონდა ბავშვებთან შეხება და...
-ესეიგი არაფერი იცი?-გააწტვეტინა ისევ.
-რაზე ბატონო?-მაგიდის ქვეშ თითების მტვრევას მოჰყვა.ნეტავ ახლა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა,მეტი არაფერი უნდოდა...
-იარაღზე,დახოცილ ხალხზე...
-რას ამბობთ?-შეიცხადა.-იმ სახლში მხოლოდ სანადირო იარაღი მაქვს ნანახი,ეგეც კედელზე ჩარჩოშია ჩასმული და დარწმუნებული ვარ,არც მალავენ.
-ახლა კარგად მომისმინე.-ხმა დაეძაბა კაცს.-24 წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ვიცი,როცა მატყუებენ...შენც მატყუებ,მაგრამ არაშავს...ვიღაც არიფი არ ვარ,რომ გავსულელდე.გეყურება რასაც გეუბნები?-მაგიდის ქვეშ ფეხი წაჰკრა,თითქოს შეაფხიზლა.
-დიახ.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-მინდა,რომ უკან დაბრუნდე.
-მე არ...
-დამაცადე!-ხელის აწევით გააჩუმა.-დაცვის გარანტიას მე გაძლევ,ამასთანავე უნივერსიტეტის ხარჯებსაც დაგიფარავ...ორი წელი დაგრჩა არა?-ბაგე ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო.
-დიახ...
-ორივე წლის თანხას დაგიფარავ...არ გაჩქარებ.-მისი დაბნეული მზერის დანახვისას დაამატა.-კარგად დაფიქრდი და გაიაზრე რას გეუბნები,მაგას დაამატე 2 წელი მაგისტრატურა და ერთი წელი ბინის ქირა.
-თქვენ რა...
-სამსახურია ჩათვალე...ბავშვებს უყვარხარ,დაგაბრუნებენ.
-მე აქ სამსახური მაქვს,სახლი...
-სამსახურს მერეც იპოვნი,სახლის ქირას გადავიხდი,რომ სხვაზე არ გააქირაონ,როცა დაბრუნდები დაგხვდება.
-არა!-მაინც მწარე უარი განუცხადა კაცს.
-ვიცი,რომ გოგონებთან მეგობრობ...მათ არაფერი ემუქრებათ,მხოლოდ ტიტე,ლუკა,ლაზარე და სანდრო...ოქროს თევზი მატათაც არ დაგვავიწყდეს...-მატათას გაგონებაზე სახე აელეწა.-ყველას იმდენი ხნით ჩავსვამ,რომ შურის საძიებელი დრო არ ექნებათ,იქვე ჩაიხოცებიან და შენც მშვიდად იცხოვრებ.
-რატომ მე?
-მგონია,რომ ბევრის გაგება შეგიძლია,რადგან უკვე იმუშავე მათთან და ცოცხალი გამოხვედი...
-კარგი.-რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა.-მაგრამ ვერაფერს შეგპირდებით,მე ამ სამი კვირის მანძილზე არაფერი მინახავს და ისიც არ ვიცი მერე თუ ვნახავ.
-ბარგი ჩაალაგე მილანა,დილით 6-ზე სანადიროდ გავდივართ.-გაიღიმა კაცმა და მობილური მოიმარჯვა...



***
რამდენი შეცდომა დაუშვა მას შემდეგ,რაც მონასტერი დატოვა...იტყუებოდა,ხალხს გულს სტკენდა და საბოლოოდ ჯაშუშობაც გადაწყვიტა...მოდი ვაღიაროთ მილანა ჯაშუშად ვერ გამოდგება,თანაც იმ ოჯახში,რომელიც მართლა უყვარს.თებეს და ლიზას ასე არ მოექცევა,ვერც ნანინას...ახლა მხოლოდ მარიტა ადარდებდა.მარიტას სიყვარული არ ასვენებდა.დარდობდა ბიჭებზეც,რომლებიც ცუდ სიტუაციაში მოხვდებოდნენ,მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა,ისინი იმსახურებენ,რომ დანაშაულისთვის პასუხი აგონ.
მთელი გზა ყელზე დამაგრებული ჯვარი ჰქონდა ჩაბღუჯული და ერთი და იმავე ლოცვას იმეორებდა.ვერ დაიძინა.ღამენათევმაც კი ვერ შეძლო თვალის მოხუჭვა.შიში ჩასდგომოდა თვალებში და ამას ვერაფერს უხერხებდა.მის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა გია.
უფროსს მოატყუა,რომ მშობელი დედა დაეღუპა და იქ მეორედ მიმსვლელი ვერც იქნებოდა,სირცხვილისგან სად წასულიყო არ იცოდა.ახლა შუა გზიდანაც რომ გადამხტარიყო მანქანიდან აზრი აღარაფერს ჰქონდა,არაფერი გააჩნდა...
აი იცნო ის ადგილები,ასე რომ უყვარდა სეირნობა.ის ჰაერი შეიგრძნო ერთდროულად ათას ემოციას,რომ ჰგვრიდა და გულიც აუჩქარდა.ცდილობდა ხალხის ინტერესიან მზერას მორიდებოდა და მანქანაში ჩამალულიყო,მაგრამ არ გამოსდიოდა.გიას ყველა ინტერესით ათვალიერებდა და ბუნებრივია მისი ცეცხლისფერი თმა უყურადღებოდ არავის დარჩებოდა.
-ამის იქით არ წაგიყვან,მატათას ძაღლები დათარეშობენ.-გზიდან გადააყენა მანქანა.-იქ ტაქსების გაჩერებას ხომ ხედავ?მეოთხე მანქანის მძღოლთან მიდი და უთხარი,რომ საავადმყოფოში მიგიყვანოს,გიასგან ვართქო უთხარი.
-იცის?
-იცის...
-მერე?
-მიხვალ კლინიკაში,ბავშვს ნახავ და ეტყვი,რომ დაბრუნდი...თავად დამიკავშირდი,კვირაში ერთხელ მაინც და სიტუაცია მომახსენე.ჩემი ნომერი როგორ ჩაწერე?
-დოდო ბილაინი.
-კარგი,თუ ვერ დამიკავშირდი ჩემგან დაელოდე ზარს,არ შეგეშინდეს.
-გასაგებია...
-წადი მიდი.-კარი შიგნიდანვე გაუღო და თვალი გააყოლა მანქანისკენ მიმავალს.ყველაფერი სწორედ ისე დაიწყო როგორც თვითონ უნდოდა...



***
არ შეუშვეს პალატაში,ნახვის საათები არ არის და თანაც ნათესავი არ ხართო,მაგრამ მალევე გამოჩნდა ის ღვთისნიერი ვინც ზუსტად იცოდა ვინ იყო და საიდან მოდიოდა ეს გოგონა.იცოდა,რომ მარიტა ამ წითელთმიან,ჭორფლიან გოგონას კითხულობდა და მხოლოდ 10 წუთით მისცა მასთან შესვლის უფლება.მანანა ტანსაცმლის მოსატანად წაეყვანა ტიტეს,ამიტომაც იყო მარიტა მარტო.
-მარიტა,ჩემო ლამაზო...-მასთან მიირბინა და მთელი სახე დაუკოცნა ბავშვს.-როგორ ხარ?
-მილა...-ამოიტირა გოგონამ და სხეულზე მიეკრო.წვეთოვანის გამო მარჯვენა ხელის მოხვევა უჭირდა.
-ჩემო პაწაწინა,არ ინერვიულო,მოვედი.-ოქროსფერ თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.-როგორ მომენატრე.
-მეც მომენატრე...-გაუღიმა გოგონამ და ლოყაზე აკოცა.-რატომ არ მოდიოდი?
-სასწავლებელში დავდივარ და მაგიტომ.-მოატყუა ბავშვიც.-მერე ძალიან,რომ მომენატრე ვეღარ გავძელი და მოვედი.
-აღარ წახვიდე რა.-ტუჩები სატირლად დაბრიცა.
-ჯერ აქ ვიქნები.-ლოყებზე გაეთამაშა.-აღარ გავიგო შიმშილობა ხომ?როგორ გამხდარხარ.
-შემოვუტან საჭმელს და იქნებ აჭამო.-გამოელაპარაკა ექიმი.
-დიახ,რა თქმა უნდა...
-პიურეს შეჭამ მილანა?მერე იოგურტიც იქნება,მარწყვის,შენ რომ გიყვარს.-ოდნავ ამრეზით გახედა ბავშვმა და მზერა მილანაზე გადაიტანა.უხმოდ დაუქნია თავი ბავშვს და მანაც მალევე გაუღიმა ექიმს.
-მინდა კი.
-მოგიტან ახლავე...-რადგან ბავშვმა ჭამა მოიწადინა უარს ვინ ეტყოდა.სირბილით გავიდა გოგონა და რაც უთხრა ყველაფერი მოუტანა.ისე იყო მოშიებული ბოლომდე მიირთვა ყველაფერი და მილანას მკლავებში მოქცეულს მალევე ჩაეძინა.სიცხემაც დაუწია,თითქოს ორგანიზზმა მილანას მობრძანება გაიხარაო...-დერეფანში დაელოდო ჯობია,დაიღლები ასე,თან მალე მანანაც მოვა და ხომ იცი მაგისი ამბავი.-ამოილაპარაკა გოგონამ.
-მანანამ ჩამომიყვანა,არ გაბრაზდება,არ იდარდო.-გაუღიმა გოგონას და ბავშვი საწოლზე მიაწვინა.-გავალ მაინც,აქვე ვარ,დამიძახე თუ რამე.
-კარგი.-უკვე კარისკენ მიმავალს მიაძახა და დერეფანში გავიდა,სადაც ბარბით ხელში პალატისკენ მომავალი მატათა შენიშნა.ერთ ადგილს მიეყინა.შესცივდა,მერე დასცხა და ტემპერატურამ ლამის პიკს მიაღწია.არ იყო მზად ამ შეხვედრისთვის.
-ალბათ მეხურები!-მის წინ შედგა გადრანი.ის იყო...ის ჭორფლიანი გოგონა გონება,რომ მოუწამლა.მის წინ იდგა...ისევ ისეთი თვალებით უყურებდა,როგორც ადრე...-აქ რას აკეთებ?
-მანანამ ჩამომიყვანა...უფრო სწორად მითხრა,რომ მარიტა იყო ცუდად და...-სულ აიბნა ჭორფლიანი.
-ხომ გაგაფრთხილე აღარ დაბრუნდეთქო?-კბილებში გამოსცრა.
-მარიტა...
-ახლა შეგაწუხა მარიტას ამბავმა?-გოგონამ ნაბიჯით უკან დაიხია,შეეშინდა მისი რეაქციის...
-მე მარიტა მიყვარს და შენ ეს იცი!
-არ დაიწყო შენებურად.-ხელი აიქნია გადრანმა.-ახლა ახლიდან იდარდებს,ძლივს პანიკური შეტევები აღარ აქვს ღამ-ღამობით!
-მე უბრალოდ დახმარება მინდოდა და...
-კარგი ამბავი მაქვს,სიცხემ დაუწია.-კართან შედგა ეთო.-მატათა წაიყვანე ბავშვი სახლში,გადასხმას სახლშიც დაუდგამ და იქ უფრო მალე მომჯობინდება,მილანაც ჩამოვიდა,ამდენხანს,რომ კითხულობდა...
-რას ამბობ ეთო?-გაუკვირდა კაცს.-დილით სიცხე ჰქონდა,ახლა ასე ავდგე და წავიყვანო?
-მატათა...-ხელზე მსუბუქად შეეხო კაცს.-არ არის ეს ის ამბავი,რომელსაც მედიცინა კურნავს...-გოგონას გადახედა,თითქოს აგრძნობინა,რომ მარტო უნდოდა მასთან საუბარი.მილანამაც არ დააყოვნა,გვერდი აუარა და პალატაში დაბრუნდა.-ბავშვს დედა სჭირდება,პატარაა...
-სახლში იმდენი ქალი დასტრიალებს თავს...
-არა!-გააწყვეტინა მაშინვე.-ძიძა არა,დედა სჭირდება!
-მოკვდა ეთო დედამისი,შენ რა გძინავს ბოლო ორი წელია?-მოთმინება მოეწურა კაცს.
-ამ გოგოს შეეჩვია,უყვარს და მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს.-გახედა საწოლთან ჩამუხლულ მილანას,რომელიც ბავშვს ხელებს უკოცნიდა.-აი ამაზე გეუბნები.
-ის ყოფილი ძიძაა.
-ვიცი ვინცაა,მე არ მესწავლება გადრანების ოჯახი.-მშვიდად უთხრა ისევ.-რამდენსაც გეტყვის გადაუხადე,რომ დარჩეს და მარიტას მიხედოს...შიოც მაგან არ აალაპარაკა?
-შიო მუნჯი არ იყო,უბრალოდ...
-შენი ორივე ბავშვი იმდენად კომფორტულად არის მასთან,რომ ერთმა ენა ამოიდგა,მეორემ ლამის სული დალია მის გარეშე!-უხეშად გააწყვეტინა კაცს.-ამ ბავშვებს დედის ადგილი ამოუვსო ისე,რომ თავად მილანა ვერც კი ხვდება...
-არ გამოვა ეგ ამბავი.-გაჯიუტდა ისევ.-დაივიწყე!
-უბრალოდ პატარა ქალბატონი სახლში წაიყვანე.-ხმა დაუთბა ქალს.-დამიჯერე ხვალ უფრო უკეთ იქნება...
მართალიც იყო...მარიტას იმ ღამეს ძალიან მშვიდად ეძინა,მილანას სხეულზე მთელი ძალით ეკვროდა და იმ სურნელს იმახსოვრებდა,დედის სურნელი,რომ ჩაუნაცვლა...
სახლში,რომ მივიდნენ ყველა გაოცებული მისჩერებოდა.ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა,მხოლოდ ყურება გაუბედეს.სიგიჟე იყო,ვერ იჯერებდნენ.მკერდზე მარიტა ჰყავდა მიხუტებული და უკან მატათა მოჰყვებოდა.ცრემლმა დაუნამა მანანას სახე,მაგრამ ამჯერად დამალვა არც უცდია.ჩუმად ამოთქვა „მადლობა“-ო და კიბეებზე მიმავალს თვალი გააყოლა...



***
-რამდენჯერ გაგაფრთხილე არაფერი გააკეთო ჩემს ზურგს უკანთქო?!-ესმოდა მატათას ღრიალი აივანზე მჯდომს.
-ბავშვი იყო ცუდად!
-შეეჩვეოდა,დღეს თუ არა ხვალ!
-მე ის გავაკეთე,რაც საჭირო იყო!
-არ გამაგიჟო!-გაგიჟებული იყო კაცი.-როცა აზრი მკითხე,მის ჩამოყვანაზე უარი არ გითხარი?რატომ გარბიხარ ჩემზე წინ?რა გინდა?ან შენ რა დაგემართა?-ახლა ტიტეს მიუბრუნდა.-ჭკუიდან უნდა გადამიყვანოთ?
-მარიტა ხომ კარგად არის?პრობლემა რაშია?-აიმაღლა ხმა ტიტემაც.
-პრობლემა ის არის,რომ ჩემი შვილების ცხოვრებაში ერევით!-პირველად უწოდა ბავშვებს თავისები და სხეულში უცნაური გრძნობა ჩაეღვარა.ერთი სისხლი არ ჰქონდათ,მაგრამ მშობლების მერე ის ეწერა ბავშვების მეურვედ.-ოდესმე შეეგუებოდა,რომ აღარ დაბრუნდებოდა და ყველაფერი გაივლიდა.
-მე ვერ გავუძელი გასაგებია?ვერ გავუძელი იმას,რომ ამ მდგომარეობაში იყო...მილანას კითხულობდა და მეც ადამიანურად ვთხოვე დაბრუნება,ანგელოზია ეგ გოგო,მართლა დაბრუნდა...-უყვიროდა მანანა.
-ბავშვს გააღვიძებთ!-ეზოში გავიდა მილანა.-ისედაც დასტრესილია,საკმარისი არ არის?-ყველა გაჩუმდა,აღარც მატათას გაუგრძელებია.-შენთან ცალკე მინდა ლაპარაკი!-გახედა კაცს.
-რაზე?-სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა კაცმა.
-ცალკე მინდა საუბარი!-ტონი არ შეუცვლია.
-წამოდი,ტბაზე ავიდეთ.-აღარ უყოყმანია,ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა და მანქანისკენ წავიდა.იქ ყველაზე მშვიდად დაელაპარაკებოდა,თანაც იცოდა,რომ იმ ხედს მონატრებული იქნებოდა...
-მოსაცმელს ავიღებ და...
-მაქვს,წამოდი!-სკამის საზურგზე გადაკიდული ჟაკეტი აიღო და გოგონას გაუწოდა.
-მარიტას უთხარით,რომ მალე მოვალ.-დაუბარა სახლში მყოფებს და მანქანაში კომფორტულად მოეწყო.რაღაცნაირად გაუხარდა იქ,რომ მიდიოდნენ.ეს ხომ მისთვის დაუვიწყარი სანახაობის ტოლფასი იყო...



***
-აღარ იტყვი?-მესამე ღერს ეწეოდა უკვე გადრანი.მიწაზე მჯდომ ჭორფლიან გოგონას გვერდით მიუჯდა და როგორც იქნა საუბარი წამოიწყო.
-მომკლავ?-ცერად გახედა კაცს.
-რა აზრები გაწუხებს?-სიცილი ვერ შეიკავა მატათამ.
-ალბათ მოსმენილის მერე გამიმეტებ...-მშვიდად ამოთქვა და მუხლები ნიკაპთან მიიტანა.
-რა უნდა მითხრა ისეთი,რომ გაგიმეტო?
-იცი აქედან,რომ წავედი თითქოს სუნთქვაც კი გამიჭირდა...არ ვიცოდი რას ვაკეთებდი...ძალიან გავბრაზდი შენზე,ტიტეზე...გოგონებისგანაც ძალიან მეწყინა...მერე მივხვდი რატომაც დამიმალეს ეს ამბავი და გული ძალიან მეტკინა,მე არავინ მყავს ისეთი,ვისთვისაც ასე მოვიტყუები...-სევდიანი ხმა ჰქონდა,გული ისე სწრაფად უცემდა თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობდა.თვალს ვერ უსწორებდა მატათას,ეშინოდა მისი...ეშინოდა მისი რეაქციის,მაგრამ ცოდვაზე ცოდვას არ დაამატებდა.უნდოდა,რომ საკუთარ სინდისთან მართალი ყოფილიყო.მარიტას და შიოს ვერ გაიმეტებდა...მთელი ღამე უსმენდა ბავშვს,რომელიც ხან დედას ეძახდა,ხანაც მამას და გული სიბრალულით ევსებოდა.უნდოდა შეეძულებინა მთელი ოჯახი,მაგრამ არ გამოსდიოდა...არცერთი მათგანი არ სძულდა,არ შეეძლო...
-ამას რატომ მეუბნები?-ცერად გახედა გოგონას.
-ძალიან გავბრაზდი,როდესაც ფული ვიპოვნე ჩემოდანში,რატომ მომეცი?
-მინდოდა,რომ დასაწყისისთვის რამე გქონოდა.-სიმართლეს ამბობდა,უბრალოდ უნდოდა,რომ დასაწყისისთვის ხელში რაიმე ჰქონოდა და ქუჩაში არ დარჩენილიყო.
-ანუ იმიტომ არა,რომ ჩუმად ვყოფილიყავი?
-მე შენთვის არაფერი დამიშავებია,შეგეძლო ჩაგეშვი,ხომ არ დაგმუქრებივარ?გაგიშვი,რომ არაფერი მოგსვლოდა და შენ ისევ უკან დაბრუნდი,რა გინდა?-მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა.
-ახალი ცხოვრება დავიწყე,სამსახური მაქვს.უნივერსიტეტში ვისწავლი...
-რატომ არ ჩამიშვი?-მაინც არ მოეშვა.
-ვინ გითხრა,რომ არ ჩაგიშვი?
-ერთი ზედმეტი სიტყვაც,რომ გეთქვა ციხეში სამუდამოდ გამიშვებდნენ...-ოდნავ ჩაეღიმა.-შენ მე არ ჩამიშვი.
-გია მოვიდა ჩემთან,სამმართველოს უფროსი!-მთელი სხეულით მიტრიალდა მისკენ.დაინახა როგორ შეეცვალა გამომეტყველება კაცს.როგორ მოექუფრა სახე და სუნთქვა გაუხშირდა.-მან ჩამომიყვანა...მე არ ვაპირებდი დაბრუნებას.
-რისთვის?-მძიმედ ამოილაპარაკა და ნამწვი იქვე მიწაში ჩატენა.
-გვამებს ეძებს,რომლებიც უკან მოიტოვე...-ბრაზი გაერია ხმაში.-მითხრა დაბრუნდი და ყველაფერი გამირკვიე,ფაქტზე დავიჭერ და ყველას ჩავსვამო...
-რამდენად გაყიდე ჩემი ოჯახი?-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალი მოარიდა.მისი სახის დანახვა არ უნდოდა.
-შენ ვერ ხვდები...მე გიას არაფერს ვეტყვი,რადგან ბავშვები მეცოდებიან,ლიზა მეცოდება ძმას დაკარგავს,თებე მეცოდება საყვარელ კაცს ვეღარ ნახავს,ნანინა შვილებს...
-აბა რისთვის ჩამოხვედი?
-მისთვის უარის თქმის შემეშინდა...-გულწრფელად ამოილაპარაკა.-ისეთი მომთხოვნი იყო...
-ახლა აღარ გეშინია?
-აქ არა.-სულ ოდნავ გაუღიმა.-აქ არც შენი აღარ მეშინია...-თვალები დახუჭა და ცივ მიწაზე მშვიდად წამოწვა.
-სახლში დაბრუნდი მილა,აქ არ არის შენი ადგილი...-როგორც იქნა ამოთქვა კაცმა.
-მერე გია?
-არაფერი მოხდება...მე არ მინდა ამ საქმეში ჩაერიო,წადი და აღარ დაბრუნდე,არ გეხუმრები.
-ასეთი მარტივი გგონია?-ისევ წამოიწია და თვალებში ჩააცქერდა.
-ასეთი მარტივია!
-ოდესმე გიფიქრია აქედან წასვლაზე?
-სულ ვფიქრობ.-ალალად მიუგო.-მაგრამ მე ოჯახს ვერ მივატოვებ.შენ არაფერი გაკავებს,უკან დაბრუნდი გთხოვ...
-ძალიან ცუდი კაცი ხარ...შეგეძლო ცხოვრებაში ყველაფერი გქონოდა და...შენ რა გზა აირჩიე?
-არ გინდა რა...-გაეცინა გადრანს.-ისეთ თემას ეხები,რომელიც არ იცი და არ დამთავრდება კარგად.
-რატომ არ მესროლე?შენ ხომ ჩემამდეც ბევრი მოგიკლავს.
-ქალებს არ ვერჩი მილა.-ქარისგან აწეწილ თმაზე ნაზად მოეფერა ქალს.-ასეთი არ ვარ...ჩემთვისაც გადის სადღაც ზღვარი...
-არ ვიცი რა უნდა ვქნა...ყველამ ძალიან მაწყენინეთ...აქ ცხოვრება არ შეიძლება...-ცრემლებმა დაჯაბნა და მარცხენა ლოყა თბილმა სითხემ დაუნამა.
-თავად წაგიყვან,დღესვე...ახლავე.-ამოთქვა კაცმა.-შენ არ ეკუთვნი აქაურობას,ეს სისხლი შენს კისერზე არ არის...წადი და მშვიდად იცხოვრე...
-მარიტა გამოკეთდეს და წავალ.-დააიმედა კაცი.-მე აქ ყოფნა არ მინდა.
-არც დაგაძალებ.-მის თმაზე ერთობოდა კაცი.
-გიას არაფერს ვეტყვი,მართლა.-რატომ უხსნიდა?ან საერთოდ რატომ მოუყვა?
-კარგი...
-გჯერა ჩემი?
-ჯაშუშობა,რომ გდომოდა არც მომიყვებოდი...
-შენთვის ხელის დაფარებაც არ მინდა,უნდა დაისაჯო იმისთვის,რაც გააკეთე!-გაუწყრა ბოლოს.
-მე ჩემი სამსჯავრო იქ მელოდება.-თვალები ზეცისკენ მიაპყრო.-ყველაზე რთული,ისეთი,რომელსაც ვერ დაემალები,ვერ გაექცევი...მე მხოლოდ მაგის მჯერა.
-ამით როგორ ცხოვრობ?
-ეჩვევი მილა...თავიდან ყველა შენსავით არის,მერე ეჩვევი და ბოლოს ხელს აფარებ...ასე ხარ შენც,მაგრამ შენ შეჩვევის მომენტი გამოტოვე.-უღიმოდა გოგონას.
-თქვენნაირი არ ვარ.
-არც მინდა,რომ იყო.-თავი გააქნია კაცმა.-მინდა,რომ ასეთი სუფთა იყო ყოველთვის,არ მინდა,რომ თვალებში ეს სხივი ოდესმე ჩაგიქრეს...უბრალოდ წადი მილანა,მეც მომერიდე სანამ აქ ხარ,გოგონებს ნუ გაუბრაზდები,როგორც კი მზად იქნები წადი!
-მე ახლაც მზად ვარ!
-ახლა არ ხარ,რომ იყო არც ჩამოხვიდოდი.-მშვიდად ამოთქვა და ფეხზე წამოდგა.-მოდი,წავიდეთ,გცივა,ხომ ვხედავ.-ტაოდაყრილ მხარზე მიაჩერდა და ჟაკეტი გაუსწორა.
-აქ რატომ მომიყვანე?-მაინც ვერ შეიკავა თავი.
-ვიცი,რომ გენატრებოდა.-გაუაზრებლად დაფარა მათ შორის მანძილი და კიდევ უფრო ახლოს დაუდგა.-შემომხედე!-ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.მილანას ლურჯმა თვალებმაც არ დააყოვნა.მალევე გადაეკვეთა მის კუნაპეტ შავ მარგალიტებს.-წადი რა,არ მინდა რამე დაგემართოს...-შუბლზე ნაზად მიაკრო ტუჩები და სხეულზე ძლიერად მიიხუტა.ვერ ეწინააღმდეგებოდა მილანა.არ შეეძლო,თითქოს მოძრაობის უნარი წაართვეს,მის მკლავებში მოქცეული იდგა და უხმოდ ტიროდა.
-წავალ!-ამოიტირა ბოლოს.-ზუსტად სამ დღეში წავალ.-ჯიუტად ამოილაპარაკა და მის სხეულს ოდნავ მოშორდა.
-აღარ იტირო,არავინ და არაფერი არ არის ამ ცრემლების ფასი გესმის?აღარ იტირო.-ნაზად მოწმინდა სახე და მანქანის კარი გააღო.-უნდა მომერიდო მილა,ხომ გახსოვს?
-მახსოვს...გიას რას უპირებ?
-მე არავის ვერჩი,გარდა ბეთქილისა...
-ანუ?
-ამაზე ნუ იფიქრებ,იმაზე იფიქრე,როცა წახვალ რა ბედნიერი იქნები.-ღმერთო როგორ უმძიმდა ამ სიტყვების თქმა,წამით გახედა ჰორიზონტს,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და საჭეს მიუჯდა.უნდა გაეშვა,ასე იყო საჭირო...




***
-უნდა ვილაპარაკოთ!-იმავე საღამოს დაადგნენ თავზე თებე და ლიზა.ჰამაკში გამოიჭირეს და ახლა მართლა ვერსად გაიქცეოდა.
-რაზე?
-იმაზე,რაც მოხდა.-შეწუხდა თებე.-ადამიანურად განვიხილოთ არ შეიძლება?
-გისმენთ!-მობეზრებულად აატრიალა თვალები.
-რატომ გვიბრაზდები?
-მეკითხები კიდეც?-სასაცილოდ არ ეყო თებეს შეკითხვა.-სარდაფში სიკვდილის შესახვედრად მუხლებზე მდგომი ვევედრებოდი ღმერთს,რომ ცოდვები მიეტევებინა ჩემთვის...აქ კიბეზე ისხედით და...აქ ისხედით და არაფერი გააკეთეთ!
-ვიცი,რომ ოჯახი არ გყავს!-პირდაპირ მიახალა გოგონას.
-ლიზა!-ძლიერად უჩქმიტა თებემ.
-მაცადე,უნდა ვუთხრა!-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.ეკლებზე იჯდა მეორე სართულის აივანზე მჯომი გადრანი,რომელსაც ყველა სიტყვა ესმოდა.არც ტიტე იყო ნაკლებ დღეში,არ ესიამოვნა მისი დის დამოკიდებულება.-გქონდეს ოჯახი,გყავდეს ადამიანები,რომელთაც უყვარხარ და რომლებიც გიყვარს მილა...ეს შეუფასებელი საჩუქარია უფლისგან.ასეთი შეუფასებელია ჩემთვის ოჯახი,რომელიც მყავს.ჩემი ძმაც კი,რომელსაც სულ ვლანძღავ,არასოდეს ვეხუტები,კარგად არ ველაპარაკები...მე მოვკვდები მისთვის გესმის?კაცსაც მოვკლავ მისი გულისთვის,თან ისე თვალს არ დავახამხამებ...-მტკიცედ საუბრობდა გადრანების ქალი.იგრძნობოდა სვანური თავდაჯერება მის ხმაში.-ჩვენ ასე გავიზარდეთ...ყველამ ვიცით,რომ ერთმანეთი უნდა გავიტანოთ,რაც არ უნდა მოხდეს.ერთი თუ დაეცა ყველა დავეცემით...წლების წინ,როდესაც თებეს მამა ბეთქილის ძმის შვილს,ნუგოს დაეჯახა ყველაფერი აირია...
-მე ვეტყვი...-შეაჩერა თებემ და მოყოლა დაიწყო.მისი ისტორია იყო.ყველაფერი მისი ოჯახისგან დაიწყო,მაგრამ არასოდეს არავის დაუდანაშაულებია არც ის,არც დედამისი და არც მამამისი.მათი მეგობრობა ასე არ მუშაობდა.მათთან ერთის პრობლემა,ყველას პრობლემა იყო...ტიროდა თებე,ტიროდა ლიზა და ტიროდა მილანაც...მისი ლურჯი თვალები მუქი,მღელვარე ზღვასავით ელავდა.-არ ვამართლებ მე მამაჩემს,ბიჭი საავადმყოფოში უნდა მიეყვანა და ეღიარებინა,რაც მოხდა,მაგრამ ბეთქილი მაინც არ შეარჩენდა...16 ტყვია მილანა...16!-მთელი ხმით ამოტირა.-გგონია ეს ყველაფერი ჩვენ დავიწყეთ,მაგრამ ასე არ არის...აქ ყველა მსხვერპლი ვართ,მაგრამ შენ ვერ ხვდები ამას...ტყუპების მამა,რომ მოკლა...მანქანაში,რომ ჩაცხრილა იმ სახლს ხომ ხედავ?-თითი გაიშვირა წითელსახურავიან სახლზე.-ხომ იცი,რომ მათია?იქიდან აქ გვესმოდა ნანინას განწირული კივილი და ვედრება...მატათას,რომ თინათე მოეყვანა ცოლად მეტი აღარავინ მოკვდებოდა...მაგრამ დედაჩემი არასოდეს აპატიებდა...არც ნანინა დაინდობდა...22 წლის იყო პირველად ხელში იარაღი,რომ აიღო,21 წლის ტიტეც თან გაიყოლა და დასრულდა მათი მშვიდი ცხოვრებაც...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი მატათამ...თითქოს ყველა ჭრილობა განუახლესო გულში,რაღაც ძლიერად სჩხვლეტდა.-3 წელი ეტლში მჯდომი ბეთქილი იმას გეგმავდა როგორ მოკლავდა ყველას...მოკლა კიდეც ალიკა ძია...
-მამაჩემი იყო ალიკა...-დაამატა ლიზამ და ცრემლები შეიმშრალა.-ლაზარეს გიგანტური შრამი აქვს მუცელზე,16 საათიანი ოპერაცია დასჭირდა...მატათას პასუხის შემდეგ მანქანაში ჩაცხრილეს ბიძაჩემი სიმონი და ჩემი ლიანა...-ქალის სახელი ისეთი სითბოთი წარმოთქვა...-დედას ვეძახდი მასაც,არასოდეს გავურჩევივარ მატათასგან.შენ გგონია,რომ ყველაფერი მარტივად არის,მაგრამ ასე არ არის...ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი,ისინიც ჩვენი ასაკის,ახალგაზრდები იყვნენ...მათაც უნდოდათ ლაღი და უდარდელი ცხოვრება...მატათასაც უნდოდა მშობლები ჰყოლოდა და მისთვის ის ნიგვზიანი ბადრიჯანი მოემზადებინა ასე,რომ უყვარდა...-გაეცინა გახსენებაზე.-მეც მინდოდა მამა მყოლოდა,დედაჩემს ქმარი...თებესაც უნდოდა მამა,ზაირას ქმარი...ტყუპებსაც სჭირდებათ მამა...ნანინას ქმარი...-იმეორებდა ლიზა.
-გთხოვ...შეწყვიტე...-ამოიტირა მილანამ.
-გინდა,რომ გაგვიბრაზდე?კარგი გაგვიბრაზდი,მაგრამ იცოდე,რომ ოჯახი ასე მუშაობს...ერთი მექანიზმია,აქ ერთმანეთის წინააღმდეგ არ მივდივართ,ერთმანეთს ზურგს არ ვაქცევთ!თუ საჭირო გახდება ფრჩხილებით გავთხრი საფლავს,რომ ჩემებს ხელი დავაფარო გესმის?ეს არის ოჯახი,რომელშიც შემოხვედი და თუ არ მოგწონს,უნდა წახვიდე!-გაბრაზებული წამოდგა ფეხზე.-თუ გადაწყვეტ,რომ გინდა ჩვენს ოჯახში დარჩე,თუ გადაწყვეტ,რომ ზურგი არ გვაქციო იცოდე,რომ შენც ზუსტად ასე დაგიცავ,კბილებით!-წასასვლელად შებრუნდა გოგონა.
-მოიცადე!-შეაჩერა მაშინვე და თავისკენ შეაბრუნა.-მე...მე არ ვიცოდი...-სლუკუნით ამოთქვა და სხეულზე მიეხუტა მის წინ მდგომ,განადგურებულ ლიზას.-არ ვიცოდი,რა და როგორ იყო...-აგრძელებდა ისევ...
-ძალიან ვწუხვარ,რომ ამაში გაერიე მილანა...-ქვითინებდა ლიზაც.
-არ გვინდოდა ასე მომხდარიყო მილა..-შეუერთდა თებეც...გადრანების ეზოში ცრემლად იღვრებოდა სამივე.ერთი გადრანი,ერთი გირგვლიანი და ერთიც არეშიძე,თუმცა რეალურად სამივე გადრანი იყო,მაგრამ ჯერ ეს არცერთმა იცოდა...




***
თითქოს იმ დღეს ყველაფერი შეიცვალა...ის ხედვა,რომელიც მათი ოჯახის მიმართ ჰქონდა სრულიად შეიცვალა და მათი დადანაშაულება შეწყვიტა.რამდენი ადამიანი გაუბედურდა ერთი შეცდომის გამო?16 ტყვია და რისთვის?განა ნუგოს სიცოცხლე უმნიშვნელო იყო?არა!უბრალოდ ასე არ შეიძლებოდა საქმეების მოგვარება,არ შეიძლება დაერიო ოჯახს და ყველა მამაკაცი მოკლა,მერე ესეც არ გეყოს და ქალებზე გადახვიდე!შეეშინდა ბიჭების გამო,რომ არ გაჩერებულიყო ბეთქილი?ისევ,რომ დასხმოდა თავს?
ამ ფიქრებში გართულს წამოადგა სანდრო თავზე,თვალებზე ისევ ეტყობოდა ცრემლების ნაკვალევი.ფრთხილად მისწია სკამი მასთან ახლოს და იქვე ჩამოჯდა.სევდიანი იყო,სახეზე ეტყობოდა.იცოდა მილანა მასზე გაბრაზებული იყო,ზედაც არ უყურებდა და არც იმჩნევდა მის არსებობას.დრო იყო ბოდიში მოეხადა...
-მილანა...-სიჩუმე დაარღვია კაცმა.
-გისმენ.-მისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა და ჰამაკი ფეხით გააქანავა.
-ვიცი,რომ მიბრაზდები...ვიცი,რომ ნაწყენი ხარ...
-ვცდილობ ყველაფერი გავიგო სანდრო,მაგრამ თან არაფერი მესმის...-მისკენ შებრუნდა გოგონა.
-მიხარია,რომ მატათამ არ გესროლა.-მძიმედ ამოთქვა და სიგარეტს მოუკიდა.-მიხარია,რომ კარგად ხარ.
-კარგად არ ვარ!-თვალუწვდენელ სივრცეს გახედა.-ცუდად ვარ,იმდენად,როომ სუნთქვა მიჭირს...
-მატათამ მითხრა,რომ გია მოსულა შენთან და არ ჩაგვიშვი.
-ჰო...
-რატომ?
-არ ვიცი,ალბათ იმიტომ,რომ სულელი ვარ.-მხრები აიჩეჩა.
-შეცდომას უშვებ მილანა,უნდა წახვიდე...
-რატომ?
-აქაურობას არ ეკუთვნი!-ტონი შეეცვალა კაცს,უფრო მძიმე და თავდაჯერებული გაუხდა.-სვანი არ ხარ,აქაურობას ვერ გაუგებ,ვერ მოერგები.
-მატათამაც რაღაც მსგავსი მითხრა.-გაუღიმა.
-შენ არ გესმის...ეს ამბავი ჩაგითრევს,თან გადაგიყოლებს...შენ სვანეთი არ გეტყვის როგორ უნდა მოიქცე!-ანერვიულებული იყო,მაგრამ მიზეზი ვერ გაეგო მილანას.
-შენ ყურში გეჩურჩულება?გეუბნება რა უნდა გააკეთო?
-მე სისხლი მიყივის ძარღვებში და ზუსტად ვიცი,რაც უნდა გავაკეთო,ასე მელაპარაკება სვანეთი,ასე ვიღებ გადაწყვეტილებებს...
-ესეიგი სვანეთმა გითხრა,რომ ჩემი მოკვლა სწორი იყო?-სახე მოექუფრა გოგონას.
-არ ვამბობ,რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო...შემეშინდა იმ მომენტში...არ მინდოდა,რომ ციხეში დამემთავრებინა და საუკეთესო გადაწყვეტილება მეგონა...ჩემი ლიკუნა ორსულად არის,არ მინდა მარტო დარჩეს და ბავშვი მარტომ გაზარდოს...-სასოწარკვეთა გაერია ხმაში.-მერე დავფიქრდი...რას იზამდი სანდრო?21 წლის გოგოს მოკლავდი შენი თავისუფლებისთვის?ვინანე მალევე და მიხარია,რომ მატათამ საკუთარი თავი არ დაკარგა...
-მართლა მომკლავდი?-ცრემლიანი თვალებით გახედა კაცს.
-მაშინ ჰო,ახლა არა...
-მე ძალიან მეშინია სანდრო,უბრალოდ სამსახურისთვის ჩამოვედი და ნახე სადამდე მივედი...
-ჰოდა წადი მილანა...შიო მეორე ძიძის დაღუპვას ვერ გადაიტანს,ხომ ნახე პირველმა,რა მდგომარეობაშიც ჩააგდო...
-რა?-მაშინვე წამოიწია.-რას ამბობ სანდრო?
-მატათამ თქვა,რომ ყველაფერი იცი...-შეწუხდა კაცი.-არ იცოდი?
-მოკლეს?
-მაპატიე მილანა,მეგონა იცოდი...
-მითხარი!-ლამის დაუყვირა კაცს.
-ჰო,შიოს თვალწინ,პირდაპირ შუბლში ესროლეს...
-ამიტომ არ ლაპარაკობდა?
-ჰო...-უხმოდ დაუქნია თავი და მის ცრემლიან თვალებს მოერიდა.-მაპატიე მილანა,მეგონა გითხრეს...
-მადლობა,რომ მითხარი...-მალევე წამოდგა ფეხზე.-შემცივდა,სახლში ვიქნები.
-მილანა...
-ჰო...-მიუბრუნდა კაცს.
-მაპატიებ?
-გუშინ გაპატიე,როდესაც გავიგე ეს ომი,საიდან დაიწყო...-ოდნავ გაუღიმა და სახლში ლამის სირბილით შევიდა.მატათას ელოდებოდა...სახლში არ იყო ამიტომ მოცდა მოუწევდა,აივანზე დაჯდა და იქიდან გადახედა სანდროს,რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო...როგორი საიდუმლოებით მოცული იყო ყველაფერი...ძალიან ყელში ამოუვიდა...
მარიტას სიცხე აღარ ჰქონია,მას შემდეგ,რაც მილანა ჩამოვიდა.ბედნიერი იყო და სულ იღიმოდა.მალე უნდა წასულიყო...საბოლოოდ გაარკვია,რომ მარშუტკა 18 აგვისტოს,დილის 6 საათზე გადიოდა.ხვალ არა და ზეგ...ზეგ წავიდოდა...




***
-კიდევ კარგი მოსვლა იკადრე!-ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და კიბეებზე ამომავალ კაცს შეჰყურებდა.
-რა ხდება მილანა?-დაღლილი სახე ჰქონდა კაცს.
-სალაპარაკო გვაქვს!
-გისმენ.-მშვიდად უპასუხა და მის წინ შედგა.
-მილანა შვილო მოხდა რამე?-შორიდან შეათვალიერა გოგონა.
-არაფერი.-თავი გააქნია.-მატათასთან მინდა უბრალოდ საუბარი.
-თუ ისევ რამე მოხდა...
-არაფერი მანანა დეიდა,მართლა...-გააწყვეტინა ქალს,მაგრამ ტონი რბილი ჰქონდა.გაუღიმა,რომ არ სწყენოდა და გვერდი აუარა კაცს.-ეზოში გავიდეთ.
-დამშვიდდი მანჩო,ნერვიულობას დაეჩვიე...-უღიმოდა ქალს მატათა.-ჩავალ და გავიგებ რა ხდება.
-არ აწყენინო!-თითი დაუქნია და კიბეებზე მიმავალს მიაჩერდა.გვერდით ამოუდგა ლიზაც მალევე.
-როგორ ცოლივით უბრძანა არა?-ბაგე ღიმილმა გაუპო გოგონას.-ეზოში გავიდეთო და ესეც მიჰყვება.
-გაჩერდი!-თვალები დაუკვესა გოგონას და კიბეებზე დაეშვა,სამზარეულოში ფანჯარა ღია იყო და მიყურადება სცადა...
-ახლა რაღა მოხდა მილანა?-სიგარეტს მშვიდად მოუკიდა კაცმა.
-რატომ არ მითხარი,რომ წინა ძიძას ტვინი გაასხმევინეს?-წამში შეეცვალა გადრანს სახე.
-ვინ გითხრა?
-რაც მთავარია შენ არა...
-რა აზრი ჰქონდა მაგის ცოდნას?-მის წინ მდგომს მიაჩერდა.
-რას ნიშნავს რა აზრი ჰქონდა?
-მილანა მიზეზებს რატომ ეძებ,რომ ახლიდან იჩხუბო?ხომ გაიგე რა და როგორ იყო?ხომ გადაწყვიტე წასვლა?-ვერ იგებდა რას ელოდა მისგან.
-თუნდაც აქ მუშაობის გამო დავრჩე,იმას უნდა ველოდო,რომ ვინმე შუბლს გამიხვრეტს?
-არ უნდა დარჩე მილანა.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა.
-რა უთხარით იმ ქალის ოჯახს?
-არ ჰყავდა ოჯახი,ჩვენვე დავასაფლავეთ...
-უპატრონო ხალხის პოვნაში ბადალი არ გყავთ არა?-სასაცილოდ არ ეყო მილანას.-რომ მოკვდნენ და არავინ მოიკითხოს ისეთებს პოულობთ...
-ცუდად დამთავრდება!-გადაულაპარაკა მანანას ლიზამ და ფარდის წვერი ასწია,რომ გარეთ გაეხედა.
-გაჩერდი!-ხელებში ჩაარტყა მანანამ და ისევ მიაყურადა.
-რა გინდა,რომ გითხრა?
-საერთოდ არ შეგეცოდეთ აქ,რომ ჩამომიყვანეთ?-ცერად გახედა კაცს.
-შეგვეცოდე?-ნამწვი იქვე მოისროლა მატათამ.-მანანა პირველივე დღიდან ცუდად იმიტომ გექცეოდა,რომ პატარა გოგო იყავი და უნდოდა წასულიყავი...გული სტკიოდა იმაზე,რომ შეიძლებოდა რამე დაგმართნოდა...-ძარღვები დაეჭიმა კაცს.-როდესაც დოდომ უთხრა შენზე უარი ვერ უთხრა...მაგიტომ გერიდებოდა,არ უნდოდა,რომ შეგჩვეოდა და მერე შენც რომ იგივე მოგსვლოდა ისევ ედარდა...შენ ვერაფერს ხვდები მილანა...
-ვერაფერს ვხვდები?ის კაცი ავადმყოფია,ყველას ერჩის!
-ამიტომაც უნდა წახვიდე!-ლამის მთელი ხმით დაუყვირა გოგონას.-მე ვერ დაგიცავ გესმის?ღმერთიც კი ვერ გიშველის მის ხელში თუ მოხვდი მილანა!
-ნუ ყვირი...-უცებ მოიბუზა.
-სხვანაირად არ გესმის!-აგრძელებდა ისევ.-გაგაფრთხილე აღარ ჩამოსულიყავი!წადი და შენი ცხოვრებით იცხოვრეთქო ხომ გთხოვე?თავი გაიგიჟე მაინც ჩამოხვედი და პასუხებს ეძებ...არ მოგეწონება ეგ პასუხები მილა!
-გთხოვ ნუ ყვირი...
-მისმინე!-მათ შორის მანძილი წამში დაფარა და შუბლით შუბლზე შეეხო.-წადი და აღარასოდეს დაბრუნდე...აღარასოდეს გაგვიხსენო,აღარასოდეს გაიფიქრო აქ დაბრუნება...დაივიწყე გადრანები,გირგვლიანები,გულედანები,გურჩიანები... დაივიწყე ბეთქილი...-ორივე ხელით მისი სახე გაეკავებინა და მასთან ისე ახლოს სუნთქავდა...-გთხოვ მილანა...დაივიწყე,რომ მიცნობდი,დაივიწყე ეს ოჯახი და თბილისში დაბრუნდი...
-შენ ეს გინდა?-ჩუმად ამოილაპარაკა.
-მე მინდა,რომ ცოცხალი იყო...მჭირდება,რომ ისუნთქო,იცხოვრო...მჭირდება,რომ შენი გული ფეთქავდეს...-გოგონას ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა.-ეს შენი ომი არ არის,შენი ოჯახი არ არის...
-ჩემი ოჯახი არ არის?-თითქოს ეწყინა მისი ნათქვამი.
-უნდა გაიგო,რასაც გეუბნები...აქ ყველას ძალიან უყვარხარ,მაგრამ ეს არ არის ადგილი,სადაც მოგიპატიჟებენ და დაბრუნდები...ეს ის ადგილია,სადაც აღარასდროს უნდა დაბრუნდე...-ლამის მუდარა გაერია ხმაში.
-დავურეკე მძღოლს,ზეგისთვის შემინახა ადგილი.-ამოთქვა ძლივს.
-ზეგ?-გადაამოწმა მაინც.
-ჰო.-თავი დაუქნია კაცს.18 აგვისტო იქნებოდა...მისი დაბადებისდღე...
-ღმერთო მილანა...ჭკუიდან შევიშლები მალე...
-წამოდით ყველა თბილისში,ახალი ცხოვრება დაიწყეთ...-პატარა ბავშვივით დაიჩურჩულა.
-რა მიამიტი ხარ.-შუბლზე ნაზად აკოცა და ხელები ძლიერად მოხვია.-როგორ არ მინდა რამე დაგემართოს...
-მართლა, არ შეიძლება,რომ წამოხვიდეთ?-მის მკლავებში გახვეულმა ჩუმად ამოილაპარაკა.
-ამაზე არ იფიქრო,უბრალოდ წადი...-რიტმულად უსვამდა ხელს ცეცხლისფერ თმაზე და ფილტვებს მისი სურნელით ივსებდა.თითქოს იმახსოვრებდა სურნელს,რომელსაც ვეღარასოდეს იგრძნობდა...
-ჩემი ყვავილი გადააგდეთ?-გაახსენა მისი პელარგონია.-არადა ეზოში მინდოდა,რომ გადამეტანა...
-არ გაგატან.-ჩუმად უპასუხა.-შენი სურნელი აქვს და მე მაქვს ოთახში...
-არ გადააგდე?-ახედა კაცს.
-რამე გადაგდებული დაგხვდა მილანა?-„იწყინა“ მატათამ.მართლა ყველაფერი კარადაში იყო,არაფერი გადაუგდიათ,ოთახი ისე დახვდა,როგორც მანამდე იყო.
-შენი ჟაკეტი გამყვა თბილისში...
-გქონდეს,დაიტოვე...
-ხომ თქვი არ გამიხსენოო?
-მთლად ასეც ნუ იზამ,ხანდახან გამიხსენე,მაგრამ არ დაბრუნდე.-თმაზე აკოცა და თვალებში კიდეც ერთხელ ჩახედა.-ერთ სურვილს შემისრულებ?
-დავფიქრდები.
-არა,უნდა დამპირდე.-მომთხოვნი იყო გადრანი.
-ასე როგორ შეგპირდე,იქნებ რას მთხოვ...
-გთხოვ მილა...
-კარგი.-დაჰყვა მის ნებას გოგონა.
-თმა არასოდეს შეიჭრა...-ნაზად თამაშობდა მისი დალალებით კაცი.-და ნორმალურად ჭამე...წინაზე ასეთი გამხდარი არ იყავი...
-არ შეიძლება ასე...-ცრემლებმა დაჯაბნა და მთელი ხმით ატირდა.-არ დაგიმსახურებიათ ასეთი ცხოვრება...
-არ იტირო მილა.-შეწუხებულმა მოწმინდა ცრემლები.
-შენც იმას ხედავ დედაჩემო რასაც მე?-გაოგნებული იდგა ლიზა.
-არ არის ეს ჩვენი გასარჩევი,წამოდი.-ხელკავი გამოსდო შვილს და სამზარეულოდან გაიყვანა.
-არ მინდა შენს თვალზე ოდესმე ცრემლი კიდევ ვნახო...ბედნიერი უნდა იყო...
-შენ ისედაც ვეღარ ნახავ...-გაუღიმა.
-ჰო,მე ისედაც ვეღარ ვნახავ...უნდა წავიდე მილანა...-დაამატა ბოლოს.
-სად?
-საქონელთან უნდა დავეხმარო ჩემებს,თვრამეტში საღამოს ჩამოვალ...
-ესეიგი ბოლო შეხვედრაა?-უკმაყოფილება გადაეკრა სახეზე.
-ბოლოა...-მშვიდად დაეთანხმა.-თავს გაუფრთხილდი ჩემო ჭორფლიანო გოგონა.-გაუღიმა გადრანმა.-თავს გაუფრთხილდი...-უკანასკნელად შეეხო შუბლზე და კოცნის კვალი დაუტოვა.მერე თითქოს დენმა დაარტყაო უცებ მოშორდა გოგონას და სახლში შევიდა...მანანას წასვლის ამბავი დაუბარა,ზურგჩანთა აიღო და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.აღარ შეუხედავს ეზოში მდგომი ცრემლიანი გოგონასთვის,ვერ უძლებდა ასე,რომ იყო,არ უნდოდა...
საერთოდ არ აპირებდა წასვლას,მაგრამ იფიქრა,რომ ასე უფრო მარტივი იქნებოდა...მასაც გაუადვილდებოდა გაშვება...არ უნდოდა,რომ დარჩენის მიზეზი მიეცა,არ უნდოდა,რომ შეეკავებინა...აქ არ იყო მილანას ადგილი,არ შეიძლებოდა,მაგრამ თან როგორ ძლიერ უნდოდა?ყველაფერს დათმობდა,ოღონდ არ წასულიყო,მაგრამ იმდენად ეგოისტური იყო მისი ფიქრი,რომ თავად უნდა წასულიყო,რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ჰქონოდა,სწორედ ამიტომ ჩაჯდა მანქანაში და გეზი გაურკვეველი მიმართულებით აიღო...





***
-შეიძლება?-მანანას დაუკაკუნა გოგონამ.
-მოდი შვილო.-თბილი ხმით მიუგო.
-დალაპარაკება და ბოდიშის მოხდა მინდოდა.-კართანვე დადგა,ახლოს მისვლა ვერ გაბედა.
-დაჯექი,მოდი.-საწოლზე ხელი რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყა.
-მე არ მინდოდა ასე უხეშად თქვენთან მოქცევა...-თავის მართლებას განაგრძობდა.-მივდივარ და არ მინდა წყენად დაგრჩეთ რამე...
-არ მწყენია ჩემო გოგო.-მიეფერა მანანა.-შენც მაპატიე,ისეთ დღეში ჩაგაგდეთ...
-თქვენი ბრალი არ არის.-გააწყვეტინა მაშინვე.-თებემ და ლიზამ მითხრეს,რაც მოხდა...მე არ ვფიქრობ,რომ თქვენი ბრალია...
-გითხრეს?-ცრემლიანი თვალები მოარიდა გოგონას.
-დიახ,ძალიან ვწუხვარ,რომ ყველა დაკარგეთ...
-ჩემი შვილები მაცოცხლებენ...ჩემი სამი იმედი...-მატათაც,რომ შვილებში მოიხსენია ამან გული სითბოთი აუვსო მილანას.-ისინი იყვნენ კარგად და მე გადავიტან ყველაფერს.
-არ ვიცი რა უნდა გითხრათ...-დიდრონი ლურჯი თვალები ისევ ცრემლებით აევსო.-ვერც წარმომიდგენია როგორი რთულია...
-ჩემო გოგო...-სახეზე მოეფერა ქალი.-ის წლები,რომლებიც ჩემი ქმრის გვერდით გავატარე ყველაფრად ღირდა...სულ არ ვნანობ და სულ არ ვსევდიანდები...მისნაირი კაცი იშვიათი დადიოდა დედამიწაზე...სიმონი და ლიანაც ისეთი კარგები იყვნენ...ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ჩემი მატათა დაიჩაგრა,თორემ ჩვენ?ჩვენ აგერ ერთმანეთი მაინც დაგვრჩა...-ცრემლი მშვიდად მოიწმინდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-როგორ გადაიტანეთ?-თავი ვერ შეიკავა და მაინც იკითხა.
-მე?-გაეცინა.-მე რა მოსატანი ვარ...მატათამ როგორ გადაიტანა ეგ უნდა იკითხო,თორემ მე ვიტირე და ისე გამოვიგლოვე...მატათას წარბიც არ შეუხრია ისე მყარად იდგა და ჩვენს კედლად იქცა მაშინვე...
-როგორ მშობლების ამბავი არ უგლოვია?
-იგლოვა შვილო,მაშ რას იზამდა?მაგრამ ჩვენ არ გვინახავს...არ ეცალა შვილები ჰყავდა ჩაბარებული,ჩვენ ვყავდით და არ ეცალა...-საშინლად სევდიანი იყო ქალი.-ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარიყოს...მშობლების მერე იარაღიც კი არ აიღო ხელში,რომ ჩვენ არაფერი მოგვსვლოდა...მოვიდა და მითხრა: „მანჩო მაქვს არჩევანი,როგორ მოვიქცე?შემიძლია დავერიო მათ გვარს და იქამდე ვიბრძოლოთ,სანამ ერთ-ერთი გვარი სრულად არ ამოიხოცება,მაგრამ მზად ვართ ამ რისკისთვის?“მე არვიყავი მზად...ლიზას რას უზამო?ტიტე,რომ მოკლანო?გადაიტანო?_ვერ გადავიტანდი... მატათა იმ თინათეს არ მოიყვანდა ცოლად...თუ მოიყვანდა არასოდეს აპატიებდნენ ნანინა და ზაირა...ჰოდა დავრჩით ასე,მერე მოხდა იმ ძიძის ამბავიც,ბავშვები რომ მოგვტაცა იმ უსისხლომ!-ღვარძლით ამოთქვა ქალმა.-არ მინდოდა შენი აქ ჩამოყვანა,ცუდად ამიტომ გექცეოდი,მეგონა წახვიდოდი...
-ღმერთო...-ცრემლებს ვეღარ იკავებდა.-რა ხალხია ასეთი...
-არ გინდა წასვლა,ხომ ასეა?-ოდნავ გაუღიმა გოგონას.
-დავურეკე მძღოლს,18-ში დილით გავდივართ...
-მის დაბადებისდღეზე?-გული მოეწურა ლამის.
-ვის დაბადებისდღეზე?-გაიკვირვა.
-28 წლის ხდება მატათა...
-18-ში?-ჩაეკითხა მაინც.
-ჰო...
-არაფერი უთქვამს...
-არც გეტყოდა,არ უნდა,რომ დარჩენის მიზეზი მოგცეს...-ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა გოგონას.-როგორც ქალი ქალს ისე გკითხავ...-თავი მაღლა ააწევინა,რომ სახეში შეეხედა.-გრძნობ რამეს?აი აქ...-გულზე ხელი მიადო.-გრძნობ?
-მეშინია...
-მასაც ეშინია,განა არ ეშინია?მაგიტომაც გიშვებს...
-მე ნებართვა არ მჭირდება,ისედაც მივდივარ...-ჯიუტად ამოთქვა.
-დაგინახე როგორ უყურებდი,როგორ გაინაბე მის მკლავებში...-უღიმოდა ქალი.-შენ ან ახლა წახვალ,ან ვეღარასდროს...უნდა გადაწყვიტო...
-მივდივარ,ამაზე მატათასაც ვესაუბრე...-მტკიცედ ამოილაპარაკა.
-იქნებ უნივერსიტეტის დაწყებამდე დარჩე?-ღიმილს არ წყვეტდა.
-რისთვის?მეც,რომ სადმე აქ დამმარხოთ?
-შენ თუ ჩვენს მხარეს დადგები ოჯახი გეყოლება.-მშვიდად მიუგო ქალმა.-დედას ვერ შეგიცვლი,მაგრამ დეიდა ვიქნები...და-ძმა გეყოლება...მატათა გვერდით იქნება...ისე დაგიცავთ,როგორც საკუთარ სისხლს და მიგიღებთ,როგორც გადრანს.მერე რა,რომ არეშიძე ხარ,ჩვენთვის მაინც ოჯახი იქნები და ჩვენ ოჯახის წევრებს სხვანაირად ვუფრთხილდებით...
-რატომ?-ათრთოლებულმა ძლივს დააშორა ტუჩები ერთმანეთს.
-ვიცი ეგ გამოხედვა,მაგ გამოხედვამ ჩამომიყვანა მესტიაში და დღეს ისევ ამ ოჯახში ვცხოვრობ...შენ უნდა გადაწყვტო წახვალ თუ დარჩები...
-გვიანია,დავწვები თორემ მარიტა ადრე იღვიძებს და ძილი არ მეყოფა.-თავი იმართლა და ფეხზე წამოდგა.პასუხი არ გაუცია,ქალს დაემშვიდობა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა...



***
მთებიც აღარ უყუჩებდა გადრანს ტკივილს.არც ის ტბა ასე ძალიან,რომ უყვარდა მილანას...მის სანახავად მისვლა ვეღარ გაბედა,არადა შეეძლო,მაგრამ ვერ გაბედა...გადასცდა 6 საათს და იქ დამთავრდა გადრანისთვის ყველაფერი.ღმერთო როგორ ცუდად გრძნობდა თავს,როგორ უნდოდა,რომ სამუდამოდ მკლავებში მოექცია და უკან აღარსდროს დაებრუნებინა...
სახლში მისულს დაბადებისდღე მიულოცეს,მათ სამზარეულოში ფუსფუსებდნენ ქალები,იცოდა,რომ საღამოს სუფრას გაუშლიდნენ ამიტომ დასაძინებლად წავიდა,რომ საღამოს ძალით გაღიმება შესძლებოდა.
მის ოთახში უნებურად შეიხედა,მართლა წასულა...გულში საშინელი ტკივილი იგრძნო...ნეტავ სულ არ გასთენებოდა 28-ე დაბადებისდღე...ნელი ნაბიჯით შევიდა ოთახში,ფეხზე გაიხადა და ტანსაცმლიანივე წამოწვა...მისი ბალიში სწრაფად ამოაძვრინა და მკლავებში მოიქცია...ის გვირილის და პერალგონიას სურნელი ჰქონდა ასე,რომ უყვარდა მატათას...ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი და თვალები დახუჭა...გრძნობდა თითქოს ისევ მასთან იყო,ეხებოდა და ეფერებოდა...თითქოს არც არასდროს წასულა,თითქოს არც მიუტოვებია...





***
-ჩამო ჰა,რა თავს იფასებ.-წამოადგა ისევ ტიტე.-გაშლილია სუფრა.
-მოვდივარ ხო.-ჟაკეტი მოიცვა და სირბილით დაეშვა კიბეებზე.მართლაც სამეფო სუფრა გაეწყოთ ქალებს.ყველაფერი,რომ საკმარისზე მეტი იყო ისეთი...
-აქეთ დაჯექი-სკამზე მიანიშნა ლაზარემ.
-აქ რო დავჯდე გრეხია?
-აქ დაჯექითქო ვა.-ხელი აუქნია კაცმა.
-არ მიყვარს ჭიშკართან ზურგით ჯდომა.-გაჯიუტდა ისევ.
-ნუ შეჯექი ვირზე,აქ დაჯექი!-დაუბღვირა ლუკამ.
-ვერახართ თქვენ.-მათ ნებას დაჰყვა კაცი და გვერდით მიუჯდა ბიჭებს.-მანჩო გაწყენინე წელს?-უკმაყოფილოდ დახედა სუფრას მატათამ.
-რატომ მეკითხები?-წარბები აუწკიპა მაშინვე.
-არც ნიგვზიანი ბადრიჯანი გამიკეთე და არც ნაპოლეონი...-რა თქმა უნდა ხუმრობდა,მაგრამ მაინც გაუკვირდა,რომ არ დაახვედრა,მშობლების დაღუპვის მერე სულ უკეთებდა.
-გითხარი იკითხავსთქო?-ეშმაკურად გაეცინა ტიტეს.
-გაქვს ორივე.-დაამშვიდა ლიზამ.-მოგიტანენ.
-ნანინამ გააკეთა?-ჯერ არ მოსულიყო ქალი.
-ჰო,ნანინამ გააკეთა.-მთელი ხმით გაიცინა ლაზარემ.
-მოწიე შენ რამე თუ რა უცნაურად იქცევი?-ეჭვით გახედა მეგობარს.
-შენ ბევრ ლაპარაკს თვალები დახუჭო გირჩევნია...-ფეხზე წამოდგა ტიტე.-მიდი,მიდი.
-რა თვალები დავხუჭო 5 წლის ვარ?-გაეცინა გადრანს.
-დახუჭე მიდი,სურვილი ხო უნდა ჩაიფიქრო?
-მარიტა ხო დახუჭოს მამამ თვალები?-გაუცინა თებემ ბავშვს.
-მა დახუწე თვალები.-ამოილაპარაკა მარიტამ.
-თქვენ რა გითხარით...-ბავშვს თავზე აკოცა და თვალები დახუჭა.
-რა ლამაზი დღეა...-დაიწყეს ერთხმად.-რა ნათელი მზეაა,იმიტომ,რომ დღეს მატათას...დაბადების დღეა...-მიხვდა,რომ ტორტი ცხვირწინ ედო,სანთლების მკვეთრმა ნათებამ თვალი მოსჭრა.
-გაახილე და სურვილი ჩაიფიქრე!-დაუყვირა ტიტემ.არც უფიქრია სურვილზე,თვალები გაახილა და სანთლებჩარჭობილ ნაპოლეონს დახედა...28 ჩაერჭოთ ნამცხვარზე.
-ეე ნანუ,მაგრად გამახარე რა.-მის წინ მდგომ ქალს გადაეხვია კაცი.-გული დამწყდა მეთქი ამ წელს ნაპოლეონი არ გამიკეთესთქო...
-მე არ გამიკეთებია.-გაუღიმა ქალმა.
-აბა?-სუფრას მოავლო თვალი.
-28-ე წელს გილოცავ მატათა...-მოესმა ზურგიდან ის ნაცნობი,წკრიალა ხმა,ასე რომ უყვარდა...ნელა მიტრიალდა მისკენ და მართლა იქ იდგა...იქ იყო,არ წასულა...ხელში ნიგვზიანი ბადრიჯნით სავსე თეფში ეჭირა და კაცს უღიმოდა.
-ხომ გინდოდა ბადრიჯანი.-გაუცინა ლიზამ.
-არ წახვედი?-გაოგნებული მიაჩერდა გოგონას.
-ვიფიქრე დაბადებისდღის სუფრას არ დავაკლდებოდი.-ნაზად გაუღიმა,თეფში მაგიდაზე დადო და კაცს ძლიერად გადაეხვია.-შენს დღეს გილოცავ გადრანო.
-ამაზე დავილაპარაკებთ...-ნაზად შეეხო მის მოშიშვლებულ ზურგს და მისი სურნელით აივსო ფილტვები.
-ჰე ახლა,არ ვსვამთ?-ტაში შემოჰკრა ტიტემ.-სრული შემადგენლობითაა ოჯახი.
-ვსვამთ ჰო,დაასხი მიდი!-აჰყვა სანდროც.
-მილა თეფშს გამოგიტან.-გაიქცა სამზარეულოში ლიზა.
-ინებეთ სკამი.-უცებ მოიტანა აივნიდან სკამი და მატათას გვერდით დაუდგა.
-აბა ვინ რას სვამთ?-გადახედა სუფრას.
-წითელი ტიტე,რას მეკითხები.-ხელები გაკვირვების ნიშნად გაშალა კაცმა.-შენ რას დალევ?-გადახედა მილანას.
-არ ვსვამ მე.-იუარა მაშინვე.
-რას ამბობ?-შეშფოთდა ტიტე.-სამი ყველა ვარიანტში უნდა დალიო!
-არასოდეს დამილევია,ვერ დავლევ...
-არ გაგისინჯავს?-გაკვირვებულმა გადახედა მატათამ.
-არა.
-შეეშვი,რადგან არ უნდა.-თავისი ჭიქა გაუწოდა ტიტეს.
-არ გამოვა ეგრე.-აჰყვა თებეც.-აბა მომეცი ჭიქა.
-შეეშვი,ცუდად არ გახდეს.-იუარა ისევ მატათამ.
-არაფერს უზამს 3 ჭიქა.-აჰყვა მანანაც.-მიდი დაუსხი.
-კარგი.-დაჰყვა მათ ნებას გოგონა და ჭიქა გაუწოდა კაცს.
-თუ არ მოგეწონა არ დალიო,არავინ გაძალებს.-მის სკამს ჩამოაყრდნო ხელი და თითების მის თმაში ახლართა.
მართლაც საშინელი გემო ჰქონდა.ალადასტურიაო თავი გაიგიჟა მანანამ,ტკბილია ცუდი არ არისო და მეორე ჭიქაც ძალით გამოაცლევინა.საშინლად არ მოეწონა პირველი ჭიქა,მეორემ საერთოდ ისე ჩაიარა ვერც კი გაიგო.გახარებული ტიტე ჭიქებს ერთმანეთის მიყოლებით ცლიდა,ასევე იყო მატათაც.
-გცივა?-მის მოშიშვლებულ ზურგს ნაზად შეეხო კაცი.
-ცოტა.-მხრებზე ხელი ჩამოისვა.-წავალ რამეს ვიპოვი,რომ ჩავიცვა...
-ეს ჩაიცვი.-წამში გაიხადა შავი კაპიუშონიანი ჟაკეტი და გოგონას გაუწოდა.
-მერე შენ?
-მე იმდენის დალევას ვაპირებ არამგონია ტემპერატურის შეგრძნება მქონდეს.-გაუღიმა ქალს და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
-არ იმღერებთ?-ჩააკვეხა მაინც თებემ.-მომენატრა თქვენი სიმღერის მოსმენა...
-რას ამბობ თებე?-გაუწყრა ზაირა.მატათას მშობლების დაღუპვის მერე არ უმღერიათ.
-გამოიტანე გიტარა!-დაჰკრა ხელი მაგიდას გადრანმა.
-რას იტყვის ხალხი მატათა?-ჩუმად ამოთქვა მანანამ.
-ხალხის დედაც მოვ**ან!-მშვიდად უპასუხა ქალს.-ჩვენ ხომ არ დავხოცილვართ,დაე იცოდეს მესტიამ,რომ ფეხზე დგას ჩემი ოჯახი!-ამაყად განაცხადა და თებეს გაუღიმა.-მიდი ჩემთან არის ოთახში,გამოიტანე.
-გახსოვს დაკვრა?
-შენ თუ გახსოვს სიმღერა,თორემ მე მახსოვს.-კმაყოფილი შეეპასუხა ტიტეს.
-ყველაფერი მახსოვს,შენ დაუკარი და ჩემზე იყოს სიმღერა...-აცეტდა ტიტეც.
-სამშობლოთი ვიწყებთ?-ჩაეკითხა სანდრომ.
-ტექსტი გახსოვს?
-მისამღერი...
-მეც მარტო მისამღერი მახსოვს შე*ემა.-მხრები აიჩეჩა ლუკამაც.
-მე ვიმღერებ დასაწყისს,მისამღერში შემოდით.-უცებ გადაჭრა პრობლემა და გიტარით მომავალ თებეს გახდა.-მოიფიქრე რამე და შენთვისაც დავუკრავ.-თმაზე აკოცა გოგონას და გიტარა გამოართვა.
-არ ვიცოდი დაკვრა თუ იცოდი.-ჩუმად უთხრა გადრანს მილანამ.
-შენ კიდევ იმდენი არ იცი...-მისი თმით თამაშს მოეშვა და გიტარა მოიმარჯვა.-შენც უნდა მიმღერო რამე,მოიფიქრე და...
-არა!-გააწყვეტინა მაშინვე.-ხალხში ვერ ვმღერი,მრცხვენია.
-აბა აბანოსთან ვერ მოგაყურადებთ.-გადაიხარხარა ლაზარემ.-ახლა მოგვისმინე და გაგივლის ეგ დაძაბულობა.
-თუ არა დაამატე რამდენიმე ჭიქაც.-აჰყვა ლიზაც და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.წლები იყო მატათას ასეთი ბედნიერი სახე არ უნახავს.წლები იყო ასეთი ვახშამი არ ჰქონია ოჯახთან,წლები იყო აღარავის უმღერია ამ ჭიშკარს შიგნით...
პირველი ჰანგიც გაისმა და მალევე შეერწყა მესტიის ჰაერს.თითქოს ყველაფერი გაისუსა.თითქოს ყველაფერი ამ ჰანგებს ელოდა,ამ შეკრებას და ამ დღეს.ქარიც კი ჩადგა და ყველას თავისფლად სუნთქვის საშუალება მისცა...
-ვზივარ მთის ძირას მდუმრედ,-დაიწყო კაცმა და იგრძნო მილანამ როგორ ჩაეღვარა სხეულში სითბო.
ნიავი მივლის მხრებზედა,
ჩამომავალი უბრალი,
მდინარე მოჰყეფს ხევზედა,
თვალუწვდენელი ქედები,
ზეცისკენ მიიხარიან,
მწვანედ ბიბინებს მთა-ბარი,
ყველგან იები ყვავიან.
-ერთად!-შესძახა ტიტემ და დანარჩენებთან ერთად დაიწყო:
.. სამშობლო, ლამაზო,
სამშობლო, მთიანო,
შენს მთების კალთებზე,
ყოფნა მწადიანო.
მზისაგან ნაკურთხო,
სამოთხევ მზიანო,
შენს მთების კალთებზე,
ყოფნა მწადიანო.

რა ლამაზი ხარ მამულო-ცერად გახედა გვერდით მჯდომ ცრემლიან მილანას.
ვერ ვძღები დავტკბე შენითა
შენს მიწას ჩოქვით დავკოცნი
და დაგისველებ ცრემლითა
ნეტაი ჩვენს მიწა -წყალზე
ქვეყნად არავინ ტიროდეს
ხარობდნენ ყოვლნიერითა
სამშობლოს ყველა ყვიროდეს.

.. სამშობლო, ლამაზო,
სამშობლო, მთიანო,
შენს მთების კალთებზე,
ყოფნა მწადიანო...

მზისაგან ნაკურთხო,
სამოთხევ მზიანო,
შენს მთების კალთებზე,
ყოფნა მწადიანო...-დაასრულა გადრანმა და იქ მყოფებს თვალი მოავლო.
-ეს მაკლდა ამდენხანს.-ამოიტირა ლიზამ და გვერდით მჯდომ ძმას მიეხუტა.-ეს ერთიანი ოჯახი მაკლდა...
-ჩემო ქალბატონო.-მაშინვე მოხვია დას ხელები.-სულ ერთად არ ვართ?
-ასე არა.-მხრები აიჩეჩა და მის მკლავებში მთლიანად ჩაიმალა.
-კარგად ხარ?-მარცხენა ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი ცერით მოწმინდა მილანას.
-ემოციური ვარ უბრალოდ...-მსუბუქად გაუღიმა და მუხლები სკამზე მოკეცა.
-არ იტირო მილა,ერთს შენგანაც ველოდები.-ფეხზე წამოდგა და თავზე აკოცა გოგონას.დააიგნორა ყველას გაოგნებული მზერა და მანანას უკან დაუდგა.-ჩემები,რომ დავასაფლავეთ, მანანამ სამი დღის თავზე თავისი ხელით გააკეთა ბადრიჯანი და ოთახში შემომიტანა...უჭმელი ხარ,ცუდად გახდებიო და იქვე შორიახლოს ჩამომიჯდა.-თმაზე მოეფერა ქალს.-არც მე შევჭამ,სანამ შენ არ შეჭამო თვალები დამიბრიალა და ასე იყო ყოველდღე...დილით ადრე დგებოდა,ყავას მახვედრებდა და ჭამას მაძალებდა...ისედაც სულ მიფრთხილდებოდა,განა მანამდე არ ვუყვარდი?-გაუღიმა ქალს.-მაგრამ მერე უფრო დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო და შვილივით მივლიდა...გადმოვიდოდა ჩემი ზაირაც და სულ ჩემს ამბავს კითხულობდა,მოვიდოდა ჩემი ნანუ და არც მაგას ავიწყდებოდა ჩემი მოკითხვა.სახლში ობოლი შვილები ჰყავდათ და ჩემთან მოდიოდნენ,რომ მე მოვეკითხე...ეს სიმღერა თქვენთვის არის და დედაჩემისთვის იქ ზეცაში.-ღიმილით ახედა ცას და მანანას ხელები დაუკოცნა.-შენ,რომ არა აქამდე ვერ მოვიდოდი.
-ჩემო იმედო...-მიეფერა ქალი.-თქვენ იყავით კარგად,მე სხვა არაფერი მინდა...-ნანინას და ზაირასაც ეამბორა გადრანი და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.წინასწარ გადმოსცვივდა თებეს ცრემლები.ყველამ იცოდა,რომელ სიმღერასაც იმღერებდა...
-ეს სიმღერა დედაშენსაც ეძღვნება,სადაც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს,მადლობა,მას რომ ამ სამყაროს მოგავლინა...-უჩურჩულა მილანას, ხელის გულზე ნაზად აკოცა და თითები ინსტრუმენტზე აათამაშა...
-ახლა უნებურად ძლიერ მომენატრე
ჩურჩულით ჩამესმის ტკბილი იავნანა
შენი ღიმილი და შენი სურნელი
როგორ მომენატრა ის სითბო ულევი-თვალები დახუჭა და მთელი გრძნობით გადაეშვა იმ სამყაროში,სადაც დედა ისევ თბილად ეხუტებოდა...

დედი თანდაღვრილო გულს არ გამიქრები
დედი მიყვარხარ და დედი მენატრები
შენზე ვილოცებდე ღმერთს შევევედრები
დიდხანს გიყურებდე ნუ დამიბერდები...

ბნელი ღამეები ფიქრში ნათენები
თეთრი გვირილები შენთან ნაფერები
ნეტავ ჩამიკრავდე გულში ჩემო დედი
მე სულ მეფიქრები მე სულ მახსენდები
-ღმერთო...-ამოიტირა მილანამ.გახედა თებეს... დედას,რომ მიხუტებოდა...იქვე გახედა ტყუპებს ხელებს,რომ უკოცნიდნენ ნანინას.ტიტე და ლიზა მანანას მიხუტებოდნენ,სანდროს ლიკუნასთვის ძლიერად მოეხვია ხელები და საშინლად მარტო იგრძნო თავი...
-მოდი ჩემთან.-ხელით ანიშნა მანანამ.დაბნეულმა გახედა გადრანს და კაცმა ღიმილით,რომ დაუკრა თავი მაშინვე ფეხზე წამოდგა.-ჩემი შვილი ხარ შენც.-მიეფერა ქალი და ტიტეს მუხლებზე ხელი დაუტყაპუნა.-დაჯექი,კარგად,რომ ჩაგეხუტო.-მოერიდა კაცის მუხლებზე დაჯდომის,თან მატათას ბიძაშვილის.ისევ დაბნეულმა გახედა,სირცხვილისგან სახე აელეწა.უხმოდ დაუქნია ისევ კაცმა თავი,მერე თებეს გახედა,რომელიც უღიმოდა,მანაც იმავე გააკეთა და მსუბუქად ჩამოჯდა კაცის ფეხებზე.ღიმილით აუჩეჩა ტიტემ თმები და გვერდით მჯდომ თებეს გახედა.ძმასავით უყურებდა,ისიც დასავით ხედავდა მილანას და არანაირი პრობლემა არ იყო...ყურადღება არც არავის მიუქცევია.ღიმილით დაუკოცნა მანანამ სახე.

დედი თანდაღვრილო გულს არ გამიქრები
დედი მიყვარხარ და დედი მენატრები
შენზე ვილოცებდე ღმერთს შევევედრები
დიდხანს გიყურებდე ნუ დამიბერდები... X2

ახლა უნებურად ძლიერ მომენატრე
ჩურჩულით ჩამესმის ტკბილი იავნანა...-ცხოვრებაში პირველად იგრძნო მილანამ,რომ ოჯახი ჰყავდა,რომლის მიტოვებაც არ უნდოდა და რომლის დაკარგვისაც ძალიან ეშინოდა...მალევე მიუჯდა გვერდით მატათას და მისი ხელი ხელებში მოიქცია.
-მადლობა,რომ დარჩი...-თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი გოგონას.-ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ ახლა მე...
-ჩემი დაპატიჟება დაგვიწყებიათ გადრანებს!-სარკასტული ხმა გაისმა კაცს ზურგს უკან.
-უი შენ მოუკვდი შენს პატრონს!-ცრემლები უხეშად შეიმშრალა მანანამ.
-ჯოჯოხეთის მაშხალა!-დაიმანჭა თებე.
-აი თავს თუ არ მომაკვლევინებს ეს გველის წიწილი არ ვიცი!-აიმრიზა ზაირა.
-დედა ნახე,მამა ნახეო...-დაამატა ნანინამაც.
-როგორი ცივი დახვედრაა მანჩო,ზუსტად შენი შესაფერისი.-წაჰკბინა ქალს.
-ახლა გამოვიტან ცომის საბრტყელებელს და დახვედრა მერე ნახე,რომ აგიჭრელებ გვერდებს!-დაემუქრა ქალი.
-კარგი ნერვები არ მოიშალო,შენთან არ მოვსულვარ.-გაუღიმა ქალს და მატათას მიუბრუნდა.-შენთან მოვედი,მოლოცვა მინდოდა.
-არ ხარ დაპატიჟებული!-შეუღრინა ქალს.
-შენ ვინ ხარ?-ამრეზით აათვალიერა მილანა,გადრანს მის თმაში,რომ აეხლართა ხელები და ნაზად ეფერებოდა ლამის გაგიჟდა.
-მილანა...ბავშვების ძიძა ვარ.-ხელი გაუწოდა თინათეს.
-მატათას საცოლე,თინათე!-თავისი შეაგება გოგონას.წამსვე მოემატა გულისცემა მილანას.სუფრაზე მყოფებს გადახედა.სანდრო უარის ნიშნად თავს აქნევდა,ტიტემ ხელი ჩაიქნია „დაი*იდე“ სახით.
-სანამ მე ცოცხალი ვარ ამ სახლში ფეხს ვერ შემოადგამ შე ქუჩის ქალო!-წამოუფრინდა ნანინა.
-არ გრცხვენიათ ნანინა დეიდა?
-რა გინდა თინა?-ფეხზე წამოდგა მატათა.
-ლაპარაკი ჩემო საყვარელო...-სახეზე ხელი ჩამოუსვა ქალმა.დენდარტყმულივით მოიშორა მისი ხელები კაცმა.-ცალკე!-ისევ მილანას გახედა.
-მართლა თინა?ახლა?-იმედგაცრუებულმა დადო გიტარა სკამზე.-წამოდი.
-აი შენ თუ არ გაგაგლიჯო ეგ თმები!-ახლა მანანამ წამოიწყო.
-გიჟია ეს,არ მოუსმინო.-თბილი ხმით უთხრა ლიკუნამ.-ვერაა დალაგებული,წლებია მატათა უყვარს და გიჟს ჰგავს ცოლად,რომ არ მოჰყავს.-მაინც გააყოლა სახლისკენ მიმავალს თვალი.გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა და წამში წაართვეს ბედნიერება...
-მილაა...-ტუჩები დაბრიცა მარიტამ.-ჩემი ელზა მინდა...
-ახლა?
-ჰო...-ხელში ანას ფიგურა შეათამაშა.
-გამოვიტან.-გაუღიმა ბავშვს და ფეხზე წამოდგა...



***
-რა გინდა თინა?-ნახევრად ღია კარიდან ისმოდა მატათას მობეზრებული ხმა.
-ვინ არის ის გოგო?-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-აი ეგ შენ ნაღდად არ გეხება.
-მასთან წევხარ?-ტონს აუწია.-მაგიტომ არ მომეკარე?
-რას სულელობ?-ხელი აიქნია კაცმა.
-ნახევრად შიშველი ვიწექი შენს მკლავებში მოქცეული,აქ ამ საწოლზე და ხელი არ დამაკარე...
-იმიტომ,რომ არ მინდიხარ თინა!-კბილებში გამოსცრა ქალს.-გიყურებ და ვერაფერს ვგრძნობ...მამაშენსაც ავუხსენი და ქორწინებაზე არაფერი თქვა,ასე მითხრა გავათხოვებ თინასო...
-მასთან წევხარ?მან გაგიშალა ფეხები?იმ მელაკუდამ?
-სიტყვები აკონტროლე!
-სხვას არ გავყვები!
-მე არ მოგიყვან და მაშინ იარე ასე...
-მას მოიყვან?-ამრეზით იკითხა.
-მე ცოლს არასოდეს მოვიყვან თინა!აქ ცოლი როგორ მოვიყვანო?ამისთვის გავიმეტო?ამ ცხოვრებისთვის და სვანური სისხლის მდინარეებისთვის?-გაეცინა კაცს.მან რა იცოდა კარს მიღმა მდგომ მილანას ყველაფერი,რომ ესმოდა...-წავა მილანა სექტემბრის ბოლოს დამშვიდდი,ბავშვებს უვლის უბრალოდ.
-ესეიგი ცოლს არ მოიყვან არა?
-არა!
-არადა საჩუქარი მოგიტანე...-ღიმილით ამოილაპარაკა და კაბის შესაკრავი ერთი ხელის მოსმით გახსნა.საცვლების ამარა შედგა კაცის თვალწინ.
-არ მინდა,დაიტოვე.-მზერა მოარიდა ქალს.
-შენ მართლა ავად ხარ მგონი!-შუბლზე შეეხო კაცს.-შენს წინ საცვლებით ვდგავარ.
-თუ გინდა შიშველი დადექი,არ შეგეხები!-მტკიცე და შეუვალი ჰქონდა ხმა.
-მართლა ვერ იგებ მატათა?-მკერდზე უბიძგა კაცს.-შენთვის ძგერს ჩემი გული,მომისმინო იქნებ...
-არ მიყვარხარ თინა...ამას ყოველთვის გეუბნებოდი და სულ გაგიმეორებ...-მობეზრებულად აატრიალა თვალები და საწოლზე ჩამოჯდა.
-მეც გითხარი,რომ ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა!-ნელა მიუახლოვდა და ყოველგვარი ფიქრის გარეშე ჩაუჯდა კალთაში.
-გადადი!-უხეში ტონით მიუგო.
-მაიძულე...-მის სასქესო ორგანოს შარვლის გარედან შეეხო...
-იცი როგორი ქალი გახდი?-უხეშად წამოაგდო ფეხზე და თავადაც წამოდგა.-შენზე რომ არც ამი*გება ისეთი!-მეტის მოსმენა აღარ უნდოდა მილანას,კიბეებზე სირბილით დაეშვა.
-ერთ დღეს დანებდები...შენც იგრძნობ იმას,რასაც მე!-დაუყვირა ქალმა.
-შენ მკურნალობა გჭირდება...-მძიმედ ამოილაპარაკა მატათამ.-არ შეიძლება ასე იყო...
-დანებდი ამ ერთხელ...-მისი კოცნა სცადა,მაგრამ ამაოდ.
-მორჩი უკვე!-მთელი ხმით დაუყვირა კაცმა.-წადი სანამ ნერვები მომშლია!
-სულ არაფერს გრძნობ?
-სულ არაფერს ვგრძნობ თინა!-არ დააყოვნა პასუხმა.
-კარგი,იყოს შენებურად...-კაბის თასმა შეიკრა და ზურგი აქცია.-ინანებ ერთ დღეს და გვიანი იქნება...
-წადი!-მშვიდად მიუგო და კიბეებზე მიმავალს უკან მიჰყვა...ხმა არ გაუცია არავისთვის,ერთხელ გახედა მარიტას წინ ჩამუხლულ მილანას და სირბილით გავარდა ეზოდან.
-მარიტას დავაძინებ!-ფეხზე წამოვარდა მისი დანახვისას მილანა.
-გადაუცდა ისედაც...დაიღლებოდა ბებოს გოგო...-ლოყებზე გაეთამაშა მანანა.
-ღამემშვიდობისა!-დაუქნია ყველას ხელი და მატათას მზერა მოარიდა.
-დაეჩვია ამ სახლში მოსვლას!-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა ნანინამ.
-მკურნალობა სჭირდება,არ არის ნორმალური...-თავი მძიმედ გააქნია და სახლისკენ მიმავალ მილანას თვალი გააყოლა.
-სახლში იყო შემოსული,გაიგებდა რაზეც ლაპარაკობდით.-ჩუმად გადაულაპარაკა სანდრომ.მალევე მიხვდა რატომაც მოერიდა...
კიდევ ერთი საათი დაჰყვეს გარეთ,აღარ უმღერიათ,ძველ ამბებს იხსენებდნენ და ერთმანეთს ისევ ისე დასცინოდნენ,როგორც სკოლაში.
იხსენებდნენ თებე როგორ სცემდა თავის კლასელ ბიჭს ჯოხით...ლიზა როგორ აშველებდა ყოველთვის...ირაკლიც ახსენეს და ბინდი გადაეკრა ტიტეს თვალებზე.ხვალ შეხვედრას აპირებდნენ და ერთმანეთის ცალკე,უკეთესად გაცნობას...ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა კაცს...ზუსტად იცოდა,რომ ბენდელიანების გვარს გაწყვეტდა რამე ისე,რომ არ წასულიყო...



***
ქალები ისევ ეზოში ისხდნენ,ჰამაკში ეძინა ტიტეს...ჩუმად შეიპარა მილანას ოთახში და აივანზე მდგომს ზურგიდან აეკრო...
-ერთი სული მქონდა მარტო მენახე...-ყელზე ცხელი ტუჩები მიაკრო ქალს და თავისკენ შეაბრუნა.
-აქ რას აკეთებ?
-შენი ნახვა მინდოდა,ცალკე!-დაამატა ბოლოს.
-მთვრალი ხარ.-თვალი მოარიდა მის წინ მდგომ კაცს,რომელიც ღიმილით მისჩერებოდა.-წადი და გამოიძინე.
-ჯერ საჩუქარი არ მიმიღია.-უღიმოდა ისევ.
-რა საჩუქარი?
-შენ…-მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად შეეხო.-შენ ხარ ჩემი საჩუქარი…-ნაზად ჩააცოცა ტუჩები ლოყაზე,შემდეგ ყელზე და მის დახორკლილ კანს ცხვირის წვერი ნაზად გაუსვა.-რატომ ხარ ასეთი კარგი?
-გაჩერდი…არ შეიძლება…-დაგუდული ხმით ამოთქვა და მკერდზე სულ ოდნავ უბიძგა.
-შეიძლება,მერე თან როგორ…-ნიკაპზე კოცნის კვალი დაუტოვა და მის ტუჩებთან შეჩერდა.-ყველა კარგი რამ ხარ,რაც 28 წლის განმავლობაში დამმართნია…
-მატათა…-აღარ ესმოდა მისი სიტყვები.ნაზად შეეხო ქალის ათრთოლებულ ბაგეებს და ხელები წელზე მოხვია.გრძნობდა როგორი დაძაბული იყო,როგორ უთრთოდა სხეული.არ ეწინააღმდეგებოდა,მაგრამ დაძაბულობასაც ვერაფერს უხერხებდა.
-შენი დანახვის წამიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე.-დარცხვენილმა თვალი,რომ მოარიდა ყურთან უჩურჩულა და იქვე კოცნის კვალიც დაუტოვა.
-სირცხვილია დაგვინახავენ…-ჩუმად ამოილაპარაკა.სინათლე არ ენთო აივანზე,თორემ მართლა ყველაფერი გამოჩნდებოდა.
-დაგვინახონ,სასირცხვილო არაფერია…
-მატათა…
-მიყვარს სახელს რომ მეძახი…-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და მის ცრემლიან თვალებს კარგად დააკვირდა.-რა მოხდა?არ მითხრა,რომ კოცნის გამო აპირებ ტირილს…-შეწუხდა გადრანი.
-გულს მატკენ…ვიცი მე შენნაირი კაცები,გონებას ურევთ ჩემნაირებს და მერე…
-არ გააგრძელო!-ტონი შეეცვალა კაცს.-შენ ვერ გამიცანი?
-შენი და იმ გოგოს საუბარი გავიგე…მე ვერ მოგცემ იმას,რაც შენ გინდა და შენ წახვალ…-სლუკუნებდა მის მკლავებში მოქცეული.
-და რა მინდა?-ცრემლები ცერებით შეუმშრალა.
-იცი რაზეც გეუბნები,მე ასეთი არ ვარ…
-მილა შემომხედე…-თავი მაღლა ააწევინა ქალს.-თინათეს,რაც ვუთხარი ეს შენთან კავშირში არ არის…რაც მასთან მოხდა…რთულია რა.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა.-შენ…შენ სხვა ხარ გესმის?
-შენ ოჯახი არ გინდა…
-აქ მილა?აქ რა ოჯახი უნდა მქონდეს?იპოვნის ბეთქილი მიზეზს,რომ ყველაფერი გააფუჭოს.-ხმა დაეძაბა გადრანს.-აქ ცხოვრებისთვის მე ვერავის გავიმეტებ.
-ხომ იცი,რომ…
-ჩშშ.-ნაზად მიეფერა თმაზე.-შენ მითუმეტეს არ მემეტები აქაურობისთვის…ჭკუიდან გადავალ რამე რომ დაგემართოს…მაგრამ თან ნებისყოფაც მიმთავრდება…
-რას გულისხმობ?
-ნელ-ნელა აღარ მინდა,რომ გაგიშვა.მინდა,რომ სულ აქ იყო და ერთ დღესაც თავს თუ ვერ მოვერიე მართლა აღარ გაგიშვებ.-ყელზე ტუჩები მიაწება და ამჯერად აღარ უყოყმანია ისე გადავიდა ტუჩებზე.-რატომ მიკეთებ ამას?-სულ წამით მოსწყდა მის ბაგეებს ეს რომ ეთქვა და ამჯერად უფრო გახელებით წაეტანა.წელზე ხელებს ძლიერად უჭერდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.მისდა გასაკვირად აჰყვა მილანაც,რამაც უფრო გაახელა.კედელზე როგორც შეეძლო ნაზად ააყუდა და სასურველი ბაგეები მთელი გრძნობით დაუკოცნა.-მაგიჟებ…შენი თმა,ტუჩები,თვალები…შენი სურნელი მილანა…
-გაჩერდი…-ვნებამორეულმა ამოთქვა და კისერზე მოხვეული ხელები მოს თმაში მსუბუქად ახლართა.
-ნუ გეშინია…-გაუღიმა ქალს.-იმ საზღვარს არ გადავკვეთ ჩემი სიახლოვისას სულ რომ გავიწყდება და ფეხებზე გ*იდია…
-რა აუტანელი ხარ!-დაიმორცხვა ისევ და მისგან თავის დაღწევა სცადა.
-შენ კიდევ ყველაზე სასურველი.-ტუჩებზე ცერა თითი გადაატარა.-და თან მხოლოდ ჩემი…
-გაიწიე უნდა წავიდე…
-შენი ოთახიდან სად მიდიხარ ამ შუაღამისას?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.
-გთხოვ მე…
-მაკოცე…-თავის შეკავება ძალიან უჭირდა კაცს.-მე რომ მინდა ისე მაკოცე და გაგიშვებ…
-გაიწიე ნუ სულელობ,მთვრალი ხარ…-ხელით მკერდზე უბიძგა,მაგრამ ამაოდ.
-მაკოცე!-ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ და კიდევ ერთხელ შეეხო მის ბაგეებს.მომთხოვნი იყო მთვრალი გადრანი,თანაც ძალიან,მაგრამ სიამოვნების გარდა არაფერს გრძნობდა მილანა.უნდოდა სამუდამოდ დარჩენილიყო მის მკლავებში.პირში მისი ენა,რომ შეუსრიალდა ერთიანად გააჟრჟოლა სხეულში და ლამის სულ დაკარგა თავი.სიამოვნებისგან სხეულში ტემპერატურაც კი გაეზარდა.-როგორი ტკბილი ხარ,მათრობელა,წითელი ღვინოსავით…-როგორც იქნა მოსწყდა მის ტუჩებს და ზემოდან დააჩერდა გონებაარეულ ქალს.-ჩემი ნუ გრცხვენია.-აწითლებულ ლოყებზე ხელი ჩამოუსვა.-დღეს თუ არა ხვალ მაინც მოხდებოდა,გარდაუვალი იყო…
-უნდა წავსულიყავი და არ მოხდებოდა…
-დაგაგვიანდა მილანა…ჩაიარა შენმა რეისმა…არამგონია სხვა ოდესმე კიდევ ჩამოდგეს…-ღიმილს არ წყვეტდა კაცი.
-წადი გთხოვ…-ისე შერცხვა აღარ იცოდა რა უნდა ექნა.
-ღმერთო-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა- რას მიკეთებ?
-წადი…
-ამ კოცნაზე უნდა ვილაპარაკოთ მილა…
-ვაიმე გთხოვ არა…-ლამის ვედრება გაერია ხმაში.
-დაწყნარდი კარგი,დღეისთვის გვეყო…-ეშმაკურად ჩაიცინა.-ერთი დღისთვის ბევრი მოგივა,ზოგი ხვალ.
-ნუ თავხედობ და წადი!
-ტყუილად მეჯიუტები,შენც ისევე გინდოდა,როგორც მე,მაგრამ კარგი,ქალი ხარ და დაიფასე თავი შენებურად,უფლებას გაძლევ.-შუბლზე ტუჩები ძლიერად მიაკრო და ნაბიჯით უკან დაიხია.ალბათ ბოლო ნახევარ საათში პირველად ამოისუნთქა მშვიდად.
-ახლა ისეთი მოგხვდება!
-ტკბილი ძილი მილა.-მოშიშვლებულ მხარზე ტუჩები ნაზად მიაკრო და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავიდა…




***
იმ ღამით ნასვამ თებეს ისევ ღია დარჩა აივნის კარი,ისევ შეიპარა ტიტე და მონატრებულ გოგონას სხეულზე მიეკრო.როგორ ძლიერ უყვარდა და როგორ უჭირდა თან ამის აღიარება...
-ტიტე...-მშვიდად ამოთქვა თებემ,თვალიც არ გაუხელია,ზუსტად იცოდა,რომ ის იყო.
-უნდა ვილაპარაკოთ!-ყელზე კოცნის კვალი დაუტოვა ქალს.
-ვიცი,რაზეც უნდა დამელაპარაკო და არ გინდა...
-რატომ გამირბიხარ?1 თვეა გამარჯობის მეტს არაფერს მეუბნები და მეწურება მოთმინება იცი?-წელზე ძლიერად მოხვია ხელი და ზურგით უფრო მეტად აიკრო.-თავიდან მომწონდა კიდეც,ახლა ნერვები ძალიან მეშლება!
-რა გინდა ჩემგან ტიტე?-უხეშად მოიშორა მისი მკლავები და საწოლზე წამოიწია.-ჩემგან რა გინდა?
-შენ,ჩემო თებროლე.-ხელზე ნაზად აკოცა ქალს.-ვერ ვუყურებ იმას სხვა კაცი როგორ გაღმერთებს შორიდან...
-შორიდან არავინ გამაღმერთებს ტიტე,ჩემი ქმარი გახდება!
-და როგორ წარმოგიდგენია რას გააკეთებ დარჩენილი ცხოვრება?ძროხას მოწველი და მაწონს შეადედებ?
-ძროხა არასოდეს მომიწველია,საიდან მოიტანე?
-ირაკლის დედა ოთხივე ძროხას თვითონ უვლის,რომ შეხვალ ოჯახში რა გგონია ოქროს ტახტზე დაგსვამენ?-გაეცინა კაცს.-წაიკრავ თავშალს და იცხოვრებ შენც ეგრე.
-და შენ რა გადარდებს?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა გოგონამ.
-არ დაიწყო!
-რა გინდა ტიტე გამაგებინე გთხოვ!-ლამის დაუყვირა.-იქნებ ამიხსნა შენ რა გაწუხებს და აქ რას აკეთებ,თან ამ დროს?
-მთვრალს,რომ ასე მეურჩები მაგიტომ ხარ სულელი.-იცინოდა ისევ.-არ მაქვს თავშეკავების უნარი...-წამში დაეძგერა ტუჩებზე და ზემოდან მოექცა.-არ თქვა,რომ შენ არ გინდივარ...არ გაბედო ჩემი მოტყუება!-თეძოებზე ხელები ძლიერად მოუჭირა.
-წადი ტიტე,გეხვეწები!-ძლივს ამოილაპარაკა
-ჩემო თებროლე...-მის შესწავლას აგრძელებდა კაცი.ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და საღამურის ბრეტელი ნელა ჩაასრიალა მხარზე.
-არ გინდა...
-რა არ მინდა?-ვნებამორეულმა ამოთქვა და მოშიშვლებული მკერდიდან ხელები მოაშორებინა.ნაზად მიაკრო ტუჩები და მის სიამოვნებისგან დახორკლილ კანს ხელი ჩამოუსვა.-მითხარი...
-გაჩერდი,არ შეიძლება!-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.
-ის შეიძლება მე რომ მაგიჟებ?-მკერდზე ძლიერად მოუჭირა ხელი და ტუჩებზე ველურივით ეძგერა.-რა გინდა თებროლე?უნდა მომაკვლევინო ეგეც?არ არის შენთვის საკმარისი ისინი,ვინც დავხოცე?
-გთხოვ...
-ვერცერთი კაცი ვერ შეგეხება ჩემს გარდა!-პენუარი გაუსწორა,რომ მკერდი დაეფარა და ყურის უკან ნაზად აკოცა.-ვერავინ გაკოცებს,ვერავის ეყვარები...
-რა გინდა ტიტე?-აგრძელებდა ისევ.
-რა და არანაირი ირაკლი,არანაირი გათხოვება...გათხოვდები მაშინ,როდესაც მე ჩავთვლი საჭიროდ!
-შინაბერა დავრჩენილვარ...
-მაგდენხანს არ დაგაყენებ უკაცოდ,არ იდარდო ჩემო თებროლე...-ტუჩებზე დააცქერდა ისევ.
-წადი გეხვეწები...ასე არ შეიძლება,დედაჩემი ფეხზეა ისევ,რომ შემოვიდეს...-ვედრება გაერია ხმაში და მკერდზე ისევ ძლიერად უბიძგა.
-მაკოცე და წავალ...
-ტიტე გთხოვ...
-ნუ მეჯიუტები,კოცნაზე ამდენი არასოდეს მილაპარაკია...აქეთ მთხოვდნენხოლმე გოგოები და შენ რა გჭირს?
-მე შენი ნა*ა არ ვარ და ეგ მჭირს!-მთელი ძალით გაარტყა კაცს სახეში.-მთელი ცხოვრებაა მიცნობ და ასე მოქცევა დავიმსახურე შენგან?-ლოყები თბილმა,მარილიანმა სითხემ დაუნამა.
-ერთ დღეს ყველაფერს ერთად გაგახსენებ...ახლა არ გავბრაზდები,მერე გაგახსენებ ყველაფერს და ერთიანად ამოვიყრი ჯავრებს!-კბილებში გამოსცრა ქალს და ცხვირზე ნაზად აკოცა.-ასე ნუ მხვდები,გინდა გულმა დამარტყას?რამე უკეთესი ჩაიცვი ღამით...-დაუბარა პენუარის შემხედვარემ და ფეხზე წამოდგა.-ხვალ არანაირი ირაკლი არ გამაგონო,დაივიწყე ეგ ქორწილი,მე ბოლოჯერ გეუბნები.
-როგორც შეიძლება სწრაფად გადავიხდი ქორწილს,დავორსულდები და ბავშვს შენს სახელს დავარქმევ.-ირონიით მიუგო.-გოგონას ლინას დავარქმევ,იმედია მამასავით ლამაზი თვალები ექნება!-ლინა ტიტეს საყვარელი სახელი იყო.სულ ოცნებობდა გოგო ჰყოლოდა და ლინა დაერქმია მისთვის.
-დაორსულდები და შვილები გეყოლება არა?-მწარედ ჩაეცინა.-რა ფერის თვალები აქვს?-ირაკლიზე იკითხა.
-მწვანე,მუქი,როგორც ჭაობი!-ამაყად განუცხადა.
-კარგი...-ზურგი აქცია და ჩვულებისამებრ დაეშვა ხიდან.უკვე დაგეგმილი ჰქონდა მისი თვალების ამოცლა ფოსოებიდან...



***
-ამ შუაღამისას რამ დაგაყენა ჩემს სახლთან?-თვალებს ისრესდა კაცი.დილის 4 საათი იყო.
-უნდა ვილაპარაკოთ!-მანქანას მიყრდნობოდა.ტუჩებს შორის სიგარეტი მოქეცია და უდარდელად აბოლებდა.
-ცუდი ხომ არ მოხდა რამე?ოჯახში ხომ გაქვთ მშვიდობა?
-ახლა მე შენ მარტივად აგიხსნი რაღაცას,შენ თუ არ გაიგებ ცუდად დამთავრდება და მე არ მინდა დედაშენმა ერთადერთი შვილი იგლოვოს...
-ვერ გავიგე?-ცერად გახედა ირაკლიმ.
-თებე გყვარებია...-მძიმედ ამოთქვა და ფეხზე წამოდგა.-ცოლად უნდა მოიყვანო თურმე...
-ჰო,დედამისი არ არის წინააღმდეგი,შევხვდით რამდენჯერმე,ვილაპარაკეთ...-მშვიდი ხმა ჰქონდა ბენდელიანს.
-ეგეთი ამბები ქალებთან გვარდება?
-მამა არ ჰყავს თებეს და აბა...
-მე და მატათას,რომ გადაგვახტი ჯერ მაგიტო ხარ სი*ი!-დაიგრგვინა ტიტემ.-რა გგონია მართლა წაიყვან?
-ვერ გავიგე ტიტე შენ რა პრობლემა გაქვს?-თვალები წამოენთო მასაც.
-მხოლოდ ერთხელ გეტყვი და თუ ვერ გაიგებ არ გავიმეორებ!-ნამწვი იქვე მიაგდო და მის წინ დადგა.-ხვალ თებეს არ შეხვდები,არც მის გზას გადაკვეთ არასოდეს,გამარჯობის მეტს არაფერს ეტყვი,თორემ შემომაკვდები!
-შენ რა ხელი გაქვს ამ ამბავთან?
-მაინც მეკითხება...-ხმამაღლა გადაიხარხარა კაცმა.
-თებე მიყვარს,კარგი გოგოა და...
-არ ქნა!
-ცოლად მოყვანას ვაპირებ და ვერ დამიშლი,თებე თანახმაა და რომელი საუკუნეა?უნდა ჩემი ცოლობა...
-ჩემი გაგიჟება გინდა?-იცინოდა ისევ.
-ტიტე ძმაო,მთვრალი ხარ გეტყობა და სახლში წადი...თებე დიდი გოგოა,თვითონ გადაწყვეტს ვის აკოცებს,ვის გაჰყვება ცოლად,ვის გაუჩენს შვილებს...
-მოგკლავ!-ყელში წვდა და ჭიშკარზე უხეშად ააყუდა.-არ გაბედო შეხება გაიგე?მართლა ვერ იგებ რას გეუბნები?-სახეში მთელი ძალით დაარტყა და მიწაზე დაგდებულს ზემოდან მოექცა.-ჩემი ქალია!მე მეკუთვნის გესმის?-მეორედაც დაარტყა სახეში.-არ გაბედო მის სიახლოვეს ამოსუნთქვა,დაელაპარაკე შენებს,რომ ქორწილი აღარ ახსენონ თორემ მოგკლავ!
-ში*ხომარგაქვს?-საპასუხოდ დაარტყა ირაკლიმ.-რას ლაპარაკობ?
-იმას ვლაპარაკობ,რომ თებეს ვერ შეეხები!
-გა*იმე არა?-ხელი უხეშად აუკრა.-თქვენს სახლში აბა ისე რა გააჩერებდა,ან შენ მიართმევდი ან მატათა...ჩქარა მინდა ქორწილიო,ალბათ ორსულადაც არის...-ღვარძლით დაანერწყვა სისხლი მიწაზე.-გირგვლიანების კა*პა!აქაოდა მამა აღარ მყავსო და აიშვა...
-შე ყ*ეო!-მთელი ძალით დაარტყა და ამჯერად გაჩერებაზე აღარც უფიქრია.-იცი მაინც ვისზე ლაპარაკობ?ხვდები მაინც?-სისხლში ამოსვრილი გაჩერებას არ აპირებდა.-მთელი ცხოვრებაა თავს ვევლები,ვუფრთხილდები,გგონია შენნაირ სი*ს გავატან?ენა როგორ გიბრუნდება თებეს და მის ოჯახს ასე,რომ ეხები?-ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო და ლულა პირში ჩატენა.-ბოლო სიტყვა გააქვს ნაბი*ვარო?
-ირაკლი!-ყვირილით გამოვარდა ხალათისამარა ქალი.
-ჯანდაბა!-დაიღრინა ტიტემ.
-ტიტე შვილო...გეხვეწები დაანებე თავი!-სახეზე ხელი იტაცა ქალმა.-გემუდარები არ გამაუბედურო...
-ხედავ რას აკეთებ ირაკლი?-ზიზღით მიუგო კაცს.
-გემუდარები მე მომკალი ჩემს ირაკლის თუ შეეშალა,ოღონდ არაფერი დაუშავო!-მუხლებზე დაეცა.-გეხვეწები შვილო...
-პირველად და უკანასკნელად დაგინდე!-იარაღი ისევ ქამარში დააბრუნა და ფეხზე წამოდგა.-არანაირი თებეს ცოლობა არ გავიგო,მის სიახლოვეს,რომ დავინახო მოვკლავ თქვენს ირაკლის!-გახედა ქალს.
-კარგი შვილო...-ამოიტირა ქალმა.-აღარ ნახავს...-მალევე ზურგი აქცია და აღარ გაუგია რას ამბობდა მუხლებზე დაცემული,მაგრამ ირაკლისაც,რომ შეეშინდა ფაქტია.დედას ძლიერად ეხუტებოდა და ენაჩავარდნილი იჯდა მიწაზე.არამგონია ამ დღის შემდეგ თებე კიდევ ეხსენებინა...



***
-ფეხშიშველი მილანა,ცივია მეტლახი!-ზურგიდან მოესმა გადრანის ხმა.
-ღმერთო!-მაშინვე ხელიდან გაუვარდა ჭიქა.-ასე როგორ შეიძლება ადამიანებს მიეპარო?-გაუწყრა კაცს და ნამსხვრევების ასაღებად დაიხარა.
-არ გაინძრე,არაფერი გაიჭრა.-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა.-თავი თბილისში ხომ არ გგონია ჭორფლიანო ქალბატონო?
-შენ,რომ არ მოსულიყავი ყველაფერი კარგად იქნებოდა.-სკამზე შემოაწყო ფეხები.
-მინერალური მინდოდა,თავი მასკდება...-ხელით შეაგროვა ძირითადი ნაწილი და ნაგვის ურნაში ჩაყარა.
-ლამის ჯამებით სვით გუშინ შენ და ტიტემ,აბა რა იქნება?
-დაბადებისდღე წელიწადში ერთხელ მაქვს,აღარც დამელია?-გაუცინა ქალს.-ეს კაბა აქამდე არ მინახავს.
-არ მცმია.-მხრები აიჩეჩა.-ჩამოვიდე?
-არა!-თავი გააქნია და მასთან ახლოს მიიწია.-მომწონს...
-რა?
-კაბა,გიხდება...-ლავიწზე ტუჩები შეახო ქალს.
-გაიწიე,რას აკეთებ?-ხელი უხეშად ჰკრა კაცს.
-რაიყო?-გაუკვირდა.
-არ შეიძლება ყოველ წამს ხელები მიფათურო!არაა ნორმალური საქციელი,გუშინდელიც ზედმეტი იყო...
-აბა შემომხედე.-ნიკაპზე თითები მოუჭირა და თვალებში ჩახედა.-რამ აგაღელვა ამ დილაადრიან?
-რასაც შენ აკეთებ არ შეიძლება...
-ჩემს სამზარეულოში ვდგავარ,რას ვაკეთებ?-მხრები აიჩეჩა.
-მკოცნი!
-ჯერ არ მიკოცნია თუ?-სასაცილოდ არ ეყო მისი პასუხი.
-ხოდა არ შეიძლება!-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა ქალმა.
-დილიდანვე ისტერიკები?-ცალი წარბი ასწია და მაგიდიდან ჩამოსვლის საშუალება არ მისცა.-რა დაგემართა?
-ვერ ვსუნთქავ...თითქოს აქ რაღაც მიჭერს და...-გულზე ხელი ძლიერად მიიჭირა.-მე წავალ სექტემბრის ბოლოს...
-არ გინდა რამე ისეთი მოხდეს,რაც დარჩენას გაიძულებს?-სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.-გეშინია,რომ თავს ვერ მოერევი?
-მეშინია,რომ იმდენად მატკენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდები და მონაზონი გავხდები,დამესიზმრა,რომ თინათე ცოლად მოიყვანე და მე 76 წლამდე ვიცხოვრე მონასტერში,მერე მოვკვდი...
-მილა რას ამბობ?-მის ფერებას არ წყვეტდა კაცი.-როგორ გატკენ?ვერ ხედავ,რომ შენს წინ სრულიად უძლური ვარ?
-იქნებ არც უნდა წამოვსულიყავი და ეკლესიისთვის უნდა მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება?
-ნუ გამაგიჟებ...-ხმა დაეძაბა კაცს.-ეგეთი რამ არ გამაგონო!
-შენ...
-გულს არ გატკენ მილა...რასაც გავაკეთებ ყველაფერს ზომიერების ფარგლებში და შენს სიტყვას არ გადავალ...-ნაზად დაუკოცნა ხელები ქალს.-არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს,რაც შენზე ცუდად იმოქმედებს...აგატირებს...-მფეთქავ არტერიას ნაზად შეეხო.-ნუ გეშინია...არ არის აუცილებელი მომავალზე იფიქრო,დღევანდელი დღით იცხოვრე...
-თავი სახლში მგონია მატათა...დაინახე გუშინ მანანა როგორ მეფერებოდა?მერე ტიტეს კალთაში,რომ ჩავუჯექი...არავის რეაქცია არ ჰქონია,მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ნათესავიც კი არ არის...თითქოს ჩემი ძმა იყოს ყველამ ხელი აიქნია და არც შემოუხედავთ...
-საკმარისს მივახვედრე გუშინ ყველა,ყველამ იცის,რომ ჩემი ხარ და სულ,რომ საშხაპეში შეუვარდე ჩემს მეგობრებს,ზედ არცერთი შემოგხედავს...-ღიმილით დაჰყურებდა მის მკლავებში მოქცეულს.
-ნივთივით ნუ მომიხსენიებ!
-არ დაიწყო ახლა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-ყველაზე მეტად რა მესიამოვნა იცი?ჩემს პასუხს,რომ დაელოდე და პირდაპირ არ ჩაუხტი კალთაში.ნუ მიბრიცავ ტუჩებს,ღიმილი უფრო გიხდება.-მსუბუქად შეეხო მის ბაგეებს.-გონებას ნუ მირევ ჭორფლიანო...
-ასე ნუ მეძახი!
-რატომ?
-ვღიზიანდები და ნერვები მეშლება...მთელი ცხოვრება დამცინოდნენ ჭორფლებზე...
-მაგის დავიწყება მოგიწევს,რადგან შენს ჭორფლებზე ვგიჟდები მილა...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და ცხვირზე აკოცა.-აქ,ასე ლამაზად,რომ გეტყობა...კიდევ აქ...-ლოყაზე ნაზად აკოცა.-აქაც...-მეორე მხარეს გადაინაცვლა.-აქაც...-ნიკაპზეც აკოცა და ტუჩებზე ნაზად გადაატარა ცერა თითი.-ამ სამ წერტილზე საერთოდ ჭკუა მეკარგება.-მოწყურებული წაეტანა მის ტუჩებს და სხეულზე ძლიერად მიიკრო.მთელი ცხოვრება შეეძლო მისით ტკბობა გაეგრძელებინა.
-ვინმე დაგინახავს,სირცხვილია.-მკერდზე უბიძგა კაცს.
-ძალიან არ მაინტერესებს თუ დაგვინახავენ.-ისევ გააგრძელა და ცდუნებას ვეღარ გაუძლო ჭორფლიანმა გოგონამაც,კოცნაში აჰყვა...ხელებს მის ზურგზე დააცოცებდა გადრანი,ცალი ხელი მის შიშველ ბარძაყზე აასრიალა და მეორეთი საჯდომზე ძლიერად მოუჭირა.
-ხელები!-ძლიერად უჩქმიტა მკლავზე.
-მაკოცე და ნუ მიძალიანდები!-კისერზე ხელი ძლიერად მოხვია და მის ტუჩებს შორის გზა ენით გაიკვალა.მარცხენა ხელი კაბის ქვეშ შეუცურა,საცვალს ზემოდან გადაატარა და თეძოზე ძლიერად მოუჭირა...იქვე უცებ გადაასრიალა ხელი და მის საჯდომს შეეხო.რაღაცის სათქმელად გაუძალიანდა გოგონა,მაგრამ არ დაანება,მის სხეულს შეეშვა და თმაზე ნაზად მიეფერა.-პატარა ბავშვივით მასულელებ...
-საკმარისია მართლა!
-რა გაბრაზებს?-სულ დაიბნა კაცი.
-ვცოდავთ!მაბნევ და მე ვერაფერს ვაკეთებ...
-იმის პირობას ვერ მოგცემ,რომ აღარ შეგეხები...შეუძლებელია მილა,მაგრამ ცოდვა არ არის,რასაც ჩვენ ვაკეთებთ...
-წასვლა მინდა!
-სულ ნუ გარბიხარ!
-იმედი მაქვს ხელი არ შეგიშალეთ გვრიტებო.-კარის ზღურბლზე შედგა ტიტე.-მინერალური მინდა და ტონობით ყინული!
-საიდან მოდიხარ ამ დილაუთენია?-ფაქტი იყო კიბეებზე არ ჩამოსულა.-ან რა დაგემართა სახეზე?-დაბურცულ წარბს მიაჩერდა მატათა.მაშინვე ჩამოხტა მაგიდიდან მილანაც.
-ირაკლი ვნახე წუხელ,ლამის ტვინი გავასხმევინე,დედამისი,რომ არ გამოსულიყო მკვდარი იქნებოდა...-პირდაპირ მიახალა და მაცივრიდან ბოთლი აიღო.
-სერიოზულად არ ამბობს,ნუ გაქვს ასეთი სახე.-გადახედა გვერდით მდგომ მილანას.
-სერიოზულად ვამბობ მატათა...ტარიელი თუ შეგხვდა იცოდე,რომ მართლა გავაკეთე,ვცემე და მოკვლას ვუპირებდი!-წარბი არ შეუხრია კაცს.
-ხომ არ გამო*ლევდი?
-რა სიტყვები თქვა თებეზე იცი?კა*პა დაუძახა!
-რატომ მიხვედი მასთან?-წინ დაუდგა მატათა.
-ვუთხარი,რომ თებესთვის თავი უნდა დაენებებინა და ქორწილზე ფიქრი უნდა შეეწყვიტა.
-რა უფლებით?თებემ გთხოვა?
-არა!წუხელ გამიგიჟდა ცოლად,რაც შეიძლება სწრაფად გავყვები და შვილებს გავუჩენო!
-წუხელ?
-ჰო,ხო იცი ხიდან მარტივად გადადიხარ აივანზე...
-უთხარი,რომ გიყვარს?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა კაცმა.
-არა,მაგრამ ეგ არაფერს ცვლის,ვერ გათხოვდება!
-გოგოს არ აგებინებ რა გინდა და ასე უხეშად ერევი მის ცხოვრებაში?-ტონს აუწია მატათამ.-მერე ბენდელიანებთან მიდიხარ და ერთადერთი ვაჟის მოკვლას აპირებ მათი სახლის წინ?
-თებეზე,რაც თქვა ვერ გაიგე?
-რა უთხარი ისეთი,რომ თებეზე ეგ თქვა?ცხოვრებაში ბიჭისთვის არ შეუხედავს,რადგან ეგ თქვა ესეიგი რაღაცით გამოიწვიე!
-ვუთხარი,რომ ჩემი ქალია და ვერ შეეხებოდა,ცოლად ვერ მოიყვანდა...მოაღო პირი და ვიცოდი,რომ ადრე თუ გვიან შენ ან მატათა ი*მარდითო!
-ტიტე!-ყველა ძარღვი დაებერა გადრანს.-შენი ქალია რა მიმართვაა გოგოს მიმართ,რომელსაც არც კი ხვდები?გოგომ არც კი იცის,რომ გიყვარს და პირი მოგიღია ჭორიკანა ქალივით!გინდა,რომ შენი იყოს?გააკეთე რამე,ტ*აკი გაანძრიე!-უხეშად ჰკრა ხელი.-ასე იდგები და ჩემიაო დაიჩემებ?ირაკლის თუ არა,ლაშას გაჰყვება ოდესმე!მის ცხოვრებაში ასე უხეშად აღარ ჩაერიო გესმის?თუ კაცობა არ გყოფნის,რომ შენ მოიყვანო ცოლად,მაშინ უნდა მიაყენო ერთი ადგილი!-კბილებში გამოსცრა.-მითუმეტეს ზაირაზე წინ რა უფლებით მიდიხარ?მან უთხრა ტარიელს თანხმობა...სანამ ეტყოდა მანამდე გაგეკეთებინა რამე!
-ყ*ეზე დაგვიანდა თუ არა,თებე არავის გაჰყვება!
-წადი და ზაირას დაელაპარაკე თორემ გეფიცები დავივიწყებ,რომ ჩემი ძმა ხარ და გცემ!-მისკენ გაიწია კაცმა.
-მატათა გთხოვ!-მათ შორის ჩადგა მილანა.-გთხოვ...
-გოგო შეარცხვინე...ერთი სიტყვა უნდა ირაკლის და მთელი მესტია თებეს პატიოსნებაზე ილაპარაკებს შენს გამო...სულ არ გეცოდება?იმის გამო,რომ სი*ი ხარ და ვერ გარკვეულხარ რა გინდა თებე უნდა დაიჩაგროს?
-ნუ სულელობ,თებეზე ცუდს ვერავინ იტყვის!
-გართობა გინდა ტიტე?-საშინლად მკაცრი ტონი ჰქონდა.
-ა*რაკებ!
-მიპასუხე!-დაუღრიალა კაცს და იმ წუთას ოთახში შემოსულ მანანას თვალი მოარიდა.
-თებეს ასე არასოდეს მოვექცევი...
-მაშინ მიდიხარ ზაირასთან და ეუბნები,რომ მისი გოგო გინდა ცოლად...ეუბნები,რომ პატივს სცემ,გეყვარება და გაუფრთხილდები!თუ არ იზამ მშობლების სულს გეფიცები კბილებს ჩამოგიღებ!-ღრიალებდა ისევ.
-რა ხდება?-მაინც ჩაერია მანანა.
-ტიტე გეტყვის!-მილანას ხელი მსუბუქად მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა.-ჩაიცვი გთხოვ,გაცივდები ასე.-მხარზე ნაზად აკოცა და ეზოში გავარდა.
-ჩაიცვი მანჩო,ზაირასთან მივდივართ,თებეს ხელი უნდა ვთხოვო...
-რას ამბობ?-გაოცდა ქალი.
-ჩემს თებროლეს ვერავინ მოიყვანს ცოლად,მხოლოდ ჩემი თებროლეა გესმის მანჩო?-ლოყაზე გაეთამაშა დედას.
-დააყენე საშველი?გაერკვიე,რომ გიყვარს?-ბაგე ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო.
-მანჩო...შენ ვინ ყოფილხარ ტო,კაცი ვერაფერს გამოგაპარებს...
-ჩემი თებე უნდა შემოვიდეს ჩემს ოჯახში.-ლამის ტაში შემოჰკრა ქალმა.-გამოვიცვლი და გადავიდეთ ზაირასთან,თებეს აქეთ გამოვუშვებ ლიზასთან...




***
-დამშვიდდი ცოტა?-მაგიდაზე ყავა დაუდო კაცს და თავადაც იქვე ჩამოჯდა.
-მაპატიე შენს თვალწინ ასე რომ გავბრაზდი.-მშვიდად ამოთქვა კაცმა.
-ასე რატომ გაუბრაზდი?
-მოდი ჩემთან.-თბილი ხმით უთხრა და ხელი გაუწოდა.
-მატათა...
-არაფერს გავაკეთებ მოდი,უბრალოდ ჩამეხუტე!-მისი მომთხოვნი ტონი აგიჟებდა მილანას.მის გვერდით ჩამოჯდა და სხეულზე მიეკრო.ცალი ხელი წელზე მოხვია კაცმა,მეორე მის თმაში ახლართა და გართობა დაიწყო ისე,როგორც უყვარდა.
-კითხვაზე არ მიპასუხე!
-საკმარისი პრობლემა მაქვს მილა,შენი აზრით ახლა იმის დროა,რომ კიდევ დაიმატოს ტიტემ?
-ძალიან უყვირე...
-მილანა...-თავის მოთოკვა სცადა,რომ მისთვის არ ეწყენინებინა.-იარაღი აიღო,შუაღამეს გავარდა სახლიდან და ბიჭის მოკვლას აპირებდა...ბეთქილის ხალხის გარდა არავის ვერჩით,იარაღით არ დავრბივართ და სახლებს არ ვაწიოკებთ...
-მესმის...-ყრუდ ჩაილაპარაკა.
-ან თებეზე,რაც თქვა მოსაწონია?გოგო სხვა კაცს ლამის გაატანა და ჩემი ქალიაო,გავა ის სი*ი ილაპარაკებს და მთელ მესტიას მოედება...ახლა მე,რომ ვილაპარაკო მილანა ჩემი ქალიათქო მოგეწონება?
-იმ კაცს,რომ უთხარი გახსოვს?-ოდნავ ჩაეღიმა ქალს.
-ის სხვა სიტუაცია იყო,უნდა სცოდნოდა თუ შეგეხებოდა,რაც დაგემართებოდა.-თმაზე აკოცა ქალს.
-მაშინ ძალიან შემეშინდა...ერთ დღეში ლამის ორჯერ მომკლეს,ერთხელ იმან,ერთხელ შენ...
-მეც შემეშინდა,მეგონა ვერ მოგისწარით.-სუნთქვა გაუხშირდა გადრანს.-მე შენთვის ისედაც არაფრის დაშავებას ვაპირებდი,იარაღი არც კი ამიწევია,გახსოვს ალბათ.
-მაინც შემეშინდა.-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა.
-ვიცი,მაპატიე.-მიეფერა ქალს.-სულ დაგიცავ,ეგ იცოდე,ყოველთვის მოვალ,არასოდეს დავიხევ უკან...
-თბილისში მე არავინ მერჩის,1 თვე და წავალ...
-1 თვე და 12 დღე...მართლა წახვალ?
-ხომ თქვი აქაურობისთვის არ მემეტებიო?-თვალები აუფახულა კაცს.
-იმდენად კარგი ხარ,არც აქაურობისთვის მემეტები,არც სხვა ადგილისთვის,მაგრამ ეგოისტურად მინდა,რომ ჩემთან იყო!-ყურის უკან კოცნის კვალი დაუტოვა და კისერზე თლილი თითები აატარა.-ვგიჟდები შენს ჭორფლიან კანზე.
-რომ წავალ...
-არ გინდა,გთხოვ!-მუდარა გაურია ხმაში კაცმა.
-რაღაცის კითხვა მინდა...
-არ მოვიყვან თინათეს ცოლად.-გაუღიმა.-უკანასკნელი ქალიც,რომ იყოს დედამიწაზე არ ვიზამ.
-სხვას?
-არა.-იუარა მაშინვე.-შენ გათხოვდები?-კითხვა შეუბრუნა გოგონას.
-აბა შინაბერა ხომ არ დავრჩები?-გაკვირვებულმა გახედა.
-მილანა...არ ითამაშო ჩემს ნერვებზე,თორემ არ დამთავრდება კარგად...-სახიდან თმა ნაზად გადაუწია.
-აბა რა გინდა,მარტო ვიყო მთელი ცხოვრება?-გულწრფელად გაუკვირდა.მართალიც იყო,რა პასუხი უნდოდა?არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ,ის ცოლის მოყვანას არ აპირებდა და ასეთ ლამაზ,ჭკვიან და უბრალო გოგოს არასოდეს არავინ შეხედავდა?
-არა,მართალი ხარ...ბედნიერი უნდა იყო.-მთელი გულისტკივილით ამოთქვა.
-ვიქნები.-თავდაჯერებული იყო არეშიძე.
-მაგიჟებ და თავს ვერ ვერევი მილა...-მისი სახე ხელებში მოიქცია და დიდრონ ლურჯებს თავისი ღამესავით ბნელი თვალები მიანათა.
-გთხოვ,დაგვინახავს ვინმე...
-ხალხის აზრზე ბევრს ფიქრობ.
-გინდა,რომ სახელი გამიტყდეს მესტიაში?-ეშმაკურად ჩაიცინა.
-შენზე ზედმეტს ვერავინ იტყვის,ვერც მესტიაში,ვერც მის გარეთ!-მტკიცედ ამოთქვა და შუბლზე ნაზად აკოცა.-ნეტავ სულ აგვისტოს ცხრამეტი იყოს...-ოცნებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ და ქალის სურნელით გაჟღენთილმა თვალები მილულა...


***
-ახლა უცებ ისე შემეშინდა...-აუკანკალდა სხეული ქალს.-თებეც,რომ გამაშვებინეთ...
-ნუ გეშინია,ცუდი ამბავი არ არის...-თბილი ხმით უთხრა ტიტემ.-დედაჩემი მოვიყვანე თან,რომ ცომის საბრტყელებლით არ მცემო.
-დააშავე ტიტე შვილო რამე?-შეშფოთდა ქალი.
-ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ?როგორ მიყვარს შენი ოჯახი...
-როგორ არ ვიცი.-დაეთანხმა ქალი.
-არ გამოვა თებეს გათხოვება!-პირდაპირ მიახალა ქალს.
-რას ამბობ?დღეს უნდა ნახოს ირაკლი...რამე დაემართა იმ ბიჭს?-შეშფოთდა.
-ირაკლის,რაც დაემართა ეგ დავივიწყოთ დეიდაჩემო.-გვერდით მიუჯდა ქალს.-მთელი ჩემი ცხოვრებაა მიცნობ,შენს თვალწინ გავიზარდე...იცი ვინც ვარ,რაც ვარ...იცი ჩემი ოჯახი და...აუ კაროჩე რა...-ენა დაება ლამის.-ასეთ რაღაცებს მშობლებს რანაირად ეუბნებიან...
-ამოღერღე!-დაუბრიალა თვალები მანანამ.
-თებე მიყვარს ზაირუშ და მინდა,რომ ჩემი ცოლი გახდეს!-მიახალა ქალს.ერთიანად გაფითრდა ზაირა.არ ელოდა ამ სიტყვებს...მანანას გახედა,რომელიც ღიმილით უქნევდა თავს.მერე ისევ ბიჭს გახედა დამნაშავის გამომეტყელება,რომ ჰქონდა სახეზე...
-დიდიხანია?
-სანდროს ქორწილის მერე...
-ორი წელია ესეიგი...-გადაითვალა ქალმა.
-ჰო,რაღაც ეგრე...
-ორი წელია ჩემი თებე ღამეებს ათენებს ტირილში შენს გამო, შე უჯიშო!-კეფაში მთელი ძალით დაარტყა ქალმა.-ნორმალური ხარ?-წამოუვარდა ფეხზე.
-რა გაჩხუბებს?-მოიბუზა ტიტე.
-ხატია,რომ მოათრიე ტირილით შემომივარდა ოთახში,დამამშვიდებლებით დავაძინე!-დაუყვირა ქალმა.-ირაკლიზე,რომ ვუთხარი ტიტეს მაინც არ ვუყვარვარ,სხვა კაცი არ შემიყვარდება და გავყვები არ მადარდებსო!
-რას ამბობ?
-ჩემი გოგო შენზე დარდმა დააბეჩავა...2 წელი რაში დაგჭირდა,რომ ეგ გეთქვა?
-პატარა იყო...-ამოთქვა კაცმა.-18 წლის ბავშვისთვის ხელი დამევლო 24 წლის კაცს და აბა ჩემი ცოლი უნდა გახდეთქო?არც ახლა ვაპირებდი,მინდოდა ეს წლები მშვიდად ყოფილიყო,თავისუფლად ეცხოვრა,მაგრამ აიჩემე უნდა გავათხოვოო...
-მე კი არ ავიჩემე თებემ აიჩემა,მე უბრალოდ ვკითხე და გამათხოვეო მეხვეწებოდა.-კიდევ ერთხელ წამოარტყა კაცს.
-ჩემი თებროლე სხვას არავის გაჰყვება,თუ მოვკვდები მხოლოდ მაშინ!-ხელზე ეამბორა ქალს.-ნუ მიბრაზდები რა.
-დაიჩაგრა ჩემი გოგო ცხოვრებისგან და შენც არ დააკელი...როგორ დატანჯე...-ცრემლი მოერია.
-არ უთხრა თებეს არაფერი,დღეს ზურულდზე ავიყვან და მე ვეტყვი.-სთხოვა ქალს.-ვიცი,რომ მიბრაზდები,მაგრამ თებეს ხათრით...
-რადგან შენ გაერკვიე რაღა მიჭირს.-ამოიოხრა და ჭაღარა შეპარულ თმაზე ხელი გადაისვა.-თუ აწყენინებ ჩემს გოგოს იმ რკინის პოლისჯოხს დაგალეწავ თავზე!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
-იმ წამსვე მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს,რა წამსაც მე თებეს ვაწყენინებ დეიდაჩემო.-დაუკოცნა ქალს ხელები და როგორც იქნა მშვიდად ამოისუნთქა...




***
დილაადრიან ირბინა ტიტემ ვარდები,რომ ეშოვნა თებესთვის.ლიზას სთხოვა,რომ ზურულდზე აეყვანა და იქ დალოდებოდა,თითქოს ირაკლი უნდა მისულიყო და სიურპრიზი მოეწყო.მესტიაში დამჭკნარი ვარდების გარდა ვერაფერი შესთავაზეს,ამიტომ ცოტა შორს მოუწია წასვლა.ისეთი აღელვებული იყო თითქოს არ იცოდა თებეს გრძნობები,არადა ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ ორმა ვერ მოახერხა ერთმანეთისთვის თქმა,თორემ სხვა ყველა დანარჩენმა იცოდა მათი ამბავი.
როგორც კი კაფეში მიიყვანა იქვე წითელი ვარდებით მორთულ მაგიდასთან დატოვა მეგობარი ლიზამ და მათესთან ერთად დატოვა იქაურობა...ბედნიერი იყო მათ გამო,ბედნირი იყო,რომ როგორც იქნა თებე მისი სულელი ძმის გამო აღარ იტირებდა და კიდევ ის აბედნიერებდა,რომ მათესთან ერთად თავისუფლად სეირნობა შეეძლო.მანანამაც დართო ნება და ახლა აღარ ერიდებოდა ხალხში გამოჩენის.ყველამ იცოდა,რომ დანიშნული იყო,თუმცა ხელზე ჯერ ბეჭედი არ ეკეთა...
საერთოდ არ ეხალისებოდა თებეს იქ ჯდომა,თაიგულში მოქცეულ ვარდებს ფურცლებს აპუტავდა და უმისამართოდ ისროდა.ირაკლის ნაჩუქარი ყვავილები რაში სჭირდებოდა?ნერვიულად ათამაშებდა ფეხს მაგიდის ქვეშ და ცდილობდა ღიმილი გაერეპეტიციებინა,რომ კაცს არ შეემჩნია მისი უბედურება...
-შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-გაოცებულმა გახედა ტიტეს,რომელიც მის წინ მოულოდნელად ჩამოჯდა.-წადი ირაკლი უნდა მოვიდეს!
-არ მოვა ირაკლი.-გაუღიმა ქალს.
-ვერ გავიგე?
-არ მოვა თებე.
-სცემე?-გადატყავებულ ხელებს და აბურცულ წარბს დახედა.-ცხოველო სცემე?
-დამშვიდდი.-ნაზად შეეხო ქალის ხელს,მაგრამ არ დაანება.-თებე ნუ იქცევი ასე...
-რა გინდა?რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში?დამანებე თავი!-როგორც შეეძლო ჩუმად ამოთქვა,რომ შორიახლოს მდგომ მაგიდასთან მყოფ სტუმრებს არ გაეგონათ.
-გუშინ შენი ქორწილი გავაუქმე,ჯერ ირაკლის ოჯახთან,მერე ზაირასთან...ჩემი ზაირუშა მაგარი ქალია.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-ხომ არ გააფრინე?რა უთხარი დედაჩემს?
-ვუთხარი,რომ ჩემი ხარ და სხვა კაცს ვერ გაჰყვები ცოლად!-მასთან ახლოს მისწია სკამი და თვალებში ჩააცქერდა.-არ იტირო ჩემო ლამაზო,გთხოვ რა...-ცერა თითი გადაატარა ლოყებზე და ცრემლები შეუმშრალა.-ჩემო თებროლე...
-რა გინდა?-სლუკუნებდა თებე.
-გათხოვება გინდა თებე?-თითებზე ნაზად კოცნიდა ქალს.-მითხარი.
-გაგიუქმებია ქორწილი...
-არა,დაივიწყე ეგ.-უღიმოდა.-ზოგადად გინდა გათხოვება?
-ახლა არა,ოდესმე ჰო,როცა კაცს ვიპოვნი,რომელსაც ვეყვარები და რომელიც მეყვარება...
-ეგეთი კაცი იპოვნე უკვე.-სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა ქალს.-6 წელი დიდი სხვაობაა თებე,არ მინდოდა შენი საუკეთესო წლები დაგეკარგა...
-რას ამბობ?-გაოცებული შეჰყურებდა კაცს.
-გუშინ ირაკლის,რომ ვცემდი რა დავინახე იცი?-მისი თითები თავისაში ახლართა.-ყავისფერი თვალები აქვს,მუქი...მე უფრო ტალახისფერს ვიტყოდი...მაგრამ წერტილიც კი არ დაჰკრავს მწვანე ფერის...
-რას...
-მერე ჩემს თავს ვუყურებდი სარკეში და უცებ გავიაზრე,მანანას მწვანე თვალები არ გამომყვა?ბნელი და ჭაობისფერი მწვანე...
-ტიტე...
-სანდროს და ლიკუნას ქორწილში,რომ გნახე მაშინ დამენ*რა!მაშინ გნახე პირველად დაქალებული,დახვეწილი...თან 4 თვე არ მყავდი ნანახი და ალბათ მონატრებამაც იმოქმედა...მეზობელი ზაირას გოგო მოულოდნელად ჩემი საოცნებო ქალი გახდა და თავს ვერაფერი მოვუხერხე...18 წლის იყავი,პატარა...ახლაც პატარა ხარ და მე არ მინდა,რომ დაგაჩქარო...-მცირე პაუზებს აკეთებდა სიტყვებს შორის და მის ცრემლიან თვალებს თვალს არ აშორებდა.-ვიცი,რომ ძალიან გაწყენინე...ისიც ვიცი,რომ ძალიან გტანჯავდი...შენი სიყვარული მეც ისე მტანჯავდა თებე,რომ ათასი სისულელე გავაკეთე...მეგონა შევძლებდი გამკლავებას თუ სხვასთან ვიქნებოდი,მაგრამ ვერ...
-გაჩერდი...-მთელი სხეულით აკანკალდა გოგონა.-გთხოვ...
-მათქმევინე,ისედაც მენერვიულება არ ვიცი რა ვქნა...-ნერვიულად გაეცინა.-იმდენ დროს მოგცემ,რამდენიც დაგჭირდება...თუ გინდა მომავალ წელს უნივერსიტეტში ჩააბარე,თბილისში გადავიდეთ და მე ვიზრუნებ ყველაფერზე...2-3 სამსახურს ვნახავ ერთდროულად,ოღონდ შენ ისწავლო და ბედნიერი იყო...
-ტიტე...
-მიყვარხარ თებე...არ შემიძლია გესმის?ვერ ვერევი ამ გრძნობას.-ძლივს ამოთქვა კაცმა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.-როცა არ ხარ ცუდად ვხდები,რომ არ მელაპარაკები,არ მიმჩნევ...
-ესეიგი ამდენხანს...ამდენხანს...-სათქმელს თავი ვერ მოაბა.
-სულ მიყვარდი,არ შეიძლებოდა და თავს ვერეოდი უბრალოდ,მაგრამ ახლა გათხოვებ,რომ აგიჩემებია...იცოდე არ გამაგონო სისულელეები,უბრალოდ იცოდე,რომ მიყვარხარ და ვერავის გაჰყვები ცოლად,ვიცი,რომ ჩემს გამო მიჰყვებოდი ცოლად იმ სი*ს და ამოიგდე ეგეთი იდეები თავიდან,იცხოვრე ისე,როგორც აქამდე...მე არაფერს გაძალებ,პატარა ხარ ჯერ და არც ოჯახის შექმნა გვეჩქარება...
-ტიტე რას იტყვის ირაკლის ოჯახი?
-აღარ მიხსენო,თორემ მოგიტაცებ და აღარასდროს დაგაბრუნებ უკან!
-მართლა ვისწავლი?
-ხომ გინდა?
-მინდა...
-მაშინ ისწავლი,გპირდები,რომ ყველაფერზე ვიზრუნებ,არაფერი მოგაკლდება და...
-ტიტე!-გააწყვეტინა ქალმა.
-გისმენ ჩემო ლამაზო...
-ჩაგეხუტები რა...-პატარა ბავშვივით ამოილაპარაკა და როგორც კი ტიტემ ხელები გაშალა სხეულზე მთელი ძალით მიეკრო.
-რა გამიკეთე ამხელა კაცს თებროლე?-საფეთქელზე აკოცა გოგონას.-ლამის ჭკუიდან შემშალე...
-შენ მე უნდა გენახე!-თვალები დაუბრიალა.-იცი როგორ ვიტანჯებოდი?
-გამოვისყიდი კარგი?ყოველ წუთს გამოვისყიდი...
-ახლა რა იქნება?
-შენ რა გინდა,რომ იყოს?
-არ ვიცი...
-მინდა,რომ ჩვეულებრივად იცხოვრო,ბედნიერი იყო,იცოდე,რომ მიყვარხარ და ჩემთან იყო...მერე ცოლად მოგიყვან,შვილები გვეყოლება და შენს მკლავებში დავლევ სულს მოხუცი,რომ ვიქნები...
-ჯერ ხელი უნდა მთხოვო,ისე არ გამოგყვები.
-ისე გამოყოლას არც გაკადრებ,ყველაფერს ისე გავაკეთებ,რომ შენ ბედნიერი იყო.-ნაზად ეფერებოდა სახეზე.
-ხომ არასდროს მიმატოვებ?-ჩუმად ამოილაპარაკა ქალმა.
-ნუ სულელობ თებე...ძლივს გამოგიტყდი და ახლა მე სადმე წამსვლელი ვარ?
-იცოდე ხატიას მოვკლავ კიდევ,რომ შეხვდე და შენც ზედ მიგაყოლებ!
-ხატია დიდიხანია წარსულს ჩაბარდა,რით ვერ გაიგე ჩემო ქალბატონო?მხოლოდ შენ და არავინ სხვა თებე...-ნაზად მიაკრო ტუჩები შუბლზე და ისევ ძლიერად მიიხუტა სხეულზე...პირველი ომი დასრულდა...თითქოს ჰაერიც ისეთი მშვიდი იყო...მშვიდი იყო სვანეთიც და როგორც იქნა მშვიდი იყო მათი სულიც...




***
-შიო ბლინებს ხომ შეჭამ?
-კი.-გაუღიმა ბავშვმა.
-მეც ხომ გამიკეთებ მილა?-გაეკრიჭა ტიტე.-ცოლი მომყავს ბოლოს და ბოლოს,ვჭკვიანდები და მეკუთვნის.
-დიდი დროა მანდამდე.-დაემანჭა თებე.
-რადგან თქვენ საშველი დააყენეთ რაღა მიჭირს,შენ კიარა მთელს მესტიას გავუკეთებ ბლინებს ტიტე.-ამოიოხრა მილანამ.
-ამას უყურე როგორ დამცინის.-თმა აუჩეჩა.-შენ მაინც არ ხარ ჩემს მხარეს?
-გოგო ისე დატანჯე შენს მხარეს როგორ ვიქნები.-იცინოდა თვითონაც.
-ერთი გიწყენინებია,მერე მე ვიცი!-დაემუქრა ძმას ლიზა.
-შენ მაინც თქვი ჩემს დასაცავად რამე ბიძაშვილო!-გახედა მატათას.
-თებეს არ აწყენინო ტიტე,თორე ხერხემალში გადაგამტვრევ!-თმაზე აკოცა გოგონას და ბიძაშვილს დაბღვერილმა გახედა.
-ყველას ეს რანაირად გირჩევნიათ,წავალ დედაჩემს ვეტყვი რამეს,იმას მაინც შევეცოდო იქნებ...
-დედაშენს მზად აქვს საბრტყელებელი!-დაემუქრა მანანაც და მანდ მიხვდა როგორი მოხაზული ჰქონდა...
-მა ნახე...-სირბილით მივიდა გადრანთან მარიტა.
-რა დახატე აბა ჩემო ლამაზო?-ხელში აიტაცა ბავშვი.-ეს რაარის ჩემო გოგო?
-მე,შენ,შიო და მილა...-უღიმოდა კაცს.
-გენაცვალოს მამა შენ!-მთელი სახე დაუკოცნა ბავშვს.-ჩემო პატარა...
-მე არ ვარ?-იწყინა ტიტემ.
-არა...-დაიმორცხვა ბავშვი.-დავამატებ...
-არა მა,იყოს ასე.-არ დაანება ბავშვს.-არ უნდა ბიძაშენს,გათამამდება მერე...
-მე აღარავის ვუყვარვარ ამ ოჯახში?
-მე მიყვარხარ...-მიირბინა მასთან ბავშვმა.
-ბიძას სიცოცხლე ვინ არისო?-მანაც ჩაკოცნა ბავშვი.-არ უსმინო მამაშენს,ვერაა თავის ჭკუაზე.
-ტიტე!-თვალები დაუბრიალა მანანამ.
-მილა შვილო გირეკავენ!-გამოსძახა ნანინამ მეორე ოთახიდან.
-ვინ არის ნანინა დეიდა?
-დოდო ბილაინი...-ამის თქმა და გოგონას გაფითრება ერთი იყო.ხელიდან გაუვარდა თეფში და შიშისგან ერთიანად გააჟრჟოლა.
-ვაიმე შვილო,კარგად ხომ ხარ?-მივარდა მანანა.
-ბოდიში შემთხვევით მოხდა...-ძლივს მოახერხა ამოსუნთქვა და ნამსხვრევების ასაღებად დაიხარა.
-შეეშვი მიხედავენ.-ფეხზე წამოდგა გადრანი.-მოდი ჰაერზე გავიდეთ.-ნანინას მისი მობილური გამოართვა და წელზე ხელი მოხვია,რომ არ დაცემულიყო.რამდენიმე დღე იყო გასული მატათას დაბადებისდღიდან.თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო და მისი არსებობა აღარც გახსენებია...-კარგად ხარ მილა?
-გიაა...-მობილურს ცრემლიანი თვალებით დააჩერდა.
-რა?
-დოდოს სახელით ჩავწერე მისი ნომერი,გია რეკავს...რაც აქ ჩამოვედი არ დამირეკავს და ალბათ აინტერესებს რატომ...
-მაგის დედაც!-დაიღრინა კაცმა.-ნუ გეშინია...უპასუხე და დაელაპარაკე თუ გინდა.
-რა ვუთხრა?
-მე რატომ მეკითხები?-გაუკვირდა კაცს.-ეს გადაწყვეტილება შენი მისაღებია,შენ უნდა გადაწყვიტო რა გინდა...
-ანუ?
-ის გააკეთე,რასაც გული და გონება გკარნახობს.-ნაზად აკოცა ხელზე ქალს.-მე ვერ გეტყვი უნდა ჩამიშვა თუ არა...
-რას ამბობ?-შეშფოთდა გოგონა.
-მილა მისმინე...მე ვერ დაგაძალებს რამის დამალვას,რაც გინდა ის უნდა უთხრა გიას...
-რატომ ამბობ ამას?-უხეშად მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.-რამე მოხდა?მოგბეზრდა უკვე?
-რას ამბობ მილა?-გაეღიმა კაცს.-შენი მობეზრება შეიძლება?მასულელებ ამხელა კაცს და უძლურს მხდი...-ცრემლები კოცნით ამოუშრო და თვალებში ჩააცქერდა.-არ მინდა თავი ვალდებულად იგრძნო და სიმართლე ამიტომ დამალო...
-არ მინდა,რომ ციხეში ჩაგსვან...ვერ გავუძლებ ასე მგონია...-მსუბუქი კოცნა დაუტოვა კაცს.-გავაფრენ ალბათ.
-ნუ მიწვევ მილა თორემ მე ხალხის აზრი არ მადარდებს ხომ იცი?-შუბლზე ნაზად აკოცა და სხეულზე ძლიერად მიიკრა.-მაინც მოგიწევს დალაპარაკება,უთხარი,რომ არაფერი იცი ჯერ...
-დაიჯერებს?
-დასაწყისისთვის კი და მერე რამეს მოვიფიქრებ...


***
ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.19 აგვისტოს შემდეგ ღიმილი არ მოშორებია სახიდან თებეს,ბედნიერი იყო ზაირაც.თავს ევლებოდა თავის თებროლეს ბატონი ტიტე,ყველა თხოვნას უსრულებდა და ისე უფრთხილდებოდა აქამდე,რომ არავის გაფრთხილებია
გიასთან საუბარმა ნორმალურად ჩაიარა.უთხრა,რომ არაფერი უნახავს,არაფერი იცოდა და ოჯახშიც არაფერს ამბობდნენ,რაიმეს თუ გაიგებდა აუცილებლად ეტყოდა.თითქოს დაიჯერა,მალევე მოეშვა,მაგრამ მილანა მაინც ნერვიულობდა,დღეს თუ არა ხვალ მაინც დასჭირდებოდა მისგან პასუხები.
ყოველ საღამოს ჯოკრის სათამაშოდ გადმოდიოდა ლუკა,სულ თავიდან კი უარს ამბობდა მილანა,ეკლესიური არ არისო,მაგრამ ჩამოსვლიდან მალევე დაიწყო თამაში და ახლა აღარაფერს უთმობდა.ტყუპებს ანადგურებდნენ ის და მატათა,რადგან სულ წყვილში თამაშობდნენ.
დიდი ხანი იყო გასული ასეთი ჟრიამული არ ყოფილა გადრანების სახლში.თითქოს ყველაფერი შეცვალა მილანამ.ყველა ბედნიერი იყო,განსაკუთრებით მატათა...
მათეც,როგორც იქნა სტუმრად ეწვია მათ სახლს.მანანა თავიდან კი აიმრიზა,მაგრამ რას იტყოდა?შვილს ხომ არ დააშორებდა მხოლოდ იმიტომ,რომ შორს წაიყვანდა ერთ დღეს?გაშლილი ხელებით მიიღო ბიჭი,რადგან ტიტემ და მატათამ დაუდასტურეს კარგი ბიჭიაო და მიზეზიც არ ჰქონდა...
-აბა სიძე ერთხელ კიდევ დაასხი.-გათიშვას იყო ტიტე.დილის 2 საათი იყო,ისევ სვამდნენ ეზოში.
-ტიტე რამდენს სვამ?-უჩურჩულა თებემ.
-ჩაგერთო ცოლის რეჟიმი?-ხარხარებდა კაცი.
-ახლა მეც ჩამერთვება ეგ რეჟიმი!-დაუბრიალა თვალები ჯერ ძმას,შემდეგ საყვარელ კაცს ლიზამ.
-დავემშვიდობოთ მათე ახალგაზრდობას!-ჭიქა ჰაერში აწია კაცმა.-აწი ცოლების დრო მოვიდა...
-ლიზა მყავდეს გვერდით და სულ აღარ ავიღებ ხელში ჭიქას.-ნაზად აკოცა ხელზე გოგონას.-არ გეწყინოს ცოლის ძმავ,მაგრამ პრიორიტეტები ასე მაქვს დალაგებული.
-მალე წაიყვან არა?-ეშმაკურად გაეცინა.
-მალე წავიყვან.-თავი დაუქნია და ლიზას გადახედა.-ხომ გამომყვები?
-ასე უცებ არა!-გააქნია თავი.
-უცებ?
-ასე ვერა,არ მთხოვო ჯერ...-უჩურჩულა კაცს და მის ეჭვნარევ მზერას თვალი მოარიდა.გვერდით ეჯდა მატათა და ყველაფერი ესმოდა...ეჰ რამდენი ესმოდა მის ყურებს და რამდენს ხედავდა მისი თვალები...გვერდით მჯდომ მილანას გადახედა და თმაზე აკოცა,როგორც სჩვევია.
-შენ არ მეტყვი,რომ ბევრი არ დავლიო?-ეშმაკურად უციმციმებდა თვალები.
-მჯერა,რომ იცი როდის უნდა გაჩერდე და როდის არის ზედმეტი.-ღიმილით ამოილაპარაკა და თავი მკერდზე მიაყრდნო.
-გეძინება?-სახიდან თმა ნაზად გადაუწია.
-ჰო,მგონი დავთვერი...
-ოთხი ჭიქით გოგო?-იცინოდა კაცი.-პრაქტიკა გჭირდება ცოტა.
-არ ვსვამ,ხომ იცი.-არეული თვალებით ახედა.-მეძინება...
-ცოტახანი და ავიდეთ...-ხელები მის თმაში ახლართა და სხეულზე მიიხუტა.
-ტიტე გეყოს მართლა!-გაუწყრა თებე,როდესაც მესამე განსხვავებული გამოცალა.
-აი ძმაო რატომ არ უნდა მოიყვანო ცოლი.-სიცილს ვერ წყვეტდა ლუკა.-გაითვალისწინე ტყუპისცალო,სოფის,რომ დასდევ ასე დაასრულებ შენც,ჭიქებს დაგითვლის.
-ავდგე ლუკა?-დაემუქრა თებე.
-აი ნახე...სანდრო 10 საათზე გამოგვაცალა ლიკუნამ ხელიდან.ესენი დალევას უშლიან...იმის ჭორფლიანს მის მხარზე სძინავს...-სულ ბოლოს გადახედა მილანას.-წაიყვანე ოთახში.
-თუ წავედი აღარც ჩამოვალ,მეც დავიძინებ.-გულწრფელად ამოთქვა.
-წაიყვანე ცოდოა...-იღიმოდა ლუკა.-მაგაზე კარგ ადგილას ვერსაც იქნები შენ ახლა,წაიყვანე და დაიძინე შენც.
-შენ რა რომანტიკოსი გამხდარხარ ამ ბოლო დროს?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-ბესიკის გოგომ დამიწუნა...აწი მხოლოდ თქვენი ბედნიერება თუ გამიხარდება.
-იამ?
-ჰო...-ჭიქა გამოცალა ლუკამ.-კარგი ბიჭი ხარ,მაგრამ მეშინია მე შენი ოჯახისო...
-შენც ზიხარ და თავი ჩაგიქინდრავს მკვდარი ინდაურივით არა?-კეფაში წამოარტყა ტიტემ.-ადე ბიჭო რამე გააკეთე.
-ბესიკას არ იცნობ?გამოუვარდება სანადირო იარაღით,ან ამისი ჯიბრით გაათხოვებს იას.-იცინოდა ლაზარე.
-გიყვარს?-გადახედა მატათამ.
-მის გარდა სხვას,რომ ვერ ხედავ,სულ რომ გინდა გააბედნიერო და შენ იყო მიზეზი სიყვარულია?მაშინ ჰო,მიყვარს...
-შეგაწევ ბესიკასთან სიტყვას,მიცნობს და კარგად ვართ ერთმანეთში.-გაუღიმა კაცს.-გოგოსთან შენ მოაგვარე,მე ბესიკას მოგაშორებ.
-ძმახარ რა.-ფეხზე წამოხტა ლუკა.-აი რაღაცა რო მიჭირს შენ მახსენდები ეგრევე!-სიხარულისგან თავზე აკოცა მეგობარს.-წადი წაიყვანე შენი ქალბატონი,დავიშლებით ჩვენც მალე.
-გიჟია ხომ ვამბობ.-გაიცინა ლიზამ.
-წავიყვან მართლა,თორემ ცოდოა...-მკერდზე მძინარე მილანას დახედა.ნელა მოხვია ხელები და ხელში აიტაცა.-დილით გნახავთ რა,მშვიდობით იყავით.-დაუბარა მეგობრებს და სახლისკენ აიღო გეზი.
-ჩვენც წავალთ თორე დაგვხოცავს ნანინა.-ამოთქვა ლაზარემ.
-ჰო წამო,გველოდება უეჭველი როდის მივალთ.
-მეც წავალ,გაგიჟდება დედაჩემი.
-დარჩი...-მხარზე ნაზად მოეალერსა.
-სად დავრჩე ტიტე?
-ჩემთან...
-გინდა დედაჩემმა თმები გამაგლიჯოს?
-ვითომ ჩემთან დარჩი.-იპოვნა გამოსავალი ლიზამ.-რაიყო პირველად დარჩები?ჩემს კარადაში ჩემსაზე მეტი შენი ტანსაცმელია.
-არა გაგიჟდება დედა...
-არ გაგიჟდება,არაფერს იტყვის.-დაამშვიდა ტიტემ.-წამო...
-ტიტე...
-მეძინება ისედაც თებე,წამო რა.-მიეფერა გოგონას და მასაც აღარ გაუპროტესტებია.კვირაში 7-დან 4 დღე ისედაც ლიზასთან ეძინა,არაფერს იეჭვებდა დედამისი.-არ გეგონოს,რომ ლიზას შენთან დარჩენას რამით გამიპრავებ ოდესმე!-გააფრთხილა მათე.-აქ დილამდე ისხედით თუ გინდათ,მაგრამ ერთმანეთთან დარჩენები არ გამაგონოთ.
-ნუ იქცევი აზიატი კავკასიელივით და წამოდი!-დაუბრიალა თვალები თებემ.
-მილაგებაში დავეხმარები და წავალ.-ხელი ჩამოართვა ტიტეს და სახლისკენ მიმავალს თვალი გააყოლა...-რას ნიშნავს შენი პასუხები ლიზა?-როგორც კი კარი მიხურა ტიტემ ლიზას მიუბრუნდა.
-არ გინდა რა გთხოვ...
-რას ნიშნავს არ მინდა?ცოლად არ გამომყვები თუ რას მეუბნები?
-რა თქმა უნდა გამოგყვები,მაგრამ ახლა ვერ...-თვალი მოარიდა.
-დღეს არც მე გეუბნები,მაგრამ სექტემბერში ჩემთან ერთად,რომ წამოხვიდე თბილისში არ გინდა?ერთ თვეში ქორწილსაც დავგეგმავთ და...
-მათე!-გააწყვეტინა კაცს.-არ შემიძლია...
-რა არ შეგიძლია გოგო?არ მენდობი?ეჭვი გეპარება რამეში?-მასთან უფრო ახლოს მიიწია და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-არა,ეგ არ იფიქრო გთხოვ...-იუარა მაშინვე.-რა თქმა უნდა გენდობი,არც ეჭვი მეპარება,უბრალოდ მზად არ ვარ...
-ლიზა დიასახლისობას კი არ გთხოვ...-გაიკვირვა კაცმა.-მინდა,რომ ჩემს გვერდით იყო,მოემზადო და ზაფხულში უნივერსიტეტში ჩააბარო...
-არ ვარ მზად...-ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლის დამალვა უშედეგოდ სცადა.
-შემომხედე.-ხმა დაუთბა კაცს.-რისი გეშინია?გგონია რამე დაემართებათ შენებს?
-რა?-გაოცება ვერ დამალა ლიზამ.მისთვის ბეთქილის შესახებ არასოდეს უთქვამს.
-გგონია არ ვიცი ვისი ოჯახის ქალი მიყვარს?-ჩაეღიმა მათეს.-ბეთქილის გეშინია?
-შენ...შენ რა...-ენა დაება,ვერაფერი მოიფიქრა სათქმელად.
-ჩემო პატარა.-ხელები მოხვია გოგონას.-იცი მე რას ვერ გადავიტან?შენ,რომ დაგემართოს რამე...
-აქედან არ წამოვალ მათე...ვიცი შენ თბილისში ცხოვრება გინდა,მაგრამ მე...მე აქ მაქვს სახლი...-ჩუმად დაიწყო ბუტბუტი.-ვიცი,რომ ქალები სახლს ტოვებენ და ქმრის ოჯახში მიდიან,მაგრამ მე ვერ ვიზამ ამას,არ მინდა,არ შემიძლია.-მთელი სხეული აუთრთოლდა.-არ შემიძლია გესმის?
-ლიზა შემომხედე.-თვალებში ჩახედა ქალს.-ისუნთქე...-შიში გაუკრთა თვალებში მათეს.-რა გჭირს?წყალი დალიე...-ჭიქა ტუჩებთან მიუტანა.-გთხოვ ნუ მაშინებ...
-ვერ წამოვალ...-იმეორებდა გაუაზრებლად...
-აქ გინდა ლიზა ცხოვრება?მესტიაში?
-აქ მინდა ცხოვრება...-საცოდავად ამოიტირა და მის წინ მჯდომ კაცს თვალი მოარიდა.სხეული უკანკალებდა,თვალებიდან ცრემლები მდინარესავით გადმოსდიოდა...
-ღმერთო...-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა.-უნივერსიტეტში სწავლა არ გინდა?
-ვხატავ მათე,ამისთვის უნივერსიტეტი არ მჭირდება,ისედაც ძალიან კარგად ვაკეთებ ყველაფერს...ჩემი ნახატები კარგად იყიდება...ვიცი,რომ ვერ გამიგებ,მაგრამ არ შემიძლია...
-ესეიგი ცოლად არასოდეს გამომყვები თუ თბილისში მოგიწევს წამოსვლა?-მაინც ჩაეკითხა.
-გთხოვ...
-მაშინ რისთვის დაიწყე ეს ურთიერთობა?მხოლოდ ზაფხულში,რომ გენახე?-თითქოს გაუწყრა.
-მაპატიე...
-გამაგიჟებ...დაიფიცე,რომ შენი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია...ჩემი თავი დაიფიცე...
-შენს სიცოცხლეს გეფიცები არავის არაფერი უთქვამს.-ძლივს გაუსწორა თვალი.-უბრალოდ არ მინდა სხვაგან ცხოვრება,თებესავით არ მინდა უნივერსიტეტში სწავლა...მინდა,რომ პატარა ადგილი მქონდეს,სადაც ბავშვებს ხატვას ვასწავლი,მინდა აქ ვიცხოვრო,ჩემს სვანეთში...
-თავიდანვე ასე გქონდა გადაწყვეტილი და მასულელებდი?-სიგარეტს მოუკიდა კაცმა.
-მიყვარხარ ხომ იცი?შენთან ერთად ცხოვრება და დაბერება მინდა,მაგრამ...-ხმა ჩაუწყდა,ყელში გაჩხერილმა ბურთმა გაგრძელების საშუალება არ მისცა.
-ალაგებაში დაგეხმარები.-ფეხზე წამოდგა კაცი.
-მათე...-ძლივს ამოილაპარაკა და კაცს წინ დაუდგა.-წახვალ?
-რა პასუხს ელოდები ჩემგან?-სახე შეეცვალა ვადაჭკორიას.
-მიმატოვებ?-აგრძელებდა ისევ.
-ცხოვრებაში შენს მეტი არავინ მდომებია და არც ახლა მინდა.-მიეფერა გოგონას.-მაგრამ რასაც შენ აკეთებ...რასაც შენ მეუბნები...-თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა.-არ ვიცი ლიზა...
-მე მივალაგებ,შეეშვი.-ნაბიჯით უკან დადგა.
-ახლა აქეთ მიბრაზდები?
-არ გიბრაზდები,ვცდილობ არ გაგირთულო იმის გაკეთება,რასაც აპირებ...
-რას ვაპირებ?
-დაშორებას.-თავდახრილი იდგა მის წინ.
-მოდი ავალაგოთ.-ნამწვი საფერფლეში მოსრისა და თეფშების ერთმანეთზე დაწყობას მოჰყვა.
-მე მივალაგებ,შეეშვი.-ხელიდან გამოჰგლიჯა კაცს.-წადი შენ.
-ლიზა...
-არ გინდა თბილად დამშვიდობება,მერე უფრო ვიდარდებ...-თეფშები მაგიდაზე ხმაურით დააწყო და სახლისკენ სირბილით წავიდა...




***
-ეს ჩემი ოთახი არ არის.-ნელა დააშორა წამწამები ერთმანეთს და როგორც კი კარი მიიხურა თვალები ჭყიტა.
-ვიცი,რომ არ არის.-გაუღიმა მკლავებში მოქცეულს და საწოლზე ფრთხილად დააწვინა,მაგრამ მაშინვე წამოდგა მილანა.
-ბევრი დაგილევია მატათა,ეს არ არის ჩემი ოთახი...-ნერვიულად მოისრისა სახე.
-ვიცი,რომ არ არის.-გაუმეორა ისევ.-დარჩი ჩემთან.
-ნუ სულელობ...
-მილა...-წინ გადაუდგა კაცი.-უბრალოდ ჩემს გვერდით დაიძინე.
-გამატარე გთხოვ...-ამოიკრუსუნა მის მკლავებში მოქცეულმა.
-ოღონდ ამაღამ არა...-მის ბაგეებს ნაზად შეეხო.-ნუ მიძალიანდები,დავიძინოთ უბრალოდ.
-არ შეიძლება...-ჯიუტად გააქნია თავი.-ნასვამი ხარ თან...
-არ მენდობი მილა?-ცერად დაუწყო ყურება.-გგონია რამეს დაგიშავებ?
-არა,უბრალოდ...
-თუ მენდობი რატომ არ შეიძლება უბრალოდ ჩემს გვერდით გეძინოს?
-ვინმემ,რომ გაიგოს რას იტყვიან?სირცხვილია...
-ვინ უნდა გაიგოს მილა?-ჩაეცინა კაცს.-დარჩი.
-არა გთხოვ,ძალიან ნასვამი ხარ,დღეს არა...-უცნაურად გააჟრჟოლა.კაცის გვერდით არასოდეს სძინებია და მატათასთან ყველაფერი ისე სწრაფად მიდიოდა,რომ შეეშინდა კონტროლი არ დაეკარგა.1 თვეში მათ სახლს დატოვებდა და მერე რას იზამდა?თავადაც ნასვამი იყო და შორს შეტოპვის ძალიან ეშინოდა.
-მოდი,დაჯექი.-საწოლზე ჩამოსვა და გვერდით მიუჯდა მაშინვე.-რისი გეშინია ასე ძალიან?-თმაზე მიეფერა.
-არ მეშინია,უბრალოდ შენთან ყველაფერი ისე სწრაფად ხდება...-თვალი მოარიდა მაშინვე.
-მე მიყურე,როცა მელაპარაკები და ნუ გრცხვენია შენს გრძნობებზე საუბრის.-ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი მაღლა ააწევინა.-მითხარი,რასაც ფიქრობ.
-სულ რამდენი დღე გავიდა ჩვენი პირველი კოცნიდან?-უცებ გადაითვალა გონებაში.-მხოლოდ რვა...ახლა შენს გვერდით დავიძინებ,შემდეგ რვა დღეში რა მოხდება?
-შენს თავს ვფიცავარ მილა...-მისი ხელის მტევანი თავისაში მოიქცია და ნაზად აკოცა.-არასოდეს არაფერს გავაკეთებ ისეთს,რაც შენ არ გენდომება...ზედმეტად არ შეგეხები,დაძალებაზე ხომ საუბარი ზედმეტია...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და სახეზე თლილი თითები ჩამოატარა.-არასოდეს არ შეგეშინდეს ჩემი,როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო,რაც არ უნდა მჭირდეს არასოდეს არაფერს დაგიშავებ გესმის?-ცრემლიანი თვალები დაუკოცნა მაშინვე.-მესმის რასაც მეუბნები,რასაც გრძნობ და ვიცი,რომ ქორწინებამდე არაფერი იქნება,ვიცი იმაზეც დარდობ,რომ წახვალ და აქ მომხდარს ინანებ,მაგრამ ისეთი არაფერი იქნება,რაც სანანებელი გაგიხდება,ამას გპირდები...
-ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან უცხოა.-ძლივს ამოთქვა და კაცის ამღვრეულ თვალებს თავისი გაუსწორა.-ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და...
-ცოლის მოყვანას,რომ არ ვაპირებ ამიტომ ამბობ?-გააწყვეტინა მაშინვე.
-არც მაგის მოსმენა მახარებს,მაგრამ ისიც უცნაურია ჩემთვის,რომ არ ვიცი რა ურთიერთობა გვაქვს...არ ვიცი სხვებსაც ხვდები თუ არა და...
-სხვებს ვხვდები?-გააწყვეტინა ისევ.-გიჟი ხარ გოგო?-ეღიმებოდა მის მეამიტობაზე.-ვერავის ხედავს ჩემი თვალები შენს გარდა,ვერავისზე ფიქრობს ჩემი გული და გონება...არავინ არის სხვა ჩემო ჭორფლიანო გესმის?
-ესეიგი,როდესაც ღამით არ მოდიხარ...-მაინც ეჭვნარევი მზერა ჰქონდა.
-გრიშას ძმა ცუდად იყო და საქონლის დატოვება უწევდა,ფატი ქალია,მარტოს ხომ არ დავტოვებდი იქ?იქ დავრჩი ორივეჯერ,რომ არ ედარდა გრიშას.
-ანუ...
-არავისთან დავდივარ,არავისთან მძინავს,არავის ვკოცნი და არავის ვეხები გესმის?არავის ვუყურებ შენს გარდა მილა...-ყელზე ტუჩები ნაზად მიაკრო.-ისეთს არაფერს ვაკეთებ,რომ გაწყენინო...გგონია ყველამ იმიტომ იცის,რომ ჩემი ხარ,რომ უბრალოდ მოწყენილი ვიყავი და ოჯახი ავაფორიაქე?გგონია სახლში შენ მყავხარ და გარეთ სხვებს ვხვდები?
-არ ვიცი...მეშინია უბრალოდ...-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-შენს სიცოცხლეს ვფიცავარ არაფერია მსგავსი...სანამ შენ მყავხარ სხვა არავინ იქნება...
-ანუ კიდევ 1 თვე?
-ნუ ითვლი მილა,შეიძლება წამომიაროს,მოგიტაცო და სადმე მთაში გადავიკარგო შენთან ერთად...-მოშიშვლებულ ლავიწზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და იქვე მხარზე ნიკაპი ჩამოაყრდნო.-ამაზე მართლა ვფიქრობ,სადმე ისეთ ადგილას წაგიყვანო არავინ,რომ არ გვიცნობს და სამუდამოდ იქ ვიყო შენთან ერთად...
-წამოდი თბილისში...-თმაში ნაზად შეუცურა ხელები კაცს.-ჩემთან ერთად წამოდი...
-არ შემიძლია ხომ იცი?-კისერშიც დაუტოვა კოცნის კვალი და მისი დახორკლილი კანის დანახვისას ოდნავ ჩაეღიმა.-ვფიქრობ და ვერ ვიგებ რა ვქნა.
-რაზე?
-შენზე...აქ ხომ არ დაგიტოვო ეგოისტურად მეფიქრება...
-ბავშვების ძიძა,რომ აღარ ეძებო?-უნდოდა რამე ისეთი გამოეტყუა,რაც მის გრძნობებში გაარკვევდა,ამიტომ კითხვებით არ ასვენებდა.
-ჰო და კიდევ სამუდამოდ,რომ შემეძლოს შენი ფერება...-მის ხერხემალზე მშვიდად აასრიალა თითები.
-გაჩერდი,უნდა წავიდე...
-მილა გთხოვ...-ხმაში მუდარა გაერია კაცს.-მენდე...-ხმა არ ამოუღია მილანას,კაცს ლოყაზე მსუბუქად აკოცა,ფეხზე წამოდგა და ოთახიდან მშვიდად გავიდა.აღარ გაუპროტესტებია გადრანს,მიხვდა,რომ არ ენდობოდა და დაძალებას აზრი არ ჰქონდა.მისი დაფრთხობა არ უნდოდა.უცებ გამოიცვალა ტანსაცმელი და მხოლოდ შორტისამარა დაწვა საწოლზე.მალევე აერია გონება,მთელი სხეული თითქოს ქვემოთ ექაჩებოდა,საშინლად ეძინებოდა.თვალები მილულა,თუმცა ჭორფლიან გოგონაზე ფიქრი არ ასვენებდა...ალბათ ათი წუთი იქნებოდა გასული,უკვე ლამის მძინარე,რომ გამოფხიზლდა კარის გაღებისას და წამში გადაბრუნდა,რომ დაენახა ვინ შევიდა.მილანა იყო,საღამურები ჩაეცვა და ფეხშიშველი შეპარულიყო გადრანის ოთახში.
-უნდა მოვწესრიგებულიყავი,მაკიაჟით ძილი არ მიყვარს.-ჩაილაპარაკა თავისთვის და საწოლზე აძვრა,რომ თავისი ადგილი დაეკავებინა.
-ჩემი გაგიჟება თუ არ გინდა,რამ ჩაგაცმევინა ეს?-მის მოკლე შორტსა და მოღეღილ მაისურს დახედა.
-ვიძინებთო არ თქვი?
-ვიძინებთ ჰო...-ზურგით მყოფს წელზე ხელი შეუსრიალა და შიშველ მხარზე ნაზად აკოცა.
-მატათა...
-ჩშშ,ვიძინებთ.-მასთან უფრო ახლოს მიიწია,ცხვირი მის თმაში ჩარგო და თვალები დახუჭა.ყველაზე ბედნიერი კაცი იყო იმ წამს გადრანი,ნუ შეედრებით,არც კი ღირს,რადგან საყვარელი ქალის გვერდით ყოლა მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო,თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ,რომ გადრანის პირველი სიყვარული იყო ხომ წარმოგიდგენიათ როგორ მდგომარეობაში იყო..?




***
-თებე...-მის თმაში ახლართა თითები კაცმა.-როდის უნდა გადმოხვიდე აქ?
-ქორწილის მერე.-მშვიდად ამოილაპარაკა.
-მაშინ მოდი დავქორწინდეთ ხვალ.-არ ისვენებდა ტიტე.
-ნუ სულელობ,ხომ მითხარი არ მეჩქარებაო?
-მგონი იმაზე ძალიან მიყვარხარ,ვიდრე მე მეგონა...-სასაცილოდ არ ჰყოფნიდა თებეს მისი ნათქვამი.-რა გაცინებს?მართლა გეუბნები...
-გინდა რაღაც გითხრა?-ძლივს ასწია მისი მკერდიდან თავი და თვალებში ჩააცქერდა.
-მითხარი.
-მეც მიყვარხარ...-პირველად უთხრა ეს სიტყვები ასე პირდაპირ ტიტეს.იცოდა,რომ უყვარდა,მაგრამ აქამდე ნათქვამი არ ჰქონდა და სასიამოვნო სითბო იგრძნო მაშინვე...-ძალიან მიყვარხარ თან...-კაცის ტუჩებს ნაზად შეეხო.-ჩემთვის სულ ერთია,დღესვე გამოგყვები ცოლად...-მასთან კიდევ უფრო ახლოს მიიწია და ისედაც არეულ ტიტეს კიდევ უფრო აურია გონება.მისი ცივი თითების შეხება იგრძნო წელზე და ერთიანად გააჟრჟოლა.საშინლად უყვარდა ეს კაცი და თავს ვერაფერს უხერხებდა.მისთვის ყველა შეცდომის დასაშვებად მზად იყო თებროლე...მის შიშველ პრესს თითები,რომ ააყოლა იქ გამოსცა განგაშის ზარი კაცის გონებამ.
-გაჩერდი თებე,თორემ ცუდად დამთავრდება.-მისი ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად აკოცა.-ინანებ მერე.
-შენთან ერთად,რასაც ვაკეთებ არაფერს ვნანობ...-ამოთქვა ქალმა და უფრო გახელებით წაეტანა მის ტუჩებს.თითქოს პასუხი იყო მისთვის მარტივი მოძრაობით მოექცა ზემოდან და მთელი გრძობით დაუკოცნა სასურველი ბაგეები.ტუჩებიდან ლოყაზე,ყელზე,ლავიწებსა და მხრებზე გადადიოდა და ბოლოს ისევ საწყის წერტილს უბრუნდებოდა.ხელი პენუარის ქვეშ შეუცურა,მაღლა აუწია და მუცელზე ნაზად აკოცა ქალს.
-მაგიჟებ თებე და მართლა არ ვიცი ამ გრძნობას რა მოვუხერხო.-ხელი მის შიშველ ბარძაყზე ნაზად აასრიალა.-ვგიჟდები ჩემი შეხებისას თავს,რომ კარგავ...
-ხომ სულ გეყვარები?-მის მკლავებში მოქცეულმა მსუბუქი კოცნა დაუტოვა ყელზე და თვალებში ჩააცქერდა.-მერეც,ორსულობისას რომ გავსუქდები,ან რომ დავბერდები?
-ორსულობისას,რომ მოიმატებ და ბევრს იწუწუნებ მაშინ უფრო მეტად მეყვარები.-მუცელზე კიდევ რამდენჯერმე აკოცა.-ჩემი შვილების დედა,რომ იქნები...ღმერთო გავგიჟდები თებე...
-რამდენი შვილი გინდა?
-რამდენიც შენ გენდომება.-მსუბუქი კოცნებით სწავლობდა მის სხეულს კაცი.-ერთი ის ვიცი,რომ შენნაირი გოგო მინდა.
-ბიჭი მინდა მე,შენი თვალები,რომ ჰქონდეს...-კაცის ხერხემალს ფრჩხილები ნაზად ააყოლა.
-მაგაზე ისევ გაბრაზებული ვარ.-ოდნავ გაეღიმა კაცს.-თუ არ გაჩერდები მართლა გადავალ ჭკუიდან და ამაღამვე შეიძლება გოგო ან ბიჭი ჩაისახოს.
-გეწინააღმდეგები?-უღიმოდა ქალი.
-შენ მე ბავშვი მგონიხარ და რა დღეში ხარ?-საწოლზე გადაწვა კაცი.-შემიკლავ ერთ დღესაც,ასე ჩაცმული მითუმეტეს.-მის პენუარებზე გიჟდებოდა ტიტე.
-რამხელა ნებისყოფა გქონია...
-ნუ მიწვევ თებე,თორემ შეიძლება მიმტყუნოს...
-გიმტყუნოს,მაშინებ?-ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა კაცს.
-სანამ ჩემი ცოლი არ გერქმევა არაფერი იქნება თებე,მერე ასე აღარ გაგეცინება.-ხელები მოხვია ქალს.-სულ ცოტა დრო რჩება მაგ მომენტამდე.
-ასეთი არასოდეს მეგონე.-ამოილაპარაკა მის მკერდზე მირდნობილმა.
-როგორი?
-თავშეკავებული,რომანტიკოსი...
-VIP სერვისია მხოლოდ შენთვის.-ნაზად აკოცა თითებზე ქალს.-მინდა,რომ შენთან ყველაფერი სწორად გავაკეთო.
-ვიცი...ამიტომაც გენდობი ასე ძალიან.-ლოყაზე ტუჩები მიაკრო და მის მკერდზე მოქცეულმა თვალები დახუჭა.ამ დედამიწაზე მართლა ყველაზე მეტად ენდობოდა.იცოდა,რომ არ აწყენინებდა და ცუდად არ მოექცეოდა.იცოდა ვინც იყო ტიტე და რას გრძნობდა მის მიმართ.მასთან გატარებული ყოველი წამი იმაზე ბედნიერს ხდიდა,ვიდრე ეს ვინმეს შეეძლო,რომ წარმოედგინა...



***
-რა გჭირს ლიზა?-ჰამაკთან ჩამოუჯდა ტიტე გოგონას,რომელიც ამაოდ ცდილობდა ცრემლების დამალვას.
-არაფერი.
-არ გინდა ახლა.-სკამი უფრო ახლოს მისწია,რომ უკეთ შეეხედა.-ტიროდი,ხომ ვხედავ...-მეორე მხარეს მიუჯდა მატათაც.
-აქედან წასვლაზე გიფიქრიათ?-ძლივს ამოთქვა ქალმა.
-სულ ვფიქრობ.-გულახდილი იყო უფროსი გადრანი.-იმ საღამოსვე მივხვდი,რომ რაღაც ვერ იყო რიგზზე.მათეს მოყვანის მერე,მე დასაძინებლად,რომ წავედი მოხდა რაღაც არა?
-მე რატომ არ ვიცი არაფერი?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები ტიტემ.
-მეც სულ ვფიქრობდი წასვლაზე,მაგრამ ფაქტის წინაშე,რომ დავდექი აღარ მინდა...არ შემიძლია აქაურობის დატოვება...-სლუკუნებდა გოგონა.
-მათეს დაშორდი?-სიგარეტი მოისროლა მატათამ.
-ვუთხარი,რომ აქ მინდოდა ცხოვრება გათხოვების მერეც...არ გამოგყვები თბილისშითქო და...წავიდა და მას შემდეგ არ დაურეკავს,მისმა მეგობრებმა მითხრეს,რომ თბილისში დაბრუნდა...-უკვე მთელი ხმით ტიროდა,თავი ხელებში ჩაერგო და ვეღარავის ამჩნევდა...
-ლიზა შემომხედე...-სახიდან ხელები მოაშორებინა ტიტემ.-მე მიყურე!-ცრემლები ცერებით მოწმინდა დას.-რატომ არ გინდა წასვლა,სწავლა ხომ გინდოდა?
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.-ამას იმიტომ ვამბობდი,რომ ვიცოდი დედა მაინც არ გამიშვებდა,თან თებეს გარეშე ყოფნა არ მინდოდა და თუ ზაირა გაუშვებდა მეც მინდოდა წასვლა...მე უბრალოდ ხატვა მინდა,ამისთვის სწავლა არ მჭირდება,ხომ გინახავს ჩემი ნახატები?-ცრემლებს ვერ იკავებდა.
-აქ გინდა ცხოვრება ლიზა?-ეჭვნარევი მზერა შეავლო კაცმა.
-თუნდაც ყოველ ღამით თავს დაგვესხას ბეთქილი არ მადარდებს,მზად ვარ მაგასაც გავუძლო,ოღონდ აქ ვიცხოვრო,თქვენთან და დედასთან ახლოს ვიყო...
-დედამ გითხრა რამე?-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ტიტემ.
-დედას არაფერი უთქვამს,ველაპარაკე მე და თავს იგიჟებს ვერ წავალო.-მიუახლოვდა მანანაც.-ნუ გგონივარ ვიღაც გაუგებარი მოხუცი,ვუთხარი,რომ სადაც მისი ქმარი ცხოვრობს იქ უნდა იყოს მისი ბუდეც,მაგრამ ასე იხრჩობა ტირილით ბოლო სამი დღეა.-სევდიანი ხმით ამოთქვა ქალმა და შვილს მიეფერა.-რა გიშველო ჩემო გოგო?
-მეგონა ფილმებში აზვიადებდნენ,როცა ამბობდნენ აქ მტკივაო...-გულზე ხელი მიიჭირა ქალმა.-მაგრამ აქ მართლა მტკივა...ხან სუნთქვაც მიჭირს ისე...-მთელი ძალით მიეკრო დედას სხეულზე.-ახლა ის დროა რამე წამალი მომაშველო მანჩო,თორემ მოვკვდები...-მთელი ხმით ტიროდა გადრანების ქალი.
-ღმერთმა დაგიფაროს,რას ამბობ?-შეიცხადა ქალმა.-წამალი არ შველის ამ მდგომარეობას დედი...
-ვერ ვსუნთქავ დე...-ყელზე მიიბჯინა ხელები.-ყველამ გაიგო თან,რომ უნდა გავყოლოდი,ახლა ილაპარაკებენ,მთელი მესტია ჩემზე იჭორავებს...
-ხმას არავის ამოვაღებინებ შენზე ლიზა რას ამბობ?-მის წინ ჩაიმუხლა მატათა.-შეყვარებული ვის არ ყოლია?აუცილებელია პირველივეს ცოლად გაჰყვე?
-თითქოს არ იცნობდე ამ ხალხს.-ტირილს არ წყვეტდა გოგონა.-შეგარცხვინეთ...
-დედა მოგიკვდეს შენ...-არ წყვეტდა მანანა.-შენ იყავი კარგად და ვისაც რა უნდა ის უთქვამს.
-აღარასდროს თქვა ეგეთი რამ შენს თავზე გესმის?-ხმა აიმაღლა ტიტემ.-არავის ვალაპარაკებ შენზე,არავის ვათქმევინებ ცუდს...-გოგონას სახე ხელებში მოიქცია.-შემომხედე და თავი მაღლა აწიე!არავის,არასდროს არ დაუხარო თავი გესმის?-ისეთი მტკიცე ხმა ჰქონდა,შეწინააღმდეგებას ვერავინ გაბედავდა.-შენს უკან შენი ძმა დგას,შენი ოჯახი...არ დაგავიწყდეს ვინ ხარ და საიდან მოდიხარ!
-არ მიბრაზდები?
-მოდი ჩემთან.-ხელები მოხვია დას და სხეულზე ძლიერად მიიხუტა.-რას ამბობ?განა შენზე ძვირფასი მყავს ვინმე?
-ძალიან მტკივა...-ძლივს ამოილაპარაკა ემოციებისგან დაცლილმა.
-ოღონდ შენ იყავი კარგად...-თმაზე ეფერებოდა დას.-ოღონდ შენ არაფერი გაგიჭირდეს ცხოვრებაში და ყველაფერს გავაკეთებ გესმის?
-ვერ...ვერ ვსუნთქავ...-ჩუმად ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა.
-ლიზა...-მისი მოდუნებული სხეული წამებში დაეშვა მიწაზე. რომ არა ტიტე ალბათ თავსაც გაიტეხდა.-ლიზა შემომხედე...
-ვაიმე დედა მოგიკვდეს შენ.-დაპანიკდა მანანა.
-წყალი მანჩო,წყალი მოიტანე.-დაუყვირა მატათამ და გოგონას ხელები მოხვია.-ლიზა ჩემო პატარა,გაახილე თვალები გთხოვ.
-თებე!-მთელი ხმით დაიღრიალა ტიტემ.
-რა ხდება?-გამოვარდა მილანაც ეზოში,ხელში მარიტა ეჭირა.
-თებეს დაუძახე,მალე.-მიუბრუნდა მატათა და მანანას მოწოდებული ჭიქიდან ხელით მიაპკურა წვეთები სახეზე.-ლიზა...
-ჩემო ლამაზო,ჩემო ერთადერთო შემომხედე...-შიშჩამდგარი თვალებით დასჩერებოდა დას ტიტე.
-რა მოხდა?-მოვარდა მაშინვე თებეც.-გაიწიეთ...-ხელი ჰკრა ორივეს და სითხე თავსახურზე გადმოასხა,რომ ცხვირთან მიეტანა.-ლიზა...-როგორც კი ოდნავ აამოძრავა წამწამები სახეში რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყა გოგონას.-მიდი გაახილე თვალები.
-ღმერთო ჩემო...
-ლიზა ისუნთქე აბა,მითხარი როგორ ხარ...-ზემოდან დააჩერდა გოგონას.-მითხარი რამე...
-მეძინება...
-არა,არა.-თავი გააქნია მაშინვე.-ჯერ უნდა გამოფხიზლდე.
-დედა მოგიკვდეს შენ,რა დღეში ხარ...-გულზე ხელი იტაცა ქალმა.
-აი მაგას მოვუტ*ნავ!-წამოვარდა ფეხზე ტიტე.-მოვკლავ!
-გაჩერდი,მაგის დრო არ არის!-წინ გადაუდგა მატათა.-ნუ დაუმატებ.
-ჩემს დას შეხედე!-ლამის მთელი ხმით დაუყვირა.-რამე,რომ მოუვიდეს გგონია ვაცოცხლებ?მოვკლავ და ჩავჯდები!
-ტიტე დაწყნარდი,მშიერია უბრალოდ,ამას პლიუს ნერვიულობა და ამიტომ გახდა ცუდად.-მიუბრუნდა თებე.-არ გვეხმარება შენი ისტერიკები!
-სულ მიმატოვა...-ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა მის სახე.-მორჩა...
-მოდი ჩემთან.-ხელში აიყვანა პატარა ქალბატონიი ტიტემ.-ოთახში ავიყვან,საჭმელი ამოუტანეთ.
-არ მშია.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-არ მიკითხავს,რამე მოუტანეთ,რომ ჭამოს.-იქ მყოფებს გადახედა და სახლისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა...
ასე არასდროს შეშინებია ტიტეს.საშინლად იყო გაბრაზებული მათეზე და სადმე,რომ ენახა აუცილებლად დაუმტვრევდა ყველა ძვალს.ძლივს აჭამეს ლიზას,რომელიც ყოველი ლუკმის მერე უარობდა ჭამას,მაგრამ არ დაანება ტიტემ და მაინც აჭამა.მერე ასე ტირილში ჩაეძინა ძმის მკლავებში მოქცეულს და მძინარეც კი სლუკუნებდა იმდენად დიდი იყო მისი ემოციები...მარტოს არ ტოვებდნენ,მანანა დარჩა შვილთან,რომელსაც თმაზე ეფერებოდა და მისი ბავშვობის ამბებს გონებაში იხსენებდა.რას იფიქრებდა ერთ დღეს ასეთ მდგომარეობაში თუ ნახავდა მის გოგონას...
-რას აპირებ?-გვერდით ჩამოუჯდა მატათა.-ხმას არ იღებ,სიგიჟეს გეგმავ რაღაცას ესეიგი.
-სიგიჟეს?ტვინს დავასხმევინებ სადმე!
-გგონია ლიზას ეგ უშველის?რომ მოკლა მერე მართლა მოკვდება ესეც...
-აბა რა ვქნა?თავზე ხელი გადავუსვა კარგი ბიჭი ხარ ჩემი და რომ მიატოვეთქო?
-არა,დაელაპარაკე ნორმალურად,თუ თავს ვერ იკავებ მე ვიზამ,იქნებ უბრალოდ იჩხუბეს და სამუდამოდ არ დაშორებულან.
-ჩემს დას ვერავინ დააძალებს იმის გაკეთებას,რაც არ უნდა!თუ აქ უნდა ცხოვრება აქ იცხოვრებს,აქაურ ბიჭს ნახავს და აქ გათხოვდება.ვინ მიგდია ვიღაც მეგრელი ვადაჭკორია ჩამოვიდეს და აქ გამეჭიმოს?
-დაწყნარდი და მშვიდად სცადე მოგვარება!
-ერთი გადაკრული სიტყვა და მოვკლავ!-მაინც არ იშლიდა თავისას.იმავე დღეს დაურეკა მათეს,რომელიც ორი დღის შემდეგ აპირებდა მესტიაში დაბრუნებას და სალაპარაკოდ დაიბარა.იარაღი უკვე მზად ჰქონდა,სიტყვა კი არა,ერთი ზედმეტი ამოსუნთქვა და მაშინვე ტვინს გაასხმევინებდა ტიტე...


***
ასეთი ამბავი ტრიალებდა გადრანების ოჯახში.სამ დღეში გაილია ლიზა...თვალის უპეები ჩაშავებოდა და ქუთუთოები ტირილისგან დასიებოდა...მხოლოდ დაძალებით თუ აჭმევდნენ,თორემ თვითონ არც ახსენდებოდა ჭამა.
ხან ბავშვებს მიუჯდებოდა,ვითომ მათთან თამაშს აპირებდა,მაგრამ ეგეც არ ეხმარებოდა,მალევე ავიწყდებოდა რისთვის გადიოდა სახლიდან და ცრემლმორეული ისევ უკან ოთახში გარბოდა.
ეკლებზე იჯდა ტიტე,რომელიც მოუთმენლად ელოდა მათეს მესტიაში დაბრუნებას,ხანდახან უაზროდ ატრიალებდა ხელში იარაღს და წარმოიდგენდა როგორ უხვრეტდა შუბლს ვადაჭკორიების ერთადერთ ვაჟს.
მატათა მომდევნო ორი დღე არ მისულა სახლში,გრიშას თხოვნით ისევ ზემოთ დარჩა და მის ცოლსა და საქონელს ყურადღებას აქცევდა.იქ არა მხოლოდ ქურდის უნდა შეშინებოდათ,არამედ ათასი ნადირის,რომელთაც იარაღის გარეშე ვერ მოერეოდნენ...
მაღაზიაში გასულებს თავზე თინათე,რომ წამოადგათ იქ დამთავრდა ყველაფერი ლიზასთვის,სულ ბინდი გადაეკრა თვალებზე...ძლივს გაიყვანეს ქუჩაში თებემ და მილანამ,გამოპრანჭეს,როგორც ადრე და ცოტახანს ისეირნეს,შემდეგ მანანას მიცემული სია ამოიღეს და პროდუქტების კალათაში ჩაწყობა დაიწყეს...
-ეს ვის ხედავს ჩემი თვალები...-სალაროსთან რიგში ჩამომდგარიყო მათ შემდეგ.
-შენღა გვაკლდი!-თვალები აატრიალა თებემ.
-დღეს რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი მეჩვენები,მაკიაჟი გაგიკეთებია.-გადახედა მილანას,რომელსაც მართლა მოეწესრიგებინა თავი,იცოდა,რომ მატათა დღეს ბრუნდებოდა სახლში და გაპრანჭვის თინეიჯერულმა სურვილმა სძლია.
-რა გინდა თინა?-მიუბრუნდა ლიზაც.
-ამასთან ლაპარაკი.-მილანას ალისფერ თმებს წაეტანა ქალი.-კარგი ხარისხის თმა გაქვს,კარგად გაიყიდება...
-ხელი გაწიე!-უხეშად აუკრა ხელი.
-დავილაპარაკოთ,ორი წუთი დამითმე.-უღიმოდა თინა.
-რა გაქვს მილანასთან სალაპარაკო?-ორივემ გაიმკაცრა ტონი.
-თინეიჯერული დრამებისთვის არ მცალია გოგოებო,ორი წუთით წაგართმევთ და მერე სულ თქვენი იყოს.
-ახლა ნერვები არ...
-არაუშავს თებე.-დაამშვიდა გოგონა მილამ.-დაველაპარაკები.-პარკი ხელში მიაჩეჩა და კარისკენ წავიდა.
-ჭკვიანი გოგო ხარ.-გაუღიმა თინათემ და უკან მიჰყვა.იქვე მაღაზიასთან სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო საქმიანი ქალივით.
-გისმენ.-თავზე დაადგა დოინჯშემორტყმული.
-ლამაზი გოგო ხარ,წუნს ვერ გიპოვნის კაცი.-კიდევ ერთხელ აათვალიერა.-ეს ეშმაკისეული სახე,თმა,თვალ-წარბი...გამოდგები ერთი ღამისთვის რა...შეიძლება მეტისთვისაც...
-რა?
-მატათამ მითხრა,რომ ცოტას ჯიუტობ,რელიგიური გოგო ყოფილხარ...
-რას ამბობ?
-ფეხებს გაუშლი თუ არა მიგატოვებს და ჩემთან მოვა.-ღიმილს არ იშორებდა სახიდან ქალი.-სახლშივე ყავხარ სექტემბრამდე,სხვაგან რატომ ივლის?
-რას ბოდავ?-თვალები წამოენთო მილანას.
-იმედია მართლა არ გგონია,რომ შენი ერთგულია და ცოლად მოგიყვანს.-ლამის მთელი ხმით ხარხარებდა.-ალბათ გაინტერესებს ბოლო ორი დღე სად დადის...
-ვიცი სადაც დადის და შენ არ...
-ჩემთან...ჩემს საძინებელში დადის და ჩემს საწოლში სძინავს,შიშველს რა თქმა უნდა...
-იტყუები...
-მაშინ სახლში,რომ მოვა მარცხენა მხარეს მკერდთან ჭრილობა შეუმოწმე,მე დავუმუშავე წუხელ,ლამის რქებზე ააგო იაგოს ხარმა...-ეშმაკური ღიმილი გადაეკრა სახეზე.
-ტყუილს ამბობ...-ცრემლები მოერია მილას.
-ერთი სული მაქვს გი*მაროს და მიგაგდოს,რომ აღარასდროს დავინახო შენი ამაზრზენი სახე!-კბილებში გამოსცრა გოგონამ და მიიღო კიდეც სახეში მილანას გაშლილი მარჯვენა.
-მილანა...-მაშინვე მისცვივდნენ გოგონები.-ღმერთო რას აკეთებ?
-რა იაფფასიანი ქალი ხარ.ფუი შენს ქალობას.
-რა ხდება?
-ამას გაპატიებ გგონია?-ამაზრზენად იღიმოდა თინა.-გავიცინებ,როდესაც აქედან ტირილით წახვალ და ეს აუცილებლად მოხდება...შამპანიურის ბოთლს გავხსნი მაგ დღეს,თანაც შერცხვენილი და ნამუსახდილი იქნები!
-თინა რა გინდა?რა არ გასვენებს?-წინ გადაუდგა ლიზა.
-მე არაფერი მინდა,მივახვედრე მაგ პატარა ძუ*ნას,რომ მატათასთან არაფერი გამოუვა...ჩემია გასაგებია?
-წადი,თორე გცემ!
-გავიგე შენც მიუტოვებიხარ საქმროს,შენც მილანასთან ერთად თბილისში ხომ არ დაბრუნდებოდი?-ლოყაზე გაეთამაშა ლიზას.
-გამომართვი ეს.-თებეს გაუწოდა პარკი.
-ლიზა...-მძიმედ ამოთქვა გოგონამ.
-გამომართვი,გამომართვი.-უღიმოდა მეგობარს.-ესეიგი მატათა ცოლად მოგიყვანს არა?-ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ასეა,მაგას მიაგდებს.-ლიზას ზურგს უკან მდგომ მილანას გახედა.-ყველა კაცს ჰყავს ქორილამდე ერთი ასეთი ნა*ა,ეს წითურიც ეგ არის რა...
-ნა*ა...-იცინოდა ისევ.
-ლიზა წავიდეთ.-ხელზე ამაოდ მოქაჩა თებემ.
-შენ რა გგონია ვინ ხარ?-თმაში წამის მეათასედში სწვდა ქალს.-შე ქუჩის ქალო,ნაგავო!-ისე ექაჩებოდა ცხენის კუდივით შეკრულ თმაზე ლამის სკალპიანად ააძრო.-ჩემს ოჯახში ვერასოდეს შემოხვალ გესმის?
-ლიზა გაუშვი,რას აკეთებ?-მისცვივდნენ გოგონები.
-შენნაირი ძუ*ნები გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ საერთოდ.
-ხელი გაწიე,ავადმყოფო!-დაიწყო წიკვინი თინამ.
-მოგკლავ გაიგე?თმებს გაგაგლეჯ,შემომაკვდები!-ყვიროდა ისევ.შორიდან აკვირდებოდა ხალხი სცენას,ჩარევას ვერავინ ბედავდა.
-ლიზა ხომ არ გაგიჟდი?გაუშვი ხელი!-ემუდარებოდა მილანა.
-ბო*ო!-ლანძღავდა ისევ.
-ლიზა გაუშვი,რას აკეთებ?-არსაიდან გამოჩნდა ვადაჭკორია.-ლიზა!
-მოგკლავ გაიგე?-ფრჩხილების კვალი დაუტოვა მხრებზე გოგონას.
-ლიზა გაუშვი,რას აკეთებ?-ძლივს გააშვებინა ხელი მათემ და ხელები გაუკავა.-რას აკეთებ?
-შენ რა გაწუხებს?ხელი გამიშვი!-ძლიერად უბიძგა ბიჭს და გაჩეჩილ თინას მიუბრუნდა.-მარტო თუ გნახე სადმე შუაზე გაგგლეჯ!
-ერთ დღეს განანებ ამ ყველაფერს!-იგესლებოდა თინაც.-აი რო მიგაგდებს შენც ეგ ვაჟბატონი მაშინაც გავხსნი შამპანიურს...
-მოგკლავ შე გველის წიწილო!-უკვე მათესაც კი უჭირდა მისი შეკავება.
-თინა წადი!-დაუყვირა თებემ.
-ლიზა,პატარავ შემომხედე.-თვალებში შესციცინებდა მათე.-გეყოფა,რას აკეთებ?
-თავი დამანებე!-ხელი უხეშად აუკრა კაცს.-შენ ვინ გეკითხება?
-ლიზა...
-ხელი გამიშვი!
-მოიცადე,დავილაპარაკოთ...
-არ მინდა!
-ლიზა დაწყნარდი ცოტა,გთხოვ...-მხარზე მიეფერა მილანა.-დამშვიდდი.
-არაფერი მჭირს დასაწყნარებელი,წავიდეთ!-ლამის ყვირილით უთხრა და კაცის მკლავებისგან თავი გაითავისუფლა.
-ლიზა არც კი დამელაპარაკები?-ტკივილიანი ხმა ჰქონდა მათეს.
-მაგაზე მაშინ გეფიქრა,როცა მიდიოდი და ჩემი ზარების პასუხი არ იკადრე!
-ფიქრი მჭირდებოდა,შენთვის ჩამოვედი,რომ ვილაპარაკოთ...
-1 კვირით დაგაგვიანდა!-მკერდზე უხეშად უბიძგა და გზა სირბილით გადაკვეთა.
-ცოტა დრო მიეცი...-მშვიდი ხმით უთხრა მილანამ და სირბილით მიჰყვა უკან გოგონას...



***
-თმა ლამის სკაპლიანად ააძრო,გეუბნები.-მილანას თმით იმიტაციას ცდილობდა თებე და მანანას სიტუაციას უხსნიდა.-მხრები სულ ჩამოკაწრა.
-გამაგიჟებს ეს გოგო.-შუბლზე ხელი იტაცა ქალმა.უხმოდ იჯდა მილანა.-მატათას არ უთხრა,გაუბრაზდება თინას.
-მოვიდა?
-ჰო,შხაპს იღებს,სულ ტალახიანი ვარო.
-არამგონია საყვარელ ქალს გაუბრაზდეს.-წამოსცდა მილანას.
-რამე თქვი შვილო?-მიუბრუნდა მანანა.
-არა,არაფერი...-იუარა მაშინვე.-ბავშვები ისევ ტყუპებს ჰყავთ?
-ჰო,ცხენით ასეირნებენ ორივეს,მერე ნანინას მჭადებს შეჭამენ და მოვლენ.
-ოთახში ვიქნები მაშინ,დაღლილი ვარ...-დაუბარა ქალს და კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა.დაღლილი კი არა გაბრაზებული იყო,არ უნდოდა დაეჯერებინა ის,რასაც ის ალქაჯი ეუბნებოდა,მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა.ორი დღე არ მისულა მატათა,არც დაურეკავს და თინა ამბობს,რომ მასთან იყო,სხვა რა უნდა ეფიქრა?აივანზე პუფი გაიტანა და კუთხეში ჩამოჯდა,იდეალური ამინდი იყო,თითქმის მიიწურა ზაფხული,მაგრამ მზე სასიამოვნოდ ანათებდა აივანზე,იმდენად სიამოვნებდა მის სხეულს ლამის იქვე ჩაეძინა...
-როგორ მომენატრე!-მოულოდნელად აეკრო ზურგზე გადრანი და ყელში კოცნის კვალი დაუტოვა.
-გაიწიე!-ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა მილანას შეწინააღმდეგება ვერ გაუბედა კაცმა.
-რა მოხდა?-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა.
-მეკითხები კიდეც?
-მილანა თუ არ მეტყვი რა გჭირს აბა რა უნდა გავიგო?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.
-ქვემოთ არ ყოფილხარ ჯერ?არ გინახავს მანანა და თებე?
-აივნიდან გადავიხედე,რომ ვერ დაგინახე მივხვდი ოთახში იქნებოდი და შენთან მოვედი პირდაპირ...რა გჭირს?
-სად იყავი?
-ხომ იცი სადაც ვიყავი,რა კითხვაა?-გაეცინა კაცს.
-ნუ მატყუებ,მინდა ვიცოდე სად იყავი და რას აკეთებდი...-განზე გადგა ქალი.
-მილა...საქონელთან ვიყავი ეს ორი დღე,სად უნდა ვყოფილიყავი?
-დარწმუნებული ხარ?-მაინც შეავლო ეჭვნარევი მზერა.
-რა თქმა უნდა,დარწმუნებული ვარ მილანა,რა კითხვებია?-წარბები შეკრა კაცმა.-რა მოგივიდა მითხარი აბა.
-მაისური გაიხადე...-ტონი არ შეუცვლია ისე ამოთქვა.
-რისთვის?
-მაინტერესებს რაღაც...
-რა გემართება?-მასთან მიახლოვება სცადა კაცმა.
-მანდ დარჩი და გააკეთე,რაც გთხოვე...-აღარ გაუპროტესტებია კაცს უცებ გადაიძრო მაისური და მილანას ღამის კოშმარიც რეალობად გადაიქცა.მართლა ჰქონდა ჭრილობა მარცხენა მხარეს,ბინტით გადაეხვია გადრანს,მაგრამ სისხლის კვალი მაინც ემჩნეოდა.-ვიცოდი...-ნაძალადევად გაუღიმა კაცს.
-რა იცოდი?ვერაფერი გავიგე...
-ვიცოდი,რომ თინასთან იყავი!ამ წამს დამტკიცდა თან...
-რას ამბობ მილა?-სულ დაიბნა კაცი,მაისური ისევ სხეულზე დააბრუნა და ქალს წინ დაუდგა.-საიდან მოიტანე,რომ მასთან ვიყავი?
-თვითონ მითხრა!
-მილა შემომხედე.-სახეზე მიეფერა ცრემლიან ქალს გადრანი.-რაც არ უნდა ეთქვა...
-მასთან იწექი?-გააწყვეტინა კაცს.
-რას ამბობ?
-მიპასუხე!თქვა,რომ მასთან იყავი...
-მილა რას ამბობ?ერთი საათის წინ ჩამოვედი,მასთან რანაირად ვიქნებოდი?
-ეგაა შენი პასუხი?-გამომეტყველება არ შეუცვლია ქალს.
-რა პასუხს ელოდები?თინა არც კი მინახავს მილანა იმ ამბის შემდეგ,საიდან მოგაქვს ეს სისულელეები?-მართლა შეწუხდა კაცი.
-წადი!-უხეშად მოიშორა სხეულიდან და მისგან შორს დადგა.-გადი ოთახიდან!
-მილანა...
-გადი გთხოვ!
-არა!-გაჯიუტდა კაცი.-ახლა დაჯდები და მომისმენ!
-არ მინდა არაფრის მოსმენა,გადი!-ლამის დაუყვირა გადრანს.
-შენი ეჭვიანობაც კი მომწონს მილა.-ერთი ხელის მოძრაობით ააკრო კედელს ქალი.-მაგრამ რასაც ფიქრობ არ არის სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად.
-გაიწიე!
-დამაცადე საუბარი!-მომთხოვნი ტონი ჰქონდა კაცს.-რატომ არ გესმის,რომ არავინ არის შენსგარდა?-იმდენად ახლოს იყო მასთან...სახეზე მის სუნთქვას გრძნობდა ქალი.-ორი დღით ვიყავი წასული და შენზე ფიქრმა ლამის ჭკუიდან შემშალა,მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,როცა წახვალ რა მეშველება და შენ რას მეუბნები?
-არ მინდა მოსმენა,საკმარისი გავიგე.-მკერდზე უხეშად უბიძგა კაცს.
-არაფერი გაგიგია!-თავი ვეღარ მოთოკა კაცმა.-არავისთან მძინებია,არავისთან ვყოფილვარ,მაგის მთქმელის დედაც!
-მაშინ საიდან იცოდა თინამ,რომ ჭრილობა გქონდა?მითხრა,რომ მან გადაგიხვია,როდესაც მასთან მიხვედი.
-გავგიჟდები!-ნერვიულად გაეცინა გადრანს.
-მიპასუხე,საიდან იცოდა?
-მათ მეზობელსაც ჰყავს საქონელი,ზუსტად ჩვენს გვერდით,იმ ბიჭის დედამ გადამიხვია,ალბათ მან უთხრა...თუ გინდა წავიდეთ და ვკითხოთ.
-ნუ სულელობ...-დარცხვენილმა ამოთქვა.
-ეს შენ სულელობ მილა...რა გინდა,რომ გავაკეთო?რა ვქნა,რომ დამიჯერო?
-არაფერი მინდა...-ცრემლმორეული თვალები მოარიდა.
-თინას დაველაპარაკები,თუ არ უნდა,რომ შემომაკვდეს შენგან შორს უნდა დარჩეს!-წასასვლელად შებრუნდა კაცი.
-არაფერი უთხრა.-ხელზე ჩაეჭიდა მაშინვე.-მიიღო საკმარისი.
-ანუ?
-ისეთი რაღაცები მითხრა...თავი ვერ შევიკავე...-შერცხვა გახსენებისაც კი.
-მითხარი.-თმაზე მიეფერა.
-სახეში დავარტყი,არ ვაპირებდი გეფიცები,მაგრამ ისე გამაღიზიანა...-თავდახრილი იდგა მის წინ.-მერე ლიზამ ლამის თმები დააგლიჯა,ძლივს გავაშვებინეთ ხელი...
-უბნის გარჩევა გქონდათ?-სასაცილოდ არ ეყო კაცს.-რა გითხრა ასეთი?
-არ მინდა გახსენება.
-შემომხედე.-ნიკაპზე თითები მოკიდა და თავი მაღლა ააწევინა.-მენატრებოდი მილა,სიგიჟემდე...-ღამესავით შავი თვალებით შეჰყურებდა გოგონას.-როგორი ლამაზი ხარ...-ყელზე ტუჩები მიაკრო.გიჟდებოდა მისი კოცნისას კანი,რომ ეხორკლებოდა...-შენ არ მეტყვი?
-რას?
-რომ მოგენატრე...-ყურის უკან ნაზად ეამბორა.
-გეყოფა...
-ასეთი მორიდებული უნდა იყო სულ?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ტუჩებზე მოურიდებლად დაეკონა.-მაკოცე მილა,ასე მაინც მიმახვედრე,რომ მოგენატრე...-თავის შეკავება აღარ შეეძლო,მაშინვე აჰყვა მილანაც.ძალიან მოენატრა,იმდენად,რომ სუნთქვაც კი უჭირდა მის გარეშე...ამჯერად თვითონაც მომთხოვნი იყო,ყველაფერში ჰყვებოდა,რასაც კაცი აკეთებდა და აღარც მისი შეხება გაუპროტესტებია...ტუმბოზე,რომ შემოსვა და საჯდომზე ხელები ძლიერად მოუჭირა მხოლოდ მაშინ მოსწყდა მის ბაგეებს,მაგრამ არაფრის თქმა დაანება მატათამ,მთელი გრძნობით დაუკოცნა ტუჩები,ყელი...თითები ნაზად შეუსრიალა ქალმა თმაში და ვნებამორეული თვალებით მიაჩერდა მის წინ მდგომს.
-მატათა...
-ჩშშ...არ გააფუჭო ეს მომენტი...-კიდევ ერთხელ აკოცა ყელზე და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი.სხეულზე ჰყავდა აკრული და ნაზად ეფერებოდა ზურგზე ჩამოყრილ დალალებზე ქალს.-სხვა დროს უბრალოდ მკითხე,სანამ გაბრაზდები კარგი?-მაინც ვერ შეიკავა თავი.-არ მინდა,რომ გული გეტკინოს იმაზე ფიქრით,რაც არ ხდება...
-კარგი...-მშვიდად უპასუხა და კისერზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა კაცს,მერე ყელზე...პარალელურად მის მკერდზე აასრიალა თითები...მეორე ხელი კი თმაზე რიტმულად აათამაშა.
-მილა...-ვნებამორეულმა ამოთქვა და ოდნავ მოშორდა ქალს.-აღარ ქნა,თორემ ჭკუიდან გადავალ...
-რა?
-ასე,რომ მეხები თავის შეკავება მიჭირს...
-ასე შეიძლება?-ხელები მის სახეზე აასრიალა და ტუჩებზე ნაზად შეეხო.
-შემიკლავ...-მის ბაგეებთან დაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ,მომთხოვნად წაეტანა...-უშენოდ რა მეშველება მილა?
-ერთი კვირა ინერვიულებ,მერე მოგეშვება...
-და შენ?
-მე...მე აღარასდროს გაგიხსენებთ,როგორც მთხოვე...-დაემანჭა კაცს.
-ჰო?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-ჰო.-დაუქნია თავი.-აღარასდროს.
-მილა...გამაგიჟებ შენ მე...
-რაღაც მინდა,რომ გთხოვო...
-მთხოვე.
-ეკლესიაში წამიყვან?
-რა კითხვაა მილა?წამოდი...-გაუღიმა კაცმა.
-ახლა არა,5 სექტემბერს,ღამის 12 საათზე...
-რატომ?
-დედა მარიამის დაბადებისდღეა,მინდა,რომ სანთელი დავანთო მის სახელზე და ვილოცო...
-არასოდეს გითქვამს რატომ წამოხვედი.-სახიდან თმა გადაუწია ქალს.-არ მეტყვი?
-ახლა ვერა,-იუარა მაშინვე,სახიდან ერთიანად წაერთვა ფერი.-მერე შეიძლება.
-არ გაძალებ,უბრალოდ იცოდე,რომ თქმა შეგიძლია...-საფეთქელზე აკოცა და ცრემლიან თვალებში ჩააცქერდა.-არ არის აუცილებელი ვიცოდე.
-მოგიყვები,როცა მეცოდინება,რომ დამიჯერებ.
-ანუ?
-ანუ დარწმუნებული უნდა ვიყო,რომ ჩემს ნათქვამს დაიჯერებ,ეჭვის გარეშე.
-რა თქმა უნდ,დავიჯერებ მილა...
-ახლა არა,მერე...-ღიმილით უთხრა და ფეხზე წამოდგა.-მათე დაბრუნდა.
-ესეიგი ჯერ ცოცხალია.-გაეღიმა ქალს და ნელი ნაბიჯით მიჰყვა ოთახიდან მიმავალს...




***
-საით ამ დროს?-ჰამაკში მჯდომი თებე ვერც კი შენიშნა ტიტემ.
-საქმე მაქვს,როდის მოხვედი?-ნელა მიუახლოვდა ქალს.
-ვიცოდი,რომ ამ დროს გახვიდოდი,გავიგე მათეს,რომ ელაპარაკებოდი.
-სახლში წადი თებე,ხვალ გნახავ კარგი?-შუბლზე ნაზად აკოცა ქალს.
-იარაღი დატოვე და ისე წადი...
-თებე.
-არ დაიწყო!-ფეხზე წამოდგა მაშინვე.-ასეთი არ ხარ...ბოლო 1 კვირაა ხან იარაღს ატრიალებ ხელში,ხანაც დანას,ძალიან ხომ არ შეხვედი მაფიოზის როლში?
-თებე გეყოფა,მერე ვილაპარაკოთ!-მკაცრი ტონი ჰქონდა ტიტეს.
-შემომხედე!-თავისკენ შეაბრუნა კაცი.-რა გემართება?ჩამოვიდა ის ბიჭი,დასალაპარაკებლად,სიტუაციის გასარკვევად და შენ ძველი ბიჭივით შუბლზე იარაღი უნდა მიადო?
-თებე ნუ ერევი კაცების საქმეში კარგი?სახლში წადი და გამოიძინე,დილით გნახავ.-ახლა ნამდვილად არ იყო საუბრის ხასიათზე.ზურგი აქცია გოგონას და წასასვლელად მოემზადა.
-ახლა თუ წახვალ იცოდე დამთავრდება ყველაფერი!-აკანკალებული ხმით ამოთქვა თებემ.
-რას ამბობ თებე?-გაოცება ვერ დამალა კაცმა.
-ასეთი არ ხარ...ბოლო ერთი კვირაა ვერ გცნობ.-ამოიტირა ქალმა.-აგრესიული ხარ ყველას მიმართ...
-თებე ჩემს დაზე ვსაუბრობთ ხვდები?-წინ დაუდგა.-არ გახსოვს როგორ იყო?
-მახსოვს,მაგრამ გგონია ასე უშველი საქმეს?შენს დას უყვარს ეგ ბიჭი,ჭკუას კარგავს მასზე,გგონია,რომ მოკვდეს ბედნიერი იქნება?
-თებე ძალიან მიყვარხარ,მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.-ცრემლები ნაზად მოწმინდა.-უნდა წავიდე,ხვალ...
-დამთავრდება ყველაფერი ჩვენს შორის!-კბილებში გამოსცრა კაცს.-შენ გადაწყვიტე რას გააკეთებ!
-ნუ ცდილობ ჩემით მანიპულირებას თებე!
-არაფერს არ ვცდილობ,გარდა იმისა,რომ ჩემი საყვარელი ადამიანი უსაფრთხოდ იყოს,მაგრამ მაინც ასე თუ გინდა წადი!
-მივდივარ და ხვალ ვილაპარაკებთ!
-მამის სულს ვფიცავარ ყველაფერი დამთავრდება,არაფერზე ვილაპარაკებთ,მაგ ჭიშკრიდან თუ გახვალ მორჩება!-ზურგი აქცია მაშინვე და ისევ ჰამაკში დაბრუნდა.ადგილს მიეყინა კაცი,იცოდა,რომ არ ხუმრობდა,იცოდა არასოდეს გადავიდოდა ამ სიტყვას და ყველაფერს გულში ჩაიკლავდა მხოლოდ იმიტომ,რომ თავად ტიტე ყოფილიყო უსაფრთხოდ.სიმართლე,რომ ითქვას თებე არ ელოდა მის მობრუნებას,იცოდა ამას მისი დის გამო აკეთებდა,ამიტომ ეგონა,რომ წავიდოდა და მასაც სამუდამოდ მოუწევდა წასვლა,მაგრამ მისდა გასაოცრად მის წინ მაგიდაზე ხმაურით დადო კაცმა იარაღი.
-აღარასოდეს არ დამემუქრო ურთიერთობის დასრულებით გესმის?-მის წინ ჩაიმუხლა კაცი.-პირველი და უკანასკნელი იყოს.
-მაშინ მოეშვი სისულელეების კეთებას.-ცრემლად იღვრებოდა თებე.
-ლიზას,რომ რამე დამართნოდა...
-ვიცი.-ხელები ძლიერად მოხვია კაცს.-ლიზა არანაკლებ ძლიერ მიყვარს,შენ ეს იცი...მაგრამ სწორი არ არის,რასაც შენ აკეთებ,წადი და წყნარად დაელაპარაკე...
-მართლა მიმატოვებდი?
-ჰო...
-ხომ იცი,რომ შემიძლია ტყუპებთან გავიარო და ვიშოვნო?
-ვიცი,მაგრამ გენდობი და მგონია,რომ არ მომატყუებ.
-სიგიჟემდე მიყვარხარ.-ხელები დაუკოცნა ქალს.-უნდა წავიდე.
-არ მანერვიულო იცოდე...
-ნუ გეშინია,სახლში წადი და დაიძინე,დილით მოვალ შენთან.-ლოყაზე აკოცა და ეზოდან უკანმოუხედავად გავიდა...





***
-სულელობ ახლა.-არ ცხრებოდა ლიზა.-რადროს ეგ არის?-გაუწყრა ძმას.-ხომ უთხარი არ დაგაჩქარებო?
-ნუ მიკითხავ მორალს რა.-აიქნია ხელი.-ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარს?უბრალოდ მინდა ჩემთან იყოს.
-ვიცი,მაგრამ ხომ უთხარი ისწავლიო?
-ისწავლის კიდეც,ბავშვების გაჩენას კი არ ვთხოვ.უბრალოდ ჩემთან მინდა იყოს,არ მინდა,რომ ზაირასი მერიდებოდეს,როცა მისი ჩახუტება მომინდება.
-აიშვი ბატონო?-დასცინა ძმას.-ბეჭედი მაინც მაჩვენე,ან რომელი ფულით იყიდე?
-მქონდა გადადებული,ბეჭედს მერე ნახავ.
-იცოდე რამე მახინჯი თუ უყიდე...
-კარგი ახლა,შემეშვი.
-ესეიგი ჰეშკილზე?
-ჰო,ამზადებენ ბიჭები ყველაფერს,საღამოს ამოიყვან და ეგ არის რა.-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-შენც გაიპრანჭე.
-აბა ასე ხო არ წამოვალ?-გაუკვირდა.-ლამაზი კაბა მაქვს,ჯერ არ მცმია და დროს ვიხელთებ...
-აბა შენ იცი,6-ზე იქ,რომ იყოთ.
-გავიგე ჰო,წადი ახლა.-ოთახიდან ლამის ძალით გააგდო...


***
-მიყვარს აქ,რომ მოგყავარ.-მიწაზე ჩამოჯდა მილანა.-სიმშვიდეა სულ.
-ვიცი,რომ ბედნიერი ხარ და ამიტომ მომყავხარ.-მის თმაში ახლართა თითები კაცმა.-მილა ყვავილები გიყვარს?
-რომელ ქალს არ უყვარს?-ცერად გახედა კაცს.
-ვარდები?
-ჰო,მე ყველანაირი ყვავილი მიყვარს,ყველას თავისებური სილამაზე აქვს.
-საყვარელი ფერი?
-დაკითხვაზე ვარ?-გაეცინა ქალს.
-მითხარი.
-ვარდისფერი,წითელი და თეთრი.
-ვიცოდი.-ლამის ტაში შემოჰკრა და ფეხზე წამოდგა.-აქ დამელოდე.
-სად წამსვლელი ვარ?-მხრები აიჩეჩა და ჰორიზონტს გახედა.ისეთი მშვიდი იყო ბუნება,იმდენად უყვარდა აქ ყოფნა დიდი სიამოვნებით ჩაიდგამდა პატარა ხის სახლს და სამუდამოდ დარჩებოდა.
-ყველაზე ბედნიერ კაცად მაგრძნობინებ თავს,ეგ არასოდეს დაგავიწყდეს.-ზურგიდან აეკრო კაცი და მუხლებზე ვარდისფერი თაიგული დაუდო.სპრეი ვარდები,ასე ძალიან რომ უყვარდა მილანას...
-მატათა...-წამსვე სატირლად დაბრიცა ტუჩები.-რატომ?
-არ იტირო მილა...-გაუღიმა ქალს.-ყვავილები,ხომ კარგია?
-ბედნიერებისგან ვიტირებ ახლა...-მისკენ შებრუნდა და მთელი ძალით მიეკრო სხეულზე.-არასოდეს უჩუქებიათ ჩემთვის ყვავილები...
-აწი სხვა ისედაც არ გაჩუქებს.-ნაზად ეფერებოდა თმაზე.
-მადლობა...
-რას ამბობ მილა?ეგ მეორედ არ მითხრა.-„გაუწყრა “ ქალს.-ეს მე გიხდი მადლობას,რომ აქ ჩამოხვედი,ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალე...
-სულ ვნანობდი თბილისში ჩამოსვლას იცი?მაგრამ ახლა ეს სინანული გაქრა და მგონია,რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში,სხვანაირად შენ ვერ შეგხვდებოდი,დოდოს ვერ გავიცნობდი,ეს ოჯახი არ მექნებოდა...გახსოვს მუნჯი,რომ მიწოდე?
-მახსოვს.-სიცილი წასკდა გადრანს.-გავბრაზდი,ტიტეს იმდენს ელაპარაკებოდი და მე კითხვაზე პასუხი არ გამეცი.
-ტელეფონი,რომ გამითიშე?
-მეძინა და გამაღვიძე.-თავი იმართლა.
-როგორ გავბრაზდი იცი?თან შემეშინდა არაფერი ვიცოდი და რომ არ დამხვედროდით...
-დაღლილი ვიყავი,რამდენიმე დღის უძილო და ტელეფონმა,რომ დარეკა ლამის დავლეწე იქვე...მერე დაგინახე და ვიფიქრე,შენ თუ იყავი იმ გაღვიძებად ღირდა...
-მატყუარა.-გაეცინა ქალს.
-არა მართლა,როგორც კი დაგინახე ეგრევე მივხვდი,რომ ცუდად იყო ჩემი საქმე...მერე გარეთ,რომ ვისაუბრეთ და კლუბის ამბავი,რომ მომიყევი მივხვდი,რომ სხვანირი იყავი,ის ვინც მე მჭირდებოდა...
-კლუბის ამბავი კიდევ ბევრჯერ მექნება მოსაყოლი,თვეში ერთხელ დამირეკეხოლმე და...-იცინოდა მილანა.
-რატომ?
-უნივერსიტეტს მხოლოდ ღამის სამსახურს თუ შევუთავსებ,კარგი ანაზღაურებაა მსგავს ადგილებში.
-არა!-თავი გააქნია მაშინვე.-არ მინდა,რომ მსგავს ადგილას იმშავო.
-აბა რა ვქნა?
-მანდ არ იმუშავებ...-გადაჭრით უთხრა.-სხვა რამეს მოძებნი.
-კარგი ახლა,ასეთ რაღაცებს,რომ ამბობ ხან მიჭირს გარჩევა ხუმრობ თუ არა.
-არ ვხუმრობ მილა.-თვალებში ჩააცქერდა ქალს.-მსგავს ადგილებში ათასი გიჟი დადის,არ მინდა,რომ მათ სიახლოვეს იყო.ვინმემ რამე,რომ გაკადროს მერე მართლა ჩამსვამენ იცოდე...
-სხვა გზა არ მაქვს,როდესაც გია მიხვდება,რომ არაფერში გამოვადგები არც უნივერსიტეტის ხარჯებს დამიფარავს,არც საცხოვრებლის,ამიტომ თავი რაღაცით უნდა ვირჩინო.
-მე გადაგიხდი უნივერსიტეტის თანხას.-არც უყოყმანია ისე მიუგო.-მსგავს ადგილებს არ გაეკარო.
-ნუ სულელობ,ვგავარ ადამიანს,რომელიც...
-არ შეიძლება ჩემს საყვარელ ქალს დავეხმარო?
-არა,მე მოწყალებას არ ვიღებ მატათა,რაც მომეცით ისიც ზედმეტი იყო...-ტონი შეეცვალა მაშინვე.
-მილა...
-არ გინდა,თავად მივხედავ საკუთარ თავს!
-რატომ მეჯიუტები?
-უბრალოდ არ მინდა,რომ შეგეცოდო.აქამდე ვახერხებდი ყველაფრის დაბალანსებას და ახლაც მოვახერხებ!
-მილა...
-წავიდეთ,თორემ ხელის თხოვნას ვერ მივუსწრებთ.-ფეხზე წამოვარდა მაშინვე და მანქანისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა...მართლა გაგიჟდებოდა მატათა ისევ სადმე კლუბში,რომ ემუშავა და ვინმეს სე*სისთვის ფული შეეთავაზებინა.მერე თბილისში გვამსაც ვერ დამალავდა და მალევე დაიჭერდნენ.ეს იქნებოდა გადრანის ბოლო,მაგრამ მილანა ამას ჯერ ვერ ხვდებოდა...




***
ყვავილებით მორთულ მდელოზე ბუშტები და „WILL YOU MARRY ME?“ დაემაგრებინათ.იქვე ჩაედგათ რამდენიმე ლამაზად გაფორმებული მაგიდა,ალაფურშეტით და ბევრი სასმლით,როგორც კაცებს სჩვევიათ.შეკრებილიყვნენ მათი მეგობრები და განზე დამდგარიყვნენ ტურისტებიც,რომელთაც ერთი სული ჰქონდათ ცერემონია ენახათ.უკანა ფონზე რამდენიმე თავისთვის მონავარდე ცხენიც მოჩანდა.
ამინდი იდეალური იყო,ყველაფერი მზად ჰქონდათ,მხოლოდ გოგოს ელოდებოდნენ და დანარჩენიც უცებ მოგვარდებოდა.საშინელი ქაოსი იყო კაცის გონებაში.იცოდა,რომ უყვარდა,მაგრამ იქნებ უარი ეთქვა?იქნებ ეთქვა ადრეა და ჯერ ვერ გამოგყვებიო?ათასი მიზეზი ტრიალებდა მის გონებაში,ხელისგულები საშინლად უოფლიანდებოდა და ბეჭდის ყუთი რამდენჯერმე ლამის ხელიდანაც გაუვარდა.გიჟივით გადიოდა რეპეტიციას,ხან ვის დააყენებდა მის წინ და ხან ვის,მაგრამ დაძაბულობა არაფრით ეხსნებოდა.
-მოდიან!-დაიყვირა ლუკამ და სირბილით წავიდა მათკენ.
-მზად იყავით აბა...-ფერადი კვამლი მოიმარჯვეს ბიჭებმა.
-ყვავილები არ დაგავიწყდეთ...
-სიძე მანქანაში დაჯექი შენ,მერე გამოდი.-მანქანაში ლამის ძალით ჩატენა ლაზარემ და მათკენ მიმავალ გოგონებს ღიმილით მიაჩერდა.უზომოდ ბედნიერი იყო ლიზა,თებეს ლამის მიარბენინებდა,რომ დროზე ეთხოვათ ხელი მისთვის და ეს ამბავიც მოგვარებულიყო.მისდა გასაკვირად განზე გამდგარიყო ტიტე და დეკორაციის წინ სიცარიელე იყო,არადა როგორც წესი კაცები ელოდებიან ქალებს,რომ ხელი სთხოვონ,მაგრამ იფიქრა დაიბნაო და ხელით ანიშნებდა სხვაგან დადექიო.
-ნერვიულობ თებე?-ღიმილით გახედა მეგობარს,რომელსაც არანაირი ემოცია არ ეკითხებოდა სახეზე.
-შენ?-გაუღიმა გოგონას.
-მე ძალიან მიხარია შენს გამო.
-ლიზა შენ ბედნიერი უნდა იყო.-მთელი ძალით გადაეხვია მეგობარს.-გახსოვდეს,ყველაფერი ისეა,როგორც უნდა იყოს...
-რას ამბობ?-გაკვირვებული მიაჩერდა თებეს.
-ჩემი დღე არ არის ლიზა,ეს შენთვის არის.-უღიმოდა ისევ.
-ნებას დამრთავ?-წინ აესვეტა მათე და მისი ხელი ხელებში მოიქცია.-მადლობა თებე.-გაუღიმა გოგონას.
-აქ რა ხდება?-სულ დაიბნა.
-მოდი ნუ გეშინია.-ნელი ნაბიჯით წაიყვანა ხალხისკენ.-როცა მითხარი მესტიაში მინდა ცხოვრებაო,გავბრაზდი...-ჩუმად და ნელა საუბრობდა კაცი,ნერვიულობა დასტყობოდა ხმაში.-სხვანაირად წარმომედგინა ჩვენი მომავალი,მერე უცებ დავფიქრდი,ცუდი რა არის აქ?ცუდი რა არის სვანეთში?-მთებს მოავლო თვალი.-ამაზე უკეთეს ადგილას სად იცხოვრებს კაცი?გაგიჟებული დავბრუნდი იმავე ღამეს თბილისში,დედაჩემს მოვუყევი და იცი რა მითხრა?სადაც შენი გულის სწორი ბედნიერი იქნება იქ უნდა იცხოვროთო...-საუბრის პარალელურად ქალის ხელს ნაზად ჰკოცნიდა.-დედაჩემს ხომ იცი როგორ უყვარხარ?მკითხა გიყვარსო?ვუთხარი,რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყნად და იცი რა ქნა?-როგორც იქნა საფინალო ადგილს მიაღწიეს.-ეს ბეჭედი მოიხსნა თითიდან და შენთვის მომცა,ცოლად მოიყვანე და მის გვერდით დაბერდიო...-ჯიბიდან კოლოფი ამოაძვრინა და ფრთხილად გახსნა.-ბაბუაჩემი კი იცი წლებია თბილისში ცხოვრობს ბიძაჩემთან,რომ გაიგო ცოლის მოყვანა და მესტიაში ცხოვრება მინდოდა,ადგა და ეს სახლი მე გადმომიფორმა,რომ ჩვენი ოჯახი,ჩვენი კერა აქ ყოფილიყო...მე უშენოდ ბედნიერი ვერ ვიქნები ლიზა,სადაც მეტყვი იქ ვიცხოვრებთ,რაც გენდომება ყველაფერი გექნება და თან შენს ოჯახსაც არ მოშორდები.-როგორც იქნა დაასრულა და ცალ მუხლზე დაჩოქილი შედგა მის წინ.-ცოლად გამომყვები?-ცრემლებს ვერ იკავებდა გადრანების ქალი,ვერ ხვდებოდა რანაირად მოხდა,მაგრამ თითქოს ყველაზე ბედნიერი იყო იმ წამს.ძმას გახედა,რომელიც კმაყოფილი აქნევდა თავს,მატათაც იქვე უღიმოდა.თებეს და მილანას ცრემლები ჩამოსდიოდათ.იქ იდგა მანანა,ცრემლიანი თვალებით უქნევდა თავს და შვილს დასტურს აძლევდა,ყველა ბედნიერი იყო მის გამო,მართლაც,რომ ზუსტად ის მიიღო,რაც ამდენხანს უნდოდა.ოჯახი და გამგები ქმარი,რომელსაც მისი შეცვლა არ უცდია...
-გამოგყვები!-ლამის მთელი ხმით დაუყვირა და ხელი გაუწოდა.
-ღმერთო!-შვებით ამოისუნთქა კაცმა,ბეჭედი თითზე მოარგო და მთელი ძალით მიხუტა სხეულზე საყვარელი ქალი.-ძალიან მიყვარხარ.
-ქორწილია,ქორწილი!-ღრიალებდა ლუკა და ფერად კვამლში გახვეული შამპანიურის ბოთლებს ძმასთან ერთად ხსნიდა.
-ვერ ვიჯერებ,რომ მართლა მიფრინდება.-თავისთვის ჩაილაპარაკა ტიტემ.
-სად გიფრინდება,6 წუთი უნდა ამ ბიჭის სახლამდე ფეხით.-გაეცინა თებეს.
-ჰო,მაგრამ მაინც ხომ მიდის ჩემი სახლიდან...
-როგორი ბედნიერია...-მთელი გრძნობით ამოთქვა მატათამ ისე,რომ თვალი არ მოუშორებია თებესთვის.
-ყველა ქალის ოცნებაა ასეთი გამგები კაცის ყოლა გვერდით,რა თქმა უნდა,ბედნიერია.-დაეთანხმა მილანაც.-თან ასეთი ხელის თხოვნა...
-შენც გინდა?
-ვის არ უნდა?-კითხვითვე უპასუხა და მისალოცად ლიზასთან მიირბინა...
რა თქმა უნდა ჭორფლიანსაც უნდოდა ასეთი კაცი გვერდით,მაგრამ ვაი,რომ მატათა არ ყოფილიყო ასეთი მერე?ცოლს არ მოიყვანს და მართლა გაუშვებს ამ ალისფერთმიან ქალს მისი მკლავებიდან?ეს ხომ ყველაზე უსუსური საქციელი იქნებოდა...



***
ყველა ძალიან ბედნიერი იყო.ლიზას ღიმილი არ მოშორებია სახიდან,ბეჭედს დღეში ასჯერ ამოწმებდა ისევ თითზე ეკეთა თუ არა და დედას უსიტყვოდ ეხმარებოდა ყველა საქმეში.17 სექტემბერს დანიშნეს ქორწილი.ნაჩქარევიაო იფიქრებდით,მაგრამ მათთვის ყველაფერი რიგზზე იყო.მათეს იმდენად უნდოდა საყვარელი ქალი გვერდით ჰყოლოდა იმ წამსვე მოიყვანდა ცოლად,მაგრამ იცოდა ლიზას ქორწილი სურდა ამიტომ თავს იკავებდა და დროს აძლევდა,რომ სასურველი კაბით,საყვარელი ხალხის თანდასწრებით შეეყვანა ეკლესიაში და ჯვარი დაეწერათ...
5 სექტემბრის ღამეს მართლაც წაიყვანა მატათამ ეკლესიაში.როგორც სთხოვა ზუსტად 12-ზე ტაძრის შუაგულში იდგა,ხელში დანთებული სანთელი ეჭირა და ჩუმად ლოცულობდა.არავინ იცოდა რას ამბობდა ღმერთის გარდა,მაგრამ მატათა ხვდებოდა,რომ ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი მისთვის...შიგნით შესვლა ვერ გაბედა,რა უნდოდა ეკლესიაში?იმდენი სისხლი იყო მის ხელებზე იქ რა ესაქმებოდა?ეზოდან შეჰყურებდა მის მოცახცახე სხეულს და შინაგანად თავადაც ინგრეოდა.ხედავდა როგორ უჭირდა,მაგრამ გამბედაობდა არ ჰყოფნიდა,რომ შესულიყო და მისი ხელი დაეჭირა.ხედავდა როგორ ეჭმუხნებოდა შუბლი ტკივილისგან,როდესაც თითებზე სანთლის დამდნარი ცვილი ეცემოდა და იქვე მყარ მასად იქცეოდა.
მოულოდნელად,რომ ჩაიმუხლა ლამის შესვლაც კი დააპირა,ეგონა ცუდად გახდა,მაგრამ არა!ორივე მუხლზე დადგა და ასე გააგრძელა ლოცვა,ერთ ჩამწვარ სანთელს მეორე მიაყოლა და ასე იყო ერთი საათისა და თორმეტი წუთის განმავლობაში.გადრანიც ასე,გაშეშებული ელოდა და წარბსაც კი არ ხრიდა.მზად იყო მთელი ცხოვრება დალოდებოდა თუ ეს მას თავს კარგად აგრძნობინებდა...
სიცივისგან გააჟრჟოლა ქალს,ტაომ ერთიანად დააყარა და მთელი ძალით გადაეფარა სანთელს,რომ არ ჩამქრალიყო.თითქოს ღმერთმა მიატოვა,გაუწყრა და მასთან ახლოს ყოფნის უფლებას არ აძლევდა,სიცარიელე იგრძნო შინაგანად.ვერ უძლებდა,თავისი შეცდომების ატანა აღარ შეეძლო,ძალიან ბევრი შესცოდა...
-მაპატიე!-ტირილით გადაიწერა პირჯვარი და ყელზე დამაგრებულ ოქროს ჯვარს მოწიწებით ეამბორა.ბოლომდე ჩაიწვა უკანასკნელი სანთელიც.თითქოს მისი უკანასკნელი იმედიც მიიწურა და უკუსვლით დატოვა ტაძარი.კედელზე მიყუდებულ კაცს ნაზად გაუღიმა და ჭიშკრიდან ლამის სირბილით გავიდა.ყველაფერი ერთიანად მოაწვა და იმხელა ტკივილი იგრძნო გულში სუნთქვაც კი უჭირდა.მანქანას ძლიერად დაეყრდნო,რომ არ დაცემულიყო და თავს უფლება მისცა,რომ ამჯერად დაუფარავად ეტირა კაცის წინ,რომელიც გაუაზრებლად მოიხსენია თავის ლოცვაში...-წამიყვანე გთხოვ...-როგორც კი სხეულზე კაცის ხელების შეხება იგრძნო ამოიტირა და ძლიერად მიეკრო მკერდზე.-სახლში არა ოღონდ,გთხოვ...
-შემომხედე,რა მოხდა?
-დამიჯერებ?-მღელვარე ზღვასავით ლურჯი თვალები მიანათა.
-ყველანაირი ეჭვის გარეშე!-სულ ოდნავ გაუღიმა და მანქანის კარი გაუღო.იცოდა უჭირდა.მიზეზი ვერ გაეგო,მაგრამ ხედავდა და კითხვებით მისთვის ტკივილის მიყენება არ უნდოდა.გაურკვეველი მიმართულებით დაძრა მანქანა,მაგრამ მილანას არ ადარდებდა.მთავარი იყო,რომ სახლში არ წაეყვანა,რადგან იქ ვერ დაელაპარაკებოდა,იქ არ უნდოდა ამ ამბის მიტანა...-მოდი.-თბილი ხმით უთხრა და მანქანიდან გადასვლაში დაეხმარა.სიცივისგან გააჟრჟოლა ქალს.მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა მკრთალად.სხვა არაფერი იყო ირგვლივ.ხეზე დამაგრებული ხის საქანელა სკამს თავზე დაჰკაშკაშებდა.იქვე იდგა მიწაში ჩაფლული მაგიდა და 6 სკამი.-ნუ გეშინია,აქ არაფერია ისეთი.-მშვიდად გადააბიჯა ნაცრის გროვას,რომელიც რამდენიმე აგურით იყო შემოღობილი,ალბათ ხანძრის თავიდან ასაცილებლად.მანქანის ფარები არ ჩააქრო,რომ მილანას არ შეშინებოდა და სკამზე ჩამოსვა.-ცუდად ხომ არ ხარ?-შეწუხებული სახე ჰქონდა გადრანს.
-არა.-ძლივს დააშორა ათრთოლებული ტუჩები ერთმანეთს.-რა ადგილია?
-წლების წინ ვიპოვნეთ მე და ტიტემ,ჩვენია ჩათვალე.-ხელზე ნაზად აკოცა და გვერდით მიუჯდა.-რით შემიძლია შენი დახმარება?
-ხომ გაინტერესებდა რატომ დავტოვე ეკლესია?-მიაჩერდა კაცს.
-მხოლოდ მაშინ თუ შენ გინდა მოყოლა,მე არასოდეს დაგაძალებ.
-ადამიანი მოგიკლავს?-გააცია იმ წამსვე კაცს.პასუხი ორივემ იცოდა,მაგრამ ამის მოსმენა სჭირდებოდა მილანას.
-მომიკლავს...
-რა იგრძენი პირველად,რომ მოხდა?
-თითქოს ჩემი სულის ნაწილი დავკარგე და მას შემდეგ არც მიპოვნია.-სიმართლეს ამბობდა,20 წლის ასაკში,რომ გატყდა მას შემდეგ ვეღარ გაამთელა საკუთარი სხეული.
-ძალიან პატარა ვიყავი,როდესაც დედამ მიმატოვა.-დაიწყო თხრობა.-თავშესაფარში ისე მიმაგდო,როგორც ქუჩის ძაღლი და აღარც მოვუკითხივარ!საშინელი დღეები გამოვიარე,მეზიზღებოდა ყოველი ამოსუნთქვა.თმა სამჯერ გადამპარსეს იქნებ სხვა ფერის ამოუვიდესო...დიდი ვიყავი უკვე,დამცინოდნენ ბავშვები,მელოტს მეძახდნენ.-ბნელ სიცარიელეს თვალი გაუშტერა.-ერთი გოგო იყო,ირინა...საშინლად მექცეოდა,დედამ უთხრა,რომ აუცილებლად მოაკითხავდა და თავს ისე გვაჩვენებდა თითქოს არდადეგები ჰქონდა თავშესაფარში.ყველაზე მაღლა ეჭირა თავი...
ჩემს სათამაშოებს იღებდა,მართმევდა ყვეაფერს,რაც მქონდა.პრობლემებს ქმნიდა და მე მაბრალებდა,მისი შიშით ყველა ჩემზე იშვერდა ხელს და მშიერს მაძინებდნენ,რომ ჭკუა მესწავლა.დედამ ძალიან პატარა სათამაშო სპილო დამიტოვა,ფუმფულა იყო,ძალიან პატარა,მაგრამ იმდენად ძვირფასი...ცეცხლში დაწვა ჩემს თვალწინ ირინამ.დედას არ უნდიხარ,სათამაშოები რას გიშველისო?-აკანკალებული ხელით შეიმშრალა ცრემლები.შიშველ მხრებზე თავისი ჟაკეტი მოახურა კაცმა.ნაზად აკოცა მხარზე და სახიდან თმა გადაუწია,რომ მისი ყურება შესძლებოდა.-მძინარეს შემჭრა ჩემს მეათე დაბადებისდღეზე თმა,14 წლის იყო თავად,ან რა პრობლემა ჰქონდა ჩემთან ვერ ვიგებდი...მიშვილეს,ის დღეც დადგა,როცა ობლობას თავი დავაღწიე და ჩოხატაურში ჩამომიყვანეს.ორი წელი ვიცხოვრე მათთან,საუკეთესოდ ვიქცეოდი,არასოდეს არაფერს ვაშავებდი,მეშინოდა უკან არ დავებრუნებინე.თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო,მაგრამ რამდენიმე თვეში ჯოჯოხეთი დაიწყო.ცოლ-ქმარი საშინლად ჩხუბობდა.კაცი სულ სვამდა,ღრიალებდა.დაკარგული შვილი ვერ მოინელა,რომელიც ჟღალთმიანი იყო ჩემსავით,ჩემი ასაკის...ამ ქალს ხან ხელსაც ურტყამდა...ციცინო მე გადამეფარებოდა,თითქოს ვერ დავინახავდი რეალურად რა ხდებოდა...საბრალო ქალი,სისხლიან სახეს უჩუმრად იბანდა და ღამით თმაზე ნაზად მეფერებოდა,სულ მეუბნებოდა,რომ განსაკუთრებული გოგო ვიყავი...-ნიავს მშვიდად მიუშვირა სახე.თითქოს სხეულზე ცეცხლი ეკიდა სუნთქვაც კი გაუჭირდა ამიტომ წამიერად შეჩერდა.მანქანიდან წყლის ბოთლი მოიტანა გადრანმა.როგორც იქნა ყელი ჩაიწმინდა და გაგრძელება შეძლო.-აქ შრამი,რომ მაქვს...-შუბლიდან თმა გადაიწია.
-არ მითხრა,რომ...-ხმა ჩაუწყდა კაცს.
-ყავის ჭიქა მესროლა,მახსოვს იატაკზე,რომ დავეცი შიშისგან როგორ კიოდა ციცინო...
-ცოცხალია?-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა კაცმა.
-ჰო.-მშვიდად ამოთქვა.-ერთი კვირის შემდეგ მონასტერში მიმაბარა ციცინომ,ერკეთში მიმიყვანა და დედა მარიამს ჩემი თავი დაუტოვა ჩემი ქმარი ბავშვს მოკლავსო...მეფერა,მეალერსა და იმ დღის მერე აღარ მოსულა...ისევ დავობლდი...-ცრემლები ახრჩობდა ქალს.
-მოდი ჩემთან.-სხეულზე ძლიერად მიიხუტა მატათამ.-არ მომიყვე თუ არ გინდა,რაც არ უნდა მომხდარიყო იცოდე,რომ მე შენთან ვარ...-მთელი სახე დაუკოცნა ქალს.თმაზე ნაზად მიეფერა,ცრემლები მოწმინდა და ათრთოლებული ისევ გულზე მიიკრა.
-მინდა,რომ მიცნობდე.-მის მკლავებში გაინაბა,თითქოს შვება იგრძნო.-ექვსი წელი ვიცხოვრე მონასტერში.არავის მოვუკითხივარ,რადგან ოფიციალურად მათი შვილი ვიყავი და შემოწმებასაც აღარ საჭიროებდა სიტუაცია.შვილის მონასტერში მიბარებაზე ისედაც ვერავინ გამოედავებოდა და აღარც მიფიქრია,რომ დაბრუნდებოდა...18 წლამდე ორი თვე მქონდა დარჩენილი ერთ საღამოს გოგონა,რომ მოვიდა ჩვენთან,ოთხი თვის ორსული მიატოვა შეყვარებულმა და უპატრონოდ დარჩა.თავშესაფარი ითხოვა და გაშლილი ხელით მიიღეს,რა თქმა უნდა...ირინა იყო,ის ალქაჯი და ბოროტი ირინა ცხოვრება,რომ გამიმწარა...თავიდანვე არ მესიამოვნა,მაგრამ არაფერს ვამბობდი,ვერიდებოდი,მასთან ერთად მაგიდასთან არ ვჯდებოდი...სწყინდა ჩემს მარიამს,მაგრამ ვერაფერს ვუხერხებდი თავს,ვერ ვაპატიე,რაც გამიკეთა...-ძლიერად ეხვეოდა სხეულზე კაცს,მთლიანად დაიძაბა,სუნთქვა უფრო გაუხშირდა.მიხვდა,რომ კულმინაციურ მომენტს უახლოვდებოდა და რიტმულად დაიწყო ქალის თმაზე ხელების მოძრაობა.უნდოდა დაემშვიდებინა,ეჩვენებინა,რომ მასთან იყო.რაც არ უნდა გაეკეთებინა გადრანისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა,უყვარდა და სულ ეყვარებოდა როგორი ცუდი საქციელიც არ უნდა ჩაედინა.
-შენთან ვარ...მჯერა შენი...-ყურს უკან ნაზად აკოცა.-არაფერია ისეთი,რასაც ვერ გავუმკლავდები,მითხარი...-ეჩურჩულებოდა ქალს.
-ერთ საღამოს ჩემთან შემოვიდა და დამემუქრა,საქმე არ გამეფუჭებინა მისთვის,თორემ მომკლავდა...ხელი არ შემეშალა,თორემ თმას შემჭრიდა ისევ,გზაზე არ გადავღობვოდი თორემ...ძალიან ცუდი რაღაცები მითხრა.ძალიან მეშინოდა,ვერ ვიძინებდი,ვერ ვსუნთქავდი.ხან ისე ამესვეტებოდა წინ,ვერც ვიგებდი საიდან მოვიდა და შიშისგან ვცახცახებდი...სუფრასთან ერთად თუ მოვხვდებოდით დანას გიჟივით ატრიალებდა მაგიდაზე და თვალის დაუხამხამებლად შემომცქეროდა...არ ვიცი რა უნდოდა,მაგრამ ძალიან მეშინოდა...დედა მარიამმა მაჩუქა ეს...-თავსაბურავი ხელში შეათამაშა.-ერთ დღესაც ეზოში კიბეებზე შემდგარიყო და ეს ეკეთა...ჩხუბი დავიწყეთ,მოიხსნა,ხელში ეკავა და უარს ამბობდა,რომ დაებრუნებინა...-თვალები დახუჭა და გონებაში ყველა მომენტი ახლიდან გაივლო.-მითხრა,რომ ჩემი ადგილი აღარ იყო მათ რიგებში და უნდა წავსულიყავი...ხელი მკრა და დავეცი,გავბრაზდი თანაც ძალიან...ალბათ ეგოისტურადაც მომივიდა,ვიეჭვიანე,რომ ჩემზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ დედები...გამორთმევა ამაოდ ვცადე,ვჩხუბობდით,ლამის ხელჩართული ბრძოლა გამიმართა...-თავი ასწია და თვალებში ჩააცქერდა კაცს.ასეთი ნამტირალევი არასოდეს უნახავს,განადგურებული იყო...
-მოდი,ჩამეხუტე.-თბილად უთხრა კაცმა,მაგრამ არ დაანება.
-არა!მინდა შენი სახე ვნახო,როდესაც გეტყვი,მაინტერესებს დამიჯერებ თუ არა...
-მილა...
-ძალიან ვჩხუბობდით.-გააგრძელა მაშინვე.-კიბის კიდეზე იდგა,მაშინ არ დავკვირვებივარ.-წარბი არ შეუხრია გადრანს,ხვდებოდა საითაც მიდიოდა საუბარი.-ხელიდან გამოვგლიჯე და მერე უცებ გაქრა...ხმაურით დაეშვა კიბეებზე და ბოლოს უგონოდ მყოფს,სისხლში ამოსვრილს შევავლე თვალი...-თვალს არ ახამხამებდა,სახეში ჯიუტად შეჰყურებდა კაცს.-ბავშვი ვერ გადაარჩინეს,გამიწყრა დედა მარიამი,ყველამ თვალი მომარიდა,ზურგი მაქციეს...გულში წყენა ჩაგიდია და არ შეიძლება,მიტევება უნდა შეგეძლოსო...ღმერთის სამსჯავროსი უნდა გწამდესო და მივხვდი,რომ იქ დამთავრდა...-მის სახეზე ვერანაირი ემოცია,რომ ვერ ამოიკითხა მძიმედ მიეყრდნო მის მკერდს.-სამი დღის შემდეგ გავხდი სრულწლოვანი,შესაწირიდან მთელი ფული მოვიპარე და ციცინოსთან წავედი...ერთი კვირით ადრე თავი მოუკლავს...სიცოცხლე აღარ მინდოდა,არავინ მყავდა...-გაგრძელება ვეღარ შეძლო,მკერდზე ხელი ძლიერად მიიჭირა,ვეღარ სუნთქავდა.-ჩემი მშობელი დედაც მოვიძიე,ისიც მკვდარი ყოფილა...
-შემომხედე!-თავი მაღლა ააწევინა კაცმა.-აქ ვარ გესმის?გთხოვ დამშვიდდი...-ბოთლიდან ნელა დაალევინა სითხე.-ისუნთქე,დამშვიდდი.-შიში გადაეკრა სახეზე.
-ძალით არ მინდოდა გეფიცები...არასოდეს ვავნებდი ძალით,არ ვიზამდი.-ყბა უკანკალებდა საუბრისას.
-ვიცი.-მიეფერა კაცი.-ვიცი.
-გჯერა ჩემი?გჯერა,რომ ძალით არ გამიკეთებია?
-ყოველი სიტყვის მჯერა.-შუბლზე ძლიერად აკოცა და თავი მის თმაში ჩარგო.-მჯერა და ვიცი,რომ ძალით არ იზამდი...
-არ მინდოდა,გეფიცები არ მინდოდა...-სლუკნებდა მის მკლავებში მოქცეული.
-ვიცი პატარავ,ნუ ნერვიულობ.-გული ეტკინა გადრანს მომხდარის გამო,მაგრამ არა იმიტომ,რომ მისი არ სჯეროდა,არამედ იმიტომ,რომ ასეთი რაღაც შეემთხვა და სხვისი სიცოცხლის დასრულების მიზეზი გახდა,თანაც ჯერ არ დაბადებული სიცოცხლის.
-ძალიან შემეშალა,უკან დაბრუნებასაც კი ვერ ვბედავ,ვერც ვრეკავ...იქნებ არ ვეზიზღები,იქნებ მაპატიეს...
-გაპატიებდნენ მილა,აუცილებლად,-ხელები დაუკოცნა ქალს.-პატარა იყავი,შეცდომა დაუშვი,ყველას მოგვსვლია...
-არ ბრაზობ?არ გეზიზღები?
-შეუძლებელია მილა,იმდენად ღრმად ხარ აქ...-მკერდზე ხელი ძლიერად მიირტყა.-ვერაფერი შემიცვლის ამ დამოკიდებულებას...
-არავინ მყავს მე შენს გარდა...თქვენს გარდა არავინ არის...-აკანკალებულმა შეიმშრალა ცრემლები.-აქედან,რომ წავალ ისევ ისეთი ცარიელი ვიქნები,უპატრონო მილანა,რომელსაც არავინ ჰყავს...-მთელი გულით უნდოდა დარჩენა შეეთავაზებინა,მაგრამ ვერ გაბედა.აქ როგორ უნდა დაეტოვებინა?ეშინოდა მის გამო,არ შეეძლო მისი აქ დატოვება...
-არასოდეს იქნები უპატრონო,მე ყოველთვის მოგაქცევ ყურადღებას გესმის?სულ გვერდით ვიქნები,შეიძლება ვერ იგრძნო,მაგრამ ვიქნები.-ამშვიდებდა კაცი.
-გთხოვ ნუ მატკენ...ვერ გადავიტან მართლა...უბრალოდ გამიშვი თვის ბოლოს და მორჩა,ეს საუკეთესო გამოსავალია.
-ეს გინდა მილა?
-აქ რაღაცას ვგრძნობ.-მკერდზე ხელი მიიჭირა და ის თვალები მიანათა ასე ძალიან,რომ უყვარდა კაცს.-რომ გხედავ ან ვერ გხედავ,რომ მეხები ან არ მეხები...უცნაური გრძნობაა,სულს მიფორიაქებს...-გაეცინა საკუთარ ნათქვამზე.-მიყვარდები მგონი...არ შეიძლება.-დაამატა ბოლოს.
-მოდი ჩემთან.-ვერაფერი უთხრა,არ შეეძლო,მიზეზი არ უნდა მიეცა დარჩენის,ლამის დასცდა მის ბაგეებს სიტყვა „მიყვარხარ“,მაგრამ თავის შეკავება მოახერხა.გულზე მიიხუტა და იქამდე ჰყავდა ასე,სანამ სხეული არ მოუდუნდა და იქვე მის მკლავებში არ ჩაეძინა.საშინელი ღამე ჰქონდა გადრანს.მილანას უყვარდებოდა,მას კი უკვე დიდიხანია უყვარდა...



***
დილით გამოღვიძებულს საწოლის მეორე მხარეს ახალი თაიგული დახვდა,12 ხდებოდა,მაგრამ არავინ გააღვიძა,სითბო ჩაეღვარა მუცელში ყვავილების დანახვისას.საშინლად გამოიყურებოდა ამიტომ შხაპი მიიღო,მოწესრიგდა და ნელა ჩაიარა კიბეები,ეზოში იჯდა ლუკა ბატონი,შიოს ჯოკრის თამაშს ასწავლიდა.
-კარგი არაფერი ასწავლო ბავშვს.-გაუღიმა კაცს.
-ვა ჩემი მილანა გამოფხიზლებულა.-ლამის ტაში შემოჰკრა ლუკამ.-ყავა და ბლინები გვინდა.-აუფახულა მწვანე თვალები.
-ყავაც გინდათ?-წარბები აწკიპა.
-ჰო კარგი,ყავა მე მინდა.-უღიმოდა მის წინ მდგომს.-გთხოვ რა.
-სად არიან დანარჩენები?-ცარიელი იყო სახლი.
-მანანა,ლიზა,მარიტა და თებე ტიტემ წაიყვანა მკერავთან,ჩემი ძმა შეყვარებულს დასდევს,მატათა საქმეზე გავიდა სანდროსთან ერთად და მე ხომ იცი ია მიწუნებს.-ოხვრით ამოთქვა ბოლოს.
-მატათას რა საქმე ჰქონდა?-ჩამოჯდა სკამზე.
-ჩემი სათქმელი არ არის ეგ ამბავი,რომ მოვა ჰკითხე.
-ლუკა რამე ისეთია?
-დამშვიდდი,სულ ნუ იძაბები.-გაუცინა ქალს.-წამო გარეთ გავიაროთ არ გინდა?
-ბლინები?-ამოილაპარაკა შიომ.
-მერე გაგიკეთებს მილა,რადროს ბლინებია.-აიქნია ხელი.-მიდი წამო რა.
-რა გვინდა გარეთ?ცხელა მზეა.
-ჩემი ია იქნება უბანში,ნახვა მინდა.
-მერე ჩემს გარეშე ვერ ნახავ?-ეჭვით აათვალიერა.-მოიცა,მოიცა...გინდა,რომ აეჭვიანო?
-კარგი ახლა,მომყვები თუ არა?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.
-მოგყვები!-სასაცილოდ არ ეყო მისი მდგომარეობა.შიოს ფეხსაცმელი ჩააცვა და უკან მიჰყვა კაცს...




***
-მადლობა,რომ მოხვედი.-გაუღიმა ქალმა.ალბათ პირველად მოხდა ხალინას ღიმილი,რომ დაინახა კაცმა.სულ უჟმური სახით იყო,არასოდეს იცინოდა.ბეთქილის ცოლი სხვანაირი ვერც იქნებოდა.
-მე რატომ დამირეკეთ ვერ გავიგე.-დაბნეული იყო გადრანი.
-შენი ნახვა უნდოდა,შეგვეშინდა და იქნებ დაელაპარაკო.-მშვიდი,მაგრამ მტკიცე ხმა ჰქონდა.-ხომ იცი,რომ უყვარხარ?შენს გამო გააკეთა.-თითქოს უსაყვედურა.
-ჩემს გამო დალია აბები?ამას მეუბნებით?-განრისხება დაეტყო.-მე თინასთვის იმედი არასოდეს მიმიცია!ცოლად მოყვანაც არასოდეს მდომებია,სულ უარს ვამბობდი.
-რა აქვს დასაწუნი ჩემს გოგოს?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.-რატომ არ ირთავ ცოლად?
-აი თუ არ გაგიჟდება ადამიანი რა.-ოფლი მოიწმინდა სახიდან სანდრომ.-არ უყვარს,ძალით ხომ ვერ შეაყვარებთ?
-მამამისმა,რომ გაიგოს იცი რა მოხდება?-მუქარასავით გაიჟღერა ქალის გაყინულმა ხმამ.-თინას ამბავს არავის აპატიებს.
-შევალ და დაველაპარაკები.-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ოთახისკენ დაიძრა.-დარჩი სანდრო,არაფერია...-დაუბარა მეგობარს და კარი ხმაურით შეაღო.პირველად იყო მათ სახლში,არასოდეს შესულა და არც სურვილი გასჩენია.დილაადრიან ხალინამ,რომ დაურეკა მძინარე მილანა დატოვა და ქალთან შესახვედრად სანდროსთან ერთად წავიდა.ლუკას მისთვის ყვავილების მიტანა სთხოვა და გუჯეჯიანების გზას დაადგა.მხოლოდ ხალინა და ექთანი გოგო იყვნენ სახლში,თინა ოთახში გამოკეტილიყო.შეიარაღებული მივიდა მათთან სახლში,თუმცა საბედნიეროდ არ დასჭირდა.მხოლოდ სამი ქალი იყო შიგნით...
საწოლზე მისვენებულიყო გუჯეჯიანების ქალი,სახე წაშლოდა და გაფითრებოდა.თვალები ტირილისგან დასიებოდა...
-მატათა...-ძლივს ამოთქვა და საწოლზე წამოჯდა.ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო.
-რას აკეთებ თინა?-სკამს დაავლო ხელი და მოშორებით ჩამოჯდა.
-აქ რატომ ხარ?-არ უპასუხა მის კითხვას.
-დედაშენმა დამირეკა.ეს ყინულივით ცივი ქალიც კი გაალღვე,შეაშინე...
-და შენც მოხვედი.-გაუაზრებლად უღიმოდა.
-რას აკეთებ თინა?-გაუმეორა ისევ.-რისთვის?
-სულ მეგონა,რომ სხვა დასასრული გვექნებოდა.-თმა მხრებზე გადმოიყარა.-16 წლისას,რომ მითხრა მამაჩემმა მატათას ცოლად მიჰყვებიო,მას შემდეგ ამაზე მეფიქრება.
-თინა ეგ არ მოხდება!-გააწყვეტინა ქალს.-მე შენ არ მიყვარხარ და ისედაც ცოლის მოყვანას არ ვაპირებ და შენ ეს იცი.
-ვიცი,რომ ცოლის მოყვანას არ აპირებ,მაგრამ ის მიზეზი მაბრაზებს,რაც ამის უკან არის.-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-მაინც?
-ის ალისფერთმიანი!-ღვარძლით ამოილაპარაკა.-მას ვერ მოიყვან და სხვასაც არავის მოიყვან ამავე მიზეზით.
-არ გაბედო!-ტონს აუწია.-მას თავი დაანებე,ისედაც ვერ მომინელებია წინაზე,რაც გააკეთე.
-ახლოს დაჯექი.-საწოლზე ნაზად დააბრახუნა ხელი.
-აქაც მშვენივრად მესმის შენი.
-გთხოვ,უბრალოდ საუბარი მინდა.-იმდენად მოისაწყლა თავი უარი ვერ უთხრა გადრანმა,ნელა მიუახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ის გოგო უბრალოდ ძიძა არ არის,ასეა?
-მერე შენ რა?-ირიბად გასცა პასუხი.
-გიყვარს?
-თინა რა გინდა?
-გიყვარს?!-ლამის დაუყვირა კაცს.
-მიყვარს!-იმავე ტონით გასცა პასუხი.
-რატომ?
-რას ნიშნავს რატომ?
-რატომ ის და არა მე?-ნაწყენი იყო ქალი.
-სიყვარული ასე არ მოდის თინა,ჩვენ არ ვირჩევთ ვინ შეგვიყვარდება და ვინ არა.
-გინდოდა,რომ შეგყვარებოდა?-ლოყაზე ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ქალს.
-არა,მე არავისი შეყვარება არ მინდოდა,მაგრამ მოხდა.
-ბედნიერი ხარ?
-რა გინდა თინა?რატომ მისვამ კითხვებს,რომელზე პასუხიც არ მოგეწონება?
-ესეიგი ხარ.-გაუღიმა.-ყველაფერს დავთმობდი,ოღონდ ისე შემოგეხედა,როგორც მას უყურებდი შენს დაბადებისდღეზე...მის თმაში,რომ აგეხლართა თითები და რომ ეფერებოდი...ყვავილებიც გიყიდია მისთვის,ტბაზეც ხშირად აგყავს...
-რაიყო მითვალთვალებ?-ნერვიულად გაეცინა კაცს.
-ხან ვინ ლაპარაკობს ქუჩაში,ხანაც ვინ,მე დამცინიან მთელს მესტიაში!
-ვინ დაგცინის თინა?რა მიზეზით?-შეწუხდა მატათა.
-ყველამ იცის,რომ მიყვარხარ და შენ სხვა ქალს დასდევ,ყველამ იცის...
-გაჩერდი...-გააწყვეტინა ქალს და ცრემლები მოწმინდა.-ჭკვიანი ქალი ხარ,რატომ აკეთებ ამას?ნებისმიერი კაცი მოგიყვანს ცოლად,რომელიც გენდომება,შეგიძლია ბედნიერი იყო,რატომ ჩაიციკლე სიყვარულზე,რომელიც არ არსებობს?მგონია,რომ ბავშვურად აიხირე რაღაც და გინდა,რომ მიიღო,რადგან დაეჩვიე ყველაფრის ქონას,მაგრამ სიყვარული ასე არ მუშაობს.-სცადა მშვიდად აეხსნა სიტუაცია.-უნდა გაჩერდე,გადის სადღაც ზღვარი,რომელიც არ უნდა გადაკვეთო!
-ცოლად მოიყვან?-გააცია ქალს.
-ეს დასკვნა გამოიტანე ჩემი ნათქვამიდან?-შუბლი მოისრისა,დაღონდა,მიხვდა,რომ აზრი არ ჰქონდა საუბარს.
-მოვკლავ!ცოლად ვერ მოიყვან გესმის?შენც მოგკლავ!-გიჟივით წამოენთო თვალები,სახეზე ოფლმა დაასხა.-ჩემს გარდა სხვა ქალს ვერ მოიყვან,არ გაქვს უფლება!
-გამომართვი.-ღიმილით გაუწოდა იარაღი.-სროლა კარგად იცი,მესროლე და მოვრჩეთ.-ხელში ძალით დააკავებინა.-მიდი.
-გგონია არ გესვრი?-აკანკალებულმა დაუმიზნა და მის შავ თვალებს ღიმილით მიაჩერდა.დახუჭა კაცმა თვალები,არ უნდოდა მისი დანახვა,არ უნდოდა ამ ქალის ყურება,თუ მოკლავდა უკანასკნელი,რასაც დაინახავდა მილანას სახე იქნებოდა,გონებაში გაიხსენა და უნებურად ჩაეღიმა.ტუჩებზე მოულოდნელად იგრძნო იმ ცივი,უსიყვარულო ვნებით გაჟღენთილი ტუჩების შეხება და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.წამსვე გამოფხიზლდა და ფეხზე წამოვარდა,მაგრამ რაღას უშველიდა?გოგონას ცრემლი ახრჩობდა,მაგრამ ღიმილს არ წყვეტდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?
-მოიყვანე ცოლად.-მოულოდნელად შეიცვალა აზრი.-თავს ვერ შეგაყვარებ,ვერ გაიძულებ,მოიყვანე.-უღიმოდა ისევ.
-რას ამბობ?
-გავთხოვდები,როცა მამა მეტყვის...მზად ხარ იმ ქალისთვის მოკვდე კიდეც,ესეიგი მართლა ასე უანგაროდ გიყვარს.-სევდა შეეპარა ხმაში.-არაფერს დაგიშავებს მამა,ვეტყვი,რომ აღარ მიყვარხარ.
-არ წამოვეგები თინა,არ გინდა.
-ნეტავ ასე გყვარებოდი.-ცრემლები უხეშად შეიმშრალა.-რომ დაგჭირდეს მეც ასევე დავთმობ სიცოცხლეს შენთვის,ამიტომ მინდა ბედნიერი იყო,მოიყვანე!
-თინა...
-მოიყვანე!-უღრიალა კაცს.-ჩემი გზა აღარასოდეს გადაკვეთო,თორემ მართლა მოგკლავ.ახლა გაეთრიე!
-შენ ავად ხარ,მკურნალობა გჭირდება!-მართლა შეუწუხდა გული.-დახმარება გჭირდება,ასე ვერ იქნები.-ინსტინქტურად გაისვა ტუჩებზე ხელი,თითქოს იმ კოცნის მოშორებას ცდილობდა,უხეშად ააცალა იარაღი და ოთახიდან გიჟივით გავარდა.-მივდივართ!-დაუყვირა სანდროს და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...




***
-ნახე ზედაც არ მიყურებს.-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები კაცმა.-მოდი აბა მითხარი გულწრფელად.-გახედა მილანას.-მახინჯი ტიპი ვარ?
-ნუ სულელობ.-გაეცინა მის რეაქციაზე.-რა თქმა უნდა,არა!
-მითხარი არ მეწყინება...
-არ ხარ მახინჯი.-ამშვიდებდა ისევ.ამას სამეგობროდან ვერცერთზე იტყოდით,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ლუკა მწვანე თვალებს მოგანათებდათ და მისი ღიმილით სამყაროს გაანათებდა.
-აბა რატომ არ მოვწონვარ?
-ლუკა სიყვარული ასე არ მოდის,შეიძლება გარეგნობა ხელს გიწყობდეს,მაგრამ ამანაც ვერ გიშველოს ზოგჯერ...ქმედებებით უნდა აჩვენო რას გრძნობ.
-წავალ და ყვავილების დიდ თაიგულს ვუყიდი!-ამოთქვა სულელივით.
-ეგ არ მიგულისხმია,ყვავილები არ გიშველის.-შეაკავა მაშინვე მილანამ.
-გოგო აბა რა ვქნა?ახლოს,რომ მივდივარ გარბის თითქოს,სულ მერიდება,გეგონება შუბლზე იარაღს მივაბჯენდე და მოვკლავდე.-გაოგნებისგან აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.-მიყვარხარ მეთქი ვეუბნები და მეშინია შენი,შენი მეგობრების და ოჯახისო.პრობლემები არ მინდაო და გარბის...
-ამტყუნებ?-ცერად გახედა.
-არ ვამტყუნებ,მაგრამ მას არავინ ერჩის,მთელმა მესტიამ იცის ეს...
-სხვა სტრატეგია გჭირდება.-უხსნიდა ისევ.-ქალებთან ასე მარტივად არ არის.
-როგორ შეგიყვარდა შენ მატათა?რა გააკეთა ასეთი?-ელდა ეცა,არავის უთქვამს ეს სიტყვა აქამდე მისთვის,თავადაც ვერ გამოსტყდომოდა ჯერ თავს და ყველანაირი უბედურება ერთიანად დაეჯახა.-არ ვეტყვი მატათას,მიდი მითხარი.-მხარი გაჰკრა ქალს.-ნუ გერიდება.
-მე არ...არ მიყვარს.-იუარა მაშინვე.
-ვხედავ როგორ უყურებ...-წარბები ეშმაკურად შეათამაშა.-მიდი მითხარი რა.
-ნუ სულელობ ლუკა,მსგავსი არაფერია!-თვალები დაუკვესა.კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ლუკას მობილური ახმაურდა და გაჩუმება მოუწია.
-ჰო,ახლა?,არვარ სახლში...ცენტრში გამოვედი საჩქაროა?-მობეზრებულად ატრიალებდა თვალებს.-მოვალ მალე,კარგი ჰო...-დაასრულა მალევე და მილანას მიუბრუნდა.-უნდა წავიდე მე მილა,სახელოსნოში მანქანაზე სჭირდებათ შველა...წამო სახლამდე მიგაცილებ და წავალ.
-დავრჩები.-გაუღიმა.-ცოტახანს ვიქნები,რადგან გამოვედი დავათვალიერებ ქუჩებს.
-რა ქუჩებს დაათვალიერებ პარიზია?წამო სახლში.
-დავრჩები მართლა,მალე წავალ.
-შიოს წავიყვან,მანქანები უყვარს,გაერთობა.
-მართლა?-გაბრწყინებული თვალებით ახედა ბავშვმა.
-მაშ,წამო დავშალოთ ნუგო ბიძიას „ვილისი“.-აცეტდა ამხელა კაცი.-მართლა კარგად იქნები?
-რაიყო მიტაცებს ვინმე?წადი.-ლამის გააგდო.
-დამირეკე თურამე და მოვალ.-დაუბარა ქალს,თმაზე ნაზად აკოცა და შებრუნდა.როგორც კი თვალს მიეფარა მათი სილუეტი მაშინვე მაღაზიისკენ დაიძრა გოგონა.ლამაზი გოგო იყო ია.მუქი შავი თმა და ღამესავით შავი თვალები ჰქონდა,ლამაზი და სწორი ცხვირი,გამოყვანილი ტუჩები...23 წლის გახლდათ ბესიკის ერთადერთი ქალიშვილი.თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მამა და ისიც არ გადადიოდა ოჯახის სიტყვას არასოდეს,მიუხედავად მატათას საუბრისა და მამის ნებართვისა მაინც ვერ ბედავდა ლუკასთან ურთიერთობის გაბმას,რადგან ეშინოდა მისი მტრების და ეშინოდა,რომ რაიმე თუ დაემართებოდა დედამისი ვერასოდეს გადაიტანდა.ამაში მონაწილეობა არ სურდა,მაგრამ თან ნებისყოფაც უმთავრდებოდა ალისფერთმიანთან,რომ ხედავდა მისთვის სასურველ მამაკაცს.
-სალამი.-ნაზად გაუღიმა ქალს.სუვენირების მაღაზია ჰქონდათ,მილანასაც მეტი რა უნდოდა,შეეძლო მთელი დღე ეთვალიერებინა და სახლში საერთოდ აღარ წასულიყო.
-დაგეხმარებით რამით?-წარბაწეულმა გადახედა.
-დიახ.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-სიმართლე,რომ გითხრათ რჩევა მჭირდება,რაიმე ისეთი მინდა,რომ აქაურობა სულ გამახსენოს,მალე თბილისში ვბრუნდები და მინდა სულ მახსოვდეს...
-თბილისიდან ხართ?
-დიახ,გადრანებთან ვმუშაობ ძიძად.-სცადა ახსნა.
-გასაგებია.-მისდა გასაკვირად აღარაფერი უკითხავს,მაგრამ დარწმუნებული იყო,რომ ბევრის კითხვა სურდა მილანასთვის.
-ლუკას იცნობთ?-უღიმოდა ისევ.
-დიახ...
-ძალიან კარგი ბიჭია,სულ მეხმარება.
-რაში?-დააკვესა მაშინვე თვალები.გულში იცინოდა გოგონა.
-გადრანებს ხომ იცნობ,ყველაფერი რთულია მათთან.
-მე არაფერი ვიცი მათზე.-იუარა მაშინვე.
-პოლიციელი არ ვარ,ნუ გეშინია.-დაამშვიდა.-მათთან ვცხოვრობ,რა თქმა უნდა,ვიცი რასაც აკეთებენ,შენც იცი.
-მე არ...
-ლუკას მეგობარი ვარ მე!-მშვიდად უპასუხა.-გავიგე დაგიწუნებია.
-უკაცრავად?-ტონი შეეცვალა.
-ლუკას უყვარხარ,ვერ დამაჯერებ,რომ შენ არაფერს გრძნობ,დავინახე როგორ იყურებოდი...
-გეშლება!
-არ მეშლება,ვიცი ეგ გამოხედვა.-ხელში ბურთი შეათამაშა სვანური კოშკებით და მთებით,თოვლი,რომ მოდიოდა შიგნით თან ისეთი.-გეშინია მესმის.
-მე შენ არ გიცნობ!-უხეშად უპასუხა.-თავს ბევრის უფლებას აძლევ.
-ლუკა ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის,ვინც ოდესმე მინახავს,არასოდეს არაფერს დაგიშავებს,არ გატკენს...მეც შენსავით მეშინოდა,სანამ გულის კარი არ გავაღე და არ შემოვუშვი ის გრძნობა,რომელსაც ასე გავურბოდი.-მეორე ხელში ყელსაბამი მოიქცია,მრგვალი ფორმის ყელსაბამზე ტბის პეიზაჟი დაეტანათ,ქორულდის ტბები,ასე ძალიან,რომ უყვარდა...ორივეს ყიდვა გადაწყვიტა.
-გამიგია შენი და მატათას ამბავი,ლაპარაკობს ხალხი.-შედარებით დაუთბა ხმა,მიხვდა,რომ ლუკას წართმევას არ აპირებდა.
-რამდენიხანია ლუკას იცნობ?
-მთელი ჩემი ცხოვრებაა...
-მაშინ რატომ გეშინია?
-მე თუ მოვკვდები დედაჩემიც მოკვდება.
-მოგწონს?არ ვეტყვი,ნუ ნერვიულობ.-ეშმაკურად ჩაიცინა.
-მგონი მიყვარს.-წამით არ მოუშორებია მისთვის მზერა.
-უნდა მისცე შანსი,არ გაწყენინებს.
-ვერ გაიგე რა ვთქვი?-იწყინა თითქოს.-მოკვდება დედაჩემი.
-რატომ უნდა მოკვდე შენ?არ გაგიგია ალბათ შეთანხმებას მიაღწიეს ბეთქილმა და მატათამ,აღარაფერი იქნება.
-რა გულუბრწყვილო ხარ.-გაეცინა ქალს.-არ იცნობ შენ მათ...დროულად უნდა წახვიდე აქედან,სანამ ისეთი რამ გინახავს,რაც სამუდამოდ გაგანადგურებს.
-რას ამბობ?-შეცბა,თეთრი ფერი გადაეკრა სახეზე.
-მთელს მესტიაში სისხლის მდინარეები წამოვა,მხოლოდ დროის ამბავია,ბევრი მოკვდება,ბევრი დაშავდება,ბევრი დაქვრივდება,დაობლდება...დედები შვილების სიკვდილს ნახავენ,დამიჯერე.-რაღაც ამოუხსნელი ტკივილიანი,სევდიანი ღიმილი გადაჰკვროდა იას სახეზე.
-საიდან მოიტანე?
-სისხლის წვიმა წამოვა,ჯერ ვერ ხვდება ხალხი,მაგრამ ასე იქნება.
-რატომ?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.
-რადგან სისხლს მოითხოვს ბეთქილი და სვანური მიწა მიისაკუთრებს ახალგაზრდა სხეულებს,ის არ არის ნორმალური,არც მისი შვილი თინათე და არც ცოლი...ეს ოჯახი...-წამით შეჩერდა,მიხვდა მისი სახელი არ იცოდა.
-მილანა.
-ეს ოჯახი მილანა...რომელიმე გვარი უნდა გაწყდეს ამის დამთავრება თუ გინდა,ეს გვარი კი გუჯეჯიანების არ იქნება,ან გადრანები მოჰყვებიან ამაში,ან გულედანი,ან გურჩიანები...გულედანი უფრო არამგონია,გადრანები შეიძლება უფრო მყარად დადგნენ და ვერ მოერიოს ვერაფერი,მაგრამ ტყუპები...-უცნაურად გააჟრჟოლა ორივეს.
-რატომ ამბობ ამას?რატომ ასე დარწმუნებით?
-სიზმარი ვნახე,ვიცი,რომ ახდება...ვიღაც მოკვდება,მაგრამ ჯერ არ ვიცი ვინ.-ცრემლიანი თვალები მოარიდა.-კუდიანი არ გეგონო,უბრალოდ სიზმრებს ვნახულობ,იშვიათად,მაგრამ როცა ასეთ რაღაცას ვნახულობ ყოველთვის ვიღაც კვდება...
-არა რა...-თავადაც აუცრემლიანდა თვალები.-რატომ?
-ახლა,რომ რაღაც მოხდეს,მერე უფრო გული დამწყდება...მაგ სამეგობროდან მოკვდება ვიღაც ასე მგონია და თუ დავუმეგობრდები ვიდარდებ...
-ისე არ იდარდებ?
-ვიდარდებ,მაგრამ ისე არ მეტკინება...-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გოგონას მიუბრუნდა.-წაიღე,საჩუქარი იყოს ჩემგან.-ხელში მოქცეულ შუშის ბურთს და ყელსაბამს დახედა.-იმედი მაქვს მხოლოდ კარგის გახსენება მოგიწევს...
-მაშინებ...
-მეც მეშინია,ვკანკალებ ვერ ხედავ?-ნერვიულად გაეცინა.
-ლუკას უყვარხარ.
-მეც მიყვარს,მაგრამ შიში უფრო ძლიერია.
-არ ეტყვი?
-მეშინია.-გაიმეორა ისევ.-მამამ მითხრა თუ რამეს გრძნობ არ დაგიშლიო,მაგრამ...-ტუჩზე იკბინა.ისე ძლიერად,რომ სისხლის გემო იგრძნო პირში.-გურჩიანს ხომ იცნობ,გადაუვლის.
-შენი სიყვარული?
-ჰო.
-არ გეცოდება? ან ის ან საკუთარი თავი?
-მე დედა უფრო მეცოდება.-მძიმედ ამოილაპარაკა.
-კარგი მაშინ.-მხრები აიჩეჩა.-შენი საქმეა,მე ვერ დაგაძალებ.-გაუღიმა გოგონას.-მადლობა საჩუქრისთვის და თავს გაუფრთხილდი ია.-მხარზე ნაზად მოუთათუნა ხელი.
-ასევე მილანა.-მანაც მსუბუქი ღიმილით დააჯილდოვა და შენობიდან მიმავალს ცრემლები გააყოლა...




***
-მარტო რატომ ხარ?-ეზოში შესულს წამოეწია გადრანის სიტყვები,უკან მიჰყვებოდა თურმე.
-შემაშინე!-ლამის ხელიდან გაუვარდა საჩუქარი.-სად იყავი?
-მარტო რატომ ხარ?-გაუმეორა ისევ და წინ დაუდგა.-ლუკა ხომ დაგიტოვე?
-ვიღაცის მანქანის გასაკეთებლად წავიდა,შიოც მას ყავს.-მოჭუტული თვალებით ახედა,მზე საშინლად მწველი იყო.-შენ სად იყავი?
-შედი და გეტყვი.-სახლისკენ თავით ანიშნა.უკან მიჰყვა მისაღებში შესულს და გვერდით მიუჯდა როგორც კი დივანზე ჩამოჯდა.-უნდა დაგელაპარაკო,მაგრამ მჭირდება,რომ მომისმინო.-ხმა დაეძაბა კაცს,ლარნაკში ჩადებულ ყვავილებს თვალი მოარიდა,თითქოს შერცხვა.
-რაღაც მოხდა.-მძიმედ ამოთქვა.-მოკვდა ვინმე?
-არა,არა.-იუარა მაშინვე.-მსგავსი არაფერი.-ხელები დაუკოცნა მაშინვე.-გახსოვს,რომ მითხარი მჭირდება,რომ ჩემი გჯეროდესო?
-მახსოვს.-თავი დაუქნია.
-ახლა მეც მჭირდება,რომ დამიჯერო.
-თინასთან იყავი?-წამში მიუხვდა.
-მილა.-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია.-დამიჯერებ?
-აკოცე?-ზედმეტად ჭკვიანი იყო,მაშინვე მიხვდა.
-მე არა,თავად კი.-თვალს არ აშორებდა უკვე სიბრაზისგან გაწითლებულ ქალს.
-ესეიგი აკოცე...კიდევ?-ხელები მისგან გაითავისუფლა,დივნის კუთხეში მიიწია.
-მე არ მიკოცნია,შემომხედე მე არასდროს...
-კიდევ?-უხეშად გააწყვეტინა.
-არ გჯერა?
-რატომ წახვედი მასთან?
-დედამისმა დამირეკა,წუხელ აბები დაულევია, უნდოდაო...ლაპარაკი მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი.
-შენს ტუჩებს ალბათ წამლის ეფექტი აქვს,არა?-სარკასტულად მიუგო.მაშინვე მოარიდა ცრემლიანი თვალები.
-არ გინდა!არ მეუხეშო ტყუილად.
-ტყუილად?-ლამის დაუყვირა კაცს,ფეხზე ნერვიულად წამოვარდა.-გესმის მაინც რას მეუბნები?
-მილა არაფერი ყოფილა,შემეხო თუ არა გამოვეცალე,უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა,რომ მერე თავისებურად არ შეეკერა თინას,ან საერთოდ დამალული არ ყოფილიყო.-წინ დაუდგა კაცი,ანერვიულებული იყო.
-ეს ქალი სულ შენს ცხოვრებაში იქნება არა?სულ ეცდება ყველაფერი მოგცეს,რაც გინდა...სულ მზად არის შენთვის...-ყბა უკანკალებდა საუბრისას.
-არ გინდა,არ დაიწყო!
-რა რეაქციას ელოდები ჩემგან?
-მინდა,რომ დამიჯერო...
-ვინმეს მე,რომ ვაკოცო და თავი ვიმართლო...
-არავისთვის მიკოცნია ამის დედაც!-უხეშად ჰკრა მაგიდას ფეხი.-შემომხედე!-უცაბედად უკან დაიხია და გაუაზრებლად აეკრო კედელს,შეეშინდა...ჰო შეეშინდა.-თვალებში მიყურე!-შედარებით მშვიდი ტონით მიუგო და მისი შავი მარგალიტები მილანასას გაუსწორა.-რატომ არ მენდობი?
-როგორ გენდო?-შეუბრუნა კითხვა.-შენ ჩემი არ ხარ...სხვებთანაც ხარ მაშინ,როცა ჩემთან ხარ...
-არავისთან არ ვარ მილა,მხოლოდ შენთან,შენი ვარ მხოლოდ ვერ ამჩნევ?-მის სახესთან ამოიჩურჩულა და ლოყაზე ნაზად შეეხო,ცერებით სწმენდდა ცრემლებს, მდინარესავით,რომ სდიოდა თვალებიდან.
-არ შემეხო!-მკერდზე უხეშად უბიძგა.-არ მინდა,რომ მიყენებდე!იქნებ ასეც სჯობდეს,დავასრულოთ და...
-გაჩერდი თორემ ნერვები მიმტყუნებს!-კბილებში გამოსცრა და ხელები მის გარშემო დააწყო.-ნუ იქცევი ასე,არ გატყუებ შენს სიცოცხლეს გეფიცები.
-გულს არ გატკენო ხომ თქვი?-ძლივს ამოილაპარაკა.-რატომ მექცევი ასე?
-მაპატიე...გპირდები აღარანაირი თინა...
-გაიწიე...გთხოვ...-ლამის სულიც ამოაყოლა სიტყვებს.
-სულ მზად ვარ დანაშაულითვის პასუხი ვაგო მილა,მაგრამ ახლა დამნაშავე არ ვარ.-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და თვალებში ჩააცქერდა.
-მე შენ გენდობი,გუშინ ჩემი ცხოვრება გაგანდე,დღეს ამას რატომ აკეთებ?
-მისმინე.-მისი სახე ხელებში მოიქცია და სახე ახლოს მიუტანა.-ჩემი მშობლების სულს გეფიცები არაფერი დამიშავებია.-ერთიანად გააჟრჟოლა მილანას,ცუდად იგრძნო თავი მშობლები,რომ დაიფიცა.-შენს გარდა არავინ მინდა გესმის?საერთოდ არავინ...-რიტმულად დაუწყო თმაში თითების ახლართვა,მთელი სახე დაუკოცნა,მხოლოდ ტუჩებს არ შეხებია.-ვერაფერს ვხედავ ამ თვალების გარდა.-სათითაოდ ეამბორა ორივეზე.-ამ ალისფერი თმის...-ნაზად მიეფერა.-ამ ჭორფლიანი კანის...-მარცხენა ლავიწიდან გზას მარჯვნივ კოცნით გაუყვა.
-გაჩერდი...-ყრუდ ჩაილაპარაკა,მგონი თავადაც ძლივს გაიგონა თავისი ნათქვამი.
-სხვა არასოდეს არ იქნება...-ყელიდან ისევ ლოყაზე გადაიტანა ტუჩები,შემდეგ ყურისკენ დაიძრა და ჩუმად უჩურჩულა.-რადგან მიყვარხარ...-იქვე ყურის უკან დაუტოვა სველი კოცნის კვალი.ლამის ფეხები მოეკვეთა ქალს.ცრემლები მოეძალა.ყველა ემოცია გაუორმაგდა,გული გამალებით უცემდა,ხვდებოდა,რომ მართლა არ დაუშავებია...-არ მეჯიუტო უმიზეზოდ,ხომ ვიცით ორივემ,რომ არ გაქვს მიზეზი?
-მოვკლავ იმ გოგოს!-ბრაზით ამოთქვა და ერთი თავით მაღალ კაცს ახედა.-არ მინდა,რომ სხვებს ხვდებოდე,ამ თვის ბოლომდე მაინც.-დაამატა ბოლოს.
-მე მინდა,რომ ცოლად მოგიყვანო!-მხარზე ფრთხილად შეახო ტუჩები.ერთიანად გააჟრჟოლა ალისფერთმიანს.-ერთ დღეს აუცილებლად,სიტუაციას დავალაგებ და აღარასოდეს გაგიშვებ ჩემგან.
-ნუ სულელობ...აკი ცოლს არ მოვიყვანო?-ცრემლიანი ჰქონდა თვალები.
-მე იმასაც ვამბობდი არავინ შემიყვარდებათქო,მაგრამ დავმარცხდი მაგ ომში.-გაუღიმა ქალს და ტუჩებზე დაეკონა.მართლა სიგიჟემდე უყვარდა.ვერ მიხვდა როგორ,მაგრამ ძალიან შეუყვარდა.დღეს თინას,რომ უყურებდა,ესაუბრებოდა მაშინ მიხვდა რამდენად ძვირფასი იყო მისთვის სხვა ქალი და თითქოს ყველაფერი შეიცვალა.გუშინ საერთოდ არ აპირებდა მისთვის ამის თქმას,მაგრამ დღეს თავი ვერ შეიკავა,უძლური იყო თავის გრძნობებთან...თანაც სჯეროდა თინასი...უთხრა არაფერი მოხდებაო და სჯეროდა...
-იმის მერე,რაც მოგიყევი...მართლა გიყვარვარ?
-დანახვის პირველივე წამიდან რაღაც დამმართე.-ცხვირის წვერი ლოყაზე ნაზად გაუსვა.-უაზროდ დავეჩვიე ეჭვიანობას,შენზე ფიქრს და რომ წახვედი მაშინვე ვიგრძენი,რომ ცუდად იყო ჩემი საქმე,მაშინ მივხვდი,რომ სამი კვირა მეყო შენს მახეში,რომ გავბმულიყავი.
-ხომ იცი,რომ აქ არ დავრჩები?
-ვიცი,არც გთხოვ.-მიეფერა ისევ.-სანამ თინა არ გათხოვდება ვერც ცოლად მოგიყვან.
-იცი,რომ შეიძლება სამომავლო 10-15 წელზე საუბრობდე?-წარბები აწკიპა.
-დამელოდები?
-მაგდენხანს შეიძლება სულ არ ვიცოცხლო.-არაფრისმომცემად აატრიალა თვალები.-ან შეიძლება ვინმე თბილისელის ცოლი ვიყო და 2-3 შვილი მყავდეს.
-გინდა ჩამსვან?-გაეცინა მაშინვე.-არავისი შვილები არ გეყოლება,მხოლოდ ჩემი,ჩვენი...
-10 წელი დიდი დროა,მაგრამ ვნახოთ.-ისევ აბრაზებდა კაცს.
-მილა ნუ ცდილობ,რომ წყობიდან გამომიყვანო,თორემ ჩემი ცუდი მხარის ნახვა მოგიწევს.
-ბოროტი გადრანის?იარაღით ხელში?-წარბები შეჰყარა.
-არა შეყვარებული გადრანის,საცოლეს,რომ მოიტაცებს და მთებში გადამალავს.-ღიმილით მისჩერებოდა მის სახეს.
-კარგი ნუ სულელობ ამხელა კაცი.-მისგან თავის დაღწევა სცადა.
-მილა ყველაფერი კარგად,რომ ყოფილიყო აქ იცხოვრებდი?-არ დაანება წასვლა კაცმა.
-ხომ იცი,რომ მიყვარს აქაურობა?ფეხით მოვივლიდი მთელ სვანეთს.რატომ?
-ისე უბრალოდ.-შუბლზე ცხელი ტუჩები შეახო და განზე გადგა.-შხაპს მივიღებ და მოვალ,რამე ხომ არ გინდა?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-ყვავილებისთვის მადლობა.-დააწია კიბეებზე მიმავალს და მის ღიმილიან სახეს თავისი შეაგება.უყვარდა ეს კაცი...ავადმყოფობასავით იყო,ვერ იშორებდა ამ გრძნობას...



***
ისე სწრაფად გადიოდა დღეები.ისე ახლოს იყო მათი განშორების დღე,რომ ტირილი უნდოდა მილანას.ბავშვები სიგიჟემდე უყვარდა,მათ გარეშე გაძლება ძალიან გაუჭირდებოდა.ძალიან უყვარდა აქაურობა,ეს უჩვეულო ოჯახური სითბო...ენანებოდა მანანას დატოვება შვილივით,რომ მიიღო და თმას,რომ უწნიდა დილაობით.ენანებოდა თებე და ლიზა...მისი ერთადერთი მეგობრები...ლიზა,რომ ნახა საქორწინო კაბაში უნებურად აეტირა,ისეთი ლამაზი იყო...სულ რამდენიმე დღე რჩებოდა მის ქორწილამდე და ცოტათი შურდა კიდეც,რომ მესტიაში იცხოვრებდა.თბილისში მისი ნახვის დიდი შანსი ჰქონდა,მაგრამ მესტიაში?
ტიტე,რომ დიდხანს არ დააყენებდა თებეს ეს ყველამ იცოდა.სულ ქორწინებაზე ლაპარაკობდა,სულ ცდილობდა რაიმე საიმედო გამოეტყუა თებესგან,რომ ბეჭედი ეყიდა და ხელი ეთხოვა.ოფიციალურად სწავლას დაიწყებდა მომავალი სექტემბრიდან ჩვენი თებე და ექიმი გახდებოდა.თბილისში ხშირად ნახავდა და ეს აიმედებდა.
-ლიანას ძალიან ეყვარებოდი.-ერთ საღამოს გვერდით მიუჯდა მანანა.ჩაი მოუმზადა თან და თმაზე მიეფერა.
-ასე ფიქრობ?-სევდიანი ხმით ამოთქვა და ცრემლმორეული ქალისკენ თვალი გააპარა.
-კი არ ვფიქრობ ვიცი...მატათას ცოლ-შვილს მოსწრებოდა,მეტი არ უნდოდა არაფერი...როგორ მტკივა ნეტა იცოდე.-გულზე მჯიღი მიირტყა ქალმა.-ხან უსამართლობა მგონია მე,რომ ცოცხალი დავრჩი და თავად იქ,რომ წევს ცივ მიწაში.
-ღმერთმა კიდევ დიდხანს გაცოცხლოს შენი შვილების და ამ სახლის იმედად!-ხელები დაუკოცნა ქალს.-არაფერი ცუდი არ გამაგონო იცოდე.
-გიყვარს არა?-მოურიდებლად იკითხა.
-არ შეიძლება,ვიცი.-ყრუდ ჩაილაპარაკა.
-არც ჩემთვის შეიძლებოდა.-გაეცინა წარსულის გახსენებაზე.-თან ჩემებიც მიშლიდნენ,მაგრამ ჩავალაგე ერთ საღამოს და ფანჯრიდან გამოვიპარე.
-რას ამბობ?-შეშფოთდა.-როგორ?
-სხვაზე მათხოვებდნენ ჩემები,ლახირიდან წამომიყვანა თექვსმეტის,რომ ვიყავი.ცხრამეტისა იყო თვითონ,ახალგაზრდები ვიყავით,გული მკერდში არ გვეტეოდა,მოგიტაცებო მითხრა და მეც გამეცინა,რად მინდა მოტაცება არ მოგყვებითქო?განა ალიკას არ ჰქონდა პრობლემები?კომუნისტების დრო ხომ იცი?ზოგი ჯიბგირობდა,ზოგი ქურდობდა...მაშინ არც პოლიცია იყო,სულ რომ გაეჟლიტათ ერთმანეთი 20 მანეთად იყიდებოდა სამართალი.
-რატომ მეუბნები ამას?-გული მოეწურა ქალის ტკივილიანი თვალების დანახვისას.
-იმიტომ,რომ შენი გული აქ დარჩება,სადაც არ უნდა წახვიდე.-ნაზად ჩამოატარა ხელი მის დალალებს.-აქ გეტკინება.-გაყინული ხელი შეახო მკერდზე.-ძალიან გეტკინება და ძალიან იდარდებ.
-მეშინია აქ დარჩენის,მეშინია იმ ხალხის.-ლამის ამოიტირა,გაშეშდა მატათა,არ უნდოდა მათი საუბრისთვის ხელის შეშლა,მაშინვე უკან შებრუნდა.
-მეც მეშინოდა...შენზე პატარა ვიყავი დადიანების ბიჭმა,რომ მომიტაცა შუა ქუჩიდან,გემოზე მცემა და პირველი შვილიც დამაკარგვინა.
-რას ამბობ?-გაიოცა.
-ჰო,ბევრი პრობლემა ჰქონდა ჩემს ქმარს,იმ დროის კაი ბიჭი იყო და ბევრი გადაიკიდა...
-არ მესმის...როგორ გადაიტანე?როგორ დარჩი?
-განა მქონდა სადმე წასასვლელი?-გაეცინა ქალს.-ისე დაიხოცნენ ჩემები არცერთი მელაპარაკებოდა,შეგვარცხვინე,თავი მოგვჭერიო...
-წასვლა არ მინდა,თქვენს გარდა მე ისედაც არავინ მყავს,მაგრამ ვერ შევვძლებ,სულ შიშში ვიქნები,გული გამისკდება ალბათ.-ცრემლები ხელისგულით შეიმშრალა.
-რატომ მიეცი თავს უფლება შეგყვარებოდა?თუ მაინც წახვიდოდი რატომ ატკინე თავს ასე ძალიან?
-შენ დარჩებოდი?
-მე დავრჩი ისედაც...-ლოყები დაუკოცნა.-ყოველი წამი მიღირდა ამად,ერთხელ არ მისაყვედურია ჩემი ქმრისთვის,არ დამიდანაშაულებია.ვიცოდი,რასაც მოვაწერე ხელი.ისიც გიჟი ქმარი იყო,მე თუ მეხებოდა საქმე ვერაფერი შეაჩერებდა.
-მატათას და მე ოჯახი ვერ გვექნება,ალბათ იმ საღამოსვე ჰაერში აგვწევს თინა.-სასაცილოდ არ ეყო,რომ წარმოიდგინა.
-ოთახში,რომ შევედი გუშინ დედამისის ბეჭედს ატრიალებდა ხელში.-დაინახა როგორ გადაუვიდა მილანას ფერი სახეზე.სუნთქვა გაუხშირდა.-მილანას გარდა ვერავინ წარმომიდგენიაო...
-მე გათხოვებისთვის მზად არ ვარ,მითუმეტეს აქ...-იუარა მაშინვე.შეეშინდა მართლა არ ეთხოვა,არ დარჩებოდა,ორი წელი დარჩა უნივერსიტეტში,ამას არ გაუკეთებდა საკუთარ თავს.
-ახლა არც ის არის მზად,მითუმეტეს თინა თუ არ გათხოვდა...
-თინას გათხოვებას საუკუნე ვერ დაველოდები,ოდესმე სხვა შემიყვარდება და სხვა ცხოვრება მექნება.
-ოდესმე რამხელა დროა იცი?ოდესმე შენც მიხვდები,რასაც ვგულისხმობ...
-გული ძალიან მეტკინება არა?
-სუნთქვა გაგიჭირდება თანაც ისე.-არ დაუმალა.-ლიზას მდგომარეობა ხომ გახსოვს?შენც ასე იქნები...შენ მხოლოდ სიყვარულს არა,ოჯახსაც დაკარგავ,ოღონდ მხოლოდ ფიზიკურად...
-ზაფხულობით,რომ ჩამოვიდე არ მიმიღებთ?-ხუმრობა სცადა.
-არ გაუკეთო ეგ მატათას.-ჰორიზონტს გახედა.-მასაც ძალიან ეტკინება...მართლა დაგიტოვებს მერე.
-ნეტავ თბილისში წამოვიდოდეს.-ოცნებად ჰქონდა ქცეული.
-არ დატოვებს სახლს,სანამ ბეთქილი ცოცხალია...50-ს უკაკუნებს,იქნებ მალე ჩაძაღლდეს.-მაინც ვერ შეიკავა თავი.
-როგორ ვინატრო ვინმეს სიკვდილი.-მუხლები ნიკაპთან მიიტანა.უნებურად გააჟრჟოლა,სიცივისგან არა,ემოციებისა და იმ ფიქრებისგან,რომელიც გონებაში ჰქონდა...
-საბოლოოდ მაინც შენი გადასაწყვეტია...-ფეხზე წამოდგა ქალი.-წავალ დავწვები,გვიანია,შენც არ დარჩე დიდხანს.
-მანჩო...-უნებურად შეჰყვირა,ქალის აცრემლებულ თვალებს თავისი გაუსწორა.-ჩემთვის დედასავით ხარ და ძალიან მიყვარხარ...როცა წავალ მინდა,რომ სულ გახსოვდეს.
-გენაცვალოს ჩემი თავი შენ.-მიიხუტა სხეულზე.-4 შვილი მყავს მე,თებეს არ ვთვლი,რადგან ეგ ცალკე განზომილებაა,თანაც ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს ზაირა.-ამოთქვა უცებ.-შენ,მატათა,ლიზა და ტიტე.ოთხი შვილის დედა ვარ და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს არ შეიცვლება...-ცრემლები ცერებით მოწმინდა ქალმა.ცხვირში სასიამოვნო სუნს გრძნობდა მილანა...სამზარეულოს,სუნამოს,ცოტა სიყვარულის და ცოტა ცხოვრების სუნი იყო...დედებს,რომ ასდით ზუსტად ისეთი...-არ მიყვარს ცრემლს,რომ ვხედავ შენს ლამაზ თვალებზე...არ იტირო და არაფრის შეგეშინდეს,გადრანები დგანან შენს უკან!-ისე ამაყად ამოილაპარაკა გააცია მილანას.-წამო დაწექი შენც,არ გამიცივდე.-ხელი ჩაჰკიდა და სახლისკენ წაიყვანა...გაცივდა მაგიდაზე დატოვებული ჩაი და ასე გაცივდებოდა მალე ახალგაზრდა სხეულებიც...
ვერ მოისვენა ოთახში,ნერვიულად დადიოდა და ტუჩებს იკვნეტდა.ლამის ჭკუაშიც დაუჯდა დარჩენა,მაგრამ რის ფასად?უნივერსიტეტიც არ დაუმთავრებია,რა უნდა აკეთოს მთელი ცხოვრება?არ უნდოდა დიასახლისად ყოფნა,უნდოდა რაიმესთვის მიეღწია ცხოვრებაში...საჩუქრების პარკს ხელი დასტაცა და ფეხაკრებით გავიდა დერეფანში,მატათას კარის წინ შედგა,სულ ოდნავ დააკაკუნა და კარი შეაღო,აივანზე იჯდა კაცი,სიგარეტს ეწეოდა.უცებ გამოხედა,მიხვდა,რომ რაღაც არ იყო კარგად.
-მილა.-საფერფლეში მოსრისა ნამწვი.-კარგად ხარ?
-მეშინია...ხომ გესმის ჩემი?-კანკალებდა ემოციებისგან.
-მესმის.-ზემოდან დააჩერდა.-რა დაგემართა?
-მესტიაში ადამიანების ორი კატეგორია არსებობს,ისინი,ვინც დარჩენას და საკუთარი თავის ღალატს მაიძულებენ და მეორე,რომელიც მაშინებს და წასვლას მაიძულებს.
-ვინ გაიძულებს დარჩენას?მანანამ გითხრა რამე?
-არა!-სულ ოდნავ გაუღიმა.-იძულებაში ის ვიგულისხმე,რომ ისეთ რაღაცებს მეუბნებიან დარჩენა მინდება,მინდა სულ აქ ვიყო,სახლში...
-წასვლას ვინ ქადაგებს?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.
-ია...იცი როგორ ეშინია?უყვარს ლუკა,მაგრამ ეშინია,რომ ვიღაც მოკვდება და არ უნდა ამის ნაწილი იყოს,ამიტომაც არ ეუბნება ლუკას არაფერს.
-რამე გითხრა?-სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა,თავი უსკდებოდა.
-მითხრა,რომ სისხლის მდინარეები წამოვა და არ ღირს.-მხრები აიჩეჩა.
-მე ხომ შენ არაფერს გაძალებ?წადი და შენი ცხოვრებით იცხოვრე,ბედნიერი იყავი.-ლამის გული მოუკვდა ამ ყველაფრის თქმისას.
-კი წავალ,მაგრამ არ ვიცი რამდენად ბედნიერი ვიქნები...-ძლივს ამოთქვა და მისკენ დაიძრა.მუხლებზე დაყრდნობილს ხელები გააწევინა და კალთაში ჩაუჯდა.ხელში პარკი ძლიერად ჩაებღუჯდა,თავი მკერდზე მიაყრდნო და მისი სურნელი შეისუნთქა,ასე,რომ უყვარდა ის სურნელი...გულისცემა გაუორმაგდა კაცს.წამიც არ უყოყმანია ისე მოხვია ხელები და სხეულზე მიიხუტა.-რაღაც გიყიდე...
-მილანა...-ცერად გახედა.
-უფრო სწორად ყიდვას ვაპირებდი,მაგრამ არ გადამახდევინა იამ...-უცებ ამოქექა პარკი და მიაკვლია რასაც ეძებდა.-ეს მე მიმაქვს თბილისში.-ხელში შეანჯღრია ბურთი და დათოვლილ კოშკებს ღიმილით მიაჩერდა.-სულ,რომ მახსოვდეთ.-გული მოეწურა გადრანს,საშინლად სტკიოდა...-ეს შენთვის არის,ის ადგილი,რომ არასოდეს დაივიწყო ასე,რომ მიყვარს და მეც,რომ სულ გახსოვდე...
-განა შენი დავიწყება შეიძლება?-თლილი თითები სახეზე ნაზად აატარა და ნიკაპზე აკოცა.-სულ აქ იქნები.-გულზე მიირტყა ხელი.-არასოდეს გაგიშვებ აქედან.-ყელზე ნაზად მიაკრო ტუჩები და იქვე დარჩა...ხარბად სუნთქავდა მის სურნელს და გაყინულ თითებს მოშიშვლებულ წელზე უსვამდა.-მადლობა.-ჩუმად ამოილაპარაკა.
-ვერ დავრჩები ხომ იცი?სწავლა მინდა,თან მეშინია იმის,რაც...
-ჩშშ...-ტუჩებზე ნაზად შეეხო.-არ გინდა თავის მართლება,ვიცი და მესმის.
-პირველი სიყვარული ძალიან რთულიაო ამბობენ,ვითომ მალე გამივლის?-იცოდა იმ ტკივილს გულისხმობდა შინაგანად,რომ სტანჯავდა.
-ჩემთვისაც პირველია,ვერ გეტყვი.-მის თმაში ჩარგო თავი.
-ჩემს სანახავად არ ჩამოხვალ?-მართლა ძალიან აინტერესებდა.
-არა...ორჯერ ვერ გაგიშვებ,ერთხელ და სამუდამოდ,მეორედ მოვკვდები.
-მეორედ არის ახლა...
-წინა არ ითვლება,ასე არ მიყვარდი.
-მატათა...
-გისმენ პატარავ...
-თუ ოდესმე...ოდესმე თუ ეს დამთავრდება,იცოდე,რომ ჩემთან მოსვლა შეგეძლება.
-30 წლის მერეც?-გაეცინა მის ნათქვამზე.
-ჰო,მაგრამ მაგ დროისთვის ალბათ მონასტერში ვიქნები და აზრი აღარ ექნება...
-რას ამბობ?-ახედა მის აწყლიანებულ თვალებს.
-40 წლამდე თუ ვერ გადაგიყვარებ ჩემს თავს ღმერთს და ეკლესიას მივუძღვნი.
-მილა ნუ მაგიჟებ.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-არ გინდა.
-მიყვარხარ.-მისი ტუჩებისკენ დაიხარა და წამში იმატა ტემპერატურამ.თითქოს სულ გადაავიწყდა რა ხდებოდა,მხოლოს ის უნდოდა...3 თვე საკმარისი იყო მისთვის,უყვარდა და არაფერი ადარდებდა,როცა მასთან იყო.მომთხოვნი იყო გადრანი,მაგრამ თავადაც არანაკლებ.მთელი გრძნობით ერწყმოდა მისი ბაგეები კაცისას და უმისამართოდ დაასრიალებდა ხელებს სხეულზე.მისი ჟაკეტი წამსვე მოისროლა იატაკზე და უფრო კომფორტულად მოთავდა მის მუხლებზე.წელზე ძლიერად უჭერდა ხელს გადრანი,თითქოს ეშინოდა ვინმეს არ წაერთმია მისი თავი.ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა...ხელით გადაუწია მაისურის ბრეტელი და მკერდზე სულ ოდნავ ჩამოუწია მაისური.ნიკაპით მიეკრდნო მის გულმკერდს და ქვემოდან ახედა მის არეულ თვალებს.
-ამ გულს,რომ ვუყვარვარ,ჩემთვის ეგეც საკმარისია და ეგ სულ გახსოვდეს.-ნაზად მიაკრო ტუჩები და სხეულზე ძლიერად მიიკრო.-ვიცი,რასაც ფიქრობ,მაგრამ არ მაქვს უფლება ზედმეტად შეგეხო...-ყურში ეჩურჩულებოდა ქალს.-მხოლოდ მაშინ თუ ჯვარს დავიწერთ და შენ ღმერთის წინაშე იქნები მართალი,მხოლოდ მაშინ,როდესაც თავს არ დახრი ამის გამო.-იგრძნო,როგორ დაუნამა მაისური მისმა ცრემლებმა.-ჩემთან დაიძინე ამაღამ...-თავზე ნაზად აკოცა.
-შენი ტანსაცმელი მომეცი.-არც კი უყოყმანია ისე ამოთქვა.ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე და კუთხეზე ჩამოსვა.კარადიდან შორტი და მაისური გამოიღო და გვერდით დაუდო.-მოვწევ და მოვალ,შენ გამოიცვალე.
-მომეცი ერთი ღერი.-ხელი გაუწოდა კაცს.
-რად გინდა?-წარბები აწკიპა მაშინვე.
-უნდა მოვწიო,მაინტერესებს ასეთს რას ნახულობ.-წინ დაუდგა.
-მილა გამოიცვალე და დაწექი,მოვალ მალე.-თბილი ხმით უთხრა და ისევ შებრუნდა.
-მომეცი ერთი ღერი,გთხოვ...-თავისკენ შეაბრუნა ისევ.-მინდა ეს სურნელი მახსოვდეს,თამბაქოს და შენი სუნამოს სურნელი...ერთმანეთში,რომ ირევა და ასე,რომ მიყვარს...
-ჩემი ჟაკეტი და ჰუდი არ გყოფნის?-გაეცინა.უცებ გახსნა “PARLIAMENT”-ის შეკვრა და კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა.
-იცი ამ ღერს,როდის მოვწევ?-ცხვირწინ აუთამაშა.
-არ მოწევ.-ლამის უკან გამოართვა.
-როცა აღარ მეყვარები და აღარ მომენატრები.-ფეხის წვერებზე აიწია და მფეთქავ არტერიაზე ნაზად შეეხო.
-დაე ის დღე არ გამითენდეს,როცა შენ აღარ გეყვარები.-ხელის გულები დაუკოცნა ქალს.-არც ის დღე გამითენდეს,როცა აღარ მეყვარები,ამ გრძნობით უნდა მოვკვდე,რომ ცარიელი არ წავიდე ამ ქვეყნიდან.
-მიდი და დავიძინოთ,გვიანია უკვე.-აბუზღუნდა ქალბატონი.მსუბუქად შეეხო კაცის ბაგეებს და ზურგი აქცია,მასაც აღარ დაუყოვნებია აივანზე გავიდა,რომ გამოცვლა შესძლებოდა და ჰორიზონტის შემყურემ თვალი გადაავლო მის განვლილ ცხოვრებას.როგორი ცარიელი იყო აქამდე და რამდენ რამეს გრძნობდა ახლა...მართლა ძალიან ბევრი ჰქონდა დასაკარგი...


***
13 სექტემბრის დილა იდგა,კარზე მოსდგომოდათ ქორწილი,ყველა ფუსფუსებდა, ლიზა ისე ნერვიულობდა თითქოს სადმე შორს მიჰყავდა მათეს.როგორც იქნა იამ უკან აღარ გამოატანა ყვავილები ლუკას,მაღაზიაში მისულმა,რომ დახლზე დაუწყო.სტუმრობდა ხოლმე მილანა,ძალიან მოსწონდა და რატომაც არა?ახლაც დილაუთენია წაიყვანა ლუკამ,ოღონდ მიზეზი ჰქონოდა,რომ მისი ღიმილი ენახა და გადრანს გამოჰგლიჯა ხელიდან მე მიმყავსო...
ისე უხაროდა იას ნახვა უარსაც ვერ ეუბნებოდა მილანა,ძლივს ბედნიერი იყო გურჩიანების ბატონი.
გზის მეორე მხარეს მაღაზიიდან გამოსული გიას დანახვისას ლამის ფეხები მოეკვეთა,ღიმილი სახეზე შეეყინა და ლუკას ინსტინქტურად ჩააფრინდა,რომ არ დაცემულიყო.
-რაიყო?-გაიკვირვა ბიჭმა.-ცუდად ხარ?
-არ გაიხედო,გია გვიყურებს.-ძლივს ამოილაპარაკა და თვალი მოარიდა.
-ნუ იძაბები,არაფერია.-თბილად უთხრა ქალს.-ვნახავთ რამე გზას და მოვაგვარებთ.
-გამომიჭერს ერთხელაც მარტოს,იმდენიხანია ზარებზე არ ვპასუხობ...
-ნუ გეშინია.-მიეფერა ლუკა.-მარტო როდის დადიხარ?იმ ერთხელ,რომ გაგიშვი ამომადინა მატათამ ყელში.
-შენ ან ძალიან სულელი ხარ,ან ძალიან მამაცი.-გამოვარდა მაღაზიიდან ია და მილანას მიაჩერდა.
-შენც დილამშვიდობის.-წარბშეკრულმა მიუგო,გაუკვირდა მისი რეაქცია.
-მშვიდობიანია?-მკერდზე გაიჯვარედინა ხელები.
-არ არის?-ლუკას გახედა.-რა დააშავე?
-არაფერი,გეფიცები.-მხრები აიჩეჩა.
-არაფერი იცით არა?-სახე მოეღუშა იას.-რა ამბავი ტრიალებს მესტიაში და თქვენ ასე ლაღად სეირნობთ.
-არ მითხრა მათხოვებს მამაჩემიო,თორემ დღესვე მოგიტაცებ იცოდე.-დაემუქრა ლუკა.
-შენ მხოლოდ ეგ გგონია პრობლემა?მხოლოდ ეგ გადარდებს?-გაუწყრა კაცს.
-სხვა რა უნდა მადარდებდეს?-გაუკვირდა.-ჩემი ია ვინმეს,რომ გაჰყვეს არცერთი საგიჟეთი აღარ მიმიღებს,თანაც...
-თინათემ თავი მოიკლა წუხელ ღამით.-გააწყვეტინა ქალმა და უცებ ნიავმაც დაუბერა.უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ორივეს,სახე წაეშალათ,მილანას მიტკალისფერი დაედო,ტუჩები გაულურჯდა...-წერილი დაუტოვებია და შუბლში უსვრია პირდაპირ.
-რას ამბობ?-გაოცდა ლუკა.ხმა ვერ იღებდა მილანა,სუნთქვა გაუხშირდა.
-გახსოვს,რომ გითხარი ვიღაც მოკვდებათქო?-გადახედა მილანას.-მე არასდროს ვცდები.
-მითხარი,რომ ხუმრობ.-სახე აელეწა გოგონას.-არ შეიძლება ასე ხუმრობა...
-კვირა დილას ცარიელი,რომ არის ქუჩები ვერ ხედავ?პოლიციაა გამოსული.-გიას მანქანაზე ანიშნა.-ყველა ბეთქილის სიგიჟეს ელოდება...ხალხი სახლშია ჩაკეტილი,ბაზარიც კი არ ყოფილა,სიცოცხლე ურჩევნია ყველას.-შორიდან ათვალიერებდა მილანა გიას და კიდევ რამდენიმე ფორმიანს მაღაზიასთან,რომ ჩამომდარიყვნენ.რაღაცაზე გამალებით ბჭობდნენ...
-მილა წამოდი,სახლში უნდა წაგიყვანო.-უცებ მოვიდა გონს ლუკა.-დანა გაქვს?-გახედა იას.
-მაქვს...მამაჩემის...
-მომეცი ია და სახლში წადი,თავი არ გებრალება?-ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას.
-დანა,რად გინდა?
-იარაღი არ მაქვს,რამე,რომ მოხდეს მქონდეს.-ჩაილაპარაკა და გოგონას მიწოდებული ჯიბის დანა ჩუმად ჩაიცურა შარვალში.-ია გთხოვ,წადი სახლში.
-მე ხომ არავინ მერჩის?-მის უკან მდგომ ცრემლიან მილანას გახედა.
-ია...-წამში დაფარა მათ შორის მანძილი.-წადი სახლში,გეხვეწები...მაინც არავინ მოვა დღეს შენს მაღაზიაში,ზარალს მე აგინაზღაურებთ,ან მამაშენს არ ეცოდები?რა კაცია ბესიკა ტო...
-არ არის აქ,მთაშია.
-მითუმეტეს!-ტონს აუწია.-წადი ახლავე სახლში.
-დამშვიდდი,წავალ.-ხელში შეათამაშა გასაღებების აცმა.
-საღამოს მოვალ შენთან და გნახავ.-შუბლზე აკოცა ქალს.-არ იარო გარეთ,არ გამაგიჟო!
-თავს მიხედე...-ხმაჩამწყდარმა უთხრა კაცს.-ამასაც მიხედე.-განადგურებულ მილანას გახედა და კარი ხმაურით გადაკეტა.
-მივხედავ.-მაშინვე ზურგი აქცია და ლამის სირბილით წაიყვანა სახლისკენ...გზიდანვე დაურეკა გადრანს გამოგვხედეო და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს,საიდნმე ხომ არ გვეპარებიანო.ისიც ამშვიდებდა გია,რომ ახლოს იყო და თუ რამე მაშინვე ჩაერეოდა,მაგრამ შიში ოხერი იყო,არ ქრებოდა...გზის მეორე მხრიდან,შორს მოჩანდა მატათას და ტიტეს სილუეტი,გაგიჟებულები მოქროდნენ.აქედან ესენი გარბოდნენ,სხვა სიტყვას ვერ იტყოდი მათზე...პირველივე მომავალმა მანქანამ,რომ შეუჩერა ცხვირწინ და მინივენიდან უცებ გადმოცვივდნენ კბილებამდე შეიარაღებულები იქ გაჩერდა დრო მილანასთვის...
-ლუკა!-დაიყვირა მაშინვე და მის სხეულს მიღმა ჩაიმალა.
-გოგო წამოიყვანე!-ღრიალებდა ერთ-ერთი.
-არც იფიქრო შე ყ*ეო!-დაუღრიალა ლუკამ და მუშტი მთელი ძალით დაარტყა წვეროსანს.
-შე ნაბი*ვარო!-დაიღრინა მეორემ და პირველი გასროლის ხმაც გაისმა.მხარში დაჭრა ლუკა,ტკივილისგან სახე დამანჭა და ამოიგმინა კაცმა.
-ვაიმე ლუკა!-გაისმა მილანას ყვირილი,საშველად იყურებოდა აქე-იქით...მარჯვნიდან გია მორბოდა,მარცხნიდან მატათა და ტიტე,მაგრამ შორს იყვნენ...შორიდანვე გაისროლა გიამ.
-პოლიციაა,ისვრიან წამოიყვანე ზვიად!-მძღოლის ადგილას მჯდომმა დაუღრიალა კაცს.ცეცხლი გახსნეს დანარჩენებმა და ტყვიების წვიმა წამოვიდა მაშინვე.გამაყრუებელი ხმა გაისმა,ზოგი გიას ესროდა,ზოგი ტიტეს და მატათას,დანარჩენები მილანას და ლუკას სტენიდნენ მანქანაში.
-გოგოს თავი დაანებე ყ*ეო!-ილანძღებოდა ლუკა.-არ შეეხო.
-გურჩიანების ვაჟკაცო ბევრს ლაპარაკობ!-გადმოყო მანქანიდან თავი ბეთქილმა და იარაღი საფეთქელზე უხეშად შემოჰკრა.
-ლუკა!-კიდევ ერთხელ გაისმა მილანას ყვირილი,კაცის სხეული,რომ ჩაიკეცა მიწაზე.ხელებით აკავებდა ერთი ახმახი.
-ორივე წამოიყვანე!-მიაძახა კაცს და როგორც კი მანქანაში ჩატენეს ცეცხლიც შეწყდა,კარი ხმაურით დახურეს და გაზის პედალს ფეხი მთელი ძალით მიადგა მძღოლმა.გაურკვეველი მიმართულებით დაიძრა მანქანა...
-ამის დედაც!-ღრიალით ამოილაპარაკა გიამ,მაშინვე შებრუნდა და მანქანისკენ გაიქცა,რომ გაჰყოლოდა.
-წაიყვანეს!-გიჟივით დაიწყო მანქანის მიმართულებით სროლა მატათამ,მაგრამ გვიანი იყო,მალევე მიეფარნენ თვალს,გაუჩინარდა გიას მანქანაც და უკან მიჰყვა კიდევ ერთი...-ტიტე...-მძიმედ ამოილაპარაკა მატათამ.-ორივეს მოკლავს,მართლა მორჩება...-შიში გაუკრთა გადრანს თვალებში,თინათეს სიკვდილს არავის აპატიებდა ბეთქილი.აი ის სისხლის მდინარეები ასე,რომ ელოდა ია.პროგნოზი გამართლებულია...




***
შვილის უსულო სხეულთან ჩამომჯდარიყო ხალინა და წუხანდელ ღამეს კადრებად იხსენებდა ცხოვრებაში.სუნთქვაც კი დავიწყებია ქალს,უყურებდა შვილის უსიცოცხლო სხეულს და ცრემლებად იღვრებოდა.პირველად ნახა მესტიამ ასეთი გატეხილი მოხუცი...
-გამათხოვე ვინმეზე!-სახლში მოსულ მამას ისტერიკით შეეგება თინა.-არავინ მთხოულობს?გავყვები!
-რას მიედ-მოედები ამ შუაღამისას?-წარბები აწკიპა კაცმა.
-არ შემიძლია ასე ცხოვრება...-მამის წინ ჩაიმუხლა თინათე.-ყველა ადამიანს არ უმართლებს სიყვარულში...ჩემი სიყვარული ცალმხრივია და სულ ასე იქნება,არასოდეს შევუყვარდები მატათას...
-ისევ ის გადრანები!-ღვარძლით ამოთქვა კაცმა და შვილს თმაზე მიეფერა.
-სხვა უყვარს მა...მე არასოდეს ვეყვარები,არასოდეს შემომხედავს...
-მომიკვდეს თავი.-ამოიოხრა ხალინამ.
-ვინ უყვარს?მესტიიდან ვინმე?-გაუკვირდა ბეთქილს,თავად არაფერი გაეგო.
-ბავშვების ძიძა,რომ არის წითური გოგო,მაგას დასდევსო ამბობენ.-ჩაერია ქალი.-რამდენიმემ ჩვენს თინაზეც ილაპარაკა,გოგოს ცოლობას დაჰპირდა და ახლა სხვას დასდევსო.
-რას ამბობ?-ფეხზე წამოაყენა შვილი.-მე რატომ არაფერი ვიცი?
-არ გვინდოდა შენი ამაში ჩარევა.-ამოიტირა გოგონამ.-გამათხოვე ვინმეზე,ოღონდ აქ მესტიაში არა,შორს სადმე,რომ აღარასდროს ვნახო ისინი...გთხოვ მამა...
-დამშვიდდი.-ეფერებოდა შვილს.-შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ.
-როცა ვხედავ როგორ უყურებს...ჩემთვის ასე არასდროს შემოუხედავს...როცა ვხედავ როგორ ეფერება იმ ალისფერ თმაზე...ან თმაში ყვავილებს როგორ აწნის მანანა...რა დავუშავე იმ ოჯახს?-არ წყვეტდა ტირილს.-ნეტავ არასოდეს დაგეწყო ეს ომი,იქნებ ვყვარებოდი მატათას?
-ნუგო მოკლეს,როგორ არ დამეწყო?-ხმა გაებზარა კაცს.-როგორ დამენებებინა მისი სიკვდილი?
-ნეტავ მოვკვდე!-ცრემლებად იღვრებოდა.დედის მოტანილი რამდენიმე აბი უხმოდ დალია და ისევ მამას მიეკრო სხეულზე.-ნეტავ მოვკვდე...-იმეორებდა შეუჩერებლად...
დილის 4-ის ნახევარი იყო გასროლის ხმა,რომ გაისმა გუჯეჯიანების სახლში...ფეხზე წამოვარდა ბეთქილი,ყვირილით გამორბოდა ხალინაც,თინა არსად ჩანდა,მხოლოდ ერთი გასროლა იყო...სრული სიზუსტით საფეთქელში დაიხალა ტყვია თინამ,საწოლში მისი სისხლში ამოსვრილი,უსულო სხეული იპოვნეს მშობლებმა.ფურცლის ნაგლეჯი ჩაებღუჯა ხელში...პატარა ისტორია დაუწერია მშობლებისთვის ქალს...
„დე მაპატიე,რომ ვერ ვარ შენსავით ძლიერი,მა შენც მაპატიე თუ იმედი გაგიცრუე ოდესმე,მაგრამ არ შემიძლია...ვერ გავყვები სხვას და ვერც მატათას ვუყურებ სხვა ქალთან,ამის ატანა არ შემიძლია...სალაპარაკო გავხდი მთელს მესტიაში და ძალიან მრცხვენია.გული მტკივა,რომ ჩემთვის საყვარელი კაცის ოჯახს ვეზიზღები და თავად ეს კაციც სხვა ქალისკენ მიილტვის...ბევრი ვეცადე,წლებია ვცდილობ,მაგრამ ამაოდ...იმ 16 წლის გოგოსავით მიცემს გული პირველად,რომ მითხარით მატათას უნდა გაჰყვე ცოლადო.რა ბედნიერი ვიყავი მაშინ...
დე მაპატიე,რომ ცუდად გექცეოდი და ისიც მაპატიე,რომ ჩემს სიყვარულს გადავაყოლე ჩვენი ოჯახი...შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ და მინდა სულ მყარად იდგე ფეხზე...მა დედას მიხედე,თორემ მარტო ვერ გაუმკლავდება.ძალიან მიყვარხართ და ძალიან ვწუხვარ!“-ამით სრულდებოდა თინას წერილი,თინას ამბავი და თინას სიყვარული...გლოვობდა მესტია,პატარა გოგო იყო,ბედისგან და ოჯახისგან დაჩაგრული და სხვა გზა ვერ მონახა,სიკვდილი არჩია ამ სასტიკ სამყაროში დარჩენას...არავის ეხატებოდა გულზე მათი ოჯახი,მაგრამ არავის გახარებია მისი სიკვდილი.ერთადერთი შვილის სიკვდილი ასე მარტივია?სავსე იყო გუჯეჯიანების ეზო ხალხით,უხმოდ ჩამოსდიოდათ ცრემლები და ხალინას გამხნევებას ცდილობდნენ,რომელიც მარტო დაეტოვებინა ქმარს და თავადაც არ იცოდა სად წასულიყო...




***
-ჯანდაბა!-მტკივან საფეთქელზე ხელი მოისვა ლუკამ და წამწამები მძიმედ დააშორა ერთმანეთს.თავი მილანას მუხლებზე ედო,ზემოდან დასცქეროდა ცრემლიანი ქალი.-მილა!-უცებ გამოერკვა,თვალი მოავლო სახლს.-კარგად ხარ?
-შენ?-აკანკალებულმა ამოთქვა.
-რამე დაგიშავეს?-სისხლიანი ხელი მაისურზე გაიწმინდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.-მითხარი,მოხდა რამე?
-არა,მოგვიყვანეს და აქ დაგვტოვეს...
-სად ვართ იცი?
-სადღაც ტყეში,მხარი როგორ გაქვს?-ტირილით ამოთქვა,ჯერ ისევ სდიოდა სისხლი.
-გადავიტან,არ იდარდო შენ.-მიეფერა გოგონას.-არ იდარდო მალე მოვლენ ბიჭები და...
-ნახეთ ვის გაუღვიძია.-გიჟივით შემოგლიჯა კარი ბეთქილმა,მაისურზე სისხლის ლაქები ეტყობოდა,სახე ალეწვოდა,ფერი არ ედო...
-რა გინდა ბეთქილ?-შეუღრინა ლუკამ.
-შენთან არაფერი.-მშვიდად მიუგო.-გოგოსთან მაქვს ძალიან დიდი პრობლემა...
-ის არ არის დამნაშავე თინას სიკვდილში ხომ იცი?დაანებე,გაუშვი...
-იცი დედაშენი ძალიან მიყვარს ლუკა.-დედის ხსენებისას ბინდი გადაეკრა თვალებზე გურჩიანს.-დიდ პატივს ვცემ ნანინას,მიუხედავად ყველაფრისა და არც შენთან მაქვს პრობლემა,გაიწიე და არ გააპრობლემო.
-სანამ მე ცოცხალი ვარ მილანას ვერ შეეხები!-მთელი სხეულით გადაეფარა გოგონას.
-გაიწიე!-დაუღრიალა კაცმა.
-არა!
-ლუკა...-ამოიტირა მილანამ.
-არამეთქი!
-გამოიყვანეთ!-ბიჭებს ანიშნა და ორივე მისცვივდა ლუკას,ცდილობდა გურჩიანი...ცდილობდა არ დაენებებინა მათთვის,მაგრამ დაჭრილი იყო,დაბინდულად ხედავდა და იმ წინააღმდეგობას ვერ უწევდა,რომელიც საჭირო იყო.მოაშორეს მილანას და იატაკზე ძლიერად დაახეთქეს.ზემოდან მოექცა წვეროსანი,ზურგზე ფეხი ძლიერად დააბიჯა და მეორემ იარაღი დაუმიზნა...იატაკზე უიმედოდ იწვა ლუკა,ტკივილისგან სახეს იჭმუხნიდა და მილანასკენ მზერას აპარებდა,რომელსაც ბეთქილი წამსვე მიუახლოვდა.
-არ შეეხო ნაბი*ვარო!-ღვარძლით ამოთქვა ლუკამ.კიდევ უფრო ძლიერად ჩააჭირა ფეხი წვეროსანმა.
-გთხოვ არაფერი დაუშავო...-ტირილით ამოთქვა მილანამ.ბეთქილს შეხედა,ადამიანობის ნაგლეჯიც აღარ შერჩენოდა კაცს.
-ლამაზი ხარ,ვერაფერს იტყვის სხვას კაცი...მაგრამ ჩემს თინას ვერ სჯობიხარ მაინც...-თმაზე ხელი ჩამოუსვა კაცმა.როგორც სჩვევია გვირილები ჩაეწნა თმაში და ერთად შეეკრა ზურგზე ალისფერი დალალები.
-ძალიან ვწუხვარ თინას გამო,მართლა.-დამნაშავესავით ახედა კაცს.
-იცი რატომ მოკვდა?იმიტომ,რომ მატათამ ვერ შეიყვარა...-ღვარძლით ამოილაპარაკა.-შენს გამო მოხდა,შენ დაგსდევს თურმე გადრანების სიამაყე!-მთელი ძალით გაარტყა სახეში და იატაკზე დაგდებულს თმაში სწვდა.ლუკას მწვანე თვალებს გადააწყდა ქალი,ცრემლიანს...ისიც ტიროდა,იცოდა,რომ დასასრული იყო...
-გოგოს თავი დაანებე ა*ვარო!-არ ცხრებოდა მაინც.-კაცი თუ ხარ მე გამისწორდი,გოგოს შეეშვი!
-ამ თმაზე ლაპარაკობდა,მატათა ეფერებაო...-ფეხზე ძალით წამოაყენა და სკამზე დააგდო.-მომიტანე მაკრატელი!
-გთხოვთ...-ემოციებისგან კანკალებდა გოგონა.-ძალიან გთხოვთ...
-არ მოგკლავ,ისე დაგასახიჩრებ,რომ არასოდეს მოუნდეს შენთვის გადრანს შემოხედვა!-ხელში მაკრატელი შეათამაშა კაცმა.-ხვდები რასაც ვამბობ?-ოდნავ გაუღიმა და ზურგით დაუდგა...
-არ ქნა,ხომ არ გააფრინე?ამხელა კაცი ხარ,გაგიჟდი?-ღრიალებდა ლუკა.
-მოკეტე!-ნეკნებში უხეშად დაარტყა კაცმა და ფეხი ისევ ძლიერად დააბიჯა.ტკივილისგან ფერი ეცვალა კაცს,ცრემლიან მილანას თვალს არ აშორებდა...პირველი რამდენიმე ღერი თმა,რომ დაეცა იატაკზე და თვალები,რომ გაეყინა,სულ გადაეწურა კაცს იმედი.ცხოვრებაში პირველად შერცხვა საკუთარი თავის,თავისი უძლურების...
-ამას რატომ აკეთებ?-იატაკზე დაყრილ ალისფერ დალალებს დასცქეროდა მილანა.თმა ყბის ძვალზე ოდნავ მაღლა შესჭრა,თავდახრილს სახეზე ჩამოეყარა შერჩენილი ღერები.
-რას ეძახით ამ ვარცხნილობას?-სახე დაღრიჭა კაცმა.-კარე გაქვს,მოკლე ოღონდ...-უკანასკნელი ნაწილიც მოაჭრა და ცხვრიწინ გადაუყარა ხელში მოქცეული თმა.-ამ თმის გამო ტიროდა ჩემი თინა...გადრანს რომ ასე ძალიან ჰყვარებია...
-მოგკლავენ ბეთქილ ეს ხომ იცი?-ღრენით ამოთქვა და როგორც იქნა ჯიბეში ქექვამ შედეგი გამოიღო,დანას მისწვდა.-ნუ გეშინია მილა,კარგად იქნება ყველაფერი.-ამშვიდებდა ქალს,რომელიც ერთ წერტილს მიშტერებოდა იატაკზე.წარბიდან სისხლი სდიოდა,დაკაწრული ჰქონდა ხელები...
-ყველას ვაპატიებდი,ოღონდ თინას არა,ჩემს თვალისჩინს არა!-ბურტყუნებდა კაცი.-ჩემი მზე სამუდამოდ ჩავიდა...
-მე ხომ არაფერი დამიშავებია...-ყრუდ ჩაილაპარაკა მილანამ.-მე არაფერი დამიშავებია თინასთვის...
-წერილი დაგვიტოვა მე და დედამისს,მატათას გვერდით სხვისი დანახვა არ შემიძლიაო...-ტკივილი გაკრთა კაცის ხმაში.-ჩემი თვალისჩინი...
-მისი არცერთი წვეთი ცრემლი არ შეგრჩება ბეთქილ!-ხელში მოქცეული დანა უცებ გაშალა და მის ზურგზე მიბჯენი ფეხში ჩაასო წვეროსანს.ტკივილისგან დაიკლაკნა და უცებ შეუშვა ფეხი,სუნთქვა გაუხშირდა ლუკას ფეხზე წამოვარდა.ძლიერად მოუქნია მუშტი იარაღიანს,გაოცებული რომ დამდგარიყო და ხელიდან გააგდებინა.ძლივს ჩაიმუხლა იარაღის ასაღებად,წამში გამოჰკრა სასხლეტს თითი და ორივე იატაკზე გააგორა. ბეთქილმა,თავისი მოიმარჯვა,შებრუნებულს იარაღის ლულა პირდაპირ გულ მკერდთან დაუხვდა.
-გეხვეწები...გემუდარები.-დაპანიკდა მილანა.-არ ესროლო,გევედრები...
-მილანა გაუშვი,როგორც კაცებს შეეფერებათ ისე მოვაგვაროთ ეს ამბავი.-გაჭირვებით უმიზნებდა იარაღს.
-დაუშვი ლუკა,თორემ გესვრი!-გამაფრთხილებლად გაიჟღერა ბეთქილის ხმამ.
-მოდი ჩემთან მილანა.-მეორე ხელი გოგონას გაუწოდა.-მოდი ნუ გეშინია.
-ვერ წაიყვან,ჯერ არ დამიმთავრებია მასთან.-კბილებში გამოსცრა.
-მოდი მილა!-აიმაღლა ხმა გურჩიანმა და ისიც ინსტინქტურად დაჰყვა მის ნებას,უკან ამოუდგა ლუკას.კარგად არის ყველაფერი.-ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა.
-დაუშვი,თორემ ნანინას პატივისცემაც არ გიშველის,გესვრი!-გააფრთხილა კაცმა.
-მე და მილანა ახლა ამ კარიდან გავალთ,ქალიშვილი იგლოვე,დამარხე და მერე,როგორც კაცებს შეეფერებათ ისე მოვაგვაროთ ეს საკითხი.-ნაბიჯით უკან დაიხია,რომ კართან ახლოს მისულიყო.
-გოგო დატოვე,შენ წადი!
-არც იოცნებო,არც კი გაიფიქრო!-შეუღრინა ლუკამ.გრძნობდა როგორ უსუსტდებოდა სხეული.
-გესვრი იცოდე,სამამდე დავითვლი და გაგაგორებ!-მუქარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.
-სროლა დასწრებაზეა ბეთქილ...-თქვა და ორივე მხრიდან ერთდროულად გავარდა ტყვია...საშინელი,დამაყრუებლი ხმა ექოდ გაისმა სახლში...ლუკას უკან მდგომმა მილანამ ჯერ ბეთქილს გადახედა,რომელიც მტკივან ლავიწზე იჭერდა ხელს,მყარად იდგა მაინც ფეხზე მოხუცი,ლუკასთვის შეხედვა ვერ მოასწრო,ხელიდან იარაღი გაუვარდა და ნაბიჯით უკან დაიხია,ხელი შეაშველა მილანამ,იატაკზე მასთან ერთად დაეცა...მკერდიდან სისხლი მდინარესავით სდიოდა.
-ლუკა!-მთელი ხმით დაიღრიალა მილანამ და თითქოს ქედებსაც მისწვდა მისი ხმა,ერთიანად გააჟრჟოლა სხეულში ბეთქილსაც.არ უნდოდა ამ ბიჭის მოკვლა,თითქოს დაენანა,ნანინაც შეეცოდა წამიერად.იარაღი უცებ აიღო და შორიახლოს დადგა,კედელს მთელი ძალით მიეყრდნო.-ლუკა არ მოკვდე გთხოვ.-თმაზე ეფერებოდა კაცს.-არ დახუჭო თვალები,მალე მოვლენ,გვიშველიან.-ცრემლად იღვრებოდა მილანა.-შემომხედე,ნუ გეშინია.-ჭრილობაზე ხელს ძლიერად აჭერდა,თუმცა უშედეგოდ,სისხლი მდინარესავით მოსდიოდა.
-ნუ გეშინია!-დაამშვიდა კაცმა...მის მკლავებში მოქცეულმა ქვემოდან ახედა ცრემლიანს-იას უთხარი…-ძლივს ამოილაპარაკა და სიტყვებს სისხლი ამოაყოლა.-უთხარი,რომ მართლა მიყვარს.
-შენ თვითონ ეტყვი გესმის?-თვალიდან წამოსული ცრემლი თითებით მშვიდად მოწმინდა კაცს.-შენ ეტყვი აქედან,რომ გავალთ.
-მაპატიე,რომ ვერ გიშველე.-მისი ხელი ძლივს მოიქცია ხელებში და ნაზად აკოცა.-მაპატიე მილა…ბიჭებსაც უთხარი,რომ…-ძლივს ამოისუნთქა,ლამის იმწამსვე გალია სული.-ჩემი ძმები არიან,მათ გარეშე არაფერი ვარ მე…
-გთხოვ აღარ თქვა,წავალთ გესმის?-კანკალებდა მილანა.იცოდა,რომ დასარული იყო,იცოდა,რომ მეტი გზა არ იყო,მაგრამ არ ემეტებოდა სიკვდილისთვის.უსასრულოდ უნდა ყოფილიყო ლუკა,არ იმსახურებდა...ბედნიერი უნდა ყოფილიყო,თავად უნდა ეთქვა იასთვის ეს სიტყვები.ბიჭებსაც კიდევ ბევრჯერ უნდა ჩახუტებოდა,მათთან ერთად ემღერა,დედას მიფერებოდა...ღმერთო ნანინა...
-ამათ არ დაუტოვოთ ჩემო გვამი,მამაჩემის გვერდით უნდა დავიმარხო!-ტკივილიანი ხმა ჰქონდა გურჩიანს.სასიკვდილო სარეცელზე მყოფიც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ მისი ღირსება არ შეელახა ბეთქილს,სადმე ხრამში არ გადაეგდო და უპატრონოდ არ მომკვდარიყო უცხო მიწაზე.
-ჩშშ.-მის ფერებას არ წყვეტდა ქალი
-დედას მიმიხედეთ...უთხარი...უთხარი, რომ არ მტკიოდა.-გაუღიმა ქალს.სუნთქვა ძალიან უჭირდა...ცრემლები თავისით იკვლევდა გზას მის სახეზე...წამით არ შეუხრია წარბი,უღიმოდა და ამშვიდებდა მილანას-ლაზარეს…-მცირე პაუზის შემდეგ ძლივს ამოილაპარაკა...ჰაერი როგორც შეეძლო ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი შეწყვიტა.მისი ლამაზი,აწყლიანებული მწვანე თვალები ერთ ადგილს მიეყინა.სული დაუმშვიდდა თითქოს,ამაყად შეეგება სიკვდილს.მშვიდი ღიმილი შერჩენოდა სახეზე,ისედაც ხომ სულ იღიმოდა?სულ ყველასთან მხიარულება მიჰქონდა ჰოდა ახლაც,ასე ღიმილით წავიდა იქაც…არ დასცალდა ახალგაზრდობა,მშვიდი ცხოვრება…არ დასცალდა ცოლი-შვილის ყოლა და მაინც არ შეშინებია,წამით არ შეუხრია წარბი…
-ლუკა…-გაყინული ხმით ამოთქვა ქალმა და ოდნავ შეარხია მისი დამძიმებული,უსულო სხეული.-ლუკა…ლუკა შემომხედე...არ დამტოვო გეხვეწები...
-ჩაძაღლდა!-ღვარძლით გადაანერწყვა ბეთქილმა მიწაზე.-არ მინდოდა ამისი მოკვლა,ცოდოა ქვრივი დედამისი,მაგრამ არ დამანება.-თითქოს თავი იმართლაო.
-შე ავადმყოფო!-ამოილაპარაკა მილანამ და მთელი სხეულით ზედ დაემხო მის ჯერ კიდევ თბილ სხეულს.-ნუ გეშინია,სახლში წაგიყვან.-შუბლზე კოცნიდა კაცს.-არ შეგეშინდეს,წადი,კარგად არის ყველაფერი.-ეჩურჩულებოდა უსიცოცხლოს და პირჯვარს სწერდა.
-გია მოდის ბეთქილ!-ღრიალით შემოვარდა მოხუცი და ლუკას უსულო სხეულს გაფართოებული თვალებით მიაჩერდა.-ეს რა ქენი ბეთქილ?-ქუდი მოიხადა კაცმა.-ხომ თქვი არაფერს ვიზამო?
-გოგო არ დამანება...-იმართლა თავი.
-ნანინას ეგ როგორ გაუკეთე?-შეჰყარა მოხუცმა კოპები.-არა გრცხვენია?სულ დაკარგე ადამიანობა?
-მოდიხარ?-შეუღრინა კაცს.
-შენი ჯერ არც კი დაგიმარხავს და სხვასაც იგივე როგორ გაუკეთე?-საყვედურობდა კაცს.-თან ნანინას...
-მოდიხარ მალხაზ?-გაუმეორა ისევ.
-არა!-იქვე ჩაიკეცა კაცი.წამსვე შენიშნა როგორ შემართა კიდევ ერთი გასროლისთვის იარაღი და ლამის გული გაუჩერდა,მილანას უმიზნებდა,ლუკაზე დამხობილს,მგლოვიარე ბავშვს ამჯერად...
-მხოლოდ ერთხელ გეტყვი,დაუშვი და წადი!-შემართა იარაღი მალხაზმაც.არ დაგანებებ ამ ბავშვების სისხლს,მოგკლავ იცოდე!-ბავშვობის მეგობარმაც შეაქცია ზურგი,წამით შიში ჩაუდგა თვალებში,გაყინული მზერა,რომ ესროლა მალხაზმა,თინა გაახსენდა,გადრანებისთვის თავის დანებებას,რომ ევედრებოდა...
-შენც ზურგს მაქცევ?ამდენი წლის შემდეგ?
-ჩემთან მოსასვლელი ხიდიც კი ჩატეხე ბეთქილ,საერთოდ აღარა გრცხვენია?-თავი დანანებით გააქნია მოხუცმა,ცრემლი ჩასდგომოდა თვალებში...კარგი და სალმიანი ბიჭი იყო ლუკა,დაუზარელი და უტეხი...მათი სახლის სახურავი უფასოდ შეაკეთა სამი წლის უკან,არაფერი გამოურთმევია მალხაზისთვის,არც ჰქონდა რამე,ვერაფერს მისცემდა...ნანინას სულ დიდ პატივს სცემდა...უკეთესი იყო თუ ვიტყოდით,რომ სულ უყვარდა...რძლად,რომ შევიდა გურჩიანების სახლში იქიდანვე დაადგა თვალი და გულში ჩაუვარდა,მაგრამ სხვის ცოლს,ხომ არ წაიყვანდა?თავადაც ჰყავდა უკვე გარიგებით მოყვანილი ასმათი...წამში გაეცალა იქაურობას ბეთქილი,კარი ხმაურით გაიჯახუნა და მალევე გაისმა ეზოდან მანქანის ძრავის ხმა,ყველამ დატოვა სახლი.-ვაი შენს დედას...უბედურს...-გმინვა აღმოხდა კაცს და მუხლებზე დადგა.
-ლუკა ნუ გეშინია,კარგად არის ყველაფერი.-ბურტყუნებდა მილანა.-გახსოვს პირველად ყავა,რომ მთხოვე?ოღონდ აქ იყო და ყოველდღე მოგიტანდი...ყოველ დილას მოდი ჩვენთან და სულ დაგახვედრებ...იასაც დაველაპარაკებოდი...არ მოვეშვებოდი სანამ ცოლად არ გამოგყვებოდა...-მის გაყინულ თვალებს კიდევ ერთხელ შეხედა...-რა პასუხი გავცე დედაშენს?რა ვუთხრა ბიჭებს?..იას როგორ ვუთხრა,რომ აღარასდროს მიხვალ მასთან?-სახეზე მისი ცრემლები დასდიოდა ლუკას.ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი აგიჟებდა მილანას.-თან რომ მიღიმი ლუკა...არ გრცხვენია?გეხვეწები არ წახვიდე...-შეიცვალა აზრი.-არ წახვიდე ვერ გადაიტანს ხალხი...ვერ გადაიტანს დედაშენი,ლაზარე...-მოხუცს მრისხანე გამომეტყველება სტყორცნა,მუხლებზე,რომ დაცემულიყო,ქუდი ხელებში ჩაებღუჯა და თავჩაქინდრული უხმოდ ტიროდა.-ჯერ ხომ ცხოვრებაც არ მოუსწვრია...რატომ?-ჩაეკითხა კაცს.
-არ ვიცოდი...-დამნაშავესავით ამოილაპარაკა და იარაღი შემართა.-არ ვიცოდი,რომ მის მოკვლას აპირებდა...-საფეთქელთან მიიბჯინა კაცმა.-ნანინას უთხარი,რომ ძალიან ვწუხვარ და რომ მცოდნოდა არ დავუშვებდი!-უცებ მიაყარა და თვალდახუჭულმა სასხლეტს გამოჰკრა...კედელს წაეცხო სისხლის შხეფები,უღონოდ დაეცა იატაკზე მალხაზი...წამით არ შესცოდებია მოხუცი,ან შეეცოდა,მაგრამ იმდენად სტკიოდა ლუკას ამბავი,რომ ვერაფერს გრძნობდა...თვალი მოარიდა მის სხეულს და ლუკას ფერება განაგრძო...-მოვლენ,გვიშველიან...-დასცქეროდა ზემოდან...ვაი იმ დედას სახლში,რომ აღარ მიუვიდოდა ეს სიცოცხლით სავსე ბიჭი...ვაი იმ მეგობრებს საფლავს თავისი ხელით,რომ გაუთხრიდნენ მათ ბავშვობას...უკანასკნელად ჩახედა გაყინულ,უემოციო მწვანე თვალებს,ნაზად ჩამოუსვა ხელი და თვალები დაახუჭინა.არასოდეს დაავიწყდებოდა ეს გამომეტყველება,ეს თვალები...ისევ უღიმოდა...ყელიდან ოქროს ჯვარი ფიქრის გარეშე მოისხნა,მოწიწებით ეამბორა და კაცს ყელზე მოარგო,თან პირჯვარს სწერდა,ლოცვას უკითხავდა...იარაღით შემოვარდა ოთახში გია,გასროლისთვის მზად იყო,მაგრამ აღარავინ იყო მოსაკლავი,ამოეხოცათ ერთმანეთი და სისხლის გუბეები დაეყენებინათ ოთახში.
-მილანა...-მძიმედ გადახედა ლუკას ცხედარზე დამხობილს,იარაღი ქამრის სალტეში ჩამალა და მის გვერდით ჩაიმუხლა.უკან მიჰყვნენ სხვა ფორმიანებიც.
-მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი შენი ლუკა.-ბუტბუტებდა ქალი,არ ესმოდა გიას ძახილი.- და ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, ცოდვათა მიმტევებელმან და უშჯულოებათა აღმხოცელმან, უძალო-ჰქმენ, მიუტევენ და შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი.-მხარზე ნაზად შეეხო კაცი,კარედ შეჭრილი,სახეზე ჩამოყრილი თმა უცებ გადაუწია სახიდან.-იხსენ, უფალო, იგი სამარადისოისა სატანჯველისა და გეჰენიისა მის ცეცხლისაგან უშრეტისა, ნეტარ-ყავ და თანაზიარ იგი საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, რომელნი განუმზადენ მოყვარეთა შენთა. დაღაცათუ გცოდა, უფალო, არამედ არა განდგა შენგან, არცა შეორგულდა, არამედ ესავდა სამებასა წმიდასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და შენ, ერთსა სამებისაგანსა, განკაცებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, და ვიდრე უკანაისკნელად აღმოფშვინვამდე მართლმადიდებლობით აღიარებდა სამებასა ერთარსებასა, ვინაიცა მოწყალე ექმენ მას და რწმენაი მისი შენდა მომართ, ვითარცა ღვაწლი დიდი, მიითვალე და მოწყალებითა შენითა წმიდათა შენთა თანა განუსვენე. ამინ.-უკანასკნელად გადასახა პირჯვარი და შუბლზე ნაზად აკოცა მის უკვე სიცივეშეპარულ სხეულს...
-მილანა...-ოდნავ შეარხია კაცმა.
-დაგაგვიანდა ბატონო ჩემო,სულ აგვიანებთ...-ცერად გახედა კაცს და ისევ ლუკას მიუბრუნდა,მისი ფერება არ შეუწყვიტავს.მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გაისმა ეზოში,გაავებული შემოცვივდნენ სახლში ბიჭები,ყურადღება არ მიუქცევიათ ფორმიანების წინააღმდეგობისთვის,ყველა ჩამოიშორეს გზიდან და შესვლისთანავე ადგილს მიეყინნენ.კარშივე სისხლის გუბეში იწვა მალხაზი,ოთახის კუთხეში ერთმანეთზე მისვენებულიყო ორი მამაკაცი,შუაგულში კი მილანა...მკლავებში,რომ მოექცია ლუკას უსუსლო სხეული,თმაზე,რომ ეფერებოდა გია და იქვე სისხლის მდინარე,რომ შესდგომოდა მის მოჭრილ დალალებს...
-ბიჭებო...-ფეხზე წამოდგა გია.-შემოუშვი.-მისცა მითითება ფორმიანს და ყველა განზე გადგა...ადგილიდან არ იძვროდა არცერთი.ოთხივე გაშეშდა,სისხლი გაეყინათ სხეულში...
-ლუკა ბიჭო!-ძლივს მოეგო გონს ლაზარე და ძმისკენ გაიწია.-რას აკეთებ ბიჭო ადექი!-დაეცა იქვე.-ადე ბიჭო მოვიდნენ შენი ძმები!-ოდნავ შეარხია მისი უსულო სხეული და მილანას გახედა,რომელსაც მთელი ძალით მიეხუტებინა მკერდზე.
-შენი ძმა მოვიდა ლუკა,კარგად არის ყველაფერი...-ყურთან უჩურჩულა და ფაქტობრივად მკლავებში ჩაუსვენა ლაზარეს მისი სხეული.-მამის გვერდით დამკრძალონო,შეეშინდა აქ არ დამტოვონო.-ამოილაპარაკა ჩუმად,ხმაჩამწყდარმა და ოდნავ განზე გაიწია.
-ძმაო ადექი,რას აკეთებ?-ძლიერად ჩაებღუჯა ლაზარეს ძმისთვის და მთელი ძალით იკრავდა ზედ.
-ლუკა ბიჭო...-ნელა მიუახლოვდა ტიტეც...წინ გადადგა ნაბიჯი მატათამაც,ორი უკიდურესობა ჰქონდა,მილანა და ლუკა...ერთ-ერთთან უნდა მისულიყო.გადმოხედა ლაზარემ,თვალები,რომ ცრემლებით ავსებოდა და მილანას გახედა მუხლები ნიკაპთან,რომ მიეტანა,ტირილისგან თვალები დასიებოდა.თავით ანიშნა მასზე და ისევ ძმას მიუბრუნდა,უკანასკნელად იხუტებდა,გაიგო სასწრაფოს,რომ იძახებდა ერთ-ერთი ფორმიანი.
-მილა...-მის წინ ჩაიმულა გადრანი.-შემომხედე.
-ჩემი გადარჩენა უნდოდა,ჩემი ბრალია...-პანიკა დაეწყო.-მე,რომ არა არაფერი დაემართებოდა,ჩემი გადარჩენა უნდოდა...
-მოდი ჩემთან!-ძლიერად მიიკრო სხეულზე და ნაზად მიეფერა თმაზე,რომელიც ერთ დროს წელამდე ჩასდევდა.ცრემლი მოერია გადრანსაც,ტკივილისგან ღრიალებდა ლაზარე...ამოსუნთქვაც კი საერთო ჰქონდათ,მთელი ცხოვრება მხარდამხარ გაატარეს...-შენი ბრალი არ არის.-გაუაზრებლად უმეორებდა.-მაპატიე...მაპატიე რა...-სახე დაუკოცნა ქალს.ლუკას ღიმილიან სახეს გადახედა,ღმერთო როგორ ძალიან ეტკინა...მგონი მშობლების სიკვდილი არ სტკენია ასე...
-როგორ დამტოვე ბიჭო...რა ვქნა მარტომ?-ხელი შეუშვა ძმას და იატაკზე ფრთხილად დააწვინა.ნაზად მიეფერა სახეზე.-გაციებულხარ ბიჭო...-ამოთქვა ბოლოს...-გაციებულა შენი სხეული...რა ვუთხრა დედას?
-ვახ ბიჭო...როგორ დაგვტოვე ლუკა...-ამოიოხრა სანდრომ და ლაზარეს გადაეხვია.ასეთი ტკივილი არცერთს უგრძვნია აქამდე.თითქოს სხეულიდან ხორცი ააგლიჯეს...მათი ყველაზე დიდი ნაწილი...უყურებდა გია და ცხოვრებაში პირველად შეძრა მისი სული სიკვდილმა...რამდენი წელი გავიდა,რამდენი მოკვდა,რამდენი მოუკლავს...რამდენი გლოვა და დედის კივილი გადაიტანა,მაგრამ ძმის გლოვას პირველად შეესწრო.ლაზარესთვის შეხედვისაც კი ერიდებოდა,მართლაც დააგვიანა და ამას ვერ ჰგუობდა...
არც ის გამოჰპარვია მილანასთან მისვლა,რომ ანიშნა გადრანს...მიხვდა,რომ ეს არ იყო უფროსის და ხელქვეითის ურთიერთობა,მიხვდა,რომ ამ ომში დაეკარგა მილანასაც თავი და სიყვარულის მახეში გაბმულიყო...
მოდუნდა ქალის სხეული და საყვარელი კაცის მკლავებში მიესვენა.მეტი აღარ შეეძლო,ყველაფერი დამთავრდა მისთვის...




***
გამოღვიძებულს მანანა დახვდა ოთახში,ცრემლიანი თვალებით დასცეროდა და ნაზად ეფერებოდა გოგონას.უცებ გამოფხიზლდა...
-ლუკა...-ამოთქვა უკვე ცრემლმორეულმა.კადრებად გაუელვა თვალწინ ყველაფერმა.
-სახლშია,დედასთან...-თბილი ხმით უთხრა მანანამ და წამოდგომაში დაეხმარა,იცოდა არ გაჩერდებოდა სახლში.სისხლიანი ტანსაცმელი გამოეცვალათ მისთვის,ჭრილობებიც შეეხვიათ...ეზოში ისხდნენ თებე და ლიზა,ერთმანეთს ძლიერად ეკვროდნენ და მთელი ხმით ტიროდნენ...იქვე იდგა მილანაც,გამოსვლისთანავე მოესმა ნანინას განწირული კივილი მთებს,რომ არხევდა...სუნთქვა გაუჭირდა,მანანას დაეყრდნო,რომ არ წაქცეულიყო...ალბათ არასოდეს დაავიწყდებოდა,ვერასოდეს აპატიებდა თავს...
-მილა.-ამოთქვა თებემ,ფეხზე წამოვარდნენ გოგონები და ძლიერად მიეკვრნენ სხეულზე.-როგორ მიხარია,რომ კარგად ხარ!
-ძალიან შემეშინდა...-მთელი ხმით ატირდა მათ მკლავებში მოქცეული.
-ჩვენც მილა,ჩვენც...
-ლუკა...მასთან წამიყვანეთ...-წითელ სახურავიან სახლს გახედა,ესმოდა ქალების ყვირილი,ნანინას ხმა და გული ნაწილებად ეშლებოდა...
„სახეზე დააფარეთ,თვალები მიბნელდება,რა ახალგაზრდა მოკვდა“-ხომ გაგიგიათ ეს გამოთქმა?ამას გაიძახდა ყველა მესტიაში...
ძაძები ჩაეცვათ ქალებს,გლოვობდნენ ლუკას საკუთარი შვილივით...გაგიჟებულ ნანინას გარს შემოჰხვეოდნენ და ახალგაზრდა კაცის სულისთვის ლოცულობდნენ.
-ვაი ეს რა ხდება ნანინას თავს.-მუხლებზე ხელებს ირტყამდა მოხუცი,ცრემლებს იწმენდდა თავშლის კუთხით.-მე წავეყვანე იმ დალოცვილ ღმერთს,რა დროს ლუკა იყო...
-აფსუს რა ბიჭი იყო...-თავში ხელები წაიშინა მეორემ.
იქვე იჯდა ლაზარე,ვერაფერს აკეთებდა,თავი მიეყრდნო გამჭვირვალე მინისთვის და უხმოდ ტიროდა...ვერ მოინელებდა ამ სიკვდილს ვერასდროს,მისი ძმის სისხლს არ შეარჩენდა არავის...
ეზოში თავჩახრილი იჯდა გადრანი,ვერ აზროვნებდა,გული ლამის ხელით ეჭირა.კართან იდგა ტიტე,სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა,ლაზარეს ამხნევებდა სანდრო...
-მატათ.-მიადგა გია კაცს.
-რა გინდა?-შეუღრინა მოხუცს.
-ამის დრო არ არის,ვიცი,მაგრამ მილანას უნდა გავესაუბრო,მისი ჩვენება მჭირდება...
-ხომ არ გამო*ლევდი?-ქვემოდან ახედა კაცს.-არ გეყო,რაც მოხდა?მის სიახლოვეს არ დაგინახო!
-გამოძიებას სჭირდება!
-შენ ჩამოიყვანე აქ!შენ აიძულე ჩამოსვლა და ახლა კარგი კაცის როლს ირგებ?-ყელში წვდა მაშინვე.-ნახე რა დღეში იყო?ლამის მოკლა ბეთქილმა,ჩემი საუკეთესო მეგობარი გაიმეტა და რისთვის?შენი დაუოკებელი ნადირობის სურვილის გამო!
-გაუშვი!-მისცვივდნენ ბიჭები.-შეეშვი,არ არის ამის დრო!
-წადი და ის კაცი იპოვნე,რომელმაც ჩემი ძმა მოკლა,თორემ თუ დაგასწარი მოვკლავ,შენ ეს იცი!-კბილებში გამოსცრა კაცს და ჭიშკარში შემოსულ მილანას მიაჩერდა.-არ მიეკარო!-ხელი უხეშად აუკრა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ.
-მილა,რატომ ადექი?კარგად ხარ?-შიშჩამდგარი თვალებით მიაჩერდა.
-ნანინა უნდა ვნახო,ჩემი სამძიმარი უნდა ვუთხრა.-ამოილაპარაკა ჩუმად.
-მოდი.-ხელი შეაშველა,რომ არ დაცემულიყო.-დასვენება არ გინდა?-ინსტინქტურად სცადა თმაზე მოფერება,მაგრამ არ დაანება ქალმა.
-არ გინდა...-აწყლიანებული თვალებით გახედა და სახლისკენ დაიძრა.კარიდანვე ჩანდა ნანინა,შვილის ცხედარზე დამხობილი,იქვე იყო ლაზარეც,არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში...ძლივს გადადგა ნაბიჯი,რომ ოთახში შესულიყო,ყველამ იცოდა,რომ მის გამო მოხდა და მაშინვე მისკენ მიაპყრეს თვალები...ნანინამაც გახედა,ბრაზით და წყენით კი არა,ტკივილით სავსე თვალებით,ზანტად წამოდგა ფეხზე,მის უსწორმასწოროდ შეჭრილ თმას დააკვირდა და კარგად აათვალიერა მისი განადგურებული სახე.ყველა მზად იყო მის გასაკავებლად,ყველა ელოდა,რომ გაუბრაზდებოდა ჭორფლიანს,მაგრამ არა...ამაზე ძლიერი ქალი იყო ნანინა.
-იტანჯა?-გადახედა მილანას.
-არა,არ სტკიოდა,მხნედ იყო...-ყრუდ ჩაილაპარაკა.-მაპატიე...
-რისთვის?
-ჩემი ბრალია...მე დამეხმარა...-გვერდიდან გადმოხედა ლაზარემაც.არც მას ჰქონდა ბრაზი თვალებში.
-ასეთია ჩემი ლუკა,ყველას ეხმარება.-შუშას ხელი გადაუსვა ქალმა,უნდოდა შვილს მოფერებოდა.-დასავით უყვარხარ...სულ ლაპარაკობს შენზე...-გაიღიმა ნანინამ.-ხომ არ შეშინებია?
-არა!-ამაყად განუცხადა.-მამაცურად იდგა ბოლო წამამდე...მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ მე არაფერი დამმართნოდა.
-ყოჩაღ ჩემო ვაჟკაცო...-ისევ მიეფერა შვილს.-კარგი შვილი ხარ,ყოჩაღი...
-მაპატიე,რომ ვერ დავეხმარე...-ამოიტირა მილანამ.
-თმას რა უქენი?-მიეფერა მასაც.
-ბეთქილი...-შედარებით მშვიდად ამოთქვა.
-ჩემო გოგო...-ხელები მოხვია და ძლიერად მიიხუტა სხეულზე...ნანინას სულში ბობოქარი ქარი არასოდეს ჩადგებოდა,მაგრამ მილანას სული დაუმშვიდდა,რომ იცოდა არ უბრაზდებოდა...მის მკლავებში მოექცა და მასთან ერთად მთელი ხმით ატირდა.იატაკზე დაეცა ორივე,ხელის შეშველება ვერ გაუბედეს...თმაზე ეფერებოდა ნანინა,ასე ცდილობდა მის დამშვიდებას...ლუკაზე ეჩურჩულებოდა გოგონა ქალს.მასზე უყვებოდა,როგორი ძლიერი იყო და თითქოს უკეთ გრძნობდა თავს...
კართან შედგა ის შავგვრემანი ქალი,ასე ძალიან,რომ უყვარდა ლუკას...ასე,რომ შეჰყვარებოდა და თავს კარგავდა მის გამო...ცრემლები მდინარესავით სდიოდა,თვალები გაშტერებოდა,თითქოს ვერავის ხედავდა,ხელს აშველებდა შუახნის ქალი,დედა იყო ალბათ,გადახედა ლაზარემაც,გამოეცალა,მისცა მასთან ახლოს ყოფნის საშუალება...ხმა ვერ ამოიღო,მხოლოდ მინაზე შეძლო ხელის გადასმა და მთელი ხმით აქვითინდა ქალი.აი ის სისხლის მდინარეები,რომელსაც ია ელოდა,მისი გულის სწორის ყოფილა და თავად ეს არ სცოდნია...



დღე 2
პირველი დარტყმა ძალიან რთული იყო,გააზრება იმისა,რომ აღარასოდეს დაბრუნდება საყვარელი ადამიანი,შვილი,ძმა,მეგობარი...გატყდა გულები და გატყდა მესტია.ერთ დღეს წაიყვანა ღმერთმა ორი ახალგაზრდა,თინათე და ლუკა...ტიროდა მესტია,გლოვობდა ყველა,მაგრამ არა თინათეს,არამედ ლუკას...
გუჯეჯიანების სახლში აღარც კი მიდიოდა ხალხი,იმდენად იყვნენ გაბრაზებულნი ბეთქილზე,რომ მათ სიახლოვესაც კი არ მიდიოდნენ,დარჩა ხალინა,თინას უსიცოცხლო სხეული და რამდენიმე ნათესავი.ასე გლოვობდნენ დაღუპულ ქალიშვილს.ძებნა გამოცხადდა ბეთქილზე...
თითქოს ნანინას სიტყვები გამოელია,ხმას ვეღარ იღებდა,იმდენი იყვირა გუშინ სულ გამოეცალა ენერგია,სამაგიეროდ ყვიროდა ია და იმ დაკარგულ სიყვარულს გლოვობდა ტკბობა,რომ ვერ მოესწრო...ცრემლი ახრჩობდა ნანინას იმის გააზრებისას,რომ საყვარელ ქალთან ერთად ვერ დაბერდებოდა მისი ლუკა,შვილები არ ეყოლებოდა...ეჰ ლუკა,როგორ დაენანე ყველას და როგორ მაინც არ იკადრე ჩვენთან დარჩენა...
სოფი,რომ არა ალბათ მოკვდებოდა ლაზარეც.დღის ბოლოს შვებას მხოლოდ მის მკლავებში პოულობდა,დივანზე მჯდომს თავი მის კალთაში ჩაემალა და სინათლის პოვნას ცდილობდა...
მეორე ღამეც იქ გაუთენეს ბიჭებმა მეგობარს,უხმოდ ისხდნენ ერთმანეთთან საუბარსაც კი ვერ ბედავდნენ,თითქოს რაღაც დიდი კედელი იდგა მათ შორის...მისაღებში ჩაძინებულ სანდროს გადახედავდნენ და ისევ ლუკასთან ბრუნდებოდნენ,არ უნდოდათ მარტო დაეტოვებინათ,მერეც ეყოფოდა მარტო ბნელ საფლავში წოლა...
მაღაზიაში საუბრობდნენ ლუკაზე მოხუცები,იხსენებდნენ მის ბალღობას და ზუსტად მაშინ მოჰკრა ჟურნალისტმა გოგონამ ყური ამ ამბავს,გაზეთშიც იხილეს სტატია მოგვიანებით.
იხსენებენ ახლობლები ლუკას:
„დღეს მესტია სხვანაირად დუმს…
მთებიც თითქოს უფრო მძიმე სიჩუმეშია გახვეული. ქარიც კი სხვანაირად ქრის, თითქოს სვანეთის მთებში ერთი სახელი ტრიალებს — ლუკა.
ძალიან რთულია სიტყვებით აღწერა იმ ტკივილისა, რასაც მთელი მესტია დღეს გრძნობს. ახალგაზრდა სიცოცხლე, რომელიც სავსე იყო ოცნებებით, გეგმებით და სითბოთი, ასე მოულოდნელად და უსამართლოდ შეწყდა. ლუკა იყო ის ბიჭი, რომლის ღიმილი ყველას ამხნევებდა, რომლის გულწრფელი სიტყვები და სიკეთე ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებდა. ის იყო მეგობარი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო გვერდით დადგომა, შვილი, რომელიც ოჯახისთვის უდიდესი სიამაყე და სიხარული იყო, და ადამიანი, რომელსაც მთელი სოფელი სიყვარულით ახსენებდა.
დღეს თითქოს ყველაფერი ლუკას იხსენებს...გზები, რომლითაც დადიოდა, ეზოები, სადაც მეგობრებთან ერთად იცინოდა, მთები, რომლებსაც ასე უყვარდა. თითოეული მოგონება ახლა უფრო მძიმე და ამავდროულად უფრო ძვირფასი გახდა. მისმა სიკეთემ და ადამიანობამ იმდენ გულში დატოვა კვალი, რომ მისი დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია.
ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ასეთი ნათელი სიცოცხლე ასე ადრე შეწყდა. თითქოს დრო გაჩერდა იმ წუთში, როცა ეს მძიმე ამბავი მთელ მესტიას მოედო. იმ წუთიდან ქალაქი ერთ დიდ ოჯახად იქცა, რომელიც ერთ ტკივილს იზიარებს და ერთ ახალგაზრდას გლოვობს.
ლუკა აღარ არის ჩვენს გვერდით, მაგრამ ის დარჩება ყველა იმ ადამიანში, ვინც ერთხელ მაინც იგრძნო მისი სითბო. დარჩება მეგობრების მოგონებებში, ოჯახის გულში და იმ მთებში, სადაც მისი სიცილი და ხმა ერთხელ მაინც გაისმა.
მშვიდად განისვენე, ლუკა.
შენი სახელი და შენი ნათელი სული ყოველთვის იცოცხლებს მესტიის გულში.
მთელი მესტია გლოვობს შენს დაკარგვას…“
-უთხარი,რისი თქმაც გინდა.-გვერდით მიუჯდა მილანა გადრანს,რომელსაც საერთოდ წართმეოდა აზროვნების უნარი.იხსენებდა იმ დილით როგორ გაუთხარა საფლავი მეგობარს და გულში ისეთ ტკივილს გრძნობდა აქამდე,რომ არასდროს უგრძვნია...
-ვერ ვსუნთქავ მილა.-გადახედა ქალს.-არ შემიძლია.
-მესმის.-მისი ხელი ხელებში მოიქცია.-ახლა თუ არ ეტყვი,მერე მთელი ცხოვრება გაგყვება...სკამი მასთან ახლოს მისწია გადრანმა,ფეხზე წამომდგარ მილანას თავით ანიშნა დარჩიო და მეგობარს აღსარება ჩააბარა...
-რა მწარე ყოფილა უშენობა ძმაო...-მინას შუბლით დაეყრდნო გადრანი.-სულ არ იფიქრე ჩვენზე?სულ არ გედარდებით?ვეღარც კი ვსუნთქავ ისე მტკივა უშენობა ძმაო...ეს ის შემთხვევაა,როცა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო...ახლა აქ უნდა იდგე და გზას მაჩვენებდე,მეუბნებოდე სწორი რა არის...
ამდენი სიტყვა მქონდა შენთვის სათქმელი და მაინც, ახლა როცა შენს წინ ვდგავარ, სიტყვები აღარ მყოფნის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთხელ დადგებოდა დღე, როცა ასე დაგელაპარაკებოდი.ისე, რომ შენი პასუხი ვეღარ გამეგო, შენი სიცილი ვეღარ დამენახა.
ერთად გავიზარდეთ… ერთად გავიარეთ ბავშვობა, ერთად ვისწავლეთ რა არის მეგობრობა, ერთგულება და ძმობა. იმდენი გზა გვაქვს ერთად გავლილი, იმდენი დღე და ღამე, იმდენი სიცილი, რომ ახლა ყველაფერი თვალწინ მიდგას და ვერ ვიჯერებ.-წამით შეყოვნდა,ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი...- თითქოს გუშინ იყო, როცა ჩემთან ეზოში ვისხედით და ვლაპარაკობდით მომავალზე, გეგმებზე, ოცნებებზე… გვეგონა დრო ბევრი გვქონდა.-მილანას გადახედა,ვერ უძლებდა...ცრემლებს ვერ იკავებდა...-შენ ჩემთვის უბრალოდ მეგობარი არ ყოფილხარ.შენ იყავი ჩემი ძმა.ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო ჩემი გაგება ერთი სიტყვითაც კი. როცა მიჭირდა გვერდით მედექი.როცა მიხაროდა შენზე მეტად არავის უხაროდა.
ახლა კი ისეთი სიცარიელეა...ვერაფერი შეავსებს მას. შენი ადგილი დარჩება ისეთი, როგორიც იყო,შენი. ვერავინ დაიკავებს მას.-საყვარელი ქალის შეხება იგრძნო და თითქოს ძალა მიეცა,ზურგით მდგომს თავი მკერდზე მიაყრდნო.-ყველაზე მძიმე ის არის, რომ აღარ მოვისმენ შენს ხმას, აღარ დავინახავ შენს ღიმილს, აღარ იქნება ის დღეები, როცა უბრალოდ ერთად ვიქნებით. მაგრამ ერთი რამ ვიცი შენ ვერასოდეს გაქრები ჩემი ცხოვრებიდან.დარჩები ჩემს გულში,ჩემს მოგონებებში,ჩვენს ისტორიებში, იმ გზებში სადაც ერთად დავდიოდით.
ძმაო, ძალიან ადრე წახვედი… -მწარედ ამოთქვა და ისევ დაეყრდნო შუბლით მინას.-ძალიან ბევრი დაგვიტოვე გულში უთქმელი. მაგრამ მინდა იცოდე შენს ძმობას სიცოცხლის ბოლომდე ვატარებ. შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხარ და ასე დარჩები ყოველთვის.
სანამ მე ვცოცხლობ, შენი სახელი არასოდეს დაიკარგება.სანამ შენს ძმებს პირში სული უდგათ,შენც სამარადისოდ იცხოვრებ.
მიყვარხარ, ძმაო… და ამ სიტყვას სიკვდილი ვერ შეცვლის...
-შენი აზრით მიბრაზდება?-ცალ მუხლზე ჩამოუჯდა კაცს და მინას ხელი გადაუსვა,ისევ ხედავდა როგორ უღიმოდა მძინარე კაცი და გული ეკუმშებოდა.
-არასოდეს.-ნაზად აკოცა ხელზე.-კიდევ ათასჯერ მოკვდებოდა,ოღონდ შენ ცოცხალი ყოფილიყავი...
ასეც იყო...არცერთ წამს არ ნანობდა ლუკა,ზემოდან დაჰყურებდა ატირებულ ოჯახს,მეგობრებს და ეღიმებოდა,გული სტკიოდა,რომ ყველა დატოვა,მაგრამ დრო იყო მისთვის,არ ნანობდა და არც ინანებდა.გმირულად წავიდა იქ,ზეცაში და იცოდა,რომ ამად ღირდა მისი სიცოცხლე...


დღე 3
-დღეს აქ დგომა ჩემთვის ძალიან რთულია…-წამოიწყო ლაზარემ,როდესაც ძმის კუბო მიწაში ჩასაშვებად მოამზადეს.- სიტყვებს ძლივს ვპოულობ.ის ჩემი ძმა იყო,ჩემი ტყუპისცალი და ადამიანი, რომელთანაც ვიზრდებოდი, ვიცინოდი, ვოცნებობდი და ვგეგმავდი მომავალს.როგორ უნდა დაგემშვიდობო, როცა ცხოვრება ერთად დავიწყეთ?
როგორ უნდა ვთქვა “მშვიდობით”, როცა შენ ჩემი ნახევარი იყავი… ჩემი მეორე სუნთქვა, ჩემი სარკე.
ჩვენ ერთად მოვედით ამ სამყაროში.
ერთად გავაკეთეთ პირველი ნაბიჯები, ერთად გავიზარდეთ, ერთად ვისწავლეთ სიცილი, ჩხუბითაც კი სულ ერთად ვჩხუბობდით, მაგრამ ყოველთვის ერთად ვბრუნდებოდით სახლში.დედას მაინც როგორ გაუკეთე ლუკა?-დანანებით გააქნია თავი.-ლუკა ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც ყველგან სინათლე მოჰქონდა. მისი სიცილი, მისი ხასიათი, მისი უბრალოება,ამას ვერასდროს დავივიწყებთ. ძალიან მტკივა იმის გაფიქრება, რომ დღეს აქ ვდგავარ და მას აღარ ველაპარაკები ისე, როგორც ადრე.-თვალი მოარიდა იქ შეკრებილ საზოგადოებას,ცრემლად იღვრებოდა ყველა,მუხლებზე იდგა ნანინა და შვილს ბოლოჯერ ეფერებოდა გაყინულ სახეზე.-ლუკა, თუ გესმის ჩემი ხმა მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარდი, ძმაო. მადლობა ყველა იმ მომენტისთვის, რაც ერთად გავატარეთ.
შენ შეიძლება ფიზიკურად აღარ ხარ ჩვენს გვერდით, მაგრამ ჩვენს გულებში ყოველთვის იცოცხლებ. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება შენი სახე, შენი ხმა და ის კარგი გული, რომელიც გქონდა.
ძალიან გვაკლიხარ, ლუკა…პირადად მე იმდენად მაკლიხარ,რომ მზად ვარ ადგილიც კი გაგიცვალო.-დაიჩოქა მის ცხედართან.-ჩემი მეორე ნახევარი უნდა ჩავაწვინო მიწაში,იცოდე რომ მოვალ შენთან ძალიან ვიჩხუბებთ ამ დღეების გამო...-თმაზე ხელი გადაუსვა და ყელზე შებმულ ოქროს ჯვარს კიდევ ერთხელ დახედა,ეცნო მილანას ჯვარი,ქალს გადახედა გადასამოწმებლად,მოშიშვლებული ჰქონდა ყელი.
-ჩავუშვათ?-ამოილაპარაკა ერთერთმა.
-ჩაუშვით.-ზედა ნაწილიც დაუმაგრეს ხის კონსტრუქციას და ნანინა რამდენიმე ნაბიჯით უკან წაიყვანეს.
-დედა მოგიკვდეს ჩემო ვაჟკაცო!-ამოიტირა ქალმა.-ცივ მიწაში როგორ დაგტოვო შვილო?როგორ გაგიმეტეს შე საბრალო...ვაი იმ კაცს,რომელმაც შენი სისხლით ხელები გაისვარა...-უკანასკნელად შეავლო თვალი შვილს და მოშორებით გაიხედა,იქ სადაც თინას დასამარხად შეკრებილიყო ათიოდე ადამიანი,ლუკასთან კი მთელი მესტია მოსულიყო.ზემოდან,რომ გადმოგეხედათ გადაშავებული იყო იქაურობა.ასობით ადამიანი დამდგარიყო და ახალგაზრდა კაცის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ემზადებოდნენ...სითბო ჩაეღვარა გულში,მიხვდა,რამდენად სწორად იცხოვრა მისმა ოჯახმა,მისმა შვილებმა...მართლაც,რომ ვაჟკაცი გაეზარდა ნანინას,აღარ ეშინოდა,იცოდა,რომ ყველაფერი სწორად მოხდა.გაისმა ხის კონსტრუქციაზე მიწის დაცემის ხმა და ყველას გააჟრჟოლა.იქ მთავრდებოდა,იქ წყდებოდა ეს გზა...არ ვიცი სად მოასწრეს ასე უცებ,მაგრამ ბიჭებს ქვაც გაემზადებინათ მისთვის,მთლიანად დაეტანათ მისი სხეული და ქვემოთ მიეწერათ „ლუკას ძმებისგან,სამუდამოდ ჩვენს გულში“.
ხალხმა ისიც კი ვერ იკადრა მის ქელეხში ლუკმა შეეჭამათ,ნახევრად ცარიელი იყო დარბაზი,ვინც ადგილზე მივიდა ხმას ვერ იღებდნენ,რომელ ჭამაზე იყო ლაპარაკი?დამთავრებულა ეს ამბავიც და ჯერ ვერ გაეგოთ...არ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო,მაგრამ მოხდა...
ეს დღეც მიიწურა.
ცამ კოპები შეჰყარა და კოკისპიულად გაწვიმდა.
თითქოს ასე გლოვობდა გურჩიანის კაცს წუთისოფელი.
ესეც დამთავრდა...



***
-მილა.-აივანზე მჯდომს გვერდით მიუჯდა მატათა.-კარგად ხარ?
-რა იქნება ახლა?
-ბეთქილს მოვძებნით,ვიპოვნით და მოვკლავთ,მერე აღარაფერი.-ჩაილაპარაკა მშვიდად.
-მე ძალიან მეშინია...კიდევ რომელიმეს დაკარგვას ვერ გავუძლებ,მართლა...
-როგორ ძალიან მიყვარხარ,ნეტავ იცოდე.-ხელის გულზე აკოცა ქალს.-ძალიან ვწუხვარ იმის გამო,რაც დაგემართა.-სევდიანი იყო გადრანი.მის სახეზე ჩამოყრილ თმას ნაზად ეთამაშებოდა.-მაპატიე,რომ ვერ დაგიცავი,რომ დამაგვიანდა...
-შენ არაფერი დაგიშავებია.-უღიმოდა კაცს.
-გტკივა?-შუბლზე დახედა.
-აღარ,თებე კარგად მივლის...
-მილა უნდა წახვიდე.-სიგარეტის კვამლში გახვეულმა ამოილაპარაკა და მზერა მოარიდა.
-ვიცი,ჩავალაგე უკვე ჩემოდანი.
-ჰო?-ცერად გახედა.
-ჰო...დამთავრდა მატათა...
-ვერ გადავიტან რამე,რომ დაგემართოს...ახლა კიდევ,როცა ბეთქილი გაქცეულია შენს სულ საფრთხეში ხარ,მე არ ვარ მზად,რომ...
-ვიცი.-გააწყვეტინა კაცს.-არც მე...-თმას ყურის უკან ვერ იჩერებდა,ნერვიულად გადაიწია ისევ.-ვფიქრობ ამაზე ოდნავ გრძელი მომიხდება,ალბათ აწი ასეთ სტილს ვამჯობინებ.
-სულ ლამაზი ხარ,ხომ იცი?-ისევ ეამბორა ხელზე.-მოვთხოვ ამისთვისაც პასუხს...
-არ მოკვდე კარგი?ვერ გადავიტან...-ყელზე ხელები შემოჰხვია კაცს და სხეულზე ძლიერად მიეკრო.უცნაური სითბო იგრძნო ის ყელსაბამი,რომ შენიშნა...მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და გონებას უხმო,ცდილობდა სამუდამოდ დაეტოვებინა...
-როდის წაგიყვანო?
-არ მინდა,რომ ვინმემ გაიგოს,მეორედ დამშვიდობებას ვერ გადავიტან.მითუმეტეს ახლა,ისედაც ყველას უჭირს...
-ისე წახვალ?
-ჰო.-მშვიდად ჩაილაპარაკა,ცრემლი ერეოდა უკვე.
-როდის?
-ამაღამ,შეგიძლია?
-მართლა გინდა?-ჩაეკითხა.
-მერე ვეღარ შევძლებ.-თავი ასწია და ტუჩებზე ნაზად შეეხო.
-ერთი თხოვნა შემისრულე მაშინ...
-გისმენ.
-ახლა 2-ის ნახევარია,დილის 5-მდე დავიძინოთ,ჩემთან დაიძინე.მერე წაგიყვან,მზის ამოსვლამდე.
-კარგი...-არც უფიქრია ისე დაჰყვა მის ნებას და ოთახში მასთან ერთად შევიდა.საწოლზე მის გვერდით ტანსაცმლიანივე მოთავსდა და ძლიერად მიეკრო სხეულზე.იცოდა როგორ უჭირდა კაცს ახლა,მაგრამ მერე უფრო გაუჭირდებოდა კიდევ რაიმე,რომ მოსვლოდა მილანას,ამიტომ წასვლა ჯობდა...მის მკერდზე ედო თავი და გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა გული.ნერვიულობდა...-მატათა...-დასცდა მის ბაგეებს.
-გისმენ პატარავ.-ლოყაზე აკოცა ქალს.
-რა გგონია როდის დასრულდება?
-ხვალ,ზეგ,ერთი წლის ან ათის შემდეგ.
-ანუ აღარ არის ჩვენთვის დრო?
-მე შენთან აუცილებლად დავბრუნდები,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როდესაც ქარი ჩადგება.
-ანუ?
-ანუ,როდესაც შეგვეძლება მშვიდად ცხოვრება.
-თინაც შემეცოდა.
-ლუკამ გადაწონა.
-კარგად იქნები?-ახედა კაცს.
-ფეხზე ვიდგები.-მშვიდად ამოთქვა და თვალები დახუჭა...


(მანანა)
-გაგვიფრინდა ჩვენი ბიჭი,ჩვენი ლუკა...-ცრემლებს ძლივს იწმენდდა ქალი,ხატის წინ იყო დამხობილი და მისთვის ლოცულობდა.-როგორ დაგვაკლდები ჩემო ბიჭო,როგორ ძალიან მოგვენატრები...შენმა წასვლამ ყველაფერი გაანადგურა.ასე გამოგვეცალა ხელიდან მილანაც,გამოღვიძებულს აღარ დაგვიხვდა და დამშვიდობებაც კი ვერ გაგვიბედა...ახლა არ არის ამის დროო იფიქრა,ისედაც სტკივათო და ჩუმად გაგვეცალა ჩემი ანგელოზი,ჩემი პატარა გოგო...ღირდა შენი წასვლა ამად ჩემო ბიჭო?არასოდეს განელდება ეს ტკივილი.სულ ჩვენთან იქნება...ეჰ ნანინა რა უბედური ქალი აღმოჩნდა,მოუკლეს ყველანაირი იმედი...ღმერთს მადლობა ლაზარე ჰყავს თორემ აბა რა აცოცხლებდა?დაიხლიდა გულში ტყვიას ჩემი საბრალო...
ეჰ როგორ მენანები...როგორ მენანება შენი სხეული იმ ცივი მიწისთვის...
ეჰ ჩემი გოგოც,როგორ უცებ წავიდა...აღარასდროს გაიღიმებს ჩემი მატათა...



(ლიზა)
-საკუთარი ძმასავით მიყვარს ტყუპები,არასოდეს წარმომედგინა რომელიმე მათგანის დაკარგვა.თითქოს დანა ჩამასეს გულში...ჩემი ლუკა,რომ აღარ მოვა რა გამახრებს?დილაობით თმებს,რომ არ ამიჩეჩავს,ან არ გამაბრაზებს...ვერ შევხედე საფლავის ქვიდან მომღიმარს,თვალი მოვარიდე...ვერასოდეს მივიღებდი მის სიკვდილს,ვერასოდეს შევეგუებოდი...დილით ყველა საჭმელად,რომ შევიკრიბეთ,მიუხედავად იმისა,რომ ყელში ლუკმა არავის გადაგვდიოდა მილანა და მატათა მოვიკითხეთ,ტიტემ გვითხრა მილანა წავიდაო და იქ მართლა დამთავრდა...განა არ მესმის ასე რატომ წავიდა?მესმის!მესმოდა როგორ ტიროდა ღამით,როგორ უჭირდა სუნთქვა...ეს სიცოცხლით სავსე გოგო შეიკლა მთებმა...ახალი ვარცხნილობა მოუხდა,ლამაზი კისერი აქვს და სულ ოდნავ,რომ ჩამოეზრდება თმა ძალიან ლამაზად ექნება,მაგრამ ვიცი რამდენს ნიშნავდა მისთვის ყველაფერი,რაც ჰქონდა...სულიერად გატეხა ბეთქილმა,ამას ვერაფერს ვუშველიდით...
ქორწილი გავაქმეთ მე და მათემ,როგორც კი სიტუაცია ჩაწყნარდებოდა ყველანაირი ცერემონიის გარეშე გადავიდოდი მასთან,წლების მერე შეიძლება ვიქორწინოთ კიდეც.
მენატრები ლუკა.
შენც მენატრები მილა...


(თებე)
-ასეთი გატეხილი ტიტე არასდროს მინახავს,ვცდილობ მასზე ვიზრუნო,მაგრამ არაფერი იქნება საკმარისი,რადგან თავისი სიცოცხლის რაღაც ნაწილი ლუკას გაატანა.
ლუკა და ლაზარე ჩემთვის საშინლად ძვირფასები არიან...ჩემი ტყუპები,ჩემი ორიცალი...სკოლიდან გამოვყავდი ლუკას ხშირად,7 წელი გვქონდა სხვაობა,დიდი ძმა იყო,რომელიც მე არ მყოლია,ჩემი ძმა ხომ წაგვართვა სიკვდილმა და მერე ტყუპებმა ჩამინაცვლეს...ხშირად მოაყოლებდახოლმე საუბარს და იტყოდა,რომ ჩემი ძმა ცოცხალი,რომ ყოფილიყო ყველაფერი სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო,მაგრამ მე არასდროს მიგრძვნია,რომ დედისერთა ვიყავი,ოთხი დედა მყავს,ზაირა,მანანა,ნანინა და ლიანა...სანდროს დედასაც ჩავთვლიდი,მაგრამ არ მახსოვს საერთოდ,პატარა ვიყავი,რომ დაიღუპა...
დღეს იმაზეც დავფიქრდი,რატომ მინდა ექიმი გამოვიდე?რეალურად არც არასდროს მდომებია,უბრალოდ მინდოდა,რომ პატარა ბავშვები განმეკურნა,რომელთაც გულის დაავადება აწუხებდათ,რომ ჩემი ძმის მსგავსად არ დაემთავრებინათ,მაგრამ დღეს მივხვდი,რომ მეტ სიკვდილს ვერ ვნახავ,ვერ გავუძლებ...არანაირი ექიმი,სხვა პროფესიას ვიპოვნი.
მილანას წასვლა მეწყინა,მაგრამ მესმის და არ ვბრაზდები...მას აქ საფრთხე ემუქრება,მიყვარს და მინდა იცოცხლოს და ბედნიერი იყოს...



(ტიტე)
-ჩემი თებე,რომ არა მოვკვდები ალბათ.ლუკას სიკვდილის გატანას მარტო ვერ შევძლებდი,გავგიჟდებოდი ალბათ...მე და ლუკა თებესთვის ბეჭედს ვარჩევდით,ხელი მინდოდა მეთხოვა,ახლა არა,დროც არ არის,მაგრამ აუცილებლად ვიზამ და ჩემთან წამოვიყვან,ლუკა ბედნიერი იქნებოდა...ჩემი ძმა,ჩემი ყველაფერი...ექვსნი უნდა ვყოფილიყავით...ერთი ადრეულად წაგვართვა სიკვდილმა,მეორე 27 წლამდე აცოცხლა...ეჰ სიკვდილო რა ხარ ასეთი მოურჯულებელი?რით ვერ დაიღალე?
რომ გავიღვიძე დილით მესიჯი დამხვდა მატათასგან,მილანას თბილისში ვაბრუნებ და ჩამოვალ საღამოსო.არ გამკვირვებია,ამაზე მესაუბრა მატათა,მეც ვურჩიე,რომ გაეშვა...მართლა მოკლავდა ბეთქილი ჩვენს ალისფერთმიანს...ვხედავდი,რომ ტიროდა,მაგრამ მასთან მისვლას ვერ ვბედავდი,ლა*არი ვარ,შემეშინდა...არადა ყველაფერი ჩვენს გამო მოხდა...გვაპატიე მილა...
მშვიდად განისვენე ლუკა...


(სანდრო)
-უპატრონოდ დარჩენილს არავინ მყავს მე ჩემი ლიკუნას და ბიჭების გარდა.სული მიმწარდება,რომ ვფიქრობ ძმას ვერ დავეხმარე,ლიკუნა ხშირად ტირის,ვერ მიძლებს ასეთს,მაგრამ სანუგეშებლად სიტყვები არ მყოფნის...ხმა მიწყდება თითქოს,ჩუმად ვწვები საწოლის მეორე მხარეს და შეხებისაც კი მერიდება...ყველაფერი ძალიან ცუდად არის,ბეთქილს თუ ვერ ვიპოვნით მთელი ცხოვრება შიშში ვიცხოვრებთ და მე აქ ჩემს ცოლ-შვილს ვერ დავტოვებ.მეტს ვეღარ გავუძლებ...
მილანა...ჩემი თვალებბრიალა ქალბატონი,უშუალო და უკიდეგანოდ სულგრძელი...მეტკინა მისი მდგომარეობა,მისი დანახვა...როგორ ძალიან არ მინდოდა,რომ დაბრუნებულიყო,მაგრამ მაინც დაბრუნდა და აი ახლა ისევ ატირებული დასდგომია თბილისის გზას...ყველაფერი კარგი მინდა ვუსურვო.
ლუკა ჩვენ მალე შევხვდებით ძმაო...


(ლიკუნა)
-გული მტკივა,სანდროს ვერაფრით ვეხმარები...ხმას არ იღებს,მხოლოდ მაშინ თუ რაიმეს ვეკითხები...გაცივდა...ვიცი,რომ მის მდგომარეობაში ნორმალურია,მაგრამ მეც მტკივა და მწყინს,ხან ვუბრაზდები,მაგრამ დღის ბოლოს მესმის მისიც...ლუკა ყველას დაგვაკლდება,ბიჭი თუ იქნება ჩვენი შვილის ნათლია უნდა ყოფილიყო,მშვიდად განისვენოს.
მილანას წასვლამ გული დამწყვიტა,ამაზეც ვიტირე,ალბათ იმიტომ,რომ ორსულობისას ძალიან ემოციური ვარ,მაგრამ მართლა მიყვარს...პირველად,რომ დავინახე თმაშეჭრილი,სახე ალეწილი,ძალიან შემეცოდა,მტერს არ ვუსურვებ ამ ყველაფრის გამოცდას...


(ლაზარე)
-საკუთარ თავს ვუყურებ სარკეში და ლუკას ვხედავ,ღმერთს მადლობა ერთი სახე გვარგუნა და ასე მაინც არ მომენატრება...მხოლოდ თვალის ფერი მოგვცა სხვა,მას მწვანე,მე თაფლისფერი...დედა მეცოდება,ცრემლი შეუშრა,ხან ღამით ყვირის,მაგრამ ჩუმად,მე რომ არ გამაღვიძოს...მე ხომ არ მძინავს,მესმის ყველაფერი და ორმაგად მტკივა.როგორ ვერ მივუსწარი,როგორ დავაგვიანე...იმედი გავუცრუე ჩემს ძმას...
მილანა არასოდეს დამიდანაშაულებია და არც ვიზამ,მისი ბრალი არ არის,მე,რომ ვყოფილიყავი მეც მის დაცვას ვეცდებოდი,ყველა ასე იქნებოდა.არასოდეს ვიტყვი მასზე ზედმეტს,დასავით მიყვარს და ძალიან საწყენია,რომ ასე მოუწია წასვლა.მატათა მეცოდება,უკანასკნელი იმედიც წაერთვა...
დიდხანს არ გალოდინებ ტყუპისცალო,გავლევ ჩემს უბადრუკ ცხოვრებას და მალე გინახულებ...



(ზაირა)
-გული მიკვდება,ცრემლს ვერ ვიშრობ თვალებიდან...ჩემს თვალწინ გაიზარდა,ორი წლისა იყო მე,რომ ამ ოჯახში რძლად შემოვედი.ეზოში დარბოდნენ ტყუპები და სულ მიჭირდა მათი გარჩევა...რომ წამოიზარდნენ მერეც.ლუკა ხისტი იყო,მკერდზე გადაიჯვარედინებდა ხელებს და მისწორებდა მე ლუკა ვარ,ლაზარე არაო...ხინკალს თუ ვაკეთებდი სულ ჩვენთან იყო,ჩემმა ზაირამ ხინკალი გააკეთა,მაშ არ მოვიდოდიო?ჩემი ცელქი ბიჭი,როგორ მენანები ნეტავ იცოდე...
ჩვენი ჭორფლიანი გოგოც მენანება,ძალიან დამაკლდება...სწორად მოიქცა,რომ წავიდა...დაბრუნდება მისთვის ბეთქილი და არ არის უსაფრთხო...პრინციპში ნებისმიერი ჩვენგანისთვის შეიძლება დაბრუნდეს,მეშინია,მაგრამ ვერაფერს ვამბობ,დასაკარგი დაიკარგა უკვე...ღმერთო შეუნდე ჩემს ლუკას ყველა ცოდვა.-პირკვარი გადაისახა,საბანი წაიფარა და ისევ უხმოდ ატირდა ქალი...


(ნანინა)
-ამბობენ:ვაი იმას,ვინც წავიდა,თორემ დარჩენილები კი აგრძელებენ სიცოცხლესო...ტყუილია ჩემო ხალხო და არ მოტყუვდეთ...ჩემი ლუკა...ჩემი მწვანეთვალება ბიჭი...უხ როგორ ენანები დედაშენს შვილო,როგორ ეწვის გული შენი ამბით და თან ვერაფერს აკეთებს,უძლურია...მალხაზისაც გამკვირვებია,დღემდე ვერ გამიგია,რად მოიკლა თავი,რა ჰქონდა მიზეზად?მას ხომ არ მოუკლავს ჩემი ლუკა,არ გავუბრაზდებოდი,მაგრამ ჰა,თავისი წილი სისხლი მანაც გაიღო მესტიისთვის...
ჩვენი მილანაც გაფრენილა,გული მომეწურა...ერთი სანუგეშებელი სიტყვა ვერ ვუთხარი,ვიცი,რომ წუხდა...არ ვადანაშაულებ,არც ვიზამ მსგავსს...ჩემი ვაჟკაცი კაცურად დაუდგა ბეთქილს და ქალი არ დააჩაგვრინა,ასეც უნდა მოქცეულიყო ენაცვალოს დედა...ჩემი ლაზარე მებრალება,ერთი ნახევარი დარჩა,მეორე ჩადო მიწაში...არასოდეს გავამტყუნებ ჩემს ლუკას,სწორად მოიქცა...გენაცვალოს დედა,მალე მოვალ შენთან ჩემო თვალისჩინო...-მერამდენე ღამეს ათენებდა ტირილით აღარც ახსოვდა...




(მილანა)
-თბილისში შემოვედით და ვიგრძენი როგორ მეტკინა შინაგანად ყველაფერი.სულ მალე დამტოვებდა საყვარელი კაცი და შეიძლებოდა წლები ვერც მენახა...ხმას არ იღებდა,თავადაც ეშინოდა საუბრის...მეც მერიდებოდა...ვიცოდი როგორ უჭირდა და ახლა,რომ ვტოვებდი ძალიან მრცხვენოდა,მაგრამ სვანური ჰაერი ყელში მიჭერდა,ასე არასოდეს მტკენია...
ლუკა მენატრებოდა,მებრალებოდა,მტკიოდა...მისი ღიმილიანი სახე არ მავიწყდებოდა...ადგილის გაცვლა,რომ შემძლებოდა გავუცვლიდი თუ არა?დაუფიქრებლად!
ისევ დავობლდი,უპატრონო ძაღლივით მარტო ვარ და ალბათ სულ ასე მომიწევს,კიდევ კარგი სახლი დავიტოვე,ასე უპატრონოდ რა უნდა მექნა?
კორპუსთან მოვედით,კიბეებზე უკან მომყვება მატათა,ჩემი ჩემოდნით ხელში,ვგრძნობ,რომ ხელიდან მეცლება და შინაგანად ყველაფერი მტკივა...




(მატათა)
-ლუკას სიკვდილს ვერასდროს მოვინელებ და არც დავანებებ ბეთქილს.მიწიდან ამოვთხრი და ლაზარე შუბლს თუ არ გაუხვრეტს მე ვიზამ...ოთხნი დავრჩით,ასეთ ახალგაზრდობაში არ უნდა ვგლოვობდეთ ერთმანეთს,არ არის სამართლიანი...
მთელი გზა ვცდილობდი სათქმელი მომეფიქრებინა,რას ვეტყოდი მილანას,მაგრამ არ შემიძლია,არ მინდა რაიმე ისეთი ვთქვა,რაც იმედის ნაპერწკალს გააჩენს,მაგრამ ისიც არ შემიძლია,რომ ასე დავტოვო,თვალცრემლიანი,შერცხვენილი,შელახული...
ჩემოდანს კიბეებზე მივათრევ და ვგრძნობ,რომ სადაცაა სულ დამთავრდება,მზად არ ვარ...



***
-ყავას დალევ?-სახლში შესულს შესთავაზა,არ იცოდა სხვა რით უნდა დაეწყო საუბარი.
-მოდი ჩემთან.-დივნის საზურგეს მიყრდნობილმა ამოთქვა და ხელები გაშალა.ძლიერად სუნთქავდა.ინსტინქტურად გადადგა მისკენ ნაბიჯები ქალმა და მთელი სხეულით ზედ მიეკრო.სხვა არაფერი ადარდებდა თითქოს,არაფერი უნდოდა...
-დარჩები?-ჰკითხა გაუაზრებლად.
-არა,მაგრამ დავბრუნდები.-თავზე ნაზად აკოცა ქალს.-შემომხედე.-ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა.-ყველაფერი მაპატიე,რაც დაგემართა...რაც ნახე,გაიგე...მიყვარხარ მილა,არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები,აქ სულ იგრძნობ მაგას...-ცალ მხარზე ჩამოასრიალა ჟაკეტი და მკერდზე,გულთან თბილად აკოცა.-არ ენდო უცხოებს კარგი?თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ დამირეკე,მყავს მეგობრები და მოგაქცევენ ყურადღებას.
-არამგონია აქ მიპოვნოს...
-მეც მეეჭვება,რომ აქ გამოგყვეს,მაგრამ მაინც მინდა,რომ ფრთხილად იყო.
-ძალიან მიყვარხარ...-ამოთქვა ჩუმად.შუბლით მის მკერდს მიყრდნობოდა,არ იყო მზად გასაშვებად.
-გია ისევ გირეკავს?
-დაკითხვაზე მითხრა რისი თქმაც უნდოდა,მითხრა ვიცი,რომ სიყვარულის მახეში გაები და არაფერს იტყვიო...
-ყველაფერი,რომ დამთავრდება,შენთან აუცილებლად დავბრუნდები...
-რომ ვერ იპოვნოთ?რომ არასდროს გამოჩნდეს?
-სისულელეა.-იღიმოდა გადრანი.-იმაზე მალე დავბრუნდები,ვიდრე შენ გგონია...
-მართლა?
-მართლა.-მის ტუჩებს ბოლოჯერ წაეტანა კაცი.მშვიდად და ნაზად უკოცნიდა ბაგეებს,სიყვარულით ცდილობდა გული ეჯერებინა.-თავს მიხედე და კარგად ჭამე გესმის?
-ხომ არ მოკვდები?-მიაჩერდა კაცს.
-არა,გპირდები.-შუბლზეც დაუტოვა თბილი კოცნის კვალი და მთელი ძალით ჩაეხუტა,შეიგრძნო მისი სურნელი...მილანაც გრძნობდა თამბაქოს და მისი ოდეკოლონის მძაფრ სურნელს,ჭკუიდან,რომ გადაჰყავდა,სულ ემახსოვრებოდა,ან რა დაავიწყებდა?-უნდა წავიდე.-თვალებში ჩააცქერდა და ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლები ცერებით მოწმინდა.-არ იტირო მილა,კარგად არის ყველაფერი.-გაუღიმა კაცმა და ძლივს მოშორდა მის სხეულს...უნდა წასულიყო,დრო არ ითმენდა,სანადიროდ უნდა გასულიყო ბიჭებთან ერთად.
კარი გაიხურა და კიბეებზე სირბილით დაეშვა,სტკიოდა ორივეს,მაგრამ ჯერ ლუკა იყო,მისი ხსოვნისთვის კეთდებოდა...დამთავრდა სვანური არდადეგები.თბილისური ვოიაჟი იწყებოდა მილანასთვის.საწოლზე დაემხო და მთელი ხმით ატირდა,ყრუ ტკივილი იგრძნო მუცელში,სიცარიელეს,რომ ეძახიან ზუსტად ისეთი...



***
11 დღე გავიდა იმ ყველაფრიდან.11 წყეული დღე,264 წყეული საათი,15840 წყეული წუთი...ვერსად პოულობდნენ ბეთქილს,გადაატრიალეს თითქოს მთელი სვანეთი,ყველა ნათესავთან მოძებნეს,მაგრამ ვერსად მონახეს...
ამ ამბიდან მეცხრე დღეს ხალინა მიადგა გურჩიანების სახლს,შერცხვენილმა თავი დახარა და პატიება სთხოვა ნანინას.იტირეს დედებმა,ძალიან ბევრი...შვილმკვდარს მხოლოდ თავისიანი თუ უნუგეშებს ტკივილს და ასეც იყო.
ნანინას სულგრძელობა აოცებდა ყველას,გულზე მიიხუტა გუჯეჯიანების ქალი და დასავით მიეფერა,თითქოს ამ ქალის ქმარმა არ მოუკლა ქმარი და შვილი...ნანინა ქალი იყო წუთისოფლისგან დაჩაგრული,მაგრამ ღმერთისგან რჩეული...
იმ ამბის მერე წვიმა არ შეწყვეტილა სვანეთში,სექტემბრის ბოლოც მოვიდა,სიცივე შემოეპარა სოფელს,მაგრამ მათ გულებს ვერაფერს აკლებდა,ეს სიცივე 11 დღის წინ იგრძნო მესტიამ...ხალინას საქციელმა გული მოულბო სხვებსაც და მალევე თინას საფლავზე ათობით თაიგული გაჩნდა,ღირსეულად გამოიგლოვეს თინას სულიც და პატივი მიაგეს ადგილობრივებმა...
წყეული ბეთქილი,როგორ დაანგრია და გააცამტვერა ყველაფერი.რამდენი ოჯახი ააწიოკა...იქნებ თინა არც მომკვდარიყო,რომ არა მამამისი?იქნებ მართლა შეეყვარებინა მატათას და ცოლადაც მოეყვანა ოდესმე?პატიება ითხოვა ხალინამ ყველასგან,მიუტევა ხალხმა და მიუტევა სვანეთმა...


***
ბარში დაიწყო ისევ მუშაობა მილანამ,მხოლოდ ასე თუ შეძლებდა სწავლას და მუშაობას ერთად.დოდოს ხშირად სტუმრობდა,გაიკვირვა თავიდან ქალმა მისი ახალი ვარცხნილობა,მაგრამ იმდენად კარგად ეაფერისტა,რომ დააჯერა თავისი ნებით გაუკეთა ეს საკუთარ თავს.
მატათას ერთხელაც არ დაურეკავს...ძალიან ეწყინა,მაგრამ თვითონაც ვერ გაბედა მასთან დაკავშირება...მისი მაისურით იძინებდა,ხელში სფეროსებრ ნივთს ათამაშებდა და დათოვლილ სვანეთს ცრელიანი შეჰყურებდა...რამდენი ღამე გაათენა ვერავინ მოსთვლიდა...რამდენჯერ ტირილისგან ტკივილამდე მისულა და ემბრიონის ფორმაში მყოფს იატაკზე ჩასძინებია...სულში სწვდებოდა ლუკას სიკვდილი,სიზმრად ხშირად ხედავდა და ეს უფრო აგიჟებდა...იქნებ მართლა ყველაფერი მისი სიყვარულის ბრალი იყო?
ბარმენი ლექსო,რომ ეპრანჭებოდა ამაზე საერთოდ ჭკუიდან იშლებოდა,მაგრამ ვერაფერს ამბობდა.ცდილობდა გაეღიმა და უხერხულობა არ შეემჩნია,მაგრამ გოგონები სულ აქეზებდნენ და მათი თავიდან მოშორება ძალიან უჭირდა.
ასე მიიწურა მომდევნო ერთი თვეც,ლუკას ორმოციც გადაიხადეს...ეკლესიაში მისი სულისთვის ლოცულობდა მილანა...
უნივერსიტეტში ახალი კურსელები ჰყავდა,გაგიკვირდებათ და არავის დაუცინია,მისი იმიჯი ყველამ შეაქო,როგორც ჩანს ახალი თაობა უფრო უკეთ ეგუებოდა ცვლილებებს,ვიდრე ძველი...ორ გოგონასაც დაუმეგობრდა,მაგრამ თებეს და ლიზას ვერცერთი შეედრებოდა,ხან გული უკვდებოდა,რომ ახსენდებოდა ისინიც,ცრემლი მოერეოდა და საპირფარეშოში ჩუმად ტიროდა...არ იყო თბილისი მისი სახლი...სვანეთში ელოდა მისი ერთადერთი ოჯახი...



***
მიიწურა ოქტომბერიც,შუა ნოემბერი იდგა,სიცივეშეპარული თბილისი ისე უღიმღამოდ უცქერდა გამვლელებს,რომ გულშიც კი იჭრებოდა ქარის უხეში ტალღები.
ზაფხულის ხმაური უკვე შორსაა, ქუჩები აღარ არის ისეთი ხმაურიანი, და ჰაერში ერთგვარი სევდიანი სიმშვიდე ტრიალებს. დილაობით ნისლი ნელა ეშვება სახურავებზე, ეხვევა ძველ აივნებს და თითქოს ქალაქს თბილ, ნაცრისფერ საბანს აფარებს.
სველ ქვაფენილზე ფოთლები ხრაშუნით იშლება. ყვითელი, ჟანგისფერი და მუქი წითელი ფოთლები ქარს მიაქვს ვიწრო ქუჩებში.ძველ თბილისში მცხოვრებ მილანას ახლა უფრო დარდიანი ეჩვენა ქალაქი. აქ დრო თითქოს უფრო ნელა გადის, ძველი კედლები, ხის აივნები და რკინის მოაჯირები თითქოს ათას ისტორიას ინახავს...
-მილენა!-სირბილით წამოეწია ლექსო.
-მილანა მქვია ლექსო!-ჩაიფრუტუნა გოგონამ და რვეული ჩანთაში ჩატენა.-რა გინდა?გამოგიშვეს უკვე?
-სულ რატომ მეუხეშები?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები კაცმა.
-არ გეუხეშები,ჩემი სახელი ვერ დაგიმახსოვრებია და ვბრაზდები.
-კარგად ვიცი შენი სახელი,უბრალოდ სალაპარაკო თემას ვეძებ.
-რატომ?-ზებრაზე აჩქარებული ნაბიჯით გადავიდა.
-ერთ უბანში ვცხოვრობთ,ერთი სამსახური გვაქვს და სიკვდილივით რატომ მერიდები ვერ გავიგე...
-იმიტომ,რომ ცუდი ბიჭი ხარ,გამიგია შენზე ათასი რამ...-მიუბრუნდა ქერას.-გუშინ ბარში,რომ იჩხუბე ნორმალური გგონია?
-რაიყო ჩხუბი მანიაკად მაქცევს?-წარბები აზიდა.
-მიზეზი გაქცევს მანიაკად,მე პრობლემები არ მჭირდება კარგი?
-შენ რა მშიშარა გოგო ყოფილხარ.-მისი თმისკენ ხელი გასწია ბიჭმა,მაგრამ არ დაანება,უხეშად დაიხია უკან.-ფოთოლი გაქვს თმაში გოგო.-გაეცინა ბიჭს.
-მერე ვერ მეტყოდი?-უცებ ჩამოიფერთხა თმა.
-მაგარი ნერვიული ხარ,წამლებს სვამ?
-რა?
-რავი ასეთი ნერვიული,რომ ხარ არაფერს იღებ?
-შენი აზრით იხუმრე ახლა?-შეუღრინა და ზურგი აქცია.
-რა გჭირს ტო?-წინ გადაუდგა ისევ.
-უკან რატომ მომყვები?
-მიდიხარ და მაგიტომ,მე კიდევ შენთან საუბარი მინდა.
-ლექსო არ მცალია მართლა,სახლში გუბე მიდგას ისეთი ამბავი მაქვს,ხელოსანთან დარეკვა დამავიწყდა,რაღაც მილი მაქვს საყიდელი და „კლუჩები“,უნდა ვიმეცადინო და საღამოს ისევ სამსახურში მოვიდე,დამეხსენი რა იქნება?-სხაპასხუპით მიაყარა.
-ონკანი გაგიფუჭდა?
-ჰო,გუშინ იფეთქა და საღორე მაქვს სახლში.
-მე შემიძლია გაკეთება.-შეფიქრიანებულმა ამოთქვა.
-ჰო ახლა შენ ჩამოგანგრევინებ სახლს თავზე.-გაეცინა ქალს.
-არა მართლა.-სრული სერიოზულობით ამოთქვა.-კაცი ვარ ბოლოს და ბოლოს,ონკანის შეკეთებას რა უნდა?
-არ ხუმრობ?
-არა გოგო,ონკანი თუ ვერ გავაკეთე მოვ**ან ჩემი კაცობა.-გაეცინა.-ბოდიში ჰო,ჩათვალე არ მიუზრდელია.
-მართლა ამბობ?
-ჰო,ყავა გამიკეთე შენ და მე ონკანს გავაკეთებ,მოსულა?
-მოსულა.-მცირეოდენი პაუზის შემდეგ დაჰყვა მის ნებას...
არ ტყუოდა ლექსო,სახლში შესულმა მაისურის სახელოები აიკაპიწა და მაშინვე შეუდგა საქმეს.თურმე ხელოსნად მუშაობდა და ეხერხებოდა ნივთების შეკეთება,სოფლის სახლში რემონტიც თავად გაუკეთებია.ნახევარ საათში მოაგვარა პრობლემა და აბაზანაში იატაკიც კი მოუწმინდა მილანას.ყავა ერგო წილად,რა თქმა უნდა,აღარ გაუპრობლემებია მილანას,ერთი ფინჯანი მასთან ერთად გამოცალა მადლიერების ნიშნად...
-რომელზე იწყებ დღეს?
-11-ზე მანდ ვიქნები.
-ეე,ვიფიქრე ერთად წავალთთქო.-ხელი აიქნია.-მე 8-ზე ვიწყებ,დამიბარა ირაკლიმ.
-დააშავე რამე?
-გუშინდელი ჩხუბის გამო მტუქსავს და დაკლებულ საათებს ამანაზღაურებინებს.
-3 საათით ადრე გაგიყვანა პოლიციამ,გამახსენდა.-ჩაეცინა.
-მილანა მე უნდა წავიდე ახლა,თუ არ მინდა გამომაგდონ,საქმეები მაქვს უნდა გავიარო და სამსახურში გნახავ კარგი?-მობილურს დახედა,ექვსი ხდებოდა.
-დიდი მადლობა,რომ დამეხმარე ლექსო,ძალიან ვაფასებ...
-რის მადლობა,სულ მზად ვარ შენს დასახმარებლად.-ქურთუკი შემოიცვა კაცმა.-იყავი,მახსოვს კარი სადაც არის.-გაუღიმა და ნელი ნაბიჯით დატოვა სახლი.კარის ხმა,რომ გაიგო შვებით ამოისუნთქა.როგორც იქნა მარტო დარჩა,ცუდი ბიჭი არ იყო ლექსო,მაგრამ ვერაფერს უხერხებდა თავს,ეუხერხულებოდა მის გვერდით ყოფნა,თითქოს სიყვარულს ღალატობდა...ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოიყვანა,მობეზრებულად აატრიალა თვალები,იფიქრა ალბათ ხელსაწყოების წასაღებად დაბრუნდაო,მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩმდა.ზღურბლზე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გადრანის დანახვისას ერთიანად გაშრა...
-შედი.-თავით ანიშნა კაცმა და თავადაც მოურიდებლად შეაბიჯა სახლში.ხმაურით დახურა კარი და ქალს მიაჩერდა.
-მატათა...-შეშფოთებულს აღმოხდა,რამდენიმე ნაკერი ედო შუბლზე,უკვე მორჩენისკენ წასულიყო ჭრილობა.
-გინდა,რომ გავგიჟდე?-ზემოდან დააჩერდა.-ვინ არის?
-ვინ?
-დავინახე შენი ბინიდან,რომ გამოვიდა,ვინ არის?-ლექსოზე მიანიშნებდა.
-ონკანი გამიფუჭდა...
-ხელოსანი იყო?-შედარებით მოეშვა.
-არა,ჩემი მეგობარია კლუბიდან.-ფერი ეცვალა კაცს სახეზე...
-მეგობარი და თან კლუბიდან.-მძიმედ ამოილაპარაკა.-მენატრებოდი მილა.-ეჭვიანი შეყვარებულის როლს წამით მოსწყდა და გახელებით წაეტანა საყვარელი ქალის,მონატრებულ ბაგეებს...-ღმერთო,ერთი წამი არ გასულა შენზე,რომ არ მეფიქრა.-მთელი სახე დაუკოცნა და ხელები ძლიერად მოხვია.
-გამეცალე!-უხეშად აუკრა ხელი.-გენატრებოდი არა?ერთხელ დაგერეკა...-ნაწყენმა ამოთქვა.
-არც შენ დაგირეკავს,მე ეგრე მახსოვს.-ჩაეცინა გადრანს.
-კაცი ხარ,მე რატომ უნდა დამერეკა?-ბავშვურად გამოუვიდა.
-თავს იფასებდი?-ღიმილს არ წყვეტდა.-მოდი ჩემთან...-ისევ მიიხუტა მისი სხეული.ოდნავ გაზრდილ თმაზე ხელი ჩამოუსვა.-ვიცოდი ყველაფერი შენზე,ამიტომ არ გირეკავდი.
-მეც ვიცოდი შენი ამბები,თებე და ლიზა მიყვებოდნენ.
-ვიცი,მითხრეს...ყავის დალევა მოგისწვრიათ!-ორ ფინჯანს გახედა მაგიდაზე.
-ონკანი შეაკეთა,ყავაც არ შემეთავაზებინა?
-მილა ეგ ის ლექსოა უკან,რომ დაგყვება?-ტანში ერთიანად გააცია ქალს.
-შენ საიდან...
-ხომ გითხარი ყურადღებას მოგაქცევენთქო?-ზემოდან დახედა.-გინდა,რომ გავაფრინო?
-მეგობარია!-ჯიუტად ამოთქვა.
-ეგ,რომ მეგობრულად არ გიყურებს გგონია არ ვიცი?ყვავილები,რომ მოგიტანა ეგეც ვიცი.
-არ მომიტანია სახლში,გადავყარე.
-არ იცის,რომ თავისუფალი არ ხარ?
-არ ვარ?-წამწამები აუფახულა.
-ხარ მილა?
-ამაზე არ გვილაპარაკია,წახვედი და არც დაგირეკავს...
-და მაგიტომ სხვებს უნდა ეფლირტავო?-ტონს აუწია.
-ნუ სულელობ.-გაუწყრა მილანაც.
-არანაირი ლექსო მილა,აღარ დავინახო შენს სიახლოვეს!
-რა გჭირს შენ?როდიდან ხარ ეჭვიანი?-გააკვირვა მისმა საქციელმა.
-ძალიან ეჭვიანი ვარ მილა,უბრალოდ სვანეთში მიზეზი არ მქონდა,აქ...აქ სხვა ხალხია.-ყელზე ნაზად მიაწება ტუჩები.-მიყვარხარ,ხომ იცი?
-ვიცი...
-შენ?-კოცნით ზემოთ აუყვა და მის ბაგესთან შეჩერდა.
-აუცილებელია გითხრა?
-უნდა მითხრა,უნდა მოვისმინო.
-მეც მიყვარხარ...-უცებ წაეტანა მის ბაგეებს კაცი.ისე იყო მონატრებული საყვარელ ქალს მთლიანად უნდოდა შეეგრძნო.არც მილანა იყო ნაკლებ დღეში.სრულ ნეტარებას მისცემოდა და ტუჩებს უმისამართოდ აყოლებდა მის ყველა მოძრაობას.მუცელზე შეისვა კაცმა და მაგიდაზე წამში შემოსვა...დეჟავუ ჰქონდა ორივეს.სვანეთი და სამზარეულოს ინციდენტი გაახსენდათ.წელიდან ხელი საჯდომზე ჩაასრიალა და ძლიერად მოუჭირა.ხმა ვერ დაიმორჩილა ქალმა,მაგრამ გადრანი მის ტუჩებს არ მოშორებია.იმდენად ენატრებოდა მზად იყო მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო.ხელებით მოსინჯა ჰუდის ჩვეშ დატოვებული მაისური და წამში მოაშორა სხეულიდან ზედატანი.ბრეტელიანი მაისური ეცვა შიგნიდან,მკერდზე ოდნავ მოღეღილი.ყელიდან კოცნით ჩაუყვა იმ წერტილს ასე,რომ უყვარდა და ნაზად აკოცა იქ,მილანას პატარა გული,რომ ეგულებოდა...
-ამ გულს სხვა,რომ შეუყვარდეს ოდესმე ვერ გადავიტან.-შუბლით მიეყრდნო მის შუბლს.-მილა არ გინდა ცოლად გამომყვე?-ეიფორიისგან გააკანკალა ქალს.
-ჰო,მაგრამ სიკვდილი არ მინდა.-ჩაეცინა.
-მოკვდა ბეთქილი.-ყრუდ ჩაილაპარაკა.
-როდის?
-8 დღის წინ.
-და არაფერი მითხარი?-მკერდზე ძლიერად უბიძგა კაცს.-ნორმალური ხარ?ან გოგოებმა რატომ არ მითხრეს?როგორ მოხდა?-მიაყარა ერთიანად.
-მოგიყვები,დამშვიდდი.-ყურის უკან ნაზად აკოცა.-ხვალ სხვაგან მივდივართ,მაინც,რომ იცოდე...
-ვმუშაობ მატათა.
-ველაპარაკე ირაკლის,აღარ მუშაობ შენ მაგ კლუბში.-თბილი ხმით უთხრა და რაღაცის სათქმელად გაჯიუტებულს ისევ წაეტანა ტუჩებზე,მისი ხმა მთლიანად დაახშო...-არ გაჯიუტდე,ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.-გაუღიმა ქალს და სხეულზე მთელი ძალით მიიხუტა.




(სვანეთი,გასული ერთი თვე)
თოვლით დაფარული სვანეთი თითქოს სხვა სამყაროს ჰგავს ზამთარში. თეთრი ქარბუქი ნელა ეფინება ძველ კოშკებს, და ქვის კედლებზე ჩამოკიდებული ყინულის წვეთები მზის სხივებში ვერცხლივით ბრწყინავს.ჩუმად მიედინება ენგური, ხოლო მაღლა, თეთრ მწვერვალებს შორის,მესტია ნისლში გახვეული მოჩანს შორიდან. სვანური კოშკები დარაჯებივით დგანან ამაყად, მშვიდად და შეუვლად. აქ თოვლი მხოლოდ სიცივე არ არის ის სიმშვიდეა, სიჩუმეა და მთების მარადიული სილამაზე.
ასეთი იყო ნოემბრის სვანეთი,უკვე მშვიდი და უდრეკი...აღარანაირი სისხლი,ცრემლი...მიიღო მიწამ თავისი წილი და მეტ სიცოცხლეს აღარ ითხოვდა...
-დედა...-ბუზღუნით დაბაჯბაჯებდა სახლში მარიტა.-დე...
-დილიდან ასე გაიძახის.-მანანას გახედა ზაირამ.
-მოგიკვდეს ბებო.-მიეფერა ბავშვს.-რა გინდა ბებო?
-დედა.-იმეორებდა უწყვეტად.გული მოეწურა მატათას.
-რაო მამას სიცოცხლე?-ხელში აიყვანა გოგონა.-გინდა რამე?
-დედა სად არის?-გაიბუსა ბავშვი.-დავხატე და უნდა ვაჩვენო...
-მე მაჩვენე მა,რა დახატე აბა.-ფურცელი გაშალა კაცმა.მატათამ მალევე იცნო თავისი სილუეტი,ორმოცამდე წვერს არ იპარსავდა და მის სახეზე შავი ფანქრით მიეხატა ხაზები,შიო და მარიტაც იქვე იდგნენ და კარედ შეჭრილი სტაფილოსფერი თმა...მილანა დაეხატა...-ეს ვინარის მა?-დააჩერდა ქალის სილუეტს.
-დედა.-გაიმეორა ისევ.
-მილანა?-დახედა მანანამ.
-ხო დედა მილანა.-იკრიჭებოდა მარიტა.გაეღიმა შიოსაც.
-მამა გენაცვალოს შენ ჩემო პრინცესა.-მთელი სახე დაუკოცნა ბავშვს და ძლიერად მიიკრო სხეულზე.ცრემლი მოერია მანანას.
-გული მიკვდება,რა ვქნა არ ვიცი.-ამოილაპარაკა ქალმა.
-დედასავით იყო ჩვენი ჭორფლიანი გოგო,მზესავით ანათებდა ყველას ცხოვრებას.-სევდიანად ჩაილაპარაკა ნანინამ.-რა გასაკვირია,რომ დედას ეძახის...
-რა უბედური ცხოვრება გვხვდა წილად.-ჩაიბურტყუნა მანანამ.
-ბავშვები იყვნენ კარგად,ჩვენ გადავიტანთ...ლიზა ხომ არის კარგად?
-კარგად არის,მორჩნენ სახლის მოწყობას,ვერ ვგუობ აქ,რომ არ მხვდება დილაობით...-წამოსცდა მანანას.შიშით გახედა ნანინას.
-არაუშავს მანჩო,არ დავიმსხვრევი,შუშის ხომ არ ვარ...მეწყინა უქორწილოდ,რომ გავატანეთ ბავშვი.
-ვინ იკადრებდა ქორწილს ნანუ?-გადახედა მატათამ.მერეც შეიძლება ქორწილის გაკეთება.
-ჩემი ლუკაც გაბრაზდებოდა,რომ არ გადაიხადეს ქორწილი,ხომ იცი უყვარდა ქეიფი და მოლხენა.
-მერე ნანუ,მერე.-ხელები დაუკოცნა ქალს.
-ჩემსასაც წამოიყვანს მალე.-ჩაერთო ზაირა.
-თქვა რამე ტიტემ?
-საქონელი გაუყიდია,ბეჭდისთვის ალბათ...
-რა უცნაური ბიჭია,ჩემი ბეჭედი მივეცი და არა,თებეს სხვანაირი უნდაო,ბავშვობიდან მახსოვსო.-გაეცინა მანანას.
-არ დაიწუნებდა ჩემი ხომ იცი,ტიტეა სხვანაირი.
-ვიცი ქალო,თებე ჩვენი გოგო ვაზის ფოთოლშიც გაჰყოფდა თითს და გამოჰყვებოდა.-ჩაეცინა ნანინასაც.
-რაღაცა ჩემი სახელი და ვაზის ფოთოლი გავიგე.-შემოვიდა თებე.-არ მითხრა,რომ ვაზის ფოთლის ტოლმა უნდა მაკეთებინო ოჯახში,რომ შემოვალ.-თავი შეაცოდა მანანას და ქალებმა სამივემ ერთხმად გადაიხარხარა.
-იატაკიც უნდა გახეხინო მუხლიჩოქას.-დაუკვესა თვალები მანანამ.-აბა ოჯახში,რომ შემოდიხარ რა გგონია?
-მანჩო კარგი რა...
-ვხუმრობ გოგო,რა მოგივახოლმე.-სასაცილოდ არ ეყო მანანას.-ეგრე მიცნობ?შენ დედაშენთან დაალაგე,ჩემთან ტიტეს მივალაგებინებ.
-ტიტე,რომ ხალიჩებს გაბერტყავს აივანზე უკვე წარმოვიდგინე.
-მე დამცინი გოგო?-ზურგიდან აეკრო საყვარელ ქალს.-შენ არაფერს გაგაკეთებინებ,ნუ გეშინია.
-არც გავაკეთებ,ქმარი რისთვის მეყოლება?-ეშმაკურად აათამაშა წარბები და ხაჭაპური დააგემოვნა.-საუკეთესო ხაჭაპურს აკეთებ ნანუ,თქვენ არ გეწყინოთ,მაგრამ ასეა.-მანანას და ზაირას გადახედა.-ჩემი ნანუ საუკეთესოა.
-გენაცვალოს შენი ნანინა.-მიეფერა ქალი.
-ცენტრიდან ვიგრძენით ხაჭაპურის სუნი მე და სოფიმ და მოვედით დედაჩემო.-შემოვარდა ლაზარეც.უკან მოჰყვა სოფი,ლამის ჩამალულიყო მის უკან,მორიდებით იდგა.
-მოდი შვილო,რას იმალები.-გაშალა ხელები ქალმა.-მოდი.
-გაუფრთხილებლად მოვედი,შეგაწუხეთ,ბოდიში...
-რას ამბობ შვილო?-„იწყინა“ ნანინამ.-ჩემი შვილი ხარ შენ,როგორ ამბობ მაგას?-მიიხუტა გულზე სიფრიფანა სხეული.-ჩემს ლაზარეს,რომ უყვარხარ და შენც,რომ გიყვარს ჩემი შვილი გამოდიხარ,აღარ იფიქრო მეორედ მასე.სოფიმაც უფრო გაბედულად მოხვია ხელები ქალს.შავები ეცვა თვითონაც,ყელზე შავი შარფი დაემაგრებინა.ესიამოვნა ეს ჟესტი ნანინას,ყველა ასე დადიოდა ოჯახში,მაგრამ სოფისგან მაინც არ ელოდა,ჯერ ხომ არ მოეყვანა ცოლად ლაზარეს.
-ლიზამ მომწერა,საღამოს მოვლენ.-ჩააკვეხა თებემ და მეორე ნაჭერი აიღო.-ნამცხვარს აცხობს და თუ არ მოგეწონათ ნუ შეიმჩნევთ,ახალი რძალია და ვითომ მაგრად გამოსდის.-დაარიგა ყველა.კიდევ ერთხელ გაისმა მხიარული ჰანგები ოთახში...




***
ასე მიდიოდა მათი ცხოვრება.ბიჭები ვითომ არაფერს იმჩნევდნენ,მაგრამ ყველა შესაძლო ადგილს ზვერავდნენ ბეთქილის საპოვნელად.გიას დღე და ღამე ერთმანეთში აერია,ვერ იძინებდა,გული ლამის უსკდებოდა ისეთ დღეში იყო.როგორ გაექცა ის ნაბი*ვარი დღემდე ვერ მოუნელებია.ლუკას საფლავზე ხშირად ადიოდა,პატიებას სთხოვდა,რომ ვერ მიუსწრო...ეგაა,ფორმა არ უნდა ანაცვალო ადამიანობას,შეიძლება წოდება გქონდეს,მაგრამ არაფრით მეტი იყო სხვა ადამიანებზე...ეს ცოტა გვიან გაახსენდა გიას...
ერთ დილას დაიბარა თავისთან ხალინამ ბიჭები.კიდევ ერთხელ მოუბოდიშა ლაზარეს და საკუთარი ქმარი დაასმინა მათთან...უთხრა სადაც იმალებოდა ბეთქილი,ისიც უთხრა,რომ მარტო იყო იმ სახლში და პოვნა არ გაუჭირდებოდათ,მხოლოდ ერთი სთხოვა,ჩემი თინას კულონი უკეთია ყელზე და ის წამომიღეთო...დაიძრა ოთხივე იმ სახლისკენ ბეთქილი თავს,რომ აფარებდა...თვალზე ბინდი ეკვროდა ლაზარეს,კბილებამდე შეიარაღებულიყვნენ და სახეზე ღიმილი გადაჰკვროდათ,იცოდნენ,რომ ბოლო წვეთი იყო...
ალყაში მოაქციეს ბეთქილის ქოხი,სახლს ვერ უწოდებდით და ტყვიების წვიმა დააწიეს ოთხივე მხრიდან.გიჟივით შევარდა ლაზარე სახლში,არაფერი ედარდებოდა,მხოლოდ ის,რომ მისი ძმის მკვლელი მშვიდად ვერ იქნებოდა,ვერ გაიხარებდა...ფეხში დაჭრილი მოხუცი ძირს დაცემულიყო და იარაღი შეემართა,მაგრამ არ გაუმართლა,ოთხივემ ერთდროულად დაუმიზნა და მიხვდა,რომ ბოლო იყო,დააგდო და მათკენ გაასრიალა.აზრი აღარ ჰქონდა...
-ჩემი ძმა როგორ გაიმეტე შე სი*ო!-მთელი ძალით დაარტყა სახეში.-რა დაგიშავა?
-მისი მოკვლა არ მინდოდა,გოგოს მოკვლა მინდოდა და არ მომეშვა!-ამოიხრიალა კაცმა.
-ხოდა გოგოს მოკვლა,რომ გინდოდა ჯერ მაგიტომ ხარ მოსაკლავი შე ღორო!-გამეტებით ურტყამდა კაცს.-შენ არასოდეს გესმოდა კაცური წესები,ქალებს და ბავშვებს არასოდეს ვერჩოდით,მაგრამ შენ...შე ფარჩაკო ნაბი*ვარო!
-შენი ბრალია ყველაფერი ხომ იცი?-გადახედა გადრანს და მზერა იმ წამს შემოსულ ახალგაზრდას მიაპყრო საშველად,რომ მოსულიყო.
-შენ რაღა გინდა ჰა?-გადახედა მატათამ და მოქნულ მარჯვენას თავისი დაუხვედრა.დაუტოვა დანამ კვალი,მაგრამ არა ისეთი,როგორიც მას...ძირს დაცემული გააკავა ტიტემ და ზემოდან მოექცა.
-ბოლო სიტყვა?-დახედა ბეთქილს ლაზარემ.იცოდა არ ხუმრობდა,იცოდა ესროდა.თავადვე მოიხსნა ყელიდან ვერცხლის ცეპი და კაცს გაუწოდა.
-ხალინას მიეცი.-შიგნით მათი ოჯახური ფოტო იყო ჩამაგრებული.სასაცილოდ არ ეყო ლაზარეს.წამითაც აღარ უყოყმანია ისე დააჭედა შუბლში ტყვია...ესმოდა გარედან მომავალი სირენის ხმა,მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება.
-ეს ლუკასთვის...-პირველ გასროლას მიაყოლა სიტყვები.-ეს მილანასთვის.-გაისროლა მეორედაც,ამჯერად გულში,ან რა აზრი ჰქონდა?მკვდარი იყო უკვე.-ეს ყველა იმ ოჯახისთვის,რომელიც ააწიოკე!-მესამედ ესროლა და შემოვარდა კიდეც გია ხელში იარაღით...უკან მოჰყვა ორი ახალგაზრდა,ალყა შემოერტყათ დანარჩენებს სახლისთვის.
-დააგდე იარაღი!-შემართა გიამ თავისი.
-ისევ დაგაგვიანდა ბატონო გია,უკვე მეორედ...-მშვიდად გაიჟღერა ლაზარეს ხმამ...დანარჩენებმაც დაუყარეს იარაღი.ერთ-ერთმა ძირს დაგდებულს დაადო ბორკილები და გარეთ გაიყვანა.მეორეც ემზადებოდა ბრძანებისთვის.-არ გაგირთულებ,იყოს ნება შენი.-ორივე ხელი გაუწოდა კაცს და ღიმილით მიაჩერდა.მისთვის მთავარი ბეთქილის სიკვდილი იყო,აწი ისედაც აღარაფერს აპირებდა,დაისვენებდა მთელი მესტია,აღარასოდეს აიღებდა ხელში იარაღს.
-შეაგროვე იარაღი.-მიუბრუნდა ბიჭს.-მაინც ვერ მოითმინე არა?-ბეთქილის დახვრეტილ ცხედარს შეავლო თვალი.
-ერთი ლუკასთვის,ერთი მილანასთვის და ერთიც ყველა იმ ოჯახისთვის,რომელიც ააწიოკა.-ჩამოუთვალა ლაზარემ.-არ ვნანობ და კიდევ ვიზამდი,დამაპატიმრე, გნებდები...
-აი გამომართვი.-ხელბორკილი გაუწოდა გიას ახლადშემოსულმა.
-ვიზიარებ შენს მწუხარებას ლაზარე!-მშვიდი ხმა ჰქონდა გიას.ბორკილები ხელში შეათამაშა და მასთან კიდევ უფრო ახლოს დადგა.-მე ძალიან მრცხვენია ლუკასი,მრცხვენია,რომ დამაგვიანდა.-თავი ჩახარა კაცმა და ისევ უკან დაუბრუნა ხელბორკილი ბიჭს.-რომელია შენი?-იარაღზე ანიშნა.-ეს?
-ჰო.-წარბშეკრულმა დაუქნია თავი.
-ერთიც ჩემგან,ყოველი წართმეული სიცოცხლისთვის!-კიდევ ერთი ტყვია დააჭედა ლაზარეს იარაღიდან.
-რას აკეთებ გია?-გაოცებული მიაჩერდა ერთ-ერთი.-დაადე ბორკილები და წამოიყვანე.ოთხივე!
-შენი,რომ ყოფილიყო რას იზამდი?-გადახედა კაცს და იარაღზე თავისი ანაბეჭდები კარგად შეაწმინდა.
-რას ამბობ?-გაკვირვებული მიაჩერდა ყველა.
-დაიკარგეთ სუყველა აქედან და მეტი აღარ გავიგო თქვენი იარაღით სირბილი!-დაუცაცხანა ბიჭებს.-აღარანაირი სიკვდილი,აღარანაირი ჩხუბი,თორემ ყველას ჩაგალპობთ!
-გვიშვებ?-გაიკვირვა მატათამ.
-მე ყველა ჯერზე დავაგვიანე...კარგი ბავშვები იყავით,მე ყველა თქვენგანი მახსოვს...ბედმა ცუდი ცხოვრება გარგუნათ და მე ამ ფურცლის ამოხევას ვაპირებ,ახალი ფურცელი აიღეთ და ახლიდან დაწერეთ თქვენი მომავალი,გაიგეთ ბიჭო?
-ანუ რა,არ დაგვიჭერ,არ ჩაგვსვამ ახლა და წავიდეთ?-წარბაწეულმა გადახედა ტიტემ.
-უკანასკნელი იყოს ეს გვამი...აღარ გავიგო თქვენი სიგიჟეები და ოჯახებს გაუფრთხილდით!
-წავიდეთ?-მაინც ვერ იჯერებდა სანდრო.
-ჰო,სანამ გადამიფიქრებია!-დაუყვირა ლამის.-აქ არცერთი ყოფილხართ!
-როგორ შეიძლება ეგრე გია?-გაჯიუტდა მოხუცი.
-შეიძლება და მერე თან როგორ,სულ ასე არ თამაშობენ სისტემაში?-ჩაეღიმა ოდნავ.ოთახიდან მიმავალ ბიჭებს თვალი გააყოლა.-საკმარისად დაიტანჯა ოთხივე,გაეშვი თავისი გზა იპოვნონ.
-პრობლემები იქნება.
-ვისთან?აქედან ვინმე ხმას თუ ამოიღებს იმასაც ჩავაყუდებ!-დაემუქრა ბიჭებს.
-გჯერა,რომ აღარ იზამენ?
-მჯერა!-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალი გააყოლა ლაზარეს მანქანას ნელი სვლით,რომ ტოვებდა ტერიტორიას...




***
-ახლავე უკან დამაბრუნე!-ლამის ღრიალი მორთო მილანამ.-არც კი გაიფიქრო.
-მილა მოეშვი.-ნაზად აკოცა ხელზე ქალს.-ვიცი,რასაც ვაკეთებ...
-გააფრინე შენ?-ნაცნობ ჭიშკარს ცრემლიანმა გახედა.-არ შევალ.
-გელოდება დედა მარიამი.-მშვიდად უთხრა,მისი ფერება არ შეუწყვიტავს.-ხომ გჯერა ჩემი?
-მატათა...რა გააკეთე?
-მასთან ვიყავი მისული და ველაპარაკე...სულ გელოდებოდა,ახლაც გელოდება...
-არა!
-მილა.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-მინდა,რომ შენს სინდისთან მართალი იყო...მინდა,რომ გულიდან ეს ლოდი მოიხსნა და ბედნიერი იყო.
-მრცხვენია,ვერ შევალ გესმის?
-ზუსტად ამიტომ უნდა შეხვიდე...უნდა დაელაპარაკო,გელოდება,უყვარხარ...
-მატათა...
-რომ წამოხვედი ერთ დილას მარიტა გამოვიდა სამმზარეულოში...ჩვენ ვყავდით დახატული და დედას გეძახდა...დედა მილანაო ასე გეძახდა.-ღიმილით მიაჩერდა მის ცრემლიან თვალებს.-მინდა ჩემი შვილების დედა მშვიდად იყოს,აღარასოდეს დაიტანჯოს და სინდისი ჰქონდეს სუფთა...
-მართლა ასე დამიძახა?-ლამის სულიც ამოაყოლა სიტყვებს.
-ასე დაგიძახა.-გაუღიმა.-შიოსაც არ გაუპროტესტებია.
-ჩემი ბავშვები.-ცრემლი ახრჩობდა ქალს,კაცის მკერდს თავი მიაყრდნო და მთელი ხმით ატირდა.-მართლა მელოდება?
-მართლა გელოდება.-უკანა სავარძლიდან თავსაბურავი გადმოაწოდა,რომ თავისუფლად შესძლებოდა შიგნით შესვლა.-მიდი.
-შენ?
-მე აქ დაგელოდები.-ხელები დაუკოცნა და მანქანიდან გადასულს ჭიშკრამდე მიჰყვა.-ნუ გეშინია,უფრო თავისუფლად.
-რომ არ მაპატიოს...
-დიდი ხნის წინ გაპატია.-შუბლზე აკოცა და თვალი შეავლო ეზოში ნელი ნაბიჯით მიმავალს...
ჰაერიც კი სხვანაირი ეჩვენა გოგონას...სუნთქვა გაუხშირდა,მუხლები აუკანკალდა...არ ელოდა აქ მოსვლას,გონებაშიც კი არ გაუვლია ამდენი წლის მერე,მაგრამ დრო იყო,თავადაც გრძნობდა...კარშივე დალანდა მისი საყვარელი ადამიანი,მისი მარიამი...შორიდანვე მოჩანდა მისი ნაზი ღიმილი...როგორ შეცვლილიყო,დაბერებულიყო,ასაკი შეპარვოდა...ისევ ისე მოწმენდილი ცასავით ანათებდა მისი ცისფერი თვალები.ახსოვს მის ყელზე ჩამოკიდებულ ჯვარს,რომ ეთამაშებოდა და ძილის წინ,რომ კოცნიდა...შორიახლოს შედგა,მისვლა ვერ გაბედა...შერცხვა...ახლა იმაზე მეტად,ვიდრე მანამდე...არასოდეს წარმოედგინა,რომ მის წინ დადგებოდა და თვალის გასწორება მოუწევდა.
-მოდი.-ხელები გაშალა ქალმა და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა.თავიდან დაიბნა,მერე სირბილით დაფარა ის მანძილი,რაც მისგან აშორებდა და მთელი ძალით მოეხვია...იგრძნო როგორ ძალიან ენატრებოდა,აკლდა...იგრძნო როგორი მნიშვნელოვანი იყო მისთვის და სული გაეყინა...3 წელი როგორ გაძლო მის გარეშე...3 წელი გავიდა არ ჩახუტებია,თმაზე არ მოფერებია...უხ როგორ სტკიოდა გული...
-მაპატიე...-ჩურჩულებდა ჩუმად და აკანკალებული ეხვეოდა სხეულზე.
-მე მაშინვე გაპატიე.-ჩუმად ამოთქვა ქალმა და ცრემლები შეუმშრალა.სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია და თავსაბურავი გაუსწორა.-შემოდი.-ოთახში შეიყვანა გოგონა.ჩაი გაემზადებინა მისთვის.-როგორ ხარ შვილო?
-კარგად...-მხრები აიჩეჩა.
-ნუ მომატყუებ,ცოდვაა...-მასთან ახლოს დაჯდა და ხელზე თავისი დაკოჟრილი თითები გადაატარა.-მომიყვა მატათამ შენი ამბავი,რაც დაგემართა...
-ძალიან მეშინია...
-უნდა გეშინოდეს კიდეც,ბევრი ცუდი შეგემთხვა...
-მიბრაზდები?
-არა,მეც შემეშალა შენთან,ძალიან მკაცრი ვიყავი.-დანანებით გააქნია თავი ქალმა.
-მაპატიებ?
-ჩვენ ერთმანეთს რა არ უნდა ვაპატიოთ,როცა თავად ქრიტემ ჯვარცმა გვაპატია...-გაიმეორა ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვები.სულ უმეორებდა ამას მილანას.სულ ასწავლიდა პატიებას,მაგრამ ვერ შეძლო ამის სწავლა ჭორფლიანმა და ეს გულს ძალიან სტკენდა...უხმოდ ჩაუდო კალთაში თავი და ძლიერად მოეხვია.სახეზე ნაზად ჩამოატარა ხელები ქალმა...
-ძალიან მენატრებოდი...ძალიან მაკლდი...
-მეც ჩემო ლამაზო...-ცრემლიანი დაჰყურებდა ზემოდან ქალი.-სიყვარულისთვის გული გაგიღია...
-მგონი შვილებიც მყავს და ჯერ ვერ გავაანალიზე.-ღიმილით ჩაილაპარაკა.
-შიო და მარიტა,სურათები მაჩვენა მატათამ...
-რას ფიქრობ?
-რაზე?
-მასზე,ამ სიტუაციაზე...-აწყლიანებული თვალებით ახედა ქალს.
-გიყვარს?
-ძალიან.
-მაშ აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი.-დაიხარა და შუბლზე აკოცა.
-დედას მეძახის თურმე მარიტა,მე არ ვიცოდი...
-დედა-შვილობა ნათესაური კავშირით არ იზომება...ზეცაში იქმნება ეს კავშირი ორ ადამიანს შორის,უხილავი ძაფები ებმება და მშობლის ინსტინქტებს გიღვიძებს.
-მეშინია,რომ გაიზრდება ზურგი არ მაქციოს,მე ხომ არ ვარ დედამისი...
-იცოდეს,რომ არ ხარ,მაგრამ თან დედაც იყავი.-გაუღიმა ქალმა.
-ესეიგი გამოვა?
-ღმერთის წყალობით,ყველაფერი გამოვა.-პირჯვარი გადასახა ქალმა...ალბათ კიდევ 20 წუთი იჯდა მის მკლავებში მოქცეული,დედასავით,რომ მიეკრა სხეულზე მარიამს და თავზე ეფერებოდა.მერე წამოდგა,თითქოს გულიდან უდიდესი ლოდი მოეხსნა.ჩაიღიმა,მანაც იმავეთი უპასუხა.ფეხზე წამოდგა და გოგონაც წამოაყენა,თავსაბურავი ისევ შეუსწორა.-არ შეგეშინდეს,ღმერთი სულ შენთან არის.-ეზოში გაიყვანა და ნელი ნაბიჯით წაიყვანა იქ შეკრებილი ახალგაზრდებისკენ.ლიზა,მათე,თებე,ტიტე,სანდრო,ლაზარე...ყველა იქ იყო.-სულ ხომ გინდოდა ოჯახი,აი ისიც.-ნაზად უბიძგა ზურგზე და თვითონ შედარებით უკან დარჩა.შიო და მარიტა შედარებით წინ იდგნენ და ხელში ბანერი გაეშალათ წარწერით:
„დე მამას ცოლად გაჰყვები?“ იმავე წამს ჩაიმუხლა მატათა და გადრანების საგვარეულო ბეჭედი გაუწოდა მილანას,რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა ხდებოდა.
-შენი დანახვის წამიდან ვიცოდი,რომ სხვანაირად ვერ დამთავრდებოდა...-ძლივს ამოთქვა კაცმა,ხელი უკანკალებდა,ძალიან ნერვიულობდა.-ცოლად გამომყვები?-ლამის მუხლები მოეკვეთა,გაღიმებულ მეგობრებს გახედა,ბავშვებსაც მიაჩერდა,შიო უცნაურად ეკრიჭებოდა...დედა მარიამსაც გახედა,ცრემლებს მოწიწებით,რომ იწმენდდა და თავს უქნევდა...მის უკან დალანდა სხვებიც,მხოლოდ ახლა გამოსულიყვნენ შენობიდან.მხოლოდ ერთი პასუხი იყო...უხმოდ დაუქნია თავი და ხელი გაუწოდა,დაბნეულობისგან სათქმელსაც კი ვერ მოუყარა თავი.-სიგიჟემდე მიყვარხარ მილა!-თითზე ბეჭედი მოარგო ქალს და შუბლზე ნაზად აკოცა...შედარებით მოწიწებით შეჰყვირა ტიტემ,მისკენ გაიქცნენ გოგონები...სხეულზე შემოხვეულ ბავშვებსაც მოხვია ხელები და მთელი გრძნობით ჩაკოცნა ორივე...ყველაფერი ზუსტად ისე იყო,როგორც უნდა ყოფილიყო...



***
ქორწილი არ გადაუხდიათ,ძალიან ვიწრო წრეში დაიწერეს ჯვარი და მომდევნო 2 წელი,სანამ მილანა სწავლას დაამთავრებდა თბილისში გაატარეს.არც მერე უფიქრია გადრანს დაბრუნება,სამსახურიც ჰქონდა და სტაბილური შემოსავალიც,მაგრამ ერთ დღეს ცოლი გვერდით მიუჯდა,სხეულზე მიეკრო და ამაყად განუცხადა.
-არ წავიდეთ?
-სად მილა?
-სვანეთში...
-ხომ მივდივართ ზეგ.-გაუკვირდა მისი ნათქვამი,ყოველ ზაფხულს იქ ატარებდნენ,როდესაც მილანას არდადეგები ჰქონდა.
-ასე არა.-იუარა ქალმა და თვალებში ჩააცქერდა.-ჩავალაგოთ ყველაფერი და იქით დავბრუნდეთ.
-რა?-გაოცება ვერ დამალა კაცმა.
-მესტიაში...იქ დავბრუნდეთ საიდანაც ყველაფერი დაიწყო,იქ ვიცხოვროთ,სადაც შენი ფესვებია...საიდანაც მოდიხარ...
-რას ამბობ მილა?
-მიყვარხარ...ჩვენი ოჯახიც მიყვარს,თებე და ლიზა მენატრებიან...ბავშვებისთვის აქ ყოფნა არც ისეთი კარგია,ან რა უნდა იყოს კარგი კვამლით გაჟღენთილ ქალაქში?
-სერიოზულად ამბობ თუ ხუმრობ ვერ ვიგებ.-დაბნეული მისჩერებოდა ქალს.
-შენს თავს ვფიცავარ.-ოდნავ შეეხო კაცის ბაგეებს.-მოდი დავბრუნდეთ და ყველაფერი იქიდან დავიწყოთ...ჩემთვის სამსახურიც მოვძებნე,ვათვალიერებდი რაღაცებს და ვიპოვნე კლინიკაში ფსიქოლოგის ვაკანსია.
-დიდი ხანია ამას გეგმავ?
-მთელი ორი წელია.-გაუღიმა კაცს.-მინდა ქორულდზე შენთან ერთად მაშინ ვისეირნო,როცა მომინდება...აივანზე შენთან ერთად ყავა დავლიო,ნანინას გამომცხვარი ხაჭპური ვჭამო,მანანას ჩავეხუტო...გაბერილ ლიზას და თებეს მოვეფერო,ანასტასიას ვეთამაშო...2 წლის გახდება ბავშვი მალე და მე სულ რამდენჯერ მყავს ნანახი?ლიკუნა სულ მეწუწუნება...ზაირა ყავაზეც ხშირად მიმკითხავებს,ტიტეს ბლინებს გავუკეთებ...
-მილა...-მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა კაცი.-იცი როგორ ძალიან მიყვარხარ?ვერ წარმოიდგენ ისე!-მთელი სახე დაუკოცნა ქალს და ისე ძლიერად მიიხუტა ლამის სუნთქვაც კი გაუჭირდა ქალს.სვანეთი უცდიდათ,ადგილი,რომელიც სიყვარულის მეტს აღარაფერს უქადდა ხალხს...




***
სვანეთშიც გადაბარგდნენ.საყვარელ სახლში,საყვარელ ადგილას დაბრუნდნენ... გაშლილი ხელებით მიეგება მანანა...სირბილი გადმოვიდნენ ლიზა და მათე,სანდრო და ლიკუნაც პატარა ანასტასიასთან ერთად...კიბეებზე სირბილით ჩამოვიდა თებე,გაჰკიოდა ჩემი მილანა დაბრუნდაო...ნანინა,ლაზარე და სოფიც მოვიდნენ,სოფიც პატარას ელოდებოდა,ჯერ მეორე თვეში იყო,მაგრამ იმდენად გამხდარი იყო,რომ უკვე კარგად დასტყობოდა მუცელი...ყავაზე უმკითხავა ზაირამ,ბავშვს ვხედავო აიჩემა და თვალების ბრიალით გააჩერა მილანამ,ხვდებოდა რასაც ამბობდა,ამიტომ აღარ გააგრძელა,გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
როგორ ძალიან უყვარდა მათი პატარა ოჯახი...დედას,რომ ეძახდა მარიტა და ასევე მიმართავდა შიოც,რომელმაც დასძლია ყველანაირი შიში და ჯერ მილანას მიმართა სიტყვა დედით,მოგვიანებით კი მატათასაც.ახსოვდა შიოს მშობლები,არც უმალავდნენ ამას,მაგრამ ხომ შეიძლება ორი გყავდეს?ისინი,რომლებიც ზემოდან დაგცქერიან და ისინი,რომლებიც ზურგს გიმაგრებენ მიწაზე...
ქორულდზეც გაისეირნეს,ასე,რომ უყვარდა მილანას ზუსტად იმ ადგილზე...ქარი ქროდა,უკვე გაზრდილ თმას ნაზად ურხევდა ქარი,ისევ იგრძნო,რომ ცოცხალი იყო...მთებს გასცქეროდა გადრანი,იმ მშობლიურ მიწას ასე,რომ უყვარდა და ასეთი მადლიერი,რომ იყო მილანასი უკან რომ დააბრუნა.ზურგიდან მიეხუტა ქმარს,ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა გადრანმა...
-ორი სიახლე მაქვს შენთვის.-ჩუმად ამოილაპარაკა და მის ტუჩებს ფეხისწვერებზე აწეული მისწვდა.
-სამსახურის ამბებია?-გაუღიმა კაცმა.
-მაცადე,არ გამიფუჭო სიურპრიზი.-მანქანასთან მივიდა და საბარგულიდან პატარა ყუთი ამოიღო...-ჯერ სხვა რამეს გაჩვენებ,ყუთი მერე გახსენი...
-მაჩვენე.-მიაჩერდა ქალს და ჯიბიდან ამოღებულ პირადობის მოწმობას უცნაურად მიაჩერდა,გაეცინა.-მაქვს შენი პირადობის მოწმობა ნანახი მილა,ხელი,რომ მოვაწერეთ მაშინ ხომ ვნახე.
-დააკვირდი.-ლამის ცხვირზე მიადო. „გადრანი“ იკითხებოდა გვარის ველში...გაოცებულმა გადახედა,არასოდეს უთქვამს,რომ გვარის შეცვლას აპირებდა.-ხომ გითხარი,რომ მინდა აქაურობას ვეკუთვნოდე?მინდა აქაურობის ნაწილი ვიყო,შენი ოჯახი და მომავალი ვიყო...-უღიმოდა კაცს.
-ჩემი ყველაფერი ხარ მილა.-ნაზად დაუკოცნა ბაგეები კაცმა.-ჩემი სვანი ქალბატონი...-ღიმილით მისჩერებოდა საყვარელ ქალს.-ჩემი მილანა გადრანი!
-ახლა ეს გახსენი.-პატარა ყუთი გაუწოდა.
-იცოდე სახელი თუ შეიცვალე გავბრაზდები.-სიცილით უთხრა კაცმა.
-გახსენი...-ერთ ადგილას ცქმუტავდა ქალი.ბევრ წვრილ ქაღალდის ბურთში რაღაც მყარს მიაგნო კაცმა.ბავშვის ფეხსაცმელი იყო,ერთი ვარდისფერი და ერთიც ლუჯი...ასე იმიტომ,რომ ჯერ სქესი არ იცოდა და ორიგინალურად,რომ გამოსულიყო.
-მილა...-ხმა ჩაუწყდა კაცს.
-ფურცელიც გახსენი.-ჩაიჭყიტა ყუთში.-პატარა კონვერტი მოიძია,რომელზეც მთვარე და აქეთ იქიდან ბიჭი და გოგო იყო დახატული,ბავშვებს მშვიდად ეძინათ. „მა,დედა ბევრს იჭირვეულებს და ქორულდზე ხშირად ასეირნე!“ გადაიკითხა ხმამაღლა და ჯერ მის აწყლიანებულ თვალებს,მერე მის მუცელს გადახედა,მერე ისევ ცოლს მიაჩერდა.
-მართლა?-გაოგნებული შესცქეროდა ქალს.
-მართლა...
-ღმერთო მილა...-გადაეხვია აცრემლებულ ქალს და რამდენჯერმე დაატრიალა.-ღმერთო რა ბედნიერი კაცი ვარ ნეტავ იცოდე...-ცრემლები კოცნით დაუშრო ქალს.მის წინ ჩაიმუხლა,მაისური აუწია და მუცელზე ნაზად აკოცა.-რა გავაკეთე ისეთი შენი თავი,რომ მარგუნა ღმერთმა?-მის მუცელზე მიყრდნობილმა ახედა და კიდევ ერთხელ აკოცა მუცელზე.-შვილი გვეყოლება...-ამოილუღლუღა კაცმა.
-მესამე...-გაუღიმა ქალმა და ჰორიზონტს გახედა...



***
ტყუპები ეყოლა მილანას,ბიჭი და გოგო,ლუკა და მარიამი...
დიახ ზუსტად ის არის,რასაც ფიქრობთ,სქესი,რომ გაიგო მაშინვე მივიდა და ლაზარეს და ნანინას ბავშვის სახელი გაუმხილა,რომელიც გონებაში უტრიალებდა,ნებართვა ითხოვა მათგან,სიხარულით დაუკოცნა ნანინამ ხელები,ეფერებოდა ლაზარეც...უნდოდა ისეთი მაგარი კაცი გაეზარდა,როგორიც ლუკა იყო...სიხარულისგან ლამის გაგიჟდა გადრანი.სულ უფრო მეტად უყვარდა თავისი ცოლი,თავისი ქალბატონი,ეს წითური ანგელოზი უეცრად,რომ შემოიჭრა მის სულში და ყველაფერი არია...
მარიამი ვიცით საიდანაც მოდიოდა,დედა მარიამის საპატივსაცემოდ დაარქვა...
ლიზას გოგონა ეყოლა,კირა დაარქვეს...თავისი სამხატვრო წრე ჰქონდა გახსნილი,მათემ სიურპრიზად მოუწყო ყველაფერი,სახლის ავტოფარეხი მთლიანად მისთვის გადააკეთა,რომ ოცნება აესრულებინა.
თებეს ბიჭი შეეძინა,ისეთი მწვანეთვალება სულ,რომ ოცნებობდა თვითონ,ალექსანდრე ჰყავდათ...სწავლას,რაც შეეხება გადაიფიქრა,ლუკას ამბავმა მძიმე კვალი დაუტოვა და ამბობდა მეტ სიკვდილს ვერ გადავიტანო...სურნელოვან სანთლებს ამზადებდა,ათასი ფორმის და ფერის ჰქონდა და ამით იყო ბედნიერი.ბავშვებსაც ამზადებდა მათემატიკაში,ბევრი მოსწავლე ჰყავდა...ტიტე ყველაფერში ეხმარებოდა,ბავშვს თავს ევლებოდა მანანაც,რომ თავის საქმეში ხელი არ შეშლოდა.სულ მათთან იყო ზაირაც.
ია...არ გათხოვილა ია...ლუკას ამბავი ვერ მოინელა და თავისი ცხოვრება ეკლესიას მიუძღვნა...შეიძლება ბევრს არ მოგეწონოთ მისი გადაწყვეტილება,მაგრამ მხოლოდ ასე იპოვნა სულის სიმშვიდე...ასე უფრო ახლოს იყო ღმერთთან და მაშასადამე უფრო ახლოს იყო ლუკასთან...
ბიჭი ეყოლა ლაზარესაც,გიორგობას დაიბადა და გიორგი დაარქვეს.თავს ევლებოდა ცოლ-შვილს.სოფიც უზმოდ უფრთხილდებოდა ოჯახს,ნანინას...
გადრანი...გადრანი გადარეული მამა იყო...თავს ევლებოდა ცოლს...ოთხივე შვილს და მთლიანად ოჯახს...მეგობრებს...მათ შვილებს...ღამეებს მილანასთან ერთად ათენებდა როცა პატარები ჭირვეულობდნენ,ხან ტიტე უთენებდა ღამეს,ხანაც თებე,მონაცვლეობით ზრდიდნენ ერთმანეთის შვილებს.ასეთი სიყვარული,მეგობრობა...იშვიათად თუ ენახათ სადმე ტურისტებს...ხშირად წერდნენ მათზე...ადგილობრივებს ეკითხებოდნენ და ათას ისტორიას ისმენდნენ...
თავის დაკვრით ესალმებოდა გია ბიჭებს,ნანინას დანახვისას ქუდსაც იხდიდა და ასე მიაგებდა პატივს მის დაკარგულ ბიჭს.არავინ ემტერებოდათ,არავინ ერჩოდათ.ხალინაც კი სტუმრობდა ხშირად და ბავშვებთან ყველას ეხმარებოდა...უცნაური ქალი იყო,მთლიანად შეცვლილიყო და ზიზღი ჩამოერეცხა...ასეთი იყო მათი სვანური თავგადასავალი,მათი ცხოვრება...



***
-დე გვიმღერე რა.-დასაძინებლად გამზადებულმა ამოთქვა მარიტამ.6 წლის იყო უკვე,სექტემბრიდან სკოლაში მივიდოდა.
-აბა ისეც დავიძინებთო?
-ამ ერთხელ დე,მიყვარს,რომ გისმენ.-სთხოვა შიომაც.ტყუპებს მათ საძინებელში აძინებდა მატათა.ინსტრუმენტი მოიმარჯვა და თლილი თითები ნაზად ჩამოუსვა.
-იმჟი მალატ მიშგუ თვალაშ
(როგორ, მიყვარხარ ჩემო ლამაზო)
დემე ჯიხა იმჟი მალატ
(არ იცი,როგორ მიყვარხარ)

სი ხი მიშგუ ლირდე ი გვი
(შენ ხარ ჩემი სიცოცხლე და გული)
სი ხი მიშგუ დეცე-გიმ
(შენ ხარ ჩემი ცა და მიწა)

მი მხარ შვანთე ესღვრი
(მე ხვალ სვანეთში მივდივარ)
სი იმე ხარი დემე მიხა
(შენ სად ხარ არ ვიცი)

ისგუ თერარ მაშხიხ, ვაი დია (2X)
(შენი თვალები მწვავენ,ვაი დედა...)

მაწდუნი ისგუ ნაცად
(მენატრები,შენ გენაცვალე)
მიშგვათე ანხედ ლადი
(ჩემთან მოდი დღეს)
მთელი გრძნობით ღეროდა ქალი,ისე თითქოს სვანური სისხლი უყიოდა ძარღვებში.ჭკუიდან შლიდა გადრანს მისი ხმა და მისი ამ კუთხისადმი სიყვარული.კედელს მიყრდნობოდა და ცოლის სიმღერას უსმენდა.ყოველ წამს უფრო მეტად აყვარებდა თავს,ყოველ წამს სვანაირად ხედავდა ცოლს,უფრო მეტად უნდებოდა მის გვერდით დაბერება...
სხეულზე მიეკრო საყვარელი ქალი და გრძნობდა,რომ მხოლოდ მისით შეეძლო სუნთქვა,მხოლოდ ის და სხვა არავინ...
-მილა,როგორ გამასულელე მართლა ამხელა კაცი...-ღიმილით დასცქეროდა მის ლამაზ თვალებს.
-გინდა რაღაც გითხრა?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-მითხარი პატარავ...-თმაზე ეფერებოდა.
-მი ისგვაურ დეშ ხვიგენი!(მე შენს გარეშე ვერ გავძლებ!)-სულ ოდნავ შეეხო მის ბაგეებს ქალი.
-მი სი მალატ!-ღიმილით ამოთქვა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა...
ასეთი იყო გადრანების ოჯახი,ცოტა არეული,ცოტა გიჟური და უფრო მეტად სიყვარულით სავსე!
იმ ღამით თავზე დაათენდა გადრანს,ვერ ხვდებოდა რით დაიმსახურა ეს ქალი,იმდენი ცოდვა ჰქონდა,მაგრამ ღმერთმა მაინც ანგელოზი არგუნა ბედად...ყველაზე ბედნიერი კაცი იყო,არა მარტო სვანეთში,არამედ მთელს მსოფლიოში...








ეს იტორია ძალიან სწრაფად დავწერე,თავადაც არ ველოდი ისეთი გიჟური მუზა მქონდა,20 დღე მოვანდომე ალბათ.არასოდეს ვყოფილვარ სვანეთში,მაგრამ სიზმრად მინახავს,ამან შთამაგონა ისტორიის დაწერა.თუ რომელიმე სიტყვა,წინადადება შემეშალა,სვანებო მომიტევეთ,ძალიან ბევრი სხვადასხვა შესატყვისით ვიპოვნე სიტყვები და ვეცადე სწორად გადმომეცა. heart_eyes
გადრანები ისე შემრჩნენ ხელში მეც ვერ მივხვდი,მაგრამ კმაყოფილი ვარ.
მიხარია,როგორიც გამოვიდა და იმედი მაქვს ლუკას სიკვდილი ძალიან არ გაგანაწყენებთ.
ასე იყო საჭირო,ასე უნდა გამოსულიყო,მაპატიეთ pensive
ველი თქვენს კომენტარებს,თქვენს გულწრფელ შეფასებას და სიტყვებს.
ჩემთვის ის გამოვიდა,რაც მინდოდა,რომ მეთქვა.
ის მეგობრობა და ოჯახი,რომელზეც ვოცნებობ და რომელსაც ყველას გისურვებთ! heart_eyes
ვინ იცის იქნებ ერთ დღეს გაგრძელებაც მომაფიქრდეს და ლუკა გადრანის ისტორიაც მოგიყვეთ... bowtie




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent