შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე (სრულად)


11-03-2026, 02:58
ავტორი კატსი
ნანახია 4 713

მე სამეგრელოს ერთ-ერთ პატარა სოფელში ვიზრდებოდი. იმის და მიუხედავად რომ ბევრმა არც იცოდა ჩემი სოფლის არსებობის შესახებ რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილრიცხვოვანი და მჭიდროდ დასახლებული სოფელი გახლდათ. მე მიყვარს ჩემი სოფელი და ჩემი სიყრმისეული სახლი მაგრამ აღარასდროს ვაპირებ დაბრუნებას თუ ჩემი ოჯახის წევრები ჩემში პატარა ბავშვის დანახვას არ შეწყვეტენ. იმ პატარა ბაბისგან არაფერია დარჩენილი ისინი რომ ჩემში დღემდე ეძებენ.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლებოდა ჩემი შეხედულება და დამოკიდებულება ჩემს გარშემო მყოფ საზოგადოებისადმი და ეს ძალიან აღიზიანებდა ჩემს ოჯახს. ძალიან კონსერვატიული მშობლების გამო ხშირად ჩემი სწორი აზრის დაფიქსირება მიჭირდა, გრძელი ენა არ უნდა ჰქონდეს გოგოსო დედა სულ იმას მარიგებდა ბავშვობაში, ხოდა აქამდე მეც უჭკუო, ჩუმი და დამჯერი ბაბი ვიყავი.

2014 წლის მარიამობა იყო, მე ჩვიდმეტი წლის ვიყავი, მაშინ დიდ სანათესაო და საახლობლო სუფრაზე მამაჩემმა ჩემი ლოცვა რომ დაიწყო უკვე მივხვდი კარგი არაფერი მოყვებოდა, უფრო სწორად კარგს არაფერს მოვაყოლებდი რომ გამეგონა ის დასაწყევლი და ჩემთვის საძულველი ფრაზები "როდის ათხოვებთ ამ ანგელოზივით გოგოს", "შეყვარებული გეყოლება შენ ბუძი" "ბუძას ლამაზი გოგო, ისეთი ბიჭი ვნახე შენთვის ზედგამოჭრილი..." და მსგავსი უამრავი. თავიდან არაფერი მითვქამს, თავაზიანად ვპასუხობდი და ვიმორცხვებდი, მაგრამ შემდეგ მამაჩემმა რომ თქვა მოვა დრო და გავათხოვებო იქ უკვე ვეღარ მოვითბინე და ძალიან მშვიდად ვკითხე მამას გამათხოვებ რას ნიშნავს, ჩემით არ შემეძლება გათხოვება თქო? და ყველა გაისუსა, მივხვდი რომ მამაჩემის, დიდი ანზორ ბერიას სახელი ურჩი ქალშვილის გამო ნელ-ნელა შსუსტდებოდა და სალაპარაკო გახდებოდა სოფლისთვის მაგრამ ყველაფერი იმ დღიდან არ დაწყებულა. და თან როგორი ალოგიკური დიალოგის გამო, ჩვიდმეტი წლის გოგოს წინა საქორწილოდ მზადება რომ არასწორი იყო იმას კი ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ის მაინც უნდა შეემჩნიად როგორ არაკომფორტულ სიტუაციაში მაგდებდა მათი გაუჩერებელი ლაპარაკი ჩემს მომავალზე. რომელიც ჯერ ისევ შორეულ მომავლად მიმაჩნდა, მათგან განსხვავებით.

ყველაფერი იმ დღიდან ერთი წლის თავზე დაიწყო, 2015 წლის მარიამობას. ეროვნული გამოცდების პასუხებს დიდი ენთუზიაზმით ველოდი და ერთი სული მქონდა გამეგო ჩავირიცხებოდი თუ არა სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე. იმ დღეს ყველა ქეიფობდა, ყველა ძალიან ბედნიერი იყო, ჩემს სახლში ხალხმრავლობა არ წყდებოდა, როგორც ყოველ წელს იმ დღეს. კლასელის დეიდაშვილები იყვნენ ჩამოსულები ბათუმიდან და ჩემი ასაკის ხალხი უფრო მეტად იყო ვიდრე ეს წინა წლებში. მაშინ პირველად ვნახე მათე სურმანიძე. ზედმეტი გამიბედა იმ დღეს, სცადა ეკოცნა, ეს დიდი არაფერი მაგრამ როდესაც მთხოვა მასთან დავწოლილიყავი ძალიან გავბრაზდი და გავაფრთხილე იმ დღის შემდეგ თვალით არ დამნახვებოდა. მაგრამ ჩემმა უარმა ის გაახელა და იმ ღამეს, მოახერხა მარტო დავეგულებონე და იმ ბიძაშვილ / ჩემს კლასელთან ერთად მანქანაში ძალით ჩამსვა. იმ დღეს მომიტაცეს. არ ვჩერდებოდი და მათეს ვაფრთხილებდი სისულელეს ნუ ჩადიოდა, ვეუბნებოდი გაეჩერებინა მანქანა და ცივილურადაც დავემშიდობებოდი მაგრამ მან უარი განაცხადა და წყალში დრამინაც გაურია, დრამინა და ზოგადად ნებისმიერი სახის ტაბლეტი ისე მოქმედებს რომ მეძინება და გაუზარებლად მოვითენთე გზაში.

ბათუმში გამეღვიზა, საწოლზე ვიწექი და ნაცრისფერი ადიელა მეფარა ზედ, კეტები არ მეცვა და ზღვის ხმა უცხოდ ჩამესმოდა.

გაბრაზებული გავვარდი ოთახიდან და იქით წავედი საიდანაც ხმა მესმოდა, კიბეზე ჩასულს მისაღებში თავმოყრილი მათე, მისი უმცროსი ძმა და წესით მათი მშობლები დამხვდნენ. ქალმა ისე გამიღიმა გეგონებოდათ მართლა მისი რძალი ვყოფილიყავი, კაცი კი მათვალიერებდა როგორც ჩანდა შვილის არჩევანს აფასებდა, რამნდიმე წამში მანაც გამიღიმა. ქალი ჩემსკენ წამოვიდა ხელის ჩამოსართმევად მაგრამ მე უკან გადავდგი ნაბიჯი და ქალის გაკვირვებული, ოდნავ იმედგაცრუებული გამოხედვის დანახვისას თავი მაღლა ავწიე გახელებულმა.

კარისკენ წავედი მაგრამ რა თქმა უნდა მათე წინ გადამეღობა. მას ისე შევხედე რომ მიხვდა იქ დიდხანს არ დავრჩებოდი, მხრებზე ხელი ჩამავლო და მის წინ დამსვა, მე კი ისიც არ მინდოდა შემხებოდა. ვეუბნებოდი თითი არ დამაკარო ისე დავჯდები თქო, მას კი ნერვები ეშლებოდა და თვალებს მიბრიალებდა მაგრამ ვაი რომ მე მასზე გაცეცხლებული ვიყავი და თვალების ბრიალი ბავშვობიდანვე ბევრად შემზარავად შემეძლო.

-შვილო, იქნებ გესაუბრათ და ჩხუბის გარეშე მოგვარებულიყავით? - იმედს არ კარავდა მათეს დედა რაზეც მე მეცინებოდა.მსგავსი საუბარი რამდნიმე წლის შეყვარებულ წყვილთან გამიგია, მაგრამ უცხოას რომ ასე იმედით სავსე მზერით მიყურებდა ყელში ცრემლები და მთელ სხეულში ბრაზისგან დამუხტული სიცხე მივლიდა.

-ქალბატონო თქვენს შვილს ქალების პატივისცემა ასწავლეთ? - მის უაზრო სიტყვებს არც მივაქციე ყურადღება.

-შვილო გთხოვ...

-ერთი დღის გაცნობილს ასე უბრალოდ ვერ ადგება და ვერ მოიტაცებს! მე არ ვაპირებ აქ დარჩენას, რაც უფრო მალე გაეცლება თქვენი შვილი კარებს მით უკეთესი იქნება.

-რამდენს ბედავ! - დამიყვირა მათემ, აი ეს იყო პიკი ჩემი მოთმინების ფიალის და დარჩენილი თავაზიანობის.

-შენი თავი ვინ გგონია?!ხმას დაუწიე და დაფიქრდი როგორ სამარცხვინოდ იქცევი. ნამდვილი კაცები ასე არ იქცევიან! თავიანთ სიმპატიებს ისე გამოხატავენ რომ ქალის სიმპატიებიც დაიმსახურონ! შენ ბიჭი ხარ რომელსაც ვერ გაურჩევია რა უნდა! კარებს მოშორდი და მეორედ არ გაბედო და არ დამენახო! - არც ავმდგარვარ ისე ვუპასუხე მათეს, მისი გაცოფებული გამომეტყველების დანახვამ კი იმდენად დიდი სიამოვნება მომანიჭა განვიზრახე რომ წასვლამდე მისი თავმოყარეობა მთლიანად გამენადგურებინა.

-არ დარჩები და სახლი გაგიტყდება! ბარბარე ძალიან კარგად იცი რასაც იფიქრებენ და იტყვიან შენზე. - მიპასუხა ვითომდა ნიშნის მოგებით.

-გგონია დიდად მადარდებს სოფლის საზოგადოება რას იფიქრებს? ან ის მადარდებს რას დამიძახებენ ზურგს უკან?გთხოვ, ჩემთან სახლში ხალხს იმის დაჯერება უჭირს ვარდისფერი რომ მხოლოდ გოგონების ფერი არ არის. ეს ჩემი ცხოვრებაა და ისე უნდა გავატარო როგრც მე მსურს. შეიძლება შენ და შენნაირებს გაგიკვირდეთ მაგრამ, ერთადერთი პრიორიტეტი ჩემთვის საკუთარი სიტყვებია.

-აქედან ფეხს არ გაადგავ. - თვალებში ბრაზი და ცეცხლი ჩასდგომოა, მე კი ნელ-ნელა სისხლი მეყინებოდა გაღიზიანებისგან.

-მათე, კარებს მოშროდი და არაკაცულ საქციელს მოეშვი. ჩემს თვალში უარესად ნუ დაკარგავ ადამიანობას, ბოლო ბოლო ჩემი ცოლად მოყვანა გინდოდა. - ისე ვუთხარი რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია. მათეს მამა და დედა მისმენდნენ და მისი უმცროსი ძმაც რომელიც ჩემი თანატოლი უნდა ყოფილიყო. თავმოყვარე და მათესნაირ კაცს ვიცოდი ქალის დამამცირებელ სიტყვებზე როგორი რეაგირებაც აქვთ, ამას ჩემი უტიფარი და უტეხი მზერაც ემატებოდა.

-შვილო, ბარბარე გთხოვ იქნებ ცალკე გელაპარაკათ? სიწყნარეში და ამ დამცირების გარეშე. - მომმართა მათეს მამამ, მხოლოდ იმის გამო რომ მის ასკავს ვცემდი პატივს არ მიპასუხა უტიფრად, მაგრამ რა თქმა უნდა მის სიტყვა არაფრად ჩავაგდე.

-ბარბარე, შენ ძლაიან კარგი გოგო ხარ. მათე არ არის ცუდი ბიჭი, მიხვდები როდესაც გაიცნობ... - წამოიწყო მათეს დედამ მაგრამ როგორც წინა ჯერზე ამჯერადაც გავაწყვეტინე მას საუბარი.

-სულ რომ ანგელოზი იყოს უკვე ყველაფერი ნათელია. თქვენი შვილი უპატივცემულოა, თავხედი და არ იცის როგორ ესაუბროს მდედრობითი სქესის წარმომადგენელს, არათუ იმ გოგოს რომელიც "მოსწონს" და რომლის ვითომ ცოლად მოყვანაც უნდა. იცით რა გამიბედა? იცით როგორი არაკაცია თქვენი შვილი? - ბრაზს ვერ ვთოკავდი, მათ სურდათ მათი შვილისთვის სასაუბრო დრო დამეთმო? როგორი აფსურდი იყო. ბოლო სიტყვებზე მამამისს მივუბრუნდი, მინდოდა მის შვილზე გაბრაზებულიყვნენ. მსურდა მათი გაწბილებული და იმედგაცრუებული თვალების დანახვა, განა ურჩი "რძლის" მიერ გაბრაზებული, არამედ საკუთარი ვაჟის მიერ. -იცით ახალგაცნობილს რა მაკადრა?! მან ჩემზე არაფერი არ იცის! გაბრაზებულია რომ მასთან დაწოლაზე უარი ვუთხარი და ახლა ცდილობს რაღაც დამიმტკიცოს! მე რომ აქ დავრჩე, იმაზე საშინელება მოხდება ვიდრე ეს უბრალოდ ტოქსიკური ოჯახის შექმნაა! იმ ადამინათან ერთ ჭერ ქვეშ ვერ გავჩერდები ვინც მე პატივს არ მცემს, ვინც ქალებს არ სცემს პატივს ზოგადად!

-ბარბარე ბერია, გაჩუმდი თორემ სანანებელი გაგიხდება გაჩენის დღე. - აი აქ ჩავცინე, მან ჯერ კიდევ არ იცოდა როგორი მანიპულატორი ვიყავი.

-ხომ გაიგონეთ რაც თქვა? მემუქრება. თან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ სიმართლეს ვლაპარაკობ. როგორ დავიჯერო რომ ასეთ ბიჭს გოგონები კუდში არ დასდევენ და სარძლოები ასარჩევად არ გყავთ?

-ბარბარე ზედმეტი მოგდის. - მშვიდად ამოილაპარაკა მათემ, მისი მოჩვენებითი სიმშვიდე ჩემი გამარჯვების მომასწავლებლად მივიღე.

-შენ მაშინ მოგივდა ზედმეტი კახპად რომ აღმიქვი, მაშინ როდესაც უარს ადამიანურად არ შეხვდი და მაშინ როდესაც უკანასკნელი ცხოველივით ძალით ჩამტენე მანქანაში. აქ არ დავრჩები, ალბათ ჩემები უკვე მოდიან.

-ბარბარე, იმიტომ გთხოვდი წყნარად საუბარს მასთან რომ შენს მშობლებს უკვე ვესაუბრეთ. ალბად ერთ საათში უკვე აქ იქნებიან, მგონი შენი და მათეს შეუღლების წინააღმდეგი არ არიან. - იმედის უკანასკნელ ხავსებს ეჭიდებოდა მათეს დედა.

მგონი ჩვენი შეუღლების წინააღმდეგნი არ არიან?

-ოჰ როგორ გამახარეთ, თურმე ჩემი ოჯახი არ ყოფილა ჩემი გათხოების წინააღმდეგი. სიმართლე გითხრათ დიდად არ მიანტერესებს ანზორ ბერიას აზრები ჩემი გათხოვების შესახებ. ამის დედაც ჯერ სკოლა ეხლა დავამთავრე რა დროს ჩემი გამოტაცება იყო! - მათეს შევხედე ავად. ვიცოდი თითოეული სიტყვა მათ გონებაში ღრმად ილექებდა და ვიცოდი რა შედეგიც მოყვებოდა ყველაფერს.

უკვე მზად ვიყავი ჩემი შეგროვებული ფულით საკუთარი ცხოვრება დამეწყო, თვრამეტი წლის ასაკში.

მალევე ჩემმა მშობლებმა, ანზორ ბერიამ და რუსო ახალაიამ გადმოკვეთეს სურმანიძეების ჭიშკარი. მომავალი შტორმისთვის მზად ვიყავი და რომ არ დავმალო ერთი სურვილიც მქონდა ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა, არც მჯეროდა ამ სიტუაციაში რომ ამოვყავი თავი. მოტაცება? ცხოვრებაში არ მეგონა რომ მე მომიტაცებდნენ ცოლობისთვის, ის კი არა წესიერად ბიჭს არც კი შემოუხედავს ჩემთვის. ვიცი, შევძლებდი გარდაუვალი დავის გადატანას მაგრამ მაინც ვნერვიულობდი.

-გამარჯობა, მოგესალმებით, ანზორ ბერია. - ხელი ჩამოართვა მამიკომ მათეს მამას.

-ჯაბა სურმანიძე. - მანაც აწ უკვე მოყვრულად გაუწოდა ხელი. დედიკოებმაც გაიცნეს ერთმანეთი და მე სეირის მოსაწყობად გამზადებულმა იქვე მდგარი ბოთლით წყალი მოვიყუდე, ყველა მე მიყურებდა, პირზე ჩამოწვეთილი წყალი მაიკის სახელურით მოვიწმინდე და მშობლებს ავისმომასწავლებლად გავუღიმე. მათზე ვბრაზობდი, ეს ბოლო წლები ისედაც ძალიან დიდი ძალდატანებით ცდილობდნენ ჩემი შეხედულებების შეცვლას ახლა კი საბოლოოდ დავანახებდი მათ რა მსურდა, ვინ ვიყავი და ვინ არ ვიქნებოდი არასდროს.

არც ისე რთული გასაგებია ჩემი პოზიციები, ისინი კი ისე იქცეოდნენ და მიყურებდნენ გეგონებოდათ ყველაზე წარმოუდგენელი შეხედულებები მქონდა და საზოგადოებისგან გასარიყი ვიყავი.

-როგორ იქცევი დედი. - ჩუმად მომმართა დედამ, მაგრამ არა იმდენად ჩუმად რომ მხოლოდ მე გამეგო. ვიცოდი რა თამაშსაც თამაშობდა, ვითომდა მათეს მშობლებისთვის ხომ უნდა დაენახვებინა როოგრი უკმაყოფილო იყო ჩემი საქციელით ხომ უნდა დაენახვებინა მათთვის რომ ისიც ჩემი დაოჯახების მხარეს იყო.

-ვა დედი, მოხვედი? აბა წავედით სახლში?

-შენ აქ დარჩები. - მითხრა მამამ მკაცრად. ანზორი არასდროს ყოფილა საოცრად მოსიყვარულე მამა მაგრამ კარგი მამა ნამდვიალდ იყო, მისი გამოუვლენელი და დაუნახვებელი სიყვარულის მიუხედავად. ნუ, ბოლო წლები თუ გამოვაკელით, შეპასუხებისას ჩემთვის რამდნჯერმე გაურტყამს კიდეც.უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვუთ, კარგი მამაა როცა მას ვემორჩილები, ცუდი მამა მაშინ როცა ცოტას მაინც თუ გადავაბიჯებ მის დაწესებულ საზღვრებს.

-მე აქ არ დავრჩები.

-სიმართლე გითხრა აქ შენთან საკამათოდ კი არა ქორწილიზე სალაპარაკოდ ჩამოვედი. - მითხრა მამამ, სწორედ ამ სიტყვებმა დამარწმუნა მათ არაადამიანობაში. დედაჩემს შევხედე რომელიც თავს მიქნევდა, მამას სიტყვებს ეთნახმებოდა. თავადაც ქალი იყო და არ ესმოდა რას ვგრძნობიდ, დედის ინსტინქტით მაინც ვერ გრძნობდა მე რომ აქ დარჩენას ყველაფერი მერჩივნა?

-ქორწილი პატარძლის გარეშე, ძალიან კარგი. თქვენ მხოლოდ ის მითხარით სახლში ვინმეა თუ ფანჯრიდან უნდა გადავძვრე? გასაღებს არ გამატანთ? ბებო იქ არის ხო?

-ბარბარე დედა მომისიმე, შენ აქ რჩები დღეიდან სურამნიძეების რძალი ხარ.

-შენ მომისმინე რუსო - მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ზუსტად წინ დავუდექი -თუ თვლი რომ მზად ვარ ოჯახის შესაქმნელად მაშინ არც იმის წინააღმდეგი იქნები ცალკე რომ გადავიდე ხო? თბილისში გადავალ თუ აქედან სასწრაფოდ არ გამიშვებთ!

-შენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ ამ სახლიდან გასვლას თუ ოჯახზე იტყვი უარს, შენს გამზრდელ მშობლებზე და ძმაზე. - მის სიტყვებზე ჩემს უფროს ძმას, გიაკოს შევხედე ის მათეს გვერდით იდგა, არც ის აპირებდა რამე ისეთი ეთქვა მე რომ გამახარებდა.რა ხდება, ზოგადად, უფროსი ძმები ყველას აწიოკებენ ვინც მათ პატარა დებს რამეს "ისე" აკადრებს, ის კი დგას და გაბრაზებული მიყურებს.

-ეს რა დღე გამითენდა, არარაობა ადამიანის დამსახურებით ოჯახი ჩემზე უარს ამბობს. - ცავიცინე და მათაეს ისე შევხედე თავი რომ დამნაშავედ ეგრძნო. მათეს კი არა ჩემს გვერძე უნდა იდგეს.

-დედი, ეგრე არ არის. ხომ იცი შენთვის საუკეთესო გვინდა...

-არაკაცი მათე სურმანიძეა საუკეთესო?!

-ბარბარე დროთა განმავლობაში შეეჩვევი და შეგიყვარდება - მეუბნება გიაკო.

-მოძალადე მე არასდროს შემიყვარდება. - მივუგდე ორი სიტყვა ჩემს ძმას -დედა, ბოლოჯერ გეუბნები, მე ამ სახლში არ დავრჩები.

-ბარბარე! როდის უნდა მიხვდე რომ შენი სიტყვა არ არის მნიშვნელოვანი? მშვენიერ ბიჭს ცოლად უნდიხარ, შეძლებული ოჯახია, არაფერი მოგაკლდება თუ მაგაზე დარდობ. ისინი კარგად მოგექცევინა, ზედმეტი მოგდის!

-ჩემი სიტყვა არ არის მნიშვნელოვანი?- ადგილიდან ვეღარ ვინძრეოდი.

-ბარბარე გაუაზრდებლად იქცევი, რატომ ჯიუტობ? - ამოიოხრა დედამ.

ამას მათეს დედის მსგავსი შინაარსის იმედის მოცემი სიტყვები მოყვა, მაშინ მივხვდი რომ ჩემი ოჯახის წევრებს საერთოდ არ ვიცნობდი. მშობლებზე აღარც მეფიქრებოდა, ვიცოდი მათი დენიკინის დროინდელი შეგნების შესახებ, ერთადერთი ვისგანაც ამას არ ველოდი ეს ჩემი ძმა გიაკოა. გია არ იყო ასეთი არასდროს, ქალებს პატივს სცემდა, მათ ყოველთვის დიდი პატივისცემით მოიხსეინებდა, არც სუსტ არსებებად მიიჩნევდა, ფემინიზმის მომხრეც იყო, ახლა კი როდესაც მის პატარა და საყვარელ ბაბის დახმარება სჭირდებოდა ხმის ამოუღებლად იდგა და უტიფრად მიყურებდა, იმ მოძალადე ნაბიჭვრის გვერდით იდგა, ჩემი გიაკო იქ იყო და არაფერს ამბობდა.

-მე აქ არ დავრჩები. - ეს სიტყვები უკანასკნელად ვთქვი.

-არ დარჩები, თუ შენს ოჯახზე ურას იტყვი? - მამაჩემმა წყანარად მიპასუხა და დივანზე ჩამოჯდა ჯაბას გვერდით. უკვე დამშვიდებული მათეც სავარძელზე მოკალათდა. ყველას ეგონა ხმას აღარ ამოვირებდი, მართლებიც იყვნენ. კედელს ცერცვს გიჟის გარდა არავინ აყრის. ეგონათ დავნებდი მაგრამ ისე გავემართე კარებისკენ უკან არც მომიხედავს.

-ბარბარე დედი... - მომესმა დედაჩემის ხმა, კარებთან შევჩერდი, მაინტერესებდა რას იტყოდა.

-დაეხსენი რუსო, ის არასდროს იტყვის ოჯახზე უარს.

სიტყვის უთქმელად გამოვედი სახლიდან და უკნიდან გიაკოს ხმა ახლაღა გავიგონე მაგრამ სახლიდან გამოსვლის თანავე რაც შემეძლო სწრაფად გავშორდი იქაურობას. არ მინდოდა ვინმე გამომყოლოდა და ხელახლა დავებურნებინე უკან, ვიცოდი მამაჩემი არავის გამოუშვებდა მაგრამ მაინც. მას კარგად ესმოდა ეს ჩემი ბოლო სიტყვა იყო, იცოდა ჯიუტი ვიყავი და ისიც ჩემნაირი იყო. კაცობას არ დაკარგავდა ურჩი ქალიშვილის დევნით.

როგორც კი ქუჩები უფრო გაიშალა და კერძო სახლები კორპუსებმა ჩაანაცვლა მივხვდი რომ სასწრაფოდ უნდა დემერეკა ანიკოსთან.

ანიკო ჩემი მეზობელი იყო სოფელში, მასთან ერთად გავიზარდე, ის ჩემზე ერთი წლით იყო დიდი და თბილისში სწავლობდა, ამ ზაფხულს იყო სახლში ჩამოსული მაგრამ აგვისტოს ბოლოსთვის ვეღარ დარჩა. სახლის საქმეები უნდა მოეგვარებინა, მოკლედ უკვე საქმიანი გოგო იყო და არ ჰქონდა სოფელში ყოფნის დრო.

ორად ორი ადამიანის ნომერი ვიცოდი ზეპირად, მათი იმედი ყოველთვის უნდა მქონოდა და ამიტომ დავიმახსოვრე. პირველი რა თქმა უნდა გიაკო იყო, მეორე კი ანიკო.

პირველივე გამვლელს ტელეფონი ვთხოვე რომ დამერეკა, ანიკომ მაშინვე მიპასუხა, ვერა და ვერ ისწავლა უცხო ნომრების დაიგნორება მაგრამ კიდევ კარგი ვერ ისწავლა, აი სად გამომადგა მისი ეს მავნე ჩვევა.

-გისმენთ

-ანიკო, ბარბარე ვარ, მოკლედ მალე ალბად ჩამოვალ და შენთან უნდა დავრჩე სანამ სახლს ვიშოვნი გთხოვ. ცოტა ფული მოგროვებული მაქვს და რამდენიმე თვე მოვახერხებ რამეს იქამდე გთხოვ შემიფარე, რმანდმე საათში დაგირეკავ და მოგიყვები ყველაფერს. ახლავე შეძლებ სახლის ძებნა დაიწყო?

-დაწყანრი ბარბი, ისუნთქე. ახლავე არ დავიწყბე, ჩამოდი ჯერ დარჩი ჩემთან და მომიყევი რა ხდება, მერე მოგვარდება ყველაფერი.

-ანიკო ის გოგოები მათთან ერთად რომ ცხოვრობ? კითხე მათაც რა აზრი.

-გისმენენ ეხლაც, როგორც კი დახმარება მთოვე მაშინვე სპიკერზე ჩავრთე.

-შენ მაგაზე არ ინერვიულო, ჩვენ რა პრობლემა უნდა გვქონდეს? ბარბარე ხომ? - მომესმა გოგოს თბილი ხმა ყურმილიდან.

-კი ბარბარე მქვია, ახლა ვერ დაგელაპარაკებით დიდ ხანს, მოკლედ რამდნიმე საათში დავრეკავ.

-კარგი მიდი წარმატებები.არ მანერვიულო იცოდე და დამირეკე როგორც კი მოახერხებ.

ტელეფონი ქალბატონს დავუბრუნე, მადლობა გადავუხადე და პირველივე ტაქსი გავაჩერე, ვიცოდი ძნელი იქნეობდა მისი დათანხმება სამეგრელოში რომ წავეყვანე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ჩემებისთვის დამესწრო სახლში მისვლა, მხლოდ იმას ვლოცულობდი იქ არ დამხვედროდნენ.

-გოგონა კარგად ხართ? - მოხუცმა ტაქსის მძღოლა რამდნიიმე წითში მკითხა, მაშინღა მივხვდი რომ ვტიროდი.

-აჰ, დიახ უბრალოდ ოჯახთან პრობლემები მაქვს, სწრაფად უნდა ჩავიდე სახლში. სამეგრელოშია ჩემი სახლი - შევაპარე მოხუცს.

-აი ბათუმს გავცდეთ და მერე ისეთი გზები ვიცი კაცის ჭაჭანება არ იქნება, საათნახევარში ჩაგიყვან სამეგრელოში შენ არ იდარდო მაგაზე - დამაიმედა კაცმა

-მადლობა დიდი. და კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს, ხელზე არ მაქვს ფული, რომ ჩავალთ შეგიძლიათ სახლთან დამიცადოთ რომ ფული ავიღო და მოგაწოდოთ?

-რა თქმა უნდა, აღარ იტირო შენ. რა გქვია?

-ბარბარე ბერია.

-ნიკო ჩოხელი.

-ასეთი მთიული კაცი ჩვენსკენ რამ გადმოგაგდოთ? - ვცადე გამეხუმრა მაგრამ მგონი უხეშად გამომივიდა, ღმერთო ბარბარე დააკვირდი რეებს ლაპარაკობ!

-თბილისში ვტაქსაობ, აქ ჩემი შვილიშვილის და მისი მეგობრების გამო ვარ. ისინი სწორედ მაშინ ჩავიყვანე ბათუმში შენ რომ გამაჩერე, ალბად ათი წუთით ადრე დავაბინავე სასტუმროში.

-ანუ თბილისში მიდიხართ? - გაოცებულმა შევხედე.

-ჰო, ჯერ დასვენებას ვაპირებდი, ჭამას სადმე და მერე წასვლას თბილისში. - გონება გამინათდა, ეს კაცი ჩემი ცხოვრების გადასარჩენად გამოგზავნა ღმერთმა.

-ჩემთან დაისვენეთ, გემრიელ ხაჭაპურებს გაგიკეთებთ ბებიაჩემი და მეც დაგემგზავრებით თბილისში, რასაც მეტყვით იმას გადაგიხდით.

-ბაბუაშენი დალევას ხომ არ დამაძალებს? -მკითა მან სიცილით.

-არა რას ბრძანებთ, არამგონია.

-დამემგზავრე ბაბუ, დამემგზავრე, დამლაპარაკებელი მაინც მეყოლება.

-ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ხომ არ იცით როგორ დამეხმარეთ.

-დაისვენე შენ, აღარ იტირო და ენერგია მოიკრიბე სანამ ჩავალთ სამეგრელოში, უჰ თან მეგრული ხაჭაპური დიდი ხანია არ მიჭამია.

-ოღონდ სწრაფად უნდა მოვახერხოთ წამოსვლაც, არ მინდა ჩემი მშობლები დამეწივნონ.

-რამე ხო არ დააშავე ბაბუ? - შეწუხებულმა გამომხედა

-ერთმა ძალიან თავხედმა ბიჭმა მომიტაცა, ქალის პატვისცემა არ იცოდა. ჩემები რომ ჩამოვიდნენ, ასე განმიცხადეს ან ოჯახზე იტყვი უარს ან აქ დარჩებიო. ჰოდა აი აქ ვარ.

-როგორი გამბედავი ყოფილხარ შენ ბერიების ქალო. აბა ჩემ დროს სად იყო მასე? მოიტაცებდბენ ქალს? მორჩა, იმას უკან გზა მოჭრილი ჰქონდა. კარგი გიქნია ბაბუ, არაკაცთან შენნაირ ანგელოზივით გოგოს არფერი ესაქმება. არაკაცებს ქალები არ სჭირდებათ საერთოდ.

მართლაც საათნახევარში ჩემი სახლის ჭიშკარს მივადექით, ბებიამ რომ დამინახა ჯერ გული შეუწუხდა მაგრამ რომ მოვუყევი რაც მოხდა მითხრა შენი თავის იმედი რომ გაქვს ეგ ყველაფერს ჯობიაო, მისმა სიტყვებმა თიტქოს გულიდან ლოდი მომხნა. ჩემი სტუმარიც დიდი სითბოთი მიიღეს ბებია-ბაბუამ. ახალდამცხვარი ხაჭაპურები სანამ გაასინჯეს ნიკო ბაბუს მე მანამდე ჩემი ნივთები მოვზიდე და ჩემით მოვათავსე მანქანაში, კი გამიწყრა ნიკო ბაბუ მოგვიანებით დაგეხმარებოდიო, მაგრამ არ მინდოდა დროის დახარჯვა და ასე მერჩივნა თქო ვუთხარი.

დიდი ხნის განმავლობაში სახარჯოდ გამოყოფილ ფულს ვაგროვებდი, უნივერსტეტის დაწყების წინ წესით ტანსაცმელში და მსგავს რაღაცეებში უნდა დამეხარჯა, საერთო ჯამში ალბად ორიათას ხუთასი ლარი იქნებოდა, ბებია-ბაბუამაც მომცეს ცოტა ფული და საგზლად რაღაცეებიც ძალიან სწრაფად ჩამიწყეს, მათ ვთხოვე არავისთვი არ ეთქვათ სად ვიყავი, მხოლოდ ის ეთქვათ რომ სახლში მოსულმა სწრაფდ ჩავალაგე და პირველივე რაიონის "მარშუტკას" გავყევი.დავპირდი რომ სულ დავურეკავდი მათ და ვნახავდი კიდეც, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ვიცი. ბებომ ლოცვით გამომაცილა, ბაბუას გული სწყდებოდა მაგრამ იცოდა ასე მერჩივნა.

როდესაც რაიონს გავცდით უკვე სიმშვიდე ვიგრძენი და ანიკოსაც დავურეკე. მას ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა და შემდეგ სრულიად დაწყნარებულმა გავაგრძელე ნიკო ბაბუსთან საუბარი. თურმე ჩემი ასაკის ორი შვილიშვილი ჰყოლია, გოგო და ბიჭი. ნიკო ბაბუასთან ლაპარაკი მამშვიდებდა,მისი ახალგაზრდობის ამბებს მიყვებოდა და რიკოთამდე ისე ვიმგზავრეთ არც გამიგია დროის გასვლა. როდესაც ლიხი გამოვიარეთ ნელ ნელა დღის სინათლეს ბინდიც შეეპარა და ნიკო ბაბუმაც მითხრა ცოტა ხანი წაუძინეო, შენს ანიკოსთან ენერგია დაგჭირდებაო. მეც მას დავუჯერე. რომ გავიღვიძე უკან ჯვრის მონასტერს ვხედავდი, სულ მალე თბილისში ვიქნებოდი.

როდესაც ანიკოს მისამართზე მივედით გოგოები სადარბაზოსთან გველოდნენ, ისინი დამეხმარნენ ჩემოდნების გადმოტანაში, ნიკო ბაბუ აღარ გაგვიწვალებია.

-მადლობა ნიკო ბაბუ, ძალიან დიდი მადლობა, თქვენ რომ არა ძალიან გამიჭირდებოდა.

-თავს მიხედე ბარბარე, შენი თავის იმედი სულ უნდე გქონდეს.

-მადლობა მადლობა, რამდნი უნდა გადავიხადოთ?

-არაფერია საჭირო, უბრლაოდ ამ ხაჭაპურებს წავიღებ.

-რას ბრძანებთ, ასე უსასყიდლოდ...

-მე თანგზავრი ვინატრე, შენ მშველელი. ორივე ერთმანეთს დავეხმარეთ, ახლა კი დაგემშვიდობები. იმედია როდესმე აპატიებ შენს ოჯახს.

-ჰო ოდესმე ალბად ვაპატიებ კიდეც. ნახვამდის ნიკო ბაბუ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა.

-ნახვამდის ბაბუ - ვუყურებდი როგორ ტოვებდა ის ეზოს, ნელ ნელა ემოციები მეტად მიპყრობდა, თითქოსდა ახლაღა გავიაზრე რაც ჩავიდინე და რაც გადამხდა.

სახლში შესულებმა მისაღებში დავიკავეთ ადგილი, ანიკომ გოგოები გამაცნო ლანა და მარიამი, ისინი ერთად იხდიდნენ ბინის ქირას და მოკლედ სტუდენტურ ცხოვრებას ერთად იზიარებდნენ.

-აღარ მოყვები წესიეად რა მოხდა?

-ჰო, ჰო რათქმაუნდა. - გოგონებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ისნი ჩემს საქციელს ამართლებდნენ და მეუბნებოდნენ კარგად მოიქეციო, ანა კი მამშვიდებდა ისინიც მიხვდებიან თავიანთ შეცდომასო, მაგრამ მე იმას ვერ ვხვდებოდი იქამდე რატომ მიმიყვანეს რომ სიტყვის უთქმელად გამოვქცეულიყავი ჩემი სახლიდან და ოჯახიდან.

-გთოვთ დამეხმარეთ რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვნო ბინა რომ თვქენ აღარ შეგაწუხოთ.

-რა შეწუხებაა ბარბი, დარჩი თუ გინდა სულ აქ იცხოვრე, რაც მეტი მით უკეთესი თან ამ გასაჭირში ხომ არ დაგტოვებთ?

-ჰო ლანას მეც ვეთანხმები, დარჩი ჩვენთან გავერთობით.

ჰოდა, ასე გადაწყდა რომ მე მათთან უნდა მეცხოვრა, ჯერ ჯერობით ასე იყო. აგვისტოს ბოლოსკენ ეროვნულების პასუხებიც გამოქვეყნდა, სასურველ ფაკულტეტზე კი ჩავირიცხე მაგრამ ჩემდა გასაკვირად სულ სხვა უნივერსიტეტში მოვხვდი, თუმცა ამაზე დიდად აღარც მიდარდია, თან სამოცდაათ პროცენტიანი დაფინანსება მქონდა. ანუ ჩემი შეგროვებული ფულის ნაწილი სწავლაში უნდა გადამეხადა. შემდეგ მუშაობის დაწყებასაც ვაპირებდი და ნელ-ნელა იმდენსაც მოვახერხებდი ცალკე გადავსულიყავი და სამი მუშკეტერი აღარ შემევიწროვებინა იმის მიუხედავად რომ ვიცოდი მათ ჩემი იქ ყოფნა უხაროდათ და მეც ნელ-ნელა ვეჩვეოდი მაინც მეგონა ახალ მეგობართან შეგუება თან პირდაპირ ცხოვრებაში ჩართვით ცოტა არ იყოს რთულია.

სწავლის დაწყების პარალელურად სამსახურის ძებნა დავიწყე, მე ჯერ სად უნდა მემუშავა თუ არა მაღაზიაში, ბარში, რესტორანში ან ოჯახში ძიძად? უამრავ ვაკანსიას ვნახულობდი, რომლებიც მაწყობდა იქ ვრეკავდი და ვცდილობდი მათთვის თავი მომეწონებინა მაგრამ თავიდან არაფერი ჩანდა "დაგიკავშირდებით" ამ სიტყვის გარდა რომელსაც არასდროს ჰქონია შედეგი და მომავალი.

თავიდან არაფერი ჩანდა, მაგრამ ოქტომბრის შუა რიცხვებისკენ ერთი ოჯახის განცხადებას გამოვეხმაურე, ძიძა სჭირდებოდათ მათი ათი წლის ქალიშვილისთვის. ჩემდა საბედნიეროდ განცხადება იმ დღის გამოქვეყნებული იყო და აღმოჩნდა რომ მე პირველი ვიყავი ვინც მათ დაურეკა. ქალმა მიპასუხა რომელსაც მანანა ერქვა, მან შეხვედრაზე დამიბარა და მეც მოტივირებული გავემართე მათთან.

ქალბატონ მანანასთან საუბარმა შესანიშნავად ჩაიარა, თავიდან არ ეგონა ასეთი პატარა და გამოუცდელი თუ ვიქნებოდი მაგრამ როდესაც დარწმუნდა რომ ჩემს სანდოობას წყალი არ გაუვიდოდა ბავშვის ძიძად ამიყვავა.

მისი შვილი იმ დღესვე გამაცნო, ნინო ძალიან ტკბილი და საყვარელი ბავშვი აღმოჩნდა და მეც ვიცოდი რომ მომავალში მასთან არანაირი პრობლემა არ მექნებოდა. შაბათი იყო და მთელი დღე ქალბატონი მანანას სახლში გავატარე. ის და მისი მეუღლე, კახი ერთმანეთს შორდებოდნენ და სწორედ ამიტომ სურდათ ძიძის აყვანა. ქალბატონმა მანანამ გამომიცხადა რომ მისთვის სახელით მიმემართა მაგრამ მე დეიდა მანანას მეტს ვერ ვეგუებოდი, მაინც ჩემზე უფროსი იყო. მოკლედ, საოცრად გამიმართლა პატარა ნინოს და მანანა დეიდას სახით, სამსახურიც მქონდა რომლის სწავლასთან შეთანხმებასაც ვახერხებდი. დილით ნინოს მამა მიხედავდა, ნაშუადღევს მე, საღამოს ცხრიდან კი დედამისი.

ასე რომ სრულიად ორგანიზებული და რუტინული ცხოვრება პირველი კურსის ოქტომბრიდან დაიწყო. სწავლის საქმე კარგად მიდიოდა, მათემატიკის ჯგუფში ბევრნი არ ვიყავით და ამის დამსახურებით უფრო შედეგიანად ვსწავლობდით, სამსახურში ნინოსთან ურთიერთობისას ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი, ის ისეთი საოცარი და უშუალო იყო რომ მასთან ერთად გატარებული დრო შეუმჩნევლად გადიოდა. ზოგადად ბავშვები ყოველთვის სიმართლეს აცხადებენ ხმამაღლა და ამას არ ერიდებიან მაგრამ ნინო მისი თბილი ხასიათით საოცრად მაყვარებდა თავს, მისი ბავშვური თვისებები და გონიერება ძალიან მიყვარდა.

ჩემი ოჯახისგან არაფერი მესმოდა, არც რეკავდნენ, არც მოკითვა მომდიოდა მათგან ბებია-ბაბუას რომ ველაპარაკებოდი და ჩამოსვლაზე ჩემს მოსანახულებლად ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გიაკოს საქციელი მწყინდა ყველაფერზე მეტად, ის მპირდებოდა რომ სამუდამოდ გვერდში დამიდგებოდა მაგრამ მისი სამუდამო თვრამეტ წელზე დიდხანს არ გაგრძელებულა.

ფულს შეგროვებას ასე თუ ისე ვახერხებდი. ოთხივეს ბინის ქირა გადანაწილებული გვქონდა, კომუნალურებსაც ერთად ვიხდიდით და ჩვენი პატარა ცხოვრება ერთმანეთზე დამოკიდებული რომ იყო ისე თბილად და პოზიტიურად მიდიოდა რომ თითქოს არც მაკლდა სხვა არაფერი, ამ გოგონებმა რაღაც მხრივ ჩემი ოჯახი ცაანაცვლეს და პირდაპირ უსახლკარო შემიფარეს. ცხოვრება ლანასთან, ანიკოსთან და მარიამთან ერთად იმაზე სახალისო და სანტერესო აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.


-აეთრიე ჩემი საწოლიდან! - მესმის ანიკოს და მარიამის ოთახიდან ყვირილი მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.

-შენ ჩემი ხალათი გაიხადე მაშინ! - არც ანიკომ დააკლო. ღმერთო ნეტავ მცოდნოდა ამ ორს ყველა დეტალზე წაკინკლავება როგორ შეეძლოთ.

-ბარბიი გამოდი რა ჭარხლის სალათი გამიკეთე, ერთი კვირაა გეხვეწები დალპა ეს ჭარხალი! - ახლა ლანას ძახილი მესმის. ღმერთო შაბათ დილასაც რომ არ გაცლიან ძილს. სწრაფად წამოვდექი, არც ხელპირი დამიბანია ისე მოვიცვი ხალათი და სამზარეულოში გავედი.

-დილა მშვიდობისა ბარბარე, როგორ გეძინა? კარგი იყო ხვრინვა? ხოო? მაპატიე მაგრამ ახლა მაგის დრო არ გვაქვს გვშია და ყველა შენ გელოდებით. - მეუბნება ანიკო რომელიც მისაღებში იჯდა მარიამთან ერთად და ვამპირის დღიურებს უყურებდა.

-ამ დილაუთენიას რა ჭარხლის სალათი აგიტყდათ.

-მაგას აუტყდა, მგონი ორსულადაა და თვითონაც არ იცის. ლანილ აბა მამა ვინაა?

-მარიამ გოგიშვილო შენ შენს თავს მიხედე, რა ორსული რის ორსული ერთხელ მაკოცა ბიჭმა.

-შენი ქალიშვილი ჰორმონების ამბავი რომ ვიცი კოცნაც დაგაფეხმძიმებდ - ახლა ანა აყვა მარიამს.

-ჰო, თან როგორც გვიმტკიცებ თვქენი ქიმია და მისი ვნება განადგურებს ხელებში არ ჩააკვდე ეს ორსული ქალი.

-შენც ბარბი? შენც გოგო? კაი გეყოს სალათ გაგვიკეთე ახლა, ჩემზე თუ არა ბავშვზე მაინც იფიქრე.

ნელ-ნელა და ხალისიანად გადიოდა სწავლის დღეები, ორმაგად ხალისიანად კი ვიქენდები. ჩემი მშობლებისგან ისევ არაფერი ისმოდა, არც გიაკოსგან. მაგრამ ანიკოსგან ვიცოდი რომ ისიც თბილისში იყო, ჩემს ნახვას და კონტაქტს ერიდებოდა. გული მწყდებოდა მაგრამ თან ვბრაზობდი, მას თუ შეეძლო ასე დავევიწყებინე, მეც შემეძლო მისი დავიწყება და მისთვის ზურგის შექცევა.

ისედაც, ბოლო რამდენიმე თვე გიაკოს გარეშე ყველაზე უცნაური იყო ჩემს ცხოვრებაში. აქამდე იქ სადაც გიაკოს ვთხოვდი დახმარებას, მის ამბებს ვისმენდი და ჩემსას ვუყვებოდი ამ სამ გოგოს დაეკავებინათ. და მათი მადლიერი ამისთვის სამუდამოდ ვიქნებოდი.

-ხვალ რომ მცხეთაში ავდივარ კურსელებთან ერთად ხომ იცით? - იკითხა ლენამ, მას და მის კურსელებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ჩემგან განსხვავებით. ჩემს კურსზე სულ სამი მეგობარი მყავდა და მათ გარდა ვერავის ვერ ვუგებდი, ერთი ბიჭი საერთოდ თვლიდა რომ მთელი ჯგუფი უცნაურები და უაზროები ვიყავით, თვითონ მითხტა მე და ჩემი ძმაკაცი ვდგავართ და დაგცინივართო.

-კი სამასჯერ მარტო გუშინ გვითხარი. - აღნიშნა მარიამმა.

-ჰოდა წეღან მომწერეს რო ზოგს თავიანთი მეგობრებიც მოყავთ და თქვენც წამოდით.

-მე ვერ წამოვალ, შეიძლება მანანა დეიდამ დამირეკოს ნინოს დასატოვებლად. - ვუთხარი მე, ზოგჯერ კვირაობითაც ვჭირდები ხოლმე მანანა დეიდას.

-აუ კაი რა, ეხლა დაურეკე და უთხარი რო რამე ხვალ ვერ მიხვალ, ისედაც არ მუშაობ შქბათ-კვირას. - მითხრა ლანა.

-სხვათაშორის ექსტრა საათები ექსტრა ფულს ნიშნავს - შევახსენე და ჭარხლის ჭრა გავაგრძელე.

-კაი რა, ამ ერთხელ დაიკიდე.

-ჰო თან ყოველ შაბათ-კვირას კი არ გავდივართ მე და ჩემი კურსელები.

-კარგი ჯანდაბას, იცოდეთ ამ კვირაში თქვენ ამოიტან შოკოლადებს, მე ფული არ მექნება.

-ბაზარი არაა, დაჟე სასმელსაც მე ამოვიტან თუ გინდათ. - ლენამ ტაშის დაკვრით და ლამაზი ღიმილით შემომცინა.

მათი გახარებული თვალების შემყურე მზად ვიყავი მთელი თვის ხელფასზე უარი მეთქვა. ამ ბოლო დროს მივხვდი რომ იმ ხალხის ბედნიერი დანახვა რომლებიც გასაჭირის დროს გვერდში მედგნენ იმაზე დიდ სიხარულს და შვებას მანიჭებს ვიდრე წამომედგინა. ისინი კი ზუსტად მაშინ გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში როცა არავის
იმედი აღარ მქონდა.

-ჯანდაბა ლენა შენ მათხოვებ კაბას ხოდა. წესიერი არაფერი არ მაქვს.

-ყველაფერს გათხოვებ ოღონდ შენ გაერთე ცოტა და ხალხში გამოდი. აუ თან ჩვენ ოთხიც სუ რო
სახში ვერთობით ხოლმე ეხლა გარეთაც გავალთ.

ბოლო ამბების შემდეგ, ნაკლებად მინდოდა სოციალური ცხოვრება მქონოდა, უფრო კონცენტრირებული ჩემი პირადი საქმეების მოგვარებაზე ვიყავი. მაგრამ ახლა როცა სამსახური მქონდა და შემეძლო ცოტა დრო გართობისთვისაც დამეთმო, მზად ვიყავი ერთო-ორი ახალი ადამიანი გამეცნო.
შუადღეს, სამი საათისკენ უკვე მცხეთაში ვიყავით. ლენას კურსელის მანქანაში რომელიც ისეთივე დაბნეული იყო როგორიც ჩვენ ოთხი. გიორგი ლენას ახლო მეგობარი იყო, ძალიან ხმაურიანი და ხალისიანი იყო. მისი ჩვენს სახლთან გამოჩენა და მხიარულების დაწყება ერთი იყო.

-გიორგი შეყილაძე ჩემი ხელით დაგმარხავ მისამართი რო შეგეშალოს. - დაუყვირა ლენამ.
-გაჩუმდი რა ისედაც წნევამ ამიწია ამხელა კაცს. - იმანაც არ დააკლო ყვირილი.

მათი ქაოსის მიუხედავად მაინც მალევე მივედით სწორ მისამართზე, რაც უკვე მეგონა რომ არ არსებობდა და ამიტომ ვერ ვაგნებდით ბოლ ნახევარი საათის განმავლობაში.

სახლი ორ სართულიანი იყო, დიდი რკინის ღობით გარშემო და მანქანებით რომლებიც ერთმანეთის გვერდით ჩაემწკრივებინათ პატრონებს. შიგნიდან მუსიკის ხმა და ხალხის სიცილი ისმოდა.

-სადხარ ბიჭო გამოდი, გოგოები ამოვიყვანე ლანას და ანიკოს გარდა ყველა უხერხულად იყურება აქეთ იქით. - გიორგი ტელეფონზე ელაპარაკებოდა მის და ლანას კურსელს რომლის, მასპინძელს.

უხერხულად არა მაგრამ ცოტა ანერვიულებული ვიყავი, აქამდე მხოლოდ ჩემს კლასელ ბიჭებთან და ნათესავებთან ერთად ვატარებდი შაბათ-კვირას, თუ მათეს კრახით დასრულებულ გამოჩენას არ ჩავთვლით. ლანა მარტივად უახლოვდებოდა ბIჭებს, მისი მეგობრული ხასიათი და ძალიან კომუნიკაბელური თვისებები ისე ბუნებრივად მეჩვენებოდა რომ მეგონა მე მსგავსი ვერასდროს ვიქნებოდი უცხო ბიჭების გარემოცვაში.

მარიამს და ანიკოს უხერხულობის არაფერი ეტყობოდათ, უნდოდათ დღევანდელი დღე მხიარულად დასრულებულიყო.

-ანიკო მიშველე. - მივვარდი ანიკოს და ხელი ჩავკიდე.
-ბარბი არაფერი არ გაქ სანერვიულო, ლანას ჯიგარი კურსელები ყავთ და რო რამე შენ ზედმეტს არავინ გაგიბედავს, ეგ კი არა უხერხულობასაც არ იგრძნობ.

კომპლექსები არ მაქვს ძირითადად, საკუთარ ტავში ვერკვევი და ვიცი როგორ სიტუაციაში თავს როგორ მივხედო. მაგრამ ახლა თითქოს ყველა პატარა დეტალზე ზედმეტი ფიქრის გარდა სხვა არაფერი შემეძლო. თმა კარგად მქონდა? იქნებ ჩემი ფეხსაცმელები იყო აქაურობისთვის შეუფერებელი, სხვა რამე უნდა ჩამეცვა?

-ბარბარე ბერია, მორჩი რა ამ ჩაციკლვებს, გეუბნები ყველაფერი ძაან მაგრად იქნება. აქ არ ვართ ჩვენც? მე მაინც არ მენდობი?

-არა ვსო მართალი ხარ, მორჩა. - გავუღიმე და გული დავიმშვიდე. უარესი რაც შეიძლება მოხდეს ის არის რომ რამე ვთქვა და სხვებმა ვერ გაიგონ, ისე განაგრძონ საუბარი.

ბავშვობაშიც ასე იყო, სანამ სკოლაში შევიდით, ყოველ წელს, ანიკო წინ დამიდგებოდა, გამამხნევებდა და შეგულიანების გარეშე კლასში ფეხს არ შემადგმევინებდა. მისი შემყურე საკუთარი თავის იმედი უფრო მქონდა ხოლმე. ანიკოს დამსახურებაა რომ დამოუკიდებლობის არ მეშინია.

სახლიდან ქერა ბიჭი გამოვიდა, დახეული ჯინსი და შავი მაისური ეცვა. ლენას და გიორგის დანახვისას ისე გაეღიმა მისი შემყურე მეც გამეღიმა.

-სად ხართ ყველა მოვიდა თქვენს გარდა. ლანა ან შენ რაღა გჭირს ამ დებილმა როგორ დაგაბმნია. - ხელი გიორგისკენ აიქნია.

-წესიერად შე ველურო ვერხედავ ანგელოზივით გოგოები ჩამოგიყვანე, რანაირად ხვდები. - ხელი დაუქნია გიორგიმ.

-ოხ, ლანას დაკარგული დაქალები მეწვივნენ. თქვენ დარეკვა და მიწერა არ იცით რა ხილია?

-გაბრიელ როგორ ხარ?

-კარგად მარიამ შენ? ანიკო, როგორც ყოველთვის შენი დანახვა ძალიან მიხარია. - ანიკოს ხელზე ძალიან ნელა და ზანტად აკოცა.

-ოეე გაბრიელ მოშორდი ეხლა მაგას თორე არ ვიცი რას გიზავ - აენთო ლანა.

-ეს ახალგაზრდა ქალბატონიც ჩვენთანაა? - ახლა მე მომიტრიალდა გაბრიელი. მისი ენერგეტიკულობა და თავდაჯერებულობა ყოველ წამს უფრო მაოცებდა.

-მე ბარბარე ვარ - გავუწოდე ხელი ჩამოსართმევად და მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები. ყველაზე უხეხრული წინადადება რაც კი შემეძლო მეთქვა, ზუსტად ის ვთქვი.

მაგრამ მოულოდნელად ის ჩამეხუტა და ცემი ნერვიულობაც წამოერად გაქრა.

-მოხლედ ლანა და მისი ანგელოზივით დაქალები. მოდი ერთი დამენახე წესიერად - ხელი ცამკიდა და დამატრიალა, მე სიცილი ვეღარ შევიკავე -რამდენი წლის ხარ გოგო შენ?

-ხოდა დღეს შენ ხარ ყველაზე პატარა ჩემთან, ვინმემ თუ რამე გითხრა მითხარი იცოდე. - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია სახესთან. მისმა მოულოდნელმა მზრუნველობამ გამაღიზიანა, გიორგის გადა ასეთი ქცევით, მე კი გიორგი მეზიზღებოდა.

ყველა კაცი შენი უძლურობის გამო არ გთავაზობს დახმარებას, ზოგს უნდა რომ მართლა დაგეხმაროს ბარბარე!

სახლში ბევრი ხალხი არ ყოფილა, არამაც გამაკვირვა. მისაღებში ხალხი ერთად ისხვდა, ზოგი ალკოჰოლს სვავდა ზოგი გაზიან სასმელს.

-ძლივს შვილო სად ხართ ამდენი ხანი - შესვლის ტანავე შესძახა ერთ-ერთმა ბიწმა.

-ამას დამრეცი ტვინი რო აქ კირპიჩში ამიყვანა გამოვშტერდი კინაღამ გზაში. - უპასუხა ლენამ, თან რამდენიმე გოგოს გადაეხვია -ხალხო ეს ბარბარეა, ანიკოს ბავშვობის მეგობარი. - მე სადად გავუღიმე ჩემზე მოშტერებულ ხალხს.

-ბარბარე გამარჯობა, როგორ გიკითხო? - მკითხა ერთერთმა ბიჭმა.

-შეეშვი ცოტნე თვრამეტისაა.

-თვრამეტისაა რვის ხო არა შე საწყალო.

-გამარჯობა ცოტნე, კარგად ვარ მადლობა, შენ როგორ გიკითხო? - გავუღიმე გაბედნიერებულმა. ლანას მისი მსგავსი მეგობრები ყავდა, მიკვირს კიდევაც რამე სხვას რომ ველოდი ლანასგან.

-შენმა დანახვამ უფრო გამაბედნიერა მარა დილიდან ძაან კაი ხასიათზე ვარ.

-აბა რატო? - ვკითხე მე.

-კაროჩეე დედაჩემი ჩამოდის ემოგრაციიდან ორ კვირში და მაგიტოო - ხელი გადამხვია და სამზარეულოსკენ წავიდა -რამეს არ დალევ? იმ ორმა გენიოსმა არ დაგღალა გზაში?

-კოკა კოლა დავლევ, მადლობა. - ცოტნემ ღია ბარს შემოუარა და მაცივარი გახსნა, მე მაღალ ბარის სკამზე დავჯექი. ქილა წინ დამიდო და ისიც ჩემს მოპირდაპირედ ჩამოჯდა სკამზე.

-სწავლობ?

-კი, მათემატიკას.

-რაას?! ვერ ხარ გოგო შენ მათემატიკას როგორ სწავლობ. - სიცილი ვეღარ შევიკავე.
როცა სახლიდან გამოვდიოდი არ მქონდა იმის იმედი რომ გავერთობოდი, ან თავს ჩაკეტილად და მორიდებულად არ ვიგრძნობდი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ლანას მეგობრები იმაზე განსაკუთრებულნი და კარგები აღმოჩნდნენ ვიდრე მეგონა.

ცოტნე და გაბრიელი მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით თავზე მევლებოდნენ, სულ მეკითხებოდნენ რამე ხომ არ მინდოდა, ან მუსიკის ჩართვა ან დალევა. რამდნიმე საათში კი მხოლოდ კურსელები და ახლო მეგოვრები დავრჩით, უკვე კარგა ხნის დაბნელებული იყო და მეც უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

-ჰა ბარბი უაზროდ ნერვიულობდი?

-ჰო კაი მართალი იყავი

-აბა მე მოგატყუებ? ან ცუდ ხალხთან წამოგიყვანდით?

-გაბრიელ კიდე ვინემს ველოდებით? - იკითხა ლანამ მაშინ როდესაც ეზოდან მანქანის ძრავის ხმა გაისმა.

-არა ყველა ვინც უნდა მოსულიყო აქ ხართ. - წარბები შეკრა გაბრიელმა.

-აუ გაბრიელ შანსი არ არი იცოდე ის თუ უნდა მოვიდეს მე აქედან მივდივარ. - თქვა გიომ და წამის მეასედში მეც დავიძაბე.

-არ უნდა მოვიდეს ჯერ ქალაქშიც არაა, რას აიჭერი. წიწამურიდანაც არ ჩასულა საგურამოში რა ხანია, ბებომ ხუთ დღეში ერთხელ ვხედავო.

-არ იცი ხო რას ავიჭერი?!

-კაი მართლა კი არ დაგბრიდავს, მაშინ პროსტა გაბრაზებული იყო.

-ბაზარი არაა შენ რო მაგის ადგილას ყოფილიყავი და შენი მოტო ვინმეა ეგრე დაელეწა ალბად გადაირეოდი.- ჩაება ცოტნეც დიალოგში.და ამ საემულის გარდა ყველა დაბნეული უყურებდა ერთმანეთს, მათ გარდა ცხადია არავინ იცოდა ვიზე საუბრობდნენ.

-კაროჩე ეხა ეგ რო შემოვა იმ ამბებზე ხმა არ ამოიღოთ. - განაცხადა ცოტნემ.

-რა ხდება ვინარი რაარი რას ანერვიულდით? - გაიცინა ანიკომ.

-აუ ანიკო ძმობას გეფიცები მაგარი დამერხა ის თუ რამეს მიხვდა. - კიდევ გაუგებრად ლაპარაკობდა ცოტნე.

-შენიანია ვინმე? - ვიკითხე მე, გარედან კი მანქანის ფარების სინათლეც ჩაქრა.

-ბიძაშვილია ჩემი ეგ გიჟი რაღა დღეს ჩამოვიდა. - მიპასუხა.

-აუ სანამ ესენი არიან აქ, რომც გაიგოს ეგ იმ ამბებზე ხმის ამომღები არაა და მოდი რა დარჩით ამ საღამოს - იმედიანი თვალებით შემოგვიტრიალდა მათე.

-რას ბოდავ მჟავანაძე - თვალები დაუბრიალა ცოტნემ.

-არა მოიცა მართალს ამბობს. ეგ უცხოებში კი არა ჩვენთანაც ორ სიტყვას ხვეწნა მუდარის მერე ამბობს, თუ მოწვა რამე დაგვხოცავს და ესენიც რო აქ იყვნენ ხმის ამომღები არაა- მხარი აუბა გიომაც მათეს. ცოტნეს კი სახეზე ფეერი ეცვალა, თითქოს ეს იდეა მოეწონა. მე კი ზუსტად ვიცოდი აქ ვერ დავრჩებოდით ვერცერთი ჩვენ ოთხიდან.

კარის გაღების ხმამ მთელი ოთახი მოიცვა, ყველა გაჩუმდა. შემოსასვლელში შუქი არ ანთებულა მაგრამ ფეხსაცმელების და ჟაკეტის გახდის ხმა ისმოდა.

-დემე შენ ხარ? - გასძახა ცოტნემ, იმის მიუხედავად რომ ზუსტად იცოდა ვინც იყო.

დემე ოთახში შემოვიდა.

მაღალი იყო, შავი ჯინსი და შავი გრძელმკლავიანი ზედა ეცვა ზემოდან კი ჯინსის ჟაკეტი რაშიც ფიზიკურად დიდი ჩანდა რამაც დამარწმუნა რომ კვირაში რამდენიმე საათს ვარჯიშს უთმობდა, თმაც შავი ქონდა, გრძელი და ტალღოვანი, თითქმის მხრებამდე წვდებოდა, დაბალი წვრი მის გამოკვეთილ ნაკვთებს ძალიან უხდებოდა, ჩემდა გასაკვირად თვალებიც მუქი ჰქონდა, სახის გამომეტყველებაც და ცივი მზერით მიშტერებოდა ცოტნეს.

არ გავდა ცოტნეს ბიძაშვილს. ბევრად სხვანაირი ტიპი იყო.

-აუ დემე სად დაიკარგე თვენახევარია გირეკავ და გამორთული გაქ ცოცხალი ხარ? - წამოხტა ფეხზე გიო რომელსაც აფერსიტობა სახეზე ეწერა.

დემეს ზედაც არ შეუხედავს გიორგისთვის, ისე გაემართა სამზარეულოსკენ, გზად კი გვერძე ჩვენს დივანს ჩაუარა სადაც მე და ლანა ვისხედით, არც ჩვენთვის მოუქცევია ყურადღება.

არავისთვის მიუქცევია ყურადღება. ისეთი შეუწუხებელი და უდარდელი ნაბიჯებით შევიდა სამზარეულოში შემშურდა, მე ვერასდროს შევძლებდი ასეთი თავდაჯერებით შევგებებოდი უცხო ხალხს.

-ბაზარი არაა ვიცი რო ზოგჯერ წიწამურის ტყეში არ იჭერს მარა შეკაცო ერთხელ არ უნდა გაგვიხსენო? - გასძახა მათემ ჯერ ისევ სამზარეულოში მყოფ დემეს.

აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდებოდა, ვერც მე და ვერც გოგოები. დემე რატო იყო ასეთი ურეაქციო ან ბიჭები რატომ განერვიულდნენ მისი პირველი გამოჩენის თანავე. სამზარეულოდან გამოსულ დემეს ხელში ლუდის ქილა ეკავა და ერთად ერთი ცარიელი პატარა დივნისკენ მიემართებოდა. მძიმედ დაჯდა და სახეზე ხელი ჩამოისვა, მერე ჯერ ისევ ცივი და გაუხსნელი ქილა შუბლზე ვერტიკალურად დაიდო და თვალები დახუჭა.

მის სახეზე აღბეჭდილი სტრესი და დაძაბულობა ახლაღა შევნიშნე.

-რა ხდება ეხლა რაღა გინდა. - ალაპარაკდა ცოტნე და ისიც ჩვენ შემოგვიერთდა დივანზე. ყველა პატარა მაგიდის გარშემო ვისხედით. დემეს ამ სივრცეში ყოფნა ერთი ათად ამძიმებდა აურას და ოთახში თითქოს მთელ ადგილს ის იკავებდა, მისი უხმო სიმკაცრე მეც გადმომედო და ბიჭების არ იყოს აღელვებას ვერ ვშველიდი.

-ღვარცოფი ჩამოწვა, დღეს დილას ვნახე ყველაფერი დაინგრა რაც ავაშენე. - ძლივს რაღაც თქვა დემემ. მისი ხმა ბოხი და რაღაცნაირად ხრიწიანი იყო, თითქოს ჩუმად ლაპარაკობდაო მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე გაარღვია სიჩუმე რომ წამიერად შევხტი.

-რას აშენებდი შუა ტყეში დემეტრე.

-ამასწინებზე გივიმ მიწა მომყიდა და იქ ვაშენებდი, ტყესთან ახლოსაა. წვიმების მერე იქიდან წამოსულმა წყალმა სულ ჩაიტანა ყველაფეერი.

დემეტრეს გარდა ისევ ყველა დაბნეული იყო. მაგრამ ამის მიუხედავად მინდოდა საათობით მესმინა როგორ ყვებოდა წიწამურის ტყეში ღვარცოფის მიერ დანგრეულ რაღაცაზე.

-რას აშენებდი? - იკითხა წარბებ აზიდულმა მარიამმა შეპარვით.

-კოტეჯს.

-მარტო?

-კი.

-და დაგენგრა? - ჩაერთო მათეც. დემემ ისე შეხედა მზერით ეუბნებოდა ათასჯერ გამეორებას არ ვაპირებო.

-კაი და ანუ ძაან კი მიხარია შენი ნახვა, ისედაც წელიწადში ხუთჯერ თუ გამოჩნდი ხოლმე მარა აქ რა გინდა? - კითხა ცოტნემ. რაც უფრო მეტს ვიგებდი დემეზე მით უფრო მიკვირდა.

მარტო აშენებდა კოტეჯს ტყეში, მიწაზე რომელიც ოჯახის წევრებისგან ჩუმად იყიდა და თვე ნახევრის შემდეგ პირველად გამოჩნდა ამ ამბის მოსაყოლად. აჰა, ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭის ცხოვრება რა მიკვირს.
-მასალის საყიდლად, ამაღამ აღარაფერი არ იქნება ღია, ხვალ დილიდან გავალ საყიდლად და მერე ისევ უკან ვარ მისაბრუნებელი.

-კიდე მარტომ უნდა ააშენო ყველაფერი ? -კითხა ლანამ. მეც ამის კითხვა მინდოდა. და ზოგადად ამდენი დროის მარტო გატარება თან მუშაობაში და შენებაშ როგორ შეეძლო, მინდოდა მეკითხა ბევრი რამ მაგრამ საბოლოოდ ხმის ამოღება ვერ გავბედე. განა მეშინობდა, უბრალოდ ყველა ერთნაირი ინტერესით ვიყავით სავსე და დარწმუნებული ვარ დაარჩენებსაც იგივე კითხვები აწუხებდათ რაც მე.

-მარტო უკეთ ვუშაობ. - უპასუხა მან და საზურგეს მიეყრდნო.

-ბიჭო ჩამოვალთ ჩვენც შაბათ-კვირას და დაგეხმარებით რაშიც დაგჭირდება.

-არ დამჭირდება.

-კაი მაშინ აჰა, რა გიყო, ბებია გადარეულია ალბათ ასე რო გხედავს.

-არ ავსულვარ სახლში.

-აბა პირდაპირ აქ გამოქანდი?

-ხვალ აქ ჩამოსასვლელად დროის დაკარგვა არ მინდოდა.

-ვერ არის ეს მთლად დალაგებული გოგოებო, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. - ცოტნე ჩვენ შემოგვიტრიალდა და ოთხივეს მოგვატარა მზერა.

დემეტრე ეზში გავიდა, თავისი ლუდის ქილაცგაიყოლა, სიტყვის უთქმელად და უკან გამოუხედავად ჩამოჯდა შორებით მდგარ პატარა მაგიდასთან.

არ ვიცი რამ ამიტანა მაგრამ მასთან წესიერად გამოსაუბრება ისემომინდა ადგილზე ვეღარ მოვისვენე. დემეტრეს ხმის გაგება იდევ ერთხელ მინდოდა.

დაუფიქრებლად წამოვდექი და დემეს კვალს დავადექი.

-ბარბი სად მიდიხარ?

-სუფტა ჰაერზე გავდივარ. - ისე ვუპასუხე უკან არ გამიხედავს, ვიცოდი ანიკოს გაკვირვებული გამომეტყველება და გოგოების დაბნეული სახეების დანახვა თავს სემაკავებინებდა. მე კი აუხსნელი მიზეზის გამო დემესგან ორი სიტყვის გაგონება ძალიან მინდოდა.

კარები გამოვაღე და უხმაუროდ დავხურე, ის ეწეოდა და ფეხებშორის მიწას დასცქერდა, ცალ ხელში ქილა ეკავა, ცალ ხელში სიგარეტი. ჩემი ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა ზანტად ამომხედა,ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ისევ ძირს განაგრძო ყურება.

-აქამდე შენ არ მინახიხარ ბიჭების სამეგობროსთან ერთად.

-ახლახანს გადმოვედი თბილისში. - მის მოპირდაპირედ სკამზე ჩამოვჯექი. - მას პასუხი არ გაუცია, მაგრამ ვიცოდი რომმისმენდა, რაღაცმხრივ ეს საუბარი ცალმხრივი ხდებოდა მაგრამ მე არანაირი პრობლემა არ მქონდა.

-ანიკო ჩემი ბავშვობის მეგობარია, მასთან ერთად გავიზარდე.

-ქერა თმიანია ანიკო არა?-მე თავი დავუქნიე და დაველოდე რამეს როდის იტყოდა, მაგრამ წუთმა ისე ჩავლო ხმაც არ ამოუღია. მე კი წასვლას არ ვაპირებდი, არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი რატომ მაგრამ მის გარემოცვაში მყოფს არ მინდოდა ჯერ გავციებოდი.

-რა გქვია?

-ბარბარე ბერია.

-რამდენი წლის ხარ ბარბარე?

-ცხრამეტის ვხდები წლის ბოლოს, შენ რამდენი წლის ხარ?

-ოცდასამის ვხდები წლის ბოლოს. - გამაჯავრა მე

-ხუთი წლით ხარ ჩემზე დიდი. - გავუსვი ხაზი მე. სინამდვილეში მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებდით ბევრად უფრო სერიოზული და საქმიანი ტიპის იერი ჰქონდა ვიდრე სხვა რომელიმე 23 წლის ბიჭი.

-რა მაინტერესე... - წინადადების დასრულება ვერ მოვახერხე, კარებიდან გამოსულმა ლანას ხმამ შემაცერა რომელიც მეუბნებოდა რომ ჩვენი წასვლის დრო იყო.

იმ მომენტში არ ვიცოდი რის გამო, მაგრამ ცხადია ჩემი მისდამი ახლად გაღვიძებლი ინტერესის დამსახურებით არ მინდოდა ჯერ წასვლა. მაგრამ ცხადია მაინც მიწევდა.

ისიც კი მეეჭვებოდა კიდევ შევხვედროდით ერთმანეთს. იმის მიუხედავად რომ ბიჭების მეგობარია, უკვე გასაგებია რომ ხშირად ისინიც ვერ ხედავენ. ამ ფირებმა გული დამიმძიმა, მაგრამ უცნობზე მეტ ნერვიულობას და ფიქრს აღარ ვაპირებდი.

-ნახვამდის დემე - თქვა ლანამ და სახლში შებრუნებამდე ხელი დაუქნია.

-ნახვამდის დემე - მეც გავიმეორე და ნელა გავუყევი კარებისკენ მიმავალ ქვაფენილს.

-ბარბარე. - მისმა დაძახებულმა ჩემმა სახელმა ადგილზე გამაქვავა. გულმა აჩქარებულად დამიწყო ფეთქვა და წამში თავბრუც კი დამეხვა.

-გისმენ? - მისკენ შევბრუნდი.

-შენი ნომერი.

-ჩემი ნომერი?

-შენი ნომერი აკრიფე და დარეკე. - ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ზანტად გადმომიგდო, მე გაკვირვებულმა ორივე ხელით დავიჭირე და ის გავაკეთე რაც მითხრა. ჩემი ტელეფონის ზარის ხმა რომ გაისმა გავიშე და უკან დავუბრუნე.

-ნახვამდის ბარბარე. - მითხრა და შეუმჩნეველი ღიმილი სახიდან არ მოუშრებია, შებრუნებულს და კარებისკენ წასულსაც კი მისი მზერა ზურგს მიწვავდა.

როგორც კი მის მზერას მოვშორდი გულზე ხელი მივიბჯინე და დახურულ კარებს მივეყუდე. ჩემგან მარცხნივ კი, კედელზე ზურგით აკრული ლანა დავინახე რომელიც ბაცი ღიმილით და გაოგნებული გაომეტყველებით მიყურებდა.

-რა გააკეთა ეხა მაგან?- მიჩურჩულა და თითი კარებისკენ გაიშვირა.

-ნომერი გამომართვა.

-შენ რა გააკეთე მერე? - ეხლა წარბიც აზიდა და ღიმილი უფრო გაუფართოვდა.

-ზარი გაუშვი შენ ნომერზეო და.

-ვაიმე ეხლა არ გავგიჟდე, ვაიმე გადაირევა ანიკო. წამდი გოგო რას გაშეშდი. - ხელი ჩამავლო მკლავში და სირბილით შემიყვანა დანარჩენებთან.

-აუ ბიჭებო ძაან ჯიგრები ხართ მართლა, იმენა მაგრა გავერთეთ. აბა ჰე წავედით, ხო რას მიყურებ ცოტნი რომელი საათია ვერ ხედავ? ჰე სექალო გაინძერი სახლში არ გინდა დღეს მიღწევა? - აქოთქოთდა ლანა და ხან მე მკრავდა ხელს, ხან ანიკოს ხან კი მარიამს.

ხუთ წუთში უკვე დანარჩენებთან დამშვიდობებაც მოგვესწრო, ჩვენი ნივთების სეგროვებაც და ლანა მძღოლად წამომჯდარ გიორგის უჩიჩინებდა სწრაფად მივეყვანეთ სახლში.

ზუსტად ოც წუთში მცხეთიდან თბილისის გადატვირთულ ქუჩებამდე და მერე ჩვენ სახლამდე მიგვიყვანა გიომ. სახლში შესვლის თანავე ცოფების ყრა დაიწყეს ამიკომ და მარიამმა.

-შენ გოგო გადაირე? რა იყო ეს რას გამოგვაქცუნე ასე ხუთ წუთში? - უყვიროდა მარიამი ლანას.

-ხალხოო ეს რა დაგვემართა. - შუბლზე ხელი მიიბჯინა ლანამ და დივანზე თავ ატკიებული, ნატანჯი დედასავით ჩამოჯდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და მე შემომხედა.

-გაგიჟდა ეგ საცოდავი გააფრინა. - ახლა ანიკო დაიწყო ლანას ლანძღვა.

-ახლა რა ეშველება ამას, ამ 18 წლის ღლაპს, რა დროს ეგ იყო, რაღა ვქნათ. - ლანა მაინც თავისას აგრძელებდა. მე დაბნეულმა, შეშინებულმა, გაოგნებულმა და დაიმედებულმა მის წინ სკამზე ჩამოჯდომის მეტი არც არაფერზე მიფიქრია, ასე შევყურებდი გამძვინვარებულ ორ გოგოს და სევდად ქცეულ ლანას.

-რას ბოდავ შე უბედურო რას - დაუყვირა ანიკომ

-ბარბარე.

-რა ბარბარე?

-ბარბარემ ის გადაიკიდა.

-ჰა? - გვერძე ჩამოუჯდა მარიამი

-ვინ გადაიკიდა? - მე მომაშტერდა ანიკო

-გადავიკიდე? ეგ გადაკიდება რანაირადაა? - მე კიდე ლანას მივაშტერდი გაოგნებული.

-დემეტრე. დემეტრე გადაიკიდა. დემეტრე პირველი.
-დემეტრე პირველი?ვინაა ეგ - თვალები დააწვრილა მარიამმა.

-ვაიმე, დემეტრე, დღეს რო ვნახეთ პირველად ის დემეტრე და ბიჭები რო ნერვიულობით დაყარა ის დემეტრე?

-ხო შე უტვინო ხოო - დაუყვირა ნერვებაშლილმა ლანამაც რომელმაც უკვე არ იცოდა რა გაეკეთებინა.

მე კი მარტივად რომ ავღწეროთ დაბნეულობის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. მინდოდა კარგად გამომეკითხა ლანა თუ რას ბოდავდა, მაგრამ გოგონების დაპანიკება ჯერ ახლა იწყებოდა და მე ლაპარაკის საშუალებასაც არ მომცემდნენ.

ყველაფერზე მაღლა ის იდგა რომ, დემეტრე პირველი ახლა უდარდელად დაიძინებდა, ჩემზე აღარც კი გაიფიქრებდა და მით უმეტეს იმ არეულობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა რაც მისდა უნებურად გამოიწვია.

-ვაიმე რას ლაპარაკობ ლანაა? - თვალებ გადაატრიალა მარიმ.

-რას და რო გავედი ბარბარეს დასაძახებლად ერთად ისხდნენ, ლაპარაკობდნენ...

-რაზე ლაპარაკობდით გოგო?! - შემომიტრიალდა ანიკო

-ჩვეულებრივი დიალოგი, ასაკი სახელი გვარდი რას მიყვირიხარ. - გავღიზიანდი მეც.

-რა ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანო, ბიჭებსაც არ დაელაპარაკა წესიერად და შენ ჩვეულებრივი დიალოგები გაგიბა?

-არაფერი არ გამიბა მე დავიწყე საუბარი - არადა მან დაიწყო, მაგრამ ახლა გოგოებს დეტალების ცოდნა ნაკლებად ესაჭიროებოდათ.

-და რაზე ლაპარალობდით ბარბარე რაზე? - მკითხა ანიკომ

-ჩვენ მეგობრობას გეფიცები აბუქებს ეს გიჟი, ბიჭმა სახელი მკითხა ამანკიდე დააბრალა გადაეკიდაო...

-ვერ ხვდები ხო ეგ რანაირი ტიპია? -მიყვირა ლანამ

-ვერა ლანა ვერა ზუსტად ორი წუთი ველაპარაკე ხუთი წუთი ვმახე და დავემშვიდობე მე რა ვიცი რანაირი ტიპია - მეც არ დავაკელი ყვირლი

-მარტოა სადღაც ტყეში კაცმა არიცის რას შვება და რატო, მეგობრებს და ნათესავებს არ ნახულობს, წესიერადაც არ ელაპარაკება, ზედ არავისთვის შეუხედავს და შენ დიალოგები გაგიბა?!

-ისე ნუ იქცევი თითქოს ამ ერთი საუბრით რამე მართლა მოხდა, კარგად იცი რომც მომწონებოდა ეგ ბიჭი ეხლა მე არც ურთიერთობებისთვის და არც სიყვარულობანასთვის დრო არ მაქვს. ჯერ ხო შანსი არ არის მისთვისაც ისეთი სერიოზული
იყოს ეს ყველაფერი როგორიც თქვენთვის არის და მოდი შევეშვათ რა რემეტრე პირველზე ლაპარაკს.

-შენთვის მნიშვნელოვანი იყო ეგ დიალოგი?

-არა ლანა, არ იყო. ახალ გაცნობილ ადამიანს გამოველაპარაკე, შარებს რატო წევთ ვერ ვხვდები.

-შარები შენ მერე ნახე ის თუ მოხდა რასაც მე ვფიქრობ და აი უეჭველი ვიცი რო მოხდება.

-წავედი რა მე დასაძინებლად და მკითხაობას რო მორჩებით იქნებ თქვენც დაგეძინათ.

ოთახში შესულს გული ამოვარდნას მქონდა, ამდენი ტყული ასე ერთდროულად რა ხანია არ მოთქვამს.

მომეწონა დემეტრე მაგრამ იმდენად არა რომ იმაზე მეოცნება იქნებ მასზე რამე სახის ეფექტი მოვახდინე. მისნაირი ბიჭები ჩემნაირ გოგოებს არ უყურებენ სერიოული თვალით.

საწოლში ტრიალს ვერ ვეშვებოდი არადა, დემეტრეზე ფიქრით და მისი მოსვლის წუთიდან ჩვენ წამოსვლამდე ყველა მომენტი ხელახლა ალბათ ასჯერ მაინც გავიხსენე. მაღალი, ძლიერი, სიპატიური და ჩუმი იყო, ყველაფერი მომწონდა მასში რაც კი აქამდე შევამჩნიე.

ბალიშის გვერდით ჩემი ტელეფონი განათდა, შეიძლება დემეტრე ყოფილიყო? ჩემი ნომერი ჰქონდა და რომ სდომებოდა ალბათ დამეკონტაქტებოდა, მაგრამ რათქმაუნდა ხელში მის მაგივრად სპამი მესიჯი შემრჩა.

შემოსული ზარები გავხსენი და ბოლო უცხო ნომერს მივაშტერდი.

დემეტრეს ნიმერს მიშტერებულს ისევ ის შეგრძნება დამეუფლა რაც ადრე. მასთან უზომოდ მომინდა ლაპარაკი, მისი ბოხი ხმის გაგება როგორ იძახდა ჩემს სახელს.

უცხო ნომერი კონტაქტებში დავამტე და იმის მაგივრად რომ მისთვის დამერეკა და ლანას შიშები გამემართლებინა უბრალოდ ტელეფონი გავთიშე.
9
დემეტრე

დილიდან სახლში ბიჭების სიცილის და ხმამაღალი საუბრების ხმა ისმოდა.
დიდი ხნის განმავლობაში ღამე წესიერ ძილს გადაჩვეული ვიყავი, წლებია ალბათ მთელი ღამე არ მძნიებია, და არც გუშინდელი ღამე იყო გამონაკლისი.
მით უმეტეს, ლამაზი ბარბარეს წასვლის შემდეგ ცემს თავს ვერ ვცნობდი. შფოთვა არ მახასიათებდა, უბრალოდ ინსომნია რომელსაც ბევრი მუშაობით და დროის სასარგებლოდ გამოყენებით ვარიდებდი თავს, მაგრამ გუშინ საღამოს ამ გოგოს გამოჩენას ბევრი რამ მოყვა.

მაგალითად, როგორ გამინადგურა შანსი რომ ის რამდენიმე საათი მაინც დამეძინა რაც რასაც ნორმალურად ვახერხებ ხოლმე.

ან ის ფაქტი რომ მისი სახელის, გვარის, ასაკის და ტელეფონის ნომრის ცოდნა არ მყოფნიდა. რატომღაც შიგნიდან რაღაც არ მასვენებდა და მკარნახობდა რომ ყველაფერი გამეგო ამ გოგოს შესახებ.

კიდევ ის რომ გუშინ საღამოს, ბარბარეს და მისი მეგობრების წასვლის შემდეგ სახლში შესულს მათე სახეწამხდარი და ხასიათ დაკარგული დამხვდა.
მე და მათე ზოგადად ახლოს ვართ, ისე ვუყურებ როგორც პატარა ძმას და მანაც ყველაზე კარგად იცის ჩემი ხასიათი, კარგად მიცნობს , სწორედ ისე როგორც მე ვიცნობ მას კარგად. გუშინ კი ვერაფრით ვიგებდი ასეთ ხასიათზე რატომ იყო, ვკითხე კიდეც მაგრამ ცხადია ზედაც არ შემოუხედავს გაბრაზებულს. ვიფიქრე ჩემზეც ხომ არ ბრაზობდა, მაგრამ ასე რმ იყოს პირდაპირ მეტყოდა.

მანქანიდან გადმოვედი და ახმაურებულ სახლში შევედი, ბიჭები გუშინდელი ლოთობის მერე რა თქმა უნდა კვდებოდნენ და ერთმანეთს ეხვეწებოდნენ ორი ჭიქა დავლიოთ გვიშველისო.

-მისმინე შეცემა შენ მაინც რაღა დაგემართა, წამო გავიდეთ ორი ჭიქა გადავკრათ და ჩიტებივით ვიქნებით. - იხვეწება გიორგი, მათე კი ზედაც არ უყურებს, თავისი გასჭირვებია დივანზე მისვენებულს.

-რა დაგემართათ ორ ჭიქაში როდის მერე ითიშებით ასე. - გუშინ ბევრი არ დაულევიათ.

-შენ ხმას ნუ მაგონებ პირველო. - დამემუქრა მათე.
-გუშინდელიდან მეროჟები შენ და მიდი აბა მითხარი რა დავაშავე. - მათეს წინ დავჯექი დივანზე, ის წინ წამოიწია, თავზე მიდებული ცივი ნაჭერი გვერძე გადააგდო და გამწარებული მომაჩერდა.

-ბარბარეს რა უთხარი ისეთი რო შემოვიდნენ თუ არა ეგრევე გავარდნენ.

ჩამეცინა, აი თურმე რაზე მებღვირებოდა ამდენი ხანი. ბარბარე ბერიასთვის არაფერი მითქვამს, იმის მიუხედავად რომ მინდოდა წესიერად დავლაპარაკებოდი.

-რაო შენი აზრით რა ვუთხარი? - ჩამეცინა, მკერდზე ხელები გადავიჯვარედინე და ჩემი ბიძაშვილის პასუხს დაველოდე.

-ძმობას გეფიცები ძაან გამიტყდა ასე რო გაიქცნენ და მითხარი რამე უთხარი უხეშად? რამე აწყენინე?

-არა, ნომერი გამოვართვი, ეგ იყო და ეგ.

მათეს წარბები შეეკრა და სახე უფრო დაუსერიოზულდა. მაგრამ ემტი აღარაფერი უთქვამს. მე კი საქმეს შევუდექი.

უკან ვიყავი დასაბრუნებელი, რასაც ბოლო თვეების მანძილზე ვაშენებდი ნახევრად დანგრეული იყო და ამ ამბისთვის რაც შეიძლება მალე უნდა მიმეხედა. უძინარმა, დილას ადრე დავტოვე სახლი და მასალა ვიყიდე, რაც მოვახერხე ჩემს ჯიპში ჩამედო აქ წამოვიღე დანარჩენს კი მოგვიანებით მომიტანენ. შუადღისთვის უკვე იქ უნდა ვიყო და საქმეს შევუდგე, თუ მინდა რომ ამ კოტეჯის შენება იქამდე დავასრულო სანამ კარგად აცივდება.

-მე გავდივარ. - ვუთხარი ბიჭებს და კარისკენ გავემართე.

-სად გადიხარ ჯერ ეხლა არ მოხვედი, გუშინ არ ჩამოხვედი? - მეკითხება ცოტნე.

-და არ გითხარი რატომაც ჩამოვედი?

-ვა იყიდე უკვე ყველაფერი, რაიყო დემეტრე ერთხელ ჩვენც რო გვაცადო დახმარება რაიქნება.

-აუ იმენა გენიოსი ხარ მატე რა, წამო დავაწვეთ და ერთად ავიდეთ, დაგეხმარებით რა, თორე ჩვენ რო აქ დავრცეთ ეს ორი დღე სმის გარდა არფერს არ ვიზავთ. - ალაპარაკდა გიორგი.

-გამოცდები არ გაქვთ თქვენ?

-რა დროს გამოცდებია, დავაი ეხა გაემზადეთ და ერთად გავიდეთ, შენ კიდე დემე ხმა არ ამოიღო არ დაიღალე სუ მარტო რო დადიხარ?

-არა.

-აუ საღოლ ანუ მოვდივართ, ჯიგარი ხარ.

მე გარეთ გავედი და მანქანასთან დაველოდე ბიჭებს, ხელში ტელეფონს ვათამაშებდი. ისევ ბარბარე გამახსენდა რომლის ნომერიც ახლა ტელეფონში მქონდა და შემეძლო მისი ხმა ერთი დარეკვით გამეგო.

მისი ნომერი მოვძებნე და ის იყო უნდა დამერეკა რომ სახლიდან გამოვარდნილი ცოტნე შემრჩა ხელში რომელიც სირბილით ჩაჯდა წინა სავარძელზე.

თავი ისევ ბავშვი მეგონა მათ გარშემო, ისევ მერვე კლასელი რომელიც რატომღაც სულ მეშვიდე მა მეექვსე კლასელებთან ერთად დადიოდა.

ბარბარე ბერიასთან დარეკვას დაცდა მოუწევდა, რამდნიმეე დღით მაინც. იქამდე სანამ ბიჭები უკან არ დაბრუნდებოდნენ და მისი ხმის გაგონებაში ხელს არ შემიშლიდნენ.

მეორე დღიდან საკუთარ აზრებში დაკარგული ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდებოდი, ვერც სამსახურში დავუდე აქამდე სულ მხიარულად რომ ვიყავი იმ ბავშვებთან ერთად გართობას გულს, მანანა დეიდამაც შემამჩნია, გოგონებზე ლაპარაკი აღარ მაქვს, დილიდან შეპარული მზერებით მიყურებდნენ, თითქოს ჩემგან რამეზე რეაქციას ელოდნენ, მაშინ როცა სათქმელი არაფერი მქონდა.

მაგრამ საფუქრალი მქონდა ბევრი, მეგონა გუშინდელის შემდეგ მასზე ფიქრს შევეშვებოდი, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
მომდევნო რამდნიმე დღე დემეტრე პირველის მეტი არაფერზე მიფიქრია, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემს ცხოვრებაში დაუსწრებლად ერეოდა და ყველა აზრს მირევდა. ასეც იყო, ერთი შეხვედრის შემდეგ ჩემი გონების ყველა ლაბირინთს მისწვდა.

მის გარემოცვაში ყოფნა მაგნიტური იყო, რაღაც უხილავი ძალა ჩემს ცნობისმოყვარეობას სულ მისკენ იზიდავდა. ვიჭერ ჩემს თავს მზერას რომ ვიპარავ, წამით ვაგრძელებ, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და ამ მოპარულ წამებში ჰაერში დევს უთქმელი სიტყვების სამყარო. ეს არის საიდუმლო ინტერესი, ალი, რომელიც ციმციმებს ჩემი გულის ჩრდილში, ცეკვავს იმ ემოციების რიტმზე, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ გავიგე.

მისი გამომეტყველების უცვლელი სილამაზე, მისი სიცილის ტემბრი - ეს დეტალები ჩემს გონებაში ყოველ დღე მეორდებოდა.

ღამდენიმე დღის განმავლობაში მასზე შეუჩერებლად ფიქრი თავს მატკიებდა მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.

ერთი კვირის თავზე, შაბათ.კვირას სახლში მხოლოდ მე და ლენა ვიყავით როცა კარებზე კაკუნი გაისმა და მერე ცოტნეს მხიარული ხმა.

-აე ლანიკო გამიღე
ლანა უცბად წამოხტა დივნიდან, პოპკორნიანი ჯამი მაგიდაზე დადო და ვამპირის დღიურები დააპაუზა.

კარების გაღების თანავე ცოტნე, მათე და გიო სახლში ერთბაშად შემოვიდნენ.

-ვა ბარბარეს სალამი- გადამკოცნა გიომ, ცოტნე კი გვერძე მომიჯდა და ღიმილით მომაჩერდა.
-აქ რას აკეთებთ?
-კაროჩე, ალაგდით ეხა, მარის და ანიკოს დაურეკეთ და წავედით. - გვახარა გიომ.
-სად წავედით?
-ბებიაჩემთან, ამ ლამაზ შაბათ დღეს თბილიში ხო არ დაგტოვებთ.
-გიო, გოგოებს არ ვიცი ცალიათ თუ არა. - თქვა ლანამ.
-კაი რა გთხოვ, მიდი დაურეკე გაარკვიე და წავედით რო მალე ავიდეთ. ბებიაჩემი გემრიელ ლობიანებს დაგვახვედრებს და ჩვენ კიდე სუფთა ჰაერზე დავისვენებთ.
-და საიდან მოიგონე გეხვეწები.
-ბებომ დარეკა დემეა ამოსულიო და მეთქვი ბარემ ყველა ავიდეთ ცოტა ხანს მაინც გავაღწევთ აქედან.

ნახევარ საათში უკვე მანქანაში ვისხედით მე, გიო, ლანა და ცოტნე. მათე თბილისში დარჩა თავისი მანქანით გოგოების წამოსაყვანად.

მე კი სიხარულს ძლივს ვმალავდი, ერთი სული მქონდა დემე კიდევ ერთხელ მენახა.

მომნატრებია.

ჭიშკარში მოხუცი ქალი იდგა, ღიმილით უყურებდა მანქანას და თან ხელს გვიქნებვდა. შრიდანაც ვამჩნევდი მის თვალებში ჩამდგარ ცრემლებს და თითქოს სევდა შეპარულ სიხარულს ალბათ ხშირად ვერ ხედავდა მის შვილიშვილებს და საყვარელ ადამიანებს.

მანქანის სახლის წინ დაყენების შემდეგ გარშემო მიმოვიხედე, ეზოში ლამაზი ყვავილები ხარობდა მაგრამ ბაღჩა მოუვლელს გავდა, ალბათ ბიჭების ბებიას ბევრი დრო არ ჰქონდა ხოლმე აქაურობის მოსავლელად. სახლი არც ისე დიდი იყო მაგრამ ზუსტდ ისეთი მაღალი და ძველებური როგორიც წარმომედგინა.

დემეტრე სახლის შესასვლელში იდგა, ხელში დიდი ყავის ჭიქა ეკავა და ბიჭებს უყურებდა, ერთი კვირის შემდეგ მისმა ნახვამ ხელახლა გამიღვიძა ინტერესი და მასთან ლაპარაკის სურვილი.

-ვა დემე რაიყო რა სახით იყურები უკვე გეზარებით? - კითხა ცოტნემ და მისკენ წავიდა.

-ბარბარე რო მომიყვანეთ რაღა დამაზარებს თქვენ თავს. - უცბად გაკვრვებისგან მივაშტერდი, სახეზე წამოვხურდი და დარწმუნებულ ვარ წამოვწითლდი კიდევაც. ის მე მიყურებდა, თვალის მოუშორებლად და საერთოდ არ ერიდებოდა იმის რაც ახლა თქვა.

-ვა ეს ის არის რაც მე მგონია? - იკითხა გიორგიმ სიცილით, ხუმრობით და მეც უცბად დავწყნარდი. დემეს ხუმრობას ახლაღა მივხვდი, სირცხვილიც გადამავიწყდა და სიმორცხვეც.

-ეგაა რაც შენ გგონია. - ვუთხარი სიცილით და სახლისკენ გავემართე რომ გიოს და დემეს ბებიას მივსალმებოდი.

-მათე სად დაგეკარგად ბავშვებო? - იკითხა ქალმა და მე შემომხედა, მასთან გაღიმებული მიმავალი რომ დამინახა.

-მათე ჩემს მეგობრებს დაელოდა წამოსაყვანად, გეცოდინებათ ანიკო და მარიამი.

-კი შვილო როგორ არა, ჩემი ანგელოზივით გოგო ანიკო ბოლოს როდის ვნახე არც მახსოვს, ამოვიდეს ეგ თხა როგორ მომნატრებია. - მის სიტყვებზე ღიმილი ვეღარ შევიკავე.

-მე ბარბარე ვარ, ანიკოს ახლობელი და გოგოების მეგობარი.

-რუსო ვარ მე, აგერ ამ ბედოვლათების გამზრდელი. - მოლაპარაკე გირგიასა და დემეტრესკენ გაიხედა მან.

-ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო რუსო. - ღმილით ვუპასუხე მე.

-რა ქალბატონო გოგო, არ გადამრიო, ბებია დამიძახე და ქალბატონო მეორედ არ გამაგონო.

მისმა სიტყვებმა ბებიაჩემი გამახსენა, მარტვილში რომ იყო ჩემს ოჯახთან ერთად. ის და ბაბუღა მელაპარაკებოდნენ, არც დედაჩემისგან, არც მამაჩემისგან და არც ჩემი ძმისგან სიტყვა არ მქონდა გაგონილი თბილიში გამოქცევის შემდეგ, ბებოღა მამხნევებდა ხოლმე და ხალისსაც ის მიბრუნებდა.

-რაზე დაღონდი ბაბი - რუსო ბებოს ამ სიტყვებმა უფრო დამამძიმა, ზუსტად ასე მეძახდა ბებიაც ბავშვობაში.

-დიდი ამბავია ეგ რუსო ბებო. - ვუთხარი ამოოხვრით.

-მოდი ბებია სანამ ესენი შემოვლენ მე, შენ და ლანამ ჩაი დავლიოთ, კაი ხაჭაპურები მაქვს და გაგითბობთ და მომიყევი ეგ შენი დიდი ამბავი.

შემდგომი რამდენიმე საათს განმავლობაში რუსო ბებიას ქოთქოთს ვისმენდი და მის უკმაყოფილო კომენტარებს ჩემი ოჯახის შესახებ. ბებიაჩემის დიდებას მოყვა და ჩემი ძმის კრიტიკას, როორ მიმატოვა ასე ვიღაც გადამთიელი უცხო ბიჭის ცუდი საქციელის გამო და მერე როგორ არ მომიხადა ბოდიში ამდენი ხნის შემდეგ.

სინამდვილეში, ჩემს ოჯახზე ფიქრს და ლაპარაკს თავს საოცრად ვარიდებდი. გული ერთი ათად მიცემდა რამდენჯრაც იმ დღევიხსენებდი ბათუმშ რომ ამოვყავი თავი, ბადრი ბერია როომ თავზე დამადგა და ისე მომიშორა თავიდან თითქოს არაფერიო. ჩემი ძმის გვერში დგომის მდი იმ წამს ისე მქონდა როგორც ღმერთის რწმენ, მაგრამ იმ დღემ და მის სემდეგ კიდდევ ასმა დღემ ისე ჩაიარა რომ არც გიაკოს ხმა მსმენია და არც რომელიმე სხვა ოჯახის წევრის, ბებოს გარდა ცხადია.

-შენ არ იდარდო ბაბი მაგაზე, დრო გავა და მიხვდებიან რომ უშენოდ არ შეუძლიათ და თავიანთი დანაშაულის გამო ბოდიშ მოგიხდიან.

-არამგონია, დიდი ხანი გავიდა მაგ ამბდან და აქამდე დამირეკავდნენ ან მომწერდნენ.

-დედაშენი დაგირეკავს აუცილებლად.

-ჰო იმედია დამირეკავს.

ბიჭები საღამოხანს დაბრუნდნენ კოტჯიდან, ზუსტად არ ვიცი ისევ დაიწყო დემემ ხელახლა შენება თუ არა მარამ, დაღლილებს და მშივრებს გავდნენ ორივე. ზუსტად მაშინ შემოაყენა მათემაც მანქანა საიდანაც ანიკ და მარიამი ცელოფნებით დახუნძლულები გადმოხტენ.

-ვგრიალებთ ამაღამ. - გვახარა სახლში შემოვარდნილმა მათემ.

-სასმელი ამოვიტანეთ ძაან ბევრი. - თქვა ანიკომ და მონატრებულ რუსო ბებოს ლოყაზე ბევრი აკოცა.

-რად გინდოდათ გოგო სასმელი, ჩემი ქმრის ოქროსავით ღვინო მაქვს და ის დაგელიათ.

-ბე კაი რა ეგ ახალი წლისთვის და სააღდგომოდ. - უთხრა გიომ და გვერძე მომიჯდა, ჩემი გაცებული ჩაის წიქა აიღო და ბოლომდე დალია.

-ღორი ეს, შენ უცხო ხარ თუ ახალი ამ სახლში, ბავშვს ო არ წაართვა ჭიქა. - უსაყვედურა რუსო ბებომ.

-რუსუდაან შენ არ იცი თორე ამას რო უყვარს საჭმლის გაყოფა ისე არავის.

-კაი დამღალე უკვე, წავედი მე მაღლა და დავიძინე, იცოდე ხვალ პახმელიაზე ბულიონი რო არ ჭამო გაგაგდებ გიორგი.

-შენს თავს ვფიცავარ შევჭამ ბე.

რუსო ბებოს წასვლის მერე გვიანობამდე ვსვამდით და ვლაპარაკობდით, ისიც გავიგეთ თურე ბავშვობაში დემე და გიო მეზობლების ბოსტნიდან კიტრს და მწვანილს იპარავდნენ და ჩუმად ჭამდნენ, კიდევ გავიგეთ რომ მათეს მიჯნური ყავს და ის გოგო ზედაც არ უყურებს, ამას გული აქვს გახეთქვას, ომ ხედავს ფეხქვეშ მიწა ეცლება და თავგზა ერევა.

გვიან მერე ნელ-ნელა დაშლა დავიწყეთ, ცოტნეს მაგიდზე ჩამოეძინა, ლანამ კაგად დასცინა, მათემ მერე მაღლა აიყვანა რომ საწოლზე დაეწვინა. მარიამმა მეტს ვეღარ დავლევო და ისე დაიწყო მაგიდის ალაგება არც არავუსთვის უკიტხავს. მათე ტელეფონზე ჩამოეკიდ და ხან თავის გულის სწორს ურეკავდა ხან უამრავ მესიჯს უგზავნიდა იმის იმედით რომ რომელიმეს მაინც უპასუხებდა.

დემეც ლანას ეხმარებოდა ყველფრის ალაგებაში და როცა დაინახა რომ ჩვენც დაძინებას ვაპირებდით, ისიც მაღლა ავიდა.

ოთახში შესულს, გოგონებს რომ უკვე დაღლილობისგან და სასმლისგან ასძინებოდათ მე კი საწოლში სიცივეს ვერაფერს ვშველოდი, მერეღა გამახსენდა გვიანი შემოდგომის შემოპარული სიცივე და მისაღებში დივანზე დადებული თბლი პლედი. უცბად ავდექი, ნათხოვები ჩუსტები და ჟაკეტი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი.

ძალიან ნელა დავდიოდი, არ მინოდა არავის გაღვიძება, მით უმეტეს ხის სახლი იყო და ყოველი ნაბიჯი პოლის ჭრიალს იწვევდა. მისაღებში შესულს გულზე მომეშვა ადილეა ისევ დივანზე რომ დამხვდა.

ის იყო ხელში უნდა ამეღო რომ შემოსასვლელი კარები გაიღო და დემეტრე შემოვიდა. მოკლე მკლავნი მაისური ეცვა, სპორტული შარვალი და საერთდ არ ჰგავდა გვიანი ღამის სუსხისგან შეწუხებულს.

-ბარბარე შენ რატო არ გძინავს. - წარბები შეკრა და ამათვარიელ-ჩამათვარიელია, სიმხურვალემ ისე დამიარა საერთოდ აღარ მჭირდებოდა ადიელა.

-ვაპირებდი დაძინებას, უბრალოდ სიცივისგან თვალი ვერ მოვხუჭე. - თავი დამიქნია და დივანზე ჩამოჯდა, მზერას ისევ არ მაცილებდა. შემეძლო დავმშვიდობებოდი და ოთახში დავბრუნებულიავი გოგონებთან, მაგრამ შემეშინდა ამ შნსის გამოტოვება და უცბად გავაგრძელე დიალოგი.

-შენ არ გეძინება?

-არა, ასე ადრე ვერ ვიძინებ.

-ადრე? ღამის სამი საათია. - მეც გვერძე მივუჯექი და ფეხებზე ადიელა გადავიფარე. მან კი ამის შემხედვარემ ჩაიცინა.

-რა ვქნა ვიყინები. - ვუთხარი უცოდველად, დემეტრემ უცბად ადიელა მომაშორა და ხელახლა გადამაფარა. გადმოიხარა და ჩემს მარცხნივ მჯდომმა მარჯვენა ბარწაყზე დამადო ხელი, ადიელა გვერდიდან შემომიკეცა და მერე მუცელთანაც კარგად გადამაფარა. სუნთქვა შეკრული ვუყურებდი მის თითოეულ მოძრაობას, მის გახურებულ ხელის გულს ისევ ბარძაყზე ვგრძნობდი, მეორე ხელს კი მუცელზე. სამ წამიანი სიახლოვ და ჩემი გაყინვა ერთი იყო, ადრინდელი სიმხურვალე უცბად ჩაანაცვლა სიცივემ და ძილვს შევხედე დემეტრეს თვალებში.

-ცუდად გეფარა.

ჩავახველე რომ სიტყვის ამოღების უნარი დამებრუნებინა.

-მადლობა. ღამის სამი საათი თუ ადრეა, ალბათ თორმეტზე ჯერ ისევ მუშაობ ხოლმე.

-ხო, მუშაობა მირჩევნია დროის უაზროდ კარგვას.

-ღამის თორმეტზე დრო როგორ უნდა დაკარგო

-დილის საათებამდე მაინც ვერ ვიძინებ და ამიტომ არც ვწვები ხოლმე.

-ახლა სად იყავ, დასაძინებლად არ ახვედი შენც?

-სახლიდან გავედი კი. - მითხრა ჩაცინებით და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადამიწია. მე გააკვირვებულმა უცბად უან გავიწიე და დაბნეულმა შევხედე.

-მოიცა უკან დაბრუნდი კოტეჯში?

-ხო, თხუთმეტი წუთის გზაა და სანამ დრო მქონდა ცოტა წავიმუშავე. - მითხრა შეპარული ღიმილით, რაღაცას მატყუებდა.

-მატყუებ დემე?

-არა ბაბი.

-ამ შუა ღამეს, ამ უთენიას მორჩი მუშაობას და დასაძინებლად ამოხვედი, ამდენი რომ ვსვით შენ ადამიანი არ ხარ არ დაგათრო?

-არ ვთვრები ორ ჭიქაში.

-და იფქრე იქნებ რამე ავაშენოვო და ტყეშ ახვედი?

-ხო ბარბარე, წამო განახებ რაც ავაშენ თუ გინდა.

გოგოები ხვალ ალბათ მომკლავდნენ.

-არა რო გათენდება მერე მანახე.

-გეშინია ბარბე? - დემეტრესი არა, მაგრამ ამ სიტუაციის, უცნაური ენერგიით დატვირთული ღამის და მის სიახლოვის კი მეშინოდა, იმისიც მეშინოდა დემეტრე შეუპოვრად რომ არ მაცილებდა შეპარულ მზერას.

-ეგ რა შუაშია.

-კანკალებ ბარბარე.

-სიცივის გამო ვკაკალებ.

-ადე წამო - უცად ჩამავლო ხელი მაჯაზე და წამომაყენა, მეც ავდექი და გავყევი. მი თლილი თითები პულსზე მეხებოდა და ვიცოდი ჩემს სწრაფად მფეთქავ გულის ცეას ისე გრძნობდა როგორც ცივი ღამის სუსხს მე. გარეთ გამიყვანა, სიცივემ უფრო დამიარა და კიბეებზე უცბად არბენის შემდეგაც აკანკალებული შევყევ დემეს ჩაბნელებულ ოთახში.

-დაჯექი მიდი. - დალაგებულ საწოლზე მიმითითა და მეც აქეთ-იქით დავწყე თვალების ცეცება, მის ოთახში ვიყავით და მინდოდა ყველაერი მენახა რაც მის პირად სივრცეში ჰქონდა. ხის ძველებური სტილის მაგიდა და სკამი ფანჯრის გვერდით, პტარა შავი დივანი რომელსაც ზედ ხელით ნაქსოვი ადიელა ეფარა და მასზე ნოუთბუქს, სიგარეტის პაჩკას და ორ სქელ ყდიან წიგნს დაედოთ ბინა. იატაკიც ხის იყო, სუფთა და ზოგადა ოთახში არაფერი არ ჰგავდა უადგილოდ დადებულს.

მე ისევ ოტახს ვათვალიერებდი, თვითონ დემემ მაღალი კარადის კარი გახსნა, გრძელმკლავიანი ზედა და თბილი ნასკები ეკავა ხელში. როცა გვედით მომიჯდა და შემოხვეული ადიელა მომაშორა ხმა არ ამომიღია, მაინტერესებდა რას იზავდა. მისი სიახლოვე ყველანაირი პროტესტს სურვილს მიქრობდა.

-ასე გძინავს? - ჩემი საყვარელი თხელი მაისურში ჩაცმული ისე შემათვალიერა უცად შემრცხვასავით.

-შენ საერთოდ არ გძინავს თურმე და მე ჩაცმულმა რომ დავიძინო რა მოხდება. - ავიბზუე ცხვირი, დემეს კი მშვიდად ჩაეცინა, მისი შემხედვარე ღიმილი მეც ვერ შევიკავე. აივნიდან მკრთალი ნათურის შუქი შემოდიოდა და ჩაბნელებულ ოთახს მუქ ყავისფრად აფერადებდა.

-ბარბარე ფეხი ამოწიე მაღლა - მეც ის გავაკეთე რაც მითხრა, ხელი მუხლზე ჩამოვიდე და ნიკაპით დავეყრდენი, ვაკვირდებოდი როგორ ჩამაცვა დიდი წინდა და თავს ძლივს ვიკავებდი სახეზე არ შევხებოდი და მისი თითოეული ნაკვთი ხელით არ შემეგრძნო. ახალ ამოსული წვეი რბილს და ამავდროულად უხეშს ჰგავდა, სავსე ტუჩებზე ერთგან დამსკდარ კანს ვხედავდი. ცხვირი წამოწითლებოდა და ახლაღა მივხვდი მასაც ამინდისთვის შეუფერებლად რომ ეცვს. სანამ ის მეორე წინდას მაცმევდა მანამდე მე ბალიშთან დადებულ პლედს გადავწვდი და უცად შემოვახურე ბეჭებზე და შიშველ მხრებზე. ამომხედა და თავი ნელა გააქნია.

-რაიყო

-არაფერი წესით შე გციოდა მე კი არა

-წესით შენც არ გაქ ხოლმე გაწითლებული ცხვირი - ისევ განა და თმაზე ხელი გადაისვა, უკან გადაწეული ისევ ხელახლა მათვალიერებდა.

-სულ რას დამცინიხარ.

-საერთოდ არ დაგცინივარ - ისევ ფართოდ გამიღიმა და თავი გვერძე გადახარა.

-ოო საერთოდ რას ამოგყავდი თუ უნდა დაგეცინა ხან რა მაცვია ხან კიდევ რას ვამბობ იმაზე.

-კაი კაი ვსო აღარ დაგცინივარ.

-წავედი მე რა.

-მე რო არ მეძინება ასე მოწყენილი უნდა დამტოვო? - ამ დემეტრე პირველზე ამბობდნენ ორ სიტყვასაც არ იძახის გადაბმულად, ხალხს ზედ არ უყურებს და ხმას არავის სცემსო?

-აბა დავრჩე? - დაბნეულმა სევხედე, ძალიან მინდოდა დარჩეა მაგრამ თან მეშინოდა.

-ჰო დარჩი

-მეძინება გვიანია უკვე - ვცდილობდი ყველა საბაბს ოვწიდებოდი რომ წავსულიყავი, მაგრამ თან მინდოდა არ გავეშვი.

-აქ ვერ დაიძინებ?

-მერე შენ?

-დივანე დავიძინებ საწოლზე თუ არ დამაწვენ. - მითხრა ღიმილით.

-მაშინ დავრჩები.

-მოდი დაჯექი აქ, რამე კინოს ვუყუროთ, ვიცი რო არ გეძინება. - მე გავუღიმე და საწოლზე შუაში დავჯექი, ადიელა გადავიფარე და ცხვირი ზედას საყელოსი ჩავყავი. დემეს სუნი ჰქონდა.

დემემ თავისი ნოუთბუქი აიღო დინიდან და გვერდით მომიჯდა, მე კი უცებ დავიძაბე და როცა ჩემი დიელა გადაიფარა მერეღა მივხვდი რას ვაკეთებდი, მაგრამ უკან დასახევად არც გამბედაობა და არც სურვილი არ გამაჩნდა.

ფილმს გაუნძრევლად ვუყურებდი იმის შიშით რომ უხერხულობა ან არაკომფორტული სიტუაცია არ შემექმნა.

მთელი დღე წესიერად არც გვილაპარაკია მე და დემეს, მეგონა ამ დღეებში და საერთოდ, აიმეირდან ზედაც არ შემომხედავდა, მაგრამ სინადვილეში არ ვიცოდი ახლა მისი ყურადღების ცენტრში მყოფს თავი როგორ მეგრძნო.

დემეტრე ისე მიზიდავდა როგორც აქამდე არავინ, მისი სიახლოვე მამშვიდებს და ამავდროულად მაბნევს, მინდა სულ მე მიყურებდეს მაგრამ თან მრცხვენია ჩვენი მზერა არ შეხვდეს.

არაფერი საერთო არ გვქონდა, მას გარეთ ყოფნა მსწონდა, სადღაც ტყეში მარტო ყოფნა და სიჩუმე, მე კი ბავშვობიდან ხალხმრავლობას მიჩვეული ის მსურდა სულ ჩემი ახლობლების გარემოცვაში ვყოფილიყავი. ჩემზე თითქმის ხუთი წლით დიდი იყო, უნივერსიტეტიც დამთავრებული ჰქონდა და ისე ცოვრობდა როგორც ისურვებდა.

ალბათ უამრავ ქალთანაც ყოფინლა, თანაც მისთვის შესაფერისებთან. გამოუცდელ და ასაკით პატარა, ჯერ ისევ ჩამოუყალიბებელი მომავლითა და ოჯახისგან მიტოვებული ბარბარე ალბათ არაფერში უნდოდა.

მაგრამ თუ ასე იყ, ახლა ჩემს გვერდით რატომ იჯდა და ამ ფილმს რატომ უყურებდა. შეეძლო დაეძინა, წიგნი წაეკითხა, რაც უნდოდა ის გაეკეთებინა სიმარტოვეში, ისე როგორც ერჩივნა ხოლმე, ან თუნდაც ფილმი ენახა მარტოს.

მაგრამ აქ ვიყავი და დემეტრესაც ვერ ვამჩნევდი რამის შეცვლის სურვილს სახეზე.

ხელებზე შემცივდა და ადიელის ქვეშ ჩავყავი, ისეთ სიმყუდროვეში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. სახლიდან წამოსვლის შემდეგ თავი ასე თბილად არ მიგრძვნია. ძილ-ბურანმაც ისე წამიღო არც მახსოვს.

მხოლოდ ის მახსოვს რომ დილას დემეტრეს მკერდზე აკრულს გამეღვიძა. ორივე მკლავი წელზე შემოეხვია და ძლიერად ვყავდი მიხუტებული.

როცა ფანჯრიდან გავიხედე შვებით ამოვისუნთქე ჯერ ისევ განთიადი რომ იყო, ძლივსძლიობით დავაღწიე მისი მკლავებიდან თავი. ისიც მოვახერხე რომ დემეტრე არ გამეღვიძებინა და სწრაფად ჩავირბინე კიბეეი, უხმოდ შევედი ოთახში გოგოებთან და ისე ჩავწექი საათების წინ მიტოვებულ ცივ საჭოლში ჯერ ვერც ვაზრებდი რა მოხდა.

დემეტრე

***
დილას კარის ჭრიალის ხმამ გამაღვიძა.

ძლივს ჩაძინებულს როგორც ყოველთვის ახლაც დაღლილი ვიყავი. მაგრამ იმის მიუხედავად რომ უკვე წლები იყო ყოველი დილა ერთნაირად იწყებოდა, ამ გაუთავებელ დაღლილობას და უძილობას მაინც ვერ ვეჩვეოდი.
საწოლიდან წამოვდექი და მერეღა გამახსენდა გასულ ღამეს მომხდარი. მე შუა ღამეს სამუშაოდ გავედი, უკან დავბრუნდი, მისაღებში ბარბარე დამხვდა, ჩემს ოთახში ამოვიყვანე, ფილმს ვუყურეთ, ერთ საწოლში გვეძინა.

როგორ დავუშვი რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო? იმის მიუხედავად რომ მის მიმართ ჩემი გრძნობები პირველი დღიდანვე არ ყოფილა ცივი და უინტერესო, რაც გუშინ ღამე მოხდა ყოვლად დაუშვებელია. მარამ გუშინ როგორც კი იმ სახლის მისაღებში დავინახე სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული, სპორტულ შარვალსა და თხელ მაისურში, თითქოს სწორის და არასწორის გარჩევის უნარი დავკარგე.

არც მსურდა მისი გაშვება, მინდოდა დიდი ხანი მეყურებინა მისი ლამაზი სახისთვის და ჩემს სიახლოვეში მყოლოდა და ომესმინა ყველაფრისთვის რაც სათქმელი ჰქონდა. ვიცოდი რომ ბარარე ბერია მომწონდა, მაგრამ ნელ-ნელა და დღითი დღე ეს მოწონება სხვა რაღაც ხდებოდა.

ვიცოდი, ძალიან კარგად ვიცოდი რომ მისთვის ჩემთან სიახლოვე და რამე სახის ურთიერთობა საზიანო იქნებოდა, არაერთი მიზეზის გამო.
პირველ რიგში, ბარბარე ჩემზე პატარა იყო, ჯერ ახლახანს დაიწყო უნივერსიტეტში სიარული, მისი ოჯახიც ალბად იმედით და მოლოდინებით აღსავსე ელოდნენ მათი ბარბარეს წარმატებას, არც ერთი მათგანი არ გეგმავდა ჩემნაირი ტიპის მის ცხოვრებაში ყოფნას.
და სიმართლე ის არის რომ ბარბარე ბერია ჩემზე ბევრად უკეთესს იმსახურებდა.

გუშინ მომხდარი არასდროს უნდა განმეორებულიყო, ბარბარეც უნდა დამევიწყებინა და ჩემი გრძნობებიც მისდამი.

ოთახიდან გასულს დილის სუსხი შემეგება, რამაც გიშინდელი გამახსენა. ბარბარეს ახლაც ჩემი ტანსაცმელი ეცვა. ამაზე ფიქრიც კი გონებას მაკარგვინებდა.

ბარბარე საუზმემდე თვალით არ მინახავს, კიდევ კარგი. თორემ ჩემს თავთან დადებულ პირობას რომ მისგან თავი შორს დამეჭირა წამის მეათედში დავარღვევდი.

საუზმის დროს ბებო გოგოებს თავს ევლებოდა, ლანა სამჯერ გაეგზავნა ბოსტანში ახალ ახალი კიტრის შემოსატანად და როცა კიდევ ერთხელ წამოხტა გასასვლელად მეც მაშინ შევხედე ჩემ გოგოს, ბარბარეს მეორე ჭიქა ჩაიც დაუსხა ბებომ და რამდენიმე ნაჭერი ხაჭაპური აჭამა რისთვისაც ძალიან მადლობელი ვიყავი. ჩვენი პირველი შეხვედრიდან დღემდე ის უფრო გამხდარიყო, როგორც სტუდენტებს ჩვევიათ ალბათ საკუთარ თავს საკმარის ყურადღებას ვერ აქცევდა, ახლა კარგად კვება კი ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

-დემე რაღაც საქმე მაქ და გამო ორი წამი რა- როგორც კი ჭამას მორჩა ფეხზე წამოდგა მათე და გარეთ გავიდა, მეც ხმის ამოუღებლად გავყევი უკან.

ბოსტნის კარებთან შეჩერდა და ანთებული თვალებით მომაჩერდა.

-რას აკეთებ დემეტრე?

-რას ვაკეთებ? - მოაჯირს მივეყრდენი და მკერდზე ხელი გადავიჯვარედინე. მისი გაბრაზებული მზერა უკვე ნერვებს მიშლიდა, დღეს ბიჭებთან ჩხუბს კი ნაღდად არ ვაპირებდი.

-ნუ დაიშტერებ ეხლა თავს, ბარბარეზე გეკითხები. დღეს უთენიას იცი რა დავინახე? შენს ტანსაცმელში გამოწყობილი, მომღიმარი და თმააჩეჩილი ბარბარე როგორ გამოდიოდა შენი ოთახიდან. - ამჯერად სიბრაზე და გაღიზიანება ცხადად ვიგრძენი.
ვერ ვიტანდი ჩემს საქმეში რომ ერეოდნენ, მაგრამ იმას უფრო ვერ ვიტანდი ჭკუას რომ მარიგებდნენ.

მათეს გარეშეც ვიცოდი რომ ჩემი საქციელი არასწორი იყო.

-არაფერი არ მომხდარა. ასეც რომ არ იყოს, ძაან კარგად იცი რომ არაფერ ისეთს არ გავაკეთებ მერე რო გაპრობლემდეს.

-რატომღაც არ მჯერა მაგ სიტყვების პირველო, იცი რატო, იმიტორო პირველივე დღიდან ყველა გეუბნებით მაგ გოგოზე რო შეეშვა და ასე კრუგებს ნუ უვლი, შენ კიდე დგახარ და შენ ოთახში აგყავს ყმერთმა იცის რის გასაკეთებლად?

-გეუბნები არაფერი სერიოზული არ ყოფილა თქო, ციოდა და არ ეძინებოდა, უბრალოდ ფილმს ვუყურეთ და ჩაეძინა, ეგ იყო და ეგ.

-ვსო დღეიდან დაივიწყე ეგ გოგო, პატარაა, პრობლემები აქვს და შენ ნუღა დაუმატებ.

-ისედაც არ მაინტერესებდა. -ვთქვი და სახლისკენ წავედი. დღეს საკმარისი ტყუილები ვთქვი.

ბარბარე

***
სახლში მისულს გოგოებიც და მეც სიახურს ვერ ვიკავებდით, ერთამენთშ გასული ორი დღის ამბებს გაუჩერებლად ვუყვებოდით და თითოეული პატარა დეტალი ღიმილს გვგვრიდა.

-არა ასე კარგად სახლში ვერ ვისვენებ ხოლმე, თან ცოტნე რა გიჟია ღმერთო კინაღამ რო იმ ხიდან ჩამოვარდა. - თქვა მარიმ.

-კაი რა გიჟი კიარა დებილია მართლა რო ჩამოვარდნილიყო მერე დამტვრეული ფეხებით უნიში როგორ გინდა სიარული. - აყვა ანიკოც მეგობრის ლანძღვას.

-აუ ხალხო მე წავედი რა ვიბანავე, ბარბი გთხოვ რა წამო შენი თმის ნიღაბი მასწავლე როგორ წავისვა. - მეც უკან გავყევი ლანიკოს.

როგორც კი აბაზანაში შევედით ეგრევე კარები ჩაკეტა ლანამ. სერიოზული სახით მიყურებდა მე კი უკვე ნერვიულობისგან ხელები მიოფლიანდებოდა.

-ბარბარე, გულწრფელად მითხარი, შენ და დემეტრეს შორის რამე მოხდა?

მისი სიტყვები თავზე გაყინული წლის გადასხმას გავდა, გაყინული ვიყავი და ლაპარაკის ნაცვლად კბილები მიკანკალებდა.
არავინ იცოდა მე რომ დემეს ოთახში მეძინა, მე არავუსთვის მითქვამს, ანუ დემემ თქვა.
რატომრაც ამის წარმოდგენაც კი სისულელედ მიმაჩნდა, დემეტრე ის ტიპი არ იყო მისი ცხოვრების ყოველდღიურობის დეტალები რომ სხვებისთვის გაეზიარებინა, მით უმეტეს, ლანასთვის.

ანუ რაღაც სხვა მოხდნა.

-არა. არაფერი არ მომხდარა მართლა, კინოს ვუყურებდით და ჩამეძინა ეგეც ძაან გვიან და რამდენიმე საატში გამეღვიძა, გამთენია იყო და ოთახში დავბრუნდი. დემეტრეს ისევ ეძინა მე რო წამოვედი.

-მართალს ამბობ? გთხპვ რაც არ უნდა იყოს არ დამიმალო, თავიდან მომიყევი ვლეფარერი.

-მართლა ეგრე იყო, ჩემცივდა და ადიელის ასაღებად ავდექი, დემე შემხვდა შემთხვევით, იმასაც არ ეძინებოდა და კინოს ვუყუროთო, მერე ჩამეძინა და ეგ იყო.

-აბა მათე რატო ეჩხუბებოდა დემეს?

-რა?

-ბოსტანში რო კიტრს ვკრეფდი იქ ლაპარაკობდნენ და გავიგონე, მათემ უთხრა შეეშვი მაგ გოგოსო, დაივიწყე რო გაინტერესებსო, იმან კიდე არ მაინტერესებსო და ვაფშე არასდროს მაინტერესებდაო.

გული ყელში მებჯინებოდა და სუნთქვაც შენელებით შემეძლო. დემეტრეს ხმით ნათქვამი ეს სიტყვები ყურში ცხადად ჩამმესმოდა და საკუთარი თავის დაცინვის მეტი არაფერი შემრჩენოდა.

-არ მაინტერესებსო...

-ხო ეგრე თქვა, თუ არ აინტერესებ აბა რას დაგარბენინებს თავის ოთახში.

მხოლოდ იმ გოგოებს ექცეოდნენ ინტერეს დაკარგული ბიჭები თბილად რომელთაგანაც ერთად ერთი რამ სურდათ. სექსი.

-შენც ხო ხვდები ეგ რას ნიშნავს და დემეტრეც რატო აგეკიდა პირველივე დღიდან? - მისმა სიტყვებმა ტითქოს ჩემს გონებაში ჩამომდგარ ნისლს ბოლო მოუღო.
მაშინ როცა მე დემეტრეს მიმართ სერიოზული გრძნობები მაკავშირებდა, ის მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა. იმ ერთ რამეზე რისთვისაც კარგა ხანი კიდევ მზად ვერ ვიქნებოდი.

-შევეშვებიო თქვა, ისედაც არამგონია შეგეხმიანოს, ხოდა შენც მოდი დაივიწყე რა ეგ ტიპი.

-კარგი. - ვთქვი ჩუმი ხმით. დღეს რატომღაც ტირილისთვის ძალიან კარგი დღე იყო.

-ბარბარე ეგეთი არავინ არ გინდა რა, გახსოვს პირველ დღესაც რა დაჟინებით გამოგართვა ნომერი? ეგ პირველივე დღიდან ნიტო იყო. - სახიდან თმა გადამიწია ლანამ და ნაზად გამიღიმა.
მისი გვერდში დგომისთვის და გაგებისთვის ძალიან მადლობელი ვიყავი.

-გთხოვ გოგოებს არ უთხრა.

-არა არ ვეტყვი, მარა შენ უნდა დამპირდე რო მაგის ნომერს წაშლი.

-გპირდები.

-ძალიან კარგი, ეხა აქედან გადი და თუ რამე დაღლილობა მოიმიზეზე უხასიათობა თუ შეგატყეს. გთხოვ, არ იტირო.

-არ ვიტირებ. ლანა, მადლობა. - მანაც ღიმილი დამიბრუნა და აბაზანიდან გამომაგდო.

მე კი თავს უკანასკნელი დებილივით ვგრძნობდი. როგორ მეგონა დემეტრეს ნაირ ბიჭს მოვეწონებოდი, ვერ ვიგებ. რა თქმა უნდა ჩემში არასერიოზული და უნიტერესო გოგოს მეტს ვერაფერს ხედავდა. მისთვის ალბათ ის რამეც არაფერს ნიშნავდა, არც მისი მზრუნველი საქციელები და არც ის რომ მის მზერას ახლაც კი ვგრძნობდი, იმის მიუხედავად რომ ცუდი განძრახვა ამოძრავდებდა, მაინც ვერ ვიჯერებ რომ ასე იყო.

ალბათ კიდევ დიდი ხანი ვერ დავიჯერებდი რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მაგრამ უკეთესიცაა. კიდევ ერთი ბიჭის ტავიდან აშორება მოვახერხე რომელსაც ჩემგან მხოლოდ სექსი უნდოდა. ბათუმელი მათე, და ახლა დემეტრე.
იქნებ ჩემშია პრობლემა, იმის მიუხედავად რომ ყველასთან წესიერად და თბილად ვიქცევი, ბიჭები მაინც სხვა რაღაცას ფიქრობენ ჩემზე.

მაგრამ, მათეს საქციელს ისე არ უტკენია გული როგორც დემეტრემ.
ტელეფონში მისი ნომერი მოვძენდე და წაშლის მაგივრად დავბლოკე. დემეტრესკენ უკან გასახედი არანაირი გზა არ უნდა დამეტოვებინა.
-ამ გიას არ ესმის რო ქვიზებში ეს უაზრო კითხვები არ შეიტანოს რა. რაარი ეხა ეს, მაკროეკონომიკა რო შემეტენოს გავგიჟდები ალბათ. - წუწუნებდა მარი ტელევიზორის წინ და ლექტორს ნალძღავდა, მაგრამ მაინც, წიგნებში ჩახედვის ნაცვლად რომლებიც უკვე სამი საათი იყო ხალიჩაზე ქონდა გადაშლილი, კონსპექტებთან და ფერად კალმებთან ერთად, მაინც ტელევიზორს მისჩერებოდა, ცხადია ვამპირის დღიურები ჰქონდა ჩართული.

-ხოდა გათიშე ეს უბედური და ისწავლე - ურჩია ლანამ სამზარეულოდან, არ ეცალა არც მას, ერთი კვირის წინ ცხობამ გაიტაცა და ახლა შუების მომზადებას ცდილობდა, ტკბილით მე მოგამარაგებთ ამ გაგანია ფინალურების დროსო.

მე კი არც სწავლა, არც ფინალურები და არც ტკბილის ჭამა მახსოვდა. გუშინ ღამე გიაკომ დამირეკა, საუკეთესო ძმამ მსოფლიოში. სახლიდან წამოსვლის შემდეგ ოთხი თვე ძლივს იყო გასული, მაგრამ მეგონა წინა ცხოვრებაში ვცხოვრობდი მარტვილში.
აღარაფერი აღარ მახსოვდა დღევანდელი საქმეებიდან, რაც თავზე საყრელად მქონდა.

ჯერ ძიძად მუშაობა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი, იმის მიუხედავად რომ ბავშვები მიყვარდა და ჩემი პატარა ნინიკოც ძალიან დამჯერი იყო, ბევრი რამე სჭირდებოდა ბავშვის მოვლას და იმდენი ფიქრი რომ ზოგჯერ თავი უფრო მტკიოდა ვიდრე ფეხები ნინის დევნით.

მერე ფინალურების კვირა იყო და კონსპექტების გარდა აღარაფერი არ მინდოდა, ჩემმა ძმამაც ზუსტად ეს მომენტი აირჩია ჩემი მშივიდი და გაწონასწორებული ცხოვრების დასარღვევად.

მე და გიაკო ბავშვობიდან ახლოს ვიყავით, მისი მეგობრები ჩემი მეგობრები იყნეს, ჩემი მეგობრები კი მისი პატარა დები. ჩემი სიხარული მისი სიხარული იყო და ჩემი მტრები მისი მტრები, მაგრამ ამ ბოლო მცნებაში, როგორც არმოჩნდა ვცდებოდი.

გიაკო ბერია და მათე სურმანიძე დაძმაკაცებულან, მათე რომელმაც მომიტაცა და ცოლად უნდა დავესვი, დედამისთან და მამამისთან ერთად, აჭარაში, ერყი დღის გაცნობოლი.

გიაკოს ზარმა თავიდან ისე შემაშინა ძლივს ვუპასუხე ხელის კანკალით, მეგონა ბოდიშს მომიხდიდა და მომიკითხავდა, ჩამოვიდოდა და ნახვას მთხოვდა მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ძმას შეეფერება სიჯიუტის პიკს გადააცილა და აქეთ მე მომთხოვა მათესთვის ბოდიში მომეხადა. გამომიცხადა იმ ღამეს ერთი ნახვით შეუყვარდი და რა ექნა, დაგლოდებოდა როდის მოგეწონებოდაოა, მერე არასდროს რომ არ მოგწონებოდა რა უნდა ექნაო, თან მეც მაგრა ჩავსასტავდი მაგის საძმაკაცოშიო და მაგრა გამიტყდა რო ასე მოექეციო.

ანუ გამიტყდა რო ცხოვრება არ დავინგრიე ჩემი ახალი საძმაკაცოს გამოო, კინაღამ გადავირიე ისე გავბრაზდი, არც ხმა ამომიღია და არც ლანძღვა გინებას მოვყევი, ისე კი ძალიან მინდოდა მაგრამ როგორღაც უბრალოდ ენერგია არ მეყო, ავდექი და გავუთიშე.
მერე მომწერა ბავშვივით იქცევიო, რო გნახავ მერე აგიხსნი რა დვიჟენიებიაო.

გიაკოს ნახვა კი არა, ხმის გაგონებაც აღარ მინდოდა. ჩემი საყვარელი და ძვირფასი ძმის ადგილას, ვიღაც უცხო და უზრდელი ბიჭი იყო. ვერც ვიგებდი ასე რამდნეიმე თვეში როგორ შეიცვალა ისე რომ უგზო უკვლოდ დაიკარგა ჩემს ცხოვრებაში.

და ბოლოს, გუშინდელი დღე საოცარი კულმინაციით ბატონმა დემეტრე პირველმა დახურა. სასწაული საქციელის შემდეგ, რომლის გადახარშვა და დაჯერება ერთი კვირის შემდეგაც არ შემეძლო, ადგა და მომწერა.

ორად ორი სიტყვა მომწერა, უნდა გნახო. უნდა გნახო, ანუ უნდა აგისხნა რა მოხდა, შენზე ისე რატომ ვილაპარაკე გეგონება ოდესმე რამე ინტიმური ან თუნდაც ოდნავ ინტიმური მომხდარა, თუ უნდა გნახო იმიტომ რომ ისევ ისე მინდიხარ როგორც უბრალოდ სხეული უნდათ კაცებს ქალის - არ ვიცი.

ლანასთვი არ მითქვამს რომ მომწერა, მეტყოდა არ წახვიდე და არ ნახოვო. მე კიდე ამდენი დაბნეულობის, გაურკვევლობის, დაღლილობის და ბრაზის შემდეგ თუნდაც ერთი ამბის მოგვარება და სიმართლის გარკვევა ძალიან მიშველიდა.

ამ ფინალურებში ვერ ცავიჭრები, საგნის შეტენვაას ვერ გადავიტან, ისედაც ძლივს ვახერხებ ამ დამოუკიდებლად ცხოვრებას და დემეტრე რომ არ მენახა ამ ამბებზე ჩავიკვლა არ ამცდებოდა.

დემეტრე პირველი აღარ მაინტერესებს, უბრალოდ რაც გასარკვევი დაგვრჩა აუცილებლად უნდა გაირკვეს თორემ ღამე აღარ მძინავს იმაზე ფიქრით ზუსტად რა მომენტში დაინახა ჩემში უბრალოდ ნაშა და მეტი არაფერი. მით უმეტეს, მისგან რომ საპირისპირო საქციელის, პატივისცემის და სიკეთის მწტი არაფერი მიმიღია.

-და შენ სად მიგეჩქარება ამ საღამოს?

-სად უნდა მიმეჩქარებოდეს ანიკო, სამსახურში.

-დღეს რო არ მუშაობ

-მანანა დეიდამ დამირეკა უცებ უნდა გავიდე

-ა კაი მაშინ, გთხოვ პური გამოაყოლე რა.

-კაი მიდი და მოვალ მე გვიან. - სახლის კარი ისე გამოვიხურე უკან არც მიმიხედავს. რომ მიმეხედა და ანიკოს მომღიმარი, ნდობით სავსე მზერა დამენახა ალბათ სირცხვილით უკან შევბრუნდებოდი. არასდროს არ დამიმალია ანიკოსთვის რაღაც, ახლა კი მერამდენე საიდუმლოს არ ვუნდობდი აღარც მახსოვდა.

დემეტრე პირველის გამოჩენას ჩემს ცხვორებაში დაბნეული გრძნობების, აჩქარებული გულისცემის და საიდუმლოების გარდა არაფერი არ მოუტანია.
დემეტრე მკაცრ მზერას არ მაცილებდა, მანქანის ფანჯრიდან ისე იყურებდა გეგონება რამე დავუშავეო, მაგრამ მისგან აღარაფერი აღარ მიკვირდა.

მანქანა სადარბაზოსთან ახლოს ეყენა, ძლიერი წვიმას კი ჩემი დასველება მაინც მოესწრო, ნახევრად სველი ჩავჯექი. დემეტრემ ეგრევე დაქოქა მანქანა და გათბობაც ჩართო.

ხუთი წუთი ვიარეთ, მერე სადღაც პარკინგზე გააჩერა და საჭეს მიაშტერდა.

-გაიხადე ეგ ჟაკეტი, სველია გაცივდები. - ისე მითხრა ზედ არ შემოუხედავს, მეც გავიხადე და უკანა სავარძელზე გადავდე.

-როგორ ხარ ბარბარე?

-უკეთესადაც ვყოფილვარ.

-ვინმემ გაგაბრაზა? - სახეზე მაცდური ღიმილი შეეპარა და წარბების ქვეშიდან ამომხედა. სხეულზე ცივმა ოფლმა დამასხა, მისი ეს უბრალო გამოხედვაც კი მანერვიულებდა.

-კი, შენ.

-და რატო?

-რავი შენ უფრო უნდა იცოდე ეგ.

-ბარბარე შემომხედე - ფეხსაცმელებს დაშტერებულმა თავის აწევა ძლივს გავბედე, დემეტრეს სახეზე ბრაზი და გაღიზიანება ეწერა, მე კი ის მაღიზიანებდა თვითონ რომ ღიზიანდებოდა. -არ ვიცი და იქნებ მითხრა.

-მათეს კითხე იმას ეცოდინება. - დემე გაჩუმდა და თითქოს ჩაფიქრდაო, მერე მზერა მთელ სახეზე შემავლო და თვალი გამისწორა.

-აი თურმე რაში ყოფილა საქმე.

-თურმე.

-ბარბარე, არასწორად გაიგე

-მე ის გავიგე რო ვიღაც ნაშა გგონივარ, ორი გაღიმებაც რო არ უნდა და შენს საწოლში აღმოჩნდება.

-რა?!

-მარა ეგრე არ იყო რო, შენი საწოლიდან არ ავდექი იმ დღეს. - მეც საკუთარ თავში იმედ გაცრუებულს ჩამეღიმა.

-მათე შენზე ნერვიულობს, იმ დღეს დაგინახა როგორ გამოხვედი ჩემი ოთახიდან და სხვა რაღაც იფიქრა. მერე ჩემთან მოვიდა და იმაზე დამიწყო ლაპარაკი რო შეგეშვა და მართალიცაა.

-მართალიცაა?

-ხო მართალიცაა, ოჯახთან პრობლემებში ხარ, სწავლა ახალი დაწყებული გაქვს და დამიჯერე, ჩემნაირთან დროს კარგვის მაგივრად უამრავ გასართობს მოძებნი.

უამრავ გასართობს მოვძებნი?

-საიდან მოიტანე რომ ოჯახთან პრობლემები მაქვს? ან ის რომ შენთან დროის დაკარგვას ვაპირებ, ან ის რომ გასართობი სათამაშოსავით გიყურებ. ან საერთოდ, მართლა არ გაინტერესებ? მათესთვის გითქვამს ეგ გოგო არ მაინტერესებსო, მერე კიდე მირეკავ და მნახულობ. დემეტრე, ვერ ვხვდები რა გინდა.

-მომწონხარ ბარბარე, მათეს ტყუილი ვუთხარი იმ მომენტში სხვა თვალით ვუყურებდი ჩვენ სიტუაციას.

მისი პირდაპირი სიტყვების გაგონებამ გულის ცემა გამიორმაგა, თავში ერთი აზრი აღარ დამრჩნოდა და პასუხის გაცემა კი არა ჩემი სახელი აღარ მახსვდა. დემეტრეს მოვწონდი, ახლა მის მანქანაში ვიჯექი, მარტო ვიყავით და ხელები მიკანკალებდა. გამვლელი ნაშა არ ვეგონე და არც ლანას სიტყვები გამოდგა სიმართლე.

-როგორ სხვა თვალით?

-როგორ და იმაზე არც მიფიქრია შენ რას გრძნობ. არ ვიცი ჩემდამი რამეს გრძნობ თუ არა მაგრამ ის ზუსტად ვიცი გულგრილი რომ არ ხარ და ჩემს ყველა პატარა შეხებაზე სახე გიწითლდება და თვალებში დაბნეულობა გაწერია. შემომხედე ბაბი - ჩემს ფეხსაცმელებს დაშტერებულმა დენ დარტყმულივით გავუსწორე მზერა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ რასაც მთხოვდა ყველაფერს შევუსრულებდი.

-მე რას ვგრძნობ - ვთქვი ჩუმი ხმით, იმ დღეზე ჩავფიქრდი პირველად რომ ვნახე დემე და ეგრევე მასთან ლაპარაკი და მის გვერდით ჯდომა რომ მომინდა, მერე ხელის კანკალით რომ მეკავა ხელში ტელეფონი და თავს ძლივს ვიკავებდი შუა ღამეს, დილის რვა საათზე, სავსე ავტობუსიდან, ლექციიდან თუ ჩემი ოთახიდან არ დამერეკა მისთვის.

არც ჩემი ბრალი არ იყო დემეთი შეპყრობილი რომ დავდიოდი ბოლო რამდენიმე კვირა, იმ პირველი დღიდანვე ვიცოდი მისი შეპარული მზერა რას ნიშნავდა. თუ რამე, დემეს ბრალი იყო ახლა ასეთ სიტუაციაში რომ ვიყავით.

-ჯერ მე მომისმინე. ბოდიში იმისთვის რაც მათეს ვუთხარი და რაც შენ გაიგე, არ მითქვამს სიმართლე და ტყუილები არ მჩვევია. უბრალოდ იმ დღეს მეგონა სწორად ვიქცეოდი, მეგონა თუ შენდამი ინტერესს დავმალავდი და თავს შორს დავიჭერდი, შენდამი აუხსნელი სურვილი როგორღაც გაქრებოდა და აღარც შენ შემომხედავდი იმედით სავსე თვალებით. ხოდა, ბოლო შანსი გაქვს. ერთი სიტყვა და შენს სიახლოვეს აღარასდროს გამოვჩნდები, ჩემი არსებობაც კი აღარ გემახსოვრება.

ზუსტად ამ დროს დამირეკა ტელეფონა და მეც დემეს სიტყვებისგან გაგიჟებულმა, ერთადერთ ხსნად გიაკოს ზარის პასუხიღა მქონდა დარჩენილი.

-გისმენ გიაკო. რა? არა არა შენ გიჟი ხო არ ხარ, ღმერთო გავაფრენ. ვინ? სად?! - ტელეფონი უცბად გავთიშე დემეტრეს შევხედე. გარეთ უფრო ძლიერად წვიმდა, ჭექა ქუხილის ხმას კი ეს ყველაფერი ჩეი შემზარავ კოშმარად ექცია.

-გიაკო იყო

-გიაკო ვინ არი - მკითხა სახე შეცვლილმა დემემ, ყელზე ძარღვები ეტყობოდა სახეზე კი ბრაზი.

-ჩემი საზიზღარი ძმა.

-ძმა

-ხო და ჩამოვიდა, მათეც ჩამოუყვანია

-მათეც შენი ძმაა?

-არა ჩემი კინაღამ ქმარი. და ორივე სახლში მელოდებინა, გოგოებთან ერთად.

-შენი კინაღამ ქმარი? - ახლა გაბრაზებული ხმა ჰქონდა, დაძაბულობა კი მანქანაში იგრძნბოდა.

-შეგიძლია სახლში წამიყვანო, ჯანდბა გავაფრენ ალბად.

-არასადაც არ წაგიყვან სანამ არ ამიხსნი თითქმის ქმარი რას ნიშნავს. საქმრო გყავდა ბარბარე? - ერთი მკლავით სავარძელს მიეყრდნო, მეორე საჭეზე ჩამოდო და ჩემსკენ შემოტრიალებული ხმა აწეული და გაბრაზებული მომჩერებოდა.

გიაკოს ნახვა ვიცოდი რომ არ ამცდებოდა,მაგრამ მათე სურმანიძის ნახვა ცხოვრებაში ოდესმე კიდევ თუ მომიწევდა მართლა არ მეგონა. და განსაკუთრებით დღეს, დემეტრესთან ძლივს ლაპარაკის შემდეგ, მითმეტეს.

-დემე გთხოვ სახლში წამიყვანე

-შენ ვერ გაიგე რას გეუბნები? თითქმის ქმარი რას ნიშნავს?! - ახლა მიყვიროდა, ვერ ვიგებდი ინტერესი კლავდა, ბრაზ თუ რა.

-რა გაყვირებს ჯანდაბა, მათე სურმანიძე ჩემი კლასელის ნათესავია, ამ ზაფხულს გავცანი მერე მომიტაცა და მეკიდე გამოვიქეცი. ეხა გიაკომ ჩამოიყვანა და ღმერთმა უწყის გოგოებს რეებს უყვებიან. უფალო, ალბად მამაჩემი გიაკოს დღე და ღამე ადიდებს სურმანიძეებთან სულ მთლად შერცხვენილი რომ არ დატოვა.

-მოგიტაცა?!

-ხო მარიამობაზე, დემე სახლში წამიყვანე.

-ესეიგი მოგიტაცა. - დემემ მანქანა დაქოქა.

მე კიდე იმის იმედი რომ დემეტრესთან ყველაფრის გარკვევას მოვახერხებდი უკვე გამქრალი მქონდა, ისღა მაიმედებდა რომ ანიკო, მარიამი და ლანა დამეხმარებოდნენ დამპალი გიაკო ბერიას და უნამუსო მათე სურმანიძის თავიდან მოშორებაში.
სახლამდე უცბად მივედით, დემეტრემ მანქანა გააჩერა და ძრავიც გამორთო.

-ბოდიში გაქცევა რომ მიწევს მაგრამ მართლა სხვა არ ვიცი რა ვქნა, უნდა ავიდე. მეც მომწონხარ და არაუშავს რაც მოხდა. სხვა დროს ვილაპარაკოთ, მადლობა რომ მნახე. - უცბად გადავიხარე მისკენ და ლოყაზე ჩქარა ვაკოცე. დემემ თავი ჩემსკენ შემოატრიალა და ის იყო მანქანიდან უნდა გადავსულიყავი რომ ხელი მკლავზე ჩამავლო, მეც გავშეშდი და კარებს ხელი გავუშვი.

-ჟაკეტი აიღე - ჟაკეტი მოვიცვი და კაპიშონი გადავიფარე, მერე მანქანიდან გადავედი და სადარბაზოსკენ გავიქეცი, უკნიდა კი კარის დაკეტვის ხმა გავიგე. სადარბაზოში გაშეშებული ვუყურებდი ჩემსკენ მომავალ დემეტრეს.

ჩემს წინ გაჩერდა და ზევიდან დამაშტრერდა.

-რას აკეთებ?

-ადი.

-დემეტრე - ხმა შემეცვალა და უცბად პანიკამ ამიტანა, შანსი არ არის დემეტრე სახლში ჩემთან ერთად ვერ ამოვიდოდა.

-ბარბარე შენი ხმა არ გავიგო, დროზე ადი. - კიბეებისკენ შემატრიალა, მეც დაბნეული ნაბიჯ ნაბიჯ ავდიოდი.

-მისმინე ჩემითაც მივხედავ, გიაკოს და მათეს გაგდებას რაღა უნდა. შენ სახში წადი ბიჭები უეჭველი ნერვიულობენ შენზე.

-ეს სართულია? ეს კარები? - მეზობლის კარებისკენ გაიწია დასაკაკუნებლად.

-არა არა გაჩე მესამე სართულია პირველი კარი.

-ხოდა წინ გამიძეხი. - დაძაბული მზერა უკვე ბოლო ათი წუთის განმავლობაში არ შეცვლია.

კარზე დავაკაკუნე, ლანამ გამიღო. ჯერ მე შემომხედა მერე დემეტრეს დანახვაზე სახე შეეცვალა.

-მე შენ რა გითხარი ბარბარე ბერია?!

-მოვიდა? - მისაღებიდან გიაკოს ხმა გავიგონე და მეც იქით წავედი, დემეტრეს სველი ბათინკების და ანას ჩუსტების ხმა უკნიდან მესმოდა და აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა. გიაკოზე რომელიც თვეებია არ მყავდა ნანახი, ჩემს ყოფილ გამტაცებელ მათეზე, გაბრაზებულ ლანაზე თუ ანიკოზე და მარიზე რომლებისგანაც დემეს ამბები არ უნდა დამემალა.
ოთახში შესულს ფეხზე დამდგარი გიაკო და მათე შემეგებნენ, მარიამი და ანიკო დივანზე ისხდნენ, მერე ფეხზე წამოხტნენ და თვალების ჩემს უკან ცეცებას რომ მოყვნენ, ზუსტად მათესა და გიაკოს ნაირად მივხვდი ყველა მე კი არა, დემეტრეს მისჩერებოდა.

-გიაკო ეს რატო მოიყვანე?

-ეს ვინაა?! - ჩემმა ძმამ ნაბიჯი დემესკენ გადადგა, მე კი როგორც ჩემი ტკბილი ბებია იტყოდა, წნევის საზომი და კაპლი მესაჭიროებოდა უკვე.

-ბარბარე დემეტრეს სანახავად იყავი გასული? - ანკომ მკითხა, მერე დემეს შეხედა.

-ამ შუა ღამეს ამის სანახავად იყავ გასული? - გიაკოს ხმაში ბრაზი შეეპარა.

-შენ გიაკო ხო? - დემეს ბოხი ხმის გაგონებაზე შევხტი, ახლაღა ვიაზრებდი რომ ოთახში ჩემს ძმასთან, მთე სურმანიძესთან და დემეტრე პირველთან ერთად ვიყავი.

-ეს ვინ არის ბარბარე? - მკითხა მათემ და ახლაღა შევხედე მას, თმა შეეჭრა, სახეზე გიჟის გამომეტყველება აღარ ჰქონდა იმ დღინდელივით, სამაგიეროდ აქეთ იქით აცეცებდა თვალებს ხან მე მიყურებდა, ხან დემეს ხან კიდე მის ძმობილ გიაკოს.

-შენ ხმას როგორ იღებ საერთოდ, აქ რა ჯანდაბას აკეთებ. - მისკენ ისე გავწიე მეგონა თმაში ვწვდებოდი როგორ ბედავდა და ხმას როგორ მცემდა ვერ ვიგებდი. ეს ის ბიჭი არ იყო დედამისის და მამამისის თვალწინ დამცირების და შეურაცყოფის გამო გამწარებული რომ მემუქრებოდა?

-სალაპარაკოდ მოვედი.

-ვისთან სალაპარაკოდ ჩემთან? - წარბები შუბლზე ამივიდა გაკვირვებისგან და გაღიზიანებისგან.

-გავიგე ცოლად მოგყავდა ბარბარე. - უთხრა დემეტრემ მათეს.

-მომყავდა კიარა მომყავს. - თქვა დამაჯრებლური ხმით.

-გიაკო ბერია შენ გამოდი აბა კუხნაში. - მათესთვის არც შემიხედავს, მასთან დიალოგი ყველანაირად უშედეგო რომ გახლდათ ყველამ იცოდა ალბათ.

-ბარბარე აბა მანანა დეიდამ დამირეკაო? - მკითხა მარიამმა ჩუმი ცმით, ის და ანიკო ჯერ ისევ დემეს მიშტერებოდნენ.

-დემეს სანახავად ვიყავი ჩასული.

-გოგო შენ გადაირიე სულ, მათეს რა უთხრა არ გახსოვს?! - მომვარდა ლანა და მხარზე ჩამავლო ხელი. გიაკო თავისი ძმაკაცისკენ შეტრიალდა გაშტერებული სახით, დებილი ძმა მყავდა, სამწუხაროდ.

-ა ანუ შენგან გავარდნილა მათეს რა ვუთხარი და როგორ. - ლანას შეუტრიალა დემეტრე, წარბშეკრული მიშტერებოდა.

-აბა დაქალი არ უნდა გამეფრთხილებინა?!

-შენ ჩემ დაზე რეებს ჭორაობ შე *ლეო?! - გიაკომ დემეტრესკენ კიდევ ერთხელ გაიწია, მე კიდევ მინდოდა ფანჯრიდან გადამეგდო. არასდროს ასე არ გავბრაზებულვარ არავიზე. დემეტრეს მხრები დაეძაბა და ხელები მუშტებად შეკრა.

ღმერთო.

-შენ ჯერ ის მითხარი ეს ბარბარესთან როგორ მოიყვანე. - დემეტრემ ნიკაპით მათესკენ ანიშნა გიაკოს და წინ დაუდგა.

-გიაკო წამო, სამზარეულოში გავიდეთ მე და შენ. - სიმწრისგან ხელები მიკანკალებდა. ამდენი თვის შემდეგ, გიაკოსგან ერთი სიტყვაც არ გამიგია, მან კი მათე სურმანიძის შესისხლხორცება არჩია ჩემთან კონტაქტს.

მისთვის არც შემიხედავს ისე გავედი სამზარეულოში, ვიცოდი რომ ამჯერად ნამდვილად მომისმენდა. როგორც კი მაგიდასთან ჩამოჯდა მე კარები ჩავკეტე და მისკენ შევტრიალდი.

-ამდენი ხანი რატო არ დამირეკე?

-არ დამირეკავს მარა არც მიმიტოვებიხარ ბაბი.

-თვეების განმავლობაში არც კი მოგიკითხივარ.

-მამა ძალიან გაბრაზებული იყო შენზე, ვნახოთ რამდენი ხანი გაძლებს ასეო ამბობდა, რომ ვერ გაქაჩავს მობრუნდებაო, დაგვირეკავსო და მერე რო არ დარეკე და არც არაფერში აღარ დაგჭირდა ჩამოსვლა უარესად გაბრაზდა. მე კიდე ანიკოს ვურეკავდი ხოლმე, მითხრა აქ რო იყავი და სულ ვეკითხებოდი როგორ ხარ.

ანიკოზე ვერც კი ვბრაზდებოდი, ის რა შუაში იყო ჩემი ოჯახი წესიერად ფუნქციონირებას თვრამეტი წლის შემდეგაც რომ ვერ ახერხებდა.

ანზორ ბერია ამაყი კაცი იყო, სოფელში დაბადებულ-გაზრდილი, მისი პრინციპული თვალთახედვა და მოლოდინები ვიცოდი არასდროს შეიცვლებოდა, მაგრამ გულში ღრმად იმედს არასდროს ვკარგავდი რომ ერთ დღეს მისი შვილისთვის ამ უაზრო სიჯიუტეს დაივიწყდებდა. გადააბიჯებდა საკუთარ თავს და იქნებოდა ისეთი მამა როგორც ბავშვობაში, მაშინ როცა ის საუკეთესო მეგონა.

-დედა ყოველ ღამე ტიროდა მართლა ბარბარე, იცი რამდენი ეხვეწა მამას მოდი ჩავაკითხოთო და ვნახოთ როგორ არისო.

-და მაინც არ ჩამოვიდა.

-მამას გარეშე შენ ვერ გნახავდა, შენთან ორივე ერთნაირად დამნაშავეა. მეც დამნაშავე ვარ.

-ამის სათქმელად ჩამოხვედი მათე სურმანიძესთან ერთად?

-აუ ეგ შტერი კიდე ვაფშე სხვა საქმენა, უბრალოდ დაჯექი აქ და მომისმინე გთხოვ. - სკამი გამომიწია და მეც ჩამოვჯექი, ხელი ხელზე ჩამჭიდა და იმედიანი თვალებით შემომხედა, ისე კი მაინტერესებდა როგორ და როდის ჩაუძმაკაცდა...

-იმ დღეს ძაან ბევრი დალია მათემ და მართლა მოეწონე, მერე ვიცი რაც გითხრა და მაგის გამო მიიღო უკვე მაგან მარა რომ მოგიტაცა უწყინარი იყო, არაფრის დაშავებას და მითუმეტეს შენი იქ ძალით გაჩერებას არ გეგმავდა.

-მადლობა ხომ არ გადავუხადო, აქაა ბარემ. - ჩავიცინე იროდნიულად, ხო, ძალიან მადლობელი ვიყავი მისი ამ უწყინარი მოტაცებისა, რომელმაც ჩემი მთელი ცხოვრება ნახევარ საათში აატრიალა.

-გეუბნები რო ნანობს რაც გააკეთა და შენთან ბოდიშის მოსახდელად ჩამოვიდა, არასწორად მოიქცა და იცის, მართლა არ არის ისეთი უჯიშო შენ რომ გგონია.

-რავი ჯიშიანის არანაირ შთაბეჭდილებას ეგ არ ტოვებს.

-გეყოს რა ეს ორ კაპიკიანი იუმორი და დასერიოზულდი. - სახე დაეძაბა და მაგიდაზე წინ გადმოიწია.

-დავსერიოზულდები, თან ისე რომ ჩემგან ორ სიტყვასაც ვერ გაიგებ თუ კიდევ იმის მტკიცებას დამიწყებ რომ მამა ჯიუტია და მაგის გამო დამიკიდა, დედამ კიდე მამა ვერ დაიკიდა და მე არ მეხმიანება, შენ კიდე საერთოდ მათე სურმანიძის მაგარ ბიჭობას რომ აქებ და ადიდებ, იმაზე არ გიფიქრია იმ დღეს რეები ილაპარაკა? შენც იქ არ იყავი გიაკო?!

-ჯანდაბა ვიცი რაც თქვა მახსოვს ძალიან კარგად და მაგარიც მიქარა მაგრამ უბრალოდ ერთხელ დაელაპარაკე. ერთხელ. მეც ვიცი სად რა შემეშალა და არ გინდა რა. - ხმას აუწია და როგორც გაბრაზებულზე იცოდა ხოლმე თმა გადაიწია სახიდან და ფეხზე ადგა.

-დაველაპარაკები მაგრამ იმ პირობით თუ არასდროს აღარ შემაწუხებს თავისი არსებობით.

-ბაზარი არაა მარა შენ ის მითხარი დემეტრე ვინ არის. - კარებს მიყუდებოდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და ცივ მზერას არ მაშორებდა.

-არავინ.

-რა არავინ გოგო, ამ შუაღამეს ერთად ხმართ და არავინააო მეუბნები? - მიყვირა ბოლო ხმაზე, ჩემსკენ წამოვიდა და ზემოდან დამაჩერდა ანთებული თვალებით.

-დემეტრეზე ნერვიულობის მაგივრად ის გეკითხა როგორ ვარ, უნიში რას ვშვები, სამსახური თუ ვიშოვე, ან როგორ ვცხოვრობ. მარა არა, შენ ხო მამაშენის ნაირად მარტო იმაზე ფიქრობ რაც შენ გაწყობს და შენ გაინტერესებს. - მეც არ დავაკელი ყვირილი.

-ბარბარე არ გადამეკეტოს ეხლა, ვინაა ის ტიპი?!

უცბად სამზარეულოს კარები ძლიერად შემოაღო ვიღაცამ და როცა დემეტრეს სახე და მისი მშვიდი გამომეტყველება დავინახე, წეღანდელი დაძაბულობა ნერვიულობამ ჩაანაცვლა.

-ბარბარე შენ აქედან გადი და ამას მე მოვახსენებ ვინ ვარ. - ხელი ისე უცებ ჩამავლო და გამიყვანა სამზარეულოდან რომ კარების ცხვირ წინ ბოლო ხმაზე დაჯახუნების ხმამაც ვერ მომიყვანა აზრზე.

დემეტრე

***
ვუყურებდი გიაკო ბერიას გაბრაზებულ სახეს და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვკარგავდი მოთმინების უნარს.

-მოდი აბა გამარკვიე რატო უყვირიხარ შენ დას. - სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე, ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს მისაღებში მდგომი მათე და ჩემს წინ მჯდარი გიაკო ერთმანეთის მიყოლებით არ ამეკუწა მწვანილის საჭრელი დანით მაგიდაზე რომ იდო.

-ბარბარეს შეყვარებული ხარ?

-ხო მერე?

-რა ხო მერე, ვინ ხარ ვაფშე სად გაიცანი ჩემი და.

-მოდი ღრიალს შეეშვი და დაჯექი, წესიერად დავილაპარაკოთ.

-დავაი ვილაპარაკოთ.

-ის ტიპი აქ რატო მოათრიე.

-მათე? ბოდიში აქ მოსახდელი ბარბარესთვის. უეჭველი უნდა ილაპარაკონ მაგათმა.

-ვა და ბარბარემ გითხრა უეჭველი უნდა ველაპარაკოო?

-არა მარა დაველაპარაკებიო მითხრა წეღან. კითხვაზე მიპასუხე.

-ჩემი ბიძაშვილი და ლანა კურსელები არიან, ჩერეზ მაგათგან გავიცანი.

-გიყვარს ბარბარე?

-ერთი დღის გაცნობილზე მოიტაცა შენი და იმან და მაგარი ძმაკაცები კი ხართ, მე რო არ მიყვარდეს რავი რა პრობლემა გაქ შენ? - ბარბარე კი მიყვარდა მაგრამ გიაკოს ყველა საოცრებასთან ერთად ამის ცოდნა ნამდვილად არ სჭირებოდა. ისედაც ბარბარეს გამო ვიკავებდი თავს.

-შენ შიგ ხო არ გაქ რეებს ბოდავ.

-წესიერად ილაპარაკე და კარგად დაფიქრდი აბა მე რეებს მეკითხები მაშინ როცა შენი დის გამტაცებელი მეორე ოთახში გყავს, თან ისევ ცოლად მომყავსო, უყვარს ალბად იმასაც.

-შენც მაგაზე ნუ მიჭედავ, ვიცი რო არ მოვიქეცი კარგად.

-კარგად კი არა მაგარი ....ურად მოიქეცი შენ.- გიაკოს სახე დაეძაბა და ხელები მომუშტა, ერთი სული მქონდა დაერტყა, თუ აპირებდა საერთოდ.

-და გოგოებს ეგრე რატო გაუკვირდათ ერთად რო იყავით? დაშორდით და ეხა შერიგდით თუ?

-არა, დღეს გავარკვიეთ ყველაფერი, ოცი წუთის წინ.

-ეგ კაი და მათე ვინ არი, რაღაცეები გითქვავს ჩემ დაზე მაგისთვის.

-ჩვენი მეგობარია, ნერვიულობდა ბარბარზეზე, არ იცოდა რა ხდებოდა და ლანამ არასწორად გაიგო, შესაბამისად ბარბარემაც არასწორად გაიგო და სალაპარაკოდ ვიყავით გასულები.

-არასწორად გაიგო თუ შენ მიქარე რამე.

-ხო მეც მივქარე.

-ხელი შეგიშალეთ ანუ.

-დღეს ირველად გავიგე რა მოხდა,ეგეც იდეაში.

-რა მოხდა და მარიაამობას სუფრა იშლება ხოლმე ჩვენთან სოფელში ძაან დიდი, ბევრი ხალხი ჩამოდის ხოლმე. ხოდა მათე არი ბარბარეს კლასელის ნათესავი და ეგრევე მოეწონა, ადგა და მთვრალზე მოიტაცა. მერე ჩემი და რისი ჩემი და იქნებოდა იქ დრამები რო არ დაედგა და სახლი ჰაერში არ აეწია. მაგარი გალანძა მათეც, ჩვენც მე და ჩემი დედ მამა ანუ, მათეს დედ მამაც. მერე ადგა და თბილისში დააწვა, მას მერე არ მინახია.

-რატო არ ნახე აქამდე

-იმიტო რო მინდოდა სამივეს ერთად გვენახა და გველაპარაკა მარა შენ მამაჩემს არ იცნობ, რო ვეღარა და ვეღარ მოინელა დავურეკე მერე და ეხა ჩამოვაკითხე.

ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რის გამო შეწყვიიტა ბარბარესთან კონტაქტი. არც ერთ მომენტში არ ყოფილა ბარბარეს ოჯახი მართალი და თვითონ ბარბარე მტყუანი. ჩემდა სამწუხაროდ ჩვენს დიალოგს ფატალური დასასრული არ უჩანდა, რაც არ ვიცოდი მამშვიდებდა თუ პირიქით ნერვებს მიშლიდა.

არც ის ვიცოდი ბარვარეს რა რეაქცია ექნებოდა მისი ძმა რომ მეცემა, ჰოდა თავს ვიჯავებდი იმის მიუხედავად რომ მისი ახსნა განმარტებები ცეცხლზე ნავთის დასცმას უფრო მაგონებდა.

-მამაშენიც მაგარი ჯიუტი ყოფილა.

-უჰ შენ აზზე არხარ, შანსი არარი ეგ აქ ჩამოსულიყო, ველოდეთ და ველოდეთ მარა ჰა რად გინდა.

-ჩამოვალ და დაველაპარაკები მე. - მათემ თვალები დაჭყიტა და უცებ ჩაიცინა.

-ჰო, ეგღა უნდა, ბარბარეს ვიღაცა ახალგაჩენილი ქალაქელი შეყვარებული გაეჩითოს და უმტკიცოს მაგარი არასწორად მოიქეციო. გაგიჟდება კიდეც, მეც დამჭრის, შენც და ბარბარესაც სავარაუდოდ.

-ახალგაჩენილი რასქვია, ისე ამბობ გეგონება ჩემამდე ვინმე ყოფილიყო ბარბარესთან.

-რავი ლამის გათხოვდა და - გაიცინა ჩემს გაღიზიანებულ სახეზე და მერე უცბად ადგა ფეხზე.

-კაროჩე რა, როდის გაპრობლემდა ეს ანგელოზივით ბავშვი - თავზე ხელი გადაისვა და მეც საბოლოოდ დავმშვიდდი.

-მაშინ როცა ვიღაცა უცხოსთან დატოვეთ მოსატაცებლად. - ვუთხარი ხაზგასმით.

-მე გავედი კაროჩე რა სანამ რამე ისეთი არ მიქნია უფრო რო გადავრიო ბარბარე.

-კაი შენ გადი და ისიც გაიყოლე, თორე მეც რო გამოვიდე მერე ნახე შენ სინანულები და ბარბარეს გაბრაზებები.

ერთი შემათვარიელა და ისე გაბრუნდა კარებისკენ, როცა გამოაღო ზედ აყუდებული ლანა, ანიკო და მარიამი ერთმანეთის მიყოლებით ძლივს იკავებდნენ თავს ძირს დაცემისგან.

ესენი თუ აქ იყვნენ ანუ მათეს და ბარბარეს მაინც მოესწროთ ლაპარაკი, მარტოებს.

ბარბარე

***
სამზარეულოდან გამოსულს აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინდა, გიაკოსთან და დემეტრესთან შევბრუნებულიყავი, იმის მიუხედავად რომ დემემ ასე უბრალოდ გამომაგდო, თუ მისაღებში გავიდე, სადაც მათე და გოგოები იცდიან და უკვე დაგვიანებული და სრულიად უმნიშვნელო ბოდიშები და "ბარბარე შემეშალა" მოვისმინო.

როგორც კი დამინახა ლანამ ეგრევე წამოხტა ფეხზე.

-გოგო შენ გაგიჟდი მემგონი ხო? ამ შუა ღამეს დემეს სანახავად თუ გადიოდი რატო არაფერი არ მითხარი?

-იმიტორო ასე უაზროდ გადაირეოდი.

-შენზე ვნერვიულობ შე შეუგნებელო, არ იცი ხო რატო და რის გამო?

-მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. - მათეს თვალს არ ვაცილებდი რომელიც ჩვენს საუბარს, თუ იფრო სწორი იქნება ვუწოდო- ჩხუბს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს.

-კაი ჩვენ გავალთ მაშინ. - თქვა ანიკომ და სამზარეულოსკენ წავიდა, მე ჩამეცინა.

როგორც კი მარტო დავრჩით მაშინვე დაძაბულობამ ამიტანა, ვერ ვივიწყებდი იმ დღეს მათეს ნათქვამ სიტყვებს და მის საქციელებს. იმას თუ მოტაცებულ გოგოებს როგორ გოგოებად თვლიან და რომ უკან დაბრუნებულს არავინ მოოღებდა. უკან დაბრუნებულს კი არა ჯერ არ წაყვანილსაც აღარ მიღებდა ჩემი ოჯახი მაშინ.

-ეს შენი შეყვარებული იყო? - მე აღარც მიკვირდა უკვე, მათეს თავხედობა პირველივე დღიდან საზღვრებს გადადიოდა. ახლაც, საკუთარ თავს არ ტოვებდა.

-შენ რატომ გაწუხებს ეგ ამბავი ის მითხარი ჯერ.

-კარგი არ გვინდა ეს სარკაზმი მაგისთვის არ ჩამოვსულვარ ამხელა გზაზე. - წამოზრდილ თმაზე ხელი გადაისვა და დივანზე ჩამოჯდა ისევ. ჯინსის შარვალზე დაიწყო ხელები და მერე მე მომაჩერდა ჩაფიქრებული თვალებით.

-ჩემი შეყვარებულის გასაცნობად თუ ჩამოხვედი, დაგერეკა წესიერად მაინც დაგხვდებოდით. - მე და დემეტრეს ჯერ არაფერი არ გვქონდა გარკვეული მაგრამ მას ამის ცოდნა რაში სჭირდებოდა.

-ბარბარე მოდი ერთი წამი სერიოზულად ვილაპარაკოთ. ბოდიშს გიხდი იმისთვიც რაც გავაკეთე, მეგონა სწორად ვიქცეოდი, მეგონა შენც მოგეწონე იმ დღეს, ცოტა ნასვამიც ვიყავი, სასმელს არ ვაბრალებ ჩემს საქციელს მაგრამ მართლა მთლად ადეკვატური არ ვიყავი.

-არც მეორე დღეს იყავი მთლად ადეკვატური. - გამახსენდა ის დღე როცა ზრვის ხმის და თოლიების ფონზე გავიღვიძე, ცხოვრებაში პირველად.

-მაგისთვისაც უდიდეს ბოდიშს გიხდი. შენ რო წახვედი მაშინ გიაკო გაგიჟებული და გამწარებული იყო ჩემზე. ვიჩხუბეთ, არაერთხელ თან და მერე მივხვდი რაც მივქარე. მომეწონე და იმ დღეს ისეთი ხელშეუხებელი მომეჩვენე, მამაშენით დაწყებული მთელი სანათესაო გადიდებდა, ამბობდა ამას ისეთი ქმარი უნდა მოვუძებნო ამისთვის მთებს რომ გადადგავსო, მე კიდე მაგაზე ჩავიციკლე და უცაბედად გავაკეთე ის რაც გავაკეთე. მთელი გულით გიხდი ბოდიშს.

ახლა კი ნამდვილად გაკვირვებული ვიყავი. მისი ბოდიში და ახსნა-განმარტება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემთვის ვიდრე მეგონა. ახლა რომ ვიცოდი რატომაც მომიტაცა და რომ მხოლოდ ერთი ატეხილი ბიჭის ახირება არ ვიყავი, თითქოს შინაგანად რაღაც დამიმშვიდდა რაც არ ვიცდი რომ მაწუხებდა.

მჯეროდა მისი ბოდიშის.

-იჩხუბეთ და მერე რანაირად დაძმაკაცდით?

მას ჩაეცნა და საბოლოოდ მეც მომცილდა დაძაბულობა რომელიც უკვე მეგონა ღამე ძილსაც არ დამაცდიდა. მათეს ნახვამ კი ზაფხული, სახლი, მშობლები და მარიამობი ის დღე გამახსენა ყოვლ წელს ყველას საოცარი მოგონებებით რომ ამახსოვრდებოდა.

ახლა კი, შუა დეკემბერში, სიცივეში და ჩემთვის ჯერ კიდევ ასე თუ ისე უცხო ქალაქში, ზაფხულზე ფიქრი და სახლში დაბრუნება მართლაც კარგ აზრად ჟღერდა. ჩემი სახლი მენატრებოდა.

-მე და გიაკო მაგ ჩხუბის მერე ისე გადავეკიდეთ ერთმანთს არ იკითხო, თავის საძმაკაცოსთან ერთად სამჯერ დამისატკავა, მამაშენს კი ვერაფერი უთხრა იმ დღეს მარა არ გეგონოს რო მათ აზრს ითვალისწინებდა, პირიქით.

-ვაიმე ზუკა და ნიკო ჩამოიყვანა ბათუმში? შენ საცემად და თან სამჯერ? - მას ახლა ხმაღლა გაეცინა და თითქოს მხრებიდან დაძაბულობა მოეხსნაო, ისე თავისუფლად მოიკალათა.

-ხო აბა, ჩემი დის წაყვანას და თან ასეთ ამბავში ჩაგდებას ერთი სინიაკით რანაირად გადაურცებიო. მამაშენს კიდე საქმის გარჩევა არც უნდოდა და არც ეცალა მაგისთვის, ასე თქვა სამარცხვინოდ მოიქცა ბარბარეო და არ დაინტერესებულა ჩემთან ლაპარაკით. გიაკო კიდე მაგის მაგივრადაც დამაცხრა პირველივე დღიდან.

-სამი ერთზე იჩხუბეთ?

-პირველად პროსტა შენმა ძმამ და მე, ზუკა და ნიკო იქვე იყვნენ რა, მერე მეორე ჩამოსვლაზე უკვე მზად დავხვდი, ვიცოდი კიდე მოვარდებოდა ზუკასთან და ნიკოსთან ერთად და ჩემი ძმაკაცებიც შემოვიკრიბე, კაროჩე ერთი დაზვანოკება და ეგრევე თრახიათქო.

-შენებმა რაო შენ საქცილზე მერე რო გაიგს რაც მოხდა?

-ერთმა ბაზარი არარი ღირსი ხარო, მეორემ ბარბარე გაგვაცანიო, მესამემ კიდე კიდე მოვიტაცოთო მერეო, ცოლი თბილისში რანაირად გაგექცაო.

-ხო რატო არა ჩემისთანას სად ნახავდი კიდე ასე ადვილად მოსატაცებელს. - მეც გამეცინა.

-ხო არ გააფრინე ცოცხლად დამწვავს შენი ძმა ხელი რო დაგაკარო. - მითხრა სიცილით და ისევ თმაზე გადაისვა ხელი. მე კიდევ გამეცინა, მეჩვენებდა თუ მათე სურმანიძრ და მე გაუხსენებელ ამბავზე ვიცინოდით?

-ხელი რო დააკარო მე დაგწვავ ცოცხლად. - უკნიდად დემეტრეს ცივი ხმა გავიგონე და კინაღამ შიშისგან შევხტი, უკან შეტრიალბულმა თვალებიც ვერ გავუსწორე, სახიდან ღიმილჩამორეცხილი დავშტერებოდი ხის იატაკს და ისეთი შეგრძნება მქოდა რომ რაღაცაში გამომიჭირეს.

და დაძაბულობაც უკან დამიბრუნდა. მგონი დემეტეს სიახლოვე იწვევდა ჩემს გულმოდგინე ფორიაქს და არა მათე თურმანიძე ან გიჟი გიაკო, ან თუნდაც ჩემზე გაცოფებული ლანა და დაბნეული გაურკვევლობაში მყოფი გოგოები.

შემოსასვლელში კარებთან აყუდებული გიაკო ხან მე მიყურებდა ხან თავის ძმაკაცს რმელიც ისე გავიდა კარებისკენ ვერც კი შევამჩნიე. გოგოებიც არ იღებდნენ ხმას.

-მათე წავედით და კაროჩე ბაბარე ხვალ ამოვალ, მე და შენ კიდე გვაქ სალაპარაკო. - თქვა გიაკომ და კარებიდან გავიდა.

-მე და შენც სალაპარაკო გვაქ. - მითხრა მათემ, ზურგი შემოგვაქცია და ეგრევე მის ძმაკაცს გაყვა უკან, ვერ შეამჩნია დემეტრეს წარბებ დაქაჩულ გამომეტყველებას რომელიც ღია კარებს უყურებდა.

-რაო იმან? ვერ გავარკვიო რა მინდაო? - მე მომიტრიალდა დემეტრე და გაბრაზებული ისე მიყურებდა გეგონება რამე დამეშავებინა.

-მე რა ვიცი, წესირად მართლა არ გვილაპარაკია.

-ვისი კისკისის ხმა მესმოდა აბა?! - ჩემსკენ წამოვიდა და მეც ავტომატურად უკან გადავდგი ნაბიჯი.

-ძაან გვიანია არა? დედა რომელი საათია, დემე აბა ნახვამდის, კარგად და ხვალ გაერკვიეთ ხო. - ჩაეჭრა უცბად ლანა და დემეს არც დააცადა კიდევ რამე ეთქვა. მადლობელი ვიყავი ლანასი, ახლა დემეტრესთან წესიერად ლაპარაკს ნამდვილად ვერ მოვახერხებდი.

ყველაფერი ერთ დღეს უნდა მომხდარიყო, ჩემი და დემეს საუბარიც არ ყოფილა დასრულებული, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ გიაკო და მათეც. მერე ისიც გასარკვევი მქონდა ჩემ ძმას რაზე ელაპარაკა.

-ხვალ მე წაგიყვან სადაც წასასვლელი ხარ, დილას აქ ვიქნები. - მითხრა დემემ და სახლიდან გასვლის მერეც მისი ხმა ისმოდა ოთახში ექოსავით.

-ვაიმე დედა საიდან დავიწო ეხლა მე – თვქა ლანამ.

-საიდან და რეებს მალავთ თქვენ? რაო დემემ რაქნა და რატო არ უნდა ნახო, მათეს უთხრა რაღაცეებიო? ჩვენ რატო არ ვიცით? - მე დივანზე დავჯექი და ლანაც გვერძე მომიჯდა, ანიკო და მარიამი კი ტელევიზორის წინ სიარულს მოყვნენ, კარგად დასტრესილი და გამწარებული გამომძიებლებივით მოგვჩერებოდნენ ორივეს.

-ბებიამისთან რო ვიყავით იმ ღამეს ერთ ოთახში ეძინათ ამათ და დილას მათეს დაუნახია როგორ გამოდიოდა ბაბი იმისი ოთახიდან არასწორად გაიგო და დემეს დაელაპარაკა, დემემაც შეცდომა იყოვო პატარა არისო ესაო ისაო, არ ღირსო და არმინდაო ბარბარესთან არაფერიო, მერე მეც არასწორად გავიგე და ამასაც არასწორად მოვუყევი, ეს გავაფრთხილე დემე არ ნახოთქო, მერე დღეს დაურეკა, ამანაც ნახა, მგონი გაერკვივნენ და მერე ისინიც მოვარდნენ. - მიაყარა უცბად ლენამ.

-ვისთანე ეღთად გეძინა შენ ღამე, ვის ოთახში?! - დამყვირა ანიკო. მე და ანიკო ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და დებივით ვიყავით ყოველთვის, არც მიკვირდა მისი რეაქცია.

-შენ რო გიაკოს აბარებდი თურმე აჩოტებს როგორ ვარ და რას ვშვები?! - მართალია სინამდვილეში არ ვიყავი მასზე გაბრაზებული, მაგრამ ხომ უნდა გამებათილებინა და გადამეფარა მისი ბრაზი რამით.

-კაი რა ღმერთო, გოგო იმასთან იწექი და მერე არმინტერესებსო თვქა და ვითომ არასწორად გაიგე? - ახლა მარიმ დამიყვირა.

-არა არაფერი არ გვქონია იმ ღამეს, ეგ კი არა, გვერძე ძლივს მომიჯდა ფილმის საყურებლად. მართლა არაფერი არ მომხდარა.

-ბაბი მოდი მართლა თვქი, არაფერი არ იყო? საერთოდ? - ლანაც მომიტრიალდა ანიკოს კიტხვით დაინტერესებული. ღმერთო ან გოგოების ან გიაკოს ხელში მოვკვდებოდი მე ერთი დღეს.

-არაფერი საერთოდ. ავდექი ღამე, შემცივდა და დივანზე რო ადიელა იდო ის უნდა ამეღო, დემეტრესაც არ ძინებია თურმე და მაშინ შემოვიდა მისაღებში, დავილაპარაკეთ და რო მციოდა დამინახა, არაფერი რო არ მქონდა წამოღებული ჩასაცმელი იმასაც მიხვდა და წამომყევიო მაგასთან ოთახში რო ავედით თავისი გრძელმკლავიანი და წინდები ჩამაცვა, მერე ასე გაშეშებული ვიჯეით საწოლზე და ვუყურებდით კინოს, მერე დილით ისე გამოვედი არც გამიღვიძებია. სხვა მართლა არაფერი, ანიკო მართალს გეუნები.

-წინდები ჩაგაცვა თავისით? - მკითხა მარიმ და მეორე მხარეს მომიჯდა, სახეზე ნაზი ღიმილი ჰქონდა და ინტერესიანი მზერა.

-ხო

-აუ მაგას მაგარი მოსწონხარ მემგონი.

-მანქანაშიც ეგ მითხრა დღეს, მარა წესიერად ლაპარაკი ვინ დაგვაცადა.

-გიაკომ რაო? - მკითხა ლანამ.

-რაო და მამაშენი მაგარი ჯიუტიაო, არ ჩამოვაო, დედას ენატრებიო, მე და მათე ისე ახლოს ვართ უეჭველი ჩემი შვილი უნდა მოვანათლინოვო რო მეყოლებაო და დემეტრე ვინ არი გოგო ამ შუა ღამეს რო ნახულობო.

-რა სიმპატიური ძმა გყოლია ბარბარე არ უნდა გეთქვა – მკითხა მარიამმა წარბების ქაჩვით და მასხრის ღიმილით. ვერ ვიგებდი მეხუმრებოდა თუ არა.

-აეხა არ გამარეკინო თორე – მეც წამოვენთ, მარიამი კი არა არც ერთი ქალი არ იმსახურბდა გიაკოსნაირ ვირს ცხოვრებაში.

-რაიყო სიმპატიურიათქო, წესიერი კი არა.

-ისე მართლა გირეკავდა ხოლმე ჩემზე? - ვკითხე ანიკოს. გიაკოს ეს საქციელი გულზე მალამოდ მედებოდა.

-კი სუ, მეკითხებდა ფული ხოაქო, ხოარ უჭირსო, უნიში რაშვება რანიშნებზეაო.

-ვაიმე შენ რო ქირაზე ზოგჯერ ფულს არ მართმევდი ეგ გიგზავნიდა ხო? - ანიკოს ბავშვობიდან უფროსი დის პოზიცია ეჭირა ჩემთან, არც მიკვირდა ზოგჯერ რომ ფულს არ მართმევდა, მაგრამ თან იმაზეც მეფიქრებოდა საჭიროება რომ იყო ეს ფული, აი თურმე რანაირად და რატომ ახერხებდა გადახდას ჩემი წილის გარეშე.
-ხო კაი ეგ დაიკიდე, კარგს აკეთებდა მაგასაც რაექნა იმითი გეხმარებოდა შორიდან რითიც შეეძლო.

-დარეკვა მაგაზე მეტად დამეხმარებოდა მარა რასვიზავთ ეხლა.

-რამდენი წლისაა გიაკო? - კითხა მარიამმა ანიკოს. არ ხუმრობდა მარიამი მემგონი.

-გეყოს მარიამ არგვეცინება. - დატუქსა ლანამ დაქალი.

-ოცდაერთისაა

-ბავშვივით კი იქცევა. - ვთვქ მე.

-მათეს და გიაკოს თურმე სასტავებით უცემიათ ერთმანეთი სამჯერ თან.

-ისე მათემ რაო? - დაინტერესდა ლანა.

-ეგეც არ ყოფილა მთლად შეუხედავი, მაშინ თავიდან რო ჩამოხვედი და მოყევი მე მეგონა ვიღაცა უსაზიზღრეს ბიჭს გამოექეცი, რაგინდა მშვენიერი ყოფილა. - ისევ მარიამი, რა თქმა უნდა. ამას ამაღამ თმით ვითრევდი, სავარაუდო.

-მარი გაქრი ეხლა აქედან, მაგანაც კარგად გადამრია რაო მათე სურმანიძემ და მართლა ბოდიშიო, ძაან მომეწონე მაშინო, მერე შენი ძმა და მე სერიოზულად დავმეგობრდითო.

-ისე დემეტრესი არ იყოს, სიცილ–კისკისი კი ისმოდა თქვენი.

-პირველად დაველაპარაკე ცხოვრებაში ადამიანურად და რავი, უჯიშო არაა მგონი. თქვენ რამე გაიგეთ გიაკომ და დემემ რაზე ილაპარაკეს?

-კი, გინება ისმოდა ცოტა, ეგენიც მშვიდობიანად დაიშალნენ ბოლოს. მარა კი გალანძრეს ერთმანეთი, დემემ ის არ შეარჩინა მათე რო მოიყვანა, გიაკომ ის არ შეარჩინა მათესთან რაც ილაპარაკა დემემ მაშინ.

-ეს მათეები რო შარს წევენ ნახე შენ რა.

-მათეები არადა ის, ერთი მათე სურმანიძეა შარიანი თორე ჩვენ მათეს რასვერჩით. - შეგვედავა ლანა და მართალიც იყო მეგობარს რომ იცავდა.

-ხვალ დემე რო უნდა ვნახო ცოტა მეშინია, - ვაღიარე მე. სინამდვილეში იმის მეშინოდა რომ ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა ისე დამთავრდებოდა რომ წესიერად ვერაფრის სეგრძნებას ვერ მოვასწრებდი.

გიაკოსთან და მათესთან შეგუება და ადამიანური ურთიერთობა კი მინდოდა მაგრამ, დემეტრესთანაც მინდოდა ყოფნა.

-ხოდა ეხლა ვნახავთ შენთან რანაირი ურთიერთობა უნდა. ბიჭებმა ისე დახატეს ეგ შენი დემე მე მეგონა აუღებელჯ ციხესიმაგრე იქნებოდა, ხოდა ეხ აგამოჩნდება ვინაა და რა კაცია.

ანიკოს ეს სიტყვები მთელი ღამე გამომყვა და ძილიც არ მაცადა.

მეორე დღეს დილიდანვე დაღლილმა და დაძაბულმა გავიღვიძე, იმის მიუხედავად რომ გასული დღე ასე თუ ისე მშვიდობიანად და ყველანაირი გაურკვევლობების გარეშე დასრულდა.

დემეს მესიჯები დამხვდა, მეუბნებოდა რვისთვის ქვევით დაგელოდებიო, მისი დანაპირები გამახსენდა ხვალ მე გაგყვან სადაც გასასვლელი ხარო, გიაკოს ნარეკიც დამხვდა და ყველაზე გასაკვირი ის არის რომ მათე სურმანიძემ სოციალურ ქსელებში დამამატა.

მაგრამ აღარაფერზე ფიქრი აღარ შემეძლო დემეტრეს მესიჯების დანახვის შემდეგ. გოგოების არც დავმშვიდობებივარ წესიერად ისე გავიხურე სახლის კარი.

თან მეჩქარებოდა დემეს ნახვა, თან თითქოს ფეხები უკან მრჩებოდა. სადარბაზოდან გასულს მანქანას მიყუდებული დემეტრე რომ დავინახე ლამის უკან გავბრუნდი, ჩემს ოთახში ჩასაკეტად.

მაგრამ, იმ ყველაფრისდა მიუხედავად რაც გუშინ მოხდა, დემეტრეს და ჩემი ერთად ყოფნა ისე მინდოდა რომ ამ ერთი ამბის გამო არ ვაპირებდი მისგან გაქცევას, თან მე არაფერი დამიშავებია.

როგორც კი დამინახა მაშინვე მოვიდა და ხმის ამოუღებლად გამომართვა ჩანთა, მანქანაში ჩაჯდა და ჩანთა უკან გადადო. მეც მის გვერდით მჯდომს უხერხულობისგან თითების მტვრევის გარდა რა მექნა აღარ ვიცოდი.

არც ის ვიცოდი რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, ჩვენი ამბები გაგვერჩია თუ ჩემი ძნის გამოჩება.

-საით?

-უნივერსიტეტში, გამოცდა მაქ დღეს.

-რისი გამოცდა გაქ?

-ეკონომიკის პირველი ფინალური.

-მერე იმეცადინე?

-კი მარა ისე ვნევიულობ არ ვიცი რა გავაკეთო. - ახლაღა გამახსენდა გამოცდაზე სანერვიულოც რომ მქონდა. კი ვიმეცადინე მაგრამ, საგნის შეტენვა ნამდვილად არ მაწყობდა, დრო ნამდვილად არ მაქვს გადასაბარებლად.

-რომელზე უნდა იყო გამოცდაზე.

-ჯერ არა სამ საათში მაქ მარა ადრე გამოვედი კურსელებთან ვიმეცადინებ თქო ვიფიქრე.

-წამო მე გამეცადინებ. - თქვა და უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია ისე რომ არც აუხსნია რას ნიშნავს "წამო მე გამეცადინებ"

-შენ როგორ უნდა მამეცადინო?

-ხოარ დაგავიწყდა დამთავრებული რომაქ მე?

-მერე რა დაამთავრე ეკონომიკა რო მამეცადინო?

-ბიზნესი დავამთავრე ორი წლის წინ

-როდის გაქვს დაბადების დღე? - ჩვენი სულ პრიველი საუბარი გამახსენდა და ის რომ ორივეს წლის ბოლოს გვაქვს დაბადების დღე.

-თხუთმეტ დეკემბერს, შენზე ათი დღით ადრე.

-ჩემი დაბადებისდღე საიდან იცი?

-რასქვია საიდან ვიცი. - არ უპასუხია მაგრამ არც მე ჩავაცივდი, ან ბიჭებისგან ეცოდინებოდა ან სოციალური მედიიდან.

-სად მივდივართ?

-ჩემთან სახლში - მითხრა უდარდელი ხმით მე კი გული ყელში მომებჯინა. როგორ თუ მასთან სახლში.

-სხვაგან სადმე არიცი მშვიდი ადგილი?

-რაიყო გეშინია ჩემი?

-ეგ რაშუაშია, უბრალოდ... - ვეღარ დავამთავრე საკუთარი წინადადება, უბრალოდ რა? მართლა მეშინოდა მასთან ერთად მარტო ყოფნა თან რამდენიმე საათის განმავლობაში.

ბოლო-ბოლო გამოცდისთვის უნდა მოვმზადებულიყავი.

დემეტრემ ერთიღა გამომხედა ალმაცერად და თავისთვის ჩაიღიმა, ისევ გზას გახედა და დამტოვა ახსნა-განმარტების გარეშე რომელსაც მე სულმოუთქმელი ველოდი, მაგრამ აღარაფერი მიკითხავს მისთვის. რაც იქნება იქნება.

ოც წუთში მისი სახლის კართან ვიყავით და მე ადგილზე ვერ ვისვენებდი. დემეტრემ გასაღები გადაატრიალა და ჯერ მე შემატარა, მერე თვითონ შემოვიდა. შემოსასვლელში გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მერე ჟაკეტი გამომართვა და წელზე დამადო ხელი, წინ მიბიძგა და როცა მეც ნაბიჯი გადავდი მაშინ მომაშორა ხელი.

-არ შემოხვალ? - მკითხა და მისღებში გავიდა. დივნაზე ჩამოჯდა და პატარა მაგიდაზე ჩემი ჩანთა დადო, რომელიც არც კი შემიმჩნევია როდის გამოაყოლა ხელს მანქანიდან.

-დემეტრე მართლა შენ უნდა მამეცადინო? - ვიკითხე ოთახში შესულმა, ნაცრისფერი სქელი ფარდები ფანჯერბს თითქმის ბოლომდე ფარავდა, ერთი ორი პატარა ლამპა ენთო, ოთახში სიბნელე და მყუდროება სუფევდა. აქაურობა იმაზე ბევრად კომფორტული იყო ვიდრე მე წარმომედგინა რომ ტყეში კოტეჯების მშენებელ დემეტრეს შეეფერებოდა.

სულ მავიწყდება ის რომ მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, არც ის ვიცი რა მოსწონს და რა არა, ასე რომ არ უნდა მიკვირდეს ეს ბინა, მოდერნისტული და თან მინიმალისტური რომ არის.

-მოდი დაჯექი და გამოცდას რო ჩააბარებ მერე ილაპარაკე ბევრი.

-ვაიმე, დემეტრე პირველმა ხუმრობა თქვა. - მეც გახალისებული გვერდით მივუჯექი და ჩანთიდან ნოუთბუქი და კონსპექტები ამოვიღე.

-აბა ბარბარე ბერია ცუდ ხასიათზე ხო არ უნდა მყავდეს. - მიტხრა მანაც ღიმილით და კომპიუტერს მიაშტერდა. მე კიდევ გაშეშებული მას მივაშტერდი. მეჩვენებოდა თუ მისი ყოველი წინადადება ტკბილი მოფერებასავით ჩამესმოდა?

ნახევარი საათის შემდეგ კი ყველაზე რთულ საკითხს მიხსნიდა დემეტრე, უკვე მეორედ. მე კი მაინც ვერაფერს ვერ ვიგებდი. არ ვიცი, შეიძლება იმის ბრალიც იყო რომ ჩემს ფეხზე ხელი ედო, კი უბრალოდ მკლავით მეყრდნობოდა მაგრამ ჩემთვის ეს ერთ-ერთი პირველი შეხება იყო ზოგადად კაცთან.
და მით უმეტეს დემეტრესთან.

-ბარბარე ამას შეხედე მე ნუ მიყურებ. - მითხრა მან და თავი კომპიუტერისკენ მიმატრიალებინა. ოთახის მკრთალ და კომპიუტერის მკვეთრ სინათლეში მისი სახე გამოკვეთილი და საოცრად მამაკაცური ჩანდა. ახალ ამოსული დაბალი წყვერი, ყავისფერი ღრმა თვალები, მაღალი ღაწვები, ღია ფერის ტუჩები...

-ბარბარე მეთქი! - მომიტრიალდა გაბრაზებული სახით და ჩვენი მზერა ერთმანეთშ შეხვდა.

სახე ამიხურდა და ჟრუანტელმა დამიარა. ის ღამე გამახსენდა, მის ოთახში რომ ვიყავით, ზუსტად ასეთ გარემოში და ძალიან ახლოს ერთმანეთთან. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მას შემდეგ თვეები იყო გასული. არადა, ღამღამობით ჯერ კიდევ იმ ღამეზე ვფიქრობდი, მის სიმშვიდეზე და აუღელვებლობაზე ჩემს გარშემო, როგორი დაკვირვებული იყო.

იმ ღმეს ერთმანეთშ არც კი შევხებივართ,ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რა შეიცვლებოდა ჩვენს შორის იმ ღამეს რომ რამე მომხდარიყო და ვხვდები რომ ყველაფერი იდეალურად მოხდა მაშინ.

ახლა კი მარტო მყავდა, ჩემს გვერდით, მშვიდი, გუშინდელის გამო გაღიზიანება არც კი მახსოვდა, არც მას ეტყობოდა ბრაზი.

ყველაფერი მისკენ მიმიწევდა, პირველივე დღიდან.

გაუაზრებლად, ხელი მუხლზე ჩამოვადე და ვაკოცე.

დემეტრე

***
ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა ვერც კი მივხვდი ბარბარეს ტუჩების ჩემსაზე შეხება რას ნიშნავდა, მაგრამ მერე მისი აკანკალებული ხელი ვიგრძენი რომელიც მუხლზე მედო და უცბად მოვცილდი და ფეხზე წამოვდექი რომ ორი ნაბიჯი გადამედგა ჩვენს შორის დისტანციის შესაქმნელად.

ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ვერც მისკენ ვტრიალდებოდი, ვიდექი ასე ზურგ შექცეული და სურვილისგან უკვე ხელები მიკანკალებდა. მაგრამ ასე არ შემეძლო, ჯერ ძალიან ადრე იყო.

-ბოდიში - გავიგე მისი სუსტი ხმა და მოთბინების და თავშეკავების ბოლო შერჩენილი ძალაც დამეკარგა. ზუსტად ვიცოდი რომ ეს გოგო ერთ დღეს ყველანაირ კონტროლს დამაკარგვინებდა.

-რა თქვი?

-ბოდიში მეთქი - ხმამაღლა თქვა გაღიზიანებულმა.

ზოგადად ბარბარესთან პრიველი შეხვედრის შემდეგ ყველა იფიქრებდა რომ ერთი მორცხვი და მშვიდი გოგო იყო, მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი იმაში რომ ის ბევრად უფრო მტკიცე, ძლიერი და თავისუფალი იყო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

გუშინდელი ამბების შემდეგ კი ბარბარეს ძლიერი ხასიათის გაცნობა იმაზე მეტად მინდოდა ვიდრე აქამდე. ის რომ ვიღაც უცხომ მოიტაცა და მერე ბარბარე ოჯახიდანაც წამოვიდა ამ ამბის გამო სისხლს მიყინავდა ბრაზისგან, მაგრამ ამავდროულად სიამაყით და მისდამი აღტაცებით მავსებდა. ახლაც, მისი გაღიზიანება რომელიც სიმორცხვის ნაცვლად ეწერა სახეზე იმაზე მეტად მახარებდა ვიდრე მეგონა. გიაკოსთან ლაპარაკმა კი იმას მიმახვედრა რომ მისი და ჯიუტი იყო, იმას გააკეთებდა რასაც მიზნად დაისახავდა და ბოდიშს არ მოიხდიდა იმისთვის რომ სხვა ხალხისთვის რამე დაეთმო.

აქამდე ახლად გაცნობილ ხალხს დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, ჩემთვის მათ ინტერესს და მოკლე საუბრებს აზრი არ ჰქონდათ, ბიჭების გარემოცვაც სავსე იყო ლამაზი გოგოებით, რომელბიც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი ხალხი იყვნენ.
იმ დღესაც, ბიჭების ერთ-ერთი სამეგობრო იყო შეკრებილი, ახალი არაფერი და არავინ წესით, მაგრამ შესვლის თანავე რომ მოვკარი თვალი, მაშინ ჩუმად მჯდომ ბარბარეს, მას შემდეგ ამ გოგოს გარდა არაფერზე აღარ მეფიქრება. მერე გარეთ რომ გამომყვა და დავილაპარაკეთ, მივხვდი რომ მისი ასე უბრალოდ გაშვება არ შეიძლება და არც ვაპირებდი ორი სიტყვით და ნომრით დავმშვიდობებოდით ერთმანეთს რომ არა ლანა. ლანა რომელიც უკვე მერამდენედ მიშლიდა ნერვებს ჩემი და ბარბარეს შორის ამა თუ იმ ფორმით ჩადგომის გამო.

იმდენი რამე მქონდა ბარბარესთვის სათქმელი, იმდენ ადგილზე მინდოდა მეკოცნა და მისი კოცნა მეგრძნო რომ გადაჭარბებული ენერგია ვიგრძენი. მე რომ აქედან გავნძრეულიყავი ბარბარე ბერია ხელიდან ვერ გამისხლტებოდა. სწორედ ამიტომ მოვშორდი, მისი ნაზი ტუჩების დაკოცვნის ნაცვლად ფეხზე ამიტომ ვიდექი.

-რაზე იხდი ბოდიშს

-ნეტა რაზე - ამომხედა გამყინავი მზერით და კომპიუტერი დახურა, ჩანთას რომ დაწვდა მერეღა დავუჯექი ისევ გვერძე. საკუთარი თავის ხელში აყვანა არასდროს არ ყოფილა ჩემთვის. ახლაც მთელი ძალით ვცდილობდი ზედმეტი არ მომსვლოდა.

-ბარბარე...

-კაი თავი დამანებე, გასაგებია ყველაფერი. - თქვა და ჩემზე ჩაკიდებული ხელი ნელა აიქნია, ამის დანახვაზე ჩამეცინა.

-რა არის გასაგები - ვკითხე ღიმილით და მოღუშულ სახეზე მოვავლე თვალები. ლოყები ან ბრაზის ან სიმორცხვის გამო ჰქონდა აწითლებული, წარბები შეკრული თვალები კი ჩაცრემლიანებოდა.

-ის რომ არ გინდა ჩემთან... - სიტყვა გაუწყდა როცა ხელისგული ლოყაზე დავადე და მეორე ხელით თმა გადავუწიე ყურს უკან. კიდევ კარგი თმა მაღლა ჰქონდა აწეული.

-კიდე რა არის გასაგები აბა - გახურებულ ლოყაზე ვაკოცე, ისე რომ მეორე ხელი მისი სახიდან არ მომიცილებია. წელზე შემოვხვიე მკლავუ და ჩემგან შორს მჯდომი ზედ ავიკარი.

-რა და არგინდა რომ... - ხმა აუკანკალდა, მე კი თავს ძლივს ვიკავებდი რომ მისთვუს ის არ მენახებინა თუ "რამდენად არ მინდა მასთან". ლოყიდან მის ყბაზე გადავინაცვლე და პატარ პატარა კოცნებით ყელს ჩავყევი.

დახშული კვნესის ხმამ მომიყვანა აზრზე თორემ სიტყვის უთქმელად გავაგრძელებდი ჩემს საქმეს.

-რაო აბა კიდე რა გავიგეთო - ვკითხე ღიმილით და თვალებში შევხედე, ჩაცრემლიანებული მზერა აღარ ჰქონდა მაგრამ სამაგიეროდ ინტერესი და სიმორცხვე კი ნამდვილად დავინახე. ამჯერად. ტუჩის კუთხეში ვაკოცე რამდენჯერმე და წელზე მოვეფერე რომ მისი ლამაზი ხმა გამეგონა, თუნდაც კვნესა. განსაკუთრებით კვნესა.

-დემეტრე აბა წეღან...

-წეღან მოულოდნელად შემაშინე.

-მე შეგაშნე? - მკითა ღიმილით და მერე ბენდიერმა შემომცინა.

-მორჩა ვსო ეხლა, გახსენი ეგ კომპიუტერი, ჯერ არც დაგვიწყია წესიერად. - ერთბაშად მოვშორდი და იმ წამსვე ვინანე, მის წვრილ წელს და თბილ მუცელს ახლოს რომ ვერ ვგრძნობდი -და გირჩევნია არ ჩაიჭრა მაგ გამოცდაში.

-რატო გეშინია შენ არ დაგბრალდეს?

-შენ რაც გეხება უკვე ყველაფრის მეშინია ისე ვარ. - სიმართლე ვუთხარი, მან კი უბრალოდ გაიცინა.

მერე საათ ნახევარი მართლა ვამეცადინე, აღმოჩნდა რომ სინამდვილეში არაფერზე არ ჰქონია სანერვიულო, მხოლოდ ერთი თემა არ იცოდა საფუძვლიანად, დანარჩენი ყველაფრისთვის მზად იყო.

-წამოდი უნივერსიტეტში გაგიყვან და დაგხვდები რო დაამთავრებ.

-მთელი დღე მე ხო არ უნდა მატარო, ჩემით წავალ შენ აღარ შეწუხდე.

-ბარბარე მეთქი.

-რომ ჩავიჭრა მაინც შენ გბრალდება რომ იცოდე. - მითხრა ნაზი ღიმილით და მე კიდევ მზად ვიყავი ყველაფერი დამებრალებინა ოღონდ მისი ეგ ლამაზი ღიმილი სულ დამენახა.

ბარბარე
***
გამოცდაზე რასაც ქვია გაბრუებული ვიჯექი. ეკონომიკაზე მეფიქრა კი არა ის, ჩემი სახელიც აღარ მახსოვდა წესიერად. როგორ უნდა მეფირქა ეკონომიკაზე მაშინ როცა ჩემი და მისი ყოველი ამოსუნთქვას ახლაც ცხადად ვგრძნობდი.

დემეტრეს ხელებს ისევ მეხვეოდა წელზე, მუცელზე, სახეზე, მკლავებზე. მის ტუჩებს ჩემი სახე ჯერ არ დაუტოვებიათ. თბილი მზერა კი ჯერ ისევ წინ მედგა. რომ ვაკოცე მაშნ ჯერ ისევ გაყინული ვიყავი, მხოლოდ ის მახსოვს რომ იმ წამს მოზღვავებულ სურვილს ავყევი და ჩემი პირველი კოცნა ისე სწრაფად დასრულდა როგორც დაიწყო. მერე გულის ტკივილი მახსოვს რომ დემეს ისე არ ვუნდივარ როგორც მე ის. მაგრამ, ეგ გულის ტკივილიც უცბად გამიქრო დემეტრე პირველმა.

მაგრამ, რაც მართალია მართალია. დემეტრემ ეკონომიკაც ისევე კარგად იცის როგორც ჩემი გაბრუება. ამ გამოცდასაც იმის გამო ვწერდი ყველაფრისდა მიუხედავად დიდი მონდომებით რომ დემეტრესთან შერცხვენა არ მინდოდა. ეგ კი არა, მხოლოდ ის მინდოდა რომ ჩემზე სულ კარგი და დადებითი შთაბეჭდილება ჰქონოდა.

უნივერიტეტიდან გამოსულმა გოგოებს დავურეკე დავწერე მეთქი, ლენამ მომწერა ძაან არ შეგაგვიანდესო, იცის დემე რომ უნდა მენახა გუშნდელზე სალაპარაკოდ. რომ სცოდნოდა რა მოხდა ალბათ გაგიჟდებოდა.

დემეტრეს ჯიპი დავინახე ახლოს დაყებენბული და მეც იქეთ წავედი, ისე ჩავჯექი არც კი მიფიქრია, ბედნერებას ვასხივებდი. მეგონა რომ გამოცდა კარგად დავწერე, არც ერთი კითხვა არ გამომიტოვებია, თან დემემ რომ ამიხსნა ზუსტად ის თემა შემხვდა კარგად რომ მამეცადინა.

კარის გაღების თანავე, ხელში შეშინებული გიორგი შემრჩა, მათე ეუკან იჯდა, ცოტნე კი არსად ჩანდა. მე რომ დამინახეს სახე შეეცვალთ. ინტერესი და გაკვირვება ეწერათ გამომეტყველებაზე ორივეს.

ალბათ დემეტრეს მანქანა რომ დაინახეს დააინტერესდათ აქ რას აკეთებდო და ძმაკაცთან დასალაპარაკებლად ჩასხდნენ. ისინი კი არა მე ვიყავი აქ ზედმეტი.

ღმერთო, სირცხვილით სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი.

-ბაბი შენ აქ საიდან ტო.

-რავი აბა მათე, ერთ ლექციააზეც ხო არ ვსხედვართ ხოლმე კვირაში ორჯერ. - გადავხედე უკან მჯდომ მათეს და მერე დემეტრეს შევხედე. ნელ-ნელა ღიმილი ეპარებოდა.

-კაი ეხლა არიცი ხო რასგეკითხები, დემეს მანქანაში რაგინდოდა თქო ანუ.

-შორიდან დაგინახეთ და ხო უნდა მოგსალმებოდით არა. - მოვიგონე უცბად ის რაც სავარაუდოდ მათ დაემართათ და არა მე. აბა მე ვინ მაჯობებდა სიტუაციებიდან დაძრომაში.

-რას იტყუები ეხლა. - ამითვალწუნა ტყუილი გიორგიმ.

-გამოცდაზე მე მოვიყვანე დილით და მე მიმყავდა სახლში. - თქვა დემე აუღელვებლად და საჭეს ჩამოეყრდნო იდაყვით - რას დააყენე გარეთ, უკან გადადი მიდი - უთხრა გიორგის და არც დააცადა რომელიმეს რამე რეაქცია ჰქონოდა.

მაგრამ, ჩემი გოგოების ნაირი ქაჯები რომ არ იყვნენ ეს ბიჭები მაგაზეც ცალკე მადლობა მქონდა ღმერთთან მოსახდელი. არაფერი არ უთქვამს ისე დამითმო გიროგიმ წინა სავარძელი და მატეს მოძახებული "ნწ ნწ ნწ ტყუილების გუდა"-ო გულზე მალამოდ მომედო.

-კაი რა სახლში დემუს, ეგკიარა დავაი ცოტნეს დაველოდოთ, გოგოები ჩავაზვანოკოთ და ვქნათ რა რამე. - აიტეხა მათემ.

-მანქანიდან გადაგაგდებ მათე. აბა კიდე დამიძახე ეგ. - დაუბღვირა დემემ მე კი გამეცინა.

არადა, გიაკოზე და მათე სურმანიძეზე გვქნოდა სალაპარაკო, წესით.
ისევ მცხეთის გზას ვედექით, ოღონდ მაშინდელისგან განსხვავებით გარშემო ბიჭები მესხდნენ, დემეტრეს სიახლოვეს ორმაგად ვგრძნობდი მოძრავ მანქანაში რომელიც მათეს ხუმრობების დამსახურებით სიცილის ხმით იყო სავსე. გოგოები ცოტნეს მოყავდა მე კიდევ ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მათ, ერთი სული მქონდა რაც შეიძლება მალე მომეყილა ყველაფერს რაც მოხდა. ლანა ნამდვილად გადაირეოდა დღევანდელის მოსმენის შემდეგ.

ეგ კი არა, მეც ძვლივს ვიჯერებდი რომ დემეტრემ ის ყველაფერი სინამდვილეში მიტხრა და ჩემი წარმოსახვის ნაწილი არ ყოფილა.

ფიქრებიდან ტელეფონის რეკვის ხმამ გამომაფხიზლა, არც შემიხედია ისე ვუპასუხე ზარს.

-ჰო გისმენთ.

-გამარჯობა როგორ ხარ ბარბარეე? - გავიგე თუ არა მათე სურმანიძის ხმა მაშინვე ვინანე საერთოდ რომ ვუპასუხე.

-ვაა შენ ჩემი ნომერი საიდან გაქ?

-გიაკოსგან რათმქუნდა, როგორ ხარ რას შვები, შენთან მინდოდა ლაპარაკი და მეთქი ამ საღამოს ვნახავ თქო, თუ გცალია.

-არ მცალია. უნივერსიტეტში ვარ.

-გამოგაკითხავ მერე რაპრობლემაა.

-არ მცალია, ქალაქგარეთ გავდივარ.

-ნახევარი საათი მინდა შენი ნახვა, მითხარი სად ამოვიდე და ამოვალ.

-კაი მისამართს გეტყვი. გახვალ თბილისიდან, მერე ბანზე მცხეთისკენ, მერე გორს გაივლი, მერე შიდა ქართლს გაცდები, მერე იმერეთს და სამეგრელოს გაივლი და ეგრევე ბათუმში, პირდაპურ შენთან წადი სახლში. და გზაში ბარემ გიაკოც გაიყოლე, დატოვე ეგეც ჩვენთან, ხოიცი მისამართი.ძაან კაი აბა, კეთილი მგზავრობა და მე აღრ დამირეკო.

-რავი, გეგინებინა მგონი ჯობდა - სიცილი დაიწყო მათემ.

-შენს მოსახელეს ელაპარაკებოდა მემგონი. - უთხრა დემეტრემ მათეს და შეპარვით შემომხედა, სახეზე პატარა ღიმილით.

-რაა ბიჭო? ჩემი მოსახელეო? აბა ვინარი ეგ მათე?

-ჩემი თითქმის ქმარი.

-ვიინ?! - სიცილი დაიწყო გიორგიმ, მათეს კი სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა.

-ხოო რაგაცინებს მართლა.

-საქმრო გყავს ბარბარე ბერია? - მკითხა მათემ და დემეტრეს ისე შეხედა გეგონება ჯერ იმას განსჯის თვალებითო, მერე მე.

-არა რათქმაუნდა. ჩემი კლასელის ნათესავია, მარიამობაზე იყო ჩამოსული ჩემთან სოფელში, მოვეწონე და მომიტაცა

-მერე?

-მერე გავგიჟდი და გადავირიე, თბილისში ხო უნდა წმაოვსულიყავი ისედაც ხოდა ცოტა ადრე წამოვედი. ეგიყო და ეგ.

-და ეხლა რატო გირეკას? - მკითხა გიორგიმ.

-წესიერად ვერ დაველაპარაკე და მაგიტომ - უპასუხა დემეტრემ მე კიდე ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. მისი შემყურე ყველაფერი რაც აქამდე მიუღებელ მიმაჩნდა ბიჭისგან, ახლა მიმზიდველი მეჩვენა.

-ნახეეთ? მოიცა ორივემ ერთად ნახეთ?

-არა, სახლში დამადგნენ გუშინ გიაკო და ეგ, ხოდა ვერავინ ვერ ილაპარაკა წესიერად მემგონი.

-ბაზარი არარი და გიაკო ვინარი?

-ჩემი ძმა და მათეს ძმაკაცი თურმე.

-ვაიმე ძმის ძმაკაცმა მოგიტაც? - ახარხარდა გიორგი ისევ.

-არა შე შტერო მომისმინე, კლასელის ნათესავია, ჩამოსული იყო, მომიტაცა და მერე დამეგობრდნენ ალბად ისინიც.

-შენ მერე ძაან გაბრაზებული ხარ მაგაზე?

-სხვათაშრის არა, ის უფრო მაღიზიანებს ამდენი ხნის მანძილზე რომ არ დამკონტაქტებია გიაკო ვიდრე ის რომ მათეს დაუმეგობრდა. ცალტვინა არი ორივე და შეეფერებიან იძმაკაცონ მე რას მიშლიან.

-ნანახი მაქ მე ეგ ბოლოს ერთად დარჩებიან ეგენი. - თქვა მათემ. მე კიდევ გამეცინა, მოუწევდათ ნამდვილად, თუ წესირად არ დაიწყებდნენ აზროვნებას ერთიც და მეორეც.

-და არც მათეზე ხარ გაბრაზებული? - მკითხა გიომ

-არც მათეზე ვარ გაბრაზებული, უბრალოდ მაღიზიანებს მისი ახირების გამო ჩემს ოჯახტან რომ გამიფუჭდა ურთიერთობა, მერე ისიც მაღზიანებს რომ დამეგობრდნენ, ბრაზით არც ერთზე არ ვარ გაბრაზებული.

რომ ვფიქრობდი, მათეზე ბრაზი კარგა ხნის გამრალი მქონდა, და ახლა მითუმეტეს, როცა ჩემი ძმის გარშემო დავინახე, მისნაირი ხასიათებიც რომ შევამჩნიე და ისიც რომ გიროგის რაღაც მხრივ ძალიან ჰგავს, ისე უფრო აღვიქვავ მის საქციელებს როგორც გატუტუცებული ბავშვის და მობზრების გარდა ვერაფერს ვგრძნობ.

***

მცხეთაში ვიყავით, იმ სახლში სადაც მე და დემეტრემ ერთმანეთი გავიცანით. იმის მიუხედავად რომ სულ რამდნიმე თვე იყო გასული, მაინც გუშინდელივით მახსოვდა ყველაფერი და ისიც როგორ ჩაგვიშალა ლანამ ახალ დაწყებული საუბარი.

-ბარბარე გოგოები ამოვიდნენ ძლივს მოაღწიეს. - გამომძახა მათემ და მეც ცოტნეს მანქანას შევხედე რომელიც ეზოში ახლახანს შემოეყენებინა.
მეც გახარებული მათკენ წავედი რომ მეხარებინა ჩაბარებული გამოცდის სიხარული და თუ მარტო დავიხელებდი მათ, ისიც მეთქვა როგორ ჩავაბარე და რა მოხდა გამოცდამდე.

-ვააა ბარბარე ბეერია ჩასიძდი უკვე აქ? -ჩემი დანახვის ანავე ახარხარდა ლანა. ვაი ჯერ რა იცოდა რა უნდა მომეყოლა მაგისთვს, სიცილი სახზე შეეყნებოდა.

-პრივეტ ლამაზებო და კარგებოო, აქ საჭმელი გაკეთებულია უკვე იმდენი ხანი გელოდეთ, აგერ მათემ სუფრაც გაშალა. - თქვა ავინიდან გადმოყუდებულმა გიორგიმ

ლანამასთან მივედი და ჩავეხუტე, მანაც ხელები შემომხვია.

-მე ეხლა უკან გავალ და გოგოებიც თან გამოიყვანე, ვითომ რაღაცა გაქ სათქმელი და არ შეიმჩნიო რო მე დაგიძახეთ კაი.

ეგრევე სახლი უკა გავედი და ლანამაც არც კი შეიმჩნია დაბეულობა ისე დაუძახა გოგოებს რაღაცა უნდა გაჩვენოთ ჩვენთა ერთად წამოდთო. მე კიბეებზე მდგარ დემეტრეს გავხედე რომელიც სეპარული ღიმილით მიყურებდა და თითქოს მანიშნებდა ვიცი რაზეც უნდა იჭორავოო.

მერე რა, მაინც ვერავინ ვერ გამაჩუმებდა, ახლა ანიკოსთვის ყველაფერი რომ არ მომეყოლა ალბათ გული გამისკდებოდა.

-ჰა რაარი - კითხმა მარიმ ლანას.

-მე რა ვიცი მე რა შუაში ვარ, ბარბარეს კითხე ეგ.

-ჰააა?! - შეიცხადა ანიკომ.

-ხალხო დემეტრეს ვაკოცე

-რაქენი? - მკითხა ლანამ და ნელნელა სახეზე ღიმილი შეეპარა... ლანას ღიმილი შეეპარა სახეზე? ლანას ღიმილი რატომ შეეპარა სახეზე, წესით ის უნდა გაბრაზებულიყო... არა?

-გოგო შენ სულ გარეკე? მამის ტოლა კაცია - ჩუმად დამიყვირა ლანამ და მკლავზე მიჯიკა.

-მერე მომშორდა და შემეშინდაო ასე მითრა.

-აეხლა - გაეცინა ლანას და ძლივს იკავებდა თავს რომ ხარხარი არ მოერთო ბოლო ხმაზე, წინ ეზოში ბიჭები კი არა თბილისში ჩვენი ლექტორები რომ გაიგებდნენ ისეთი თან.

-ანუ ერთად ხართ? - მკიტა საეჭვოდ ჩუმად მდგარმა მარიმ.

-მემგონი ხო, მამეცადინა, უნიში მიმიყვანა, მერე წამომიყვანა, მერე ბიჭებთანაც არაფერი არ უთქვამს ან რატო ვიყავით ერთად ან რამე.

-ბარბარე მისმინე....

-მარი გთხოვ შენც არა რა, ნახე ლანაც აღარ მიბრაზდება დემეტრე რომ მომწონს მაგიტომ და შენ არ გაბრაზდე გთხოვ.

-მე კი არა შენ არ გაბრაზდე

-ჰა? მე რატო უნდა გავბრაზდე

-გიაკომ მომწერა, სად არის ბარბარეო

გიაკო ბერიამ თუ იცოდა სად ვიყავი ესეიგი მათე სურმანიძემაც იცოდა...

-მერე, რაქენი უთხარი?

-ხო ვუთხარი, აუ ანიკოს რომ ეკიტხებოდა როგორ არისო რას შვებაო მართლა ძაან კაი საქციელი მეგონა და მეთქი მეც მაგიტომ მკითხა რომ შენზე ნერვიულობდა თქო, არ ვეტყოდი რომ მცოდნოდა რაც ხდებოდა.

შებინდების პირას იყო, მცხეთაში ცოტა ციოდა და მზე ნელნელა დაბალ გორებს ეფარებოდა. მე კი ნერვიულობისგან ხელების კანკალი მეწყებოდა.

-როდის მოგწერა ეგ

-ერთი ორი საათის წინ ალბად რავი, გთხოვ რა არ გამიბრაზდე... იმ მათესთან ერთად თუ იყო იმანაც იცის ანუ.

-იცის კი არა გზაში არიან ალბად. მათემ დამირეკა დღეს განახავო, სალაპარაკო გვაქო ისევ.

-რავი ბარბარე ერთი მშვიდობიანი დღე დაგვაღამე აბა - ლანა ისევ ხარხარებდა.

კი, სასაცილოდ მქონდა საქმე.ვისხედით მე და გოგოები სამზარეულოში და ვფიქრობდით როგორ აგვერიდებინა თავიდან გიაკოს და მათეს აქ გამოჩენა, მაგრამ რამდენიც არ უნდა მეფიქრა და გოგოების აზრებისთვის მესმინა, ბოლოს ერთი გამოსავალი რჩებოდა - დემეტრესთვის მეთქვა და დავლოდებოდით როდის ამოვიდოდნენ, ბოლოს და ბოლოს საჩხუბარი აღარ მქონდა დარჩენილი. არც მე და მგონი არც არავის.

ნუ, თუ გიაკოს მოულოდნელობას არ გამოვრიცხავთ, მე რა ვიცი ეგ ავადმყოფი რას გეგმავს.

-მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. - სხვა გზა არ იყო, დემეტრესკენ გავემართე რომელიც ბიჭებთან ერთად გარეთ იჯდა და ხერცს ჭრიდა. სისხლიან ხელში ჩემხელა დანა ეჭირა და ისე ჭრიდა ხორცს მზარეული გეგონებოდათ.

-დემე რაღაცა უნდა გითრხა.

-გავიდეთ ჩვენ ბაბი? - მკითხა ცოტნემ, სინამდვილეში რაღა იყო დასამალი, დასავლეთიდან აღმოსავლეთში ყველა ვინც კი მიცნობდა იცოდა რაც მოხდა ჩემს თავს გასულ ზაფხულს, ბიჭებისგან რაღა მქონდ დასამალი, თან რანაირად უნდა დამემალა ის ორი ახმახი მალე აქ რომ მოგვადგებოდნენ.

-არა დარჩეთ მგონი ის ჯობია.

-რახდება აბა, ამოდიან შენი ძმა და მაგის ძმაკაცი? - მკითხა მშვიდი ხმით დემეტრემ, ისე რომ არც ამოუხედავს ჩემთვის.

-საიდან იცი? - გაკვირვებას ვერ ვმალავდი, ვერც მე და ვერც ბიჭები ისე იყურებოდნენ რომ აშკარად ჩემზე დაბნეულები იყვნენ. გოგოებიც ჩვენთან ისხდნენ და მათაც გაკვირვება ეწერათ სახეზე.

-ეგ შენი მათე არ გავს ისეთ ტიპს ერთი უარი რომ ბოლო პასუხად მიიღოს. - მისი ნათქვამი შენი მათე უსამვნო მოსასმენი იყო, არა იმიტომ რომ დემეტრე ამბობდა, არამედ იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ და მაინც ისე უყურებდა ამ სიტუაციას თითქოს მე ვიყო მათეს აქ მოსვლის ინიციატორი.

არადა ჯერ მათე ნანახიც არ მყავდა და ნერვები უკვე მეშლებოდა მის გამო. ეს ბიჭი ოდესმე დაუსწრებლად ჩემს გაბრაზებას და ნერვების შლას შეწყვეტდა?!

-და ეს ჩემი მათე როგორ ტიპს გავს აბა? - დემეტრეს გაბრაზებული თვალს ვერ ვწყვეტდი. ახლაღა დავიმახურე მისი მზერა, ძლივს სისხლიანი დანა დადო და მომაშტერდა. წარბი შეუტოკდა გაღიზიანებისგან, მე კიდევ ამაზე ღიმილი ძლივს შევიკავე.

დემეტრე პირველი კი არა, ანზორ ბერია ვერ მაშინებდა.

-მოდი იქნებ ცალკე გელაპარაკათ - გავიგე ლანას ჩუმად ნათქვამი სიტყვები.

-ხო მგონი ეგრე აჯობებს არა - დაეთანხმა გიორგიც.

-არა რატო, მე მარტო ის მქონდა სათქმელი გიაკო და ჩემი მათე რომ ამოდიან, თუ გცოდნია აღარაფერი დამრჩა სათქმელი. - გვერძე მივუჯექი ლანას და ისევ იმ სისხლიან დანას მივაშტერდი ხორცით სავსე ჯამში რომ იდო. უკვე კარგადაც ჩამობნელებულიყო და მეორე სართულის ავანზე ანთებული პატარა ნათურა ისეთ აურას სძენდა ჩვენს პატარა შეკრებას თავი ისევ სოფელში - სახლში მეგონა.

-გოგო შენ... - ზურგზე მიჯიკა ლანას გვერდით მჯდარმა ანიკომ, მაგრამ წინადადება მანქანის ფარების სინათლემ გააწყეტინა რომელმაც ჭიშკართან სულ ახლახანს შემოუხვია.

-მართლა ძაან დიდი ბოდიში ბარბარე

-მარი მე კი არა დემეტრეს მოუბოდიშე, ბოლო-ბოლო მის სახლში ვართ. - ის დანა უფრო რატომ მესაინტერესოებოდა ვიდრე მთელი ეს ამბავი?

-მაყარი მოვიდა - თქვა მათემ სიცილით და ხელები თეძოებზე შემოიწყო.

-ვინ მაყარი რა ამის მათე რა ხდება ხალხო - ცოტნე აქეთ-იქით აცეცებდათვალებს და ბოლოს ახლად გაჩერებულ მანქანას მიაჩერდა.

-ხოდა კაროჩე... - მათემ უცბად მოუყვა რაც მოხდა და რაც ხდებოდა. ბოლოს ცოტნემაც სიცილი დაოწყო და მათ შემხედვარე მეც გამეცინა. მაყარი კი იყვნენ ისე გაკო და მათე.

მანაქნის კარი გაიღო და მძღლის მხრიდან გიაკო გადმოვიდა მეორე მხრიდან კი მათე. მაყარი კი არა ცოლ ქმარს უფრო გავდნენ, ერნაირი დაძაბული გამომეტყველებით და მუშტებად შეკრული ხელებით. ამაზე უფრო გავხალისდი.

-ოჰ! მოსახელეს სალამი! - ომახიანად შეეგება მათე მათეს და მათკენ წავიდა ხელი რომ ჩამოერთვა, დასვრილი ხელი რომლითაც შამფურზე ხორცს აცვამდა ჯინსზე შეიწმინდა და მაინც მაჯით ჩამოართვა გიაკოს ხელი.

-ეგ არა მეორეა - მიაძახა ლანამ. არა რა გინდა, ნელ-ნელა დანაზე საინტერესო კი ხდებოდა ეს ყველაფერი.

დაბნეულმა მათემ უცბად მათესკენ გაატრიალა თავი და გიაკოს მობოდიშო სახით შეხედა, რაღაცა უნდა ეთქვა მაგრამ გიაკომ დაასწრო.

-აა შენ ის მათე ხარ ჩემ დაზე რო ჭორაობს?

-ჭორაობსო? მე ვჭორაობ ბარბარეზე? - ახლა მე შემომხედა მათემ, მე კი თავი გავაქნიე, მივახვედრე დააცადე გიჟია რას უსმენ თქო.

-აა ის ტიპი ბარბარეზე რო რაღაცა თქვაა. - ახლა მათე სურმანიძე ალაპარაკდა.

-გიაკო როგორ ხარ? - გავძახე მე მათი ყურადღება რომ გადამეტანა და ნამდვილად მოვახერხე. ორივე ახლა ჩვენ შემადგენლობას ათვალიერებდა, დემეტრეს, მე, გოგოებს და ჩუმად მომცინარ გიორგის და ცოტნეს.

-ბარბარე ბერია შენ სიკვდილი ხომ არ მოგდომებია - მეგრული აქცენტი მაშინ იჩენდა ხოლმე გიაკოს ლაპარკში თავს როდესაც საოცრად გაბრაზბული იყო. მის ცარბილებულ ლ-ზე ცოტნე და გიორგი კვდებონენ სიცილით, მარი ნერვიულობით ხელებს იმტვრევდა, ლანა და ანიკოც ღიმილით უყურებდნენ გიაკოს.

დემეტრე კი მათე სურმანიძეს მისჩერებოდა რომელიც მე მომჩერებოდა.

-ვაი შე საწყალო, გაუშვი მაგას ხელი და მოდი აქ მოკვდა დემეტრე ამდენი ხორცის მარტო ჭრით და დაეხმარე. - ვუთხარი შეღონებულმა გიაკოს და დიდი ჯამისკენ გავიშვირე ხელი სადაც ის უზარმაზარი ლამაზ ტარიანი დანა იდო.

-ოპა ყოჩაღ შენ ბარბარე აგერ ერთი ორი ხელი კი გვაკლდა ისე, აზზე ხართ რა სუფრა უნდა დაიყაროს ეხლა აქ? - თქვა ცოტნემ და მათესკენ წავიდა რომ მისალმებოდა და გაეცნო.

დემეტრე ახლა მათე სურმანიძეს კი არა თავის ძმაკაცს მიშტერებოდა გაუგებარი გამომეტყველებით, ან არ ელოდა ამ ყველაფერს ან მართლა ჩხუბის ხასიათზე იყო.

-არ მინდა დაჭრაში დახმარება, ნაკვერჩახლი გაამზადოს მაგან. - თქვა დემეტრემ ბოლოს და დანა აიღო ხელში.

-მაგის დაჭრილი რა იქნება არ გააფუჭოს მწვადი - არც გიაკო დანებდა ქაჯობაში.

მე თავი დავაქნიე თანხმობის ნიშნად, განა დემეს გაფუჭებულ მწვადებზე ვეთანხმებოდი, უბრალოდ თუ სიმართლე გაინტერესებთ, ამ ორის ასეთი დავა ცოტა არ იყოს და მოსალოდნელი იყო.

-გიორგი შეყილაძე, დემეტრეს დეიდაშვილი - ხელი ჩამოართვა გიორგიმ ჯერ მათეს მერე გიაკოს.

-ეს გია ბერიაა ეს კიდე მათე სურმანიძე კინაღამ სიძე. - თქვა ანიკომ და მე ბოლო ხმაზე გამეცინა, გიაკო ყველაზე მეტად იმას ვერ იტანდა გიას რომ ეძახდნენ.

-ანა გადი ეხლა აქედან გამასწარი სანამ ცოცხალი ხარ

-კაი გია რა ამხელა კაცი ხარ რას ემუქრები აბ ანგელოზივით გოგოს. - ცოტნე ანიკოს ამოუდგა გვერდით და ხელი გადახვია.

-არ ეტყობათ ახლა ამათ ცხოვრება რო მობეზრდათ. - უთხრა ერთმა მათემ მეორეს მე კი ერთი ამოვიხვნეშე.

რავი, ორი მეგობრითაც ძაან ბედნიერი ვიყავი მე ადრე. ეს რაში გავყავი თავი.

დემეტრეს შევხედე რომელიც ისევ იმ დანით ხორცს ჭრიდა და სახეზე არანაირი რეაქცია არ ეწერა. არც მათეს უყურებდა, არც გიაკო აინტერესებდა, ჩემსკენ ერთხელაც კი არ გამოუხედავს მას შემდეგ რაც დაჯდა.

ვსო, მეყოფა ცანცარი.

-დემე წამოდი რაღაც უნდა გითხრა - უკვე მეორედ გავიმოერე ეს ფრაზა ბოლო ოცი წუთში, თან რაც შემეძლო წყნარად და ჩუმად ვუთხარი რომ არავის ყურადღება არ მიმექცია, ისედაც ბოლოს ყველას ყველაფერი ეცოდინებოდა, როგორც აღმოჩნდა საიდუმლოს შენახვა შეუძლებელია ჩვენში.

დემეტრეც ისე ადგა ხმა არ ამოუღია და უკან გამომყვა. მაინც გავიგე როგორც ჩაცხრა ხმამარალი ლაპარაკი და როგორც კი თვალს მოვეფარეთ მაშინვე ისევ ახმაურდნენ.

წეღანდელი ბრაზის და გაღიზიანების მიუხედავად ახლა დემეტრეს თვალს ვერ ვუსწორებდი.
ადრინდელ გამბედაობას ნამდვილად ვეღარ ვგრძნობდი, სანაცვლოდ სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს დემეტრესთვის რომ მეკითხა რაზე ბრაზობდა და რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე.

-რახდება აბა ბარბი? - მკითხა მშვიდად, როგორც ჩვევია გაწონასწორებულმა და აუღელვებელმა. მე კი სამმაგად ამიტანა შფოთვამ, ღმერთო ასე ერთბაშად რატომ ვკარგავდი შმართებას მის გარშემო მარტო დარჩენილი.

-გაბრაზებული ხარ?

-კი. - აბა ასე სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა? მე გაბრაზებულზე ვაზების დამტვრევა და ბოლო ხმაზე ყვირილი მინდა ხოლმე.

-რაზე ხარ გაბრაზებული? - ჩუმად ვკითხე.

-თავს რომ არ განებებს მათე სურმანიძე იმაზე და მე რომ ვერაფერს ვერ ვახერხებ იმაზე.

-ვერაფერს ვერ ახერხებ? - მართლა ჩხუბის ხასიათზე იყო სავარაუდოდ, მაგრამ მაინც არაფერი ეტყობოდა ასე ძალიან ბრაზის და გაღიზიანებს. საოცრად გაწნასწორებული გახლდათ დემეტრე პირველი.

-ხო ბარბარე ვერაფერს რო ვერ ვახერხებ მაგაზე ვარ აჭრილი. დგას და გაკითხავს აქ, კაი შენი ძმა მესმის და გასაგებია მარა იმის მიუხედავად რომ ისიც გიაკოს ძმაკაცია, მაინც ვერ ვიგებ რა ნამუსით დაგდევს ასე კუდში. - მითხრა და სისხლიანი ხელები მომუშტა. ისეთი დასანახი იყო მისი ხელები გამოკვეთილი ვენებით, გრძელი თითებით და თან მომუშტული რომ მისი მამაკაცური აურა ერთი-ათად მმუხტავდა.

-კუდში არ დამსდევს და არც ის უნდა რაც მაშინ, ზაფხულში უნდოდა.

-რატო რამე გითხრა რა მინდა და როგორო? - ჩაეცინა მას დამცინავად, ზუსტად იცოდა რომ მე და მათეს არ გვილაპარაკია და ამაზე ამახვილებდა ყურადღებას. ან როდის უნდა გველაპარაკა, გუშინდელის მერე დემეტრე გევრდიდან არ მომშრებია.

-ყველაფერი ისე მიეწყო ერთმანეთს წესიერად ლაპარაკი ვერ მოვახერხეთ მაგრამ გუშინ მასთან საუბრის შემდდეგ დარწმუნებით შემიძლია გითხრა რომ ჩემით დაინტერესებული არ არის. ბოდიშის მოხდა უნდა და წესიერი დამოკიდებულების შენარჩუნება ჩვენს შორის.

-აა, დარწმუნებით მეუბნები? - ცალყბა ღიმილი აეკრო სახეზე, რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა, ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა და თვალს არ მაცილებდა. მე უკან დავიხიე.

-ხო, გიაკოს რახან დაუძმაკაცდა ასე ძაან, არ უნდა რომ ადრინდელი საქციელის გამო ვერ ვიტანდე - თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე რომ ოღონდ მისთვის არ შემეხედა. ადრინდელი გამბედაობა კი არა, ისიც არ ვიცოდი დღეს დილას მასთან ერთად სულ მარტო როგორ ვიყავი.

-მერე ეხლა იტან? - კიდევ აგრძელებდა ჩემსკენ სვლას ნელნელა, მე კიდევ სად წავსულიყავი აღარ ვიცოდ, კიდევ რამდნიმე ნაბიჯიც და კედელზე ვყოლებოდი აკრული.

-ვიტან თქო ვერ გეტყვი მაგრამ... - წინადადება გამიწყდა როდესაც ზურგზე ცივი კედელი ვიგრძელი, წინ კი დემეტრეს დაჟინებული მზერა. ორივე ხელი ჩემის სახის გარშემო კედელს მიაყრდნო და ისე დაიხარა ზუსტად ჩემს სიმაღლეზე რომ შემოეხედა.

მე სუნთქვა აღარ შემეძლო.

-მე და შენ რაღაც-რაღაცეები გამოგვრჩა მგონი. - ტუჩებზე შემომხედა, მერე ისევ თვალებში ჩამაშტერდა.

-გამოგვრჩა?

-გიაკოს ველაპარაკე მაგრამ მათემდე ვერ მივედი ჯერ, იცი შენ ძმას რა ვუთხარი?

-რა უთხარი?

-შენი და მიყვარს თქო ვუთხარი. - მე ვუყვარვარ დემეტრე პირველს? გრძნობებში გამომიტყდა? -გაგიჟდა ვინ ხარო, საიდან იცნობ ჩემს დასო, ათას რამეს მიედ მოედო. მაგრამ ბოლოს ჩვენი საუბარი მაინც მათე სურმანიძემდე მივიდა. ასე თქვა ჯერ ისევ დაინტერესებულია ბარბარეთი ჩემი ძმაკაცი და მხოლოდ საბოდიშოდ არ არის ჩამოსული, მე გეუბნები ამას დარწმუნებით.

-შენ გიყვარვარ?

-მაგაზე მერე. მათეს მე კი დაველაპარაკები მაგრამ შენც უნდა იცოდე რომ დაველაპარაკები რას ვეტყვი. ვეტყვი რომ ხმას არ გასცემ და შანსი არ ექნება შენთან არანაირი კონტაქტის.

-მაგას რატო ეტყვი, ისევ რომც მოვწონდე მე მაინც არ შევხვდები არასდროს გიაკოს გარეშე და რა აზრი აქვს ასეთ კატეგორიულობას? - გონება სამას სხვადასხვა რამეზე ფიქრობდა ერთდროულად. მას ჩაეცინა და კედელს და მე ერთბაშად მოშორდა.

-იმიტომ რომ არასანდოა, მათეც და ეგ შენი გიაკოც. ერთხელ ხომ მოგიტაცა, ხოდა მენდე, მეორედაც გამკეთებელია. მაგიტომ არ მინდა რომ რამენაირი კონტაქტი გქონდეს მათესთან, შენ ძმაზე ვერაფერს გეტყვი, ეგ შენ გადაწყვიტე.

-მათეზე შენ გადამიწყვიტე უკვე? - მისი კონტროლის მიუხედავად, არ ვბრაზობდი და არც ლიმიტებში მოქცეულად ვგრძნობდი თავს. რაღაც მხრივ ვეთანხმებოდი კიდეც იმას რომ მათეც და გიაკოც არასანდოები იყვნენ. და ის ფაქტი რომ გიაკომ იცოდა მათეს ისევ მოვწონდი და მაინც აქ იყო, მასთან ერთად, ჩემ კუდში დევნაშიც მოხალისესავით ეხმარებოდა უკვე ადასტურებდა დემეტრეს სიტყვებს.

-თუ გინდა გაბრაზდი რომ გადაგიწყვიტე, დღეის ამას იქით შენს გარშემო რომ დავინახო ცოცხალი ვერ გადამირჩება. მათესაც ვეტყვი და გიაკოსაც იმას რაც შენ გითხარი.

გული გამალებით მიცემდა. ან რაზე უნდა მეფიქრა ჯერ იმაზე რომ სიყვარულში გამომიტყა, იმაზე ასე თავგაოდებით რომ ცდილობდა მათეს და ჩემს შორის საბოლოო ხაზი გაესვა თუ იმაზე რომ ჩემი ძმის საქმის კურსში ჩაყენებასაც ისე აპირბდა როგორც მე მომახსენა ყვეაფერი რასაც აპირებდა.

-შენ ნომერზე დაგირეკა ხო მაგან დღეს? - მანქანაში მათეს დანარეკი გამახსენდა.

-კი რატო?

-მომეცი შენი ტელეფონი - ხელი გამომიშვირა მაგრამ მე თავი გავაქნიე, ვუთხარი რომ ჩემი ტელეფონი ლანა რომ იჯდა იმ სკამზე იდო.

ხმის ამოუღებლად წავიდა დანარჩენებისკენ და ლანასკენ გაემართა პირდაპირ, ჩვენს გამოჩენაზე ისევ ყველა გაჩუმდა, მომცინარი გიაკო დემეტრეს მიაშტერდა ისე რომ ჩემთვის ზედ არ შემოუხედავს მაგრამ სამაგიეროდ მათე მიყურებდა რაღაცნაირი სევდანარევი თვალებით. სევდა შენ ახლა უნდა ნახო დემეტრემ თუ გვერძე გაგიყვანა თქო - გავიფიქრე და პრობლემის მაძიებელი თვალებით მივაშტერდი მეც მათეს. უკვე აღარც მე მინდოდა მათეს დანახვა.

-ეე რასშვები ჩემი დის ტელეფონს რაპონტში იღებ?! - წამოიჭრა გაკო მაშინვე როცა დემეტრემ ჩემი ტელეფონი აიღო და პაროლის ჩასაწერად მომიტრიალა. მერე კონტაქტებში შევიდა და ბოლო დანარეკი ზარის ნომერი, ანუ მათეს ნომერი დაბლოკა.

-წამო მე და შენ ვილაპარაკოთ. - უთხრა დემემ ისე რომ ჯერ ისევ ჩემს ტელეფონს ჩაშტერებოდა.

-მე და შენ არ გვაქ სალაპარაკო წესით? - კითხა მათე სურმანიძემ ხმის აწევით.

-კი მე და შენც გვაქ სალაპარაკო და შენც წამო ბარემ. - უპასუხა დემემ, ტელეოი დამიბრუნდა და ისევ იქით გავიდა საიდანაც ერთად მოვედით.

-აუ კაითრა რადროდს გამო ვიაპარაკოთაა ხალხო, დავლიოთ ვიგრიალოთ რა არ გიდათ... - ცოტნემ განერვიულებულზე უცბად მათესკენ წავიდა რომ ადგილზზე გაეჩერებინა და გიაკოს და დემეტრეს არ გაყოლოდა მაგრამ დემეტრემ არ დააცდა ლაპარაკი.

-გამოუშვი მართლა სალაპარაკოდ გამყავს - ჩაეცინა დემეს ცოტნეს შემხდვარე და მისი ღიმილის დანახვაზე მეც გულზე მომეშვასავით დაძაბულობა. ანუ დღევანდელი დღე მაინც მშვიდად ჩაივლიდა.

მათეც მოეფარა თვალს და გარშემო გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა.

მე თავი მოვიქექე დაბნეულმა და ხან ბიჭებს მივაჩერდი ხან გოგოებს.

-ბარბარე შენ ვინც არ გიცნობს რა ყოფილხარ ქალო? - ხუმრობის ხასიათზე მყოფი მათე შემართებას არ კარგავდა, ნელნელა სიმშვიდე უფრო მეუფლებოდა. ერთი კარგად ამოვიხვნესე და ლანას დავუჯექი გვერდით.

-არ თქვა არა, შენ ზაფხულში უნდა გენახე მთელი ბათუმი ლამის ჰაერში რო ავწიე - სიცილი აუტყდა ცოტნეს

-რაო ეხა მაგან რამინდაო - მკითხა ლანამ დემეზე

-რაო მაგან და საიდუმლოაა

-არ გავაფრინო ეხლა გოგო ვკვდებოდით ინტერესით ყველა შენკიდე საიდუმლოაო ამბოოობ? - მისაყვედურა მარიმ ღიმილოთ. ძაან კარგად იცოდა სახლში მისვლის ტანავეე ოთხივეს ყველაფერს სიტყვა სიტყვით, მარცვალ მარცვალ რომ მოვუყვებოდი.

-აუჰ ეს ისე ასე ჭედავს ხოლმე გოგოებზე? - კითხა მარიმ ბიწებს და მეც ყურები დავცქვიტე, ეგ მეც მაინტერესებდა. როგორი სიყვარული იცოდა დემეტრე პირველმა.

-რა ჭედავს შენ სიცხე ხოარ გაქ, ცხოვრებაში მე ეგ გოგოთი დაინტერესებული არ მინახავს ეგ.

-აბა ბარბარე ბერიას ქალაქში ჩამოსახლებას ელოდებოდა? - აკისკისდა ანიკო.

-ვაიმე შენც იმავე სოფლიდან ხოარხარ ჩამოსახლებული? - მივუტრიალდი მეც სიცილით.

-თქვენ ირადავეთ და იმენა ლიჩნად მე გაძლევთ სიტყვას რო მაგას შეყვარებული ცხოვრებაში არ ყოლია, არავისთან ისე არ ყოფილა რო გვეთქვა აი დემეტრე და ეს გოგო ერთად იჩითებიანო. ვაფშე ეგ კი არა რო გწერდა ხოლმე მაშინ, ხო კაი ეხლა ნუ მიიღე ისეთი სახე გეგონება არ წერდითო, მაშინაც ტელეფონზე ჩამოკიდებული პირველად ვნახეთ.

-აუ ეხლა იმაზე იფიქრე ისინი რას ლაპარაკობენ - ლანამ თავზე გადაისვა ხელი და დემეტრე, მათე და გიაკო საიტაც გავიდნენ იქით გაიხედ.

-აუ ბაზარი არარი მეც ძაან მაინტერესებს, მიდი რა ბარბარე რამე მაინც გვითხარი. - დაეთანხმა გიორგიც ლანას.

-ღმერთო ჭორბიურო ხართ სამეგობრო კიარა. - ახარხარდა მარი და მეც გამეცინა მის სიტყვებზე. ჭორბიურო შენ სახლში მისვლის მერე უნდა გენახა, ვერაკაცი ვერ გამაჩუმებდა იმდენი მქონდა გოგოებისთვის მოსაყოლი.

მალევე დემეტრე და ბიჭებიც გამოჩნდნენ, სამივეს მშვიდი სახე ჰქონდა, არც სისხლიანი იყო არცერთი - დემეტრეს ხელების გარდა რათქმაუნდა.

-რავი ძმებო კარგებო სანამ თქვენ მოგვარდით მანამდე ამათმა გადაწამეს ყველაფერი. - ახარა მათემ მათეს.

მეც და გოგოებიც ლუკმვისას გავშეშდით. მართალი იყო, სანამ ისინი ლაპარაკობდნენ მწყვადების და სალათის პირველი პორცია უკვე თითქმის დაგვემტავრებინა.

-შე საცოდაო ხალხის მაინც შეგრცხვეს ჩემხელა ნაჭერი რო გიკავია - თავში წამომარტყა გიაკომ.

-მართლა შე საცოდაო დორბლი გცვივა მაგ ნაჭრის შემყურე და ისე ნუ ლაპარაკობ გეგონება შენ არ ასწავლეო ეგრე ჭამა - ანიკომ აქეთ უსაყვედურა გიაკკოს და ჭამა გააგრძელა. მათემ და მათემ ერთდროულად გაიცინეს მე კიდევ გემრიელად ჭამისგან ვერაფერი მომაცდენდა ახლა.

დემეტრეს გავხედე რომელიც ღიმილით მიყურებდა, ჩაეცინა ჩემი გამომეტყველების შემხედვარემ და თვალი ჩამიკრა, მე კიდევ ლუკმა ისე გადამცდა კინაღამ გავიგუდე.

-თვალი ეცა შე ნაგავო შეეშვი რა ბავშვს რო ჭამს რაა - წყლის ჭიქა მომაწოდა ეგრევე ანიკომ და გიორგის მხარზე დაარტყა უკმაყოფილების ნიშნად.

როგორ თუ დემეტრე პირველს ჩემამდე შეყვარებული არ ყოლია?!
დემეტრესთან ლაპარაკმა მხოლოდ ერთ რამეში დამარწმუნა, რომ მასთან სიახლოვე და მასთან ერთად ყოფნა თუ მინდოდა, მის კომპრომისებზე წასვლა აუცილებლად მომიწევდა.

მე, გოგოს რომელსაც ბავშვობიდან ხან მამა ხანაც უფროსი ძმა აკონტროლებდა, იმის გამო რომ არავის არაფერი ეთქვა, იქნებოდა ეს ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები რომლებიც ზოგი ნათესავი იყო ზოგი კი ძირძველი მეზობლები, ახლა რატომ არ მაწუხებდა დემეტრეს კონტროლისკენ მიდრეკილი მხარის დანახვა ვერაფრის დიდებით ვერ ვიგებდი.

განა იმიტომ არ წამოვედი სახლიდან რომ მამაჩემის საქციელს ვერ ვიტანდი და ვერ ვეგუებოდი, იმიტომ რომ გიაკომ მაშინ არ გააკონტროლა სიტუაცია როცა ეს ყველაზე საჭირო იყო. იმიტომ არ წამოვედი სახლიდან რომ გათხოვებას მიპირებდნენ, მოტაცებულს ვინღა დაიბრუნებს ან წაიყვანსო.

ახლა დემეტრე პირველის საქციელს იმავე თვალით რატომ ვერ ვხედავდი რითაც მამაჩემის ან თუნდაც დედაჩემის და ჩემი ძმის, ვერ ვიგებდი. სიყვარული ბრმა არისო კი ამბობენ მაგრამ, მე არ მჯერა იმის რომ დამაკნინებელი თვისებების გატარება და მათზე თვალის დახუჭვა სიყვარულია.

არადა, მიყვარდა დემეტრე. ამან მისი ბოლო სიტყვები გამახსენა - მიყვარხარ მაგრამ მაგაზე მერე იყოსო.

ჭამის შემდეგ ბიჭებმა მაგიდის ალაგება არ დაგვაცადეს, მხოლოდ მათე სურმანიძე და გიაკო ბერია იდგნენ გულხელდაკრეფილები და თვალებს ხან ბიჭებს აყოლებდნენ წინ და უკან, ხან კი მე და ანიკოს გვიბრიალებდნენ. მათეს შემხედვარეს ის საღამო მახსენდებოდა როცა მომიტაცა, ჩემდა გასაკვირად არც გული მიფრიალებდა შფოთვით და არც სევდა მეუფლებოდა.

მათე მაღალი ბიჭი იყო, გიაკოზე ბევრად მაღალი, გიაკო კი იმსიმაღლე იყო მამაჩემსაც ასწრებდა სიმაღლეში. ძალიან ლამაზი თმა ჰქონდა და ღია ცისფერი თვალები, წვერი მოშვებული ჰქონდა და ხელზე სამაჯური ეკეთა წარწერით "უფალო შეგვიწყალენ". მაშინ, იმ მარიამობის ღამეს თვეების წინ რომ გეკითხათ ძალიანაც მომეწონა ერთი შეხედვით, მერე მარტო რომ დავრჩით და კოცნაზე უარმა გაანაწყენა ყველამ კი იცის იმ ამბავს რა მოყვა.

მაგრამ, ახლა მისი მორიდებული თვალების დანახვა მეუცხოვა. ბათუმში, თავისი ოჯახის გარემოცვაში დიდ გულზე მყოფი ყვირილს არ ერიდებოდა და არც ჩემს მკლავზე მოჭერილი ხელი ადარდებდა დიდად, მაგრამ ახლა მის დგომაშიც კი დისტანცია იგრძნობოდა და ვერ ვიგებდი, ასე ძალიან უნდოდა ჩვენს შორის არსებული გაუგებრობის გაქრობა, ბოდიშის მოხდა და საბოლოოდ ცხოვრების ისე გაგრძელება რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცის და და ძმის ძმაკაცი ვყოფილიყავით, თუ დემეტრეს სიტყვები იყო მართალი და ჩემით ისევ იყო დაინტერესებული. გამომეტყველებაზეც არაფერი ეწერა ცოტა უხერხულობის გარდა, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდა და გიაკოს უხასიათობაში ყვებოდა.

-გოგო შენ გინდა რო გამაგიჟო ხო? რატო დასდევ ამათ კუდში გამაგებინე! - მკითხა გიაკომ მაშინვე როცა ბიჭები სახლში შევიდნენ, ახლოს დამიდგა და ჩუმი ხმით მკითხა, მაგრამ მის ტემბრში ბრაზი და გაღიზიანება ექოსავით ისმოდა. თვალებიდანაც სიმწრის ნაპერწკლებს ისროდა. კაცის მოკვლა მართლა რომ შესძლებოდა გამოხედვას, უკვე მკვდარი ვიქნებოდი.

-არავის კუდში არ დავდევ. დაგვპატიჟეს და როგორც ხედავ, ყველა ერთად ვართ შეკრებილები. მარტო ვარ ვინმესთან ერთად და რამეს ვაშავებ? - არა, დღეს დილას გამოცდამდე კი ვიყავი დემეტრესთან ერთად მარტო და კინაღამ ბევრიც დავაშავეთ, მაგრამ გიაკოს რაში აინეტრესებს, ან რაში გამოადგება ამის ცოდნა.

-მომხედე აქეთ, მამა რას დაგმართებს იცი რომ გაიგოს?
-შენ მაგიტო არ გამოგაგზავნა თავის ადგილზე რომ კარგად გადაამოწმო აბა რას ვკადურლობ და ვაშავებ თბილისში?
-არავის არ გამოვუგზავნივარ წესიერად მელაპარაკე ბარბარე. - ხელი მკლავზე წამავლო და კიბეების მხარეს წამიყვნა, მეც მობეზრებული სახით ავედევნე.

როცა გავშორდით დანარჩენებს მერეღა გამიშვა ხელი, კიბის მეორე საფეხურზე დამდგარი ზუსტად გავუსწორდი გიაკოს სიმაღლეში.

-შენ და დემეტრე ერთად ხართ ანუ.
-მთლად ერთადაც არ ვართ. - ვთქვი თითქმის ჩურჩულით და თავი დავხარე, მრცხვენოდა იმის რომ დემეტრესთან ერთად ყოფნა რომ მინდოდა იმის აღიარება გიაკოსთან მიწევდა.
-რასქვია, აბა ისე დადიხართ ერთად?
-რაა?! არა არასწორად გაიგე... - დასრულება არ დამაცადა ხმას აუწია და ნაბიჯი სახლისკენ გადადგა საიდანაც ბიჭები გამოდიოდნენ, ალბათ მაგიდის ალაგება რომ გაეგრძელებინათ.
გიაკოს მაშინვე ხელი წავავლე მაჯაზე. იაქმდე გავაჩერე სანამ ახალი ცირკი დადგა აქ.

-არა ადამიანო მომისმინე ხო შეიძლება, მათეს კარგად უსმენ და უგებ, მე შენი და არ ვარ გეკითხები? იმას თუ მოსუმინე წეისერად და მოაყოლე ყველაფერი რაც იყო და როგორც ჩემი მოსმენა საერთოდ არ გიფიქრია? ან რამდენი ხანი გავიდა მას მერე, მეოთხე თვე მთავრდება რაც თბილისში ვარ, ერთხელ მაინც მომიკითხე? ერთხელ მაინც თუ დაინტერესდი საერთოდ რას ვშვები როგორ ვარ? ის კი კარგად გაინტერესებს დემეტრესთან რა ურთიერთობა მაქვს.

-მათემ ყველაფერი მითხრა ზუსტად ისე როგორც იყო, ხო აგიხსენიარა გუშინაც ბოდიშის მოხდა უნდა თქო, აბა ვაფშე რატო გაგაკარებდი არასანდო რო იყოს?
-მე რა ვიცი, ყველა ერთდორულად გადაირიეთ იმ დასაწვავ ბათუმში და...
-ეგ დღე კიდე დაივიწყე რა, არ არსებობს, ამოიგდე თავიდან.
-დაივიწყე კაია, უცხო სახში რო იღვიძებ უცხო ბიჭთან ერთად..
-კაი საკმარისია. ბოლოჯერ გეკითხები იცოდე, მთლად ერთადაც არ ვართ რას ნიშნავს.
-იმას რომ არაფერი არ დაგვცალდა, ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს ჩემი და დემეტრეს ურთიერთობის დათბობა და თქვენი ჩამოსვლა. ასე რომ, ერთი ორ დღეს თუ მომცემ და არ გამოჩნდები მერე გეტყვი ვართ ერთად თუ არა.
-აჰა ანუ ჯერ არაა გვიანი - თქვა თავისთვის.
-რისთვის არაა გვიანია?
-შენ მათეს წესიერად არ იცნობ...
-არც მინდა რომ გავიცნო, მადლობა.

გული ახლა ნამდვილად მიკანკალებდა, რაზე ილაპარაკეს დემეტრემ, მათემ და გიაკომ?

-დემეტრემ რაო წეღან?
-რაო და კინაღამ წააყარეს მაგან და მათემ, წყნარად რო დავბრუნდით მართლა მშვიდად კი არ გვილაპარაკია. ჩემთვის არც არაფერი უთქვამს, ჩემი სათქმელი გუშინ გითხარიო და მათეს დაელაპარაკა მერე.
-რა უთხრა?
-გოგოსავით გეჭორაო ეხა თუ რას მთხოვ? - მისი სექსისტური გონება გამოჩნდა და მეც ხასიათი წამიხდა.
-კაი დაიკიდე, რაზე გელაპარაკები ვაფშე.
-ბარბარე მომისმინე, შენ ეხლა წეისერად თუ არ მოიქეცი მაგარი შარები აიწევა იმ ორს შორის, ძაან გადაეკიდნენ ერთმანეთს. მათეც ნერვებზე ზის და დემეტრეც.
-წაიყვანე მერე მათე ბათუმში და ვსო მორჩა დამთავრდა.
-თბილისში გადმოვედით. და არც წამომყვება.
-რაოო?!
-თბილისში გადმოვედით მეთქი.
-კაი შენ და შენი ძმაკაცები აქ რო რჩებით ხოლმე და სწავლობენ და მუშაობთ ხოლმე გასაგებია მარა, მათეც აქ გადმოვიდა?
-სწავლობს ეგეც. - გავიფიქრე, მათე სურმანიძეც კი მიიღეს სადღაც, შენ რა გეშველება გიაკო თქმო, მაგრამ მისი უარესად გაღიზიანება ნამდვილად არ მინდოდა.
-ერთად ცხოვრობთ?
-ხო ბიჭებსაც ხო იცნობს იმ ამბებიდან და ჩემთან გადავედით.
-ანუ შენი ძმაკაცებიც კი მიატოვე მათე სურმანიძეს გამო, გეუბნები რა ბოლოს ერთად რჩებით, მე რას მირიგებ... - ამიტყდა სიცილი და გიაკოს აწეული ხელის დანახვაზე ეგრევე ადგილიდან მოვწყდი მთელი სისწრაფით.
ჩემი და გიაკოს ხელჩართული ბრძოლის დანახვაღა აკლდათ ახლა აქ შეკრებილ ხალხს.

-შენ რამდენს მიბედავ ენას ამოგაცლი გეუბნები! - მომსდევდა უკან გიაკო და მეც ეგრევე გოგოებისკენ გავიქეცი.

-რა ჩემი ბრალია გეხვეწები, ა აგერ ახალსახლობაც აღსანიშნი გვქონია ამ საოცრება წყვილის და - სიცილს ვერ ვიკავებდი გიაკოს სიბრაზისგან გადაწითლებული სახის დანახვაზე.

-ლახუა ვაგოკონო სი, ართო გეკიტორნუანქ დუდს ქუმაცალი. - მიყვირა ბოლო ხმაზე. მე კიდევ უარესი სიცილი ამივარდა. *(ცემა არ გინდა შენ? თავს გაგიხეთქავ/დაგიკორტნი, დამაცადე.)*
-ვენგარა დო ვა ინობურდღუა თეზმა გიაკო. *(ნუ ტირიხარ და ნუ ბურდღუნებ ამდენს გიაკო)*
-გინოხანგებული. - ჩაიქნია ხელი და ამზერით ამათვარიელ ჩამათვარიელა. *(ხანგა! ანუ ქაჯი)*

-რაო ამათმა ანიკო? - კითხა ცოტნემ.
-გიაკომ მოგკლავო, ამან რაგაყვირებს დამშვიდდიო იმან ქაჯი ხარო.

დემეტრეს ღიმილი მომხვდა უცბად თვალში და მეც გამეღიმა.

-ვეგეღიმა ათეს ძღაბი! - გოგო მაგას ნუ უღიმიო მიყვირა დოინჯშემორტყმულმა გიაკომ და მაგიდაზე დარჩენილი ღვინის დოქი აიღო და სამზარეულოში შეიტანა.

დემეტრესტან მინდოდა ლაპარაკი მარტოს. ამაღამ რამენაირად უნდა გამომეჭირა.
საღამოსკენ, უკვე კარგად რომ გადაცდა ათ საათს, ყველა მისაღებში შევიკრიბეთ და ჯერჯერობით არავის არ ეტყობოდა რომ ეძინებოდათ, ჩემდა საუბედუროდ რაღა თქმა უნდა. რაც უფრო მალე დაიძინებდა ყველა მით უფრო მალე მოვახერხებდი დემეტრეს ნახვას.

ძილი კი არა ცოტნე და გიორგიც კი გოგოებთან ერთად თურქულ სერიალს უყურებდნენ და მიმდინარე სცენებს კომენტარებით ამკობდნენ, ეკრანზე ძალიან ლამაზი გოგო ჩანდა რომელიც ცოტნეს ძალიან მოსწონდა, მაგარი მსახიობიაო იძახდა ბებიაჩემს უყვარსო, ეკრანზე გოგო ბოლო ხმაზე უყვიროდა კოსტუმში გამოწყობილ კაცს. მათი ჩხუბის შემყურე მეც კინაღამ სულ დამავიწყდა რისი თქმაც მინდოდა დემეტრესთვის.

დემეტრეც მშვიდად იჯდა და ხელში ტელეფონს ატრიალებდა, გვერძე ჩემი ძმა ეჯდა რომელიც ხანდახან ალმაცერად გახედავდა და წარბებს შეკრავდა ხოლმე, ალბად იმის გამო რომ დემეტრე მე მიყურებდა და გიაკოც ამჩნევდა ამას. დემეტრე თვალს არ მაცილებდა. არ ვიცი ჩვენ სამის გარდა ამ დაძაბულ სიტუაციას და გაცივებულ ჰაერს ვინმე ამჩნევდა მაგრამ მე ადგილზე ვეღარ ვიჯექი მოუთბენლობისგან და უხერხულობისგან. მეგონა წუთი წუთზე უნდა ამდგარიყო გიაკო და დემეტრესთვის დაერტყა. მაგრამ დემეტრეს ჩვეული სიმშვიდე შეუმჩნევლად ანეიტრალებდა სიტუაციას. მასაც გიაკოსავით ცქმუტვა რომ დაეწყო, ჩხუბი გარანტირებული მეგონა.

უცბად, გიაკო ფეხზე ადგა და მე შემომხედა.
-ადე წავედით. - მათეც მოულოდნელად ადგა და მე დამელოდნენ.
-მოიცა კაით რა რა დროს წასვლაა, დარჩით ვაფშე თქვენც ამაღამ. - უცბად შეეწინააღმდეგა მათე და მეორე მათეს გახედა.
მე ხმას არ ვიღებდი, გიაკოს რომ სდომებოდა, მე აქ კი არა თბილისშიც ვეღარ დავრჩებოდი საცხოვრებლად, მაგრამ ეს წარსულში იყო დარჩენილი, იმ დროში როდესაც ბადრი ბერიას ყველა სიტყვა ხმალივით ძლიერად მირტყავდა ტვინში და მაინც რომ იმას მაკეთებინებდა რაც თავად სურდა.

მაგრამ სინამდვილეში, არ მინდოდა გიაკოს შევწინააღმდეგებულიყავ და კიდევ ერთხელ გვეჩხუბა ყველას თანდასწრებით. გოგოების არ მერიდებოდა, მაგრამ ბიჭებთან და მათე სურამნიძესთან ნამდვილად მრცხვენოდა. ამიტომ მზად ვიყავი გიაკოს უსიტყვოდ გავყოლოდი და კიდევ ერთი სკანდალი მაინც ამერიდებინა თვაიდან.

-ხო რა დარჩით თქვენც, ხვალ ნაძვის ხის ამოტანას და გაფორმებას ვაპირებდით, კაი რა ეხა ბარბარეს წაყვანა იქნება? მერე ვინ გამოაცხობს მეგრულ ხაჭაპურებს. - უთხრა გიორგიმაც გიაკოს.
-სად იცის მაგან ხაჭაპურების წესიერად ცხობა. - თქვა გიაკომ და ჩაეცინა.

ფაქტი ის იყო რომ, ყველაფრის და მიუხედავად ბიჭები მაინც უგებდნენ ერთმანეთს. შეიძლება მათეს, დემეტრეს და გიაკოს შორის დაძაბულობა არ გამქრალიყო მაგრამ დემეტრეს ძმაკაცები და მათი გახსნილი, თბილი და მოსიყვარულე ხასიათი ახლაც თავს ავლენდა. ის დღე გამახსენდა ნერვიულობით რომ ვკვდებოდი მათთან შეხვედრის წინ, მაგრამ მერე როგორ უცბად ამიყოლიეს და მერე როგორ სწრაფად გახდნენ ძალიან ძვირფასები ჩემთვის.

-ვინ არ იცის? - ავიჭერი ვითომ მეც. ხაჭაპურის კეთებაც ძალიან კარგად ვიცოიდ და სხვა საჭმელებისაც. ბებიაჩემი სხვა რას მაცდიდა ხოლმე მკითხეთ აბა, სამზარეულოში ვატარებდი ხოლმე ჩემი თავისუფალი დროის ნახევარს. ძალიან მიყვარდა საჭმელების გაკეტება, ისიც მიყვარდა ხალხს ჩემი საჭმელი რომ მოსწონდა და რომ მაქებდნენ ხოლმე.

-ხოდა დარჩით და ხვალ გავარკვიოთ გიაკო ბერიაა მართალი თუ ბარბარე ბერია. - შემოკრა ტაში მათემ და მათეს დაქაჩა ხელზე დაჯე რასდგახარო.

ვერ გეტყვით როდის და როგორ მოახერხეს მათემ და მათემ საერთო ენის გამონახვა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მათეს თუ უკვე ჩაუძმაკაცდა და გიაკოს თუ უყვარს ასე ძალიან მათე სურმანიძე ალბათ მართლა მაშინ მხოლოდ იმ დღეს მიქარა და წესიერი ხასიათებიც აქვს.

-მოდი დავნიძლავდეთ რო არვარგა მაგისი ხაჭაპურები - ფაქტია ჩემზე გაცეცხლებული იყო გიაკო. არადა ძალიანაც გიჟდებოდა ჩემა ხაჭაპურებზე.
-ჰეითერი ხარ რა. - თქვა მარიმ და სიცილი დაიწყო. ცოტენ და მათემ ნიძლავი დადეს ორმოცდაათ ლარზე და ცოტნემ ჩემი გამხნევება დაიწყო, ვიცი ძაან კარგად რო შეგიძლია მაგ ხაჭაპურის გაკეთებაო.

მე ავდექი და სამზარეულოში გავედი, აღარავინ გამომყოლია უკან, ყველა ახლად წამოწყებულ დიალოგს აჰყვა. გიაკოსთან ჩხუბი და კამათიც კი მომნატრებია თურმე. სამზარეულოში მაცივარში ყველი ვიპოვე თან სულგუნი, ხოდა ვინღა დამიშლიდა ახლა ხაჭაპურის გაკეთებას.

ხელების დაბანის შემდეგ თმა შევიკარი და საქმეს შევუდექი. ფქვილის ზელა და გადახვევა ახალი დამთავრებული მქონდა რომ სამზარეულოს კარების დახურვა გავიგე და შეტრიალებულს ხელში დემეტრე შემრჩა. მიყურებდა და ნელა მიახლოვდებოდა. სახიდან თმის რამდნიმე ღერი გადამიწია და თავი გვერდით გადახარა.

-რა ვქნათ მე და შენ. - მკითხა ჩუმად და მეც ავტომატურად ვუპასუხე რაზე ამბობ მეთქი.
-იმათ რა ვუყოთ - კარებისკენ გაიხედა
-რავიცი რა უნდა ვუყოთ. - ცომის ჯამი გავახვიე ორ მაგიდის ტილოში და ყველის გამზადებას შევუდექი.
-აქ მოდი შენ. - ხელი მკლავზე წამავლო და სამზარეულოს კარებზე მიმაყუდა ზურგით, ხელები აკაპიწებული მქონდა და დასვრილი ფქვილით. თვითონ ერთი ხელი წელზე დამადო მეორეთი კი ჩემს უკან კარებს მიეყრდნო.
-სწავლას მორჩი ხო?
-კი იანვრამდე. - მთელი ორი კვირა მოგვცეს საახალწლოდ დასვენება. მერე ისევ ხელახლა მოგვიწევს არეული გრაფიკისთვის ფეხის აწყობა მე და ჩემს ჯგუფეელებს.
-კაი ხვალ საღამოს გამოგივლი და მზად დამხვდი.
-საღამოს რომელ საათზე? - უცებ აღტაცებამ ამიტანა.
-ექვსისკენ.
-რა ჩავიცვა?
-რამე თბილი და ერთი ორი ხელი ტანსაცმელიც წამოიღე.
-დასარჩენად მივდივართ სადმე?
-კი.
-დემეტრე მისმინე, გიაკომ რო...
-გიაკო რო პრობლემა იყოს გეტყოდი რამეს საერთოდ? - ანუ გიაკოს უკვე ელაპარაკა.
-კაი მზად დაგხვდები მაშინ. - გავუღიმე.
-ხვალ საღამოს გნახავ მაშინ. - მითხრა და ლოყაზე მაკოცა, ჯერ ერთხელ მერე მეორედ ტუჩებთან უფრო ახლოს და მერე სამზარეულოდან გავიდა.

მისი გასვლიდან უცებვე გიაკო შემოვიდა და ყველის მზადებაში რომ დამინახა ჩაეცინა, სახეზე უცნაური გამომეტყველება ეწერა მაგრამ არაფერი უთქვამს.
ხაჭაპურები რა თქმა უნდა ყველას მოეწონა, ჩაისთან ერთად მივირთვით და გიაკომ ფულიც დაკარგა.

მერე სასიამოვნოდ გატარებული საღამოს ფონზე ყველა მალევე მოითენთა და დასაძინებლად გაეშურა.

მე კი ხვალინდელი დღის მოლოდინში გული ხელით მეჭირა, ისე მოუსვენრად დავდიოდი რომ ყველა პატარ ხმის გაგებაზე და რაღაცის გაფაჩუნებაზე ვხტებოდი. გვიანი იყო, ვერ ვისვენებდი და ამიტომ ოთახიდან გავედი, მეორე სართულიდან გადავხედე ზამთრის სუსხით შემსილ ეზოს. კიბეების ძირში გიაკო იჯდა და მშვიდად ეწეოდა. ზოგადად გიაკოს ადრე გაღვიძება უყვარდა, ბავშვობაშიც დილის რვა საათზე მივარდებოდა ოთახში და ძილს კი არა წოლასაც აღარ მაცდიდა ხოლმე, ადექი წამომყევიო და ხან მდინარეზე მიმათრევდა და ხანაც მისი და მისი ძმაკაცების ფეხბურთის თამაშებზე. მაგრამ ასე ადრეც არ დგება ხოლმე.

-იმ ბიჭთან ისევ რომ გნახო, არ ვიცი რა მოხდება! საერთოდ არ მგონია, რომ კარგი ადამიანია. ბაბი რატომ ვერ ხვდები ამას? - ასე მოულოდნელად ვერც კი მივუხვდი რაზე ლაპარაკობდა თავიდან. აბა ვითომ დავლაგდით?
-კარგი ადამიანი გეგონებოდა რომ მოვეტაცებინე ალბათ. - არ დავაკელი არც მე სიმწარე და ბრაზი ხმაში. ვერ ვიგებდი როგორ ახერხებდა და დემეტრეზე ცუდს ამბობდა მაშინ როცა სულ რაღაც მესამე დღეა იცნობდა.

მაგრამ, რა თქმა უნდა ერთად-ერთი მიზეზი იმის თუ რატომ ვერ იტანდა გიაკო დემეტრეს ის არის რომ დემეტრეს ჩემთან ყოფნა პირველ რიგში მასთან ანგარიშის გასწორების გარეშე უნდოდა. იმიტომ იყო გიაკო აჭრილი რომ დემეტრეს ჩემამდე არ იცნობდა და არ იცის თვითონ ვისთან ვიჭერ საქმეს მე.

მაგრამ, მასთან ასახსნელი მე არაფერი მქონდა დარჩენილი. მთელი ამდენი თვის მანძი;ზე ერთხელ რომ მაინც რომ დაერეკა, მოვუყვებოდი, ბიჭი გავიცანი, ძალიან მომწონს და გულსაც გადავუშლიდი, იმიტომ რომ ბავშვობიდან მასთან გულწრფელი ლაპარაკი მიყვარდა. ჩემი მეგობარიც იყო და ძმაც.
მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ მე მეგონა ასე. გიაკოსთვის დიდი მნიშვნელობა არ ქონდა ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას. ჩემი ძმა იყო და სულ ასე იქნებოდა.
მაგრამ მის მიმართ ბრაზი მაინც დამრჩენოდა გულში.
ხვალ კი დემეტრესთან ერთაფ მაინც წავიდოდი, თან აუცილებლად.

მეორე დღეს მათემ და გიაკომ დილას ადრევე გვაცნობეს რომ თბილისში უწევდათ წასვლ შუადღისკენ კიდევ კარგი, მათი ატანა უკვე აღარ შემეძლო. გიაკოს მზერაში ეწერა რომ ჩემს ყოველ ნაბიჯს განსჯიდა და ეწინააღმდეგებოდა. სინმადვილეში მეც ნაკლებად მაინტერესებდა მისი რეაქციები, გუშინდელი საუბრის მერე უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში რომ გიაკო ჩემთან ნორმელური, დაძმური ურთიერთობის დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობდა და მხოლოდ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილის კონტროლი აინტერესებდა.

მაგრამ მე აღარ მივცემდი იმის უფლებას რომ ასე უხეშად ჩარეულიყო ჩემს პირად ურთიერთობებში. კი მის ნერვიულობას და რაღაც მხრივ ჩემზე ზრუნვას გავითვალისწინებდი მაგრამ ბოლოს მაინც იმის გაკეთებას ვაპირებდი რაც მე მიმაჩნია სწორად.

სამზარეულოში გოგოებთან ერთად ვიჯექი და გუშინდელიდან დარჩენილ გაცხელებულ ხაჭაპურებს მივირთმმევდით ყავასთან ერთად და ერთმანეთს მომლოდინე მზერით შევცქეროდით.

-ჰა ეხლა იტყვი რამეს თუ გეხვეწოთ და გემუდაროთ? - მითხა ლანამ და მომაჩერდა მე კიდევ მაშინვე გუშინ მომხდარი ამბები დამიდგა თვალწინ ერთმანეთის მიყოლებით.
-დემეტრემ გუშინ კინაღამ მაკოცა. - ვთქვი ჩუმად და ჯერ ერთს შევხედე, მერე მეორეს და ბოლოს მარის რომელსაც სახე ნელ ნელა უბრწყინდებოდა.
-რაო როდის მოასწარით გოგო მთელი საღამო ხალხში იყავით. აა მაშინ ხო არა ვითომდა სალაპარაკოდ რომ გაგიყვანა.
-არა, ხაჭაპურებს რო ვაცხობდი მაშინ.
-მერე შენ რა ქენი? - მკიტხა ანიკომ და წინ ჩამომიჯდა.
-რა უნდა მექნა გული კინაღამ გამისკდა.
-მერე რაზე ლაპარაკობდით გუშინ საღამოს?
-მათეზე და გიაკოზე სხვა რაზე უნდა გველაპარაკა.
-ისე ეს მათე მართლა რა პონტშია ისევ აქ ვერ ვიგებ. კაი გავიგეთ რო გიაკოს ძმაკაცია მარა რა არ ასვენებს? გითხრა რამე? - მკიტხა მარიმ.
-მათესთან არ მილაპარაკია მარა გიაკომ მითხრა არ არიო ცუდი ბიჭიო ისაო ესაო, მოსწონხარო მართლაო, მაშინ შეცდომა დაუშვაო დაელაპარაკეო.
-მერე შენ რას ფიქრობ?
-მე რას ვფიქრობ და იმას რომ მათე სურამნიძეზე საფიქრალად საერთოდ არ მცხელა. ხალხო დემეტრემ ხვალ საღამოს სადღაც მიმყავხარო.
-ვაიმე ჩემი სიკვდილი რას მეუბნები. - ხელი ლოყაზე შემოირტყა ლანამ და ფეხზე ადგა, მეორე ხელში თავისი ყავის ჭიქა ეკავა.
-ხო და ახლა დაჯექით და იფიქრეთ რანაირად დავაღწიოთ ამათ ყველას თავი. ცოტნემ, გიორგიმ და მათემ ნაძვისხე ავაწყოთო, აგერ მეორე მათე და გიაკო აჭრილები არიან წასვლა უნდათ, დემეტრემ კიდე საღამოს სადღაც უნდა წაგიყვანოს და გთხოვ მითხარი როგორ აპირებ შარების გარეშე დავიშალოთ ყველანი?
-მე რა ვიცი ანიკო? ვფიქრობ ვაა - გავღიზიანდი მეც.

სიჩუმე და ლანას ჩურჩულის ხმა ისმოდა მარტო, ამბობდა ჩხუბიღა გვაკლიაო გუშინაც ძლივს დაწყნარდნენო და მართალიც იყო. ერთ მხარეს ჩემი ძმა იდგა რომელიც ყველაფრის და მიუხედავად საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, მეორე მხარეს კი ჩემი გოგოები და ახლად შეძენილი მეგობრები იყვნენ რომელთა სიყვარულიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. და მერე საერთოდ ცალკე პედესტალზე იდგა დემეტრე რომელიც მომლოდინე თვალებით მიმზერდა და მანიშნებდა ამ საღამოს ხომ მაინც დაგიმარტოხელებო.

რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი, იქნებ სამსახური მომემისზეზებინა. შემეძლო მეთქვა მანანა დეიდამ დამირეკა უცებ ბავშვების დატოვება ესაჭიროება თქო.

მაგრამ მერე დემეტრეს სიტყვები გამახსენდა რომ გიაკოს პრობლემა არ ჰქონდა საღამო დემესთან ერთად გამეტარებინა, მაშ თუ მართლა ასე იყო უბრალოდ თბილისში დაბრუნებაც საკმარისი მიზეზია. მაგრამ გიაკოს სიტყვები იმ ტიპთან არ დაგინახოვო გამახსენდა და...

სამზარეულოში შემოსულმა გიაკომ დაარღვია სიჩუმე.

-რაშვებით აბა ამ დილა უთენია გაჭორეთ სამყარო? გაგვაძრეთ მე და სურმანას სახე? - მაიკა არ ეცვა და შემოსვლის თანავე მარიამს ჩამოუდგა სკამს უკან, იდაყვებით დაეყრდნო მის სკამს და მარის ჩაის ჭიქისკენ გაწია ხელი. მე ეგრევე სისხლი ჩამექცა ტვინში და ბრაზი შუბლზე მომაწვა, თავი კინაღამ ამტკივდა წამებში იმდენი რამ გავიფიქრე.

ახლა გიაკოს და მარის რომ...

მაგრამ ფიქრის დასრულებაც ვერ მოვასწარი მარიმ თავი უკან რომ გაატრიალა და ზუსტად მაშინ რომ შეხედა თვალებში გიაკოს როდესაც სავსე ჭიქა პირთან მიჰქონდა, მერე არ ვიცი რა დაემართა ჩემს არანორმალურ ძმას, იდაყვი სკამს ძლიერად და ხმაურიანად გაკრა, ჩაი ზედ გადაისხა და მარისაც კარგად ბლომად გადაასხა.

გაწუწული და წელს ზევით შიშველს ხელები განზე გაეშალა, ჭიქა ცერა თიტზე ჩამოეკონწიალებინა და შეწუხებული სახით უყურებდა მარის რომელიც ეგრევე სკამიდან წამოფრინდა და მაიკას რომელიც წამდაუწუმ ზედ ეკრობოდა ძლივძლიობით იცილებდა კანიდან, ჩქარ ჩქარა სუნთქავდა მარი და კრანთან მივარდნილი ხელებს ფეთებით ისველებდა ცივი წყლით.

-კაი მოიცა ეგრე უარესი იქნება დაიცა დაჯექი, გაჩერდი თქო გოგო გააჩერე ხელები. - გიაკოც მარის მივარდა და მისი აკანკალებული ხელები მაჯებში დაუჭირა. გიაკოს სახეზე მსგავსი გამომეტყველება ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი და ვერც ვიგებდი რა ხდებოდა მის თავს.

მარი მასზე ბევრად მაღალ გიაკოს თვალ მოუშორებლად უყურებდა და თან დამწვრობის გამო სწრაფად სუნთქვადა. გული-მკერდი ისე მალმალე აუდ-ჩაუდიოდა მეგონა გულიც წაუვიდოდა.
გიაკომ ჩაის ტილო დაასველა და დამწვარ მკლავებზე გადააფარა მარის, მერე სკამი გაწმინდა და დასვა იქ. თვითონაც გადაიბანა ხელები და მკერდზეც ცივი წყალი შეისხა და ძლივს ამოისუნთქა.

მე გოგოებს შევხედე რომლებიც არანაკლებ დაბნეულები უცქერდნენ ჯერ გიაკოს მერე მარის.

-ძაან გტკივა? - დაჯდა თუ არა მარი მაშინვე კითხა გიაკომ.
-მეწვის მარა გამივლის არაუშავს.
-ბოდიში რა მარუს ძალით არ მინდოდა. - ლამაზად გაუღიმა გიაკომ მარის.
-ეგ არ დამიძახო. - მარის ეგრევე დაუსერიოზულდა ხმა და ჩვენსკენ შემოტრიალდა, აღარც შეუხედავს გიაკოსთვის რომელიც დაბნეული უყურებდა მარის.

ლანამ ჩაახველა და ყავის სმა გააგრძელა.

-გიაკო რაშვებით აბა, სახში წამოხვალთ ჩვენთან შენ და მათე? - კითხა ანიკომ.
-აუ არა რა ვაფშე სხვაგან ვართ დღეს გასასვლელები, ბიჭები უნდა ვნახოთ მერე საღამოს ეგენიც მიდიან და ვერ ვნახავთ კარგა ხანი.
-შენები აქ არიან? - კითხა ანიკომ გიაკოს. გიაკოს ერთ-ერთი ძმაკაცი ანიკოს ყოფილი შეყვარებულია და ალბათ იმის გაგონება უფრო უნდოდა გაბო თუ იყო ჩამოსული ვიდრე ის გიაკოს და მათე სურმანიძეს სად მიეჩქარებოდათ.
-ხო აქ არიან და ეგეც აქ არი, მარა დღესვე მიდიან ასე რომ თუ ნახვა გინდა წამო შენც, ბაბი მიმყავს ისედაც ნიკო უნდა ნახოს. - ახლა კი ჩემი სიხარულის დროც დადგა.გულში სითბო ვიგრძენი და ეგრევე გამეღიმა. ნიკო გიაკოს ერთ-ერთი ძმაკაცი და ნათლიაჩემის შვილი გახლდათ, ჩემი მეორე ძმასავით მიყვარდა.
-ნიკოც აქ თუ იყო ვერ მითხარი? გუშინვე წავსულიყავით. - ვუთხარი მათეს. ნიკო ძალიან დიდი ხნის უნახავი მყავდა, მარიამობაზე ჩვენთან არ იყო, ბოლოს აღდგომას მენახა და ძალიან მენატრებოდა.
-ხოდა ეხლა გეუბნები, მიდი მორჩით ჭამას, ამათ დაემშვიდობეთ და წავედით. - მარი ეგრევე ადგა და ოთახიდან გავიდა, მეც მას გავყევი უკან.

-მარი მოიცა დამელოდე - ისე სწრაფად მიდიოდა ძლივს დავეწიე. -ძაან გტკივა? აუ გთხოვ მართლა შემთხვევით მოუვიდა, კი ველურია მარა ძალით ასი წელი არ დაგწვავდა.
-ვიცი ბაბი რეებს მიხსნი.
-აბა რა გჭირს, წეღან რა დაგემართა.
-არაფერი, უბრალოდ უცებ გავღიზიანდი. მიდი შენც ჩაიცვი სანამ ლანა და ანიკო გამოვიდნენ და აანგრიეს მთელი ოთახი. მე ხელებზე რამეს წავისმევ თორე მერე უარესად ამტკივდება.

გამოსაცვლელად გავედი მაგრამ მაინც მარიზე ვფიქრობდი რომელიც ზოგადად არ გამოირჩევა ბრაზიანობით და უხასიათობით, მისი ხასიათი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, ხუმარა და ცოტა მორცხვიც, მაგრამ წეღანდელის დროს მარი თითქოს თავის თავს არ ჰგავდა. მერე კიდევ დაველაპარაკები ამაზე აუცილებლად.

მალევე მზად ვიყავი და გოგოებს ველოდებოდი, გარეთ ვოჯექი და ტელეფონში ვიყურებოდი, მათეს და მათეს საუბარს მოვკარი ყური.

-კაი რა შეცემა რისი გიტყდება, მიდი წაიყვანე და მერე მომიყვანე. - სახე დამეჭყანა ამ საუბარზე, წაიყვანე და მომიყვანე რა?
-აუ შენ რა ჯიგარი ხარ, ბათუმში რო ჩამოხვალ მერე მე ვიცი. - თქვა სურმანიძემ კმაყოფილი ხმით. მერე გასაღების ჩხრიალის ხმა გავოგე და მომღიმარი მათეებიც კიბეებიდან ჩამოვიდნენ.
-ვაა ბარბარე ბერიას ვახლავაართ - მომესალმა მათე, თავზე მაკოცა და სახლში შევიდა. სურმანიძე კი წინ ჩამომიდგა, ხმა რომ არ გავეცი მერე მეორე სკამზე ჩამოჯდა. რამდნიმე წუთი ხმის ამოუღებლად იჯდა, შევხედე და შემომხედა, მერე გაიხედა.
-რა გინდა სუმანიძე?
-რაც მე მინდა შეუძლებელია და
-კაი გასაგებია
-არა მომისმინე ერთი წამი. არ ვიცოიდ შენ და დემეტრეს ასე სერიოზულად თუ გქონდათ საქმე
-რომ არ გვქონოდა სერიოულად საქმე და საერთოდ შეყვარებული რომ არ მყოლოდა რა?
-კაი ეხა ჩემთვისაა გასაგები, არ გინდა ჩემთან ურთიერთობა. მარა მე რა გიშველო აბა, შენი ძმის ძმაკაცი ვარ და სუ მომიწევს შენი ნახვა, ასე რომ წესიერად მაინც ვიყოთ ერთმანეთთან. - დემეტრეს სიტყვები გამახსენდა, მისი ნათქვამი მათე სურმანიძეს არ დაელაპარაკო და ხმა არ გასცე და უცბად ისეთი შეგრძნება გამიჩნდა გეგონება ლაპარაკის უნარი მართლა წამერთვა.
-კაროჩე რა, იცოდე რო შეგიძლია მშვიდად იყო ჩემ გარშემო და შეგიძლია დამელაპარაკო რორამე დემეტრეს მე ავუხსნი რო არ გაგიჭედოს. - ისევ სახე დამეჭყანა. დემეტრეს რად უნდოდა ამის ახსნა განმარტებები ჩემს შესახებ. მობეზრებულმა ამოვიხვნეშე და სახლში შევედი.

მალევე მე და ლანა გიაკოს მანქანაში ვისხედით, მარი და ანიკო კი მათეს მანქანაში ისხდნენ რომლის მძღოლის ადგილიცც მათე სურმანიძეს დაეკავებინა. აი თურმე რისი გასაღები მისცა წეღან.
-უცებ ეხა ჩვენთან ავიდეთ, სახში არიან ბიჭები ნახე შენ ნიკო, იმან გაბო და მერე სახში წაგიყვანთ.

ძალიან კარგიი ანუ სულ რამდენიმე საათში მოვახერხებდი დემეტრესთან შესახვედრად გამზადებას.-ვახ ამას ვის ხედავს ჩემი თვალები ტო, სად დაიკარგე გოგო შენ? - ძლიერად ჩამიხუტა ნიკომ, მეც ხელები კისერზე შემოვხვიე და სიხარულით შევხედე გიაკოს რომელიც ღიმილით გვიყურებდა.
-რავი შენ სად დაიკარეგ რო არ გახსენდება სოფელი საერთოდ. -გავიცინე მეც.
-მე კიდე შენზე გავიგე სოფლის ხსენებაც არ უნდაო. - მომცილდა და თავზე თმა ამიჩეჩა.
-ოო ეგ იმას კითხე მე რა შუაში ვარ. - ვანიშნე სირმანიძისკენ და ნიკომაც გაიცინა თავისი ძმაკაცის სახის დანახვაზე.
-ეგ გიჟია ბაბი ვერარი დალაგებული არ გაუბრაზდე.
-არ ვუბრაზდები შემეშვი. - მისი ხელი მოვიშორე რომელიც თმას ჯერ კიდევ მიჩეჩავდა.

ნიკოს ნახვისგან გამოწვეულმა სიხარულმა სულ დამავიწყა ანიკოსთვის თვალი რომ მედევნებინა, არ მინდოდა არც ერთი მომენტის გამოტოვება მისი და გაბოს შეხვედრიდან.

გაბო გევრძე ედგა ანიკოს და დაძაბული დაშტერებოდა თავის ფეხსაცმელებს, მისი ხმაც კი არ გამიგია ისიც არ ვიცი მიესალმა თუ არა ანიკოს. გაბო ისეთი ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნება როგორიც ჩემი ძმაა და მემგონი მათე სურმანიძეც. ძალიან პირდაპირი, ცოტა უხეში და ქართველური მენტალიტეტით. გოგოს რომ არ უნდა გაუბედო ზედმეტი თუ შენი საცოლე არ არის და ძმაკაცის დას რომ რამე მოუნდეს ეგრევე რო გააჩენს. კარგი ხალხი არიან ზოგადად გიაკოს სამეგობრო მაგრამ მათთან ოცდაოთხი საათის გატარების შემდეგ ნებისმიერი მიხვდება რომ ძალიან დამღლელები და ცოტა გამაღიზიანებლებიც არიან.

ანიკო და გაბო რატო დაშორდნენ არავინ არ იცის იმ ორის გარდა. ერთი ასაკის არიან, ერთად დადიოდნენ სკოლაშიც პარალელ კლასელები იყვნენ და მერვე კლასიდან გაბო გიჟდებოდა ანიკოზე, მერე მეთორმეტე კლასამდე ერთად იყვნენ და აი იმ პერიოდში ანიკო თბილისში რომ გადმოვიდა და გაბო ჩვენთან დარჩა სოფელში კიდეც დაშორდნენ. მართლა არ ვიცი რატომ ორონდ და არც გიაკომ იცის გაბოსგან. არც ერთი არავის არ ეუბნება რა მოხდა. მაგრამ მე მჯერა რომ ადამიანი როცა მზად არის თავის გულში შენახული საიდუმლო გაგანდოს, ამას აუცილებლად გააკეთებს და სწორედ ამიტომ უკვე მესამე წელია ანიკოს თავს არ ვაბეზრებ მათი განშორების ამბის მოყოლით. თავის დროზე ყველაფერს გავიგებ.

-არ უნდა გაგვაცნო ეს ანგელოზივით გოგოები? - გვკითხა მე და ანიკოს და მარის და ლანას გაუღიმა. ნიკოს ლამაზი ღიმილის შემხედვარე მეც გამეღიმა მაგრამ როგორც კი ნიკომ ნაბიჯი მარისკენ გადადგა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად ღიმილის ხასიათზე აღარ ვიყავი რადგან თვალში ეგრევე მომხვდა გიაკო რომელიც ისეთუ სახით უყურებდა ნიკოს ვერ ვიჯერებდი რასაც ვხედავდი. ნიკომ მარის ხელი ჩამოართვა, მარიც მიესალმა, გიაკო ნიკოს დაუდგა გვერდით და მხარზე ისეთი სიძლიერით დაკრა ხელი რომ ნიკოსაც გაკვირვება ჩაუდგა მზერაში.

-ეს კიდე ლანაა. - სასიამოვნოაო უთხრა გაბომ და დივანზე ჩამოჯდა. ანიკომ ეგრევე თავი აწია და გაბოს შეხედა. გამწარებული მზერით უყურებდა და მე ინეტერსმა ხელახლა ამიტანა. აი ის სიტუაცია იყო რომ იცოდი არ უნდა შეგეხედა მაგრამ თვალს ვერ წყვეტდი. მათ შორის ცამოვარდნილი უხერხულობა და რაღაც სხვა გრძნობა ჰაერში იგრძნობოდა.

ვისთვის მეყურებინა აღარ ვიცოდი. მგონი ეჭვიანობით შეპყრობილი გიაკოსთვის, და გაკვირვებული ნიკოსთვის თუ აშკარა დრამაში გახვეული ანიკოსა და გაბოსთვის.

-რაშვებით აბა გოგოებო როგორ ხართ? - იკითხა ნიკომ.
-აუ ესენი არიან თუ არიან, ხან მცხეთაში ხან თბილისში, საქეიფოდ გინდა, გასართობად გინდა... - დაიწყო მათე სურმანიძემ. იმდენს ლაპარაკობდა ჩვენი ბავშვობის მეგობარი გეგონებოდათ.
-შენ რა გატლიკინებს ის მითხარი ოღონდ, ჯერ წესიერად რო ვერავინ გაიგო რა გინდა საერთოდ? - თავი ვერ შეიკავა ლანამ და სურმანიძეს დასერიოზულებუი ხმით კითხა.
-შენც არ დამიწყო გთხოვ ისედაც გუშინდელის მერე ვერ ვიგებ ვინ როდის უნდა მეჩხუბოს. - აწუწუნდა მათე.
-საჩხუბარი კი არა გასაგუდი ხარ ცემაში. - უთხრა გაბომ ჩუმად, მისი ხმის ამოღება და ანიკოს მისკენ გახედვა ერთი იყო.
-მიდი ყავა გაგვიკეთე და ამათ სახში წავიყვანთ და ვიგრიალოთ მერე. - თქვა გიაკომ და გაიღიმა. მარის შევხედე რატომღაც და ნეტა საერთოდ არ შემეხედა, გიაკოს უყურებდა რაღაცნაირი თვალებით.

ყავა დავლიეთ, ცოტა ვილაპარაკეთ და გავარკვიე რომ გიაკო და მათე ამავე კორპუსში ორი სართულით მაღლა გადასულან და არც ისე შორს თავიანთი ძმაკაცებისგან, გაბო და ნიკო კი აქ რჩებოდნენ თავიანთ აწ უკვე მსამე წლის სახში. მერე მათემ მოყვა მათეზე, ძაან მაგარი ბიჭიაო თქვენც ძაან დაგევასებათო და დავპატიჟოთო ჩვენთან ერთად რომ წავალთ სადმეო. რატო ჩაიციკლნენ ასე ძაან ერთმანეთზე მათე და მათე ვერ ვიგებ მაგრამ მეგობრობას ზოგადად რას გაუგებ. ზოგჯერ ისეთი ხალხი იკავებს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს არასდროს რომ არ წარმოგვედგინა მათი სიახლოვე.

მაგალითად მე და დემეტრე.

მომდევნო ორმა საათმა ისე მალე ჩაიარა და სახლში, გამზადების პროცესში ისე მალე აღმოვჩნდი ვერც კი გავიაზრე. ბიჭების ნახვა კი გამიხარდა მაგრამ ახლა რომ ვუკვირდებოდი სინამდვილეში დემეტრეს ნახვით აღტაცებული ვიყავი ასეთ ამაღლებულ ხასიათზე. ექვსი ხდებოდა მე კი სიხარულისგან გული მიმდიოდა უკვე. გოგოებმა რომ იცოდნენ სად მივდიოდი კი ძალიან მიხაროდა მაგრამ მარის მაინც დავაფიცე რომ გიაკოს არაფერს არ ეტყოდა, მარიმაც კიდევ ერთხელ მომიხადა ბოდიში და რაზეა ლაპარაკი გიაკოს არაფერს ვეტყვიო. ეგ კი არა ისეთი სეგრძნება დამრჩა რომ გიაკოს სახელის ხსენებაზე ხასიათი წაუხდა. მეც აღარ ჩავძიებივარ, ახლა ერთადერთი რაზე ფიქრიც შემეძლო იყო დემეტრე და ის რომ დღეს სადღაც მივყავდი დასარჩენად.

მალევე აივანზე დარაჯივით გადამდგარმა ლანამ გამომძახა მოვიდაო და მეც ეგრევე კიბეებს ჩავუყევი სირბილით, ზურგზე მოკიდებული საშუალო ზომის ჩანთის სიმძიმესავ ვერ ვგრძნობდი. მეგონა მეცხრე ცას ვეწეოდი სიხარულით და კარგის მოლოდინით.
დემეტრე ღიმილით შემეგება და როგორც კი ღვედი გავიკეთე გადმოიხარა და ლოყაზე ნელა მაკოცა
-რა ბედნიერი სახე გაქვს.
-მიხარია რო გნახე წესიერად. - ჯერ ისევ ვერ ვიჯერებდი ბოლოს და ბოლოს ერთმანეთის წესიერად დასიმშვიდეში ნახვა რომ მოვახერხეთ, ხვალამდე რომ ერთად ვიქნებოდით და ვილაპარაკებდით. და კიდევ რას გავაკეთებდით ამაზე ფიქრი ჯერ-ჯერობით არ შემეძლო თორემ მერე ყველაფერი სახეზე დამეტყობოდა, წამოწითლებული და მოციმციმე თვალებით რომ ჩამოვუჯდებოდი გვერძე.
ლოყა მაინც ამიხურდა მის ნაკოცნ ადგილას, ხელახლა დამიარა მოლოდინების ტალღამ.
-სად მივდივართ ისევ არ მეუბნები?
-სად და ამათგან შორს წესიერად რომ დაგელაპარაკო და ყოველ ორ საათში ერთხელ საქმეების გარჩევა არ მიწევდეს.
-მაგის გამო ბოდიშს გიხდი, გიაკო ცოტა კონტროლიორია ბავშვობიდან და...
-მაგათ გამო შენ ნუ მებოდიშები.
-მაგრამ მართლა გიჟებივით იქცეოდნენ ეს დღეები, ჩემი საქციელის გამოც ბოდიშს გიხდი და გოგოების, მარიმ მართლა არ იცოდა...
-ბარბარე მეთქი! - ხმა დაუბოხდა და ისეთუ თვალებით გამომხედა მართლა მივხვდი რომ ჩემგან ბოდიშების მოსმენა ნაკლებად აინტერესებდა.
-კარგი ხო. სად მივდივართო რა მითხარი?
-ვერ დამაცდენ. - მითხრა სერიოზლი ხმით და სახეზე ღიმილი შეეპარა.
-აბა მაშინ გამოვიცნობ, მიდი მინიშნება მაინც მომეცი.
-ცივა.
-არა მაგას როგორ მივხვდებოდი თბილი ტანსაცმელი წამოიღეო რო მითხარი მაშინ. - ავატრიალე თვალები.
-თვალებს ნუ მიტრიალებ.
-მითხარი მაშინ სად მივდივართ.
-არათქო. - რომ შემწინააღმდეგებოდა იმიტომ არ მეუბნებოდა, აშკარა გართობა სახეზე ეწერა. ამზერით და დამცინავი ღიმილით მიყურებდა.
-დემე კაი რა რაღა აზრი აქ ეხლა დამალვას გავედით თბილისად და ჰა - ავწუწუნდი მეც.
-არამექთი ბარბარე - მითხრა ისევ სერიოზული ხმით მე კიდე მხარში ჩავარტყი ხელი და ფანჯრისკენ უნდა გავტრიალებულიყავი ხელი რომ დამიჭირა და თავისაში მოიქცია, საჭეს კი მეორე ხელით ატარებდა. მე სიხარულისგან გული გამითბა და ზუსტად ვიცოდი ლოყები ხელახლა რომ გამიწითლდა, ნელა შევხედე დემეტრეს რომელიც უკვე მიყურებდა.
-გუდაურში მიმყავხარ, კარგად მოთოვა ამ დღეებში და ძალიან ლამაზია. - გაკვირვებისგან კინაღამ პირი ღაი დამრჩა. ქალაქგარეთ რომ მივყავდი ვიცოდი მაგრამ უფრო მაინც მეგონა თავის კოტეჯში წამიყვანდა ან ისევ ბებიამისის სახლში, გუდაურს ნამდვილად არ ველოდი.

მოიცა, ანუ სასტუმროში მივყავდი, სადაც ერთად უნდა დავრჩენილიყავით? ერთ ოთახში?!
-გუდაურში?
-ხარ ნამყოფი?
-არა, კიარადა კი მაგრამ ზაფხულში. ზამთარში არასდროს ვყოფილვარ.
-ხოდა ეხლა განახებ, ძალიან ლამაზია და ძაან მოგეწონება. ხვალ და ზეგ თოვს ისევ და ზეგამდე უფრო გალამაზდება იქაურობა. - ზეგამდე? ზეგ დემეტრეს დაბადებისდღეა. მოიცა ორი ღამე უნდა დავრჩენილიყავით?

არა, განა პრობლემა მქონდა დემეტრესთან ერთად ერთ ოთახში დარჩენის, მაგრამ ჩვენი მოულოდნელი და კომფორტული სიახლოვის მეუხედავად მაინც მეუხერხულეობდა ბიჭთან ერთად ასეთ ინტიმურ სიტუაციაში მარტო დარჩენა. სულ ის მახსენდებოდა გვერდით მჯდარს რომ ვაკოცე და პატარა სიახლოვემაც რომ მძლია. ისევ იგივე რომ დამემართოს?

-და ერთად უნდა დავრჩეთ? - მთელი მოკრებილი ძალებიც კი არ მეყო ნერვიულობა რომ დამევიწყებინა.
-საერთოდ არ დავრჩებით თუ არ გინდა. გვიან ღამე წამოვალთ თბილისში.

სიჩუმე ჩამოვარდა მანქანაში, ახლა იმის თქმა მერიდებოდა რომ მასთან ერთად დარჩენა მინდოდა მაგრამ თან მეუხერხულებოდა და მრცხვენოდა.
-არ მინდა წასვლა თბილისში - მხოლოდ ამის თქმა გავბედე და მისი ნელი ღიმილი რომ დავინახე სიმშვიდე დამეუფლა.

გზაში ბებიამისზე მომიყვა, დედამისის და მამამისის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ბებია დარჩენოდა და მისთვის ყველაზე მშივიდი გარემო მისი სახლია. სწორედ ამიტომ აშენებდა სახლს ბებიამისის სოფელში და რაც შეეძლო მალე დაამთავრებდა მის მშენებლობას.

-და მერე შენთან წამიყვან ხოლმე სოფელში გუდაურის მაგივრად?
-ხო აბა, სულ ჩემთან უნდა მყავდე ხოლმე. - ხელი ჩამკიდა და მეც დიდად არ მიუარია.

გუდაურში დაახლოებით ორ საათში ჩავედით. ყველა მთა გარშემო გადაპენტილი იყო თეთრი პიწკინა თოვლით. სითეთრეში აშენებული ყავისფერი ხის სასტუმროები და შედარებით მაღალი რამდენიმე ქვის შენობა ძალიან ლამაზ კონტრასტს ქმნიდა აზიდულ მთებთან და თეთრ ცასთნ რომელის გარჩევაც მთებისგან ძალიან მიჭირდა.

-წამო ეხა გამოიცვალე თორე გაცივდები და მერე ჩამოვიდეთ. - მიტხრა დემემ და ჩვენი ჩანთები აიღო, მეც უკან ავედევნე.

ლამაზი ორსართულიანი სასტუმროს წინ გაჩერდა, შიგნიდან გამოსული სტაფილოსფერი შუქები მყუდროებას სძენდა. დემეტრეს შევხედე გაღიმებული სახით და მთელი გულით ვიგრძენი სიმშვიდე და სიხარული.

ოთახის გასაღებით მალევე დაბრუნდა მისაღებში გასული დემეტრე და რესეფშენიდან წამოღებული დიდი ქურთუკიც გამომიწოდა. ღია ცისფერი იყო, ჩემი საყვარელი ფერი და ამის დანახვაზე ნელა გამეღიმა.

-მეორე სართულზე ვართ. რესეფშენში მითხრეს თუ რამე დაგჭირდათ ჩამოდით და დაგეხმარებითო და თუ შეგცივდა უეწველი მითხარი ხო.

-კაი გეტყვი. - შემცივდეს კი არა სიმხურვალე მიტანდა მთელი ტანიით.

ოთახში შესულს ხელახლა შემეკრა სუნთქვა ხედის დანახვაზე. მტებს მაღლიდან ვუყურებდი და დაბლობზე გაშლილ დანარცენ სასტუმროებს და მოსიარულე დამსვენებლებს ისეთი ატმოსფერო შეექმნათ რომ თავი ლაპლანდიაში მეგონა ახალი წლის წინა დღეს.

-დემე ძალიან ლამაზია. -შევხედე დემეს რომელიც მე მიყურებდა და მერე ისევ წინ გავიხედე, თვალს ვერ ვწყვეტდი ჩემს წინ გადაშლილ მშვენიერებას.

-კი, ძალიან ლამაზია - თქვა დაბალი ხმით და წინ გადამიდგა, თვალებში შევხედე.
-ბარბარე, ეხლავე მიტხარი მართლა სხვა ოტახში თუ გინდა დარჩენა თორე მერე აღარ გაგიშვებ. - ხელები კისერზე დამაწყო და ნელ ნელა სახისკენ აუყვა.

გული ამიჩქარდა, თვალებში არელვება და რაღაც სხვა, უფრო ინტენსიური ეწერა. ადგილიდან ვერ ვინძრეოდი იმის მიუხედავად რომ ერთდროულად მისგან გაწევა და მასთან ბევრად ახლოს ყოფნა მინდოდა.

- ა..არ მინდა სხვა ოთახი მართლა - ჩუმად ვუპასუხე და მზერა არ მომიცილებია მისი ყავისფრად მოელვარე თვალებიდან. ნელ-ნელა ღიმილი მოეფინა სახეზე, დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. მე თვალები დამეხუჭა.

მერე ორივე ლოყით დამიჭირა და კიდევ ერთხელ მაკოცა ამჯერად უფრო ხმაურიანად და უხეშად, მერე უცბად მომშორდა და თან წამოღებული აჯეტი მოიცვა.

მე იქ ვიდექი და დაბნეული თვალებით და მომღიმარი სიახით ვუყურებდი.
მეც ჩემი ჟაკეტი ჩავიცვი, კი არ ვიცოდი რას ვაპირებდით მაგრამ მაინც.

-აქ მოდი. - მეც მაშინვე მის წინ გავჩდი.
ჩანთიდან შავი ქუდი და ღია ცისფერი კანში ამოიღო, თვითონ დამახურა და კაშნიც თვითონ შემომახვია.
-ხელთათმანებიც.
-არ მაქვს წამოღებული. - მას ისევ გაეღიმა და ჩანთიდან შავი ხელტათმანებიც ამოიღო, მეც გახარებულმა ხელები გავუწოდე და დაველოდე როდის გამიკეთებდა.
-ვაა მიეჩვიე მომსახურებას.
-ხო აბა, რა გგონია რო თავში არ ამივარდება? - მეც ყალბი ამპარტავნობით ავიბზუე ცხვირი. ღიმილი მაინც მეპარებოდა ვითომდა მისთვის ზემოდან დამყორე სახეზე.
-კაი ვსო მომშორდი ეხლა, ახლოს არ მოხვიდე იცოდე. - ხელი მკრა და რამდნიმე ნაბიჯის მოშორებით გამწია.
მეც დავდექი მისგან ცოტა შორს და შემდეგ მითითებებს დაველოდე.

-სად მივდივართ?
-არ გშია? - ახლაღა ვიგრძენი მგზავრობის მიერ გამოწვეული შიმშილი.
-აუ კიი ძაან თან.
-წამო ვჭამოთ და მერე საბაგიროებზე ავიდეთ.
-მე რო სიმაღლის მეშინია ცოტათი.
-არ გრცხვენია ბარბარე? რამის უნდა გეშინოდეს ჩემთან ერთად?
-წამოდი ჯერ ვჭამოთ და მერე ვნახოთ წამოვალ თუ არა საბაგიროებზე.

მეგონა რომ სასტუმროს პატარა სასადილოში ჩავდიოდით მაგრამ დემეტრე სასტუმროდან გავიდა და მეც უკან გავყევი, დიდ რესტორანში შევედით სადაც ძალიან მყუდრო გარემო შეგვეგება, სითბოდით და გემრიელი საჭმელების სუნით.

-რას მიირთმევთ? - დემეტრეს შევხედე, ვანიშნე ჯერ შენ უთხარი თქო.
დემეტრემ ხაჭაპური და ქათმის სალათი შეუკვეთა, რამაც ძალიან დამაბნია. საიდან იცოდა ქათმის სალათი ჩემი საყვარელი საჭმელი რომ იყო?
მის საყვარელ საჭმელებზე ჩავფიქრდი და მარტო პიცა და ლუდი მახსენდებოდა ხოდა ესენი შევუკვეთე.
მიმტანი რომ მოგვშორდა მომლოდინე თვალებით შემომხედა დემეტრემ.

-რა რაგინდა? - მეც თვალებში ცავაშტერდი, ამას თუ ეგონა მე მაჯობებდა eye contact-ში ძალიან ცდებოდა.
-შენ გშიოდა მე კი არა რა პიცა და ლუდი, არსვავ შენ.
-შენთვის შევუკვეთე დემეტრიუს ჩემთვის კიარა. - ჩემს ზედმეტსახელზე გაეცინა და წინ გამოიხარა, თავიდან ქუდი მომაცალა და კალთაში ჩაიდო.
-ვინ არი გოგო შენი... - მისი ნათქვამი წესიერად ვერ გავიგე, რესტორნანში ახალშემოსულთა ხმაურმა ყველას ხმა გადაფარა, ბიჭების ჯგუფი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ. გავღიზიანდი მათი ხმაურის გამო დემეტრეს ნათქვამი რომ ვერ გავიგე მაგრამ წამიერად გავშეშდი როცა ბიჭებს შორის ნაცნობი სიცილის და ლაპარაკის ხმა რომ გავიგე, რომელიც სულ რამდნიმე საათის წინ გავიგონე.

დემეტრეს უკან გავიხედე კარებისკენ შეშინებულმა. უცხო სახეებს შორის ჯერ ერთ, მერე კი მეორე ნაცნობი სახე გავარჩიე.

ჯანდაბა. ნიკო და გაბო იყვნენ, ვიღაც ბიჭებთან ერთად. აი თურმე სად მიდიოდნენ დღეს საღამოსვე.

ბედი არ გინდა? ერთი დღე არ დამცალდა სიმშვიდეში გამეტარებინა დემეტრესთან ერთად.

ეგრევე უკან გამოვიხედე და სწრაფად მივუჯექი დემეტრეს გვერძე, ხელიდან ქუდი გამოვტაცე და თავზე დავიფარე, იქნებ რამენაირად მაინც დამემალა აქ რომ ვიყავი.

მაგრამ დემეტრეს რამეს გამოაპარებ? ეგრევე მიხვდა რაც ხდებოდა და ბიჭებისკენ გაიხედა, როცა ვერც გიაკო და ვერც სურმანიძე მათე ვერ დაინახა მე შემომხედა. აშკარად რაღაცა აინტერესებდა.

-გიაკოს და მათეს ძმაკაცები არიან. - ვუთხარი მე.
-მერე მაგათ ემალები? - მკიტხა და ქუდი ისევ მომხადა.
-დემე დამიბრუნე რასაკეთებ.. - ქუდისკენ გავიწიე მაგრამ ხელი უკან გაწია, მე ისევ გავიწიე მან ისევ მომიშორა.
-დემეტრე მეთქი რასაკეთებ! - მან წელზე შემომხვია ხელი რომ ჩემი მოძრაობა ასე თუ ისე შეეჩერებინა.

-ბარბარე? - უკნიდან ნიკოს ხმა გავიგე. ნელა შევტრიალდი და შევხედე. გვერძე გაბო და უცხო ბიჭები ედგნენ. -შენ აქ რას აკეთებ, ეს ვინარი? - მკითხა კიდევ ერთხელ და წინ გადმოდგა ნაბიჯი.

მეც ეგრევე ადგომა დავაპირე მაგრამ დემეტრემ არ დამაცადა და ჩემზე ადრე წამოიმართა.

-დემეტრე პირველი - ხელი გაუწოდა დემემ ნიკოს. მეც ნიკოსთან მივედი და არც კი ვიცოდი რის თქმას ვაპირებდი, მაგრამ არც დამცალდა ისე დამიწყვირა ბოლო ხმაზე ნიკომ მიპასუხეო.

დემეტრემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ნიკოსკენ.

-შენმა ძმამ ან ვაფშე მამაშენმა რო გაიგოს არ გეშინია შენ?! გეკითხები არ გეშინიათქო? როგორ ბედავ საერთოდ! - მიყვიროდა ბოლო ხმაზე ნიკო და მკლავზე ჩამავლო ხელი, ყოველ წამს უფრო ძლიერად მიჭერდა ხელს. რესტორანში ყველა ჩვენ გვიყურებდა, უფრო სწორად მე.

-გიაკო ბერიას და მათე სურმანიძის ძმაკაცი ხარ შენ? - კითხა დემეტრემ შემზარავი ხმით, თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა.
-ხო მერე?! - გაიჯგიმა ნიკო მე კიდევ პირზე ხელი ავიფარე.

დემეტრეს სახეზე შვება ეწერა.

ამ დღეების განმავლობაში რასაც ელოდა ის მოხდებოდა ზუსტად.

დემეტრემ ისე უცბად მოიშორა ნიკოს ხელი საყელოდან და ისე უცბად დაარტყა ვერც კი მიხვდი თუ მართლა ის ხდებოდა რასაც ვხედავდი.ჩხუბი ნიკოსა და დემეტრეს შორის ისე სწრაფად დაიწყო ვერც კი მოვასწარი კარგად დამენახა რომელმა დაარტყა რომელს და მერე ისიც აღარ მესმოდა როგორ მოაცილეს ერთმანეთს გაბომ და დანარჩენებმა.

-ხელი გამიშვი გაბრიელ ამას სახე თუ არ გავუხიო... - ვერ დაასრულა წინადადება ნიკოკ იმიტომ რომ დემეტრე თავიდან ეცა და ხელახლა გახდნენ გასაშველებელი.

მე კიდე ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი კიდევ რამდენი ძმაკაცი ყავდა ჩემს ძმას რომლებიც თავისუფლად შეძლებდნენ ამ ურთიერთობაში ჩარევას და თან ძალიან დიდი სიამაყით. ან დემეტრე როდემდე დარჩებოდა ასე ჩემთან ერთად? როდესღაც ხომ მობეზრდებოდა ჩემი ძმის და მისი სამეგობროს მოგერიება.

ახლა საბოლოოდ მოაშორეს ერთმანეთს ბიჭებმა, დემეტრეს წარბიდან სისხლი სდიოდა, ნიკოს კი ცხვირი და პირი სულ გადასწითლებოდა. არადა წესით გიაკომ ხომ იცის ახლა დემესთან ერთად რომ ვარ. დემეს შემყურეს მეც ამტკივდა წარბი და უცბად სულ გადამავიწყდა ნიკო და გაბოც, საერთოდ არ მაინტერესებდა ნიკოს მდგომარეობა მაშინ როცა დემე ასე გამწარებული და გაღიზიანებული იდგა შუა რესტორანში და დარწმუნებული ვარ შანსი რომ ჰქონოდა ხელახლა წამოიწყებდა ხელჩართულ ჩხუბს.

დემეა თვალებს წავაწყდი რომლებიც მკლავზე მომშტერებოდა იქ სადაც ნიკო ხელს მიჭერდა წეღან. იმის მიუხედავად რომ ჯემპრი მეცვა, ვიცოდი შიგინიდან ხელი ცოტა ჩალურჯებული მექნებოდა ისე ველურივით მიჭედა ნიკო.

-მეორედ არ გაბედო და ხელი არ დააკარო ბარბარეს, გასაგებია?! - უთხრა დემეტრემ ნიკოს და მისკენ გაიწია. ნიკოც ხელახლა წამოენთო.

-ვაფშე ვინ არის თქო ეს ბარბარე გეკითხები და მიპასუხე სანამ გადავირიე და დაგაყენე თავზე შენი ძმა. - თითს მუქარით მიქნევდა ნიკო და ზედ აღარ უყურებდა დემეტრეს.

-ბარბარე მოდი მე მაინც მითხარი კაი, ვინ არის ეს ბიჭი. - გაბო მოვიდა და მშვიდად მკითხა.

-წამო ვილაპარაკოთ, შენც მოგახსენებ ვინ ვარ ბარემ, რახან ასე ძალიან გაინტერესებს. - ჩაიცინა დემეტრემ და მეც ის გამახსენდა გიაკოსაც ეს სიტყვები რომ უთხრა, მაშინ სამზარეულოში რომ მეჩხუბებოდა დემეტრეს გამო.

-გაბო იცის გიაკომ აქ რო ვართ. - ვუთხარი გაბოს ჩუმად ნიკოს რომ არ გაეგო და ხელახლა არ დაეწყო ყვირილი და დავი დარაბა ამ ხალხმრავლობაში.- მიდი ნიკოს უთხარი რა გთხოვ.

-ნიკო შენი შარიანი... - ჩაიჩურჩულა ბიჭმა რომელიც გაბოს გვერდით იდგა და ჩემი ნათქვამი გაიგონა. -კაი შენ არ ინერვიულო დამშვიდდება ესეც. - მითხრა ამ ბიჭმა ღიმილით და მეც გავუღიმე.

-ბარბარემ თქვა იცისო გიაკომ. - უთხრა ეგრევე ნიკოს.

-შანსი არარი არეცოდინება, ვაფშე არ გამოუშვენბდა.

-იცისო ბარბარემო ოეე - იმ გაბოს გვერდით მდგარმა ბიჭმა უთხრა და ყველა შესამჩნევად დამშვიდდა.

დემეტრე მე სადაც ვიჯექი იქ დაჯდა და მეც წინ სკამზე მიმითითა, დაჯექიო. ნიკო მე მომიჯდა გვერძე, გაბომ დემეტრეს გვერდით დაიკავა ადგილი. ბიჭებიც ჩვენს გვერდით მდგარ მაგიდას შემოუსხდნენ. სულ ხუთი უცხო ბიჭი იყო. რა გინდა, თურმე ყველა გიაკოს ძმაკაცს საერთოდაც არ ვიცდნობ.

-არ მჯერა რო იცის გიაკომ. - თქვა სახე აჭრილმა ნიკომ. მისი ნახვა ასე ძალიან რომ მიხაროდა რამდნიმე საათის წინ, ახლა მაგ გრძნობისგან მხოლოდ გაღიზიანება დარჩენილიყო. ვინ ვეგონე საერთოდ, ვიღაც საიდუმლოებებით სავსე და ბიჭებზე აკიდებული გოგო? ან რატომ დავუმალავდი ჩემს ძმას იმას რომ შეყვარებული მყავდა. ზუსტად ვიცოდი, გიაკოს აუცილებლად ვეტყოდი დემეტრეს შესახებ ადრე წესიერი ურთიერთობა რომ გვქონოდა. წესიერი კი არა, ზაფხულის მერე საერთოდ კონტაქტი არ არ გვქონია, ასე რომ იმის მიუხედავად რომ ძალიან მიდდნდოა ჩემთვის გიაკო მესაიდუმლეც ყოფილიყო, ეს ნამდვილად შეუძლებელი მეჩვენებოდა. იქამდე მაინც სანამ ჩვენ ორის ურთიერთობა არ დალაგდებოდა და ასე ერთმანეთზე გაბრაზებულები არ ვივლიდით სხვა ადამიანების გამო, გინდა ეს დემეტრე ყოფილიყო და გინდა მათე სურმანიძე.

-რას ამბობ რო ისე წამოვიყვანე ჰაერზე? - არც დემეტრემ დააკლო სიმკაცრე ხმაში და მისმა ნათქვამმა მიმახვედრა რომ ჩემსავით გააღიზიანა ნიკოს დაუფიქრებელმა სიტყვებმა.

-სახელიც არ ვიცი ვაფშე შენი, ორი საათის წინ ვნახე ესეც - ხხელი ჩემსკენ უსირცხვილოდ გამოიშვირა და ლაპარაკი გააგრძელა -და გიაკოც, არც ერთს არაფერი არ უთქვია, დაჟე სურმანასაც ხმა არ ამოუღია.

-სურმანიძე მათეს თუ არ გაუფრთხილებიხარ, ბარბარე ბერიას შეყვარებული გიაკოს ყველა ძმაკაცს არ გვაფრთხილებს ისე დაყავს ეგ გოგო წინ და უკანო, რაღა გვეშველება. - დამცინავად მიახალა დემემ. ნერვები ნელ-ნელა დამიმშვიდდა აგრესიული ტონიდან სარკაზმზე რომ გადავიდნენ, მეტს აღარ იჩხუბებდნენ მაინც.

-იცნობ მათესაც ესეიგი. - უთხრა მის გვერდით მჯდომმა გაბომ.

-კი ორივეს ვიცნობ. მაგარი შარიანი საძმაკაცო კი ხართ ისე.

-ბაზარი არარი, ამათი ჩხუბებით მე ვარ შეწუხებული უკვე. - დაეთანხმა ერთ-ერთი ბიჭი.

-კაროჩე რა, ხვალ დილას გიაკო და სურმანაც ამოდიან და ვნახოთ მერე იცის თუ არა მართლა.

-კაი ნიკო გეყოს ეხლა. - ვუთხარი მე ნიკოს რომლის ყოველი წინადადება ნერვებს მიშლიდა. რას ბოდავდა ვერ ვიგებდი, მათე და გიაკო სადღაც მიდიოდნენ, საქმე ჰქონდათ სხვაგან, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ გუდაურში არ მოდიოდნენ.

-ვა ნეტა რატო ამოდის ესე უცებ, გუშინ საქმე არ ქონდა წესით? ეს დღეები არ ეცალა მაგას? - დემეს შევხედე გაკვირვებულმა.

-დემე მართლა ამოდიან?

-ხო ბაბი მართლა ამოდიან, გუშინ რო ვუთხარი შენ ძმას ბარბარე მიმყავს მეთქი სანამ ზუსტად არ ვუთხარი სად მომყავდი მანამდე არ შემეშვა. - აი თურმე რატომ არ ჰქონდა პრობლემა თილისში დაბრუნებაზე ამსაღამოსვე.

გიაკოს კონტროლის ატანა ბავშვობაში არ მიჭირდა ხოლმე, მაშინ როდესაც მხოლოდ ტანსაცმელი ჰქონდა ჩემთვის საკონტროლებელი და სხვა არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ჩემს მიმართ. ტანსაცმელიც მე ცხოვრებაში ისეთი არ ჩამიცვამს ვინმე რომ გადარეულიყო ანდაც ვინმეს რამე ეთქვა. მაგრამ ახლა როდესაც ერთი დღე არ დამცალდა დემეტრესთან ერთად მარტო ყოფნა, სხვა ზედმეტობებზე აღარც ვლაპარაკობ უბრალო საუბარი არ დაგვცალდა მე და დემეტრეს უკვე ერთი კვირაა.

კარგია, ამოვიდეს გიაკო ბერია. მე ვიცი მაგას რასაც ვუზავ. თურმე "მაგ ტიპის გვერძე არ დაგინახო" მარტივი სათქმელია, მაგრამ რატომ მისცა დემეტრეს იმის უფლება რომ წამოვეყვანე თუ ასე ძალიან ეჯავრებოდა.

ვითომ დემეტრეს ვერ გაუბედა იმის თქმა ჩემს დას შეეშვიო და მე მაგიტომ მომადგა? ამის გაფიქრებაზე გამეღიმა. ანუ სანერვიულოც აღარაფერი მქონდა. საბოლოოდ შეგვეძლო მე და დემეტრეს მშვიდად ვყოფილიყავით ერთად.

-ამოვიდეს მაგას რა ჯობია, არ გადაირიოს თბილისში, ეს რა ვქნეი ვის გავაყოლე ჩემი დაო. - ვუპასუხე დემეტრეს. მას სახეზე სსუსტი ღიმილი მოეფინა, როგორც ჩანს ჯერ ისევ ცუდ ხასიათზე იყო ჩვენი და ბიჭების შემთხვევითი

-გავაყოლეო? რასქვია გავაყოლე? - ნიკო მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და კინაღამ სავარძლიდანაც გადამაგდო.

-გათხოვდი ბარბარე? - მკითხა გაბომ დაბალი ხმით. დარწმუნებული ვარ ყველა ამ რესტორანში დიდი ინტერესით გვაკვირდებოდა, მე რა, ბიჭების დრამებს უფრო აკვირდებოდნენ. გაბო ყოველთვის სიჭკვიანით და გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა ჩემი ძმის დანაჩენი მეგობრებისგან, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს მისი ტვინი სამეგრელოს საზღვრებს გარეთ ისეთი სიძლიერით ვერ დაიკვეხნის.

-ვაა სიძეს ვახლავარ - წამოდგა ის ბიჭი ნიკოს შარიანობის გამო რომ ლანძღავდა წეღან.

-არარი თქვენი სიძე, არა.

-ჯერ არ ვარ, მარა თუ არ შემეშვებიან შენი ძმის ძმაკაცები მეც მოგიტაცებ და იქნებ მერე მაინც მოვეწონო. - გაბოს გაეცინა, ნიკოს წარბები შუბლზე აუვიდა.

-აუ შენც იცი თურმანას ამბები? - თავზე გადაისვა ხელი ნიკომ და ისევ გვერძე დამიჯდა. -კაი და ის თუ იცი ისევ რო უყვარს ბარბარე.

დემეტრეს თვალები გაუცივდა და სახეზეც იმილი აღარ შერჩენოდა. სურმანიძე კიდევ დაუსწრებლად ჩემი ცხოვრების არევას როდის შეეშვებოდა ნეტა იმ დღეს დამასწრო.

-მართლა მომიწევს შენი მოტაცება ბაბი, მერე ისხდნენ ესენი და უყურონ ერთმანეთს. ჭამე ეხა, გაგიცივდა ხაჭაპური.

ახლაღა შემახსენა შიმშილმა თავი და საერთოდ აღარ მაინტერესებდა არც გიაკოს საძმაკაცო და არც დემეტრეს მუქარა მოგიტაცებო.

მომიტაცოს მერე, მაგი მაინც გააჩუმებთ ჩემ დაგეშილ ძმას.

-ხო ჭამე შენ, რა გენაღვლება ერთს დაგიყვირებს გიაკო და მერე ჩვენ მოგვიწევს მაგისი დაწყნარება.
-ოო შემეშვი რა ნიკო რა მთელი დღეა მშია ისედაც.
-რას ქვია მთელი დღეა გშია, არ ჭამე დილით? - მომიტრიალდა დემეტრე.
-აუ არა გიაკომ მარის ჩაი გადაასხა და ვერ მოვასწარი ჭამა.
-რა ქნა? - მკითხა დემეტრემ.
-დილასაც ერთად იყავით? თან გიაკოც თქვენთან ერთად იყო? - იკითხა ნიკომ.
-მარი ის მარი დღეს რომ გავიცანით შენთან?
-ხო ის მარი, კი გუშინდელიდან ერთად ვართ და ვერ მოვასწარი ჭამა. - ვუპასუხე სამივეს ერთად.
-კაი ეხლა შეეშვით და რო შეჭამს მერე გააგრძელეთ. - თქვა დემეტრემ და ქათმის სალათი და ხაჭაპური წინ გადმომილაგა. ნამდვილად აღარ მეფიქრებოდა არც ერთ მათგანზე ჩემი გემრიელი ქათმის სალათის შემხედვარეს. ჭამა ისე დავასრულე არავის არ უჩხუბია, მეტიც, დემეს და გაბოს საუბარი გაებათ და საერთოდ არ ეტყობოდათ სულ რაღაც ათი წუთის წინ სხვადასხვა მხარეს რომ ასპარეზობდნენ.

-კაროჩე რა მიდით ეხლა გაემზადეთ, ჩვენ შევჭამთ და საბაგიროებზე ავიდეთ. - თქვა ნიკომ და მიმტანს დაუძახა. ჩემი და დემეტრეს ტანსაცმელს შევხედე, ამინდისთვის და საბაგიროებისთვის ცოტა შეუსაბამოდ კი ეცვა ისე დემეტრეს.

დემეტრეს წინ გავუძეხი და არც შემიხედავს ისე გავემართე კიბეებისკენ. უკნიდან ნიკოს გაღიზიანებული ხმა მაინც გავიგონე რომელიც ამბობდა "ესენი ეხა ერთ ოთახში რჩებიან" და გაბოს პასუხი "კაი შეეშვი შენკიდე ვერგაიგე იცისო გიაკომ", მერე კიბეებს ავუყევი და ოთახის კართან დაველოდე ჩემს უკან მომავალ დემეს რომელიც მალევე წამომეწია.

-რაო ბაბი ძმის ძმაკაცებმა? - სახეზე მხიარული გამომეტყველება აეკრა და ისეთი ხმით მეკითხებოდა მეგონა დამცინოდა. ნეტა რა უხაროდა ასე ძალიან, მე რომ უკვე ყველა კუთხეში გიაკოს ახლობლები მელანდებოდა ალბათ ეგ არ იცოდა თორე რა გააცინებდა.
-ოო შემეშვი რა, რა ჩემი ბრალია. - დემეტრეს გაეცინა.
-მიდი შედი. - ოთახში შესული საწოლზე ზურგით წამოვწექი და მუცელზე დავიწყე ხელები. თითქოს კიდევ მშიოდა.

მოულოდნელად დემეტრე ზემოდან მომექცა, ხელებით ჩემი სახის ორივე მხარეს საწოლზე დაეყრდო და ორივე ჩემი ფეხები მუხლებს შორის მოექცია.
თვალები გამიფართოვდა და პატარაზე გამოძრავებაც ვერ მოვახერხე, ხელები სრულიად უმოძრავად ვიწექი და მის მომდევნო ნაბიჯს მოუთმენლად ველოდი.

-თუ არ გინდა იმათთან ერთად გასვლა არ გავიდეთ, დაველაპააკები გაბოს. - მის მზერას სახეზე ყველგან ვგრძნობდი, თავი გვერძე გადაეხარა და ხან ტუჩებზე მიყურებდა ხანაც ცოტა ქვევით, ალბათ ყელზე.

-წავიდეთ რავი, მერე რამეს მოვიმიზეზებ და ისე წამოვიდეთ რო მთელი საღამო მაგათთან არ გავატაროთ. - თვალები მეც მისი ტუჩებისკენ თავის და უნებურად გამირბოდა.

-შეხედე რა გეგმები გქონია. - გაეღიმა და უფრო ახლოს მოიწია, სუნთქვა ამიჩქარდა.

-ხო აბა, მაგათ საყურებლად კი არ წამოგყოლივარ. - გამბედაობა მოვიკრიბე და ხელები კისერზე შემოვხვიე. მეტი ალბათ ვერაფერს ვერ მოვახერხებდი, სირცხვილი უკვე ნელ-ნელა მიტანდა.

ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა, მერე მუხლზე წამოდგა, ხელი წელზე მომხვია და მეც ავტომატურად ფეხები წელზე შემოვხვიე. ერთი ხელით ზედ ვყავდი აკრული, მეორეთი ჯერ ჩანთა აიღო ხელში და კი სააბაზანოს კარები გახსნა, მერე რაკოინაზე შემომსვა.

-გიაკომ რამე გითხრა რო უთხარი ბარბარე მიმყავსო? - ჩანთა გახსნა და წვერის საპარსი ქაფი და ბრიტვა ამოიღო, გამეღიმა. - მომე მე ვიზავვ. - მანაც ხმის ამოუღებლად გამომიწოდა ორივე, აინტერესებდა ალბათ რისი გამკეთებელი ვიყავი.

-გიაკომ ასე მითხრა ზედმეტი არაფერი გაუბედოვო. - ხელები ისევ ჩემ გარშემო ჩამოაყრდნო რაკოინაზე და ისე დაიხარა მარტივად რომ შემძლებოდა მისი პატარაზე წამოზრდილი წვერის გაპარსვა, მკლავები ავიკეცე და საპარსი ქაფი სახეზე სწორად გადავუნაწილე. წვერი ძალიან უხდებოდა, მე წვერით უფრო მომწონდა მაგრამ აღარაფერი ვუთხარი, ისედაც სიმპატიური იყო და ასედაც.

-რაც გინდა ის გამიბედე, მე გაძლევ უფლებას. - ვუთხარი სიცილით.
-სანამ შენი ძმას და მის ძმაკაცებს არ დავაწყნარებ მანამდე ვერაფერსაც ვერ გაგიბედავ. - მითხრა ისევ სიცილით, რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყო და თან უადგილოდაც. გეგონება წეღან მე ვეჩხუბებოდი ნახსენებ ძმის ძმაკაცსო.
-გიაკოს და მერე მაგისი ძმაკაცების მერე თყ იცი ვინ მოდის? - ვკითხე მეც შეპარვით, ალბათ უკვე ხვდებოდა მამაჩემი იდეაში როგორი კაციც იყო, მაგრამ ამ ტემაზე მასთან ლაპარაკი მაინც მინდოდა, იმის მიუხედავად რომ ორი კვირაც არ იყო რაც მე და დემეტრე ერთმანეთს გამოვუტყდით გრძნობებში. ჯერ წესიერადაც არ ვიცნობდი დემეტრეს და უკვე მამაჩემზე მინდოდა მასთან ლაპარაკი, რომ შემემზადებინა წინასწარ, გიაკოს შემდეგ.

-ანზორი ბერიას ჯერი დგება როგორც ჩანს. - ნელ-ნელა ჩამოვუყევი ბრიტვით ლოყაზე, ძალიან დიდი სიფრთხილით ვუდგებოდი ამ საქმეს.

-მერე რას ფიქრობ მაგაზე? - მისთვის თვალებში შეხედვა ვერ გავბედე.
-რას და სამეგრელოში ჩასასვლელად როდის გცალია?
-დემე ამათმა უკვე ყველამ იციან ერთად რო ვართ, სოფელშიც გაიგებენ და ხალხისგან გაგებული უარესი იქნება. ჯობია ჩემგან გაიგონ პირველი.
-კაი მაშინ ამ საღამოს დაურეკე და ამ დღეებში მამაშენთან და დედაშენთან კარგად სალაპარაკოდ ჩავიდეთ. - სახე გავუწმინდე და ლოყებზე შერჩენილი წყლის წვეთები მაიკის სახელურით გავუმშრალე.

გამბედაობა მოვიკრიბე და კისერზე ხელები მთელი ძალით შემოვხვიე. ნელ-ნელა ნერვიულობამ ამიტანა, რომელიც მამაჩემის სიმკაცრით და კონტროლით მთელი ცხოვრება თან მდევდა, იქამდე სანამ თბილისში უკან მიუხედავად გამოვიქეცი.

ახლა კი ასე ნახნობი მაგრამ დიდი ხნის უგრძნობი შიში დიდი სიძლიერით დამატყდა თავს, თითქოს მამა უკვე მიყურებდა, მის თვალებში უნდობნობას და იმედგაცრუებას დაედო ბინდა.

-რა გჭირს ბაბი, რა გატირებს? - მკითხა მშვიდად და ერთი ხელით ზურგზე მომეფერა მეორეთი თავზე. ცრემბელი ვეღარ შევიკავე, მან ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-მეშინია მამაჩემის, იცი მართლა რა მკაცრია?
-მაგიტომ ტირიხარ? - ისევ გაეღიმა რამაც უარესად გამაღიზიანა.
-შენ გიაკო აბა მართლა გიჟი ხომ არ გგონია? მართლა შენ კი არ გერჩის, მამა რომ არ გადაირიოს მაგიტომ ცდილობს რომ ურთიერთობა აგვიკრძალოს. იცი მთელი ბავშვობა რა მესმოდა? ჩვენი ბარბარე ისეთ ბიჭზე უნდა გავათხოვო მისნაირი მეორე არ დადიოდეს, მისთვის მთები რომ გადადგას და კიდევ ათასი მსგავსი სისულელე. გიაკოს გამო არასდროს ცხოვრებაში კლასელ ბიჭებსაც კი არაფერი ზედმეტი არ უთქვამთ, მაგრამ გიაკოზე მეტად მამაჩემის ამბავი იცოდა მთელმა სოფელმა და მაგიტომ. მერე მათე სურმანძემ რომ მომიტაცა და მამაჩემი ჩამოვიდა, პირველი იცი რა მითხრა? შენ ახლა სურმანიძეების რძალი ხარო, აქ ქორწილზე სალაპარაკოდ ჩამოვედიო.

-მერე რატომ ტირიხარ? - ცრემლებს რომლებიც ყოველ წამს უფრო ძლიერად მცვიოდა ცხელ კვალს მიტოვებდნენ სახეზე, დემეს ძლიერი ხელები რომ არა ალბათ წელში გასწორებულიც კი ვერ ვიჯდებოდი.

-მამაჩემიც დაგვიშლის ერთად ყოფნას.

-შენთან ყოფნას მე ვერავინ ვერ დამიშლის, მათ შორის ვერც მამაშენი.

-ამას ნამტირალევი სახე აქვს თუ მეჩვენებ? - დამინახა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოიჭრა ნიკო.
-ისედაც მთელი საღამოა ნერვებს მიშლი, თავი დამანებე სანამ ამ თოვლში ჩაგმარხე. - დემეტრესთან მამაჩემზე ლაპარაკის შემდეგ ნამდვილად აღარ მქონდა ნიკოსთან საქმეების რჩევის და მისგან არასაჭირო გადამეტებული ყურადღების თავი, რომელიც როგორც ამ ბოლო დროს სჩვეოდათ ჩემი საახლობლოს ბიჭებს, დემეტრეს გამო იყო გამოწვეული.
-იმან გატირა ხო?!
-არა ნიკო არა, სინამდვილეში შენი და შენი ძმაკაცების ცანცარის გამო ვარ ახლა ასეთ დღეში, ვინ იცის მამაჩემამდე როგორ ჩააღწევს ეს ამბავი, ვინ რას ეტყვის და ვინ რას მოუყვება. არ შეეძლო იმ უბედურს დაეცადა და მერე დემეტრე თვითონ გაიცნობდა ანზორისაც. - დემეტრეს ვუყურებდი რომელიც ცოტა მოშორებით იდგა გაბოსთან ერთად, ორივეს სერიოსული სახე ჰქონდა და როგორც შევატყე ძალიანაც მნიშვნელოვანი საუბარი გაებათ.
-რას ამბობ გოგო აბა გიაკო მდგარიყო და არაფერი არ გაეკეთებინა? ვაფშე იცნობ შენ ძმას, სოფელში არ აცდიდა არავის შენთვის შემოეხედა და აქ დააცდის თუ რა.
-და ის დაგავიწყდა მათე სურმანიძეს რის მერე ჩაუძმაკაცდა, გეკიტხები მაგის მერე რამის უფლება აქვს? მით უმეტეს ჩემთვის ურთიერთობის დაშლის?
-ადამიანო, ნერვიულობს შენზე, არ იცის ვინარი ეს დემეტრე, ვაფშე შენთვითონ თუ იცი, იქნებ ვიღაც ფსიფოპატი გიჟია?
-აი თქვენთან შედარებით ანგელოზია ფრთებ შესხმული მერწმუნე. - ზედ არ შემიხედავს, ტელეფონზე ვიყავი ცამოკონწიალებული, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ნებისმიერ მომენტში ან მამაჩემი დამირეკავდა ან გიაკო, ან მამაჩემი და გიაკო ერთად.
-დავაი რა იქნებ იმას მაინც შევაგნებინო რამე, შენ შენი ძმის არ გესმის და ჩემი ნათქვამი სუ ფეხებზე არ გეკიდება. - მომეჩვენა თუ მართლა ნაწყენი ხმით მლანძღავდა?
-ნიკო მოიცადე, გეწინა რამე?
-არა რა მეწყინა ღადაობ, ასე შემთხვევით რომ წაგაწყდი ვიღაც ტიპთან ერთად და გეგონება რაღაცაში წაგასწარიო ისეთი სიტუაცია რო აიწია, შენგან ვაფშე არაფერი არ მწყენია.
-აუ აბა ახლა არ მითხრა გიაკოზე ვარ გაბრაზებულიო - გადავიხარხარე მე.
-შენ რო მოგიტაცა სურმანამ მაშინ ეგრევე ჩვენ დაგვირეკა და ისეთი ამბები დავაწიეთ მათეს სასტავმა და ჩვენ რო რავი, ეხლა კიდე ასე სერიოზულად გქონია საქმე ამ დემეტრესთან და გიაკოს არაფერი არ უთქვია ვაფშე.
-აი რა შენი საქმე გეკიტხები, რატო გამიბურღეთ ტვინი ყველამ რაგინა ადამიანო, ან შენ რა გინდა ან შენ ძმაკაცებს? მე წავედი რა თავი დამანებე.

დემესთან მივედი, ხელი დავტაცე და ახლად გაცერებულ და გათავისუფლებულ საბაგიროს სკამისკენ.
-რაო ბაბი გაგაბრაზა ნიკომ?
-შენ როგორ არ ხარ ან გაბრაზებული ან ნერვებ მოშლილი გამაგებინე რა.
დემეტრეს ისევ გაეცინა, მე კიდევ მართლა არ მესმოდა ასე მშვიდად როგორ იყო. ალბად იმის გამო რომ არ იცნობდა მამაცემს და არ იცოდა რა ელოდა წინ.

***
საღამოს დემეტრესთან ერთად საწოლზე ვიჯექი და ფილმს ვუყურებდით რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა და მხოლოდ იმიტომ ჩავრთე რომ ნერვიულობა და უხერხულობა გამექრო რომელიც უკვე რამდენიმე საათი თან მდევდა. გიაკოზეც ვფიქრობდი რომელიც მხოლოდ იმიტომ ჩამოდიოდა გუდაურში რომ დემეტრემ წამომიყვანა.

-ბარბარე ნუ ნერვიულობ ასე, რაიყო პირველად გვნახავს შენი ძმა ერთად?
-მე კიდე ვფიქრობდი ძლივს მარტო მე და დემე ვიქნებით თქო.
-შენ როგორ ძალიან გდომებია ჩემთან ერთად მარტო ყოფნა.
-ხო არ შეიძლება?
-როგორ არა. - ნელა გაიღიმა დე კისერში მაკოცა რამდენჯერმე. წელზე ხელი შემომხვია და ახლოს მიმწია მასთან, ავტომატურად მხარზე შემოვხვიე ხელი და თვალები დამეხუჭა.
-დემე... - სიტყვა მისმა ტუჩებმა გამაწყვეტინა, ისე ძლიერად მაკოცა გული ლამის წამში გამიჩერდა. კისერზე შემოვხვიე ხელები და მივხვდი რომ სწორედ ამ მომენტზე ვვოცნებობდი უკვე ძალიან დიდი ხანია.
რამდენიმე წუთის შემდეგ სუნთქვა აჩქარებული მოვშორდი დემეტრეს რომელიც ამჯერას სერიოზული მზერით მიყურებდა და გული სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. მოლოდინით აღსავსე ვიწექი და სად შემეხედა აღარ ვიცოდი, სახეზე რომელიც შესამჩნევად წამოწითლებოდა თუ კისერზე სადაც ვენები ემჩნეოდა.
-ბარბარე ეხა სასწრაფოდ მომშორდი თორე მერე მამაშენს კი არა შენ ძმასაც ვერ შევხედავ წესიერად. - ისე მოულოდნელი იყო მისი ეს სიტყვეი და ფეხზე წამოდგომა რომ მომდევნო რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად ვიწექი და ვიაზრებდი რა თქვა დემეტრემ.

იმიტომ არ გააგრძელა რაც დაიწყო რომ ჩემი ოჯახის მამაკაც წევრებს თვალებში სუფთა ნამუსით შეხედოს? ამის გაფიქრებაზე დემეტრეზე გავბრაზდი, ანუ ამდენი ხანია ტყუილად ვიძახი რომ მე თვითონ ვიცი რაც მინდა და ჩემს სურვილებზე არანაირი ზეგავლენა არც გიაკოს და არც მამაჩემს არ აქვთ.

-ბარემ იმათთვის გეკითხა ვაკოცო თუ არა ბარბარესო, უფრო სუფთა ნამუსით შეხედავდი ორივეს.
-მაგიტომ არ ვიძახი, არცერთის მითითება და აკრძალვა არ მჭირდება შენთან ურთიერთობაში.
-აბა ახლა ეგ ორი რა შუაშია? - მისმა - პასუხმა უფრო დამაბნია.
-შენ ძმას გონია რომ მე შენ მხოლოდ ერთი რაღაცისთვის მინდიხარ, გონია კი არა დარწმუნებულია. სანამ მამაშენს არ ვნახავ და მასთან არ მოვაგვარებ შენს პრობლემას, მანამდე არ მოგეკარები.
-თორემ რომ მომეკარო გიაკო მართალი იქნება?
-კი და არა. გიაკოს გარეშეც ვიცი შენთვის ჯერ ასეთი ურთიერთობა ადრე რომ არის და თან, პრინციპის ამბავია გიაკოს საპირისპირო დავუმტკიცო.
-რამე რომ გვქონოდა გაიგებდა თუ რა. - დავიწუწუნე მე, ან მე თუ არ ვეტყვი, რაც ცხადია ამ ცხოვრებაში არასდროს მოხდება ანდა დემეტრე თუ არ ეტყოდა ვერ გაიგებდა.
-არა მაგრამ მე ხომ მეცოდინება. - თმა გადამიწია სახიდან და მერე გათხაპნილ ტუჩსაცხს თითებით მაშორებდა.
-ანუ მართლა ცოლად უნდა მომიყვანო? მე რო შენთან ძაან მინდა? - რახან გადაწყვეტილი ჰქონდა რომ არ შემეხეობდა და მის სიტყვებს ვენდობოდი, გადავწყვიტე ცოტა გამომეწვია მაინც. ვნახოთ აბა რა კაცი იყო დემეტრე პირველი. კისერზე ვაკოცე ჯერ ერთხელ, მერე მეორედ, მერე პასუხი რომ არ გამცა და არც გამაჩერა უფრო გახელებულმა გავაგრძელე მისი დაკოცვნა.
-მოგიწევს მოცდა. - მოცდა მოგიწევსო კი მიპასუხა მაგრამ თავი ისე გადაწია გვერძე უფრო ადვილად რომ მეკოცდა და თან წელზე ხელი თავიდან შემომხვია.
-მე რომ ვერ მოვიცდი მაგდენი ხანი? - ახლა ლოყაზე ვაკოცე, ნელ-ნელა ტუჩებსაც დავუკოცნიდი და რატომღაც მეგონა რომ დემეტრე საერთოდ არ შემაწყვეტინებდა.
-ნიშნობამდე მაშინ. - კიდევ უფრო მომიახლოვდა.
-მე სხვა გზაც ვიცი მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ეგრევე სიძედ რო მიგიღონ. - ვუთხარი უცბად გახალისებულმა და ეეგრევე მოვშორდი. ლამის კალთაში ვეჯექი და მისი არ იყოს, მეც თუ არ მოვერიდებოდი მერე ზედმეტებში გადაიზრდებოდა ეს ჩემი თამაში და მხოლოდ ჩემი მხრიდან.
-რა აბა?
-მომიტაცე, ეგრევე პირველების რძალს დამიძახებენ და ქორწილზე სალაპარაკოდ ხუთ წუთში გამოცხადდებიან, რა გაცინებს პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.
-ბოლოს მართლა სადმე არ მოგიტაცო ფრთხილად იყავი შენ.
-მაგას რა ჯობია მერე, ამჯერად მაინც მოვიქცევი მორჩილი შვილივით, თან განა შენი ცოლობა დამეზარება? ის თურამნიძე მეზარებოდა თორე...

მერე ისე ჩამეძინა მის გვერდით რომ ხვალიდნელ დღეზე ნერვიულობას საერთოდ არ შევუწუხებივარ.
-აუ თქვენც აქ ხართ, გავგიჟდები მე მართლა გავაფრენ. - განა მართლა გასაკვირი იყო მთელ ჩესამეგობროს რომ ვუყურებდი? ლანა, ანოკო და მარი გაბადრული მიყურებდნენ, სამივეს ავის მომასწავლებელი ღიმილი და ეშმაკურად მოციმციმე მზერა ჰქონდათ. მათ უკან მათე, ცოტნე და გიორგი მანქანებიდან ჩანთებს ალაგებდნენ. მათე სურმანიძე და გიაკო ბერია კი ამაყი სახით იყურებდონენ, გეგონება და ტაფლობის თვე ჩაგვიშალეს მე და დემეტრესო. ცოტნეს მარის ვარდისფერი ჩანთა მოეკიდებინა ზურგზე და ღიმილით უყურებდა ჩემს წინ მოუსვენრად მდგომ მარის რომელიც სიცილს ვერ იკავებდა. ცოტნეს მზერაში რაღაც სხვანაირი დავინახე, ნამდვილად არ გავდა ჩვეულ ცოტნეს რომელიც სულ კარგ ხასიათზეა და ყველას ეხუმრება.

ცოტნეს მარი ხომ არ მოსწონს შემთხვევით?
ღმერთო გავაფრენ მე ნამდვილად გავაფრენ. ახლა ცოტნეზე და გიაკოზე მაფიქრე რომლებიც უცნაურად იქცეოდნენ მარის გარშემო.
გოგოების ნახვა ცოტა არ იყოს და გამიხარდა, მოსაყოლი დამიგროვდა მათთვის ამ ერთ დღეში.
გოგოები არც მომესალმნენ ისე მომვარდნენ და ცალკე გამიყვანეს, ალბათ გასული ღამის ამბები აინტერესებდათ და როცა კითხვები ერთდროულად მომაყარეს, მეც ყველას სათითაოდ ვუპასუხე.
ლანა და ანიკო დემეტრეს აქებდნენ, ძაან ღირსეულად მოიქცა მართლა კოცნის მეტი არაფერი რო არ უქნიაო, მარიმ სულ ატეხილი მეძახა და მერე ნიკოს გადარეულობაზე იცინოდა.

გიაკო ზუსტად ვიცოდი რასაც ფიქრობდა და ისიც ვიცოდი რომ ძალიან უხაროდა ჩემი და დემეტრეს პატარა დასვენება რომ ასე ლამაზად ჩაშალა და თან ისე რომ მას არც კი დაბრალდება არაფერი.

მერე აღარც დემეტრესთვის მიმიქცევია დიდად ყურადღება და არც ბიჭებისთვის, გუდაურში ვიყავი ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად სულ პირველად და მინდოდა კარგად გამეტარებიინა დრო მათთან მაინც, აბა დემეტრესთან არ დამცალდა და.

***

საღამოს ყველა ერთად ვისხედით რესტორანში, დიდი მაგიდის გარშემო, შორიდან რომ შემოგეხედათ ჩვენთის კლასელების შეკრებააო იფიქრებდით, იმდენი ვიყავით ნიკოს და გიაკოს ძმაკაცების ჩათვლით რომ კი ვგავდით ერთ დიდ კლასს.
-მამას ველაპარაკე.
-რაო? - ვკითხე ხმის კანკალით.
-რაო და ჩამობრძანდით ორივეო.
-რატომ არ გითხრა?
-კი, შენი ამბავი იცის და სიძეს არ უნდა შევხვდეო? - მითხრა დამცინავად აგდებული ხმით. ყველა ჩუმად გვისმენდა, დემეტრე კი ჩაშავებული თვალებით მისჩერებოდა ჩემს ძმას.
-არ გათხოვილაო არ უთხარი?
-კი, მაგრამ მაგისთვის შეყვარებული და მომწონს და ქრაში და ეგეთები რო არ არსებობს არ იცი? აჰა ბატონო და მიაღწიე ალბათ რასაც გინდოდა, ჩადი და დაელაპარაკე მამაჩემს ეხლა - მიუტრიალდა დემეტრეს რომელსაც ამჯერად დაძაბულობის ნაცვლა სახეზე დამცინავი გამომეტყველების მეტი არაფერი არ ეწერა.

ანზორი ბერიასთვის მე არასდროს ვიქნებოდი იმდენად მნიშვნელოვანი რამდენადაც ოჯახის სახელი. ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ არ დაურეკავს და ერთხელ არ მოვუკითხვივარ, მაგრამ როგორც კი ჩემი სახელი ვირაც მისთვის უცნობი ბიჭის გვერძე გაჟღერდა მაშინვე დაინტერესდა ჩემით, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდი ჩემი ცხოვრებით.

-მაყარი უკვე თან გვყავს, არც გართულდება არც არაფერი. რას ვშვებით როდის მივდივართ? - კითხა გახელებულმა დემეტრემ.
-წავიდეთ ხვალ რავი, მე არმაქ ვაფშე პრობლემა, ამათაც აღარ აქვთ ლექციები. - გოგოები გვიგულისხმა ალბათ.
-არა რა ხვალ ხოარ გააფრინე. - ეგრევე წამოვიძახე მეც, ხვალ დემეტრეს დაბადებისდღეა და არ არსებობს მამაჩემთან ლაპარაკში გამეტარებინა დემეტრეს პირველი დაბადდების დღე.
-ბარბარე წესიერად ილაპარაკე გეუბნები, აგერ სიძემ თქვა მე ხო არა რაგინდა? შენ ამის გარდა ვაფშე აღარავის აღარ უსმენ და იქნებ ეხლაც მოგესმინა. - გიაკოს ხმაში გარეულმა ბრაზმა შემაშინა. ხშირად არ უსერიოზულდებოდა ხოლმე გაბრაზებულზე ხმა, უფრო ფეთქებადი ხდებოდა ხოლმე სერიოზულის გარდა მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირად იყო. რაღაც ხვა ხდებოდა აქ, იმაზე ბევრად უფრო სერიოზული ვიდრე ანზორი ბერიას დაბარებული სიძე და გიაკო რომელიც ჩვენ ერთად ყოფნას ცხადია არ ეთანხმებოდა.

-წამო რაღაცა უნდა გითხრა. - ფეხზე ავდექი და რესტორდნიდან გავედი, თან ქურთუკიც გავიყოლე, გიაკოც უხმოდ გამომყვა. გარეთ ისევ თოვდა, გუდაურს ნისლი შემოპარვოდა და განათებული ლამპიონები ვერ ანათებდნენ გადათოვლილ მტა გორებს.
-რა გჭირს შენ?
-შენც არ დამიწყო ეხა რა ისედაც შემცა სურმანამ.
-აჰა რაგინდა მე და სურამანა გყავართ მარტო.
-ვააჰ რა. - ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, მერე ჩაიცუცქა და ცალი ხელით თოვლი აიღო. მეც მის გვერდით ჩავიკუზე.
-რაარი ჰა რაგჭირს რას ხვნეში.
-ბარბარე რა, რადროს შენი გათხოვება იყო გეკითხები?
-არ გავთხოვილვარ თქო ადამიანო რამდენჯერ უნდა გითხრა, თუ დამაცდით აწი შეილება გავთხოვდე კიდეც მარა რავი, რაც მე ეს ბიჭი მიყვარს მას მერე ხან შენ გხედავ ხან სურმანიზეს და ახლა ნიკოც შემოგიერთდათ.
-ხოიცი რო მამა რო გაიცნობს მერე ვსო, ისიც ეგრევე მოგიყვანს.
-შენი ბრალია ესე რო დაჩქარდა ყველაფერი იცი? ცირკები რო არ დაგედგა და გაგეცნო წესიერად დემეტრე, სურმანიძეც არ აგეკიდებინა იმის ძახილით უყვარხარ კაი ბიჭიაო, რო დაგედია მე და დემეს ერთად ყოფნა წესიერად მოგვესწრო საერთოდ არ ჩაუვიდოდა მამას ესე ხმები. და მერე წესიერადაც გაიცნობდა. შენი ბრალია გია, შენი.
-ვიცი ხო ჩემი ბრალია ყველაფერი პროსტა მე რა ვიცოდი ესე თუ გადაირეოდი და გაგიჟდებოდი.
-იმდრეს არ გითხარი რო დემეტრე მიყვარს თქო, ხო გითხარი, იმანაც ხო გიტხრა? მეტი რა გაგვეკეთებინა გეხვეწები, ერთამენთისთვის არ გვქონდა სიტყვა მიყვარხარ ნათქვამი, ორივემ შენ გიტხარით ეგ პირველი, ანუ ხვდები ხო როგორ უაზროდ ცაერიე ჩვენ ურთიერთობაში.
-უაზროდ არ ჩავრეულვარ. მაშინ შენ შეილება ვერ ხვდებოდი მაგრამ ძაან უცნაურად იყო ჩაციკლული დემეტრე შენზე, ეგრევე შემეწინააღმდეგა, ეგრევე სერიოზულობებში წავიდა, სურმანიძესაც მაგარი გადაეკიდა და კაროჩე რა, მაგან უარესი დამმართა ვაფშე. სურმანამ რო მოგიტაცა მას მერე ძაან დამნაშავედ ვგრძნობდი შენს მიმართ თავს, მეგონა რომ თუ მათეს კარგად გაგაცნობდი მეც მაპატიებდი და მათეც მოგეწონებოდა, მაგრამ არც მისმენდი და მეც არასწორად გიხნსიდი რაც მინდოდა. დემეტრე ძაან სწორად მოიქცა შენთანაც და ჩვენთანაც ვაფშე, მაგის გამო უფრო მომწონდა და ეხა მამას ზარმა იმაში დამარწმუნა რომ ჩემ გამო მოხდა ეს ყველაფერი. - ვუსმენდი და ნელ-ნელა მესმოდა მისი, იმ სიტყვების საბოლოოდ გაგება რომელსაც ბოლო რამდენიმე თვე ველოდი იმაზე კარგი მოსასმენი გამოდგა ვიდრე მე წარმომედგინა.

-ძაან გაბრაზებული იყო მამა?
-ეგეთი გაბრაზებული მე ეგ ვაფშე არ მახსოვს, მაშინ შენ რო წამოხვედი მათეს სახლიდან მახსოვს ისეთი გამწარებული ხმით ლაპარაკობდა რო რავი, მარა ეხლა უფრო სხვანაირი ხმით მელაპარაკა, რაღაცნაირი იყო, ზედმეტი არაფერი არ უთქვამს, ამ დღეებში ჩამოდით ყველანიო და ვსო.
-ძაან ცუდ დღეში ვარ.
-მეც ძაან ცუდ დღეში ვარ, აუ ეხა ეგ მეც დამაბრალებს და კაროჩე რა.
-დაგაბრალოს მერე, ისედაც შენი ბრალია რო გაიგო და ღმერთმა იცის რა გაიგო საერთოდ.
-მე ვუთხარი ბარბარე.
-რაგინდა, ჯობდა ისედაც შენგან გაეგო.
-არ მიბრაზდები?
-აა მაგის გამო იყავი ასე ნერვებზე აშლილი? მამასთან ჩამიშვი ესეიგი ბარბარეს შეყვარებული ყავსო და მაგის გამო იყავი ასე აჭრილი?
-მე მეგონა მაგარი გამიბრაზდებოდი, აუ ჯიგარიხარი გული მისკდებოდა მეკიდე.
-ჯობია ისევ შენგან იცოდეს მართლა, მარა ამ ამბების მერე დამპირდი რომ ჩემს ცხოვრებაში ასე გიჟივით არ ჩაერევი. წესიერად რომ მოსულიყავი და ბოდიში მოგეხადა ალბათ ცოტა ხანში ისედაც გაპატიებდი მათეს სახლში რომ არ დამეხმარე იმას, მერე დემეტრესაც გაგაცნობდი და ვსო, ისევ ისე ვიქნებოდით როგორც ადრე. შენ რა გგონია რომ შენი აზრი არ მაინტერესებს? ან არ მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში იყო?
-კაი გპირდები, მარა რამე რო იყოს დემეტრეს სახეს არ გავაძრობ თქო ვერ დაგპირდები.
-რა რამე უნდა იყოს გთხოვ რაც კი რამე დრამა ყოფილა სულ შენ გამო.
-კაი და მაშინ პირველად დემეტრეს შენზე რაღაცა რო უწორავია ეგ ბაზარი რაზე იყო?
-ოო ძაან მალე ხო არ მოგინდა ჭორაობები შენ.
-კაი ეხა ისედაც ინტერესით ვკვდები რახანია. - ხელი გადამხვია, კისერზე ისე ძლიერად წამიჭირა კინაღამ წავიქეცი და ხელში რომ თოვლი ეკავა სახეზე შემაზილა.
-კაი ვსო ვსო მოგიყვები ყველაფერს. - სიცილით ძლივს ვუთხარი და სახე მოვიწმინდე. მერე გიაკოს ყველაფერი მოვყრევი და მისი სასაცილო კომენტარების და რეაქციების შემხედვარე ნელ-ნელა უფრო მიხაროდა რომ ჩამოვიდა.
გვიან ღამით იმავე საღამოს დემეტრეს გვერდით ვიჯექი, დანარჩენებიც ჩვენთან ერთად იყვნენ და სვამდნენ, საუბრობდნენ და რაღა თქმა უნდა ბიჭების თამადობით დემეტრეს დაბადებისდღეს ელოდნენ.

მათე და ცოტნე ლაპარაკს არ წყვეტდნენ, სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე აბავდნენ და ვერც ხვდებოდნენ ისე ეკიდებოდათ ნელ ნელა სიმთვრალე.

რატომღაც ჩემი და დემეტრეს გარდა ყველა სვამდა, მათ შორის გიაკოც რომელიც ძალიან სევდიანი სახით იჯდა იმის და მიუხედავად რომ შევრიგდით და მის მიმართ არც ბრაზი შემომრჩენოდა და არც გაღიზიანება. პირიქით, მართლა ძალიან მიხაროდა რომ ჩვენთნ ერთად იყო.

დემეტრეს ხელი გავუშვი და გიაკოსთან მივედი რომელიც ფეხზე იდგა და მათეს სადღეგრძელოს მეორე მათეზე ხელგადახვეული ისმენდა, მაგრამ მისი ავტომატური რეაქციების მიღმა მე ვერ გამომაპარებდა ცუდად რომ იყო. გიაკოს ბავშვპბიდან თვალებში ეტყობოდა ხოლმე ცუდად ყოფნა.

-ვაა ბაბიტო მოვიდაა - დამინახა თუარა ჭიქა მაგიდაზე დადო და მეორე ხელი მე გადამხვია, სურმანიძეს შევხედე შეპარული ღიმილით რომელიც გიაკოსავით მთვრალი იყო. ბაბიტოს ბავშვობაში მეძახდა ხოლმე და მაშინ როცა ტირილის ზღვარზე იდგა, რამე რომ ტკიოდა ხოლმე.

-აუ გიაკო გთხოვ ორი წამი წამომყევი რა. - ისევ აფერისტული ღიმილით გავიტყუე შემოსასვლელში.

როცა ის ხმის ამოუღებლად მიეყუდა კედელს და თავი მაღლა აწია მართლა დაწმუნდი იმაში რომ რაღაც ხდებოდა.

-გიაკო რა გჭირს? რაც ჩამოხვედი მას მერე უცნაურად იქცევი.
-არაფერი არ მჭირს.
-კაი ეხა ეგ ზღაპრები მოუყევი სურმანიძე მათეს. - თმა წამოზრდოდა და სახეზე ჩამოყრილი ისე ქონდა აქამდე არასდროს რომ არ მინახავს ბავშვობის მერე. ახლაღა შევამჩნიე თმა გადაპარსული რომ არ ჰქონდა.
-გიაკო რა გჭირს თქო.
-რა და მარიამ გოგიშვილი.
ვიცოდი, მაინც ვიცოდი მარის სხვანაირად რომ უყურებდა მთელი ამ დროის მანძილზე.
-მოგწონს მარი?
-კი არ მომწონს მიყვარდება, თვითონ კიდე ზედ არ მიყურებს, ადრე რო ვწერდი მპასუხობდა მაინც ეხლა ვაფშე არც მელაპარაკება. - ვიცოდი რომ თავიდან მარი და გიაკო ერთმანეთს წერდნენ მაგრამ ნამდვილად არ მეგონა გიაკო ამხელა მნიშვნელობას თუ ანიჭებდა ამას. მეგონა ჩემს გამო ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს მაგრამ სინამდვილეში გიაკოს მარისადმი მაშინდელი გრძნობების გამო ყოფილა ყველაფერი.
-რა უნდა ქნა მერე?
-მე რა ვიცი, კაი შემეშვი ეხა წადი შენ ქმართან მიდი. - ხელი ისე მკრა მხარზე კინაღამ გადავყირავდი. აღარ შევედავე დემეტრე ჩემი ქმარი არ არის თქო, რა დროს ეგ იყო, ისეთი სახე ჰქონდა საერთოდ არ აინტერესებდა ჩემთან კამათი.

მარისთან ლაპარაკი არც კი მიცდია, თუ რამე ჰქონდა გიაკოზე სათქმელი აუცილებლად მეტყოდა.
გიაკოზე და მარიზე ფიქქრი ჯერ არ შემეძლო, კი მიხაროდა ჩემი ძმის პირველი სიყვარულის შემსწრე რომ ვიყავი და მით უმეტეს ეს პირველი სიყვარული ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, მაგრამ ცემი გონება მხოლოდ მამაჩემზე და დემეტრეზე ფიქრობდა. ახლა როცა გიაკო და მისი ძმაკაცები მოვიშორე და ცემს მხარეს არიან დამრჩა მამა რომელიც თვეებია არ მინახავს და მისგან წყენით წამოვედი. მასთან ერთად დედა და წყენა რომელიც გულში არ მიჩერდება.

დემეტრესთან მივედი და ისევ გვერდით დავუჯექი. ის ბიწებს უსმენდა რომლებიც ისე ხმაურიანად საუბრობდნენ ერთმანეთში რომ მიკვირდა ხმაურის გამო სასტუროს პერსონალი ჯერ რომ არ გვწვევია.

დამინახა თუ არა დემეტრემ ხელი გადამხვია და სახიდან თმა გადამიწია.

-შენი კოტეჯი რას შვება როგორ არი, ბევრი აკლია დასრულებამდე?
-რავი შენ გელოდება რო ნახო.
-როდის წავიდეთ?
-აი მამაშენთან მაქ საქმე გასარკვევი და მერე სადაც მე გამიხარდება სულ იქ გატარებ.
-ძაან ვნერვიულობ დემე.
-რა განერვიულებს, აწი ისე გვაქ საქმე რო დავშორდეთ იმაზე უფფრო გაგვიჭედავენ.
-მამას არ იცნობ შენ, ძაან ცუდი ხასიათი აქვს, მკაცრია, კონტროლიორი და პრინციპული. ისეთი ჯიუტია თვეებია არ დაურეკავს და არც კი ვიცი რას ველოდე.
-შენ არაფერზე არ ინერვიულო. - ისე გამიღიმა მისმა სიმშვიდემ მეც მომიცვა. დემეტრეს ძალიან ვენდობოდი.

მაგრამ მართლა მეშინოდა სხვა ხალხის ამდენი ზეგავლენა ცუდად არ ასახულიყო ჩვენს ურთოერთობაზე. იმის მიუხედავად რომ მე და დემეტრე ცოტა ხანია ერთად ვართ, უკვე ძალიან სერიოზულდებოდა ყველაფერი და მეშინოდა.

მზად ვიყავი რომ მასთან ერთად ახალი ნაბიჯი შიშის გარეშე გადამედგა, მაგრამ მამაჩემის გიაკოს თავიდანვე ასე ზედმიწევნითი კონტროლი და ახლა მამასგან მოულოდნელი რეაქცია მაინც მაშინებდა.

-წამომყევი შენ. - ადგა და უკან გამიყოლა, ჩვენს ოტახში შევიდა და კარი შიგნიდან გადაკეტა. კედელზე ჩამოკიდებულ საათს შევხედე, სამი წუთი აკლდა თორმეტს. სამ წუთში 23 წლის გახდებოდა დემეტრე.

-რა ხება. - საწოლზე დაჯდა, მის გვედით დავიკავე ადგილი.
-რაც არ უნდა მიტხრას მამაშენმა, მე და შენ ერთად ვიქნებით მაინც. ვიცი რომ გეშინია მისი მაგრამ ბოლოს სენც ხომ გადახვედი მის სიტყვას, როცა ზედმეტად ჩაერია შენს გადაწყვეტილებებში, ხოდა ახლაც ისეთი გამბედავი უნდა იყო როგორც მაშინ იყავი ზაფხულში. როდესმე გიაკოსი შემშინებია?
-არა.
-არ შემშინებია, იმიტომ რომ არასდროს ცუდი განზრახვა არ მქონია. შენ კიდე მით/უმეტეს ცუდი არაფერი გაგიკეთებია. გიაკო სინამდვილეში ძალიან სწორადაც იქცეოდა სულ რომ მელაპარაკებოდა მეც და შენც. არც მამაშენისთვის ვაპირებ რამე განსხვავებულის თქმას, თუ საჭირო გახდა იმასაც ვეტყვი რაც არავისვის მითქვამს.
-რას?
-მამაშენს ვეტყვი მაგას და მერე შენ. - გაიცინა მან, უკან კი საათს მოვკარი თვალი რომელიც უკვე ზუსტად თორმეტს აჩვენებდა.
-დაბადების დღეს გილოცავ დემე. - ვუთხარი ჩუმი ხმით და კისერზე შემოვხვიე ხელები, საწოლზე მუხლებით ვიდექი რომ წესიერად ცავხუტებოდი. მისი დიდი მკლავები წელზე შემომეხვია და უფრო ძლიერად ჩამიხუტა. კისერზე ვაკოცე და სრული სიმსვიდე ვიგრძენი. მამაზე ნერვიულობა მეტ-ნაკლებად გამინელდა და ახლა მხოლოდ დემეზე ვფიქრობდი.
-გეყოფაა - დაიწუწუნა როცა კიდევ რამდენჯერმე ვაკოცე კისერში.
-ბედნიერებას გისურვებ, ძალიან მიყვარხარ. - ისე ჩუმად ვუთხარი საკუთარი ხმა ძლლივს გავიგონე, სირცხვილმა და მორიდებამ ამიტანა, კისერზე ისე ვეკვროდი ვერ მომიშორებდა, თან სირცხვილს გავურბოდი, სახეზე ნამდვილად ვერ შევხედავდი ახლა.
-მადლობა ჩემო ლამაზო. - მიპასუხა სიცილით და ზურგზე მომეფერა. მე შვებისგან ამოვისუნთე. მგონი ზედმეტი სიყვარულის ხსნები ჩემი სტილი არ არის.
-ხვალ წავიდეთ სამეგრელოში, ახალ წელს შენებთან გაბრაზებული ხო არ შეხვედბი არა?
-რა დარწმუნებული ხარ რომ შევრიგდებით?
-გიაკო რომ შეგირიგდა მაგიტომ.
-გიაკოს მარი რომ უყვარს იცოდი? მაგას რამე ეტყობოდა ვინმე რომ აინტერესებდა ჩემი, შენი და მათე სურმანიძის გარდა?
-აუჰ რას იძახი. - წარბები შეკრა და ღიმილი წაეშალა სახიდან.
-რატო რაიყო - მეც გული ამიჩქარდა უცბად მისი რეაქციის შემყურე.
-ცოტნეს უყვარს მარი.
-ვაიმე რას მეუბნები.
-რა მაბები ხდება თურმე შენ ნახე.
-ეხლა მამაჩემი გადამაგორებინა და სხვა არაფერი აღარ მადარდებს. მე თვითონ გაავაყოლებ მარის ცოტნეს ოღონდ ეს ჩვენი ამბავი მოგვარდეს და.
-მე სიმართლე გიტხრა, გიაკოს და მარის უფრო ვხედავ ერთად.
-რაო? ჩემ უდრეურ ძმას და მარის?
-ხო, წამო აგიხსნი, თან ისინიც გვეძებენ ალბათ. - ხელი გადამხვია და გასასვლელისკენ წავედით.

ბოლოს, ახლად აღმოცენილ სასიყვარულო სამკუთხედზე უფრო ვნერვიულობდი ვიდრე მამაზე. დემეტრეს ისე ვენდობოდი ზუსტად ვიცოდი ყველაფერი კარგად იქნებოდა.

დემეს მანქანაში მე ვიჯექი, მათე და ბიჭები ერთად მოდიოდნენ, გიაკო და ანიკო კი ერთად. გოგოები და მათე სურმანიძე აღარ წამოვიყოლე, ხომ ვიცი უარესი დამემართებოდა ყველა მათგანი მამაჩემის გარემოცვაში რომ მენახა, მით უმეტეს სურმანიძე რომელიც უკვე სიძეთ მიეღოთ ზაფხულში. ბიჭებმა კი ასე უთხრეს დემეტრეს სიძის მხარე ხომ უნდა გაიცნონ ეგრევეო და ამიტომ ვერაფრის დიდებით ვერ გადაათქმევინა დემეტრემ წამოყოლა. დემეტრესგან განსხვავებით მათი წამოყოლა ძალიან მინდოდა, მამა რომ დაინახავს გიაკო და ბიჭები ასე თუ ისე ახლოს რომ არიან და იცნობენ ერთმანეთს, ბერვრად უფრო მარტივად შეიძლება მოეკიდოს სიტუაციას.

გიაკო ისე ნერვიულობდა გეგონება ჩემ ადგილას თვითონ ყოფილიყო, ანიკო ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა ტვინი წამიღო თქვენთან გადმოვალ მანქანაშიო, მაგრამ მე და დემეტრეს სიმყუდროვის დარღვევა ახლა ყველაზე ნაკლებდა მინდოდა. მეც ნერვიულობა მახრჩობდა და ანიკოც ჩვენთან რომ მჯდარიყო ალბათ ვიტირებდი კიდეც, მისი გაჩუმება ხომ შეუძლებელია ასეთ სიტუაციებში.
იმაზე ვნერვიულობდი, რომ მამას ისევ რამე სისულელე არ აეჩემებინა და შედეგად, ისევ მათ გარეშე მომიწევდა ცხოვრების გაგრძელება. ისედაც მიჭირს იმის მიღება, რომ დედა და მამა ჩემს ცხოვრებაში ნაკლებად ჩანდნენ, მაგრამ ამ ვითარებაში დარჩენაც უკვე შეუძლებელი გახდა. მიუხედავად მათი სიჯიუტისა და გაუგებარი ახირებებისა, მაინც მენატრებიან. მინდა, რომ ჩემი ბედნიერება ნახონ და მომავალში ერთად გავიხაროთ. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, ეს როგორ მოხდება. არ ვიცი, როგორ დასრულდება მისი და დემეტრეს შეხვედრა.

დარწმუნებული ვარ, მე და დემეტრე არ დავშორდებით, ამიტომ ამაზე მაინც არ ვნერვიულობ. თუმცა, არც ის მინდა, რომ მამამ და დემეტრემ იჩხუბონ. ყველაზე მეტად ეგ რომ არ მინდა მაგიტომ მწამდა ნერვიულობა და შფოთვა.

დაუსრულებელი გზის და თითქმის შვიდი საათის შემდეგ ძლივს მარტვილი გავიარეთ და ნაცნობი სოფლებიც ნელ-ნელა მიილია. სახლს ვუახლოვდებოდით და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა მოუსვენრობის და მოუთბენლობისგან. ბებიას და ბუაბუას ნახვა ისე მიხაროდა მგონი მშობლებზე მეტად ისინი მომენატრნენ.

-ბარბარე მეთქი, ნუ გეშინია ასე ძალინა.

-არ მეშინია, უბრალოდ რო არ ვიცი რა მოხდება ვერ ვისვენებ.

-აგერ ხუთ წუთში სახლში ხარ, რაღა დროს მოუსვენრობაა.

მეც ღრმად ჩავისუნთქე და გზას მივაშტერდი რომელიც ზუსტად ისეთი დამხვდა როგორიც დავტოვე. არაფერი არ შეცვლილიყო ჩემს გარდა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ძველი, ადრინდელი ბარბარე ჩემში ღრმად ჩამალულიყო, მგლის თვალით ათვალიერებდა ყველაფერს და გულის ყურით უსმენდა თითოეულ პატარა ხმასაც კი.

***

მამასთან ერთ ოთახში ჯდომას ისე გადავეჩვიე ვერც კი ვხვდებოდი რა ხდებოდა. სკამზე მჯდომი გაბრაზებული გამომეტყველებით ხან მე შემომხედავდა ხან გიაკოს, დემეტრეს და ბიჭებს კი ყურადღებას არ აქცევდა, გეგონება სულაც არ იყვნენ ჩვენს გვერდით. დემეტრეს ისე ოსტატურად არიდებდა თვალს გეგონება ამზელა ბიჭის მაგივრად სრულ სიცარიელეს დაეკავებინა ადგილი.

დედას ჩემი ხელი ეჭირა, სახეზე მიყურებდა და ისეთი დაძაბული გამომეტყველება ჰქონდა რომ მართლა მეგონა ტირილს დაიწყებდა და მას რომ ტირილი დაეწყო მეც ვერ შევიკავებდი თავს.

-მარტო უნდა დავილაპარაკოთ, გამომყევი. - უთხრა მამამ დემეტრეს და სახლიდან გავიდა. ალბათ მეორე სართულზე უნდა ასულიყო? ან მარტო რატომ უნდა ელაპარაკათ, მაინც გავიგებდი ბოლოს და რა აზრი აქვს?
მამა ფეხზე ადგა თუ არა დემეტრეც უკან გაყვა, ისეთი მაღალი იყო და ისეთი თავდაჯერებული მოძრაობდა მასზე უფრო ნაკლებად ვღელავდი ვიდრე ჩემს თავზე ანდაც გიაკოზე. სანამ კარს გაიხურავდა ერთი შემომხედა და მის თვალებში აუხსნელი და ჩვეული სიმშვიდე რომ დავინახე ვიცოდი მეც არაფერზე მქონდა სანერვიულო.
-დედიკო როგორ მომენატრე შენ ხო არ იცი. - ეგრევე ჩავეხუტე დედას რომლის ერთი ჩახუტებაც და ცრემლები მახრჩობდა უკვე. ვერაფრით ვერ შევძლებდი წყენის გულში ჩადებას, კი გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მას ზურგს ვერ ვაქცევდი, მით უმეტეს ამდენი ხნის შემდეგ.
-მეც დედა, ეს რა გააკეთე, როგორ გააგიჟე მამაშენი? - ცრემლებს შორის გაეცინა და მერე ისევ ატირდა.
-რადროს მამაჩემია მე შენთან მინდა ლაპარაკი, როგორ ხარ, წელი როგორ გაქ ისევ გტკივა?
-ოპერაცია გავიკეთე დედა ნოემბერში. - რაო?!
-ოპერაცია? გიაკოს არაფერი არ უთქვია. - გიაკოს შევხედე რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა, ეტყობა ზევით ჯერ არ ასულან მამა და დემეტრე.
-ხო ინერვიულებდი და არ გითხარი, ეხა კარგადაა ვაფშე ახალივით აქვს ზურგი. - ხელის აქნევით მიპასუხა გიაკომ და ფარდის უკან დადგა, საერთოდ არ ანაღვლებდა ასე ერთი სიტყვაც რომ არ დაცდენია დედას ოპერაციაზე.
-უნდა გეთქვა დედიკო, შენ მაინც დაგერეკა რაიქნებოდა?
-მამაშენმა სანამ თვითონ არ მოვა მანამდე არ გაბედო დარეკვაო. მეც მეგონა ერთი ორ კვირაში დაგვირეკავდი გული მოგილბებოდა, მარა რომ გაგრძელდა ერთი თვე, მერე ორი თვე ვეღარ დაგირეკე საერთოდ.
-მართლა არ მესმის რა, ვერ ვიგებ, მე რა დავაშავე იმ რეს გეკიტხები? მე არასწორად მოვიქეცი? გულწრფელად მიპასუხე ოღონდ.
-შენ არა ჩვენ მოვიქეცით არასწორად, მაგრამ მამაშენს არ იცნობ, მთელი სოფელი რომ ალაპარაკდა მოიტაცეს ბარბარეო მერე ჭკუა სულ დაკარგა. აქამდე შენზე ერთი ცუდი რო არ გაუგია ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა.
-გიაკოს რო ვიღაცა მოეტაცებინა და იმ გოგოს არ სდომებოდა გიაკოსთან ყოფნა მაშინ რას იზავდა მამა? - ვიკითხე ხმაში ცრემლშეპარულმა, გიაკომ დენდარტყმულივით შემომხედა და მერე ისევ ფანჯარას შეხედა, მამას და დემეტრეს დიალოგი აშკარად ეზოში მიმდინარეობდა მეორე სართულის მაგივრად.
-ჩვენ კი გავუშვებდით დედა მარა გიაკო...
-რა შუაშია გიაკო იმ გოგოს რო არ სდომოდა დედა გეკითხები?
-კარგი მართალი ხარ, ყველაფერში მართალი ხარ. აქ მოდი ერთი წესიერად შეგხედო, დედა თმა როგორ გაგეზარდა შეხედე. - მეც გულამოსკვნილი ტირილი ამივარდა და ისე ჩავეხუტე აღარ მინდოდა რომ გამეშვა.
-ვინარი დემეტრე დედი - შეპარული ღიმილით მკითხა დედამ და თმა მხარზე გადამიწია.
ამ კითხვის გაგონებაზე ისე წამოიჭრა მათე ფეხზე მეგონა დენმა დაარტყა.
-მე მოგიყვებით მაგას თუ შეიძლება. - მათე მეორ გვერძე მოუჯდა დედაცემს და ხელები ჩაკიდა.
-კარგი დედი შენ მითხარი. - მათემაც მოყვა დემეტრეს ქება დიდება და სიყვარულის ახსნა, აი თურმე რისთვის წამოსულა და ასეთი ენერგიული როგორ იყო მტელი დღის განმავლობაში.

მათე, ბიჭები და დედა მშვიდ საუბარში იყვნენ ჩაბმულები, იცინოდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ. გიაკო ფანჯარასთან გაქვავებული იდგა მე კიდე ტელეფონს ჩაბყურებდი სათაც ჩათში გოგოები მესიჯების გამოგზავნას არ წყვეტდნენ, მარი ილანძღებოდა ასე ძალიან როგორ მანერვიულებო, ლანა კი ანიკოს ლანძღავდა შენ უნდა იყო მან ეხლა და მე არაო.

-რას ფიქრობ რაზე ლაპარაკობენ? - მკითხა ანიკომ.
-ქორწილის თარიღს დანიშნავდნენ უკვე, ალბათ თამადას ვერ არჩევენ. - გამეცინა მე. სავარაუდოდ ასეთი გრძელვადიანი საუბრის მიზეზი ის იყო რომ მამამ დემეტრეს ნაკლი ვერ უპოვნა და ვერც სისუსტეში გამოიჭირა, ახლა კი დგანნა და მართლა დემეტრეს მომავალ გეგმებს განიხილავენ, აინტერესებს ალბათ მამას რას მიპირებს დემეტრე შორეულ მომავალში.
-გვითხოვდებიო ბარბარეე. - ანიკომ გაიცინა და მეც გამეცინა მასზე. დემეტრეს კი გავყვებოდი ცოლად მაგრამ ჯერ არა, ჯერ მართლა ადრეა.

კარები გაიღო და ჯერ მამა შემოვიდა და მას დემეტრე შემოყვა რომელსაც სახეზე გაურკვეველი გამომეტყველება აეკრა. მამას კი სიმშვიდე ეტყობოდა.
გიაკო გვერძე დაუდგა და რაღაცის კითხვა უნდოდა, მამამ ხელი მხარზე ისე გადახვია გიაკოს სახე შეეცვალა.

-ჯვარს ამ თვეში დაიწერთ. - მამამ მითხრა და თბილად გამიღიმა.

ჯვარს დაიწერო?!

-ვაიმე მართლა დაუნიშნიათ ქორწილის თარიღი. - ანიკომ გაიცინა დე ჩასახუტებლად მომვარდა, ალბათ მოლოცვა უნდოდა, მაგრამ სანამ რამის გაგებას მოვასწრებდი თვალში ბინდი ჩამიდგა და ხმის ნაცვლად გაუჩერებელი ექოები მესმოდა.

მერე ისღა მახსოვს დემეტრეს ძლიერი ხელები რომ ვიგრძელი ზურგზე და სახეზე.
თვალები ჩემს ოთახში გავახილე და მუქი ფერის ხის დანახვა ისე მეუცხოვა თვეების შემდეგ რომ მაშინვე გამახსენდა მომხდარი ამბები და წამოვდექი, თავბრუ ისე დამეხვა კინაღამ საწოლზე გადავვარდდი.

მამამ რა თქვა რაო? ამ თვეში ჯვარს დაიწერთო? და დემეტრე იდგა და მე მიყურებდა? ანუ ორივე თანახმაა ამაზე.

ოთახიდან გავვარდი და მეორე სართულის ავიანზე გასულს კინაღამ ხელახლა წამივიდა გული. უკვე დაბნელებულიყო, ქვევიდან კი სიცილის და ხმამაღალი საუბრის ხმა მესმოდა. ცოტნე და მათე იმხელა ხმაზე ლაპარაკობდნენ და გიაკო იმხელა ხმაზე იცინოდა რომ სადღა მეცალა გულის წასვლისთვის. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და სახლის წინ გაშლილ სუფრას მოვავლე თვალი.

რა საკვირველია, სუფრა იყო გაშლილი. და ბიძაჩემი, ანიკოს მშობლები და კიდევ რამდენიმე ნათესავი შეკრებილიყვნენ, დემეტრესთან და მის მეგობრებთან ერთად. მამას მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა და საერთოდ მგონი ბედნიერიც იყო ამ ყველაფრის შემყურე.

მართლა ჩვენი ჯვრის წერის დღის დანიშვნას აღნიშნავდნენ ესენი?

ვიდექი დაბნეული და მართლა არ ვიცოდი რაზე მეფიქრა.
გიაკომ ამომხედა და ისე გამიღიმა ავტომატურად მეც გამეღიმა მის დანახვაზე, ეს ბოლო დღეები ისედაც ძალიან დაძაბული დადიოდა, მიხაროდა მისი ჩვეული უდარდელი ღიმილის დანახვა.

-ხოდა ამ ჭიქით ჩემ დას გაუმარჯოს, ასე ლამაზად რომ შეგვკრიბა ყველა ერთად. - თქვა გიაკომ და ისე გადაკრა ღვინით სავსე ჭიქა კინაღამ გული გამისკდა.
და ჩემი წინანდელი ფიქრებიც ეგრევე გააცამტვერა, აშკარად სასმელში აპირებდა თავის ჩახრჩობას, გაურკვეველი მიზეზის გამო რომელიც სავარაუდოდ მარის უკავშირდებოდა.

მარისთან აუცილებლად უნდა მელაპარაკა, აი ეს ამბები ჩაივლის თუ არა, პირველი მარისთვის მომიწევდა ყველაფრის გამოკითხვა.

-ჩვენს რძალს გაუმარჯოს აბა და შენი თამადობით აგერ ჩვენ მომავალ ცოლებს გაუმარჯოს. - დაეთანხმა მათეც და ისიც გიაკოსავით ფეხზე წამოიჭრა დასალევად.

-მე არ გამომყვება მე ვინც მინდა და - დაიწუწუნა გიაკომ, აშკარად კვდებოდა ეს ბიჭი და ვერ ვიგებდი რანაირად და როგორ. მარი აუცილებლად მეტყოდა მათ შორის რამე რომ მოხდარიყო, თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ მემგონი არაფერი რომ არ მომხდარა ეგ კლავს გიაკოს.

-რას მეუბნები, გიაკო ბერია შენ ცოლის მოყვანაზე ფიქრობ და არ მოგყვება? მოვიტაცოთ მერე! - მეც სუფრასთან მივედი გახარებული და გიაკოს შევხედე დამცინავი თვალებით. ხოდა იჯდეს და უნდოდეს მარი.

-შენ ვაფშე თავი დამანებე რა, აგერ თვრამეტი წლის ასაკში ვინ თხოვდება შვილო, არავინ შენ გარდა. - ბუძას სიცილი გავიგე.
-ჯერესერთი ცხრა დღეში ცხრამეტის ვხდები, მერე მეორე მე სუ არ მაინტერესებს ეგ თქვენი გათხოვება და გამოთხოვებები, ზუსტად ვიცი მაინც ერთად დავრჩებით და ვისთვისაც არი ეგ ჯვრისწერა ხო ვიცით არა. - არ დავაკელი არც მე. მამაჩემზე ისევ გაბრაზებული ვიყავი და არ ვაპირებდი დედასავით მარტივად მეპატიებინა მისთვისაც.

-კაი ეხლა ბარბარე გეყოფა ხალხის გესვლა, ვერ ხედავ ყველა შენი ბედნიერების აღსანიშნადაა შეკრებილი. - მითხრა ბებიამ და ჩემი ხელი ხელში მოიქცია და ნელა დამიწყო მოფერება.

ბებია და ბაბუა ერთად-ერთი ხალხი იყვნენ რომლებიც წესიერად აზრივნებდნენ ჩემს ოჯახში. მხოლოდ ისინი მიესალმნენ დემეტრეს და ბიჭებს როგორც სტუმრებს და ბარბარეს შეყვარებულად მიიღეს დემეტრე და არა როგორ ბერიების სიძედ.

ეგ კი არა, მარტო ბაბუამ უსაყვედურა მამაჩემს, რატომ აჩქარებთ ბავშვებსო, დააცადეთ ერთად ყოფნა და ყველაფერი რაც მოსახდენია მოხდება მომავალშიო.

ხოდა მეც მარტო იმიტომ გავჩუმდი რომ ბებიამ მთხოვა.

-მადლობა სადღეგრძელოსთვის. თქვენ სად რჩებით ამაღამ? - ვკითხე ცონტეს, აბა დემეტრესთვის რომ მეკითხა მომერიდა, განა დემეტრესი, უბრალოდ ამდენი ხალხის თანდასწრებით ვეღარ გავბედე.
-ანიკოს სახში ვრჩებით ჩვენ, ასე გაგვამწესეს შენებმა და ანიკოს მამამ. ანიკო კიდე შენთან რჩება.

სუფრა ხმაურიანად გაგრძელდა და საათების განმავლობაში, ხან ვინ რეკავდა და ხან ვინ. ბარბარე გითხოვდებათო ეკითხებოდნენ მამას და დედას ქორწილის თარიღს ეხვეწებოდნენ. მე კიდე დანებებული ვიჯექი.

ტელეფონში ვიყურებოდი დემეტრემ რომ მომწერა, წამო ვითომ სასმლის გამოსატანად გამოგყვებიო.
-გავალ მე ღვინოს გამოგიტანთ, გიჟებივით რომ სვავთ ყველა.
-წამო დაგეხმარები. - ეგრევე ფეხზე ადგა დემტეტრეც და უკან გამომყვა.

კაზარმაში შესვლის თანავე დემეტრემ შემომატრაიალა და სეხეზე დამაწყო ხელები. საერთოდ არ იყო ნასვამი, მაგრამ მახსოვს რამდნიმე სადღეგრძელოზე ჭიქა ხელში რომ ეკავა.
-ბარბარე, სხვა გზა არ მქონდა.
-ვიცი.
-მართლა გეუბნები, სხვა გზა არ მქონდა.
-გავიგე ხო.
-მერე არ გინდა რო გამომყვე ცოლად?
-შენ არ გინდა რომ მომიყვანო ცოლად?
-რო არ მდომოდა მამაშენს ვეტყოდი ცოლად მოვიყვან თქო?
-შენ უნთხარი? მე მეგონა თვითონ გითხრა.
-არა, ზუსტად ვიცოდი მის თვალში არასერიოზული დამოკიდებულება მქონდა შენდამი და ეგ ვერ ავიტანე.
-ანუ ჯერ მამაჩემს თხოვე ჩემი ხელი. - რატომღაც, ბევრად უფრო მესიამოვნა ის ფაქტი რომ დემეტრეს ინიციატივა იყო ეს ყველაფერი და არა მამაჩემის დაძალებული ჯვრისწერა იმის იმედად რომ ერთად ვიქნებოდით.

ისე გამიხარდა კისერზე მთელი ძალით შემოვხვიე ხელები, დემეტრემ ხელში ამიყვანე, მე ფეხები წელზე შემოვაჭდე.

-რაო აბა, როდის ვიწერთ ჯვარს?
-ეგ არ გადაგწყვეტიათ ჯერ? - დავცინე მე
-არა, ამ თვეში უნდა იყოს ოღონდ.
-კაი მაშინ, ახალი წლისკენ არ მინდა, ყველა მაგას აღნიშნავს ჩვენი ჯვრისწერის მაგივრად.
-შენ დაბადებისდღეზე? - მკით დემემ და მეც თვალები გამიბრწყინდა.
-ვაიმე კი, ისედაც მინდოდა დაბადებისდღის გადახდა. და ჯერ ჯვარი დავიწეროთ დილით და საღამოს დაბადებისდღე ავღნიშნოთ.
-და შენი დაბადების დღის მაგივრად ჯვრისწერა რო აღნიშნოს ხალხმა? - ახლა მე დამცინა.
-რავი მე არ მაინტერესებს, უბრალოდ ერთი კითხვა მაქ. ოცდახუთში ღამე სად ვრჩებით?
-შეხედე შენ ამ უზრდელს, გოგო რეებზე ფიქრობ შენ? - თმა გადამიწია სახიდან და კისერში მაკოცა ხმაურიანად.
-არადა მართლა ის მაინტერესებს სად ვრჩებით, ანუ სად ვისთან. შენთან სახში?
-ხო აბა სად უნდა დავრჩეთ ბარბარე?
-მე რა ვიცი, ისე მალე ხდება ყველაფერი გააზრება მიჭირს რა ჩემი ბრალია.
-მართალი ხარ, მაგრამ მე გპირდები ყველაფერი კარგად იქნება. - ეგრევე ხასიათი წამიხდა მე.
-არ მინდა ისე ვიყოთ სხვა წყვილები რო არიან, აი ადრე გათხივილი გოგოები სულ რომ შორდებიან ხოლმე ქმრებს. არ მინდა რო დავშორდეთ.
-ყველაფეერი ისე იქნება შენ როგორც გინდა, მე გპირდები მაგას. როგორ ხარ შენ? თავი ხომ არ გტკივა?
-აა არა არაფერი არ მტკივა, ძაან კარგად ვარ. წამო ჩემი მომავალი ქმრის სადღეგრძელო მაქ დასალევი.
დემეტრემ დიდი ხუთლიტრიალი ბოცა აიღო, მე კიდე გამეღიმა.
-ანუ ნელ-ნელა ჩემი ნივთები შენთან გადაგვაქ?
-ხო აბა, რო ჩავალთ ხვალ თბილისში ეგრევე ამოდი და ნახე რა გინდა და როგორ სახში. - მართლა ვერ ვიჯერებდი.
-აა სახში ამოვიდე? აი მთლიანად რემონტი რომ მომინდეს მერე რას აკეთებ?
-მერე რემონტს გიკეთებ.

მე კიდევ გამეცინა.

***
ჯვრის წერაზე სასწაულად ბევრი ხალხი მოვიდა. დედაჩემს ჭორები გაუვრცელებია ბარბარეს ქორწილი არ უნდაო, ჯერ ხელს აწერენ მერე ჯვარს იწერენო და სარამოს რესტორანში დაბადებისდღეს აღნიშნავსო, ხოდა ახლა მთელი სანათესაო დაპატიჟებულია ჩემს დაბადებისდღე/ქორწილში.

დილიდან მარტო გოგოები დამტრიალებდნენ თავზე, ისე ციოდა გარეთ ძლივს ავირჩიე კაბა და მოსაცმელი რომელიც მოუხდა. მაგრამ ეკლესიაში მარტო კაბითვაპირებდი ყოფნას.
სამება ხომ სულ სავსეა, მაგრამ სადაც არ უნდა გამეხედა ყველგან ჩემს ნათესავს ვხედავდი და ვერც კი ვიჯერებდი ამდენი ხალხის ერთად თავმოყრის მიზეზი მე რომ ვიყავი.

როგორც კი სამეგრელოდან თბილისში დავბრუნდით მაშინვე დემეტრეს და გიორგის ბებიასთან შევიარეთ რომ მისთვის გვეთქვა ჩვენი ამბავი, დემეტრეს ისე უხაროდა ბებიამისს რეაქცია რომ მეც გული მითბებოდა. ახლა კი დემეტრეს ბებიას გვერდით ვიჯექი და ვუცდიდი როდის მოვიდოდა ჩვენი ჯერი ჯვირს დასაწერად.

ხელი უკვე მოგვეწერა, მხოლოდ მე დემეტრე, გიორგი და ანიკო ვიყავით უცერემონიოდ მოვაწერეთ ხელი და დანარჩენებს შემოვუერთდით ეკლესიაში.
გიაკო, მათე და მათე უკვე სვავდნენ, დილიდან სხვავდენ ანუ.
დილით ჯერ ჩემი დანარცენი ნივთები გადაიტანეს დემეტრესთან და ბოლოს ეკლესიაში რომ შემოადგეს ფეხი უკვე მოესწროთ სადღაც დალევა.

დემეტრე გაბრიელს და მამაჩემს ელაპარაკებოდა და შორიდან მადევნებდა თვალს, შიგა და შიგ კი მწერდა რომ დავემშვიდებინე და კარგადაც გამოსდიოდა ჩემი გამხნევება.

-ნერვიულობ ბებია?
-არა, იმაზე უფრო ვნერვიულობ ბიჭები რომ სვამენ რამე არ დაემართოთ. - ზუსტად ვიცოდი გიაკოს ვერავინ ვერ დაუშლიდა საჭესთან დაჯდომას.
-ჩემი ლამაზი გოგო. - გამიღიმა და მეც გავუღიმე. მთელი დილა გვერდიდად არ მომშორებია.

მალევე ეკლესიაში ვიდექი ჯვრის წერის ცერემონიაზე დემეტრეს გვერდით და თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. ჩემი მეჯვარე ანიკო იყო, დემეტრესი კი გიორგი. ყველა ისეთი ლამაზი იყო რომ
აღარ ვიცოდი ვისთვის შემეხედა.

ვერ ვიჯერებდი რომ ამიერიდან ჩემი და დემეს ცხოვრება სულ ერთმანეთთან იქნებოდა დაკავშირებული და საბოლოოდ მოვახერხებდი მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრებას.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ხელჩაკიდებულები გამოვედით ეკლესიიდა, მოლოცვებს ღიმილით და მადლობებით ვპასუხობდით. ბიჭების მხიარულებით და გოგოების სიცილით რესტორნამდე მალევე მივედით, მთელი პირველი სართული გადავსებული იყო მაგიდებით და ჩემი და დემეს ნათესავებით, თურმანიძე მათეც კი სიხარულისგან ბრწყინავდა.

დემეს შევხედე რომელიც უკვე მე მიყურებდა.
-ყველაზე ლამაზი პატარძალი მე მყავს.
-ქორწილი არ მინდა თქო და ჰა, გინდა ეს ყოფილა და გინდა ოთხას კაციანი ქორწილი. - დემეს გაეცინა.
-ოთხას კაციანი კი არა კაი ექვსასიანიც არი.
წესიერად არც მომილოცუა, გილოცავ ბარბარე, მრავალს დაესწარი. ძალიან მიყვარხარ. - მითხრა უცბად და ძლივს მივხვდი დაბადების დღეს რომ მილოცავდა. საჩუქარი გამომიწოდა, პატარ ყუთი რომელშიც ყრლსაბამი იდო, ლამაზი საშუალო ზომის მარგალიტით რომელიც ჩემი ნიშნობის ბეჭედს ძალიან გავდა.
-დიდი მადლობა დემე. მეც მიყვარხარ. - ისე ჩავეხუტე არაფერზე აღარ მეფიქრებოდა.

მერე ბიჭებმა დაიწყეს ტრადიციული და სუფრის სიმღერების ბოლო ხმაზე სიმღერა და ისე კარგად ავღნიშნეთ ჩვენი ქორწილი და ჩემი დაბადების დღე რომ არასდროს არ დამავწიყდება.

ოთხი წლის შემდეგ, 2019.

***
სამზარეულოში ვიდექი და ხელები მიკანკალებდა. დემე ჯერ ისევ არ იყო დაბრუნებული და არ მინდოდა მალე მოსულიყო სახლში. ჯერ მე მიჭირდა გააზრება, დემეტრესთვის როგორ მეთქვა მაგაზე ფიქრიც არ მინდოდა.

ჩვენი ქორწინებიდან ამდენი წლის შემდეგ პირველად ვიგრძენი ის პასუხისმგებლობა რაც ცოლს შეიძლება ჰქონდეს ოჯახის და მეუღლის წინაშე. იმიტომ რომ ორსულობის ტესტი რომელიც ხელში მეკავა პოზიტიურს აჩვენებდა და ჩემი ვარაუდიც გამართლდა.

ბოლო რამდნიმე დღე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ვერ ვხვდებოდი რატომ, ხან თავი მტკიოდა, ხან მუცელი ხან კი საერთოდ წელი. მერე სამჯერ ამერია გული ერთ დღეში და დღეს დილას ისევ თავბრუს ხვევით რომ გავიღვიძე, დავფიქრდი და პირველი რაც მომაფიქრდა იყო რომ აფთიაქცში გავქცეულიყავი და ტესტი მეყიდა.

სკამზე დავჯექი და წყალი დავისხი, თავბრუ კიდევ მეხვეოდა.
დემეტრეს ბავშვები უნდოდა თან ძალიან და ძალიან დიდი ხანია. მე კი სანამ სწავლას არ დავასრულებდი ვერიდებოდი ორსულობას, ახლა კი ისე ზუსტ დროს დაემთხვა ჩემი ფეხმძიმობა რომ ვერ ვიჯერებდი.

დემეტრეს ძალიან გაუხარდებოდა.
ჩვენი ჯვრისწერის დღე გამახსენდა. მაშინ მითხრა ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდაო და ამდენი წლის განმავლობაში თავისი დანაპირები ნამდვილად აასრულა.

პრობლემები ხშირად არ გვქონდა, სინამდვილეში მხოლოდ იმაზე თუ წავიჩხუბებდით რომ ახალი სერიალი ან ფილმი დაგვეწყო ძველი, უამრავჯერ ნანახის კიდევ ერთხელ ყურების ნაცვლად.

დემეტრესთან შეხვედრის შემდეგ გული სულ იმას მეუბნებოდა რომ ჩვენ ერთმანეთს საკუთარ თავებზე უკეთ გავუგებდით, ამდენმა წლიანმა სიყვარულმა და თანაცხოვრებამ კი ის მასწავლა რომ ჩემი ინტუიცია და სიყვარული იმაზე უფრო ძლიერია ვიდრე მე წარმომედგია.

დემეტრეს ხშირად უწევდა სამსახურიდან სხვადასხვა ქალაქებში სიარული, მშენებლობების კონტროლი მარტივი არ იყო როცა თბილისიდან მაგალითად ქუთაისში გიწევს პროექტის აღება, მაგრამ დემეტრე ყოველთვის ახერხებდა სამსახურისთვის დროის ისე დათმობას მე მისი სიშორე და მონატრება რომ არ მეგრძნო.

მუცელზე დავიდე ხელი და მომავალზე ფიქრებმა გამიტაცა. დემეტრე საოცრად ყურადღებიანი და სიყვარულით სავსე ადამიანია, ზუსტად ვიცი ჩვენი შვილი ყველაზე ბედნიერი იქნება მისნაირი მამა რომ ეყოლება. დ მოულოდნელად მეც სიამაყის შეგრძნება დამეუფლა, მიხაროდა დემეტრესნაირი ადამიანი ჩემს გვერდით რომ იქნებოდა და ერთად მოგვიწევდა მომავალშიც ყველა ახალი გამოწვევის გადალახვა და გამოცდა ამჯერად როგორ მშობლებს.

ყველასთვის მინდოდა მეთქვა მაგრამ ჯერ დემეტრეს უნდა გაეგო და მერე დანარჩენებს. გიაკოს ისე გაუხარდებოდა ალბათ მეცხრე ცას ეწვეოდა სიხარულით.

მაგრამ ყველაზე მეტად დემეტრეს გაბედნიერება მიხაროდა და ის რომ ყველაფერი ისე მოხდა როგორც საჭირო იყო. არც სამ წელიწადში დავშორებულვართ და არც არავის უთქვამს ჩემზე ორსულად იყო და იმიტომ გათხოვდა ეგრე სწრაფადო. მამა კი მალევე დაუახლოვდა დემეტრეს, მეც მელაპარაკა და თავისი საქციელის გამო ბოდიში მომიხადა. ბოდიშის ნაცვლად მისი შეცვლილი ხასიათი ან შეხედულებები მერჩივნა, მაგრამ რა თქმა უნდა ამას ვერ ვეღირსე ჯერ-ჯერობით.

დემეტრეს ლოდინში საათები მალე გავიდა, მეც ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. არ ვიცოდი ჩემი სიხარული როგორ დამემალა.
წლების განმავლობაში დემეტრესთან ერთად ხშირად მილაპარაკია და მიოცნებია ჩვენს შვილებზე და მომავალზე, როგორ გვინდოდა მათი აღზრდა და რამდენი შვილი გვინდოდა, მე ორი მინდოდა, ერთი გოგო და ერთი ბიჭი. დემეტრეს იმდენი უნდოდა რამდენიც მე.

რამდენიმე საათში სახლის კარი გაიღო და დემწტრე შემოვიდა.
-ბაბი არ გასულხარ გოგოებთან? გიაკომ დამირეკა ველოდეთ ველოდეთ და არ მოვიდაო.
-ხო ვეღარ მოვახერხე, რაღაცა მოხდა და სად მეცალა გასასვლელად.
-მე კიდე მეთქი საღამოს იმათ ვნახავთ და მერე სახლში გამოვალთ თქო. - მის სიტყვებზე გამეღიმა, ეს ბოლო თვეებია სამეგობრო წესიერად ვერ შევიკრიბეთ და ეტყობა ენატრებოდა ხალხმრავლობა და მათი ჩვეული ხმაური.
-მოდი რაღაცა უნდა გითხრა, დაჯექი აქ. - დივანზე ჩემს გვერდით მივუთითე და ისიც უცბად განერვიულებული სახით დამიჯდა, მერე მაკოცა და ძლიერად ჩამეხუტა.
-რამე სერიოზულია?
-კი, ძალიან თან. - ვუთხარი მე ნერვიული ღიმილით. მან თავი დამიქნია და მომლოდინე თვალებით შემომხედა.
-კაი მაშინ პირდაპირ გეტყვი, არ ვიცი როგორ გითხრა მარა წეღან ვფიქრობდი და რაც მალე გეტყვი მით უკეთესი. - დემეტრეს გაეღიმა ჩემი ნერვიული ლაპარაკის გაგონებაზე და გისმენო მითხრა, თან ვამჩნევდი თვითონაც ნერვიულოად როგორ მეფერებოდა ხელზე.
-ორსულად ვარ, დილით გავიკეთე ტესტი. - ვუთხარი გულ აჩქარებულმა და მის რეაქციას დაველოდე.
-ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი. - ღიმილი უფრო გაუფართოვდა და ტუჩებზე ძლიერად მაკოცა, თმაზე და მხრებზე მეფერებოდა.

რაო? რას ნიშნავს "ვიცოდი" ?

-როგორ თუ იცოდი?
-გული რო გერეოდა იმ დღეს კი გავიფიქრე ორსულად არისთქო მარა აღარ გითხარი, მერე რაც უფრო დაგაკვირდი უფრო დავრწმუნდი. ამ დღეებში ვაპირებდი მეთქვა ექიმთან გასასინჯად წავიდეთ თქო. - სახეზე ისეთი ლამაზი ღიმილი და ბედნიერი მზერა ჰქონდა რომ თვალი ვერ მოვწყვიტე.
-შენ ჩემამდე რანაირად იცოდი კაი რაა. - დავიწუწუნე სიცილით და ჩავეხუტე. დემემ კალთაში ჩამისვა და მერე მუცელზე მომეფერა.
-შენ გოგო გინდა თუ ბიჭი პირველი?
-ჩემთვის აზრი არ აქვს, მთავარია ჯანმრთელი დაიბადოს და შენისთანა ლამაზი და ჭკვიანი იყოს. - მიპასუხა, მე კი გული ხელახლა ამიჩუყდა.
-ვაიმე ეხლა ტირლი არ დაიწყო არ გამაგიჟო.
-ძაან მიყვარხარ დემეტრე.
-მეც ჩემო ლამაზო, შენ რო შემიყვარე მაგ დღის მერე ყველაზე ბედნიერი ვარ. - ისე მიმიხუტა ჩემი მუცლიდან ხელები არ აუღია და რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა მისი ხელები არ მომცილდებოდა მომავალი ცხრა თვის განმავლობაში.


დასასრული.



№1  offline წევრი ანორა

ყოველ დღე ამას ვკითხულობ wattpad-ში ისე მიხარია აქაც რო დაემატაააა😭😭
ძააანნ მაგარიიიაააა და დემენტრეზე ვგიჟდები😩

 


№2  offline წევრი კატსი

ანორა
ყოველ დღე ამას ვკითხულობ wattpad-ში ისე მიხარია აქაც რო დაემატაააა😭😭
ძააანნ მაგარიიიაააა და დემენტრეზე ვგიჟდები😩

გამარჯობაააა 🤩🤩🤩 ძალიან დიდი მადლობა წაკითხვისთვის, საერთოდ არ ველოდი ვინმე თუ იცნობდა ამ ნაწარმოებს ვათპედიდან 🫣🫣❤️❤️❤️ უდიდესი მადლობააა

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატია

უმაგრესი იყო და ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ბაბის შეუპოვრობა მომეწონა...

 


№4  offline წევრი კატსი

სტუმარი ხატია
უმაგრესი იყო და ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ბაბის შეუპოვრობა მომეწონა...

დიდი მადლობა💝💝 კი ბარბარეს პერსონაჟის მთავარი მამოძრავებელი თავიდანვე ეგიყო❤️

 


№5 სტუმარი ნინი ლაგურაშვილი

კარგი წასაკითხია❤️❤️

 


№6  offline წევრი კატსი

ნინი ლაგურაშვილი
კარგი წასაკითხია❤️❤️

მადლობააა❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგია ,ძალიან მომეწონა

 


№8  offline წევრი კატსი

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგია ,ძალიან მომეწონა

დიდი მადლობა 🥰🥰🥰🥰

 


№9 სტუმარი სტუმარი მირანდა

ძალიან მომეწონა ბაბი და დემე საუკეთესო წყვილია წარმატებები

 


№10  offline წევრი კატსი

სტუმარი მირანდა
ძალიან მომეწონა ბაბი და დემე საუკეთესო წყვილია წარმატებები
უღრმესი მადლობა 💗💗💗

 


№11 სტუმარი იზოლდა

კარგია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლობა ვისიამოვნე მაგრამ საიდან ასეთი კარგი ბიჭები საოცნებო მამაკაცები
ბრავოოოო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი კატსი

იზოლდა
კარგია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლობა ვისიამოვნე მაგრამ საიდან ასეთი კარგი ბიჭები საოცნებო მამაკაცები
ბრავოოოო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობაა💗💗💗 ვეცადე დემეტრე მართლა საოცნებოდ დამეწერა და მიხარია ამის მოსმენა 💗💗

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

მომეწონა ძალიან, ბაბი და დემე შემიყვარდა.მადლობა ავტორს❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ანასტასია

აუუ რა კარგი იყო არმინდოდა რომ დასრულებულიყო. გაიხარე რა.

 


№15 სტუმარი სტუმარი თეო

კარგი იყო,სასიამოვნოდ იკითხება ,წარმატებები ავტორს და იმედია სიახლეებს შემოგვთავაზებ ხოლმე 🙈♥️

 


№16  offline წევრი კატსი

სტუმარი ნანა
მომეწონა ძალიან, ბაბი და დემე შემიყვარდა.მადლობა ავტორს❤

დიდი მადლობა💞

სტუმარი ანასტასია
აუუ რა კარგი იყო არმინდოდა რომ დასრულებულიყო. გაიხარე რა.

მადლობააა 💞

სტუმარი თეო
კარგი იყო,სასიამოვნოდ იკითხება ,წარმატებები ავტორს და იმედია სიახლეებს შემოგვთავაზებ ხოლმე 🙈♥️

დიდი მადლობა, სიახლეებს რათქმაუნდა შემოგტავაზებთ 🥹💞💞

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent